2020 წლის 21 ივნისს ქართველი ერის ცხოვრებაში ღირსსახსოვარი მოვლენა მოხდა. თუმცა არცერთ ქართულ ტელევიზიას და სხვა მასმედიას ეს მოვლენა არ გაუშუქებია გაკვრითაც კი. ეს მოვლენა ხალხის უმრავლესობის ყურადღების მიღმა დარჩა.
რა მოხდა 21 ივნისს?
სამყაროში ნომერმა პირველმა პიროვნებამ, თვითონ სამყაროს შემოქმედმა, უზენაესმა უფალმა იეჰოვამ, გადაწყვიტა ქართველ ხალხს კიდევ უფრო დაახლოვებოდა და მათთან კიდევ უფრო გასაგები და ბუნებრივი ქართულით დაეწყო ლაპარაკი.
2020 წლის 21 ივნისს იეჰოვას მოწმეებმა გამოსცეს ბიბლიის "ახალი ქვეყნიერების თარგმანის" გადამუშავებული გამოცემა. "აქთ"-ს თავდაპირველი ვერსია მათ გამოსცეს 2006 წელს. 14 წლის შემდეგ კი გამოიცა ეს გადამუშავებული ვერსია.
ქართველები ძველთაგანვე ვართ განებივრებული ბიბლიის თარგმანებით. ამ მხრივ მდიდარი ისტორია გვაქვს.
თუმცა თამამად შეიძლება ითქვას, რომ თანამედროვე გამოცემათა შორის "აქთ"-ს 2020 წლის გამოცემა ერთ-ერთი საუკეთესოა.
მიკერძოებაში შეიძლება ჩამომერთვას, მაგრამ გავბედავ და ვიტყვი, რომ ეს არის საუკეთესო ქართული თარგმანი თანამედროვე თარგმანებს შორის. ის ადვილად გასაგებია როგორც პროფესორისა და ლექტორისთვის, ისე გლეხი კაცისთვის.
გამოყენებულია მაქსიმალურად ბუნებრივი და თანამედროვე ქართული. წასაკითხად და აღსაქმელად უზომოდ ადვილი და სხარტია. ქართული ტექსტი იმდენად ბუნებრივი და მოქნილია, რომ მკითხველი ვერც კი გრძნობს თარგმანთან რომ აქვს შეხება.
ამ თარგმანის წყალობით ადვილი გასაგები გახდა ბიბლიის ისეთი მონაკვეთებიც კი, რაც ზოგჯერ ძნელად გასაგებია, მაგალითად პავლე მოციქულის ეპისტოლეები ანუ წერილები. პავლეს ზოგჯერ რთულად აგებდა წინადადებებს ბერძნულად წერისას და თარგმანში მისი გაგება კიდევ უფრო ძნელდებოდა. ახალ აქთ-ში კი ძალიან ადვილია პავლეს მსჯელობის ფეხდაფეხ მიყოლა.
ძალიან ლამაზი წასაკითხია ამ ახალ თარგმანში ასევე ფსალმუნები, იგავები, ეკლესიასტე და ყველა სხვა წიგნი.
პირადად მე ამ თარგმანის კითხვისას გამიჩნდა განცდა, რომ ღმერთი ხელახლა გავიცანი და ხელახლა აღმოვაჩინე.
საოცარ სიახლოვეს ვგრძნობ მამა ღმერთთან და ჩვენს მაცხოვართან უფალ იესო ქრისტესთან იმიტომ, რომ რასაც ისინი ამბობენ წმინდა წერილებში და რასაც მათზე ამბობენ წინასწარმეტყველები და მოციქულები, ყველაფერი ადვილად გასაგებია.
ნახეთ ლინკი ახალი აქთ-ს გამოცემის შესახებ:
https://www.jw.org/finder?wtlocale=GE&docid...289&srcid=shareამ ლინკზე გადასვლით კი შეგიძლიათ ონლაინში წაიკითხოთ ახალი აქთ ან იქვე ამავე ლინკზე შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ რამდენიმე ფორმატით, მათ შორის PDF ფორმატით:
https://www.jw.org/finder?srcid=jwlshare&wt...er=lang&pub=nwtმოგვიანებით ხელმისაწვდომი იქნება ბეჭდვითი სახითაც. შეგეძლებათ სთხოვოთ ნებისმიერ იეჰოვას მოწმეს და გადმოგცემენ უსასყიდლოდ.
ასევე შეგიძლიათ მობილურში ჩამოტვირთოთ JW Library აპლიკაცია ანდროიდისთვის ამ ლინკიდან:
https://play.google.com/store/apps/details?...wlibrary.mobileდა ამ აპლიკაციაში შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ 2020 წლის გადამუშავებული გამოცემა, რომელსაც ამ სახით იპოვით: ბიბლია (nwt). ამავე აპლიკაციაში შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ იეჰოვას მოწმეების ნებისმიერი სხვა პუბლიკაცია ნებისმიერ ენაზე.
iphone-ზე და სხვა მოწყობილობებზე JW Library-ს ჩამოსატვირთათ გადადით ამ ლინკზე:
https://www.jw.org/ka/%E1%83%93%E1%83%90%E1...83%99%E1%83%90/
„გაიღვიძა იაკობმა და თქვა: „ნამდვილად ამ ადგილას არის იეჰოვა, მე კი არ ვიცოდი“. შეშინდა იგი და თქვა: „რა შიშის მომგვრელი ადგილია! ეს სხვა არაფერია, თუ არა ღვთის სახლი. ეს არის ზეცის კარიბჭე“ ... დაარქვა იმ ადგილს ბეთელი“ დაბადება 28:16–19
შეაფარე თავი ღვთის სახლის სიმყუდროვეს და პოვებ ნეტარებას.