Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > პოლიტიკა > "საქართველოს რკინიგზის" გენ.დირექტორი გადადგა


Posted by: ბექექს 22 Oct 2012, 13:25
"საქართველოს რკინიგზის" გენერალური დირექტორი ირაკლი ეზუგბაია თანამდებობიდან გადადგა.
რკინიგზის ინფორმაციით, "საქართველოს რკინიგზის " გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ეზუგბაიამ თანამდებობიდან გადადგომის თაობაზე თხოვნით მიმართა სამეთვალყურეო საბჭოს. განცხადება დაკმაყოფილებულია.
"უკანასკნელი 7 წლის განმავლობაში საქართველოს რკინიგზამ მნიშვნელოვანი ტრანსფორმაცია განიცადა და ჩამოყალიბდა წარმატებულ კომპანიად. კომპანია დირექტორთა საბჭოს ფორმატში იმართებოდა. შესაბამისად, მე, როგორც გენერალური დირექტორი, პასუხისმგებლობას ვიღებ ყველა საკითხზე, ყველა გადაწყვეტილებაზე, რაც ამ წლებში დირექტორთა საბჭომ მიიღო.
მადლობას ვუხდი საქართველოს რკინიგზის ყველა თანამშრომელს და მენეჯმენტს, ერთად გატარებული წლებისა და იმ თავდადებისთვის, რითიც გამოირჩევა საქართველოს რკინიგზის თითოეული თანამშრომელი საკუთარი კომპანიის წარმატებისათვის ბრძოლაში. წარმატებას ვუსურვებ მათ. წარმატებას ვუსურვებ საქართველოს რკინიგზას.
მივმართავ ყველა თანამშრომელს, ახალი გენერალური დირექტორის დანიშვნამდე განსაკუთრებული სიფრთხილით იმოქმედონ, შეასრულონ საკუთარი მოვალეობები მშვიდად, რომ ზიანი არ მიადგეს კომპანიის საოპერაციო მართვასა და უსაფრთხოებას",- აცხადებს ირაკლი ეზუგბაია.

http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/218235-qsaqarthvelos-rkinigzisq-generaluri-diretori-irakli-ezugbaia-thanamdebobidan-gadadga.html

Posted by: MikheilSukhiashvili 22 Oct 2012, 13:26
ეს ის გენ დირექტორი ხომ არაა, დისპეტჩერებს რო აწამებდა?

Posted by: Choncxis mzera 22 Oct 2012, 13:27
QUOTE
საქართველოს რკინიგზამ მნიშვნელოვანი ტრანსფორმაცია განიცადა

ძნელია არ დაეთანხმო sad.gif sad.gif sad.gif drug.gif

Posted by: ეგრი 22 Oct 2012, 13:28
user.gif
ვა!
რატომ გადადგა ნეტავ ?

Posted by: spinoza 22 Oct 2012, 13:32
არამარტო გადადგა არამედ ქვეყნიდანაც მოხია smile.gif))

Posted by: luna 22 Oct 2012, 13:33
მე მინდა რკინიგზის დირექტორობა!

Posted by: MikheilSukhiashvili 22 Oct 2012, 13:35
spinoza
QUOTE
არამარტო გადადგა არამედ ქვეყნიდანაც მოხია

და სასიხარულო ამაში რა არის?


Posted by: Olasi 22 Oct 2012, 13:35
ვაბშე არ ვთვლი, რომ ცუდი მასტი იყო... რას ერჩით ეზუგბაიას ვერ გავიგე... ის, რომ რამოდენიმე თანამშორმელი გაანთავსუფლა სულ არ ნიშნავს, რომ ცუდი ტიპია. რეალურად თანამედროვე და საინტერესო საწარმოდ გადააქცია. არ უნდა მაგას ბაზარი. თან რასაც უყურებ იმენნო ფროფია...

ვინმემ შეიძლება, რომ ამიხსნათ რა დააშავა ეზუგბაიამ? და რატოა კარგი, რომ საქართველოდან მოიხია...

Posted by: GukaGuka1 22 Oct 2012, 13:37
კაია კაია))) მიყვება ამ კაცს ძაან ბევრი კიდე : >

Posted by: dega 22 Oct 2012, 13:38
როდის დადებს ეგეც შაშკინისეულ მიმართვას ერისადმი

Posted by: REMBO DZIA 22 Oct 2012, 13:53
QUOTE
როდის დადებს ეგეც შაშკინისეულ მიმართვას ერისადმი


+1


Posted by: ეგრი 22 Oct 2012, 13:53
Olasi
QUOTE
ვინმემ შეიძლება, რომ ამიხსნათ რა დააშავა ეზუგბაიამ?

5 შემოხაზა სავარაუდოდ.

Posted by: dega 22 Oct 2012, 13:59
QUOTE
ვინმემ შეიძლება, რომ ამიხსნათ რა დააშავა ეზუგბაიამ?

ისეთი არაფერი
უბრალოდ ჩხაიძის დანაშაული გაამრავლა ათზე

Posted by: neitrali 22 Oct 2012, 14:04
dega
QUOTE
ისეთი არაფერი
უბრალოდ ჩხაიძის დანაშაული გაამრავლა ათზე

ვიჭორაოთ ? smile.gif რა დანაშაული ? ჩხაიძის დროს ბიუჯეტში რკინიგზას შექონდა 9 000 000 ლარი და ეზუგბაიას დროს 120 000 000 განსხვავებას ხედავ ? მესმის, რომ ეხლა ეზუგბაიას ადგილას ნამდვილი ომი გაჩაღდება მაგრამ ამისთვის არაა საჭირო რკინიგზას თავზე გადავუაროთ.

Posted by: mamuka-SRV 22 Oct 2012, 14:05
QUOTE (MikheilSukhiashvili @ 22 Oct 2012, 13:35 )
spinoza
QUOTE
არამარტო გადადგა არამედ ქვეყნიდანაც მოხია

და სასიხარულო ამაში რა არის?

ნაცების საზღვარდარეთული იმიჯისთვის არაფერი.
როდესაც ნახევარი მთავრობა და ნეხევარი დიდი სიპების მმართველები გარბიან ე.ი. მართალი ყოფილა ამდენი ხნის განმავლობაში მთელი "ქუჩის ოპოზიცია" მათ სისხლის სამართლის დამნაშავეებს რომ ეძახდა gigi.gif

Posted by: Saturn 22 Oct 2012, 14:12
Olasi
QUOTE
რატოა კარგი, რომ საქართველოდან მოიხია

მიშა უყვარდა მაგას mad.gif

Posted by: Sephora 22 Oct 2012, 14:13
QUOTE (dega @ 22 Oct 2012, 13:59 )
QUOTE
ვინმემ შეიძლება, რომ ამიხსნათ რა დააშავა ეზუგბაიამ?

ისეთი არაფერი
უბრალოდ ჩხაიძის დანაშაული გაამრავლა ათზე

დეგა, არაფერში აღარ წერია შენი პოზიციები ამ ბოლო დროს facepalm.gif
შეგიძლია ფაქტების გარეშე ადამიანს დააბრალო ყველაფერი, რაც ენაზე მოგადგება.
ტრანსფორმაცია რკინიგზამ კი არა შენ განიცადე არჩევნების მერე.
ობიექტურობა იცი, რა კარგი თვისებაა?
ძალიან კარგი. გადაირევი, ისე მოგეწონება smile.gif

Posted by: The13thFloor 22 Oct 2012, 14:15
QUOTE (MikheilSukhiashvili @ 22 Oct 2012, 13:35 )
spinoza
QUOTE
არამარტო გადადგა არამედ ქვეყნიდანაც მოხია

და სასიხარულო ამაში რა არის?

ეს მეც მაინტერესებს
.................................

Posted by: Geronti 22 Oct 2012, 14:15
neitrali
QUOTE
ჩხაიძის დროს ბიუჯეტში რკინიგზას შექონდა 9 000 000 ლარი და ეზუგბაიას დროს 120 000 000

არ მგონია, იუზერები მაგით დაინტერესდნენ.

Posted by: თუნგი 22 Oct 2012, 14:17
ეგ რომელია, ვაგონს ერთ მხარეს ჩასაბმელი მოვაჭრათ, აუშნოებსო რომ ამბობდა? user.gif

Posted by: Say_or 22 Oct 2012, 14:19
QUOTE
ვაბშე არ ვთვლი, რომ ცუდი მასტი იყო... რას ერჩით ეზუგბაიას ვერ გავიგე... ის, რომ რამოდენიმე თანამშორმელი გაანთავსუფლა სულ არ ნიშნავს, რომ ცუდი ტიპია. რეალურად თანამედროვე და საინტერესო საწარმოდ გადააქცია. არ უნდა მაგას ბაზარი. თან რასაც უყურებ იმენნო ფროფია...

ვინმემ შეიძლება, რომ ამიხსნათ რა დააშავა ეზუგბაიამ? და რატოა კარგი, რომ საქართველოდან მოიხია...


QUOTE
ვიჭორაოთ ?  რა დანაშაული ? ჩხაიძის დროს ბიუჯეტში რკინიგზას შექონდა 9 000 000 ლარი და ეზუგბაიას დროს 120 000 000 განსხვავებას ხედავ ? მესმის, რომ ეხლა ეზუგბაიას ადგილას ნამდვილი ომი გაჩაღდება მაგრამ ამისთვის არაა საჭირო რკინიგზას თავზე გადავუაროთ.


+1

Posted by: mamuka-SRV 22 Oct 2012, 14:20
QUOTE (The13thFloor @ 22 Oct 2012, 14:15 )
QUOTE (MikheilSukhiashvili @ 22 Oct 2012, 13:35 )
spinoza
QUOTE
არამარტო გადადგა არამედ ქვეყნიდანაც მოხია

და სასიხარულო ამაში რა არის?

ეს მეც მაინტერესებს
.................................

ხო. ანუ ნაკლებს იპარავდა და იმიტომ გაიზარდა რკინიგზის ბიუჯეტი.


კაი ეხლა არჩევნები აღარ არის და დაიწყება მალე დოკუმენტების გამომზეურება და დაჟე აღიარებები ისეთი, ჩხაიძეები მონაგონი მგონია. ხოდა რაზე ვფიქრობ? ასე რომ გინდათ გააპრავოთ ძველი რეჟიმი, არ მგონია ზრდასრულ ხალხს მეტი ლოგიკა არ გქონდეთ და ე.ი. რა? ბავშვები პოსტავთ აქ ეკონომიკის აზრზე რომ არ ხართ?

Posted by: dega 22 Oct 2012, 14:25
neitrali
QUOTE
ჩხაიძის დროს ბიუჯეტში რკინიგზას შექონდა 9 000 000 ლარი და ეზუგბაიას დროს 120 000 000 განსხვავებას ხედავ ?

პელე 3 000 დოლარად გაყიდა შოთა არველაძე 2 მილიონად
განსხვვებას ხედავ???
Sephora
QUOTE
დეგა, არაფერში აღარ წერია შენი პოზიციები ამ ბოლო დროს
შეგიძლია ფაქტების გარეშე ადამიანს დააბრალო ყველაფერი, რაც ენაზე მოგადგება.

შეიტანენ ფაქტებს გენპროკურორთან
მოთმინება მოთმინება
მასე არაფერი გჯეროდათ და კი ვნახეთ ლაივში და ავღშფოთდით მერე
...
და საერთოდ 12 ჯერ გაზრდილ ბიუჯეტზე კარგად გითხრათ უსუფაშვილმა..
იმაზე უკეთესად მე ვერ ვიტყვი

Posted by: Geronti 22 Oct 2012, 14:27
mamuka-SRV
QUOTE
კაი ეხლა არჩევნები აღარ არის და დაიწყება მალე დოკუმენტების გამომზეურება და დაჟე აღიარებები ისეთი, ჩხაიძეები მონაგონი მგონია. ხოდა რაზე ვფიქრობ? ასე რომ გინდათ გააპრავოთ ძველი რეჟიმი, არ მგონია ზრდასრულ ხალხს მეტი ლოგიკა არ გქონდეთ და ე.ი. რა? ბავშვები პოსტავთ აქ ეკონომიკის აზრზე რომ არ ხართ?

არავინ ათეთრებს აქ ეზუგბაიას. არამედ ხალხი ითხოვს არგუმენტებს, რა დააშავა მან.
შენ თუ რამე იცი კონკრეტულად, მაშინ ეგ სხვა საქმეა. მაგრამ აქ ზოგადად ლანძღავენ ეზუგბაიას, მხოლოდ იმიტომ, რომ წინა მთავრობის კადრი იყო. ეს არის სისულელე, თორემ ეზუგბაიაც მკიდია და თუ რამე დააშავა, სარზეც გასვან, კი ბატონო. მაგრამ გინება გინებისთვის მიუღებელია.
ხოლო თუ კონკრეტულად შენც არ იცი მისი დანაშაულები, მაშინ შენც სხვების მსგავსი პოზიცია გამოგივა.

ჯერ ლანძღო და მერე ეს ლანძღვა აპრავო რაღაც ირიბი არგუმენტებითა და დასკვნებით, ეს უსაგნო საუბარია.


dega
QUOTE
და საერთოდ 12 ჯერ გაზრდილ ბიუჯეტზე კარგად გითხრათ უსუფაშვილმა..
იმაზე უკეთესად მე ვერ ვიტყვი

რა თქვა? ეგ მომენტი არ მომისმენია.
* * *
QUOTE
წინასაარჩევნოდ მიმართა პირველი არხიდან მოსახლეობას ერთერთ დებატებზე
ვისაც 12 ჯერ გახრდილი ბიუჯეტი 2 ჯერ მაინც დაგეტყოთ გთხოვთ ხმა მიეცით ნაცმოძრაობასო....

მადლობა.

Posted by: neitrali 22 Oct 2012, 14:30
dega
QUOTE
პელე 3 000 დოლარად გაყიდა შოთა არველაძე 2 მილიონად
განსხვვებას ხედავ???

ააა ხო, დოლარმა ინფლაცია განიცადა ჩხაიძის დროინდელი 9 უდრის 120. facepalm.gif

Posted by: Olasi 22 Oct 2012, 14:34
dega
QUOTE
QUOTE
ვინმემ შეიძლება, რომ ამიხსნათ რა დააშავა ეზუგბაიამ?


ისეთი არაფერი
უბრალოდ ჩხაიძის დანაშაული გაამრავლა ათზე



და ვინ გითხრა ეგ?
რაში მდგომარეობს ჩხაისძის დანაშაული? რამდენადაც ვიცი ჩხაიძე ლაევად იღებდა ფულს. ანუ იმ ფულიდან რაც სახელმსწიოფსთან უნდა მისულიყო თვითონაც იღებდა პირადად.. და ეზუგბაია 10-ჯერ მეტ ფუსლ იღებდა თავისთვის?
მაგას გულისმობ?


mamuka-SRV
QUOTE
ეკონომიკის აზრზე რომ არ ხართ?



იქნება ამიხსნა დასაბუთებულად რა დააშავა ეზუგბაიამ? ნუ იმის გარდა რომ 5-ანი შემოხაზა (სავარაუდოდ) და ჩხაიძეზე 10 ჯერ უარიესი იყო.

მე თუ მკითხავ ეგეთი პროფესიონალები უნდა რამით დააკავო, რომ საქართველოდან არ წავიდეს და აქ იმუშაოს.

Posted by: dega 22 Oct 2012, 14:40
Geronti
QUOTE
რა თქვა? ეგ მომენტი არ მომისმენია.

წინასაარჩევნოდ მიმართა პირველი არხიდან მოსახლეობას ერთერთ დებატებზე
ვისაც 12 ჯერ გახრდილი ბიუჯეტი 2 ჯერ მაინც დაგეტყოთ გთხოვთ ხმა მიეცით ნაცმოძრაობასო....
....
Olasi
QUOTE
პირადად.. და ეზუგბაია 10-ჯერ მეტ ფუსლ იღებდა თავისთვის?
მაგას გულისმობ?

არ აქვს მნიშვნელობა ჯიბეში ჩაიდებდა თუ მიშას ბოინგებსა და დროსტარებაში შესტენიდა
ბიუჯეტის ხარჯვაც დაიდება ,სად რა გაედინებოდა
მოთმინება მოთმინება

Posted by: leon1977 22 Oct 2012, 14:43
თუ დაინტერესდებით რაც ხდებოდა რკინიგზაში მიბრძანდით ერთი დღე და ნახავთ როგორ მუშაობენ რა პირობებში რკინიგზელები. ტელევიზიით ყველაფერი აყვავებული ჩანს. ერთი მაგალითი განსჯისთვის შეამცირეს დამლაგებლები ბევრ სადგურებში და რკინიგზის დაწესებულებებში იკ მომუშავე მოსამსახურეები თავისი ჯიბიდან იხდიდნენ ფულს რომ დამლაგებელი მისულიყო და დაელაგებინა. დანარჩენის მოყოლას არ დავიწყებ. ეს სულ მცირე სამწუხარო მაგალითია.

Posted by: Olasi 22 Oct 2012, 14:43
dega
QUOTE
არ აქვს მნიშვნელობა ჯიბეში ჩაიდებდა თუ მიშას ბოინგებსა და დროსტარებაში შესტენიდა
ბიუჯეტის ხარჯვაც დაიდება ,სად რა გაედინებოდა
მოთმინება მოთმინება



მოიცა... ანუ ის , რომ ბიუჯეტში შექონდა ფული, რომელსაც მერე საძაგელი ნაცები ნაშებში ხარჯავდნენ, ეგ არის მაგის დანაშული? მაგიტომ არის ცუდი მასტი? ანუ რა უნდა ექნა? აეღო ფული და გაჭირვებულებისთვის დაერიგებინა? თუ რა?

QUOTE
მოთმინება მოთმინება



ეგ სხვა ლაპარაკი უკვე... მოვითმინოთ გავერკვეთ.. ბაზარი არაა.. ვანხოთ. მაგრამ ამ მომენტისათვის არაფერი არ ვიცით ჭორების გარდა ხო? თან ვისი ჭორების? სამსახუროიდან დათხოვნილი ჩხაიძიდან, რომ ფულს იღებდა იმაში, რომ ხმა არ ამოეღო ეგეთი მასტების ჭორები?

leon1977
QUOTE
ერთი მაგალითი განსჯისთვის შეამცირეს დამლაგებლები ბევრ სადგურებში და რკინიგზის დაწესებულებებში იკ მომუშავე მოსამსახურეები თავისი ჯიბიდან იხდიდნენ ფულს რომ დამლაგებელი მისულიყო და დაელაგებინა.



საინტერესოა თუ დათანხმდებოდნენ, ეგ შეწუხებული თანამშორმლები მათთვის დაეკოთ ხელფასი და სამაგიროთ 1 დამლაგებლის მაგივრად 5 ყოლოდათ. დარწმუნებული ვარ საერთოდ დამლაგებლის გარეშე იმუშავედნენ მაგ დამლაგებლის ხელფასს თუ მათ მისცემდნენ.

Posted by: mustafa_ibrahim 22 Oct 2012, 14:43
QUOTE
ვისაც 12 ჯერ გახრდილი ბიუჯეტი 2 ჯერ მაინც დაგეტყოთ გთხოვთ ხმა მიეცით ნაცმოძრაობასო....

არა რა იმ შვიდ ლარს სულ სხვა მუღამი ქონდა, 6 თვისას რომ აიღებდი ერთად...

Posted by: vaniko1978 22 Oct 2012, 14:45
QUOTE (mustafa_ibrahim @ 22 Oct 2012, 14:43 )
QUOTE
ვისაც 12 ჯერ გახრდილი ბიუჯეტი 2 ჯერ მაინც დაგეტყოთ გთხოვთ ხმა მიეცით ნაცმოძრაობასო....

არა რა იმ შვიდ ლარს სულ სხვა მუღამი ქონდა, 6 თვისას რომ აიღებდი ერთად...

უკან მოიტანენ თქვენი ფავორიტი ადეიშვილ-ეზუგბაიები ცაღებულ მილიონებს გარწმუნებ

Posted by: mustafa_ibrahim 22 Oct 2012, 14:55
QUOTE
უკან მოიტანენ თქვენი ფავორიტი ადეიშვილ-ეზუგბაიები ცაღებულ მილიონებს გარწმუნებ

biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
მისმინე მეგობარო, ერთი მაგათი დედაც იქ მოვ##ან და ახლა ვინც მოვა იმათ ადგილზე თუ გინდა კიდე იმათი აქ
სულ ერთ ადგილზე მკიდია ყველა მთავრობა ყოფილიც და მომავალიც

Posted by: ეგრი 22 Oct 2012, 14:58
ეზუგბაია იყო კარგი მენეჯერი.
ნოღაიდელის წასვლისთანავე გაატარეს საცერში ნაცებმა და წყალი შეუდგაო ბევრი ამბობდა, მარა ვერ უპოვეს ვერაფერი.
როგორც მახოვს ერთი იყო მაღალ ხელფასზე აყვირდა ხალხი.

ჩემი აზრით მისი გაშვების მიზეზი ისაა, რომ რკინიგზაში ძალიან დიდი და მაცდური ფული ტრიალებს. smile.gif
მარა ამ ფულის არასწორი მიამრთულებით გაშვება არაა ადვილი საქმე.
ბევრ რამეს დაეტყობა ეგრევე.

Posted by: mustafa_ibrahim 22 Oct 2012, 15:03
QUOTE
უკან მოიტანენ თქვენი ფავორიტი ადეიშვილ-ეზუგბაიები ცაღებულ მილიონებს გარწმუნებ

და ეს ფული ქვეყნის აღმშენებლობას მოხმარდება....
ეჰ რა გულუბრყვილოა ხალხი... მე კიდე უკვე მერამდენე კარუსელს ვუყურებ, გული მერევა უკვე...

Posted by: dega 22 Oct 2012, 15:06
Olasi
QUOTE
მოიცა... ანუ ის , რომ ბიუჯეტში შექონდა ფული, რომელსაც მერე საძაგელი ნაცები ნაშებში ხარჯავდნენ, ეგ არის მაგის დანაშული? მაგიტომ არის ცუდი მასტი? ანუ რა უნდა ექნა? აეღო ფული და გაჭირვებულებისთვის დაერიგებინა? თუ რა?

მაგ პრინციპით არავინ დამნაშავე არარის იმაში რაც ხდებოდა მიშიტოს გარდა
ხოდა დავიჭიროთ

Posted by: mestia11 22 Oct 2012, 15:08
ძალიან ცუდი,რადგან ეზუგბაიას ხელში რკინიგზამ ძალიან დიდი ნახტომი გააკეთა უკეთესობისკენ და ძალიან დიდი მოგებას უტოვებდა ყოველწლიურად ქვეყნის ბიუჯეტს,ასევე საკმაოდ გაუმჯობესდა მგზავრობის ხარისხი და მნიშვნელოვნად შემციდრა მგზავრობის დრო.ცუდია,როცა პროფესიონალი კადრები,მხოლოდ იმიტომ მიდიან სამსახურიდან,რომ სხვა პოლიტიკური გუნდი მოდის ხელისუფლებაში.

Posted by: Olasi 22 Oct 2012, 16:33
dega
QUOTE
მაგ პრინციპით არავინ დამნაშავე არარის იმაში რაც ხდებოდა მიშიტოს გარდა
ხოდა დავიჭიროთ



მიშიტო? დავიჭიროთ. ბაზარი არაა... მე რას ვაწვები იცი, რომ პროსტო ხელის ერთი ხელის მოსმით მასტების დაფრენას ხო ხედავ რაც ომყვა არა (ნაცების მხრიდან) ამიტომ ჯობია ყვალფერი დალაგებულად იყოს ამჯერად. ჯობია დამნაშავე იყოს გარეთ ვიდრე უდანაშოულო ციხეში.

მაგას ვგულისმობ

Posted by: NatiaGull 22 Oct 2012, 16:37
ასობით მილიონი გაუფლანგია

eek.gif
.

Posted by: neitrali 22 Oct 2012, 16:41
NatiaGull
QUOTE
ასობით მილიონი გაუფლანგია

ყრუაშვილმა თქვა ? smile.gif ეგ ტიპი იმისთვის გააგდეს რკინიგზიდან, რომ ყალბი დიპლომით მუშაობდა მაგ კომპანიაში, ეხლა რატომღაც რკინიგზის შეფობა უნდა.

Posted by: luna 22 Oct 2012, 17:18
შეიძლება ჩხაიძეს შემდეგ ოქროები იყვნენ ვინც მანდ არიან, მაგრამ მაგ კანტორაში იმისთანა ხდება რო...............


ეზუგბაია კიდე კარგია რომ წავიდა

ეგაა, იმედი მაქვს ვინმე ტალკოვი მოვა, ვინც 120 მლნ ინქამს დაზრდის.

Posted by: spinoza 22 Oct 2012, 17:24
ოე პალუნდრა ვის აბოლებთ აქ? შეიძლება ეზუგბაია კარგი მენეჯერი იყო მაგრამ ის პირადად
იცავდა ბატონი კეზერაშვილის და კამანდის ინტერესებს. და სპეციალური პრასტოები ვაგონებისთვის
ნავთობის ტრანზიტის თანხები, შაქრის და გაყინული ხორცის გადაზიდვების მონოპოლიზაცია
მაგან თუ არ იცოდა მაშინ ორმაგად დამნაშავე ყოფილა.

Posted by: giorgevich23 22 Oct 2012, 17:29
neitrali
QUOTE
იჭორაოთ ?რა დანაშაული ? ჩხაიძის დროს ბიუჯეტში რკინიგზას შექონდა 9 000 000 ლარი და ეზუგბაიას დროს 120 000 000

გადაზიდულ ტვირთებს თუ გადახედავ ნახავ რომ ჩხაიძის დროს იმის ნახევარიც არ იყო რაც ეხლა ტვირთი გადააქვს რკინიგზას
ვინმეს თუ შეუძლია ნახოს რამხელა თანხებს უწერდა საკუთარ თავს პრემიის სახით?
დიდი წმენდაა ჩასატარებელი და ბევრია გამოსაძიებელი სამეთვალყურეო საბჭოში,ტენდერებს რომ აცხადებდნენ იქაც და დეპარტამენტშიც ბევრია დასაჭერი მაგის მრჩევლები

Posted by: ეგრი 22 Oct 2012, 17:54
giorgevich23
QUOTE
გადაზიდულ ტვირთებს თუ გადახედავ ნახავ რომ ჩხაიძის დროს იმის ნახევარიც არ იყო რაც ეხლა ტვირთი გადააქვს რკინიგზას

დადე აბა რიცხვები.
საინტერესოა.


Posted by: geo_beo 22 Oct 2012, 18:04
ასეთი წარმატებული თუ იყო - რატომ გადადგა?

ეგეც ხომ შაშკინი არ იყო... თუ იყო ?
დაიწყებს რუმინეთში პრავადნიკად მუშაობას და წერილებს გამოგვიგზავნის - კიდევ დავბრუნდებიო?

ამათთვის თანამდებობა მართლა თამაში ყოფილა


Posted by: Sonya 22 Oct 2012, 18:08
spinoza
QUOTE
არამარტო გადადგა არამედ ქვეყნიდანაც მოხია ))

და არა მარტო მაგან... არსოშვილმაც (თელასი) აოღო "შვებულება", და ალბათ ჩემოდნებს ალაგებს boli.gif

ზურაბ არსოშვილი უხელფასო შვებულებაში გავიდა
16:53 22-10-2012
ზურაბ არსოშვილი უხელფასო შვებულებაში გავიდა "თელასის" კომერციულმა დირექტორმა ზურაბ არსოშვილმა გენერალურ დირექტორ აშოტ მანუკიანს შვებულებაში გაშვების თხოვით მიმართა.
ამის შესახებ "თელასის" ცენტრალურ ოფისთან მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილეებთან შეხვედრისას კომპანიის გენერალურმა დირექტორმა აშოტ მანუკიანმა განაცხადა.
მისი თქმით, აღნიშნული თხოვნით არსოშვილმა რამდენიმე წუთის წინ მიმართა, რაზეც გაერთიანებული პროფკავშირების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილმა მანუკიანს შეახსენა, რომ შრომის კოდექსის მიხედვით, ანაზღაურებად შვებულებაში გასვლა მუშაკს 11-თვიანი მუშაობის შემდეგ შეუძლია.
მანუკიანმა პეტრიაშვილს უპასუხა, რომ გენერალურ დირექტორს თანამშრომლის უხელფასო შვებულებაში გაშვების უფლება აქვს.
ამასთან, მომიტინგეებთან შეხვედრისას აშოტ მანუკიანმა მათ განუცხადა, რომ ძველი პრემიალური სისტემა აღდგება. მისივე თქმით, გადაიხედება ხელფასების საკითხიც, ხოლო გათავისუფლებული თანამშრომლების აღდგენის საკითხის შესასწავლად სპეციალური კომისია შეიქმნება.
აქციის მონაწილეები მანუკიანის განცხადებებით კმაყოფილები არ არიან და მათ მთავარ მოთხოვნად არსოშვილის გადადგომა რჩება.

აიპიენ.

Posted by: Paco_rabanne 22 Oct 2012, 18:10
მილიონები მოჯვას თორე დედის პირი არ #######ა !!

Posted by: TheGreatDictator 22 Oct 2012, 19:17
ეზუგბაია რომ ჩხაიძეს ჯობდა და ჩხაიძეს თავისი ცოდვები ბოლომდე არ აქვს მოკითხული ამას რა ვუყოთ ? აქუსთან რომ იჯდა ჩხაიძე და ჩუკნავდა , მაგას თუ რამე დაავიწყდა, ვიღაც ვიღაცეებს ახსოვთ მაგის კრუჩონი პადაჩები, ლამის იყო სადგურიდან გასული მატარებლები რომ ქრებოდა.

საქართველოს რკინიგზის განვითარების რესურსებზე კიდევ, დიდი წარმოდგენა ნუ გექნებათ. თუ ისეთ ქვეყნებს შევედრებით, როგორიც გერმანიაა, ვერასოდეს დავეწევით ობიექტური მიზეზების გამო. თუ შედარებაზეა ლაპარაკი, ეზუგბაია უკეთესი იყო. თუ იმაზეა საუბარი, რომ რკინიგზა შემოსავლიანია და იქ მოჯდომა ბევრს უნდა, ბაზარი არაა. მაგრამ, ეზუგბაია დასაჭერია თუ არა - ეგ გამოძიების საქმეა.

Posted by: FRIDRIX 22 Oct 2012, 19:20
ეზურბაია არის მისი გვარი იქნებ ჯერ გვარის წაკითხვა ისწავლოს მრევლმა და მერე ჩაატაროთ სასამართლოები

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)