ketuketo
ქეთრინი
ჯგუფი: Members
წერილები: 21739
წევრი No.: 242363
რეგისტრ.: 23-April 18
|
#60417121 · 31 May 2023, 15:43 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
საოცარი ლექსი აღმოვაჩინე, ლენჩცი, უთეთრესი.
მე არ ავტორი, ტვინს ნუ მოღუნავთ, პრაშუ.
ძუძუების სევდა მინდოდა, ჩემი ძუძუები კარგ მხატვარს დაეხატა, მაგრამ არ ვიცნობდი არც ერთ კარგ მხატვარს, და ცოტათი მორცხვიც ვიყავი, არადა, რა კარგი დასახატი ძუძუები მქონდა! წამოვწვებოდი "შიშველი მახას" პოზაში სარკის წინ და საათობით ვუმზერდი ჩემს თავს, წარმოვიდგენდი არეკლილ გამოსახულებას, გადატანილს ტილოზე: ფეხებს, მკლავებს, თეძოებს, მაგრამ განსაკუთრებით - მკერდს, თითქოსდა ღვთიური ხელებით გამოძერწილს, ერთი შეხედვით ზომაზე ოდნავ დიდს, მაგრამ მაინც სწორედ იმოდენას, რაც სრულიად ამაღელვებელს ხდის მის არსებობას, და თანაც ფილიგრანული სიზუსტით მიდგმულს ტანზე... ამ დროს ვგრძნობდი, რომ თუ ღმერთმა ოდესღაც მართლა გამოძერწა მდედრის სხეული, მან მას, როგორც სილამაზის გვირგვინი, ძუძუები მიაშენა ბოლოს... ეტყობა დიდი მხატვრებიც მუდამ გრძნობდნენ ამას, და ამიტომაც ელტვოდნენ ქალის მკერდის განსაკუთრებული შთამბეჭდაობით გამოსახვას... და როცა მათ ეს გამოსდიოდათ, ეს მუდამ სილამაზის მწვერვალი იყო სახვით ხელოვნებაში... რეალობაში კი ჩემი ძუძუ იყო ჩემთვის სილამაზის მწვერვალი, და მიხაროდა, რომ სულ ჩემთან იყო იგი, თან ერთი კი არა - ორი, და იმასაც ვხვდებოდი, რომ ცალად არც ერთ მათგანს ასეთი ძალა არ ექნებოდა, რომ მათი სიმეტრიულობა, თან ცოტათი დარღვეული (მარჯვენა ძუძუ ორიოდე სანტიმეტრით დაბლა ჩამოდიოდა, მარცხენა კერტი ოდნავ მუქი და ფართო იყო) განსაზღვრავდა საბოლოო ჯამში მათ უბადლო მშვენიერებას... და ასეთი ძუძუები, ასეთი ზუსტი ზომით შერჩეული და ასე ვირტუოზულად მიწებებული ჩემს ტანს, როგორ არ უნდა დაეხატა გენიალური მხატვრის ფუნჯს?.. მაგრამ მე არ ვიცნობდი ასეთ მხატვრებს და ცოტათი მორცხვიც ვიყავი, ახლა კი, როცა ბრწყინვალე მხატვრებიც გავიცანი და სიმორცხვეც მოვიშორე, რატომღაც მგონია, რომ უკვე ძალიან გვიანია, და ჩემი მკერდის მხატვრული რეალიზაცია იმით ამოიწურება, რომ მე ახლა სელფებს ვუღებ მას და ვუგზავნი ჩემს შეყვარებულებს, პარტნიორებს თუ ბოიფრენდებს, და ისინიც ნამდვილად ტკბებიან მისი თვალიერებით, და მეც ამ დროს სიამოვნების ჟრუანტელი მივლის ტანში, მაგრამ როგორც კი ეს ჟრუანტელი გადაივლის, მაშინვე ვხვდები, რომ ეს ის არაა, რაც მინდოდა ჩემი ჯადოსნური ძუძუებისთვის და სევდა მიპყრობს, უცნაური, თავისებური... მე ამ სევდას "ძუძუების სევდა" შევარქვი, ის ნათელი და დახვეწილია, და როცა მოდის, სულს მიწმინდავს თითქოს ბოლომდე და ამ გაწმენდილ სულში მერე შავ რძეს მიღვრის დილასისხამის...
--------------------
მდედრიონი ბესსმერტნა:))))))
|