#56515197 · 7 Jul 2020, 00:03 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
QUOTE | ოჯახი თუ თავისუფლება ?! |
როცა აღარ გინდა ადამიანთან, აღარ გიყვარს და ვეღარ ეგუებით ერთმანეთს, უნდა დაცილდეთ. ამაზე არც უნდა იყოს ბევრი კამათი, ბავშვის ყოლის შემთხვევაშიც კი. იმ ბავშვსაც კი გაცილებით უკეთ გაზრდიან დაცილებული მშობლები, ვიდრე მუდმივად ერთმანეთზე მიწებებული და დასტრესილი ადამიანები, რომლებსაც ერთ ჭერქვეშ და ერთ ლოგინში ყოველდღე ყოფნა სასჯელად ეჩვენებათ... და რაც შეეხება თავისუფლებას, სიტუაციის მიხედვით შეიძლება მოიფიქროს წყვილმა თუ როგორი იყოს მათი თანაცხოვრება. არაა აუცილებელი ქორწინების კონტრაქტი, ან მთელი ცხოვრება ერთ ჭერქვეშ და ერთ ლოგინში ყოფნა სტანდარტული სცენარით - ცოლი სახლში, ქმარი სამსახურში, მოდის ქმარი სახლში, წვებიან, თენდება ერთად და ასე მუდმივად. შეიძლება ხან ერთად იყვნენ, ხანაც ცალ-ცალკე უძღვებოდნენ საქმეებს და და ზოგჯერ ერთმანეთისგან დასვენების პერიოდი ჰქონდეთ, რადგან ნებისმიერ ურთიერთობას სჭირდება თავისი დასვენება. ყოველთვის უნდა დაიტოვონ საშუალება წყვილებმა, რომ ერთმანეთის პირად სივრცეს, პროფესიულ თუ პიროვნულ განვითარებას ანგარიში გაუწიონ და ისე დაგეგმონ თანაცხოვრება/ურთიერთობა. ვისაც მართლა უყვარხარ, ის არასოდეს დაგადებს ბორკილებს და არ ჩაკლავს შენს პირად სივრცეს, არამედ ყოველთვის შენი თვითრეალიზაციისათვის და თავისუფლებისთვის იზრუნებს.
This post has been edited by ლეოპარდი on 7 Jul 2020, 00:07
--------------------
"რომე ვეფხი შვენიერი სახედ მისად დამისახავს, ამად მიყვარს ტყავი მისი, კაბად ჩემად მომინახავს..."
|