forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
reklama

Pages: (123) [1] 2 3 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> Liverpool Football Club [VOL.112], საუკეთესო გუნდი ევროპაში
 
ლივერპულის მთავარი კონკურენტი ახალ სეზონში
მანჩესტერ სიტი [ 133 ]  [68.91%]
ტოტენჰემი [ 10 ]  [5.18%]
ჩელსი [ 6 ]  [3.11%]
არსენალი [ 15 ]  [7.77%]
ლესტერი [ 29 ]  [15.03%]
Total Votes: 193
Guests cannot vote 
Rammstein
Y-N-W-A


******
ჯგუფი: Members
წერილები: 8562
წევრი No.: 11239
რეგისტრ.: 5-July 05

გამოგზავნილია: 12 Jul 2019, 16:16  #54962714      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
user posted image

ინგლისის ჩემპიონის 18 ტიტული
ევროპის ჩემპიონთა 6 თასი
უეფას 3 თასი
ინგლისის ლიგის 8 თასი
ინგლისის საფეხბურთო ასოციაციის 7 თასი
ევროპის 3 სუპერ თასი


სრული სახელი: Liverpool Football Club
მეტსახელი: The Reds (წითლები)
დაარსდა: 15 მარტი, 1892.
სტადიონი: ენფილდი. ლივერპული, ინგლისი
(ტევადობა: 54 074 მაყურებელი)
კაპიტანი: ჯორდან ჰენდერსონი.
ლიგა: პრემიერ-ლიგა.


user posted image

ოფიციალური საიტი
ინგლისური ფან-საიტი
ქართული ფან-საიტი

გუნდის დაარსება

1888 წელს ინგლისის საფეხბურთო ლიგის დაარსებისას "ანფილდი" ლიგის ერთ-ერთი არსებული სტადიონი იყო, რომელმაც 1888 წლის 8 სექტემბერს, ინგლისური ფეხბურთის პირველ "შაბათს" "აკრინგტონის" საფეხბურთო კლუბს უმასპინძლა, თუმცა მათ არა "წითლები", არამედ "ლურჯები" დახვდნენ, "ევერტონის" სახით. როგორც "ევერტონის", ისე "ლივერპულის" დაბადება "წმ. დომინგოს" ეკლესიის საპატიო პალატისა და ჯონ ჰოულდინგის - ქალაქ ლივერპულის მერის ძალისხმევის შედეგად მოხდა. სწორედ ამ უკანასკნელმა დაატოვებინა "ენფილდი" "ევერტონს" და მანვე დააარსა "საფეხბურთო კლუბი ლივერპული". წმ. დომინგოს საფეხბურთო კლუბი მოყვარულთა გუნდი იყო, რომელიც დაფუძნებული იყო რწმენაზე, რომ ახალგაზრდები რელიგიური, სწორი ცხოვრების გზაზე ჯანმრთელი გუნდური შეჯიბრის საშუალებით უფრო მყარად იდგებოდნენ. "სტენლი პარკზე" ჩატარებული ორიოდე წლის შემდეგ გუნდს სახელი გადაერქვა და მათი დამაარსებელი ეკლესიის საპატიოდ "საფეხბურთო კლუბი ევერტონი" ეწოდა, თუმცა წმ. დომინგოს გუნდი არა ეკლესიაში, არამედ "ვილიჯ სთრითზე" მდებარე "ქუინზ ჰედ ჰოტელში" შეიკრიბა, რომელიც "ევერტონის ძველი საკონდიტროს გვერდზე მდებარეობდა. აქედან გამომდინარეობს "ევერტონის" ზედმეტსახელი "კანფეტები" (The Toffees). სახელწოდება "ევერტონის" აღებით გუნდმა სამუდამოდ გასწირა თავი ადგილმდებარეობასთან დაკავშირებული გაურკვევლობისათვის - თითქმის საუკუნის შემდეგ წარმოიშვა კითხვა "მითხარი ერთი, ქვეყნის რომელ ნაწილშია ქალაქი "ევერტონი""? "ევერტონმა" რამდენიმე ადგილას გამართა მატჩები, სანამ "ანფილდ როუდსა" და "უოლტონ ბრექ როუდს" შორის მდებარე მოედანს აირჩევდა. ასე გაჩნდა მსოფლიო ფეხბურთის ერთ-ერთი დიდი სახელი - "ანფილდი". გუნდი თანდათან ფინანსურად გაძლიერდა და წარმატებაც მოიპოვა პრეზიდენტის - ბ-ნი ჯონ ჰოულდინგის ხელმძღვანელობის ქვეშ. ჰოულდინგი ლუდსახარშის მფლობელი, ადგილობრივი საბჭოს წევრი, ხოლო მოგვიანებით - ქალაქ ლივერპულის მერი იყო. ამ ყველაფრის მიუხედავად, შემდგომში იგი ქალაქში მეტ-ნაკლებად დაივიწყეს, თუმცა "ანფილდის" დირექტორთა ოფისის გარეთ გაკრული ბრინჯაოს დაფა და კლუბის მუზეუმში არსებული ზეთში შესრულებული მისი პორტრეტი ახლაც ინახავს ჰოულდინგის გამოსახულებას. საკითხავია, შეძლებდა თუ არა "ევერტონი", გამხდარიყო ლიგის ერთ-ერთ დამაარსებელი 1888 წელს ჰოულდინგის დახმარების გარეშე. მან მიიყვანა "ევერტონი" "ანფილდზე" 1884 წელს. მანამდე გუნდი "ფრაიორი როუდზე", "სტენლი პარკის" ჩრდილოეთით მდებარე მოედანს ქირაობდა, თუმცა იქ ადგილობრივი მაცხოვრებლების მხრიდან უკმაყოფილება გამოითქმებოდა თამაშების დღეებში არსებული ხმაურის გამო. ჰოულდინგი მეგობართან, ასევე ლუდსახარშის მფლობელ ბ-ნ ორელთან გაემართა, რომელიც "ანფილდ როუდის" ტერიტორიას ფლობდა. ჰოულდინგმა ორელთან შეთანხმების შედეგად გუნდისათვის ახალი საშინაო მოედანი მიიღო, თუმცა ამას "ევერტონის" ხელმძღვანელთა საბჭოსთან პრობლემების წარმოშობა მოჰყვა, რომელმაც კულმინაციას 1892 წლის კრიზისში მიაღწია. პრობლემა არა მხოლოდ ქირის მოცულობაში იყო. ჰოულდინგს თამაშების დღეებში მოედანზე საკუთარი ბიზნესიდანაც სურდა მოგების მიღება. თუმცა, სწორედ ჰოულდინგი ეხმარებოდა გუნდს ფინანსურად - მისი დახმარებით ყიდულობდა კლუბი მოთამაშეებს და უკეთებდა მოდერნიზაციას სტადიონს. კლუბის გასახდელად "სანდონ ფაბის" გამოყენებაც ჰოულდინგის ბიზნესს ეხმარებოდა - მოთამაშეების მის სასმელებს სვამდნენ. 1892 წლის იანვარში "ლივერპულის ექო" აღნიშნავდა, რომ ჰოულდინგს არ სურდა, გუნდს ფაბი დაეტოვებინა. "სირცხვილია, როდესაც "ევერტონის" მსგავსი დიდი კლუბის მოთამაშეებს თამაშის დღეებში ხალხის ბრბოში გავლა უწევთ." კლუბის მართვასთან დაკავშირებული კონფლიქტი 1889-90 წლებში გართულდა. "ანფილდის" ქირამ იმატა. "ევერტონმა" ქირისათვის 1884 წელს 100 ფუნტი გადაიხადა, 1889-90 წლებში კი ჰოულდინგი მათ 250 ფუნტს ართვამდა. ჰოულდინგს ამ პრობლემის პრაქტიკულ გადაწყვეტასთან დაკავშირებით მრავალი იდეა გააჩნდა, რომელთაგან ერთ-ერთი "ევერტონის" PLC (Public Limited Company)-ად გადაკეთება იყო, რასთან დაკავშირებითაც მან 1891 წლის 15 სექტემბერს შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე ადგილობრივი პრესა არ დაუშვეს, რადგან ჰოულდინგმა იცოდა, რომ სიტუაცია დაძაბული იქნებოდა. ჰოულდინგმა "ევერტონის" მიერ "ანფილდისა" და მიმდებარე ტერიტორიის ყიდვის იდეა წამოაყენა, თუმცა შეკრების მონაწილეებს ფასი მეტისმეტად ძვირი ეჩვენათ და უარი განაცხადეს, იმის მიუხედავად, რომ ფეხბურთისა და კლუბის განვითარების შედეგად, სტადიონი მალე აანაზღაურებდა ამ ხარჯს. ჰოულდინგისა და "ევერტონის" ოფიციალური დაშორება 1892 წლის 12 მარტს შედგა. ერთ-ერთი შეკრებისას, რომელიც ჰოულდინგის ოპონენტს, ჯორჯ მეჰონს მიჰყავდა, ჰოულდინგი მოულოდნელად გამოჩნდა. მეჰონი ადგა, რათა პრეზიდენტისათვის ადგილი დაეთმო, თუმცა ჰოულდინგმა ახლა უკვე ცნობილი სიტყვები განაცხადა: "მე აქ დამნაშავის როლში ვარ, ეჭვმიტანილი კი არასოდეს ზის." ამას მის მიერ, 18-19 თანამოაზრესთან ერთად, კლუბის დატოვება მოჰყვა. "ევერტონში" დარჩენილმა ხელმძღვანელობამ გუნდისათვის "სტენლი პარკის" ტერიტორიაზე ახალი მიწა იყიდა და სათამაშოდ სწორედ იქ, "გუდისონ პარკზე" გადავიდა. ჰოულდინგს კი დარჩა ”ანფილდი”, რომელზეც ახალი კლუბის დაარსება გადაწყვიტა. "საფებურთო კლუბი ლივერპული" 1892 წლის 15 მარტს დაარსდა ჯონ ჰოულდინგის სახლში, ანფილდ როუდზე. კლუბისთვის "ლივერპულის" დარქმევის იდეა უილიამ ბერქლეიმ, ფეხბურთის დიდმა ენთუზიასტმა გამოხატა. კლუბის ფერი წითელი (ქალაქის ფერი) გახდა 1894 წელს, ემბლემად კი Liverbird (ასევე ქალაქის ემბლემა) 1901 წელს აირჩიეს. ახალი გუნდის შექმნა ცარიელი ფურცლიდან უნდა დაწყებულიყო. დაკომპლექტების სამუშაოს უდიდესი ნაწილი ჯონ მაკკენამ ითავა. ის "ანფილდზე" დირექტორის როლს 30 წლის განმავლობაში იკავებდა. ჰოულდინგი კლუბის დამაარსებელი იყო, მაკკენა კი გუნდის ტვინი. "ლივერპულის" სწრაფი პროგრესი მაკკენას, როგორც მწვრთნელის, დონის აშკარა მაჩვენებელი იყო. მან რამდენიმე შოტლანდიელი მოთამაშე მოიყვანა, რომელთა გარშემოც აიწყო გუნდი და კლუბს მალე "Team of all the Macs" უწოდეს, გვარების გამო, თუმცა მათ შორის ერთი არა-შოტლანდიელი "მაკიც" იყო - ინგლისელი მეკარე ბილ მაკ'ოუენი. საფეხბურთო ლიგაში ლივერპულის შესვლის პირველადი განაცხადი უარყვეს, ამიტომ კლუბს თავდაპირველად ასპარეზობა "ლანკაშირის ლიგაში" მოუხდა. 1892 წლის 1 სექტემბერს გუნდმა პირველი მატჩი ჩაატარა, სადაც მოწინააღმდეგე "როტერჰემი" იყო, ამხანაგურ თამაშში. იმავე დღეს "ევერტონმა" პირველი მატჩი ჩაატარ "გუდისონზე", "სტენლი პარკის" მეორე მხარეს. სწორედ აქედან დაიწყო მეტოქეობა გუნდებს შორის. სამწუხაროდ, "ანფილდზე" მხოლოდ რამდენიმე მაყურებელი მივიდა, მაშინ როდესაც "გუდისონის" მატჩს 10000-ზე მეტი დაესწრო. რამდენიმე დღის შემდეგ "ლივერპულმა" "ლანკაშირის ლიგის" პირველი თამაშიც ჩაატარა, რომელშიც 8-0 გაიმარჯვა. კაპიტანმა მაკ'ვინმა მატჩის დაწყების წინ "ანფილდ როუდის" ტრიბუნისკენ შეტევა არჩია - ამ ტრადიციას ახლაც მიჰყვება "ლივერპულის" ბევრი კაპიტანი. "ლივერპულმა" დიდი ანგარიშით გამარჯვებები ერთმანეთს მიაყოლა და ადვილად მოიგო "ლანკაშირის ლიგა", რასაც ლივერპულის დასახლების თასიცა და რეზერვების თასიც მიაყოლა - ეს ყველაფერი მაშინ, როდესაც გუნდი ჯერ 12 თვისაც კი არ იყო.

ვირჯილ ვან დეიკი - სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი

user posted image

დაიბადი 1991 წელს ბრედაში, სურინამული წარმოშობის ოჯახში. 2010 წელს ვილემ II-ს ახალგაზრდული გუნდიდან გადავიდა გრონინგენში, სადაც მისი დებიუტი 2011 წელს 20 წლის ასაკში შედგა. ჩაატარა სამი სეზონი და გაიტანა 7 გოლი. გატანილი გოლების, ნიდერლანდების ახალგაზრდულ გუნდში თამაშის და ფიზიკური მონაცემების (193სმ. 92კგ) გამო, ის სელტიკმა შეამჩნია, რომელსაც ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მუდმივად თამაშის ამბიცია ჰქონდა. ორი სეზონი და 15 გატანილი ბურთი საკმარისი აღოჩნდა ვირჯილი პრემიერლიგაში შეემჩნიათ. £13მლნ. და 10% ბონუსი შემდეგი ტრანსფერიდან, საკმარისი აღმოჩნდა სელტიკს ჰოლანდიელი საუთჰემპტონისთვის დაეთმო. პირველი სეზონი შთამბეჭდავი იყო გატანილი სამი ბურთით და დებიუტით ნიდერლანდების ეროვნულ ნაკრებში. ვან დეიკის მეორე და მესამე სეზონი ტრავმების და სხვადასხვა მიზეზების გამო გარკვეული ნაწილით გაუცდა, თუმცა მოედანზე ყოფნის დროს ის მაინც ყველაზე დასამახსოვრებელი იყო. ზაფხულში მისი შეძენა წითლებმა ვერ მოახერხეს და FA-სგან გაფრთხილებაც მიიღეს, თუმცა ლივერპულში ვან დეიკის ტრანსფერი იანვარში შედგა გაზრდილი ფასის £75მლნ-ს სანაცვლოდ. ვან დეიკმა თავისი ფასის გამართლება იანვრიდანვე დაიწყო და დიდი წვლილი შეიტანა ლივერპულის ჩემპიონთა ლიგის ფინალში და ოთხეულში გასვლაში. მეორე სეზონში კი ის გუნდის ლიდერი გახდა. მას მთელი სეზონის მანძილზე ერთი ფეხბურთელიც არ გაცდენია და ლივერპული ბევრისთვის მოულოდნელად გახდა გუნდი, რომელმაც ინგლისში ყველაზე ნაკლები გოლი გაუშვა. ვირჯილთან ერთად ლივერპულმა მოიგო ჩემპიონთა ლიგა, პრემიერლიგაში 97 ქულით მოიპოვა მე-2 ადგილი, ნაკრებთან ერთად კი ერთა ლიგის ფინალში გავიდა. ვირჯილმა ჯგუფურ ეტაპზე ორივე მატჩში აიღო გერმანიის ნაკრების კარი. ვან დეიკი დასახელდა პრემიერლიგის საუკეთესო ფეხბურთელად, გახდა ერთა ლიგის სიმბოლიური ნაკრების წევრი და ჯერ-ჯერობით ჩემპიონთა ლიგაზე მხოლოდ სიმბოლიური ნაკრების წევრი. ვირჯილი 4 ნომრიანი მაისურით თამაშობს.

Steven Gerrard - FOREVER LEGEND !!!

user posted image

გუნდის სტაფი

მთავარი მწვრთნელი: იურგენ კლოპი (გერმანია)

მთავარი მწვრთნელის პირველი ასისტენტი: პეტერ კრავეტცი (გერმანია)
მთავარი მწვრთნელის მეორე ასისტენტი: პეპინ ლინდერსი (ნიდერლანდები)

მეკარეების მწვრთნელი: ჯონ ახტერბერგი (ნიდერლანდები)
ფიზიკური მომზადების ხელმძღვანელი: ანდრეას კორნმეიერი (გერმანია)
სამკურნალო საკითხებში ხელმძღვანელი: ფილიპ იაკობსენი (გერმანია)
სწორი კვების საკითხებში ხელმძღვანელი: მონა ნემერი (გერმანია)
მთავარი ექიმი: ენდი მეისი (ინგლისი)
მთავარი ფსიქოლოგი: ლი ნოუბსი (დიდი ბრიტანეთი)

user posted image

Standard Chartered: სპეციალური პრიზი ლივერპულის თვის საუკეთესო ფეხბურთელისთვის 2018-2019

აგვისტო: ვირჯილ ვან დეიკი
სექტემბერი: დანიელ სტარიჯი
ოქტომბერი: მოჰამედ სალაჰი
ნოემბერი: ტრენტ ალექსანდრ არნოლდი
დეკემბერი: მოჰამედ სალაჰი
იანვარი: სადიო მანე
თებერვალი: ვირჯილ ვან დეიკი (2)
მარტი: სადიო მანე (2)
აპრილი: მოჰამედ სალაჰი (3)

სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი (ფეხბურთელები/ჟურნალისტები) - ვირჯილ ვან დეიკი

გულშემატკივრების გამოკითხვა

1. ვირჯილ ვან დეიკი - 47%
2. მოჰამედ სალაჰი
3. სადიო მანე
4. ტრენტ ალექსანდერ-არნოლდი
5. ენდრიუ რობერტსონი

წინა თემები

» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «


წინა თემის 10 ყველაზე აქტიური წევრი

user posted image


Boom

user posted image




--------------------
★ ★ ★ ★ ★ ★
gugamaxara
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1753
წევრი No.: 164160
რეგისტრ.: 24-March 13

გამოგზავნილია: 12 Jul 2019, 16:24  #54962764      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
გამარჯობა,
სუპერთასის ბილეთებს ხომ არ ყიდის ვინმე?


--------------------
"It's not who I am underneath, but what I do that defines me"
rati nwt
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 16425
წევრი No.: 122146
რეგისტრ.: 6-October 10

გამოგზავნილია: 12 Jul 2019, 16:37  #54962827      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ფიქს. რამდენიმე თასი შეგვემატებინოს ამ თემაში
user posted image


--------------------

_________Liverpool____________________

__________________Mauricio's Spurs____

“I'm living the dream" - C.J

http://b.pix.ge:81/r/h7reu.gif
lankasteri
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2903
წევრი No.: 194779
რეგისტრ.: 4-December 14

გამოგზავნილია: 12 Jul 2019, 16:52  #54962926      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ჩელსი

ჩემი აზრით ლივერი და ჩელსი იბრძოლებენ II ადგილისთვის, ტოტე აღარ მგონია თუნდაც II-ზე გაიწიოს.
Gateways
The Normal One


******
ჯგუფი: Members
წერილები: 7028
წევრი No.: 166997
რეგისტრ.: 10-May 13

გამოგზავნილია: 12 Jul 2019, 17:01  #54962995      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ფიქსსსსს bis.gif bis.gif ქაე ქაე ტრანსფერნიიი bis.gif
Tasman1anDevil
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 592
წევრი No.: 233006
რეგისტრ.: 17-June 17

გამოგზავნილია: 12 Jul 2019, 17:43  #54963234      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
lankasteri
არა ჩელსი ვერ გაუწევს კონკურენციას , 2 ადგილის ჩემპიონები გახდებიან პრობლემის გარეშე მერსისაიდელები :დ
KAMPO
Change Photo


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4444
წევრი No.: 101550
რეგისტრ.: 4-October 09

გამოგზავნილია: 12 Jul 2019, 18:29  #54963457      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი · icq · aim · yim · msn
ისევ სიტი smile.gif ტოტენჰემიც იზავს რაღაცას . წარმატებები :ლოვე


--------------------
კარგი რამეა ფეისბუკი,ადრე დებილი რო იყო ადამიანი მარტო ახლო გარემოცვამ იცოდა. (C) amsona69
Gump
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 5970
წევრი No.: 114067
რეგისტრ.: 16-April 10

გამოგზავნილია: 12 Jul 2019, 18:33  #54963477      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
ჩელსი

ჩემი აზრით ლივერი და ჩელსი იბრძოლებენ II ადგილისთვის


smile.gif

მეორე არა პირველი ადგილისთვის იბრძოლებენ, ნუ ჩვენ ყველა ვარიანტში.
Georgian92
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4342
წევრი No.: 209761
რეგისტრ.: 4-November 15

გამოგზავნილია: 12 Jul 2019, 20:09  #54963922      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
ისევ სიტი

+1
ერთი ცინგლიანი ცენტრალური მცველი იყიდეს და კლაინი დააბრუნეს..
იმედია მანეს ზამენას მოწევენ მაგრამ არც ეგ იქნება კატასტროფა კეიტას და ორიჯის შეუძლით ფლანგზე თამაში.. სალას შაქრო შეცვლის რო რამე user.gif ისეთ მარათონს როგორიც პრემიერლიგაა გრძელი და კარგად დაკომპლექტებული სკამი იგებს სიტის მაგალითი სახეზეა რამდენიმე ძირითადი დაემტვრათ და ისე ჩაანაცვლეს ოდნავ არ შეეტყოთ თამაშზე facepalm.gif
Gateways
The Normal One


******
ჯგუფი: Members
წერილები: 7028
წევრი No.: 166997
რეგისტრ.: 10-May 13

გამოგზავნილია: 13 Jul 2019, 09:08  #54965905      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
აგვპინეეთ mad.gif
Badura



*******
ჯგუფი: Members
წერილები: 14370
წევრი No.: 114534
რეგისტრ.: 24-April 10

გამოგზავნილია: 13 Jul 2019, 09:23  #54965917      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
სუნია ბიჭოოოოოოო mad.gif

რა გვინდა პადვალში


--------------------
მანჩესტერ იუნაიტედის აწ უკვე #####ული დედის დედას ###### :up:
ჩაჭრილი
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 667
წევრი No.: 149217
რეგისტრ.: 19-May 12

გამოგზავნილია: 13 Jul 2019, 16:09  #54967447      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ფიქსირ ფიქსირ


QUOTE
ლივერპულის მთავარი კონკურენტი ახალ სეზონში



ლივერპული ისევ.

7 ქულიან ფორას რო კარგავ და სეზონში 1 თამაშს აგებ მარტო სხვას ვერ დააბრალებ ვერაფერს.
Wisemаn*
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 17993
წევრი No.: 138077
რეგისტრ.: 6-November 11

გამოგზავნილია: 13 Jul 2019, 16:25  #54967512      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
ჩემი აზრით ლივერი და ჩელსი იბრძოლებენ II ადგილისთვის


facepalm.gif


--------------------
♥♥ LFC - YNWA ♥♥

Money can buy us happiness!

იმ ქვეყნის დედა #####ან გიგა ნასარიძეს ღირსების ორდენი რომ ექნება აღებული. © ჩემთვითონ
rati nwt
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 16425
წევრი No.: 122146
რეგისტრ.: 6-October 10

გამოგზავნილია: 14 Jul 2019, 15:44  #54971483      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
დღეს ბრედფორდანაა შეხვედრა 6-ზე. ესეც სადღაც მეოთხე ლიგის გუნდია და მომზადების საწყისი ეტაპია.

ახალგაზრდა მეკარეებს რა დაემართათ. დამტვრეულია კელეჰერი, გრაბარა და ახლა იაროსიც გამოტოვებს დარჩენილ მოსამზადებელ პერიოდს.


ჰენდო ყვება თავიის ამბებს. აღადავებს, პონტებს აგდებს, გარემოს ქმნის. ალბათ ამის გამოა კაპიტანი.
user posted image
komate
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4621
წევრი No.: 180992
რეგისტრ.: 2-February 14

გამოგზავნილია: 14 Jul 2019, 16:41  #54971790      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
კოუტინიოზე იმენა გული მომდის.... აგენტს უთქვია ლივერპული მაგრად უყვარს და შეძლებისდაგვარად ყველა თამაშს უყურებდა წინა წელსო წითლებისასო.

ედვარდსი თუ ამას იზამს და 15 მილიონს ამ ტიპში აიღებს საღოლ.. ჩაკვეტაძემ უფრო მაგრა ითამაშა ვიდრე ამან და 15ად დააფასებს..
user posted image

93 მილიონი თუ აქვთ არტური და მალკოლმი მოვთხოვოთ.. ზამენიდან მშვენიერები იქნებიან...
user posted image
1 წევრი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (123) [1] 2 3 ... ბოლო » გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0378 ]   [ 14 queries used ]   [ GZIP Disabled ]