ევროპასა და შტატებში გავრცელების თვალსაზრისით, ერთ-ერთი იშვიათი ჯიშია სამხრეთ-აფრიკიდან, რომელიც ადგილობრივებმა გამოიყვანეს ფერმებისთვის, გარეული ცხოველებისგან თავდასაცავად.
ბორბული მოლოსოიდების კატეგორიას განეკუთვნება. ზომით დიდი, დაახლოებით ბულმასტიფსა და კანე კორსოს შორის. გარეგნულად ტიპიური მასტიფის ოჯახიდანაა, გავს როგორც კანე კორსოს, ასევე ტოსა ინუს და პრესა კანარიოს.
ხასიათით პატრონის ძალიან დიდი მოყვარულია (არ უყვართ პატრონისგან მოშორებით დიდხანს ყოფნა), ჯიუტი და დომინანტი ჯიშია, რომელიც ძალიან კარგად ურთიერთობს ბავშვებთან და ოჯახთან, მაგრამ არ ენდობა არანაირ უცხო ადამიანს. ნაადრევი ასაკიდანვე დაწყებული სოციალიზაციის გარეშე, ძალიან დიდი პრობლემები შეიძლება გაჩნდეს სხვა ძაღლების და ოჯახის მეგობრების მიმართ. არ არის რეკომენდირებული ადამიანებისთვის, რომლებსაც არ აქვთ ძაღლის ყოლის გამოცდილება და ასევე, დიდ და ძლიერ ჯიშებთან გამკლავების გამოცდილება.
ბორბულს შეუძლია დაიცვას ოჯახი ნებისმიერი ადამიანისგან ან ცხოველისგან. თუ საჭირო გახდა, გლადიატორული გენეტიკაც ირთვება და მისთვის ორთაბრძოლა დიდ პრობლემას არ წარმოადგენს.
ჩემი ოცნების ძაღლია და სამწუხაროდ, წარმოდგენა არ მაქვს როგორ ვიყიდო. უკრაინაში საერთოდ ვერ ვიპოვე მომშენებელი. რუსეთში ვიპოვე, მაგრამ არ ვიცი როგორ უნდა მოხერხდეს ტრანსპორტირება. ამათი ფასი სადღაც 2 000 დოლარიდან ზემოთ არის.
აქვე, თუ ვინმეს გაქვთ ჩამოყვანის გამოცდილება ვინმეს მეშვეობით და სანდოდ თვლით, გთხოვთ მომწეროთ მათი კოორდინატები.
ინფორმაცია ამერიკის კენელ კლუბიდან:
https://www.akc.org/dog-breeds/boerboel/