თბილისში მომხდარ ავარიას 16 წლის ბიჭი ემსხვერპლა. შემთხვევა წუხელ მოხდა. დიდი სიჩქარით მოძრავი ავტომობილი, რომელშიც 4 ახალგაზრდა იჯდა, ხეს შეეჯახა. უკან მჯდომი ერთ-ერთი ახალგაზრდა ადგილზე გარდაიცვალა. სამი დაშავებული კლინიკაში არიან გადაყვანილი, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო.
Ambebi.ge-ს ინფორმაციით, გარდაცვლილი ახალგაზრდა 16 წლის ნიკა ჯორჯაძეა. იგი "აგროჰაბის" მარკეტინგის მენეჯერის სალომე გველესიანისა და საქართველოს საავტომობილო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტის მევლუდ მელაძის შვილია. სალომეს ნიკა პირველი ქორწინებიდან ჰყავს.
მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევასთან დაკავშირებით "ფეისბუქზე" ინფორმაციას ავრცელებს მევლუდ მელაძის მეგობარი გიგი ტუღუში:
"სალომე გველესიანს და მევლუდ მელაძეს ტრაგიკულად დაეღუპათ შვილი ნიკუშა. პანაშვიდი: 16 და17 აპრილს, ანტონოვსკაიას 35გ (ვაჟა-ფშაველას 38-ის არკიდან).გამოსვენება 18 აპრილს საბურთალოს ამაღლების ეკლესიიდან 14:00-ზე".
პოსტის კომენტარებში ტუღუში საზარელი ავარიის შესახებაც წერს:
"14-15 წლის 4 ახალგაზრდა მოწყდა 200 კმ/სთ-ით... ნიკუშა უკან იჯდა და დაიღუპა, მეორე უკან მჯდომი მე-3 სტადიის კომაშია და მძღოლს არაფერი ჭირს"
P.S.რატომ?რატომ?და როდემდე?
https://www.ambebi.ge/article/233409-4-axal...ias-emsxverpla/ეს კომენტარი მომეწონა
1. მართვის მოწმობა უნდა გაიცეს 20 წლის ასაკიდან !!! 2. სიჩქარის გადაჭარბებაზე უნდა დაწესდეს 300 ლარიანი ჯარიმა და მართვის მოწმობის 6 თვით ჩამორთმევა 3. მამიკოები რომ ყიდულობთ ამ პაწია ღლაპებისთვის მანქანებს და მერე მაგავე მანქანაში იმარხებიან - სად გაქვთ ჭკუა ! მართლა მადლობა ღმერთს რომ უდანაშაულო ადამიანს ან სხვა მანქანას არ შეასკდნენ !
This post has been edited by ფულიანი on 17 Apr 2019, 14:43