დღეს არის თუ არა ვინმე საინტერესო და აღიარებული, დვალის გარდა, არ ვიცი, მაგრამ წარსულში მოღვაწეებიდან შეიძლება დასახელდნენ:
პეტრე ბაგრატიონი, რომლის აღმოჩენილი მადნებიდან ოქროს ციანიდური გასუფთავების მეთოდი დღესაც გამოიყენება
ივანე თარხნიშვილი (თარხანოვი)-ვისი სახელობისაც არის დღეს თსსუ- თავის დროზე ცნობილი ფიზიოლოგი იყო და სამედიცინო რადიოლოგიის ერთ-ერთი ფუძემდებელი.
ნიკო მარი-ცნობილი ლინგვისტი და ენათმეცნიერი
გრიგოლ წერეთელი-კლასიკური ფილოლოგი, პაპიროლოგიის აღიარებული სპეციალისტი, 37-ში მოკლეს.
პეტრე მელიქიშვილი-ჩვენი უნივერსიტეტის პირველი რექტორი. წყალბადის ზეჟანგის აღმოჩენის, მიღების და კვლევის ერთ-ერტი პიონერი.
გიორგი ელიავა-ცნობილი ბაქტერიოლოგი და ბაქტერიოფაგის ერთ-ერთი აღმომჩენი. ესეც 37-ში მოკლეს.
შალვა ცინცაძე-ანალიტიკური ქიმიკოსი, ე.წ. ცინცაძის რეაქტივის შემქმნელი. ამასაც წერეთლისა და ელიავას ბედი ეწია.
ვასილ ვარაზი-თავის დროის ცნობილი ბიოქიმიკოსი. მალარიისა და ქოლერის პათოგენეზზე მუშაობდა და მნიშვნელოვანი აღმოჩენები ჰქონდა.
გიორგი ნიკოლაძეც საკმაოდ სერიოზული მეცნიერი იყო, მისი შრომა მათემატიკაში საფრანგეთში გამოიცა თავის დროზე, ეგმ-ს საკუთარი მოდელიც ჰქონდა შექმნილი, რამაც იმ დროისათვის დიდი აღიარება დაიმსახურა. სამწუხაროდ, ახალგაზრდა გარდაიცვალა და მეცნიერებაში დიდი მემკვიდრეობის დატოვება ვერ მოასწრო.
ივანე ბერიტაშვილი-სახელი გაითქვა თავისი კვლევებით მეხსიერების ჩამოყალიბების შესახებ. ე.წ. ხატისმიერი მეხსიერება მისი აღწერილია.
მუსხელიშვილზე უკვე ითქვა.
იყო კიდევ აპოლონ ჯინჭარაძე-დნმ დაქტილოსკოპიის ერთ-ერთი პიონერი, მაგრამ, სამწუხაროდ, ძალიან უდროოდ გარდაიცვალა, 30 წლისც არ იყო. არადა, დიდი მომავალი ჰქონდა, როგორც ამბობდნენ..
დღევანდელებში ალბათ ჯეინ პაზიც შეიძლება დასახელდეს, იგივე თამარ პაზიაშვილი, მაგრამ, მის ქართველობას ნაკლებად იცნობენ.
რუსეთის იმპერიის წიაღში უფრო აღიზარდნენ გამოჩენილი მეცნიერები, ვიდრე სსრკ-ში
პირველი და მთავარი მიზეზი არის იზოლაცია. ვინც ჩამოვთვალე, იმათ ყველამ ^17 წლის რევოლუციამდე მიიღო განათლება, ევროპელ კოლეგებთანაც სერიოზული კავშირები ჰქონდათ და საერთოდ, იმდროინდელი მეცნიერების ავანგარდში იმყოფებოდნენ... ამისგან განსხვაებით, სსრკ-ს დროს, ვინც რეპრესიებს ცოცხალი გადაურჩა, იზოლაციში ჰყავდათ იყო და ეს ძალიან უშლიდა ხელს მეცნიერებს. განსაკუთრებით, ექსპერიმენტული დარგების ხალხს... ერთმა ქარტველმა ფიზიოლოგმა ძილის რემ-ფაზა აღწერა, მაგრამ სანამ უცხოეთში გამოაქვეყნებდა შრომას, ამასობაში ამერიკელებმა დაასწრეს...
This post has been edited by Solveig on 31 Oct 2017, 21:04
საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე აქტიურად მომუშავე ჰიდროაგრეგატი არის მტრის წისქვილი. © სლავა მესხი
"ქალი-დიდი ძალაა"- გვეუბნება პარტია (© კ/ფ "შეხვედრა წარსულთან")
Vita nostra brevis est, brevi finietur,
venit mors velociter, rapit nos atrociter,
nemini parcetur!