Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > სამართალი > უფასო საადვოკატო მომსახურება.


Posted by: chochich 19 Mar 2016, 15:57
მოკლედ, ვთავაზობ უფასო საადვოკატო მომსახურებას მათ ვისაც გადახდა არ შეუძლია.

ვარ ადვოკატი, მაქვს გამოცდილება. თუმცა მაქვს პირადი ბიზნესი და საადვოკატო მომსახურებით მიღებულ შემოსავალზე არ ვარ დამოკიდებული.

თუ არ გაქვთ საშუალება დაიქირაოთ ადვოკატო მე მოგემსახურებით უფასოდ (არც დასაწყისში და არც დამთავრების მერე თეთრს არ გამოგართმევთ) ან თუ იცით ვინმე ვინც გასაჭირშია და სჭირდება ადვოკატი დააკავშირეთ ჩემთან.

წესები მარტივია.
1) ხელმომჭირნე ადამიანს ვეხმარები
2) სამოქალაქო ან/და ადმინისტრაციული უნდა იყოს დავა
3) თეთრს არ ვიღებ არცერტ ეტაპზე.
4) თქვენ მეხმარებით მე არ ჩამოვშორდე პრაქტიკას.


მოკლედ ხელი ხელს ბანს.
მეხმარებით, გეხმარებით.

შემეხმიანეთ pm ის საშუალებით ან აქ დაწერეთ თემაში.
აქ რომ ადვოკატები მოღვაწეობთ ხელს არ შეგიშლით რადგან მე თანხას არ ვიღებ და მხოლოდ იმათ დავეხმარები ვისაც გადახდის საშუალება არ აქვთ და თქვენ ისედაც ვერ გადაგიხდიდნენ.

თუ ბევრი მსურველი გამოჩნდება საქმეებს ავიღებ თავისუფალი დროის მიხედვით.

მაგრამ თუ დაგპირდით რომ ავიღე საქმე მე მას აუცილებლად ბოლომდე მივიყვან და შუა გზაზი არ მივატოვებ.

Posted by: IRAKLI CHIKAVA 19 Mar 2016, 20:17
chochich
up.gif up.gif up.gif
აფერუმ შენს კაცობას!!!

Posted by: 7903251 19 Mar 2016, 23:21
chochich



ბრავო ! წარმატებები ! bis.gif bis.gif bis.gif

Posted by: PrimoVictoria 20 Mar 2016, 01:38
chochich
წარმატებები up.gif


Posted by: temart 23 Mar 2016, 12:36
რჩევა მინდა გთხოვო.


ჩემმა ახლობელმა ბინის ყიდვა მოინდომა უკვე აშენებული სახლის სხვენში და მშენებელს წინასწარ გადაუხადა ფულის ნაწილი გადარიცხვის ოფიციალური ხელშეკრულებით,ოღონდ იმ პირობით რომ ამ ფულის ხარჯვას არ დაიწყებდა საბოლოო შეთანხმებამდე. შეთანხმება ეხებოდა გასარემონტებელი ბინის გეგმარებას და არსებული ვიტრაჟის გამოცვლის შესაძლებლობას.
შეთანხმება არ შედგა.ახლობელმა ფულის დაბრუნება მოთხოვა მშენებელს.მშენებელი სამი თვეა აგვიანებს ფულის დაბრუნებას.

ეხლა ვფიქრობთ ნოტარიუსთან მივიყვანოთ მშენებელი და ნოტარიუსთან დამტკიცებული განცხადება დავაწერინოთ იმის შეახებ, რომ მას ნამდვილად აქვს ჩემი ახლობლის ვალი და გარკვეულ დრომდე გადაუხდელობის შემთხვევაში ყოველდღიური 1% ჯარიმის დანამატით იღებს ვალის გადახდის ვალდებულებას.


ამის შესახებ ნოტარიუს უკვე მივმართეთ და მათ გვირჩიეს ასეთი განცხადების(რაც 8 ლარი დაჯდებაო). მაგივრად აჯობებსო გააუქმოთ ძველი ხელშეკრულება და ახალი გააფორმოთ ვითომ სესხის გადაცემის შესახებო.ეს ახალი ხელშკრულება 220 ლარი დაჯდებაო. ამით სასამართო დავას აიცდენთო და სესხის დროულად გადაუხდელობის შმთხვევასი ქონებას მყისიერად დაუყადაღებენო.
პირველ ვარიანტშიო კი სასამართო პროცესით მოგიწევთ ბრძოლაო, რაც მეტი ფული და ნერვები დაგიჯდებათო.

მე ვერ გავიგე რატომ ირჩევს ნოტარიუსი ტყუილ ფაქტებზე არჩეულ ახალ გზას და აუქმებს რეალურ ძველ ხელშკრულებას.

გთხოვ გამარკვიო ,რომელ გზას დავადგე ნოტარიუსთან?

ერთი ნიუანსიც, ეს მშენებელი აღმოჩნდა ჩემი ახლობლის ნათესავების კარგი მეგობარი.

Posted by: progresi 23 Mar 2016, 13:29
chochich
თუ დახმარება იქნება საჭირო მომწერე, კარგ საქმეში გვერდში დაგიდგები რაც შემეძლება. სამწუხროდ თუ საბედნიეროდ ჩემი პროფესია ჩემი შემოსავალია, მაგრამ გარკვეულ ფარგლებში რაღაც მსგავსის კეთება ისედაც მიწევს ხოლმე, სულ მინიმუმ კონსულტაციას მაინც გავუწევ შენ გამოგზავნილ ადამიანს და სწორ გზაზე მაინც დავაყენებ თუ შენ არ გეცლება და ვერ მოახერხებ თუნდაც იგივე შენი საქმის გამო. ასე რომ შემეხმიანე თუ რამე შემეძლება.

Posted by: chochich 23 Mar 2016, 15:43
temart
ახლობლობას რატომ გაუსვი ხაზი ვერ მივხვდი, თუ არც მწვადი გინდა დაწვა და არ შამფური ცოტა რთული იქნება.

ნოტარიუსი იმიტომ გირჩევს რომ 220 ლარი აიღოს 8 ლარის ნაცვლად.

ქონების დაყადაღებას რაც შეეხება, ხელშეკრულებით თუ გადასცა თანხა და შეთანხმება არ შედგა ესეიგი მოშლის უფლებაც აქვს ხომ მას ვინც სხვენი იყიდა. ხოდა ახლავე შეუძლია მიმართოს სასამართლოს მოითხოვოს თანხის უკან დაბრუნება.
მანამდე კი წინასასარჩელო უზრუნველყოფის სახით შეუძლია მოითხოვოს ქონების დაყადაღება.
არნიშნული სამართლებრივი ინსიტუტი ემსახურება კრედიტორის ინტერესების დაცვას რათა მოვალემ არ აარიდოს თავი გადახდას (არ გადააფორმოს ქონება სხვაზე, არ გაიტანოს საბანკო ანგარიშიდან ფული ა ა.შ.).

ჩემს მიერ მოცემული რჩევა, არ ეყრდნობა არავითარ დოკუმენტაციას რომელიც მე არ მინახავს.
კონსულტაციაზე პასუხისმგებელი ვარ როდესაც დოკუმენტაციას გავეცნობი, მანამდე კი მხოლოს ვსაუბრობ თეორიულ შესაძლებლობაზე.

გაურკვეველია.
1) თქვენი მიზანი, ფულის დაბრუნება გინდათ თუ წინარე ხელშეკრულების ასრულება (რომელიც დადეთ და რაშიც ფული გადაიხადეთ).
2) აღნიშნე ახლობლობის შესახებ ეს ახლობლობა წყვეტს თუ არა რაიმეს აღნიშნულ სიტუაციაში.
3) რისი მიღწევა გინდათ ხელშეკრულების ახალი ხელშეკრულებით ჩანაცვლებით, 1%იანი ყოველდღიური პირგასამტეხლო გინდათ იმიტომ რომ დაჩქარდეს წინარე ხელშეკრულების შესრულება თუ უბრალოდ უფრო მეტი თანხა დაიბრუნოთ ვიდრე მიეცით.
გაითვალისწინეთ ის რომ პირგასამტეხლოს შემცირება მოსამართლეს ყოველთვის შეუძლია და პრაქტიკის თანახმად აკეთებს კიდეც ამას.
* * *
progresi
გაიხარეთ, მადლობა.

შეგეხმიანებით.

Posted by: temart 23 Mar 2016, 17:23
chochich
QUOTE
1) თქვენი მიზანი, ფულის დაბრუნება გინდათ თუ წინარე ხელშეკრულების ასრულება (რომელიც დადეთ და რაშიც ფული გადაიხადეთ).


ფულის დაბრუნება გვინდა,აქვე გაცნობებ რომ არანაერი სამშენებლო სამუშოები აღნიშნულ ფართზე არ ჩაუტარებია და არც უნდა ჩაეტარებინა სიტყვიერი შეთანხმების თანახმად.

QUOTE
2) აღნიშნე ახლობლობის შესახებ ეს ახლობლობა წყვეტს თუ არა რაიმეს აღნიშნულ სიტუაციაში.

უბრალოდ საქმის ყურში ჩაგაყენე , თორემ საქმე საქმეზე თუ მიდგა თანხის დაბრუნება აუცილებელია.

QUOTE
3) რისი მიღწევა გინდათ ხელშეკრულების ახალი ხელშეკრულებით ჩანაცვლებით, 1%იანი ყოველდღიური პირგასამტეხლო გინდათ იმიტომ რომ დაჩქარდეს წინარე ხელშეკრულების შესრულება თუ უბრალოდ უფრო მეტი თანხა დაიბრუნოთ ვიდრე მიეცით.


1%იანი ყოველდღიური პირგასამტეხლოც გვინდა იმიტომ რომ დაჩქარდეს წინარე ხელშეკრულების შესრულება და დოლარიც უფასურდება ლართან შედარებით.
თანხა დოლარში გვაქვს მიცემული.


Posted by: ramazi-rugby 23 Mar 2016, 17:30
PM მოგწერეთ.რაღაც საკითზე მინდა შეკითხვაchochich

Posted by: skarfasse 24 Mar 2016, 21:13
chochich
ჯიგარი ხარ! წარმატებები!

Posted by: Nikuusha 26 Mar 2016, 04:56
გამარჯობათ მაინტერესებს სად შეიძლება ავიღო საბუთი იმისა რომ არ ვარ ნასამართლევი და კიდევ მაინტერესებს მომცემენ თუ არა საბუთს ჩემ შემთხვევაში. ჩემი შემთხვევა ასეთია : ვიყავი ნასამართლევი მაგრამ პირობითის მოხსნის შემდეგ მითხრეს რომ ნასამართლეობა გამიქარწყლდა და შემექმნება რამე პრობლემა ამ საბუთზე თუ არა?

Posted by: superseller 26 Mar 2016, 08:49
chochich
გამარჯობა. ვალის ხელწერილი მინდა დავაწერინო 1 ადამიანს. შეგიძლიათ ტექსტი გამომიგზავნოთ თუ მოგეპოვებათ?

Posted by: chochich 26 Mar 2016, 17:39
superseller
"ვალის ხელწერილი" იგივე, ვალის აღიარება იწერება ხელით და მოწმდება ნოტარიუსთან.

მარტივია ძალიან, მე (სახელი და გვარი) პირადი ნომერი, მაქვს ვალი პიროვნების (სახელი და გვარი, პირადი ნომერი) ამის შემდეგ თU შეთანხმებული ხართ ვადებზე ჩაწერეთ ეს ვადებიც როდის უნდა გადაიხადოს.

თუ ნოტარიუთან არ დაამოწმებ ვალის გაცემა მოწმეების ჩვენებით და მოწმეების ხელმოწერითაც არ მტკიცდება, ასერომ ღირს გადაიხადო მინიმალური ნოტარიუთან და დაამოწმო.


Nikuusha
შსს მომსახურების სააგენტო გასცემს (ქავთარაძეზე და რუსთავში).

მოგცემენ აუცილებლად მაგრამ რას ჩაგიწერენ ასე ზეპირსიტყვიერად ვერ გეტყვი, მიდი აიღე და თუ თვლი რომ უსამართლოა ეგ ცნობა (ანუ ჩაგიწერეს ნასამართლეობა და არ გეკუთვნის) მერე მომაკითხე smile.gif

Posted by: LEGEN_wait for it_DARY 26 Mar 2016, 17:53
superseller

არ არის აუცილებელი ნოტარიუსი. ხელწერილი დააწერინე, რომ შენი ვალი აქვს კონკრეტული თანხა და ვადა როდის უნდა გადაგიხადოს. ამ დოკუმენტის საფუძველზე შეგეძლება სასამართლოში დავის მოგება, თუ ფული არ გადაგიხადა.

თუ მნიშვნელოვანი თანხაა და სასამართლოს გარეშე გინდა შედეგის მიღება, მაშინ ნოტარიუსთან სააღსრულებო ფურცლის გაცემის თაობაზე პირობით დააწერინე ვალის აღიარება.

Posted by: superseller 27 Mar 2016, 18:16
chochich
LEGEN_wait for it_DARY

მადლობა

* * *
chochich
მე რომ დავწერო ვალის ხელწერილის ტექსტი ხელით და იმან რო მოაწეროს ხომ შეიძლება?

Posted by: ramazi-rugby 30 Mar 2016, 18:13
chochich
ველოდებოდი თქვენს ზარს.......

Posted by: chochich 4 Apr 2016, 22:25
----------------------------------------------------------------UP---------------------------------------------------------------

Posted by: vip2012 9 Apr 2016, 01:48
მოგესალმებით. ესეთი შეკითხვა მაქვს. არანოტარიულად დამოწმებულ შეთანხმებას ,სადაც მხოლოდ ორივე მხარის ხელწერებია და ტექსტში წერია,რომ არსებულ შეთანხმებას ხელმოწერის მომენტიდან გააჩნია იურიდიული ძალა, ესეთ დოკუმენტს რეალური ძალა გააჩნია თუ არა იურიდიული? ანუ სასამართლო მიიღებს ეგეთ დოკუმენტს პრობლემის შემთხვევაში? ასევე მაინტერესებს პრივატიზებულ ავტო-ფარეხს ეზოში ,რომელიც გატარებული მაქ საჯარო რეესტრში გაყიდვის შემთხვევაში უფლება გააჩნია თუ არა მეზობლებს წილის მოთხოვნის? ანუ მიწა ყველა მეზობლისააო ესე ამბობს ზოგი smile.gif. მადლობთ წინასწარ

Posted by: chochich 9 Apr 2016, 10:04
vip2012
ავტოფარეხი მესაკუთრისაა თუ ამონაწერში თანადაკუთრება არ ფიქსირდება.


არანოტარიულად გაფორმებული ხელწერილი რომრლსაც ნხოლოდ 2 მხარე აწერს ხელს იურიდიული დოკუმენტი არის, თუმცა უარყოფის (თუ რომელიმე მხარე უარყოფს ამ დოკუმენტის ნამდვილობას) შემთხვევაში სჭირდება ექსპერტიზა ხელნოწერის ნამდვილობის თაობაზე

Posted by: vip2012 9 Apr 2016, 12:57
მადლობთ. ავტო ფარეხი რეესტრი არის გატარებული როგორც ჩვენი საკუთრება. ამხანაგობით დავიმტკიცეთ ეგ თავის დროზე

Posted by: valeda 9 Apr 2016, 13:10
chochichგამარჯობა! ონლაინ სესხის ვალი მაქვს 650 ლარი .ავიდა 1068 ლარამდე გადავიხადე 869 ლარი და + 100 ლარი გადანაწილებაში დამრჩა198 ლარი ვეღარ ვიხდი( არ ვმუშაობ) მაინტერესებს რა მელოდება თუ კი მიჩივლებენ?

Posted by: chochich 9 Apr 2016, 15:10
valeda

რომ ეჩივლათ რაც გადაიხადე სასამართლო მაგაზე მეტს არც დაგაკისრებდა.

მოსამართლე ამცირებს შეუსაბამოდ მაღალ პირგასამტეხლოს.

აწი რაც შეეხება როდესაც ფული გექნება მიდი და მოურიგდი, ეგენი წესით კიდებ პირჰასამტედლოს დაგარიცხავენ მაგ 198 ლარზე და შეიძლება ისევ 1000ად აქციონ. ამიტომ როცა ფული გექნება სანამ შეიტან მაგათ ანგარიშზე ჩარიცხავ მოურიგდი სესხის განულებაზე.


ასე დისტანციურად მეტს ვერაფერს გიტჩევ

Posted by: valeda 9 Apr 2016, 15:31
chochich
მადლობა, არ მოდიან გარიგებაზე, როგორ არ ვთხოვე, მაგრამ არაო.

Posted by: chochich 10 Apr 2016, 12:57
valeda

არის კირევ თავის დასაცავად ხერხები, როცა გადაწყვეტ რომ ვალი დაფარო შემეხმიანე.

Posted by: temobega 10 Apr 2016, 17:01
chochich
იურიდიულის მესამე კურსზე ვარ სტაჟირებას კი გავდივარ მარა თუ რამეა მეც დაგეხმარები პრაქტიკა იქნება ჩემთვის კარგი

Posted by: valeda 10 Apr 2016, 18:13
chochich
მადლობა ძალიან მეიმედებით. თუ არსებობდა თქვენნაირი ადამიანები არ ვიცოდი. მადლობა.

* * *
chochich
ერთმა ადვოკატმა მირჩია ,რა თანხასაც ჩავრიცხავ მათ ანგარიშზე ,ამ თანხის ჩეკი და დაზღვეული წერილი გაუგზავნო ამ კომპანიას წერილში უნდა აუხსნა თუ რათომ ვერ ვიხდი თანხას და თუ არ გამინულებენ თანხას სასამართლოზე გამომადგებოდა წერილი? ღირს ცდა?

Posted by: chochich 10 Apr 2016, 23:01
temobega
მომე cv pmში................


valeda
კარგია, თუმცა ჩემი აზრით ბევრი არაფრის მომცემი.

Posted by: valeda 12 Apr 2016, 20:21
chochich
თქვენი კონსულტაცია გვჭირდება, დღეს დარეკეს იურიდიული კომპანია მედიატორიდან, რომ თქვენი სესხი გადმოგვეცაო ედავებიან 700 ლარს არადა ეს 700 ლარი გადახდილია ეს არის კომპანია ნეტკრედიტის ვალი, გვაინტერესებს შემდეგში რას უნდა ველოდოთ და სავარაუდოდ,რა მოგველის?

Posted by: chochich 12 Apr 2016, 23:17
valeda
მოგელით უაზრო მოლაპარაკებების მთელი რიგი მცდელობებისა, შემდეგ სასამართლო.

რას ნიშნავს გადახდილია?

თუ გადახდილია როგორ გედავებიან?

Posted by: valeda 13 Apr 2016, 00:44
chochich
ე.ი როგორ იყო გამოტანილი ჰქონდა 800 ლარი, დროულად ვერ დაფარა დიდი ხვეწნის შემდეგ,როცა დაერიცხა ჯარიმები გადაუნაწილეს 1400 ლარი გადაიხადა 700 ლარი დაერთი თვე ვერ გადაიხადა და ისევ დაერიცხა ჯარიმები, და ეხლა 736 ლარს თხოვენ, რომ გადაიხადოს ეს თავაზობს 300 ლარსდა არ თანხმდებიან.

Posted by: progresi 13 Apr 2016, 09:13
valeda
ქონება არის მის სახელზე? ან მუშაობს სადმე? მაგას ეშველებოდა მაშინ თავდაპირველი 1400 რომ არ ეღიარებია. მინიმალურში გამოვუდოდა. ახლა ერთადერთი გამოსავალია თუ არ მუშაობს და არაფერია მის სახელზე გაუშვას ძალიან შორს, ტუ არა და უნდა გადაიხადოს ის 1400

Posted by: chochich 13 Apr 2016, 10:07
valeda
1400 დათანხმდა 700 გადაუხადა მერე დააგვიანა და. 300 დაგიმატებო სთავაზობს? რა ლოგიკით?


მოკლედ 1400 არ უნდა ეღიარებინა და სასამართლო ნაკლებს დააკისრებდა ბევრად. ახლა დაელოდოს ისევ სასამართლოს და დარჩენილ 700ლარზე იმ დროისთვის როდესაც უჩივლებენ რამდენიც იქნება დამატებული მნიშვნელოვნად შეამცირებს სასამართლო.

Posted by: LEGEN_wait for it_DARY 13 Apr 2016, 10:44
valeda

ზოგადად ძალიან არასწორედ მოიქცა, რომ აღიარა და მერე გადაიხადა, ბევრი უშვებს მაგ შეცდომას, მაგრამ სასამართლოში თუ წავიდა დავა და სწორი პროცესუალური ღონისძიებები გატარდა 300-400 ლარზე მეტის გადახდა არ მოუწევს მაინც

Posted by: valeda 13 Apr 2016, 11:53
LEGEN_wait for it_DARY
chochich
მადლობთ ძალიან დამეხმარეთ, მედიატორიდან დაგვირეკა ვინმემ ვანომ არსბობს თუ იცით ასეთი იურიდიული ფირმა ან თუ ევალება ასეთი საქმეები?

Posted by: LEGEN_wait for it_DARY 13 Apr 2016, 11:54
valeda

ბევრი ფირმა არსებობს, რა გითხრა, რა მინდაო?

Posted by: valeda 13 Apr 2016, 12:09
LEGEN_wait for it_DARY
არაფერი არ უთქვია განსაკუთრებული 736 ლარს გედავებაო,ჩვენც გავაცანით ჩვენი პირობები და გადავცემო ეს გვითხრა.

Posted by: muqi96 13 Apr 2016, 15:36
გამარჯობა ,იქნებ მიპასუხო ერთი კითხვა მაქვს,ჩემ ძმას ოჯახური კონფლიქტის გამო სასამართლომ 1000 ლარი გადაახდევინა ,როგორ უნდა მოიხსნას ნასამართლეობა (სამსახურში ცნობისთვის ჭირდება)?სად უნდა დაწეროს განცხადება, როგორი სახით და რამდენ ხანში ხდება მოხსნა?ან თუ არადა მთელი ცხოვრება ნასამართლეობა უნდა ქონდეს?

Posted by: chochich 13 Apr 2016, 16:02

იქნებ ვინმემ დააკვალიანოთ ადამიანი, სისხლის სამართლის ამბებს 4 კურსის მერე არ შევხებივარ.

muqi96

Posted by: baggins 13 Apr 2016, 16:58
muqi96

3 წელია მაგ მუხლზე ნასამართლობა. ვადამდე მოხსნა შეუძლია სასამართლოს მიმართოს ან შეწყალებით.

სასამართლოს კანცელარიაში არის შუამდგომლობის ნიმუშები, შეგიძლია აიღო და იმის მიხედვით შეადგინო შუამდგომლობა. უნდა დაურთოს განაჩენი, ჯარიმის გადახდის ქვითარი, ნასამართლობის ცნობა, პირადობის ასლი, დახასიათებები, ასევე კარგი იქნება იმის დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ ნასამართლობა ხელს უშლის დასაქმებაში და ა.შ. და შუამდგომლობა თანდართული დოკუმენტებით შეიტანოს იმ სასამართლოში რომელმაც გაასამართლა, ან თავის მუდმივ საცხოვრებელ ადგილას.

შეწყალებაზე თხოვნა უნდა შეიტანოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.

Posted by: muqi96 13 Apr 2016, 22:05
ადვოკატთან რომ მივიდეს და იმან გააკეთოს ეს ყველაფერი რა დაჯდება? და შეტანის მერე რამდენ ხანში მოეხსნება?

Posted by: chochich 20 Apr 2016, 01:09
გავაცოცხლოთ თემა...........................

Posted by: David001 22 Apr 2016, 22:30
ყველაზე მაგარი ვინცაა მომწეროს რა sad.gif ცოტა სასაცილოდ დავწერე მარა გამჭირვებია ვინც არის ძლიერი ადვოკატი იქნებ დამეხმაროს sad.gif პმ მომწეროს გთხოვთ sad.gif

Posted by: LEGEN_wait for it_DARY 22 Apr 2016, 23:13
David001

რა ხდება დაწერე, იქნებ დაგეხმაროთ.

Posted by: progresi 23 Apr 2016, 08:30
David001
დაწერე რა ხდება გინდა აქ გინდა პირადში

Posted by: chochich 23 Apr 2016, 09:48
ყველასთან თხოვნა მექნება თემაში რომელსაც კომერციასთან არ აქვს კავშირი, კომერციად ნუ გადააქცევთ.


Posted by: Primrose 23 Apr 2016, 16:48
სასამარტლოს დანიშვნა რა ღირს, სხვა თემაში არ მიპასუხეს.

Posted by: chochich 24 Apr 2016, 01:24
Primrose
ვეჭვობ ვერც აქ მიიღებთ პასუხს თუ არ გაგვაგებინებთ რა გსურთ.

Posted by: Primrose 24 Apr 2016, 13:24
QUOTE
Primrose
ვეჭვობ ვერც აქ მიიღებთ პასუხს თუ არ გაგვაგებინებთ რა გსურთ.



ჩივილი მინდა სასამართლოში, მიმაჩნია რომ მჩაგრავენ.

Posted by: LEGEN_wait for it_DARY 24 Apr 2016, 14:26
Primrose

მოყევი აბა რა ხდება დეტალურად

Posted by: Primrose 24 Apr 2016, 15:52
დეტალურად რაში ჭირდება მოყოლა?
წამართვეს საბუთი, მეუბნებიან ყალბიაო, ვუთხარი წერილობით მითხარით რატომაა და ვინ გააყალბა მეთქი, მოიწერეს რაღაცა სისულელეები, მივდივარ სასამართლოში. დეტალებში დიდი დრო უნდა.

Posted by: LEGEN_wait for it_DARY 24 Apr 2016, 16:04
Primrose

აბა აქ კი არ დაგვესიზმრება რა პრობლემა გაქვს და როგორ გიპასუხოთ? smile.gif)

თუ ყალბ საბუთს ეხება საქმე, უნდა მიიტანოთ ექსპერტიზაზე, რომელიც დადებს დასკვნას, მაგრამ ვინ წაგართვა, რატომ წაგართვა რა საბუთია, ეს თუ არ დაწერე, არამგონია ვინმემ აქ რამე გიპასუხოს.

Posted by: chochich 24 Apr 2016, 16:45
Primrose
დეტალებს თუ დიდი დრო უნდა და საკუთარი თავისთვის დრო არ გაქვთ, ჩვენ რაღას გვაკარგვინებ დროს თქვენი საქმისთვის რომლის შესახებაც წარმოდგენა არც გვაქ და ვერც შეიძლება გვქონდეს.

Posted by: chochich 5 May 2016, 19:26
წამოვწიოთ თემა


============================

Posted by: avelum 6 May 2016, 08:14
ბინა იყო გაფორმებული ერთ კონკრეტულ ადამიანზე რომეიც გარდაიცვალა და არც საბუთი დაუტოვებია რაიმე და არც არაფერი
ამ ადამიანს ყავს 2 შვილი (ამათგან ერთი გარდაცვლილი) და 4 შვილიშვილი ( ორი ერთისგან, ორი მეორისგან)
მაინტერესებს ამ 5 ადამიანზე გაიყოფა ბინა? რა პროცენტულობით?

Posted by: chochich 6 May 2016, 11:17
avelum
თანასაკუთრება.

ცოცხალ შვილზე 50% გარდაცვლილი შვილის მემკვიდრეებზე 50%.


თემას თუ დააკვირდებით საადვოკატო მომსახურება ქვია და ადვოკატის სრული კონსულტაცია თუ გნებავთ უნდა წარმოადგინოთ საბუთები და არა "მოზღაპრული" ისტორია, ეს ისევ იმიტომ რომ სრულფასოვანი ინფორმაცია მიიღოთ.


Posted by: baggins 6 May 2016, 11:45
chochich
პმ ნახე რა smile.gif ...................

Posted by: zura1993 6 May 2016, 23:06
chochich
გამარჯობა

სამსახურიდან მიშვებენ არაანაზღაურებად შვებულებაში
მიზეზი: კომპანიაში არასახარბიელო ეკონომიკურ-ფინანსური მდგომარეობა

რა შემიძლია ვიმოქმედო ამ შემთხვევაში?

Posted by: LEGEN_wait for it_DARY 6 May 2016, 23:15
zura1993

თუ გამართული ხელშეკრულება გიდევს და კონფლიქტი არ დაგაზარალებს, მაშინ უნდა ედავო.

Posted by: maurinio 6 May 2016, 23:44
გამარჯობათ აბა კვალიფიციურო იურისტებო მჭირდება თქვენი დახმარება სიტუაცია ასეთიაა

გია ჯაჯანიძემ შრომითი ხელშეკრულება დადო შპს " მანათობელთან " ხელშეკრულების უზრუნველყოფად იპოთეკაში ჩაიდო გია ჯაჯანიძის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება ( დისტრიბუტორებს რომ ადებინებენ ქონებას პროდუქციის რეალიზების უზრუნველსაყოფად ეგ თემაა ) ხელშეკრულებააში არ იყო გათვალისწინებული თანხა უბრალოდ დადებული იყო პროდუქციის უზუნველსაყოფად 6 თვის ვადით .
შემდგომში გია ჯაჯანიძემ ისესხა 7000 დოლარი სოსო პავლიაშვილისგან რომელსაც არ გადაუხადა თანხა , სოსო პავლიაშვილმა მიმართა სასამართლოს აიღო სააღსრულებო ფურცელი და შეიტანა საქმე აღსრულებაში ( არაუზრუნველყოფილი მოთხონვნა გააჩნია გია ჯაჯანიძის მიმართ ) შეფასდა გია ჯაჯანიძის უძრავი ქონება იძულებით აუქციონზე ქონების რეალიზების მიზნით მაგრამ აღნიშნულ ქონებაზე დარეგისტირებულია ზემოთაღნიშნული შპს "მნათობის " იპოთეკა ( იპოთეკის ხელშეკრულება დადებულია 2012 წლის 11 თებერვალს 6 თვის ვადით მაგრამ არ მომხდარა აღნიშნული იპოთეკის ხელშეკრულების გაუქმება მხარეეთა მიერ საჯარო რეესტრში )
აღმასრულებელმა მიმართა შპს "მანათობელს " და მოითხოვა ეცნობებინა მისთვის როგორც იპოთეკარს რა მოთხოვნა აქვს გია ჯაჯანიძის მიმართ მაგრამ შპს-ს ვერ ბარდება მიმართვა რადგან შპს კი ფიქსირდება სამეწარმეო რეესტრში მაგრამ ფაქტიურად აღარ ფუნქციონირებს, მისი დამფუძნებელი გაქცეულია ქვეყნიდან და შესაბამისად არავის ცალია აღნიშნული ხელშეკრულების გასაუქმებლად .
მე მაინტერსებს სოსო პავლიაშვილმა რომელსაც აქვს მოთხოვნა აღსრულებაში და სურს გააუქმოს აღნიშნული იპოთეკის ხელშეკრულება რა გზით შეუძლია გააუქმოს იპოთეკის ხელშეკრულება და თუ აქვს ამის შესაძლებლობა რა გზით და მეთოდით გთხოვთ დაწვრილებით მომწეროთ .

Posted by: chochich 7 May 2016, 15:05
ვინც ამ თემაში გსურთ მიიღოთ კონსულტაცია ან საადვოკატო მომსახურება, თავიდანვე იცოდეთ რომ "კარტები უნდა გახსნათ".
ადამიანს რომელსაც დახმარებას თხოვთ, ამ დახმარების სურვილი უნდა გააჩნდეს (მაქვს), და თუ აქვს არ უნდა დააკარგვინოთ. ზედა პოსტი ამის კლასიკური მაგალითია. თუ ღიად წერა არ გინდათ არსებობს PM.

ა-ს აქვს ბ-ს ვალი და ც-ს აქვს უზრუნველყოფილი მოთხოვნა ასე კაზუსებს ვხსნიდი უნივერსიტეტში, აქ თუ დახმარება გინდათ დაწერეთ საკუთარი სახელი და გვარი, პირადი ნომერი, ვისი ვალი გაქვთ თუ ვისაც თქვენი ვალი აქვს იმის პირადი ნომერი, სახელი გვარი.
შრომითი დავაა დაწერეთ დამსაქმებლის საიდენტიფიკაციო კოდი და ა.შ.
თეორიის ზუთხვისთვის არ გამიხსნია მე ეს თემა, კონკრეტულ ადამიანებს ვთავაზობ კონკრეტულ დახმარებას.
აბსტრაქციისთვის მიმართეთ სხვა თემებს.

maurinio

არ ვთვლი რომ სოსო პავლიაშვილს ფული არ აქვს, რომ ვიცოდე რომ არ აქვს უფასოდ დავეხმარებოდი.

შეიძლება ამ საქმის მოგვარება, სჭირდება დრო და ენერგია, ასევე ნორმალური ადვოკატი.

კონსულტაციის დონეზე ვერავერს გირჩევ რადგან როდესაც ადვოკატს დაიქირავებთ მას რამდენიმე გზა ექნება პრობლემის მოსაგვარებლად და რომელს აირჩევს დამოკიდებულია რომელს მიიჩნევს უფრო მარტივად.

Posted by: maurinio 7 May 2016, 15:12
QUOTE (chochich @ 7 May 2016, 15:05 )
ვინც ამ თემაში გსურთ მიიღოთ კონსულტაცია ან საადვოკატო მომსახურება, თავიდანვე იცოდეთ რომ "კარტები უნდა გახსნათ".
ადამიანს რომელსაც დახმარებას თხოვთ, ამ დახმარების სურვილი უნდა გააჩნდეს (მაქვს), და თუ აქვს არ უნდა დააკარგვინოთ. ზედა პოსტი ამის კლასიკური მაგალითია. თუ ღიად წერა არ გინდათ არსებობს PM.

ა-ს აქვს ბ-ს ვალი და ც-ს აქვს უზრუნველყოფილი მოთხოვნა ასე კაზუსებს ვხსნიდი უნივერსიტეტში, აქ თუ დახმარება გინდათ დაწერეთ საკუთარი სახელი და გვარი, პირადი ნომერი, ვისი ვალი გაქვთ თუ ვისაც თქვენი ვალი აქვს იმის პირადი ნომერი, სახელი გვარი.
შრომითი დავაა დაწერეთ დამსაქმებლის საიდენტიფიკაციო კოდი და ა.შ.
თეორიის ზუთხვისთვის არ გამიხსნია მე ეს თემა, კონკრეტულ ადამიანებს ვთავაზობ კონკრეტულ დახმარებას.
აბსტრაქციისთვის მიმართეთ სხვა თემებს.

maurinio

არ ვთვლი რომ სოსო პავლიაშვილს ფული არ აქვს, რომ ვიცოდე რომ არ აქვს უფასოდ დავეხმარებოდი.

შეიძლება ამ საქმის მოგვარება, სჭირდება დრო და ენერგია, ასევე ნორმალური ადვოკატი.

კონსულტაციის დონეზე ვერავერს გირჩევ რადგან როდესაც ადვოკატს დაიქირავებთ მას რამდენიმე გზა ექნება პრობლემის მოსაგვარებლად და რომელს აირჩევს დამოკიდებულია რომელს მიიჩნევს უფრო მარტივად.

აღნიშნული პოსტით შენივე თავს რომ ეწინააღმდეგები იმედია მიხვდი : )))))))))))))

2) სამოქალაქო ან/და ადმინისტრაციული უნდა იყოს დავა
3) თეთრს არ ვიღებ არცერტ ეტაპზე.
4) თქვენ მეხმარებით მე არ ჩამოვშორდე პრაქტიკას.

Posted by: chochich 7 May 2016, 15:30
maurinio

პოლემიკას არ ვაპირებ.

გადახედე ხელმეორედ ჩემს დაწერილს.

დახმარება თუ გინდა მომაწოდე საბუთები და არა "ზღაპრები".

ვერც სოსო პავლიაშვილის პირად ნომერს ვიპოვი მე რეესრში და ვერც შპს მოციმციმემანათობელისაც smile.gif

Posted by: maurinio 7 May 2016, 17:41
QUOTE (chochich @ 7 May 2016, 15:30 )
maurinio

პოლემიკას არ ვაპირებ.

გადახედე ხელმეორედ ჩემს დაწერილს.

დახმარება თუ გინდა მომაწოდე საბუთები და არა "ზღაპრები".

ვერც სოსო პავლიაშვილის პირად ნომერს ვიპოვი მე რეესრში და ვერც შპს მოციმციმემანათობელისაც smile.gif

ვსო მოვრჩი ლაპარაკს რაც ხარ შენც კარგად მიხვდები )))))))))))

Posted by: chochich 7 May 2016, 20:45
maurinio
უფრო შენზე ვხვდები რა ჩამოყალიბებულიც ხარ.

თემას მეტს ნუ დამიბინძურებ, თუ რამე გაქვს სათქმელი შეგიძლია დამირეკო. 597 16 14 თოთხმეტი.

Posted by: chochich 13 May 2016, 21:40
...........................UP..................................

Posted by: ტომი@გლახა 15 May 2016, 19:57
ჩემს მეგობარს ასაკის გადაკეთება უნდა ხოდა რა სასჯელია რო რამე ? სპორცმენი და რამე არა უბრალოთ 35 წლისა და 3 წლის მოკლება უნდა ვიღაც გოგო მოეწონა და 35 ძან დიდი ვარო 3 წელი რას გიშველის მეთქი და არ სჯერავს mad.gif სასჯელი მაინტერესებს როგორ ისჯება
ხო მე მინდა კიდევ გვარი გამოვიცვალო დედის გვაზე მინდა გადასვლა ეს აქ არ ეხება მგონი მაგრამ მაინრესებს სახელის და გვარის შეცვლას რა პროცედურა უნდა ნასამრთლები ვარ მაგრამ არსლუწოვნების კოლონიაში მაქ მოხდილი

Posted by: chochich 18 May 2016, 10:05
TOM SOIERI
პირველ კითხვაზე ვერ გიპასუხებ.

მეორე იუსტიციის სახლში ხდება ვიცი, პროცედურად მარტივი იყო მაგრამ თავს ვერ დავდებ. დარეკეთ იუსტიიის სახლის ცხელ ხაზზე და გეტყვისნ ყველაფერს.

Posted by: ana-123 18 May 2016, 21:06
მოგესალმებით
მადლობა წინასწარ. ძალიან დახლართული სიტუაცია არის . ბინა მიიღო ჩემმა დამ და სიძემ სამსახუიდან დაახლოებით 1987 წელს. ამდროს გარდაეცვალათ შვილი. არ გაუფორმებიათ , არ აუღიათ ორდერი. შუქის და სხვა კომუნალური მომსახურეობის გადასახადების ქვითრები აქვს რომ იხდიდნენ. შემდეგ ლტოლვილები შეიჭრენ და ცხოვრობენ.
ამ სიტუაციიდან არის რაიმე გამოსავალი? ანუ შეიძლება თუ არა ამ ბინის დაბრუნება -გაფორმება?

Posted by: zura1993 19 May 2016, 00:07
chochich
გამარჯობა, მჭირდება ადვოკატი და არ მაქვს ამის სახსრები
საქმე როგორც ასეთი ჩახლართული და მძიმე არ არის
საქმე ეხება შრომის ქოდექსის უხეშ დარღვევას კომპანიის მხრიდან

შეგიძლიათ დამეხმაროთ???

Posted by: vito37 19 May 2016, 00:44
დევნილის ადმინისტრაციულ საქმეს აიღებთ?

Posted by: chochich 19 May 2016, 10:26
zura1993
დიახ.



vito37
წინასწარ ვერ გეტყვით. გამაცანით საქმე.

Posted by: lile1 19 May 2016, 12:01
გამარჯობათ, დიდი მადლობა წინასწარ კონსულტაციისთვის, ესეა სიტუაცია : ცოლქმარს რომელსაც არ აქვს ხელი მოწერილი მაგრამ ბავშვს გვარი აქვს მამის, ერთ ჭერქვეშ ცხოვრობენ 4 წლია, (უძრავმოძრავი, ფულადი სახსრები და საბანკო ანგარიშები) ქონება შეძენილია ზოგო თანაცხოვრების დროს, ზოგი მანამდე, ყველაფერი არის დედის სახელზე ანუ დედის შეძენილი, მამა თითქმის უმუშევარი იყო და მიზერული მონაწიელეობა აქ მიღებული, 1. ანუ მამას დაშორების შემთხვევაში აქვს თუ არა უფლება მოითხოვოს ქონების ნაწილი რაც შეძენილია თანაცხოვრების დროს? 2. დედის გარდაცვალების შემთხვევაში ვიცით რომ ბავშვი(რომელიც არასრულწლოვანია) არის პირდაპირი მემკვიდრე ქონების, მაგრამ რახან მამა ხდება ავტომატურად მეურვე აქვს თუ არა უფლება განკარგოს ქონება ბავშვის სრულწლოვანებამდე ( არის საშიშროება რომ გაფლანგოს ბავშვის ქონება, რადგან არის უმუშევარი, მოთამაშე)?. 3.დედას აქ თუ არა უფლება მეურვეობა სიცოცხლეშივე მიანიჭოს სხვა სანდო პიროვნებას ( მაგალითად ანდერძით),რომელიც დაიცავს ბავშვის უფლებებს, ვინ აკონტროლებს მეურვის კეთილსინდისიერებას სახელმწიფო უწყებებიდან? რა იურიდიული მექანიზმებია ბავშვის უფლებების დაცვისთვის დედის გარადცვალების შემთხვევაში?

Posted by: chochich 19 May 2016, 12:40
lile1
1)მამას ქონება არ ეკუთვნის, ერთად ცხოვრება არაა ცოლქმრობა.
2)მეურვეობას ვერავინ წაართმევს.
3) სრულწლოვანობამდე ზუსტად არ ვიცი მაგრამ მამას ექნება უფლება ასე მახსოვს განკარგოს შვილის ქონება რომელიც სამკვიდროთი ერგო (ზუსტად არ მახსოვს).
4) მეურვეობას ანდერძით ვერავის მიანიჭებ.
დედას შეუძლია რამდენიმე არაპირდაპირი გზით დაიცვას თავი.

მაგალითად ერთი ის რომ "მიყიდოს" თავის ქონევა მას ვისაც ენდობა და შემდგომ იმან დაუბრუნოს ბავშვს.

არის კიდევ სხვა გზებიც რომელის საჯაროდ განხილვასაც მიზანშეწონილად არ მივიჩნევ.

Posted by: progresi 21 May 2016, 10:06
ana-123
ბინის გადაცემის რაიმე დოკუმენტი აქვთ? თუ სულ არაფერი?

Posted by: N_e_o_N 21 May 2016, 11:26
მოგესალმებით

ასეთი სიტუაცია მაქვს: მანქანა ვიყიდე 2012-ში ოღონდ არ გადამიფორმებია. წინა კვირას დამირეკა მეპატრონემ და მითხრა რომ ბანკთან რაღაც დავა ქონია და სასამართლომ დაუყადაღა მის სახელზე მყოფი მანქანები, მათ შორის ჩემიც. გამომიგზავნა განაჩენის ასლიც. პირველ ეტაპზე როგორც მირჩიეს და რაც ვქენი, დავწერე განცხადება მოსამართლის სახელზე, რომ ეს მანქანა კი ირიცხება სხვის სახელზე მაგრამ ამა და ამ წელს ვიყიდე, არის ჩემ საკუთრებაში და გთხოვთ მოხსნათ ყადაღა. ერთი კვირა გავიდა განცხადების ჩაბარებიდან, ჯერ არაფერი ისმის

მაინტერესებს, რა ვადები აქვს სასამართლოს წერილზე პასუხის გაცემის და შემდეგი ეტაპი რა უნდა ვქნა თუ არ დააკმაყოფილეს. ალბათ სარჩელი უნდა შევიტანო ?
და ასევე მაინტერესებს პრაქტიკაში როგორ მთავრდება ხოლმე ასეთი დავები, რით მტკიცდება რომ ფაქტობრივი მფლობელი მე ვარ და თუ ხსნიან ხოლმე ყადაღას

Posted by: ana-123 22 May 2016, 21:57
progresi
მადლობთ.
სამწუხაროდ ბინის გადაცემის არანაირი დოკუმენტი არ აქვთ ხელთ. არქივში შეიძლება თუ არა იყოს მსგავსი დოკუმენტი?

Posted by: chochich 28 May 2016, 02:19
...............................up.......................

Posted by: Z-owner 28 May 2016, 03:09
chochich
გამარჯობათ, თუ შეგიძლიათ მირჩიოთ, როდესაც მაჩერებს ოპერატიული თანამშრომელი, ანუ ოპერი ეგრეთ წოდებული და მეუბნება რომ ჩემი მოქალაქეობრივი ვალია წავყვე პიროვნების ამოცნობაზე განყოფილებაში, რა გარანტია მაქვს რომ ვინმე ბრუციანი არ შემხვდება და ხელს მე არ დამადებს? ეს რომ ვკითხეთ მაგას ჩვენ მივხედავთო, მაგრამ დარწმუნებული არ ვარ მაინცდამაინც რომ ეგრევე ადვილად გამომიშვებენ და გართულება არ მოყვება არაფერი, როგორ უნდა ავირიდო განყოფილებაში ვიზიტი კანონის მხრივ? მაქვს უფლება პირდაპირ უარის თქმის?

Posted by: LEGEN_wait for it_DARY 28 May 2016, 08:21
Z-owner

შეგიძლია უარი თქვა, არანაირი ვალდებულება არ გაქვს. შენ კეთილ ნებაზეა.

Posted by: myadvokat 28 May 2016, 11:31
Z-owner
თუ არ გსურთ, შეგიძლიათ არ გაყვეთ

Posted by: Z-owner 28 May 2016, 13:24
LEGEN_wait for it_DARY
myadvokat
გმადლობთ smile.gif smile.gif smile.gif

Posted by: tataku1 28 May 2016, 22:18
გთხოვთ ვინმემ მიპასუხოთ.თან არ ვიცი აქ უნდა ვიკითხო თუ სხვაგან. მოკლედ მეგობარმა იკიდა აგვისტოში აიფონი, ჭავჭავაძეზე,ეფლ სითიში. 2 თვეში აციმციმდა გამოირთო,წაიღო და შეუკეთეს,2 თვეში იგივე.კიდევ მალევე იგივე და ახლა ეუბნებიან არ კეთდებაო,ახალს არ აძლევენ ქარცნული წუნი არ არისოოო,არადა არც დავარდნია არაფერი, ისინი ეუბნებიან დაანავარდნიაო,აქვს თუ არა აზრი ჩივილს???? 1100 ლარი გადაიხადა ტელეპონში+განვადებით (((((((
* * *
მიპასუხეთ რააააა. sad.gif((
* * *
მიპასუხეთ რააააა. sad.gif((

Posted by: myadvokat 29 May 2016, 20:54
tataku1
პირადში მოგწერეთ შეკითხვები და გვიპასუხეთ

Posted by: zukak0 30 May 2016, 15:06
ყველას მოგელასმებით... ესეიგი ვივუსიდან სადღაც 2 წლის წინ გამოვიტანე სესხი, 150 ლარი იყო ვავადებდი ხოლმე ყოველ თვე და დაახლოებით სადღაც 500 ლარამდე მქონდა შეტანილი გადავადება ( ვერ ვახერხებდი ერთიანად რო დამეფარა) ხოდა ამ ბოლოს ძაან ისე ვარ რო არამაქ ვაფშე არაფერი რო გადავიხადო, დაახლოებით 5 თვეა არაფერი შემიტანია და მირეკავენ ყოველდღე სასამართლოო და რაღაცეებიო და რამდენად შეიძლება რო სასამართლომდე მივიდეს საქმე? ვიცი რო ძირი არ იფარება გადავადებით მარა რობოტული სისტემა ხო არ არის მაგის დედას შ.... ადამიანი ორი იმდენს რო შეიტანს რამდენიც გამოიტანა სასამართლოში მიდიან კიდე?! მირჩიეთ რამე რა, ბევრი არ არის მარა უბრალოდ ვერ ვახერხებ შეტანას... რა შეუძლიათ რო გამიკეთონ... წინასწარ მადლობა ყველას ვიც შეწუხდება და რამეს მაინც დაწერს გაიხარეთ :* ავტორს ამ თემისთვის მადლობა ბევრს ნიშნავს ზოგადად დღევანდელ დღეს რაიმეს უფასოდ მიღება...

Posted by: korali1 30 May 2016, 15:40
გამარჯობა,თქვენი დახმარება მჭირდება.....დაახლოებით ორი წლის წინ,მომივიდა ავარია. მანქანა დაზღვეული იყო ჯი პი აი ჰოლდინგში. ჰოლდინგმა შეკეთების 20 პროცენტი დამაკისრა და ვალის გადახდა მომთხოვა ,და რადგან არ გადავიხადე,სასამართლოშია მიჩივლა. ამის შემდეგ შეთანხმებას მოვაწერეთ ხელი,რის შედეგადაც რამდენიმე თვეში ეს დავალიანება ნაწილ-ნაწილ უნდა დამეფარა.დავიწყე გადახდა,მაგრამ სამწუხაროდ უმუშევარი დავრჩი და თანხის შეტანას ვეღარ ვახერხებდი.ჩემი საქმე აღსრულებას გადაეცა,რამოდენიმე დღის წინ აღსრულებიდან იყვნენ მოსულები და იმ სახლში სადაც ვარ ჩაწერილი ნივთები აღწერეს.ყველა აღწერილი ნივთი ჩემი მშობლების საკუთრებაა და ამის დამამტკიცებელი საბუთებიც მაქვს. აღმასრულებელმა გამაფრთხილა,რომ უნდა გამოვცხადდე სააღსრულებლო ბიუროში და წარვუდგინო ინფორმაცია ჩემი ქონების შესახებ.როგორც უკვე ავღნიშნე მე არ გამაჩნია არანაირი ქონება, ყველაფერი ჩემი მშობლების საკუთრებაშია.ამ დღიდან უკვე 3 კვირაა გასული და და არანაირი ზომები არ მიმიღია,მაინტერესებს რა შედეგები შეიძლება ამას მოყვეს და რისი გაკეთება შემიძლია ამ ეტაპზე.

Posted by: LEGEN_wait for it_DARY 30 May 2016, 15:45
korali1

აუცილებლად წარადგინე, რომ არაფერი არ არის შენ საკუთრებაში.

რაც შეეხება მშობლების ნივთების ყადაღას, მშობლემა უნდა გაასაჩივრონ სასამართლოში და მოხსნიან.

ეს წაიკითხე

http://smartloan.ge/მოძრავი-...

Posted by: myadvokat 30 May 2016, 15:52
zukak0
თუ ჯარიმა საკმაოდ მაღალია, სასამართლოს შეუძლია შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. რაც შეეხება სასამართლომდე რამდენად მივა საქმე, გამსესხებელს, ანუ მიკრო საფინანსო ორგანიზაციას ჩვეულებრივ შეუძლია სასამართლოში შეიტანოს თქვენს წინააღმდეგ სარჩელი, მაგრამ სასამართლო რამდენის გადახდას დაგაკისრებთ ეგ უკვე სხვა თემაა
* * *
korali1

თქვენს მშობლებთ მოუწევთ სასამართლოში სარჩელის შეტანა და მტკიცება იმისა, რომ ეს ნივთები მათია და არა თქვენი

Posted by: chochich 31 May 2016, 09:55
დახმარებისთვის უღრმესი მადლობა ვინც კვალიფიციურ კონსულტაციას გასცემს.



პ.ს.
ჩემი თხოვნა იქნება ჩემ თემაში ყველა კითხვა თუ "ჩაკითხვა" არა PM ით არამედ მოხდეს საჯაროდ, თავიდანვე აღვნიშნე და ახლაც გავიმეორებ რომ ამ თემაში ნებისმიერი საქმე კეთდება უფასოდ ან საერთოდ არ კეთდება, კლიენტების მოზიდვის პორტალად ვერ გადავაქცევ, თუ ვინმეს ამის სურვილი გაქვთ ცალკე თემა გააკეთეთ და მოიზიდეთ კლიენტები.

პ.პ.ს. თუ ვინმესთვის პასუხი დამაგვიანდა ან გადამავიწყდა გთხოვთ შემახსენოთ

გმადლობთ.

zukak0
korali1
მოგცეს უკვე რჩევები რომელიც კვალიფიციურია.

Posted by: tataku1 31 May 2016, 21:36
chochich
ჩემი კითხვა. ((

Posted by: chochich 1 Jun 2016, 00:08
tataku1
აზრი აქვს, დეტალებზე შემეხმიანეთ.

საჭიროა,

1) გარანტია
2) პირველად შეკეთების დამადასტურებელი რამე

smile.gif

Posted by: LESE 3 Jun 2016, 13:39
სალამი მეგობრებო. ერთი შეკითხვა მაქვს და კონსულტაცია მჭირდება. მადლობელი დაგრჩებით თუ დამაკვალიანებთ. მოკლედ მაქვს კომერციული ფართი სადაც გადის ორი ცენტრალური გაზის მილი. ერთი ფასადზეა მიმაგრებული და მეორე ზემოდან სახურავზე. დარეკლამება მინდა ფასადის და გალამაზება და ძალიან მიშლის ხელს. პირველი არის თუ არა ყაზტრანსგაზი ვალდებული რო მოაწესრიგოს ისე გაყვანილობა ისე რომ ხელი არ შემეშალოს. და საერთოდ შეიძლება თუ არა რამეს რო გამოვრჩე...... რეესტრში რეგისტრირებული არ არის ზუსტად ეგ მონაკვეთი, ანუ ვიტრაჟი სადაც მთავრდება მაქამდეა რეესტრში გატარებული....
http://radikal.ru/big/0737f24be1e6418bae2ed9596d131320

Posted by: chochich 4 Jun 2016, 12:04
LESE
მე ვერ დაგეხმარები.

Posted by: N_e_o_N 4 Jun 2016, 12:10
chochich
QUOTE
პ.პ.ს. თუ ვინმესთვის პასუხი დამაგვიანდა ან გადამავიწყდა გთხოვთ შემახსენოთ

https://forum.ge/?showtopic=34844249&view=findpost&p=47872147
განცხადებაზე მოვიდა პასუხი, არ დაკმაყოფილდაო. შეგიძლიათ გაასაჩივროთ 5 დღის ვადაშიო
ახლა როგრ ვიქცევი ?

Posted by: korali1 5 Jun 2016, 22:46
LEGEN_wait for it_DARY
myadvokat
chochich

უღმესი მადლობა , ნამდვილად დროულად გამიწიეთ კონსულტაცია.

Posted by: LEGEN_wait for it_DARY 5 Jun 2016, 22:55
korali1

რაო, როგორ გადაწყდა აბა მოყევი?

Posted by: chochich 6 Jun 2016, 11:47
N_e_o_N
მე ასე მოვიქცეოდი.

2012 წლის მერე მაგ მანქანაზე პატრულს დანაჯარიმები თუ ვყავარ, ამოვიღებდი ამ ჯარიმის ოქმებს და დავურთავდი საჩივარს.

მობძებნიდი სითიპარკის ჯარიმებს, ეგებ ჩემ სახლთან ყოფილიყო და დავურთავდი სადაც მე ვარ ჩაწერილი იმის ცნობას ამ ჯარიმას.

თუ რამე სერვისი გაატარე (მაგალითად თეგეტაში) და შეიძინე ამ ავტომობილზე ეს სერვისი ან ამ ავტომობილისთვის რაიმე ნაწილი, ამასაც ამოვიღებდი და დავურთავდი.

ეს ყველაფერი დაეხმარება მოსამართლეს შეექმნას რწმენა რომ ეს ავტომობილი შენია 2012 წლიდან ფაქტობრივად და არა იმის ვის სახელზეც ფიქსირდება.

კიდეც შეიძლება მოიფიქროს ჯაცმა რამე, მაგრამ ვადაშI ხარ შეზღუდული. მე კიდე ბათუმში მივდივარ დღეს საღამოს.

ტელეფონით რაც შემეძლება დაგეხმარები ყველაფერს.

ნომერს მოგიპიემებ თუ დაგჭირდეს.

Posted by: abcdefg_1 8 Jun 2016, 10:30
გამარჯობათ, ეგებ დამეხამაროთ რა კორპუსის წინ მინდა მიწის ნაკვეთის დაკანონება ( შენობაც დგას 2007 წლამდე აშენებული) მაგრამ ჯერ მჭირდება ამხანაგობის კრების ოქმი და tas.ge ზე რომ სევედი ოთხნაირი კრების ოქმია და რომელი უნდა გამოვიყენო? ასევ ასარჩევია ამხანაგობის ტავჯდომარე და როგორ ხდება ეს? ეგებ დამაკვალიანოთ

Posted by: chochich 8 Jun 2016, 12:51
abcdefg_1
თქვენ იურისტი გჭირდებათ თავის მომსახურებით. აქ სხვა თემა მაქვს გახსნილი, არიან რამდენიმე როგორც ვხედავ აქ ვინც თანხის სანაცვლოდ მოგემსახურებიან.

Posted by: chia_maia 8 Jun 2016, 15:10
მოგესალმებით

გუშინ მინდოდა განვადებით გამოტანა ნივთის და აღმოჩნდა, რომ ჩემს მეუღლეს ჩემს სახელზე ვივუს.გე დან გამოუტანია 500 ლარი, რომელიც უკვე 2000 გამხდარა და მითხრეს, რომ რა განვადება სასამართლოს ხარ გადაცემული დავალეანების გამოო... შოკი მქონდა სერიოზული (ჩემი მეუღლე საზღვარგარეთაა 3 თვეა და მეუბნება გადავიხადეო, რაც არ მჯერა).
ჩემს გარეშე აქვთ უფლება სესხი გასცენ? და საერთოდ რას მირჩევთ?


Posted by: chochich 8 Jun 2016, 16:15
chia_maia

2 ალტერნატივის წინაშე ხართ

1) დაიჭიროთ მეუღლე და არ გადაიხადოს
2) გადაიხადოთ ან თქვენ ან თქვენმა მეუღლემ

პირველ ვარიანტს რათქანდაკება არ იზავს და თუ მართალი ვარ შემდეგ გავაგრძელოდ მეორე ვარიანტის განხილვა.
თუ ვცდები პირველ ვარიანტს განიხილავს დეტალურად.

Posted by: metiska85 9 Jun 2016, 12:00
თუშეგიძლია დამეხმარო ბანკმა თავდების გამო სასამართლოში მიჩივლა 5000 ლარის გამო

Posted by: LEGEN_wait for it_DARY 9 Jun 2016, 15:56
metiska85

რა გაინტერესბს კონკრეტულად. შესაგებელი გექნება დასაწერი

Posted by: _Moxuci_ 9 Jun 2016, 17:22
გამარჯობა!

მაინტერესებს წლების წინანდელი სოციალური დაზღვევის თანხას რატომ, როდემდე და რა უფლებით უნდა გედავებოდეს ბანკი? ან რა შეუძლია გააკეთოს თუ არ/ვერ იხდი?

მოკლედ საქმე ასე იყო: ოჯახს ჰქონდა სიღარიბის ზღვარს ქვემოთ სტატუსი და ყოველთვიურად იღებდა კუთვნილ, განსაზღვრული ოდენობის თანხას. საჭიროებიდან გამომდინარე ამ ოჯახმა 3 თვის გამოიტანა წინასწარ, როგორც ეს პენსიაზეც ხდება ხოლმე, მაგრამ მალევე სოც. აგენტის შემოწმების მერე დროებით შეჩერდა სტატუსი, შემდეგ კი მაღალი ქულა მოვიდა და თავისთავად დახმარება მოიხსნა. ბანკმაც არ დაახანა და წინასწარ გამოტანილი თანხის დაბრუნება მოითხოვა. ლიბერთი ბანკზეა საუბარი.

Posted by: chochich 9 Jun 2016, 17:53
metiska85
შემიძლია

smile.gif

_Moxuci_
მე კი ვერ ვხვდები რატომ არ უნდა ითხოდეს ბანკი გაცემულ სესხს თუ მას უკანა არ უბრუნებენ. smile.gif

მოთხოვნის უფლება აქვთ და ითხოვენ.

Posted by: _Moxuci_ 9 Jun 2016, 18:08
chochich
არ უბრუნებენ ნაკლებად, უფრო ვერ უბრუნებენ, თან დახმარების მოხსნაც ჯერ უსამართლო იყო და მერე სამართლიანიაც რომ ყოფილიყო ეგ კიდევ არ ნიშნავს იმას, რომ ეკონომიკური მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუუმჯობესდათ. მერე ვის სახელზეც ეს დახმარება იყო ცალკე ცხოვრობდნენ მოხუცები, ცალკე ეწერნენ და ახლა ორივე გარდაცვლილია, თანხას კი შვილს თხოვენ.

Posted by: chochich 9 Jun 2016, 18:45
_Moxuci_
თუ თანხა არ აქვთ და ადვოკატი სჭირდებათ აქ ვარ.

Posted by: metiska85 10 Jun 2016, 11:03
შესაგებებელი დავწერე და დამიბარეს კიდეც სასამართლოში. მარა იქ რახდება და როგორ უნდა როგორ უნდა გავიმართლო თავი არვიცი კონსულტაცია მჭირდება დავთქვა და როგრო მოვიქცე

Posted by: chia_maia 10 Jun 2016, 11:32
chochich

და მე რომელმაც არ დავადასტურე არანარი ხელმოწერით სესხის აღება, უფლება არ მაქვს თვითონ ან ვივუს სესხს მოვთხოვო პასუხი? იქნებ სხვამაც მინდომოს მასე ჩემს სახელზე სესხის აღება, დაცული არ ვარ ასე გამოდის.... არც მე და არც სხვა?
რომ არ მივსულიყავი განვადებაზე ვერაფერს გავიგებდი....ან წერილობით რატომ არ გამომიგზავნეს დავალიანების შესახებ ინფორმაცია, მისამართი ხომ მითითებული იქნებოდა

Posted by: LEGEN_wait for it_DARY 10 Jun 2016, 13:22
metiska85

შესაგებელში რაც გიწერია წაიკითხე და ზედმეტი არ ილაპრაკო. ნუ ესაა ზოგადი რჩევა.

chia_maia

შენ სახელზე სესხს ვერავინ აიღებს, რადგან სესხის აღება დასტურდება პირის მიერ სესხის თანხის აღების მომენტიდან, შესაბამისად თუ შენ ანგარიშზე არ ჩაირიცხა თანხა, შანსი არაა ვინმე მოგედაოს, თუნდაც შენი სახელით შეავსოს ვინმემ განაცხადი.


Posted by: chochich 10 Jun 2016, 14:24
QUOTE (chochich @ 8 Jun 2016, 16:15 )
chia_maia

2 ალტერნატივის წინაშე ხართ

1) დაიჭიროთ მეუღლე და არ გადაიხადოს
2) გადაიხადოთ ან თქვენ ან თქვენმა მეუღლემ

პირველ ვარიანტს რათქანდაკება არ იზავ და თუ მართალი ვარ შემდეგ გავაგრძელოდ მეორე ვარიანტის განხილვა.
თუ ვცდები პირველ ვარიანტს განიხილავს დეტალურად.




უნდა გადაწყვიტო, რომელი გზით მიდიხარ.

ვივუსს ვერაფერს მოსთხოვ მანამ სანამ არ დაამტკიცებ რომ სხვამ აიღო, მაგას რომ დაამტკიცებ ვივუსი სესხის გადახდას ვეღარ მოთხოვს მაგრამ ვინც სესხი აიღო იმის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი დადგება.

Posted by: LEGEN_wait for it_DARY 10 Jun 2016, 14:25
chochich

ამან რატომ უნდა ამტკიცოს, მტკიცების ტვირთი ვივუსზეა, რომ სესხი გასცა. ვივუსმა უნდა დაამტკიცოს, რომ თანხა გადაურიცხა. ამის შესახებ არსებობს მდიდარი სასამართლო პრაქტიკა, სამივე ინსტანციის.

Posted by: chia_maia 10 Jun 2016, 15:15
chochich
[quote]უნდა გადაწყვიტო, რომელი გზით მიდიხარ.

ვივუსს ვერაფერს მოსთხოვ მანამ სანამ არ დაამტკიცებ რომ სხვამ აიღო, მაგას რომ დაამტკიცებ ვივუსი სესხის გადახდას ვეღარ მოთხოვს მაგრამ ვინც სესხი აიღო იმის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი დადგება. [/quote
ქმარს ვერ დავაჭერინებ, თუმცა ღირსია.

უპარტონო ქვეყნის უბედური შვილები.

chochich გმადლობ


LEGEN_wait for it_DARY
[quote]ამან რატომ უნდა ამტკიცოს, მტკიცების ტვირთი ვივუსზეა, რომ სესხი გასცა. ვივუსმა უნდა დაამტკიცოს, რომ თანხა გადაურიცხა. ამის შესახებ არსებობს მდიდარი სასამართლო პრაქტიკა, სამივე ინსტანციის. [/quote]

თქვენ რას მირჩევთ....

სამართალია, რომ შენი ნებართვის გარეშე შნს სახელზე მტკიცდება სესხი და გაიცემა, ხელს რომ გატანის დროს არ აწერ არაუშავს? რა მნიშვნელობა აქვს ქმარია თუ უცნობი.......დავიჯერო, რომ ასეთი დაუცველები ვართ

Posted by: LEGEN_wait for it_DARY 10 Jun 2016, 15:28
chia_maia

სისხლის სამართლებივად უნდა გადაწყდეს ეგ საქმე, ქმარს შეექმნება დიდი პრობლემები, სხვა გამოსავალი არაა მანდ.

Posted by: chia_maia 10 Jun 2016, 15:35
LEGEN_wait for it_DARY
მადლობა

მამაკაცების სინსილაააა
pop.gif

Posted by: Gizonzn 10 Jun 2016, 20:49
გამარჯობათ.თუ შეგიძლიათ დამაკვალიანოთ როგორ მოვიქცე შემდეგ სიტუაციაში,
ხელი მაქ მოწერილი რუსეთის მოქალაქესთან რომელიც ცხოვრობს აფხაზეთში,ხელი მოვაწერეთ იუსტიციის სახლში,3 წელი არ ვცხოვრობთ ერთად ის იქ არის მე აქ და განქორწინება მინდა,მასაც აქვს სურვილი.ძველ მის პასპორტს (რუსული პასპორტი) რომლითაც მოწერილი გვაქ ხელი ვადა გაუვიდა და შეცვალა ახლით რომელშიც გამცემი ორგანო არის მითითებული რუსეთის საკონსულო აფხაზეთში რომელ პასპორტსაც საქართველო არ სცნობს,რაც ჩემი აზრით პრობლემას შექმნის ნოტარიუსის დახმარებით მოგვარებაში,მაგალითად ესე თუ ხდება თავის აქ მყოფ მეგობარს რომ მინდონილობა დაუწეროს სკაიპით და შემდეგ მის მეგობართან გავაწერო ხელი.მოკლედ თქენი რჩევა მჭირდება.

Posted by: chochich 10 Jun 2016, 21:40
LEGEN_wait for it_DARY
მტკიცების ტვირთი ვისია მასწავლი, რამდენი ინსტანციის სასამართლოშია პრაქტიკა მაგასაც მასწავლი, ალბათ ევროპული სასამართლოს პრაქტიკის დამატება დაგავიწყდა საქართველოს სამ ინსტაციაზე და ბოლოს მაინც იმას იმეორებ რაც მე ვთქვი?! ხო არ აჯობებს ცალკე თემა გაგეხსნა?

მტკიცების ტვირთი ვივუსზე არაა, ვივუსი მარტივად დაამტკიცებს ჩარიცხვას ამონაწერით რადგან არასდროს გასცემს თანხას პირადი ანგარიშზე გადარიცხვის გარეშე, უფრო მეტიც, ჯერ მომხმარებელი ურიცხავს ვივუსს რამდენიმე თეთრს და შემდეგ რიცხავს ამ ანგარიშზე ვივუსი სესხის თანხას. ამის შემდგომ კი მტკიცების ტვირთი არის მომხმარებელზე რომ მისი ანგარიშზე მოხდა უკანონო წვდომა და დაიწყება სს წარმოება.


* * *
QUOTE (Gizonzn @ 10 Jun 2016, 20:49 )
გამარჯობათ.თუ შეგიძლიათ დამაკვალიანოთ როგორ მოვიქცე შემდეგ სიტუაციაში,
ხელი მაქ მოწერილი რუსეთის მოქალაქესთან რომელიც ცხოვრობს აფხაზეთში,ხელი მოვაწერეთ იუსტიციის სახლში,3 წელი არ ვცხოვრობთ ერთად ის იქ არის მე აქ და განქორწინება მინდა,მასაც აქვს სურვილი.ძველ მის პასპორტს (რუსული პასპორტი) რომლითაც მოწერილი გვაქ ხელი ვადა გაუვიდა და შეცვალა ახლით რომელშიც გამცემი ორგანო არის მითითებული რუსეთის საკონსულო აფხაზეთში რომელ პასპორტსაც საქართველო არ სცნობს,რაც ჩემი აზრით პრობლემას შექმნის ნოტარიუსის დახმარებით მოგვარებაში,მაგალითად ესე თუ ხდება თავის აქ მყოფ მეგობარს რომ მინდონილობა დაუწეროს სკაიპით და შემდეგ მის მეგობართან გავაწერო ხელი.მოკლედ თქენი რჩევა მჭირდება.

მე ვერ ავიღებ ჩემ თავზე რაიმე რჩევა დაგირება მოგცე, აზრზე არ ვარ რახდება.

გირჩევდი რომ ადვოკატი მოძებნო, წინასწარ დაელაპარაკო აუხსნა სიტუაცია და იმუშავოს შენ დასახმარებლად.

100-200 ლარის ფარგლებში გადავიხდიდი თანხას მას შემდეგ რაც განქორწინებას დაასრულებდა.

(მეტი არ ღირს მსგავსი ტიპის საადვოკატო მომსახურება, თუმცა 100 დან 99 ისეთ თანხას მოგიხევს საერთოდ ცოლთან შერიგებაზე დაიწყებ ფიქრს ვიდრე განქორწინებაზე, თუმცა არიან პატიოსანი ხალხიც )

Posted by: Hotstreak 10 Jun 2016, 22:32
გამარჯობათ, არ ვიცი სწორ ადგილას ვპოსტავ თუ არა.. მოკლედ ბებიაჩემს დახვდა კართან რაღაც წერილი ფოსტიდან მამაჩემის სახელზე
გზავნილი#: სასამართლო, გზავნილი არის რაღაც და 10 დღის განმავლობაში უნდა აიღოთო პეკინის 39ში
ხოდა მამაჩემი არ იმყოფება ახლა საქართველოში, და მე რო გამოვცხადდე რამე აზრი აქვს?
აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ გზავნილი დაბრუნდება გამომგზავთთანო

Posted by: chochich 10 Jun 2016, 22:46
Hotstreak
ჩაბარების უფლება გაქვთ თქვენც, და ბებიათქვენსაც.

რამე აზრი აქვს რომ ჩაიბაროთ რათქმაუნდა, წერილი ჩაითვლება ჩაბარებულად და თუ რაიმე ვადის ათვლა არის საჭირო წერილიდან გამომდინარე აითვლება ჩაბარების დღის მომდევნო დღიდან.

რომ არ ჩაიბაროთ (გააჩნია რა წერილია) ზოგადად ასეთი წესია, გამოგზავნიან კიდევ ერთხელ (მეორედ) და ამის შემდგომ გააკეთებენ საჯარო გამოცხადებას რაც ავტომატურად ითვლება რომ წერილი ჩაბარებულია.

ყოველთვის სჯობს ჩაიბაროთ წერილი და გაერკვიოთ რახდება.

Posted by: Hotstreak 10 Jun 2016, 22:50
chochich
მადლობა, გავივლი ხვალ ვნახავ რა გზავნილია ეგეთი სასამართლოდან biggrin.gif

Posted by: akim122 11 Jun 2016, 03:45
რა მაინტერესებს ხალხო , დამიდგინდა მარიხუანას მოხმარების ფაქტი, შემდეგ biggrin.gif დამიწერეს 500 ლარი ჯარიმა , შემდეგ biggrin.gif გადავიხადე და ამ ყველაფრიის შემდეგ გასულია 2 წელი ანუ ჭკვიანად გავატარე ეს 2 წელი biggrin.gif , და ეხლა მინდა ავიღო მართვის მოწმობა და რა პრობლემები წამოიჭრება კიდე???? გამაგებინეთ თუ იცით, მე ვიცი რომ 180 ლარი უნდა გადაიხადოო ნარკოლოგიურშიო და ცნობები უნდა აიგოოოო და მართAლია თუ არა?

Posted by: chochich 11 Jun 2016, 04:03
akim122
2 419191

შსს მომსახურების სააგენტო

Posted by: LEGEN_wait for it_DARY 11 Jun 2016, 10:15
chochich

არ გვინდა ახალ ეგეთი ლაპარაკი, არავის აინტერესბს ვინ ვის რას ასწავლის, კითხვა დაგისვი უბრალოდ, ზედმეტი ემოციები რა საჭირო biggrin.gif

ამას იძახი შენც?

1. შენი მონაცემებით შეუძლებელია "სხვა პირმა" აიღოს სესხი.

2. სესხის აღება ნიშნავს, პირადად შენთვის სესხის თანხის გადმორიცხვას (შენ ანგარიშზე) და არა ვიღაც მესამე პირის ანგარიშზე თანხის გადმორიცხვას.

3. მტკიცების ტვირთი თანხის შენ ანგარიშზე გადარიცხვის შესახებ ეკისრება მთლიანად გამსესხებელს.




Posted by: Zotz 11 Jun 2016, 14:51
გამარჯობათ

სასწრაფოდ მჭირდება თქვენი კონსულტაცია.
მოკლედ შესაძლებელია თუ არა როცა ამხანაგობის 2/3 ვერ ესწრება კრებას შევაგროვო ხელმოწერები და შემდეგ ვთხოვო თავმჯდომარეს რომ წამყვეს ნოტარიუსთან და ოქმი შეადგინოს?!
პ.ს სასწრაფოდ მჭირდება ოქმი, 2/3-ის თანხმობით. ყველა თანახმაა, მაგრამ 2/3 ვერ გროვდება კრებაზე. შემიძლია მივიდე და მოვაწერინო ხელი.
ასევე გთხოვთ კანონი დამიდოთ სადაც წერია ამის შესახებ, რომ შემდგომ თავმჯდომარეს რამე პრეტენზია არ ჰქონდეს

Posted by: Mama_Basili 11 Jun 2016, 19:16
chochich
ასეთი ისტორია მაქვს, ტიპს ვასესხე თანხა, ამასთან რაღაც საბუთი მაქვს რომ მიიღო ჩემგან თანხა, ხელმოწერით და აშ... ხოდა ამ ტიპმა საერთო ნაცნობს გადაასესხა თანხა, იმ ტიპმაც მითხრა მე მექნება შენი ვალი და იმ პირველწყაროს აღარ მოსთხოვოო. გავიდა დრო და ამ მეორე ნაცნობა ვერ დამიბრუნდა თანხა. მაგრამ ვინაიდან ამ ტიპთან არ მქონდა არანაირი ვალის აღიარების საბუთი მივაწექი პირველ ტიპს და ვუჩივლე სასამართლოში, სასამართლომ კი დააკისრა თანხის გადახდა მარა არ გადამიხადა ვითომ არ მაქვსო და ა.შ. მერე რაღაც საბუთი გააკეთა თითქოს სოციალურად დაუცველი იყო და აღსრულებამაც ვერაფერი უყო... ახლა გავიდა 4 წელი ამ სასამართლოდან და აღსრულებამ მომწერა რომ ვინაიდან ვერ აღვასრულეთ ვერაფერიო თუ გინდა რომ კვლავაც გავაგრძელოთ პროცესი და მომავალში თუ ამოვარდება სოც დაუცველის სასტავიდან აღვასრულოთ განაჩენიო 200 ლარი შემოიტანეო... მე სიმართლე გითხრათ აღარ მაქვს იმედი რომ რამე გამოვა ამ ტიპისგან დიდი გოთვერანი ვინმეა და ეხლა რომ მეორე ტიპს მივაწვე მააქვს შანის? მოწმედ კიდევ ეს პირველი ტიპი იმედი მაქვს გამომყვება და სასამართლოში ექნება ფასი მის დამოწმებას? სხვანაირად რომ მივიდე და ვუთხრა ვალის აღიარება დამიწერეთქო არ მაქვს იმედი რომ დამიწერს....
პ.ს. ხო დამავიწყდა მეთქვა ის ტიპი ვინც სოც დაუცველის სტატუსი მოიპოვა მანქანა იყიდა მარა თავის სახელზე არ აქვს რა თქმა უნდა გაფორმებული. მააქვს რამე შანსი რომ მივედავო ამ მანქანაზე?

Posted by: chochich 11 Jun 2016, 19:30
Zotz
https://forum.ge/?f=77&showtopic=34832292

კონსულტაცია ამ თემაშია.

ჩემი აზრით ამხანაგობის თავმჯდომარე ვერ იკისრებს პასუხისმგებლობას შენს მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის ნამდვილობის. მე რომ ვიყო მის ადგილზე არ დავარეგისტრირებდი.

Mama_Basili

მხოლოდ მოწმის ჩვენებით ვალის არსებობა არ მტკიცდება, ამისთვის საჭიროა ვალის აღიარება.

პირველს უნდა მიაწვე, ამისათვის ადვოკატი დაგჭირდება თუმცა უფასოდ არავინ არაფრის გამკეთებელია დღეს, მე რომ რამე პერსპექტივას ვხედავდე უფასოდ დაგეხმარებოდი.


Posted by: Mama_Basili 11 Jun 2016, 19:50
chochich
QUOTE
პირველს უნდა მიაწვე, ამისათვის ადვოკატი დაგჭირდება თუმცა უფასოდ არავინ არაფრის გამკეთებელია დღეს, მე რომ რამე პერსპექტივას ვხედავდე უფასოდ დაგეხმარებოდი.

ადვოკატი რომ ავიყვანო რა შეიძლება გააკეთოს მან. სოც დაუცველის სტატუსი მოუხსნას თუ უბრალოდ მიაწვეს/დაემუქროს პოლიციით და ა.შ?
* * *
QUOTE
მხოლოდ მოწმის ჩვენებით ვალის არსებობა არ მტკიცდება, ამისთვის საჭიროა ვალის აღიარება.

თუ არ დამიწერა რომ ვალი აქვს შანსი არ მაქვს რომ რამეს მივაღწიო? რომ ვუჩივლო და სასამართლოში თქვას რომ არ ამიღია ფულიო მაგაზე სისხლის სამართლის საქმე არ იღძვრება თაღლითობის მუხლით?

Posted by: chochich 11 Jun 2016, 20:21
Mama_Basili
შენ 1 თანზაზე უკვე იჩივლე და სასამართლო გადაწყვეტილება გაქვს რომ გეკუთვნის თანხა, ახლა იმავე თანხაზე უნდა უჩივლო სხვას. ერთ და იმავე თანხას დამოუკიდებლად 2 სხვადასხვა პირს ხომ ვერ ასესხებ?

მოსამართლე რომ გკითხავს კაცს ფული მიასესხე და დავაც მოუგე ამასთან რაგინდაო?! თუ შენ ეტყვი ამან გადაიბარა ის ვალიო, პირველს რაღატომ უჩივლეო ხო გეტყვის? მოკლედ ჩემი აზრით მეორესთან თუ ვერ მიაღწევ ვალის აღიარებას საქმე უპერსპექტივოა.

პირველ ადამიანთან კი არსებობს რამდენიმე ხერხი, მინიმალური შანსით.

Posted by: chochich 20 Jul 2016, 20:29
¥¥¥¥¥¥¥¥¥¥¥¥¥¥¥¥¥¥¥¥¥¥¥¥¥¥¥¥¥¥¥¥

Posted by: chochich 15 Aug 2016, 10:48
..........................................,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,.................................

Posted by: Gizonzn 1 Sep 2016, 14:37
გამარჯობათ.სარჩელი შევიტანე განქორწინებაზე სასამართლოში რადგან მეუღლესთან კონტაქტი არ მაქვს,ძველ მისამართზე ვერ გადასცეს სარჩელი და თანდართული მასალები რის შემდეგაც გამოაქვეყნეს საჯარო შეტყობინების სახით,გავიდა 27 დღე არც სხდომა დანიშნულა არც გადაწყვეტილება გამოქვეყნებულა.განჩინებაში რომ წერია საჯარო შეტყობინებიდან შვიდი დღის შემდეგ დაიწყება მიცემული ვადის ათვლა პასუხის დასაფიქსირებლად (5დღე დანიშნა) ანუ ეს ნიშნავს რომ რაც საჯარო შეტყობინება გამოქვეყნდა 12 დღეში უნდა მიეღო გადაწყვეტილება მოსამართლეს?თუ გარკვეული ვადა აქ საჯარო შეტყობინებას ინდივიდუალური ყველა საქმისთვის?მოკლედ მაინტერესებს დაახლოებით რამდენი ხანი უნდა ველოდო განქორწინებას?

Posted by: chochich 7 Sep 2016, 14:11
Gizonzn
ბოდიშს გიხდით დაგვიანებული ლასუხისთვის. სამწუხაროდ ვერ გაგიწევთ კონსულტაციას,ვადის დარღვევა უკვე ჩვეულებად იქცა განსაკუთრებით საოჯახო ურთიერთობებში.

Posted by: mr_pikopa 19 Sep 2016, 23:41
ეს პოსტი კონსულტაციაშიც დავწერე და აქაც გადმოვაკოპირებ. მართალია ვმუშაობ და ხელფასიც მაქ მაგრამ იმდენი არა რომ ადვოკატი ავიყვანო და საქმეს გაუძღვეს.

საქმე არის შემდეგში:
2015 წელს მამაჩემთან გარკვეული პირობების თანახმად გავაკეთეთ ნასყიდობის ხელშეკრულება ბინაზე. სადაც ასევე მოლაპარაკების საფუძველზე ბინის ფასი რეალურზე ბევრად დაბალი მიუთითეთ. რათQმაუნდა ნდობის ფაქტორი იყო და აქამდე თუ მივიდოდა რას ვიფიქრებდი. ნასყიდობის ხელშეკრულების შემდეგ სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა. მან ჯერ იგივე ფასად ნასყიდობითვე თავის ცოლს მისცა აღნიშნული ბინა ხოლო შემდეგ მისმა ცოლმა ისევ იგივე თანხაში მოახდინა ამ ბინის რეალიზაცია პიროვნებაზე. ყოველ ჯერზე ერთი და იგივე თანხა ფიგურურებდა. რამდენადაც მითხრეს ეს პროქურატურის საქმეა და სასამართლო დაივიწყეო მაგრამ ისევ იქედან გამომდინარე რომ მაინც მამაა და არ მინდა სხვაგავარად წარიმართოს საქმე. მინდა მოვთხოვო ნასყიდობით დაკისრებული მოვალეობის შესრულება. რამდენად სწორი იქნება აღნიშნული ქმედება? დიდი დრო ველოდე რომ ასე ვთქვათ გონს მოეგებოდა მაგრამ შედეგი არაფერმა არ გამოიღო. თავს ბედნიერად და ლაღად გრძნობს. მე ლამის მომთაბარე ცხოვრებას ვეწევი. ყველა საბუთი გამოთხოვილი მაქ და ხელთ მაქვს რაც ადასტურებს ყოველივე ზემოთ დაწერილს. მინდა ავღნიშნო რომ ჩემი მიზანი არანაირად არ წარმოადგენს იმ ბინის დაბრუნებას. უკვე გასხვისებულია. უბრალოდ მინდა ნასყიდობით აღებული მოვალეობა შევასრულებინო და უკაცრავად და ჯანდაბამდე გზა ქონია თავის მეორე ცოლთან ერთად. არ დავეზებ რა იყო და როგორ იყო. უბრალოდ მინდა ნაკისრი ვალდებილება შეასრულოს მხოლოდ. მადლობა წინასწარ

Posted by: dsquared 21 Sep 2016, 19:09
....................................................................
* * *
......................................................................

Posted by: chochich 22 Sep 2016, 11:27
mr_pikopa
ნაკისრი ვალდებულება შეასრულოს რომელიც არა ხელშეკრულებით არამედ ზეპირსიტყვიერად იკისრა ხო?

ანუ გადაგიხადოს იმაზე მეტი, ვიდრე ხელშეკრულებაში ჩაწერეთ.

ამას გულისხმობ, სწორად მივხვდი?

Posted by: mr_pikopa 22 Sep 2016, 23:11
chochich
QUOTE
ნაკისრი ვალდებულება შეასრულოს რომელიც არა ხელშეკრულებით არამედ ზეპირსიტყვიერად იკისრა ხო?

ნასყიდობის ხელშეკრულება დავდეთ რეესტრში.
QUOTE
ანუ გადაგიხადოს იმაზე მეტი, ვიდრე ხელშეკრულებაში ჩაწერეთ.

არა, ის რაც მიუთითეთ ნასყიდობის ხელშეკრულებაში ეგ მაინც გადაიხადოს


Posted by: chochich 27 Sep 2016, 20:03
mr_pikopa
მომწერეთ პირადში და დაგეხმარებით.

Posted by: mr_pikopa 27 Sep 2016, 21:34
chochich
კარგით დეტალურად მოგწერთ. საქმის არსს

Posted by: vano_tt 28 Sep 2016, 12:33
chochich
გამარჯობა
მიკროსაფინანსომ მიჩივლა და შესაგებელის დაწერაში თუ დამეხმარებით დიდი მადლობელი ვიქნები
პირადშიც მოგწერეთ

Posted by: chochich 21 Nov 2016, 19:48
---------------------------------------აპ--------------------------------------------------

Posted by: nickname123 21 Nov 2016, 21:31
მოკლედ რჩევა მჭირდება სასწრაფოდ
წერილი მომივიდა 2 დღის წინ აღსრულების ეროვნული ბიუროდან... შეტყობინება გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებო აწერია,ონლაინკრედიტი მედავება 1170 ლარს 500 ლარზე, პლიუს გამარტივებული წარმოების საფასური 50 ლარიო... 10 დღის ვადას მაძლევენ ... და რამდენიმე პუნქტია ჩამოთვლილი ერთერთი უნდა შეასრულო ამ 10 დღეშიო... 1.ან სრულად გადაიხადეო 2. ან ნაწილობრივ გადაიხადეო 3.ან გააპროტესტეო 4.ან წერილობით დაადასტურე რო ეთანხმები მთლიანად ან ნაწილსო 5.მორიგდითო
და როგორ უნდა მოვიქცე რა ვქნა გადავიხადო მთლიანად თუ რა ხდება არავის გქონიათ ეგეთი შემთხვევა?

Posted by: LEGEN_wait for it_DARY 21 Nov 2016, 23:41
nickname123

აუცილებლად მიდი ხვალვე და არ დაეთანხმო მოთხოვნას, გააპროტესტე, საერთოდ არ ვაღიარებო დაწერე. ამის მერე ავტომატურად შეწყდება წარმოება.

Posted by: chochich 22 Nov 2016, 02:22

nickname123

QUOTE (LEGEN_wait for it_DARY @ 21 Nov 2016, 23:41 )
nickname123

აუცილებლად მიდი ხვალვე და არ დაეთანხმო მოთხოვნას, გააპროტესტე, საერთოდ არ ვაღიარებო დაწერე. ამის მერე ავტომატურად შეწყდება წარმოება.

ჭკვიანური გირჩია, ერთს დავამატებდი ბოლო სიტყვად "აღსრულებაში".

Posted by: nickname123 23 Nov 2016, 21:53
მადლობა პასუხებისთვის... ხვალ უნდ ამივიდე და გავაპროტესტებ

მაგრამ სხვა შემთხვევებში რა ხდება?
მაგალითად ეს... ''წერილობით აღიაროს მოთხოვნის ნაწილი, თუ მოთხოვნას ნაწილობრივ მართებულად მიიჩნევს''
ეხლა თუ მერე მაინც გადასახდელი მექნება და 600-650 ლარს ვაღიარებ არაა პრობლემა და გადავიხდი,რაღა სასამართლოებს ველოდო

Posted by: chochich 24 Nov 2016, 00:25
nickname123
სასამართლო შეამცირებს შეუსაბამოდ მაღალ პირგასამტეხლოს.

Posted by: nickname123 24 Nov 2016, 00:40
არა ეგ კი ვიცი მაგრამ ეხლა ხვალ რო მაგ სააღსრულებლოში ვაღიარო ის ტანხა დაახლოებით რაც სავარაუდოდ სასამართლოს მერე მაინც მექნება გადასახდელი, რა ხდება ამ დროს,გადამახდევინებენ რასაც ვაღიარებ და ვსიო? მორჩება ყველაფერი თუ რა პონტია? ანუ სასამართლომდე რო არ ვწელო დრო....

Posted by: chochich 24 Nov 2016, 02:21
nickname123
აღსრულებაში ან უნდა აღიარო ის რასაც გედავება ან არ უნდა აღიარო.

დაკლებულის აღიარება ნიშნავს რომ არ აღიარებ იმას რასაც ითხოვენ.

შეგიძლია მიხვიდე მათთან და უთხრა დააკელით სააღსრულებო მოთხოვნა და ამდენს გადაგიხდითთქო.

ვადა არ გაგეპაროს მიაქციე ყურადღება და დაწერე რომმა რ აღიარებ. ვაღიარებ მაგრამ ნაკლებსთქო მასე არ დაწერო, შარი არ აიტეხო smile.gif

Posted by: nickname123 24 Nov 2016, 10:04
გაიხარე მადლობა ყურადღებისთვის <3

Posted by: d_tsabo 28 Nov 2016, 16:31
chochich
გამარჯობა მოკლედ რჩევა მჭირდება იქნებ მირჩიო როგორ მოვიქცე
მამაჩემი დაუდგა თავდებში თავის თანამშრომელს იყო მეორე თავდებიც თანამშრომლის დედა,კლასიკური შემთხვევაა ტიპმა ფული გაიტანა და აღარ გადაიხადა,რათქმაუნდა დაგვიკავშირდა ბანკი პირველი 2 შენატანი შევიტანე მერე კრედიტ ოფიცერმა ისე გააკეთა რომ მე ვიხდიდი თვეში 150 ლარს იმ ბიჭის დედა 90 ლარს პენსიიდან აჭრიდნენ,ეხლა წარმოიშვა კიდე შემდეგი პრობლემა ეს ქალი აღარ იხდის ეს ბანკირი მეუბნება მე არ მაქვს უფლება რო პენსიიდან თანხა ჩამოვაჭრაო,ანუ ისე გამოსდის რომ მთლიანი თანხის გადახდას მე მტენის,ბევრი წავიკითხე მაგრამ ვერსად მივაგენი კანონში ორი თავდების შემთხვევაში მხოლოდ ერთ თავდებს რატომ ეკისრება თანხის სრული გადახდა,აზრი აქვს თუ არა სასამართლომდე მივიყვანო ეს საქმე?

Posted by: chochich 28 Nov 2016, 20:08
d_tsabo
აზრი აქვს.

თავდებობა დიდი ხანია აღარ გამოიყენება ბანკებში და სოლიდარული მოვალე ოქნება რასაც თავდებს ეძახი შენ...

თეორიაა მაგამ ვფიქრობ რკმ აზრი აქვს და თუ რატომ ამის წერ დიდ დროს და ფიქრს მოითხოვს.

ტუ გადაწყვეტ შემეხმიანე.

Posted by: altezza_altezza 29 Nov 2016, 05:05
chochich




გაგახარებს ღმერთი





კარგ საქმეს აკეთებ და იმედია ასე გააგრძელებ

სხვებიც თუ აიღებენ შენგან მაგალითს ეს ძალიან კარგი იქნება

Posted by: FERREBOY 29 Nov 2016, 05:58
მოკლედ რაც კი საკრედიტო კომპანიებია, ვივუსის და მანიმენ.ჯის გარდა თითქმის ყველგან მაქვს აღებული კრედიტი.
დაახლოებით 3 თვე გავიდა და კაპიკი არ გადამიხდია. + საქ. ბანკის 400 ლარი და ლიბერთის 300. ესენიც 3 თვის წინ ავიღე. ქონება არაფერი არ არის ჩემზე გაფორმებული.
მაინტერესებს რო არ გადავიხადო როდისმე გაუქმდება? ანუ ჩამომეჭრება?
და მაინტერესებს რა შეუძლიათ მოიმოქმედონ რომ ეგ თანხები ამოიღონ კომპანიებმა?
მოკლედ რა მელის? )))))

Posted by: Yan-LoonG 29 Nov 2016, 13:35
გამოარჯობათ მოკლედ მანქნას დავეჯახე და მე გამამტყუნეს სასამართლოშიც გავასაჩივრე მარა იქაც მე გამამტყუნეს, ხოდა ახლა ის მანქნა დაზღვეულია და დაზღვევა 4000 ს მთხოვს, წერილი მომივიდა . მე კაპიკი არ მაქვს სტუდენტი ვარ და ჩემ საკუთრებაში არაფერია არს ხელფასიც არ მაქ. როგორ მოვიქცე???
ბინაში შემოვლენ და წაიღებენ რამეებს რო ვერ ვიხდი?

ვადები წერია იმ სადაზღვეოს წერილში. და ვერ ვეტევი აშკარად კაპიკი არ მაქვს.

ვაფშე რო დავიკიდო რა მოხდება?

Posted by: BLH 29 Nov 2016, 15:34
Yan-LoonG

დაიკიდე smile.gif) მერე სასამართლოში გიჩივლებენ და არ დაიმალო, შესაგებელიც გააგზავნე.

Posted by: Eovyn 30 Nov 2016, 22:29
გამარჯობა, თქვენი რჩევა მჭირდება.
შავ პარასკევს ვათვალიერებდი სხვადასხვა შემოთავაზებებს და ერთერთი საიტი გვთავაზობდა პირველი გზავნილს უფასოს (აქცია ჰქონდათ) ამ გზავნილში შედიოდა ორი ტანისამოსი და ერთი აქსესუარი, საიტი: letote.com .შევედი დავრეგისტრირდი, რაღაცა ტესტივით გამაკეთებინა, დამაინტერესა უფასო გზავნილმა და ბარათიც მივუთითე სადაც თანხა არ მქონდა და არც ბანკი გადამიყვანდა დეპოზიტს მინუსებში. შემდეგ უკეთ დავათვალიერე საიტი და ეს ყოფილა ტანსაცმლის გაქირავების საიტი, რაც ყოველ თვე 40 დოლარი ჯდებოდა აქციის გარეშე. გაუქმება დავაპირე, თუმცა ვერ ვუპოვე ეგეთი ვერაფერი, არც მეილზე მომსვლია შეკვეთის წერილი (სხვადასხვა საიტებიდან გამოწერისას ყოველთვის მომდის წერილი შეკვეთის გაფორმებისას და გამოგზავნისას) გუშინ დილით გადამზიდიდან მომივიდა წერილი თქვენი ამანათი გამოგზავნილიაო (ღამით მიიღეს და დილით გამოგზავნეს). სამი ვარიანტი მაქვს ან ისევ ამერიკაში უნდა დავაბრუნო რაც გამოგზავნეს (რაც ძვირი ჯდება კილონახევრამდეა გზავნილი), ან უნდა ვიყიდო რაც 300 დოლარამდე ჯდება (ორი კაბა და ერთი ჩანთა), ან თავი გავანებო. ბოლო ვარიანტის შემთხვევაში მაინტერესებს, რა შეუძლია რომ ამერიკულ კომპანიას საქართველოში გამიკეთოს? პოლიციაში ჩივილი და ჯარიმის აკიდება? იქნებ გქონიათ მსგავსი შემთხვევა ?

Posted by: chochich 15 Dec 2016, 22:57
FERREBOY
გადაღეჭილია უკვე ონ.კრედ. თემა.

3 წელში თუ არ გიჩივლლებენ გაუვა ხანდაზმულობი ვადა, თუ გიჩივლეს მოვალეთა რეესტრში იჯდები მანამ სანამ არ გადაიხდი.

Yan-LoonG
ქონებით აგებ პასუხს და არ ვიცი გაქვს თუ არ აქონება. თუ გაქვს გაგიყიდიან თუ არ გაქვს რაც არ გაქვს ვერ გაგიყიდიან.

Eovyn

თეორია თუ გაინტერესებთ ცალკე როცა დრო მექნება შემახსენეთ და დავწერ.

პრაქტიკას რაც შეეხება აქ არავინ ჩამოვა და არ გიჩივლებთ შესაბამისად საქართველოში პრობლემა არ გექნებათ, რაც შეეხება ამერიკაში იქ შეიძლება გიჩივნლონ და ამას რა მოყვება ვერ გეტყვით.

Posted by: nipe 27 Dec 2016, 23:04
chochich
თქვენი შემოთავაზება ისევ ძალაშია? დახმარება მჭირდება, საფინანსო კომპანია, სადაც თანხა მქონდა ანაბრის სახით დაიკეტა, აღარ ფუნქციონირებს, სამწუხაროდ ფინანსებიც არ გამაჩნია რომ ადვოკატი ავიყვანო, ფაქტობრივად გავკოტრდი ამათ გადამკიდე, შეგიძ₾იათ დამეხმაროთ სასამართლოს ამბავში?

Posted by: LEGEN_wait for it_DARY 28 Dec 2016, 00:49
nipe

თუ საფინანსო ორგანიზაცია "საქართველოზეა" საუბარი,აზრი არ აქვს, ვერაფერს იზამ დიდი ალბათობით.

Posted by: nipe 28 Dec 2016, 06:02
კი მაგაზეა საუბარი მაგრამ სასამართლოში მაინც მინდა რომ შევიტანო, იქნებ სარჩელის (თუ რაც ქვია, არ ვიცი) დაწერაში მაინც დამეხმაროთ

Posted by: gio-maugli 29 Dec 2016, 23:31
მოგესალმებით. ჩოჩიჩ, შენთან მაქვს რამდენიმე შეკითხვა, მაგრამ პირველ რიგში ბოლო მოვლენაზე გკითხვა. მიკროსაფინანსოს სესხით ვსარგებლობ, რომელიც რამდენიმე თვეა არ დამიფარავს, მაგრამ არც დარღვევა მაქვს, გადავადების სერვისს ვიყენებ და ამ ორგანიზაციიდან მომივიდა ხელშეკრულების განახლებული ფორმა, რომელზეც მთხოვენ დათანხმებას, თუმცა არ ვთანხმდები. ამასთანავე წინა ხელშეკრულებაშიც და განახლებულშიც არის ეს პუნქტი:
"12.4 გამსესხებელს უფლება აქვს ცვლილებები (დამატებები) შეიტანოს ამ ხელშეკრულების ან/და მის ფარგლებში/საფუძველზე გაფორმებული ნებისმიერი დოკუმენტის (მათ შორის სესხის ხელშეკრულებების) ტექსტში, ცვლილების (დამატებების) განხორციელებამდე 10 (ათი) კალენდარული დღით ადრე გამსესხებლის ვებ-გვერდზე შესაბამისი ინფორმაციის განთავსების ან მსესხებლისთვის შეტყობინების გაგზავნის მეშვეობით. ამ პუნქტში აღწერილ შემთხვევაში მსესხებელს უფლება ექნება გამსესხებლის ვებ-გვერდზე ინფორმაციის განთავსებიდან ან გამსესხებლის შეტყობინების მიღებიდან 10 (ათი) კალენდარული დღის გასვლამდე ნებისმიერ დროს შეასრულოს გამსესხებლის მიმართ არსებული ვალდებულებები (მათ შორის სრულად დააბრუნოს გამსესხებლისგან მიღებული სესხები მათთვის დარიცხულ საკომისიოებთან, პირგასამტეხლოებთან და სხვა გადასახდელებთან ერთად (ასეთის არსებობის შემთხვევაში)) და შეწყვიტოს ამ ხელშეკრულების მოქმედება ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესით. იმ შემთხვევაში, თუ მსესხებელი არ ისარგებლებს ხელშეკრულების მოქმედების შეწყვეტის უფლებით, გამსესხებლის მიერ შეთავაზებული ცვლილებები (დამატებები) ჩაითვლება მსესხებლის მიერ მიღებულად, ხელშეკრულება კი შეცვლილად, შეთავაზებული პირობების შესაბამისად."
მაინტერესებს, რამდენად კანონიერია მათი მოთხოვნა და საჭიროა თუ არა რეაგირება და ზომების მიღება ჩემი მხრიდან?

Posted by: chochich 11 Jan 2017, 01:15
nipe
შეუერთდი საინიციატივო ჯგუფს (მეანაბრეთა, მეთამასუქეთა) ვინც ცდილობს დაიცავას თავისი უფლებები. თუ შენ არ იცი ვის დაეკონტაქტო PM მომწერე და მე დაგაკვალიანებ.

სარჩელის შეტანას აზრი არ აქვს.
* * *
gio-maugli
არ გიწერია შენი მიზანი რა არის, გასაგებია რომ ახალ ხელშეკრულებაზე ხელმოწერა არ გინდა (ნებისმიერი მიზეზით, და ამის უფლებაც გაქვს).

ზოგადად რა წესებიც არ უნდა დაადგინოს მსგავსმა კომპანიამ და მათმა იურისტმა რა ასოთა კომბინაცია უნდა ააწყოს კლავიატურაზე მაინც უნდა იყოს კანონის ფარგლებში, ცალმხრივად ცვლილების შეტანა და 10 დღით ადრე ვებგვერდზე გამოფენა კარგი ფანტაზიაა მაგრამ კანონთან დიდად ვერ მეგობრობს.

მაგრამ ეს ყველაფერი მას შემდეგ რაც სასამართლოში დავას დაიწყებ, მანამდე აქვს უფლება გააკეთოს ის რა წესებზეც შენ დაეთანხმე.


ამ ყველაფრის მერე, შენი მიზანი რა არის?

Posted by: gio-maugli 12 Jan 2017, 00:25
QUOTE
chochich

პირველ რიგში, მადლობა ყურადღებისთვის. რაც შეეხება ჩემს მიზანს, ეს არის თავდაცვა მათი „თაღლითობისგან“. მაინტერესებს, შესაძლებელია თუ არა შექმნან ისეთი პრეცენდენტი, რომ თითქოს დავადასტურე შეცვლილი ხელშეკრულების პირობები და წარმოადგინონ ამის ელექტრონული მტკიცებულება? და ასეთ შემთხვევაში მაქვს თუ არა შანსი, რომ დავის შემთხვევაში თავი გავიმართლო? და კიდევ მაინტერესებს, ამ კომპანიას, გადავადებებით გადახდილი თანხების მეშვეობით, როცა დავუფარავ ძირსაც და იმ პროცენტსაც, რომელიც თანხის სესხების დროს დამეკისრა (მათთან დარღვევა არ მაქვს) მაქვს თუ არა რამე სამართლებრივი ბერკეტი, რომლის საშუალებითაც შესაძლებელი იქნება ჩვენი ურთიერთობის შეწყვეტა?

Posted by: chochich 12 Jan 2017, 00:56
gio-maugli
სჯობს დანომრო შეკითხვები რომ მეც დანომრილად გიპასუხო.

როგორც გავიგე 2 კითხვა გაქვს, ეს არის პირველ კითხვაზე პასუხი.

მუხლი 418. პირგასამტეხლოს განსაზღვრის ფორმა +
1. ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს.
2. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

არსებობს ზოგიერთი რამ რაც ელექტრონული ხელმოწერით არ დასტურდება.

2. მეორე შეკითხვას რაც შეეხება ხელშეკრულების თანახმად თუ დაგარავ მეტი რა ბერკეტი გინდა? ფულს თუ სესხის გადავადებაში იხდი მაგალითად 50 ლარს ყოველთვე და ძირი 500 ლარი გაქვს, 10 თვე რომ გადაავადო რაც ჯამში 500 ლარია ფიქრობ რომ ეს ძირში ჩაითვლება და სესხი დაიფარა? რა თქმა უნდა არა. 500 ლარი 10 თვის მერეც გადასახდელი გექნება.

Posted by: gio-maugli 13 Jan 2017, 01:08
chochich
ოკ, გავიგე. დიდი მადლობა.

Posted by: G1nika 5 Feb 2017, 02:13
QUOTE
შესაგებელი გექნება დასაწერი

LEGEN_wait for it_DARY
მე მაქვს დასაწერი yes.gif

chochich

კარგ საქმეს აკეთებ და მადლობა.

კონკრეტულად კონსულტაცია რაშიც მჭირდება:
ჩემი და ონლაინ სესხების ურთიერთობა გადადის ახალ ეტაპზე.
სულ თავის დროზე მაქვს აღებული 9 ონლაინ სესხი.
პარასკევს ჩავიბარე წერილი "აღსრულების ეროვნული ბიურო – გამარტივებულ წარმოებაზე''
სადაც კომპანია მონ.ჯე მედავება: ეს 2 მოთხოვნა აქვთ
1)1291 ლარის გადახდა
2)50 ლარის გადახდა ამ ეროვნული აღსრულების მომსახურების მომსახურების

1–ელ რიგში, მინდა ავღნიშნო, რომ არცერთი ამ კომპანიის "გადაგდება" არმიფიქრია არასდროს
თუნდაც ამ მონჯით ამ სესხამდე 2 ჯერ ვისარგებლე და დავფარე.
და არც იმის ილუზია მქონდა ოდესმე რო რამე შემრჩებოდა.
უბრალოდ მაშინ იმ მომენტში მივქარე და 1–ს მე2ე მოყვა და ასე შემდეგ.
მოკლედ, როგორც გადავიკითხე/მოვიძიე ინფორმაცია და სხვათაშორის
LEGEN_wait for it_DARY შენი პოსტებიც კარგად გადავიკითე "ვალის არ დაბრუნება" თემაში
მაქვს რაიმე მოსამოქმედებელი 10 სამუშაო დღეში.
წერია იქ პუნტქტები რომლებიც თქვენ ჩემზე კარგად იცით.
1) ასეთ გაბერილ პროცენტს არვაღიარებ როცა ძირი თანხა 250ლარია და % იყო 50 ლარი. ანუ ჯამში 300 ლარი უნდა გადამეხადა
50 ლარზე კიდე. აქეთ მიჩივიან და მე გადავხადო ???
2)როგორც ვხვდები ანუ არ უნდა გავაპროტესტო და არ ვთქვა რო უსამართლოა მოთხოვნა და რო ვალი არმაქ.

კონსულტაცია მჭირდება ახლა. რა ვქნა
1) ნაწილობრივ ვაღიარო ვალი?
2)მორიგებაზე დავთანხმდე და ვცადო? (როგორც სხვაგან თქვეს რომც ვერ მოვირგდე სასამრთლოში ჩემი პლიუსი იქნება რო აქამდეც
და ბოლომდე ვცადე მორიგება)

პირადი აზრი და რჩევები მჭირდება თქვენი. ასეთი სარჩელი კიდევ 8 მელოდება წინ
ვარ 22წლის, სტუდენტი. ამჟამად უმუშევარი.
პირადი ქონება და მანქანა no.gif
მირჩიეთ და დამაკვალიანეთ რა როგორ მოვიქცე რავქნა. თუ კიდევ რამე დეტალებია საჭირო გეტყვით.
* * *
QUOTE
დაკლებულის აღიარება ნიშნავს რომ არ აღიარებ იმას რასაც ითხოვენ.

რო გავაპროტესტო, ანუ ვაპროტესტებ და არ ვაღიარებ ამ 2 კონკრეტულ მოთხოვნას ეგრე გამოდის ხო ???
ანუ ისე არმინდა ვქნა რო არა ამათი ვალი საერთოდ არმაქვსთქო. <<< ძაან დიდი შარიაო sleep.gif

Posted by: chochich 5 Feb 2017, 22:49
G1nika
2 კითხვა გაქ როგორც გავიგე და გიპასუხებ.

კონსულტაცია მჭირდება ახლა. რა ვქნა
1) ნაწილობრივ ვაღიარო ვალი?
2)მორიგებაზე დავთანხმდე და ვცადო? (როგორც სხვაგან თქვეს რომც ვერ მოვირგდე სასამრთლოში ჩემი პლიუსი იქნება რო აქამდეც
და ბოლომდე ვცადე მორიგება)

ეს 2 კითხვა.

წადი და აღსრულებაში არაფერი არ აღიარო.

ამის შემდეგ შეწყდება გამარტივებული სააღსრულებო წარმოება და საქმე გადავა სასაამართლოში. და როვა გადავა სასამართლოში, სასამართლოში აღიარე თანხის ძირი ნაწილი და მეტი არაფერი. მოსამართლეს თხოვე შეუსაბამოდ მაღალი შეამციროს.

მეტს ვერაფერს იზავ.

Posted by: G1nika 5 Feb 2017, 22:54
chochich
გასაგებია, მადლობ yes.gif

Posted by: supermouravi 8 Feb 2017, 10:52
chochich
progresi

მოგესალმებით პატივცემულებო.
სიტუაცია ასეთია: იტალიური სახლის (რომელიც წარმოადგენს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს - აბსურდია მაგრამ მაინც) მეორე სართულზე შიდა სივრცეში, რომელსაც არა აქვს არც ფანჯარა და არც ჩანს გარედან, მოწყობილია სველი წერტილი, ამოშენებულია აგურით 2 კედელი. ფართი საერთოა და მეზობლებს შორის აქამდე არ იყო პრობლემა, ამ ბოლო დრომდის, მაგრამ ეხლა ერთმა უჩივლა მეორეს მერიაში.

მერიის ზედამხედველობის სამსახურმა დაწერა მითითება, რომ კანონი "პროდუქციის უსაფრთხოების და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის" 44 მუხლის მე-2 ნაწილი და 25-ეს მე-9 ნაწილის მოშველიებით უნდა მოხდეს ამის დემონტაჟი 25 კალენდარულ დღეში ან დაეკისრება 4000 ლარი ჯარიმა.

შეკითხვა:
1. არის რაიმე გზა, რომ ეს მითითება ან გასაჩივრდეს ან მოვითხოვოთ განმარტება/დაზუსტება (ძალიან ცუდად იკითხება მითითების ხელით შევსებული ნაწილი) ან სხვა რამ?
2. მითითების არ შესრულების შემდეგ როგორც ვიცი იწერება აქტი, რომლის გასაჩივრებაც შეიძლება. რამდენად არის შემდეგ რეალური ამ აქტის გაუქმების ალბათობა სასამართლოში?

მიზანია - დროის მოგება.. 2-3 თვე საკმარისი იქნებოდა, 5-6 თვე იდეალური და დანგრევით მაინც დავანგრევდით შემდეგ.
პრობლემა: ვიშენებ სახლს და აქ ვარ დროებით (დედაჩემის ბინაა), აქედან გადასვლის შემთხვევაში მემატება ქირის ხარჯი და მექნება პრობლემა იმ ბინის დამთავრების.

თუ მირჩევთ რაიმეს დიდად მადლობელი დაგრჩებით
smile.gif

Posted by: chochich 11 Feb 2017, 11:11
supermouravi
მე ასე ზეპირად მოყოლილი ამბით ვერაფერს გირჩევ.

ზოგადად, აქტი საჩივრდება, მეორე მხარეს აწერია გასაჩივრების წესი.


Posted by: goniashvili 19 Feb 2017, 11:38
რუსეთში გვინდა სანადიროდ წასვლა. მაქ უფლება აქ ნაყიდი თოფით წავიდე?
* * *

Posted by: chochich 19 Feb 2017, 12:47
goniashvili
გეშლებათ თემა.


Posted by: BST1 8 Mar 2017, 00:38
გამარჯობათ. სითი პარკმა მანქანა გადაიყვანა საჯარიმოზე, რომელიც მეყენა შშმ პირთათვის განკუთვნილ ადგილას (ზოგადად არ ვაყენებ მასეთ ადგილებზე, ეგეც იმიტომ დავაყენე რომ სხვა გამოსავალი არ მქონდა), შესაბამისად გადავიხადე 60 ლარი და პლიუს 10 ლარი უნდა გადამეხადა 1 თვეში. ამასთან ერთად სითი პარკის თანამშრომელმა დამატებით გამომიწერა ბოლო ორი 10 ლარიანი ჯარიმა და მითხრა რომ ეს უკვე გაფთხილებას ნიშნავსო და ესეც 1 თვის ვადაში უნდა გადაიხადოო, წინააღმდეგ შემთხვევაში დაგეკისრება საურავი 150 ლარი თითოეულ ჯარიმაზეო. მე აღნიშნულ გაფრთხილებას ხელი არ მოვაწერე. მაგრამ ვფიქრობდი რომ სამივე ჯარიმა გადამეხადა.
აღნიშნული ჯარიმების გადახდა გამომრჩა , რომელიც უნდა გადამეხადა 28 თებერვალს და თითოეულ ჯარიმას 150 ლარიანი საურავი აქვს დარიცხული.
იქნებ მირჩიოთ არის თუ არა რაიმე გამოსავალი ან თუ არის რაიმე გარემოება რომ საურავები არ გადავიხადო?
რაც რეალურად მოხდა ისაა, რომ მანქანა ჩემს მეუღლეზეა გაფორმებული, დამრღვევი კი მე ვარ და ეს გარემოება საპატიო მიზეზად შეიძლება ჩაითვალოს, რომ მეუღლემ არ იცოდა ამის შესახებ?
საჯარიმო სადგომიდან ავტომანქანის გამოყვანის დროს მომცეს ფურცელი სადაც დამრღვევი მე ვარ, თუმცა მესაკუთრე სხვა პირია ანუ ჩემი მეუღლე. (დამრღვევის მონაცემებში ვწერივარ მე, ხოლო მესაკუთრის მონაცემებში, ჩემი მეუღლე)

Posted by: chochich 8 Mar 2017, 00:48
BST1
სითი პარკის წინააღმდეგ არის სასამართლო პრაქტიკა და შეგიძლიათ თუ შესაბამისი მონდომება გექნებათ თავად იდაოთ.

თუ საურავები ხელხს გიშლით (გაქვთ ქონება და იწყება აღსრულება) შეგიძლიათ გადაიხადოთ და შემდეგ წარადგინოთ სასამართლოში გადახდის ქვითრები და მოითხოვოთ მისი გაუქმება. (ჯარიმების რომელიც ჩაბარებული არ გაქვთ).



Posted by: lile1 9 Mar 2017, 12:08
გაამრჯობათ, ბავშვის მამა არის პატიმარი, დედასთან არის ცუდ ურთიერთობაში ანუ გაშორებულია,ბავშვი დადის ცეკვაზე და წრეებზე, სადაც მოუხდება საზღვარგარეთ გასვლა, რითვისაც არის საჭირო მამის თანხმობა,რასაც არ მისცემს მამა, რა გზა არსებობს რომ ბავშვს არ შეეზღუდოს მოგზაურობები ან თუნდაც სამკურნალოდ გასვლა,

Posted by: chochich 9 Mar 2017, 17:52
lile1

სამწუხაროდ არ მაქვს ინფორმაცია, ვერ დაგეხმარებით.

Posted by: mr_pikopa 11 Mar 2017, 01:36
.......................................................................................................................................................

Posted by: KING_XXI 11 Mar 2017, 12:24
მოკლედ არასამთავრობო ორგანიზაციის თანამშრომელი რომელსაც ხელი მიუწვდება ფინანსებზე უკანონოდ ირიცხავს ხელფასის სახით იმაზე რამდენჯერმე უფრო მეტ თანხას ვიდრე მას ეკუთვნის ხელშეკრულებით. საქმე გვაქვს თანხების უკანონო მითვისებასთან. ჩემი აზრით ეს დანაშაულია და ვინ არის უფლებამოსილი აღნიშნულთან დაკავშირებით იჩივლოს და დაიცვას ორგანიზაციის ქონება და ინტერესები?
მოკლედ თანამშრომლები ხმას ვერ იღებენ ეშინიათ და გარეშე პირს თუ აქვს პროკურატურაში საქმის აღძვრის უფლებამოსილება?
პროკურატურას უნდა მიმართონ თუ სამოქალაქო დავის თემაა? smile.gif

Posted by: ShooterN1 11 Mar 2017, 13:14
გამარჯობათ. სვისკაპიტალში ახლობლის სახელით მანქანა მყავდა დალომბარდებული. მოხდა ისე რო მე ვერ გადავიხადე გრაფიკით გათვალისწინებული თანხები დაახლოებით 6 თვეა. მე პირადად არ ვიმყოფებოდი საქართველოში და ლომბარდმა რა თქმა უნდა მსესხებელს მოთხოვა მანქანა. მანქანის გაყიდვის განცხადება მოვათავსებინე მეგობარს ავტო საიტებზე და ველოდებოდი მყიდველს. 8 ნოემბერს მანქანა წაიყვანეს ეზოდან ლომბარდის სადგომზე და ნოემბრის 25 ში ბათუმიდან თბილისში გადაიყვანა ლომბარდმა მანქანა შესაფასებლად. ჩემი ოჯახის წევრები ესწრებოდნენ მანქანის ეზოდან წაყვანას ევაკუატორით. მოკლედ საქმე რაში მდგომარეობს ეხლა. 25 ნოემბრიდან 5 იანვრამდე ჩემი ძმა დადიოდა ამ ლომბარდის პრობლემურ განყოფილებაში სადაც უნდა მიეღო ინფორმაცია ავტომობილზე ექსპერტიზის ჩატარების შესახებ. არანაირი ინფორმაცია არ მიგვიღია. 2 კვირის წინ ჩამოვედი საქართველოში რამოდენიმე დღით და მივედი იმ ახლობელთან ვის სახელზეც მყავდა მანქანა, მოვიკითხე რა სტადიაშია ჩემი საქმე, ექსპერტმა რამდენად შეაფასა მანქანა და ა.შ. როგორც გაირკვა ლომბარდიდან დაუკავშირდნენ ამ "ახლობელს" და უთხრეს რომ მანქანა შეფასებულია 1100 აშშ დოლარად და ყიდდენ. რაზეც ამ "ახლობელმა" ჩემს ოჯახთან კონსულტაციის გარეშე თანხმობა განუცხადა და 2004 წლიანი სუბარუ ლეგასი (საბაზრო ფასი 2700-3000$) აბსოლუტურად უპრობლემო, ფაქტიურად იმავე მდგომარეობაში რა დროსაც დავალომბარდეთ (გვთავაზობდნენ 1800$ დალომბარდებისას) გამიყიდეს 1100 დოლარად. ლომბარდში 1400 დოლარად იყო და 6 თვის მანძილზე თავისი ევაკუატორის ხარჯებითურთ გადასახადმა შეადგინა 2130 დოლარი. მაინტერესებს იურიდიულად თუ ეკუთვნის მანქანის გარდა ლომბარდს რაიმე. ან ამ "ახლობელს" როგორ მოვექცე ამ საქციელის გამო... მოკლედ რჩევა მჭირდება და ველი დახმარებას. მადლობა წინასწარ

Posted by: chochich 11 Mar 2017, 23:20
KING_XXI
პროკურატურა. ნებისმიერს შეუძლია მიმართოს.

* * *
ShooterN1
ახლობელი შარში რომ გახვიე ბოდიში მოუხადე, ლომბარდს აუქციონზე შეუძლია მანქანა რომ გაიყვანოს და სულ 1 დოლარად რომ გაიყიდოს დანარჩენს შენს ახლობელს მოედავებიან რადგან " თუ გირავნობის საგანი არ აკმაყოფილებს კრედიტორის მოთხოვნას კრედიტორს შეუძლია პირადი ქონებიდან მოთხოვოს მოვალეს დანარჩენი თანხის გადახდა".


Posted by: ShooterN1 12 Mar 2017, 01:05
chochich
რა გარანტია მაქვს ჩატარდა თუ არა სამართლიანად გირავნობის საგნის შეფასება? იქნებ სქემაა სპეციალური. აყიდინეს თავიანთ ახლობელს მანქანა იაფად და დანარჩენ თანხას ითხოვენ ჩვენგან...

პ.ს. ახლობელს ბოდიში კი არა ცემა ეკუთვნის რო არ დარეკა ჩემს ძმასთან და თვითნებურად მისცა მანქანის გაყიდვის უფლება

Posted by: chochich 12 Mar 2017, 01:22
ShooterN1

გირანობის ნივთის რეალიზებას ხელშეკრულება განსაზღვრავს და არა შენი ახლობლის ნება-სურვილი.

უარი რომ ეთქვა როგორ ფიქრობ ვერასდროს გაყიდდნენ?

რა გარანტიას ითხოვ მისოსგან/ლომბარდისგან. რაც მეტს წაგართმევენ მით მეტს იხეირებენ.

ნორმალურ მისოებს ხელშეკრულებაში უწერიათ (ეაუქციონ.ჯი-ზე) გავყიდით ნივთსო, ჩვეულებრივ ლომბარდს არ აქვს დაკონკრეტებული სად გაყიდის. გეტყვის ამა და ამ დროს მოვაწყობ აუქციონს ჩვენს ოფისში და რა ფასადაც გაიყიდება ის ფასი ჩაგეთვლება დანარჩენს ცალკე გადაიხდი.

იქნებ სქემაა სპეციალური, მივიდა აუქციონზე ახლობელი და იყიდა ნივთი (სხვა არავინ მივიდა და მეტი არავინ შეთავაზა) რა დარღვევაა რო? არც არაფერი.

Posted by: ShooterN1 12 Mar 2017, 03:04
chochich
უარი არაფერს იზამდა ეგ მეც ვიცი. უნდა ეთქვა რო მოეცადათ 1 საათი მაინც სანამ მანქანის მეპატრონეს შეატყობინებდა ამ ამბავს. მე ფულით ჩამოვედი სპეციალურად რო გამომესყიდა მანქანა, ამის მაგივრად მივიღე ჩალის ფასად გაყიდული ქონება და "ახლობელი" რომელმაც დაიკიდა ჩემი ქონება. ოკ. იურიდიულად მე ვერ მომედავება ლომბარდი. ის ახლობელი კი კარგად მეყოლოს. მადლობა

Posted by: novak_djokovic 14 Mar 2017, 13:41
გამარჯობათ გვქონდა მიწის ნაკვეთი და განაცხადი შევიტანეთ ნახევრის გაფორმებაზე იმიტომ რომ მთლიანის ფული არ გვქონდა
ნახევარი გავიფორმეთ ,ვის სახელზეც იყო ის პიროვნება გარდაიცვალა და მისი შვილიშვილი გახდა მემკვიდრე
ანუ შვილიშვილზე გადმოფორმდა
ეხლა შევიტანეთ რო დანარჩენი დაგვემტკიცებინა ანუ ჩვენია უკვე დიდი ხანია არანაირი პრობლემა არავისგან არაა მეზობლები გინდა თუ ვინც გინდა
რო შევიტანეთ ესე გვითხრეს რო ვერ დაიმტკიცებთო ,საკუთრების უფლებით არისო ეგრე თქვეს
2 ადვოკათთან ვიყავით და მოკლედ ორივემ ეგრე გვითხრა ,შეიტან საბუთებს მაგრამ უარს გეთYვიანო ტყუილად ფული უნდა დახარჯოო
როგორ შეიძლება ის დანარჩენი მიწის დაკანონება რო განგვიმარტოთ
რაღაც აუქციონი ახსენეს მაგრამ როგორც გავიგე აზრი არ აქვსო ტუ რაღაც მსგავსი
მადლობა .


Posted by: mr_pikopa 15 Mar 2017, 00:15
chochich
გამარჯობა. ალბად PM_ში ბევრი წერილი მოგდის და პასუხი ვერ მივიღე. გარკვეული საბუთები მაქ თქვენთან დატოვებული და მინდა რომ წავიღო. იქნებ როგორმე შევხმიანდეთ რომ წავიღო საბუთები რადგანაც სასწრაფოდ მჭირდება. მადლობა წინასწარ

Posted by: chochich 15 Mar 2017, 03:30
mr_pikopa
არც ისე ბევრი წერილი მომდის რომ პასუხი ვერ შევძლო.

შევთანხმდით რაღაცაზე და მერე დაიკარგეთ, უმჯობესია ჩამოყალიბდეთ და შემდეგ ვითანამშრომლოთ.

დაგირეკავთ ხვალ და შევთანხმდეთ საბუთების ამბავზე.
* * *
novak_djokovic

მომწერეთ, სახელი და გვარი, ვინ გაიფორმა, მერე გარდაცვალების მერე ვის გაუფორმეს. მერე როგორ გააფორმეთ თუ იცით, ვინ თქვა უარი და რატომ თქვა. მაჩვენეთ დოკუმენტაცია და მერე ან შევძლებ გიპასუხოთ ან არა.

Posted by: kamechistavi 18 Mar 2017, 14:34
დააააააააააე3123333333333333333333333333333333333333

Posted by: roleqsissaatimachuqes 18 Mar 2017, 18:43
chochich
გამარჯობა,შპს ფორფინანსმა მიჩივლა ვალის გამო, დღეს მომივიდა წერილის სახლში. შეგიძლია შესაგებელი დამაწერინო?

Posted by: Halen 20 Mar 2017, 18:59
novak_djokovic

ვინც გარდაიცვალა იმის სახელზე საკუთრების უფლება თუ არსებობდა , ჯერ მემკვიდრეზე უნდა გაიხსნას სამკვიდრო დაირეგისტრიროს საკუთრების უფლება და ამის მერე გადმოგიფორმებთ თქვენ, სხვა ვარიანტი არ არსებობს.

Posted by: MmSs 20 Mar 2017, 21:13
გადავწყვიტე გვარი დავუბრუნო ჩემს ქმარ-შვილსsmile.gif
იუსტიციის სახლში მითხრეს ეგ თავადური გვარია და ასე ადვილად ვერ დაიბრუნებთო.მირჩიეთ რა პირველ რიგშირა გავაკეთო,ადვოკატი უნდა ავიყვანო ხო ალბათ?

Posted by: chochich 20 Mar 2017, 22:37
MmSs


თავადაც მოაგვარებთ იუსტიციის სახლში.

Posted by: MmSs 20 Mar 2017, 22:51
chochich
როგორ,დამაკვალიანეთ რა...

Posted by: chochich 20 Mar 2017, 22:56
MmSs
დარეკეთ ცხელ ხაზზე და თუ რამეს ვერ გააკეთებთ შემდეგ დაწერეთ და დაგეხმარებით.

Posted by: MmSs 20 Mar 2017, 23:00

მისულიც ვიყავი,მაგრამ არ გაკეთდება ასე ადვილად თავადური გვარიაოsad.gif

Posted by: chochich 20 Mar 2017, 23:29
MmSs

მაშინ დამიქირავეთ და მე ვიტვირთებ თქენი მიზნის შესრულებას.


Posted by: MmSs 20 Mar 2017, 23:39
chochich
კარგით პ.მ.მომწერეთ თქვენი კორდინატები.

Posted by: nickname123 26 Mar 2017, 22:57
გამარჯობათ... ეს ვალის აღიარება ნოტარიუსთან რა პონტია? მაინტერესებს როგორ ხდება ეგ პროცედურა. ანუ მევალეს მიიყვან ნოტარიუსთან და აღიარებს ვალს. მიუთითებ კონკრწტულ ვადას და რა ხდება მერე როცა ეს ვადა ამოიწურება?? ყადაღა ედება მევალის ქონებას ავტომატურად თუ რა პროცედურებია გასავლელი?? გთხოვთ მიპასუხოთ ძალიან მჭირდება

Posted by: chochich 26 Mar 2017, 23:50
nickname123

რომ ამოიწურება ვადა შესაძლებელია გამარტივებული წესით დაიწყო აღსრულება მაგრამ 1 განცხადებაც საკმარისი (რომ არ ვეთანხმები განცხადების შინაარს და მოვითხოვ საქმე განიხილოს სასამართლომ) იქნება მოვალის მხრიდან, შეწყდება აღსრულება და მოგიწევს მიმართო სასამართლოს. შემდეგ სასამართლო დაგიკმაყოფილებს მოთხოვნას და ისევ აღსრულებას დაიწყებ.

ყველა შემთხვევაში სანამ მიმართავთ ნოტარიუსს ავალის აღიარებაზე გაიარეთ კონსულტაცია იურისტთან.

Posted by: nickname123 27 Mar 2017, 01:05
მაგ გამარტივებულის გარდა სხვა რა შეიძლება გაკეთდეს,თუ აუცილებელია მაინც?

Posted by: chochich 27 Mar 2017, 12:05
nickname123
კარგად წაიკითხეთ რაც მოგწერეთ.

Posted by: Halen 27 Mar 2017, 17:25
nickname123

ვალის არსებობის აღიარება წარმოშობს, განცალკევუბულ, დამოუკიდებელ ვალდებულებას, იგი დამოუკიდებელია ძირითადი ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობისაგან. ანუ ახალი ხელშეკრულებაა და არა სხვა სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში ნების გამოვლენა. თუ უკვე არსებული ვალდებულების შინაარსიდან გამომდინარე ადასტურებ, ან არსებული ვალდებულების შესასრულებლად ახალ ვალდებულებას კისრულობ არ ჩაითვლება ვალის აღიარებად სასამართლოში.

Posted by: levani777 31 Mar 2017, 07:00
შპს გარდაქმნა არასამეწარმეო იურიდიულ პირად დასაშვებია?

Posted by: chochich 31 Mar 2017, 20:10
levani777
https://matsne.gov.ge/ka/document/view/28408

Posted by: LEGEN_wait for it_DARY 1 Apr 2017, 09:58
nickname123

სასამართლოს გარეშე დაიწყება აღსრულება პირდაპირ.

Posted by: Katya87 3 Apr 2017, 04:43
გამარჯობა,თუ შეგიძლიათ რამე მირჩიოთ ჩემს სიტუაციაში? 2014 წელს ვიყიდე ბინა შიდა განვადებით (6თვე)ვიმყოფები უკრაინაში აქ ვცხოვრობ და ვმუშაობ,ბინა შევიძინე საქართველოში,ქობულეთში.მშენებელი მპირდებოდა საუკეთესო პირობებს,საუკეთესო ხედებს.რათა მე როდესაც შევიძინე მხოლოდ ფუნდამენტი იყო.თანხის სრულად დაფარვის შემდეგ ბინა გადმოგვიფორმა,მაგრამ როდესაც მივიყვანე რემონტის ბრიგადა 2016 წელს მაშინ გავიგე მხოლოდ რომ ბინას აქვს საშინელი წყობა,ფაქფიურად ვაგონივით გამოდის,ორი ოთახი საერთოდ უფანჯროა.არადა საკმაოდ დიდი თანხა მაქვს გადახდილი და მშენებელი აგარც თანხას აბრუნებს და არც გაცვლაზეა თანახმა.რას მირჩევთ ჩემს სიტუაციაში?მადლობა წინასწარ.

Posted by: Правовед 3 Apr 2017, 10:42
Katya87

ხელშეკრულებაში მარტო კვადრატული მეტრები იყო ჩაწერილი? არავითარი აღწერა (ხელშეკრულების საგნის) არ ყოფილა, აღარაფერი რომ ვთქვათ გრაფიკულ დოკუმენტებზე - პროექტი (მისი ამონარიდი), სპეციფიკაცია და ა. შ.?

Posted by: chochich 3 Apr 2017, 12:17
Katya87
ხელშეკრულება დაასკანერეთ და გამომიგზავნეთ რაც მშენებელთან გაკავშირებთ.


Posted by: Katya87 3 Apr 2017, 18:48
არავითარი ხელშეკრულება არ დაუდია ჩემთან,პირდაპირ გადმომიფორმა საჯარო რეესტრში და სიტყვიერად მეუბნებოდა თუ როგორი ხედებ აქვს და ა.შ(

Posted by: Правовед 3 Apr 2017, 22:12
Katya87

ხელშეკრულების (ზეპირი) ბათილად გამოცხადებაა საჭირო - რაც შეეხება "პირდაპირ გადმომიფორმა საჯარო რეესტრში" საჭიროა ამოიღოთ და გაეცნოთ რა დოკუმენტების საფუძველძე მოხდა თქვენზე ქონების დარეგისტრირება - როგორც წესი, რაღაც დოკუმენტზე ხელი გაქვთ მოწერილი (ეს შეიძლება მინდობილობაც იყოს) - უბრალოდ, მოქალაქეები, სამწუხაროდ ნაკლებ ყურადღებას (უყურადღებობასაც კი) იჩენენ ამგვარ ურთიერთობებში ... მერე მოდის ეს თავდებობები, იპოთეკები და ამგვარი სიმახინჯეები - თქვენც არ გაგიმახვილებიათ ამაზე ყურადღება, შეკითხვაშიც კი არ მოიხსენიეთ - ჰაერზე ხომ არ დაარეგისტრირა ამ ვაი-მშენებელმა უძრავი ქონება - ამას თავისი წესების დაცვა ჭირდება და თქვენი მონაწილეობის (იურიდიულად - ნების გამოვლენის) დოკუმენტი აუცილებლად დასჭირდებოდა ...

Posted by: chochich 4 Apr 2017, 02:21
Katya87
მაშინ ვერ დაგეხმარებით. და ვინც დახმარებას ფაგპირდებათ ასანაზღაურებელი თანხის (რაზეც მორიგდებით) 90% მას მერე გადაუხადეთ რაც სასურველ შედეგს მიიღებთ.



Posted by: Katya87 14 Apr 2017, 21:05
გამარჯობათ,კიდევ ერთი შეკითხვა მაქვს თქვენთან,თუ გამოვა ამინისტია 17 წელს და ან ახლო მომავალში და თუ შეეხება 236ე მუხლს(სს),მადლობას გიხდით წინასწარ!

Posted by: chochich 14 Apr 2017, 21:30
Katya87

არ შემიძლია ამ კითხვაზე პასუხი გაგცეთ, არ ვიცი.

Posted by: chochich 22 Apr 2017, 18:26
ჩემი თხოვნა იქნება ნურც პირად მიმოწერაში და ნურც თემას ნუ წაბილწავთ.

კარგად გადაიკითხეთ თემის პირველი გვერდი და პოსტი.


Posted by: Paata_47 23 Apr 2017, 23:24
QUOTE (chochich @ 19 Mar 2016, 15:57 )
მოკლედ, ვთავაზობ უფასო საადვოკატო მომსახურებას მათ ვისაც გადახდა არ შეუძლია.

ვარ ადვოკატი, მაქვს გამოცდილება. თუმცა მაქვს პირადი ბიზნესი და საადვოკატო მომსახურებით მიღებულ შემოსავალზე არ ვარ დამოკიდებული.

თუ არ გაქვთ საშუალება დაიქირაოთ ადვოკატო მე მოგემსახურებით უფასოდ (არც დასაწყისში და არც დამთავრების მერე თეთრს არ გამოგართმევთ) ან თუ იცით ვინმე ვინც გასაჭირშია და სჭირდება ადვოკატი დააკავშირეთ ჩემთან.

წესები მარტივია.
1) ხელმომჭირნე ადამიანს ვეხმარები
2) სამოქალაქო ან/და ადმინისტრაციული უნდა იყოს დავა
3) თეთრს არ ვიღებ არცერტ ეტაპზე.
4) თქვენ მეხმარებით მე არ ჩამოვშორდე პრაქტიკას.


მოკლედ ხელი ხელს ბანს.
მეხმარებით, გეხმარებით.

შემეხმიანეთ pm ის საშუალებით ან აქ დაწერეთ თემაში.
აქ რომ ადვოკატები მოღვაწეობთ ხელს არ შეგიშლით რადგან მე თანხას არ ვიღებ და მხოლოდ იმათ დავეხმარები ვისაც გადახდის საშუალება არ აქვთ და თქვენ ისედაც ვერ გადაგიხდიდნენ.

თუ ბევრი მსურველი გამოჩნდება საქმეებს ავიღებ თავისუფალი დროის მიხედვით.

მაგრამ თუ დაგპირდით რომ ავიღე საქმე მე მას აუცილებლად ბოლომდე მივიყვან და შუა გზაზი არ მივატოვებ.

გამარჯობა, რაღაც ნივთების გამოწერა მინდა და გაყიდვა ხელზე, რა რაოდენობაზეა შეზღუდვა რომ სამეწარმეო საქმიანობად არ ჩამეთვალოს, თუ არსებობს კონკრეტული რაოდენობა. ან რომელი მუხლით დავისჯები თუ არ დავრეგისტრირდები როგორც ინდმეწარმე, ჩემ სახელზე გამოვიწერ და ხელზე გაყიდვას დავიწყებ პირდაპირ?

Posted by: ALPINA 11 May 2017, 14:13
chochich
chochich
2012 წლის 19 ივნისს სამოქალაქო სარჩელის თაობაზე გამოტანილ მოსამართლის დადგენილებას აღსრულების ვადა რამდენი აქვს?

Posted by: chochich 11 May 2017, 15:25
Paata_47
ოდენობას მნიშვნელობა არ აქვს. კომერციულ საქმიანობას რომ დაიწყებ საშემოსავლოთი დაიბეგრები თუ მეწარმედ არ დარეგისტრირდები.

რა თანხასაც აიღებ 20% საშემოსავლო უნდა დაბეგრო.

როდის გაგიგებენ და როგორ დაისჯები ეგ დროის ამბავია, რა თქმა უნდა არ გირჩევ გადასახადების დამალვას.

დარეგიტრირდი ინდმეწარმედ, აიყვანე ბუღალტერი.

ALPINA
http://nbe.gov.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=167&info_id=2325

Posted by: ALPINA 12 May 2017, 01:25
QUOTE (chochich @ 11 May 2017, 15:25 )
Paata_47
ოდენობას მნიშვნელობა არ აქვს. კომერციულ საქმიანობას რომ დაიწყებ საშემოსავლოთი დაიბეგრები თუ მეწარმედ არ დარეგისტრირდები.

რა თანხასაც აიღებ 20% საშემოსავლო უნდა დაბეგრო.

როდის გაგიგებენ და როგორ დაისჯები ეგ დროის ამბავია, რა თქმა უნდა არ გირჩევ გადასახადების დამალვას.

დარეგიტრირდი ინდმეწარმედ, აიყვანე ბუღალტერი.

ALPINA
http://nbe.gov.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=167&info_id=2325

დიდი მადლობა, რადგან იურისტი არ ვარ ეტყობა შეკითხვა სწორად ვერ ჩამოვაყალიბე: 2012 წლის 19 ივნისს სამოქალაქო სარჩელის თაობაზე გამოტანილ მოსამართლის დადგენილებას ხანდაზმულობის ვადა რამდენი აქვს?

Posted by: chochich 27 May 2017, 00:24
ALPINA
http://smartloan.ge/%E1%83%90%E1%83%A6%E1%83%A1%E1%83%A0%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%93%E1%83%90%E1%83%96%E1%83%9B%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%90/

Posted by: hattrick 27 May 2017, 11:44
chochich
პმ-ში მოგწერეთ და იქნებ გამარკვიოთ boli.gif

მადლობა

Posted by: kamechistavi 28 May 2017, 11:42
4) პირი, 18 წლის ასაკამდე, ქმედუნარიანად ითვლება :
ა) სასამართლოს გადაწყვეტილებით
ბ)სასამართლოს გადაწყვეტილებით მშობლის ან მზრუნველის თანხმობის საფუძველზე
გ)სასამართლოს გადაწყვეტილებით არასრულწოვანის მოთხოვნის საფუძველზე
დ) ა,ბ,გ, პუნქტებით გათვალისწინებული გარემოებების გარეშე


აქ რომელია სწორი პასუხი ?

5) უნივერსალურ უფლებამონაცვლეობაში იგულისხმება :
ა)ყველა უფლებების და მოვალეობების ერთი პირიდან მეორეზე გადასვლა
ბ)ყველა უფლების ერთი პირიდან მეორეზე გადასვლა
გ) მხოლოდ საავტორო უფლებების ერთი პირიდან მეორეზე გადასვლა
დ) ნივთით სარგებლობის უფლების გადასვლა ერთი პირიდან მეორე პირზე
და აქ ?

Posted by: joni depi 28 May 2017, 17:40
გამარჯობათ. ძალიან გთხოვთ იქნებ დამაკვალიანოთ როგორ მოვიქცე. წელიწადი და ოთხი თვე მდგმურები მყავდა ბინაში არც გაზი გადაუხდიათ არ უშვებდნენ ამომწერს სოჩიკი შიგნით არის. არც წყალი. და დენს იხდიდნენ ხანდახან და თან თვითნებურათ რთავდნენ. აი დღეს გადავიხდით აი ხვალე. დახმარებისთვის მე მომმმართეს გაზის ამომწერებმა. 800 ლარი ჰქონდათ დავალიანება.მე თვითონ გაზის უფროსთანაც ვიყავი შესული რომ რატომ არ გადაახდევინეს. არ უშვებდნენ ამომწერსო ასე გაიმართლეს თავი. ვრეკავდი მდგმურებთან მითიშავდნენ ტელეფონს. დავადექი სახლში გასაღები კარების ქვეშ ჰქონდათ შენახული ალბათ იქ ინახავდნენ. . ვიყიდე სხვა ბოქლომი და კარებს დავადე შიგნით აღარ ვუშვებ. ეხლა აქეთ მემუქრებიან ბინაში ძვირფასეულობა გვაქვსო თავისი ძონძების წაღება უნდათ. მე კიდე ვეუბნები არაფერი მჭირდება თქვენი დავალიანება გაასწორეთ და მერე წაიღებთ თქვენს ბარგს მეთქი.გაუკეთე ადამიანს სიკეთე ასეთი ხალხი ყველაფერზე წამსვლელია.მეუბნებიან ბინა ხელშეკრულებით არა გაქვს მოქირავებული და გიჩივლებო. აქეთ მემუქრებიან. ამიტომ წავედი დათმობაზე და თავისი პირადი ნივთები მივყიდე 800 ლარში, გაზი გადავახდევინე. მხოლოდ პირადი ნივთები გავატანე.და დავიტოვე 3-4 ნაჭერი ვეში რაც უწყვიათ. მოიტანთ დანარჩენ თანხას 900 ლარს, 750 ლარი ბინის ქირა და 150 ლარი რაც დალეწილია იქ. და წაიღებთ თქვენს ვეშს მეთქი. შეიტანეს საჩივარი პოლიციაში,რომ შემდგომ სასამართლოში მიჩივლონ.არადა მე რომ მივმართე პოლიციას დახმარებისთვის ჩვენ ვერ გამოვასახლებთო და ისხდნენ ისინიც არხეინათ. რომ შემდგომ სასამართლოში მიჩივლონ.მაინტერესებს ცალკე, რომ ავღწერო მათი ვეში პოლიციის და მოწმეების თანდასწრებით, სურათები გადავუღო სახლს რა მდგომარეობაშიც ჩააგდეს, და მათი ვეში გადავიტანო სხვა ბინაში შევინახო.შემეძლება ბინა გავაქირავო, თუ
ველოდო როდის დაამთავრებს სასამართლო გადაწყვეტილებას, არადა ამ ბინის ქირაზე ვარ დამოკიდებული ამითი ვაჭმევ შვილებს საჭმელს, ეს რა დღეშ ჩამაგდეს ამ უნამუსოებმა.

Posted by: chochich 28 May 2017, 19:57
joni depi
მე ასე მოვიქცეოდი, მივწერდი წერილს თუ სად დავაბინავე მათი ავეჯი, წერილში განვმარტავდი რომ აქვთ 900 ლარი დავალიანება და გადახდის შემდეგ დაუბრუნდებათ ნივთები.

სახლს კიდე გავაქირავებდი.

ნივთების დაკავების უფლება არც ახლა გაქვთ რეალურად და არც გადატანის მერე გექნებათ. ასერომ გადატანა არაფერს შეცვლის, მაგრამ თუ გადაიტანთ შეატყობინეთ სად გადაგაქვთ და მიუთითეთ რომ ისეთ ადგილზე შეინახავთ რომ არ დაზიანდეს.

Posted by: Theatre of dreams 28 May 2017, 20:43
joni depi
სულ ტყუილად გაატანეთ ნივთები. ქირავნობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოთვნებზე გამქირავებელს გაქვთ გირავნობის უფლება დამქირავებლის მიერ შეტანილ ნივთებზე

Posted by: vito37 28 May 2017, 21:31
დამირეკეს ერთი კლინიკიდან აქციაში მოხვდიო დაკანის დიაგნოსტიკა გვაქვსო უფასოდ. მივედი შემამოწმეს და ბევრი პრობლემები გაქვსო. უნდა მოხვიდეო და გაიაროო მარილის აბაზანებიო და პროდუქცია გვაქვსო კრემები და მაზებიო. თავიდან მითხრეს ფასები 2400 ლარიდან იწყებაო. მე ვუთხარი მოვიფიქრებ მეთქი, ფინანსებიც არ მაქვს მეთქი და მაშინ ფასდაკლებები გვაქვსო და ასევე განვადებაო. ერთი სიტყვით დამითანხმეს ,ჯერ 240 ლარიანი განვადება გამიკეთეს მერე ძალით კიდე 210 ლარის დამიმატეს თიბისი ბანკში. მაგ დღეს წნევა მქონდა თავი მტკიოდა და რო გამოვედი გარეთ და გავიაზრე ეს ყველაფერი, თან მეუღლესაც მოუყევი ეს ამბავი გაგიჟდა. მეუღლე მივიდა უკან დაუბრუნა 210 ლარად ნაყიდი მაზი და უთხრა რომ იყვნენ თაღლითები და მატყუარები. მე ბანკში დავრეკე არ ვაპირებ მეთქი ფულის გადახდას და მითხრეს ხვალ მოდიო ბანკშიო. მივედი მეორე დღეს ბანკში და მეუბნებიან გაუქმების ფურცელი უნდა მოიტანოო და გაგიუქმებთო ვალს. მირეკავს ვიღაც კაცი მაგ კლინიკიდან და რა მოხდაო, მე ვუთხარი მომატყუეს მეთქი ეგ არის კოსმეტიკის და სილამაზის კლინიკა და მე მჩირდება ნამდვილი დიაგნოზი და მკურნალობა კანზე მეთქი. მეუბნება უნდა წაგეკითხაო ხელშეკრულება, დარღვევაზე და შეწყვეტაზე 35 პროცენტი ჯარიმა უნდა გადაიხადოო , მე ვუთხარი რომ ადვოკატთან გავარკვევ და ჯანდაცვის გენერალურ ინსპექციაში გიჩივლებთ მეთქი. გაცაგებიაო მაგრამ ჯობია ორშაბათს მოხვიდეო ანუ ხვალ და გადაიხადოო ეგ ჯარიმა. კითვა მაქვს როგორ მოვიქცე? რომ არ გადავიხადო ჯარიმა? მე ხომ არ მისარგებლია მაგათი მომსახურებით? რა შეუძლიათ რომ მოიმოქმედონ მაგალითად ბანკში რო გამაშავონ? მადლობა დახმარებისთვის

Posted by: irinka1980 29 May 2017, 01:00
გამარჯობათ, სამკვიდრო მოწმობის გაცემაზე უარში ნოტარიუსი წერს რომ დარღვეულია ვადა და არც ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტი არ არის წარმოდგენილი, შესაბამისად უფლებამოსილია მემკვიდრემ მიმართოს სასამართლოს ვადის აღდგენაზე და ფლობის დადასტურებაზე, ფაქტობრივ ფლობაზე-გასაგებია, უდავო წარმოების წესით დავადგენთ, მაგრამ ვადის აღდგენაც საჭიროა? ვეღარ ვხვდები, სხვა მემკვიდრეები არ არიან და სასარჩელო განცხადებით თუ მივმართავ მოპასუხედ ვინ დავასახელო, ან ეს რა უაზრობაა ორივეზე მიმართვა, ფლობის დადასტურების შემთხვევაში ნოტარიუსმა რატომ არ უნდა გასცეს სამკვიდრო?


Posted by: Gary Oldman 29 May 2017, 11:30
vito37
მოტყუებით დადებული ხელშეკრულება ბათილია,შეგიძლია მაგაზე ედავო,ბანკის მომსახურებას რაც შეეხება,პროდუქცია უხმარი დაუბრუნე და ქმარი დაალაპარაკე იმ კაცს ვინც ეგ გითხრა. არანაირი 35% არ გადაიხადო

Posted by: chochich 29 May 2017, 17:31
QUOTE (irinka1980 @ 29 May 2017, 01:00 )
დარღვეულია ვადა და არც ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტი არ არის წარმოდგენილი

ნოტარიუსი წერს რომ არც ერთია წარმოდგენილი და არც მეორე, ესენი, ალტერნატიულად, საკმარისია და საჭირო არაა ,კუმულაციურად, წარდგენილი იყოს ორივე.

რატომ ფიქრობთ რომ ორივეს წარდგენას ითხოვს?
* * *
vito37
ბანკში თანხის გადახდა არ შეწყვიტო თუ არ გაგიუქმეს (განაწილვადებული 210 ლარის გამო ნუ გაიშავებ თავს).

დღეს თუ არაფერი გაგირკვევია დამატებით შეგვიძლია ჯერ ოფიციალური წერილი მივწეროთ გაფრთხილებისთვის და შემდეგ ვუჩივლოთ.

ამ 210 ლარის გადახდას ნუ შეწყვეტ. ჩივილის შემდეგ დააბრუმებენ, მანამდე კი თავს ნუ გაიშავებ.

Posted by: imereliaznauri 29 May 2017, 19:18
ძმებო ერთ ისტორიას მოვყვები ახლა და ძალიან გთხოვთ დამეხმარეთ რა. საქმე ეხება ონლაინ სესხებს.მოკლედ ჩემი ძმაა არის დაავადებული პარანოიდული შიზოფრენიით. 3წლის უკან აიიღო სესხი რამოდენიმე ბანკიდან.ჩვენ გავიგეთ მერე როცა სახლში მოგვადგნენ.ნუ აქეთ ვეცით იქეთ ვეცით ეს ვალი ოჯახმა გადაუხადეთ . მე წავედი ამ ბანკებში და დავწერე განცხადება რო არ მიეცათ არასდროს თანხა. ეს იმ ბანკებში გავაკეთე სადაც ვალი ქონდა .საქართველოს ,ვივუსში და თიბისიში.ვივუსმა მიტხრა რომ ამ განცხადებით შავ სიაში მოხვდება და არავინ მიცემს ფულსო.ნუ ჩვენც დავიმედდით და მორჩა .გვგონია რო ვალი არა აქვს. დღეს მოსულა ბანკი,აბა დამირეკეს გაგიჟებულებმა ჩქარა გამოდი რაღაც ხდებაო.მე სხვაგან ვცხოვრობ.რას ვიზამდი გავედი ,გამოვლანძღე, აღმოჩნდა რო 1 წელი თურმე 3 ონლაინ ბანკიდან აუღია თანხა . . მამაჩემს ლამის ინფარქტმა ხია, რამე საშველი არის? ახლა ვნანობ ის ძველი ვალი რატო დავფარეთ-თქო. ესეიგი ამაზე არაფერი არაა გაფორმებული, 2 ჯგუფის ინვალიდია და მართლა დაავადებულია შიზოფრენიით.საბუთით და ყველაფრით, აღრიცხვაზეა აყვანილი.რა ვიცი მაშინ პატიოსნად მოვიქეცით და ახლა ოჯახს საშუალება ნაღდად აღარ გვაქვს.რა წყალს ვეცეთ. 3500 ლარზეა საუბარი ეს რაც თქვა ,მამა მოხუცია და იცით მაგათი ამბავი ,დაიწყო ბინას გაგვიყიდიან, ამას გვიზამენ, ასე იქნება.კაროჩე კომუნისტურად აზროვნებს.მირჩიეთ რამე. ძმას პენსია აქვს დანიშნული 100 ლარი. და პერიოდულად მუშაობს ხოლმე. აბა იქნებ რამე მოიგონოთ . ისე კი ამ ბანკებს უხდიდა თორე 1 წლის უკან აღებულს აქამდე მოგვაკითხავდნენ
* * *
ხო დამავიწყდა ლიბერთიდან დარჩა მაშინ ვალი ვეღარ გავწვდით და მოველაპარაკეთ და 50 ლარს აჭრის.ბინა მანქანა და მისტანები არაფერი არაა მის სახელზე. ერთმა მიტხრა რო საარსრულებლო მოვა და თუ კი რამე არის ბინასი უზრავი ნივთი იმას წაიღებენო. მაგარი ანერვიულებული ვარ ალბათ წერაში ბევრი შეცდომა დაუშვი. ეს ტექსტი გადმოვაკოპირე , ოქრო კაცო შემეხმიანე შენ შემოგევლე.

Posted by: vito37 29 May 2017, 20:13
ველსპარაკე მაგათ იურისტს და ჯარიმა უნდა გადაიხადოო შეღავათიდ 100 ლარიო და ბანკთან ჩვენ მოვგვარებთო. ზეგისთვის დამიბარეს. 10 სამუშაოო დღეს არ უნდა გადაცდესო ჯარიმის თანხის გადახდაო

Posted by: chochich 29 May 2017, 20:50
vito37

ჩემი აზრი მოგახსენეთ უკვე.
* * *
imereliaznauri
ბინაში მხოლოდ მოძრავ ნივთს დაუყადაღებენ რომელიც მისია. თუ განაცხადებთ რომ არაფერია მისი, ტანსაცმლის გარდა ვერც ვერაფერს დაუყადაღებენ.

სახლის გაყიდვა და ა.შ. მის სახელზე თუ არაა ვერაფერს უზავენ.

გირჩევნიათ მამას აუხსნათ ეს ყველაფერი რომ მშვიდად იყოს.

დაავადების გამო რომ ვალები ჩამოეწეროს, ჩემი აზრით არ არის შესაძლებელი [თუმცა ეს მხოლოდ ჩემი აზრია].

Posted by: imereliaznauri 29 May 2017, 21:35
და მარტო განცხადება უშველის რომ აი ვთქვათ ტელევიზორი მაცივარი და ასე შემდეგ მისი არ არის. და ეს განცხადება სად და ვის სახელზე უნდა დაიწეროს. და რა არის იცით ალბათ არავინ არ შეგარჩენს ვალს ,მაგრამ აი ძირ თანხაზე წამოვლენ, წინა წლებში რო მივიტანე ეს საბუთები ძირ თანხაზე ეგრევე დამთანხმდნენ, მარა თანხა მთლიანად უნდა მიგეცა. ახლა კი როცა ფული არსაიდან არ არის ძირი თანხის გადანაწილებას თუ იზამენ. ახლა როგორც ირკვევა 5 ონლაინ სესხი ქონია. ჯერ ერთი 1000 იანი აუღია მერე რო ვერ ფარავდა სხვა სესხებით ეშველებოდა. ისე ზოგში აი ვთქვათ 300 აქვს გამოტანილი და 450 შეტანილი თავის ჯარიმებიანად. აი გიჟი არარის აბა რა არის.
* * *
ისე პენსია აქვს 100 ლარი ,ჯერ ერთმა ბანკმა რო ჩამოაჭრას, მერე მეორემ და ასე შემდეგ ასე არ შეიძლება? უარს არ ლაპარაკობს გადახდაზე ,არ ამბობს რო არა .კი არაო ძაანაც მინდა მარა ვერაო.როცა მექნება კი ბატონოო. ანუ კი არ ემალება და აწვალებს, აი ყოველ ზარზე პასუხობს და ეგეთები. და მაინც რა შეიძლება მოყვეს ამ ყველაფერს? ისე ბარემ მოვაყოლებ ერთ ისტორიას. პრივატ ბანკის ვალი გვქონდა ვიხდიდით პატიოსნად ,მერრე ეს ბანკი იყიდა საქართველოს ბანკმა.ანუ ავტომატურად ახლა საქართველოს ბანკს ვუხდით. მე განცხადება მაქვს და წერილი საქ. ბანკში რომ ამ პიროვნებისთვის არანაირი ფულად-საკრედიტო ოპერაცია არ ჩატარებულიყო. დავა შეიძლება? გადმოყოლილი ვალია პრივატიდან საქართველოს ბანკში

Posted by: ALPINA 30 May 2017, 19:55
შენ თავზე არაფრით არ გადმოიწერო რაც უნდა გეკაჩავონ...დაამტკიცე რომ არაქმედითუნარიანია და ხელშეკრულება ავტომატურად გაბათილდება....

Posted by: chochich 31 May 2017, 01:55
imereliaznauri

არსად განცხადების დაწერა არაა საჭირო როდესაც დაიწყება აღსრულება მერე იქნება განცხადება საჭირო, მომმართედ და დაგეხმარებით.

რაც შეეხება გადახდას და ა.შ. არ გადაიხადოს არაფერი მანამ სანამ არ აქვს თანხა, რომ ექნება მერე გადაიხადოს. ის პენსია რაც დანიშნული აქვს გამოიყენოს საჭიროებისამებრ,

სჯობს სასამართლომდე მივიდეს საქმე ვიდრე მაგათი არანორმალურად მაღალი პირგასამტეხლოიანი თანხა იხადოთ.

რა თქმა უნდა საკუთარ თავზე არაფერი ვალი არ გადმოიწეროთ.

Posted by: imereliaznauri 31 May 2017, 12:55
არა არა ვერ გამიგეთ ძმებო კარგად.ახლავე აგიხსნით ყველაფერს. 2014 წელს ჩემს ძმას ვალები ქონდა რამოდენიმე ბანკში.მე დავდიოდი და ძირ ტანხაზე დავითანხმე ეს ბანკები. დარჩა 2 ბანკი ლიბერტი და მაშინდელი პრივატ ბანკი. ლიბერთიმ პენსიიდან დაიწყო ჩამოჭრა ფულის, პრივატს რო ვერ გავწვდით კარგად ჩამოგვაჭრეს ვალები და ახალი გრაფიკი შედგა. მე ვივუსში,თიბისიში და საქართველოს ბანკში მაშინ 2014 წელს დავწერე განცხადება რომ ჩემი ძმა ავადმყოფია და პენსიონერი. შესაბამისად გადახდის უუნაროა და არ მიეცათ მისთვის რაიმე კრედიტი. ვივუსმა დამაიმედა,რომ ამ განცხადებით გაშავდებოდა ბანკებში და ვეღარ აიღებდა სესხს. ნუ ოჯახი დაიმედდა და ვსიო მგონია რომ ფულს არავინ მიცემს. ეს ონლაინ სესხები ხო სოკოებივით აღმოცენდნენ. ეს წასულა ,რო გადაიარა ამ ყველაფერმა და შარსან აუღია 1000 ლარიანი სესხი, მერე როგორც ხდება რა ვერ გადაიხადა და მიყვა და მიყვა . გული გამისკდა რო გავიგე 5 ონლაინ სესხი ქონია. ამ ეტაპზე ლიბერთი აჭრის პენსიის ნახევარს ანუ 50 ლარს და პრივატ ბანკის ვალი 100 ლარი ყოველთვე 6 თვეღა დარჩა. პრივატი აღარ არსებობს შეისყიდა საქართველოს ბანკმა. ანუ საქ.ბანკს ვუხდით. კრედიტ-ინფოში ამოვიღე ისტორია და იქ წერია,რომ ამ ვალების აღების მომენტში პიროვნება იყო ნეგატიური და იყო გაზრდილი რისკი. ეს ონლაინები არ ამოწმებენ კაცო ადამიანს, ვინ არი რა არი, მუსაობს არ მუ|შაობს,ესე ნაპრავო ნალევო რო არიგებენ ამ ფულს იმიტომ ხდება ასეთი რაღაცეები. რა ვიცი ძმებო მგონი თავი აგატკიეთ ამდენი ჩემი პრობლემებით. ბოდიშს გიხდით.დამაკვალიანეთ რა ვქნა.

Posted by: m-kasper 31 May 2017, 15:01
imereliaznauri
მეგობარო ცუდად ნუ გამიგებ მაგრამ ვერ ვერკვევი ამ დაავადებაში, თუ სასამართლოს მეირ შესაძლებელია შენი ძმის შეურაცხადად აღიარება პირიქით შეგიძლია უჩივლო ბანკს რომ შეურაცხად ადამიანზე გასცა სესხი და ითხოვს თანხის დაბრუნებას, ამ შემთხვევაში ვეღარაფერს მოგთხოვენ

* * *
chochich
QUOTE
ბინაში მხოლოდ მოძრავ ნივთს დაუყადაღებენ რომელიც მისია. თუ განაცხადებთ რომ არაფერია მისი, ტანსაცმლის გარდა ვერც ვერაფერს დაუყადაღებენ.

არ გეწყინოს მაგრამ ხალხი შეცდომაში ნუ შეგყავს
სააღსრულებო წარმოებათა შესახებ საქართველოს კანონის მუხლი 44. ყადაღის საგანი
1. ყადაღას ექვემდებარება მოვალის ყველა ნივთი, გარდა ამ კანონის 45-ე მუხლში ჩამოთვლილი ქონებისა (იგულისხმება, რომ ნივთები, რომლებსაც პოულობენ მოვალესთან, მას ეკუთვნის).
ასე რომ სანამ მესამე პირი არ დაამტკიცებს მოვალის მისამართზე არსებულ მოძრავ ნივთზე საკუთრებს უფლებას იქამდე ითვლება რომ მოვალის საცხოვრებელ მისამართზე არსებული ქონება ეკუთვნის მოვალეს. არის ხოლმე შემთხვევები როდესაც მესამე პირს შეიძლება ნივთი ქონდეს განვადების საფუძველზე შეძენილი, ამ შემთხვევაში სახ, ბიუჯეტისსასარგებლო დავალიანებაზე აღსრულება თავად იღებს გადაწყვეტილებას მოძრავ ნივთზე გააუქმოს ყადაღა და ამორიცხოს ყადაღის აქტიდან, ხოლო ფიზიკური ან იურიდიული პირების მიმართ დავალიანებაზე საჭიროა ან სასამართლოდ დადგენილება რომ ქონება ეკუთვნის მესამე პირს ან კრედიტორის წერილობითი თანხმობა რომ მოზრავ ნივთზე არ განხორციელდეს აღსრულება.
სამართლებრივად ესეა მეგობარო და თუ რამეში ვცდები გისმენ

Posted by: chochich 31 May 2017, 16:23
m-kasper
დააციტატე ის ტექსტინსადაც მე სხვა რამ დავწერე რომ გავიგო ჭკუას რატომ მარიგებ იმ თემაზე რომელიც ისევე ვიცი როგორც მარიგებ.

Posted by: PrimoVictoria 31 May 2017, 21:15
როცა დააყადაღებენ მოძრავ ნივთებს, სასამართლოს უნდა მიმართოს ვისიცაა ეს ნივთები იმან განცხადებით ყადაღის მოხსნის შესხებ, უნდა ააკრას ამ განცხადებას თუ რამე მტკიცებულება აქვს, განვადების ქვითარი და ა.შ.

Posted by: imereliaznauri 31 May 2017, 21:32
და თუ არ გაქვს რამე ქვითარი .ვინ ინახავდა ქვითრებს და ამისთანებს.ეს რა კანონია გამოდის რო ყველაფრის წაღება შეუძლიათ კაცო . ვერ გავიგე მის გარდა სახლში ჩაწერილია 5 ადამიანი და ამ ხუთი კაცის არაფერია და ამ ავადმყოფმა შეიძინა ყველაფერი? აფსურდია. ეს როგორ შეიძლება ჩემამდე არ დადის. კეთილი ენებათ და სესხს რო იზლევიან ნაპრავო ნალევო ერთი ოჯახის წევრი მაინც გაეფრთხილებინათ.ეგრე სად არის .საერთოდ არ შეუშვებ სახლში, რა კარებს ჩამოამტვრევენ თუ რა . რა ვიცი რა ვიცი რაღაც ლოგიკაში არ ჯდება. ან საერთოდ ამოწერ ბინიდან და მორჩა .

Posted by: baggins 1 Jun 2017, 09:45
imereliaznauri
ამდენს ნუ ნერვიულობ. ყადაღა თუ დაედო ნივთებს, აქტს გამოართმევთ აღმასრულებელს და სარჩელით წავა მამაშენი სასამართლოში და მოითხოვს ამ ნივთების ყადაღისგან გათავისუფლებას, ასევე უზრუნველყოფად რეალიზაციის შეჩერებას.

უზენაესის პრაქტიკა არსებობს, სადაც უწერია, რომ სახლის საკუთვნებელია ავეჯი და ტექნიკაც. ანუ თუ საწინააღმდეგო მტკიცებულებები არ არსებობს, სასამართლო თვლის, რომ სახლი ვისიცაა, ავეჯი და ტექნიკაც იმისია. თან მოწმეებს მიიყვან, დაადასტურებენ როდის იყიდა, ვინ იყიდა. მით უმეტეს გეხმარებიან და დაგიწერენ ყველაფერს.

სავარაუდოდ ბანკი ვერ დაამტკიცებს, რომ ნივთები შენი ძმისაა. სარჩელში მოითხოვ ბაჟის მოპასუხეზე დაკისრებას და შეიძლება თვითონვე ცნონ სარჩელი, რომ აქეთ ბაჟის გადახდა არ მოუწიოთ.

Posted by: vaho 3 Jun 2017, 12:44
ძველი მანქანა (ჯართი) როგორ გადავაგდო?

ნომრები აქვს და უნდა მოვხსნა რაიმე აღრიცხვიდან თუ როგორ მოვიქცე?

Posted by: chochich 3 Jun 2017, 13:00
vaho
სსიპ შსს მომსახურების სააგენტოს უნდა მიმართო.

თან იქონიე ნომერი (უნომროდაც მოხსნი მაგრამ შეიძლება ძვირი ღირდეს ეგ არ ვიცი)


თბილისში ქავთარაძეზეა.

ცხელი ხაზი 0322419191

Posted by: vaho 3 Jun 2017, 15:41
chochich

მადლობა.........

Posted by: patso777 6 Jun 2017, 20:02
გამარჯობათ, თუ შეიძლება რჩევა მჭირდება ....
2011 წელს გავეყარე ყოფილ მეუღლეს, 2012 წელს ჯერ კიდევ ჩვენ სანამ გავაწერდით ხელს ოფიციალურად, საჩივარი შეიტანა და დამეკისრა ალიმენტის გადახდა. სასამართლომ დამაკისრა გარკვეული რაოდენობა, ყოველი თვის აღნისნულ რიცხვში უნდა მეხადა ეს თანხა.
ხოლო არა სტაბილური სამსახურის გამო მე დავუკავშირდი მომჩივანს იმ დროს (წლების უკან) და შევთანხმდით რომ ის მოხსნიდა სააღსრულებლოს ანგარიშს და მომცა მის მისი პირადი ანგარიშ, სადაც თუ რამოდენიმე თვეს მე დავაგვიანებდი შემდეგ ყველა თანხას ერთად ავუნაზღაურებდი და ასეც იყო. ( თუ ერთ თვეს ვერ ვურიცხავდი მეორე თვეს ორივეს ერთად ვრიცხავდი).
ეს ბოლო 5 წელი ვურიცხე ეს აღნისნული თანხა, ამ მის მოცემულ პირად ანგარისზე ერთ-ერთ ბანკში. შემდეგ ამ ბოლო სამ თვეს აღმოვჩნდი უმუშევარი და ვერ შევძელი გადახდა ანუ აღმერიცხა დავალიანება.
ამა წლის მაისში ისევ დავიწყე სამსახური და სამწუხაროდ სახელფასო ბარატზე (ანგარისზე) არის ყადაღა დადებული. მივმართე სააღსრულებლოს და მითხრეს საჩივარი არის, თქვნ აღგენიშნებათ დავალიანება 2012 წლიდან დღემდე 2590 ლარიო.
სააღსრულებლო მეუბნება არ გეთვლებთ ის თანხა გადახდილად რაც მე ვუხადე აქამდე, იმ მომენტიდან რაც მან გამომცა მის პირადი ნომერი ანუ რაც მე ვრიცხე მის ანგარიშზე ის 4900 ლარი და კიდე აქეთ ვმტყუნდები თურმე... საღსრულებლო მეუბნება თუ მომჩივანი მოგვმართავს რომ ეს შენი აღნიშნული ჩეკები (რომელიც მე ვინახავდი ყველას მთელი წლები რაც ვურიცხე) რომ ნამდვილად ალიმენტის გადახდას აღნიშნავს, მაშინ არ არის პრობლემაო. მომჩივანს მიმვმართე და მას მოსმენაც კი არ უნდა ვერანაირად ვერ მივახვედრე .. ვთხოვ მიმართოს ისევ იმ აღმსრულებელს არ აკეთებს. არ ვიცი, ვის მივმართო და როგორ მოვიქცე, რადგან ვმუშაობ და ხელფასაც ვერ ვიღებ ყველანაირი ფინანსური წყარო დამეკეთა .. სამწუხარო კიდევ ის არის რომ სანამ მუშაობას დავიწყებდი ავიღე სწრაფი სესხი რადგან ანგარიშზე ეხლა ვერ შემაქვს თანხა უკვე ყოველთვიური შესატანი დღიურ ჯარიმები ირიცხება. ეს ჯარიმაც იზრდება... გთხოვთ რამე მირჩიოთ რა მოვიმოქმედო სასამართლოს მივმართო? რა გავაკეთო... მადლობა წინასწარ.

Posted by: ninc_lfc 6 Jun 2017, 22:10
patso777
თუ მომჩივანს ვერ მოელაპარაკები, ისევ სასამართლოს უნდა მიმართო.

------------

Posted by: chochich 7 Jun 2017, 01:26
patso777
სწრაფი სესხის ოფისში მიდი, თავდები აიყვანე და იმ თავდების ანგარიშიდან შეძლებ ფულის გადახდას ჯარიმები რომ არ დაგერიცხოს.


რაც შეეხება აიმენტს, უნდა უჩივლო სასამართლოში და სასამართლოს წესით ამოიღო თანხა რაც აქამდე გადაგირიცხავს, თუ უარყოფს რომ ალიმენტი იყო უსაფუძვლო გამდიდრების მუხლით ამოიღებ თანხას ხოლო თუ დაადასტურებს პრობლემაც მოგიგვარდება.


რაც შეეხება მიმდინარე ყადაღას, ვფიქრობ ვერაფერს უშველი თუ არ მოურიგდები კრედიტორს. დაზუსტებით კონსულტაციას ხვალ მოგცემ, ნომერს თუ დამიპიემებ უფრო გამიადვილებ საქმეს.

Posted by: m-kasper 7 Jun 2017, 09:24
chochich
QUOTE
დააციტატე ის ტექსტინსადაც მე სხვა რამ დავწერე რომ გავიგო ჭკუას რატომ მარიგებ იმ თემაზე რომელიც ისევე ვიცი როგორც მარიგებ.

QUOTE
ბინაში მხოლოდ მოძრავ ნივთს დაუყადაღებენ რომელიც მისია. თუ განაცხადებთ რომ არაფერია მისი, ტანსაცმლის გარდა ვერც ვერაფერს დაუყადაღებენ.

სახლის გაყიდვა და ა.შ. მის სახელზე თუ არაა ვერაფერს უზავენ.

გირჩევნიათ მამას აუხსნათ ეს ყველაფერი რომ მშვიდად იყოს.

დაავადების გამო რომ ვალები ჩამოეწეროს, ჩემი აზრით არ არის შესაძლებელი [თუმცა ეს მხოლოდ ჩემი აზრია].

https://forum.ge/?showtopic=34844249&view=findpost&p=50659459
ამაზე მეტად რა "დავაციტატო"???
თუ ამ 4 სტრიქონში სხვა რამეს გულისხმობდი და ასწავლიდი, ალბათ მე ვერ ვაზროვნებ ფართოდ და ასეთი შეზღუდული აზრი გამოვიტანე
ასე რომ თუ სურვილი გექნება თავად უფრო ადვილად მოძებნი შენ ნაწერს და "დააციტატე" რაც შენ დაწერე ფართოდ და არა იურისტისასთვის გასაგებ ენაზე
პ.ს.
დააციტატეს ჯობია დააციტირო თქვა უფრო მეტად ქართულია
პპ.ს
ასევე, სადაც დავაციტირე შენი ნაწერი იქვე მვაწერე რომ არ გწყენოდა და კანონზე მითითებით იურისტის წყენა მხოლოდ ერთ რამეზე მეტყველებს sad.gif
https://forum.ge/?showtopic=34844249&view=findpost&p=50670796
არასრული ინფრომაციის მიწოდება უფრო მეტ ზაინს მიაყენებს ადამიანს ვიდრე საერთოდ არ თქმა

Posted by: chochich 7 Jun 2017, 10:25
m-kasper


მოდი სხვაზე შენიშვნის მიცემით საკუთარ სიდიადეს ნუ დავამტკიცებთ. კარგ საქმეს ვაკეთებ და თუ სურვილი გაქ შემომიერთდი.

შენთან არც სადისკუსიო და საკამათო არაფერი მაქ, თვლი რომ არასწორ რჩევას ვაძლევ? შენ მიეცი უკეთესი.

იქ რაც მე დავწერე, მოკლე და მარტივი ენით იყონდაწერილი. ვისაც დავუწერე იმანაც გაიგო.

ნორმათა კოლიზიის და განმარტებრბის თემა თუ არსებობს იქ მომიწვიე და ვიკამათოთ, ამას ნუღარ დავაბინძურებთ თხოვნა მექნება.

Posted by: m-kasper 7 Jun 2017, 10:50
chochich
არ გეკამათები მეგობარო და არც ჩემ სიდიადეს ვაფრქვევ, არც შენიშვნას ვაძლევ არავის
არასრულად აღვიქვი შენი პოსტი და დავდე მუხლი რომელიც სრულ ინფორმაციას იძლევა აღნიშნულ საკითხზე, ამით ალბათ შენი სიდიადე შეილახა და მაგიტომ მომთხოვე ციტირება, თითქოს ტექსტიდნ ამონაგლეჯი დავდე და დავამახინჯე სრული ტექსტის აზრი. თუ თემა პერსონალურია და მარტო შენ გეკუთვნის ამ თემაში რჩევის მიცემის პრეროგატივა ამასაც მივიღებ როგორც ჩვეულებრივ მოვლენას და წარმატებებს გისურვებ
მშვენიერია თუკი გაიგო ვისთვისაც იყო გამიზნული მოკლე და მარტივი ენით დაწერილი
პ.ს.
წარმატებები კეთილ საქმეშინ და ჩათვალე რომ შემოერთებული ვარ უკვე დიდი ხანია, ეს ფორუმია და ყველა ვაკეთებთ იმ სიკეთეს რისი შესაძლებლობაც გვაქვს

Posted by: zaza1908 9 Jun 2017, 15:15
მეგობრებო, მართვის მოწმობის და ტექპასპროტის ტარება სავალდებულოა ავტომობილის მართვისას?

Posted by: m-kasper 9 Jun 2017, 15:29
zaza1908
QUOTE
მეგობრებო, მართვის მოწმობის და ტექპასპროტის ტარება სავალდებულოა ავტომობილის მართვისას?

ფაქტია ქულების სისტემის შემოსვლის შემდეგ მათი არ ქონა 5 ქულის დაკლებას იწვევს და ალბაბთ სავალდებულო გახდება

Posted by: zaza1908 9 Jun 2017, 19:15
m-kasper
QUOTE
ფაქტია ქულების სისტემის შემოსვლის შემდეგ მათი არ ქონა 5 ქულის დაკლებას იწვევს და ალბაბთ სავალდებულო გახდება

ხო ალბათ, დაზღვევა ამბობს მანქანაში არ უნდა დატოვოო, ვარჯიშზე ან სადმე რომ მივდივარ მანდ ვტოვებდი საფულეს და ეხლა მაგის გამო უნდა ვატარო იქ სადაც შანსია იმისა რომ მომპარონ.

Posted by: joni depi 10 Jun 2017, 17:07
ამას წინათ მოგწერეთ, ბინა, რომ დავუკეტე მდგმურებს, კომუნალურები, რომ არ ჰქონდათ გადახდილი და ბინისაც 2 თვის გადასახდელი აქვთ, სადღაც 1000 ლარამდე ურტყავს.მადლობა რჩევა ვინც მომეცით, ეხლა ახალი პრობლემა მაქვს, საჩივარი შეიტანეს პოლიციაში, მიჩივიან ჩვენს ვეშს არ გვაძლევსო. არადა მე მეჩქარება თავისი ვეში,რომ გაიტანონ, და ბინა გავაქირავო. ვეუბნები რაც მოსატანი გაქვთ გადაიხადეთ და წაიღეთ, არ ვაკავებ, მაგრამ წელავენ ფულის გადახდა არ უნდათ, ადვოკატს გადავუხადეთ ამ საქმეზე და აღარ გვაქვსო, თან სასამართლოთი მემუქრებიან. გადამრიეს კაცი, წელიწადი და ოთხი თვე გადახდილი არ ჰქონდათ გაზის ფული 800 ლარი და კიდე აქეთ მე მემუქრებიან სად გადავეყარე ასეთ უნამუსოებს. იუსტიციის სახლში არის აღსრულების ეროვნული ბიურო, და ვფიქრობ მათი ნივთები ავაღწერინო და სახლში რაც არის გაფუჭებული დასკვნა დამიდონ, რომ გადავიტანო მათი 5 ხელი ვეში სადაც ვცხოვრობ იქ შევუნახო, და ის ბინა გავაკეთო და გავაქირავო. მაინტერესებს სასამართლოში აღსრულების ეროვნული ბიუროს დასკვნა სურათები თუ გამომადგება, რომ არ მომედავონ ვეში დამიზიანე და ახალი იყოვო.იურისტმა მითხრა არ შეგიძლიაო, ბინის გაქირავებაო, სანამ დავა გაქვთო, გამომძიებელმა გვითხრა შეგიძლიაო და ვეღარ გავიგე, ჩემს კუთვნილ ქონების გამოყენებაში ხომ ხელი მეშლება? ამითი ვაჭმევ ბავშვებს პურს. შეიძლება სასამართლოში, რომ შეიტანონ გაიწელოს და გაგრძელდეს ერთი წელი.მანამდე უნდა ვიყო და ველოდო რა მოუვათ თავში ჩემს მდგმურებს და მათ ადვოკატს. თუ რამე რჩევას მომცემთ მადლობელი დაგრჩებით.

Posted by: chochich 10 Jun 2017, 21:18
joni depi
1)აღაწერინეთ აღსრულების ბიუროს
2) წერილი მიწერეთ მოვალეს.და განუსაზღვრეთ რამდენიმე დღიანი ვადა რათა გადაიხადოს
წინააღმდეგ შემთხვ3ვაში მიუთითეთ ადგილი სადაც გადაიტანთ ნივთებს გადახდამდე. წერილს დაურთეთ აღსრულების ეროვნული ბიუროს საბუთი.
3) პოლიციაში დაწერილი განცხადების საპასუზოდ აიყვანეთ ადვოკატი და.ისე.მიდით დაკითხვა[გამოკითხვა]ზე. ან გაიარეთ კონსულტაცია მაინც.

Posted by: joni depi 10 Jun 2017, 23:56
პოლიციაში ვიყავით, თვითონაც გადაირივნენ ამათი უნამუსობით, როგორც შეეძლოთ დაგვეხმარნენ, ჩვენ უბრალოთ შემოსულ განცხადებაზე რეაგირება მოვახდინეთო , აზრი დააფიქსირეს ჩვენი, ( იმათ განცხადებაში არ ჰქონდათ მითითებული,რომ ვალი გვაქვს გადასახდელი და იმიტომ არ გვატანს ვეშსო.) და იქნებ მოაგვაროთ ერთმანეთშიო, გავედით კონტაქტზე და ისინი ადვოკატის თამადობით ტელეფონსაც აღარ პასუხობენ.

Posted by: m-kasper 12 Jun 2017, 10:14
joni depi
QUOTE
ვფიქრობ მათი ნივთები ავაღწერინო და სახლში რაც არის გაფუჭებული დასკვნა დამიდონ,

აღსრულება მასეთ დასკვნას ვერ მოგცემს. უბრალოდ შეუძლია ფაქტის კონსტანტაცია მოახდინოს კონკრეტული მომენტისათვის ბინაში რა ნივთი დევს და თქვენი მითითებით ბინაში რა დაზიანებაა. მაგრამ ეს ქონება ვისი საკუთრებაა და ბინა ვინ დაგიზიანათ მაგ დასკვნს აღსრულება არ გასცემს.
QUOTE
სასამართლოში აღსრულების ეროვნული ბიუროს დასკვნა სურათები თუ გამომადგება, რომ არ მომედავონ ვეში დამიზიანე და ახალი იყოვო

ამის თავიდან ასაცილებლად წამოღებამდეც და მოვალეზე გადაცემის მომნტისათვის უნდა გააკეთებინოთ ფაქტის კონსტანტაცია რა მდგომარეობაში იყო და არის ნივთები, ამის შემდგომ ვერ მოგედავებიან
უმჯობესია ვალი აღიარებინოთ და ვალის უზრუნველსაყოფად გირავნობით დატვირთოთ ეგ ავეჯი, არ გადახდის შემდგომ კანონიერად გექნებათ უფლება მოახდინოტ რეალზიაცია და ამოღებული თანხით ვალის დაფარვა.

Posted by: patso777 12 Jun 2017, 17:02
გამარჯობათ
ალიმენტის თაობაზე ზემოთ აღნისნულ მომჩივანი, აღიარებს ჩემს გადახდებს მის პირად ანგარიშზე დარიცხულ თანხებს, რომელიც სააღმსრულებლო კანონით ვერ მითვლიდა და მომჩივანს რა მოწმობა გამოვართვა რა ფორმა?! რომ ის ნამდვილად აღიარებს და კიდევ ასეთ რამეს არ გაიმეორეოს წლების შემდეგ? რამე ფორმა ცნობა არსეებოობს რომ მოვთხოვო?..
მადლობთ წინასწარ

Posted by: chochich 18 Jun 2017, 13:11
patso777
დააწერინე ნოტარიუსთან რასაც საუბრობს და ეგააsmile.gif

Posted by: mikron23 19 Jun 2017, 14:14
გამარჯობათ
შეკითხვა მაქვს: ბინა მაქვს ნაგირავები ორ წლიანი ხელშეკრულებით დადასტურებული რეესტრში და ნოტარიუსთან.
ვადა გადის ორ თვეში,ხომ არ იცით ვადის გასვლის შემდეგ თუ მეპატრონებ თანხა ვერ დამიბრუნა რა ხდება?
სასმართლოა შედგება თუ რამე ვადა ეძლევა მეპატრონეს დამატებით?
მადლობთ

Posted by: chochich 20 Jun 2017, 11:59
mikron23
ვადის გასვლის შემდგომ თუ თანხას არ გადაგიხდის გამარტივებული სააღსრულებო წარმოება შეგიძლია დაიწყო, თუ გააპროტესტებს მხარე საქმე გადავა სასამართლოში.

Posted by: mikron23 21 Jun 2017, 23:08
chochich
აჰა გასაგებია smile.gif
და ხომ არ იცით რამდენ ხნიანი პროცესია ეს ყველაფერი 3 4 თვე თუ მეტი?

Posted by: alfinio 25 Jun 2017, 10:35
მოკლედ, ერთმანეთის გადაფარვით ბევრი დამიგროვდა კაი ხანი ვეღარ ვიხდი.. ხოდა, ახლა სისილოუნის ერთმა წარმოამდგენელმა ჩემს ფეისბუქ ფრენდებს წერს დამიკავშირდესო, თან სისილოუნის ნომერს უთითებს და თანაც ამ ფრენდებს არც ვიცნობ, ძირითადად პროფესიული კუთხით მყავს დამატებული და ეგ სამართლებრივად როგორაა? შემიძლია, დავაფარო ამ გოგოს ყველაფერი?

და კიდევ - ჩემს სახელზე თუ არაფერია ზოგადად საკრედიტო რას იზამს?

Posted by: Tadzio 25 Jun 2017, 12:20
კარგი თემაა ! ! !

----------------------------------------

Posted by: joni depi 26 Jun 2017, 00:04
დიდი მადლობა ყველას რჩევებისათვის.

Posted by: imereliaznauri 28 Jun 2017, 07:06
შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია , ამათ ააქვთ უფლება სასამართლოს გარეშე დაგიყადაღონ ხელფასი? და თუ კი აი ვთქვატ 500 ლარი გაქვს ხელფასი რამდენის დაყადაღების უფლება ააქვთ. კაცო დარეკეს არც მოდი დავილაპარაკოთ, არც არაფერი ან ქრაფიკს შეგიდგენთ და მისთანები. გამოტანილი მაქვს 400 ლარი. შეტანილი 350 ლარი .ვეღარ გადავიხადე 3 თვე იქნება. დარეკა ერთმა ტიპმა და შენ აქა და აქ მუშაობ და ხელფასს გავყინავთო. ხოდა აი ამის უფლება რამდენად ააქვთ. საარსებო მინიმუმი ხო უნდა დატოვონ. და კიდევ ეს 400 ლარი რაც გამოტანილი მაქვს რამდენი პროცენტზე ჩერდება მაქსიმუმი.ანუ მე ვიცი წლიური 100 პროცენტია და გამოდის ვთქვათ ვერ იხდი 800 უნდა გადაიხადო თუ როგორ არის ამიხსენით რა ძმურად.

Posted by: chochich 28 Jun 2017, 11:47
imereliaznauri
alfinio

ერთ ორ დღეში სტატიას გამოვაქვეყნებ მიკროსაფინანსოებზე და გადაიკითხე.



Posted by: m-kasper 28 Jun 2017, 11:49
QUOTE
შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია , ამათ ააქვთ უფლება სასამართლოს გარეშე დაგიყადაღონ ხელფასი? და თუ კი აი ვთქვატ 500 ლარი გაქვს ხელფასი რამდენის დაყადაღების უფლება

სასამართლო გადაწყვეტილების ან/და სააღსრულებო ფურცლის გარეშე ხელფასის დაყადარების უფლება არ აქვთ
დაყადაღების შემტხვევაში შეუძლიათ მარტო საარსებო მინიმუმი დაგიტოვონ რომელიც ყოველთვე იცვლება და შეადგენს დაახლოებით 165-175 ლარს. არსებული პრაქტიკით კი ყადღდება ხელფასის 50 %-ი. წლიური 100 % მართალია მაგრამ გააჩნია როდის აიღე სესხი, ეს რეგულაცია 2017 წლის იანვრიდან ამოქმედდა რამდენადაც ვიცი და წიონა წლებში არებულ სესხებზე არ ვრცელდება, ხოლო რაც შეეხება პროცენტის დაკისრების შეჩერებას პროცენტის და ჯარიმის დაკისრება ჩერდება როდესაც სესხი მიექცევა იძულებით აღსასრულებლად ან ხადაზმულობის გამო წყდება მისი მოთხოვნის შესაძლებლობა

Posted by: imereliaznauri 28 Jun 2017, 12:58
გაიხარეთ. alfinio ველოდები შენს სტატიას ძმაო აუცილებლად გადავიკითხავ. გუშინ დამირეკეს და ანგარიშებს დაგიყადაღებთო. მე უთხარი როგორ აი ასე აიღებ და დააყადაღებ ეგრე სად არის-თქო ან სასამართლო ან რამე არაფერი უნდა თქო და არაო ჩვენ გვაქვს ამის უფლებაო. რა ვიცი რამდენად მართალია. ანუ ხელფასი უნდა ვიჩალიჩო რო ხელზე მომცენ.თუ არადა გიჟი ვარ ამათთვის ვიმუშაო.რას მირჩევთ?

Posted by: takotatuli1989 29 Jun 2017, 15:26
აბა ადვოკატებო და იურისტებო ასეთი კითხვა მაქვს, მოკლეთ კორპუსია მშენებარის სტატუსით, თუმცა შესახლებულია მესაკუთრეთა 75 %- გაყვანილია კომუნიკაციები ხალხისვე თანხებით, ეხლა მესაკუთრეებს უნდათ, რომ შეიძინონ და დაამონტაჟონ ლიფტი, რადგან არ არის კორპუსი ექსპლუატაციაში შესული რა თქმა უნდა ვერ რეგისტრირდება და ვერ იქმნება ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა, თუმცა შეგვიძლია ამ ლიფტის გაკეთების მიზნით შევქმნათ და საგადასახადოში დავრეგისტრირდეთ ჩვეულებრივი ამხანაგობა, რომლის შექმნის მიზანია ლიფტის შეძენა და დამონტაჟება. ხოდა ოდესმე თუ მოინდომებენ მენაშენეები (მშენებარე კომპანია) ამ კორპუსის ექსპლუატაციაში შეყვანას მოვთხოვ იმ სარგებლის ანაზღაურებას რაც მიიღეს მესაკუთრეთა ამხანაგობის მიერ ქონების გაუმჯობეესებით და ექსპლუატაციაში გადასაცემად გამზადებით. ხო შეიძლება ასეთი რამ? უსაფუძვლო გამდიდრებით რო წავიდე.

Posted by: chochich 29 Jun 2017, 15:38
takotatuli1989
გააკეთეთ ამხანაგობა, იპოვეთ კომპანია რომელიც დაამონტაჟებს ლიფტს და თანხას გადაურიცხავთ.

თუ ოდესმე მენაშენეებმა მოინდომეს დაასრულონ მშენებლობა აჩვენებთ.

თუ ვერ გაიგებენ უსაფუძვლო გამდიდრებაზე წავა სასამართლოში დავა.
* * *
imereliaznauri
თუ გეჩქარება უცებ გეტყვი რომ ხელფასის 50% შეიძლება იქნეს "დაყადაღებული"

მიუხედავად იმისა ვალი რომელ წელს არის აღებული.

Posted by: ra ici rashi gamogadgeba ? 29 Jun 2017, 19:25
ამაზონის საიტიდან გამოვწერე 700$–იანი ვიდეოკარტა. გამოიგზავნა usa2georgia-თი. დადეკლარირდა, ჩაერთო დაზღვევაც დიდი ფასის გამო. ამერიკის ოფისში ამოუფუთავთ და თავიანთი საწარმოო ყუთით დასკოჩილი ჩამოიტანეს. ყუთი გაიხსნა კამერის წინ და შიგნით ფაფუ, არაფერია. Usa2georgia–მ არ ვართ პასუხისმგებელი შიგ რა იქნებოდაო.დაზღვევა მარტო ყუთის დაუზიანებლად ჩამოტანას გულისხმობსო. ამაზონს მივწერე, დამარწმუნა ნივთი ავწონეთ, შევფუთეთ, ავწონეთ და ისე გამოვაგზავნეთო.იყო 1,7 კგ–იო, დაუკავშირდი გადამზიდსო. მეტი ჩვენთან პრეტენზიები არ გქონდეთო. თავისმხრივ USA ზოგად დახმარებას გვიწევს და გვწერს ფაქტებით მივწერეთ მაგ საიტს, რომ ამერიკის ოფისშივე ცარიელი ამანათი მივიღეთო, იქ 0,700კგ ჩავიბარეთო. (ანუ იქვე იქნებოდა ცარიელიო) ამ წერილის მერე გავიდა 4 დღე, პასუხმა რომ დაიგვიანა ამაზონს ისევ დავეკონტაქტე და არანაირი წერილი არ მიგვიღია მაგ გადამზიდავისგანო. (იუსამ 2–ჯერ გავაგზავნეთ და ფაქსიცო) ცალკე ცარიელ ყუთში დაზღვევის თანხის გარდა გვთხოვენ განბაჟების დაფარვასაც. გთხოვთ გამაგებინოთ ვინ იტყუება და სად გაქრებოდა ნივთი? ან ეშველება თუ არა ანაზღაურების მხრივ. 850 $ დაჯდა უკვე
საკურიერო თვითონ ამაზონ ლოჯისტიკსი იყო, სხვა არავინ ჩართული არ ყოფილა.

Posted by: Hightechs 30 Jun 2017, 13:39
QUOTE (chochich @ 28 Jun 2017, 11:47 )
imereliaznauri
alfinio

ერთ ორ დღეში სტატიას გამოვაქვეყნებ მიკროსაფინანსოებზე და გადაიკითხე.

ველოდებით

popcorn.gif popcorn.gif

Posted by: takotatuli1989 4 Jul 2017, 15:39
ra ici rashi gamogadgeba ?
ნივთი თუ არ ჩამოსულა რაზე გთხოვენ განბაჟებას? ეგაა აფსურდი. რაც შეეხება იმ ფაქტს რო თვითონ 0.7 კგ ჩაიბარეს ამერიკის მისამართზე იქამდე ხო ამერიკის გადამზიდმა მიიტანა? ე.ი. იმას უნდა დაეკონტაქტო

Posted by: aitola 12 Jul 2017, 11:48
ერთი ასეთი შეკითხვა მაქვს თუ არის შესაძლებელი ერთმა შპს-მ მეორეს ვალდებულებები მოძრავი ქონება გადაიბაროს უფრო სწორად რომ ავხსნა ერთი შპს მეორეს აბარებს ვალდებულებებსაც და საქონელსაც რა პროცედურა არის გასავლელი

პ.ს ახალი შპს იქმნება და ის იბარებს ძველისგან დირექტორი ორივეგან ერთი კაცია თან ერთ-ერთი დამფუძნებელი პირველ ფირმაში და მეორეში 100% წილის მფლობელი

Posted by: polemos0108 13 Jul 2017, 14:16

მაქვს მოვალის ვალის არსებობის აღიარების ხელშეკრულება. მითითებულია თანხის ოდენობა. მხარეები და მათი რეკვიზიტები.
შესრულების ვადად მითითებულია, რომ მოვალე ვალს გადაიხდის ეტაპობრივად. არაა მითითებული როდის გადაიხდის სრულად. როდემდეა ეს ეტაპობრივად.
2011 წლიდან იხდიდა ბანკში ეტაპობრივად(6-4 თვის ინტერვალით) შემდეგ შეწყვიტა გადახდა.
1. ვის მივმართო, რომ ხელშეკრულებაში მოხდეს ვადის დაზუსტება.
2.ხანდაზმულობის ვადის გაშვების საპატიო მიზეზად ჩაითვლება ის რომ მისამართი შეიცვალა? და საერთოდ ხანდაზმულობის ვადის დაწყება საიდან უნდა მოხდეს? ბოლო გადახდა 2012 წელს ჰქონდა.
სარჩელი რომ შევიტანო მიიღებენ?

Posted by: most wanted 15 Jul 2017, 00:01
polemos0108

სხვათა შორის, ამ მდგომარეობაში კარგია, რომ დაკონკრეტებული არ გაქვთ როდის უნდა შეესრულებინა საბოლოოდ ვალდებულება. თორემ, ხანდაზმული ნამდვილად იქნებოდა. smile.gif ვინაიდან არ გქონდათ დაკონკრეტებული შესრულების თარიღი, ეს ნიშნავს, რომ ნებისმიერ დროს შეგიძლიათ მოითხოვოთ შესრულება. თავის მხრივ, ასეთი ტიპის ურთიერთობაში ხანდაზმულობის ვადის (3 წლის) დინება უნდა დაიწყოს მას შემდეგ რაც თქვენ შეიტყობთ თქვენი უფლების დარღვევის შესახებ - ანუ მას შემდეგ რაც მოსთხოვთ შესრულებას და მოვალე არ განახორციელებს ამ უკანასკნელს.

რა თქმა უნდა, ეს პოზიცია არც ისე მტკიცეა თქვენ მიერ ჩამოთვლილი ფაქტების ფონზე, რომ შეწყვეტილი შესრულებების გაგრძელება არ მოგითხოვიათ 5 წლის მანძილზე. საწინააღმდეგოს მტკიცება - რომ თქვენი მოთხოვნა ხანდაზმულია, არ იქნება რთული. საბოლოო ჯამში დამოკიდებული იქნება მტკიცებაზე, ყოველ შემთხვევაში ნამდვილად დაგეხმარებათ ის ორი გარემოება, რომ ვადა არ იყო განსაზღვრული და ვალდებულება უნდა შესრულებულიყო ნაწილ-ნაწილ.

სარჩელის შეტანას რაც შეეხება, ხანდაზმულობის საკითხის გამო მიღებაზე არანაირი პრობლემა არ იქნება. მეტიც, თუ მოპასუხე არ გამოცხადდა პროცესზე, შესაგებელი არ წარადგინა ან წარდგენილ შესაგებელში თავად არ მიუთითა რომ მოთხოვნა ხანდაზმულია, ხანდაზმულობის საკითხს არც განიხილავს სასამართლო.

aitola
რეორგანიზაცია უნდა გაკეთდეს შერწყმით, უფრო ზუსტად - მიერთებით. კრების ოქმები დაგჭირდება ორივე შპს-დან. იუსტიციის სახლს უნდა მიმართო.

Posted by: tamuska 15 Jul 2017, 15:43
მაქვს ესეთი შეკითხვა უცხო ქვეყნის მოქალაქემ იყიდა უძრავი ქონება საქართველოში და უნდა რო ანდერძით გადასცეს შვილიშვილს , როგორ ხდება ეს პროცედურა ? ანუ თავის ქვეყანაში გააფორმა ანდერძი და მერე ეს ითარგმნება და მოწმდება ნოტარიალურად თუ როგორ ?

Posted by: most wanted 16 Jul 2017, 23:44
tamuska

ზოგადად, მემკვიდრეობასთან მიმართებით, გამოიყენება ის ნორმები, რომელიც მოქმედებს მამკვიდრებლის ქვეყანაში. მემკვიდრეობის მიღებას რაც შეეხება, რომელი ქვეყნის მოქალაქეცაა მამკვიდრებელი, იმ ქვეყნის ნოტარიუსმა უნდა გასცეს სამკვიდრო მოწმობა (ანდერძის თუ სხვა შესაბამისი კანონმდებლობით დადგენილი საფუძლით). მერე ამ საბუთის საფუძველზე საქართველოს ნოტარიუსი მოგცემს სამკვიდრო მოწმობას, რომელიც შეეხება კონკრეტულად საქართველოში არსებულ ქონებას.

პ.ს. გააჩნია ქვეყანასაც, შეიძლება ქვეყნებს შორის ხელშეკრულება იყოს, რომელიც დამატებით აწესრიგებს ამ საკითხს.

Posted by: badzudzu 27 Jul 2017, 12:10
გამარჯობა,
თუ ხართ ვინმე ვინც სამოქალაქო კოდექსში და საჯარორეესტრის ეროვნული სააგენტოს ნორმატრიულ აქტებში კარგად ერკვევით?
მიახლოებით რა ხდება: სააგენტოს წარმოებაში აქვს მიღებული მიწის რეგისტრაცია რომელის რეგისტრაციის შემთხვევაში მე (და კიდევს 2-3 ოჯახს) მეზღუდება ჩემ ნაკვეთთან მისასველი გზა.
რეგისტრაციის წარმოებაშივე მინდა განცხადება დავაწიო სააგენტოს, განცხ. ტექსტი დავწერე მარა მინდა იურიდიულად გამართული იყოს, კონკრეტული მუხლების მითითებით.
ან კიდევ ალბათ სწორს ვაკეთებ ეხლავე შევატყობინო სააგენტოს ვიდერე მერე დაარეგისტრიროს და გავასაჩივრო არაა?
ხოდა თუ ვინმე ხართ ვინც კარგად ერკვევით მე თვითონ მოვალ ყველა დოკუმენტით და წერილი რომ შემადგენინოს.

Posted by: megimia 28 Jul 2017, 21:32
QUOTE
ერთ ორ დღეში სტატიას გამოვაქვეყნებ მიკროსაფინანსოებზე და გადაიკითხე.
სადაა დაპირებული სტატია?

Posted by: chochich 30 Jul 2017, 21:09
badzudzu
მუხლი 180. აუცილებელი გზა +
1. თუ მიწის ნაკვეთს არა აქვს ჯეროვანი გამოყენებისათვის აუცილებელი კავშირი საჯარო გზებთან, ელექტრო-, ნავთობის, გაზისა და წყალმომარაგების ქსელთან, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია მეზობელს მოსთხოვოს, რომ მან ითმინოს მისი მიწის ნაკვეთის გამოყენება ამგვარი აუცილებელი კავშირის უზრუნველსაყოფად. იმ მეზობლებს, რომელთა ნაკვეთზედაც გადის აუცილებელი გზა ან გაყვანილობა, უნდა მიეცეთ შესაბამისი კომპენსაცია, რომელიც, მხარეთა შეთანხმებით, შეიძლება ერთჯერადი გადახდით გამოიხატოს.
2. აუცილებელი გზის ან გაყვანილობის თმენის ვალდებულება არ წარმოიშობა, თუკი უკვე არსებული დაკავშირება მიწის ნაკვეთისა გაუქმდა მესაკუთრის თვითნებური მოქმედებით.

megimia
ოთხშაბათს.

Posted by: chochich 22 Dec 2017, 15:14
ახალი წლების მერე მეცლება თU ვინმე დახმარებას საჭიროებთ.

Posted by: mr_pikopa 22 Dec 2017, 18:39
chochich
ვერაფრით მოგაწვდინე ხმა. .............................................

Posted by: ladusha2 26 Dec 2017, 12:50
chochich
გამარჯობა
კონსულტაცია მჭირდება მიკროსაფინასოებთან და ბანკებთან მიმართებაში.იქნებ გამომეხმაურო პმ- ში მოგწერ ნომერს

Posted by: სერჟანტი 9 Jan 2018, 12:33
მოგესალმებით.
გუშინ ჩავიბარე სისილოუნის მიერ სასამართლოში შეტანილი სარჩელის ასლი.
მაინტერესებს, რა მოვიმოქმედო, რომ ჩემი ინტერესები დავიცვა. ადვოკატის თემა გამორიცხულია, არ მაქვს სამაგისო სახსრები.
სულ, ჯარიმა-პროცენტებით 908 ლარზეა საუბარი, გამოტანილი მქონდა 600 ლარი.
ბევრჯერ გამომიტანია და დამიბრუნებია, მაგრამ გარკვეულ პერიოდში მოხდა ისეთი რაღაც, რის გამოც ვეღარ შევძელი გადახდა.

Posted by: Ve()_Fobos 10 Jan 2018, 01:34
......................................................

Posted by: vedzma 12 Jan 2018, 05:37
ხეეეეეეეეეეელპ smile.gif) ვერსდ ვერ გავიგე და ეგებ აქ მიშველოს ვინმემ... სესხის გადაუხდელობის შემთხვევაში მოვალეთა რეესტრში რამდენ ხანში ეწერები
* * *
სერჟანტი


ზოგადად ასე ვთქვათ "შევაჭრება" მოსულა... პროცენტების ჩამოჭრა და ძირ თანხაში განულებაც.... ისე ჯობდა აქამდე დალაპარაკებოდით რომ სასამართლომდე არ მისულიყო საქმე... სოც დაუცველი თუ ხართ ან სხვა რამ სესხებიც თუ გაქვთ ამას გაითვალისწინებს სასამართლო... იმასაც თუ გადავადებეს აკეთებდით და ამ გადავადებებით ძირ თანხაზე მეტიც გაქვთ გადახდილი

Posted by: Правовед 17 Jan 2018, 18:14
vedzma
QUOTE
ვერსდ ვერ გავიგე


http://nbe.gov.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=367

Posted by: vedzma 17 Jan 2018, 23:07
Правовед


დიდი დიდი მადლობა <3

Posted by: chochich 30 Jan 2018, 23:13
ბოდიშს გიხხდით ვისაც პასუხი დაგიგვიანეთ

საქმეები მქონდა.

ახლა შედარებით მოცლილად ვარ და გისმენთ.




mr_pikopa
577 1300 ცამეტი - დამირეკეთ.




Posted by: butia 11 Feb 2018, 10:05
გამარჯობა. ე. ი რა მაინტერესებს smile.gif ყოფილ მეუღლეს შეტანილი აქ საეჩელი ალიმენტის დანიშვნის თაობაზე,მაგრამ ვერ ხერხდება მოპასუხისთვის უწყების ჩაბარება.სასამართლომ 4ჯერ გაუგზავნა სარჩელი.ბოლოს პოლიციას დაავალა გაერკვია მითითებულ მისამართზე რა ხდება.შსსმ გაარკვია გაესაუბრა მოპასუხის მამას რომელმაც განაცხადა რომ მისია შვილი არ იმყოფება საქართველოში და იგი ვერ ჩაიბარებდა მისი შვილის დაუკითხავად სარჩელს. შეგიძლიათ მირჩიოთ შემდეგი მოქმედება ?? ანუ ვერ ვხვდები ასე უსასრულოდ უნდა უგზავნოს მოპასუხეს სარჩელი სასამართლომ?? ეს მოპასუხე სულ დადის საზღვარგარეთ და გამოდის ვერ ჩაბარდება ვერასოდეს და სხდომაც ვერ დაინიშნება ?

Posted by: kasper_one 12 Feb 2018, 21:02
Erti ram mainteresebs.socialur qselshi romelime gverdze,am shemtxvevashi adamianis samushao adgilis gverdze dades surati da daceres rom aqvs seintimuri kavshiri sxva tanamshromeltan da valebi da ar abrunebso.rogorc gairkva simartlea da daceres simartle am adamianze,valebze da sakvarlebze.magram ese adges vigac da dados surati da daceros rom amastan cevs da amas fuli gamotkua da agar ubrunebs da esetia da isetiao,romc qondes mtkicebuleba,sheuzlia ? Da es ar aris danashauli ?
* * *
Eset sakitxebshi tu vinme erkvevit viber momceret an sms iqneb gamarkviot 5776533 otxmocdatormeti

Posted by: MaNoFMaTch 12 Feb 2018, 23:38
kasper_one
დიახ, ეს შეიცავს დანაშაულის შემადგენლობის ნიშნებს.
აქ საჭიროა მნიშვნელოვანი ზიანი.
რაც შეეხება სხვა სახის პირად ცხოვრებას
პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვება, შენახვა, გამოყენება, გავრცელება ან ხელმისაწვდომობის სხვაგვარი უზრუნველყოფა, დასჯადია.
მიმართეთ შესაბამის ორგანოებს.
+ ხომ არ იყო მუქარა ან სხვა რაიმე იძულების ფორმა თქვენზე? ამასაც აქვს მნიშვნელობა.
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.
აგრეთვე პერსონალური მონაცემთა დაცვის ინსპექტორი ატარებს შესაბამის ღონისძიებებს პირადი მონაცემების გასაჯაროებისათვის. (ჯარიმას)

Posted by: kasper_one 13 Feb 2018, 11:01
Tvaltvali da adevneba rogor isjeba ? Ra vadit ? Da cemastan dakavshirebit mainteresebs kide ra sasjelia tu ar chatarebuli eqspertiza da ubralod xels madebs vinme rom aman mcemao da naxa policiam ubralod kvali ? An roca kvali saertod ar arsebobs cemis.

Posted by: chochich 13 Feb 2018, 11:13
მე არ ვარ სისხლის სამართლის სპეციალისტი და გთხოვთ გადახედოთ პირველ პოსტს. ეს თემა სხვა რამეს ეხება, არის კითხვა პასუხის თემა აქ და ის გამოიყენეთ.

Posted by: kasper_one 13 Feb 2018, 11:22
Mokled eseti situacia ganvixilot.vxvdebodi,shemdeg vicxovret ragac periodi ertad chemive ojaxshi adamiantan ertad romelsac kavs shvili,am shviltan ertad tavistavad ert otaxshi ert loginshi.iko saubari ojaxshi xelis moceraze da msgavs temebze. Shemdeg rogorc agmochnda da gavige,echvi ro shemepara ragaceebshi davukavshirdi dedas,romelsac ar macnobda manamde da ambobda rom miatova bavshvobashi zrdida sxva da exla eteneba fulis gamo,kavs zma romelic tamashobs da mis gamo mteli qoneba dakarges da arian qirit,kopili qmari amerikashia da arafrit exlmareba,mokled davukavshirdi da shevxvdi dedamiss da agmochnda rom es kvelaperi aris tkuili,arc dedas miutovebia,zmac ucesieresi bichia esec gavicani da turme asaksac itkueba.is qmaric exmareba tansacmlit finansurad amerikidan. Es tavad ar kopila normaluri.alombardebs nivtebs saxlidan,igebs valebs da xdeba zmis gadasaxdeli.chemzec nu atkuebda rom xan sad var xan sad rom ar gaecno.vikamatet mokled. Mere iko shemtxveva roca zma gardamecvala da 50dge daaxloebit ar vikavi qalaqshi,gvqonda mimocera,aravin ar aris,chkvianad var.amasobashi daicko barshi mushaoba,manamde ar mushaobda.kopil qmars bavshvis mamas atkuebda rom marketshi mushaobs.mokled iqac cudad iqceva nomrebis darigeba gamomcvevi chacma...rom chamovedi davureke da shemepara echvi bevr rameshi kide.taqsshi var ver dagelaparakebi arada ar unda ikos im dros taqsshi.chavedi mesame dges samsaxurtan da davukarauldi.gamovida erti kaci es da qali.dasxdnen manqanashi da cavidnen.arc taqsis nishani aferi.am dros vici rom cxovrobs ortachalashi.da savaraudod es qali is aris vizec ambobda rom zmk ze cxovrobs da ertad mivdivarto.ar cavidnen ortachalashi da cavidnen datoves es qali zmkze da camovidnen es kaci da es gogo ukan... chavidnen salosis quchaze da gacherdnen.asakit es kaci 58 clis aris turme.mokled vxedav manqanashi xvevna kocnas,gadavedi mivedi gavlanze da michivla.dauceria rom var ubralod megobari araferi meti,am kacistvisac ese utqvams romelic agmochnda taqsisti romelic personals arigebs saxlebshi.moitkua policiashi isic rom menejerad mushaobs arada mimtania.gavarkvie isic rom am kacs xan ra mizezit artmevs fuls da xan ra tkuilit da xan rarom tkuilit da agarc abrunebs.skolidanac rom mikavs am kacs da roca ra dachirdeba mokled.amis gacnobis mere gavige es kvelaperi.iko shemtxvevebi mere rom vmushaobo da im binashi iko sadac chven vqiraobdit da ojaxi zma chavakene saqmis kursshi... mokled itkueba kvelastan kvelapers da exla ambobs aravin ariso,chivis da iqac samushaos da urtiertobas itkueba da tkuilit fuls artmevs ese xals. Maqvs chanacerebi saubrebis foto video masala rom namdvilad tkuilit artmevda fuls,ojaxsze laparakobda cuds da rom ertad namdvilad vicxovret ojaxshi chemtan da ar var vigac.caramara xan policiit imuqreba kide da xan vigac gamoggonili tanamdebobis pirebit rogorc vxvdebi.ra meshveleba ? Moralurad ise var rom kvelaperze var camsvleli.saxeli gvari vicodi turme simartle mxolod da exla aravin ariso imasacki itkueba da policias tanamdebobasac atkuebs daa gamomziebels viber daan smsis meshveobit ekontaqteba.is ki ar scems pasuxs magram...sachivars eshveleba.danarchenze ra shemizliaginda gavaketo.bavshvi 7 clis aris.
* * *
Sad davcero is mainc mitxarit rom rame mirchion tu ar shecuxdebit

Posted by: MaNoFMaTch 13 Feb 2018, 19:47
kasper_one
მოკლედ შეგიძლია მითხრა რა დაგიშავა და რას სთხოვ?

Posted by: chochich 13 Feb 2018, 23:38
kasper_one
ვერც მე გავიგე რას ითხოვ ჩვენგან.

რატომ უნდა დაწერო სადმე რამე?

ვაშლი თუ ამოარჩიე და დამპალი აღმოჩნდა რას იზავდი? smile.gif

Posted by: butia 18 Feb 2018, 15:39
user posted image
ანუ ეს ს.შ 2 დღე რას ნიშნავს?( საჯარო შეტყობინება გამოქვეყნდა სასამართლოს საიტზე და მაინტერესებს )

Posted by: kasper_one 19 Feb 2018, 22:14
Ras vitxov ki arada varkvev samoqalaqos 413 muxli ristvis g aqvs ? Da ver gamovikeneb am shentxvevashi am muxls ?

Posted by: nnn_lll 20 Feb 2018, 18:43
kasper_one
QUOTE
Ras vitxov ki arada varkvev samoqalaqos 413 muxli ristvis g aqvs ? Da ver gamovikeneb am shentxvevashi am muxls ?

მოგატყუა, მოატყუა სხვები, გაოგნებული ხარ, მორალური ზიანი დაგიდგა და გინდა რომ აგინაზღაურდეს...
სწორად მივხვდი? rolleyes.gif

Posted by: kasper_one 20 Feb 2018, 23:54
Ki da es moraluri ziani gamoixateba psiqikur janmrtelobashic.ichivla da iqac tkuilebi dacera tan da kvela faqti da mtkicebuleba maqvs. Ara mxolod momatkua da ara mxolod me,camartva dro tavmokvareoba nervebi,fsiqika...
* * *
Minda rom aminazgaurdes ara,realurad minda simartle gamoashkaravdes opicialurad da moixados bodishi am kvelaperze da tu samartali patiobs sheurackopas,tkuils,girsebis shelaxvas da ase shemdeg,mashin tavad momicevs qmedeba da me darcmunebuli var agar mepatieba smile.gif ra vqna esec davikido da shevide da gamovide uaresad damzimebuli da avasrulo samartali tu shesazlebelia rom rame samartlebrivad meshvelos ? Da rameshi simartlis agiarebas da bodishis moxdas vgulisxmob da icancalos sasamartloshi bolo bolo

Posted by: alexxv 21 Feb 2018, 01:56
QUOTE (kasper_one @ 20 Feb 2018, 23:54 )
Ki da es moraluri ziani gamoixateba psiqikur janmrtelobashic.ichivla da iqac tkuilebi dacera tan da kvela faqti da mtkicebuleba maqvs. Ara mxolod momatkua da ara mxolod me,camartva dro tavmokvareoba nervebi,fsiqika...
* * *
Minda rom aminazgaurdes ara,realurad minda simartle gamoashkaravdes opicialurad da moixados bodishi am kvelaperze da tu samartali patiobs sheurackopas,tkuils,girsebis shelaxvas da ase shemdeg,mashin tavad momicevs qmedeba da me darcmunebuli var agar mepatieba smile.gif ra vqna esec davikido da shevide da gamovide uaresad damzimebuli da avasrulo samartali tu shesazlebelia rom rame samartlebrivad meshvelos ? Da rameshi simartlis agiarebas da bodishis moxdas vgulisxmob da icancalos sasamartloshi bolo bolo

დამშვიდდი და დაივიწყე ეგ ამბავიც და ეგ ადამიანიც. მომავალ ურთიერთობას სანამ დაიჭერ ვინმესთან კარგად გაიცანი ჯერ ადამიანი, ეგ იქნება მორალური ზიანის კომპენსაცია ამ შემთხვევაში. გამოცდილება გაქვს უკვე ნეგატიური, მაგრამ მაინც სამომავლოდ უფრო დაკვირვებულად გადადგავ პირად ურთიერთობაში ნაბიჯებს სულ ეგ არის.

სამართლებრივად მორალურ ზიანს ვერ მოითხოვ, ფსიქიკური ჯანმრთელობა რომ შეგერყა მაგ სიტუაციიდან ვერც დაამტკიცებ, რამდენი ადამიანი შორდება ერთმანეთს და რამდენი ცოლ-ქმარია განქორწინებული და ეხლა როგორ წარმოგიდგენია რომ ადგნენ და მორალური ზიანი რომ მოითხოვონ დაშორების შედეგად მიღებული ფსიქოლოგიური ტრავმის გამო, არარეალურია რა

გიჩივლას რასაც ეძახი კიდე ალბათ განცხადება დაწერა პოლიციის განყოფილებაში, სიტყვიერი შეურაწყოფა რომ მიაყენე ან რამე ეგეთი, აუხსენი გამომძიებელს სიტუაცია რა იყო და როგორ და არ გექნება სამართლებრივი პრობლემა ტყვილა მაგაზე ნუ ინერვიულებ და თავი შორს დაიჭირე მაგ ადამიანისგან...

Posted by: nnn_lll 21 Feb 2018, 14:58
kasper_one
QUOTE
vela faqti da mtkicebuleba maqvs


ექსპერტის დასკვნა გაქვს, რომ სწორედ ამ ადამიანის მოქმედებებმა გამოიწვია შენი ჯანმრთელობის გაუარესება?


სამწუხაროდ რთულია საქართველოში ჯერ მორალური ზიანის ანაზღაურება და შემდეგ ასეთი საფუძვლებით დამდგარის

ფაქტია, რომ ძალიან სენსიტიური აღმოჩნდი და ამ შემთხვევაში გადამწყვეტი იქნება ის, რამდენად იცოდა, ან შეიძლებოდა სცოდნოდა მას, რომ შენ ჯანმრთელობა დაგიზიანდებოდა. რისი მტკიცებაც ფაქტიურად ფანტასტიკის სფეროა ხომ გესმის.

Posted by: chochich 21 Feb 2018, 16:57
თუ ვინმეს დახმარება სჭირდება მზად ვარ დავეხმარო, მანამ სანამ დახმარებას ითხოვდეთ გადახედეთ პირველ პოსტს.

გმადლობთ.

Posted by: wish1234 22 Feb 2018, 17:33
chochich

ვივუსმა მიჩივლა რა შესაგებელი შევიტანე უფასო ადვოკატს დავაწერინე ვაღიარე მხოლოდ ძირი თანხა რა (500) დანარჩენებზე რაღაც მუხლები ეწერა რო ამ მუხლების საფუძველზე არვცნობ თუ რაღაც ეგეთი რა 2 ეგზეპლარი მომცეს ერთი იმათ გავუგზავნე ფოსტით მეორე სასამართლოში შევიტანე რა და არ მახსოვს ეხა ვაბშე რას ვითხოვდი და როგორ, დამირეკა ვივუსმა მაგის მერე და 900 შემოიტანე და დავიშალოთო რა და არა ვუთხარი უფროსწორად ვერამეთქი რა იმან იქიდან ანუ არას ამბობო და ხო მეთქი რა და კაიო და გამითიშა და სასამართლო მაგაზე მეტს დმაკისრებს? ან ჩემი შემოსავლით დაინტერესდება? (სესხს რო მაძლევდნენ მაშინ არდაინტერესებულან)

» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «


და ჩემი პოზიცია როგორ ვაფიქსირო ან რა ვილაპარაკო იქნებ მირჩიო რამე

თან ერთს ვფიქრობ კიდე რა კაბალური პირობებით მომცეს სესხი სახელმწიფოც კი ჩაერია და რეგულაციები დაადეს ხო? და დანაშაულზე ხო არის რო ტიპი თუ იხდის სროკს და მერე ის დანაშაული დანაშაულად აღარ ითვლება ანთავისუფლებენ ხო და ამაზე ვერ განზოგადდება ეგ? თუ არის ეგ თემა ეგრე საერთოდ

Posted by: MaNoFMaTch 22 Feb 2018, 21:14
wish1234
უნდა თქვა სასამართლოში ეგ ყველაფერი. ვივუსზეც უთხარი კეთილსინდისიერად ვიხდიდი ფულსო. ისიც უთხარი რომ კაბალური პირობები, რომ არის. უაზროდ დიდი პროცენტები და რავიცი მაგალითები მაგის მსგავსი. სასამართლო რაღაცას დაგაკისრებს მაგრამ ეს არ იქნება იმდენი რამდენსაც ვივუსი ითხოვს.
მაგ ვალის გადახდა ნებისმიერ შემთხვევაში მოგიწევს.

Posted by: wish1234 22 Feb 2018, 22:19
MaNoFMaTch

ხო ვიცი არგადახდაზე არც მაქვს პრეტენზია არ ვიცი როგორ მაგრამ გადავიხდი რა უბრალოდ ისეთი სიტუაცია მაქვს რო პროცენტი 100 ლარით ნაკლები მაინც რო მომიწიოს ძაან ბევრს ნიშნავს რა ეხა ჩემთვის და მინდა რო სწორად ჩამოვაყალიბო რა სათქმელი სასამართლოზე.

ერთის მხრივ არ ვთვლი რო მართალი ვარ რა ავიღე სესხი დავთანხმდი პირობებს არავინ არ მაძალებდა გამიჭირდა და დამეხმარა ერთჯერადად პრობლემა ვერ აღმომიფხვრა მარა იმ მომენტში შველა რო მჭირდებოდა და სხვა გზა რო არ მქონდა მიშველა რა

მარა მეორეს მხრივ მას ეს ჩემ საშველად არ გაუკეთებია მისი პირადი სარგებელისთვის გააკეთა ხო თან რამხელა პროცენტში მომცა არავის ვუსურვებ მაგრამ არის მომენტი როცა ვერ აზროვნებ ინსტინქტი გერთვება და უნდა გადარჩე რა მერე რა იქნება ვერ ფიქრობ ეხა აქ იტყვის ვინე შენ თუ ვერ ფიქრობ რა ჩემი ბრალიაო და სამართლიანადაც მაგრამ ესეთ დროს უნდა გიცავდეს კანონი რო როცა ესე გიჭირს მსგავსი კაბალური პირობების შემოთავაზებით ვინმემ არ ისარგებლოს მითუმეტეს ჩაერია სახელმწიფოც დააწესა რეგულაცია რის გამო რო უსამართლობა ხდებოდა ხო? ამასთან მუდმივად ესეთი სესხების რეკლამები გადის ნათელ ფერებში და გეუბნებიან და გეუბნებიან რო გეხმარებიან გაიტანე არ გადადო დღესვე ჩვენ დაგეხმარებით მოსალოდნელ საფრთხეზე არავინ არაფერს არ გეუბნება რა კლიენტს ხო არ დააფრთხობენ პატარა ბიჭი ვიყავი არც ვმუშაობდი არაფერი რა მესმოდა პირობებსაც კი არ გავცნობივარ აზრადაც კი არ მომსვლია რო ვერ გადავიხდიდი და ბოლოს მაინც მე ვარ დამნაშავე ბაზარი არაა ვიღებ ჩემ წილ პასუხისმგებლობას მაგრამ ამასთან თქვან მათაც რო კაბალურ პირობებში მომცეს სესხი და ისარგებლეს ჩემი მდგომარეობით.

Posted by: baggins 22 Feb 2018, 22:34
wish1234

ძირის გარდა პროცენტს და პირგასამტეხლოს რამდენს გთხოვენ?


Posted by: wish1234 22 Feb 2018, 22:51
baggins

400

-------------

Posted by: baggins 22 Feb 2018, 23:47
[b]wish1234[/b

სარჩელით გთხოვენ მაგდენს?

წესით ცოტა უნდა შეამციროს სასამართლომ

Posted by: chochich 23 Feb 2018, 21:55
baggins
სასამართლო მოგიხსნის პირგასამტეხლოს სრულად ხოლო პროცენტს დაგაკისრებს.

"უფასო ადვოკატიც" ამას დაგაწერინებდა სავარაუდოდ.


სასამართლოზე რომ მიხვალ მოსამართლეს უთხარი რომ ცნობ სარჩელს ძირის ნაწილში და პროცენტის ნაწილში (ამით ბაჟი საერთოდ მოგეხსნება ძირის და პროცენტის ნაწილში) ხოლო რაც შეეხება პირგასამტეხლოს იმას სასამართლო მოგიხსნის და ბაჟი საერთოდ აღარ გექნება გადასახდელი.

Posted by: nnn_lll 23 Feb 2018, 21:59
wish1234
ელექტრონულად ხომ აიღე სესხი
უნდა ამტკიცო, რომ როცა სესხს იღებდი ამხელა პირგასამტეხლო იქ არ ეწერა (ზუსტად არ გახსოვს, მაგრამ ამხელა არ ყოფილა, სხვა შემთხვევაში ამ პირობით არ აიღებდი სესხს)
ახლა იმისი მტკიცების ტვირთია ის, რომ მოგიტანოს და დაგიდოს რომ იმ დროს როცა სესხი აიღე სწორედ ეს ასეთი პირობები ჰქონდა პირგასამტეხლოს ნაწილში

პრობლემა ექმნებათ ამ დროს

რომ ამობეჭდიან, ამობეჭდვის თარიღი ეწერება და არა ის დრო როცა ეს პირობები იდო ხელშეკრულებაში
შესაბამისად, ვერ ამტკიცბენ ამას და სასამართლო იძულებული ხდება რომ ზომიერების ფარგლებში მოაწესრიგოს ხელშეკრულების ეს პირობა

რავიცი თუ გინდა გაითვალისწინე
biggrin.gif
პირადად მაქვს გატესტილი ახლობლებზე 2 ჯერ და გაჭრა ორივეჯერ biggrin.gif

მეორეს აქეთ დაუბრუნეს რაღაც თანხა, რომ დავითვალეთ ზედმეტად გადახდილი გამოუვიდა facepalm.gif

Posted by: wish1234 24 Feb 2018, 00:32
chochich

ეგრე ვაპირებ up.gif

კიდე ერთი რამე მაინტერესებს რა კაპი.გე იყო ესეთი საიტი აქედანაც ავიღე სესხი რა საარბიტრაჟოში მიჩივლეს 2 წლის წინ სადღაც მაშინ შესაგებელი რას ნიშნავდა საერთოდ არ ვიცოდი ხოდა იმ ფურცელში სასამართლოს თარიღი ეწერა და მივედი იმ დღეს რა ის მეორე მხარე არ მოვიდა და საარბიტრაჟოში მითხრეს რო არ გირჩევნია მისამართს მოგცემ და შეთანხმდითო და კი მეთქი და წავედი და ვერ შევთანხმდით ხოდა ამას შემდგომ არაფერი არ მოყოლია რა სესხის აღებიდან კაი 3 წელია გასული რა მეტიც ხოდა ხანდაზმულად ითვლება ეს სესხი?

საარბიტრაჟოს არაფერი განაჩენი არ გამოუტანია ნუ ყოველშემთხვევაში ჩემთვის არავის არაფერი არ უცნობებია არც მეილზე მოუწერიათ არც ფოსტით და არც დამკავშირებიან საიტზე რო შევდიოდი იქ ეწერა რო დღეს დაგერიცხა ჯარიმა 2 ლარი და ესე მიყოლებით ყველა დღეზე და ზოგ დღეზე 152 ლარი 150საჩივრის და ეს სასამართლო უწყებები და ასე შემდეგ არაფერი არ მაქვს მეტი მიღებული იმის გარდა რა ეგ საიტი აღარ არსებობს მგონი მარა ფეიბოქსებში 200ლარიან სესხზე მიწერს რო 2700 ლარი მაქ გადასახდელი რა ბოლოს რო ვნახე ეხა შეილება მეტიცაა



nnn_lll

:დდდ საინტერესოა მაგრამ ეხავნახე და სარჩელს თან ახლავს ეგ ხელშეკრულება რომელზეც ის თარიღია მითითებული როცა ეგ სესხი ავიღე

Posted by: chochich 24 Feb 2018, 00:43
wish1234
სანამ არ გიჩივლებენ ნურაფერს მოიმოქმედებ.
შეიძლება შეწყვიტეს საქმიანობა და დებეტებიც არ გადაუციათ ვინმე მესამე პირისთვის..

Posted by: nnn_lll 24 Feb 2018, 12:08
QUOTE
:დდდ საინტერესოა მაგრამ ეხავნახე და სარჩელს თან ახლავს ეგ ხელშეკრულება რომელზეც ის თარიღია მითითებული როცა ეგ სესხი ავიღე

შეცდომებზე სწავლობენ ე.ი. lol.gif

Posted by: makuna33 24 Feb 2018, 18:35
მაინტერესებს დასაქმებულმა რამდენი ხნით ადრე უნდა შეატყობინოს დასაქმებულს სამსახურიდან წასვლის თაობაზე ( როცა ეს შრომით ხელშეკრულებაში არ არის დაკონკრეტებული ) და ამ პერიოდში თუ შეუძლია ისარგებლოს შვებულებით

Posted by: chochich 24 Feb 2018, 19:30
makuna33
https://matsne.gov.ge/ka/document/view/1155567

Posted by: Fortodaypod 2 Mar 2018, 12:41
chochich

გამარჯობა. გთხოვთ პმ ნახოთ მოგწერეთ smile.gif



https://forum.ge/?f=77&showtopic=34844249&st=300



Posted by: TSILIKISHVILI 2 Mar 2018, 23:18
გამარჯობათ , მოკლედ მაგარ შარში ვარ და რა ვქნა არ ვიცი. მოკლედ მანქანა ვიყიდე პიროვნებისგან, რომელმაც სხვისგან წამოიყვანა მანქანა ლომბარდის გადაბარების შეთანხმებით.
* * *
სიტყვიერად შეთანხმდნენ წამოიყვანა მანქანა და დადო გასაყიდად( მანქანის საბუთი რო ვნახე ქალის სახელზე და მითხრა ჩემი ბიჯაშვილზეაო.) მივედი ვნახე მოვრიგდით გვიანი იყო მივეცი თანხა და წამოვიყვანე.

Posted by: chochich 2 Mar 2018, 23:48
TSILIKISHVILI

ამბავი დიდი ვერაფერი, უფრო დრამატულიც შეიძლებოდა.


ახლა ის გვითხარი რატომ წაგვაკითხე უბრალოდ ეს ისტორია? smile.gif

Posted by: TSILIKISHVILI 2 Mar 2018, 23:56
chochich
შენ კომენტარს ვერ მივხვდი ? ჩემი გამჭირვებია და რა დრამატულობაზე მელაპარაკები.
თუ შეგიძლია დახმარება რა და როგორ გავაკეთო გისმენ. და უაზრო კომენტარები არაა საჭირო

Posted by: Emptiness 3 Mar 2018, 00:31
ვთქვათ პიროვნებამ გიჩივლა აბსურდულ სამოქალაქო საქმეზე, შენ ეს საქმე მოუგე და დაამტკიცე რომ აბსურდი დაგაბრალა. გაქვს თუ არა უფლება მოსთხოვო შენს მიერ გაწეული საადვოკატო ხარჯები ?

Posted by: chochich 3 Mar 2018, 17:24
Emptiness
გაქვს.

TSILIKISHVILI
ვერგავიგე რის დახმარებას ითხოვ.

ამბავი მოყევი და წერტილი.

გემალება ვიბმე?
მოგატყუა ვიბმემ?

ლომბარდი გართმევს მანქანას თუ რა?

Posted by: √‼‼VσÜ¥ 5 Mar 2018, 00:08
მოკლეთ მეგობრებო ვაპირებ ავტომობილის შეძენას რომელის ნახევარი ღირებულებაც არის ბანკში პიროვნებას ვუხდი ღირებულების ნახევარს და დანარჩენი ნახევარი უნდა უხადო ბანკს ეხლა რა ხდება როგორც მითხრა პატრონმა სანამ ავტომობილის სრული თანხა ბოლომდე არ დაიფარება იქამდე გადმოფორმებას ვერ შევძლებო მე კიდე ასე უცხო ადამიანს სიტყვაზე ვერ ვენდობი ამდენი თანხა გადავიხადო და ბოლოს მითხრას აღარ გიფორმებო ან რამე მზგავსი ხოდა რას მირჩევთ როგორ მოვიქცე ისე რო არ დავზარალდე და მშვიდად ვიყო

Posted by: juz111 5 Mar 2018, 00:47
გამარჯობა,
სამშენებლო კომპანიასთან მაქვს დადებული ხელშეკრულება (ხელმოწერები ნოტარიულად დავამოწმეთ), კერძო სახლი უნდა აეშენებინათ (ხელშეკრულებაში გაწერილია რა უნდა გაეკეთებინათ შავ კარკასში რისი შესაბამისი თანხაც გადავუხადეთ) სექტემბერში უნდა მორჩენილიყვნენ თუმცა დღემდე არ არის დამთავრებული. სექტემბრიდან უმეტესად არ პასუხობდნენ ტელეფონს , ხან იმიზეზებდნენ სხვადასხვა რაღაცეებს, ხან იწყებდნენ 10დღეში გაკეთებას 2კვირაში ვითომ და ასე შემდეგ .... საბოლოოდ გაწელეს აქამდე დრო და მაქვს მხოლოდ კედლები და გადახურვა .. დარჩენილია დაახლოებით 12-15ათასი ლარის სამუშაოები რისი თანხაც აღებული აქვთ..

აქვს თუ არა აზრი ჩივილს? ან რა შეიძლება რომ გავაკეთო? შპს-ს სამეწარმეო რეესტრში არაფერი ქონება არ უჩანს ..

Posted by: chochich 5 Mar 2018, 01:17
juz111
12-15000 ის ფარგლებში უჩივლე, ბაჟი ცოტა მოგიწევს და ჩივილს აზრი ყოველთვის აქვს.

უარს ამბობენ შესრულებაზე? ეგებ სარჩელმა აიძულოს დროზე დაამთავრონ.

√‼‼VσÜ¥

რამდენიმე ვარიანტი გაქვს, გირავნობა, ნასყიდობის ხელშეკრულება, ვალის არიარება და ა.შ. smile.gif

Posted by: juz111 5 Mar 2018, 01:34
chochich

პირდაპირ უარს არ ამბობს .. რაც გადავუხადე “შეჭამეს” და ახლა ფული აღAრ გვაქვსო იძAხის, რომ მექნება გავაკეთებ ნელნელაო .. ხელშეკრულებით ვადა 3თვე იყო, 11 გავიდა.. ვადის გადაცილების შემთხვევაში ჯარიმის პუნქტიც “გვაქვს” ხელშეკრულებაში და ამას აქვს მნიშვნელობა ? 3თვის ნაცვლად 1წელი გაიწელა და კიდე გაიწელება და ჩივილის დროს შემიძლია ეგ პუნქტიც გამოვიყენო .. ?
აზრი აქვს თუარა თქო იმიტომ ვკითხულობ თუკი არ აქვს ქონება რით ამინაზღაურებს თანხას ? ან რა ვადაში შეიძლება გაიწელოს სასამართლო პროცესი ?

ბაჟი ცოტა მოგიწევს-რას ნიშნავს ? ^_^ ...

და კარგი ადვოკატის მომსახურება რა ჯდება მიახლოებით?

მაპატიეთ ამსაკითხში ზედმეტად უცოდინარი კითხვებისთვის smile.gif

Posted by: chochich 5 Mar 2018, 10:10
juz111
"კარგი ადვოკატი" და "რა ჯდება" ცოტა აბსტრაქტულია smile.gif მე ვერ გეტყვით ვინ რამდენად დაგეხმარებათ. მე ვისაც არ აქვს საშუაკება უფასოდ ვეხმარები, ვისაც საშუაკება აქვს ფულს მას მერე ვართმევ თუ სასამართლოზე იმ შედეგს მიიღებს რაც აწყობს. ასე მგონი სხვები არ მუშაობენ, რადგან მათი ძირითადი საქმიანობა ადვოკატობაა და შესაბამისად შემოსავალიც მხოლოდ აქედან აქვთ.

სასამართლოში თქვენს სასარგებლოდ არსებული ყველა პუნქტი უნდა გამოიყენოთ.

ბაჟი ცოტა მოგიწევთ ნიშნავს რომ რა თანხაზეც ედავებით იმის 3% არის ბაჟი გადასახდელი სასამართლო დავისთვის, ამას შემდეგ წაგებული მხარე აუბაზღაურებს მოგრბულს (თუ ბაჟი მოგრბულს აქვს გადახდილი).

სხვა დეტალებისთვის შეგიძლიათ დამიკავშირდეთ 5771300ცამეტი. დამირემეთ ან ვაიბერში მომწერეთ.

Posted by: √‼‼VσÜ¥ 5 Mar 2018, 17:29
chochich
მადლობა პასუხისთვის smile.gif

ანუ რო რამე მოხდეს ბოლოს მაინც ჩივილამდე მიდის საქმე და დევნასთან

Posted by: megrela_22 12 Mar 2018, 22:03
გამარჯობათ. მოკლედ რომელიგაც მიკროსაფინანსომ (ბევრი ონლაინი მაქვს გამოტანილი და ზუსტად არვიცი რომელმა) შემიყვანა მოვალეთა რეესტრში და ბანკის ანგარიშები დამიყადაღა, ჩემს სახელზე არანაირი უზრავ მოძრავი ქონება არ ფიქსირდება და შესაბამისად ყადაღას ვერ დამადებენ ამ კუთხით .
ძალიან გთხოვთ ვინც კომპედენტურია ამ საკითხში მითხარით საზღვრის გადაკვეთასთან თუ შემიქმნის რაიმე სახის პრობლემას ან თუ გამიშვებენ ბოლობოლოთავიბოლო ეგ მაინც მითხარით ))

Posted by: chochich 12 Mar 2018, 23:39
megrela_22
საზღვრის გადაკვეთისას პრობლემა არ გექნება.

(მაგის გამო)

Posted by: megrela_22 13 Mar 2018, 10:43
chochich მადლობა გაიხარე

Posted by: chochich 24 Mar 2018, 21:26
2 წელი გავიდა რაც ეს თემა არსებობს და არაერთ ადამიანს დავეხმარეთ smile.gif

უმეტესს კონსულტაციით და რამდენიმესაც სასამართლოში smile.gif


Posted by: baggins 25 Mar 2018, 12:26
QUOTE (chochich @ 24 Mar 2018, 21:26 )
2 წელი გავიდა რაც ეს თემა არსებობს და არაერთ ადამიანს დავეხმარეთ smile.gif

უმეტესს კონსულტაციით და რამდენიმესაც სასამართლოში smile.gif

up.gif up.gif
..............................................

Posted by: lilythedall 5 Apr 2018, 01:17
რაღაც შეკითხვა მაქვს სამოქალაქო სამართლის საკითხზე და ხომ არ შეუძლია ვინმეს დამეხმაროს პირადში რომ მოგწეროთ ?

Posted by: chochich 5 Apr 2018, 14:42
lilythedall
გისმენ

...................... . . .

Posted by: vito37 5 Apr 2018, 20:06
გამარჯობათ. შეკითხვა მაქვს რა მაქსიმალური ვადა აქვს წერილობითი პასუხის მიცემას ადმინისტრაციული სასამართლოს დასრულების შემდეგ? ანუ რამდენ ხანში უნდა მოვიდეს და ჩამბარდეს წერილობითი პასუხი? ორი თვე გავიდა უკვე და რა შემიძლია გავაკეთო რომ დავაჩქარო პასუხის მიღება? დიდი მადლობა

Posted by: chochich 27 Apr 2018, 19:56
...... ..... .... ...... ......... . Up

Posted by: lilythedall 28 Apr 2018, 02:22
გამარჯობათ, შეიძლება მეშლება და მშენებლობა და რემონტში უნდა მოვძებნო პასუხი ამ კითხვაზე. დავპოსტე და სხვადასხვა ვერსიები არსებობს პასუხის, ამიტომ აქ ვწერ - იქნებ იცოდეს ვინმემ პასუხი.

ვიყიდე ბინა, ბოლო სართულზე. მეპატრონეს ასევე ჰქონდა პრივატიზირებული სხვენი. ეხლა მეუბნება რომ ჩემს თავზე უნდა დაიწყოს მშენებლობა - გაჭრას კიბის უჯრედი ჩემი ბინის გასწვრივ სადარბაზოში და შემდეგ დამაშენოს მანსარდა. რა შემიძლია გავაკეთო რომ:

1. არ ავაშენებინო

2. დავიცვა ჩემი ბინა დაზიანებისგან რადგან ამ ადამიანმა უნდა გაიყვანოს კანალიზაცია, წყალი, ელ. ენერგია და ა.შ. გადახადოს სახურავი, მოხსნას დამცავი ხრეშის შრე. ეს ზიანს მიაყენებს ჩემს ბინას რადგან არ ვიცი როგორ აპირებს რომ შეუერთდეს კანალიზაციას თუ არა ჩემი ბინის გავლით, რომ მოხსნის ხრეშის დამცავ ფენას ავტომატურად ეს ჩემს ბინას თბოიზოლაციას აკლებს. ასევე მისი იატაკი იქნება უფრო თხელი ვიდრე ნორმაა და იქნება ხმაური ბინაში. მეუბნება რომ არ სჭირდება ამ მშენებლობისთვის ნებართვა რადგან არასრულ სართულად ითვლება მისი სართული და რადგან ყველა სხვა მეზობელს ჰქონია საკუთრებაში სხვენის ნაწილი და ისინიც ააშენებენო. არ მინდა რომ ჩემი საძინებლის კედელთან დაიწყოს ნგრევა და კიბის უჯრედის გათხრა. მაქვს თუ არა რაიმე ლეგალური საშუალება რომ ავუხსნა ამ ადამიანს რომ არასწორად იქცევა და შევაჩერო მშენებლობა ?

დიდი მადლობა

Posted by: Правовед 28 Apr 2018, 06:55
lilythedall

პირველი რასაც უნდა მიაღწიოთ, მწვავე კრიტიკისა და ეჭვის ქვეშ დააყენოთ მთავარი (!!!) რამ - ეს "მეუბნება"(!!!) (გამოცანაა ჩემთვის ეს მოვლენა საქართველოში).

ამის შემდგომ დაადგინეთ სინამდვილეა თუ ბოდვა - "რომ არ სჭირდება ამ მშენებლობისთვის ნებართვა", "არასრულ სართულად ითვლება", "ყველა სხვა მეზობელს ჰქონია საკუთრებაში სხვენის ნაწილი" - ვის რა აქვს საკუთრებაში - ამას საჯარო რეესტრში იხილავთ. ყველაფერი დანარჩენი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონებას წარმოადგენს - ამას საქართველოს კანონი "ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ" ადგენს. აღსანიშნავია, რომ ამ ქონების გამოყენების ნებართვა ყველა (!!!) წევრის, მათ შორის თქვენგანაც სავალდებულოა (თუ წინა მფლობელს არ აქვს მიცემული) ...

"მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ" საქართველოს მთავრობის დადგენილება № 57 არეგულირებს საჭიროა თუ არა ნებართვა. როგორც შეკითხვიდან ჩანს, ხდება მრავალბინიანი მრავალსართულიანი სახლის კონსტრუქციის შეცვლა - უაღრესად საეჭვოა, ამ "დაშენებას" რომელიც მეზობელმა "შენებასთან" გააიგივა, არ სჭირდებოდეს ნებართვა ...

ლეგალური საშუალება, რომ აუხსნათ ამ ადამიანს "არასწორი" ქცევის შესახებ - მისი ჩაწერა თავისუფალ მსმენელად არქიტექტურისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტებზე. ნაკლებად ხარჯიანი და ქმედითი - ბეისბოლის კეტი ან GLOCK 19 (კალაშნიკოვიც საოცარ ეფექტებს იძლევა) - მარა არალეგალურია ...

მშენებლობის შეჩერების ლეგალური გზაა თბილისის მერიის ცხელი ხაზი და დაკვალიანების მიხედვით მოქმედება ... შესაბამისი ექსპერტებიც (თვითმარქვია ყოვლისმცოდნე ბირჟავიკებზე, ან გრანტებზე ენამტლეკველ ტელემატყუარებზე არა მაქვს ლაპარაკი) თუ გყავთ ძმაკაცობა-ნათესაობაში, გაგმართლებიათ! არალეგალურზეც, უკვე მოგახსენეთ (უნივერსალურია, ვერ გაექცევი ხსენებას) ...

Posted by: simohaya 28 Apr 2018, 09:02
chochich
თაღლითური გზით ფულის წართმევა როგორ შეიძლება....

სასამართლო გაგვამრთლა და ჩატარდდა დასუწრებლად....

ახალ შევთხანდით რომნაწილ ნაწილი გადაიხდიან, მაგრამ სიტყვაზე არ გადაიხადეს ეს ტანხა და მერე რა ხდება?

Posted by: chochich 28 Apr 2018, 21:21
simohaya
1. ბევრი ვარიანტია
2. რატომ გინდათ ნაწილ ნაწილ გადაიხადოს? სასამართლომ ხომ მთლიანად დააკისრა? თავენც მთლიან თანხაზე დაიწყეთ აღსრულება.

სასამართლო მორიგების ეტაპზე მორიგება კარგი იქნებოდა, ახლა როდესაც გადაწგვეტოლება გიჭირავთ მოითხოვედ სრულად.

ამის მერე თუ გინდათ შეღავათი გაუწიოთ და გადაუნაწილოთ, აღსრულების ეტაპზე აღმასრულებლის ჩართულობით შეგიძლიათ თანხის გადანაწილება.

Posted by: lilythedall 28 Apr 2018, 22:28
Правовед

დიდი მადლობა. როგორც ყოველთვის ამომწურავი პასუხი გამეცით.

Posted by: prelato 29 Apr 2018, 15:33
გამარჯობათ, არ ვიცი ასეთ თემას თუ განიხილავთ მარგამ ვიკითხავ მაინც. მოკლედ მინდა ბინის გირაობა იმ პირობით რომ ამ დროის განმავლობაში მეპატრონე დარჩება ბინაში და გადაიხდის ყოველთვიურ გადასახადს. განცხადებების სიმრავლიდან გამომდინარე ვიცი რომ ასეთი ხელშეკრულებები პოპულარულია, მაგრამ არ ვიცი რით ვიქნები დაცული ეს ყოველთვიური რომ არ გადამიხადოს, გასაგებია რომ იპოთეკის ხელშეკრულებაში გაწერილი იქნება ეს პუნქტი როგორც ვთქვათ პროცენტი მაგრამ ვთქვად და არ იხდის მერე რა ვქნა, ნოტარიუსის სააღმსრულებლო ფურცელი?

Posted by: chochich 29 Apr 2018, 20:36
prelato
ეს მევახშეობის თანამედროვე ფორმაა და არ მაქვს სურვილი არც ანაზღაურებით და არც მის გარეშე რაიმე სახის მონაწილეობა მივიღო ამ პროცესში.

Posted by: prelato 29 Apr 2018, 22:43
ოკ გმადლობთ.......................................

Posted by: stephanozi 30 Apr 2018, 11:11
გამარჯობათ მეგობრებო, ასეთი კითხვა მაქვს: ახალ კომპანიაში გადავედი სამუშაოდ, სადაც გამოსაცდელი ვადა მქონდა მარტის ბოლომდე, როდესაც მოვიდა ეს პერიოდი მომივიდა შეტყობინება, რომ წარმატებით გავიარე და კომპანია თანახმა იყო წლის ბოლომდე გაეხანგრძლივებინა კონტრაქტი. მე და ფინანსურმა დირექტორმა მოვაწერეთ ახალ კონტრაქტს ხელი (შეიცვალა მხოლოდ თარიღის მუხლი), მაგრამ ამ დროს რაღაც ჩეპე მოხდა და პროქეტის დირექტორმა აღარ მოისურვა წლის ბოლომდე გაგრძელება. შედეგად შემომთავაზეს ახალი კონტრაქტი აპრილის ბოლომდე ერთი თვით. აპრილის დღეს მთავრდება და როგორც შემატყობინეს თანახმა არიან კიდევ ერთი თვით მაისის ბოლომდე გადაწიონ.
მოკლედ მაინტერესებს რამდენად კანონიერია ესეთი შემთხვევა, ესე თითო-თითო თვით კონტრაქტის დადება? კომპანია თავს იზღვევს, რომ თუ პროექტი არ გაგრძელდება 2 თვის ანაზღაურებას არ გადამიხდიან.
თუ მაისის ბოლოს წინასწარი გაფრთხილების გარეშე მითხრეს, რომ აღარ აპირებენ გაგრძელებას შემეძლება 2 თვის ანაზღაურება მოვითხოვო რომელიც ძირითად კონტრაქტში არის გაწერილი? და საერთოდ ამ შემთხვევაში რა ვალდებულებები ეკისრება კომპანიას ჩემს მიმართ?

Posted by: lilianna 30 Apr 2018, 15:57
გამარჯობა,იქნებ მეც დამაკვალიანოთ.ვყიდი ბინას,ვისაც სურსშეძენა კრედიტს აკეთბს ბანკიდან,კრედიტი დაუმტკუცდა და ახლა თანხას რომ გამოიტანს,უნდა მობუწერო შემდეგ საბუთებზე ხელი,ანუ ჩემს ბინას,რომელსაც ყიდულობს იმას ტვირთავს იპოთელიკით ბნკში,მაგრამ მიხდის თანხის ნაწილს,75 პროცენტს ბინის ღირებულების,შემდეგი 25 პროცენტი უნდა გადამიხადოს 3 თვის შემდეგ.ძალიან სასიამოვნო და კარგი ადამიანბი ჩანან,მაგრა ასე ნდობაც ძნრლია,მთუმეტეს დაახლობით 12-13000 დოლარზეა საუბარი და რას მირჩვთ?ნოტარიუსთან გავაკეთოთ ხელშეკრულბაო,მაგრამ რა ტიპის ხელშეკრულება უნდა გაფორმდეს ან არ გადახდის შემთხვევაში რა ბერკეტი მაქვს თანხის ამოღების?

Posted by: chochich 30 Apr 2018, 23:53
lilianna
მეორადი იპოთეკით შეგიძლია დატვირთო ბინა, ბანკთან შეთანხმებით.

ბანკზე ადრე უფლრბა ვერ წარმოგეშვება თუმცა სამუდამოდ იქნება.

სხვა აზრი რომელიც მეორად იპოთეკას სჯობს არ მომდის თავში.
* * *
stephanozi
გადახედეთ შრომის კოდექსს.

მე ვერ დაგეხმარებით.

Posted by: Правовед 1 May 2018, 02:23
chochich

rolleyes.gif საინტერესოა კიდევ რამდენ ხანს გაძლებს სამოქალაქო სამართალი - სისტემურად რა დღეშია ჩაგდებული ქართველი მოსახლეობა ... პრაქტიკულად დაკარგული აქვს პრაგმატული ასპექტი სამოქალაქო ბრუნვის სამართალურთიერთობის ისეთ მთავარ ინსტრუმენტს, როგორიცაა ხელშეკრულება - უნდა მიამატო ნეგატიური პირობები, აქსცესორული დამატებითი ვალდებულებები, უზრუნველყოფები, დათქმები ... ბინის ორაბზაციანი ნასყიდობა გადაიქცა მრავალგვერდიან კრებულებად ... კიდევ კარგი, გამიმართლა და ისე დავბერდი, შევესწარი კეთილსინდისიერ საზოგადოებას, გამოვცადე ქართული "ახალი" თაობისათვის უცხო მოვლენა - ადამიანისადმი ნდობა და რწმენა ... რა ეკონომიკური განვითარება, რის ეკონომიკური განვითარება! ...

Posted by: lilianna 1 May 2018, 11:46
chochich
დიდი მადლობა. ბანკი იქნება თანახმა ამაზე? ეს ხელშეკრულება ბანკშივე უნდა გაკეთდეს თუ ნოტარიუსთან?

Posted by: chochich 1 May 2018, 16:11
lilianna
ხელშეკრულების ნოტარიუსთან გაკეთება დამატებით საფასურს გუკისხმობს რაც ვფიქრობ ძვირია. ხელშეკრულება უნდა გაკეთდეს იურისტთან. დამოწმდეს ნოტარიუსთან და დარეგისტრირდეს რეესტრში.

ბანკი იქნება თუბარა თანახმა ბანკს უნდა კითხოთ. იდეაში მესაკუთრის ნებაა ეგ და არა ბანკის, მაგრან ამ უფლებას ხომ არ ზღუდავენ ნასყიდობის ხელშეკრუკებით?!


Posted by: MaNoFMaTch 1 May 2018, 22:10
stephanozi
გამარჯობა, საქ-ოს შრომის კოდექსიდან გამომდინარე შეიძლება შრომითი ხელშეკრულება სასამართლომ ჩათვალოს, როგორც უვადო.
ახალ კომპანიაში რას გულისხმობთ? ახალდაარსებული კომპანია არის?

შრომითი ხელშეკრულება განსაზღვრული ვადით იდება მხოლოდ მაშინ, როცა:
ა) შესასრულებელია კონკრეტული მოცულობის სამუშაო;
ბ) შესასრულებელია სეზონური სამუშაო;
გ) სამუშაოს მოცულობა დროებით იზრდება;
დ) ხდება შრომითი ურთიერთობის შეჩერების საფუძვლით სამუშაოზე დროებით არმყოფი დასაქმებულის ჩანაცვლება;
თუ ჩამოთვლილი საფუძვლებიდან არცერთი საფუძველი არ არის ვადიანი ხელშეკრულების დასადებად, შესაბამისად უვადოდ დადებული ხელშეკრულება ჩაითვლება.

Posted by: datmeni 3 May 2018, 16:38
სალამი.
იქნებ დამაკვალიანოთ, მინდა სასამართლოში შევიტანო სარჩელი გამოსახლებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების ფურცელზე,სხვა მანამდე ყველანაირი მოქმედება შესრულებულია.
იქნებ ამიხსნათ როგორ და რანაირად ვიმოქმედო.

Posted by: chochich 4 May 2018, 13:37
datmeni
სამოქალაქო კოდექსში მოძებნეთ უკანონო მფლობელობიდან ნივთიდ გამოთხოვის შესახებ, დაურთეთ ამონაწერი.

Posted by: qwertyuser 6 May 2018, 14:57
chochich
ორი წუთით ამ თემას შეხედე რა? განსაკუთრებით ბოლოში რაც მიწერია smile.gif
https://forum.ge/?f=77&showtopic=35023020

Posted by: chochich 7 May 2018, 09:51
qwertyuser
არანაერ დახმარებას არ საჭიროებს. წამოვიდეს თუ არ უნდა და თუ ვინმე შეაწუხებს 112.

ახლა კარგი პრაქტიკა მკვოდრდება, შემაკავებელ ორდერის პირველსავე დარღვევაზე სისხლის სამართალს იწყებენ და აკავებენ დამრღვევს.



ჩემი აზრით ამდენი დრამატიზება არ უნდა.

თუ ვინმეს სადმე არ უნდა, წამოვიდეს.

Posted by: qwertyuser 7 May 2018, 10:01
chochich
მადლობა გამოხმაურებისთვის.

Posted by: bakako93 13 May 2018, 14:01
QUOTE (chochich @ 7 May 2018, 09:51 )
qwertyuser
არანაერ დახმარებას არ საჭიროებს. წამოვიდეს თუ არ უნდა და თუ ვინმე შეაწუხებს 112.

ახლა კარგი პრაქტიკა მკვოდრდება, შემაკავებელ ორდერის პირველსავე დარღვევაზე სისხლის სამართალს იწყებენ და აკავებენ დამრღვევს.



ჩემი აზრით ამდენი დრამატიზება არ უნდა.

თუ ვინმეს სადმე არ უნდა, წამოვიდეს.

ხო იმ დღეს ვეცნობიდი ახალ კანონპროექტს. უბრალოდ ამ კანონპროექტთან დაკავშირებით რამდენიმე შეკითხვა გამიჩნდა. შემაკავებელი ან დამცავი ორდერის პირველი დარღვევა გადის უკვე სისხლის სამართალში. მარა სოც მუშაკის მოთხოვნის დაუმორჩილებლობა რჩება ისევ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში. ანუ მიზანს ვეღარ ვხვდები? არასრულწლოვანის ინტერესების უგულებელყოფა უფრო დიდი დანაშაულია ვიდრე ფორმალურად შემაკავებელი ორდერის დარღვევა არ მეთანხმები?

თან მანდ მეორე საკითხია – ასეთმა გამკაცრებამ არ გამოიწვიოს თვითონ მსხვერპლის დათრგუნვა. მაგალითად, ბევრი მსხვერპლი როცა ჩემთან მოდის მეუბნება რომ არ უნდა რომ მოძალადე დაიჭირონ. შესაბამისად, უკვე მსხვერპლი აღარ გაამხელს დარღვევოს შესახებ და სამართალდამცავი ორგანოები უკვე აღარ იქნებიან საქმის კურსში ხომ არ ირღვევა დამცავი ორდერის პირობები და შესაძლო საფრთხეს ვეღარ "აიცილებენ" თავიდან.

Posted by: Juventino 18 May 2018, 16:37
მოგესალმებით იურისტების.
ახლობელს ადამიანს სურს დახმარება და ვინმეს თუ შეუძლია უბრალოდ სარჩელი რო დააწერინოთ.
თვითონ ჩააბარებს. იქნებ ეცალოს ვინმეს წინასწარ მადლობა. საკონტაქტო რო დამიტოვეთ გადავცემ. და პირადში აგიხნით სიტუაციას.

Posted by: bakako93 18 May 2018, 18:01
QUOTE (Juventino @ 18 May 2018, 16:37 )
მოგესალმებით იურისტების.
ახლობელს ადამიანს სურს დახმარება და ვინმეს თუ შეუძლია უბრალოდ სარჩელი რო დააწერინოთ.
თვითონ ჩააბარებს. იქნებ ეცალოს ვინმეს წინასწარ მადლობა. საკონტაქტო რო დამიტოვეთ გადავცემ. და პირადში აგიხნით სიტუაციას.

მეეჭვება აქ ვინმე ესე დაეხმაროს სარჩელის მომზადებაში. შეუძლია მიაკითხოს გამგეობებს, სადაც ჰყავთ უფასო იურისტები, რომლებიც ეხმარებიან სარჩელის მომზადებაში და საჭიროების შემთხვევაში ადვოკატსაც გამოყოფენ. შეუძლია ასევე მიაკითხოს არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც ასევე ამ მიმართულებით მუშაობენ. ხო კიდე იურიდიული დახმარების ცენტრია თამარ მეფის ქ. N14-ში და მათაც შეუძლია მიაკითხოს.

Posted by: Juventino 18 May 2018, 19:32
bakako93
თემის ავტორი გამოეხმაურა უკვე
ასე რომ მადლობამას დიდი.

Posted by: bakako93 19 May 2018, 03:27
Juventino

ძალიან კარგი. წარმატებები შენს ახლობელს smile.gif

Posted by: sabas 22 May 2018, 12:29
ფორუმელებო

ერთი კერძო სკოლიდან რიცხავენ ბავშვებს
მიზეზი ხელშეკრულების დარღვევა მშობლის მრიდან გადაუხდელობის გამო

თანხის ნაწილი წინასწარ იყო გადახდილი დანარჩენი სასწავლო წლის ბოლომდე უნდა ყოფილიყო გადახდილი ,სასწავლო პროცესი ჯერ არ დასრულებულა , დირექტორს კი დაუწესებია თანხის გადახდის ბოლო ვადა და ამის შემდეგ ბავშვებთან გასაუბრება შემდეგ კლასში გადაყვანისთვის.

აღნიშნული იფორმაცია შემთხვევით გაიგო რამდენიმე მშობელმა, ძირითად ნაწილს კი დამრიგებელმა ან დირექტორმა შეატყობინა. მათ ვისაც ინფორმაცია არ ქონდათ და შემთხვევით გაიგეს თანხები მაშინვე გადაიხადეს .

პრობლება !!!

მომდევნო კლასები დაკომპლექტდა და ადგილი აღარ აქვთ , ის ბავშვები რომლის მშობლებმაც ინფორმაციის მიღებისთანავე გადაიხადეს თანხა უნდა გარიცხონ, რადგანაც:
1) დააგვიანეს გადახდა
2) გამოტოვეს გასაუბრება.
3) მოიქცნენ უყურადღებოდ

ინფორმაცია უნდა ყოფილიყო მესიჯის ან ზარის საშუალებით , ასევე შეიძლებოდა მშობლისთვის პირადად თქმა რადგანაც ბავშვები პატარები არიან და მშობლებს დაყავთ სკოლაში.

სკოლა ედავება მშობლებს და არ პირდება ბავშვების გადაყვანას შემდგ კლასში, ურჩევს საჯარო სკოლაში ეძებონ თავისუფალი ადგილები, რაზეც არავინ თანხმდება და სწავლის გაგრძელება იგივე სკოლაშია სასურველი. მშობლების პრეტენზიას რომ ინფორმაცია გადასახადზე და გასაუბრებაზე არ ქონდათ და ასეთ მდგომარეობაში სკოლის ადმინისტრაციის გამო ჩავარდნენ სკოლა არ ითვალისწინებს , პასუხობს რომ ინფორმაცია გაგზავნილი იყო ყველასთან და თვითონ მშობლები მოიქცნენ უყურადღებოდ. ტელეფონის ამონაწერიდან კი ირკვევა რომ არცერთი მესიჯი და ზარი უცხო ნომრიდან არაა მიღებული.
რატომ გამოტოვეს ან გამორჩათ რამდენიმე ბავშვი არც აღიარებენ, არც პრობლემის მოგვარებას პირდებიან ერთადერთი დამრიგებელი იხდის ათას ბოდიშს უყურადღებობისთვის.

როგორ, რა საშუალებით და საიდან უნდა მოხდეს აღნიშნული პრობლემის მოგვარება სკოლასთან.

გასათვალისწინებელია რომ ადმინისტრაცია ძირითადად არ უსმენს ამ მშობლებს და პასუხობს რომ ეს საკითხი არ განიხილება!!!

რეაგირება სასწრაფოა რადგანაც სკოლებში ადგილები თითქმის შეივსო.

Posted by: chochich 22 May 2018, 21:32
sabas
ჩათი ნახეთ..........................................................

Posted by: ALPINA 22 May 2018, 22:30
გამარჯობათ. მჭირდება იურისტის კონსულტაცია საჯარო რეესტრთან დაკავშირებით. საქმე ეხება 1992 წლის მიწის რეფორმის შედეგად მიღებული მიწის ნაკვეთის 2016 წლის სახელმწიფო პროექტის ფარგლებში რეგისტრაციის დროს წარმოქმნილ იურიდიულ პრობლემებს

Posted by: bakako93 23 May 2018, 12:58
QUOTE (ALPINA @ 22 May 2018, 22:30 )
გამარჯობათ. მჭირდება იურისტის კონსულტაცია საჯარო რეესტრთან დაკავშირებით. საქმე ეხება 1992 წლის მიწის რეფორმის შედეგად მიღებული მიწის ნაკვეთის 2016 წლის სახელმწიფო პროექტის ფარგლებში რეგისტრაციის დროს წარმოქმნილ იურიდიულ პრობლემებს

კონკრეტულად რა გაინტერესებთ? კითხვა რომ დაწეროთ და შეძლებისდაგვარად გიპასუხებთ. yes.gif

Posted by: ALPINA 23 May 2018, 17:20
QUOTE (bakako93 @ 23 May 2018, 12:58 )
QUOTE (ALPINA @ 22 May 2018, 22:30 )
გამარჯობათ. მჭირდება იურისტის კონსულტაცია საჯარო  რეესტრთან დაკავშირებით. საქმე ეხება 1992 წლის მიწის რეფორმის შედეგად მიღებული მიწის ნაკვეთის 2016 წლის სახელმწიფო პროექტის ფარგლებში რეგისტრაციის დროს წარმოქმნილ იურიდიულ პრობლემებს

კონკრეტულად რა გაინტერესებთ? კითხვა რომ დაწეროთ და შეძლებისდაგვარად გიპასუხებთ. yes.gif

გამარჯობათ. მაინტერესებს პირველი ეტაპის (როდესაც ყველა კომლს შეუვსეს მიწის ნაკვეთები 1 ჰექტრამდე) შემდეგ ვის აძლევდნენ 1500 კვადრატულ მეტრს და რომელი დადგენილების საფუძველზე...

Posted by: Правовед 23 May 2018, 17:32
ALPINA
საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის №48, 1992 წლის 6 თებრვლის №128, 10 მარტის №290, 1992 წლის 22 სექტემბრის №949, 1993 წლის 16 იანვრის №39, 1993 წლის 24 თებევლის №148, 1993 წლის 28 ივნისის №503, 1994 წლის 29 ნოემბრის №815, 1995 წლის 10 მარტის №129 დადგენილებების, საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 21 ოქტომბრის დეკრეტის, საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის 1994 წლის 30 დეკემბრის №249 განკარგულების, 1995 წლის 22 თებერვლის №45 ბრძანებულების, საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 11 თებერვლის №166 ბრძანებულების მოთხოვნების შესაბამისად საქართველოს მოქალაქეთა კომლებისათვის, ოჯახებისათვის გაცემული მიწის ნაკვეთები, აგრეთვე 1992 წლამდე მათ კანონიერ სარგებლობაში არსებული საბაღე, საბოსტნე, სააგარაკო, სამოსახლო, საკრმიდამო ნაკვეთები ცხადდება მათ კერძო საკუთრებად და მათ მიმართ შესაბამისად გამოიყენება კანონი ,,სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“.

საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის #48 -ე დადგენილება 1992 წ. 18 იანვარი..
ამ ნორმატიული აქტით ქვეყანაში არსებული მიწები დაიყო, სახელმწიფო მიწების ფონდად და მიწის რეფორმის ფონდად, დადგინდა, რომ საკარმიდამო ფართობის გადიდება მომხდარიყო ბარში 0,75 ჰა-მდე ხოლო მთაში 3 ჰა-მდე. თუ ზედ რამე ნარგავები იყო მისი ღირებულება უნდა გადაეხადა პირს ვისაც გადაეცემოდა მიწის ნაკვეთი.
ქალაქად მცხოვრებ ხალხს მიწები ნორმის მიხედვით გადაეცემოდათ მას შემდეგ, რაც მოხდებოდა სოფელში მუდმივად მცხოვრებ მოქალაქეთათვის მიწის გადაცემა.
ამ დადგენილებით ასევე განისაზღვრა რომ უნდა მიღებულიყო საკანონმდებლო აქტები, რომელიც
განსაზღვრავდა მიწის რეფორმის სხვადასხვა ასპექტებს როგორიცაა: კომლზე გასაცემი მიწის ზღვრული ნორმა, მიწის ფასი და გადასახადები, სასოფლო სამეურნეო საწარმოების მოწყობის წესი და პრინციპები, საბაღე და სააგარაკო მიწების ზღვრული ნორმები და წესი - არც ერთი მათგანი არ
გამოცემულა.
48-ე დადგენილება ერთგვარად დაზუსტდა, მინისტრთა კაბინეტის #128 დადგენილებით (1992წ. 6. თებერვალი) .
• ამ დადგენილებით მართალია იგივე დარჩა 48-ე დადგენილებით განსაზღვრული ფართობები მაგრამ დაემატა შემდეგი კომპონენტები სოფლად მცხოვრები სხვა სფეროს მუშაკებისთვის ზღვრული ოდენობა დადგინდა ბარში და ზეგანზე 0.5 ჰა, ხოლო მთაში დარჩა უცვლელად 3 ჰა. ქალაქად მცხოვრები ხალხისთვის კი ზღვრული ოდენობა გახდა 0.15 ჰა ხოლო, მთაში 1 ჰა.
ნაკვეთების გაცემა უნდა მომხდარიყო 1992 წლის მდგომარეობით არსებული კომლების მიხედვით, ამ თარიღის შემდგომ შექმნილ კომლებზე უნდა გაცემულიყო მიწები სარეზერვო ფონდიდან, თუ პირი ზედიზედ ორი წლის განმავლობაში არ გამოიყენებდა მიწას, უნდა ჩამორთმეოდა სასამართლო წესით და გადასულიყო სარეზერვო ფონდში.
ზემოთთქმულ ნორმატიულ აქტებში ცვლილება შევიდა მინისტრთა კაბინეტის #290 დადგენილებით (1992 წ. 10 მარტი). ეს ნორმატიული აქტი იწყება იმით, რომ წინა დადგენილებების განხორციელების პროცესში, წარმოიქმნა სირთულეები და ზღვრული ნორმების გაზრდა არის აუცილებელი. ზღვრული ნორმები დადგინდა შემდეგნაირად: სოფელში მცხოვრები და სოფლის მეურნეობაში დასაქმებული
ხალხისათვის - ბარში და ზეგანზე 1 ჰა, სადაც ამის შესაძლებლობა იქნებოდა 1.25 ჰა, მთაში 5 ჰა, სოფელში მცხოვრები სხვა სფერის მუშაკებისათვის 0.75 ჰა ბარში, ხოლო მთაში 5 ჰა, ქალაქად მცხოვრები ხალხისათვის საგარეუბნო ზონებში 0.15 ჰა ბარში და ზეგანზე 0.25 ჰა, მთაში 1 ჰა. რაიონული დაქვემდებარების ქალაქისა და დაბების დამტკიცებულ საზღვრებში მცხოვრებ და სოფლის მეურნეობაში დასაქმებულ ხალხტათვის 0.75 ჰა, ხოლო სხვა სფეროს მუშაკთათვის 0.5 ჰა. გადაცემული მიწის გასხვისებისთვის შემოვიდა სპეციალური წესი: უნდა გასულიყო გადაცემიდან 2 წელი და გასხვისება უნდა მომხდარიყო საადგილმამულო ბანკის მეშვეობით მიწის რეფორმის პროცესის მარეგულირებელი ძირითადი ნორმატიული აქტები
მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 20 იანვრის #50 დადგენილებით შეიქმნა მიწის რესურსებისა და მიწის რეფორმის სახელმწიფო კომიტეტი. მინისტრთა კაბინეტის 1994წ. 25 ივლისის #490 დადგენილებით სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებს დაევალათ დაედგინათ მცხეთის და გარდაბნის საზღვრები თბილისთან, დაეზუსტებინათ თბილისის მიწის ფონდის ოდენობა და განეხილათ ყველა სადაო საკიტხი, რომელიც წარმოიშვა თბილისის გარშემო მიწის გამოყოფასთან დაკავშირებით, ასევე შეესწავლათ ამ მიწის ნაკვეთების გამოყოფის კანონიერება. ასევე ამ დადგენილებით განისაზღვრა, რომ შეჩერებულიყო საზღვრების დაზუსტებამდე თბილისის 1974 წლის საზღვრების ფარგლებში მიწის გაცემა.

http://www.nplg.gov.ge/gsdl/cgi-bin/library.###?e=d-01000-00---off-0preziden--00-1----0-10-0---0---0prompt-10---4-------0-1l--11-ka-50---20-about---00-3-1-00-0-0-11-1-0utfZz-8-00&a=d&cl=CL4.11&d=HASH019deb562bf4a356104e1645

Posted by: d_tsabo 23 May 2018, 18:41
მოკლედ მაინტერესებს შემდეგი სიტუაცია ორგანიზაციასა და ინდ მეწარმეს შორის არის დადებული ხელშეკრულება,რის საფუძველზეც ორგანიზაციამ სატნრანსპორტო საშუალება გადასცა ინდ მეწარმეს იმ შეთანხმებით რომ ეს ინდ მეწარმე გადაიხდიდა თანხას და ამის შემდეგ კონკრეტული სატრანსპორტო საშუალება გადავიდოდა ინდ მეწარმის საკუთრებაში,კონკტრაქტის დამთავრებამდე 6 თვით ადრე ინდ მეწარმე გარდაიცვალა.კომპანია იძახის რომ ინდ მეწარმის მემკვიდრეებს არ ერგებათ არაფერი არც გადახდილი თანხა დაბრუნდება და არც ტრანსპორტი გადაეცემათ მათ არც იმის საშUალებას იძლევა რო ეს 6 თვე სხვამ იმუშაოს,კონტრაქტი ცალსახად შედგენილია მხოლოდ კომპანიის ინტერესებიდან გამომდინარე.რა შეიძლება დავუპირისპირო ამას?

Posted by: Правовед 23 May 2018, 19:51
d_tsabo
"გადასცა"-ში რა მოხდა რეალურად? გადააფორმება როგორც ჩანს არ მომხდარა?
და ეს "იძახის" ... უნდა მოახერხოთ მტკიცებულების სახე მისცეთ, ოფიციალურად წერილობით მოსთხოვონ ხელშეკრულების მხარის უფლებამონაცვლეებმა ... დაწვრილებით გაეცანით ხელშეკრულებას, როგორი მოვალეობებია ღირებულების გადახდის და გამოთქვით მზადყოფნა შეასრულოთ ისინი ხელშეკრულების მხარის მემკვიდრეებმა ... "ვუთხარით-იძახი"-ც არ გამოდგება დაპირისპირებისთვის - აუცილებელია წერილობით "ესაუბროთ" ...

Posted by: d_tsabo 23 May 2018, 20:21
Правовед
ჯერ მხოლოდ ერთი შეხვედრა მოხდა საუბარია ყვითელ მარშუტკებზე,გადაფორმება არ ყოფილა თუმცა კონტრაქტი დაიდო,მოკლედ ჯერ მხოლოდ ერთხელ შევხდი უბრალოდ მაინტერესებდა ვინმეს თუ ქონია მსგავსი საქმე.

Posted by: ALPINA 23 May 2018, 20:46
QUOTE (Правовед @ 23 May 2018, 17:32 )
ALPINA
საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის №48, 1992 წლის 6 თებრვლის №128, 10 მარტის №290, 1992 წლის 22 სექტემბრის №949, 1993 წლის 16 იანვრის №39, 1993 წლის 24 თებევლის №148, 1993 წლის 28 ივნისის №503, 1994 წლის 29 ნოემბრის №815, 1995 წლის 10 მარტის №129 დადგენილებების, საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 21 ოქტომბრის დეკრეტის, საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის 1994 წლის 30 დეკემბრის №249 განკარგულების, 1995 წლის 22 თებერვლის №45 ბრძანებულების, საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 11 თებერვლის №166 ბრძანებულების მოთხოვნების შესაბამისად საქართველოს მოქალაქეთა კომლებისათვის, ოჯახებისათვის გაცემული მიწის ნაკვეთები, აგრეთვე 1992 წლამდე მათ კანონიერ სარგებლობაში არსებული საბაღე, საბოსტნე, სააგარაკო, სამოსახლო, საკრმიდამო ნაკვეთები ცხადდება მათ კერძო საკუთრებად და მათ მიმართ შესაბამისად გამოიყენება კანონი ,,სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“.

საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის #48 -ე დადგენილება 1992 წ. 18 იანვარი..
ამ ნორმატიული აქტით ქვეყანაში არსებული მიწები დაიყო, სახელმწიფო მიწების ფონდად და მიწის რეფორმის ფონდად, დადგინდა, რომ საკარმიდამო ფართობის გადიდება მომხდარიყო ბარში 0,75 ჰა-მდე ხოლო მთაში 3 ჰა-მდე. თუ ზედ რამე ნარგავები იყო მისი ღირებულება უნდა გადაეხადა პირს ვისაც გადაეცემოდა მიწის ნაკვეთი.
ქალაქად მცხოვრებ ხალხს მიწები ნორმის მიხედვით გადაეცემოდათ მას შემდეგ, რაც მოხდებოდა სოფელში მუდმივად მცხოვრებ მოქალაქეთათვის მიწის გადაცემა.
ამ დადგენილებით ასევე განისაზღვრა რომ უნდა მიღებულიყო საკანონმდებლო აქტები, რომელიც
განსაზღვრავდა მიწის რეფორმის სხვადასხვა ასპექტებს როგორიცაა: კომლზე გასაცემი მიწის ზღვრული ნორმა, მიწის ფასი და გადასახადები, სასოფლო სამეურნეო საწარმოების მოწყობის წესი და პრინციპები, საბაღე და სააგარაკო მიწების ზღვრული ნორმები და წესი - არც ერთი მათგანი არ
გამოცემულა.
48-ე დადგენილება ერთგვარად დაზუსტდა, მინისტრთა კაბინეტის #128 დადგენილებით (1992წ. 6. თებერვალი) .
• ამ დადგენილებით მართალია იგივე დარჩა 48-ე დადგენილებით განსაზღვრული ფართობები მაგრამ დაემატა შემდეგი კომპონენტები სოფლად მცხოვრები სხვა სფეროს მუშაკებისთვის ზღვრული ოდენობა დადგინდა ბარში და ზეგანზე 0.5 ჰა, ხოლო მთაში დარჩა უცვლელად 3 ჰა. ქალაქად მცხოვრები ხალხისთვის კი ზღვრული ოდენობა გახდა 0.15 ჰა ხოლო, მთაში 1 ჰა.
ნაკვეთების გაცემა უნდა მომხდარიყო 1992 წლის მდგომარეობით არსებული კომლების მიხედვით, ამ თარიღის შემდგომ შექმნილ კომლებზე უნდა გაცემულიყო მიწები სარეზერვო ფონდიდან, თუ პირი ზედიზედ ორი წლის განმავლობაში არ გამოიყენებდა მიწას, უნდა ჩამორთმეოდა სასამართლო წესით და გადასულიყო სარეზერვო ფონდში.
ზემოთთქმულ ნორმატიულ აქტებში ცვლილება შევიდა მინისტრთა კაბინეტის #290 დადგენილებით (1992 წ. 10 მარტი). ეს ნორმატიული აქტი იწყება იმით, რომ წინა დადგენილებების განხორციელების პროცესში, წარმოიქმნა სირთულეები და ზღვრული ნორმების გაზრდა არის აუცილებელი. ზღვრული ნორმები დადგინდა შემდეგნაირად: სოფელში მცხოვრები და სოფლის მეურნეობაში დასაქმებული
ხალხისათვის - ბარში და ზეგანზე 1 ჰა, სადაც ამის შესაძლებლობა იქნებოდა 1.25 ჰა, მთაში 5 ჰა, სოფელში მცხოვრები სხვა სფერის მუშაკებისათვის 0.75 ჰა ბარში, ხოლო მთაში 5 ჰა, ქალაქად მცხოვრები ხალხისათვის საგარეუბნო ზონებში 0.15 ჰა ბარში და ზეგანზე 0.25 ჰა, მთაში 1 ჰა. რაიონული დაქვემდებარების ქალაქისა და დაბების დამტკიცებულ საზღვრებში მცხოვრებ და სოფლის მეურნეობაში დასაქმებულ ხალხტათვის 0.75 ჰა, ხოლო სხვა სფეროს მუშაკთათვის 0.5 ჰა. გადაცემული მიწის გასხვისებისთვის შემოვიდა სპეციალური წესი: უნდა გასულიყო გადაცემიდან 2 წელი და გასხვისება უნდა მომხდარიყო საადგილმამულო ბანკის მეშვეობით მიწის რეფორმის პროცესის მარეგულირებელი ძირითადი ნორმატიული აქტები
მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 20 იანვრის #50 დადგენილებით შეიქმნა მიწის რესურსებისა და მიწის რეფორმის სახელმწიფო კომიტეტი. მინისტრთა კაბინეტის 1994წ. 25 ივლისის #490 დადგენილებით სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებს დაევალათ დაედგინათ მცხეთის და გარდაბნის საზღვრები თბილისთან, დაეზუსტებინათ თბილისის მიწის ფონდის ოდენობა და განეხილათ ყველა სადაო საკიტხი, რომელიც წარმოიშვა თბილისის გარშემო მიწის გამოყოფასთან დაკავშირებით, ასევე შეესწავლათ ამ მიწის ნაკვეთების გამოყოფის კანონიერება. ასევე ამ დადგენილებით განისაზღვრა, რომ შეჩერებულიყო საზღვრების დაზუსტებამდე თბილისის 1974 წლის საზღვრების ფარგლებში მიწის გაცემა.

http://www.nplg.gov.ge/gsdl/cgi-bin/library.###?e=d-01000-00---off-0preziden--00-1----0-10-0---0---0prompt-10---4-------0-1l--11-ka-50---20-about---00-3-1-00-0-0-11-1-0utfZz-8-00&a=d&cl=CL4.11&d=HASH019deb562bf4a356104e1645

დიდი მადლობა............................................................................

Posted by: Правовед 23 May 2018, 21:00
d_tsabo
მიყევით ბოლომდე - სამემკვიდრეო სამართალი თქვენს მხარეზეა (რა თქმა უნდა, თქვენი შეკითხვის მონაცემევბიდან გამომდინარე) - რა წერია კონტრაქტში და რა პირობებია - ამაზე სამწუხაროდ პასუხს ვერ გაგცემთ ...

Posted by: new_member_ 27 May 2018, 15:13
გამარჯობა,
სავარაუდოდ აქ განიხილავდით უკვე მაგრამ მაინც იქნებ მეც მიპასუხოთ:
ბანკთან დავის შემთხვევაში როდესაც არბიტრაჟში მორიგება ვერ მიიღწევა, რა ხდება შემდეგ?
პროცედურული ვადები მაინტერესებს და პრაქტიკაში არსებული და გავრცელებული შედეგები.

დავა პირობითად დავარქვი, რადგან რეალურად სურათი შემდეგია:
- მსესხებელს შეუმცირდა შემოსავლები
- მიმართა ბანკს და აცნობა ამის შესახებ
- ბანკის მხრიდან დროული და ადექვატური რეაგირება არ მოხდა
- მსესხებელმა შედეგად ვერ მისდია გრაფიკს და "გაპრობლემდა" კრედიტი.
- კრედიტი უგირავნოა და უთავდებო. მხოლოდ ხელფასია "ხელჩასაჭიდი".

მთელი ამ დროის მანძილზე კონტაქტის ინიციატივა მოდიოდა მსესხებლის მხრიდან. მათ შორის მაშინაც, როდესაც კრედიტი ვადაგადაცილებაში გადავიდა და პრობლემური სესხების განყოფილებას "დაეწერა".
მათთან შეხვედრისას დაფიქსირდა კონკრეტულ Χ თანხის მოთხოვნა რესტრუქტურიზაციის წინაპირობის სახით.
გარკვეული დროის შემდეგ, როდესაც ეს თანხა მოძიებული იქნა, "აღმოჩნდა" რომ "ბანკს მიდგომები შეეცვალა" და უკვე 5*Χ თანხა იყო საჭირო, ან უძრავი ქონების უზრუნველყოფა. ეს კი, რეალურად უაზრო შემოთავაზება იყო. შესაბამისად მსესხებლის მხრიდან ეთხოვა ბანკს, რომ კიდევ ერთხელ გადაეხედათ საკითხისათვის.

მსესხებლის მხრიდან მორიგი კონტაქტისას "აღმოჩნდა", რომ საკითხი უკვე იურისტებთან იყო გადაცემული და (სიტყვა-სიტყვით) "პრონლემურები ვეღარაფერს გააკეთებენ, სჯობს მივყვეთ პროცედურებს".

რას მეტყვით?
მადლობა წინასწარ

Posted by: maxouni 27 May 2018, 16:35
გამარჯობათ, მაქვს ზუსტად ასეთი სიტუაცია:
QUOTE
აუცილებელი გზა – არის შემთხვევები,როცა მიწის ნაკვეთს არ გააჩნია კომუნიკაციებთან მისასვლელი გზა,როგორიცაა საავტომობილო გზა,წყალმომარაგების ქსელი და ა.შ. ამ შემთხვევაში,ასეთი ნაკვეთის მესაკუთრეს შეუძლია მოითხოვოს აუცილებელი გზა იმ ნაკვეთის მესაკუთრისგან  ,რომლის ნაკვეთიც უერთდება ზემოაღნიშნულ კომუნიკაციებს.ეს უკანასკნელი ვალდებულია,ასეთი გზის არსებობა მოითმინოს და მეზობელი უზრუნველყოს აუცილებელი გზით,თუმცა ამის გამო უფლებამოსილია,მოითხოვოს ფინანსური კომპენსაცია.

ანუ ჩემს ნაკვეთს არ გააჩნია საავტომობილო გზა, გასაგებია რომ შემიძლია მოვითხოვო მეზობლისგან გზის უფლება და მის ნაკვეთს ჩამოვაჭრა ფაქტიურად 1/3 მაგრამ იმასაც აქვს კომპენსაციის მოთხოვნის უფლება და რამდენი შეიძლება იყოს ეს კომპენსაცია? იმან რომ თქვას მილიონი მინდაო რა თქმა უნდა მე ვერ გადავიხდი და ავტომატურად ჩიხში შედის საქმე. სადმე რამე ტარიფი წერია თუ რასაც მოითხოვს ის უნდა გადავიხადო?
უფასო ადვოკატს არ ვითხოვ, მთავარია საქმე გააკეთოს და ანაზღეურებაზეც არ ვარ უარზე, უბრალოდ სასამართლოში წასვლამე მინდა ვიცოდე რას შეიძლება წავაწყდე დავის პროცესში

Posted by: Правовед 27 May 2018, 21:07
maxouni
QUOTE
გასაგებია რომ შემიძლია მოვითხოვო მეზობლისგან გზის უფლება

საპასუხისმგებლო შეკითხვაა ... ამ უფლების ეჭვის ქვეშ დაყენება არ შეიძლება? ვინმეს (ორგანოს, სპეციალისტის და ა. შ.) მიერ უკვე "დადგენილია", რომ მხოლოდ სერვიტუტის, და, მხოლოდ ამ მეზობლისგან შესაძლებელია მოთხოვნა? 1/3 მიწის ჩამორთმევით აზრს ხომ არ უკარგავს ...

თუმცა, ეს ეს სხვა საკითხია - თუ გემდომებათ, ალბათ იკითხავთ ...

სსკ-ის 180-ე მუხლით აუცილებელი გზის მხლოდ აუცილებელ, უალტერნატივო შემთხვევებში დადგენა განპირობებულია საქართველოს კონსტიტუციით და ამავე კოდექსით აღიარებული საკუთრების უფლების თავისუფლებით, ამასთან, ამ უფლების შეზღუდვა დაშვებულია მხოლოდ კანონისმიერი ან სახელშეკრულებო ბოჭვის გარგლებში.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 247-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სერვიტუტის დადგენის მიმართ გამოიყენება უძრავი ნივთის შეძენისათვის გათვალისწინებული წესები - ამ საკითხში სასამართლო მოგთხოვთ საექსპერტო შეფასებას ამ მიწის და ...

Posted by: maxouni 28 May 2018, 11:00
QUOTE
ამ უფლების ეჭვის ქვეშ დაყენება არ შეიძლება? ვინმეს (ორგანოს, სპეციალისტის და ა. შ.) მიერ უკვე "დადგენილია", რომ მხოლოდ სერვიტუტის, და, მხოლოდ ამ მეზობლისგან შესაძლებელია მოთხოვნა?

ჯერჯერობით არაფერი არაა დადგენილი, უბრალოდ რუკას რომ დახედავ არაპროფესიონალის თვალიც კი შეამჩნევს რომ სხვა გამოსავალიც კი არ არსებობს.
ერთი რამე ფაქტია რომ ალწაში ვარ მოქცეული თორემ მე კო ნკრეტული მეზობლის მიმართ არანაირი პრეტენზია არ გამაჩნია.
აქ კითხვა დავსვი იმიტომ რომ რეალურად მაინტერესებს საიდან დავიწყო და საით წავიდე.

Posted by: chochich 28 May 2018, 11:25
Правовед
maxouni

აქ კითხვა პასუხის თემა არ არის, გთხოვთ შესაბამის განყოფილებაში განაგრძოთ.

Posted by: Правовед 28 May 2018, 11:36
maxouni
მივიღეთ სამართლიანი შენიშვნა - პასუხი ნახეთ პირადში ...
* * *
chochich
გასაგებია - შევეცდები წავშალო. გულახდილად, არც კი ვიცი როგორ ხდება ეს ... მგონი მოვძებნე გამოსავალი ...

Posted by: annak 31 May 2018, 15:34
დამაკვალიანეთ ვის უნდა მიმართოს პირმა როდესაც მისი უკანონო განთავისუფლება ხდება?

Posted by: GogonaParalelepipedidan 1 Jun 2018, 14:30
annak
QUOTE
როდესაც მისი უკანონო განთავისუფლება ხდება?

პატიმრობიდან
მონობიდან
სამსახურიდან
ტკივილისგან
სიცოცხლისგან?

Posted by: annak 1 Jun 2018, 14:44
GogonaParalelepipedidan


biggrin.gif

QUOTE
სამსახურიდან

Posted by: chochich 2 Jun 2018, 21:15
annak
დედას
მამას
კერპს
ვოლტერს
ღმერთს
სასამართლოს

Posted by: annak 4 Jun 2018, 12:38
chochich
საღლიცინოდ არ დამიწერია...

Posted by: Правовед 4 Jun 2018, 17:45
annak
ისე, ერთი თვის ვადა გაქვთ - არ დაგავიწყდეთ!

Posted by: BBETO 7 Jun 2018, 18:24
გამარჯობათ, საყოფაცხოვრებო ნივთების ყადაღა ავტომატურად მის გატანას ნიშნავს ბინიდან? ასევე გვჭირდება ადვოკატი საბანკო დავალიანების დავასთან დაკავშირებით, გთხოვთ პმ ში მომწეროთ

Posted by: mr_pikopa 14 Jun 2018, 17:04
Правовед
როგორ ხარ? ხომ ხართ კარგათ?

Posted by: Правовед 14 Jun 2018, 17:12
mr_pikopa


ნელა-ნელა

Posted by: mr_pikopa 14 Jun 2018, 17:17
Правовед
კარგია. სულ ისე ყოფნას კი ჯობს. ერთი კითხვა მაქ კერძოდ ბაჟის გადავადებასთან, პლიუს დავის საკითხის პროცენტისა. თუ არ ვცდები 48 მხულის ამბავია და ჩემთვის გასაგებ ენაზე თუ არ გეზარება განმანათლე

Posted by: Правовед 14 Jun 2018, 17:26
mr_pikopa
თუ სასამართლოს ბაჟთან დაკავშირებით გაინტერესებთ - დავის 3 პროცენტია გადასახდელი. 48-ე მუხლი, თუ საპროცესო კანონზეა ლაპარაკი, საჭიროა მტკიცებულებები წარადგინოთ - აქ გამოდგება ცნობები სამსახურიდან ხელფასზე, არასრულწლოვან შვილებზე, კრედიტი, ქონებრივი მდგომარეობის სიმძიმეს რაც შეეხება, ყველაფერია გამოსადეგი ... ისე, სასამართლო მძიმეთ უყურებს მაგ საქმეს - ჭინჭყლობს ხშირად ...

Posted by: mr_pikopa 14 Jun 2018, 17:28
Правовед
დიახ და ასევე როცა ქონებრივ დავაზე მიდის საუბარი ღირებულების რაღაც პროცენტია შესატანი და ნუ რაც დავსერჩე შესაძლებელია გადავადება. ოღონდ რიგირ დეტალებია და კარგად მინდა გავერკვე

Posted by: Правовед 14 Jun 2018, 17:39
mr_pikopa
"გრამოტნათ" უნდა შუამდგომლობის შედგენ-დაწერა რა ... კანონმდებლობა (სამოქალაქო საპროცესო) არ განსაზღვრავს, თუ რა კონკრეტული მტკიცებულების წარდგენა შეიძლება გახდეს სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების საფუძველი ...

Posted by: mr_pikopa 14 Jun 2018, 17:48
QUOTE
ჭინჭყლობს ხშირად ...

გასაგებია რომ ჭინჭყლობს მაგრამ არასრულწლოვანი შვილებიც მყავს. პლიუს უმუშევარი დავრჩი, პლიუს ქუჩაში ვარ, საკრედიტო ისტორიას კიდევ შავი არ ქვია, მეგა შავი ვარ. ძააან ცუდ დღეში ვარ მოკლედ რომ ვთQვა

როგორი სიტუაციაა ამ შემთხვევაში იცით. თუ მომთხოვა ავტომატურად ისედაც პლიუსში დარჩენილ მხარეს ორმაგ პლიუსში დატოვებს.
დიდხანს ვწელე ჩემი ამბავი, ვეცადე ყველანაირად მაგრამ გუშინ ფიალა ამევსო. რაც იქნება იყოს. იმდენად ამჭრეს რომ უკვე ფაქტობრივად უცხო ადამიანთან ვაპირებ დავას
ეს ჩემი ძველი თემა მცირედით რომ ვიკამათედსავით.

Posted by: ALPINA 14 Jun 2018, 20:54
მოგესალმებით. ჩემს მეუღლეს მიწის რეფორმით მისცეს 1997 წელს 1500 კვ. მეტრი მიწის ნაკვეთი. კანონიერ ქორწინებაში ვიმყოფებით (ქორწინების მოწმობა გაცემულია ) 1993 წლის ნოემბერში. მეუღლე ცხოვრობს თბილისში ჩემს სახელზე რიცხულ სახლში მაგრამ რეგისტრირებულია მშობლების მისამართზე რაიონში. თავის დროზე ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტი ვერ ავიღეთ , შემდეგ საქართველოს ვარიანტში რაღაც-რაღაცები შეიცვალა (მაღარიჩი რომელიც მიწის ნაკვეთის საბაზრო ღირებულების ტოლფასია) მოვიპოვე 1996 წლის დეკემბერში შედგენილი სოფლის მიწათმოსარგებლეთა მიწის სარეფორმო სიის ამონაწერი სადაც ერთ-ერთ ნომრით დარეგისტრირებულია ჩემი მეუღლეც. 2007 წელს დავაპირე მიწის ნაკვეთის დარეგისტრირება მაგრამ მეზობელთან გამოვიდა გადაფარვა 25%-ზე მეტი (მეზობელი რუსეთის მოქალაქე ეროვნებით ოსი, წასულია რუსეთში. ფიზიკურად ყველაფერი წესრიგშია უბრალოდ საბუთებით გამოდიოდა გადაფარვა. შემომთავაზეს ან სასამართლოს გზით საქმის გარკვევა ან ფართობის ჩამოჭრა, მეზობლის ნათესავებთან კონტაქტმა შედეგი არ მომცა, რუსეთში მისი ძებნა ვერ შევძელი) ამიტომ გადავწყვიტე საბუთების გამოტანა და დალოდება. ვისარგებლე 2016 წლის მიწის სპორადული რეგისტრაციის კანონით და 2017 წლის ნოემბერში თავიდან შევიტანე საბუთები რეგისტრაციაზე (პირადობის ასლი, ქორწინების მოწმობის ასლი, მიწის განაწილების სარეფორმო სიის ნოტარიალურად დამოწმებული ასლი, მეზობლების ნოტარიალურად დამოწმებული დასტური, ცნობა სოფლის საკრებულოდან) საჯარო რეესტრმა არქივიდან ამოიღო საბუთები და საკომლო წიგნის (2007 წლის ) ჩანაწერში ამოვიდა შემდეგი სახის ჩანაწერი " გათხოვდა ქალაქში" და ჩანაწერი შესრულებულია დროებითი გასვლის გრაფაში ფანქრით, რის საფუძველზეც საჯარო რეესტრმა დაადგინა რომ ჩემი მეუღლე მამის კომლის წევრია და ამიტომ ჩემს მიერ წარდგენილი მიწის განაწილების სარეფორმო სიიდან ამონაწერი არ წარმოადგენს მიწის მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელ დოკუმენტს და მოითხოვა ასეთის წარმოდგენა ან მიწის აღიარების კომისიაზე საბუთების გადაცემა (რაც არ მაწყობს რადგან მიწა სასოფლოა და მასზე არანაირი ნაგებობა არ დგას ამიტომ ყველა ვარიანტში უარს მივიღებ) 10 მაისს შემიჩერეს წარმოება, 7 ივნისს შევიტანე განცხადება სადაც მივუთითე ყველა დარღვევა კანონმდებლობის კონკრეტული მუხლების მითითებით რის შემდეგაც გააგრძელეს წარმოება მაგრამ 13 ივნისს ისევ შეაჩერეს და 14 ივნისს შეწყვიტეს საბუთების წარმოუდგენლობის მოტივით. რას მირჩევთ როგორ მოვიქცე?

Posted by: Правовед 14 Jun 2018, 21:54
mr_pikopa
ღმერთმა ხელი მოგიმართოთ!

Posted by: mr_pikopa 14 Jun 2018, 23:58
Правовед
გაიხარე მადლობა..........................................

Posted by: Fluminense 16 Jun 2018, 10:37
გამარჯობათ, შეკითხვა მაქვს შრომის უფლებებთან დაკავშირებით. სამსახურში მერიცხება ხელფასის ნაწილი ნაწილს კი ხელზე ვიღებ, რამდენად არის ეს კანონის დარღვევა. მეორე არის სამუშაო პირობები, ცუდი ტენიანობა, ჰაერის ტემპერატურა, მტვერი გამონაბოლქვი. თუ არსებობს რაიმე სახის ორგანიზაცია რაც დაარეგულირებს ამ ყველაფერს?

Posted by: Правовед 16 Jun 2018, 12:58
Fluminense
შეკითხვაში არ არის ნახსენები, მაგრამ ... ალბათ ვალის პრობლემებთან და თანხების ავტომატურად "ჩამოჭრასთან" არის ეს შეკითხვა დაკავშირებული ... სამწუხაროდ (პირობითად ამ შემთხვევისათვის), შრომის კანონმდებლობა დამსაქმებულს ავალდებულებს დასაქმებულს გადაუხადოს ხელფასი სრულად! გადახდის ფორმის არჩევა საწარმოს ხელმძღვანელობის უფლებამოსილებაა. აი, რაღაც საკომისიოებს რომ გართმევდეთ ბანკი ხელფასის განაღდებისას (რასაც ბანკები არ ახორციელებენ, როგორც წესი), სხვა საქმეა - შეგიძლიათ მოითხოვოთ სრულად ჩაგაბარონ თანხა ... სამუშაო პირობების შემოწმებას საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტი ახორხიელებს ...

Posted by: GogonaParalelepipedidan 18 Jun 2018, 11:32
Fluminense
QUOTE
სამსახურში მერიცხება ხელფასის ნაწილი ნაწილს კი ხელზე ვიღებ, რამდენად არის ეს კანონის დარღვევა.

კანონის დარღვევა არ არის, თუ ბეგრავს საშემოსავლოთი იმასაც, რასაც ხელზე გაძლევს.
შეიძლება, ქეშს იღებს, რომელიც შემოსავალში საერთოდ არ აქვს აღიარებული და ამ ქეშიდანვე გიხდის ქეშად და საერთოდ არ ადეკლარირებს მაგას.
ხელს გაწერინებს რამეზე, ხელზე რომ გაძლევს ხელფასს?
ხელშეკრულებაში რამდენი გიწერია ხელფასის ოდენობა, იმდენი, რამდენსად გირიცხავს თუ დარიცხულს + ქეშად აღებული?

Posted by: squarrel 18 Jun 2018, 20:24
მოგესალმებით !

მაინტერესებს ასეთი შემთხვევის შესახებ ინფორმაცია

კაცს სისხლოს სამართლის დანაშაულოსთვის ( რომელზეც იძულებითი აღიარებითი ჩვენება მოაცემინეს, და მოოხადა სასჯელი,

შემდეგ პრეზიდენტს მიმართა ნასამართლეობის გაქარწყლებაზე და გაუქარწყლდა. შემდეგ მთავრობა შეიცვალა და უნდა რომ პასუხოსგებაში მიეცენ ის პირები ვინც იძულებითი წესით აღიარებინეს დანაშაული და საქმე შეკერეს

ამ აღიარების და პრეზიდენტისთვის თხოვნით მიმართვის შემეგ აქვს იურიდიული უფლბა რომ იჩივლოს და კომპენსაცია მოითხოვოს? თუ არა

Posted by: chochich 19 Jun 2018, 00:05
სიისხლის სამართალში არ ვაძლევ თავს უფლებას რჩევები ვარიგო. გამოჩნდება ალბათ ვინმე ვინც ნახავს და გიპასუხებთ


Posted by: Правовед 19 Jun 2018, 07:41
squarrel
თავისთავად, თვით ჩივილისა და კომპენსაციის მოთხოვნის უფლება აქვს ყველას, ყოველთვის და ნებისმიერი ფორმით, სახით და ა. შ. - ეს არ არის აკრძალული. მაგრამ ალბათ მთავარია, რა შედეგი მოყვება ამ მოთხოვნებს ...
თავისთავად და პირდაპირ კომპენსაციის მოთხოვნა ვერავითარს შედეგს ვერ გამოიტანს. თანაც ნასამართლეობის გაქარწყლების უფლებაც რეალიზებული გაქვთ და ეს იურიდიულად ეს მიანიშნებს. რომ ეჭვის ქვეშ განაჩენი საერთოდ არ დაყენებულა.
ამისათვის საჭიროა განაჩენით(სხვა, ახალი!) დადგენილ იქნას იმ პირების დანაშაული "ვინც იძულებითი წესით აღიარებინეს დანაშაული და საქმე შეკერეს" ... ანუ დადგინდეს მიზეზობრივ-შედეგობრივი კავშირი თქვენს მიმართ გამოყენებულ უსამართლობასთან. ამ განაჩენით ახლად აღმოჩენილ გარემოებებს დაეყრდნობა თქვენს მიმართ გამოტანილი განაჩენის გაუქმებაც და თქვენი მოთხოვნებიც ...

გულახდილათ რომ ვთქვათ, შეკითხვას კიდეც ეტყობა, რომ ამ საკითხზე უკვე ადრეც გაცემულია პასუხები და ამის გავლენაც იგრძნობა ...

Posted by: Blunt 19 Jun 2018, 10:04
ნასამართლეობის ცნობის აღებას, თარგმნას ინგლისურ ენაზე და პოსტაილით დამოწმება ლეგალიზებას შსს ში ხდება?

Posted by: Jonatahn_smith 19 Jun 2018, 12:14
რამოდენიმე დღის წინ ჩემი ახლობელი გაანთავისუფლეს შსს-ს ერთი-ერთი დეპარტამენტიდან.. რეორგანიზაციის პერიოდში გაუქმდა მისი განყოფილება საერთოდ და დარჩა კადრებში აყვანილი. არაფერი შეუთავაზებიათ, წლებია მუშაობს და ერთი საყვედურიც არ აქვს. მაინტერესებს აქვს უფლება თუ არა, სასამართლოს რომ მიმართოს თავის აღდგენის მიზნით?

Posted by: squarrel 19 Jun 2018, 13:14
QUOTE (chochich @ 19 Jun 2018, 00:05 )
სიისხლის სამართალში არ ვაძლევ თავს უფლებას რჩევები ვარიგო. გამოჩნდება ალბათ ვინმე ვინც ნახავს და გიპასუხებთ

გმადლობთ კომპეტენტური პასუხისთვის.

ეს შეკითხვა ახლახანს გამიჩნდა და შესაბამისად აქამდე არსად დამისვავს smile.gif

Posted by: chochich 20 Jun 2018, 20:59
Jonatahn_smith

რეორგანიზაციით გამოშვებულს ვფიქრობ რომმ არ აქვს, დარწმუნებული არ ვარ და დროც არ მაქ კანონში რომ საფუძვლიანად ჩავიხედო, სხვები იქნებ დაგვეხმარონ.

Posted by: MaNoFMaTch 20 Jun 2018, 21:56
Jonatahn_smith
თუ ფიქრობთ, რომ უბრალოდ ფორმალობა იყო რეორგანიზაცია და კადრები გაუშვეს რეალურად შეგიძლიათ მოითხოვოთ აღდგენა სამუშაოზე

Posted by: Правовед 20 Jun 2018, 22:10
Jonatahn_smith
აუცილებლად მიუთითეთ ახლობელის სტატუსი - მოხელეების მრავალფეროვანი სახეობაა, დამხმარე თუ შტატგარეშე მოსამსახურე? შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებიც იყოფიან - სპეციალური დანაწესები, არსებობს მათი მიღებისა და განთავისუფლების - მუშაობდა თუ მხახურობდა? კონტრაქტსაც გადახედეთ თუ არსებობდა - დააზუსტეთ შეკითხვა! კითხეთ, იმედია იურისპრუდენციის საფუძვლები ეცოდინება ...

Posted by: Jonatahn_smith 21 Jun 2018, 09:07
chochich


გასაგებია... მადლობა დიდი
როგორც ვიცი, შეთავაზება უნდა გაეკეთებინათ მინიმუმ სხვაგან დანიშვნაზე

Posted by: ASIMO 21 Jun 2018, 12:49
chochich
განქორწინების მოთხოვნისას, სასამართლოში რომ შემაქვს სარჩელი თუ განცხადება, (მეუღლესთან დიდი ხანია გაშორებული ვარ და სხვა ქვეყანაში ცხოვრობს, კონტაქტი არ მაქვს და არავინ იცის სად ცხოვრობს)

ხომ შემიძლია მე თვითონ შევიტანო სარჩელი, ისე რომ ადვოკატი არ ავიყვანო?

და რას ვაკეთებ? მივდივარ დიღომში საქალაქო სასამართლოში, ქორწინების მოწმობით და ჩემი პირადობით და..........?

Posted by: Droid 21 Jun 2018, 14:51
გამარჯობა, ვყიდი ბინას და კლიენტი ამბობს რო იპოთეკაში ჩავდებ და ისე მოგცემ ფულსო და რა რისკებს შეიცავს ??

Posted by: chochich 21 Jun 2018, 22:45
Droid
მანამ სანამ ფულს არ მოგცემთ ქონება არ გადაუფორმოთ.

აიღოს სესხი, რომლის თანხასაც არა მას ჩაურიცხავენ არამედ თქვენ, თქვენ დაუტვირთეთ ქონება და თანხას როცა აიღებთ გადაუფორმეთ.

აუცილებლად გაიარეთ კონსულტაცია იურისტთან დეტალურად, ან დაასწრეთ ყველა ამ პროცესს. რამე რომ შეგეშალოთ შეიძლება დაკარგოთ ქონება.

Posted by: Правовед 22 Jun 2018, 06:38
chochich
იმედია მოგისმენთ და დაგიჯერებთ ... [დაზოგვის პრონციპმა არ გაიმარჯვოს / ალბათ, მგონი, უნდა] ...

Posted by: ALPINA 22 Jun 2018, 10:39
QUOTE (chochich @ 19 Mar 2016, 15:57 )
მოკლედ, ვთავაზობ უფასო საადვოკატო მომსახურებას მათ ვისაც გადახდა არ შეუძლია.

ვარ ადვოკატი, მაქვს გამოცდილება. თუმცა მაქვს პირადი ბიზნესი და საადვოკატო მომსახურებით მიღებულ შემოსავალზე არ ვარ დამოკიდებული.

თუ არ გაქვთ საშუალება დაიქირაოთ ადვოკატო მე მოგემსახურებით უფასოდ (არც დასაწყისში და არც დამთავრების მერე თეთრს არ გამოგართმევთ) ან თუ იცით ვინმე ვინც გასაჭირშია და სჭირდება ადვოკატი დააკავშირეთ ჩემთან.

წესები მარტივია.
1) ხელმომჭირნე ადამიანს ვეხმარები
2) სამოქალაქო ან/და ადმინისტრაციული უნდა იყოს დავა
3) თეთრს არ ვიღებ არცერტ ეტაპზე.
4) თქვენ მეხმარებით მე არ ჩამოვშორდე პრაქტიკას.


მოკლედ ხელი ხელს ბანს.
მეხმარებით, გეხმარებით.

შემეხმიანეთ pm ის საშუალებით ან აქ დაწერეთ თემაში.
აქ რომ ადვოკატები მოღვაწეობთ ხელს არ შეგიშლით რადგან მე თანხას არ ვიღებ და მხოლოდ იმათ დავეხმარები ვისაც გადახდის საშუალება არ აქვთ და თქვენ ისედაც ვერ გადაგიხდიდნენ.

თუ ბევრი მსურველი გამოჩნდება საქმეებს ავიღებ თავისუფალი დროის მიხედვით.

მაგრამ თუ დაგპირდით რომ ავიღე საქმე მე მას აუცილებლად ბოლომდე მივიყვან და შუა გზაზი არ მივატოვებ.

კარგი იდეა იყო თავის დროზე. ბევრსაც დაეხმარეთ მაგრამ ახლა კითხვა-პასუხის კლუბად გადაიქცა თემა და ისიც შერჩევით...... სხვა იურისტებიც თუ გააკეთებენ მსგავს თემებს ძალიან კარგი იქნება.......

Posted by: Правовед 22 Jun 2018, 12:37
ALPINA
იდეა მაშინაც კარგი იყო და არც ეხლა კარგავს დადებითს - კითხვა-პასუხის კლუბად გადაქცევაში ფორუმის ამ თემის მოდერატს, chochich-ს არავითარი "ბრალი" (ვთქვათ ასე) არ მიუძღვის - პუბლიკა "ექაჩება თემას" იქ, სადაც "პოულობს გაჩერებას", ზედმეტ ფიქრს და ზრუნველობას ისედაც გაურბის ხალხი ... თვით შეკითხვებიდანაც ხომ ჩანს ეს ...

Posted by: Zz5 23 Jun 2018, 18:20
გამარჯობა
მჭირდება ინფორმაცია ადვოკატის მომსახურების საფასურთან დაკავშირებით.
ვიქირავე ადვოკატი საკმაოდ კვალიფიციური და გამოცდილი და ვიცოდი წინასწარ რომ შედარებით მეძვირე იქნებოდა, თუმცა ეხლა უკვე თანხის დამატება იმდენი მომთხოვა რომ ვფიქრობ ძალიან ძვირია და არარეალურად მეჩვენება.
ვიცი რომ საქმეს გააჩნია მის სირთულეს და დროს ამ მხრივ მარა მოკლედ აღვწერ სიტუაციას და ვინმეს თუ შეუძლია მითხრას რამდენად გონივრულია ეს თანხა.

მოკლედ ბინის გასაფორმებლად ავიყვანე ეს ადვოკატი რომელიც მამისგან დამრჩა, თუმცა სამმკვიდრო ვადა დარღვეული იყო ჩემი მხრიდან ამიტომ დამჭირდა სასამართლო. ასევე არსებობს სხვა მემკვიდრე რომელსაც უკვე აღებული ქონდა ეს სამკვიდრო ოღონ არა ამ ბინაზე არამედ სხვა ქონებაზე რომელიც მას დარჩა. ჩვენ ერთმანეთის ქონებაზე სადაო არაფერი გვქონია და არც ეხლა გვაქვს უბრალოდ ეხლა რომ დამჭირდა გაფორმება ბინის ვინაიდან დახურული სამკვიდრო იყო გაცემული ამიტომ მომიწია სასამართლოში მისვლა სადაც უდაო წარმოებით და ჩვენი მემკვიდრეებს შორის ნოტარიული შეთანხმების საფუძველზე, რომ პრეტენზიები არ გაქვს ერთმანეთთან, სასამართლომ მომაკუთვნა ეს ბინა, უბრალოდ არ ჩაუწერია რომ ნოტარიუსმა უნდა გასცეს ახალი მეორე სამკვიდრო და ამის გამო ნოატარიუსმა არ მომცა სამკვიდრო. ეხლა ისევ მიწევს სასამართლო ოღონდ სადაო ნოტარიუსთან რომ გასცეს სამკვიდრო.
მემკვიდრეებს არაფერი გვაქვს სადაო და ეს ნოტარიუსი მირთულებს საქმეს.
ხო და ეხლა შევიტანე ახალი სარჩელი და ამ ნოტარიუსმაც იცის უბრალოდ მეტი უსაფრთხოებისთვის უნდა რო სასამართლომ მიუთითოს ეს ყველაფერი და თავს იზღვევს.
მოკლედ ეხლა რა მაინტერესებს პირველად ამ ადვოკატმა მითხრა 1500$ და გადავუხადე, ეხლა კიდევ რომ დამჭირდა უკვე ნოტარიუსისი გამო სამსართლო ისევ მთხოვს 1000$ ის დამატებას და მაინტერესებს რამდენად გონივრული ფასია და რამდენად უნდა მოეთხოვა თანხის დამატება როცა საქმე ბოლომდე რეალურად არ გაუკეთებია კი მომაკუთვნა სასამართლომ მარა ნოტარიუსმა არ მომცა სამკვიდრო. მოკლედ ეს ფასი მაინტერესებს რამდენად გონივრულია.
ცხოვრებაში პირველად დამჭირდა ადვოკატი და ამიტომ ყველაფერზე თავს ვუქნევდი და ვიფიქრე ჩემი კეთილგანწყობა ჩემს გასაწეწად ხო არ გამოიყენა თქო.
რამდენად გონივრულია ჯამში 2500$ ამ საქმისთვის სადაც მოდავეები არავინაა და პროცედურაა ფაქტობრივად?
პ.ს ის ვიცი რომ იმ მემვკიდრესაც შეეძლო გაფორმება და მერე ჩემზე გადმოფორმება სრულიად უფასოდ გამოვიდოდი მარა მე მინდა რო უშუალოდ როგორც მემკვიდრემ ისე მივიღო ეს სახლი.
მადლობა წინასწარ

Posted by: prelato 24 Jun 2018, 22:52
გამარჯობათ მეც მემკვიდრეობაზე მაქვს შეკითხვა. ასეთი სიტუაციაა: ბებიაჩემს მხოლოდ ორი მემკვიდრე ყავს მე და დედაჩემი, მაგრამ საქმე იმაშია რომ დედაჩემს დავალიანებები აქვს ბანკში და ხელიც აქვს მოწერილი პიროვნებასთან(ერთად არ არიან). მაინტერესებს შეიძლება თუ არა ბებიაჩემის გარდაცვალების შემდეგ დედაჩემმა უარი განაცხადოს მემკვიდრეობაზე და პირდაპირი მემკვიდრე მე გავხდე ან შეიძლება თუ არა იმ პიროვნებამ პრობლემები შექმნას ამ პროცედურაში?

Posted by: Правовед 25 Jun 2018, 00:02
prelato
არ არის ეს თემა კითხვა-პასუხის, მაგრამ შეკითხვაა ისეთი ჩარევას ითხოვს
პირველი რაც უნდა იცოდეთ! შვილიშვილი! პირდაპირ არ არის მემკვიდრე!
არსებობს კანონით მემკვიდრეთა 5 რიგი. წინა რიგის ერთ-ერთი მემკვიდრის არსებობაც კი გამორიცხავს შემდგომი რიგის მემკვიდრეობას.
მაგ: თუ მამკვიდრებლის გარდაცვალების მომენტისათვის ცოცხალია პირველი რიგის მემკვიდრე და იგი ღებულობს მემკვიდრეობას, მაშინ მეორე რიგის მემკვიდრეები ვერ მიიღებენ სამკვიდოს. ან თუ პირველი და მეორე რიგის მემკვიდრეები არ არსებობენ და არსებობს მესამე რიგის ერთი მემკვიდრე მაინც, მაშინ მეოთხე რიგის მემკვიდრე ვერ მიიღებს სამკვიდროს.
I რიგის მემკვიდრეები: შვილები (მათ შორის გარდაცვალების შემდგომ დაბადებული), მეუღლე, მშობლები.
II რიგის მემკვიდრეები: და-ძმა
III რიგის მემკვიდრეები: ბებია-პაპა
IV რიგის მემკვიდრეები: ბიძნები, დეიდები და მამიდები
V რიგის მემკვიდრეები: ბიძაშვილი, დეიდაშვილი, მამიდაშვილი
როგორც ხედავთ შვილიშვილს ეკუთვნის წილი ბებიის სამკვიდროზე – მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სამკვიდროს გახსნის მომენტისთვის ცოცხალი აღარ არის მამკვიდრებლის მემკვიდრე მათი მშობელი - ღმერთმა აშოროს დედათქვენს და დიდხანს სიცოცხლეს ვუსურვებთ.
ისე, ამ შემთხვევაშიც ის "პიროვნებაც" (მეუღლე) შეიძენდა უფლებას

განაცხადებს დედათქვენი უარს მემკვიდრეობაზე და ბასტა - დარჩება ქონება უმკვიდროთ, თუ ზემოთ ჩამოთვლილი პირები არ არიან ...
QUOTE
შეიძლება თუ არა იმ პიროვნებამ პრობლემები შექმნას ამ პროცედურაში?
ვის გულისხმობთ? თუ დედათქვენის მეუღლეს - მემკვიდრეობის მიღებაში ის არ მონაწილეობს! მემკვიდრეობაში "სისხლის" პრინციპი მოქმედებს - სიძე-რძლები არ ითვლებიან ... თუმცა პრობლემები იუმისოდაც გეყოფათ ...

Posted by: prelato 25 Jun 2018, 00:17
Правовед
დიდი მადლობა პასუხისათვის, და ბანკებთან პრობლემა რომ აქვს დედაჩემს მემკვიდრეობის მიღების მერე ყადაღის დადების საფრთხე წარმოიშვება?

Posted by: Правовед 25 Jun 2018, 00:29
prelato
სამწუხაროდ, ამას, ალბათ, რაიმე დასტურიც არ სჭირდება ///

Posted by: chochich 25 Jun 2018, 20:43
QUOTE (ALPINA @ 22 Jun 2018, 10:39 )
QUOTE (chochich @ 19 Mar 2016, 15:57 )
მოკლედ, ვთავაზობ უფასო საადვოკატო მომსახურებას მათ ვისაც გადახდა არ შეუძლია.

ვარ ადვოკატი, მაქვს გამოცდილება. თუმცა მაქვს პირადი ბიზნესი და საადვოკატო მომსახურებით მიღებულ შემოსავალზე არ ვარ დამოკიდებული.

თუ არ გაქვთ საშუალება დაიქირაოთ ადვოკატო მე მოგემსახურებით უფასოდ (არც დასაწყისში და არც დამთავრების მერე თეთრს არ გამოგართმევთ) ან თუ იცით ვინმე ვინც გასაჭირშია და სჭირდება ადვოკატი დააკავშირეთ ჩემთან.

წესები მარტივია.
1) ხელმომჭირნე ადამიანს ვეხმარები
2) სამოქალაქო ან/და ადმინისტრაციული უნდა იყოს დავა
3) თეთრს არ ვიღებ არცერტ ეტაპზე.
4) თქვენ მეხმარებით მე არ ჩამოვშორდე პრაქტიკას.


მოკლედ ხელი ხელს ბანს.
მეხმარებით, გეხმარებით.

შემეხმიანეთ pm ის საშუალებით ან აქ დაწერეთ თემაში.
აქ რომ ადვოკატები მოღვაწეობთ ხელს არ შეგიშლით რადგან მე თანხას არ ვიღებ და მხოლოდ იმათ დავეხმარები ვისაც გადახდის საშუალება არ აქვთ და თქვენ ისედაც ვერ გადაგიხდიდნენ.

თუ ბევრი მსურველი გამოჩნდება საქმეებს ავიღებ თავისუფალი დროის მიხედვით.

მაგრამ თუ დაგპირდით რომ ავიღე საქმე მე მას აუცილებლად ბოლომდე მივიყვან და შუა გზაზი არ მივატოვებ.

კარგი იდეა იყო თავის დროზე. ბევრსაც დაეხმარეთ მაგრამ ახლა კითხვა-პასუხის კლუბად გადაიქცა თემა და ისიც შერჩევით...... სხვა იურისტებიც თუ გააკეთებენ მსგავს თემებს ძალიან კარგი იქნება.......

მე დახმარებისთვის უარი არავისთვის მითქვამს(სადაც ჩემი თავის იმედი მქონდა).

მევახშე ვინც გამომეხმაურა იმათ ვუთხარი უარი.

სისხლის სამართალი ვისაც აინტერესაბდა იმათ ვუთხარი უარი.

უაზრო კითხვას ვინც მისვავდა იმათ არ გავეცი პასუხი.

ასერომ ჩემი შემართება იგივეა რაც 2 წლის წინ.

სტატისტიკაც შემიძლია დავდო რამდენს დავეხმარე.

ძირითადად იმწუთიერი აღელვებული ხალხი გვწერს რომ აბა დღეს გამათავისუფლეს სამსახურიდან და გთხოვთ დამიცვათ. ერთ ორ დღეში ეს "დუხი" ქრება და შრომა შრომად იკარგება.


* * *
QUOTE (Zz5 @ 23 Jun 2018, 18:20 )
გამარჯობა
მჭირდება ინფორმაცია ადვოკატის მომსახურების საფასურთან დაკავშირებით.
ვიქირავე ადვოკატი საკმაოდ კვალიფიციური და გამოცდილი და ვიცოდი წინასწარ რომ შედარებით მეძვირე იქნებოდა, თუმცა ეხლა უკვე თანხის დამატება იმდენი მომთხოვა რომ ვფიქრობ ძალიან ძვირია და არარეალურად მეჩვენება.
ვიცი რომ საქმეს გააჩნია მის სირთულეს და დროს ამ მხრივ მარა მოკლედ აღვწერ სიტუაციას და ვინმეს თუ შეუძლია მითხრას რამდენად გონივრულია ეს თანხა.

მოკლედ ბინის გასაფორმებლად ავიყვანე ეს ადვოკატი რომელიც მამისგან დამრჩა, თუმცა სამმკვიდრო ვადა დარღვეული იყო ჩემი მხრიდან ამიტომ დამჭირდა სასამართლო. ასევე არსებობს სხვა მემკვიდრე რომელსაც უკვე აღებული ქონდა ეს სამკვიდრო ოღონ არა ამ ბინაზე არამედ სხვა ქონებაზე რომელიც მას დარჩა. ჩვენ ერთმანეთის ქონებაზე სადაო არაფერი გვქონია და არც ეხლა გვაქვს უბრალოდ ეხლა რომ დამჭირდა გაფორმება ბინის ვინაიდან დახურული სამკვიდრო იყო გაცემული ამიტომ მომიწია სასამართლოში მისვლა სადაც უდაო წარმოებით და ჩვენი მემკვიდრეებს შორის ნოტარიული შეთანხმების საფუძველზე, რომ პრეტენზიები არ გაქვს ერთმანეთთან, სასამართლომ მომაკუთვნა ეს ბინა, უბრალოდ არ ჩაუწერია რომ ნოტარიუსმა უნდა გასცეს ახალი მეორე სამკვიდრო და ამის გამო ნოატარიუსმა არ მომცა სამკვიდრო. ეხლა ისევ მიწევს სასამართლო ოღონდ სადაო ნოტარიუსთან რომ გასცეს სამკვიდრო.
მემკვიდრეებს არაფერი გვაქვს სადაო და ეს ნოტარიუსი მირთულებს საქმეს.
ხო და ეხლა შევიტანე ახალი სარჩელი და ამ ნოტარიუსმაც იცის უბრალოდ მეტი უსაფრთხოებისთვის უნდა რო სასამართლომ მიუთითოს ეს ყველაფერი და თავს იზღვევს.
მოკლედ ეხლა რა მაინტერესებს პირველად ამ ადვოკატმა მითხრა 1500$ და გადავუხადე, ეხლა კიდევ რომ დამჭირდა უკვე ნოტარიუსისი გამო სამსართლო ისევ მთხოვს 1000$ ის დამატებას და მაინტერესებს რამდენად გონივრული ფასია და რამდენად უნდა მოეთხოვა თანხის დამატება როცა საქმე ბოლომდე რეალურად არ გაუკეთებია კი მომაკუთვნა სასამართლომ მარა ნოტარიუსმა არ მომცა სამკვიდრო. მოკლედ ეს ფასი მაინტერესებს რამდენად გონივრულია.
ცხოვრებაში პირველად დამჭირდა ადვოკატი და ამიტომ ყველაფერზე თავს ვუქნევდი და ვიფიქრე ჩემი კეთილგანწყობა ჩემს გასაწეწად ხო არ გამოიყენა თქო.
რამდენად გონივრულია ჯამში 2500$ ამ საქმისთვის სადაც მოდავეები არავინაა და პროცედურაა ფაქტობრივად?
პ.ს ის ვიცი რომ იმ მემვკიდრესაც შეეძლო გაფორმება და მერე ჩემზე გადმოფორმება სრულიად უფასოდ გამოვიდოდი მარა მე მინდა რო უშუალოდ როგორც მემკვიდრემ ისე მივიღო ეს სახლი.
მადლობა წინასწარ

მე არ განვეკუთვნები იმ ადამიანების კატეგორიას ვინც დაწერს თავის კოლეგაზე აუგს.

სამოქალაქო გარიგებაში იმყოფებით თქვენ, 1 ბოთლი წყლის დამზადება ქარხანაში 11 თეთრი ჯდება, თქვენ 11თეთრად იყიდით თუ 11 000 ლარად ეს თქვენი არჩევანია.

Posted by: Правовед 25 Jun 2018, 21:35
chochich
Zz5
QUOTE
Правовед
აი ეხლა კი უკვე ნათელი და გასაგებია ყველაფრი, რადგან დაახლოებით ამ სფეროს მუშაობის სფეციპიკა კარგად ამიხსენი ისე რო წარმოდგენა შემექმნა ხარჯებთან დაკავშირებით.
ამ ახსნის მერე უკვე ვხდები ზემოთ რატომ მითხარი რო ყველა მოეროდებოდა ამაზე პასუხს და ეგ ინფორმაცია დიდად არაფერს მომცემდა 
ეხლა უფრო ნათელია ყველაფერი და ვხვდები რო სიძვირეზე საუბარი ზედმეტია და თან აღარც მეჩვენება ისე ძვირი როგორც აქამდე, იმ ყველაფერის გათვალისწინებოთ რა პრონციპებიც მოქმედებს.
მე ამ ადვოკატის მომსახურებით კმაყოფილი ვარ და გავაგრძელებ თანამშრომლობას, რადგან იმ კითხვებზე პასუხიც ჩემ თავში ჩამოვაყალიბე რაც მაინტერესებდა.
მადლობა დახმარებისთვის, რომ გამონახე დრო აგეხსნა ეს ყველაფერი.

ყველაფერი რიგზეა bis.gif

Posted by: ALPINA 25 Jun 2018, 22:18
მოგესალმებით. ჩემს მეუღლეს მიწის რეფორმით მისცეს 1997 წელს 1500 კვ. მეტრი მიწის ნაკვეთი. კანონიერ ქორწინებაში ვიმყოფებით (ქორწინების მოწმობა გაცემულია ) 1993 წლის ნოემბერში. მეუღლე ცხოვრობს თბილისში ჩემს სახელზე რიცხულ სახლში მაგრამ რეგისტრირებულია მშობლების მისამართზე რაიონში. თავის დროზე ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტი ვერ ავიღეთ , შემდეგ საქართველოს ვარიანტში რაღაც-რაღაცები შეიცვალა (მაღარიჩი რომელიც მიწის ნაკვეთის საბაზრო ღირებულების ტოლფასია) მოვიპოვე 1996 წლის დეკემბერში შედგენილი სოფლის მიწათმოსარგებლეთა მიწის სარეფორმო სიის ამონაწერი სადაც ერთ-ერთ ნომრით დარეგისტრირებულია ჩემი მეუღლეც. 2007 წელს დავაპირე მიწის ნაკვეთის დარეგისტრირება მაგრამ მეზობელთან გამოვიდა გადაფარვა 25%-ზე მეტი (მეზობელი რუსეთის მოქალაქე ეროვნებით ოსი, წასულია რუსეთში. ფიზიკურად ყველაფერი წესრიგშია უბრალოდ საბუთებით გამოდიოდა გადაფარვა. შემომთავაზეს ან სასამართლოს გზით საქმის გარკვევა ან ფართობის ჩამოჭრა, მეზობლის ნათესავებთან კონტაქტმა შედეგი არ მომცა, რუსეთში მისი ძებნა ვერ შევძელი) ამიტომ გადავწყვიტე საბუთების გამოტანა და დალოდება. ვისარგებლე 2016 წლის მიწის სპორადული რეგისტრაციის კანონით და 2017 წლის ნოემბერში თავიდან შევიტანე საბუთები რეგისტრაციაზე (პირადობის ასლი, ქორწინების მოწმობის ასლი, მიწის განაწილების სარეფორმო სიის ნოტარიალურად დამოწმებული ასლი, მეზობლების ნოტარიალურად დამოწმებული დასტური, ცნობა სოფლის საკრებულოდან) საჯარო რეესტრმა არქივიდან ამოიღო საბუთები და საკომლო წიგნის (2007 წლის ) ჩანაწერში ამოვიდა შემდეგი სახის ჩანაწერი " გათხოვდა ქალაქში" და ჩანაწერი შესრულებულია დროებითი გასვლის გრაფაში ფანქრით, რის საფუძველზეც საჯარო რეესტრმა დაადგინა რომ ჩემი მეუღლე მამის კომლის წევრია და ამიტომ ჩემს მიერ წარდგენილი მიწის განაწილების სარეფორმო სიიდან ამონაწერი არ წარმოადგენს მიწის მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელ დოკუმენტს და მოითხოვა ასეთის წარმოდგენა ან მიწის აღიარების კომისიაზე საბუთების გადაცემა (რაც არ მაწყობს რადგან მიწა სასოფლოა და მასზე არანაირი ნაგებობა არ დგას ამიტომ ყველა ვარიანტში უარს მივიღებ) 10 მაისს შემიჩერეს წარმოება, 7 ივნისს შევიტანე განცხადება სადაც მივუთითე ყველა დარღვევა კანონმდებლობის კონკრეტული მუხლების მითითებით რის შემდეგაც გააგრძელეს წარმოება მაგრამ 13 ივნისს ისევ შეაჩერეს და 14 ივნისს შეწყვიტეს საბუთების წარმოუდგენლობის მოტივით. რას მირჩევთ როგორ მოვიქცე?

Posted by: chochich 26 Jun 2018, 00:50
ALPINA
როგორ უნდა მოიქცეთ და მიმართოთ სასამართლოს,სხვა რაღა გზა დაგრჩენიათ.

Posted by: Правовед 26 Jun 2018, 02:28
ALPINA
საკმაოდ გაჯერებული ინფორმაციაა გადმოცემული, მაგრამ ///
ფლობის საკითხიც ჩაგეწერათ ბარემ, იყენებთ ამ მიწას? ამუშავებთ? მეზობლების ნოტარიალურად დამოწმებული დასტური, ცნობა სოფლის საკრებულოდან მიანიშნებენ მფლობელობასთან დაკავშირებულ გარემოებებს?
1996 - 2007 - 2016 წლების პაუზის მიზეზებიც საინტერესო აღმოჩნდება ///
"ფიზიკურად ყველაფერი წესრიგშია" რას ნიშნავს? ნაკვეთი არის, მაგრამ მისი საზღვრები მხოლოდ "ქაღალდზეა" შეცდომით? სასამართლოს გზით საქმის გარკვევა რატომ დააკავშირეთ მოპასუხის "რუსეთში ძებნას"? მაპატიეთ და, გიკარნახათ ვინმემ, ეს საღ აზრს მოკლებული მეზობლის ნათესავებთან კონტაქტის "უშედეგობა" და "ძებნის" წარუმატებლობა, დაბრკოლებად და ხელისშემშლელ პირობათ? კანონით (პროცესუალური) საკმაოდ გამართულად არის მოწესრიგებული ეს პრობლემა.
QUOTE
რას მირჩევთ როგორ მოვიქცე?
საკითხი იმდენად რთულია, ნუ დარჩებით ფორუმის იმედზე - თუ რაიმეს მიღწევა გსურთ. მიყევით chochich-ის რჩევას სასამართლოსთვის მიმართვის შესახებ. ყველა ვარიანტში საჭიროა განხილული და შერჩეულ იქნას თქვენს პრობლემაზე მორგებული სარჩელის შერჩევა - ან სამოქალაქო სამართალწარმოების გზით ან ადმინისტრაციული წესით. პირდაპირ გეტყვით, იმედი თუ არა გაქვთ, რომ ნაკვეთის ფლობასთან და გამოყენებასთან დაკავშირებულ გარემოებებს დაამტკიცებთ - წარმატების პერსპექტივა ძალზე მცირეა, გაუფრთხილებლობის დიდი ხარისხს და მზრუნველობის არარსებობასთან გათანაბრებულ კავშირს დაადგენს განსახილველი შემთხვევა ...

Posted by: okioki 26 Jun 2018, 14:21
მოგესალმებით,მაინტერესებს საქართველოს მოქალაქეს თუ შეუძლია ესპანეთში უძრავი ქონების შეძენა და ექვემდებარება თუ არა ეს ქონება რაიმე გადასახადს?

Posted by: jadgschloss 26 Jun 2018, 16:57
გამარჯობა, მაინტერესებს ასეთი რამ.
მოკლედ სამკვიდროს მიღებასთან დაკავშირებით.
თუ პირმა გასულ წელს შეიტანა განცხადება ერთ-ერთ ნოტარიუსთან სამკვიდროს მიღებაზე. წარმოადგინა გარკვეული დოკუმენტები. შეუძლია ამ ეტაპზე უარი თქვას მიღებაზე? ანუ მიუღებლობა რომ დაადასტუროს და მისმა დედმამიშვილმა მიიღოს სამკვიდრო?

Posted by: zaza1993 26 Jun 2018, 19:30
jadgschloss
არა, შეუქცევადი ხასიათისაა და ვეღარ იტყვის უარს

Posted by: Правовед 27 Jun 2018, 22:03
jadgschloss
მემკვიდრის მიერ სამკვიდრო მიღებულად(!) ითვლება(!), როდესაც იგი სანოტარო ორგანოში შეიტანს(!)
განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ. ნება უკვე გამოხატულია და ეს სამართალურთიერთობა - სამკვიდროს მიღება დამთავრებულია. უბრალოდ, მასზე უარის თქმა, მით უმეტეს, მიუღებლობის დადასტურება, აზრსაც არის მოკლებული ...
ამ ნაბიჯით გამოწვეულ ხარჯებს, სამწუხაროდ, ვეღარ აირიდებს ...
თუ საბოლოო იურიდიული მიზანია, დედმამიშვილი გახდეს მესაკუთრე, ამას წინ ხომ არაფერი უდგას - უბრალოდ მოახდინოს ჩუქება და მორჩა. სანოტარო კანტორიდან გაუსვლელად შეიძლება, თუ გადასახადი არ არის დიდი - თუ არა და, საჯაროში მოუწევთ წასვლა ...

Posted by: jadgschloss 28 Jun 2018, 10:58
Правовед

მადლობა, გამოხმაურებისთვის.
მოკლედ თემა ასეთია. მოკლედ არის ორი და-ძმა პირობითად ზეზვა და მზია. რეალურად ქონება ეკუთვნის ზეზვას შვილს. და საბოლოოდ მასზე უნდა გაკეთდეს ჩუქება.
შარშან მზიამ შეიტანა განაცხადი სამკვიდროზე. ზეზვა საქართველოში არ იმყოფება წლებია, თუმცა რეგისტრირებულია იმ მისამართზე, რომელ ქონებაზეცაა საუბარი.
ახლა მე ვაგვარებ ამ თემებს. მნიშვნელობა არ აქვს, რომელზე დარეგისტრირდება, მთავარია მარტივად მოგვარდეს და ხარჯი ნაკლები იყოს.
რას მირჩევთ? მე მითხრეს რომ თუ რეგისტრირებულია იმ მისამართზე, რომელ ქონებაზეცაა საუბარი, და სადაც მამკვიდრებელი ცხოვრობდაო, უფრო მარტივიაო მიღება სამკვიდროსი, სასამართლო აღარ ჭირდებაო. ამიტომ ვიფიქრე ზეზვას ხაზით ხო არ გავყვე ამ საქმეს? მზიას უარი ვათქმევინო ან ზეზვას ხაზით გაყვეს და ნახევარი მზიაზე დარეგისტრირდეს, თუ ასეთი რამ შესაძლებელია?
თუ მზიას ხაზით გავყვე, ზეზვას უარი ვათქმევინო და ასე დავამთავრო ეს ყველაფერი?
პ.ს. მზია საქართველოს მოქალაქე არაა. აქვე დავამატებ. ბინადრობის მოწმობა აქვს. თუმცა საქართველოში დაიბადა და ამ ბოლოს დაკარგა მოქალაქეობა.

პ.პ.ს. დიდად მადლობელი დაგრჩებით თუ სწორ გზაზე დამაყენებთ.

Posted by: Правовед 28 Jun 2018, 22:43
jadgschloss
არ არის ეს ფორუმის კითხვა-პასუხის ან იურიდიული კონსულტაციის თემა, ეს ერთი მოდერატორის chochich-ის ბლოგ-თემაა ... იმედია იგი მაპატიებს და გაგცემთ პასუხს:
"მე მითხრეს" არ ვაქცევ ყურადღებას, ან წყარო მიუთითეთ (ვინ, რაღაც დონეზე - ნათესავმა მოსამართლემ, მამიდაშვილმა ადვოკატმა, ძმაკაცმა პროკურორმა და ა. შ.), რომ ანგარიში გავუწიო ...
შეკითხვიდან ჩანს (თუ სწორად გავიგე ალგორითმი), ზეზვას შვილი არის მამკვიდრებელის (გარდაცვლილის) შვილიშვილი. იგი მემკვიდრე საერთოდ არ არის - კანონით ასეა, რადგან მშობელი, პირდაპირი მემკვიდრე ცოცხალია ... ალბათ რაიმე მსჯელობა მის საცხოვრებელ ადგილთან დაკავშირებით არავითარ შედეგს არ მოგვცემს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მემკვიდრის მიერ სამკვიდრო მიღებულად ითვლება, როდესაც იგი სანოტარო ორგანოში შეიტანს განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ ან(!!!!) ფაქტობრივად შეუდგება სამკვიდროს ფლობას ან მართვას, რაც უდავოდ მოწმობს, რომ მან სამკვიდრო მიიღო. ამასთანავე თავის წილზე მზია უარს ხომ არ იძახის?
ზეზვასაც და მზიასაც თანაბარი უფლებები (და არა მოვალეობები) აქვთ სამკვიდროს მიღებაში. ამასთანავე რადგანაც ნოტარიუსი უკვე გაისმა, თავის წილი სამკვიდროს მიღება მზიას სურს(!), ეს „ან“ უკვე მოისპო - უკვე დგება წესი "მემკვიდრის მიერ სამკვიდრო მიღებულად ითვლება, როდესაც იგი სანოტარო!!!! ორგანოში!!!! შეიტანს განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ - მზიას „უარი“ კი არ ათქმევინოთ, რომც აძახებინოთ ყოველდღე - არაფერი გამოვა - ამაზე უკვე გიპასუხეთ და „ზეზვას ხაზს“ ამ მიმართებითაც პერსპექტივა არა აქვს.
მოქალაქეობაც არაფერ შუაშია და სასამართლომდეც ესე „უბრალოდ“ ვერ მიხვალთ - უკან დაგიბრუნებთ სარჩელს, რადგანაც ჯერ ნოტარიუსთან აუცილებელია მისვლა, იურიდიული ინტერესი უნდა "ჩამოყალიბდეს", დავა უნდა "წარმოიშვას", რომ დარღვეული უფლებების დაცვა მაინცადამაინც სარჩელის წარდგენის მეშვეობით მოხდეს.
მე მგონი, ნათლად ჩამოყალიბდა ვარიანტები:
1. თავის ნახევარზე მზიამ მიიღოს სამკვიდრო მოწმობა და ზეზვამაც მიმართოს ნოტარიუსს (მინდობილობის გაფორმება ხომ შეუძლია) და დარეგისტრირდეს ეს ქონება ნახევარ ნახევარი და მერე განკარგოს ზეზვამ ჩუქებით შვილზე ...
2. მზიამ მიიღოს სამკვიდრო მოწმობა მთლიან ქონებაზე და დარეგისტრირდეს ეს ქონება მის სახელზე და მერე განკარგოს ჩუქებით ძმისშვილზე ...
ხარჯები ვახსენე წინაზე და უკვე საშემოსავლო გადასახადის პრობლემებიც ჟონავს (მამიდა-ძმიშვილზე შეღავათები არ ვრცელდება, რამდენადაც ვიცი) და უფრო მისაღები იქნება პირველი ვარიანტის არჩევა და დაიხმარეთ იურისტი თუ თქვენ არა გაქვთ თავის გართმევის იმედი ... კარგად და გამართულად ახსნით - ნოტარიუსიც არ ჩადგება კრიჭაში, გარემოებებია ისეთი, თუ თანხმობაა მხარეებს შორის, არ უნდა გამოიდოს თავი და გასცეს სამკვიდრო მოწმობა ზეზვასა და მზიას 1/2 წილებზე ...

Posted by: jadgschloss 29 Jun 2018, 18:26
Правовед
QUOTE
1. თავის ნახევარზე მზიამ მიიღოს სამკვიდრო მოწმობა და ზეზვამაც მიმართოს ნოტარიუსს (მინდობილობის გაფორმება ხომ შეუძლია) და დარეგისტრირდეს ეს ქონება ნახევარ ნახევარი და მერე განკარგოს ზეზვამ ჩუქებით შვილზე ...
2. მზიამ მიიღოს სამკვიდრო მოწმობა მთლიან ქონებაზე და დარეგისტრირდეს ეს ქონება მის სახელზე და მერე განკარგოს ჩუქებით ძმისშვილზე ...
ხარჯები ვახსენე წინაზე და უკვე საშემოსავლო გადასახადის პრობლემებიც ჟონავს (მამიდა-ძმიშვილზე შეღავათები არ ვრცელდება, რამდენადაც ვიცი) და უფრო მისაღები იქნება პირველი ვარიანტის არჩევა და დაიხმარეთ იურისტი თუ თქვენ არა გაქვთ თავის გართმევის იმედი ... კარგად და გამართულად ახსნით - ნოტარიუსიც არ ჩადგება კრიჭაში, გარემოებებია ისეთი, თუ თანხმობაა მხარეებს შორის, არ უნდა გამოიდოს თავი და გასცეს სამკვიდრო მოწმობა ზეზვასა და მზიას 1/2 წილებზე ...


მხარეებს შორის თანხმობაა აბსოლუტური.
მთავარია მარტივად და ოპტიმალური ხარჯებით მოხერხდეს ეს ყველაფერი.
ესეიგი ჩუქების შემთხვევაში საშემოსავლოს გადახდაც სავალდებულოა biggrin.gif ეს ახალი შარი...

პ.ს. ნოტარიუსი ისეთი შემხვდა, არ მისმენს ბოლომდე, არც პასუხს მცემს დამაკმაყოფილებელს. განცხადება რადგანაც შესულია სხვასთან ფიზიკურად ვერ წავალთ.
ასევე ადვოკატი ვნახე ერთი, რომელმაც მითხრა რომ განაცხადი ვინც შეიტანა რა პრობლემაა უარი თქვასო. ეს რო მითხრა დავაპაშოლე

Posted by: Правовед 29 Jun 2018, 22:33
jadgschloss
სამწუხაროდ ის "ადვოკატი ვნახე ერთი, რომელმაც მითხრა" და ამით შემოიფარგლა, ფორუმის ნებისმიერი მონაწილისგან არ განსხვავდება - უბრალოდ, გვარს და სახელს იგებთ ეგრევე. არ ვიცი რა იყო ის მიზეზი, რომ ამ წარმოთქმით შემოიფარგლა ადვოკატი და არც თქვენ დას ნოტარიუსისათვის მიუმართავს ამის თაობაზე ... ამ დისტანციიდან ვერაფერს გეტყვით ... ერთი ჩანს, სიტუაცია სათანადოთ ვერ იმართება ...
უკვე, არც კი ვიცი, რა გირჩიოთ ... შეიძლება რაღაც შეცდომას გადაბრალდეს, ანუ მემკვიდრეობაზე უარი კი არ განაცხადოს, არამედ განცხადების გამოხმობა მოახდინოს - არადა ნოტარიუსების რეესტრი მგონი უკვე ელექტრონულად იმართება (ვერც ამ "შინაურულობის" სფეციფიკაზე მოგახსენებთ რამეს - საქართველოში დიდი ხანი არ ვიმყოფები) -
პრინციპში, ჩამოაყალიბეთ წერილობითი მიმართვა ნოტარიუსისადმი, ასე და ასე, ამას წინათ მოგმართეთ მემკვიდრეობის მისაღებად, შევცდი, სინამდვილეში სხვა რამე მინდოდა (ნუ, რას იზამ აღიარებ), გაითვალისწინეთ ჩემი მდგომარეობა, შეწყვიტეთ სამემკვიდრეო საქმე ჩემს მიმართ, აგერ არის ნამდვილი მემკვიდრე - ჩემი ძმა ზეზვა, მისთვის გახსენით ეს საქმე. დიდი ხანია მოლაპარაკებულნი ვართ - მე უარს ვიძახი, ეს იღებს - უბრალოდ შეცდომაში შემიყვანა გარემოებამ ... ბოლოს და ბოლოს, ვალდებული გახდება ნოტარიუსი პასუხი გაგცეთ - ასეთი განცხადება უარიც არის მემკვიდრეობაზე და ფორმალურადაც, იურიდიულ შეუსაბამობასაც არ ითხოვთ ... ამით, უარის შესახებ ეს ორჭოფობაც დამთავრდება ... კარგი იქნება, რა თქმა უნდა ამ ნოტარიუსის ორიენტირებაც მოხდეს, რაღაც წესების ქექვა და გაანალიზება სჭირდება, რა გარემოებებით შეიძლება გამართლდეს სანოტარო მოქმედებების შეწყვეტა განმცხადებლის ინიციატივით ... თანაც თქვენც იძახით, რომ ეს ნოტარიუსი ყურადღებას არ გაქცევთ, ბოლომდე არ გისმენთ (ეს გამომუშავებული უნარია უკვე, თუ მის იურიდიულ "ენაზე" არ დაელაპარაკებით), ადვოკატიც შეგხვდათ ისეთი, არ ჩათვალა საჭიროდ ნოტარიუსამდე მისვლა-გარკვევა ... უკვე, არც კი ვიცი, რა გირჩიოთ ...

Posted by: chochich 30 Jun 2018, 17:09
jadgschloss
Shemxvdit da dagexmarebit problemis mogvarebashi

Posted by: Правовед 30 Jun 2018, 20:41
chochich
აბა შენ იცი, მადლია ალბათ ...

Posted by: chochich 1 Jul 2018, 14:04
არსებობენ ნოტარიუსები რომელთაც ეშინიათ პასუხისმგებლობის თავზე აღება და დაკისრებული საქმის გაკეთება. ურჩევნიათ მარტივი საქმით იშოვონ სარჩო. ამიტო. საჭიროა ოფიციალური კორესპონდებციით იქონიოთ ურთიერთობა მსგავსი ტიპის ნოტარიუსებთან.

საქართველოს ერთ ერთ ქალაქში 6 ნოტარიუსი საქმიანლბს და 6ვემ უარი მითხრა ნაკისრი ვალდებულების შესრულებაზე. ასეთი კარტელური გარიგებებიც არსებობს ნოტარიუსებს შორის. smile.gif

Posted by: Правовед 1 Jul 2018, 14:17
chochich
სამწუხაროდ, ისეა საქმე, უნდა "წაეხმარო" - მარტო გამზადებული განცხადებით მისვლა არ არის საკმარისი, პასუხიც უნდა მოუმზადო და მოქმედების ალგორითმიც ... ჩინოვნიკებთანაც იგივეა - საჯაროში განცხადებებს სამ ფურცლამდე უწევს ჩაბარება - გამოითხოვეთ ეს, აქედან და აქედან, შეადარეთ ეს მონაცემები ასე და ასე, გამოიყენეთ ამა და ამ კანონის მავანი მუხლის დანაწესი და დაადგინეთ ასე და ასე. მერე ამ გამოთხოვას მისდევ კვალში, გამოთხოვნის ადრესატ არსებულ ჩინოვნიკებს უმზადებ პასუხებს, დადგენილებებს, საფუძვლებს - საქმე კომიკურ კონსპექტებამდეც მიდის ... ისინი "მარტივი საქმით" შოულობენ, "ერთობიან" - შენ იჭინთები და წვალობ ... რას იზამ - ასეთია დღევანდელი სურათი ...

Posted by: Mademoiselle.. 2 Jul 2018, 19:57
მოგესალმებით,

რჩევა მჭირდება. მაქვს საკუთარი სახლი, პატარა ეზოთი, რომელიც რეესტრით დამტკიცებული ნახაზებით არის ჩემი საკუთრება, უბრალოდ ადრე გვერდით ცხოვრობდნენ ნათესავები და ჩვენი ეზოთი სარგებლოდბნენ სახლში მისასვლელად (აქვთ სახლის უკანა მხრიდან შესასვლელიც) ახლა სხვამ იყიდა ეს სახლი და მსურს ჩემი ეზო მთლიანად შემოვღობო მათ შორის ეს გზაც გადაიკეტება. მეზობელ სახლს არ აქვს ეზო საერთოდ , ვაზუსტებ არ გაგვაჩნია საერთო გამყოფი. მათ გვერძე კედლამდე მიწა ჩემია. მოკლედ დავიწყე თუ არა სამუშაოები მიჩივლა პოლიციაში გზას გვიკეტავსო მოკლედ სასამართლომდე მიდის საქმე. მაინეტერსებს ჩემი ეზოა კანონით და ხომ მაქვს ამის უფლება ? მითუმეტეს მათ აქვთ უკანა მხრიდან შესასვლელი . დიდი მადლობა წინასწარ

Posted by: toreli 4 Jul 2018, 16:03
გამარჯობათ, იჯარის დავალიანების დაგროვების გამო მეიჯარემ მიმართა სასამართლოს, საქმე გადაეცა სააღსრულებლო ბიუროს და დამიყადაღეს ანგარიშები, მაინტერესებს უფლება აქვს თუ არა სასამართლოს ყადაღა დაადოს და გაყიდოს ვალის ამოღების მიზნით მამის კუთვნილ საცხოვრებელი კერXო სახლი სოფელში, სადაც ჩაწერილი ვარ და რა ზომები შეიძლება გამოიყენოს აღსრულების ბიურომ ჩემს მიმართ

მადლობთ

ლადო

Posted by: chochich 5 Jul 2018, 05:58
toreli

არ აქვს მამათქვენის ქონების გაყიდვის უფლება. შესაძლებელია დააყადაღონ თქვენი ნივთები სადაც ხართ ჩაწერილი.


სხვა დანარჩენი იკითხეთ კითხვა პასუხის თემაში.

Mademoiselle..

თქვენ გჭირდებათ ადვოკატი, შემიძლია დაგეხმაროთ.

პირველ რიგში "დოკუმენტაცია"ს უნდა გავეცნო.

Posted by: dato_sisauri 5 Jul 2018, 12:44
გამარჯობათ,

კაცი სანამ პენსიაზე გავიდოდა მანამდე აიღო საქართველოს ბანკის რაღაცა საკრედიტო ბარათი, რომელიც არ გადაუხდია.
ეხა პენსიონერია უკვე 1 წელია და ურეკავენ და ეუნებიან სასამართლოში გიჩივლებთო, ქონება არ აქ, მაგრათ ნერვიულობს და რამე შეილება ან პენსია წაართვან ან რამეს უზამენ ?

Posted by: toreli 5 Jul 2018, 16:54
Mademoiselle..
დიდი მადლობა, მაგრამ სამწუხაროდ ფინანსური პრობლემების გამო ახლა ვერ შევძლებ ადვოკატის აყვანას...

Posted by: chochich 5 Jul 2018, 17:00
dato_sisauri

როდესაც რჩევას კითხულობთ იურისტისგან გაითვალისწინეთ რომ ზეპირად არ ემოყვეთ ამბავი და მიუთითოთ კონკრეტულად ყველაფერი.

1. როდის აიღო ბარათი (სესხის ხელშკერულება, წარმოადგინეთ).
2. როდის გადაიხადა ბოლოს აღნიშნული სესხი (რაიმე სახის მოქმედება ამ სესხთან დაკავშირებით როდის განხორხიელდა).
3. არავინ არაფერს წაართმევს ( ვალის დაბრუნების მიზნით თუ დაუკავებენ პენსიის ნაწილს ეს წართმევა არაა, ვალი როცა გაქვს უნდა გადაიხადო).

Posted by: Mademoiselle.. 10 Jul 2018, 18:15
QUOTE (chochich @ 5 Jul 2018, 05:58 )


Mademoiselle..

თქვენ გჭირდებათ ადვოკატი, შემიძლია დაგეხმაროთ.

პირველ რიგში "დოკუმენტაცია"ს უნდა გავეცნო.

მადლობა გამოხმაურებისთვის, გავარკვიეთ უკვე ყველაფერი ადვოკატთან up.gif

Posted by: laxxa 12 Jul 2018, 16:48
გამარჯობათ ვეძებ ადამიანს (ადვოკატს ) ვისაც შეუძლია დახმარება გამიწიოს ცენტრპოინტის საქმეში . თუ ვინმე პატიოსან და ამასთან ძმლიერ ადვოკატს მირჩევთ წინასწარ გიხდით მადლობას .მჭირდება სარჩელის მომზადება და შეტანა ..

Posted by: chochich 13 Jul 2018, 01:20
laxxa

ასეთი "პოსტის" მერე ბევრი გამოგეხმაურებათ პირად შეტყობინებაში. მე გირჩევთ თანხა წინასწარ არავის გადაუზადოთ და მოურიგდეთ შედეგის მიღწევის შემთხვევაში (აღსრულების შემდეგ) თანხის გადახდაზე.

მე 10 დღე არ ვარ საქართველოში.. თუ გეჩქარებათ სხვა ნახეთ. თუ არა მანამდე მომაწოდეთ ყველა სახოს დოკუმენტაცია და წავიკითხავ.

Posted by: Правовед 13 Jul 2018, 02:11
chochich
აბა ჰე, და სიფრთხილეც გმართებს - საკმაოდ უცნაურია იურისტს დაუსვა ნონემიური შეკითხვა იურისტის არჩევანზე ... ძაან იმფერი შეკითხვაა, რომე ... თანაც უნა გიგიმართლოს კაცს, რომე გადიფურთხო თბილისში და ადვოკატს არ მოარჭვო ...

Posted by: qaosi 23 Jul 2018, 16:19
chochich
გამარჯობა

ესეიგი კითხვა მაქვს ასეთი და თუ ვინმემ იცით ზუსტად მიპასუხეთ. ესეიგი სამსახურში მქონდა გამოსაცდელი 6 თვიანი პერიოდი. მეოთხე თვეში გადავედი უკვე და აღმოჩნდა, რომ კომპანია სადაც ვმუშაობდი გაიყიდა. გამყიდველმა , მყიდველს ხელშეკრულებაში ვალდებულებად ჩაუწერა, რომ თავისი კადრები ანუ ჩვენ დაგვასაქმოს შესაბამის პოზიციაზე, მოკლედ რაიმე წინადადება შემოგვთავაზოს. ამ წინადადებაზე უარის თქმის შემშვევაში კომპანია გაძლევს კომპენსაციას და ტოვებ სამსახურს. ვინაიდან მე მაქვს გამოსაცდელი პერიოდი განმიცხადეს, რომ თუ ვერ შევუთანხმდები მყიდველს მომიწევს სამსახურის დატოვება კომპენსაციის გარეშე.
გამოსაცდელი ვადის შელშეკრულება მაქვს 10 ოქტომბრამდე და მაინტერესებს, რამდენად კანონიერია ასეთი მიდგომა? ჩემგან ხო არანაირ გადაცდომას არ ქონია ადგილი და გამოსაცდელი ვადით მომუშავეებს გადაუხადონ უნდა თუ არა კომპენსაცია აღნიშნულ შემთხვევაში/?

Posted by: chochich 24 Jul 2018, 02:45
qaosi
ამაზე ზუსტ პასუხს ვერავინ გაგცემთ.

გვაჩვენეთ თქვენი ხელშეკრულება რომელიც გაკავშირებთ დამსაქმებელთან, ვნახოთ რა შემთხვევაში აქვს თქვენს დამსაქმებელს უფლება გამოსაცდელი პერიოდი ჩათვალოს წარუმატებლად და გაგათავისუფლოთ. აგრეთვე შესამოწმებელია რამდენად შესაბამისობაშია თქვენი ხელშეკრულება მოქმედ კანონმდებლობასთან.

გარემოება რომ კომპანია "გაიყიდა" არ ცვლის თქვენთვის არაფერს, რადგან თქვენ ხართ სამართლებრივ ურთიერთობაში უშუალოდ კომპანიასთან და არა მის ან ძველ ან ახალ მფლობელთან.

Posted by: LEGEN_wait for it_DARY 24 Jul 2018, 10:21
qaosi

ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ არაფერი გეკუთვნის, დამსაქმებელი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს გაგათავისუფლოს კომპენსაციის გარეშე (მხოლოდ ფაქტობრივად ნამუშევარი პერიოდი ანაზღაურდება).

Posted by: rozi 27 Jul 2018, 23:04
გამარჯობათ მჭირდება იურისტის დახმარება რუსთავის სასამართლოში ემას კრედიტიდან მომივიდა სარჩელი 200 ლარიან სესხზე 2800 ლარს ითხოვენ ,წერია რომ შესაგებელი უნდა შევიტანო ადვოკატი არ მყავს არც აყვანის საშვალება მაქვს თუ ვინმე დამეხმარებით შესაგებელის შევსებაში მადლობელი ვიქნები

Posted by: chochich 28 Jul 2018, 01:28
rozi
მე დაგეხმარებით.

Pm შემეხმიანეთ.

თქვენი პირადობა და სარჩელი დამისკანერეთ.

10 დღიანი ვადა სარჩელის მიღებიდან არ გავუშვათ ყურადღებით იყავით შესაგებლის შესატანად.

Posted by: Natzarqeqia 28 Jul 2018, 10:33
გამარჯობათ.
ასეთი სიტუაცია შეგვექმნა.
პირადი ქონება მამის არის (თანხის სახით მისი ბინის გაყიდვის ქუთაისში) ძმის ქონებაში.
ოჯახი გადმოვედით თბილისში. დაამატა თავის ფულს ძმამ და იყიდა სახლი...
სიტყვიერად შევთანხმდით რომ ასე მომხდარიყო ოჯახში...
მაგრამ არ არი ოფიციალურად დაფიქსირებული.
ირგვლივ ყველამ იცის რომ ასე მოხდა...რა თქმა უნდა რეესტრშიც დაფიქსირებულია გაყიდავა ბინის და თანხებს ნაცილ ნაცილ რიცხავდა ვინც იყიდა ძმის ანგარიშზე.
2010 ცელში მოხდა ეს..
ეხლა გარდამეცვალა ძმა...
მამაჩემმა მისცა ძმის კუთვნილი ნახევარი ქონება მის შვილებს(არასრულ. არიან და დედა
არის განმკარგველი (არ იყო ოფიციალური ცოლი)).
ეხლა გამოდის რომ მათია ყველაფერი ოფიციალურად და მამის კი არაფერი.
იანვარში გადავა მათ მფლობელობაში ქონება.
ძმიშვილების დედა არი რუსი ,და ეხლაც რუსეთში არიან ,და რას იზამს გაურკვეველია ისე მოიქცა და ისე იქცევა...ფაკტიურად დაშორებულები იყვენ..
და რომ არ აღიაროს ეს ფაკტიურად, სასამართლოში შევძლებთ ამის დაკანონებას?
და ეხლავე ჯობია მივმართო სასამართლოს თუ რომ აიღებენ ქონებას?
მადლობთ.

Posted by: chochich 28 Jul 2018, 11:52
Natzarqeqia
ვერაფერი გავიგე.

ეცადეთ უკეთ ჩამოაყალიბოთ სათქმელი.

და კონკრეტული სახელი და გვარები დაწერეთ დახმარება თუ გინდათ და თან ანონიმურობა, პატივი გვეცით და გაგვაგებინეთ მაინც ვის ვეხმარებით.

ტექსტი არის გაუგებარი და ვერც ვერაფერს გირჩევთ ამის გამო.

Posted by: Withay 29 Jul 2018, 16:58
ახლობელი მიფორმებს ბინას ჩუქების წესით, მაგრამ საქმე იმაშია ბინა ჩადებულია იპოთეკაში (15K ლარი) მე ხომ არ შემქმენბა რაიმე პრობლემა? ასევე მე მაქვს სხვა უძრავი ქონებები რომლებიც არსად არ არის ჩადებული და არც მე მაქვს პრობლემები ბანკებთან, ნუ ერთი სიტყვით ყველანაირად სუფთა ვარ.
მაინტერესებს რა შედეგები შეიძლება მოყვეს ამ ბინის ჩემზე გაფორმებას?

Posted by: chochich 30 Jul 2018, 01:13
Withay

სესხისა და იპოთეკიდ ხელშეკრულების ხელშემკვრელი მხარეები არიან "თქვენი ახლობელი და იპოთეკარი". თქვენ არაფერ შუაში ხართ, უზრუნველსაყოფად აროს ქონება რომელიც თქვემს სახელზე გადმოფორმდება და გადმოყვება იპოთეკა. თქვენი სხვა ქონებები კავშორში არაა რადგან თქვენ არ ხართ იპოთეკის ხელშეკრულების მხარე.

სხვადროს კითხვა პასუხის თემას მიმართეთ.

Posted by: Niccolo_Machiavelli 30 Jul 2018, 01:46
გამარჯობა,

მიწის ნაკვეთი შეძენისას იყო სასოფლო სამეურნეო ფუნქციურ ზონაში, უცბად შეცვალეს რეკრეაციულით ამ შემთხვევაში რა უფლებები აქვს მიწის მფლობელს? ღირს ჩივილი?

Posted by: chochich 30 Jul 2018, 02:02
Niccolo_Machiavelli
კითხვა პასუხის თემაში იკითხეთ იქ უფრო დაგეხმარებიან, მე დიდად ჩახედული არ ვარ მაგ საკითხში.

Posted by: Withay 30 Jul 2018, 08:36
chochich
მადლობა გაიხარეთ

Posted by: chochich 12 Sep 2018, 00:13
აპ........................................................................

Posted by: sam115 16 Sep 2018, 00:55
გამარჯობათ. მჭირდება რჩევა. მოკლედ. ქონება რომელიც მოდის დიდი ბებიიდან ეხლა გვარდება მაგის საბუთები რომელიც უნდა გაიყოს 3 ადამიანზე. ორ დაზე და ჩემზე მამას მაგივრად მე ვარ მემკვიდრე. ოღონდ გაყოფას საერთოდ არ მიხსენებენ უბრალოდ ქონების დაკანონებამდე რო მოვიდეს საქმე იმას მეუბნებიან და მაგიტომ უნდათ რომ ჩავერთო საქმეში, რადგან როგორც მივხვდი უჩემოდ არაფერი გამოსდით. მე მინდა რომ გაიყოს სამად ეს ქონება. ანუ სახლზე ვამბობ უარს და მინდა მხოლოდ მოწის ნაკვეთი.. როგორც კი მამაჩემის საბუთში სახელის უზუსტობას ჩავასწორებ უნდა მივიტანოთ ეს ყველა საბუთი გამგებელთან. ამ შემთხვევაში მე როგორ მოვიქცე დაკანონებასთან ერთად პარალელურად მოვითხოვო ქონების გაყოფაც? მეშინია რომ დავიკანონებთ მერე ქონების გაყოფაზე აღარ წამომყვებიან ქონების დაყოფაზე. ანუ რა მექნება გასავლელი რომ ამოხსნათ და რას უნდა ველოდოთ. დიდი სიამოვნებით გავესაუბრებოდი პმში დაუზარელ ადვიკატს და აქაც ველი თქვენს რჩევებს და გამოცდილება smile.gif
* * *
გამარჯობათ. მჭირდება რჩევა. მოკლედ. ქონება რომელიც მოდის დიდი ბებიიდან ეხლა გვარდება მაგის საბუთები რომელიც უნდა გაიყოს 3 ადამიანზე. ორ დაზე და ჩემზე მამას მაგივრად მე ვარ მემკვიდრე. ოღონდ გაყოფას საერთოდ არ მიხსენებენ უბრალოდ ქონების დაკანონებამდე რო მოვიდეს საქმე იმას მეუბნებიან და მაგიტომ უნდათ რომ ჩავერთო საქმეში, რადგან როგორც მივხვდი უჩემოდ არაფერი გამოსდით. მე მინდა რომ გაიყოს სამად ეს ქონება. ანუ სახლზე ვამბობ უარს და მინდა მხოლოდ მოწის ნაკვეთი.. როგორც კი მამაჩემის საბუთში სახელის უზუსტობას ჩავასწორებ უნდა მივიტანოთ ეს ყველა საბუთი გამგებელთან. ამ შემთხვევაში მე როგორ მოვიქცე დაკანონებასთან ერთად პარალელურად მოვითხოვო ქონების გაყოფაც? მეშინია რომ დავიკანონებთ მერე ქონების გაყოფაზე აღარ წამომყვებიან ქონების დაყოფაზე. ანუ რა მექნება გასავლელი რომ ამოხსნათ და რას უნდა ველოდოთ. დიდი სიამოვნებით გავესაუბრებოდი პმში დაუზარელ ადვიკატს და აქაც ველი თქვენს რჩევებს და გამოცდილება smile.gif

Posted by: chochich 17 Sep 2018, 14:52
sam115
უნდა ჩართოთ საქმეში თქვენი ადვოკატი. ზეპირსიტყვიერად რჩევა რომ მოღცეთ ალბათობა მაღალია რაიმრ შემეშალოს.

Posted by: afcika 20 Sep 2018, 13:12
QUOTE (chochich @ 19 Mar 2016, 15:57 )
მოკლედ, ვთავაზობ უფასო საადვოკატო მომსახურებას მათ ვისაც გადახდა არ შეუძლია.

ვარ ადვოკატი, მაქვს გამოცდილება. თუმცა მაქვს პირადი ბიზნესი და საადვოკატო მომსახურებით მიღებულ შემოსავალზე არ ვარ დამოკიდებული.

თუ არ გაქვთ საშუალება დაიქირაოთ ადვოკატო მე მოგემსახურებით უფასოდ (არც დასაწყისში და არც დამთავრების მერე თეთრს არ გამოგართმევთ) ან თუ იცით ვინმე ვინც გასაჭირშია და სჭირდება ადვოკატი დააკავშირეთ ჩემთან.

წესები მარტივია.
1) ხელმომჭირნე ადამიანს ვეხმარები
2) სამოქალაქო ან/და ადმინისტრაციული უნდა იყოს დავა
3) თეთრს არ ვიღებ არცერტ ეტაპზე.
4) თქვენ მეხმარებით მე არ ჩამოვშორდე პრაქტიკას.


მოკლედ ხელი ხელს ბანს.
მეხმარებით, გეხმარებით.

შემეხმიანეთ pm ის საშუალებით ან აქ დაწერეთ თემაში.
აქ რომ ადვოკატები მოღვაწეობთ ხელს არ შეგიშლით რადგან მე თანხას არ ვიღებ და მხოლოდ იმათ დავეხმარები ვისაც გადახდის საშუალება არ აქვთ და თქვენ ისედაც ვერ გადაგიხდიდნენ.

თუ ბევრი მსურველი გამოჩნდება საქმეებს ავიღებ თავისუფალი დროის მიხედვით.

მაგრამ თუ დაგპირდით რომ ავიღე საქმე მე მას აუცილებლად ბოლომდე მივიყვან და შუა გზაზი არ მივატოვებ.

გამარჯობა,

მიწის დარეგისტრირება მინდა, თუმცა რაღაც დავაა ნათესავებს შორის განაწილების შესახებ. ჯერ სასამართლომდე არ მისულა საქმე (სავარაუდოდ მივა), მაგრამ შეგიძლიათ, რომ სიტყვიერი კონსულტაცია გამიწიოთ?

აქაც გავხსენი ადრე თემა თუმცა არავინ მიპასუხა.
https://forum.ge/?f=77&showtopic=35046029

Posted by: OPINELI 20 Sep 2018, 22:14
მოსალებით,
მოკლედ შემდეგი სიტუაციაა და რჩევა მჭირდება,
ივნისში დამაჯარიმა პატრულმა, გავასაჩივრე 12 ში, სტანდარტულად არ დამიკმაყოფილეს, ამის შემდეგ საქმე შევიტანე სასამართლოში ყოველგვარი ვადების დაცვით, ამის შესახებ საპატულოში მე არანაირი შეტყობინება არ გამიკეთებია, ორი დღის წინ მომდის ბანკიდან მესიჯი და ვიგებ რომ ანგარიშები დაყადაღებულია, დავრეკე და გაირკვა რომ მართვის უფლებაც აუკრძალიათ 6 თვით. ამის შემდეგ სასამართოლოდან გამოვითხოვე დადგენილება საქმის წარმოებაში მიღებაზე და მივაშურე მომსახურების სააგენტოს, დავწერ განცხადება და წარვადგინე დადგენილება და შესაბამისად მოვითხოვე საქმის დამთავრებამდე როგორც მართვის უფლების აღდგენა ასევე ყადაღების მოხსნა, დღეს ვიგებ რომ მხოლოდ მართვის უფლება აღმიდგა, ყადაღას კი არ მიხსნიან.

აქ მჭირდება რჩევა, რამდენად სწორი გადაწყვეტილებაა საპატრულოს მიერ?
პ.ს თანხას რაც შეეხება მინიმალურია, უბრაოდ პრინციპის საკითხია ამ საქმის მოგება

Posted by: toreli 5 Oct 2018, 10:28
გამარჯობათ. კერძო ფირმამ იჯარის დავალიანების გამო. მიმართა აღსრულების ბიუროს,/ვალი ი/მ- ზეა გაფორმებული, არსებობს აგრეთვე შედარების აქტი ვალის არსებობასთან დაკავშირებით./ ბიურომ დაადო ყადაღა ჩემს ანგარიშებს და დამიყადაღა თანხა/ჯერ ისევ ანგარიშზე მაქვს/ ღადაღა დაადო აგრეთვე ჩემ წილს /3 ვართ თანამესაკუთრეები, მამა მე და ჩემი ძმა/მამის სოფლის სახლში. სადაც ჩაწერილიც ვარ. მაინტერესებს როგორ მოვიქცე, თანხის გადახდა არ შემიძლია, ამჟამად უმუშევარი ვარ. შეუძლიათ თუ არა გამიყიდონ სახლი? მადლობა წინასწარ


Posted by: ladusha2 5 Oct 2018, 12:38
chochich

ვეძებ გამოცდილ ადვოკატს, რომელიც დამეხმარება ერთერთი მიკროსაფინანსოს წინახმდეგ საქმის წარმოებაში/მომზადებაში.
გთხოვთ გამომეხმაუროთ.
* * *
toreli

გამარჯობათ აღსრულების ბიურო როგორ აყადაღებს პირდაპირ ანგარიშებს? საქმის გარკვევა არარი საჭირო ეხა რო მომინდეს ნებისმიერი კომპანიის ანგარიშ დავაყადაღებიებ რომელსაც ჩემი მაგალითქად ვალი აქვს? იქნებ ვინმემ მომწეროთ რა , ძალინა მაინტერესებს. ნუ ვთქვეთ რამოდენიმე შპს აქვს ჩემი ვალი დაუყადაღებენ ანგარიშებს და ქონებას?
* * *
toreli

კიდე ერთი კითხვა მაქვს მაგალითად ვალი გაქვს 5000 ლარი და ჩაგერიცხა 500 ლარი ანგარიშზე რომელიც დაყადაღებული გაქვს აღსრულების გამო, ეს თანხა იჭრება და მიდის იმის ანგარიშზე პირდაპირ , სასამაღტლო გარკვევა არ საჭიროებს. და მეორე შემთხვევაც განვიხილოთ გაქვს ვალი 500 ლარი და ჩაგერიცხა 5000 ლარი ამ დროს რახდება მთლიანად 5000 გაქვს დაყადაღებული 500 ლარის გამო და როგორ და რანაირად უნდა მოხსნა?

Posted by: toreli 5 Oct 2018, 13:26

ladusha2
QUOTE
toreli

* * *
toreli

კიდე ერთი კითხვა მაქვს მაგალითად ვალი გაქვს 5000 ლარი და ჩაგერიცხა 500 ლარი ანგარიშზე რომელიც დაყადაღებული გაქვს აღსრულების გამო, ეს თანხა იჭრება და მიდის იმის ანგარიშზე პირდაპირ , სასამაღტლო გარკვევა არ საჭიროებს. და მეორე შემთხვევაც განვიხილოთ გაქვს ვალი 500 ლარი და ჩაგერიცხა 5000 ლარი ამ დროს რახდება მთლიანად 5000 გაქვს დაყადაღებული 500 ლარის გამო და როგორ და რანაირად უნდა მოხსნა?


მართალი გითხრათ არ ვიცი, ჩემი ვალი 16000 ლარამდეა და 2000 დამიყადაღეს, მაგრამ 3 თვე გავიდა და ისევ ანგარიშზე მაქვს, როდის მომაჟრიან არ ვიცი..

Posted by: altezza_altezza 5 Oct 2018, 22:25
ყველას დიდი მადლობა. იქნებ მოააახლოვოთ ერთი ვიდეო გავაცოცხლე და ამ ქალბატონის სახე როგორმე მოკლე ვიდეო ან ფოტო რომ გავაკეთოთ.მოკლედ არაა ხუმრობა და დროც ცოტააა ესღა შემორჩა სურათიდან https://ufile.io/az69k ეს კი ვიდეო, მაქსიმალურად რო
დავაფიქსიროთ ქმედებები და სახე.მადლობა https://youtu.be/xxBpXMP_09w
* * *
toreli
500 თუ გაქ ვალი და მეტი ჩაგერიცხება,გაიყინება ეგ 500 და დანარჩენი მომენტალურად ისახება თუ რამე არ მეშლება

Posted by: chochich 24 Oct 2018, 20:45

ბოდიშს გიხდით, თემაში სიახლეებს არ მაჩვენებდა და არ ვიცოდი თუ გამლხმაურება იყო. ვისაც კითხვაზე ვერ გიპასუხეთ PM მომწერეთ და გიპასუხებთ აუცილებლად.

ladusha2
მომწერეთ პირადში


Posted by: levani777 24 Oct 2018, 23:38
chochich
მავნე ზეგავლენისაგან არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონი არ ეხება მშობლის მიერ ბავშვის თანდასწრებით ნარკოტიკების პოპულარიზაციის ან მოხმარების ფაქტს?

Posted by: chochich 25 Oct 2018, 00:13
levani777
გავაგრძელოთ Pmში საუბარი.

Posted by: Menekes 26 Oct 2018, 17:43
მოგესალმებით,

ასეთი შეკითხვა მაქვს

მეზობელს სურს შეიტანოს სარჩელი თითქოს და მისი კუთვნილი ნივთი (ღობე თუ ჭიშკარი არვიცი ზუსტად))) მოვიპარე 4 თვის უკან და თან დამინახა როგორ მიმქონდა
ხოდა ახლა გაახსენდა და საჩივრის შეტანა უნდა .
მე მაინტერესებს რა პროცედურა მელოდება თან საქართველოში არ ვარ ამჟამად.
ადვოკატი რომ ავიყვანო და ცილისწამებაზე ვუჩივლო ?
ჩემი ეზოს ნახევარი სურს და მაშანტაჟებს თავისი ჭკუით და ულტიმატუმს მიყენებს.

მადლობა

Posted by: Mmerisi 26 Oct 2018, 20:16
აქ თუ ონლაინ დახმარება დაგჭირდებათ შეძლებისდაგავარად მეც გაგიწევთ, თუ და რაიმე პმ მომწერეთ

Posted by: chochich 27 Oct 2018, 17:42
Menekes
აიყვანეთ ადვოკატი რათქმაუნდა. ის გაგიწევთ კონსულტაციას და დაიცავს თქვენს ინტერესებს. უთქვენოდ შეიძლება პროცესები თქვენს საწინაარმდეგოგ ცუდად განვითარდეს.

Posted by: Menekes 29 Oct 2018, 17:39
chochich

რათქმაუნდა თუ პოლიცია ჩაიბარებს სარჩელს აუცილებლად ავიყვან ადვოკატს. ეს საქართველოში ჩამოსვლის გარეშეც ხომ შემიძლია მინდობილობით ?


Posted by: rozi 30 Oct 2018, 18:46
გამარჯობათ გუშინ მქონდა სასამართლო ემას კრედიტთან 200 ლარიან სესხზე მთხივდნენ 600 ლარს შესაგებელში მითითებული მქონდა რომ 298 ლარს ვაღიარებდი ძირს+პროცენტი+პირგასამტეხლო დარჩენილ 302 ლარს არ ვაღიარებდი.საბოლოოდ მოსამართლემ დამაკისრა მხოლიდ 200 ლარი მადლობა თქვენ რომ დამეხმარეთ შესაგებლის დაწერაში
* * *
სასამართლოს მერე წამოვედი და არავის უთქვია როდის უნდა გადავიხადო და დამიკავშირდებიან თუ იცით თუ მე უნდა დავუკავშირდე

Posted by: jangi 30 Oct 2018, 18:50
გამარჯობა ადვოკატებო. კითხვა მაქვს და დამეხმარეთ რა პლზ

მოკლედ, ერთ-ერთ კერძო კომპანიამ აწ აპრილში ამიყვანა გამოსაცდელი ვადით (3 თვიანი). გავიდა ეს ვადა და ჩვეულებრივ გავაგრძელე მუშაობა 2 თვის მანძილზე. პროექტი დაიხურა ივლისში. სექტემბერში იგივე კომპანიამ სხვა პროექტზე ამიყვანა 6 თვიანი გამოსაცდელი ვადით და 2 თვეში გამათავისუფლეს.

გამიგია ორჯერ გამოსაცდელი ვადით აყვანა არ შეიძლებაო, მაქვს შანსი რომ მოვიგო სასამართლო?

პ.ს. მეორეჯერ როცა ხელშეკრულებას ხელს ვაწერდი,არ ვიცოდი შეიძლებოდა თუ არა ორჯერ გამოსაცდელი ვადით აყვანა ან არაყვანა.

Posted by: chochich 31 Oct 2018, 16:09
Menekes
მოქალაქე თუ ხართ საქართველოსი - კი.

rozi
გაიხარე, თუ ვინმეს დავეხმარეთ ამას რა სჯობს! smile.gif

სჯობს დაუკავშირდე და გადაუხადო, წინააღმდეგ შემთხვევაში 30 დღის მერე აიღებენ კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებას, წაიღებ აღსრულებაში და 2% დაგემატება ავტომატურად, 1 კვირიან ვადას მოგცემე თუ არ გადაიხდი შემდეგ 2% გახდება 7%. ამიტომ სჯობს აღსრულებამდე მოაგვარო საქმე. რა თქმა უნდა იმაზე მეტი არ გადაიხადო რაც მოსამართლემ დაგაკისრა smile.gif

jangi

შეგიძლია მიმითითო ნორმაზე რომელიც 2ჯერ გამოსაცდელ პერიოდს 2 სხვადასხვა პოზიციაზე ზღუდავს? არ ვიცი და გადავიკითხავ და გიპასუხებ.

Posted by: chochich 16 Jan 2019, 16:15
ჩემი ფბ პოსტი იდოს აქაც.

დღეს ძალიან კარგი ამბავი მოხდა.


2016 წლის გაზაფხულზე გადავწყვიტე საადვოკატო მომსახურება სრულიად უფასოდ და უანგაროდ მეწარმოებინა, რადგან ჩემი ძირითადი საქმიანობის სფერო შორსაა ჩემი პროფესიისგან, არ მინდოდა სასამართლო პრაქტიკას მოვწყვეტოდი. გავხსენი შესაბამისი თემაც ფორუმ.ჯი-ზე. გასათვალისწინებელი მხოლოდ ისაა რომ ვისაც უჭირს ძირითადად იმათ ვეხმარები. ვინც სამართალს ეძებს და არ ინტრიგნობს. სხვების უფასოდ დახმარების სურვილი არ მაქვს. დღეის ჩათვლით 30 მდე სასამართლო დავაში ჩავერთე. აქედან დასრულებული ძალიან ცოტაა. დღეს ერთი დავა დავასრულეთ, ჩემმა მარწმუნებელმა ამერიკის ვიზის მოპოვების იმედით სახლი ფიქტიურად გაუფორმა მეგობარს. რომელიც საბოლოო ჯამში მეგობარი არ გამოდგა.

სასამართლოს თან ახლდა დიდი მოლოდინები რომ სიმართლე გაიმარჯვებდა, ჩემი მარწმუნებლის შვილები, დაახლოებით ჩემი ასაკის, ძალიან დაძაბულები იყვნენ, იცოდნენ რომ სახლს კარგავდნენ არაფრის გამო, განერვიულებულები დადიოდენ პროცესებზე. მაქსიმალურად იკავებდნენ თავს კონფლიქტში არ შესულიყვნენ, ხან გამოსდიოდათ, ზოგჯერ არა. მოკლედ ფორმალური მხარე ყველაფერი ზედმიწევნით კარგად იყო დაცული, მოწინააღმდეგე მხარის ადვოკატი ცდილობდა მოსამართლე შეცდომაში შეეყვანა, ამტკიცებდა რომ მხარეებს შორის არსებობს სხვა სახის უთანხმოება რომელზეც სასამართლო პროცესი ვერ გაიმართებოდა, ამიტომ ჩვენ ვცდილობთ ამ სახლზე ჩივილით შური ვიძიოთ მათზე, რეალურად კი გაღიზიანების მიზეზი სხვა არის და არა სახლი. ამაზე ძალიან ვბრაზობდი ერთ ერთ ეპიზოდში როდესაც ქალბატონი ადვოკატი კვლავ ცდილობდა სასამართლო შეცდომაში შეეყვანა და ხელშეკრულებაში ნახსენებ სახლის კომუნიკაციებს აიგივებდა სახლის კომუნალურებთან ამაზე აღვშფოთდი და სიტყვა გავაწყვეტინე. რაზედაც აგდებულად მივიღე პასუხი რო ზედმეტი იყო ეს ადვოკატის მოქარგული ენა. რაზედაც მე ვუპასუხე რომ ჩემი ენა მოქარგული არაა და თუ უნდა შემიძლია ვაჩვენო კიდეც. ამ დროს რამდენიმე წამით დრო გაჩერდა, მე ვხედავ ქალბატონ ადვოკატს მის გაოგნებულ სახეს, ამავე დროს ვგრძნობ ჩემი პასუხიდან გამომდინარე სრულ თვითკმაყოფილებას, როგორ მაწერია ეს ყველაფერი სახეზე, ვატრიალებ თავს მოსამართლისკენ და ვხედავ როგორ შეიძლება გამოიყურებოდეს ადამიანი როდესაც ლასკალაში ტარზანს დაინახავს. მოსამართლეს სახეზე ეწერა რომ ჩემზე ზუსტად ისე ფიქრობდა როგორც ტარზანზე იფიქრებდნენ ლასკალაში მაყურებლად რომ მისულიყო. ჩემი თვითკმაყოფილებით აღსავსე სახე მომენტალურად წაიშალა. ჩემი ეს წამიერი სისულელე შემდეგ ბევრჯერ გავაანალიზე და მივხდი რომ პროფესიონალობამდე ბევრი გზა მაქვს გასავლელელი და ეს ერთ ერთი მწარე მაგალითი იყო. მოსამართლე საბედნიეროდ სიტყვიერი გაფრთხილებით შემოიფარგლა, თუმცა ისეთ შოკში იყო არ გამიკვირდება რომ საერთოდ დავიწყებოდა სხვა სანქცია. პროცესი გაგრძელდა... დაიკითხა მოწმეები, გამოკვლეულ იქნა ყველა მტკიცებულება და დარბაზში იქმნებოდა ისეთი გარემო რომ ჩვენ უნდა გაგვემარჯვა. რამდენჯერმე გარეშე პირებიც დაგვესწრენ, ყველა ფიქრობდა რომ უნდა მოგვეგო. რეალურად კი ვიდექით სალსა კლდესთან, იქეთ მხარეს დადებული ხელშეკრულება, საჯარო რეესტრის ამონაწერი და ავოკატი რომელიც ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით "ქვას ხეთქავს". აქეთ ჩვენ, ჩვენი მოწმეები და შიშველი სიმართლე. როდესაც ყველა ეტაპი გავიარეთ მოსამართლემ გადაწყვეტილების გამოსატანი სხდომა რამდენიმე კვირით გადადო. ჩემი მხარე დიდი იმედევით იყო, მე დროდადრო ვცდილობდი რომ შემეპარებინა, რაოდენ ძნელია დადებულ ხელშეკრულებასთან და საჯარო რეესტრის ამონაწერთან ჭიდილი. არ მინდოდა ძალიან დიდი იმედები ჩასახოდათ, ისევ და ისევ კონფლიქტის გაღვივრბა რომ არ გამოეწვია იმედგაცრუებას.

პროცესი ჩაინიშნა დღეს დილით 10 საათზე. არ წავედი, გადაწყვეტილების გამოცხადებისას სახეზე რომ არ "დამწეროდა" "ხომ გაფრთხილებდით".

მოკლედ გამოიტანა მოსამართლემ გადაწყვეტილება, მირეკავს ჩემი მარწმინებელი და უკვე ვფიქრობ ვილაპარაკო აპელაციაზე და იმ 1 მოწმეზე რომელიც 1 ინსტანციაში ვერ მივიყვანეთ და აპელაციაში იქნებ მაინც მიგვეყვანა.

-ალё
-ლაშ, ავთო ვარ (მოხევის ინტონაციით)
-გისმენ ავთო
-მოსამართლემ სრულად დააკმაყოფილა სარჩელი.

აღსანიშნავია ის გარემოებაც რომ მე მეორე ადვოკატად ჩავერთე საქმეში და ამ საქმის წარმატების დიდი წილი სხვა ადვოკატს ეკუთვნის, თუმცა მე ჩემი მცირედი წილიც ძალიან მაბედნიერებს.

იმდენად კარგი შეგრძნება მაქვს დილიდან რომ მიუხედავად იმისა რომ ბევრი საქმე მაქვს, სხვაზე ვერაფერზე მეფიქრება.

აქვე ფორუმის თემის ბმულიც, თუ იცოდეთ რომ ვინმეს დახმარება სჭირდება და საშუალება არ აქვს შეგიძლიათ გადააკითხოთ.

https://forum.ge/?showtopic=34844249&st=0&hl=

Posted by: nnn_lll 17 Jan 2019, 01:50
chochich
გილოცავთ up.gif

QUOTE
შოკში იყო

ზოგადად აგრესიულად მიგიმართავს და ეგ არ იქნებოდა სასიამოვნო მოსასმენი...

დაცინვის და აგრესიის გარეშე ცინიზმი რასაც ვაკვირდები პირიქით მოწონთ ხოლმე, ანუ არსებობს ალერნატიული გზები ბოღმის გამოსადევნად biggrin.gif

Posted by: ladusha2 17 Jan 2019, 12:06
chochich

გილოცავ და წინ კიდევ ბევრი წარმტებებს გისურვებ!!

Posted by: Plat_7 17 Jan 2019, 13:22
chochich
გაიხარე, გილოცავ

იქნებ მერე საქმის ნომერიც გვითხრა, რო აიტვირთება ინფო.ქორთზე

Posted by: chochich 17 Jan 2019, 13:31
სიამოვნებით.

თქვენც თუ ჩათვლით საჭიროთ რომ პრეცენდენტული გადაწყვეტილებები რაც კარგი იქნება რომ წაკითხული მქონდეს დალინკეთ აქ და გავეცნობი სიამოვნებით.

გავუზიაროთ აზრები ერთმანეთს.

Posted by: Правовед 17 Jan 2019, 13:40
Plat_7
chochich
მართალია მთლად ნათლად არ ჩანს "ფიქტიურად გაუფორმა მეგობარს" რა იყო, მაგრამ ჩათვალა მოსამართლემ ალბათ ბათილ (მოჩვენებით) გარიგებად და ნების გამოვლენის ნამდვილობა შეამოწმა, კაზუალურობის ნასახიც ვერ ნახა (მით უმეტეს, თუ რაიმე სასყიდლიანი "განკარგვა" იყო ამ "გაფორმების" საფუძველი) და გამოიტანა სწორი გადაწყვეტილება ...

Posted by: marituna 17 Jan 2019, 13:50
chochich
გილოცავ,
ძალიან გამიხარდა.
წარმატებები.

Posted by: Corvette 27 Jan 2019, 18:49
ეს თემა ნახეთ აბა . რაღაც დამაინტერესა და მაინტერესებს კომპეტენტური ადამიანების პასუხი .
https://forum.ge/?showtopic=35074983&st=0&#entry54132137


Posted by: mindo90 28 Jan 2019, 12:31
ვალების ჩამოწერასთან დაკავშირებით მემგონი საჭიროა ადვოკატის დახმარება.................

Posted by: chochich 19 Feb 2019, 22:35
..................................................................

Posted by: surprizi 18 Apr 2021, 16:38
სხვენის დარეგისტრირება მინდა და მაინტერესებს, რომელი კანონი არეგულირებს 2/3-სა და 100%-ის ხმების ამბებს.

მადლობა წინასწარ!

Posted by: Правовед 18 Apr 2021, 17:10
surprizi

"მარტივად" ასეა ...

https://www.matsne.gov.ge/ka/document/view/19798?publication=3

Posted by: surprizi 18 Apr 2021, 18:41
QUOTE (Правовед @ 18 Apr 2021, 17:10 )
surprizi

"მარტივად" ასეა ...

https://www.matsne.gov.ge/ka/document/view/19798?publication=3

კი ბატონო, 2/3 ხმების ოდენობით მიიღება ამხანაგობაში გადაწყვეტილებები, ეგ კარგი. მაგრამ სად წავიკითხო 100%-იანი თანხმობის პირობები? და კიდევ, რა შუაშია 2007 წელი?

Posted by: Правовед 19 Apr 2021, 05:33
მე-6 მუხლი. "100%" ფრაზას ვერსად შეხვდებით! ეს ისედაც არ არის ლექსიკურად გამართული და მითუმეტეს ამ ფრაზის გამოყენება ფორმალურ-იურიდიულ სიბრიყვედ იქცევა. ყველა მესაკუთრეთა თანხმობა! ეს არის ქართული!

Posted by: surprizi 19 Apr 2021, 08:57
QUOTE (Правовед @ 19 Apr 2021, 05:33 )
მე-6 მუხლი. "100%" ფრაზას ვერსად შეხვდებით! ეს ისედაც არ არის ლექსიკურად გამართული და მითუმეტეს ამ ფრაზის გამოყენება ფორმალურ-იურიდიულ სიბრიყვედ იქცევა. ყველა მესაკუთრეთა თანხმობა! ეს არის ქართული!

ანუ რადგანაც კანონი 2007 წელსაა მიღებული ამიტომ მესამე პირისთვის გადაცემა ყველას თანხმობით უნდა მოხდეს? მესამე პირი ეს ამხანაგობის არაწევრი პირია?

იქნებ დამიკონკრეტო, 2/3 სჭირდება წევრს და 100% არაწევრს?

Posted by: Правовед 19 Apr 2021, 09:36
surprizi
"თანხმობა" ეს სიტყვა არათანაზომიერ შესაბამისობაშია სამართალურთიერთობის აღწერისათვის. კრებაზე გამოხატული ეს "თანხმობა" ნიშნავს გარიგების მხარის ნების გამოვლენას, განკარგოს მის საერთო საკუთრებაში არსებული წილობრივი უფლება! ვის მისცემს მესაკუთრე ამ უფლებას, როგორი ფორმითაც არ უნდა იყოს - ჩუქება, გაცვლა, მიყიდვა, ამ "მესამე" პირს რაიმე სამართლებრივი დატვირთვა არ გააჩნია! ვინც გინდა იყოს, ამხანაგობის წევრი თუ არაწევრი! საკუთრების განკარგვასთან არის საკითხი დაკავშირებული!

2/3 სჭირდება არა გარიგებას, არამედ იურიდიული ფაქტის დადასტურებას! გარიგება, განკარგვა იქ არ ხდება, ფიქსირდება არსებული მდგომარეობა!

სამწუხაროდ, ორი წინადადებით ვერ ახსნი ამას! სამართალშეგნების რაღაც საფუძველი უნდა ჰქონდეს მსმენელს, ან საწყისიდან უნდა დაიწყო - რა არის საკუთრება, გარიგება, განკარგვა ....

Posted by: surprizi 19 Apr 2021, 11:34
Правовед
გასაგებია! მოკლედ საჯარო რეესტრით დავირეგისტრირე გარდაცვლული მამის ბინა, რომელიც ბოლო სართულზე მდებარეობს. შევთანხმდეთ იმაზე რომ ამხანაგობის ყველა წევრი არ მომცემს გადაფორმების უფლებას. მაინტერესებს აზრი აქვს თუ არა ჩემს მიერ რაიმე ხელნოწერის შეგროვებას და მაქვს თუ არა რამწ უპირატესობა სხვევისგან განსხვავებით?

სხვენს მამა არ ფლობდა არასდროს

Posted by: Правовед 19 Apr 2021, 11:37
surprizi
და თავიდან ასევე დაგეწყოთ შეკითხვა, რომ სჯობდა, ვერ ხვდებით? რა გარშემო და ირგვლივ ვიარეთ?
წარმატებები!

Posted by: surprizi 19 Apr 2021, 11:39
QUOTE (Правовед @ 19 Apr 2021, 11:37 )
surprizi
და თავიდან ასევე დაგეწყოთ შეკითხვა, რომ სჯობდა, ვერ ხვდებით? რა გარშემო და ირგვლივ ვიარეთ?
წარმატებები!

მინდოდა გარვკვეულიყავი 2/3 და100% რაობაში
* * *
საქმე იმაში გახლავთ რომ ჩემს დედმამიშვილებს სჯერავთ რომ 2/3 ხმებისა საკმარისი იყო გადასაფორმებლად, აღმოჩნდა, რომ იმისათვის რომ ამხანაგობამ "მესამე" პირს გადასცეს მის ხელთარსებული ქონება, აღნიშნული კანონის საფუძველზე საჭიროა ყველას თანხმობა და არა 2/3-ის. და ეს "ყველა" ძალაშია 2007 წლიდან.

Posted by: Правовед 20 Apr 2021, 06:01
surprizi
"ყველა" ძალაშია ქრისტეს დაბადებამდე რამოდენიმე ასწლეულის წინიდან. ვერ მოვძებნი ასე უცბად რომაული სამართლის დიგესტს!
საერთო საკუთრების იურიდიული დოქტრინა რეალიზებულია სამოქალაქო სამართლის ნებისმიერ სისტემაში. 2007 წელს ვინმეს რაიმე ახალი არ გამოუგონია.

რჩევა მოგეცით უბრალოდ, იურიდიული ხასიათის შეკითხვისას, აუცილებელია გამოკვეთოთ მიზანი - რისი მიღწევა გსურთ! დანარჩენი არის უნაყოფო ჯახირი - დროის მოცდენა.

Posted by: thefreeman 20 Apr 2021, 22:22
გამარჯობა.
თქვენი დახმარება მჭირდება.
წინასწარ იზვინი თუ არასწორ თემაში ვწერ.
მოკლედ მოგიყვებით ჩემი ძმის ისტორიას: 2020 წლის სექტემბერში (7 თვის წინ) მოუვიდა ინციდენტი თბილისის ერთ-ერთ ეკლესიაში, და რელიგიური სიწმინდის შეურაცხყოფისთვის დააკავეს (სისხლის სამართლის 155-ე მუხლით ედებოდა ბრალი).
ახლა 28 წლის არის და 13 წლიდან აქვს ფსიქიკური პრობლემები, ოჯახმა რა თქმა უნდა ვიცოდით ამის შესახებ მაგრამ საბუთი არ ჰქონია ამის დამამტკიცებელი და 5 თვე წინასწარი დაკავების იზოლატორში გაატარა, სანამ ექსპერტიზა ჩატარდა და დამტკიცდა რომ შეურაცხადია, ცალკე პრობლემაა რომ ამდენი ხანი მოუწია იზოლატორში ყოფნა ფსიქიკურად ავადმყოფ ადამიანს, ექსპერტიზის გვიან დანიშვნის და გვიან ჩატარების გამო, რაც რა თქმა უნდა ჯანმრთელობაზე უარესად აისახება. შემდეგ კი 2021 წლის მარტის დასაწყისში სასამართლომ მოუხსნა ბრალდება და დაუნიშნა 8 თვიანი სავალდებულო მკურნალობა ქ. ხონის ფსიქიატრიულ ცენტრში (თვეზე მეტია იქ გადის მკურნალობას).
ერთი შეხედვით საქმე დასასრულისკენ მიდის და ყველაფერი რიგზე უნდა იყოს მაგრამ ვერავინ გვაძლევს გარანტიას რომ სავალდებულო მკურნალობის შემდეგ შესაძლებელი იქნება სახლის პირობებში გააგრძელოს მკურნალობა...
დარჩება თუ არა ქ. ხონის ფსიქიატრიულ ცენტრში დამოკიდებულია კომისიის გადაწყვეტილებაზე, რომელიც ადგილობრივი ექიმებისგან არის შემდგარი.
ერთი გასათვალისწინებელი დეტალი რაც განაჩენში ეწერა არის ის რომ ბრალდებული არის საზოგადოებისთვის საშიში, არა და 14 წელი ასეთ მდგომარეობაში იყო და არავის მიმართ აგრესიული არ ყოფილა, გამოძებასთანაც ითანამშრომლა, და არც სადმე მიმალულა, დანაშაულისთვის კი ვფიქრობ იმაზე გაცილებით დიდი სასჯელი მოიხადა (ფსიქიკურად ავადმყოფი ადამიანი 5 თვე იმყოფებოდა იზოლატორში როგორც ჯანმრთელი პიროვნება) უკვე ვიდრე რეალურად ეკუთვნოდა.
თუ შეგიძლიათ მირჩიოთ რამე?
რამდენად ეხება იურისტს აღნიშნული საქმე?
არის თუ არა შესაძლებელი ხელახალი ექსპერტიზის დანიშნვა და რაიმე საბუთის გაკეთება რომ რეალურად გარკვეული მკურნალობის კურსის შემდეგ ვინმემ აიღოს პასუხისმგებლობა და შეადგინოს დასკვნა რომ ჩემი ძმა არ არის საზოგადოებისთვის საშიში?
შესაძლებეია თუ არა გარდა ქ. ხონის ფსიქიატრიული ცენტრის ექიმის ან ექიმთა კომისიისა რომ ვინმე სხვა ლიცენზირებულმა ფსიქიატრმა შეამოწმოს პაციენტი და შეადგინოს გარკვეული დასკვნა რაც სახლის პირობებში მკურნალობის გაგრძელების საშალებას მისცემს პაციენტს?
შესაძლებელია თუ არა განაჩენის გასაჩივრება ან გადახედვა?
რამდენად მჭირდება აღნიშნულ საქმეში ადვოკატის დახმარება?
ძალიან დამეხმარებით თითოეული ინფორმაციით...
წინასწარ დიდი მადლობა

Posted by: mikron23 21 Apr 2021, 23:32
გამარჯობათ,
ბინის ყიდვის დროს საჯარო რეესტრში განცხადების რეგისტრაცია საკმარისია თუ ჭირდება ნოტარიუსი? ბინა დიდი არ არის.

Posted by: Правовед 21 Apr 2021, 23:49
mikron23
ბინის ყიდვის დროს საჯარო რეესტრში რეგისტრირდება საკუთრება! საკუთრების გადაცემის გარიგების მონაწილეთა ხელმოწერები დასტურდება საჯარო რეესტრის მიერ. განცხადება სწორედ ამ მოქმედებების შესახებ განცხადებაა.

განცალკევებით, მხოლოდ ამ დოკუმენტს, რაიმე სხვა დატვირთვა, მითუმეტეს სამართლებრივი, არ გააჩნია.

რა თქმა უნდა, ასევე არავითარი მნიშვნელობა არ გააჩნია, უძრავი ნივთის სახეობას, მითუმეტეს "ოდენობა-სიდიდეს" !

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)