გამარჯობა.
მოკლედ ვიტყვი რომ დაიხურა ჩემი სამსახური სადაც ეხლა ვმუშაობდი (გაყიდვებში), მინდა რომ ეს შანსი გამოვიყენო და რამენაირად დავიწყო კარიერა ვებ დეველოპმენტში (დაახლოებით ერთი წელია ვფიქრობდი ამაზე, მარა ვერა და ვერ მოვცილდი ახლანდელ სამსახურს).
მაინტერესებს, რამდენად რეალურია საერთოდ იმაზე ფიქრი რომ შევძლო სტაჟიორად რაიმე კომპანიაში მუშაობის დაწყება, თუ გამოცდილება არ მაქვს (გამოცდილების მხრივ Hello World-ის დონეზე ვარ, მაგრამ თეორიულად ნასწავლი მაქვს ელემენტარული HTML-CSS და JS სუსტი. ჩემი ერთერთი ჩაინიკური "ნამუშევარი" Youtube page კლონი -
https://htmlpreview.github.io/?https://gith...er/index.html#)?
არანაირი ანაზღაურება ან რამე არ მინდა, უბრალოდ მინდა რომ ვისწავლო, გამოცდილება მივიღო და რეალური დასაქმების შესაძლებლობა მომეცეს 2-3 თვეში. ვარ ძალიან დისციპლინირებული სამსახურის მიმართ, და ვითვისებ ყველაფერს ძალიან სწრაფად და სიღრმისეულად. ვიცი ინგლისური მშობლიური ენის დონეზე, წერითაც და სიტყვიერადაც (დიდად არანაირი შეხება ამასთან არააქვს, მაგრამ უბრალოდ აღვნიშნავ რომ შემიძლია ინგლისური კონტენტის შექმნაში დავეხმარო კომპანიას, თუ საჭირო გახდა).
რას ფიქრობთ? ძაან რეალობას მოშორებული ხო არაა საერთოდ? მადლობა წინასწარ
This post has been edited by Throwaway on 21 Oct 2018, 04:56