forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
Pages: (75) [1] 2 3 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> გიორგი სააკაძე, რას ფიქრობთ ?
 
როგორ ფიქრობთ იყო თუ არა სააკაძე მოღალატე ?
კი [ 74 ]  [19.68%]
არა [ 301 ]  [80.05%]
Total Votes: 375
Guests cannot vote 
[LoD]-Bagra
* * * * * * * * * * * * *


******
ჯგუფი: Members
წერილები: 7273
წევრი No.: 2053
რეგისტრ.: 12-April 03

გამოგზავნილია: 5 Jul 2005, 00:47  #1586031      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
კაცი რომელზეც მუდამ დავობენ და რომელიც უდავოდ გმირია...
კაცი რომელიც მისი ეპოქის ყველაზე დიდი ქართველი იყო...
კაცი, რომელიც იყო ალბათ ყველაზე ტრაგიკული ჰიროუ საქართველოს ისტორიაში...

და მიუხედავად ყველაფრისა ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი ისტორიული პირი.

-------------------------------
აბა წავიდა დაკა-დაკა smile.gif გამოუშვით აზრები...


--------------------
#instagram.com/bayobrewery
#fb.com/Bayobrewing
profesor1900
Only business, nothing more


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3171
წევრი No.: 8624
რეგისტრ.: 4-February 05

გამოგზავნილია: 5 Jul 2005, 12:28  #1587189      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი · im · icq · msn
QUOTE
კაცი რომელზეც მუდამ დავობენ და რომელიც უდავოდ გმირია...
კაცი რომელიც მისი ეპოქის ყველაზე დიდი ქართველი იყო...
კაცი, რომელიც იყო ალბათ ყველაზე ტრაგიკული ჰიროუ საქართველოს ისტორიაში...

და მიუხედავად ყველაფრისა ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი ისტორიული პირი.

-------------------------------
აბა წავიდა დაკა-დაკა  გამოუშვით აზრები...

yes.gif yes.gif yes.gif


--------------------
Человек разумен. А толпа — это тупой, склонный к панике опасный зверь @Man in Black
ივერიელი
Roman-Catholic


*******
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 14073
წევრი No.: 1891
რეგისტრ.: 7-March 03

გამოგზავნილია: 5 Jul 2005, 14:01  #1587620      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ვებგვერდი · aim · yim
[LoD]-Bagra

QUOTE
კაცი რომელზეც მუდამ დავობენ და რომელიც უდავოდ გმირია...
კაცი რომელიც მისი ეპოქის ყველაზე დიდი ქართველი იყო...
კაცი, რომელიც იყო ალბათ ყველაზე ტრაგიკული ჰიროუ საქართველოს ისტორიაში...

და მიუხედავად ყველაფრისა ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი ისტორიული პირი.

-------------------------------
აბა წავიდა დაკა-დაკა  გამოუშვით აზრები...


დაკა-დაკა ვერ წავა სრულიად გეთანხმები. wink.gif biggrin.gif


--------------------
შენც მიდიხარ იქ საითკენ ქართველები იჩქარიან,
გული სევდით მეკუმშება და თან.. და თან მიხარიან!
ჩემი სისხლი და ხორცი ხარ და მისმინე, რის ვარ მთქმელი:
შენ მიყვარხარ მე იმდენად, რამდენადაც ხარ ქართველი.
საქართველოს მე ვაღმერთებ, არას ვეტრფი იმის გარდა,
ეხლა მით ვარ ბედნიერი, რომ შენც იგი შეგიყვარდა.
[LoD]-Bagra
* * * * * * * * * * * * *


******
ჯგუფი: Members
წერილები: 7273
წევრი No.: 2053
რეგისტრ.: 12-April 03

გამოგზავნილია: 5 Jul 2005, 18:27  #1588842      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
შით... არა და რა იმედი მქონდა ... smile.gif
ივერიელი
Roman-Catholic


*******
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 14073
წევრი No.: 1891
რეგისტრ.: 7-March 03

გამოგზავნილია: 5 Jul 2005, 18:56  #1588895      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ვებგვერდი · aim · yim
[LoD]-Bagra

QUOTE
შით... არა და რა იმედი მქონდა ...


გადააკეთე შენი წერილი, აგინე სააკაძეს და მერე ნახე შენ გნიასი. gigi.gif

This post has been edited by ივერიელი on 5 Jul 2005, 18:57
[LoD]-Bagra
* * * * * * * * * * * * *


******
ჯგუფი: Members
წერილები: 7273
წევრი No.: 2053
რეგისტრ.: 12-April 03

გამოგზავნილია: 5 Jul 2005, 19:03  #1588906      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ივერიელი
ბაზალეთის ომი მაგას დავაბრალოტ თუ თეიმურაზს ? wink.gif
ივერიელი
Roman-Catholic


*******
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 14073
წევრი No.: 1891
რეგისტრ.: 7-March 03

გამოგზავნილია: 5 Jul 2005, 19:14  #1588928      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ვებგვერდი · aim · yim
[LoD]-Bagra

QUOTE
ბაზალეთის ომი მაგას დავაბრალოტ თუ თეიმურაზს ?


შადიმან ბარათაშვილს. wink.gif
Solveig
ensom


*********
ჯგუფი: Moderators
წერილები: 61489
წევრი No.: 8096
რეგისტრ.: 6-January 05

გამოგზავნილია: 5 Jul 2005, 19:26  #1588958      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
QUOTE (ივერიელი @ 5 Jul 2005, 18:14 )
[LoD]-Bagra

QUOTE
ბაზალეთის ომი მაგას დავაბრალოტ თუ თეიმურაზს ?


შადიმან ბარათაშვილს. wink.gif

ამასაც ვეთანხმები და სააკაძის [LoD]-Bagra-სეულ შეფასებასაც,

მაგრამ ასე ნუ დავაკონკრეტებთ-შადიმან შარათაშვილის გარდა სააკაძეს უამრავი მტერი ჰყავდა "დიდ" თავადებს შორის, მათ რიცხვში იყო მისი ცოლისძმა ზურაბ არაგვის ერისთავი, რომელმაც, ვინ მოთვლის, რამდენჯერ უღალატა.
თვითონ სააკაძემ კი ყველაფერი გასწირა საქართველოს ინტერესების გამო-ოჯახი (შვილები), ქონება, ღირსებაც კი -პირად მტრებს, რომელთაც ოჯახი დაუწიოკეს, სახლ-კარი გაუძარცვეს და დედამისი შერაცხყვეს-შეურიგდა, ოღონდაც შინააშლილობა არ ყოფილიყო.

This post has been edited by Solveig on 5 Jul 2005, 20:22


--------------------
საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე აქტიურად მომუშავე ჰიდროაგრეგატი არის მტრის წისქვილი. © სლავა მესხი

"ქალი-დიდი ძალაა"- გვეუბნება პარტია (© კ/ფ "შეხვედრა წარსულთან")

Vita nostra brevis est, brevi finietur,
venit mors velociter, rapit nos atrociter,
nemini parcetur!
ივერიელი
Roman-Catholic


*******
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 14073
წევრი No.: 1891
რეგისტრ.: 7-March 03

გამოგზავნილია: 5 Jul 2005, 20:19  #1589140      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ვებგვერდი · aim · yim
Solveig

QUOTE
თვითონ სააკაძემ კი ყველაფერი გასწირა საქართველოს ინტერესების გამო-ოჯახი (შვილები), ქონება, ღირსებაც კი (პირად მტრებს, რომელთაც ოჯახი დაუწიოკეს, სახლ-კარი გაუძარცვეს და დედამისი შერაცხყვეს) შეურიგდა, ოღონდაც შინააშლილობა არ ყოფილიყო.


უაღრესად პროგრესულად მოაზროვნე ადამიანი იყოს მაშინდელს საქართველოში, ზოგი ეხლა ვერ აზროვნებს ასე. smile.gif
Solveig
ensom


*********
ჯგუფი: Moderators
წერილები: 61489
წევრი No.: 8096
რეგისტრ.: 6-January 05

გამოგზავნილია: 5 Jul 2005, 20:25  #1589163      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ასე მგონია, რომ ყუთლუ არსლანის დასის ჩავარდნამ და სააკაძის მარცხმა ძალიან დიდი გავლენა იქონია საქართველოს შემდგომ ისტორიაზეsad.gif

მარაბდის ველზე რომ სააკაძისათვის დაეჯერებინათ და პირველებს არ შეეტიათ ქართველებს, მეტი შანსი იყო, რომ ბრძოლა საქართველოს სასარგებლოდ დამთვრებულიყო, უფრო ნაკლები მსხვერპლით.
karlsoni
ხატიონი


*********
ჯგუფი: Members
წერილები: 43054
წევრი No.: 7762
რეგისტრ.: 13-December 04

გამოგზავნილია: 5 Jul 2005, 20:55  #1589278      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი · aim
Solveig
QUOTE
ასე მგონია, რომ ყუთლუ არსლანის დასის ჩავარდნამ და სააკაძის მარცხმა ძალიან დიდი გავლენა იქონია საქართველოს შემდგომ ისტორიაზე

ეგ როინ მეტრეველმაც ატკიცა თავის წიგნში "თამარი", მაგრამ ეგ გამოსვლა ქართველებს გადაჭარბებულად გვაქვს შეფასებული და ზოგი ისტორიკოსი იმასაც ამტკიცებს მაშინ საქართველო ბურჟუაზიულ წყობილებაზე გადადიოდაო, რაც საკმაოდ არაარგუმენტირებულად მიმაჩნია.

QUOTE
მარაბდის ველზე რომ სააკაძისათვის დაეჯერებინათ და პირველებს არ შეეტიათ ქართველებს, მეტი შანსი იყო, რომ ბრძოლა საქართველოს სასარგებლოდ დამთვრებულიყო, უფრო ნაკლები მსხვერპლით.


გეთანხმები, საერთოდ ველზე არ უნდა გაემართათ ბრძოლა, მაგრამ როგორც ვიცით ხოლმე ქართველებმა, მარტყოფმა გაგვაამაყა და თეიმურაზიც, როგორც მეფე მე მაგრად არ მესიმპატიურება, აშკარად სუსტი და გულღრჯო მეფე იყო.


--------------------
ნადირობა ბინებზე კი არა, ჭვავის ყანაში მორბენალ ბალღებზე მიდის.

Et facta est lux!

無名天地之始,
有名萬物之母。

http://iaponia.ge/
nakash
ოლიუნიდიზ


******
ჯგუფი: Members
წერილები: 7132
წევრი No.: 10939
რეგისტრ.: 21-June 05

გამოგზავნილია: 5 Jul 2005, 21:30  #1589384      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი · aim
ჩემი აზრით სააკაძე ტიპიური ქართველი პატრიოტი იყო.... მას საქართველო უყვარდა სიგიჟემდე.... ოღონდ ეგოისტურად, თავისთვის... მის გარეშე ვერ ძლებდა და მზად იყო მტერიც კი შემოეყვანა საქართველოში ოღონდ თვითონ დაბრუნებულიყო.

ძალიან ტრგიკული პიროვნება იყო უამრავი შეცდომა დაუშვა და მაინც იმდენად უყვარდა თავისი ქვეყყანა და იმდენი რამე შესწირა რომ ხალხმა და ისტორიამ ეს შეცდომები აპატია და მოღალატეობის მაგივრად გმირად შერაცხა.


--------------------
ვაჰმე, რა უგზოდ დავდივართ,
ვაჰმე, როგორა ბნელაო! © ვაჟა ფშაველა
[LoD]-Bagra
* * * * * * * * * * * * *


******
ჯგუფი: Members
წერილები: 7273
წევრი No.: 2053
რეგისტრ.: 12-April 03

გამოგზავნილია: 5 Jul 2005, 21:41  #1589426      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
სააკაძის დამსახურებებიდან ერთ-ერთი ყველაზე ბრწყინვალე იყო ქართლ-კახეთის გაერთიანება...

სადაც ერთ აზნაურს ამდენი შეეძლო (თუ მოინდომებდა და თუ გონი ეყოფოდა ამაზე საფიქრად) წარმოიდგინეთ რამდენი რამ შეეძლოთ ქარტველ მეფეებს თავიანთი პარტიკულარიზმი რომ დაეძლიათ. საუბედუროდ არც ერთ მეფეს არ ეყო სულგრზელობა დაეთმოთ თავიანთი სიმბოლური გვირგვინუკები და საერთო ქარტულ საქმეზე ეფიქრათ.

ასეთი ქმედების ერთი უდიდესი მაგალითი გვქონდა ბაგრატ III დროს, როცა ქართველმა მეფეებმა და ერისთავებმა (თუმც არა ყველამ, მაგრამ ეს მოვლენის სიდიადეს ვერ ამცირებს) თავიანთი სამფლობელოები მას გადაულოცეს... ასე ვთქვათ ერთპიროვნულ სიუზერენად აღიარეს... რა მისცა ამან საქართველოს ეს ყველასთვის ცნობილია...

სააკაძემ რომ ქართლ-კახეთის გვირგვინი თავისი ხელით თეიმურაზს შესთავაზა ეს იყო აბსოლუტურად წარმოუდგენელი რამ მაშინდელ ქართულ სინამდვილეში და სააკაძის დიდი პიროვნული გამარჯვება.


* * *
nakash
სამშობლოს სიყვარულს, მისთვის თავგაწირვას ყველა ტავისებურად ახერხებს... ყველას თავისი გზა აქვს.
ლუარსაბმა, თევდორემ, ქეთევანმა უპირობოდ დატმეს სიცოცხლე ქარტველობისთვის. სულიერად გაგვაძლიერეს...

სააკაძეს სხვა გზა ჰქონდა... სააკაძეს "სააკაძურად" უნდა ებრძოლა საქართველოსთვის. თავი დაედო ჯალათის კუნძზე სანამ ბრძოლის თეორიული შესაძლებლობა მაინც იყო არ შეეფერებოდა მას. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს რომ სხვა წმინდანების თავგაწირვა რამეთი ნაკლები იყოს ან მეტი.

სააკაძის დანიშნულება ქართული ხმლის ტვირთვა იყო. ქართული ხმლის, რომელიც ქართული ჯვრის ტვირთვაზე მსუბუქი არ ყოფილა.

სააკაძის სიდიდე სწორედ მის ტრაგიზმშია.
Solveig
ensom


*********
ჯგუფი: Moderators
წერილები: 61489
წევრი No.: 8096
რეგისტრ.: 6-January 05

გამოგზავნილია: 5 Jul 2005, 22:10  #1589536      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
QUOTE
ოღონდ ეგოისტურად, თავისთვის...

nakash
როგორ თუ თავისთვის? არ მესმის, როგორ სეიძლება სამშობლო ეგოისტურად გიყვარდეს. კაცმა ყველაფერი სამშობლოს ინტერესებს შესწირა, ქრისტიანული თვალსაზრისით სული წაიწყმიდა და ეს არის ეგოიზმი?
QUOTE
სააკაძის დანიშნულება ქართული ხმლის ტვირთვა იყო. ქართული ხმლის, რომელიც ქართული ჯვრის ტვირთვაზე მსუბუქი არ ყოფილა.

up.gif up.gif

QUOTE
ეგ როინ მეტრეველმაც ატკიცა თავის წიგნში "თამარი", მაგრამ ეგ გამოსვლა ქართველებს გადაჭარბებულად გვაქვს შეფასებული და ზოგი ისტორიკოსი იმასაც ამტკიცებს მაშინ საქართველო ბურჟუაზიულ წყობილებაზე გადადიოდაო, რაც საკმაოდ არაარგუმენტირებულად მიმაჩნია.

karlson, ეგ წიგნი ისე მაქვს თვალგადავლებული, ისტორიკოს როინ მეტრეველისადმი უპატივცემულობის გამო და აზრების დამთხვევა შემთხვევითია. ბურჟუაზიულ წყობაზე გადასვლა რა თქმა უნდა სისულელეა, მაგრამ ჩემი აზრით, კარვის დაარსებით შეიზღუდებოდა დიდი ფეოდალების თვითნებობა, უფრო დაბალი "ხარისხის" მოქალაქეების ხარჯზე, რომელთაც სახელმწოფო საქმეებში პირადი გამორჩენა (მაგალითად, სამფლობელოების გაფართოება, "გვარიშვილობით" ამაყობა და სხვ) გაცილებით ნაკლები ჰქონდათ. სხვათა შორის, დიდი მეფეების უმეტესობა სწორედ ასეთ ხალხს ეყრდნობოდა თავისი რეფორმების გატარების დროს.
მაპატიეთ ეს ოფტოპიკი.
nakash
ოლიუნიდიზ


******
ჯგუფი: Members
წერილები: 7132
წევრი No.: 10939
რეგისტრ.: 21-June 05

გამოგზავნილია: 5 Jul 2005, 22:29  #1589597      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი · aim
QUOTE
როგორ თუ თავისთვის? არ მესმის, როგორ სეიძლება სამშობლო ეგოისტურად გიყვარდეს. კაცმა ყველაფერი სამშობლოს ინტერესებს შესწირა, ქრისტიანული თვალსაზრისით სული წაიწყმიდა და ეს არის ეგოიზმი?


აი უცხოელების ჯარს რომ შემოუძღვები და რო ვერ ხვდები რომ ეგენი შენი ქვეყნის დასანგრევად მოგყავს და არა საშველად
1 წევრი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (75) [1] 2 3 ... ბოლო » გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0356 ]   [ 14 queries used ]   [ GZIP Disabled ]