მაქვს ასეთი პრობლემა ორი საძინებელი გამომდის უფანჯრო, გადაკეთებულ ბინაში, ჭერი არის ამჟამად 2.8 ე.წ სინკარებია და გიფსკარდონი უნდა გაიკრას, ჭერი დაიწევს 5-7 სმ დაალოებით. ამის გარდა ერთ კუთხეში გაკეთდება კედლიდან ვენტილაციის ხვრელი. რაიმე ლამაზი ბადით რომელიც არ დაამახინჯებს იქაურობას, ასე იქნება ორივე ოთახში, მათგან გამავალი ვენტილაციის მილი უნდა გატარდეს კორიდორის ჭერზე, მინდა მაქსიმალურად თხელი და ფართო მილი გავაკეთებინო ჟეშტიანშიკს, არ მეგულება მზა მილები 10-12 სმ სიმაღლის და სიგანეში რამდენიც იქნება საჭირო.
მინდა რომ საჭიროების დროს ჩავრთო ხოლმე და გავანიავო ოთახი ასე ვთქვათ. ან ტაიმერზე დავაყენო და საათში 10 წუთით იყოს ჩართული ან მეტით რავიიი.
მინდა რჩევა რა მონაცემების ვენტილატორი გამოვიყენო, მინდა ორივე ოთახის მილი გვერდიგვერდ იქნება და ერთმანეთის გვერდით გავატარო, ხმის იზოლაციის მიზნით მინდა ასე, მგონი ექნება ეფექტი ცალცალკე მილებს, მერე ეს მილები 2.5 ეტრს გაივლის და უნდა გავიყვანო ყოფილ ვენტილაციის შახტის გავლით სახურავში, იქ აყვანილი მილი მინდა გავშალო იმ ზომაზე რა ზომისაც იქნება ვენტილატორი და იმან იმუშაოს გაწოვა შეწოვაზე.
მაინტერესებს რომელი ჯობია გაწოვაზე იმუშაოს? თუ პირიქით იმას შემოვატანინო ჰაერი ოთახში?
ვენტილატორი მინდა დავაყენო ჰორიზონტალურ მდგომარეობაში და წმინდა აი კოღოს ბადეები როა იმის მსგავსი ოღონდ მეტალის ბადე მინდა დავუყენო მწერებისა და მღრღნელებისაგან დასაცავად.
სურათზე ზედხედითა და გვერდხედით გადმოვეცი სიტუაცია.
სინკარის გატეხვა არ მინდა და მაგიტო გამყავს ეგრე.
ბოლო სართულია და იმ ვენტილაციის შახტს არავინ არ იყენებს საერთოდ, მე შემიძლია გამოვიყენო ორი არხი თითოში გაეტევა 100მმ-იანი მილი შეიძლება 120-150მდეც გავაფართოვო რო მივალ აგურითაა ამოშენებული და არამგონია პრობლემა იყოს.
მილი რა მასალის ავიღო აი იქ სადაც მოხრა მოუწევს რომ რაც შეიძლება გამძლე იყოს და არ დაზიანდეს, ასევე ადვილად მოვახერხო ე.წ კალენის მონტაჟი.
* * *
-----------------------------
---------------------------------
-----------------------------------------
--------------------------------------
This post has been edited by shuma89 on 20 May 2018, 23:22
მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)