ამჟამინდელი სიტუაცია:
წკაპოს საყრადღებოდ,
მეც შევქმენი ქართული განლაგება, იტალიაში მცხოვრები ქართველებისთვის:
და ის მოთავსებულ იქნა:
Layouts: Italy სექციაში
Layouts: Georgia სექცია
ამიტომ წესით შენი AZERTY Tskapo-ც უნდა მოთავსდეს ფრანგულ სექციაში.
მე პირადად მირჩევნია რომ ყველა ქართულ ენოვანი კლავიატურის განლაგება
Layouts: Georgia -სექციაში მოთავსდეს:
ესენია:
Georgia - QWERTY
Georgian Ergonomic
Georgia - Russian
Georgia - MESS
Georgia - AZERTY Tskapo
+ Georgia - QWERTY Ita.
ამჟამად ქართული QWERTY Ita, იტალიის სექციაშია მოთავსებული...
და ძალიან უაზროდ ხდება ერთი ენიდან მეორეზე გადართვა...ანუ
Italian (Default) -იდან Georgian(Italian)-ზე გადართვისას
ITA ხდება ITA2. (ვიდრე ITA-ge, ან სულაც GEO-it)
მოკლედ არ ვიცი...შენ რას აზრის ხარ..
მაინტერესებს სხვების აზრიც (გიო ალხაზი, ნოშრე... და ყველა ვისაც გული შესტკივა
საბოლოო შეკითხვა და ამ აყალ-მაყალის დედა აზრი შემდეგნაირია:
სად უნდა მოთავსდეს მოცემული განლაგებები:
Georgia - QWERTY
Georgian Ergonomic
Georgia - Russian
Georgia - MESS
Georgia - AZERTY Tskapo
Georgia - QWERTY Ita
ყველა ერთად Layout: Georgia-ში?
თუ როგორც ახლა აპირებენ...
Georgia - AZERTY Tskapo-ს Layout: France-ში და
Georgia - QWERTY Ita-ს Layout: Italy-ში გადაყვანას ?