forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
Pages: (33) « პირველი ... 31 32 [33]   ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> სამების ერთარსი როგორ გავიგოთ
world-miracle
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 439
წევრი No.: 238372
რეგისტრ.: 26-November 17

გამოგზავნილია: 24 Feb 2018, 20:00  #52246003      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ოკეანე რომ არ იყოს ნეტა ტალღა თუ იქნებოდა ან წვეთები. ოკეანემ რომ წარმოქმნა ორივე რა ძნელი მისახვედრია. მამა რომ არ ყოფილიყო არც ძე იქნებოდა. და ძე სანამ იქნებოდა მამა მარადიულად იყო.... ზომბირებული საქართველოს მოსახლეობის დიდი უმეტესობაა. ერთხელაც არ გადაუშლიათ ბიბლია და ქრისტეზე რომ გაესაუბრები მზად არიან ჩაგქოლონ. არქაულ-ფეოდალურ რელიგიურ ადათწესებით გაბრუებულ თავში არაფერი შესდით... ეკლესიაც კი ლიბერალურ გზას დაადგა ამ ბოლოს, მარა ზომბირებული სოციუმი მაინც ჩარჩა არქაულ-მითოლოგიურ რწმენა წარმოდგენებში. ლეგენდებით რომ საზრდოობს ქართველობა ამას არ უნდა მტკიცება. ბიბლია რათ უნდათ რა, აქ არაა ფანტასტიკური ჟანრის სიუჟეტები უამრავ მითოსურ წმინდანზე, რომლებთაგან დიდ უმრავლესობას არასდროს უარსებია...





QUOTE
შენ უფრო გხიბლავს ნახატებიანი ჟურნალები და ის რთული მათემატიკური ფორმულები რომელიც 1914

ნახატები და აქსესუარები ვიცი სადაც ხიბლავთ და სადაც ალაგია მრავლად , თანაც მომგებიან ფასებში.. ილუსტრაცია დამხმარე საშუალებაა უბრალოდ ჟურნალის რომ ადამიანმა მხედველობითი მეხსიერებითაც მიიღოს ინფორმაცია. 1914 გარდა , დანიელმა იესოს მესიად ცხების თარიღიც მოგვცა ახ.წ 29 წელი და იქნებ ეგეც შემთხვევითობაა?


QUOTE
ეპისტოლეში ბოლო თავში პავლე რომ მოკითვას უგზავნის 20ზე მეტ ადამიანს

დიახ. უმრავი გაქრისტიანდა იესოს ამაღლების შემდეგ, მაგრამ არავის მოსვლია თავში აზრად იმ ფორმით დაეწყოთ თაყვანისცემა, რა ფორმითაც იესოს არ უსწავლებია. ისინი არ გადასულან ბიბლიას, რადგან სულიწმიდით მხოლოდ ეს წიგნი დაიწერა და მეტი არცერთი. საქმეების წიგნის წერა დაახლოებით ახ.წ 61 წელს დასრულდა, ანუ იესოს ამაღლებიდან გავიდა საკმაო დრო , მაგრამ იქ ვერ წიკითხავ რომ ვინმეს ტაძარი აეგოს, იქ დამჯდარიყოს და მრევლს დალოდებოდეს. ან ვინმეს გამოსახულებები მოეწყოს და სპეციალური რიტუალებბი განეწესებინოს.
ის ყველაფერი რაც არაა აღწერილი ბიბლიაში და დღეს მიღებულია რელიგიებში, წარმოადგენს დიდი განდგომილების ნაყოფს და პოლიტიზირებული ქრისტიანობის შედეგებს, რომელმაც ერთმანეთს პოლიტიკურად მომგებიანი მოტივებით შეურწყა ქრისტიანობა და პაგანიზმი სხვადასხვა ხალხებში.


QUOTE
..არ გაინტერესებს მოციქულის მოწაფეები რას ამბობდნე

და როცა მათი ნათქვამი წინააღმდეგობაში მოდის ბიბლიასთან რომელი წყარო ითვლება ავტორიტეტულად? ბიბლია ვიცი რომ მომეცა გამოცხადებით და სულიწმდით და აპრიორი ვიღებ მასში მოცემულს როგორც უტყუარ ჭეშმარიტებას და სხვა წყაროს ჭეშმარიტებაში რანაირად დავრწმუნდე? ვინ შეამოწმა ეს? სად არის პიველწყაროები . თუ ეს გადმოცემები კიდე ჭეშმარიტია რატომ დაედო საფუძვლად ისეთ რელიგიას,, რომელიც რადიკალურად განსხვავდება პირველქრისტიანობისგან. საიდან მოვიდა ეს რიტუალები და ბრჭყვიალა სამოსი. იესო ასე იცვამდა და ასე იცხოვრა? ბრმას თუ ბრმა მიჰყავს, ჩაცვივდებიან ორივენი ორმოშიო კარგად თქვა ქრისტემ....




QUOTE
პირველ და მეორე მსოფლიო ომის მოშველიებით და აქა იქ მიწისძვრებით 1914 წელს ამეფებთ ქრისტეს ....და ამის მერე იტყვით ჩვენ მხოლოდ ბიბლიას ვეყრდნობითო ....ბიბლიას კი არა რასაც საგუშაგო კოშკის ჩაგძახებთ იმას თქვენ ამოძახებთ
* * *

გირჩევ მათეს 24-ე თავი კარგად წაიკითხო და არ უგულებელყო იესოს წინასწარმეტყველება ბოლო დღეების ნიშნებზე დ ა მერე გადახედო სტატისტიკას ომებზე, ეპიდემიებზე, მიწისზვრებზე და მორალურ დეგრადაციაზე. ეს ნიშნები ყველა სახეზეა და აქა იქ მიწისძვრაო ამბობ... ესეც სხვათაშორის წინასწარმეტყველებს ნაწილია. იესომ ეგეც აღნიშნა, რომ ყველა ხილული ნიშნის მიუხედავად მოვიდოდნენ ,,დამცინავები" და ეს ხალხი იტყოდა რომ არაფერიც არ ხდება...

გაეროს გენ,მდივანმა სხვათაშორის 2018 განგაშის წლად გამოაცხადა მსოფლიოსთვის, რადგან არსებული მდგომარეობა უკვე უკიდურესია კონფლიქტების, გლობალური დათბობის, საკვების უკმარისობისა და ბირთვული კრიზისის გამო და ეს ყოველივე დღითი დღე მწვავდება, სანამ არ მიაღწევს აღსასრულს. იუთუბზე შეგიძლია ნახო . იმედია იმის გჯერა რომ გაეროს უფრო ზუსტი სტატისტიკა აქვს ვიდრე ვინმეს...
* * *
პ.ს
მე რატომ ვარ ზომბირებული. აქ პოსტები შემხვდა სადაც ზოგი ამტკიცეს რომ რეინკარნაცია ქრისტიანობაში მოსული საკითხია. იმათზე არავის უთქვამს ზმბიაო რატომღაც... მიუხედავად იმისა, რომ ქრისტიანობა სრულად გამორიცხავს რეინკარნაციას. გაუნათლებელიც მიწოდეს მარტო იმიტომ რომ ეკლესიებში ,,სახარებამოსმენილ სანთლებს" არიგებენ ამ ბოლოს ...

მოკლედ გავედი თემიდან..
lasha kakauridze
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 8937
წევრი No.: 119711
რეგისტრ.: 18-August 10

გამოგზავნილია: 24 Feb 2018, 20:26  #52246138      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
world-miracle
QUOTE
ბიბლია ვიცი რომ მომეცა გამოცხადებით და სულიწმდით და აპრიორი ვიღებ მასში მოცემულს როგორც უტყუარ ჭეშმარიტებას


საქმეც მაგაშია რომ ბიბლიას არ იღებ და ჯერდები საგუშაგო კოშკის მოძღვრებას ...ლამაზად შეფუთულ მასალას გაწვდიან და შენც მათ ხაფანგში ხარ გამომწყვდეული....


--------------------
დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება
***
სადაც სიტყვა 'ყველას' წააწყდები პირდაპირი გაგებით კი ნუ იგეფ რო ყველა იგულისხმება. (c) დაისი
დაისი
الله‎ أَيْنَ أَنْتَ


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2919
წევრი No.: 200605
რეგისტრ.: 5-April 15

გამოგზავნილია: 25 Feb 2018, 11:55  #52249050      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
QUOTE (world-miracle @ 24 Feb 2018, 20:00 )
ის ყველაფერი რაც არაა აღწერილი ბიბლიაში და დღეს მიღებულია რელიგიებში, წარმოადგენს დიდი განდგომილების ნაყოფს და პოლიტიზირებული ქრისტიანობის შედეგებს, რომელმაც ერთმანეთს პოლიტიკურად მომგებიანი მოტივებით შეურწყა ქრისტიანობა და პაგანიზმი სხვადასხვა ხალხებში.

world-miracle

მართალი ხარ.


--------------------
მეც ქრისტიანი ვარ (nodarie) :D
მართლმადიდებლობა გთავაზობს გახდე ღმერთი (giorgi89) :D
სულიც მატერიალურია ღმერთთან შედარებით. (K. Logos) :D
დემონი ... ფოლკლორი და მითია. (დათიკო) :D
Artist
სიყვარული


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 17024
წევრი No.: 12191
რეგისტრ.: 14-August 05

გამოგზავნილია: 25 Feb 2018, 18:53  #52251230      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
ოკეანე რომ არ იყოს ნეტა ტალღა თუ იქნებოდა ან წვეთები. ოკეანემ რომ წარმოქმნა ორივე რა ძნელი მისახვედრია.
მამა რომ არ ყოფილიყო არც ძე იქნებოდა. და ძე სანამ იქნებოდა მამა მარადიულად იყო...

დიახ... გაგიგია სამების არსი ამ ადვილად გასაგები ალეგორიის მეშვეობით...

პს.
ერთ რამესაც დავამატებ აქ, წვეთები რომ არ იყოს არც ოკეანე არ იქნებოდა... smile.gif

ეს სამნი ასე არიან ერთნი და თანაც სამნი...

This post has been edited by Artist on 25 Feb 2018, 19:13


--------------------
© Artist
სამება: მამაღმერთი ძეღმერთში სულიწმინდის სახით © Artist
1 წევრი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (33) « პირველი ... 31 32 [33]  გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0277 ]   [ 12 queries used ]   [ GZIP Disabled ]