ბანჯოოშეიძლება თემასთან არაა კავშირში, მაგრამ მაინტერესებს, რა გაკეთდა ეკოლოგიაში მარტო 2013-2019 წლებში?
საქართველოს კონსტიტუცია - „ყველას აქვს უფლება ცხოვრობდეს ჯანმრთელობისთვის უვნებელ გარემოში“ (ავტორი გ. გაჩეჩილაძე)
მთლიანად აღვადგინეთ „ნაციონალების“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს განადგურებული ეკო კანონმდებლობა (ჩვენ შევქმენით 1992-2000 წლებში)
აღდგა 2011 წელს გაუქმებული გარემოს დაცვის ინსპექცია (გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი)
2016 წელს მივიღეთ ახალი „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი“, რომელის მიხედვით ვერავინ დაიწყებს მსხვილ სამეწარმეო საქმიანობას თუ მისი პროექტი წინასწარ არ გაივლის გარემოზე ზემოქმედების შეფასებას! მათ შორის სამთავრობო პროექტებიც!
ტყესთან დაკავშირებით
• გიგანტური ჰესების მშენებლობა შეჩერებულია!
• ტყების გრძელვადიანი იჯარა გაუქმებულია 2016 წლიდან (სააკაშვილმა რომ გადასცა ჩინელებს და ა.შ 20 წლით) და ორი ხანგრძლივი ლიცენზია შეჩერებულია,
• მეტყეევეებს გაეზარდათ ხელფასი და მეტყევეების რაოდენობა თითქმის გაორმაგდა:
• მეტყევეებს მიეცათ იარაღის ტარების უფლება (სააკაშვილიმა ჩამოართვა):
• სამინისტრო დაუბრუნდა წარტეული სატყეო სანერგე მეურნეობა:
• სოფლების გაზიფიცირება დამთავრდება 1 წელიწადში, დღეისათვის გაზიფიცირებულია 80% რამაც შეამცირა ტყის გაჩეხვა (შეშა):
• გაიხზარდა დაცული ტერიტორიების რაოდენობა და ფართობი (ნაკრძალი, ეროვნული პარკი და ა.შ.).
კიდევ! კვების უსაფრთხოებასთან დაკავშირებით!
• 2015 წელს აიკრძალა გენმოდიფიცირებული საკვების მოყვანა და რეალიზაცია!
• მიღებული იქნა კანონი ბიომეურნეობების წარმოების შესახებ, რომელმაც ხელს შეუწყობს ეკოლოგიურად სუფთა სოფლის მეურნეობის განვითარებას საქართველოში! (უკვე იყიდება რძისა და ხორცის ეკო პროდიქტები)
• კიდევ! ჰაერის დაბინძურებასთან დაკავშირებით!
ატმოსფეროს დაბინძურების შესამცირებლად,
• ეკოლოგიურად სუფთა, ელექტრო და ჰიბრიდული ავტომანქანების იმპორტი განთავისუფლდა გადასახადებიდან, ამ მანქანების წილმა უკვე წელს 40-45% შეადგინა მანქანების იმპორტი!
• შემოღებული იქნა ბენზინის ახალი სტანდარტი და საქართველო გადავიდა ევრო-5-ზე (2019 წლიდან დიზელი საწვავიც გადავა ევრო-5-ზე) რამაც ქალაქებში ტყვიის ჰაერში შემცველობა დაშვებულ ნორმაზე ქვევით ჩამოიყვანა!
• 2016 წელს შევიდა ცვლილება კანონში თბილისის გამწვანების შესახებ და გამკაცრდა პასუხისმგებლობა ხეების მოჭრასთან დაკავშირებით, განსაკუთრებით მშენებლობების დროს! რამაც საგრძნობლად შეამცირა გამწვანებული ზოლის განადგურება!
• 2019 წლიდან სრულად ამოქმედდება ავტომანქანები ტექდათვალიერება, რომელიც აგრეთვე ხელს შეუწყობს ჰაერის გაჯანსაღებას!
• 2019 წლიდან ძალაში შევვა ახალი სამშენებლო კოდექსი, რომელიც ამკაცრებს პასუხისმგებლობას მშენებლობის დროს მტვრით დაბინძურებასთან დაკავშირებით!
• მიღებულია და ამოქმედა ნარჩებების შესახებ კოდექსი! რომელიც ავალდებულებს რაიონების ხელმძღვანელობას მოაწყოს ცივილიზებული ნაგავსაყრელები და ნარჩენების უტილიზაციის ინფრასტრუქტურა. ძალაში შევიდა კანინი ხმაურის შესახებ და რომელიც ქალქებში შეამცირებ ხმაურის დონეს. განსაკუთრებით ღამის საათებში! და ა.შ.
• 2019 წლის 1 აპრილიდან საქართველოში აიკრძალა პლასტიკის პარკები! დაშვებულია მხოლოდ ბიოდეგრადირებადი პარკების წარმოება, იმპორტი და რეალიზაცია!