ZJ20061301. მოდა ყოველთვის მოდაში იქნება.
1302. მოდას არ ექნება დასასრული.
1303. ადამიანის მოვალეობაა ბუნება სწორად გამოიყენოს.
1304. ისტორიკოსებისა და არქეოლოგების მოვალეობაა ძველი ცივილიზაციის ნაშთები აალაპარაკონ.
1305. ვინც გვერდს უვლის თავის მოვალეობებს, ის გვერდს უვლის საკუთარ ცხოვრებას.
1306. ვინც იღვწოდა ბრწყინვალე მომავლისათვის, ბრწყინვალე წარსულიც შექმნა.
1307. ამ ქვეყნიდან წასული ადამიანი მანამ ახსოვთ, სანამ მისი ნამოღვაწარი შეახსენებს თავს.
1308. წარსულ აწმყოში ადამიანთა ნამოღვაწარი უზრუნველყოფს მათ სიცოცხლეს აწმყოში.
მოთმინება, მოთხოვნები, მოლოცვა, მომავალი
1309. ადამიანს სჭირდება გრდემლის მოთმინება.
1310. თუ არ გაქვს მოთმინება, ცოტა მოითმინე და გექნება.
1311. მოთმინება არასწორი ნაბიჯებისაგან იცავს ადამიანს.
1312. ხშირად ადამიანს მოთმინება უფრო იხსნის, ვიდრე ძლიერება.
1313. ბოლო წუთი ყველას მოთმინებით გველოდება.
1314. დანახარჯი მოსათმენია, სანამ შემოსავალს გადააჭარბებს.
1315. მას, ვისაც მაღალი მოთხოვნები აქვს, მეტი შრომა მართებს.
1316. როცა ყველა გილოცავს, ე. ი. ყველა არ გილოცავს.
1317. სჯობს იფიქრო მომავალზე, ვიდრე იწუწუნო წარსულზე.
1318. არ არსებობს არაფრის მომტანი მომავალი, ისე როგორც არაფრის წამღები წარსული.
1319. მომავალი არასოდეს დაილევა და არც წარსული შეივსება.
1320. მომავალი გაძლევს შანსს გააკეთო ის, რაც ვერ მოასწარი წარსულში.
1321. მომავალი მიზნებია მხოლოდ.
1322. მომავალი – მომავალი აწმყოა, ხოლო მომავალი აწმყო – მომავალი წარსული.
1323. მომავალი მოულოდნელობითაა საინტერესო.
1324. მომავალი უკანასკნელ ამოსუნთქვამდე გვექნება.
1325. მომავალი უცნობ შესაძლებლობათა ჯამია.
1326. მხოლოდ სიცოცხლეს აქვს მომავალი.
1327. სწორად განჭვრეტის გარეშე მომავალი არასოდეს გაგიმართლებს.
1328. ადამიანის არსებობის წყარო მისი მომავალია.
1329. ადამიანი თვითონ ქმნის საკუთარ მომავალს.
1330. ადამიანის მიზნები განსაზღვრავენ მის მომავალს.
1331. ვისაც არ ეთმობა წარსული მომავალს ნაკლებად იმსახურებს.
1332. მომავალს აწმყო აცოცხლებს და მყისვე იქცევა წარსულად.
1333. მომავალს სამომავლო გეგმები ქმნიან.
1334. მომავალს სჭირდება მისთვის მზადება.
1335. მომავალს ძლიერი გონება განსაზღვრავს, მაგრამ არა დიდი სიზუსტით.
1336. მომავალს წარსული დაგვანახვებს.
1337. ბედი მომავალშია და მხოლოდ აწმყოში შეიძლება გეწვიოს.
1338. მომავალშიც დაახლოებით იმდენი ბოროტება და სიკეთეა, რამდენიც წარსულში იყო.
1339. მომავლით წინასწარ ვერ ისარგებლებ.
1340. არ შეიძლება უკეთესი მომავლის იმედით ვაძაგოთ წარსული.
1341. მომავლის ამოწურვა სიკვდილია.
1342. მომავლის იმედი უამრავ შეცდომას შეიცავს.
1343. მომავლის ისტორიას ვერავინ დაწერს.
1344. მომავლის მადლი ისაა, რომ არაფრის მქონესაც სჯერა, მასში ბედნიერებას იპოვის.
1345. მომავლის უკეთ ხედვა უზრუნველყოფს ადამიანის წინსვლას.
1346. საოცარია, ყველაფერი მომავლისკენ მიისწრაფვის და წარსულში ხვდება.
მონა, მონაგარი, მონანიება, მოპარვა, მორიგება, მოსავალი, მოსმენა, მოსწავლე, მოტაცება, მოქმედება, მოძრაობა, მოწონება, მოხვეჭა, მოხუცი, მრისხანება, მსახიობი
1347. ბევრი მონა ვერ გრძნობს, რომ მონაა.
1348. მონამ თავისუფლების ფასი არ იცის და ადვილად იტანს მონობას.
1349. მონობა რომ შეძლო, მონობაში უნდა იყო აღზრდილი.
1350. მონობა სიყვარულის სანაცვლოდ მიუღებელია.
1351. მონაგარის გაფანტვა ადვილია, მონაგრებაა ძნელი.
1352. თუ მონანიება გიჭირს, მიტევებაც გაგიჭირდება.
1353. მონანიების შესაძლებლობამ არ უნდა გიბიძგოს, რომ მომავალშიც ჩაიდინო ცოდვა.
1354. მსუბუქად ის დააბიჯებს მიწაზე, ვისაც მოსანანიებელი არაფერი აქვს.
1355. მოპარული სიბრძნეც შეგარცხვენს როდისმე და ოქროს ბრწყინვალებაც.
1356. მოპარულმა სიყვარულმა კბილის მოკვეთა იცის.
1357. მოპოვება კარგია, შენარჩუნება კი – უკეთესი.
1358. ვისაც არ სურს მორიგება, მას სურს ომი.
1359. დათესვა შენზეა დამოკიდებული, მოსავალი კი – ბუნებაზე.
1360. მოსავლის მოყვანაში დაღვრილი ოფლის საფასური აღებული მოსავალია.
1361. თუ მსმენელი არაა, ხმამაღლა მოლაპარაკეც არაფერს ამბობს.
1362. ჩურჩული შეიძლება მოისმინო, მაგრამ უზომოდ მაღალი ხმის მოსმენა შეუძლებელია.
1363. უსმინო ჭკვიან ადამიანს _ მეტად სასარგებლო საქმეა.
1364. მოსწავლე უნდა იმედოვნებდეს, რომ ოდესმე მასწავლებელს გადააჭარბებს.
1365. მოტაცება ერთხელ იყო საპატიო, როცა ცეცხლი მოიტაცეს.
1366. სჯობს სინდისის კარნახით იმოქმედო და დაზარალდე, ვიდრე – უსინდისოდD და მოგება ნახო.
1367. ადამიანის მოქმედება მისი შესაძლებლობების გამოვლენის საშუალებაა.
1368. მოქმედება აწმყოშია, შედეგი კი წარსულში.
1369. ყოველი მოქმედება იწყება და მთავრდება აწმყოში. გამონაკლისი არ არსებობს.
1370. ყოველი მოქმედება მის შესაბამის შედეგს იძლევა და შესრულების სიზუსტეზეა დამოკიდრბული.
1371. ადამიანის სახე გასცემს მის მომავალ მოქმედებას.
1372. მოქმედებას სჭირდება კონტროლი, ხოლო სურვილი უკიდეგანოდ თავისუფალია.
1373. ერთადერთი აწმყო იძლევა მოქმედების შესაძლებლობას. წარსულსა და მომავალში არც სიცოცხლეა, არც მოქმედება.
1374. დანახული უფრო მოქმედებს, ვიდრე მოსმენილი.
1375. ნამოქმედარით უკმაყოფილება უკეთესობის სურვილია.
1376. უმოქმედობა მხოლოდ უგუნურისაა სასარგებლო.
1377. ყოველივე მოძრავს სჭირდება მოძრაობის საწინააღმდეგო საშუალება.
1378. თუ შეეცდები საზოგადოებაში ვინმეს თავი მოაწონო, მხოლოდ საწინააღმდეგოს მიაღწევ.
1379. შეხედავ ¬– მოგეწონება, დაილაპარაკებს და შეხედვა აღარ მოგინდება.
1380. თუ სხვისი ძალიან მოგწონს, შენი კარგავს მოწონებას.
1381. ჟებოტაურით (ჟიპიტაური) გაბრუებულს ,,ატენურიც” არ მოეწონება.
1382. ის, რაც შენს ხალხს მოსწონს, ყველა ხალხს მოეწონება.
1383. ხშირად ადამიანებს მოსწონთ ის, რაც სხვებს მოსწონთ, და არა ის, რაც მოსაწონია.
1384. მოწყალება უხმაუროდ უნდა გასცე. ,,გაცემა მეტი ნეტარებაა, ვიდრე მიღება.”
1385. ყველაფერს ერთად ვერც მოიხვეჭ და ვერც მოიხმარ.
1386. მოხუცებული მწიფე ნაყოფს ჰგავს, რომელიც მცირე ნიავმაც კი შეიძლება მიწას დაანარცხოს.
1387. მოხუცი იმას მოიმკის, რაც ახალგაზრდობაში დაუთესია.
1388. მოხუცი ნაამაგარით ფასდება, ახალგაზრდა კი – მიზნებით.
1389. მოხუცმა უნდა იჩქაროს.
1390. მრიხანება სპობს სწორი გადაწყვეტილების უნარს.
1391. მრისხანება უცბად გვართმევს ყველაფერ ადამიანურს.
1392. მრისხანების შეკავებული ნაპერწკალი ხანძრად აინთება.
1393. მრისხანებისას გაკეთებული ყოველთვის სანანებელია.
1394. მრისხანებისას იკარგება ნათელი გონება.
1395. მრისხანებისას სიკეთის უნარი მკვდარია.
1396. კარგი მსახიობის ხვედრი ტაში და ოვაციაა, ცუდისა _ სტვენა, ხოლო საშუალოსი – არც ერთი და არც მეორე.
მსახური, მტერი, მტკიცებულება, მტყუანი, მუსიკა, მყიდველ-გამყიდველი, მშვენიერება, მშვიდობა, მშობელი, მწარე
1397. მსახურის მსახურებაა ძნელი.
1398. მეგობარი მაშინ გმტრობს, როცა შენს ნაკლს მალავს, ხოლო მტერი – ღირსებას.
1399. ხალხზე როცა ბატონობ მტერთან გაქვს საქმე, ხოლო, როცა მართავ – ნეიტრალურ ადამიანებთან.
1400. კარგს მტერი არ დაელევა.
1401. არაფრის მქონეს მტერი არ ჰყავს და არხეინად სძინავს.
1402. ახალი მტერი უფრო საშიშია, ვიდრე ძველი.
1403. თუ მტერი ბრძოლის ველიდან გაგექცევა, გული უნდა დაგწყდეს და არა გაგიხარდეს.
1404. მოკეთე გასწავლის, მტერი გაიძულებს ისწავლო.
1405. მტერი გაიძულებს შესაძლებლობების მობილიზებას.
1406. მტერი გყავს თუ სხვას მტრობ, ერთნაირად ცუდია.
1407. მტერი ვერ გავნებს იმდენს, რამდენსაც გულგრილობა.
1408. მტერი მაშინ დაგესხმება თავს, როცა მას დაივიწყებ.
1409. მტერი მკვდარიც საშიშია, თუ ის ვიღაცაში ცოცხლობს.
1410. მტერი, რომელიც შენზე გამარჯვებას ელოდება, შეიძლება ტკბილი სიტყვით დაატყვეო.
1411. მტერი სუსტად არასდროს ჩათვალო.
1412. მტერი უფრო გაიძულებს იმოქმედო, ვიდრე მოკეთე.
1413. მტერი უფრო დაკვირვებით გიყურებს, ვიდრე მოკეთე.
1414. შენი მტერი ნაკლებ საძულველია, ვიდრე შენი სამშობლოს მტერი.
1415. ცოდვაა კაცი, რომელსაც საკუთარ თავზე დიდი მტერი არ ჰყავს.
1416. ,,ცუდას რად უნდა მტერობა”, თვითონ მტერია თავისა.
1417. მტერმა თუ თავი მეგობრად მოგაჩვენა, ადვილად დაგამარცხებს.
1418. მტერს არ უნდა აგრძნობინო, რომ იცი მისი მტრობა.
1419. მტერს თუ ზურგი უჩვენე, თავს ვეღარ დაიცავ.
1420. მტერს მეტი ყურადღება სჭირდება, ვიდრე მოყვარეს.
1421. მტერს მტრობა უნდა დაასწრო.
1422. მტერსაც შენი საქმიანობა შეგძენს და მოკეთესაც.
1423. მტერში ცუდს ვხედავთ, კარგი კი არ გვინდა დავინახოთ.
1424. მტრებშიც ვამჩნევთ კარგ თვისებებს, მაგრამ არ ვაღიარებთ.
1425. მოძმის წყრომა გერჩიოს მტრის ღიმილს.
1426. მტრის არად ჩაგდება ზოგჯერ შურისძიებაზე მეტია.
1427. მტრის მაშინ უნდა გეშინოდეს, როცა მტრობას იმსახურებ.
1428. შენი მტრის მეგობარიც შენი მტერია.
1429. მტრის მეგობრად ქცევა მეტია, ვიდრე განადგურება.
1430. მტრის შეცდომას უნდობლობით უნდა შეხვდე, მოკეთისას კი _ მიტევებით.
1431. მტრის ჯარში გმირობა სამშობლოს ღალატია.
1432. სასახელოა სახელოვანი მტრის დამარცხება.
1433. ჩასაფრებული მტრის აღმოჩენა უფრო ძნელია, ვიდრე მისი მოგერიება.
1434. მტრისგან მტრობა მეტი სიკეთეა, ვიდრე მეგობრობა.
1435. წამებით მიღებული მტკიცებულება საეჭვოა.
1436. მტყუანს აღიარება უხდება.
1437. მტყუანს და მართალს საქმე გამოაჩენს.
1438. მუსიკა კანონზომიერებას დამორჩილებული ხმაურია.
1439. მუსიკა მოსმენით ცოცხლობს.
1440. მუსიკა ღვთაებრივი ენაა, რომელიც ყველას ატკბობს.
1441. როცა არ არის მუსიკა ყურები ისვენებენ, როცა არის – ჩვენ.
1442. მყიდველ-გამყიდველი უერთმანეთოდ არ არსებობს.
1443. ვისაც მშვენიერება იზიდავს, ბუნებით ფაქიზია.
1444. მშვენიერება ალამაზებს ადამიანის სულს.
1445. მშვენიერება თვითონ არ გამოგეცხადება, ის უნდა აღმოაჩინო.
1446. მშვენიერებაა ყველაფერი, რასაც სიკეთე მოაქვს.
1447. მშვენიერებას ბუნება იძლევა, ხელოვნური მშვენიერება კი მისი გამეორებაა.
1448. დამარცხებისას მიღებული მშვიდობა, სევდაა.
1449. მშვიდობას ერთეულები ვერ დაიცავენ, იგი ყველას ინტერესებშია და ყველამ უნდა დაიცვას.
1450. მშობელი შვილების მიმართ ხშირად მკაცრი და ყოველთვის სამართლიანი უნდა იყოს.
1451. ცუდი მშობელი შვილების მტერია.
1452. მშობელმა შვილი დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის უნდა მოამზადოს.
1453. თუ შვილი მშობელს შეაგინებს, ის ამას იმსახურებს.
1454. მშობელს უღირსი შვილიც უყვარს.
1455. მშობლები ბევრს იკლებენ, როცა შვილებს არაფერს აკლებენ.
1456. მშობლების უდიდესი დანატოვარი საკუთარი თავია.
1457. მშობლებისთვის მიღებული ცხოვრების წესი გადამდებია შვილებისათვის.
1458. მშობლებს კარგად აღზრდილი შვილები ბედნიერებას და სიცოცხლეს მატებენ.
1459. მშობლებს მხოლოდ უზნეო შვილები ივიწყებენ. რამდენადაც მშობლებს მართებთ შვილებზე ზრუნვა მათი ბავშვობისას, იმდენად შვილებს – მშობლებზე, მათი სიბერისას.
1460. მშობლის იმედი შვილების გულში ჩანერგილი სიყვარულია.
1461. მშობლის მაგივრობა შეიძლება, შეცვლა კი – არა.
1462. მშობლის შიშმა კი არა, სიყვარულმა უნდა გაიძულოს, ანგარიში გაუწიო მის აზრს.
1463. მშობლიური ამაგის დაფასება შვილების უპირველესი მოვალეობაა.
1464. მშობლიური მიწის სიყვარული იმდენად ძლიერია, რომ ყველა მასში დაკრძალვის სურვილით კვდება.
1465. სანამ მწარე არსებობს, ტკბილს დაფასება არ მოაკლდება.
მწერალი, მწვერვალი, მწვრთნელი, მწუხარება, მხვნელ-მთესველი, მხატვარი, მჯობნი, ნაბიჯი, ნადირი, ნაკადული, ნაკლი, ნაყოფი, ნაცნობობა, ნაძირალა, ნაწარმოები, ნაწილი, ნდობა, ნება, ნებივრობა, ნიჭი
1466. ზოგი მწერალი გარდაცვლილიც ბეჭდავს წიგნებს, ზოგი ცოცხალიც ვერა.
1467. კარგი მწერალი ყველა გულს მოუძებნის გასაღებს.
1468. კარგი მწერალი ცხოვრების მასწავლებელია.
1469. კარგი მწერალი უკეთ ხედავს ცხოვრებას და აცნობს თავის მკითხველს.
1470. მწერალი თავის წიგნზე ჭკვიანი არ უნდა იყოს.
1471. მწერალმა თავი უნდა დაამახსოვროს მკითხველს.
1472. მწერალმა ხალხში იმდენი სიყვარული უნდა დანერგოს, რომ ბევრი თვითონაც დაიმსახუროს.
1473. მწერალს გადმოცემის უბადლო ნიჭი სჭირდება, მკითხველს კი – აღქმისა.
1474. მწერლები აცოცხლებენ ისტორიულ პიროვნებებს და შთაგონების წყაროდ აქცევენ მათ ნამოქმედარს.
1475. მწერლები უკვდავყოფენ თავიანთ ნააზრევს.
1476. მწერლის ნაწარმოები მისი დახასიათებაა.
1477. მწვერვალისაკენ მიმავალმა უნდა იცოდეს, რომ გზა უგზოობით შეიცვლება.
1478. გაწვრთნილ-გაწაფული ყოველთვის აჯობებს გაუწვრთნელს.
1479. სამწუხაროდ, დიდი ადამიანების შეფასება მათზე პატარა ადამიანებს უხდებათ და ამიტომაც ხშირად ცდებიან.
1480. სამწუხაროდ, ხელოვანი მოკვდავია, საბედნიეროდ, ხელოვნებაა უკვდავი.
1481. კარგი მხვნელ-მთესველი სახნისის პირზე იცნობა.
1482. მსოფლიოს ბევრი დიდი ტალანტის მქონე მხატვარი ჰყოლია, მაგრამ ბუნებისთვის არავის გადაუჭარბებია.
1483. მჯობნის მჯობნია ყველა.
1484. ყველას მჯობნის მტერია ყველა.
1485. მხოლოდ ერთხელ შეგიძლია გადადგა როგორც პირველი, ასევე უკანასკნელი ნაბიჯი.
1486. სოფელში თუ ნადირი გამოჩნდა, ყველას თავის ჭიშკართან ელანდება.
1487. ნაკადული მდინარეს შეუმჩნევლად ზრდის.
1488. სხვის ნაკლზე სიცილს, სჯობს საკუთარზე იტირო.
1489. ნაკლი უფრო თვალშისაცემია, ვიდრე ღირსება.
1490. ყველა ნაკლი ადვილი ასატანია, თუ იცი, რომ ამის შესახებ სხვებმა არ იციან.
1491. ყველა ნაკლი ადვილი გამოსასწორებელია, თუკი აღიარებ.
1492. ყოველ ნახატს თუ სურათს ერთი გამოუსწორებელი ნაკლი აქვს – იგი სინამდვილის ასლია მხოლოდ.
1493. სხვათა ნაკლოვანებების ქექვით სახელს ვერ მოიხვეჭ.
1494. ,,ნაკლს კი არ ვიშორებთ, ვმალავთ” და გვგონია, ამას ვახერხებთ.
1495. როცა დიდ ადამიანებში აღმოვაჩენთ ნაკლს, ადვილად ვამართლებთ საკუთარს.
1496. ვისაც თავი უნაკლოდ მიაჩნია, ყველა ნაკლოვანი ჰგონია.
1497. თუ დაიჯერებ, რომ უნაკლო ადამიანი არ არსებობს, მაშინ შენს ნაკლსაც ადვილად შეამჩნევ.
1498. თუ ფიქრობ, უნაკლო ხარ – ესეც დიდი ნაკლია.
1499. თესლი პატარაა, მაგრამ ნაყოფი დიდი მოაქვს.
1500. ჰავა თუ ხელს არ უწყობს, მცენარე ნაყოფს არ იძლევა.
1501. ვისაც ჰგონია, რომ ბევრს და კარგად იცნობს, თავის თავს ცუდად იცნობს.
1502. ნაძირალას კი არ უნდა აჰყვე, უნდა აიყოლიო.
1503. დიდი მწერლის ნაწარმოები საკაცობრიო ანდერძია.
1504. ნაწარმოების სიკარგეს ხალხში მისი პოპულარობა განსაზღვრავს.
1505. ხელოვნების ბევრი ნაწარმოების არდავიწყების მიზეზი არა მისი მარადულობა, არამედ უკეთესის შეუქმნელობაა.
1506. ნახელავით ავტორის ამოცნობა დიდ ხელოვანთა ხვედრია.
1507. ნდობა გვაცნობს ადამიანს.
1508. ნდობა უნდა მოიპოვო.
1509. რაც მეტია დასაკარგი, მით ნაკლებია ნდობა.
1510. თუ იმსახურებ ნდობას, ე. ი. ღირსეული ხარ.
1511. ნდობას არ სჭირდება თამასუქი.
1512. ნდობის დაკარგვა დიდი დანაკარგია.
1513. ყველაფრის ნება არავის აქვს.
1514. ვისაც დილით ლოგინში ნებივრობა უყვარს, მას სანებივროდ არასოდეს ექნება საქმე.
1515. ნარკომანსა და ალკოჰოლიკს უნებისყოფობა ღუპავს.
1516. დიდი ნიჭი ასპარეზის გარეშე არარაობაა.
1517. დიდი ნიჭი მოკლედ ამბობს სათქმელს.
1518. მოუხმარებელი ნიჭი დამარხული განძია.
1519. ნიჭი გაბედულების წყაროა.
1520. ნიჭი მაშინ ფასდება, როცა საქმედ გადაიქცევა.
1521. ნიჭი მაშინ ჩანს, როცა ცოდნითაა გამდიდრებული.
1522. ნიჭი შრომას აადვილებს და ნაყოფიერს ხდის.
1523. ნიჭი, შრომით ფასობს.
1524. სხვისი დიდი ნიჭი, მის გვერდით ყველას აღიზიანებს.
1525. უწვრთნელი ნიჭი უნიჭობის ტოლფასია.
1526. დიდი ნიჭია, ცხოვრებას ხედავდე ისეთს, როგორიც არის.
1527. მიზნის მიღწევა უმოკლესი გზით _ დიდი ნიჭია.
1528. ნიჭიერ მწერალს ბევრი ნიჭიერი მკითხველი ჰყავს.
1529. ნიჭიერი ადამიანი თვითონ პოულობს საქმეს.
1530. ნიჭიერი ადამიანი ცუდ საქმეშიც იჩენს ნიჭიერებას.
1531. ნიჭიერი თუ ბრძენს მიბაძავს, შედეგი კარგი ექნება.
1532. ნიჭიერია შეგირდი, რომელიც ოსტატს გადააჭარბებს.
1533. დიდი შრომა ამაღლებს ნიჭს.
1534. ვინც ნიჭს არ იყენებს, კლავს თავის შესაძლებლობებს.
1535. ყოველ ადამიანში რაღაცის გამორჩეულ ნიჭს სძინავს. ვინც თავისი ნიჭის შესაფერ საქმეს მოჰკიდებს ხელს, წარმატებაც მას ხვდება.
ობოლი, ომი, ოპტიმისტი, ორიგინალური, ოქრო, ოცნება, ოჯახი, პაექრობა, პასუხი, პატიება, პატივისცემა, პატრონი, პოვნა, პოლიტიკოსი
1536. ობლის შემფარებელს ღმერთი აჯილდოებს.
1537. “არსებობს სამართლიანი ომი”, მაგრამ არ არსებობს სამართლიანად ბრძოლა.
1538. ომი ერთეულებს ადიდებს და მილიონებს შეიწირავს.
1539. ომი, თუნდაც მშვიდობის სახელით, მხოლოდ ანადგურებს, მას სხვა ფუნქცია არ გააჩნია.
1540. ომი საშინელებაა იმითაც, რომ კეთილი ბუნების ადამიანსაც აიძულებს, მკვლელი გახდეს.
1541. ომის გამორიცხვა მეტი სიკეთეა, ვიდრე ომში გამარჯვება.
1542. ომის დამწყები გაიძულებს იომო.
1543. ომის კანონები უკანონობაა.
1544. ისიც ხოცავს ადამიანებს, ვინც მხარს უჭერს ომს.
1545. ომს უმეცრები იწყებენ და ჭკვიანები მონაწილეობენ.
1546. ომს ყველა გამარჯვების იმედით იწყებს.
1547. ომში დანაკლისი მამაცობითაც შეგიძლია შეავსო.
1548. ოპტიმისტი ყოველთვის აჭარბებს, პესიმისტი კი – აკლებს.
1549. ოპტიმისტი ყოველთვის იმედით ცოცხლობს, პესიმისტი კი – უიმედოდ.
1550. ყველაფერი სხვაგვარი ორიგინალურია.
1551. სხვის ეზოში ტყემალიც ოქროებს ისხამს.
1552. ზოგჯერ რკინასაც ოქროს ფასი აქვს.
1553. მომავალზე იმდენი უნდა იოცნებო, რომ დღევანდელობა არარაობად არ მოგეჩვენოს.
1554. მეოცნებე იმედით ცოცხლობს.
1555. ოცნება მიზნებთან ერთად ხეტიალია.
1556. ოცნება რომელიც შეუსრულებადია გაცილებით ტკბილია.
1557. ოცნება მომავალთან თამაშია.
1558. მიზანი სანამ შესრულდებოდეს, ოცნებაა.
1559. მსოფლიო ბატონობა განუხორციელებელი ოცნებაა.
1560. ოცნებას ფრთები იმდენად უნდა შეაკვეცო, რომ სინამდვილედ იქცეს.
1561. ოცნების თავი ხელში თუ არ გიჭირავს არ აგისრულდება.
1562. ოცნების უარყოფითი ისაა, რომ ხშირად ოცნებად რჩება. სინამდვილის სიდიადე კი მის ნამდვილობაშია.
1563. ხმამაღლა არავინ ოცნებობს.
1564. ოჯახი, სადაც შვილები არ იზრდებიან, მომავლი არ აქვს.
1565. ფეხზე ვერ დადგება ის ოჯახი, რომელშიც კაცი ქალის საქმითაა დაკავებული.
1566. ყოველი აყვავებული ოჯახი ქვეყნისთვისაა კარგი, ხოლო ყოველი აყვავებული ქვეყანა – ქვეყნიერებისთვის.
1567. ოჯახის უდიდესი მონაპოვარი მომავალი სიცოცხლეა.
1568. ოჯახის სიყვარულმა ვერ უნდა სძლიოს სამშობლოს სიყვარულს.
1569. ოჯახის შექმნის საფუძველი მხოლოდ სიყვარული უნდა იყოს. უსიყვარულო ოჯახი მოჩვენებაა მხოლოდ.
1570. საკუთარ ოჯახში ყველა მამაკაცს თავი ჰერკულესი ჰგონია.
1571. ყოველგვარი სიტყვიერი პაექრობა ერთმანეთს ასწავლის და არაფერს აკლებს.
1572. ქართველ კაცს სისხლში აქვს მეტობით უპასუხოს სიკეთესაც და ბოროტებასაც.
1573. რაც შენ გაპატიეს ახალგაზრდობაში, შენც უნდა აპატიო ახალგაზრდას.
1574. მუდმივი პატივისცემა სჯობს იშვიათ თაყვანისცემას.
1575. მეუღლისადმი პატივისცემას აძლიერებს ის, რომ იგი შენი შვილების მშობელია.
1576. ხნიერი ადამიანი, პირველ რიგში, თავისი ხნოვანებით იმსახურებს პატივისცემას.
1577. ცუდს არგამეორების იმედით პატიობენ.
1578. ცუდი პატრონის ხელში, კარგსაც უჭირს შესაძლებლობების რეალიზაცია.
1579. შენი ცუდი ახლობელი შენია და შენ უნდა უპატრონო.
1580. ცუდი ამბავი ქარივით მალია და ცხრა მთას იქითაც გიპოვის.
1581. საკუთარ თავში თუ არაფერს ეძებ, სხვებშიც ვერაფერს იპოვი.
1582. შენი ნაკვალევით სხვას ვერ იპოვი.
1583. პოლიტიკოსს ძალა უნდა უმაგრებდეს ზურგს.
პრობლემა, პროფესიონალი, პური, ჟამთაღმწერელი, ჟინი, ჟურნალისტი, რეალობა, რეგვენი, რეკლამა, რეკორდი, რელიგია, რისხვა, რჩევა, რწმენა
1584. არ არსებობს მარტივი პრობლემა. თუ მარტივია, ის არაა პრობლემა.
1585. კის და არას შორის უამრავი პრობლემაა.
1586. მარტივის გამარტივება ურთულესი პრობლემაა, რთულის გართულება კი – სრულიად ადვილი.
1587. წარმოუდგენელია, არსებობდეს კარგი პროფესიონალი მაღალი ანაზღაურების გარეშე.
1588. მიგდებულ პურს თავმოყვარე ძაღლიც არ შეჭამს.
1589. ჟამთააღმწერელთა შრომის საფუძველზე იწერება ისტორია.
1590. ჟამთააღმწერლის კრიტიკა მხოლოდ მეორე ჟამთააღმწერლის ნაწერით შეიძლება.
1591. ჟამიანობის ყველას ეშინია, თუმცა ყველას არ ემუქრება.
1592. მებრძოლთა ბრძოლის ჟინი სარდლის ავტორიტეტზეა დამოკიდებული.
1593. ჟურნალისტის სტატია ქაღალდზე გადატანილი მისი სინდისია.
1594. ჟურნალისტობა ძნელი პროფესიაა, რადგან სიმართლისთვის თავგანწირვას მოითხოვს.
1595. რეალობა არის ფაქტი.
1596. რეალობას ზურგი არასოდეს უნდა შეაქციო.
1597. რეალობას მხოლოდ ის შემოქმედი ასახავს, რომელიც საკუთარ აზროვნებას თვითონ აკონტროლებს.
1598. რეალური იმედი შესრულებამდეც სიამოვნებას გვანიჭებს.
1599. რეალური სურვილი საქმის დაწყების საფუძველია.
1600. რეგვენის სილამაზის მიზიდულობა ნულის ტოლია.
This post has been edited by donpako007 on 8 Oct 2019, 20:24