Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > Expert Exchange > სამყაროს აღსაწერი მონაცემთა ბაზა


Posted by: BioHazard 27 Jun 2010, 19:40
ვინმეს თუ გაქვთ ნაფიქრი როგორ შეიძლება გამოიყურებოდეს მონაცემთა ბაზა სადაც შესაძლებელი იქნება სამყაროს სრულად აღწერა.

კერძოდ იგულისხმება მონაცემთა ბაზა სადაც აღწერილი იქნება სამყაროში არსებული ობიექტების კლასების ხე და ამ კლასების ობიექტები, ობიექტებზე ობიექტების მიერ ჩატარებადი მოქმედებები - ნ რაოდენობის ობიქტ პარაპმეტრებით და ნ რაოდენობის ობიექტ შედეგებით.

Posted by: Dato0011 27 Jun 2010, 19:41
BioHazard
რამეს აპირებ და გვიმალავ? biggrin.gif

Posted by: BioHazard 27 Jun 2010, 19:44
Dato0011

კი მარრამ ყველა დამცინისჯერ...

user posted image

Posted by: Kirchi 27 Jun 2010, 20:27
მე მგონი ეგ ნებისმიერ Game-developers უნდა ჰქონდეს ნაფიქრი წესით smile.gif
სამყაროს ქმნიან 0-დან ფიზიკის კანონები დევს მათ მიერ შექმნილი სამყაროს საფუძველში და ხელოვნური ინტელექტის ალგორითმები კი "ბოტებს" მართავენ
დარწმუნებული ვარ რომ თამაშების ალგორითმები ყველაზე წინ არიან განვითარების დონით
* * *
ხო მართლა ცოტა ხნის წინ დავდე ბმული Dark Ambient-ის თემაში მელომანიაში ( http://forum.ge/?showtopic=33615048&view=findpost&p=20341256 )
და აქაც დავდებ
ფილოსოფიურ და მეცნიერულ საკითხებთანაა ახლო givi.gif


http://news.bbc.co.uk/1/hi/science_and_environment/10385675.stm
ბმულის განმარტება - მეცნიერებმა გააკეთეს დიდი აფეთქების ანუ სამყაროს შექმნის მონაცემების "გახმოვანება" კოლაიდერის საშუალებით მოგროვებულ მონაცემებს დაადეს ჟღერადობა

და ამის საშუალებით ჩვენ შეგვიძლია დავტკბეთ ეგრედწოდებული ბუნების შემნილი შედევრი:
სამყაროს შექმნის სიმფონია biggrin.gif

1.

2.


ხო მართლა ეგრევე გავაფრთხილებ პოტენციურ გამაოფებელს რომ ჩემი ნიკი არ დაფლუდოთ !!!

თუ რამე ვინმეს აინტერესებს მომწეროს PM

(ვიცი ამ განყოფილებას ბოლო დროს დედა გარდაეცვალა და ან ლინუხ ან ვინდოვზ ან რამე რელიგიის თემაზე გადავა უეჭველი ეს თემა)


Posted by: BioHazard 27 Jun 2010, 21:39
Kirchi

თამაშის ლოგიკის უნივერსალურ ფრეიმვორკს ვაკეთებ ისერომ ხელოვნური ინტელექტისთვისაც გამომადგეს...

user posted image


Posted by: Kirchi 27 Jun 2010, 21:57
BioHazard
QUOTE
თამაშის ლოგიკის უნივერსალურ ფრეიმვორკს ვაკეთებ ისერომ ხელოვნური ინტელექტისთვისაც გამომადგეს...

მე მგონი უფრო ზუსტად ჩამოყალიბებული პირობა უნდა დადო.

საქმე რაშია რომ სრულყოფილ მოდელს ვერ ააგებ იმის გამო რომ ეგ მონაცემთა ბაზა ვერსად ვერ განთავსდება (მთელი სამყარო დაგჭირდება რომ იყოს მისი შემნახველი lol.gif

არც სამყაროს 1/100000000000000000000 ვერ გააგებ (ციფრი დაახლოვებითია და გადამოწმებას არ ექვემდებარება lol.gif )

ამიტომ უნდა ჩამოყალიბდე რა პირობებს უნდა აკმაყოფილებდეს ის სამყარო რომელსაც ქმნი

რა ობიექტები იარსებებენ ?
3 დ სამყაროა თუ 2 დ
ვინ (რა) არიან მოქმედი პირები

შემდეგ ალბათ მეტ პასუხს მიიღებ აქ როგორც ვიცი თამაშებში გარკვეული ხალხი არის (აბა მე ბიზნეს აპლიკაციებზე ვარ გადამკვდარი) და დაპოსტავენ თუ მეტ ინფოს დადებ

Posted by: Pixel_misha 27 Jun 2010, 22:40
BioHazard
ასეთ პრობლემაზე მიფიქრია - რამდენად დიდი გამოთვლითი სიმძლავრე ჭირდება სამყაროს სიმულაციას. ანუ ჩვენ რომ ვირტუალურ სამყაროში ვცხოვრობდეთ, რა სიმძლავრის უნდა იყოს ის კომპიუტერი, რომელზეც არის სამყარო გაშვებული?
ცხადია, თუ ყველა ელემენტარულ ნაწილაკს ცალკე ობიექტად შევინახავთ და ვამუშავებთ, მაშინ სამყარო იმუშავებს გამართულად მაგრამ ეს უზარმაზარ მეხსიერებას და სიმძლავრეს მოითხოვს.
მაგრამ რეალურად მიზანი რა არის? ბოლომდე "ზუსტი" სამაყარო გვინდა, სადაც 1 ელექტრონის არსებობამ ან არარსებობამ შეიძლება მერე გადმწყვეტი როლი ითამაშოს სადმე, თუ მეტ-ნაკლებად ზუსტი, მაგრამ იმდენად ზუსტი, რომ იქ მცხოვრებმა გონიერმა არსებებმა იფიქრონ რომ სამყარო ზუსტია?
თუ მეორე ვარიანტია, მაშინ ამოცანის სირთულე სამაყროს სირთულეზე და ნაწილაკების რაოდენობაზე კი არა, არამედ გონიერი არსებების რაოდენობაზე და მათი ტვინის სირთულეზე ყოფილა დამოკიდებული.

მაგალითი: უყურებს ტიპი მიკროსკოპში ფოთოლს, რეალურად ის უჯრედები რასაც ეს ტიპი ხედავს, არ არსებობს, მაგრამ სამაყარომ იცის, რომ ამ ტიპს ჰგონია, რომ ფოთოლს უჯრედები აქვს, ამიტომ აჩვენებს ამ უჯრედებს. თუ უფრო მძლავრი მიკროსკოპით შეხედა, მერე ვირტუალურ ატომებსაც დაანახებს და ა.შ.
მთავარია რომ ტვინისთვის გადაცემული ინფორმაცია შესაბამისობაში იყოს ამ ტვინისთვის ადრე გადაცემულ ინფორმაციასთან.
ასეთი პრინციპით მომუშავე პროგრამაც ძალიან ბევრ რესურსს მოითხოვს მაგრამ მაინც გონივრულ ფარგლებში - ტვინი მსგავსი პრინციპით ისედაც ახდენს სამყროს სიმულაციას ყოველ ღამე - სიზმარში.

Posted by: BioHazard 27 Jun 2010, 22:51
Pixel_misha

მსგავსი დონის დეტალიზება არაპრაგმატულია ჩვენს შემთხვევაში თუმცა მოდელი თეორიულად ნებისმიერ დონეზე დეტალიზების საშუალებას უნდა იძლეოდეს...

Kirchi

ამ ეტაპზე მინდა ძროხის ობიექტს ვაჭამო ბალახის ობიექტი რის შემდეგაც ძროხა რაღაც პერიოდში რძეს დააგროვებს და შემდეგ მოვწველო და ეს ამოცანა ისე ზოგადად გადავწყვიტო რომ ამის ამუშავების შემდეგ სამყაროს მოდელში ყველაფერი ამუშავდეს და მხოლოდ კლასების ობიექტების და მოქმედებების შესახებ ინფორმაციის გაწერა დამჭირდეს ხოლმე ცხრილებში...

ეს იქნება მხოლოდ თამაშის ლოგიკის დონის პროგრამული უზრუნველყოფა რომელსაც შემდგომ შეიძლება მიებას 3დ ან 2დ ფრონტენდი ამ უკანასკნელ წინადადებაზე ნუ ვიკამათებთ არ აქვს ჯერჯერობით არსებითი მნიშვნელობა...

user posted image

Posted by: Snowman 28 Jun 2010, 02:11
BioHazard
ატრ იშლი არა შენსას? მოხვალ შენ ხვალ და გაგპარსავენ ცხვარივით biggrin.gif

Posted by: Kirchi 28 Jun 2010, 09:26
Pixel_misha
QUOTE
მაგალითი: უყურებს ტიპი მიკროსკოპში ფოთოლს, რეალურად ის უჯრედები რასაც ეს ტიპი ხედავს, არ არსებობს, მაგრამ სამაყარომ იცის, რომ ამ ტიპს ჰგონია, რომ ფოთოლს უჯრედები აქვს, ამიტომ აჩვენებს ამ უჯრედებს. თუ უფრო მძლავრი მიკროსკოპით შეხედა, მერე ვირტუალურ ატომებსაც დაანახებს და ა.შ. მთავარია რომ ტვინისთვის გადაცემული ინფორმაცია შესაბამისობაში იყოს ამ ტვინისთვის ადრე გადაცემულ ინფორმაციასთან.

ნუ ის სადაო მომენტია რომ უჯრედი სინამდვილეში არსებობს თუ არა მაგრამ მე არ შეგედავები რადგან არ ვიცი პასუხი smile.gif
უბრალოდ მინდა ავღნიშნო რომ მსგავსი პრინციპით მუშაობს ბევრი თამაში

თუ შეგიმჩნევიათ "მაფია" ს რომ თამაშობთ ცუდ ვიდეოკარტაზე smile.gif
როდესაც მიიხედები სადმე მოგვიანებით ჩნდება იქ მანქანები, სხვა ხალხი ქუჩაში და ასე შემდეგ.

ანუ იმისთვის რომ გამოთვლითი სიმძლავრე ოპტიმალურად იყოს გამოყენებული სამყარო მთლიანად არ არსებობს იმ ალგორითმებში - ის უბრალოდ შენახულია სადღაც ვინჩესტერზე - შენ (მოთამაშე) რომ იხედები მაშინ იტვირთება და ცოცხლდება ის ნაწილი რადგან მოთამაშის გარეშე მაგ მონაქვეთის არსებობას აზრი არ აქვს.

BioHazard
QUOTE
ამ ეტაპზე მინდა ძროხის ობიექტს ვაჭამო ბალახის ობიექტი რის შემდეგაც ძროხა რაღაც პერიოდში რძეს დააგროვებს და შემდეგ მოვწველო და ეს ამოცანა ისე ზოგადად გადავწყვიტო რომ ამის ამუშავების შემდეგ სამყაროს მოდელში ყველაფერი ამუშავდეს და მხოლოდ კლასების ობიექტების და მოქმედებების შესახებ ინფორმაციის გაწერა დამჭირდეს ხოლმე ცხრილებში...

საინტერესოა ..
ძროხა თუ დეკეული ? smile.gif

ისე სერიოზულად კი კაი თემა გამოგივიდა მერე მეც შევავლებ თვალს როგორაა შენახული სამყარო თამაშის ალგორითმებში დამაინტერესა.
აი რომ ვნახოთ არსებული თამაშები მაგალითად Half Live 2 რომელიც მე ერთ ერთ საუკეთესოდ მიმაჩნია (ან ჩამოვრჩი იმდენი ხანი არ მითამაშია უკვე smile.gif )
იქ სამყარო იყოფა უძრავ საგნებისაგან შემდგარ რელიეფისაგან და "აქტიური" საგნებისაგან.
მოქმედ პირს შეუძლია რომ აიღოს "ხელში" აქტიური საგნები ან გაანადგუროს ისინი იარაღით. ხოლო "უძრავებს" ვერ ცვლის.
შემდეგ საგნებს გააჩნიათ წონა (რაგდან მათ გააჩნია სად დადებ იქცევიან ფიზიკის კანონების ფარგლებში), ფორმა (ვიზუალური მხარე)

ანუ პრინციპში შეზღუდულია მაინც სამყარო - ყველა საგანი არაა მასში აქტიური.

ძროხა ალბათ უნდა იყოს აქტიური საგანი, მისი ძუძუებიც..
რომ მოწველი უნდა შეასრულო მოქმედება აქტიურ საგანზე რომლის შედეგადაც ამ საგანმა რეზულტატი უნდა გამოიღოს (რძე)

ანუ უკვე გამოგვდის ობიექტის რაღაც მოდელი არც ისეთი რთული..

რათქმა უნდა თამაშებში უფრო სრულყოფილი მოდელებია საინტერესოა ისე როგორი მერე მეც გადავხედავ ინტერნეტში თუ რამეს მოვძებნი smile.gif

Posted by: ეზეკი 29 Jun 2010, 01:21
BioHazard
მე გირჩევდი თავიდან პატარა სამყაროს აგება გეცადა, სადაც ბევრი არაფერი არ იქნებოდა, თავიდანვე ნუ ეცდები რეალური სამყაროს ანალოგი შექმნა. მერე რაღაცეებს სხვა თვალით შეხედავ და შენთითონ დაინახავ შემდეგი ეტაპი რა იქნება.

P.S. თუ გინდა ერთად შევქმნათ პატარა სამყარო user.gif
* * *
იცით ჩემი აზრით თავიდან უნდა შეიქმნას სამყაროს Framework-ი სადაც გატანილი იქნება ყველა ის ზოგადი რამ, რაც ყველა სამყაროს ობიექტს აერთიანებს და მერე უკვე ამ Framework-ზე დაშენდეს ყველა დანარჩენი ობიექტი, ძროხა, დეკეული და ა.შ.

.სამყაროს Framework-ის ზოგადი პრინციპები:
დრო
განზომილებები
...

Posted by: BioHazard 29 Jun 2010, 11:03
ეზეკი

ეგეთი კრიტერიუმებით ვაკეთებ ფრეიმვორკს ზუსტად მარრამ ახლა სამუშაოს გამო შაბათკვირამდე ვეღარ ვფიქრობ ამეებზე ეგ არის ბაზა ამ დროისთვის პატომ გავაგრძელებ დახვეწას...

user posted image

user posted image

Posted by: herrlado 29 Jun 2010, 12:51
BioHazard
ესენი იცი ალბათ
http://en.wikipedia.org/wiki/Ontology_%28information_science%29
http://en.wikipedia.org/wiki/Web_Ontology_Language

Posted by: Alecoder 30 Jun 2010, 21:27
მოვიდა ხოკაიდო მოვიდა ხოკაიდოოოო biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

Posted by: ეზეკი 4 Jul 2010, 00:35
ხოკაიდო ახსენა და მოკვდა თემა biggrin.gif

Posted by: Alecoder 4 Jul 2010, 16:08
ჯერ არ მოსულა, მთაზე ვდგევარ და რო გამოჩნდება სარკით განიშნებთ smile.gif

Posted by: _R_ 5 Jul 2010, 13:09
Alecoder

lol.gif

Posted by: xokaido 6 Jul 2010, 00:58
დამშვიდდით, მე კიდევ ძააააალიან დიდხანს არ დავპოსტავ ამ განყოფილებაში... wink.gif

Posted by: Alecoder 6 Jul 2010, 20:15
xokaido
იმედი მაქვს არ გეწყინა, შენ გიყვარს როგორც მახსოვს ესეთი თემები და კეთილი ხუმრობა მინდოდა wink.gif 2kiss.gif

Posted by: zurasaxvadze 30 Jul 2010, 22:06
QUOTE (BioHazard @ 27 Jun 2010, 19:44 )
Dato0011

კი მარრამ ყველა დამცინისჯერ...

user posted image

ვინ დაგცინის დაკიდე ფეხებით... შენ გვერზე ვართ .. მერე არ დგვივიწყო ფორუმელები დიდი კაცი რო გადები და ცნობილი

Posted by: კახა251 26 Sep 2010, 11:14
ძაან დიდი პროექტია, და ძაან დიდ ცოდნასთანაცაა დაკავშირებული ჩემი აზრით! ისე 3D მოდელირებას აპირებ თუ 2D?

Posted by: A_N_R_I 16 May 2011, 18:52
სანამ ეს დამთავრდება 5D მოდელები იქნება ჩამორჩენილი

Posted by: neo1984113 19 May 2011, 23:58
რაგაც მეეჭვება შენ ეგ მონაცემთა ბაზა გააკეთო , მე მგონია მაგაზე ფიქრი სისულელე და დროის კარგვა მეტი არაფერი

Posted by: The13thFloor 16 Jun 2011, 19:26
QUOTE (BioHazard @ 27 Jun 2010, 19:40 )
ვინმეს თუ გაქვთ ნაფიქრი როგორ შეიძლება გამოიყურებოდეს მონაცემთა ბაზა სადაც შესაძლებელი იქნება სამყაროს სრულად აღწერა.

სიტყვა "სრულად" ამოსაღებია ამ წინადადებიდან smile.gif

Posted by: Lomi777 25 Jun 2011, 10:48
BioHazard
QUOTE
ვინმეს თუ გაქვთ ნაფიქრი როგორ შეიძლება გამოიყურებოდეს მონაცემთა ბაზა სადაც შესაძლებელი იქნება სამყაროს სრულად აღწერა.

კერძოდ იგულისხმება მონაცემთა ბაზა სადაც აღწერილი იქნება სამყაროში არსებული ობიექტების კლასების ხე და ამ კლასების ობიექტები, ობიექტებზე ობიექტების მიერ ჩატარებადი მოქმედებები - ნ რაოდენობის ობიქტ პარაპმეტრებით და ნ რაოდენობის ობიექტ შედეგებით.


ძალზედ შეზღუდული კითხვაა საკითხი მითუმეტეს

Posted by: BioHazard 7 Jul 2011, 07:04
ახალი თაობა ახალი იმედებით...

:E

Posted by: ეზეკი 24 Oct 2011, 20:59
QUOTE
სამყაროს აღსაწერი მონაცემთა ბაზა

http://facebook.com smile.gif

Posted by: Snowman 24 Oct 2011, 22:56
ეზეკი
ტონკადიყო მიწერილი საღოლ მომეწონა ძალიან კრგი მინიშნება იყოს. wink.gif

Posted by: motherboard777 26 Oct 2011, 07:22
მონაცემთა ბაზა რა შუაშია ვერ მივხვდი მაგრამ შენ თუ თვლი რომ ამაში ძლიერი მონაცემთა ბაზა დაგეხმარება მაშინნნნ...
არსებობს ასეთი მიდგომა: Cloud
და ამ მიდგომაზე დაფუძნებული ერთერთი საუკეთესო მონაცემთა ბაზაა Hadoop
ამ ბაზას შეუძლია დაიტიოს ტრილიონობით და უფრო მეტი ჩანაწერი და ამ ბაზაში ძებნის სიჩქარე შესაძლებელია იყოს ძაააალიან სწრაფი, მაგალითად 0.0001 წამი.
გააჩნია რამდენი node გექნება.

ანუ Cloud გულისხმობს პარალელიზმს, ნებისმიერი პროცესი მუშავდება პარალელურად რამოდენიმე სერვერზე ვინაიდან დიდი data ს წაკითხვა ყოველთვის პრობლემურია, უმჯობესია დაანაწილო data პატარ პატარა node ებში და ძებნის სიჩქარე უფრო სწრაფი იქნება.

+ ეს სიამოვნება ძალიან იაფად შეგიძლია მიიღო, რადგან Cloud ის მთელი მუღამი ის არის, რომ ერთ ძვირფას სერვერს ყოველთვის ჯობია ხუთი გასაცოდავებული კომპი. ))
* * *
P.S. Expert Exchange ამ განყოფილებას რატო ქვია?

Posted by: nksh0x01 4 Nov 2011, 21:36
motherboard777
აქ რაზეც არის საუბარი არ იგულისხმება ის რაც უკვე არსებობს... ეს ისეთი მატერიალია რომელიც არ არსებობს, შეუძლია შენს მიერ ნახსენებ პროგრამას ის რომ თითოეული დეტალი აღიქვას სამყაროს?

Posted by: cybervirtual 5 Nov 2011, 19:53
BioHazard
QUOTE
სამყაროს აღსაწერი მონაცემთა ბაზა

ელემენტარნა ვატსონ smile.gif
იღებ 1 მეშოკ პლანს(გონებას ხსნის, მაგრამ 1 მეშოკი შეიძლება არ გეყოს)
მერე
იღებ ყველა ელემენტარულ ნაწილაკს და ინახავ ბაზაში მათ თვისებებს.
კოდში გაწერ მთელ ფიზიკას დაწყებული კვანტური ფიზიკიდან დამთავრებული რელატივიტური თეორიით (უახლესი აღმოჩენები დვალს კითხე).
შემდეგ იღებ საწყისად ნულოვან წერტილს და აკეთებ დიდი აფეთქების სიმულაციას (ამას ეკითხები ღმერთს რა იყო და როგორ) და ცოტა ხანი რომ დააცდი მერამდენიღაცა იტერაცისას მიიღებ სამყაროს დღევანდელ მდგომარეობას. მიღებული შედეგების სისწორე შეგიძლია გადაამოწმო ასტროფიზიკოსებთან ან შენთვითონ, ტელესკოპით

მორჩა.

Posted by: აბლაბუდა 11 Nov 2011, 13:05
motherboard777
QUOTE
P.S. Expert Exchange ამ განყოფილებას რატო ქვია?

აქ ექსპერტებს ახურდავებენ რიგით უზერებად

Posted by: Mazarin 28 Nov 2011, 13:10
BioHazard
QUOTE
კი მარრამ

მაინც კარგი აზრია smile.gif
Kirchi
Pixel_misha
ეზეკი
QUOTE
P.S. თუ გინდა ერთად შევქმნათ პატარა სამყარო 
* * *
იცით ჩემი აზრით თავიდან უნდა შეიქმნას სამყაროს Framework-ი სადაც გატანილი იქნება ყველა ის ზოგადი რამ, რაც ყველა სამყაროს ობიექტს აერთიანებს და მერე უკვე ამ Framework-ზე დაშენდეს ყველა დანარჩენი ობიექტი, ძროხა, დეკეული და ა.შ.


.სამყაროს Framework-ის ზოგადი პრინციპები:
დრო
განზომილებები
...

ყველაფერი გაცილებით მარტივია. უბრალოდ ცოტა შემოქმედებითი მიდგომაა საჭირო, მობილიზება, ყველაფრის გააზრება ..
და მერე ამბობ:
-იყავ ნათელი! bis.gif

Posted by: Ostrakoni 3 Nov 2012, 16:09
ადამიანის ფანტაზია რომ შეუზღუდავია ეს ფაქტია. სამყაროს რეალიზაცია კომპიუტერში კი აფსურდული ფანტასტიკაა.
რეალური სამყაროს მოდელი რა თქმა უნდა არსებობს და შეიძლება შექმნა ობიექტ-ორიენტირებული პროგრამირების წყალობით. აი მაგალითად ამინდის პროგნოზირება რომ ხდება გარკვეული პარამეტრების გამოთვლით მაგრამ ამ პარამეტრებს ჯერ კოდად უნდა გადაქცევა (გლეხურად რომ ვთქვათ).


მთელი სამყაროს აღმწერი მოდელი თუ გინდა შექმნა ჯერ სამყარო უნდა შეისწავლო ბოლომდე და მერე მისი კოდი უნდა დაწერო რომელსაც იმ კომპიუტერზე გაუშვებ რომელიც ამ სამყაროში ვერ იარსებებს.


Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)