მე ის არ მესმის, ზოგადად და ამ თემაშიც რატომ მიდის აქტიურად bojack-ისა და rick and morty-ის შედარება
ჩემს ბავშვობაში გარშემო ინტენსიურად ადარებდნენ ხოლმე nirvana-სა და guns n roses-ს ერთმანეთს.
ხო ###ობაა?
რადგან სად guns n roses და სად nirvana, ჰეჰ
ხოდა, იმას ვამბობ, რომ რაღაც მსგავსი დონის შედარებად მეჩვენება ახლა ესეც.
მე ამ ორ ანიმაციას შორის მხოლოდ ერთ ფუნდამენტურ მსგავსებას ვხედავ
იმას, რომ ორივე შოუს პროტაგონისტად ეგოისტი, დეპრესიული, ალკოჰოლიკი და ცინიკური ტიპი ჰყავს, ბოჯეკისა და რიკის სახით.
სხვა მხრივ, ორივე განსხვავებული ხასიათის, მნიშვნელობისა და სიუჟეტის მქონეა
ორივე სხვადასხვა გზით ცდილობს სრულიად სხვადასხვა სათქმელის მიტანას მაყურებლამდე
რიკი ენდ მორტი სანახაობრივი თვალსაზრისით ძალიან მაღალ დონეზე დგას. ყოველი ეპიზოდი სავსეა ერთმანეთზე შთამბეჭდავი, სახალისო, ინოვაციური და კრეატიული ###ობით.
პარალელურად ეს მულტფილმი იმის შეხსენებაშიც გეხმარება, რომ უბრალოდ ერთი ჩვეუელებრივი გამოსირებული ტიპი ხარ სამყაროს შემზარავად დიდ მასშტაბში და არ უნდა ანიჭებდე თავს არაადეკვატურად უზარმაზარ მნიშვნელობას.
განახებს სამყაროსა და მასში მიმდინარე მოვლენების აბსურდულობას, ადამიანის უსუსურობას უკიდეგანო კოსმიური სივრცის ფონზე და ა.შ
ბოჯეკი უფრო ცხოვრებისეულია, მეტად კომპლექსური, უფრო მძიმე და მტკივნეული თემებით კონცენტრირებული
პირადად მე ბოჯეკის მიმართ უფრო განსაკუთრებული, დადებითი და ემოციურად ახლო დამოკიდებულება მაქვს, თუმცა არა იმიტომ, რომ სხვაზე უკეთესია და ა.შ
უფრო იმიტომ, რომ ამ ანიმაციის ფარგლებში განხილული თემები, პრობლემები, პერსონაჟები და მათი განცდები უფრო საინტერესოა ჩემთვის, ვიდრე რომელიმე სხვა ანიმაციის.
ბევრისთვის ნაცნობია ის ყველაფერი, რასაც ბოჯეკის პერსონაჟი განიცდის
ვგულისხმობ მის შინაგან ბრძოლებს
თვითგანადგურების ლტოლვებს, სელფ საბოტაჟს
მუდმივ დაცემებს, წამოდგომებს
self loathing პერიოდებს
და, მიუხედავად იმისა, რომ ის მხოლოდ ანიმაციური პერსონაჟია, ამ 4 სეზონის განმავლობაში მე მის გულწრფელ გულშემატკივრად ჩამოვყალიბდი და, იმედი მაქვს, რომ შოუს დასასრულს ის დაძლევს ამ ყველაფერს და საკუთარ თავში გაჩენილ იმ ხვრელსა თუ სიცარიელეს ამოავსებს, რომელიც მოსვენებას არ აძლევს და იმით დაკმაყოფილებაში უშლის ხელს, რაც უკვე აქვს.
და ხო, ამასთანავე ბოჯეკი იუმორის თვალსაზრისითაც უფრო ახლოსაა ჩემთან.
მოკლედ, ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე მხიარული და ამავდროულად უჩვეულოდ სევდიანი ანიმაციაა, რაც კი მინახავს.
პროფაზაარადა სწორედ მაგ ბოლო სეზონიდან გამომდინარე უფრო უნდა დაეწერა ის, რაც დაწერა.
FalleNnNყველაფერში არა, მაგრამ ძირითად სათქმელში გეთანხმები.
Alix