Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > მხატვრობა > უცოდინარის კითხვები


Posted by: ell-lle 25 Apr 2015, 00:20
ცოტახანს მიციცხლეთ რაა, მსგავსი თემა ვერ ვნახე არადა არაა მთლად ურიგო,

მხატვრობის დიდი არაფერი გამეგება, თუმცა ჩემ პონტში ჩემ ჭიას ვახარებ ძირითადად აკრილით ტილოზე...

ხოდა ეხლა რა მოხდა, თავანი მაქ ჩასაბარებელი smile.gif))) აკრილი ვერ ვნახე, ვიყიდე ზეთის საღებავი (აქამდე თვალით რომ არ მენახა) გავაზავე კაი ერბოკვერცხუს შესაწვავ ზეთში (თვალზომით) მივდღაბნ-მოვდღაბნე და ჰოი საოცრებავ არ შრება და არც აპირებს არასდროს.... ხან გამათბობელღან მივფუთნე, ხან ფენით დავუბერე.....

ამყველაფერის მერე ქვაბის სახეხი მეტალის რაღაცით მივიხეხ -მოვიხეხე დათხუპნილი თავი...

შედეგი--> სველი ნაჯღაბნი და ჟეშტიანშიკის ხელები....

კითხვა: გაშრება ოდესმე? არადა უეჭველი უნდა ჩაბარდეს




Posted by: Hyperzet 27 Apr 2015, 02:24
ell-lle
QUOTE
გაშრება ოდესმე?

QUOTE
გამოგზავნილია: 25 Apr 2015,

ზეთის გაშრობას დრო უნდა, 1 კვირა , ხან მეტიც
სისქეს და კონსტიტენციას გააჩნია.
ასე რომ, შეგიძლია ან გადავადება მოითხოვო, ან "სველი" თავანი ჩააბარო.



Posted by: ell-lle 30 Apr 2015, 13:46
Hyperzet
მადლობ პასუხისთვის, გაშრა მაგრამ მერე იდღAბნება, ან ისეთ ვიდზე აღარაა როგორც სველი...
მირჩIეს ლაკით დააფიქსირეო და რამდენად მართალია?
ეგეც არ გავაფუჭო რაც გავაკეთE

Posted by: დიდკარლევ 1 May 2015, 00:19
ell-lle
შენზე დასახარჯი დრო ნამდვილად არ მაქვს ლამაზო

Posted by: DELUX-TP 1 May 2015, 00:23
დიდკარლევ
??????????????????????????????????????????


vinaa Sheni lamazi??? Ra mimartva bivho??

Posted by: დიდკარლევ 1 May 2015, 00:25
DELUX-TP
შენ შეგეხე ბიჭო
რას მივარდები აქ
ჩემი დედა #### თუ არ განანო

Posted by: ell-lle 9 May 2015, 01:09
დიდკარლევ
უღრმესი მადლობა მცირე დრო რომ გამონახე ორიოდე სიტყვისთვის smile.gif))))

Posted by: ofazi 11 May 2015, 21:09
ქვაზე ხატვის იდეამ გამიტაცა, აი ამ სტილში https://www.youtube.com/watch?v=KKhhgy2tviA
რაც გადავათვალიერე, ზოგი აკრილს იყებებს, ზოგი გუაშს... ჰოდა ახლა კითხვა მაქვს, უფრო სწორად კითხვები, რაგდან აქამდე შეხება არასდროს მქონია მხატვრობასთან თუ ოდესღაც სკოლის ხატვის გაკვეთილებს არ ჩავთვლით...
მოკლედ, მე მაინტერესებს, ხომ იქნება უფრო იოლი და იაფიც თუ ქვას აკვარელით მოვხატავ? ასევე მასწავლეთ ლაქი, რომლითაც დავფარავ ჩემს "შედევრს" რომ მალე არ გაფუჭდეს. მადლობა წინასწარ smile.gif

Posted by: lasha-17 30 May 2015, 03:20
მაინტერესებს graphite pencils სად შეიძლება თბილისში ვიყიდო და ქართულად რა ქვია? smile.gif
აკრილის საღებავების ყიდვაც მინდა
და როგორი ფურცლები დამჭირდება? თუ მარტო ტილოზე ხატავენ? mo.gif

Posted by: მადამ ფისუნია 31 May 2015, 04:49
ofazi
QUOTE
ზოგი აკრილს იყებებს

აკრილი ძალიან კარგია, აი ჩემი ავატარი, მაისური რომ მაცვია აკრილითაა დახატული და ჩვეულებრივად ირეცხება ისე რომ არ გადადის....
აკვარელი ქვაზე არ გამოგადგება თხელია ძალიან და არც მოხატავს და მალეც გაფუჭდება...

ამიტომ ჩემი რჩევა იქნება აკრელი გამოიყენო

Posted by: Вампирша 9 Sep 2017, 13:17
მდა ეს თემა ტრადიციულ არტზეა მაგრამ არ ვიცი უფრო შესაფერისი ამიტომ აქ ვიკითხავ.

მოკლედ რა ხდება. ასეთი ფუნჯი მჭირდება https://i.pinimg.com/originals/c7/68/52/c7685225fda2c90defbfb0230b1710ab.png
ვინმემ თუ იცით სად გადმოვწერ უფასოდ, მითხარით.
P.S.
ბარემ ისიც მითხარით Artrage Liteზე თუ იმუშავებს, იმიტომ რომ ჩემი ჩმორი კომპიუტერი უკეთეს ფოტოშოპის პროგრამებს ვერ უგებს.

Posted by: Mrs.aravin 24 Sep 2017, 23:14
გამარჯობა smile.gif
რჩევა მჭირდება და თუ არ დამზარდებით გამიხარდება.მოკლედ, ორი-სამი თვეა ხატვა დავიწყე ზეთის საღებავებით.სხვისი სახელოსნოთი ვსარგებლობ.ეხლა მინდა სახლში მოვიწყო ოთახი.მოლბერტს და ქვეჩარჩოებს ვამზადებინებ უკვე. ფუნჯები და საღებავები მჭირდება.იქნებ მირჩიოთ სად შეიძლება ვიყიდო იაფად და ძირითადად როგორი ფუნჯებია უფრო საჭირო?

Posted by: MrMozg 1 Feb 2018, 18:22
სალამი ფორუმელებს,

რადგან არ ვიცი ჩაინიკურ კითხვას ვსვამ შეიძლება ამ თემას არ ეხება და მაპატიეთ smile.gif

ფაზლი ავაწყვე და მინდა ჩარჩოში ჩავსვა,

1. როგორ ხდება ეს?
2. სად ვიშოვო ჩარჩო?

მადლობა წინასწარ smile.gif

Posted by: სენბონზაკურა 2 Feb 2018, 17:33
MrMozg
QUOTE
ფაზლი ავაწყვე და მინდა ჩარჩოში ჩავსვა,

პირველ რიგში ფაზლი უნდა დაწებდეს რაიმე მაგარზე, მაგალითად მუყაოზე
ჩარჩოს რაც შეეხება უნდა გაზომო ფაზლი და ააწყობინო ხელოსანს, ან შენვე ააწყო შტაპიკებით რა თქმა უნდა უმჯობესია ვინმეს ააწყობინო, ნებისმიერი დურგალი გაგიკეთებს. ასევე ფოტოსახელოსნოებშიც იყიდება ჩარჩოები, სხვადასხვა ზომის და ფორმის, თუ დაემთხვევა შენი ფაზლის პარამეტრებს, მაგრამ მე მაინც დურგალს გირჩევ

Posted by: MrMozg 3 Feb 2018, 11:18
სენბონზაკურა
გაიხარე, მადლობა, გავითვალისწინებ რჩევებს smile.gif

Posted by: სენბონზაკურა 3 Feb 2018, 17:06
MrMozg
QUOTE
გაიხარე, მადლობა, გავითვალისწინებ რჩევებს

არაფრის, რა პრობლემაა, ოღონდ ამ განყოფილებაში რამე დაიწეროს და როგორ არ დაგეხმარებით ^_^

Posted by: snikum 14 Feb 2018, 11:29
ერთი კითხვაც: ზეთით ტილოზე დახატვის შემდეგ ზემოდან რა ლაქს მირჩევთ და გაშრობიდან რამდენ ხანში უნდა დავადო?


Posted by: Mrs.aravin 16 Feb 2018, 14:39
snikum
რომელი ლაქი უნდა წაუსვა არ ვიცი , მაგრამ მე როგორც მასწავლეს სრულად გაშრობას ორი წელი უნდა და მერე უნდა წაუსვა ლაქი.

Posted by: Вампирша 2 Dec 2018, 17:05
დიგიტალური ნამუშევრების გაყიდვით ფული გამოგიმუშავებიათ ვინმეს? მაგალითად Deviantartზე ან Patreonზე... პატრეონზე ამბობდნენ მხოლოდ მასტერქარდია საჭიროო, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, PayPalზე თუ არ ხარ დარეგისტრირებული, "ჩემფეხებს" გამოიმუშავებ, თავად PayPalს კი ზოგი აქებს და ზოგიც აძაგებს, აღარ ვიცი რა გავაკეთო. ვინმეს თუ გაგივლიათ ეს გზა, დამაკვალიანეთ.
ან რამე ისეთი საიტი თუ იცით რომელზეც მასტერქარდის ქონაც საკმარისია, მითხარით. help.gif

Posted by: MrMozg 5 Dec 2018, 22:32
Вампирша
paypal-ს რას ერჩიან არ ვიცი
მაგრამ ფეიფალიდან ბარათზე თანხის გადატანა თუ გინდა ვიზა ბარათი უნდა გქონდეს. მასტერ ქარდზე ვერ გადაიტან თანხას რამდენადაც მე ვიცი.

Posted by: Giorgi janibegashvili 6 Dec 2018, 14:28
სად შევიძენ თბილისში კარგ ფერად ფანქრებს?
ბევრი ფერადი ფანქარი პლასმასივით არის და შეუძლებელია ხატვა.

Posted by: High-Roller 24 Jan 2019, 15:27
გამარჯობა არ ვიცი ზუსტ ადგიალს ვპოსტავ თუ არა იქნებ ვინმემ მერე შემისწოროს ესეიგი ქავარების გაკეთება მინდა ყდის ანუ რეკორდ ლეიბლისთვის საუნდკლაუდზე ხმის სტუდიისთვის უფრო ციფრული სტუდიისთვის იქნებ ვინმე გამოჩნდეს და დამეხმაროს ამ საკითხში

Posted by: უტყუვი 11 May 2019, 20:36
ანბანის დახატვასთან დაკავშირებით რა შეგიძლიათ თქვათ?

Posted by: Don ST 4 Jul 2019, 20:04
სალამი
აკრილები ნორმალურ ფასად სად ვიყიდო? ძაან დონე საღებავეზე არ მაქვს გართულება, ეხლა ვსწავლობ, ფასი უფრო მნიშვნელოვანია. და ფუნჯებიც მაინტერესებს. აკრილს მაინცდამაინც ტილო უნდა? თუ ქაღალდზეც შეიძლება?

Posted by: 8977774 5 Jul 2019, 22:01
Don ST
ქაღალდზე შეგიძლია დახატო ზეთითაც და აკრილითაც, მაგრამ სპეციალური ქაღალდი უნდა და არანაირად არ ღირს მოკლედ, მაგას ჯობია ცოტა დაამატო და ტილო იყიდო.

რუსთაველზე რომ ნახატებს ყიდიან მეტროს გაყოლებაზე (თავისუფლებისკენ), მანდ არის მიწისქვეშა გადასასვლელი, უნდა ჩახვიდე და სულ წინ უნდა გაუყვე, თვითონ მიწისქვეშ არის სამხატვრო მაღაზია, ტილოებიც აქვთ ზომებში, ფუნჯებიც და ყველაფერი, 1-2 თვეა არ ვყოფილვარ და წესით ისევ უნდა მუშაობდნენ, თუ არადა, რუსთაველის მეტროს წინა ქუჩაზე ჩარჩოებს ამზადებენ და იქაც აქვთ მეორე ფილიალი იგივე პროდუქციით და ერთ-ერთი მაინც ღია უნდა იყოს წესით. კოხ-ი-ნორში ან სადმე მაღაზიაში რომ გახვიდე კი უფრო ხარისხიანია იდეაში, მაგრამ მე დიდი განსხვავება ვერ დავინახე, სამჯერ მეტი ფასებია.

თითქმის იგივე ჯდება და აკრილში მუშაობას ბარემ ზეთით დაიწყო ჯობია ჩემი აზრით.

Posted by: Don ST 6 Jul 2019, 00:43
8977774
მადლობა
ანუ ზეთი უფრო ადვილი სახმარია? ვიცი, რომ აკრილი მალე შრება, მაგრამ ზეთში წვალებით მიღებულ ფერს არ გავაფუჭებ გამოუცდელობის გამო? biggrin.gif

ისე ორიოდე სიტყვით აკრილის და ზეთის უპირატესობები და ნაკლები რომ მითხრა შეგიძლია?

gamoiwere.ge-ზე ვნახე აკრილები 75 მილილიტრიანი 7-8 ლარი ღირს, გააჩნია ფერს და ზეთები 100-იანი საშუალოდ 11 ლარი. ეს ფასები ნორმალურია თუ რუსთაველზე უფრო იაფი იქნება?



Posted by: 8977774 6 Jul 2019, 01:27
40-50 მლ 4 ლარი ღირდა ზეთის, აკრილიც დაახლოებით ეგრე ღირს მგონი (ეცადე ჰოლანდიური იყიდო, თუ არადა რუსული, ჩინური დიდად არ ვარგა).

მთავარი განსხვავება გაშრობის დროა მაინც და მგონი ფერიც ეცვლება გაშრობის მერე.

ნუ მოკლედ, მე მიმაჩნია რომ ზეთის საღებავი უფრო სერიოზულია ვიდრე აკრილის.

ის რომ აკრილი უფრო ადვილია დამწყებისთვის და მერე ზეთში გადახვალ სისულელედ მიმაჩნია, თუ იწყებ ზეთში უნდა დაიწყო.

Posted by: Don ST 6 Jul 2019, 02:43
8977774
მადლობა დიდი.
ისე ინტერესის ამბავში ვცდი ორივეს.

Posted by: 8977774 11 Jul 2019, 15:56
Don ST
არაფერს.

პ.ს დამავიწყდა იმის თქმა რომ ზეთის საღებავისთვის თუ გამხსნელი დაგჭირდა, არავითარ შემთხვევაში არ გამოიყენო საჭმლის ზეთი (ამას ხშირად ურჩევენ), პრაქტიკულად არ შრება საჭმლის ზეთით გახსნილი საღებავები და წესიერად არც ედება ფერები.

თუ გამხსნელს იყიდი ტოქსიკურია უმრავლესობა და ოთახში არ უნდა დადო სანამ არ გაშრება კარგად.

პ.პ.ს გამხსნელს მე საერთოდ არ ვხმარობ.


Posted by: Don ST 11 Jul 2019, 16:08
QUOTE
თუ გამხსნელს იყიდი ტოქსიკურია უმრავლესობა და ოთახში არ უნდა დადო სანამ არ გაშრება კარგად

ჰო ეს მეც წავიკითხე და არ მომეწონა, თან დღე-დღეზე ბავშვს ველოდებით და მსგავს რამეს ვერ ვიზამ. არატოქსიკური გამხსნელები არ არის? თუ ძაან ძვირია?
QUOTE
გამხსნელს მე საერთოდ არ ვხმარობ.

როგორც ჩანს არც მაინცდამაინც აუცილებელია, ჩემ ჭიას უმაგსოდაც გავახარებ და თუ რამე საშუალოზე უკეთესი გამომივიდა, მერე მოვიფიქრებ რამეს.

Posted by: grizly2 24 Nov 2020, 18:52
გამარჯობა ნახატების გამოფენები სადმე თუ არის იქნებ მიმასწავლოთ

Posted by: matemana 20 Mar 2021, 01:22
გამარჯობა, წარმოდგენა არ მაქ საერთოდ ამ მიმართულებაზე. ახლობელი გოგოა და სახვითი ხელოვნების სწავლა უნდა. რაიმე სახის საინტერესო მასალები თუ მოიძიება ინტერნეტში? იქნებ ვინმეს გქონდეთ რაიმე საინტერესო წიგნები ან ჩანაწერები ან რამე რაც შეიძლება გამოადგეს, გთხოვთ მომწეროთ აქ. დიდი მადლობა!

Posted by: T-mademoiselle 5 Mar 2022, 09:50
კითხვის დასმას აქ აზრი ააქვს?

......

Posted by: Universe´ 31 Mar 2022, 21:46
არის მხატვრობაში მიმდინარეობა, ან ვინმე ერთი მხატვარი, რომლის ნამუშევრებიც არანაირი ჩვენთვის(ადამიანის თვალისთვის) ნაცნობი ფორმების ამოცნობა არ ხდება?

Posted by: FENIX-REX 6 Apr 2023, 09:40
გამარჯობა ყველას.
ორი შეკითხვა მაქვს.
1. მინდა კომპიუტერის ქეისი იყოს მოხატული ანიმე სტილში. საქართველოში თუ აკეთებს ვინმე მსგავს რამეს?
2. კერძო სახლის ერთ კედელზე "მურალის" დახატვა და დაჯდება? კედელის ზომა 10x4.

Posted by: UgoChavez 15 Apr 2024, 18:10
QUOTE (FENIX-REX @ 6 Apr 2023, 09:40 )
გამარჯობა ყველას.
ორი შეკითხვა მაქვს.
1. მინდა კომპიუტერის ქეისი იყოს მოხატული ანიმე სტილში. საქართველოში თუ აკეთებს ვინმე მსგავს რამეს?
2. კერძო სახლის ერთ კედელზე "მურალის" დახატვა და დაჯდება? კედელის ზომა 10x4.

1.ეუჰ პასუხისმაგვარი ერთი წლის შემდეგ, შეძლებით ყველაფერი შეიძლება, გამოცდილება გვაქვს ქეისის დამოდინგების, ანუ ქასთომ ფორმების მიცემის, ამიჭრილი ტექსტურები, შეღებვა სა ა.შ. მოხატვას გააჩნია ძაან დეტალებით დატვირთული უნდა იყოს? მოხატვა სავარაუდოდ აკრილებით და სამაგისო ფუნჯებით მოხდება თემატური კომპოზიციით, ხო მიხვდი რასაც ვგულისხმობ.
2. ამ ცოტა ხნოს წინ ‘’იმედზე’’ იყო გრაფიტის მხატვარი, ძაან მაგარი კაცია რომელიც მასეთ შეკვეთებს იღებს, გვარი არ მახსოვს user.gif

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)