მოკლედ, ჩვენი მთავარი პრობლემა, რასაც მე ვხედავ, არის ძალიან დიდი წყვეტა ნახევარდაცვასა და შეტევას შორის.
დაცვა და საყრდენები იდეალურად არიან შერწყმული ერთმანეთთან, აი წინ კი ვეღარ ვითარდება მოვლენები როგორც საჭიროა.
ძირითადად ცდილობენ შეტევები ფლანგებიდან განავითარონ, მაგრამ მაგისთვის სათანადო ვინგერები არ გვყავს.
პერიშიჩი ძლიერია ოღონდ, როდესაც უკვე საჯარიმოშია, საჯარიმოს გარეთ არ არის იმდენად სახიფათო, ვერც დალბერტი ავსებს ისე როგორც საჭიროა.
კანდრევა პერიშიჩზე დაბალი დონეა და თან მეწყვილე დამბროზიო ყავს.
იმედია კანსელოს სასატავში დაბრუნება გამოაცოცხლებს მარჯვენა ფლანგს.
ფლანგებით ეფექტურ თამაშს ძალიან მაღალი დონის ვინგერები ჭირდება. სხვანაირად სულ ასეთ წვალებაში ვიქნებით.
ერთი სიტყვით მაღალი დონის შემტევი ნახევარმცველი გვჭირდება რომ შეტევებს სხვადასხვა განვითარება მისცეს და მარტო პერიშიჩი/კანდრევაზე არ იყოს იკარდი დამოკიდებული. ფაქტია, რომ ბოლო სამ თამაშში ერთი საგოლე მომენტი ვერ შეუქმნეს.
ეს კარამო საინტერესო ბიჭი ჩანს. ფიზიკურად ძლიერია, ტექნიკურია და სათანადო თავხედობაც აქვს, უბრალოდ მეტი გუნდურობა უნდა ასწავლოს სპალეტიმ.
კარგი იქნებოდა შემდეგ თამაშში კარამო დაეყენებინა და კანდრევას სკამიდან ეყურებინა თამაში. ცოტა გამოაცოცხლებს.
ასევე ედერი იმსახურებს შანს ჩემი აზრით. ყოველ შემოსვლაზე აცოცხლებს თამაშს და ბევრ სხვადასხვა პოზიციაზე შეუძლია თამაში.
საერთოდ მგონია, რომ ყველა წლევანდელი ტრანსფერები იმ გათვლით გააკეთეს, რომ ლიგაზე გასასვლელად გვეყოფა და გაისად უკვე რეალურ ტოპებს თუ მოიყვანენ, ამათ უპრობლემოდ დასვამენ სკამზე.
არც ბორხა, არც ვესინო, არც დალბერტი არ არიან იმ დონის ხალხი, რომ ლიგაზე მყოფ ინტერიდან წასვლა მოინდომონ სათამაშო პრაქტიკის ნაკლებობის გამო. როტაციისთვის ორივე იდეალური ვარიანტია.
რავიცი, მე მინდა ამის რომ მჯეროდეს