Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > კულინარია > სააღდგომო სუფრა


Posted by: miau 27 Apr 2011, 18:15


ძველი თემა: http://forum.ge/?f=82&showtopic=33724761&st=0

Posted by: LTB1948 27 Apr 2011, 18:38
rtuli

ძალიან გტხოვ, ჩემს პასკას კექსს ნუ უწოდებ, იმიტომ რომ არაა კექსი, ცდილობ რომ დააკნინო რაღაცნაირად და ეგ არ მომწონს....
პირადად კექსის ვიცი რამდენიმენაირი რეცეპტი, ასე რომ კლასიკური კექსის რეცეპტი არ არსებობს, პირადად მე მაწვნით ვაკეთEბ კექსს ან არაჟნით, რაც ამ რეცეპტში საერთოდ არ არის თხევადი ელემენტი...
ეგრე თქვენი საფუარიანი ცომი "ბულკის" ცომს გავს, იგივე ინგრედიენტებით და პრინციპით იზილება, მაგრამ არ მიკადრებია.....
და რა ვიცით ამ საქართველოში ყველაფრის გაკრიტიკება და გაკილვა, განსაკუთრებით გასნხვავებულის.... კრიტიკა და კრიტიკა....
მიიღეთ ისე როგორც დავწერე, რა არის ამაში ცუდი?
იგივე რძე კარაქი და ფქვილია ზოგი ხაჭაპურის ან პურის ცომში და რა ხაჭაპურის ან პურის რეცეპტი დავწერე?
ჩემი გამოცდილება გაგაიზიარეთ გინდათ, კი ბატონო, არ გინდათ, ზილეთ საფუარიანი ცომი, მაგრამ თქვენი რეცეპტებისტვის "ბულკი" არ მიკადრებია და ჩემს რეცეპტსაც ნუ კადრებთ "კექსს".... ინგრედიენტებით თუ მსჯელობთ, ეგრე ბევრ ნაცხვარში და გამომცხვარშია მსგავსი ინგრედიენტები და დავდგეთ და ვარჩიოთ რა რას გავს....
მე პირადად ბევრი კულიჩი დიდი ბულკი უფრო მგონია და რა ვქნა ახლა დავდგე და გაკრიტიკოთ?
მე ჩემი გამოცდილება გაგიზიარეთ, გინდათ მიიღეთ, გინდათ არა.....

Posted by: gloneli 27 Apr 2011, 19:24
LTB1948
სურათი ხომ არ გაქვთ თქვენი რეცეპტით გამომცხვარი პასკის?

Posted by: rtuli 27 Apr 2011, 22:55
LTB1948

smile.gif

აჯობებს გავჩუმდე yes.gif

Posted by: tasikuna-taso 27 Apr 2011, 23:21
QUOTE
აჯობებს გავჩუმდე



მომწონს ეს გადაწყვეტილება.

Posted by: miau 27 Apr 2011, 23:44
LთB1948
QUOTE
ირადად კექსის ვიცი რამდენიმენაირი რეცეპტი, ასე რომ კლასიკური კექსის რეცეპტი არ არსებობს, პირადად მე მაწვნით ვაკეთEბ კექსს ან არაჟნით, რაც ამ რეცეპტში საერთოდ არ არის თხევადი ელემენტი...


რაკი ასე დაიძაბა სიტუაცია, შევეცდები ჩემი აზრიც გამოვთქვა (თავიდან შევიკავე თავი).
იმედია არ მიწყენთ 2kiss.gif

რეაალურად, რასაც ჩვენ ვუწოდებთ პასკას, ეგაა კულიჩი, ხოლო პასკა არის ხაჭოს უმი დესერტი (ზოგჯერ მოხარშული გოგლი-მოგლი ემატება). კულიჩი კი მზადდება მხოლოდ საფუვრით. smile.gif თუ ჩვენ კექსის კონსისტენციისა და ფაქტურის ნამცხვარს იმიტომ უნდა ვუწოდოთ კულიჩი, რომ მასში ილს, მიხაკ-დარიჩინს და კულიჩისთვის საჭირო სხვა სანელებლებს ვუკეთებთ, ვფიქრობ არამართებული იქნება. smile.gif მაგ პრინციპით, თამამად შეგვიძლია გავაკეთოთ ნიგვზიანი ხარჩო ქათმით და საცივი დავარქვათ. smile.gifუამრავი კექსის რეცეპტს დავდებ (*იგივე ტრადიციული "სტალიჩნი"), რომლის შემადგენლობაშიც საერთოდ არ შედის რძე, მაწონი, ნაღები და არაჟანი. ამასთან ისეთებსაც დავდებ, სადაც არაჟანიჩ შედის, ხაჭოც და ნაღებიც biggrin.gif არის სხვა რეცეპტებიც, მათ შორის კექსი მიხაკ-დარიჩინითაც, ახლა იმას აღარ ჩამოვყვები, საშობაოდ აცხობენ ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში.
გამაფხვიერებლით ,მომზადებული ნამცხვარი სულ სხვა სტრუქტურისაა, განსხვავებული გემო აქვს. შესაძლოა, კულიჩზე გაცილებით გემრიელიც იყოს, მაგრამ კულიჩი სხვაა და კექსი - სხვა. smile.gif ვისაც რა გვიყვარს, სახელებს ხომ არ გადავარქმევთ? smile.gif ეგ კი არა, დარწმუნებული ვარ, ბერძნებს თავის სააღდგომო პურზე რომ უთხრა, პასკაა ან კულიჩიო, ან იტალიელებს - პანეტონეზე, ნამდვილად არ დაგეთანხმებიან. smile.gif
შეიძლება ვიღაცა შემედავოს - კულინარია შემოქმედებითი სფეროა და რატომაც არა, რომ ვინმემ რაღაც გამოიგონოსო?!
- კი ბატონო, მაგრამ არსებობს რაღაც ზოგადი სახელები და ამ ზოგად დასახელებებში მაინც ხომ უნდა ჯდებოდეს? smile.gif

ეს ისტორია კულიჩის:

წითელ კვერცხებთან ერთად სააღდგომო სუფრის განუყოფელი ნაწილია კულიჩი, რომელსაც საკმაოდ დიდი ისტორია გააჩნია. როდესაც იესო ქრისტე აღდგომის შემდეგ თავის მოსწავლეებს გამოეცხადა, მათთან
ერთად პური გატეხა. ამის შემდეგ მოციქულები ყოველი ტრაპეზის დროს სხდებოდნენ მაგიდის გარშემო და ცენტრში დებდნენ პურის ნაჭერს ნიშნად იმისა, რომ ღმერთი ყოველთვის მათ გვერდით იყო. დროთა განმავლობაში
ჩამოყალიბდა ტრადიცია _ ეკლესიაში ტოვებდნენ პურს _ არტოს-ს, რომელსაც ზემოდან გამოსახული ჰქონდა ჯვარი, რაც ქრისტეს სიკვდილზე გამარჯვებას განასახიერებდა. ბრწყინვალე შვიდეულის დღეებში ამ პურს ჯერ ტაძრის გარშემო შემოატარებდნენ, შემდეგ კი შიგნით შეჰქონდათ, მოციქულების მსგავსად, სპეციალურ მაგიდაზე დებდნენ და შაბათს კურთხევის შემდეგ მორწუმნეებს ურიგებდნენ. ერთ-ერთი ვერსიით სწორედ ამ რიტუალმა შთააგონა ხალხი, რომ შინ გამოეცხოთ სააღდგომო პური, რომელსაც კულიჩი უწოდეს. კულიჩს მოგრძო ფორმაა აქვს, რაც სიმბოლურად იმ მთას აღნიშნავს, რომელზეც მაცხოვარი ჯვარს აცვეს. რუსეთში სააღდგომო პურისთვის (კულიჩისთვის) დიდი რაოდენობით ცომს ზელდნენ, რადგან დიდი მოცულობის წყალობით უკეთ ფუვდებოდა, ხოლო ბევრი შაქარი და ცხიმი კულიჩს დიდხანს ინახავდა. უკრაინასა და ბელორუსშიც აცხობდნენ მაღალ
მრგვალ პურს, რომელსაც არა კულიჩს, არამედს პასკას უწოდებდნენ. ითვლებოდა, რომ თუ იგი კარგად გამოცხვებოდა, ოჯახის საქმეც კარგად წავიდოდა, თუ დასკდებობა ან არ ამოვიდოდა _ ცუდს მოასწავებდა. კულიჩის ცომის მომზადებას დიდ ხუთშაბათს იწყებდნენ, მთელი ღამით ტოვებდნენ ცომს და წითელ პარასკევს აცხობდნენ. ცომს განსაკუთრებულად ეპყრობოდნენ _ ჯერ ძალიან დიდხანს ზელდნენ, შემდეგ ფუთავდნენ
და დებდნენ თბილ ადგილას, სადაც არ იყო ორპირი ქარი.სლავურ ქვეყნებში კულიჩს არა მხოლოდ აღდგომას, არამედ სხვა განსაკუთრებულ დღესასწაულებზეც აცხობდნენ. ძირითადად სააღდგომოდ, საახალწლოდ და შემოდგომის საღდგომო კულიჩის ისტორიამოსავლის აღების ზეიმზე. ეს აიხსნება იმით, რომ მის მომზადებას ჭირდებოდა როგორც ბევრი პროდუქტი, ასევე დიდი დრო და ენერგია. კულიჩის ცომის ხარისხის საიდუმლო მასში შემავალი პროდუქტების ხარისხსა და სწორ ტექნოლოგიაშია. ამისთვის აუცილებელია უმაღლესი ხარისხის ხორბლის ფქვილი, ახალი კვერცხი, შაქარი, კარაქი, რძე და რაც მთავარია, კარგი საფუარი. ტრადიციულად, მას უმატებენ ქიშმიშს, ცუკატებს, ილსა და ზაფრანას. შეიძლება ერთი შეხედვით მოგეჩვვენოთ, რომ ამ არომატული დანამატების გარეშეც შეიძლება კულიჩის გამოცხობა, მაგრამ ასე არ არის, ვინაიდან კულიჩის განსაკუთრებულ
გემოს სწორედ ეს დანამატები განსაზღვრავს. სხვადასხვა არომატის შესაქმნელად ცომში უმატებენ მიხაკს, დარიჩინს, ვანილს და სხვა. სანელებლების გამოყენებისას საჭიროა ზომიერების დაცვა _ რომელიმე კომპონენტის განსაკუთრებულმა მძაფრმა არომატმა არ უნდა დაჩრდილოს მეორე კომპონენტი. დღესდღეობით ამ სააღდგომო ნამცხვრის უამრავი რეცეპტი არსებობს, მაგრამ მომზადების ტექნოლოგია ერთადერთია და ის რამდენიმე სტადიისგან შედგება:1. ცომის ხაშის მომზადება;2. თხევადი ცომის მომზადება;3. კვერცხისა და რძის მასის მომზადება;4. ცომის მოზელა;5. ცომის მეორედ გადაზელა;6. ცომის საბოლოოდ მოზელა და გამოცხობა;ყოველი ეტაპი იმით განსხვავდება, რომ თითოეულ მათგანში ცომს ვუმატებთ ახალ კომპონენტს. ამ ფორმით კულიჩის ცომი რამდენჯერმე უნდა აფუვდეს, რაც მოითხოვს დიდ დროს და ტექნოლოგიურ თავისებურებებთან ერთად განსაზღვრავს მისი მომზადების სირთულეს. კულიჩის ცომის მომზადების აუცილებელი პირობა ისიცაა, რომ დიდხანს უნდა ვზილოთ, დავიცვათ ტემპერატურული რეჟიმი. ყველაზე უკეთ ცომი ფუვდება 250-ზე. ცხობის დრო დამოკიდებულია გამოსაცხობი ფორმის ზომასა და ცომის რაოდენობაზე. სწორად მომზადებული კულიჩი არ უნდა გაფუჭდეს რამდენიმე კვირის განმავლობაში.

Posted by: rtuli 27 Apr 2011, 23:55
miau
QUOTE
ეს ისტორია კულიჩის:

ისტორია და ტრადიცია უცვლელია !!!

კარგი პოსტია....ჩემი სათქმელი შენ თქვი smile.gif

Posted by: guruliqali 28 Apr 2011, 00:20
miau
rtuli
რამდენ რამეს ვსწავლობ თქვენგან, ჭკვიანი ადამიანები ხართ 2kiss.gif

Posted by: farfallina 28 Apr 2011, 00:37
rtuli
ვაიმე ვაიმე როგორ ველი თქვენი კულიჩის ბოლო რეცეპტს jump.gif jump.gif


Posted by: grusha 28 Apr 2011, 09:45
miau
QUOTE
ეს ისტორია კულიჩის:

წითელ კვერცხებთან ერთად სააღდგომო სუფრის განუყოფელი ნაწილია კულიჩი, რომელსაც საკმაოდ დიდი ისტორია გააჩნია. როდესაც იესო ქრისტე აღდგომის შემდეგ თავის მოსწავლეებს გამოეცხადა, მათთან
ერთად პური გატეხა. ამის შემდეგ მოციქულები ყოველი ტრაპეზის დროს სხდებოდნენ მაგიდის გარშემო და ცენტრში დებდნენ პურის ნაჭერს ნიშნად იმისა, რომ ღმერთი ყოველთვის მათ გვერდით იყო. დროთა განმავლობაში
ჩამოყალიბდა ტრადიცია _ ეკლესიაში ტოვებდნენ პურს _ არტოს-ს, რომელსაც ზემოდან გამოსახული ჰქონდა ჯვარი, რაც ქრისტეს სიკვდილზე გამარჯვებას განასახიერებდა. ბრწყინვალე შვიდეულის დღეებში ამ პურს ჯერ ტაძრის გარშემო შემოატარებდნენ, შემდეგ კი შიგნით შეჰქონდათ, მოციქულების მსგავსად, სპეციალურ მაგიდაზე დებდნენ და შაბათს კურთხევის შემდეგ მორწუმნეებს ურიგებდნენ. ერთ-ერთი ვერსიით სწორედ ამ რიტუალმა შთააგონა ხალხი, რომ შინ გამოეცხოთ სააღდგომო პური,


ცოტას შეგედავები. სახელწოდება პასკას, მე რამდენადაც ვიცი თავისი ისტორია აქვს. ეს კულიჩი რაღაა, ვერ ვხდები ან საიდან მოიტანეს. კულიჩი არის ქიშმიშიანი ნამცხვარი და არა პასკა. თანაც ეს რუსული სიტყვაა და არანაირი კავშირი არა აქვს აღდგომასთან განსხვავებით პასკიგან- ანუ პასხისგან. ეს უკანასკნელი ებრაული სიტყვაა და იცით რასაც ნიშნავს.

არტოსს რაც შეეხება, ეს ტრადიცია ქრისტეეს აღდომის შემდგომია. ქრისტეს აღდგომის შემდგომ, როცა მოციქულები სატრაპეზოდ შემოუსხდებოდნენ მაგიდას, ერთ ადგილს ცარიელს ტოვებდნენ და იმ ადგილას პურს დებდნენ. ეს პური ქრისტეს განასახიერებდა.

Posted by: miau 28 Apr 2011, 11:47
grusha

ცოტას შეგედავები. სახელწოდება პასკას, მე რამდენადაც ვიცი თავისი ისტორია აქვს. ეს კულიჩი რაღაა, ვერ ვხდები ან საიდან მოიტანეს. კულიჩი არის ქიშმიშიანი ნამცხვარი და არა პასკა. თანაც ეს რუსული სიტყვაა და არანაირი კავშირი არა აქვს აღდგომასთან განსხვავებით პასკიგან- ანუ პასხისგან. ეს უკანასკნელი ებრაული სიტყვაა და იცით რასაც ნიშნავს.

არტოსს რაც შეეხება, ეს ტრადიცია ქრისტეეს აღდომის შემდგომია. ქრისტეს აღდგომის შემდგომ, როცა მოციქულები სატრაპეზოდ შემოუსხდებოდნენ მაგიდას, ერთ ადგილს ცარიელს ტოვებდნენ და იმ ადგილას პურს დებდნენ. ეს პური ქრისტეს განასახიერებდა.

ძალიან ბევრი მასალა ვაგროვე იმის შესახებ, რასაც ახლა ვწერ , მმაინტერესებს და ვეძებ smile.gif კონკრეტულ მაგალითებს თუ მომიყვან ლიტერატურის სახით, რომ ის ნამცხვარი რომელსაც ჩვენ სააღდგომოდ ვაცხობთ და პასკას ვუწოდებთ, ნამდვილაად პასკაა და თანაც ქართულია, ძალიან დამავალებ smile.gif პასქა, იგივე პასკა არის უმი დესერტი ხაჭოთი, ხოლო საფუვრით მომზადფებული ნამცხვარი არის კულიჩი და არა პასკა. ჩვენში კი ზუსტად რუსეთიდან შემოვიდა, მოგვწონს თუ არ მოგვწონს smile.gif

Posted by: bachi24 28 Apr 2011, 12:09
miau
ბერძნები რომელს აღიარებენ ხაჭოს პასკას თუ ცომის პასკას, ესეც საინტერესოა

Posted by: grusha 28 Apr 2011, 12:15
miau
QUOTE
ნამდვილაად პასკაა და თანაც ქართულია, ძალიან დამავალებპასქა, იგივე პასკა არის უმი დესერტი ხაჭოთი, ხოლო საფუვრით მომზადფებული ნამცხვარი არის კულიჩი და არა პასკა. ჩვენში კი ზუსტად რუსეთიდან შემოვიდა, მოგვწონს თუ არ მოგვწონს



სიტყვა პასკა ქართული არაა, ებრაულია თქო. პასხიდან მოდის smile.gif)) კულიჩი კი, ნამდვილად რუსული სიტყვაა და არაა მაინც და მაინც სააღდგომო ნამცხვარი. ეგენი ბევრ რამეს უწოდებენ კულიჩს. მსხვილი მოზრდილი ბულკიბვით ნამცხვარიც კულიჩია smile.gif .ქართული შესატყვისი არა აქვს პასკას smile.gif))

ხაჭოიანს რაც შეეხება, ეგ ალბათ, რაღაც გამოგონებაა კულინარიული, რადგან, როგორც შენ დაწერე, პასხა განსასახიერებს გოლგოთას, ამიტომ, მას მაღალი ფორმა აქვს და როგორც წესი ქიშმიშიანი ,,პურია,, და არა ხაჭო. საერთოდ, ქრისტეს პური ცხოვრებისას ეძახიან. ხაჭო რა შუაშია აღდგომასთან, ვერ გეტყვი smile.gif

QUOTE
ჩვენში კი ზუსტად რუსეთიდან შემოვიდა, მოგვწონს თუ არ მოგვწონს



რა არ მომწონს?
ანუ შენ ამბობ, რომ პასკის ცხობის ტრადიცია რუეთიდან შემოვიდა? არ ვიცი მართალი გითხრა. გავიკითხავ...

Самая вкусная пасха, или Девять секретов приготовления пасхи
Самый вкусный кулич

ეს მოვძებნე გუგლზე smile.gif ანუ, ეგენიც პასხასაც ეძახიან და კულიჩსაც. უბრალოდ, კულიჩს რუსები არა მოხლოდ პასკას ეძახიან, არამედ, სხვა ნამცხვრებსაც. მაგენი ბევრ რამეს ეძახინ კულიჩს.


Кулич - это пасхальный хлеб.
В тесто для куличей кладется больше сдобы - яиц, сахара и масла. Поэтому куличи долго не черствеют. Но и дрожжей из-за этого нужно класть больше.
Кулич из заварного теста получается более плотным и рассыпчатым, чем при приготовлении из обычного сдобного теста.

ესეც ვნახე. ნახეთ რას წერენ. კულიჩი ეს არის სააღდგომო პურიო. ანუ, ხაჭო გამოირიცხა : )ქართულად პასხას ვუწოდებთ, ისევ დღესასწაულიდან გამომდინარე. რუსებიც ხომ აღდგომას პასხას უწოდებენ, ეს ებრაული სიტყვაა.


Пасхальный кулич является церковно-обрядовой пищей. Кулич — это род артоса на нижней степени освящения. В Светлый день Воскресения Христова после совершения Литургии в храме благословляются и освящаются особые приношения верующих, которые называются пасхами и куличами, чтобы вкушение от них напоминало о причащении истинной Пасхи Христовой, и соединяло всех верных во Иисусе Христе.

ესეც ნახეთ აბა.

სხვა რამე თუ ნახოთ, დადეთ რა. მე ხაჭოს პასკა უფრო კულინარული შედევრი მგონია.

Posted by: miau 28 Apr 2011, 13:02
grusha
QUOTE
სიტყვა პასკა ქართული არაა, ებრაულია თქო.


კი ბატონო, პასქა საბოლოოდ დამკვიდრებულია ქრისტიანულ სამყაროში, მიუხედავად იმისა, რომ ებრაული სიტყვაა (პასექში ნუ აგვერევა). მეც ვნახე რაღაც საიტები, სადაც კულიჩი პასკად და პასხად არის მოხსენიებული, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ რასაც ჩვენ სასაღდგომოდ ვაცხობთ (იგივე ბარბარე ჯორჯაძის რეცეპტების მოყვანა შემიძლია მაგალითად), ზუსტად ესადაგება კულიჩს და არა სხვა რამეს. არტოსსაც არ გავს, ვინაიდან ქიშმიშს შეიცავს. თუ არტოსამდე მივალთ, ეგ სხვა საქმეა, მაგრამ რაც დღეს არის დამვიკდრებული, ეგ რეალურად არის კულიჩი. გაქვთ რარამე რეცეპტი, რასაც საქართველოში XVI-XVII საუკუნეში აცხობდნენ და მიესადაგება იმ რეცეპტს, რასაც ჩვენ პასკას თუ კულიჩს ვუწოდებთ და ჰქვია პასკა? გარდა ამისა, ინტერნეტი სხვაა და ლიტერატურა სხვა smile.gif ძველი რუსული კულინარიის წიგნებში პასხა მხოლოდ ხაჭოს დესერტია (თვითონ დესერტადაც არც თვლიან smile.gif ).
ანუ მე აქ სახელწოდებაზე კი არ მაქვს მთავრი ხაზგასმა, არამედ ტექნოლოგიაზე, რომელიც
ზუსტად ესადაგება კულიჩს. კარგით, ერქვას პასკა, განა ამაშია პრობლემა biggrin.gif

ისე, რუსულ საიტებზეც ბევრი ქართველი პოსტავს და კულიჩს პასკას უწოდებს.
თუ ვინმეს რამე ინფორმაცია გაქვთ, დადეთ და საბოლოო დასკვნამდეც მივალთ. smile.gif
bachi24

ბერძნებს აქვთ არტოსი და ცურეკი smile.gif

მთელი უბედურებაა ის, რომ საქართველოში ყველაფერი ჰიპოთეზების ფდონეზე დგას, გამოკვლევას არავინ ფიქრობს და არც ვიცით რა არის ჩვენი და რა - შემოსული.

Posted by: grusha 28 Apr 2011, 13:12
miau


ანუ, შენ ამბობ, ის რასაც ჩვენ სააღდგომოდ ვაცხობთ არის კულიჩი, რუსეთიდან შემოსული სააღდგომო ნამცხვარი და ანალოგი არა აქვს მსოფლიოში?

მართალი გითხრა, სააღდგომო პასკას, აქვს თუ არა რაიმე საერთო ნიშანი მართლამიდებლურ სამყაროსთვის, არ ვიცი, მაგრამ ფაქტია, რომ რაც ცხვება , ის აუცილებლად პურის უნდა იყოს.

არტოსს დღეს უკვე საეკლესიო სიწმინდედ მოიხსენებენ. აღდომის შემდეგ იკურთხება პური და ისაა, გეცოდინება. სათავეს საიდან იღებს ზემოთ დავწერე.

აი, ეს საიტი ვნახე და აბა გადახედე შენც.



არ ცანს, სხვანაირად დავდებ

http://www.liveinternet.ru/journalshowcomments.php?jpostid=162710966&journalid=2328414&go=next&categ=1

Posted by: rtuli 28 Apr 2011, 13:14
miau
ჯერ აქამდე შორს ვართ:
.
QUOTE
მთელი უბედურებაა ის, რომ საქართველოში ყველაფერი ჰიპოთეზების ფდონეზე დგას, გამოკვლევას არავინ ფიქრობს და არც ვიცით რა არის ჩვენი და რა - შემოსული.

რადგან ქართულად ბევრმა არიცის აღდგომაა თუ აღსდგომა smile.gif

Posted by: grusha 28 Apr 2011, 13:16
rtuli
QUOTE
რადგან ქართულად ბევრმა არიცის აღდგომაა თუ აღსდგომა



biggrin.gif biggrin.gif სამწუხაროდ, უკვე ეკლესიებშიც ,,ქრისტე აღსდგას,, გალობენ.

Posted by: miau 28 Apr 2011, 16:57
grusha
QUOTE
ანუ, შენ ამბობ, ის რასაც ჩვენ სააღდგომოდ ვაცხობთ არის კულიჩი, რუსეთიდან შემოსული სააღდგომო ნამცხვარი და ანალოგი არა აქვს მსოფლიოში?

მე დანამდვილებით იმას ვამტკიცებ, რომ არც კულიჩი, არც არტოსი და არც მსგავსი ტექნოლოგიით მომზადებული ნამცხვრები ქართული არ არის biggrin.gif

QUOTE
აი, ეს საიტი ვნახე და აბა გადახედე შენც.


გადავხედავ აუცილებლად

Posted by: lukanini 28 Apr 2011, 18:20
მეც შემოგიერთდებით და დავწერ ჩემ აზრს რომ ჩემთვისაც ეგრეთწოდებული ¨კულიჩი¨ პასკაა.კულიჩი რუსებიდან გადმოღებული სიტყვაა.და რაც შეეხება ხაჭოს პასკას წლების უკან საერთოდ არ კეთდებოდა საქართველოში,ნუ რაც მე მახსოვს საქართველოში ყოფნის დროს.ეგ მემგონი ინტერნეტიდან აღებული რეცეპტია.ის მახსენდება ბავშვობაში ვედროში რომ მიწას ვყრიდით და გადმოვაბრუნებდით "პასკა პასკა"გამოცხვიო ამას ვიძახოდით wink.gif

Posted by: miau 28 Apr 2011, 19:44
lukanini
QUOTE
მეც შემოგიერთდებით და დავწერ ჩემ აზრს რომ ჩემთვისაც ეგრეთწოდებული ¨კულიჩი¨ პასკაა.კულიჩი რუსებიდან გადმოღებული სიტყვაა.და რაც შეეხება ხაჭოს პასკას წლების უკან საერთოდ არ კეთდებოდა საქართველოში,ნუ რაც მე მახსოვს საქართველოში ყოფნის დროს.ეგ მემგონი ინტერნეტიდან აღებული რეცეპტია.ის მახსენდება ბავშვობაში ვედროში რომ მიწას ვყრიდით და გადმოვაბრუნებდით "პასკა პასკა"გამოცხვიო ამას ვიძახოდით


მეც მითამაშია ბავშვობაში პასკა-პასკა, მამგრამ ხაჭოს პასკაც არსებობდა (რომლის შესახებაც არ ვიცოდი მაშინ და რუსული წარმოშობისაა), კულიჩიც (რომლის ცომიც იგივეა, რაც პასკის და ეს კულტურა აღმოსავლეთ ევროპაში უფრო არსებობს, ვიდრე ჩვენთან, იქ უამრავი რამ ცხვება ასეთი ცომით და ჩვენ კიდევ მხოლოდ პასკა გვაქვს, ესეც რაღაცაზე მეტყველებს) და სააღდგომო ბატკანიც, რომელსაც მთელ ევროპაში აცხობენ სააღდგომოდ. smile.gif
საქართველოში პურს ხაშით - დამჟავებული ცომით აცხობდნენ, რომელიც ნამდვილად ვერ ააფუებს კვერცხია-რძიან-შაქრიან ცომს, საფუარი შედარებით გვიან შემოვიდა, როცა კულიჩებიც და სხვა საფუარზე დამზადებული ნუგბარიც უკვე გამოგონილიც იყო და ტრადიციად გადაქცეულიც.
რა ვიცი... smile.gif შეიძლება ისეაქ - კაცი ბჭობდა, ღმერთი იცინოდაო და სულ სხვაგვარად იყოს საქმე biggrin.gif

მიყვარს ხოლმე ასეთი დებატები smile.gif

Posted by: mia_nano 28 Apr 2011, 20:03
miau
QUOTE
მიყვარს ხოლმე ასეთი დებატები


მეც მიყვარს.
ახლა გამახსენდა კომიკური პასაჟები ქართული ლიტერატურიდან ცოლები ქმრების მკლავებს რომ ათვალიერებენ, პასკის ცომს ხომ კარგად დაზელენო smile.gif

Posted by: lukanini 28 Apr 2011, 20:41
QUOTE
მიყვარს ხოლმე ასეთი დებატები

მეც მიყვარს.
QUOTE
შეიძლება ისეაქ - კაცი ბჭობდა, ღმერთი იცინოდაო და სულ სხვაგვარად იყოს საქმე

მაგაში მეც გეთანხმები,უბრალოთ რაც მესმოდა და რაც მაღაზიაში იყიდებოდა იქიდან მახსოვს,ასეც დამრჩა მეხსიერებაში smile.gif

Posted by: grusha 28 Apr 2011, 22:34
miau
QUOTE
რა ვიცი...შეიძლება ისეაქ - კაცი ბჭობდა, ღმერთი იცინოდაო და სულ სხვაგვარად იყოს საქმე



რაზე დავიწყეთ ისიც კი აღარ მახსოვს. ეხლა ვარკვევ რაღაცეებს და მიღებულ ინფორმაციას გაგიზიარებთ.

QUOTE
არც არტოსი



არტოსის გამოცხობაზე საერთოდ ვერაფერს ვიტყვი, რადან ეს , ეკლესიის ,,საკუთრებაა,, და მისი დატვირტვა აქვს, ამიტომ, რუსებს ვერანაირად ვერ მივაწერ. რაც შეეხება პასკას, შეიძლება ადგილობრივი ტრადიციაა. ფაქტია, რომ ტრადიციაა და ეკლესირუი დავირთვა არა აქვს, მაგრამ, საიდან წმოსულია,ე საა საინტერესო. ვნახოთ, იქნებ რაიმე გავარკვიოთ.

Posted by: shumeri 29 Apr 2011, 04:19
LTB1948
QUOTE
თქვენი რეცეპტებისტვის "ბულკი" არ მიკადრებია და ჩემს რეცეპტსაც ნუ კადრებთ "კექსს"....

საწყალი "ბულკები" და "კექსები"..... რა სჭირთ უკადრებელი?

სერიოზულად კ ი მიმაჩნია, რომ პასკის ტრადიციულობა სწორედ საფუარის გამოყენებაშია......იმჰო.

Posted by: izabel 29 Apr 2011, 14:48

grusha
miau

პასქა საიდან არის ებრაული წყარო მაინტერესებს? მე ვიკითხე და უარყვეს...შეიძლება პასექიდან მოდის?

Posted by: miau 30 Apr 2011, 11:34
izabel
QUOTE
პასქა საიდან არის ებრაული წყარო მაინტერესებს? მე ვიკითხე და უარყვეს...შეიძლება პასექიდან მოდის?


ახლა, შენ რა გესწავლება ებრაულ ამბებში smile.gif მე ვიცი, რომ სიტყვა პასექიდან მოდის.

Posted by: tasikuna-taso 30 Mar 2012, 10:36


გოგოებო, მოახლოვდა აღდგომა და ხორბლის დათესვის დრო დადგა, არ დაგავიწყდეთ.


Posted by: guruliqali 30 Mar 2012, 19:26
tasikuna-taso
2kiss.gif რა კარგ დროს გამახსენე, აუცილებლად დავთესავ ხვალვე

Posted by: cunculika84 31 Mar 2012, 15:28
გასწავლით ციტრუსის ესენციის მომზადებას,მე KUHNYA ტევეზე ვისწავლე
http://www.radikal.ru
ინგრედიენტები:
200გ არაყი
3 ფორთოხლის ცედრა
2 ლიმონის ცედრა
აუცილებლად მინის ბოთლში გააკეთეთ,ცედრა ასანთის მსგავსად დაჭერით და ბოთლში ჩაყარეთ, არაყი დაასხით. შეგიძლიათ 3 კვირა სიბნელეში დადოთ და მზად იქნება, ან წყლი გააცხელეთ ქვაბში და ჩადგით ბოთლი, 30 გრადუსამდე უნდა გაცხელდეს, მე პირადად კარგად რო გაცხელდა ამოვიღე და გავაცივე მზად იყო,შეძლებთ კრემში, ბისკვიტებში, კექსებში, ნებისმიერ ტკბილეულში მოიხმაროთ,საუკეთესო არომატს და გემოს აძლევს. პასკისთვის განსაკუთრებით გამოგადგებათ

Posted by: tamo7779 31 Mar 2012, 21:53
cunculika84
ეგ მშვენიერია smile.gif
არომაააააატულ smile.gif
მსგავსი:
იტალიური:
8 ან 10 ცალი ლიმონი ან ფორთოხალი - ცედრა. გრძლად დაწრილი + 1 ლიტრი სპირტი. ვაჩერებთ 5 დღე.
შემდეგ გადავწუროთ.
სიროპი: 400 შაქარი + 1 ლიტრი წყალი - ცეცხლზე, სანამ გაიხსნება საქარი. გაციებულ სიროპს ვუმატებთ დაყენებულ ცედრა გადაწურულს.

Posted by: miau 1 Apr 2012, 00:49
ახლოვდება დღესასწაული და მნიშვნელოვანი თემა უნდა გავააქტიუროთ smile.gif

Posted by: **DIMMU*** 1 Apr 2012, 19:27
ეხლა მეც ამაზე ვფიქრობდი ნეტა ჩვენი გოგოები არ აქტიურობენტქო?

Posted by: LTB1948 4 Apr 2012, 12:37
ჰა ვიაქტიურებsmile.gif)

ჩემო სააღდგომო მენიუ:

წითელი კვერცხი,

პასკა, იგივე კულიჩი, იგივე კექსი, ვისაც რა გინდა თ ის დაარქვითsmile.gif) (იმედია ისეთი გადაღლილი არ ვიქნები, რომ სახლში გამოცხზობა ვერ შევძლო)
ტირამისუ

ხაჭაპური აუაუ-ს ცომით

ლორი (შირნჰოფერის)

ჩაქაფული
შემწვარი ახალი კარტოფილი (იმედია შემოვა)
ახალი ტყემალი (იმედია შემოვა)

ქათამი გრილზე შეწვარი (ორთაჭალაში მივაგენი ქათმის გრილს და უგემრიელესად წვავენ), შევუკვეთAვ წინასწარ....

ნუ სადაც ქათამი იქაც ბაჟე

სალათი სულგუნით, კვერცხით და პიტნით (მომენატრა რაღAცნაირად)

სალსა და გუაკამოლე და ტორტილიას ჩიფსები (ოჯახს უყვარს)

სხვა არ ვიცი. ძალიან ვარ გადაღლილი და ბევრი ჩალიჩის თAვი არ მაქვსsmile.gif)


Posted by: keto22 4 Apr 2012, 14:47
ძალიან მინდოდა გამომეცხო და არამგონია მოვახერხო
ნინოს ხაჭოს პასკას მაინც გავაკეთებ love.gif

Posted by: waiter 4 Apr 2012, 17:08
რამე ახალი მენიუ მინდა, ტრადიციულ სააღდგომო სუფრას დედაჩემიც გააკეთებს, მე კიდევ რამე ახალი გემოები მინდა,
ეგებ რამე შემომთავაზოთ საინტერესო სალათი, ერთი რამე ბოსტნეულის და ერთიც ხორცის კერძი,
ხო დესერტსაც გავაკეთებდი ოღონდ პასკას არა, ეგ ძაან მერთულება

Posted by: Jeanne Hébuterne 4 Apr 2012, 18:52
კეთილო ადამიანებო,

პასკის რეცეპტს ვერ მიმასწავლით რომელ გვერდზეა და რომელ თემაში?
მაქვს ერთი რეცეპტი და მინდა შევადარო.

მადლობა წინასწარ! smile.gif

Posted by: ninicool 4 Apr 2012, 19:15
Jeanne Hébuterne
QUOTE
კეთილო ადამიანებო,

პასკის რეცეპტს ვერ მიმასწავლით რომელ გვერდზეა და რომელ თემაში?
მაქვს ერთი რეცეპტი და მინდა შევადარო.

მადლობა წინასწარ!

ესენი ფორუმელების დადებულია ალბათ ყველა.
http://perfectcook.org/index.php?option=com_rapidrecipe&page=viewrecipe&Itemid=55&recipe_id=228
http://perfectcook.org/index.php?option=com_rapidrecipe&page=viewrecipe&Itemid=55&recipe_id=237
http://perfectcook.org/index.php?option=com_rapidrecipe&page=viewrecipe&Itemid=55&recipe_id=244
http://perfectcook.org/index.php?option=com_rapidrecipe&page=viewrecipe&Itemid=55&recipe_id=1023
http://perfectcook.org/index.php?option=com_rapidrecipe&page=viewrecipe&Itemid=55&recipe_id=1024

Jeanne Hébuterne
QUOTE
ninicool
დიდი მადლობა!

არაფრის smile.gif

Posted by: Jeanne Hébuterne 4 Apr 2012, 19:35
ninicool
დიდი მადლობა! up.gif

Posted by: guruliqali 4 Apr 2012, 21:20
შარშან ამ რეცეპტით გავაკეთე - ენჯის რეცეპტია, ძალიან მომეწონა, ალბათ წელსაც გავაკეთებ
http://perfectcook.org/index.php?option=com_rapidrecipe&page=viewrecipe&recipe_id=196&Itemid=55

შარშან რთულის ხაჭოს პასხაც გავაკეთე - ნინიქულის მითითებული ლინკებიდან მეორეა, არაჩვეულებრივია love.gif

კიდევ ვოლიკოს რეცეპტი მაქვს, უგემრიელესი კულიჩია.

Posted by: shilaida 5 Apr 2012, 10:37
guruliqali
QUOTE
ენჯის რეცეპტი

მეც ამას ვგეგმავ!!!
ვიყიდე საცხობი ფორმები,სანელებლები,ლიმნის ზეთი, ქიშმიშ-ჩირეული(ამათ შორის ალუბლის ჩირიც),შოკოლადის წვეთებითაც ვგეგმავ ნაწილის გაკეთებას.

Posted by: rtuli 5 Apr 2012, 13:42
წელს წითელ პარასკევს ვაცხობ კულიჩებს,შაბათს მოვამზადებ ხაჭოს პასხას .
ჩემმა დამ ჩამომიტანა რუსეთიდან სამეფო კულიჩის რეცეპტი,ნაღებზე იზილება...
სააღდგომო კალათის გამოცხობაც მინდა და თუ მექნება დრო მაგასაც გამოვაცხობ.

Posted by: shilaida 5 Apr 2012, 13:45
rtuli
QUOTE
სამეფო კულიჩის რეცეპტი,ნაღებზე იზილება...

არ გაგვანდობ??? 2kiss.gif

Posted by: rtuli 5 Apr 2012, 13:50
shilaida
QUOTE
არ გაგვანდობ??? 

თუ ეკსპერემენტში ჩართვა გინდა რატომაც არა 2kiss.gif

Posted by: Felisa 5 Apr 2012, 14:02
rtuli
QUOTE
თუ ეკსპერემენტში ჩართვა გინდა რატომაც არა

მეც ვუერთდები ექსპერიმენტებს smile.gif

Posted by: grusha 5 Apr 2012, 14:07
LTB1948
QUOTE
შემწვარი ახალი კარტოფილი (იმედია შემოვა)
ახალი ტყემალი (იმედია შემოვა)



ხეზე ფოთოლი არაა და ნაყოფი მით უფრო sad.gif

კვერცხი და პასკა აუცილებელი ატრიბუტია და ცხადია მექნება
ქათამი, ბაჟეში ჩაწყობილი
ჩაქაფული
ღორის ხორცი მოხარშული

მიუხედავად იმისა, რომ ვახსნილებ, ყველაზე მეტად, მაინც პასკა მინდა ვჭამო და არა ხორცი. ანუ, პასკა მინდა გამოვიდეს გემრიელი. არ მგნია სახლში გავაკეთო, ამის არც დრო მაქვს და არც ნიჭი. რომ გაფუჭდეს , გუიც გამისკდება. სად შევიძინო კარგი პასკა?

Posted by: dii 5 Apr 2012, 15:20
გამარჯობა, წელს გადავწყვიტე პასკის გამოცხობა და არა ყიდვა (ყიდვა უკიდურეს შემთხვევაში, მე თუ ჩავფლავდი) და როგორც დამწყებს დამწყებთა შორის, რომელ რეცეპტს მირჩევთ? ვიცი რომ არ არის ადვილი მომზადება, მგარამ აუცილებლად უნდა ვცადო

Posted by: shilaida 5 Apr 2012, 16:19
rtuli
QUOTE
თუ ეკსპერემენტში ჩართვა გინდა რატომაც არა 

yes.gif yes.gif yes.gif yes.gif

Posted by: LTB1948 5 Apr 2012, 16:21
ეგება ვინმეს სააღდგომო სუფრის გაფორმების იდეები დაგედოთ?

Posted by: shilaida 5 Apr 2012, 16:29
LTB1948
QUOTE
ეგება ვინმეს სააღდგომო სუფრის გაფორმების იდეები დაგედოთ?

http://www.ratatui.me/2012/03/blog-post_22.html

Posted by: ninoma 5 Apr 2012, 18:52
rtuli
QUOTE
სამეფო კულიჩის რეცეპტი,ნაღებზე იზილება...

მეც მაინტერესებს.
შარშან რომ დადე ადვილი კულიჩის რეცეპტი იმის გამოცხობას ვაპირებ.
ამასაც ვცდიდი.

Posted by: mortal 5 Apr 2012, 18:57
პასკის რეცეპტები დადეთ 2kiss.gif

Posted by: Natia_N_N 5 Apr 2012, 18:57
shilaida
სად იყიდე პასკის ფორმები?

Posted by: shilaida 5 Apr 2012, 22:07
Natia_N_N
ქაღალდის ფორმებია,შარშანაც .გამოვაცხვე,კმაყოფილი დავრჩი.
Pასაჟში ვიყიდე,"სუნელების კაცთან",წერეთელზეც აქვთ, თურქულ მაღაზიაში.

Posted by: buka79 6 Apr 2012, 09:21
ვინმემ დაწერეთ რა კარგი პასკის მომზადების რეცეპტი.სახლში მომზადებული სულ სხვა.რამდენი წელია ნორმალური პასკა ვერსად შევიძინეsad.gifsad.gif

Posted by: shilaida 6 Apr 2012, 09:49
buka79
დადეს უკვე გოგოებმა

http://perfectcook.org/index.php?option=co...5&recipe_id=228
http://perfectcook.org/index.php?option=co...5&recipe_id=237
http://perfectcook.org/index.php?option=co...5&recipe_id=244
http://perfectcook.org/index.php?option=co...&recipe_id=1023
http://perfectcook.org/index.php?option=co...&recipe_id=1024

Posted by: guruliqali 7 Apr 2012, 17:19
ქაღალდის ფორმები სააღდგომო კულიჩისთვის დღეს "დოლარ სთორის" გვერდით მაღაზიაშიც ვნახე, 1 კგ-იანი კულიჩის ფორმის ფასი 1 ლარია. შარშან ყველანაირ (ერთჯერად, მრავალჯერად...) ფორმაში გავაკეთე და ქაღალდს მაინც მრავალჯერადი მამაპაპური მირჩევნია, ძირი მიიბრაწა ქაღალდის ფორმებში და მივხვდი, რომ ჩვენი კულიჩის ცომისთვის არ არის ეგ ფორმები.
buka79
QUOTE
სახლში მომზადებული სულ სხვა.

მართალი ხარ, გააკეთე და მერე აღარასდროს იყიდი yes.gif yes.gif

Posted by: bachachuna 9 Apr 2012, 11:00
გამარჯობა გოგოებო, მაინტერესებს თუ იყიდება და სად რბილი დროჟი თუ რაგაც მაგდაგვარი? ანუ ფხვნილი კი არა მეორე რომ არის? სახელი არ ვიცი

Posted by: natia555 9 Apr 2012, 11:11
იცით რა მაინტერესებს? ქაღალდის ფორმაში რომ გამოვაცხო პასკა ფორმას ცხიმი უნდა წავუსვა სანამ ცომს ჩავდებ ?

Posted by: tamo7779 9 Apr 2012, 14:45
bachachuna
კარაქივით.
იყიდება პაკმაიასი, პასაჟში, სუნელების კაცის გაყოლებაზე. გასასვლელისკენ რომ გადიხარ, სუნელების კაცის მხარეს, მესამე დახლზე მოვკარი მგონი თვალი


Posted by: mia_nano 9 Apr 2012, 19:29
shilaida
რა ლამაზი კვერცხებია...ხავსში ჩალაგებულებით მოვიხიბლე ძალიან smile.gif

კითხვა გამიჩნდა გოგონებო, რით შეიძლება კვერცხზე რაღაცრუღაცეების მიწებება ისე, რომ არ მოვწამლო ოჯახი? tongue.gif

Posted by: ninicool 9 Apr 2012, 23:27
სულ ეს არის ჩემი სააღდგომო სამზადისი. ალბათ წითელი კვერცხებიც არ მექნება, აზრზე არ ვარ როგორ უნდა შევღებო.
http://imageshack.us/photo/my-images/853/photo0371c.jpg/

Posted by: tamo7779 10 Apr 2012, 11:20
mia_nano
თუ, პარკივით რომაა ოთხკუთხედი, ამაში მოათავსებ კვერცხს, მაშინ 2 დღეში უნდა აითვისოთ ეს კვერცხები.

Posted by: LTB1948 10 Apr 2012, 13:17
გოგოებო რა მაინტერესებს იცით, ქაღAლდის ფორმები ვიყიდე პასკისთვის და ცხიმის წასმა სჭირდება? ვისგანაც ვიყიდე დამავიწყდა რომ მეკითხა...

Posted by: natia555 10 Apr 2012, 13:41
QUOTE
გოგოებო რა მაინტერესებს იცით, ქაღAლდის ფორმები ვიყიდე პასკისთვის და ცხიმის წასმა სჭირდება? ვისგანაც ვიყიდე დამავიწყდა რომ მეკითხა...


+1

Posted by: mavina 10 Apr 2012, 17:00
სააღდგომო პასკა ტკბილია აქ კი ამბობენ საფუარრით და სანელებლებით განზავებული პურიო
რომელია უფრო მართებული

Posted by: perry-wuna 10 Apr 2012, 17:28
LTB1948
გოგოებო რა მაინტერესებს იცით, ქაღAლდის ფორმები ვიყიდე პასკისთვის და ცხიმის წასმა სჭირდება? ვისგანაც ვიყიდე დამავიწყდა რომ მეკითხა...


არა მაგ ფორმებს ცხიმის წასმა აღარ სჭირდება თვითონ აქვს უკვე წასმული

Posted by: shilaida 10 Apr 2012, 18:20
LTB1948
QUOTE
გოგოებო რა მაინტერესებს იცით, ქაღAლდის ფორმები ვიყიდე პასკისთვის და ცხიმის წასმა სჭირდება? ვისგანაც ვიყიდე დამავიწყდა რომ მეკითხა

შარშანდელ აღდგომას გამოვაცხვე,ისედაც საკმაოდ ცხიმიანია ცომი და ფორმაც შესაბამისად აღარ უნდა საჭიროებდეს ცხიმსsmile.gif

Posted by: ninoma 10 Apr 2012, 21:54
ninicool
QUOTE
წითელი კვერცხებიც არ მექნება, აზრზე არ ვარ როგორ უნდა შევღებო.

მე წინა კვირას დავლაშქრე მაღაზიები და წითელი ხახვის ფურცლები მოვაგროვე.
არასოდეს შემიღებავს ხახვის ფურცლით, ეხლა უნდა ვცადო+ ცოტა ენდრო მაქვს და იმასაც დავამატებ.
ჩემი დედამთილი, მარტო ყვითელი ხახვის ფურცლით ღებავდა კვერცხებს და მოყავისფრო კვერცხები გამოსდიოდა.
ე.ი. წინა საღამოს გარეცხე ხახვის ფურცლები და ჩაალბე წყალში.
მეორე დღეს ჩააწყე კვერცხები და მოხარშე.
იმედია კარგი გამოგვივა.
არა და ენდროში მოხარშულ კვერცხს რა შეედრება.

Posted by: faustina 10 Apr 2012, 23:05
ninoma
QUOTE
იმედია კარგი გამოგვივა.

კი, კარგი გამოგივა , მე თIთქმის სულ მასე ვაკეთებდი, კვერცხებვს რომ ამოიგენ ცოტა ძმრიან ცივ ცწალშI ჩადე რომ ფერი არ გადაუვიდეს, ტორემ გახახუნებისას, ცოტა გადადის...

და სანამ აადუღებ, უკეთესია ეს ფურცლები ჩაალბო მთელი ღამით ეყალში და მერე კი მოხარშო კვერცხები smile.gif

წელს ახალი რეცეპტით გამოვაცხობ პასკას, ვნახოტ როგორი გამომივა smile.gif

კვერცხებს კი ვღებავ რუსულ მაღაზიაშI ნაყიდი რაღაც საღებავიტ..... რავიცი ბუნებრივიაოოდა.....

Posted by: ninicool 10 Apr 2012, 23:45
ninoma
QUOTE
ცოტა ენდრო მაქვს და იმასაც დავამატებ.

ვაიმე, გამოვა ვითომ? ვიყიდე რაღაც საღებავები, ზედ ესმევა კვერცხს, მაგრამ არ მინდა მაგ დებილობით შეღებვა, ენდროს გარეშე თუ შეიღებება კარგი იქნება. ხომ არ დავიწყებ ფურცლების გამორთმევას, თუ იყიდე შენ?
აქაური წითელი ხახვი მართლა წითელია, ერთხელ ვიყიდე და რომ ვჭრიდი ხელები გამიწითლდა.
დიდი მადლობა რჩევისთვის.
და კიდევ, ძალიან ბევრი ფურცელი უნდა?

Posted by: ninoma 11 Apr 2012, 00:03
ninicool
QUOTE
ხომ არ დავიწყებ ფურცლების გამორთმევას, თუ იყიდე შენ?

მივედი და რაც ცარიელი ფურცელი იყო ამოვარჩიე, თან რამდენიმე ხახვიც მივაყოლე და ვიყიდე.
წელს პირველად ვაკეთებ მასე და არ ვიცი ბევრი უნდა თუ არა.
აი, ფაუსტინას დაუწერია მაღლა და მას ვკითხოთ რამდენია საჭირო.
faustina
QUOTE
კვერცხებვს რომ ამოიგენ ცოტა ძმრიან ცივ ცწალშI ჩადე რომ ფერი არ გადაუვიდეს

ეს არ ვიცოდი. გავაკეთებ მასე.
დაახლოებით ხომ ვერ გვეტყვი, 10 კვერცხზე რამდენი ხახვის ფურცელი დაგვჭირდება?
ან გემო ხომ არ მიეცემა ხახვის?(ამ კითხვაზე არ დამცინო)

Posted by: ninicool 11 Apr 2012, 00:57
ninoma
QUOTE
მივედი და რაც ცარიელი ფურცელი იყო ამოვარჩიე, თან რამდენიმე ხახვიც მივაყოლე და ვიყიდე.
წელს პირველად ვაკეთებ მასე და არ ვიცი ბევრი უნდა თუ არა.

რა ჭკვიანი ხარ. მეც ეგრე ვიზამ. 1 ცალ ხახვებსაც ვიყიდი biggrin.gif
ხვალე მაგ საქმეზე გადავდგები,
თან იმდენს ვიწანწალებ, კალორიებსაც დავწვაც biggrin.gif
faustina
QUOTE
ძალიან ბევრი ფურცელი უნდა?


Posted by: WOMAN IN LOVE 11 Apr 2012, 01:20
ხვალ ვფიქრობ პასკის ცომის მოზელვას და ჯერ ვერ გადამიწყვეტია, რომელ რეცეპტს ვეცე

rolleyes.gif

Posted by: LUTA 11 Apr 2012, 01:39
ninoma
რა კარგი აზრია !

მეც ვფიქობდი როგორ უნდა მეთხოვა 2kiss.gif

ენდრო არ მაქვს და ეგაა პრობლემა..

WOMAN IN LOVE

მეც მინდა პასკის გამოცხობა და რეცეპტზე ვერ დავკონკრეტდი ჯერ rolleyes.gif

არა და ძალიან დიდი ხანია არ მიჭამია ჩვენებური კულიჩი (მე მაინც პასკას ვეძახი)

ხოდა ეხლა მინდა 1 ცალს გავიკეთებ ჩემთვის

Posted by: faustina 11 Apr 2012, 03:05
ninoma
QUOTE
დაახლოებით ხომ ვერ გვეტყვი, 10 კვერცხზე რამდენი ხახვის ფურცელი დაგვჭირდება?
ან გემო ხომ არ მიეცემა ხახვის?

არაა smile.gif არც გემო და მგონი არც ცუნი არ დადგება ხახვის ოტახშI smile.gif

არ მახსოვს რამდენი პურცლები , მაგრამ თU წითელი ხახვისაა, არამგოონია ბევრი დასცჰირდეს.
მგონი მე 15 ცალი მოვხარშე და ქვაბის ძირშI კარგად ჩავაფინე , ანუ კვერცხები რბილად რომ დაიდოს smile.gif , მოხოლოდ ერტი გამე გააჩერე ფოთლები წყალშI smile.gif

შეგიძლია ნახატებიც გაუკეტო smile.gif


* * *
WOMAN IN LOVE
QUOTE
ხვალ ვფიქრობ პასკის ცომის მოზელვას და ჯერ ვერ გადამიწყვეტია, რომელ რეცეპტს ვეცე

QUOTE
მეც მინდა პასკის გამოცხობა და რეცეპტზე ვერ დავკონკრეტდი ჯერ 


ხო, მეც მასე ვარ ... რამოდენიმე პასკა მაქვს და ჯერ ვიტომ ძნელის გაკეთება მინდოდა, ანუ დიდი დრო რომ უნდა, მერე როცა დამპატიჯეს ჩEმმა მეგობრებმა მათ რაინშI, ახლა გეგმა შევცვალე და ხვალ საშუალო სირთUლის პასკას მოვამზადებ smile.gif

Posted by: guruliqali 11 Apr 2012, 09:21
გოგოებო, შარშან მე მხოლოდ ხახვის ფურცლებით შევღებე, არც სუნი იდგა ხახვის, და არც ყავისფერი გამოსულა, უმაგრესი ფერი იყო და არავის არ სჯეროდა, რომ მხოლოდ ხახვის ფურცლებით შევღებე.
ესეც ლინკი - აქ პროპორციაც წერია, ანუ 6-10 ცალ კვერცხზე - 5 ცალი ხახვის ნარჩევი, ამით შეგიძლიათ იხელმძღვანელოთ
http://www.perfectcook.org/index.php?option=com_rapidrecipe&page=viewrecipe&Itemid=55&recipe_id=1030


Posted by: miau 11 Apr 2012, 10:55
ენდრო + ხახვის ნაფცქვენი + ძმარი - საუკეთესო ფერი დგება.
* * *
dii

ჩვენ ვცადეტ ეს რეცეპტი და ძალიან გემრიელი გამოვიდა. ყოველ წელს ახალ რეცეპტებს ვცდით მე და დედაჩემი biggrin.gif

http://technomouse.ru/post214960175/?upd
ანუ დავტესტეთ და ახლა ვიწყებთ მთავარ საქმიანობას.

Posted by: shilaida 11 Apr 2012, 10:57
miau
QUOTE
ძმარი

ეს როდის ემატება??

Posted by: miau 11 Apr 2012, 11:04
shilaida

კვერცხის ხარშვისას ემატება. ნაყენს ხომ წამოადურებ, მერე გააგრილებ და სანამ კვერცხებს ჩააწყობ, ჩაასხამ ძმარს. ძმარი საღებავს ამაგრებს.

Posted by: shilaida 11 Apr 2012, 11:31
miau
ოკ,მადლობააsmile.gif
პასკის რეცეპტს გადავხედე,კარგი ჩანს ნამდვილადsmile.gif

Posted by: fermina 11 Apr 2012, 11:57
QUOTE
ენდრო + ხახვის ნაფცქვენი + ძმარი - საუკეთესო ფერი დგება.


წელს პირველად მიწევს კვერცხის შეღებვა და პატარა კონსულტაციას ხომ ვერ გამიწევთ? ანუ ვფიქრობ ზუსტად ამ ინგრედიენტებს. ჯერ ეს ენდრო უნდა დაინაყოს და ხახვის ნაფცქვენებთან ერთად ადუღდეს ჰო? მერე გაგრილდეს და ძმარი და მარილი მგონი და მერე კვერცხები ჩავაწყო და ვადუღო?

Posted by: ninicool 11 Apr 2012, 12:13
QUOTE
კვერცხის ხარშვისას ემატება. ნაყენს ხომ წამოადურებ, მერე გააგრილებ და სანამ კვერცხებს ჩააწყობ, ჩაასხამ ძმარს. ძმარი საღებავს ამაგრებს.

ბალზამიკო არ წავა ძმრის ნაცვლად?

guruliqali
QUOTE
გოგოებო, შარშან მე მხოლოდ ხახვის ფურცლებით შევღებე, არც სუნი იდგა ხახვის,

სუნი არ ექნებოდა, მშრალი ფურცლები უსუნოა.

Posted by: miau 11 Apr 2012, 12:16
fermina
ზუსტად მასე უნდა გააკეთო. მზა ნახარში გააციე, დაუმატე ძმარი, ჩააწყვე კვერცხები და მოხარშე. კვერცხი უნდა იყოს ოთახის ტემპერატურის და ნახარში - გრილი, რომ არ დასკდეს. ამასთან, დედა რომ ხარშავს კვერცხებს, ქვაბს ძირზე ნაჭერს უფენს და რბილადაა. smile.gif შემდეგ, როცა კარგად მოიხარშება, ამოიღებ, გამდინარე წყალში გარეცხავ, გაამშრალებ და ზეთით გააპრიალებ. smile.gif
* * *
ninicool

პრინციპში, რატომ არ შეიძლება ბალზამიკო?

Posted by: fermina 11 Apr 2012, 12:49
miau

გაიხარეთ, დიდი მადლობა. დედაჩემმა კი ჩამიტარა ინსტრუქტაჟი წასვლამდე, მაგრამ არ ვენდე ბოლომდე და გადავამოწმე smile.gif დარწმუნებული ვარ, უფრო კარგი გამომივა biggrin.gif

Posted by: dii 11 Apr 2012, 13:56
miau
დიდი მადლობა smile.gif მე როგორც გამიგია, რაც უფრო მეტჯერ ამოვა ცომი უფრო კარგი გამოდის პასკა. ამ რეცეპტით მომზადებული ცომი რამოდენიმეჯერ რომ ჩავზილო ხომ არ გავაფუჭებ?

Posted by: LTB1948 11 Apr 2012, 14:32
shilaida
დიდი მადლობა, ვფიქრობდი ზეტის ცასდმას მაგრამ ალბათ არ არის საჭირო

Posted by: upwave 11 Apr 2012, 15:23
შარშან გამყიდველმა მეც მითხრა, რომ პასკის ქაღალდის ფირმებში არაა საჭირო ცხიმის წასმა smile.gif

Posted by: LTB1948 11 Apr 2012, 15:26
upwave
უღრმესი მადკლობაsmile.gif)))

Posted by: Lemon Curd 11 Apr 2012, 16:11
ამ ვიდეოზე თავიდან ბოლომდე აღწერილია პასკის/კულიჩის ცომის დამუშავება, იქნებ ვინმეს გამოადგეს

http://www.youtube.com/watch?v=qSRZjD0k6X8&feature=player_embedded

Posted by: Peppi 11 Apr 2012, 16:17
ninicool
faustina
ninoma
LUTA

მე ასე ვამზადებ წელს.. შარშანწინ დავტესტე ეს რეცეპტი... ისეთI კვერცხები გამოვიდა, როგორიც სურათზეა..
დოზებიც წერია და ძმრის შესახებაც.. მე არ ვალბობ, მაგრამ წინასწარ ვადუღებ ხახვის ფოთლებს ფერის გამოსარებად:

http://www.perfectcook.org/index.php?option=com_rapidrecipe&page=viewrecipe&recipe_id=1030&Itemid=55

Posted by: ტატა 11 Apr 2012, 16:29
გამარჯობა, ერთი კითხვა მაქვს: პასკის რეცეპტებში (კულიჩის) თბილი რძე ანადუღარს და გაგრილებულს ნიშნავს?
წინასწარ მადლობაsmile.gif

Posted by: Peppi 11 Apr 2012, 16:56


ტატა
QUOTE
თბილი რძე ანადუღარს და გაგრილებულს ნიშნავს?

თუ მაღაზიის არის - მაშინ არ ვადუღებ; "სოფლის, რომ იყოს ავადუღებდი კი...

***
პასკას რამდემინე რეცეპტის კომბინაციით გავაკეთებ;

თან, ცომის ერთI ნაწილი მაცივარშI მინდა გამოვატარო, ფორების თანაბრად და წვრილად განსავითარებლად; რას იტყვით - ვსინჯო?wink.gif

პასკის/კულიჩის/პასქის რეცეპტები
http://www.perfectcook.org/index.php?option=com_rapidrecipe&page=viewcategory&category_id=244&Itemid=55

Posted by: lukanini 11 Apr 2012, 17:44
faustina
ტყე არ არის შენთან ახლო მახლო? ენდრო რომ გენახა.ისე ადგილებშიც არის სადაც ბალახებია.ეს დღეები სულ წვიმდა და ვერ გავედი ამ დღეებში გავალ აუცილებლათ მიწის ამოსაჩიჩქნათ biggrin.gif მე ხახვის ფოთლებს ვერ ვაგროვებ ხოლმე სულ მავიწყდება და ენდროში ვღებავ.კარგი ფერი გამოდის ისედაც

Posted by: faustina 11 Apr 2012, 18:56
Peppi
QUOTE
წინასწარ ვადუღებ ხახვის ფოთლებს ფერის გამოსარებად:

სუპერ კვერცხებია smile.gif
კი მასეც გამიკეთებია ერთხელ smile.gif


შენი ბლოგიდან keti ს პასხას ვაკეთებ და რავიცი .... არ გამოდის რაღაც sad.gif(((

lukanini
QUOTE
ტყე არ არის შენთან ახლო მახლო?

არ არიის ... გადაშლილი მინდვრებია სუულ sad.gif((

Posted by: miau 11 Apr 2012, 19:24
dii
QUOTE
დიდი მადლობამე როგორც გამიგია, რაც უფრო მეტჯერ ამოვა ცომი უფრო კარგი გამოდის პასკა. ამ რეცეპტით მომზადებული ცომი რამოდენიმეჯერ რომ ჩავზილო ხომ არ გავაფუჭებ?



ჩაზილე შენც smile.gif ძალიან არ გაგეწელოს ცხობა..
ერთხელ ჩავზიულე და აფუვდა. მერე მეორედ ჩავზილე და ავურიე ცუკატები და ქიშმიში. მერე, მესამედ გადავიტანე ფორმებში და რომ ამოვიდა, შევდგი გამოსაცხობად. ძალიან კარგი გამოვიდა, მშვენივრადაც ამოვიდა და ამასთან, საკმაოდ მკვრივი სტრუქტურა აქვს. სიტკბოც სრულიად ნორმალურია.

Posted by: ninicool 11 Apr 2012, 19:28
Peppi
QUOTE
მე ასე ვამზადებ წელს.. შარშანწინ დავტესტე ეს რეცეპტი... ისეთI კვერცხები გამოვიდა, როგორიც სურათზეა..
დოზებიც წერია და ძმრის შესახებაც.. მე არ ვალბობ, მაგრამ წინასწარ ვადუღებ ხახვის ფოთლებს ფერის გამოსარებად:

http://www.perfectcook.org/index.php?optio...=1030&Itemid=55

მეც მაგ რეცეპტის გამოყენებას ვაპირებ
წითელი ხახვის ფურცლები მაქვს უკვე, ძმარიც შევიძინე,
რუსეში სადაც კი ხელი მიმიწვდებოდა, დავპუტე წითელი ხახვები, მთელ კამპუსს ეყოფა შესაღებად და
კიდევ რა მაინტერესებს., ერთხელ რომ შევღებავ, იმავე წყალში მეორედ აღარ შეიღებება?

Posted by: guruliqali 11 Apr 2012, 21:33
რომელი წარმოების ინგრედიენტები გამოვიყენო სააღდგომო კულიჩის გასაკეთებლად? მე ასე მოვიფიქრე:
რძე - "პარმალატის",
კარაქი - ასაწონი კარგი ხარისხის (მგონი, ჰოლანდიურია) ,
ფქვილი - "პროგრესი".
კვერცხი - ალბათ არ აქვს მნიშვნელობა...
საფუარი - მშრალი, ფქვილში შესარევი.

ხაჭოს პასხისთვის - ასაწონი ხაჭო ოდნავ მოსველო სტრუქტურის.
არაჟანი - ქობულეთური.
სწორად შევარჩიე?
* * *
ninicool
QUOTE
ერთხელ რომ შევღებავ, იმავე წყალში მეორედ აღარ შეიღებება?

კი, როგორ არა, წყალი შეაგრილე, ჩააწყვე კვერცხები და შეღებე.

Posted by: lukanini 11 Apr 2012, 22:14
faustina
QUOTE
არ არიის ... გადაშლილი მინდვრებია სუულ

არადა არ არსებობს რომ არ იყოს.იცი ცნობა?ბავშვი რომ გამოვიყვანე კოლეჯიდან დღეს წავედი და ვჩიჩქნეთ მიწა ორივემ biggrin.gif მგონი გამვლელ გამომვლელმა ვინც დამინახა ფიქრობდა რას ეძებს ეს გოგოო biggrin.gif აქ ბლომათ არის .რომ შემეძლოს მოგაწვდიდი მაგრამ შორს ხარ ჩემგან ცოტა არ იყოს 2kiss.gif

Posted by: Lemon Curd 11 Apr 2012, 22:15
თბილისში ვინც არ ხართ და კვერცხის შეღებვა გინდათ, შეგიძლიათ აფთიაქში იკითხოთ გერმანულად krappwurzel ეს არის ენდრო, ჩვეულებრივი ისეთივე როგორიც ჩვენთან. ლათინუად ქვია სავარაუდოდ Rubia tinctorum, თუმცა ეს ვერ ვნახე ვიკიპედიაში და დარწმუნებული არ ვარ. ინგლისურად უნდა იყოს common madder

Posted by: lukanini 11 Apr 2012, 22:17
QUOTE
შენი ბლოგიდან keti ს პასხას ვაკეთებ და რავიცი .... არ გამოდის რაღაც
რომელი ხაჭო იხმარე?

Posted by: n_j 11 Apr 2012, 23:40
პასკის გარდა რას აკეტებთ საჭმელებს? იდეები მომაწოდეთ

Posted by: miau 12 Apr 2012, 00:19
n_j

ჩვენ ძალიან ბევრი პასკა-კულიჩი გამოვაცხვეთ და გარდა ამისა, ტკბილეულის კატეგორიაში ტორტი ანა პავლოვა გვექნება. smile.gif
რაც შეეხება სადილს - მკაცრად ტრადიციული:

ბატკნის ჩაქაფული
კარტოფილის კროკეტები გულში ღორის გულის ფარშით
შემწვაური ინდაური ნიგვზის საწებლით
ლაბასხმული ღორის ხორცი (ხალადეცი)
შებოლილი ლორი, რომელსაც ყველაზე მეტად ველოდები - ჩემი ბიძის მომზადებულია და ამ დღეებში გვიგზავნის smile.gif
თუ დრო დამრჩა და ვინმე კულინარიის დამფასებელი სტუმარი გამოჩნდა, ცეზარის პროდუქტები კი მაქვს და მოვამზადებ.


http://technomouse.ru/post215317702/ - აბა ამას გადახედე

Posted by: tamo7779 12 Apr 2012, 00:47
n_j
გააჩნია რისი მოყვარული ხარ smile.gif
მე არ მიყვარს ბევრი საჭმელი ერთად. სხვადასხვა დღისთვის სხვადასხვა კერძი გავაკეთო მირჩევნია.
კვირისთვის: კვერცხი, ლორი, ისპანახის იტალიური პეროგი, რამე სალათა, და კულიჩი.
კვირის მანძილზე ქათმის რულეტი მინდა გავაკეთო.....

Posted by: upwave 12 Apr 2012, 00:55
მე ვგიჟდები ნიგვზიან პასკებზე, კახეთში აკეთებენ ხოლმე. ჯემითაც კეთდება, მაგრამ ნიგვზიანი განსაკუთრებულია.
ხომ არ იცით რეცეპტი?
ორშაბათს კი წავალ ალბათ და ჩავიწერ აუცილებლად smile.gif

Posted by: faustina 12 Apr 2012, 01:22
lukanini
მართLა ??
სიმართლე გითხრა არ ვიცი როგორია მცენარე .... იქნებ სურათი დამიდო გუუგლიდან ??

მასე ხალხი მეც მიყურებს რას შვრებაოო, როცა ჭინჭარს ვკრეფავ biggrin.gif wink.gif

Posted by: Peppi 12 Apr 2012, 01:27
faustina
QUOTE
ვაკეთებ და რავიცი .... არ გამოდის რაღაც

ვაი, რატო? რა მიზეზია ნეტავი.. მე არ მიცდია თავად მაგ რეცეპტი..


მოვჩი პასკებს.. ესპანური სადღესასწაულო, თუ "მე-12 ღამის პურიც" შემომეცხო.. გაგიგია რომელია?


Posted by: miau 12 Apr 2012, 01:58
faustina
Rubia tinctorum - ლათინური სახელით მოძებნე.
upwave
QUOTE
ორშაბათს კი წავალ ალბათ და ჩავიწერ აუცილებლად

გაგვიზიარე smile.gif ბებიას კი აქვს რეცეპტები და ამდენი ხანია, მეხვეწება, ჩემი ძველი რეცეპტით გამოაცხვეო, მაგრამ რა გინდა - თურაშაულის პატრონი პანტას დავეძებ biggrin.gif თუმცა, მინდა ვთვქა, რომ როცა თურაშაული გბეზრდება, პანტას დიდი სიამოვნებით მიირთმევ. smile.gif
ერთი გადავხედო, იქნებ მას ჰქონდეს ეგ ნიგვზიანი პასკა. როგორც ამბობს, მისი ბავშვობისას თონეში აცხობდნენ დიდი ზომის პასკებს.

Posted by: ninicool 12 Apr 2012, 02:06
QUOTE
faustina
Rubia tinctorum - ლათინური სახელით მოძებნე.

ეს ვიპოვე
http://www.alibaba.com/product-free/104132476/Madder_Root_Rubia_tinctorum_L_dyestuff.html

Posted by: WOMAN IN LOVE 12 Apr 2012, 03:21
guruliqali
QUOTE
ფქვილი - "პროგრესი"

მზეკაბანი
QUOTE
ხაჭოს პასხისთვის - ასაწონი ხაჭო ოდნავ მოსველო სტრუქტურის.

მშრალი ჯობია. პრინციპში, მაინც უნდა დაიწრიტოს, მაგრამ სველს მშრალი ჯობია


მოვზილე უკვე პასკის ცომი
ეს პარტია ბავშვებისთვის - არანაირი ქიშმიში და ხმელი ხილი - არ უყვართ
ხვალ გამოვაცხობ და საღამოს მოვზელ ახალ პარტიას, ხმელი ხილით გატენილს - მე ეგეთი მიყვარს

Posted by: n_j 12 Apr 2012, 10:25
WOMAN IN LOVE
QUOTE
ეს პარტია ბავშვებისთვის - არანაირი ქიშმიში და ხმელი ხილი - არ უყვართ
ხვალ გამოვაცხობ და საღამოს მოვზელ ახალ პარტიას, ხმელი ხილით გატენილს - მე ეგეთი მიყვარს

ღმერთო, რა ყოჩაღი ხარ! აღფრთოვანებული ვარ შენით!

პ.ს. როგორც კი წუწუნს დავიწყებ სახლში, დავიღალე, ამ ბავშვებთან ვერაფერს ვაკეთებ და ა.შ. ჩემი ქმარი მპასუხობს: აბა ვისაც 6 ჰყავს იმან რაღა თქვასოbiggrin.gif
* * *
miau
რამდენი ხორცებია ! biggrin.gif ჩემი ქმარი დაპატიჟეთ biggrin.gif ჩემს სახლთან ახლოს ხორცი არ იყიდება და გუდვილებში და მაგ სიშორეზე ბავშვებთან ერთად ვერ მივდივარ უმანქანოდ sad.gif იქნებ შაბათს მაინც გავაღწიო სადმე

ქათამს შევწვავ, რამე სალათი, ხაჭაპურებს ვიყიდი,ან რამე ღვეზელს გამოვაცხობ. მეც ნელ-ნელა ვაკეთო მირჩევნია, ვიდრე მივაკვდე ერთ დღეს.

Posted by: rtuli 12 Apr 2012, 11:16
დღეს ვაცხობ ნაღებზე მოზელილ კულიჩსს შოკოლადით და ალუბლის ჩირებით.

რეცეპტს ეხლავე დავწერ იქნებ ჩემთან ერთად გამოაცხოს ვინმემ...გარწმუნებთ ეს იქნება კულიჩების კულიჩი smile.gif

5ცალი კვერცხი
300მლ.ნაღები 33% და ზევით
50გრ.დაწნეხილი საფუარი
400 გრ.შაქარი
ვანილი
0,5ჩ.კ.მარილი
300 კარაქი
200გრ.კარგი ხარისხის შოკოლადი(შოკოლადის ხარისხზეა დამოკიდებული კულიჩის სურნელოვანი ბუკეტი)
50გრ.ალუბლის ჩირი
1კგ.ფქვილი

ოპარა:გაათბეთ ნაღები და გახსენით საფუარი,დააცერით 500გრ.ფქვილი,ამოზილეთ და დადგით ამოსასვლელათ.
კვერცხის გულები გათქვიფეთ შაქართან ერთად+ვანილი დაამატეთ.
კარაქი დაადნეთ ცოტა.
როცა ოპარა ამოვა დაამატეთ მარილი,გათქვეფილი კვერცხის გულები,კარაქი+ფქვილი...კარგად მოზილეთ.
გათქვიფეთ კვერცხის ცილები და შეაზილეთ ცომს.დადგით ამოსასვლელად.
შოკოლადი დააბლენდერეთ კროშკის მასამდე,ან წვრილად დაჭერით+ალუბლის ჩირი დაამატეთ.
როცა ცომი კარგად ამოვა,დააყარეთ შოკოლადი,ჩაზილეთ სწრაფად და გააჩერეთ 15 წუთის განმავლობაში.
2 ნაწილად გაყავით და ჩადეთ ყალიბში.აცადეთ თბილ ადგილას ამოსვლა საბოლოოდ და გამოაცხეთ 180 გრადუსზე 1 საათის განმავლობაში.
გამომცხვარ და გაციებულ კულიჩისზედაპირს ,გადაასხით გამდნარი შოკოლადის მინანქარი ან მოაყარეთ შაქრის პუდრი.


მეორე კულიჩებს მოვამზადებ ხვალ,ახალი ტექნოლოგიით სადაც ცომის ნაწილს ჩავხარშავ ცხელი რძით ან ნაღებით.

პ.ს.ვისაც სოჩნი კულიჩები უყვარს არასოდეს გამოაცხოთ პატარა ზომის ყალიბებში,დიდი ზომის მინიმუმ 700გრ.-ანი კულიჩემი ყოველთვის უფრო სოჩნია და გემრიელი.
* * *
მე ბევრ საჭმელს ვერ მოვამზადებ....აღდგომას აეროპორტში ვხვდები...
სახლში დავტოვებ ჩაქაფულს
ტოლმას
ბლინებს
ჩავუბასტურმებ ქათამს და თავად მიხედავენ ჩემები
სალათს თავად მიხედავენ
ნეგვზიან ბადრიჯნის გულსართსაც დავუტოვებ,დანარჩენს თავად დაასრულებენ smile.gif
ხო ნიგვზის და ნუტელას გულსართიან წნულს გამოვაცხობ კიდე.

Posted by: laliko 12 Apr 2012, 11:25
გამარჯობათ გოგოებო smile.gif
პასკების ფორმები სად იყიდეთ?

Posted by: shilaida 12 Apr 2012, 11:50
rtuli
QUOTE
კულიჩების კულიჩი

მშვენიერი ჩანს მართლა up.gif
მე ჰოლანდიური მშრალი საფუარი შევიძინეsmile.gif
ჰიბრიდის გამოცხობას ვაპირებ,ვნახოთ რა გამოვა?
უბრალოდ ქიშმიშიც მაქვს,ფერადი ცუკატებიც+ალუბლის ჩირი და შოკოს წვეთები,რომელიც "სუნელების კცთან" შევიძინე და სახლში რომ გავსინჯე,გემოთი დიდად კმაყოფილი არ დავრჩი დიდად კმაყოფილიsad.gif
ხოდა ეხლა ვფიქრობ ეს ინგრედიენტები ყველა ერთად მოვათავსო ცომში,თუ ძაან "დომხალი" გამოვა,აა??smile.gif

Posted by: guruliqali 12 Apr 2012, 12:19
laliko
QUOTE
პასკების ფორმები სად იყიდეთ?

გამარჯობა smile.gif
პასკის მრავალჯერადი (ლითონის) ფორმები შარშან დეზერტირების პირდაპირ ქუჩის ჩაყოლებაზე ვიყიდე, მერე ელიავაზეც ვნახე (სადაც "ფეჩებს კრავენ").
ერთჯერადი ქაღალდის ფორმები პასაჟშიც ჰქონიათ ნამცხვრის აქსესუარების რიგში, წერეთელზეც აქვთ 89 ნომერში საკონდიტრო მაღაზიაში და მე პირადად პანდას სავაჭრო ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე "დოლარსთორის" გვერდით საკონდიტრო ჯიხურში ვნახე წინა კვირას - 1 კგ-იანი პასკის ფორმები 1 ლარად.
shilaida
QUOTE
ეს ინგრედიენტები ყველა ერთად მოვათავსო ცომში

ჩემი აზრით, აჯობებს ორი ვარიანტიდან ერთ-ერთი აირჩიო: ქიშმიშ-ცუკატ-ჩირიანი ან ქიშმიშ-შოკოლადისწვეთებიანი.

მე ასე გადავწყვიტე: რადგან ჩემები ქიშმიშიან კულიჩს არ სწყალობენ, ერთ ულუფას მთლიანად "უარაფროს" ვაკეთებ (მეორე ულუფა იქნებ შემდეგი კვირისთვის გავაკეთო, თუ ძალები შემრჩა) ხაჭოს პასხას - ნიგოზი+შოკოლადის წვეთებით, და სააღდგომო გვირგვინს ქიშმიშ-ცუკატ-ჩირებით.

პ.ს. დღეს სოკო ჩავშუშე თეთრ ღვინოში.

Posted by: miau 12 Apr 2012, 12:27
n_j
QUOTE
რამდენი ხორცებია ! ჩემი ქმარი დაპატიჟეთ


ასე უყვართ ჩვენთან smile.gif))))))))))
გამოისეირნეთ მერე, გაგვიხარდება biggrin.gif

rtuli

ძალიან კარგი ხარისხის ალუბლის ჩირი იყიდება ჰუნგარიკუმში.

Posted by: shilaida 12 Apr 2012, 12:28
guruliqali
QUOTE
ჩემი აზრით, აჯობებს ორი ვარიანტიდან ერთ-ერთი აირჩიო: ქიშმიშ-ცუკატ-ჩირიანი ან ქიშმიშ-შოკოლადისწვეთებიან

2kiss.gif yes.gif
QUOTE
ქნებ შემდეგი კვირისთვის გავაკეთო, თუ ძალები შემრჩა) ხაჭოს პასხას - ნიგოზი+შოკოლადის წვეთებით, და სააღდგომო გვირგვინს ქიშმიშ-ცუკატ-ჩირებით.

პ.ს. დღეს სოკო ჩავშუშე თეთრ ღვინოში.

უF,უF:)))

Posted by: Peppi 12 Apr 2012, 13:50
rtuli
QUOTE
დღეს ვაცხობ ნაღებზე მოზელილ კულიჩსს შოკოლადით და ალუბლის ჩირებით.

ნინო, მეც რაღაც მაგდაგვარი რეცეპტით მოვამზადე..
საფუძვლად შენი შესქელებული რძის პასკის რეცეპტი გამოვიყენე..
ნაღები დავამატე და 5 კვერცხზე დავიყვანე ფორმულა..

ძალიან გემრიელია, ერთი რასაც მომავალში გავზრდი: შაქრის რაოდენობა - 500 გრამი არ ეყო. ანუ ასე გამოვიდა საშუალოდ ტკბილი.. (თუმცა ეს შაქარზეცაა დამოკიდებული.... მე ორგანული ვუქენი, რაც უფრო ნაკლებ ტკბილია ყოველთვის);

კარაქი მე არ დამიდნია - თუმცა ასე უფრო "სოჩნი" გამოვა ნამდვილად;:)

გამოვაცხვე და გავსინჯე კიდეც - სუპერ, მადლობა ამ რეცეპტისთვისsmile.gif


ერთ მაქვს დარჩენილი - ნაწილი მაცივარში გამოვატარე.. შევადარებ, რომელი აჯობებსsmile.gif

Posted by: Lemon Curd 12 Apr 2012, 13:58
SOS სასწრაფო დახმარება მესაჭიროება smile.gif)) ფორმები არ მყოფნის და ორ ნაწილად უნდა გამოვაცხო კულიჩი, ხომ არ ამიმჟავდება ცომი???
გუშინ ღამით მოვზილე ცომი, გავყავი ორ ნაწილად, ნაწილი მაცივარში დავტოვე, ნაწილი გარეთ. დღეს დილით ორივე გადავზილე და ვავადე მეორედ ამოსვლა. მეორედ ამოსვლის შემდეგ კიდევ ჩავზილე, დავამატე ცუკატები/ქიშმიში. უმაცივრო ნაწილი ფორმებშია და ამოსვლას ველოდები სადღაც საათნახევარია უკვე. მაცივარ გამოვლილი ნაწილისთვის ფორმები არ მყოფნის და დევს ჩვეულებრივად ცელოფანგადაფარებული. აღარ ვიცი რა ვქნა, ორჯერ ჩაზელილია უკვე და ის სანამ გამოცხვება ეს არ ამიმჟავდეს, დამეხმარეთ და გამოცდილებო, როგორ მოვიქცე პირველად ვაცხობ sad.gif((((((( ეს მეორე ნაწილი კიდე ხომ არ გადავზილო, უკვე მოიმატა ისევ ზომაში, სწრაფად ამოდის საკმაოდ. კიდე გადავზილო თუ დავტოვო ასე? სადღაც საათნახევაი კიდევ ვერ დავიწყებ ამის ცხობას

Posted by: LUTA 12 Apr 2012, 14:14
Peppi
QUOTE
ნაწილი მაცივარში გამოვატარე.. შევადარებ, რომელი აჯობებს


ნათი ამ მაცივარში გამოტარებაზე მინდა ვთქვა smile.gif

მაცივარში გამოტარება არჩევანი არაა . სავალდებულოა და გეტყვი რატომაც

გაფუების პროცესი რალურად იყოფა სამ ფაზად: გაფუება, ფერმენტაცია, ცომის მომწიფება.

როგორც კი ცომი იწყებს ამოსვლას იქ მთავრდება გაფუება და გადადის შემდეგ ფაზაში ფერმენტაციში.

არის კიდევ მესამე პორცესი რომელიც მიმდინარეობს ეს არის ცომის მომწიფება. ეს პრცესი იწყება ცომის მოზელვიდან
და მთავრდება სანამ ღუმელში არ შევა.

გაფუება - პროცეის როცა ცომში გამრავლებულია საფუარის ბაქტეირიები.
მეორე ფაზა ფერმენტაცია როცა იწყება ბაქტერიები გარდაქმნიან შაქარს - ალკოჰოლი , გაზი
მომწიფება სადაც უკვე მარავლი ქიმიური პროცესი მიმდინეარობს . შაქარის გარდაქმნია ცხიმები და ა.შ
არის ძალიან ნელი პროცესი
კარგი ხარისხის მისაღებად ეს სამივე პროცესი უნდა დაემთხვეს დროში ერთმანეთს.

მომწიფებას უნდა დრო. გაფუება და ფერმენტირება უფრო ჩქარი პროცესია და დომინირებას ახდენს მომწიფებაზე როცა ოთახის ტემპერატურაზე მიმდინარეობს . ამიტომ მომწიფება ვერ აღწევს
თავის პიკს . ამიტომ მაცივარში სადაც არის დაბალი ტემპერატურა გაფუება ფერმეტირება ნელდება და მომწიფება კი ამ ტემპერატურაზეც გრძელდება.

ასე ხდება რეგულრება ამ სამი პორცესის.
ოთახის ტემპერატურაზე ეს შეუძლებელია რადგან ფემენტაციის შედეგად ენზიმები ჭამენ ფქვილში შემავალ გლუტეინებს და თუ დროზე არ შეწყვეტ
პროცეს არ გამოაცხობ ცომი საერთოდ დაკარგავს ელასტიურობას. ანუ ვერ დატოვებ იმდენ ხანს რომ ცომი მომწიფდეს. ეს მხოლოდ დაბალ ტემპერატურაზეა შესაძლებელი +
ცოტა საფუარი.

შედეგი კი არის ელასტიური ცომი.
უკეთესი ნასვრეტები.
უკეთესი გემო .
და რაც მთავარია ადვილად ასათვისებელი და მოსანელებელია ორგანიზმისათვის smile.gif

როცა ბუნებრივი საფუარი იხმარება მაშინ მხოლოდ იმ შემთხვევაში იხმარება მაცივარი თუ საფუარი არის ძალიან ძალიან ძლიერი. სხვა შემთხვევაში
არა. რადგან ისედეაც ძალიან ნელი პროცესია დაწნეხილი საფუარისაგან განსხავებით.

აი პასკაზე რომ ამბობენ რამოდენიმეჯერ უნდა ჩაზილო კარგი რომ გამოვიდესო . ცომის მომწიფების პრინციპია. მაგრამ ეს სასურველია
დაბალ ტემპერატურაზე მოხდეს მაცივარში. ჩაზელვის გარეშე . ასე გარანტირებულია რომ ენზიმები არ შეჭამენ გლუტეინებს (ცომის ელასტიკურობაზე
პასუხის მგებელს )

ასევე დაუშვებელია ცომის ახლოს დადება გამათბობელთან ან ზომაზე მეტად თბილი ღუმელში შედება ამოსასვლელად. რადგან 27 გრადუსზე მაღლა თუ მიმდინარეობს გაფუება გლუტეინის საფარი ნადგურდება. და მაღალმა ტემპერატურამ ასევე შიეძლება მოკლას საფუარის ბაქტერიებიც .

დიდი პოსტი გამომივიდა მაპატიეთ smile.gif

Posted by: green tea 12 Apr 2012, 14:19
LUTA
QUOTE
ნათი ამ მაცივარში გამოტარებაზე მინდა ვთქვა

მაცივარში გამოტარება არჩევანი არაა . სავალდებულოა და გეტყვი რატომაც

გაფუების პროცესი რალურად იყოფა სამ ფაზად: გაფუება, ფერმენტაცია, ცომის მომწიფება.

როგორც კი ცომი იწყებს ამოსვლას იქ მთავრდება გაფუება და გადადის შემდეგ ფაზაში ფერმენტაციში.

არის კიდევ მესამე პორცესი რომელიც მიმდინარეობს ეს არის ცომის მომწიფება. ეს პრცესი იწყება ცომის მოზელვიდან
და მთავრდება სანამ ღუმელში არ შევა.

გაფუება - პროცეის როცა ცომში გამრავლებულია ბაქტეირიები.
მეორე ფაზა ფერმენტაცია როცა იწყება ბაქტერიები გარდაქმნიან შქაარს - ალკოჰოლი , გაზი
მომწიფება სადაც უკვე მარავლი ქიმიური პროცესი მიმდინეარობს . შაქარის გარდაქმნია ცხიმები და ა.შ
არის ძალიან ნელი პროცესი
კარგი ხარისხის მისაღებად ეს სამივე პროცესი უნდა დაემთხვეს დროში ერთმანეთს.

მომწიფებას უნდა დრო. გაფუება და ფერმენტირება უფრო ჩქარი პროცესია და დომინირებას ახდენს მომწიფებაზე როცა ოთახის ტემპერატურაზე მიმდინარეობს . ამიტომ მომწიფება ვერ აღწევს
თავის პიკს . ამიტომ მაცივარში სადაც არის დაბალი ტემპერატურა გაფუება ფერმეტირება ნელდება და მომწიფება კი ამ ტემპერატურაზეც გრძელდება.

ასე ხდება რეგულრება ამ სამი პორცესის.
ოთახის ტემპერატურაზე ეს შეუძლებელია რადგან ფემენტაციის შედეგად ენზიმები ჭამენ ფქვილში შემავალ გლუტეინებს და თუ დროზე არ შეწყვეტ
პროცეს არ გამოაცხობ ცომი საერთოდ დაკარგავს ელასტიურობას. ანუ ვერ დატოვებ იმდენ ხანს რომ ცომი მომწიფდეს. ეს მხოლოდ დაბალ ტემპერატურაზეა შესაძლებელი +
ცოტა საფუარი.

შედეგი კი არის ელასტიური ცომი.
უკეთესი ნასვრეტები.
უკეთესი გემო .
და რაც მთავარია ადვილად ასათვისებელი და მოსანელებელია ორგანიზმისათვის 

როცა ბუნებრივი საფუარი იხმარება მაშინ მხოლოდ იმ შემთხვევაში იხმარება მაცივარი თუ საფუარი არის ძალიან ძალიან ძლიერი. სხვა შემთხვევაში
არა. რადგან ისედეაც ძალიან ნელი პროცესია დაწნეხილი საფუარისაგან განსხავებით.

აი პასკაზე რომ ამბობენ რამოდენიმეჯერ უნდა ჩაზილო კარგი რომ გამოვიდესო . ცომის მომწიფების პრინციპია. მაგრამ ეს სასურველია
დაბალ ტემპერატურაზე მოხდეს მაცივარში. ჩაზელვის გარეშე . ასე გარანტირებულია რომ ენზიმები არ შეჭამენ გლუტეინებს (ცომის ელასტიკურობაზე
პასუხის მგებელს )

დიდი პოსტი გამომივიდა მაპატიეთ

თამუნააა დიდი მადლობა, რომ არსებობ და დიდი მადლობა რომ გიცნობ შორიდან მაინც! 2kiss.gif

Posted by: Lemon Curd 12 Apr 2012, 14:31
LUTA
ვაიმე ანუ თუ სწორად მივხვდი, დიდი ხანი რომ მრჩება ეხლა ჩემი საბრალო ცომი გამოუცხობი, შეიძლება ელასტიურობა დაკარგოს და აღარ გამოვიდესს sad.gifsad.gifsad.gif პლს იქნებ შენ მიშველო... მაცივრიდან სადღაც 5 საათია ცომი გამოღებული მაქვს, რომ გამოვიღე სადღაც ორ საათში გადავზილე და დავტოვე, ეხლა ისევ ამოფუმფულდა და მე ჯე ვერ ვახერხებ გამოცხობას, სადღაც ორი საათი ალბათ (ფორმებში ამოსვლის დროის ჩათვლით), რა ვუყო რას ფიქრობ, მაცივარში შევაბრუნო? კიდევ გადავზილო? თუ გამოვიგლოვო და დავივიწყო biggrin.gif

Posted by: LUTA 12 Apr 2012, 14:39
green tea
QUOTE
დიდი მადლობა, რომ არსებობ და დიდი მადლობა რომ გიცნობ შორიდან მაინც!


პირიქით დიდი მადლობა შენ რომ ჩემი ამხელა პოსტის წაკითხვა არ დაგეზარა 2kiss.gif

Lemon Curd
QUOTE
თუ გამოვიგლოვო და დავივიწყო

არავითარ შემთხვევაში biggrin.gif biggrin.gif

QUOTE
ეხლა ისევ ამოფუმფულდა და მე ჯე ვერ ვახერხებ გამოცხობას,

გადაზილე კიდევ ერთხელ smile.gif

QUOTE
შეიძლება ელასტიურობა დაკარგოს და აღარ გამოვიდესს

ცომის ელასტიურობა დამოკიდებულია რამდენად კარგადაა დამუშავებული და კიდევ გაფუების სწორ პორცესზე. მაცივრიდან გამოღებული ცომი უფრო პრიალაა . რადგან მოხდა მისი მომწოფება.
ძალიან კარგად დამუშავებულ ცომსაც შეიძლება არასწორმა გაფუებამ დააკარგვინოს ელასტიურობა

აი ღუმელში ზედაპირი რომ უკდება მაგის მჩავეენებელია რომ ან არ დამუშავდა კარგად ან დაკარგა smile.gif

როდესაც სიმხურველე აწვება ქვემოდან ცხობისას ცომს არ აქვს ელასტიურობა და არ იბერება ბურთივით ამ
ცხელი ტალღის მოწოლისას ვერ უძლებს და სკდება smile.gif

Posted by: Lemon Curd 12 Apr 2012, 14:41
LUTA
ოკ ეხლავე ვეცემი smile.gifsmile.gif) უღრმესი მადლობა
შედეგებს მოგახსენებთ თუ ძალიან სავალალო არ იქნა biggrin.gif:D:D

Posted by: gloneli 12 Apr 2012, 14:46
LUTA
აბა ახლა შემომაშველე შენი პროფესიონალიზმი ჩემს-არაფროფესიონალის ენაზე,კაკ რაზ,ახლა ვიწყებ პასკის ცომის მოზელას და სითბოში გავჩერო თავიდან?თუ მაცივარში გამოვატარო თავიდან ბოლომდე?
რამდენ გრადუსზე აცხობ შენ პასკას ელ,მარაოიან ქურაში?სტაბილურად ერთ ტემპ-რაზე თუ ცვლი?

Posted by: LUTA 12 Apr 2012, 14:51
gloneli
QUOTE
პასკის ცომის მოზელას და სითბოში გავჩერო თავიდან?


მე მაგალითად ასე ვაკეთებ ვზილავ და ეგრევე ვდებ მაცივარში .

მერე გამოვიღებ გადავზელ დავუმატებ ცუკატებს და ქიშმიშებს რაც მინდა რო მ ქონდეს .
1 საათი ვაჩერებ ოთახის ტემპერატურაზე მერე მოვათავსებ ფორმებში და ვაცდი აფუებას

ვაცხობ 180 გრადუსზე სანიავებლიანი რეჟიმი. ტემპერატურას არ ვუცვლი.

ცომის მოზელვისას ძალიან ძალიან კარგად უნდა დამუშავდეს. მე 1 კილო ფქვილის ერთიანად არასდროს გამიკეთებია

რადგან ჯერ ამდენიც არ მინდა და მერე მე მიჭირს ამხელა ცომის დამუშავება ძალიან კარგად .

და რაც მთავარია საფუარს ვუშვები ცოტას . მაგრამ მერე აფუების დრო არის ხანგრძლივი .

საღამს ვზელ ვდებ მაცივარში. ბოსტნეულითან ახლოს . დილით მხვდება დასვენებული ოდნავ გაფუებული. მერე ველი მეორედ გაფუებას ფორმებში საკმაო ხანი smile.gif

Posted by: Peppi 12 Apr 2012, 14:53
LUTA
QUOTE
შედეგი კი არის ელასტიური ცომი.უკეთესი ნასვრეტები.უკეთესი გემო .და რაც მთავარია ადვილად ასათვისებელი და მოსანელებელია ორგანიზმისათვის 


გეთანხმებიsmile.gif

მაგრამ საცდელად იმიტომ ვამბობ, რომ ქართული კულინარიისთვის არ არის პასკის ცომის ამ წესით მომზადება დამახასიათებელი. როცა რაიმე ახალ პროცესს თავაზობ დიასახლისს, რომელიც 20 წელი სხვანაირად ამზადებდა - , არგუმენტაციაც უნდა მივაყოლო შედარების ფონზე - ასე ვთვლი ..

იმიტომ დავყავი ასე.. შედარების საშუალებაც უკეთ მექნება არგუმენტისათვის ან უარსაყოფადsmile.gif



Posted by: gloneli 12 Apr 2012, 14:54
LUTA
2kiss.gif
მე ვაკეთებ ნ.ჯ-ის რეცეპტით და იქ 3,5 კგ ფქვილია.ამას ალბათ მეტი დრო დასჭირდება მაცივარში გაჩერების,ხომ?
QUOTE
მერე გამოვიღებ

აი ეს რა დროის გასვლის მერე ხდება?
პ.ს.
სანამ დავპოსტე.დაგიწერიაsmile.gif

Posted by: LUTA 12 Apr 2012, 15:00
Peppi

ნათი მე რაც ვთქვი ჩემი მოგონილი არ არის smile.gif

QUOTE
არგუმენტაციაც უნდა მივაყოლო შედარების ფონზე - ასე ვთვლი ..


გეთანხმები აუცილებად. ყველაფერს აქვს თავის ახსნა . მე მაგალითად ყოველთვის მაინტერესებს რატომ არის ასე საჭირო .

რატომ უნდა ჩაიზილოს ცომი და რატომ გამოდის უკეთესი smile.gif

საკონდიტრო ისეთი რამეა არგუმენტები უნდა . მენდე და მე ასე ვაკეთებ მარავლი წელი მე ეს არ მაკმაყოფილებს ხოლმე smile.gif

მე უბრალოდ ვთქვი ტექნიკური ახსნა როგორც ამას პროფესიონალები ხსნიან. თუ კი ვინმეს ექნება სურვილი რომ გაითვალისწინოს smile.gif

Posted by: ninicool 12 Apr 2012, 15:04
უკვე მრცხვენია, ტვინი წავიღე კვერცხებით, მაგრამ ერთიც და ვსიო.
კვერცხი თეთრი უკეთესია შესაღებად თუ ცოტა მოწითალო რომაა ისეთი?
რომელი უფრო კარგად იღებება?
შარშან თეთრები შევღებე და სხვადასხვა ფერებზე შეიღება ყველა.

Posted by: LUTA 12 Apr 2012, 15:07
ninicool

მეც დავპუტე შენი არ იყოს ხახვის ფურცლები სადაც ხელი მიმიწვდა. თეთრი კვერცხი
აქ უბრალოდ არ მოიპოვება. ყველა დაზაგრულია.

იმედს ვიტოვებ რომ კარგად შეიღებება ეს ზაგრიანები biggrin.gif biggrin.gif

ხახვი დავალბე და პეპის მეთოდით ვღებავ bis.gif

Posted by: upwave 12 Apr 2012, 15:10
miau
QUOTE
upwave
QUOTE
ორშაბათს კი წავალ ალბათ და ჩავიწერ აუცილებლად

გაგვიზიარე  ბებიას კი აქვს რეცეპტები და ამდენი ხანია, მეხვეწება, ჩემი ძველი რეცეპტით გამოაცხვეო, მაგრამ რა გინდა - თურაშაულის პატრონი პანტას დავეძებ  თუმცა, მინდა ვთვქა, რომ როცა თურაშაული გბეზრდება, პანტას დიდი სიამოვნებით მიირთმევ.
ერთი გადავხედო, იქნებ მას ჰქონდეს ეგ ნიგვზიანი პასკა. როგორც ამბობს, მისი ბავშვობისას თონეში აცხობდნენ დიდი ზომის პასკებს.


კი, კი აუცილებლად smile.gif

Posted by: Lemon Curd 12 Apr 2012, 15:11
LUTA
ninicool
გოგოებო ენდრო მწვანე აფთიაქებსი იყიდება, ჩვეულებრივ აფთიაქებშიც! ყოველ შემთხვევაში, გერმანიაში იყიდება და იქნებ სხვაგანაც იყოს.
გერმანულად krappwurzel, ლათინუად ქვია სავარაუდოდ Rubia tinctorum. ინგლისურად უნდა იყოს common madder

ლუტა
ძალიან ვნანობ რომ შენი დღევანდელი პოსტი ცომის გაფუებაზე გუშინ არ ვნახეsad.gif და ვნანობ რომ საფუარი არ დავაკელი. მთლიან პორციაზე 50 გრამი საფუარი იყო მითითებული, მე 42 მქონდა და ეგ ვუქენი მთლიანად. არადა მახსოვდა შენი რჩევებიდან რომ თუ მეტ ხანს მისცემ საერთოდ ცომს გასაფუვებლად, ბევრად ნაკლები საფუარი იქნება საკმარისი.
შემდეგში აუცილებლად გავითვალისწინებ. მადლობა ასეთი საჭირო რჩევებისთვის

Posted by: ninicool 12 Apr 2012, 15:17
LUTA
QUOTE
მეც დავპუტე შენი არ იყოს ხახვის ფურცლები სადაც ხელი მიმიწვდა. თეთრი კვერცხი
აქ უბრალოდ არ მოიპოვება. ყველა დაზაგრულია.

იმედს ვიტოვებ რომ კარგად შეიღებება ეს ზაგრიანები

ხახვი დავალბე და პეპის მეთოდით ვღებავ

მეც მაგ მეთოდს ვიყენებ. იმედია კრახით არ დამიმთავრდება biggrin.gif
შენ უნდა გენახა მოლარეების გაკვირვება სკანერზე რომ ფოჩებს და 1 ცალ ხახვს ატარებდნენ. ერთმა ისიც კი შემომთავაზა ხახვს ამოგირჩევ, ეს რეებიაო.
კარგა ბლომად კი მოვაგროვე, მთელ ქალაქს ეყოფა biggrin.gif
Lemon Curd
QUOTE
გოგოებო ენდრო მწვანე აფთიაქებსი იყიდება, ჩვეულებრივ აფთიაქებშიც! ყოველ შემთხვევაში, გერმანიაში იყიდება და იქნებ სხვაგანაც იყოს.
გერმანულად krappwurzel, ლათინუად ქვია სავარაუდოდ Rubia tinctorum. ინგლისურად უნდა იყოს common madder

გუშინ წავიკითხე შენი პოსტი, დიდი მადლობა. ფოტოც გადავიტანე ტელეფონზე და გავალ ცოტა ხანში, დავლაშქრავ აფთიაქებს, იქნებ ბულგარისტანშიც იყოს.

Posted by: Peppi 12 Apr 2012, 15:22
LUTA
QUOTE
ნათი მე რაც ვთქვი ჩემი მოგონილი არ არის

ვიცი, ვიცი.. საუკუნეები იქმდებოდა და მუშავდებოდა პროფესიონალების მიერ..

ქართულ სამზარეულოში რაც მინდა - ეს წესები და მეთოდები შევიტანო ქართულ კერძებში, ოღონდ გემოს შეუცვლელად.. ამაზე შემდეგ გავაგრძელოთ საუბარი, ძალინა საინტერესოაsmile.gif



QUOTE
უბრალოდ ვთქვი ტექნიკური ახსნა როგორც ამას პროფესიონალები ხსნიან. თუ კი ვინმეს ექნება სურვილი რომ

გუშჳნ დავწერე რეცეპტი და პატარ-პატარა რჩევები ჩავურთე.. ისე ვრცლად არა და ვერა შენ რომ დაწერე.. მაგრამ პორცია-პორციობითით.
სედაც ბევრს არ უყვარს გრძელი რეცეპტის კითხვა...

smile.gif ეს, აქაური შენი ახსნა იქნებ ცალკე სტატიად გადავიტანო პერფექტზე? smile.gif

კვერცხს რაც შეეხება - წელს ერთი სიახლე მინდა ვსინჯო - ჭარხალი შევამატო ედროს ნაცვლად... შედეგი არ ვიცი რა იქნება, იმედია რაიმე პროგრესი მექნებაsmile.gif

Posted by: guruliqali 12 Apr 2012, 15:23
ninicool
QUOTE
კვერცხი თეთრი უკეთესია შესაღებად თუ ცოტა მოწითალო რომაა ისეთი?
რომელი უფრო კარგად იღებება?

მე თეთრს ვღებავ ტრადიციულად, მაგრამ დღეს თანამშრომელმა მითხრა - მოწითალოს უფრო სქელი ნაჭუჭი აქვს, არ ტყდება და შეღებვითაც უკეთ იღებებაო.
QUOTE
მეც დავპუტე შენი არ იყოს ხახვის ფურცლები სადაც ხელი მიმიწვდა

როგორც აღმოვაჩინე, აქ ბაზარში ხახვის გამყიდველები ხახვის ფურცლებს ცალკე ყიდიან ერთჯერად პაკეტებში smile.gif ვნანობდი, რომ ხახვის ფურცლების შეგროვება ვერ მოვახერხე და დღეს გავიგე ეს ახალი ამბავი ... ესეც თქვენი "ბაზრის მოთხოვნილების შესწავლა და გათვალისწინება..." smile.gif

Posted by: LTB1948 12 Apr 2012, 15:23
guruliqali

პროგრესი არა რა, მაგან მე გამამწარა, ჯერ პიცა ჩამოგდო და მერე ტორტი ორჯერ, სანამ მივხვდი რომ ფქვილის ბრალი იყო ჩემი დამემართა... მაგის მერე აღAრ ვეკარები

Posted by: n_j 12 Apr 2012, 15:23
gloneli
მაგ რაოდენობის ცომი მთელ მაცივარს დაიკავებსyes.gif ან გაყავი რაოდენობა, ან მაცივრის გარეთ დატოვე

Posted by: guruliqali 12 Apr 2012, 15:26
LUTA
Peppi
QUOTE
აქაური შენი ახსნა იქნებ ცალკე სტატიად გადავიტანო პერფექტზე?

ძალიან სასარგებლო რჩევებია, კარგი იქნება, მე უკვე გადავიტანე "სააღდგომო კერძების" ფაილში.
* * *
WOMAN IN LOVE
LTB1948
QUOTE
პროგრესი არა რა,

დიდი მადლობა, აუცილებლად გავითვალისწინებ ამ რჩევას.
n_j
QUOTE
მაგ რაოდენობის ცომი მთელ მაცივარს დაიკავებს

შენ არ გიჭირს ამ რაოდენობის მოზელა? ფიზიკურ ძალას ვგულისხმობ, ისეთი ნაზი ხარ 2kiss.gif

Posted by: miau 12 Apr 2012, 15:30
ninicool
QUOTE
კვერცხი თეთრი უკეთესია შესაღებად თუ ცოტა მოწითალო რომაა ისეთი?



სქელკანიანი პატარა თეთრი კვერცხები ვიყიდეთ. შარშანაც ესეთები შევღებეთ და ძალიან კარგად შეიღება.

Posted by: n_j 12 Apr 2012, 15:35
guruliqali
როგორ არ მიჭირს, გუშინ მკლავები ისე მტკიოდა,მიკანკალებდა სულ sad.gif ბავშვის ხელში დაჭერაც კი მიჭირდა. დღეს ცოტა აზრზე მოვედი. წელიწადში ერთხელ ვიტან, რადგან ძალიან მიყვარს სახლის პასკა, თან ნახევარზე მეტი გაჩუქებულია უკვე smile.gif
* * *
მე სოფლის კვერცხებს ვღებავ, განსაკუტრებით გემრიელია ხოლმე love.gif მაღაზიის ისეთი არ გამოდის

Posted by: ninicool 12 Apr 2012, 15:48
guruliqali
QUOTE
მე თეთრს ვღებავ ტრადიციულად, მაგრამ დღეს თანამშრომელმა მითხრა - მოწითალოს უფრო სქელი ნაჭუჭი აქვს, არ ტყდება და შეღებვითაც უკეთ იღებებაო.

დიდი მადლობა. ფერადს ვიყიდი მეც.
QUOTE
. ესეც თქვენი "ბაზრის მოთხოვნილების შესწავლა და გათვალისწინება..."

ქატოსი არ იყოს biggrin.gif
n_j
QUOTE
მე სოფლის კვერცხებს ვღებავ, განსაკუტრებით გემრიელია ხოლმემაღაზიის ისეთი არ გამოდის

სოფლისას ზუსტად ვიცი, რომ ვერ ვიშოვი, ოცნებაც არ ღირს მაგაზე. ნეტა ენდრო მაშოვნინა აფთიაქში და მაღაზიისას შევღებავ, სხვა რა გზა მექნება

Posted by: WOMAN IN LOVE 12 Apr 2012, 15:50
n_j
მე ეგრე არ ვაკვდები ცომს, დიდხანს არ ვზელ. ვზელ რა, ბავშვები ზელენ biggrin.gif დაიბანენ ხოლმე ხელებს და რიგი დგას ტაშტთან biggrin.gif ამოფუებულის ჩაზელვა უყვართ განსაკუთრებით smile.gif

Posted by: LUTA 12 Apr 2012, 15:59
Peppi
QUOTE
ქართულ სამზარეულოში რაც მინდა - ეს წესები და მეთოდები შევიტანო ქართულ კერძებში, ოღონდ გემოს შეუცვლელად..


ნათი ადრეც მითქვამს და კიდევ გავიმეორებ შენ უმაგრეს საქმეს აკეთებ 2kiss.gif

ამ ახსნას რაც შეეხბა თუ კი გადაიტან ძალიან კარგი იქნება . ტექნიკურ დონეზე ასეთმა ახსნამ უფრო ნათელი გახადა ჩემთვის პროცესი.

შენი პოსტი რომ ვნახე მაცივარზე გამეხარდა და მოვაყოლე გაგონილ მოსმელი.

QUOTE
კვერცხს რაც შეეხება - წელს ერთი სიახლე მინდა ვსინჯო - ჭარხალი შევამატო ედროს ნაცვლად... შედეგი არ ვიცი რა იქნება, იმედია რაიმე პროგრესი მექნება


მოუთმენლად ველი ამას . მე შენი მეთოდით ხახვის ფურცლებს ვიყენებ. მინდა გითხრა რომ კარგი მუქი ფერი ჩანს საბოოლო შედეგსაც დავდებ . მაგრამ ამ ფურცლებზე რომ მივედი მარკეტში
შეფუთულები იდო ხავები და ფურცლის ნასახი არ იყო . რაც იყო ისე გაწკრიალბულები იდო . ჩემი მქარი მეუბნება ეტყობა რუსებმა დაგაწრესო biggrin.gif

წამოვედი ცუდ ხასიათზე იქიედან . მერე კაი რას გადაეკიდე ამ ხახვს ჭარხალი იხამრეო . მაგრამ მე მაინც ხახვი მინდოდა biggrin.gif biggrin.gif
ჭარხალს ვერ ვენდე . მერე არაბების მარკეტში ვაიძულე ჩემი თავი რომ შევუსლიყავი და მეთხოვა . ნეტა იცოდე რა მომსახუება გამიწიეს . შემცხვა ჩემი თავის რა ცუდად ვფიქრობ ამ ხალხზე მეთქი biggrin.gif

ბოლო ბოლო გამოვედი დატვირთული ხახვის ფურცლებით და ბევრი იუ არ ველქამის ძახილით.

ninicool
QUOTE
შენ უნდა გენახა მოლარეების გაკვირვება

მე არაბები გავაოცე biggrin.gif

ჩემი ქმარი ამბობს გევქნება არბული ხახვით შეღებილი მართმადიდებლური კვერცხებიო biggrin.gif
Lemon Curd
QUOTE
ძალიან ვნანობ რომ შენი დღევანდელი პოსტი ცომის გაფუებაზე გუშინ არ ვნახე

გუშინ ვერ მოვიცალე აქაურობისათვის sad.gif


n_j
QUOTE
როგორ არ მიჭირს, გუშინ მკლავები ისე მტკიოდა,მიკანკალებდა სულ

წარმომიდგენია sad.gif

მე ნინ 1 კილო ფქვილსაც ვერ ვამუშავებ . ჯერ ბევრი არც მჭირდება და თუ მაინც და მაიც ორჯერ მირჩევნია მოვზილო .

ნახევრი კილო მაქსიმუმია . ვზელ დიდიხანს და კარგად დაახლოებით 2 საათი. და მაინც მეღლება მკლავები .

WOMAN IN LOVE
ჟურნალის ფოტო ვნახე ფორუმზე ძალიან ლამაზია love.gif

წარმატებებს გისურვებთ მთელი გულით


Posted by: Felisa 12 Apr 2012, 16:00
LUTA
QUOTE
ნათი ამ მაცივარში გამოტარებაზე მინდა ვთქვა

მაცივარში გამოტარება არჩევანი არაა . სავალდებულოა და გეტყვი რატომაც

გაფუების პროცესი რალურად იყოფა სამ ფაზად: გაფუება, ფერმენტაცია, ცომის მომწიფება.

როგორც კი ცომი იწყებს ამოსვლას იქ მთავრდება გაფუება და გადადის შემდეგ ფაზაში ფერმენტაციში.

არის კიდევ მესამე პორცესი რომელიც მიმდინარეობს ეს არის ცომის მომწიფება. ეს პრცესი იწყება ცომის მოზელვიდან
და მთავრდება სანამ ღუმელში არ შევა.

გაფუება - პროცეის როცა ცომში გამრავლებულია საფუარის ბაქტეირიები.
მეორე ფაზა ფერმენტაცია როცა იწყება ბაქტერიები გარდაქმნიან შაქარს - ალკოჰოლი , გაზი
მომწიფება სადაც უკვე მარავლი ქიმიური პროცესი მიმდინეარობს . შაქარის გარდაქმნია ცხიმები და ა.შ
არის ძალიან ნელი პროცესი
კარგი ხარისხის მისაღებად ეს სამივე პროცესი უნდა დაემთხვეს დროში ერთმანეთს.

მომწიფებას უნდა დრო. გაფუება და ფერმენტირება უფრო ჩქარი პროცესია და დომინირებას ახდენს მომწიფებაზე როცა ოთახის ტემპერატურაზე მიმდინარეობს . ამიტომ მომწიფება ვერ აღწევს
თავის პიკს . ამიტომ მაცივარში სადაც არის დაბალი ტემპერატურა გაფუება ფერმეტირება ნელდება და მომწიფება კი ამ ტემპერატურაზეც გრძელდება.

ასე ხდება რეგულრება ამ სამი პორცესის.
ოთახის ტემპერატურაზე ეს შეუძლებელია რადგან ფემენტაციის შედეგად ენზიმები ჭამენ ფქვილში შემავალ გლუტეინებს და თუ დროზე არ შეწყვეტ
პროცეს არ გამოაცხობ ცომი საერთოდ დაკარგავს ელასტიურობას. ანუ ვერ დატოვებ იმდენ ხანს რომ ცომი მომწიფდეს. ეს მხოლოდ დაბალ ტემპერატურაზეა შესაძლებელი +
ცოტა საფუარი.

შედეგი კი არის ელასტიური ცომი.
უკეთესი ნასვრეტები.
უკეთესი გემო .
და რაც მთავარია ადვილად ასათვისებელი და მოსანელებელია ორგანიზმისათვის 

როცა ბუნებრივი საფუარი იხმარება მაშინ მხოლოდ იმ შემთხვევაში იხმარება მაცივარი თუ საფუარი არის ძალიან ძალიან ძლიერი. სხვა შემთხვევაში
არა. რადგან ისედეაც ძალიან ნელი პროცესია დაწნეხილი საფუარისაგან განსხავებით.

აი პასკაზე რომ ამბობენ რამოდენიმეჯერ უნდა ჩაზილო კარგი რომ გამოვიდესო . ცომის მომწიფების პრინციპია. მაგრამ ეს სასურველია
დაბალ ტემპერატურაზე მოხდეს მაცივარში. ჩაზელვის გარეშე . ასე გარანტირებულია რომ ენზიმები არ შეჭამენ გლუტეინებს (ცომის ელასტიკურობაზე
პასუხის მგებელს )

ასევე დაუშვებელია ცომის ახლოს დადება გამათბობელთან ან ზომაზე მეტად თბილი ღუმელში შედება ამოსასვლელად. რადგან 27 გრადუსზე მაღლა თუ მიმდინარეობს გაფუება გლუტეინის საფარი ნადგურდება. და მაღალმა ტემპერატურამ ასევე შიეძლება მოკლას საფუარის ბაქტერიებიც .

დიდი პოსტი გამომივიდა მაპატიეთ 

თამო, აღფრთოვანებული ვარ შენით... რამდენ რამეს ვსწავლობ და არასოდეს მბეზრდება შენი პოსტების კითხვა smile.gif დიდი მადლობა ამისთვის 2kiss.gif

Posted by: ninoma 12 Apr 2012, 16:22
Peppi
QUOTE
წელს ერთი სიახლე მინდა ვსინჯო - ჭარხალი შევამატო ედროს ნაცვლად..

არ გირჩევ, მე ვცადე ერთხელ და არ გამოვიდა.
ისეთი უბადრუკი ფერი მიიღო, სუფრაზე ვერ გამოვიტანე.

მე დღეს ვიწყებ ცომის მოზელას.
თქვენ რა ყოჩაღები ხართ უკვე დაგიცხვიათ კულიჩები..
და ასე ადრე რატომ, საქმე წაიგდეთ წინ, თუ კულიჩს ასე სჭირდება?

Posted by: Lemon Curd 12 Apr 2012, 16:44
LUTA
მეორე პარტია შევიდა ღუმელში, ანუ მაცივრის ცომიsmile.gif ნახევარი საათი გავიდა უკვე, ისეთი სლიკინა ზედაპირი გაიკეთა და გაცილებით მეტად ამოვიდა smile.gifsmile.gif პირველ პარტიას უფრო რელიეფური ზედაპირი აქვს და ასე სოკოსავით არ ამოსულა. ერთი სული მაქვს როდის ვნახავ შიგნიდან როგორია smile.gif

Posted by: Peppi 12 Apr 2012, 17:33
LUTA
QUOTE
ნათი ადრეც მითქვამს და კიდევ გავიმეორებ შენ უმაგრეს საქმეს აკეთებ 

ვაკეთებთsmile.gif
და არასდროს დავიშურებ საქებარ და სამადლობელ სიტყვებს პერფეკტის ავტორების მიმართsmile.gif
guruliqali
.. და არც აქტიური მკითხველი და გამავრცელებელი მავიწყდებაsmile.gif
2kiss.gif

ninoma
QUOTE
არ გირჩევ, მე ვცადე ერთხელ და არ გამოვიდა.

ე.ი. აღარ ვცდიsmile.gif

წავედი ბლომად ხახვი დავარჩიო..


შენი ხლოვანის რეცეპტით მინდოდა მომემზადებია, რაც რეცეპტი დადე მის მერე ჭარხლის ფოთლებს დავეძებ.. ეხლა გამოჩნდა ბაზრებში ან ბოსტნეულის მაღაზიებში, მაგრამ ყველგან მომჟღნარია, აი, წონისთვის რომ შეატოვებენ ფოთლებს, მხოლოდ ან დანიშნულებით - გამოდგება? თU მომიწევს ჭარხლის ეზოში მოყვანა :დ

Posted by: fermina 12 Apr 2012, 17:45
ერთი კითხვა მაქვს - 20 კვერცხს 2 შეკვრა ენდრო ეყოფა? ხახვის ფურცლებიც რომ ჩავუმატო? (ენდრო მგონი სტანდარტული შეკვრები იყიდება ყველაგან დაახლოებით)

და ეს ენდრო მგონი ჯერ სანაყში უნდა დაინაყოს ჰო? და ძმარი რამდენი ვუქნა?

გამეციან ახლა პოსტის დასაწყისს რომ გადავხედე - "ერთი კითხვა მაქვს...." biggrin.gif

Posted by: glamo 12 Apr 2012, 17:47
LUTA
აი ესენი ხახვის ფურცლებით შევღებე smile.gif

Posted by: teo-teokuna 12 Apr 2012, 18:17
fermina

ხო უნდა დანაყო... smile.gif


მე რომ ვიყიდე ენდრო (4 შეკვრა) გამყიდველმა მითხრა 50 ცალ კვერცხს შეღებავს ესო....


ანუ 2 ცალი 20-ს შეღებავს... biggrin.gif ალბათ... rolleyes.gif

Posted by: dii 12 Apr 2012, 18:36
miau
გავაკეთე ცომი ... მალე ფორმებში გადავიტან . ოღონდ ღუმელი რა პოზიციაზე დავაყენო პასკითვის ეგ არ ვიცი baby.gif

Posted by: Peppi 12 Apr 2012, 19:05
GLAMOROUS
QUOTE
აი ესენი ხახვის ფურცლებით შევღებე 

smile.gif სხვადასხვა ფერზეა, თუ შუქი ეცემა ასე?smile.gif

.. და თვითონ ნაჭუჭზეც მარმარილოსავითაა, ფურცლები ედებოდა?

არ გამიგო რა ცუდად, უბრალოდ, სრულყოფილი მინდა გახდეს რეცეპტი და იმიტომ გეკითხები.. 2kiss.gif

dii
QUOTE
მალე ფორმებში გადავიტან . ოღონდ ღუმელი რა პოზიციაზე დავაყენო პასკითვის ეგ არ ვიცი 


სიმაღლეს ამბობ? აქ დიდი არჩევანი არ გაქვს - ფორმები რა სიმაღლეზეც შეეტევა ისე.. ჩემთან მხოლოდ ქვემოდა მე-2-ზე მოთავსდა, სულ ქვემოთ არ დავდე.. (ჩემი სანიავებლიანი ღუმელია, ისე ქვედა პოზიცია ჩაურთე).. სიმხურვალე 180 გრ;


....

და "დიზაზტერ" კიდევ ერთი პარტია შევდევი და ვერ ასწრებს გამოცხობას, არადა უნდა გავიდე ვეღარ დაველოდები...

Posted by: fermina 12 Apr 2012, 19:10
teo-teokuna

მადლობა smile.gif

Posted by: LUTA 12 Apr 2012, 19:18
Felisa
2kiss.gif

Lemon Curd
QUOTE
მაცივრის ცომი


აბა როგორაა საქმე ??

QUOTE
სლიკინა ზედაპირი გაიკეთა


smile.gif


GLAMOROUS
QUOTE
აი ესენი ხახვის ფურცლებით შევღებე

რა კარგებია love.gif

Peppi
QUOTE
"დიზაზტერ

biggrin.gif
''დიზასტერ'' ნომერი ორი მე მაქვს ეხლა

რო დავაყენე ეს ხახვის ფოთოლი ძალაინ მუქი გამოვიდა და კვერცხები ყვასიფერი მოშაო მაქვს ..

არაბები და მაგათი ხახვი

sa.gif biggrin.gif

თან ძალაინ ძნელად მიიღო ფერი კვერცხმა . ხვალ კიდევ გავაკეთებ ვნახოთ რა გამომივა .
ეს საცდელად 2 კვერცხი ჩავდე. მოშაო ყავისფერი გამოვიდა .

ალბათ მთელი ღამე რომ დავტოვე ხახვის ფირცელი იმის ბრალია rolleyes.gif


Posted by: ninoma 12 Apr 2012, 19:24
Peppi
QUOTE
შენი ხლოვანის რეცეპტით მინდოდა მომემზადებია,

QUOTE
მის მერე ჭარხლის ფოთლებს დავეძებ.

ნათია რეცეპტის კომენტარებში მიწერია რაც ვიყენებ ჭარხლის ფოთლის მაგივრად.
მაგ ფოთლებითაც კარგი გამოდის.
fermina
QUOTE
20 კვერცხს 2 შეკვრა ენდრო ეყოფა?

yes.gif
QUOTE
ხახვის ფურცლებიც რომ ჩავუმატო?

მე როცა ენდრო მქონდა ხახვის ფურცლებს არ ვამატებდი და გამოდიოდა მუქი წითელი კვერცხები. ყველას მოსწონდა.

QUOTE
ენდრო მგონი ჯერ სანაყში უნდა დაინაყოს ჰო

ენდრო ჯერ გარეცხე ძალიან კარგად, მიწა რომ არ შეჰყვეს, მერე დანაყე, დაჩეჩქვე 2 ცელოფანს შორის.
* * *
LUTA
QUOTE
ალბათ მთელი ღამე რომ დავტოვე ხახვის ფირცელი იმის ბრალია

ალბათ ხახვის ფურცლებია ბევრი.
წყალი რომ დაამატო?

Posted by: LUTA 12 Apr 2012, 19:38
ninoma
კი ბევრი იყო ხახვის ფურცელი user.gif

QUOTE
წყალი რომ დაამატო?

კი დავამატე მაგრამ ყავისფერია არაა წითელი

Posted by: dii 12 Apr 2012, 20:01
Peppi
ანუ ვრთავ ქვედა წვას სანიავებლით. მილიონი რეჟიმი აქვს ამას და დამაბნია ... წავედი გავეშურე სასწრაფოდ სამზარეულოში sa.gif

Posted by: guruliqali 12 Apr 2012, 21:15
WOMAN IN LOVE
QUOTE
მე ეგრე არ ვაკვდები ცომს, დიდხანს არ ვზელ. ვზელ რა, ბავშვები ზელენდაიბანენ ხოლმე ხელებს და რიგი დგას ტაშტთანამოფუებულის ჩაზელვა უყვართ განსაკუთრებით

წარმოვიდგინე, რა საყვარლები იქნებიან 2kiss.gif 2kiss.gif

Posted by: lukanini 12 Apr 2012, 21:21
faustina
http://imageshack.us/photo/my-images/832/1001271k.jpg/



აი ესეთია ხელს რომ მოკიდავ ბუსუსები აქვს და ხელს ეკრობა.გრძელი ღეროები აქვს კიდე.
http://imageshack.us/photo/my-images/577/1001272ac.jpg/


Posted by: n_j 12 Apr 2012, 21:39
2 კონა ენდროთი 40 კვერცხი შევღებე , 30 სოფლის და 10 მაღაზიის. სოფლის შეიღება გადასარევად, მუქი შინდისფერია, მაღაზიის კი საცოდავად შევარდისფრდა sad.gif( ვიცი რომ ახალი კვერცხი ცუდად იღებება,მაგრამ ამ მაღაზიისას 4 აპრილი ეწერა გამოშვების თარიღი და მეგონა შეიღებებოდა sad.gif

Posted by: gloneli 12 Apr 2012, 22:23
n_j
QUOTE
მაგ რაოდენობის ცომი მთელ მაცივარს დაიკავებს  ან გაყავი რაოდენობა, ან მაცივრის გარეთ დატოვე 

ხო,ეგრე მომივიდა,მაგრამ მაინც მხნედ ვარ,კარგი რეცეპტიაsmile.gif
ფარფალინას რჩევა კი უკვალოდ მაინც არ ჩაივლის 2kiss.gif

Posted by: ninoma 12 Apr 2012, 22:44
n_j
QUOTE
სოფლის შეიღება გადასარევად, მუქი შინდისფერი

მომენატრა მასეთი ფერის კვერცხები.
აქ ვერც ერთხელ შევღებე მაგ ფრად, ვერც თეთრი კვერცხით და ვერც ყავისფერით.
gloneli
QUOTE
კარგი რეცეპტია

ძალიან. უკვე მესამე წელია ამ რეცეპტს ვიყენებ+სხვა ერთ რეცეპტს ვტესტავ.
ეს უცვლელია. შარშან რტულის მარტივი კულიჩის რეცეპტით გავაკეთე და მომეწონა.
მე მაგ პორციის მესამედს ვზელ, (ეხლაც მასე მოვზილე)
გამოდის 6 საშუალო ზომის კულიჩი.(800გრამიან რკინის ქილებს ვიყენებ).
ვინ მეკითხება, მაგრამ მაინც. biggrin.gif

Posted by: ninicool 12 Apr 2012, 23:24
LUTA
QUOTE
კი დავამატე მაგრამ ყავისფერია არაა წითელი

რომ გაანახევრო ნახარში და ისე დაასხა წყალი?

Posted by: Peppi 12 Apr 2012, 23:39
LUTA
QUOTE
ალბათ მთელი ღამე რომ დავტოვე ხახვის ფირცელი იმის ბრალია 

არ ვიცი.. დატოვებით არ მიცდია.. ვადუღებ პირდაპირ და ვაცივებ

ninoma
ეს ჩარდიც არაა, თჴრემ კი მასხოვს კომენტარი..
ერთადერთხელ შემხვდა აქ და მაშჳნ არ გამხსენებია, რისთვის ვეძებდი..



Posted by: monica8 13 Apr 2012, 00:14
გთხოვთ მითხრად. ვიყიდე ,,პროგრესი,, პასკის გამოსაცხობად და არ ივარგებს ? აბა რომელი ფქვილი ვიყიდო?

Posted by: WOMAN IN LOVE 13 Apr 2012, 01:07
monica8
მზეკაბანი იყიდე, მზეკაბანი smile.gif

ერთი პარტია პასკა გამოვაცხვე (ჟურნალ ,,გემრიელის" რეცეპტით wink.gif) ძალიან გემრიელი გამოვიდა smile.gif მოვზილე მეორე, სპონტანურ-ექსპერიმენტული ცომი, ჰოდა, ვნახავ ერთი რა გამოცხვება ხვალ

Posted by: ninicool 13 Apr 2012, 01:49
Peppi
ninoma
guruliqali
თქვენ რომ არა, მე კვერცხშეუღებავი დავრჩებოდი წელს. დიდი მადლობა, ნინომა, შენ განსაკუთრებით, რადგან შენ მიბიძგე ამ საქმისკენ.
მოკლედ, ლუტასი არ იყოს, მეც შევღებე 2 ცალი. დამისკდა, მაგრამ მაგას არ ვჩივი, დაბალზე მოვხარშავ შემდეგ პარტიას. ნახარში ცოტა მუქი მომეჩვენა და დავამატე ცოტა წყალი. რო ვთქვა ხელოვნების ნიმუშია მეთქი, მოვიტყუები, მაგრამ გამოვასწორებ, იმედი მაქვს. ფაქტია, რომ ქიმიურნაჭუჭიანი და ლურჯი ფერის კვერცხები არ მექნება. მოკლედ, ბევრი რომ არ ვილაპარაკო, ფოტოს დავდებ რაც გამომივიდა. ზაგარა კვერცხები იყო, არათეთრი.
http://imageshack.us/photo/my-images/201/photo0405.jpg/

WOMAN IN LOVE
QUOTE
ჟურნალ ,,გემრიელის" რეცეპტით

ვსარგებლობ შემთხვევით და მეც ვუერთდები მილოცვებს. მრავალი დაგებეჭდოთ. წარმატებებს ვუსურვებ ჟურნალსაც და სარედაქციო კოლეგიასაც smile.gif გილოცავ, ერთი სიტყვით.

Posted by: miau 13 Apr 2012, 01:56
dii
QUOTE
გავაკეთე ცომი ... მალე ფორმებში გადავიტან . ოღონდ ღუმელი რა პოზიციაზე დავაყენო პასკითვის ეგ არ ვიცი


180 გრადუსია საჭირო. აბა, წარმატებები. smile.gif

Posted by: ninoma 13 Apr 2012, 02:36
ninicool
QUOTE
შენ განსაკუთრებით

როგორ მიხარია, რომ გამოგადგა ჩემი რჩევა. 2kiss.gif
QUOTE
ფოტოს დავდებ რაც გამომივიდა.

კარგ ფერზეა. თან ლამაზად გაფორმებული.
მე ყურადღება არ მივაქციე და ჩემი პატარა მეკითხება, ის ყვითელი რა არის, წიწილაო?

ეხლა დავჩეჩქვე ენდრო, დავასხი ცოტა წყალი და ხვალ მოვხარშავ.
ხახვის ფურცლებით ცალკე მოვხარშავ, მენანება ენდროში მაგის გარევა.
არ ვიცი, მე ვარ ასე თუ სხვებიც, ენდროში მოხარშულ კვერცხი სხვანაირად გემრიელია.

ჩემს სამზადისსაც ჩამოვწერ.
კულიჩის ცომი მაცივარში ნებივრობს.
ჭარხალიც მოვხარშე და ტყემალში ჩავაწყე.
ხვალ გამოვაცხობ რთულის გვირილას.
შაბათს გავაკეთებ პასკას.
უკვე მესამე წელია, რაც ჩვენს ოჯახში პასკა მზადდება. ძალიან უხდება კულიჩი და პასკა ერთმანეთს.
კვირას მოვხარშავ ჩაქაფულს
შევწვავ ჰემს(ვიჩინა) აირღუმელში
გავაკეტებ ფენოვან ხაჭაპურს
1-2 სალათა ,ტარხუნა, მჟავე,
თელიანი ველის საფერავი
პური, ყველი და კეთილი გული. biggrin.gif

აღდგომას კი თოვლს გვპირდებიან.
რაც ამ შტატში ვართ, ყოველ აღდგომას თოვლია.

Posted by: glamo 13 Apr 2012, 02:40
Peppi
უი არა რა უნდა მეწყინოს smile.gif ფერზე გავაკეთე აქცენტი,ანუ სწორად შეღებვის შემთხვევაში ხახვი კარგ ფერზე აჯენსთქო smile.gif მე მაინცდამაინც არ მოვინდომე და იმიტომაც ედებოდა ფურცლები biggrin.gif

Posted by: ninicool 13 Apr 2012, 02:56
ninoma
QUOTE
კარგ ფერზეა. თან ლამაზად გაფორმებული.
მე ყურადღება არ მივაქციე და ჩემი პატარა მეკითხება, ის ყვითელი რა არის, წიწილაო?

კი, წიწილაა. ეგ ყუთი ჯერ ისევ ცელოფანში ზის და წიწილაც ვეღარ ამოვიყვანე. მწყრებსაც შევღებავ და მაგ ბუდეს ვეცდები რომ ლამაზად გავაფორმო. არ მომეცა მაგის ნიჭი, სამწუხაროდ.
QUOTE
ხახვის ფურცლებით ცალკე მოვხარშავ, მენანება ენდროში მაგის გარევა.
არ ვიცი, მე ვარ ასე თუ სხვებიც, ენდროში მოხარშულ კვერცხი სხვანაირად გემრიელია.

მართლაც სხვანაირად გემრიელია, თუმცა ამ ორმა კვერცხმაც კარგი სურნელი დაატრიალა ან მე ვარ დახამებული საკვებ პროდუქტებზე givi.gif
საქართველოში როცა ვარ, ხახვის ფურცელს და ენდროს ერთად ვხარშავ ხოლმე, მაგრამ სულ სხვადასხვა ფერზე იღებება ხოლმე კვერცხები.
QUOTE
პური, ყველი და კეთილი გული.

შენ ისეთი მენიუ ჩამოწერე, საქართველოში ხარ მგონი biggrin.gif

Posted by: guruliqali 13 Apr 2012, 08:22
ninicool
გაიხარე, ნინიქულ, ძალიან კარგი გამოსულა, მე მასეთი ფერის მიყვარს up.gif
ninoma
QUOTE
ჩემს სამზადისსაც ჩამოვწერ.

up.gif

Posted by: ninoma 13 Apr 2012, 09:37
ninicool
QUOTE
შენ ისეთი მენიუ ჩამოწერე, საქართველოში ხარ მგონი

biggrin.gif yes.gif
guruliqali
ეკა როგორ მომწონს შენი ორგანიზებულობა.
კიდევ, ძალიან თბილი და ყურადღებიანი ხარ. 2kiss.gif

ვზივარ და ველოდები როდის გამოცხვება კულიჩი.
სუნებზე ბავშვები იშმუშნებიან, ალბათ გემრიელი სიზმარი აქვთ. biggrin.gif

Posted by: Lemon Curd 13 Apr 2012, 10:37
LUTA
QUOTE
Lemon Curd
QUOTE
მაცივრის ცომი


აბა როგორაა საქმე ??


მადლობა ყურადღებისთვის! გუშინ სახლიდან გავვარდი და ვეღარ დავწერე შედეგები smile.gif
წარმატებით შედგა ჩემი დებიუტი პასკა/კულიჩი
გავჭერი ორივე, მაცივრიანიც, უმაცივროც და შევადარეთ. მოკლედ, ძალიან კმაყოფილი ვარ მაცივრის ცომით, გემოთიც უკეთესია, ცომის ტექსტურით, ვიზუალურადაც კი უფრო კარგი გამოვიდა, უფრო ბურთივითააsmile.gif
უმაცივროც ძალიან კარგია, უბრალოდ მართლა ეტყობა განსხვავება.
მოკლედ ისეთი სტიმული მომეცა, შეიძლება კიდევ გამოვაცხო მითუმეტეს რომ 4დან 2 უკვე გავანადგურეთ smile.gif))))))

ninicool
რა ლამაზი ფერის კვერცხია!!!

Posted by: Felisa 13 Apr 2012, 10:53
monica8
მე ძალიან მომწონს პროგრესი. თითქმის ყოველთვის მაგას ვყიდულობ smile.gif პასკასაც პროგრესით გავაკეთებ აუცილებლად smile.gif

Posted by: noniko 13 Apr 2012, 11:05
აქ ვკითხულობდი ძმრის დამატება უნდა კვერცხის შეღებვასო და იქნებ მითხრათ როდის დავამატო? პირველად ვღებავ და მინდა კარგი გამომივიდეს

Posted by: shilaida 13 Apr 2012, 11:09
noniko
მეც ვიკითხე იგივე და მიპასუხეს აქვე,რომ ძმარი ემატება უკვე გამზადებულ,გაგრილებულ ნაყენს,დანამ კვერცხს ცავალაგებთsmile.gif
წარმატებებიsmile.gif

Posted by: dii 13 Apr 2012, 11:25
miau
გამოცხვა პასკები
love.gif შემიქო ოჯახმა bis.gif ახლა კიდევ მინდა ვცადო ასეთივე ცომით და მაცივარში გამოტარებული ცომით tan.gif

Posted by: noniko 13 Apr 2012, 11:27
shilaida
QUOTE
მეც ვიკითხე იგივე და მიპასუხეს აქვე,რომ ძმარი ემატება უკვე გამზადებულ,გაგრილებულ ნაყენს,დანამ კვერცხს ცავალაგებთsmile.gif
წარმატებებ

დიდი მადლობა
იმედია კარგი გამომივა და არ გამისკდება, ძალიან ვნერვიულობ

Posted by: keme-keme 13 Apr 2012, 11:51
მე შევღებე ეხლა ხახვის ფურცლებით და ყავისფერი გამომივიდა.არ მომწონს და რა ვქნა არა და სტუმრებს ველოდები
* * *
Lemon Curd
ვიკითხე გერმანიაში აფთიაქში ,აფთიაქარმა ისეთი თვალით შემომხედა და არც გამიგონია ეგ სიტყვა მოიცა კოლეგას ვკითხოოდა არ არსებობს ჩვენ სისტემაში ეგეთი ,გადავირიე,ორჯერ გავუმეორე და არო.მოკლედ რა როგორ გამეხარდა გუშინ შენი პოსტი და მერე რმ ვერ ვიშვე ყურები ჩამოვყარე,მომინდა მეც ამ შუა ევროპაში ქართული საღებავი რა

Posted by: Lemon Curd 13 Apr 2012, 12:21
keme-keme
ეს ფესვები თირკმელების სამკურნალოდ იხმარება, არატრადიციულ მედიცინაში, გერმანულ ლიტერატურაში Kრაპპწურზელ გავრცელებულია როგორც სამკურნალო მცენარე. მე ვინც მითხრა იმან თვითონ იყიდა მწვანე აფთიაქში ...
მაგრამ სამწუხაროდ აქ მეც ვერ ვიშოვე, სამ აფთიაქში ვიყავი გუშინ sad.gif(((( ერთგან მითხრეს თუ შეგვიკვეთავ გამოგიწერთო ამიტომ ჩავიქნიე ხელი.

Posted by: keme-keme 13 Apr 2012, 12:26
Lemon Curd
მეც დავნებდი და შევღებე ხახვის ფურცლით. სამწუხაროდ პასკას ვერ ვაცხობ და ისევ რეალში წავალ იტალიური პანეტონეს შევიძენ. წითელი კვერცხები აქ ვხედავ ხოლმე რომ სულ იყიდება და იქნებ ეხლაც გამიმართლოს და ვიყიდო.

Posted by: Lemon Curd 13 Apr 2012, 12:32
keme-keme
never mind კვერცხი ხან შეიღებება ხან არა, მთავარია კარგი განწყობა wink.gif
მეც გიჟივით ვირბინე მაღაზიებში გუშინ და გუშინწინ წინასააღდგომო განზრახვებით და მერე ჩემ თავზე მეცინებოდა smile.gifsmile.gif

Posted by: miau 13 Apr 2012, 13:17
dii
QUOTE
გამოცხვა პასკები
შემიქო ოჯახმაახლა კიდევ მინდა ვცადო ასეთივე ცომით და მაცივარში გამოტარებული ცომით


ძალიან მიხარია, წარმტებები smile.gif

ახლა კვერცხები შეღება დედამ ენდროს, ხახვის ნაფცქვენისა და ჭარხლის ნახარშში - მშვენიერი ფერი დადგა.
ფოთლები რომ დავადეთ შესაღებად, თეთრი კი არ გამოვიდა ნახატი - ჭარხლისფერი. smile.gif ეტყობა შეაღწია მისმა საღებავმა.

Posted by: web_life 13 Apr 2012, 14:20
პასკის რეცეპტებში არსად არ წერია სანელებლების რაოდენობა ან დაყენების წესი და ხომ ვერ მეტყვით კაი სურნელოვანი პასკა რა სანელებლებით გავაკეთო.რა დოზა ავიღო.დავნაყო თუ დავფქვა.და კონიაკზე დავაყენო და დავასხა თუ პირდაპირ დავაყარო ? პირველად ვაკეთებ პასკას არ დამცინოთ

Posted by: gloneli 13 Apr 2012, 14:42
WOMAN IN LOVE
ძალიან გამახარა ჟურნალმა,თვალდახუჭული ვენდობი ყველა იმ რეცეპტს,რაც მანდ მოხვდება,ნიჭიერი ავტორები შეგირჩევია ყველა რეცეპტისთვის.
თუ ინტერნეტ ვერსიასაც გააკეთებთ,უფრო ძალიან გავიხარებ.
ninicool
შენ უფრო და უფრო მაოცებ შენი კულინარიული შესაზლებლობებით.მშვენიერი ფერის კვერცხებია.

Posted by: miau 13 Apr 2012, 14:47
web_life
ესაა ჩემი სანელებლების რაოდენობა და ჩამონათვალი ერთ ნორმა ცომზე (1 ნორმიდან გამოდის დაახლოებით 8 საშუალო პასკა)

1 ს.კ. ილი დაფქული კანიანად
1-2 ჩ.კ. დაფქული ფორთოხლის ცედრა
მწიკვი დაფქული ჯანჯაფილი, ამძაფრებს დანარჩენ არომატებს
1 ცალი ჯავზი (მუსკატის კაკალი)
შეუძლება 1-2 ცალი დაფქული მიხაკი, მაგრამ ჩვენ არ ვუკეთებთ
ეს ყველაფერი კარგად დაფქული უნდა აურიო.

რაც შეეხება ზაფრანას (ცროკუსი, ირანული ნამდვილი ზაფრანა და არა ქართული ყვითელი ყვავილი) - რამდენიმე ღერი უნდა დაფქვა როდინში მწიკვ შაქართან ერთად, დაასხა 1 ს.კ. მდი~უღარე წყალი და თბილად დადგა. სანამ არ გაგრილდება. ფერს გაუშვებს და ეგეც დაუმატე ცომს.

Posted by: web_life 13 Apr 2012, 15:02
miau შენ გაიხარე :* :* წინასწარ გილოცავ უფლის აღდგომას !

Posted by: miau 13 Apr 2012, 15:04
web_life

შენც ასევე smile.gif მრავალს დაესწარი.
ერთი ოღონდ - ასე ექნება კარგი, ძლიერი არომატი და თუ შედარებით ნაკლები არომატი გინდა ქონდეს, დააკლებ რაოდენობას, თავად ნახავ.

Posted by: iratta_26 13 Apr 2012, 16:00
grusha
ჩვენო გრუშოჩკა რა ხდება აქ რა ნერვებს გიშლიან? 2kiss.gif

Posted by: upwave 13 Apr 2012, 16:52
miau
180 გრად-ზე ვაცხობთ ხო პასკას?
წინასწარ უნდა გავაცხელო, თუ ცივში შევდგა, აღარ მახსოვს biggrin.gif

მე ,,შტუკა" დამემარტა სასაცილო biggrin.gif
მოკლედ, ძალიან უყურადღებოდ მოვეკიდე ჩემს პასკებს და ,,შპარგალკაში" არ ჩავიხედე: ნახ. ჭიქა წყლის მაგივრად, 250გრ. ვუქენი და ცხიმი თავიდანვე ჩავატყეპე და არა პირველი ამოფუების შემდეგ.
რა გამოვა ჩემი პასკისგან უნდა ვნახო ახლა rolleyes.gif

Posted by: pisopiso 13 Apr 2012, 17:02
ქალბატონებო ძალიან მჭირდება თქვენი დახმარება. ხაჭოს პასკის რეცეპტები ვინც იცით გამიზიარეთ გთხოვთ.

Posted by: upwave 13 Apr 2012, 17:12
http://forum.ge/?showtopic=34249532&view=findpost&p=30554372
აი ნახე აბა ესენი smile.gif

Posted by: lukanini 13 Apr 2012, 17:37
miau
QUOTE
1 ს.კ. ილი დაფქული კანიანად

უი ეს როგორ.მე ილი მარცვლები მაქვს და ადრე გავარჩიე და ისე დავნაყე .ესეიგი გარჩევა არ უნდა? თუ მე ვერ გავიგე კარგათ.

Posted by: pisopiso 13 Apr 2012, 18:06
upwave
გაიხარე, მადლობააა

Posted by: LUTA 13 Apr 2012, 18:19
keme-keme
QUOTE
მე შევღებე ეხლა ხახვის ფურცლებით და ყავისფერი გამომივიდა


ჩემიც ყავისფერი გამოვიდა . ხახვის დიდიხანს ხომ არ გააჩერე წყალში ?

მე ეგრე ვქენი და გაყავსიფრდა . + ბერვიც იყო .

ninicool
tuk.gif

რა კარგი ფერიებია !
მე დღეს ვეღარ გავედი რომ ისევ მომეგროვებინა ხახვის ფურცლები.
დავჯერდები შოკოლადის კვერცხს biggrin.gif

Posted by: annak 13 Apr 2012, 18:20
ჩვენც გამოვაცხვეთ სხვადასხვა ზომის პასკები
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
კვერცხებიც შევღებეთ
http://www.radikal.ru

აღდგომის სუფრისთვის განსაკუთრებულს არაფერს ვგეგმავთ.
აუცილებლად გავაკეთებ ხაჭოს პასკას.
გვექნება მჭადები და კარგი ყველი
ხაჭაპურები.
მოხარშული დედალი და შემწვარი კალმახები.
რაც მთავარია გვექნება რაჭული ლორი.

Posted by: upwave 13 Apr 2012, 18:39
annak
QUOTE
რაც მთავარია გვექნება რაჭული ლორი.

ძალიან შემშურდა user.gif

Posted by: datiko 62 13 Apr 2012, 18:46
http://www.radikal.ru
მარტომ შევღებე, მარტო............

Posted by: miau 13 Apr 2012, 18:51
annak

მშვენიერი პასკებია. smile.gif რაჭული ლორი მშურს. smile.gif)

ახლა მოვრჩი ხაჭოიანი პასკის გამოცხობას და მინდა გითხრათ - ძალიან კარგია, არ ვაჭარბებ.

Posted by: dii 13 Apr 2012, 18:52
miau
ისეთ აზარტში შევედი რომ კინაღამ ფატალურად დასრულდა ყველაფერი . რამოდენიმე რეცეპტის კომბინაცია გამომივიდა ეს მეორე პარტია, და გადავწყვიტე იდეალური ცომის მოზელვა, არა და გუშინ საერთოდ არ მიწვალია და ისედაც იდეალური გამოვიდა. მოკლედ 2 საათზე მეტი (ზუსტი დრო არ მახსოვს, ამერია ყველაფერი, დედაჩემი ხან მეხვეწებოდა ხან მეჩხუბებოდა გაჩერდიო) ვზილე ცომი ,საოცრად დიდი მასა გამოვიდა , ოღონდ მერე 1 საათი გაუნძრევლად ვიწექი biggrin.gif ნახევარი ასაფუებლად დავდგი ნახევარი მაცივარში ჩავაბრძანე, რა გამოვა ამისგან არ ვიცი.

Posted by: miau 13 Apr 2012, 18:59
dii

biggrin.gif მეც მასე მიყურებდნენ დღეს, ხომ არ გაგიჟებულაო, მაგრამ ნურასუკაცრავად, როგორც ერთი მხნე პიროვნება იტყოდა - გადასარევი პასკა გამოვიდა. მოიცა, ახლა ფოტოებს გადავუღებ და დავდებ მეც, რას ვუყურებ ნეტა smile.gif

Posted by: WOMAN IN LOVE 13 Apr 2012, 19:00
აქაც დავდებ, გავალამაზო გვერდი smile.gif

http://www.radikal.ru
* * *
miau
QUOTE
მეც მასე მიყურებდნენ დღეს, ხომ არ გაგიჟებულაო, მაგრამ ნურასუკაცრავად, როგორც ერთი მხნე პიროვნება იტყოდა - გადასარევი პასკა გამოვიდა.

კლასიკურ ტექსტში ასეთი შესავალია: ,,ზოგ-ზოგიერთებს ეგონათ..."

biggrin.gif

Posted by: noniko 13 Apr 2012, 19:18
შევღებე კვერცხები და ლამაზები გამოვიდა რაც მთავარია არ გამსკდარა არცერთი, მადლობა ყველას ვინც დაწერა როგორ უნდა გამეკეთებინა 2kiss.gif

Posted by: gigiberi 13 Apr 2012, 19:19
miau
QUOTE
ერთ ნორმა ცომზე


აქ რა იგულისხმება, ანუ ფქვილის რაოდენობა რამდენია ერთ ნორმაში? და იცით კიდევ რა მინდა გკითხოთ, მე შაფრანი ვიყიდე, რომელიც არის დაქუცმაცემული და ვთქვათ 1 კგ ფქვილზე რამდენი ავიღო, მე ვფქირობ 1 ჩ/კ გამოვიყენო და ბევრი ხომ არ იქნება? წინასწარ დიდი მადლობა
2kiss.gif

Posted by: miau 13 Apr 2012, 19:21
http://www.radikal.ru
ესეც პასკა და კვერცხები
* * *
gigiberi

სწორედ შაფრანია ქართულად ზაფრანა და ის, რასაც მასიურად საქარტველოში ზაფრანას ეძახიან - ხავერდა smile.gif

რამდენიმე ღერი საკმარისია, ანუ, დანის წვერით აიღე.

ახლა გეტყვი - 1,5-2 კგ-მდე ფქვილისგან გაოცხობილი.
* * *
WOMAN IN LOVE
QUOTE
კლასიკურ ტექსტში ასეთი შესავალია: ,,ზოგ-ზოგიერთებს ეგონათ..."


biggrin.gif ვერ მო-გარ-თვით!

Posted by: WOMAN IN LOVE 13 Apr 2012, 19:27
miau
რა კაი ამოფუებულია! ჩემი უფრო დამჯდარი გამოვიდა, მაგრამ გემოთია bis.gif
* * *
პ.ს. პირველად საქართველოში -ს ჩაკვეხება დამავიწყდა

biggrin.gif

Posted by: gigiberi 13 Apr 2012, 19:31
miau

დიდი მადლობა 2kiss.gif
QUOTE
სწორედ შაფრანია ქართულად ზაფრანა და ის, რასაც მასიურად საქართველოში ზაფრანას ეძახიან - ხავერდა

ანუ ყვითელ ყვავილს რომ ვეძახით, ის არის ხავერდა ხო? მგონი სწორად გავიგე
smile.gif

Posted by: miau 13 Apr 2012, 19:31
WOMAN IN LOVE
QUOTE
რა კაი ამოფუებულია! ჩემი უფრო დამჯდარი გამოვიდა, მაგრამ გემოთია


ეს პირველი პარტიისაა. ამოფუებულია, მაგრამ მაინც მძიმეა, არაა მსუბუქი. smile.gif მეორე პარტია საერთოდ უქიშმიშოდ გავაკეთეთ და მესამე, ჰოი მბრძანებელო, მესამე... biggrin.gif

შოკოლადიანი პასკა ძალიან საინტერესოდ გამოიუყურება. გემო როგორი აქვს?


პ.ს. პირველად საქართველოში -ს ჩაკვეხება დამავიწყდა. biggrin.gif
* * *
gigiberi
კი, ეგაა ხავერდა - იმერული ზაფრანა. smile.gif

არაფერს, რისი მადლობა.

Posted by: LUTA 13 Apr 2012, 19:32
annak
QUOTE
აღდგომის სუფრისთვის განსაკუთრებულს არაფერს ვგეგმავთ.
აუცილებლად გავაკეთებ ხაჭოს პასკას.
გვექნება მჭადები და კარგი ყველი
ხაჭაპურები.
მოხარშული დედალი და შემწვარი კალმახები.
რაც მთავარია გვექნება რაჭული ლორი.


და მეტი რაღა უნდა გააკეთო !!!!
baby.gif
dii
QUOTE
მოკლედ 2 საათზე მეტი (ზუსტი დრო არ მახსოვს, ამერია ყველაფერი, დედაჩემი ხან მეხვეწებოდა ხან მეჩხუბებოდა გაჩერდიო

biggrin.gif biggrin.gif
ჩემთან უკვე რიაქცია აღარ აქვთ. მე რომ ვზელ და თან მაგიდას ვურტყამ ცომს დაახლოებით 200 ჯერ მაინც biggrin.gif biggrin.gif
მაგრამ მე დიდი ცომს ვერ ვამუშავებ . ცოტას ვაკეთებ
WOMAN IN LOVE
miau
tuk.gif
აშკარად მშურს შენი წითელი კვერცხები biggrin.gif

მე შოკოლადის კვერცხს ვაკეთებ . გადავუღებ მერე სურათს რომ დავამთავრებ smile.gif

Posted by: dii 13 Apr 2012, 19:33
miau
ვაიმეე რა სილამაზეა tan.gif კვერცხი რა მაგარ ფერშია შეღებილი. მეც დავდებ ფოტოს საბოო შედეგს რომ მივიღებ (თუ მივიღე givi.gif )

Posted by: miau 13 Apr 2012, 19:35
LUTA
QUOTE
ჩემთან უკვე რიაქცია აღარ აქვთ. მე რომ ვზელ და თან მაგიდას ვურტყამ ცომს დაახლოებით 200 ჯერ მაინც
მაგრამ მე დიდი ცომს ვერ ვამუშავებ . ცოტას ვაკეთებ ხოლმე.


გუშინ სერიოზულად ვიწვალე, დიდი ცომი იყო და დღეს გამიადვილდა ზელა-რახუნი biggrin.gif თან რომ იცოდეთ, როგორ მიყვარს ამ ცომის ზელა - საყვარელიიიი.

QUOTE
აშკარად მშურს შენი წითელი კვერცხები


ნეტა შემეძლოს, მოგცემდი. smile.gif

Posted by: LUTA 13 Apr 2012, 19:40
miau
დღეს მინდოდა კიდევ შემეგორვებინა ხახვის ფურცელი
მაგრამ სამსახურიდან რომ გამოვედი ისე იყო მოღრუბლული სულ ნაცრისფერი იყო ირგვლივ ყველაფერი
შემოვედი სახლში და დასაცხო კიდეც წვიმამ . იმ წვიმაში არაბების ძებნა ნამდვილად აღარ მინდოდა biggrin.gif

ხოდა დავნებდი .

Posted by: marusi-9 13 Apr 2012, 19:43
ხომ არ იცით პასკას თავი რომ არ დაუსკდეს რა უნდა ვქნა?

Posted by: catherina_10 13 Apr 2012, 19:58
ჩვენი კვერცხი არ შეიღება კარგად არადა ისეთი მუქი ნახარშია რისი ბრალი იქნება გოგოებო?

Posted by: BadbadGirl 13 Apr 2012, 20:01
WOMAN IN LOVE
შენი რეცეპრი სად შემიძლია ვნახო?

________________________________

Posted by: dii 13 Apr 2012, 20:04
LUTA
ასე ცუდად აღარასოდეს მოვიქცევი, ასეთი უზარმაზარი ცომი რომ გამოვიდა სულ თქვენი პოსტი მახსენდებოდა, რომ წერთ ერთბაშად ბევრ ცომს არ ვზელო.
უი კითხვა მაქვს მაცივარში რომ მქონდეს დილამდე ცომი შეიძლება? თუ ზუსტადაა დრო განსაზღვრული?

Posted by: annak 13 Apr 2012, 20:27
catherina_10
QUOTE
ჩვენი კვერცხი არ შეიღება კარგად არადა ისეთი მუქი ნახარშია რისი ბრალი იქნება გოგოებო?

თვითონ კვერცხის ბრალიც შეიძლება იყოს.
წელს არც ჩვენი კვერცხები შეიღება კარგად, თუმცა ყოველწელს მუქ შვინდისფერს ვიღებთ ხოლმე. smile.gif
LUTA
QUOTE
და მეტი რაღა უნდა გააკეთო !!!!

რა ვიცი, იყო იდები უფრო გაგვამრავალფეროვნებინა სააღდგომო მენიუ, მაგრამ მე ზომიერების მომხრე ვარ smile.gif

miau
QUOTE
რაჭული ლორი მშურს.

upwave
QUOTE
ძალიან შემშურდა

biggrin.gif
მე თვითონ მშურს ჩემი თავის
ისე მიხარია ჭკუაზე არ ვარ, ძალიან კარგი ხარისხის ჩანს თან.
მარხვის მერე ხორცი ნაკლებად მინდება, მაგრამ ლორზე უარს არ ვიტყვი. smile.gif))
upwave
QUOTE
გამიხეთქე უარესად გული

gigi.gif 2kiss.gif 2kiss.gif

Posted by: upwave 13 Apr 2012, 20:35
annak
QUOTE
ისე მიხარია ჭკუაზე არ ვარ, ძალიან კარგი ხარისხის ჩანს თან.

გამიხეთქე უარესად გული givi.gif

Posted by: LUTA 13 Apr 2012, 20:49
dii
QUOTE
მაქვს მაცივარში რომ მქონდეს დილამდე ცომი შეიძლება?


კი კი შეიძლება yes.gif

Posted by: hirondelle 13 Apr 2012, 21:29
ახლა ჩავდე კვერცხი წითელი ხახვის კანში ვღებავ, ცოტა სოდა დავამატე
რამდენი ხანი უნდა იდუღოს ნორმალური ფერის მისაღებად და თან რომ არ გადაიხარშოს ხომ ვერ მეტყვით?

Posted by: guruliqali 13 Apr 2012, 21:31
annak
მშვენიერი პასკებია, მომწონს შენი თბილი და შინაურული ფოტოები ყაისნაღით ნაქსოვის ჩათვლით smile.gif
miau
საუკეთესო პასკაა tuk.gif წარწერაც რა საყვარლად აქვს smile.gif
WOMAN IN LOVE
რა ფერებია, როგორ უხალისიათ პატარებს, ყავისფერი - კაკაოთი?
datiko 62
up.gif up.gif
* * *
hirondelle
ასეთი ფერის მისაღებად ადუღებიდან 20 წთ ვხარშე, თუ უფრო მუქი გინდა - 25 წთ ხარშე.
http://www.radikal.ru


Posted by: ტატა 13 Apr 2012, 21:47
აქ თუ ხართ ვინმრ იქნებ დამეხმაროთ, ცოტა ხანში უნდა შევაბრძანო ღუმელში პასკა, მაქვს გაზის ქურა, გრადუსების გარეშე და იქნებ მითხრათ 180 გრადუსი მიახლოებით როგორი ცეცხლია? საშუალო თუ უფრო მაღალი?
წინასწარ მადლობაsmile.gif

Posted by: ninicool 13 Apr 2012, 21:48
guruliqali
QUOTE
გაიხარე, ნინიქულ, ძალიან კარგი გამოსულა, მე მასეთი ფერის მიყვარს

ამ ფორუმის და ფორუმელების წყალობით 2kiss.gif
Lemon Curd
QUOTE
რა ლამაზი ფერის კვერცხია!!!

ძალიან დიდი მადლობა 2kiss.gif
gloneli
QUOTE
შენ უფრო და უფრო მაოცებ შენი კულინარიული შესაზლებლობებით.მშვენიერი ფერის კვერცხებია.

ძალიან დიდი მადლობა გამხნევებისთვის. კვერცხი შემიღებია წინა წლებშიც და კულიარიასთან არა მგონია რამე კავშირი ჰქონდეს. 2kiss.gif
LUTA
QUOTE
რა კარგი ფერიებია !

უკვე მრცხვენია ამდენი ქება smile.gif დიდი მადლობა 2kiss.gif

miau
QUOTE
ესეც პასკა და კვერცხები

შენი კვერხები მართლაც ძალიან ლამაზი ფერია.
guruliqali
QUOTE
ასეთი ფერის მისაღებად ადუღებიდან 20 წთ ვხარშე, თუ უფრო მუქი გინდა - 25 წთ ხარშე.

აი, ეს არის ლამაზი წითელი კვერცხები up.gif

Posted by: miau 13 Apr 2012, 22:05
lukanini

ილს პირდაპირ ვფქწვავ და გაცილებით არომატულია

Posted by: Eirene 13 Apr 2012, 22:29
დღეს პირველად შევღებე კვერცხები ენდროთი და წითელი კი არა, მოშინდისფრო გამომივიდა user.gif

წითელ ფერზე როგორ აჯენთ?

Posted by: n_j 13 Apr 2012, 22:33
ტატა
QUOTE
აქ თუ ხართ ვინმრ იქნებ დამეხმაროთ, ცოტა ხანში უნდა შევაბრძანო ღუმელში პასკა, მაქვს გაზის ქურა, გრადუსების გარეშე და იქნებ მითხრათ 180 გრადუსი მიახლოებით როგორი ცეცხლია? საშუალო თუ უფრო მაღალი?
წინასწარ მადლობა

საშუალოზე დაბალია smile.gif სჯობს დაბალზე გამოაცხო, ვიდრე დაგეწვას

Posted by: noniko 13 Apr 2012, 22:44
ხაჭოს პასკას როგორ აცხობთ იქნებ ვინმემ მითხრას?

Posted by: WOMAN IN LOVE 13 Apr 2012, 23:11
noniko
ხაჭოს პასკა არ ცხვება
http://chemisamzareulo.wordpress.com/2011/05/08/%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%AD%E1%83%9D%E1%83%A1-%E1%83%9E%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%99%E1%83%90/

Posted by: auau 13 Apr 2012, 23:12
Eirene
QUOTE
დღეს პირველად შევღებე კვერცხები ენდროთი და წითელი კი არა, მოშინდისფრო გამომივიდა 

წითელ ფერზე როგორ აჯენთ?

ხახვის ნაფურჩქალთან ერთად ენდრო წითელ ფერს იღებს

Posted by: noniko 13 Apr 2012, 23:14
WOMAN IN LOVE
QUOTE
ხაჭოს პასკა არ ცხვება
http://chemisamzareulo.wordpress.com/2011/...83%99%E1%83%90/

ძალიან დიდი მადლობა , არ ვიცოდი მეგონა აცხობდით.

Posted by: ტატა 13 Apr 2012, 23:22
QUOTE (n_j @ 13 Apr 2012, 22:33 )
ტატა
QUOTE
აქ თუ ხართ ვინმრ იქნებ დამეხმაროთ, ცოტა ხანში უნდა შევაბრძანო ღუმელში პასკა, მაქვს გაზის ქურა, გრადუსების გარეშე და იქნებ მითხრათ 180 გრადუსი მიახლოებით როგორი ცეცხლია? საშუალო თუ უფრო მაღალი?
წინასწარ მადლობა

საშუალოზე დაბალია smile.gif სჯობს დაბალზე გამოაცხო, ვიდრე დაგეწვას

მადლობაsad.gif
მგონი ჩემმა პირველმა მცდელობამ კრახი განიცადა. ცომი იყო ძალიან კარგი და მენანება.
როგორც რეცეპტების უმეტესობაში იყო ნათქვამი, ფორმა 2/3 შევავსე, ავაფუე და რომ შევდგი 10 წუთში ისე იყო ამოსული, გაერთიანებული იყო ყველა პასკის ქუდიsad.gif ჰოდა რომ ვერ მოვიფიქრე რა მექნა, მოვაცალე ეს ზედმეტი ცომი და შევაბრუნე, ალბათ ჩავარდებაsad.gif

Posted by: miau 13 Apr 2012, 23:25
guruliqali
ninicool
2kiss.gif

ტატა
180 გრადუსუ არის საშუალო ტემპერატურა.

WOMAN IN LOVE

ირმა, შეიძლება noniko იმ რეცეპტს გულისხმობს, დღეს რომ მოვამზადე, ხაჭო ცომში ემატება და უმაგრესია.

ესეიგი - 8 ჭიქამდე ფქვიილი
3 ს.კ. მშრალი საფუარი
250 მლ თბილი რძე
2- (ცოტა მეტიც შეიძლება და უხდება) ჭიქა შაქარი
200 გ 9%-იანი ხაჭო
180 გ კარაქი
2 ს.კ. ზეთი (მე მეტი არ მქონდა და ექსტრავირჯინის ზეითუნი გამოვიყენე)
1 ჩ.კ. მარილი
სანელებლები
ცუკატები (დასპირტული ალუბალი გამოვიყენე) ცოტა ფქვილში არეული

მოკლედ 2 ს.კ. შაქრით, 1 ჭიქა ფქვილით, რომელშიც არეული გვაქვს საფუარი და თბილი რძით გავაკეთოთ "აპარა". ცალკე ვთქვეფთ კვერცხის გულები+ შაქარი + სანელებლები + კარაქი. ცალკე ვტქვეფთ მაგრად ცილას+ 1 ჩ.კ. მარილი. აპარა რომ ამოფუვდება ვურევთ ამ ორივე მასას და ხაჭოს. მერე გაცრილი ფქვილის დამატებით ვზელთ ცომს და მერე როგორც ჩვეულებრივ პასკა მზადდება.
* * *
ცომი ოდნავ უნდა ეკრობოდეს ხელს.

Posted by: noniko 13 Apr 2012, 23:32
miau
ძალიან დიდი მადლობა 2kiss.gif , ვცდი აუცილებლად იმედია გამომივა

Posted by: miau 13 Apr 2012, 23:33
noniko

ხაჭოს პასკა (გამოცხობა რომ არ ჭირდება) ეგ სცადე, სასწაული რამეა!

Posted by: teo-teokuna 13 Apr 2012, 23:43
http://www.radikal.ru

Posted by: lukanini 14 Apr 2012, 01:16
miau
QUOTE
ილს პირდაპირ ვფქწვავ და გაცილებით არომატულია

დიდი მადლობა ვცდი მეც მასე.
http://imageshack.us/photo/my-images/811/1001281h.jpg/
ესეც ჩემი შეღებილი.მარტო ენდროშია.ხვალ პასკის გამოცხობას ვაკეთებ ვნახოთ რა გამომივა.
* * *
LUTA
QUOTE
მე რომ ვზელ და თან მაგიდას ვურტყამ ცომს დაახლოებით 200 ჯერ მაინც biggrin.gif biggrin.gif
მაგრამ მე დიდი ცომს ვერ ვამუშავებ . ცოტას ვაკეთებ

რა ნაცნობი რიტუალია biggrin.gif საზელი მანქანით არ გიცდია? ისე ხელით მეც მსიამოვნებს მოზელა მარა ცოტა არ იყოს დამღლელია.ხვალ ვაპირებ მოზელას და ხელით შევაზელ მეთქი ფქვილს და მერე ნაწილ ნაწილ რომ მოვაზელინო მანქანას რა მოხდება? გლუტენის კარგათ დამუშავებამდე.
ერთი კითხვა მაქვს კიდევ კარაქს ადრე გამდნარს ვუშვებოდი და ეხლა რა ჯობია ბოლოს ვაზილო ნელ ნელა დარბილებული ?

Posted by: upwave 14 Apr 2012, 01:34
მოკლედ, ჩერმი პასკები იმხელაზე ამოვიდა, სოკოებს დაემსგავსა biggrin.gif
ეტყობა ჯობდა უფრო ნაკლები ჩამესხა. არა და 2/3 წერია და მე ნახევარი ჩავასხი.

თავზე სულ ოდნავ დასკდა, უფრო იმიტომ რომ, ფორმის სიმაღლე რომ აღარ ეყო, აქეთ-იქითა გადაიწია.

ისე, კარგად გამოიყურება და ვიზუალურად გემრიელი ჩანს smile.gif

თუ დაიჯერებთ, უკვე 1,45 საათია ცხვება biggrin.gif

Posted by: lukanini 14 Apr 2012, 01:54
QUOTE
ეტყობა ჯობდა უფრო ნაკლები ჩამესხა. არა და 2/3 წერია და მე ნახევარი ჩავასხი.

ნახევარი მართლაც ბევრია.2/3 უნდა და როცა დააკლდება გავსებას მაშინ ვდებ ხოლმე ღუმელში.იქ ამოდის ბოლომდე.

Posted by: upwave 14 Apr 2012, 02:30
lukanini
ხო მაგრამ 2/3 ნიშნავს ნახევარზე მეტს. biggrin.gif

1/3 უკვე ნახევარზე ცოტაა smile.gif

Posted by: lukanini 14 Apr 2012, 09:36
upwave
უი მართალი ხარ ვერ დავაკვირდი კარგათ biggrin.gif .ხო ეგრე უნდა ნახევარზე ცოტა და არ უნდა დაელოდო ბოლომდე გავსებას.გამოაცხვე?როდორი გამოგივიდა?

Posted by: ტატა 14 Apr 2012, 11:19
lukanini


მადლობა ღმერთს, ნორმალური გამოვიდა, პირველად ვაკეთებ და მომავალი წლისთვის აუცილებლად ჩავინიშნავ რამდენიმე შენიშვნას,
upwave
ჰოდა ზუსტად 1/3 იყო საჭირო, ამდენი რომ ჩამედო, იდეალური გამოვიდოდაsmile.gif

ჩაქაფულისთვის ხბოს რომელი ნაწილი ჯობს?

Posted by: lukanini 14 Apr 2012, 11:30
ტატა
პირველი გამოცხობისთვის არა უშავს მთავარია გემრიელი იყოს და მომავალში გაითვალისწინებ.მე ყოველთვის 1/3 ვუშვები.თითქოს ცოტაა ერთი შეხედვით მარა ნამდვილათ საკმარისია ფორმას ავსებს.რომელი რეცეპტი იხმარე?მე არაჟნის დამატებას ვაპირებ ჩემს რეცეპტში N.J _ის რეცეპტში როგორც არის და ცოტა არ იყოს საფიქრალში ვარ რომელი ჯობია რძეს მოვაკლო 1 ჭიქა და მაღალპროცენტიანი ნაღებით შევცვალო თუ არაჟანი დავუმატო.

Posted by: nat_nat777 14 Apr 2012, 11:32
დედას მთელი გრძობებით აღზრდილ-გაზრდილი ჯეჯილი biggrin.gif და კვერცხი smile.gif

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

Posted by: lukanini 14 Apr 2012, 11:38
nat_nat777
რა კარგი ფერი აქვს love.gif

Posted by: fermina 14 Apr 2012, 11:54
QUOTE (lukanini @ 14 Apr 2012, 01:16 )
miau
QUOTE
ილს პირდაპირ ვფქწვავ და გაცილებით არომატულია

დიდი მადლობა ვცდი მეც მასე.
http://imageshack.us/photo/my-images/811/1001281h.jpg/
ესეც ჩემი შეღებილი.მარტო ენდროშია.ხვალ პასკის გამოცხობას ვაკეთებ ვნახოთ რა გამომივა.
* * *
LUTA
QUOTE
მე რომ ვზელ და თან მაგიდას ვურტყამ ცომს დაახლოებით 200 ჯერ მაინც biggrin.gif biggrin.gif
მაგრამ მე დიდი ცომს ვერ ვამუშავებ . ცოტას ვაკეთებ

რა ნაცნობი რიტუალია biggrin.gif საზელი მანქანით არ გიცდია? ისე ხელით მეც მსიამოვნებს მოზელა მარა ცოტა არ იყოს დამღლელია.ხვალ ვაპირებ მოზელას და ხელით შევაზელ მეთქი ფქვილს და მერე ნაწილ ნაწილ რომ მოვაზელინო მანქანას რა მოხდება? გლუტენის კარგათ დამუშავებამდე.
ერთი კითხვა მაქვს კიდევ კარაქს ადრე გამდნარს ვუშვებოდი და ეხლა რა ჯობია ბოლოს ვაზილო ნელ ნელა დარბილებული ?

აი ასეთ ფერზე მარტო ენდროთი დაჯდა? დაფქული ენდრო იყო თუ ფესვები?

მე ხახვის ფურცლები დავუმატე, მართალია წითელი ხახვი იყო, მაგრამ მგონია, რომ მოყავისფრო ფერზე ამან გადაიყვანა. რამდენიმე ცალი გამოვიდა კარგი, უფრო მოშინდისფრო. მაგრამ ასეთი ხასხასა წითელი - არცერთი sad.gif

Posted by: lukanini 14 Apr 2012, 12:04
fermina
QUOTE
აი ასეთ ფერზე მარტო ენდროთი დაჯდა? დაფქული ენდრო იყო თუ ფესვები?

კი მარტო ენდრო აქვს.ფესვები იყო მე მოვთხარე და ცოტა ბლომათაც იყო. მერე დავჩეჩქვე.ისე კვერცხის ნაჭუჭსაც გააჩნია.ზოგმა ეგეთი კაი ფერი ვერ მიიღო.ხახვის ფოთლებს არ ვურევ ხოლმე.აქ ბევრგან არ იყიდება ეგეთი ხასხასა წითელი ხახვი,უმრავლესობა ყავისფერია.


Posted by: ტატა 14 Apr 2012, 12:10
QUOTE (lukanini @ 14 Apr 2012, 11:30 )
ტატა
პირველი გამოცხობისთვის არა უშავს მთავარია გემრიელი იყოს და მომავალში გაითვალისწინებ.მე ყოველთვის 1/3 ვუშვები.თითქოს ცოტაა ერთი შეხედვით მარა ნამდვილათ საკმარისია ფორმას ავსებს.რომელი რეცეპტი იხმარე?მე არაჟნის დამატებას ვაპირებ ჩემს რეცეპტში N.J _ის რეცეპტში როგორც არის და ცოტა არ იყოს საფიქრალში ვარ რომელი ჯობია რძეს მოვაკლო 1 ჭიქა და მაღალპროცენტიანი ნაღებით შევცვალო თუ არაჟანი დავუმატო.

მე გავაკეთე
http://forum.ge/?f=82&showtopic=33724761&st=195
tos-ka-ს რეცეპტით, რომელიც გავს N.J _ის რეცეპტს, უბრალოდ ფქვილი უწერია ძალიან ცოტა, მე 2ჯერ მეტი ძლივს მეყოsmile.gif

Posted by: lukanini 14 Apr 2012, 12:32
ტატა
მე ჩემი რეცეპტი მაქვს 2 კილო ფქვილი უნდა.უბრალოთ N.J _ის რეცეპტს არაჟანი აქვს და მეც დავამატებთქო გავიფიქრე.

Posted by: demna_ 14 Apr 2012, 12:43
ისეთი ლამაზი მოსახატები იყიდებოდა მაღაზიაში კვერცხის :შ რათქმაუნდა ბოლო დღეს მოვინდომე ყიდვა და აღარფერი იყო :/

Posted by: LIKI-G 14 Apr 2012, 13:10
მეც შემოგიერთდებით გოგოებო .

Posted by: dali19 14 Apr 2012, 13:54
ყველას დიდი სიყვარულით გილოცავთ, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს!

Posted by: KITSUNE 14 Apr 2012, 15:51
nat_nat777

ძალიან ლამაზია love.gif


ესეც დედაჩემის და ჩემი შემოქმედება user.gif user.gif

http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru




* * *
ყველას გილოცავთ ღვთაებრივი ცეცხლის გარდამოსვლას! დიდება უფალს!

Posted by: iratta_26 14 Apr 2012, 16:16
KITSUNE
ზემოდან როგორ გააკეთე ეს თეტრად რომ აქვს პასკას? სახლში გამოაცხვეთ?

Posted by: rtuli 14 Apr 2012, 16:24
აქაც დავდებ ჩემს ერთერთ ნამუშევარს smile.gif
ნიგვზის და ნუშის კრემის წნული:
http://www.radikal.ru

Posted by: miau 14 Apr 2012, 16:35
KITSUNE
QUOTE
ესეც დედაჩემის და ჩემი შემოქმედება


რა ლამაზი სუფრაა, როგორ გიშრომიათ smile.gif
* * *
მე თეთრი მინანქარი მაქვს უკვე მომზადებული. ცილით აღარ გამიკეთებია, შაქრის მინანქარი მოვხარშე და ავთქვიფე. ახლა სარებავი უნდა შევურიო smile.gif
ისე, ღვინის მინანქარიც მოუხდება პასკას, წითელი რვინის მინანქარი. სანელებების არომატს სრულყოფს. smile.gif


ახლავე შევუდგები საქმეს...

Posted by: Lieder_Tim 14 Apr 2012, 17:53
rtuli
QUOTE
აქაც დავდებ ჩემს ერთერთ ნამუშევარს

შენი გამომცხვარი პასკა მაღირსე პატარა ცალი რა smile.gif

Posted by: upwave 14 Apr 2012, 18:09
lukanini
ტატა
რავი ჯერ გემო არ გამისინჯავს, მაგრამ ძალიან ამოვიდა და შემეცოდა ბევრ ფორმაში რომ არ ჩავასხი.

ანუ დიდები გამოვიდა და დიდხანს მოუწია ცხობამ, იმედია ძალიან გამომშრალი არ იქნება, ხვალ გავჭრი smile.gif

Posted by: ninicool 14 Apr 2012, 18:20
rtuli
QUOTE
ნიგვზის და ნუშის კრემის წნული:

რა ლამაზია. როცა დაგვიბრუნდები, რეცეპტსაც დაგვიწერ, იმედია smile.gif
KITSUNE
QUOTE
ესეც დედაჩემის და ჩემი შემოქმედება

ძალიან ლამაზია
--------------------
კადნიერებაში თუ არ ჩამომართმევთ, ჩემს ნაცოდვილარსაც დავდებ სააღდგომო განწყობისთვის
user posted image

Posted by: lukanini 14 Apr 2012, 18:38
კარგათ გიყოჩაღიათ ყველას.
upwave
მე ცომი მოვზილე და ცოტა გამაწვალა.საზელ მანქანაში დავიწყე ნაწილის მოზელა და რაღაც არ წავიდა,მითხელდებოდა.არ ვიცი ცხიმი უკვე ქონდა და + არაჟანიც და ამას ვაბრალებ თორე ბრიოშის ცომს რომ ვზელავ საუკეთესო გამოდის უბრალოთ ბოლოს ვამატებ ნელ ნელა დარბილებულ კარაქს.შეიძლება ცხიმიანი რომ იყო ცომი იმიტომ თხელდებოდა.ერთი სიტყვით მერე ხელით მოზელაზე გადავედი და ჩემი ძალ ღონეც წაიღო biggrin.gif ეხლა ამოფუვდა და პირველი ჩაზელა გავაკეთე.ვნახოთ რა გამომივა.არადა ყოველ წელიწადს ვაცხობ და პრობლემა არ მქონია.ამ ცომმა ცოტა მეტი რძე და არაჟანი რომ ვუქენი მეტი ფქვილიც შეიზილა და მოსაზელათ ბევრი იყო.ეხლა ღუმელიც ელექტრო მაქვს, სულ გული მისკდება როგორი გამოვა. cry.gif ადრე გაზში ვაცხობდი.

Posted by: miau 14 Apr 2012, 18:45
გუშინნ მეზობელს გავუკეთე პასკა. დღეს დილით გამოვაცხვეთ და ღამეგამოტარებული, საუკეთესო გამოვიდა. ნელ-ნელა ფუვდებოდა.

Posted by: lukanini 14 Apr 2012, 18:48
miau
მაცივარში გქონდათ თუ ისე.საფუარი მე 2 კილო ფქვილზე 50 გრამი ვუქენი.ბევრია ნეტა?ისე ეხლა სამზარეულოში 26 გრადუსი სითბოა

Posted by: miau 14 Apr 2012, 18:59
lukanini


მაცივარში არ გამომიტარებია, შეფუთული გვქონდა, მაგრამ ოთახში არ თბილოდა. რაც შეეხება საფუარს - მშრალი საფუარი გამოვიყენე.


Posted by: LUTA 14 Apr 2012, 19:08
აქაც დავდებ ჩემს არატრადიცულ კვერცხს smile.gif
http://www.radikal.ru

lukanini
miau
მე მაქვს ეხლა გეგმაში ენ ჯი -ს კულიჩის გაკეთება .

პატარა ცვლილებების შეტანით . მაკცრად განვსაზღვრავ ფქვლის დოზას . და სითხეს დავარეგულირებ

70 % სითხეს ვიხმარ ( კვერცხი და რძე ) და 40 % ცხიმს

საფუარს ვიხმარ სულ 2 გრამს .

ერთ კულიჩს გავაკეთებ 750 გრამიანს . 50 გრამი ფქვილიშ 2 გრამს საფუარს და 25 გრამ რძეს მოვზელ და დაველოდები რომ აფუბვდეს
მერე 300 გრამი ფქვილზე სითხეს ისე ვიზამ რომ სასურველი სისქის ცომი მივიღო .
კვერცხსი არ შევურევ ფქვილს პირიქით ფქვილს შევურევ კვერცხს და რძელს ნელ ნელა . მერე მთელი ღამე გავაჩერებ მაცივარში .

ვნახოთ რა გამომივა მინდა ვცადო ...

Posted by: ninicool 14 Apr 2012, 19:14
LUTA
QUOTE
აქაც დავდებ ჩემს არატრადიცულ კვერცხს

ძალიან ლამაზი კვერცხი გაქვს. დარწმუნებული ვარ წითელი კვერცხებიც ლამაზებია, მაგრამ შენი მაქსიმალისტური ბუნებიდან გამომდინარე დაბრაკე smile.gif

QUOTE
მე მაქვს ეხლა გეგმაში ენ ჯი -ს კულიჩის გაკეთება .

პატარა ცვლილებების შეტანით . მაკცრად განვსაზღვრავ ფქვლის დოზას . და სითხეს დავარეგულირებ

სულ 70 % სითხეს ვიხმარ ( კვერცხი და რძე ) და 40 % ცხიმს

საფუარს ვიხმარ სულ 2 გრამს .

ერთ კულიჩს გავაკეთებ 750 გრამიანს . 50 გრამი ფქვილიშ 2 გრამს საფუარს და 25 გრამ რძეს მოვზელ და დაველოდები რომ აფუბვდეს
მერე 300 გრამი ფქვილზე სითხეს ისე ვიზამ რომ სასურველი სისქის ცომი მივიღო .
კვერცხსი არ შევურევ ფქვილს პირიქით ფქვილს შევურევ კვერცხს და რძელს ნელ ნელა . მერე მთელი ღამე გავაჩერებ მაცივარში .

ვნახოთ რა გამომივა მინდა ვცადო ...

ვაიმე, სად შემიძლია ამდენი. არც ვიფიქრებ ცხოვრებაში პასკის გამოცხობას biggrin.gif

Posted by: lukanini 14 Apr 2012, 19:15
LUTA
ექსპერტი შემოხვედი და იქნებ შენ გქონდეს ჩემს შეკითხვებზე პასუხი.უკვე გამზადებული ცომი საზელში გადავიტანე და პორციებათ დავიწყე აზელვა.მალევე გამითხელდა და რატომ?ვფიქრობ არაჟნიანი და ცხიმიანი რომ იყო მაგიტომ?არადა ფქვილი კარგია პროტეინებით მდიდარი დაახ. W350 თუარა მეტი.

Posted by: LUTA 14 Apr 2012, 19:22
ninicool
QUOTE
. დარწმუნებული ვარ წითელი კვერცხებიც ლამაზებია,


წითელი კი არა ყავისფერი აი კარგი ყავისფერი biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

lukanini
ზუსტად ვერ გატეყვი რატომ გათხელდა ალბათ ცხიმის ბრალია smile.gif

nat_nat777
ძალიან ლამაზი ფერის კვერცხებია smile.gif

KITSUNE
QUOTE
ესეც დედაჩემის და ჩემი შემოქმედება

რა ლამაზია ! love.gif

Posted by: Peppi 14 Apr 2012, 19:25
smile.gif კვერცხის შეღებვაზე გუშჳნ ექსპერიმენტები ვატარე, შემდეგ ვრცლად დავწერ, მაგრამ მოკლედ რად არის ჩამოვწერ:

1. წითელი. თუ იასამნისფერი ხახვის ფოთლები არ მომეწონა.. შეიძლება შერევა, მაგრამ პროპორციით და ცოტა, მაგ: 5 თეთრ ხახვზე, 1 დიდი იასამნისფერი ხახვის ფურცლები;
2. კვერცხის ნაჭუჭის ფერს აქვს დიდი მნიშვნელობა; რაც მუქია, მით უფრო ყავისფერი გამოდის შედეგი;
3. კვერცხის ფერზე ასევე მოქმედებს ნახარშის ფერი, ანუ უნდა აკონტროლოთ როგორი ფერი გსურთ - ამ ჯერზე 35 წუთი საკმარისი აღმოჩნდა, წინაზე 1 საათჳ წააიღო;
4. კვერცხის ხარშვაც ფერის მიღების შედეგით უნდა აკონტროლოთ, ანუ ამჯერად 15 წუთზე იყო ვარდისფერი; 25 უკვე მოშინდისფრო და 30-ზე მუქი, ცოტა მეტი რომ გავაჩერე, უკვე ის კვერცხი ყავისდერი გახდა;
5. ხახვის ფოთლებს არ ვალბობ წინასწარ;
"ამჯერად" ვამბობ იმიტომ, რომ ყოველ შეღებცაზე კვერცხის და ხახვის სიმწიფე და ფერი არის განსხვავებული.. მათჳ რაოდენობაც..

გავიქეცი ეხლაsmile.gif


დამდეგ აღდგომას გილოცავთ ყველას მეგობრებოsmile.gif

Posted by: LUTA 14 Apr 2012, 19:28
Peppi
იასამნისფერი იყო ჩემი ფოთელბი

კვერცხი თეთრი აქ არასებობს sad.gif

მაგრამ მე მაინც ვთვლი რომ არ უნდა გამეჩერებინა მთელი ღამე . 2 საათში როგორც კი გაწითლდა წყალი
უნდა შემეღება . ღებისას კი ფოთლები არ უნდა შემეყოლებინა smile.gif

Posted by: lukanini 14 Apr 2012, 19:41
LUTA
QUOTE
ზუსტად ვერ გატეყვი რატომ გათხელდა ალბათ ცხიმის ბრალია

yes.gif არაფერია ცოტა ფქვილი მოვუკიდე და შევასქელე.ისე მეც ღამე უნდა მომეზილა და დღეს უკვე გამომცხვარი მექნებოდა.
QUOTE
წითელი კი არა ყავისფერი აი კარგი ყავისფერი

ხახვის ფოჩებს გააჩნია როგორია,თუ მოყავისფრო იყო და არა წითელი მასეთ ფერზე დასვავდა.სამაგიერთოთ კარგი და გემრიელი შოკოლადის კვერცხები გაქვს 2kiss.gif
* * *
უი იასამნისფერი ყოფილა და რა საინტერესოა რატომ გაყავისფრდა.ისე ნაჭუჭზეც ბევრია დამოკიდებული.მე ბევრი კარგი წითელი გამომივიდა და ზოგმა ეგ ფერი ვერ მიიღო

Posted by: mia_nano 14 Apr 2012, 20:18
KITSUNE
ლამზია ძალიან, მეც მინდოდა კვერცხებში ჩათესვა და გადავიფიქრე, გაისად აუცილებლად დავთესავ smile.gif
rtuli
როგორც ყოველთვის უმაღლეს-უმაგრესია love.gif
ყველას გილოცავთ.... სულ გემრიელობები გვეკეთებინოს...
წუხელ ღამის ოთხ საათზე მოვრჩი პასკების ცხობას და უკვე დაიწყეს ათვისება tongue.gif გემრიელი გამოვიდა და ძალიან მიხარია, მეორედ გამოვაცხე და მართლა მეშინოდა შერცხვენის biggrin.gif

Posted by: n_j 14 Apr 2012, 21:12
LUTA
QUOTE
პატარა ცვლილებების შეტანით . მაკცრად განვსაზღვრავ ფქვლის დოზას . და სითხეს დავარეგულირებ

70 % სითხეს ვიხმარ ( კვერცხი და რძე ) და 40 % ცხიმს

საფუარს ვიხმარ სულ 2 გრამს .

ერთ კულიჩს გავაკეთებ 750 გრამიანს . 50 გრამი ფქვილიშ 2 გრამს საფუარს და 25 გრამ რძეს მოვზელ და დაველოდები რომ აფუბვდეს
მერე 300 გრამი ფქვილზე სითხეს ისე ვიზამ რომ სასურველი სისქის ცომი მივიღო .
კვერცხსი არ შევურევ ფქვილს პირიქით ფქვილს შევურევ კვერცხს და რძელს ნელ ნელა . მერე მთელი ღამე გავაჩერებ მაცივარში .

ვნახოთ რა გამომივა მინდა ვცადო ...

ესაა პატარა? ამდენი თუ ვიფიქრე, სულ აღარ გავაკეთებ არაფერს biggrin.gif მე ზარმაცი ვარ, ვცდილობ ყველაფერი გავამარტივო, ამდენი სად შემიძლია smile.gif შენ ხარ ფანტასტიური ადამიანი !
* * *
ფორმაში ჩასადები ცომის რაოდენობაზე რომ იყო საუბარი, აღარ მახსოვს მე როგორ მიწერია რეცეპტში, მაგრამ თუ ფორმის ზემოთ კალკის ქაღალს აყოლებთ (ზოგი აყოლებს) მაშინ 2/3 ცომი თავისუფლად შეიძლება, თუ არა და ნახევარი ან 1/3

Posted by: **DIMMU*** 14 Apr 2012, 23:57
user posted image
user posted image
user posted image

Posted by: upwave 15 Apr 2012, 01:36
ყველას გილოცავთ გოგოებო და ბიჭებო ამ ბრწყინვალე დღესასწაულს.
მისი მადლი გვფარავდეს ყველას!!!!!!

lukanini
QUOTE
upwave
მე ცომი მოვზილე და ცოტა გამაწვალა.საზელ მანქანაში დავიწყე ნაწილის მოზელა და რაღაც არ წავიდა,მითხელდებოდა.არ ვიცი ცხიმი უკვე ქონდა და + არაჟანიც და ამას ვაბრალებ თორე ბრიოშის ცომს რომ ვზელავ საუკეთესო გამოდის უბრალოთ ბოლოს ვამატებ ნელ ნელა დარბილებულ კარაქს.შეიძლება ცხიმიანი რომ იყო ცომი იმიტომ თხელდებოდა.ერთი სიტყვით მერე ხელით მოზელაზე გადავედი და ჩემი ძალ ღონეც წაიღო  ეხლა ამოფუვდა და პირველი ჩაზელა გავაკეთე.ვნახოთ რა გამომივა.არადა ყოველ წელიწადს ვაცხობ და პრობლემა არ მქონია.ამ ცომმა ცოტა მეტი რძე და არაჟანი რომ ვუქენი მეტი ფქვილიც შეიზილა და მოსაზელათ ბევრი იყო.ეხლა ღუმელიც ელექტრო მაქვს, სულ გული მისკდება როგორი გამოვა.  ადრე გაზში ვაცხობდი.

რა ქენი, როგორი გამოგივიდა?

ჩემი, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან გამომშრალი მეგონა გარედან გვერდებზე თითს რომ ვაჭერდი, არის ურბილესი და უნაზესი. არაჩვეულებრივი გემო აქვს, მიუხედავად იმ ექსპერიმენტებისა, რაზ მასზე ვატარე bis.gif

ანუ: შეცდომით ვუქენი დაახლ. 125-150 მლ-ით მეტი წყალი + ცხიმი პირველ მოზელაზევე შევაზილე.
ფორმაში ჩავასხი იმაზე მეტი, რაც უნდა ჩამესხა და ამის გამო ცხვებოდა ძალიან დიდხანს, სადღაც 2 საათი (შეიძება მეტიც).
მეგონა სულ გამოხმებოდა, რადგან გვერდებზე მაგარი ჩანდა, ოდნავ მიმწვარი ძირიც მოვაჭერი.

უბრალოდ, ძალიან ამოიწია, მაგრამ ფორმიდან არ გადმოსულა, სოკოსავით ქუდი გაიკეთა და გვერდებიდან გადმოწევის გამო სულ ოდნავ დასკდა.

მიუხედავად ამდენი ამბისა, არის უფაფუკესი smile.gif

გაისად, შეძლებისდაგვარად მომცროებს გავაკეთებ.

ახლა ავწონე და თითო პასკა 1,5 კილო გამოვიდა givi.gif

Posted by: lukanini 15 Apr 2012, 02:38
upwave
ყოჩაღ შენ კაი დიდები გაგიკეთებია.მე პატარები გამოვაცხვე ჯერ და ეხლა დიდებს ვაცხობ.ვიზუალურათ კაია ვნახოთ გემო როგორი აქვს.მემგონი კარგი უნდა იყოს ცომი კარგი იყოდა.გამიხარდა ბოლოს რომ ყველაფერი კარგათ დაგისრულდა 2kiss.gif
მეც ყველას მივულოცავ აღდგომას,ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი

Posted by: LUTA 15 Apr 2012, 11:41
ყველას გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს !

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

n_j
ჩაგაბარებ შედეგს 2kiss.gif

Posted by: Felisa 15 Apr 2012, 13:49
LUTA
QUOTE




ესეც ვიცოდი რააა 2kiss.gif შენ მაინც შეუდარებელი ხარ!
* * *
ყველას გილოცავთ დღEვანდელ დღეს! 2kiss.gif
ჩემს სააღდგომო სუფრას მოგვიანებით გაჩვენებთ smile.gif

Posted by: KITSUNE 15 Apr 2012, 13:54
miau
mia_nano
ninicool
LUTA
user.gif
დიდი მადლობა გოგოებო, 2kiss.gif

iratta_26

ძალიან მარტივად:

ავთქვიფეთ კვერცხის ცილები, დავამატეთ შაქარი და პასქის გლაზური (თეთრ პაკეტებში რომ იყიდება, რუსული წარწერით), ავთქვიფეთ ყველაფერი ერთად, 15 წუთით გავაჩერეთ და შემდეგ წავუსვით პასკებს ... ვსიო yes.gif

Posted by: buuus 15 Apr 2012, 14:13
ქრისტე აღსდგა, გილოცავთ love.gif
http://www.radikal.ru

Posted by: nat_nat777 15 Apr 2012, 16:32
lukanini

მადლობაა smile.gif

KITSUNE

მე კიდევ თქვენი სუფრა მომეწონა ძალიან. მართლა სადღესასწაულო იერი აქვს. love.gif მივესალმები იმ ფაქტს, რომ მარტო საჭმელი არ დევს 4 სართულად და დეკორაციები გაქვთ გამოყენებული ...
bis.gif თვალს უხარია smile.gif

LUTA

QUOTE
აქაც დავდებ ჩემს არატრადიცულ კვერცხს


არ შეიძლება ასე მოგვექცეთ ამ აღდგომა დღეს biggrin.gif

გადმოვწერე, დავაზუმე და შევვარდი ფოტოში... love.gif

თქვენ ნამუშევრებზე კომენტარის დაწერის მცდელობისას, სულ რაფაელოს რეკლამასავით მომდის - არაფრისმთქმელი სიტყვები... biggrin.gif
ჰოდაა, აგერ ... იყოს ასეე... givi.gif

არაფრისმთქმელი სიტყვების ნაცვლად biggrin.gif

http://radikal.ru/F/i081.radikal.ru/1204/40/62c83643352c.jpg.html
* * *
buuus

ძალიან ლამაზია smile.gif

ბზასთან ერთად რომ კვერცხები დევს რითია გაკეთებული? მოხატულია ? მგონი არა ხო? smile.gif

ჩემთვის მსგავსი რაღაცეების კეთება ფანტასტიკის სფეროაა smile.gif ყოჩაღ smile.gif

Posted by: lukanini 15 Apr 2012, 18:31
ესეც ჩემი პასკები bis.gif
http://imageshack.us/photo/my-images/72/1001283g.jpg/

http://imageshack.us/photo/my-images/137/1001290v.jpg/

მართალია ცოტა გამაწვალა მაგრამ ძალიან გემრიელი გამოვიდა.მადლობა N.J.არაჟნის დამატებამ მართლაც გაამართლა.არ გამოვიდა მშრალი და ფხვიერი

Posted by: Glekhi 15 Apr 2012, 19:21
ქრისტე აღსდგა! მრავალს დაესწარით!

მარხვა დამთავრდა და ჩაქაფულის სუნმა მოიცვა მთელი თბილისიsmile.gif მათ შორის ჩემი სამზარეულოც. ეს კერძი იმ კატეგორიას მიეკუთვნება, რომელსაც როგორც იტყვიან კაცის ხელი უხდება. ხოდა მეგობრებო ნუ დაიზარებთ და გაგვუზიაროთ ერთმანეთს ჩვენი გამოცდილება ამ კუთხით. მე პირადად პირველად მიწევს ამ კერძის გაკეთება წელს.
აი ჩემი რეცეპტი:
ორი კილო ხბოს ხორცი , ბლომად მწვანილი (ტარხუნა, მწვანე ხახვი, ქინძი). წითელი წიწაკა, მწვანე ტყემალი და ერთი ჭიქა თეთრი ღვინო. ვრეცხავთ ხორცს და მწვანილს ვჭრით და ვურევთ ერთმანეთში და ვადგავთ დიდი ქვაბით ძალიან დაბალ ცეცხლზე. ხორცი და მწვანილი რო გაუშვებს წვენს ვაცდით სანამ კარგად არ ჩაიხარშება ხორცი. მერე ვუმატებთ ერთ ჭიქა ტყემალს (ცოცხალი ტყემალი) და ერთ ჭიქა თეთრ ღვინოს და ორი ჩაის კოვზ მარილს. წამოვადუღებთ და მერე კაი ლავაში უხდება ამ ამბავს smile.gif)

Posted by: iratta_26 15 Apr 2012, 20:28
KITSUNE
QUOTE
ავთქვიფეთ კვერცხის ცილები, დავამატეთ შაქარი და პასქის გლაზური (თეთრ პაკეტებში რომ იყიდება, რუსული წარწერით), ავთქვიფეთ ყველაფერი ერთად, 15 წუთით გავაჩერეთ და შემდეგ წავუსვით პასკებს ... ვსიო 

მადლობააააააააა

Posted by: shumeri 15 Apr 2012, 21:48
მე ასე ვაკეთებ----ბატკნის ხორცი 2 კგ. ვჭრი და ქვაბში ვალაგებ, ზემოდან ვაყრი მწვანე ხახვს---4 კონა, ტარხუნას--6 კონა, ქინძი---3 კონა, წიწმატი---2 კონა, ფენებზე მარილი, მერე ტყემალი და კიდევ მწვანე, კახური წიწაკა......ვდგავ დაბალ ცეცხლზე და ვუმატებ ხოლმე თეთრ ღვინოს. საშინლად არომატული და გემრიელია.

Posted by: guruliqali 15 Apr 2012, 22:31
lukanini
ძალიან ლამაზებია up.gif

Posted by: fermina 15 Apr 2012, 22:46
ერთ დეტალს დავამატებდი- როცა ახალი ტყემალი ჯერ კიდევ არ არის ხოლმე შემოსული, მჟაუნა დამიმატებია და საკმაოდ უხდება smile.gif

Posted by: Glekhi 15 Apr 2012, 23:49
ვაა მჟაუნა და წიწმატი ნამდვილად არ ვიცოდი . შემდეგ გაკეთებას shumeri - ის რეცეპტით გავაკეთებ და შედეგებს მოგწერთ
shumeri

Posted by: masha 15 Apr 2012, 23:55
Glekhi
QUOTE
და ვადგავთ დიდი ქვაბით ძალიან დაბალ ცეცხლზე. ხორცი და მწვანილი რო გაუშვებს წვენს ვაცდით სანამ კარგად არ ჩაიხარშება ხორცი. მერე ვუმატებთ ერთ ჭიქა ტყემალს (ცოცხალი ტყემალი) და ერთ ჭიქა თეთრ ღვინოს და ორი ჩაის კოვზ მარილს

ეჰ, გულს ნუ მიკლავ, უბანში ხორცი ვერ ვიშოვე. ვაპირებდი ხბოს ხორცისგან გაკეთებას.
როგორც მე ვიცი, ყველაფერს ერთად დებ და მხოლოდ მაშინ ახდი ქვაბს, როცა მზადაა

Posted by: LUTA 16 Apr 2012, 00:48
nat_nat777
QUOTE
რაფაელოს რეკლამასავით მომდის - არაფრისმთქმელი სიტყვები..

biggrin.gif biggrin.gif
დიდი მადლობა ასეთი შეფასებისათვის 2kiss.gif

Posted by: miau 16 Apr 2012, 20:42
fermina
QUOTE
ერთ დეტალს დავამატებდი- როცა ახალი ტყემალი ჯერ კიდევ არ არის ხოლმე შემოსული, მჟაუნა დამიმატებია და საკმაოდ უხდება


დედაც უმატებს ხოლმე smile.gif კარგი ვარიანტია.

Posted by: annak 16 Apr 2012, 23:54
LUTA
lukanini
კარგი პასკებია ძალიან. smile.gif)

ჩვენი პასკაც გემრიელი გამოვიდა, დღეს გავსინჯე მხოლოდ.
http://www.radikal.ru

ძალიან მინდოდა LUTA შენი მეთოდით გამეკეთებინა ანუ მაცივარში დამეტოვებინა, მაგრამ ვერ გავრისკე ამჯერად.
შეიძლება კიდევ გავაკეთო და აუცილებლად ვცდი მაგ მეთოდს.

მაგრამ ხაჭოს პასკა მართლა უგემრიელესი იყო
შიგნი ბლომად ნიგოზი და ქიშმიში ჰქონდა
http://www.radikal.ru
მერე მოვრთე შავი შოკოლადის მინანქარით, მინდოდა სურათის გადაღება მაგრამ დამავიწყდა.

Posted by: lukanini 16 Apr 2012, 23:59
annak
რა კარგებია baby.gif

Posted by: catherina_10 17 Apr 2012, 12:28
<a target="_blank" href="http://www.radikal.ru"><img src="http://s019.radikal.ru/i630/1204/d9/94fbbcc04534.jpg" ></a>

Posted by: ტატა 17 Apr 2012, 12:42
QUOTE (n_j @ 14 Apr 2012, 21:12 )

ფორმაში ჩასადები ცომის რაოდენობაზე რომ იყო საუბარი, აღარ მახსოვს მე როგორ მიწერია რეცეპტში, მაგრამ თუ ფორმის ზემოთ კალკის ქაღალს აყოლებთ (ზოგი აყოლებს) მაშინ 2/3 ცომი თავისუფლად შეიძლება, თუ არა და ნახევარი ან 1/3

ისე, მომავალი წლისთვის, ვინც პასკის პიერველად გამოცხობას გეგმავს, დავწერ, რომ 2/3 არაფრით ჩადონ ფორმაში, სამწუხაროდ მე გამიერთანდა ქუდები, ძალიან ამოფუვდა, მერე უკვე გამოცდილ პასკის მცხობელებს რო ვკითხე, ყველა 1/3 დებს. 2/3 უკვე ამოფუებული უნდა იყოს და შეიდოს ღუმელში.

Posted by: dali19 17 Apr 2012, 20:09
rtuli
ბედნიერ მგზავრობას და ბედნიერ დაბრუნებას გისურვებ!!!

Posted by: buka79 18 Apr 2012, 13:15
ძალიან მიყვარს პასქა.ბავშვობიდან სულ ქიშმიშებს ვეძებდი თან :-):-):-)

Posted by: anushka_anushka 31 Oct 2012, 01:28
სტაფილოს კექსი:
მასალა- 120 გრ. ნიგოზი(მოხალული და დაჭრილი)
450 გრ. სტაფილო(გახეხილი)
3 კვერცხი
125 მლ რძე
1 ცალი ვანილის შაქარი
2 ჭიქა შაქარი
1 ს.კ ფორთოხლის ცედრა
300 გრ. ფქვილი
250 მლ ზეთი
300 გრ. ფქვილი
1 ჩ.კ სოდა, მწიკვი მარილი და დარიჩინი გემოვნებით

კრემი: 120 გრ. კარაქი, 120 გრ "cream cheese"(ფილადელფია, მასკარპონე, მონ-შუ... რომელიც გნებავთ), 400 გრ. შაქარი

ღუმელი გავახუროთ 180 გრადუსზე. ავთქვიფოდ კვერცხი, დავუმატოთ ზეთი, რძე, შაქარი, ცედრა. ცალკე ჯამში ავურიოთ ფქვილი, სოდა, ვანილი, მარილი და დარიჩინი. ეს ორი მასა ავურიოთ ერთმანეთს, დავუმატოთ გახეხილი სტაფილო და ნიგოზი. ჩავდოთ ცხიმჭასმულ ქაღალდჩაფენილ ფორმაში(დაახლოებით 24 სმ დიამეტრის. სასურველია გვერდები ეხსნებოდეს) და გამოვაცხოთ დაახლოებიტ 35-40 წუთი. გაციებული გავჭრათ შუაზე და წავუსვათ კრემი (ჯერ ავთქვიფოთ კარაქი, კაგრად ამოვიყვანოთ, დავუმატოთ შაქარი და სასურველი ყველის მასა)

Posted by: Bala 12 Mar 2013, 22:20
ვინც უცხოეთში ხართ ხაჭოს პასკის გასაკეთებლად, ხაჭოს სად შოულობთ?

Posted by: ninoma 13 Mar 2013, 00:17
Bala
QUOTE
ვინც უცხოეთში ხართ ხაჭოს პასკის გასაკეთებლად, ხაჭოს სად შოულობთ?

რუსულ მაღაზიაში უნდა შეიძინო, ან თვითონ გააკეთო.
არაბულშიც შეიძლება ჰქონდეთ რუსული ხაჭო.

Posted by: LTB1948 26 Mar 2013, 13:24
სუპერმარკეტებშიც არის ქოთეჯ ჩიზ ანდ ქურდს, შეიძლება მიამსგავსო გემოთი...

Posted by: LTB1948 29 Mar 2013, 13:50
ისე შეგიძლია რძეც იყიდო და აჭრა, ხაჭ გამოგივა....

Posted by: ტატა 23 Apr 2013, 18:33
მეგობრებო, რამდენიმე რჩევა მჭირდება და არ დამზარდეთ რა smile.gif წინასწარ მადლობა

კულიჩის ქაღალდის ფორმები ვნახე დღეს მაღაზიაში და საკმაოდ დაბალია, კონსერვის მაღალ ქილებში 1/3 ვდებთ და გამომცხვარი უკვე ბოლომდე სავსეა. და ამ ფორმების შემთხვევაში რამდენი უნდა ჩავდო რომ ძალიან დაბალი არ გამოვიდეს და არც გადმოვიდეს ცხობის დროს? საერთოდ რამდენად სასურველია ეს ფორმები, ვისაც გამოცდილება გაქვთ?

ასევე მაინტერესებს ღუმელთან დაკავშირებით. მე მაქვს გაზის ღუმელი, ზემოთაც აქვს ცეცხლი გრილისთვის და ქვემოთაც. როგორც მითხრეს 180 გრადუსი საშუალოზე ოდნავ დაბალი ცეცხლია. მაინტერესებს მარტო ქვედა ცეცხლზე უნდა ვაცხო თუ ბოლოს ზედა? და დაახლოებით რამდენი ხნის განმავლობაში?

Posted by: LUTA 23 Apr 2013, 23:22
ტატა
QUOTE
საერთოდ რამდენად სასურველია ეს ფორმები, ვისაც გამოცდილება გაქვთ?


მე ქაღალდის ფორმებს ვიყენებ და კმაყოფილი ვარ .

QUOTE
მაინტერესებს მარტო ქვედა ცეცხლზე უნდა ვაცხო თუ ბოლოს ზედა?


მარტო ქვედა წვა იხმარე .

QUOTE
და დაახლოებით რამდენი ხნის განმავლობაში?


თავად რეცეპტში რამდენიც არის მითითებული. თან გასინჯე ჩხირით, თუ აკლია გააჩერე კიდე ცოტა ხანს .



Posted by: ტატა 24 Apr 2013, 15:24
LUTA


მადლობა, ძალინ ყურადრებიანი ხარsmile.gif
* * *
ძალიან ბევრი მომხმარებელი წერს, რომ პასკის ერთჯერადი ფორმების გამოყენებისას ძირები მიეწვა, ნეტავ არ შეიძლება რომ ქაღალდის ფორმებში ქვეშ ჩავუფინოთ სქელი მუყაო?

Posted by: shilaida 25 Apr 2013, 23:13
მეც ვაპირებ პასკების გამოცხობას,უბრალოდ გული მწყდება რომ 15 კვერცხით მოზელილ ცომს მაცივარში ვერ დავასვენებsad.gif გვიან რომ მოვზილო,საღამოს 10ზე,დილამდე ხომ არაფერი "მოუვა"?თავსახურიანი დიდი თასი მაქვს, გადმოსვლითაც ვერ გადმოვაsmile.gif
რა მაინტერესებს "გამოცდილებო", საფუარის დოზა რამდენით უნდა შევამცირო? ნჯ-ის რეცეპტს გამოვიყენებ,თუ არ ვცდები 4 ს/კოვზია მითითებულიsmile.gif
მადლობა წინასწარ!

Posted by: LUTA 26 Apr 2013, 00:43
ტატა
QUOTE
ქაღალდის ფორმებში ქვეშ ჩავუფინოთ სქელი მუყაო?


შეიძლება რატომაც არა smile.gif ოღონდ ბოლოს მაინც საცხობის ქაღალდის ფენა დაადე ,რომ არ მიიკრას


shilaida
QUOTE
გვიან რომ მოვზილო,საღამოს 10ზე,დილამდე ხომ არაფერი "მოუვა"?თავსახურიანი დიდი თასი მაქვს, გადმოსვლითაც ვერ გადმოვაsmile.gif


არაფერი მოუვა სიგრილეში დადე smile.gif

გაანახევრე საფუარის დოზა smile.gif

Posted by: WOMAN IN LOVE 26 Apr 2013, 01:14
ტატა
QUOTE
კულიჩის ქაღალდის ფორმები ვნახე დღეს მაღაზიაში და საკმაოდ დაბალია, კონსერვის მაღალ ქილებში 1/3 ვდებთ და გამომცხვარი უკვე ბოლომდე სავსეა. და ამ ფორმების შემთხვევაში რამდენი უნდა ჩავდო რომ ძალიან დაბალი არ გამოვიდეს და არც გადმოვიდეს ცხობის დროს? საერთოდ რამდენად სასურველია ეს ფორმები, ვისაც გამოცდილება გაქვთ?

უკვე 2 თუ 3 წელია, მოკლედ, რაც შემოვიდა, მაგ ფორმებს ვიყენებ. გაპოხვა არ უნდა, ცომი ჩაასხი შუამდე ან 1/3-ზე. აცადე ფორმაშივე აფუება და მერე შედგი გამოსაცხობად. მე ქვეშ ერთ დიდ ტაფას ვდგამ ღუმელში, რომ ძირი არ მიიწვას, შეგიძლია ქაღალდები გამოჭრა და რამდენიმე ფენად ჩააფინო ფორმებში.
shilaida
აივანზე დადგი

Posted by: bochita 28 Apr 2013, 19:57
ხალხნო პასკის ცომს ფორმებში ჩადებისას გადაზელვა უნდა თუ ამოფუებულს ვდებთ ფორმაში?

Posted by: WOMAN IN LOVE 28 Apr 2013, 22:09
bochita
ერთხელ რომ გადაზელ, ხომ ამოვა? მერე ჩადე ფორმებში და აცადე კიდევ აფუვდეს

Posted by: tikusha 29 Apr 2013, 11:51
გთხოვ მომწმერეთ პასკის რეცეპტი ან დამიკოპირეთ თუ აქ სადმე წერია

და კოლოფებში ქაღალდი ჩავუფინო და გავპოხო მთლიანად თუ როგორ?

Posted by: katoi 29 Apr 2013, 16:57
მოგესალმებით ყველას

ვინც გამოცდილი ხართ პასკის ცხობაში იქნებ მითხრათ, მე მაქვს ელექტრო ღუმელი და რამდენ გრადუსზე უნდა ვაცხო და რამდენი ხანი?

დიდი მადლობა წინასწარ smile.gif

Posted by: LTB1948 29 Apr 2013, 16:59
ძირს ცოტათი იწვავს და კარგი იქნება რამეს თუ დაუდგამთ

Posted by: katoi 29 Apr 2013, 17:14
ანუ რკინის ჟარუნა რომ დავდგა თავისივე ღუმელის და ზემოდან დავდო? და რამდენ გრადუსზე გამოვაცხო?რამდენი ხანი?

Posted by: nia4u 29 Apr 2013, 17:21
katoi
მე ვაცხობ ელექტროღუმელში,
150 გრადუსზე დაახლოებით საათნახევარი დასჭირდა.
თავისივე ტაფაზე ვალაგებ ფორმებს და ისე ვაცხობ.
თავიდან ვრთავ მხოლოდ ქვედა სპირალს და ბოლო 10-15 წუთი ზედასაც ვამატაბ.

მაგრამ ყველაფერ პირობითია, გააჩნია ცომს, ფორმის სისქეს, დენის სიმძლავრეს და ა.შ.

Posted by: katoi 29 Apr 2013, 17:56
nia4u
დიდი მადლობა რჩევისთვის

წინასწარ გილოცავთ აღდგომის დღესასწაულს ყველას smile.gif

Posted by: ninicool 29 Apr 2013, 18:55
katoi
QUOTE
ანუ რკინის ჟარუნა რომ დავდგა თავისივე ღუმელის და ზემოდან დავდო? და რამდენ გრადუსზე გამოვაცხო?რამდენი ხანი?

საერთოდ უმჯობესია, თუ რკინის სპეციალურ ცხაურზე (ბადეზე) დადებთ, რომელიც გაზქურას მოჰყვება, რადგან უფრო მეტი ეტევა.
katoi
ეს რეცეპტი ნახეთ, აგრეთვე ძალიან გამომადგა ვიდეორეცეპტებიც, რომ ცომის კონსისტენცია განმესაზღვრა
http://perfectcook.org/index.php?option=com_rapidrecipe&page=viewrecipe&recipe_id=196&Itemid=55
http://www.kyxarka.ru/news/1190.html
http://www.kyxarka.ru/news/1276.html
http://www.kyxarka.ru/news/1192.html
http://youtu.be/liGQB0B6OzM

Posted by: nia4u 29 Apr 2013, 22:13
QUOTE
უმჯობესია, თუ რკინის სპეციალურ ცხაურზე (ბადეზე) დადებთ, რომელიც გაზქურას მოჰყვება, რადგან უფრო მეტი ეტევა.

რკინის ცხაურზე ძირები ეწვება, თნ თუ მაღლი ფორმაა, შეიძლება არ შეეტიოს ან როცა პასკა აიწევს ზედა ნაწილამდე მიაღწიოს,
ამიტომ ტაფაზე ვდებ ფორმებს და სულ ქვედა თაროზე ვაცხობ.
გარდა ამისა, სასურველი არ არის ფორმები ერთმანეთს ედებოდეს, იმიტომ, რომ გვერდები აღარ უცხვება კარგად.
ამიტომ ფორმები ხალვათად, შორ-შორს უნდა დალაგდეს, რომ მათ შორის ცხელმა ჰაერმა თავისუფლად იმოძრაოს.

Posted by: mavina 30 Apr 2013, 11:49
პასკა სხვა და კულიჩი სხვა პასკა მხოლოდ აღდგომისათვის და ახალიკვირისთვის უნდა, კულიჩი კი ყოველთვის შეიძლება გამოაცხო


Posted by: tikusha 30 Apr 2013, 12:38
mavina
რა განხსვავებაა კულიჩსა და პასკას შორის? მართლა არ ვიცი

Posted by: Yojik 30 Apr 2013, 12:42
ძალინ საინტერესო და სასიამოვნე თემაა!!! 2kiss.gif

მაგრად მიყვარს სააღდგომო სუფრა, მაგრამ წელს......... sad.gif


Posted by: ტატა 30 Apr 2013, 16:03
QUOTE (WOMAN IN LOVE @ 26 Apr 2013, 01:14 )

[/QUOTE]
უკვე 2 თუ 3 წელია, მოკლედ, რაც შემოვიდა, მაგ ფორმებს ვიყენებ. გაპოხვა არ უნდა, ცომი ჩაასხი შუამდე ან 1/3-ზე. აცადე ფორმაშივე აფუება და მერე შედგი გამოსაცხობად. მე ქვეშ ერთ დიდ ტაფას ვდგამ ღუმელში, რომ ძირი არ მიიწვას, შეგიძლია ქაღალდები გამოჭრა და რამდენიმე ფენად ჩააფინო ფორმებში.


დიდი მადლობა რჩევისთვისsmile.gif ისე შარშანდელი ცუდი გამოცდიელბით 1/3ზე მეტს არ ჩავდებ ფორმაში, ძალიან აფუვდაsmile.gif
.რატომღაც ჩემს ღუმელს ბადე არ მოყვება, მხოლოდ თუნუქის 2 ფურცელი, შეიძლება ეგეც არის მიზეზი, რომ ძირი ბევრად მალე მზადდება და ზედა მხარე კიდევ არ არის ხოლმე მობრაწული. ამიტომ შარშან ზედა წვა გამოვიყენე ბოლოს. ხომ არ იცით, ცალკე იყიდება გაზის ბადე? სად შეიძლება შევიძინო?
* * *
კიდევ ერთო თხოვნა: თუ შეიძლება, თეთრი გლაზურის რეცეპტი დაწერეთ რაsmile.gif მადლობა წინასწარ

Posted by: LTB1948 30 Apr 2013, 17:16
წელს ისეთი გადაღლილი ვარ პასკას არ ვაკეთებ და ეგება მირჩიოთ სად ვიყიდო? ანყტესი ხომ არ გაგისინჯავთ?

Posted by: Yojik 30 Apr 2013, 17:28
სააღდგომო ღვეზელი აუცილებლად უნდა იყოს სუფრაზე wink.gif

Posted by: fifqi29 30 Apr 2013, 19:04
tikusha
QUOTE
რა განხსვავებაა კულიჩსა და პასკას შორის? მართლა არ ვიცი

პასკას აუცილებლად ემატება თაფლი,ისე ის პასკა არ არის და არ აქვს რელიგიური დატვირთვა,თაფლის გარეშე ეს არის კულიჩი

Posted by: WOMAN IN LOVE 30 Apr 2013, 21:39
ტატა
საცხობ ფურცელზე თუ გეწვება პასკა, ბადეზე უფრო არ დაეწვება ძირი?
თეთრი მინანქარი არის ცილა+შაქრის პუდრა ან ლიმონის წვენი + შაქრის პუდრა
* * *
QUOTE
პასკას აუცილებლად ემატება თაფლი,ისე ის პასკა არ არის და არ აქვს რელიგიური დატვირთვა,თაფლის გარეშე ეს არის კულიჩი

rolleyes.gif

Posted by: rtuli 30 Apr 2013, 21:45
WOMAN IN LOVE
QUOTE

QUOTE
პასკას აუცილებლად ემატება თაფლი,ისე ის პასკა არ არის და არ აქვს რელიგიური დატვირთვა,თაფლის გარეშე ეს არის კულიჩი



მეც იგივე რეაქცია მაქვს....

Posted by: ninicool 30 Apr 2013, 21:47
fifqi29
QUOTE
პასკას აუცილებლად ემატება თაფლი,ისე ის პასკა არ არის და არ აქვს რელიგიური დატვირთვა,თაფლის გარეშე ეს არის კულიჩი

რელიგიური თვალსაზრისით სააღდგომო კულიჩის (რუსულად пасхальный кулич) ინგრედიენტებს საერთოდ არავითარი მნიშვნელობა არ აქვს და მე პირადად, თუ მინდა, აგვისტოში გავაკეთებ პასკას, არ ჩამეთვლება ცოდვაში lol.gif
nia4u
QUOTE
რკინის ცხაურზე ძირები ეწვება,

ეგ რომ ამეცილებინა თავიდან, ღუმელში კულიჩების ქვემოთ საცხობი ტაფა მოვათავსე. იმავე ტაფაზე 2 ეტეოდა, როცა ბადეზე ერთბაშად 4 დაეტია თავისუფლად.

Posted by: WOMAN IN LOVE 30 Apr 2013, 22:02
fifqi29
ხაჭოს პასკაზე რა აზრის ხარ? იქნება კიდევ გავიგო რამე ახალი

boli.gif

Posted by: fifqi29 30 Apr 2013, 22:38
sasacilo ra vtqvi,vinc icis mixvdeba rom aucilebelia tafli da rze paskashi,tqven rogorc genebot ise aketet gza fartoaaaaaaa

Posted by: ninicool 30 Apr 2013, 22:45
fifqi29
QUOTE
sasacilo ra vtqvi,vinc icis mixvdeba rom aucilebelia tafli da rze paskashi,tqven rogorc genebot ise aketet gza fartoaaaaaaa

რატომ იტროლებით? biggrin.gif

Posted by: ტატა 30 Apr 2013, 22:59
QUOTE (WOMAN IN LOVE @ 30 Apr 2013, 21:39 )
ტატა
საცხობ ფურცელზე თუ გეწვება პასკა, ბადეზე უფრო არ დაეწვება ძირი?
თეთრი მინანქარი არის ცილა+შაქრის პუდრა ან ლიმონის წვენი + შაქრის პუდრა
* * *

არა, მე ვვარაუდობ, იმიტომ მეწვება, რომ დიდხანს ვაჩერებ, სანამ ზედა მხარე არ მოებრაწება. და ბადეს შემთხვევაში სიმხურვალე უფრო სწაფად ავა ზემოთ და კარგად იტრიალებს და შესაბამისად ნაკლები ხანი დაჭირდება ცხობას. მთლიანი თუნუქი არ უშვებს სიმხურვალეს ზემოთ, ასე ვიფიქრე.

Posted by: chaPPek 1 May 2013, 10:21
LTB1948

კი, მე გავსინჯე და მშვენიერი იყო smile.gif რომ დაძველდა ცოტა კი მიიფხვნა, ალბათ ზელვა დააკლეს , მარა გემო კარგი ქონდა, არომატიც, სტრუქტურაც მძიმე იყო.


Posted by: ტატა 2 May 2013, 11:39
გოგოებო, ჩემს სახლთან ახლომახლო, არც ერთ მარკეტში მზეკაბანის ფქვილი არ არის, გასვლას კიდევ ვერ ვახერხებ.
არჩევანი ასეთია: კორონა, მაკფა, მზიური ველი ბარაქა
რომელი ჯობია პასკისთვის?

Posted by: LTB1948 2 May 2013, 14:37
chaPPek
მადლობა, შევიძენ აუცილებლად და გავსინჯავ... მიყვარს მძიმე და კარგად შენელებული პასკა, იტალიურები არ მიყვარს, ესენციის გემო აქვს ხოლმე. წელს ისეთი გადაქანცული ვარ, არფრის გაკეთEბის თავი არ მაქვს, ერთი სული მაქვს დასვენეების დღეები რომ იქნება ეგება ცოტა გამოვიძინო. რა გავაკეთო იმასაც კი ვერ ვფიქრობ, ალბათ ჩაქაფულს გავაკეთებ და სიგარეტებს გამოვაცობ, სხვა რამის თავი ნამდვილად არ მაქვს და უკვე არც ფანტაზია მაქვსsmile.gif ჩემი ოცნებები სააღდგომოდ ტელევიზორთან წამოკოტრიალებას და ბალიშს ვერ სცდება....

Posted by: fermina 2 May 2013, 15:00
chaPPek
QUOTE
კი, მე გავსინჯე და მშვენიერი იყო  რომ დაძველდა ცოტა კი მიიფხვნა, ალბათ ზელვა დააკლეს , მარა გემო კარგი ქონდა, არომატიც, სტრუქტურაც მძიმე იყო.


ზუსტად ასეთია ჩემი შეფასებაც ანტრეს პასკის. ცოტა ზედმეტად იფშვნებოდა, მაგრამ გემო და არომატი მშვენიერი. სხვაგან არ ვიცი კარგი პასკა სად არის. გუდვილში?

Posted by: bird*mad*girl 3 May 2013, 00:17
მეც მაინტერესებს კარგი პასკა სად იყიდება, საოჯახო პასკას ვინმე ყიდდეს ხომ არ იცით? არ მინდა იტალიური, ქართული მინდა, რბილი, მძიმე და რომ არ დაიფშვნას ისეთი

Posted by: WOMAN IN LOVE 3 May 2013, 09:28
პასკების ერთი პარტია გამოვაცხვე გუშინ, დღეს მეორე პარტიას ვაცხობ

fermina
წელს გავსინჯე გუდვილის და ტკბილი ქვეყნის პასკები. პირველი ჯობია.

Posted by: donald89 3 May 2013, 15:37
პასკა იყიდება სადმე ქიშმიშიშის გარეშE?

Posted by: Parabola 3 May 2013, 17:00
ტატა
კორონას გირჩევდი
ძალიან კარგია


Posted by: 死海. 3 May 2013, 17:14
მირჩიეთ რამე smile.gif
http://forum.ge/?showtopic=33782179&view=findpost&p=36272686

Posted by: felooon 3 May 2013, 19:40
მეც ასე ვიცი რომ:თაფლი და რძე აუცილებელი ინგრედიენტებია.თუმცაპირადად მე არასდროს მომიმზადებია.გთავაზობთ ამონარიდს:
თაფლი, რომელიც აუცილებელია პასქისთვის. პასქაში რძესა და თაფლს აქვს რელიგიური დატვირთვა, მათ გარეშე ის მოკლებულია საეკლესიო სიმბოლიკას. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ კონკრეტულად ამ სიმბოლიკას დოგმატური ხასიათი აქვს და არა უბრალოდ საეკლესიო წესის, რომელიც შეიძლება სხვადასხვა ადგილობრივ ეკლესიებში სხვადასხვაგვარი იყოს...

პასქის სიმბოლიკა სათავეს იღებს ძველი აღთქმიდან და ის უშუალოდ ღმერთის მიერ არის მოცემული, კერძოდ:

ებრაელები, ნიშნად იმისა, რომ ძველ აღთქმაში დარაზული იყო სამოთხის კარი (ანუ აღკვეთილი იყო ცხონება, ღმერთთან ურთიერთობა), პასექის დღესასწაულზე აცხობდნენ უმარილო და ხმიადებს, ანუ საფუარის გარეშე (საფუარი მადლის გამრავლებას აღნიშნავს)... როდესაც ღმერთმა უბრძანა მოსეს, ეგვიპტის ტყვეობიდან გამოეყვანა მისი ერი (ეგვიპტე კერპთთაყვანისმცემლობის ცენტრი იყო და სულიერი თვალსაზრისით ჯოჯოხეთსა - სულიერ სიკვდილს განასახიერებდა), უთხრა, რომ მიიყვანდა იმ მიწაზე, სადაც მოედინება თაფლი და რძე (ანუ აღთქმულ მიწაზე - აქ სიმბოლურად იგულისხმება ადამიანის სამოთხეში დაბრუნება ქრისტეს მიერ ცოდვათა გამოსყიდვის გზით, ანუ დაბრუნება აღთქმულ მიწაზე)... რძე წარმოადგენს მარადიულ ცხოვრებას, ხოლო თაფლი - ნეტარებას, ამრიგად ღმერთმა აუწყა მოსეს, რომ ის მართლმორწმუნეებს დააბრუნებდა მარადიულ სასუფეველში.

ამიტომ, პასქა დღერს ქრისტიანები მივირთმევთ აღდგომის დღესასწაულზე ნიშნად იმისა, რომ ჩვენთვის ღიაა სასუფეველი, რომ მესია - ქრისტე ჭეშმარიტად განკაცდა და გამოისყიდა კაცობრიობის ცოდვები...

ებრაელებმა, რომელთაც არ მიიღეს იესო მესიად, ახლაც აცხობენ უმარილო ხმიადებს, ნიშნად იმისა, რომ ისინი კვლავ ელოდებიან მესიას...

ამიტომ ქრისტიანისთვის მაცის (ებრაელთა საპასექო ხმიადის) ჭამა, ქრისტეს უარყოფის ცოდვაა, ხოლო პასქის არარელიგიური რეცეპტით გამოცხობა - უბრალოდ ნამცხვრის გაკეთებაა და მეტი არაფერი.

Posted by: LUTA 3 May 2013, 21:00
felooon

ძალიან საინტერესოა , ეს ნამდვილად არ ვიცოდი, დიდი მადლობა smile.gif

Posted by: Makulatura 3 May 2013, 21:40
QUOTE
 სააღდგომო სუფრა

მაწვნის სუპი
გაროხის სუპი
ჩიხირთმა

და მანანას ხორციანი ბლინჩიკები love.gif

Posted by: WOMAN IN LOVE 3 May 2013, 22:57
felooon
ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ მსგავსი ტექსტები და რიტორიკა მაღიზიანებს facepalm.gif

Posted by: felooon 3 May 2013, 23:29
WOMAN IN LOVE
მე არ ვფიქრობ რომ,გამაღიზიანებელი დავწერე რაიმე.ვწუხვარ,თუ თქვენში ასეთი რეაქცია გამოიწვია.დამიჯერეთ,არც კი მიფიქრია ვინმეს გაღიზიანება.უბრალოდ ავღნიშნე რომ მეც ასე ვიცი(რძე და თაფლთან დაკავშირებით) და დავასაბუთე თუ საიდან და რატომ.ასე რომ, ვისაც როგორ უნდა ისე მოიწცეს 2kiss.gif

Posted by: ninicool 4 May 2013, 00:45
felooon
ამის წყარო იქნებ მიუთითო?
QUOTE
მეც ასე ვიცი რომ:თაფლი და რძე აუცილებელი ინგრედიენტებია.თუმცაპირადად მე არასდროს მომიმზადებია.გთავაზობთ ამონარიდს: თაფლი, რომელიც აუცილებელია პასქისთვის. პასქაში რძესა და თაფლს აქვს რელიგიური დატვირთვა, მათ გარეშე ის მოკლებულია საეკლესიო სიმბოლიკას. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ კონკრეტულად ამ სიმბოლიკას დოგმატური ხასიათი აქვს და არა უბრალოდ საეკლესიო წესის, რომელიც შეიძლება სხვადასხვა ადგილობრივ ეკლესიებში სხვადასხვაგვარი იყოს... პასქის სიმბოლიკა სათავეს იღებს ძველი აღთქმიდან და ის უშუალოდ ღმერთის მიერ არის მოცემული, კერძოდ: ებრაელები, ნიშნად იმისა, რომ ძველ აღთქმაში დარაზული იყო სამოთხის კარი (ანუ აღკვეთილი იყო ცხონება, ღმერთთან ურთიერთობა), პასექის დღესასწაულზე აცხობდნენ უმარილო და ხმიადებს, ანუ საფუარის გარეშე (საფუარი მადლის გამრავლებას აღნიშნავს)... როდესაც ღმერთმა უბრძანა მოსეს, ეგვიპტის ტყვეობიდან გამოეყვანა მისი ერი (ეგვიპტე კერპთთაყვანისმცემლობის ცენტრი იყო და სულიერი თვალსაზრისით ჯოჯოხეთსა - სულიერ სიკვდილს განასახიერებდა), უთხრა, რომ მიიყვანდა იმ მიწაზე, სადაც მოედინება თაფლი და რძე (ანუ აღთქმულ მიწაზე - აქ სიმბოლურად იგულისხმება ადამიანის სამოთხეში დაბრუნება ქრისტეს მიერ ცოდვათა გამოსყიდვის გზით, ანუ დაბრუნება აღთქმულ მიწაზე)... რძე წარმოადგენს მარადიულ ცხოვრებას, ხოლო თაფლი - ნეტარებას, ამრიგად ღმერთმა აუწყა მოსეს, რომ ის მართლმორწმუნეებს დააბრუნებდა მარადიულ სასუფეველში. ამიტომ, პასქა დღერს ქრისტიანები მივირთმევთ აღდგომის დღესასწაულზე ნიშნად იმისა, რომ ჩვენთვის ღიაა სასუფეველი, რომ მესია - ქრისტე ჭეშმარიტად განკაცდა და გამოისყიდა კაცობრიობის ცოდვები... ებრაელებმა, რომელთაც არ მიიღეს იესო მესიად, ახლაც აცხობენ უმარილო ხმიადებს, ნიშნად იმისა, რომ ისინი კვლავ ელოდებიან მესიას... ამიტომ ქრისტიანისთვის მაცის (ებრაელთა საპასექო ხმიადის) ჭამა, ქრისტეს უარყოფის ცოდვაა, ხოლო პასქის არარელიგიური რეცეპტით გამოცხობა - უბრალოდ ნამცხვრის გაკეთებაა და მეტი არაფერი.


Posted by: felooon 4 May 2013, 01:37
ninicool
დიდი სიმოვნებით.ეს არ არის ჩემი მოგონილი.ეს არის პასქის რელიგიური კუთხით განხილვა.ამონარიდი კი იმიტომ ვუწოდე რომ,მე არ დამიწერია.სოციალურ ქსელში,ერთ-ერთი გვერდიდან დავაკოპირე.აქვე ჩავსვავ ლინს.თუმცა ვთვლი რომ,არაფერი გასაღიზიანებელი არ დამიწერია.ავღნიშნე ის როგორც მე ვიცი.ეს კი, მხოლოდ სოციალური ქსელიდან მიღებულ ინფორმაციას არ ემყარება.რელიგიას ვსწავლობდი, სკოლაში ბოლო-ბოლო.თუმცა აღსანიშნავია ისიც რომ,პასქის რეცეპტი თაფლით,არ შემხვედრია.ესკი ლინკი,თქვენი მოთხოვნით
https://www.facebook.com/photo.php?fbid=473794012693565&set=pb.127574067315563.-2207520000.1367616629.&type=3&theater

Posted by: WOMAN IN LOVE 4 May 2013, 01:50
felooon
შენ მიმართ არ დამიწერია პოსტი, ალბათ მიხვდი... გადავედი მაგ ბმულზე. კიდევ უფრო გავღიზიანდი.
* * *
კომენტარებია - უნდა დაჯდე და იტირო. ერთი ეგაა, ბეეე, ბეეე არ ისმის facepalm.gif

Posted by: mashusha 4 May 2013, 10:45
ninicool
WOMAN IN LOVE
felooon
QUOTE
რომ კონკრეტულად ამ სიმბოლიკას დოგმატური ხასიათი აქვს და არა უბრალოდ საეკლესიო წესის




როგორ შეიძლება რეცეპტი იყოს დოგმტიკა, ვაიმე დედა!

ქრისტიანული დოგმატიკა არის მართლმადიდებელი ღვთისმეტყველების მთავარი და ძირითადი დარგი, ქრისტიანული დოგმების შემსწავლელი მეცნიერება. მისი ძირითადი წყაროა ძველი და ახალი აღთქმის წიგნები, ე.ი. ბიბლია, აგრეთვე საეკლესიო ტრადიციები, მსოფლიო საეკლესიო კრებებზე მიღებული რწმენის სიმბოლოები და ეკლესიის დიდი მამების ქრისტიანული სარწმუნოების აღსარებები. თავის თანამიმდევრულ განვითარებაში დოგმატიკა სამ პერიოდს ითვლის: 1. პირველდაწყებითს, მსოფლიო საეკლესიო კრებებამდე. 2. მსოფლიო კრებებისა და 3. მსოფლიო კრებებიდან XI საუკუნემდე.

გადმოვაკოპირე, რო მიხვდეთ რა არის დოგმატიკა. ეხლა, როგორ წარმოგიდგენიათ მსოფლიო კრებების მიერ მიღებული პასკის რეცეპტი? : (

მაგალითს გეტყვით, დოგმატიკაა ის რომ სულიწმინდა გამოვალ მამისაგან (მრწამსში)

აბა ეხლა როგორ შეიზლება ა მის გვერდით საკვები პასკის რეცეპტის დაყენება?
ჩვენი ეკლესიის მნათობი მამები, იჯდდნენ მსოფლიო კრებებზე და იხილავდნენ პასკის რეცეპტს : ) ღმერთმანი, ძალიან სამარცხვინოა!

თქვენ არ გეხებათ ეს ემოციები, უბრალოდ, დავიშოკე smile.gif

Posted by: ხორხე 4 May 2013, 11:17
აუ რა საერთო სახალხო ჭამასმისთვის მზადებაა?! smile.gif)

Posted by: mashusha 4 May 2013, 11:21
ხორხე
QUOTE
აუ რა საერთო სახალხო ჭამასმისთვის მზადებაა?!  )



არც ეგაა ცუდი. მე მარხვაზე ვარ და ყველაფერი მონატრებული მაქვს smile.gif
თუმცა, ხომ გაგიგია თვალი ხარბიაო. გგონია ბევრს შეჭამ და ყველაფერი გინდა, ამ დროს, ცოტას გადაყლაპავ და მზად ხარ : )) მერე ხვდები რა ტყუილად აკეტე ამდენი : )

მარა, პასკა მართლა ძალიან მაგარია და აუცილებელი (არა დოგმატური გაგებით smile.gif )

Posted by: ხორხე 4 May 2013, 11:44
მე ვჭამე უკვე სააღდგომო წითელი კვერცხები love.gif

Posted by: mashusha 4 May 2013, 11:50
ხორხე
QUOTE
მე ვჭამე უკვე

QUOTE
სააღდგომო წითელი კვერცხები

QUOTE
სააღდგომო

QUOTE
სააღდგომო

QUOTE
სააღდგომო



არადა, სააღდგომოო და : )))


გეცლია აღდგომისთვის: )) სულსწრაფო : ))
























სეგერგოს!

Posted by: ხორხე 4 May 2013, 11:58
არაუშავს, მაპატიებს ღმერთი - ვუყვარვარ smile.gif


Posted by: WOMAN IN LOVE 4 May 2013, 12:14
mashusha
ძაან ბნელა ხალხის ტვინებში, ძაან sad.gif კაი, ვთქვათ, ეგრეა და დებ რაღაც მკაცრ ტონში დაწერილ ტექსტს, რომ ჭეშმარიტი პასკა კეთდება თაფლითა და რძით, ხოლო ისე პასკა უბრალოდ ნამცხვარია და მადლი არ აქვს drug.gif შემოდიან ცხვრები, შეშინებულები, დამფრთხალები ითხოვენ ჭეშმარიტი პასკის რეცეპტს sad.gif და ვინაა პატრონი? ზოგმა იქვე, სპონტანურად გადაწყვიტა, თაფლით გავაკეთებ აწი პასკასო და იმას კი აღარ ფიქრობს, რომ მთავარი რეცეპტი კი არაა, ან ის, თუ რამდენად კარგი გამოვა ასეთი პასკა, საერთოდ თუ გამოვიდა no.gif მაცას ჭამა ქრისტეს გმობასთან გააიგივეს, გადაირევი, რეები წერია, ხალხი კი არა, ფარაა რა.
* * *
თან გამწარებულები რომ ითხოვენ რეცეპტს და კაციშვილი პასუხის გამცემი არაა. დაატერორეს და დატოვეს ეგრე, ღირსები არიან biggrin.gif

Posted by: tamo7779 4 May 2013, 12:26
WOMAN IN LOVE
+1
sad.gif მწარე რეალობა

Posted by: annak 4 May 2013, 12:27
QUOTE
მადლი არ აქვს

smile.gif))))))))))))))) მდააა... რა უნდა თქვა
QUOTE
შემოდიან ცხვრები, შეშინებულები, დამფრთხალები ითხოვენ ჭეშმარიტი პასკის რეცეპტს

QUOTE
მაცას ჭამა ქრისტეს გმობასთან გააიგივეს, გადაირევი, რეები წერია, ხალხი კი არა, ფარაა რა.

ძალიან ცუდი სიტუაციაა უმრავლესობა მორწმუნე კი არა აგრესიული ფარისეველია.
გული შეგიწუხდება და შეგრცხვება ხშირად ისე იქცევიან.
უცხოელი სტუმარი მყავადა ეკლესიის დასათვალიერებლად წაყვანილი და იქვე დავსხედით და რაღაცეებს ვუხსნიდი.. მოვიდა ვიღაც ახალგაზრდა კაცი და მკაცრად მომთხოვა ტაძრის დატოვება უფლება არ გაქვთო.
ისე უხეშად მომთხოვა წასვლა ... უხმოდ წამოვდექი. თან არ მინდოდა ზედმეტ პოლემიკაში შესვლა სტუმარს რომ არ გაეგო. თუმცა მიხვდა და მერე მითხრა არ უნდა წამოსულიყავიო biggrin.gif ........
კიდევ ბევრი რამის გახსენება შემიძლია.
სიბნელეა.. სრული.

Posted by: WOMAN IN LOVE 4 May 2013, 12:29
annak
QUOTE
მკაცრად მომთხოვა ტაძრის დატოვება უფლება არ გაქვთო.

რატომო? მე არ წამოვიდოდი sad.gif ნუ, მანამდე ცოტას შევებრძოლებოდი მაინც biggrin.gif

Posted by: n_j 4 May 2013, 12:38
WOMAN IN LOVE
მთავარია რაიმე ისეთი თქვა რომ ხალხი დაზაფრო smile.gif ვინმე დაფიქრდება და გააანალიზებს თუ რა? კოპი-პეისთი, დაშეარება და ახალი ჭეშმარიტებაც მზადაა wink.gif რაც უფრო ბრტყელ-ბრტყელად იტყვი, მით უფრო ბოლდებიან

Posted by: annak 4 May 2013, 12:40
WOMAN IN LOVE
QUOTE
რატომო? მე არ წამოვიდოდი

ნეტა ვიცოდე.. მაგრამ ისეთი აგრესიული იყო ინსტიქტურად წამოვხტი ფეხზე.
იქური მრევლი, ხელში ლოცვანით, თვალებატრიალებულ–აღშფოთებული . რა ვიცი რამ გადარია
შარვალი მეცვა და ალბათ უცხოელს რომ ვესაუბრებოდი იმან?
მგონი თავზეც არ მეხურა.
არ ვიცი კონკრეტულად რა არ მოეწონა.
ხმადაბლა ვსაუბრობდით, ღვთისმსახურება არ იყო.
შემრცხვა ძალიან მის მაგივრად..
თან მართლა არ მინდოდა ამ ადამიანს გაეგო რომ გვაგდებდნენ..

Posted by: mashusha 4 May 2013, 16:14
annak
QUOTE
უცხოელი სტუმარი მყავადა ეკლესიის დასათვალიერებლად წაყვანილი და იქვე დავსხედით და რაღაცეებს ვუხსნიდი.. მოვიდა ვიღაც ახალგაზრდა კაცი და მკაცრად მომთხოვა ტაძრის დატოვება უფლება არ გაქვთო.



იცი რა არის? საერთოდ, უცხოელია ეს თუ ქართველი, საუბარი ეკლესიაში არ არის სწორი.ეკლესია ზეცაა დედამიწაზე და სალოცავად განკუთვნილია. საუბარი პირადი თუ ახსნა გარეთ ჯობია. ჩვენ, მრევლიც მუდამ ამ ცოდვაში ვართ და მთელი წირვა ან პირად საუბარს ვაყილებთ ხოლმე, ან ერთმანეთის მოკიტხვას და აშ. ეს იმის მანიშნებელია, ვერც კი ვხვდებით რა მსახურება მიდის და სად ვიმყოფებით.
თუმცა, შენიშვნის მოცემის ფორმაც არსებობს.

ეკლესია ის ადგილია, სადაც სიყვარული ყველაზე აღმატებული უნდა იყოს. ამიტომ, უხეშად და თვალების ბრიალით შენიშვნა, უკვე პრობლემებზე მიანიშნებს.

WOMAN IN LOVE
QUOTE
ძაან ბნელა ხალხის ტვინებში, ძაან  კაი, ვთქვათ, ეგრეა და დებ რაღაც მკაცრ ტონში დაწერილ ტექსტს, რომ ჭეშმარიტი პასკა კეთდება თაფლითა და რძით, ხოლო ისე პასკა უბრალოდ ნამცხვარია და მადლი არ აქვს



ეს სტატია რომ წავიკიტხე, მეც მივიფქრე ამგვარებზე.
ასეთ შეკიტხვებს უფრო ის ხალხი სვავს, რომელიც ძალიან შორს არის ეკლესიისგან და ვალის მოხდად და ბედნიერად თვლიან თავ, თუ სანთელი გააგზავნეს 12 სახარებოს მოსასმენად, პასკაში აუცილებალდ თაფლი გაურიეს, ლიტანიობაზე იყვნენ და.... და მორჩა. არადა, ღმერთთან ურთიერთობა, სულ სხვა განზომილებაა და სხვათა შორის, არც თუ მარტივი.

მრევლსაც რას ეტყვი.. გარდა იმისა, რომ დიდი რწმენა ჩვენში არაა (ვფართხალებთ რაღაცას), არც სწავლებაა მაღალ დონეზე. ასე მოვკრავთ ყურს სტატიებს, ზოგან ქადაგებებს, ზოგან მრევლის ჩურჩულს , ვაწებებთ და ასე იქმნება ჩვენში ქრისტიანობა.

თუმცა, ამ საუკუნეში, ღირებულებების ასეთი საოცარი გადაფასებების და ასეთი თავისუფლების ეპოქაში, ვიღაც რომ ამბობს ღმერთი არსებობსო, მის გამო თუნდაც მცირედზე, ანუ საჭმელზე უარს იტყვის 60 დღე, 2 საათი ეკლესიაში ფეხზე დგას, ალბათ უკვე ზალიან მაგარია...


მე ასე მგონია..

Posted by: WOMAN IN LOVE 4 May 2013, 16:41
mashusha
QUOTE
ასე იქმნება ჩვენში ქრისტიანობა.

დიდი ბოდიში, მაგრამ ის, რაც "ასე იქმნება", ძალიან შორსაა ქრისტიანობისგან.

Posted by: ხორხე 4 May 2013, 16:47
mashusha
QUOTE
ვაწებებთ და ასე იქმნება ჩვენში ქრისტიანობა.

ხო ამ შეწებებებითაა რომ გააგიჟეთ ხალხი და ახვევინებთ სამარხვო შაურმებს და ათას ოხრობებს biggrin.gif

გამოათაყვანეთ ხალხი ამ სიგიჟეებით

"დედაკაცი კაბაში სძაგს უფალსა" facepalm.gif

ღმერთო რა დაგიშავე ამ ქვეყანაში რომ აღმომაჩინე ა ? biggrin.gif






Posted by: mashusha 4 May 2013, 17:22
WOMAN IN LOVE
QUOTE
დიდი ბოდიში, მაგრამ ის, რაც "ასე იქმნება", ძალიან შორსაა ქრისტიანობისგან.


გეთანხმები!!!

ხორხე
QUOTE
ხო ამ შეწებებებითაა რომ გააგიჟეთ ხალხი და ახვევინებთ სამარხვო შაურმებს და ათას ოხრობებს

მე არავინ გამიგიჟებია.

სამარხვო შაურმაში, არასამარხვო მხოლოდ სახელია, დანარჩენი კურდღის საჭმელი ბოსტნეულია. ან მგონი სოიო. ერთი ოხერიაო, როგორც იტყვიან.

გინდა შაურმა დაუძახე და გინდა ყაურმა, მაინც ბოსტნეულია და 1 საათში ზუსტად ისეთივე მშიერი ხარ, როგორიც ჭამამდე იყავი biggrin.gif

კარგია გრიგოლ ხანძთელს, რომ ჰყავდა ისეტი მრევლი გავხდეთ, მაგრამ, ყოელგვარი თავმდაბლოის გარეშე ვიტყვი, მიუწვდომეია დღეს ეგ ჩვენთვის. ამიტომ, რარაც მცირედი, რაც იქ კეთდება, უკვე კარგია. დანარჩენი უნდა გამოსწორდეს. ეს უკანასკნელი აუცილებელი.

ცუდია თუ კარგია მრევლი, ქრისტეს სახელის გამო 60 დღე ნორმალური საჭმელიც არ უჭამია, სუფრიდან მჟავე ჟონჟოლით პირამჟავებულიც წამოსულა, ეკლესიაში წირვა-ლოცვაზესაათობით ფეხზეც მდგარა, დაღლი-დაქანცულს ლოცვის გარეშეც არ დაუძინია, ცოტ-ცოტა ცხოვრებაშიც დაუთმია... ეკლესიაში და მრევლში, რომ პრობლემაა, განა ეს სადავოა, მაგრამ, ამ ხალხს ნაბიჯი აქვს გადადგმული სწორი მიმართულებით და ის ვისაც ჯერ ესეც არ გაუკეთები, მრევლისგან ბნელი მასის ხატის შექმნას, ტავად სცადოს ნაბიჯის გადადგმა არ უნდა?

ანუ, მოკლედ რომ ვთქვა, ზალიან არ მომწონს ტენდენცია, გაუთავებლად მრევლის და ეკლესიისთვს ბნელების და სხვა მრავალი არასასურვველი ეპითეტისგან ხატის სექმნის მცდელობა, რაც მგონია წარმატებით დაგვირგვინდა. თორემ, ეკლესიაში, რომ პრობლემებია, ეს უდავოა... მეტიც, ეკლესიაში კი არა, არაპროფესიონალიზმის პრობლემა საერთოა დღეს საქართველოში...

Posted by: annak 4 May 2013, 17:24
mashusha
არ იყო წირვა თითქმის ცარიელი იყო ეკლესია და ეს დავწერე კიდეც.
აქ-იქ იჯდა ხალხი და საუბრობდა ერთმანეთში. ზოგი ხატებთან ლოცულობდა.
ფრესკებზე და მართლმადიდებულ რიტუალებზე მეკითხებოდა რაღაცეებს და რაც ვიცოდი ვპასუხობდი.
თორემ გეთანხმებით წირვის დროს ეკლესიაში საუბარი არ შეიძლება და ჩემთვისაც მიუღებელია.
სწორად ეს მკითხა ამ ადამიანმაც რომ სხვებისთვის თუ შეიძლებოდა საუბარი ჩვენთვის რატომ არ შეიძლებოდაო? სხვა კი არაფერი.

ყველგან არ ყოფილა ასე რა თქმა უნდა რამდენიმე ეკლესია დავათვალერებინე და ძირითადად რაც მე არ ვიცოდი სხვები უხსნიდნენ.
მეტს .. აღარ გავაგრძელებ.

mashusha

QUOTE
პრობლემა რაშია იცი?

აი, რაც ეხლა აღნიშნე, ეს როგოც წესი, აღნიშვნის გარეშე რჩება ხოლმე და იქმენბა სურათი, რომ ყველა ეკლესიიდან თვალებბრიალით გაგდებენ. ამაში ვეღარავის გადაარწმუნებ!

მაშუშა ხშირ შემთხვევაში ისეთი აგრესია იყო ცარიელ ადგილზე, რომ ეს სიკეთე და არამარტო ეს, ჩაიკარგა..

აღდგომა მოდის
მინდა მოგილოცოთ ყველას, ცოტა წინასწარ!
მრავალს დავესწროთ.


პ.ს. კულიჩები გუშინ გამოვაცხვეთ და მოგვიანებით დავიწყებ ხაჭოს პასკის კეთებას smile.gif

Posted by: mashusha 4 May 2013, 17:30
annak
QUOTE
ყველგან არ ყოფილა ასე რა თქმა უნდა რამდენიმე ეკლესია დავათვალერებინე და ძირითადად რაც მე არ ვიცოდი სხვები უხსნიდნენ.



პრობლემა რაშია იცი?

აი, რაც ეხლა აღნიშნე, ეს როგოც წესი, აღნიშვნის გარეშე რჩება ხოლმე და იქმენბა სურათი, რომ ყველა ეკლესიიდან თვალებბრიალით გაგდებენ. ამაში ვეღარავის გადაარწმუნებ!

ხატის შექმნა არ მომწონს, თორემ, პრობლემების მეტი რა არის. პრობლემა არ არის ისეთი სტტატიის დაწერა, რამაც ეს პოლემიკა გამოიწვია? ტუმცა, არ ვიცით ვინ არის ავტორი, ან რა უდევს ამ სტატიას საფუძვლად.
უვიცობის ზღვარს ზემოთ არაა პასკის რეცეპტისთვის დოგმატიკის იარიყის მიწებება? ეს იცით არს ნიშნავს, რომ საერთოდ, აი, ელემენტარულზე მეტადაც კი არ ხარ გონზე, რა არის დოგმატიკა. ან, საერთოდ ჩვენი რელიგია რა არის...
იმ სტატიამ მართლა დამშოკა.

Posted by: WOMAN IN LOVE 4 May 2013, 17:37
ხორხე
QUOTE
დედაკაცი კაბაში სძაგს უფალსა

შარვალში, ბიჯოოჰ mad.gif

Posted by: felooon 4 May 2013, 17:38
არც კი მიფიქრია, ჩემი დადებული მასალა,ასეთ აჟიოტაჟს თუ გამოიწვევდა.როგორ ინფორმაციასაც ვფლობდი ის გაგიზიარეთ და საიდან და რატომ, რომ არ გაჩენილიყო კითხვები.ამონარიდის სახით შემოგთავაზეთ.ეს არის ინფორმაცია,თუ საიდან მოდის აღდგომის დღისთვის,პასქის გამოცხობის ტრადიცია.თუმცა გადის დრო და არამხოლოდ პასქის გამოცხობის ტრადიცია,რელიგიაც კი ბიზნესის სახეს იღებს.რატომ ვაცხობთ პასქას? ამას ხომ რელიგიური დატვირთვა აქვს.თუმცა დრომ მოიტანა და მე არ მეგულება არსად არავინ,ვინც: პასქას თაფლით აცხობს.მე არ ვარ რელიგიაში იმდენად გარკვეული ადამიანი,ვინმეს რაიმე ვასწავლო.თუმცა მაქვს ჩემი შეხედულება ამ საკითხში.ალბათ ვცოდავ,მაგრამ მე ვერ ვილოცებ ილია ჭავჭავაძის ხატის წინ.ის იყო ეროვნული გმირი,კი ბატონო.მაგრამ რატომ უნდა ვთხოვო ჩემი შვილების მფარველობა მას.ამისათვის არსებობს უფალი და იესო ქრისტე.მაგრამ თუ პასქის გამოცხობის ტრადიცია მოდის ძალიან დიდი ხნიდან,და ეს არის ტრადიცია.მისი დანიშნულება ხომ იყო თაფლით და რძით გამოცხობა.რატომ არ არსებობს რეცეპტები თაფლით,რატომ არ აცხობს თუნდაც საპატრირქო .მათაც არ წაუკითხავთ ბიბლია?მაგრამ დღეს რწმენა ლოცვანით ხელში სიარული გახდა,ეკლესიის, ეკლესიის გვერდითვე შენება.მაშინ როდესაც ქვეყანა სავსეა გაჭირვებული ადამიანებით.ადამიანებით, რომელთაც წამლის ფული არ აქვთ შვილებისა და მშობლებისათვის.სამაგიეროდ ეკლესიები გვაქვს ბევრი.კი ბატონო უნდა გვქონდეს.ნამდვილად აუცილებელია.მაგრამ ეკლესია არ უნდა იქცეს ბიზნესად.ვიღაც ეკლესიის ასაშენებლად ფულს იღებს,აგროვებს.ზედ თავისთვის ჯიპს მიაყოლებს,ვიღაცას კი შვილისთვის წამლის ყიდვა არ შეუძლია.მერე კი ამაყად თავაწეულები შევალთ ეკლესიაში და ვიამაყებთ ჩვენი სარწმუნოებით.ვიღაც ხატის მოსაოქროვებლად 50 კილო ოქროს გამოიყენებს,ვიღაცას კი ხელში ჩააკვდება დედა,რომელიც საავადმყოფოში ვერ მიიყვანა.დღეს ესაა ხალხის 60 % ის რწმენა.ღმერთის სახელით მანიპულირება გახდა ჰობი.ჰაერში არ ვამბობ,მე მინახავს მამაო ,რომელიც საუკეთესო ჯიპით დადის.საუკეთესო მობილურით,წირვის დროს მობილურს პასუხობს ...და ასე შემდეგ.ისიც მინახავს როგორ ჩაჰკვდომია დედას შვილი ხელებში.დას ძმა.შვილს დედა....ბევრი რამ მინახავს ,მაგრამ ყველას ერთ ქვაბში მოხარშვაც არ შეიძლება...მოკლედ ეს არ არის ადგილი ამ თემის განსახილველად.მე ვინ მომცა უფლება,ვინმე განვიკითხო.ისედაც ბევრი ვთქვი და განვიკითხე.შეიძლება ჩემი აზრი გასაგებად ვერ გადმოვეცი,მაგრამ არაუშავს.ბოდიშს ვიხდი რომ გავაოფე.უბრალოდ საჭიროდ ჩავთვალე მეპასუხა,ვინაიდან ეს არეულობა ჩემმა პოსტმა გამოიწვია.ასე რომ,თუ ვინმეს გაღიზიანება გამოვიწვიე მაპატიეთ.

Posted by: mashusha 4 May 2013, 17:41
ხორხე
QUOTE
დედაკაცი კაბაში სძაგს უფალსა"

biggrin.gif biggrin.gif
და მამაკაცი შარვალში biggrin.gif

ორივეს უნდა ეცვას ლეღვის ფოთოლი.... უი, არა... კვართი biggrin.gif

Posted by: WOMAN IN LOVE 4 May 2013, 18:06
felooon
შენ კარგად იყავი და მრავალს დაესწარი 2kiss.gif

Posted by: felooon 4 May 2013, 18:13
WOMAN IN LOVE
მადლობა დიდი.ასევე:გილოცავ,მრავალს დაესწარი 2kiss.gif .
ყველას გილოცავთ,მართალია ცოტა ნაადრევად, მაგრამ მაინც...უფალი იყოს თქვენი და საერთოდ,თითოეული ადამიანის მფარველი.უფალს ვებარებოდეთ .

Posted by: mashusha 4 May 2013, 19:54
შენ არაფერ შუაში ხარ. ეს პოსტი შენი არ იყო. ვიღაცის უვიცობა დააკოპირე და სამწუხაროდ, იმდენი მნახველი ჰყავს... : ))))

2kiss.gif 2kiss.gif

მთავარია სიყვარული იყოს ჩვენს გულებში, მერე ყველაფერი ტავის სახელს დაირქმევს !

Posted by: n_j 4 May 2013, 20:04
ყველა მორწმუნეს გილოცავთ აღდგომის დღესასწაულს smile.gif

Posted by: მაკ-კი 4 May 2013, 21:04
n_j
მადლობა, მეც გილოცავ და ყველას ვულოცავ smile.gif

Posted by: ninicool 4 May 2013, 21:36
QUOTE (felooon @ 4 May 2013, 01:37 )
ninicool
დიდი სიმოვნებით.ეს არ არის ჩემი მოგონილი.ეს არის პასქის რელიგიური კუთხით განხილვა.ამონარიდი კი იმიტომ ვუწოდე რომ,მე არ დამიწერია.სოციალურ ქსელში,ერთ-ერთი გვერდიდან დავაკოპირე.აქვე ჩავსვავ ლინს.თუმცა ვთვლი რომ,არაფერი გასაღიზიანებელი არ დამიწერია.ავღნიშნე ის როგორც მე ვიცი.ეს კი, მხოლოდ სოციალური ქსელიდან მიღებულ ინფორმაციას არ ემყარება.რელიგიას ვსწავლობდი, სკოლაში ბოლო-ბოლო.თუმცა აღსანიშნავია ისიც რომ,პასქის რეცეპტი თაფლით,არ შემხვედრია.ესკი ლინკი,თქვენი მოთხოვნით
https://www.facebook.com/photo.php?fbid=473794012693565&set=pb.127574067315563.-2207520000.1367616629.&type=3&theater

პირველი კულინარი არ არიც ჩემთვის ავტორიტეტი, მე უფრო დედა ეკლესიის რჩევებით ვხელმძღვანელობ.

ეკლესიასთან საკმაოდ დიდი ხანია შეხება მაქვს და მსგავსი არსად არაფერი მსმენია, არადა მნიშვნელოვანი რომ ყოფილიყო, ალბათ გვეცოდინებოდა.

ეს რომ რომელიმე მამაოს ვუთხრა, მოკვდება სიცილით.


პ.ს. ვისაც როგორ ეცხოვრება, ისე ცხოვრობს და ვისაც როგორ ემარხულება, ისე მარხულობს. ჩემი საქმე მხოლოდ ჩემი ცხოვრებაა და ჩემი ცხოვრება მხოლოდ ჩემი საქმეა, თუ მინდა სამარხო შაურმას შევჭამ და თუ მინდა სამარხო სოსისებს.

შარშან ვიკვებებოდი სამარხო სოსისებით ძალიან ინტენსიურად.

Posted by: felooon 6 May 2013, 19:26
ninicool
არ გედავები.შეიძლება მართლაც არ შეესაბამება სრულ სიმართლეს.(ნუ ებრაელების ეგვიპტიდან გამოყვანა და ამას არ ვგულისხმობ,ეს რელიგიაშიც ასე ვისწავლეთ,ვგულისხმობ: პასკა და თაფლის ამბავს).ეს ამბავი პირველად აქ არ წამიკითხავს,უამრავი ადამიანისაგან გამიგია.მაშასადამე ძალიან ბევრი ადამიანი ვართ შეცდომაში შეყვანილი? და ვინმემ რომ ნორმალური პასუხი დაწეროს(თუნდაც იმ პოსტის კომენტარებს რომ გადახედოთ) ერთმა წაიკითხა სხვას უთხრა იმან სხვას და საბოლოოდ ძალიან დიდ მასას არასწორი ინფორმაცია აქვს.პასუხის გამცემი კი,შენც არ მოგიკვდე.კაციშვილი არაა.თუნდაც წითელი კვერცხის ამბავი.პასქასთან დაკავშირებით ვეძებდი ინფორმაციას,ვერსად ვერაფერი ვიპოვე რა საკვირველია.წავაწყდი ამ სტატიას.
http://mama-giorgi.moy.su/publ/st'at'iebi/ras_nishnavs_ts'iteli_k'vertskhi/2-1-0-135
ამონარიდი:
– წითელი ფერი ქრისტეს მოწამეობრივ აღსასრულს აღნიშნავს. კვერცხი კი არის პოტენციური ახალი სიცოცხლის გამოვლინების სიმბოლო, უძველესი ღვთისმეტყველური სიმბოლოც. წითელი კვერცხი მოასწავებს ქრისტეს სამარხს, მის განტეხვას, კრეტსაბმელის გახსნას, ახალი ცხოვრების დაწყებას და ახალი აღთქმის საიდუმლოს განგებულების აღსრულებას, კაცობრიობის ოვულაციის პერიოდის დამთავრებას და ახალი კაცობრიობის, ქრისტეს მიერ კაცობრიობის გამოჩეკვას.
მე სულ სხვა ინფორმაციას ვფლობდი ამასთან დაკავშირებით.რომელიც მამაოსგან მაქვს მოსმენილი.
მარიამ მაგდალინელმა კვერცხი მიართვა რომის იმპერატორს და უთხრა:ქრისტე აღსდგა.იმპერატორმა გაკვირვებით შეხედა და უთხრა:მკვდარი როგორ აღდგებოდა,ეს ისეთივე დაუჯერებელია,როგორც ეს კვერცხი გაწითლდესო.და კვერცხები გაწითლდა.მას შემდეგ მოდის, აღდგომა დღეს კვერცხების შეღებვის ტრადიციავო.
ნუ,დღეს-დღეობით რომ ყველაფერი რიგზე ვერაა ფაქტია.აღარ ვიდავოთ ასეთ რამეებზე.ბევრი რამე არ ვიცი,ბევრიც არასწორად ვიცი ...ისე იქნებ ვინმემ კითხოთ მამაოს ამის შესახებ.ცოტა დაწვრილებით გვიპასუხოს.მე ვკითხე ადრე,როდესაც კვერცხზე მითხრა.პასქა გოლგოთას განასახიერებს სიმბოლურადო მიპასუხა.სულ ეს იყო.და იქნებ ამდენ ხალხს,ვინმემ სწორი ინფო მოგვაწოდოს.
პ.ს. ქრისტე აღსდგა.გილოცაავთ...

Posted by: ninicool 6 May 2013, 19:47
felooon
QUOTE
არ გედავები.შეიძლება მართლაც არ შეესაბამება სრულ სიმართლეს.(ნუ ებრაელების ეგვიპტიდან გამოყვანა და ამას არ ვგულისხმობ,ეს რელიგიაშიც ასე ვისწავლეთ,ვგულისხმობ: პასკა და თაფლის ამბავს).ეს ამბავი პირველად აქ არ წამიკითხავს,უამრავი ადამიანისაგან გამიგია.მაშასადამე ძალიან ბევრი ადამიანი ვართ შეცდომაში შეყვანილი? და ვინმემ რომ ნორმალური პასუხი დაწეროს(თუნდაც იმ პოსტის კომენტარებს რომ გადახედოთ) ერთმა წაიკითხა სხვას უთხრა იმან სხვას და საბოლოოდ ძალიან დიდ მასას არასწორი ინფორმაცია აქვს.პასუხის გამცემი კი,შენც არ მოგიკვდე.კაციშვილი არაა.თუნდაც წითელი კვერცხის ამბავი.პასქასთან დაკავშირებით ვეძებდი ინფორმაციას,ვერსად ვერაფერი ვიპოვე რა საკვირველია.წავაწყდი ამ სტატიას

ვიკითხავ საპატრიარქოს საიტზე და კომპეტენტური პირი გამცემს პასუხს.

Posted by: LUTA 6 May 2013, 23:15
მე რელიგიურ საკითხებში არ ვარ გათვიცნობიერებული ,ვერაფერს ვიტყვი.

კულიჩს რაც შეეხება, ბევრი არ მიფიქრია , წარმატებით მოვარგე საკონდიტრო წესებს.

ითქვა რომ არ შეიძლებოდა . რელიგია, წესი , ადათი და ლოცვა იყო მოყვანილი არგუმენტად. თუმცა , მე ვთვლი რომ ასე უკეთესი გამოდის .

თაფლის აუცილებლობაზე არ მსმენია ნამდვილად . მაგრამ ეს, არაფერს ნიშნავს , მე არ ვარ კომპეტენტური ამ საკითხში.

სუფთა საკოდიტრო თვალსაზრისით, თაფლი მისცემს მუქ ფერს. სულ ესაა . სხვა არფერი შემიძლია ვთქვა .



Posted by: giorgi11 3 Aug 2013, 22:00
ყველაზე გემრიელი დღეა და სასარგებლო რა გემო აქვს კულიჩს და კვერცხს ძაან მაგარია smile.gif

Posted by: ucha95 11 Aug 2013, 16:54
Cheap Trendy Womens Tops

http://www.DesirableFashionsOnline.com

Posted by: Ekusha_Ekusha 23 Oct 2013, 23:08
ძალიან დიდი როლი აქვს პასკას აღდგომასთან, ზუსტად არ მახსოვს ,მოვიძიებ ინფოს და მოგაწვდით

Posted by: kupara 4 Feb 2014, 22:19
აღდგომის სუფრაზე დღეს გავიგე რომ გოჭი არ შეიძლებაო და მართალიაა?
შეგიძლიათ ვინმემ რო მიპასუხოოთ?

Posted by: ninoma 5 Feb 2014, 01:47
kupara
QUOTE
აღდგომის სუფრაზე დღეს გავიგე რომ გოჭი არ შეიძლებაო და მართალიაა?

პირველად მესმის.
რატომ არ უნდა შეიძლებოდეს. ხსნილია, მარხვა აღარ არის და რა მნიშვნელობა აქვს გოჭის ხორცი იქნება თუ ცხვრის?
უბრალოდ აღდგომას ძირითადად ჩაქაფულს ამზადებენ.

Posted by: iratta_26 1 Apr 2014, 11:22
გოგოებოოოოოოო jump.gif სააღდგომოდ რას აპირებთ? რამე ახალი ხომარ იცით სუფრის გასაფორმებლად.

Posted by: <<მარი>> 1 Apr 2014, 21:51
user posted image
ჩემი სააღდგომო სუფრა 2013 წელს

Posted by: BadbadGirl 1 Apr 2014, 22:05
როდის არის აღდგომა?
________________________

Posted by: iratta_26 1 Apr 2014, 22:10
<<მარი>>
რა საყვარელი სუფრაა და თვითინ მაგიდაც : )))))
BadbadGirl
20 აპრილს.

Posted by: tamo7779 3 Apr 2014, 22:40
დღეს დავიოწყე მეც მენიუზე ფიქრი smile.gif
აბა, ვის რა იდეა მოგპაროთ? smile.gif

Posted by: babilina1983 3 Apr 2014, 22:49
Kკვერცხი როგორ შEვღებო და ბამბაზე დათესილი ხორბალი რამდენ ხანშI ამოდის?

Posted by: ninoma 4 Apr 2014, 00:08
babilina1983
QUOTE
Kკვერცხი როგორ შEვღებო

მე მარტო ენდროთი ვღებავ, ხახვის ფოთლებს არ ვაყოლებ.
აიღე 2 შეკვრა ენდრო(მგონი სტანდარტულ კონებს ყიდიან), გარეცხე კარგად, თუ ნედლია დანაყე ჩაქუჩით, თუ ხმელია, მაშინ ჯერ ჩაალბე და მერე დანაყე.
ჩაყარე ისეთ ქვაბში რომ არ დაგენანოს(მე ტეფალის საფარიანს ვიყენებ, არ ეტყობა ფერის შეცვლა), დაასხი 2 ლიტრი წყალი და აადუღე.
რომ გაცივდება ჩააწყე გარეცხილი კვერცხები(20 ცალი) წყალი თუ ვერ დაფარავს დაამატე ისე რომ კვერცხები არ ჩანდეს., რომ ადუღდება დაუწიე და დაბალ ცეცხლზე ადუღე 10 წუთი.
მეტი არ ადუღო, თუ გინდა გემრიელი გამოვიდეს.
როდესაც დიდხანს ადუღებენ, კვერცხი იკეთებს ნაცრისფერ გარს და შრება.
მაშინვე ამოიღე კვერცხები და ჩააწყე გამდინარე ცივ წყალში, თუ ყინულებიც გაქვს ჩაამატე.
წყლიდან ამოღებული კვერცხი გაამშრალე და ზეთიანი ბაბმბით(ან ნაჭრით) გააპრიალე.
QUOTE
ბამბაზე დათესილი ხორბალი რამდენ ხანშI ამოდის?

ფანჯარას თუ კარგად უდგება მზე 10დღე საკმარისია, თუ არა მაშინ 2კვირა.
მე უკვე დავთესე, რადგან არ მიწყობს მზე ხელს.

Posted by: nia4u 4 Apr 2014, 13:09
ninoma
QUOTE
მე ტეფალის საფარიანს ვიყენებ, არ ეტყობა ფერის შეცვლა

ძალიან ჭკვიანურია! smile.gif

Posted by: nia4u 5 Apr 2014, 19:13
http://rogor.kulinaria.ge/%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%92%E1%83%9D%E1%83%A0-%E1%83%92%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%95%E1%83%90%E1%83%AA%E1%83%AE%E1%83%9D%E1%83%97-%E1%83%9E%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%99%E1%83%90/
კარგი რჩევებია,ვინც სახლში აპირებს სააღდგომო პასკის გამოცხობას smile.gif

აქ,წინა გვერდებზე და წინა წლებში იყო მსჯელობა, პასკა პასკაა თუ უფრო კულიჩია,
მაგრამ მე პასკას ვეძახი და ის ჩემთვის ყოველთვის პასკად დარჩება biggrin.gif
* * *
ასევე რჩევები,კვერცხის შეღებვის შესახებ smile.gif
http://rogor.kulinaria.ge/%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%92%E1%83%9D%E1%83%A0-%E1%83%A8%E1%83%94%E1%83%95%E1%83%A6%E1%83%94%E1%83%91%E1%83%9D%E1%83%97-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%90%E1%83%A6%E1%83%93%E1%83%92%E1%83%9D%E1%83%9B%E1%83%9D/

Posted by: nia4u 7 Apr 2014, 15:11
ნახეთ,რა ვიპოვე smile.gif
კვერცხის სხვადასხვაფრად შეღებვა ბუნებრივი საშუალებებით smile.gif

Posted by: fermina 7 Apr 2014, 15:18
nia4u
საინტერესოა smile.gif


აბა თბილისში ყველაზე გემრიელი კულიჩები (პასკები) სად იყიდება, გავუზიაროთ ერთმანეთს, ვინც ვერ ვახერხებთ გამოცხობას სახლში smile.gif
* * *
სააღდგომო ჯეჯილს წყლის დასხმა სჭირდება ხოლმე ალბათ? ანუ ბამბა როცა ძალიან გამოშრება, უნდა დავამატო ხოლმე წყალი?

Posted by: nia4u 8 Apr 2014, 12:43
fermina
QUOTE
აბა თბილისში ყველაზე გემრიელი კულიჩები (პასკები) სად იყიდება, გავუზიაროთ ერთმანეთს, ვინც ვერ ვახერხებთ გამოცხობას სახლში

აუ,მეც მააინტერესებს ეგ საკითხი...
QUOTE
სააღდგომო ჯეჯილს წყლის დასხმა სჭირდება ხოლმე ალბათ? ანუ ბამბა როცა ძალიან გამოშრება, უნდა დავამატო ხოლმე წყალი?

ძალიან გამოშრობას არ დაელოდო,თითქმის ყოველდღე უნდა წყლის დაპკურება.მაგრამ ზედმეტი თუ მოუვიდა,ყროლდება მერე.
მოკლედ,ინტუიციას ენდე smile.gif
მზეზე დადგი,ოღონდ გარეთ არ დადგა,ჩიტები შეგიჭამენ smile.gif
კარგ დროს დაგითესია,სააღდგომოდ კაი იქნება! smile.gif

Posted by: fermina 8 Apr 2014, 13:35
nia4u
[b][/b]
მადლობა

სამსახურშიც დავთესე, ჩიტებს ვინ დაეძებს, უცხოელმა თანამშრომლებმა ამოკენკეს თეფშიდან lol.gif ეს რა არისო და ეგრევე პირში იტაკეს. რა თქმა უნდა "აი ის თეთრი რომ უფენია ქვეშ" რა არის, ვერ მიხვდნენ smile.gif იმედია აქაც გაიზრდება, ცოტა მზე არ უდგება ამ ფანჯარას და ....

Posted by: nia4u 8 Apr 2014, 16:47
fermina
QUOTE
უცხოელმა თანამშრომლებმა ამოკენკეს თეფშიდან

ხო,გაღივებული მარცვლეული კარგია ჯანმრთელობისთვის smile.gif
დაუთესე-ხოლმე,გაუხარდებათ biggrin.gif
QUOTE
იმედია აქაც გაიზრდება, ცოტა მზე არ უდგება ამ ფანჯარას და

კი,კაცო,გაიზრდება,ოღონდ შედარებით ნელა,მარა მაინც მოასწრებს აღდგომამდე 2kiss.gif

Posted by: fermina 9 Apr 2014, 11:18
დღენახევარში რამე უნდა ექნა? სულ ვუყურებ და ჯერ ძვრა არ უქნია sad.gif

ანუ ბამბა არის სველი, მაგრამ არც ძალიან გაწურული. აი გაჟღენთილივითაა რა. ჩემი აზრით, ზოიერად.

Posted by: tikusha 9 Apr 2014, 21:40
ვერ ვიშოვე ზაფრანა და ყვითელი ყვავილი გიცდიათ პასკაში ფერისთვის? მის გემოზე ხომ არ მიყავს?

Posted by: shilaida 9 Apr 2014, 23:08
tikusha
QUOTE
ყვავილი გიცდიათ პასკაში ფერისთვის?

არა მგონია გამოდგესsad.gif
ჯერ მთელი 10 დღეა წინ,იშოვიsmile.gif)) ირანულს თუ ინდურს ვყიდულობ ხოლმე,ყვავილის ნამცეცებია,ვასხამ სპირტს ან კონიაკს და ვაჩერებ რამოდენმე დღე,მშვენიერ ფერზე დღეშიsmile.gif)
წარმატებები ყველასsmile.gif

Posted by: nia4u 9 Apr 2014, 23:31
tikusha
QUOTE
ყვითელი ყვავილი გიცდიათ პასკაში ფერისთვის? მის გემოზე ხომ არ მიყავს?

მის გემოზე არ მიყავს,
მაგრამ არც ფერი აქვს ისეთი, რომ წვალებად ღირდეს smile.gif
* * *
რადგან წინა გვერდებზე ძებნა ეზარებათ ჩვენს თანაფორუმელებს და რადგან აქტუალური თემაა,
თავს უფლებას ვაძლევ, რომ კულინარიის განყოფილების მპოსტველთა ფავორიტი რეცეპტები დავდო.
თუ ვინმე გამომრჩა არ გეწყინოთ 2kiss.gif
მაშ ასე, სააღდგომო კულიჩები ანდა პასკები, (ვისაც როგორ გაგიხარდებათ smile.gif )
n.j.
http://www.perfectcook.org/index.php/recipe/197-e183a1e18390e18390e183a6e18393e18392e1839de1839be1839d-e18399e183a3e1839ae18398e183a9e18398
განსაკუთრებულია იმით,რომ ცომის შემადგენლობაში შედის არაჟანი smile.gif
rtuli
http://www.perfectcook.org/index.php/recipe/1025-e18399e183a3e1839ae18398e183a9e18398e183a1-e183aae1839de1839be18398-e183a8e18394e183a1e183a5e18394e1839ae18394e18391e183a3e1839a-e183a0e183abe18394e18396e18394
განსაკუთრებულია იმით,რომ ცომის შემადგენლობაში შესქელებული რძე (ე.წ. სგუშონკა ) შედის smile.gif
volli
http://www.perfectcook.org/index.php/recipe/1967-e183a1e18390e18390e183a6e18393e18392e1839de1839be1839d-e18399e183a3e1839ae18398e183a9e183981
ტრადიციული რეცეპტია smile.gif

კიდევ ოთხი სხვადასხვა რეცეპტი შეგიძლიათ იხილოთ აი, ამ ლინკზე
http://www.perfectcook.org/index.php/search/search

Posted by: Lomes 10 Apr 2014, 03:28
გამარჯობა..


პასკის საცხობი ქაღალდები იყიდება თბილისში?

Posted by: fermina 10 Apr 2014, 10:15
Lomes

ბაზრობაზე თითქმის ყველგან, პასაჟში იქ სადაც მზა ბისკვიტები იყიდება, იმ ტერიტორიაზე.

Posted by: Lomes 10 Apr 2014, 11:25
fermina

მადლობა *




.

Posted by: nia4u 10 Apr 2014, 18:10
ასევე აქვე დავდებ ხაჭოს პასკის რეცეპტების ლინკებსაც,
რადგან ხაჭოს პასკაც არანაკლებ პოპულარული ნუგბარია და სააღდგომოდ მისი დამზადების ბევრი მსურველი იქნება smile.gif
მაშ ასე smile.gif
LUTA
http://www.perfectcook.org/index.php/component/yoorecipe/recipe/2573-e183aee18390e183ade1839de183a1-e1839ee18390e183a1e183aee183901

rtuli
http://www.perfectcook.org/index.php/recipe/238-e183aee18390e183ade1839de183a1-e1839ee18390e183a1e183aee18390
http://www.perfectcook.org/index.php/recipe/1046-e183a8e1839de18399e1839de1839ae18390e18393e18398e183a1-e18393e18390-e18395e18390e1839ce18398e1839ae18398e183a1-e1839ee18390e183a1e183aee18390e183a1e18398e183a0e1839de18399e18398

N.J.
http://www.perfectcook.org/index.php/recipe/2587-e183a8e1839de18399e1839de1839ae18390e18393e18398e18390e1839ce18398-e183aee18390e183ade1839de183a1-e1839ee18390e183a1e18399e18390

და კიდევ, აი,ამ ლინკზე ნახავთ სააღდგომო თემატიკის საინტერესო რეცეპტებს smile.gif
http://www.perfectcook.org/index.php/component/yoorecipe/category/187-2014-02-01-19-00-33

QUOTE
რადგან წინა გვერდებზე ძებნა ეზარებათ ჩვენს თანაფორუმელებს და რადგან აქტუალური თემაა,
თავს უფლებას ვაძლევ, რომ კულინარიის განყოფილების მპოსტველთა ფავორიტი რეცეპტები დავდო.
თუ ვინმე გამომრჩა არ გეწყინოთ 

2kiss.gif

Posted by: fusika05 12 Apr 2014, 02:05
რა კარგი თემაა,წელსაც უნდა გავაკეთო პასკა და ბევრი გამოცდილი ადამიანის რეცეპტია აქ,მიხარია...

Posted by: oo la la 12 Apr 2014, 15:29
დღეს ვაპირებ ჯეჯილის დათესვას, იმედია არ დავაგვიანე, მაგრამ მზე სად ვიპოვო, ჩემს სახლს მხოლოდ დილით აქვს ცოტახნით აღმოსავლეთის მზე, ოთახის ტემპერატურაზე არ გაიზრდება ნეტა ?
მე მინდა ძშირი ჯეჯილი რომ გამომივიდეს, შესაბამისაბ ბევრი ხორბალი უნდა დავყარო ხომ ?
დამეხმარეთ ვინც გამოცდილი ხართ ამ საკითხში smile.gif

Posted by: kolchaki 12 Apr 2014, 16:03
oo la la
ვისგანაც ვიყიდე მარცვალი,მითხრა რომ ბამბა, რომელზედაც დავთესავთ თბილი წყლით დაასველე და მალე გაღვივდება მარცვალიო. რა ვიცი თუ გამოგადგება, ეს შემიძლია გირჩიო. მე გუშინ დავთესე და ვნახოთ,
* * *
tikusha
მე ყვითელ საღებავს ვიყენებ ყოველთვის, კულინარიულს რათქმაუნდა, ზაფრანის მეშინია ოდნავაც რომ შეუცვალოს გემო, ვერ გავრისკავ.
http://pix.ge/ ეს ჩემი შარშანდელი პასკები

Posted by: fermina 12 Apr 2014, 16:23
QUOTE
თბილი წყლით დაასველე

ვაა, მე კიდევ ეგ არ მიფიქრია და ეტყობა იმიტომ დააგვანა ჩემმა. სამსახურშიც დავთესე ზუსტად იგივე ხორბლით და იგივე ბამბით, იქ ამოვიდა, არადა მზე თითქმის არ ხვდება. ახლა ვიფიქრე, რომ იქ დამლაგებელი რწყავს ხოლმე აშკარად და ეტყობა იცის და თბილ წყალს აპკურებს ხოლმე smile.gif

Posted by: oo la la 12 Apr 2014, 17:47
ვსო დავთესეsmile.gif შედეგს შეგატყობინებთ smile.gif

Posted by: ninoma 12 Apr 2014, 21:13
oo la la
მზე თუ არ უდგება, მაშინ ღუმელში შუქი თუ ინთება , ჩართე და დაბალ თაროზე დადგი .
სითბო და სინათლე მოუხდება, ოღონდ აკონტროლე რომ არ გამოშრეს.

Posted by: doris 12 Apr 2014, 21:26
საოცარი ფოტოა პასკები, არაჩვეულებრივია! ყოჩაღ

Posted by: tikusha 12 Apr 2014, 21:31
kolchaki
QUOTE
მე ყვითელ საღებავს ვიყენებ ყოველთვის, კულინარიულს რათქმაუნდა

ეგ რომელი? შაქრის პასტისთვის ფერის მისაცემად რომ იყენებენ? :0 შეიძლება ცომში გამოყენება? ეგ კი მაქვს smile.gif

Posted by: doris 12 Apr 2014, 22:03
ისე სააღდგომო სუფრა ბატკნის ჩაქაფულის გარეშე წარმოუდგენელია wink.gif

Posted by: ნია ნია 13 Apr 2014, 13:59
oo la la
fermina
ჯეჯილს ცელოფანს თუ გადააფარებთ უფრო სწრაფად ამოვა.(სათბურის ეფექტი იქნება)

Posted by: fermina 13 Apr 2014, 19:15
ნია ნია
მადლობა, ანუ სითბო უხდება აშკარად. რაფის ქვეშ, რომელზეც დგას, რადიატორია და წესით ესეც უნდა შველოდეს. კი იზრდება ნელ-ნელა.

Posted by: Milena 13 Apr 2014, 20:43
QUOTE (oo la la @ 12 Apr 2014, 15:29 )
დღეს ვაპირებ ჯეჯილის დათესვას

ბოლო წელია წიწმატს ვთესავ biggrin.gif

user posted image
სააღდგომო ხრაშუნები smile.gif

user posted image
user posted image

Posted by: nia4u 13 Apr 2014, 20:45
fermina
ამოვა, ნუ ნერვიულობ smile.gif 2kiss.gif
გუშინ დილით დავთესე მეც smile.gif


/////////////////////////////////////////

ყველას გილოცავთ ბზობას! 2kiss.gif

Posted by: tuta_tuta 13 Apr 2014, 22:22
მაინტერესებს როგორ ჯობია პასკის ცომი ღამე მოვზილო და დილით დავაცხო თუ არ უნდა ამდენი ხანი გაჩერება?

Posted by: lav-100 13 Apr 2014, 23:04
აბა რას მირჩევთ სად და რომელი ფირმის/საკონდიტროს პასკა შევიძინო ?? tongue.gif

Posted by: nia4u 13 Apr 2014, 23:35
Milena
შენი ფანკლუბი უნდა დავაარსო2kiss.gif
QUOTE
ბოლო წელია წიწმატს ვთესავ 

რატომ?biggrin.gif
შენ საქართველოში ხარ?
ეს ხავსიანი კვერცხები როგორ?
ან თვალები სად იშოვე?
ამ ბეკეკოების მატყლზე გადავირიე smile.gif
რა სილამაზეა!
მე წელს შენი რეცეპტით ცხვარი უნდა გამოვაცხო smile.gif

tuta_tuta
QUOTE
მაინტერესებს როგორ ჯობია პასკის ცომი ღამე მოვზილო და დილით დავაცხო თუ არ უნდა ამდენი ხანი გაჩერება

მე რამდენჯერაც გამოვაცხე, შუადღისას 12-პირველ საათზე რომ ვიწყებდი,დილამდე მიწევდა მოზელვიან-ცხობიანად.
საღამოს თუ მოზილავ და გვიან ღამით გადაზილავ და დიდ ჯამში გააკეთებ,რომ არ გადმოვიდეს, არაფერი დაშავდება მგონი smile.gif
მერე დილით თუ გადაზილავ კიდევ და მესამედ ფორმებში ააფუებ და ეგარი! biggrin.gif

Posted by: tuta_tuta 14 Apr 2014, 01:06
nia4u
აქამდე არ გამიკეთებია, ეხლა მომინდა ვცადოsmile.gifsmile.gifsmile.gif არვიცი როგორ ვქნა , ღამე რომ მოვზილო გადაზილვას ვერ მოვახერხებ smile.gifsmile.gif: ნუ თუ მაღვიძარათი არ ავდგები და გადქვზელsmile.gifsmile.gifsmile.gifsmile.gif:

Posted by: nia4u 14 Apr 2014, 01:24
tuta_tuta
QUOTE
ღამე რომ მოვზილო გადაზილვას ვერ მოვახერხებ : ნუ თუ მაღვიძარათი არ ავდგები და გადქვზელ

ხო და მაგიტო გითხარი საღამოს, მაგალთად ასე 7-8 საათზე რომ მოზილო
და ღამე 12-1 საათზე ან დაძინების წინ ერთხელ რომ გადაზილო.
მერე დილით მეორე გადაზელვა და კიდევ რომ ამოფუვდება უკვე გადაზილავ და ფორმებში ჩადებ.
ფორმებშიც რომ ამოფუვდება, გამოვა მეოთხე ამოფუება და საკმარისი იქნება smile.gif
QUOTE
აქამდე არ გამიკეთებია, ეხლა მომინდა ვცადო

უნდა სცადო,აბა რა!
არაჩვეულებრივი გრძნობაა შენს გამომცხვარ პასკას რომ აქებენ! biggrin.gif

Posted by: nailart 14 Apr 2014, 01:58
ეს ხავსის კვერცხები რაფერ კეთდება?

Posted by: tikusha 14 Apr 2014, 10:29
მაცივარში ცომის გამოტარებას არ აპირებთ?
smile.gif

Posted by: nia4u 14 Apr 2014, 10:57
tikusha
QUOTE
მაცივარში ცომის გამოტარებას არ აპირებთ?

მე ადრე არც ვიცოდი მაგ მეთოდის შესახებ, ისე ვაცხობდი-ხოლმე
და რაც ეგ გავიგე, პასკა აღარ გამომიცხვია biggrin.gif
ისე საფუვრიანი ცომი მაინცდამაინც არ ნიყვარს საფუვრის გამო, ფაქტიურად არასდროს ვაკეთებ.
მოკლედ, ეგ მეთოდი არ გამომიყენებია ჯერ და ვერც სხვას ვასწავლი რა და როგორ.
ჯობია, ვინც იცის, იმან გასცეს რჩევები smile.gif

Posted by: tikusha 14 Apr 2014, 11:05
nia4u
მე ვაპირებ წელს მაცივარში გამოვატარო ცომი

Posted by: tuta_tuta 14 Apr 2014, 11:05
nia4u

აი რამდენად შეაქებენ არვიციsmile.gif)))))))))) შენ გეტყობა გაქვს შენი რეცეპტი იქნებ გამიზიარო თუ არ დაგეზარება დაწერაsmile.gif

tikusha


ვიდეოებში ვნახე რომ როცა მოზელენ ცომს შემდეგ დებენ მაცივარში მთელი ღამით და უკვე დილით გადაზელენ. დატოვებენ გარეთ და მერე აწყობენ ფორმებში.

Posted by: fermina 14 Apr 2014, 11:12
მოკლედ, რახან არავინ წერთ, გემრიელი პასკები სად იყიდება, ვეცდები ჩემი წინა წლების გამოცდილებიდან დავწერო (მე მომწონს მძიმე, ცხიმიანი და სანელებლები კარგად რომ ეტყობა, ისეთი პასკები):

რამდენიმე წლის წინ ძალიან გემრიელი პასკები ჰქონდათ კანდელაკზე, პატარა საკონდიტრო "ანა"-ში, ბევრი ყიდულობდა მანდ, წინასწარ უნდა შეგეკვეთა. შარშან აღარ მომეწონა ისე ძალიან.

პეტრიაშვილზე ძველი ცნობილი საკონდიტრო რომ არის, იქაც კარგი პასკები ჰქონდათ.

აქებენ ანტრეს პასკასაც, თუმცა მე არ გამისინჯავს და თან საკმაოდ ძვირია.

ასევე გემრიელი იყო ლიტერატურულის პასკები რამდენიმე წლის წინ.


Posted by: tuta_tuta 14 Apr 2014, 11:40
fermina


მე ანტრეს პასკებს ვყიდულობ . გემრიელიააsmile.gif შეიგიძლაი შეიარო ანტრეში და უდევთ გასასინჯად, დააგემოვნე თუ მოგეწონება.

Posted by: nia4u 14 Apr 2014, 11:45
tuta_tuta
QUOTE
შენ გეტყობა გაქვს შენი რეცეპტი იქნებ გამიზიარო თუ არ დაგეზარება

არ დამეზარება,მაგრამ არაფერი განსაკუთრებული,
ტრადიციული, დედისგან დატოვებული რეცეპტია...
ძველი რეცეპტები, რაც მაქვს, დედაჩემისგან დამრჩა ყველაფერი...
დაგიწერ აუცილებლად! smile.gif
tikusha
QUOTE
მე ვაპირებ წელს მაცივარში გამოვატარო ცომი

ახლა ვეძებ, შარშან დაწერა, თუ არ ვცდები ლუტამ, დაწვრილებით და მეცნიერული დასაბუთებით, როგორც მაგან იცის-ხოლმე, 2kiss.gif
და თუ ვიპოვე, ამ თემას მოუხდება smile.gif
fermina
QUOTE
რახან არავინ წერთ, გემრიელი პასკები სად იყიდება,

მე ტკბილ ქვეყანას ვყიდულობ-ხოლმე, ბანალურად biggrin.gif მაგიტო აღარ დავწერე biggrin.gif
მაგრამ რახან არ იშლი, გეტყვი biggrin.gif
გუდვილის და კარფურის პასკებს აქებდნენ შარშან ჩემი ახლობლები smile.gif მე არ გამისინჯავს...
ასევე იტალიურებს. ეს სამივე საკმაოდ ძვირია!
ასევე ბოლო ორი წელი კარგი პასკები ქონდათ დიდუბეში, საკონდიტრო-საცხობ "დიდებულში".
ამათ სხვაგანაც აქვთ ფილიალები, მაგრამ დიდუბეში ყავდათ კარგი კონდიტერი.
წელს არ ვიცი, ისევ ყავთ თუ არა და ისევ კარგი ექნებათ თუ არა.
მე, სახლში გამომცხვარი თუ არ არის, მაინც ვერ ვატან გემოს
და ისევ ტკბილი ქვეყანა მირჩევნია ექსპერიმენტებს smile.gif
* * *
QUOTE (LUTA @ 12 Apr 2012, 14:14 )
Peppi
QUOTE
ნაწილი მაცივარში გამოვატარე.. შევადარებ, რომელი აჯობებს


ნათი ამ მაცივარში გამოტარებაზე მინდა ვთქვა smile.gif

მაცივარში გამოტარება არჩევანი არაა . სავალდებულოა და გეტყვი რატომაც

გაფუების პროცესი რალურად იყოფა სამ ფაზად: გაფუება, ფერმენტაცია, ცომის მომწიფება.

როგორც კი ცომი იწყებს ამოსვლას იქ მთავრდება გაფუება და გადადის შემდეგ ფაზაში ფერმენტაციში.

არის კიდევ მესამე პორცესი რომელიც მიმდინარეობს ეს არის ცომის მომწიფება. ეს პრცესი იწყება ცომის მოზელვიდან
და მთავრდება სანამ ღუმელში არ შევა.

გაფუება - პროცეის როცა ცომში გამრავლებულია საფუარის ბაქტეირიები.
მეორე ფაზა ფერმენტაცია როცა იწყება ბაქტერიები გარდაქმნიან შაქარს - ალკოჰოლი , გაზი
მომწიფება სადაც უკვე მარავლი ქიმიური პროცესი მიმდინეარობს . შაქარის გარდაქმნია ცხიმები და ა.შ
არის ძალიან ნელი პროცესი
კარგი ხარისხის მისაღებად ეს სამივე პროცესი უნდა დაემთხვეს დროში ერთმანეთს.

მომწიფებას უნდა დრო. გაფუება და ფერმენტირება უფრო ჩქარი პროცესია და დომინირებას ახდენს მომწიფებაზე როცა ოთახის ტემპერატურაზე მიმდინარეობს . ამიტომ მომწიფება ვერ აღწევს
თავის პიკს . ამიტომ მაცივარში სადაც არის დაბალი ტემპერატურა გაფუება ფერმეტირება ნელდება და მომწიფება კი ამ ტემპერატურაზეც გრძელდება.

ასე ხდება რეგულრება ამ სამი პორცესის.
ოთახის ტემპერატურაზე ეს შეუძლებელია რადგან ფემენტაციის შედეგად ენზიმები ჭამენ ფქვილში შემავალ გლუტეინებს და თუ დროზე არ შეწყვეტ
პროცეს არ გამოაცხობ ცომი საერთოდ დაკარგავს ელასტიურობას. ანუ ვერ დატოვებ იმდენ ხანს რომ ცომი მომწიფდეს. ეს მხოლოდ დაბალ ტემპერატურაზეა შესაძლებელი +
ცოტა საფუარი.

შედეგი კი არის ელასტიური ცომი.
უკეთესი ნასვრეტები.
უკეთესი გემო .
და რაც მთავარია ადვილად ასათვისებელი და მოსანელებელია ორგანიზმისათვის smile.gif

როცა ბუნებრივი საფუარი იხმარება მაშინ მხოლოდ იმ შემთხვევაში იხმარება მაცივარი თუ საფუარი არის ძალიან ძალიან ძლიერი. სხვა შემთხვევაში
არა. რადგან ისედეაც ძალიან ნელი პროცესია დაწნეხილი საფუარისაგან განსხავებით.

აი პასკაზე რომ ამბობენ რამოდენიმეჯერ უნდა ჩაზილო კარგი რომ გამოვიდესო . ცომის მომწიფების პრინციპია. მაგრამ ეს სასურველია
დაბალ ტემპერატურაზე მოხდეს მაცივარში. ჩაზელვის გარეშე . ასე გარანტირებულია რომ ენზიმები არ შეჭამენ გლუტეინებს (ცომის ელასტიკურობაზე
პასუხის მგებელს )

ასევე დაუშვებელია ცომის ახლოს დადება გამათბობელთან ან ზომაზე მეტად თბილი ღუმელში შედება ამოსასვლელად. რადგან 27 გრადუსზე მაღლა თუ მიმდინარეობს გაფუება გლუტეინის საფარი ნადგურდება. და მაღალმა ტემპერატურამ ასევე შიეძლება მოკლას საფუარის ბაქტერიებიც .

დიდი პოსტი გამომივიდა მაპატიეთ smile.gif

ვიპოვეეეეეე
bis.gif bis.gif bis.gif
ვინც პასკის გამოცხობას აპირებთ, გადახედეთ ლუტას ამ პოსტს smile.gif
* * *
QUOTE (LUTA @ 12 Apr 2012, 14:51 )
gloneli
QUOTE
პასკის ცომის მოზელას და სითბოში გავჩერო თავიდან?


მე მაგალითად ასე ვაკეთებ ვზილავ და ეგრევე ვდებ მაცივარში .

მერე გამოვიღებ გადავზელ დავუმატებ ცუკატებს და ქიშმიშებს რაც მინდა რო მ ქონდეს .
1 საათი ვაჩერებ ოთახის ტემპერატურაზე მერე მოვათავსებ ფორმებში და ვაცდი აფუებას

ვაცხობ 180 გრადუსზე სანიავებლიანი რეჟიმი. ტემპერატურას არ ვუცვლი.

ცომის მოზელვისას ძალიან ძალიან კარგად უნდა დამუშავდეს. მე 1 კილო ფქვილის ერთიანად არასდროს გამიკეთებია

რადგან ჯერ ამდენიც არ მინდა და მერე მე მიჭირს ამხელა ცომის დამუშავება ძალიან კარგად .

და რაც მთავარია საფუარს ვუშვები ცოტას . მაგრამ მერე აფუების დრო არის ხანგრძლივი .

საღამს ვზელ ვდებ მაცივარში. ბოსტნეულითან ახლოს . დილით მხვდება დასვენებული ოდნავ გაფუებული. მერე ველი მეორედ გაფუებას ფორმებში საკმაო ხანი smile.gif

აი ეს პოსტიც მნიშვნელოვანია!
//////////////////////////////////
//////////////////////////////////

Posted by: fermina 14 Apr 2014, 12:17
QUOTE
სევე იტალიურებს. ეს სამივე საკმაოდ ძვირია!

nia4u
ეს არის პანეტონე. რომელიც საკმაოდ გემრიელი და არომატულია თავისთავად, მაგრამ "ის" პასკა არ არის რა....

Posted by: tikusha 14 Apr 2014, 12:28
მოკლედ, წელს პასკის ცომის მოზელას პურის საცხობით ვაპირებ, ოღონდ 1 პორციის 5 ნაწილად გყოფა მიწევს და გოგლი-მოგლი რომ ავთქვიფო ერთიანად და მერე გავაჩერო და 5 ნაწილად გამოვიყენო, ივარგებს? ხომ არ დავარდება??

Posted by: nia4u 14 Apr 2014, 12:30
fermina
QUOTE
ეს არის პანეტონე.

არა,პანეტონეს აწერია პანეტონე და პასკებიც არის მგონი.
პანეტონე უფრო მსუბუქია და ჰაეროვანი
და პასკა სველი და მძიმე უნდა იყოს, მაგით "ფასდება"! biggrin.gif

Posted by: fermina 14 Apr 2014, 12:40
nia4u
QUOTE
და პასკა სველი და მძიმე უნდა იყოს, მაგით "ფასდება"!

ჰო ვაი როგორ მომინდა! უზომოდ მიყვარს კარგი პასკა. კაი ხანი არ ფუჭდება ხოლმე, ჩაისთან ცოტა კარაქით რა მაგარია... კვერცხსაც უხდება...

პანეტერიაშიც აცხობენ ნუცუბიძეზე, ახლა გამახსენდა, როგორც პანეტონეს, ისევე "ქართულ" პასკას. გადასარევი არ არის, მაგრამ არაუშავს. გემრიელია, მაგრამ აი მძიმე და სველი მაინცდამაინც ვერა.

Posted by: nia4u 14 Apr 2014, 15:10
fermina
QUOTE
კაი ხანი არ ფუჭდება ხოლმე, ჩაისთან ცოტა კარაქით რა მაგარია...

რაც უფრო ძველდება, მით უფრო გემრიელდება!
chups.gif
და თუნდაც არ ვმარხულობდე, შანსი არაა, რომ აღდგომამდე ვჭამო ან წითელი კვერცხი და ან პასკა smile.gif
* * *
http://forum.ge/?f=82&showtopic=33724761&st=195
ამ თემაში ვნახე tos-ka-ს პასკის რეცეპტი და მისი საინტერესო რჩევები.
ნახეთ smile.gif
ასევე August-ის ტრუფელის ტორტი ცხობის გარეშე,მაგ გვერდზევე ძალიან საინტერესოდ მომეჩვენა smile.gif
* * *
http://www.lollipop.ge/%E1%83%93%E1%83%94%E1%83%99%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%92%E1%83%90%E1%83%91%E1%83%96%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%99/
ესეც ნახეთ სიახლეების მოყვარულებო smile.gif

Posted by: kactus 14 Apr 2014, 17:13
Milena
eek.gif eek.gif

love.gif

Posted by: aninia 15 Apr 2014, 15:09
Milena

შენი ხრაშუნების დიზაინი და ანტურაჟი გამაოგნებელია ყოველთვის, ამ "გაოცებული" და მწვანექოჩრი კვერცხების დანახვაზე მე თავად გამიფართოვდა თვალები!!!
ძააააალიან ლამაზი დეკორაციააა, სიტყვები არ მყოფნის! bis.gif bis.gif bis.gif
* * *

Milena
გვასწავლე, რა, როგორ უნდა ხავსიანი კვერცხების "შექმნა" ? baby.gif

Posted by: LTB1948 15 Apr 2014, 23:41
აუ ხალხო წელს ძალიან გადღლილი ვარ და ვერ ვაცხობ პასკას, სად ვიყიდო კარგი? რას მირჩევთ? არ მიყვარს პანეტონე, მიყვარს სახლშI გამომცხვარი, გემრიელი, სად იყიდება?

Posted by: fermina 16 Apr 2014, 00:27
ანტრესი გავსინჯე დღეს და მომეწონა.

ლე გატოსიც არ უნდა იყოს ცუდი

აქ ძველ თემაში აქებდნენ ლესელიძეზე "გოგლი-მოგლის" პასკას, არც ვიცი კიდევ თუ არსებობს ეს დაწესებულება.

მოკლედ ეს ვარიანტები პლუს წინა გვერდებზე რაც წერია

Posted by: Evil_Alcoholic 16 Apr 2014, 09:05
თურქული ფეჩები რომაა, დენზე, იმაში თუ გამოცხვება ნეტავი პასკები? ან რამდენ გრადუსზე ხომ ვერ მეტყვით?

Posted by: tamo7779 16 Apr 2014, 11:31
nia4u
12 საათი არ არის ბევრი ცომისთვის?

Posted by: tikusha 16 Apr 2014, 11:53
გოგოებო
როგორც იქნა შაფრანი ვიშოვე

ახლა მასწავლეთ

ვიცი ორი ვარიანტია არაყში გამოყვანა და შაქართან ერთად დანაყვა და მდუღარეში გამოყვანა
რა თქმა უნდა მეჩქარება, იმიტომ რომ ხვალ უნდა მოვზილო და რომელი აჯობებს??

Posted by: tamo7779 16 Apr 2014, 11:58
tikusha
რამდენ კილოზე რამდენ გრამს უკეთებ?
მე მიტხრეს კონიაკში გააჩერე მთელი ღამე და მერე გადაწურეო

Posted by: tikusha 16 Apr 2014, 12:00
tamo7779
დოზები არ ვიცი, 1 ლარის ვიყიდე ცოტააა, 2 პატარა კოვზი თუ გამოვა, გავამზადებ და მერე თვალით ავურევ

კონიაკში გაჩერებულს არ მგონია 1 ღამე ეყოს, მეც ასე მითხრა გამყიდველმა მაგრამ მეეჭვება

მაგას მგონი 1 კვირა მაინც უნდა

Posted by: nia4u 16 Apr 2014, 12:06
tamo7779
QUOTE
12 საათი არ არის ბევრი ცომისთვის?

ვერ მივხვდი რას მეკითხები smile.gif
მე მიწერია, რომ შუადღისას 12-1 საათზე რომ ვიწყებ, დილამდე ვაცხობ-მეთქი, ამაზე მეკითხები?
რა ვიცი, ჯერ ერთი, გააჩნია რამდენს აკეთებ, რაც უფრო მეტი ცომია, მით მეტი დრო უნდა.
მე 15 კვერცხიან პორციაზე ნაკლები არასდროს გამომიცხვია.ამას სჭირდება დაახლოებით 3 კილომდე ფქვილი
და ამხელა ცომის სამ-ოთხჯერ აფუებას კაი ხანი უნდა smile.gif
თან მე ვაცხობ თურქულ ელექტრო ღუმელში და ასევე სამ-ოთხ წყებად უნდა გამოცხობა და თითო შელაგება რომ 1 საათი+/- იანგარიშო...
გადათვალე აბა smile.gif
გარდა ამისა, გააჩნია რამდენ საფუარს უზამ.
რაც უფრო მეტს ამატებ, მით უფრო სწრაფად ფუვდება,
სამაგიეროდ, ნაკლებად სასარგებლოა.
თუმცა მეც არ ვუშვები ძალიან ცოტას,
კილო ფქვილზე დაახლოებით ერთ სუფრის კოვზ მშრალ საფუარს ვამატებ.
საერთოდ, ყოველთვის ითვლებოდა და ითვლება,
რომ რაც უფრო დიდხანს ზელ პასკის ცომს და რაც მეტჯერ ამოაფუებ, მით უკეთესი გამოდის,
რამდენჯერ თითქმის საატნახევარი მიზელია...
(მაშინ გაგებულიც არ მქონდა ცომის მაცივარში მომწიფების შესახებ smile.gif )
და ამ ყველაფერს მთლიანობაში ზალიან ბევრი დრო და ძალიან დიდი შრომა უნდა!
ამიტომ არის სახლში გამომცხვარი პასკა განსაკუთრებული! smile.gif
რა ვიცი, აბა, შევეცადე, მეპასუხა smile.gif

Posted by: tikusha 16 Apr 2014, 12:14
nia4uმე ხალ საღამოს რომ მოვზილავ და ზეგ დილამდე მაცივარში შევაგდებ, აღარ უნდა მერე ჩაზილვები და ამბები smile.gif ზეგ დილით გადავზილავ, ავურევ ქიშმიშებს და ცუკატებს და ჩავყრი ფორმებში, აფუვდება და გამოვაცხობ
* * *
nia4u
გთხოვ ლინქებს ვერ ვხსნი დაბლოკილი მაქვს და ხაჭოს პასკის კარგი რეცეპტი დამიკოპირე აქ, დეტალურად რომ იყოს და პირველად მინდა გავაკეთო smile.gif

Posted by: nia4u 16 Apr 2014, 12:17
tikusha
ხო,მაცივრით აღარ უნდა ბევრი წვალება smile.gif
ისე,მე იმხელა ცომი გამომდიოდა, მაცივარში არც შეეტეოდა smile.gif
პურის საცხობში აპირებ მოზელას?
თუ გამოცხობას?

* * *
tikusha
QUOTE
ხაჭოს პასკის კარგი რეცეპტი

N.J.-ის (ისე ძაან დაგვეკარგა ეს გოგო smile.gif )
შესავლიანად დაგიკოპირებ biggrin.gif
////////
ხაჭოს პასკა წელს პირველად გავაკეთე და უკვე გადავწყვიტე რომ ჩემი სააღდგომო მენიუს განუყრელი ნაწილი გახდება, რა თქმა უნდა , სხვადასხვა ვარიაციებით და არომატებით. გუშინ შუადღით, სახლისკენ მომავალმა 600 გრამი ხაჭო ვიყიდე და სავარაუდო რეცეპტის შემუშავებას შევუდექი. ვანილიანი თუ შოკოლადიანი? ფერადი ცუკატებით თუ ფორთოხლით? ამ ფორმაში თუ იმ ფორმაში? ამ ფიქრებში ხაჭო საწურზე გადავიტანე და დილისთვის დავგეგმე მომზადება. მაგრამ აღდგომამდე ისე ცოტა დარჩა,მე კი მინდოდა თქვენთვისაც გამეზიარებინა რეცეპტი, ამიტომ გუშინ ღამის 11 საათზე შევუდექი საქმეს. 30 წუთში ყველაფერი მზად იყო, მთელი ღამით მივაბრძანე მაცივარში და დილით ეს საოცრება დავაგემოვნე კიდეც smile.gif
შოკოლადიანი ხაჭოს პასკა Directions

ინგრედიენტები
600 გ ხაჭო (მე მქონდა 9 %)
250 მლ ნაღები 35%
100 გ შავი შოკოლადი, მინიმუმ 65% კაკაოს შემცველობით
3 კვერცხის გული
150 გ შაქარი + 30 მლ წყალი
3 ჩ.კ. კაკაო, თავმობმული
მწიკვი მარილი
2 ჩ.კ. ფორთოხლის ცედრა, სავსე
ვანილი
შტოშის ჩირი, 1 მუჭა (შეგიძლიათ სხვა ჩირით შეცვალოთ, მე ეს მქონდა)

მომზადების წესი
ხაჭოს დავდოთ საწურზე და დავადოთ რაიმე სიმძიმე, რომ ზედმეტი სითხისგან დაიწუროს.
ცოტა ნაღები გავაცხელოთ და ჩავყაროთ დატეხილი შოკოლადი, ვურიოთ რომ კარგად გაიხსნას და ერთგავროვანი მასა გახდეს. გავაგრილოთ მთლიანად.
კვერცხის გულები მოვათავსოთ თასში და მსუბუქად ავთქვიფოთ მიქსერით
ხაჭო აუცილებლად საწურში უნდა გავატაროთ. ცოტ- ცოტას ჩავყრით და კოვზის დახმარებით გავსრესთ. ასე ხაჭო უფრო ერთგვაროვანი და ფუმფულა იქნება.
სანამ ხაჭოს \'\'ვცრით\'\' , ცეცხლზე სიროფი მოვამზადოთ: შაქარი და წყალი დაბალ ცეცხლზე დავდგათ და ვადუღოთ. დაახლოებით 5 წუთში ხაჭოც მზადაა და სიროფიც.
ათქვეფილ კვერცხის გულებს წვრილ ზოლად ვასხამთ მდუღარე სიროფს და თან ვთქვეფთ. მასა ნელ-ნელა უფრო ფუმფულა, მუსის კონსისტენციის გახდება და მკრთალ მოყვითალო ფერს მიიღებს. საერთოდ კვერცებს უმად ამატებენ ხოლმე, მაგრამ რადგან ეს გემრიელი დესერტი ბავშვებისთვისაც უნდა მეჭმია, ეს პასტერიზებული ვარიანტი ვამჯობინე .
კვერცხის გულები დავასხათ ხაჭოს, დავამატოთ მარილი, ფორთოხლის ცედრა, ვანილი და კარგად ავთქვიფოთ. (ამ ეტაპზევე უნდა დამემატებინა ათქვეფილი კარაქი, რომელიც მე დამავიწყდა biggrin.gif რადგან მის გარეშეც არაჩვეულებრივი იყო, თან უფრო მსუბუქიც, რეცეპტშიც აღარ მივუთითე, თუმცა თუ გნებავთ დაამატეთ, დაახლოებით 50-80 გრამი)
ავთქვიფოთ კარგად გაციებული ნაღები კრემის კონსისტენციამდე, ბოლოს შევურიოთ გაგრილებული გამდნარი შოკოლადი და დავაცრათ კაკაო. მიღებული შოკოლადიანი კრემი შევურიოთ ხაჭოს მასას. დავამატოთ ჩირებიც. თუ ჩირი დიდია დავჭრათ
სურვილის შემთხვევაში ცოტა ფორთოხლის ლიქიორიც შეგვიძლია დავამატოთ smile.gif
ფორმაში ვაფენთ მარლის 2-3 ფენას და ვდებთ ხაჭოს. მთელი ღამით ვდებთ მაცივარში, დილით კი თეფშზე გადმოვაბრუნოთ და მარლა ფრთხილად შემოვაცალოთ.
დეკორისთვის გამოიყენეთ რაც გნებავთ, ფოტოზე თეთრი და შავი შოკოლადის ფანტელები, წვრილად დაჭრილი ჩირი და ფორთოხლის კანებია. შეგვიძლია კაკაო მოვაყაროთ ან ნაღებთან ერთად გამდნარი შოკოლადის გლაზური მოვასხათ
პ.ს. რჩევა: ნუ გამოიყენებთ 0 %-იან ხაჭოს, რაც უფრო ცხიმიანს აირჩევთ, მით უკეთესი smile.gif
/////////////////////
კიდევ არის რთულის ორნაირი - ალუბლებით და ცუკატებით
და ლუტას "ფარფალინახაჭოსპასკა" შოკოლადის განაშებით და ამბებით biggrin.gif
და ეგენიც გინდა დაგიკოპირო? biggrin.gif

Posted by: tuta_tuta 16 Apr 2014, 12:35
tikusha

მეც მაცივარში გავაკეთებდი მაგრამ ფიზიკურად რითი შევდოო იქ ვერ ვხვდები

Posted by: nia4u 16 Apr 2014, 12:37
tuta_tuta
ჯამით ან ქვაბით...
რომელი რეცეპტი გადაწყვიტე? smile.gif

Posted by: tikusha 16 Apr 2014, 12:41
QUOTE
ხო,მაცივრით აღარ უნდა ბევრი წვალება 
ისე,მე იმხელა ცომი გამომდიოდა, მაცივარში არც შეეტეოდა 
პურის საცხობში აპირებ მოზელას?
თუ გამოცხობას?

პურის საცხობში მოვაზელინებ, გამოცხობით ღუმელში გამოვაცხობ, ოღონდ აქ მთელი პორციის 5 ნაწილად გაყოფა და ისე მოზელვა მიწევს და საწვალებელია, მაგრამ ხელით წელას მირჩევნია, არ შემიძლია, ისე აკრგად ზელს რომ არ ვიცი, 2 ცალს პურის საცხობშიც გამოვაცხობ smile.gif სახლისთვის საჭმელად smile.gif
* * *
QUOTE (tuta_tuta @ 16 Apr 2014, 12:35 )
tikusha

მეც მაცივარში გავაკეთებდი მაგრამ ფიზიკურად რითი შევდოო იქ ვერ ვხვდები

მე ერთიანად შედებას არც ვაპირებ, გაყავი და რამე ჭურჭლით შეაწყვე smile.gif

Posted by: nia4u 16 Apr 2014, 12:48
tikusha
QUOTE
სახლისთვის საჭმელად

და დანარჩენს სახლისთვის არ აცხობ? biggrin.gif

ხაჭოს პასკა ნახე?
ბოლოში შეგეკითხე და
სხვა ვარიანტებიც დაგიკოპირო?

Posted by: aninia 16 Apr 2014, 12:50

QUOTE
tuta_tuta


მე, მაგალითად, როცა ცომი მაცივარში უნდა დავასვენო, პოლიეთილენის 2 დიდ პარკში ვდებ და ისე ვკრავ, რომ გაფუებისას პარკი არ გახეთქოს (ერთხელ დამიხვდა პარკი გამსკდარი და ცომი მაცივრის თაროზე გადმობრძანებული). პარკს ვიღებ იმხელას, რომ 1/3 ცომია და 2/3 ის ადგილს ვუტოვებ. სუულ ბოლოს, სახელურთან გამოვნასკვავ ხოლმე და ისე ვდებ. მეორე პარკს უბრალოდ დაზღვევისთვის 'ვაცმევ". მერე მხვდება ხოლმე თაროზე გაბერილი smile.gif

Posted by: tikusha 16 Apr 2014, 13:05
QUOTE (nia4u @ 16 Apr 2014, 12:48 )
tikusha
QUOTE
სახლისთვის საჭმელად

და დანარჩენს სახლისთვის არ აცხობ? biggrin.gif

ხაჭოს პასკა ნახე?
ბოლოში შეგეკითხე და
სხვა ვარიანტებიც დაგიკოპირო?

დანარჩენს კი ვაცხობ სახლისთვის, მაგრამ ისინი მაინც სტუმრისთვის მინდა და
და საცხობის პასკას ოთხუთხედი ფორმა აქვს და სტუმრისთვის მაინც ტეხავს smile.gif მრგვალები უფრო მიზიდავს smile.gif

კი კი სხვა ვარიანტებიც მინდა, ნაღებს ვერ ვიყიდი ძვირიანი სიამოვნებაა smile.gif

aninia
უი რა კარგი აზრია პარკი smile.gif ადგილი დაიზოგება ქვაბის smile.gif
* * *
კითხვა მაქვს, ანუ 1 პორცია 5 ნაწილად უნდა გავყო და ისე ვაზელინო საცხობს

და საჭირო კვერცხის გოგლიმოგლი ერთიანად რომ ავთქვიფო და მერე ნაწილ ნაწილ გამოვიყენო საზელად და ოპარაც რომ საერთო აგავკეთო და მერე გავყო 5 ნაწილად, ივარგებს? ანუ სანამ მეხუთე ნაწილი მოიზილება (თითოს ნახევარ საათიანი ზელვით მოვამზადებ) დიდი დრო ხომ არ გავა და აკ გოგლიმოგლი ხო მარ დაავრდება ან ოპარა გაფუჭდება? რას მრიჩევთ??

არადა ამათი ცალცალკე მომზადება რთულია sad.gif ნუ დრო ჭირდება თორემ მეტი რა

Posted by: aninia 16 Apr 2014, 13:36
tikusha
QUOTE
ანუ სანამ მეხუთე ნაწილი მოიზილება (თითოს ნახევარ საათიანი ზელვით მოვამზადებ) დიდი დრო ხომ არ გავა და აკ გოგლიმოგლი ხო მარ დაავრდება ან ოპარა გაფუჭდება? რას მრიჩევთ??


ცოტაა მეეჭვება არ გაგიფუჭდეს ნაწვალები... თან გულიც უნდა დაგწყდეს. ოთხჯერ საათნახევარი ხო ბოლო პარტიის მოზელვამდე 6 საათის შუალედი გამოდის და თავი რო დაიზღვიო მასალის გადაყრა-ტყუილად წვალებისგან, ცოტა მეტი შრომა კი მოგიწევს, მარა სანამ წინას გამოაცხობს, მომდევნო პარტიისთვის მასალა თავიდან მოამზადე. თან, მთლიანი რეცეპტის მარაგებს დასაწყისშივე გაყოფ 5 ად, ან პროპორციულად და უკეთესი იქნება. აბა უკვე არეული გოგლი-მოგლიდან რას გაიგებ რამდენს ჩაასხამ მაგ შენ საცხობში თითო ჯერზე? მე ამას გირჩევდი...
* * *

tikusha

პურის საცხობის პრინციპი არ ვიცი, შეიძლება ეს თუ არა, თორემ კიდე მაქვს ვერსია - ყველაფერი ერთმანეთს ხელით შეურიე თანმიმდევრობით და წესების დაცვით. მერე გაყავი 5 ნაწილად და ცალ-ცალკე კარგად მოაზელინე საცხობს. ამასობაში, სანამ წინა მოიზილება, დარჩენილი ცომი მაცივარში გქონდეს ცელოფანით. თუ საცხობს ესეთი რეჟიმით შეუძლია, არაფერი ჩაგივარდება, მგონი უკეთესიც კი იყოს. რავიცი, იქნებ გამოგადგეს ესეც.

Posted by: nia4u 16 Apr 2014, 13:48
tikusha
QUOTE
ნაღებს ვერ ვიყიდი

პერფექტზე სხვა რეცეპტები, რაც ვნახე, ყველა ნაღებითაა
და ჟურნალ "გემრიელის" ბლოგზე ვნახე უნაღებო.
ვისი რეცეპტია არ ვიცი, მაგრამ ფორუმელი გოგოები ეთანამშრომლებიან მაგ ჟურნალს და თან მაგათ რევეპტებს ვენდობი smile.gif
http://www.gemrielia.ge/ge/index.php?option=com_recipes&view=item&Itemid=181&id=1340
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები:
ხაჭო 1 კგ
კარაქი 200 გ
კვერცხის გული 5
შაქარი 300 გ
ცუკატები და თხილეული 250 გ (ქიშმიში, ნუში, ნიგოზი, გარგრის ჩირი, დატეხილი შოკოლადი)
ვანილი

დავჭრათ თხილეული და გარგარის ჩირი.ქიშმიში გავრეცხოთ და საწურზე გადავიტანოთ, რომ დაიწრიტოს.ხაჭო გავატაროთ საცერში – ეს ძალიან მნიშვნელოვანია და არ დაგეზაროთ. საცერი ან წვრილბადიანი საწური მოათავსეთ თასზე,დაყარეთ თითო მუჭა ხაჭო და სუფრის კოვზის საშუალებით გასრისეთ. გატარებული ხაჭო უფრო ფუმფულა და ჰაეროვანია, დესერტიც უკეთესი გამოდის.

ხაჭოს დაუმატეთ კვერცხის გულები და შაქარი, კარგად ათქვიფეთ.დაუმატეთ დარბილებული კარაქი და ვანილი. ბოლოს უნდა დაუმატოთ ცუკატები, თხილეული და კარგად მოურიოთ. ავიღოთ დოლბანდის განიერი ნაჭერი, გადავკეცოთ ორად, დავასველოთ და კარგად გავწუროთ. დოლბანდი ჩავაფინოთ ნახვრეტებიან ჯამში ან საწურში, რომელიც, თავის მხრივ, თასზე უნდა იყოს დამაგრებული, რათა დაწრეტილი სითხე იქ მოგროვდეს.

მიღებული მასა გადავიტანოთ დოლბანდზე, ხელით გავასწოროთ, დოლბანდის კიდეები ზემოდან გადმოვაფაროთ. დავადოთ შესაბამისი ზომის თეფში და ზედ რამე სიმძიმე (მაგ. სავსე ქილა) მოვათავსოთ. ამის შემდეგ ხაჭოს პასკა უნდა შევდგათ მაცივარში მინიმუმ 12 საათის განმავლობაში. ამ დროის გასვლის შემდეგ პასკას განიერ თეფშზე ამოვატრიალებთ, მოვრთავთ სასურველი დიზაინის მიხედვით და ტორტივით დავჭრით. ხაჭოს პასკას სააღდგომო პასკის ნაჭრებზე უსვამენ ხოლმე ან ცალკე მიირთმევენ.
/////////////////
ამ რეცეპტს კომენტარებში ეწერა, რომ
კვერცხი უნდა უმი და თუ გეშინია, შეგიძლია საერთოდ არ უქნაო.
ასევე კარაქის ნაცვლად შეგიძლია არაჟანი გამოიყენოო.
მე არ მომიმზადებია არასდროს და ჩემს რჩევებს ვერ მოგაშველებ smile.gif
უკეტესი თუ ვნახე რამე, დაგიპოსტავ smile.gif

ვერც გოგლიმოგლს და ვერც ოპარას თანაბრად ვერ გაყოფ და გირჩევნია ცალცალკე გააკეთო.

ამ რეცეპტის სურათია smile.gif

Posted by: jadvari 16 Apr 2014, 14:03
ვნახე რამდენიმე პასკის რეცეპტი. წინა წლებში მოწონებული, მაგრამ არცერთი არ არის ისეთი რომელსაც მაცივარში დადება სჭირდება. იქნებ ვინმემ არ დაიზაროთ და ასეთი რეცეპტი დაწეროთ.

Posted by: nia4u 16 Apr 2014, 14:11
jadvari
QUOTE
ვნახე რამდენიმე პასკის რეცეპტი. წინა წლებში მოწონებული, მაგრამ არცერთი არ არის ისეთი რომელსაც მაცივარში დადება სჭირდება.

კონკრეტულად რეცეპტს კი არა, არამედ ყველა საფუვრიან ცომს,ზოგადად, სჭირდება მაცივარში გაჩერება რაღაც დროით.
ამ თემაზე წინა გვერდებზე ( მგონი 29 გვერდზე) დაპოსტილი მაქვს ლუტას პოსტები და შეგიძლია ნახო, რატომ უნდა დაასვენო საფუვრიანი ცომი მაცივარში smile.gif
ლუტამ, როგორც მახსოვს, N.J. რეცეპტით გამოაცხო smile.gif


დღეს იმედზე, დღის შოუში, ესმა კუნჭულიამ მოამზადა ხაჭოს პასკა და შეგიძლიათ ნახოთ smile.gif

Posted by: rtuli 16 Apr 2014, 14:25
nia4u
QUOTE
ვერ მივხვდი რას მეკითხები
მე მიწერია, რომ შუადღისას 12-1 საათზე რომ ვიწყებ, დილამდე ვაცხობ-მეთქი, ამაზე მეკითხები?
რა ვიცი, ჯერ ერთი, გააჩნია რამდენს აკეთებ, რაც უფრო მეტი ცომია, მით მეტი დრო უნდა.
მე 15 კვერცხიან პორციაზე ნაკლები არასდროს გამომიცხვია.ამას სჭირდება დაახლოებით 3 კილომდე ფქვილი
და ამხელა ცომის სამ-ოთხჯერ აფუებას კაი ხანი უნდა 
თან მე ვაცხობ თურქულ ელექტრო ღუმელში და ასევე სამ-ოთხ წყებად უნდა გამოცხობა და თითო შელაგება რომ 1 საათი+/- იანგარიშო...
გადათვალე აბა 
გარდა ამისა, გააჩნია რამდენ საფუარს უზამ.
რაც უფრო მეტს ამატებ, მით უფრო სწრაფად ფუვდება,
სამაგიეროდ, ნაკლებად სასარგებლოა.
თუმცა მეც არ ვუშვები ძალიან ცოტას,
კილო ფქვილზე დაახლოებით ერთ სუფრის კოვზ მშრალ საფუარს ვამატებ.
საერთოდ, ყოველთვის ითვლებოდა და ითვლება,
რომ რაც უფრო დიდხანს ზელ პასკის ცომს და რაც მეტჯერ ამოაფუებ, მით უკეთესი გამოდის,
რამდენჯერ თითქმის საატნახევარი მიზელია...
(მაშინ გაგებულიც არ მქონდა ცომის მაცივარში მომწიფების შესახებ  )
და ამ ყველაფერს მთლიანობაში ზალიან ბევრი დრო და ძალიან დიდი შრომა უნდა!
ამიტომ არის სახლში გამომცხვარი პასკა განსაკუთრებული! 
რა ვიცი, აბა, შევეცადე, მეპასუხა

დამაინტერესა თქვენი გამომცხვარი კულიჩი როგორია.....რომ დაასურათოთ როგორი გამოგდით შეგიძლიათ?უფრო გული მაინტერესებსს როგორი გამოდის ტქვენი რეცეპტით....

აღდგამის,მერე გამოვიყენებ თქვენსს ვერსიას...თუ რათქმაუნდა სეიძლება...

Posted by: nia4u 16 Apr 2014, 14:38
rtuli
სამწუხაროდ, წელს არ ვაცხობ და არც სურათი მაქვს,
მაგრამ გამოდის მძიმე, მაგრამ არც ძალიან სველი გულით.
რეცეპტი არის ძველი, ტრადიციული და არაფრით გამორჩეული smile.gif
ვგულისხმობ, რომ არც არაჟანს, არც შესქელებულ რძეს და არც არაფერს განსხვავებულს არ ვურევ smile.gif )
QUOTE
დამაინტერესა თქვენი გამომცხვარი კულიჩი როგორია

თქვენობით არ არის საჭირო!
იმდენი ხანია აქ შენს რჩევებს და პოსტებს ვკითხულობ, ასე მგონია ძალიან ახლობელი ხარ ჩემი smile.gif
და განსაკუთრებით სასიამოვნოა, შენ რომ დაინტერესდი ჩემი რეცეპტით smile.gif
ადრეც დავწერე, დიდი კულინარი არ ვარ! smile.gif
აქაც, გოგოებს როცა დახმარება სჭირდებათ, ვცდილობ, ისევ თქვენნაირი გამოცდილი ადამიანების პოსტებით დავეხმარო smile.gif
ჩემს რეცეპტს დაგიწერ, დედისეულია და ძალიან მიყვარს...
smile.gif


Posted by: jadvari 16 Apr 2014, 14:52
nia4u
დიდი მადლობა წავიკითხე, მაგრამ იმას ვერ მივხვდი რა დროს უნდა დავდო მაცივარში, როგორც მოვზელავ თუ უფრო გვიან, როცა ამოვა.

და კიდევ რამდენი საათი გავაჩერო მაცივარში.

Posted by: tikusha 16 Apr 2014, 14:53
aninia
nia4u
მადლობა გოგოებო

ნჯ-ს რეცეპტი ისეთია რომ ინგრედიენტები 5-ზე კარგად იყოდამაშინ ცალცალკე მოვამზადებ ოპარასაც და გოგლიმოგლსაც, მერე ნახევარ საათიანი ზელვით მოვზელ და შევაგდებ ცალცალკე პარკებით მაცივარში ხვალ დილამდე

მერე ხვალ 5-ივეს გავაერთიანებ, გადავზილავ, გავურევ ქიშმიშებს, ცუკატებს სანელებლებს და მოვათავსებ ფორმებში smile.gif

1-ს ან 2 -ს თვითონ საცხობში გამოვაცხობ smile.gif ანუ თავადვე მოვაზელინებ, ამოვაყვანინებ და გამოვაცხობინებ smile.gif ვცადე მანამდე და მშვენიერი იყო smile.gif

Posted by: jadvari 16 Apr 2014, 14:58
tikusha
QUOTE
ჯ-ს რეცეპტი ისეთია რომ ინგრედიენტები 5-ზე კარგად იყოდამაშინ ცალცალკე მოვამზადებ ოპარასაც და გოგლიმოგლსაც, მერე ნახევარ საათიანი ზელვით მოვზელ და შევაგდებ ცალცალკე პარკებით მაცივარში ხვალ დილამდე


როგორც მოზელავ მაშინვე დებ მაცივარში, თუ ერთხელ უნდა ამოფუვდეს და მერე

Posted by: tikusha 16 Apr 2014, 14:58
jadvari
რომ მოზელ საღამოს , შეაგდე მაცივარში მეორე დღის დილამდე smile.gif მაცივარში ამოფუვდება ნელ-ნელა დაბალ ტემეპრატურაზე და ცომიც კარგად მომწიფდება

Posted by: aninia 16 Apr 2014, 14:59
tikusha
წარმატებიიი, შედეგის შესახებ გაგვაგებინე აუცილებლად. 2kiss.gif

Posted by: nia4u 16 Apr 2014, 15:06
tikusha
QUOTE
მერე ხვალ 5-ივეს გავაერთიანებ, გადავზილავ, გავურევ ქიშმიშებს, ცუკატებს სანელებლებს და მოვათავსებ ფორმებში

სანელებლები თავიდანვე ჯობია რომ გაურიო,
უფრო გაუჯდება და ქიშმიშები და სხვა რამე-რუმეები ხვალ smile.gif
jadvari
QUOTE
წავიკითხე, მაგრამ იმას ვერ მივხვდი რა დროს უნდა დავდო მაცივარში,

პირდაპირ უწერია ლუტას და რას ვერ მიხვდი biggrin.gif
საღამოს მოვზილე და ეგრევე შევდგი მაცივარშიო და დილით გავაგრძელეო.
დაგიკოპირებ კიდევ smile.gif
QUOTE

QUOTE (LUTA @ 12 Apr 2012, 14:51 )
gloneli
QUOTE
პასკის ცომის მოზელას და სითბოში გავჩერო თავიდან?


მე მაგალითად ასე ვაკეთებ ვზილავ და ეგრევე ვდებ მაცივარში .

მერე გამოვიღებ გადავზელ დავუმატებ ცუკატებს და ქიშმიშებს რაც მინდა რო მ ქონდეს .
1 საათი ვაჩერებ ოთახის ტემპერატურაზე მერე მოვათავსებ ფორმებში და ვაცდი აფუებას

ვაცხობ 180 გრადუსზე სანიავებლიანი რეჟიმი. ტემპერატურას არ ვუცვლი.

ცომის მოზელვისას ძალიან ძალიან კარგად უნდა დამუშავდეს. მე 1 კილო ფქვილის ერთიანად არასდროს გამიკეთებია

რადგან ჯერ ამდენიც არ მინდა და მერე მე მიჭირს ამხელა ცომის დამუშავება ძალიან კარგად .

და რაც მთავარია საფუარს ვუშვები ცოტას . მაგრამ მერე აფუების დრო არის ხანგრძლივი .

საღამს ვზელ ვდებ მაცივარში. ბოსტნეულითან ახლოს . დილით მხვდება დასვენებული ოდნავ გაფუებული. მერე ველი მეორედ გაფუებას ფორმებში საკმაო ხანი


Posted by: aninia 16 Apr 2014, 15:15
nia4u
QUOTE
სანელებლები თავიდანვე ჯობია რომ გაურიო,
უფრო გაუჯდება და ქიშმიშები და სხვა რამე-რუმეები ხვალ


მეც სწორედ ეგრე ვაკეთებ. ახლა ვეძებ დედას ტრადიციულ რეცეპს, სახლისას, მძიმე და ცოტათი სველი როა. დაბეჭდილი მქონდა და იქნებ მოვნახო, პირდაპირ დავაკოპირებ, ვინმეს შეიძლება გამოადგეს. ყოველ წელს კახეთში დავდივართ სააღდგომოდ და პასკებს მამა-პაპურ თონეში ვაცხობთ. ერთდროულად ბევრი ჩადის და ცხობისთვის ძალიან დიდი დრო არ გვჭირდება. ეგაა ტემპერატურის დამუღამება უნდა ხოლმე. wink.gif

Posted by: tikusha 16 Apr 2014, 15:30
nia4u
QUOTE
სანელებლები თავიდანვე ჯობია რომ გაურიო

drug.gif მომიწევს მაგათი დაყოფა და წვალება აბა

Posted by: aninia 16 Apr 2014, 15:52
tikusha
მე სანელებლებს სპირტში ან კონიაკში ვალბობ. მაგას ადვილად აწყავ სუფრის კოვზით და გაყოფ, მარა, შენ ამბობდი, მგონი, არ მაქვს წინასწარ დაყენებულიო, ხო?

Posted by: tikusha 16 Apr 2014, 15:57
aninia
არა, კარდამონს და მუსკატს, იმბირს რად უნდა სპირტი?? ან ვანილს? პირდაპირ არ აყრი?? ისე სადღაც წავიკითხე რძე დასხით და უკეთესად გამოუშვებს არომატსო


შაფრანს სპირტი დღეს რომ დავასხა, ხვალამდე გამოუვა ფერი??

Posted by: aninia 16 Apr 2014, 16:03
მაინც მრავალფეროვნებაა აქ და მეც ერთ ძველ, ტრადიციულ რეცეპტს დავდებ პასკისას, რომელსაც ჩემი ოჯახი მრავალი წელია წარმატებით იყენებს.

პასკა
(ერთი პორცია. მწვანე ბარდის ყუთებს ვიყენებთ ფორმებად და გამოდის 20-ზე მეტი. 23 თუ 27. ეს ფქვილზეა ხოლმე დამოკიდებული, ყოველთვის ერთნაირი რაოდენობის ცომი არ გამომდის. შეგიძლიათ დაყოთ თქვენთვის სასურველი რაოდენობის პროპორციულად.)

მასალა:
20 კვერცხი
2.5კგ შაქრის ფხვნილი
1კგ კარაქი ან მარგარინი
1 ლიტრი მაწონი
3 ლიტრი რძე
5 პაკეტი ვანილი ( ვანილები რომ იყიდება პატარა "პაჭკებით" ყველა მაღაზიაში, მაგას ვგულისხმობ.) ან ტქვენი გემოვნებით
2 სუფრის კოვზი მშრალი დროჟი (ესეც არაფერი განსაკუთრებული, მაღაზიებში იყიდება - პაკმაია, მაგალლითად)

* * *
0.5 კგ ქიშმიში
1 მოზრდილი ლიმნის ცედრა
8კგ უმაღლესი ხარისხის ფქვილი
მიხაკი, დარიჩინი, მუსკატის კაკალი, კარდამონი (ილი)

მომზადება:
გამოცხობამდე რამდენიმე დღით ადრე 50გ სპირტში ან კონიაკსი ჩაალბეთ დანაყილი სანელებლები. ტავი დაახურეთ და გააჩერეთ.
ცომს ვზელთ თბილ ოთახში, მასალა მომარაგებული გავქვს იქვე, ყველაფერი უნდა იყოს თბილი, თითქმის ერთნაირი ტემპერატურის.
უშუალოდ მოზელის წინ, ერთ ჭიქა ტბილ რძეს ჩავასხამთ მომინანქრებულ ჭურჭელში და წავაყაროთ წინასწარ ერთმანეთში არეული 1ჩაის კოვზი შაქრის ფხვნილი და საფუარი. კარგად მოვურიოთ, თავი დავახუროთ და გავაჩეროთ (აპარა).
კვერცხით და საქრით გავაკეთოთ გოგლი-მოგლი (ცალ-ცალკეც ამითქვეფია, ბეზე, შაქარი და მერე კვერცხის გულები, რადგან ძირითადად სოფლის კვერცხით ვაკეთებთ და კარგად უნდა გათქვეფა+ ყვითელი პასკაც გამომდის), შევურიოთ გამდნარი კარაქი (მასალად საჭიროს მინუს 250 გრამი), მაწონი, ლიმნის ცედრა, დოლბანდში სანელებლებისაგნ გადაწურული სურნელოვანი სპირტი, ვანილი, ქიშმიში, თბილი რძე, საფუარის ხსნარი (აპარა) და ამოვუკიდოთ ფქვილი. მორჩენილ 250 გ კარაქვს ან მარგარინს ვადნობთ ჯამში და ზელვის დროს ხელებს მასში ვისველებთ. როცა ცომი ჯამსაც მოშირდება და ხელებზეც აღარ მიგვეკვრება მზადაა. გადავაფაროთ და ვაცალოთ აფუება.
ამასობაში გავამზადოთ ფორმები, ჩავუფინოთ ძირზე ქარალდი და მოვუსვათ გამდნარ მარგარინში დასველებული დოლბანდი. ფომრბიც უნდა გვქონდეს ცომის ტემპერატურის, თბილი. აფუებული ცომი ჩავდოთ თითოეულში 1/3ზე და ვაცალოთ ახლა შიგ ამოფუვდეს.
შემდეგ, ცხელ ღუმელში გამოვახოთ.
გამომცხვარი პასკები შეგიძლიათ მორთოთ მინანქრით.
მე არც ცუკატები მომწონს და არც მინანქარი, სადად, შაქრის პუდრმოყრილს ვამჯობინებ.
წარმატებებს და ბედნიერ აღდგომას გისურვებთ.
რაღაც ნაწილ-ნაწილ დავწერე, მაგრამ მაპატიეთ, რეცეპტის აკრეფვისას რეფლაის დავაჭირე და ასე გამომივდა მთავარია, პასკა გამოგვივიდეს კარგი!



Posted by: nia4u 16 Apr 2014, 16:10
aninia
თქვენც კაი ბარაქიანი რეცეპტი გქონიათ! biggrin.gif
QUOTE
20 კვერცხი
2.5კგ შაქრის ფხვნილი
1კგ კარაქი ან მარგარინი
1 ლიტრი მაწონი
3 ლიტრი რძე

დედაჩემს სულ მაგაზე ვეკაიფებოდი-ხოლმე biggrin.gif
მაწონი არ ვიცოდი...
შენ შემთხვევით ხომ არ იცი ან ხომ არ შეგიძლია გაიგო, კახეთში იციან ნიგვზიანი პასკაო და მაგის რეცეპტი მაინტერესებს smile.gif
* * *
tuta_tuta
rtuli
აი,ჩემი პასკის რეცეპტი smile.gif

სააღდგომო პასკა „დედისეული“
ინგრედიენტები:
15 კვერცხი;
შაქარი - 4ჩ.ჭ.;
350გრ. კარაქი ან მარგარინი;
150გრ. ზეთი;
1 ლიტრი რძე;
3 ს.კ.(არასავსე) მშრალი საფუარი; (მე ვხმარობ პაკმაიას დიდ პაკეტებში)
1ს.კ. (არასავსე) მარილი;
ვანილის შაქარი - 10 პაკეტი ან დაახლოებით 50 გრამი;
ჯავზი - 3 ცალი საშუალო ზომის;
ილი - 30 მარცვალი;
მიხაკი - 0.5ჩ.კოვზი;
დარიჩინი - 0.5 ჩ.კოვზი;
ლიმონის ზეთი - 50 გრამი ან 2 ლიმონის და 4 ფორთოხლის ცედრა;
ქიშმიში - 200გრ. (სასურველია მუქი ფერის)
ფქვილი - 3კგ (დაახლოებით.)

მომზადება:
საერთო რაოდენობიდან აღებული ფქვილით, რძით და ცოტა შაქრით დავაყენოთ საფუარი. გავცრათ ფქვილი. გავაცალკევოთ კვერცხის ცილები და გულები. როდესაც ოპარა აფუვდება, დიდ ჯამში დაალოებით ერთ კილო გაცრილ ფქვილს შევურიოთ 1 ლიტრი ანადუღარი და გაგრილებული, თბილი რძე და აფუებული ოპარა, ნელ-ნელა, რომ არ დაკოშტდეს. დავდგათ თბილად, რომ ესეც აფუვდეს. ამასობაში, დავიწყოთ კვერცხის ცილების თქვეფა ბეზედ, როგორც ტორტისთვის, ჯამს რომ ამოატრიალებ და რომ არ ვარდება, ისე. დავუმატოთ შაქარი ნაწილ-ნაწილ, კვერცხის გულები სათითაოდ და სანელებლები - ვანილი, დაფქვილი ჯავზი, ილი, მიხაკ-დარიჩინი და ლიმონის ზეთი. (არა ესენცია!) ან მანქანაში გატარებული ლიმონისა და ფორთოხლის ცედრა. ეს მასა შევურიოთ აფუებულ რძიან მასას ფრთხილად, ხის კოვზით. დავამატოთ გამდნარი კარაქი და ზეთი, ასევე დარჩენილ ფქვილი ისე, რომ ცომი გამოვიდეს შეკრული, მაგრამ სველი (შეიძლება სამი კილო მთლიანად არ დასჭირდეს) და შემდეგ ვზილოთ ზეთიანი ხელით ჯამშივე, დიდხანს და საფუძვლიანად  შემდეგ დავდგათ ტილოგადაფარებული თბილად. ორჯერ ავაფუოთ და გადავზილოთ. მეორე გადაზელვაზე შევურიოთ გარეცხილ-გამშრალი და ფქვილში არეული ქიშმიში და გადავანაწილოთ ფორმებში. ფორმაშიც რომ ამოფუვდება, შევდგათ ღუმელში.
ღუმელი უნდა აანთოთ წინასწარ. მე ვაცხობ ალუმინის მომცრო ქვაბებში და ძირშიც და გვერდებზეც ვუფენ ცხიმწასმულ კალკას. ცომს ვდებ 1/3-ზე. ვაცხობ ელექტროღუმელში,სულ ქვედა თაროზე. ტაფაზე ვალაგებ, ისე, რომ ფორმებს შორის სიხალვათე იყოს და ცხელმა ჰაერმა თავისუფლად იმოძრაოს. ვურთავ ქვედა სპირალს და ბოლო 10-15 წუთი ზედასაც. 150 გრადუსზე სჭირდება დაახლოებით საათნახევარი, გააჩნია ფორმის ზომას, დენის სიძლიერეს და ა.შ.
გამომდის სხვადასხვანირად, ოთხი-ხუთი მომცრო ქვაბი (დაახლოებით "ტკბილი ქვეყნის" პასკების ზომის) და 7-8 ცალი ტომატის დიდი ყუთი smile.gif
////////////////////////////////////////////////////////////////

Posted by: aninia 16 Apr 2014, 16:23
გამოცხობამდე რამდენიმე დღით ადრე 50გ სპირტში ან კონიაკსი ჩაალბეთ დანაყილი სანელებლები. ტავი დაახურეთ და გააჩერეთ.
ცომს ვზელთ თბილ ოთახში, მასალა მომარაგებული გავქვს იქვე, ყველაფერი უნდა იყოს თბილი, თითქმის ერთნაირი ტემპერატურის.
უშუალოდ მოზელის წინ, ერთ ჭიქა ტბილ რძეს ჩავასხამთ მომინანქრებულ ჭურჭელში და წავაყაროთ წინასწარ ერთმანეთში არეული 1ჩაის კოვზი შაქრის ფხვნილი და საფუარი. კარგად მოვურიოთ, თავი დავახუროთ და გავაჩეროთ (აპარა).
კვერცხით და საქრით გავაკეთოთ გოგლი-მოგლი (ცალ-ცალკეც ამითქვეფია, ბეზე, შაქარი და მერე კვერცხის გულები, რადგან ძირითადად სოფლის კვერცხით ვაკეთებთ და კარგად უნდა გათქვეფა+ ყვითელი პასკაც გამომდის), შევურიოთ გამდნარი კარაქი (მასალად საჭიროს მინუს 250 გრამი), მაწონი, ლიმნის ცედრა, დოლბანდში სანელებლებისაგნ გადაწურული სურნელოვანი სპირტი, ვანილი, ქიშმიში, თბილი რძე, საფუარის ხსნარი (აპარა) და ამოვუკიდოთ ფქვილი. მორჩენილ 250 გ კარაქვს ან მარგარინს ვადნობთ ჯამში და ზელვის დროს ხელებს მასში ვისველებთ. როცა ცომი ჯამსაც მოშირდება და ხელებზეც აღარ მიგვეკვრება მზადაა. გადავაფაროთ და ვაცალოთ აფუება.
ამასობაში გავამზადოთ ფორმები, ჩავუფინოთ ძირზე ქარალდი და მოვუსვათ გამდნარ მარგარინში დასველებული დოლბანდი. ფომრბიც უნდა გვქონდეს ცომის ტემპერატურის, თბილი. აფუებული ცომი ჩავდოთ თითოეულში 1/3ზე და ვაცალოთ ახლა შიგ ამოფუვდეს.
შემდეგ, ცხელ ღუმელში გამოვახოთ.
გამომცხვარი პასკები შეგიძლიათ მორთოთ მინანქრით.
მე არც ცუკატები მომწონს და არც მინანქარი, სადად, შაქრის პუდრმოყრილს ვამჯობინებ.
წარმატებებს და ბედნიერ აღდგომას გისურვებთ.
რაღაც ნაწილ-ნაწილ დავწერე, მაგრამ მაპატიეთ, რეცეპტის აკრეფვისას რეფლაის დავაჭირე და ასე გამომივდა smile.gif მთავარია, პასკა გამოგვივიდეს კარგი!

Posted by: nia4u 16 Apr 2014, 16:26
aninia
მე ჩაგეჩხირე შუაში sad.gif
ეს ბოლო პოსტი დააკოპირე და პირველი პოსტის შესწორებასი სედი და იქ ჩასვი.

Posted by: aninia 16 Apr 2014, 16:31
nia4u
QUOTE
შენ შემთხვევით ხომ არ იცი ან ხომ არ შეგიძლია გაიგო, კახეთში იციან ნიგვზიანი პასკაო და მაგის რეცეპტი მაინტერესებს 

როგორ არა yes.gif ვიცი. მაგრამ არაფერი განსაკუთრებული: გულს ამზადებ ასე - 1 ან 2 კვერცხის ცილა ათქვიფე, შეურიე 200 გ-იანი ჭიქით შაქრის ფხვნილი (თუ ძაან ტკბილი არ გიყვარს, დააკელი smile.gif ) და 1,5 ეგ ჭიქა გატარებული ნიგოზი. მერე პასკის ცომს გააბრტყელებ-გაშლი მაგიდაზე. გადაუსვამ გულს და გადაახვევ რულეტივით. მერე გინდა დაჭერი ეს რულეტი და ფორმებში ჩადე, აცალე აფუება და გამოაცხე, გინდა, პირდაპირ რულეტი უძახე ქურაში კვერხისგულგადასმული. შეგიძლია სამი წვრილი რულეტი ნაწნავივით გადაწნა, გადაუსვა კვერცხის გული და გამოაცხო, ულამაზესი გამოდის.

QUOTE
თქვენც კაი ბარაქიანი რეცეპტი გქონიათ! 
QUOTE
20 კვერცხი
2.5კგ შაქრის ფხვნილი
1კგ კარაქი ან მარგარინი
1 ლიტრი მაწონი
3 ლიტრი რძე


დედაჩემს სულ მაგაზე ვეკაიფებოდი-ხოლმე 
მაწონი არ ვიცოდი...
შენ შემთხვევით ხომ არ იცი ან ხომ არ შეგიძლია გაიგო, კახეთში იციან ნიგვზიანი პასკაო და მაგის რეცეპტი მაინტერესებს 
* * *


ეტყობა ძველად, ოჯახები რო ერთად ცხოვრობდნენ, ბარაქიანად აცხობდნენ ერთად. ჩვენ დედებსაც ხო თავიანთი დედბის რეცეპტები აქვთ!

Posted by: tikusha 16 Apr 2014, 16:32
ისე საზამთროს მურაბა მაქვს და საზამთროები რო მდავჭრა წვრილად და შევურიო არ ივარგებს? მე საზამთროს მურაბის წვენში დარიჩინს ავურევ და ზემოდან მინდაგაგდავუსვა ნაწილ პასკებს სიპრიალისთვის smile.gif კექსებზე ვუსვამ და გემოსაც მაგარს აძლევს smile.gif

Posted by: aninia 16 Apr 2014, 16:36
nia4u
QUOTE
aninia
მე ჩაგეჩხირე შუაში
ეს ბოლო პოსტი დააკოპირე და პირველი პოსტის შესწორებასი სედი და იქ ჩასვი.


გაიხარე, კი არ ვიცოდი თუ ეგერ შეიძლებოდა 2kiss.gif მგონი გავასწორე.
* * *

nia4u
ნიი, ის მეორე ნაწილი როგორ წავსალო, ბარემ ეგეც მასწავლე რააა

* * *
tikusha

QUOTE
ისე საზამთროს მურაბა მაქვს და საზამთროები რო მდავჭრა წვრილად და შევურიო არ ივარგებს? მე საზამთროს მურაბის წვენში დარიჩინს ავურევ და ზემოდან მინდაგაგდავუსვა ნაწილ პასკებს სიპრიალისთვის  კექსებზე ვუსვამ და გემოსაც მაგარს აძლევს 


სცადე, ოღონდ საზამთროს მურაბა წინასწარ საწურზე დააწყე, წვენისგან კარგად დაიწრიტოს, მერე დაჭრილი ცოტა ფქვილში აურიე და მერე ცომში. პასკა გექნება საზამტროს ცუკატებიიიიით . არც ზემოდან გადასმაა პრობლემაა, ჩვეულებრივ ვაჟინს ანუ "სიროფს" ხო უსვამენ? თან უკვე გამოცდილი გქონია კექსზე.

Posted by: tikusha 16 Apr 2014, 16:50
aninia
ვაიმე, 8 კგ ფქვილზე 2 სუფრის კოვზი მშრალი საფუარი, ანუ სულ 20 გრ??? eek.gif eek.gif ეს როგორ ფუვდება, ძალიან ცოტაააა, ძალიან

QUOTE
სცადე, ოღონდ საზამთროს მურაბა წინასწარ საწურზე დააწყე, წვენისგან კარგად დაიწრიტოს, მერე დაჭრილი ცოტა ფქვილში აურიე და მერე ცომში.

ჰო, საწურზე წინასწარ დავდებ, მაგას კი ვფიქრობდი, მაგრამ ფქვილში ამოსვრა არ მიფიქრია, მართალი ხარ, თანაბრად გადანაწილდება ცომში

ზოგს ფერადი ცუკატებით გავაკეთებ, ნაწილს საზამთროთი, ან შეიძლება ყველა ერთმანეთში ავურიო smile.gif

წელს მაგარ მუღამზე ვარ smile.gif

Posted by: aninia 16 Apr 2014, 16:56
tikusha

QUOTE
ვაიმე, 8 კგ ფქვილზე 2 სუფრის კოვზი მშრალი საფუარი, ანუ სულ 20 გრ???  ეს როგორ ფუვდება, ძალიან ცოტაააა, ძალიან

ფუვდება, დამიჯერე. მე დედას პურსაც ვაცხობ თონეში და იქაც არ გამომიყენებია 2 სუფრის კოვზზე მეტი. არადა, გამოდის და რად უნდა მეტი?
* * *
tikusha
QUOTE
მართალი ხარ, თანაბრად გადანაწილდება ცომში

მარტო მაგიტომ არ გითხარი, ასე მგონია, თუ რაიმე სისველე შერჩა შენ მურაბას, სულ ამოაშრობს და ცომსაც აღარ გაათხელებს.

Posted by: tikusha 16 Apr 2014, 17:00
აბა მე რომ რეცეპტი მაქვს 3 კგ ფქვილზე 5-6 სუფრის კოვზი წერია და მაგ რეცეპტით რომ გავაკეთე 8-9 სთ ფუვდებოდა

ძალიან მძიმე ცომია და მაგიტომ მიკვირს

QUOTE
სულ ამოაშრობს

რას ამოაშრობს?

Posted by: aninia 16 Apr 2014, 17:02
tikusha
QUOTE
რას ამოაშრობს?

QUOTE
ასე მგონია, თუ რაიმე სისველე შერჩა შენ მურაბას

smile.gif
* * *
tikusha
QUOTE
არა, კარდამონს და მუსკატს, იმბირს რად უნდა სპირტი?? ან ვანილს? პირდაპირ არ აყრი?? ისე სადღაც წავიკითხე რძე დასხით და უკეთესად გამოუშვებს არომატსო

ვანლის ეგრევე ვაყრი, აბა რა! სხვებს კი -ყოველთვის ერთი კვირით ადრე, სპირტზე ნაყენს აკეთებდა დედა - დაფქული სუნელების პირდაპირ ჩაყრა ფერს უცვლიდა ხოლმე ცომს, წვრილ ნამცეცებად აჩნდებოდა და არ მოგვწონდა. განსაკუთრებით, დაფქულმა დარიჩინმა წაიყვანა მუქ ყავისფერზე ერთხელ და არ მოუხდა. ამიტომ, მარცვლებს ვიღებთ, დარიჩინს ქერქს- დავნაყავთ, დავსრესთ და მერე სპირტში. რავიცი, ესე მოგვწონს.
ზაფრანა-შაფრანი კი არასდროს გამიკეთებია და დანამდვილებით ვერაფერს გეტყვი. თუმცა, თუ სხვა გამოსავალი მაინც არ არის, დააყენე და ნუ გადაწურავ, ერთიანად ჩაუძახე მერე ცომში. ნაყენი თუ არა, თავად სანელებელის ფქვილი ხო გაუშვებს ფერს.... რავიცი, მე ასე ვფიქრობ.

Posted by: tikusha 16 Apr 2014, 17:14
aninia
sad.gif ახლა სანელებლების სპირტში ჩაყრას რაღა აზრი აქვს, ეგ რომ მცოდნოდა მეც 1 კვირით ადრე ჩავყრიდი

ისე წვრილ ნამცეცებად კი აჩნდება ცომს ეს სანელებლები

ნახე პმ

Posted by: aninia 16 Apr 2014, 17:26
tikusha
გამოგიგზავნე პასუხიიი kiss.gif თუ რამეა მომწერე, მარა შეიძლება ხვალამდე ვეღარ გიპასუხო sad.gif ხვალ აპირებ მოზელას თუ დღეს?

Posted by: tikusha 16 Apr 2014, 17:30
ხვალ საღამოს ვაპირებ smile.gif
aninia

Posted by: tamo7779 16 Apr 2014, 17:34
nia4u
შეიძლება შემეშალა რაღაც... მახსოვს საღამოს 7-8 საათზე რომ მოზილო, მერე 1-2 საათზე უნდა მოზილო ღამით და მერე დილით გამოაცხოო..... წინა გვერდზებზე გეწერა მგონი.....
20 კვერცხს ვაკეტებ 3,5 კგ ფქვილი.

Posted by: 88888 16 Apr 2014, 17:48
rtuli
თქვენ გეცოდინებათ)))
კულიჩის გული რომ ნოტიო, სველი რომ დარჩეს და არ გადგებოდეს გულზე, რა უნდა გააკეთო?

რა განაპირობებს ასეთ ფაქტურას?)))

Posted by: nia4u 16 Apr 2014, 18:33
aninia
QUOTE
ის მეორე ნაწილი როგორ წავსალო,

ისევ შესწორებაში შედი,მონიშნე ყველაფერი და წაშალე.დარჩება უტექსტო პოსტი,მაგრამ არაუშავს smile.gif
ოღონდ მალე ქენი,თორემ შესწორების ფუნქცია აღარ არის-ხოლმე მერე smile.gif

ეს ნიგვზიანი პასკა უნდა შევინახო,ძაან მაგარი იქნება!წარმომიდგენია!
QUOTE
გულს ამზადებ ასე - 1 ან 2 კვერცხის ცილა ათქვიფე, შეურიე 200 გ-იანი ჭიქით შაქრის ფხვნილი (თუ ძაან ტკბილი არ გიყვარს, დააკელი  ) და 1,5 ეგ ჭიქა გატარებული ნიგოზი. მერე პასკის ცომს გააბრტყელებ-გაშლი მაგიდაზე. გადაუსვამ გულს და გადაახვევ რულეტივით. მერე გინდა დაჭერი ეს რულეტი და ფორმებში ჩადე, აცალე აფუება და გამოაცხე, გინდა, პირდაპირ რულეტი უძახე ქურაში კვერხისგულგადასმული. შეგიძლია სამი წვრილი რულეტი ნაწნავივით გადაწნა, გადაუსვა კვერცხის გული და გამოაცხო, ულამაზესი გამოდის.

tikusha
QUOTE
წელს მაგარ მუღამზე ვარ

ესეც გააკეთე მაშIნ,ანინიას ნიგვზიანი პასკა smile.gif
QUOTE
ისე საზამთროს მურაბა მაქვს და საზამთროები რო მდავჭრა წვრილად და შევურიო არ ივარგებს?

არ ივარგებს კი არა,ეგ იქნება ყველაზე მაგარი,
აბა იმ ნაყიდ ცუკატებს ფერი აქვს მარტო და გემოს ვერ გაიგებ რისია!


* * *
tamo7779
QUOTE
საღამოს 7-8 საათზე რომ მოზილო, მერე 1-2 საათზე უნდა მოზილო ღამით და მერე დილით გამოაცხოო.

კი,მეწერა, ეგ.
ღამის თენება რომ არ მოგიწიოს, ამოფუებას დრო ხომ უნდა...
მაგ შემთხვევაში მოზილავ, დადგამ, ამოფუვდება-ერთხელ.
ძილის წინ,გვიან კიდევ გადაზილავ,დადგავ და დილამდე ამოფუვდება - მეორედ.
დილით გადაზილავ,ფორმებში ჩადებ და ამოფუვდება - მესამედ smile.gif aninia
tikusha
მე ეგ ნამცეცები მომწონს smile.gif
მოკლედ,მართლა კაცია და გუნება რა!!! smile.gif
88888
QUOTE
კულიჩის გული რომ ნოტიო, სველი რომ დარჩეს

QUOTE
რა განაპირობებს ასეთ ფაქტურას?

რთული უფრო პროფესიონალურად გიპასუხებს ალბათ,
მაგრამ, მანამდე, ჩემი აზრით, ცხიმოვანება აძლევს მაგ სტრუქტურას.
რაც უფრო კარგი ხარისხის კარაქით გააკეთებ,
არაჟანს დაუმატებ და კარგ რძეს, მით უფრო მძიმე და სველი გამოდის პასკა smile.gif

Posted by: გვ@ნც@ 16 Apr 2014, 21:28
ვინმეს ხომ არ შეუძლია დადოს გამოცდილი (!) ნაზუქის რეცეპტი? ცომის ამოსვლასთან დაკავშირებული პრობლემები მაქვს სულ და მიზეზს ვერ ვხვდები ვერასდროს, მოკლედ პრეტენზიული ცომია მგონი....

Posted by: tikusha 16 Apr 2014, 22:02
nia4u
QUOTE
ესეც გააკეთე მაშIნ,ანინიას ნიგვზიანი პასკა

მე როგორ ვაკეთებ იცი? smile.gif ცომს რომ გავშლი გადავუსვამ ფუნჯით გამდნარ კარაქს, დავაყრი მერე შაქარს არეულს სანელებლებით და დაფქული ნიგვზით ან თხილით, გადავახვევ და ვჭრი ფიგურული დანით, ვაწყობ მრგვალ ალუმინის ქვაბში, ვაცლი 1.5 სთ ამოფუებას და ვაცხობ, ესენი ერთმანეთს ეკვრის და რომ ცხვება გადმომაქვს და ერთიანად ისე ლამაზადააა ყვავილივით smile.gif დაუშლელი smile.gif

QUOTE
მე ეგ ნამცეცები მომწონს მოკლედ,მართლა კაცია და გუნება რა!!!

არც მე მაღიზიანებს smile.gif

ისე პასკისთვის თეთრი ქიშმიში ჯობია თუ შავი? რატომღაც შავი უფრო ეტყობა, მაგრამ თეთრი ვარჩიე და თქვენ რომელს იყენებთ?? მემგონი პასკას თეთრი უფრო მოუხდება რავიცი

Posted by: nia4u 16 Apr 2014, 23:39
tikusha
QUOTE
ისე პასკისთვის თეთრი ქიშმიში ჯობია თუ შავი? რატომღაც შავი უფრო ეტყობა, მაგრამ თეთრი ვარჩიე და თქვენ რომელს იყენებთ?? მემგონი პასკას თეთრი უფრო მოუხდება რავიცი

მუქს ვიყენებ-ხოლმე,რომ შეეტყოს და გამოჩნდეს smile.gif
ისე, მგონი, სულერთია smile.gif
QUOTE
ესენი ერთმანეთს ეკვრის და რომ ცხვება გადმომაქვს და ერთიანად ისე ლამაზადააა ყვავილივით

კაი იქნება! smile.gif

Posted by: ninicool 16 Apr 2014, 23:43

tikusha
QUOTE
ისე პასკისთვის თეთრი ქიშმიში ჯობია თუ შავი? რატომღაც შავი უფრო ეტყობა, მაგრამ თეთრი ვარჩიე და თქვენ რომელს იყენებთ?? მემგონი პასკას თეთრი უფრო მოუხდება რავიცი

მე ნახევარ-ნახევარს ანუ ნახ-ნახევარს ვიყენებ. ეხლაც ეგრე ვიყიდე. ისე კი, ცუკატები რომ აქვს ბევრი, ის უფრო მიყვარს
nia4u
QUOTE
რთული უფრო პროფესიონალურად გიპასუხებს ალბათ,მაგრამ, მანამდე, ჩემი აზრით, ცხიმოვანება აძლევს მაგ სტრუქტურას.რაც უფრო კარგი ხარისხის კარაქით გააკეთებ,არაჟანს დაუმატებ და კარგ რძეს, მით უფრო მძიმე და სველი გამოდის პასკა

გეთანხმები. + ცხობისას ძალიან არ უნდა გამოშრეს (ჩემი აზრით)

Posted by: tuta_tuta 17 Apr 2014, 00:01
კითხვა მაქვს, როცა ამოვიღებ ცომს ფორმებში და ამოფუვდება, ყვრლას ერთად ხომ ვერ ვდებ ღუმელში, რომელიც გარეთ დარჩება გამოდის დამატებით 1 სთ იქნება ფორმაში და ეს არ გააფუჭებს ცომს?
ninicool
nia4u
tikusha

Posted by: temotemuka 17 Apr 2014, 01:49
http://www.kulinaria.ge/სააღდგ...
* * *
ამ რეცეპტით კარგი გამოვა?
----------------------

Posted by: aninia 17 Apr 2014, 10:19
tikusha
QUOTE
მე როგორ ვაკეთებ იცი?  ცომს რომ გავშლი გადავუსვამ ფუნჯით გამდნარ კარაქს, დავაყრი მერე შაქარს არეულს სანელებლებით და დაფქული ნიგვზით ან თხილით, გადავახვევ და ვჭრი ფიგურული დანით, ვაწყობ მრგვალ ალუმინის ქვაბში, ვაცლი 1.5 სთ ამოფუებას და ვაცხობ, ესენი ერთმანეთს ეკვრის და რომ ცხვება გადმომაქვს და ერთიანად ისე ლამაზადააა ყვავილივით  დაუშლელი


ყვავილის იდეა მშვენიერია, თიკუ. მომეწონა მასეთს მეც გავაკეთეებ.
nia4u
QUOTE
ოღონდ მალე ქენი,თორემ შესწორების ფუნქცია აღარ არის-ხოლმე მერე

ეეჰ, გამიმაზია ეგ მომენტი gigi.gif

Posted by: tikusha 17 Apr 2014, 10:37
ვიყიდე ნამდვილი ვანილი, რუსული, აი შაქრიანი კი არა
და პასკის რეცეპტს 3 კგ ფქვილზე 15 კვერცხიანს აწერია 1 ჩ/კ ვანილი და მე ბარემ გუშინ სუნელები გავამზადე და 1 ჩ/კ ეს ვანილი ჩავყარე და მეშინია ხომ არ გაამწარებს? თავიდან ხომ არ მოვამზადო სანელებლები??

Posted by: tasikuna-taso 17 Apr 2014, 10:42
QUOTE
კითხვა მაქვს, როცა ამოვიღებ ცომს ფორმებში და ამოფუვდება, ყვრლას ერთად ხომ ვერ ვდებ ღუმელში, რომელიც გარეთ დარჩება გამოდის დამატებით 1 სთ იქნება ფორმაში და ეს არ გააფუჭებს ცომს?



კი გააფუჭებს. ზედმეტად გადაფუვდება და თავები ჩაუვარდება.

ამიტომ მე ვანაწილებ. ღუმელში რამდენი ფორმაც ეტევა პირველ ჯერზე მხოლოდ მაგათში მოათავსებ ცომს.
გარკვეული დროის გასვლის შემდეგ დანარჩენებში.

Posted by: tuta_tuta 17 Apr 2014, 11:01
tasikuna-taso

ამიტომ ცომი გავყო ორად , ნახევარში ჩავყარო ქიშმიში და ამოვზილო გავანაწილო ფორმებში, და ის მეორე ნახევარი დავტოვო ჯერ უქიშმიშოდ და სადღაც 30 წუთის მერე ჩავაყარო ქიშმიში და ამოვზილო, ჩავდო ფორმებში. ესე ვქნაsmile.gif)))))))))))))))))))))))))))))))))( რა დებილივით ვსვავ კითხვებს)

Posted by: tikusha 17 Apr 2014, 11:11
tuta_tuta
რატომ უნდა იწვალო? იყოს ბარემ ქიშმიშიანად smile.gif

Posted by: tuta_tuta 17 Apr 2014, 11:26
tikusha

ერთიანად ჩავყარო ქიშმიში ამოვზილო და ნახევარი აგდავანაწილო ფორმებში , მერე იმ მეორე ნახევარ კიდევ მოუწევს გადაზილვა სადღაც 40 წუთის მერე და უკვე ფორმებშ ამოფიება. ეგრე ვქნა ჯობია არა?

Posted by: tikusha 17 Apr 2014, 11:27
tuta_tuta
როგორც გინდა, არ აქვს არსებითი მნიშვნელობა smile.gif

Posted by: aninia 17 Apr 2014, 11:44
გვ@ნც@
QUOTE
ვინმეს ხომ არ შეუძლია დადოს გამოცდილი (!) ნაზუქის რეცეპტი? ცომის ამოსვლასთან დაკავშირებული პრობლემები მაქვს სულ და მიზეზს ვერ ვხვდები ვერასდროს, მოკლედ პრეტენზიული ცომია მგონი....


ამ ლინკზე ნახე, იქნებ მოგეწონოს? http://forum.ge/?showtopic=33695527&f=&st=30&#entry4387689
პოსტი N4387689

Posted by: tikusha 17 Apr 2014, 12:48
QUOTE (tikusha @ 17 Apr 2014, 10:37 )
ვიყიდე ნამდვილი ვანილი, რუსული, აი შაქრიანი კი არა
და პასკის რეცეპტს 3 კგ ფქვილზე 15 კვერცხიანს აწერია 1 ჩ/კ ვანილი და მე ბარემ გუშინ სუნელები გავამზადე და 1 ჩ/კ ეს ვანილი ჩავყარე და მეშინია ხომ არ გაამწარებს? თავიდან ხომ არ მოვამზადო სანელებლები??

ამაზე იქნებ მიპასუხოთ რა გთხოვთ

Posted by: nia4u 17 Apr 2014, 12:53
tikusha
ახლა შემოვედი smile.gif
15 კვერცხიანს ერთი კოვზი ვანილი ვერაფერს უზამს.
კიარადა biggrin.gif უზამს,მარა ვერ გაამწარებს smile.gif
ნუ ნერვიულობ smile.gif

Posted by: tikusha 17 Apr 2014, 12:58
nia4u
გაიხარე

სურნელი აქვს ისეთი წაგაქცევს biggrin.gif ოდნავ გემო გავუსინჯე საშინლად მწარეა და შემეშინდა

ვიფიქრე დავაკლებთქო

მაგრამ კაი იყოს smile.gif სანელებლები ყველაფერი ახალი დაფქულია და საოცარი სურნელი დგას მთელ სახლში smile.gif

Posted by: nia4u 17 Apr 2014, 13:08
tuta_tuta
QUOTE
ცომი გავყო ორად , ნახევარში ჩავყარო ქიშმიში და ამოვზილო გავანაწილო ფორმებში, და ის მეორე ნახევარი დავტოვო ჯერ უქიშმიშოდ და სადღაც 30 წუთის მერე ჩავაყარო ქიშმიში და ამოვზილო, ჩავდო ფორმებში. ესე ვქნა

თუ იმხელა პორციას აკეთებ,რომ ერთ გამოცხობაზე ვერ შევა,
წინასწარ მოსინჯე შენი ღუმელი, რომ იცოდე, რამდენი ფორმა შედის თავისუფლად,
ისე, რომ ერთმანეთზე მჭიდროდ მიდებული არ იყოს.
ეს ფორმები გაამზადე, ქაღალდი ჩაუფინე და გაცხიმე.
ჩადე ცომი ერთ მესამედზე, დადგი თბილად და დაელოდე ამოფუებას.
ერთ იმდენს რომ მოიმატებს და ორ მესამედზე ამოვა, შედე გამოსაცხობად smile.gif
თან დროს გაიგებ, რამდენ ხანში ამოვა ფორმებში.
სანამ ეს ცხვება, თუ გაქვს სხვა ფორმები კიდევ, გაამზადე ახალი პარტია იგივენაირად.
თუ არ გაქვს სხვა ფორმები, ესენი რომ გამოცხვება, ფორმაშივე უნდა გაგრილდეს.
ბარბარე ჯორჯაძეს უწერია, რბილ ნაჭერზე დააწვინეთ და აგორავეთო და ისე გააგრილეთო
lol.gif lol.gif lol.gif
მოკლედ, გააგრილებ, ამოიღებ, გაასუფთავებ, თუ შერჩენილი აქვს ცომები,
და თავიდან ყველა პროცედურა - ქაღალდები,გაცხიმვა, გაფუება, გამოცხობა...
თან ამ შუალედში ღუმელი გამორთე და გააგრილე აუცილებლად, თორემ ძალიან თუ გადახურდა, შეიზლება დაგიწვას.
კიდევ გაითვალისწინე, ფორმების სიმაღლე ღუმელთან მიმართებაში -
ცომი ხომ ამოდის და ძაან მაღალი ფორმა თუა, შეიძლება სიმაღლე არ ეყოს.
ერთხელ ჩემს პასკებს სპირალები ეხატა და გლაზურით დავმალე biggrin.gif
ახლა ქიშმიშები და ცუკატები -
ერთად შეურიე ცომს. ეგ არაფერს დაუშავებს.

* * *
ხო, ფორმაში ჩადების წინ ხო უნდა გადაზილო და მოაგუნდავო,
ეცადეთ ლამაზი მთლიანი მხარე ფორმაში ზემოდან მოაქციოთ, რომ პასკას თავი ლამაზი გამოუვიდეს smile.gif
* * *
aninia
QUOTE
ეეჰ, გამიმაზია ეგ მომენტი 

biggrin.gif
არაუშავს, იმედია, როდესმე ეყოლება მოდერი ამ განყოფილებას და გავასწორებინოთ მერე smile.gif

* * *
tikusha
QUOTE
სანელებლები ყველაფერი ახალი დაფქულია და საოცარი სურნელი დგას მთელ სახლში

ცხობას რომ დაიწყებ, მერე ნახე სურნელი!
love.gif
გადარევ მეზობლებს! biggrin.gif
* * *
http://imedi.ge/index.php?pg=prs&id_pr=1675&id=31
დრო თუ გაქვთ, უყურეთ smile.gif
ხაჭოს პასკის მომზადების ვიდეო-რეცეპტი ესმა კუნჭულიასგან smile.gif

Posted by: tikusha 17 Apr 2014, 14:13
aninia
QUOTE
მე, მაგალითად, როცა ცომი მაცივარში უნდა დავასვენო, პოლიეთილენის 2 დიდ პარკში ვდებ და ისე ვკრავ, რომ გაფუებისას პარკი არ გახეთქოს

რა მაინტერესებს, ცომი პარკს არ ეწებება?? იოლად სცილდება?

Posted by: nia4u 17 Apr 2014, 14:18
tikusha
არ მიეწებება, თონიდან პურის ცომი არ მოგიტანია? smile.gif
ფქვილი არ უნდა,ეგრევე ჩადე.
დავასწარი ანინიას biggrin.gif
* * *

http://imedi.ge/index.php?pg=prs&id_pr=1675&id=31
დრო თუ გაქვთ, უყურეთ smile.gif
ხაჭოს პასკის მომზადების ვიდეო-რეცეპტი ესმა კუნჭულიასგან smile.gif
ესეც რეცეპტი:
ხაჭოს პასქის რეცეპტი
იყიდეთ 2 კილო ხაჭო. მარლაში გამოკარით და რამდენიმე საათით დაწრიტეთ. ან ხელით გაწურეთ. ზედმეტი წყალი რომ გამოადინოთ, ნაცარქექიას მეთოდით. ცალკე მოხალეთ ტაფაზე 300-400 გრამი ქართული თხილი და ჩოფერში მსხვილად დაფქვით. ჯამში ჩაუშვით 200. გრამი შერბილებული კარაქი. დაუმატეთ 250 გრამი შაქრის პუდრა. დაუმატეთ 150 გრამი არაჟანი. ათქვიფეთ მიქსერით. დაუმატეთ ხაჭო, თხილი, ქიშმიში, ცუკატები. 3-5 ვანილი. კარგად ათქვიფეთ მიქსერით.
ჩააფინეთ რამდენიმე ფენა მარლა თუშფალანგში. ჩაასხით ხაჭოს მასა. მარლის ნაწილებით გადააფარეთ ხაჭოს. დაადეთ თეფში. თეფშზე დაადეთ სიმძიმე. ხაჭოიანი თუშფალანგი ჩადგით ცარიელ ჯამში. შედგით მაცივარში 2 დღე. აღდგომამდე. . შიგადაშიგ ქვედა ჯამიდან გადაწურეთ ზედმეტი სითხე.
აღდგომის სუფრაზე გატანამდე ამოაბრუნეთ თუშფალამგი და ხაჭოს პასქა გადაიტანეთ ლამაზ დიდ თეფშზე. შეგიძლიათ მორთოთ გახეხილი შოკოლადით. ცუკატებით. ან თხილით.
გკოცნით, ესმა
///////////////////////////////////

Posted by: tikusha 17 Apr 2014, 16:57
nia4u
QUOTE
ცხობას რომ დაიწყებ, მერე ნახე სურნელი!

გადარევ მეზობლებს! 

საკუთარი სახლი მაქვს, მასე არ აღწევს სუნები მეზობლებამდე, ზევით მიდის biggrin.gif wink.gif

Posted by: aninia 17 Apr 2014, 17:08
tikusha

QUOTE
რა მაინტერესებს, ცომი პარკს არ ეწებება?? იოლად სცილდება?


არ ჭირს აძრობა პარკიდან, ცოოტა ფქვილს კი ჩავუყრი ხოლმე დასაზღვვევად, მაგრამ, ცომში შემავალი ცხიმის ხარჯზეა ალბათ, რო არასდროს მისწებებია.
* * *
nia4u
QUOTE
დავასწარი ანინიას 

2kiss.gif მთავარია ვისაც რჩევა სჭირდება დროზე მივუსწროთ, თორე ვინ უპასუხებს, რა მნიშვნელობა აქვს. ამ ტკბილი თემის დამსახურებით ყველას შინაურებად გთვლით, ბოლოსდაბოლოს სამზარეულოში ფუსფუსისას "ვესწრებით" ერთმანეთს და დავახლოვდით wink.gif

Posted by: nia4u 17 Apr 2014, 20:12
tikusha
QUOTE
საკუთარი სახლი მაქვს, მასე არ აღწევს სუნები მეზობლებამდე, ზევით მიდის

რა ვიცი, მეც საკუთარი სახლი მაქვს, მაგრამ რამეს რომ ვაცხობ,
მთელი უბანი ჩემს სახლთან არის-ხოლმე ატუზული biggrin.gif
იმიტომ არის, ჩემს სახლში ერთი პორცია ნამცხვარი მეორე დილამდე არ ძლებს biggrin.gif
გარყვნილები მყვანან რა! biggrin.gif
დაიწყე შენ უკვე?
aninia
ხო,მართალი ხარ!
ასე მგონია, ამ განყოფილების ყველა წევრს ვიცნობ
და მაგიტომაც არავის მივმართავ ალბათ თქვენობით და შეიძლება, ვინმეს სწყინს კიდეც smile.gif
/////////////////////////////////////////////

აბა, ვინ აცხობს კიდევ სახლში? smile.gif


Posted by: oo la la 17 Apr 2014, 21:59
მოკლეთ,
ჩემს ჯეჯილმა ვერ მოასწრო ამოსვლა, რაც ამოვიდა ნაწილი მტრედებმა ამოკენკეს ,
მომმავალ წელს გავითვალისწინებ და ცოტა ადრე დავთესავ,
სად ვიყიდო ჯეჯილი? ხარისხიანი და კარგი, ისეთი არ მინდა ერთჯერად თეფშებზე 2 ღერო რომ არის ამოსული sad.gif

Posted by: Miss_Nata 17 Apr 2014, 22:35
პასკების ოსტატებო კითხვები მაქვს tongue.gif ათკვერცხიან პასკაში,რამდენი სუნელია საჭირო? კიდევ აქ წავიკითხე რომ სპირტში აყენებთ სუნელებს და ძალიან დავმაინტერესა smile.gif მაქვს ჩვეულებრივი დაბეჭდილი არაყი და ასევე 60გრადუსიანი ოჯახის ჭაჭა, გამოდგება რომელიმე??? ან არაყი რამდენი უნდა იყოს? კიდევ მეგობარმა მითხრა რომ ქიშმიშებსაც არაყში ალბობენო და... მოკლედ დავიბენი. დამხემარეთ თუ არ დაგეზარებათ რააა bis.gif

Posted by: tamo7779 17 Apr 2014, 23:38
მე მარტო ქიშმიშს ვაჩერებ კონიაკში.
და თუ შაფრანის დამატებას გეგმავ - ესეც უნდა გააჩერო კონიაკში. (მე კონიაკს ვიყენებ ძირითადად)

10 კვერცხიანი არასოდეს გამიკეთებია.... მე 3,5კგ ფქვილი და 20 კვერცხიანს ვაკეთებ. მუსკატი, მიხაკი, ვანილი და კარდამონი - ნახევარ კოვზს ვუკეთებ. დარიჩინი 2 ჩ.კ.

ისე ჟურნალებში რაც მაქვს ნანახი ვანილის გარდა არაფერს უკეთებენ, მაქსიმუმ ლიმონის ან ფორთოხლის ცედრა....

Posted by: fermina 17 Apr 2014, 23:44
oo la la
biggrin.gif biggrin.gif ჩემიც

ფანჯარა დამრჩენია ღია

Posted by: nia4u 18 Apr 2014, 00:52
Miss_Nata
QUOTE
ათკვერცხიან პასკაში,რამდენი სუნელია საჭირო?

ეგ ძალიან ინდივიდუალურია და პირის გემოზეა.
მე დაახლოებით ასე ვუზამდი:
ვანილი-7 პაკეტი - 35 გრ.
ჯავზი-1 ან 1,5 მოზრდილი
ილი - 20 მარცვალი
მიხაკი-ჩაის კოვზის ნახევარზე ცოტა ნაკლები.
დარიჩინი-ჩაის კოვზის ნახევარზე ცოტა ნაკლები.
1 ცალი ლიმონის ცედრა
2 ცალი ფორთოხლის ცედრა
ქიშმიში - 200გრ.

* * *
Miss_Nata
QUOTE
სპირტში აყენებთ სუნელებს და ძალიან დავმაინტერესა

QUOTE
ჩვეულებრივი დაბეჭდილი არაყი და ასევე 60გრადუსიანი ოჯახის ჭაჭა, გამოდგება რომელიმე?

მე მგონია,რომ რაც უფრო გრადუსიანია,მით მეტად "გამოიტანს" გემოებს,ამიტომ 60 გრადუსიანს გირჩევდი.
როგორც წინა გვერდებზე ანინიამ დაწერა, ერთი კვირით ადრე აყენებენ ხოლმე მაგ ნაყენს.
დაახლოებით 50 გრამი ალბათ, სუნელები უნდა დაფაროს კარგად.
მე ასე არ ვაყენებ-ხოლმე, პირდაპირ ვაყრი.
ქიშმიშს ალბობენ კონიაკში, როგორც ვიცი, თუმცა არაყითაც არაფერი დაშავდება ალბათ.ეგეც,რომ დაიფაროს, იმდენი.
მე ქიშმიშსაც არაფერში ვალბობ. მხოლოდ ცხელ წყალს ვასხამ, რომ დაიბეროს, მერე ვაშრობ და ფქვილში ამოსვრილს ვამატებ.
* * *
ახალი რჩევები ჩვენი N.J-ისგან მათტვის, ვინც სააღდგომო პასკა-კულიჩს სახლში აცხობს smile.gif
http://ratatui.me/paska-igive-kulichi/

Posted by: fermina 18 Apr 2014, 10:00
ანტრეს პასკა არის სრულიად არაჩვეულებრივი, რეკომენდაციას ვუწევ.

ძვირია ოღონდ, 12 ლარია და მგონი კილოც კი არ არის. ისე პატარაა, მაგრამ საკმაოდ მძიმეა.

Posted by: Luchia 18 Apr 2014, 12:59
კითხვა მაქვს smile.gif

ქახალდის საცხობ ფორმებს ცხიმის წასმა დაჭირდება?
წელს პირველად ვაცხობ ამ ფორმაში

Posted by: pinar 18 Apr 2014, 13:01
http://pix.ge/
http://pix.ge/

Posted by: shilaida 18 Apr 2014, 13:02
Luchia
მესამე წელია ვაცხობ,არასოდეს წამისვია ცხიმი,ცომი ისედაც საკმაოდ ცხიმიანია და ქაღალდი მომენტალურად იწოვსsmile.gif

Posted by: nia4u 18 Apr 2014, 13:06
pinar
up.gif up.gif up.gif
ყოჩაღ, შენ! რა ადრიანად გამოგიცხვია! smile.gif
ძალიან ლამაზუნებია!
Luchia
არ უნდა ცხიმის წასმა smile.gif

უპასუხიათ უკვე smile.gif

Posted by: Nneess 18 Apr 2014, 14:24
გამარჯობატ' გოგოებო იქნებ მითხრათ როგორ შევღებო ხახვის ფურცლებით კვერცხი? მე სადაც ვცხოვრობ ენდრო არ იყიდება

Posted by: nia4u 18 Apr 2014, 14:43
Nneess
QUOTE
როგორ შევღებო ხახვის ფურცლებით კვერცხი?

http://www.perfectcook.org/index.php/recipe/1032-e183a1e18390e18390e183a6e18393e18392e1839de1839be1839d-e18399e18395e18394e183a0e183aae183aee18398-e183aee18390e183aee18395e18398e183a1-e183a4e183a3e183a0e183aae1839ae18394e18391e18398e18397
ნახე ეს ლინკი და იჩქარე, დღეს მზის ჩასვლამდე უნდა შეღებო smile.gif

Posted by: nia4u 18 Apr 2014, 16:56
მე ენდროში შევღებე
და ჩემი ჯეჯილიც ხასხასებს love.gif

Posted by: tikusha 18 Apr 2014, 17:19
მოკლედ, პასკა გუშინ მოვცომე, მაცივარში შევდგი, დილით გამოვიღე 2 სთ-ით, მერე აგდავზილე ქიშმიშ-ცუკატები გავურიე და 2 სთ-ზე ჩავდე კოლოფებში, 4 სთ გავიდა და ოდნავ აქვს ძვრა დაწყებული და რა ვქნა ვიენრვიულო უკვეეე? საფუარი კარგია, ოპარა რომ მოვამზადე გაგიჟდა, კარგი მოზელილია საცხობს ვაზელინე, მოვკვდი 6 ნაწილად მომიწია ზელვა და ამდენი დრო უნდა ჭირდებოდეს ამოსვლას? დედაჩემს ვუკეთებ ნახევარს და რომ არ ივარგოს ჩამქოლავს

Posted by: Miss_Nata 18 Apr 2014, 17:25
nia4u
QUOTE
როგორც წინა გვერდებზე ანინიამ დაწერა, ერთი კვირით ადრე აყენებენ ხოლმე მაგ ნაყენს.

ანუ უკვე დაგვიანებულია ეგ ამბავი smile.gif
მაგრამ დიდი მადლობა ძალიან საგულისხმო რჩევებია 2kiss.gif
tamo7779
მადლობა smile.gif
tikusha
მაცივარში დატოვებას ვფიქრობ მეც ღამე და ანუ არ ვცადო??

Posted by: tikusha 18 Apr 2014, 17:32
Miss_Nata
არ ვიცი, შეიძლება მაცივარში როა ნამყოფი და ცივია იმიტომ ჭირდება ამდენი დრო

რომ არ ამოვიდეს წნევა დამარტყამს

Posted by: nia4u 18 Apr 2014, 17:41
tikusha
არ არსებობს რომ არ ამოვიდეს ადრე თუ გვიან!
სხვათაშორის, რაც უფრო გვიან ამოვა, მით უფრო გემრიელი გამოდის!
ჩემი თუ არ გჯერა ლუტას კითხე!
რადგან ძვრა აქვს,აწი უფრო დაცქარდება პროცესი.
ამიტომ, არ ინერვიულო, ოთახი გაათბე მაქსიმალურად და დაელოდე smile.gif
* * *
tikusha
ენჯის პასკის რეცეპტში შედი პერფექტზე და სულ ბოლოს არის ლუტას რჩევები
და იქ წერს, რომ საფუარის სიმცირის გამო 8 საათი და კიდე მეტი ფუვდებოდაო,
მოკლედ, შეიძლება საფუარის ბრალია, შეიძლება მაცივრის,
მაგრამ ადრე თუ გვიან აუცილებლად ამოვა!
არ ინერვიულო, გადაიღლები ლოდინით, მარა რას იზამ!

Posted by: tikusha 18 Apr 2014, 17:51
nia4u
გაიხარე smile.gif თორემ ისე ვნერვიულობდი რომ ვერ აგიღწერ

არადა რამდენი შრომა ჩავდე, ისეთი ყვითელი სასიამოვნო ცომია (მაგისთვის სპეციალურად შევიძIნე სოფლის ქათმის კვერცხი და ინდური შაფრანი ხომ ძლივს ვიშოვე) გატენილია ქიშმიშით, ფერად-ფერადი ცუკატებით და საზამთროს მურაბით, რომ უმად ვჭამე biggrin.gif

Posted by: nia4u 18 Apr 2014, 17:55
tikusha
სხვათაშორის, დედაჩემი ცომს უსინჯავდა-ხოლმე გემოს smile.gif
არ ინერვიულო, საფუარი ისეთი რამეა, აუცილებლად ამოვა,
თან ნელა ამოსული უფრო კარგი ცომი გამოდის.
დაგიფასდება შრომა!!!
უფ, წარმომიდგენია რა სუნებია ახლა შენთან და ყველა როგორ ელოდება...
მიყვარს ეგ მომენტი love.gif

Posted by: tikusha 18 Apr 2014, 17:57
nia4u
რავიცი, იმასაც ხომ ამბობენ ცომი რომ დიდხანს რჩება გამოუცხობი ელასტიურობას კარგავსო sad.gif

Posted by: nia4u 18 Apr 2014, 18:01
tikusha
გაჩერდი ახლა შენ!
არ წაიკითხე ზემოთ რომ მიგითითე ლუტას ამბავი?
8 საათი ფუვდებოდაო და გადასარევი გამოუვიდა! smile.gif

Posted by: tikusha 18 Apr 2014, 18:02
nia4u
მისას საფუარი აკლდა, ჩემსას არ აკლია sad.gif

Posted by: nia4u 18 Apr 2014, 18:05
tikusha
შენ ხო ენჯის პასკას აცხობ, არაჟნიანს?
ფქვილი ზუსტად უქენი თუ მეტი დასჭირდა?

Posted by: tikusha 18 Apr 2014, 18:17
nia4u
ზუსტად ვუქენი
მეტი არა

3.5 კგ

ყველაფერი გრამებში ავწონე

Posted by: nia4u 18 Apr 2014, 18:45
რას შვებით აბა?
არ მოიმატა ცოტა ზომაში?tikusha
ფქვილზე იმიტომ გკითხე,რომ ერთგან უწერია ლუტას, ზედმეტი ფქვილი ცომს ამძიმებს და ამოსვლა უჭირსო...
ნუ, აქ ეგ მიზეზიც გამოირიცხა.

Posted by: tikusha 18 Apr 2014, 18:46
nia4u
ისევ ცოტათია ამოსული ჯერ sad.gif

პრინციპში მძიმე ცომია

ამოვა აბა რას იზამს?
* * *
არადა ტორტი მაქვს დასაცხობი და ისე მაქვს მოშლილი ნერვები ვერ ვიწყებ sad.gif ხალისი დამეკარგა

მოიმატა ცოტათი კიდე smile.gif

Posted by: nia4u 18 Apr 2014, 18:58
tikusha
ახლა ვნახე ძველი თემა და რთულის პოსტია და იქნებ ეს სცადო?
http://forum.ge/?f=82&showtopic=33724761&st=420
QUOTE
კარგ ხრიკს გასწავლი.ცოტა შეათბე ღუმელი(ცხელი არიყოს,თბილი ოდნავ)დაალაგე ყალიბები ღუმელის სეტკაზე ან თუნუქის ფურცელზე და მიხერე კარი,იმ სითბოში უცებ ამოვლენ.მერე ნელა გამოიღე,გადაუსვი კვერცხის გული+ოდნავ წყალი+ოდნავ ზეთი ,ღუმელი გაახურე 200 გრადუსამდე და გამოაცხვე,თუ შეატყვე რომ ზედაპირი იწვის კაღალდი დააფარედა დაელოდე გამოშრობას.

ეს ზემოდან კვერცხის გადასმა არ არის საჭირო, თუ არ აპირებდი.
რომ ამოვა ფორმაშჳ კარგად, ეგრევე მოუმატე ტემპერატურას, რაზეც უნდა გამოაცხო.

Posted by: Milena 18 Apr 2014, 19:28
nia4u
aninia
kactus
მადლობა. სამწუხაროდ აქამდე ვერ მოგწერეთ. ხავსიანი ქვები დეკორაცია. მე კვერცხებში ჩავთესე წიწმატი. ცხვრების დეკორაციისთვის მარციპანი გამოვიყენე.

Posted by: nia4u 18 Apr 2014, 19:33
Milena
სად დაგვეკარგე?
2kiss.gif
გვაკლდა შენი ლამაზი ნახელავები აქაც და სხვა თემებშიც smile.gif
სიმართლე რომ გითხრა, შენგან არაფერი გამიკვირდება და ეგ კვერცხებიც საჭმელად გამოსადეგი მეგონა biggrin.gif
ჩვეულებრივი ხავსია? smile.gif

tikusha
რა ხდება შენთან?

Posted by: tikusha 18 Apr 2014, 19:34
nia4u
ცოტა კიდევ მოიმატა და ვაცდი, არ მინდა ნაჩქარევად ამოყვანილი, რავიცი არ იმოქმედოს სტრუქტურაზე smile.gif ისე 5.5 სთ-ია რაც ველოდები

აშკარად მაცივრის ბრალია, ცივია ცომი და დრო ჭირდება

ისე 180 გრადუსზე უნდა გამოვაცხო ხო? რთულს 200 გრ უწერია

რა დამემართა, ეს კოლოფები ცხაურზე მილაგია ამოსასვლელად და ახლა ტორტის დაცხობა მინდოდა და ქვაბს ცხაურზე ვდებ და მაგის გამო გავჩერდი ამას უნდა ველოდო ახლა sad.gif
მეშინია რომ ავიღო და გადავალაგო არ დამივარდეს, თუ არ ვარდება იოლად?? ვაიმე როგორ ვპანიკიორობ

Posted by: nia4u 18 Apr 2014, 19:41
tikusha
მე მგონი, 180 ნორმალურია.
უმეტესობას ეგ ტემპ. უწერია.
6 საათია რაც ამოდის, ხო?
მგონი, მართლა, ლუტას მსგავსად ხდება smile.gif
ისე, ამასობაში, ტორტს გამოაცხობდი კი არა, მთებსაც გადადგამდი smile.gif

Posted by: tikusha 18 Apr 2014, 19:47
nia4u
ჰო, ცხაურზე ესენი მილაგია და ვერ ვეკარები და ვარ ახლა უქმად, არადა ბავშვები სპეციალურად დედაჩემთან გავუშვი ხელს რომ მიშლიდნენ და მე ვერ ვაკეთებ ტორტს, რა სისულელე დამემართა

Posted by: ninicool 18 Apr 2014, 23:21
tikusha
QUOTE
აშკარად მაცივრის ბრალია, ცივია ცომი და დრო ჭირდება

მე არ მქონია წელს მაცივარში, მაგრამ მაინც ძნელად ამოდის, ცხიმებითაა გაჯერებული. სამზარეულო მაგრად ჩაათბე თუ გინდა, რომ მალე აფუვდეს.

Posted by: rtuli 19 Apr 2014, 11:01
tikusha
ვკითხულობ და გული მიკვდება sad.gif

სხვა დროს არასოდეს არავინ შედგათ კულიჩის ცომი მაცივარში.....მაგ მძიმე ცომსს სითბო სჭირდება!!!
ისედაც ცხიმებით და შაქრით დამძიმებულსს რას უშვრებით!?

საფუარსს აკლებთ,სითბოს აკლებთ და საბოლოოდ იღებთ სანერვიულო თემას sad.gif

მხოლოდ სითბოში ამოდის 6-8 საათში ცომი,თქვენ მაცივარში გინდათ ამოგივიდეთ?

გთხოვთ აღარ გააკეთოთ ეს სისულელე,ნუ ჩაიყრით შრომას წყალში sad.gif


პ.ს.რა გამოგივიდა საბოლოოდ?

Posted by: nia4u 19 Apr 2014, 11:19
rtuli
რა ვიცი, ამ ორი წლის წინ, ლუტამ რომ ენჯის ცომი გააკეთა მაგ მეთოდით,
აქ დაპოსტა, როგორ გააკეთა, მერე პერფექტზე ენჯიმ შესწორებებიც კი შეიტანა თავის რეცეპტში და რა ვიცი...
მაშინ არავის უთქვამს და არ დაუწერია, ეგ არ ქნათო,
პირიქით, ყველა აღფრთოვანებული იყო, როგორც მახსოვს.
ნეტა ადრე დაგეწერა, რომ არ შეიძლებოდა, რამდენმა იზარალა და ინერვიულა მაგის გამო ვინ იცის...

ჩემი რეცეპტი დავდე წინა გვერდზე, რომ გაინტერესებდა smile.gif
იმედია, წელსაც მოგვხიბლავ შენი სააღდგომო ფოტოებით smile.gif

tikusha
რას შვები შენ, ჩემო ტანჯულო? cry.gif

Posted by: BadbadGirl 19 Apr 2014, 11:28
nia4u
ბოლო აფუებისას მეც ყოველთვის მაცივარში ვდებ, მთელი ღამით. გამოცხობამდე -2-3 საათით ადრე ვიღებ და მერე ვაცხობ.
ძალიან კარგი გამოდის, თან ყოველთვის.

Posted by: nia4u 19 Apr 2014, 11:37
BadbadGirl
მე არასდროს გამიკეთებია მასე.
ყოველთვის ტრადიციულად სითბოში და ფერებაში მყავს ხოლმე biggrin.gif
წელს მე არ ვაცხობ სახლში.
თიკუშამ გააკეთა მასე გუშინ და არ ამოდიოდა ცომი ძაან დიდი ხანი და მაგას ვგულშემატკივრობ smile.gif

Posted by: rtuli 19 Apr 2014, 11:40
nia4u
BadbadGirl
მე ვისაც ვიცნობ და მაცივარში შეუდგავთ ცომი,ნერვების ტოლფასად დაუჯდათ....

ვისაც ეს მეთოდი მოსწონსს მაცივრული,რა პრობლემაა ამზადოს.....

მე პირიქით ახალი სითბოს ძებნაში ვიყავი წუხელ და ცომი გაზქურის ზემოდან შემოვდგი,შევფუთე და ღუმელი ჩავრთე....სითბო ღუმელიდან ამოდიოდა და ათბობდა .....ასე 20 წუთი,მერე გამოვრთე და დავწექი....დილით დამხვდა მომღიმარე ცომუშკა,დავამატე ქიშმიში და სანელებლები,ეხლა გადავიტან ყალიბებში და კიდე დაველოდები ამოსვლას jump.gif

რა კარგია როცა რაღაცა გამოგდის და შრომა გიფასდება love.gif

nia4u
QUOTE
ჩემი რეცეპტი დავდე წინა გვერდზე, რომ გაინტერესებდა 
იმედია, წელსაც მოგვხიბლავ შენი სააღდგომო ფოტოებით 

მადლობა smile.gif

წელსს არვიცი ჯერ რაიქნება,შვილსს გამოვუცხე სააღდგომო ყვავილი და კულიჩებსს ვუცხობ,ხაჭოს პასხაც დავამზადეთ ......


Posted by: nia4u 19 Apr 2014, 11:56
rtuli
QUOTE
დილით დამხვდა მომღიმარე ცომუშკა,დავამატე ქიშმიში და სანელებლები,ეხლა გადავიტან ყალიბებში

უი,შენც ბოლოსკენ ამატებ სანელებლებს?
მე თავიდანვე, მგონია, რომ უფრო გამოუშვებს სუნებს და გემოებს smile.gif
QUOTE
წელს არ ვიცი ჯერ რა იქნება

რა იქნება არც მე ვიცი biggrin.gif
მაგრამ დარწმუნებული ვარ, რაც იქნება, ყველაფერი იქნება მშვენიერი! 2kiss.gif
QUOTE
რა კარგია როცა რაღაცა გამოგდის და შრომა გიფასდება  

ხო,მაგაზე კარგი და სასიამოვნო არაფერია!
შემოქმედის სიხარულია ეგ!
წარმატებები შენ ყველა საქმეში!

Posted by: BadbadGirl 19 Apr 2014, 12:43
rtuli
რათქმაუნდა ნერვების ტოლფასი დაუჯდება, მაგრამ მას ვინც არ იცის რას აკეთებს, ან ეჭვი ეპარება იმაში რასაც აკეთებს, ან პირველაგ აცხობს მაგ ტექნოლოგიით. ეგ ხომ აპრიორია რომ დაბალ ტემპერატურაზე აფუების პროცესი ნელა მიმდინარეობს, შესაბამისად რა ნერვების ფასი უნდა დამიჯდეს როცა ვიცი რომ მინიმუმ 12 საათი დასჭირდება მაცივარში მძიმე ცომს აფუება?! ეს მეთოდი ალბათ ჩემნაირი ზარმაცებისთვისაა, ცომს რომ დაივიწყებს ერთი დღე და მერე მაცივარს რომ გამოაღებს და ცომი ისევ ისე გაშინშილებული, ფორმაში ჩატეული რომ დახვდება biggrin.gif

QUOTE
რა კარგია როცა რაღაცა გამოგდის და შრომა გიფასდება love.gif

ნამდვილად ასეა smile.gif

ჩემი აზრით მთავარია ადმაიანმა სცადოს სხვადასხვა მეთოდები, და იპოვოს ის რაც მას ყველაზე მეტად მოსწონს და თვლის რომ სწორეს ცხობის ეს მეთოდია მისთვის მისაღები. მაცივარი თუ უმაცივრო არ აქვს მნიშვნელობა smile.gif

nia4u
ნეტა როგორი გამოუვიდა?!

Posted by: nia4u 19 Apr 2014, 13:20
BadbadGirl
QUOTE
ეგ ხომ აპრიორია რომ დაბალ ტემპერატურაზე აფუების პროცესი ნელა მიმდინარეობს, შესაბამისად რა ნერვების ფასი უნდა დამიჯდეს როცა ვიცი რომ მინიმუმ 12 საათი დასჭირდება მაცივარში მძიმე ცომს აფუება?! ეს მეთოდი ალბათ ჩემნაირი ზარმაცებისთვისაა, ცომს რომ დაივიწყებს ერთი დღე და მერე მაცივარს რომ გამოაღებს და ცომი ისევ ისე გაშინშილებული, ფორმაში ჩატეული რომ დახვდება 

მაცივარში კი არა, რომ გამოიღო მერე smile.gif
ანუ ლუტა წერდა, რომ გამოვიღე მაცივრიდან და გადავზილე, იმის მერე 8 საათი ფუვდებოდაო.
მაგრამ ლუტას მხოლოდ 2 გრამი საფუარი ქონდა დამატებული და მაგიტომ აფუვდა ასე ნელაო, წერდა.
ხოლო თიკუშამ ბოლოს რომ დაპოსტა, 6 საათი იყო გასული მაცივრიდან გამორებიდან,
გადაზელვიდან და ფორმებში ჩადებიდან და 6 საათში ცოტათი იყო ცომი ამოსული.
საფუარი ნორმალური დოზით ქონდა ნახმარი.
QUOTE
გამოცხობამდე -2-3 საათით ადრე ვიღებ და მერე ვაცხობ.

აი, ეს როგორ?
ანუ მაცივრიდან რომ გამოიღებ ხო უნდა გადაზილო და 2-3 საათში ამოდის?
თუ უკვე ფორმით დებ მაცივარში?
ზუსტად ეს მომენტი იყო პრობლემა თიკუშას შემთხვევაში.
მეც ეგრე ვფიქრობ, მაცივრის მეთოდი არის - ცომი რომ არ გაგექცეს, ღამე მშვიდად დაიძინო და დროში არ დაიწვა biggrin.gif
QUOTE
ნეტა როგორი გამოუვიდა?!

კარგი გამოუვიდოდა, ნელა ამოსული ცომი უფრო კარგი გამოდის,
მაგრამ ალბათ გათენება მოუწევდა ცხობაში smile.gif
შემოვა ალბათ და მოგვიყვება.
უგემრიელესი რომ იქნება, დარწმუნებული ვარ!

Posted by: BadbadGirl 19 Apr 2014, 14:09
nia4u
არა, მე მასე არ ვაკეთებ smile.gif
მე მაცივარში ბოლო გადაზელვის შემდეგ, უკვე ფორმებში ჩადებულ ცომს ვდებ. ყველაფერი რომ არეული აქვს. გარეთ რომ ვიღებ, ფორმებში უკვე ამოსულია smile.gif მერე მხოლოდ ცოტა დასვენება და ბოლოს გამოცხობა უნდა smile.gif (თერმული შოკი რომ არ დაემართოს ცომს biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif )

Posted by: eka3 19 Apr 2014, 16:34
rtuli
გამარჯობა, რომელი კულიჩის ცომს მირჩევ რომ გამოვაცხო, ისეთი ცოტა მძიმე და სველი რომ გამოდის + სუნელების არომატი რომ აქვს კარგად..

Posted by: ninicool 19 Apr 2014, 16:43
tuta_tuta
QUOTE
კითხვა მაქვს,  როცა ამოვიღებ ცომს ფორმებში და ამოფუვდება, ყვრლას ერთად ხომ ვერ ვდებ ღუმელში, რომელიც გარეთ დარჩება გამოდის დამატებით 1 სთ იქნება ფორმაში და ეს არ გააფუჭებს ცომს?

არაფერი მოსვლია ჩემსას, პირიქით, უფრო აფუვდა და გაშალა ფრთები

Posted by: ninoma 19 Apr 2014, 19:22
მოვზილე ცომი, შევდგი მაცივარში, დილით დამხვდა გაფუებული, გადავზილე დავამატე ქიშმიში და ჩავდე ფორმებში.
6 საათში უკვე ზად იყო გამოსაცხობად. არც მინერვიულია რადგან ვიცოდი გვიან ამოფუვდებოდა.
გამოცხვა მშვენიერი კულიჩები.
მე Peter Reinhart's -is მეთოდით ვაცხობ პურს და ყველა ცომს მაცივარში გამოტარებით ვაკეთებ.
პანეტონეზეც მასე უწერია.

Posted by: nia4u 19 Apr 2014, 20:14
ninoma
QUOTE
Peter Reinhart's -is

ეს ვინ არის?
და საფუარს რა დოზით უშვრები მაგალითად 1კგ.ფქვილზე?
მშრალ საფუარს ხმარობ?
პრინციპში მეც მასე დავამშვიდე თიკუშა, საფუარი ისეთი რამეა, ადრე თუ გვიან ამოვა აუცილებლად...

და იცით რა მაინტერესებს, მაცივარი რამდენ გრადუსზე გაქვთ ან რომელ თაროზე დებთ?

Posted by: Milena 19 Apr 2014, 20:29
ათი საათით, მაცივარში ნამყოფი ცომით, არის გამომცხვარი. შარშანდელია, წელს არ ვარ სახლში და ვერ გამოვაცხობ smile.gif ჭრილის სურათები ამ კომპში არ მაქვს.

user posted image



Posted by: tikusha 21 Apr 2014, 17:13
ე.ი. მე ხომ მოვზილე და ეგრევე მაცივარში შევდგი, გამოვიღე 10-11 სთ-ის შემდეგ, ვაცალე 2 სთ და მერე ქიშმიში, ცუკატები და ჩავაწყვე ფორმებში

აი აქ მეგონა სწრაფად წავიდოდა პროცესი, პრინციპში 7 სთ-ის შემდეგ შევდგი ღუმელში, დროში ვიწვებოდი, რომ მეცლია 2 სთ უკეთესი იქნებოდა, ამოვიდა და ოდნავ თავები დაუსკდა, ისე გამოვიდა უგემრიელესი, სველი ეფექტით, სასწაულად გემრიელი smile.gif მე რო მმცოდნოდა რომ მაცივრიდან გამოღებულ ცომს ამდენი დრო ჭირდებოდა ამოსაფუებლად, დროში სხვანაირად დავგეგმავდი და გავითვალისწინებდი

ანუ ფორმაში 7 სთ-ში ცომი არ გაორმაგებულა, დაააკლდა ცოტა გაორმაგებას

Posted by: nia4u 21 Apr 2014, 18:45
tikusha
ქრისტე აღდგა! ჭეშმარიტად აღდგა!

ვაიმე, რახან შენ გამოჩნდი!... biggrin.gif
თავების დახეთქვას ჩივი? biggrin.gif
ხომ გითხარი, კარგი გამოვა-მეთქი!
yes.gif
ანუ შემდეგშიც მაცივრით იზამ?
ენჯის რეცეპტი იყო ხო შენი?

პ.ს. მოასწარი ტორტები და ამბები? 2kiss.gif

Posted by: tikusha 21 Apr 2014, 19:01
nia4u
ჭეშმარიტად აღდგა smile.gif მრავალს დაესწარით ყველანი smile.gif

ახლა უახლოეს პერიოდში ვაპირებ მაგ რეცეპტის მეხუთედის მომზადებას ორივე მეთოდით, უმაცივროდ და მაცივრით, ვნახავ რომელ რა დრო დაჭირდება და რომელი უფრო უკეთესი სტრუქტურის გამოვა და მეცოდინება, ჩემი პრობლემა იმაში იყო რომ დრო ჭირდებოდა ასაფუებლად, თორემ ნამდვილად აფუვდა

ისეთი სველი გული ააქვს smile.gif დღეს დედაჩემი მეუბნებოდა გუშინ სოფელში ვიყავით და რამდენმე ოჯახის პასკა გავსინჯეთ და შენი ყველას ჯობდაო smile.gif

ჯერ რა ფერი ქონდა, ოჯახის ქათმის კვერცხით გავაკეთე+შაფრანის ნაყენი+ლიმონი ბლომად

გული დამწყდა რომ თეთრი ქიშმიში გამოვიყენე და არა შავი. აი ფერადი ცუკატები ისე ლამაზად დააჯდა და საზამთროს მურაბა ხომ სასწაული იყო, აწი სულ გამოვიყენებ საზამთროს მურაბას+შაქარი ნაკლები უნდა გამერია, ამდენმა ქიშმიშ-ცუკატებმა-საზსამთროს ძალიან ტკბილი გამოიყვანა smile.gif

Posted by: nia4u 21 Apr 2014, 19:13
tikusha
ეგ ყველაფერი ჩაინიშნე-ჩაიწერე რეცეპტთნ ერთად, თორემ დავიწყება იცის მეორე წლამდე.
ყველა ნიუანსი არ დაგამახსოვრდება smile.gif
არ ჩანდა ხო თეთრი ქიშმიში და მაგიტო?
მე მაგ მიზეზით მუქს ვიყენებ-ხოლმე და ისე საჭმელად კი მიყვარს თეთრი biggrin.gif
QUOTE
მაგ რეცეპტი

რომელი რეცეპტით გააკეთე?

Posted by: tikusha 21 Apr 2014, 22:00
nia4u
ნჯ-ს რეცეპტით smile.gif თეთრი ქიშმიში არ ეტყობოდა საერთოდ ვიზუალურად smile.gif

Posted by: LUTA 21 Apr 2014, 23:39
ქრისტე აღდგა !

ეხლა ვნახე ეს თემა smile.gif

tikusha
QUOTE
გამოვიდა უგემრიელესი


სულ ტყუილად ნერვიულობდი. სასიამოვნოა რომ კმაყოფილი დარჩი . smile.gif

ნელა გაფუებულ ცომზე გემრიელი არაფერია , მითუმეტეს როცა ასეთი დატვირთულია ცხიმით,შაქრით და კიდე სხვა რაღაცეებით.

ჩვენი პასკაც ბევრჯერ გამომიცხვია , პანეტონეც პანდოროც და ყოველთვის მაცივარში ვდებ ცომს . საოცარი გამოდის love.gif

ეს მეთოდი,ცნობილი კონდიტერებისაგან მომისმენია + თავად ბევრჯერ გამომიყენებია . დარწმუნებული რომ არ ვიყო ,არ დავწერდი.


პ.ს biggrin.gif biggrin.gif

Posted by: nia4u 22 Apr 2014, 00:56
LUTA
ჭეშმარიტად აღდგა!
მრავალს დაესწარი! smile.gif
QUOTE
დარწმუნებული რომ არ ვიყო ,არ დავწერდი.

2kiss.gif

Posted by: წუ-წუნა 22 Apr 2014, 02:27
LUTA
QUOTE
ქრისტე აღდგა !

...ჭეშმარიტად აღდგა 2kiss.gif

....შენი ხაჭოს საოცრება რატომ არ დადე აქ.......დადე და მისი სურნელი დაატრიალე ......ჯანდაბას ჩემი თავი , გავუძლებ biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

.....ავატარი: სუპერ up.gif love.gif

Posted by: ავგაროზი 22 Apr 2014, 03:15
ისე, არაფერი : ))

Posted by: aninia 22 Apr 2014, 10:11
ქრისტე აღსდგა!!!! ყველას გილოცავთ ბრწყინვალე დღესასწაულს, უფალი გფარავდეს თქვენ და თქვენს ოჯახებს, მრავალ ბედნერ აღდგომას დასწრებოდეთ!
tikusha
თიკო, კახეთში ვიყავი და მეც პასკა - "პეროგების" ცხობით დაკავებულს კომპთან მისასვლელად დრო არ დამრჩა. მაპატიე, ვერ გიგულშემატკივრე, ახლა ვნახე შენი პასკის ცხობის ამბები.
რამდენი გინერვიული.... nia4u-ც როგორ განიცდიდა! მთავარი ის არი, რო შედეგი კარგი გაქვს და მშვენიერი გამოცდილებაც მიიღე სამომავლოდ, რაც ჩვენც გამოგვადგება. wink.gif
ისე, მე მაცივარში ღამით შედგმული ცომი დილით გაორმაგებული მხვდება ხოლმე. შენი არ იყო ამოსული? rolleyes.gif

nia4u
rtuli
BadbadGirl
ninicool
ninoma
Milena
LUTA
წუ-წუნა
გოგოებო, ასეთი თბილები, ტკბილები და გულიანები რომ ხართ, მი-ხა-რი-ხართ! 2kiss.gif 2kiss.gif 2kiss.gif

nia4u
რა ქენი, ნიი, გამოაცხე ნიგვზიანები?

Posted by: tikusha 22 Apr 2014, 10:14
aninia
QUOTE
ისე, მე მაცივარში ღამით შედგმული ცომი დილით გაორმაგებული მხვდება ხოლმე. შენი არ იყო ამოსული? 

არა, არ იყო გაორმაგებული ,აფუებული კი, მაგრამ გაორმაგებული არა

თან გამაგრებული იყო, ასე უნდა იყოს ხომ? ისე რომელიც ბოსტნეულის სათავსოში მქონდა ქვემოთ ის რბილ იიყო და რომელიც თაროზე ის გამაგრებული

Posted by: 691704 22 Apr 2014, 12:55
ქრსიტე აღდგა, გილოცავთ.
ერთი კითხვა მაქვს პასკასთან დაკავშირებით კულინარებო. ჩემი გამომცხვარი პასკა გემრიელი კი გამოვიდა, მაგრამ იფხვნება სულ. ვერ მივხვდი ზედმეტი მომივიდა რაიმე თუ დავაკელი. იქნებ მიზეზი იცოდეთ და რამე მირჩიოთ. სოფელში გამოვაცხვე და თბილისში ეხლა მინდა გამოვაცხო. მაცივარში გავაჩერე ცომი და ისე გამოვაცხვე. გმადლობთ წინასწარ.

Posted by: aninia 22 Apr 2014, 14:42
tikusha
QUOTE
თან გამაგრებული იყო, ასე უნდა იყოს ხომ?


ხო. რომ მოზილე, იმასთან შედარებით შემაგრებული იქნებოდა.

691704
QUOTE
ერთი კითხვა მაქვს პასკასთან დაკავშირებით კულინარებო. ჩემი გამომცხვარი პასკა გემრიელი კი გამოვიდა, მაგრამ იფხვნება სულ. ვერ მივხვდი ზედმეტი მომივიდა რაიმე თუ დავაკელი. იქნებ მიზეზი იცოდეთ და რამე მირჩიოთ.


ცოტა გამიჭირდება მიზეზი აგიხსნა, მე არ მქონია ეგეთი შემთხევა და მოდი, ეს კითხვა "დღეს გავაკეთე" თემაშიც დასვი, იქ უფრო ხშირად იკრიბებიან ხოლმე გამოცდილი კულინარები. აუცილებლად გიპასუხებენ, როგროც შემოვლენ.

Posted by: tikusha 22 Apr 2014, 14:50
5 ნაირი პასკა გავსინჯეთ დღეს სამსახურში, ჩემი ყველას ჯობდა bis.gif bis.gif ყველამ ერთხმად აღნიშნა bis.gif

Posted by: Lemon Curd 22 Apr 2014, 15:15
მე ხვალ ვაპირებ პასკის გამოცხობას, დღეს უნდა მოვზილო ცომი და წინასწარ ვღელავ, არადა მესამედ ვაცხობ უკვე smile.gif)
შარშანწინ და შარშან მაცივარში დავტოვე ღამით ცომი, LUTA-ს რჩევების მიხედვით, nj-ს რეცეპტით და წელსაც ასე ვაპირებ. დიდი მადლობა ორივეს ჩემგან კიდევ ერთხელ, რომ არ ეზარებათ და გამოცდილებას გვიზიარებენ!
შარშანწინ შესადარებლად ორივე ნაირად გამოვაცხვე (ნაწილი მაცივარში, ნაწილი უმაცივროდ ანუ). შედეგი - მაცივრიანი ცომი მართლა სხვა იყო! სხვა ფაქტურის გამოვიდა აშკარად. ამიტომ შარშან მთელი ცომი მაცივარში დავტოვე. უბრალოდ, მეორე დღეს მოთმინება ჭირდება და დრო, რომ ამოვიდეს კარგად.

LUTA
ჭეშმარიტად! მრავალს დაესწარი.

tikusha
ეხლა ვნახე შენი კომენტები, გული დამწყდა ადრე რომ არ ვნახე თორემ მოგწერდი რომ ნერვიულობდიsad.gif მეც მასე დამემართა, ვინერვიულე რომ არ იძვროდა თავიდან, მაგრამ საბოლოოდ ამოვიდა კიდეც და შედეგით ძალიან კმაყოფილი დავრჩი! უბრალოდ, დარწმუნებული ვიყავი როგორც რეცეპტის ავტორის, ასევე ამ მეთოდის მრჩეველის ანუ ლუტას კომპეტენტურობაში და მაგან გადამატანინა ის მოცდის პერიოდი smile.gif) ეხლა ზუსტად ვიცი, რომ უბრალოდ, დრო ჭირდება და მოთმინება.
QUOTE
5 ნაირი პასკა გავსინჯეთ დღეს სამსახურში, ჩემი ყველას ჯობდა     ყველამ ერთხმად აღნიშნა 

ნჯ-ს რომელი რეცეპრით გააკეთე შენ, წლევანდელით თუ ძველით? შეგიძლია, დამილინკო? მადლობა წინასწარ

Posted by: tikusha 22 Apr 2014, 15:30
Lemon Curd
QUOTE
ნჯ-ს რომელი რეცეპრით გააკეთე შენ, წლევანდელით თუ ძველით? შეგიძლია, დამილინკო? მადლობა წინასწარ

ძველი რეცეპტით

აუ ლინქი არ მაქვს, ამოწერილი მაქვს მე

Posted by: Lemon Curd 22 Apr 2014, 15:41
tikusha
ოკ ოკ დიდი მადლობა, ვნახავ ჩემით.

Posted by: nia4u 22 Apr 2014, 17:04
გაივსო , როგორც იქნა განყოფილება smile.gif
ქრისტე აღდგა!
გილოცავთ ყველას და მრავალს დაესწარით! smile.gif
aninia
tikusha
რაც მე ამის პასკაზე ვინერვიულე, ერთი პასკა კი მეკუთვნოდა, მარა ვინ არის ჩემი პატრონი?! wink.gif wink.gif wink.gif
QUOTE
რა ქენი, ნიი, გამოაცხე ნიგვზიანები?

მე მარტო ვიყავი სახლში და პასკა და ნიგვზიანი კი არა, საჭმელი არ გამიკეთებია ჩემთვის,
წითელი კვერცხითა და აქ დადებული ფოტოებით გავიტანე თავი biggrin.gif
სამაგიეროდ, კვირაცხოვლობას ჩემთან ხვდება მთელი სანათესაო და მთელი ეს მცონარობის დღეები წყალში ჩამეყრება biggrin.gif
691704
QUOTE
იფხვნება სულ. ვერ მივხვდი ზედმეტი მომივიდა რაიმე თუ დავაკელი.

ზელვა დაგიკლია smile.gif მეტი იყო საჭირო smile.gif
* * *

Lemon Curd
ეს წლევანდელი რეცეპტი
http://ratatui.me/paska-igive-kulichi/
ეს კი 2010 წლის, ლუტას რჩევებითურთ smile.gif
http://ratatui.me/paska-kulichi-1/

tikusha
QUOTE
დღეს სამსახურში, ჩემი ყველას ჯობდა

2kiss.gif
მესმის შენი ემოცია!
არაჩვეულებრივი შეგრძნებაა, შენს ნახელავ პასკას რომ აქებენ!
ნუ, სხვა რამეებსაც,მარა პასკის ქება მაინც განსაკუთრებულად სასიამოვნოა! smile.gif

Posted by: aninia 22 Apr 2014, 17:18
nia4u

ფოტოები "გადაურჩა" ჩემებს მაგ ნიგვზიანი რულეტების მხოლოდ smile.gif . სახლში რომ მივალ, ვეცდები ავტვირთო ეგაც და ჩემი ბარაქიანი რეცეპტის მქონე პასკაც.

QUOTE
სამაგიეროდ, კვირაცხოვლობას ჩემთან ხვდება მთელი სანათესაო და მთელი ეს მცონარობის დღეები წყალში ჩამეყრება

კიდევ კარგი, ცოტა დაგისვენია. აბა მე ხო გამძვრა სიქა ამ დღეებში და კვირაცხოვლობას კიდევ ვაჟის დაბადების დღე მაქვს, მეგობრები ეწვევიან. alk.gif ხოოოოდა წარმოიდგინე ჩემი დაქანცვის ამბავი? facepalm.gif მარა, ბედნიერი დღესასწაულები გვიმრავლოს ღმერთმა და ცოტა დავიღალოთ, არაფერი უშავს wink.gif

Posted by: nia4u 22 Apr 2014, 17:42
aninia
ველოდები ფოტოებს smile.gif
QUOTE
ბედნიერი დღესასწაულები გვიმრავლოს ღმერთმა და ცოტა დავიღალოთ, არაფერი უშავს

ხო, აბა რა! 2kiss.gif

Posted by: Lemon Curd 22 Apr 2014, 18:17
nia4u
QUOTE
Lemon Curd
ეს წლევანდელი რეცეპტი
http://ratatui.me/paska-igive-kulichi/
ეს კი 2010 წლის, ლუტას რჩევებითურთ 
http://ratatui.me/paska-kulichi-1/

დიდი მადლობა

Posted by: nia4u 22 Apr 2014, 18:30
QUOTE (BadbadGirl @ 19 Apr 2014, 11:28 )
nia4u
ბოლო აფუებისას მეც ყოველთვის მაცივარში ვდებ, მთელი ღამით. გამოცხობამდე -2-3 საათით ადრე ვიღებ და მერე ვაცხობ.
ძალიან კარგი გამოდის, თან ყოველთვის.

მე მაცივარში ბოლო გადაზელვის შემდეგ, უკვე ფორმებში ჩადებულ ცომს ვდებ. ყველაფერი რომ არეული აქვს. გარეთ რომ ვიღებ, ფორმებში უკვე ამოსულია smile.gif მერე მხოლოდ ცოტა დასვენება და ბოლოს გამოცხობა უნდა smile.gif (თერმული შოკი რომ არ დაემართოს ცომს biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif )


ვინც აპირებთ ცომის მაცივარში მომწიფებას, ვფიქრობ, რომ კარგი რჩევაა!
შეგიძლიათ, გამოიყენოთ smile.gif
* * *
Lemon Curd
//////////////////////////////////////////////////////////

Posted by: ninoma 22 Apr 2014, 19:36
ქრისტე აღდგა!!!
nia4u
QUOTE
ეს ვინ არის?

პურის საცხობის მფლობელი, რომელიც ცდილობს გააუმჯობესოს ცხობის მეთოდი, რამდენიმე წიგნის ავტორი.
კითხულობს ლექციებს პურთან და ცომთან დაკავშირებით.
ეს წიგნი მაქვს და ძალიან კმაყოფილი ვარ
http://www.amazon.com/Peter-Reinharts-Artisan-Breads-Every/dp/1580089984
ყველა ცომი მაცივარში გამოტარებით აქვს.
QUOTE
საფუარს რა დოზით უშვრები მაგალითად 1კგ.ფქვილზე?
მშრალ საფუარს ხმარობ?

უკვე მეოთხე წელია ნ.ჯ.-ის რეცეპტით ვაცხობ მესამედ პორციას. საფუარს ვხმარობ მშრალს, წელს გამოვიყენე 1,5 ს.კ.(თვლა ამერია თორემ 1ს.კ.-ს გამოვიყენებდი).
ცომს ვდებ ყველაზე დაბალ თაროზე.
რაც შეეხება ტემპერატურას, აქვს 5 დანაყოფი, მესამეს აწერია ნორმალ და მე მაქვს 2,2 ზე დაყენებული. ზაფხულში 3ზე ვაყენებ.

Posted by: tikunia-teiko 22 Apr 2014, 19:44
QUOTE
ვინც აპირებთ ცომის მაცივარში მომწიფებას, ვფიქრობ, რომ კარგი რჩევაა!
შეგიძლიათ, გამოიყენოთ 


+1

მე შარშან გავაკეთე ასე, ლუტას რჩევით და რაღაც სასწაული ცომი გამოვიდა. ლუტასგანვე ვიცი, რომ ნელ-ნელა ამოსული ცომი გაცილებით გემრიელია. მის რჩევებს კი ყოველთვის ვითვალსიწინებ და საბოლოოდ შედეგით ძალიან კმაყოფილი ვრჩები. არა მარტო მე smile.gif

ეს ჩემი პასკაა, მაცივარგამოტარებული ცომით N.J. რეცეპტით და ლუტას ცვლილებებით მოზადების ტექნოლოგიაში

http://pix.ge/

http://pix.ge/

Posted by: nia4u 22 Apr 2014, 20:16
ninoma
ჭეშშმარიტად აღდგა! smile.gif
მადლობა ამომწურავი პასუხისთვის smile.gif
QUOTE
კითხულობს ლექციებს პურთან და ცომთან დაკავშირებით.

საინტერესოა! უნდა დავძებნო ერთი, ეგ წიგნი რუსულადაც იქნება, ქართულად არამგონია biggrin.gif
QUOTE
ნ.ჯ.-ის რეცეპტით ვაცხობ მესამედ პორციას.

რამდენი გამოდის მესამედი პორციით?
QUOTE
ზაფხულში 3-ზე ვაყენებ.

ზაფხულში უფრო მაღალზე რატომ აყენებ?
tikunia-teiko
ვ ა ი მ ე ! ვაი-მე! ვაიმე! biggrin.gif
ბარემ ლახვარი ჩაგერტყა biggrin.gif
2kiss.gif
ძაან ლამაზია და ჭრილი არის რაღაც! ზე! biggrin.gif
და ყოველგვარი ფრონცკობების გარეშე, სადად, ტრადიციულად, ქიშმიშით და შაქრის პუდრით up.gif

აუ, მგონი, მომშივდა biggrin.gif

მე BadbadGirl-ის რჩევა იცი რატომ მომეწონა?
ანუ ჯერ მაცივარში რომ შედო და მეორე დღეს სანამ გადაზილავ, რაღაცეებს შეურევ,
ფორმებში გადაანაწილებ და კიდევ ამოფუვდება, ძალიან დიდი დრო მიდის.
და მაგ ყველაფერს რომ მოითავებ, ყველაფერს შეაზილავ-დაუმატებ,
ფორმებში ჩადებ და მასე დატოვებ მაცივარში, ბევრ დროს მოიგებ, მგონია smile.gif

Posted by: tikunia-teiko 22 Apr 2014, 21:30
nia4u

QUOTE
ვ ა ი მ ე ! ვაი-მე! ვაიმე! 
ბარემ ლახვარი ჩაგერტყა 

ძაან ლამაზია და ჭრილი არის რაღაც! ზე! 
და ყოველგვარი ფრონცკობების გარეშე, სადად, ტრადიციულად, ქიშმიშით და შაქრის პუდრით 

აუ, მგონი, მომშივდა 


რა საყვარელი ხარ 2kiss.gif დიდი მადლობა smile.gif

აღდგომა ჩემი საყვარელი დღესასწაულია, პასკა ძალიან მიყვარს და ვცდილობ როგორც შევძლებ მაქაიმალურად კარგი გამოვიდეს . ლუტას რჩევები ძალიან დამეხმარა love.gif

Posted by: tikusha 23 Apr 2014, 10:40
nia4u
QUOTE
და მაგ ყველაფერს რომ მოითავებ, ყველაფერს შეაზილავ-დაუმატებ,
ფორმებში ჩადებ და მასე დატოვებ მაცივარში, ბევრ დროს მოიგებ, მგონია 

ვერ ვხვდები რა განსხვავებააა

რომ მოზელ ხომ უნდა აცალო სითბოში აფუებააა?? მერე გადაზილავ და ჩააწყობ ფორმებში და მაცივარში გექნება 12 საათი?? თუ მაგ ვარიანტით, არ აცლის ოთახში აფუებას, მოზელს და ეგრევე აწყობს ფორმებში??

მე არ ვიცი აქვს თუ არა მნიშნვნელობა, ლუტა გვეტყვის უკეთესად, მაგრამ ჯობია პირველად მაცივარში აფუვდეს ნელ-ნელა, ამასობაში ცომიც მომწიფდება და მერე რომ გადაზილავ და ფორმებში ჩააწყობ, მერე აცალო ოთახში აფუება უკვე გამოსაცხობად smile.gif

ისე ამ მაცივრის ვარიანტს დიდი დრო მაიქვს ძალიან, ჯერ მთელი ღამე მაცივარში, მერე გამოიღებ და მთელი დღე აფუებას უნდა

უმაცივროდ ბევრად უფრო სწრაფად იქნება

Posted by: Lemon Curd 23 Apr 2014, 14:31
გამოვიდაა!!!! ვეცი და გავჭერი ერთი, მეშინოდა, გული ცომიანი ხომ არ დარჩათქო biggrin.gif

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

ნაჭერია საოცარიsmile.gif) ცხელი იყო ჯერ კიდევ და კარგად არ მოიჭრა.
nj-ს ახალი რეცეპტით გავაკეთე, მაგრამ ხელით არ მიზელია თითქმის, მიქსერის ფეხებით მოვზილე, აი ამ ფოტოზე ქვემოთ რომ დევს იმით. http://www.boomsale.ge/prodimages/boomsale_29998170531725795aeb51.43061313.jpg

ღამით მაცივარში შევინახე, დილით იყო გაბუთქუნებული. დავუმატე ზეთიანი ხელებით ქიშმიში, ჩირები და ჩავდე ფორმაში, გავაფუვე და გამოვაცხვე.
LUTA და nj კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ორივეს!!!
* * *
tikunia-teiko
უფფფ რა მაგარია შენი!!!!

Posted by: aninia 23 Apr 2014, 17:13
tikunia-teiko

უფ, რა ლამაზია და საოცარი ფაქტურით, წარმომიდგენია, რა გემო და სურნელი ექნება. bis.gif 2kiss.gif


nia4u
მე ვერ ავტვირთე სურათები, პასკა უკვე აღარ არსებობს, ღვეზელი და რულეტი კი მაქვს ტელეფონში, მარა სახლის კომპამდე ვერ მივაღწიე, აღარ დადაგა ჩემი რიგი შვილების სწავლა-განათლების გადამკიდე. სულ რაღაცას ეძებენ და ვერ "დამსვამენ" sad.gif

Posted by: nia4u 23 Apr 2014, 17:16
tikusha
QUOTE
ვერ ვხვდები რა განსხვავებააა

რა ვიცი, რომ წარმოვიდგინე, თითქოს უფრო მოსახერხებელი მომეჩვენა smile.gif
შეიძლება, ვერ წარმოვიდგინე კარგად biggrin.gif
Lemon Curd
up.gif up.gif up.gif
კაია!
თან ყველამ შეჭამა უკვე თავისი და შენ გაქვს! biggrin.gif

ჩემი რჩევაა ყველას მიმართ:
თქვენი გამოცდილების ყველა პატარ-პატარა ნიუანსი,
რაც, ახლა რომ ფიქრდებით მნიშვნელოვნად მოგეჩვენებათ,
ასე რომ გექნათ უკეტესი იქნებოდა, ან ისე რომ გექნათ და ა.შ.
ჩაიწერეთ მომავალი წლისთვის, თორემ დავიწყება იცის!
2kiss.gif

Posted by: tikunia-teiko 23 Apr 2014, 17:37
Lemon Curd

QUOTE
გამოვიდაა!!!! ვეცი და გავჭერი ერთი, მეშინოდა, გული ცომიანი ხომ არ დარჩათქო


უფ რა კარგი ჭრილი აქვს, ფუშფუშა smile.gif რა კარგია კმაყოფილი რომ ხარ 2kiss.gif

aninia

დიდი მადლობა, მართლაც გემრიელი იყო. ყველა რომ კმაყოფილია, ძალიან მიხარია ხოლმე smile.gif

Posted by: nia4u 23 Apr 2014, 17:58
aninia
QUOTE
პასკა უკვე აღარ არსებობს

ეჭვიც არ მეპარება, რომ არარ იქნება biggrin.gif
QUOTE
ვერ ავტვირთე სურათები,

არაუშავს, შენ კარგად იყავი! smile.gif

Posted by: garfield1 23 Apr 2014, 21:43
tikusha
QUOTE
5 ნაირი პასკა გავსინჯეთ დღეს სამსახურში, ჩემი ყველას ჯობდა    ყველამ ერთხმად აღნიშნა

მეც დედაჩემთან ვიყავი აღდგომის დღეებში და იქ გამოვაცხვე პასკა, გაქრა , ყველას ჩემი ჯობდა აშკარად bis.gif

http://www.radikal.ru

Posted by: aninia 24 Apr 2014, 10:11
garfield1

ძალიან კარგი გამოგსვლია. გაქრებოდა, აბა რა იქნებოდა! yes.gif

Posted by: tuta_tuta 24 Apr 2014, 11:45
გემოს რაც შეეხება პირველი ცდისთვის საკამოდ გემრიელი იყო, მოწონებაც დამისახურა, როგორიც მინდოდა მძიმე და ბევრი ქიშმიშით ისეთი გამოვიდა.
ერთადერთი თავები დაუსკდა და ხომ ვერ მეტყვით ეს რატომ მოხდა ? რა უნდა გავაკეთო რომ არ დაუსკდეს თავი?

Posted by: fermina 24 Apr 2014, 11:55
tuta_tuta
მე ძალიან მომწონს დამსკდარი თავებითაც love.gif ასე მგონია, რომ უფრო კარგად ამოსული და გემრიელია smile.gif

Posted by: tuta_tuta 24 Apr 2014, 14:51
fermina

ხო გემოზე არნაირად არ იმოქმედა მართლა გემრიელი იყო და ზემოდან პუდრა რომ მოვაყარე ძაან მოუხდა დამსკდარსsmile.gif

უბრალდო დავინტერესდი რატო უსკდება ზოგს თავი და ზოგს არაsmile.gif

Posted by: tikusha 24 Apr 2014, 15:13
tuta_tuta
ჩემებსაც დაუსკდათ თავები

არ ვიცი რატომ smile.gif

თუმცა ჩემი ბოლომდე ამოსული არ იყო, ღუმელში რომ შევდე სითბოში უცებ ამოვიდა, თავმა ელასტიურობა დაკარგა და დასკდა, მე ეს მგონია მიზეზი

მაცივარში გედო ცომი?>

Posted by: aninia 24 Apr 2014, 15:23
tuta_tuta
QUOTE
ერთადერთი თავები დაუსკდა და ხომ ვერ მეტყვით ეს რატომ მოხდა ? რა უნდა გავაკეთო რომ არ დაუსკდეს თავი?


ვეძებე, მაგრამ ვეღარ ვნახე ახლა ის პოსტი. ჩვენმა პროფესინალებმა დაწერეს - სითხის და ფქვილის არასწორი პროპორციების ბრალია ეგო, ანუ თანაბარზომიერად ვერ ამოდის და იმიტომ სკდებაო. კიდევ ვცდი, იქნებ ვიპოვო, არადა, ამ დღეებში ვკითხულობდი სწორედ sad.gif
ისე, მე მომწონს ბუნებრივად "აფეთქებული" ცომის გუმბათები+ შაქრის პუდრი, სადა და ლამაზი პასკები გამოდის. yes.gif

Posted by: nia4u 24 Apr 2014, 17:57
QUOTE
მე მომწონს ბუნებრივად "აფეთქებული" ცომის გუმბათები+ შაქრის პუდრი, სადა და ლამაზი პასკები გამოდის.

მეც ძალიან მომწონს love.gif
ჩემი გამოცდილებით ასე იყო ეგ ამბავი:
როცა ზედა და ქვედა წვას ერთდროულად ვრთავდი-ხოლმე და ისე ვაცხობდი, სულ უფუშფუშდებოდა თავები.
მერე შევცვალე წესი და ჯერ ქვედა წვაზე ვაცხობდი და ბოლო 15-20 წუთი ვრთავდი ზედა სპირალს
და ასე აღარ სკდებოდა. რა ვიცი აბა...
garfield1
tuta_tuta
ძაან ლამაზებია ორივესი smile.gif
ყოჩაღები ხართ, გოგოებო!

Posted by: LUTA 24 Apr 2014, 19:51
Lemon Curd
QUOTE
გამოვიდაა!!!!


საოცარი გამოვიდა love.gif love.gif

როგორ ხარ ? რამდენი ხანია არ გამოჩენილხარ 2kiss.gif

tikunia-teiko
love.gif 2kiss.gif

ეს ჩემი ადრინდელი პასკა ( მე მაინც პასკას ვეძახი ) ნ.ჯ რეცეპტითაა , მართლაც რომ უგემრიელესია .

კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ნინოს რეცეპტისათვის .

ფორმა მქონდა დიდი და გუმბათი ვერ გაიკეთა .

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

aninia
nia4u
2kiss.gif

წუ-წუნა
ხაჭოს პასხა წელს არ გამიკეთებია biggrin.gif

შოკოლადის კვერცხს მოგიძღვნი შენ , ტრადიცული კვერცხები არ შემიღებია sad.gif

http://www.radikal.ru

tuta_tuta
QUOTE
თავები დაუსკდა და ხომ ვერ მეტყვით ეს რატომ მოხდა ?


ზელვა დააკლდა smile.gif

ცომს არ ქონდა საკამრისი ელასტიურობა გამომუშავებული ( ფქვილში შემავალი პროტეინები სითხესთან კონტაქტში წარმოქმნის გლუტეინს , რომელიც ცომის ელასტიურობას განაპირობებს ) ცხობისას სიმხურვალე აწვება დაბლიდან, ვერ უძლებს ცომი და იხსნება.

ეს ჩემი პანეტონეა .

უმძიმესი ცომი . გამოყენებულია ბუნებრივი საფუარი და ზუსტად სამი დღე დაჭირდა მომზადებას . მოზელიდან გასაჭრელად მზა პროდუქტამდე .


http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru


QUOTE
ყოჩაღები ხართ, გოგოებო!

+1
არაჩვეულებრივი ნამუშევრებია love.gif

Posted by: mashusha 27 Apr 2014, 13:00
LUTA
chups.gif chups.gif love.gif

Posted by: natalia001 27 Apr 2014, 21:11
ხაჭოს პასკა გააკეთეთ ვინმემ ? : ) ვერ ვიპოვე?smile.gif)

Posted by: ავგაროზი 27 Apr 2014, 22:40
LUTA
QUOTE
ეს ჩემი ადრინდელი პასკა ( მე მაინც პასკას ვეძახი ) ნ.ჯ რეცეპტითაა

მახსოვს ადრე პერფეკტზე იდო რეცეპტი. ახლა ვეღარ ვნახე. იქნებ ლინკი მომცეთ? ძალიან მინდა გამოვაცხო ფოტოს შემხედვარე love.gif

Posted by: ninicool 27 Apr 2014, 23:23
ავგაროზი
QUOTE
მახსოვს ადრე პერფეკტზე იდო რეცეპტი. ახლა ვეღარ ვნახე. იქნებ ლინკი მომცეთ? ძალიან მინდა გამოვაცხო ფოტოს შემხედვარე

მე მოგწერ. მეც მაგ რეცეპტით გამოვაცხვე
http://www.perfectcook.org/index.php/recipe/197-e183a1e18390e18390e183a6e18393e18392e1839de1839be1839d-e18399e183a3e1839ae18398e183a9e18398

Posted by: ავგაროზი 28 Apr 2014, 09:32
ninicool
მადლობა 2kiss.gif

Posted by: tuta_tuta 28 Apr 2014, 11:19

LUTA

ზელვა ნამდვილად დავაკელიsmile.gif)))))) ვაღიარებ. ანუ ეგ არის მიზეზი დასკდომის, ფორმებშ კარგად ამოვიდა , მარამ ღუმელშ ისე სწრაფად ამოვიდა ვერ გაუძლო ცომმა და დასკდა. მომვალში უფრო დიდხანს მოვზელ. მადლობაsmile.gif

tikusha

არა პირველად ვაეკთებდი და ამიტომ ტრადიციული სტილით მოვზილეsmile.gif) მაცივარშ არ გამომიტარებია.

Posted by: tikusha 28 Apr 2014, 11:28
tuta_tuta
ზელვა ჩემსას არ დაკლებია საცხობს ვაზელინე, მაგრამ მაინც დასკდა smile.gif არ მგონია ეგ მარტო მიზეზი smile.gif

Posted by: ninicool 28 Apr 2014, 12:48
tikusha
QUOTE
ზელვა ჩემსას არ დაკლებია საცხობს ვაზელინე, მაგრამ მაინც დასკდა  არ მგონია ეგ მარტო მიზეზი

ადრე დაწერეს აქ, როცა მაღალ ცეცხლზე შედგამ და უცებ ამოვა, მაშინ უსკდება ხოლმე თავებიო

Posted by: tikusha 28 Apr 2014, 12:52
ninicool
მეც მაგას ვამბობ

ჩემსას ამოსვლა არ ვაცალე ბოლომდე და რომ შევდგი ღუმელში სიცხის გამო უცებ ამოვიდა და დასკდა smile.gif

Posted by: nino27 28 Apr 2014, 20:09
მე მიყვარს თავები რომ უსკდება ,თუმცა იშვიათად ხდება ეგრე sad.gif

Posted by: ninoma 28 Apr 2014, 21:40
nia4u
QUOTE
ზაფხულში უფრო მაღალზე რატომ აყენებ?

ყველაზე ცივი არის 5, ზაფხულში უფრო ვაციებ ანუ 2,2–იდან 3 ვწევ ტემპერატურას.
ისე რა ოპერატიულად გიპასუხე biggrin.gif

Posted by: nia4u 29 Apr 2014, 14:03
ninoma
QUOTE
ისე რა ოპერატიულად გიპასუხე

biggrin.gif
QUOTE
ყველაზე ცივი არის 5

პირიქით არის? მე მეგონა, შეგეშალა წერის დროს smile.gif



ეჰ, დავიწყებას მიეცემა ეს თემა მომავალ წლამდე sad.gif
არადა, ჩვენი წინაპრები აღდგომიდან 40 დღე აცხობდნენ პასკებსო...

Posted by: aninia 29 Apr 2014, 16:17
nia4u
QUOTE
ეჰ, დავიწყებას მიეცემა ეს თემა მომავალ წლამდე 
არადა, ჩვენი წინაპრები აღდგომიდან 40 დღე აცხობდნენ პასკებსო


შენ, როგორც მახსოვს, კვრაცხოვლობისთვის უნდა დარლილიყავი პასკების ცხობით, ჰა? wink.gif 2kiss.gif

Posted by: nia4u 29 Apr 2014, 23:10
aninia
პასკები მაინც დამეზარა... facepalm.gif
ისეთი ამბავი იყო აქ და იმდენი შევგროვდით, (ღმერთმა გვამრავლოს!) ცალ ფეხზე ვიდექით biggrin.gif
თქვენ როგორ ჩაატარეთ დაბადების დღე? 2kiss.gif

Posted by: aninia 30 Apr 2014, 17:23
nia4u
QUOTE
ისეთი ამბავი იყო აქ და იმდენი შევგროვდით, (ღმერთმა გვამრავლოს!) ცალ ფეხზე ვიდექით 


ამინ! ღმერთმა გამრავლოთ! როგორ მიყვარს ეგეთი შინაურული რუზრუზებიიიი!!! იმხელა სითბო მოგყვება მერე ადამიანს, რომ წლების მანძილზე აღარ ნელდება.

QUOTE
თქვენ როგორ ჩაატარეთ დაბადების დღე?

მადლობააა 2kiss.gif ბავშვებმა კი მშვენივრად მოილხინეს, მარა მეე? ფეხზე ვეღარ ვიდექი. yes.gif ერთი ფოტო ძლივს გადავუღე ჩემ ნაცოდვილარ ტორტს და ისიც ნახევრად ჩაბნელებულ მდგომარეობაში შიშით ვერ გამომიტანია პროფების სამსჯავროზე smile.gif

Posted by: nia4u 30 Apr 2014, 19:21
aninia
QUOTE
ამინ! ღმერთმა გამრავლოთ! როგორ მიყვარს ეგეთი შინაურული რუზრუზებიიიი!!! იმხელა სითბო მოგყვება მერე ადამიანს, რომ წლების მანძილზე აღარ ნელდება.

მადლობა, ჩემო საყვარელო! smile.gif
ხო, რაღაც ოჯახური ახალი წელივით არის, მთელი წლის ანგარიშებს ვიბარებთ და ვაბარებთ, smile.gif
საოცრება ხდება-ხოლმე!
და მართლა მთელი წლის სამყოფი ემოციაა! smile.gif

Posted by: Lomes 1 May 2014, 03:13
http://pix.ge/


http://pix.ge/

ვეცადე, აქაც დავდებ. შიგნით ბევრი რამ ვუქენი და ზედმეტი იყო,აშკარად ,ნუში,ნიგოზი,შავი ქლიავის ჩირი,გარგარი და ფერადი ჩირები (ზედმეტი იყო ესეც)


ჩემი აზრით,შრომატევადია და ლოდინი დამღლელი )))))))) გემრიელი არის,კი

შოკოლადის ზედსართი ( biggrin.gif ) მინდოდა და ამეჭრა,ამიტომ რაც ხელთ მომხვდა ,მივახვავე

სხვა დროს არ გავეკარები fig.gif

Posted by: aninia 1 May 2014, 09:45
Lomes
QUOTE
ამიტომ რაც ხელთ მომხვდა ,მივახვავე


მშვენიერია, რას ერჩი? bis.gif

Posted by: Lemon Curd 4 May 2014, 17:53
LUTA
QUOTE
Lemon Curd
QUOTE
გამოვიდაა!!!!


საოცარი გამოვიდა   

როგორ ხარ ? რამდენი ხანია არ გამოჩენილხარ 

მე კი ვიცი საოცარი რაც არის smile.gif)) კვერცხი, პასკა, პანეტონე chups.gif სასწაული გოგო ხარ!
არ ვიცი, ვეღარ ვიცლი ხშირად შემოსასვლელად, ძირითადად, პასიურად ვაკვირდები ხოლმე smile.gif
2kiss.gif

tuta_tuta
QUOTE
გემოს რაც შეეხება პირველი ცდისთვის საკამოდ გემრიელი იყო, მოწონებაც დამისახურა, როგორიც მინდოდა მძიმე და ბევრი ქიშმიშით ისეთი გამოვიდა.
ერთადერთი თავები დაუსკდა და ხომ ვერ მეტყვით ეს რატომ მოხდა ? რა უნდა გავაკეთო რომ არ დაუსკდეს თავი?

რა ლამაზი პასკებია! დამსკდარი თავი უხდება კიდეც smile.gif

Posted by: DOLPHIN 16 May 2014, 11:51
http://www.boredpanda.com/12-easy-diy-easter-snacks/

Posted by: casalinga 29 Mar 2015, 01:03
გამარჯობა, სააღდგომო საინტერესო რეცეპტებს არ დადებთ?

Posted by: nia4u 29 Mar 2015, 14:17
casalinga
დაახლოებით, შემდეგი კვირიდან დაიწყება სამზადისი, ვინმეს ფეხი თუ შემოუცდა smile.gif
წინა წლების რეცეპტებს გადაავლე თვალი, პასკების რეცეპტებიც და მომზადების ხრიკებიც ბლომად არის smile.gif
მოკლედ, ვიდრე ახალი რეცეპტები დაიდება, წინა გვერდებზე ბევრ საინტერესოს იპოვი smile.gif

Posted by: casalinga 29 Mar 2015, 17:47
QUOTE (nia4u @ 29 Mar 2015, 14:17 )
casalinga
დაახოებით, შემდეგი კვირიდან დაიწყება სამზადისი, ვინმეს ფეხი თუ შემოუცდა smile.gif
წინა წლების რეცეპტებს გადაავლე თვალი, პასკების რეცეპტებიც და მომზადების ხრიკებიც ბლომად არის smile.gif
მოკლედ, ვიდრე ახალი რეცეპტები დაიდება, წინა გვერდებზე ბევრ საინტერესოს იპოვი smile.gif

მე ვფიქრობ ლუტას მეთოდით გავაკეთო chups.gif

Posted by: nia4u 29 Mar 2015, 18:17
casalinga
ენ.ჯი-ს არაჟნიანი ცომის რეცეპტიც ძალიან კარგია smile.gif

Posted by: _sofa_ 31 Mar 2015, 00:02
გამარჯობათ გოგოებო და ბიჭებო......
რამდენი ჯიშის პასკა მაქვს გამომცხვარი აღარც ვიცი, ყოველ წელს ერთს ნაცადს ვაცხობ და აუცილებლად მეორე მცდელობა უცხო რეცეფტის....
წელს ეს რეცეფტი უნდა დავტესტო, მომეწონა რაღაც....მიმგვანებული კი მაქვს ,მაგრამ მაინც........
პასკა

10 კვერცხი, 1.200 შაქარი, 3 კგ.ფქვილი, მშრალი საფუარი დიდი შეკვრის ნახევარზე ცოტა მეტი, 1 ლიტრა რძე, 250 გრამი მარგარინი, 250 გრამი კარაქი, 1 ჭიქა ზეთი, 300 გრამი შავი ქიშმიში,ცუკატები სურვილის მიხედვით......
ნახევარ ლიტრა თბილ რძეში გახსენით საფუარი 6 სუფრის კოვზი,1 ჩაის კოვზი შაქარი დაუმატეთ რომ კარგად აფუვდეს....მეორე ნახევარ ლიტრა თბილ რძეში გახსენით ცხიმი,მარგარინი,კარაქი, ნახევარი ჭიქა ზეთი. .....
ცალკე 10 კვერცხის ცილა კარგად ამოიყვანეთ(ოთახის ტემპერატურის კვერცხის ცილა უფრო კარგად ამოდის),დაუმატეთ 10 სუფრის კოვზი შაქარი,მწიკვი მარილი და კარგად აურიეთ.
ცალკე 10 კვერცხის გულისგან და დარჩენილი შაქრისგან ვაკეთებთ გოგლიმოგლს,კარგად ათქვიფეთ გათეთრებამდე.
გოგლიმოგლს დაუმატეთ გამზადებული ბეზე და კარგად აურიეთ.
ცალკე დიდ თასზე დავყრით 3 კგ ფქვილს დავასხამთ საფუარიან და ცხიმიან ზეთს,კარგად აურიეთ და შეაზილეთ კვერციანი მასა,კარგად აურიეთ,დაუმატეთ დარჩენილი ნახევარი ჭიქა ზეთი და კარგად მოზილეთ ცომი.
ცომს ამოსასვლელად ჭირდება 6 საათი.
ღამით მოზილეთ შეფუთეთ თბილად და დილით უკვე მზად არის,ღამე ჩაზილვა არ ჭირდება.
დილით ამოსული ცომი ჩაზილეთ კარგად,დაუმატეთ ქიშმიში,თქვენი სურვილის მიხედვით თუ გნებავთ ცუკატები,1 ცალი ლიმონის ცედრა,ვანილი,ნახევარ-ნახევარი ჩაის კოვზი მუსკატის კაკალი,ილი,მწიკვი დარიჩინი და მიხაკი,ვისაც არ გიყვართ დარიჩინის გემო არ დაუმატოთ.
აიღებთ ფორმებს,ჩაუფინეთ ქაღალდი,წაუსვით ცხიმი.
ცომს ფორმაში ვდებთ ნახევრამდე.ცხობისას 2-ჯერ იზრდება.
ფორმაში ცომს ვაჩერებთ 6 საათი.შემდეგ შედგით გახურებულ ღუმელში 150 გრადუსზე.
1 საათის შემდეგ გამოაღეთ ღუმელი და ხის ჩხირით გასინჯეთ.როცა გამოცხვება შეგრილდეს და შემდეგ ამოიღეთ ფორმიდან.

Posted by: Blur 31 Mar 2015, 10:26
3 წელია ზედიზედ ვაკეთებ ხაჭოს პასკას ალუბლის გულსართით, ხაჭოსი რა რეცეპტი არ დავტესტე ეს ყველაზე კარგია wink.gif http://www.perfectcook.org/index.php/recipe/238-e183aee18390e183ade1839de183a1-e1839ee18390e183a1e183aee18390
წელს თუ დამაცადეს ბავშვებმა პარალელურად ბებიაჩემის წლობით ნაცადი რეცეპტით მინდა გავაკეთო ნამდვილი პასკა და დავდებ მერე სურათებს biggrin.gif

Posted by: avelum 31 Mar 2015, 15:40
მოგესალმებით, მჭირდება ინდ მეწარმე პასკების ცხობასთან დაკავშირებით
იქნება შეკვეთები
თუ დაგაინტერესებთ მომწერეთ პირადში

Posted by: fermina 31 Mar 2015, 15:52
Blur
ვაი მე კიდევ ცოტა ხნის წინ მივადექი ჩემ გაყინულ ხილს, მალე მაინც შემოვა -მეთქი ახალი და ხან გადნობას არ ვაცლიდი ისე კამფეტივით ვწუწნიდით ალუბლებს, ხან უაზრო დებილობა კომპოტი გავაკეთე და ხან ასევე უაზროდ გავალღვე და ვჭამე, არადა ნეტა შემენახა სულ ცოტა ხანი, გამომადგებოდა ამ პასკისთვის. სულ ბოლო დარჩენილი პარტია რამდენიმე დღის წინ გავანადგურე.

Posted by: casalinga 31 Mar 2015, 21:17
QUOTE (nia4u @ 29 Mar 2015, 18:17 )
casalinga
ენ.ჯი-ს არაჟნიანი ცომის რეცეპტიც ძალიან კარგია smile.gif

ხო პასკის ცომს არაჟანი უხდება უფრო სველი და მძიმე გამოდის yes.gif

Posted by: Blur 1 Apr 2015, 10:20
fermina
არ უნდა ბევრი იქნებ ვინმეს გამოციცქნო biggrin.gif მაღაზიებშიც არის პატარა შეკვრა გაყინული. მართლა ღირს გაკეთება ისეთი გემრიელი გამოდის

Posted by: nia4u 1 Apr 2015, 16:14
Blur
fermina
უკურკო ალუბლის მურაბა არ წავა ვითომ?
smile.gif
_sofa_
QUOTE
პასკა
10 კვერცხი, 1.200 შაქარი, 3 კგ.ფქვილი, მშრალი საფუარი დიდი შეკვრის ნახევარზე ცოტა მეტი, 1 ლიტრა რძე, 250 გრამი მარგარინი, 250 გრამი კარაქი, 1 ჭიქა ზეთი, 300 გრამი შავი ქიშმიში,ცუკატები სურვილის მიხედვით......
ნახევარ ლიტრა თბილ რძეში გახსენით საფუარი 6 სუფრის კოვზი,1 ჩაის კოვზი შაქარი დაუმატეთ რომ კარგად აფუვდეს....მეორე ნახევარ ლიტრა თბილ რძეში გახსენით ცხიმი,მარგარინი,კარაქი, ნახევარი ჭიქა ზეთი. .....
ცალკე 10 კვერცხის ცილა კარგად ამოიყვანეთ(ოთახის ტემპერატურის კვერცხის ცილა უფრო კარგად ამოდის),დაუმატეთ 10 სუფრის კოვზი შაქარი,მწიკვი მარილი და კარგად აურიეთ.
ცალკე 10 კვერცხის გულისგან და დარჩენილი შაქრისგან ვაკეთებთ გოგლიმოგლს,კარგად ათქვიფეთ გათეთრებამდე.
გოგლიმოგლს დაუმატეთ გამზადებული ბეზე და კარგად აურიეთ.
ცალკე დიდ თასზე დავყრით 3 კგ ფქვილს დავასხამთ საფუარიან და ცხიმიან ზეთს,კარგად აურიეთ და შეაზილეთ კვერციანი მასა,კარგად აურიეთ,დაუმატეთ დარჩენილი ნახევარი ჭიქა ზეთი და კარგად მოზილეთ ცომი.
ცომს ამოსასვლელად ჭირდება 6 საათი.
ღამით მოზილეთ შეფუთეთ თბილად და დილით უკვე მზად არის,ღამე ჩაზილვა არ ჭირდება.
დილით ამოსული ცომი ჩაზილეთ კარგად,დაუმატეთ ქიშმიში,თქვენი სურვილის მიხედვით თუ გნებავთ ცუკატები,1 ცალი ლიმონის ცედრა,ვანილი,ნახევარ-ნახევარი ჩაის კოვზი მუსკატის კაკალი,ილი,მწიკვი დარიჩინი და მიხაკი,ვისაც არ გიყვართ დარიჩინის გემო არ დაუმატოთ.
აიღებთ ფორმებს,ჩაუფინეთ ქაღალდი,წაუსვით ცხიმი.
ცომს ფორმაში ვდებთ ნახევრამდე.ცხობისას 2-ჯერ იზრდება.
ფორმაში ცომს ვაჩერებთ 6 საათი.შემდეგ შედგით გახურებულ ღუმელში 150 გრადუსზე.
1 საათის შემდეგ გამოაღეთ ღუმელი და ხის ჩხირით გასინჯეთ.როცა გამოცხვება შეგრილდეს და შემდეგ ამოიღეთ ფორმიდან.

ეს რეცეპტი ფეისბუქიდან მეცნობა, თამრიკო კიკაბიძის რეცეპტია, თუ სწორად მახსოვს, და დავაფიქსიროთ მაინც ავტორი smile.gif




მე ხორბალი დავთესე დღეს smile.gif

* * *
პასკის და ხაჭოს პასკის პოპულარული რეცეპტების ლინკები დადებულია 27-ე გვერდზე
smile.gif

Posted by: _sofa_ 1 Apr 2015, 21:39
ესეც ნაზუქი, ვისაც გიყვართ და აცხობთ ხოლმე აღდგომებზე.......
1ლ რძე, 10ც კვერცხი, 200გრ ცხიმი, 1კგ შაქარი, პასკის სუნელი, ქიშმიში, 1/2 შეკვრა დროჟი და 3,5კგ ფქვილი....
ვთქვიფავთ კვერცხს კარგად და ვამატებთ თბილ რძეში გახსნილ შაქარს და საფუარს, შემდეგ გამდნარ ცხიმს და ვურევთ კარგად. მოზელილ ცომს ვამატებთ პასკის სუნელს, ქიშმიშს და ვაგრძელებთ ზელვას. შემდეგ ცომს ვდებთ თბილ ადგილას, ამოსასვლელად. როცა ცომი ამოვა , ვაკეთებთ გუნდებს, ვაძლევთ ჩვენთვის სასურველ ფორმას, თავზე გადაუსვით კვერცხი+ზეთი ან კვერცხი+რძე, რომ კარგად დაიბრაწოს......ცხვება 180გრ..... smile.gif

Posted by: Blur 2 Apr 2015, 10:14
nia4u
QUOTE
უკურკო ალუბლის მურაბა არ წავა ვითომ?

მართალი გითხრა არ მგონია. მერე ხო ღვინოში იხარშება ეს ალუბლები და ეგ აძლევს განსაკუთრებულ არომატს და მურაბას ხო არ მოხარშავ თავიდან ღვინოში? biggrin.gif

QUOTE
მე ხორბალი დავთესე დღეს 

მეც biggrin.gif

Posted by: nia4u 2 Apr 2015, 13:49
Blur
QUOTE
მერე ხო ღვინოში იხარშება ეს ალუბლები და ეგ აძლევს განსაკუთრებულ არომატს და მურაბას ხო არ მოხარშავ თავიდან ღვინოში?

იხარშება რა, უნდა წამოდუღდეს 10-15 წუთი და ეგ არაფერს არ უზამს იმ ალუბლებს...
რა ვიცი, მე ვთქვი და.... biggrin.gif
* * *
კვერცხის შეღებვის წესები smile.gif
კიდევ ერთხელ smile.gif
http://mshoblebi.ge/gamocdileba/praqtikuli-rchevebi/3053-sanam-kverckhebis-sheghebvas-daitsyebth-jer-am-rchevebs-gaecanith-idealuri-feris-dzveleburi-saidumlo.html
და ჯეჯილის დათესვის წესები smile.gif
http://mshoblebi.ge/gamocdileba/praqtikuli-rchevebi/3035-rogor-gavakharoth-jejili-erth-kvirashi-martivi-da-gamocdili-methodi.html
თუმცა მე არც ვალბობ და არც ვრეცხავ ხორბალს,
პირდაპირ ვყრი ბამბაზე, თბილ და მზიან ადგილას ვდგავ და ხშირად ვნამავ ოდნავ თბილი წყლით
და მშვენივრად ამოდის smile.gif

Posted by: _sofa_ 2 Apr 2015, 17:46
nia4u
QUOTE
თამრიკო კიკაბიძის რეცეპტია, თუ სწორად მახსოვს

მიაწერე მე არანაირი პრეტენზია არა მაქვს, მაგრამ მაინც და მაინც კიკაბიძის არაა ჭირიმე....ადამ და ევას დროინდელი რეცეფტია, კი მიწერია ასეთივე მაქვსთქო, იგივეა, მხოლოდ არაჟანი აქვს ჩემსას და ეგაა......ტელეფონით ვწერ და დაწერა დამეზარა, ამიტომ დავაკოპირე, სახელი კიდევ შეგნებულად არ მივაწერე, იმიტომ რომ ბევრს აქვს ეს რეცეფტი თავისი მშობლებიდან ან ბებიებიდან......ეხლანდელი და შარლოტკასი არ იყოს, მართალია ყავს თავისი ინტერნეტ ავტორი, მაგრამ ლომიძის წიგნშია ეს რეცეფტი და ვაშლის ტორტი ქვია.....მთელი ჩემი ბავშვობა და უგაზობა-გაჭირვების პერიოდი ვაცხობდით......
ტორტზე რომ ურჩიე ქეთას, დავუცხვე (გარფილდი პლიაჟზე) და დიდი მოწონებაც დაიმსახურა, ასე რომ ტყუილი ქება არ გამოგივიდა.....გაიხარე ჩემო კარგო...... smile.gif 2kiss.gif

Posted by: nia4u 2 Apr 2015, 18:12
_sofa_
პრინციპში, პასკის ყველა რეცეპტში დაახლოებით ერთნაირი ინგრედიენტებია.
მთავარი მომზადების ტექნოლოგიაა და რამდენიმე საიდუმლო ინგრედიენტი,
რითიც გამოირჩევა ესა თუ ის ვარიანტი.
ფორუმის რეცეპტებიც რომ ავიღოთ -
ენჯის რეცეპტი არაჟნითაა, რთულის რეცეპტი-შესქელებული რძით,
ლუტა მაცივარში აფუებს ცომს და ასე შემდეგ.
სახელზე იმიტომ გავამახვილე ყურადღება, რომ სწორედ მაგ დღეს შემხვდა ფაცეზე ეგ რეცეპტი.
თან მაგ ქალის რეცეპტები ხელიდან ხელში გადადის და ვინმე საავტორო უფლებებზე არ შემოგვედაოს-მეთქი biggrin.gif

QUOTE
ტორტზე რომ ურჩიე ქეთას, დავუცხვე (გარფილდი პლიაჟზე) და დიდი მოწონებაც დაიმსახურა, ასე რომ ტყუილი ქება არ გამოგივიდა.....გაიხარე ჩემო კარგო......   

ვნახე ეგ ტორტი შენს თემაში
და მე ტყუილად არავის არ ვაქებ! yes.gif
2kiss.gif

Posted by: KOMBAT 2 Apr 2015, 21:41
გოგოებო, წელს პირველად გადავწყვიტე კულიჩის გამოცხობა და ეს რეცეპტი ვნახე,
ჰომ არ გაგიკეთებიათ ვინმეს ?
მინდა რომ ცოტა მძიმე და სველი (არამშრალი) გამოვიდეს და როგორია ?

თუ ეს არ ჯდება "ჩემს" პარამეტრებში, ხომ არ მირჩევთ რამეს ?
დავსერჩე რამდენიმე გვერდი და ვერ ვნახე თითქოს შესაფერისი რეცეპტი

მადლობა წინასწარ


http://www.kulinaria.ge/%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%90%E1%83%A6%E1%83%93%E1%83%92%E1%83%9D%E1%83%9B%E1%83%9D-%E1%83%99%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A9%E1%83%98.html

Posted by: nia4u 2 Apr 2015, 21:59
KOMBAT
ვიცი ეგ ქალბატონი, რაღაც კონკურსებში გამარჯვებული კულინარია,
რჩევები, რაც ქვემოთ უწერია, ნამდვილად გამოსადეგია,
მაგრამ სველი და მძიმე გამოვა თუ არა, ვერ გეტყვი.
ჩემი დაკვირვებით, სველს და მძიმეს პასკას ხდის მასში შემავალი ცხიმი,
განსაკუთრებით, ზეთი.
თუ დაკვირვებიხარ, სამარხვო კექსები, რომელიც ზეთით მზადდება, ყოველთვის მოსველოა.
აქაური რეცეპტებიდან, რამდენადაც მახსოვს, ნ.ჯ-ის პასკა გამოსდიოდათ გოგოებს ეგეთი, შეგიძლია, რეცეპტს გადახედო smile.gif
http://www.perfectcook.org/index.php/recipe/197-e183a1e18390e18390e183a6e18393e18392e1839de1839be1839d-e18399e183a3e1839ae18398e183a9e18398
აი, ეს კი იგივე რეცეპტთან დაკავშირებით ლუტას რჩევებია.
http://forum.ge/?f=82&showtopic=34364881&st=1065
ოღონდ, მაცივარში გაფუება განსაკუთრებული ტექნიკაა, დიდი დრო უნდა და გაითვალისწინე.
თუ ტრადიციული, სითბოში გაფუებული გირჩევნია, რთულის პასკა ნახე...
http://www.perfectcook.org/index.php/recipe/2594-e183a1e18390e18390e183a6e18393e18392e1839de1839be1839d-e18399e183a3e1839ae18398e183a9e18398-3
როგორც თვითონ ამბობს, გამოვიდა ნოტიო, მძიმე და არ იფხვნება, რაც დიდხანს ზელვის დამსახურებააო smile.gif

Posted by: BadbadGirl 2 Apr 2015, 22:37
QUOTE
ნ.ჯ-ის პასკა

გამიკეთებია და კარგი გამოდის. მთლად სველი ეფექტი არ აქვს ოღონდ.
მაცივარში ვდებ ხოლმე და მიაქვს დაახლოებით 2 დღე biggrin.gif

პ.ს. მე ზელვა მეზარება დიდი ხანი biggrin.gif

Posted by: eka3 2 Apr 2015, 23:40
გამარჯობა გოგოებო , მაინტერესებს პასკისთვის რომელი ფირმის ფქვილი ჯობია გამოვიყენო, ზოგი ძალიან თხელდება მოზელის შემდეგ, იქნებ მირჩიოთ. მადლობა.

Posted by: garfield1 3 Apr 2015, 01:08
eka3
მე მზიური ველის ან პროგრესის ფქვილით ვაცხობ 4 წელია

Posted by: eka3 3 Apr 2015, 02:34
garfield1
მადლობა . გავითვალისწინებ smile.gif

Posted by: Blur 3 Apr 2015, 12:23
nia4u
QUOTE
იხარშება რა, უნდა წამოდუღდეს 10-15 წუთი და ეგ არაფერს არ უზამს იმ ალუბლებს...
რა ვიცი, მე ვთქვი და.... 

არ ვიცი არ მიცდია მურაბით და ვერ ვიტყვი დანამდვილებით biggrin.gif
ისე ხაჭოს ან რამე ეგეთის თანმხლებად შეიძლება ტავტესტო ცალკე არა ამ პასკისთვის და მოგახსენებთ შედეგებს wink.gif

Posted by: tikusha 3 Apr 2015, 23:46
nia4u
წელს ცომის მაცივარში გამოტარებას აღარ ვაპირებ, გახსოვს შარშან რამდენი ვიტანჯე? smile.gif

ნჯ-ს რეცეპტით დავაცხობ ისევ და ვფიქრობ ზეთიც ხომ არ დავამატო 1 ჭიქა



Posted by: nia4u 4 Apr 2015, 15:44
tikusha
QUOTE
გახსოვს შარშან რამდენი ვიტანჯე?

როგორ არა, მთელი ფორუმი გბალელშიკობდით smile.gif
საბოლოოდ ხომ იყო მაგარი?! yes.gif
QUOTE
ნჯ-ს რეცეპტით დავაცხობ ისევ და ვფიქრობ ზეთიც ხომ არ დავამატო 1 ჭიქა

და მაცივარში აღარ დაასვენებ?
გოგო, ზეთი ისედაც ემატება,
გადაზელვის დროს ხელს ხომ ისველებ ზეთში და გგონია ცოტა ზეთი მიდის მაგ დროს?
მოკლედ, პირდაპირ ტრანსლაციას ველოდები biggrin.gif
როდის აპირებ გამოცხობას?

Posted by: tikusha 4 Apr 2015, 22:02
nia4u
არა მე ზეთში არ ვზელდი smile.gif საცხობს ვაზელინებდი smile.gif

ხუთშაბათს დილიდან დავიწყებ smile.gif

მაცივარში აღარ ვაპირებ, არ მაქვს მაგის ნერვები

Posted by: Annabell 6 Apr 2015, 04:38
წელს პასკა მეც უნდა გამოვაცხო

ხოლოთ არ მაქვს ისეთი საცხობი ჭურჭელი პასკის ფორმა რომ მივცე და იქნებ აქ დამაკვალიანოთ?

ვაიმეე, არასოდეს არაფერი არ გამომიცხვია

biggrin.gif

და კიდევ ერთი კითხვა: შაქარი რომ გავანახევრო რამე დაემართება?


Posted by: _sofa_ 6 Apr 2015, 10:12
ნებისმიერ ინგრედიენტს რომ გაანახევრებ, მაშინ სხვა დანარჩენიც უნდა გაანახევრო.......შაქარი ბულკებს, ნაზუქებს და პასკას ისედაც ძნელად ეტყობა ხოლმე და არ დაჭირდება, ნუ იფიქრებ რომ ტკბილი გამოვა.....აი ენჯის უწერია 1.500-2კგ საქარი, აქ შეგიძლია მისცე 1.200 ...ანუ ასე გამოცდილია და კარგი იქნება......ფორმები დეზერტირებზე იყიდება, ლითონიც და ერთჯერადებიც, მაგრამ მე ლითონები მაქვს, ასევე შეგიძლია პატარა ალუმინის ქვაბები მოიძიო და იმაში გამოაცხო, ამათაც ვიშველიებ ხოლმე და ადრე,დიდი ტომატის ქილები რომ იყო ლითონის იმაში ვაცხობდი ხოლმე, ისიც კარგებს აცხობს და ზომითაც კარგია...ფორმები რომ ვიყიდე გადავყარე და ვჯავრობ ეხლა....არადა კიდევ რომ მოვაგროვო ტომატს საერთოდ არ ვყიდულობ სახლში ვამზადებ ხოლმე პომიდორს და სასადილოებს ვერ გამოვლოცნე ვერაფრით, ზამთარში თოვლს არ მოგცემს ეს ხალხი თუ არ იცნობ ან არ იყიდე......აი ასეა ჩემო კარგო, ეს ჩემი აზრები და გამოცდილებებია, სხვაც შეგეხმიანება ალბად......

Posted by: MRlurch 6 Apr 2015, 12:48
პასკის გაკეთებას როგორმე თუ აღმიწერს ვინმე როგორ უნდა და ინგრეტიენებსაც მეტყვით დიდად მადლობელი.

Posted by: nia4u 6 Apr 2015, 13:55
Annabell
შაქრის დოზის განახევრებას არ გირჩევ, მთელი პროპორცია დაირღვევა.
ფორმას რაც შეეხება, ალუმინის ქვაბში ან კონსერვის 500გრამიან ქილებში შეგიძლია გამოაცხო.
ოღონდ, კონსერვის ქილებს მე გვერდებზეც ვაყოლებ-ხოლმე საცხობ ქაღალდს,
იმიტომ, რომ ღარები აქვს და პასკის ამოღებაში ხელს უშლის.
QUOTE
ვაიმეე, არასოდეს არაფერი არ გამომიცხვია

არ ინერვიულო და არ იჩქარო,
მშვიდად და სიყვარულით მიუდექი ამ საქმე smile.gif
დრო ისე გათვალე, რომ სხვა რამეში ხელი არ შეგეშალოს.
და კიდევ ერთი რჩევა - რადგან აქამდე არაფერი გამოგიცხვია, დიდი პორცია არ გამოახცო.
5 კვერცხიანი პორცია პირველ ჯერზე საკმარისი იქნება.
შენი არჩეული რეცეპტის ინგრედიენტები გაყავი.
თუ რამის კითხვა გინდა, არ მოგერიდოს, დაგეხმარებით smile.gif
tikusha
QUOTE
ხუთშაბათს დილიდან დავიწყებ

აბა, შენ იცი! 2kiss.gif
* * *
MRlurch
QUOTE
პასკის გაკეთებას როგორმე თუ აღმიწერს ვინმე როგორ უნდა და ინგრეტიენებსაც მეტყვით დიდად მადლობელი.

ვაიმე, შენ თუ ამ თემაში პასკის რეცეპტი და გამოცდილების გაზიარება ვერ იპოვე, რა გითხრა, აბა smile.gif
ცოტა დაგვიკონკრეტე - ცხობის გამოცდილება თუ გაქვს, პასკას პირველად თუ აცხობ,
კონკრეტულად რა გაინტერესებს და დაგეხმარებით smile.gif

Posted by: MRlurch 6 Apr 2015, 14:06
nia4u
მოკლედ პასკას პირველად ვაცხობ ნამდვილად და დეტალურად თუ მეტყვით რა და როგორ დიდად მადლობელი ვინქები. ამხელა თემაში ძებნა მეზარება კიდე და ან ლინკს თუ მომცემთ სად ვნახო მაგაზეც მადლობას გეტყვით.

ცხობას რაც შეეხება დიდი გამოცდილი არ ვარ, ბლინები გამომდის კარგად და მჭადები ეგაა ჩემი ცხობის გამოცდილება biggrin.gif.

კონკრეტულად რო გითხრათ გემრიელი მინდა რო გამომივიდეს biggrin.gif. სტანდარტული ქიშმიშიანი პასკები.

Posted by: nia4u 6 Apr 2015, 14:29
QUOTE
აი,ჩემი პასკის რეცეპტი 
სააღდგომო პასკა „დედისეული“
ინგრედიენტები:
15 კვერცხი;
შაქარი - 4ჩ.ჭ.;
350გრ. კარაქი ან მარგარინი;
150გრ. ზეთი;
1 ლიტრი რძე;
3 ს.კ.(არასავსე) მშრალი საფუარი; (მე ვხმარობ პაკმაიას დიდ პაკეტებში)
1ს.კ. (არასავსე) მარილი;
ვანილის შაქარი - 10 პაკეტი ან დაახლოებით 50 გრამი;
ჯავზი - 3 ცალი საშუალო ზომის;
ილი - 30 მარცვალი;
მიხაკი - 0.5ჩ.კოვზი;
დარიჩინი - 0.5 ჩ.კოვზი;
ლიმონის ზეთი - 50 გრამი ან 2 ლიმონის და 4 ფორთოხლის ცედრა;
ქიშმიში - 200გრ. (სასურველია მუქი ფერის)
ფქვილი - 3კგ (დაახლოებით.)

მომზადება:
საერთო რაოდენობიდან აღებული ფქვილით, რძით და ცოტა შაქრით დავაყენოთ საფუარი. გავცრათ ფქვილი. გავაცალკევოთ კვერცხის ცილები და გულები. როდესაც ოპარა აფუვდება, დიდ ჯამში დაალოებით ერთ კილო გაცრილ ფქვილს შევურიოთ 1 ლიტრი ანადუღარი და გაგრილებული, თბილი რძე და აფუებული ოპარა, ნელ-ნელა, რომ არ დაკოშტდეს. დავდგათ თბილად, რომ ესეც აფუვდეს. ამასობაში, დავიწყოთ კვერცხის ცილების თქვეფა ბეზედ, როგორც ტორტისთვის, ჯამს რომ ამოატრიალებ და რომ არ ვარდება, ისე. დავუმატოთ შაქარი ნაწილ-ნაწილ, კვერცხის გულები სათითაოდ და სანელებლები - ვანილი, დაფქვილი ჯავზი, ილი, მიხაკ-დარიჩინი და ლიმონის ზეთი. (არა ესენცია!) ან მანქანაში გატარებული ლიმონისა და ფორთოხლის ცედრა. ეს მასა შევურიოთ აფუებულ რძიან მასას ფრთხილად, ხის კოვზით. დავამატოთ გამდნარი კარაქი და ზეთი, ასევე დარჩენილ ფქვილი ისე, რომ ცომი გამოვიდეს შეკრული, მაგრამ სველი (შეიძლება სამი კილო მთლიანად არ დასჭირდეს) და შემდეგ ვზილოთ ზეთიანი ხელით ჯამშივე, დიდხანს და საფუძვლიანად  შემდეგ დავდგათ ტილოგადაფარებული თბილად. ორჯერ ავაფუოთ და გადავზილოთ. მეორე გადაზელვაზე შევურიოთ გარეცხილ-გამშრალი და ფქვილში არეული ქიშმიში და გადავანაწილოთ ფორმებში. ფორმაშიც რომ ამოფუვდება, შევდგათ ღუმელში.
ღუმელი უნდა აანთოთ წინასწარ. მე ვაცხობ ალუმინის მომცრო ქვაბებში და ძირშიც და გვერდებზეც ვუფენ ცხიმწასმულ კალკას. ცომს ვდებ 1/3-ზე. ვაცხობ ელექტროღუმელში,სულ ქვედა თაროზე. ტაფაზე ვალაგებ, ისე, რომ ფორმებს შორის სიხალვათე იყოს და ცხელმა ჰაერმა თავისუფლად იმოძრაოს. ვურთავ ქვედა სპირალს და ბოლო 10-15 წუთი ზედასაც. 150 გრადუსზე სჭირდება დაახლოებით საათნახევარი, გააჩნია ფორმის ზომას, დენის სიძლიერეს და ა.შ.
გამომდის სხვადასხვანირად, ოთხი-ხუთი მომცრო ქვაბი (დაახლოებით "ტკბილი ქვეყნის" პასკების ზომის) და 7-8 ცალი ტომატის დიდი ყუთი
////////////////////////////////////////////////////////////////

აი, ჩემი რეცეპტი.
ეს არის ტრადიციული, საფუარზე დამზადებული და სითბოში გასაფუებელი ცომი.
არის კიდევ ახლებური, გამრავალფეროვნებული რეცეპტები, სხვადასხვა ტექნიკებით,
რომლის ლინკებიც 27-ე გვერდზე მიდევს.
გადახედეთ და თუ რამე კითხვა გექნებათ, დაწერეთ smile.gif
MRlurch
თუ ბლინის და მჭადის მეტი არაფერი გამოგიცხვია, მაშინ 5 კვერცხიან პორციაზე მეტს ნუ შეეჭიდები,
ანუ რომელი რეცეპტიც მოგეწონება, ის ინგრედიენტები გაყავი შესაბამისად ორად ან სამად.
ძალიან დიდი ცომი გამოდის, მკლავები დაგაწყდება იმის მოზელვაში,
ზელვა კი ძალიან ბევრი უნდა, დამიჯერე smile.gif

Posted by: MRlurch 6 Apr 2015, 14:44
nia4u
რეცეპტისთვის მადლობა მკლავებში კაი ჯანი მაქვს არამგონია გამიჭირდეს biggrin.gif.

კითხვა მაქვს შემდეგი

ჯავზი და ილი პირველად მესმის ნამდვილად და სად შეიძლება რომ ვიყიდო?

Posted by: nia4u 6 Apr 2015, 14:48
MRlurch
ჯავზი ანუ მუსკატის კაკალი - პატარა კაკლების ფორმის ნაყოფია, სანელებელია და მესუნელე ქალებს აქვთ ბაზარში, ასევე მარკეტებშიც არის-ხოლმე დაფასოებული.
უნდა დაფქვა ან სახეხზე გახეხო.
ილი ანუ კარდამონი - ასევე სანელებელია და ჰგავს ლიმონის კურკებს,იგივე ადგილებში იყიდება და უნდა დაიფქვას ესეც smile.gif
QUOTE
მკლავებში კაი ჯანი მაქვს არამგონია გამიჭირდეს

მე მაინც პატარა პორციას გირჩევდი, როგორც მოზელვის სიმძიმის, ასევე დროის ფაქტორის გამო smile.gif

Posted by: MRlurch 6 Apr 2015, 14:51
nia4u
გასაგებია. დიდი მადლობა დახმარებისთვის ამ დღეებში ვცდი სავარაუდოდ.

Posted by: nia4u 6 Apr 2015, 15:42
http://videoboom.cc/kak-pokrasit-yayca-s-pomoshchyu-cvetnoy-tkani/
ეს ნახეთ, გოგოებო და ბიჭებო smile.gif

Posted by: juli_26 6 Apr 2015, 16:07
ხაჭოს პასკაში ალუბლის მაგივრად სხვა რამე არ წავა? არ მაქვს ალუბალი.

Posted by: nia4u 6 Apr 2015, 17:10
juli_26
QUOTE
ხაჭოს პასკაში ალუბლის მაგივრად სხვა რამე არ წავა? არ მაქვს ალუბალი.

როგორ არ წავა, ნაირ-ნაირი რეცეპტებია,
ქიშმიშებით, ცუკატებით, ნიგოზით, შოკოლადით, საზამთროს ან კაკლის მურაბით, ანანასით...
თვითონ ხაჭოს მასაც რამდენიმენაირად მზადდება, შემადგენლობაც განსხვავდება და მომზადების წესებიც...
27-ე გვერდზე დევს აქაური კულინარების რამდენიმე რეცეპტი და გადახედე აბა smile.gif
* * *
Annabell
MRlurch
ვინც პასკას პირველად აცხობთ,
და დანარჩენებსაც smile.gif
ეს რეცეპტი ნახეთ, ძალიან კარგი ადვილი რეცეპტია, განსაკუთრებით პირველი ჯერისთვის smile.gif
ჩვენი n.j.-ის ახალი რეცეპტი რატატუიზე,
ისეთი ადვილი, სულ რომ არ აპირებდე გამოცხობას, თავს გამოგაცხობინებს smile.gif
http://ratatui.me/tag/%E1%83%9E%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%99%E1%83%90/

Posted by: KOMBAT 6 Apr 2015, 18:45
ახლა ველოდები ცომის მეორედ აფუებას, არვიცი რატომ მაგრამ ისე ვღელავ რომ არ გამომივიდეს - სიცხემ ამიწია.

ღამე დამესიზმრა რომ ღუმელში პასკა შევდგი და ხაჭაპური გამოვიდა

მოკლედ გულის ფანცქალით ველი რა გამოვა, პირველად ვაკეთებ

sad.gif


* * *
უი დამავიწყდა მეკითხა, ქაღალდის ფორმები კი ვიყიდე, მაგრამ ვერ გავთვალე და ცომი უფრო მეტია

ჰოდა კონსერვის ქილები არ მაქვს და ჩვეულებრივ ქვაბში არ გამოვა ? მაინცდამაინც ალუმინის ან ემალის უნდა იყოს ?

(არც ვიცი ზუსტად რისი ქვაბი მაქვს, ვერ ვერკვევი მე :დდდ)

Posted by: juli_26 6 Apr 2015, 20:35
nia4u

მდლობა ყოველთვის ყურადღებიანო 2kiss.gif



KOMBAT

მამიდაჩემი პასკას ჩვეულებრივ ფორმებთან ერთად აცხობდა როგორც ბულკებს, უგემრიელესი იყო.

Posted by: tikusha 6 Apr 2015, 21:22
nia4u
მე ნჯ-ს გაანხლებული ვარიანტივით ვაპირებ
არანაირად ცალკე ოპარას მომზადება
არანაირი კვერცხის ცალკე ათქვეფა და ა.შ.

ყველა ინგრედიენტს ერთად ჩავყრი და მოვაზელინებ საცხობს

ეგაა რომ ნჯ-ს რეცეპტის 5ზე გაყოფა მჭირდება და ცალცალკე ზელა smile.gif

Posted by: nia4u 6 Apr 2015, 21:45
KOMBAT
QUOTE
ღამე დამესიზმრა რომ ღუმელში პასკა შევდგი და ხაჭაპური გამოვიდა

biggrin.gif კაი, ნუ ნერვიულობ, არც ხაჭაპურზე ვიტყვით უარს smile.gif
QUOTE
ჩვეულებრივ ქვაბში არ გამოვა ?

QUOTE
არც ვიცი ზუსტად რისი ქვაბი მაქვს, ვერ ვერკვევი მე

შეიძლება ალუმინიც იყოს smile.gif
თუ ვერცხლისფერია და ძველებური - ალუმინია,
თუ თეთრია - ემალის,
მეზობელს კითხე ვინმეს ან ეთხოვე smile.gif
და ნუ ნერვიულობ 2kiss.gif
tikusha
QUOTE
ეგაა რომ ნჯ-ს რეცეპტის 5ზე გაყოფა მჭირდება და ცალცალკე ზელა

ამ ერთ პორციას აკეთებ მარტო? 3 კვერცხიანს?
შენ თვითონ მოზილე, პატარა ცომი გამოვა smile.gif
* * *
QUOTE (aninia @ 16 Apr 2014, 16:31 )
nia4u
QUOTE
შენ შემთხვევით ხომ არ იცი ან ხომ არ შეგიძლია გაიგო, კახეთში იციან ნიგვზიანი პასკაო და მაგის რეცეპტი მაინტერესებს 

როგორ არა yes.gif ვიცი. მაგრამ არაფერი განსაკუთრებული: გულს ამზადებ ასე - 1 ან 2 კვერცხის ცილა ათქვიფე, შეურიე 200 გ-იანი ჭიქით შაქრის ფხვნილი (თუ ძაან ტკბილი არ გიყვარს, დააკელი smile.gif ) და 1,5 ეგ ჭიქა გატარებული ნიგოზი. მერე პასკის ცომს გააბრტყელებ-გაშლი მაგიდაზე. გადაუსვამ გულს და გადაახვევ რულეტივით. მერე გინდა დაჭერი ეს რულეტი და ფორმებში ჩადე, აცალე აფუება და გამოაცხე, გინდა, პირდაპირ რულეტი უძახე ქურაში კვერხისგულგადასმული. შეგიძლია სამი წვრილი რულეტი ნაწნავივით გადაწნა, გადაუსვა კვერცხის გული და გამოაცხო, ულამაზესი გამოდის.


აი, ეს - კახური ნიგვზიანი პასკის რეცეპტი შარშან დადო ჩვენმა ანინიამ,
წარმომიდგენია რა ძალიან გემრიელი და მაგარი რამე იქნება!
და სცადეთ, გოგოებო smile.gif
* * *

Posted by: KOMBAT 6 Apr 2015, 22:57
http://s847.photobucket.com/user/rainbowmari/media/10641128_1583398491907820_189931422946675697_n_zps91cjd94g.jpg.html


აააა გამოვიდა გამოვიდაააა ^_^


არმჯერა !
დაახლოებით 4 წელია მინდა და ვერადავერ მოვახერხე,სულ მეშინოდა რომ არ გამომსვლოდა :დ


ახალ ლეველზე ავედი ამ პასკებით ^_^ ^_^

მადლობა ყველას რჩევებისთვის

Posted by: _sofa_ 6 Apr 2015, 23:50
QUOTE
აი ენჯის უწერია 1.500-2კგ საქარი, აქ შეგიძლია მისცე 1.200

აქ შემეშალა, ანუ უნდა დამეწერა 1.500....არ არის რეკომენდირებული მოკლება დამატება....მით უმეტეს ამხელა პორციებზე და ასეთ საპასუხისმგებლო საქმეზე, როგორიცაა პასკა.....შეიძლება პატარა პორციაზე ჩაატარო ცდა.....
კარგია ჩემო მეგობრებო, აქტიურობას აქვს ადგილი ამ აღდგომებზე...აბა რააა, რატომაც არა, რად გვინდა მაღაზიაში ნაყიდი პასკა, სულ სხვაა მოლოდინი, როგორი გამოვა, გამოვა თუ არა....მერე გემო, შენს ნაკეთებს სულ სხვა გემო აქვს.......ხოოდა ამასთან დაკავშირებით მეც დავწერ ჩემი ოჯახის ძირძველ რეცეფტს, ერთ პორციას ყოველთვის ამას ვაკეთებ, ხოლო მეორეს აუცილებლად ახალ, უცხო რეცეფტს ვსინჯავ კი დავწერე წინა გვერდზე......
1 ლ რძე
20ც კვერცხი
1.200 შაქარი
350გრ კარაქი და 350გრ მარგარინი ან არაჟანი.......
1/2 ჩ.ჭ ზეთი...
200-300გრ ქიშმიში
150გრ საფუარი
1ც ლიმონის ცედრა
სუნელები პასკის.......
დავაყენებთ საფუარს : 1ჩ.ჭ თბილი რძე+საფუარი+ 1ჩ.ჭ შაქარი+ფქვილი, გავაკეთოთ არაჟნის სისქის და დაველოდოთ ამოფუებას.....ამის შემდეგ.....
დავიწყოთ ცომის მოზელვა, ვაკეთებთ გოგლი-მოგლის, ყველა თხევადი მასა თბილ მდგომარეობაში ჩავასხათ ნელ-ნელა+საფუვრიანი მასა და დავიწყოთ ფქვილის შეზელვა, მოვზილოთ ნაზი ცომი მაგრამ უნდა ვზილოთ დიდ ხანს...ანუ რაც უფრო მეტს ვზელთ, მით კარგი გამოდია პასკა.........ცომი ხელზე არ უნდა გვრჩებოდეს მოზელვის დროს..ბოლოს გადავურიოთ ქიშმიში და დავდგათ ამოსაფუებლად, რომ ამოვა, ერთი ჩაზელვა უნდა ჩავზილოთ, შემდეგ ამოსვლაზე ამოვაგუნდავებთ და წინასწარ გაცხიმულ და ქაღალდჩაფენილ ფორმებში ჩავდოთ, გავავსოდ მხოლოდ ფორმის მესამედი( გაითვალისწინეტ რომ პასკა 2/3 იმატებს.....ცომი ცოტა ფორმაშიდაც რომ ამოვა შევდგათ ღუმელში და გამოვაცხოთ....40წთ შემდეგ ვნახოთ ჩხირით და თუ კიდევ ამოყვა ცომი ჩხირს და პასკა უკვე გადაბრაწული იქნა, დავუწიოთ დაბალზე და გავაჩეროთ კიდევ ცოტა ხანს.....ანუ ვიდრე არ გამოშუშდება კარგად....
პ.ს...მოკლედ ძალიან მიყვარს მძიმე და სველგულიანი პასკა, ამის გამოა რომ ნაირ-ნაირ რეცეფტებს ვტესტავ ასე რომ ვთქვატ, ეხლა უკვე ეს ჩვევაში გადამივიდა და თავს ვერ ვანებებ...ხოოოდა ერტ დასკვნამდე მივედი, დიდად რეცეფტს არ აქვს გავლენა მის სინოტივესტან....გააჩნია რა ტემპერატურაზე გამოაცხობ, ანუ ერთი წყება შევდგი დაბალ ტემპერატურაზე და სადღაც 1სთ-ზე მეტი ცხვებოდა...გამოვიდა ძალიან აფუთფუთებული, უზარმაზარი ნასვრეტებით, მერე ამ რეცეფტს უწერია 40წთ-ში მზად არისო, ხოდა ავუწიე და მეორე წყება ისე შევდგი, ის უკვე მძიმე და დაბლესკნილი გულით იყო, ისეთი როგორიც მიყვარს მე პირადად.........ეს რეცეფტიც თუ გებევროთ გაყავით ორად ან სამად რა ვიცი.....
იმათთვის ვინც არ აცხობს სახლში პასკას და უნდა იყიდოს, შარშანაც გამესინჯა მეზობელთან და წელსაც უკვე მივირთვი კიევურის პასკა, ძალიან მომწონს ხალხო და რა ვქნა, ტკბილი, გასაგიჟებელი გულით, სუნელები და ქიშმიში დაუზარლად ყრია შიგნით, მოკლედ თუ დამეჯერება მე გირჩევთ მის ყიდვა-გასინჯვას.....აბა წარმატებები და გემრიელი სააღდგომო ნაკეთობები.......
ხვალისთვის ვემზადები, ნ.ჯ-ს პასკა გადავწყვიტე მე-2 რეცეფტად..... smile.gif 2kiss.gif

Posted by: fifqi29 7 Apr 2015, 01:05
Gogoebo gamarjobat
maqvs boshis axali gazqura.ver davamugame romeli rejimi jobia paskis sacxobad
dzalian gtxovt visac gaqvt es gazqura mirchiot romeli rejimi gamoviyeno

Posted by: fermina 7 Apr 2015, 10:34
KOMBAT
QUOTE
ღამე დამესიზმრა რომ ღუმელში პასკა შევდგი და ხაჭაპური გამოვიდა

შენ რა გითხარი, ეს რომ წავიკითხე იმდენი ვიცინე ღამე საწყალი კნუტი შეშინებული გადახტა (ჩემზე იყო მოკალათებული) და სადღაც შეძვრა gigi.gif

ანუ შენც პირველად გააკეთე ჰო? და გამოგივიდა... პასკა! მშვენივრად გამოიყურება ფოტოზე, გილოცავ 2kiss.gif

Posted by: KOMBAT 7 Apr 2015, 11:00
fermina
QUOTE
ენ რა გითხარი, ეს რომ წავიკითხე იმდენი ვიცინე ღამე საწყალი კნუტი შეშინებული გადახტა (ჩემზე იყო მოკალათებული) და სადღაც შეძვრა



smile.gif))

მე მკითხე დილას რომ გავიღვიძე გუშინ რა შოკი მქონდა :დდდ მთელი დღე ველოდი რა გამოვიდოდა
და დღეს საუზმეზე რომ მივირთვი, ერთერთი ყველაზე გემრიელი კულიჩი გამომივიდა :დდდდდ

Posted by: fermina 7 Apr 2015, 11:31
KOMBAT
მან გაზქურაში პასკის ცომი შედგა გამოსაცხობად და ის, რაც მერე მოხდა, ყველას გაგაოცებთ rolleyes.gifgigi.gif

მოკლედ გადაწყდა, მეც ვაცხობ!

Posted by: jadvari 7 Apr 2015, 12:03
მე გამოვაცხვე ნ.ჯ-ის რეცეპტით და ძალიან ძალიან გემრიელი კი გამოვიდა მაგრამ თავები დაისკდა და რისი ბრალია ვერ მივხვდი.

Posted by: manine2013 7 Apr 2015, 12:37
nia4u


QUOTE
ჯავზი ანუ მუსკატის კაკალი - პატარა კაკლების ფორმის ნაყოფია, სანელებელია და მესუნელე ქალებს აქვთ ბაზარში, ასევე მარკეტებშიც არის-ხოლმე დაფასოებული.
უნდა დაფქვა ან სახეხზე გახეხო.
ილი ანუ კარდამონი - ასევე სანელებელია და ჰგავს ლიმონის კურკებს,იგივე ადგილებში იყიდება და უნდა დაიფქვას ესეც 

ჯავზი და ილი მაქვს ფხვნილის სახით ნაყიდი და 0,5 ჩ/კ ვუყო ჩვეულებრივ? ფხვნილის შემთხვევაში ხომ არ იცვლება პროპორციები? პირველად ვაცხობ და ჩაინიკი კითხვები მაქვს ვიცი smile.gif)
* * *
nia4u


QUOTE
ჯავზი ანუ მუსკატის კაკალი - პატარა კაკლების ფორმის ნაყოფია, სანელებელია და მესუნელე ქალებს აქვთ ბაზარში, ასევე მარკეტებშიც არის-ხოლმე დაფასოებული.
უნდა დაფქვა ან სახეხზე გახეხო.
ილი ანუ კარდამონი - ასევე სანელებელია და ჰგავს ლიმონის კურკებს,იგივე ადგილებში იყიდება და უნდა დაიფქვას ესეც 

ჯავზი და ილი მაქვს ფხვნილის სახით ნაყიდი და 0,5 ჩ/კ ვუყო ჩვეულებრივ? ფხვნილის შემთხვევაში ხომ არ იცვლება პროპორციები? პირველად ვაცხობ და ჩაინიკი კითხვები მაქვს ვიცი smile.gif)

Posted by: IngaKh 7 Apr 2015, 13:12
მე სოფას მსგავსი რეცეპტით ვაცხობ პასკას 42 გვერდზე რომ დადო- 10 კვერცხით, 1,2 კგ შAქრით და 1 ლიტრი რძით. Gარკვეული მიზეზების გამო პასკის ნაწილს ფრუქტოზით ვაცხობ. Fრუქტოზა შაქართან შედარებით 1,5- ჯერ ტკბილია, ამიტომ თუ რეცეპტში 1,5კგ შაქარი წერია ფრუქტოზას 1კგ-ს ვუკეთებ. სიტკბო იგივე რჩება , მოცულობა ნაკლები, ამიტომ, ფქვილს ვაკლებ, დანარჩენ ინგრედიენტებს იგივეს ვტოვებ.

Posted by: aninia 7 Apr 2015, 14:49
nia4u
QUOTE
აი, ეს - კახური ნიგვზიანი პასკის რეცეპტი შარშან დადო ჩვენმა ანინიამ,


გენაცვალე, როგორი ყურადღებიანი ხარ! 2kiss.gif
სხვათაშორის შარშან არ მქონდა საკმაო რაოდენობის ნიგოზი და მოხალული მიწის თხილი გავატარე ხორსაკეპში. ჩემი ოჯახის ტკბილეულის გამანადგურებლებმა მანამდე გააქრეს, სანამ ბოლო პარტიას გამოვირებდი ქურიდან და თან ყველა მეწუწუნებოდა- ასე ცოტა რატომ გააკეთე, ხო იცი, ყველას ეს რულეტები გვიყვარსო. წელსაც მიწის თხილით მომიწევს "მუშაობა" და თან პორცია უნდა გავასამმაგო, ორმაგი სჭირდებოდათ შარშან, წელს კი ერთი წლით გაეზარდათ მადა და მუცელი gigi.gif

რაც შეეხება პასკის სახლში ცხობას, ყველას გირჩევთ - ულამაზესი რიტუალია, განსაკუთრებულ ელფერს სძენს მომავალ უდიდეს დღესასწაულს - ბავშვები "მეხმარებიან," ერთმანეთს არ აცლიან ფორმებს ზეთი მოუსვან, ძირზე ჩასაფენი ქაღალდების ზომა აიღონ, დაჭრან და გამიმზადონ. ვინ ფქვილს მიყრის, ვინ სუნელებს მაწვდის.. ხოდა, არის ერთი ფუსფუსი და დიდი მოლოდნი! იღლები, მაგრამ შედეგი ამად ღირს! ჩემ ერთ მეგობარს ყოველთვის ეშინოდა პასკის ცხობასთან "შეჭიდების". დავაძალე ეცადა. 2 პატარა ჰყავს. თან იმ თანხაში, რაც პასკის ყიდვისას უნდა გადაეხადა, მასალით 2 ჯერ მეტი რაოდენობა გამოუვიდოდა. ხოდა,რომ გამოაცხო, ისეთი კმაყოფილი დარჩა, მას მერე აღარ უყიდია. განსაკუთრებით იმას უსვმდა ხაზს, როგორ მიეხმარნენ ბავშვები და რა ბედნიერები იყვნენ, თავიანთი შრომის შედეგს რომ მიირთმევდნენ.

Posted by: eka3 7 Apr 2015, 18:02
KOMBAT
ლამაზი პასკებია, თუ შეგიძლია მითხარი რომელი რეცეპტით გააკეთე და ნოტიო თუ გამოვიდა?

Posted by: fifqi29 7 Apr 2015, 19:04
QUOTE
maqvs boshis axali gazqura.ver davamugame romeli rejimi jobia paskis sacxobad

Ver damexmarebit sad.gif sad.gif sad.gif sad.gif sad.gif

Posted by: ninicool 7 Apr 2015, 19:51
jadvari
QUOTE
მე გამოვაცხვე ნ.ჯ-ის რეცეპტით და ძალიან ძალიან გემრიელი კი გამოვიდა მაგრამ თავები დაისკდა და რისი ბრალია ვერ მივხვდი.

სავარაუდოდ, მააღალ ტემპერატურაზე უცებ აიწია დA დაუსკდა თAვები, 180 გრადუსი უნდოდა, ნელი და სტაბილური,

Posted by: tikusha 7 Apr 2015, 21:23
nia4u
არა, რა 3 კვერცხიანს ვაკეთებ, 15 კვერცხიანი უნდა მოვამზადო ნჯ-ს რეცეპტით სტანდარტულად

უბრალოდ 5 ნაწილად უნდა გავყო და საცხობს მოვაზელინო

ოჯახის ქათმის კვერცხები მოვიმარაგე უკვე smile.gif კაი ყვითელიგამოდის მაგით პასკა smile.gif

Posted by: 死海. 7 Apr 2015, 21:55
QUOTE (fifqi29 @ 7 Apr 2015, 19:04 )
QUOTE
maqvs boshis axali gazqura.ver davamugame romeli rejimi jobia paskis sacxobad

Ver damexmarebit sad.gif sad.gif sad.gif sad.gif sad.gif

დაწერე რა მოდელია ან რა მდენი ფუნქცია აქვს რისი და რისი...

Posted by: nia4u 7 Apr 2015, 22:02
KOMBAT
QUOTE
აააა გამოვიდა გამოვიდაააა ^_^

გილოცავ!
ძალიან კარგები ჩანს! yes.gif up.gif
jadvari
QUOTE
თავები დაისკდა და რისი ბრალია ვერ მივხვდი.

ერთი ვარიანტია, რომ ზელვა დააკლდა.
თუ იფხვნება კიდეც, ამის ბრალი იქნება...
და მეორე, ჩემი გამოცდილებით, ზემოთა წვას თუ თავიდანვე ვურთავდი, თავები უსკდებოდა (ელექტროღუმელში),
ამიტომ თავიდან მხოლოდ ქვედა წვაზე ვაცხობ და ბოლო 15-20 წუთი ვრთავ ზედა წვას.
მაგრამ მე ისე მომწონს ეგ დახეთქილ-აფუშფუშებული თავები, შაქრის პუდრას რომ მოაყრი...მმმ...
manine2013
QUOTE
ჯავზი და ილი მაქვს ფხვნილის სახით ნაყიდი და 0,5 ჩ/კ ვუყო ჩვეულებრივ? ფხვნილის შემთხვევაში ხომ არ იცვლება პროპორციები?

კი, კი, მთელები რომ გეყიდა, მაინც უნდა დაგეფქვა და რამდენ კვერცხიან პორციას აკეთებ?
გემოვნებით უქენი, სუნი თუ მოგწონს, მეტიც რომ უქნა, არაფერი დაშავდება... smile.gif
smile.gif
aninia
2kiss.gif
QUOTE
რაც შეეხება პასკის სახლში ცხობას, ყველას გირჩევთ - ულამაზესი რიტუალია, განსაკუთრებულ ელფერს სძენს მომავალ უდიდეს დღესასწაულს

QUOTE
ხოდა, არის ერთი ფუსფუსი და დიდი მოლოდნი! იღლები, მაგრამ შედეგი ამად ღირს!

გეთანხმები 100%-ით smile.gif
თან მერე, რომ გიქებენ ნახელავს... smile.gif
QUOTE
პორცია უნდა გავასამმაგო, ორმაგი სჭირდებოდათ შარშან, წელს კი ერთი წლით გაეზარდათ მადა და მუცელი

biggrin.gif
tikusha
QUOTE
15 კვერცხიანი უნდა მოვამზადო

გმირი ხარ ჩვეულებრივი! yes.gif
* * *
_sofa_
QUOTE
შარშანაც გამესინჯა მეზობელთან და წელსაც უკვე მივირთვი კიევურის პასკა, ძალიან მომწონს ხალხო

სოფა, ეს რომელია?
რა კიევური?

Posted by: matusala__5 7 Apr 2015, 23:22
ლიმნის ზეთს და ზაფრანას სად იძენთ დაწერეთ რა გთხოვთ.

Posted by: fifqi29 8 Apr 2015, 00:52
http://www.radikal.ruღუმელის ფუნქციები: მულტიფუნქციური

სწრაფი გაცხელება
გალღვობა
ზედა დიდი გრილი
ზედა პატარა გრილი
ზედა გრილი+ვენტილაცია
კლასიკური ქვედა წვა
ქვედა წვა+ვენტილაცია
3D კონვექცია
კლასიკური ზედა+ქვედა წვა
* * *
matusala__5
სავაჭრო ცენტრ პასაჟში იყიდება, ტორტის ბისკვიტები საღაც იყიღება იქ

Posted by: 死海. 8 Apr 2015, 01:57
fifqi29
ელექტრო ღუმელია ხო
QUOTE
კლასიკური ზედა+ქვედა წვა

ამას ვიყენებ ყოველთვის ცხობისთვის.

Posted by: merciamercia 8 Apr 2015, 01:57
ხალხნო, ხომ არ იცით, კარგი პასკები სააღდგომოდ სად შეიძლება ვიყიდო? user.gif

Posted by: tavadze 8 Apr 2015, 02:39
merciamercia
QUOTE
ხალხნო, ხომ არ იცით, კარგი პასკები სააღდგომოდ სად შეიძლება ვიყიდო?

მე თემქაზე, სუპერმარკეტ "უნივერმაღში" გავსინჯე და მომეწონა. მათივე საცხობის პროდუქცია აქვთ.

Posted by: )*( 8 Apr 2015, 04:37
merciamercia

დღეს შევიძინე და გავსინჯეთ "ლიტვური საცხობის" - ეს თუ შეგხვდება, იცოდე რომ მშრალია.

"ანტრეს" სააღდგომო შემოთავაზება მახსოვს რომ ძალიან მომეწონა.

ასევე, შარშან მეგობართან გავსინჯე "Funny cook" -ის პასკა, თუ არ ვცდები მიცკევიჩის ან საბურთალოს ქუჩის და კუტუზოვის კვეთაზეა, სადღაც მანდაა. უმაგრესი იყო.
ხაჭოს პასკასაც აკეთებენ ესენი. თუ დაგაინტერესებს, დეტალებს ვკითხავ ხვალ smile.gif

Posted by: matusala__5 8 Apr 2015, 08:35
fifqi29
QUOTE
სავაჭრო ცენტრ პასაჟში იყიდება, ტორტის ბისკვიტები საღაც იყიღება იქ

გაიხარე მადლობა 2kiss.gif

Posted by: n_j 8 Apr 2015, 09:05
შემოგირბინეთ smile.gif

ხალხო, ჩემი პირადი დაკვირვებით, თავები რომ არ დაუსკდეს აუცილებლად (!) დააცადეთ ხელახლა ბოლომდე ამოფუება ფორმაში გადატანის შემდეგ. ფორმა ცომმა უნდა გაავსოს თითქმის, ანუ გასამმაგდეს. შემდეგ არავიტარი ზედა წვა, მხოლოდ ქვედა და 170-180 გრადუსი. ნელ-ნელა და ნება-ნება გამოცხვეს. მე შარშან დიდი ზელვით თავი არ გამიგიჟებია, მაგრამ დიდხანს დავტოვე ფორმებში გადატანის შემდეგ, სანამ ბოლომდე არ ამოავსო ცომმა. იდეალური თავები გამოუვიდა.

დიდი მადლობა რომ იყენებთ ჩემს რეცეპტს და მოგწონთ, ძალიან მიხარია smile.gif
მრავალ აღდგომას დაესწარით!

Posted by: matusala__5 8 Apr 2015, 09:42
n_j
მადლობა რჩევებისთვის..
კარგად რომ ამოფუვდეს რომელ საფუარი გამოვიყენოთ?გამაფხვიერებლის დამატება შეიძლება?

Posted by: Blur 8 Apr 2015, 10:08
n_j
QUOTE
არავიტარი ზედა წვა, მხოლოდ ქვედა და 170-180 გრადუსი. ნელ-ნელა და ნება-ნება გამოცხვეს

სულ არ უნდა ზედა წვა?
გუშინ დავიწყე თქვენი რეცეპტით კეთება, დღეს კარგად ამოფუშფუშებული დამხვდა ცომი, გადავზილე და გადავიტანე ფორმებში, 3 ცალი გამოვიდა 540 გრამიანი საშუალოდ, მეტი უნდა გამოსულიყო?

Posted by: matusala__5 8 Apr 2015, 10:42
Blur
დღეს უნდა დავიწყო ხვალ რომ გამოვაცხო? ღამე არ ამჟავდება ცომი?

Posted by: burkina-faso 8 Apr 2015, 11:10
nia4u
ამ რეცეპტში
QUOTE
n.j.
http://www.perfectcook.org/index.php/recip...398e183a9e18398
განსაკუთრებულია იმით,რომ ცომის შემადგენლობაში შედის არაჟანი
3.5 კგ-იანი ფქვილის მოსაზელად 1 ლიტრა რძე საკმარისია? თუ მარგარინი რადგან უნდა გავადნოთ და ეგეც სითხედ გადაიქცევა ამიტომ?!
მე უფრო ნაკლეი ფქვილზე 1 ლიტრა რძით და ნახ.ლ წყალის დამატებით მომიზელია და კარგი იყო, თან არც მარგარინს ვადნობდი, ძალიან შერბილებულს ვაზელდი,
ახლა ვერ ვიხსენებ რძის და წყლის პროპორციებს კარგად sad.gif

Posted by: merciamercia 8 Apr 2015, 11:36
tavadze
QUOTE


მე თემქაზე, სუპერმარკეტ "უნივერმაღში" გავსინჯე და მომეწონა. მათივე საცხობის პროდუქცია აქვთ.

მადლობა, ეგეც მექნება მხედველობაში...
)*(
QUOTE
merciamercia

დღეს შევიძინე და გავსინჯეთ "ლიტვური საცხობის" - ეს თუ შეგხვდება, იცოდე რომ მშრალია.

"ანტრეს" სააღდგომო შემოთავაზება მახსოვს რომ ძალიან მომეწონა.

ასევე, შარშან მეგობართან გავსინჯე "Funny cook" -ის პასკა, თუ არ ვცდები მიცკევიჩის ან საბურთალოს ქუჩის და კუტუზოვის კვეთაზეა, სადღაც მანდაა. უმაგრესი იყო.
ხაჭოს პასკასაც აკეთებენ ესენი. თუ დაგაინტერესებს, დეტალებს ვკითხავ ხვალ

მე მიყვარს ცოტა ,,მძიმე" ცომი რომ არის...
Gამიგე რა მისამართი funny cook-ის თუ არ შეწუხდები
2kiss.gif




ბელას პასკები ხომ არ Gაგისინჯავთ ვინმეს? ერთმა მითხრა კარგი პასკა აქვთო.

Posted by: Blur 8 Apr 2015, 12:01
matusala__5
QUOTE
დღეს უნდა დავიწყო ხვალ რომ გამოვაცხო? ღამე არ ამჟავდება ცომი?

დღეს ღამე რომ გააკეთო, მერე მთელი ღამით დაასვენებ და აცდი რომ ამოვიდეს, დილით გადაზილავ და ქიშმიშ/ცუკატებს შეურევ, გადაიტან ფორმებში და ახლა უკვე ფორმებში გადატანილს აცდი ამოსვლას, საღამოსკენ უკვე როცა ფორმას შეავსებს ცომი უკვე გამოაცხობ. არ ამჟავებულა ცომი მშვენივრად იყო ამ დილით biggrin.gif რა გამოვა უკვე საღამოს ვნახავ biggrin.gif

Posted by: nia4u 8 Apr 2015, 12:50
matusala__5
QUOTE
დღეს უნდა დავიწყო ხვალ რომ გამოვაცხო? ღამე არ ამჟავდება ცომი?

სხვანაირად ვერც მოასწრებ, ან ღამე უნდა გაათენო...
არ ამჟავდება, აფუვდება smile.gif
burkina-faso
ყველა სველი ინგრედიენტის - კვერცხი, ცხიმი, არაჟანი და ა.შ. სისველე ემატება ერთმანეთს,
500 გრამი მარტო არაჟანია...
მაგრამ ფქვილსაც გააჩნია, ყველა ფქვილი თავისებურად ცომდება,
ამიტომ ერთბაშად ნუ ჩააყრი მაინც...

Posted by: matusala__5 8 Apr 2015, 13:33
Blur
nia4u
მადლობა ,კიდე კარგი მითხარით...

QUOTE
დღეს უნდა დავიწყო ხვალ რომ გამოვაცხო? ღამე არ ამჟავდება ცომი?


დღეს ღამე რომ გააკეთო, მერე მთელი ღამით დაასვენებ და აცდი რომ ამოვიდეს, დილით გადაზილავ და ქიშმიშ/ცუკატებს შეურევ, გადაიტან ფორმებში და ახლა უკვე ფორმებში გადატანილს აცდი ამოსვლას, საღამოსკენ უკვე როცა ფორმას შეავსებს ცომი უკვე გამოაცხობ. არ ამჟავებულა ცომი მშვენივრად იყო ამ დილითრა გამოვა უკვე საღამოს ვნახავ

გასაგებია,წარმატებები შენ ნახელავს : )
საფუარი რომელი მიეცი?

Posted by: fermina 8 Apr 2015, 13:42
მეგობრებო, მიქსერი საწყის ეტაპზე არ გამოიყენება ჰო როგორც მივხვდი, ანუ გოგლი მოგლი და ამოყვანა არ სჭირდება კვერცხს და შაქარს?

Posted by: Blur 8 Apr 2015, 13:53
matusala__5
QUOTE
საფუარი რომელი მიეცი?

აუ სახელი არ ვიცი, აქ მირჩიეს გოგოებმა პასაჟში ერთი მაღაზია და იქ ვიყიდე ყვითელ პატარა შეკვრებში, თვითონ გამყიდველმა მირჩია ეს ყველაზე კარგია და არ არსებობს პასკა არ გამოგივიდესო biggrin.gif

Posted by: IngaKh 8 Apr 2015, 14:06
QUOTE (fermina @ 8 Apr 2015, 13:42 )
მეგობრებო, მიქსერი საწყის ეტაპზე არ გამოიყენება ჰო როგორც მივხვდი, ანუ გოგლი მოგლი და ამოყვანა არ სჭირდება კვერცხს და შაქარს?

ყველა რეცეპტში მითითებულია რომ გული და ცილა ცალ-ცალკე ითქვიფება. თუ ასე არ მოიქცევით, გოგლიმოგლი მაინც უნდა ამოიყვანოთ, თორემ მგონი პასკას კვერცხის გემო ექნება.

Posted by: fermina 8 Apr 2015, 14:10
ეს არის ნჯ-ს ძველი რეცეპტი როგორც ვხვდები:

აი ეს ცომი პირველი მოზელის მერე ღამე მაცივარში რომ გამოტარდეს და მერე გავაგრძელო ჩვეულებრივ, ანუ მაცივარში გამოტარებული კიდევ ერთხელ გადავზილო, ვაცალო აფუება, მერე ფორმებში გავანაწილო, ვაცადო ამოსვლა და გამოვაცხო?

სააღდგომო კულიჩი

ინგრედიენტები
15 კვერცხი
1,5-2კგ შაქარი
500გრ კარაქი (ან მარგარინი, ან 50/50)
500 გრ არაჟანი
3,5 კგ ფქვილი (დაახლოებით, შესაძლებელია -/+)
1ჩ.კ. ვანილი
1 ჩ.კ. მუსკატი
1/2 ჩ.კ მიხაკი(დაფქული ან დაჩეჩქვილი წვრილად)
1ჩ.კ. დარიჩინი
2ჩ.კ. ილი ანუ კარდამონი
2კანიანად გატარებული ლიმონი
500გრ ქიშმიში
ფორთოხლის ცუკატები(სასურველია)
ცალკე აიღეთ
5-6 ს.კ საფუარი
1 ლ თბილი რძე
1ს.კ. შაქარი
მარილი
ცოტა ფქვილი საერთო რაოდენობიდან

მომზადების წესი
ქიშმიში დაალბეთ კონიაკში.

თბილი რძის ნახევარში გახსენით საფუარი, შაქარი, ცოტა მარილი, ცოტა ფქვილი. აცალეთ აფუება.

გათქვიფეთ შაქარი და კვერცხები, შეურიეთ არაჟანი და საფუვრიანი მასა.

შემდეგ იწყებთ ამ მასით ცომის ზელვას: ამატებთ სანელებლებს ლიმონის ჩათვლით, კარგად გახსნით. შემდეგ ამატებთ დაახლოებით 3 კგ ფქვილს და კარგად ზელავთ. თუ ცომი ძალიან თხელი გეჩვენებათ, ნელნელა გაზარდეთ ( რომ გააკონტროლოთ) ფქვილის რაოდენობა, ცომი უნდა იყოს პურის ცომზე უფრო ნაზი, მაგრამ არა თხევადი.

ცომის მოზელვისას ხელები ისველეთ ზეთში.

მოზელილი ცომი შეფუთეთ და აცალეთ აფუება, შემდეგ უკან ჩაზილეთ, თან შეაზილეთ გამდნარი კარაქი

თუ დრო გაქვთ, მეორე ამოფუების შემდეგაც ჩაზილეთ, თუ არა და ცომს შეურიეთ ქიშმიში და დაჭრილი ცუკატები, გაანაწილეთ საცხობ ფორმებში 1/3-ზე ან ნახევრამდე და დატოვეთ სანამ ისევ ამოფუვდება.

გამოაცხეთ 180 გრადუსზე, შეწითლებამდე. შემდეგ გასინჯეთ ჩხირით, თუ შიგნით მშრალია, გამოიღეთ, თუ არა და დაბალ ტემპერატურაზე ცოტა ხანი კიდევ დატოვეთ.

ცომს სჭირდება კარგი მოზელა, უნდა მივიღოთ ელასტიური და ნაჩვრეტებიანი სტრუქტურა. კარგი მოზელილი ცომი უნდა იყოს ცოტა წებოვანი, მაგრამ ხელს ადვილად უნდა სცილდებოდეს.
გაითვალისწინეთ: ცომს სჭირდება კარგი მოზელა, უნდა მივიღოთ ელასტიური და ნაჩვრეტებიანი სტრუქტურა. კარგი მოზელილი ცომი უნდა იყოს ცოტა წებოვანი, მაგრამ ხელს ადვილად უნდა სცილდებოდეს.

დამატებითი ინფორმაცია
ფორმაში ძირზე ჩააფინეთ ქაღალდი, თავად ფორმაც კარგად გაცხიმეთ. კულიჩი გამოდის სურნელოვანი, ოდნავ სველი ეფექტით (არაჟნის დამსახურებით) და ძალიან გემრიელი. ინგრედიენტების ეს რაოდენობა საკმარისია დაახლოებით 8-10 საშუალო ზომის კულიჩისთვის. შესაძლებელია გაანახევროთ და ისე გააკეთოთ.

* * *
IngaKh
მადლობა, ყურადღებით არ მქონდა წაკითხული რეცეპტები smile.gif

პირველად ვაკეთებ და ყველა დეტალზე კითხვა მაქვს ამიტომაც.

Posted by: fifqi29 8 Apr 2015, 19:46
n_j
QUOTE
შემდეგ არავიტარი ზედა წვა, მხოლოდ ქვედა და 170-180 გრადუსი. ნელ-ნელა და ნება-ნება გამოცხვეს.

ზედა წვა როღის უნდა ჩავრთო?

Posted by: nia4u 8 Apr 2015, 21:20
fermina
QUOTE
ეს არის ნჯ-ს ძველი რეცეპტი როგორც ვხვდები:
აი ეს ცომი პირველი მოზელის მერე ღამე მაცივარში რომ გამოტარდეს და მერე გავაგრძელო ჩვეულებრივ, ანუ მაცივარში გამოტარებული კიდევ ერთხელ გადავზილო, ვაცალო აფუება, მერე ფორმებში გავანაწილო, ვაცადო ამოსვლა და გამოვაცხო?

ეგ რეცეპტი გააკეტა მაცივრით ლუტამ, ოღონდ ერთი ცალი პასკის პორცია.
აი, ამ გვერდზე უწერია, როგორ გააკეთა.
http://forum.ge/?f=82&showtopic=34364881&st=1065
ანუ, წერს, რომ "მაცივარში მედო მთელი ღამე . მეორე დილით ჯერ ერთი საათი ოთახის ტემპერატურაზე მედო და მერე დავამატე ქიშმიშები"-ო.
აი, ესეც ლუტას პოსტია, ოღონდ გვერდი ვეღრ ვიპოვე.
QUOTE
მე მაგალითად ასე ვაკეთებ ვზილავ და ეგრევე ვდებ მაცივარში .
მერე გამოვიღებ გადავზელ დავუმატებ ცუკატებს და ქიშმიშებს რაც მინდა რო მ ქონდეს .
1 საათი ვაჩერებ ოთახის ტემპერატურაზე მერე მოვათავსებ ფორმებში და ვაცდი აფუებას
ვაცხობ 180 გრადუსზე სანიავებლიანი რეჟიმი. ტემპერატურას არ ვუცვლი.
ცომის მოზელვისას ძალიან ძალიან კარგად უნდა დამუშავდეს. მე 1 კილო ფქვილის ერთიანად არასდროს გამიკეთებია
რადგან ჯერ ამდენიც არ მინდა და მერე მე მიჭირს ამხელა ცომის დამუშავება ძალიან კარგად .
და რაც მთავარია საფუარს ვუშვები ცოტას . მაგრამ მერე აფუების დრო არის ხანგრძლივი .
საღამს ვზელ ვდებ მაცივარში. ბოსტნეულითან ახლოს . დილით მხვდება დასვენებული ოდნავ გაფუებული. მერე ველი მეორედ გაფუებას ფორმებში საკმაო ხანი



მეორე ვარიანტი დაწერა შარშან BadbadGirl-მა, თუ სწორად მახსოვს - უკვე მთლიანად გამზადებულ-შენელებულ-შეკმაზული ცომი ჩადო ფორმებში
და ფორმებით შედო მაცივარში.
როცა გაგიხარდება, გამოიღებ, ასე ერთი საათი "გაათბობ" და გამოაცხობ, ანუ მაცივარშივე ამოფუვდება.

მაცივრის მეთოდით ვინც აცხობთ, წინასწარ შეეგუეთ, რომ დიდხანს მოგიწევთ აფუების ლოდინი და არ იპანიკიოროთ! biggrin.gif
რაც მე შარშან თიკუშას პასკებზე ვინერვიულე!... biggrin.gif

fifqi29
QUOTE
ზედა წვა როღის უნდა ჩავრთო?

არ ჩართოთ ზედა წვაოო smile.gif

Posted by: IngaKh 8 Apr 2015, 22:49
მაცივარგამოტარებულ ცომს 10 საათი სჭირდება რომ ამოვიდეს. მე უკვე მოვზილე, ამოფუვდა, ჩავყარე ქიშმიში და შევდგი მაცივარში, რომ გაფუების პროცესი შეჩერდეს. ხვალ დილით ჩავდებ ფორმებში და საღამოს გამოვაცხობ.

Posted by: tikusha 8 Apr 2015, 22:49
nia4u
QUOTE
რაც მე შარშან თიკუშას პასკებზე ვინერვიულე!... 

ვაიმე, გახსენებაც არ მინდა biggrin.gif

წელს მაგიტომ აღარ ვაპირებ მაცივარში გამოტარებას biggrin.gif
* * *
IngaKh
ანუ ერთხელ უკვე ამოფუვდა და მერე შედევი მაცივარში/?? მაშინ ბარემ პირდაპირ ფორმებში ჩაგედო არ ჯობდა??

Posted by: IngaKh 8 Apr 2015, 23:05
კი, ერთხელ ამოფუების შემდეგ შევდგი მაცივარში. Gაუფუებელი ცომის ეგრევე მაცივარში შედგმა სარისკოა. Eგეც შიძლებოდა რომ ფორმებით შემედგა მაცივარში, მაგრამ, ჩემი მაცივარი მშრალი ყინვის არის და თავს მოუხმობდა ცომს. თითოეული ფორმა უნდა შემეფუთა, თAნ დაღLილი ვარ.

Posted by: tikusha 8 Apr 2015, 23:12
IngaKh
ჰოოოო, თავს მართლაც მოუხმობდა

მეც ეგეთი მაცივარი მაქვს და შარშან რომ შევინახე, პარკებში ჩავდე და თავი მოვუკარი, ოღონდ რა თქმა უნდა ადგილი დავუტოვე ასაფუებელი

Posted by: ninoma 8 Apr 2015, 23:15
fermina
QUOTE
ეს არის ნჯ-ს ძველი რეცეპტი როგორც ვხვდები:

აი ეს ცომი პირველი მოზელის მერე ღამე მაცივარში რომ გამოტარდეს და მერე გავაგრძელო ჩვეულებრივ, ანუ მაცივარში გამოტარებული კიდევ ერთხელ გადავზილო, ვაცალო აფუება, მერე ფორმებში გავანაწილო, ვაცადო ამოსვლა და გამოვაცხო?

4 წელია რაც ამ რეცეპტით ვაცხობ ოღონდ 1/3 პორციას. გამოდის 6ცალი საშუალო ზომის.
შარშან მაცივარში გამოვატარე ცომი.
საღამოს5-6 საათზე მოვრჩი ცომის მოზელვას, შევდგი მაცივარში ქვედა თაროზე, დილის 9 საათზე ცომი ამოსული იყო.
გამოვიღე მაცივრიდან, გავაჩერე ოთახის ტემპერატურაზე 1 საათით, ცომი რომ შერბილებულიყო, შევაზილე ქიშმიშები , კარგად გადავზილე და გავანაწილე ქაღალდ ჩაფენილ ფორმებში. ეს ფორმები დავალაგე ოთახის ტემპერატურაზე და გადავაფარე ჩაის ტილო.
6 საათი მოუნდა ამოფუებას (კიდევ შეიძლებოდა 1 საათით გაჩერება)
გადავუსვი კვერცხის გული, შევდგი დაბლიდან მეორე თაროზე 325 გრადუს ფარენჰეიტზე(დაახლოებით 165 გრადუსი ცელსიუსი) სჭირდება 50წთ-1 საათი.
მე კმაყოფილი დავრჩი. წელსაც ასე ვაპირებ.
კვერცხებს ერტიანად ვთქვეფ შაქართან ერტად.

თუ გინდათ ქვაბი არ გააფუჭოთ, კვერცხები შეღებეთ ტეფლონის ქვაბში. არც ზედაპირი გაუმუქდება და გულიც არ დაგწყდებათ.
ბოლოს ქვაბს რომ ვრეცხავ, 2-3 ჯერ წამოვადუღებ წყალს რომ კედლებს კარგად მოსცილდეს ენდროს საღებავი და სხვა საჭმელი არ გამიფერადოს biggrin.gif

Posted by: fermina 9 Apr 2015, 00:15
ninoma
დიდი მადლობა, თუ შეიძლება მაინც ჩაგეკითხებით biggrin.gif "ჩაინიკური" კითხვებით.

მოკლედ, ვიწყებთ ზელვას, კვერცხებს და შაქარს მიქსერით თქვეფთ თუ ხელის სათქვეფით?

სანელებლებს თავიდანვე უკეთებთ ალბათ ჰო? და ქიშმიშს უმატებთ მაცივრიდან გამოღების მერე.

საბოლოოდ, ასე გავიგე, რომ მაცივარში ფუვდება ცომი ერთხელ, და მეორედ უკვე ფორმებში, ანუ მაცივრიდან გამოღებულს დიდხანს გაჩერება და გადაზელვა არ უნდა? მხოლოდ ერთი საათი ყოფნის?

მაცივარში იმავე ჯამით დებთ, რაზეც მოზილეთ? თუ ცელოფანში ჯობს, როგორც tikusha აკეთებს?

Posted by: eka3 9 Apr 2015, 00:26
გამარჯობა გოგოებო, წელს პირველად ვაპირებ პასკის გამოცხობას და ყველაზე მეტად მინდა ნოტიო გამოვიდეს (არა მშრალი), იქნებ მირჩიოთ რომელი რეცეპტით გამომივა ყველაზე კარგი, რომელიც გამოცდილი გაქვთ. მადლობა წინასწარ.

Posted by: )*( 9 Apr 2015, 00:33
აუ, ყოჩაღ თქვენ !
ვკითხულობ და შანსი არაა მე ამას ვერ გამოვაცხობ ვერასოდეს.

რამდენი შრომა უნდა drug.gif

Posted by: n_j 9 Apr 2015, 01:08
Blur
ზედა წვა ძირითადად არის მოსაბრაწად და ცხობის რეჟიმში თითქმის არასოდესაა საჭირო, რაიმე კონკრეტული რეცეპტი თუ არაა. ბოლოს შეგიძლია ჩართო, უკვე გამომცხვარი რომაა, ისიც თუ ზედაპირის მობრაწულობის ხარისხი არ გაკმაყოფილებს. ისე საჭირო არ არის.
matusala__5
გამაფხვიერებელი არასდროს დამიმატების, მხოლოდ მშრალი საფუარიტ მიცდია. ჩვეულებრივი თურქული რომ იყიდება წითელ-ლურჯი შეფუთვით, 1 ლარის ფარგლებში ღირდა ხოლმე მახსოვს.
burkina-faso
კვერცხებს არ თვლი? smile.gif ზოგჯერ მეტი ფქვილიც კი სჭირდება, გააჩნია ხოლმე კვერცხის ზომასაც და ფქვილსაც

Posted by: burkina-faso 9 Apr 2015, 01:36
nia4u
მადლობა...

ჩემს პასკას აქვს გატარებული 2 პატარა, ძალიან გემრიელი ლიმონი და ერთი ფორთოხალი, არ აქვს მიხაკ-დარიჩინი (ეს უკანასნელი არ მიყვარს, მიხაკს რაც შეეხება, უმაგისოდაც კარგი ფერის გამოდის),
იმედია ძველებურად კარგი გამომივა,
თან რაც განსაკუთრებით მომწონს ხოლმე ისაა, რომ "დაძველებასთან" ერთად უკეთესი ხდება
* * *
n_j
QUOTE
კვერცხებს არ თვლი?  ზოგჯერ მეტი ფქვილიც კი სჭირდება, გააჩნია ხოლმე კვერცხის ზომასაც და ფქვილსაც

კი, გაკეთება რომ დავიწყე, მივხვდი, რომ სისულელე ვიკითხე smile.gif თან გონება გამინათდა (მეხსიერების ჩავარდნები მაქვს wink.gif ) და გამახსენდა,
რომ სულ პირველად, როცა წყალიც დავუმატე, პასკა ჩავარდა

Posted by: ninoma 9 Apr 2015, 02:38
fermina
QUOTE
კვერცხებს და შაქარს მიქსერით თქვეფთ თუ ხელის სათქვეფით?

ვთქვეფ კვერცხებს მიქსერით 2-3 წუთი, მერე ვამატებ შაქრის ფხვნილს ვაგრძელებ თქვეფას სანამ არ ამოვა კარგად და თიტქმის არ გატეთრდება.
სანელებლებს, როგორც რეცეპტშია, ცომის მოზელვის დროს ვამატებ. ქიშმიშს მაცივრიდან გამოღების შემდეგ.
ცომს ვდებ მოზრდილ ჯამში(უფრო მოზრდილში, ვიდრე მოზელვის დროს გამოვიყენე), ჯამს ცელოფანში და კარგად ვუკრავ თავს რომ ჰაერმა ზედაპირი არ გამოაშროს.
დილით ცომს ვიღებ მაცივრიდან, ვაჩერებ 1 საათი რომ ცომი მორბილდეს. ცივი ცომი მაგარია და გაჭირდება ქიშმიშის შერევა.
ზეთიან ზედაპირზე ცომს ვაზელ ქიშმიშს, კარგად გადავზელ რომ ქიშმიში თითქმის თანაბრად გადანაწილდეს. ამის მერე ცომს ვდებ ფორმაში ისე, რომ მისი 1/3 ი შეავსოს.
* * *
QUOTE
ასე გავიგე, რომ მაცივარში ფუვდება ცომი ერთხელ, და მეორედ უკვე ფორმებში

yes.gif
თუ რამე დავწერე გაუგებრად არ მოგერიდოთ, მკითხეთ.

Posted by: fermina 9 Apr 2015, 09:12
ninoma

ყველაფერი გასაგებად გიწერია, დიდი მადლობა smile.gif

Posted by: tikusha 9 Apr 2015, 10:13
წელს კონსერვის ქილებს კალკა მინდა ჩავუფინე გვერდებზე რომ გადმოღების დროს ქილის თავებმა არ დასეროს (მისერავს ხოლმე უმნიშვნელოდ) და ეს კალკა ზეთით რომ გავპოხო ხომ ივარგებს?არასოდეს მიხმარია ზეთი ყოველთვის კარაქვს ვიყენებდი

და კიდევ, კალკა ვისაც ჩაგიფენიათ, ცხობის დროს ხომ არ იწვება ეს კალკა?

ნჯ-ს რეცეპტის მეხუთედს უკვე ვაზელინებ საცხობს bis.gif bis.gif

წელს მაცივარში აღარ გამოვატარებ, პირველ ამოსვლას საცხობში ამოვიყვან და მერე გადავიტან პირდაპირ ფორმებში

Posted by: IngaKh 9 Apr 2015, 10:20
Kონსერვის ქილებს გამოშვერილი ნაწილი პლაცკაპლუცკით ჩაუჭყლიტე, ისე რომ დიდი ძლდატანება არ დაგჭირდება. Mეც მაგათ ვიყენებ. Kალკა არ დაიწვება თუ გახურებულ სპირალს არ მიედო.

Posted by: ტატა 9 Apr 2015, 10:26
გოგოებო, თეთრი მინანქრის რეცეპტი სად მოვიძიო?

Posted by: fermina 9 Apr 2015, 10:30
ტატა
QUOTE
გოგოებო, თეთრი მინანქრის რეცეპტი სად მოვიძიო?


მე გამიკეთებია ასე - შაქრის პუდრას (რასაც ქვია პუდრა, ფქვილივით) ვუმატებთ ლიმონის წვენს და კოვზით კარგად ვურევთ, მანამ სანამ შაქარი კარგად არ გაიხსნება და ვიღებთ სასურველ კონსისტენციას.

მაგრამ დარწმუნებული ვარ უკეთესი რეცეპტებიც ექნებათ აქ, მეც მაინტერესებს.

Posted by: ტატა 9 Apr 2015, 10:51
fermina

მადლობაsmile.gif) როგორი გემო აქვს? მომჟავო ხომ არ გამოდის?


კვერცხის ცილითაც კეთდება როგორც ვიცი,მაგრამ დოზები არ ვიციდა პოცედურა, იქნებ დამეხმაროთsmile.gif

Posted by: jadvari 9 Apr 2015, 11:34
ტატა
ძალიან კარგად ათქვეფილ ერთი კვერცხის ცილას შეურიე ერთი ჭიქა კარგად სავსე შაქრის პუდრა (ცოტა მეტიც შეიძლება). და ძალიან კარგად ათქვიფე. სურვილის მიხედვით შეგიძლია დაამატო ვანილი

Posted by: fermina 9 Apr 2015, 12:07
ტატა
ლიმნის არომატი აქვს თავისთავად, მჟავეს ვერ დავარქმევდი, ანუ გააჩნია თუ რასაც აცხობ, იმას ლიმონი მოუხდებოდა, მაშინ ღირს ასე გაკეთება.

Posted by: tikusha 9 Apr 2015, 12:25
IngaKh

კი მაქვს ჩაჭყლეტილი, მაგრამ მაინც არ არის იდეალური და გადმოღების დროს პრიალა გვერდები არ აქვს

ზეთით გავპოხე კალკა და ჩავუფინე, იმედია არ მიიკრავს

ტატა
1 კვერცხის ცილა 1 ჭიქა შაქრის პუდრასთან ერთად ათქვფე, თუ კიდევ სქელი გენდომება ცოტა დაუმატებ შაქარს

უი დაუწერიათ უკვე smile.gif

Posted by: _sofa_ 9 Apr 2015, 12:29
nia4u
nia4u
ვაიმე კიევური საიდან მოვიტანე......ლიტვურ პურს აქვს გამოსჰვებული თავისი პასკა, ანუ პასკა ლიტვური....რა კარგია რომ შენიშნე......
ნ.ჯ. პასკა დავაცხვე და ისეთი კარგი გამოვიდა, მე რომ მიყვარს, მძმიმე,ნოტიო გულით....მხოლოდ ფორმებში ბოლომდე ამოსვლა ამოფუშფუშება.....სცადეთ ნ.ჯ. ძველი არაჟნიანი რეცეფტი.....

Posted by: IngaKh 9 Apr 2015, 12:42
QUOTE (tikusha @ 9 Apr 2015, 12:25 )
IngaKh

კი მაქვს ჩაჭყლეტილი, მაგრამ მაინც არ არის იდეალური და გადმოღების დროს პრიალა გვერდები არ აქვს

ზეთით გავპოხე კალკა და ჩავუფინე, იმედია არ მიიკრავს

ტატა
1 კვერცხის ცილა 1 ჭიქა შაქრის პუდრასთან ერთად ათქვფე, თუ კიდევ სქელი გენდომება ცოტა დაუმატებ შაქარს

უი დაუწერიათ უკვე smile.gif

Vერა, იდეალურად ვერ გაასწორებ. აი კალკა რომ ჩაუფინე გვერდებზე ეგ დაიცავს ნაკაწრებისგან პასკას. Mეც ზეთს ვუსმევ ხოლმე. ჩემი ფრუქტოზიანები გამოცხვა უკვე, ძალიან კარგებია. ახლა ჩვეულებრივი შაქრიანები მიდევს. ამ დილით ოოდნავ შემთბარ ღუმელში შევდგი ასაფუებლად და სწრაფად წავიდა პროცესი.

Posted by: manine2013 9 Apr 2015, 13:08
გამოვაცხე პასკა თამარ კიკაბიძის რეცეპტით პირველად, უგემრიელესი გამოვიდა, ნოტიო, მძიმე. ძალიან ძნელი მეგონა პასკის ცხობა მაგრამ ვცდებოდი smile.gif

Posted by: fermina 9 Apr 2015, 14:39
მაცივარში გამოვატარო თუ არ გამოვატარო - საკითხავი აი ეს არის smile.gif rolleyes.gif

Posted by: n_o 9 Apr 2015, 16:41
ვაცხობ პასკას, ვნახოთ რა გამოვა

Posted by: matusala__5 9 Apr 2015, 17:15
n_o
რა საყვარლად იმზირება : )მაცივარში გედო თუ უმაცივროდ გააკეთეთ?????
ზუსტად მაგ ზომის საცხობი ქაღალდები მაქვს და დაწერეთ მერე რა დრო დაჭირდება ცხობას( თუ არ დაგეზარებათ.)


აგიკალით კითხვებით მაგრამ პირველად ვაკეთებ,ღუმელში არასდროს არ გამომიცხვია პასკა,ბისკვიტი და მსგავსი პროდუქტი,მგონი შერეული წვა აქვს ნაწილი გაზზე ნაწილი დენზე,არ ვიცი როგორ დავაყენო ოპტიმალური პირობები რომ ქონდეს ცხობის დროს.რა სიმაღლეზე უნდა შევაწყო(გრადუსი ვიცი საშუალოდ 180 იო.)

QUOTE
მაცივარში გამოვატარო თუ არ გამოვატარო - საკითხავი აი ეს არის

თუ არ გეჩქარება გამოცხობა მგონი ჯობს მაცივარში გამოტარება...ნელა ამოდის მაგრამ როგორც გამოცდილები ამბობენ ბევრად გემრიელი გამოდისო.

Posted by: fermina 9 Apr 2015, 17:21
QUOTE
თუ არ გეჩქარება გამოცხობა მგონი ჯობს მაცივარში გამოტარება...ნელა ამოდის მაგრამ როგორც გამოცდილები ამბობენ ბევრად გემრიელი გამოდისო.

არ მეჩქარება და გამოვატარებ, რას ვკარგავ.

ერთი ეს მაინტერესებს, ნჯ-ს რეცეპტით ვისაც გაგიკეთებიათ, 15 კვერცხი+500გრამი კარაქი + 500 გრამი არაჟანი - ცხიმის ეს რაოდენობა ძალიან ბევრი ხომ არ არის? ხომ არ ჩააგდებს?

თორემ მძიმე და სველი მიყვარს პირიქით.

Posted by: _sofa_ 9 Apr 2015, 17:34
fermina
არ არის ბევრი ნამდვილად, მე დავაცხვე გუშინ....მოკლედ საბოლოო ჯამში ცომი გამოვიდა 11კილო.... დიდ ფირმებშI ჩავდე 800გრ დ. პატარებშI 500.... ბლომად გამოვიდა ნამდვილად... მაცივარში ა. ჩAმიდვია. ეხლა ისეთი სუცივე იყო გათბობის გარეშე რომელი ოღახიც მაქვს იქ მედი... ღამით მოზილე გვიან დ. მეორე დღეს დააცხვე... ჯე იმიტიმ რომ დღუსით ჯობს საღ გონებაზე ცხობა პასკის....და მერე კარგად ამოდის ნელ-ნეკა....მე შემთხვევით ნახევარი ლიტრი რძე დამემატა დ. შესავანისად ფქვილიც დავამატე, მაგრამ მაინც უნაკლო პასკა გამოვიდა....ოასუხისმგებელუ ვარ ნ.ჯ ძველ რეცეფტზე....და კიდევ უკვე ფორმებში სულ ბოლომდე ნუ ამოაფუებთ, ანუ დაიტოვეთ ადგილი ვიდრე აივსება დ. ისე შედგით ღუმეკში....ცხობით 1საათზე მეტი ცხვება...საშუალო ტემპერატურა უნდა. ტორტზე მაღალი დ. ხაჭAპურზე დაბალი. თავი რომ მოუწითლდება უკვე მზადაა.... ჩხირით შეამოწმეთ მზაობა....

Posted by: fermina 9 Apr 2015, 18:00
_sofa_

მადლობა, მგონი ფორმები არ მეყოფა sad.gif

შენ ეს მთელი პორცია გააკეთე ანუ 15 კვერცხიანი? მეც ბლომად მინდა იდეაში, ორ ოჯახზე უნდა გავანაწილო, პლუს თითო ცალი პატარები მაინც მოსაკითხად.

4ცალი 800 გრამიანი ქაღალდის ფორმა მაქვს, 6 ცალი 500-იანი და კიდევ 200-იანები მგონი ასე 5-6 ცალი.

Posted by: matusala__5 9 Apr 2015, 18:05
_sofa_
11 კილო საკმაოდ ბევრი გამოსულა.. რძე და ფქვილი რამდენი მიეცი საერთო ჯამში ?

Posted by: _sofa_ 9 Apr 2015, 18:11
ანუ რძე გამივიდა 1.5ლ დაცფქვილი არ ამიწონია, ალბად 4კგ ან ცოტა მეტი....
* * *
fermina
კი მთლიანი პორცია გავაკეთე....პატარა ალუმინის ქვაბებიც დაიხმარე....ტელეფონიდან ვწერ გიგიებო და შეცდომები მაპატიეთ....სხვანაირად ვერ ვკრიბავ ამ შეჩვენებულიდან....

Posted by: BadbadGirl 9 Apr 2015, 18:26
მინდა პასკის გამოცხობა, მაგრამ არ მაქვს ნერვები რომ დიდი რეცეპტებიდან 2 პასკის საკმარისი ინგრიდიენტები გამოვითვალო.
ვინმეს თუ გეგულებათ რეცეპტი, რომელიც 2 საშუალო პსკას აცხობს, ძალიან დამავალებს თუ გამიზიარებს smile.gif.

წინასწარ მადლობა.

Posted by: matusala__5 9 Apr 2015, 18:43
BadbadGirl
არ ვიცი რამდენად გამოგადგება(ყველა სხ/სხ ნაირად აკეთებს) მაგრამ აქ წერია ბოლოში ერთი ცალის მომზადება(2ზე გადამრავლება ადვილია)
http://www.perfectcook.org/index.php/recipe/197-e183a1e18390e18390e183a6e18393e18392e1839de1839be1839d-e18399e183a3e1839ae18398e183a9e18398

Posted by: n_o 9 Apr 2015, 19:04
matusala__5

smile.gif უმაცივროდ გავაკეთე, 350 გრამიანი ფორმებია
170 გრადუსზე ვაცხე 1 საათამდე (ქვედა წვა მხოლოდ), თავი რომ ოდნავ შეუფერადდა გამოვრთე

QUOTE
რა სიმაღლეზე უნდა შევაწყო(გრადუსი ვიცი საშუალოდ 180 იო.)


შუაში შედგი smile.gif

Posted by: tikusha 9 Apr 2015, 19:19
ჩემები ნახევარ სთში გამოცხვა

ძალიან გამიკვირდა ვერ მვიხვდი რატომ? biggrin.gif

Posted by: n_o 9 Apr 2015, 19:32
tikusha

მე თავი დავიზღვიე, ამიტომ ვაცხე დიდხანს და დაბალ ცეცხლზე,
თან ჩემი ცომი არაჟნიანი ცომია და გახმობის არ შემეშინდა smile.gif

Posted by: fermina 9 Apr 2015, 21:05
სუნელები თავიდანვე სჯობს რომ ვუქნა თუ უკვე ქიშმიშს რომ დავუმატებ, მერე?

ზოგან წერია, თბილი რძე დაასხი და უფრო არომატ გამოსცემს სუნელებიო... თქვენ პირდაპირ ჩაყარეთ თუ ?

Posted by: tikusha 9 Apr 2015, 21:48
fermina
მე პირდაპირ ვყრი

n_o
ჩემიც არაჟნიანია, მაგრამ ძალიან მალე შეუფერადდა თავი და შემეშინდა

კიდევ კარგი რომ გამოვიღე ქვედა ძირი დაწვას იწყებდა

მე 180ზე ვაცხვე

აუ ახლა ჩავაწყე ფორმებში ბოლო 2 პარტია

ეგროდის ამოვა, მომიწევ ღამე ცხობა sad.gif

Posted by: IngaKh 9 Apr 2015, 22:55
QUOTE (fermina @ 9 Apr 2015, 21:05 )
სუნელები თავიდანვე სჯობს რომ ვუქნა თუ უკვე ქიშმიშს რომ დავუმატებ, მერე?

ზოგან წერია, თბილი რძე დაასხი და უფრო არომატ გამოსცემს სუნელებიო... თქვენ პირდაპირ ჩაყარეთ თუ ?

თავიდანვე უნდა შეაზილოთ. Mე სანამ კვერცხებს ვთქვეფ მანამ თბილ რძეში ვყრი სანელებლებს.

Posted by: KOMBAT 9 Apr 2015, 23:04
fermina
QUOTE
უნელები თავიდანვე სჯობს რომ ვუქნა თუ უკვე ქიშმიშს რომ დავუმატებ, მერე?



თავიდანვე დავუმატე მე, ქიშმიშამდე.

და საერთოდ ჯობს 1 ღამით არაყში ან კონიაკში რომ დააყენო, მგონი უფრო სურნელოვანი გამოდის პასკა

და სახლშიც იიიიისეთი სუნებია მმმმ

Posted by: fermina 10 Apr 2015, 01:42
ცომი ცოტა წებოვანი არ უნდა იყოს? ხელს საერთოდ არ უნდა ეწებებოდეს?

Posted by: tikusha 10 Apr 2015, 01:54
fermina
კი მიეწებება smile.gif

Posted by: fermina 10 Apr 2015, 02:12
tikusha

მადლობა, ესე იგი ყველაფერი წესრიგშია smile.gif

Posted by: annak 10 Apr 2015, 11:20
ისე დავინტერესდი როგორი გამოდის მაცივარში გამოტარებით ვფიქრობ ხომ არ გამოვაცხო ცოტა, სასინჯად.

Posted by: matusala__5 10 Apr 2015, 12:45
რეცეპტის ავტორიდან დაწყებული უღრმესი მადლობა ყველას !...
ბლომად გამოვიდა (ნახევარი უკვე დავარიგე )დიდი აღფრთოვანება დაიმსახურა...
ერთი ეგაა თეთრი ქიშმიში მივეცი და თითქმის არ ეტყობა,სამაგიეროდ ბლომად ცუკატებმა დაამშვენა (მეშინოდა არ დააგდოსთქო ,მაგრამ მშვენივრად გამოცხვა)

Posted by: tikusha 10 Apr 2015, 12:58
მშვენიერი კულიჩები დავაცხვე

მოწონება უკვე დაიმსახურა

ახლა დღეს ნჯ-ის რეცეპტის მეხუთედის მომზადებას ვაპირებ ოღონდ ამჯერად მაცივარში გამოტარებით

ჰო მინდა ავღნიშნო რომ ერთადერთი კვერცხები ავთქვიფე შაქართან ერთად ოდნავ ორთქლზე შემთბარი, რადგან ოჯახის ქათმის კვერცხი გამოვიყენე და სუნი აქვს თუ არ თქვიფე smile.gif სხვა მხრივ არანაირი ოპარის ცალკე მომზადება და ა.შ.

რძეში ჩავადნე კარაქი და ჩავყარე მერე ყველაფერი

და კარაქი გამოვიყენე კიდევ მეტი, ნჯ ს უწერია 500 გრ, მე 700 გამოვიყენე უფრო არ დაიფშვნება

და 500 გრ ქიშმიშს დავუმატე 200 გრ ცუკატები


Posted by: annak 10 Apr 2015, 13:03
tikusha
QUOTE
დღეს ნჯ-ის რეცეპტის მეხუთედის მომზადებას ვაპირებ

ზუსტად რას რანმდენს უშვები დამიწერე რა
მაინც მე პირველად ვაპირებ გაკეთებას მისი რეცეპტით

Posted by: fermina 10 Apr 2015, 13:18
ჩემები უკვე ფორმებში ფუვდება. ნჯ- რეცეპტია 15 კვერცხით. ცომი მშვენივრად გამოიყურება. ცუკატები კი მქონდა სახლში, მაგრამ რატომღაც არ გავუკეთე, სადა უფორ მომწონს, ქიშმიშიანი. ეს თუ კარგი გამოვა საბოლოოდ, შეიძლება კიდევ მესამედი პორცია გავაკეთო.

ერთი "იაღლიში" მომივიდა ოღონდ, ცომი ღამე იმხელაზე ამოვიდა, რომ ჯამს სახურავიც ახადა, პლედიც მოთხვარა, მერე გადმოვიდა სკამზე, სკამიდან იატაკზე და გარბოდა სადღაც, ძლივბს მივუსწარი smile.gif


Posted by: ვივიანა 10 Apr 2015, 13:35
ხაჭოს პასკის რეცეპტი ხომ არ მოგეპოვებაათ ?
rolleyes.gif

Posted by: nia4u 10 Apr 2015, 13:45
ვივიანა
27-ე გვერდზე დევს რამდენიმე ლინკი smile.gif

გოგოებო, ყველანი ყოჩაღები ხართ! smile.gif

Posted by: BadbadGirl 10 Apr 2015, 15:45
QUOTE (matusala__5 @ 9 Apr 2015, 18:43 )
BadbadGirl
არ ვიცი რამდენად გამოგადგება(ყველა სხ/სხ ნაირად აკეთებს) მაგრამ აქ წერია ბოლოში ერთი ცალის მომზადება(2ზე გადამრავლება ადვილია)
http://www.perfectcook.org/index.php/recipe/197-e183a1e18390e18390e183a6e18393e18392e1839de1839be1839d-e18399e183a3e1839ae18398e183a9e18398

დიდი მადლობა 2kiss.gif
ნამდვილად გამომადგება.

Posted by: Yin&Yang 10 Apr 2015, 16:36
გოგოებო, ნ.ჯ -ს რეცეპტრი მეხუთედით მოვზილე ახლა ცომი ( 3 კვეცრხი, 700 გ ფქვილი და ასე შემდეგ), ოთახში მიდევს, თხელი პლედი აფარია. მართალია ჯერ 1 საათი გავიდა, მაგრამ საერთოდ ძვრა არ აქვს ჯერ და ნორმალურია ნეტავ ? მაცივარში ვაპირებ შედგმას, მაგრამ ჯერ ცოტა ამოსვლა დაიწყოსთქო ველოდები.

Posted by: fermina 10 Apr 2015, 17:37
Yin&Yang

ერთ საათში დიდს არაფერ აკეთებს, მე ღამე დავტოვე და გადმოვიდა მთელს ოთახში ლამის smile.gif

მგონი შაქარი მოვაკელი, არ დააკლოთ, 2 კილო წერია მგონი რეცეპტში და მთლიანათ უყავით, მე ცოტა დავაკელი და ახლა რომ გავსინჯე, არ მეტკბილა. თუმცა ახალგამომცხვარზე რას გაიგებ, გემო ჯერ არ აქვს დამჯდარი, თბილი გავჭერით და ცოტა უშაქრო მომეჩვენა და ფუმფულა (უფრო სველს ველოდებოდი).

http://www.radikal.ru

ცუდი არ არის, მაგრამ უკეთესს ველოდი. არა უშავს, მომავალ წელს დავხვეწ, ვიცი რაც უნდა შევცვალო smile.gif
* * *
ეს რაღაც მაიმუნობებით, ბავშვებს მოსწონთ.

http://www.radikal.ru

Posted by: KOMBAT 10 Apr 2015, 17:43
ცომი მთელი ღამით რომ დავტიოვო ფორმაში და დილას გამოვაცხო, ჰომ არ დაშავდება ?

Posted by: ტატა 10 Apr 2015, 18:05
QUOTE (tikusha @ 10 Apr 2015, 12:58 )
სხვა მხრივ არანაირი ოპარის ცალკე მომზადება და ა.შ.


ანუ ოპარის გარეშე როგორ? დაწერე რა თუ არ გეზარებაsmile.gif
წელს კი მოვზილე უკვე,მაგრამ ისე ვიტანჯები ამ საფუარის გახსნით, რომ მომავალი წლისთვის გავითვალისწინებდიsmile.gif



ისე, მაცივარში ცომის გამოტარებასთან დაკავშირებით: შარშანწინ ,ამ თემის გავლინით ვცადე და ცომის ნაწილი მაცივარში გამოვატარე, როგორც მახსოვს გემოს თვალსაზრისით არ იყო განსხვავება, უბრალოდ ზედაპირი ქონდა ბევრად ერთგვაროვანი და სლიკინა.

ამიტომ აღარ ვიკლავ თავსsmile.gif

Posted by: BadbadGirl 10 Apr 2015, 18:18
KOMBAT
არ დაშავდება ნამდვილად. ოღონდ მესამედზე ჩადე რომ ამოსასვლელი ადგილი ქონდეს და ღამის განმავლობაში არ გადამოვიდეს ფორმიდან smile.gif

ტატა
გემოს გამო არ უნდა გამოატარო მაცივარში, იმიტომ რომ როგორც შენ თქვი განსხვავება არაა (მე ვერ ვგრძნობ)
მაცივარში გამოტარება ხდება "კუჭის" გამო. დროჟის ფერმენტაცია ხდება ნელა და შედარებით სასარგებლოა მისაღებად.

მე ამაღამ ჩავაწყობ ფორმებში და შევდებ მაცივარში. ნელ ნელა ამოვა და დილას კი გამვაცხობ მერე.

Posted by: KOMBAT 10 Apr 2015, 18:20
BadbadGirl
იუჰუუუ მადლობა,

ანუ ყველაფერს ვასწრებ ^_^

Posted by: Yin&Yang 10 Apr 2015, 19:01
fermina
QUOTE
ერთ საათში დიდს არაფერ აკეთებს, მე ღამე დავტოვე და გადმოვიდა მთელს ოთახში ლამის

ხო, ცოტა გვიან დაიწყო ამოსვლა და შევდგი მაცივარში დილამდე.
QUOTE
ცუდი არ არის, მაგრამ უკეთესს ველოდი. არა უშავს, მომავალ წელს დავხვეწ, ვიცი რაც უნდა შევცვალო  * * *

საკმარისად სველი რომ არ გამოვიდა მაგას გულისხმობ ? რა უნდა დახვეწო გვასწავლე ჩვენც აბა war.gif

Posted by: matusala__5 10 Apr 2015, 19:20
QUOTE
მგონი შაქარი მოვაკელი, არ დააკლოთ, 2 კილო წერია მგონი რეცეპტში და მთლიანათ უყავით, მე ცოტა დავაკელი და ახლა რომ გავსინჯე, არ მეტკბილა. თუმცა ახალგამომცხვარზე რას გაიგებ, გემო ჯერ არ აქვს დამჯდარი, თბილი გავჭერით და ცოტა უშაქრო მომეჩვენა და ფუმფულა (უფრო სველს ველოდებოდი).

უი არადა პირიქით 2 კგ მივეცი და ჩემთვის ძალიან ტკბილია, მეორედ თუ ამ რეცეპტით გავაკეთებ 1,500 გრ-ზე მეტს არ მივცემთქო...

Posted by: tikusha 10 Apr 2015, 19:38
მე 1.5 კგ ს ვაძლევ და საკმარისად ტკბილია

ტატა
როგორ და

რძეში ჩავადნე კარაქი, თბილს დავასხი კვერცხი (კვერცხს შაქართან ერთად ორთლზე ვათბობ და ვთქვეფ), ფქვილი, ლიმონი, სანელებლები და ერთიანად მოვზილე

მე ვაპირებდი მეხუთედი პორციის მაცივარში გამოტარებას, მაგრამ მეზარება, ჩავაწყვე ახლა ფორმებში და რომ ამოვა გამოვაცხობ

Posted by: ninoma 10 Apr 2015, 19:45
KOMBAT
QUOTE
ცომი მთელი ღამით რომ დავტიოვო ფორმაში და დილას გამოვაცხო, ჰომ არ დაშავდება ?

მაშინ მაცივარში უნდა შედგა თავზე ცელოფანგადაფარებული, თორემ გადმოგივა ფორმიდან.

Posted by: tikusha 10 Apr 2015, 19:45
annak
3 კვერცხი
200 მლ რძე
2 ს/კ კანიანად გატარებული ლიმონი (მე ბლენდერში ვაბლენდერებ)
1 ჩ/კ სანელებლები
100 გრ კარაქი (მე 140 ვუყავი)
100 გრ არაჟანი
300 გრ შაქარი
1 ს/კ მშრალი საფუარი
ცოტა მარილი
ფქვილი 650-700 გააჩნია როგორ მოითხოვს

აქიდან ერთადერთი კვერცხს ვთქვეფ შემთბარს შაქართან ერთად, ოყახის ქათმის კვერცხს ვიყენებ და სუნი აქვს თავისებური smile.gif

სხვა არაფერი
წინასწარ ოპარას არ ვაზადებ

რძეში რომ კარაქს ჩავადნობ, თბილს ვამატებ კვერცხს და დანარჩენ იგრედიენტებს და იზილება მერე

Posted by: ტატა 10 Apr 2015, 20:13
tikusha


საფუარს როგორი ფორმით უშვები, ეგ მაინტერესებსsmile.gif

Posted by: annak 10 Apr 2015, 20:32
tikusha
მადლობა smile.gif
.................


Posted by: ვივიანა 10 Apr 2015, 20:46
nia4u
გაიხარე დიდი მადლობა up.gif

ახლა ვიწყებ გაკეთებას ხაჭოს პასკის და თუ კაი გამოვა სურათსაც დავდებ biggrin.gif

Posted by: KOMBAT 10 Apr 2015, 23:23
ninoma

1/3-ზე გავავსე მხოლოდ. მაცივარში მეშინია ვინერვიულებ :დ

ჰოდა ახლა ჩავალაგე ფორმებში და დილას 5-6ზე ავდგები მივაქცევ ყურადღებას :დდ



კიდე ერთი კითხვაც:
წინაზე ლიმონი+პუდრას პამადკა გავუკეთე და ახლა მინდა ცილა+პუდრა, ჰოდა ეგ როგორ უნდა გავაკეთო - ავთქვიფო ცილა დავამატო პუდრა და გამომცხვარს წავუსვა თუ სანამ ღუმელში შევდგამ ?

Posted by: fermina 10 Apr 2015, 23:38
Yin&Yang
QUOTE
საკმარისად სველი რომ არ გამოვიდა მაგას გულისხმობ ? რა უნდა დახვეწო გვასწავლე ჩვენც აბა 


შაქარზე უკვე ვთქვი, ზოგადად არ მიყვარს ტკბილი, მაგრამ პასკა მიყვარს უფრო ტკბილი და დახუნძლული არომატებით, ჩემი აზრით, ცოტა სუნელებიც მოაკლდა, მთლიანად არ ჩავყარე რაც ნაყიდი მქონდა.

არაჟანი 500 გრამი ეწერა და მე 350 მქონდა, შეიძლება ამასაც კი მნიშვნელობა ჰქონდა.

და კიდევ, მგონი საფუარი ვუქენი ცოტა მეტი, მეჩვენება, რომ გემო დაჰკრავს საფუარის და თან გამოაშრო, ნაკლები რომ მექნა, უფრო სველი იქნებოდა.

მოკლედ შემდეგში უფრო გავაკონტროლებ ცხობის პროცესს, ახლა ორნი ვაკეთებდით და ჰო იცით, სამზარეულოში ორი ქალი და "არა ისე ჯობია, არა ასე" smile.gif

Posted by: BadbadGirl 11 Apr 2015, 00:47
KOMBAT
მეც ახლა ჩავალაგე ფორმებში (ქვაბებში, იმიტომ რომ სხვა ფორმები არ მაქვს biggrin.gif ) და შევუძახე მაცივარში biggrin.gif
დილისთვის დამხვდება აფუბული და ჩემი შვილი რომ დასჭექავს მე-მეო კი დავიწყებ მერე ცხობას, ასე 5-6 საათისკენ.

Posted by: tikusha 11 Apr 2015, 02:21
ტატა
საფუარს პირდაპირ ვყრი smile.gif

Posted by: gvancunci 11 Apr 2015, 02:22
გამარჯობაა, ქაღალდის ფორმას ნასვრეტები აქვს და რამის ჩაფენა ან ცხიმის წასმა სჭირდება? არ დამცინოთ რაა პირველად ვაცხობ პასკას smile.gif

Posted by: tikusha 11 Apr 2015, 02:24
KOMBAT
გამომცხვარ პასკას უნდა წაუსვა ეგ თეთრი მინანქარი smile.gif

Posted by: )*( 11 Apr 2015, 02:44
merciamercia

შეიძინე პასკები?
შესაფერის დროს გპასუხობ ვიცი ( დღეს ძლივს "დავიჭირე" ინფორმატორი)...
https://www.facebook.com/JansagiSakvebi?fref=nf
ესაა იმ საცხობის გვერდი

Posted by: rtuli 11 Apr 2015, 03:17
როგორ ხართ?
თემები ახალი იხსნება+ახალი უზერები გვემატება,ძალიან კარგია! წარმატებები ყველას yes.gif

მეც გამოვაცხე კულიჩები love.gif

http://pix.ge/

ესეც ჭრილში
http://pix.ge/

Posted by: BadbadGirl 11 Apr 2015, 05:09
rtuli
სუპერ! მოწოდების სიმაღლეზე ხარ როგორც ყოველთვის :=

Posted by: KOMBAT 11 Apr 2015, 10:12
BadbadGirl
QUOTE
მეც ახლა ჩავალაგე ფორმებში (ქვაბებში, იმიტომ რომ სხვა ფორმები არ მაქვს  ) და შევუძახე მაცივარში 
დილისთვის დამხვდება აფუბული და ჩემი შვილი რომ დასჭექავს მე-მეო კი დავიწყებ მერე ცხობას, ასე 5-6 საათისკენ.


არ ჩავდე მაინც მაცივარში :დ გუშინ სადღაც 1ზე ჩავზილე კიდევ.
გავიღვიძე 6ზე, ცოტა აკლდა ბოლომდე ამოფუებას, დავმშვიდდი დავიძინე,

ავდექი 9ზე, ჩამოვედი სამზარეულოში და ასეთები დამხვნენ

<3

http://s847.photobucket.com/user/rainbowmari/media/10418968_1584948728419463_6920790627472416673_n_zpsnkfaxxie.jpg.html

დაახლოებით 1 საათში მზა სურათებსაც დაგიდებთ ^_^

gvancunci

არუნდა არაფრის წასმა-ჩალაგება : )

tikusha


მადლობა ^_^

Posted by: BadbadGirl 11 Apr 2015, 10:53
KOMBAT
ძალიან კარგად გამოიყურებიან!

Posted by: eka3 11 Apr 2015, 12:38
rtuli
არაჩვეულებრივია, ძალიან ლამაზია, თუ შეიძლება რეცეპტი რომ მითხრა,.
ყვითელი ფერი ალბათ შაფრანის დამსახურებაა,
წინასწარ გილოცავთ აღდგომის ბრჭყინვალე დღესასწაულს!

Posted by: KiCii 11 Apr 2015, 12:46
წელს პირველად ვიყენებ პასკის ქაღალდის ფორმებს და მაინტერესებს ცხიმის წასმა უნდა ამ ფორმებს თუ პირდაპირ ცომი უნდა ჩავდო შიგნით ?

Posted by: KOMBAT 11 Apr 2015, 12:59
BadbadGirl


^_^ მადლობა


და აგერ გამომცხვარი^_^

სულ 10 ცალია და არ დაეტია სურათში :დ

http://s847.photobucket.com/user/rainbowmari/media/10394472_1584982825082720_3972854784574401288_n_zpslwozgv7u.jpg.html

Posted by: Yin&Yang 11 Apr 2015, 14:00
ნ.ჯ.-ს რეცეპტის ძალიან ძალიან კმაყოფილი ვარ. გემრიელი და სველი გამოვიდა. სუნელები ცოტა ბევრი მომივიდა, თავიდან ცომს ცოტა სიმწარე მისცა, მაგრამ გამომცხვარი მართლა კარგია.

Posted by: fermina 11 Apr 2015, 14:28
დღეს ჩემი პასკაც ბევრად უკეთესია. გაუჯდა გემო და ცხიმიც და მშვენიერი გამოვიდა საბოლოოდ, ტყუილად დავემდურე, ეგაა უბრალოდ, დავარიგე და ერთი ცალი დამრჩა მარტო. გუშინ სტუმრიანობა მქონდა და ამდენ ფერად-ფერად პასკას რომ ხედავს ადამიანი, ერთი პატარა მაინც უნდა გაატანო ბავშვს და საბოლოოდ დამრჩა ერთი 800 გრამიანი kar.gif
* * *
ერთი რა უნდა გკითხოთ - საფუარი ბევრი ვუქენითო, მიმტკიცებენ. 15 კვერცხიან-3.5 კილო პორციას ვუქენით 4 სუფრის კოვზი მშრალი საფუარი, მგონი რუსულია პატარა პაკეტებში, "დროჟჟი" აწერია. ანუ ეგ სამი პაკეტი გამოვიდა 4 სუფრის კოვზი და ბევრია?

Posted by: merciamercia 11 Apr 2015, 14:47
)*(
QUOTE
შეიძინე პასკები?
შესაფერის დროს გპასუხობ ვიცი ( დღეს ძლივს "დავიჭირე" ინფორმატორი)...
https://www.facebook.com/JansagiSakvebi?fref=nf
ესაა იმ საცხობის გვერდი

კი, ვიყიდე, ლიტვური საცხობის და ტკბილი ქვეყნის...
მადლობა 2kiss.gif

Posted by: ტატა 11 Apr 2015, 14:55
ჯერ არ გამისინჯავს, მაგრამ გემრიელიაო, მძიმე და სველი გამოვიდაsmile.gif


http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

Posted by: IngaKh 11 Apr 2015, 15:19
QUOTE (fermina @ 11 Apr 2015, 14:28 )
დღეს ჩემი პასკაც ბევრად უკეთესია. გაუჯდა გემო და ცხიმიც და მშვენიერი გამოვიდა საბოლოოდ, ტყუილად დავემდურე, ეგაა უბრალოდ, დავარიგე და ერთი ცალი დამრჩა მარტო. გუშინ სტუმრიანობა მქონდა და ამდენ ფერად-ფერად პასკას რომ ხედავს ადამიანი, ერთი პატარა მაინც უნდა გაატანო ბავშვს და საბოლოოდ დამრჩა ერთი 800 გრამიანი kar.gif
* * *
ერთი რა უნდა გკითხოთ - საფუარი ბევრი ვუქენითო, მიმტკიცებენ. 15 კვერცხიან-3.5 კილო პორციას ვუქენით 4 სუფრის კოვზი მშრალი საფუარი, მგონი რუსულია პატარა პაკეტებში, "დროჟჟი" აწერია. ანუ ეგ სამი პაკეტი გამოვიდა 4 სუფრის კოვზი და ბევრია?

საფუარი ზედმეტი თუ მოგივათ, გემოს იგრძნობთ აუცილებლად, აი, პოსლევკუსიე რომ იტყვიან არა სასიამოვნოდ მომწარო ექნება. ზოგადად საფუვრიან რეცეპტებში საფუარი ჭარბად წერია, ამიტომ, მე ყოველთვის ვაკლებ ხოლმე. მირჩევნია განსაკუთრებული პირობები შევუქმნა ცომს ამოსაფუებლად, ამისთვის გუმელს იმ დონემდე ვახურებ, ხელს რომ დავადებ თბილი იყოს და მეტი არა. Gამოვრთავ ღუმელს და შევდგამ ცელოფანში შეფუთUლ ცომს. Xაჭაპურის ცომი 3სთ-ში ამოდის პასკის ცომი -6 სთ-ში.
რაც შეეხება ნინოს რეცეპტს ვერ გეტყვით ჭარბად არის თუ არა საფუარი. Mე 10 კვერცხს, 1,2კგ შაქარს, 500გრ კარაქს, 1ლიტრ რძეს და 3 კგ-მდე ფქვილს 4-დან 6-მდე ჩაის კოვზ ( თავმობმულს) პაკმაიას მშრალ საფუარს ვუკეთებ.

Posted by: BadbadGirl 11 Apr 2015, 15:21
ამ წელს განსაკუთრებითთ კარგი პასკები გამოგსვლიათ Ö=

ჩემი ერთი უკვე გამოვიღე ღუმელიდან, მეორე კიდევ ცხვება
http://www.radikal.ru

Posted by: matusala__5 11 Apr 2015, 16:51
QUOTE (rtuli @ 11 Apr 2015, 03:17 )
როგორ ხართ?
თემები ახალი იხსნება+ახალი უზერები გვემატება,ძალიან კარგია! წარმატებები ყველას  yes.gif

მეც გამოვაცხე კულიჩები  love.gif

http://pix.ge/

ესეც ჭრილში
http://pix.ge/

ულამაზესია ზუსტად ასეთი ყვითელი და ფერადი მიყვარს love.gif

Posted by: tikusha 11 Apr 2015, 21:18
fermina
QUOTE
ერთი რა უნდა გკითხოთ - საფუარი ბევრი ვუქენითო, მიმტკიცებენ. 15 კვერცხიან-3.5 კილო პორციას ვუქენით 4 სუფრის კოვზი მშრალი საფუარი, მგონი რუსულია პატარა პაკეტებში, "დროჟჟი" აწერია. ანუ ეგ სამი პაკეტი გამოვიდა 4 სუფრის კოვზი და ბევრია?

არა მაგ პრციაზე 3-4 არაა ბევრი smile.gif რეცეპტში 5-6 წერია smile.gif
თუმცა რაც უფრო ცოტას უზამ მაგას რა ჯობია smile.gif
* * *
ცომისთვის საღებავი გამოგიყენებიათ?

მე ოჯახის ქათმის კვერცხით მოვამზადე პასკები, თუმცა მწიკვი საღებავიც ვუყავი

სასიამოვნო ყვითელია smile.gif

Posted by: matusala__5 11 Apr 2015, 23:39
tikusha
QUOTE
ცომისთვის საღებავი გამოგიყენებიათ?

მე ოჯახის ქათმის კვერცხით მოვამზადე პასკები, თუმცა მწიკვი საღებავიც ვუყავი

სასიამოვნო ყვითელია

მე ვერ ვიშოვე ზაფრანა და ამიტომ მივეცი ცოტა,უხდება პასკას ყვითელი ფერი : )
საფუარია კიდე ნახევარი მივეცი და მიუხედავად მაცივარში გამოტარებისა მშვენივრად გამოცხვა.
მომავალში თუ არ დამეზარა ცოცხალი ბუნებრივი საფუვრით უნდა ვცადო.

Posted by: tikusha 11 Apr 2015, 23:59
matusala__5
მაცივარში ამოვიდა საერთოდ?

Posted by: garfield1 12 Apr 2015, 00:23
http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru


http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

Posted by: matusala__5 12 Apr 2015, 02:10
tikusha
QUOTE
მაცივარში ამოვიდა საერთოდ?

მაცივარიდან რომ გამოვიღე დილით ოდნავ იყო ამოსული, ფორმებში გადატანის შემდეგაც ძალიან ნელ ნელა განაგრძო ამოსვლა (საღამომდე არ გამომიცხვია)




გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს!

Posted by: shilaida 12 Apr 2015, 13:07
გილოცავთ ყველას!!!
ამ ბრწყინვალე დღის სინათლე და სითბო გინათებდეთ ცხოვრების გზას!

Posted by: ტატა 12 Apr 2015, 13:33
ქრისტე აღსდგა! ჭეშმარიტად აღსდგა! ყველას გილოცავთ ამ სიყვარულით სავსე დღესასწაულსsmile.gif

Posted by: irinol-ka 12 Apr 2015, 15:58
ჩემი პასკები ნჯ-ის რეცეპტით, 7 ცალი 1200 გრ გამოვიდა
მადლობა ნჯ 2kiss.gif
http://www.radikal.ru

* * *
უფრო სწორედ 6 1200 გრამიანი და 1 1000 გრამიანი გამომივიდა, და სურნელი და არომატი აქვს სასწაული love.gif

Posted by: 死海. 12 Apr 2015, 21:23
გემრიელი პასკები დაგიცხვიატ ყველას! love.gif სათითაოდ აღარ დავაციტირებ ფოტოებს.

Posted by: tasikuna-taso 14 Apr 2015, 13:02
იყოს ჩემებიც


http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

Posted by: nia4u 14 Apr 2015, 15:15
ქრისტე აღდგა!
მრავალს დაესწარით ყველა!
2kiss.gif
ძალიან ლამაზი პასკებია ყველა!
მიხარია, რომ ყველა კმაყოფილები ხართ და არავის უნერვიულია პასკების გამო smile.gif
ისე, მე ხაჭოს პასკების სურათებსაც ველოდი...

Posted by: nadya-nadya 14 Apr 2015, 15:51
nia4u
აი შენ ხაჭოს პასკები ! ქრისტე აღსდგა! ( მართალია ლევან ღვინჯილია კი იძახის აღსდგა კი არა აღდგაო, მაგრამ მე ასე მირჩევნია)

Posted by: nia4u 14 Apr 2015, 16:03
nadya-nadya
QUOTE
აი შენ ხაჭოს პასკები !

უფ, კაია!
chups.gif
QUOTE
ქრისტე აღსდგა! ( მართალია ლევან ღვინჯილია კი იძახის აღსდგა კი არა აღდგაო, მაგრამ მე ასე მირჩევნია)

ხო, სწორი ფორმაა-აღდგა,
მაგრამ "ს" რაღაცნაირ ელფერს აძლევს ამ სიტყვას და დღესასწაულსაც smile.gif

Posted by: ninoma 14 Apr 2015, 20:15
ქრისტე აღდგა!
მეც შემოგიერთდებით. wink.gif
http://www.radikal.ru
ჩემი ხაჭოს პასკა უკვერცხოდ და უკარაქოდ, გემრიელი იყო.

Posted by: IngaKh 14 Apr 2015, 21:31
QUOTE (nia4u @ 14 Apr 2015, 16:03 )
nadya-nadya
QUOTE
აი შენ ხაჭოს პასკები !

უფ, კაია!
chups.gif
QUOTE
ქრისტე აღსდგა! ( მართალია ლევან ღვინჯილია კი იძახის აღსდგა კი არა აღდგაო, მაგრამ მე ასე მირჩევნია)

ხო, სწორი ფორმაა-აღდგა,
მაგრამ "ს" რაღაცნაირ ელფერს აძლევს ამ სიტყვას და დღესასწაულსაც smile.gif

სხვათაშორის, ერთსულოვნებაზე მოვუსმინე სწორედ, ენათმეცნიერმა თამარ ვაშაკიძემ- აღგდგა ლიტერატურულად სწორი ფორმა არისო, მაგრამ, ამ შემთხვევაში ,,ქრისტე აღსდგა" ითქმისო. ყველას გოლოცავთ.

Posted by: tikusha 15 Apr 2015, 10:43
ninoma
შენს ხაჭოს პასკაში მხოლოდ ხაჭო და არაჟანია?

Posted by: ninoma 15 Apr 2015, 21:29
tikusha
QUOTE
შენს ხაჭოს პასკაში მხოლოდ ხაჭო და არაჟანია?

ხაჭო, ნაღები, ქიშმიში და ცუკატები.
ამ რეცეპტს კარაქი და უმი კვერცხი ჰქონდა, ამოვიღე და უფრო სასიამოვნო გახდა

Posted by: tikusha 15 Apr 2015, 21:35
ninoma
ნაღები რომელი გამოიყენე?

Posted by: ninoma 15 Apr 2015, 21:39
QUOTE
ნაღები რომელი გამოიყენე?

https://www.google.com/search?q=heavy+whipping+cream&espv=2&biw=1366&bih=681&source=lnms&tbm=isch&sa=X&ei=-6EuVYL8BIOvyQTlvYHgAw&sqi=2&pjf=1&ved=0CAcQ_AUoAg
თქვენტან ალბატ ყველაზე მაღალპროცენტიანი.
რითიც კრემს აკეტებენ

Posted by: <<მარი>> 15 Apr 2015, 23:21
კმაყოფილი ვარ ჩემი პასკების, ერთი ესაა ქაღალდის ფორმებში რომლებიც ჩავდე ძირი დაეწვა. მომავალ წელს
ისევ რკინიშ ქილებში გავაკეთებ smile.gif

http://www.radikal.ru

Posted by: nat_nat777 15 Apr 2015, 23:32
ტატა

აუ, რა მაგარია... როგორ გააკეთეე ? jump.gif jump.gif love.gif love.gif

მომაკვდინებელი ჭრილი აქვს.

Posted by: matusala__5 15 Apr 2015, 23:45
<<მარი>>
QUOTE
კმაყოფილი ვარ ჩემი პასკების, ერთი ესაა ქაღალდის ფორმებში რომლებიც ჩავდე ძირი დაეწვა. მომავალ წელსისევ რკინიშ ქილებში გავაკეთებ

სანამ ცხაურზე დავალაგებდი (პირველად ვაკეთებდი და შემეშინდა ძირი არ დაწვასთქო ... გამახსენდა ფოლგა: ) ზუსტად საცხობი ქაღალდის ძირის ფორმაზე გამოვჭერი და ზედ დავალაგე გამოსაცხობად(არ ვიცი ამან დაიცვა თუ არა,ძირი არცერთს დაწვია )

Posted by: guruliqali 16 Apr 2015, 09:45
ninoma
QUOTE
QUOTE
შენს ხაჭოს პასკაში მხოლოდ ხაჭო და არაჟანია?


ხაჭო, ნაღები, ქიშმიში და ცუკატები.
ამ რეცეპტს კარაქი და უმი კვერცხი ჰქონდა, ამოვიღე და უფრო სასიამოვნო გახდა


მე ნაღების გარეშე გავაკეთე, არაჟნით, უმი კვერცხის გული და შაქარი ორთქლის აბაზანაზე დავამუშავე თერმულად, ძალიან მომიწონეს, კვირისთვის შემდეგი შეკვეთა მაქვს ოჯახის წევრებისგან smile.gif ამჯერად კარაქს მოვაკლებ, ვნახოთ რა გამოვა.

Posted by: nia4u 16 Apr 2015, 10:31
guruliqali
ქრისტე აღდგა! მრავალს დაესწარი 2kiss.gif
ნუ მოგვანატრე თავი smile.gif


ბავშვებო, ხაჭოს პასკისთვის რომელ ხაჭოს და არაჟანს იყენებთ?

Posted by: tikusha 16 Apr 2015, 17:38
guruliqali
მეც ორთქლის აბაზანაზე დამუშავებული მირჩევნია კვერცხის გულები
კვირისთვის მეც მოვსინჯავ smile.gif

ადრე მაქვს გაკეთებული ხაჭო, არაჟანი კარაქით უგემრიელესი იყო smile.gif

Posted by: nia4u 16 Apr 2015, 17:41
QUOTE
ბავშვებო, ხაჭოს პასკისთვის რომელ ხაჭოს და არაჟანს იყენებთ?


Posted by: nadya-nadya 16 Apr 2015, 19:57
nia4u
თავდაპირველ რეცეპტში ხაჭო თავად უნდა მოამზადო - 1ლიტრ გაცხელებულ, თითქმის ადუღებულ რძეში ჩაუშვებ წინასწარ გათქვეფილ 10 ცალ კვერცხს და 200 -250 გრ არაჟანს, ერთმანეთსი კარგად არეულს, მუდმივი მორევით მიიყვან ადუღებამდე, სულ -2-3 წუთი ადუღებ და კარგად რომ აიჭრება გადმოდგამ , შემდეგ კარგად გაწურავ სამმაგ დოლბანდში, სასურველია მთელი ღამით დატოვო მაცივარში ან გრილ ადგილას. ხაჭო გამოდის ძალიან მდიდარი ბუკეტით და საერთოდ არ აქვს სიმჟავის ნატამალი. ეს არის ერთი პორციისთვის-გამოდის , როგორც მახსოვს 0.5 კგ.მდე მასა . ასე მომზადებულის გემო მე პირადად, ყველაზე მეტად მომწონს, თუმცა ბოლო დროს, მზა ხაჭოს ვყიდულობ. ნაკლებ დროს მოიტხოვს . ვარჩევ რაც შეიძლება ნაკლებად მჟავეს და მშრალს. ძალიან მომწონს პრეზიდენტის ხაჭო, თუმცა ამ ჯერზე ვერ ვიშოვე და ასაწონი შევიძინე. კარაქს ერთმნიშვნელოვნად ვიყენებ ნაღებისას (არავითარი სპრედი და გაურკვეველი წარმოშობის ) - ამჯერად გამოვიყენე სანტინოს კარაქი, რამდენედაც , როგორც ინფორმაცია მაქვს, თავად კომპანიის (გენერალური?) დირექტორის მცირეწლოვანი შვილები ამ კარაქს მიირთმევენ- ანუ ნდობის ხარისხი მაღალია, არ არის სპრედი და შენახვის ვადა სხვა ფირმებისგან განსხვავებით , მცირეა. არაჟანიც ამჯერად სანტინოსი გამოვიყენე. საერთოდ გირჩევთ, რომ ეს ნუგბარი საუკეთესო ხარისხის ინგრედიენტებით მოამზადოთ. რაც შეეხება უკარაქო ვარიანტს, ესეც მიცდია, მაგრამ ძალიან უბრალო გემოსი გამოდის . გეთანხმებით, ძალიან კალორიულია, მაგრამ ამას ხომ წელიწადში ერთხელ ვამზადებთ, ხოდა გავინებივროთ თავი ამ ერთ დღეს, მითუმეტეს, რომ შეიძლება ერთი ციცქნა ნაჭრის მეტი აღარც შეგვხვდეს. მომიმზადებია თერმულად დამუშავებული ე. წ. ,,вареная" პასკაც, სხვადასხვა მეთოდით, მ. შ. ზემოთ აღწერილითაც, მაგრამ სულ გულს მეთანაღრებოდა, რომ კვერცხის გული მაინც არ მუშავდება ისეთ ტემპერატურაზე , რომ უსაფრთხო დარჩეს რამდენიმე დღის განმავლობაში, თან კვერცხის გემოც დაკრავს ხოლმე, მიუხედავად იმისა, რომ ყოველთვის ორმაგად ვუშვრები ვანილს. ამიტომაც ახლა უკვერცხოდ ვაკეთებ და ძალიანც კმაყოფილები ვართ მეც და ჩემი სტუმრებიც. თითქმის ისეთია, როგორც ძირითადი ვარიანტი.

Posted by: nadya-nadya 16 Apr 2015, 20:57
ბარემ ესენიც იყოს- შარშანდელები love.gif

Posted by: tikusha 16 Apr 2015, 22:04
nadya-nadya
როგორი პროპორციებით ამზადებთ? ხაჭო-კარაქი-არაჟანი?

კიდევ რამეს უშვრებით?

Posted by: casalinga 17 Apr 2015, 01:22
QUOTE
მადლობა ნჯ 

მეც ნჯ-ის რეცეპტით და ლუტას მეთოდით გავაკეთე smile.gif ძალიან მაგარი პასკები გამომივიდა wink.gif

Posted by: guruliqali 20 Apr 2015, 10:57
nia4u
მადლობა, გაიხარე 2kiss.gif

QUOTE
ხაჭოს პასკისთვის რომელ ხაჭოს და არაჟანს იყენებთ?

ბოდიში დაგვიანებული პასუხისთვის, ასაწონი ხაჭო ვიყიდე, "ქობულეთურის", ცხიმიანი, არაჟანიც ასევე. გუშინ ხელმეორედ გავაკეთე, უკარაქოდ ვერ გავრისკე smile.gif

tikusha
QUOTE
კვირისთვის მეც მოვსინჯავ

როგორი გამოვიდა?

nadya-nadya
QUOTE
თავდაპირველ რეცეპტში ხაჭო თავად უნდა მოამზადო

საინტერესოა, დარწმუნებული ვარ, კარგი იქნება, ჩავინიშნავ და ასეც ვცდი შემდეგში up.gif
QUOTE
1ლიტრ გაცხელებულ, თითქმის ადუღებულ რძეში ჩაუშვებ წინასწარ გათქვეფილ 10 ცალ კვერცხს და 200 -250 გრ არაჟანს,

10 კვერცხის გული თუ მთლიანად? ალბათ გული.

QUOTE
შარშანდელები 

ულამაზესია love.gif

წელს რთულის "სააღდგომო ყვავილიც" გავაკეთე, ორსართულიანი რთული ვარიანტი, კარგი გამოვიდა, გემრიელიც და ლამაზიც, ფოტო არ არის შთამბეჭდავი, სამწუხაროდ და ვეღარ დავდე smile.gif

Posted by: nadya-nadya 20 Apr 2015, 13:15
guruliqali
QUOTE
10 კვერცხის გული თუ მთლიანად? ალბათ გული.


10 კვერცხი მთლიანად- ცილიან გულიანად ითქვიფება კარგად , ერევა არაჟანი და ეს მასა ემატება რძეს, ავადუღებთ და ვაცლით რამდენიმე წუთი, რომ კარგად აიჭრას.

Posted by: guruliqali 20 Apr 2015, 15:35
nadya-nadya
დიდი მადლობა 2kiss.gif

Posted by: Gadareulli_uzomod 2 Oct 2015, 17:50
--------------------------------------------------------------------------------------

Posted by: Angel Rolan 28 Nov 2015, 19:43
როგორ დავამზადო ინდაურის ნარცჰენებიდან ნიგვზიანი ხარჩო?
გმადლობ love.gif

Posted by: nia4u 12 Apr 2016, 20:27
ცოტა ადრე კია, მაგრამ კარგი რჩევებია და რაღაც სასიამოვნო, მოლოდინის სურნელი მოიტანა....
http://www.gemrielia.ge/ge/index.php?option=com_content&view=article&id=1001:yvelaze-gemrieli-paskis-gamockhobis-20-saidumlo&catid=30:blogi&Itemid=233
ყველაზე გემრიელი პასკის გამოცხობის 20 საიდუმლო...
1. სანამ პასკის მომზადებას შეუდგებოდეთ, აუცილებლად მოაწესრიგეთ სამზარეულო და საკუთარი აზრები.
ცომის მოზელვისას მნიშვნელოვანია სულიერი სიმშვიდე: იფიქროთ მხოლოდ კარგზე, არსად გეჩქრებოდეთ, არ უნდა იყვიროთ და არ იჩხუბოთ...

Posted by: nia4u 12 Apr 2016, 20:31
მე ტრადიციული წითელი კვერცხები მომწონს,
მაგრამ პატარები ვისაც გყავთ სახლში, ესეც ძალიან მოეწონებათ...
http://www.gemrielia.ge/ge/index.php?option=com_content&view=article&id=1004:saaghdgomo-kverckhis-sheghebvis-10-methodi&catid=30:blogi&Itemid=233
სააღდგომო კვერცხის შეღებვის 10 მეთოდი...

Posted by: aninia 15 Apr 2016, 17:01
nia4u

დაიჭირე ხო თადარიგი? 2kiss.gif მე ნადუღის შეკვეთა მივეცი სოფელს, წელს ხაჭოს პასკა მინდა ვცადო.
ვნახო ერთი რა გამომივა. ძალიან მაინტერსებს. rolleyes.gif

Posted by: nia4u 15 Apr 2016, 19:31
aninia
ხო, ძაან მიყვარს ეს თემა, თითქმის ყველაზე მეტად...
love.gif
QUOTE
ადუღის შეკვეთა მივეცი სოფელს, წელს ხაჭოს პასკა მინდა ვცადო.

ნადუღით აპირებ?სველი არ არის ნადუღი?
QUOTE
ვნახო ერთი რა გამომივა. ძალიან მაინტერსებს.

გამოგივა! yes.gif 2kiss.gif
შენგან ნიგვზიანი პასკების სურათებსაც ველოდები ამ აღდგომას... chups.gif

Posted by: lukanini 15 Apr 2016, 20:25
ხაჭოს პასკა არასოდეს გამიკეთებია. დევს რეცეპტი სადმე?
QUOTE
წელს რთულის "სააღდგომო ყვავილიც" გავაკეთე, ორსართულიანი რთული ვარიანტი, კარგი გამოვიდა, გემრიელიც და ლამაზიც, ფოტო არ არის შთამბეჭდავი, სამწუხაროდ და ვეღარ დავდე

რთულის სააღდგომო ყვავილი მეც განაკეთები მაქვს და უგემრიელესია, მაგრა აი ეს ორსართულიანი არ ვიცი როგორია rolleyes.gif ძნელი გასაკეთებელია?

Posted by: nia4u 15 Apr 2016, 21:06
lukanini
QUOTE
აი ეს ორსართულიანი არ ვიცი როგორია

სავარაუდოდ, ეს უნდა იყოს
https://forum.ge/?f=82&showtopic=33724761&hl=%E1%83%9E%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%99%E1%83%98%E1%83%A1...&st=1440
აქ აქვს აღწერილი რთულის, ფორმირების პროცესი, სურათებიანი ვერ ვიპოვე
http://www.perfectcook.org/index.php/recipe/1045-e183a1e18390e18390e183a6e18393e18392e1839de1839be1839d-e183a7e18395e18390e18395e18398e1839ae183982
აქ უწერია ცომი
http://www.perfectcook.org/index.php/recipe/205-e183a1e18390e18390e183a6e18393e18392e1839de1839be1839d-e183a7e18395e18390e18395e18398e1839ae18398

* * *
27-ე გვერდზეა პასკისდა ხაჭოს პასკის ფავორიტი რეცეპტების ლინკები smile.gif
* * *
ეს კი, ჩვენი ნ.ჯ-ის ბოლო, 2015 წლის პასკის გამარტივებული რეცეპტია და მისწრებაა, ვინც პირველად აცხობს პასკას... love.gif
http://ratatui.ge/paska-igive-kulichi/

Posted by: lukanini 16 Apr 2016, 00:36
nia4u
დიდი მადლობა. 2kiss.gif
QUOTE
ეს კი, ჩვენი ნ.ჯ-ის ბოლო, 2015 წლის პასკის გამარტივებული რეცეპტია და მისწრებაა, ვინც პირველად აცხობს პასკას

არა რა პირველად წლებია ვაცხობ gigi.gif და ძალიან კარგი შედეგით.

Posted by: nia4u 16 Apr 2016, 00:51
lukanini
ეგ ბოლო ნაწილი შენ ნამდვილად არ გეხებოდა, კარგად ვიცი შენი შესაძლებლობები! yes.gif

უბრალოდ, ყოველ წელს ვლინკავ-ხოლმე წინა გვერდებიდან საუკეთესო რეცეპტებს,
ვიღაც აუცილებლად იკითხავს და წინა გვერდების წაკითხვა ყველას ეზარება smile.gif

Posted by: la reine 18 Apr 2016, 19:40
aninia

nadughit kargi paska gamova? mec minda gavaketo wels da...

Posted by: pra_rezi 18 Apr 2016, 22:24
გამარჯობა
რა მაინტერესებს იცით?!

პასკის რეცეპტი,პურის საცხობისთვის

თუ უფრო დავკონკრეტდებით პანასონიკის პურის საცხობისთვის



Posted by: nia4u 18 Apr 2016, 22:30
pra_rezi
წინა გვერდებს გადახედე, თიკუშა აცხობდა პურის საცხობში,
შარშანაც გამოაცხო და შარშანწინაც და გადასარევები გამოუვიდა, დაწვრილებით უწერია... yes.gif

Posted by: aninia 19 Apr 2016, 16:37
la reine

ხაჭოს პასკის გაკეთებას ვაპირებ და მაგისთვის მინდა, ნათებთან, შესქელებულ რძესთან კარაქთან და სხვა გემრიელობებთან ერთად. მოიცა, ვიპოვი რეცეპტს და დაგილინკავ თუ გაინტერესებს.

Posted by: ტატა 19 Apr 2016, 17:00
მოკლედ დაიწყო სააღდგომო ციებ-ცხელება და ერთი შეკითხვა მაქვსsmile.gif

აქამდე სულ საცხობ ფურცელზე ვალაგებდი კულიჩებს, წელს მინდა ცხაურზე (სეტკაზე) ვცადო, ვიფიქრე უფრო თანაბრად გამოცხვება, მაგრამ თან მეშინია ძირები არ მიეწვას, ქაღალდის ფორმებში ვაპირებ გამოცხობას, რას მირჩევთ, დაწერეთ რა გამოცდილება გაქვთ გოგოებო
მადლობაsmile.gif

Posted by: la reine 19 Apr 2016, 17:24
tu ar shewuxdebi, damilinke))

anu xachos nacvlad nadughi sheizleba gampviyeno?aninia

Posted by: nia4u 19 Apr 2016, 17:43
ტატა
QUOTE
აქამდე სულ საცხობ ფურცელზე ვალაგებდი კულიჩებს, წელს მინდა ცხაურზე (სეტკაზე) ვცადო,

აუცილებლად დაწვავს, მითუმეტეს ქაღალდის ფორმებში yes.gif


http://intermedia.ge/%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%90/73578/110/
სააღდგომოდ კვერცხის გაფორმების 10 ორიგინალური და მარტივი მეთოდი (ფოტო და ვიდეო ინსტრუქციები)

Posted by: lukanini 19 Apr 2016, 20:24
ტატა
QUOTE
აქამდე სულ საცხობ ფურცელზე ვალაგებდი კულიჩებს, წელს მინდა ცხაურზე (სეტკაზე) ვცადო,


nia4u
QUOTE
აუცილებლად დაწვავს, მითუმეტეს ქაღალდის ფორმებში

არ დაწვავს თუ დაბალ ტემპეტარურაზე გამოაცხობ.ისეთი ტემპერატურა უნდა იყოს ღუმელში აი ტორტის ბისკვიტს რომ უნდა . მე ვაცხობ 160 გრადუსზე მარტო ქვედა წვით და მშვენიერი გამოდის.სინჯე ერთი ცალი. ისე ყველა ღუმელი სხვადასხვანაირად აცხელებს.

Posted by: ტატა 19 Apr 2016, 22:08
QUOTE (lukanini @ 19 Apr 2016, 20:24 )
ტატა
QUOTE
აქამდე სულ საცხობ ფურცელზე ვალაგებდი კულიჩებს, წელს მინდა ცხაურზე (სეტკაზე) ვცადო,


nia4u
QUOTE
აუცილებლად დაწვავს, მითუმეტეს ქაღალდის ფორმებში

არ დაწვავს თუ დაბალ ტემპეტარურაზე გამოაცხობ.ისეთი ტემპერატურა უნდა იყოს ღუმელში აი ტორტის ბისკვიტს რომ უნდა . მე ვაცხობ 160 გრადუსზე მარტო ქვედა წვით და მშვენიერი გამოდის.სინჯე ერთი ცალი. ისე ყველა ღუმელი სხვადასხვანაირად აცხელებს.

მეც მგონია რომ ცდად ღირს. მადლობა გოგოებო☺

რთულის ხაჭოს პასკა მინდა გავაკეთო. ალუბალი სას ვიშოვო? გაყინული

Posted by: nia4u 19 Apr 2016, 22:21
ტატა
გაგვაგებინე მერე დაწვავს თუ არ დაწვავს wink.gif 2kiss.gif

Posted by: maaaRu 19 Apr 2016, 23:21
ტატა
კარფურში იყო ზუსტად ვიცი )))

Posted by: guruliqali 20 Apr 2016, 10:30
ტატა
QUOTE
ალუბალი სას ვიშოვო? გაყინული

ყველაზე გემრიელი (გაყინულ ალუბლებს შორის), რაც მიყიდია, არის თურსაში, სხვაგანაც ვიყიდე და არანაირი გემო არ ქონდა. მე "თურსას" ალუბალს გირჩევთ.

Posted by: ტატა 20 Apr 2016, 15:44
nia4u
აუცილებლად დავწერ შედეგსsmile.gif
პირველი კულინარის ფეისბუქის გვერდზე, რჩევებში წავიკითხე, რომ ცხაურზე დადების შემთხვევაში ღუმელში ტაფით წყალს უდგამენ, სველ ეფექტს კიდევ უფრო ზრდისო და დაწვის შანსსაც ამცირებსsmile.gif

guruliqali
დიდი მადლობა, ტერიტორიულადაც მაწყობს თურსაsmile.gif
* * *
QUOTE (LUTA @ 24 Apr 2014, 19:51 )


ეს ჩემი პანეტონეა .

უმძიმესი ცომი . გამოყენებულია ბუნებრივი საფუარი და ზუსტად სამი დღე დაჭირდა მომზადებას . მოზელიდან გასაჭრელად მზა პროდუქტამდე .


http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru


ლუტა თუ შემოიხედავს ამ თემაში, მაინტერესებს ამ პანეტონეს მინანქრის შემადგენლობა
ძალიან მადისაღმძვრელია <3

Posted by: maaaRu 22 Apr 2016, 13:20
შარშან გავაკეთე ხაჭოს პასკა კარგი გამომივიდა და ეხლა ვერ ვპოულობ რეცეპტს :/ თუ იცით ვინმემ ხაჭოს პასკის რეცეპტი იქნებ შემახსენოთ ))))

Posted by: nia4u 22 Apr 2016, 16:10
QUOTE
27-ე გვერდზეა პასკის და ხაჭოს პასკის ფავორიტი რეცეპტების ლინკები


Posted by: tavadze 24 Apr 2016, 01:35
ხალხნო, პასკისთვის რომელ ფქვილს იყენებთ? ნჯ-ის რეცეპტზე მაინტერესებს კონკრეტულად...

Posted by: guruliqali 24 Apr 2016, 07:06
tavadze
ალბათ გინდოდა გეთქვა, რომელ ფქვილს იყენებთო smile.gif

Posted by: tavadze 24 Apr 2016, 12:48
guruliqali
QUOTE
tavadze
ალბათ გინდოდა გეთქვა, რომელ ფქვილს იყენებთო

აბა რა მიწერია იქ? biggrin.gif biggrin.gif
ნუ მაბნევთ რა, ამხანაგო კატერინა! biggrin.gif

Posted by: guruliqali 24 Apr 2016, 17:32
tavadze
ოჰ, ხელახლა გადავიკითხე, შემშლია wink.gif smile.gif
პასკას აცხობ? ყოჩაღ შენ!

Posted by: tavadze 24 Apr 2016, 17:42
guruliqali
QUOTE
tavadze
ოჰ, ხელახლა გადავიკითხე, შემშლია

biggrin.gif biggrin.gif
დაბრუნდი უკვე?
პ.ს. მე რას ვაცხობ, ახლობელს უნდა სოფელში და მეც წილში გავდივარ.

Posted by: nia4u 25 Apr 2016, 13:40
martosuliqali
QUOTE
გამარჯობათ
დამეხმარეთ რა ხაჭოს პასკის რეცეპტი მინდა.ვიცი ნეტში ბევრია,მაგრამ ვიკითხავ აქაც..
მინდა რაც შეიძლება მარტივი გასაკეთებლად.სამწუხაროდ დამწყები დიასახლისი ვარ და ნუ ძალიან ძვირიანიაც რომ არ გამოვიდეს..
მოკლედ სტუმრებს ჩემს ნაცოდვილარს ჯერ ვერ შევთავაზებ,მაგრამ ოჯახის წევრებს მინდა რომ სიურპრიზი გავუკეთო ხო და რაც უფრო მარტივი და არანავაროჩენნი და იაფი იქნება დამეხმარებით ძალიან....

თუ ვიდეოგაკვეთილი ან ჩემნაირი დამწყებისთვის რაც შეიძლება დაწვრილებით თანმიმდევრობა იქნება მადლობელი ვიქნები...
სპეციალური ფორმები ამ ხაჭოს პასკისთვის არ მაქვს...
მოკლედ რაც შეიძლება მარტივად რომ გავაკეთო იქნებ დამეხმაროს ვინმე აქ რჩევით?/

აქ წერია ყველაფერი პასკების შესახებ!
ამ თემის 27 გვერდზე არის ლინკები პასკების და ხაჭოს პასკების და ნახე.
ახლა რჩევებს რაც შეეხება:
ფორმებად ყველა ხმარობს ყვავილის უხმარ ქოთნებს, რომლებსაც აქვს ძირში ნახვრეტი, რადგან ხაჭო უნდა დაიწუროს.
შეგიძლია გამოიყენო როგორც თიხის, ასევე პლასტმასის.
ასევე შეგიძLია გამოიყენო პატარა ვედრუკა, თუ ძირს გაუხვრიტავ,
ანდა ბოლობოლო ჩვეულებრივი საწური, ე.წ. დრუშლაკი", ოღონდ ამაში დაბალი გამოვა,
თუმცა გემოსთვის ამას მნიშვნელობა არ აქვს.
ახლა თვითონ პასკას რაც შეეხება, ხაჭოსი არის რამდენიმე სახის:
მოხარშული და უმი,
კვერცხიანი და უკვერცხო,
კარაქიანი, ნაღებიანი ან ამათ გარეშე...
აქედან აირჩიე, რომელი გირჩევნია.
ბაზას რომ აარჩევ, მერე შიგ რითი გაამრავალფეროვნებ, ეგეც გემოვნებაზე და შესაძლებლობაზეა და შენვე შეგიძლია გადაწყვიტო...
რეცეპტს აძვირებს ცუკატები და ამბები, ესეც შეგიძლია შენი შეხედულებით შეარჩიო,
სახლში თუ გაქვს გაყინული ხილი, ის შეგიძლია გამოიყენო,
ასევე ქიშმიში, რაც შედარებით იაფია...
ასევე შეგიძლია საზამთროს ან კაკლის მურაბით, თუ გაქვს სახლში,
გააკეთა ჩვენმა თAნაფორუმელმა თიკუშამ და არაცვეულებრივი იყოო...

მოკლედ, გადახედე რეცეპტებს, ამოირჩიე და კიდევ თუ დაგჭირდება დახმარება, დაწერე... smile.gif
ძნელი არ არის... smile.gif
* * *
http://www.imedi.ge/index.php?pg=nws&id=28669
ესმა კუნჭულიას ხაჭოს პასკა
ვიდეო რეცეპტი smile.gif
მომზადების წესი:
იყიდეთ 2 კილო ხაჭო. მარლაში გამოკარით და რამდენიმე საათით დაწრიტეთ. ან ხელით გაწურეთ. ზედმეტი წყალი რომ გამოადინოთ, ნაცარქექიას მეთოდით. ცალკე მოხალეთ ტაფაზე 300-400 გრამი ქართული თხილი და ჩოფერში მსხვილად დაფქვით. ჯამში ჩაუშვით 200. გრამი შერბილებული კარაქი. დაუმატეთ 250-300 გრამი შაქრის პუდრა. დაუმატეთ 150 გრამი არაჟანი. ათქვიფეთ მიქსერით. დაუმატეთ ხაჭო, თხილი, ქიშმიში, ცუკატები. 3-5 ვანილი. კარგად ათქვიფეთ მიქსერით.
ჩააფინეთ რამდენიმე ფენა მარლა თუშფალანგში. ჩაასხით ხაჭოს მასა. მარლის ნაწილებით გადააფარეთ ხაჭოს. დაადეთ თეფში. თეფშზე დაადეთ სიმძიმე. ხაჭოიანი თუშფალანგი ჩადგით ცარიელ ჯამში. შედგით მაცივარში 2 დღე. აღდგომამდე. . შიგადაშიგ ქვედა ჯამიდან გადაწურეთ ზედმეტი სითხე.
აღდგომის სუფრაზე გატანამდე ამოაბრუნეთ თუშფალამგი და ხაჭოს პასქა გადაიტანეთ ლამაზ დიდ თეფშზე. შეგიძლიათ მორთოთ გახეხილი შოკოლადით. ცუკატებით. ან თხილით.
გკოცნით, ესმა


მგონი, ეს არის ყველაზე ადვილი რეცეპტი yes.gif

Posted by: ტატა 28 Apr 2016, 11:21
გოგოებო, გთხოვთ დამეხმარეთ თუ შეგიძლიათ. სუნელების კაცთან ვიყდე შაფრანი ასეთი სახით

http://radikal.ru/big/7281851374034f689cac78aae7d8067a

რა ვუყო ახლა ამას, ან რამდენი უნდა ვუქნა, ან როგორ?

Posted by: Universe 28 Apr 2016, 14:02
გუშინ პასკის ხომი მოვამზადე, შევაბრძანე მაცივარში და ისევ ისე უძრავად დამხვდა დღეს, საერთოდ არ აფუებულა.
მგონი ჯერ უნდა ამოფუებულიყო და მერე დაესვენა მაცივარში ხო?
რა ვუყო ახლა? იზამს რამეს, დაველოდო? cry.gif

Posted by: ტატა 28 Apr 2016, 15:18
Universe

როგორც ვიცი პირდაპირაც დებენ, მოზელვისთანავე.
ოპარა ამოვიდა? ანუ საფუარი ნამდვილად ვარგოდა?
მაგ შემთხვევაში ყველა ვარანტში უნდა ამოვიდეს.

Posted by: Universe 28 Apr 2016, 15:29
ტატა
QUOTE
ოპარა ამოვიდა? ანუ საფუარი ნამდვილად ვარგოდა?

კი, ამოვიდა.
QUOTE
მაგ შემთხვევაში ყველა ვარანტში უნდა ამოვიდეს.

მეც მასე მგონია, მაცივარში არ ფუჭდება საფუარის ფერმენტები. მაგრამ, მახარეს, ერთი თუ არ ამოვიდა აღარც ამოვაო sad.gif
ოთახის ტემპერატურაზე დევს და ისევ ისეა
QUOTE
როგორც ვიცი პირდაპირაც დებენ, მოზელვისთანავე.

არ იყო რეცეპტში მითითებული. მე კიდე გვიან გამახსენდა...

Posted by: irinol-ka 28 Apr 2016, 15:45
Universe
ნჯ-ის პასკაა?

მეც დამემართა მასე სულ პირველად რომ გავაკეთე ნჯ-ის პასკა smile.gif რამდნიმე წლის წინ. 2 დღე ველოდე და საერთოდ არ ამოვიდა. მაინც გამოვაცხე. ეგრე ამოუსვლელი და ცხობის დროს აიწია ცოტა.
სამაგიეროდ დაგამშვიდებ და გეტყვი რომ მაინც უგემრიელესი იყო და არ დარჩენილა შეუჭმელი smile.gif

მას მერე მაცივარში არ ვდებ smile.gif

Posted by: Universe 28 Apr 2016, 16:18
irinol-ka
QUOTE
ნჯ-ის პასკაა?

კი...

QUOTE
სამაგიეროდ დაგამშვიდებ და გეტყვი რომ მაინც უგემრიელესი

მარტო გემო ხომ არაა, ფორმაც მნიშვნელოვანია. უჰ...

მადლობა :*


იქით კვირაში ვცდი ხელახლა.

Posted by: irinol-ka 28 Apr 2016, 17:01
Universe
QUOTE
გამოგზავნილია: 28 Apr 2016, 16:18  #47680792     ბარათი · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
irinol-ka
QUOTE
ნჯ-ის პასკაა?

კი...

QUOTE
სამაგიეროდ დაგამშვიდებ და გეტყვი რომ მაინც უგემრიელესი

მარტო გემო ხომ არაა, ფორმაც მნიშვნელოვანია. უჰ...

მადლობა :*


იქით კვირაში ვცდი ხელახლა.


:* რაც მაშინ ვინერვიულეე
მაცივრის გარეშე ვაცხობ მას მერე და ყოველთვის გამოდის.

ოღონდ კიდევ ერთი დეტალია. მე მაშინ დაპრესილი საფუარით გავაკეთე და "ოპარა" კარგი იყო ცომი არ ამოვიდა. მას მერე მშრალი საფუარით ვაკეთებ და სულ კარგად ამოდის

და კიდევ ერთი ყველა ინგრედიენტი უნდა იყოს ოთახის ტემპერატურის აუცილებლად, რა თქმა უნდა რძის გარდა
წარმატებები შემდეგ მცდელობაზე

Posted by: ninavia 28 Apr 2016, 17:34
ესეც ჩემი გამომცხვარი ცხელი პასკები! http://radikal.ru/big/590364c6d0de4ecdbfd037350fd77cee

Posted by: irinol-ka 28 Apr 2016, 17:46
ninavia

რა კარგებია <3

მე ხვალ ვიწყებ smile.gif

Posted by: Universe 28 Apr 2016, 17:48
irinol-ka
მშრალი საფუარი გამოვიყენე, ტემპერატურაც დავიცავი ინგრედიენტების.
QUOTE
წარმატებები შემდეგ მცდელობაზე

მადლობა smile.gif

შემცივნებული გუნდა... ხელები გამეყინა, მთელი დღე ვერ გათბა. გადავზილე ისევ, მგონი ამოისუნთქა. შევფუთე და დაველოდები ისე გაღვივებას love.gif



Posted by: irinol-ka 28 Apr 2016, 18:00
Universe
ხო ადროვე, იქნებ ამოვიდეს :* <3

მე მას მერე დაწნეხილ საფუარს არ ვეკარები, ვფიქრობ მაგის ბრალი იყო smile.gif

Posted by: ტატა 28 Apr 2016, 19:05
Universe

გაგვაგებინე მერე რას იზამს <3

Posted by: 365 28 Apr 2016, 19:53
წითელ პარასკევს ვიცი, რომ კვერცხები უნდა შეიღებოს სანამ მზე ჩავა და პასკაც წითელ პარასკევს უნდა გამოცხვეს? თუ არა აქვს მნიშვნელობა...
მართლა მაინტერესებს წესი როგორ არის, თორემ ზოგი ერთი კვირით ადრე იწყებს პასკის ცხობას... biggrin.gif
* * *
ტატა
მეც მასეთი შაფრანი ვიყიდე...
რა უნდა ქნა და დაასხი არაყი ან სპირტი ფერი რომ გამოუვიდეს..

Posted by: lukanini 28 Apr 2016, 20:09
ესეც ჩემი წინადღევანდელი პასკები baby.gif ნახევარი პორცია გავაკეთე სამი დიდი და ერთი პატარა გამოვიდა.სამივე გავაჩუქე და ის ერთი პატარა ისე შეიჭამა ჭრილის სურათიც კი ვერ მოვასწარი გადამეღო.დღეს ვიწყებ კეთებას.უგემრიელესი პასკებია love.gif

http://pix.ge/
http://pix.ge/
* * *
QUOTE
შემცივნებული გუნდა... ხელები გამეყინა, მთელი დღე ვერ გათბა. გადავზილე ისევ, მგონი ამოისუნთქა. შევფუთე და დაველოდები ისე გაღვივებას

ღუმელი ოდნავ გაათბე და შედე.მალევე მოცოცხლდება.მე მარტო ოპარას ვინახავ მაცივარში 24 საათი.შემდეგ ცომს საღამოს ვზელ და დილამდე ისე ვტოვებ.ნაკლებ საფუარს ვუშვები და ნელ ნელა ამოდის.საშიშროება არ არის რომ ცომი გადამჟავდეს თუ ნაკლებ საფუარს იხმართ.
* * *
QUOTE (ტატა @ 28 Apr 2016, 11:21 )
გოგოებო, გთხოვთ დამეხმარეთ თუ შეგიძლიათ. სუნელების კაცთან ვიყდე შაფრანი ასეთი სახით

http://radikal.ru/big/7281851374034f689cac78aae7d8067a

რა ვუყო ახლა ამას, ან რამდენი უნდა ვუქნა, ან როგორ?

მგონი დავაგვიანე მაგრამ არა უშავს იქნებ სხვას გამოადგეს.ეს მეთოდი აქ წავიკითხე ერთ ერთმა ჩვენმა თანაფორუმელმა გაგვიზიარა.სამწუხაროდ სახელი აღარ მახსოვს.დანაყე შაფრანი დაუმატე 1ჩ.კ შაქარი და ადუღებული წყალი და შეფუთე.ასე უფრო კარგ ფერს გამოყოფს smile.gif

Posted by: IngaKh 28 Apr 2016, 22:45
QUOTE (Universe @ 28 Apr 2016, 17:48 )
irinol-ka
მშრალი საფუარი გამოვიყენე, ტემპერატურაც დავიცავი ინგრედიენტების.
QUOTE
წარმატებები შემდეგ მცდელობაზე

მადლობა smile.gif

შემცივნებული გუნდა... ხელები გამეყინა, მთელი დღე ვერ გათბა. გადავზილე ისევ, მგონი ამოისუნთქა. შევფუთე და დაველოდები ისე გაღვივებას love.gif

ლუკანინიმ როგორც გირჩიათ, თბილ გაზქურაში შედგით. გაზქურა შეათბეთ, ისე რომ გაზქურის კედლებს ხელს რომ დაადებთ სასიამოვნოდ თბილი უნდა იყოს. მე ,,ოპარაც" და ცომიც ასე ამომყავს, პროცესი ჩქარდება.

Posted by: nia4u 29 Apr 2016, 10:25
365
QUOTE
წითელ პარასკევს ვიცი, რომ კვერცხები უნდა შეიღებოს სანამ მზე ჩავა და პასკაც წითელ პარასკევს უნდა გამოცხვეს? თუ არა აქვს მნიშვნელობა...
მართლა მაინტერესებს წესი როგორ არის, თორემ ზოგი ერთი კვირით ადრე იწყებს პასკის ცხობას...  

ტრადიციულად დიდ ხუთშაბათს აცხობდნენ-ხოლმე... smile.gif

Posted by: _nite_ 29 Apr 2016, 13:06
lukanini
ეგეთი პრიალათავიანები როგორ გამოგივიდა?
რამე გადაუსვი? spy.gif

..............................................
და კკიდევ ყველასთან მაქვს კითხვა

ქიშმიშის და ცუკატების გარდა კიდევ რისი ჩირები შეიძლება გავუკეთო პასკას??

ენჯეის კიდევ ერთხელ მადლობა პასკის არაჩვეულებრივი რეცეპტისთვის, უკვე მერამდენე წელია წარმატებით ვაკეთებ

Posted by: lukanini 29 Apr 2016, 13:13
_nite_
გათქვეფილი კვერცხი
QUOTE
და კკიდევ ყველასთან მაქვს კითხვა

ქიშმიშის და ცუკატების გარდა კიდევ რისი ჩირები შეიძლება გავუკეთო პასკას??

მე პირადად არანაირ სხვა ჩირს არ ვუშვები ქიშმიშის გარდა.წელს პირველად ვუქენი ფორთოხლის კანის ცუკატები ჩემი დამზადებული და ძალიან მოუხდა.

Posted by: 365 29 Apr 2016, 13:53
nia4u
QUOTE
ტრადიციულად დიდ ხუთშაბათს აცხობდნენ-ხოლმე... 

გაიხარე

Posted by: _nite_ 29 Apr 2016, 15:30
lukanini
QUOTE
მე პირადად არანაირ სხვა ჩირს არ ვუშვები ქიშმიშის გარდა.წელს პირველად ვუქენი ფორთოხლის კანის ცუკატები ჩემი დამზადებული და ძალიან მოუხდა.

ფორთოხალი უხდება და მეც ვაპირებ

ამოსაფუებლად მაქვს ცომი შეფუტული, საღამოს ვაცხობ
წელს მინდა ფერადწერტილებიანი პასკა გამოვაცხო აქამდე არ გამიკეთებია

პს. ანუ რომ გამოცხვა გამოიღე კვერცხის გული გადაუსვი და შედგი ისევ ხო?

Posted by: lukanini 29 Apr 2016, 17:22
_nite_
QUOTE
რომ გამოცხვა გამოიღე კვერცხის გული გადაუსვი და შედგი ისევ ხო?

არა ყალიბში რომ ამოფუვდა მაშინ გადავუსვი. კვერცხის გული არა მთლიანი გათქვეფილი კვერცხი და შევდე გამოსაცხოვად.მე მარტო ქვედა წვას ვიყენებ.[quote]
ამოსაფუებლად მაქვს ცომი შეფუტული, საღამოს ვაცხობ
/quote]
უკვე ყალიბში გაქვს?

Posted by: ტატა 29 Apr 2016, 17:25
365
lukanini

მოკლედ ამ შაფრანს დავასხი მდუღარე წყალი და ერთი ღამით გავაჩერე. ძალიან ღია ფერის ნაყენი გამოვიდა და საერთოდ არ უმოქმედია ფერზე.
რატატუის გოგოებსაც ვკითხე რჩევა, როგორც მითხრეს ეს არ არის ნამდვილი შაფრანი, ის უფრო მუქია და სულ 5 ღერია საჭირო ნაყენის დასამზადებლად. თან მუქი შინდისფერი სითხე უნდა დადგეს თურმე,

Posted by: lukanini 29 Apr 2016, 20:32
ტატა
QUOTE
მოკლედ ამ შაფრანს დავასხი მდუღარე წყალი და ერთი ღამით გავაჩერე. ძალიან ღია ფერის ნაყენი გამოვიდა და საერთოდ არ უმოქმედია ფერზე.


http://pix.ge/
ღია ფერის? ა ბატონო გუშინდელი გაკეთებული ნაყენი

QUOTE
ეს არ არის ნამდვილი შაფრანი, ის უფრო მუქია და სულ 5 ღერია საჭირო ნაყენის დასამზადებლად. თან მუქი შინდისფერი სითხე უნდა დადგეს თურმე,


ეგ მართალია რომ ნამდვილი არ არის.რადგან იმას ვიყენებდი აქამდე.ეგ სურათი რომ დადე გამახსენდა რომ მეც მქონდა სახლში და გადავწყვიტე მეცადა.რადგან არასდროს გამომიყენებია.მაგრამ რაც შეეხება მუქ შინდისფერს არავინ მოგატყუოს.ეგეთ ფერს ნამდვილად ვერ მიიღებ ისიც ასეთივე მუქი გამოდის. უფრო ნარინჯისფერი.

Posted by: la reine 29 Apr 2016, 20:57
_nite_
kvercxshi cota arajani sn mawoni gaurie. dabrawuli da priala gamodis.ტატა


me wuxel davayene da dilit marlit gavwure. koniaki davasxi oghond. arayic sheizleba. muqi narinjisferi sitxe mivighe

Posted by: lukanini 29 Apr 2016, 21:13
ისე ის ყვითელი პასკა ბავშვობაში რომ მახსოვს საკონდიტროებში ყვითელ ფერს უშვებოდნენ.

Posted by: _nite_ 29 Apr 2016, 21:43
lukanini
QUOTE
უკვე ყალიბში გაქვს?

კი და ვაცხობ და თAვები უსკდება ყველას
დამტანჯა

Posted by: lukanini 29 Apr 2016, 21:57
_nite_
ფერმენტაცია ხომ არ დააკელი?
* * *
ყალიბში ერთი მესამედი უნდა იყოს და აცადო სანამ კარგად არ ამოიწევა ყალიბის ზედაპირამდე.ნუ ერთი თითის დადება მაინც უნდა რჩებოდეს.ანუ 80% უნდა იყოს ამოსული

Posted by: fifqi29 29 Apr 2016, 23:51
ესეც ჩემი პასკები
http://www.radikal.ru

Posted by: Universe 29 Apr 2016, 23:58
მადლობა რჩევებისთვის love.gif სათითაოდ აღარ დაგთავაგთ.
დილაუთენია გამოცხვა ჩემი პასკა. ამოვიდა, მაგრამ წვრილი ნასვრეტები აქვს (შერეული აჯობებდა), სურნელოვანი და გემრიელია, ოღონდ თავები დაუსკდა და ღუმელის ცეცხლი მოეკიდა ზედმეტად biggrin.gif



Posted by: lukanini 30 Apr 2016, 00:15
fifqi29
მშვენივრად გამოიყურება.რა ლამაზად მოგირთია.აი მე კიდევ რატომ მიყვარს მარტო პუდრით გაფორმება არ ვიცი.მეც ვსინჯავ თეთრ გლაზურს

Posted by: ტატა 30 Apr 2016, 12:28
ესეც ჩემები. სტრუქტურით, სურნელით კმაყოფილი ვარ. გემო ჯერ არ გამისინჯავსsmile.gif

http://radikal.ru/big/4b60dbf7e34a45fbaa2baeef59dd7047

http://radikal.ru/big/0c43c05712604bed851c220ab0c7486d


* * *
lukanini

ე.ი. არასწორად დავაყენე. მთლიანი შეკვრა არც ამიღია 1 ჩაის კოვზი დავაყენე მხოლოდ.
იმოქმედა ნაყენმა ფერზე?

Posted by: lukanini 30 Apr 2016, 13:47
ტატა
რა ლამაზად იცქირება შენი პასკა.სტრუქტურაც ეტყობა რომ კარგია.მე მთლიანი შეკვრა გამოვიყენე, ვგიქრობ ერთ პორციას დაჟე ორი შეკვრა მაინც უნდა.მისცა მოყვითალო ფერი მაგრამ და ცოტა გასამუქებლად ოდნავ ყვითელი ფერი გამოვიყენე.სპეციალური მაქვს საჭმელებში ხმარობენ.

Posted by: ტატა 30 Apr 2016, 13:49
lukanini

მადლობა.
მომავალ წელს გავითვალისწინებsmile.gif

Posted by: fifqi29 30 Apr 2016, 16:07
lukanini
მადლობა.
გემოც კარგი აქვს ძალიან bis.gif bis.gif

Posted by: la reine 30 Apr 2016, 18:56
ტატა
fifqi29

kargi kulichebia. yochagh gogoebo)))

mec davamtavre gushin. mteli dghe vacxobdi. 2 doza gavalete da dzlivs mivfortxdi sawolamde.

kmayofili var. notio gulit da kargi struqturit. ubralod es oxeri qishmishebi mainc ver gadavanawile tanabrad)) bevric chavyare da arc mozela damiklia, fqvilshic amovavle. sxva danarcheni makmayofilebs.

axla rtulis xachos paskas vaketeb pirvelad. imedia gamomiva.

Posted by: Blur 1 May 2016, 09:20
ხალხო მირჩიეთ რამე რა, რთულის
რეცეპტით ვაკეთებ პასკას, შარშან
მშვეიერი გამოვიდა წელს რა
ეტაკა არ ვიცი, საფუარი გაიხსნა თითქოს, მაგრამ ოპარა არ იყო ისე აფუებული როგორც შარშან, მაინც
მოვამზადე ცომი და არც დაძრულა sad.gif აშკარად საფუარის ბრალია, ეშველება რამე?

Posted by: nadin 1 May 2016, 09:22
Blur
სხვა საფუარი დაუმატე ცოტა ან დააცადე

Posted by: Blur 1 May 2016, 09:27
რა სახით დავუმატო? პირდაპირ შევაზილო? თუ ისევ რძეში უნდა ავაფუო?

Posted by: IngaKh 1 May 2016, 10:44
QUOTE (Blur @ 1 May 2016, 09:27 )
რა სახით დავუმატო? პირდაპირ შევაზილო? თუ ისევ რძეში უნდა ავაფუო?

ჩემი აზრით ჯობს ჯერ ოდნავ თბილ გაზქურაში შედგათ ცომი, ერთსაათში ბუშტუკები თუ არ გაუჩნდა, მაშინ, ახალი ,,ოპარა" დააყენოთ საფუარით, თბილი წყლით ან რძით, ფქვილით, ცოტა შაქრით და უკვე ამოფუებული დაამატოთ.

Posted by: la reine 1 May 2016, 10:44
Blur
pirdapir ara, gaxseni.

...................

Posted by: nadin 1 May 2016, 11:50
Blur
გიპასუხეს უკვე, ბოდიში რომ გაურკვევლად დავწერე

Posted by: Blur 1 May 2016, 13:34
IngaKh
მასე მოვიქეცი ზუსტად, ჯერ თბილ გაზქურაში შევდგი, სულ ერთი ორი ბუშტი ამოუვიდა ამიტომ ახალი ოპარა მოვამზადე როგოც თავიდან ვქენი ოღონდ უფრო ცოტა, შემეშინდა სპირტის სუნი არ აუვიდესთქო. იმედია ეშველება რამე.

მადლობა ყველას ასეთი ყურადღებისთვია

Posted by: la reine 1 May 2016, 16:18
mokled, rtulis xachos paska aris ugemrielesi shoki:D

madloba rtulikoooo))))

Posted by: ტატა 1 May 2016, 16:43
ქრისტე აღდგა! გილოცავთ!
http://radikal.ru/big/bb853ab294f3449db8735b0094f66ace

Posted by: IngaKh 1 May 2016, 18:37
QUOTE (Blur @ 1 May 2016, 13:34 )
IngaKh
მასე მოვიქეცი ზუსტად, ჯერ თბილ გაზქურაში შევდგი, სულ ერთი ორი ბუშტი ამოუვიდა ამიტომ ახალი ოპარა მოვამზადე როგოც თავიდან ვქენი ოღონდ უფრო ცოტა, შემეშინდა სპირტის სუნი არ აუვიდესთქო. იმედია ეშველება რამე.

მადლობა ყველას ასეთი ყურადღებისთვია

უთუოდ კარგი გამოგივათ. წარმატებები!

Posted by: 365 2 May 2016, 08:49
შემთხვევით ვინმემ ხომ არ იცით ტკბილი ქვეყნის პასკის რეცეპტი? ასე მითხრეს სგუშონკით აკეთებენო...

Posted by: guruliqali 3 May 2016, 07:20
365
ტკბილი ქვეყნის არ ვიცი, მაგრამ რთულის აქვს ერთი რეცეპტი შესქელებული რძით, ძალიან აქებდა, როგორც მახსოვს
http://www.perfectcook.org/index.php/component/yoorecipe/recipe/1025-e18399e183a3e1839ae18398e183a9e18398e183a1-e183aae1839de1839be18398-e183a8e18394e183a1e183a5e18394e1839ae18394e18391e183a3e1839a-e183a0e183abe18394e18396e18394

Posted by: Mstyle 28 Mar 2017, 14:14
გოგოებო და ბიჭებო biggrin.gif
ხაჭოს პასკის რამე შედარებით მარტივი რეცეპტი რომ მომცეთ თავისი რჩევებითურთ, დიდად მადლობელი დაგრჩებით

Posted by: nia4u 28 Mar 2017, 15:01
QUOTE (nia4u @ 25 Apr 2016, 13:40 )
martosuliqali
QUOTE
გამარჯობათ
დამეხმარეთ რა ხაჭოს პასკის რეცეპტი მინდა.ვიცი ნეტში ბევრია,მაგრამ ვიკითხავ აქაც..
მინდა რაც შეიძლება მარტივი გასაკეთებლად.სამწუხაროდ დამწყები დიასახლისი ვარ და ნუ ძალიან ძვირიანიაც რომ არ გამოვიდეს..
მოკლედ სტუმრებს ჩემს ნაცოდვილარს ჯერ ვერ შევთავაზებ,მაგრამ ოჯახის წევრებს მინდა რომ სიურპრიზი გავუკეთო ხო და რაც უფრო მარტივი და არანავაროჩენნი და იაფი იქნება დამეხმარებით ძალიან....

თუ ვიდეოგაკვეთილი ან ჩემნაირი დამწყებისთვის რაც შეიძლება დაწვრილებით თანმიმდევრობა იქნება მადლობელი ვიქნები...
სპეციალური ფორმები ამ ხაჭოს პასკისთვის არ მაქვს...
მოკლედ რაც შეიძლება მარტივად რომ გავაკეთო იქნებ დამეხმაროს ვინმე აქ რჩევით?/

აქ წერია ყველაფერი პასკების შესახებ!
ამ თემის 27 გვერდზე არის ლინკები პასკების და ხაჭოს პასკების და ნახე.
ახლა რჩევებს რაც შეეხება:
ფორმებად ყველა ხმარობს ყვავილის უხმარ ქოთნებს, რომლებსაც აქვს ძირში ნახვრეტი, რადგან ხაჭო უნდა დაიწუროს.
შეგიძლია გამოიყენო როგორც თიხის, ასევე პლასტმასის.
ასევე შეგიძLია გამოიყენო პატარა ვედრუკა, თუ ძირს გაუხვრიტავ,
ანდა ბოლობოლო ჩვეულებრივი საწური, ე.წ. დრუშლაკი", ოღონდ ამაში დაბალი გამოვა,
თუმცა გემოსთვის ამას მნიშვნელობა არ აქვს.
ახლა თვითონ პასკას რაც შეეხება, ხაჭოსი არის რამდენიმე სახის:
მოხარშული და უმი,
კვერცხიანი და უკვერცხო,
კარაქიანი, ნაღებიანი ან ამათ გარეშე...
აქედან აირჩიე, რომელი გირჩევნია.
ბაზას რომ აარჩევ, მერე შიგ რითი გაამრავალფეროვნებ, ეგეც გემოვნებაზე და შესაძლებლობაზეა და შენვე შეგიძლია გადაწყვიტო...
რეცეპტს აძვირებს ცუკატები და ამბები, ესეც შეგიძლია შენი შეხედულებით შეარჩიო,
სახლში თუ გაქვს გაყინული ხილი, ის შეგიძლია გამოიყენო,
ასევე ქიშმიში, რაც შედარებით იაფია...
ასევე შეგიძლია საზამთროს ან კაკლის მურაბით, თუ გაქვს სახლში,
გააკეთა ჩვენმა თAნაფორუმელმა თიკუშამ და არაცვეულებრივი იყოო...

მოკლედ, გადახედე რეცეპტებს, ამოირჩიე და კიდევ თუ დაგჭირდება დახმარება, დაწერე... smile.gif
ძნელი არ არის... smile.gif
* * *
http://www.imedi.ge/index.php?pg=nws&id=28669
ესმა კუნჭულიას ხაჭოს პასკა
ვიდეო რეცეპტი smile.gif
მომზადების წესი:
იყიდეთ 2 კილო ხაჭო. მარლაში გამოკარით და რამდენიმე საათით დაწრიტეთ. ან ხელით გაწურეთ. ზედმეტი წყალი რომ გამოადინოთ, ნაცარქექიას მეთოდით. ცალკე მოხალეთ ტაფაზე 300-400 გრამი ქართული თხილი და ჩოფერში მსხვილად დაფქვით. ჯამში ჩაუშვით 200. გრამი შერბილებული კარაქი. დაუმატეთ 250-300 გრამი შაქრის პუდრა. დაუმატეთ 150 გრამი არაჟანი. ათქვიფეთ მიქსერით. დაუმატეთ ხაჭო, თხილი, ქიშმიში, ცუკატები. 3-5 ვანილი. კარგად ათქვიფეთ მიქსერით.
ჩააფინეთ რამდენიმე ფენა მარლა თუშფალანგში. ჩაასხით ხაჭოს მასა. მარლის ნაწილებით გადააფარეთ ხაჭოს. დაადეთ თეფში. თეფშზე დაადეთ სიმძიმე. ხაჭოიანი თუშფალანგი ჩადგით ცარიელ ჯამში. შედგით მაცივარში 2 დღე. აღდგომამდე. . შიგადაშიგ ქვედა ჯამიდან გადაწურეთ ზედმეტი სითხე.
აღდგომის სუფრაზე გატანამდე ამოაბრუნეთ თუშფალამგი და ხაჭოს პასქა გადაიტანეთ ლამაზ დიდ თეფშზე. შეგიძლიათ მორთოთ გახეხილი შოკოლადით. ცუკატებით. ან თხილით.
გკოცნით, ესმა


მგონი, ეს არის ყველაზე ადვილი რეცეპტი yes.gif


Mstyle
აბა,ნახეთ ეს პოსტი smile.gif

http://www.newposts.ge/?l=G&id=106701-%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A1,%20%E1%83%9E%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%99%E1%83%90
ესმა კუნჭულიას პასკის ლინკი არ მუშობს ად ახალს დავდებ smile.gif


Posted by: wkna 29 Mar 2017, 14:39
nia4u

ძალიან მინდა ეს ხაჭოს პასკა ვსინჯო და გავაკეთო smile.gif

დამწყები დიასახლისი ვარ და ეხლა ასე დაწვრილებით რომ ვნახე დაწერილი ძალიან გამიხარდა,

მადლობა ასე კარგად რომ წერთ smile.gif

* * *
ჯეჯილთან დაკავშირებით როგორ მოვიქცე ? იქნებ რამე მირჩიოთ აქვე smile.gif

Posted by: nia4u 29 Mar 2017, 17:50
wkna
2kiss.gif დიდი თემა არ არის და თავიდან თუ გადახედავთ, მითუმეტეს, რომ აღდგომამდე დრო ჯერ არის,
ბევრ საინტერესო რჩევას ნახავთ პასკებზეც, ხაჭოს პასკებზეც, კვერცხის შეღებვაზე, სააღდგომო სუფრის გაფორმებაზე და ა.შ.
ჯეჯილს რაც შეეხება, ორი კვირით ადრე ვთესავ.
შესაბამის ლამაზ ჭურჭელზე, ლანგარზე ან თეფშზე დავაფენ ბამბას.
(შეიძლება კვერცხის ნაჭუჭებში ან სხვადასხვა პატარ-პატარა ჭურჭელში ჩათესვაც)
ხორბალს გავარჩევ, რადგან ბევრი ნაგავი მოყვება-ხოლმე
და დავყრი ბამბაზე მჭიდროდ, ოღონდ ძალიან სქლად არა.
ხელით შეასწორეთ და ეცადეთ რომ ბამბა არ ჩანდეს.
მერე დაასველეთ სანამით ან თავსახურდახვრეტილი ბოთლით.
ხელით დატკეპნეთ ბამბა,რომ ყველგან კარგად დასველდეს.
დადგით მზიან და თბილ ადგილას, ფანჯრის რაფაზე
გარეთ არ დადგათ, თორემ ჩიტები შეგიჭამენ!
და ყოველ დილა-საღამოს დანამეთ ოდნავ თბილი წყლით.
ოღონდ მეტისმეტი არ მოგივიდეთ, თორემ დაობდება...
ერთ წელს ჩვენმა თანაფორუმელმა წიწმატი დათესა...
ყველამ იცის, რომ წიწმატი სამ დღეში ამოდის
ანუ ხორბალთნ შედარებით სწრაფად მიიღებთ ჯეჯილს.

http://www.mshoblebi.ge/gamocdileba/praqtikuli-rchevebi/3035-rogor-gavakharoth-jejili-erth-kvirashi-martivi-da-gamocdili-methodi.html
ამ ლინკზეა ჯეჯილის მოყვანის წესი წინასწარ თბილ წყალში ჩალბობით, რაც აჩქარებს გაღივების პროცესს
და ერთ კვირაშიც შეიძლება ჯეჯილის გაზრდა...

* * *
ყველაზე გემრიელი პასკის გამოცხობის 20 საიდუმლო
საიდუმლო 1. სანამ პასკის მომზადებას შეუდგებოდეთ, აუცილებლად მოაწესრიგეთ სამზარეულო და საკუთარი აზრები. ცომის მოზელვისას მნიშვნელოვანია სულიერი სიმშვიდე: იფიქროთ მხოლოდ კარგზე, არსად გეჩქრებოდეთ, არ უნდა იყვიროთ და არ იჩხუბოთ.
http://www.gemrielia.ge/ge/index.php?option=com_content&view=article&id=1001:yvelaze-gemrieli-paskis-gamockhobis-20-saidumlo&catid=30:blogi&Itemid=233

სააღდგომო კვერცხის შეღებვის 10 მეთოდი
http://www.gemrielia.ge/ge/index.php?option=com_content&view=article&id=1004:saaghdgomo-kverckhis-sheghebvis-10-methodi&catid=30:blogi&Itemid=233


ეს კი, ჩვენი ნ.ჯ-ის ბოლო, 2015 წლის პასკის გამარტივებული რეცეპტია და მისწრებაა, ვინც პირველად აცხობს პასკას...
http://ratatui.ge/paska-igive-kulichi/
* * *
http://intermedia.ge/%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%90/73578/110/
სააღდგომოდ კვერცხის გაფორმების 10 ორიგინალური და მარტივი მეთოდი (ფოტო და ვიდეო ინსტრუქციები)

* * *

27-ე გვერდზე
დევს ჩვენი თანაფორუმელების მიერ გამოცდილი
პასკისა და ხაჭოს პასკის რეცეპტები...
* * *
ესეც ბარემ,
rtuli-ს სააღდგომო ყვავილი -
მარტივი
http://www.perfectcook.org/index.php/recipe/205-e183a1e18390e18390e183a6e18393e18392e1839de1839be1839d-e183a7e18395e18390e18395e18398e1839ae18398
და ორსართულიანი
http://www.perfectcook.org/index.php/recipe/1045-e183a1e18390e18390e183a6e18393e18392e1839de1839be1839d-e183a7e18395e18390e18395e18398e1839ae183982

Posted by: aninia 30 Mar 2017, 10:45
nia4u

რა გოგო ხარ! დაუზარელი და გულისხმიერი 2kiss.gif 2kiss.gif 2kiss.gif

Posted by: wkna 30 Mar 2017, 11:57
nia4u

დიდი დიდი მადლობებიიი 2kiss.gif

აუცილებლად დავწერ რა გამომივაა, იმედია მშვიდობიანად გავაკეთებ ყველაფერს biggrin.gif

Posted by: nia4u 30 Mar 2017, 22:32
aninia
2kiss.gif
წელს ველოდები შენი პასკების და ნიგვზიანი პასკების სურათებს, იცოდე... smile.gif

Posted by: LTB1948 6 Apr 2017, 15:35
მოკლედ, წელს პასკები რაც გავშინჯე, ანტრესი ყველას ჯობია. ლეგატოს უფრო ძვირი ღირს, მაგრამ გემოთი ანტრესი ჯობია.

ბრედბარის წელს არ გამიშინჯავს და მიუხედავად ჩემი სიმპატიისა მათი ნამცხვრებისადმი, პასკით არ დავრჩი კმაყოფილი.

მე წელსაც არ მაქვს გამოცხობის თავი და ვყიდულობ.

თუ რომელიმე გამოაცხობთ, მოვალ და სიამოვნებით დაგიგემოვნებთ biggrin.gif biggrin.gif

Posted by: nia4u 6 Apr 2017, 19:50
https://www.edimdoma.ru/kulinarnaya_shkola/posts/20301-kak-sdelat-pashu-v-domashnih-usloviyah
როგორ მოვამზადოთ ხაჭოს პასკა
ზოგადი წესები smile.gif

Posted by: MeBeforeYou 9 Apr 2017, 00:10
დავიწყე დღეს ცხობა, რაოდენობრივად ბევრი მაქვს გამოსაცხობი და იმედია ნერვები მეყოფა ბოლომდე :დ


Posted by: ტატა 9 Apr 2017, 19:54
მეგობრებო,
ჯინჯერი გამოგიყენებიათ პასკაში? როგორ გემოზე მიყავს? ვფიქრობ გავრისკო თუ არა

Posted by: Keti-Ket 9 Apr 2017, 21:24
LTB1948
რა ღირს ანტრეს პასკები? და ქიშმიშითაა მარტო თუ ცუკატებით და მთელი ამბებით?

და ბარემ აქვე ვიკითხავ. მარლა სად იყიდება? ჩვეულებრივი ბინტი ხომ არ გამოდგება ფორმაში ჩასაფენად?

Posted by: ტატა 9 Apr 2017, 21:47
Keti-Ket
მარლა შარშან აფთიაქში ვიყიდე

Posted by: ^O^ 9 Apr 2017, 22:00
Keti-Ket
LTB1948

ყოველ წელს "ანტრეს" პასკას ვყიდულობ, მაგაზე მეტად არცერთი მომწონს.
შარშან 18 ლარი ღირდა , თუ არ ვცდები.

ცუკატებით არაა. კლასიკურია, ქიშმიშით. უგემრიელესია.

Posted by: juli_26 9 Apr 2017, 22:02
nia4u
QUOTE
როგორ მოვამზადოთ ხაჭოს პასკა


ამისთვის შემოვედი ზუსტად biggrin.gif :-*

Posted by: MeBeforeYou 10 Apr 2017, 00:32
გოგოებო მოკლედ მოვრჩი მე კულიჩებს და რას მირჩევთ შესანახად ჭრიჭინა პარკებში შევფუთო თუ მშრალ ადგილას დავდო და ჩაის ტილო გადავაფარო?
ესე ადრე არასდროს გამომიცხვია და სანამ დავარიგებ არ ვიცი როგორ მოვუარო biggrin.gif

Posted by: aninia 10 Apr 2017, 11:13
nia4u
QUOTE
წელს ველოდები შენი პასკების და ნიგვზიანი პასკების სურათებს, იცოდე


ღვთის წყალობით, უნდა გამომივიდეს კაი რამერუმეები. 2kiss.gif
წელს ნიგოზიც მაქვს და მიწისთხილიც. შარშან ნიგოზი არ მქონდა, მოვხალე მიწისთხილი, გავატარე ხორცსაკეპში, ავურიე შაქარში და ამოყვანილ ბეზეში და პასკის ცომით გავაკეთე რულეტები. ბავშვებმა სულ ხელებში ურტყეს ერთმანეთს - სანამ ფოტოს გადასარებად მოვიცალე, ფააფუ! აღარ იყო...
წელს ერთ ტკბილიჭამია ფოტოგადაღებაზე უნდა დავასაქმო smile.gif

MeBeforeYou
QUOTE
გოგოებო მოკლედ მოვრჩი მე კულიჩებს და რას მირჩევთ შესანახად ჭრიჭინა პარკებში შევფუთო თუ მშრალ ადგილას დავდო და ჩაის ტილო გადავაფარო?
ესე ადრე არასდროს გამომიცხვია და სანამ დავარიგებ არ ვიცი როგორ მოვუარო


შეგიძლია ქვაბში ჩააწყო და გრილ ადგილას დადო.
ან ცელოფნის პარკებში ჰერმეტულად და - მაცივარში.
ერთი უცნაური რჩევა კიდევ, საკუთარი გამოცდილებიდან: მე ხშირად ვაცხობ სოფელში, თონეში დედას პურებს. თბილისში ბევრი რომ მომაქვს, მეორე დღეს მშრალია და წუნიები აღარ მიირთმევენ. ჰოდა, ვყოფ 2-3 ნაწილად, ვდებ 2 ცალ ცელოფანის პარკში, ჰერმეტულად ვუკრავ თავს და ვინახავ ... საყინულეში. წინა პარტია რომ გამითავდება, საყინულედან 2-3 საათით ადრე გამოვიღებ გაყინულ პურებს, ტილოზე დავალაგებ ერთმანეთისგან დაშორებით და იმ დღეს გამომცხვარივითაა რბილი და ფუმფულა... შეგიძლია 1- 2 ცალი ასეც შეინახო.



* * *
ტატა
QUOTE
ჯინჯერი გამოგიყენებიათ პასკაში? როგორ გემოზე მიყავს? ვფიქრობ გავრისკო თუ არა


გამომიყენებია, ოღონდ სხვა სუნელებთან შედარებით ნაკლები. ასე დიდ გავლენას ვერ ახდენს მთლიან გემოზე.
მე გამოცხობამდე 1 კვირით ადრე სუნელებს ერთად ვათავსებ ხრახნიან ქილაში და ვასხამ 150 გ კონიაკს. მერე გადავწურავ და მხოლოდ სურნელოვან სითხეს უკეთებ ცომში.
დაფქულს არაფერს ვიყენებ, შესაძლოა ცომში შემიყვეს და ფერი შეუცვალოს, ან ნამცეცებად გამოჩნდეს, მაგალითად, დარიჩინი. ამიტომ მიხაკს, დარიჩინს, კარდამონს (ილი) და მუსკატის კაკალს ვამტვრევ და ისე ვყრი ქილაში. ჯინჯერს ნახევარ ჩაის კოვზს ვუკეთებ გახეხილს.

Posted by: MeBeforeYou 10 Apr 2017, 18:09
aninia
მადლობა რჩევებისთვის. ცელოფნებში მოვუკარი თავები და გადავაფარე ჩაის ტილო დიდი.
აი საყინულის თემამ ძალიან დამაინტერესა, პირველად შენგან / თქვენგან გავიგე და შევინახე ერთი დიდი და ერთი პატარა, მაინტერესებს როგორი გამოვა.

ეს კი ჩემი შაბათ-კვირის ,,ნაშრომი''. რამდენიმეს თავი დაუსკდა და გამიკვრიდა, არ მისკდება ხოლმე. მიზეზსს ვერ მივხვდი ((

http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru

Posted by: lukanini 10 Apr 2017, 18:21
MeBeforeYou
მეც გაყინვას გირჩევ.ცელოფნის პარკებში კარგად შეფუთე და ისე გაყინე.შარშან მე სულ მასე გავყინე და წინ დღით თუ გამოიღებ ახალი გამომცხვარივითაა,არც შრება და არაფერი.საერთოდ როგორც aniniaმ თქვა პურებსაც ვყინავ და ბულკებსაც.ნუ საჭმელებზე აღარ მაქვს საუბარი.

Posted by: nia4u 10 Apr 2017, 20:34
lukanini
2kiss.gif
მიხარია, რომ გამოჩნდი!
შენს შედევრებს ველოდები... smile.gif
MeBeforeYou
ოღონდ საყინულეში და არა მაცივარში.
რაც საყინულეში არ ჩაეტევა, დიდ ქვაბში, ტილოგადაფარებული, ძველქართულხალხურად smile.gif

Posted by: lukanini 10 Apr 2017, 21:05
nia4u
2kiss.gif რამდენი ხანია აღარ დამიპოსტავს.მეც მიხარია შენი დანახვა.მე სავარაუდოდ ხუთშაბათს დავიწყებ მომზადებას.

Posted by: MeBeforeYou 10 Apr 2017, 21:44
lukanini
მე კიდევ მგონი კენკრის და ალუბლის გარდა არასდროს არაფერი გამიყინავს, მეგონა ეცვლებოდა კონსისტენცია.
თუ ესე კარგად ინახება, ძაან კი დამეზოგება დრო, ძირითადად უქმეებზე თუ მიწევს კეთება მაინც.

nia4u
ნია ემალის დიდი ქვაბი წავა ხომ? ბებიაჩემს აქვს რაღაც ძველებური და გამოვართმევ .
რა უნდა გკითხო იცი, რამდენიმეზე დამისკდა თავი, არადა თითქმის მსგავსი ჩეპეების გარეშე ცხვებოდა სულ.
დედაჩემს ვკითხე და ჩაზილვისას დაგაკლდებოდა ცხიმიო, არადა არამგონია ეგ მიზეზი იყოს, ცომს ტექსუნით ვზილავ, მერე ამოღებამდე ავედოვით ვზილავ ორჯერ, ამოღების დროსაც ხელები ცხიმიანი მაქვს თავისთავად და არამგონია ეს ცხიმის დაკლება.
რა შეიძლება შენი აზრიით რომ მიზეზი იყოს?

Posted by: Keti-Ket 10 Apr 2017, 22:05
MeBeforeYou
ვაიმე რა მაგარია, თან რამდენია. უბრალოდ არ შემეძლო აღფრთოვანება არ გამომეხატა. თან სახლის პასკას სულ სხვა გემო ექნება

Posted by: fermina 10 Apr 2017, 22:33
^O^
QUOTE
ყოველ წელს "ანტრეს" პასკას ვყიდულობ, მაგაზე მეტად არცერთი მომწონს.
შარშან 18 ლარი ღირდა , თუ არ ვცდები.

ცუკატებით არაა. კლასიკურია, ქიშმიშით. უგემრიელესია.


მე მგონი, საუკეთესო პასკაა მართლაც თბილისში.

იმედია, წელსაც სტაბილურად კარგს გააკეთებენ.

ბევრი სხვა პასკა ვცადე, მაგრამ არცერთი არ შეედრება.

აი დღეს ბროტმაისტერის, ავსტრიული საცხობის ვიყიდე, რეკლამა გაუკეთეს და არა რაააა.... ფუნთუშასავითაა.

ანტრეს პასკა არის ცხიმიანი, მძიმე და საოცრად გემრიელი. ძვირიცაა smile.gif

Posted by: MeBeforeYou 10 Apr 2017, 22:50
Keti-Ket
მადლობა შექებისთვის :* ნახევარი ბებიებისთვისაა biggrin.gif
გემოთი მართლა ფანტასტიკურია, ნუ ჩემთვის მაინც და ჩემი გემოვნებით.
თითქმის ყველა გაპიარებული საცხობის მაქვს გასინჯული, დაწყებული ანტრეთი და დამთავრეებული აზატოთი და მაინც მეც შენს აზრს ვეთანხმები, რომ სახლში გამომცხვარს არაფერი სჯობს.

Posted by: aninia 11 Apr 2017, 12:55
MeBeforeYou

QUOTE
პირველად შენგან / თქვენგან გავიგე

საყვარელო, ნუ გერიდება, აქ ყველა "შენობით" ვსუბრობთ.

იქითაც - "დღეს გავაკეთეში" ვნახე შენი პასკები, რა მშვენიერები და ლამაზებია! bis.gif
რეცეპტს აქაც თუ გადმოიტან, სულ მთლად დახატავ აქაურობას. მეც უნდა გადმოვიტანო.

პასკისთვის თავის დასკდომის მიზეზებზე ამ თემაში ბევრია დაწერილი. იყო აზრთა სხვადასხვაობა, მაგრამ, ბოლოს, მეტრები მაინც არასაკმარის მოზელვაზე შეთანხმდნენ, მოკლედ, ჩანს, ცოტა ზელვა დააკლდა შენ ცომს . kiss.gif

აბა, ვნახოთ, საყინულეში შენახული შენი პასკები როგორ მოგეწონება.
მერე დაგვიწერე აქ. სხვებსაც გამოადგება შენი გამოცდილება.

QUOTE
ცელოფნებში მოვუკარი თავები და გადავაფარე ჩაის ტილო დიდი.

ცელოფანში შეფუთულებს ჩაის ტილო სილამაზითვის თუ დასჭირდათ, თორემ, სხვა ვერაფერი მზრუნველი იქნება smile.gif 2kiss.gif
nia4uმ როგორც თქვა, ისე თუ ინახავ, ტილო მაშინ გჭირდება -
QUOTE
დიდ ქვაბში, ტილოგადაფარებული, ძველქართულხალხურად


lukanini
გამიხარდა რომ დაგინახე 2kiss.gif



Posted by: nia4u 11 Apr 2017, 17:00
MeBeforeYou
QUOTE
ნია ემალის დიდი ქვაბი წავა ხომ? ბებიაჩემს აქვს რაღაც ძველებური და გამოვართმევ .
რა უნდა გკითხო იცი, რამდენიმეზე დამისკდა თავი, არადა თითქმის მსგავსი ჩეპეების გარეშე ცხვებოდა სულ.
დედაჩემს ვკითხე და ჩაზილვისას დაგაკლდებოდა ცხიმიო, არადა არამგონია ეგ მიზეზი იყოს, ცომს ტექსუნით ვზილავ, მერე ამოღებამდე ავედოვით ვზილავ ორჯერ, ამოღების დროსაც ხელები ცხიმიანი მაქვს თავისთავად და არამგონია ეს ცხიმის დაკლება.
რა შეიძლება შენი აზრიით რომ მიზეზი იყოს?

კი, გამოდგება ნებისმიერი სახურავიანი ტევადი ქვაბი.
თAვებს რაც შეეხება, რამდენიმე მიზეზი გამიგია...
1. ზელვის დაკლება.
თუმცა ეს მიზეზი N.J.-მ გააქარწყლა, თAვისი ბოლო, გამარტივებული რეცეპტით,
რომელიც, როგორც თვითონ თქვა, თითქმის არ უზელია.
ზელვის დაკლება ასევე იწვევს პასკის მეტისმეტად დაფშვნას გაჭრის დროს.
2. ცხიმის ნაკლებობა.
ეს შენ თვითონ გამორიცხე.
3. მეტისმეტად მაღალი ტემპერატურა ცხობის დასაწყისში.
ეს მე შევამჩნიე ჩემი პრაქტიკიდან.
ამიტომ თავიდან ზომიერ ტემპერატურაზე ვიწყებ ცხობას და თუ თავებს დაბრაწვა დააკლდა, ბოლოს ვუმატებ ცოტას.
ახლა შენ თვითონ დაასკვნი მიზეზს smile.gif
კიდევ საინტერესოა, ერთი მოზელვის პასკებიდან ზოგს დაუსკდა თვი და ზოგს არა?
თუ ასეა, მესამე მიზეზი იქნება...

Posted by: LTB1948 11 Apr 2017, 19:53
Keti-Ket
15 ლარი ღირს, შარშან 12 ღირდა

Posted by: gogochka 11 Apr 2017, 22:21
Gamarjoba gogoebo paskis formebi sad sheidzleba shevidzino?ogond qagaldis ar minda sad.gif iyideba sadme?an ra girs?

Posted by: fermina 12 Apr 2017, 10:19
gogochka

ბაზრობაზე, ყველანაირი.

Posted by: speechl1 12 Apr 2017, 14:33
გამარჯობა

პასკის ცომი როდის მზადდება, პარასკევს პზის ჩასვლამდე თU ხუთშაბათს?

Posted by: fermina 12 Apr 2017, 15:00
speechless№1
QUOTE
გამარჯობა

პასკის ცომი როდის მზადდება, პარასკევს პზის ჩასვლამდე თU ხუთშაბათს?


როცა გაგიხარდება და დრო გექნება smile.gif

პ.ს. კარგი პასკის ახალი "ნაკოლი" - ბერნი აბაშიძეზე.

მე არ გამისინჯავს ჯერ, ანტრეს ჯობსო.

Posted by: gogochka 12 Apr 2017, 16:45
fermina
Madlobaa didii ..imedia vishovi smile.gif pirvelad unda gavaketo da meshinia qagaldshi AR damewvas smile.gif

Posted by: ^O^ 13 Apr 2017, 03:27
ტრადიციულად, შევიძინე "ანტრეს" გემრიელობა პასკა, იმედია არ გამოშრება აღდგომამდე...
"ბერნი" არ გამისინჯავს, დასატესტია, რატომაც არა და "მანდარინის" პასკები ისეთი გამოპრანჭულები არიან, ფოტოები ვნახე, უნდა უყურო, დაგენანება გაჭრა ))) ნეტა გემოც თუ ასეთივეა.


Posted by: fermina 13 Apr 2017, 08:12
^O^
ბერნის ნაქები პასკა არ მოგვეწონა. გემოზე თითქოს არა უშავს და კონსისტენცია არ არის მე რომ მიყვარს, ისეთი. უფრო მოფუნთუშო ვარიანტია.
ისევ ანტრეს იმედზე ვარ, პეტრიაშვილზე ძველი საცხობია და მანდ იყო ხოლმე კარგი პასკა კიდევ.
* * *
მანდარიმის პასკები მეც ზედმეტად გადატირთული მომეჩვენა. აქებენ კიდევ ტარტანს ტატიშვილის ქუჩაზე, ვერაზე. კილო 19 ლარი ღირა ოღონდ smile.gif

Posted by: kriketi-1985 13 Apr 2017, 08:44
ფალიაშვილის 85-ში ყოფილა ლიკას საკონდიტრო, აქებენ, ოღონდ ძვირიაო, ზუსტი ფასი არ ვიცი.

Posted by: fermina 13 Apr 2017, 11:43
kriketi-1985
QUOTE
ფალიაშვილის 85-ში ყოფილა ლიკას საკონდიტრო, აქებენ, ოღონდ ძვირიაო, ზუსტი ფასი არ ვიცი.


რამე სახელი არ აქვს? ან ფბ?

გავალ ახლა ვნახავ, აქვე უნდა იყოს წესით.

Posted by: Mstyle 13 Apr 2017, 12:49
მანდარინის 25 ლარიანს თუ დატესტავთ ვინმე გაგვიზიარეთ რა შთაბეჭდილებებბი და აგროჰაბის პასკებზე კიდევ.
fermina
ბერნის 25 ლარიანი?
ის ნიგვზები და თხილები შიგნითაც აქვს თუ მარტო ზემოდან?

Posted by: kriketi-1985 13 Apr 2017, 13:08
fermina
მეტი ნამდვილად არაფერი ვიცი sad.gif მაგრამ არა მგონია ფეიჯი ჰქონდეთ, არც გავლისას შემინიშნავს აბრა ან მსგავსი გამოკვეთილი მანიშნებელი, ვისაც კლიენტი ისედაც ჰყავს, არ იწუხებენ თავს ამეების გაკეთებით, თან ვერც აუვლენ ალბათ შეკვეთებს;დ როცა კონკრეტული ადამიანი მუშაობს ოჯახურ გარემოში და არა ქარხანა. იმედია, მიაგნებთ და შთაბეჭდილებებსაც გაგვიზიარებთ smile.gif

Posted by: shilaida 13 Apr 2017, 13:49
მეგობრებო,ლიკას საცხობი ნაძალად3ვშიც არის,ზუსტად 1 სამშობიაროს გვერდით,კუთხეში,შუქნისანთან, "ევროპული საცხობი ქვია",გამისინჯავს მაქაური კექსი და ნამცხვრები,გემრიელია უდაოდ,პასკუსა არაფერი ვიციsmile.gif
* * *
https://www.facebook.com/sakonditro.Lika/
ფეიჯიც ჰქონიათ smile.gif

Posted by: fermina 13 Apr 2017, 15:01
Mstyle
QUOTE
ბერნის 25 ლარიანი?
ის ნიგვზები და თხილები შიგნითაც აქვს თუ მარტო ზემოდან?


ჰქონდათ ორნაირი, ქართული და იტალიური. მე ქართული ვიყიდე, 800 გრამიანი 12 ლარი ღირდა. იყო ფუმფულა და არამძიმე, არ მომეწონა. შოკოლადები და ნუში მარტო ზემოდან. აკლდა ცხიმიანობა. მე მიყვარს მძიმე და აი როგორ ვთქვა, ცხიმიანი და მტვრევადი. ეს კულიჩივით იყო.

shilaida
QUOTE
მეგობრებო,ლიკას საცხობი ნაძალად3ვშიც არის,ზუსტად 1 სამშობიაროს გვერდით,კუთხეში,შუქნისანთან, "ევროპული საცხობი ქვია",გამისინჯავს მაქაური კექსი და ნამცხვრები,გემრიელია უდაოდ,პასკუსა არაფერი ვიცი
* * *
https://www.facebook.com/sakonditro.Lika/
ფეიჯიც ჰქონიათ


ეს მეც ვნახე, მაგრამ იგივეა რაც ფალიაშვილზე? ანუ რომელსაც აქებენ?

Posted by: kriketi-1985 13 Apr 2017, 17:02
ეგ გვერდი ვნახე, მაგრამ არ ვარ დარწმუნებული ერთი და იმავე ადამიანისაა თუ არა, რადგან მითითებული უნდა ჰქონდეთ მეორე მისამართიც. თან ვისგანაც გავიგე, მხოლოდ ფალიაშვილზე იცოდნენ, შEიძლება მეორეს შესახებ არც იცოდნენ, ვერ გეტყვით ზუსტად.

Posted by: Keti-Ket 13 Apr 2017, 22:57
მეგობრებო, აზატოს პასკებზე რას იტყვით?

Posted by: MeBeforeYou 14 Apr 2017, 07:54
aninia
ბოდიში ვერ გიპასუხე დროულად :*
რეცეპტს გადმოვიტან აუცილებლად, არაა პრობლემა.
დღეს კერძო შეკვეთა უნდა გავკეთო და ისე ვნერვიულობ რომ არ ვიცი, ახლობელია და უარი ვერ ვუთხარი და ეხლა გული მისკდება კარგი რომ არ გამომივიდეს. :დ წინასწარ ვუთხარი ზოგზე თავი დამისკდა-თქო და დამცინა, ვის ადარდებს ეგო. გავითვალისწინებ შენსა და ნიას რჩევებს, თუ არადა თავი დავიზღვიე მაინც biggrin.gif

nia4u
მადლობა ნია :*
მესამე ვარიანტზე დავფიქრდი და თავიდან პირველ ნაწილს ვდებ დაბალზე რომ ამოვიდეს და მერე გადამყავს 180 გრადუსზე. შეიძლება ამისი ბრალი იყოს, დღეს კიდევ დავაკვირდები. როგორც მახსოვს დანარჩენები არ დამსკდარა.
ზელვით რავიცი, დედაჩემი თავის დროზე ორ პორციას აკეთებდა ხოლმე ერთად და მე რომ ვერ ვერევი, 3 კგ ფქვილით ვაკეთებ. ზელვაც არამგონია მიზეზი იყოს, დღეს ამასაც დავაკვირდები კარგად.

* * *
Keti-Ket
გუშინ გავსინჯე ზუსტად.
საკმაოდ მძიმეა, საშუალოდ ნოტიო შიგნიდან, სუნელებთან ერთად დამატებული ქონდა რაღაც, რასაც ცოტა სიმჟავისკენ მიყავს.
დედაჩემმა ცედრა იქნებაო და არაა, ცედრით გასინჯული მაქვს.
მერე გავარკვიე მათი თანამშრომელისგან(ამ გოგომ გვაჩუქა), რომ ლიმონის ზეთითაა დამუშავებული. ეს რა ზეთია არ ვიცი, წარმოდგენა არ მაქვს, მაგრამ აი ლიმონმჟავას ესენციის გემო დაკრავს, რაც მეზედმეტა მე.
პატარა იყო ეს, დიდებში რა სიტუაცია აქვთ არ ვიცი, სხვა მხრივ მშვენიერი იყო, უბრალოდ თუ ყიდვას გადაწყვეტ, გასინჯვის გარეშე არ იყიდო, ვაიდა გემჟაოს შენც.

Posted by: fermina 14 Apr 2017, 15:11
პეტრიაშვილზე ძველი საცხობი/ნამცხვრების მაღაზია რომ არის, ძალიან კარგი პასკა აქვთ ყოველთვის. წელსაც ვიყიდე, ჯერ არ დამიჭრია, მაგრამ ადგილზე ჰქონდათ დასაგემოვნებელი და ძალიან მომეწონა. მე როგორიც მიყვარს, მძიმე და ნოტიოა. ფასი 12 ლ კილო.

Posted by: Universe 14 Apr 2017, 17:05
ფორმისა და პკის გუნდის პროპორციები დაწერეთ რა, რამდენ გრამიანში რამდნი გრამი იდება.

პ.ს. ზოგი ფორმა დაბალი და გაშლილია, ზოგი ვიწრო და მაღალი. აქვს ამას რამე მნიშვნელობა ცომის განაწილებისას? გაშლილს ალბათ მეტი დასჭირდება?
smile.gif

Posted by: ტატა 14 Apr 2017, 17:51
QUOTE (kriketi-1985 @ 13 Apr 2017, 08:44 )
ფალიაშვილის 85-ში ყოფილა ლიკას საკონდიტრო, აქებენ, ოღონდ ძვირიაო, ზუსტი ფასი არ ვიცი.

ლიკას ტორტები არის მართლა #1 თბილისში, რამდენიც არ გამისინჯავს, ვერც ერთი შეედრება
ასე, რომ პასკასაც თუ ეგეთს აცხობს...smile.gif

პ.ს დადიანზე მგონი სხვა ლიკაა, მე ფალიაშვილისას ვუწევ რეკომენდაციას
* * *
Universe
ჩემი გამოცდილებით, ნახევარზე ნაკლები უნდა ჩადოთ. დაახლოებით 1/3. შემდეგ დაააცდით ამოფუებას, და დაახლოებით 2/3 უნდა იყოს როდესაც გამოსაცხობად შედებთ.

პ.ს ძალიან მწარე გამოცდილება მაქვს. თავიდან როდესაც ცხობა დავიწყე მირჩიეს 2/3 ჩამედო და გადმოვიდა ფორმებიდან. ასე, რომ ჯობს ცოტა დაბალი იყოს, ვიდრე გაფუჭდესsmile.gif

Posted by: fermina 14 Apr 2017, 18:37
ტატა

რა ადგილზეა ფალიაშვილზე? ნომერი გავიგე, ისე, რასთანაა ახლოს.

Posted by: LKLK 14 Apr 2017, 21:15
fermina
QUOTE
პეტრიაშვილზე ძველი საცხობი

წელსაც გემრიელი პასკა აქვთ. თან ფასიც ადეკვატურია.

Posted by: lukanini 14 Apr 2017, 22:12
დღეს მეც გამოვაცხე jump.gif შედეგით ძალიან ძალიან კმაყოფილი ვარ.ერთი ეგ არის რომ კარგი თავები ქონდა გაკეთებული და ცოტა დაიწია.ისე წუნს ვერაფრით ვერ დავუდებ.

user posted image
ეს წუხელ მოვზილე და ასე გამოიყურებოდა

user posted image
ესეც ამ დილას რომ გამოვხსენი ღუმელი აი რა დამხვდა gigi.gif . ისეთი ელასტიური ცომი იყო რომ ზედ ეკიდა ქვაბს.დამსკდარი რომაა გვერდებზე ეგ ხელი მოვკიდე უნდა ჩამედო ისევ ქვაბში და მერე ვიფიქრე მოდი სურათს
გადავუღებ მეთქი. კიდევ კარგი ღუმელი არ დამეთხვარა facepalm.gif

user posted image
ესეც უკვე გამომცხვარი.როგორც ავღნიშნე თავები მეტი ლამაზი ქონდა მაგრამ ოდნავ დაეწია და დაეპრუჭყნა

user posted image
ესეც გაჭრილი. ისეთია გული სულ ფურცელ ფურცელ იხლიჩება.

user posted image



* * *
MeBeforeYou
ფერმენტაცია ხომ არ დააკელი.ეგ კიდევ ერთ ერთი მიზეზია თავების დასკდომის.ან ძალიან გახურებული ღუმელი.თავი მალევე მოაშრო და ცომის გაზრდის შედეგად თავებიც გაეხსნა. მიზეზი მართლაც შეიძლება ბევრი რამ იყოს

Posted by: Universe 15 Apr 2017, 00:16
ტატა
მადლობა smile.gif 1/3 ჩავდებ.

გვიან მომიწია ცომის გამზადება. ახლა ვფიქრობ ღამით ხომ არ დავტოვო...
მძიმედ ამოდის. ზელვისას კი იყო ფაფუკი და ელასტიური chups.gif

lukanini
ო, მეთქი ცხობისას გადმოფუვდა, ღუმელიდან გაქცევა დააპირა smile.gif)

მშვენივრად დაბრაწულან up.gif

Posted by: eka3 15 Apr 2017, 10:58
lukanini
არაჩვეულებრივად გამოიყურება! პასკის თავებიც ლამაზად არის. რა წაუსვით თავზე? იქნებ პასკის რეცეპტი გაგვიმხილოთ. jump.gif
ნოტიო თუ გამოვიდა? მადლობა.
smile.gif

Posted by: lukanini 15 Apr 2017, 11:20
eka3
QUOTE
რა წაუსვით თავზე

გათქვეფილი კვერცხი

QUOTE
იქნებ პასკის რეცეპტი გაგვიმხილოთ. 

აუცილებლად

QUOTE
ნოტიო თუ გამოვიდა

ძალიან love.gif
* * *
ესეც ჩემი პასკის რეცეპტი love.gif

750 რძე
10 პატარა კვერცხი (დაახლოვებით 65 გრ ნაჭუჭიანად)
2.250 უმაღლესი ხარისხის ფქვილი
500 კარაქი
200 მაღალ პროცენტიანი ნაღები
800 შაქარი
800 ქიშმიში
100 ფორთოხლის ცუკატი
30 მარილი
5 ჩ.კ თაფლი
50 საფუარი (თუ მშრალ საფუარს იყენებთ ამის ერთი მესამედი ნუ 20 გრ მაინც)
2 ლიმონის კანი და 1 ლიმონის წვენი
100 გრ რომი,კონიაკი...
შაფრანი 0,15.ასე ეწერა ჩემს ბოთლს რომ ვიყიდე.ეს ნამდვილი შაფრანია წვრილი ღეროები რომაა ის
მე სუნელებს ვწონი და ისე ვუშვები.ასე ყოველთვის ერთი გემო აქვს.არც მეტი არც ნაკლები
1,2 გრ მუსკატის კაკალი.0,5 ჩ.კ
10 ც კარდამონი
1,2 გრ მიხაკი ან 0.5 ჩ.კ
1.2 დარიჩინი ან 0,5 ჩ.კ
1,2 ვანილი ან 0,5 ჩ.კ
მე მადაგასკარის ვანილის ექსტრაქტი გამოვიყენე და პასტა.1 1/2 ჩ.კ ან 1 ვანილის ღერი შეგიძლიათ უქნათ
ამ ვანილს თუ გამოიყენებთ კრისტალი ვანილის დოზა შეამცირეთ

ანუ მე ასე ვამზადებ 24 საათით ადრე ვიწყებ საფუვრის მომზადებას
1 დღე.ოდნავ თბილ რძეში ვხსნით თაფლს + საფუარი 5 გრ და 0,5 კგ ფქვილი.მოვურიოთ ხის კოვზით კარგად და გავაჩეროთ ნუ დაახლოვებით 1-2 საათი.მერე ვდებ მაცივარში მეორე დღის საღამომდე.
სანელებლებსაც ამ დღეს ვამზადებ.ვაცლი კანს ლიმონს(მარტო ყვითელ მხარეს.თეთრი არაფერში გვჭირდება სიმწარეს აძლევს) და ვაბლენდერებ ცოტა შაქარში.
ვწურავ 1 ლიმონს
პატარა შუშის ბანკაში ვასხავ ლიმონის წვენს,სადღაც 70 გრ რომს,დაბლენდერებულ ლიმონის კანს და ყველა სუნელს,ვანილს, შაფრანის გარდა.მოვუჭერ კარგად თავზე რეზბიან საცობს .დრო და დრო ხელით შევანჯღრევ ხოლმე რომ მასა აერიოს ერთმანეთს
შაფრანს ვნაყავ +0.5 ჩ.კ შაქარი და ცოტა ადუღებული წყალი.თავზე ვაფარებ და ვფუთავ
კარგად გარეცხილ (ცხელ წყალში) და გამშრალებულ ქიშმიშს ვასხავ დარჩენილ რომს+ ფორთოხლის ცუკატები.ვაფარებ თავზე ჰერმეტულად.ამასაც დრო და დრო ვურევ ხოლმე

2 დღე. საღამოს სადღაც 7 საათზე ვიწყებ ცომის მომზადებას. მთლიანი კვერცხებისგან ვაკეთებ გოგლი მოგლს.მაცივრიდან ვიღებ საფუარს და ვურევ გათქვეფილ კვერცხს.(თუ ხელით ზილავთ მაშინ საფუარი ერთი საათით ადრე მაინც გამოიღეთ მაცივრიდან) ამ დროს ვუშვები სუნელების ნაყენს,შაფრანს,ნაღებს, მარილს.დროჟს ფქვილში ვურევ და ისე ვამატებ ცომს.ყველაფერს კარგად მოვურევ და ბოლოს შევაზელ კარდაგ დარბილებულ კარაქს.ცომს ვაჩერებ ნახ. საათი მაინც და მერე ვიწყებ ზელას.მე საზელ მანქანას ვიყენებ და ამიტომაც გამოდის ცომი ძალიან ელასტიური.ცომს დაახლოვებით 4ზე ვყოფ და ნაწილ ნაწილ ვამუშავებ .მიქსერის სპირალიანი ფეხებიც შეგიძლიათ გამოიყენოთ ან ვისაც პურის საცხობი აპარატი გაქვთ ეგეც წავა.მარტო მოზელვის რეჟიმი.ტემპერატურა არ უნდა.მე სადღაც თუთო ნაწილს 20 წთ მოვუნდი.კარგად რომ მოზელილიყო. შემდეგ ვგდავ მთელი ღამე გასაფუებლად.არც სითბოში არაფერი.ნუ საყინულეშიც ნუ იქნება. wink.gif .ოთახში თუ თბილა საკმარისია.

3 დღე. დილით ჩავზილავ ცომს ზეთიანი ხელით.ვაჩერებ 1 საათი და მერე ვურევ ქიშმიშს.რომელსაც აქვს გარეული 1-2 ს.კ ზეთი და ფქვილი.ეს იმიტომ რომ ცომს კარგად მიეკროს.ისევ ვაჩერებ ნახ. საათს
ვიღებ ცომის და ვწონი.დიდი ქაღალდის ყალიბებში 900 გრ და პატარებში 500.ჩემები კილოიანი და ნახევარ კილოიანი ყალიბებიბია.სანამ ყალიბში ჩავდებ მომოვაგუნდავებ როგორც ხაჭაპურის ცომს ვუშვებით ისე,ვაჩერებ სადღაც 10 წთ.სამუშაო მაგიდა ცოტა ზეთმოსმული მაქვს.ფქვილს არ ვხმარობ.მერე ისევ კარგად მოვაგუნგავებ. ცომის გვერდებს ვკეცავ ამოვაბრუნებ და კარგად მრგვალ ფორმას ვაძლევ.როგორც პურს ისე .თავი უნდა ქონდეს მოჭიმული და ასე ვდებ ყალიბებში.ოდნავ თბილ ღუმელში(თუ თერმომეტრი გაქვთ 30 º მეტი არ უნდა იყოს) ჯამით ვდებ ადუღებულ წყალს და ისე ვაწყობ ყალიბებს.ასე სინოტივეს ვაძლევთ ცომს და ხელს ვუწყობთ უკეთესად რომ გაფუვდეს.თანაც თავზე არ გაშრება.ჩემები ძალიან სწრაფად გაფუვდნენ .სადღეც 3 საათში უკვე მზად იყო.
ღუმელს ვახურებ 150-160 გრადუსზე ჰაერის ფუნქციით. ღუმელის ძირზე ვდებ პატარა ჯამით ადუღებულ წყალს ცხობის პირველ 20 წუთს. მერე ვიღებ და ვაგრძელებ ცხობას.დიდ ყალიბს უნდა 50 წთ და პატარას 40. თუ საზომი თერმომეტრი გაქვთ 94º მაინც უნდა იყოს პასკის გულის ტემპერატურა.

P.S პასკებს მთლიან გათქვეფილ კვერცხს ვუსმევ.


* * *
ამ ცომიდან გამომივიდა 4 დიდი და 5 პატარა პასკა

Posted by: wkna 16 Apr 2017, 10:38
ქრისტე აღდგა !

გილოცავთ <3

გუშინ სპონტანურად მოვინდომე და გამოვაცხე ჩემი პირველი პასკა, ვერ ვიტყვი რომ სეუდარებელია თუმცა გემრიელია,სუნელები დავაკელი ფქვილი დავაკელი და ჩამივარდა biggrin.gif ამ ყველაფერს გამოცხობის შემდეგ მივხვდი...

გლაზურის ფხვნილი ვიყიდე და აწერია უკრაინულად, იქნებ ვინმემ იცოდეთ როგორ გავაკეთო ? smile.gif ვერ გავუგე ვერაფერი


Posted by: IngaKh 16 Apr 2017, 11:01
QUOTE (wkna @ 16 Apr 2017, 10:38 )
ქრისტე აღდგა !

გილოცავთ <3

გუშინ სპონტანურად მოვინდომე და გამოვაცხე ჩემი პირველი პასკა, ვერ ვიტყვი რომ სეუდარებელია თუმცა გემრიელია,სუნელები დავაკელი ფქვილი დავაკელი და ჩამივარდა biggrin.gif ამ ყველაფერს გამოცხობის შემდეგ მივხვდი...

გლაზურის ფხვნილი ვიყიდე და აწერია უკრაინულად, იქნებ ვინმემ იცოდეთ როგორ გავაკეთო ? smile.gif ვერ გავუგე ვერაფერი

ჭეშმარიტად აღდგა! ჩავარდნა ფორმაში ზედმეტად ამოფუებამაც იცის, ანუ, ფორმაში ძალიან თუ ამოფუვდა, ცხობისასაც კიდევ იმატებს, თავიდან 180 გრადუსზე ნაკლებ ტემპერატურაზე თუ აცხობთ, კიდევ ფუვდება და ზედმეტი თუ მოუვიდა მერე ვარდება. ამიტომ, მე პირველი თხუტმეტი წუთი 180 გრადუსზე ვაცხობ, ანუ სანამ თავები ოდნავ შეიფერება, მერე თავზე ვაფარებ ფოლგას და ვაგრძელებ 150-160 გრადუსზე. თავი სწრაფად რომ მოებრაწება მერე აღარ ჩავარდება. ეს ჩემი გამოცდილებიდან, თუ გამოგადგებათ.

Posted by: aninia 16 Apr 2017, 12:46
ქრისტე აღდგა!

ყველას მოგილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს! სიხარული და სიკეთე იყოს თქვენი ცხოვრების თანამდევი.
მრავალ ბედნიერ დღესასწაულს მოსწრებოდეთ!

ესეც ჩემი ნახელავები სააღდგომოდ:
პასკა წელს მთლად კარგი არ გამოვიდა...
http://radikal.ru
http://radikal.ru

ნიგვზიანი რულეტების წნული:
http://radikal.ru

ესეც სააღდგომო ყვავილი. სიცარიელეში შეღებილი კვერცხები უნდა ჩამეწყო მარა, დედაჩემს მოეწონა და მასთან დავტოვე.
ამასაც გულსართი ნიგვზიანი აქვს
http://radikal.ru


lukanini
საუცხოო პასკებია bis.gif

Posted by: lukanini 16 Apr 2017, 13:38
aninia
ჭეშმარიტად!!

მე ძალიან მომწონს შენი პასკები love.gif
დაწნულები კი გემრიელად გამოიყურება.მეც მინდოდა ყვავილის გაკეთება და დამეზარა.

Posted by: wkna 18 Apr 2017, 10:55
გავაკეთე პასკები ისე მიხარია ვააყობ საკუთარი თავით bis.gif
ჩემი კულინარიული ნიჭის და იმის გათვალისწინებით რომ პირველად გავაკეთე, ყველამ მიქო პასკა, თუმცა იმის მიუხედავად რომ ჩაუვარდა თავები არ ამოუვიდა... მააინც ბედნიერი ვარ, ასევე გავაკეთე ხაჭოს პასკა, მშვენიერი გამომივიდა, სურათებს დავდებდი მაგრამ მობილურიდან როგორ ავტვირთო არ ვიცი... მოკლედ რასაც მოინდომებს ადამიანი თურმე შესაძლებელია გაკეთება, იმედია საჭმელების კეთებასაც ვისწავლი baby.gif

Posted by: aninia 18 Apr 2017, 11:45
lukanini

გმადლობ, საყვარელო.

wkna
ძალიან გამიხარდა, რომ პასკების ცხობა კარგად გამოგივიდა. აბა შენ იცი, ამის მერე, არ დაიზარო, აითვისე ახალი რეცეპტები და ამზადე საოცრებები. ადამიანის შესაძლებელობებს მარტლაც არ აქვს ზრვარი- ცოდნა, მონდომე და შრომა ერთად სასწაულებს ახდენს.
ფოტოს ატვირთვა მობილურიდან მე როგორც მასწავლეს: - radikal.ru ზე შეხვალ, აარჩევ სასურველ სურათს, ეტყვი სერვერზე ატვირთვას და მოგცემს ლინკს, რომელიც უნდა დააკოპირო და ქ, შენი კომენტარის ველში ჩასვა. მე ერთხელ გამომივიდა. მაგის მერე ვიწვალე და ვეღარ sad.gif
სცადე, აბა?

Posted by: wkna 18 Apr 2017, 16:26
aninia
დიდი მადლბა თქვენ რომ აქ ისე გამამხნევეთ პასკისგაკეთება გავბედე...
ეს ხაჭოს პასკაა,ესმა კუნჭულიას რეცეპტით გავაკეთე ესეც აქ ვნახე

http://www.radikal.ru

* * *
ესეც პასკები,როგორც უკვე ავღნიშნე ჩაუვარდა თავები და ამიომ ასე გავალამაზე
http://www.radikal.ru

Posted by: qetino_qetino 24 Jul 2017, 12:58
მეგობრებო, განსაკუთრებით ხორცის მომხმარებლებო !გადადით ლინკზე და შეავსეთ საინტერესო კითხვარი ჯანსაღ პროდუქტთან დაკავშირებით.
თქვენი აზრი ძალიან ღირებული და მნიშვნელოვანია.
მადლობა წინასწარ

http://start.com.ge/limesurvey/index.php/874964?newtest=Y

Posted by: Perske 25 Jan 2018, 19:21
////////////////////////////////////////////////////////////////////

Posted by: L_i_L_i 27 Mar 2018, 13:54
ვინც აკეთებთ, რამდენჯერ ჩაზელთ ? ან რამდენი ხანი აჩერებთ?
* * *
ზევიდან მინდა რომ ორთქლზე გამლღვალი შოკოლადი წავუსვა , რას იყენებთ როდის აკეთებთ იქნებ ამოიწიოს ეს თემა
* * *
და იტალიურ პასკას ნახევარზე მეტს დებენ რადგანაც მძიმეა და არ ამოდის თუ ასე მეჩვენება ვიდეოებში?

ღმერთო რამდენი კითხვაა biggrin.gif

Posted by: ტატა 27 Mar 2018, 20:15
L_i_L_i

კარგია რომ წამოწიე თემა smile.gif

1. მე პირადად, ერთხელ ჩავზელ, მეორე ამოსვლაზე ვამატებ ქიშმიშს და ცუკატს , ვანაწილებ ფორმებში.
2. მე თეთრი შოკოლადის მინანქარს ვუკეთებ და ძალიან მომწონს, შავიც იგივე პროპორციით შეიძლება გაკეთდეს(100 გრ შოკოლადი + 50 გრ კარაქი, 3 სკ რძე, 3 სკ შაქარი)
3. ჩემი უმწარესი გამოცდილებით (პირველად რომ გამოვაცხე, 5 წლის წინ) შემიძლია კატეგორიულად ვთქვა, რომ 1/3 მეტი არ უნდა ჩადო. ჯობს ცოტა დაბალი იყოს, ვიდრე ფორმიდან გადმოვიდეს.

Posted by: Melpomene 27 Mar 2018, 22:40
aninia
აუ, ზუსტად ასეთი პასკა მინდა. არაჩვეულებრივია. რეცეპტი სად ვნახო? user.gif

Posted by: nia4u 28 Mar 2018, 06:45
Melpomene
უწერია ანინიას წინა გვერდებზე თავისი პასკის რეცეპტი...
თონეში აცხობს ხოლმე თვითონ... love.gif

Posted by: lukanini 28 Mar 2018, 12:07
როგორ ხართ გოგოებო მომენატრა აქაურობა!! დაიწყო პასკის ციებ ცხელებაა.მე ისევ ჩემს პასკებს ვაცხობ,არ ვცვლი რეცეპტს.ფეის ჯგუფი გავხსენი პურზე და საფუვრიან ცომებზე.შემოიჭყიტეთ ძალიან კარგი სააღდგომო კულიჩი გამოვაცხვე.თუ მოვახერხე აქაც დავდებ.მობილურით შემოვდივარ და მიჭირს აქედან სურათების ატვირთვა.ეხლა გეგმაში მაქვს ყვავილი.ვნახოთ რა გამოვა
https://www.facebook.com/groups/1777449442325612/

Posted by: Melpomene 28 Mar 2018, 18:52
nia4u
QUOTE
უწერია ანინიას წინა გვერდებზე თავისი პასკის რეცეპტი...
თონეში აცხობს ხოლმე თვითონ... love.gif

მადლობა ყურადღებისთვის, ვერ მივაგენი, მაგრამ lukanini-ს რეცეპტი ძალიან მომეწონა. ამას გავაკეთებ:
QUOTE
750 რძე
10 პატარა კვერცხი (დაახლოვებით 65 გრ ნაჭუჭიანად)
2.250 უმაღლესი ხარისხის ფქვილი
500 კარაქი
200 მაღალ პროცენტიანი ნაღები
800 შაქარი
800 ქიშმიში
100 ფორთოხლის ცუკატი
30 მარილი
5 ჩ.კ თაფლი
50 საფუარი (თუ მშრალ საფუარს იყენებთ ამის ერთი მესამედი ნუ 20 გრ მაინც)
2 ლიმონის კანი და 1 ლიმონის წვენი
100 გრ რომი,კონიაკი...
შაფრანი 0,15.ასე ეწერა ჩემს ბოთლს რომ ვიყიდე.ეს ნამდვილი შაფრანია წვრილი ღეროები რომაა ის
მე სუნელებს ვწონი და ისე ვუშვები.ასე ყოველთვის ერთი გემო აქვს.არც მეტი არც ნაკლები
1,2 გრ მუსკატის კაკალი.0,5 ჩ.კ
10 ც კარდამონი
1,2 გრ მიხაკი ან 0.5 ჩ.კ
1.2 დარიჩინი ან 0,5 ჩ.კ
1,2 ვანილი ან 0,5 ჩ.კ
მე მადაგასკარის ვანილის ექსტრაქტი გამოვიყენე და პასტა.1 1/2 ჩ.კ ან 1 ვანილის ღერი შეგიძლიათ უქნათ
ამ ვანილს თუ გამოიყენებთ კრისტალი ვანილის დოზა შეამცირეთ

ანუ მე ასე ვამზადებ 24 საათით ადრე ვიწყებ საფუვრის მომზადებას
1 დღე.ოდნავ თბილ რძეში ვხსნით თაფლს + საფუარი 5 გრ და 0,5 კგ ფქვილი.მოვურიოთ ხის კოვზით კარგად და გავაჩეროთ ნუ დაახლოვებით 1-2 საათი.მერე ვდებ მაცივარში მეორე დღის საღამომდე.
სანელებლებსაც ამ დღეს ვამზადებ.ვაცლი კანს ლიმონს(მარტო ყვითელ მხარეს.თეთრი არაფერში გვჭირდება სიმწარეს აძლევს) და ვაბლენდერებ ცოტა შაქარში.
ვწურავ 1 ლიმონს
პატარა შუშის ბანკაში ვასხავ ლიმონის წვენს,სადღაც 70 გრ რომს,დაბლენდერებულ ლიმონის კანს და ყველა სუნელს,ვანილს, შაფრანის გარდა.მოვუჭერ კარგად თავზე რეზბიან საცობს .დრო და დრო ხელით შევანჯღრევ ხოლმე რომ მასა აერიოს ერთმანეთს
შაფრანს ვნაყავ +0.5 ჩ.კ შაქარი და ცოტა ადუღებული წყალი.თავზე ვაფარებ და ვფუთავ
კარგად გარეცხილ (ცხელ წყალში) და გამშრალებულ ქიშმიშს ვასხავ დარჩენილ რომს+ ფორთოხლის ცუკატები.ვაფარებ თავზე ჰერმეტულად.ამასაც დრო და დრო ვურევ ხოლმე

2 დღე. საღამოს სადღაც 7 საათზე ვიწყებ ცომის მომზადებას. მთლიანი კვერცხებისგან ვაკეთებ გოგლი მოგლს.მაცივრიდან ვიღებ საფუარს და ვურევ გათქვეფილ კვერცხს.(თუ ხელით ზილავთ მაშინ საფუარი ერთი საათით ადრე მაინც გამოიღეთ მაცივრიდან) ამ დროს ვუშვები სუნელების ნაყენს,შაფრანს,ნაღებს, მარილს.დროჟს ფქვილში ვურევ და ისე ვამატებ ცომს.ყველაფერს კარგად მოვურევ და ბოლოს შევაზელ კარდაგ დარბილებულ კარაქს.ცომს ვაჩერებ ნახ. საათი მაინც და მერე ვიწყებ ზელას.მე საზელ მანქანას ვიყენებ და ამიტომაც გამოდის ცომი ძალიან ელასტიური.ცომს დაახლოვებით 4ზე ვყოფ და ნაწილ ნაწილ ვამუშავებ .მიქსერის სპირალიანი ფეხებიც შეგიძლიათ გამოიყენოთ ან ვისაც პურის საცხობი აპარატი გაქვთ ეგეც წავა.მარტო მოზელვის რეჟიმი.ტემპერატურა არ უნდა.მე სადღაც თუთო ნაწილს 20 წთ მოვუნდი.კარგად რომ მოზელილიყო. შემდეგ ვგდავ მთელი ღამე გასაფუებლად.არც სითბოში არაფერი.ნუ საყინულეშიც ნუ იქნება. wink.gif .ოთახში თუ თბილა საკმარისია.

3 დღე. დილით ჩავზილავ ცომს ზეთიანი ხელით.ვაჩერებ 1 საათი და მერე ვურევ ქიშმიშს.რომელსაც აქვს გარეული 1-2 ს.კ ზეთი და ფქვილი.ეს იმიტომ რომ ცომს კარგად მიეკროს.ისევ ვაჩერებ ნახ. საათს
ვიღებ ცომის და ვწონი.დიდი ქაღალდის ყალიბებში 900 გრ და პატარებში 500.ჩემები კილოიანი და ნახევარ კილოიანი ყალიბებიბია.სანამ ყალიბში ჩავდებ მომოვაგუნდავებ როგორც ხაჭაპურის ცომს ვუშვებით ისე,ვაჩერებ სადღაც 10 წთ.სამუშაო მაგიდა ცოტა ზეთმოსმული მაქვს.ფქვილს არ ვხმარობ.მერე ისევ კარგად მოვაგუნგავებ. ცომის გვერდებს ვკეცავ ამოვაბრუნებ და კარგად მრგვალ ფორმას ვაძლევ.როგორც პურს ისე .თავი უნდა ქონდეს მოჭიმული და ასე ვდებ ყალიბებში.ოდნავ თბილ ღუმელში(თუ თერმომეტრი გაქვთ 30 º მეტი არ უნდა იყოს) ჯამით ვდებ ადუღებულ წყალს და ისე ვაწყობ ყალიბებს.ასე სინოტივეს ვაძლევთ ცომს და ხელს ვუწყობთ უკეთესად რომ გაფუვდეს.თანაც თავზე არ გაშრება.ჩემები ძალიან სწრაფად გაფუვდნენ .სადღეც 3 საათში უკვე მზად იყო.
ღუმელს ვახურებ 150-160 გრადუსზე ჰაერის ფუნქციით. ღუმელის ძირზე ვდებ პატარა ჯამით ადუღებულ წყალს ცხობის პირველ 20 წუთს. მერე ვიღებ და ვაგრძელებ ცხობას.დიდ ყალიბს უნდა 50 წთ და პატარას 40. თუ საზომი თერმომეტრი გაქვთ 94º მაინც უნდა იყოს პასკის გულის ტემპერატურა.

P.S პასკებს მთლიან გათქვეფილ კვერცხს ვუსმევ.


* * *
ამ ცომიდან გამომივიდა 4 დიდი და 5 პატარა პასკა


Posted by: nia4u 28 Mar 2018, 20:08
გოგოებო, ჯეჯილის დათესვა ხომ არ დაგვიწყებიათ?

Posted by: lukanini 28 Mar 2018, 21:11
Melpomene
ველი სურათებს

Posted by: la reine 29 Mar 2018, 01:27
lukanini

პანეტონეს გავს ხო შენი პასკა?
ფოტოზე ასე ჩანს თითქოს.


ისე საზელი მანქანა ძაან სხვანაირს ხდის ცომს. სულ სხვა სტრუქტურას აძლევს.

მე ხელით მიწევს ხოლმე და უკანასკნელ ძალებს მართმევს. ძაან დამღლელია.

Posted by: dendo 29 Mar 2018, 09:54
რა დროს ვარ დიეტაზეე. ომდენი აკრძალვებია რა უნდა ვქნა არ ვიციsmile.gif

Posted by: lukanini 29 Mar 2018, 10:03
la reine
კარგი სტრუქტურა აქვს ცომს,ნოტიო არომატული.დიახ საზელ მანქანას ვხმარობ,თავი რატომ ვიტანჯო მეყო რაც ხელით ვზილე წლების წინ wink.gif შარშან პატარა კენვუდში მოვზილე,ცომი ოთხად გავყავი და ისე.წელს დიდი კენვუდის ჩეფი შევიძინე და იმას სავარაუდოდ ორად მოუწევს გაყოფა.ცომი მართლაც სხვანაირი გამოდის,მე უფრო მეტად მომწონს

Posted by: shilaida 29 Mar 2018, 13:14
lukanini
სამოვნებით დავათვალიერებდი უსაფუარო პურის ფეიჯს,მაგრამ არ მიხსნის ამ ლინკს და იქნებ ახლიდან დაგედოsmile.gif
* * *
nia4u
გუშინ გავაკეთეთ ჯეჯილის "ნათესი" მე და ჩემმა შვილებმა smile.gif

Posted by: la reine 29 Mar 2018, 13:37
lukanini

გეთანხებიsmile.gif

ძაან კარგი ცომი გამოდის. უფრო ელასტიური, დამყოლი და ერთგვაროვანი.


...
წელს ორი დოზა უნდა გავაკეთო. მგონი ხარაკირის ვიტარებbiggrin.gif

ერთი ჩვეულებრივი გემოს ბუკეტით.
მეორე ფორთოხლოვანიbiggrin.gif
მიყვარს ძალიან და რა ვქნაbiggrin.gif დავამატებ ჩემს მო
მზადებულ ფორთოხლის მასას და იმედია იმედებს არ გამიცრუებს))

Posted by: Master_Nick 29 Mar 2018, 13:54
la reine
ძალიან მაინტერესებს შენი პასკები, ცომის მოზელაში დაგეხმარები, მეტი რა გავაკეთო?smile.gif

Posted by: la reine 29 Mar 2018, 14:09
Master_Nick


მძიმე და ნოტიო თუ გიყვარს, ე.ი. მოგეწონება))

ცომებში რომ გაიბლანდო არ გეშინია? biggrin.gif

Posted by: Master_Nick 29 Mar 2018, 15:12
la reine
არ მეშინია, დიდი ხანია შიშები დაძლეული მაქვსsmile.gif

განსაკუთრებით ფორთოხლოვანი მაინტერესებს.
მაღაზიებში/საცხობებში რომ პასკებია - მაგეებს თუ ყიდულობ? რომელი მოგწონს მაინტერესებს. სააღდგომოდ კარგი პასკა მინდა და სად ვიყიდო?

Posted by: la reine 29 Mar 2018, 15:24
Master_Nick

სამწუხაროდ, ვერ დაგეხმარები.
ჩვენ წლებია შინ ვაცხობთ და არ ვყიდულობ.

ინამორატას ეცოდინებაsmile.gif

Posted by: nia4u 29 Mar 2018, 19:05
shilaida
თუ არ დაგამატეს, არ გაგიხსნის,
მე დამამატეს გუშინ, მადლობა ლუკანინის smile.gif

* * *
მოახლოვდა აღდგომა და ტრადიციულად, დავდებ პასკების ფავორიტი რეცეპტების ლინკებს smile.gif
მაშ ასე:

n.j.-ის პასკა + ლუტას რჩევებით
http://www.perfectcook.org/index.php/recipe/197-e183a1e18390e18390e183a6e18393e18392e1839de1839be1839d-e18399e183a3e1839ae18398e183a9e18398
ცომის შემადგენლობაში შედის არაჟანი,
რაც ცომს აძლებს მეტ ცხიმიანობას და შესაბამისად მეტ სისველეს,
ხოლო ლუტას მეთოდი გულისხმობს, ცომის მაცივარში გაფუებას...

rtuli-ის პასკა
http://www.perfectcook.org/index.php/recipe/1025-e18399e183a3e1839ae18398e183a9e18398e183a1-e183aae1839de1839be18398-e183a8e18394e183a1e183a5e18394e1839ae18394e18391e183a3e1839a-e183a0e183abe18394e18396e18394
ცომის შემადგენლობაში შედის შესქელებული რძე (სგუშჩონკა)

volli-ის პასკა
http://www.perfectcook.org/index.php/recipe/1967-e183a1e18390e18390e183a6e18393e18392e1839de1839be1839d-e18399e183a3e1839ae18398e183a9e183981
ტრადიციული რეცეპტია, ტრადიციულად ქიშმიშით და ლიმონის ზეთით...


ასევე ხაჭოს პასკების ფავორიტი რეცეპტები:
LUTA
http://www.perfectcook.org/index.php/component/yoorecipe/recipe/2573-e183aee18390e183ade1839de183a1-e1839ee18390e183a1e183aee183901

rtuli
http://www.perfectcook.org/index.php/recipe/1046-e183a8e1839de18399e1839de1839ae18390e18393e18398e183a1-e18393e18390-e18395e18390e1839ce18398e1839ae18398e183a1-e1839ee18390e183a1e183aee18390e183a1e18398e183a0e1839de18399e18398
http://www.perfectcook.org/index.php/recipe/238-e183aee18390e183ade1839de183a1-e1839ee18390e183a1e183aee18390

N.J.
http://www.perfectcook.org/index.php/recipe/2587-e183a8e1839de18399e1839de1839ae18390e18393e18398e18390e1839ce18398-e183aee18390e183ade1839de183a1-e1839ee18390e183a1e18399e18390

ასევე სააღდგომო ყვავილის ორი ვარიანტი რთულისგან
მარტივი
http://www.perfectcook.org/index.php/component/yoorecipe/recipe/205-e183a1e18390e18390e183a6e18393e18392e1839de1839be1839d-e183a7e18395e18390e18395e18398e1839ae18398
და რთული
http://www.perfectcook.org/index.php/component/yoorecipe/recipe/1045-e183a1e18390e18390e183a6e18393e18392e1839de1839be1839d-e183a7e18395e18390e18395e18398e1839ae183982

* * *
მაცივარში ცომის გამოტარებას ვინც აპირებთ, წაიკითხეთ ლუტას რჩევები smile.gif
QUOTE

QUOTE (LUTA @ 12 Apr 2012, 14:14 )
Peppi
QUOTE
ნაწილი მაცივარში გამოვატარე.. შევადარებ, რომელი აჯობებს


ნათი ამ მაცივარში გამოტარებაზე მინდა ვთქვა

მაცივარში გამოტარება არჩევანი არაა . სავალდებულოა და გეტყვი რატომაც

გაფუების პროცესი რალურად იყოფა სამ ფაზად: გაფუება, ფერმენტაცია, ცომის მომწიფება.

როგორც კი ცომი იწყებს ამოსვლას იქ მთავრდება გაფუება და გადადის შემდეგ ფაზაში ფერმენტაციში.

არის კიდევ მესამე პორცესი რომელიც მიმდინარეობს ეს არის ცომის მომწიფება. ეს პრცესი იწყება ცომის მოზელვიდან
და მთავრდება სანამ ღუმელში არ შევა.

გაფუება - პროცეის როცა ცომში გამრავლებულია საფუარის ბაქტეირიები.
მეორე ფაზა ფერმენტაცია როცა იწყება ბაქტერიები გარდაქმნიან შაქარს - ალკოჰოლი , გაზი
მომწიფება სადაც უკვე მარავლი ქიმიური პროცესი მიმდინეარობს . შაქარის გარდაქმნია ცხიმები და ა.შ
არის ძალიან ნელი პროცესი
კარგი ხარისხის მისაღებად ეს სამივე პროცესი უნდა დაემთხვეს დროში ერთმანეთს.

მომწიფებას უნდა დრო. გაფუება და ფერმენტირება უფრო ჩქარი პროცესია და დომინირებას ახდენს მომწიფებაზე როცა ოთახის ტემპერატურაზე მიმდინარეობს . ამიტომ მომწიფება ვერ აღწევს
თავის პიკს . ამიტომ მაცივარში სადაც არის დაბალი ტემპერატურა გაფუება ფერმეტირება ნელდება და მომწიფება კი ამ ტემპერატურაზეც გრძელდება.

ასე ხდება რეგულრება ამ სამი პორცესის.
ოთახის ტემპერატურაზე ეს შეუძლებელია რადგან ფემენტაციის შედეგად ენზიმები ჭამენ ფქვილში შემავალ გლუტეინებს და თუ დროზე არ შეწყვეტ
პროცეს არ გამოაცხობ ცომი საერთოდ დაკარგავს ელასტიურობას. ანუ ვერ დატოვებ იმდენ ხანს რომ ცომი მომწიფდეს. ეს მხოლოდ დაბალ ტემპერატურაზეა შესაძლებელი +
ცოტა საფუარი.

შედეგი კი არის ელასტიური ცომი.
უკეთესი ნასვრეტები.
უკეთესი გემო .
და რაც მთავარია ადვილად ასათვისებელი და მოსანელებელია ორგანიზმისათვის 

როცა ბუნებრივი საფუარი იხმარება მაშინ მხოლოდ იმ შემთხვევაში იხმარება მაცივარი თუ საფუარი არის ძალიან ძალიან ძლიერი. სხვა შემთხვევაში
არა. რადგან ისედეაც ძალიან ნელი პროცესია დაწნეხილი საფუარისაგან განსხავებით.

აი პასკაზე რომ ამბობენ რამოდენიმეჯერ უნდა ჩაზილო კარგი რომ გამოვიდესო . ცომის მომწიფების პრინციპია. მაგრამ ეს სასურველია
დაბალ ტემპერატურაზე მოხდეს მაცივარში. ჩაზელვის გარეშე . ასე გარანტირებულია რომ ენზიმები არ შეჭამენ გლუტეინებს (ცომის ელასტიკურობაზე
პასუხის მგებელს )

ასევე დაუშვებელია ცომის ახლოს დადება გამათბობელთან ან ზომაზე მეტად თბილი ღუმელში შედება ამოსასვლელად. რადგან 27 გრადუსზე მაღლა თუ მიმდინარეობს გაფუება გლუტეინის საფარი ნადგურდება. და მაღალმა ტემპერატურამ ასევე შიეძლება მოკლას საფუარის ბაქტერიებიც .

დიდი პოსტი გამომივიდა მაპატიეთ

QUOTE

QUOTE (LUTA @ 12 Apr 2012, 14:51 )
gloneli
QUOTE
პასკის ცომის მოზელას და სითბოში გავჩერო თავიდან?


მე მაგალითად ასე ვაკეთებ ვზილავ და ეგრევე ვდებ მაცივარში .

მერე გამოვიღებ გადავზელ დავუმატებ ცუკატებს და ქიშმიშებს რაც მინდა რო მ ქონდეს .
1 საათი ვაჩერებ ოთახის ტემპერატურაზე მერე მოვათავსებ ფორმებში და ვაცდი აფუებას

ვაცხობ 180 გრადუსზე სანიავებლიანი რეჟიმი. ტემპერატურას არ ვუცვლი.

ცომის მოზელვისას ძალიან ძალიან კარგად უნდა დამუშავდეს. მე 1 კილო ფქვილის ერთიანად არასდროს გამიკეთებია

რადგან ჯერ ამდენიც არ მინდა და მერე მე მიჭირს ამხელა ცომის დამუშავება ძალიან კარგად .

და რაც მთავარია საფუარს ვუშვები ცოტას . მაგრამ მერე აფუების დრო არის ხანგრძლივი .

საღამს ვზელ ვდებ მაცივარში. ბოსტნეულითან ახლოს . დილით მხვდება დასვენებული ოდნავ გაფუებული. მერე ველი მეორედ გაფუებას ფორმებში საკმაო ხანი


* * *
aninia ანინიას პასკა
("დღეს გავაკეთე"-ში დაუწერია ადრე და ძლივს ვიპოვე smile.gif )
QUOTE
მეც დაგიწერ მარტივ რეცეპტს. ასე ვთქვათ, ზარმაცის რეცეპტია. ათასჯერ რო არ უნდა ჩაზელა, ისედაც მშვენიერი გამოდის.
საერთოდ არ ვწვალობ ცომთან დაკავშირებით. როგორც ნამცხვარს, ან უფუნთუშებს ვაცხობ, ისე ვაკეთებ. დრო და ფაციფუცი კი უნდა, უამისოდ ხომ არც არფერი გამოდის smile.gif.

გამომცხვარი პასკების რაოდენობა არ დამითვლია, მაგრამ ბლომად გამოდის. ყოველ შემთხვევაში, მზა პასკები რომ იყიდო იმ თანხით,
რასაც მასალაში დახარჯავ, ამაზე 2 ჯერ ნაკლები მოგივა.

პასკა

აღდგომამდე რამდენიმე დღით ადრე მიხაკი-დარიჩინი, მუსკატი, კარდამონი (ილი) დამტვრეულ-დაჩეჩქვილი მოვათავსოთ ქილაში, დავასხათ 100-150გ კონიკი ან არაყი და თავი დავახუროთ. მე დაფქულს არ ვიყენებ, გადაწურვისას მაინც ძვრებიან სუნელების ნამცეცები და მერე ცომში მოჩანან.

მასალა (1 პორცია)
20 კვერცხი
2,5 კგ შაქრის ფხვნილი
1 კგ კარაქი ან მარგარინი ( ვისაც მეტად სველი და მძიმე პასკა უყვარს, კიდევ 500გ მარგარინი უნდა დაუმატოს)
1 ლიტრიანი ქილა მაწონი
3 ლიტრი რძე
5 პაკეტი ვანილი
3 ს/კ საფუარი (მშრალი)
1 ცალი მოზრდილი ლიმონი
8 კგ უმაღლესი ხარისხის ფქვილი.
ზეთი - 0.5 მოსაზელად ხელის დასასველებლად.
250 გ გამდნარი მარგარინი, თუ ლითონის ფორმებში აცხობთ, მის დასამუშავებლად.
ქიშმიში, ცუკატი და სასურველი გულსართი - თქვნი გემონებით. მე 0.5 კგ ქიშმიშს ვუკეთებ, რომელსაც ცომის მოზელვამდე რამდენიმე საათით ადრე გავარჩევ, ადუღებულ წყალს დავასხამ და რამდენიმე წუთის შემდეგ გადავწურავ. დავყრი ხელსახოცზე, რომ ზედმეტი წყალი მოშორდეს.


წინა დღეს, ყველა ინგრედიენტს ერთ თბილ ოთახში ვალაგებ. ყველაფერი უნდა იყოს თბილი, მათ შორის ჭურჭელი, რომელშიც იმუშავებთ.

ვიწყებ დილითვე smile.gif. ვამზადებ ე.წ ხაშს - პატარა მომინანქრებულ ქვაბში ვყრი საერთო მასალიდან აღებულ 1 ჭიქა შაქარს, 0.5 ჭიქა ფქვილს, საფუარს და ვსხამ 1.5 ჭიქა თბილ (არავითარ შემთხვევაში ცხელ, ცხელი მასალა საფუარს კლავს) რძეს. კარგად მოვურევ, გავხსნი და ვდგამ ასაფუებლად.
ამასობაში ვიღებ მოზრდილ თასს, ვათავსებ მასში კვერცხის მთელ განცალკევებულ ცილას და როგორც ნამცხვრისთვის, მიქსერით ბეზე ამომყავს, ვამატებ ჭიქობით შაქარს და კვერცხის გულს. კარგად ვთქვეფ გოგოლიმოგლს და ისევ მიქსერით ვაგრძელებ მუშაობას.
ვადნობ მარგარინს და ვურევ გოგლიმოგლის მასაში. ვამატებ მაწონს და ისევ ვურევ.
ვხეხავ ლიმნის ცედრას, ცალკე ვწურავ ლიმნის წვენს და ვამატებ + ქიშმიში + ვანილი + სუნელების ქილიდან გადაწურული კონიაკი - მხოლოდ სითხე.
გადავდეთ მიქსერი - აღარ გვჭირდება smile.gif
მასალაში ვასხამ რძეს და ხაშს. კარგად გავხსნი ყველაფერს და მერე ამ მასას დიდ, თბილ ქვაბში გადავასხამ, რასიც საბოლოოდ მოიზილება და გაფუვდება. ვიწყებ ფქვილის დამატებას და ხელით ვზელ ცომს.
ფქვილი ხან 2-3 ჭიქა მეტი მომდის, ხან მაკლდება. ეს მის ხარისხზეა დამოკიდებული. ნუ, ცომი ნაზი უნდა იყოს და ოდნავ ჩვილი, მოზელა არ უნდა გიჭირდეთ.
დროდადრო ხელებს ვისველებ ზეთში და იმდენს ვზელ, რომ ცომი მოშორდეს ქვაბის კედლებს. ვდგამ სითბოში, ვფუთავ და ველოდები აფუებას.
ამ პერიოდში ვიღებ ფორმებს, რაშიც უნდა გამოვაცხო, ძირზე ვუფენ პერგამენტს, ან როცა არ მაქვს, ჩვეულებრივ, A4 თეთრ ქაღალდს და ყველა ფორმას ვუსვამ გამდნარ მარგარინს ძირზე და კედლებზე. (ზეთს არ ვუსვამ ფორმებს, მერე ზეთის სუნი აღარ მომწონს მოსაკბეჩად გამზადებულ პასკის
ნაჭერზე smile.gif ).
ცომი კარგად რომ ამოვა, ზეთიანი ხელებით ვიღებ გუნდებს და ვაგდებ გამოსაცხობ ფორმაში. ცომმა უნდა დაიკავოს ფორმის 1/3 ზე ცოტა მეტი, მაგრამ არა ნახევარი. ვცდილობ, ისე ჩავაგდო, რომ ზევითა მხარე მომრგვალებული ჰქონდეს და დაველოდები ფორმაში მის აფუებას.
ფორმას რომ შეავსებს ცომი, შევდგამ გამოსაცხობად საშუალო ცეცხლზე.
მერე, უკვე, თქვენ იცით, როგორ მოკაზმავთ და მორთავთ smile.gif

ხო, სანამ პასკების პარტია ცხვება,უქმად რომ არ ვიყო და ცნობისმოყვარეობის გამო 1000ჯერ არ შევიჭყიდო ქურაში, ცომს ვაბრტყელებ, ვდებ ქურაში გამოსაცხობ თუნუქის ფურცელზე, ვუსვამ ხილფაფას, ზემოდან ვფარებ ფორმებად დაჭრილ სხვა ცომს, ვუსვამ კვერცხი გულს და ამოფუების შემდეგ ამსაც ვაცხობ. ანუ -ე.წ "პეროგებს".
კიდევ, მოხალულ ნიგოზს ან მიწისთხილს ვატარებ ხორცსაკეპში, ვურევ შაქრის ფხვნილს, 2-3 კვერცხის ცილის ბეზეს, ვანაწილებ გაბრტყელებულ ცომზე, ვახვევ რულეტივით, ზემოდან ფუნჯით გადავუსვამ ცილისგან მორჩენილ კვერცხის გულებს და ვაცხობ.
მოკლედ, ინტერპრეტაციები თქვენთვის მომინდვია. ცომი ბლომად გექნებათ ექსპერიმენტებისთვის biggrin.gif
წარმატებები.  2kiss.gif


Melpomene შენ გაინტერესებდა smile.gif
* * *
ესმა კუნჭულიას ხაჭოს პასკა
http://www.newposts.ge/?l=G&id=106701-ე

Posted by: Melpomene 29 Mar 2018, 20:34
nia4u
მადლობა, მადლობა, მადლობაა 2kiss.gif

Posted by: nia4u 29 Mar 2018, 20:37
Melpomene
2kiss.gif

ფერადი ჟელეს კვერცხები smile.gif
https://gemrielia.ge/recipe/3827-saaRdgomo-kvercxi-Jeleebi-saintereso-idea-ara-mxolod-aRdgomisTvis/
user posted image

Posted by: shilaida 29 Mar 2018, 20:38
nia4u
საერთოდ არ ხსნის ლინკს,შესაბამისად ვერც დამატების მოთხოვნას გავაგზავნიsad.gif
დიდი ფიქრის შემდეგ ,გადავწყვიტე არ გამოვაცხო, წონას უთანასწორო ბრძოლა გამოვუცხადეsmile.gif
რამოდენიმე წელია ნ.ჯ -ის რეცეპტით ვაცხობ , უგემრიელესია ,ზუსტად ისეთი,როგორიც მიყვარს და სხვა რეცეპტის მოსინჯვის სურვილი აღარ გამჩენიაsmile.gif არადა გამოვაცხობ და მერე ზომა-წონას ვეღარ ვგრზძნობ,არც მამძიმებს,არც მბეზრდება უკანასკნელ ნაჭრა დეsmile.gif გარდა არგამოცხობისა,სხვა გამოსავალს ვერ ვხედავsmile.gifsmile.gif))

Posted by: nia4u 29 Mar 2018, 22:48
shilaida
წონაზე მეც შავ დღეში ვარ, მაგრამ პასკა, გოზინაყისა არ იყოს, წელიწადში ერთხელაა და მაინც უნდა ვჭამო, ისე მიყვარს...თუმცა სახლში გამოცხობას არ ვაპირებ არც მე...

Posted by: lukanini 30 Mar 2018, 10:12
shilaida
რატომ ვერ ხსნი რა საინტერესოა?

https://www.facebook.com/groups/1777449442325612/

ფქვილიანი ხელები ,ასე მოძებნე აბა

Posted by: fermina 30 Mar 2018, 13:13
მეგობრებო, ხაჭოს პასკის რამდენიმენაირი ვერსია არსებობს, კვერცხით, დუღილით, უკვერცხოდ.

ყველაზე გემრიელი და გამოცდილი რეცეპტები გავუზიაროთ ერთმანეთს.

შიგთავსი პრინციპში ინტერპრეტეციის საშუალებას იძლევა, თხილი, ნუში, ნიგოზი, შოკოლადის წვეთები, ცუკატები, გემოვნების მიხედვით.

მომზადების ტექნოლოგია უფრო საინტერესოა.

Posted by: Keti-Ket 30 Mar 2018, 13:56
fermina
მე პირადად მარტივი რეცეპტით ვაკეთებ, კვერცხის გარეშე და ნუ აი ძალიან გემრიელი გამოდის, ვერ წარმომიდგენია რამე თუ შეიძლება ხაჭოსგან უფრო გემრიელი გამოვიდეს, მაგრამ ჩემმა თანამშრომელმა სცადა კვერცხით და შედარება არ არის, უფრო გემრიელ გამოდის კვერცხის დამატებითო.
მე პირადად ნიგვზიანი ვარიანტიც გამიკეთებია და ნიგვზის გარეშე. მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი მიყვარს ნიგვზიანი და ყოველთვის ნებისმიერ პროდუქტში ყველა ნაჭერს ისეთს ვარჩევ სადაც ბევრი თხილეულ/ნიგვზეულობაა ვერ ვიტყვი რომ ხაჭოს პასკაში დიდად შეცვალა გემო ანუ ცუდი არ იყო, მაგრამ დიდი სხვაობა ვერ ვიგრძენი

Posted by: nia4u 30 Mar 2018, 13:57
fermina
წინა გვერდზე კი დავდე აქაური რეცეპტები და კიდევ, 55-ე გვერდზე პირველივე პოსტი ნახე smile.gif

Posted by: fermina 30 Mar 2018, 14:23
Keti-Ket

კვერცხით დამზადებულს ყველა ვარიანტში წამოდუღება სჭირდება?

მე გავაკეთე რამდენიმე წლის წინ კვერცხით და კი აღარ მახსოვს ზუსტად, რომელი რეცეპტი იყო. თითქოს ასე მახსოვს, რომ წამოვადუღე.

nia4u
QUOTE
წინა გვერდზე კი დავდე აქაური რეცეპტები და კიდევ, 55-ე გვერდზე პირველივე პოსტი ნახე


კი ვნახე, მადლობა 2kiss.gif

Posted by: nia4u 30 Mar 2018, 17:22
ხაჭოს პასკის მომზადების ზოგადი წესები
https://www.edimdoma.ru/kulinarnaya_shkola/posts/20301-kak-sdelat-pashu-v-domashnih-usloviyah

fermina



Posted by: fermina 30 Mar 2018, 18:04
nia4u

მოკლედ ამდენი რჩევა-დარიგებების მერე წესით საუკეთესო პასკა უნდა გამოვიდეს smile.gif

მადლობა

Posted by: nia4u 30 Mar 2018, 19:05
fermina
გამოვა, აბა, რა!
ყოჩაღი გოგო ხარ შენ!
2kiss.gif
მარტო ხაჭოსას აპირებ თუ გამოცხობასაც?

Posted by: la reine 30 Mar 2018, 22:26
lukanini

ყურადღებით გადავიკითხე შენი რეცეპტი და ორი კითხვა მაქვს


ნედლ საფუარს იყენებ როგორც მივხვდი და მშრალი საფუარი 20 გრამი გიწერია. ცოტა არ იქნება? ეს არის 1 ს/კ-ზე ცოტათი მეტი და ააფუებს ასეთ მძიმე ცომს?

და კიდევ. .გიწერია რომ საფუარს ამზადებ წინა დღეს და აჩერებ მაცივარში. რისთვის არის ეს საჭირო? ანუ ცომის სტრუქტურაზე რამე გავლენას ახდენს?

მადლობა წინასწარsmile.gif)

Posted by: Master_Nick 30 Mar 2018, 22:44
გურმეს პასკებზე რას იტყვით? ძალიან კარგ პურებს აცხობენ და პასკები ხომ არ იცით მაგათი როგორია?

Posted by: lukanini 30 Mar 2018, 23:27
la reine
საერთოდ მიყვარს ნელი ფერმენტაცია და მაგიტომ ვიყენებ ცოტა საფუარს.ამოყავს ცომი უპრობლემოდ.მე რა საფუარსაც ვხმარობ იმას ამოყავს.ვერ ვიტყვი საქართველოს საფუარზე იგივეს რადგან ეგ არასოდეს მიხმარია და არ ვიცი როგორია.რაც შეეხება წინასწარ მომზადებულ საფუარს
რაც მეტ ხანს გააჩერებ მეტად ძლიერდება,პურში აქვს მნიშვნელობა გამოყოფს გემოებს და მეტად გემრიელია ასე გამომცხვარი პური.პასკას შეიძლება არ ჭირდებოდეს მაგრამ რახამც მიჩვეული ვარ მეტად მომწონს ეგ ტექნიკა. მაგასაც რა თქმა უნდა აქვს ცოტა საფუარი რომ ნელა ნელა იფუოს.არ მიყვარს სწრაფი ცომები,პურსაც ვაცხობ და იმისდა მიუხედავად რომ ვხმარობ ბუნებრივ საფუარს საფუვრიან პურების დროსაც მინიმალურია მისი გამოყენება

Posted by: la reine 30 Mar 2018, 23:45
lukanini

გასაგებია. ანუ არ ხარ საქართველოში.


მე ვერ გავრისკავ აქაური საფუარით მაგას))
ანუ დავტოვებ ყველაფერს ისე, როგორც ვაკეთებდი...


აი ზოგი ამბობს რომ ცხობისას ცხელ წყალს დგამს ღუმელში. უფრო ნოტიო გამოდისო. შენ როგორ ფიქრობ? რეალურად ცვლის ეს რამეს?



რატომღაც ექსპერიმენტები მომინდაrolleyes.gif

Posted by: fermina 31 Mar 2018, 00:44
nia4u
QUOTE
გამოვა, აბა, რა!
ყოჩაღი გოგო ხარ შენ!

მარტო ხაჭოსას აპირებ თუ გამოცხობასაც?


იცი რა, გამოვაცხობდი კიდეც, ერთხელ გავაკეთე და მშვენიერი გამოვიდა, მაგრამ იმდენი და იმნაირი კარგი პასკები იყიდება უკვე, რომ აღარ მიღირს წვალებად smile.gif

აი ხაჭოს პასკა სხვაა, მარტივიცაა და არც იყიდება ასე ყველგან და ასე გემრიელი.

ახლა გამახსენდა, წინაზე რომ ვაცხობდი და ასაფუებლად დავტოვე ცომი ღამე სამზარეულოში, დილით ნახევარი კარებთან დამხვდა, ჯამიდან მაგიდაზე გადმოსულა, მაგიდიდან იატაკზე და სადღაც გარბოდა biggrin.gif


Posted by: MASU 31 Mar 2018, 06:08
fermina
შენ სად ყოფილხარ 2kiss.gif

გემრიელი Pასკის რეცეპტს ვეძებ თან მარტივად გასაკეთებელი რომ იყოს.

Posted by: fermina 31 Mar 2018, 11:21
MASU
QUOTE
fermina
შენ სად ყოფილხარ 


აქ ჯობია, დამიჯერე 2kiss.gif yes.gif

წინა გვერდებზე ნახე, მგონი ბევრი კარგი რეცეპტია.

თბილისში კი იყიდება გემრიელი პასკები. love.gif

Posted by: lukanini 31 Mar 2018, 12:09
la reine
ცოტა შეგიძლია მოუმატო საფუარს.როგორც ვაცხობ ძალიან კარგი და ნოტიო გამოდის.მე ორთქლსაც ვუკეთებ პირველი ოცი წუთი.ეგეც მომწონს ძალიან.

Posted by: Keti-Ket 31 Mar 2018, 15:40
fermina
კი, ნამდვილად. მაგიტომ არ ვაკეთებ კვერცხით biggrin.gif

Posted by: fermina 1 Apr 2018, 05:03
user posted image

პასკა პასკა გამოდი
თუ არ გამოხალ
თავს გაგიტეხავ

Posted by: nia4u 1 Apr 2018, 15:57
fermina
რა ლამაზი ფორმაა <3
მე ხის ფორმა მინდა, მაგრამ ვერ ვნახე ვერსად...
როდის აპირებ მომზადებას?

Posted by: fermina 1 Apr 2018, 17:24
nia4u

ხის მეც მინდოდა, მაგრამ არ იყო.

ესეც პატარაა ძალიან, დიდი არ ჰქონდათ. პასაჟში ვიყიდე, სუნელების კაცთან (უფრო სწორად მის შვილებთან). smile.gif

სავარაუდოდ შაბათს გავაკეთებ, მანამდე ინგრედიენტებს მოვიმარაგებ ჩემ გემოზე jump.gif

Posted by: nia4u 1 Apr 2018, 23:43
fermina
ეგ კი ლამაზი გამოვა ძაან, მაგრამ უფრო დიდი თუ გინდა, ყვავილის ქოთანი შეგიძლია გამოიყენო, გინდა პლასტმასის, გინდა თიხის...
* * *
fermina
შაბათს არა, სამი დღე მაინც უნდა, რომ კარგად დაიწუროს და დაიპრესოს,
კარგად თუ არ დაიწურა, დაგეშლება, ფორმას ვერ დაიჭერს...
ხუთშაბათ საღამოს მაინც უნდა გააკეთო...

Posted by: fermina 2 Apr 2018, 08:24
nia4u
კი, დიდსაც ვაპირებ ჩვეულებრივ მრგვალ საწურზე. ეს პატარა დამატებით.
მთლად სამი დღე არ მახსოვდა, მეგონა ერთი ღამე ეყოფოდა.

Posted by: Universe 2 Apr 2018, 16:29
lukanini
QUOTE
24 საათით ადრე ვიწყებ საფუვრის მომზადებას
1 დღე.ოდნავ თბილ რძეში ვხსნით თაფლს + საფუარი 5 გრ და 0,5 კგ ფქვილი.მოვურიოთ ხის კოვზით კარგად და გავაჩეროთ ნუ დაახლოვებით 1-2 საათი.მერე ვდებ მაცივარში მეორე დღის საღამომდე.

საფუარი 50 გრამი?

მაცივარში დატოვება საფუარს აძლიერებს თუ რისთვისაა საჭირო?
* * *
ექსპერიმენტების სიყვარულით მოვამზადე საფუარი, გადავიტანე 2ლ. ქილაში, მჭიდროდ დავაფარე თავსახური. წინასწარ პერგამენტი გადავაფარე და ძაფი მოვუჭირე. 1 საათიც არაა გასული, შევხედე, თითქმის ბოლომდე ამოვიდა. გადმოვა ხო? საყინულეში ხომ არ შევდგა? არ გამექცეს მაცივრიდან user.gif
nia4u ისევ შენი რჩევების იმედი მაქვს biggrin.gif

Posted by: Keti-Ket 2 Apr 2018, 22:05
ჩაგეჭრებით ხაჭოს პასკის ფორმასთან დაკავშირებით. მდგრადობა დიდწილად დამოკიდებულია ხაჭოსა და არაჟნის სისქეზე ანუ რაც უფრო მაღალპროცენტიანია ორივე მით უფრო მარტივად ინარჩუნებს ფორმას

Posted by: fermina 2 Apr 2018, 22:54
ნუშის უკვე გამზადებული ფანტელები სად იყიდება? აღარ მახსოვს, სად ვნახე. კარფურ-გუდვილებში არის?

Posted by: lukanini 3 Apr 2018, 11:19
Universe
50 გრ.ცოცხალ დაწნეხილ საფუარს ვხმარობ.მაგრამ თვითონ საფუარში 5 გრამს.მიწერია კიდევაც.დანარჩენს ცომის მოზელვის დროს.ვოტა უნდა თავიდან რომ ნელა იფუოს.

Posted by: Universe 3 Apr 2018, 12:47
lukanini
უცებ გადავიკითხე, რადგან საფუარი არ შემხვდა "დროჟს" ყურადღება არ მივაქციე user.gif

დილით ჩაწეული დამხვდა. გამოდგება ცომისთვის თუ ახალი მოვამზადო? საფუარის მთელი პორცია გამოვიყენე, ცომში მეტს ვეღარ დავამატებ.

Posted by: fermina 3 Apr 2018, 17:29
ხაჭოს პასკისთვის ყველაზე შესაფერისი ხაჭო რომელი იქნება?

დაფასოებული თუ წონით რომ იყიდება რამდენიმენაირი კარფურში და გუდვილში ანდა რძის პროდუქტების მაღაზიებში, იქიდან სჯობს ამორჩევა?

Posted by: la reine 3 Apr 2018, 19:54
fermina


რაც უფრო ცხიმიანია მით უფრო გემრიელი გამოდის.

მე მაგალითად ერთი ქალისგან ვყიდულობ სოფლის რძესაც და ხაჭოსაც. ძაან სუფთა და გემრიელია. თან ვიცი რომ ნამდვილად ნატურალურია.
თუ გყავს ვინმე.ეგეთი მე მაგას გირჩევ. ისე ქობულეთურს ყველაფერი კარგი აქვს და ხაჭო რატო იქნება ცუდი რა ვიცი.

Posted by: fermina 3 Apr 2018, 21:37
la reine

კი, ცხიმიანი და უფრო მშრალი ალბათ.

ეგ ქალი სადმე ვაჟას ძეგლის ტერიტორიაზე ხომ არ მოძრაობს? smile.gif

Posted by: la reine 3 Apr 2018, 22:45
fermina

კიიsmile.gif

აი ვენდისთან რომ უხვევს გზა, პირველივე ეზოში იჯდა ხოლმე. რაც მარხვა დაიწყო არ გავსულვარ და იმედია ისევ იქააsmile.gif

Posted by: fermina 4 Apr 2018, 00:26
la reine
QUOTE
აი ვენდისთან რომ უხვევს გზა,


დანკინთან?

Posted by: la reine 4 Apr 2018, 00:32
fermina

უი ხო, რამ გამომაშტერა:/

დანკინთან

Posted by: wkna 4 Apr 2018, 12:41
ხაჭოს პასკა გავაკეთე შარშან,მაგრამ რატომღაც რეცეპტი არ ჩავიწერე არადა უგემრიელესი გამოვიდა.. ნუ დამწყები კულინარი ვარ და ვპატიობ ჩემ თავს biggrin.gif


ნუში და თხილეული არ გამიკეთებია ზუსტად მახსოვს, და იქნებ დამეხმაროთ ^_^

Posted by: დოჩანა 4 Apr 2018, 12:46
მაგრად ჩაჰქაფეეთ, მაგრად ჩააჰქაფეეთ...

Posted by: fermina 4 Apr 2018, 12:52
wkna
QUOTE
ხაჭოს პასკა გავაკეთე შარშან,მაგრამ რატომღაც რეცეპტი არ ჩავიწერე არადა უგემრიელესი გამოვიდა.. ნუ დამწყები კულინარი ვარ და ვპატიობ ჩემ თავს 


ნუში და თხილეული არ გამიკეთებია ზუსტად მახსოვს, და იქნებ დამეხმაროთ ^_^


გაიხსენე აბა, ადუღე თუ დუღილის გარეშე?

ნუში და თხილეული ძალიან უხდება. მოხალული ქართული თხილიც, ნიგოზიც და ნუშიც, გემოვნების ამბავია ვის რა უფრო მოსწონს.

Posted by: wkna 4 Apr 2018, 13:36
fermina

არა არ მიდუღებია, მხოლოდ მაცივარსი მედგა რამდენიმე დღე, ჯერ მხოლოდ ხაჭო დავწურე და შემდეგ მომზადებული მასა უკვე საწურში იყო მოთავსებული, ახლა ვნახე აქ ხაჭოს პასკების სია
და მგონი ესმა კუნჭულიას რეცცეპტით გავაკეთე, ბავშვის გამო კვერცხი არ ვუქენი ზუსტად მახსოვს, წელსაც არ გავუკეთებ კვერცხს ალბათ smile.gif ძალიან გემრიელი და მსუყე იყო, კვერცხით თუ გაგიკეთებია როგორია ? ან რამდენი დღე ინახება ?

Posted by: fermina 4 Apr 2018, 13:57
wkna
QUOTE
კვერცხით თუ გაგიკეთებია როგორია ? ან რამდენი დღე ინახება ?


კი, კვერცხით გავაკეთე, ოღონდ წამოვადუღე და უგემრიელესი იყო.

ვინ აცადა შენახვა ოღონდ, იმ დღესვე შთაინთქა smile.gif

Posted by: wkna 4 Apr 2018, 14:58
fermina

თუ შეგიძლია დამიწერე შენი რეცეპტი ^_^ შარშან ბავშვის გამო შევიკავე თავი თუმცა დიდად არც ჭამა biggrin.gif

Posted by: fermina 4 Apr 2018, 15:22
wkna
მოკლედ, რამდენიმე წლის წინ იყო ეგ ამბავი, მაგრამ წელს რუსულ საიტებზე ვეძებე ორივე ვარიანტი, წამოდუღებული და უმი.

წამოდუღებულის შემთხვევაშიც ორი ვერსიაა, ერთი - მთლიან მასას ადუღებ ხაჭოიან-არაჟნიანა და მერე ცივ წყალში აგრილებ და მაცივარში დებ, თუმცა კომენტარებში როგორც ვნახე, ბევრი წუწუნებდა, რომ მასა ძალიან გათხელდა და აღარ გამაგრდა/შეიკრა.

აი, მაგალითად ამ შემთხვევაში https://www.youtube.com/watch?v=BsEJ70-VVBs

და მეორე ვარიანტი მოხარშულის, რომელიც მე უფრო მომეწონა, არის აი ეს - კვერცხის გულებს, შაქარს და ნაღებს გადაურევ, მიიყვან ადუღებამდე, გააგრილებ და ისე დაუმატებ ხაჭოიან-არაჟნიან მასას. ამით თავიდან აიცილებ მთლიანი მასის გათხელების რისკს.

ისე კი მე ვაპირებ ნაღებით გაკეთებას, ანუ ბოლოში არაჟნის მაგივრად შევურევ ათქვეფილ ნაღებს. ასე მგონია, უფრო გემრიელი გამოვა.

აი, როგორც აქ: https://www.youtube.com/watch?v=BsEJ70-VVBs

Posted by: lukanini 4 Apr 2018, 15:37
fermina
მეც მინდოდა ხაჭოს პასკა მაგრამ ფორმა არ მაქვს,თან პირველად ვაკეთებ.ეგ ვიდეო მომეწონა ძალიან.რა შეიძლება გამოვიყენო?

Posted by: wkna 4 Apr 2018, 16:18

lukanini

მე შარშან შევიძინე პლასმასის საწური ,აი ლიონკზე როგორიც არის მაგ ფორმის ოღონდ პლასმასის, და კარგად დაიწურა და დასაჭრელადაც ძალიან კარგი ფორმა გამოვიდა.. შარშან ვშინჯე პირველად და კარგი გამოვიდა, აქაც დევს 65-ე გვერდზე რეცეპტები და ერთ ერთი არის ესმა კუნჭულიას რეცეპტია მარტივი, დაჟე კვერცხის გარეშე გავაკეთე... მოკლედ გირჩევ გარისკო თუ ხაჭოს მოყვარულები ხართ ^_^ წარმატებები და თუ რამით შემიძლია დაგეხმარები

ესეც ლინკი
https://www.google.ru/search?q=%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%AC%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%98&newwindow=1&source=lnms&tbm=isch&sa=X&ved=0ahUKEwjO-oenzKDaAhUJfywKHcs6A6YQ_AUICigB&biw=1536&bih=771#imgrc=0Nv7wtVme_GEjM:


fermina

მადლობა ვნახე ლინკი და ბევრი საინტერესო რამ არის ^_^

Posted by: fermina 4 Apr 2018, 16:22
lukanini

ნასვრეტებიანი მრგვალი რკინის ან პლასტმასის საწური smile.gif

ან ასევე პლასტმასის ქოთანი ყვავილებისთვის, ნახვრეტებიანი.

ეგ ფორმა კი ბაზრობაზე იყიდება, პატარა 5 ლარი ღირს.

Posted by: Master_Nick 4 Apr 2018, 21:33
დღეს პასკები ვიყიდე ნაირ ნაირიsmile.gif სააღდგომოდ კი ძირითად კერძად ბატკნის ჩანახი უნდა გავაკეთო ქოთნებში

Posted by: Keti-Ket 4 Apr 2018, 21:35
Master_Nick
დეგუსტაციით თუ ისე გამოცდილებით?

Posted by: Master_Nick 4 Apr 2018, 21:45
QUOTE (Keti-Ket @ 4 Apr 2018, 21:35 )
Master_Nick
დეგუსტაციით თუ ისე გამოცდილებით?

გამოცდილებას + დეგუსტაციაsmile.gif
პასკა ცუკატებით და თეთრი შოკოლადით, ცუკატებით და შავი შოკოლადით, ქიშმიშით და ფერადი შოკოლადით
user posted image

Posted by: Keti-Ket 4 Apr 2018, 22:01
Master_Nick
აუ რა ლამაზებია. მე რამდენიმე დავტესტე და განსაკუთრებულად განსხვავებული გემო არც ერთს არ ჰქონია, ამიტომ არც მომიფიქრებია ზუსტად რომლებს ვიყიდი. ეგენი რომელი საცხობების თუ ფირმების არის?

Posted by: fermina 4 Apr 2018, 22:28
Keti-Ket

ჩემი შეფასებით და ინფორმაციით (წელს არ გამისინჯავს) - ანტრე, ტარტანი, ლე პონჩიკი, ლიკას პასკა, პეტრიაშვილის ნამცხვრების - ესენი ყოველთვის კარგი იყო.

Posted by: Melpomene 5 Apr 2018, 00:06
დღეს მოვზილე ცომი, მაგრამ მგონი საფუარი დავაკელი, იმედია მაინც ამოვა ხვალ დილისთვის. შედეგს დავდებ...
* * *
მშვენივრად ამოფუმფულდა ცომი bis.gif
* * *
user posted image
user posted image
user posted image
user posted image

Posted by: shilaida 5 Apr 2018, 22:31
მშვენიერი პასკები დაგიცხვიათsmile.gif


წელს არ გამოვაცხვე და გული მწყდებაsmile.gif
ამაზე გემრიელი, არასოდეს, არსად გამისინჯავსsmile.gif
ფორუმელი ნ.ჯ - ის რეცეპტით ვაცხობ წლებიაsmile.gif
მგონი ფოტოშიც კარგად ჩანს ცომის სტრუქტურა და სინოტივე,სურნელზე და გემოზე საუბრით,თავს არ შეგაწყენთsmile.gif))

user posted image

Posted by: Keti-Ket 5 Apr 2018, 22:47
fermina
ანტრეს პასკაზე შარშან ვთქვი რომ აღარ ვიყიდიდი, მაგრამ წელს რაც დავტესტე საბოლოოდ ყველაზე მეტად მაინც ანტრე მომეწონა.
ლიკას პასკაზე მსმენია, დანარჩენები სიმართლე გითხრა არა და მაინც რომელს მიანიჭებდი უპირატესობას?

Posted by: iskkra 5 Apr 2018, 22:51
ხაჭოთი გაკეთებული პასკა გაქვთ დაგემოვნებული?

Posted by: nia4u 6 Apr 2018, 00:55
iskkra
ხაჭოს პასკა არის უგემრიელესი და ინტერპრეტაციის დიდ შესაძლებლობას იძლევა
ანუ შეგიძლია ისეთი ინგრედიენტები დაუმატო, რომელიც მოგწონს და გიყვარს.
65 გვერდზე დევს რამდენიმე რეცეპტი, ყველა კარგია,
ყველაზე მარტივი ესმა კუნჭულიას პასკაა.

Posted by: fermina 6 Apr 2018, 01:01
Keti-Ket
QUOTE
ანტრეს პასკაზე შარშან ვთქვი რომ აღარ ვიყიდიდი, მაგრამ წელს რაც დავტესტე საბოლოოდ ყველაზე მეტად მაინც ანტრე მომეწონა.
ლიკას პასკაზე მსმენია, დანარჩენები სიმართლე გითხრა არა და მაინც რომელს მიანიჭებდი უპირატესობას?


ანტრე წელს არ გამისინჯავს, ლიკას პასკა საერთოდ არ მაქვს გასინჯული, აქებენ მაგრამ 25 ლარი ღირს კილო, ღორობაა რა, წელიწადში ერთხელ კი გადაიხდი 25 ლარს, არ დაგაქცევს, მაგრამ ასევე კარგი პასკა შეგიძლია იყიდო ბევრად ნაკლებ ფასად და რა ძალაა?

შენ მოგეწონა წელს ანტრე? ვერ ჩამოვყალიბდი რომელი ვიყიდო ძვირიანი პასკებიდან smile.gif ანტრე, ტარტინი თუ კიდევ რამე სხვა ვნახო, უი ფაფბრიკას თონეს პასკას აქებენ კიდევ ძალიან.

Posted by: nia4u 6 Apr 2018, 01:08
fermina
QUOTE
წელიწადში ერთხელ კი გადაიხდი 25 ლარს, არ დაგაქცევს,

კი არ დამაქცევს, მარა 25 ლარი რომ გადავიხადო და არ მომეწონოს, ხო გამისკდა გული?! biggrin.gif
რა ამბავია 25 ლარი, სახლში გამომცხვარი არ ჯდება მაგდენი და ეგენი რას უკეთებენ ამისთანას?
მარა ხო უნდა გაისტუმრონ ვალები ერთ დღეში! biggrin.gif

Posted by: fermina 6 Apr 2018, 01:26
nia4u
ნუ დიდი ალბათობით მოგეწონება, ალბათ იქვე გასინჯვაც შეიძლება, ყველას აქვს ხოლმე დაჭრილი.

Posted by: la reine 6 Apr 2018, 01:27
Melpomene

ძალიან ლამაზია შენი პასკებიsmile.gif

მერე ჭრილშიც გვანახე ხო?smile.gif

Posted by: keen 6 Apr 2018, 12:22
fermina
QUOTE
ჩემი შეფასებით და ინფორმაციით (წელს არ გამისინჯავს) - ანტრე, ტარტანი, ლე პონჩიკი, ლიკას პასკა, პეტრიაშვილის ნამცხვრების - ესენი ყოველთვის კარგი იყო.

Keti-Ket
QUOTE
ანტრეს პასკაზე შარშან ვთქვი რომ აღარ ვიყიდიდი, მაგრამ წელს რაც დავტესტე საბოლოოდ ყველაზე მეტად მაინც ანტრე მომეწონა.
ლიკას პასკაზე მსმენია, დანარჩენები სიმართლე გითხრა არა და მაინც რომელს მიანიჭებდი უპირატესობას?

აბა, ანტრეს პასკა მარტო მე არ მომეწონა, თუ მხოლოდ ერთი ცალი გამოაცხვეს ზედმეტად მშრალი და ისიც მე შემხვდა? user.gif

QUOTE
Melpomene

ძალიან ლამაზია შენი პასკებიsmile.gif

+1

Posted by: Lysabild 6 Apr 2018, 13:21
დღეს ვაცხობ, ცომი უკვე გავამზადე, ვნახოთ რა გამომივა

აგროჰაბის პასკებს აქებდნენ ჩემი თანამშრომლები, ძალიან მაგარიაო. და ერთიც ეგ უნდა ვიყიდო, ჩემსას შევადარო biggrin.gif

Posted by: Keti-Ket 6 Apr 2018, 13:58
keen
ნუ მე ჯამში მომეწონა, თან სხვებს რომ შევადარე მით უმეტეს ეს სხვები კი გუდვილის, ლე გატო თუ დე გუსტო არ მახსოვს, სულ მეშლება ეგენი biggrin.gif სპარი და კარფურში რაც იყიდება ეგენი. ისე ფასით ყველა გაცილებით იაფია გუდვილის გარდა.

fermina
არა, ანტრე წელს არ გამისინჯავს და მეც ვფიქრობ რომელი ვიყიდო ძვირიანებიდან. 25 ლარი მართლაც ნამეტანია რაც არ უნდა კარგი ინგრედიენტებით იყოს დამზადებული.

Posted by: Melpomene 6 Apr 2018, 17:45
la reine
keen
გმადლობ.

ჭრილში:
user posted image
პურის ფქვილი ცოტა გავუკეთე, მინდოდა თავები არ დამსკდომოდა და შიგნიდან ნოტიო გამოსულიყო.

Posted by: fermina 7 Apr 2018, 11:27
ხაჭოს პასკა გავაკეთე და შევაგდე მაცივარში.
მე მგონი საოცრება გამოვიდა rolleyes.gif

ჯერ ვაპირებდი კვერცხის გულებით გაკეთებას და წამოდუღებას, მაგრამ რუსულ საიტებზე რაც ვნახე მსგავსი რეცეპტები, კომენტარებში ბევრ უწერია, რომ წამოდუღების მერე მასა თხელდება და აღარ სქელდება/იკვრება, ამიტომ აღარ გავრისკე.

მოკლედ ბელორუსული მაღაზიის ხაჭო გამობიყენე, 9%-იანი, იყო ძალიან მშრალი და ცხიმიანი.

ეს ხაჭო ჩოფერში დავაბლენდერე ისე, რომ გახდა ერთგვაროვანი მასა. სახეხზე აღარ გადამიტარებია.
გამოვიდა მშრალი, კრემისებრი მასა.

მერე დარბილებული კარაქი და შაქარი გადავურიე ერთმანეთში, დაავამატე ცოტა ნაღები, რომ შაქარი კარგად გახსნილიყო, ასევე ვანილი და როდესაც ესეც ერთგვაროვან მასად იქცა, გადავურიე მიქსერით ხაჭოს.

იქვე გამზადებული მქონდა დაჭრილი ნუში, ცუკატები და კონიაკში დასველებული შავი (შავი უფრო არომატული და გემრიელია) ქიშმიში.

ეს ყველაფერი შევურიე ხაჭოიან მასას. ბოლო აკორდი იყო ნაღები, რაც მგონი რომ სასწაულად მოუხდა.

ბოლოს მაღალპროცენტიანი ნაღები ამოვიყვანე და კოვზით გადავურიე გამზადებულ ხაჭოიან მასას.

უკვე რაც გავსინჯე, უგემრიელესია, სველი მარლა ჩავუფინე საწურს, ჩავდე და გავუშვი მაცივარში. ზემოდან სიმძიმე, რა თქმა უნდა.

მთლიანად რკინის ნასვრეტებიანი სტანდარტული საწური გაავსო 1 კილოზე ცოტა მეტი ხაჭოთი დამზადებულმა პასკამ.

მეგონა, ცოტა მომრჩებოდა პატარა პლასტმასის ფორმისთვის, მაგრამ აღარ sad.gif

Posted by: Keti-Ket 7 Apr 2018, 14:02
fermina
აუფ რაც აღწერე აშკარად ძალიან გემრიელი უნდა იყოს, თან ნაღები მხოლოდ მოუხდებოდა.
ერთ კილოზე კარაქი რამდენი გამოიყენე?

მეც ბელორუსული მაღაზიის ცხრა პროცენტიანი მაქვს ნაყიდი, სავუშკინო და არაჟანიც მაგათი, ოღონდ მაღალ პროცენტიანი არ ჰქონდათ და არსებულიდან ყველაზე მაღალი პროცენტის მქონე ვიყიდე

მერე სურათებიც რა აუცილებლად

Posted by: fermina 7 Apr 2018, 14:16
Keti-Ket
კარაქი რეცეპტის მიხედვით 200 გრამი უნდოდა, მაგრამ ცოტა დავაკელი, ისედაც საკმაოდ მაღალკალორიული და ცხიმიანი გამოდიოდა.
სურათებს რა თქმა უნდა ხვალ დავდრბ.
ბელორუსიული რომ გიყიდია, კარგია. მართლა ხარისხიანია, გემოც კარგი აქვს და ცხიმიანობაც.

Posted by: trendy 7 Apr 2018, 14:34
fermina
QUOTE
ჩემი შეფასებით და ინფორმაციით (წელს არ გამისინჯავს) - ანტრე, ტარტანი, ლე პონჩიკი, ლიკას პასკა, პეტრიაშვილის ნამცხვრების - ესენი ყოველთვის კარგი იყო.

ანტრე მშრალია ძალიან. შარშანაც მშრალი იყო და წელს სულ წყალს ვაყოლებ, გამომშრალია.ტარტანის გადასარევია,უბრალოდ ძალიან იფშვნება. ლიკას ტორტების პასკა 25 ლარი ღირდა და შეკვეთილითუ არაა არ ყიდიან, ქეთო და კოტეს პასკაზე იმხელა რიგია-ცეცხლის გადმოსვლის დროს რომ არის)) ბრედბარის კარგია ისევ.

Posted by: max-14 7 Apr 2018, 16:03
პასკები კაია,მაგრამ ცალკე თემა ხომ არ ჯობია გაიხსნას პასკებზე?smile.gif))

Posted by: +/- 7 Apr 2018, 16:10
გილოცავთ ხარებას და დამდეგ აღდგომას!

ერთსაც ვიკითხავ რა smile.gif)

"ანტრეს" იმედი მქონდა, ანუ არ ღირს ყიდვა, ისე გააფუჭეს?! sad.gif

პეკინის მიმდებარე ტერიტორიაზე სად ექნებათ უკეთესი? რაც უკვე დატესტეთ წელს.

მადლობა.

Posted by: la reine 7 Apr 2018, 19:56
დავასრულე ჩემი კულიჩების ცხობა))

user posted imageuser posted imageuser posted image

რამდენიმე ცალი მოვრთე. თუმცა არ ვგიჟდები. სადა კულიჩი მირჩევნიაbiggrin.gif

user posted image

Posted by: BeerLover 7 Apr 2018, 20:28
la reine

bis.gif bis.gif bis.gif bis.gif bis.gif

Posted by: Master_Nick 7 Apr 2018, 20:33
la reine
კულიჩების სურნელი ჩემთან ვიგრძენიsmile.gif დეგუსტაცია როდის არის? bis.gif

Posted by: la reine 7 Apr 2018, 20:37
BeerLover
Master_Nick

ხოხ, რა ხალხი:*

love.gif

დეგუსტაცია კი არა, გახედვა არ მინდა ისე დამღალაlol.gif

მაგრამ მაინც მაგარი შეგრძნებაა))

Posted by: BeerLover 7 Apr 2018, 20:38
Master_Nick

დეგუსტაციაზე როგორც ვვარაუდობდი ეგრე ყოფილა მართლა

ზღარბის ლუდი მოაქვს, ლარეინს პასკები...

ლუდი 1ლ 12 ლარი, პასკა 1 ცალი 22 ლარი...

ისე არ გვასინჯებენ! boli.gif

Posted by: la reine 7 Apr 2018, 20:43
BeerLover

გადარეული ხარbiggrin.gif

რა უცებ დაყიდე ჩემი პასკებიlol.gif

......

Posted by: BeerLover 7 Apr 2018, 20:44
la reine

სულ არ ვყიდი, 1 ცალი შეგიძლია დაიტოვო biggrin.gif უპასკოდ ხო არ შეხვდები აღდგომას lol.gif

Posted by: Master_Nick 7 Apr 2018, 20:53
BeerLover
დაუქოქიათ საქმე და ეგ არისsmile.gif ეგრეა, აღარ ჭრის ნაცნობობა, ბიზნესს თავისი კანონები აქვსო lol.gif lol.gif

Posted by: BeerLover 7 Apr 2018, 21:27
Master_Nick
ხო ბიზნესმა მეგობრობა არ იცის lol.gif

Posted by: nia4u 7 Apr 2018, 22:48
la reine
ძალიან კარგები ჩანს! up.gif

ჩემი პირადი გამოცდილებით, ყველაზე მაგარი შეგრძნებაა დეგუსტატორების აღფრთოვანებული შეძახილები! biggrin.gif yes.gif 2kiss.gif
* * *
fermina
უფ, წარმომიდგენია!!!

Posted by: +/- 7 Apr 2018, 23:03
გემოვნების საკითხია, რასაკვირველია და მე არ მომწონს მომინანქრებული პასკები/ კულიჩები, არც არაბუნებრივი ფერის ცუკატებით მორთული.


ბოლოს მაინც "ანტრეზე" შევჩერდი.

დედაჩემი ნაზუქის ფორმის კულიჩებს აცხობს smile.gif)
სასწაული სიგემრიელეა.


Posted by: fermina 7 Apr 2018, 23:55
user posted image

მწყრის კვერცხები, ასეთი ლაქებიან-კოპლებიანები გამოვიდა smile.gif
* * *
user posted image

ესეც ხაჭოს პასკა, სხვა დეკორი ვერ ვიშოვე პეპლების გარდა smile.gif

რაც მთავარია, ძალიან გემრიელია love.gif

Posted by: Master_Nick 8 Apr 2018, 20:23
ქრისტე აღსდგა!!! გილოცავთ აღდგომის ბრწინვალე დღესასწაულს.
.
მოკლე მიმოხილვას დავწერ პასკებზეsmile.gif

1) ანტრეს პასკა - ნამდვილად კარგია, თუმცა ის ფასი რაც ღირს, ჩემი აზრით გადამეტებულია. 10 დან 8 ქულას დაუწერდი, ჩემთვის აკლდა სინოტივე, ზედმეტად მშრალი მომეჩვენა, გემო - სუპერ!!!
2) გუდვილის პასკა - წლებია ამ პასკებს ვყიდულობ და მომწონს, 10 დან ასევე 8 ქულას დაუწერდი, აქაც ჩემთვის ზედმეტად მშრალი მეჩვენება, თუმცა ანტრეს პასკაზე ნოტიო და მძიმეა, გემო ანტრესი ჯობდაsmile.gif
3) სმარტის პასკა - ნორმალური პასკაა, საკმაოდ გემრიელი, თუმცა ჩემთვის ზედმეტად ტკბილია, 10 დან 7 ქულა.
4) ბოლოს ჩემი დის დამცხვარი ოჯახური პასკა, ძალიან გემრიელი, დაბალანსებული არომატებით, ნოტიო და მძიმე, ერთდადერთი ნაკლი რაც ქონდა, ეს იყო ვიზუალური დეფექტები. ამიტომ 10 დან 9.smile.gif

Posted by: Keti-Ket 8 Apr 2018, 22:15
Master_Nick
ფაქტობრივად იგივე პასკები გქონია biggrin.gif
ანტრეს პასკა მაინც ყველაზე მეტად მომეწონა. მგონია რომ წელს უფრო ნაკლებად მშრალი აქვთ ვიდრე შარშან, თუმცა ფასო მეც გადამეტებული მეჩვენება. 10, მაქსიმუმ 12 ლარი. თუმცა ანტრეში ყველაფერი ისედაც გადამეტებული მეჩვენება ფასი/ხარისხის მხრივ.

გუდვილის პასკა მე დიდად არ მომეწონა ანუ აი, დიდად პასკას რომ არ ჰგავს ჩემთვის მასეა, ამას დამატებული რომ ეგეც საკმაოდ ძვირია.

სმარტის პასკა მომწონს, თუმცა ესეც ანტრესთან შედარებით გაცილებით მსუბუქია და დიდად არაფრით განსხვავებული

ტკბილი ყვეყნის პასკას ვყიდულობ ხოლმე მაინც ყოველ წელს და ნუ წელსაც ისეთივე როგორიც ჩვეულებრივ

ოჯახის პასკა ჯერ არ დამიტესტავს biggrin.gif

და მართლა ყველაზე განსხვავებული და ძალიან გემრიელი ჩემთვის მაინც ხაჭოს პასკაა თან თვითონ რომ აკეთებ არაფერს იშურებ.

Posted by: Master_Nick 8 Apr 2018, 23:42
Keti-Ket
ხაჭოს პასკი ნამდვილად არ გამისინჯავს, ეგ რაღაც ახალია ჩემთვის და მართლა საინტერესოაsmile.gif იყიდება სადმე?

Posted by: la reine 9 Apr 2018, 00:17
Master_Nick
'ძაან პრეტენზიული ხარ როგორც ჩანსsmile.gif



ხაჭოს პასკა ის არის, ფერმინამ რომ დადო ფოტო. ძაან გემრიელია და შენც შეგიძლია მოამზადო. არ არის რთულიsmile.gif

Posted by: fermina 9 Apr 2018, 00:45
la reine

გონების დაკარგვამდე გემრიელია.

ოღონდ მომავალში ნაკლებ შაქარს ვუზამ, კილო ხაჭოზე 200 გრამი ჩემთვის ცოტა ზედმეტია, თან ცუკატებს და ქიშმიშებს თუ გავითვალისწინებთ.


Posted by: Master_Nick 9 Apr 2018, 00:47
la reine
უი არა, რა პრეტენზიულიsmile.gif უბრალოდ პასკებზე დიდი ამბავი იყო ატეხილი და ჩემი მოსაზრებები დავწერე, მე ტკბილეულს საერთოდ არ ვეკარები, იშვიათი გამონაკლისების გარდაsmile.gif

ხაჭოს პასკას მე ვერ მოვამზადებ, მირჩევნია ვიყიდო გამზადებული და გავსინჯოsmile.gif

Posted by: nia4u 9 Apr 2018, 01:54
Master_Nick
რატომ ვერ მოამზადებ?
უადვილესია მომზადების თვალსაზრისით.
ნაყიდს არ გირჩევდი, რძის ნაწარმია, კვერცხი და შენახვის ვადა მცირე აქვს.
თვითონ სცადე აუცილებლად smile.gif

Posted by: Keti-Ket 9 Apr 2018, 13:37
Master_Nick
ფეისბუქ გვერდებზე მინახავს ხაჭოს პასკა შეკვეთით, თუმცა საკმაოდ ძვირიც არის და ეჭვი მაქვს რომ არც ისე მაღალი ხარისხის პროდუქტით ამზადებენ. ზოგადადაც საკმაოდ ძვირი ჯდება ხაჭოს პასკის დამზადება, თუმცა ისევ და ისევ გააჩნია პროდუქტს. თუ იყიდი ხაჭოს რომელიც კილო 6 ლარი ღირს და რომელიც რძის გარდა ყველაფერს შეიცავს კი არ დაიხარჯები, მაგრამ ხარისხიანი პროდუქტი შესაბამისად უფრო დიდი თანხაც გამოდის.
მაგრამ უნდა სცადო, აი მართლა უგემრიელესი რამაა, ჩემთვის ყველაზე გემრიელი

fermina
აუ მეც ზუსტად ეგ ვთქვი გუშინ, წარმოიდგინე 550 გრამიანებზე ისედაც დაახლოებით 70 გრამი შაქრის პუდრი დავამატე, მაგრამ მაინც მეტკბილა, იმდენად ბევრი ჩირი და ცუკატი დავამატო სულ რომ ფორმალურად ჩამეყარა შაქარი ალბათ გემოს არაფერს დააკლებდა. მგონია რომ კარაქიც შეიძლება ცოტა ნაკლები თუ მაღალპროცენტიან ხაჭოს იყენებ.

ჰოდა ძალიან ლამაზია შენი პასკა და ფორმაც როგორი აკურატული აქვს

Posted by: fermina 9 Apr 2018, 13:47
Keti-Ket
QUOTE
ფეისბუქ გვერდებზე მინახავს ხაჭოს პასკა შეკვეთით, თუმცა საკმაოდ ძვირიც არის და ეჭვი მაქვს რომ არც ისე მაღალი ხარისხის პროდუქტით ამზადებენ. ზოგადადაც საკმაოდ ძვირი ჯდება ხაჭოს პასკის დამზადება, თუმცა ისევ და ისევ გააჩნია პროდუქტს


ნუ იტყვი, საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა, თუ ხარისხიანი პროდუქტით აკეთებ და არ დააკლებ არც ნუშს და არც ჩირებს.
მარტო ქიშმიში კარგი ხარისხის საკმაოდ ძვირია. მე შავი და ბუთქუნა ქიშმიშები გავუკეთე და უგემრიელესია. იმხელაა, ჩემ მეგობარს ქლიავი ეგონა smile.gif

QUOTE
აუ მეც ზუსტად ეგ ვთქვი გუშინ, წარმოიდგინე 550 გრამიანებზე ისედაც დაახლოებით 70 გრამი შაქრის პუდრი დავამატე, მაგრამ მაინც მეტკბილა, იმდენად ბევრი ჩირი და ცუკატი დავამატო სულ რომ ფორმალურად ჩამეყარა შაქარი ალბათ გემოს არაფერს დააკლებდა. მგონია რომ კარაქიც შეიძლება ცოტა ნაკლები თუ მაღალპროცენტიან ხაჭოს იყენებ.

ჰოდა ძალიან ლამაზია შენი პასკა და ფორმაც როგორი აკურატული აქვს


მადლობა love.gif

კი, შემდეგში შაქარს ნახევარს ვუზამ და კარაქსაც კიდევ უფრო მოვაკლებ, ისედაც მაღალპროცენტიანი ხაჭო და ნაღები გამოვიყენე, 200 გრამი კარაქი ძალიან ბევრია.

მოხალული თხილი და ნუში მოუხდა ძალიან.

Posted by: +/- 9 Apr 2018, 20:04
ჩემი მეგობარი ეძებდა და მახსოვს, 6 ნაჭრიანი ხაჭოს პასკა 30 ლარი ღირდა.

პ.ს. "ანტრეს" პასკა , 3 დღის უკეთესია.
თავისივე ქაღალდში დავტოვე შეფუთული და ცოტა უფრო ჩარბილდა.
გემო საოცარია love.gif

Posted by: Master_Nick 9 Apr 2018, 20:14
nia4u

არასოდეს გამიკეთებია საკონდიტრო გემრიელობებიsmile.gif თან ტკბილეულს პრაქტიკულად აღარ ვღებულობ, ინტერესის გამო მაინტერესებდა 1 ნაჭრის გასინჯვაsmile.gif

Posted by: Universe 10 Apr 2018, 11:03
არ მომეწონა ხაჭოს პასკა. ცომისგან განსხვავებით, ჰაეროვანის მოლოდინი მქონდა(მე არ გამიკეთებია, მხოლოდ გავსინჯე), ეს კიდე საკმაოდ მძიმე და მსუყეა.
მერე რაღაცნაირი რძის (პლომბირის) გემო აქვს... ვერც ჩირი მოვუხდინე. თხილეულის გამო შევჭამე ცოტა.


Posted by: fermina 10 Apr 2018, 11:14
Universe

ახლა მე რასაც დავაკვირდი, ჩემმა ახლობელმა გააკეთა ჩვეულებრივი ქართული ხაჭოსგან და არაჟნისგან და იმ ფონზე, რომ გასინჯული მქონდა ჩემი (ბელორუსული ხაჭო და არაჟნის მაგივრად ათქვეფილი ნაღები) მეც არ მომეწონა იმდენად.

ჩემსას ჩემთვის იდეალური გემო ჰქონდა სიტკბოს გამოკლებით. უნდა დავიმახსოვრო და შემდეგში ზუსტად ამ რეცეპტით უნდა გავაკეთო + ნაკლები ჩირი და მეტი თხილეული და ნუში.

მსუბუქი მაინცდამაინც ვერ არის, მართალია, ვერანაირად ვერ იქნება, წარმოიდგინე კარაქი, მაღალპროცენტიანი არაჟანი, ხაჭო, ნაღები, შაქარი, ჩირები, ქიშმიშები და ა.შ.


Posted by: Universe 10 Apr 2018, 11:23
fermina
ხო, შაქარს საერთოდ ამოვიღებდი, როცა ჩირს ამატებ. ცოცხალი ხილით უკეთესი იქნება, ალუბალი ან მოცვი მოუხდება, გაანეიტრალებს ცხიმს.

რა რეცეპთით ამზადებ?

Posted by: fermina 10 Apr 2018, 11:39
Universe

https://forum.ge/?showtopic=34249532&view=findpost&p=52485739

ალუბალიც მქონდა გაყინული მაცივარში და სხვადასხვა კენკრაც, მაგრამ რატომღაც ჩირები ვამჯობინე, სხვა დროს ცოცხალი ხილით გავაკეთებ აუცილებლად.

Posted by: Universe 10 Apr 2018, 11:57
fermina
უკვერცხოა up.gif

ერთმა ნაჭერმა მთელი წლისთვის დამანაყრა : )) მერე, თუ გადავწყვეტ მომზადებას, პროპორციებსაც გკითხავ :*

Posted by: Mstyle 10 Apr 2018, 12:17
Universe
ალბათ სხვა მოლოდინი რომ გქონდა მაგიტომ. საქმეც ისაა რომ შედარებით მძიმე, ნოყიერი და ნაყინის ტორტის გემო უფრო აქვს ვიდრე ჰაეროვანი მასის, ამიტომ თუ არ მოგწონს ზოგადად მსგავსი რაღაცები არც ხაჭოს პასკა მოგეწონებოდა

Posted by: fermina 10 Apr 2018, 12:23
ეე, სამი წლის წინ რა კარგი პასკები გამომიცხვია, ყოჩაღ მე! smile.gif

user posted image

Posted by: Universe 10 Apr 2018, 12:39
Mstyle
მოლოდინის ამბავი იქნებოდა, გეთანხმები.
ნაყინი მიყვარს, თუ რძის გემო არ აქვს და ცხიმიანობა არ იგრძნობა.


Posted by: wkna 10 Apr 2018, 17:47
ხაჭოს პასკაც გავაკეთე დაჩვეულებრივიც გამოვაცხე,წელს ძალიან ვიყოჩაღე biggrin.gif

ხაჭოს პასკა საკმაოდ მსუყე და ნოყიერია,იაფი არ ჯდება თუმცა ვისაც ხაჭო უყვარს,ძალია კარგი დესერტია ^_^ კვერცხის გარეშე ვაკეთებ ყოველთვის.

ჩვეულებრივი პასკა მეორედ გამოვაცხო, უკვე გამოცდილებაც დამიგროვდა და მიხარია, წელს ბევრი შენიშვნა ჩავინიშნე და იმედია მომავალ წელს უკეთესი გამოვა ^_^

Posted by: Keti-Ket 10 Apr 2018, 22:28
Universe
რა რა დაჰაეროვანი ნამდვილად არაა ხაჭოს პასკა biggrin.gif ზოგადად გიყვარს ხაჭოს დესერტები? ცოცხალ ხილზე მეც ვიფიქრე, მაგრამ ძალიან არაპასკურად ჩავთვალე და ისევ ჩირები და ნიგვზები დავამატე




fermina
ზუსტად იგივე. დღეს ჰქონდათ მოტანილი ჩვეულებრივი ხაჭოსგან მომზადებული და ისეთი გემრიელი არ იყო. ზუსტად ის გემოს სირბილე აკლდა რასაც კარგი ხაჭო ანიჭებს. პირველად რომ გამესინჯა მომეწონებოდა, მაგრამ შედარებაში კარგი ხაჭოსა და არაჟნისგან მომზადებული ბევრად უკეთესია. ამ გოგომ კი თქვა, ბევრი წყალი გამოუვიდაო

Posted by: nia4u 10 Apr 2018, 23:37
Universe
QUOTE
ცოცხალი ხილით უკეთესი იქნება, ალუბალი ან მოცვი მოუხდება

Keti-Ket
QUOTE
ცოცხალ ხილზე მეც ვიფიქრე, მაგრამ ძალიან არაპასკურად ჩავთვალე

აი, რთულის რეცეპტია ალუბლით და მახსოვს, მაშინ ვინც გააკეთა, ყველა აღფრთოვანებული იყო,
ასევე მახსოვს, კაკლის მურაბით და საზამთროს მურაბით აქებდნენ ძალიან...

Posted by: ვივიანა 10 Apr 2018, 23:48
ანტრეს პასკა როგორ მოეწონა ხალხს მიკვირს, ტკბილი ქვეყნის სჯობდა. ანტრე საოცრად მშრალი იყო:/

Posted by: Master_Nick 11 Apr 2018, 00:00
ვივიანა
დღეს ვიყიდე განმეორებით ანტრეს პასკა და ძალიან მომეწონა, არ ვიცი ეს სხვა პარტია იყო თუ არა, მაგრამ დღევანდელი პასკა იყო საუკეთესო რაც კი წელს პასკები გამისინჯავს, ზომიერად მშრალი, მძიმე, არაფაფუკი და აფუებული, ნუ გემო საერთოდ სუპერ, ზედმეტი გაფორმებების გარეშე.


Posted by: nia4u 11 Apr 2018, 00:03
მე გავსინჯე აზატოს, ავოკადოს, სანდომის და ტკბილი ქვეყნის პასკები
და ტკბილმა ქვეყანამ აჯობა, ჩემი აზრით, ყველას...
სტაბილურად კარგი პასკები აქვთ ყოველ წელს...

ამ ანტრეს პასკებს აქებს ყველა ფეისბუქზე, ანტრე მხოლოდ პეკინზეა თუ კიდევ სადმე?
რომ ჩამოვაღწევ თბილისში, იქნებ მივუსწრო, ქონდეთ კიდევ და გავსინჯო...

Posted by: ვივიანა 11 Apr 2018, 00:06
Master_Nick
დღევანდელი მოიტანეს ზუსტად არ ვიცი, შემთვის იყო მშრალი ბულკი, იმენა არ გამისწორდა. შეიძლება ყველა ფილიალში სხვადასხვაა.

nia4u
მეც მომწონს ტკბილო ქვეყანა, არც ცუკატები დაენანათ და არც ქიშმიშები.
ანტრე პეკინზეა, აბაშიძეზე და მარჯანიშვილის მოედანზე.

Posted by: nia4u 11 Apr 2018, 02:01
ვივიანა
ჰოდა, ამდენი ფილიალები თუ აქვთ, ალბათ სხვადასხვა პასკაა ყველგან ა საკითხავია, რომელი ფილიალის ჯობია smile.gif


Posted by: +/- 11 Apr 2018, 02:15
nia4u

მე წელს პეტრიაშვილის "ანტრეში" ვიყიდე პასკა,
შარშან პეკინის ფილიალში. წინა წლებში ზუსტად არ მახსოვს.

ყოველთვის სუპერ არის, ჩემთვის.

ზოგადად, არცერთი საკონდიტრო ქსელი არ მომწონს ისე, როგორც "ანტრე". კონცეფცია, მომსახურება, პროდუქცია...

Posted by: <<Innamorata>> 11 Apr 2018, 09:13
nia4u
მარიჯანის და ნუცუბიძის კუთხეშია სადაც აცხობენ ის ანტრე,ისე ბევრგანაა..ვაჟაზეც არის პრობაციის სამინისტროსთან.გაგარინზეც.

Posted by: fermina 11 Apr 2018, 09:37
<<Innamorata>>
QUOTE
nia4u
მარიჯანის და ნუცუბიძის კუთხეშია სადაც აცხობენ ის ანტრე,ისე ბევრგანაა..ვაჟაზეც არის პრობაციის სამინისტროსთან.გაგარინზეც.


ჩემთან ახლოსაა ეგ ფილიალი და ნეტა იცოდეთ, როგორი ნებისყოფით ვუვლი გვერდს ეს ერთი კვირაა smile.gif

გუშინ საღამოს კინაღამ წამძლია სულმა, მაგრამ გავიხსენე ჯინსის შარვალზე გახსნილი ღილი და დავეტიე სახლში.

პასკები გამითავდა და ვფიქრობდი ანტრეს პასკით შევსებას, თან წელს არ მიყიდია მაგათი პასკა.

მაგრამ სამსახურში ვ-არესია, ორი ფილიალი მაქვს ახლოს, მცხეთის ქუჩის და პეტრიაშვილის და ორივე მიხმობს თავისკენ smile.gif

Posted by: <<Innamorata>> 11 Apr 2018, 09:44
fermina
შიშით დავდექი დღეს სასწორზე,4 კილო მაქვს მომატებული.. პასკა კი არა საერთოდ აღარ შევჭამ: ))))))))))))

Posted by: Romeru_Lukaku 11 Apr 2018, 20:00
პასკააა რა კარგი რამეა love.gif love.gif

Posted by: Keti-Ket 11 Apr 2018, 21:30
nia4u
აუ კი არ ვიცი ეგ რეცეპტი. ნეტავ რამე განსხვავებულია თუ მარტო ისაა სხვაობა რომ ხილი აქვს დამატებული

ის იშვიათი ადამიანი ვარ, ვისაც კაკლის მურაბა და ზოგადად მურაბები დიდად არ უყვარს. დარწმუნებული ვარ მათი დამატებითაც საკმაოდ კარგი იქნება, მაგრამ იმდენად მომჭონს მრავალფეროვნება ჩირების და თხილების, ეჭვი მაქვს ნაკლებად მომეწონებოდა მურაბიანი


და რაც შეეხება ჩვეულებრივ პასკებს, ჯამში მეც ანტრე მომეწონა ყველაზე მეტად

Posted by: nia4u 12 Apr 2018, 01:51
Keti-Ket
რთულის რეცეპტი არის ნაღებით და ღვინოში მოხარშული ალუბლებით...
65-ე გვერდზე დევს ლინკი.

მურაბებბს რაც შეეხება, კაკლები ან საზამთროები უნდა ამოალაგო წვენიდან, რომ შეშრეს და ცუკატების მსგავსად დაუმატო...
ხაჭოს პასკა ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა, ვისაც რა უყვარს და მოსწონს, იმას უმატებს smile.gif
მე მაგალითად, თხილეულს არ დავუმატებდი, ისე კი მიყვარს, მაგრამ ხაჭოსთან არ მომეწონება...

Posted by: hopla123 12 Apr 2018, 11:47
რა ცუდ დროს მაქვს ალერგია ვერაფერი გავსინჯე ამ სააღდგომოდ

Posted by: Romeru_Lukaku 12 Apr 2018, 14:37
hopla123
პასკაა ალერგიას გაძლეევს ? biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

Posted by: nia4u 13 Apr 2018, 14:19
Romeru_Lukaku
პასკაში არის რძე, კვერცხი და მრავალნაირი სანელებელი, ასე რომ სრულიად შესაძლებელია, რომ ალერგია გაამწვავოს smile.gif

Posted by: fermina 13 Apr 2018, 16:51
ესე იგი, მაინც მომიწია ნუცუბიძის ფილიალში პასკის ყიდვა. biggrin.gif

ჯერ კიდევ თბილი იყო, ახალგამომცხვარი. მოვაცუნცულე სახლში, ცოტა ხანში გავჭერი და იყო სრული საძაგლობა.

აი, ჩვეულებრივი კექსი. პასკის არ ეცხო არაფერი, არც სიტკბო, არც სანელებლები და რაც მთავარია, არც კონსისტენცია.

ყოველ წელს ვყიდულობდი ანტრეს პასკას და მსგავსი სისაძაგლე არასოდეს გამისინჯავს. ყოველთვის გემრიელი იყო, მძიმე, ნოტიო, ცხიმიანი.

ვიფიქრე, რომ ახალგამომცხვარი რახან იყო, იმიტომ, მაგრამ მეორე დღეს გავსინჯე და იყო უბრალოდ ცივი კექსი smile.gif

ცხიმი აკლდა ცალსახად და სხვა ყველაფერი, რაც პასკას სჭირდება.

არადა ანტრეს ზოგადად პატივს ვცემ, მიუხედავად იმისა, რომ ბევრ რამეზე არაადეკვატური ფასები აქვს.


Posted by: perry 13 Apr 2018, 17:26
იტალიური პასკა love.gif

Posted by: nia4u 13 Apr 2018, 21:52
აი, ესეთ დღეში ვარ! facepalm.gif

user posted image

Posted by: fermina 14 Apr 2018, 01:06
nia4u
მეც

ლისზე წრეების დარტყმა უკვე აღარ მიშველის. ლიპოსაქცია უნდა გავიკეთო biggrin.gif

Posted by: nia4u 14 Apr 2018, 13:19
fermina
ხვალაც უნდა გავიმეტო თავი, სტუმრები გვყავს...

და მერე რაღაც უნდა ვიღონო facepalm.gif

Posted by: ფისტაჩიო 24 Aug 2018, 18:55
სად ეიძლება ვიშოვო კარგი მძიმე პასკა ბევრი ქოშმიშებით??? rolleyes.gif rolleyes.gif rolleyes.gif

Posted by: ninicool 24 Aug 2018, 23:41
ფისტაჩიო
გორის ნიკორაშია ჩამოფასებული პანეტონეები, 5 ლარი ღირს. ძალიან მძიმეებიც არ არის, მაგრამ 5-6 ცალს გარკვეული წონა ექნება.

Posted by: wkna 25 Aug 2018, 10:51
ფისტაჩიო
ninicool

ყველა ნიკორას ფილიალში აქვთ შემორჩენილი ეგ პასკები

Posted by: ფისტაჩიო 25 Aug 2018, 21:17
wkna
ninicool
ეგეთი 5 თვის წინანდელი არ მინდა სადმე არაა საკონდიტრო სადაც ეხლაც აკეთებენ?

Posted by: Ezekia 17 Mar 2019, 17:02
გამარჯობა.

აქაც დავწერ ჩემს გასაჭირს user.gif

65-ე გვერდზე ვნახე პასკების რეცეპტების ლინკები. გამოხმაუპებებიდან ჩანს, ძალიან კარგი პასკები გამოდის, თან სხვადასხვა ვარიანტია...

ხოდა ვერც ერთ საიტზე ვერ გადავდივარ, არ მიხსნის (((((

საერთოდ არ მიხსნის perfectcook-ის გვერდებს (((


იქნებ დააკოპიროთ რეცეპტების ტექსტები, გთხოვთ.

წელს ახალი რეცეპტი მინდა, ვცადო. და თადარიგს აქედანვე ვიჭერ)))

გთხოვთ, ვისაც გაქვთ დაკოპირებული ეს ტექსტები, ან გიხსნით მითითებულ გვერდებს, აქაც გადმოპოსტეთ love.gif


Posted by: Universe 18 Mar 2019, 12:05
Ezekia
მეც ვეძებდი და ამას გადავაწყდი http://www.maykuna.ge/index.php?plevel=2&ptype=1&pcategory=8&pitem=952

http://www.maykuna.ge/index.php?plevel=2&ptype=1&pcategory=8&pitem=954

perfectcook როგორც ჩანს გააუქმეს.

Posted by: nia4u 20 Mar 2019, 20:43
Ezekia
Universe
პერფექტქუქი როგორც ჩანს გაუქმდა და ეგ იმხელა დანაკლისია, ძალიან ცუდ ხასუათზე დავდექი, საოცარი რეცეპტები იდო, არამხოლოდ პასკის... lam.gif weep.gif weep.gif weep.gif

მოკლედ, კომპით ვცდი, რომ მოვიძიო ეგ რეცეპტები და დავდებ აქ, თუ რამე ვიპოვე sad.gif

Posted by: Universe 20 Mar 2019, 21:29
nia4u
QUOTE
საოცარი რეცეპტები იდო

yes.gif
რომ ვეღარ მივაგნე, კი ვიფიქრე, შენთვის მეკითხა. მაგრამ მერე ვიპოვე ზემოთ დადებულ საიტზე ნ.ჯ- რეცეპტი და აღარ შეგაწუხე.

ისე შენ პასკის რომელი რეცეპტით ხელმძღვანელობ?

Posted by: nia4u 20 Mar 2019, 21:58
მე დედაჩემის რეცეპტით ვაცხობდი, მაგრამ ბევრი წლებია აღარ გამომიცხვია, სხვადასხვა მიზეზების გამო...
* * *
მოახლოვდა აღდგომა და ტრადიციულად შევეცდები განვაახლო რეცეპტების ლინკები,
რასაც ვიპოვი, დავდებ, რადგან, როგორც აღმოჩნდა საიტი პერფექტქუქი აღრ არსებობს... sad.gif

პირველი - ანინიას პასკის რეცეპტი
QUOTE
aninia ანინიას პასკა
("დღეს გავაკეთე"-ში დაუწერია ადრე და ძლივს ვიპოვე  )
QUOTE
მეც დაგიწერ მარტივ რეცეპტს. ასე ვთქვათ, ზარმაცის რეცეპტია. ათასჯერ რო არ უნდა ჩაზელა, ისედაც მშვენიერი გამოდის.
საერთოდ არ ვწვალობ ცომთან დაკავშირებით. როგორც ნამცხვარს, ან უფუნთუშებს ვაცხობ, ისე ვაკეთებ. დრო და ფაციფუცი კი უნდა, უამისოდ ხომ არც არფერი გამოდის smile.gif.

გამომცხვარი პასკების რაოდენობა არ დამითვლია, მაგრამ ბლომად გამოდის. ყოველ შემთხვევაში, მზა პასკები რომ იყიდო იმ თანხით,
რასაც მასალაში დახარჯავ, ამაზე 2 ჯერ ნაკლები მოგივა.

პასკა

აღდგომამდე რამდენიმე დღით ადრე მიხაკი-დარიჩინი, მუსკატი, კარდამონი (ილი) დამტვრეულ-დაჩეჩქვილი მოვათავსოთ ქილაში, დავასხათ 100-150გ კონიკი ან არაყი და თავი დავახუროთ. მე დაფქულს არ ვიყენებ, გადაწურვისას მაინც ძვრებიან სუნელების ნამცეცები და მერე ცომში მოჩანან.

მასალა (1 პორცია)
20 კვერცხი
2,5 კგ შაქრის ფხვნილი
1 კგ კარაქი ან მარგარინი ( ვისაც მეტად სველი და მძიმე პასკა უყვარს, კიდევ 500გ მარგარინი უნდა დაუმატოს)
1 ლიტრიანი ქილა მაწონი
3 ლიტრი რძე
5 პაკეტი ვანილი
3 ს/კ საფუარი (მშრალი)
1 ცალი მოზრდილი ლიმონი
8 კგ უმაღლესი ხარისხის ფქვილი.
ზეთი - 0.5 მოსაზელად ხელის დასასველებლად.
250 გ გამდნარი მარგარინი, თუ ლითონის ფორმებში აცხობთ, მის დასამუშავებლად.
ქიშმიში, ცუკატი და სასურველი გულსართი - თქვნი გემონებით. მე 0.5 კგ ქიშმიშს ვუკეთებ, რომელსაც ცომის მოზელვამდე რამდენიმე საათით ადრე გავარჩევ, ადუღებულ წყალს დავასხამ და რამდენიმე წუთის შემდეგ გადავწურავ. დავყრი ხელსახოცზე, რომ ზედმეტი წყალი მოშორდეს.


წინა დღეს, ყველა ინგრედიენტს ერთ თბილ ოთახში ვალაგებ. ყველაფერი უნდა იყოს თბილი, მათ შორის ჭურჭელი, რომელშიც იმუშავებთ.

ვიწყებ დილითვე smile.gif. ვამზადებ ე.წ ხაშს - პატარა მომინანქრებულ ქვაბში ვყრი საერთო მასალიდან აღებულ 1 ჭიქა შაქარს, 0.5 ჭიქა ფქვილს, საფუარს და ვსხამ 1.5 ჭიქა თბილ (არავითარ შემთხვევაში ცხელ, ცხელი მასალა საფუარს კლავს) რძეს. კარგად მოვურევ, გავხსნი და ვდგამ ასაფუებლად.
ამასობაში ვიღებ მოზრდილ თასს, ვათავსებ მასში კვერცხის მთელ განცალკევებულ ცილას და როგორც ნამცხვრისთვის, მიქსერით ბეზე ამომყავს, ვამატებ ჭიქობით შაქარს და კვერცხის გულს. კარგად ვთქვეფ გოგოლიმოგლს და ისევ მიქსერით ვაგრძელებ მუშაობას.
ვადნობ მარგარინს და ვურევ გოგლიმოგლის მასაში. ვამატებ მაწონს და ისევ ვურევ.
ვხეხავ ლიმნის ცედრას, ცალკე ვწურავ ლიმნის წვენს და ვამატებ + ქიშმიში + ვანილი + სუნელების ქილიდან გადაწურული კონიაკი - მხოლოდ სითხე.
გადავდეთ მიქსერი - აღარ გვჭირდება smile.gif
მასალაში ვასხამ რძეს და ხაშს. კარგად გავხსნი ყველაფერს და მერე ამ მასას დიდ, თბილ ქვაბში გადავასხამ, რასიც საბოლოოდ მოიზილება და გაფუვდება. ვიწყებ ფქვილის დამატებას და ხელით ვზელ ცომს.
ფქვილი ხან 2-3 ჭიქა მეტი მომდის, ხან მაკლდება. ეს მის ხარისხზეა დამოკიდებული. ნუ, ცომი ნაზი უნდა იყოს და ოდნავ ჩვილი, მოზელა არ უნდა გიჭირდეთ.
დროდადრო ხელებს ვისველებ ზეთში და იმდენს ვზელ, რომ ცომი მოშორდეს ქვაბის კედლებს. ვდგამ სითბოში, ვფუთავ და ველოდები აფუებას.
ამ პერიოდში ვიღებ ფორმებს, რაშიც უნდა გამოვაცხო, ძირზე ვუფენ პერგამენტს, ან როცა არ მაქვს, ჩვეულებრივ, A4 თეთრ ქაღალდს და ყველა ფორმას ვუსვამ გამდნარ მარგარინს ძირზე და კედლებზე. (ზეთს არ ვუსვამ ფორმებს, მერე ზეთის სუნი აღარ მომწონს მოსაკბეჩად გამზადებულ პასკის
ნაჭერზე smile.gif ).
ცომი კარგად რომ ამოვა, ზეთიანი ხელებით ვიღებ გუნდებს და ვაგდებ გამოსაცხობ ფორმაში. ცომმა უნდა დაიკავოს ფორმის 1/3 ზე ცოტა მეტი, მაგრამ არა ნახევარი. ვცდილობ, ისე ჩავაგდო, რომ ზევითა მხარე მომრგვალებული ჰქონდეს და დაველოდები ფორმაში მის აფუებას.
ფორმას რომ შეავსებს ცომი, შევდგამ გამოსაცხობად საშუალო ცეცხლზე.
მერე, უკვე, თქვენ იცით, როგორ მოკაზმავთ და მორთავთ smile.gif

ხო, სანამ პასკების პარტია ცხვება,უქმად რომ არ ვიყო და ცნობისმოყვარეობის გამო 1000ჯერ არ შევიჭყიდო ქურაში, ცომს ვაბრტყელებ, ვდებ ქურაში გამოსაცხობ თუნუქის ფურცელზე, ვუსვამ ხილფაფას, ზემოდან ვფარებ ფორმებად დაჭრილ სხვა ცომს, ვუსვამ კვერცხი გულს და ამოფუების შემდეგ ამსაც ვაცხობ. ანუ -ე.წ "პეროგებს".
კიდევ, მოხალულ ნიგოზს ან მიწისთხილს ვატარებ ხორცსაკეპში, ვურევ შაქრის ფხვნილს, 2-3 კვერცხის ცილის ბეზეს, ვანაწილებ გაბრტყელებულ ცომზე, ვახვევ რულეტივით, ზემოდან ფუნჯით გადავუსვამ ცილისგან მორჩენილ კვერცხის გულებს და ვაცხობ.
მოკლედ, ინტერპრეტაციები თქვენთვის მომინდვია. ცომი ბლომად გექნებათ ექსპერიმენტებისთვის biggrin.gif
წარმატებები.  2kiss.gif


* * *
lukanini-ის პასკის რეცეპტი...
ნინის, როგორც "ცომის დიდოსტატს" ყოველთვის შესანიშნავი რეცეპტები აქვს <3

QUOTE
750 რძე
10 პატარა კვერცხი (დაახლოვებით 65 გრ ნაჭუჭიანად)
2.250 უმაღლესი ხარისხის ფქვილი
500 კარაქი
200 მაღალ პროცენტიანი ნაღები
800 შაქარი
800 ქიშმიში
100 ფორთოხლის ცუკატი
30 მარილი
5 ჩ.კ თაფლი
50 საფუარი (თუ მშრალ საფუარს იყენებთ ამის ერთი მესამედი ნუ 20 გრ მაინც)
2 ლიმონის კანი და 1 ლიმონის წვენი
100 გრ რომი,კონიაკი...
შაფრანი 0,15.ასე ეწერა ჩემს ბოთლს რომ ვიყიდე.ეს ნამდვილი შაფრანია წვრილი ღეროები რომაა ის
მე სუნელებს ვწონი და ისე ვუშვები.ასე ყოველთვის ერთი გემო აქვს.არც მეტი არც ნაკლები
1,2 გრ მუსკატის კაკალი.0,5 ჩ.კ
10 ც კარდამონი
1,2 გრ მიხაკი ან 0.5 ჩ.კ
1.2 დარიჩინი ან 0,5 ჩ.კ
1,2 ვანილი ან 0,5 ჩ.კ
მე მადაგასკარის ვანილის ექსტრაქტი გამოვიყენე და პასტა.1 1/2 ჩ.კ ან 1 ვანილის ღერი შეგიძლიათ უქნათ
ამ ვანილს თუ გამოიყენებთ კრისტალი ვანილის დოზა შეამცირეთ

ანუ მე ასე ვამზადებ 24 საათით ადრე ვიწყებ საფუვრის მომზადებას
1 დღე.ოდნავ თბილ რძეში ვხსნით თაფლს + საფუარი 5 გრ და 0,5 კგ ფქვილი.მოვურიოთ ხის კოვზით კარგად და გავაჩეროთ ნუ დაახლოვებით 1-2 საათი.მერე ვდებ მაცივარში მეორე დღის საღამომდე.
სანელებლებსაც ამ დღეს ვამზადებ.ვაცლი კანს ლიმონს(მარტო ყვითელ მხარეს.თეთრი არაფერში გვჭირდება სიმწარეს აძლევს) და ვაბლენდერებ ცოტა შაქარში.
ვწურავ 1 ლიმონს
პატარა შუშის ბანკაში ვასხავ ლიმონის წვენს,სადღაც 70 გრ რომს,დაბლენდერებულ ლიმონის კანს და ყველა სუნელს,ვანილს, შაფრანის გარდა.მოვუჭერ კარგად თავზე რეზბიან საცობს .დრო და დრო ხელით შევანჯღრევ ხოლმე რომ მასა აერიოს ერთმანეთს
შაფრანს ვნაყავ +0.5 ჩ.კ შაქარი და ცოტა ადუღებული წყალი.თავზე ვაფარებ და ვფუთავ
კარგად გარეცხილ (ცხელ წყალში) და გამშრალებულ ქიშმიშს ვასხავ დარჩენილ რომს+ ფორთოხლის ცუკატები.ვაფარებ თავზე ჰერმეტულად.ამასაც დრო და დრო ვურევ ხოლმე

2 დღე. საღამოს სადღაც 7 საათზე ვიწყებ ცომის მომზადებას. მთლიანი კვერცხებისგან ვაკეთებ გოგლი მოგლს.მაცივრიდან ვიღებ საფუარს და ვურევ გათქვეფილ კვერცხს.(თუ ხელით ზილავთ მაშინ საფუარი ერთი საათით ადრე მაინც გამოიღეთ მაცივრიდან) ამ დროს ვუშვები სუნელების ნაყენს,შაფრანს,ნაღებს, მარილს.დროჟს ფქვილში ვურევ და ისე ვამატებ ცომს.ყველაფერს კარგად მოვურევ და ბოლოს შევაზელ კარდაგ დარბილებულ კარაქს.ცომს ვაჩერებ ნახ. საათი მაინც და მერე ვიწყებ ზელას.მე საზელ მანქანას ვიყენებ და ამიტომაც გამოდის ცომი ძალიან ელასტიური.ცომს დაახლოვებით 4ზე ვყოფ და ნაწილ ნაწილ ვამუშავებ .მიქსერის სპირალიანი ფეხებიც შეგიძლიათ გამოიყენოთ ან ვისაც პურის საცხობი აპარატი გაქვთ ეგეც წავა.მარტო მოზელვის რეჟიმი.ტემპერატურა არ უნდა.მე სადღაც თუთო ნაწილს 20 წთ მოვუნდი.კარგად რომ მოზელილიყო. შემდეგ ვგდავ მთელი ღამე გასაფუებლად.არც სითბოში არაფერი.ნუ საყინულეშიც ნუ იქნება. wink.gif .ოთახში თუ თბილა საკმარისია.

3 დღე. დილით ჩავზილავ ცომს ზეთიანი ხელით.ვაჩერებ 1 საათი და მერე ვურევ ქიშმიშს.რომელსაც აქვს გარეული 1-2 ს.კ ზეთი და ფქვილი.ეს იმიტომ რომ ცომს კარგად მიეკროს.ისევ ვაჩერებ ნახ. საათს
ვიღებ ცომის და ვწონი.დიდი ქაღალდის ყალიბებში 900 გრ და პატარებში 500.ჩემები კილოიანი და ნახევარ კილოიანი ყალიბებიბია.სანამ ყალიბში ჩავდებ მომოვაგუნდავებ როგორც ხაჭაპურის ცომს ვუშვებით ისე,ვაჩერებ სადღაც 10 წთ.სამუშაო მაგიდა ცოტა ზეთმოსმული მაქვს.ფქვილს არ ვხმარობ.მერე ისევ კარგად მოვაგუნგავებ. ცომის გვერდებს ვკეცავ ამოვაბრუნებ და კარგად მრგვალ ფორმას ვაძლევ.როგორც პურს ისე .თავი უნდა ქონდეს მოჭიმული და ასე ვდებ ყალიბებში.ოდნავ თბილ ღუმელში(თუ თერმომეტრი გაქვთ 30 º მეტი არ უნდა იყოს) ჯამით ვდებ ადუღებულ წყალს და ისე ვაწყობ ყალიბებს.ასე სინოტივეს ვაძლევთ ცომს და ხელს ვუწყობთ უკეთესად რომ გაფუვდეს.თანაც თავზე არ გაშრება.ჩემები ძალიან სწრაფად გაფუვდნენ .სადღეც 3 საათში უკვე მზად იყო.
ღუმელს ვახურებ 150-160 გრადუსზე ჰაერის ფუნქციით. ღუმელის ძირზე ვდებ პატარა ჯამით ადუღებულ წყალს ცხობის პირველ 20 წუთს. მერე ვიღებ და ვაგრძელებ ცხობას.დიდ ყალიბს უნდა 50 წთ და პატარას 40. თუ საზომი თერმომეტრი გაქვთ 94º მაინც უნდა იყოს პასკის გულის ტემპერატურა.

P.S პასკებს მთლიან გათქვეფილ კვერცხს ვუსმევ.


* * *
ამ ცომიდან გამომივიდა 4 დიდი და 5 პატარა პასკა



* * *
QUOTE
მაცივარში ცომის გამოტარებას ვინც აპირებთ, წაიკითხეთ ლუტას რჩევები
QUOTE

QUOTE (LUTA @ 12 Apr 2012, 14:14 )
Peppi
QUOTE
ნაწილი მაცივარში გამოვატარე.. შევადარებ, რომელი აჯობებს


ნათი ამ მაცივარში გამოტარებაზე მინდა ვთქვა

მაცივარში გამოტარება არჩევანი არაა . სავალდებულოა და გეტყვი რატომაც

გაფუების პროცესი რალურად იყოფა სამ ფაზად: გაფუება, ფერმენტაცია, ცომის მომწიფება.

როგორც კი ცომი იწყებს ამოსვლას იქ მთავრდება გაფუება და გადადის შემდეგ ფაზაში ფერმენტაციში.

არის კიდევ მესამე პორცესი რომელიც მიმდინარეობს ეს არის ცომის მომწიფება. ეს პრცესი იწყება ცომის მოზელვიდან
და მთავრდება სანამ ღუმელში არ შევა.

გაფუება - პროცეის როცა ცომში გამრავლებულია საფუარის ბაქტეირიები.
მეორე ფაზა ფერმენტაცია როცა იწყება ბაქტერიები გარდაქმნიან შაქარს - ალკოჰოლი , გაზი
მომწიფება სადაც უკვე მარავლი ქიმიური პროცესი მიმდინეარობს . შაქარის გარდაქმნია ცხიმები და ა.შ
არის ძალიან ნელი პროცესი
კარგი ხარისხის მისაღებად ეს სამივე პროცესი უნდა დაემთხვეს დროში ერთმანეთს.

მომწიფებას უნდა დრო. გაფუება და ფერმენტირება უფრო ჩქარი პროცესია და დომინირებას ახდენს მომწიფებაზე როცა ოთახის ტემპერატურაზე მიმდინარეობს . ამიტომ მომწიფება ვერ აღწევს
თავის პიკს . ამიტომ მაცივარში სადაც არის დაბალი ტემპერატურა გაფუება ფერმეტირება ნელდება და მომწიფება კი ამ ტემპერატურაზეც გრძელდება.

ასე ხდება რეგულრება ამ სამი პორცესის.
ოთახის ტემპერატურაზე ეს შეუძლებელია რადგან ფემენტაციის შედეგად ენზიმები ჭამენ ფქვილში შემავალ გლუტეინებს და თუ დროზე არ შეწყვეტ
პროცეს არ გამოაცხობ ცომი საერთოდ დაკარგავს ელასტიურობას. ანუ ვერ დატოვებ იმდენ ხანს რომ ცომი მომწიფდეს. ეს მხოლოდ დაბალ ტემპერატურაზეა შესაძლებელი +
ცოტა საფუარი.

შედეგი კი არის ელასტიური ცომი.
უკეთესი ნასვრეტები.
უკეთესი გემო .
და რაც მთავარია ადვილად ასათვისებელი და მოსანელებელია ორგანიზმისათვის 

როცა ბუნებრივი საფუარი იხმარება მაშინ მხოლოდ იმ შემთხვევაში იხმარება მაცივარი თუ საფუარი არის ძალიან ძალიან ძლიერი. სხვა შემთხვევაში
არა. რადგან ისედეაც ძალიან ნელი პროცესია დაწნეხილი საფუარისაგან განსხავებით.

აი პასკაზე რომ ამბობენ რამოდენიმეჯერ უნდა ჩაზილო კარგი რომ გამოვიდესო . ცომის მომწიფების პრინციპია. მაგრამ ეს სასურველია
დაბალ ტემპერატურაზე მოხდეს მაცივარში. ჩაზელვის გარეშე . ასე გარანტირებულია რომ ენზიმები არ შეჭამენ გლუტეინებს (ცომის ელასტიკურობაზე
პასუხის მგებელს )

ასევე დაუშვებელია ცომის ახლოს დადება გამათბობელთან ან ზომაზე მეტად თბილი ღუმელში შედება ამოსასვლელად. რადგან 27 გრადუსზე მაღლა თუ მიმდინარეობს გაფუება გლუტეინის საფარი ნადგურდება. და მაღალმა ტემპერატურამ ასევე შიეძლება მოკლას საფუარის ბაქტერიებიც .

დიდი პოსტი გამომივიდა მაპატიეთ

QUOTE

QUOTE (LUTA @ 12 Apr 2012, 14:51 )
gloneli
QUOTE
პასკის ცომის მოზელას და სითბოში გავჩერო თავიდან?


მე მაგალითად ასე ვაკეთებ ვზილავ და ეგრევე ვდებ მაცივარში .

მერე გამოვიღებ გადავზელ დავუმატებ ცუკატებს და ქიშმიშებს რაც მინდა რო მ ქონდეს .
1 საათი ვაჩერებ ოთახის ტემპერატურაზე მერე მოვათავსებ ფორმებში და ვაცდი აფუებას

ვაცხობ 180 გრადუსზე სანიავებლიანი რეჟიმი. ტემპერატურას არ ვუცვლი.

ცომის მოზელვისას ძალიან ძალიან კარგად უნდა დამუშავდეს. მე 1 კილო ფქვილის ერთიანად არასდროს გამიკეთებია

რადგან ჯერ ამდენიც არ მინდა და მერე მე მიჭირს ამხელა ცომის დამუშავება ძალიან კარგად .

და რაც მთავარია საფუარს ვუშვები ცოტას . მაგრამ მერე აფუების დრო არის ხანგრძლივი .

საღამს ვზელ ვდებ მაცივარში. ბოსტნეულითან ახლოს . დილით მხვდება დასვენებული ოდნავ გაფუებული. მერე ველი მეორედ გაფუებას ფორმებში საკმაო ხანი



* * *
ესმა კუნჭულიას ხაჭოს პასკა
http://www.newposts.ge/?l=G&id=106701-ესმას,%20პასკა

ეს კი n.j.-ის მარტივი პასკა
http://ratatui.ge/paska-igive-kulichi/

Posted by: Ezekia 9 Apr 2019, 19:08

Universe
nia4u



დიდი მადლობა, ამ რეცეპტებსაც ავითვისებ)))



კვერცხის შეღებვაზე რას მეტყვით, რას მასწავლით? ოღონდ წითლად არა, ეგ ვიცი))) აი, ცისფრად რომ ღებავენ, ყავისფრად, მწვანედ - ეგეთების შეღებვა თუ იცით საკვები საღებავების გარეშე, ბუნებრივი საშუალებებით???

Posted by: Universe 9 Apr 2019, 20:25
Ezekia
ცისფრად შევღებე ერთი ცალი, წითელი/ლურჯი კომბოსტოს წვენით. მაგრამ რომ გითხრა, ვიცი ზუსტად, როგორ მიიღო კარგი ცისფერი-თქო no.gif

წვენი მუქი იასამნისფერია. მწვანდება სოდის დამატებისას. ნაჭუჭზე როგორ ჯდება არ გამომიცდია.
შაფრანიც ინტენსიურ ყვითელ პიგმენტს შეიცავს.

ნიას ეცოდინება დაზუსტებით.
* * *
ხვალ ვცდი კიდევ, მეხალისება, რამდენი საათი დასჭირდება ინტენსიური ცისფერის მიღებას და სოდის დამატებით მწვანე თუ გამოვა.
* * *
Ezekia
user posted image

ეს გამოვიდა 5 საათის შედეგად.

თუ მოგწონს და გამოგადგება, შემდეგნაირად მოვამზადე:
ნახევარ თავ თხლად დაჭრილ წითელ კომბოსტოს დავასხი 1ლ. წყალი. ვადუღე 40-45 წთ. დაბალ ცეცხლზე.
შემდეგ გადმოწურე წვენი და, იმის მიხედვით, რა ფერი გინდა, ემატება ძმარი მუქი ლურჯისთვის, სოდა - მომწვანოსთვის, არაფერი ღია ცისფერისთვის. ლაქებიანისთვის კომბოსტოიან ნაყენში ჩააწყობ.
ისედაც, სადაც ჭიქის ფსკერს ეხებოდნენ, თეთრად დარჩა. 1ჭ ნაყენს 1ჩ.კ. სოდა/ძმარი დავამატე...

Posted by: nia4u 10 Apr 2019, 18:31
Ezekia
https://youtu.be/x6rnTi9VszY

აბა, ეს ვიდეო ნახე, ცოტა მკრთალი ფერები გამოდის, მარა ლამაზია მაინც. მე არ მიცდია, სიმართლე რომ გითხრა, მეზარება ჩემთვის და ჩემი ქმრისთვის, ბავშვები რომ მყავდეს, უფრო მივინდომებდი ალბათ... smile.gif
* * *
ჰო, მართლა, პერფექტქუქი ამუშავდა და 65-ე გვერდზე დადებული ლინკები ყველა იხსნება, გილოცავთ <3 smile.gif

* * *
შაფრანში ჩალაგებული გამოდის მკრთალი ყვითელი და მერე ამ ყვითელს თუ იასამნისფერი კომბოსტოს წვენში ჩადებ, გამოდის ძალუან ლამაზი მწვანე... smile.gif
* * *
Universe
QUOTE
ნიას ეცოდინება დაზუსტებით

2kiss.gif 2kiss.gif
რა ლამაზი ფერები მიგიღია... bis.gif love.gif up.gif

Posted by: Universe 10 Apr 2019, 19:34
QUOTE
შაფრანში

აი ეს დამავიწყდა. 4 ფერს ვაპირებდი და ვეღარ გავიხსენე მეოთხე :დ

QUOTE
შაფრანში ჩალაგებული გამოდის მკრთალი ყვითელი და მერე ამ ყვითელს თუ იასამნისფერი კომბოსტოს წვენში ჩადებ, გამოდის ძალუან ლამაზი მწვანე... 

up.gif

nia4u
QUOTE
ჰო, მართლა, პერფექტქუქი ამუშავდა და 65-ე გვერდზე დადებული ლინკები ყველა იხსნება, გილოცავთ <3

sophka-მ დამილინკა მეც მერე და მუშაობდა.
საფუარის რეცეპტიც მომაწოდა

smile.gif

Posted by: Ezekia 10 Apr 2019, 20:29
nia4u
Universe

აუაუაუ რამაგარი ამბებია 2kiss.gif 2kiss.gif 2kiss.gif

თქვენ გაიხარეთ თქვენა!!!
love.gif love.gif love.gif


* * *
ის სამოცდამეხუთეგვერდის რეცეპტები უნდა დავაკოპირო ტექსტებად და შევინახო მაგრადყველა კუთხე-კუნჭულში!!! biggrin.gif

პასკას ვაკეთებ რამდენიმე წელია, პატარა ვიყავი ეტყობა საკარგპასკედ და მარტივი მასწავლეს, ქე რო ფუნთუშებივით გამქდის და ვაცხობდი და ვაცხობდი ადვილად და ბედნიერად)) მერე გადავედი სხვა რეცეპტზე და კი ყოფილა თამრიკო კიკაბიძის პასკა love.gif მომწონს ძაან, კი, მაგრამ მრავალფეროვნებისთვის რამე სხვა მინდა ეხლა, სხვა რეცეპტიც ვცადო. ცოტა მძიმე და სველი) ავარჩევ იმ ცნობილი გვერდიდან. ხაჭოს პასკა ერთხელ ვცადე, შესქელებული რძით, სგუშონკას რო ვეძახით შინაურობაში. რაღაც ვერ გამომივიდა მთლად დაცემადავერადგომა და შევეშვი... ალბათ მაგასაც ვცდი წელს. და ფერად კვერცხებს-დიშვილები წამომეზარდნენ და ერთად გავაკთებთ უკვე რაღაცეებს, ეს ბუნებრივი საღებავებიც მაგათ გამო მინდა ♥️❤️

Posted by: nia4u 10 Apr 2019, 22:28
Ezekia
გაგვიზიარე მერე ჩვენც ამბები და გამოცდილებები...

მიყვარს აღდგომა და ეს თემა და ეს განყოფილება love.gif love.gif love.gif

Posted by: keen 11 Apr 2019, 13:22
დიაბეტური პასკები ხომ არ გეგულებათ სადმე, ვინმე რომ აცხობდეს?

Posted by: nia4u 11 Apr 2019, 16:38
Ezekia
https://youtu.be/T2eP80sRFFE

ეს ნახე აბა, ბევრი ვიდეოა აბრეშუმის ნაჭრებით შეღებვის...
ძალიან ლამაზები გამოდის, ცდად ღირს.
ჰალსტუხის ნაჭრებით ვნახე კიდევ ვიდეო, თუ გაქვს ძველი, გამოუყენებელი ჰალსტუხები...
ლამაზებია ხოლმე...
მოკლედ, რაც უფრო ლამაზი ქსოვილია, მით უფრო ლამაზი კვერცხები გამოდის...

Posted by: Universe 12 Apr 2019, 12:25
ლამაზია, მაგრამ ტექსტილის საღებავის გამოყენება მაინც მოსარიდებელია. ნაჭუჭის ფორებში აღწევს მაინც.
აი, ლურჯ კვერცხს სულ კომბოსტოს გემო ჰქონდა, სულ ოდნავ ფერიც ცილაზე smile.gif)
ამიტოა ხახვის ნაქუჩში და ენდროში მოხარშული კვერცხი სხვა გემოზე :დ

Posted by: nia4u 12 Apr 2019, 21:24
Universe
QUOTE
ლურჯ კვერცხს სულ კომბოსტოს გემო ჰქონდა, ს

მართლა???
ისე, ნაჭუჭში მართლა აღწევს ყველაფერი, ამიტომ არ მომწონს ქიმიური საღებავებით შეღებვა...
აი, დეკუპაჟის იდეა უფრო მომწონს, კვერცხის ცილით ეწებება სალფეტკიდან ამოხეული ლამაზი დეტალები...

თუმცა ნაყიდი მაქვს პერლამუტის საღებავები, უკვე მოხარშულ კვერცხს ესმევა გარედან, ოღონდ იმ კვერცხებს მხოლოდ დეკორად გამოვიყენებ, არავის არ ვაჭმევ...

Posted by: Universe 12 Apr 2019, 21:43
nia4u
მართლა, ჩემთვის კი. ცილაც შეფერა. სხვამ, ვინც მიირთვა რა კომბოსტო, ჩვეულებრივი გემო აქვსო. :დ
5 საათი მეწყო ნაყენში.

საღებავი, რომელიც ზემოდან ესმევა და მალე შრება, ვვარაუდობ ვერ შეაღწევს შიგნით
QUOTE
დეკუპაჟის იდეა უფრო მომწონს, კვერცხის ცილით ეწებება სალფეტკიდან ამოხეული ლამაზი დეტალები...

კარგი იდეაა. ვცდი smile.gif



Posted by: glavbux 14 Apr 2019, 20:39
გამარჯობა. ხომ არ იცით ვეგანურ ანუ სამრხვო პასკას ვინმე აცხობდეს და ყიდდეს? ვიცი რომ მთლად პასკისნაირი ვერ იქნება, მაგრამ მიმსგავსებული სანებელების ხარჯზე. დაახლოებით კექსის ან ბულკის სტრუქტურის მაქვს წარმოდგენილი.

Posted by: C.R.E.A.M. 14 Apr 2019, 20:39
პასკას ვინნმე თქვენით აცხობტ?

Posted by: nia4u 16 Apr 2019, 00:56
glavbux
არ გამიგია, თუმცა ცდა შეიძლება...
საფუვრიანი ცომი პასკის სანელებლებით და ქიშმიშ-ცუკატებით...ოღონდ უფრო მსუბუქი სტრუქტურა ექნება...მძიმე და ნოტიო არ მგონია რომ გამოვიდეს...

C.R.E.A.M.
კი. თუ კითხვები გაქვს ან რჩევები გჭირდება, შევეცდებით, დაგეხმაროთ... smile.gif

Posted by: BeerLover 16 Apr 2019, 00:59
პასკებზე რა ხდება წელს?

შარშან ანტრეთი გადავაგორე ეგ თემა


Posted by: keen 16 Apr 2019, 10:14
QUOTE
პასკებზე რა ხდება წელს?

დავიჯერო, დიაბეტურ პასკებს არავინ აცხობს? მარტო 1 ცალი მინდა sad.gif

Posted by: Heart_of_Darkness 16 Apr 2019, 10:29
გამარჯობა. წელს პასკის გამოცხობა მინდა. მთელი ოჯახი მეწინააღმდეგება, არასდროს გამოგიცხია, ტყუილად უნდა იწვალო, დრო და პროდუქტები დახარჯოო. მართლაც, არასდროს გამომიცხვია, მაგრამ ისე მიყვარს, კარგი რეცეპტი მინდა და ვიცი, რომ გამომივა. სიყვარულით გამოვაცხობ :)
ნეტში დავგუგლე რაღაცები, მაგრამ ბრმად არ მინდა, ვინმეს რეცეპტს მივყვე.
ვინც ხშირად აცხობთ და კარგი გამოდის, თქვენი რეცეპტი გამიზიარეთ, გთხოვთ.

Posted by: Mstyle 16 Apr 2019, 10:43
Heart_of_Darkness
წინა გვერდებზე დევს გამოცდილი ხალხის რეცეპტები

Posted by: Heart_of_Darkness 16 Apr 2019, 10:56
Mstyle
გასაგებია, მაგრამ არ ვიცი ვინ არის ამ განყოფილებაში გამოცდილი და ვინ გამოუცდელი.
ამიტომ ყოველ გვერდს ვერ დავივლი და ბრმად ვერ ავირჩევ,
ვინც ხშირად აცხობს, იმან რომ დამიკოპიროს თავის რეცეპტი, მადლობელი დავრჩები :)

Posted by: glavbux 16 Apr 2019, 11:21
nia4u
თქვენ ხომ არ გამოცხობთ? ვიყიდიდი ერთ ულუფით რამდენი ცალიც გამოცხვება

Posted by: nia4u 16 Apr 2019, 20:20
glavbux
არა, საყვარელო, მე ისეთი ზარმაცი ვარ, ჩემთვისაც არ ვაცხობ, არამცთუ გასაყიდად, ბოლო წლები სულ ტკბილი ქვეყნის პასკებს ვყიდულობ... facepalm.gif facepalm.gif facepalm.gif givi.gif givi.gif givi.gif
* * *
Heart_of_Darkness
Heart_of_Darkness
თუ არასდროს გამოგიცხვია ამ რეცეპტს გირჩევ
http://ratatui.ge/paska-igive-kulichi/

მომზადების წესიც მარტივია და პორციაც პატარაა.
რამდენიმე დღით ადრე სცადე და თუ მოგეწონება, კიდევ გააკეთე...
love.gif 2kiss.gif 2kiss.gif
* * *
QUOTE
QUOTE
შენ შემთხვევით ხომ არ იცი ან ხომ არ შეგიძლია გაიგო, კახეთში იციან ნიგვზიანი პასკაო და მაგის რეცეპტი მაინტერესებს 

როგორ არა  ვიცი. მაგრამ არაფერი განსაკუთრებული: გულს ამზადებ ასე - 1 ან 2 კვერცხის ცილა ათქვიფე, შეურიე 200 გ-იანი ჭიქით შაქრის ფხვნილი (თუ ძაან ტკბილი არ გიყვარს, დააკელი  ) და 1,5 ეგ ჭიქა გატარებული ნიგოზი. მერე პასკის ცომს გააბრტყელებ-გაშლი მაგიდაზე. გადაუსვამ გულს და გადაახვევ რულეტივით. მერე გინდა დაჭერი ეს რულეტი და ფორმებში ჩადე, აცალე აფუება და გამოაცხე, გინდა, პირდაპირ რულეტი უძახე ქურაში კვერხისგულგადასმული. შეგიძლია სამი წვრილი რულეტი ნაწნავივით გადაწნა, გადაუსვა კვერცხის გული და გამოაცხო, ულამაზესი გამოდის.


აი, ეს - კახური ნიგვზიანი პასკის რეცეპტი შარშან დადო ჩვენმა ანინიამ,
წარმომიდგენია რა ძალიან გემრიელი და მაგარი რამე იქნება!
და სცადეთ, გოგოებო 


Posted by: Ezekia 17 Apr 2019, 13:26
შემდეგი შეკითხვა:

პასკებში ადრე სანელებლებს ეგრევე ვყრიდი ცომში, პასაჟის იმ ცნობილ პაპასთან ვყიდულობდი დაფქულ-შერეულ-გამზადებულს და თაქ! — ზელვისას.

ხოდა ეხლა მინდა, ის ნაყენი გავაკეთო. ალკოჰოლიანში რომ ყრიან რამდენიმე ხნით ადრე. და ვარკვევ:

^ კონიაკში უნდა ჩავყარო ეს სანელებლები, არაყში, სპირტში თუ სხვა რამეში? რომელიმე უსიამოვნო გემოს უტოვებს? არაყზე მაქვს ეჭვი.

^ დაფქული თუ მთლიან-დატეხილები??

^ ილის მარცვლები როგორ ჩავყარო- დავხსნა და გულები თუ მთლიანად? დაფქვისას მთლიანად????

^ ცომში მარტო წვენი გადავწურო თუ ის ნალექიც გადავაყოლო???

^ ზომა-წონა-პროპორცია??


კიდე რაც დამრჩა კითხვა და თქვენ დამმოძღვრავთ, მადლიერებით და ყურადღებით მოგისმენთ love.gif love.gif love.gif


Posted by: la reine 17 Apr 2019, 13:41
Ezekia

ვეცდები გიპასუხოsmile.gif


კონიაკი ან რომი.


დაფქული ჯობია. თუმცა ილის მარცლები შეგიძლია ჩაყარო. დანარჩენი:მუსკატი მიხაკი დარიჩინი დაფქული. უფრო გამოუშვებს არომატებს

ილი მთლიანად იფქვება. ასე ვიცი მეbiggrin.gif

ცომში მარტო წვენი ჯობია. არ გამუქდება პასკა.

ზომა წონას რაც შეეხება. ეგ არის სუფთად გემოვნების საკითხი. მე კარდამონს გამოვკვეთ ხოლმე. ვთქვათ თუ 2 ჩ.კ. ილს ვყრი, იქ დანარჩენებს 1 ან 1/2 ჩ.კ. ვუკეთებ.

თუ გეშინია გემოების დასმა, ანუ პირველად აცხობ, გირჩევ ნახევარი ჩ.კ.ით დაიწყო...მერე უკვე მიხვედი შენი გემოვნებით რა რამდენი გამოიყენო

Posted by: Ezekia 17 Apr 2019, 14:12
la reine აი ძალიან დიდი მადლობა!!!!
kiss.gif love.gif love.gif

პირველად არ ვაცხობ პასკებს, ოღონდ სულ თავიდან ნათესავი მაძლევდა ხოლმე ნარევს, გამზადებულს, მერე იმ პასასჟის კაცთან ვყიდულობდი გამზადებულს და ეხლა ეს მინდა დავაყენო)) პასკასაც ბოლო წლებია კიკაბიძის რეცეპტით ვაცხობ და ეხლა სხვა მინდა რამე ვცადო!!))))

Posted by: la reine 17 Apr 2019, 14:19
Ezekia

არაფრის:**)))

კიკაბიძის პასკა არ ვიცი რომელია, მაგრამ ყველა რეცეპტი მსგავსია თითქმის. უბრალოდ ორი რამე უნდა გაითვალისწინო. ცხიმის და საფუარის რაოდენობა.
ანუ.
ცხიმი არ უნდა დააკლო, მერე მოზელისას ზეთში დაისველო ხელები. ესეც ზრდის ცხიმის რაოდენობას ხო?
და საფუარი ბევრი არ უნდა გამოიყენო. ნელა აფუებული ცომი უფრო გემრიელია. არც სპირტის სუნს დაიკრავს და არც იფშვნება.

მე მძიმე და ნოტიო პასკები მიყვარსbiggrin.gif ბულკივით რომ.არის ფაფუკი მაგას არ ვაღიარებsmile.gif

Posted by: Ezekia 17 Apr 2019, 18:26
la reine

ზუსტად, ნოტიო და მძიმე! up.gif


აი თამრიკო კიკაბიძის პასკა :

http://myrecipe.ge/recipe/პასკა/



ანუ რეცეპტში რა ცხიმიცაა, იმას + ზეთი ზელვისას, ხო? მე ცომის ზელვის დროს სულ ვისველებ ზეთში ხელს, მაგრამ ეგრე ცხიმის რაოდენობები არ დამითვლია user.gif

და საფუარი რამდენი ანუ? რამდენით ნაკლები. რა პროპორციით გავთვალო. და რამდენად გაიზრდება აფუების დრო.

და შენი პასკის რეცეპტ დევს აქა??))))

Posted by: Heart_of_Darkness 17 Apr 2019, 18:49
nia4u
მადლობა 2kiss.gif
20-სთვის ვგეგავ გამოცხობას.
ვნახოთ რა გამოვა :fingers crossed:
Ezekia
QUOTE (Ezekia @ 17 Apr 2019, 18:26 )
ნოტიო და მძიმე!  up.gif

მეც ეგეთი მიყვარს.

დღეს, ისე მომინდა პასკა. მაღაზიიდან ამოვიტანე ,,ტკბილი ქვეყნის". არ იყო ცუდი, მაგრამ ისეთიც არ იყო, მე როგორიც მიყვარს.

Posted by: RastaWoman 17 Apr 2019, 22:40
გამარჯობა

დავალკალორიული ხაჭოს პაკაა როგორ მოვამზადო?
იქნებ გაქვთ უკვე ექსპერიმენტები ჩატარებული smile.gif შეგიძლიათ გამოზიაროთ?

Posted by: nia4u 18 Apr 2019, 00:43
RastaWoman
დაბალკალორიული ხაჭოს პასკა არ არსებობს... სამწუხაროდ...
ყველა პროდუქტი უნდა იყოს ცხიმიანი და ხარისხიანი, რომ გემრიელი გამივიდეს.
თითოეულ ინგრედიენტს თუ დაბალკალორიულს შეარჩევთ, საერთო ჯამში კი დაიწევს კალორიები, მაგრამ მასთან ერთად გემოც და ხარისხიც...
65 გვერდზე დევს ხაჭოს პასკების გამოცდილი რეცეპტების ლინკები...
რომელიმე შეარჩიეთ და განვიხილოთ თუ გინდათ, როგორ დავწიოთ კალორიები smile.gif

Posted by: RastaWoman 18 Apr 2019, 00:44
QUOTE (nia4u @ 18 Apr 2019, 00:43 )
RastaWoman
დაბალკალორიული ხაჭოს პასკა არ არსებობს... სამწუხაროდ...
ყველა პროდუქტი უნდა იყოს ცხიმიანი და ხარისხიანი, რომ გემრიელი გამივიდეს.
თითოეულ ინგრედიენტს თუ დაბალკალორიულს შეარჩევთ, საერთო ჯამში კი დაიწევს კალორიები, მაგრამ მასთან ერთად გემოც და ხარისხიც...
65 გვერდზე დევს ხაჭოს პასკების გამოცდილი რეცეპტების ლინკები...
რომელიმე შეარჩიეთ და განვიხილოთ თუ გინდათ, როგორ დავწიოთ კალორიები smile.gif

მადლობა ყურადღებისთვის
კვერცხებით შემოვიფარგლები მაშინ biggrin.gif

Posted by: nia4u 18 Apr 2019, 13:29
RastaWoman
gigi.gif 2kiss.gif
კვერცხი კი არის ნაღდად დაბალკალორიული... biggrin.gif
ეჰ, წესით, კვერცხის გარდა არაფერს უნდა ვჭამდე, მარა მუცელს ვერ ვღალატობ...
facepalm.gif facepalm.gif facepalm.gif

Posted by: la reine 18 Apr 2019, 15:03
Ezekia

კარგი რეცეპტი ჩანს.
თუ ნოტიოც არის და საფუარის დოზაც არ გეზედმეტება ისევ ეს გამოაცხვე. თან უკვე გამოცცდილი ყოფილა. რატო ეძებ სხვა რრეცეპტს? რისი შეცვლა გინდა

ჩემიც მსგავსია. უბრალოდ ამ დოზაზე 70 გ. სველ საფუარს ვუკეთებ და დარბილებულ ცხიმს მერე ვაზელ ცომს. ანუ არ ვადნობ რძესთან.ერთად.
ნაკლებ საფუარს რამდენით მეტი დრო უნდა ესე არ ვიცი ზუსტად. შეიძლება ღამე მოზილო და დილით უკვე ჩააწყო ფორმებში.


Posted by: Mstyle 18 Apr 2019, 16:56
RastaWoman
გააკეთე 5% ხაჭოთი და 15 პროცენტიანი არაჟნით, კვერცხის გარეშე. მთავარია, თვითონ ხაჭო და არაჟანი იყოს კარგი ხარისხის. კარაქი დაუმატე ცოტა, სულ არ არის საჭირო 100 გრამი, 50-იც საკმარისია. მაინც ძალიან გემრიელი გამოდის

Posted by: RastaWoman 18 Apr 2019, 18:15
nia4u
მეთქი რაღაც სიმბოლურად მაინც გავაკეთებ თქო და იმდენი კარაქი წერია რეცეპტებში წყალში ჩამეხუტე ა ყველაფერი : D
* * *
QUOTE (Mstyle @ 18 Apr 2019, 16:56 )
RastaWoman
გააკეთე 5% ხაჭოთი და 15 პროცენტიანი არაჟნით, კვერცხის გარეშე. მთავარია, თვითონ ხაჭო და არაჟანი იყოს კარგი ხარისხის. კარაქი დაუმატე ცოტა, სულ არ არის საჭირო 100 გრამი, 50-იც საკმარისია. მაინც ძალიან გემრიელი გამოდის

უი არა მადლობა sad.gif
ლამის 2 თვეა ვებრძვი გმირულად წონას და ვერ გავრისკავ biggrin.gif

Posted by: Ezekia 18 Apr 2019, 22:46
la reine
QUOTE
თან უკვე გამოცცდილი ყოფილა. რატო ეძებ სხვა რრეცეპტს? რისი შეცვლა გინდა


კარგი რეცეპტია, კი. უბრალოდ რამე სხვაც მინდა ვცადო. აი საფუარს იმას ვიხმარ, დაწნეხილს. ცომს არაჟნიან-მაწვნიანს ვცდი, ან ნაღებიანს, მაცივარში გამოვატარებ -რავი. )))



Heart_of_Darkness
მარხვას ვინახავ, ვერ გავსინჯავ ჯერ პასკებს.... ხო, ნოტიო და მძიმე ❤️


Posted by: RastaWoman 18 Apr 2019, 23:08
ვიცი ნერვიულობდით
ვიპოვე პასკის სასურველი რეცეპტი biggrin.gif

https://m.youtube.com/watch?v=vi1etUNZHcI



Posted by: miravilla 19 Apr 2019, 15:35
ხომ არ იცის სად შეიძლება ვიყიდო გემრიელი, კარგი და თითებჩასაკვნეტი ხაჭოს პასკა? smile.gif

Posted by: nia4u 19 Apr 2019, 17:28
RastaWoman
ქიმიური იოგურტის შერევას, ისევ დაბალპროცენტიანი კარგი არაჟანი გამოიყენო, ჩემი აზრით, აჯობებს...
* * *
საჯეჯილე ხორბალი დათესეთ, გოგოებო? smile.gif

Posted by: nia4u 22 Apr 2019, 19:45
ჩემი პასკის რეცეპტი
სააღდგომო პასკა „დედისეული“
ინგრედიენტები:
15 კვერცხი;
შაქარი - 4ჩ.ჭ.;
350გრ. კარაქი ან მარგარინი;
150გრ. ზეთი;
1 ლიტრი რძე;
3 ს.კ.(არასავსე) მშრალი საფუარი; (ტკბილი ცომების ჯობია)
1ს.კ. (არასავსე) მარილი;
ვანილის შაქარი - 10 პაკეტი ან დაახლოებით 50 გრამი;
ჯავზი - 3 ცალი საშუალო ზომის;
ილი - 30 მარცვალი;
მიხაკი - 0.5ჩ.კოვზი;
დარიჩინი - 0.5 ჩ.კოვზი;
ლიმონის ზეთი - 50 გრამი ან 2 ლიმონის და 4 ფორთოხლის ცედრა;
ქიშმიში - 200გრ. (სასურველია მუქი ფერის)
ფქვილი - 3კგ (დაახლოებით.)(უმ. ხარისხის პროგრესი)

მომზადება:
საერთო რაოდენობიდან აღებული ფქვილით, რძით და ცოტა შაქრით დავაყენოთ საფუარი. გავცრათ ფქვილი. გავაცალკევოთ კვერცხის ცილები და გულები. როდესაც ოპარა აფუვდება, დიდ ჯამში დაალოებით ერთ კილო გაცრილ ფქვილს შევურიოთ 1 ლიტრი ანადუღარი და გაგრილებული, თბილი რძე და აფუებული ოპარა, ნელ-ნელა, რომ არ დაკოშტდეს. დავდგათ თბილად, რომ ესეც აფუვდეს. ამასობაში, დავიწყოთ კვერცხის ცილების თქვეფა ბეზედ, როგორც ტორტისთვის, ჯამს რომ ამოატრიალებ და რომ არ ვარდება, ისე. დავუმატოთ შაქარი ნაწილ-ნაწილ, კვერცხის გულები სათითაოდ და სანელებლები - ვანილი, დაფქვილი ჯავზი, ილი, მიხაკ-დარიჩინი და ლიმონის ზეთი. (არა ესენცია!) ან მანქანაში გატარებული ლიმონისა და ფორთოხლის ცედრა. ეს მასა შევურიოთ აფუებულ რძიან მასას ფრთხილად, ხის კოვზით. დავამატოთ გამდნარი კარაქი და ზეთი, ასევე დარჩენილ ფქვილი ისე, რომ ცომი გამოვიდეს შეკრული, მაგრამ სველი (შეიძლება სამი კილო მთლიანად არ დასჭირდეს) და შემდეგ ვზილოთ ზეთიანი ხელით ჯამშივე, დიდხანს და საფუძვლიანად  შემდეგ დავდგათ ტილოგადაფარებული თბილად. ორჯერ ავაფუოთ და გადავზილოთ. მეორე გადაზელვაზე შევურიოთ გარეცხილ-გამშრალი და ფქვილში არეული ქიშმიში და გადავანაწილოთ ფორმებში. ფორმაშიც რომ ამოფუვდება, შევდგათ ღუმელში.
ღუმელი უნდა აანთოთ წინასწარ. მე ვაცხობ ალუმინის მომცრო ქვაბებში და ძირშიც და გვერდებზეც ვუფენ ცხიმწასმულ კალკას. ცომს ვდებ 1/3-ზე. ვაცხობ ელექტროღუმელში,სულ ქვედა თაროზე. ტაფაზე ვალაგებ, ისე, რომ ფორმებს შორის სიხალვათე იყოს და ცხელმა ჰაერმა თავისუფლად იმოძრაოს. ვურთავ ქვედა სპირალს და ბოლო 10-15 წუთი ზედასაც. 150 გრადუსზე სჭირდება დაახლოებით საათნახევარი, გააჩნია ფორმის ზომას, დენის სიძლიერეს და ა.შ.
გამომდის სხვადასხვანირად, ოთხი-ხუთი მომცრო ქვაბი (დაახლოებით "ტკბილი ქვეყნის" პასკების ზომის) და 7-8 ცალი ტომატის დიდი ყუთი
////////////////////////////////////////////////////////////////

Posted by: Keti-Ket 24 Apr 2019, 21:53
პასკები თუ დატესტეთ უკვე, რომელი საკონდიტროების/ფირმების მოგეწონათ?

Posted by: BeerLover 24 Apr 2019, 22:02
Keti-Ket

ლაიმში არის ძალიან მაგარი პასკები, ჩვეულებრივიც და ხაჭოსიც

Posted by: Ezekia 25 Apr 2019, 00:27
nia4u

ოქრო გოგო ხარ შენ!!! ❤️



Posted by: Master_Nick 25 Apr 2019, 12:25
BeerLover
გაუმარჯოს, ლაიმის პასკა ანტრესას ჯობია?
აგროჰაბის პასკებზე ხომ არ გაქვს ინფო?

შარშან მე გუდვილის, სმარტის პასკები მომეწონა.

Posted by: BeerLover 25 Apr 2019, 12:33
Master_Nick

გაუმარჯოს

აგროჰაბის პასკა არ მაქვს გასინჯული

ანტრეზე აღარ ვიცი უკვე, შარშან ანტრეთი გადავაგორე მე, მაგრამ ზოგი ძალიან გემრიელი შემხვდა, ზოგი ძAლიან მშრალი... არ ვიცი რატო

წელს არ გამისინჯავს, მაგრამ ხვალ ან ზეგ გავსინჯავ და გეტყვი... იძახიან მშრალიაო

ისე ლაიმს ისეთი პასკები აქვს ანტრესი კარგებიც რო გამოდგეს მაინც ჯობია მემგონი, ნუ ფასიც მეტი აქვს და წონაც ნაკლები

ანტრეში 1კგ 15 ლარია და ლაიმში 800-900გრ 20-22 ლარია


Posted by: Keti-Ket 25 Apr 2019, 14:54
BeerLover
მადლობა


გუდვილის პასკა მე დიდად არ მომწონს, სმარტის ფასთან მიმართებით კარგია. აგროჰაბის, როგორც მახსოვს, დიდი არაფერი იყო. ჯამში, მაინც ანტრეს პასკა მომწონს ყველაზე მეტად.

კახელების არ გაგისინჯავთ? მაგათი საცხობის პროდუქცია კრგია და ნეტავ პასკა როგორი აქვთ

Posted by: BeerLover 25 Apr 2019, 17:39
Keti-Ket

შარშან მეც ანტრეზე ვიყავი, მარა ზოგი ძაან მშრალი შემხვდა

წელსაც იძახიან მშრალებიაო, გავსინჯავ აუცილებლად ხვალ-ზეგ

ალბათ ლაიმში ვიყიდი 1 ხაჭოს 1 ჩვეულებრივს და დალშე ანტრეში

Posted by: nia4u 25 Apr 2019, 19:04
Ezekia
QUOTE
ოქრო გოგო ხარ შენ!!! ❤️

2kiss.gif love.gif
რატო? biggrin.gif

Posted by: Keti-Ket 25 Apr 2019, 22:18
BeerLover
ხაჭოს პასკას თვითონ ვაკეთებ, ამიტომ ეგ საფიქრალი არ მაქვს და ჩვეულებრივი კი შეიძლება ლაიმისაც ვცადო, უბრალოდ ცოტა გაბერილი ფასები აქვთ და ვფიქრობ იქნებ იგივე ტარტანის ან გურმეს პასკა უკეთესი იყოს.
დაწერე აუცილებლად რომ გასინჯავ

Posted by: BeerLover 25 Apr 2019, 22:27
Keti-Ket

ძვირია კი

თუ ისე არ მომეწონა რო გავგიჟდი და გადავირიე, დანარჩენს ანტრესას ვიყიდი biggrin.gif

Posted by: Keti-Ket 27 Apr 2019, 14:39
დავტესტე რამდენიმე პასკა.

გუდვილის ქართული. ისეთივე როგორც შარშან, უფრო მობულკო, მაგრამ ზომიერად აქვს ყველაფერი და ვისაც ამ ტიპის პასკა მოგწონთ, ფასი/ხარისხის მიმართება კარგია.
კანაპეს პასკა. აქვთ უყველაფროდ, ასევე, ქიშმიშით, ცუკატებიტა და გაფორმებით. ფასი ყველასი ერთია. 11-15 ლარი როგორც მახსოვს, ზომის მიხედვით. მე ქიშმიშიანი გავსინჯე, ზედმეტად მეტკბილა, მაგრამ მასა კარგი იყო, საშუალო სიმძიმის და ყველაფერი ზომიერად.
ბოლოს და ბოლოს ტარტანიც დავტესტე და მეგონა რამდენჯერმე გადავამოწმე ხომ ნამდვილად ამ ფირმის პასკას ვსინჯავდი. არ ვიცი რა მოსწონს ხალხს მასში, მაგრამ 19 ლარიანი პასკა ტკბილი ქვეყნისას ვერაფრით სჯობს.
სამაგიეროდ ყველაზე მეტად მომეწონა კულინარია N7-ის პასკა. აქვთ ჩვეულებრივიც და გაფორმებებითაც, ზომაც რამდენიმე და რვაასიანი 11 ლარი ღირს. თან მძიმეა და თან ნოტიო, იშვიათად გამორჩეული. მოკლედ, ამათგან ყველაზე მეტად სწორედ ეს პასკა მომეწონა

Posted by: la reine 27 Apr 2019, 15:34
ერთი ნაწილი გამოვაცხვე. მხოლოდ ილით,. ქიშმიშით და ჩემი მომზადებული ფორთოხლის ცუკატით.
ვაიმეე უმაგრესი გამოვიდაbiggrin.gif მძიმე და ისეთი ნოტიო რომ პირში დნებაjump.gif

ახლა მეორეს ვაცხობ. არაჟნის დამატებით და ილის გარდა მიხაკ დარიჩინ/ მუსკატით. იმედია ესეც მომეწონება.

რა აზარტულიაfacepalm.gif კიდევ სხვა. რეცეპტის დატესტვას ვაპირებ, სახლიდან თუ არ გამაგდესbiggrin.gif

Posted by: nia4u 27 Apr 2019, 17:07
la reine
ახლა ვფიქრობდი, ფორუმელუ არავინ აცხობს პასკას-მეთქი...
ყოჩაღ შენ!
სურათებიც გვაჩვენე მერე love.gif
ყველაზე დიდი კაიფია, რომ ასინჯებ სხვებს და ყველაზე მაგარი როა შენი პასკა და რომ მუნჯდება ხალხი სიამოვნებისგან... gigi.gif

Posted by: fermina 27 Apr 2019, 18:00
nia4u
QUOTE
ახლა ვფიქრობდი, ფორუმელუ არავინ აცხობს პასკას-მეთქი...


yes.gif

user posted image

user posted image

user posted image

თავები დაუსკდა, მაგრამ ჩვენ ასეთი გვიყვარს <3

ხაჭოს პასკა - მოხალული ნუშით, ლურჯი მოცვით, კონიაკში დასველებული ქიშმიშებით, უბრალოდ თავზე ის რაღაც ფერადი ქიმია მოსაყრელები მომიყარეს ბევრი, მე არ მინდოდა, სასწრაფო წესით ჩამოვფხიკე დანით, მაგრამ მოასწრო და ეს ფერები მაინც დარჩა smile.gif

user posted image

user posted image

Posted by: masha 27 Apr 2019, 18:42
ვაიმე-რა სილამაზეა!
მე ვიყიდე კულიჩი კი კარგია, მაგრამ იFშვნება!

Posted by: nia4u 27 Apr 2019, 21:16
fermina
მეც ასე მიყვარს, გუმბათები რომ ამოფეთქდება ხოლმე...
love.gif
ხაჭოსი არის სილამაზე და სისათუთე...❤
რომ მოიცლი, რეცეპტი დაგვიწერე... <3

Posted by: Ezekia 27 Apr 2019, 21:26
QUOTE
ახლა ვფიქრობდი, ფორუმელუ არავინ აცხობს პასკას-მეთქი.


ჩვენც, მე და ბავშვებმა givi.gif

სურათებისთვის მე არ მეცალა, ესენი იღებდნენ.

კვერცხი წითლად შეღებილი გვაქვს უკვე, ამაღამ სხვაფრად უნდა შევღებო და ვნახოთ აბა...

ხაჭოს პასკის გაკეთება იმ კვირას მინდა, თუ მოვახერხე.

fermina

იf, იf და ბევრი იf!!! ❤️

ამათ კიდე ქიმიები აყარეს ბლომად, ჭრელა პასკები გვაქვს givi.gif

la reine აუუუჰ... ცუკატებს როგორ აკეთებოოო???



Posted by: Keti-Ket 27 Apr 2019, 22:46
fermina
აუ რა კარგებია, მეც ცოტა მობრაწული თავებით მიყვარს.

რა საინტერესო ვარიანტი გაგიკეთებია ხაჭოს პასკის, ვფიქრობდი წელს მეც კენკრა/ხილი ხომ არ მეცადა, მაგრამ საბოლოოდ მაინც კლასიკური გავაკეთე ძალიან მრავალფეროვანი ჩირეულით

Posted by: fermina 27 Apr 2019, 22:52
Keti-Ket
QUOTE
რა საინტერესო ვარიანტი გაგიკეთებია ხაჭოს პასკის, ვფიქრობდი წელს მეც კენკრა/ხილი ხომ არ მეცადა, მაგრამ საბოლოოდ მაინც კლასიკური გავაკეთე ძალიან მრავალფეროვანი ჩირეულით

ალუბალი არ გამიყინავს წელს, თორემ მაგრად მოუხდებოდა. ჩირები წელს აღარ მომინდა რატომღაც. ზოგადად ეს რეცეპტი იდეალურია ჩემთვის, კომპთან რომ მოვხვდები, დავწერ, შარშანაც იგივენაირად გავაკეთე.

Posted by: MeBeforeYou 27 Apr 2019, 23:01
user posted image

ჩემი პასკები bis.gif

Posted by: fermina 28 Apr 2019, 00:00
MeBeforeYou
Ezekia

გადასარევი პასკები გაქვთ.

nia4u
QUOTE
რომ მოიცლი, რეცეპტი დაგვიწერე... <3


ესაა შარშანდელი რეცეპტი, აქაც გადმოვიტანე:

1 კილო ცხიმიანი 9% მშრალი ხაჭო
150 გრამი კარაქი
100 გრამი შაქარი (გააჩნია რამდენ ჩირს, ქიშმიშს ან სხვა რამე ტკბილს ვუზამთ)
400-500 გრამი მაღალპროცენტიანი ნაღები (შეიძლება არაჟანიც, მაგგრამ ნაღები ბევრად უფრო უხდება)
ვანილი
ქიშმიში, უმჯობესია შავი
ჩირები ან კენკრა
მოხალული დაჭრილი თხილი ან ნუში ან ორივე ერთად
გაფორმება შეიძლება გამდნარი შოკოლადით, ჩირებით, ხილით,

მე ბელორუსული მაღაზიის ხაჭო გამოვიყენე, 9%-იანი, იყო ძალიან მშრალი და ამავდროულად ცხიმიანი.

ხაჭო დავაბლენდერე ისე, რომ გახდა ერთგვაროვანი მასა. შეიძლება საწურის ბადეზე გატარება რამდენჯერმე.
გამოვიდა მშრალი, სქელი, ერთგვაროვანი კრემისებრი მასა.

მერე დარბილებული, ოთახის ტემპერატურის კარაქი და შაქარი გადავურიე ერთმანეთში კარგად, დაავამატე ცოტა ნაღები, რომ შაქარი კარგად გახსნილიყო, ასევე ვანილი და როდესაც ესეც ერთგვაროვან მასად იქცა, გადავურიე მიქსერით ხაჭოს.

იქვე გამზადებული მქონდა დაჭრილი ნუში, ცუკატები (წელს კენკრა) და კონიაკში წინასწარ დასველებული შავი (შავი უფრო არომატული და გემრიელია) ქიშმიში.

ეს ყველაფერი შევურიე ხაჭოიან მასას.

ბოლოს მაღალპროცენტიანი ნაღები ამოვიყვანე ისე, რომ კრემის კონსისტენციამდე მივიდა და კოვზით გადავურიე გამზადებულ ხაჭოიან მასას.

სველი მარლა უნდა ჩააფინოთ ნახვრეტებიან საწურში ან რამე სხვა ნახვრეტებიან ფორმაში, მერე ხაჭოიანი მასა ჩავდოთ და ზემოდან თეფში ან რამე მყარი და სიმძიმე დავადოთ. ეს ფორმა ჩავდგათ დიდ ჯამში, ისე რომ სითხე რომ გამოუვა, იქ ჩაიღვაროს.

მაცივარში ან სიგრილეში გარეთ გავაჩეროთ 12 საათი ან მეტი, რომ სითხისგან კარგად დაიწრიტოს.

Posted by: RastaWoman 28 Apr 2019, 11:55
QUOTE (nia4u @ 19 Apr 2019, 17:28 )
RastaWoman
ქიმიური იოგურტის შერევას, ისევ დაბალპროცენტიანი კარგი არაჟანი გამოიყენო, ჩემი აზრით, აჯობებს...
* * *
საჯეჯილე ხორბალი დათესეთ, გოგოებო? smile.gif

ხაჭო. მასკაპონე. 1სკ მოხალული რძის ფხვნილი.
ნუში, გამომშრალკ გარგარი ანანასი და მოცვი
popcorn.gif
იდეალური ვიზუალი ქონდა, გემო ,,დიეტური” biggrin.gif

Posted by: Keti-Ket 28 Apr 2019, 14:10
Ezekia
MeBeforeYou
ძალიან ლამაზებია, ძალიან. დარწმუნებული ვარ, გემოც არანაკლები ექნება.

fermina
შარსან მგონი ჩვენ მივედით იმ დასკვნამდე, რომ ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი კარგი ხაჭოა (მეც ბელორუსულის ხაჭოს ვიყენებ), რადგან სხვების ე.წ. ბაზარში ნაყიდი სოფლის ხაჭოთი გაკეთებული პასკები მაინც ვერ იყო ისეთი გემრიელი, სწორედ კონსისტენციის გამო

Posted by: fermina 28 Apr 2019, 15:12
Keti-Ket
QUOTE
შარსან მგონი ჩვენ მივედით იმ დასკვნამდე, რომ ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი კარგი ხაჭოა (მეც ბელორუსულის ხაჭოს ვიყენებ), რადგან სხვების ე.წ. ბაზარში ნაყიდი სოფლის ხაჭოთი გაკეთებული პასკები მაინც ვერ იყო ისეთი გემრიელი, სწორედ კონსისტენციის გამო


დიახ, სწორედაც ასე იყო. ისეთი გემრიელია და ისეთი კონსისტენცია აქვს ბელორუსულ ხაჭოს, ცოტა შაქართან ერთად რომ ვაბლენდერებ როცა კეთებას ვიწყებ, სულ რომ აღარაფერი დაუმატო, უკვე უგემრიელეს მასას იღებ.

Posted by: nia4u 28 Apr 2019, 17:46
ქრისტე აღსდგა!
ჭეშმარიტად აღსდგა!
მრავალს დაესწარით, გილოცავთ!!


RastaWoman
ვაა, საინტერესო რამე გამოვიდოდა!
love.gif up.gif jump.gif
შევინახავ ამ რეცეპტს...
მასკარპონეს სად ყიდულობ ხოლმე?

fermina
fermina
აა, იგივე რეცეპტით გააკეთე?
კარგია! up.gif tan.gif bis.gif
* * *
Ezekia
მაგარია!
chups.gif jump.gif love.gif
* * *
საკონდიტრო „ლილისი“ ყოფილა ჯიქიაზე, მაგათი პასკა გავსინჯე და კარგია, არ ველოდი...
ასე რომ თუ ხართ ვინმე ახლომახლო, გასინჯეთ smile.gif

Posted by: IkaMac 28 Apr 2019, 19:18
რომელი პასკა ვიყიდო რომელი მოგეწონათ თქვენ?

Posted by: Keti-Ket 28 Apr 2019, 23:00
IkaMac
მე პირადად ანტრე (ცოტა მშრალია) და კულინარია N7-ის პასკები მომეწონა ყველაზე მეტად

fermina
ზუსტად. კიდევ კარგი ბევრი კარაქი არ დავუმატე, თორემ ალბათ გაჭრაც კი რთული იქნებოდა

Posted by: Mstyle 1 May 2019, 11:37
fermina
კენკრა გაყინილი დაამატე? წყალი არ გაუშვა მერე?

Posted by: fermina 1 May 2019, 14:31
Mstyle
QUOTE
კენკრა გაყინილი დაამატე? წყალი არ გაუშვა მერე?


გავალღვე ოთახის ტემპარატურაზე, ბევრი წყალი ისედაც არ გაუშვა და არც ძალიან დარბილებულა.

Posted by: blue15 1 May 2019, 16:18
QUOTE (MeBeforeYou @ 27 Apr 2019, 23:01 )
user posted image

ჩემი პასკები bis.gif

რა ლამაზებია, love.gif წელს, დედაჩემმა, მე გამოვაცხობო და სუყველა ძირში დაეწვა facepalm.gif თან ისეთი მშრალები გამოუვიდა, რამე წვენი თუ არ მიაყოლა ადამიანმა, შეიძლება დაახრჩოს. rolleyes.gif givi.gif

Posted by: RastaWoman 3 May 2019, 17:44
nia4u
მე თურქეთში ვარ ამჟამად
თბილისში კარფურში ვიყიდე ბოლოს როცა ვიყავი. სადღაც 1 წლის წინ smile.gif

Posted by: shilaida 6 Apr 2020, 14:01
მეგობრებო, ნ.ჯ ის პასკის რეცეპტი არავის გაქვთ შენახული? არც რატატუის ვებზე იძებნება და არც პერფექტქუქზეsad.gif

Posted by: fermina 6 Apr 2020, 14:28
shilaida
QUOTE
მეგობრებო, ნ.ჯ ის პასკის რეცეპტი არავის გაქვთ შენახული? არც რატატუის ვებზე იძებნება და არც პერფექტქუქზე


მახსოვდა, რომ შენახული მქონდა, მოვძებნე და თურმე ლინკები შემინახავს, რომლებიც ახლა აღარ იხსნება sad.gif

ხაჭოს პასკას აუცილებლად გავაკეთებ წელსაც და ნეტავ ბელორუსული მაღაზიები კიდევ არსებობს? სადღაც წავიკითხე, იკეტებაო.

Posted by: Keti-Ket 6 Apr 2020, 15:26
fermina
QUOTE
ბელორუსული მაღაზიები კიდევ არსებობს? სადღაც წავიკითხე, იკეტებაო.

ბელარუსკი რომელიც იყო იმათ მხოლოდ ორტაჭალაში შემორჩათ ფილიალი, თუმცა რძის პროდუქცია ფაქტობრივად აღარ აქვთ ხოლმე.

ძველების ადგილზე (ნახალოვკაში და საბურთალოზე) გაიხსნა ბელორუსული სახლი, ასევე ბელორუსული, მაგრამ სხვა ფირმის რძის პროდუქციით. ხაჭო კვლავ კარგია, თუმცა ბევრად ძვირი.

Posted by: fermina 6 Apr 2020, 16:00
Keti-Ket
QUOTE
ბელარუსკი რომელიც იყო იმათ მხოლოდ ორტაჭალაში შემორჩათ ფილიალი, თუმცა რძის პროდუქცია ფაქტობრივად აღარ აქვთ ხოლმე.

ძველების ადგილზე (ნახალოვკაში და საბურთალოზე) გაიხსნა ბელორუსული სახლი, ასევე ბელორუსული, მაგრამ სხვა ფირმის რძის პროდუქციით. ხაჭო კვლავ კარგია, თუმცა ბევრად ძვირი.


მადლობა, საბურთალოზე ვაჟას დასაწყისში თუ სანდრო ეულის ქუჩაზეც?

Posted by: Keti-Ket 6 Apr 2020, 22:11
fermina
სანდრო ეულის ქუჩაზე არც ვიცოდი რომ ჰქონდათ ფილიალი. ვაჟას დასაწყისში ნამდვილად არის ერთ-ერთი ფილიალი

Posted by: fermina 6 Apr 2020, 22:45
Keti-Ket
QUOTE
fermina
სანდრო ეულის ქუჩაზე არც ვიცოდი რომ ჰქონდათ ფილიალი. ვაჟას დასაწყისში ნამდვილად არის ერთ-ერთი ფილიალი


მადლობა, სანდრო ეულის ქუჩაზე ჰქონდათ ამრას და სტრადას მოპირდაპირე მხარეს, იქვეა ნიკორას, ბიუ-ბიუს მაღაზიები და ჯიპისის აფთიაქი. მაგრამ მე მგონი მანდ კარგა ხნის წინ დაკეტეს.

Posted by: guruliqali 8 Apr 2020, 14:44
shilaida
როგორ ხარ? :*

დაკოპირებული მაქვს smile.gif კომენტარებიც კი დამიკოპირებია.

სხვა რეცეპტებიც მაქვს შენახული, თუ დაგჭირდება, მოვძებნი სხვებსაც

სააღდგომო კულიჩი

შექმნილია Nino Jananashvili, სამშაბათი, 23 მარტი 2010
• 15 კვერცხი
• 1,5-2კგ შაქარი
• 500გრ კარაქი (ან მარგარინი, ან 50/50)
• 500 გრ არაჟანი
• 3,5 კგ ფქვილი (დაახლოებით, შესაძლებელია -/+)
• 1ჩ.კ. ვანილი
• 1 ჩ.კ. მუსკატი
• 1/2 ჩ.კ მიხაკი(დაფქული ან დაჩეჩქვილი წვრილად)
• 1ჩ.კ. დარიჩინი
• 2ჩ.კ. ილი ანუ კარდამონი
• 2კანიანად გატარებული ლიმონი
• 500გრ ქიშმიში
• ფორთოხლის ცუკატები(სასურველია)

• ცალკე აიღეთ
• 5-6 ს.კ საფუარი
• 1 ლ თბილი რძე
• 1ს.კ. შაქარი
• მარილი
• ცოტა ფქვილი საერთო რაოდენობიდან

მომზადების წესი
ქიშმიში დაალბეთ კონიაკში.
თბილი რძის ნახევარში გახსენით საფუარი, შაქარი, ცოტა მარილი, ცოტა ფქვილი. აცალეთ აფუება.
გათქვიფეთ შაქარი და კვერცხები, შეურიეთ არაჟანი და საფუვრიანი მასა.
შემდეგ იწყებთ ამ მასით ცომის ზელვას: ამატებთ სანელებლებს ლიმონის ჩათვლით, კარგად გახსნით. შემდეგ ამატებთ დაახლოებით 3 კგ ფქვილს და კარგად ზელავთ. თუ ცომი ძალიან თხელი გეჩვენებათ, ნელნელა გაზარდეთ ( რომ გააკონტროლოთ) ფქვილის რაოდენობა, ცომი უნდა იყოს პურის ცომზე უფრო ნაზი, მაგრამ არა თხევადი.
ცომის მოზელვისას ხელები ისველეთ ზეთში.
მოზელილი ცომი შეფუთეთ და აცალეთ აფუება, შემდეგ უკან ჩაზილეთ, თან შეაზილეთ გამდნარი კარაქი
თუ დრო გაქვთ, მეორე ამოფუების შემდეგაც ჩაზილეთ, თუ არა და ცომს შეურიეთ ქიშმიში და დაჭრილი ცუკატები, გაანაწილეთ საცხობ ფორმებში 1/3-ზე ან ნახევრამდე და დატოვეთ სანამ ისევ ამოფუვდება.
გამოაცხეთ 180 გრადუსზე, შეწითლებამდე. შემდეგ გასინჯეთ ჩხირით, თუ შიგნით მშრალია, გამოიღეთ, თუ არა და დაბალ ტემპერატურაზე ცოტა ხანი კიდევ დატოვეთ.
1. ცომს სჭირდება კარგი მოზელა, უნდა მივიღოთ ელასტიური და ნაჩვრეტებიანი სტრუქტურა. კარგი მოზელილი ცომი უნდა იყოს ცოტა წებოვანი, მაგრამ ხელს ადვილად უნდა სცილდებოდეს.
გაითვალისწინეთ: ცომს სჭირდება კარგი მოზელა, უნდა მივიღოთ ელასტიური და ნაჩვრეტებიანი სტრუქტურა. კარგი მოზელილი ცომი უნდა იყოს ცოტა წებოვანი, მაგრამ ხელს ადვილად უნდა სცილდებოდეს.
დამატებითი ინფორმაცია
ფორმაში ძირზე ჩააფინეთ ქაღალდი, თავად ფორმაც კარგად გაცხიმეთ. კულიჩი გამოდის სურნელოვანი, ოდნავ სველი ეფექტით (არაჟნის დამსახურებით) და ძალიან გემრიელი. ინგრედიენტების ეს რაოდენობა საკმარისია დაახლოებით 8-10 საშუალო ზომის კულიჩისთვის. შესაძლებელია გაანახევროთ და ისე გააკეთოთ.
დამატებითი ინფორმაცია
რეცეპტში რამდენიმე ცვლილება შემაქვს: რადგან ყველა ფქვილი განსხვავდება ერთმანეთისგან, რამდენიმე მკითხველმა მომწერა, რომ ფქვილის მითითებული რაოდენობა არ იყო საკმარისი. მეტი ფქვილი ცომს ამძიმებს, ამიტომ სჯობს ასე მოქცეთ: ფქვილს შეაზილეთ სითხე და არა სითხეს ფქვილი, როგორც ეს რეცეპტში მეწერა. ჯერ დაამატეთ ფქვილს საფუვრიანი მასა, შემდეგ, ნელნელა ამატეთ დარჩენილი რძე და კვერცხები. როცა მიიღებთ სასურველი სისქის ცომს, სითხის დამატებას შეწყვეტთ.
დიდი მადლობა PErfectCook.org-ის ერთ-ერთ ავტორს,ლუტას, რომელმაც არ დაიზარა და ამ რეცეპტის სრულყოფის მიზნით, თავადაც გააკეთა მცირე პორცია. უცვლელად გთავაზობთ მის კომენტარს და ინგრედიენტების რაოდენობას 1 საშუალო ზომის პასკისთვის:
"ერთი ცალი გავაკეთე
300 გრამი ფქვილი ვიხმარე 90 გრამი კარაქი 1 დიდი კვერცხი და 1 კვერცხის გული
100 გრამი რძე 150 გრამი შაქარი 2 გრამი საფუარი დაწნეხილი 50 გრამი არაჟანი. ინგრედეინტები არაფერი არ შემიცვლია
უბრალოდ ცოტა მომზადების პროცესი შევცავლე . ფქვილი იყო მკაცრად განსაზღვრული და იმის ხარჯზე დავარეგულირე კვერცხი და რძე .
როცა მივიღე სასურველი სისქე ცომის შევწყვიტე სითხის მიცემა . ფქვილს ვაზელდი სითხეს . რადგან ყველა ფქვილი სხვადასხვაა ამიტომ ფქვილის
ისე მიცემას ''რასაც შეიზელს'' სითხის მოკლება ვამჯობინე .

საფუარი მოვზილე 25 გრამი რძითა და 50 გრამი ფქვილით +2 გრამი საფუარი და 1 ჩაის კოვზი შაქარი . მარილი ვუქენი ბოლში არაჟნის მერე . გადმოვიღე ჯამიდან და
დარბილებული კარაქი კრემივით გადავუსვი სამუშაო მაგიდაზე და ისე შევურიე.

ცომი იყო ხელს ეწეპებოდა
მაცივარში მედო მთელი ღამე . მეორე დილით ჯერ ერთი საათი ოთახის ტემპერატურაზე მედო და მერე დავამატე ქიშმიშები
ქიშმიშს საღამოს ცხელი წყალი დავასხი და 10 წთ თავდახურული მედო მერე გადავწურე წყალი და მთელი ღამე დავტოვე.
პირდაპირ კონიაკში არ ვალბობ რადგან ცხელი წყლით ''ჭუჭყი''სცილდება .
მაგრამ ფორმა მქონდა დიდი და ცომი პატარა . ამიტომ ვერ გაიკეთა გუმბათი .
ფორმაში რომ ჩავდე საფუარის სიმცირის გამო 8 საათი და კიდე მეტი ფუვდებოდა . თან ესენი ელოდებოდნენ სულ აღარ გამოცხვას მეკითხებოდნენ
უბრალოდ მინდოდა მეცადა პრობლემა რომ არის ფქვილზე ზოგი 1 კილოზეც მიდის ხოლმე სხვაობა თან დამატების შემთხვევაში მძიმდება ცომი
რომელიც მერე ძნელად ფუვდება და შედეგიც სხვაა ხოლმე. ამიტომ ფქვილის რაოდენობაზე პრობლემა სავსებით მოგვარებადია
ჯობია ერთი კვერცხით ,და 200 გრამით ნაკლები რძე ქონდეს ვიდრე ფქვილი დაემატოს . ეს არის ჩემი აზრი .''

Posted by: fermina 11 Apr 2020, 22:09
ხალხო, ხომ არ იცით სველი საფუარი სად შეიძლება ვიყიდო?
და პასკის კარგი სუნელებიც. ბაზრობაზე სუნელების კაცის მაღაზია ღიაა?

Posted by: Keti-Ket 14 Apr 2020, 14:00
პასკები ხომ არ დაგიტესტავთ წელს? რომელს გამოარჩევდით?

Posted by: iren765 14 Apr 2020, 14:20
https://www.youtube.com/watch?v=_URk-LKEwek&feature=share&fbclid=IwAR1YkY-Lxc0dwKjGxRmJUxEsvmZZLj9U-Ib7wbRjBgHDmrnSHgF4_CaI7UE

წლეების წინ ეს ქალბატონი აქ პოსტავდა.ამიტომ ვენდე მის გამოცდილებას,გუშინ გამოვაცხვე.გემრიელია.მადლობა მას!

user posted image

Posted by: fermina 14 Apr 2020, 16:08
iren765
მშვენიერია, კარგი რეცეპტია, ახლა ვუყურე.

ზოგადად რას ფიქრობთ არაჟნის შერევაზე. ვერ გადამიწყვეტია, არ მინდა კექსის ფაქტურაზე წაიყვანოს.

თუ პირიქით, მძიმე და ნოტიო ხდება?

Posted by: iren765 17 Apr 2020, 15:03
QUOTE (fermina @ 14 Apr 2020, 16:08 )
iren765
მშვენიერია, კარგი რეცეპტია, ახლა ვუყურე.

ზოგადად რას ფიქრობთ არაჟნის შერევაზე. ვერ გადამიწყვეტია, არ მინდა კექსის ფაქტურაზე წაიყვანოს.

თუ პირიქით, მძიმე და ნოტიო ხდება?

მძიმე და ნოტიოა.კარგია.
აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს გილოცავთ!

Posted by: fermina 18 Apr 2020, 13:30
ანტრეს პასკა გავსინჯე. მაინც კექსის სტრუქტურაა ჩემთვის და დარწმუნებული ვარ, გამაფხვიერებელს იყენებენ გამოსაცხობად, ცომს ეტყობა სტრუქტურაზე, მოგრძო ღარები აქვს, კექსს უკეთდება მსგავსი, როცა სოდაზე ან გამაფხვიერებელზე კეთდება ცომი. თითქოს ესენციებიც ბევრი აქვს. ისე ვიზუალურად ჩემი პასკა აბსოლუტურად იდენტურია, ვერ გაარჩევ გარედან.

რეიხების პასკა მომიტანეს, როცა გავსინჯავ, დავწერ რეცენზიას smile.gif

Posted by: Keti-Ket 18 Apr 2020, 15:32
ამასობაში ხაჭოს პასკა მოვათავე უკვე პრესის ქვეშ. წელს ვერ ვიყიდე საუკეთესო ხაჭო, მაგრამ იმედი მაქვს ამ ნაზავითაც გემრიელი გამოვა

QUOTE
რეიხების პასკა მომიტანეს, როცა გავსინჯავ, დავწერ რეცენზიას

ველოდები შეფასებას

Posted by: masha 18 Apr 2020, 15:38
fermina
QUOTE
ნტრეს პასკა გავსინჯე. მაინც კექსის სტრუქტურაა ჩემთვის და დარწმუნებული ვარ, გამაფხვიერებელს იყენებენ გამოსაცხობად, ცომს ეტყობა სტრუქტურაზე, მოგრძო ღარები აქვს, კექსს უკეთდება მსგავსი, როცა სოდაზე ან გამაფხვიერებელზე კეთდება ცომი. თითქოს ესენციებიც ბევრი აქვს. ისე ვიზუალურად ჩემი პასკა აბსოლუტურად იდენტურია, ვერ გაარჩევ გარედან.

რეიხების პასკა მომიტანეს, როცა გავსინჯავ, დავწერ რეცენზიას

ვაჰ, ისე აქეს-ადიდეს ეგ ანტრეს პასკა- დაჟე რომსაც უკეთებენო და ისეთი სურნელოვანიაო!


"ტარტანში" შევუკვეთე ისვე უქიშმიშო 1 ცალი პასკა (წელს გაჭირვებაა). ჰოდა ვნახავ აბა, ღამე 12 ზე გავჭრი
ისე ბევრს არ მოსწონს რადგან ადვილად იფშვნება, მე კი, პირიქით, ძალიან მომწონს

Posted by: fermina 18 Apr 2020, 16:14
Keti-Ket
QUOTE
ამასობაში ხაჭოს პასკა მოვათავე უკვე პრესის ქვეშ. წელს ვერ ვიყიდე საუკეთესო ხაჭო, მაგრამ იმედი მაქვს ამ ნაზავითაც გემრიელი გამოვა


ის ბელორუსული ხაჭო ვერ იყიდე? ვერც მე, უფრო სწორად ვაპირებდი და მერე აკრძალეს მანქანით გადააადგილება და დამეზარა დილით მოსწრებაზე სირბილი მაღაზიებში.

სისულელე გავაკეთე, ხაჭოს პასკა უნდა გამეკეთებინა, გარანტირებულად კარგი გამოდის ჩემი რეცეპტით და თან ძალიან იოლია, ჩვეულებრივი კულიჩი კი ჯობდა მეყიდა, ამდენ წვალებას.

Posted by: Keti-Ket 18 Apr 2020, 22:52
fermina
QUOTE
ბელორუსული ხაჭო ვერ იყიდე?

ვერა. დაახლოებით 5 დღის წინ მიიღეს რძის პროდუქცია და იმ დღეს არ ვიყიდე, დამეზარასავით ხელით თრევა, ვიფიქრე პარასკევს ვიყიდი-თქო. მივედი გუშინ და დამხვდა დაკეტილი. თანამშრომლების ტრანსპორტირების უზრუნველყოფა ვერ მოახდინეს, არადა უკვე გათვლილი მქონდა რომელ ხაჭოს და რომელ არაჟანს ვიყიდიდი, დავურეკე და არც იცოდნენ ზუსტად დღეს გახსნიდნენ თუ არა მაღაზიას, ამიტომ მომიწია სანტინოს ხაჭოს ყიდვა, თან იოლის ასაწონის დამატება მინდოდა და იმათაც არ აღმოაჩნდათ. საბოლოოდ ქობულეთურის (არადა ხაჭო კი არა უბრალოდ რძის შემცველია) და უბნის რძის პროდუქტების მაღაზიის ხაჭო დავამატე, არაჟანი კი პრეზიდენტის 30%-იანი, თუმცა კიდევ ერთხელ დავრწმუნდი რამდენად დიდია სხვაობა.

ბელორუსულით გაკეთებულს წყალი ფაქტობრივად არც გასდიოდა, აქ კი ორჯერ გადავღვარე უკვე.

QUOTE
ხაჭოს პასკა უნდა გამეკეთებინა

აუ არ გაგიკეთებია წელს?

მე კიდევ ლამის უკულიჩოდ დავრჩი. ადრევე ლილი ვანილის და თავთავის კულიჩები შევუკვეთე, მაგრამ უკვე შეიჭამა, აღდგომისთვის ყიდვა კიდევ ბოლო მომენტისთვის გადავდე და ტრადიციულად ანტრესთან ერთად რამე ახლის დაგემოვნება მინდოდა. აუგუსტზე და კანაპეზე ჩამოვყალიბდი საბოლოოდ, მაგრამ ტრანსპორტით გადაადგილების აკრძალვის გამო ესენიც დაიკეტნენ. ვერც დაქალის გამომცხვარ სახლურ კულიჩებს დავაგემოვნებ, არადა ისე მიყვარს ოჯახის პასკა.


masha
QUOTE
"ტარტანში" შევუკვეთე ისვე უქიშმიშო 1 ცალი პასკა (წელს გაჭირვებაა). ჰოდა ვნახავ აბა, ღამე 12 ზე გავჭრი
ისე ბევრს არ მოსწონს რადგან ადვილად იფშვნება, მე კი, პირიქით, ძალიან მომწონს

ძალიან აქებენ, არადა შარშან სწორედ ეს მობულკო კონსისტენცია არ მომეწონა.

Posted by: fermina 18 Apr 2020, 23:05
Keti-Ket

ხო, ვერ გავაკეთე ახლა პროდუქტების არქონის გამო, თან ამ კულიჩებს გადავყევი. ეს დღეები რომ გადაივლის, ვაპირებ მაინც გაკეთებას, როგორც კი მოვახერხებ ბელორუსული ხაჭოს ყიდვას.

თავთავის პასკები გემრიელია ხო? ვაპირებდი მეც, მაგრამ ვერ მოვხვდი იქით. სამსახურის გვერდითაა, მაგრამ სადღაა სამსახური ერთი თვეა smile.gif

Posted by: Keti-Ket 18 Apr 2020, 23:26
fermina
ახლა ვნახე შენი კულიჩები გვერდით თემაში. ვიზუალურად სწორედ ისეთი ჩანს, როგორიც მე პირადად ყველაზე მეტად მომწონს. დამსკდარი თავებიც მიყვარს და ეგეთი შეკრული შინაგანი მასაც, ასე რომ მიკვირს ცოტა კრიტიკული ტონი ნახელავისადმი biggrin.gif

სიმართლე გითხრა წელს თავთავი დიდად არ მომეწონა. შარშან N1 იყო ჩემთვის. ნოტიო, მძიმე, სასიამოვნოდ შეზავებული სანელებლებით. წელს კი ზედმეტად მშრალი გამოდგა. ჯამში კარგი, მაგრამ არაფერი განსაკუთრებული.

QUOTE
ვაპირებ მაინც გაკეთებას

არ დაიზარო და კარგი ხაჭო იყიდე, ხომ იცი მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორია.

Posted by: fermina 18 Apr 2020, 23:28
Keti-Ket
QUOTE
არ დაიზარო და კარგი ხაჭო იყიდე, ხომ იცი მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორია.


აუცილებლად, თან უმარტივესი გასაკეთებელია.

ქეთო და კოტეს პასკებს აქებენ კიდევ, 35 ლარი ღირს კილო biggrin.gif

კიდევ ლაიმის და ლილისის smile.gif

Posted by: tengomaswavlebeli 18 May 2020, 01:10
QUOTE (LTB1948 @ 27 Apr 2011, 18:38 )
rtuli

ძალიან გტხოვ, ჩემს პასკას კექსს ნუ უწოდებ, იმიტომ რომ არაა კექსი, ცდილობ რომ დააკნინო რაღაცნაირად და ეგ არ მომწონს....
პირადად კექსის ვიცი რამდენიმენაირი რეცეპტი, ასე რომ კლასიკური კექსის რეცეპტი არ არსებობს, პირადად მე მაწვნით ვაკეთEბ კექსს ან არაჟნით, რაც ამ რეცეპტში საერთოდ არ არის თხევადი ელემენტი...
ეგრე თქვენი საფუარიანი ცომი "ბულკის" ცომს გავს, იგივე ინგრედიენტებით და პრინციპით იზილება, მაგრამ არ მიკადრებია.....
და რა ვიცით ამ საქართველოში ყველაფრის გაკრიტიკება და გაკილვა, განსაკუთრებით გასნხვავებულის.... კრიტიკა და კრიტიკა....
მიიღეთ ისე როგორც დავწერე, რა არის ამაში ცუდი?
იგივე რძე კარაქი და ფქვილია ზოგი ხაჭაპურის ან პურის ცომში და რა ხაჭაპურის ან პურის რეცეპტი დავწერე?
ჩემი გამოცდილება გაგაიზიარეთ გინდათ, კი ბატონო, არ გინდათ, ზილეთ საფუარიანი ცომი, მაგრამ თქვენი რეცეპტებისტვის "ბულკი" არ მიკადრებია და ჩემს რეცეპტსაც ნუ კადრებთ "კექსს".... ინგრედიენტებით თუ მსჯელობთ, ეგრე ბევრ ნაცხვარში და გამომცხვარშია მსგავსი ინგრედიენტები და დავდგეთ და ვარჩიოთ რა რას გავს....
მე პირადად ბევრი კულიჩი დიდი ბულკი უფრო მგონია და რა ვქნა ახლა დავდგე და გაკრიტიკოთ?
მე ჩემი გამოცდილება გაგიზიარეთ, გინდათ მიიღეთ, გინდათ არა.....

იმის დედა #####ან ვინც შენს პასკას კექსი უწოდა

Posted by: Universe´ 23 Mar 2021, 15:51

პასკა მინდა



_____________
* * *
QUOTE (nia4u @ 13 Apr 2018, 21:52 )
აი, ესეთ დღეში ვარ! facepalm.gif

user posted image



lol.gif


___________
___________

Posted by: forumistvis 23 Mar 2021, 17:04
პასკა არის ნეტარება, ოღონდ სახლში , მცდონის მიერ გამომცხვარი, მუსკატით და კარდამონით, არანაირი ქიშმიშით.

Posted by: fermina 19 Apr 2021, 16:04
გამარჯობა, ქეთო და კოტეში ერთი კილო პასკა ღირს 45 ლარი biggrin.gif ნახვამდის.

Posted by: Universe´ 19 Apr 2021, 18:16
წელსაც ვაპირებდი გამომეცხო

გადავიფიქრე

;(

Posted by: kriketi-1985 22 Apr 2021, 22:53
იაკოს პასკას აქებენ, ევროპროდუქტებში შემხვდა და ვიფიქრე, შევიძენ, მაგრამ 550გრ 17ლ ღირს და ვერ მივეკარე:დ

Posted by: Keti-Ket 23 Apr 2021, 15:04
kriketi-1985
მანდვე ითქვა, რომ ის პასკა, რომელიც ევროპროდუქტში იყიდება, გამომშრალია. თუ ნოტიო პასკა გინდათ, უშუალოდ იაკოსგან უნდა შეიძინოთ და თან უთხრათ რომ ნოტიო გსურთ.

პ.ს ზოგადად ძალიან გაძვირებულია პასკები. ანტრე უკვე 25 ლარი ღირს, პოლი კი 39

Posted by: საქმიანნი 23 Apr 2021, 15:46
პასკის ყველაზე გამოცდილი და კარგი რეცეპტი მინდა
ენჯეის რეცეპტით ვაცხობდი და მომწონდა, ცოტა ზედმეტად მძიმე კი გამომდიოდა ოღონდ
რამე სხვა რეცეპტს დავტესტავდი წელს )

ხო, იაკოს რეცეპტს მაწონი უწერია და კექსის გემოზე არ წაიყვანს?

Posted by: ninicool 23 Apr 2021, 18:18
kriketi-1985
QUOTE
იაკოს პასკას აქებენ, ევროპროდუქტებში შემხვდა და ვიფიქრე, შევიძენ, მაგრამ 550გრ 17ლ ღირს და ვერ მივეკარე:დ

20 ლარად რამდენიპე პასკას გამოაცხობ, ნუ, 2 წელია არ გამომიცხვია და შეიძლება ვერც გამოაცხო უკვე, ისეთ დღეშია ლარი თუ დოლარი თუ ფასები sad.gif

მაგრამ ის მაინც გეცოდინება, რომ მარგარინი და რაღაცა არაადამიანობები არ აქვს პასკასა.

საქმიანნი
QUOTE
პასკის ყველაზე გამოცდილი და კარგი რეცეპტი მინდა
ენჯეის რეცეპტით ვაცხობდი და მომწონდა, ცოტა ზედმეტად მძიმე კი გამომდიოდა ოღონდ
რამე სხვა რეცეპტს დავტესტავდი წელს )

ხო, იაკოს რეცეპტს მაწონი უწერია და კექსის გემოზე არ წაიყვანს?

კრაფინების გამოცხობა თუ არ გეზარება, ამბობენ, რომ ეგ გამოდის ყველაზე სველიო.

პასკის ხიბლი მაგაშია, რომ მძიმე იყოს, თუ ძალიან სველი არ გინდა, ცოტა დიდხანს უნდა გააჩერო ღუმელში და გამოგიშრება, ან ცოტა პატარა ფორმებში გამოაცხო.

სიმძიმე მაგაზეცაა დამოკიდებული. მაწონი არაჟნით შეგიძლია ჩაანაცვლო.

ისე, მეც ნინოს რეცეპტს ვიყენებ

ამ ქალს აქვს პასკის რეცეპტები, უყურე, გაერთობი მაინც ))))



ეს პასკების მთლიანი ფლეილისტია
https://www.youtube.com/watch?v=YSYslMoH_fM&list=PLrO4MlcMHmWMkHopzY8E0_sEK1OL7RAiy

Posted by: საქმიანნი 23 Apr 2021, 20:22
ninicool
QUOTE
კრაფინების გამოცხობა თუ არ გეზარება, ამბობენ, რომ ეგ გამოდის ყველაზე სველიო.

პასკის ხიბლი მაგაშია, რომ მძიმე იყოს, თუ ძალიან სველი არ გინდა, ცოტა დიდხანს უნდა გააჩერო ღუმელში და გამოგიშრება, ან ცოტა პატარა ფორმებში გამოაცხო.

სიმძიმე მაგაზეცაა დამოკიდებული. მაწონი არაჟნით შეგიძლია ჩაანაცვლო.

ისე, მეც ნინოს რეცეპტს ვიყენებ

ამ ქალს აქვს პასკის რეცეპტები, უყურე, გაერთობი მაინც ))))

სულ დამაბნია ამდენმა რეცეპტმა, ყველას ქება-დიდება უწერია კომენტარებში :დ
ისე რომელი ჯობს ნეტა, მეტი არაჟნით, მეტი კვერცხით თუ კარაქით
რუსების რეცეპტებსაც დავუყევი, მაგრამ უფრო ფუნთუშის კონსისტენციისას აკეთებენ და არ "პასკობს" ჩემს თვალში, კრაფინსაც სააღდგომოდ არ ვიზამ, მერე ვცდი მოცლილზე

ბარემ მაინც მარტივად მოსამზადებელს გავაკეთებ, იქნებ მომეწონოს და გადავრჩე ბევრ წვალებას mo.gif
მადლობა love.gif


Posted by: ninicool 23 Apr 2021, 20:43
საქმიანნი
QUOTE
სულ დამაბნია ამდენმა რეცეპტმა, ყველას ქება-დიდება უწერია კომენტარებში :დ
ისე რომელი ჯობს ნეტა, მეტი არაჟნით, მეტი კვერცხით თუ კარაქით
რუსების რეცეპტებსაც დავუყევი, მაგრამ უფრო ფუნთუშის კონსისტენციისას აკეთებენ და არ "პასკობს" ჩემს თვალში, კრაფინსაც სააღდგომოდ არ ვიზამ, მერე ვცდი მოცლილზე

ბარემ მაინც მარტივად მოსამზადებელს გავაკეთებ, იქნებ მომეწონოს და გადავრჩე ბევრ წვალებას
მადლობა

ბოლოს ერთ ვიდეოში ამბობს, კრაფინმა ყველაზე დიდხანს შეინარჩუნა სინოტივეო და იმიტომ გირჩიე კრაფინი, მაგრამ ცოტა მოსაწყენი იქნება მაგის გაკეთება.

მე ცოტას ვაკეთებ წელს. ალბათ 3-4 ცალს. კომბაინში მოვზელ, რომ ძაან არ ვიწვალო.
უნდა გამეჩუქებინა და სანამ გავაჩუქებ, პასკებზე ვავარჯიშებ )))

Posted by: fermina 23 Apr 2021, 22:03
იაკოსი გავსნჯე (არა ევროპროდუტიდან)
ცუდი არაა, მაგრამ 34 ლარიანი პასკა იმსახურებს, იყოს უკეთესი smile.gif ჩემთვის სინოტივე აკლდა.

მოკლედ რაღაც სხვნაირს ვეძებ და ვერ მიპოვია ჯერ smile.gifუფრო სველი და მტვრევადი.

Posted by: ninicool 23 Apr 2021, 22:32
fermina
[quote]იაკოსი გავსნჯე (არა ევროპროდუტიდან)
ცუდი არაა, მაგრამ 34 ლარიანი პასკა იმსახურებს, იყოს უკეთესი ჩემთვის სინოტივე აკლდა.

მოკლედ რაღაც სხვნაირს ვეძებ და ვერ მიპოვია ჯერ უფრო სველი და მტვრევადი.[/q

ბულგარეთში რომ ვცხოვრობდი, სააღდგომოდ გამოიტანეს გასაყიდად პანეტონეები, სულ ჩვეულებრივი, ხუთი ლარი ღირდა, აქ ნაყიდი ძალიან ძვირიანი პასკაც ვერ დაუდგება გვერდში, ისეთი ნოტიო და გემრიელი იყო, თან კარგა ხანს მედო, სანამ დავჭრიდი და გავსინჯავდი.

ზოგი ცუკატებით იყო, ზოგი შოკოლადის ჩიფსებით, ორივე ძაან კარგი იყო და როცა ამხელა ფასს ადებ, ეგ რატომ არ უნდა იყოს ხუთლარიან პანეტონეზე ოდნავ უკეთესი თუ არა, ანალოგიური მაინც?

Posted by: საქმიანნი 23 Apr 2021, 23:16
ninicool
QUOTE
მე ცოტას ვაკეთებ წელს. ალბათ 3-4 ცალს. კომბაინში მოვზელ, რომ ძაან არ ვიწვალო.
უნდა გამეჩუქებინა და სანამ გავაჩუქებ, პასკებზე ვავარჯიშებ )))

ამ ქექვა-ქექვაში ეს რეცეპტი ვნახე :დ
პატარა პორციის ვარიანტი მომეწონა და შეხედე აბა შენც, ბევრს თუ არ აპირებ
მგონი კარგი გამოვა



QUOTE
იაკოსი გავსნჯე (არა ევროპროდუტიდან)
ცუდი არაა, მაგრამ 34 ლარიანი პასკა იმსახურებს, იყოს უკეთესი  ჩემთვის სინოტივე აკლდა.

მოკლედ რაღაც სხვნაირს ვეძებ და ვერ მიპოვია ჯერ უფრო სველი და მტვრევადი.

ძაან ასტრალშია წელს პასკების ფასები , თუ მეჩვენება? :დ
ასე ძალიანაც არ გაძვირებულა ინგრედიენტები მგონი

Posted by: fermina 23 Apr 2021, 23:47
საქმიანნი
QUOTE
ძაან ასტრალშია წელს პასკების ფასები , თუ მეჩვენება? :დ
ასე ძალიანაც არ გაძვირებულა ინგრედიენტები მგონი


კი, მე ქეთო და კოტეს 45 ლარი გამიკვირდა და ერთგან 30 ლარი ღირდა ნახევარ კილოიანი, ფბ-მა ამომიგდო, ვეღარვპოულობ smile.gif


Posted by: kriketi-1985 24 Apr 2021, 01:30
ევროპროდუქტებიდან გავიარე ფრესკოში და იქ შემომხვდა ბელას პასკა, ბარემ ესეც გავსინჯო-თქო და ვიყიდე, ფასმაც დამაკმაყოფილა. 800გრ 11ლარი.

Posted by: fermina 24 Apr 2021, 08:53
kriketi-1985
QUOTE
ევროპროდუქტებიდან გავიარე ფრესკოში და იქ შემომხვდა ბელას პასკა, ბარემ ესეც გავსინჯო-თქო და ვიყიდე, ფასმაც დამაკმაყოფილა. 800გრ 11ლარი.


სხვათა შორის, რამდენადაც ბელას ტორტები არის სრული ნაგავი (ჩემი მოკრძალებული აზრით), იმდენად პასკებს არაუშავდა ფასის გათვალისწინებით მითუმეტეს, რამდენჯერაც გავსინჯე ადრე.

Posted by: საქმიანნი 24 Apr 2021, 11:20
fermina
QUOTE
კი, მე ქეთო და კოტეს 45 ლარი გამიკვირდა და ერთგან 30 ლარი ღირდა ნახევარ კილოიანი, ფბ-მა ამომიგდო, ვეღარვპოულობ

3 პატარა პასკა 100 ლარამდე რომ გიჯდება
ღმერთო biggrin.gif
მგონი მილიონერი რომც ვიყო, მაინც ვერ გადავიხდიდი ასეთ არაადეკვატურ ფასს
ინგრედიენტებს საუკეთესო ხარისხისას ვყიდულობ ხოლმე, მაგრამ ასე და ამდენი არ მეხარჯება.. რა ვიცი

Posted by: kriketi-1985 24 Apr 2021, 12:46
fermina
ფასთან მიმართებაში ტორტებსაც არა უშავს :დ

Posted by: fermina 24 Apr 2021, 14:56
kriketi-1985
QUOTE
ermina
ფასთან მიმართებაში ტორტებსაც არა უშავს :დ


ამაში ვერ დაგეთანხმები, ტორტთან საერთო არაფერი აქვს იმ პურზე მოტყლიზნულ რაღაც მასას smile.gif სულ რომ ორი თეთრი ღირდეს, არ უნდა იყიდოს ადამიანმა.

Posted by: Keti-Ket 24 Apr 2021, 15:09
kriketi-1985
fermina
წელს თუ გასინჯეთ ბელას პასკა დაწერეთ შთაბეჭდილება.

შარშან ძალიან აქეს, მაგრამ აღარ მიყიდია ზუსტად ტორტებთან ასოცირებული ხარისხის გამო.

Posted by: kriketi-1985 24 Apr 2021, 15:21
Keti-Ket
წელს პირველად გავსინჯე, ამიტომ ვერ შევადარებ აქამდელს, სისველე და სინოტივე თითქოს არ აკლია, მაგრამ იფშვნება ძალიან, გემო კიდევ, რავი, ყველა პასკა ერთმანეთს ჰგავს მაინც:დ

Posted by: fermina 24 Apr 2021, 15:25
Keti-Ket
QUOTE
შარშან ძალიან აქეს


ძალიან იშვიათად ვენდობი ამ საკითხში სხვების გემოვნებას, უმეტესობას "ტკბილი ქვეყნის" პასკა მოსწონს და რა ვიცი....
* * *
"აგროჰაბის" გავსინჯე და ფუმფულა და რბილია. გემოს არაუშავს, სანელებლები აქვს მგონი ჭარბად.
მოკლედ არც ეს არის როგორიც უნდა იყოს ისეთი. უფრო წაიპანეტონეებს smile.gif

Posted by: la reine 24 Apr 2021, 22:36
fermina

მე ვიცი შენ როგორი მოგწონს.
შარშან მოგწერე მასეთი პასკის რეცეპტი. თუ შენახული გაქვს, გააკეთე, არ ინანებ.
ზუსტად ეგეთი გამოდის. მჭიდრო ტექსტურის, მსუყე, ნოტიო. მაგაზე კარგი რეცეპტი მე ვერ ვნახე. არადა ბლომად სხვადასხვა რეცეპტები ვცადე.

Posted by: fermina 25 Apr 2021, 04:08
la reine
QUOTE
მე ვიცი შენ როგორი მოგწონს.
შარშან მოგწერე მასეთი პასკის რეცეპტი. თუ შენახული გაქვს, გააკეთე, არ ინანებ.
ზუსტად ეგეთი გამოდის. მჭიდრო ტექსტურის, მსუყე, ნოტიო. მაგაზე კარგი რეცეპტი მე ვერ ვნახე. არადა ბლომად სხვადასხვა რეცეპტები ვცადე.


არაჟნიანი რეცეპტი რომ მომწერე? პატარა პორცია?

Posted by: საქმიანნი 25 Apr 2021, 12:01
la reine
თუ არ შეწუხდები, მეც დამიწერე რა
ათასი რეცეპტი განვიხილე და ვერ შევჯერდი ვერც ერთზე

თან ნათესავებს უნდა მივაწოდო, ვერც ვიყიდი ამდენს და არ მინდა, შევრცხვე )))

Posted by: la reine 25 Apr 2021, 14:22
fermina
კი ეგაა.
პატარაა ხო. ორი საშუალო ზომის პასკა გამოდის, თითო 650 გმიანი.

საქმიანნი
აგერ ვიდეოს დაგიდებ პირდაპირsmile.gif დოზირება არის უზუსტესი. მთავარია, საფუარი და ფქივილი არ დაუმატო, ზელა არ დააკლო და ცხობისასა არ გამოაშრო.

Posted by: ninicool 25 Apr 2021, 15:28
საქმიანნი
QUOTE
ამ ქექვა-ქექვაში ეს რეცეპტი ვნახე :დ
პატარა პორციის ვარიანტი მომეწონა და შეხედე აბა შენც, ბევრს თუ არ აპირებ
მგონი კარგი გამოვა

ვნახავ მაგასაც, მაგრამ ლარეინამ დადო ქვემოთ, ვენდობი მაგის გემოვნებას, მაგას ვცდი უსიტყვოდ, თუ არ დამეზარა გამოცხობა კი არა, მაგის თავი თუ მექნება.

la reine
მეც მადლობა, თუ ვცადე, დიდ ფორმებში გამოვაცხობ, ისე, არ მინახავე ეგ ჯერ, მაგრამ ფერზე ჩემიც ეგეთი გამოდის ხოლმე, კურკუმას ვუმატებ სუნელებში.

ჩემი პასკის რეცეპტი, ვორდის ფაილში მაქვს და იქ მაქ მითითებული თან რა ზომის ფორმაში რამდენი ჩავდე და მომავალ წელს რამდენი უნდა ჩავდო )))


მაგრამ ის მომავალი წელი ჯერ აღარ მოვიდა ))))

პ.ს. ძალიან მაკლდი თვალში. გამიხარდა რომ დაგინახე <3

Posted by: საქმიანნი 25 Apr 2021, 20:34
la reine
მადლობა, კარგი კი ჩანს ვიზუალურად, ვცდი ამას

ninicool
QUOTE
ვნახავ მაგასაც, მაგრამ ლარეინამ დადო ქვემოთ, ვენდობი მაგის გემოვნებას, მაგას ვცდი უსიტყვოდ, თუ არ დამეზარა გამოცხობა კი არა, მაგის თავი თუ მექნება.

ჰო, მეც მგონი მაგაზე ჩამოვყალიბდი, როგორც იქნა )))

Posted by: fermina 27 Apr 2021, 16:09
ლილისის პასკა - ჩვეულებრივზე ჩვეულებრივი კექსი!!! სირცხვილია რა მართლა, იაფი ხო არ ღირს. არადა ნამცხვრები კარგი აქვთ.

მგონი მართლა ტკბილი ქვეყნის პასკები ჯობს ყველას, ადეკვატური ფასი მანც აქვს.

Posted by: fermina 28 Apr 2021, 22:04
ლიკას პასკა იქნება ქალაქში საუკეთესო, გული მიგრძნობს biggrin.gif
ფასი 38 ლარი კგ. ფოტოზე კარგი ჩანდა, სხვათაშორის ფოტოდანაც შეიძლება პასკის არსს ჩაწვდე smile.gif

Posted by: Master_Nick 28 Apr 2021, 22:42
fermina
ანტრეს პასკაზე რას იტყვი?

Posted by: fermina 28 Apr 2021, 23:14
Master_Nick
QUOTE
fermina
ანტრეს პასკაზე რას იტყვი?


წელს არ გამისინჯავს, შარშან არ მომეწონა საშინლად, უბრალოდ ერთი ცალი ვიყიდე და მგონი რაღაც ცუდი პარტია შემხვდა, მშრალი იყო და კექსის სტრუქტურის, და შარშან წინ და იმის წინაც და ზოგადად სულ მანამდე ძალიან კარგი იყო smile.gif

Posted by: la reine 29 Apr 2021, 21:27
ninicool

მადლობა ნდობისთვის და თბილი სიტყვებისთვის:*

საქმიანნი
არაფრისsmile.gif'ძალიან გამიხარდება თუ გაამართლება მოლოდინს.

Posted by: ninicool 30 Apr 2021, 00:48
la reine
QUOTE
მადლობა ნდობისთვის და თბილი სიტყვებისთვის:*

კაი გოგო ხაარ შენა ძალიანა <3 love.gif

Posted by: lelukaa 30 Apr 2021, 09:00
ქეთო და კოტეს პასკაა ჩემი ფავორიტი, შედარებით ბიუჯეტურებიდან დოლჩე ფარინა. love.gif
სხვა ვარიანტები არც განმიხილვს smile.gif

Posted by: fermina 1 May 2021, 07:14
როგორც ვვარაუდობდი, ლიკას პასკა არის საოცრება, რასაც ქვია პირში დნება. გამოტენილია ცხიმით.
* * *
პ.ს. "ხატისპური" რა მოიგონეს კიდევ მორიგი მატრაკვეცობა rolleyes.gif
ძააან მაღიზიანებს.

Posted by: la reine 1 May 2021, 11:18
user posted image

ჭრილსაც დავდებ, თუ გამახსენდა

Posted by: fermina 1 May 2021, 12:03
la reine

ეს იმ რეცეპტითაა? ჯერ ვერ მოვაბი თავი, მაგრამ მაინც ვფიქრობ.

Posted by: la reine 1 May 2021, 12:27
fermina
თითქმის ეგაა. არაჟნის ყიდვა დამავიწყდა და უმაგისოდ გავაკეთე.
შემდდეგ პარტიას არაჟნიანს გამოვაცხობ

Posted by: abara 1 May 2021, 14:22
la reine
ხმერთოოოოოოოოოოოოოოოოოოოოო................
ყველას რა სათნო და სათუთი ჰგონიხარ biggrin.gif

Posted by: Keti-Ket 1 May 2021, 14:29
fermina
QUOTE
ლიკას პასკა არის საოცრება


ბეიქ ოფფ-ის პასკა თუ გაგისინჯავთ? ამ ეტაპზე მასზე უკეთესს ვერ მივაგენი.

Posted by: Master_Nick 1 May 2021, 15:15
la reine
მაგარია! აბა გაჭრილიც გვაჩვენე.

Posted by: fermina 1 May 2021, 19:26
Keti-Ket
QUOTE
ბეიქ ოფფ-ის პასკა თუ გაგისინჯავთ? ამ ეტაპზე მასზე უკეთესს ვერ მივაგენი.


არა სხვათაშორის, კი ვაპირებდი ყიდვას და ვეღარ მოვხვდი იქით, მერე ლიკასი ვიყიდე ისევ და მართლა უკარგესია.

Posted by: ayeti 2 May 2021, 11:05
პატივცემულო ჰურმანებო, სამაგალითო დიასახლისებო და შეფმზარეულთატოლა პუბლიკავ, შემოვედი აქ რომ ვაღიარო შეცდომა, რომელიც თურმე მთელი, არც ისე მოკლე სიცოცხლის განმავლობაში გაუთვითცნობიერად თან მდევდა. საკითხის არსი კი შემდგომშია: ცხვარი დავკალი და თათარიახლად ჯიგრის ყაურმის გაკეთება გადავწყვიტე. რაიმე ახლის გასაგებად, ამ კერძზე, ინტერნეტის სამყაროს ვეზიარე და ჰოი საოცრებავ!, არცერთ ყაურმის რეცეპტში არ არის ნახსენები ის ინგრედიენტი, რომელიც, მე საცოდავს, 57 წლის განმავლობაში წამყვანი მეგონა, ანუ ქონდარი. მითხარით ჩემო კეთილო ხალხო, ეს ნამდვილად ჩემი ფატალური შეცდომაა თუ ვარიაციული შესაძლებლობა?

Posted by: fermina 2 May 2021, 11:24
ayeti
QUOTE
არცერთ ყაურმის რეცეპტში არ არის ნახსენები ის ინგრედიენტი, რომელიც, მე საცოდავს, 57 წლის განმავლობაში წამყვანი მეგონა, ანუ ქონდარი. მითხარით ჩემო კეთილო ხალხო, ეს ნამდვილად ჩემი ფატალური შეცდომაა თუ ვარიაციული შესაძლებლობა?


დიდი ყაურმისტი და გამკეთებელი არ ვარ, მაგრა მვფიქრობ, რომ ქონდარი ყაურმას - ღვიძლს და მსგავს სუბპროდუქტებს ძალიან უხდება.

Posted by: Keti-Ket 2 May 2021, 13:54
fermina
ხაჭოს პასკა გააკეთეთ წელს?

Posted by: vaho 2 May 2021, 15:39
user posted image
...............................................

Posted by: fermina 2 May 2021, 21:27
Keti-Ket
QUOTE
fermina
ხაჭოს პასკა გააკეთეთ წელს?


აუ კი, იგივე რეცეპტით, შიგთავსი ჩემ გემოზე ვერ გავუკეთე, გავითვალისწინე, რომ ზოგს ქიშმიში არ უყვარს, ზოგს ცუკატი და აშ. საბოლოოდ მაინც კარგი გამოვიდა, მოცვი და ცოტა გახეხილი შინდი ვუქენი და ძალიან მოუხდა. ოღონდ ძალიან ხარჯიანია და უბარაქო, იჭმევა ეგრევე, არცერთი გრამი აღარ დარჩა smile.gif

Posted by: Keti-Ket 2 May 2021, 23:32
fermina
QUOTE
მოცვი და ცოტა გახეხილი შინდი ვუქენი

დარწმუნებული ვარ, საოცარ გემოს შესძენდა და ცოტა შეამსუბუქებდა კიდეც დანარჩენი ინგრედიენტების სიმძიმეს. მე არ გადავახვიე ძველ რეცეპტტს და ისევ ჩირების ასორტი დავუმატე და გარედან მოხალული ნიგვზეულ-თხილეულობა.

QUOTE
ოღონდ ძალიან ხარჯიანია

ზუსტად. ჩვეულებრივ პასკასთან შედარებით ხომ საერთოდ. ერთი ნაჭერი ფაქტობრივად პასკის მეოთხედი გამოდის

Posted by: GEORGEXIII 2 Aug 2021, 10:33
გამარჯობათ მეგობრებო პასკას სად შევიძენ?

Posted by: fermina 11 Apr 2022, 17:35
აბა წელს რა ხდება პასკების ფრონტზე, რომელი საცხობის პასკა ლიდერობს თუ ჯერ ადრეა შეფასებები? smile.gif

Posted by: Universe´ 17 Apr 2022, 12:55
პასკის რეცეპტები გაგვიზიარეთ jump.gif

ერთი ამოვწერე საცდელად, მგონი შარშან და დამეკარგა. არადა მომეწონა, არც მძიმე, არც ბულკივით. შუალედური გამოვიდა

Posted by: Master_Nick 17 Apr 2022, 22:05
QUOTE (fermina @ 11 Apr 2022, 17:35 )
აბა წელს რა ხდება პასკების ფრონტზე, რომელი საცხობის პასკა ლიდერობს თუ ჯერ ადრეა შეფასებები? smile.gif

მეც მაინტერესებს კარგი პასკა სად ვიყიდო. ნუცას (მასტერ შეფის გამარჯვებული) პასკაზე გიჟდება ხალხი. ვიყიდეთ - ვერ შევჭამეთ.

Posted by: fermina 17 Apr 2022, 22:19
Master_Nick
QUOTE
ნუცას (მასტერ შეფის გამარჯვებული) პასკაზე გიჟდება ხალხი. ვიყიდეთ - ვერ შევჭამეთ.


ნამდვილად, არაფერი ისეთი გასაგიჟებელი.

წელს არ გამისინჯავს, მაგრამ წლების მანძილზე რა ექსპერიმენტი არ ჩამიტარებია, ლიკას პასკის მსგავსი (აბაშიძის 61) ჩემთვის არცერთი არ არის. კილო 40 ლარი ღირს წელს smile.gif მე პირადად მირჩევნია ხოლმე ერთი და კარგი, ვიდრე მაგალითად ტკბილი ქვეყნის ათი პასკა მქონდეს. ასე რომ, მანდ ვაპირებ ყიდვას.

წელს გავსინჯე იაკოს პასკა, ბეიქერლენდის და მგონი ბიზუ თუ რაღაც ქვია, სამივე ნორმალური იყო, მაგრამ ლიკას მსგავსი - არცერთი.

კიდევ ამას აქებენ:
https://www.facebook.com/momscakesbakery
https://www.facebook.com/dzidziscakes

მე არ გამისინჯავს, თუმცა ტორტები ორივეს ძალიან კარგი აქვს.

პ.ს. ქეთო და კოტეს პასკა კილო 65 ლარი ღირს biggrin.gif

Posted by: sunny-day-today 17 Apr 2022, 22:40
QUOTE
ქეთო და კოტეს პასკა კილო 65 ლარი ღირს

რას იზამ ცოტა ძვირი დღესასწაულია აღდგომა

Posted by: Universe´ 17 Apr 2022, 23:09
სულ პირველად როცა გამოვაცხვე პასკა, 3-დან ერთი გადაგვავიწყდა კარადაში. სექტემბერში იპოვეს და პაპიკომ ისეთი გემრიელი იყო, ამას რა გადააგდებსო და დაძველებულიც ჭამა user.gif love.gif
წელსაც გემრიელი გამომივიდეს მინდა
love.gif

Posted by: Master_Nick 18 Apr 2022, 22:37
fermina
გასტრონომმა შემოიტანა D&G ძალიან სვეცკი პასკები, ფასს განგებ არ დავწერ, D&G რომ შეეფერება იმნაირია.
ლიკას პასკა შარშან ძალიან კარგი იყო, წელს ვნახოთ როგორი იქნება.

Posted by: trendy 18 Apr 2022, 22:40
Master_Nick
ყუთი მინდა მაგის, რკინის ყუთიანი პასკები ადრე ბევრს შემოჰქონდა, გუდვილს ბევრი ჰქონდა, წელს ერთი ეგეთი ვიყიდე მარტო.

ანტრეს პასკას ვიყიდი ისევ.წლებია არ ვღალატობ.

Posted by: Master_Nick 18 Apr 2022, 22:52
trendy
ყუთი მართლა ლამაზია, პასკა ვარგა? მე მგონი პანეტონეს სტილის პასკაა.

Posted by: trendy 18 Apr 2022, 23:05
Master_Nick
პანეტონეს მსგავსი იქნება. გუდვილში ტილოში გახვეული იტალიური პანეტონეები შარშან არ მომეწონა, წელსაც ზუსტად იგივეები შემოიტანეს.

Posted by: vaho 18 Apr 2022, 23:17
QUOTE
ანტრეს პასკა


up.gif

სამი ცალი ჩავცეცხლე ამ შაბათ-კვირას.

ლიკას და ნუკას ასლარიანი პასკები სნობიზმის პიკია...

Posted by: Master_Nick 18 Apr 2022, 23:23
vaho
რა ღირს ანტრეს პასკა? ლიკას პასკა კგ 30-40 ლარამდეა როგორც ვიცი.
* * *
trendy
გემოვნების ამბავია, მე მომწონს პანეტონე. რატომღაც ჩვენთან უფრო პოპულარულია უფრო მძიმე პასკები.

Posted by: trendy 19 Apr 2022, 04:37
Master_Nick
პანეტონე მეც ძალიან მიყვარს, მაგრამ ტილოში გახვეული გუდვილის მშრალი და გამოფიტულია. ანტრეს პასკა 30 ლარი ღირს.ანტრეში მიყვარს ყველაფერი, სენდვიჩი, პასკა, ოღანე….

Posted by: fermina 19 Apr 2022, 11:29
trendy
QUOTE
ანტრეს პასკა 30 ლარი ღირს.ანტრეში მიყვარს ყველაფერი, სენდვიჩი, პასკა, ოღანე….


რაღაც ძალიან კექსის სტრუქტურის არ არის ანტრეს პასკა? შარშან არ მომეწონა sad.gif მშრალიც იყო და ჩვეულებრივი კექსის გემო და სტრუქტურა ჰქონდა.
წელს არ გამისინჯავს.

Posted by: trendy 19 Apr 2022, 13:40
fermina
რა ვიცი, მე კარგი შემხვდა.შარშან ლიკას შეკვეთის რიგში დადგომაც არ მაღირსეს))

Posted by: fermina 19 Apr 2022, 15:30
trendy
QUOTE
fermina
რა ვიცი, მე კარგი შემხვდა.შარშან ლიკას შეკვეთის რიგში დადგომაც არ მაღირსეს))


შეხვედრაზეცაა ეგ ანტრეს პასკა, ყველა ფილიალის ერთნაირი არ არის ხოლმე.
ლიკასთან ჯერ-ჯერობით თავისუფალ გაყიდვაშია, გლოვოთის შესაძლებელია შეკვეთა.
წელსაც იდეალურია ჩემთვის ლიკას პასკა.

Posted by: trendy 19 Apr 2022, 16:45
fermina
რიგის ფილიალში ვყიდულობ სულ, იქაური ყველაფერი მიყვარს.

Posted by: Keti-Ket 20 Apr 2022, 00:00
fermina
QUOTE
ბიზუ


ამათი პასკა მეც მაინტერესებს. ნამცხვრები დიდად არ მომწონს მათთან, მაგრამ პასკას ძალიან აქებენ.
ანტრეს წააგავს თუ უფრო რბილი სტრუქტურა აქვს?

Posted by: fermina 20 Apr 2022, 02:41
Keti-Ket
ანტრეზე მეტად მომეწონა. უფრო რბილი (ფუნთუშასავით არა ოღონდ) და სველი იყო.

Posted by: vaho 21 Apr 2022, 14:24
სპარში ვიყიდე გუშინ და სასიამოვნოდ გაოცებული დავრჩი.

ფასიც დაბალია - 10 ლარი...

Posted by: lobja 21 Apr 2022, 15:38
სააღდგომო ბატკანი თბილისში სად ვიყიდო? თან გემრიელი რომ იყოს აბა მირჩიეთ

Posted by: kriketi-1985 7 May 2022, 21:55
წელს რატომღაც არ მომდომებია არანაირი პასკის გასინჯვა, მხოლოდ ტკბილი ქვეყანა და მორჩა. არ იცვლებიან.

Posted by: fermina 1 Apr 2023, 01:04
წელს დავტესტე გურმეს და ლილისის პასკები.

გურმეს არაუშავდა, ლილისი - კარგი იყო.

ალბათ ისევ წელსაც ამას შევუკვეთავ: https://www.facebook.com/sakonditrofusfusi

ძალიან კარგი პასკები ჰქონდა შარშან, წელსაც აქებენ, თან სახლთან ახლოსაცაა.

Posted by: Nketia1983 1 Apr 2023, 14:57
გურმეს პასკა გემრიელი იყო ადრე ბოლოს კი ტკბილ ქვეყანას ვყიდულობდით

ისე ცხონებული ლ.კ. ნაირ პასკას ვერავინ ვერ აცხობს

Posted by: fermina 1 Apr 2023, 15:10
Nketia1983

უი შემეშალა გურმე კი არა, ლე გატოს პასკა იყო.

იქნებ წელს გამოვაცხო კიდეც, თუ არ დამეზარა.

Posted by: Nketia1983 1 Apr 2023, 17:27
fermina
დიახ.... ერთი ისაა რომ შედარებით ძვირია გურმეს პასკები.

Posted by: vaho 14 Apr 2023, 17:02
user posted image

...............................................

Posted by: Universe´ 13 May 2023, 18:55
აუ, პასკა მინდა user.gif


vaho
მელაკუდა ახატია? biggrin.gif

Posted by: Stanhope 14 Oct 2023, 08:36
QUOTE
სააღდგომო სუფრა, რეცეპტერბი

QUOTE
რეცეპტერბი

drug.gif

Posted by: fermina 26 Mar 2024, 15:53
რთული-ს პასკის რეცეპტი ხომ არ გაქვთ ვინმეს შემონახული?

ლინკები დევს ძველ თემაში, რომელიც არ იხსნება.

ფბ-ზე დაწერა რაღაც პოსტი არაჟნიან პასკებზე, ანუ როგორც გავიგე, არაჟანი არაფრით არ სჭირდებაო, კექსის ფაქტურა გამოდისო და მაინტერეებდა მისი რეცეპტი.

ამ ბოლო დროს მეც იქით ვიხრები, რომ მარტო რძე და კარაქი უნდა.

Posted by: vaho 26 Mar 2024, 16:27
როდის დაიწყება პასკების გაყიდვა?

რატო წელავენ ხოლმე?

Posted by: GEORGEXIII 26 Mar 2024, 21:46
vaho
აპრილის 10 დან იქნება უკვე მასიურად.

Posted by: kriketi-1985 5 Apr 2024, 21:01
user posted image
ხალხო, თუ იცით, გემრიელია?

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)