Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > სილამაზე და მოდა > სად იმოსებით ვირუსიანობის ჟამს?


Posted by: nor-test 10 Apr 2020, 12:04
ამ პერიოდში სად ყიდულობთ ტანსაცმელს? თუ არ ყიდულობთ?

Posted by: trendygirl.me 10 Apr 2020, 14:25
ტაობაოზე smile.gif
_________________________________

Posted by: nor-test 10 Apr 2020, 14:56
QUOTE (trendygirl.me @ 10 Apr 2020, 14:25 )
ტაობაოზე smile.gif

მაგათ ხომ ჩამოაქვთ. აქაური მარაგებიდან არავის მიაქვს შინ? ან იქნებ ღია მაღაზიებში არის სადმე?

Posted by: trendygirl.me 10 Apr 2020, 20:47
რას ქვია ჩამოაქვთ?

ტაობაო ონლაინ მაღაზიაა, ამაზონის პონტში. ვიწერ გადამზიდავის მისამართზე, 1 კვირაში თბილისშია, 3 ლარად მოაქვთ სახლში.

თუ გინდათ ლინკებს ჩაგიყრით. ეხლა პიერ კარდენი და თუნდაც ოკაიდი მანდ არ ჩითავს, მაგრამ რაც ჩითავს, ძალიან იაფია და საკმაოდ ხარისხიანი.

Posted by: nor-test 11 Apr 2020, 16:24
QUOTE (trendygirl.me @ 10 Apr 2020, 20:47 )
რას ქვია ჩამოაქვთ?

რას ჰქვია და

QUOTE
ტაობაო ონლაინ მაღაზიაა, ამაზონის პონტში. ვიწერ გადამზიდავის მისამართზე, 1 კვირაში თბილისშია, 3 ლარად მოაქვთ სახლში.
ამას smile.gif

ერთი კვირა ჩამოსვლას უნდა, მერე ან მოგერგება და ან არა... აქაურ მაღაზიას ერთ-ორ დღეში მოატანინებ მოისინჯავ, ამბავი.

Posted by: Solivagant 11 Apr 2020, 17:42
QUOTE
ტაობაოზე

up.gif

trendygirl.me
რომელი გადამზიდი კომპანიით სარგებლობ?


Posted by: trendygirl.me 11 Apr 2020, 19:41
nor-test

მოგერგება-არმოგერგებას თემა რო არ იყოს, არის ასეთი რთული მოწყობილობა, რომელსაც ქვია მეტრიანი.
დგები სარკესთან, იხდი ზედმეტ ტანსაცმელს და საკუთარ თავს უღებ ზომებს.
მერე ინტერნეტით გამოწერისას, ამ ზომებით ხელმძღვანელობ ზომის არჩევისას.

Solivagant

ლინექსით.

Posted by: Solivagant 11 Apr 2020, 20:31
trendygirl.me
ინექსზე უკეთესია თუ იცი?

Posted by: trendygirl.me 12 Apr 2020, 11:24
კი ჯობია. უფრო ზრდილობიანი და მომხმარებელზე ორიენტირებული ხალხია, ფეხებზემკიდია ინექსისგან განსხვავებით.
კურიერიც სიმპო ბიჭი ყავთ, მიუხედავად იმისა რომ ტაქსისტია smile.gif

ისე თუ გინდათ, ჩაგიყრით ლინკებს, ბოლოს რა გამოვწერე ტაობაოდან და რა გამოდგა კარგი ხარისხი.


Posted by: nor-test 12 Apr 2020, 15:08
trendygirl.me
QUOTE
მოგერგება-არმოგერგებას თემა რო არ იყოს, არის ასეთი რთული მოწყობილობა, რომელსაც ქვია მეტრიანი.
დგები სარკესთან, იხდი ზედმეტ ტანსაცმელს და საკუთარ თავს უღებ ზომებს.
მერე ინტერნეტით გამოწერისას, ამ ზომებით ხელმძღვანელობ ზომის არჩევისას.
თუ სხვა გზა არ იქნა, მომიწევს ზომვა, რეგისტრაციები, ლოდინი, ჩამომტანებთან ურთიერთობა და მთელი ეგ ტვინის ღეჭვა,

მაგრამ იქნებ ვინმემ აქაური მაღაზიებიც იცით?

ტექნიკა იყიდება ჩვეულებრივად და სამოსი რად იქნება გამონაკლისი?

QUOTE
ისე თუ გინდათ, ჩაგიყრით ლინკებს, ბოლოს რა გამოვწერე ტაობაოდან და რა გამოდგა კარგი ხარისხი.
ნიკიდან გამომდინარე მდედრობითი სქესის მგონიხარ, მაგრამ თუ ვცდები, დაყარე ბმულები

Posted by: trendygirl.me 13 Apr 2020, 21:50
https://item.taobao.com/item.htm?id=599649937321 - ღამის კომპლექტი.
https://item.taobao.com/item.htm?id=607422414510 - მაისური სხვადასხვა ფერის
https://item.taobao.com/item.htm?id=582140063611 - ძალიან კოხტა ზურგჩანთა
https://item.taobao.com/item.htm?id=525958680172 - მსუბუქი და კომფორტული ბოტასები
https://item.taobao.com/item.htm?id=608506577551 - ოკაიდის სვიტრი (საბავშვო)
https://item.taobao.com/item.htm?id=601414220455 - ბილი ეილიშის ქუდი





Posted by: BabeRock 13 Apr 2020, 23:19
ორი ცალი პიჟამო ვიყიდე მარტის დასაწყისში და ერთი დიდი მაისური
არ დამჭირვებია მეტია რაფერი მთელი ეს თვე biggrin.gif

Posted by: trendygirl.me 13 Apr 2020, 23:38
BabeRock

ეგეც არი biggrin.gif

ესენი რაც ჩამოვწერე ყველაფერი კორონამდეა biggrin.gif

ეხლა სამაგიეროდ დონატის ფორმები და კრემის გამოსაყვანები გამოვწერე biggrin.gif

Posted by: BabeRock 13 Apr 2020, 23:52
trendygirl.me
QUOTE
ესენი რაც ჩამოვწერე ყველაფერი კორონამდეა

კორონამდე biggrin.gif
ტაოდან ცოტა ზომების დაჯენა მიჭირს, ერთი კაბა გამოვიწერე და შემომასკდა ტანზე ლამის, მეორე ჩამოვიდა ძაან ნორმალური. ბალეტკა სიგრძეში კარგი ჩამოვიდა მაგრამ განი ისეთი თხელი აქვს ფეხი არ მეტევა :დ
ერთი სიტყვით ტაოს შევეშვი :დ

ახლა ზურგის დამჭერს ვარჩევ გამოსაწერად, ამდენი წოლა/ჯდომისგან ხერხემალი სასწაულ ფორმებს იღებს

Posted by: trendygirl.me 14 Apr 2020, 00:07
BabeRock

მარტივია.

აღწერაში წერია, ზომა ჩინურია თუ ევროპული ან ამერიკული. თუ ჩინურია, მაშინ 2 ზომით დიდი უნდა აიღო. მე რაც დავდე ეგენი ევროპული ზომებია.

ფეხსაცმელი კი, ზოგადად ეგრეა. ჩინელებს თხელი ფეხი აქვთ, 1 ზომით დიდი რომც აიღო, მაინც თხელი იქნება. ამიტომაც ფეხსაცმელს ამაზონიდან ვიწერ.

კაბებს რაც შეეხება, ჩინელებს ბევრად უფრო მოკლეების ჩაცმა უყვართ ვიდრე ჩვენ. ასე რომ, ჩინური კაბა ვთქვათ 2 ზომით დიდიც რო გამოწერო, გრძელი კი არა, განიერი იქნება.

ლიფები და ტრუსიკები ზომა ზომაზე მიდის მაგათი.


Posted by: cuda 14 Apr 2020, 00:58
trendygirl.me
ენა არ ეცვლება ხო საიტს როგორც მივხვდი, ქრომის გადათარგმნილით დავიტანჯე biggrin.gif კაცის ფეხსაცმლის ზომები როგორაა ხოარ იცი?

Posted by: trendygirl.me 14 Apr 2020, 01:01
cuda

თუ შიდა ჩინური ბრენდისაა, მაშინ დაბალი პადიომი ექნება და ვიწრო იქნება. სიგრძე - ჩვენებური.
მაგრამ მანდ არის ბევრი მაღაზია სადაც ამერიკული მოდელებია - მე მამაჩემს დოკერსები და რაღაცეები მანდ ავუღე, კარგად ქონდა.

Posted by: cuda 14 Apr 2020, 01:04
და აქაც უნდა ავარჩიო სელერი? თუ ყველა ერთია
* * *
trendygirl.me
QUOTE
ბევრი მაღაზია სადაც ამერიკული მოდელებია

ეს მაღაზიები როგორ ვნახო

Posted by: trendygirl.me 14 Apr 2020, 01:16
კი აბა მანდაც უნდა აარჩიო

ტაობაო იგივე ალიექსპრესია ოღონც შიდა ჩინეთისთვის.

Posted by: tamuska 14 Apr 2020, 03:30
მეც ხშირად ვიწერ ტაობაოდან და ძალიან კმაყოფილი ვარ , გამოხმაურებებს ვამოწმებ უფრო მეტად , რეალურ სურათებს, უკეთესია ცოტა მეტი გადაიხადო და ხარისხიანი იყოს, ნებისმიერ შემთხვევაში აქაურ ფასებზე დაბალ ფასად შეიძენთ.

Posted by: nor-test 14 Apr 2020, 10:44
trendygirl.me
რითი სჯობია ტაობაო ალიექსპრესს?

Posted by: trendygirl.me 14 Apr 2020, 12:55
სიიაფით, არჩევნით და ჩამოსვლის სიჩქარით. აი მაგალითად კვირას რო გამომეწერა, შემდეგ შაბათს ავიღებდი (რეისები პარასკეობით იგზავნება).

Posted by: BabeRock 14 Apr 2020, 20:51
trendygirl.me
QUOTE
ამიტომაც ფეხსაცმელს ამაზონიდან ვიწერ.

სხვათა შორის 6პმ კარგად დავამუღამე ფეხსაცმლისა და ჩანთების ნაწილში.

რაც შეეხებად ანარჩენს, თეთრეული თუ ზომაზომაზეა, მაგას გამოვწერ. ოღონდ ჯერ გავარკვიო ამ იზოლაციის შემდეგ საერთოდ რა ზომა გავდივარ სახლიდან :დ

Posted by: cuda 15 Apr 2020, 01:00
BabeRock
6PM ძაან კაია წლებია ვიყენებ მარა ბოლო 1+ წელია არაფერი მომწონებია, ისეთიც არ ყოფილა რო ფასი დამეწუნებინა მარტო, მარა ნახევარ ფასად ისეთები მაქ მან ნაყიდი 5-6 წლის მერეც რო კარგად მემსახურებიან biggrin.gif

Posted by: რუსთაველი 15 Apr 2020, 06:35
QUOTE
 სად იმოსებით ვირუსიანობის ჟამს?


გარდერობში

lol.gif

Posted by: trendygirl.me 15 Apr 2020, 10:21
BabeRock

6პმ ამაზონის ნაწილია რო იცოდეთ smile.gif


Posted by: PING 15 Apr 2020, 13:36
BabeRock
QUOTE
სხვათა შორის 6პმ კარგად დავამუღამე ფეხსაცმლისა და ჩანთების ნაწილში.

ხო მაგრამ იშვიათად რომ რამე მოგეწონოს. ადრე ვიწერდი მაქედან.

Posted by: BabeRock 15 Apr 2020, 17:10
QUOTE
6პმ ამაზონის ნაწილია რო იცოდეთ

კი, ამაზონის ექაუნთით ვლოგინდები 6პმზე smile.gif

PING
QUOTE
ხო მაგრამ იშვიათად რომ რამე მოგეწონოს. ადრე ვიწერდი მაქედან.

პერანგებს ვყიდულობ მანდ და ბოტასებს. ცოტა უცნაური რამეები კი უდევთ, მართალოა

Posted by: l-e-v-a-n 15 Apr 2020, 17:44
QUOTE (trendygirl.me @ 13 Apr 2020, 21:50 )
https://item.taobao.com/item.htm?id=599649937321 - ღამის კომპლექტი.
https://item.taobao.com/item.htm?id=607422414510 - მაისური სხვადასხვა ფერის
https://item.taobao.com/item.htm?id=582140063611 - ძალიან კოხტა ზურგჩანთა
https://item.taobao.com/item.htm?id=525958680172 - მსუბუქი და კომფორტული ბოტასები
https://item.taobao.com/item.htm?id=608506577551 - ოკაიდის სვიტრი (საბავშვო)
https://item.taobao.com/item.htm?id=601414220455 - ბილი ეილიშის ქუდი

ბიჭი მეგონე სულ რატომღაც biggrin.gif
მიუხედავად სახელისა

Posted by: nor-test 15 Apr 2020, 17:45
QUOTE (cuda)
6PM
შევედი და ისეთი ლამაზმანები ჰყავთ მთავარ გვერდზე, ოფლმა დამასხა. მარტო მაგათ გამო შევალ ხოლმე, სხვა თუ არაფერი smile.gif

Posted by: trendygirl.me 17 Apr 2020, 19:55
l-e-v-a-n

კესარია ვარ აბრამიძე, ბრატ, რამე პრობლემაა? biggrin.gif


Posted by: სერაფიტი 18 Apr 2020, 00:31
ძალიან კი დამეზოგა თანხა, საგაზაფხულო გარდერობის განახლებამ რომ არ მომიწია.
პიჟამოებით, ელასტიკებით და სპორტული შარვლებით გადავივლი გაზაფხულს, ვატყობ.
თან ბარემ წონაშიც დავიკელი და ზაფხულისთვის ახალ ლამაზობებს ვიყიდი.
ალიდან გამოვიწერე ლამაზი საცურაო კოსტიუმი, 2 კვირის წინ ჩამოვიდა. ეგაა და ეგ. ამასობაში აუზები დაიხურაsmile.gif)
ახლა ვფიქრობ სარაფანი გამოვწერო. ტაობაო არ მიცდია არასდროს.


Posted by: Sie`Hermine 18 Apr 2020, 00:56
ტაობაოდან რამდენ ხანში ჩამოდის? 2 თვე უნდა მანდაც??

Posted by: trendygirl.me 18 Apr 2020, 09:46
Sie`Hermine

არა.

სადღაც 10 დღე. ხანდახან 1 კვირაც. ეხლა მაგალითად გუშინ რო უნდა ამეღო ამანათები, 24 -ში იქნებაო, მარა ეს ამ საგანგებოს პონტია.


Posted by: unusual 18 Apr 2020, 20:28
ეს ტაობაო მარტო ჩინურ ენაზეა? ——////

Posted by: ladusha2 18 Apr 2020, 23:30
trendygirl.me

ენა როგორ შევცვალო? თრანსლეითმა დამღალაsmile.gif

Posted by: tamuska 19 Apr 2020, 03:51
ladusha2
ჰრომს აქვს თარგმნის ფუნქცია , გადაიყვანე და გადათარგმნის ავტომატურად, მაგრამ თუ კითხვა გაქვს ნებისმიერ შემთხვევაში ჩინურად უნდა მიწერო სელერს

Posted by: nor-test 19 Apr 2020, 11:35
ladusha2
unusual
https://taobao.ge/ ნახეთ, მანდ არის ინსტრუქციები, რა როგორ იპოვო და გამოწერო.

Posted by: trendygirl.me 19 Apr 2020, 11:53
ladusha2

და რატო უნდა შეცვალო რო?

ჩინური საიტია, ჩინელებისათვის biggrin.gif

unusual

ეხლა მივწერე და ამ კორონამ ჩაიაროს და მეგრულს დავამატებთო biggrin.gif


Posted by: cuda 20 Apr 2020, 23:39
adidas.com დან თუ გამოგიწერიათ? ქართულ ბარათებს იღებენ?

Posted by: miriani777 23 Apr 2020, 20:31
რა ვიმოსებიsmile.gif) კაი ხალათი და მისი ჯანი smile.gif)))

Posted by: nor-test 25 Apr 2020, 09:28
ეს ვიდეო როგორ არ დამიდეთ პასუხად არცერთმა smile.gif


Posted by: ireallydonwtknow 27 Apr 2020, 00:33
ამ კარანტინის პერიოდში მოწყენილობისგან იმდენი რამე ვიყიდე რომ როდის ჩავიცვამ არ ვიცი help.gif

Posted by: GEORGEXIII 27 Apr 2020, 01:58
აქ ვერაფერს ვიყიდი???

რომ მოვიზომო რა...

1-2 მაიკა მინდა მეტი არაფერი.

Posted by: amg63 29 Apr 2020, 20:27
საყიდლების ფული თქვი და ონლაინ მაღაზიის მეტი რა არის.

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)