თუ არსებობს ასეთი თემა, მოდერებს ვთხოვ ნუ დამსჯიან.
ვფიქრობ რომ შეიძლება ბევრმა არ იცოდეს ასეთი ბლოგის არსებობის შესახებ. (მითუმეტეს რომ ახალია)
https://samxedrofsiqologia.com/2017/12/26/%...83%A0%E1%83%98/ვის გააჩნია ფსიქოლოგიური პრობლემები ?
ვენი პირველი სტატია იქნება ერთგვარი გზამკვლევი იმ ადამიანისთვის, ვინც შემთხვევით ან მიზანმიმართულად აღმოჩნდება ჩვენს ბლოგზე. საუბარს დავიწყებთ პრობლემის ამოცნობით, შემდეგ ზოგადად დავახასიათებთ მას და გავაკეთებთ შედარებას იმ ქვეყანასთან, რომელსაც ეს სფერო ძალიან განვითარებული აქვს.
უამრავი ადამიანი შემხვედრია, ვისაც ჰგონია, რომ ფსიქოლოგია სხვა ადამიანების ტვინში ძრომიალია (ტელეპატია). ზოგიერთს ისიც კი უთქვამს, რომ ყოველდღიურ ცხოვრებაში ინტენსიურად იყენებს ამ სიტყვას, მაგრამ წარმოდგენაც კი არ აქვს, თუ რა ნიშნავს ის. აქ გასაკვირი არაფერი არ არის, რადგან ჩვენს ქვეყანაში ფსიქოლოგიური მომსახურების სფერო დიდად განვითარებული არ არის. მინდა გითხრათ, რომ ბევრი არაპროფესიონალი და მავნე ფსიქოლოგიც შემხვედრია.
ფსიქოლოგები ადამიანებში ძალიან მარტივად ხვდებიან იმას, თუ ვის გააჩნია ფსიქოლოგიური პრობლემები. ეს ვლინდება იოლად შესამჩნევ ფორმებში. მაგალითისთვის მოვიყვანთ რამოდენიმე გარეგან სიმპტომს:
ძილიანობა მიუხედავად იმისა, რომ ადამიანი ძილის დეფიციტს არ განიცდის
შიში იმის, რომ უცებ გაგიჟდები
პანიკური შეტევები, რომლებიც ვლინდებიან ხელ-ფეხის დაბუჟებაში, თვალების დაბნელებაში, ყურებში გულისცემის გაგონებაში და ა.შ.
აუხსნელი კონფლიქტები, რომელსაც ადამიანები უბრალოდ უხასიათობას მიაწერენ
აზარტული თამაშები – ეს პრობლემა ფსიქოლოგიამ ლუდომანიის სახელით მონათლა
ემოციური სფეროს სიმპტომებში შედის მოსალოდნელი საფრთხის გარდუვალობის, კონტროლის დაკარგვისა თუ სიკვდილის შიში. შეგვიძლია ყველანი შევთანხმდეთ იმაზე, რომ შინაგანი წუხილი გარე თვალისთვის რთული დასანახია და ზოგჯერ შეუძლებელიც კი. ამასთანავე, ადამიანები პროფესიონალურად ნიღბავენ თავიანთ სატკივარს. ზოგიერთი მორცხვი პიროვნება არაბუნებრივ თავშეკავებულობაში მალავს თავის სიმორცხვეს. გარეგან ხასიათობრივსა და ფიზიკურ გამოვლინებებს შეისწავლის ფსიქოლოგიის ერთ-ერთი დარგი: ფსიქოსომატიკა. სომატური – ბერძნული სიტყვაა და სხეულთან დაკავშირებულს ნიშნავს. სწორედ სომატურ სიმპტომებში შედის შეხუთულობისა და სივიწროვის შეგრძნება, გულისცემის აჩქარება, წერტილოვანი ტკივილები სხეულის სხვადასხვა ნაწილში, მსუბუქი ან მძაფრი კანკალი, ოფლდენა, წიწკვნის შეგრძნება და ქავილი, აკვიატებული მოქმედებები და მრავალი სხვა.
ეს მცირე ჩამონათვალია იმ პრობლემებისა, რომლებიც ყოველდღიურ ცხოვრებაში ვლინდება. ადამიანები ამას ხან ცუდ დღეს მიაწერენ და ხანაც სხვა რაიმე გამამართლებელ მიზეზს იფიქრებენ.
სამხედრო მოსამსახურეების ცხოვრების სტილი კი თავისთავად იწვევს ფსიქოლოგიურ პრობლემებს. სწორედ ამიტომ იყენებენ ამ სიტყვას ხშირად. იყენებენ, მაგრამ ესმით კი მისი მნიშვნელობა ?
გამორიცხული არ არის ის, რომ სამხედრო პირი უჩიოდეს რაიმე სახის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას წვრთნების ან საერთაშორისო მისიიდან დაბრუნების შემდეგ. შესაძლებელია ფსიქოლოგიური პრობლემები ვლინდებოდეს მისიაში წასვლამდეც. სამწუხაროდ ჩვენი მორალური კოდექსი ასეთი პრობლემების გაჟღერებას უსუსურობად და „ქალაჩუნობად“ ახასიათებს. ადამიანები არ აცხადებდებენ იმას, რაც აწუხებთ და წლების განმავლობაში ცხოვრობენ ჯოჯოხეთის მსგავსი ცხოვრებით.
პრობლემა სწორედ ამაშია. სახეზე გვაქვს ბევრი ფსიქოლოგიური პრობლემის სიმპტომი, მაგრამ ამის იდენტიფიცირებას ვერავინ აკეთებს. ყველა ადამიანი და მათ შორის სამხედრო მოსამსახურეებიც აჯერებენ თავს იმაში, რომ ყველაფერი კარგადაა ან არაფერია საშიში, მაგრამ ფსიქოლოგის მზერას ასეთი რამ არასოდეს ეპარება. გარკვეული დროის განმავლობაში თავი რომც დააღწიოთ შინაგან უსიამოვნებას იცოდეთ, რომ ადამიანში არაფერი უკვალოდ არ ქრება.
ამ ბლოკში ჩვენ ამოვიცანით პრობლემა და ზოგადად დავახასიათეთ ის. ეს სტატია ჩვენ გავყავით ორ ნაწილად. შემდეგ ნაწილში გადმოგცემთ ინფორმაციას იმაზე, თუ რა ხდება ამერიკის შეერთებული შტატების შეიარაღებულ ძალებში სამხედრო ფსიქოლოგიის კუთხით.
გაგრძელება აუცილებლად იქნება . . .
...ვინც არა ჰგავს კახაბერსა, მე ვერ ვიტყვი კახაბერად!!!..
,ერთ-ერთი მთავარი ნიშანი ბედნიერებისა არის აბსოლუტურად გამქრალი სურვილი იმისა, ვინმეს რამე უმტკიცო!"- ნ.მანდელა... <3