#52765103 · 23 May 2018, 13:45 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მეგობრებო ბევრი ვიფიქრეთ თუ ცოტა გადავწყვიტეთ ვიპოვოთ და გუნდში დავიმატოთ ადამიანი რომელიც არა ერთჯერადად არამედ პერმანენტულად იმუშავებს დიზაინის მიმართულებით. თუ გსურთ იმუშაოთ საინტერესო გუნდში და ჩვენთან ერთად შექმნათ საინტერესო პროდუქტები ველით თქვენს გამოხმაურებას.
მოკლედ ვაკანსიის შესახებ:
Gymstinct არის მაღალტექნოლოგიური სავარჯიშო მოწყობილობების და დამხმარე პროგრამული უზრუნველყოფის მწარმოებელი სტარტაპ კომპანია.
ვეძებთ ადამიანს, რომელსაც აქვს სურვილი ჩვენთან ერთად შექმნას დახვეწილი დიზაინის მქონე სავარჯიშო მოწყობილობები. მისგან მოველით რომ ექნება ტექნიკური ესთეტიკისა და თანამედროვე ტექნოლოგიური დიზაინის შემუშავების უნარი, საკონსტრუქტორო დოკუმენტაციის მომზადების შესაძლებლობა, გამოყენებული მასალების თვისებებისა და თანამედროვე საწარმოო ტექნოლოგიების ცოდნა.
იმისათვის რათა ვისაუბროთ ერთ ენაზე აუცილებელი იქნება: CAD პროგრამების CATIA V5, Auto CAD - Mechanical Desktop, 3ds Max, Solid Works ან სხვა 3D საპროექტო პროგრამის ცოდნა.
ანაზღაურებაზე შევთანხმდებით გამოცდილებიდან გამომდინარე. სამუშაო ადგილი - თბილისი.
გთხოვთ, აუცილებლად გამოგვიგზავნოთ რელევანტური პორტფოლიო რეზიუმესთან ერთად: hr@gymstinct.com
--------------------
ამერიკის შეერთებული ტაშტები
|