ნეტა როდის გამოვა ჯურღმულიდან საქართველო... მყიდველის უფლებები რომ იყოს პრიორიტეტში და რომ ის იყოს დაცული უხარისხო პროდუქციის მოტყუებით შეძენისგან... რომ ყველა შემომტანი ვალდებული გახადონ ნებისმიერი ტექნიკა, რაც კი შემოდის საქართველოში შემდგომი რეალიზაციის მიზნით, იყოს მკაცრ კონტროლზე აყვანილი და რომ ნებისმიერ გამყიდველს ქონდეს ვალდებულება მინიმუმ 1 წლიანი გარანტიით გაყიდოს საქონელი!!! თორემ ეს რა უბედურებაა და რა დაბალი დონეა ბლიად, ყიდულობ დრელს, დინამიკს თუ სხვა რაიმე ნებისმიერ ნივთს, იხდი ფულს და გეუბნებიან იდიოტები რომ რავი ბრაატ შიგ ხომ არ ვზივარ, წესით თუ შენ არ გააფუჭებ იმუშავებს რაა... თუ ორ დღეში გაფუჭდა მომიტანე და შევხედავთ, მეტი სხვა გარანტიას ვერანაერს ვერ მოგცემ...
ესეთ ვაჭრებს უკან უნდა გათხარო ეგ საქონელი და მერე მოვლენ ჭკუაზე...
ასევე აქაურ ბაზრებში არის სირული მდგომარეობა, აიძულებენ ხალხს ან წონაში მოატყუონ, ან თუ შეუმოწმე და გამოიჭირე, იმის მაგივრად რომ მოგიბოდიშონ და წონა შეავსონ, არ მაწყობსო უნამუსოდ გეუბნებიან და უკან ცდილობენ დაიბრუნონ საქონელი...
მესამე მარაზმი არის კიდევ როცა შენიღბული აქვთ პროდუქტი, ზემოდან ლამაზად ამობრუნებული უწყვიათ, ქვემოდან კი დამპლები, უხარისხოები... და იმის მაგივრად რომ გადაარჩიონ, დაახარისხონ და საღი ძვირად გაყიდონ და უხარისხო შედარებით დაბალ ფასად - ასე ერთიანად ცდილობენ შეასაღონ მოტყუებით მყიდველებს... ხორცის ბაზარშიც - ამ ნაჭერს ეს ძვალი მოყვება...
იმას ეს სალა ჩამოკიდული... ტრაკში გაიკეთე ბლიად ეგ ძვალი, რატომ ცდილობ რომ ძვალი გაყიდო ხორცის ფასად?! ძვლისგან სუპავოი ნაბორი გააკეთე და გაჭირვებული ხალხი იყიდის, ხორცი კი ხორცის ფასად გაყიდე... აი ამ მხრივ დიდ სუპერმარკეტებში ბევრად ჯობია ყიდვა, ნებისმიერ ნაჭერს აარჩევ შენს გემოზე... ბაზარშიც უნდა აიძულონ გამყიდველები წესები დაიცვან და შეაგნებინონ რომ გამყიდველმა ყველა წესი უნდა დაიცვას და რაკი ბაზარში დგას და ყიდის, მას ვალდებულება აქვს მყიდველს ზუსტი წონაც აუწონოს, არაფერი მოატყუოს და ძვლები და უხარისხო პროდუქტი არ უნდა შეასაღოს ხორცის ფასად!!! და შეაგნებინონ რომ არ აქვს მას უფლება თავის ხოშზე მოემსახუროს მყიდველს, სხვადასხვა ფასები ადოს ყოველ წუთას რაც მოეპრიანება და ან საერთოდ არ მიყიდოს ვინმე კონკრეტულ მყიდველს იმის გამო რომ მან გამოიჭირა ეს თაღლითობაში!!! თაღლითობა უნდა დასჯადი იყოს ყველა სფეროში სრულიად საქართველოს მთელ ტერიტორიაზე!!!