ეს ეხლა რაც ხდება სრულიად ახალ შედეგებს იქონიებს. ვერ შეადარებ აგრიკულტურული და ინდუსტრიული რევოლუციის შედეგებს. ეხლა რა რევოლუციაც მიდის, ეგ საერთოდ თავდაყირა დააყენებს ყველაფერს. უკვე დააყენა ფაქტიურად - ამ თემის სათაურიც ამას მეტყველებს
მეცნიერებში, ეკონომისტებში და ორგანიზაციულ მართვაში ამ ბოლო დროს მოვიდა ესეთი გაგება, რომ არის სისტემები, რომლებიც არ ექვემდებარება კარგად პროგნოზს. ეს იმიტომ, რომ მიზეზ-შედეგობრივი კავშირები იმდეანდ ბევრია, რომ მათი კომბინაციების რაოდენობა უსასრულოსკენ ისწრაფვის. შესაბამისად შეუძლებელია გამოიცნო მაგალითად საფონდო ბირჟაზე რა მოხდება ხვალ და მითუფრო ზეგ. შეგიძლია მხოლოდ ივარაუდო, მაგრამ შენთან ერთად ვარაუდობს მთელი ბაზარი და აქედან გამომდინარე გამოუცნობია. ამიტომ ხდბა ბაბლების გახეთქვები და ა.შ.
ეხლა რაც მიმდინარეობს ინფორმაციული რევოლუცია, ამის შედეგებს ვერ გამოვიცნობთ და ალბათ სწორი სტრატეგია იქნება უბრალოდ ოფენმაინდედ შევხედოთ იმ ცვლილებებს რაც გველის და უკვე ხდება.
მაგალითად ვიფიქროთ იმაზე, შეიძლება არსებობდეს თუ არა საქართველო გეოლოკაციის გარშე, ანუ მხოლოდ ციფრულ-ნეირონული სახით და არა ბაზალეთის ტბაზე. ტბა აღარ იქნება ან იქნება, მაგრამ მისი სუნი,ფერი და მის პირას ნაქეიფარი შეიძლება დარჩეს გონებებში და ციფრულად და გააგრზელოს არსებობა და განვითარება. ეს უბრალოდ მაგალითად, თორემ შეიძლება ცვლილებები რადიკალურად სხვა მიმართულებით წავიდეს. შეიძლება მატერიის კოპირება შევძლოთ და მილიარდი საქარტველო გავაკეთოთ სხვადასხვა სომულაციური სცენარით. და ა.შ.
ასევე სრული ავტომატიზაცია ყველა არაკრეატიული სამუშაოსი დედამიძაზე რადგიკალურად შეცვლის სურათს. გენური ინჟინერიით სუპერადამიანები კეთდება უკვე, რომელთა მიმართებაშიც დაბალი რასა ვიქნებით ჩვენ.
მოკელდ, ვფიქრობ ფილოსოფიურად უნდა შევხედოთ მოვლენებს. მეტადრე, ჩვენ ეხლა სრულ ფუფუნებაში ვართ. აი მე და შენ, ნაჭამი ნასვამი, სრულიად უსაფრთხოდ საკუთარ საყვარელ ქვეყანაში, ქალაქში ვცხოვრობთ და იმდენი რესრუსები გვაქვს, რომ თავს უფლებას ვაძლევთ თავი შევიქციოთ მსუბუქი აზრების ურთიერთგაცვლით
როდის იყო ასეთი ფუფუნება ჰქონდათ მოკვდავებს?
This post has been edited by Pioneer on 7 Nov 2019, 18:53