გამარჯობა მეგობრებო.
საერთოდ ცხოვრებისეულად ძალიან მიყვარს ძილი, აგრეთე გემრიელად ჭამა (ხანდახან ღამის 3-4 საათზეც).
მაგრამ დაახლოებით 2 კვირაა უკვე თითქმის არაფერს ვჭამ, მთელი დღის განმავლობაში შეიძლება ვჭამო აი 100 გრამი ბალი, ან 1 ცალი ატამი, ან რამდენიმე კანფეტი.
ძილით კიდე ვერ ვიძინებ., ძლივს 4-სკენ ვიძინებ და 7-ზე აი მაქსიმუმ 8-ზე ვიღვიძებ.
რისი ბრალი შეიძლება იყოს?
ორგანიზმი არ დამისუსტდეს მეშინია.