#49076315 · 19 Oct 2016, 19:19 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
12 ჰა მაქვს საკუთრებაში. ა/წ. მაისში შევიძინე აგროსესხის იმედით. თბს ბანკმა ჩვენს სინამდვილეში არგაგონილი პროექტის პრეზენტაცია გააკეთა 5 სექტემბერს, კერძოდ: ბაღის გასაშენებლად იძლევა სესხს ს.მ ს. 10%–იანი თანადაფინანსებით, 4 წ–იანი საშეღავათო პერიოდით. ბანკებს 1 ჰა შეფასებული აქვთ 2000 აშშ დ–ად. შემოღობვა,ნერგები,წვეთოვანი,დენის შემოყვანა,სათავსო და ღამის გასათევ– მოსასვენებელისთვის 60 000 მდე მაქვს განცხადებული.გვარიანი ხანია უკვე 9 ჰა–სთვის და იმედი მაქვს გადაწურული. ისტორია კარგი მაქვს, მეტიც, ტბს კონსტანტამ 5000 ლ. დაგიმტკიცდაო,სულ რომ არ განმიცხადებია ისე, გამოვიტანე და დღეს შემაქვს პირველი თვის %–ი 5 თვიანია,დეკემბერში უეჭველი დავფარავ. თუ ადრე არა.
ახლა მაინტერესებს: 4წ. მერე, უკვე მსხმოიარე ბაღი ხომ გაცილებით მეტი ეღირება 50–60 000– ზე? რისკი მაინც დიდი აქვს ბანკს? 9 ჰა ხეხილით ხომ იდება უზრუნველყოფად? თან სესხი მიზნობრივიაო,ე.ი. მხოლოდ ინვოისის წარმოდგენით ფინანსდებაო ანუ ჩაერიცხება მენერგეს, წვეთოვანზე ფირმას და ა.შ.
|