forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ფოსტა  · ჩატი
Pages: (30) [1] 2 3 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> ძაღლის საკვები, ვინ როგორ კვებავთ თქვენს მეგობარს?
khmala
Member


***
ჯგუფი: Registered
წერილები: 31
წევრი No.: 77358
რეგისტრ.: 6-December 08

გამოგზავნილია: 30 Dec 2012, 14:16  #34542827      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
მოგესალმებით, სულ ახლახანს ვიყიდე ძაღლი (მოფსი). თავიდან ვცდილობდით რომ ფაფებით, ხორცეულით და რძის პროდუქტებით გამოგვეკვება. ვისგანაც შევიძინეთ მან გვირჩია, მაგრამ ეს გარკვეულ გამოცდილებასაც მოითხოვს, რადგან სწორად უნდა იქნეს შერჩეული თუ რა საკვები რა რაოდენობით შეიძლება მივაწოდოთ, თან საკმაოდ რთულია, ამიტომ გადავწყვიტეთ ადვილი გზა აგვერჩია და მშრალ საკვებზე გადაგვეყვანა, მაგრამ სლაც არ აღმოჩნდა ადვილი.. user.gif

ყველა ზოომაღაზიაში სხვადასხვა გვეუბნებიან. სადაც "ჰილისი" და" პროპაკი" იყიდება იქ ყველა დანარჩენს აძაგებენ და ამბობენ, რომ საწამლავია ძაღლისთვის, სადაც "როიალ ქენინი" იქ თავისთავად პიქირით და ა.შ.

მოკლედ ვერ გავარკვიეთ რომელია მართლა კარგი და რომლით ღირს ძაღლის გამოკვება..

ძალიან მაინტერესებს სხვა რა ინფორმაციას ფლობს ამასთან დაკავშრებით... რა საკვები შემოდის საქართველოში? სად შეიძლება ძაღლისთვის ნამდვილად კარგი და ჯანმრთელი საკვები შევიძინოთ?

და საინტერესოა თქვენ როგორ და რითი კვებავთ საკუთარ ძაღლებს...

მსგავსი თემა ვერ ვნახე, თან ჩემი პირველი თემაა და იმედია რაიმე წესი არ დავაღიე.. ვთვლი, რომ საკმაოდ მნიშვნელოვანი და საინტერესო თემაა..
MITIATO
დეპრესიული ოპტიმისტი


******
ჯგუფი: Members
წერილები: 8954
წევრი No.: 111500
რეგისტრ.: 5-February 10

გამოგზავნილია: 30 Dec 2012, 15:05  #34543310      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
khmala
QUOTE
თქვენ როგორ და რითი კვებავთ საკუთარ ძაღლებს...

ლეკვი რომ ავიყვანე პირველი რამდენიმე კვირა მშრალ საკვებს ვაჭმევდი, მაშინ ვთვლიდი, რომ ასე უკეთესი იყო.
მერე დავინტერესდი და ინტერნეტში მოვძებნე ინფორმაცია.
ისეთი რაღაცეები წავიკითხე, ახლა ვეღარავინ დამარწმუნებს, რომ მშრალი საკვები საუკეთესოა ძაღლისათვის, ამიტომ ახლა ნატურალურ კვებაზეა: წვნიანს ვუკეთებ ქათმით, რომელიმე ბურღულით (ჰერკულესი, წიწიბურა ან ბრინჯი) და ბოსტნეულით (სტაფილო, ჭარხალი, გოგრა, ყვავილოვანი კომბოსტო). ხანდახან კვერცხსაც ვუმატებ. ვაჭმევ ძროხის სუბბპროდუქტებს და ხანდახან თევზსაც. პერიოდულად ვაძლევ ვიტამინებს.
როცა დროში ვიწვები მარტო მაშინ ვაჭმევ მშრალ საჭმელს.
ვიცი, იდეალური, შეიძლება, არ იყოს ჩემი ძაღლის მენიუ, მაგრამ ის მაინც ვიცი რას ვდებ ქვაბში და კონსერვანტებით და ქიმიური საღებავებით გაჯერებულ რაღაცას არ ვაჭმევ.
მე ასე მირჩევნია. smile.gif


--------------------
"როდესაც მოიჭრება უკანასკნელი ხე,
როცა მოიწამლება უკანასკნელი მდინარე,
როცა დაჭერილი იქნება უკანასკნელი ჩიტი,
თქვენ მიხვდებით, რომ ფული არ იჭმება.”
MoTH
I got myxomatosis


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 545
წევრი No.: 37747
რეგისტრ.: 6-July 07

გამოგზავნილია: 30 Dec 2012, 16:39  #34544243      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ვებგვერდი
MITIATO

მეც ვფიქრობ გადავიყვანო ბუნებრივ კვებაზე. შეგიძლია დაწერო დღის ზუსტი მენიუ? იქნებ შევძლო და გავუკეთო მეც

მაგ: დილას- ფაფა, შუადღეს სუპი? თუ როგორ?


--------------------
Mensch.
khmala
Member


***
ჯგუფი: Registered
წერილები: 31
წევრი No.: 77358
რეგისტრ.: 6-December 08

გამოგზავნილია: 30 Dec 2012, 17:03  #34544462      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
მე თავიდან ბრინჯს ვუკეთებდი და ბრინჯში ვურევდი ყველაფერს, ფაღარათი, რომ არ დამართნოდა (5-6 კვირის).. ვურევდი მაგალითად ხაჭოს 0 %იანი, ღვიძლს დაბლენდერებულს, მაწონი, მაგრამ დიდად სიამოვნებდა თქო, რომ გითხრათ მოგატყუებთ.. (ზოგადად კი შეზღუდულები ვართ, რადგან ამ ძაღლისთვის ქონიანი არ შეიძლება, არც ტკბილეული) მოკლედ მშრალი საკვები ბევრად ურჩევნია, თან აშკარად რაც მშრალ კვებაზე გადავიყვანეთ ზრდაც უფრო დიდი ტემპებით დაიწყო და თან უფრო ენერგიული გახდა,.

ამას ემატება, რომ ზუსტად იგივე კითხვა დამებადა, რამდენად სწორად ვადგენდ რაციონს, ინტერნეტში ყველგან სხვადასხვა წერია.. თუნდაც იგივე საკვებზე ერთგან წერია, რომ ერთი ჯობია, მეორეგან მეორე..

რამოდენიმე ვეტერინარს ვკითხე და უმეტესობამ მშრალი კვება მირჩია, იმ მიზეზით, რომ ამ საკვებში ყველაფერი შედის.. რა თქმა უნდა ჯანსაღი ვერ ქინება, მაგრამ ის ყველაფერია რაც ძაღლს ჭირდება.. ( უბრალოდ აშკარად, რომელ ვეტერინართანაც მივდივარ იმ საკვებს მირჩევს, რომელსაც თვითონ ყიდის :/ აღარ ვიცი ვის ვენდო.. )

მე პირადად რა თქმა უნდა, მირჩევნია ძაღლ ჯანსაღი პროდუქტი ვაჭამო, მაგრამ ხო შეიძლება, რომ არასწორი რაციონის შემთხვევაში ძაღლს უფრო მეტი ვავნოთ?

This post has been edited by khmala on 30 Dec 2012, 17:05
MoTH
I got myxomatosis


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 545
წევრი No.: 37747
რეგისტრ.: 6-July 07

გამოგზავნილია: 30 Dec 2012, 17:12  #34544547      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ვებგვერდი
khmala
QUOTE
რამოდენიმე ვეტერინარს ვკითხე და უმეტესობამ მშრალი კვება მირჩია,

ეს ხომ რაღაც სასწაული ქართული მარაზმია, სხვადასხვა ვეტერინარი სხვადასხვა საკვებს გეუბნება, ისე რომ მეორეს გამორიცხავს , მაგალითად გირჩევს პროპაკი აჭამო, და თან გეუბნება რომ ჰილსი სრული ნაგავია. მეორესთან მიხვალ აა იგივეს გეტყვიოს როლიალ კანინზე

მოკლედ ვერ გავიგე რა ვაჭამო

ეხლა პროკაკზე მყავს და არ მომწონს რაღაც კუჭი ვერ აქვს კარგად, ხანდახან აშლილი აქვს. ექიმმა საჭმლის ბრალიაო და როიალ კანინი მირჩია (მაგათ შემოაქვთ და facepalm.gif )

This post has been edited by MoTH on 30 Dec 2012, 17:17
archi_shot
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3366
წევრი No.: 147111
რეგისტრ.: 19-April 12

გამოგზავნილია: 30 Dec 2012, 17:26  #34544686      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
როიალს ვაჭმევდი 4 თვემდე, ახლა 8 თვისაა ჰილსს ვაჭმევ და სახლში გაკეთებულ საჭმელებსაც. არასდროს არ ქონია კუჭში პრობლემა დათვივითაა ჩაპუტკუნებული smile.gif მიუხედავად იმისა რამდენ ნაგავს მიირთმევს სულ პირში თუ არ უყურე sa.gif


--------------------
Home Studio
blblbl
bl miyvarxar


********
ჯგუფი: Moderators
წერილები: 44236
წევრი No.: 58030
რეგისტრ.: 9-April 08

გამოგზავნილია: 30 Dec 2012, 17:30  #34544730      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
MoTH
როიალის პროპაკთან შედარება არც შეიძლება biggrin.gif პროპაკი ნამდვილი მხოლოდ გუდვილშია,ამიტომ ყველას სჯობს ჰილსი აჭამო თუს აშუალება აგქვს,მე ეცონომ კლასს ვაჭმევ და მშვენივრადაა .

მე არ ვარ მუდმივად ნატურალური კვების მომხრე,იმდენს ნამდვილად ვერ მიიღებს ძარლი რასაც მშრალი საკვებიდან და ასევე ნორმებსაც ვერ განსაზღვრვ,ვაჭმევ ნატურალურსაც ხშირად მაგრამ ძირითადად მშრალზე მყავს\


--------------------
bll miyvarxar dzalian dzalian :* ♥
nichivo xo she rava xar :D
ME ♥ BL
dushamberi :*

me namdvili saswauli vnaxe,imedia male am saswauls Cven erTad vnaxavt sayvarelo ♥



.
khmala
Member


***
ჯგუფი: Registered
წერილები: 31
წევრი No.: 77358
რეგისტრ.: 6-December 08

გამოგზავნილია: 30 Dec 2012, 17:31  #34544740      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
MoTH

გეთანხმები და ზუსტად მაგიტომაც მომინდა ამ თემის გახსნა..

მე ვისთანაც დმყავს, მგონი კარგი ვეტერინარია, მაგრამ საკვებთან დაკავშირებით აშკარად მიკერძოებულია, მაგის მაღაზიაში პროპაკი იყიდება და ყველა გაანადგურა პროპაკის გარდა.. gigi.gif

ძალიან მაინტერესებს, მართლა თუ ფლობს ვინმე ზუსტ ინფორმაციას, რომელ ქსელს, რომელი საკვები საიდან შემოაქვს.. მაგასაც კი სხვადასხვას ამბობენ..

ჭორის დონეზე კი "როიალ ქენინზე" მითხრეს, რომ მოსკოვიდან არის და ორიგინალი არ არის.. "ჰილს"-ზე პედიგრმა იყიდა და გააფუჭესო (თან უკვე სადღაც აქეთ აუშენებიაო ქარხანაო და პატენტიაო) და პროპაკზე რამე დიდი ცუდი ჯერ არ გამიგია.. უბრალოდ ცუდი არ არისო მეუბნებიან.. givi.gif
MoTH
I got myxomatosis


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 545
წევრი No.: 37747
რეგისტრ.: 6-July 07

გამოგზავნილია: 30 Dec 2012, 17:34  #34544785      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ვებგვერდი
blblbl
QUOTE
სჯობს ჰილსი აჭამო

ხო მეც მაგას ვაპირებ ზუსტად, ძალიან ძვირი ღირს მაგრამ მაინც , რა ვქნა აბა. ერთი მეშოკი 140 ლარი ჯდება.

როიალ კანინზე ბევრმა მითხრა ცუდი რამეები. ეს პროპაკი კიდევ ნაგავია აშკარად



ისე ნორმალური ეკონომ კლასი რომელია? მაგრამ სანამ ზრდის პროცესშია მემგონი ჯობია პრემიუმ კლასზე მყავდეს, უნდა გავიჭირვო

khmala
QUOTE
ჭორის დონეზე კი "როიალ ქენინზე" მითხრეს,

ხო აი ზუსტად biggrin.gif ჭორის დონეზე- თურქეთიდან შემოაქვთ და ცხიმით არის გატენილიო

This post has been edited by MoTH on 30 Dec 2012, 17:40
blblbl
bl miyvarxar


********
ჯგუფი: Moderators
წერილები: 44236
წევრი No.: 58030
რეგისტრ.: 9-April 08

გამოგზავნილია: 30 Dec 2012, 17:57  #34545058      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
MoTH
მე ორი წელი მყავდა დარლინგზე,ძაღლს რანაირ პრობლემა არ ჰქონა საერთოდ,ყველა ექიმი ამბობდა რომ გადასარევადაა პლიუს ბეწვი ბზინავდა.უბრალოდ ფერადია და გადავწყვიტე შემეცვალა,3.30 ვაძლევ საბითუმეში ნუტრილოგენი თუ რაღაც ამდაგვარი სახელი ჰქვია,ზედ აწერია სუოერ პრემიუმ კლასი,მაგრამ არ მჯერა რომ 3.30 ეღირება ეგ კლასე biggrin.gif ასე რომ ვთვლი რომ ეკონომ კლასია.მე სადღაც 6თვემდე მყავდა როიალ კანინზე,მერე გადავიყვანე უკვე ეკონომზე.პროპაი ყიდე მაშინ გუდვილში და ის აჭამე ჯერ და მერე გადაიყვანე ეკონომზე,მე ფიზიკურად ვერანაირად ვერ გავქაჩავ მეტფასიანის ყიდვას,ერტი კილო სამი დღე ყოფნის და არ მაქვს საშუალება.
archi_shot
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3366
წევრი No.: 147111
რეგისტრ.: 19-April 12

გამოგზავნილია: 30 Dec 2012, 18:15  #34545267      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
MoTH

2 დღის წინ ვიყიდე ჰილსი 18 კგ 110 ლარი მივეცი smile.gif
MoTH
I got myxomatosis


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 545
წევრი No.: 37747
რეგისტრ.: 6-July 07

გამოგზავნილია: 30 Dec 2012, 18:26  #34545396      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ვებგვერდი
archi_shot
სად ყიდულობ კი მაგრამ? მე ზოოპლაზაში ასე დამიფასეს

blblbl
QUOTE
მე ორი წელი მყავდა დარლინგზე

დარლინგს ჩემ ფისოებს ვაჭმევდი ადრე, ძაღლისაც თუ იყო არ მეგონა
MITIATO
დეპრესიული ოპტიმისტი


******
ჯგუფი: Members
წერილები: 8954
წევრი No.: 111500
რეგისტრ.: 5-February 10

გამოგზავნილია: 30 Dec 2012, 18:53  #34545724      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
MoTH
QUOTE
მეც ვფიქრობ გადავიყვანო ბუნებრივ კვებაზე. შეგიძლია დაწერო დღის ზუსტი მენიუ? იქნებ შევძლო და გავუკეთო მეცმაგ: დილას- ფაფა, შუადღეს სუპი? თუ როგორ?

არა, ერთ საჭმელს ვუკეთებ: ქათმის ხორცი (იმიტომ, რომ საქონლის ხორცის წვნიანს არ მიირთმევს) ან ღვიძლი (იშვიათად) დაახლოებით 1 კგ.+ბურღული 2-3 ჭიქა(წიწიბურა, ჰერკულესი ან ბრინჯი)+ბოსტნეული გემოვნებით (გოგრა, სტაფილო, ჭარხალი, ყვავილოვანი კომბოსტო. სხვა ბოსტნეულის ჩაყრა მეშინია, შეიძლება დამიწუნოს)-კვერცხი(იშვიათად). გამოდის საკმაოდ სქელი. ყველა ამას მეკითხება და პურს, მჭადს და ღომს აღარ ვუყრი დამატებით. biggrin.gif
ჰო, საჭმელი რომ გამზადდება და შეგრილდება ლამინარიისა და სელის თესლის ნარევი მაქვს და იმას ვუმატებ 1 ჩაის კოვზს. საჭმელი ყოფნის 2-2,5 დღე. მერე ისევ ახალს ვუკეთებ.
დილას ვაჭმევ 500 გრამს და საღამოს 500 გრამს. შუალედებში დამატებით არაფერს აღარ მთხოვს. სრულიად კმაყოფილია.
არც წონას უჩივის, არც ცუდ ბეწვს და არც კუჭის მოქმედებას.
გარდა ამისა, ვაძლევთ ხოლმე საქონლის მოხარშულ ძვლებს კბილებისთვის, საქონლის სუბპროდუქტებს (ფილტვები, თირკმელები, ტუჩები, ლოყები, ხორხი, საყლაპავი და ა.შ.). ზოგჯერ თევზს და ნადუღს (მაღაზიაში ნაყიდ ხაჭოს და მაწონს არ ჭამს).

კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მე არ მაქვს იმის პრეტენზია, რომ ჩემი ძაღლის მენიუ იდეალურია, მაგრამ ასე მირჩევნია, იმიტომ, რომ ვთვლი, რომ მისი ჯანმრთელობისთვის ასე უკეთესია.
ამას მიდასტურებს ერთი უბრალო რამ: როგორც კი მშრალ საჭმელს მივცემ ხოლმე, დღეში რამდენჯერმე მთხოვს გარეთ გაყვანას და დაახლოებით იმდენსვე გადის კუჭში, რასაც მიირთმევს. biggrin.gif

khmala
QUOTE
ღვიძლს დაბლენდერებულს

აღარ დააბლენდერო.ძაღლი ცუდად ითვისებს წვრილად დაქუცმაცებულ ხორცს. აუცილებელია პატარა ნაჭრები მაინც იყოს.

QUOTE
ჭორის დონეზე კი "როიალ ქენინზე" მითხრეს, რომ მოსკოვიდან არის და ორიგინალი არ არის.. "ჰილს"-ზე პედიგრმა იყიდა და გააფუჭესო  (თან უკვე სადღაც აქეთ აუშენებიაო ქარხანაო და პატენტიაო) და პროპაკზე რამე დიდი ცუდი ჯერ არ გამიგია..

ჩვენთან რაც შემოდის არაფერი არ არის ორიგინალი უიშვიათესი გამონაკლისის გარდა.
ვერავინ ვერ დამაჯერებს, რომ საიდანღაც შემოტანილ საჭმელში, რომელსაც ზოომაღაზია 4 ან თუნდაც 6 ლარად ყიდის ხორცია.
ამ ფასს რომ იმ მწარმოებლის მოგებას, ტრანსპორტირების ფულს და მაღაზიის მოგებას გამოვაკლებთ (შუალედური შემომტანი აღარ მივათვალე), რაღა რჩება. givi.gif
რაც შეეხება ბალანსირებულ კვებას. წესით, ვეტერინარმა უნდა შეგირჩიოს ჯიშის, ასაკისა და სქესის გათვალისწინებით.


pato-7
MILANISTA


******
ჯგუფი: Members
წერილები: 7391
წევრი No.: 155513
რეგისტრ.: 27-October 12

გამოგზავნილია: 30 Dec 2012, 19:01  #34545817      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ბუნებრივი კვება უფრო ძვირი გიჯდებათ თუ ყიდვა?


--------------------
Any man who must say, "I am the king" is no true king. © Tywin Lannister

Cannot the kingdom of salvation take me home?

წოვაზე ვორნია © დავიდ ვილია
archi_shot
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3366
წევრი No.: 147111
რეგისტრ.: 19-April 12

გამოგზავნილია: 30 Dec 2012, 19:57  #34546511      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
MoTH

მეგალაინის წინ ელიავაზე ზოომაღაზიების რიგია მანდ ვყიდულობ ხოლმე smile.gif "ბუნება"ში ვყიდულობდი ხოლმე როიალს 110 ვაძლევდი 15 კილოში. 3 კილოც ხომ საქმეა ))))))
1 წევრი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (30) [1] 2 3 ... ბოლო » გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0224 ]   [ 11 queries used ]   [ GZIP Disabled ]