Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > მშენებლობა და რემონტი > მიწის ყიდვა


Posted by: REZiKA87 13 Feb 2013, 12:48
მოკლედ ვაპირებ მიწის შესყიდვას პატარა სახლის ასაშენებლად.

მოდერს ბოდიშს მოვუხდი თუ უადგილოდ გავხსენი თემა და ვთხოვ რომ არ დახუროს, მე თვითონ ვიზამ..

მოკლედ მინდა მიწის ყიდვა 350-400-500 კვადრატულის, რომ ავაშენო პატარა სახლი 60-70 კვადრატული, 1 სართულიანი..

თითქმის ყველა უბანი დავათვალიერე და ბოლოს შევჯერდი ლისის ტბის ტეროტირიაზე, კერძოდ კი ახალი იპოდრომის მიმდებარედ

საუბარია ამ ტერიტორიაზე

user posted image

დენი, გაზი არის.. წყალი ზოგგან არა, ზოგგან კი..

ფასები ცუდი ადგილი 25$, უკეთესი 27, კარგი 30-35 (მხატვრების დასახლება/ფერმწერთა ქუჩა უფრო ძვირი)


ხოდა რას მირჩევთ? მაქვს რამოდენიმე ვარიანტი, უბრალოდ სანამ გადაწყვეტილებას მივიღებ სხვისი აზრიც მაინტერესებს..

ეს უბანი იმიტომ მომეწონა, რომ საბურთალოსთან და ცენტრთან ახლოსაა, ავტობუსები დადის, ადვილად მისადგომია (ლისის ტბიდანაც და ნუცუბიძის მეოთხე პლატოდანაც) ნუ მინუსები აქვს რო ბუნება არაა და ქარი იცის ძალიან

Posted by: CityDesign 13 Feb 2013, 23:01
REZiKA87
საცხოვრებელი ზონაა? მანდ საკმაოდ რთულადაა მაგ მხრივ საქმე, კარგად გაარკვიეთ

Posted by: REZiKA87 13 Feb 2013, 23:15
CityDesign
QUOTE
საცხოვრებელი ზონაა? მანდ საკმაოდ რთულადაა მაგ მხრივ საქმე, კარგად გაარკვიეთ


რას გულისხმობ? ანუ შეიძლება იყიდო მიწა და ვერ ააშენო სახლი?

Posted by: kote-- 14 Feb 2013, 00:23
საცხოვრებელი ზონაა და შენდება სახლები, იპოდრომისკენ ცოტა ჭაობიანია , მისასვლელი გზაა გაფუჭებული პატარა მონაკვეთი, ზოგადად კარგი ადგილია ვაკე-საბურთალოს რაიონია

Posted by: CityDesign 17 Feb 2013, 18:10
REZiKA87
კი, ანუ თუ სარეკრეაციო ზონაა ვერ ააშენებ, საცხოვრებელი თუ არის ზონა 1 და 6 მდეა სხვადასხვა მონაცემებით, კერძო სახლისთვის 1 იც საკმარისია, კომუნიკაციები რამდენად ახლოსაა ეგეც საინტერესოა, შეიძლება ეგ უფრო ძვირი დაჯდეს ვიდრე სახლის აშენება

Posted by: 088 17 Feb 2013, 21:39
QUOTE
კომუნიკაციები რამდენად ახლოსაა ეგეც საინტერესოა, შეიძლება ეგ უფრო ძვირი დაჯდეს ვიდრე სახლის აშენება


დენი იმდენად არა და აი წყალი, კანალიზაცია და გაზი კი გაწეწავს

Posted by: CityDesign 17 Feb 2013, 22:23
088
მართალია, თან დენი მგონი უფასოა ეხლა

Posted by: 088 18 Feb 2013, 00:31
CityDesign
უფასო არა მაგრამ 400 ლარია 800 მეტრ რადიუსში smile.gif

Posted by: LEGEN_wait for it_DARY 22 Feb 2013, 00:53
REZiKA87

კარგი არჩევანია მე მაქვს მანდ ნაკვეთი 750 კვ.მ და ვაპირებ სახლის აშენებას. ყველაფერი მანდაა დენი, წყალი, გაზი და რაც ყველაზე დიდი პლიუსია თბილი წყლები გაედინება ქვემოთ

Posted by: REZiKA87 22 Feb 2013, 01:22
LEGEN_wait for it_DARY

სად გაქვს ნაყიდი შეგიძლია მანახო რუკაზე? smile.gif

Posted by: jacker 3 May 2013, 11:20
მეც მაინტერესებს ეს მიდამოები, ჭაოებები არის მანდ და როგორი იქნება საცხოვრებლად ეგ მაინტერებს. ნესტი ხო არ არის

Posted by: 門真市 5 May 2013, 10:52
QUOTE
ნესტი ხო არ არის


biggrin.gif

REZiKA87

დადებულ სურათი რაც არის მაგის ნახევარში გაზაფხულის წვიმების დროს სულ წყალშია biggrin.gif წელს უბრალოდ წვიმები არ იყო biggrin.gif

სამაგიეროთ ბრინჯს მოიყვანთ smile.gif

+ სათევზაოდ არ მოგიწევთ სიარული smile.gif


ეს სურათი სექტემბერშია გადაღებული ... როცა ზაფხულის გვალვების შემდეგ ეგ ტერიტორია გაშრება ხოლმე ... biggrin.gif


user posted image

თორემ ეგ ანძაც კი წყალშია ხოლმე smile.gif
* * *
აი უფრო კარგი სურათი ვიპოვე მაგ ადგილის smile.gif


user posted image

Posted by: REZiKA87 5 May 2013, 12:47
門真市

მე ვიყიდე უკვე მიწა მარა გასწვრივ სახლებია და ეჭვი მეპარება მანდ ესეთი ტბები დგებოდეს :დ

ისე რა ადგილია ეგ რუკაზე?

Posted by: 門真市 5 May 2013, 13:24
ეს სურათები აქაა გადაღებული ...


user posted image

Posted by: kote-- 6 May 2013, 00:29
QUOTE (REZiKA87 @ 5 May 2013, 12:47 )
門真市

მე ვიყიდე უკვე მიწა მარა გასწვრივ სახლებია და ეჭვი მეპარება მანდ ესეთი ტბები დგებოდეს :დ

ისე რა ადგილია ეგ რუკაზე?

სახლებთანაც იცის მანდ წყლის მოვარდნა გაზაფხულზე, გააჩნია ადგილს,ძალიან ჩავარდნილი ადგილი არ უნდა იყიდო მანდ ხევის წყლის კალაპოტი იყო ამოავსეს მიწით და სახლები ააშენეს, შარშან გადაანგრია ღობეები გაზაფხულზე ,

Posted by: ივანიჩ 6 May 2013, 11:50
ვერ აგირჩევიათ კარგი ადგილი
-------------------------

Posted by: 365 6 May 2013, 13:20
REZiKA87
ივერთუბანი არ გირჩევნია? თბილისის ზღვაზე, პლეხანოვთანაა ახლოს, ჩუღურეთის რაიონია

Posted by: REZiKA87 6 May 2013, 22:54
門真市

აი მე სადღაც აქ ვიყიდე.. ოდნავ შემაღლებული ადგილია გზის პირას http://www.picz.ge/img/s4/1305/6/c/c03768c00329.jpg

IVANICHA

რატომ კი მარა? smile.gif

365

ვიყიდე უკვე smile.gif

Posted by: 365 7 May 2013, 07:39
REZiKA87
გილოცავ!
.............................

Posted by: vid 7 May 2013, 07:50
ეგრე მიწა რო იყიდო და სახლი ააშენო, მერე იმის შენახვა არაა დიდ ხარჯებთან დაკავშირებული?

Posted by: REZiKA87 7 May 2013, 13:16
vid
QUOTE
ეგრე მიწა რო იყიდო და სახლი ააშენო, მერე იმის შენახვა არაა დიდ ხარჯებთან დაკავშირებული?


რისი შენახვა?

Posted by: vid 7 May 2013, 14:11
REZiKA87
სახლის. ანუ ვთქვათ გათბობა უფრო ძვირი არ ჯდება ჩვეულებრივ ბინასთან შედარებით? ან რამე სხვა ხარჯებთან არაა დაკავშირებული?

Posted by: ივანიჩ 8 May 2013, 00:47
REZiKA87
და გარკვეული გაქვს მანდ სახლის აშენება საერთოდ შეიძლება თუ არა?
ლისის ტბის მიმდებარედ და იპოდრომთანაც სულ შეზღუდვებია..... მერე წყლის პრობლემებია, გზაც მაინცდამაინც სახარბიელო არ იყო ადრე ეხლა შეიძლება დააგეს

Posted by: kote-- 15 May 2013, 22:32
კარგი ადგილია, არაფერი პრობლემა არ არის წყალიც არის გაზიც და დენიც, სახლებიც შენდება

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)