Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > ფსიქოლოგია > მარტოობა


Posted by: Female User 20 Sep 2010, 00:15
ვფიქრობ, მარტოობა საკმაოდ ფსიქოლოგიური თემაა

მე მიყვარს მარტოობა. როდესაც შეგიძლია იფიქრო უამრავი, განავითარო შენი თავი ისე, რომ სხვა არ გიშლიდეს ხელს და დარჩე შენს თავთან მარტო. მიყვარს მარტოობა დიდი დოზითაც

გავუზიაროთ ერთმანეთს აზრი ამ თემასთან დაკავშირებით. რა ფსიქოლოგიურ ასპექტებს აფიქსირებთ ამ საკითხზე და რა არის მისი პლუსები და მინუსები?

ვინც არ ფიქრობს, რომ მარტოობა ფსიქოლოგიური თემაა, იმას ნამდვილი მარტოობა არ განუცდია

Posted by: Neo777 20 Sep 2010, 00:18
QUOTE
ვინც არ ფიქრობს, რომ მარტოობა ფსიქოლოგიური თემაა, იმას ნამდვილი მარტოობა არ განუცდია

თამამი განცხადებაა smile.gif

მე მარტო რომ ვარ სულ ფსიქოლოგიაზე ვფიქირობ user.gif

Posted by: woman_ 20 Sep 2010, 00:19
QUOTE
მე მიყვარს მარტოობა. როდესაც შეგიძლია იფიქრო უამრავი, განავითარო შენი თავი ისე, რომ სხვა არ გიშლიდეს ხელს და დარჩე შენს თავთან მარტო. მიყვარს მარტოობა დიდი დოზითაც

მქონდა 13 წლის ასაკში

განმარტოება, სიბნელეში, სრულ სიჩუმეში... საათობით და ფიქრი.


ამ ეტაპზე ვერ ვჩერდები მარტო sad.gif
ნუ სახლში მარტო ყოფნაზე არ ვამბობ რა თქმა უნდა..
აი, ფიქრში რომ მივდივარ ლამისაა ჭკუიდან გადავიდე..
შიზოფრენული იდეები მომდის :/

Posted by: Female User 20 Sep 2010, 00:23
woman_
QUOTE
სიბნელეში, სრულ სიჩუმეში... საათობით და ფიქრი.


ამ ფორმით უკვე მეშინია. ვგრძნობ, რომ მეც
QUOTE
შიზოფრენული იდეები მომდის :/
დამემართება

ახლო მომავალში 1 თვით აბსოლიტურად მარტოს მომიწევს ცხოვრება სრულიად უცხო ქალაქში, რისთვისაც ვფიქრობ, რომ სერიოზული ფსიქოლოგიური მომზადება მჭირდება და მეშინია

თუმცა ახლაც მარტო ვარ, მაგრამ ეს მაინც სხვა მარტოობაა

შეიძლება ბევრ ხალხთან იყო, მაგრამ მაინც მარტო იყო. განა მარტოდ გრძნობდე თავს, არამედ პირდაპი "მარტო" იყო

Posted by: Kessso 20 Sep 2010, 00:28
ამბობენ მეტის მეტი აფერი ვარგაო და ვეთანხმები..

თუმცა კი ზოგჯერ გარდა იმისა რომ კარგად ვგრძნობ მარტო თავს,საჭიროც კია,მარა ესეც გარკვეული დროით,დოზით..
ადამიანი ზოგადად ვერც კარგს და ვერც ცუდს ვერ იტევს თავის თავში და სხვა რომ არაფერი გამგები თუ არა ,მომსმენი მაინც სჭირდება.
ზოგადად დიდი დოზით ყველაფერი შეჩვევადი და ამავ დროულად მოსაბეზრებელია ...

Posted by: Female User 20 Sep 2010, 00:40
QUOTE
დიდი დოზით ყველაფერი შეჩვევადი

ამისი მე მეშინია. მეშინია არ შევეჩვიო ზედმეტად და არ უარვყო ჩემში ცხოვრებაში "სხვა ადამიანის" დაშვება. "სხვა ადამიანი" კი ადრე თუ გვიან აუცილებელი ხდება

მგონი ვავლენ, რომ ჩემი მარტოობის სიყვარული შიშსაც შეიცავს

ამას ქვია შიში შეიქმს სიყვარულსაო help.gif

Posted by: Kessso 20 Sep 2010, 00:48
Female User
QUOTE
მგონი ვავლენ, რომ ჩემი მარტოობის სიყვარული შიშსაც შეიცავს


ან სიყვარულის შიშსაც...

შენი პოსტი მახსოვს..თითქმის საწინააღმდეგო შინაარსის მარტოობასთან დაკავშირებით...
მარტოობაში ნუ ეძიებ შვებას,აქ მოჩვენებითი სიმშვიდეა და გაცილებით ნაკლები მხიარულება ...+ იმაზე მეტი დრო და საშუალება პესიმიზმისთვის და დეპრესიისთვის რომ...გარდაუვალია ...

Posted by: woman_ 20 Sep 2010, 00:54
Female User
ყველაფერს თავისი ასაკი აქვს და ნაადრევი მხოლოდ სიკვდილი არის ცუდიო, რომ ამბობენ, სრულებით არ ვეთანხმები.
ნაადრევი არაფერი ვარგა!


ჯობია 13 წლის ასაკში ბარბებით ითამაშო და არა ღამეები ბედისწერაზე, ცხოვრებაზე და ადამიანობაზე იფიქრო!

დამღუპა ამან..


ახლა კი საკმარისია მსგავს სიტუაციაში ჩავვარდე და ცოტა შევყვე ფიქრებს, რომ შთაბეჭდილება მრჩება, თითქოს რა მწვერვალსაც არ უნდა მივაღწიო ყველაფერი სულერთია ჩემთვის და იმდენად უინტერესოდ ვხედავ ამ ყველაფერს, რომ იდიოტური აზრები მომდის :/

Posted by: Female User 20 Sep 2010, 00:57
Kessso
QUOTE
შენი პოსტი მახსოვს..თითქმის საწინააღმდეგო შინაარსის მარტოობასთან დაკავშირებით...

არ მახსენდება ეგეთი პოსტი. რომელ თემაში ხომ ვერ შემახსენებ?

QUOTE
ან სიყვარულის შიშსაც...

ეგ ცალკე თემაა

[b]woman_[b] როგორ ფიქრობ რამდენი წლის ვარ? მართლა მაინტერესებს

Posted by: gramatikikina 20 Sep 2010, 01:03
Female User
QUOTE
ახლო მომავალში 1 თვით აბსოლიტურად მარტოს მომიწევს ცხოვრება სრულიად უცხო ქალაქში, რისთვისაც ვფიქრობ, რომ სერიოზული ფსიქოლოგიური მომზადება მჭირდება და მეშინია

თუმცა ახლაც მარტო ვარ, მაგრამ ეს მაინც სხვა მარტოობაა

აქ ვიფიქრე დამოუკიდებელი ცხოვრების შეგეშინდა
QUOTE
მეშინია არ შევეჩვიო ზედმეტად და არ უარვყო ჩემში ცხოვრებაში "სხვა ადამიანის" დაშვება.

მაგრამ თურმე იმის გეშინია, რომ არ მოგეწონოს ეს მარტოობა? biggrin.gif

Posted by: Kessso 20 Sep 2010, 01:03
Female User
QUOTE
არ მახსენდება ეგეთი პოსტი. რომელ თემაში ხომ ვერ შემახსენებ?



უპს....შემეშალე,ამერიე..ეხლა გადავამოწმე და შენ არ ყოფილხარ smile.gif

უკაცრავად smile.gif

Posted by: უცხო 20 Sep 2010, 01:05
Female User
ნუ გეშინია, ეგეთI პერიოდი გაქვს, ყველას თუ არა ბევრ ჩვენთაგანს განუცდია. გაგივლის smile.gif გვქონდა ჩვენ მარტოსულთა კლუბი სადაც ბევრს ვსაუბრობდით ამაზე, ვამბობდით რომ ეს მდგომარეობა მუდმივად თან გვდევს და არ არის დამოკიდებული "მეორე ნახევრის" არსებობაზე. მაგრამ ფაქტები უტყუარია. ჩემს შემთხვევაშიც ასე მოხდა ... მარტოობის და მისი თანხლები გრძნობები გაქრა. ცხოვრება თვითონ გაჩვენებს გზას, შენ მთავარია ნაკლები დანაკარგებით ( ტვინის ნერვული უჯრედუნები) განვლო ასეთი პერიოდები : )))

Posted by: Female User 20 Sep 2010, 01:08
უცხო
მართლა? მადლობა

უბრალოდ გლობალურად ვარ მარტო

gramatikikina
QUOTE
მაგრამ თურმე იმის გეშინია, რომ არ მოგეწონოს ეს მარტოობა? 


ვერ გავიგე რა იგულისხმე sad.gif

სიმართლე გითხრათ, მაინცდამაინც ცემი პრობლემების განსახილველად არ გამიხსნია თემა. ვიფიქრე ზოგადად ვისაუბრებდით მეთქი, მაგრამ როგორც გინდათsmile.gif


მადლობა ყველას. გულით

Posted by: woman_ 20 Sep 2010, 01:09
Female User
მხოლოდ ამ თემაში გიხილე და ძნელი იქნება მხოლოდ ამით ასაკის დადგენა )

15 წლის? smile.gif

Posted by: უცხო 20 Sep 2010, 01:11
Female User
QUOTE
უბრალოდ გლობალურად ვარ მარტო

ეგრე გლობალურად ვიყავი მეც მარტო biggrin.gif
QUOTE
მართლა?

მართლა smile.gif)
QUOTE
მადლობა

გაიხარე : ))

Posted by: Female User 20 Sep 2010, 01:12
QUOTE (woman_ @ 20 Sep 2010, 01:09 )
Female User
მხოლოდ ამ თემაში გიხილე და ძნელი იქნება მხოლოდ ამით ასაკის დადგენა )

15 წლის? smile.gif

ღმერთო, ნუთუ ჩემს ბიოლოგიურ ასაკს აზროვნების ასაკით 10 წელი ჩამოვრჩები? user.gif ეს უკვე კატასტროფაა

Posted by: woman_ 20 Sep 2010, 01:18
Female User
biggrin.gif


ყველაფერს თავისი ასაკი აქვს-თქო, ანუ 13 წლის ასაკში არის ეგ ცუდი-თქო, შენ მეუბნები აბა მე რამდენის გგონივარო (ანუ ჩემთვის ცუდი რომ არ იყოს-თქო), ხოდა ლოგიკურად პატარა გამოდიოდი biggrin.gif

ჰეჰ ))))
დამშვიდდი, ჯასთ ლოგიკას გავყევი იმის მიხედვით შენ რა პასუხიც გამეცი

Posted by: უცხო 20 Sep 2010, 01:19
Female User
არაა, მე მივხვდი მაგხელა რომ იქნებოდი yes.gif ასე რომ Iთს'ს ოკ : )))

Posted by: Female User 20 Sep 2010, 01:20
woman_
უცხო

კინაღამ ახალი პრობლემა აღმოვაჩინე ჩემს თავში smile.gif

Posted by: gramatikikina 20 Sep 2010, 02:05
Female User
QUOTE
ვერ გავიგე რა იგულისხმე

QUOTE
მეშინია არ შევეჩვიო ზედმეტად და არ უარვყო ჩემში ცხოვრებაში "სხვა ადამიანის" დაშვება.

ამ წინადადებაში რას გულისხმობ? ერთმა თვემ რა უნდა გააკეთოს ისეთი, რომ ხალხთან ურთიერთობას გადაგაჩვიოს
მარტო შენს პრობლემაზე რატომ, მეც მაინტერესებს
მე პირადად ხალხს ისე გადავეჩვიე, რომ წინასწარ არ მიფიქრია ამაზე. თავისთავად მოხდა.

Posted by: Female User 20 Sep 2010, 02:34
gramatikikina
იმ 1 თვეში არაა საქმე. ზოგადად არის ეგ პრობლემა. უბრალოდ მეშინია მაგან უფრო არ გააღრმავოს

ზოგადად ხალხს არ ვგულისხმობ თანაც. ერთ კონკრეტულ ადამიანს ვგულისხმობ, რომელიც ჩემში არ არის ამჟამად, მაგრამ ყველა ადამიანს აუცილებლად ესაჭიროება. უბრალოდ ზოგიერთი ამას ვერ გრძნობს. მეშინია მე ამას ახლა რომ ვერ ვგრძნობ მერე უფრო ვეღარ ვიგრძნობ

საერთოდ არის კი ეს პრობლემა? თუ იმდენად წვრილმანი ყოველდღიურობაა, რომელიც ყველას სჭირს და ამაზე თემის გახსნაც ზედმეტი იყო?!

Posted by: qeti-qetusia 20 Sep 2010, 18:56
ერთი კაი მარტოობა ყველამ უნდა გადაიტანოს, რომ მერე სიკვდილის ღირსები იყვნენ.


Posted by: diaz_niasamidze 22 Sep 2010, 20:19
user posted image

თვით ქალთევზებიც რჩებიან ხოლმე მარტონი....

Posted by: giorgivachadze 22 Sep 2010, 20:48
მარტოობა ყველა ადამიანის ხვედრია, ხან გარკვეული დროის განმავლობაში, ხან კი, ხშირად მთელი ცხოვრება... მაგრამ როდესაც ვუყვარვართ და გვიხარია ცხოვრება, მაშინაც კი გვაქვს გულის სიღრმეში სიცარიელე და მას ვერასოდეს ამოვავსებთ ბოლომდე. ყველაზე დიდი საყრდენი თავად ღმერთი არის... ჩვენში სიცარიელე ისევ ჩვენი ვნებებით და სურვილებით არის გამოწვეული, ისინი უსასრულოდ წარმოიქმნება და ყოველთვის გვიტოვებს დანაკლისის შეგრძნებას. ცხოვრება ხომ დაუსრულებელი ტანჯვა და გამოცდა არის, მარტოობაც ადამიანის გამოცდაა, მისი გამოწრთობა...

Posted by: diaz_niasamidze 23 Sep 2010, 01:50
QUOTE
მარტოობა ყველა ადამიანის ხვედრია, ხან გარკვეული დროის განმავლობაში, ხან კი, ხშირად მთელი ცხოვრება...


მარტონი ვიბადებით და მარტონი ვკვდებით smile.gif

QUOTE
აგრამ როდესაც ვუყვარვართ და გვიხარია ცხოვრება, მაშინაც კი გვაქვს გულის სიღრმეში სიცარიელე და მას ვერასოდეს ამოვავსებთ ბოლომდე


ეგრეა, ბოლომდე მხოლოდ მიწა ავსებს ყველაფერს...

QUOTE
ჩვენში სიცარიელე ისევ ჩვენი ვნებებით და სურვილებით არის გამოწვეული, ისინი უსასრულოდ წარმოიქმნება და ყოველთვის გვიტოვებს დანაკლისის შეგრძნებას. ცხოვრება ხომ დაუსრულებელი ტანჯვა და გამოცდა არის, მარტოობაც ადამიანის გამოცდაა, მისი გამოწრთობა...



მისი აზრების და სურვილების მართვის გამოწრთობა

QUOTE
ყველაზე დიდი საყრდენი თავად ღმერთი არის


yes.gif 2kiss.gif

Posted by: lovely girl 24 Sep 2010, 01:45
ალბათ განსხვავების გაკეთებაა საჭირო მარტოობასა და განმარტოებას შორის; მეორე საჭიროც არის ხანხადან და სასარგებლოც შესაბამისად; აი მარტოობაზე რა გითხრათ..მე თუ მკითხავთ საშინელებაა და ამ საშინელებაში ამ ბოლო დროს მიწევს ცხოვრება..მოკლედ, დაქალმა გადამაგდო მხოლოდ იმიტომ რომ მის შეყვარებულს არ მოვწონდი(პირველი დაქალი არ ვარ ვინც ჩამოაშორაsmile.gif);მიუხედავად იმისა რომ ვიცი არ ვარ არაფერში დამნაშავე მაინც ვნერვიულობ და განვიცდი, მე ვიტყოდი საშინლად განვიცდი; ძალიან ძნელად ვუმეგობრდები ადამიანს და ასევე ძნელად ვივიწყებ; ასე რომ აი ასეთ სულიერ მდგომარეობას როგორიც მე მაქვს დღეს, ჰქვია მარ ტო ო ბააა...არავის ვუსურვებ ასე ყოფნას; საშინელებაა მარტოობა, განმარტოება აუცილებელიც და ხანდახან სასიამოვნოც კი; smile.gif))

Posted by: giorgivachadze 24 Sep 2010, 01:52
QUOTE
lovely girl



ჰოო, ძალიან მწარეა, როდესაც მეგობარი მისი შეყვარებულის ახირებით გაწყვეტს შენთან ურთიერთობას... გააჩნია კიდევ, როგორ ვითარებაში, რანაირად მოხდა... დიდი მეგობრობის საბოლოოდ გაწყვეტა ადვილი არ არის... შეიძლება მიხვდეს, რომ უდანაშაულო ხარ და ერთხელაც გთხოვოს მეგობრობის აღდგენა.

Posted by: abu-dabi 24 Sep 2010, 15:58
Female User
QUOTE
მეშინია მე ამას ახლა რომ ვერ ვგრძნობ მერე უფრო ვეღარ ვიგრძნობ

ნუთუ ვერ ატყობ რომ ძალიან ჩქარობ, უბრალოდ ჯერ არ შეგხვედია "ის" ადამიანი ეს არის და ეს. მოვა დრო და შენი შეიშები ისე გაქრება თითქოს არც ყოფილიყოს.

QUOTE
საერთოდ არის კი ეს პრობლემა? თუ იმდენად წვრილმანი ყოველდღიურობაა, რომელიც ყველას სჭირს და ამაზე თემის გახსნაც ზედმეტი იყო?!

რადგან შენ ეს გაწუხებს ე.ი. არის და მგონი ღირდა თემის გახსნაც,თუმცა ჩემის აზრით არც იმდენად დიდი პრობლემაა რომ თავად ვერ გაუმკლავდე. უბრალოდ მიმოიხედე და დაინახავ ადამიანს რომელი გვერდით გიდგას და აქამდე ვერ ამჩნევდი...
სულ ცოტა მოინდომე და შენი პრობლემა გაქრება )))

Posted by: salom_e_a 24 Sep 2010, 16:04
ჩემი აზრით მარტოობა მაშინაა კარგი და სასარგებლო როდესაც ფსიქოლოგიურად ძლიერი ხარ...: )მე პირადად მაშინებს ტერმინი მარტოობა..თუმცა მიყვარს საკუთარ თავთან მარტო დარჩენა და მისი კარგად გაცნობა...მარტოობა ჩემი აზრით გეხმარება გარემოებების გაანალიზებაში...სამყაროს აღქმაში და რაღაცეების სხვათვალით დანახვაში...მაგრამ "პერიოდული" მარტოობა და არა მუდმივი: )ანუ პატარა "break"-ები უნდა მოუწყო საკუთარ თავს...

Posted by: abu-dabi 24 Sep 2010, 16:29
....
























.

Posted by: Precieux 24 Sep 2010, 16:31
.///;.........................................;;.........................

Posted by: knu knu 24 Sep 2010, 19:37
მე მიყვარს მარტოობა და დისკომფორტს არ მიქმნის, მხოლოდ ხანდახან ლუდი მინდება ხოლმე jump.gif

Posted by: NoNe__ 24 Sep 2010, 20:14
დაიკიდეთ და მოგე........... lol.gif lol.gif lol.gif

Posted by: Female User 24 Sep 2010, 20:19
abu-dabi
დიდი მადლობა რჩევებისთვის

ნამდვილად გავითვალისწინებ და თვალებს ცოტა გავახელ და ვეცდები ეს მითიური ადინოკი ვოლკის პოზიციები დავთმო

Posted by: Female User 29 Sep 2010, 00:01
კვლავ მარტო, მარტოსული, მარტოხელა, მარტოკინა...

Posted by: tkemali 29 Sep 2010, 00:04
http://www.SmileS.Ge მეშინია მარტოოობის http://www.SmileS.Ge

Posted by: Female User 29 Sep 2010, 00:08
tkemali
QUOTE
მეშინია მარტოოობის 


მე ახლა არ მეშინია, უფრო სამომავლოდ მეშინია. მგონია რომ ასე მარტო ვიქნები მუდამ და რა იქნება 30-40 წლის მერე


ახლანდელზე მეტად სამომავლო მარტოობა მაშინებს

Posted by: tkemali 29 Sep 2010, 00:20
Female User


მე ახლაც მეშინია და მომავალშიც.... მეც მასე ვგრძნობ რაღაცნაირად და მეშინია არ ამიხდეს...


ეჰ... რა არის ისე ეს ცხოვრება არა??? rolleyes.gif


ალქიმიკოსი რომ წავიკითხე მერე მივხვდი რომ ჩვენი ცხოვრებაც ასეა.... მარტივია... ელემენტარული, და ჩვენ ჭიანჭველას სპილოდ ვაქცევთ... ვართულებთ და მარტივად არასდროს არაფერს ვუყურებთ....

Posted by: ინდრა 29 Sep 2010, 00:24
მარტო ვიბადებით,მარტო ვცხოვრობთ,მარტო ვკვდებით , ეს ელემენტარულია !

Posted by: Perfectum 4 Oct 2010, 21:33
(მხოლოდ)ფიზიკური მარტოობა არ არის მარტოობა , ბევრი ადამიანია ვის საზოგადოებაშიც საშინლად მარტო ვგრძნობ თავს.

Posted by: nikolanikola 8 Oct 2010, 12:39
QUOTE
მე ახლა არ მეშინია, უფრო სამომავლოდ მეშინია. მგონია რომ ასე მარტო ვიქნები მუდამ და რა იქნება 30-40 წლის მერე


ამას აუტოფობია ქვია და კარგი არააა, მაინც ერთ-ერთი ფობიააა რაააააააააა............... sad.gif

Posted by: Cat Power 15 Oct 2010, 15:29
ზოგადად არ მიყვარს მარტოობა, მაგრამ არის მომენტები როცა შვებას მგვრის ხოლმე მარტო ყოფნა. ისე მეც ვეთანხმები ამ აზრს და ხშირად მიფიქრია ამაზე

QUOTE
მარტო ვიბადებით,მარტო ვცხოვრობთ,მარტო ვკვდებით , ეს ელემენტარულია !

Posted by: Leo woman 15 Oct 2010, 19:12
ყველაზე მეტად რისიც მეშინია სიბერეში მარტოდ ყოფნაა,აი ამაზე ფიქრი ცუდად მხდის

ახლა არაუშავს,მომწონს კიდეც მაგრამ მერე....არ მინდა საშინლად sad.gif

Posted by: უჩინარი 16 Oct 2010, 00:58
საშინელებაა მარტოობა !

Posted by: KOTIS 16 Oct 2010, 01:23
რეებს წერტ? მარტოობა კარგია როდესაც ირგვლივ კველას უკვარხარტ, აი ტუ იციტ რომ მოკვარული ადამიანები არა გკავტ მაშინაა დზნელი, ტორე ისე კაია smile.gif რაიმეს ცაიკიტხავტ, დახატავტ, მოუსმენტ, იციტ რომ ზურგს უკან მოყვარულები გყავტ, ისინი ვისაც ნამდვილად და დზალიან უყვარხარტ. აი როცა არავის უყვარხარტ, მაშინ 100 კაციან ბენდ-სი რო იყოტ მაინც მარტო ხარტ, სუ რო დილა საგამოს 50 კაცი ტავს გეხვიოტ, მაინც მარტო ხარტ. მტავარია მოყვარული ადამიანები, უნდა უყვარდეტ . smile.gif

Posted by: user_katie 21 Oct 2010, 01:46
მე მარტოობაში ვიზრდები.. ანუ რას ვგულისხმობ, ვფიქრობ ,ვაანალიზებ და გონებრივად , ცხოვრებისეულად ვიზრდები...

Posted by: **DIMMU*** 28 Oct 2010, 23:51
tkemali
QUOTE
მეშინია მარტოოობის

როგორ მეშინია არ იცი


საერტოდ შიში ძალიან ცუდია, გაბნევს ტვინს გირევს ,არაადექვატური ხდები

მარტობა რომ არ ამცდება ვიცი, უბრალოდ არ მინდა ამ გრძნობამ გამაბოროტოს

Posted by: რუსა 29 Oct 2010, 00:31
QUOTE
მე მიყვარს მარტოობა. როდესაც შეგიძლია იფიქრო უამრავი, განავითარო შენი თავი ისე, რომ სხვა არ გიშლიდეს ხელს და დარჩე შენს თავთან მარტო. მიყვარს მარტოობა დიდი დოზითაც

გავუზიაროთ ერთმანეთს აზრი ამ თემასთან დაკავშირებით. რა ფსიქოლოგიურ ასპექტებს აფიქსირებთ ამ საკითხზე და რა არის მისი პლუსები და მინუსები?


ძალიან ბევრი ენერგია მეხარჯება ხალხში როცა ვარ და მიწევს "სულ კარგ ხასიათზე" ვიყო biggrin.gif ძალების აღდგენა, სიმშვიდე ფიქრი რომ მინდა მირჩევნია აბსოლიტურ სიწყნარეში ვიყო თან მარტო, საერთოდ არავინ რომ გამეკაროს biggrin.gif როცა მაგარდ ვნერვიულობ ყველანაირი ყურდღება მაღიზიანებს და იმ ადამიანს რომ არ "ვეცე" გაღიზიანებული , ვინც არ მასვენებს და მიჩხიკინებს მირჩევნია გავერიდო ხოლმე , სანამ მდგომარეობიდან არ გამვალ . რამე ძალიან ხმაურიანი და ემოცურად დატვირთული მოვლენის წინ და შემდგომ დასვენებას და სიმშვიდის მოპოვებას მარტოობით ვცდილობ ხოლმე

Posted by: aLEXandre vasha 29 Oct 2010, 10:35
დავიწყოთ იქიდან, რომ ეს წერილი მოთხრობა რომანი თუ რაც არ უნდა იყოს მარტო ჩემთვის არაა, იმასაც დავამატებ წერის მომენტში რომ არც ვიცი რა თემაზე დავწერო, რადგან მთლიანად გადაღეჭილია ყველანაირი თემა მსოფლიოში რაც გრძნობას ეხება ხოლო ადამიანისთვის ყველაზე საინტერესო სხვის გრძნობებზე საუბარი და მსჯელობაა, შეიძლება იმედიც გაგიცრუოთ და არანაირ გრძნობაზე არ იყოს დაწერილი ისევ და ისევ ვიმეორებ ეს უბრალოდ ერთი ადამიანის წერილია თუ ნარკვევი საზოგადოებას. ალბათ ყველა ჩვენგანის ცხოვრებაში დამდგარა ის პერიოდი როდესაც მარტოობისკენ მიისწრაფის და არც იცის ეს რა ხილია. ალბათ ყველა ჩვენგანი დახეტიალობდა ღამით ცარიელ ქუჩებში მარტო იმიტომ რომ მარტოობის და თავისუფლების ილუზია ექმნებოდა, ვისაც ეს არ გამოუცდია ნამდვილად მის მწუხარებას ვიზიარებ, რადგანაც არამგონია ისე თავისუფალი იყოს ბავშვი როგორც შუაღამის მიყრუებულ ქუჩაში მოსიარულე, უმრავლესობას შიშის გრძნობაც დაეუფლება ამ შემთხვევაში, მაგრამ ვისაც ნამდვილად ესმის ჩემი მიხვდება რომ დანარჩენი სამყაროსთვის ადგილი არ რჩება ხოლმე ამ მომენტში. შესაძლოა ამ ასაკშიც გაგვიხსენებია ბავშობა, მაგრამ პირველად განცდილ სიამოვნებას არაფერი შეედრება, შიში იმის რომ სადღაც გაგონილი ცუდი ბიჭები დაადგებიან და დედის ნახევარი ხელფასით შეძენილ მობილურს წაართმევენ ან უბრალოდ გალახავენ, რადგან მისნაირები არ უნდა დადიოდნენ ქუჩაში, სადღაც შორს მიდის და ვრჩებით საკუთარ თავთან, ამას თუ წვიმასაც დავუმატებთ უფრო კარგი ეფექტის შესაქმნელად იდეალური იქნება. წვიმა ეხლა ისე კი ნუ წარმოიდგენთ როგორც წარღვნის დროს იყო და დედამიწაც დაუფარავს არა უბრალოდ ნაზი ჟუჟუნა წვიმა რომელიც იმდენად წვრილად ცრის რომ მხოლოდ სახეს გვინამავს გვისველებს ტუჩებს და გვაფხიზლებს, რომ განვეწყოთ საფიქრელად. მივდივართ და თითქოს ვნატრულობთ რომ ეს ქუჩა არასდროს დამთვარდეს უფრო მეტი დრო მოგვცეს რომ მეტი და მეტი ვიფიქროთ და ამ ფიქრიტ განებივრებულნი უფრო და უფრო ღრმა აზრების ჩამოყალიბების უფლებას ვაძლევთ საკუტარ თავს მერე ისევ აღტაცებაგაკვირვება გარეული გრძნობა გვეუფლება ნუთუ ეს ჩვენ მოვიფიქრეთ და ისევ ვიძირებიტ ფიქრში, იშვიატად თუ ვინმე გამოივლის ამ დროს და ყოველთვის თითქოს ჩვენი ყურადღების ცენტრში ხვდება ვაკვირდებით და ვამჩნევთ რომ ის სადღაც გარბის სადღაც მიიჩქარის მაგრამ ეს ყველაფერი მხოლოდ სიცილის ან ძლიერი გაღიმების მიზეზათ თუ გვექცევა ხოლმე. მერე იწყება ფიქრი რატომ გარბის ყველა ადამიანი სახლისკენ წვიმიან და გრილ ღამეს? იქნებ წვიმაც არაა მიზეზი მოსაღამოვების ჟამს ყველა მაინც სახლისკენ მიიჩქარის ასევე წვიმის დროსაც ხოლო ერთმანეთის დამატებით ხომ უფრო ძლიერი ხდება სახლისკენ მისწრაფების სურვილი მე რატომ არ გავრბივარ? იბადება უკვე მეორე კითხვა და აი უცებ მოდის პასუხი მე ამ დროს თავისუფალი ვარ? რატომ ხდება ისე რომ რაც უფრო ასაკი ემატება ადამიანს მით უფრო კარგავს იმ თავისუფლების, იმ გიჟური საქციელების ჟინს და მით უფრო ეჯაჭვება ამ ცხოვრებას ამ ცხოვრების მატერიალურ მხარეს, რატომ ხდება ისე რომ უკვე იმაზე ფიქრობს რაც უფრო ბევერს დააგროვებს უფრო მისაღები იქნება საზოგადოებისტვის და დამცინავათ გადახედავს დაბალ, გაღარიბებულ ფენას ზოგი მეტყვის ეს ასე არ ხდებაო. მაგრამ მოდი ჩავიხედოტ ჩვენს გულებშიც რამდენჯერ ყოფილა რომ როდესაც გიჭს ან ჭკუა სუსტს გამოუვლია დაგვიცინია, აგვიგდია, გვიმასხარავებია, რამდენჯერ ყოფილა შემთხვევა როდესაც გვიმარიაჟია ჩვენი ახალი შენაძენით დაჟე წაგვიმატებია ფასისთვის ერთი ორი ათეული ლარი, აქაოდა ძვირიანი გვაცვია ან თუნდაც თუ სადმე რაგაც ბრენდის დამადასტურებელი იარლიყით ყოფილა შეიარაღებული ჩვენი სამოსი უფრო და უფრო გვიცდია ეს პატარა მარკა გამოგვეჩინა, რამდენჯერ გაგვივლია მათხოვრის წინ კაპიკი არ ჩაგვიგდია დაჟე გვიფიქრია ეს ფულის ჩუქების რა ღირსია ადგეს ხელი ფეხი არ გააჩნია იმუშაოსო? მაგრამ იგივე ადგილას რამოდენიმე ადამიანთან როდესაც გავივლიდით ამოგვიტრიალებია საფულე რაც ხურდები გვიპოვია ყველა გვიჩუქებია აქაოდა შემოხედეტ რა გულუხვივარო. რამდენჯერ ყოფილა დისკუსია იმის შესახებ და რამდენჯერ გვიმსჯელია რომ სიკეთეს ყოველთვის ჩვენთვის ვაკეთებთო გვიმტკიცებია რომ სამაგიეროს არავისგან არ ვითხოვო, მაგრამ სამაგიერო რომ არ მიგვიღია გვწყენია. რამდენი ფაქტის ჩამოტვლა შეიძლება კიდევ ვინ მოთვლის მაგრამ ესეც საკმარისი იქნებოდა რომ გვეთქვა. ეჰ როგორ ფარისევლებივართ ფარისევლები, რამდენჯერ დაგვიცინია სუფრაზე ჩუმად ადამიანებისთვის თუი მათ სასმისის შესმის თავისებური ცერემონია აქვთ მაგრამ მასაში რომ მოვხვედრილვართ იმათ ცერემონიას ცვენც ავყოლილვართ და გაგვიმეორებია, რამდენჯერ გვიცინია და გვიგინებია პახაბნი მუსიკისთვის პაპსასთვის ან ნუ რავი ათასი სისულელისთვს და რესტორანში გვიცეკვია დიდი სიხარულით, რამდენჯერ ყოფილა საუკუნეა არ შევსულვართ ეკლესიაში მაგრამ როდესაც მარშუტკაში ყველას გააუწერია პირჯვარი ჩვენც ავყოლილვართ. თუ არსებობს ისეთი ადამიანი რომელსაც ასეთი რაღაც არ გაუკეთებია მოვიდეს მინდა ჩავეხუტო მაგრამ აქ მეც ვფარისევლობ უკვე. ასეთ ადამიანს რომ ვახსენებ ალბათ თვალწინ წარმომიდგება ლამაზი აღნაგობის ნაზი გოგო რომთანაც ურთიერთობის გაგრძელებასაც მოვითხოვდი და ალბათ ჩემი ლოგინისის გაზიარებასაც შევთავაზებდი. არადა ბავშვები რა მეამიტები არიან! როგორ მიყვარს ბავშვები რასაც ფიქრობენ იმას ტიტნებენ რაც უნდათ იმას ითხოვენ, ცუდათ არიან ტირიან რამე სიამოვნებთ იცინიან ჩვენ კიდევ ვტუქსავტ საზოგადოების მიერ მიღებულ წესებს ვკარნახობთ, იმ წესებს რომლებმაც თვითონ ჩვენ მოგვსპო და ჩაგვითრია, ფარისევლობასაც ვასწავლით ყველაფერს ცუდს, ვასწავლიტ გინებას რომ მერე გავსკდეთ სიცილით. ესენი ვართ ადამიანები არაფრით უკეთესნი ცხოველებზე, მაგრამ აბა ვინმე რომელიმე ცხოველს შეადარე მუშტიკრივზე გადმოვა და ამით დაამტკიცებს კიდეც ცხოველია მაგრამ შიშის გრძნობასაც გაგიჩენს რომ მეორედ აღარ იკადრო. მეც მიკვირს საიდან სად დავიწყე და ალბატ თქვენ რაღაცას განსაკუთრებულს მოელოდით მაგრამ სამწუხაროდ იმედი უნდა გაგიცრუოთ ეს იყო ერთერთი ფარისეველი ადამიანის მიერ შექმნილი მხოლოდ და მხოლოდ დორის მოსაკლავად გამზადებული ერთი ამოსუნთქვით დაწერილი წერილი ნაჯღაბნი სტატია რაც გინდა დაარქვით ხო ამასთან ერთად გრამატიკასტან შორს მდგომი ადამიანის რომელმაც ისიც კი არ იცის ან იცის მაგრამ კიდია სად უნდა დასვას სასვენი ნიშანი.

პატივისცემით მე

Posted by: mari-cristine 29 Oct 2010, 10:47
მარტოობას აქვს თავისი დიდი და ასევე უარყოფითი თვისება.

დადებითი ისაა: რომ შენ თავთან ხარ სრულ ჰარმონიაში( გააჩნია ადამიანსაც,ზოგს დეპრესიაში აგდებს საკუთარ თავტან დარჩენა,ეშინია კიდეც,აქ სინდისის ხმასაც აქვს დიდი მნიშვნელობა)
მარტოობისას ფიქრობ,აანალიზებ,კითხულობ,სეირნობ,დასკვნები გამოგაქვს.

უარყოფითი: მარტოობამ იცის საოცარი მიჩვევა,ეგოიზმი გამოვლინდება დიდი რაოდენობით,გიყვარდება საკუტარი თავი და შენს შინაგან სამყაროში არარავის არარ უშვებ,ხდები ჩაკეტილი. ეს კი ძალიან ცუდია ადამიანის პიროვნებისათვის

Posted by: რუსა 29 Oct 2010, 11:53
QUOTE
უარყოფითი: მარტოობამ იცის საოცარი მიჩვევა,ეგოიზმი გამოვლინდება დიდი რაოდენობით,გიყვარდება საკუტარი თავი და შენს შინაგან სამყაროში არარავის არარ უშვებ,ხდები ჩაკეტილი. ეს კი ძალიან ცუდია ადამიანის პიროვნებისათვის


მე არ ვთვლი რომ ეგ ცუდია smile.gif ვერავინ მირღვევს მყუდროებას smile.gif ნებისმიერი პრობლემა იოლად გადამაქვს როცა მიჭირს უბრალოდ ცოტა ხნით განმავრტოვდები და მერე უცებ "გააანთებს" ხოლმე ახალი იდეა და სიტუაციიდან გამოსავალი biggrin.gif

Posted by: tkemali 29 Oct 2010, 15:29
**DIMMU***


რა სისულელეა, მასე არც უნდა იფიქრო, მარტოობა თუ არ გინდა ესიეიგ არც იქნები მარტო, მოინდომე და გამოგივა ყველაფერი http://www.SmileS.ge

ისე შიში, ნერვიულობა ძააან ცუდია, სულ რომ არაფერი არ გჭირდეს და ნერვიულობდე, ჩათვალე რომ ჯანმრთელობას სპობ.

მე ერთი რამ მინდა, რომ არ ვინერვიულო და გულთან ახლოს არ მივიტანო არაფერი. ემოციური არ ვიყო მაგრამ არ გამომდის smile.gif და ეს ნერვიულობა კიდე ბოლოს მიღებს, ანუ გამოდის რომ მარტო ვიქნები http://www.SmileS.ge

Posted by: rawerfas 29 Oct 2010, 15:53
QUOTE
მარტოობა თუ არ გინდა ესიეიგ არც იქნები მარტო

rolleyes.gif მხოლოდ სურვილზეა? კაფკა წერდა, რაც უფრო მეტ ხალხში ვიყავი, უფრო მეტად ვგრძნობდი მარტოობასო. როცა მარტო ხარ, იმდენად არც იგრძნობა და როცა "ხარ" ხალხში, მეგობრებთან და ასე შემდეგ, აი იქ მართლა უფრო გერხევა smile.gif

Posted by: deka136 29 Oct 2010, 16:19
ციტატა Anathema-ს სიმღერიდან Regret:

As I drift away... far away from you,
I feel all alone in a crowded room,
Thinking to myself
"There's no escape from this
fear
regret
loneliness..."

აი, ესაა მარტოობა yes.gif

Posted by: Tio 29 Oct 2010, 19:12
QUOTE
რაც უფრო მეტ ხალხში ვიყავი, უფრო მეტად ვგრძნობდი მარტოობას


smile.gif yes.gif

ეს გამახსენდა smile.gif :

...მეწვის ძვლები და ახლა მესმის ბებიაჩემის, მეწვისო ძვლები ,რომ ამბობდა,როცა გაიგო, სოფელში, მეზობელი ბიჭის სიკვდილი.
გენეტიკურ ტკივილს ვუახლოვდები...
ახლა მარტო ვარ და მესმის ,რას გრძნობდა მამაჩემი,ჩემი გათხოვების პირველ საღამოს,ჩვენი პატარა ბინის სამზარეულოში მარტო რომ იჯდა და ჩაი უცივდებოდა.
მარტოობა მემკვიდრეობითია...
ძალიან მცივა,ალბათ ზუსტად ისე,როგორც ბაბუაჩემს სციოდა საკუთარ პანაშვიდზე,როცა ვცდილობდი ხელისგულებით მისი ლამაზი შუბლი გამეთბო.
გარდაუვალია...
დედაჩემს ვემსგავსები დღითიდღე... ვგრძნობ,სახე მიბერდება და სარკეში ორი თითით ვისწორებ თვალებთან დაგუბებულ ნაოჭებს.
დროა...
(დრომ მიჩვენა ,რომ ყველაფერი დროებითია),ხოდა მეტირება...
ისევე როგორც მე და შენი არგაჩენილი შვილი იტირებდა შობის ღამეს,როცა საყვარელი ნაძვის ხის სათამაშო გაუტყდებოდა.
სინანულისგან ჩემსავით ყელი ეტკინებოდა ალბათ...
გენეტიკურია...

მაიმასკო
22 ნოემბერი, 2009

Posted by: **DIMMU*** 30 Oct 2010, 01:33
tkemali
[quote]რა სისულელეა, მასე არც უნდა იფიქრო, მარტოობა თუ არ გინდა ესიეიგ არც იქნები მარტო, მოინდომე და გამოგივა ყველაფერი[/quote]
უი არ ვიცი, აქ ნდობის ფაქტორიც არის, ვენდობი კი ვინმეს ისე როგორც ადრე?
[
quote]მე ერთი რამ მინდა, რომ არ ვინერვიულო და გულთან ახლოს არ მივიტანო არაფერი. ემოციური არ ვიყო მაგრამ არ გამომდისდა ეს ნერვიულობა კიდე ბოლოს მიღებს, ანუ გამოდის რომ მარტო ვიქნები [/quote]
ეგ არის საქმე ზუსტად ჩემო კარგო რომ როცა ადამიანი გქვია ძნელია არ ინერვიულო, არ მიაქციო ყურადღება როგორ
გაგიმეტა შენმა საყვარელმა დამინმა მარტოობისთვი და კიდე ამ მარტოობას რაც მოყვება ყველაფერი ამისთვის, თან როცა პატარა შვილი გყავს და ერთ კიდე რამდენიმე კვირაშI ელოდები


Posted by: FalleNnN 1 Nov 2010, 19:15
boli.gif chups.gif chups.gif chups.gif chups.gif

Posted by: Cat Power 1 Nov 2010, 20:11
QUOTE
ციტატა Anathema-ს სიმღერიდან Regret:

As I drift away... far away from you,
I feel all alone in a crowded room,
Thinking to myself
"There's no escape from this
fear
regret
loneliness..."


მქონდა ესეთი მომენტი ცხოვრებაში,საშინელება იყო არ მინდა რომ განმეორდეს sad.gif

Posted by: taknatuna 1 Nov 2010, 20:17
QUOTE (Tio @ 29 Oct 2010, 19:12 )
QUOTE
რაც უფრო მეტ ხალხში ვიყავი, უფრო მეტად ვგრძნობდი მარტოობას


smile.gif yes.gif

ეს გამახსენდა smile.gif :

...მეწვის ძვლები და ახლა მესმის ბებიაჩემის, მეწვისო ძვლები ,რომ ამბობდა,როცა გაიგო, სოფელში, მეზობელი ბიჭის სიკვდილი.
გენეტიკურ ტკივილს ვუახლოვდები...
ახლა მარტო ვარ და მესმის ,რას გრძნობდა მამაჩემი,ჩემი გათხოვების პირველ საღამოს,ჩვენი პატარა ბინის სამზარეულოში მარტო რომ იჯდა და ჩაი უცივდებოდა.
მარტოობა მემკვიდრეობითია...
ძალიან მცივა,ალბათ ზუსტად ისე,როგორც ბაბუაჩემს სციოდა საკუთარ პანაშვიდზე,როცა ვცდილობდი ხელისგულებით მისი ლამაზი შუბლი გამეთბო.
გარდაუვალია...
დედაჩემს ვემსგავსები დღითიდღე... ვგრძნობ,სახე მიბერდება და სარკეში ორი თითით ვისწორებ თვალებთან დაგუბებულ ნაოჭებს.
დროა...
(დრომ მიჩვენა ,რომ ყველაფერი დროებითია),ხოდა მეტირება...
ისევე როგორც მე და შენი არგაჩენილი შვილი იტირებდა შობის ღამეს,როცა საყვარელი ნაძვის ხის სათამაშო გაუტყდებოდა.
სინანულისგან ჩემსავით ყელი ეტკინებოდა ალბათ...
გენეტიკურია...

მაიმასკო
22 ნოემბერი, 2009

user.gif 4 ცრემლი
ნუ მატირებთ რა

Posted by: MISS_))) 3 Nov 2010, 18:02
დიახ მარტო ვარ,მიუხედავდ იმას რომ გარშემო არიან ადმაინები რომელებიც მეუბნებიან რომ ვუყვარვარ სულიერი სიცარიალე მუდმივია და ამოუვსებელი ყოველშემთხვევაშI აქამდე ამოუვსებელია .ადამინებს რომლებსაც გვააიცნობ იმდენად უინტერესეობეი ხდებინა ძლაიან მალე,უბრალოდ რამოდენიმე თU იქნება ვინც არასდროს იქნება მოსაწყენი.
ხო და მუდმივად ახლის ძებნში ვერაფერს ვერ ვპოულობ და მარტო ვარ მაინც ყოველთვის.
ხშირად ვბრაზობ საკუთარ თავზხე სხვებზე ,მეგობები ოჯახის წევრები,მაგრამ თვითგვემა მიდის შიგნიდან მაინც ეს მაგარი საშIნელებაა.
არავინ არ იცით საშუალება ამ მარტოობის განცდის მოშორება როგორ უნდა rolleyes.gif

Posted by: zenobia 3 Nov 2010, 22:06
მარტოობა კარგია,, თანაც თავისუფლებას უფრო შეიგრძნობ. ძალიან ხდები შენს თავზე ორიენტირებული. თან ბევრს ფიქრობ....აანალიზებ... რაღაცეებს გეგმავ... მარტო აუცილებლად უნდა იყო, ოღონდ ძალიან გარკვეული პერიოდი!

Posted by: MISS_))) 3 Nov 2010, 22:21
zenobia
ხო ცოტა ხანი აუცილებელია მარტოობა რო დაფიქრდე რაღაცაზე მაგრამ ეს რომ ხშირად ხდება და ზოგისთვის მუდმივად mo.gif

Posted by: zenobia 3 Nov 2010, 22:34
MISS_)))
მუდმივად ვინ დაგტოვებს მარტო smile.gif ცოტა ხანი აუცილებელია და სასარგებლო.

Posted by: MISS_))) 4 Nov 2010, 15:25
zenobia
სულიეი ისცარიელე ა მარტოობის შეგრძნება გამორიცხული არ არის რომ მთელი ცხოვრება ქონდეს ადამინს yes.gif

Posted by: Mrs Raycher 13 Nov 2010, 20:03
QUOTE
მარტოობა, მე <3 მარტოობა



მე არ მიყვარს მარტოობა, საშინელ ხასიათზე ვდგები როცა მარტო ვრჩები და მერე მთელი დღე ცუდად ვარ...

მარტოობა ყველაზე ცუდია, ამიტომ ვცდილოვბ არასოდეს არ დავრჩე მარტო...

მარტო ვარ მაშინ როცა ვიძინებ და მაშინაც საკმარისი დრო მაქვს იმისათვის რომ დავფიქრდე რაღაც-რაღაცებზე...

მიყვარს ხალხმრავლობა... love.gif

Posted by: tkemali 14 Nov 2010, 16:04
უკვე ისე ვეღარ ვიტან ადამიანთა ჩამორჩენილ აზროვნებას... მუდამ კრიტიკას, მუდამ მითითებას... მუდამ რაღაცის შეცვლას რომ გთხოვს ყველა და ყველას აზრი რომ უნდა გაითვალისწინო... უკვე იმდენად ვეღარ ვიტან... რომ დიდი სიამოვნებით ვიცხოვრებდი მარტო.... mo.gif


ყველას ანგარიში შენ უნდა გაუწიო... თორემ იმას არ დარდობენ შენ რა გინდა... ან როგორ გინდა...

Posted by: ელენ 14 Nov 2010, 21:25
QUOTE
მე მიყვარს მარტოობა. როდესაც შეგიძლია იფიქრო უამრავი, განავითარო შენი თავი ისე, რომ სხვა არ გიშლიდეს ხელს და დარჩე შენს თავთან მარტო. მიყვარს მარტოობა დიდი დოზითაც



მეც ძალიან მიყვარს მარტოობა.. love.gif ვერ ვიტან ხალხმრავლობას.. mad.gif


Posted by: BASKO 15 Nov 2010, 18:55
სულ მეშინოდა მარტოობის. ერთხელაც მოხდა და დავრჩი მარტო. ორი წელი ვეწამე წარსული მოგონებების გამო. მერე შევეჩვიე და აღმოვაჩინე , რომ ძალიან ბედნიერი ვარ. ახლა თავზე დავკანკალებ ჩებს სათუთ მარტოობას, სამყაროსთან სრულ ჰარმონიაში ვარ და იმდენი რამით ვტკბები ირგვლივ, ხშირად შევძახებ გულში; ღმერთო რა ბედნიერი ვარ...დამერწმუნეთ მარტოობაში გაცილებით სრულყოფილად შეიგრძნობ სამყაროს მშვენიერებას. არ გეგონოთ კაცთ მოძულე ვიყო, მაგრამ ის რაც ადამიანურ ურთიეთობებში აღმომიჩენია, ჩემთვის უკვე მომაბეზრებელია. ეს ფორმულები გაშიფრული მაქვს . სიყვარულის მოტივი , სიძულვილის მოტივი, სათნოების, კეთილშობილების, განდიდების. არ მიყვარს ჯგუფური თანაგრძნობა, კოლექტიური მხიარულება, ჯოგური მრისხანება, წრის განხილვები, ძმაკაცების დვიჟენიები, სადაქალოს ჭორები, სანათესაოს მორალი.. მხოლოდ ერთია-შენი მარტოობა არ უნდა იყოს გაჯერებული გარეშემყოფთა სიძულვილით და ეკონომიურად არ უნდა იყო ვინმეზე დამოკიდებული, ჰოდა მარტოობა ამის შემდეგ უდიდესი ბედნიერებაა. გაუმარჯოს მარტოობას....

Posted by: MISS_))) 15 Nov 2010, 19:18
BASKO
ეგ ყველაფერი ხო მაგრამ არ გბეზრდება თUმდაც ეგ ერთIდაიგივე?
მეც მარტო ვარ ხშირად და მე მაგალითად ვერ ვიტან სიამარტოვეს yes.gif

Posted by: ghostreveries 16 Nov 2010, 18:32
ჰოდა როგორც ერთი იტყოდა

лучший стимул
для творчества,
конечно же,
одиночество...

მაშ.

Posted by: get-up 16 Nov 2010, 18:53
ელენ
QUOTE
მეც ძალიან მიყვარს მარტოობა..  ვერ ვიტან ხალხმრავლობას..

მესმის შენი
smile.gif

Posted by: tete_tete 16 Nov 2010, 18:55
QUOTE
შეიძლება ბევრ ხალხთან იყო, მაგრამ მაინც მარტო იყო. განა მარტოდ გრძნობდე თავს, არამედ პირდაპი "მარტო" იყო

მეც მემართება ხოლმე ასე... საერთოდ არ მიყვარს მარტოობა...
QUOTE
ნუ გეშინია, ეგეთI პერიოდი გაქვს, ყველას თუ არა ბევრ ჩვენთაგანს განუცდია. გაგივლის smile.gif გვქონდა ჩვენ მარტოსულთა კლუბი სადაც ბევრს ვსაუბრობდით ამაზე, ვამბობდით რომ ეს მდგომარეობა მუდმივად თან გვდევს და არ არის დამოკიდებული "მეორე ნახევრის" არსებობაზე. მაგრამ ფაქტები უტყუარია. ჩემს შემთხვევაშიც ასე მოხდა ... მარტოობის და მისი თანხლები გრძნობები გაქრა. ცხოვრება თვითონ გაჩვენებს გზას, შენ მთავარია ნაკლები დანაკარგებით ( ტვინის ნერვული უჯრედუნები) განვლო ასეთი პერიოდები : )))

100%

* * *
QUOTE
სულ მეშინოდა მარტოობის. ერთხელაც მოხდა და დავრჩი მარტო. ორი წელი ვეწამე წარსული მოგონებების გამო. მერე შევეჩვიე და აღმოვაჩინე , რომ ძალიან ბედნიერი ვარ. ახლა თავზე დავკანკალებ ჩებს სათუთ მარტოობას, სამყაროსთან სრულ ჰარმონიაში ვარ და იმდენი რამით ვტკბები ირგვლივ, ხშირად შევძახებ გულში; ღმერთო რა ბედნიერი ვარ...დამერწმუნეთ მარტოობაში გაცილებით სრულყოფილად შეიგრძნობ სამყაროს მშვენიერებას. არ გეგონოთ კაცთ მოძულე ვიყო, მაგრამ ის რაც ადამიანურ ურთიეთობებში აღმომიჩენია, ჩემთვის უკვე მომაბეზრებელია. ეს ფორმულები გაშიფრული მაქვს . სიყვარულის მოტივი , სიძულვილის მოტივი, სათნოების, კეთილშობილების, განდიდების. არ მიყვარს ჯგუფური თანაგრძნობა, კოლექტიური მხიარულება, ჯოგური მრისხანება, წრის განხილვები, ძმაკაცების დვიჟენიები, სადაქალოს ჭორები, სანათესაოს მორალი.. მხოლოდ ერთია-შენი მარტოობა არ უნდა იყოს გაჯერებული გარეშემყოფთა სიძულვილით და ეკონომიურად არ უნდა იყო ვინმეზე დამოკიდებული, ჰოდა მარტოობა ამის შემდეგ უდიდესი ბედნიერებაა. გაუმარჯოს მარტოობას....

არაააა ვერ დაგეთანხმები.. სულ მარტო ვერ იქნები ადამიანი და ყოველთვის ვერ უზრუნველყოფ შენს თავს მატერიალურად... ყველაფერი საჭიროა ჯგუფური თანაგრძნობა, კოლექტიური მხიარულება, წრის განხილვები, ძმაკაცების დვიჟენიები, სადაქალოს ჭორები, სანათესაოს მორალიც კი, ოღონდ ამან სისტემატიური სახე არ უნდა ,მიიღოს.. ღმერთო ჩემო ოაჯახის და მეგობრების გარეშე ვერ შევძლებ, მოვკვდები... წარმოიდგინე დაბერდები და მარტო ხარ უმწეო sad.gif გაფიქრებაც არ მინდა ძალიან მეშინია მარტოობის, მაგრამ ცოტა ხნით შეიძლება ძალიან ცოტა ხნით, რომ თავს განტვირთვის შესაძლებლობა მისცე... ცოტა იფიქრო, რაღაც შეცვალო და ა.შ.

Posted by: ელენ 16 Nov 2010, 21:01
get-up
QUOTE
მესმის შენი



მხოლოდ მორიელებს ესმით, რა კარგია მარტოობა.. chups.gif

Posted by: LTB1948 17 Nov 2010, 15:41
ისე მგონია რომ მარტო მყოფი ადამიანი უფრო ბუნებრივია, ნაკლებად თამაშობს და შეუძლია ის აკეთოს რაც უნდა.... ეგ მხარე მარტოობის ძალიან მიყვარს, გასნაკუთრებით დიდი და უცხო ქალაქში, სადაც ბევრი რამის აღმოჩენა შეიძლება... ოღონს უსაფრთხოდ რომ გრძნობ თავს... თუმცა ტოტალური მარტოობდა დამთრგუნველია და მოსაწყენი...
ბავშვობაში მიყვარდა მარტო დარჩენა, იმიტომ რომ აკრძალული რაღAცეები შემეძლო მეკეთEბინა, გამომელაგებინა ყველაფერი რაც მინდოდა, რასაც სხვა დროს გამომალაგებინებდნენ, ჩემი მშობლების ნივტები ამეღო და მეთამაშა, ცოტა რომ მოვიზარდე, სიგარეტი მომეწია მშვიდადsmile.gif) არის რაღAც მომხიბვლელი მარტოობაში...smile.gif

Posted by: radiohead_lover 18 Nov 2010, 12:46
როცა მარტო ხარ მეტს ფიქრობ... მეტად იცნობ საკუთარ თავს...

Posted by: Littlekoku 18 Nov 2010, 12:50
QUOTE
როცა მარტო ხარ მეტს ფიქრობ... მეტად იცნობ საკუთარ თავს...



yes.gif

Posted by: Wonderwall 18 Nov 2010, 12:54
მე მიყვარს მარტოობა, ზოგჯერ ისე ვარ არავინ და არაფერი არ მინდა... უბრლოდ მინდა ვიყო მარტო, ჩემთვის.. დავლიო ჩაი, დავხატო.. მოვუსმინო კარგ მუსიკას ან ვუყურო კარგ ფილმს, წავიკითხო რამე საინტერესო... მაგ დროს მყუდროებას რომ მირღვევენ საშინლად ვღიზიანდები..

ხო კიდევ ბევრს ვფიქრობ მარტო როცა ვარ.. მაგრამ ბოლო დროს სულ მიწევს ხალხთან ერთად ყოფნა, ასე რომ ვეღარ ვახერხებ განმარტტოვებას... : (

Posted by: tamritamo 18 Nov 2010, 13:06
ვერ ვიტან მარტოობას და ვერც მარტოობაში ფიქრი მგვრის დიდ სიამოვნებას, არც მარტოობაში ვცდილობ საკუთარი თავის შეცნობას და არც მარტოობა მეხმარება რამის დასანახად.

მოკლედ მარტობაა ჩემთვის არაა გამოგონილი biggrin.gif

ძალიან ხმაურიანი გოგო ვარ და მიყვარს ხმაურში ყველა იმ განცდის და სიამვნების მიღება რასაც თქვენ მარტოობაში ღებულობთ 2kiss.gif

Posted by: ako_chumbura 18 Nov 2010, 18:05
ამ საკითხში ჩემ ზოდიაქოს ვამაართლებ და მართლა გაორებული ვარ. მაქვს პერიოდი როცა სულ ხმაურიანი ატმოსფერო მინდა და ხალხმრავლობა მსიამოვნებს და ვერ ვეგუები მარტო ყოფნას ხან კი პირიქით. ეხლა ძალიან მინდა სულ სულ მარტო ყოფნა სადმე მიყრუებულ ადგილას სადაც ჩემ გარდა საერთOდ არავინ იქნება მხოლოდ ზღვა მინდა რომ მის ყურებისას ფიქრებში და ჩემ თავში ჩავიძირო & გავიდე ჩემ მეორე სამყაროშI რომელსაც dreamin town ქვია . არ ვიცი რამდენ ხანს ვიქნები ესე მაგრამ ეხლა ეს პერიოდი მაქვს + რაღაც რაღაც მიზეზებმაც შეუწყო ალბათ ამას ხელი. ხშირად ვრჩები მარტო სახლში და მუსიკის ფონზე ვწევარ და ვფიქრობ ძალიან ბევრ რამეზე და ამით მართლა დიდ სიამოვნებას ვიღებ ) მარტო ყოფნას და ფიქრს სშეუძლია ძალიან დიდი ზეგავლენის მოხდენა ადამიანის ფსიქოლოგიაზე. შეიძლება გაგარეკინოს და შეიძლება პირიქით //
tamritamo
QUOTE
ძალიან ხმაურიანი გოგო ვარ

2kiss.gif

Posted by: nino877 18 Nov 2010, 19:06
მარტოობა .
მომწონს
მომწონს იმ დოზით სანამდე მომბეზრდება
მერე დგება
გაზიარების სურვილი

მომწონს სასაფლაოზე ყოფნა
მომწონს
საღამოობით მანქანში ჯდომა და საკუთარი ფლეილისტის ტრიალი
მიყვარს ხედების შეგროვებაემს მარტოობაში მინდა ვინმე იყოს ოღონდ ჩუმად უბრალოდ ვიცოდე რომ ჩემს გვერდით არის
მაგრამ მარტოობას აფუჭებენ ადამიანები შენს ირგვლის

მიყვარს იატაკზე წოლა და ღვინის ბოთლი
მიყვარს
სიგარეტის კვამლი ამოსული
ჩემი თითებიდან მიყვარს

[CODE]http://www.youtube.com/watch?v=zUWRRT7DRBw

კიდევ მიყვარს სასაფლაოზე საფლავის მაღალ მოაჯირზე წოლა და ბუღიანი ქალაქის ყურება
user posted image

მიყვარს იმაზე ფიქრი რაც სიამოვნებას მანიჭებს
user posted image

Posted by: ლურჯი 19 Nov 2010, 15:14
”Monsieur breton (ძალიან ძველი ლექსი)

Monsieur breton არაფერი მოგიწერიათ დიდი ხანია
და ლოდინში მე და ჩემი ყვითელი ძაფი,
(თქვენს სახეს რომ ვქარგავ )
ერთად გავილიეთ და დავპატარავდით,
მაგრამ მისგან რაღაც მაინც დარჩება...
ქუჩამაც დიდი ხანია ჩამოირეცხა
თქვენი ნაფეხურები,
ალბათ ვეღარც კი გიცნობთ
თუ ოდესმე ისევ გადაივლით
მის ბებერ,გაუხეშებულ გულ-მკერდზე,
ყოველდღე რომ ვსეირნობდით
და ვაცვდებოდით ერთმანეთს:
ჩვენ და Montparnasse
ჩვენ და “La Rotonde”
ჩვენ და აწმყო...
ახლა კი ყველა ფანჯარა ერთ სურათს გავს,
მოწყენილი ქალის სახე რომ გამოხატვია,
რომელიც დორიანივით ისე გაიყინა
რომ დროის სიმკაცრესთან ჩაწნულ თითოეულ მიმიკას
ყიდის მაარტოობაზე.
მაარტოობას კი ვერასდროს შეელევა
რადგან მისია,
რადგან ვერავინ წაართმევს,
რადგან ის ყველას აქვს თავისი წილი...
Monsieur breton სამარცხვინოა მაგრამ გამოგიტყდებით:
ხანდახან მავიწყდება თქვენი ღიმილი,
თქვენი ხმა,
იმ მოხუცს ვგავარ,
ცუდათ რომ არის,წევს
და არ უნდა შვილებს დაუძახოს,
(ეშინია არ აერიოს მათი სახელები)
იმ ღიმილისაც ეშინია,
თბილ ნაბიჯებს რომ მოჰყვება
დასაწყნარებლად,
რადგან სწორედ ეგ სითბოა რომ გაჯერებს დაბერებას
შენ რომ აკანკალებული ხელით მალავ გულის ჯიბეში
როგორც ახალგაზრდობის სამიჯნურო ბარათებს...
სწორედ ასე ვიგერიებ მეც თქვენს დავიწყებას…
Monsieur breton თუმცა დავიღალე,ესეც სიმართლეა
ხანდახან გაგირბივართ
(არადა ათასობით კილომეტრი გვაშორებს ერთმანეთს)
მაგრამ ეს გრძნობა ჭიპლარს გავს,
დედისგან რომ დაგყვება და სადაც არ უნდა წახვიდე,
როგორც არ უნდა ეცადო ვერ გაწყვეტ,
ვერ მოიშორებ.
ასე ამეკვიატეთ და გადავწყვიტე დაგაძინოთ
ჩემი მეზობლის მუდამ მშიერი ბავშვივით
მშობელი რომ ტირილით უმღერის იავნანას
(ყოველ ღამე)
და შვილს სიზმრებს ჰკიდებს ტვირთად-
იქნებ გააძლებინოს...
მეც ასე გავაჩერებ ამ გულს,
და გვიან,ძალიან გვიან,
როცა დრო თავისი კუთვნილების წასაღებად მოვა,
მხოლოდ მაშინ გამოვაფხიზლებ..ბოლოჯერ...
Monsieur breton არ მიწყინოთ,ხვალე ალბათ ფარდებს დავკიდებ
ყველა ფანჯარაზე,
და ჩემს თავსაც გამოვემშვიობები,
იმ კაბასაც დავწვავ,პირველად რომ მნახეთ
და ყველა წერილს,
რადგან გახუნდნენ,ამ მოგონებებივით
სამუდამო ბოტკინით დაავადმყოფებულებს
ყვითელი ფერი გადაუკრავთ მისუსტებულ არსებობაზე
და გმინავენ...
დავწვავ რადგან ყვითელი თქვენს თავს გამახსენებს...

Monsieur breton მე აღარასდროს შევხვდები დილას.
მე აღარასდროს შევხვდები მზეს.
მე აღარასდროს დავლევ ლიმნიან ჩაის.”

/ ა. /

Posted by: sunny_flower 19 Nov 2010, 17:49
QUOTE
 მარტოობა, მე <3 მარტოობა

ზოგადად შეიძლება ითქვას რომ მარტოსული ვარ
როდესაც ჩემს ცხოვრებაში ყველაზე სერიოსული, ყველაზე დიდი პრობლემები დგება მირჩევნია რომ მათ მარტომ გავუმკლავდე, იმიტომ რომ ესე ბევრად უფრო მიადვილდება, იმიტომ რომ ჩემ თავთან მარტო დარჩენილი გაცილებით უკეთ და რეალურად ვაზროვნებ, და მხოლოდ ჩემ თავთან მარტო დარჩენილი ვპოულობ გამოსავალს

რაც შეეხება წვრილმან პრობლემებს მათი გაზიარება არ მიჭირს, პირიქით მათზე თავისუფლად მსჯელობაც კი შემიძლია

Posted by: nino877 19 Nov 2010, 19:43
пять стадий горя
Сначала - отрицание. Мы не можем поверить в эту немыслимую утрату. Потом мы начинаем злиться на всех вокруг и на самих себя. А после - торгуемся с судьбой. И мы просим, мы умоляем, мы готовы отдать что угодно, готовы продать душу за еще один день.Но мольбы не помогают, а злиться уже нет сил. И мы впадаем в отчаянье, мы подавлены. Но, в конце концов, нам приходится признать, что мы сделали все, что могли. И мы готовы смириться и принять свою судьбу. Врачей учат бороться со смертью. Но как научиться жить дальше? Горе - это то, что есть у каждого. Но у всех оно разное. Горе приносит не только смерть, но и жизнь, утраты, перемены. И, когда спрашиваешь себя, почему тебе так плохо и больно, надо помнить, что все может измениться в один миг. Этим мы и живем. Мы чувствуем, что живы, лишь задыхаясь от боли, убеждая себя, что однажды, эта боль уйдет, что однажды, будет не так больно. Горе приходит к каждому в свое время и по-своему. И все, что мы можем сделать - стараться быть честными. А сложнее всего то, что горем нельзя управлять. Можно лишь попытаться почувствовать его, когда оно приходит. И забыться, если получится. А самое ужасное, что как только ты решишь, что все кончилось, все начинается снова. И снова, каждый раз, ты задыхаешься от боли. Есть пять стадий горя. Все проходят их по-разному, но их всегда пять: отрицание, гнев, сделка, депрессия, принятие.

Posted by: Tio 21 Nov 2010, 14:38
smile.gif ...


Posted by: Witch And Bitch 21 Nov 2010, 14:51
მარტო ყოფნასაც გააჩნია, ანუ აი რის მიხედვით...
ჩემთვის მარტოობა იყოფა 2 კატეგორიად: 1. მაშინ როდესაც ფიზიკურად ხდები იზოლირებული, ხარ რაღაც კოკნრეტულ სივრცეში გამოკეტილი და ხარ მარტო, მაგრამ იცი რომ სადღაც შორი-ახლოს არის ვიღაც თუნდაც ერთი ადამიანი რომელთანაც ნებისმიერ დროს გახვალ როცა მოგწყინდება და მარტოობასაც მოსპობ; და 2. მაშინ როდესაც მარტო ხარ, და ზუსტად იცი რო ვერსად და ვერავისთან ვერ გახვალ რადგან არავინაა და ხარ აბსოლიტურად იზოლირებული და ამ მარტოობას ადევს ვადა, რომელსაც კონკრეტულ დროსა და ადგილას გაუვა და შენც გათავისუფლდები, ელოდები და ელოდები...
მე მგონი მარტოობას შიში უნდა ახლდეს თან, ისე ვერ აღიქვამ მთელი თავისი ბუნებით ის რას წარმოადგენს თუ პარალელურად არ გეშინია მარტო ყოფნის, უნდა იყოს რაღაც ბარიერი და არ უნდა იყოს კონტროლირებადი.


Posted by: ako_chumbura 21 Nov 2010, 17:00
Witch And Bitch
QUOTE
ზუსტად იცი რო ვერსად და ვერავისთან ვერ გახვალ რადგან არავინაა და ხარ აბსოლიტურად იზოლირებული და ამ მარტოობას ადევს ვადა, რომელსაც კონკრეტულ დროსა და ადგილას გაუვა და შენც გათავისუფლდები, ელოდები და ელოდები...

არა მგონია ეს ვინმესთვის ნორმალური და სასიამოვნო იყოს. ეს არის ძალიან ცუდი მომენტი და ძალიან საშინელი. შეიზლება ამ დროს ფსიქოლოგიურადაც შეირყეს ადამიანი. ამის ძალიან დიდი შანსია + ამ შანსს აორმაგებს და ზოგადად სიტუაციას ბევრად ართულებს ის მომენტი თუ ელოდები ელოდები და არ იცი როდის გავა ეს ვადა....

Posted by: Witch And Bitch 21 Nov 2010, 17:06
ako_chumbura
მერე მეც მაგას ვამბობ რო არ უნდა იყოს სასიამოვნო, შიშის განცდა უნდა გქონდეს რომ ვაი და ეს მდგომარეობა კიდე დიდხანს გაგრძელდეს ან არ დასრულდეს საერთოდ, მერე რა იქნება... ანუ იმის ტქმა მინდა რომ როდესაც ადამიანი გადის ცალკე ბნელ კუთხეში თავისთვის და თავისივე ნებით ხდება იზოლირებული არავისთან არ კონტაქტობს და ესეთები, ეს უკვე "სიაფანდი" მარტოობა გამოდის და კონტროლირებადია ანუ რეალურად შენ იცი რომ როცა მოხვალ ხოდზე ადგები და გახვალ და ვისაც გინდა დაელპარაკები, ეს კიდე არაა მარტოობა...

Posted by: ako_chumbura 21 Nov 2010, 17:11
Witch And Bitch
მართალია არ გეთანხმები მაგრამ მეზარება წერა. მერე იყოს.

Posted by: Witch And Bitch 21 Nov 2010, 17:24
ako_chumbura
as you wish 2kiss.gif

Posted by: lav-100 21 Nov 2010, 19:12
მარტი ყოფნაც ყველასთვის ინდივიდუალურია ( სიბრძნე ფაქტობრივად) შეიძლება ბევრი იფიქრო და მაგით განვითარდე ან საერთოდ არ იფიქრო და დეგრადაცია განიცადო smile.gif ტიპს გააჩნია tongue.gif

Posted by: tatuline 21 Nov 2010, 20:12
QUOTE (lav-100 @ 21 Nov 2010, 19:12 )
მარტი ყოფნაც ყველასთვის ინდივიდუალურია ( სიბრძნე ფაქტობრივად) შეიძლება ბევრი იფიქრო და მაგით განვითარდე ან საერთოდ არ იფიქრო და დეგრადაცია განიცადო smile.gif ტიპს გააჩნია tongue.gif

მე მგონია, არ ფიქრით დეგრადაციას ვერ განიცდი.....


რაც შეეხება მარტოობას, ყოველთვის არის მომენტები, როდესაც ადამიანს მარტოობის გრძნობა ეუფლება. (მე ხშირად მაქვს ეგეთი განცდა). რასაც შედეგად ხშირად სასოწარკვეთილება მოყვება... საშინელი შეგრძნებაა მარტოობა...

Posted by: cxako 21 Nov 2010, 20:19
შეჩვევა იცის.... მერე სეიძლება ვერავის გაუგო, სასურველი ურეთიერთობები ვეღარ ააწყო. ამიტომ დიდხანს არ ღირს მარტობაში ყოფნა.

Posted by: Littlekoku 21 Nov 2010, 22:26
QUOTE
შეჩვევა იცის.... მერე სეიძლება ვერავის გაუგო, სასურველი ურეთიერთობები ვეღარ ააწყო

პიროვნებაზეა ეგ დამოკიდებული მგონი user.gif

Posted by: Ninuka82 24 Nov 2010, 04:20


მარტოობისას ყველაზე ბედნიერი ვარbis.gif
სრული ჰარმონია, საკუთარი თავის მიმართ სიყვარულის გაძლიერება, ახალი საინტერესო საქმიანობები, მოკლედ ყველაფერი საუკეთესო ხდება ჩემს ცხოვრებაში tan.gif
ყოველდღე მადლობას ვუხდი ღმერთს ჩემი მარტოობისათვის yes.gif
უკვე წარმოუდგენელიც კია სხვა ადამიანის სამყაროს მიღება ჩემთვის, იმდენად ჰარმონიულად ვართ მე და სამყარო ერთმანეთთან love.gif
ახლა ვხვდები, რომ ღმერთთან მისასვლელი გზა ესაა, რატომ ტოვებებნ ბერები და მონაზვნები ოჯახებს, რატომ არიან განდგომილები. იმიტომ რომ ღმერთის გზა ესაა, რადგან სრულ ჰარმონიას ადამიანი ასე აღწევს. smile.gif

Posted by: TAMTAgirl 24 Nov 2010, 04:26
Ninuka82

ბედნიერი ხარ ამ ყველაფრით...
ხომ ასეა?!..........

2kiss.gif


Posted by: Ninuka82 25 Nov 2010, 03:45
TAMTAgirl
QUOTE
ბედნიერი ხარ ამ ყველაფრით...
ხომ ასეა?!..........



რა თქმა უნდა 2kiss.gif
ახლა აღმოვაჩინე რა მრავალფეროვანი და საინტერესოა ყველაფერი.
სიცოცხლე მიხარია, მოკლედ bis.gif

Posted by: giojero 25 Nov 2010, 04:41
უჟმური ტიპები არიან უმეტეს შემთხვევაში ეგეთ პონთში

Posted by: tkemali 28 Nov 2010, 16:58
მარტო ცხოვრება მინდა....


მარტო ყოფნა მინდა...


არ მინდა არავინ....


ვერავის ვერ ვიტან....


http://www.SmileS.ge

Posted by: Utopian 28 Nov 2010, 17:10
ახლა ვარ ზუსტად ეგრე
ყველასა და ყველაფრისგან მინდა დასვენება

ჩემთვის მარტო ვსეირნობ ხოლმე საღამოობით და ისეთი მაგარია...

ამოვიდა ყელში გაუთავებელი საყვედურები
ეგოიზმი

რაც მეტს გასცემ
მოთხოვნები უფრო იზრდება...
სანაცვლოდ?


ხოდა ესე... : )

Posted by: KoShKa 1 Dec 2010, 22:27
მეც მიყვარს მარტოობა.
ბავშვობიდან ვგიჟდებოდი სახლში მარტო დარჩენაზე.
თუმცა განსაკუთრებულს არაფერს ვაკეთებდი, მაინც.
ვიჟექი სიმშვიდეში და სიწყნარეში და ეს მსიამოვნებდა.
თუ ოჯახის წევრები იყვნენ სახლშიოი, სულ ჩემს ოთახში ვიყავი მარტო ჩემთვის.
ეხლაც ისე მიხარია ხოლმე, სახლში რომ მოვალ და არავინ მხვდება.
არადა, ჩემ სახლში არასდროს ყოფილა მშობლების ჩხუბი ან კონფლიქტური სიტუაცია, არც არავინ მექცეოდა ცუდად.
ეხლაც ხშირად ვსეირნობ მარტო მანქანით.

იმდენად შევეჩვიე, რომ ხანდახან მეშინია,
მერე არ გამიჭირდეს,
როცა ვიღაცა მენდომება გვერდში
და აღარავინ დამრჩება ...


ფსიქოლოგიურად რითი იხსნება არ ვიცი.
მარტოობის ასეთი სიყვარული?

Posted by: limpompo 2 Dec 2010, 00:28
QUOTE
მარტოობა,

მე ძნ მიყვარს და ხანდახან ამ სიყვარულის მეშინია

Posted by: sunny_flower 2 Dec 2010, 02:28
QUOTE
მე მიყვარს მარტოობა. როდესაც შეგიძლია იფიქრო უამრავი, განავითარო შენი თავი ისე, რომ სხვა არ გიშლიდეს ხელს და დარჩე შენს თავთან მარტო.

მიყვარს ძალიან მიყვარს, მამშვიდებს, მაწყნარებს, ძალას მმატებს, ყველაზე რთულ პერიოდში გამოსავალს მარტოობით ვპოულობ ხოლმე

QUOTE
გავუზიაროთ ერთმანეთს აზრი ამ თემასთან დაკავშირებით. რა ფსიქოლოგიურ ასპექტებს აფიქსირებთ ამ საკითხზე და რა არის მისი პლუსები და მინუსები?

მინუსი ის აქვს, რომ ხანდახან იმდენად ვიკეტები ამ მარტოობაში რომ გარე სამყაროსთან თითქმის მთლიანად ვწყვეტ კავშირს, იმ ადამიანებსაც კი აღარ ვეკონტაქტები ვინც ჩემი ცხოვრების ნაწილია. თუმცა ეს გარკვეული პერიოდის განმავლობაში, მერე ისე მოვდივარ ხოლმე აზრზე, ოღონდ შედარებით განახლებული "მე"თი
დადებითი უამრავი აქვს საკუთარი თავის შეცნობასა და დალაგებაში მეხმარება, საკუთარ თავთან დიალოგი და საკუთარი მინუსების აღმოჩენა, თვითშეცნობის ყველაზე ეფექტური ხერხია ჩემი აზრით.

Posted by: SuperGirl 2 Dec 2010, 02:30
KoShKa
QUOTE
მეც მიყვარს მარტოობა.
ბავშვობიდან ვგიჟდებოდი სახლში მარტო დარჩენაზე.
თუმცა განსაკუთრებულს არაფერს ვაკეთებდი, მაინც.
ვიჟექი სიმშვიდეში და სიწყნარეში და ეს მსიამოვნებდა.
თუ ოჯახის წევრები იყვნენ სახლშიოი, სულ ჩემს ოთახში ვიყავი მარტო ჩემთვის.
ეხლაც ისე მიხარია ხოლმე, სახლში რომ მოვალ და არავინ მხვდება.
არადა, ჩემ სახლში არასდროს ყოფილა მშობლების ჩხუბი ან კონფლიქტური სიტუაცია, არც არავინ მექცეოდა ცუდად.
ეხლაც ხშირად ვსეირნობ მარტო მანქანით.

იმდენად შევეჩვიე, რომ ხანდახან მეშინია,
მერე არ გამიჭირდეს,
როცა ვიღაცა მენდომება გვერდში
და აღარავინ დამრჩება ...


ფსიქოლოგიურად რითი იხსნება არ ვიცი.
მარტოობის ასეთი სიყვარული?

ნუ მატირე ქალო biggrin.gif lol.gif ხოდა დასტოინად მოიქეცი biggrin.gif



პ.ს. მეც მიყვარს მარტოობა, ეგრევე კარგ ხასიატზე ვდგები biggrin.gif
1ზე მეტი ადამიანი თUა ოთახში მწარე ისტერიკა მემართება biggrin.gif

Posted by: KoShKa 2 Dec 2010, 21:59
SuperGirl
ჰოდა მოდი მარტო მე და შენ ვიყოთ : )

Posted by: SuperGirl 2 Dec 2010, 22:35
KoShKa
ცალცალკე ოთახებში თU როგორ

Posted by: :)) 3 Dec 2010, 18:00
QUOTE
, მე <3 მარტოობა


უაზროდ შეყვარებული ვარ მარტოობაზე და დარწმუნებულივარ ისიც იგივეს განიცდის ჩემს მიმართ რასაც მე love.gif. ერთი სული გვაქვს ხოლმე, მოვწყდეთ ჰალჰებს და ერთმანეთით უსასრულოდ ტკბობა შევძლოთ სხვისგან თავისუფლებმა.
არასდროს მბეზრდება და არასდროს ვიღლები მისით
ცხოვრების რაღაც ეტაპზე ვფიქრობდი, მარტოობისთვის ვარ შექმნილი თქო, მერე რო დავაკვირდი სლოგანს რაღაცნაირად არ მომეწონა და წიპა შევცვალე biggrin.gif. უფრო სწორად ჭეშმარიტებას მიოვაგენი, მარტოობის სიყვარულისთვის ვარ შექმნილი
მიყვარდეს უსაზღვროდ და უანგაროდ და იმას ვღებულობდე მისგან რასაც გავცემ. ხანდახან უხეში შეიძლება ვიყო მის მიმართ, მაგრამ არასდროს იმჩნევს და გამოხატავს წყენას.
ალბათ მოვა ოდესმე დრო, როცა საუკუნოთ შევვერთდებით მე და იგი, ვერავინ ვერასდროს რომ ვერ მოგვაგნებს და დაგვირღვევს იდილეას.

Posted by: ლიზა 3 Dec 2010, 18:05
QUOTE (:)) @ 3 Dec 2010, 18:00 )
QUOTE
, მე <3 მარტოობა


უაზროდ შეყვარებული ვარ მარტოობაზე და დარწმუნებულივარ ისიც იგივეს განიცდის ჩემს მიმართ რასაც მე love.gif. ერთი სული გვაქვს ხოლმე, მოვწყდეთ ჰალჰებს და ერთმანეთით უსასრულოდ ტკბობა შევძლოთ სხვისგან თავისუფლებმა.
არასდროს მბეზრდება და არასდროს ვიღლები მისით
ცხოვრების რაღაც ეტაპზე ვფიქრობდი, მარტოობისთვის ვარ შექმნილი თქო, მერე რო დავაკვირდი სლოგანს რაღაცნაირად არ მომეწონა და წიპა შევცვალე biggrin.gif. უფრო სწორად ჭეშმარიტებას მიოვაგენი, მარტოობის სიყვარულისთვის ვარ შექმნილი
მიყვარდეს უსაზღვროდ და უანგაროდ და იმას ვღებულობდე მისგან რასაც გავცემ. ხანდახან უხეში შეიძლება ვიყო მის მიმართ, მაგრამ არასდროს იმჩნევს და გამოხატავს წყენას.
ალბათ მოვა ოდესმე დრო, როცა საუკუნოთ შევვერთდებით მე და იგი, ვერავინ ვერასდროს რომ ვერ მოგვაგნებს და დაგვირღვევს იდილეას.

ღმერტმანი რა რომანტიულია user.gif baby.gif

Posted by: :)) 3 Dec 2010, 18:10
ლიზა
QUOTE
ღმერტმანი რა რომანტიულია


ეე, რატო დამცინი? user.gif.

Posted by: ikaragua 3 Dec 2010, 18:25
ჰოდა ესე. მეც ვიყავი შეყვარებული მარტოობაზე.
სახლში მარტო ყოფნა, სადმე მარტო ყოფნა..
ბოლოს რა დამრჩა.. ჩამოვყალიბდი ესე მარტო.
აუტანელი ხასიათი..

Posted by: ლიზა 3 Dec 2010, 18:29
smile.gif)
QUOTE
ეე, რატო დამცინი?

არანაირად , ლამაზად დაწერე პირიQიტ : )

მარტოობა ზომიერად კარგია : )

Posted by: :)) 3 Dec 2010, 23:10
QUOTE
მარტოობა ზომიერად კარგია : )


მე ზომაზე მეტად მიყვარს love.gif.

და მას ყველაზე მეტად ვუყვარვარ ქვეყანაზე rolleyes.gif.


yes.gif.


Posted by: giojero 4 Dec 2010, 02:03
smile.gif)
QUOTE
უაზროდ შეყვარებული ვარ მარტოობაზე და დარწმუნებულივარ ისიც იგივეს განიცდის ჩემს მიმართ რასაც მე . ერთი სული გვაქვს ხოლმე, მოვწყდეთ ჰალჰებს და ერთმანეთით უსასრულოდ ტკბობა შევძლოთ სხვისგან თავისუფლებმა.არასდროს მბეზრდება და არასდროს ვიღლები მისითცხოვრების რაღაც ეტაპზე ვფიქრობდი, მარტოობისთვის ვარ შექმნილი თქო, მერე რო დავაკვირდი სლოგანს რაღაცნაირად არ მომეწონა და წიპა შევცვალე . უფრო სწორად ჭეშმარიტებას მიოვაგენი, მარტოობის სიყვარულისთვის ვარ შექმნილიმიყვარდეს უსაზღვროდ და უანგაროდ და იმას ვღებულობდე მისგან რასაც გავცემ. ხანდახან უხეში შეიძლება ვიყო მის მიმართ, მაგრამ არასდროს იმჩნევს და გამოხატავს წყენას. ალბათ მოვა ოდესმე დრო, როცა საუკუნოთ შევვერთდებით მე და იგი, ვერავინ ვერასდროს რომ ვერ მოგვაგნებს და დაგვირღვევს იდილეას.

ქორწილი არ გამომაპაროთ ქორწილი lol.gif

Posted by: krikri 4 Dec 2010, 02:14
QUOTE
ქორწილი არ გამომაპაროთ ქორწილი 

lol.gif lol.gif


ეჰხ, მარტოობა , მარტოოობა(ჰ)!! @

თქვა მან და ზეციდან იების თაიგული სტყორცნა ვრცელ ველზე ეულად გაწოლილ საფლავის ქვას cry.gif


ikaragua
QUOTE
ბოლოს რა დამრჩა.. ჩამოვყალიბდი ესე მარტო.

დარჩენილხართ შენ და მარტოობა ორნი რარა გინდა biggrin.gif


აი მარტოობის გარესე სუულ მარტო რომდ არჩები მაშინ ხარ საწყალი user.gif

Posted by: :)) 4 Dec 2010, 21:11
giojero
QUOTE
ქორწილი არ გამომაპაროთ ქორწილი


არ გვექნება ჩვენ ქორწილი user.gif.

Posted by: paradise_seeker 7 Dec 2010, 13:49
ვკვდები & პატრონი არ მყავს
ძილი მენატრება
ვინმე რომ ყურადღებას გაქცევს ზრუნვით & არა კივილნარევი რჩევებით ეგ მენატრება
& კიდე ის რომ არაფერს ვაკეთებდი & არ მაწუხებდა , ახლა ვაკეთებ მიზანი არ ვიცი, მაგრამ რომ არ გავაკეთოო მაწუხებს..
ვინმც მეხმარებოდა რომ ხოლმე ხოდზე ვყოფილიყავი ის მენატრება
კიდე თვალებიდან რომ იყურები & dvd ხარისხით მაინც რო ხედავ უკეთესით თუ ვერა, რაღაც ფერადები როარ დაფრინავენ
ფსქოლოგი მჭირდება პრობლემები მაქვს

whyme

Posted by: Fenix Fire Bird 7 Dec 2010, 14:28
QUOTE
მარტოობა, მე <3 მარტოობა

-

ძნელი არის
მარტოობა სულისა ,
მას ელტვიან
სიამენი სოფლისა.
მარად ახსოვს მას დაკარგვა სწორისა ,
ოხვრა არის,
შვება
უბედურისა.

პ.ს. ბარათაშვილმა სთქვა biggrin.gif

Posted by: secon 7 Dec 2010, 14:59
paradise_seeker ყველა პრობლემა ფაქტია და ყველა ფაქტი არაა პრობლემა ..
შენი პრობლემა ჩემი პრობლემა მაშინ ხდება როა მეც დისკომფორტს ვგრძნობ, სხვაგვარად - ის ფაქტია ..
შენი პრობლემა მაშინ გახდა შენთვის არამხოლოდ ფაქტი, არამედ - პრობლემა, როცა დისკომფორტი შეგიქმნა..
პრობლემა გამოსახვაა .. ის არ არის თავის თავში მყოფადი მოწინააღმდეგე.. პირველ რიგში ამ მცნებას ჩამოაცალე ძალაუფლება და შემდეგ დისკომფორტის გამომწვევ მიზეზებზე გადავიდეთ (თუ გსურს)

Posted by: forum_irakli 7 Dec 2010, 16:03
მარტოობა ერთადერთი მიყვარს მაშინ როცა ჩემ თავს მცირე დროში ბევრი რამე ხდება და მარტო სიწყნარეში ყოფნას ვიყენებ იმისთვის რომ მშვიდათ და წყნარად გადავხარშო და დავალაგო ყველაფერი თავში, სხვა შემთხვევაში მგრუზავს მარტოობა და მკეტავს საკუთარ თავში

Posted by: letodiniusi 9 Dec 2010, 00:23
smile.gif)
QUOTE
ერთი სული გვაქვს ხოლმე, მოვწყდეთ ჰალჰებს და ერთმანეთით უსასრულოდ ტკბობა შევძლოთ სხვისგან თავისუფლებმა.
არასდროს მბეზრდება და არასდროს ვიღლები მისით

+1
ალბათ იმიტომ,რომ თითქმის არასდროს(ვერასდროს) ვარ მარტო,და სულ ამიტომაც მენატრებააა....

Posted by: paradise_seeker 9 Dec 2010, 01:29
secon
დაიკიდე კარგად ვარ)))

შევსებული სიცოცხლით



my feelings change like the weather ამბავია რა)))))))00

Posted by: **LEONI** 9 Dec 2010, 01:33
ხანდახან საჭიროც არის რომ რაღაცეები გაანალიზო ადამიანმა.....

Posted by: giojero 9 Dec 2010, 02:44
ხვალ მარტო ვარ სახლში გოგჩოებო ამოისეირნეთ , მარტოოობა მარტო მაგ პონტში ასწორებს biggrin.gif du.gif 2kiss.gif tan.gif

Posted by: lady t 9 Dec 2010, 03:36
თითქმის 2 წელია მარტო ვცხოვრობ, ისე შევეჩვიე რომ უკვე აღარც კი მგონია თუ შევძლებ დიიდ ოჯახში ცხოვრებას(არადა ასეთ ოჯახში გავიზარდე), მართალია მხოლოდ ღამით ვარ ხოლმე სახლში,მაგრამ მაინც უკვირთ როგორ ვძლებ,ხმის გამცემი არავინ გყავსო,არადა არ მგონია ჩემზე უფრო საინტერესოს სხვას ვის შეიძლება ვესაუბრო biggrin.gif

Posted by: giojero 9 Dec 2010, 04:11
lady t
აი შენს თავს თუ ელაპარაკები ეგ უკვე ოოოო lol.gif lol.gif bis.gif sa.gif

Posted by: Elcorason 9 Dec 2010, 14:25
QUOTE
თითქმის 2 წელია მარტო ვცხოვრობ, ისე შევეჩვიე რომ უკვე აღარც კი მგონია თუ შევძლებ დიიდ ოჯახში ცხოვრებას(არადა ასეთ ოჯახში გავიზარდე), მართალია მხოლოდ ღამით ვარ ხოლმე სახლში,მაგრამ მაინც უკვირთ როგორ ვძლებ,ხმის გამცემი არავინ გყავსო,არადა არ მგონია ჩემზე უფრო საინტერესოს სხვას ვის შეიძლება ვესაუბრო 

smile.gif მეც ძაან მსიამოვნებს ჩემი თავის კომპანია. მეორე ბინა მაქვს სადაც მივდივარ ხოლმე და მარტო ვრჩები. უკვირთ მარტო რა გინდა, რა უნდა აკეთო. ვერ წარმოუდგენიათ მარტო რა უნდა აკეთო, ჰგონიათ მარტო იმიტომ მინდა იქ ყოფნა რომ აუცილებლად ქალები უნდა ავიყვანო givi.gif
საკუთარ თავში ჩაღრმავებას, ცხოვრების, ნაბიჯების გაანლიზებას მარტოოობა სჭირდებათ კაცოუ, არ ესმით ეს. იმიტომაა, რომ ძაან ექსტრავერტი ადამიანი ერთი წუთი რომ არ რჩება საკუთარ თავთან, სულ მეგობრები, გართობა, ტუსოვკები და ერთ დღეს, ეს ყველაფერი რომ შემოაკლდება და შეეშინდება საკუთარი თავის უკვე გვიან იქნება smile.gif

Posted by: lady t 10 Dec 2010, 02:11
QUOTE
აი შენს თავს თუ ელაპარაკები ეგ უკვე ოოოო

არა..ბავშვობიდან ეგრე ვაარ baby.gif biggrin.gif
QUOTE
შეეშინდება საკუთარი თავის უკვე გვიან იქნება 

ხო..გვიან იცნობს საკუთარ თავს..მე კი უკვე ბევრი რამ გადავლახე საკუთარ თავთან ერთად.ღტული პერიოდიც გვქონდა..მაგრამ ეხლა არაჩვეულებრივი ჰარმონია გვაქვს..ერთმანეთს ვავსებთ და ვაძლიერებთ.. alk.gif 2kiss.gif fig.gif
* * *
პ.ს არა პირველი სმაილი ნამდვილად ზედმეტი იყო..ალკოჰოლთან არცერთი არ ვმეგობრობთ...პირიქით no.gif

Posted by: Female User 22 Jan 2011, 19:22
მარტოობა მაშინ აღწევს პიკს, როდესაც გიყვარს და ის არ არის cry.gif love.gif

Posted by: LOMTA 22 Jan 2011, 23:27
არ ვიცი რამდენად შეესაბამება ამ თემას მაგრამ ვიტყვი.
მარტო ყოფნის დროს იშვიათად ვფიქრდები ფსიქოლოგიურ თემებზე თუმცა ერთხელ არაფხიზელ მდგოამრეობაში ვიყავი და აღმოვჩნდი სრულიად მარტო სახლში.
ესეთი რაღაც რატომ ვქენი არ ვიცი და ალბათ აღარც ვიზამ არასდროს, მაგრამ მაშინ დავიწყე ჩემს თავთან ხმამაღალი ლაპარაკი. ვეკიტხებოდი რაღაცეებს და ისეთი შეგრძნება მქონდა რომ პასუხებსაც ვიღებდი. ( რა თქმა უნდა მე ვსვამდი კითხვასაც და მე ვპასუხობდი კდიევაც ხმამაღლა).
ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს ჩემი თავი გვერდიდან დავინახე და ბევრი რამეც შევცვალე ჩემ ცხოვრებაში. დაახლოებით 2 საათი გრძელდებოდა ასე და დიდი იმედი მაქვს არავის დაუნახივარ biggrin.gif
არც მომიყოლია არავისთვის და ალბათ არც მოვყვები მეტი ამას, მაგრამ დამიჯერეთ შეგრძნება განუმეორებელი იყო.
მგონი თემასთან დიდ კავშირში არ არის უბრალოდ ამბავია ,მაგრამ მარტოობის ამბავია და მეთქი ადვწერთქო.

Posted by: Female User 22 Jan 2011, 23:53
LOMTA
დამიჯერე ძალიან შეესაბამება თემას. სწორედ ეგაა ალბათ ყველაზე საინტერესო, რა ფსიქოლოგიური დეტალები ვლინდება როდესაც მარტო ვართ და არა უბრალოდ მხოლოდ ფაქტი, რომ მარტო ხარ

Posted by: giojero 23 Jan 2011, 05:32
LOMTA
QUOTE
მარტო ყოფნის დროს იშვიათად ვფიქრდები ფსიქოლოგიურ თემებზე თუმცა ერთხელ არაფხიზელ მდგოამრეობაში ვიყავი და აღმოვჩნდი სრულიად მარტო სახლში.

არაფხიზელ მდგომარეობაში მოსულა კაცო lol.gif lol.gif მთავარია ფხიზელზე არ იბაზრო თორე უკვე ოოოო bis.gif sa.gif chest.gif

Posted by: Leo woman 23 Jan 2011, 13:10
მარტოობისას იმას აღმოაჩენ საკუთარ თავში რაზეც წარმოდგენაც კი არ გქონდა რომ გაქვს ან შეგეძლო.

ამ დროს შენს თავს ეკუთვნი სრული გაგებით

მე მიყვარს მარტოობა love.gif (მარტო ცხოვრება იგულისხმება)

Posted by: NNina 23 Jan 2011, 15:18
კი.ხშირად არის რომ ადამიანებთნ ვარ და მათთან არ ვარ.

ჩემთვის აუცილებელია განმრტოვება.ცალკე.სიჩუმეში ყოფნა.საკუტარი ფიქრების მოსმენა.
ეს მაწყნარებს და კალაპოტში ვჯდები რომ იტყვიან.მაშინ მოვდივარ ხატვის ხასიათზე.რამის კეთების გეგმებს მაშინ ვაწყობ.

Posted by: Tropical 25 Jan 2011, 11:06
QUOTE
კი.ხშირად არის რომ ადამიანებთნ ვარ და მათთან არ ვარ

+1

ახლახანს ვისწავლე, რომ ასეთ დროს აუცილებლად უნდა გამოვუტყდე საკუთარ თავს

Posted by: სამაია 25 Jan 2011, 23:53
უკვე 6 წელია მარტო ვცხოვრობ,ფაქტიურად მთელი დღე გარეთ ვარ მაგრამ რასაც ქვია მარტო ცხოვრება მარტო ვარ,ეხლა გამიჩნდა შიშის გრძნობა სულ მარტო ხომ არ ვიქნები ,ხომ არ გამიჭირდება "ვინმესთან" შეგუება?

Posted by: letodiniusi 26 Jan 2011, 00:08
NNina
QUOTE
ხშირად არის რომ ადამიანებთნ ვარ და მათთან არ ვარ.

++
LOMTA
მეც მჭირს ხოლმე ეგეთი რამეები,და ამისთვის არაა აუცილებელი მარტო ვიყო ან მთVრალი,უბრალოდ ტვალეტში ჩავიკეტები ხოლმე და სარკეში ვესაუბრები ჩემს თვას...აი დიალოგის რეჟიმში...ხანდახან ვაფიქსირებ რომ ხმისთვის ამიწევია და გამხსენებია,რომ მარტო არ ვარ სახლში biggrin.gif

Posted by: folkman 26 Jan 2011, 00:15
არც მარტოობა მიყვარს, არც უცხო ხალხის გარემოცვაში ყოფნა.



Posted by: plebe 28 Jan 2011, 00:03
QUOTE
მარტოობა, მე <3 მარტოობა

++++++

Posted by: Female User 14 Feb 2011, 22:46
ვითომ იმდენი მეგობარი გყავს შე საცოდაო. ვითომ მოდებული ხარ ყველას და ყველაფერს

პოზაა მხოლოდ

მარტო ხარ, სულ მარტო

კიდევ ერთხელ დაინგერი

მარტო


* * *
რამდენი ხანია არ მიტირია


Posted by: lika20 16 Feb 2011, 23:52
მარტოობა...


http://pix.ge/


რა აზრი აქვს ოცნებას... მაინც არ მოვა : (

Posted by: Neverletmego 19 Feb 2011, 00:59
მე <3 მარტოობა. აი ძალიან მიყვარს და მეშინია, მეშინია, რომ შვეჩვევი. ძალიან მეშინია :ს ერთი სული მაქვს როდის მოვალ სკოლიდან და ბევრ ხალხს მოვცილდები. ერთი სული მაქვს როდის წავა დედაჩემი სადმე. სულ იმაზე ვოცნებობ ოღონდ დაქალმა არ დამირეკოს და შეხვედრა არ მთხოვოს, იმიტომ, რომ მე მარტო ყოფნა მინდა, მას კი უარი ეწყინება. მეშინია, რომ ამას შევეჩვევი :ს

Posted by: Le fou 22 Feb 2011, 13:03
ჩემი აზრით ეს ჩვეულებრივი მომენტია.. ვისაც აკლია მარტოოობა ის გაურბის ხალხს და მიილტვის მისკენ, ვისაც აკლია ხალხი, ის ვეღარ უძლებს მარტოობას და სხვის ძებნას იწყებს))

ან უბრალოდ განწყობის ამბავია..))
მე მიყვარს მარტოობა, ოღონდ 2კვირაზე მეტს ვერ ვქაჩავ ))

Posted by: E N J I 24 Feb 2011, 15:17
ვგიჟდები მარტოობაზე (კვირაში ერთხელ) და მერე ყველა მიყვარს smile.gif

Posted by: klubnika 15 Mar 2011, 15:06
QUOTE
მე მიყვარს მარტოობა

მეც . მაგრამ მომბეზრდა

Posted by: giojero 15 Mar 2011, 16:47
მარტოობას მოსდევს სევდა გულჩატხრობილობა და უაზრო ფიქრები ტეხავს რა მარტოობა არა კვერცხი ყველაზე ცუდი რამეა

Posted by: akoce-astmas 15 Mar 2011, 22:53
Female User
16 წლის ვარ მაგრამ შემიძლია ამაყად განვაცხადო ბავშვობაში ძალიან მიწირდა ამასთან შეგუება ერთი კვირა- მთელი ერთი კვირა პესიმიზსმი ვიყავი, მაგრამ რაღაც რაღაცეებმა და ფიქრმა მიმახვედრა რომ ყველას არ შეუძლია მსგავსად ცხოვრება და ეს ნიჭია. რადგან აქ არავინ არავის ვიცნობთ ეს ამპარტავნებაში არ ჩამერთმევა.
პოზიორობა და მეტიცრობა მსგავსი სენები ს თანმდევია, მაგრამ უნდა ეყოს სხვებს ჭკუა ბუნებრივი ხელოვნურისგან გამოარჩიოს. არც ეს არის მთლად ადვილი მაგრამ რა იზამ...

Posted by: Female User 20 Mar 2011, 20:21
დღეს მივხვდი, რომ მე უნდა ვიცხოვრო მარტოsad.gif ვერაფრით ვერ ავიტან, დილით ჩემს გვერდით ვიღაც რომ სუნთქავდეს და ნი დაი ბოგ გამაღვიძოს ან აბაზანაში შემასწროს

რა უნდა შემიყვარდეს ისეთი, რომ ამ ყველაფერმა არ შემაწუხოს არ ვიცი

მე აღარ ვიძახი სხვა გვერდით მოვლენებზე

Posted by: shushana 20 Mar 2011, 23:50
QUOTE
 მარტოობა, მე <3 მარტოობა



როცა საკუთარ თავთან თავს კარგად გრძნობ ხო? biggrin.gif მეც მიყვარს

Posted by: Female User 21 Mar 2011, 00:36
shushana
ყოველთვის კარგად არა, მაგრამ მაინც...

Posted by: shushana 21 Mar 2011, 00:59
Female User
QUOTE
ყოველთვის კარგად არა, მაგრამ მაინც...


მაინც მიყვარს...

Posted by: GeoWarr1or 22 Mar 2011, 17:08
მე სიგარეტთან ერთად მიყვარს მარტო სეირნობა,ძან მაგარია ბულვარი,მარტო,სიგარეტი,სიმშვიდე,ტალღების ხმა და ცხოვრებაზე ჩაფიქრებისთვის დიდი დრო... ასწორებს,ბევრ რამეზე შეიძლება მაგ დროს ფიქრი.

Posted by: serafita_asuli zevaxisa 22 Mar 2011, 18:08











აქ რა ხდება, მარტოსულთა კლუბია????? user.gif user.gif

Posted by: ведьма 23 Mar 2011, 02:34
QUOTE
მე <3 მარტოობა

ძალიან მიყვარს love.gif ზედმეტადაც კი mo.gif

მირჩევნია მარტო ვიყო ჩემ თავთან იდილიაში, ვიდრე ათას უაზრო ადამინთან

Posted by: Scarlet_O_Hara 23 Mar 2011, 09:12
მე უკვე დიდი ხანია,მარტო ვცხოვრობ და ძალიან მეშინია სამუდამო მარტოობის sad.gif(((((((((

Posted by: Female User 10 Apr 2011, 22:11


ამდენ ფიქრს ამდენ დარდს

Posted by: niniGG 11 Apr 2011, 16:08
მარტოობას იშვიათად ვგრძნობ, მაგრამ ხანდახან უამრავი ხალხია გარეშამო თითქოს ერთობი და რაღაცით ხარ დაკავებული მაგრამ საშინელ მარტოობას გრძნობ... sad.gif ეხლა ეგრე ვარ, აღარაფერი მინდა... თითქოს რაღაც დავკარგე, ჩემთვის ძალიან ძვირფასი და მნიშვნელოვანი... და ვცდილობ არ შევიმჩნიო sad.gif

Posted by: The Finаl Cut 12 Apr 2011, 07:54
QUOTE
მაგრამ ხანდახან უამრავი ხალხია გარეშამო თითქოს ერთობი და რაღაცით ხარ დაკავებული მაგრამ საშინელ მარტოობას გრძნობ...

+ mo.gif

Posted by: მოწყენილი ბოქლომი 12 Apr 2011, 09:39
QUOTE
ძალიან მეშინია სამუდამო მარტოობის


მეც : /


Posted by: imichael 17 Apr 2011, 02:16
smile.gif)+3 Dec 2010, 18:00 -->
QUOTE (smile.gif) @ 3 Dec 2010, 18:00 )
QUOTE
, მე <3 მარტოობა


უაზროდ შეყვარებული ვარ მარტოობაზე და დარწმუნებულივარ ისიც იგივეს განიცდის ჩემს მიმართ რასაც მე love.gif. ერთი სული გვაქვს ხოლმე, მოვწყდეთ ჰალჰებს და ერთმანეთით უსასრულოდ ტკბობა შევძლოთ სხვისგან თავისუფლებმა.
არასდროს მბეზრდება და არასდროს ვიღლები მისით
ცხოვრების რაღაც ეტაპზე ვფიქრობდი, მარტოობისთვის ვარ შექმნილი თქო, მერე რო დავაკვირდი სლოგანს რაღაცნაირად არ მომეწონა და წიპა შევცვალე biggrin.gif. უფრო სწორად ჭეშმარიტებას მიოვაგენი, მარტოობის სიყვარულისთვის ვარ შექმნილი
მიყვარდეს უსაზღვროდ და უანგაროდ და იმას ვღებულობდე მისგან რასაც გავცემ. ხანდახან უხეში შეიძლება ვიყო მის მიმართ, მაგრამ არასდროს იმჩნევს და გამოხატავს წყენას.
ალბათ მოვა ოდესმე დრო, როცა საუკუნოთ შევვერთდებით მე და იგი, ვერავინ ვერასდროს რომ ვერ მოგვაგნებს და დაგვირღვევს იდილეას.

spy.gif








------------

Posted by: Leo woman 17 Apr 2011, 03:12
სიბერეში მარტოობის მეშინია მარტო...თორე ეხლა მომწონს კიდეც...ჩემს თავთან კარგად ვგრძნობ ტავს თუმცა რაღაც დანაკლისის შეგრძნება ყოველთVის გრჩEბა ადამიანს ასეთ დროს user.gif

Posted by: tkemali 20 Apr 2011, 01:17
მიჭირს პუ მარტო...


ძალიან მიჭირს... რა ვქნა? sad.gif

Posted by: kuskusa19 20 Apr 2011, 02:09
4 თვეა მარტო ვარ,თავიდან ძაან მომეწონა მაგრამ ახლა ვატყობ რომ ცუდათ ვარ...რა ვქნა cry.gif cry.gif cry.gif

Posted by: masha 20 Apr 2011, 02:32
არასდროს არ ვართ მარტო.
დაუფიქრდით.

Posted by: Locusta 20 Apr 2011, 02:49
Female User
QUOTE
ვფიქრობ, მარტოობა საკმაოდ ფსიქოლოგიური თემაა


smile.gif

ხანდახან დამღლელია.


Posted by: tkemali 20 Apr 2011, 21:25
ყველა უჩემოდ ბედნიერია...


არავის არ ვახსოვარ...


არავინ არ მკითხულობს...


ვინც მე მინდა ის ჩემს გვერდით არ არის...


მართლა ზედმეტი ვარ....


ან იქნებ ჩემი ბრალია...


ჰო, ჩემი ბრალია : (


სად დავუშვი შეცდომა???


ააა, ჰო, გამახსენდა...



სიცოცხლე მინდა : (


ბედნიერება მინდა...


მეც ხომ ადამიანი ვარ... მეც ხომ გული მაქვს...



მხოლოდ მოფერება მინდა... და მხოლოდ ყურადღება...


მაგრამ მარტოობა, სიცივე და აქვე ახლოს სიკვდილსაც ვგრძნობ... ნეტავ მალე... ნეტავ მალე... რომ დავისვენო...

Posted by: ვივიანა 20 Apr 2011, 22:44
ბევრი მეგობარი მყავს, აი მართლა, მიყვარს ყველა და ვიცი იმათაც ვუყვარხ=ვარ , მაგრამ მგონია რომ ამინც მარტო ვარ..
და უკვე შევეჩვიე და სულ აღარ მაწუხებს...

smile.gif

ჩვენ ერთად ჯერ კარგად ვართ

Posted by: Saalukaa 24 Apr 2011, 02:36
მე მიყვარს და მინდა მარტოობა როცა არ ვარ მარტო user.gif
ხოლო როცა მარტო ვარ ძააააააალიან არმინდა რომ მარტო ვიყო weep.gif



ვაი დედააა fingal.gif

Posted by: serafita_asuli zevaxisa 24 Apr 2011, 02:52



კაი რამეა მარტოობა, ტკბილი, თბილი, მყუდრო, ვგიჟდები..... chups.gif chups.gif


ვესათუთები, მეშინია არ მიმატოვოს.... cry.gif

Posted by: monchita 24 Apr 2011, 21:46
QUOTE
მე მიყვარს და მინდა მარტოობა როცა არ ვარ მარტო 
ხოლო როცა მარტო ვარ ძააააააალიან არმინდა რომ მარტო ვიყო


ზუსტად ეგრე ვარ, და მაგის გარდა ყოველთვის იქ მინდა ყოფნა სადაც არ ვარ და იმ ადამიანებთან, ვისთანაც ვერ ვიქნები...თუ მოხდა ისე რომ ვარ იქ სადაც მინდოდა რომ ვყიფილიყავი უკვე აღარ მინდება იქ ყოფნა sad.gif პ.ს. მოკლედ მე თვითონაც ვერ გამიგია რა ვერაფერი და სხვა რას უნდა მიხვდეს user.gif

Posted by: niniGG 24 Apr 2011, 22:03
vivianna

QUOTE
ჩვენ ერთად ჯერ კარგად ვართ

ჩვენში ვის გულისხმობ? smile.gif

Posted by: plebe 25 Apr 2011, 02:37
QUOTE
მარტოობისას ყველაზე ბედნიერი ვარ
სრული ჰარმონია, საკუთარი თავის მიმართ სიყვარულის გაძლიერება, ახალი საინტერესო საქმიანობები, მოკლედ ყველაფერი საუკეთესო ხდება ჩემს ცხოვრებაში
ყოველდღე მადლობას ვუხდი ღმერთს ჩემი მარტოობისათვის
უკვე წარმოუდგენელიც კია სხვა ადამიანის სამყაროს მიღება ჩემთვის, იმდენად ჰარმონიულად ვართ მე და სამყარო ერთმანეთთან
ახლა ვხვდები, რომ ღმერთთან მისასვლელი გზა ესაა, რატომ ტოვებებნ ბერები და მონაზვნები ოჯახებს, რატომ არიან განდგომილები. იმიტომ რომ ღმერთის გზა ესაა, რადგან სრულ ჰარმონიას ადამიანი ასე აღწევს.

love.gif ზუსტად ეგ არის...რა ზუსტად გამოხატე ჩემი სულიერი მდგომარეობა

ეს რჩევა კი იმათ, ვისაც ოღონდ მარტოობა არ იგრძნონ და სულ ხალხში არიან: ყველაზე მეტ შეცდომებს უშვებს ის ადამიანი ვინც მარტო არასდროს რჩება

Posted by: დავითა 25 Apr 2011, 04:52
QUOTE (Female User @ 20 Sep 2010, 00:15 )
ვფიქრობ, მარტოობა საკმაოდ ფსიქოლოგიური თემაა

მე მიყვარს მარტოობა. როდესაც შეგიძლია იფიქრო უამრავი, განავითარო შენი თავი ისე, რომ სხვა არ გიშლიდეს ხელს და დარჩე შენს თავთან მარტო. მიყვარს მარტოობა დიდი დოზითაც

გავუზიაროთ ერთმანეთს აზრი ამ თემასთან დაკავშირებით. რა ფსიქოლოგიურ ასპექტებს აფიქსირებთ ამ საკითხზე და რა არის მისი პლუსები და მინუსები?

ვინც არ ფიქრობს, რომ მარტოობა ფსიქოლოგიური თემაა, იმას ნამდვილი მარტოობა არ განუცდია

ეგ მარტოობა კი არა, წარმოსახვა უფროა smile.gif


Posted by: ZSU-23-4 25 Apr 2011, 11:39
ხალხნო მე ვარ მგონი რაღაცნაირად. აი წარმოდგენა გაქვს ყველას ცალ ფეხზე რომ ჰკიდიხარ. გარეთ თავს არ ყოფ. შენთვის ოთახში ხარ მთელი დღე და ერთადერთი ან კომპიუტერი ან ძილი. ეგაა? :S რამე მირჩიეთ რა როგორ მოვიქცე. help.gif ამოვიდა ყელში უკვე help.gif

Posted by: urukxai 25 Apr 2011, 12:08
მარტოობა კარგია წვიმაში სადმე მყუდრო ადგილას მარტო ჯდომა სიგარეტი და ფიქრებში ჩაღრმავება

Posted by: bleach 25 Apr 2011, 13:31
ერთ ერთი უძლიერესი რამ რაც კი არსებობს smile.gif
მარა ხანდახან თავს მოგაბეზრებს ხოლმე biggrin.gif

Posted by: eto-pruidzeee 25 Apr 2011, 18:27
QUOTE (Female User @ 20 Sep 2010, 00:15 )
ვფიქრობ, მარტოობა საკმაოდ ფსიქოლოგიური თემაა

მე მიყვარს მარტოობა. როდესაც შეგიძლია იფიქრო უამრავი, განავითარო შენი თავი ისე, რომ სხვა არ გიშლიდეს ხელს და დარჩე შენს თავთან მარტო. მიყვარს მარტოობა დიდი დოზითაც

გავუზიაროთ ერთმანეთს აზრი ამ თემასთან დაკავშირებით. რა ფსიქოლოგიურ ასპექტებს აფიქსირებთ ამ საკითხზე და რა არის მისი პლუსები და მინუსები?

ვინც არ ფიქრობს, რომ მარტოობა ფსიქოლოგიური თემაა, იმას ნამდვილი მარტოობა არ განუცდია

xshirad qalaqShi seirnoba manqaniT marto .shen da wynari musika. bevr rameze gexileba Tvali.SeiZleba gaachero manqana sadme amaRlebul adgilas . da cota waiZino kidevac. samagierod ukan brundebi daclili da axali energiiT. TiTqos im Zvels toveb sadRac Sors !!! smile.gif ganmartoveba fiqrisTvis kargi saShualebaa.

Posted by: Female User 25 Apr 2011, 23:19
QUOTE
აქ რა ხდება, მარტოსულთა კლუბია?????   



ისე კარგი აზრია. იყოს ეს თემა მარტოსულთა კლუბი და აქ შევჩივლოთ ან შევხაროთ საკუთარ თავებს და სხვებს ჩვენი მარტოობები

Posted by: Leo woman 28 Apr 2011, 02:08
"მადლობელი ვარ სიმარტოვისთვის, სიმარტოვეში იზრდება სული..." ​ ​ user.gif

Posted by: umbr_ella 28 Apr 2011, 14:04
მიყვარდა ადრე... ახლა აღარა.. დიდი ხანია არ ვყოფილვარ მარტო. არადა ადრე ზაფხულში ჩემები რომ მიდიოდნენ დასასვენებლად ვითხოვდი დამტივეთ მარტოთქო biggrin.gif ახლა პირიქით, გავურბივარ მარტოობას. ყველაზე ცუდი ფიქრები მაშინ ამიშრიალდება ხოლმე :|

Posted by: tete_tete 16 May 2011, 22:17
მაგიჟებს მარტოობა და ამაზე ფიქრი... ძალიან მეშინია, არ მიყვარს სასტიკად sad.gif და არც არავის ვუსურვებ sad.gif

Posted by: Chupa Chups 27 May 2011, 00:44
QUOTE
მარტოობა, მე <3 მარტოობა

იმდენად მივეჩვიე მარტოობას და სახლში მარტო ყოფნას, როცა სახლში ხალხმრავლობაა გარკვეულ დისკომფორტს მიქმნის ვერ ვიტყვი რომ ეს კარგია, თავიდან ნამდვილად მომწონდა მარტო ყოფნა, მაგრამ ეხლა ვხვდები რომ არც ისე კარგია..

Posted by: boone 27 May 2011, 01:42
ისმაილ იბნ შარიფს ( მაროკოს სულთანი 1672-1727) ჰქონდა ბეჭედი რომელზეც ეწერა " სიკვდილი ეს უბრალოდ მარტოობაა''ამ სულთანს 888 შვილი ჰყავდა

Posted by: teo-teokuna 27 May 2011, 12:33
QUOTE (Chupa Chups @ 27 May 2011, 00:44 )
QUOTE
მარტოობა, მე <3 მარტოობა

იმდენად მივეჩვიე მარტოობას და სახლში მარტო ყოფნას, როცა სახლში ხალხმრავლობაა გარკვეულ დისკომფორტს მიქმნის

yes.gif

ეხლა კი მსიამოვნებს ეს მარტოობა და თითქოს არც არავის "ვუშვებ" ჩემამდე (მეგობრებს, ოჯახის წევრებს და ა.შ) თითქოს ასე მირჩევნია, მაგრამ ვხვდები, რომ საბოლოოდ ეს ჩემთვისვე იქნება ძალიან ცუდი...


არ მინდა მარტოობისკენ ლტოლვამ და მარტოობის სიყვარულმა დამაკარგინოს ჩემთვის ძვირფასი ადამიანები... მაგრამ ძალიან შევეჩვიე და რა ვქნაააააააააააააააააა


cry.gif


Posted by: Chupa Chups 27 May 2011, 12:36
teo-teokuna
ანალოგიურ სიტუაციაში ვარ, თავიდან შეიძლება გამიჭირდეს ოჯახის გარემოცვაში ცხოვრება მაგრამ ამასაც შევეჩვევი და უმჯობესია ასე იყო ვიდრე მარტოობას შევეჩვიო კიდევ უფრო მეტად ვიდრე ეხლა ვარ ...

Posted by: Lady Bug 27 May 2011, 22:07
Sgt Pepper's lonely hearts club band–ის ქართული ფილიალი გვაქვს აქ smile.gif
მარტო მიცხოვრია და ეს ბევრ რამეში დამეხმარა, მაგრამ სულ მარტო ყოფნას ალბათ ვერ შევძლებ.

მე მარტოობა კი არა, განმარტოება მიყვარს.
ძალიან მეხმარება აზრების დალაგებაში. თან ეგოისტიც ვარ – ვიცი რომ უნდათ ჩემთან ყოფნა და ხალხს ვენატრები
rolleyes.gif
მაგრამ პერიოდულად მჭირდება ეს სიმარტოვე თუ განმარტოება, ამის გარეშე ალბათ შევიშლები.....

Posted by: limpompo 28 May 2011, 02:28
teo-teokuna
QUOTE
არ მინდა მარტოობისკენ ლტოლვამ და მარტოობის სიყვარულმა დამაკარგინოს ჩემთვის ძვირფასი ადამიანები... მაგრამ ძალიან შევეჩვიე და რა ვქნაააააააააააააააააა

კი მაგრამ რამდენი წლის ხარ
და კიდევ მაინტერესებს როგორ მიეჩვიე შეგიყვარდა ტუ მეტი გზაარ იყო
ხო მარტოობას

Posted by: Davidiel 28 May 2011, 21:09
მარტოობა კაია ოღონთ ზომიერად .
მარტო ვარ რასაც ქვია მარტო და ისე ცუდ მდგომარეობაში ვარ ვერც წარმოიდგენთ , რო მირეკავს ვინმე ვღიზიანდები,
კარებზე თუ ვინმე დამიკაკუნებს ჯერ არ ვაღებ იქნებ წავიდესთქო , არ აქ აზრი ახლობელი თუ უცხო ყველა და ყველაფერი მაღიზიანებს.
არადა ვიცი რომ ეს ძან ცუდია. გამსოავალი ერთია ხალხთან ურთიერთობა მარა ეგეც აღარ შემიძლია საკმაოზე მეტად ჩავიკეტე ჩემ თავში, ფიქრებში ,
რამაც ძან სერიოზული და სევდიანი გახადა ( გარეგნულად ) ვარიანტი არაა გარეთ გავიდე და ნორმალური გამომეტყველება მქონდეს სახის სულ შუბლშეკრული და დაძაბული ვარ, ვინმე თუ გამომელაპარაკება მაქსიმალურად სწრაფად ვამთავრებ საუბარს რაოდენ მნიშვნელოვანზეც არ უნდა მელაპრაკებოდნენ , აი რა მიქნა მარტოობა, გამოსავალი ვიცი მარა ვერ ვახერხებ ვიყო ისეთი როგორიც სხვები რადგან მარტოობამ გამხადა განსხვავებული მარტოსული და "კაცთმოძულე" .
არავინ არ გადაწყვიტოთ მარტო ცხოვრება არა ! რადგან ამაზე დამანგრეველი ადამიანის ფსიქიკისთვის არაფერი არაა , კი ერთგვარ დადებით ზეგავლენასაც ახდენს მარტოობა გონების განვითარებაზე მარა მაგას ისევ "განუვითარებელი" გონება ჯობია რათგან ნარკოტიკივითაა შეთრევა იცის და მერე ძნელია გამოსვლა "კაიფიდან".

Posted by: Leo woman 28 May 2011, 21:45
QUOTE
მარტოობა,

აღარ მინდაააააა....ცუდად ვარ უკვეsad.gif

Posted by: IRAKLI_1o 28 May 2011, 22:27
მარტოობისგან გადავიქანცეეეეე biggrin.gif

Posted by: Leo woman 28 May 2011, 22:45

Davidiel
QUOTE
მარტოობა კაია ოღონთ ზომიერად .
მარტო ვარ რასაც ქვია მარტო და ისე ცუდ მდგომარეობაში ვარ ვერც წარმოიდგენთ , რო მირეკავს ვინმე ვღიზიანდები,
კარებზე თუ ვინმე დამიკაკუნებს ჯერ არ ვაღებ იქნებ წავიდესთქო , არ აქ აზრი ახლობელი თუ უცხო ყველა და ყველაფერი მაღიზიანებს.
არადა ვიცი რომ ეს ძან ცუდია. გამსოავალი ერთია ხალხთან ურთიერთობა მარა ეგეც აღარ შემიძლია საკმაოზე მეტად ჩავიკეტე ჩემ თავში, ფიქრებში ,
რამაც ძან სერიოზული და სევდიანი გახადა ( გარეგნულად ) ვარიანტი არაა გარეთ გავიდე და ნორმალური გამომეტყველება მქონდეს სახის სულ შუბლშეკრული და დაძაბული ვარ, ვინმე თუ გამომელაპარაკება მაქსიმალურად სწრაფად ვამთავრებ საუბარს რაოდენ მნიშვნელოვანზეც არ უნდა მელაპრაკებოდნენ , აი რა მიქნა მარტოობა, გამოსავალი ვიცი მარა ვერ ვახერხებ ვიყო ისეთი როგორიც სხვები რადგან მარტოობამ გამხადა განსხვავებული მარტოსული და "კაცთმოძულე" .
არავინ არ გადაწყვიტოთ მარტო ცხოვრება არა ! რადგან ამაზე დამანგრეველი ადამიანის ფსიქიკისთვის არაფერი არაა , კი ერთგვარ დადებით ზეგავლენასაც ახდენს მარტოობა გონების განვითარებაზე მარა მაგას ისევ "განუვითარებელი" გონება ჯობია რათგან ნარკოტიკივითაა შეთრევა იცის და მერე ძნელია გამოსვლა "კაიფიდან".

რა ზუსტად აღწერე...sad.gif

Posted by: Davidiel 28 May 2011, 23:14
Leo woman
იმიტო რო დაუფიქრებლად დავწერე, არ მიფიქრია რამე ამეღწერა გარდა საკუთარი გრძნობების და ცხოვრებისა , არ მიცდია უბრალოდ დასკვნები გამომეტანა თუ რა შეილება მოუტანოს ან დააკლოს ადამიანს მარტოობა უბრალოდ დავწერე ის რაც ხდება როცა მარტო ხარ ( ის რაც მოხდა ყოველშემთხევავში ჩემში და რავი ვყელა ადამიანი დამოუკიდებელი ინდივიდია შეილება სხვასთანაც ეგრევე იყოს ან რადიკალურად განსხვავებულად და დადებითად აისახოს მასზე )

Posted by: teo-teokuna 28 May 2011, 23:40
limpompo

21ის biggrin.gif

როგორ ვარ იცი? მირჩევნია მარტო ყოფნა, თუნდაც მთელი დღე სახლში... მაღიზიანებს თითქმის ყველა... sad.gif((

მეგობრებთან ერთად ყოფნაზე მეტად არაფერი მიყვარდა, მაგრამ ახლა თითქოს რაღაც შეიცვალა, ისე ხშირად არ ვეკონტაქტები და ვიცი, რომ ამით მათაც ვტკენ გულს და როცა იქნება ამოუვათ ყელში, მაგრამ აი ჩემი თავისაც არ მესმის რა მჭირს...

:\


Posted by: Leo woman 28 May 2011, 23:44
Davidiel
კარგია რომ შეგიძლია შენი გრძნობები და აზრები ფურცელზე მაინც გადმოიტანო და ამით შვება იგრძო რაღაცნაირად...მე ესეც არ შემიძლია

Posted by: Davidiel 29 May 2011, 00:59
Leo woman
QUOTE
მე ესეც არ შემიძლია

ეს უკვე ისაა რაზეც ფიქრობ რო არ შეგილაი, ეს არი შენი ფიქრი და გრძნობა- გგონია რო არ შეგილია მარა აგერ წერ იმას რო არ შეგილია და გადმოგაქ შენი ფიქრი ფურცელზე smile.gif . მიხვდი?
თუ მოინდომებ ყველაფერი გამოგივა wink.gif

Posted by: lazy 29 May 2011, 01:02
Leo woman
სიგარეტი მოწიე მაშინ, ადვილია ეგ შედარებით...

Posted by: fat house cat 29 May 2011, 01:35
ხან მიყვარს მარტოობა, ხან არა.

მშობლებს თითქმის ვერ ვხედავ, ჩემი დაც გათხოვდა.. მოხუცები მყავს სახლში მარტო, რომელთაც თითქმის სულ სძინავთ ან ცუდად არიან და ერთი შემოჩვეული უპატრონო კატა.
როცა მარტო ვარ, ვუყურებ ფილმებს, ვკითხულობ, ვხატავ, რამეს ვჯღაბნი ან უბრალოდ ვფიქრობ წარსეულზე, ხანდახან მომავლის გეგმებს ვაწყობ .. ადამიანებზე, ურთიერთობებზე


მერე მომბეზრდება და მთელი კვირა დავრბივარ ჩემს მრავალრიცხოვან მეგობრებთან ერთად გასართობად. : )


ყოველ შემთხვევაში მარტოობის ნამდვილად არ მეშინია..








Posted by: Davidiel 29 May 2011, 05:36
QUOTE
სიგარეტი მოწიე მაშინ, ადვილია ეგ შედარებით...

ეს არაა გამოსავალი არანაირი სიტუაციიდან !

Posted by: Leo woman 29 May 2011, 10:01
lazy
შენგან გამოვიდოდა ძალიან კარგი ფსიქოლოგიwink.gif
ნუ "სიტყვით მკვლელი" მაინცbiggrin.gif

რას გვერჩი ამ პატიოსან ხალხს ჰა?tongue.gif

Posted by: limpompo 29 May 2011, 10:40
teo-teokuna
QUOTE
როგორ ვარ იცი? მირჩევნია მარტო ყოფნა, თუნდაც მთელი დღე სახლში

ჩემი აზრით ცუდი არ არის მარტო ყოფნის სიყვარული
მაგრამ აი რომ გაღიზიანებს თან ყველა უკვე პრობლემაა)))
ისე ნამდვილი მარტოოობა ისაა რომ არ ხარ მარტრო და თავს მაინც მარტო გრძნობ

Posted by: lazy 30 May 2011, 01:21
Davidiel
Leo woman
ეგრე უფრო სასიამოვნო იქნება, სიხარულებო...
მართალია გამოსავალი არაა, მაგრამ სასიამოვნოა ) ) )

Posted by: crazy-marii 30 May 2011, 08:26
QUOTE (teo-teokuna @ 28 May 2011, 23:40 )
limpompo

21ის biggrin.gif

როგორ ვარ იცი? მირჩევნია მარტო ყოფნა, თუნდაც მთელი დღე სახლში... მაღიზიანებს თითქმის ყველა... sad.gif((

მეგობრებთან ერთად ყოფნაზე მეტად არაფერი მიყვარდა, მაგრამ ახლა თითქოს რაღაც შეიცვალა, ისე ხშირად არ ვეკონტაქტები და ვიცი, რომ ამით მათაც ვტკენ გულს და როცა იქნება ამოუვათ ყელში, მაგრამ აი ჩემი თავისაც არ მესმის რა მჭირს...

:\

აუ მეც ეგრე ვარ ზუსტად. მაგრამ მე მაინც მინდა შინაგანად რომ გარეთ გავიდე ხალXში გავირიო და მათი ნაწილი გავხდე მარა მაინც რაღაც არ მიშვებს ხოლმე. სახლში ყოფნა შემიყვარდა ახლობლების დაბადების დღეებზეც კი აღარ დავდივარ თითქმის ხან რას ვიმიზეზებ ხან რას.

Posted by: teo-teokuna 30 May 2011, 12:04
QUOTE (crazy-marii @ 30 May 2011, 08:26 )
მაგრამ მე მაინც მინდა შინაგანად რომ გარეთ გავიდე ხალXში გავირიო და მათი ნაწილი გავხდე მარა მაინც რაღაც არ მიშვებს ხოლმე.

yes.gif

მეც თავს ძალას ვატან ხოლმე და ვცდილობ, რომ მაინც გავიდე და ნელ-ნელა მაინც აღვადგინო ძველი ტკბილი biggrin.gif ურთიერთობები...


მარტოობა კარგია, მაგრამ ხშირ შემთხვევაში ისეთი მიჩვევა იცის, როგორც ჩემ შემთხვევაში... უკუჩვენებები რომ მოყვება... :\


ამიტომ ზომიერებაა საჭირო... cry.gif


2kiss.gif


Posted by: Cheswick 30 May 2011, 19:51
მარტოობა smile.gif რამდენჯერ ჩავმჯდარვარ 124 ში საღამოს 8-ზე და მთაწმინდის პარკში ავსულვარ... რამდენჯერ რამდენჯერ გაკვირვებია მძღოლს ''პარკი ხო უკვე დაკეტილიაო?''... რამდენი ხანი ვმჯდარვარ და რამდენს ვერ გაუგია ჩემთვის ამის გამო smile.gif არ არის აუცილებელი საზოგადოებაზე მოძულებული ან მისგან გარიყული იყო მარტოობა რო მოგინდეს... მარტოობაც ისეთივე მდგომარეობაა როგორც სხვასთან ყოფნა, ოღონდ სხვასთან ყოფნისას მას იცნობ უკეთესად, მარტოობისას - საკუთარ თავს. ისე ეს მგონი განმარტოებაა, ეხლა დავფიქრდი და მარტოობა ცოტა სხვა რამეა...

Posted by: teo-teokuna 30 May 2011, 23:18
QUOTE (Cheswick @ 30 May 2011, 19:51 )
არ არის აუცილებელი საზოგადოებაზე მოძულებული ან მისგან გარიყული იყო მარტოობა რო მოგინდეს... მარტოობაც ისეთივე მდგომარეობაა როგორც სხვასთან ყოფნა, ოღონდ სხვასთან ყოფნისას მას იცნობ უკეთესად, მარტოობისას - საკუთარ თავს.


ისე ეს მგონი განმარტოებაა, ეხლა დავფიქრდი და მარტოობა ცოტა სხვა რამეა...

+++

yes.gif

გეთანხმები...

მეც ამას უფრო განმარტოებას დავარქმევ...

yes.gif


Posted by: Davidiel 2 Jun 2011, 13:54
lazy

QUOTE
სიგარეტი მოწიე მაშინ, ადვილია ეგ შედარებით...


QUOTE
ეგრე უფრო სასიამოვნო იქნება, სიხარულებო...
მართალია გამოსავალი არაა, მაგრამ სასიამოვნოა ) ) )


მარტივ და არასასარგებლო გზებს "უგუნურები" და სუსტნი ეძებენ , ჰპოვებენ და ბოლოს კი ნანობენ wink.gif
ესეც კარგად დასაფიქრებელია რა არი სასიამოვნო? ფულის წვა? ორგანიზმის მოწამლა? თუ ფეჩის სუნის ქონა პირში ?
დაფიქრდი სიხარულო

Posted by: lazy 4 Jun 2011, 22:08
Davidiel
დავფიქრდი,
მგონი ჯობს, განმარტოვდე.....................
ისევ......

Posted by: Female User 6 Jun 2011, 00:24
ისმის კითხვა: როდემდე?



ტირედ

1 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)

Posted by: lazy 6 Jun 2011, 00:29
Female User
როდემდე რა? ? ?
რა ხდება შენს თავს ?
რატომ გღვიძამს ასეთ დროს ? )))

Posted by: Female User 6 Jun 2011, 00:31
lazy
მარტოობა
არაფერი
იმიტომ რომ არ მძინავს

Posted by: lazy 6 Jun 2011, 00:43
Female User
დაიძინე , დაიძინე, აი ხვალ გაიღვიძებ და ყველაფერი სხვანაირად იქნება ,
)))

Posted by: Jupaaaao 6 Jun 2011, 12:00
მარტოობა გვსიამოვნებს ყველას, ვისაც ამ თემაზე შემოსვლის და თავისი აზრის გამოთქმის სურვილი გაუჩნდა. მეც მსიამოვნებს და მომწონს. ტკივილია, მაგრამ მაინც. ერთმა ნაცნობმა მითხრა, ჩვენ კი არ გამოგვიგონია ეს ტკივილი, როგორც შენ ფიქრობ და ცდილობ, დამარწმუნო, არამედ ყველანაირი გზებით ვცდილობთ, არ გავიდეს იგი ჩვენი სხეულიდან და სულიდანო. სწორად ახსნა. სასიამოვნოდ მომთენთავია მარტოობა.
სწორად გამიგეთ, მე მაინც შემიძლია, გითხრათ, რომ არა ვართ მარტონი. თითოეული ჩვენგანი. თუნდაც იმიტომ, რომ აქ ვსაუბრობთ. მერე რა მოხდა, რომ ერთმანეთის სახელი არ ვიცით; რომ ინტერნეტს ვართ ამოფარებულნი; რომ ვფრთხილობთ, ოჯახის წევრმა [ვისაც გვყავს] არ დაინახოს და გაარჩიოს იმ ტექსტის შინაარსი, რომელიც გულიდან მოდის და რომლის სიტყვების შერჩევის იძულებაც არა გვაქვს და ეს გვიხარია. . .
მჯერა, სწორად გამიგებთ.
ამიტომ, მსურს, გკითხოთ:
რამდენად ნორმალურია, რომ ადამიანმა თვრამეტი წლის ასაკში საფუძვლიანად გადაწყვიტოს მარტოობა? უბრალოდ, სურვილი არა მაქვს და მორჩა.

Posted by: GeoWarr1or 9 Jun 2011, 15:25
რაღაც მომენტებში მიყვარს მარტოობა,სიმღერასთან და სიგარეტთან,ღამით, უმაგრესია sad.gif მაგ დროს ყველაფერზე ფიქრობ და აანალიზებ... sad.gif sad.gif sad.gif sad.gif sad.gif

Posted by: Female User 9 Jun 2011, 22:40
მარტოობით გაჟღენთილი კედლები, ლექსები, სექსები, კექსებიიიი

Posted by: DrJohnes 9 Jun 2011, 22:59
მე მგონი მთავარია, რას აპირებ რომ უქნა მარტოობას

თავისთავად მარტოობა, უბრალოდ მარტოობაა

Posted by: MISS_))) 14 Jun 2011, 17:52
DrJohnes
რა უნდა უქნა მარტოობას?

Posted by: Luis_Ocaña 14 Jun 2011, 18:41
მიყვარს რა...

სულ მარტო არ ვარ...

სხვა რა გზა...

/-:

Posted by: hakuna matata 14 Jun 2011, 19:30
მარტოობა ერთგვარი რელაქსაციაა ჩემთვის.. კვირაში ერთხელ ან თვეში ერთხელ (გააჩნია განწყობას) დავდივარ თბილისის ძველ ქუჩებში განსაკუთრებით დღის მეორე ნახევარში როდესაც მზის სხივები სუსტდება და ძალიან ლამაზი ზღაპრული განათებაა,რომელიც ძალიან უხდება ძველ შუშაბანდებს და სახლებს.. რათქმაუნდა პარალელურად მუსიკას ვუსმენ და სრული ჰარმონია იკვრება smile.gif ამ დროს ბევრ რამეზე ვფიქრობ, ხან წარსულს გავიხსენებ და მეღიმება (ხშირშემთხვევაში კურიოზულ ეპიზოდებს და ვგრძნობ ჩემი ღიმილი ქუჩაში გამვლელებს ეზედმეტება) smile.gif მერე მომავალზე ვფიქრობ და ბოლოს ყავის დალევით და ნაყინის ჭამით ვუმასპინძლდები ჩემს თავს კარგ გარემოში smile.gif
აი,ასეთია ჩემთვის მრავალფეროვანი მარტოობა wink.gif.. ვისაც დეტალურად დააინტერესდება ჩემი მარშრუტი და მიმართულებები - მიგასწავლით smile.gif)

Posted by: Leo woman 14 Jun 2011, 19:57
hakuna matata
არ გინდა ერთად ვისეირნოთ?biggrin.gif

Posted by: Luis_Ocaña 14 Jun 2011, 19:59
hakuna matata

QUOTE
ვისაც დეტალურად დააინტერესდება ჩემი მარშრუტი და მიმართულებები - მიგასწავლით



Posted by: hakuna matata 14 Jun 2011, 20:28
ორი კაციც და გავდივართ biggrin.gif
მიმართულებები ესეთია: იწყება ლესელიძეთი მერე პურის მოედანი,ხელმარცხნივ აუხვევ კლდისუბნისკენ,მერე ქვედა ბეთლემი და იქიდან არის ჩამოსახვევი ვიწრო ქუჩებით და ა.შ. boli.gif

Posted by: Leo woman 14 Jun 2011, 20:31
hakuna matata
კარგი იდეა იქნებოდა ისე მარტოსულთა კლუბი რეალობაში რომ შექმნილიყო...შეკრებები, სეირნობა ,ერთად გართობა...ცუდი იდეა არ უნდ იყოს

თუმცა ვწუხვარ რომ სიშორის გამო მე ვერ შემოგიერთდებოდით მაინც user.gif

Posted by: hakuna matata 14 Jun 2011, 20:53
Leo woman
მშვენიერი იდეაა,მორალურად მაინც ჩვენს გვერდით იყავი yes.gif

Posted by: Luis_Ocaña 14 Jun 2011, 23:44
ვუაჰ...

ჰე ჰე...

(-:


გადარეულხართ სულ...

...................................................

Posted by: giorgivachadze 29 Jun 2011, 00:51
რა აუტანელია ის წუთები, როდესაც უმძაფრესად გრძნობ მარტოობას და გტანჯავს... საშველი კი არაა...

Posted by: IRAKLI_1o 29 Jun 2011, 13:44
QUOTE (giorgivachadze @ 29 Jun 2011, 00:51 )
რა აუტანელია ის წუთები, როდესაც უმძაფრესად გრძნობ მარტოობას და გტანჯავს... საშველი კი არაა...

ალბათ ჯოჯოხეთი სხვა არაფერია თუარა სრული მარტოობა rolleyes.gif

Posted by: lazy 29 Jun 2011, 13:49
Leo woman
QUOTE
კარგი იდეა იქნებოდა ისე მარტოსულთა კლუბი რეალობაში რომ შექმნილიყო...შეკრებები, სეირნობა ,ერთად გართობა...ცუდი იდეა არ უნდ იყოს

ხო მარა წარმოიდგინე რო შეიკრიბებიან და ყველამ რო იცის რომ ეს შეკრება "მარტოსულების შეკრებაა" biggrin.gif biggrin.gif

Posted by: giorgivachadze 29 Jun 2011, 13:59
IRAKLI_1o
QUOTE
ალბათ ჯოჯოხეთი სხვა არაფერია თუარა სრული მარტოობა rolleyes.gif

ჯოჯოხეთში ჯერ არ ვყოფილვარ და არ ვიცი...
წუხელ შემომაწვა დარდები და კინაღამ გავსულელდი...

Posted by: IRAKLI_1o 29 Jun 2011, 14:13
QUOTE (giorgivachadze @ 29 Jun 2011, 13:59 )

წუხელ შემომაწვა დარდები და კინაღამ გავსულელდი...

giorgivachadze
ხოოო წუხელ მეც მაგ მდგომარეობაში ვიყავი...
და რა ცუდია როდესაც ვერაფერს ახერხებ რო ეს დარდები გააქარწყლო...

Posted by: giorgivachadze 29 Jun 2011, 14:18
IRAKLI_1o
QUOTE
ხოოო წუხელ მეც მაგ მდგომარეობაში ვიყავი... და რა ცუდია როდესაც ვერაფერს ახერხებ რო ეს დარდები გააქარწყლო...

ჩემთვის ეგეთი გაფრენები ძალიან ხანმოკლეა და იშვიათი საბედნიეროდ. თუმცა გაქარწყლებასაც უცებ ვახერხებ.

Posted by: IRAKLI_1o 29 Jun 2011, 14:36
giorgivachadze
QUOTE (giorgivachadze @ 29 Jun 2011, 14:18 )
ჩემთვის ეგეთი გაფრენები ძალიან ხანმოკლეა და იშვიათი საბედნიეროდ. თუმცა გაქარწყლებასაც უცებ ვახერხებ.

ადრე მეც იშვიათად მჭირდა და უფრო ადვილადაც ვერეოდი, მარა ამ ბოლოდროს ძალიან გამიმძაფრდა მელანქოლია და ლამისაა გავგიჟდე help.gif

Posted by: soxumi-05 29 Jun 2011, 18:01
QUOTE (Female User @ 20 Sep 2010, 01:08 )
უცხო
მართლა? მადლობა

უბრალოდ გლობალურად ვარ მარტო

gramatikikina
QUOTE
მაგრამ თურმე იმის გეშინია, რომ არ მოგეწონოს ეს მარტოობა? 


ვერ გავიგე რა იგულისხმე sad.gif

სიმართლე გითხრათ, მაინცდამაინც ცემი პრობლემების განსახილველად არ გამიხსნია თემა. ვიფიქრე ზოგადად ვისაუბრებდით მეთქი, მაგრამ როგორც გინდათsmile.gif


მადლობა ყველას. გულით

მარტოოობა ყველაზე მტკივნეული და საზიზღარი რამეა რა...

Posted by: giorgivachadze 29 Jun 2011, 18:19
IRAKLI_1o
QUOTE
ადრე მეც იშვიათად მჭირდა და უფრო ადვილადაც ვერეოდი, მარა ამ ბოლოდროს ძალიან გამიმძაფრდა მელანქოლია და ლამისაა გავგიჟდე help.gif

სხვათა შორის, წუხელ ეს ფიქრები შემომაწვა ამ ფორუმზე ყოფნის დროს. ვირტუალურმა საუბრებმა და ურთიერთობებმა ამოწურა საკუთარი თავი. არადა მეგონა, რომ არ ვიყავი მიჩვეული...

Posted by: tsisakura 1 Jul 2011, 16:46
როგორ ფიქრობთ არის თუ არა ის ადამიანი სუსტი რომელიც სიმარტოვეს გაურბის? სიმარტოვისკენ მიდრეკილება და სიმარტოვე ინდივიდს ბევრ რამეს ასწავლის, ეს შენი სიმყუდროვეა, დილაობით ჩაის სმა, მცენარეების მორწყვა-მოვლა, საწოლში წიგნის კითხვა, სახლში მარტო ყოფნა ჩემთვის არის კომფორტი სიმარტოვეში... არც მეგობარი მამაკაცი, არც სიყვარული, რაც გინდათ დაარქვით ამას არ შველის, და მე ეს მომწონს smile.gif

Posted by: melodyman/ 1 Jul 2011, 16:49
QUOTE
სახლში მარტო ყოფნა ჩემთვის არის კომფორტი სიმარტოვეში


love.gif

Posted by: Leo woman 1 Jul 2011, 16:56
lazy
QUOTE
ხო მარა წარმოიდგინე რო შეიკრიბებიან და ყველამ რო იცის რომ ეს შეკრება "მარტოსულების შეკრებაა"

და რა იცი იქნებ ეპოვნათ კიდეც ზოგიერთებს" მეორე ნახევარი" და მაშინ აღარ იქნებოდნენ მარტოსულებიwink.gif

Posted by: lazy 1 Jul 2011, 17:06
Leo woman
ყოვლად გამორიცხულია ,
კატეგორიულად ვამბობ,
მაგ შემთხვევაში კლუბი ფუნქციას დაკარგამს,
ასე რომ მიაწექით ძველ საქმეს!


Posted by: Leo woman 1 Jul 2011, 17:10
QUOTE
ასე რომ მიაწექით ძველ საქმეს!

ანუ მარტოობას?

Posted by: Charles Spencer Chaplin 1 Jul 2011, 17:34
Female User
QUOTE
მიყვარს მარტოობა დიდი დოზითაც


ასი წლის მერე აუცილებლად მოხვდები შენთვის ყველაზე საყვარელ სიტუაციაში smile.gif

Posted by: Skinheаd 1 Jul 2011, 21:09
QUOTE
ვინც არ ფიქრობს, რომ მარტოობა ფსიქოლოგიური თემაა, იმას ნამდვილი მარტოობა არ განუცდია


ამაზე დიდი ტყუილი არსად წამიკითხავს...

3-4 წელია მარტო ვარ -- აი ისე მარტო რო უბრალოდ ვერც წარმოიდგენთ და ცოტა უკეთ რო წარმოგადგენინოთ გეტყვით რო მთელი წელი ისე გადის რო თუ საქმე არ მაქ მეზობელსაც კი არ ვეკონტაქტები ... მარტო გამარჯობა როცა მაღაზიაში გასვლისას გზაზე მხვდებიან ან რამე საქმე თუ აქვთ მოდიან და მიკაკუნებე... მარა ყოფილა შემთხვევებ რო პროდუქტები მომიმარაგებია და მთელი კვირა მარტო ვყოფილვარ ისე რომ არავისთან არ მილაპრაკია და უმეტსი დრო ფიქრებში გამიტარებია....

და ეხლა მე როდესაც ამ თემას არ ვთვლი ფსიქოლოგიურ თემად შეძლებს მითხრას ვინმე რო არ განმიცდია მარტოობა?
მარტოობაა განმიცდია იძულებითაც და სურვილითაც ! ! !
მარტოობის იმ კუთხით რა კუთხითაც ის პირველ პოსტშია წარმოდგენილი განხილვა ფსიქოლოგიაში კი არა ფილოსოფიაში უნდა ხდებოდეს რადგან ფსიქოლოგიური კუთხით სხვანაირი მარტოობა შეიძლებე იყოს მარა არა ისე როგორც:

QUOTE
მე მიყვარს მარტოობა. როდესაც შეგიძლია იფიქრო უამრავი, განავითარო შენი თავი ისე, რომ სხვა არ გიშლიდეს ხელს და დარჩე შენს თავთან მარტო. მიყვარს მარტოობა დიდი დოზითაც


ეს "სუფთა" ფილოსოფიური საკითხია და არა ფსიქოლოგიური ...

ფსიქოლოგიურად შეიძლება განიხილებოდეს მარტოობა როდესაც ადამიანს არ უყვარს და არ უნდა მარა მაინც მარტოა ანუ ვერ ახერხებს ხალხთან ურთიერთობა და მაგის გულიზეა მარტო...

Posted by: IRAKLI_1o 30 Sep 2011, 20:11
მარტო ვარ! smile.gif .................

Posted by: taknatuna 30 Sep 2011, 20:15
აქ მარტოსულობაზეა საუბარი, თუ უბრალოდ სახლში მარტო რომ ხარ biggrin.gif

Posted by: Leo woman 30 Sep 2011, 22:18
QUOTE
მარტო ვარ!

მეც...

Posted by: Galahad 30 Sep 2011, 22:25
Leo woman
QUOTE
მეც...


არადა ავატარი გაქვს ისეთი, რომ მარტოობას დაავიწყებს კაცს...

Posted by: Leo woman 30 Sep 2011, 22:45
Galahad
QUOTE
არადა ავატარი გაქვს ისეთი, რომ მარტოობას დაავიწყებს კაცს.

მონატრების სიმბოლოა....smile.gif

Posted by: Galahad 30 Sep 2011, 23:00
Leo woman
QUOTE
მონატრების სიმბოლოა....


შენთვის არის მონატრების სიმბოლო? smile.gif

გედს არა ერთი სიმბოლური დატვირთვა აქვს. ის არის სიმბოლო აღორძინების, სიწმინდის, ამაყი მარტოობის, კეთილშობილების, პოეზიის, სრულყოფილების, ერთგულების. გედი თავის თავში აერთიანებს ჰაერისა და წყლის სტიქიებს.

თუკი ცალკე მოცურავე გედი მარტოსულია, გედების წყვილი სუფთა, ფაქიზ სიყვარულს განასახიერებს.

Posted by: Dreamer Mаn 30 Sep 2011, 23:14
QUOTE
მარტოობა

ზომიერად კაი მაგრამ სულ მარტოობა გამანადგურებელია

Posted by: IRAKLI_1o 30 Sep 2011, 23:19
QUOTE (Leo woman @ 30 Sep 2011, 22:18 )
QUOTE
მარტო ვარ!

მეც...

alk.gif .......................................

Posted by: Polymorph 30 Sep 2011, 23:20
მელანქოლიკი ვარ..

ძალიან მიყვარს მარტოობა..და მივეჩვიე. იმდენად რომ 3 კაცი ოთახში და ვიღლები ხალხმრავლობისგან. biggrin.gif

Posted by: Leo woman 30 Sep 2011, 23:21
Galahad
QUOTE
შენთვის არის მონატრების სიმბოლო?

კი ჩემთვისsmile.gif

Posted by: Galahad 30 Sep 2011, 23:24
Polymorph
QUOTE
ძალიან მიყვარს მარტოობა..და მივეჩვიე. იმდენად რომ 3 კაცი ოთახში და ვიღლები ხალხმრავლობისგან.


ჩემთვის სასჯელია ისეთ ადამიანებთან ხშირი ურთიერთობა, რომლებთანაც ერთ ოთახში ჯდომაც კი არ მსიამოვნებს. სახლში არ ესმით ჩემი, რომ უმცირესი შეხებაც არ მინდა ასეთებთან და დამძახიან, მარტო დარჩებიო სულ. მარტოობაში გაცილებით უფრო კარგად ვარ, ვიდრე ისეთ ხალხთან თუნდაც მცირე ხნით ყოფნისას, რომლებიც მღლიან. და ვცდილობ, უფრო მეტი მოთმინება და ამტანობა გამოვიმუშავო ჩემში საამისოდ, არ ვარგა...

Posted by: Leo woman 30 Sep 2011, 23:29
Galahad
QUOTE
ვიდრე ისეთ ხალხთან თუნდაც მცირე ხნით ყოფნისას, რომლებიც მღლიან

საინტერესოა როგრი ტიპის ადამიანები გღლიან? მე მაგალითად ძალიან აჟიტირებული, ლაპარაკით რომ ტვინს გტკენს ეგეთებთან დიდხანს ვერ ვძლებ....მშვიდი და წყნარი უნდა იყოს ჩემსავით...smile.gif

Posted by: Dreamer Mаn 30 Sep 2011, 23:33
Polymorph
QUOTE
რომ 3 კაცი ოთახში და ვიღლები ხალხმრავლობისგან


http://www.wowhead.com/spell=61780 yes.gif

Posted by: Galahad 30 Sep 2011, 23:36
Leo woman
QUOTE
საინტერესოა როგრი ტიპის ადამიანები გღლიან? მე მაგალითად ძალიან აჟიტირებული, ლაპარაკით რომ ტვინს გტკენს ეგეთებთან დიდხანს ვერ ვძლებ....მშვიდი და წყნარი უნდა იყოს ჩემსავით...


არ არის ასეთი გამოკვეთილი ერთი ჯგუფი. შეიძლება ადამიანი გარეგნულად, ქცევებით მეტად დახვეწილი იყოს, მაგრამ შეხვედრისთანავე ავითვალწუნო. რაღაც მწიწკნის შიგნიდან, რომ აშკარად მაწუხებს ეს ადამიანი. ზოგჯერ გააზრებული მაქვს, რაც არ მომწონს. შეიძლება ადამიანს თითქოს აქვს კიდეც ისეთი თვისებები, რომლებსაც მე ვაფასებ, მაგრამ მათი გამოხატვა სხვა რამეს მეუბნება... მაგრამ ყოფილა შემთხვევა, ძალიან პრიმიტიული აზროვნების და ზედაპირული ბუნების ადამიანებთან დროის გატარება მომეწონა. ეს ჩემს შინაგან მდგომარეობაზეც არის დამოკიდებული.

Posted by: IRAKLI_1o 30 Sep 2011, 23:39
Leo woman
QUOTE (Leo woman @ 30 Sep 2011, 23:29 )
მე  მაგალითად ძალიან აჟიტირებული, ლაპარაკით რომ ტვინს გტკენს ეგეთებთან დიდხანს ვერ ვძლებ....მშვიდი და წყნარი უნდა იყოს ჩემსავით... smile.gif

ვერც მეე : ) ეგეთები ენერგიებს მართმევენ და მერე მთელი დღე გადაქანცული დავდივარ, აღარაფრის თავი აღარმაქვს ხოლმე biggrin.gif

Posted by: Leo woman 30 Sep 2011, 23:49
Galahad
გასაგებია....ჩემს შემთხვევაში ხასიათი არაფერ შუაშია....ნებისმიერ დროს მაღიზიანებს გადამეტებულად მხიარული ადამიანები....

IRAKLI_1o
ზუსტად, გაცარიელებენ თითქოს....საერთოდ ხალხთან ურთიერთობაც ძალიან მიყვარსთქო ვერ ვიტყვი....ძალიან ცოტაა ისეთი ვისთანაც კარგად ვარsmile.gif

Posted by: nino877 4 Oct 2011, 19:04
Я ведь не просто так сказала, что мне будет лучше одной.
Не потому, что я так думала…
А потому, что вдруг, я полюблю кого-нибудь…
И мы расстанемся
И я не смогу это пережить
Быть одной легче, потому что
Вдруг, ты поймешь, что не можешь без любви
А её больше нет?
Вдруг, тебе понравится
И ты к ней привыкнешь?
Что, если ты построишь свою жизнь вокруг неё
А потом…
Она исчезнет?
Вы сможете пережить такую боль?
Потеря любви как повреждение органа.
Как смерть.
Разница в том, что…
Смерть — это конец.
А это?
Это может продолжаться вечно.


Posted by: taknatuna 4 Oct 2011, 19:48
უნიში ურთიერთობის ფსიქოლოგიაში თემა მაქვს დასაწერი უახლოესი ორი კვირის მანძილზე, გადავწყვიტე მარტოობა ავირჩიო, ჰმმ საერთოდაც იმდენი თემის დაწერა მომიწევვს, რომ მოფიქრება არც მომიწევს მგონი რის შესახებ დავწერო. მშვენიერი თემები გვაქვს ამ განყოფილებაშჳ

Posted by: Nirvana11 4 Oct 2011, 20:50
სულ მინდოდა მარტო ცხოვრება, ბოლოს როგორც იქნა მოვახერხე 1 წელი და 5 თვეა (გუშინ გახდა) მარტო ვცხოვრობ, მაგრამ მეზიზღება უკვე , ბევრ ყოფით პრობლემასთან (კვება, სისუფთავე და ა.შ) არის დაკავშირებული, ამიტომ დამიჯერეთ კარგი არაფერია მაგაში. თუ თემა განმარტოებაზეა და არა მარტოობაზე, მაშინ უკაცრავად biggrin.gif

Posted by: bomboraN1 4 Oct 2011, 20:53
მთლად მარტო არ მიცხოვრია..ძაღლი მყავდა..და ნუ მყავდა შეყვარებული რომელიც ჩემთან მოდიოდა ხოლმე...მაგრამ მაგარი ვეშია მარტოობა..ფიქრებში იკარგები..ოღონდ თუ ცუდი ფიქრები და სანერვიულო გაქვს მარტოობაზე უარესი არაფერია..შეიძლება გაგიჟდე..მე რარაც პერიოდი მასე ვიყავი და ჩავიკეტე....როგორც კარგი ის ცუდია...

Posted by: Galahad 4 Oct 2011, 21:08
taknatuna
QUOTE
უნიში ურთიერთობის ფსიქოლოგიაში თემა მაქვს დასაწერი უახლოესი ორი კვირის მანძილზე, გადავწყვიტე მარტოობა ავირჩიო, ჰმმ საერთოდაც იმდენი თემის დაწერა მომიწევვს, რომ მოფიქრება არც მომიწევს მგონი რის შესახებ დავწერო. მშვენიერი თემები გვაქვს ამ განყოფილებაშჳ


ჩვენი პოსტები იქნება შენი შთაგონების წყარო. rolleyes.gif

Posted by: Leo woman 5 Oct 2011, 00:48
აღარ ვიცი ეს მარტოობა მინდა თუ არა.....სხვასაც ვეღარ ვიტან და მარტოც მწყინდება....ესეთი რამ გჭIრთ რომელიმეს?

Posted by: taknatuna 5 Oct 2011, 08:31
Galahad
აბარაა,
უსათუოდ,
biggrin.gif მერე გადავხედავ და გავიგებ რა შეხედულებები გაქვთ biggrin.gif:D:DD:

Posted by: Galahad 5 Oct 2011, 09:50
Leo woman
QUOTE
აღარ ვიცი ეს მარტოობა მინდა თუ არა.....სხვასაც ვეღარ ვიტან და მარტოც მწყინდება....ესეთი რამ გჭIრთ რომელიმეს?


მქონდა ადრე. მაგრამ ახლა უკვე მივხვდი რა მინდა ზუსტად და რა არ მინდა...

Posted by: KARINA555 5 Oct 2011, 18:35
QUOTE
მარტოობა,

საშინელებაა მარტოობა.....საშინელება mo.gif

Posted by: alex-andre 5 Oct 2011, 18:58
QUOTE
საშინელებაა მარტოობა.....საშინელება

ხოოო,მაგრამ ხანდახან მაგაზე კარგი არაფერია

Posted by: aanuka 5 Oct 2011, 19:44
QUOTE
მარტოობა,

ძაანაც არ მინდა მაგრამ მიწევს

Posted by: Galahad 5 Oct 2011, 20:43
რამე მარტოსულთა კლუბი შეგვექმნა. მერე იქვე ჩამოგვეყალიბებინა გაცნობის სერვისი. იქნებ უშველოს ვინმეს. tan.gif tan.gif tan.gif

Posted by: KARINA555 5 Oct 2011, 22:10
Galahad
QUOTE
რამე მარტოსულთა კლუბი შეგვექმნა. მერე იქვე ჩამოგვეყალიბებინა გაცნობის სერვისი. იქნებ უშველოს ვინმეს

აზრიც კარგია და ადგილიც, დარწმუნებული ვარ ბევრს გაუჩნდება კლუბის წევრობის სურვილი up.gif

alex-andre
QUOTE
,მაგრამ ხანდახან მაგაზე კარგი არაფერია

ხანდახან კი.....მაგრამ საერთოდ მარტოობა საშინელებაა, მარტო კაცი ჭამაშიაც ცოდოაო, არ გაგიგია? biggrin.gif

Posted by: Leo woman 5 Oct 2011, 22:31
Galahad
QUOTE
მქონდა ადრე. მაგრამ ახლა უკვე მივხვდი რა მინდა ზუსტად და რა არ მინდა...

smile.gif......ჩემ თავში გაურკვევლობის ბრალია?...ხო გეთანხმები პრინციპში....არადა ვიცი სინამდვილეში რაც მინდა უბრალოდ ისე არაა როგორც მინდა
საერთოდ ხალხი მღლის როგორც ასეთი, არ ვარ დიდად ურთიერთობების მოყვარული...მხოლოდ ერთი ადამიანი მინდა რომ შემავსოსsmile.gif სხვას ვერ ავიტან სახლშიbiggrin.gif

Posted by: Galahad 5 Oct 2011, 23:10
KARINA555
QUOTE
აზრიც კარგია და ადგილიც, დარწმუნებული ვარ ბევრს გაუჩნდება კლუბის წევრობის სურვილი


შევიკრიბოთ შემდეგ აქ და ვისაუბროთ მარტოობაზე. rolleyes.gif

Leo woman
QUOTE
......ჩემ თავში გაურკვევლობის ბრალია?...ხო გეთანხმები პრინციპში....არადა ვიცი სინამდვილეში რაც მინდა უბრალოდ ისე არაა როგორც მინდა

შეიძლება ბოლომდე არ ხარ გარკვეული რაღაცეებში.

QUOTE
საერთოდ ხალხი მღლის როგორც ასეთი, არ ვარ დიდად ურთიერთობების მოყვარული...

სხვადასხვა მიზეზით არის ეგ გამოწვეული.

QUOTE
...მხოლოდ ერთი ადამიანი მინდა რომ შემავსოს

ის? ერთი და განუმეორებელი? rolleyes.gif tan.gif

ეგ ვის არ უნდა...

Posted by: tornike121212 6 Oct 2011, 00:42
ამ ფილმს უყურეთ აბა Into the Wild ჩვენს თემას ეხება და დაგაინტერესებთ
ესეც ლინკი:

http://allmovies.ge/ge/#movie/AGIJI

Posted by: Ceti 7 Oct 2011, 21:11
Yeaaaah, I'm Alone... And I'm Happy.... tongue.gif

Posted by: nino877 8 Oct 2011, 00:45
ვეღარ გავიგე მარტო ვარ თუ არა ,ეს გაურკვევლობაა ყველაფერი


იმ სიტყვების მერე მარტოობა მინდა არადა არ მაცლიან

მარტოობა მაცადეთ რააა

Posted by: ბახსო 15 Oct 2011, 23:48
მე მისწორდება ხოლმე biggrin.gif


აგარაკზე მარტო მე ვიყავი. მთელი დაჩა დაცარიებული იყო. გავედი ბუნებაშI წიგნითურთ. კაი ხედის წინ დავჯექი და ხან ვკითხულობდი ხან ხედს ვუყურებდი biggrin.gif

Posted by: choko_ 18 Oct 2011, 05:05
14დან 17ტ წლამდე სრულიად მარტო ვცხოვრობდი (უპატრონო არ გეგონოთ) მე თვითონ ავიერჩიე ესე ...
ბევრი რამე ზუსტად მაგ წლებში ვისწავლე და ცხოვრებისეულად ბევრი გამოცდილება მივიღე ამ მხირვ კარგია მარტოობა
უარყობითი კი ეხლაა როცა მარტო აღარ ვარ , სვასთან თანაცხოვრება მიჭირს , ხალხთან ურთიერთობებიც , სულ განსხვავებული აზრი მაქვს და ...

არის პერიოდები როცა გონია რო მარტოობას გადაეჩვიე მაგრამ ასე არ აღმოჩნდება ხოლმე
ეხლა კი გაურკვევლობაში ვარ და არ ვიცი რომელი ჯობია , მარტოობა თუ სხვებთან ცხოვრება

ისე ძალიან მინდა ეხლა მარტო ცხოვრება (ცდა) მაგრამ ამის საშვალება აღარ მაქვს (უცხოეთში)

Posted by: Galahad 18 Oct 2011, 12:19
ბახსო
QUOTE
აგარაკზე მარტო მე ვიყავი. მთელი დაჩა დაცარიებული იყო. გავედი ბუნებაშI წიგნითურთ. კაი ხედის წინ დავჯექი და ხან ვკითხულობდი ხან ხედს ვუყურებდი


და ყოველი აბზაცის ბოლოს გახედავდი სივრცეს და წარმოიდგენდი წიგნის სიუჟეტს... rolleyes.gif

მშვენიერია.

Posted by: nino877 18 Oct 2011, 12:51
ბახსო
QUOTE
აგარაკზე მარტო მე ვიყავი. მთელი დაჩა დაცარიებული იყო. გავედი ბუნებაშI წიგნითურთ. კაი ხედის წინ დავჯექი და ხან ვკითხულობდი ხან ხედს ვუყურებდი

მეც ეგრე ვაპირებდი გაზაფხულიდან მაგრამ მერე ის ფილმი ვნახე მიმიფურთხებია თქვენი საფლავებისთვის და გადავიფიქრე რატომღაც biggrin.gif

მსიამოვნებს მარტოობა ,ჩემს სახლთან ხედი მაქვს დამუღამებული ,ავიღებ ხოლმე 2 ბოთლ ლუდს და ჩავუჯდები და ვუსმენ მუსიკას და ვფიქრობ და ვტკბები მარტოობით ,ვოტ

Posted by: ბახსო 18 Oct 2011, 19:37
QUOTE


და ყოველი აბზაცის ბოლოს გახედავდი სივრცეს და წარმოიდგენდი წიგნის სიუჟეტს... 

ხო ეგრე ზუსტად.
მერე დავფიქრდებოდი პარალელს გავავლებდი რალობასთან და ვაგრძელებდი კითხვას.



Galahad



nino877
QUOTE
გადავიფიქრე რატომღაც

მაინც რატომ biggrin.gif

Posted by: nino877 18 Oct 2011, 19:46
ბახსო
ეტყობა ეგ ფილმი არ გინახავს ხო?

http://allmovies.ge/ge/#movie/ABBHIC

არადა რომ დაიწყო მეც მივხვდი რომ ეგეთ ადგილას მინდოდა დასვენება

Posted by: Galahad 18 Oct 2011, 20:03
ბახსო
QUOTE
ხო ეგრე ზუსტად.
მერე დავფიქრდებოდი პარალელს გავავლებდი რალობასთან და ვაგრძელებდი კითხვას.


და გვერდით ფინჯანი ყავა. war.gif

Posted by: ბახსო 18 Oct 2011, 22:52
Galahad
QUOTE
და გვერდით ფინჯანი ყავა.

ბუნებაში სად ვიშოვო ყავა biggrin.gif თან ფინჯნით biggrin.gif

nino877
იმიტომ არ ვუყურებ კინოებს biggrin.gif

ათას სისულელეს ვნახულობ და მერე ვიჯერებ biggrin.gif

Posted by: Sl1pKn0T 31 Oct 2011, 23:55
რატომ ხართ ესეთები? იქნებ არ მიგიღეს ადამიანებმა თავიანთ წრეში, ვერ გაგიგეს, დაგცინეს და ეხლა აღარ ენდობით მათ, გეშინიათ მათთან ისევ ურთიერთობის დაჭერის რომ იგივე
არ განმეორდეს, ამიტომ მარტო ყოფნა გირჩევნიათ საკუთარ თავთან yes.gif
მეც მიყვარს მარტო smile.gif

Posted by: letodiniusi 1 Nov 2011, 00:51
QUOTE
ვეღარ გავიგე მარტო ვარ თუ არა ,ეს გაურკვევლობაა ყველაფერი


იმ სიტყვების მერე მარტოობა მინდა არადა არ მაცლიან

მარტოობა მაცადეთ რააა

++++++++ ჩემი სათქმელიი თქვეეს smile.gif

Posted by: Raycher 1 Nov 2011, 00:55
ორი-სამი დღე შემიძლია გავატარო სრულ მარტოობაში დიდი სიამოვნებით.

მერე უკვე მბეზრდება. mo.gif

Posted by: pekineli 1 Nov 2011, 22:57
ძალიან მიყვარს მარტოობა-შოპენთან რახმანინოვთან და ჩემს ნახატებთან ერთად. სულ მარტო ყოფნა. თუ შევძელი გადავალ მარტო ახალი წლიდან.

QUOTE
წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
1 წევრი: pekineli

რა სიმბოლურია ამ თემაშიც მარტო ვარ biggrin.gif


ფორევა ელოუნი ვარ ოღონდ ჩემი ნებით sad.gif

Posted by: paata-orbeli 2 Nov 2011, 17:18
საშინელებაა, არავის არ ვურჩევ .

Posted by: mosaubre 3 Nov 2011, 14:05
რა ვქნა არ მიყვარს ზემდეტად მხიარული ადამიანი, ზომიერება მირჩევნია. მარტოობა ძალიან მიყვარს, მაგრამ არავითარ შემთხვევაში გადაჭარბებულად.

Posted by: laboratoria1918 3 Nov 2011, 18:26
მე მხიარულება მიყვარს, მარტოობა მხოლოდ 1 საათით

Posted by: Depres voice 4 Nov 2011, 11:17
მართლაც საშინელებაა მარტოობა...ეარმოიდგინეთ როდესაც კოსმოსში ხარ და თანაც ისე მარტო, რომ ვერავის კი ვერც გააგონებ ვერაფერს smile.gif აააა...თავზარდამცემი შეგრძნებაა smile.gif

Posted by: Galahad 4 Nov 2011, 11:22
Depres voice
QUOTE
მართლაც საშინელებაა მარტოობა...ეარმოიდგინეთ როდესაც კოსმოსში ხარ და თანაც ისე მარტო, რომ ვერავის კი ვერც გააგონებ ვერაფერსაააა...თავზარდამცემი შეგრძნებაა


კოსმიური მარტოობა, მსოფლიო სევდა... rolleyes.gif

Posted by: maco79 5 Nov 2011, 01:17
მარტოობამ გადამაწყვეტინა ამ თემაში შემოსვლა. ჩემი მარტოობა უკვე დეპრესიაში გადადის და უკვე აღარ მინდა მარტო ყოფნა. ანუ იცით როგორი რაღაც დამემართა, საზოგადოებაში ყოფნის დროსაც კი მარტო ვარ, მეგობრებთან აღარ მინდა ურთიერთობა, ვეღარ ვუგებ, არ მესმის მათი, რაღაცნაირად გავირიყე. არ ვიცი რა ვქნა, ძალიან ცუდად ვგრძნობ თავს. ამ დროს ვარ ძალიან კმუნიკაბელური, მხიარული ადამიანი, არ მიჭირს ადამიანებთან ურთიერთობა, ჩემშია რაღაც პრობლემა. სულ ცუდი აზრები მიტრიალებს თავში, ყველაფერი მომბეზრდა, არაფერი აღარ მაინტერესებს, ქვეყნიდანაც კი მინდა წასვლა, რადიკალურად ყველაფრის შეცვლა. მოკლედ , იქნებ მირჩიოთ რა ვქნა?

Posted by: lasha inasaridze 6 Nov 2011, 15:56
თუ გინდა ადამიანს რაიმე ცუდი უსურვო, ეს მარტოობააა
* * *
თუ გინდა ადამიანს რამე ცუდი უსურვო, ეს მარტოობააა sad.gif sad.gif sad.gif sad.gif sad.gif sad.gif

Posted by: Depres voice 8 Nov 2011, 12:28
მაგარია, როდესაც მარტო ხარ და ბევრი ფული გაქ და ბევრი ფული რომ გაქ მერე მარტო აღარ ხარ biggrin.gif

Posted by: infuzoria 8 Nov 2011, 12:46
QUOTE
მაგარია, როდესაც მარტო ხარ და ბევრი ფული გაქ და ბევრი ფული რომ გაქ მერე მარტო აღარ ხარ

ფული არ არის მტავარი,სულიერ მარტოობას ფულით ვერ ამოავსებ vis.gif

Posted by: neliko kirtadze 8 Nov 2011, 12:59
ძალიან მეშინია მარტოობის ძალიან.......

Posted by: Leo woman 8 Nov 2011, 13:00
QUOTE
ფული არ არის მტავარი,სულიერ მარტოობას ფულით ვერ ამოავსებ

++
ისეთი ადამიანი არ მჭირდება გვერდით ვინც ფულის გამო იქნება ჩემთან ან რაიმეს გამორჩენის მიზნით

Posted by: sio-beqa 10 Nov 2011, 18:39
მარტოობით რატო უნდა დაიტანჯო არსებობს დაან ბევრი გამოსავალი
* * *
ხოოო მაგაში მართლა გეთანხმები ყველა ეგეთებიის
* * *
ფული არც იწყება და არც მთავრდება

Posted by: Leo woman 10 Nov 2011, 19:08
მარტოობა....მარტოობა.....ტანჯვაა მაგრამ განზრახ იტანჯავს თავს ადამიანი უმეტესად

Posted by: Galahad 10 Nov 2011, 19:15
წეგან გამოთაყვანებამდე მარტოდ ვიგრძენი თავი...
დარდებში ჩავიძირე გარკვეული ხანი და...


ცოტა მოგვიანებით მომეშვა. თან მაგრად მომეშვა...

Posted by: Eirene 10 Nov 2011, 20:03
ხანდახან მიყვარს მარტოობა
მაგრამ ხანდახან ცუდად ვხდები, ისე მინდა ადამიანის ხმა გავიგო :შ
ფაქტიურად მარტო ვცხოვრობ biggrin.gif

Posted by: Leo woman 10 Nov 2011, 21:01
QUOTE
ძალიან მეშინია მარტოობის ძალიან.......

მე რომ ვაკვირდები რისიც ყველაზე მეტად მეშინია ის მემართება სწორედ..ამიტომ არაფრის რა უნდა გეშინოდეს ადამიანს


Posted by: Tommy Guerrero 10 Nov 2011, 22:25
ჰო :/

---------------------------------

Posted by: sesililu 10 Nov 2011, 23:29
QUOTE
მე <3 მარტოობა

ჰო
ჰო

<3 <3


და მენატრება მარტოობა.

თუნდაც ერთი დღIთ.
არშეიძლება?

დავიღალე.

sad.gif

Posted by: erekleerekle 11 Nov 2011, 16:22
მახსენდება ეგეთი პოსტი. რომელ თემაში ხომ ვერ შემახსენებ?

Posted by: Denzelgeo 11 Nov 2011, 20:29
მარტოობა ძალიან მძიმე რაღაცაა...ადრე განვიცდიდი სიმარტოვეს !!! თუმც რუბიკონი გადალახულია smile.gif

Posted by: bobi28 12 Nov 2011, 14:26
სულ მარტო ყოფნა როგორ უნდა გინდოდეს ნორმალურ ადამიანს?

Posted by: realisti 05 12 Nov 2011, 18:04
არ მიყვას მარტოობო, რაც უფრო მეტი ხალხია და მეტი მხიარულება უკეთესია. ხანდახან კი შეიძლება კაცს მარტოობა მოგინდეს განტვირთვის მიზნით, მაგრამ დიდხანს გმერთმა მაშოროს

Posted by: ladoqartveli 14 Nov 2011, 07:05
ყველაზე ადვილი დასადგენია თუ რამდენად მარტოდ არის ადამიანი დარჩენილი ნახო მისი რომელიმე სოციალური ქსელის გვერდი ან დრო რომელსაც ის კომპიუტერთან ატარებს.

როგორც წესი მარტოდ დარჩენილ ადამინებს უაზროდ ბევრი ვირტუალური მეგობარი ყავთ და კომპიუტერთან ყოფნა მავნე ჩვევათ აქვთ ქცეული.

თანამედროვე საზოგადოებაში ყოველ წელს ძალიან მატულობს მარტოდ დარჩენილი ადამიანების რიცხვი და ეს კიდევ უფრო გაიზრდება, ამიტომ მომავალი თაობები უფრო ცივნი და მარტონი იქნებიან. სამაგიეროდ რაც უფრო მეტი დრო გადის მით უფრო მეტად ჩაეფლობიან ვირუალურ ურთიერთობებში, ასევე მალე ადამიანები შექმნიან რობოტებს, რომლებიც იზრუნებენ მათი მარტოობის განცდის გასანეიტრალებლად. მოკლედ მაგარი "მხიარუული და სიცოცხლით" აღსავსე მომავალი გველის sad.gif

Posted by: ლივერმენ 14 Nov 2011, 08:45
QUOTE
მარტოობა

ტეხავს yes.gif user.gif

Posted by: anano21 14 Nov 2011, 21:42
მარტო ყოფნა ძალიან მიყვარს, თუმცა დიდი ხნით მარტობაა ნამდვილად არ მინდა, კვირაში ერთი დღეც მყოფნისხოლმე,

Posted by: life goes on 14 Nov 2011, 22:10
QUOTE
 მარტოობა

დღეს ისე მესიამოვნა მარტოობა....ხანმოკლე იყო,მაგრამ მაინც....ყველაზე მშვიდად ვიგრძენი თავი,მინდოდა უფრო დიდხანს გაგრძელებულიყო...

კარგია,ზოგჯერ აუცილებელიცაა მარტო ყოფნა საკუთარ თავთან....

Posted by: nino877 1 Dec 2011, 19:22
ისე მემარტოვება

სახლი უნდა ვიქირავო და ოჯახიდან მოშორებით გადავსახლდე
აუფ მაგატ წუწუნს რა გაუძლებს

დავიღალე ყველაფრით
3 თვე მაინც მინდა მარტო

Posted by: loveway 3 Dec 2011, 21:21
მეგონა რაც სტუდნეტი გავხდი შეიცვლებოდა ყველაფერი

რაღაცა მაგარი ადამიანები მაგარი ხალხიიი
და აე
ურთიერთგაგება სიაყვარული რამე ჩახმუტება ტუდა სუდა
მარა შენც არ მომიკვდე
ისევ
ისე ვარ
მარტო
ოღონდ ადრე მემჩნეოდა
ახლა უკვე აღარ მემჩნევა
და მომწონს
ჰმმ
მართალია მტკივა მარა
რახან სადო მაზოხიზმი მახასიათებს
ამიტომ....
ჰაჰ
))))
თუმცან ერთი პლიუსი აქვს მარტოობას
ანუ როცა აცნობიერებ რომ მარტო ხარ
უფრო დამოუკიდებელი ხდება
და უფრო ისწრაფვი სუიციდსკენ
მაგრამ
არა
ჯერ

არა
ჯერ სუიციდი ადრეა
... ))

Posted by: selia 3 Dec 2011, 21:37
თვეში ერთი დღე -მშვენიერი იქნებოდა smile.gif

Posted by: მაწო7 3 Dec 2011, 22:22
. .

Posted by: gaqo 3 Dec 2011, 22:41
მარტოობა ზოგჯერ ძალიან მჭირდება, მაგრამ მეშინია მარტოობის, იმიტომ რომ საშინელი აზრები მომდის ხოლმე თავში...სიცოცხლე აზრს კარგავს...
ზოგჯერ ხელოვნურად ვცდილობ თავი მაქსიმალურად დავიტვირთო, რომ ეგ აზრები თავიდან ამოვიგდო...
ზოდჯერ მარტოობა დასვენებასთანაც ასოცირდება, იმიტომ რომ სულ ხმაური ირგვლივ მომაბეზრებელია...
მაგრამ არსებობს მარტოობა, როცა უამრავი ხალხი გეხვევია გარსს და მაინც მარტო ხარ...
მე მაინც მგონია, რომ რაღაც ხარისხით
"ადამიანი მაინც მარტოა" sad.gif
* * *

Posted by: loveway 4 Dec 2011, 10:24
QUOTE
მაგრამ არსებობს მარტოობა, როცა უამრავი ხალხი გეხვევია გარსს და მაინც მარტო ხარ...

აესაა )))
ეგრე ვარ მე
ვერთობი ბლა ბლა ბლა რაღაცა ვღადაობ და უცებ მოვიწყენ ხოლმე
და მერე როგოოოოოორ მძუუულს
--- აუ რატო მოიწყინე???
მეთქი წადიითთ!!!
:@
QUOTE
რაღაც ხარისხით

რაღაც ხარისხით კი არა
ადამიანი ყოველთვის მარტოა
უბრალოდ ამას ზოგი ვერ აცნობიერებსს
იმიტომ რომ პოულობს ადამიანებს რომელთაც უზიარებს აზრს და ურთიერთგაგება რამე ბლა ბლა ბლა
მარა ყოველთVის მარტოა ადამიანი ( პორსტა ეს უნდა გააცნობიეროს)
თრასთ მი smile.gif))


მაგრამ ხანდახან მარტოობისას მოდის
ძალიან მშვენიერი ემოციები ))
გარეთ რარაც საშინელი ამინდიც სეილება ლამაზ დღედ მოგეჩვენოს
ჰმ smile.gif)

Posted by: koba beqauri 7 Dec 2011, 15:29
ხანდახან აუცილებელიცაა მარტო დარჩენა
ძალიან ბევრი მეგობარი მყავს, მხიარულიც ვარ, მაგრამ ზოგჯერ ისე მინდა მარტო დავრჩე ვერ აგიხსნით

ამ ყველაფერს ისიც ემატება რომ რომანტიკოსი ვარ ბუნებით და ერთი თუ შევტოპე ფიქრებში, მორჩა biggrin.gif:D მიჭირს ხოლმე გამოსვლა tongue.gif

Posted by: nino877 7 Dec 2011, 16:41
დღს მთელი დღეა ძალიან აღზნებული ვარ ,გაღიზიანებული ,ჯერ კიდევ გუშინ საღმოს გავიბერე,მიზეზიანად,და მივხვდი რომ მარტოობა მინდა და ის ის იყო უნდა მეთქვა მოდი დავშორდეთ მარტოობა მინდათქო , მოვიწყინე დღეს სამსახურშიც დაძაბულობაა და მთელი დღეა ცხვირიდან მომდის სისხლი ,როგორ დავიღალე ყველაფრით

Posted by: ZSU-23-4 7 Dec 2011, 22:50
დაახლოებით ამ პონტში ვარ givi.gif

ხო კაი ჩემით გავალ mad.gif

Posted by: lashaa24 9 Dec 2011, 11:08
მარტოობაზე რისი თქმა შეიდზლება მხოლოდ იმის რო ყველა გაგებით და ყველა კუტხიდან საშუნელებაა biggrin.gif wink.gif

Posted by: Davidiel 10 Dec 2011, 18:14
არის აქ ვინმე მართლა მარტო?
მე მაგალითად ერთი მეგობარიც არ მყავს რადგან მთელ ძველ სანაცნობოს ჩამოვშორდი მარა მარტოობა საშინელებაა თუ ვინმე არის ვინც მართლა მარტოა თამამად მომწერეთ პმ-ში პირველ რიგში განვიხილოთ რატო ხარ მარტო რამ გამოიწვია ეს ჩავწვდეთ მიზეზს და შემდეგ ყველანი შევიკრიბოთ და გავიცნოთ ერთმანეთი მემგონი ეს ყველას წაადგება რაღაცაში!

Posted by: misssecret 14 Dec 2011, 01:22
სხვისი არაკაცობის გამო თავი რომ გეზიზღება და ვერავის ეუბნები....
კივილი რომ გინდა და ხმას რომ ვერ იღებ, არავინ გაიგონოს...
ჩემებთან მინდა.

Posted by: infuzoria 14 Dec 2011, 11:51
QUOTE
მე მაგალითად ერთი მეგობარიც არ მყავს რადგან მთელ ძველ სანაცნობოს ჩამოვშორდი

მე ვარ ასე ზუსტად ,არც ნატესავებთან მაქვს რაიმე კავშირი,უბრალოდ არ მეკონტაქტებიან თვითონ,არ ვჭირდები,მიზეეზი ნამდვილად არ ვიცი და ხშირად ვფიქრობ ასე რატომ მოხდა!ყველას ყავს მეგობრები ,ახლობლები,ბოლო-ბოლო ნათესავები-მე კი არავის არ ვადარდებ ,ერთი ადამიანის გარდა,მაგრამ ასეც ძნელია ერთ ადამინზე იყო დამოკიდებული და ის შენი ყველაფერი იყოს ,მეგობარიც დაც ,ძმაც ,დედაც და მამაც.იმ ერთ ადამინს ,რომ გადაუტრილადეს რამე გულში ამ მოუვიდეს რამე ყველაფერი დამთავდება.ეხლა სეიძლება არ არის მაგის საშიშროება ,მაგრამ მომავალში ...არ ვიცი.....

Posted by: rapu_zel 14 Dec 2011, 21:28
ეხლა აქ გულში და მთელ სხეულში საშინელ მარტოობას ვგრძნობ... ირგვლივ ვიხედები... დადიან ადამიანები და მე მათი ნაწილი არ ვარ... სრულიად კუთხეში მდგომი არსება ვარ რომელიც ყველაფერს უმიზნო თვალებით უყურებს,სულ რაღაც 5 დღის წინ კიდევ მიხაროდა რაღაც,კიდევ ცოცხლობდა ჩემში ადამიანი... თვალებიდან წამოსული ცრემლი გამმომაფხიზლებს ხანდახან,რამოდენიმე წამით ...მერე კი ისევ ჩემებური,ულაპარაკო,მდუმარე სევდა დამიპატრონებს... მინდა მიხაროდეს... ჩემს გარშემო კი სრული წყვდიადია...

Posted by: SNYPI 15 Dec 2011, 04:46
QUOTE
ეხლა აქ გულში და მთელ სხეულში საშინელ მარტოობას ვგრძნობ... ირგვლივ ვიხედები... დადიან ადამიანები და მე მათი ნაწილი არ ვარ... სრულიად კუთხეში მდგომი არსება ვარ რომელიც ყველაფერს უმიზნო თვალებით უყურებს

მაგარი მარტო ვარ, ეხლაც შეამჩევთ რომელ საათზე ვწერ ეხლაც მარტო ვარ ( მართალია ამ დროს ძინავს ყველას მარა მაინც biggrin.gif) ყველა მხრიდან მარტო ვარ რა ვერ ვაკონტროლებ ჩემ ცხოვრებას იმიტომ რომ მაგხელაც არ ვარ რო ეგ შევძლო მინდა გავიქცე მოვშორდე ყვეალფერს და ყველაფერი ჩემით და ახლიდან დავიწყო მაგრამ ვზივარ ესე და მარტო ველოდები რაღაცას მაგრამ მეთვითონაც არ ვიცი წესივრად რას და იმედიც აღარ მაქვს

არ მინდა ვიჯდე მინდა ვიმოძრავო და რამე ვქნა მაგრამ...... sad.gif

დავიღალე უკვე ყველაფრით,მომბეზრდა ერთი და იგივე სულ სულ სულ sad.gif

Posted by: IRAKLI_1o 3 Jan 2012, 15:11
All Alone On Christmas smile.gif))


Posted by: moli-si 16 Mar 2012, 22:58
QUOTE
მე <3 მარტოობა

როცა პრობლემები მაქვს მაშინ, არ მიყვარს ზედმეტი კიტხვები და თავის მობეზრება,

Posted by: Globus 17 Mar 2012, 16:13
მე კი მგონია, რომ მარტოობა არ შეიძლება უყვარდეს ადამიანს. ეს არის ხშირ შემთხვევაში მოთხოვნილება, და მაშინაც კი სძულთ ხოლმე.
ჩემთვის რაღაც წამალივითაა, მხოლოდ მაშინ განვმარტოვდები ხოლმე, როცა თავს ცუდად ვგრძნობ.

გარკვეული პერიოდი კარგია, თვითრეალიზაციისთვის, მაგრამ ეს დიდი ხანი არ უნდა გაგრძელდეს. დეპრესიას გამოიწვევს მერე და ვინ იცის კიდევ რამდენი ცუდი რამე მოყვება.

მე ვებრძვი მარტოობას. არ მინდა რომ შემომეჩვიოს. user.gif user.gif user.gif

Posted by: Champagne_Supernova 20 Mar 2012, 21:29
ვიყავი მარტო.
შემიყვარდა.
აღარ ვგრძნობდი თავს მარტოდ.
წავიდა.
თავს არ ვგრძნობ მიტოვებულად, მაგრამ ვგრძნობ მარტოდ.
და მიკვირს, რომ მარტოც არ ვარ.

წავიკითხე ეს და ყველაფერს მივხვდი:

"ვარ ცხრა მთას იქით....
მდუმარება მძვინვარებს ირგვლივ.

თბილისში ახლა საღამოა,
შინ არის იგი...

აი:
მან უცებ დაიწვრილა თვალები ფართო, –
უსიამოვნოდ განირიდა თამბაქოს ბოლი...

არ ვტოვებ მარტო, –
თუ მე იგი
არ მტოვებს მარტო, –
არ ვიცი.
ვიცი:
ვარ მარტო და
ვართ მაინც ორნი..."

Posted by: nino877 20 Mar 2012, 22:53
Когда сердце болит — это болезнь, когда болит за других — идиотизм.

Posted by: IRAKLI_1o 24 Mar 2012, 15:55
მტკივნეულია იმის ცოდნა, რამდენად ბევრი ადამიანი უჩივის მარტოობას. სხვებისგან განცალკევებულობა ნამდვილად თრგუნავს ადამიანს, ხოლო ერთობა, პირიქით, მხნეობას აძლევს, რადგან ადამიანი გრძნობს, რომ წუთისოფელში არ არის მიკარგული. ადამიანებს შორის ერთობა არის ძაფი, რომლითაც ჩვენ ვუერთდებით ცას, ღმერთს - ადამიანთა გამაერთიანებელ ცენტრს. დიახ, ერთობა, რომელიც ერთი გულიდან მეორისაკენ მიდის, მიმართულია ღვთისაკენ, როგორც ერთიანი ცენტრისკენ, რადგან სწორედ ადამიანთა შორის ერთობის დამყარება არის ცხოვრება, ხოლო განცალკევება სიკვდილი. ადამიანებს შორის ერთობას ჩვენთვის მოაქვს მადლი, რომელიც სიცოცხლის სიხარულს გვანიჭებს. ეს არის ცხოვრების კანონი, რომლის დარღვევას აუცილებლად მოჰყვება ტანჯვა. ჩვენ ყველანი ღვთის ხატის მიხედვით ვართ შექმნილნი. მაშასადამე, სწორედ ეს ღვთის ხატი არის ის, რაც ადამიანებს ერთმანეთთან გვაერთიანებს. ერთმანეთთან დაახლოებისას შესაძლებელია, თანდათანობით მივაღწიოთ ერთსულოვნებას, ერთაზროვნებას, ერთიანობას, რომელზეც ქრისტემ თქვა: "რათა ყველანი ერთი იყვნენ, როგორც შენ, მამაო, ჩემში, და მე შენში; რათა ისინიც ერთი იყვნენ ჩვენში" (იოანე 17,21). ხოლო ჩვენ საჭიროდაც კი არ მიგვაჩნია ადამიანური ცხოვრების ერთფეროვნებაში ვეძებოთ ღვთიური საწყისი ჩვენი ბუნებისა, რომელსაც ნამდვილად შეუძლია სხვებთან დაგვაახლოვოს. განცალკევებულობას ჭეშმარიტ ცხოვრებად მივიჩნევთ და არც კი ვცდილობთ მის დაძლევას. არადა, განცალკევებულობის მდგომარეობა საშუალებას არ გვაძლევს სიხარული ვპოვოთ ყოველდღიურ ცხოვრებაში, ხელს გვიშლის საკუთარი თავის გამოვლენაში. ჩვენ ყველანი ველით, რომ სიხარული სადღაც გარედან მოვა, ხოლო იმას, რაც არის ჩვენში, ვერ ვამჩნევთ. ამიტომაც არის წყდიადი ყველგან - გარეთაც და სულშიც.


მთავარეპისკოპოსი სერგი პრაღელი (კოროლიოვი) (1881 - 1952)

Posted by: lukako93 24 Mar 2012, 16:31
მარტო რომ ვრჩები ვპოულობ საკუთარ თავს. მიყვარს სიბნელეში მარტო ჯდომა. ზაფხულში ყოველღამე ავდიოდი სახურავზე და მოწმენდილ ცას ვუყურებდი. ბევრ პრობლემას ვაგვარებ როდესაც საკუთარ თავთან მარტო ვრჩები. სკოლას ვაცდენდი და დილიდან წიგნის საკითხავად მივდიოდი ადგილას სადაც არავინ იყო. საღამომდე შემეძლო ამ სიმარტოვეში წიგნი მეკითხა. ზოგს ურჩევნია მეგობრებთან ერთად იყოს, მიიღოს მათგან რჩევა მაგრამ მე ეგერე არ ვარ biggrin.gif რავიცი მისწორდება რა სიმარტოვე

Posted by: loveway 24 Mar 2012, 18:27
მარტო როცა ვარ ვერ ვიტან სინათლეს
აი მძულს
მირჩევნია რამე ლაითად განათებული ადგილი
მიყვარს ბალახზე წოლა და მოწმენდილი ცის ყურება
ვაკვირდები ვარსკვლავებს ვქმნი ფორმებს
ვფიქრობ ყველაფერზე და არაფერზე
ჩემტან ჩემბი მეეები არიან
მამხიარულებენ
მასევდიანებენ
ყველაფერს აკეთებენ იმისთVის რო მარტოობის დაძლევა არ მომინდეს
რაოდენ არგი ადამიანებიც არ უნდა მეხვიოს გარს მინდა მათგან დასვენება
მარტოობა
ჩემს თავთან
მხოლოდ მე
და კიდიევ ერთი მე და კიდევ ერთი მე
ჩემზე უკეთესს მესთან ვერ გავატარებ ისეთ მაგარ დროს
რასაც მარტოობაში
ახ
რა უსუსურები მეჩვენებიან ადამიანები , რომლებსაც მარტოობა სძულთ

Posted by: TUNA123 24 Mar 2012, 22:38
moli-si

როცა პრობლემები მაქვს მაშინ, არ მიყვარს ზედმეტი კიტხვები და თავის მობეზრება,

..
აუ არც მეეეე smile.gif

Posted by: moli-si 24 Mar 2012, 23:32
TUNA123
QUOTE
აუ არც მეეეე

მე ბევრად უფრო ცუდად ვხდები და უფრო მეტად მაწუხებს ის რის გამოც ცუდად ვარ

Posted by: ჯი-ნია-ნი 25 Mar 2012, 04:49
იმდენად მიყვარს მარტო ყოფნა,რომ ხალხის დანახვაც კი მაღიზიანებს,მბეზრდებიან და ა.შ.
ვიცი რომ ცუდია,რომ უნდა გამოვასწორო როგორმე,მაგრამ როგორ?ეს კი არ ვიცი..

Posted by: NatiaGull 25 Mar 2012, 13:48
ჯი-ნია-ნი
QUOTE
იმდენად მიყვარს მარტო ყოფნა,რომ ხალხის დანახვაც კი მაღიზიანებს,მბეზრდებიან და ა.შ.
ვიცი რომ ცუდია,რომ უნდა გამოვასწორო როგორმე,მაგრამ როგორ?ეს კი არ ვიცი..

რამდენიმე დღით ისეთ ადგილზე უნდა წახვიდე სადაც არცერთ ნაცნობსარ გადაეყრები და მერე დააფასებ ადამიანებს :


Posted by: teo-teokuna 25 Mar 2012, 14:44
QUOTE (NatiaGull @ 25 Mar 2012, 13:48 )

რამდენიმე დღით ისეთ ადგილზე უნდა წახვიდე სადაც არცერთ ნაცნობსარ გადაეყრები :

http://ge.smiles.26l.com/smile.116518.html


როგორ მინდა...

Posted by: tulip 27 Mar 2012, 11:35
ხშირად ადამიანები მარტოობას აღიქვამენ როგორც ცუდ ფენომენს, თვლიან რომ ადამიანებს რომლებსაც მარტო ყოფნა უყვართ არიან მოწყენილები, მარტოსულები და გვერდით არავინ ჰყავთ. მე ასეთი აზრი მაქ: მე ვთვლი რომ ადამიანი რომლეიც მარტოა მას აქვს არჩევანის თვისუფლება ანუ ან დარჩეს მარტო ან იპოვოს გვერდში მყოფი. ასე რომ მარტოობა კარგია განიხილოთ როგორ ცხოვრების ერთ–ერთი კარგი მოვლენა ეტაპი და არა დეპრესიული და უბედური პერიოდი. მე მაგალითად მიყვარს მარტოობა შემიძლია რომ ეს დრო ნაყოფიერად გავატარო smile.gif)

Posted by: Plainview 27 Mar 2012, 18:44
მე კომფორტულად ვგრძნობ თავს როცა მარტო ვარ, რაღაც დრო შემიძლია გავჩერდე ხალხში დღის განმავლობაში, მერე გამოვერიდები და ვისვენებ, რავი ხალხთან ურთიერთობით უნდა იღლებოდე? მგონი არაა ნორმალური rolleyes.gif

Posted by: Ziku 27 Mar 2012, 20:40
QUOTE (lukako93 @ 24 Mar 2012, 16:31 )
ბევრ პრობლემას ვაგვარებ როდესაც საკუთარ თავთან მარტო ვრჩები

მაგას რო ვაგვარებდე ბედნიერი ვიქნები smile.gif მოვყწდები ყველაფერს 2-3 დღე მგონია რო რამე შეიცვალა მარა facepalm.gif

Posted by: infuzoria 28 Mar 2012, 10:27
მე მგონი მარტოობა უნდა გავყოთ ორ ნაწილად:ფიზიკური და სულიერი
ფიზიკური მარტოობა ბევრს ძალიან ამშვიდებს ,ადამიანი შეიძლება დარჩეს საკუთარ თავთან ,ბევრი რამე გაიაზროს,ამ დროს ის არ გრძნობს თავს ცუდათ,პირიქით ხშირად ცდილობს დარჩეს მარტო (ეს უფრო ხშირი შემთხვევაა და ამ მარტოობაზე წერს ზუსტად ამ თემაში უმრავლესობა)
აი სულიერი მარტოობა კი ყველასთვის აუტანელია,ადამიანი შეიძლება იყოს ფიზიკურად მარტო ,მაგრამ მას გარშემო ყავდეს უამრავი ახლობელი და მეგობარი,და პირიქით შეიძლება ძალიან ბევრ ადამინთან ქონდეს ურთიერთობა ,მაგრამ თავს მარტოსულად გრძნობდეს ,ასეთი მარტოობა უფრო იშვიათად გვხვდება-ზუსტად ასეთ ხალხს არ უყვარს მარტოობა,და უმძიმს ის....


Posted by: TUNA123 28 Mar 2012, 14:01
ifuzoria

მე მგონი მარტოობა უნდა გავყოთ ორ ნაწილად:ფიზიკური და სულიერი

...

გეთანხმები ნამდვილადდ....სულიერი მარტოობა უფრო საშინელებაა...

Posted by: IRAKLI_1o 28 Mar 2012, 14:32
ifuzoria
QUOTE
მე მგონი მარტოობა უნდა გავყოთ ორ ნაწილად:ფიზიკური და სულიერი

+1

QUOTE
ფიზიკური მარტოობა ბევრს ძალიან ამშვიდებს ,ადამიანი შეიძლება დარჩეს საკუთარ თავთან ,ბევრი რამე გაიაზროს,ამ დროს ის არ გრძნობს თავს ცუდათ,პირიქით ხშირად ცდილობს დარჩეს მარტო (ეს უფრო ხშირი შემთხვევაა და ამ მარტოობაზე წერს ზუსტად ამ თემაში უმრავლესობა)
აი სულიერი მარტოობა კი ყველასთვის აუტანელია,ადამიანი შეიძლება იყოს ფიზიკურად მარტო ,მაგრამ მას გარშემო ყავდეს უამრავი ახლობელი და მეგობარი,და პირიქით შეიძლება ძალიან ბევრ ადამინთან ქონდეს ურთიერთობა ,მაგრამ თავს მარტოსულად გრძნობდეს ,ასეთი მარტოობა უფრო იშვიათად გვხვდება-ზუსტად ასეთ ხალხს არ უყვარს მარტოობა,და უმძიმს ის....


აბსოლიტურად გეთანხმები yes.gif

Posted by: fasko 28 Mar 2012, 18:13
QUOTE
სულიერი მარტოობა უფრო საშინელებაა...

ადამიან გააჩნია

Posted by: furashka 28 Mar 2012, 20:01
ზოგადად მარტოობა ცუდია, ვინაიდან ადამიანი იკეტება ამ დროს საკუთარ თავში. მარტოობას ჯობს გავიდეს, გარემო შეიცვალოს და ეცადოს სხვა თემაზე გადაიტანოს ყურადღება.

Posted by: salala 31 Mar 2012, 19:37
ეჰ რა მარტოსული ვარ ეს დღეები sad.gif

Posted by: tokrine 2 Apr 2012, 12:45
QUOTE
მე მიყვარს მარტოობა

მგონია მარტოობა მხოლოდ იმ ადამიანებს უყვართ, ვისაც მარტოს არასდროს უცხოვრია. მძულს სიმარტოვე

Posted by: TUNA123 2 Apr 2012, 14:33
ვაიმე ეხლა წარმოვიდგინე მარტო ,რომ ვიყო კარგა ხანი აუუუ გავრეკავვვ,არა ხანდახან კარგია, ეგ კი არა ცოტა ხანი ,რომ დავჩები მარტო უკვე ნერვები აღარ მყოფნის და ვურეკავ მეგობრებს ან გავდივარ მეე. smile.gif))

Posted by: IRAKLI_1o 2 Apr 2012, 14:42
QUOTE
მძულს სიმარტოვე

+1

Posted by: TUNA123 2 Apr 2012, 22:36
IRAKLI_1o

+1 smile.gif smile.gif smile.gif smile.gif

Posted by: nino877 2 Apr 2012, 23:45
Одиноким людям не нравится слушать о счастливых парочках.
Это низко, все равно, что притащить ящик пива на встречу анонимных алкоголиков.

Posted by: yvelasaxelidakavebulia 3 Apr 2012, 00:05
გააჩნია რისგან არის გამოწვეული მარტოობა თუ რამე შეგემთხვა და ამის შემდეგ ხარ მარტოდ ეგ ცუდის მომტანია საბოლოო ჯამში მარტოობას გენიოსებიც დაუბადია და განუვითარებია და ზოგადად ვერ იტყვი კარგია თუ ცუდი

Posted by: oshi 4 Apr 2012, 13:43
მომენატრა მარტოობა, გადავიწვი."".."..

Posted by: irakli-r 4 Apr 2012, 19:50
ადამიანი მარტო ვერ იქნება რადგან ანგელოზი მუდამ გვერდიტ არის

Posted by: spliyvi1 4 Apr 2012, 23:50
მარტოობა, ნებისმიერი ადამიანის ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. ცხოვრების ეს თანამგზავრი კი ბევრი ჩვენთაგანისთვის ძნელად ასატანია. თუმცა, როდესაც ის არ უფიქრდება მარტოობის განცდას, აღარც არის მისგან შეწუხებული, მაგრამ ასეთი ადამიანები პირადად მე არ შემხვედრია. მარტოობის სარგებლობის აღქმა ყველაზე უფრო მეტად შეუძლიათ, ხელოვანებს ვინაიდან მათთვის მარტოობა – თავისუფლებაა. რაც შეეხება ჩვეულებრივ ადამიანს, რომელიც არც ხელოვანია და არც მარტოობის მოყვარული, ამ უკანასკნელს აღიქვამს როგორც ტანჯვას და ტუსაღობას ჭეშმარიტი სიყვარულის მოლოდინში. მათთვის მარტოობა – ციხეა. ეს მტკივნეული და მწარე განცდაა და ამ ყველაფერს რა თქმა უნდა თან ახლავს დეპრესია და სასოწარკვეთილება. თუმცა, არსებობს მეთოდები, რომელთა საშუალებით შესაძლებელია მარტოობის დამარცხება და მასთან ჰარმონიულად ცხოვრება. ასეთი შესაძლებლობები კი მრავალია და არა ერთხელაა შემოწმებული.

Posted by: TUNA123 5 Apr 2012, 20:45
irakli-r
ადამიანი მარტო ვერ იქნება რადგან ანგელოზი მუდამ გვერდიტ არის

...
გაიხარე შენ, ეხლა ძალიან ცუდ ხასიათზე ვვიყავი და რაღაც გამოვედი :smile.gif აბა რააა..

Posted by: taknatuna 5 Apr 2012, 20:48
ვეღარ ვიცლი მარტოსულობის შეგრNებისთVის,

Posted by: paradoxxx 7 Apr 2012, 14:08
QUOTE
მარტოობა – თავისუფლებაა


ნამდვილად ასეა, ჩემთვის მარტოობა თავისუფლებაა და როგორ

QUOTE
მომენატრა მარტოობა,


ჩემთვის უკვე დიდ ფუფუნებად იქცა მარტოობა

Posted by: TUNA123 7 Apr 2012, 17:32
taknatuna

ვეღარ ვიცლი მარტოსულობის შეგრNებისთVის,

...

ეგ არ თქვვა მარტოობა ხანდახან ძალიან მინდება მაგრამ ვერაააოო ვერ მოგართმევთოო..

Posted by: urukxai 13 Apr 2012, 22:37
მე მართLა მაგრად მიყვარს მარტოობა smile.gif ჩემი ნამდვილი შეყვარებული და მეგობარია smile.gif მიზეზი რატო მიყვარს მარტოობა:ტვინს არავინ არ გიჭამს,არავინ არაფერს არ გავალებს,სიწყნარე,სიმყუდროვე და რავი ბევრი დადებითი მხარე აქ ჩემთვის მარტოობას smile.gif მიუხედევად იმისა რო მარტო არც ისე ხშირად მიწევს ყოფნა მაინც მიყვარს მარტოობა smile.gif

Posted by: fasko 13 Apr 2012, 22:46
QUOTE
:ტვინს არავინ არ გიჭამს,არავინ არაფერს არ გავალებს,სიწყნარე,სიმყუდროვე და რავი ბევრი დადებითი მხარე აქ ჩემთვის მარტოობას

biggrin.gif +

QUOTE
არც ისე ხშირად მიწევს ყოფნა

სულ მარტო მიწევს ყოფნა biggrin.gif

QUOTE
მიყვარს

არც მიყვარს, არც არ მიყვარს, ასე ვცხოვრობ და ვარ biggrin.gif ^^

Posted by: urukxai 13 Apr 2012, 23:04
ჩემთვის ნეტარებაა მარტო ყოფნა smile.gif

Posted by: Galahad 14 Apr 2012, 00:42
დღეს მთაწმინდის პანთეონიდან ქალაქს რომ გადმოვყურებდი, გარშემო არავინ რომ არ იყო, სიჩუმეს მარტო ნიავი რომ არღვევდა, აი მაშინ ვიგრძენი კიდევ ერთხელ მარტოობის სიმწარე... და ცოტა ხნით არყოფნაც მომინდა...

Posted by: fasko 14 Apr 2012, 01:01
QUOTE
ნიავი

მეYიYღება biggrin.gif

Posted by: Galahad 14 Apr 2012, 01:23
fasko
QUOTE
მეYიYღება


როგორ გეტყობა გერმანული კლავიატურა. biggrin.gif

Posted by: fasko 14 Apr 2012, 02:17
QUOTE
გერმანული კლავიატურა

რა ვქნა, აიტანეთ biggrin.gif
სად ვრთო ყოველ წუთას biggrin.gif

Posted by: zani_tanha 17 Apr 2012, 13:51
ადამიანი დაბადებიდან მარტოა და მარტოსული...

Posted by: gudaguda_ 17 Apr 2012, 13:55
მარტოობა მიყვარს ძალიან...მაგრამ ეხლა მარტო რომ ვიყო და არა მეგობრების გარემოცვაში საგიჟეთში ამოვყოფდი თავს biggrin.gif

ისე კი ბევრჯერ მინატრია მარტო სადმე შორს ყველასგან და ყველაფრისგან....

Posted by: zani_tanha 17 Apr 2012, 13:55
"არვინ ჩამყვება სამარეში მრუმე ბინდიდან,
მარტო მოვსულვარ ამქვეყნად და მარტო მივდივარ"

Posted by: urukxai 17 Apr 2012, 22:58
დას ისთ მარტოობა რულზ 4ევერ მარტოობაზე შეყვარებული მარტო სულების დავწერ კვლავ სიტყვას და ვიტყვი რო სიმარტოვე არ არი ცოდვა და სიმარტოვეში არი ცხოვრება ჩემი რეპერტუარიდან biggrin.gif

Posted by: salala 18 Apr 2012, 00:37
და კვლავ მარტო ვარ, მე ჩემს წინაშე

Posted by: Blec 18 Apr 2012, 01:03
QUOTE
და კვლავ მარტო ვარ, მე ჩემს წინაშე

არ ხარ მარტო....
უბრალოდ ეხლა ხარ სევდიან ტალღაზე

Posted by: salala 18 Apr 2012, 01:08
BLeK

ხპ ალბათ,თან იძულებული ვარ ის ვაკეთო რაც არ მინდა sad.gif

Posted by: Blec 18 Apr 2012, 01:09
QUOTE
ხპ ალბათ,თან იძულებული ვარ ის ვაკეთო რაც არ მინდა

და რა გაიძულებს ამას?

Posted by: salala 18 Apr 2012, 01:17
BLeK
ხვალინდელი შუალედური წერა biggrin.gif

Posted by: Blec 18 Apr 2012, 01:19
QUOTE
ხვალინდელი შუალედური წერა

აუფ მეც ვიფიქრე რა
მაგაზე დარდობ ეეე
ცოტა გულგრილად მიუდექი და ეგაა wink.gif

Posted by: salala 18 Apr 2012, 01:21
BLeK
კაი რა ბლეექ, კი არავინ მტანჯავს biggrin.gif ჩემი თავი მტანჯავს მხოლოდ biggrin.gif არადა ვიცი მაგარამ თან არც ვიცი biggrin.gif

Posted by: Blec 18 Apr 2012, 01:23
QUOTE
ჩემი თავი მტანჯავს მხოლოდ

გტანჯავს არა იტანჯავ biggrin.gif
QUOTE
არადა ვიცი მაგარამ თან არც ვიცი

აუფ შენ კაი პონტში ხარ..
ხო იცი..
50/50 თზეა თუ როგორ?


Posted by: salala 18 Apr 2012, 01:25
BLeK
biggrin.gif:D:D:D
რა ხდება იცი? მასალა რაც ამიტვირტა ლექტორმა ისეტ რაგაცეებს მოიცავს რაც ბოლომდე ჩვენ არ გაგვივლია რეალურად biggrin.gif ხოდა რაც გავიარ ის წავიკითხე და რაც არ გამივლია მაგაზე პასუხს მოვთხოვ biggrin.gif

ხო რაც შეეხება მარტოობას მარტო ვარ ოთახში და თან სიბნელეა user.gif

Posted by: Blec 18 Apr 2012, 01:29
QUOTE
ხო რაც შეეხება მარტოობას მარტო ვარ ოთახში და თან სიბნელეა

შუქი ააანთე...
ან სანთელი რავიცი...
და გაანათე ოთახი..
თორე ალონ დარკი ხო არააა.
ან ბოროტების სავანე ტო...
ეეე შენც მაგარი ხარ...

Posted by: salala 18 Apr 2012, 01:32
BLeK
უი სანტელი კაი აზრია, შუქი რომ ავანო სიმყუდროვეს დამირღვევს, სანთელი რომ ავანთო სად მოვძებნო ეხლა და თან ჩემი ზმა მართლა იფიქრებს გარეკაო(ისედაც ფიქრობს ვატყობ sad.gif ) biggrin.gif

Posted by: Blec 18 Apr 2012, 01:35
QUOTE
(ისედაც ფიქრობს ვატყობ  )

ნაწილობრივ სიმართლეა სორი 2kiss.gif

ეე მაშინ ჩართე მობილურზე ფანარი და ეგააა...
თუ ჩინურია..
და აღარ იქნები მარტო

Posted by: salala 18 Apr 2012, 01:46
BLeK
უი გარეკლი მაქვს? biggrin.gif:D:D გმადლობთ biggrin.gif

Posted by: Blec 18 Apr 2012, 02:00
QUOTE
უი გარეკლი მაქვს?

წამომცდა რამე biggrin.gif

არა მაროტ არახარ უბრალოდ სევდიანი ტალრა გაქვს ხოლმე და ეგააა

Posted by: salala 18 Apr 2012, 02:03
BLeK
biggrin.gif biggrin.gif
ხოოო მარა ამწუთას მაგარ ხასიათზე ვარ kiss.gif kiss.gif

Posted by: Blec 18 Apr 2012, 02:04
QUOTE
ხოოო მარა ამწუთას მაგარ ხასიათზე ვარ

ვააა
ხოოო
ეეე
ნახე
არახარ
მარტო
ხედავ...
კაია მიხარია...
მანდ ვიყო ყავას დაგალევინებდი

Posted by: CYB-ORG 18 Apr 2012, 02:07
QUOTE
სანთელი რომ ავანთო

ნუ აანთებ!

ყურთბალიში (იოსებ გრიშაშვილი)

ჩავაქრე სანთელი, ოთახში ბნელოდა
და გული დაგული გელოდა!.. გელოდა!...
ჩავაქრე სანთელი და იცი, რა მოხდა?
ჩავემხე ბალიშში- გულს კვნესა აღმოხდა.
ვტიროდი! მომჩქეფდა ცრემლები ზღვაური.
ცრემლებით შევნამე ბალიშის საური.
ვტიროდი, ვით სტირის უდაბნოს სიო და
საყურისოდენა ცრემლები მცვიოდა.
ვამბობდი: ბალიშო! შენ იცი, შენ- თუ მე
რამდენჯერ ავხსენი ეგ შენი სიჩუმე!
შენ იცი, რამდენჯერ ვათეთრე ეს ღამე,
ან ცრემლით, ბალიშო, რამდენჯერ შეგნამე.
და თუ რად ვტიროდი ცრემლებით, ლიცლიცით:
ბალიშო! ეს მხოლოდ ჩვენ გვესმის! ჩვენ ვიცით!
ჩავაქრე სანთელი... ოთახში ბნელოდა,
არ მოხველ. მაშ, გული, რაღასთვის გელოდა?!
ჩავაქრე სანთელი და იცი, რა მოხდა?
ჩავემხე ბალიშში- გულს კვნესა ამოხდა...'

boli.gif

Posted by: salala 18 Apr 2012, 02:07
BLeK
აუ მინდა ყავა sad.gif
თან ყოველთვის მევადუღებ
ვაღიარებ მამაკაცებს ვინც ყავას თვითონ ადუღებენ biggrin.gif


Posted by: Blec 18 Apr 2012, 02:10
QUOTE
ვაღიარებ მამაკაცებს ვინც ყავას თვითონ ადუღებენ

მე არასოდე მიტყდება ყავის მოდურება
იმიტო რო საკაიფოს ვადურებ
და თან გემრიელს
მარტოობასაც კლავს

შენ და ყავა მაგარია....

Posted by: salala 18 Apr 2012, 02:14
BLeK
კი არ უტყდებათ , ეზარებათ, აუ ხოო აი როცა ვსვავ ყავას, თავს მარტოდ საერთოდ არ ვგრძნობ
(ამიტომ ვსვავ ამდენ ყავას? :? wow.gif )

Posted by: Blec 18 Apr 2012, 02:18
QUOTE
(ამიტომ ვსვავ ამდენ ყავას? :?  )

კი ალბათ ეგრეა biggrin.gif

დალიეთ ყავა და აღარ იქნებით მარტო

Posted by: salala 18 Apr 2012, 02:19
CYB-ORG
უიჰ ეს ახლა ვნახე smile.gif
ხო რომ ავანთო მერე ჩაქრობაც მომიწევს smile.gif
* * *
QUOTE (BLeK @ 18 Apr 2012, 02:18 )
დალიეთ ყავა და აღარ იქნებით მარტო

მართლაც მშვენიერი სლოგანია, დავძლიოთ მარტოობა ყავასთან ერტად

Posted by: Blec 18 Apr 2012, 02:32
QUOTE
დავძლიოთ მარტოობა ყავასთან ერტად


კარგი გამოსავალია...
მტავაირა გაითვალისწინონ ....

Posted by: CYB-ORG 18 Apr 2012, 02:42
salala
QUOTE
ხო რომ ავანთო მერე ჩაქრობაც მომიწევს

მერე ჩააქვრე და:
http://forum.ge/?f=25&showtopic=34380539
smile.gif





მეც ჩავაქრობ ეხლა და წავუძინებ.
კარგად იყავით!
იჭუკჭუკეთ ეგრე ტკბილად!

Posted by: salala 18 Apr 2012, 07:44
უიჰ ჩვენც მოვრჩენილვართ ჭუკჭუკს ჩამეძინა biggrin.gif

დილამშვიდობისა ყავა 2kiss.gif 2kiss.gif

Posted by: urukxai 18 Apr 2012, 22:14
ყავა მიყვარს და დღეში ბევრჯერ ვსვავ biggrin.gif მარა მაინც ლოვე მარტოობა biggrin.gif

Posted by: კარტერა 5 May 2012, 22:58
გარინდებული იდგა ქვეყანა
და მხოლოდ იგი მღეროდა სოლოს
აპლოდისმენტად თვით ვარსკვლავთცვენა
და ეს დიდებაც მობეზრდა ბოლოს


mo.gif

Posted by: deep_natu_purple 9 May 2012, 21:34
კაია მაგრამ იმასთან ერთად ყოფნაც ისეთივე სიამოვნებაა, ვინც "შენიანია"და უსიტყვოდ გესმით ერტმანეთის , როგორც მარტო როცა ხარ მაშინ ..

Posted by: Ma Ko 28 May 2012, 22:21
ჰმ მარტოობა. მიყვარს, ძალიან მიყვარს, მაგრამ ამავე დროს მეშინია ხოლმე, მეგრამ უფრო მეტად მიყვარს. ამისი ბევრი მიზეზი მაქვს, მაგრამ ამჯერად თავს არ მოგახვევთ

Posted by: Kandinskaia 31 May 2012, 01:11
QUOTE
მე <3 მარტოობა

მაიცნ აქეთკენ მომიწევს ხოლმე გული ალბათ, ვერ შეძლებენ კაი ხანს ამომათრიონ, ძალიან დიდი მონდომება იქნება საჭირო...

Posted by: KA-SANDRA 1 Jun 2012, 20:44

მარტო მოვსულვარ ამქვეყნად და ალბათ მარტო წავალ sad.gif

Posted by: ARIEL 7 Jun 2012, 16:16
you are not alone-ს ვმღერივარ .......გესმით ვინმეს?


tan.gif

smile.gif

Posted by: teo-teokuna 8 Jun 2012, 23:48
მე არ მინდა და არ (აღარ) მიყვარს მარტოობა... :|


მაგრამ მივაღწიე იმდენს, რომ ვარ... ... ...



sad.gif

Posted by: BELLA-DONNA 9 Jun 2012, 15:54
teo-teokuna
QUOTE
მე არ მინდა და არ (აღარ) მიყვარს მარტოობა... :|


მაგრამ მივაღწიე იმდენს, რომ ვარ... ... ...


ადრე გიყვარდა?

Posted by: teo-teokuna 9 Jun 2012, 22:00
QUOTE (BELLA-DONNA @ 9 Jun 2012, 15:54 )

ადრე გიყვარდა?

არ ვიცი...


ვფიქრობ... რომ მყვარებოდა ადვილად ვერ შეველეოდი...



თან ძალიან გვიან გამახსენდა...

Posted by: BELLA-DONNA 10 Jun 2012, 12:24
teo-teokuna

შენ ალბათ მარტოობა კი არა განმარტოება გიყვარს პერიოდულად, მეც მასე ვარ...
თუმცა მარტოობის მეშინია... sad.gif

Posted by: fasko 10 Jun 2012, 17:16
BELLA-DONNA
QUOTE
თუმცა მარტოობის მეშინია..

არაა საშიში no.gif

Posted by: BELLA-DONNA 11 Jun 2012, 11:48
fasko
QUOTE
არაა საშიში


როგორ არა. გააჩნია მარტოობაში რას გულისხმობ...

Posted by: NAD 11 Jun 2012, 11:55
BELLA-DONNA
QUOTE
ადრე გიყვარდა?


biggrin.gif

http://www.radikal.ru

Posted by: tchritcho 11 Jun 2012, 11:55
მარტოობა მიყვარს როცა სახში ვარ ისიც გარკვეული დროით

Posted by: BELLA-DONNA 11 Jun 2012, 12:00
NAD

მომაშორე აქედან ეს ქალი!!! biggrin.gif
sa.gif sa.gif sa.gif
* * *
tchritcho
QUOTE
მარტოობა მიყვარს როცა სახში ვარ ისიც გარკვეული დროით


ეგ განმარტოებაა, მარტოობა სხვა რამეა. ეგ მეც მიყვარს smile.gif

Posted by: tchritcho 11 Jun 2012, 12:09
BELLA-DONNA
QUOTE
ეგ განმარტოებაა, მარტოობა სხვა რამეა. ეგ მეც მიყვარს

ანუ განმარტოება მიყვარს მარტოობა არა საერთოდაც არ შემიზლია ერთი დღე მაქვს თავისუფალი და მაშინაც სახლში ვერ ვჩერდები
დასვენებაც ხმაურიანი მიყვარს biggrin.gif

Posted by: BELLA-DONNA 11 Jun 2012, 12:12
tchritcho

ხო მე სრული მარტოობა ვიგულისხმე, როცა ცხოვრებაში სულ მარტო რჩები...
მარკესისეული...

Posted by: tchritcho 11 Jun 2012, 12:19
BELLA-DONNA
QUOTE
ხო მე სრული მარტოობა ვიგულისხმე, როცა ცხოვრებაში სულ მარტო რჩები...

უი მტერსაც არ ვუსურვებ

Posted by: BELLA-DONNA 11 Jun 2012, 12:24
tchritcho

ეხლა მაქვს ეგეთი შეგრძნება.. sad.gif
cry.gif cry.gif cry.gif

Posted by: fasko 11 Jun 2012, 12:36
tchritcho
QUOTE
დასვენებაც ხმაურიანი მიყვარს

ჩემი დაა ეგეთი ტიპი biggrin.gif

BELLA-DONNA

განმარტოვებაას არ ვგულისხმობ, იმენნა მარტოობას ვგულისხმობ

Posted by: tchritcho 11 Jun 2012, 12:41
BELLA-DONNA
QUOTE
ეხლა მაქვს ეგეთი შეგრძნება.. sad.gif
cry.gif cry.gif cry.gif

შეგრძნებაა ეგ და სხვა არაფერი აზრად არ გაივლო, ბოლობოლო ჩვენ არავინა ვართ აქ biggrin.gif
fasko
QUOTE
ჩემი დაა ეგეთი ტიპი biggrin.gif

კეთილი და პატიოსანი biggrin.gif

Posted by: BELLA-DONNA 11 Jun 2012, 12:49
tchritcho
QUOTE
შეგრძნებაა ეგ და სხვა არაფერი აზრად არ გაივლო, ბოლობოლო ჩვენ არავინა ვართ აქ


2kiss.gif 2kiss.gif 2kiss.gif

Posted by: tchritcho 11 Jun 2012, 12:51
BELLA-DONNA
2kiss.gif 2kiss.gif 2kiss.gif

Posted by: BELLA-DONNA 11 Jun 2012, 12:53
fasko
QUOTE
განმარტოვებაას არ ვგულისხმობ, იმენნა მარტოობას ვგულისხმობ


ხოდა "იმენნა" მარტოობა საშინელებაა! sad.gif

Posted by: IRAKLI_1o 11 Jun 2012, 16:06
BELLA-DONNA
QUOTE
ეხლა მაქვს ეგეთი შეგრძნება.. sad.gif

მეეც sad.gif

QUOTE
"იმენნა" მარტოობა საშინელებაა!


ჯოჯოხეთუი განცდაა მატოობის განცდა!

Posted by: fasko 11 Jun 2012, 16:09
BELLA-DONNA

გააჩნია რა თვალით შეხედავ და როგორ მიუდგები და მერე მიჩვევა იცის smile.gif

Posted by: borkona 11 Jun 2012, 16:46
QUOTE
მარტოობა,

ხანდახან კარგია

Posted by: rezo tub 14 Jun 2012, 08:56
QUOTE
ხანდახან კარგია

ხანდახან მართლა კარგია, მაგრამ საერთოდ მაგარი საშინელებაა

Posted by: danpali 15 Jun 2012, 16:46
QUOTE
გავუზიაროთ ერთმანეთს აზრი ამ თემასთან დაკავშირებით. რა ფსიქოლოგიურ ასპექტებს აფიქსირებთ ამ საკითხზე და რა არის მისი პლუსები და მინუსები?

ცუდია. კი ჭკვიანდები, თუ კითხულობ და ინფორმაციას იღებ და შენებურად აღიქვამ მაგრამ ადამიანებთან ურთიერთობას ივიწყებ. უფრო ისე ხდება რომ მათი სისუსტეები გეჯავრება, იდეალისტიც შეიძლება გახდე და ურთიერთობისას შეიძლება ისეთი წიკები გაგიჩნდეს რასაც ის სხვა ვერ მიხვდება თუ შენსავით არ იჯდა და არ იფიქრა ხოლმე. biggrin.gif
მოკლედ კარგია მაგრამ მერე სხვასთან შერწყმა გიჭირს. smile.gif

Posted by: Disnay 15 Jun 2012, 19:33
ყველაზე ცუდია როცა ირგვლივ უამრავი ადამიანია და შენ მაინც მარტო ხარ ... და კიდევ შინაგანი ბრძოლა საკუთარ თავთან... უფ ეს მორიელების მტანჯველი ჩვევაა biggrin.gif

Posted by: danpali 15 Jun 2012, 21:01
QUOTE
ყველაზე ცუდია როცა ირგვლივ უამრავი ადამიანია და შენ მაინც მარტო ხარ ... და კიდევ შინაგანი ბრძოლა საკუთარ თავთან... უფ ეს მორიელების მტანჯველი ჩვევაა

უამრავი ადამიანის დედაც. ვისთანაც თესავ და ვერ იმკი ეგ გაიძულებს რო ვაბშე გაეცალო ყველას.

Posted by: ლივერმენ 21 Jun 2012, 23:00
ესე მარტოდ არასდროს მიგრძვნია თავი, mo.gif აქამდეც ბევრი დამიკარგავს მარა ადვილად გადამიტანია მარა იმის დაკრგვამ გამანადგურა mo.gif


აი არავისთვის რო არ გაქვს მოსაყოლი გასაღიმი გასაცინი და რავიცი. mo.gif mo.gif

Posted by: Magdala 21 Jun 2012, 23:08
ის მარტოობა კარგი რომელიც გაძლიერებს
რაღაც მიზეზების გამო
მარტო რომ გრძნობ თავს და ეს ძალას გაძლევს და საკუთარი თავის იმედს

Posted by: ლივერმენ 21 Jun 2012, 23:13
Magdala
QUOTE
მარტო რომ გრძნობ თავს და ეს ძალას გაძლევს და საკუთარი თავის იმედს

მსგავსი არაფერი. mo.gif პირიქით. mo.gif ( ჩემ შემთხვევაში )

Posted by: Magdala 21 Jun 2012, 23:17
ლივერმენ

ნუ ეს შეიძლება ეხლა გაბრაზებული ადამიანის სიტყვები უფროა
რაც არ გვკლავს გვაძლიერებსო ხომ იცი


Posted by: ლივერმენ 21 Jun 2012, 23:19
Magdala
QUOTE
ნუ ეს შეიძლება ეხლა გაბრაზებული ადამიანის სიტყვები უფროა

ხო შეიძლება mo.gif

Posted by: Magdala 21 Jun 2012, 23:25
QUOTE (ლივერმენ @ 21 Jun 2012, 23:19 )
ხო შეიძლება mo.gif

მე ჩემს სიტყვებზე ვთქვი მაგრამ
არ იდარდო არაფერზე smile.gif
QUOTE
mo.gif

ხანდახან მარტოობა უკეთესია
დამიჯერე გაგაძლიერებს უფრო


Posted by: ლივერმენ 21 Jun 2012, 23:30
Magdala
QUOTE
ხანდახან მარტოობა უკეთესია
დამიჯერე გაგაძლიერებს უფრო

იმედია, ბოლოს როცა ყელაზე დიდხანს გავძელი ასე თვე და ცოტა მეტი იყო. :/

Posted by: Magdala 21 Jun 2012, 23:35
QUOTE (ლივერმენ @ 21 Jun 2012, 23:30 )
იმედია, ბოლოს როცა ყელაზე დიდხანს გავძელი ასე თვე და ცოტა მეტი იყო. :/

შენ საერთოდ მარტოობა არ გყვარებია
მე მეგონა კონკრეტულად იყო რამე ერთი

Posted by: KA-SANDRA 23 Jun 2012, 20:27
QUOTE
მარტოობა


....ხანდახან წამალივით მჭირდება მარტო ყოფნა.....ბევრი რამის გარკვევაში მეხმარება

Posted by: Vecchia Signora 23 Jun 2012, 20:34
QUOTE
მარტოობა

ეჰჰ დრო იყო ვერ ვიტანდი მაგრამ თურმე დიდი ძალა ქონია და ახლა მაგრად შემიყვარდა.ჯერ დასვენებისთვისაა კარგი,შემდეგ ჩამოყალიბებისთვის და რავი ათასი რამ biggrin.gif:Dმარტოობა რა სქესისაა ? იმედია ქალია biggrin.gif

Posted by: Delta Plani 23 Jun 2012, 20:46
KA-SANDRA
QUOTE
....ხანდახან წამალივით მჭირდება მარტო ყოფნა.....ბევრი რამის გარკვევაში მეხმარება


მთავარია წაკითხულის გარკვევაში დაგვეხმაროს. :*

Posted by: BELLA-DONNA 24 Jun 2012, 18:36
IRAKLI_1o
QUOTE
ჯოჯოხეთუი განცდაა მატოობის განცდა!


yes.gif

fasko
QUOTE
გააჩნია რა თვალით შეხედავ და როგორ მიუდგები და მერე მიჩვევა იცის


როგორც გინდა ისე შეხედე, მაინც საშინელებაა sad.gif

Posted by: fasko 3 Jul 2012, 17:25
BELLA-DONNA

ჰოდა მაგას ვამბობდი ინდივიდუალურია თქო, შეილება შენთვის საშინელებაა სხვისთვის არ smile.gif

Posted by: holden kolpildi 23 Sep 2012, 23:48
მიყვარს მარტოობა...
მაგრამ ხანდახან ისე აუტანელია....

Posted by: popusha 24 Sep 2012, 01:26
Martooba, mivechvie, chemi sulis nawili gaxda ukve

Posted by: shartik 27 Mar 2013, 00:20
ძალიან მიყვარს მარტოობა ძალიან კომფორტულად ვგრძნობ თავს როცა მარტო ვარ... არანაირი თამაში, მოჩვენება არ გიწევს ხარ ის ვინც ხარ. საღამოობით მიყვარს რომელიმე კორპუსის სახურავზე ასვლა და იქიდან თბილისის ხედის ყურება სიგარეტით ხელში მაგრად ამშვიდებს smile.gif ვისკიც თუა ვაბშე ასწორებს biggrin.gif

Posted by: ARIEL 27 Mar 2013, 17:38
http://imageshack.us/photo/my-images/201/59922156005257401494313.jpg/

Uploaded with http://imageshack.us



+++++++++++++++++++++++++

Posted by: mariiimariaama 27 Mar 2013, 19:23
QUOTE
ეჰჰ დრო იყო ვერ ვიტანდი მაგრამ თურმე დიდი ძალა ქონია და ახლა მაგრად შემიყვარდა.ჯერ დასვენებისთვისაა კარგი,შემდეგ ჩამოყალიბებისთვის და რავი ათასი რამ

+1

Posted by: LivetsSpil 27 Mar 2013, 20:07
ARIEL

+ =))


QUOTE
მარტოობა


მივეჩვიე და ეგეც არ იყოს, მჭირდება . დიდი ხნის მანძილზე ადამიანებთან ურთიერთობა მღლის და აუცილებლად მესაჭიროება მარტო ყოფნა გარკვეული დროით..

Posted by: infuzoria 28 Mar 2013, 10:38
მე ეხლა ვარ მარტო sad.gif
მიუხედავად იმისა .რომ გარშემო უამრავი ხალხი მახვევია თავს,ერთადერთი ადამიანის გარეშე მართო ვარ,"აღარ ვარ" უფრო სწორად,მაგას ყოფნაც აღარ ქვია facepalm.gif

Posted by: maiko20071 28 Mar 2013, 11:36
მარტოდ დარჩენის სურვილი მაშინ როცა გადაღლილები ვართ გასაგებვიაა და საჭიროც მაგრამ მარტოობაა სრულიად სხვა რამეეააა

Posted by: personaji 28 Mar 2013, 13:57
ხანდახან კარგია მარტოობა. ყველასგან და ყველაფრისგან მოწყვეტილი რო ხარ. მე წავიდოდი მთაში, ან სადმე მდელოზე ტყესთან ახლოს. ისე რო ახლომახლო არავინ იყოს. პატარა ქოხმახში ვიცხოვრებდი. მხოლოდ კარგ ცხენს და ძაღლს ვიყოლიებდი. ბევრს ვიფიქრებდი. ჩავუღრმავდებოდი ზოგიერთ საკითხს. ცოტა დავწყნარდებოდი და ამ დამქანცველი ქაოსისგან დავისვენებდი. წელიწადში სამჯერ-ოთხჯერ რამდენიმე კვირით კარგი იქნებოდა.

Posted by: СAФO 28 Mar 2013, 15:54
აქ როგორც მივხვდი სულიერ მარტოობას ბევრი ფიზიკურში ურევს. smile.gif სულიერად სულ მარტო ვარ და ეს სწორად მეჩვენება. ნაკლები პრობლემებია ნაკლები ტკიივილები და ნაკლებად ეხება ჩემს სულს ვინმე, თანაც ვთვლი რომ არც კი გამოჩენილა ის ადამიანი ვინც ჩემს სულში ჩახედვას დაიმსახურებს ან ჩაიხედავს და გამიგებს და მიმიღებს. ასე რომ ასე სჯობს ჩემი აზრით

Posted by: personaji 28 Mar 2013, 16:06
СAФO
მაგის დროც მოვა გამოჩნდება.
სულიერად რო ვარ მარტო იმიტომ მინდა სადმე მარტო წასვლა და დაფიქრება. ვინმე რო მყავდეს ალბათ იმასთან ერთად წავიდოდი და ჩვენ ორნი ვიქნებოდი მთელი სამყარო და არავინ იქნებოდა ჩვენი მთების, თვალუწვდენელი მინდვრებისა და ვარსკვლავებით განათებული ცის გარდა. ვერ შევეშვი რა რომანტიკოსობას biggrin.gif

Posted by: davit_arsenal 28 Mar 2013, 17:26
ადრე მიყვარდა მარტოობაა, ეხლა.... no.gif ყელშია უკვე sad.gif

Posted by: Naniko1 28 Mar 2013, 17:45
QUOTE
ვერ შევეშვი რა რომანტიკოსობას

ვერც შეეშვები

Posted by: personaji 28 Mar 2013, 18:25
Naniko1
yes.gif მართალი ხარ

Posted by: sallli1 28 Mar 2013, 21:17
მარტოობა კარგია love.gif მაგრამ ხანდაახნ მოსაბეზრებელი

Posted by: daniel_kowalski 28 Mar 2013, 22:40
როგორ შეიძლება მარტოობა კარგი იყოს
ის მტანჯველია
თუ ადამიანმა ვინმესთან ან რამესთან არ მოახდინა საკუთარი თავის იდენტიფიკაცია ,ეს შეიძლება იყოს რაიმე იდეა
პიროვნება და ა.შ
ის მარტოობას ვერ გაუძლებს,დაითრგუნება,როგორც პიროვნება განადგურდება და ალბათ თავს მოიკლავს
აი ბერი რომელიც სულ მარტოა სადღაც ტყეში,სინამდვილეში ის საკუტარი ტავის იდენტობას ახდენს ღმერთთან და ამიტომ ის თავს მარტოდ არ გრძნობს ,ამიტომაც ძლებენ იქ ამდენ ხანს

ისინი ვინც თვლით რომ მარტოობა კარგია და სასიამოვნოა,მგონი ვერ გარკვეულხართ საკითხში biggrin.gif

Posted by: СAФO 28 Mar 2013, 23:06
personaji
QUOTE
მაგის დროც მოვა გამოჩნდება.

რავიცი რავიცი...
QUOTE
სულიერად რო ვარ მარტო იმიტომ მინდა სადმე მარტო წასვლა და დაფიქრება. ვინმე რო მყავდეს ალბათ იმასთან ერთად წავიდოდი და ჩვენ ორნი ვიქნებოდი მთელი სამყარო და არავინ იქნებოდა ჩვენი მთების, თვალუწვდენელი მინდვრებისა და ვარსკვლავებით განათებული ცის გარდა. ვერ შევეშვი რა რომანტიკოსობას

მეც მასეთი ვარ და მეც მასე მინდა მარა ფაფუუუ. ალალიიი biggrin.gif


QUOTE
ადრე მიყვარდა მარტოობაა, ეხლა.... no.gif ყელშია უკვე sad.gif

ყელშია მაგრამ ასე სჯობს.

Posted by: LivetsSpil 29 Mar 2013, 00:35
QUOTE (daniel_kowalski @ 28 Mar 2013, 22:40 )
როგორ შეიძლება მარტოობა კარგი იყოს
ის მტანჯველია
თუ ადამიანმა ვინმესთან ან რამესთან არ მოახდინა საკუთარი თავის იდენტიფიკაცია ,ეს შეიძლება იყოს რაიმე იდეა
პიროვნება და ა.შ
ის მარტოობას ვერ გაუძლებს,დაითრგუნება,როგორც პიროვნება განადგურდება და ალბათ თავს მოიკლავს
აი ბერი რომელიც სულ მარტოა სადღაც ტყეში,სინამდვილეში ის საკუტარი ტავის იდენტობას ახდენს ღმერთთან და ამიტომ ის თავს მარტოდ არ გრძნობს ,ამიტომაც ძლებენ იქ ამდენ ხანს

ისინი ვინც თვლით რომ მარტოობა კარგია და სასიამოვნოა,მგონი ვერ გარკვეულხართ საკითხში biggrin.gif

მართალია ეს კაცი .. დიდი ალბათობით lol.gif

ფიზიკურ მარტოობას რაც შეეხება, ხანდახან საჭიროა.. ვისთვის დიდი დოზით, ვისთვის - მცირე დოზით..

Posted by: personaji 29 Mar 2013, 00:43
СAФO
მერე იაქტიურეთ და იქნება biggrin.gif
ისეთი გრძნობა არ ყოფილა, ლაპარაკი რო არ გინდა გინდა რო ჩუმად იყო მაგრამ საშინელებაა ვიღაცა რო რაღაცას გეკითხება უპასუხოდ ხო არ დატოვებ. ერთი კვირა მაინც ვიქნებოდი ჩუმად რო შეიძლებოდეს. მომაბეზრებელია უაზრო ლაყაფი.

Posted by: marimari11 29 Mar 2013, 00:48
მეც მიყვარს მარტოობა მაგრამ ხანდახან საშინლად არ მინდა ხოლმე.არც ფიზიკურად მიჭის მარტო ყოფნა smile.gif 4თვეზე მეტი მარტო ვცხოვრობდი და ძალიან კარგად ვგრძნობდი თავს ბევრ რამეზე ვფიქრობდი ვაანალიზებდი ვალაგებდი თავში რაღაცეებს

Posted by: СAФO 29 Mar 2013, 19:15
personaji
QUOTE
ისეთი გრძნობა არ ყოფილა, ლაპარაკი რო არ გინდა გინდა რო ჩუმად იყო მაგრამ საშინელებაა ვიღაცა რო რაღაცას გეკითხება უპასუხოდ ხო არ დატოვებ. ერთი კვირა მაინც ვიქნებოდი ჩუმად რო შეიძლებოდეს. მომაბეზრებელია უაზრო ლაყაფი.

უი ამის გამო რამდენჯერ მიჩხუბიააააააა biggrin.gif ხმას რო არ ვიღებ ხოლმე biggrin.gif

Posted by: personaji 29 Mar 2013, 22:32
СAФO
biggrin.gif რაФაელო. როცა სიტყვები არაფრის მთქმელია biggrin.gif ჰაჰ რეკლამის სლოგანიც გამოდგა

Posted by: 死海. 8 Jul 2015, 21:45
მჭირდება სადმე გადაკარგულში ყოფნა, დიდი ხნით, ნაცნობ "ახლობლების" გარეშე.

Posted by: wild-moon 23 Jul 2015, 07:13
სულიერად როცა სულ მარტო ხარ... smile.gif ვგიჟდები უკვე
ფიზიკურს ვინღა ჩივის down1.gif

Posted by: Anin 23 Jul 2015, 07:43
wild-moonრატომ ხარ მარტო სულიერად და ფიზიკურად?

Posted by: wild-moon 23 Jul 2015, 08:17
Anin
იმიტომ რომ არავის მოვწონვარ
ხალხს ვერაფრით ვიზიდავ
მიზეზი არ აქვთ რომ ჩემთან გაჩერდნენ
მათი ძალით შენარჩუნების მცდელობის დროს კი კიდევ უფრო მარტო აღმოვჩნდები ხოლმე

კომუნიკაციის უნარი რომ მქონდეს, ხომ შეიძლება რომ მოვწონებოდი ადამიანებს...
ვერ ველაპარაკები ადამიანებს...
ათას რამეზე ვფიქრობ და ეს მკეტავს

მაგალითს მოვიყვან
ვარჯიშებზე დავდივარ სრულიად იძულებით, ძაან საჭიროა და ამიტომ მხოლოდ...
საათი და თხუთმეტი წუთი მიწევს ერთ ადამიანთან ტრენერთან დროის გატარება
ვარჯიში და მასაჟი
ოთხჯერ თუ ხუთჯერ ვიყავი უკვე... ანუ 5 საათი მქონდა დრო რომ ეს ერთი კითხვა დამესვა
და დავიტანჯე უკვე... ინტერესით... მაინტერესებს რა არის ის ზოდიაქოთი და ვერ ვეკითხები... თვითონ სიჩუმის დარღვევის მიზნით მისვამს ხოლმე კითხვებს... მაგრამ მე ვერ ვეკითხები თუნდაც ელემენტარულს, როდის აქვს დაბ. დღე......... facepalm.gif
ნახვამდისაც ვერ ვეუბნები...
მხოლოდ მაშინ ვლაპარაკობ თუ რამეს მეკითხება, მაგრამ უმეტესობა ისეთი კითხვებია რომ მხოლოდ არვიცის თუ ვუპასუხებ და არვიცი უნდა დაგარქვაო
აი ეს უბრალოდ ჩემი მაგალითია ერთ ადამიანთან ურთიერთობის
მაგრამ ყველასთან ასე ვარ
ეს ნათელი მაგალითია უბრალოდ და იმიტომ მოვიყვანე

აქ ასე გამწარებული რომ ვწერ რატომ არ მეზარება და რეალობაში რატომ ვერ ვამბობ თუნდაც ერთ დასაწვავ ფრაზაზ "როდის გაქვს დაბადების დღე?" lol.gif
ერთი წინადადებაა და მისი არ თქმისთვის გონებაში ასიათასზე მეტი მიზეზი მექნება

ყოველთვის ასეთი ვიყავი და ვერ ვიცვლები smile.gif არ ვიცი რა ვქნა
ვიტანჯები მარტოობისგან

არავისთვის არასდროს არაფერი ამდაგვარი არ მიკითხავს მაგალითად "როდის გაქვს დაბადების დღე?"
გამბედაობა არ მაქვს ამისთვის

Posted by: Anin 23 Jul 2015, 08:34
wild-moon
ბიჭი ხარ? რამდენი წლის ხარ?
იქნებ არ გინდა რომ კითხო? ცოტა უცნაურია ასეთი მორიდებულობა. მე ჩემი თავი ყველაზე მორიდებული მეგონა და თურმე უფრო მორიდებულებიც არსებობენ.
კომუნიკაციაა საჭირო და არც მარტო იქნები და ხალხსაც მოეწონები.
შემდეგზე რომ წახვალ კითხე აუცილებლად. წარმოიდგინე რომ არ ხარ მორიდებული.
როცა რამეს გკითხავს შეეცადე გრძელი პასუხი დაუბრუნო თუ სურვილი გაქვს რათქმაუნდა.

Posted by: ეკინროთ 23 Jul 2015, 08:50
მარტოობა არავის არ უყვარს, ადამიანი გაურბის ამ მდგომარეობას მაგრამ მაინც მარტოა.

Posted by: Anin 23 Jul 2015, 08:54
.....................................................................

Posted by: ეკინროთ 23 Jul 2015, 09:00
QUOTE (Anin @ 23 Jul 2015, 08:54 )
მე არ ვარ მარტო

და როგორ გგონია მაინც ვინაა შენ გვერდით

Posted by: Anin 23 Jul 2015, 09:04
ეკინროთ
ოჯახის წევრები, რომლებსაც ესმით ჩემი და მარტოობას არ მაგრძნობინებენ..

Posted by: ეკინროთ 23 Jul 2015, 09:11
QUOTE (Anin @ 23 Jul 2015, 09:04 )
მარტოობას არ მაგრძნობინებენ..

ანუ გრძნობ და ცდილობენ არ გაგრძნობინონ?
სოციუმის და ეგრედ წოდებული გასართობი გულის გადასაყოლებლის გარეშე ძნელია ადამიანმა გასძლოს.

Posted by: wild-moon 23 Jul 2015, 09:29
Anin
დავფიქრდი და ალბათ ყველაფერს ისე დავტოვებ როგორც არის :\
არადა ბედნიერი ვიქნები უბრალოდ რომ გამოველაპარაკო..
მე ბიჭი ვარ ის გოგო
19-ის ვარ
ამაზე უკეთ მაინც ვიქნები ვიდრე ახლა ვარ.. და ეს არის სურვილის წყარო რომ ვკითხო
მაგრამ უსასრულოა მიზეზთა ჩამონათვალი თუ რატომ არ უნდა ვკითხო :|

Posted by: h3rmit 23 Jul 2015, 09:35
wild-moon
QUOTE
momavali pickuperi

lol.gif

up.gif

Posted by: wild-moon 23 Jul 2015, 10:37
h3rmit
biggrin.gif

ფიქაფ იმიტომ არის კარგი რომ გოგომ ეგრევე იცის რა გინდა მისგან
ჯერ თეორიას ვსწავლობ მერე დავერევი ბუწიკების გარშემო არსებულ ნაშებს boli.gif


--
ლუდები დავითრიე
აღარც მარტოობას ვგრძნობ და აღარც არაფერს mad.gif
მომბაძეთ
ხინკალიც იხარშება bis.gif

Posted by: h3rmit 23 Jul 2015, 10:40
wild-moon
QUOTE
ლუდები დავითრიე

დილის 10 საათზე? biggrin.gif

QUOTE
ხინკალიც იხარშება

შენ უნდა თქვა ცხოვრება მაქო up.gif

Posted by: ninc_lfc 23 Jul 2015, 11:48
wild-moon
QUOTE
მაგრამ უსასრულოა მიზეზთა ჩამონათვალი თუ რატომ არ უნდა ვკითხო :|

რატომ არ უნდა კითხო? biggrin.gif

მე მევასები ბექუნა user.gif user.gif biggrin.gif უბრალოდ, გაცილებით უფრო მწვავედ გაქვს ის თვისებები, მე რომ მქონდა წლების წინ.
კაია ვარჯიში რომ დაგიწყია. კიდევ უფრო მაგარი იქნება, თუ მაგას დაამატებ ნახევარ-საათიან სიარულს, სეირნობას კვირაში 5 დღე მაინც. თან დააკვირდი რას ჭამ, რამდენად ჯანსაღია. ეგ დეპრესიული განწყობა უნდა გაანადგურო შენში. ხელს გიშლის, გახდე უკეთესი. განადგურების მოთხოვნილება ისედაც ხშირად გაქვს. ნიკსაც კი ვერ აჩერებ. ხოდა რაც მართლა გასანადგურებელია, იმას მიადექი. yes.gif
შენ თუ მიხვდები რა გინდა(ამაზე მნიშვნელოვანი საფიქრალი ახლა არ გაქვს, რომ იცოდე), მიზნებს დაისახავ და ყველაფერს გააკეთებ მისაღწევად, გექნება ფული და კმაყოფილი იქნები იმით , რასაც აკეთებ, ასევე, გარეგნულადაც დაგევასება თავი, საერთოდ აღარ შეგაწუხებს მარტოობა. შენი ურთიერთობა ადამიანებთან დამოკიდებულია იმაზე, როგორ აღიქვამ თვითონ საკუთარ თავს და რა განწყობაზე ხარ. როცა ეს პრობლემა მოიხსნება, საერთოდ გათავისუფლდები ამ უაზრო ფიქრებისგან, რაზეც თემებს ხსნი.

Posted by: account66 23 Jul 2015, 12:13
მარტოობას როგორი გლამურული შუქის ქვეშ ხედავს უმრავლესობა. ერთგვარი იდუმალებით მოცული მარტოსული ადამიანები მიმზიდველებად და საინტერესოთ წარმოუდგებათ და მარტოობა სასიამოვნო და დადებით მოვლენად.

ამას ერთი მიზეზი აქვს. არ იციან მარტოობა რა არის. არასდროს გამოუცდიათ ნამდვილი მარტოობა. იმედია არც გამოცდიან.

Posted by: wild-moon 24 Jul 2015, 07:23
ninc_lfc
QUOTE
რატომ არ უნდა კითხო?

ჯერ საერთოდ არაფერი არ მიკითხავს მისთვის
"როგორ ხარ"
ან რაიმე ვარჯიშის შესახებაც კი............
მხოლოდ მის კითხვებზე ვპასუხობ.......
ძაან უცნაური იქნება პირდაპირ რომ ვკითხო "დაბადების დღე როგორ გაქვს"
და თან სხვა არც არაფერი მაინტერესებს..... ანუ ამ კითხვის შემდეგ სიჩუმე იქნება და ძაან უცნაური იქნება..... თვითონ თუ იკითხა რაიმე ამ კითხვიდან გამომდინარე თუ რატომ დავინტერესდი ან რამე დამეზარება პასუხის გაცემა და უაზროდ ვუპასუხებ, თუ საერთოდ ვუპასუხე.......
ჯობია საერთოდ არ ვკითხო ამიტომაც
QUOTE
მე მევასები ბექუნა

რეალში არ მიცნობ (
QUOTE
კიდევ უფრო მაგარი იქნება, თუ მაგას დაამატებ ნახევარ-საათიან სიარულს, სეირნობას კვირაში 5 დღე მაინც.

ისეთი არავინ მყავს ვისთან ერთადაც ვისეირნებ
* * *
lol.gif
ჩემზე მარტოსული ვინ არის
შემდეგი თემა მე უნდა გავხსნა

Posted by: METALMAN 24 Jul 2015, 09:31
wild-moon
და რაგჭირს ასეთი? პროსტა შემოტევა გაქ თუ ურთიერთობაშია შავი პალასა?

Posted by: wild-moon 24 Jul 2015, 17:58
ვერძი ყოფილა up.gif
კითხვა არ დამჭირვებია
თანამშრომლებთან ლაპარაკი დაიწყო და ყური მოვკარი
შემიძლია მშვიდად მოვკვდე

Posted by: ქართლოსი 24 Jul 2015, 18:06
ვინ არის მარტო?
..................................

Posted by: Sentieli 18 Jul 2016, 15:51
წლებია უკვე განყენებულად ვცხოვრობ. არავისთან ურთიერთობა არ მაქვს. უმეგობროდ, უსიყვარულოდ ვცხოვრობ. :დ მხოლოდ სამსახური და სახლი. იქაც ვცდილობ არავის დავუახლოვდე ზედმეტად. ნუ, მიჩვევა იცის მარტოობამაც. როგორც ყველაფერმა ალბათ. smile.gif

Posted by: Remember me 18 Jul 2016, 17:11
რთულია მარტოობა,მიუხედავად იმისა,რომ გაზრდის საშუალებას გაძლევს. მხოლოდ ერთი მდგომარეობა ყოველთვის მოსაბეზრებელია

Posted by: nodari_nx 18 Jul 2016, 19:50
თუ მიეჩვევი მერე ალბათ უფრო მარტივია ცხოვრება.

მაგრამ მუღამი და ელფერი არა აქვს ეგეთ ცხოვრებას

Posted by: Remember me 18 Jul 2016, 19:57
nodari_nx
კაი რა,ცუდ რაღაცეებს როგორ უნდა მიეჩვიო

Posted by: Escapist 18 Jul 2016, 19:57
QUOTE
მარტოობა არავის არ უყვარს, ადამიანი გაურბის ამ მდგომარეობას მაგრამ მაინც მარტოა.

ისემც რა გითხარი შენ :/
ზოგჯერ ტეხავს ძველი აზრების მოსმენა ქაჯმანი

Posted by: nodari_nx 18 Jul 2016, 20:07
QUOTE
ცუდ რაღაცეებს როგორ უნდა მიეჩვიო

მოწევა ცუდია და ეჩვევიან
ცუდს უფრო ეჩვევიან ნეტა კარგს ეჩბეოდნენRemember me

Posted by: Remember me 18 Jul 2016, 20:40
nodari_nx
სად მოწევა სად მარტოობა

Posted by: klubnika 18 Jul 2016, 20:55
QUOTE
მე <3 მარტოობა

მე არ მიყვარს მარტოობა
მეგონა რომ მიყვარდა მარტოობა, ზოგადად ახლაც ძალიან მიყვარს სახლში მარტო რომ ვრჩები ხოლმე
მაგრამ დროებით

ახლა ისე მარტო ვარ, რომ ჩვეულებრივი დეპრესია მეწყება ,
სამსახურში ვყოვნდები სამუშაო დღის შემდეგ, რომ ნაკლები დრო გავატარო სახლში მარტო

Posted by: nodari_nx 18 Jul 2016, 21:08


QUOTE
ახლა ისე მარტო ვარ

ეხლა ვერა მაგრამ სხვა დროს თუ კიდე ეგრე მარტო იქნები ლუდზე დამპატიჟე eek.gif
klubnika

Posted by: FeelsBadMan 18 Jul 2016, 23:50
ძალიან რთულია მართლაც
ერთ დროს სადღაც 9-10 კლასში
მშობლები მუშაობდნენ და სახლში შესაბამისად მარტო ვიყავი ხოლმე საღამომდე
თავიდან მისწორდებოდა მაგრად მაგრამ მერე ძალიან შევეჩვიე და გარეთაც იშვიათთად გავდიოდი
მაგარი მოწყენილი ვიყავი ხოლმე სახლში რო ვიჯექი მაგრამ გარეთაც არ მინდოდა გასვლა რა
აი ამოუხსნელი ###ობაა
მერე 5-6 ჯერ გარეთ ძალით გათრევამ მეგობრების მიერ მიშველა
ნუ ახლა ეგ პრობლემა აღარ მაწუხებს მაგრამ არის პერიოდი როდესაც ასე ვთქვათ ხალხისგან "ვიღლები" და 1-2 დღე სახლში ვზივარ და "ვისვენებ" biggrin.gif

Posted by: Ofelia 19 Jul 2016, 01:49
ვიფიქრე შევეჩვიე ამ მარტოობას, მაგრამ პერიოდულად ძალიან მტკივნეულია user.gif
ვერაფრით ვეგუები და სისულელეებს ვაკეთებ.
რჩევები? cry.gif

Posted by: littlemiss 19 Jul 2016, 07:40
სულ მგონია რომ ადამიანს არჩევანის საშუალება რომ ჰქონდეს,მარტოობას არ აირჩევს...

Posted by: titanos444 19 Jul 2016, 18:01
QUOTE (littlemiss @ 19 Jul 2016, 07:40 )
სულ მგონია რომ ადამიანს არჩევანის საშუალება რომ ჰქონდეს,მარტოობას არ აირჩევს...

ეგ საქმე არც თუ ისე იოლადაა. ტარზანიც მარტო იყო ტყეში (ცხოველებს თუ არ ჩავთვლით), მაგრამ თქვენ თუ გგონიათ ვინმეზე ნაკლებად ბედნიერი იყო...ყოველთვის სუფთა ჰაერი, სუფთა წყალი, სიჩუმე და სიმშვიდე, მცენარეების საამური სურნელი. სიმღერად ჩიტების გალობა (რომელიც არ მოგწყინდება) ელექტრონული და ხარდ მუსიკის მაგივრად, ათასი საზრუნავის, თავსატკივარის, ვალდებულების თუ კომპლექსების არგანცდა.
ნუ, ბოლოს მაინც შეატენეს ცოლი, მაგრამ არსებობის ფორმა როგორც დოგმა, ბევრისთვის სანატრელიცაა.

Posted by: nodari_nx 19 Jul 2016, 20:01
QUOTE
ტარზანიც მარტო იყო ტყეში (ცხოველებს თუ არ ჩავთვლით), მაგრამ თქვენ თუ გგონიათ ვინმეზე ნაკლებად ბედნიერი იყო

რა იცი შენ ტარზანს გული როგორ სტკიოდა?


ტარზანის საფირმო ღრიალი ხო იცი , ააააააო და რო დაეშვებოდა თიკით
გული სტკიოდა და იმითო ყვიროდა თორე რა აყვირებდა

titanos444

Posted by: merciamercia 19 Jul 2016, 20:43
მარტოობა არა და განმარტოება კი მიყვარს... <3 <3

Posted by: titanos444 19 Jul 2016, 20:48
QUOTE (nodari_nx @ 19 Jul 2016, 20:01 )
QUOTE
ტარზანიც მარტო იყო ტყეში (ცხოველებს თუ არ ჩავთვლით), მაგრამ თქვენ თუ გგონიათ ვინმეზე ნაკლებად ბედნიერი იყო

რა იცი შენ ტარზანს გული როგორ სტკიოდა?


ტარზანის საფირმო ღრიალი ხო იცი , ააააააო და რო დაეშვებოდა თიკით
გული სტკიოდა და იმითო ყვიროდა თორე რა აყვირებდა

titanos444

გული რომ სტკიებოდა ვერ იფრიალებდა ფრანივით. facepalm.gif

Posted by: merciamercia 19 Jul 2016, 20:50
მარტოობა არა და განმარტოება კი მიყვარს... <3 <3
სადაც არ უდა ვიყო და როგორ კარგადაც არ უნდა ვიყო, მაინც ვიღლები ადამიანებისგან და მჭირდება მარტო ყოფნა... ამ ბოლო დროს უფრო ხშირად

Posted by: katinka 19 Jul 2016, 21:25
სულ მარტო არმინდა ერთი ცალი ვინმე მინდა ისეთი ჩემს მარტოობაში რომ შემომიერთდეს....

Posted by: nodari_nx 19 Jul 2016, 21:30
katinka
QUOTE
ერთი ცალი ვინმე მინდა ისეთი ჩემს მარტოობაში რომ შემომიერთდეს....

წამო wink.gif

Posted by: Universe 19 Jul 2016, 21:41
QUOTE
მარტოობა, მე <3 მარტოობა

გასათვალისწინებელია ისიც თუ რამ განაპირობა. რამდენიმე სახის მარტოობა არსებობს. აქედან დროებითობისთვის ზოგი სასარგებლოა, ზოგი უსარგებლო, ზოგი მაზარალებელი...

Posted by: Raftor 19 Jul 2016, 23:03
მარტო მოვევლინე ამ ქვეყანას და მარტო ჩამდებენ მიწაში. მარტოსულად რომ ვგრძნობ (ხშირად) თავს ასე მგონია მხოლოდ მე ვარსებობ ამ სამყაროში სადაც ერთ დიდი სერიალს ვუყურებ... ოო როგორ მევასება ეს გულის დამწყვეტავი განცდა.

მხოლოდ მე და ჩემი ფანტაზიები. ვინც ამაში ფილოსოფიურ ესთეტიკას ვერ ხედავს, ძალიან ბევრს კარგავს. givi.gif

Posted by: POKERISBLUFF 20 Jul 2016, 14:33
რთულია მარტოობაა......

ძალიან რთული

ყველას არ შეუძლია მარტო იყოს

ძAლიან დიდი ძAლააა საჭირო იმისთვის რომ მარტო იყო))))))

ეს იმის გამოვლინებაა როცა ყველაზე , კარგად აზროვნებ აანალიზებ ყველაფერს... და ხვდები რომ ბედნიერი ვერასდროს იქნები... მაგრამ მაინც ამ გზას ირჩევ !

Posted by: seinen 7 Aug 2016, 03:12
ძალიან მიჭირს ამის დედაც ვატირე.. ხმის გამცემიც რომ არავინ გყავს ძალიან ###ობა ყოფილა..არადა არ ვუვარდები ვცდილობ შევეგუა... ზოგჯერ კარგად ვგრძნობ თავს პირიქით ვფუქრობ ხოლმე რა კარგია თქო მაგრამ ზოგჯერ ხმის გამცემი რომ არავინ გყავს ეგ მაგრად ტეყავს... sad.gif
* * *
ოხ ძალიან ძნელია ეს დედა#####ული... განსაკუთრებით მაშინ ღამე რო გაგეღვიძება სიცხე გაქვს 40 გული გერევა გაკანკალებს, თავი გასკდება და ამ დროს წამალამდე მისვლის თავიც რომ არ გაქვს, მერე როგორღაც წამოდგები მიდიხარ გეგულება წამალი და სად არის წამალი ჩემი ფეხები...მერე შიში გიპყრობს და ეს შიში მერე იმდენად ძლიერი რომ ყველაფერს გაკეთებინებს... დამლაგებელი ქალი თუ არღვევს ხოლმე მყუდროებას ერთხელ ისე არ მინდოდა მარტო დარჩენა რომ ლამის ვუთხარი იქნებ აქ დარჩეთთქო biggrin.gif

Posted by: Sl1pKn0T 9 Aug 2016, 01:38
POKERISBLUFF
კარგად აღწერე







-------------------------

Posted by: Hyperzet 9 Aug 2016, 01:42
Sl1pKn0T
რა კარგი ნიკი გაქვს.
love.gif

Posted by: Corvette 21 Sep 2016, 12:55
წიგნს ვკითხულობ , ერთი მომენტი მარტოობაზე მომეწონა , ფურცელზე ამოვიწერე და აქაც დავწერ biggrin.gif


შფოთვის ადრინდელი ციკლის სასტიკი საპყრობილე,

- როცა მარტოობაში ვერ ძლებ და გინდა , გამუდმებით ვიღაც გყავდეს ახლოს , მაგრამ როგორც კი ვინმე გამოჩნდება ,შიში გიპყრობს- რა მოხდება თუ კიდევ უფრო მოგიახლოვდება . ეს იქამდე გრძელდება , ვიდრე შიში აუტანელი არ გახდება და მარტოობა ერთადერთ გამოსავლად არ იქცევა ... ეს ყველაფერი თითქოს წარსულ ჩაბარდაო .

რამდენი ხართ ასე ?

Posted by: Tissier 21 Sep 2016, 14:12
QUOTE
- როცა მარტოობაში ვერ ძლებ და გინდა , გამუდმებით ვიღაც გყავდეს ახლოს , მაგრამ როგორც კი ვინმე გამოჩნდება ,შიში გიპყრობს- რა მოხდება თუ კიდევ უფრო მოგიახლოვდება . ეს იქამდე გრძელდება , ვიდრე შიში აუტანელი არ გახდება და მარტოობა ერთადერთ გამოსავლად არ იქცევა ... ეს ყველაფერი თითქოს წარსულ ჩაბარდაო .



up.gif

ყველაზე საინტერესო შუა მონაკვეთია
რითI იკვებება ეს შიში ?
ჩვენი ეგოიზმით ?
თუ შიდა კომპლექსებით..
ან იქნებ ვალდებულებების შიშია..

მოკლედ ხზ

Posted by: ენდორფინი 21 Sep 2016, 14:22
მარტოობა ძალიან ცუდი რამაა
მე ვამბობ მარტოობაზე და არა განმარტოვებაზე
რადგან ადამიანებს ყოველთვის ჭირდებათ მინიმუმ ერთი ადამიანი გვერდში

Posted by: Raftor 21 Sep 2016, 14:50
QUOTE (ენდორფინი @ 21 Sep 2016, 14:22 )
მარტოობა ძალიან ცუდი რამაა
მე ვამბობ მარტოობაზე და არა განმარტოვებაზე
რადგან ადამიანებს ყოველთვის ჭირდებათ მინიმუმ ერთი ადამიანი გვერდში

ადამიანის ტვინს ჭირდება სხვა ტვინი გვერდით, ასეთია ინსტინქტები, მატერიალური მოთხოვნა. რადგან ეს არის სოციალური არსების თვისებება. გონებას კი სინამდვილეში არავინ და არაფერი ჭირდება, უბრალოდ მარტოობის კულტურა არ არსებობს ადამიანებში და ამიტომაც ეშინიათ ყველას საკუთარ თავთან დარცჩენა, იმ სუბიექტთან რომელთანაც ვერაფერს ვერ დამალავ და სიმართლე როგორც ყოველთვის მწარეა... ამიტომაც არ უნდა არავის მარტოდ ყოფნა, საკუთარი სიბნელის გვეშინია.

Posted by: ვინცხა-მაღვალაკი 21 Sep 2016, 15:30
Raftor

QUOTE
გონებას კი სინამდვილეში არავინ და არაფერი ჭირდება


შეგიძლიათ დააკონკრეტოთ?



QUOTE
უბრალოდ მარტოობის კულტურა არ არსებობს ადამიანებში


მარტოობის კულტურაში რას გულისხმობთ, ვის უნდა ჰქონდეს და რატომ?

Posted by: Raftor 21 Sep 2016, 18:03
QUOTE (ვინცხა-მაღვალაკი @ 21 Sep 2016, 15:30 )
შეგიძლიათ დააკონკრეტოთ?


მარტოობის კულტურაში რას გულისხმობთ, ვის უნდა ჰქონდეს და რატომ?

ცუტა უცანური კითხვები დასვი. შენ გონებაში სხვავინმე ზის? არა. უბრალოდ ისე აღიზარდე რომ სხვების გარეშე არ შეგიძლია. ცხოვრებისეული პროპაგანდაა. სინამდვილეში შენი გონებაა მარტოა, და ყველაფერი რასაც აღიქვავ მხოლოდ ტვინის მოდელირებული რეალობაა მეტი არაფერი. რაც შეეხება მარტოობის კუტურას; მე პირადად მეტ-ნაკლებად მივედი მაგ მდგომარეობამდე და დამიჯერე მარტოსულად თავს აღარ ვგრძნობ, რადგან მარტოსული რომც ვიყო პრაქტიკულად, ეს თემა ჩემთვის აღარ არსებობს როგორც პრობლემა. თუ გინდა დაიჯერე და თუ გინდა არა. მედიტაციებით, თვით ანალიზებით და რადიკალური აზროვნებით ძალიან მარტივია მაგ მდგომარეობის მიღწევა. უბრალოდ კარგია რადგან როდესაც მარტო დარჩები ცხოვრების რაღაც ეტაპზე, ეგ პრობლემა შენთვის არ იარსებებს რასაც ქვია მარტოობა. სხვებივით სუციდიზე ფიქრს, ტირილს და საკუთარი თავის არარაობად ჩათვლას აშკარად ჯობია მგონი დამეთანხმები smile.gif... ოღონდ რათქმაუნდა იმას არ ვგულისხმობ რომ წახვიდე დატოვო ყველა და ყველაფერი და საერთოდ მარტო იცხოვორ, უბრალოდ კულტურა უნდა ისწავლოს ადამიანმა საკუთარ თავში რომ ეგ პრობლემა გადაილახოს.

Posted by: dsquared 21 Sep 2016, 18:13
ვინმე კარგი ფსიქოლოგი არ იცით რო მირჩიოთ?

Posted by: ვინცხა-მაღვალაკი 21 Sep 2016, 19:17
Raftor

გმადლობ საინტერესო პასუხისთვის.

QUOTE
ცოტა უცანური კითხვები დასვი. შენ გონებაში სხვა ვინმე ზის? არა. უბრალოდ ისე აღიზარდე რომ სხვების გარეშე არ შეგიძლია. ცხოვრებისეული პროპაგანდაა. სინამდვილეში შენი გონებაა მარტოა, და ყველაფერი რასაც აღიქვავ მხოლოდ ტვინის მოდელირებული რეალობაა მეტი არაფერი


ოჯახის და თანაარსებობის პროპაგანდა სხვა რამეა. ვიგულისხმე, რომ ადამიანს ჭირდება რაღაც განსხვავებული, სხვა ადამიანის/მოაზროვნე არსების მიერ შექმნილი ინტელექტუალური რესურსი, წიგნი, ფილმი, ნახატი, მუსიკა და ა.შ. როგორც გავიგე, შენ ამტკიცებ, რომ ადამიანს ეს არ ჭირდება და ის თვითმყოფადია, თავის თავშივე შეუძლია დაიკმაყოფილოს ყველა სულიერი მოთხოვნა.



QUOTE
ეგ პრობლემა შენთვის არ იარსებებს რასაც ქვია მარტოობა


არ ვთვლი, რომ მარტოობა პრობლემაა. მაგრამ მან არ უნდა გამოიწვიოს გადაჭარბებული ნიჰილიზმი, გულგრილობა, ცინიზმი და ეგოიზმი. თუმცა თუ ადამიანი საკმარისად გათვითცნობიერებულია, ეს არც მოხდება. მგონი რომელიღაც ფილმშია, მომწონს ეს სიტყვები: If there's any kind of magic in this world, it must be in the attempt of understanding someone, sharing something.

Posted by: Subito 22 Sep 2016, 14:44
მიჩვევა იცის. იმდენად, რომ ვერავის ვეღარ იტან. თავიდან ცოტა გამიჭირდა. იმ მხრივ, რომ მიუჩვეველი ვიყავი გადასახადების გადახდას, ნაგვის გადაყრას და ა.შ საყოფაცხოვრებო წვრილმანების კეთებას. მერე უკვე, ნელ-ნელა მივეჩვიე ყველაფერს.

პ.ს ხვალ ორი თვის ხელფასი და მე და მარტოობა ვგულაობთ. : )

Posted by: Raftor 22 Sep 2016, 17:27
QUOTE (ვინცხა-მაღვალაკი @ 21 Sep 2016, 19:17 )
ოჯახის და თანაარსებობის პროპაგანდა სხვა რამეა. ვიგულისხმე, რომ ადამიანს ჭირდება რაღაც განსხვავებული, სხვა ადამიანის/მოაზროვნე არსების მიერ შექმნილი ინტელექტუალური რესურსი, წიგნი, ფილმი, ნახატი, მუსიკა და ა.შ. როგორც გავიგე, შენ ამტკიცებ, რომ ადამიანს ეს არ ჭირდება და ის თვითმყოფადია, თავის თავშივე შეუძლია დაიკმაყოფილოს ყველა სულიერი მოთხოვნა.


სწორად მიმიხვდი, ზოგადად ცოდნა როგორც ამბობენ განძიაო და ის რასაც ამ ქვეყნიდან არ წაგყვება არაფრით განსხვავდება მატერიალური ქონებისგან, ქონებას კი ჩვენ ადამიანები "მეორე ხარისხოვნად" ვთვლით. ეს უბრალოდ ჩემი პირადი შეხედულებაა, რადგან მე არც თეისტი ვარ, არც ათეისტი და არც მითუმეტეს აგნოსტიკი. რაღაც ფილოსოფიურ-სპირიტუალური უკმაყოფილება მამოძრავებს და მთავარს რასაც მივხვდი ის არის რომ შენი გზა შენთვითონ უნდა იპოვნო, განსაკუთრებით ეს გონებას ეხება. ფაქტიურად მე ვარ ადამიანი რომელსაც წიგნები კითხვა უყვარდა, მაგრამ ეხალ ეშინია მათი, რადგან ავტორის აზრები ჩემს აზრებზე გავლენას ახდენს და ეს არ მსიამოვნებს. ვთვლი რომ "ღვთაებრიობა" ის არის როდესაც თავად შექმნი არაფრისგან რაღაცას, როგორც დიდი ფილოსოფოსები, მოაზროვნეები და მეცნიერები ქმნიდნენ, პირველ რიგში თავისთვის. ვთვლი რომ ეს ყველას შეუძლია, უბრალოდ ალტერნატიულად აზროვნება უნდა ვისწავლოთ და ცოტათი სხვა რაკურსით შევხედოთ ამ მატერიალისტურ-რობოტულ ყოფას, სადაც იმას ვაკეთებთ რაც ჩვენს ტვინს ესმის და არა იმას რაც ჩვენს გონებას უნდა.

Posted by: Abidiili 22 Sep 2016, 18:12
ზოგჯერ ძალიან სასარგებლოც კი არის, რათქმაუნდა ფიზიკური მარტოობა, სულიერი კი შიმშილის და სიცივს მსგავსია

Posted by: ვინცხა-მაღვალაკი 22 Sep 2016, 18:41
Raftor

QUOTE
ის რაც ამ ქვეყნიდან არ წაგყვება, არაფრით განსხვავდება მატერიალური ქონებისგან


ბოდიში, ვერ გავიგე, აქ რას გულისხმობ. საერთოდ, შენი აზრით, რა უნდა წაიყოლოს ადამიანმა ამ ქვეყნიდან?




QUOTE
მთავარს რასაც მივხვდი ის არის, რომ შენი გზა შენ თვითონ უნდა იპოვნო, განსაკუთრებით ეს გონებას ეხება


ეს ხომ ისედაც ცხადია. თუ უბრალოდ გვეჩვენება, რომ ჩვენ-ჩვენი გზებით მივდივართ?




QUOTE
ავტორის აზრები ჩემს აზრებზე გავლენას ახდენს და ეს არ მსიამოვნებს. ვთვლი რომ "ღვთაებრიობა" ის არის როდესაც თავად შექმნი არაფრისგან რაღაცას, როგორც დიდი ფილოსოფოსები, მოაზროვნეები და მეცნიერები ქმნიდნენ, პირველ რიგში თავისთვის. ვთვლი რომ ეს ყველას შეუძლია, უბრალოდ ალტერნატიულად აზროვნება უნდა ვისწავლოთ და ცოტათი სხვა რაკურსით შევხედოთ ამ მატერიალისტურ-რობოტულ ყოფას, სადაც იმას ვაკეთებთ რაც ჩვენს ტვინს ესმის და არა იმას, რაც ჩვენს გონებას უნდა.


გავლენაში რას გულისხმობ, წაკითხული წიგნები გაიძულებენ, რომ მათეული კატეგორიებით და ფასეულობებით იაზროვნო? თუ ასეა, რატომ გაიძულებენ, შენი საკუთარი აზრები სად არის ამ დროს?
გეთანხმები, ყველა ადამიანს შეუძლია ღირებულის შექმნა, მაგრამ ეს ხომ თავისთავად, ადვილად არ ხდება. წიგნები და დიდი ადამიანები გეხმარება კრიტიკული, შემოქმედებითი აზროვნების ჩამოყალიბებაში და გაძლევს საძირკველს განვითარების მომდევნო ეტაპზე გადასასვლელად. ეჭვი მეპარება, რომ ადამიანმა სრულ იზოლაციაში, მხოლოდ საკუთარი თავის ძიებაში შექმნას რამე ღირებული.

Posted by: Raftor 22 Sep 2016, 20:10
ვინცხა-მაღვალაკი

QUOTE
ბოდიში, ვერ გავიგე, აქ რას გულისხმობ. საერთოდ, შენი აზრით, რა უნდა წაიყოლოს ადამიანმა ამ ქვეყნიდან?


ანუ ის ვიგულისხმე რომ ცოდნა, განათლება და ნაკითხობა არ არის მნიშვნელოვანი. ამით ადამიანების შეფასებას შევეშვი. ეს არ არის გონიერება, ეს უბრალოდ კარგი და მდიდარი მეხსიერებაა, ანუ მეტი ინფორმაციის ფლობა, რომელიც რობოტებსაც შეუძლიათ.

QUOTE
ეს ხომ ისედაც ცხადია. თუ უბრალოდ გვეჩვენება, რომ ჩვენ-ჩვენი გზებით მივდივართ?


რათქმაუნდა გვეჩვენება, სინამდვილეში ქვეცნობიერის ინსტინქტურობა მართავს ჩვენი გონების კოლოსალურ პროცენტს.

QUOTE
გავლენაში რას გულისხმობ, წაკითხული წიგნები გაიძულებენ, რომ მათეული კატეგორიებით და ფასეულობებით იაზროვნო? თუ ასეა, რატომ გაიძულებენ, შენი საკუთარი აზრები სად არის ამ დროს?
გეთანხმები, ყველა ადამიანს შეუძლია ღირებულის შექმნა, მაგრამ ეს ხომ თავისთავად, ადვილად არ ხდება. წიგნები და დიდი ადამიანები გეხმარება კრიტიკული, შემოქმედებითი აზროვნების ჩამოყალიბებაში და გაძლევს საძირკველს განვითარების მომდევნო ეტაპზე გადასასვლელად. ეჭვი მეპარება, რომ ადამიანმა სრულ იზოლაციაში, მხოლოდ საკუთარი თავის ძიებაში შექმნას რამე ღირებული.


არ მაიძულებენ, უბრალოდ გონებაში ზოგი იდეა და აზრი იბეჭდება უნებურად, ამაში ისევ ქვეცნობიერია დამნაშავე. შემდეგ გონებაში ეს კოგნიტური დისონანსი ვითარდება, საკუთარსა და სხვის შეხედულებას შორის, ხშირად შეუმჩნევლად, მაგრამ ესეთი დისონანსი უამრავია, რომლებიც ხელს უშლიან წმინდა აზროვნებას. ხანდახან როდესაც ჩემს შეხედულებას ვუხსნიდი ადამიანბეს, მაწყვეტინებდნენ და მეუბნებოდნენ, უი შენ სარტრი წაგიკითხია, ან კანტის წმინდა გონების კრიტიკა. სინამდვილეში კი არცერთი არ მაქვს წაკითხული, და ამ ადამიანების დახმარებით მივხვდი იმას რომ არაა აუცილებელი ცოდნას ფლობდე რომ რაღაც აზრი თავად შექმნა, ყოველგვარის ცოდნის გარეშე. მემგონი ეს არის გონების ყველაზე ბრწყინვალე და დრამატული შესაძლებლობა, შექმნა რაღაც არაფრისგან. მოკლედ ჩემი აზრით ცოდნა, ანუ ინფორმაცია არ არის მთავარი რისკენაც უნდა მივისწრაფოდეთ. იცი... ადამიანი ცოდნას აგროვებდა საუკუნეების განმავლობაში, ეს იყო ის რისკენაც ყველა მივისწრაფოდით, ამაში ვხედავდით ყველაფრის აზრს, მაგრამ შედეგი ის არის რომ ჩვენ ტექნოლოგიურად ვვითარდებით, გონებრივად კი ისევ იმ დონეზე ვართ რაც თუნდაც 3000 წლის წინათ იყო ჩვენი სახეობა. ალბათ რომ შეიძლებოდეს იმდროინდელი ადამიანის და თანამედროვე ადამიანის თუნდაც აზროვნების დონის გაზომვა, აშკარად სხვაობა ფაქტიურად არ იქნებოდა. ერთადერთი რაც შეიცვალა ის არის რომ უფრო მეტ ინფორმაციას ვფლობთ, ანუ ძველ ადამიანებზე განათლებულები ვართ, მეტი არაფერი. ალბათ ჩვენი ცივილიზაციის ის მდგომარეობა რომელიც დღეს არის შექმნილი სწორედ იმის ბრალია რომ ტექნოლოგიურად ვვითარდებით და გონებრივად არა, ეს დისბალანსი კი კარგის მომტანი არარის, და ამის მაგალითი იყო თუნდაც ცივი ომი, როდესაც ადამიანს ხელში ჩაუვარდა ატომური ბომბი და ფაქტიურად ბეწვზე გადავრჩით რომ ამ უეცარმა ტექნოლოგიამ ჩვენ გონებას ვერ აჯობა და ერთმანეთი არ გავანადგურეთ პლანეტასთან ერთად. მომავალში უფრო ძლიერი ტექნოლოგიური პროგრესი გველის და თუ გონიერება არ განვითარდა ერთხელაც ჩვენ თავად გავანადგიურებთ საკუთარ თავს.

ცოტა შორს გავფრინდი მაგრამ უფრო დეტალურად მინდოდა რომ გაიგო ის თუ რისი თქმაც მინდა.

Posted by: ვინცხა-მაღვალაკი 22 Sep 2016, 20:52
Raftor

QUOTE
ანუ ის ვიგულისხმე რომ ცოდნა, განათლება და ნაკითხობა არ არის მნიშვნელოვანი. ამით ადამიანების შეფასებას შევეშვი. ეს არ არის გონიერება, ეს უბრალოდ კარგი და მდიდარი მეხსიერებაა, ანუ მეტი ინფორმაციის ფლობა, რომელიც რობოტებსაც შეუძლიათ.


ნაწილობრივ გეთანხმებით. კარგი განათლება და ერუდიცია თავისთავად გამჭრიახ გონებას არ ნიშნავს. თუმცა, ასე მარტივადაც არ არის საქმე. თუ ადამიანს ცოდნა, განათლება აქვს და ნაკითხიც არის, შეიძლება დიდად გონიერი არ იყოს, მაგრამ ნებისყოფა და შრომისმოყვარეობა ნამდვილად ექნება smile.gif
გარდა ამისა, ვინ გთხოვათ სხვების შეფასება, საერთოდ რატომ აფასებთ?


QUOTE
არ მაიძულებენ, უბრალოდ გონებაში ზოგი იდეა და აზრი იბეჭდება უნებურად, ამაში ისევ ქვეცნობიერია დამნაშავე. შემდეგ გონებაში ეს კოგნიტური დისონანსი ვითარდება, საკუთარსა და სხვის შეხედულებას შორის, ხშირად შეუმჩნევლად, მაგრამ ესეთი დისონანსი უამრავია, რომლებიც ხელს უშლიან წმინდა აზროვნებას


გასაგებია. ზოგი აზრი თუ შეხედულება მართლაც შთამბეჭდავია და დიდხანს ვერ გამოვდივართ მათი გავლენიდან. თუმცა, იქნებ ეს აუცილებლად გასავლელი ეტაპია, რომელიც ჩვენს პიროვნულ სიმტკიცეს ამოწმებს?


QUOTE
ხანდახან როდესაც ჩემს შეხედულებას ვუხსნიდი ადამიანებს, მაწყვეტინებდნენ და მეუბნებოდნენ, უი შენ სარტრი წაგიკითხია, ან კანტის წმინდა გონების კრიტიკა. სინამდვილეში კი არცერთი არ მაქვს წაკითხული


ვაღიარებ, მეც მქონია მსგავსი მომენტი, შემშურებია და მეც მიფიქრია, რომ მოსაუბრე სინამდვილეში სხვების აზრებს ახმოვანებდა.


QUOTE
მემგონი ეს არის გონების ყველაზე ბრწყინვალე და დრამატული შესაძლებლობა, შექმნა რაღაც არაფრისგან


არ ვიცი, ამაზე რა გიპასუხო. საკუთარი თავის ძიება კარგია, მაგრამ რასაც შენ ამბობ, ეგოიზმში გადასულ დაუსაბუთებელ ახირებას ჰგავს, მედიდურობას. ანუ, ფიქრობ, რომ ზოგი შემოქმედი და ხელოვანი ადამიანი არაკეთილსინდისიერია, რადგან სხვა მოაზროვნეების ნააზრევი გამოიყენა თავის ქმნილებებში? ასეც რომ იყოს, რატომ არის ეს მოვლენა ცუდი? თუმცა, ამგვარი პროტესტის გრძნობა რომ გაქვს, ეს უკვე კარგია.



QUOTE
იცი... ადამიანი ცოდნას აგროვებდა საუკუნეების განმავლობაში, ეს იყო ის რისკენაც ყველა მივისწრაფოდით, ამაში ვხედავდით ყველაფრის აზრს, მაგრამ შედეგი ის არის რომ ჩვენ ტექნოლოგიურად ვვითარდებით, გონებრივად კი ისევ იმ დონეზე ვართ რაც თუნდაც 3000 წლის წინათ იყო ჩვენი სახეობა. ალბათ რომ შეიძლებოდეს იმდროინდელი ადამიანის და თანამედროვე ადამიანის თუნდაც აზროვნების დონის გაზომვა, აშკარად სხვაობა ფაქტიურად არ იქნებოდა. ერთადერთი რაც შეიცვალა ის არის რომ უფრო მეტ ინფორმაციას ვფლობთ, ანუ ძველ ადამიანებზე განათლებულები ვართ, მეტი არაფერი. ალბათ ჩვენი ცივილიზაციის ის მდგომარეობა რომელიც დღეს არის შექმნილი სწორედ იმის ბრალია რომ ტექნოლოგიურად ვვითარდებით და გონებრივად არა


რაღაცეებში გეთანხმები. შენი აზრით რაშია გამოსავალი? შევწყვიტოთ ტექნოლოგიური განვითარება და მოკრძალებულად ვიცხოვროთ, ზედმეტი კომფორტის გარეშე? ამ თემის გარშემო ბევრი თქმულა და დაწერილა, მაგრამ მხოლოდ პრობლემის დანახვა და გააზრება არაა საკმარისი, მოგვარების შენეული ხედვაც უნდა გქონდეს.

Posted by: Universe 22 Sep 2016, 23:19
მშვენიერია, როცა ადამიანი სიმარტოვეში (ყველა სახის) კომფორტის განიცდის. ურთიერთობებიც შესაბამისია ამ დროს, მარტივი.

Posted by: Raftor 22 Sep 2016, 23:47
ვინცხა-მაღვალაკი

QUOTE
შეიძლება დიდად გონიერი არ იყოს, მაგრამ ნებისყოფა და შრომისმოყვარეობა ნამდვილად ექნება smile.gif
გარდა ამისა, ვინ გთხოვათ სხვების შეფასება, საერთოდ რატომ აფასებთ?


ნებისყოფა და შრომისმოყვარეობა თავისი საქმისა შეიძლება მწყემსსაც ქონდეს რომელსაც წიგნი არ გადაუშლია ცხოვრებაში, მაგრამ ხის ქვეშ წამოწოლილი ისეთ აზრებს მოედოს რომ მიმიქარავს კონფუცი yes.gif. თანაც მე არავის არ ვსჯი, ზოგადად ვამბობ რადგან ესეა მატერიალისტურად მიღებული ჩვენს ყოფიერებაში ადამიანების დაყოფა "მდიდარ და ღარიბ" ფენებად, როგორც ფიზიკურად მდიდარი და ღარიბის, ასევე ვითომ იდეალისტების დაყოფილი ცოდნით მდიდარი და ღარიბი. უბრალოდ ის ავღნიშნე, რომ ეგრე მე აღარ ვყოფ ადამიანებს, თორემ კონრეტულად ხომ არ მითქვია რა პრინციპით ვანსხვავებ ადამიანებს ერტმანეთისგან.

QUOTE
გასაგებია. ზოგი აზრი თუ შეხედულება მართლაც შთამბეჭდავია და დიდხანს ვერ გამოვდივართ მათი გავლენიდან. თუმცა, იქნებ ეს აუცილებლად გასავლელი ეტაპია, რომელიც ჩვენს პიროვნულ სიმტკიცეს ამოწმებს?


ვისთვის აუცილებელია, ვისთვის არა, პირველად ბორბალი ხომ ვიღაც ერთმა მოიგონა, ეს იდეა მას ხომ თავისით მოუვიდა და არა სხვა რაღაცეების დახმარებით. არ ვიცი, მე მგონია რომ უბრალოდ ესეთი აზროვნების კულტურული დონეა ჩვენში ჩაბეჭდილი რომ სხვისგან უნდა ვისწავლოთ რაღაც, რადგან თუ არ ისწავლი იმას რასაც სხვები "ქადაგებდნენ" შენ არარაობა იქნები. ჩემთვის ეს ადამიანის როგორც მოაზროვნე სუბიექტის დამცირებაა, გამოდის რომ ბიოლოგიური რობოტები ვართ და მეტი არაფერი. რათქმაუნდა არ ვამბობ რომ თუნდაც წიგნის კითხვა ცუდია, მაგრამ თუ იმას არ გავაცნობიერებთ რომ ვკითხულობთ უბრალოდ სხვა ადამიანის მოსაზრებას, შორს ვერ წავალთ როგორც გონიერი არსებები. ადამიანები რომლებსაც მოსწონთ რომელიღაც თუნდაც ფილოსოფოსის ნაწარმოები, იწყებენ მათი აზროვნების გათავისებას, ხმარობენ "ვიღაცის" ციტატებს და ეს მათ გონიერებად მიაჩნიათ. რათქმაუნდა საინტერესოა სხვა ადამიანების მოსმენა, მაგრამ სხვა ადამიანის აზროვნების მიღება, ეს იგივეა უარყო საკუთარი გონება, ჩაანაცვლო ის სხვისით, მაშინ როდესაც არც გიცდია და არც თვლი საჭიროდ იგივე თემაზე დამოუკიდებლად აზროვნებას. რიგითი საზოგადოება მასხრად აიგდებს იმ რიგით ჩვეულებრივ ადამიანს, რომელიც რაღაც ღრმა ფილოსოფიურად რადიკალურ მოსაზრებას გამოთქვავს, უდიდესი ნაწილი გიჟად და გარეკილად ჩათვლის მას. მაგრამ იგივე აზრი რომელიღაც წიგნში რომ წაიკითხოს, ვიღაც ცნობილი ფილოსოფოსის მოაზრებული, ეს უკვე საინტერესო და დამაფიქრებელი იქნება. ცნობილი ფილოსოფოსი ელიტაა, ამიტომაც მისი აზრი უნდა გაითვალისწინო, ხოლო რიგითი ადამიანი არ არის ელიტა და მის "სიგიჟეს" არ უნდა მოუსმინო. ეს ცხოველური ინსტინქტები გვმართავს ჩვენ, სუბიექტების დაყოფა კლასებად და იერარქიებად, ამიტომაც ვამბობ რომ ტექნოლოგიურად ვვითარდებით, გონება კი ისევ ცხოველური ინსტინქტებით გვაქვს სავსე. შეიძლება არ დამეთანხმო მაგრამ თუ დაინტერესდები დააკვირდი ცხოვრებაში ეგეთ ეპიზოდებს და მიხვდები რასაც ვამბობ.

QUOTE
ვაღიარებ, მეც მქონია მსგავსი მომენტი, შემშურებია და მეც მიფიქრია, რომ მოსაუბრე სინამდვილეში სხვების აზრებს ახმოვანებდა


რათქმაუნდა, ყველა დაკვირვებული ადამიანი შეამჩნევს მაგას.

QUOTE
არ ვიცი, ამაზე რა გიპასუხო. საკუთარი თავის ძიება კარგია, მაგრამ რასაც შენ ამბობ, ეგოიზმში გადასულ დაუსაბუთებელ ახირებას ჰგავს, მედიდურობას. ანუ, ფიქრობ, რომ ზოგი შემოქმედი და ხელოვანი ადამიანი არაკეთილსინდისიერია, რადგან სხვა მოაზროვნეების ნააზრევი გამოიყენა თავის ქმნილებებში? ასეც რომ იყოს, რატომ არის ეს მოვლენა ცუდი? თუმცა, ამგვარი პროტესტის გრძნობა რომ გაქვს, ეს უკვე კარგია.


ყველა ადამიანი ეგოისტია. ეგოიზმია ის მთავარი მექანიზმი (ინსტინქტი) რაც მატერიალურზე გვხდის დამოკიდებულს smile.gif არც მე ვარ გამონაკლისი უამრავ სფეროში, მაგრამ ეგოისტურად რომ ვუყურებდე ამას, პრობლემად არ ჩავთვლიდი. მედიდიური რომ ვიყო ამ საკითხთან დაკავშირებით პირიქით გამიხარდებოდა რომ მე მაქვს ესეთი შეხედულება და მოვერიდებოდი თუნდაც სხვებისთვის გაზიარებას, ეს სხვა ფილოსოფიაა უკვე. უბრალოდ გული შემტკივა, არც მე ვარ იდეალური ამ საკითხში, მეც ვერ დავიცავ ამ პრინციპებს ბოლომდე ვერასდროს. უბრალოდ პრობლემის ჩემებურ აღწერას ვაკეთებ. ეს სენია რომელიც კაცობრიობას გვჭიროს, დაბადებიდანვე ვართ განწირულები. ხელოვნება ეს უბრალოდ საკუთარი ილუზიების რეალობაში ასახვაა. ის რაც ზოგისთვის ესთეტიკაა, სხვისთვის შეიძლება საერთოდ არაფერს ნიშნავდეს. ხელოვნებაშიც არის მიმბაძველობა და ნატურალურობა, ყველაფერი შედარებითია. მაგრამ არასწორად არ გამიგო, ამის გამო არავის განსჯას არ ვცდილობ, მეც მაქვს ჩემებური ესთეტიკა, ჩემებური ილუზიები.

QUOTE
რაღაცეებში გეთანხმები. შენი აზრით რაშია გამოსავალი? შევწყვიტოთ ტექნოლოგიური განვითარება და მოკრძალებულად ვიცხოვროთ, ზედმეტი კომფორტის გარეშე? ამ თემის გარშემო ბევრი თქმულა და დაწერილა, მაგრამ მხოლოდ პრობლემის დანახვა და გააზრება არაა საკმარისი, მოგვარების შენეული ხედვაც უნდა გქონდეს.


ტექნოლოგიური განვითარების შეწყვეტა არ არის აუცილებელი, არც იქნება ეგ სწორი მიდგომა. რატომ უნდა შეაფერხო ერთი საქმე როდესაც მეორის კეთებაც შეგიძლია მასთან ერთად? პრობლემა მასინ იქმნება როდესაც ერთს უფრო მეტ მნიშვნელობას ანიჭებ, რაც უფრო დრო გადის მით უფრო დამოკიდებული ხდები იმ ერთზე და სულ გავიწყდება მეორე, მაგრამ რომც გაიხსენო მეორე საქმე, დაგეზარება და უფრო ნაკლებ ყურადღებას მიაქცევ. რაც შეეხება გამოსავალს, არ ვიცი, მე ვერაფერს ვიტყვი, არც მაქვს უფლება, მე მესია არ ვარ, უბრალოდ პრობლემის ანალიზსს ვაკეთებ ჩემებურად. ალბათ უფრო მეტი დრო და მნიშვნელობა უნდა დავუთმოთ ინსტინქტების კონტროლს და სულიერ ასპექტებს (ჩემთვის სული და გონება ერთი გაგებაა). მემგონი დროა ახლებურად შევხედოთ თუნდაც რეალობის ეგზისტენციალურობას, მემგონი დროა ცოტა უფრო მეტად იდეალისტურად მივუდგეთ არსებობას და გონება დავაყენოთ წინ სხეულზე. ბოლოს და ბოლოს მე გონება ვარ და არა სხეული, რომელსაც უბრალოდ ცხოველად ყოფნა არ უნდა givi.gif

Posted by: ვინცხა-მაღვალაკი 23 Sep 2016, 11:11
Raftor

QUOTE
ნებისყოფა და შრომისმოყვარეობა თავისი საქმისა შეიძლება მწყემსსაც ქონდეს რომელსაც წიგნი არ გადაუშლია ცხოვრებაში, მაგრამ ხის ქვეშ წამოწოლილი ისეთ აზრებს მოედოს რომ მიმიქარავს კონფუცი


გასაგებია, შეძლებით ყველაფერი შეიძლება. მაგრამ გონებრივ შრომას სხვაგვარი ნებისყოფა და შრომისმოყვარეობა უნდა. ყველა, ვინც შრომისმოყვარე მწყემსია, იგივე თვისებებს სწავლა-განათლებაში ან შემოქმედებაში ვერ გამოავლენს, და პირიქით.


QUOTE
ასევე ვითომ იდეალისტების დაყოფილი ცოდნით მდიდარი და ღარიბი


ამაში გეთანხმები.



QUOTE
ვისთვის აუცილებელია, ვისთვის არა, პირველად ბორბალი ხომ ვიღაც ერთმა მოიგონა, ეს იდეა მას ხომ თავისით მოუვიდა და არა სხვა რაღაცეების დახმარებით. არ ვიცი, მე მგონია რომ უბრალოდ ესეთი აზროვნების კულტურული დონეა ჩვენში ჩაბეჭდილი რომ სხვისგან უნდა ვისწავლოთ რაღაც, რადგან თუ არ ისწავლი იმას რასაც სხვები "ქადაგებდნენ" შენ არარაობა იქნები. ჩემთვის ეს ადამიანის როგორც მოაზროვნე სუბიექტის დამცირებაა, გამოდის რომ ბიოლოგიური რობოტები ვართ და მეტი არაფერი. რათქმაუნდა არ ვამბობ რომ თუნდაც წიგნის კითხვა ცუდია, მაგრამ თუ იმას არ გავაცნობიერებთ რომ ვკითხულობთ უბრალოდ სხვა ადამიანის მოსაზრებას, შორს ვერ წავალთ როგორც გონიერი არსებები. ადამიანები რომლებსაც მოსწონთ რომელიღაც თუნდაც ფილოსოფოსის ნაწარმოები, იწყებენ მათი აზროვნების გათავისებას, ხმარობენ "ვიღაცის" ციტატებს და ეს მათ გონიერებად მიაჩნიათ. რათქმაუნდა საინტერესოა სხვა ადამიანების მოსმენა, მაგრამ სხვა ადამიანის აზროვნების მიღება, ეს იგივეა უარყო საკუთარი გონება, ჩაანაცვლო ის სხვისით, მაშინ როდესაც არც გიცდია და არც თვლი საჭიროდ იგივე თემაზე დამოუკიდებლად აზროვნებას. რიგითი საზოგადოება მასხრად აიგდებს იმ რიგით ჩვეულებრივ ადამიანს, რომელიც რაღაც ღრმა ფილოსოფიურად რადიკალურ მოსაზრებას გამოთქვავს, უდიდესი ნაწილი გიჟად და გარეკილად ჩათვლის მას. მაგრამ იგივე აზრი რომელიღაც წიგნში რომ წაიკითხოს, ვიღაც ცნობილი ფილოსოფოსის მოაზრებული, ეს უკვე საინტერესო და დამაფიქრებელი იქნება. ცნობილი ფილოსოფოსი ელიტაა, ამიტომაც მისი აზრი უნდა გაითვალისწინო, ხოლო რიგითი ადამიანი არ არის ელიტა და მის "სიგიჟეს" არ უნდა მოუსმინო. ეს ცხოველური ინსტინქტები გვმართავს ჩვენ, სუბიექტების დაყოფა კლასებად და იერარქიებად, ამიტომაც ვამბობ რომ ტექნოლოგიურად ვვითარდებით, გონება კი ისევ ცხოველური ინსტინქტებით გვაქვს სავსე. შეიძლება არ დამეთანხმო მაგრამ თუ დაინტერესდები დააკვირდი ცხოვრებაში ეგეთ ეპიზოდებს და მიხვდები რასაც ვამბობ.


ნაწილობრივ გეთანხმები. მაგრამ დამოუკიდებლად აზროვნებას არავინ გიშლის. თუ ვინმე გენიოსი მართლაც გამოჩნდა, შეიძლება თავდაპირველად იწვნიოს მარცხი, მაგრამ შემდეგ არ დაიკარგება.


QUOTE
ყველა ადამიანი ეგოისტია. ეგოიზმია ის მთავარი მექანიზმი (ინსტინქტი) რაც მატერიალურზე გვხდის დამოკიდებულს  არც მე ვარ გამონაკლისი უამრავ სფეროში, მაგრამ ეგოისტურად რომ ვუყურებდე ამას, პრობლემად არ ჩავთვლიდი. მედიდიური რომ ვიყო ამ საკითხთან დაკავშირებით პირიქით გამიხარდებოდა რომ მე მაქვს ესეთი შეხედულება და მოვერიდებოდი თუნდაც სხვებისთვის გაზიარებას, ეს სხვა ფილოსოფიაა უკვე. უბრალოდ გული შემტკივა, არც მე ვარ იდეალური ამ საკითხში, მეც ვერ დავიცავ ამ პრინციპებს ბოლომდე ვერასდროს.


ის ვიგულისხმე, რომ თითქოს გეთაკილება სხვისი ნააზრევის მოსმენა და მისი გამოყენება. ბევრი ღირებული და მნიშვნელოვანი ნაშრომი სწორედ ამ გზით შექმნილა. მგონი ლევან ბერძენიშვილს აქვს ნათქვამი, ვინც წიგნებს არ კითხულობს, ჰგონია, რომ თავში რაღაც დიადი აზრები მოსდისო. ალბათ, ძნელად მოიძებნება ისეთი საკითხი, რაზეც ჩვენამდე კაცობრიობას არ უფიქრია. ხშირად ხდება, რომ რამე კვლევაში ან ფიქრებში აღმოაჩენ, შენი აზრები თურმე ვიღაც (ცნობილი) ადამიანის აზრებს ემთხვევა. ამაში არაფერია უჩვეულო.


QUOTE
ალბათ უფრო მეტი დრო და მნიშვნელობა უნდა დავუთმოთ ინსტინქტების კონტროლს და სულიერ ასპექტებს (ჩემთვის სული და გონება ერთი გაგებაა). მემგონი დროა ახლებურად შევხედოთ თუნდაც რეალობის ეგზისტენციალურობას, მემგონი დროა ცოტა უფრო მეტად იდეალისტურად მივუდგეთ არსებობას და გონება დავაყენოთ წინ სხეულზე


უფრო კონკრეტულად?


ჩემი აზრით, როცა ამბობ, რომ ავტორიტეტები და დიდი ადამიანები ხელს გვიშლიან დამოუკიდებლად აზროვნებაში, შეიძლება მართებული აღმოჩნდეს იმ შემთხვევაში, როცა გარკვეულ ახალ აღმოჩენას ან დაკვირვებას უკვე გააკეთებ და ახალი მეთოდებით, აქამდე განსხვავებული ხედვით აპირებ საკითხის უფრო ღრმად შესწავლას. თუ ასეთი დაკვირვება ჯერ არ გაგიკეთებია და შენი პროტესტი ზოგად ხასიათს ატარებს, მაშინ შეეცადე მას გარკვეული სახე მისცე ნაშრომის, მხატვრული ნაწარმოების, ფილმის ან სხვა ფორმით. თუ ფიქრობ, რომ ჯერჯერობით ეს არ გამოვა, მაშინ პირიქით, უფრო მეტი წიგნის წაკითხვას გირჩევდი user.gif

Posted by: Raftor 23 Sep 2016, 12:15
QUOTE (ვინცხა-მაღვალაკი @ 23 Sep 2016, 11:11 )
ჩემი აზრით, როცა ამბობ, რომ ავტორიტეტები და დიდი ადამიანები ხელს გვიშლიან დამოუკიდებლად აზროვნებაში, შეიძლება მართებული აღმოჩნდეს იმ შემთხვევაში, როცა გარკვეულ ახალ აღმოჩენას ან დაკვირვებას უკვე გააკეთებ და ახალი მეთოდებით, აქამდე განსხვავებული ხედვით აპირებ საკითხის უფრო ღრმად შესწავლას. თუ ასეთი დაკვირვება ჯერ არ გაგიკეთებია და შენი პროტესტი ზოგად ხასიათს ატარებს, მაშინ შეეცადე მას გარკვეული სახე მისცე ნაშრომის, მხატვრული ნაწარმოების, ფილმის ან სხვა ფორმით. თუ ფიქრობ, რომ ჯერჯერობით ეს არ გამოვა, მაშინ პირიქით, უფრო მეტი წიგნის წაკითხვას გირჩევდი  user.gif

აი, შენც მატერიალურად უყურებ მაინც ამ საკითხს, როგორც ჩანს კარგად მაინც ვერ გადმოვეცი რისი თქმაც მინდოდა. აუცილებლად ფიზიკური სახე უნდა მივცეტ ყველა აზრს? უნდა დაიწეროს, უნდა დაიხატოს და უნდა აშენდეს? არ ვიცი რამდენად დამეთანხმები, მაგრამ მე ნამდვილ ფილოსოფიას აღარ ვუწოდებ იმას რასაც ქადაგების სახე აქვს. როგორც კი შენი გონებიდან რაღაც იდეას და აზრს გამოიტან გარეთ (ფილოსოფიურზე მაქვს საუბარი) წერილობითი თუ სიტყვიშრი სახით, რომელსაც სხვები ისმენენ და კითხულობენ,უკვე აღარ არის სიბრძნე, ეგ უკვე ქადაგებაა. თუნდაც რასაც მე ვაკეთებ ეხლა. ეგ "გადმოცემული" ფილოსოფია მხოლოდ სხვა სუბიექტის შეხედულებაა და მეტი არაფერი. ნამდვილი ფილოსოფია ის არის როდესაც აზრს თავად ქმნი, თავად ფლობ და არ ქადაგებ. ყველა ცნობილი მოაზროვნე ფილოსოფოსი მხოლოდ სათავისოდ იყვნენ და არა ჩვენთვის, რადგან როდესაც მათ იდეებს სხვა იზიარებს, ეს ნიშნავს რომ ისინი საკუთარი აზრებით ზემოქმედებენ სხვა ადამიანზე, ისინი ფიქრობენ მათ მაგივრად, მიუხედავად იმისა რომ ცოცხლები აღარ არიან.

მეცნიერებას რაც შეეხება, მატერიალური სწავლებაა და რათქმაუნდა მატერიალური სახე უნდა მიეცეს. კიდევ ერთხელ ავღნიშნავ რომ ტექნოლოგიური პროგრესის შეფერხება არ არის საჭირო. უბრალოდ არამატერიალური ასპექტების სწორად ხედვა და ფლობა უნდა ვისწავლოთ,შინაგანი კულტურა უნდა გაგვაჩნდეს რომ იმ ჩარჩოებში არ ვიყოთ შეზღუდულები რომ კანტივით ვერ იაზროვნებ და ამიტომ უნდა იკითხო, რომ პლატონივით ვერ იაზროვნებ, ამიტომ უნდა იკითხო მისი სწავლებები. მათ საკუთარი თავად შექმნეს, ჩვენ რას ვქმნით? მხოლოდ სხვებს ვუსმენთ და მათ აზრებს ჩამოკიდებულები ვითომ დამოუკიდებლად, მაგრამ მაინც მათ აზრებს ვაჟღერებთ სხვა ფრაზებით. ალბათ ეს კულტურა გვაკლია, დამოუკიდებლად ძიებისა, საკუთარი დამოუკიდებლობისა, სწორედ ამიტომაც გადაგვაქვს ალბათ ყველაფერი მატერიალურში, ან უნდა დაიწეროს, ან უნდა დაიხატოს, ან აშენდეს. როცა შინაგანს მატერიალურად ვუყურებთ, სწორედ ეგ არის ტექნოლოგიური პროგრესი შინაგანის ხარჯზე. წიგნები საკმარისად მაქვს ნაკითხი და სწორედ ამიტომ მივედი აქამდე. წიგნი უკვე ჩემთვის მნიშვნელოვანი აღარ არის, ფასი დაკარგა, ის ფასი რასაც მასწავლიდნენ რომ ქონდა. წიგნიც პროპაგანდა აღმოჩნდა ჩემთვის პირადად და ჩემი აზრები წიგნებზე ძლიერი აღმოჩნდა რაღაც ეტაპზე. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ კითხვაზე მეტად ფიქრი შემიყვარდა, რატომ ვიკითხო სხვა, როცა გონებაში მაქვს უსასრულო ბიბლიოთეკა. ეხლა მხოლოდ სამეცნიერო კვლევებს თუ წავიკითხავ, რომლებიც ადამიანის აზრები კი არა სამყაროს ფუნდამენტური პრინციპებია და მუდმივია, რომლებიც უბრალოდ ეგზისტენციალურობის ანალიზში მეხმარება. მხოლოდ ესეთ აზრებს დავეყრდნობი, რომლებიც დიახ, ადამიანის გააზრებულია, თუმცა სამყაროს კანონია, ფუნდამენტია. მხოლოდ ამას გამოვიყენებ სააზროვნოდ და ვიყენებ კიდეც.

Posted by: ვინცხა-მაღვალაკი 23 Sep 2016, 20:22
Raftor

QUOTE
აი, შენც მატერიალურად უყურებ მაინც ამ საკითხს, როგორც ჩანს კარგად მაინც ვერ გადმოვეცი რისი თქმაც მინდოდა. აუცილებლად ფიზიკური სახე უნდა მივცეტ ყველა აზრს? უნდა დაიწეროს, უნდა დაიხატოს და უნდა აშენდეს? არ ვიცი რამდენად დამეთანხმები, მაგრამ მე ნამდვილ ფილოსოფიას აღარ ვუწოდებ იმას რასაც ქადაგების სახე აქვს. როგორც კი შენი გონებიდან რაღაც იდეას და აზრს გამოიტან გარეთ (ფილოსოფიურზე მაქვს საუბარი) წერილობითი თუ სიტყვიერი სახით, რომელსაც სხვები ისმენენ და კითხულობენ,უკვე აღარ არის სიბრძნე, ეგ უკვე ქადაგებაა. თუნდაც რასაც მე ვაკეთებ ეხლა. ეგ "გადმოცემული" ფილოსოფია მხოლოდ სხვა სუბიექტის შეხედულებაა და მეტი არაფერი. ნამდვილი ფილოსოფია ის არის როდესაც აზრს თავად ქმნი, თავად ფლობ და არ ქადაგებ. ყველა ცნობილი მოაზროვნე ფილოსოფოსი მხოლოდ სათავისოდ იყვნენ და არა ჩვენთვის, რადგან როდესაც მათ იდეებს სხვა იზიარებს, ეს ნიშნავს რომ ისინი საკუთარი აზრებით ზემოქმედებენ სხვა ადამიანზე, ისინი ფიქრობენ მათ მაგივრად, მიუხედავად იმისა რომ ცოცხლები აღარ არიან.


რახან ვინმეს ფიქრები მხოლოდ გონებაში არსებობს და არა წერილობითი სახით, მხოლოდ ამის გამო არის სიბრძნე და არამატერიალური? ქადაგება რა შუაშია, წმინდა წერილებს ვარჩევთ? smile.gif
დავიწყოთ თავიდან - როდესაც ფიქრებს ქმნი, აზროვნებ, ეს პროცესი სიტყვების, ჩამოყალიბებული აზრებისა და დალაგებული წინადადებების სახით ხდება, თუ რაღაც ინსტიქტების, შეგრძნებებისა და ემოციების სახით, თუ ერთიც და მეორე? საქმე ეხება აზრის გასაგებად ჩამოყალიბებასა და გასაგებად გადმოცემას, ანუ კომუნიკაციას საკუთარ თავთან, აუცილებლად მატერიალური ფორმის მიცემა ან მომხვეჭველობა არ მიგულისხმია. მე პირადად თუ არ დავწერე, მიჭირს ზეპირად გონებაში აზრების დალაგება და ნააზრევის გადმოცემა. შენ შეიძლება ეს არ გჭირდება და დაწერის გარეშეც მშვენივრად ახერხებ ფიქრები სათანადო მიმართულებით წაიყვანო და აზრები დაალაგო. მაგრამ მხოლოდ შენთვის გინდა ეს აზრები? ვინმემ ხომ უნდა მოისმინოს და გაიგოს? მასე ნებისმიერი იტყვის, გენიოსი ვარო, მაგრამ თუ გასაგებად ვერ მოახერხებს აზრების გადმოცემას წიგნის, ნაშრომის, ფილმის, ნახატის და ა.შ., რამე ქმედების სახით, მაშინ გინდ ყოფილა და გინდ არა. ანუ მატერიალური გამოხატულება არის კომუნიკაციის ფორმა. შენ თუ კომუნიკაციის უკეთეს ფორმას მოიფიქრებ, მაგას რა სჯობს. კაცობრიობა კულტურას იმიტომ ქმნის, რომ ვისწავლოთ კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნება, არავინ გვავალდებულებს, რომ სხვისი აზრები დავაკოპიროთ. ამის მიუხედავად, თუ ადამიანი ვერ ახერხებს დამოუკიდებლად აზროვნებას და რაღაც ახალის შექმნას, ეს მისი ბრალია და არა იმის, ვისი გავლენის ქვეშაც არის. გარდა ამისა, ადამიანი ცოცხალი, სულიერი, მგძნობიარე, მოაზროვნე არსებაა, ცხადია, რომ მეტ-ნაკლებად ყველა შეიძლება მოვექცეთ სხვა ადამიანების გავლენის ქვეშ. შენი ლოგიკით, მაშინ არც სასწავლო დაწესებულებები უნდა არსებობდნენ, რადგან გონებას გვიმახინჯებენ და დამოუკიდებელ აზროვნებას გვიჩლუნგებენ (თუმცა, ბევრგან არც ამის უკმარისობაა).


QUOTE
უბრალოდ არამატერიალური ასპექტების სწორად ხედვა და ფლობა უნდა ვისწავლოთ, შინაგანი კულტურა უნდა გაგვაჩნდეს რომ იმ ჩარჩოებში არ ვიყოთ შეზღუდულები რომ კანტივით ვერ იაზროვნებ და ამიტომ უნდა იკითხო, რომ პლატონივით ვერ იაზროვნებ, ამიტომ უნდა იკითხო მისი სწავლებები. მათ საკუთარი თავად შექმნეს, ჩვენ რას ვქმნით? მხოლოდ სხვებს ვუსმენთ და მათ აზრებს ჩამოკიდებულები ვითომ დამოუკიდებლად, მაგრამ მაინც მათ აზრებს ვაჟღერებთ სხვა ფრაზებით. ალბათ ეს კულტურა გვაკლია, დამოუკიდებლად ძიებისა, საკუთარი დამოუკიდებლობისა, სწორედ ამიტომაც გადაგვაქვს ალბათ ყველაფერი მატერიალურში, ან უნდა დაიწეროს, ან უნდა დაიხატოს, ან აშენდეს. როცა შინაგანს მატერიალურად ვუყურებთ, სწორედ ეგ არის ტექნოლოგიური პროგრესი შინაგანის ხარჯზე. წიგნები საკმარისად მაქვს ნაკითხი და სწორედ ამიტომ მივედი აქამდე. წიგნი უკვე ჩემთვის მნიშვნელოვანი აღარ არის, ფასი დაკარგა, ის ფასი რასაც მასწავლიდნენ რომ ქონდა. წიგნიც პროპაგანდა აღმოჩნდა ჩემთვის პირადად და ჩემი აზრები წიგნებზე ძლიერი აღმოჩნდა რაღაც ეტაპზე. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ კითხვაზე მეტად ფიქრი შემიყვარდა, რატომ ვიკითხო სხვა, როცა გონებაში მაქვს უსასრულო ბიბლიოთეკა. ეხლა მხოლოდ სამეცნიერო კვლევებს თუ წავიკითხავ, რომლებიც ადამიანის აზრები კი არა სამყაროს ფუნდამენტური პრინციპებია და მუდმივია, რომლებიც უბრალოდ ეგზისტენციალურობის ანალიზში მეხმარება.


გასაგებია. მართალი ხარ, დამოუკიდებლად ძიების კულტურა უნდა ავიმაღლოთ. შეიძლება ეს ეტაპი უკვე გაიარე და მხატვრული ლიტერატურა, ხელოვნება თუ ფილოსოფიური ნაშრომები აღარ გაინტერესებს, რადგან რაც საჭირო იყო, ყველაფერი წაიკითხე და საკმარისად განვითარდი. იმაშიც გეთანხმები, რომ სულიერ განვითარებას ზოგჯერ მანკიერი პროპაგანდაც ახლავს თან, ალბათ იმიტომ, რომ ადამიანებმა საკუთარი არამატერიალური და მატერიალური სარგებელი გაზარდონ. თუმცა, შთაბეჭდილება მრჩება, ვიღაცამ წყენა მოგაყენა და ამის შედეგიც არის შენი შეხედულებები. ასეა თუ ისე, მიზნების მიღწევაში წინსვლას გისურვებ.

Posted by: Corvette 4 Oct 2016, 14:45
ფსიქოლოგიურად იმენა გტყნავს , განადგურებს ))) ყველაფრის ხალის გიკარგავს , ყველაფრის მიმართ გულგრილი გავხდი უკვე - საკუტარი თავის მიმართაც. როცა გრძნობ რომ არავინ ხარ , არავისთვის არის შენი ყოფნა მნიშვნელოვანი ან უბრალოდ შენი საუბარი , ერთი სიტყვის თქმაც - მომდევნო ადამიანთანაც გაშინებს რომ იგივე არ განმეორდეს . ხანდახან ვფიქრობ რომ მეც მათნაირი უნდა ვიყო და მერე ყველაფერი კარგად იქნება. ჩემი თავისთვისაც არ ვარ მნიშვნელოვანი , ალბათ ჩემი ბრალია - კი ჩემი ბრალი იქნება მარტოობა. ზედმეტი ვარ .

ამას მილიონჯერ მირჩევნია ფიზიკურად ვიტყვნებოდე .ფსიქოლოგიურ დაღლაზე ცუდი არაფერი არ არსებობს.

ფსდფდსდდფდსფსდფდსფდსფსდფდსფსფსდფ

როგორ მინდა რაღაც დიდი დავწერო ადამიანებზე და ვერ მოვუყარე აზრებს თავი .


Posted by: Corvette 4 Oct 2016, 15:01
QUOTE
როგორ მინდა რაღაც დიდი დავწერო ადამიანებზე და ვერ მოვუყარე აზრებს თავი .

მეზიზღებით თქვენიიიიიიი biggrin.gif არადა მინდოდა მყვარებოდით user.gif

ან ამ ფორუმზე რა მაჩერებს ჩემი თავის მიკვირს . ფორუმზე კი არადა ინტერნეტში რა მაჩერებს.


Posted by: ვივიანა 4 Oct 2016, 15:05
QUOTE
ან ამ ფორუმზე რა მაჩერებს ჩემი თავის მიკვირს . ფორუმზე კი არადა ინტერნეტში რა მაჩერებს.

ამ სახლში, ამ ქუჩაზე, ამ ქალაქში , ამ ქვეყანაში.

Posted by: Corvette 4 Oct 2016, 15:07
QUOTE (ვივიანა @ 4 Oct 2016, 15:05 )
QUOTE
ან ამ ფორუმზე რა მაჩერებს ჩემი თავის მიკვირს . ფორუმზე კი არადა ინტერნეტში რა მაჩერებს.

ამ სახლში, ამ ქუჩაზე, ამ ქალაქში , ამ ქვეყანაში.

მთავარი გამოგრჩა .

Posted by: ვივიანა 4 Oct 2016, 15:09
Corvette
დედამიწაზე მაინც მინდა.

Posted by: Corvette 4 Oct 2016, 15:16
გავედი - გავედი დიდი ხნის მერე სახლიდან , არა შორს არ წავსულვარ - აქვე გუშინ გავედი , გუშინ მოხდა ეგ და გუშინწინ შემთხვევით . ვიდექი და ვერ ვხვდებოდი , იქ რატომ ვიყავი , თავს ძალიან უცხოდ ვგრძნობდი ადამიანებთან . უბრალოდ მეზობლებთან , არანაირი ახლო მეგობრები და მსგავსი .და ამ ყველაფრიდან გამომდინარე , აი ვისთანაც ასე თუ ისე ვმეგობრობდი ( ეგეც თუ მეგობრობა იყო ) , იმათზე მეტად მეშლება ნერვები და მათზე გულგრილობა ასმაგდება . ისინი თუ მეზობლები არიან , ავიტან ასე უცხოდ დგომას ...

მგონი ისევ ვვბოდავ.

ვივიანა
სხვა ქვეყანა რას შეცვლის და შეგიცლის დამოკიდებულებას ?

Posted by: ვივიანა 4 Oct 2016, 15:21
QUOTE
იმათზე მეტად მეშლება ნერვები და მათზე გულგრილობა ასმაგდება



Corvette
სხვაგან ვარ და სახლში მინდა smile.gif

Posted by: Corvette 4 Oct 2016, 15:25
ვივიანა
ააა

Home Sweet Home smile.gif)

Posted by: ვინცხა-მაღვალაკი 4 Oct 2016, 15:30
Corvette

QUOTE
ფსიქოლოგიურად იმენა გტყნავს, განადგურებს ))) ყველაფრის ხალისს გიკარგავს, ყველაფრის მიმართ გულგრილი გავხდი უკვე - საკუთარი თავის მიმართაც. როცა გრძნობ რომ არავინ ხარ , არავისთვის არის შენი ყოფნა მნიშვნელოვანი ან უბრალოდ შენი საუბარი, ერთი სიტყვის თქმაც - მომდევნო ადამიანთანაც გაშინებს რომ იგივე არ განმეორდეს. ხანდახან ვფიქრობ, რომ მეც მათნაირი უნდა ვიყო და მერე ყველაფერი კარგად იქნება. ჩემი თავისთვისაც არ ვარ მნიშვნელოვანი, ალბათ ჩემი ბრალია - კი ჩემი ბრალი იქნება მარტოობა. ზედმეტი ვარ .


ფიზიკური მარტოობა, აწმყოში არსებულ რეალურ ადამიანთან ურთიერთობაში არ ყოფნა მარტოსულობას არ ნიშნავს. წარმოსახვითი მეგობრები გაიჩინე, მართლა შველის yes.gif

Posted by: Naniko1 4 Oct 2016, 19:58
QUOTE
წარმოსახვითი მეგობრები გაიჩინე, მართლა შველის

წარმოსახვითი შეყვარებული, წარმოსახვითი მეგობრები, წარმოსახვითიკარგი სამსახური ....
წარმოსახვითი ნიჭი ზალიან საოცრებააა

rolleyes.gif

Posted by: Abidiili 4 Oct 2016, 20:09
ავხასომრაწ ... ... ... ... ... ... ...


Posted by: ვინცხა-მაღვალაკი 4 Oct 2016, 20:16
Naniko1

QUOTE
წარმოსახვითი შეყვარებული, წარმოსახვითი მეგობრები, წარმოსახვითი კარგი სამსახური ....
წარმოსახვითი ნიჭი ძალიან საოცრებააა


biggrin.gif biggrin.gif

შინაგანი ხმა ვიგულისხმე, მეორე მე, მოტივატორი, სინდისი...
ჰო, ზოგჯერ საოცრებაც არის. ყოველ შემთხვევაში, დეპრესიასა და ნიჰილიზმს სჯობს.

Posted by: Abidiili 4 Oct 2016, 20:22
..........................................................

Posted by: Corvette 4 Oct 2016, 21:06
ვინცხა-მაღვალაკი
რა მითხარი ?

ანუ ჩემი თავი ვიპოვო , ისეთი როგორიც მომეწონება?

ეგ ეგეთი ადვილია / )

ვერ მივხვდი რას გულისხმობ - მითხარი თუ არ გეზარება .

QUOTE
ფიზიკური მარტოობა, აწმყოში არსებულ რეალურ ადამიანთან ურთიერთობაში არ ყოფნა მარტოსულობას არ ნიშნავს.

რას ნიშნავს შენთვის მარტოობა?

მარტო ვარ და ეგ ადამიანებტან რო დავწერე , ეგეც ერთ-ერთი პუნქტია მარტოდ ყოფნის.

Posted by: ვინცხა-მაღვალაკი 4 Oct 2016, 22:20
Corvette

biggrin.gif

ბოდიში მეგობარო, ვერაფრით განუგეშებ, ბანალური პასუხები მაქვს.
ზოგჯერ მარტოსული ფიქრშია გართული, ზოგჯერ დღიურებს წერს, კითხულობს, დარბის, მოგზაურობს, რაღაცას იკვლევს. მიუხედავად ამისა, მაინც ჭირდება გარკვეული სოციალური მოთხოვნილებების დაკმაყოფილება, წარმოსახვითი თანამოსაუბრე. სხვაგვარად გაგიჟდება. მგონი ამაზე რაღაც საინტერესო მოთხრობაა, კარგადაა აღწერილი რა საშინელებაა მარტოობა. კაცს დაიჭერენ და სრულიად მარტოს გამოკეტავენ საკანში, მაქსიმალურად უზღუდავენ ადამიანებთან კონტაქტს, არც წიგნი აქვს, არც არაფერი. შემდეგ შემთხვევით ვიღაც მოჭადრაკის წიგნს თუ ჭადრაკის სახელმძღვანელოს მოიპოვებს და ძალიან დახელოვნდება ამ საქმეში, სახელმძღვანელოს და ურთულეს კომბინაციებს ზეპირად ისწავლის, რომ გაათავისუფლებენ, ვიღაც ძალიან ცნობილ მოჭადრაკეს დაამარცხებს. თუნდაც ტომ ჰენქსი და ფილმი გარიყული რომ გავიხსენოთ.

მე დისშვილებს წარმოვიდგენ ხოლმე. ვითომ ძალიან ცელქები არიან და ძალიან ვუყვარვარ, თუმცა ამავდროულად ძალიან მაჯავრებენ biggrin.gif ცხადია ეს ჩემს წარმოსახვაში. ჰოდა იმის თქმა მინდა, რომ მარტოობა მშვენიერი რამაა, მუღამს თუ დაუჭერ biggrin.gif

Posted by: Corvette 4 Oct 2016, 22:42
ვინცხა-მაღვალაკი
QUOTE
თუნდაც ტომ ჰენქსი და ფილმი გარიყული რომ გავიხსენოთ.

ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ფილმია.

QUOTE
ჰოდა იმის თქმა მინდა, რომ მარტოობა მშვენიერი რამაა, მუღამს თუ დაუჭერ 

განმარტოება კი - შენს ფიქრებთან , წარმოსახვებტან .

მარტოობა სხვა რამეა .

წიგნებს ვკითხულობ ასე თუ ისე , ხანდახან ისე მგრუზავს ეგეც ;დ ჩემს თავს რომ აღმოვაჩენ smile.gif)

დავრბივარ - უარყოფითი ემოციებისგან დასაცლელად biggrin.gif

მეტი არაფერი .

მოკლედ , მე მარტო ვარ.

მადლობა მოსმენისთვის smile.gif

Posted by: Universe 8 Oct 2016, 22:06
კვალი რომ დაგემჩნევა, სახეები და შენს მარტოობაშიც რომ არ განებებენ თავს. ჰმ... რა ცუდი შეგრძნებაა. არასასურველი ყურადღება, დატკეპნილი.
ავდარია საჭირო, ცოტა ქარი, წვიმა, მერე გამოიდარებს.

Posted by: babuawvera45 10 Oct 2016, 17:25
მარტოობა გადამივიდა უჯრედულ დონემდე უკვე. სრულიად კომფორტულად ვგრძნობ თავს მარტო, გარკვეული პერიოდის მერე დაჟე ნებისმიერი კომპანია მაღიზიანებს და გავრბივარ ისევ ჩემს "სოროში"
სრულ ჰარმონიაში ვგრძნობ თავს მარტო. როცა ყველაზე მძიმედ ვარ, ყველაზე ცუდათ და ა.შ. სწორედ მარტო ყოფნას გამოვყავარ.
ნებისმიერი პრობლემიდან მშველის ეს

Posted by: Abidiili 10 Oct 2016, 20:09
QUOTE
სრულ ჰარმონიაში ვგრძნობ თავს მარტო.


up.gif

boli.gif

Posted by: mafood 10 Oct 2016, 21:34
ხალხში როცა ვარ და კონტაქტში არ შევდივარ, ხალხი ცნობისმოყვარეობით მოდის, რაღაც წრესავით კრავს ჩემს გარშემო და ძაან ცოტას აქ ტრაკი რომ დაიწყოს ჩემთან ლაპარაკი..
არადა მარტო მინდა ყოფნა მაქსიმუმ 1-2 ადამიანს ველაპარაკო სიღრმისეულად და არა ზედაპირული ბულშითი..
როგორ მოვიშორო ეს ცნობისმოყვარე ხალხი ხო ვერ მეტყვით? მძაბავენ და მაღიზიანებენ..
ყოველდღე რო ასეთ პონტში იქნები givi.gif

Posted by: babuawvera45 11 Oct 2016, 12:01
მიქმნის კოფორტს, მოაქვს სიმშვიდე. ნებისმიერ სიტუაცაის ერგება უკვე ჩემთვის

Posted by: ვინცხა-მაღვალაკი 11 Oct 2016, 12:15
QUOTE
სრულ ჰარმონიაში ვგრძნობ თავს მარტო


ეჰ, ბევრი ასე ამბობს სიამაყითა და თავმომწონეობით. მაგრამ, შემდეგ, ჯანდაბას ეს ჰარმონიაც და ეს წარმატებაც, ნეტავ ვინმე ხმის გამცემი მაინც მყავდესო.
ოქროს შუალედი უნდა მოვნახოთ user.gif

Posted by: Universe 11 Oct 2016, 12:45
QUOTE
სრულ ჰარმონიაში ვგრძნობ თავს მარტო

მაგრამ მარტოობა სრული სიმარტოვე რომ არაა?


Posted by: babuawvera45 11 Oct 2016, 13:15
ვინცხა-მაღვალაკი

ოქროს შუალედი არ ვიცი, არც ის მეფიქრება რო ვინმე ხმის გამცემი მყავდე. მეფიქრება რა მოთხოვნილება არა მაქვს )))

Universe

რას გულისხმობ ანუ?

Posted by: ვინცხა-მაღვალაკი 11 Oct 2016, 13:59
babuawvera45

სიტყვამ მოიტანა. ჰარმონიაზე ერთი ფორუმელის სიტყვები გამახსენდა - რა კარგი ყოფილა მარტოობა, სრულ ჰარმონიაში ვარ საკუთარ თავთან, ბუნებასთან და სამყაროსთანო.
იმავე ადამიანმა შემდეგ დაასკვნა - მარტოობა კარგია, მაგრამ სიძლიერის გამოწრთობა ჭირდებაო.
თუ უკვე საკმარისად ძლიერი ხარ, მაგას რა სჯობს up.gif

Posted by: mafood 11 Oct 2016, 16:49
ვინცხა-მაღვალაკი
QUOTE
იმავე ადამიანმა შემდეგ დაასკვნა - მარტოობა კარგია, მაგრამ სიძლიერის გამოწრთობა ჭირდებაო.

მე ვფიქრობ რომ სიძლიერე მარტოობით მოდის..

მე მარტოობას არ ვეძახი გოგოსთან არ შეხვედრას (ბიჭი ვარ მე) ან ურთიერთობისგან სიამოვნების არმიღებას..
ჩემთვის მარტოობა არის დაცლილი ტელეფონის შტეფსელში შეერთება biggrin.gif
ასევე ბევრი ურთიერთობის თავიდან აცილება იმიტომ რომ უაზროა და დამღლელი..
ღრმა ურთიერთობები ასწორებს up.gif

Posted by: Universe 16 Oct 2016, 04:25
babuawvera45
QUOTE
რას გულისხმობ ანუ?

თუნდაც იმ აზრებს რომელიც ჩვენ არ გვეკუთვნის.



QUOTE
მარტოობა კარგია, მაგრამ სიძლიერეს გამოწრთობა ჭირდება

არა სიმარტოვეში

Posted by: nv86 16 Oct 2016, 05:29
QUOTE
ნებისმიერი კომპანია მაღიზიანებს

მე კორპორაციები მაღიზიანებენ მარტო....

Posted by: babuawvera45 16 Oct 2016, 09:09
Universe
ნუ მაშინ მარტოობა არ არსებობს საერთოდ.
ეგ აზრები სულ არის თავში მაგრამ მე ვფიქრობ მარტოობის ერთ-ერთი შემადგენლობაა, გინდაც მახასიათებელი

Posted by: აბარავიცი 16 Oct 2016, 09:21
მე მარტოხელა გმირი ვარ ძალიან იშვიათი შემთხვევების გარდა ვერ გავიხსენებ რომ მეგობრებითვის მეთხოვოს დახმარება bis.gif

ძალიან ხშირად ვუპირისპირდები პიროვნების და საზოგადოების მანკიერებებს და ამიტომაც ხშირად ვარ მარტო ...წიგნებში კეთილშობილები არიან ადამიანები ცხოვრებაში პირიქით

მარტოობას არცერთ საზოგადოებაში არ ვერიდები ....როცა მარტო ხარ აამიანი და თან რაიმე ჯგუფის ან საზოგადოების წინააღმდეგ გაცილებით მკვეთრად და კარგად ხედავ მათ მანკერ მხარეებს და ადვილად შეგიძლია მიიღო გადაწყვეტილება იყო ან გახდე მათნაირი თუ ისევ მარტოობა ჯობია

Posted by: SweeTy-Flower 21 Oct 2016, 15:31
ჩაკეტვა მინდა

არსად გამოსვლა


მეზიზღEბა ..

არ მინდა არა.. .

წასვლა მინდა ,,აქედან

Posted by: პაკუნა 26 Oct 2016, 12:23
ხალხო მარტოობა საშინელებაა დუსკომფორტია პირადად ჩემთვის



Posted by: ვინცხა-მაღვალაკი 26 Oct 2016, 12:56
პაკუნა

QUOTE
ხალხო მარტოობა საშინელებაა, დისკომფორტია პირადად ჩემთვის


მერე? გინდა მოხვიდე და მარტო მყოფებს ჩაგვეხუტო? rolleyes.gif

Posted by: SweeTy-Flower 26 Oct 2016, 17:08
QUOTE
მერე? გინდა მოხვიდე და მარტო მყოფებს ჩაგვეხუტო? 


ვუერთდები ვინცხას ;დ

მოი შვილო გვეხუტე. გაგვიქარწყლე მარტოობის ჟამი )) )


Posted by: OELIA 31 Oct 2016, 16:16
როგორ უმკლავდებით? ჩემთვის ჯიგრულად ვარ და ნუ შემაწუხებთ მარტოობას არ ვგულისხმობ, რომ გინდა გვერდით ვინმე გყავდეს, ვიღაცას მოსწონდე ვიღაცა მოგწონდეს, მაგრამ ასე რომ არ არის და კიდევ ერთხელ რომ გიცრუვდება იმედები, როგორ პოულობთ ძალას რომ თავი ხელში აიყვანოთ და ცხოვრებას შეუტიოთ?

Posted by: ვინცხა-მაღვალაკი 31 Oct 2016, 16:33
QUOTE
ჩემთვის ჯიგრულად ვარ და ნუ შემაწუხებთ მარტოობას არ ვგულისხმობ, რომ გინდა გვერდით ვინმე გყავდეს, ვიღაცას მოსწონდე ვიღაცა მოგწონდეს, მაგრამ ასე რომ არ არის და კიდევ ერთხელ რომ გიცრუვდება იმედები, როგორ პოულობთ ძალას რომ თავი ხელში აიყვანოთ და ცხოვრებას შეუტიოთ?


თავს ვარწმუნებთ, რომ მარტოობა უკეთესია, ბუნებრივი მდგომარეობაა, რომ აუცილელებელი არაა, გვერდში ვინმე გვყავდეს, თავი სრულყოფილ ადამიანებად რომ ვიგრძნოთ.
თავს ვარწმუნებთ, რომ ხანგრძლივი მოწონება (შეგვიძლია სიყვარული დავარქვათ) და თანაცხოვრება კომპრომისების უსასრულო კასკადია, სადაც ერთ-ერთი მხარე ოდესმე აუცილებლად უსამართლოდ დაიჩაგრება, ამიტომ თავიდანვე უარს ვამბობთ ასეთ ურთიერთობებზე.
ძალას სურვილების ასრულებასა და თვითგანვითარებაში ვპოულობთ, თუმცა ეს უკანასკნელი ალბათ მოჩვენებითია.

Posted by: OELIA 31 Oct 2016, 16:57
რა აზრი აქვს თავის დარწმუნებას, როდესაც გინდა რომ ურთიერთობა გქონდეს, თავი უნდა დავირწმუნი რომ მარტოობა მომწონს და სულაც არ მომბეზრებია? არ გამოდის მასე. ერთადერთი რაც თავში მომდის მიუნჰაუზენია, თავის თავს რომ წაავლო ხელი ქეჩოში და წუმპედან რომ ამოათრია.smile.gif
მოკლედ

ზოგჯერ მაგარი მურტალი და აუტანელია ხოლმე ეს მარტოობა, აღარ იცი სად ნახო ძალა, დასაყრდენი რომ განაგრძო ნორმალური ცხოვრება, და ასეთ მდგომარეობაში ხავსს ეჭიდები, და კიდევ უფრო იმედგაცრუებული რჩები ბოლოს.

Posted by: ვინცხა-მაღვალაკი 31 Oct 2016, 17:21
OELIA

QUOTE
რა აზრი აქვს თავის დარწმუნებას, როდესაც გინდა რომ ურთიერთობა გქონდეს, თავი უნდა დავირწმუნო რომ მარტოობა მომწონს და სულაც არ მომბეზრებია? არ გამოდის მასე


ის აზრი აქვს, რომ მოვლენები უფრო ფართო სპექტრში დაინახო და ჭეშმარიტება შეიმეცნო. თავი კი არ უნდა დაირწმუნო, რომ მარტოობა მოგწონს, არამედ სწორად განსაზღვრო თითოეული მდგომარეობის პლუსები და მინუსები და პრიორიტეტების მიხედვით იმოქმედო.
თუმცა, ეს მხოლოდ არგუმენტებია და შეიძლება მავანმა მყისვე შეიცვალოს აზრი, თავი თუ ვინმესთან კარგად იგრძნო. ჭეშმარიტება ალბათ სადღაც შუაშია.


QUOTE
ზოგჯერ მაგარი მურტალი და აუტანელია ხოლმე ეს მარტოობა, აღარ იცი სად ნახო ძალა, დასაყრდენი რომ განაგრძო ნორმალური ცხოვრება, და ასეთ მდგომარეობაში ხავსს ეჭიდები, და კიდევ უფრო იმედგაცრუებული რჩები ბოლოს.


შინაური ცხოველები გაიჩინე, მცენარეებს მოუარე, იმოგზაურე, მშობლებთან, ახლო ნათესავებთან უფრო მეტი დრო გაატარე, საიმედო მეგობრებთან ურთიერთობები გაამყარე, ფემინიზმში ჩაები, სწრაფი ავტომობილი იყიდე. ეს გარკვეული ხანი დაგეხმარება. მერე ცხოვრება თავად გაჩვენებს.

Posted by: nodari_nx 31 Oct 2016, 17:54
ბოდიშს ვიხდი უცენზურობისთვის მარა, კაკ გავარიცა
მარტოობას მოვუთხან დედს თრაქითქო და გათავდება biggrin.gif

Posted by: OELIA 19 Nov 2016, 23:01
რატომ მაქვს ყოველ საღამოს ადამიანთან ურთიერთობის, დალაპარკების შიმშილი,?
როცა ველაპარაკები ეს მსიამოვნებს, თუმცა მარტოობის შეგრძნება მაშინაც მაქვს,
რატომ მაქვს ესეთი მტკივნეული რეაქცია როცა უარმყოფენ, თუნდაც ყველაზე მსუბუქი ფორმით, თუნდაც აბსოლუტურად უცხო ადამიანები?
მინდა ყველაფერი ფეხზე მეკიდოს, მინდა ისეთ მდგომარეობაში ვიყო, ქვეყანა იქცეოდეს და მე წარბსაც არ ვიხრიდე,
მინდა სხვებს ვგავდე, მათსავით წამში ვიკიდებდე და არ მაღელვებდეს სხვების აზრი.
იმ დღეზე ვოცნებობ ყველას და ყველაფერს რომ შევაფურთხებ სახეში და წავალ.

Posted by: Escapist 19 Nov 2016, 23:19
მე მეგონა სულიერად მარტო მე ვიყავი მარტო :დ
help.gif

ცივილიზაციას როცა ვარ მოწყვეტილი არ მადარდებს
სოციუმში როცა ვარ მერე ვხვდები რა დებილურად ვცხოვრობ და კაეშანიც მერე მოდის :დ
თან რომ ვუფიქრდები წლები გარბის და სიბერეში უნდა ვინანო რა უაზრო ვიცხოვრე ეგ უკვე მტანჯავს :/
ეს ###ობა პროფესია კიდევ რამის ინგლისურად სადოქტორო დავიცვა ყველა სფეროშ და ისევ კაპიკებზე ვმუშაობ და არავის ვუნდივარ უფულობის გამო :დ მოკლე მე ლუზერი ვარ :დ

Posted by: Ofelia 24 Jan 2017, 01:14
ყველანაირად მარტო ვარ. ფიზიკურად, სულიერად, თითქოს თავს ვაიძულებ ცოტა სხვანაირად ვიფიქრო. ვითომ, ეს ასე არ არის, არადა ზუსტად ასეა. ხანდახან უბრალოდ მჭირდება ვინმემ თავზე ხელი გადამისვას, მეტაფორულად არ ვამბობ. ასეთი ადამიანიც არ არსებობს. აქ რატომ ვწერ არც ეს ვიცი. გული მერევა ყველაფერზე, არაფერს აქვს მნიშვნელობა. მე მარტოსული ვარ.

Posted by: HurricaneKat. 24 Jan 2017, 11:42
თვითგვემის თემაა? user.gif
...................

Posted by: Re-hanna 29 Jan 2017, 04:17
ადამიანი იბადება მარტო და კვდება მარტო. ცხოვრებაში რატომ არ შეიძლება იყოს მარტო? მე გადავწყვიტე ყველაფერს მარტო გაუმკლავდე. ვიცი, რომ ზოგს უკვირს, რატომ არ ვეკონტაქტები არავის, მაგრამ მე ასე გადავწყვიტე და მორჩა. ფარისევლობას ვერ ვიტან და რა ვქნა...

Posted by: Waiting-for-kharcho 29 Jan 2017, 22:41
მარტო ყოფნას რა სჯობს
დახუჭე თვალები და იმოგზაურე სადაც გინდა

Posted by: whateverr 30 Jan 2017, 23:38
მარტოობას ძალიან ეჩვევა თურმე ადამიანი
და თავის დაღწევაც რთულია ალბათ






Posted by: chicharito12 30 Jan 2017, 23:49
whateverr
QUOTE
მარტოობას ძალიან ეჩვევა თურმე ადამიანი
და თავის დაღწევაც რთულია ალბათ


იასნა, იგივე დეპრესიააა'

Posted by: zigfried 31 Jan 2017, 12:44
ამაზე გამახსენდა ინტროვერტების თემა სადღაც აქ იყო ადრე მახსოვს
ვერ ვიპოვე sad.gif

Posted by: ^O^ 31 Jan 2017, 12:58
ჩემი პირველი პოსტი ფორუმზე მაგ თემაში დაიწერა, 5 წლის წინ.
მრავალფეროვანი და ექსტრავერტული სივრცე იყო, ინტროვერტების თემა იყო ურთიერთობა ))
♡♡

Posted by: Abidiili 1 Feb 2017, 11:44
QUOTE
მარტოობა

QUOTE
იგივე დეპრესიააა'


no.gif

Posted by: whateverr 21 Feb 2017, 00:41
მარტოობა ნამდვილად არ არის დეპრესია, ხშირად
სასარგებლოც კი არის. უბრალოდ მგონია რომ მიჩვევა იცის
და აღარავინ აღარ გჭირდება იმდენად, კომუნიკაციის
მოთხოვნილება გიქრება.




Posted by: A1oneman 21 Feb 2017, 00:49
QUOTE
მარტოობა ნამდვილად არ არის დეპრესია, ხშირად
სასარგებლოც კი არის. უბრალოდ მგონია რომ მიჩვევა იცის
და აღარავინ აღარ გჭირდება იმდენად, კომუნიკაციის
მოთხოვნილება გიქრება.

+1
უფრო მეტიც, კომუნიკაციის უნარიც გამიქრა.

Posted by: whateverr 21 Feb 2017, 13:20
A1oneman

ჰო, შესაბამისად უნარიც. ყველაფერი ხომ შეჩვევაა ))






Posted by: ინაველ 21 Feb 2017, 13:37
და რა საჭიროა კომუნიკაცია. თუ არ გჭირდება, არც უნდა იურთიერთო.
მეც მარტო ვარ მუდმივად. რაც თავი მახსოვს, მუდმივად მარტოობისკენ მაქვს სწრაფვა და არ მიყვარს ურთიერთობები.

Posted by: whateverr 21 Feb 2017, 18:02
ინაველ

კომუნიკაცია და ურთიერთობები საჭიროა ჩვენთვის ალბათ პირველ რიგში, თუ ფიქრობ რომ შენთვის საჭირო არ არის არავისთან კომუნიკაცია ესეც შენი საქმეა რა თქმა უნდა.
თუმცა არსებობს ვალდებულებები და ასევე ხალხი ვისაც ვერ დავაიგნორებ და ვისთან ურთიერთობის გარეშეც ცხოვრება რთულია.







Posted by: ინაველ 21 Feb 2017, 20:29
whateverr

სრულ მარტოობას არ ვგულისმხობდი. ოჯახის წევრებს და ახლობლებს ცხადია ვეკონტაქტები. გარე სამყაროზე მაქვს საუბარი. არ მიყვარს ბევრ ხალხთან ურთიერთობა, არ მიყვარს ხალხმრავლობა, არ მყავს დიდი სამეგობრო და ა.შ.


Posted by: menina55 21 Feb 2017, 21:53
QUOTE (A1oneman @ 21 Feb 2017, 00:49 )
QUOTE
მარტოობა ნამდვილად არ არის დეპრესია, ხშირად
სასარგებლოც კი არის. უბრალოდ მგონია რომ მიჩვევა იცის
და აღარავინ აღარ გჭირდება იმდენად, კომუნიკაციის
მოთხოვნილება გიქრება.

+1
უფრო მეტიც, კომუნიკაციის უნარიც გამიქრა.

მეც ეგრე ვარ!

მაგრა მკიდია უაზრო მეგობრები
მარა თან სუ მარტოობაში ამომხდეს სული არც ეგ მინდა


________

Posted by: ინაველ 21 Feb 2017, 23:24
QUOTE
მარა თან სუ მარტოობაში ამომხდეს სული არც ეგ მინდა


ძალით ურთიერთობას მარტოობა ჯობია

საინტერესო ის არის, ჩვენნაირი ადამიანები რატომ ვერ პოულობენ ასე ვთქვათ თავისნაირ ადამიანებს?

Posted by: whateverr 22 Feb 2017, 02:22
ინაველ

QUOTE
whateverr

სრულ მარტოობას არ ვგულისმხობდი. ოჯახის წევრებს და ახლობლებს ცხადია ვეკონტაქტები. გარე სამყაროზე მაქვს საუბარი. არ მიყვარს ბევრ ხალხთან ურთიერთობა, არ მიყვარს ხალხმრავლობა, არ მყავს დიდი სამეგობრო და ა.შ.

ზუსტად ასე ვარ მეც.

QUOTE
საინტერესო ის არის, ჩვენნაირი ადამიანები რატომ ვერ პოულობენ ასე ვთქვათ თავისნაირ ადამიანებს?

პოულობენ, უბრალოდ მგონია რომ რთულია, არა იმიტო რო
ჩვენთან ურთიერთობა რთულია, უბრალოდ ალბათ იგივე
ინტერესები არ გვაქვს რაც მასას))

Posted by: Turf 22 Feb 2017, 02:31
რაღაც მომენტში თქვენსავით ვარ.

უცნობ ადამიანთან საუბარი მინდება ხოლმე.

თითქოს უფრო რეალურია

Posted by: ინაველ 22 Feb 2017, 03:35
whateverr
QUOTE
პოულობენ, უბრალოდ მგონია რომ რთულია, არა იმიტო რო
ჩვენთან ურთიერთობა რთულია, უბრალოდ ალბათ იგივე
ინტერესები არ გვაქვს რაც მასას))


ჰო რაღაც უცნაურობაა. ვერ ამოვხსენი ჯერ - პრობლემაა თუ ნორმა. ცოტა დამღლელიცაა მუდმივად ცალკე ყოფნა მასისგან

Posted by: *Mandala 22 Feb 2017, 10:53
დამღლელი დღის მერე თუ არ "გავნიავდი " ვერასდროს დავიძინებ . უნდა დავწყნარდე მთელი დღის მიღებული ინფორმაცია , ამდენი ხალხის აზრი მისაღები თუ მიუღებელი გადავყარო თავიდან და 1-2 საათი მარტო ვიყო და განვიტვირთო . სახლი კარგია

Posted by: ^O^ 22 Feb 2017, 11:06
QUOTE (*Mandala @ 22 Feb 2017, 10:53 )
დამღლელი დღის მერე თუ არ "გავნიავდი " ვერასდროს დავიძინებ . უნდა დავწყნარდე მთელი დღის მიღებული ინფორმაცია , ამდენი ხალხის აზრი მისაღები თუ მიუღებელი გადავყარო თავიდან და 1-2 საათი მარტო ვიყო და განვიტვირთო . სახლი კარგია

ზუსტად. ასევე მსიამოვნებს ხალხში ყოფნა და ამავე დროს განმარტოვება, ანუ მოსაუბრე ან მჭირდება ზოგჯერ smile.gif)
კინოში, კაფეში, შოპინგზე, სასეირნოდ - ხშირად მარტო დავდივარ.

ადრე აქ იყო ძალიან კარგი თემა ინტროვერტებზე.
რეალურად რომ გამიცნობს ადამიანი, თითქოს გამოკვეთილი ექსტრავერტი ვარ, კომუნიკაბელური და ლაღი , მაგრამ საკუთარ თავს ხომ ვიცნობ - ინტროვერტის თვისებებიც საკმარისად მაქვს.

Posted by: *Mandala 22 Feb 2017, 11:14
^O^
მე რომ შემძლოს იმის ნახევარ დროსაც არ გავატარებდი ხალხში რასაც ვატარებ . ხშირად მიხდება გონება გადავრთო სხვა რამეებზე რაც არ მაინტერესებს ისინი რომ არ ვისმინო

Posted by: ინაველ 22 Feb 2017, 14:35
*Mandala

მეც ზუსტად ასე ვარ. ოღონდ კარგა ხანი ვერ ვხვდებოდი რა მჭირდა. სამსახურის შემდეგ ჩემი მეგობრები გასართობად რომ მიდიოდნენ, მე ხალისი არ მქონდა და სულ სახლში წასვლა მინდოდა ხოლმე. მერე ვიფიქრე ჩემი უხასიათობის ბრალი იყ და გარკვეული დრო საკუთარ თავს ვაძალებდი გარეთ გასვლას და სხვებსავით გარGობას. მაგრამ უარესი დამემართა. მოკლედ რა ბედნიერია ადამიანი ცვინც საკუთაფ თავს იცნობს და კომფორტულადაა მასთან.

Posted by: *Mandala 22 Feb 2017, 17:02
ინაველ
მიზეზები ,რომ თავიდან აიცილო ხალხმრავლობა ,რამდენი ყოფილა facepalm.gif user.gif

Posted by: ინაველ 22 Feb 2017, 17:17
*Mandala

ჰაჰაჰა biggrin.gif

ეგრეა

Posted by: msras 22 Feb 2017, 17:24
ძალიან კომუნიკაბელური ვარ და მიყვარს ხალხთან ურთიერთობა, მაგრამ თუ არ განვმარტოვდი შეიძლება გავგიჟდე. მაგ მიზეზით სხვასთან დარჩენა არ მიყვარს, დაძაბული და გაღიზიანებული ვარ ხოლმე მერე. ჩემი სივრცე მჭირდება, რასაც სახლში ვიქმნი love.gif

Posted by: *Mandala 22 Feb 2017, 18:10
ინაველ
აი მაგალითად ხვალ სიცხე მექნება 50 კაციან დაბადების დღეზე წასვლა რომ ავიცილო თავიდან yes.gif biggrin.gif facepalm.gif

Posted by: ინაველ 22 Feb 2017, 18:14
*Mandala

ჰაჰაჰა ჯიგარი ხარ biggrin.gif

ისე ჩემი ბრალია უარის თქმა რომ არ მეხერხება. ეგრე გავხდი ორჯერ მეჯვარე და ნათლია

Posted by: *Mandala 22 Feb 2017, 18:16
ინაველ
მეჯვარეობას და ნათლიობას სიცხე არ შველის, ვერც მე ავირიდე ეგენი lol.gif

Posted by: ინაველ 22 Feb 2017, 18:23
*Mandala

არ გიშველა ხო? ვიზიარებ
lol.gif alk.gif

Posted by: *Mandala 22 Feb 2017, 18:33
ინაველ
ჰო, არ მიშველა . მადლობა, ძლივს გადავიტანე gigi.gif

Posted by: kenj22 27 Feb 2017, 02:50
QUOTE (ინაველ @ 21 Feb 2017, 13:37 )
და რა საჭიროა კომუნიკაცია. თუ არ გჭირდება, არც უნდა იურთიერთო.
მეც მარტო ვარ მუდმივად. რაც თავი მახსოვს, მუდმივად მარტოობისკენ მაქვს სწრაფვა და არ მიყვარს ურთიერთობები.

ეგრე ვარ მეც თან მომწონს ეგ ჩემში თან არა მაგრამ ფაქტია მარტო თავს უკეთ ვგრძნობ, ვცდილობ მალე გავეცალო ხალხს.

Posted by: whateverr 2 Mar 2017, 00:25
მარტოობა ძალიან მიყვარს..
მამშვიდებს.








Posted by: *Mandala 2 Mar 2017, 00:28
მარტოობა ისაა,რის გარეშეც ვერ ვცოცხლობ და გარეთ როცა ვარ სულ ვჩქარობ სახლში მოსვლას, გავინიავო თავი საჭირო თუ არასაჭირო ინფორმაციისგან , თან სივრცეა შენი თავის უკეთ შესაცნობად

Posted by: whateverr 2 Mar 2017, 00:32
*Mandala
ჰო, მე სულ განვიცდი მარტო ყოფნის დეფიციტს და ყველაზე
კარგად მარტო როცა ვარ მაშინ ვისვენებ.




Posted by: *Mandala 2 Mar 2017, 00:35
whateverr
კიკი , მეც . გამონახე დრო იყო თუნდაც ცოტა ხნით მარტო შენს თავთან

Posted by: MmSs 2 Mar 2017, 12:18
მე არ მიყვარს მარტოობა....

მეშინია მარტო როცა ვარ...



Posted by: whateverr 2 Mar 2017, 12:25
MmSs

რისი გეშინია?






..


Posted by: Turf 2 Mar 2017, 12:29
QUOTE (MmSs @ 2 Mar 2017, 12:18 )
მე არ მიყვარს მარტოობა....

მეშინია მარტო როცა ვარ...

და მე ვარ კიდე ბოთე? vik.gif


Posted by: MmSs 2 Mar 2017, 12:32
whateverr
ცუდად გახდომის მეშინიაsmile.gif

Turf
მე ვარ ბოთე smile.gif

Posted by: Turf 2 Mar 2017, 12:36
MmSs
QUOTE
მე ვარ ბოთე

tongue.gif

მაგას დიდი ხანია გეუბნები.

არ გახდები ცუდად,უფრო დაიზმენებული ხარ

Posted by: MmSs 2 Mar 2017, 12:45
Turf
ფიქრებიი...

და მეწყება ეგრევე პანიკური შეტევები...

ბოთე სიტყვა ცუდ მოგონებებთანაა დაკავშირებული...smile.gif

Posted by: Turf 2 Mar 2017, 12:51
MmSs
ო კაი რაა
ყველას აქვს პრობლემები yes.gif
მეც მაქვს,თან ბევრი,მაგრამ დღე და ღამე რომ მაგაზე ვიფიქრო მაგ პრობლემების გადაჭრაც აღარ მომინდება,იმიტომ რომ შევეგუები შინაგანად და დავიწყებ მოთქმას.

QUOTE
ბოთე სიტყვა ცუდ მოგონებებთანაა დაკავშირებული...

რაღას მეუბნები ხოლმე biggrin.gif

Posted by: MmSs 2 Mar 2017, 12:57
Turf
აღარ გეტყვი...smile.gif





...

Posted by: Turf 2 Mar 2017, 13:02
MmSs
როგორ არ მევასებით ეს ხასიათა გოგოები vis.gif

Posted by: *Mandala 2 Mar 2017, 13:04
MmSs
მგონი შენ სივრცის გეშინია , შენ თავთან მარტო დარჩენის , შენი თავის

Posted by: MmSs 2 Mar 2017, 13:07
QUOTE
შენ თავთან მარტო დარჩენის

yes.gif








facepalm.gif

Posted by: *Mandala 2 Mar 2017, 13:09
MmSs
ვერსად გაექცევი, ეცადე თავიდან შეხვდე შენს თავს, გაიცნო და ემეგობრო

Posted by: MmSs 2 Mar 2017, 13:11
Turf
ნეტა ეგ არ გეთქვა
facepalm.gif








givi.gif
* * *
*Mandala
მარტო არ დავრჩები და შესაბამისად არც შიშები მექნება...

Posted by: Turf 2 Mar 2017, 13:23
MmSs
პირდაპირი ვარ mad.gif



მარტო ვარ ეხლა

up.gif

Posted by: MmSs 2 Mar 2017, 13:27
Turf
კარგია....smile.gif










.

Posted by: popusha 2 Mar 2017, 21:44
არ მიყვარს მაგრამ სხვა გზა არ მაქვს

თუმცა არაუშავს

ესაც გაივლის

Posted by: whateverr 2 Mar 2017, 21:59
popusha
და სხვა გზა რატომ არ გაქვს?






Posted by: popusha 2 Mar 2017, 22:42
whateverr

იმიტომ რომ მარტოობას მივეჩვიო დროა უკვე
სხვანაირად არ გამომდის

Posted by: whateverr 2 Mar 2017, 23:00
popusha
მარტოობა თუ არ გიყვარს და გიწევს ცუდია ალბათ.
თუმცა როგორც ნათქვამია, როცა მარტო რჩები ეს ის დროა როცა ყველაზე მეტად გჭირდება მარტოობა.

პ.ს. ინგლისურად უკეთ ჟღერს)


Posted by: popusha 3 Mar 2017, 00:03
whateverr

საქმეც იმაშია რომ არ მიყვარს და
არც მინდა

Posted by: menina55 3 Mar 2017, 01:35
ვერ გავიგე რა ვქნა
ვიურთიერთო თუ არა ისეთ ადამიანებთან რომლებიც საერთოდ არ მაიმტერესებს და ვთვლი რო ნულები არიან და არაფერს ღირებულს არ მმატებენ.
ასეთი კი ბევრი მყავს მთელს სამეგობროში თითქმის ყველა.

ისე არ გაიგოთ ახლა ვითომ თავი მაგარი მგონია ან რამე მსგავსი


უბრალოდ მართლა ვერ გავიგე რა ვქნა...
ყველას ჩამოვშორდე და განდეგილივით ვიყო არც ეგ მინდა
მარა ამათთანაც არ ძალმიძს ღლიცინობა


საერთოდ ადამიანები მნიშვნელოვანი არიან ჩვენს ცზოვრებაში
ბევრს მასწავლიან მაგრამ ეს უკვე ჩამყაყებული მეგობრები არ შემიძლია
ტკიპასავით არიან

ახლა ასე რომ ვლაპარაკობ გული მტკივა
დამპალი მგონია ჩემი თავი და სინდისი მაწუხებს

Posted by: Turf 3 Mar 2017, 01:37
menina55
სამეგობრო წრე შეიცვალე yes.gif

არაა აუცილებელი ყველას გაუღიმო და ა.შ
ვალდებული არ ხარ


Posted by: Martha_G 5 Mar 2017, 12:23
menina55
იყავი მარტო.. მარტოობა ასწორებს და ვინც მოსასვლელია თავისით მოვა.

Posted by: chicharito12 6 Mar 2017, 17:27
menina55

ურთიერთობა მთავარიაა, ისე არაფერი გამოვა; ერთერთი წყაროა დიდი პოზიტივისთვის, ცუდი ხალხი არანაირად გამოგადგება, აქეთ დაგაკლებენ; წყარო იქნება ნეგატივის;

იშოვე ხალხი ისეთი ვისთანაც გადერთობი და ერთგული იქნება; !

Posted by: POKERISBLUFF 6 Mar 2017, 18:34
ძალიან,შევეჩვიე მარტოობას
აღარ მჯერა რო
შევძლებ, და ვინმეს ვენდობი ისე როგორც
ამ 2 ადამიანს ანუ (მშობლებს)
ზოგადად ადამიანი სიკვდილის დროსაც მარტო რჩება
რაღაც სივრცეში smile.gif

პატარა,ოდნავი ჩამორჩენა
ფეხის,აცდენა
ძირს,დაცემა და ირგვლივ რამდენი ადამიანიც არ უნდა იყოს,უცებ ქრებიან
ალბათ,ჯადოსნური სავარცხლები უდევთ ჯიბეში, რომელსაც ტელეპორტი შეუძლიათ)) თან გაკვირდებიან ზემოდან
როცა, ადგები გაიმართები და მაღლა დაიწყებ სადმე,ასვლას სადაც ნორმალური, რაღAცეებია და ხვდებიან რო გამოიყენებენ
ეგრევე ამოიღებენ სავარცხელს, და ჰოოპ
ჩნდებიან)))
თან,არც რცხვენიათ ისე გიყურებენ თვალებში
ეს,ცხოვრება მარტო გამოყენებაზე, ხომ არ არის?
ან ფულზე აგებული
სირცხვილია უბრალოდ
მე, კი ოფიციალურად მარტოსული ადამიანი ვარ მაგრამ
ამავდროულად 90% მარტოა, ოღონდ ისინი ვერ ხვდებიან და აანალიზებენ
თუ,სად არიან

კაროჩე,სანამ დრო გაქვს
ყველაფერი,რაც შენ გინდა გაისწორე
სლეზე დაიკიდე ბევრიც, და ცოტაც
არც სინდისმა უნდა შეგაწუხოს, და არც ნამუსმა

მაგრამ როოგოორ,ეს დედამოდღნული ვერ ვხვდები
მაინც,არის რაღAც საზღვრები რომელსაც ხანდახან ვერ ვაბიჯებ სინდისის გამო

Posted by: *Mandala 6 Mar 2017, 20:15
მე მარტო ვარ და მიყვარს ჩემი მარტოობა, ნელ-ნელა მანადგურებს არადა

Posted by: Turf 6 Mar 2017, 20:22
QUOTE (*Mandala @ 6 Mar 2017, 20:15 )
მე მარტო ვარ და მიყვარს ჩემი მარტოობა, ნელ-ნელა მანადგურებს არადა

ადამიანი ჩაიძირება თუ ხელი არ გაატოკა.
შეიძლება სურდეს ეგ,იმიტომ რომ თავისი თავის არ ჯერა

Posted by: menina55 7 Mar 2017, 00:11
QUOTE (Turf @ 6 Mar 2017, 20:22 )

შეიძლება სურდეს ეგ,იმიტომ რომ თავისი თავის არ ჯერა

აი ეს პრობლემააა
+კიდე ეგეთი ბევრი უკანა ფონი
რის შედეგადაც ვიღებთ კარჩაკეტილობას.


---------

იქამდე როდის მივალ რომ ამ ჩემს მარტოობას ხალხშიც ვზიდავ?
ცენტრში ვიდგები დამოუკიდებელი და ძლიერი
და მაგათი დებილი სახეები ჩემზე აღარ იმოქმედებს?


-----------

აუ ისე შევამჩნიე ამ ბოლო დროს მეზიზღება ხალხი
აი მართლა მეზიზღება
აქამდე ეგ განცდა ასე ძლიერ არ მქონდა ნუ კი მაღიზიანებდნენ თითო ოროლა
მარა ახლა საერთიდ ყველა მეზიზღება
ჩემი თავიც მეზიზღება ისე ... მარტო სხვები კი არა
ჩემი თავიდან დაწყებული
--------

Posted by: *Mandala 7 Mar 2017, 00:13
Turf
ხელის გატოკება არ ვიცი ,მაგრამ ეს ბუნებრივი მდგომარეობა/შეგრძნებაა ჩემთვის

Posted by: Turf 7 Mar 2017, 00:20
menina55
*Mandala
ჩემი აზრით ორივეს გჭირდებათ დახმარება
ფსიქოლოგის,ან ადამიანის რომელიც სწორად დაგანახებთ რაღაცეებს
განსაკუთრებით შენ menina55,მძიმე პოსტები გაქვს.უსულო და მკვდარი

Posted by: menina55 7 Mar 2017, 13:39
QUOTE (Turf @ 7 Mar 2017, 00:20 )
menina55
*Mandala
ჩემი აზრით ორივეს გჭირდებათ დახმარება
ფსიქოლოგის,ან ადამიანის რომელიც სწორად დაგანახებთ რაღაცეებს
განსაკუთრებით შენ menina55,მძიმე პოსტები გაქვს.უსულო და მკვდარი

lol.gif lol.gif lol.gif lol.gif lol.gif

Posted by: Raftor 8 Mar 2017, 01:53
menina55 შენ უკვე წინ ხარ, შემდეგ დონეზე ხარ დამიჯერერე )))) მიყვარს ეს მდგომარეობა.

Posted by: menina55 8 Mar 2017, 11:57
QUOTE (Raftor @ 8 Mar 2017, 01:53 )
menina55 შენ უკვე წინ ხარ, შემდეგ დონეზე ხარ დამიჯერერე )))) მიყვარს ეს მდგომარეობა.

ოხ, დამამშვიდეთ givi.gif
ამის შემდეგ რა მოდის ,რას ველოდო? vik.gif




user.gif






_________________

Posted by: DestroYer2 8 Mar 2017, 13:01
მიყვარს მარტოობა , თუმცა ჩემი დაკვირვებით, ასეთი ცხოვრების წესი კომუნიკაციას კიგარგავს.
როცა ხალხში აღმოჩნდები უხერხულად ხარ, სალაპარაკო თემის მონახვა გიჭირს.

Posted by: whateverr 8 Mar 2017, 13:17
DestroYer2
ვერ დაგეთანხმები. მარტოობა ძალიან მიყვარს თუმცა სასაუბრო თემის გამონახვის პრობლემა არ მქონია არასდროს

ეგ ალბათ იმ შემთხვევას ეხება როცა ძალიან დიდხანს ხარ სრულიად მარტო, განდეგილობ და ასე შემდეგ)





Posted by: POKERISBLUFF 8 Mar 2017, 14:48
whateverr

მარტოობა,როგორ უნდა გიყვარდეს
რომ,იყოს "რაციონალური ალტერნატივა"

გიყვარს, ის რაც არ იცი ასე გამოდის)))) მარტოობასთან,არაფერ შუაშია განდეგილობა სულ,სხვა სამყაროა, სულ სხვა ემოციებით,გრძნობებით

1)შEიძლება იყო სრულიად,მარტო მაგრამ ამავდროულად არ იყო "მარტოსული"
2)შეიძლება იყო ძალიან ბევრ,ხალხში ცხოვრობდე კლუბური ცხოვრებით ყოველდღე, დადიოდეთ ერთად არ იკლებდე არაფერს ერთობოდეთ,ყველაფერი მაგრამ იყო "მარტოსული" smile.gif))
და შემდეგ, გააცნობიერო ეს ყოველივე

ანუ,ვამბობ იმას რომ არ არის მარტოობა კარგი
რომ,ვიცი იმიტომ ვამბობ
აი მომენტები როცა სრულიად მარტო გინდა დარჩენა
მაშინაც გამოინახება ის მოტივაცია/სურვილი ვინმესთან ერთად იყო
უბრალოდ, იყოს ადამიანი და არა "ფორმალური მეგობარი" ეგენი ხო ადამიანები არ არიან

Posted by: whateverr 8 Mar 2017, 17:44
POKERISBLUFF

თუ იმაზე ვისაუბრებთ ვის რატომ უყვარს მარტოობა და რა არის ამის მიზეზი ძალიან შორს წაგვიყვანს და არც იქნება მართებული. რატომ არ გინდა გაიგო რომ არის ხალხი
ვინც კომფორტულად გრძნობს თავს მარტო - მაგალითად მე, ეს არ ნიშნავს რომ ხალხთან კონტაქტი მიჭირს, არ მსიამოვნებს, მეგობრები არ მყავს, საქმე არ მაქვს და ასე შემდეგ, უბრალოდ კარგად ვარ მარტო.
და უფრო მეტიც, აუცილებელიც კი არის ხანდახან დარჩე მარტო.





Posted by: GeoWarr1or 8 Mar 2017, 21:59
მარტოობა ალბათ გაცნობიერებული არ აქვს ადამიანს და ამიტომ ამბობს მიყვარსო ან სხვა რაღაც იგულისხმება, ყოველ შემთხვევაში ის მარტოობა რაც მე გამომიცდია არის დამღუპველი და ტრაგიკული, ხოლო ის მარტოობა რასაც ქვია სახლში დამღლელი დღის შემდეგ რამოდენიმე საათით, კი სასიამოვნო და დიდებულია და ეგ მე თუ მკითხავთ ყოველ ადამიან სჭირდება.

Posted by: POKERISBLUFF 8 Mar 2017, 22:00
whateverr

მაგას,მარტოობა არ ქვია რასაც შენ ამბობ
არხარ შენ მარტო)))))
არიცი მარტოობის ფასი

ნუ,კარგი აღარ გავაგრძელოთ
მე თითქმის ყველაფერს ღრმა ფილოსოფიური თვალით ვუყურებ და ალბათ მაგის ბრალია

უბრალოდ,იმდენად კარგად ვიცი მარტოობის შესახებ, რო როცა ვხედავ იწერება რაღAც ისეთი რაც
არაფერ შუაშია მარტოობასთან მეწერინება, ხოლმე პოსტი))
მაგრამ თავს შევიკავებ,შემდეგში


Posted by: whateverr 8 Mar 2017, 23:55
POKERISBLUFF
არიცი მარტოობა რას ნიშნავს საერთოდ?))
ან შენ რა იცი მე რა ვიცი და რა არა?
გეთანხმები ნამდვილად თავი უნდა შეიკავო მსგავსი უმისამართო და უარგუმენტო
კომენტარებისგან. ვისაც როგორ ესმის მარტოობა და ზოგადად ყველას სხვადასხვანაირად
ესმის ყველაფერი და ამას არ ჭირდება დიდი ფილოსოფიური მიდგომა.
მე მიყვარს მარტობა და მინდა ვიყო მარტო - ზემოთ უკვე დავაფიქსირე
რატომ და როდის და აღარ განვმეორდები)




Posted by: POKERISBLUFF 9 Mar 2017, 02:02
whateverr

უარგუმენტო და არარეალისტურს
შენი პოსტი უფრო ჰგავდა
ვგონებ
თავს, იმიტომ შევიკავებ რომ ვერ,ვხედავ განვითარებას ამ საუბრის

ჩემი,პოსტის მთავარი მიზანი მოწოდება,იყო მიწისკენ დაშვების)
და არა წარმოჩენა,რაიმე ჩემი მხარის - აი იციი მე შენზე მეტი ვიცი))))
თუმცა შენ გსიამოვნებს ალბათ,პოსტის წერის დროს თუნდაც უზუსტობის შემთხვევაში არავინ, რომ არ გეხმაურება ან მოგწონს
არაჯანსაღი "დისკუსიის მსგავსი როცა დომინანტი, შენ ხარ)) და ბოლომდე რჩები
გაგიიოლებ მაგ საქმეს

და
აღარ გამოგეხმაურები
(აუცილებელი , არ არის ყველას ყველამ გაუგოს) wink.gif
ჩაო

Posted by: Kj0nN-KunsT 9 Mar 2017, 12:33
QUOTE
მარტოობა


კომფორტული მდგომარეობაა...
პ.ს.
თუ დაუმუღამებ...

Posted by: whateverr 9 Mar 2017, 13:33
Kj0nN-KunsT

სრულიად გეთანხმები ) chups.gif





Posted by: LATITUD3777 12 Apr 2017, 01:10
მარტოობა არის ყველაზე სანდო მეგობარი!

Posted by: Sl1pKn0T 12 Apr 2017, 01:15
QUOTE (Hyperzet @ 9 Aug 2016, 01:42 )
Sl1pKn0T
რა კარგი ნიკი გაქვს.
love.gif

მადლობ, შენც biggrin.gif






----------------------------------

Posted by: *Mandala 13 Jul 2017, 20:09
გარდაუვალი ჭეშმარიტება-მარტოობა

Posted by: POKERISBLUFF 13 Jul 2017, 23:38
მონდომებაა,მთავარი
მარტოობამ
მიჩვევა,იცის

თავიდან,მოგწონს
შემდეგ ეგუები
მაგრამ, ყოველთვის დგება ის მომენტი თუნდაც წელიწადში 1ხელ
როცა
ყველაფერი,ერთად "გიგროვდება ყელში" გინდა, ეს ყველაფერიი ხმამაღლა "ყვირილით" გამოხატო
და უეცრად,გეცლება ყველანაირი ძალა
ხვდები რომ ზედმეტად,უსუსური ხარ ამ "დროების" წინააღმდეგ

ვეღარ პოულობ ვერავის/ვერაფერს
იმიტომ,რომ როცა ვიღაც/რაღაც
შენს პოვნას,ცდილობდა შენ შესაძლოა
შენგანდამოუკიდებლად ზურგი,აქციე/ვერ იცანი.....

აცნობიერებ,თუ რა "ნეხვში" ხარ
თავიდან,ბოლომდე
და იცი,ისიც რომ შAნსი
შველის 0.0000001% ია
მაგრამ,იმედს ვერ კარგავ
ის,იმედი შენს ფსიქიკას ინახავს
და გიცავს,შეშლისგან smile.gif


ვინც,გეტყვით რომ მარტოობა უყვარს
არ დაიჯეროთ
კარგად,არ აქვს გაცნობიერებული ეს,ყოველივე
და მას,უბრალოდ მარტო ყოფნა მოსწონს
ისიც,იმიტომ რომ უბრალოდ 1ხელ,დაიღალა

war.gif

Posted by: elodin 14 Jul 2017, 10:09
შეიყვარე მარტოობა საკუთარი თავი და პირადი სივრცე ..
ყველაფერი სხვაგვარი გახდება.

Posted by: mafood 14 Jul 2017, 12:06
POKERISBLUFF
მარტოობაში გრძნობ შენს რეალურ ბუნებას რაც არ არის ფიზიკური რამ მხოლოდ. არამედ უსაზრვრო ბედნიერება და სიმშვიდე - მთელი კოსმოსის მომცველი. ნირვანა, ცათა სასუფეველი, და ასე შემდეგ. ხვდები რომ ხარ უკვდავი.

Posted by: MmSs 31 Aug 2017, 13:01
მარტოობის მეშინიაsad.gif




.......

Posted by: *Mandala 31 Aug 2017, 13:39
არასდროს მომბეზრდება, ან როგორ უნდა მომბეზრდეს თავისთავადი

Posted by: elodin 31 Aug 2017, 14:14
ეს ის არის რისაც ადამიანებს ეშინიათ, გარკვეულ ასაკში მაინც.

Posted by: sanfol 31 Aug 2017, 14:19
elodin
არც იქით რო ხარ და არც აქეთ მაგას რა ქვია ნახევრად-მარტოობა?

Posted by: elodin 31 Aug 2017, 14:21
sanfol
მაგას ჭრელო პეპელა.

უფრო კონკრეტულად?

Posted by: sanfol 31 Aug 2017, 14:24
elodin
ისეთ ადამიანებთან რო ხარ სადაც გინდ ყოფილხარ გინდ არა, სულიერად მაინც მარტო რო გრძნობ თავს

Posted by: elodin 31 Aug 2017, 14:29
sanfol
უნდა წამოხვიდე და პრაქტიკულადაც მარტო დარჩე.
როცა სულიერად მარტო ხარ და გარეგნულად არა ეგ ფარსია და არაფერში გჭირდება.

Posted by: Re-hanna 31 Aug 2017, 14:35
POKERISBLUFF

exectly !!! @@@@@@@@@@@@@@@@@@@@@@

Posted by: სინანული 26 Sep 2017, 23:48
მიყვარს მარტოობა
მარტო
მარტო
მარტოობა
მარტოობა


მსიამოვნებს ამ სიტყვების მოსმენა,როცა არავინ გულს არ გტკენს,მარტო ხარ,ხმის გამცემიც არ გყავს.

Posted by: citygirl 27 Sep 2017, 00:27
ძალიან ცუდად ვგრზნობ თავს. მიყვარს მარტოობა , მაგრამ ხანდახან რომ მეგობრები არ ვნახო არ შემიძლია.

იმათ კიდევ არ აკმაყოფილებთ ეს ხანდახან კონტაქტი და სულ პრობლემებია sad.gif ნელნელა ვშორდები ადამიანებს , მაგრამ რა ვქნა მუდმივად მბეზრდება იმ გარემოცვაში ტყუილად ვზივარ აზრი არააქ ასე ბუტაფორიასავით ყოფნას. თან არ შემიძლია რაღაცას რომ მახვევენ თავზე
ვეღარ მივხვდი თავს უნდა დავაძალო რამე თუ როგორ უნდა მოვიქცე
sad.gif

Posted by: elodin 27 Sep 2017, 01:50
citygirl
ნაცნობი გამოცდილი სიტუაციაა.
ისე მოიქეცი როგორც თავს უკეთ იგრძნობ.
თუ შორდები დაშორდი.
და თავი არ დაიდანაშაულო.
თუ რომელიმესთვის ის პრობლემაა, რომ მარტო გირჩევნია ზოგჯერ და ნახვა არ გინდა ე.ი არ არიან მეგობრები ან ისეთები არიან, როგორებიც შენ არ გჭირდება.

Posted by: citygirl 27 Sep 2017, 02:34
elodin

20 წელი რომ მეგობრობ ადამიანთან მერე ძალიან ძნელია .
თან არც გინდა ასე მოხდეს და თან ბოლომდე კომფორტულად ვეღარ ხარ

ეძებ მერე რატომ ვისი ბრალია და ასე შემდეგ

Posted by: POKERISBLUFF 27 Sep 2017, 02:44
ეგ უკვე მეგობრობა აღარ არის
რა საჭიროა მიზეზების და ბრალეულობების ძებნა

ყოფილა შემთხვევები ჩემს ძლიან ვიწრო წრეს მეგობრებისას არ შევხმიანებივარ 5–6–7–8 თვე
მაგრამ იციან ჩემზე რომ ასეთი ვარ
არც დღესასწაულებზე რო მიჰყვებიან და ანბანის მიხედვით ულოცავენ რაღაცეებს არვარ მიჩვუელი და მებანალურება: დ
რაღაც დღეებია ხოლმე როცა "მუღამზე" ვარ და ჩვენ პონტში სულ საკაიფოდ ვართ ხოლმე
მეც რაღაც დონემდე მიყვარს და იმათაც
მოკლედ ვუგებთ ერთმანეთს მაგიტომაც არიან "ცოტა" ნი

jump.gif

ისე მივეჩვიე
რამე ბოძებზე თუ განცხადებები შეგხვდათ

მარტოობაში მოვამზადებ 18–25 წლამდე ხალხს თქო
იცოდეთ რო მე ვარ
yes.gif



Posted by: elodin 27 Sep 2017, 09:55
citygirl
ნუ მიხსნი, ვთქვი უკვე გამოცდილი მაქვს თქო.

ისიც გითხარი, რომ თავი არ უნდა დაიდანაშაულო ამის გამო
და ისიც, რომ - მაინც ჯობს ისე მოიქცე როგორც უკეთ იგრძნობ თავს,
რადგან ყველაფერი რასაც საკუთარი თავის წინააღმდეგ იზამ
ასმაგად ცუდად დაგიბრუნდება. ამასაც გამოცდილებიდან გეუბნები.

არსად მიხსნებია ადვილია თქო.

Posted by: GulQvა 26 Nov 2017, 22:18
QUOTE
მარტოობა

სიმშვიდესთან ასოცირდება...

თუნდაც რამოდენიმე საათი.

Posted by: sopo_sopooo 26 Nov 2017, 22:22
მარტოობა აუტანელია როცა რამოდენიმე საათზე მეტხანს გრძელდება

საშინელებაა ხმის გამცემიც რო არ გყავს

არაა, არ მინდა

Posted by: kriketi-1985 27 Nov 2017, 00:15
მომწონს კი არა მიყვარს მარტოობა, მარტო ვარ, ზოგჯერ კი ვწუწუნებ ხოლმე მაგრამ ვხვდები მერე რომ მე თვითონ მომწონს ეს

Posted by: marimari11 27 Nov 2017, 04:40
აღარც მაშინებს და აღარც მაწუხებს
შევეჩვიე და მომეწონა კიდეც smile.gif)))))

Posted by: Re-hanna 27 Nov 2017, 15:32
მარტოობა კატალიზატორია,საკუთარ მესთან მარტო რჩები.საკუთარ თავს უფრო ღრმად შეიცნობ.მარტო საკუთარ თავთან პირისპირ აღიარებ სისუსტეებს,სწორად თუ არასწორად გადადგმულ ნაბიჯებს აწონდაწონი.ზოგჯერ აუცილებელიც კია.

Posted by: Divergent 27 Nov 2017, 16:25
მე მომწონს მარტოობა. მარა ნამეტანი მარტოობა არა biggrin.gif
ყველაფერში ოქროს შუალედი
თუმც ა ისეთი ტიპი ვარ სულ ხალხთან ყოფნა მბეზერდება და ჩემ თავთან დარჩენა მინდა ხოლმე

Posted by: თორნიკეე 27 Nov 2017, 16:55
yawn.gif

.........................

Posted by: Universe 27 Nov 2017, 18:29
როცა არ გაცდიან...

..
//////////////////////////////////////////////

Posted by: Semele 27 Nov 2017, 19:06
მე ის მიკვირს ნუთუ ასე მძულს ადამიანები რომ არასდროს მბეზრდება მარტო ყოფნა? ვითომ კონტაქტური ვარ მხიარული, არა და მჭირდება ხალხთან კომუნიკაცია საქმიდან გამომდინარე, დღითი დღე უფრო მეტ ადამიანთან მიწევს და მომიწევს კიდევ და არ ვიცი რა მასშტაბებს მიაღწევს ეს ყველაფერი მაგრამ სხვაგავრად რომ არ გამოვა ვიცი, ამაზე რომ ვფიქრობ კიდევ ვიღლები, ძალიან ვიღლები, იდეაში საინტერესო რაღაცას ვაკეთებ ის რაც ბევრ რამეს შეცვლი არამხოლოდ ჩემ ცხოვრებაშიც მაგრამ რა ვქნა თურმე მაგარი უჟმური მუდო ადამიანი ვარ თავს ვაძალებ ვიკონტაქტო, მირჩევნია შევიბუდო და ვიყო ჩემთვის ვიდრე ათას ადამიანს გავცე პასუხი დავაკვალიანო და მივიღო გადაწყვეტილებები, მამენტ გავაკეთებდი ამ ყველაფრს სხვანაირი სიამოვნებით ხმისამოუღებლად რომ შემეძლოს, თურმე მიჩვევა იცის ძალიან სიმარტოვემ და რთულია მერე მასზე უარის თქმა, ვიცი ვბუზღუნებ და ისიც ვიცი რომ ჯერ სად ვარ, მართლა როგორი ჩუმი და მშვიდი ვყოფილვარ თურმე facepalm.gif

Posted by: jangula 6 Dec 2017, 18:20
Semele

ეგ არ ინერვიულო შენ.
მარტოობა მეც მიყვარს (უფრო სწორად საკუთარ თავთან მარტო დარჩენა) მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ ადამიანები მძულს 2kiss.gif

"ყველაზე საშინელი მარტოობაა, როდესაც არაკომფორტულად გრძნობ თავს საკუთარ პიროვნებასთან."
მარკ ტვენი

Posted by: maiako_mao 6 Dec 2017, 18:54
QUOTE
 მარტოობა, მე <3 მარტოობა


დღეს არის ჩემი საყავრელი ამინდი, ვგიჟდები ასეთ ამინდზე. ყველაზე მეტად ეს შფოთი და დისკომფორტი მომწონს, რაც ამ ამინდს მოყვება ხოლმე smile.gif ყველაზე მეტად მარტოობა ამ ამინდს მოაქვს ჩემთვის. ოჰ, რა ბედნიერი ვიქნები ასეთ ამინდში მარტო დამტოვონ, მაგრამ ვინ მაცდის ..... sad.gif

Posted by: Semele 6 Dec 2017, 19:17
jangula
QUOTE
მარტოობა მეც მიყვარს (უფრო სწორად საკუთარ თავთან მარტო დარჩენა) მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ ადამიანები მძულს 


არ ვგიჟდები ადამიანებზე ეგ ზუსტად ვიცი biggrin.gif ოჯახის წევრებისგანაც კი შორს ვცხოვრობ, რომ ვიგებ რომ აპირებენ ჩამოსვლას სიცხე მიწევს ნერვიულობისგან lol.gif აპრილში ოპერაციაზეც კი მარტო წავედი და მარტო მოვედი, არავის გავაგებინე ასე რომ ვიცი რასაც ვამბობ givi.gif


Posted by: jangula 6 Dec 2017, 19:30
Semele
QUOTE
ოჯახის წევრებისგანაც კი შორს ვცხოვრობ, რომ ვიგებ რომ აპირებენ ჩამოსვლას სიცხე მიწევს ნერვიულობისგან


ოჯახის წევრი შეიძლება დიდად არ გეხატებოდეს გულზე მაგრამ არც მეგობარი გყავს? (თუნდაც შენნაირი კაცთმოძულე biggrin.gif)
ცოდოა ადამიანი სრული მარტოობისთვის sad.gif

Posted by: Semele 6 Dec 2017, 19:57
jangula
კი მყავს უბრალოდ საქმე საქმეზე რომ მიდგება ადამიანი მაინც მარტოა ხოლმე. კაცთმოძულე არ ვარ საიდან მოიტანე givi.gif სიყალბესა და ტყუილში ცხოვრებას ჯობია მარტო იყო smile.gif

Posted by: jangula 6 Dec 2017, 20:04
Semele
QUOTE
კი მყავს უბრალოდ საქმე საქმეზე რომ მიდგება ადამიანი მაინც მარტოა ხოლმე.


კაგი მეგობარი მაგ სიტყვებზე პასუხს მოგთხოვდა.
QUOTE
კაცთმოძულე არ ვარ საიდან მოიტანე

კაცთმოძულე, ადამიანთმოძულე.
კაია თუ არა ხარ 2kiss.gif

Posted by: Semele 6 Dec 2017, 20:12
jangula
QUOTE
კაგი მეგობარი მაგ სიტყვებზე პასუხს მოგთხოვდა.

უახლოესი მეგობარი რომლებიც წლების მანძილზე შემომრჩა ამერიკაშია, მენატრება ხოლმე.ეჰჰ

QUOTE
კაცთმოძულე, ადამიანთმოძულე.
კაია თუ არა ხარ

იცი როგორ არის, გულგრილობა ქვია ამას, გკიდიან რა, მათაც კიდიხარ smile.gif
მარტოობა არ მაწუხებს მაგრამ სიცარიელის განცდა კი მუდმივად მაქვს, მთელი ცხოვრებაა და აი მას კი ვერაფერი მოვუხერხე, სულ ჭყავის, ხმაურობს lol.gif

Posted by: jangula 6 Dec 2017, 20:13
Semele
QUOTE
სიცარიელის განცდა კი მუდმივად მაქვს, მთელი ცხოვრებაა და აი მას კი ვერაფერი მოვუხერხე, სულ ჭყავის, ხმაურობს



შევსებას თხოულობს.
ვაკუუმი დიდი ხნით ვერ ძლებს... biggrin.gif

Posted by: *Mandala 6 Dec 2017, 21:00
შეიყვარეთ მარტოობა და ხშირად განმარტოვდით , სხვა ლეველებს ხსნის

Posted by: ქართლოსი 6 Dec 2017, 22:00
QUOTE
გავუზიაროთ ერთმანეთს აზრი ამ თემასთან დაკავშირებით. რა ფსიქოლოგიურ ასპექტებს აფიქსირებთ ამ საკითხზე და რა არის მისი პლუსები და მინუსები?



იყავი ცოტახანი მარტო და მიხვდები კარგია თუ ცუდი.

Posted by: elodin 6 Dec 2017, 23:48
smile.gif


................................

Posted by: <<Innamorata>> 6 Dec 2017, 23:49
მარტოობის მეშინია: )))და უცნაური სურნელი აქვს...

Posted by: პიანისტი 7 Dec 2017, 00:00
QUOTE (<<Innamorata>> @ 6 Dec 2017, 23:49 )
მარტოობის მეშინია: )))და უცნაური სურნელი აქვს...

შემოდგომის დამწვარი ფოთლების fig.gif

Posted by: kurozu84 7 Dec 2017, 00:01
გოგოებს ვისაც მარტოობა არ უნდა wink.gif wink.gif wink.gif wink.gif wink.gif wink.gif

----------------

Posted by: <<Innamorata>> 7 Dec 2017, 00:13
პიანისტი
: ))მხოლოდ?
...............

Posted by: პიანისტი 7 Dec 2017, 00:17
<<Innamorata>>
ჰო მხოლოდ) ეხლა ვსუნთქავ alk.gif

Posted by: <<Innamorata>> 7 Dec 2017, 00:23
პიანისტი
: )))შენ არ გეშინია?

Posted by: პიანისტი 7 Dec 2017, 00:31
<<Innamorata>>
მხოლოდ ჩემი შიშის მეშინია,სხვა არაფრის.))
მარტოობა დროებითია და რატომ გეშინია?

Posted by: თორნიკეე 7 Dec 2017, 00:32
ყველაფრის მიუხედავად სულ მარტო ვიყავი, ვარ და ვიქნები...

yes.gif

Posted by: sაlოmეa 7 Dec 2017, 00:42
სულაც არაა საშიში მარტოობა
თუ ელისეს მინდვრებში ფეხით მისეირნობ
თუ ეიფელის კოშკიდან გადმოხედვისას სივრცეს ერწყმი
თუ თეთრ, ძალიან სუფთა თოვლში ფიგურების გამოსახვაში ხელს არავინ გიშლის
თუ სხვისთვის დაყენებული მაღვიძარა , დილის 8 საათზე არ გაგაღვიძებს





» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

Posted by: თორნიკეე 7 Dec 2017, 00:44
sაlოmეa
QUOTE
თუ სხვისთვის დაყენებული მაღვიძარა , დილის 8 საათზე არ გაგაღვიძებს

mad.gif
მაგრამ მე მარტოობაც მაღვიძებს ხოლმე...



Posted by: sაlოmეa 7 Dec 2017, 00:48
თორნიკეე
QUOTE
მაგრამ მე მარტოობაც მაღვიძებს ხოლმე...

არ ვიცი მაგრამ
ასე მგონია ისეთი შეგრძნებაა თითქოს სადღაც რო ვარდები
boli.gif

Posted by: თორნიკეე 7 Dec 2017, 00:51
sაlოmეa
QUOTE
არ ვიცი მაგრამ
ასე მგონია ისეთი შეგრძნებაა თითქოს სადღაც რო ვარდები

yes.gif

ეგრეა...

წავედი... ძილინებისა... 2kiss.gif

Posted by: <<Innamorata>> 7 Dec 2017, 09:03
პიანისტი
ვინ სთქვა რომ დროებითია?? ხო არსებობებ ადამიანების კატეგორია "არავისი"?! ეგენი სულ მარტო არიან: )



Posted by: jangula 7 Dec 2017, 11:01
მარტოობა ისაა, როცა სახლში ტელეფონის ნაცვლად მხოლოდ მაღვიძარა რეკავს. biggrin.gif

და კიდევ ის, დაამარხავი რომ არ რჩება ადამიანს sad.gif

Posted by: მამაო ენუქი 7 Dec 2017, 11:02
QUOTE
და კიდევ ის, დაამარხავი რომ არ რჩება ადამიანს

რო მოკვტები მერე რა მნიშვნელობა აქვს მძორს დამარხავენ თუ სვავები დაჯიჯგნიან ? boli.gif

Posted by: პიანისტი 7 Dec 2017, 18:59
<<Innamorata>>
ვფიქრობ, არავისი კატეგორია ილუზიაა და დროებითი)

Posted by: <<Innamorata>> 7 Dec 2017, 21:44
პიანისტი
ილუზია ხშირად რეალობაა: )))) მე მინახავს მსგავსი ადამიანები, კიარადა ვიცნობ: ))

ისინი ოდნავ ეგოისტები და თავმოყვარეები არიან,მათთვის რთულია ურთიერთობის აწყობა, რადგან ისინი არ ეძებენ ნუგეშს სხვებში, ისინი თავისთვ ის არიან.. მათგან მოდის სიცივე და ამავე დროს მიმზიდველი ძალა . მათი გაგება რთულია და მითუმეტეს რთულია მათი გრძნობების გაგება.

Posted by: პიანისტი 8 Dec 2017, 00:36
<<Innamorata>>
გეთანხმები არსებობენ ეგეთი ადამიანები,მეც ვიცნობ)
ორ კატეგორიად იყოფა ,პირველს სჭირდება მეორე ნახევარი რადგან უფრო გააძლიეროს და მხოლოდ ხორციელი არ აინტერესებთ , მეორე მხარე ხორციელით კმაყოფილდება და არიან ისეთებიც ვინც მეორე კატეგორიაში გადიოდა და ეხლა პირველში გადის,ან პირიქით.

ეგეთ ადამიანს არ ეშინია მარტოობის, ალბათ. biggrin.gif

Posted by: <<Innamorata>> 8 Dec 2017, 03:26
პიანისტი
კიდევ ალბათ?! : ))

Posted by: jangula 9 Dec 2017, 22:08
QUOTE (jangula @ 7 Dec 2017, 11:01 )
მარტოობა ისაა, როცა სახლში ტელეფონის ნაცვლად მხოლოდ მაღვიძარა რეკავს. biggrin.gif

და კიდევ ის, დაამარხავი რომ არ რჩება ადამიანს sad.gif

user posted image

user.gif war.gif yes.gif

Posted by: pinkman 10 Dec 2017, 14:27
გამოტყდით რომელი ხართ biggrin.gif

Posted by: Ninna_maya 10 Dec 2017, 16:08
მარტოობა ტაიმაუტი
ახალი
სტარტის
წინ user.gif

Posted by: Piquecanthropus 10 Dec 2017, 16:26
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

Posted by: ~Annabelle°Haunting~ 10 Dec 2017, 16:51
მარტოობა არის როცა არცერთი ადამიანი არ გყავს გარშემო, ვისთანაც შეგიძლია იყო ისეთი როგორიც სინამდვილეში ხარ და მაინც უყვარხარ და გღებულობს უპირობოდ და თვითონაც ისეთივე გახსნილია როგორც შენ.

Posted by: tripali 10 Dec 2017, 16:57
ჩემი მარტო ყოფნის მიზეზი ალბათ უფრო ის არის ,რომ ჩემთვის მისაღები წრე ვერ ვიპოვე ვერ ადამიანი 25 წლის ვარ და ჯერ არ შემხვედრია ადამიანი, რომელიც ისეთს მიმიღებდა როგორიც ვარ არვიცი ალბათ უბრალოდ არ შემიძლია ხალხთან ურთიერთობა მითუმეტეს სოციალურ გარემოში ძალიან დიდ დისკომფორტს განვიცდი .
* * *
QUOTE (~Annabelle°Haunting~ @ 10 Dec 2017, 16:51 )
მარტოობა არის როცა არცერთი ადამიანი არ გყავს გარშემო, ვისთანაც შეგიძლია იყო ისეთი როგორიც სინამდვილეში ხარ და მაინც უყვარხარ და გღებულობს უპირობოდ და თვითონაც ისეთივე გახსნილია როგორც შენ.

+1 კარგი განსაზღვრება ა user.gif

Posted by: *Mandala 10 Dec 2017, 17:19
შეიყვარეთ, არ დაიტანჯოთ ამის გამო. მარტოობა სხვა ლეველებს ხსნის

Posted by: tripali 10 Dec 2017, 17:24
ბაზარი არაა ბევრ რამეს ხვდები მარტოობის დროს მაგრამ ამავდროურად სოციალურ ცხოვრებას ძალიან შორდები , მითუმეტეს თუ დიდი ხანი იყავი მარტო საერთოდ სხვანაირად ფიქრობ თითქოს სააათის მექანიზმიდან ამოვარდი და ყველაფერს სხვა ხედვით უყურებ . ყველაზე კარგი საშუალება რაც ვიპოვე მე სწავლაა ყოველდღე ახალ ახალს თუ ისწავლი ტვინსაც არ მობეზრდება მარტოობა.

Posted by: ~Annabelle°Haunting~ 10 Dec 2017, 17:44
ჩემთვის მარტოობა და მარტო ყოფნა ერთი და იგივე არ არის, მარტოობა=მარტოსულობას.

მარტოობა არის შინაგანი მდგომარეობა, შეიძლება ძალიან აქტიური იყო სოციალურად, სულ ხალხში ტრიალებდე, ბევრი მეგობარიც გყავდეს, მაგრამ მაინც მარტოსულად გრძნობდე თავს.

თუმცა, თვითონ სიტყვა სწორედ მარტო ყოფნას ნიშნავს.

Posted by: Lаki 19 Apr 2018, 12:11
user posted image

-------------

Posted by: BESTER 19 Apr 2018, 12:16
QUOTE
2 წევრი: BESTER, ZEPTER

ორი ბესტერი მეგონა :დ

მიყვარს მარტო ყოფნა, ოღონდ ხანდახან wink.gif მარტოობა არა))

Posted by: Lаki 19 Apr 2018, 15:37


მარტოობა და გამორჩეულობა love.gif

Posted by: MinneBlómMyosotis 20 Apr 2018, 10:51
მოკლედ ასეთი რამ მემართება.
მყავს ადამიანი, რომელიც ძალიან მიყვარს და დროებითმა განშორებამ ძალიან იმოქმედა ჩემზე, ახლა კი სულ ერთად რომ ვართ თავისუფლად ვერ ვგრძნობ თავს. მარტო ყოფნა მჭირდება ხოლმე, მაგრამ შეიძლება ისე ჩავყვინთო მარტოობაში რომ არც გამახსენდეს რამდენიმე დღე მისი არსებობა, ასე თავს თავისუფლად ვიგრძნობდი. მაგრამ ეს ჰო ზედმეტია, ისევე რიგორც 24/7 ზაზზე ყოფნა. ყოველდღიური კონტაქტის დროს თავს არაკომფორტუკად ვგრძნობ, მაგრამ რომ არ ვიკონტაქტოთ იქნებ თავი ცუდად იგრძნოს, არ მინდა თავი ცუდად იგრძნოს და მუდამ მასთან ვარ. მე OCDზე ვმკურნალობ ამჟამად, ძალიან მიჭირს და ვებრძვი თავს რომ ყურადღება მივაქციო ადამიანებს და ძალიან არ ვიყო იზოლირებული, მაგრამ არ გამომდის, ვმალავ ამ სირთულეს და ვერ ვუზიარებ ვერავის, ან როგორ უნდა გავუზიარო არ ვიცი, ბევრი ჰო არაა ამაში ჩახედული და სწორად ვერ მირჩევენ. იქნებ იყოთ OCD-ს მცოდნეები აქ და მითხრათ, როგორ გავანაწილო დრო სწორად, ჩემი სივრცე და მარტოობაც რომ არ დავთმო, და თან ყურადღება მივაქციო საყვარელ ადამიანებს, რადგან ესეც ენერგიით მავსებს. ზოგჯერ მარტოობაში ისე ვიკარგები, დეპრესია მეწყება და ვხვდები რომ ჩემი მარტო ყოფნა დიდი ხნით არ შეიძლება, ექსტრავერტი ვარ ბუნებრით, მაგრამ OCD ხელს მიშლის დროის სწორად განაწილებაში. მალე უნდა მივიდე ჩემს ფსიქიატრთან, მაგრამ იქამდე იქნებ გამიზიაროთ some tips...

Posted by: AnEeEeE=]] 20 Apr 2018, 13:52
QUOTE
მარტოობა ისაა, როცა სახლში ტელეფონის ნაცვლად მხოლოდ მაღვიძარა რეკავს.

user.gif user.gif user.gif

Posted by: whateverr 27 Apr 2018, 20:30
QUOTE
მარტოობა,


საუკეთესო რამ. ძალიან ხშირად



Posted by: Ninna_maya 27 Apr 2018, 20:52
ჰმ, კარგია ზოგჯერ, მაგრამ დიდი ხნით არა smile.gif

Posted by: Luka251 28 Apr 2018, 00:19
არადა ხშირად მიფიქრია მარტო ცხოვრებაზე. სადმე სოფელში სადაც მაქსიმუმ 20-25 მოსახლე ცხოვრობს, წყნარ ადგილას, ტყესთან ახლოს პატარა საკუთარი სახლი.

Posted by: Daთa 28 Apr 2018, 00:24
QUOTE
მარტოობა

მარაზმია.

Posted by: Cereal_Killer 7 Jul 2018, 20:30
QUOTE
მე მიყვარს მარტოობა. როდესაც შეგიძლია იფიქრო უამრავი, განავითარო შენი თავი ისე, რომ სხვა არ გიშლიდეს ხელს და დარჩე შენს თავთან მარტო. მიყვარს მარტოობა დიდი დოზითაც

up.gif


"If you are lonely when you're by yourself, you are in bad company."
- Jean-Paul Sartre

Posted by: Sie`Hermine 7 Jul 2018, 23:12
ზედაპირულ ურთიერთობებს ჯობია smile.gif


Posted by: *Mandala 8 Jul 2018, 02:37
მარტოსული ხარ,როცა მარტო გრძნობ თავს შენს თავთან და ეს ჩემთან ასე არაა

Posted by: elodin 8 Jul 2018, 12:09
whateverr
QUOTE
საუკეთესო რამ. ძალიან ხშირად

თუმცა არა ყოველთვის.

Posted by: MePilmene 8 Jul 2018, 19:02
რო შევიკრიბოთ მარტოკანები, მერე ხომ მარტოკა აღარ ვიქნებით?!
რას იტყვით დავგეგმოთ კემპინგი?

Posted by: IdlyReformed 9 Jul 2018, 01:47
სუ მარტოდ ვგრძნობ თავს :დდ

მამენტ ისეთი მარტოობა მიყვარს, ხალხი როა შეკრებილი , ძირითადად სამეგობრო ან სანათესაო წრე, და შენ ცალკე ბნელ ოთახში ხარ და კედლიდან მათი ხმაური გესმის უბრალოდ. არ ვიცი რატომ, მაგრამ ძალიან კომფორტულია.


aaaand my very first post on this forum was about loneliness,

>nice.

Posted by: Sl1pKn0T 9 Jul 2018, 03:06
QUOTE (MePilmene @ 8 Jul 2018, 19:02 )
რო შევიკრიბოთ მარტოკანები, მერე ხომ მარტოკა აღარ ვიქნებით?!
რას იტყვით დავგეგმოთ კემპინგი?

იმდენად მარტო ვარ რომ მანდაც ვერ მოვიდოდი biggrin.gif
* * *
QUOTE (Corvette @ 4 Oct 2016, 14:45 )
ფსიქოლოგიურად იმენა გტყნავს , განადგურებს ))) ყველაფრის ხალის გიკარგავს , ყველაფრის მიმართ გულგრილი გავხდი უკვე - საკუტარი თავის მიმართაც. როცა გრძნობ რომ არავინ ხარ , არავისთვის არის შენი ყოფნა მნიშვნელოვანი ან უბრალოდ შენი საუბარი , ერთი სიტყვის თქმაც - მომდევნო ადამიანთანაც გაშინებს რომ იგივე არ განმეორდეს . ხანდახან ვფიქრობ რომ მეც მათნაირი უნდა ვიყო და მერე ყველაფერი კარგად იქნება. ჩემი თავისთვისაც არ ვარ მნიშვნელოვანი , ალბათ ჩემი ბრალია - კი ჩემი ბრალი იქნება მარტოობა. ზედმეტი ვარ .


დაგილაიქე up.gif









---------------------------------------------

Posted by: AMAZONKAA 9 Jul 2018, 10:21
Loneliness is a complex and usually unpleasant emotional response to isolation. Loneliness typically includes anxious feelings about a lack of connection or communication with other beings, both in the present and extending into the future

ეჰ ვიკიპედია,

მომავალს რაღას ერჩოდი ჰა? sad.gif smile.gif

Posted by: MePilmene 9 Jul 2018, 14:07
QUOTE (Sl1pKn0T @ 9 Jul 2018, 03:06 )
QUOTE (MePilmene @ 8 Jul 2018, 19:02 )
რო შევიკრიბოთ მარტოკანები, მერე ხომ მარტოკა აღარ ვიქნებით?!
რას იტყვით დავგეგმოთ კემპინგი?

იმდენად მარტო ვარ რომ მანდაც ვერ მოვიდოდი biggrin.gif

წამო ჩემთან სოფელში, ვენახში ვიმუშავებთ ერთად, რომ მოვრჩებით ცივი ყავა ნაყინით ან ლუდი, ნარდს გეთამაშები, წამო კაია სოფელში 2kiss.gif

Posted by: ZIARI 9 Jul 2018, 19:00
და რატომ ხართ მარტოდ?


(პასუხად უნდობლობები და მიტოვებები არ მიიღება)

Posted by: IdlyReformed 9 Jul 2018, 22:53
კომფორტს ვგრძნობ და შინაგანი მზაობა მაქ იმის, რომ ჩემს ტალღაზე ვერ დაყენდება ვერავინ და მეკიდე ვიღლები სხვის ტალღებზე გადართვით :დდ

დაახლოებით დაღლილი ვარ და მაგიტომ ვარ მარტოდ ალბათ (?) :დ გულგატეხილობა და რამე არ გეგონოთ, ჯასთ დაღლილობა ფრომ სოსიალიზეიშენ ინ ჯენერალ.

ასევე გონებაგაფანტულიც, ხანდახან ისე მარტოდ ვგრძნობ თავს რო ჩემი იქ ყოფნაც მავიწყდება.


Posted by: soffo 11 Jul 2018, 10:43
QUOTE
მარტოობა


მარტოობის ყველაზე ძალიან მეშინია,უფრო სწორად მარტოსულობის .დიდი სხვაობაა მათ შორის და მარტოობა არ მოიცავს ყოველთვის მარტოსულობას.
ისე კი ზოგადად მარტოობა ხანდახან სასარგებლოცაა.

Posted by: Sl1pKn0T 11 Jul 2018, 11:34
MePilmene
მადლობა smile.gif






------------------------------------

Posted by: IdlyReformed 12 Jul 2018, 00:01
QUOTE
მარტოობის ყველაზე ძალიან მეშინია,უფრო სწორად მარტოსულობის


იეპ, ბათ მარტივად მიჩვევადია. so არც ისეთი წარმოუდგენელი და საშიშია imho ;დ who knows, შეიძლება ბოლო რამოდენიმე წელი ან მთელი ცხოვრება მარტოსული ვარ.


ყველაზე მარტოობის შეგრძნება ისაა, ყველას რომ უყვარხარ მაგრამ არავის მოწონხარ :დდ

Posted by: MeBeforeYou 12 Jul 2018, 00:41
მარტოსული არ ვარ, თუმცა მარტოობა მიყვარს, მივეჩვიე და ამით ტკბობა ვისწავლე, ამიტომ არანაირ დისკომფორტს არ მიქმნის, განსხვავებით დედაჩემისგან, რომელიც უდრეკად არ ეგუება ამ ფაქტს.
იმდენი ცუდი ადამიანი შემხვდა ჩემი არც თუ ისე ბევრი განვლილი წლის მანძილზე, რომ მათ გარშემო ყოფნას მარტოობა მილიონი პროცენტით სჯობს.
მარტოსულობა კიდევ სხვა რამეა.
მე კიდევ ზუსტად ვიცი, რომ რამდენი ხნითაც არ უნდა გადავიკარგო, რამდენიმე ადამიანი ყოველთვის დამელოდება. ეს კი ძალიან დიდი ფსიქოლოგიური სტიმულია.



Posted by: tamuniko_3 16 Jul 2018, 14:30
ცოტა ძაააან უცნაური თემაა მარტოობა ერთის მხრივ კარგია მარტოობა მიყვარს ხოლმე როცა მარტო ვარ ბევრს ვფიქრობ ვაკეთებ იმას რასაც მინდა მაგრამ არის მეორე მხარე როცა პანიკურად მეშინია გლობალურად მარტო ყოფნის. იმ მომენტის როცა დამჭირდება და მარტო აღმოვჩნდები ჩემს გვერდით არავინ არ იქნება...

Posted by: პიანისტი 18 Jul 2018, 15:37
QUOTE (MeBeforeYou @ 12 Jul 2018, 00:41 )
მარტოსული არ ვარ, თუმცა მარტოობა მიყვარს, მივეჩვიე და ამით ტკბობა ვისწავლე, ამიტომ არანაირ დისკომფორტს არ მიქმნის, განსხვავებით დედაჩემისგან, რომელიც უდრეკად არ ეგუება ამ ფაქტს.
იმდენი ცუდი ადამიანი შემხვდა ჩემი არც თუ ისე ბევრი განვლილი წლის მანძილზე, რომ მათ გარშემო ყოფნას მარტოობა მილიონი პროცენტით სჯობს.
მარტოსულობა კიდევ სხვა რამეა.
მე კიდევ ზუსტად ვიცი, რომ რამდენი ხნითაც არ უნდა გადავიკარგო, რამდენიმე ადამიანი ყოველთვის დამელოდება. ეს კი ძალიან დიდი ფსიქოლოგიური სტიმულია.

დასაფასებელია გოგოს მხრიდან ესეთი დამოკიდებულება up.gif

Posted by: MeBeforeYou 18 Jul 2018, 17:37
პიანისტი
smile.gif 2kiss.gif

..............................

Posted by: Palladio 22 Jul 2018, 01:08
QUOTE (Ninna_maya @ 10 Dec 2017, 16:08 )
მარტოობა ტაიმაუტი
ახალი
სტარტის
წინ  user.gif

რატომ უნდა განიხილო ადამიანმა ყველაფერი ურთიერთობების და სექსის ჭრილში გაუგებარია.
ახლა შენი პოსტი კონკრეტული და ლაკონური იყო, თორემ მეტი კი არაფერი...

განმარტოებას, მარტო ყოფნას, მარტოობას, თუ რასაც ეძახიან, უამრავი მდგომარეობა აქვს და ის, ხანდახან, ძალიან სასიამოვნოცაა.



Posted by: Ninna_maya 26 Jul 2018, 02:59
Palladio

ურთიერთობა და სექსიც იგულისხმე, თუ გინდა . მე ახალ მიზნებს, ახალ გამოწვევებს ვგულისხმობდი ზოგადად ცხოვრების ნებისმიერ ასპექტში.

უფ, რამდენი ვწერე. biggrin.gif

Posted by: Palladio 26 Jul 2018, 21:58
Ninna_maya

მე ვიგულისხმო ხომ, თან თუ მინდა :დ

კარგი, როგორც ჩანს, შენ ერთი სამსახურიდან მეორეში რომ გადადიხარ ან აპირებ გადასვლას და ამ დროს, მათ შუალედში, რომ მარტოობას(!) განიცდი ეგ იგულისხმე. მე გარყვნილმა კიდევ სხვანაირად გადავხარშე.

აბა, ეგ როგორ მოგივიდა, გაუფრთხილდი, კლავიატურა არ გაიცვითოს.

Posted by: Ninna_maya 27 Jul 2018, 10:46
Palladio

სიტყვის თავისუფლება კლავიატურას. bis.gif

Posted by: lexob9 27 Jul 2018, 11:01
ანუ ორივე თუ უნდა ინანო, მარტოობაც და სხვებთან ერთად ყოფნაც, ჯობია სხვებთან ყოფნა ინანო )))

Posted by: MyHope 27 Jul 2018, 12:28
აი აქ მინდა,როცა ჩემ შვილებს დავაბინავებ...
მარტო...
ჩემთვის უკვე იდეალური მდგომარეობაა მარტოობა
user posted image

Posted by: sunny_flower 27 Jul 2018, 12:35
მარტოობის სურვილსა და სოციუმში გარევის სურვილს შორის მუდმივმა ომმა დამღალა

კიდე ბევრმა რამემ, მაგრამ ეს ჭიდილი ოდითგანვე მომდევს

Posted by: alublismuraba 27 Jul 2018, 12:44
გააჩნია სიტუაციას.მარტოობა მიყვარს,როცა მაცივარში ჰეინეკენის ბოთლები ერთმანეთს ეჯახებიან გაღებ-მიხურვისას.როცა სახლია დასალაგებელი,მაშინ არ მიყვარს მარტოობა.4 ხელი უფრო სწრაფად ალაგებს.ან 6 მითუკეთესი

Posted by: No-Logic 27 Jul 2018, 12:47
მაგარია მარტოობა, ფიქრის საშუალება გაქვს, ბევრ რამეს არკვევ მაგ დროს საკუთარ თავთან და განტვირთვისთვის ძალიან კარგია, წყნარი მუსიკა სიგარეტი და ლაითი დასალევის წრუპვა იფ იფ.

მთავარია მარტოსულობაში არ გადაიზარდოს ბევრი უკონტაქტობა.

Posted by: guri8 27 Jul 2018, 22:21
ჩემი აზრით რაღაც დოზით კარგია ისე გულის სირღმეში მგონია რომ თითქმის ყველა ადამიანი მარტოსულია .

Posted by: Raftor 28 Jul 2018, 16:44
ადამიანი მას შემდეგაა მარტოსული რაც ბუნებას დაშორდა

Posted by: Palladio 29 Jul 2018, 22:50
QUOTE (MyHope @ 27 Jul 2018, 12:28 )
აი აქ მინდა,როცა ჩემ შვილებს დავაბინავებ...
მარტო...
ჩემთვის უკვე იდეალური მდგომარეობაა მარტოობა
user posted image

მშვენიერი ეგზემპლარია. გემოვნებით აგებული. ზამთრის ხედით უფრო ლამაზი იქნება...

Posted by: MyHope 29 Jul 2018, 23:10
Palladio
QUOTE
ზამთრის ხედით უფრო ლამაზი იქნება...


გეთანხმებით...
სულ რომ ზამთარი იყოს user.gif

Posted by: AgvirchaxsniliMachvi 3 Aug 2018, 14:11
QUOTE (MyHope @ 27 Jul 2018, 12:28 )
აი აქ მინდა,როცა ჩემ შვილებს დავაბინავებ...
მარტო...
ჩემთვის უკვე იდეალური მდგომარეობაა მარტოობა
user posted image

რა მაგარია, არც გამოვიდოდი აქედან კაი ხანი cry.gif cry.gif

Posted by: TROLL-XXI 3 Aug 2018, 16:42
სულ მარტოობა მოსაწყენია, როგორც სულ ხალხმრავლობა.
ორივე უნდა იყოს.



Posted by: clockticker 12 Aug 2018, 00:56
მარტოობას არაფერი ჯობია

Posted by: guri8 12 Aug 2018, 20:25
QUOTE (clockticker @ 12 Aug 2018, 00:56 )
მარტოობას არაფერი ჯობია

მუდმივსაც ? ???????????????????

Posted by: clockticker 12 Aug 2018, 20:27
QUOTE (guri8)
მუდმივსაც ? ???????????????????

თუნდაც

Posted by: guri8 12 Aug 2018, 20:42
QUOTE (clockticker @ 12 Aug 2018, 20:27 )
QUOTE (guri8)
მუდმივსაც ? ???????????????????

თუნდაც

საინტერესოა მეც მიყვარს მარტოობა მარა მგონია რომ ადრე თუ გვიან მაინც მოგწიყინდება
და მოინდომებ სიტუაციის შეცვლას .

სულიერი მარტოობაც არსებობს შეიძლება ირგვლივ უამრავი ადამიანი გეხვიოს მაგრამ
თავს მაინც მარტოსულად გრძნობდე თუ არ გყავს ადამიანი ვინც მოგისმენს და ეცდება შენს გაგებას ამგვარი მარტობაა ნაღდად არ მხიბლავს .

Posted by: clockticker 12 Aug 2018, 20:48
QUOTE (guri8)
საინტერესოა მეც მიყვარს მარტოობა მარა მგონია რომ ადრე თუ გვიან მაინც მოგწიყინდება
და მოინდომებ სიტუაციის შეცვლას .

გააჩნია მარტოობაში ახლა რას ვგულისხმობთ
მაგრად აი თუნდაც შეყვარებულის ყოლის იდეა არასდროს არ მომწონდა

Posted by: guri8 12 Aug 2018, 20:54
QUOTE (clockticker @ 12 Aug 2018, 20:48 )
QUOTE (guri8)
საინტერესოა მეც მიყვარს მარტოობა მარა მგონია რომ ადრე თუ გვიან მაინც მოგწიყინდება
და მოინდომებ სიტუაციის შეცვლას .

გააჩნია მარტოობაში ახლა რას ვგულისხმობთ
მაგრად აი თუნდაც შეყვარებულის ყოლის იდეა არასდროს არ მომწონდა

ისე გარკვეულწილად ყვლელას თავისებურად ესმის ზოგისთვის ფიზიკურია ზოგისთვის კი სულიერი .

შეყვარებულის ყოლის იდეა იმის გამო რომ მარტოდ არ ჩაითვალო ეს არც მე მომწონს .

Posted by: clockticker 12 Aug 2018, 20:56
QUOTE (guri8)
შეყვარებულის ყოლის იდეა იმის გამო რომ მარტოდ არ ჩაითვალო ეს არც მე მომწონს .

ხოოოოოო ძალიან დიდი სისულელეა ))))
მაგის გამო იწყებენ და მერე ენგრევათ ცხოვრება

Posted by: guri8 12 Aug 2018, 21:00
QUOTE (clockticker @ 12 Aug 2018, 20:56 )
QUOTE (guri8)
შეყვარებულის ყოლის იდეა იმის გამო რომ მარტოდ არ ჩაითვალო ეს არც მე მომწონს .

ხოოოოოო ძალიან დიდი სისულელეა ))))
მაგის გამო იწყებენ და მერე ენგრევათ ცხოვრება

აჰამ გეთანხმები yes.gif .
თან რომ ჰკითხავენ შეყვარებული გყავსო ? ამაყად ხომ უნდა მიუგოს კიო lol.gif facepalm.gif ......

Posted by: clockticker 12 Aug 2018, 21:02
QUOTE (guri8)
თან რომ ჰკითხავენ შეყვარებული გყავსო ? ამაყად ხომ უნდა მიუგოს კიო    ......

lol.gif lol.gif lol.gif lol.gif აუუუუუუუუუუუუ
ეგეთი გოგოების პრობლემა არის კომპლექსები და დაბალი თვითშეფასება

Posted by: guri8 12 Aug 2018, 21:09
QUOTE (clockticker @ 12 Aug 2018, 21:02 )
QUOTE (guri8)
თან რომ ჰკითხავენ შეყვარებული გყავსო ? ამაყად ხომ უნდა მიუგოს კიო     ......

lol.gif lol.gif lol.gif lol.gif აუუუუუუუუუუუუ
ეგეთი გოგოების პრობლემა არის კომპლექსები და დაბალი თვითშეფასება

კი რათქმაუნდა აბა მარა არის სხვათა შორის არამარტო გოგოებში ბიჭებშიც biggrin.gif ......

Posted by: clockticker 12 Aug 2018, 21:12
QUOTE (guri8)
კი რათქმაუნდა აბა მარა არის სხვათა შორის არამარტო გოგოებში ბიჭებშიც  ......

ბიჭები უფრო დაუკმაყოფილებლები არიან ხოლმე
უმეტეს შემთხვევაში შეყვარებული ეყოლებათ თუ არა კიდიათ მთავარია სექსი ჰქონდეთ
აი გოგოებშია ეგ შეყვარებულის ყოლა=გაქაჩულობა

Posted by: guri8 12 Aug 2018, 21:27
რაღაც დოზით მაინც ყველა მარტოსულია სიმართლეს თუ თვალებში ჩახედავ
არავინაა ვისაც ბოლომდე შეუძლია შენი გაგება რას განიცდი რას გრძნობ რა გსურს
ერთადერთი ვისაც შეიძლება ბოლომდე ესმოდეს შენი ისევ საკუთარი თავია
მარტო ვიბადებით და მარტო ვკვდებით დანარჩენი ერთი დიდი თამაშია და მეტი არაფერი .

Posted by: clockticker 12 Aug 2018, 21:30
QUOTE (guri8)
რაღაც დოზით მაინც ყველა მარტოსულია სიმართლეს თუ თვალებში ჩახედავ
არავინაა ვისაც ბოლომდე შეუძლია შენი გაგება რას განიცდი რას გრძნობ რა გსურს
ერთადერთი ვისაც შეიძლება ბოლომდე ესმოდეს შენი ისევ საკუთარი თავია
მარტო ვიბადებით და მარტო ვკვდებით დანარჩენი ერთი დიდი თამაშია და მეტი არაფერი .

ის გამახსენდა 3 კატეგორია არსებობს შენი თავისო

რომელსაც უმეტესობა იცნობს
რომელსაც უახლოესი სამეგობრო იცნობს
და რომელსაც მხოლოდ შენ იცნობო

Posted by: guri8 12 Aug 2018, 21:39
QUOTE (clockticker @ 12 Aug 2018, 21:30 )
QUOTE (guri8)
რაღაც დოზით მაინც ყველა მარტოსულია სიმართლეს თუ თვალებში ჩახედავ
არავინაა ვისაც ბოლომდე შეუძლია შენი გაგება რას განიცდი რას გრძნობ რა გსურს
ერთადერთი ვისაც შეიძლება ბოლომდე ესმოდეს შენი ისევ საკუთარი თავია
მარტო ვიბადებით და მარტო ვკვდებით დანარჩენი ერთი დიდი თამაშია და მეტი არაფერი .

ის გამახსენდა 3 კატეგორია არსებობს შენი თავისო

რომელსაც უმეტესობა იცნობს
რომელსაც უახლოესი სამეგობრო იცნობს
და რომელსაც მხოლოდ შენ იცნობო

რომელსაც უმეტესობა იცნობს ამას ძალიან დაბალ მიზერულ პროცენტს მივანიჭებდი
მეორე პირადად ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია მარა მეგობრებზე მეტად ოჯახის წევრებს შევიყვანდი და რამდენიმე ადამიანს .

მესამე ყველაზე მთავარია შენი თავი ის რაც რეალურად ხარ თუმცაღა თითქმის მთელი ცხოვრება ადამიანი თამაშობს და ძალიან იშვიათადაა ის ვინც მართლა რეალურადაა .


Posted by: clockticker 12 Aug 2018, 21:56
QUOTE (guri8)
მესამე ყველაზე მთავარია შენი თავი ის რაც რეალურად ხარ თუმცაღა თითქმის მთელი ცხოვრება ადამიანი თამაშობს და ძალიან იშვიათადაა ის ვინც მართლა რეალურადაა .

საკუთარ თავს ვერ მოატყუებ
თამაშობ თამაშობ მაგრამ გულის სიღრმეში იცი რომ სულ სხვა ხარ

Posted by: guri8 12 Aug 2018, 22:03
QUOTE (clockticker @ 12 Aug 2018, 21:56 )
QUOTE (guri8)
მესამე ყველაზე მთავარია შენი თავი ის რაც რეალურად ხარ თუმცაღა თითქმის მთელი ცხოვრება ადამიანი თამაშობს და ძალიან იშვიათადაა ის ვინც მართლა რეალურადაა .

საკუთარ თავს ვერ მოატყუებ
თამაშობ თამაშობ მაგრამ გულის სიღრმეში იცი რომ სულ სხვა ხარ

საკუთარ თავს ვერა მარა სხვას ნაღდად ხშირად ატყუებ და მოატყუებ მომავალშიც
ღამე ისეთი ბნელი არ არის როგორც ადამიანი ეს გამონათქვამი მიყვარს ოღონდ ჩემებურად მესმის ხანდახან ღამეში უფრო კარგად შეიძლება რაღაცეების დანახვა ვიდრე ადამიანში იმდენად ბნელია შინაგანად ხშირად შეუძლებელია გარედან რაღაცეების გარჩევა .

Posted by: clockticker 12 Aug 2018, 22:07
QUOTE (guri8)
საკუთარ თავს ვერა მარა სხვას ნაღდად ხშირად ატყუებ და მოატყუებ მომავალშიც

ეგ ძალიან ჩვეულებრივი რამეა
არ მესმის რა არის გასაკვირი
დაწყებული ზრდილობის ეტიკეტიდან დამთავრებული ელემენტარულად რომ არ დაიღუპო ცხოვრებაში
ტყუილი გიწევს და თამაში
აი საერთოდ არაფერია გასაკვირი
უბრალოდ დაიღუპები ყველგან და ყველასთან ის რომ იყო რაც შენ თავთან ხარ
მეტიც მეგობრებშიც სხვადასხვა მეგობართან ცოტათი სხვადასხვანაირი ხარ

Posted by: guri8 12 Aug 2018, 22:22
QUOTE (clockticker @ 12 Aug 2018, 22:07 )
QUOTE (guri8)
საკუთარ თავს ვერა მარა სხვას ნაღდად ხშირად ატყუებ და მოატყუებ მომავალშიც

უბრალოდ დაიღუპები ყველგან და ყველასთან ის რომ იყო რაც შენ თავთან ხარ
მეტიც მეგობრებშიც სხვადასხვა მეგობართან ცოტათი სხვადასხვანაირი ხარ

სამწუხაროდ ეგრეა არ გამოდის ბოლომდე ის იყო რაც ხარ მარა ერთი ცხოვრება გაქვს და ყოველთვის მაქსიმალურად უნდა ეცადო შენი რეალური სახე აჩვენო და არა სხვისი .

ეს არცაა გასაკვირი ყველა ადამიანი ინდივიდუალურია აქვთ სხვანაირი განწყობა ხასიათი სხვანაირი ფასეულობები სხვანაირი მისწრაფებები შეუძლებელია ყველა მეგობართან ერთი და იგივე იყო და საერთოდ მეგობრობა კაია მარა გადამეტებული წარმოდგენების არ მწამს
კარგი უნდოდეს შენთვის და შენც ანალოგიურად კარგი გსურდეს მისთვის და დახმარება თუ იქნება საჭირო ერთმანეთს გვერდში დაუდგე თავგანწირვას ნაღდად არც არავისგან ველი და ვერც ვერავის მოვთხოვ ოჯახის წევრის გამო ულაპრაკოდ გავწირავ თავს მარა მეგობრის გამო ნაღდად ვერა .




Posted by: clockticker 12 Aug 2018, 22:22
QUOTE (guri8)
არც არავისგან ველი და ვერც ვერავის მოვთხოვ ოჯახის წევრის გამო ულაპრაკოდ გავწირავ თავს მარა მეგობრის გამო ნაღდად ვერა .

smile.gif))

Posted by: sagaki 17 Aug 2018, 01:48
მთავარია ფული და მატერიალური დოვლათი გქონდეს, რა საჭიროა ადამიანები?!
სიმშვიდესა და სიმყუდროვეში ცხოვრებას არაფერი ჯობს. საღამოს სასუსნავები და კარგი ფილმი ყველაფერს მირჩევნია. chups.gif
ასწორებს რა ეს მარტოობა. მეზობლების უცნაური მზერაც ასწორებს: "ესეთი კაი ბიჭი, არც მეგობარი, არც შეყვარებული, არც არავინ.
მარტო ჭამა და სმა ხო არაა არა"
lol.gif

Posted by: clockticker 19 Aug 2018, 20:45
ვინ ხართ ახლა სახლში მარტო? smile.gif smile.gif

Posted by: guri8 19 Aug 2018, 20:54
მე ვარ მარტო ამჟამად და მაგრადაც ასწორებს !!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!

Posted by: clockticker 19 Aug 2018, 20:57
QUOTE (guri8)
მე ვარ მარტო ამჟამად და მაგრადაც ასწორებს !!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!

ძაანაც მაგარია ხოდა

Posted by: guri8 19 Aug 2018, 21:04
QUOTE (clockticker @ 19 Aug 2018, 20:57 )
QUOTE (guri8)
მე ვარ მარტო ამჟამად და მაგრადაც ასწორებს !!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!

ძაანაც მაგარია ხოდა

იასნია yes.gif yes.gif



-----------

Posted by: Legend8 19 Aug 2018, 21:29
რაღაც მომენტი ყველაზე მაგარი რამაა მაგრამ მუდმივად ეს მაგარი რამ ყველაზე დიდი საშინელებად გადაიქცევა ხომე .

Posted by: clockticker 19 Aug 2018, 21:32
QUOTE (Legend8)
რაღაც მომენტი ყველაზე მაგარი რამაა მაგრამ მუდმივად ეს მაგარი რამ ყველაზე დიდი საშინელებად გადაიქცევა ხომე .

არ აქციო მუდმივად შენი ნებაა

Posted by: Legend8 19 Aug 2018, 21:48
QUOTE (clockticker @ 19 Aug 2018, 21:32 )
QUOTE (Legend8)
რაღაც მომენტი ყველაზე მაგარი რამაა მაგრამ მუდმივად ეს მაგარი რამ ყველაზე დიდი საშინელებად გადაიქცევა ხომე .

არ აქციო მუდმივად შენი ნებაა

არც ვაქცევ !!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!

Posted by: sagaki 19 Aug 2018, 22:35
clockticker
QUOTE
ვინ ხართ ახლა სახლში მარტო?

გახლვართ.

Posted by: Escapist 19 Aug 2018, 22:43
ადრე ვითომ სულ გავიძახოდი რომ მაგარია მარტოობაო. ქვეცნობიერს ვაგოიმებდი ვითომ რადგან გაარაუვალია მარტოობის გაუსაძლისი სიმძიმე ხშირად იგემებს ადამიანი . მაგრამ ახლა მაგის მ'ა'მგონს help.gif

Posted by: clockticker 19 Aug 2018, 22:48
QUOTE (sagaki)
გახლვართ.

შეგროვდით

Posted by: sagaki 19 Aug 2018, 22:51
clockticker
QUOTE
შეგროვდით

მე პას.
ვისაც სურვილი აქვს ისინი შეგროვდნენ.

Posted by: ჩე.. 19 Aug 2018, 23:25
დიდი პოსტის გამოცხობა მინდოდა მარა მეზარება..

Posted by: Legend8 20 Aug 2018, 14:44
მარტო იბადები და მარტო კვდები ასე რომ ..................

Posted by: sagaki 20 Aug 2018, 16:02
Legend8
რაღაც პონტში, არც ისეთი კარგია მარტოობა მაგრამ მეგობრებს და ძმაკაცებს მაინც მარტოობა მირჩევნია.
ბევრისთვის ალბათ ჩემნაერი ცხოვრება მოსაწყენი და უაზრო იქნებოდა. ალბათ არის კიდევაც, მაგრამ, ყველა თვითონ აკეთებს არჩევანს.

Posted by: Legend8 20 Aug 2018, 16:55
QUOTE (sagaki @ 20 Aug 2018, 16:02 )
Legend8
რაღაც პონტში, არც ისეთი კარგია მარტოობა მაგრამ მეგობრებს და ძმაკაცებს მაინც მარტოობა მირჩევნია.
ბევრისთვის ალბათ ჩემნაერი ცხოვრება მოსაწყენი და უაზრო იქნებოდა. ალბათ არის კიდევაც, მაგრამ, ყველა თვითონ აკეთებს არჩევანს.

რათქმაუნდა ყველა თავად ირჩევს საკუთარ გზას და მიჰყვება მას
მეგობრებით და ძმაკაცებით ბოლო ჯამში მაინც რაღაც სიცარიელეს ივსებს ადამიანი
თორემ საწინააღმდეგო არაფერი მაქვს .

Posted by: clockticker 20 Aug 2018, 17:04
მარტოობის დროს რომელი სიმღერა მოგწონთ

Posted by: sagaki 20 Aug 2018, 17:08
clockticker
QUOTE
მარტოობის დროს რომელი სიმღერა მოგწონთ

ასე ვერ გამოვყოფდი ხან რას ვუსმენ ხან რას.
ოღონდ მარტოობა არაფერ შუაშია.
თუ ძალიან განტერესებს მაინც ახლა ამას ვუსმენ მაგალითად:
https://www.youtube.com/watch?v=3Bxxvf77bEk
user.gif

Posted by: clockticker 20 Aug 2018, 17:10
ჩამოვიდა ეგ ენიო? რო ჩამოყავდათ მახსოვს

Posted by: Aristanti 20 Aug 2018, 17:13
მარტო ცხოვრებას როგორც დადებითი ასევე უარყოფითი მხარეები აქვს

მაგრამ მე მაინც მარტო მირჩევნია ცხოვრება

Posted by: sagaki 20 Aug 2018, 17:13
ეგ ენიო რამდენი ხანია იყო და წავიდა.
* * *
ყველაზე მაგრად ის ტეხავს, რაიმე რო გაგიხარდება, ან გეწყინება, სხვას რო გინდა გაუზირო და არავინ არაა შენს გვერდით ამ დროს. მერე იძულებული ხდები შენში ჩამარხო ეს ემოცია. ასე ასე და ატყობ მერე გული როგორ იყინება და ქვავდება. თანდათან უემოციო და ცივი ხდები, სრული ინდიფერენტული. ცარიელი, ფუღუროსავით. სიცარიელე ხდება შენი ცხოვრების თანამგზავრი.

Posted by: clockticker 20 Aug 2018, 17:29
QUOTE (sagaki)
ყველაზე მაგრად ის ტეხავს, რაიმე რო გაგიხარდება, ან გეწყინება, სხვას რო გინდა გაუზირო და არავინ არაა შენს გვერდით ამ დროს. მერე იძულებული ხდები შენში ჩამარხო ეს ემოცია. ასე ასე და ატყობ მერე გული როგორ იყინება და ქვავდება. თანდათან უემოციო და ცივი ხდები, სრული ინდიფერენტული. ცარიელი, ფუღუროსავით. სიცარიელე ხდება შენი ცხოვრების თანამგზავრი.

ან ფორუმს ეჯაჭვები

Posted by: sagaki 20 Aug 2018, 17:30
QUOTE
ან ფორუმს ეჯაჭვები

yes.gif

Posted by: guri8 20 Aug 2018, 17:43
QUOTE (არისტანტი @ 20 Aug 2018, 17:13 )
მარტო ცხოვრებას როგორც დადებითი ასევე უარყოფითი მხარეები აქვს

მაგრამ მე მაინც მარტო მირჩევნია ცხოვრება

ჩემთვის მარტოობა სხვა რამეა უფრო სულიერია და არა ფიზიკური შეიძლება
უამრავი ადამიანი გეხვიოს ირგვლივ მაგრამ თავს მაინც მარტოდ გრძნობდე .
* * *
QUOTE (sagaki @ 20 Aug 2018, 17:30 )
QUOTE
ან ფორუმს ეჯაჭვები

yes.gif

ეს ყველაზე სამწუხაროა ჩემი აზრით როდესაც ასე ხდება
თემებში პოსტვა მთელი დღის განვმალობაში ერთი დიდი საცოდაობაა და პოსტების მოგროვება აი ვიღაცასთან თუ გექნება კონტაქტი ამაში არ მგონია რამე ცუდი იყოს მართალია ვირტუალურად ტყუილის 10- ჯერ დიდი შანსია მაგრამ ძალიან ხშირად ვირტუალური ურთიერთობა 10 - ჯერ უფრო გულწრფელია და მომავალში გასაგრძელებლად მეგობარი იქნება ძმაკაცი დაქალი დასაწყებად ჩემი აზრით ძალიან კარგია თუმცა ფორუმი ამისთვის ნაღდად არ გამოდგება თუ ვიღაც გჭირდება სხვაგან ეძებო ბევრად სჯობია თან არჩევანიც მეტია wink.gif biggrin.gif lol.gif smile.gif .

Posted by: clockticker 20 Aug 2018, 20:05
ელოუნ ელოუნ ელოუნ

Posted by: guri8 20 Aug 2018, 20:14
ისე მაინტერესებს სხვებსაც თუ გქონიათ ანალოგიურ მომენტი ანუ მარტო რომ ხარ და
წახვალ ფიქრებში ასე ისე ვიღაც ადამიანზე თითქოს ზედმეტად ლამაზად გამოჩნდება ყველაფერი ხოდა რეალურად რომ შეხვდები და ხარ მის გვერდით გრძნობ რომ სულაც არ ყოფილა ისეთი მიმზიდველი როგორიც შორიდან ჩანდა ეს ყველაფერი lol.gif lol.gif lol.gif lol.gif ...
მე ძირითადად ესე მომდის მარტო თუ ვარ წავალ ვიღაცაზე ფიქრებში მარა აი რეალურად
რომ იქნება ის ვიღაც ჩემს გვერდით მერე პირიქით მარტო ყოფნა ბევრად უფრო მხიბლავს yes.gif და საერთოდ ფიქრებში შორიდან ბევრ რამეს ვაიდიალებთ მაგრამ რეალობა ხშირად სხვა დაგვხვდება ხოლმე .

Posted by: geo570ge1997 21 Aug 2018, 15:19
მომენტები მაქვს ცხოვრებაში როცა მარტოობა მევასება, მომენტებში პირიქით, ხალხში მირჩევნია.


ალბათ ყველა ასეა.

Posted by: clockticker 22 Aug 2018, 12:17
მგონი გადავავსებ ამ თემას

Posted by: guri8 22 Aug 2018, 14:38
ერთი ყველას დედაც მართლაც მაგარი რამეა მარტოობა ბოლო დროს რაღაც მღლიან ადამიანები იმას ეს უნდა ამას ის მიდი და უსმინე ....

Posted by: მაკნატუნა 24 Aug 2018, 22:56
Odesme viqnebi marto?_sakitxavi ai es aris!
Sul marto ki ara:-D

Posted by: holden kolpildi 24 Aug 2018, 23:55
მე ვოცნებობ მარტო ცხოვრებაზე
არ ამიხდება კარგი ხანი ვიცი

Posted by: POKERISBLUFF 10 Sep 2018, 21:13
ჯერ ბოლომდე ვერა მაგრამ
მალე დავუბრუნდები საწყის მდგომარეობას

მართლა ძალიან კარგი რაღაცაა
არაფერი გტკივა
არ გწყინს
არ დარდობ ბევრს
და შიგნითაც ისე ცივა, რო გემრიელად სუნთქავ love.gif

Posted by: guri8 10 Sep 2018, 21:40
QUOTE (POKERISBLUFF @ 10 Sep 2018, 21:13 )


მართლა ძალიან კარგი რაღაცაა
არაფერი გტკივა
არ გწყინს
არ დარდობ ბევრს
და შიგნითაც ისე ცივა, რო გემრიელად სუნთქავ love.gif

ნერვებს არავინ არ გიშლის up.gif .

Posted by: clockticker 10 Sep 2018, 23:22
არ მინდა მეთქი სტუმრები და რა მარტოობა smile.gif

Posted by: mareim-mia 13 Sep 2018, 07:09
QUOTE (არისტანტი @ 20 Aug 2018, 17:13 )
მარტო ცხოვრებას როგორც დადებითი ასევე უარყოფითი მხარეები აქვს

მაგრამ მე მაინც მარტო მირჩევნია ცხოვრება

+ 1

Posted by: clockticker 13 Sep 2018, 17:33
მარტოობაზე კარგი რამე არაფერია ნელნელა ვრწმუნდები

Posted by: Thunder) 18 Sep 2018, 03:59
QUOTE (mareim-mia)
მარტო ცხოვრებას როგორც დადებითი ასევე უარყოფითი მხარეები აქვს

მაგრამ მე მაინც მარტო მირჩევნია ცხოვრება


მარტო ცხოვრება კარგია მაგრამ თან ცუდი smile.gif

მარტო ცხოვრებაც მომწონს და ვწუწუნებ კიდევაც rolleyes.gif

Posted by: guri8 18 Sep 2018, 10:35
ბოლოს იმ დასკვნამდე მივდივარ რომ რაც არ უნდა იყოს მაინც თავის გემოზე ყოფნა ურჩევნია
ადამიანს ასე რომ რაღაც დოზით მეც მიყვარს რაღაც დოზით არა .

Posted by: POKERISBLUFF 18 Sep 2018, 11:34

Posted by: nati_natt 5 Oct 2018, 17:50
მარტო ვარ სულ ვაბშე და არვიცი კარგია თუ ცუდი

Posted by: kshaneli 5 Oct 2018, 17:58
nati_natt
გოგო თუ ხცარ გაგეცნობი lol.gif lol.gif lol.gif

Posted by: Sie`Hermine 7 Oct 2018, 16:08
QUOTE (nati_natt @ 5 Oct 2018, 17:50 )
მარტო ვარ სულ ვაბშე და არვიცი კარგია თუ ცუდი

ზოგადად ჩვენ ყველანი მარტოები ვართ smile.gif

Posted by: Palladio 7 Oct 2018, 19:13
QUOTE (nati_natt @ 5 Oct 2018, 17:50 )
მარტო ვარ სულ ვაბშე და არვიცი კარგია თუ ცუდი

ურთიერთობაში თუ არ ხარ, ეს იმას არ ნიშნავს რომ მარტო ხარ. ალბათ, მაინც ფიქრობ, რომ ეგ უფრო ცუდია, თუმცა, რაც ადამიანს გულით გინდა, მოინდომებ და დადებით ემოციებს ჩააქსოვ ყველაფერი გამოვა. ყოველ შემთხვევაში დაიმსახურებ მაინც...

Posted by: Taisiaa 7 Oct 2018, 21:06
QUOTE
ზოგადად ჩვენ ყველანი მარტოები ვართ 

კი და ძალიან ძნელი გასააზრებელია ეს

Posted by: Achiko25 7 Oct 2018, 23:44
ეტაპობრივი გამარტოვება და დისკომფორტის შეცვლა კარგი საშუალება ცხოვრების გადახარშვის და ცვლილებების შერგების, ხშირად ბევრი რამ ძალიან სწრაფად ხდება ჩვენს გარშემო და გვიჭირს ადაპტირება. დისტანცირება კი ამოსუნთქვის საშუალებას გვაძლევს. ყოველთვის კომფორტში ყოფნა დამღუპველია ადამიანისთვის, უნდა გადააბიჯო მის მიღმა და დისკომფორტიც იგემო, რათა შემდგომ კომფორტი დააფასო და თავად კომფორტში ყოფნა არ გახდეს დისკომფორტი.

Posted by: Adi 8 Oct 2018, 00:38
მარტოობას კარგი არაფერი მოაქვს ჯამრთელობისთვის. ადამიანი სოციალური არსებაა და ჭირდება კავშირები და ურთიერთობები.
თუ ჩაიკეტება და იზოლირებულად იცხოვრებს დიდხან ვერ გაქაჩავს. ჯამრთელობის მხრივ მაგრად დაერხევა.


მე ვის რას ვეუბნები

facepalm.gif

Posted by: Temperance 8 Oct 2018, 00:44
QUOTE (Adi @ 8 Oct 2018, 00:38 )
მარტოობას კარგი არაფერი მოაქვს ჯამრთელობისთვის. ადამიანი სოციალური არსებაა და ჭირდება კავშირები და ურთიერთობები.
თუ ჩაიკეტება და იზოლირებულად იცხოვრებს დიდხან ვერ გაქაჩავს. ჯამრთელობის მხრივ მაგრად დაერხევა.


მე ვის რას ვეუბნები

facepalm.gif

ეს სტერეოტიპი უნდა დაინგრეს! იმედი მაქვს მოვა ეგ დროც... war.gif

პს. დიდხანს ხალხში ყოფნა ამოგივა ყელში დამიჯერე. მე მიყვარს მარტო ყოფნა როცა კარგ ხასიათზე ვარ, მართლა საკუთარ თავს ავითარებ და იზრდები სულიერად.

Posted by: Adi 8 Oct 2018, 00:50
სტერეოტიპი რატოა? ადამიანი არის ბიო ფსიქო სოციალური არსებაა. ისევე ჭირდება სოციალური კავშირები, როგორც ბიოლოგიური მოთხოვნების დაკმაყოფილება
სასიცოცხლოდ ერთი მეორეს წინ უსწრებს მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ მეორე ნაკლებად მნიშვნელოვანი და საჭიროა.

* * *
https://www.youtube.com/watch?v=nmeTTxbyLLg
მარტოობა - ჩაკეტილობის საზიანო შედეგი

მუსმინეთ საინტერესო რამეს ამბობს

Posted by: Temperance 8 Oct 2018, 00:52
Adi
ე.ი. მე ადამიანი არ ვარ. tongue.gif
არ მომწონს დიდხანს ადამიანებთან ყოფნა. მბეზრდება.

Posted by: Adi 8 Oct 2018, 00:55
Temperance
დიდხანზე არაა საუბარი. დიდხანს ყოფნა კი არა საერთოდ არ მიყვანს ადამიანებთან ყოფნა.
ერთი მეგობარიც კი არ მყავს. შეიძლება ითქვას რომ იზოლირებულად ვცხოვრობ საზოგადოებისგან
რასაც ვატყობ ამას კარგი არაფერი მოაქვს.
წინა გვერძე ვიდეო დავდე და ნახე.

Posted by: Temperance 8 Oct 2018, 01:01
Adi
მე ოჯახთან მაქ კარგი ურთიერთობა და არ ვსაჭიროებ მეგობარს (დაქალი, ძმაკაცი). მყოლია რამდენიმე და დღეს არცერთი არაა ჩემს გვერდით. რაც შეეხება მარტო ყოფნას, 2 საათი მინდა სახლში მარტო მაინც და კითხვა, წერა, ხატვა, ვარჯიში ყველაფერი მახალისებს ვიღაცის კომენტარების და დახმარების გარეშე. ცუდ კომპანიას მარტოობა ჯობს. კარგი კომპანიის პოვნა ძნელია.

Posted by: Adi 8 Oct 2018, 01:06
მე ზოგადად მარტოობაზე ვსაუბრობ და არა განმარტოებაზე რომელიც ალბათ ყველას ჭირდება დრო და დრო.
მარტოობა კი კარგს არაფერს მოუტანს ჩვეულებრივ ადამიანს.

QUOTE
მე ოჯახთან მაქ კარგი ურთიერთობა

მარტო არ ყოფილხარ მთლად. მე ოჯახთანაც არ მაქვს კარგი ურთიერთობა. მშობლებად ვერ აღვიქვავ საერთოდ.
* * *
https://www.youtube.com/watch?v=gZGQtDSQLVQ
კვლევის შედეგები - მარტოობა ადამიანის ორგანიზმში ცვლილებებს უჯრედულ დონეზე იწვევს

უჯრედულ დონეზე აზიანებს ადამიანს მარტოობა რის შედეგადაც ვირუსული დაავადებების მიმართ იმუნინეტი კარგავს ბრძოლისუნაიანობას.
ამას გარდა მარტოობა იწვევს ნაადრევ სიკვდილიანობას

* * *
რაც უფრო ღრმად მიდიხარ მარტოობის ჭაობში მით უფრო ძნელია იქიდან ამოსვლა.
ქრონიკულ მარტოსულებს არაფერი გვეშველება. ჯობს შევეგუოთ რომ ასე მოგვიწევს მთელი ცხოვრების გატარება.

Posted by: Universe 8 Oct 2018, 02:15
ალბათ ასე ვართ მოწყობილი, უსასრულო სიმარტოვის შეგრძნებით, წამიც კმარა რომ მოგიხელთოს და სამყაროს კიდეზე გაგიყვანოს.

Posted by: Melimonadze 8 Oct 2018, 07:10
კომუნიკაბელური ადამიანი გაცილებით უკეთ გრძნობს თავს ვიდრე ჩაკეტილი, გულჩათხრობილი,
რატომ ხარ მარტო? ე.ი. გეშინია ადამიანების, რაღაც გაწუხებს კომპლექსები, ან გეზიზღება ხალხი მათზე უკეთ მიგაჩნია თავი,
ხოლო ამ ამპარტავნების მიღმა სისუსტე და არასრულფასოვნება იმალება

შიში იმის რომ რაღაცას გთხოვენ gigi.gif ზოგი ფულს, ზოგი ოთახში დაძინებას და ას. შ. ნუ ამიტომაც იზოლირდები,
მაგრამ რითი უნდა შეავსო სიმარტოვე-ამაშია საქმე, სოც. ქსელებით?
ვთქვა გევასება მუსიკა და უსმენ, უსმენ, უსმენ, მაგრამ ხომ გინდა შენი აზრი ვიღAცამ გაიგოს, ეს ეხება ფილმსაც ნახატსაც,
ალბათ პათოლოგი უნდა იყო ადამიანი რომ არ გქონდეს სურვილი შენი შთაბეჭდილება ვინმეს გაუზიარო

Posted by: ბელგიური^_^შოკოლადი 8 Oct 2018, 12:01
არ მიყვარს მარტოობა
ჩემს გარშემო სულ ხალხი უნდა იყოს. smile.gif

Posted by: alahambra 8 Oct 2018, 12:28
Melimonadze
QUOTE
კომუნიკაბელური ადამიანი გაცილებით უკეთ გრძნობს თავს ვიდრე ჩაკეტილი, გულჩათხრობილი,



იქნებადა სხვების აურა მაზიანებს,იმათ ბინძურ განცდებს განმაცდევინებს და არ მინდა ეგ უსიამოვნო პროცესი,არ ვარ ჯერ საკმარისად ძლიერი,რომ ამოდენა თემებს ვეჭიდაო ჰა?
შეუძლებელია ასე დარწმუნებით თქმა შინაგანად ვინ უკეთესად გრძნობს თავს



Posted by: Temperance 8 Oct 2018, 19:16
alahambra
გეთანხმები. ესენი 1 და იგივე ემპირიულ ფატქებს იმე2ებენ. რო ბუნებრივად ყველას უნდა სოციალიზაცია და ადამიანებთან ურთი1ობა. მაგრამ არსებობენ გამონაკლისებიც, ყველას 1 ქვაბში ვერ მოხარშავ.

Posted by: პიანისტი 8 Oct 2018, 21:35
Melimonadze
გააჩნია რას გულისხმობ და რომელ საფეხურს , არსებობენ ,,სუპერ" კომუნიკაბელურები, რომელიც დღეში რამოდენიმე ახალ ნაცნობს იძენს, ამ კატეგორიას ვერ ვუგებ ,თუ პროფესია არ ავალდებულებს მაგას და არმგონია ყველა მათგანი სულიერი სიმშვიდით და ბედნიერებით ზეიმობდნენ.
მარტოობას რაც შეეხება ,სულ მარტო ყოფნა ჩემის აზრით არაა კარგი, ორი უკიდურესობაა.

თემას რაც შეეხება, მარტო ყოფნაც საჭიროა და ადამიანებთან ურთიერთობაც, ახალი ნაცნობების შეძენაც, მთავარია ადამიანი გარკვეული იყოს საკუთარ თავში და იცოდეს, რა დროს რა სჭირდება.

Posted by: Sie`Hermine 9 Oct 2018, 17:12
ადამიანებთან ურთიერთობის დროს ვინც ვგრძნობთ თავს მარტოდ, იმათ რა ვქნათ??


Posted by: POKERISBLUFF 9 Oct 2018, 18:20
ისეთი ადამიანი უნდა იპოვოთ ვისთანაც არ იგრძნობთ

Posted by: guri8 9 Oct 2018, 18:24
QUOTE (Sie`Hermine @ 9 Oct 2018, 17:12 )
ადამიანებთან ურთიერთობის დროს ვინც ვგრძნობთ თავს მარტოდ, იმათ რა ვქნათ??

მესმის შენი smile.gif smile.gif


-------------------

Posted by: predictable 9 Oct 2018, 19:36
QUOTE (POKERISBLUFF @ 9 Oct 2018, 18:20 )
ისეთი ადამიანი უნდა იპოვოთ ვისთანაც არ იგრძნობთ

სათქმელად ადვილია
მაგრამ რამდენად არის შესაძლებელი

Posted by: guri8 10 Oct 2018, 14:19
QUOTE (predictable @ 9 Oct 2018, 19:36 )
QUOTE (POKERISBLUFF @ 9 Oct 2018, 18:20 )
ისეთი ადამიანი უნდა იპოვოთ ვისთანაც არ იგრძნობთ

სათქმელად ადვილია

სათქმელად მართლაც რომ ყველაფერი ადვილია yes.gif smile.gif .....

Posted by: lilululu 11 Oct 2018, 03:07
მიყვარს მარტოობა,მაგრამ ხანდახან ძალიან არ მომწონს მარტოობა. პერიოდულად ძალაინ მომწონს

Posted by: PANTALONE 11 Oct 2018, 04:35
ჩემი მარტოობის ფიტულს ასდის მტვერი ყველაგან ნადები
როცა დაბერტყავ სუფთა ვიქნები

Posted by: Melimonadze 11 Oct 2018, 19:15
QUOTE (predictable @ 9 Oct 2018, 19:36 )
QUOTE (POKERISBLUFF @ 9 Oct 2018, 18:20 )
ისეთი ადამიანი უნდა იპოვოთ ვისთანაც არ იგრძნობთ

სათქმელად ადვილია
მაგრამ რამდენად არის შესაძლებელი

როდესაც ის ადამიანები რომლებიც მოგვწონს უარს ამბობენ ჩვენთან ურთიერთობაზე,
საპირისპირო სქესს არ ვგულისხმობ მხოლოდ, უნდა დავიკიდოთ yes.gif
ხოლო ის ადამიანები რომლებიც მაინცა და მაინც არ გვესიმპატიურება, მაგრამ სურთ ჩვენთან ყოფნა
რამენაირად უნდა შევეგუოთ და ხელი არ ვკრათ, ლოთებს და მათხოვრება არ ვგულისხმობ

Posted by: Haidi 12 Oct 2018, 15:38
ქაოტური სამსახურის მერე და კიდე საშინელი ტრანსპორტით მგზავრობის მერე,სახლში რო მივდივარ ,სულლ მინდა მარტო ვიყო.არავისთან არ მინდა ურთიერთობა,მინდა მარტო ცხოვრება ,ეს არ ნიშნავს რო მარტო სული ვარ,მაგრამ ბევრი ჩემს გარშემო მასე რო ვფიქრობ გონიათ რო მარტო სული ვარ ((((

Posted by: predictable 12 Oct 2018, 15:57
QUOTE (Melimonadze @ 11 Oct 2018, 19:15 )
ხოლო ის ადამიანები რომლებიც მაინცა და მაინც არ გვესიმპატიურება, მაგრამ სურთ ჩვენთან ყოფნა
რამენაირად უნდა შევეგუოთ და ხელი არ ვკრათ, ლოთებს და მათხოვრება არ ვგულისხმობ

ანუ ისევ უნდა ვიტანჯოთ


...............

Posted by: Melimonadze 12 Oct 2018, 19:24
predictable
QUOTE
ანუ ისევ უნდა ვიტანჯოთ

ხშირად, საკმაოდ სუბიექტური მოტივით გვსურს ხალხის დაპაშოლება,
არ გამოდის ეგრე, კომპრომისი აუცილებელია ურთიერთობაში

Posted by: Taisiaa 12 Oct 2018, 19:35
მე მარტოობა არ მიყვარს,სისულელეებზე მეფიქრება და მირჩევნია ბევრი ხალხი მეხვიოს გარშემო ...

Posted by: Adi 13 Oct 2018, 08:41
მარტოობა ჩემი მეგობარია, ჩემი მესაიდუმლე და ტკივილია...

Posted by: guri8 13 Oct 2018, 14:04
QUOTE (Taisiaa @ 12 Oct 2018, 19:35 )
მე მარტოობა არ მიყვარს,სისულელეებზე მეფიქრება და მირჩევნია ბევრი ხალხი მეხვიოს გარშემო ...

ჰო ეს მინუსი ნამდვილად აქვს smile.gif .

Posted by: Temperance 13 Oct 2018, 16:48
ხო კიდე მორცხვი თუ ხარ მარტოობა და სუფთა ჰაერი ასწორებს.

Posted by: Adi 13 Oct 2018, 16:50
Temperance
QUOTE
ხო კიდე მორცხვი თუ ხარ მარტოობა და სუფთა ჰაერი ასწორებს.

up.gif
სწორედ ახლა ვაპირებ გასვლას. biggrin.gif

Posted by: Aristanti 13 Oct 2018, 17:40
მარტოობაშია შექმნილი გენიალური ნაწარმოებები


Posted by: Temperance 13 Oct 2018, 17:53
აი ის წამი მარტო რო ხარ და თან კარგად/ჯანმრთელად და ბედნიერი არის საუკეთესო მომენტი. თუ კარგ ბუნებაში ხარ მითუმეტეს.

Posted by: POKERISBLUFF 13 Oct 2018, 17:57
QUOTE (guri8 @ 10 Oct 2018, 15:19 )
QUOTE (predictable @ 9 Oct 2018, 19:36 )
QUOTE (POKERISBLUFF @ 9 Oct 2018, 18:20 )
ისეთი ადამიანი უნდა იპოვოთ ვისთანაც არ იგრძნობთ

სათქმელად ადვილია

სათქმელად მართლაც რომ ყველაფერი ადვილია yes.gif smile.gif .....

რთული მარტივი რა შუაშია აქ
როცა იპოვი იმ ადამიანს ვისთანაც ყველაფერი გენდომება იქ სრულდება მარტოობის განდა/სურვილი....


პოვნა არ გულისხმობს ძებნას
ძებნა სისულელეა
უკეთ მიხვდებით დროთა განმავლობაში
უბრალოდ მე ვამბობ იმას რომ რაც არუნდა მარტო იყოს ადამიანი და მიჩვეული მარტოობას
ზუსტად ის როცა გამოჩნდება, ვისზე ერთხელ მაინც გიფიქრია, წარმოგიდგენია, ან გიოცნებია
სულ სხვანაირია ყველაფერი
და მარტო ყოფნაც არ გინდა იმდენად, ავსებთ ორივე ყველაფერს
ესაა და ეს.

Posted by: guri8 13 Oct 2018, 19:45
QUOTE (POKERISBLUFF @ 13 Oct 2018, 17:57 )
QUOTE (guri8 @ 10 Oct 2018, 15:19 )
QUOTE (predictable @ 9 Oct 2018, 19:36 )
QUOTE (POKERISBLUFF @ 9 Oct 2018, 18:20 )
ისეთი ადამიანი უნდა იპოვოთ ვისთანაც არ იგრძნობთ

სათქმელად ადვილია

სათქმელად მართლაც რომ ყველაფერი ადვილია yes.gif smile.gif .....

რთული მარტივი რა შუაშია აქ
როცა იპოვი იმ ადამიანს ვისთანაც ყველაფერი გენდომება იქ სრულდება მარტოობის განდა/სურვილი....


პოვნა არ გულისხმობს ძებნას
ძებნა სისულელეა
უკეთ მიხვდებით დროთა განმავლობაში
უბრალოდ მე ვამბობ იმას რომ რაც არუნდა მარტო იყოს ადამიანი და მიჩვეული მარტოობას
ზუსტად ის როცა გამოჩნდება, ვისზე ერთხელ მაინც გიფიქრია, წარმოგიდგენია, ან გიოცნებია
სულ სხვანაირია ყველაფერი
და მარტო ყოფნაც არ გინდა იმდენად, ავსებთ ორივე ყველაფერს
ესაა და ეს.

ყველაფერი ნამდვილად არავისთან გვენდომება არც მე და არც არავის smile.gif

დანარჩენში გარკვეულწილად მართალი ხარ .

Posted by: lamber_man 14 Oct 2018, 02:33
მეც მიყვარს .

Posted by: დაშლიი? 14 Oct 2018, 02:35
მაგარი მუღამი აქვს...



_______________

Posted by: lombardooo 14 Oct 2018, 12:52
ადამიანი საკუთარ თავშივე ჰპოვებს ბედნიერებას,ასეთ დროს მისთვის აღარ აქვს მნიშნელობა მარტოა თუ არა.თუ მარტოა თვითკმარი იქნება და თუ არა სხვასაც გაუნაწილებს ამ სიხარულს.

Posted by: Melimonadze 14 Oct 2018, 13:12
QUOTE (lombardooo @ 14 Oct 2018, 12:52 )
ადამიანი საკუთარ თავშივე ჰპოვებს ბედნიერებას,ასეთ დროს მისთვის აღარ აქვს მნიშნელობა მარტოა თუ არა.თუ მარტოა თვითკმარი იქნება და თუ არა სხვასაც გაუნაწილებს ამ სიხარულს.

წადი მაშინ ტყეში და იცხოვრე, ვინ გიშლის

Posted by: Adi 14 Oct 2018, 13:15
QUOTE (Melimonadze @ 14 Oct 2018, 13:12 )
QUOTE (lombardooo @ 14 Oct 2018, 12:52 )
ადამიანი საკუთარ თავშივე ჰპოვებს ბედნიერებას,ასეთ დროს მისთვის აღარ აქვს მნიშნელობა მარტოა თუ არა.თუ მარტოა თვითკმარი იქნება და თუ არა სხვასაც გაუნაწილებს ამ სიხარულს.

წადი მაშინ ტყეში და იცხოვრე, ვინ გიშლის

lol.gif lol.gif
..........................

Posted by: lombardooo 14 Oct 2018, 13:19
QUOTE (Melimonadze @ 14 Oct 2018, 13:12 )
QUOTE (lombardooo @ 14 Oct 2018, 12:52 )
ადამიანი საკუთარ თავშივე ჰპოვებს ბედნიერებას,ასეთ დროს მისთვის აღარ აქვს მნიშნელობა მარტოა თუ არა.თუ მარტოა თვითკმარი იქნება და თუ არა სხვასაც გაუნაწილებს ამ სიხარულს.

წადი მაშინ ტყეში და იცხოვრე, ვინ გიშლის

და ადგილმდებარეობას მითუმეტეს აღარ აქვს მნიშვნელობა ასეთ დროს,თუ გინდა ტყეში იყოს,თუ გინდა თეთრ სახლში ან მარსზე

Posted by: Melimonadze 14 Oct 2018, 14:37
lombardooo
QUOTE
და ადგილმდებარეობას მითუმეტეს აღარ აქვს მნიშვნელობა ასეთ დროს,თუ გინდა ტყეში იყოს,თუ გინდა თეთრ სახლში ან მარსზე 

უამრავი მიზანტროპი და სოციოპატია, როგორც წესი ასეთები ან ფსიქიატრიულში ხვდებიან ან ციხეში, ან სიცოცხლის ბოლო წუთებს მარტოები ატარებენ და დამმარხველიც არავინ ყავთ, მერე მეზობლები რეკავენ პატრულში როდესაც გვამის სუნი აწუხებთ,
საკმაოდ ნაღვლიანი პერსპექტივაა,
ასე რომ ცოლ-შვილი, მშობლები, მეზობლები, მეგობრები, ნათესავები ნორმალური ადამიანის აუცილებელი ატრიბუტია

Posted by: lombardooo 14 Oct 2018, 14:45
QUOTE (Melimonadze @ 14 Oct 2018, 14:37 )
lombardooo
QUOTE
და ადგილმდებარეობას მითუმეტეს აღარ აქვს მნიშვნელობა ასეთ დროს,თუ გინდა ტყეში იყოს,თუ გინდა თეთრ სახლში ან მარსზე 

უამრავი მიზანტროპი და სოციოპატია, როგორც წესი ასეთები ან ფსიქიატრიულში ხვდებიან ან ციხეში, ან სიცოცხლის ბოლო წუთებს მარტოები ატარებენ და დამმარხველიც არავინ ყავთ, მერე მეზობლები რეკავენ პატრულში როდესაც გვამის სუნი აწუხებთ,
საკმაოდ ნაღვლიანი პერსპექტივაა,
ასე რომ ცოლ-შვილი, მშობლები, მეზობლები, მეგობრები, ნათესავები ნორმალური ადამიანის აუცილებელი ატრიბუტია

სოციოპატია და მიზანტროპია რა შუაშია იმასთან რაც დავწერე?? ვთქვათ,ვინმე რიგითი ბერი(არ აქვს მნიშვნელობა რომელი რელიგიის),მიზანტროპია უეჭველადან? ან

Posted by: Adi 14 Oct 2018, 15:46
QUOTE
საკმაოდ ნაღვლიანი პერსპექტივაა,
ასე რომ ცოლ-შვილი, მშობლები, მეზობლები, მეგობრები, ნათესავები ნორმალური ადამიანის აუცილებელი ატრიბუტია

ჰო.
მაგრამ მკიდია. მაგაზე არ ვფიქრობ. მარტო ვარ და მარტო მოვკვდები. როგორც იქნება და რაც იქნება.
სიბერემდე მეეჭვება მივაღწიო, ის კი არადა, შუახნამდეც არამგონია. რო მოვკვდები კიდე მაგრად მკიდია დამმარხავენ თუ დამწვავენ.
მომტყვნია პატრონი...


Posted by: lombardooo 14 Oct 2018, 15:48
QUOTE (Adi @ 14 Oct 2018, 15:46 )
QUOTE
საკმაოდ ნაღვლიანი პერსპექტივაა,
ასე რომ ცოლ-შვილი, მშობლები, მეზობლები, მეგობრები, ნათესავები ნორმალური ადამიანის აუცილებელი ატრიბუტია

ჰო.
მაგრამ მკიდია. მაგაზე არ ვფიქრობ. მარტო ვარ და მარტო მოვკვდები. როგორც იქნება და რაც იქნება.
სიბერემდე მეეჭვება მივაღწიო, ის კი არადა, შუახნამდეც არამგონია. რო მოვკვდები კიდე მაგრად მკიდია დამმარხავენ თუ დამწვავენ.
მომტყვნია პატრონი...

lol.gif რა მაცინებს..კახელი იქნები შენ

Posted by: Adi 14 Oct 2018, 15:50
lombardooo
QUOTE
რა მაცინებს..კახელი იქნები შენ

რაჭველი ვარ.

Posted by: lombardooo 14 Oct 2018, 15:53
QUOTE (Adi @ 14 Oct 2018, 15:50 )
lombardooo
QUOTE
რა მაცინებს..კახელი იქნები შენ

რაჭველი ვარ.

რაჭაში თუ ცხოვრობ კი იტყოდი მაგ სიტყვებს რაც ზემოთ დაწერე,მგონი ყველაზე მეტად ეგ კუთხეა დაცლილი

Posted by: Adi 14 Oct 2018, 15:55
lombardooo
QUOTE
რაჭაში თუ ცხოვრობ კი იტყოდი მაგ სიტყვებს რაც ზემოთ დაწერე,მგონი ყველაზე მეტად ეგ კუთხეა დაცლილი

არა. წესივრად ნამყოფიც არ ვარ. მხოლოდ გავლით biggrin.gif

Posted by: lombardooo 14 Oct 2018, 16:02
QUOTE (Adi @ 14 Oct 2018, 15:55 )
lombardooo
QUOTE
რაჭაში თუ ცხოვრობ კი იტყოდი მაგ სიტყვებს რაც ზემოთ დაწერე,მგონი ყველაზე მეტად ეგ კუთხეა დაცლილი

არა. წესივრად ნამყოფიც არ ვარ. მხოლოდ გავლით biggrin.gif

სოფელი თუ გაქვს ადი-ერთი რაც აქვს რაჭას უდაოდ-სიმშვიდე სამარისებური

Posted by: Adi 14 Oct 2018, 16:08
lombardooo
QUOTE
სოფელი თუ გაქვს ადი-ერთი რაც აქვს რაჭას უდაოდ-სიმშვიდე სამარისებური

წარმოდგენა არ მაქვს რა ხდება საერთოდ რაჭაში.
რო მქონდეს სახლი ავიდოდი.


Posted by: Melimonadze 14 Oct 2018, 17:41
lombardooo
QUOTE
სოციოპატია და მიზანტროპია რა შუაშია იმასთან რაც დავწერე?? ვთქვათ,ვინმე რიგითი ბერი(არ აქვს მნიშვნელობა რომელი რელიგიის),მიზანტროპია უეჭველადან? ან 

ბერი სხვა მასტია, თანაც ძირითადად მონასტერში არიან და მარტოობას არ განიცდიან, ნუ განდეგილი ეს სხვა ფენომენია, თავისი მიზნები აქვთ ღმერთთან სიახლევე მათი წარმოდგენაში თანაც მოყვასის სიყვარულს ინარჩუნებენ spy.gif

Adi
QUOTE
ჰო.მაგრამ მკიდია. მაგაზე არ ვფიქრობ. მარტო ვარ და მარტო მოვკვდები. როგორც იქნება და რაც იქნება.სიბერემდე მეეჭვება მივაღწიო, ის კი არადა, შუახნამდეც არამგონია. რო მოვკვდები კიდე მაგრად მკიდია დამმარხავენ თუ დამწვავენ.მომტყვნია პატრონი...

შენ ჩემი მეზობელი უნდა გენახა, თაგვმა გამოხრა საწყალი ქალი spy.gif
ძლივს ჩავათრიეთ კუბოს მაგვარი რაღაც მე-8 სართულიდან, წელი ჩამწყდა, არც შევიწუხებდი თავს მაგრამ სადარბაზოში გვამის სუნი იდგა

Posted by: KhAtiaAa 14 Oct 2018, 23:49
Adi

შემთხვევით შემოვედი ამ თემაში და ცოტაარიყოს მეწყინა, რომ ასეთ ახალგაზრდას უკვე ჩაქნეული გაქვს ყველაფერზე ხელი, ეს ყველაფერი კი ვფიქრობ უმეტესად გამოწვეულია წარსულის ცუდი გამოცდდილებებით, თუნდაც, მშობლების არასათანადო ყურადღებით, რაც ვფიქრობ, რომ ჩვენს რეალობაში საკმაოდ ხშირი მოვლენაა, ხშირ სემთხვევაში, ჩვენთან მშობლები ორიენტირებულნი არიან ბავშვების გაზრდაზე, სხვა მხრივ, შვილთან ახლო კომუნიკაცია არ აქვთ, არ იციან თუ რა ხდება მათი შვილების გონებაში, ეს ყველაფერი კი ვფიქრობ დიდ როლს თამაშობს ბავშვის ჩამოყალიბებაში. მაგრამ, რაც არ უნდა იყოს, როგორი მშობლებიც არ უნდა ჰყავდეს ადამიანს ან როგორ გარემოშიც არ უნდა იყოს, მთავარი მაინც საკუთარი თავის სიყვარულია, ადამიანი ყველანაირად უნდა ეცადოს, რომ საკუთარი თავი გააუმჯობესოს, ამბიციები გაიჩინოს, გარემო უკეთესობისკენ შეცვალოს და რაღაცას ან ვიღაცას არ უნდა მისცეს საშუალება რომ ხასიათი გაუფუჭოს და მითუმეტეს დეპრესიაში ჩააგდოს და ცხოვრებაზე ხელი ჩააქნევინოს, ნუ დეპრესია ვის არ ჰქონია, მაგრამ მაგასაც აქვს იოლი და შედარებით რთული ფორმები, რის გადალახვაც ზოგს უჭირს და დახმარება სჭირდება, იმ შემთხვევაში, თუ ადამიანს არ ჰყავს გამგებიანი ადამიანები გარშემო, საუკეთესო გზა ანტიდეპრესანტებია, რაც დეპრესიაში მყოფ ადამიანს შეიძლება ეგონოს რომ არ დაეხმარება, მაგრამ სინამდვილეში ნამდვილად ეფექტურია. ასევე, აი, რამდენი ცნობილია ადამიანია, ვინც ახალგაზრდობაში დეპრესიით იტანჯებოდა, მაგრამ ბევრ წარმატებებს მიაღწიეს მაგ: ანჯელინა ჯოლი და სხვა. პს, კიდევ მინდა აღვნიშნო, რომ დეპრესია და ყველაფერი მსგავსი მხოლოდ ჭკვიან და შეგნებულ ადამიანებს ემართებათ, თორემ სულელებს არც არაფერი ადარდებთ და კი დადიან სულ გაკრეჭილები yes.gif wink.gif აი, არ შემეძლო ეს რომ არ დამეწერა.

Posted by: lombardooo 15 Oct 2018, 00:22
ანჯელინას ხსენებაზე კიდევ უფრო მედ დეპრესიაში არ ჩავარდნენ...ზოგადად დეპრესიულ ადამიანს არ შეიძლება სხვისი მაგალითი მოუყვანო,ამით შეიძლება უარეს მდგომარეობამდე მივიდეს.

Posted by: KhAtiaAa 15 Oct 2018, 00:28
QUOTE (lombardooo @ 15 Oct 2018, 00:22 )
ანჯელინას ხსენებაზე კიდევ უფრო მედ დეპრესიაში არ ჩავარდნენ...ზოგადად დეპრესიულ ადამიანს არ შეიძლება სხვისი მაგალითი მოუყვანო,ამით შეიძლება უარეს მდგომარეობამდე მივიდეს.

ამაზე არ მიფიქრია, ვიფიქრე უფრო წაახალისებდა, რადგან ადამიანი როდესაც დეპრესიაშია, ჰგონია, რომ ყოველთვის ასე იქნება და მომავლის იმედი აქვს დაკარგული.

Posted by: lombardooo 15 Oct 2018, 00:55
დეპრესიულ ადამიანს როგორც თოვლს ისე უნდა მოექცე..

Posted by: Melimonadze 15 Oct 2018, 21:17
KhAtia11111
QUOTE
პს,  კიდევ მინდა აღვნიშნო, რომ დეპრესია და ყველაფერი მსგავსი მხოლოდ ჭკვიან და  შეგნებულ ადამიანებს ემართებათ, თორემ სულელებს არც არაფერი ადარდებთ და კი დადიან სულ გაკრეჭილები     აი, არ შემეძლო ეს რომ არ დამეწერა.

არა, დეპრესია როგორც წესი სუსტ ადამიანებს ემართებათ,
მაგრამ სისუსტე არაა სტატიკური მდგომარეობა,
ზოგჯერ დეპრესია აუცილებელია, თუკი ადამიანი უმუშევარი რჩება და ხანგრძლივი დროის მანძილზე ვერ შოულობს სამუშაოს და თუკი ეს მას არ აწუხებს და დეპრესიაში არ ვარდები ე.ი. ის ეგუება უქნარობას,
ძირითადად დეპრესიის მიზეზი ამპარტავნობააა, ამპარტავნობა კი სისუსტე და კომპლექსებია "მე სხვაზე უკეთესი ვარ" ან "მე ამას არ ვიმსახურებ" იმსახურებ და სხვა უკეთესი არ ხარ, ამის გაცნობიერებაა აუცილებელი,
აი როდესაც უკვე საკუთარ თავზე მუშაობ და მთელ რიგ წინააღმდეგობებს ლახავ და ხდება სხვებისთვის საჭირო ადამიანი, აქ უკვე შეგიძლია შეიგრძნო თავდაჯერებულობა რომელიც გამოცდილებას და პროფესიოანლიზმს ემყარება

ამიტომაც კატეგორიულად მიუღებელია ჩემთვის თვითშთაგონება და ეგ. წოდებული მედიტაცია, თვითგიპოზი, რაც საკუთარი თავის მოტყუებას უდრის,
არ შეიძლება ადამიანი თუკი ქაქშია თქვას რომ კარგადაა, რომ მას პრობლემები არა აქვს და ყველაფრი რიგზეა, არა მან უნდა დაინახოს რომ დიახაც ის ქაქშია და ქაქში ყოფნა სისაძაგლეა

Posted by: KhAtiaAa 15 Oct 2018, 22:55
QUOTE (Melimonadze @ 15 Oct 2018, 21:17 )
KhAtia11111
QUOTE
პს,  კიდევ მინდა აღვნიშნო, რომ დეპრესია და ყველაფერი მსგავსი მხოლოდ ჭკვიან და  შეგნებულ ადამიანებს ემართებათ, თორემ სულელებს არც არაფერი ადარდებთ და კი დადიან სულ გაკრეჭილები     აი, არ შემეძლო ეს რომ არ დამეწერა.

არა, დეპრესია როგორც წესი სუსტ ადამიანებს ემართებათ,
მაგრამ სისუსტე არაა სტატიკური მდგომარეობა,
ზოგჯერ დეპრესია აუცილებელია, თუკი ადამიანი უმუშევარი რჩება და ხანგრძლივი დროის მანძილზე ვერ შოულობს სამუშაოს და თუკი ეს მას არ აწუხებს და დეპრესიაში არ ვარდები ე.ი. ის ეგუება უქნარობას,
ძირითადად დეპრესიის მიზეზი ამპარტავნობააა, ამპარტავნობა კი სისუსტე და კომპლექსებია "მე სხვაზე უკეთესი ვარ" ან "მე ამას არ ვიმსახურებ" იმსახურებ და სხვა უკეთესი არ ხარ, ამის გაცნობიერებაა აუცილებელი,
აი როდესაც უკვე საკუთარ თავზე მუშაობ და მთელ რიგ წინააღმდეგობებს ლახავ და ხდება სხვებისთვის საჭირო ადამიანი, აქ უკვე შეგიძლია შეიგრძნო თავდაჯერებულობა რომელიც გამოცდილებას და პროფესიოანლიზმს ემყარება

ამიტომაც კატეგორიულად მიუღებელია ჩემთვის თვითშთაგონება და ეგ. წოდებული მედიტაცია, თვითგიპოზი, რაც საკუთარი თავის მოტყუებას უდრის,
არ შეიძლება ადამიანი თუკი ქაქშია თქვას რომ კარგადაა, რომ მას პრობლემები არა აქვს და ყველაფრი რიგზეა, არა მან უნდა დაინახოს რომ დიახაც ის ქაქშია და ქაქში ყოფნა სისაძაგლეა

ზოგადად, საკმაოდ რთული თემაა, და დეპრესიასაც მრავალი გამომწვევი მიზეზი შეიძლება ჰქონდეს, მაგრამ ვინაიდან ეს თემა მარტოობას ეხება, ასე ვიტყოდი, რომ ყველა ადამიანი განსხვავდება ერთმანეთისგან და ის, რაც ერთისთვის ჩვეულბრიი მოლენაა, ამან სხვაზე შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს, ანუ ისევ ადამიანების ინდივიდუალურობასთან მივდივარ, ამ ინდივიდუალურობაზე კი, ჩემი აზრით, დიდ გავლენას ახდენს ოჯახი, სოციუმი, რომელშიც ეს ადამიანი გაიზარდა, ხოლო თუ ამ ადამიანს არ მოსწონს ეს გარემო, შემდეგ ეწყება მათთან გაუცხოება და უნდება მათგან თავის შორს დაჭერა, რასაც ქშემდგომში მიჰყავს მარტოობისკენ და დეპრესიისკენ, აი უბრალდ ვერ წარმომიდგენია, ადამიანს, რომელიც ჯანსაღ გარემოში იზრდება ( ვგულისხმობ ოჯახს, სოციუმს) სრულიად განმარტოვების სურვილი გაუჩნდეს და არავის ნახვა არ უნდოდეს, აი ვერ დავიჯერებ, , რომ ბავშვი დაბადებდან დეპრესიული დაიბადოს, შეიძლება ემოციური იყოს თავიდანვე, მაგრამ დეპრესიული არა. მეც მქონია ბევრჯერ ისეთი მომენტი, რომ გაბრაზებულზე ძალიან მინდოდა რამოდენიმდ ნათესავთან ან ვითომ მეგობართან გამეწყვიტა ურთიერთობა, მაგრამ არ გამოდის, მარტოობას მაინც ყველაფერი სჯობია, მოკლედ, ძალიან ბევრი ვიფილოსოფოსე, მაგრამ, მაინც რაღაც მხრივ გეთანხმები, იმაში, რომ მანდ ამპარტავნების ამბავიც შეიძლება იყოს, რადგან ადამიანს როცა მარტოობა უნდება, ესე იგი შესაძლოა მისი თავი მიაჩნდეს სხვებზე უკეთესად და თავს არ უყადრებდეს სხვებს, ან შესაძლოა უბრალოდ დაბალი თვითშეფასების ამბავიც იყოს. და თუ ვინმეს რამეში ეჭირდება ჩემი რჩევა, ვურჩევდი , რომ თუ ვინმე ამჩნევს რომ დეპრესია აქვს და თავისით ვერ გამოდის, გამოსწვალი არის, თუნდაც ანტიდეპრესანტები.

Posted by: lombardooo 15 Oct 2018, 23:49
შენ ავერსის ან ჯიპისის წარმმადგენელი ხო არ ხარ და წამლების გასაღებას ცდილობ? smile.gif))))

Posted by: KhAtiaAa 15 Oct 2018, 23:57
QUOTE (lombardooo @ 15 Oct 2018, 23:49 )
შენ ავერსის ან ჯიპისის წარმმადგენელი ხო არ ხარ და წამლების გასაღებას ცდილობ? smile.gif))))

შეიძლება არასწორია წამლებისკენ მითითება, მაგრამ ზოგზოგიერთებს ისეთი რაღაცეები ეწერა, რომ მასეთ მდგომარეობაში მუდმივ ყოფნას, ისევ თუნდაც მაგით მიხმარება სჯობია, და კიდევ, მართლა ეგრე რომ იყოს, რასაც შენ ამბობ, ამდენის წერით ნამდვილად არ შევიწუხებდი თავს smile.gif

Posted by: user117 16 Oct 2018, 00:07
მარტოობა უარყოფით გავლენას ახდენს ფსიქიკაზე. ადამიანი სოციალური არსებაა და მისი სული მუდმივად მოითხოვს ურთიერთობას, როგორც მცენარე წყალს ან სინათლეს. ამიტომ არის მარტო ყოფნა დეპრესიის სათავე და წყარო.

Posted by: lombardooo 16 Oct 2018, 00:08
QUOTE (KhAtia11111 @ 15 Oct 2018, 23:57 )
QUOTE (lombardooo @ 15 Oct 2018, 23:49 )
შენ ავერსის ან ჯიპისის წარმმადგენელი ხო არ ხარ და წამლების გასაღებას ცდილობ? smile.gif))))

შეიძლება არასწორია წამლებისკენ მითითება, მაგრამ ზოგზოგიერთებს ისეთი რაღაცეები ეწერა, რომ მასეთ მდგომარეობაში მუდმივ ყოფნას, ისევ თუნდაც მაგით მიხმარება სჯობია, და კიდევ, მართლა ეგრე რომ იყოს, რასაც შენ ამბობ, ამდენის წერით ნამდვილად არ შევიწუხებდი თავს smile.gif

გეხუმრები კაცო,მაგათ რაც უსაღდებათ და შესდით იის 0.1% მომცა..მაგათგან გატყავებულ ხალხს კი სჭირდება ისე ანტიდეპრესანტები

Posted by: Melimonadze 16 Oct 2018, 19:09
KhAtia11111
QUOTE
ან შესაძლოა უბრალოდ დაბალი თვითშეფასების ამბავიც იყოს

როდესაც ადამიანი ვერ აკეთებს ელემენტარულ რაღაცას და ამის გამო დასცინიან, მას უჩდნება სწორად ეს დაბალი თვითშეფასება,
მასში ხედავენ დაბალ ღობეს და ახრამუნებენ, ხშირად ასეთი ადამიანი ემიჯნება გარშემო მყოფებს და იკეთება საკუთარ თავში რაც უფრო ამძიმებს მის მდგომარეობას

გამსავალი არსებული სიტუაციიდან იცოდინებათ იმ ადამიანებს ვინც ასეთ მდგომარეობაში იყო ხანგრძლივი დროის მანძილზე და ბოლო ბოლო გააღწია და დაძლია თავისი სისუსტეები და დაიმკვიდრა თავი საზოგადოებაში

Posted by: KhAtiaAa 16 Oct 2018, 21:50
QUOTE (Melimonadze @ 16 Oct 2018, 19:09 )
KhAtia11111
QUOTE
ან შესაძლოა უბრალოდ დაბალი თვითშეფასების ამბავიც იყოს

როდესაც ადამიანი ვერ აკეთებს ელემენტარულ რაღაცას და ამის გამო დასცინიან, მას უჩდნება სწორად ეს დაბალი თვითშეფასება,
მასში ხედავენ დაბალ ღობეს და ახრამუნებენ, ხშირად ასეთი ადამიანი ემიჯნება გარშემო მყოფებს და იკეთება საკუთარ თავში რაც უფრო ამძიმებს მის მდგომარეობას

გამსავალი არსებული სიტუაციიდან იცოდინებათ იმ ადამიანებს ვინც ასეთ მდგომარეობაში იყო ხანგრძლივი დროის მანძილზე და ბოლო ბოლო გააღწია და დაძლია თავისი სისუსტეები და დაიმკვიდრა თავი საზოგადოებაში

100&-ით გეთანხმები, არ ვიცი ვინმეს ჩემი გამოცდილება გამოადგება თუ არა, მაგრამ, მაინც დავწერ, ზოგადად ყოველთვის ზედმეტად მხიარული ბავშვი ვიყავი, თუმცა დაახლოებით, 13 წლის ასაკში, ალბათ იმის გამო რომ ზრდასრულაბაში შევედი, უკვე დავიწყე ისეთ რაღაცეებზე ყურადღების მიქცევა, რასაც ადრე ყურადღებასაც კი არ ვაქცევდი, მაგალითად, შევამჩნიე, რომ ყველა ჩემნაირი არ იყო, მე თუ არასდროს მეზარებოდა სხვისი დახმარება და ნაივურად კეთილი ვიყავი, გავაანალიზე, რომ ის სხვა თავსაც არ შეიწუხებდა , ასევე ხშირად ვაწყდებოდი უაზრო კონკურენციას, კიდევ, უცხო ალბათ არავისთვისაა რომ ძალიან ბევრი შურუიანი ადამიანია ჩვენს გარშემო, რომელთაც სხვისი ცუდი უფრო უხარიათ, ვიდრე კარგი. აი ადამიანზე რამე კარგს რომ გაიგებენ და ეშმაკურად რომ იციან მოლოცვები, ვითომ მართლა უხაროდეთ biggrin.gifDმოკლედ საერთოდ ვერ ვხვდებოდი და ვერ წარმომედგინა თუ რატო იქცეოდა ზოგი ასე და მოკლედ ბევრჯერ მინდოდა, რომ ამ ზედმეტი ხალხისგან თავი ამერიდებინა და იყო მომენტები , როდესაც ორი კვირით სოციალურ ქსელშიც კი არ შევსულვარ, რადგან მინდოდა არ მინდოდა ყველა მანდ იყო. საბოლოოდ, დროთა განმავლობაში, გავიაზრე, რომ ყველა ისეთად უნდა მიმეღო როგორებიც იყვნენ, რადგან მათგან განდგომა ცუდის მეტს არაფერს მომცემდა და არც ვაპირებდი ვიღაცის გამო მარტო ყოფნას, რადგან ყოველთვის მქონდა ჩემი მიზნები და ასევე ძალიან მიყვარდა ჩემი თავი და არავის მივცემდი უფლებას, რომ რამენაირად ჩავეკეტე.მოკლედ, მაგის მერე დრო გავიდა და ეხლა საერთოდ აღარ მაქვს ეგ პრობლემა, აი საერთოდ არ მაინტერესებს ვინ როგორია, საერთოდ არავისგან არაფერი მიმაქვს გულთან, თვითშეფასება ამიმაღლდა, რადგან არავინ არავისზე არაფრითაა მეტი და მეტი საქმე არ მაქვს სხვისგან ოდესმე რამე მეწყინოს, მოკლედ ყველაფერი დროსთან ერთად მოდის, მთავარია დაფიქრება, თუ რა უფრო არგებს ადამიანს და არა ის, რომ დადგეს ადამიანი და იმის გამო, რომ ვიღაცეები არ მოსწონს, ან ზოგადად ცხოვრებისგან უკმაყოფილოა, ყველაფერზე ჩაიქნიოს ხელი და გაიუფერულოს ცხოვრება. მოკლედ, საკუთარი გამოცდილებიდან, ყველას ვურჩევდი, ზედმეტი არ იფიქროთ და ყველაფერს იუმორით შეხედეთ და არასდროს არაფერი დეპრესიის მსგავსი არ შეგაწუხებთ. მოკლედ წარმატებები ყველას. old.gif 2kiss.gif

Posted by: lombardooo 16 Oct 2018, 22:43
შენ როგორც ვხედავ პირადი კომფორტი მოიწყვე,არადა ამ ქვეყნად თუ არაფერზე გული არ შეგტკივა და არ სწუხარ რა გამოდის- "გუ;თან არ მიიტანოთ","ზედმეტი არ იფიქროთ"-ეს არის კატასტროფული ფარაზა ადამიანისთვის,ფიქრი არასდროსაა ზედმეტი და უგულობა კიდევ ადამიანისთვის უცხო უნდა იყოს პირიქით..

Posted by: tako44 16 Oct 2018, 22:48
რაღაც პერიოდი მეგონა, რომ მარტოობა არ იყო ისე მძიმე, როგორც აღწერდნენ ხოლმე, ბოლო რამდენიმე წელია (განსაკუთრებით კი ბოლო ერთი წელი) საშინლად განვიცდი ასე ყოფას. სულ რამდენიმე ადამიანთან კონტაქტით შემოვიფარგლები და ვხვდები, რომ არ არის კარგი. ვერც ვერაფერს ვცვლი რეჟიმიდან გამომდინარე. ტასკაა სერიოზული sad.gif

Posted by: პიანისტი 16 Oct 2018, 22:52
tako44
მერე რას ელოდები? თუ არ მოგწონს რაც ხდება შენს თავს.

Posted by: KhAtiaAa 16 Oct 2018, 22:56
QUOTE (lombardooo @ 16 Oct 2018, 22:43 )
შენ როგორც ვხედავ პირადი კომფორტი მოიწყვე,არადა ამ ქვეყნად თუ არაფერზე გული არ შეგტკივა და არ სწუხარ რა გამოდის- "გუ;თან არ მიიტანოთ","ზედმეტი არ იფიქროთ"-ეს არის კატასტროფული ფარაზა ადამიანისთვის,ფიქრი არასდროსაა ზედმეტი და უგულობა კიდევ ადამიანისთვის უცხო უნდა იყოს პირიქით..

არა, ძალიან არასწორად გამიგე, მე ის არ მიგულისხმია, რომ გული არავისზე შემტკივა, პირიქით, ეგრე რომ იყოს აქ ამდენს რატომ დავპოსტავდი biggrin.gif მე მარტო ის ვიგულისხე, რომ არ ღირს ზოგიერთი უღირსი ადამიანის გამო საკუთარ თავში ჩაკეტვა და განმარტოება, არამედ, მე ვურჩიე სხვებს, რომ ასეთ ხალხს არ მიაქციონ ყურადღება, რადგან ასეთი ბევრი სეიძლება იყოს ადამიანის გარშემო, და ყველასთან თუ გაწყვიტა ადამიანმა კავშირი, აი ამას მივყავართ უკვე მარტოობისკენ, რასაც ბევრი უარყოფითი მოაქვს.

Posted by: lilululu 16 Oct 2018, 23:16
QUOTE (KhAtia11111 @ 16 Oct 2018, 22:56 )
QUOTE (lombardooo @ 16 Oct 2018, 22:43 )
შენ როგორც ვხედავ პირადი კომფორტი მოიწყვე,არადა ამ ქვეყნად თუ არაფერზე გული არ შეგტკივა და არ სწუხარ რა გამოდის- "გუ;თან არ მიიტანოთ","ზედმეტი არ იფიქროთ"-ეს არის კატასტროფული ფარაზა ადამიანისთვის,ფიქრი არასდროსაა ზედმეტი და უგულობა კიდევ ადამიანისთვის უცხო უნდა იყოს პირიქით..

არა, ძალიან არასწორად გამიგე, მე ის არ მიგულისხმია, რომ გული არავისზე შემტკივა, პირიქით, ეგრე რომ იყოს აქ ამდენს რატომ დავპოსტავდი biggrin.gif მე მარტო ის ვიგულისხე, რომ არ ღირს ზოგიერთი უღირსი ადამიანის გამო საკუთარ თავში ჩაკეტვა და განმარტოება, არამედ, მე ვურჩიე სხვებს, რომ ასეთ ხალხს არ მიაქციონ ყურადღება, რადგან ასეთი ბევრი სეიძლება იყოს ადამიანის გარშემო, და ყველასთან თუ გაწყვიტა ადამიანმა კავშირი, აი ამას მივყავართ უკვე მარტოობისკენ, რასაც ბევრი უარყოფითი მოაქვს.

ხო მაგრამ ეგ ძალაინ რთულია რო ადგე და ესე ყველაფერი დაიკიდო და არავის მიაქციო ყურადღება.
კაი ხანია მაგას ვცდილობ და არ გამომდის.

Posted by: KhAtiaAa 16 Oct 2018, 23:28
QUOTE (lilululu @ 16 Oct 2018, 23:16 )
QUOTE (KhAtia11111 @ 16 Oct 2018, 22:56 )
QUOTE (lombardooo @ 16 Oct 2018, 22:43 )
შენ როგორც ვხედავ პირადი კომფორტი მოიწყვე,არადა ამ ქვეყნად თუ არაფერზე გული არ შეგტკივა და არ სწუხარ რა გამოდის- "გუ;თან არ მიიტანოთ","ზედმეტი არ იფიქროთ"-ეს არის კატასტროფული ფარაზა ადამიანისთვის,ფიქრი არასდროსაა ზედმეტი და უგულობა კიდევ ადამიანისთვის უცხო უნდა იყოს პირიქით..

არა, ძალიან არასწორად გამიგე, მე ის არ მიგულისხმია, რომ გული არავისზე შემტკივა, პირიქით, ეგრე რომ იყოს აქ ამდენს რატომ დავპოსტავდი biggrin.gif მე მარტო ის ვიგულისხე, რომ არ ღირს ზოგიერთი უღირსი ადამიანის გამო საკუთარ თავში ჩაკეტვა და განმარტოება, არამედ, მე ვურჩიე სხვებს, რომ ასეთ ხალხს არ მიაქციონ ყურადღება, რადგან ასეთი ბევრი სეიძლება იყოს ადამიანის გარშემო, და ყველასთან თუ გაწყვიტა ადამიანმა კავშირი, აი ამას მივყავართ უკვე მარტოობისკენ, რასაც ბევრი უარყოფითი მოაქვს.

ხო მაგრამ ეგ ძალაინ რთულია რო ადგე და ესე ყველაფერი დაიკიდო და არავის მიაქციო ყურადღება.
კაი ხანია მაგას ვცდილობ და არ გამომდის.

შენ ხომ არ გგონია, რომ მეც ასე უცბად ავდექი და ყველაფერი დავიკიდე, წლები დამჭირდა ამისთვის, მაგრამ არ ვიცი, ალბათ დრომ თავისი ქნა, ასევე უნივერსიტეტში ჩავაბარე და სულ სხვა ხალხი გავიცანი, რომელთანაც ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს, ანუ ალბათ სანაცნობო წრის გამოცვლაც შველის და ეს დამეხმარა, რადგან ვისთანაც არ მომწონდა ურთიერთობა, იმათთან ნაკლებად მიწევს ყოფნა. yes.gif

Posted by: Melimonadze 16 Oct 2018, 23:29
KhAtia11111
QUOTE
მოკლედ, მაგის მერე დრო გავიდა და ეხლა საერთოდ აღარ მაქვს ეგ პრობლემა, აი საერთოდ არ მაინტერესებს ვინ როგორია, საერთოდ არავისგან არაფერი მიმაქვს გულთან, თვითშეფასება ამიმაღლდა, რადგან არავინ არავისზე არაფრითაა მეტი და მეტი საქმე არ მაქვს სხვისგან ოდესმე რამე მეწყინოს, მოკლედ ყველაფერი დროსთან ერთად მოდის, მთავარია დაფიქრება, თუ რა უფრო არგებს ადამიანს და არა ის, რომ დადგეს ადამიანი და იმის გამო, რომ ვიღაცეები არ მოსწონს, ან ზოგადად ცხოვრებისგან უკმაყოფილოა,  ყველაფერზე ჩაიქნიოს ხელი და გაიუფერულოს ცხოვრება. მოკლედ, საკუთარი გამოცდილებიდან, ყველას ვურჩევდი, ზედმეტი არ იფიქროთ და ყველაფერს იუმორით შეხედეთ და არასდროს არაფერი დეპრესიის მსგავსი არ შეგაწუხებთ. მოკლედ წარმატებები ყველას.    

ცხოვრებით უკმაყოფილობა და წუწუნი საზიანოა პიროვნებისთვის,
რაც შეეხება სხვის აზრს, მე ვითვალისწინებ, სხვა თუნდაც ჩემდამი არაკეთილგანწყობილი ადამიანი შესაძლოა სიმართლეს მეუბნებოდეს, ჩვენ ზოგადად ვერ ვხედავთ ჩვენს თავს ყველანაირი კუთხიდან, მაგალითად gigi.gif მე ვერ ვხედავ ჩემს ზურგს, ის შეიძლება დასვრილი იყოს ან ტარაკანა მაჯდეს, ან ჭამის დროს პირს ვაწკლაპუნებდე და ათასი წვრილმანი, ოღონდ სვისი აზრის გათვალისწინება დრამატიზირების გარეშე, სხვამ არ უნდა დაგრთგუნოს მაგრამ მოსმენა და მოსმენილის გააზრება საჭიროა

Posted by: lilululu 16 Oct 2018, 23:37
KhAtia11111
ეგ რათქმაუნდა
ეგ უფრო დავიწყებაა და არა დაკიდება.
ეგ მარტივია დრო უნდა და სიტუაციაც.

Posted by: KhAtiaAa 16 Oct 2018, 23:39
QUOTE (Melimonadze @ 16 Oct 2018, 23:29 )
KhAtia11111
QUOTE
მოკლედ, მაგის მერე დრო გავიდა და ეხლა საერთოდ აღარ მაქვს ეგ პრობლემა, აი საერთოდ არ მაინტერესებს ვინ როგორია, საერთოდ არავისგან არაფერი მიმაქვს გულთან, თვითშეფასება ამიმაღლდა, რადგან არავინ არავისზე არაფრითაა მეტი და მეტი საქმე არ მაქვს სხვისგან ოდესმე რამე მეწყინოს, მოკლედ ყველაფერი დროსთან ერთად მოდის, მთავარია დაფიქრება, თუ რა უფრო არგებს ადამიანს და არა ის, რომ დადგეს ადამიანი და იმის გამო, რომ ვიღაცეები არ მოსწონს, ან ზოგადად ცხოვრებისგან უკმაყოფილოა,  ყველაფერზე ჩაიქნიოს ხელი და გაიუფერულოს ცხოვრება. მოკლედ, საკუთარი გამოცდილებიდან, ყველას ვურჩევდი, ზედმეტი არ იფიქროთ და ყველაფერს იუმორით შეხედეთ და არასდროს არაფერი დეპრესიის მსგავსი არ შეგაწუხებთ. მოკლედ წარმატებები ყველას.    

ცხოვრებით უკმაყოფილობა და წუწუნი საზიანოა პიროვნებისთვის,
რაც შეეხება სხვის აზრს, მე ვითვალისწინებ, სხვა თუნდაც ჩემდამი არაკეთილგანწყობილი ადამიანი შესაძლოა სიმართლეს მეუბნებოდეს, ჩვენ ზოგადად ვერ ვხედავთ ჩვენს თავს ყველანაირი კუთხიდან, მაგალითად gigi.gif მე ვერ ვხედავ ჩემს ზურგს, ის შეიძლება დასვრილი იყოს ან ტარაკანა მაჯდეს, ან ჭამის დროს პირს ვაწკლაპუნებდე და ათასი წვრილმანი, ოღონდ სვისი აზრის გათვალისწინება დრამატიზირების გარეშე, სხვამ არ უნდა დაგრთგუნოს მაგრამ მოსმენა და მოსმენილის გააზრება საჭიროა

ხო, მეც მაგას ვამბობ, ყველას უნდა მოუსმინოს ადამიანმა, მაგრამ საკუთარ თავს არ უნდა მისცეს უფლეება რომ თუნდაც ვიღაცის რაიმე ნათქვამი ზედმეტი მიიტანოს გულთან yes.gif
* * *
QUOTE (lilululu @ 16 Oct 2018, 23:37 )
KhAtia11111
ეგ რათქმაუნდა
ეგ უფრო დავიწყებაა და არა დაკიდება.
ეგ მარტივია დრო უნდა და სიტუაციაც.

ვფიქრობ ორივე, რადგან სანამ ახალ სანაცნობოს გავიჩენდი, მანამდე უკვე გააზრებული მქონდა ყველაფერი.

Posted by: lilululu 17 Oct 2018, 02:09
QUOTE (KhAtia11111 @ 16 Oct 2018, 23:39 )
QUOTE (Melimonadze @ 16 Oct 2018, 23:29 )
KhAtia11111
QUOTE
მოკლედ, მაგის მერე დრო გავიდა და ეხლა საერთოდ აღარ მაქვს ეგ პრობლემა, აი საერთოდ არ მაინტერესებს ვინ როგორია, საერთოდ არავისგან არაფერი მიმაქვს გულთან, თვითშეფასება ამიმაღლდა, რადგან არავინ არავისზე არაფრითაა მეტი და მეტი საქმე არ მაქვს სხვისგან ოდესმე რამე მეწყინოს, მოკლედ ყველაფერი დროსთან ერთად მოდის, მთავარია დაფიქრება, თუ რა უფრო არგებს ადამიანს და არა ის, რომ დადგეს ადამიანი და იმის გამო, რომ ვიღაცეები არ მოსწონს, ან ზოგადად ცხოვრებისგან უკმაყოფილოა,  ყველაფერზე ჩაიქნიოს ხელი და გაიუფერულოს ცხოვრება. მოკლედ, საკუთარი გამოცდილებიდან, ყველას ვურჩევდი, ზედმეტი არ იფიქროთ და ყველაფერს იუმორით შეხედეთ და არასდროს არაფერი დეპრესიის მსგავსი არ შეგაწუხებთ. მოკლედ წარმატებები ყველას.    

ცხოვრებით უკმაყოფილობა და წუწუნი საზიანოა პიროვნებისთვის,
რაც შეეხება სხვის აზრს, მე ვითვალისწინებ, სხვა თუნდაც ჩემდამი არაკეთილგანწყობილი ადამიანი შესაძლოა სიმართლეს მეუბნებოდეს, ჩვენ ზოგადად ვერ ვხედავთ ჩვენს თავს ყველანაირი კუთხიდან, მაგალითად gigi.gif მე ვერ ვხედავ ჩემს ზურგს, ის შეიძლება დასვრილი იყოს ან ტარაკანა მაჯდეს, ან ჭამის დროს პირს ვაწკლაპუნებდე და ათასი წვრილმანი, ოღონდ სვისი აზრის გათვალისწინება დრამატიზირების გარეშე, სხვამ არ უნდა დაგრთგუნოს მაგრამ მოსმენა და მოსმენილის გააზრება საჭიროა

ხო, მეც მაგას ვამბობ, ყველას უნდა მოუსმინოს ადამიანმა, მაგრამ საკუთარ თავს არ უნდა მისცეს უფლეება რომ თუნდაც ვიღაცის რაიმე ნათქვამი ზედმეტი მიიტანოს გულთან yes.gif
* * *
QUOTE (lilululu @ 16 Oct 2018, 23:37 )
KhAtia11111
ეგ რათქმაუნდა
ეგ უფრო დავიწყებაა და არა დაკიდება.
ეგ მარტივია დრო უნდა და სიტუაციაც.

ვფიქრობ ორივე, რადგან სანამ ახალ სანაცნობოს გავიჩენდი, მანამდე უკვე გააზრებული მქონდა ყველაფერი.

ყურადღების გადატანაა ეგ.
ერთ სივრეში ყოფნა რო მოგსვლოდა მაინც დაიკიდებდი?

Posted by: tako44 18 Oct 2018, 21:56
პიანისტი
რა გამოსავალს მთავაზობთ მაინც? ახალი სახეების შეძენას დრო უნდა, პირველ რიგში.

Posted by: lombardooo 18 Oct 2018, 22:50
ნუ გეშინიათ მარტოობის ხალხენო,ნუ!

Posted by: feroni 18 Oct 2018, 23:40
მეტისმეტად ხმაურიანი აღმოჩნდა ეს
QUOTE
მარტოობა

Posted by: lombardooo 19 Oct 2018, 00:13
მარტო მყოფი ადამიანის სულში ყველაზე დიდი ხმაური სუფევს,ამიტომ ნუ გიკვირთ

Posted by: guri8 19 Oct 2018, 15:41
QUOTE (tako44 @ 16 Oct 2018, 22:48 )
რაღაც პერიოდი მეგონა, რომ მარტოობა არ იყო ისე მძიმე, როგორც აღწერდნენ ხოლმე, ბოლო რამდენიმე წელია (განსაკუთრებით კი ბოლო ერთი წელი) საშინლად განვიცდი ასე ყოფას. სულ რამდენიმე ადამიანთან კონტაქტით შემოვიფარგლები და ვხვდები, რომ არ არის კარგი. ვერც ვერაფერს ვცვლი რეჟიმიდან გამომდინარე. ტასკაა სერიოზული sad.gif

ეგ არაფერი ყველაფერი კარგად იქნება spy.gif vis.gif .....
თუ ვერაფერს ცვლი მგონი უმჯობესია ისევ მარტოობის პლიუსებს ჩაეჭიდო და
ასე მაინც ცოტა ინუგეშო თავი ძნელია კია მარა თუ ისედაც ძაან განიცდი ფიქრების
გაყოლას და დეპრესიაში ჩავარდნას მგონი სჯობია smile.gif .

Posted by: tako44 20 Oct 2018, 01:00
guri8
ჰო, მაგ გზას ვადგავარ ზუსტად smile.gif ვეგუები საკუთარ ყოფას, უბრალოდ ხანდახან ვფიქრობ ხლმე ისევ სხვაგვარ ცხოვრებაზე (გართობა, ტუსოვკები, "სასტავების" მიდი-მოდი და ა.შ.)

Posted by: Adi 20 Oct 2018, 01:11
ჩემთავში ვპოულობ ძალებს და ასე ვუმკლავდები მარტოობას. ამ ბოლო დროს უფრო დავამუღამე.
რაღაც პონტში მომწონს კიდევაც სხვებს რო არ ვგავარ. მომავალიც მაგრად მკიდია, მკიდია როგორ მოვკვდები, მიპოვიან თუ არ მიპოვიან მკვდარს
ამ ბოლო დროს ბევრი რამის დაკიდება ვისწავლე ზოგადად.

Posted by: guri8 20 Oct 2018, 01:32
QUOTE (tako44 @ 20 Oct 2018, 01:00 )
guri8
ჰო, მაგ გზას ვადგავარ ზუსტად smile.gif ვეგუები საკუთარ ყოფას, უბრალოდ ხანდახან ვფიქრობ ხლმე ისევ სხვაგვარ ცხოვრებაზე (გართობა, ტუსოვკები, "სასტავების" მიდი-მოდი და ა.შ.)

smile.gif smile.gif

ხანდახან რომ ფიქრობ ეს კარგია ამაში ცუდი არაფერია პირქით საჭიროცაა იმედი არასდროს
უნდა დაკარგო ყველაფერში მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ რომ დადებითი მხარეები
დავინახოთ smile.gif თუ შეცვლი სიტუაციას შენს სასარგებლოდ ხომ კარგი მარა თუარ გამოგდის
ადგე და პირდაპირ მიასკდე ომი გამოგივა საკუთარ თავთან რავი მე ამ ვარიანტში მაგრად
ვწვალობ ხოლმე ასე რომ მგონი სჯობია დადებითი მხარეები ეძებო ჯერ და მერე თადათან
სცადო შეცვალო სიტუაცია .

Posted by: Adi 20 Oct 2018, 02:01
გულს აქვავებს მარტოობა და უშიშრად გაქცევს. ადამიანური ნაკლები გრჩება. შინაგანად მონსტრს ემსგავსები.
ცივი, რაღაცნაირი უგულო ხდები. მამენტ ბოროტდები, ყველა და ყველაფერი გეკიდება. მარტო საკუთარ თავზე ფიქრობ რომ კარგად იყო.
ეგოიზმის მწვერვალებს იპყრობ. პატარა საყვარელი ბავშვიც კი რომელიც სიყვარულით შემოგყურებს და რაღაცის თქმას ცდილობს ეგ მომენტიც კი აღარ მოქმედებს იმდენად გულქვა ხარ ასეთ დროს და იკიდებ ბავშვსაც.

Posted by: guri8 20 Oct 2018, 21:41
QUOTE (Adi @ 20 Oct 2018, 02:01 )
გულს აქვავებს მარტოობა და უშიშრად გაქცევს. ადამიანური ნაკლები გრჩება. შინაგანად მონსტრს ემსგავსები.

მე კიდევ პრიქით მგონია რამდენად მართალი ვარ არ ვიცი უბრალოდ ჩემი მოსაზრებაა....

Posted by: xonski2 20 Oct 2018, 21:58
Female User
QUOTE
გავუზიაროთ ერთმანეთს აზრი ამ თემასთან დაკავშირებით

თუ გაგვუზიარე მაშ მარტოობა არ გამოდის!!!

Posted by: kurozu84 20 Oct 2018, 21:59
tako44
კი მაგრამ ოჯახი ხომ გყავთ?smile.gif

Posted by: tako44 21 Oct 2018, 23:07
guri8
კი, კი. ვეგუები-მეთქი, ამიტომაც ვთქვი smile.gif
kurozu84
ოჯახის ყოლა არ ცვლის მარტოობის განცდას. ოჯახსაც გააჩნია, ალბათ. არ ვიცი.

Posted by: guri8 22 Oct 2018, 11:24
QUOTE (tako44 @ 21 Oct 2018, 23:07 )
ოჯახსაც გააჩნია, ალბათ. არ ვიცი.

+ yes.gif


---------------------

Posted by: juzaria 22 Oct 2018, 11:36
გულჩვილობას რით ვუშველო? ტრაგიკულ ისტორიებზე ცრემლებს ვერ ვიკავებ, იქნება ეს წიგნში წაკითხული, ფილმში ნანახი თუ ცხოვრებაში ნანახი ან გაგონილი ისტორიები, 2 შვილის მამა ვარ და ჩემს თავზე ბრაზი მომდის სუსტი ადამიანი მგონია თავი. რა გავაკეთო როგორ ვუშველო საკუთარ თავს და იმ სხვებსაც ვინც მებრალებიან? მირჩიეთ რამე გთხოვთ.

Posted by: guri8 22 Oct 2018, 20:16
2- შვილის მამა ნაღდად არ ვარ მაგრამ გულჩვილობა ისე მეც მახასიათებს თუმცაღა
არ მგონია სისუსტე იყოს ზოგი მეტად მგრძნობიარე ზოგიც კიდევ ნაკლებად smile.gif ....

Posted by: POKERISBLUFF 26 Jan 2019, 01:42


Posted by: guri8 26 Jan 2019, 15:50
მარტონი ვიბადებით და მარტონი ვკვდებით ასე რომ ყველა ადამიანი მარტოსულია დიდწილად ფიზიკურ მარტოობას რაც შეეხება აქვს თავის დადებითი მხარეებიც და უარყოფითიც ჩემი აზრით არც ისეთი საზარელი რამაა როგორც შორიდან მოსჩანს.

Posted by: POKERISBLUFF 26 Jan 2019, 17:18
////////////////////////////////////////////////////////////////

Posted by: guri8 28 Jan 2019, 20:55
კაია მარტოობა ერთადერთ მეგობართან და ერთადერთ
მტერთან რჩები საკუთარ თავთან up.gif .

Posted by: Isane 2 Feb 2019, 16:13
ვინც მარტოხართ ყველნაირად (ფიზიკურად, მორალურად, სულიერად) ჯამრთელობის პრობლემები არ გაწუხებთ?
ან როგორ უმკლავდებით?
მუდმივი სტრესი ყოფას მიტყნავს...
ვიტამინები უნდა ვცადო იქნებ მიშველოს..
ან რამ წამლები..

* * *
guri8
QUOTE
კაია მარტოობა ერთადერთ მეგობართან და ერთადერთ
მტერთან რჩები საკუთარ თავთან

ძლიერი ფსიქიკა უნდა გქონდეს რო გაუძლო.
იმენა სულ მარტო ცოდოა ადამიანი..
არავინ რო არ გყავს გვერდში არც სულიერი არც მორალური მხარდამჭერი არავინ საერთოდ ძნელია ძალიან.
მარტო შენთვის რო იბრძვი ამ უმიზნო და უაზრო სამყაროში ერთ დღესაც სუიციდით დაასრულებ ალბათ...


Posted by: guri8 4 Feb 2019, 14:47
QUOTE (Isane @ 2 Feb 2019, 16:13 )

* * *
guri8
QUOTE
კაია მარტოობა ერთადერთ მეგობართან და ერთადერთ
მტერთან რჩები საკუთარ თავთან

ძლიერი ფსიქიკა უნდა გქონდეს რო გაუძლო.
იმენა სულ მარტო ცოდოა ადამიანი..
არავინ რო არ გყავს გვერდში არც სულიერი არც მორალური მხარდამჭერი არავინ საერთოდ ძნელია ძალიან.
მარტო შენთვის რო იბრძვი ამ უმიზნო და უაზრო სამყაროში ერთ დღესაც სუიციდით დაასრულებ ალბათ...

ძლიერი ფსიქიკა ყველგან საჭიროა smile.gif
სულ მარტო ცოდოა რათქმაუნდა ადამიანი ხმის გამცემი ყველას გვჭირდება
რამდენიც არ უნდა ვუარყოთ ეს ასეა ....

ბოლო ჯამში ყველა მარტოსულია რადგანაც მარტონი ვიბადებით და მარტონივე
ვკვდებით რაღაც დოზით მარტოობა ყოველთვის თან გვდევს რამდენი ადამიანიც
არ უნდა გვეხვიოს ირგვლივ მორალურ მხარდაჭერას არის მომენტები როდესაც ეს ძალიან ბევრს ნიშნავს არ ვუარყობ მაგრამ თავადვე უნდა იყო ადამიანი საკუთარი თავის ყველაზე დიდი მორალური მხარდამჭერი ბოლო ჯამში სიმართლე ისაა
რომ ყველა საკუთარი თავისთვის იბრძვის მარტო იქნები თუ 1000- კაცთან ერთად
ბოლო ჯამში სამყარო ისეთი იქნება როგორსაც აღვიქვამთ .

სიუციდის სხვა პრობლემების გამო ბევრად ხშირად მიმართავს ხალხი smile.gif .

Posted by: Isane 8 Feb 2019, 18:02
მე განწირული ვარ ამ მარტოობისთვის. ბოლოს გასაგებია მაგრამ მე თავშიც და შუაშიც. შიგნითაც და გარეთაც.
ჩემი უბედურება ამაშია. მაგრამ ხო ვიცი ჩემზე უბედური ხალხიც არსებობს.
ამას როგორმე გავუმკლავდები და ვუმკლავდები კიდეც. ხანდახან შემომიტევს თორემ ისე მე ვჯობნი საერთო ჯამში.
თუმც ეგეც საკითხავია...

Posted by: guri8 8 Feb 2019, 21:22
QUOTE (Isane @ 8 Feb 2019, 18:02 )
მე განწირული ვარ ამ მარტოობისთვის. ბოლოს გასაგებია მაგრამ მე თავშიც და შუაშიც. შიგნითაც და გარეთაც.
ჩემი უბედურება ამაშია. მაგრამ ხო ვიცი ჩემზე უბედური ხალხიც არსებობს.
ამას როგორმე გავუმკლავდები და ვუმკლავდები კიდეც. ხანდახან შემომიტევს თორემ ისე მე ვჯობნი საერთო ჯამში.
თუმც ეგეც საკითხავია...

განწირული არავინაა smile.gif .



--------------------


Posted by: Isane 8 Feb 2019, 21:25
guri8
გინდოდა გეთქვა ყველა არააო ალბათ თორემ არავინ როგორ არაა?
და არამარტო მარტოობისთვის არიან ადამიანები განწირულები.
ზოგი მარტოობასთან ერთად უსიყვაროლობისთვისაც არის განწირული.

Posted by: ანდაზა 8 Feb 2019, 21:42
"მარტოობა ცხოვრების მარადიული რეფრენია დასაბამიდან."

არასდროს მიგრძვნია თავი მარტოდ... user.gif

Posted by: Isane 8 Feb 2019, 21:49
ანდაზა
QUOTE
არასდროს მიგრძვნია თავი მარტოდ...


"მარტოობა ვერსა მიზამს, მცავს თუ ცისა ძალთა დასი."

პატარაობიდანვე მარტოდ ვგრძნობ თავს user.gif

* * *
ეს მარტოობა არაფერია იმასთან როცა ადამიანს გინდა დაეხმარო და ვერაფრით ეხმარები..
უიმედოდ შემოგყურებს და თვითონაც იცის რო ვერ ეხმარები..
ამაზე საშინელი შეგრძნება მე არ ვიცი..
შენ თვალწინ რო კვდება და შენ ამ დროს ცარიელი სიტყვების და ფუჭი იმედის მეტს ვერ აძლევ ვერაფერს...




mad.gif mad.gif sad.gif

Posted by: ანდაზა 9 Feb 2019, 01:34
Isane
"რა მძიმე უნდა იყოს სიცოცხლე მხოლოდ იმის ამარა, რაც ვიცით და რაც გვახსოვს, თუკი მოკლებული ვიქნებით იმას, რისი იმედიცა გვაქვს."

Posted by: Isane 9 Feb 2019, 01:42
ანდაზა
"განაწამებ გულს ყველაზე მეტად ისა სწადია, გამუდმებით ფლობდეს საყვარელ არსებას, ან არადა შეძლოს განშორების ჟამს უსიზმრო ძილში დანთქას იგი და არ გააღვიძოს, სანამ მათი შეყრის ჟამი არ ჩამორეკს."


https://forum.ge/?showtopic=34942963&view=findpost&p=54192872

Posted by: ანდაზა 9 Feb 2019, 05:49
Isane

QUOTE
პატარაობიდანვე მარტოდ ვგრძნობ თავს

როგორი შეგრძნებაა, მყუდროებასთან აქვს რამე კავშირი?

"დავდგეთ იქ, სადაც ქარიშხალია და სისხლიანი დგას ანგელოსი,
ახალ გრიგალებს ვწირავთ სიცოცხლეს ჩვენ, პოეტები საქართველოსი!.."



Posted by: Artist 9 Feb 2019, 05:58
Isane
QUOTE
ეს მარტოობა არაფერია იმასთან როცა ადამიანს გინდა დაეხმარო და ვერაფრით ეხმარები..
უიმედოდ შემოგყურებს და თვითონაც იცის რო ვერ ეხმარები..ამაზე საშინელი შეგრძნება მე არ ვიცი..
შენ თვალწინ რო კვდება და შენ ამ დროს ცარიელი სიტყვების და ფუჭი იმედის მეტს ვერ აძლევ ვერაფერს...

გამომიცდია ეგ და მართლაც საშინელი შეგრძნებაა თანაც დანაშაულის განცდაც ემატება, რომ ვერ შველი…

Posted by: Isane 9 Feb 2019, 10:01
Artist
QUOTE
გამომიცდია ეგ და მართლაც საშინელი შეგრძნებაა თანაც დანაშაულის განცდაც ემატება, რომ ვერ შველი…

ჰო, ეგეცაა.

Posted by: DustyKid 9 Feb 2019, 15:24
კალოჩე რაა რამდენი იძახის ''მარტო ვარ და რა გავაკეთო ეს ცხოვრებააო'' ეს ყველაფერი გამომდინარეობს ისევ ჩვენი თავებიდან, არავინ არ ვიცით რა არის ჩვენი საყვარელი საქმე, ყველამ თავისთვის უნდა მოიხოდოს და ყველაფერი კარგად იქნება, ძალიან იშვიათად თუ მოვა ვინმე შენთვის და ეს შანსიც ფანტასტიკის დონეზეა, ეს ყველაფერი ფილმების ბრალია იქ ხშირად ყველაფერი კარგადაა, თავისუფლება,ოჯახი, მეგობრები, ფართები და სულ ბედნიერი სახე და ჩვენც გვგონია რომ რეალურ სამყაროშიც ასე უნდა იყოს და ეს ფაქტორია ჩემი აზრით ასევე.

Posted by: guri8 9 Feb 2019, 16:37
რათქმაუნდა ფილმები დიდ ზეგავლენას ახდენს შემდეგ ეჯახები რეალურ სამყაროს რომელიც ბევრად უფრო მოსაწყენი სასტიკია და ვარდისფერ ფერებში ნამდვილად არაა კიბატონო ჩვენი აღქმაზეა ყველაფერი როგორ აღვიქვამთ მაგრამ ფილმებისგან განსხვავებით ბევრად განსხვავებულია ცხოვრება .

Posted by: Ninna_maya 9 Feb 2019, 23:06
მარტოობა ზოგჯერ კარგიცაა.საკუთარ თავს უღრმავდები, ფიქრობ, ეძებ,პოულობ,მერე ისევ კარგავ რაღაცას ფიქრებში.იხსენებ სასიამოვნო მომენტებს და გეღიმება, მერე ინერციით მოდის ცუდი მოგონებებიც.ნერვები გეშლება, უხ ნეტა დააბრუნა ის მომენტი, ასე ვეტყოდი,ისე ვეტყოდი,ამას ვუზამდი, იმას ვუზამდი, მაგრამ უკვე გვიანია.ის მომენტი წასულია და ვერავის ვერაფერს დააკლებ. და საერთოდაც,ვერც მაშინ იზამდი იმაზე მეტს,რაც მოიმოქმედე,რადგან ის ხარ,რაც ხარ. და ა.შ. მოკლედ ამდენი წიაღსვლების მერე დგება კატარსიზი.თითქოს იცლები ემოციებისგან, მოგონებებისგან,ყველაფრისგან და სადღაც შორს ხარ სამყაროსგან.მერე უაზროდ გეჩვენება ყველაფერი.და უბრალოდ იძინებ,დღეს უკვე ბევრი იშრომა შენმა ტვინმა,სულში ჩაგიძვრა,ამოგიტრიალა, სიცარიელეს გრძნობ და უბრალოდ ითიშები,იძინებ,რადგან მეტი არაფერი შეგიძლია ამ წამს...

მარტოობის ერთი დღე დასასრულს მიუახლოვდა.
ხვალ მორიგი ჩვეულებრივი დღე იქნება.რუხი და ღრუბლიანი....

Posted by: guri8 9 Feb 2019, 23:50
QUOTE (Ninna_maya @ 9 Feb 2019, 23:06 )
მარტოობა ზოგჯერ კარგიცაა.საკუთარ თავს უღრმავდები, ფიქრობ, ეძებ,პოულობ,მერე ისევ კარგავ რაღაცას ფიქრებში.იხსენებ სასიამოვნო მომენტებს და გეღიმება, მერე ინერციით მოდის ცუდი მოგონებებიც.ნერვები გეშლება, უხ ნეტა დააბრუნა ის მომენტი, ასე ვეტყოდი,ისე ვეტყოდი,ამას ვუზამდი, იმას ვუზამდი, მაგრამ უკვე გვიანია.ის მომენტი წასულია და ვერავის ვერაფერს დააკლებ. და საერთოდაც,ვერც მაშინ იზამდი იმაზე მეტს,რაც მოიმოქმედე,რადგან ის ხარ,რაც ხარ. და ა.შ. მოკლედ  ამდენი წიაღსვლების მერე დგება კატარსიზი.თითქოს იცლები ემოციებისგან, მოგონებებისგან,ყველაფრისგან და სადღაც შორს ხარ სამყაროსგან.მერე უაზროდ გეჩვენება ყველაფერი.და უბრალოდ იძინებ,დღეს უკვე ბევრი იშრომა შენმა ტვინმა,სულში ჩაგიძვრა,ამოგიტრიალა, სიცარიელეს გრძნობ და უბრალოდ ითიშები,იძინებ,რადგან მეტი არაფერი შეგიძლია ამ წამს...

მარტოობის ერთი დღე დასასრულს მიუახლოვდა.
ხვალ მორიგი ჩვეულებრივი დღე იქნება.რუხი და ღრუბლიანი....

ზოგჯერ ნამდვილად კარგია smile.gif საკუთარ თავსაც მეტად ურღმავდები
უკეთ პოულობ მაგრამ ხშირად მალევე კარგავ რადგანაც მარტოობაში ცოტა ძნელია მსგავსი რამის გაანალიზება smile.gif .


აი რაც შეეხება მომენტის დადგომას როდესაც იხსენებ სასიამოვნო მომენტებს შემდეგ უსიამოვნოებზე გადადიხარ ასე რომ ყოფილიყო არა ისე რომ ყოფილიყო
შემდეგ მთელი ამბები რამისაა გაგიჟდე biggrin.gif მოკლედ მთელი ამ ამბების შემდეგ ბოლოს მართლაც იცლები ემოციებისგან და მართლაც სწორად აღნიშნე თითქოს სადღაც შორს ხარ სამყაროსგან smile.gif შენს ადგილს ვერ პოულობ
შემდეგ ზედმეტად მოსაწყენად გეჩვენება ყველაფერი კარგზეც იქნევ ხელს და ცუდზეც .

ამასობაში მარტოობის მორიგი დღეც დაიწყო რუხი და ღრუბლიანი boli.gif .

Posted by: IceCream 21 Feb 2019, 14:09
3 დღეა მარტო ვარ სახლში ასწორებს

Posted by: Re-hanna 8 Mar 2019, 02:44
უდაბნოში ყოფნას გავს,

სადღაც ოაზისია. და

იმედი

რომ მიაღწევ იქადე.

მერე ის ოაზისი მირაჟი

აღმოჩნდება

და

ისევ მიდიხარ.

სულ გჯერა, რომ შემდეგი ოაზისი

მირაჟი არ იქნება.


smile.gif

Posted by: gugaGve 8 Mar 2019, 03:05
მუდმივად მარტო ყოფნა ავადმყოფური მდგომარეობაა კარგი მოსაუბრე ადამიანი უნდა იპოვო შენს სიღრმეებს ჩაწვდეს მაშინ გაცილებით უკეთესი იქნება ცხოვრება. ხანდახან კარგია მარტოობა საკუთარ თავთან დარჩენა ფიქრი ცხოვრებაზე მოვლენებზე ადამიანებზე და აანალიზებ უკეთესად ყველაფერს

Posted by: guri8 8 Mar 2019, 15:41
QUOTE (Re-hanna @ 8 Mar 2019, 02:44 )
უდაბნოში ყოფნას გავს,

სადღაც ოაზისია. და

იმედი

რომ მიაღწევ  იქადე.

მერე ის ოაზისი  მირაჟი

აღმოჩნდება

და

ისევ მიდიხარ.

სულ გჯერა, რომ შემდეგი ოაზისი

მირაჟი არ  იქნება.


smile.gif

63- გვერდის მანძილზე რაც დაიწერა ერთერთი საუკეთესო პოსტია
ფიზიკური არ ვიცი მაგრამ სულიერი მარტოობა დაახლოებით ანალოგიური
მდგომარეობა უნდა იყოს .

Posted by: SONY-2018 8 Mar 2019, 21:40
მარტოობა იწვევს უფრო მეტ მარტოობას!!!!!

Posted by: WonderWoman 10 Mar 2019, 15:12
როგორ უნდა შევეგუოთ? კაი ადგები და შეეგუები მაგრამ როგორ უნდა მოგეწონოს? არასდროს ვყოფილვარ ესე სულ მარტო მარტო, ყოველთვის ვიღაცასთან მქონდა ურთიერთობა, უბრალო ფლირტი მაინც, ერთიდა მეორეზე გადავდიოდი და ა.შ . მინდა რომ ცოტა ხანი მარტო ვიყო, არადა არ გამომდის ისევ რაღაცას ვეძებ ვიწყებ ახალ ურთიერთობებს ახალ ნაცნობებს ვიძენ და ისევ ამ ორომტრიალში ვარ, საკუთარ თავთან განმარტოების საშუალებას არ ვაძლევ თავს...

Posted by: guri8 10 Mar 2019, 15:57
QUOTE (WonderWoman @ 10 Mar 2019, 15:12 )
მინდა რომ ცოტა ხანი მარტო ვიყო, არადა არ გამომდის

რატომ გინდა განმარტოვება ? smile.gif

Posted by: WonderWoman 10 Mar 2019, 16:16
guri8
დავლაგდე smile.gif)) რა მინდა გავერკვე და ახალი მიზნები დავისახო, იმიტომ რომ აქამდე ვისთანაც ვიყავი იმ ადამიანთან იყო გადაჯაჭვული ეს მიზნები, მოკლედ მეორე ნახევართან მართლა მეორე ნახევარივით ვარ და ძალიან ვერწყმი ხოლმე biggrin.gif იმდენად რომ ახლა ნახევარი ვარ დარჩენილი და რა უნდა გავაკეთო ვეღარ ვხვდები, ერთის მეორით ჩანაცვბლება არ მინდა, მინდა რომ გავმთლიანდე smile.gif)))

Posted by: guri8 10 Mar 2019, 17:02
QUOTE (WonderWoman @ 10 Mar 2019, 16:16 )
guri8
დავლაგდე smile.gif)) რა მინდა გავერკვე და ახალი მიზნები დავისახო, იმიტომ რომ აქამდე ვისთანაც ვიყავი იმ ადამიანთან იყო გადაჯაჭვული ეს მიზნები, მოკლედ მეორე ნახევართან მართლა მეორე ნახევარივით ვარ და ძალიან ვერწყმი ხოლმე biggrin.gif იმდენად რომ ახლა ნახევარი ვარ დარჩენილი და რა უნდა გავაკეთო ვეღარ ვხვდები, ერთის მეორით ჩანაცვბლება არ მინდა, მინდა რომ გავმთლიანდე smile.gif)))

იცი განმარტოვებამ შეიძლება პირიქით ყველაფერი აგირიოს მაგრამ
მე მაინც მჯერა რომ დალაგებული ადამიანი მსგავს სიტუაციაში
როდესაც საკუთარ თავთან პირისპირ დარჩება მეტნაკლებად ყველაფერს
უკეთ აწონ - დაწონის და უკეთესად გაერკვევა რა სურს
ხანდახან კარგია საკუთარ თავთან დარჩენა თან ამ დროს თუ
გამოჩნდება ის რასაც მოელი ბევრად უფრო დააფასებ რადგანაც
უკვე მეტნკალებად ზუსტად გეცოდინება რომ შენ ეს ყველაფერი ნამდვილად
გინდა და სწორ გზას ადგახარ .

ისე ადამიანს რომ შეგიძლია მეორე ნახევრთან მეორე ნახევარივით იყო
ძალიან ბევრს ნიშნავს ერთერთი ყველაზე ღირებული რამაა smile.gif .

Posted by: WonderWoman 10 Mar 2019, 22:32
guri8
რომ სრულდება მერე ბევრად მტკივნეულია smile.gif)))

Posted by: guri8 10 Mar 2019, 23:43
QUOTE (WonderWoman @ 10 Mar 2019, 22:32 )
guri8
რომ სრულდება მერე ბევრად მტკივნეულია smile.gif)))

ურთიერთობის დასასრულზე თუ დაწერე კიბატონო რათქმაუნდა
ბევრად მტკივნეულია მაგრამ მაინც საოცარი რამაა რა დავწერე
ერთერთი ყველაზე ღირებული რამაა მეთქი მაგრამ პირადად ჩემთვის
ერთერთი კიარა ყველაზე ღირებული რამაა როდესაც ადამიანს შეუძლია
იმ დონის სიყვარული შეუძლია მიგიღოს რომ საკუთარ მეორე ნახევრად ჩაგთვალოს ყოველთვის ყველაფერზე მეტად მსურდა მსგავსი ადამიანი
მყოლოდა და მჯერა რომ აუცილებლად ვიპოვი მაგრამ ვინაიდან და რადგანაც სამწუხაროდ მსგავსი ადამიან ჯერ ვერ ვიპოვე რაღაც დოზით მარტოსული ვარ გულის სირღმეში smile.gif .

Posted by: La_La_Land 11 Mar 2019, 04:01
საკუთარ თავს დავუწყე უკვე ხმამაღლა ლაპარაკი facepalm.gif სულ გავყლევდი

Posted by: WonderWoman 12 Mar 2019, 22:16
guri8
იპოვი აუცილებლად ^_^ მთავარია არ დაკარგო მერე....

Posted by: guri8 12 Mar 2019, 23:24
QUOTE (WonderWoman @ 12 Mar 2019, 22:16 )
guri8
იპოვი აუცილებლად ^_^ მთავარია არ დაკარგო მერე....

აუცილებლად ვიპოვი ადრე თუ გვიან yes.gif
მერე კი თვალის ჩინივით გავუფრთხილდები love.gif love.gif love.gif .

Posted by: nata.nn 26 Mar 2019, 02:27
მე რაც ვიზრდები და ასაკი მემატება უფრო ვაცნობიერებ ამ სოციალური ურთიერთობების უინტერესობას,უინტერესო ხდება ჩემთვის საზოგადოებაში დიდხანს ყოფნა და ბევრ ხალხთან ურთიერთობა,და არ ვიცი რატომ, უბრალოდ თუნდაც რამოდენიმე თვის წინ არ ვიყავი ასე, 3 ან 4 თვე იქნება რაც ეს შევატყე ჩემს თავსup.gif help.gif

Posted by: guri8 26 Mar 2019, 12:17
QUOTE (nata.nn @ 26 Mar 2019, 02:27 )
მე რაც ვიზრდები და ასაკი მემატება უფრო ვაცნობიერებ ამ სოციალური ურთიერთობების უინტერესობას,უინტერესო ხდება ჩემთვის საზოგადოებაში დიდხანს ყოფნა და ბევრ ხალხთან ურთიერთობა,და არ ვიცი რატომ, უბრალოდ თუნდაც რამოდენიმე თვის წინ არ ვიყავი ასე, 3 ან 4 თვე იქნება რაც ეს შევატყე ჩემს თავსup.gif help.gif

მეც ეგრე ვარ გარკვეულწილად მესმის შენი
საზოგადოება ეს სიტყვაც კი უკვე ზედმეტად მოსაწყენია ჩემთვის
ბევრ ხალხთან ურთიერთობაში დიდად საინტერესოს ვერც ვერაფერს ვხედავ
ბოლო ჯამში ერთი დიდი მასხარაობაა ყველაფერი ასე რომ ადამიანებით
გარშემორტყმულ ყოფნას მირჩევნია ერთი ადამიანი მყავდეს გვერდით ვინც მართლა საინტერესო და ღირებული იქნება ჩემთვის .

Posted by: POKERISBLUFF 28 Mar 2019, 22:39
ვინც ამბობს რო მარტოობა ასწორებს
სულით თინეიჯერი ბავშვია რომელიც აზზრე არ არის სად არის, ან რა არის ეს ყველაფერი (ალბათ არიან გამონაკლისებიც)
ხოდა დღევანდელი გადმოსახედიდან საკმაოდ გრძელი გზის შემდგომ
გამოჩნდა ის რომ
მოუშორებელი ჭირია, და როგორც არ უნდა ცდილობდე საკუთარი თავი ან სხვები მოატყუო რომ მარტოც მშვენივრად ხარ
გინდა არ გინდა მაინც დაგაზიანებს..
ერთადერთი დადებითი მხარე რაც აქვს, ის არის რომ საკუთარ თავში გაერკვე და ჩამოყალიბდე რა გინდა
სხვა მხრივ სრული კრეტინიზმია, თან ძალიან მომაბეზრებელი
ყველაზე რთული კი მაშინ არის როცა გიდგას ის ეტაპი რომ ახლოს არავის/ვერავის უშვებ
ისევ თავიანთი სიკეთისთვის
ეხლა რასაც ვხვდები ის არის რომ ძალიან ცუდია ის ფაქტი
რომ ეს ყველაფერი
რასაც ახლა ვწერ
100% ით ვიცი რა და როგორ არის..

Posted by: DustyKid 29 Mar 2019, 00:46
ერი სიძულვილით მოძრაობს და ხსნაც ვერ იქნება smile.gifsmile.gif

Posted by: Re-hanna 29 Mar 2019, 11:42
სიმარტოვე - ეს არის სამყაროსთან გაუცხოება, განცდა, რომ გარშემომყოფთაგან შენი არავის ესმის; როდესაც ადამიანებთან რეალური, შენთვის მნიშვნელოვანი ურთიერთობები არ გაქვს. იზოლაცია ფაქტორია, მაგრამ არა ერთადერთი. ადამიანი შეიძლება მარტოსულად გრძნობდეს თავს ხალხმრავალ გარემოში და პირიქით, შეიძლება იყოს მარტო და აბსოლუტურად ბედნიერი.

Posted by: Artist 30 Mar 2019, 17:55
Re-hanna
QUOTE
სიმარტოვე - ეს არის სამყაროსთან გაუცხოება, განცდა, რომ გარშემომყოფთაგან შენი არავის ესმის;

არ მგონია რომ ეგ იყოს, ვინაიდან სიმარტოვეში ადამიანი სამყაროს უფრო ღრმად განიცდის და შეიცნობს თავის თავს..
QUOTE
ადამიანი შეიძლება მარტოსულად გრძნობდეს თავს ხალხმრავალ გარემოში და პირიქით, შეიძლება იყოს მარტო
და აბსოლუტურად ბედნიერი.

დიახ… up.gif

პს.
მარტოსულობა სულაც არაა რაიმე უბედურება, ადამიანი ყოველთვის მარტოა თავის აზრებთან თუ გრძნობებთან მიმართებაში.
ზოგი უბრალოდ ვერ აფიქსირებს ამას და შემდეგ როცა ის წარსდგება სულიერ სამყაროს ზღურბლზე მაშინ ხვდება რომ მარტოა..
ხოდა მარტო სულობით ადამიანი სწავლობს ბევრ რამეს საკუთარ თავში პოულობს საყრდენს და არაა სხვებზე დამოკიდებული..


Posted by: FANNIE 30 Mar 2019, 18:26
მარტოობა პიროვნების კვების წყაროა. ვერაფერს ვხედავ მასში ნეგატიურს და საშიშს.

Posted by: ~Annabelle°Haunting~ 30 Mar 2019, 19:40
გააჩნია მარტოობაში ვინ რას გულისხმობს?

ზოგადად მარტო არ ვარ საბედნიეროდ, მყავს გარშემო ადამიანები ვინც მინდა მყავდეს და ვისთანაც მიხარია ყოფნა.

პირადში მარტო ვარ, პირველად ბოლო წლების მანძილზე და დიდი ხანია ასე კარგად არ ვყოფილვარ. მომენატრა ეს მდგომარეობა, როცა გულიც და გონებაც თავისუფალი გაქვს.

მარტოსულობა არის შინაგანი მდგომარეობა, შეიძლება ბევრი ადამიანი გყავდეს გარშემო, მოსიყვარულე, მზრუნველი და გამგები, მაგრამ მაინც მარტოსულად გრძნობდე თავს, ამის მიზეზი, ჩემი აზრით, საკუთარ თავში უნდა ეძებო. როცა საკუთარ თავთან კარგად ხარ, მარტოსულობის განცდა არ გაქვს. სხვებთან ურთიერთობაც მშვენივრად გამოგდის და სიამოვნებას განიჭებს. როცა საკუთარ თავს ვერ უგებ, მაშინ გგონია რომ ვერავინ გაგიგებს.

Posted by: guri8 30 Mar 2019, 21:19
QUOTE (~Annabelle°Haunting~ @ 30 Mar 2019, 19:40 )
გააჩნია მარტოობაში ვინ რას გულისხმობს?

ზოგადად მარტო არ ვარ საბედნიეროდ, მყავს გარშემო ადამიანები ვინც მინდა მყავდეს და ვისთანაც მიხარია ყოფნა.

პირადში მარტო ვარ, პირველად ბოლო წლების მანძილზე და დიდი ხანია ასე კარგად არ ვყოფილვარ. მომენატრა ეს მდგომარეობა, როცა გულიც და გონებაც თავისუფალი გაქვს.

მარტოსულობა არის შინაგანი მდგომარეობა, შეიძლება ბევრი ადამიანი გყავდეს გარშემო, მოსიყვარულე, მზრუნველი და გამგები, მაგრამ მაინც მარტოსულად გრძნობდე თავს, ამის მიზეზი, ჩემი აზრით, საკუთარ თავში უნდა ეძებო. როცა საკუთარ თავთან კარგად ხარ, მარტოსულობის განცდა არ გაქვს. სხვებთან ურთიერთობაც მშვენივრად გამოგდის და სიამოვნებას განიჭებს. როცა საკუთარ თავს ვერ უგებ, მაშინ გგონია რომ ვერავინ გაგიგებს.

+ 1000 % შინაგანი მდგომარეობაა რომელსაც თავად თუ არ უშველე
სხვა ვერავინ და ვერაფერი გიშველის .

Posted by: Re-hanna 31 Mar 2019, 16:00
Artist

რაც უფრო ღრმად განიცდის ასეთი ადამიანი სამყაროს,მით უფრო ხვდება რა შორსაა თვითონ ამ სამყაროსგან.

Posted by: guri8 31 Mar 2019, 16:35
QUOTE (Re-hanna @ 31 Mar 2019, 16:00 )
Artist

რაც უფრო ღრმად განიცდის ასეთი ადამიანი სამყაროს,მით უფრო ხვდება რა შორსაა თვითონ ამ სამყაროსგან.

რეალური სამყაროსაგან smile.gif .



-----------------------------

Posted by: ნათანია 5 Apr 2019, 23:17
მეც მიყვარს სოფელში შუა ტყეში სახლი მაქ და იქ მარტოობა საოცარია როგორც დაღამდებოდა შუქებს ვაქრობდი საახლშიც და ეზოშიც და ბუნების ნაწილი ვხდებოდი სანამ ამტკბობაში და სულიერ გასვლებში უყურადღებობით ბუხარმა სახლი არ გადამიწვა biggrin.gif მაგრამ მოგონებები ვერ გადაწვა იმ კარგი დღეების ასეა ცხოვრება ცხოვრეება ბევრ რამეს გვართმევს გვძარცვავს ბოლოს სულსაც გვართმევს მაგრამ მოგონებებს ვერა მოგონებებს ცუდსაც და კარგსაც smile.gif

Posted by: guri8 5 Apr 2019, 23:24
QUOTE (ნათანია @ 5 Apr 2019, 23:17 )
ასეა ცხოვრება ცხოვრეება ბევრ რამეს გვართმევს გვძარცვავს ბოლოს სულსაც გვართმევს მაგრამ მოგონებებს ვერა მოგონებებს ცუდსაც და კარგსაც smile.gif

+ 1000 % yes.gif yes.gif yes.gif yes.gif
მოგონებები ყველაზე ღირებული რამაა სხვათა შორის ბევრი ისეთი მოგონებაც კი რომელიც დღეს შეიძლება გულს გვწყვეტდეს წლების შემდეგ შეიძლება ძალზედ ღირებული და ტკბილი გახდეს ჩვენთვის .

Posted by: Issen 18 Apr 2019, 00:25
მარტოობამაც მიჩვევა იცის...
აღარავინ აღარ გინდა. გინდა რო მალე წავიდეს ყველა და ისევ მარტო დარჩე.
სტუმარი მაქსიმუმ ნახევარი საათი ვიცი მე. საათნახევარ და ორ საათიანი სასტავი ეგრევე ნახუი.

Posted by: ⴓⴒⴗⴅⴈ 26 Apr 2019, 07:46
QUOTE
შუა ტყეში სახლი მაქ და იქ მარტოობა საოცარია როგორც დაღამდებოდა შუქებს ვაქრობდი საახლშიც და ეზოშიც და ბუნების ნაწილი

smile.gif

Posted by: Artist 26 Apr 2019, 22:43
Re-hanna
QUOTE
რაც უფრო ღრმად  განიცდის ასეთი ადამიანი სამყაროს,მით უფრო ხვდება რა შორსაა თვითონ ამ სამყაროსგან.

და აქ დავამატებდი, რომ ადამიანი მაშინ ხვდება რომ მარტო სულაც არაა, იმ სამყაროს უფრო უახლოვდება სადაც მარადიული
სამყოფელია და შესაძლოა ხილვებიც გაეხსნას, აი მაშინ იმდენ რამეს განიცდის, რომ ამ სამყაროში არც კი დაესიზმრება, მაგრამ
მთლად არ უნდა მოსწყდეს ამ მიწიერებას, ვინაიდან ეს მიწიერიც სულიერი მასალითაა შექმნილი და ამის მიხვედრა და დანახვაა
საჭირო, უბრალოდ გამყარებულია და გაუხეშებული ფორმით არის მოწოდებული და იმ საკრალურ განცდებს აქაც იპოვის…

Posted by: Issen 29 Apr 2019, 22:41
თანდათან ვრწმუნდები არაფერი არაფერი ჯობს მარტოობას.
ტვინს არ გიტყნავს არავინ.
არც ოჯახის წევრი, არც ძმაკაც/მეგობრები, არც ნათესავი და არც შეყვარებულ/"მეგობარ" გოგოები.


Posted by: <casablanca> 29 Apr 2019, 23:47
ინტერნეტის ეპოქაში მარტო თითქმის აღარ რჩება ადამიანი. კიდევ კარგი.

Posted by: Issen 30 Apr 2019, 03:27
<casablanca>
QUOTE
ინტერნეტის ეპოქაში მარტო თითქმის აღარ რჩება ადამიანი. კიდევ კარგი.

ვირტუალურად ჰო. მაგრამ ფიზიკურ და სულიერ ურთიერთობებს ვერ ჩაანაცვლებს.

Posted by: Uxbal 30 Apr 2019, 14:58
სულ მარტოობაში კარგი არაფერია, თორე ისე ხანდახან ასწორებს მარტო ყოფნა

Posted by: Issen 30 Apr 2019, 15:08
ტვინის ტყვნას, მოვალეობებს, ვალდებულებებს და პასუხისმგებლობებს სხვა ადამიანებისადმი ჩემთვის სულ მარტოობა ჯობს.
არავისთან არასდროს არ მაქვს ანგარიში ჩასაბარებელი. ვიღაცას ვიღაც მოუკვდა ვალდებული არ ვარ წავიდე მივუსამძიმრო, ვიღაცის დაბადების დღეა არ მინდა მაგრამ, არ გამოდის, უნდა წახვიდე და ათასი ტვინის ტყვნა ვალდებულება. შეყვარებულს სადმე უნდა შენ იქ არ გინდა, უნდა გიტყნას ტვინი, იმას ესე მოწონს შენ სხვანაირად და ა.შ რა დალევს ამ ღლეობებს.
მარტო ვარ სამსახურის გარდა არანაირი მოვალეობა და თავის სატკივარი არ გამაჩნია.
სახლში მარტო არ მეშინია. თავის დასაცავი საკმაოდ საიმედო მოწყობილობა მაქვს.
ამის იქით ყველას და ყველაფერს მო****ია დედის ტ-კი...

Posted by: Uxbal 30 Apr 2019, 15:10
Issen

თითქოს იმარტივებ ცხოვრებას, მაგრამ ეგ უფრო რთული გზაა

Posted by: Issen 30 Apr 2019, 15:12
Uxbal

QUOTE
თითქოს იმარტივებ ცხოვრებას, მაგრამ ეგ უფრო რთული გზაა


რთული რატომაა? პირიქით, უკომფორტულესი მდგომარეობაა.
მაქსიმუმ ტელეფონზე კომუნალურების და სხვადასხვა აქციების შეტყობინებებმა დამირღვიოს მყუდროება.
იშვიათად ნომერი შეეშალოთ.

Posted by: Uxbal 2 May 2019, 11:24
Issen

მოსაბეზრებელია ერთი და იგივე მდგომარეობაში ყოფნა, თითქოს გაჩერებული ხარ მაგ დროს, შენს ირგვლივ არავინაა
თითქმის სულ არც კარგად ხარ და არც ცუდად, იშვიათ შემთხვევაში შეიძლება ან ერთ მდგომარეობაში იყო ან მეორეში.
როცა მოქმედებ, ვგულისხმობ ურთიერთობა გაქვს სხვებთან, უფრო მეტს სწავლობ, ვითარდები

Posted by: POKERISBLUFF 2 May 2019, 12:22
დიდი სიამოვნებით ვუყურებდი


მარტოობის და სიკვდილის ჩხუბს vis.gif

Posted by: Issen 3 May 2019, 00:26
Uxbal

ვისთვის როგორ. ორივე ვიცი და გამომიცდია.
მე ეს მდგომარეობა უფრო მშვიდი და მყუდრო მეჩვენება.
არანაირი პასუხისმგებლობა, არანაირი ურთიერთობები და მოვალეობები.
გარდა საკუთარი თავის მიმართ.
სწავლა და განვითარება მკიდია უკვე
ფული მაქვს. ბევრი სასუსნავი, საინტერესო ბიბლიოთეკა და მუსიკალური კოლექცია.
sony playstation 4 slimi და კომპიუტერული თამაშები
საერთოდ ვერ ვხედავ გვერძე ადამიანების საჭიროებას.
ვირტუალურიც საკმარისია.

Posted by: Perle 3 May 2019, 01:07
ადრე მიყვარდა.
ახლა მარტოობას ზოგიერთ ადამიანთან ერთად ყოფნა მირჩევნია. ზოგიერთთან რა, რეალურად ერთთან.

Posted by: Uxbal 4 May 2019, 16:23
Issen

მე მაგალითად ბევრი ენერგია მაქვს, სწორად ვიკვებები, ბევრ აქტივობაში ვარ ჩართული, საინტერესო მოსაუბრე ვარ და ძალიან მსიამოვნებს ამ ყველაფრის გაზიარება ადამიანებთან

Posted by: Issen 4 May 2019, 19:21
Uxbal

უენერგიობასა და არასწორ კვებას არც მე ვუჩივი. საინტერესო მოსაუბრე რამდენად ვარ ეგ არ ვიცი. ის კი არადა, საუბარი საერთოდ არ მიყვარს. (ან ვის ვესაუბრო?!)
გაზიარებას რაც შეეხება, არავისთან არაფრის გაზიარება არ მიყვარს. მით უმეტეს კარგის გაზიარება..

* * *
არაჩვეულებრივი რამაა სიმშვიდე და სიმყუდროვე. არავინ დაგირეკავს, არავინ გამოგივლის, სახლს არავინ აგირევს.
იცი ახლობელი არ დაგირეკავს დილით, რამეს არ გთხოვს და ამის გამო ნერვები არ მოგეშლება. არც დაუპატიჟებლად (არასასურველად) გესტუმრება მეგობარი ან ნათესავი.
ხარ შენთვის მშვიდად და წყნარად. გაბარია მხოლოდ შენი თავი. დანარჩენი ყველა და ყველაფერი გკიდია ერთ ადგილზე.
მოხვალ სამსახურიდან, მოიდებ სასუსნავებს, ჩაუჯდები თამაშებს და ასე.




Posted by: Uxbal 9 May 2019, 18:41
Issen

ბედნიერები ვართ ორივე სხვა და სხვა მდგომარეობაში love.gif

Posted by: Issen 9 May 2019, 21:30
Uxbal

QUOTE
ბედნიერები ვართ ორივე სხვა და სხვა მდგომარეობაში


yes.gif
* * *
ჩემი მეგობარი და ახლობელია მარტოობა.
ჩემი მესაიდუმლე და ტკივილი...
love.gif

Posted by: Ninna_maya 20 May 2019, 11:02
მე აღარ მინდა არც სიკვდილი, აღარც სიცოცხლე,
ჩემთვის სიკეთეც, ბოროტებაც უკვე ერთია,
მარტოობაში თუ ამ ქვეყნად ერთ წამს იცოცხლებ,
მაშინ მიხვდები რომ სიკვდილი ამ წამს გერჩია.
მე მარტოობას გავექეცი ამ ქვეყნად ვითომ,
მაგრამ აღმოჩნდა, მარტოობა ვყოფილვარ თვითონ.



ეს ლექსი გამახსენდა უნებლიედ

user.gif

Posted by: Thenotorious 29 May 2019, 14:44
სხვათაშორის მეც ძალიან კომფორტულად ვგრძნობ თავს ამ ბოლო პერიოდში მარტო, მაგრამ უკვე ვატყობ რომ გარესამყაროსთან კონტაქტის სურვილი აღარ მაქვს და დეპრესიაში გადამდის მგონი. :/

Posted by: brun025 1 Jun 2019, 20:37
პერიოდები მაქვს ცხოვრებაში, როცა მარტო ყოფნა უფრო მევასება smile.gif ხან 1-2 წელი გრძელდება ხოლმე ეს პერიოდი.

თუმცა დეპრესიაში არასდროს გადამსვლია, პირიქით.

Posted by: LatitudeF35 9 Jun 2019, 18:34
მარტო ყოფნა საჭიროც არის, თუმცა ცხოვრების თანამგზავრი უფრო საჭირო და მნიშვნელოვანია, სიბერეში ყოველთვის მოვასწრებთ მარტო ყოფნას wink.gif

Posted by: Issen 10 Jun 2019, 10:29
Latitude909
QUOTE
სიბერეში ყოველთვის მოვასწრებთ მარტო ყოფნას

სიბერემდე ძაან მეეჭვება მიავაღწიოთ. თუ გავითვალისწინებთ დაბინძურებულ გარემოს. არაჯანსაღ საკვებს, უამრავ მავნე ჩვევას, გაზრდილ სტრესებს და ნევროზებს.... მაქსიმუმ 50-მდე მივიდეთ.

Posted by: Madara 10 Jun 2019, 11:55
მარტო რომ რჩები შემდეგ იწყებენ შენს გახსენებას
ამათი ლოგიკა და ამათი ჩამომოთრევი

mad.gif

Posted by: ლუდოვიკო 10 Jun 2019, 13:03
QUOTE
მარტო რომ რჩები შემდეგ იწყებენ შენს გახსენებას

ხო აბაა mad.gif

Posted by: Issen 11 Jun 2019, 08:26
რა მნიშვნელობა აქვს მარტო ხარ თუ არა ბოლოს მაინც მოვკვდებით..
ეს ბოლო კიდე ყველაფერს უკარგავს აზრს.
სიკვდილის არსებობა მაიძულებს ყველა და ყველაფერი დავიკიდო
+ასაკის მატება და სიბერე.
ამეებზე რო ვფიქრობ შიგნიდან ძალიან დიდ სიცარიელეს და არარაობას აქვს ადგილი.
ყველანაირი გრძნობა და ემოცია იყინება... საშინელი განცდაა და ვერაფერს ვუხერხებ

Posted by: POKERISBLUFF 8 Sep 2019, 23:38
QUOTE (POKERISBLUFF @ 26 Jan 2019, 02:42 )

.............................................

Posted by: პითონი 9 Sep 2019, 22:17
გადავიღალე
სამსახური
შეხვედრები
ტრენინგები


ორი კვირით წავიდოდი სადმემთაში
ერთ ნორმალურ ადამიანთან ერთად და გავატარებდი მშვიდ გარემოში ამ დღეებს
დავისვენებდი რასაც ქვია რა

Posted by: satis 16 Sep 2019, 23:13
დამღლელ და უპასუხისმგებლო ხალხს ბევრად ჯობია მარტოობა და იზოლაცია.

Posted by: mafood 17 Sep 2019, 11:56
satis
QUOTE
დამღლელ და უპასუხისმგებლო ხალხს ბევრად ჯობია მარტოობა და იზოლაცია.

კი, გეთანხმები.
დისციპლინის გამომუშავებაში ხელს გიშლის ასეთი ხალხი. თან დროს ტყუილად გიფლანგავენ.

Posted by: BigBoss 17 Sep 2019, 12:35
ხანდახან აუცილებელია ...

Posted by: Re-hanna 30 Sep 2019, 12:25
QUOTE

დამღლელ და უპასუხისმგებლო ხალხს ბევრად ჯობია მარტოობა და იზოლაცია.

ჰო და კიდევ, შხამიან ხალხს .

Posted by: satis 3 Oct 2019, 00:21
რაღაც პონტში გაასწორებდა ვინმე რო იყოს გვერდით ვისთანაც კარგად იგრძნობ თავს..
საპირისპირო სქესი და ამდენ სასუსნავს მარტო არ შევჭამდი და გავუნაწილებდი..
მომწიყნიდა მარტოობა, სასუსნავების სუსვნა და ფილმის მარტო ყურება...
საუკუნეში ერთხელ მაქვს ეს გრძნობა. ხვალ ავდგები და გამეცინება ამ ჩემ ნაწერზე და მთელი წელი ისევ ისე იქნება როგორც აქამდე.

Posted by: love-killa 9 Oct 2019, 10:04
QUOTE (satis)
რაღაც პონტში გაასწორებდა ვინმე რო იყოს გვერდით ვისთანაც კარგად იგრძნობ თავს..

yes.gif

Posted by: satis 9 Oct 2019, 17:53
გადამიარა უკვე...
სისულელე დამიწერია...

Posted by: satis 20 Oct 2019, 10:26
ერთი თუ ავიკვიატე რაღაც მორჩა, შანსი არაა რო შევიცვალო.

Posted by: satis 7 Nov 2019, 14:03
ჩემი სონი სლიმსი რო არა მთლად გავაფრენდი ბლიად facepalm.gif

Posted by: zukak0 14 Nov 2019, 12:15
არ შეიძლება მარტო ადამიანმა განავითაროს საკუთარი თავი, მაგის წარმოდგენაც კი უცე აფსურდია, ადამიანი უნდა ვითარდებოდეს სხვა ადამიანთან უერთიერთობაში, აიღოს მისგან რამე უნებლიედ და აქციოს მისად, არ მოეწონს და არ შეუშვას მასში ის ცუდი რასაც ხედავს სხვასთან, ადამიანი მარტო როგორ შეილება განვითარდეს, თავის თავს რა შეიძლება ასწავსლოს პერსონამ, არაფერი !

Posted by: drehzahlbegrenzer 14 Nov 2019, 12:33
zukak0

ჩემი აზრით ძალიან ცდები

Posted by: jjkk 14 Nov 2019, 22:11
Loneliness is a killer © Seal

Posted by: ფრენოლოგი 25 Nov 2019, 18:43
ფსიქოანალიზს უყვარს ეს თემა, აქედან შეგიძლიათ გადმოწეროთ მთელი თავი მარტოობის შესახებ ფსიქოანალიტიკური ხედავა არის ახსნილი


https://www.researchgate.net/publication/261713356_The_origins_of_solitude_Psychoanalytic_perspectives


Posted by: GIGABYTE77 25 Nov 2019, 21:08
ფრენოლოგი
მადლობა, წავიკითხავ.

Posted by: Meocnebehh 26 Nov 2019, 00:05
ყველაფერი მაქვს, ოჯახი, სამსახური მაგრამ თავს ისე მარტოდ ვგრძნობ.... ამის გამო დეპრესიაში ვვარდები sad.gif

Posted by: snis 29 Dec 2019, 14:38
რო შეიძლებოდეს საკუთარი ოთახიდანაც არ გავიდოდი...
yes.gif

Posted by: POKERISBLUFF 29 Dec 2019, 18:29
რაც უფრო გვიან მიხვდებით რო ყველა მარტო ვართ ამ ცხოვრებაში რამდენი ადამიანიც არ უნდა გვეხვიოს ირგვლივ (მშობლების გარდა) ,მით უფრო სასარგებლო თქვენი ფსიქიკისთვის
ბედნიერი უნდა იყოთ და მაქსიმალურად დააფასოთ ის დრო როცა გრძნობთ რო მარტო არ ხართ

Posted by: ladusha2 29 Dec 2019, 21:19
მარტოობა რო იწხებს სიამოვნების მონიჭებს აი მანდ ვხვდები რო დარხეული მაქ და დეპრესია ინ ექშენ არი ხოლმე. ისევ დავაძალებ ხოლმე თავს გავალ გამოვალ მეგობრებთან და სიამოვნებით ვტკბები!

Posted by: Aleksandre166 16 Apr 2024, 10:10
საშინელებაა, არავის არ ვუსურვებ.

Posted by: GEORGEXIII 16 Apr 2024, 10:26
Meocnebehh
ჰობი არ გაქვს? მაგით დაკავდი და ცოტას შეგეშველება.

Posted by: მიქაელ 16 Apr 2024, 14:22
მთელი ცხოვრება რეალურად მარტო ვარ. ვერ ვნახე ჩემი მეორე ნახევარი და ადამიანი, ვისაც საპასუხოდ ვენდომებოდი. ნათესავები, რომლებსაც ვაფასებდი, ცოცხლები აღარ არიან და ვინც დარჩა, პატივს არ ვცემ და შეგნებულად ვწყვეტ მათთან კონტაქტს. ქალაქიდან გადავედი სოფლად, რადგან მიწა მომინდა, აქ სოციალური კონტაქტებიც შემეზღუდა, არ ვნანობ. ვინც ნამდვილი მეგობარი მყავს, შემრჩა. მაგრამ მეგობრებშიც არავინ მყავს სულიერად მონათესავე, თანამოქმედი, გამზიარებელი. ოჯახი ვერ შევქმენი. ის ბავშვიც კი, რომელიც მინდობით აღსაზრდელად მინდოდა, არ მომცეს და ჩემი მამობრივი მოწოდება ვერ შევასრულე. მარტოობა შიგნიდან მჭამს. ვშრომობ, თვითგანვითარებას ვეწევი, პატივს მცემენ და ახლა ვარ საუკეთესო ფორმაში, მაგრამ სიხარული არაა და ვერაფერმა შეცვალა ის, რაც შიგნიდან მჭამს. განგებას არაფერს ვთხოვდი ნამდვილი სიყვარულის გარდა. მაგრამ არ არის სიყვარულის ნატამალიც კი. როცა აღარავის ვუნდივარ, მხოლოდ ერთი აზრი ჩნდება: მშვიდად მივიღო ეს მოცემულობა, რადგან დავიღალე 36 წლის განმავლობაში უშედეგო მცდელობებით და ავარჩიო მემკვიდრე, ვისაც გადავაბარებ ყველაფერს რაც კი ვიცი და რასაც კი ვფლობ. გადაბარება - ეს იმპულსი ჩნდება, როცა იმედი გადაიწურა. ამიტომ ვცდილობ მოვნახო ისეთი ბავშვი რომელიმე ბავშვთა სახლში, ვისაც მინდობით აღსაზრდელად ავიყვანდი (შვილებას ვერ შევძლებ, ისეთი რეგულაციებია). მინდა ასეთს გადავცე ყველაფერი და შემდეგ მშვიდად გავიდე აქედან.

Posted by: Limes 16 Apr 2024, 16:49
მიქაელ
თუ არავინ გიყვარს, ჯობს მარტო იყო, სიყალბეში ცხოვრების დდშვც, წყვილებს რომ ვუყურებ ვხვდები უკვე უყვართ მართლა ერთმანეთი თუ პროსტა ერთად არიან, მგრძნობიარე და ძლიერი ერთდროულად თუ ხარ ზა პროსტა ვერ იქნები ურთიერთობაში, წყევლასავითაა ეგ ორი კომბინაცია)) ბუღა ხომ არ ხარ მართლა რომელი ძროხაც შეგხვდება მაგასთან იყო, ადამიანი ხარ შენი ფასეულობებით, ადამიანების უმეტესობა მასეა მე რასაც ვამჩნევ, "ლიჟბი მარტო არ იყვნენ და დალშე პოხუი" გირჩევ "სოფელში" არ ჩაიკეტო თორემ საკუთარი ფიქრები ბოლოს მოგიღებს
P.s. სოფელი ტყუილად არ გიხსენებია, ეგ გაქცევას გავს ყველაფრიდან, მეც მაქვს ჩემი ადგილი მიყრუებული, ლამაზი, მაგრამ დიდი ხნით არ უნდა გაექცე საკუთარ თავს, ეგ შეიძლება უბრალოდ ძალების აღსადგენად გამოიყენო

Posted by: მიქაელ 16 Apr 2024, 17:47
Limes

QUOTE
ბუღა ხომ არ ხარ მართლა რომელი ძროხაც შეგხვდება მაგასთან იყო, ადამიანი ხარ შენი ფასეულობებით, ადამიანების უმეტესობა მასეა მე რასაც ვამჩნევ, "ლიჟბი მარტო არ იყვნენ და დალშე პოხუი"


შეკითხვა რომ იციან. "ვინმე მოიყვანე". ამ "ვინმეს" ისე ხელაღებით ახსენებენ, თითქოს მაღაზიაში შედიხარ, ხელს დაადებ და წამოიღებ სახლში. ოჯახების უმეტეს ნაწილში სიყვარული არ არის. როგორ ავიტანო ადამიანი სახლში და ლოგინში მთელი ცხოვრება ან თუნდაც რამდენიმე წელი, როცა არ მიყვარს... თორემ მქონდა შანსი, არა ერთხელ სურდათ ქალებს ჩემთან არა უბრალოდ ურთიერთობა, სერიოზული ამბავი უნდოდათ, ერთ-ერთს საზღვარგარეთ ავსტრიაშიც. მაგრამ არ მინდოდა, ვერ მოვატყუებდი ადამიანს.

QUOTE
სოფელი ტყუილად არ გიხსენებია, ეგ გაქცევას გავს ყველაფრიდან, მეც მაქვს ჩემი ადგილი მიყრუებული, ლამაზი, მაგრამ დიდი ხნით არ უნდა გაექცე საკუთარ თავს, ეგ შეიძლება უბრალოდ ძალების აღსადგენად გამოიყენო


გაქცევა უფრო თბილისის შემაწუხებელი სიტუაციისგან. ქალაქიდან რამდენიმე კილომეტრში ვარ. როცა მინდა ჩავდივარ შაბათს ან კვირას. დისტანციურად ვმუშაობ აქედან და მარტოობაში ეს უფრო მეხმარება: ბუნება, სიჯანსაღე, ჩემი ბაღი და ცხოველები. მენტალურად სულ უფრო ვჯანსაღდები აქ და მარტოობა იმდენად აღარ მიჭირს, როგორც ქალაქის დანევროზებულ სიტუაციაში, სადაც ისედაც ვიცოდი რომ მარტო ვარ და ზედმეტი კონტაქტებიც სიყალბე იყო.

Posted by: Limes 16 Apr 2024, 19:11
მიქაელ
ადამიანი ბედნიერებისთვის არ არის გაჩენილი, მითუმეტეს მოაზროვნე ადამიანი, არის კატეგორია რომელსაც მინიმალური აკმაყოფილებს, სექსი და ჭამა თუნდაც, არის კატეგორია რომელსაც სულიერი საზრდო სჭირდება სიყვარული, ემოციური კავშირი, სხვანაირად ვერ ცოცხლობენ ამ მატერიალური ნაგავში, ყველაფერი გაუფასურდა და გვიჭირს ხანდახან რეალობის ილუზიისგან გარჩევა, ნამდვილი სიყვარული არ გეგონოს შენ მუდმივი განცხრომა, ორმხრივიც რომ იყოს, ეგ უარესი ტანჯვაა, დროებითი ეიფორაა სხვა არაფერი)
"ბედნიერებამ მითხრა ნუ მეძებ"
ხომ იცი ეს ფრაზა, პლანეტა და თანავარაკვლავედი შეგვეშალა ალბათ მაგის ძიებაში)) (ნუ ეს ცოტა იუმორი) მაგრამ საკუთარი თავის გარდა ვერსად და ვერავინ დაგეხმარება ვერც სოფლად და ვერც ქალაქად

Posted by: მიქაელ 25 Apr 2024, 22:56
იმ ტიპის მარტოობაში ვარ, როდესაც აღარ ვიცი ყველაზე მთავარი რჩევა ვის ვკითხო.
თითებზე ჩამოსათვლელი მეგობრების, ისიც მარტო ქალების გარდა ნამდვილი გულშემატკივარი და მომკითხავი აღარავინ მყავს. ეს ზედაპირული სოციალური კონტაქტები, როდესაც მეუბნებიან, თუ როგორ ვუყვარვარ, სინამდვილეში სიტყვის მასალაა, რომ იმწუთიერი აღტაცება გამოხატონ, მაგრამ საქმე საქმეზე რომ მიდგება, გვერდში არავინ მიდგას. დედაჩემი დღითი დღე ბერდება და მარაზმი ეწყება, თან მარტოობის ძალიან ეშინია და ვცდილობ არ მივატოვო, მაგრამ თან შანსს არ უშვებს, რომ წამკბინოს და სულიერად სულ უფრო ვშორდებით ერთმანეთს.
ეს რომ აღარ იქნება, სახლში სრულიად მარტო ვრჩები. ოჯახს ვერ ვქმნი და ოხრად მრჩება ყველაფერი, პირად ცხოვრებაში სრულიად არარეალიზებული, უნაყოფო არსება. არ ვარ ცუდი ტიპი, მაგრამ არავის ვუნდივარ.
ამ ქვეყნის სოციუმშიც ისე უცხოდ ვგრძნობ თავს, ძალიან შორს ვარ ამ მასის მოჩვენებითი ღირებულებებისგან და მორალისგან. ვიხუთები აქ. არადა ამ ქვეყანაში მინდა ყოფნა, ჩემია.
ჰოდა ვერ გადავწყვიტე, წავიდე თუ არა ქვეყნიდან. იტალიაში მყავს ძალიან ახლო ადამიანები, ფაქტობრივად ჩემი მეორე ოჯახი, დობილს ვეძახი იმ ადამიანს. გავყიდო აქ ყველაფერი, იქ გადავსახლდე სიცილიაზე, იქ დავამთავრო ცხოვრება და ჩემი დობილის შვილს დავუტოვო ყველაფერი? რაღაც გაქცევასავით უფრო იქნება, მაგრამ აქაც რომ ვეღარაფერს ვქმნი და ვაკეთებ? ან იქ რას ვიზამ, უცხო?

ცხოვრების აზრი დავკარგე. აღარაფერი მიხარია. ვარ ჩემს სოფელში და მიხარია მხოლოდ ყვავილები, რომელსაც ვუვლი ჩემს ბაღში. ბიბლიური ადამივით მოვიწყინე მარტომ ჩემს სამოთხის ბაღში... გული მტკივა, ფიზიკურ დონეზე მტკივა გული და პასუხი არ მაქვს რა ვქნა. მარტოობა და სასოწარკვეთილება მჭამს შიგნიდან, ლოცვის უნარი შემრჩა და თუკი სადმე რამე ესმით, ვითხოვ, რომ რამე მინიშნება მივიღო ან რამე პასუხი ვიპოვო, თუ რაღაა ჩემი არსებობის მიზანი...

Posted by: oleg_gazmanov 25 Apr 2024, 23:43
QUOTE
ამ ქვეყანაში მინდა ყოფნა, ჩემია.

როგორ შეიძლება შენი იყოს ქვეყანა, რომლის საზოგადოებასთან არაფერი არ გაქვს საერთო? საკუთარ თავს ატყუებ.
QUOTE
ნამდვილი გულშემატკივარი და მომკითხავი აღარავინ მყავს.

რაში გჭირდება? ვიმემ ცხვირი და ტრაკი რომ არ მოგიხოცოს ისე ვერ ცოცხლობ?
QUOTE
დედაჩემი დღითი დღე ბერდება და მარაზმი ეწყება, თან მარტოობის ძალიან ეშინია და ვცდილობ არ მივატოვო, მაგრამ თან შანსს არ უშვებს, რომ წამკბინოს და სულიერად სულ უფრო ვშორდებით ერთმანეთს.

რას იზამ. ყველა როცა ბერდება მარაზმი ეწყება.
QUOTE
ცხოვრების აზრი დავკარგე

იმას ეძებ, რაც ბუნებრივად არ არსებობობს. რა აზრი უნდა იყოს? ვიღაცას ვიღაცასთან სექსი ჰქონდა და გაჩნდი შენ. ამაში რა აზრი უნდა იყოს? აზრი თუ გინდა შენ თვითონ შექმენი.
QUOTE
ლოცვის უნარი შემრჩა და თუკი სადმე რამე ესმით

არ ესმით ნუ გეშინია. იქ არავინაა smile.gif
QUOTE
თუ რაღაა ჩემი არსებობის მიზანი

როგორც ზემოთ ვთქვი, შენს არსებობას არავითარი მიზანი თავისით არ ექნება. მიზანი შენ თვითონ შეგიძლია შექმნა.

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)