ეპოქალური ბოზი. ისეთი, რომელიც ეპოქას ქმნის.
ვისი "ძირგავარდნილი ქვევრის" გასინჯვა ათქმევინებს "ამის მერე თუნდაც წარღვნა ყოფილაო".
ბოზობის იდეის სრულყოფილი ხორცშესხმა.
დაახლოებით ისეთი, როგორიც იმპერატორ კლავდიუსის ცოლი მესალინა იყო, ცნობილ რომაელ ბოზს სცილას რომ ეჯიბრებოდა, რომელი უფრო მეტ მამაკაცს დააკმაყოფილებდა ერთ ღამეში, და სცილამ როცა დილამდე 25 კაცი დაანაყრა, მესალინამ კიდევ გააგრძელა და 50 კაცი გაისტუმრა. როცა იდეურად მზადაა ბოზი გაეჯიბროს ბოზობაში ვინმეს.
ან მეთექვსმეტე საუკუნის რომში მოღვაწე მეძავი იზაბელა დე ლუნას მსგავსი, რომელსაც დაენიძლავნენ რომ გააწითლებდნენ მას როგორმე, მაგრამ კაცები რაც არ ეცადნენ მაინც ვერ გააწითლეს ქალი. ბოზი, რომლისთვისაც სირცხვილის გრძნობა უცხოა.