Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > განათლება > ბრიტანული სკოლა ბაქსვუდი საქართველოში....


Posted by: sava062 12 Sep 2009, 00:41
ახალი სასწავლო წლიდან, მგონი მართლა პირველად, საქართველოში ხდება ის, რომ ბრიტანული სკოლა შემოდის ქართული სკოლის მართვაში. www.buckswood.co.uk Buckswood-ის ბრიტანული სკოლა შემოდის მართვაში გა გაეროს ასოციაციის საერთაშორისო სკოლა სახელს იცვლის და ახალი სასწავლო წლიდან "ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლა თბილისში" გახდება. ქართველ ბავშვებს უჩნდებათ რეალური შანსი ბრიტანეთში წასვლის გარეშე მიიღონ ბრიტანული სტანდარტების განათლება და დიპლომი და ეს ყველაფერი "თბილისური" ფასებით...

ოფიციალური პრეზენტაცია ოქტომბრის ბოლოს გაიმართება... წელსვე არააკადემიური ნაწილი და გარეგნული იერი მიუახლოვდება ბრიტანულ სტანდარტებს, ხოლო მთელი წლის განმავლობაში გაგრძელდება მუშაობა აკადემიური ნაწილის სინთეზზე, რათა არ დაიკარგოს ქართული ტრადიციები და ამავე დროს გამოვიყენოთ ბრიტანული საგანმანათლებლო ტრადიციების საუკეთესო ელემენტები...

როგორ ფიქრობთ გაამართლებს საქართველოში ბრიტანული მოდელის სკოლა?

Posted by: Aniberia 12 Sep 2009, 00:59
sava062
ახალი სასწავლო წელი ხომ უკვე დაიწყო?
წყნეთში რომ გაქვტ იმ სკოლაზე ლაპარაკობთ?
მეტი ინფორმაცია თუ შეიძლება ან საიტი დადე მეტი წავიკითხოთ და ფასიც დაწერე ფლზ

Posted by: sava062 12 Sep 2009, 01:02
Aniberia

ახალი სასწავლო წელი ორშაბათს იწყება smile.gif დიახ, წყნეთის სკოლის რებრენდინგი და შერწყმა ხდება. ოფიციალური პრეზენტაცია ოქტომბრის ბოლოს იქნება. სკოლის საიტი ჯერ კიდევ ძველია www.unagis.ge. ბაქსვუდის საიტი ზემოთაა მითითებული. ფასი კი ჯერ-ჯერობით ისევ 3500 ლარია წელიწადში და წელს ასევე დარჩება. ვინც აქამდე სწავლობდა ჩვენს სკოლაში და/ან წელს შემოვა მათთვის ძველი ფასები იქნება ძალაში...

Posted by: Aniberia 12 Sep 2009, 17:29
sava062
თუ სწორად გავიგე თქვენი სკოლა ამავე დროს ხდება ინგლისურ ენოვანი? საერთაშორისო თუ ხდება ეს თავისთავად ინგლისურ ენოვანს გულისხმობს.

ისე მე თქვენი წყნეთის სკოლა ძალიან მომწონს, თქვენი საიტიდან გამომდინარე, ისე არავის ვიცნობ მანდ დაყავდეს ბავშვი, უბრალოდ სხვა სკოლებთან შედარებით ინფორმატიული საიტი გაქვთ, ფართი, კარგი გარემო, ჰაერი, ვფიქრობ მართლა კარგი უნდა იყოს.

Posted by: sava062 12 Sep 2009, 17:58
Aniberia

ინგლისურ ენოვანი კლასები მომავალ წელს გაიხსნება. ადრე არსებული ქართულენოვანი კლასების მოსწავლეები ქართულ ატესტატთან ერთად, ბაქსვუდი ბრიტანულ დიპლომსაც მიიღებენ... ტრანსფორმაცია ორი მიმართულებით მოხდება - აკადემიური და არააკადემიური. ეს ყველაფერი რომ 1-2 დღეში არ მოხდება ცხადია, თუმცა არააკადემიური კუთხით სიახლეები თვალშისაცემი და ყოველდღიური იქნება. რაც შეეხება აკადემიურ ნაწილს - მის სინქრონიზაციაზე მუშაობა ორშაბათიდანვე დაიწყება. არც იმას ვაპირებთ, რომ ბაქსვუდი დავაკოპიროთ და წყნეთში გადმოვიტანოთ - ბუნებრივია უნდა მოხდეს სინთეზი ქართული და ბრიტანული საგანმანათლებლო სისტემებისა...

ჰაერს, გარემოს, ინფრასტრუქტურას, კვებას და სწავლების ხარისხს არ ვუჩივით smile.gif

Posted by: მუჩა 12 Sep 2009, 19:57
ოოოოო , sava062 გეტყობა Summer School-ში იყავი . სად იყავი და რომელ ნაკადში ?

Posted by: Aniberia 12 Sep 2009, 22:12
sava062
თქვენი კიდევ ერთი საიტი ვიპოვნე??? http://www.iec.edu.ge/eng/ ერთი და იგიევ სკოლააა ხომ? www.unagis.ge ორი საიტი რატომ აქვს? დავიბენი

Posted by: sava062 12 Sep 2009, 22:15
Aniberia

QUOTE
http://www.iec.edu.ge/eng/


შარშანწინდელი საიტია

QUOTE
www.unagis.ge


ეს კი შარშანდელი....

წელს კიდე ახალი გვექნება - ბაქსვუდური wink.gif

Mucha-Lucha


ოოოოოოო, მე ყველა ნაკადში ვიყავი და ყველა ბაზაზე.... აი, შენ კი რომელ ნაკადზე და სად იყავი?

Posted by: მუჩა 12 Sep 2009, 22:16
QUOTE
ოოოოოოო, მე ყველა ნაკადში ვიყავი და ყველა ბაზაზე.... აი, შენ კი რომელ ნაკადზე და სად იყავი?

წყნეთში მეორეზე . ლიდერი იყავი?

Posted by: sava062 15 Sep 2009, 00:04
Mucha-Lucha
QUOTE
ლიდერი იყავი?


არა, ლიდერების უტსაბაში wink.gif

დღეს ოფიციალურად დაიწყო პირველი სასწავლო წელი ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლისა საქართველოში....

Posted by: მუჩა 15 Sep 2009, 00:12
sava062
QUOTE
არა, ლიდერების უტსაბაში

ოოო ბატონი ლევანი?

Posted by: boone 19 Mar 2012, 04:02
მუჩა
ლიდერად მინდა წავიდე ორჯერ ვიყავი მანდ მოსწავლედ ინგლისური ენ საშუალზე მაღალ დონეზე ვიცი და ვის მივმართო

Posted by: მუჩა 19 Mar 2012, 20:21
boone
QUOTE
ლიდერად მინდა წავიდე ორჯერ ვიყავი მანდ მოსწავლედ ინგლისური ენ საშუალზე მაღალ დონეზე ვიცი და ვის მივმართო

წარმოდგენა არ მაქვს.
მემგონი ქართველი ლიდერები აღარ არიან.
შარშან არ ყოფილან , უცხოელები იყვნენ

აი სვავას მიწერე და კითხე...

Posted by: sava062 19 Mar 2012, 20:25
boone
QUOTE
ლიდერად მინდა წავიდე ორჯერ ვიყავი მანდ მოსწავლედ ინგლისური ენ საშუალზე მაღალ დონეზე ვიცი და ვის მივმართო



მუჩა
QUOTE
მემგონი ქართველი ლიდერები აღარ არიან.
შარშან არ ყოფილან , უცხოელები იყვნენ


yes.gif სამწუხაროდ, ასეა, ბოლო შარშან და წელსაც უცხოელი ლიდერები იქნებიან...

Posted by: boone 20 Mar 2012, 05:39
ოხ რა ცუდია ეჰ რა იმედები მქონდა

Posted by: nidali 7 Mar 2013, 09:22
sava062
თქვენ სკოლაში სწავლის საფასური რამდენია?


Posted by: sava062 7 Mar 2013, 09:58
nidali
QUOTE
თქვენ სკოლაში სწავლის საფასური რამდენია?


1800 ფუნტი რაც დაახლოებით 4600 ლარია. სწავლის ღირებულებაში შედის ტრანსპორტირება, ორჯერადი კვება, სკოლის ფორმა, სპორტული ფორმა, სახელმძღვანელოები, ექსკურსიები...

Posted by: Samuel 29 Jun 2013, 12:27
საზაფხულო სკოლა არ იცით რაიმე 7 წლოს ბავშვებისთვის?

Posted by: sava062 30 Jun 2013, 00:08
Samuel

https://www.facebook.com/BOSS.Georgia

Posted by: tikuna327 14 Jan 2014, 11:42
მეგობრებო, გთხოვთ მომწეროთ თქვენი მოსაზრებები ბაქსვუდის სკოლასთან დაკავშირებით!

Posted by: boone 15 Jan 2014, 04:34
tikuna327
QUOTE
მეგობრებო, გთხოვთ მომწეროთ თქვენი მოსაზრებები ბაქსვუდის სკოლასთან დაკავშირებით!

ნუ მანდ უნდა გაიმარჯვო ოლიმპიადაში რომ მოხვედრილიყავი იყვნენ აგრეთვე ბავშვები ალიენტედან .
რ გაინტერესებს?

Posted by: sava062 15 Jan 2014, 10:45
boone

რასაც შენ ამბობ, ეგ ინვლისური ენის საზაფხულო სკოლაა. ზოგადსაგანმანათლებლო სკოლა კი სულ სხვაა...

Posted by: tikuna327 29 Jan 2014, 11:35
QUOTE (sava062 @ 15 Jan 2014, 10:45 )
boone

რასაც შენ ამბობ, ეგ ინვლისური ენის საზაფხულო სკოლაა. ზოგადსაგანმანათლებლო სკოლა კი სულ სხვაა...

ნუ მანდ უნდა გაიმარჯვო ოლიმპიადაში რომ მოხვედრილიყავი იყვნენ აგრეთვე ბავშვები ალიენტედან .
რ გაინტერესებს?

ბავშვისთვის ვარჩევ სკოლას, წელს პირველ კლასში იქნება და მაინტერესებს სწავლის დონე, მიდგომა ბავშვებთან და ა. შ.

Posted by: sava062 7 Feb 2014, 16:48
577 992 993 ცხელ ხაზზე დარეკეთ და გაგცემენ პასუხს.

Posted by: Mur_Mur 17 Sep 2014, 10:13
ძალიან დამაინტერესა ბაქსვუდმა smile.gif ამ სკოლის მოსწავლეების მშობლები თუ პოსტავენ ფორუმზე, იქნებ დაწეროთ შთაბეჭდილებები smile.gif

Posted by: irairina7 24 Apr 2015, 00:14
მეც ძალიან მაინტერესებს მშობლების აზრი

Posted by: Chiyomi 8 Oct 2018, 13:49
მეც მაინტერესებს აზრი ბაქვსვუდის სკოლის შესახებ. ასევე მაინტერესებს, 1200მ სიმაღლეზე ყოველდღე ბავშვების ამოყვანა და ისევ თბილისში ჩაყვანა რა გავლენას ახდენს ბავშვის სწავლის უნარზე და და ა.შ.

Posted by: Solveig 9 Oct 2018, 01:22
Chiyomi
ჩემი ოჯახის 2 წევრი სწავლობს მაგ სკოლაში (პატარა ჯერ მოსამზადებელშია) და კმაყოფილები არიან ბავშვებიც და ოჯახიც.
QUOTE
1200მ სიმაღლეზე ყოველდღე

ჰო, ამაზე ვერაფერს გეტყვი, რადგან, თავადაც ცოტა შემაღლებულზე ცხოვრობენ smile.gif
თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ ბავშვები გაკვეთილებს სკოლაშივე ამზადებენ, მაგის პრობლემა ნამდვილად არ უნდა იყოს.
ყოველ შემთხვევაში, მე რამდენჯერაც შევამოწმე ბავშვი, თავში ყველაფერი რიგზე ჰქონდა ნასწავლის ათვისების მხრივ smile.gif
ერთი ეგაა, რომ თუ ძალიან დიდი გზის გავლა უწევს სახლიდან სკოლამდე, მაინც დაიღლება ბავშვი, თუნდაც სხლში ბევრი აღარაფერი ჰქონდეს გასაკეთებელი. ამიტომ, არა მგონია, დიდი დიღმიდან და ვაზისუბნიდან მანდ ტარება მიზანშეწონილი იყოს....

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)