გამარჯობა
7 სექტემბერს გვქონდა მორიგი გასვლა და გვსურს მორიგი ანგარიში წარვუდგინოთ თანაფონდელებსა თუ სხვა ნებისმიერ დაინტერესებულს.
როგორც ხვდებით, ჩვენს მთავარ პრობლემად კვლავ დაფინანსება რჩება. ამიტომ გთხოვთ თვეში 10 ლარით (შეიძლება ნაკლებიც) თქვენი წილი კეთილი საქმე აკეთოთ დანარჩენებთან ერთად. შეძენაზე და მიტანაზე ჩვენი ფონდის "დამრტყმელი ძალა" იზრუნებს. თემასაც ნებისმიერი გახსნის (
). აი უფულოდ კი ფონდი ვერ იარსებებს... თანხის ფონდის ანგარიშზე დარიცხვა ძალიან იოლია და ამ პოსტის მეორე ნაწილში დეტალურ ინფორმაციას დავდებ.
მეეჭვება ფორუმ.გე-ს პოლიტგანყოფილებაში იყოს კიდევ ვინმე, ვინც ჩვენ არ გვიცნობს, მაგრამ მაინც ორიოდე სიტყვით გეტყვით ჩვენს შესახებ. ფონდი დაარსდა აქ, პოლიტგანყოფილებაში. ფონდის დაარსების იდეა, სურვილი, საჭიროების დანახვა თუ სხვა რამ კიდევ გამოიწვია თემამ, რომელშიც მოთხრობილი იყო პატარა ბავშვის გარდაცვალება, რაც საჭმლის უქონლობის (ან ნაკლებობის) ბრალი უნდა ყოფილიყო. შეიკრიბნენ ენთუზიასტები, ვინც მზად იყო შემოეტანა ყოველთვიურად 10 ლარი, ვინც გავიდოდა საყიდლებზე, მოახდენდა ორგანიზებას (ტრანსპორტის თუნდაც), მიიტანდა ბავშვებამდე საჭმელს და შემდეგ ყველაფერს მოგვიყვებოდა აქ, ფორუმში.
რახან გავიდა დრო და არ ჩამოვიშალეთ (სიტყვას მოყვა და მინდა მოგახსენოთ, რომ ფონდი დაარსდა 2011 წლის 14 მატს), დღის წესრიგში დადგა ჩვენი გაოფიციალურობის საკითხი. შარშან დავარეგისტრირეთ ფონდი როგორც: არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი "დააპურე თუნდაც ერთი ბავშვი". მომავალში იგეგმება "საქველმოქმედო ფონდად" დარეგისტრირებაც. ეს ყველაფერი პირველ რიგში მეტი გამჭვირვალებისთვის გაკეთდა. ვიცი, არაერთს გაუჩნდება ეჭვი, მართლა დანიშნულებისამებრ მიდის ეს თანხა თუ არა. მით უმეტეს, რომ ასეთი შემთხვევა სამწუხაროდ არაერთია. ჩემთვისაც ხშირად გამოუგზავნიათ პირადი გზავნილი ამ ხასიათის კითხვით. მინდა სრული პასუხისმგებლობით გითხრათ ნებისმიერ დაინტერესებულს, რომ ფონდი "დააპურე თუნდაც ერთი ბავშვი" არაა რომელიმე აფერისტის მიერ დაარსებული (ამაში ისე ვარ დარწმუნებული, როგორც არაფერში
), მასში შეკრებილია ერთმანეთისთვის უცხო ხალხი და მათ მხოლოდ სიკეთის კეთების სურვილი აერთიანებს. ფულის ნებისმიერი არამიზნობრივი დახარჯვა შეუძლებელია როგორც ტექნიკურად, ასევე ფიზიკურად. მორალურ დაბრკოლებას რომ თავი დავანებოთ.
სიკეთის კეთებაში კი ვგულისხმობ იმას, რომ იქნებ ჩვენი მონდომებით როგორმე ხელი შევუშალოთ მორიგი ბავშვის შიმშილით სიკვდილს. ან თუნდაც "უბრალოდ" შიმშილს. დასახმარებელ ოჯახებს ვარჩევთ გაჭირვებულობის მიხედვით. რაც უფრო გაჭირვებულია ოჯახი, მით უფრო მეტად სჭირდება ჩვენი დახმარება. ერთადერთი პირობა ისაა, რომ უნდა იყოს თუნდაც ერთი ბავშვი იმ ოჯახში. სხვა დანარჩენი (მაგალითად ის, თუ რატომ უჭირს ამ ოჯახს) ჩვენი გასარკვევი არაა. ჩვენთვის მთავარია თუნდაც ერთ ბავშვს ვაჩუქოთ არა ლამაზი დღე, არამედ დანაყრებული დღე
. ან დღეები...
შემოსული თანხა ხმარდება მხოლოდ საკვებ პროდუქტს, მაგრამ პროდუქტის გარდა მიგვაქვს ტანსაცმელიც, სათამაშოები, წიგნებიც... ამ ყველაფერს გადმოგვცემს ისევ და ისევ ქველმოქმედი ხალხი. ნებისმიერს შეგიძლიათ იაქტიუროთ ამ მიმართულებით. მით უმეტეს ეხლა ზამთარი მოდის და თბილი ტანსაცმელი არ აწყენდათ პატარებს.
"ლამაზ დღეს" რაც შეეხება... ტყუილად არ მიხსენებია. გვინდა ერთ დღეს ჩვენი ბენეფიცარი ბავშვები ერთად შევკრიბოთ და სასეირნოდ წავიყვანოთ (სიტყვაზე ზოოპარკში). ვფიქრობ მათ ეს აკლიათ. მართალია ეს ცოტა (შედარებით) რთული თავმოსაბმელი იქნება, მაგრამ შეუძლებელი არაფერია. მოგიწოდებთ ნებისმიერს, გამოიჩინოთ ინიციატივა, თუ ვინმეს გაქვთ რამე გამოცდილება ამ სფეროში... ან უბრალოდ სურვილი.
ცალკე მსურს კიდევ ჩემს ახალ ინიციატივაზე გესაუბროთ. მოგეხსენებათ ჩვენი ფონდი დგას შემოსულ თანხაზე, რომელიც იხარჯება და შემდეგ კვლავ მორიგი შემოწირულობების იმედზე ვრჩებით. ვიფიქრე კარგი იქნებოდა, თუ
ცალკე დავდებდით ბანკში ანაბარზე ფულს, საიდანაც მხოლოდ მიღებულ დივიდენდს დავხარჯავდით ქველმოქმედებაზე, ჩადებულ ფულს კი ხელს არ ვახლებდით. მესმის, იმისთვის, რომ შედეგი მოგვიტანოს, დიდი ფულის შეგროვებაა საჭირო, მაგრამ... ყველაფერი მცირედით იწყება... ყოველ შემთხვევაში მე მზად ვარ დავიწყო და თუ იქნებიან მსურველები, თვიური 10 ლარის (თუ რამდენიც იქნება) გარდა ცალკე, რამდენიც უნდათ, ანაბარისთვის გადადონ ფული, ძალიან მოხარული ვიქნები. ამ საქმისთვის საქართველოში გამოვგზავნე 1000 ევრო და როგორც კი გამოჩნდებიან სხვა მსურველებიც (მაინც და მაინც ათასი ევრო არაა საჭირო, თუმანიც წავა
), გავხსნით ანაბარს რომელიმე ქართულ ბანკში. იქ კიდევ რაღაცა ბიუროკრატიული პრობლემა იყო, თუ არ ვცდები, მაგრამ იმედია მოევლება.
მოკლედ, გითხარით უკვე რისი თქმაც მინდოდა.
დანარჩენს გზა და გზა მოგიყვებით.
ეხლა კი "მშრალი ინფორმაცია", რეკვიზიტები ფოტოები, ვიდეოები და ა.შ.
ჩვენი სახელია : დააპურე თუნდაც ერთი ბავშვი
ჩვენი დევიზი : მოკალი შიმშილი
ჩვენი ფეისბუკი :
https://www.facebook.com/Feedatleastonechildანგარიში ქართულ ლარში (GEL):მიმღები: ა(ა)იპ საქველმოქმედო ფონდი - დააპურე თუნდაც ერთი ბავშვი
ანგარიშსწორების ანგარიში #: GE21 TB76 4743 6020 1000 06
მიმღების ბანკი: ს.ს. ”თიბისი ბანკი”
საბანკო კოდი: TBCBGE22
ანგარიში ევროში (EUR):INTERMEDIARY: DEUTSCHE BANK AG
FRANKFURT/MAIN, GERMANY
SWIFT: DEUTDEFF
BLZ: 50070010
BENEFICIARY BANK: HEAD OFFICE SWIFT: TBCBGE22
JSC "TBC Bank",Head Office
SWIFT: TBCBGE22
BENEFICIARY Account: GE21TB7647436020100006
Name: CHARITABLE FUND - FEED AT LEAST ONE CHILD
ანINTERMEDIARY: COMMERZBANK AG
FRANKFURT/MAIN, GERMANY
SWIFT: COBADEFF
BLZ: 50040000
BENEFICIARY BANK: HEAD OFFICE SWIFT: TBCBGE22
JSC "TBC Bank",Head Office
SWIFT: TBCBGE22
BENEFICIARY Account: GE21 TB76 4743 6020 1000 06
Name: CHARITABLE FUND - FEED AT LEAST ONE CHILD
ან კიდევINTERMEDIARY: RAIFFEISEN BANK INTERNATIONAL AG
VIENNA, AUSTRIA
SWIFT: RZBAATWW
BENEFICIARY BANK: HEAD OFFICE SWIFT: TBCBGE22
JSC "TBC Bank",Head Office
SWIFT: TBCBGE22
BENEFICIARY Account: GE21 TB76 4743 6020 1000 06
Name: CHARITABLE FUND - FEED AT LEAST ONE CHILD
ანგარიში აშშ დოლარში (USD):INTERMEDIARY: CITIBANK N.A.
NEW YORK, USA
SWIFT: CITIUS33
ABA: 021000089
BENEFICIARY BANK: HEAD OFFICE SWIFT: TBCBGE22
JSC "TBC Bank",Head Office
SWIFT: TBCBGE22
BENEFICIARY Account: GE21 TB76 4743 6020 1000 06
Name: CHARITABLE FUND - FEED AT LEAST ONE CHILD
ანINTERMEDIARY: DEUTSCHE BANK TRUST COMPANY AMERICAS
NEW YORK, USA
SWIFT: BKTRUS33
ABA: 021001033
BENEFICIARY BANK: HEAD OFFICE SWIFT: TBCBGE22
JSC "TBC Bank",Head Office
SWIFT: TBCBGE22
BENEFICIARY Account: GE21 TB76 4743 6020 1000 06
Name: CHARITABLE FUND - FEED AT LEAST ONE CHILD
eMoney -ის ანგარიშიმომხმარებელი: კა* * მე * * * * * * * * * * *
ანგარიში: 361188579
( eMoney -ის ანგარიში დროებითია, შეცვლამდე შეგიძლიათ ამ ანგარიშით ისარგებლოთ )პირველი ნაწილი
დავაპუროთ თუნდაც ერთი ბავშვიმეორე ნაწილი
დავაპუროთ თუნდაც ერთი ბავშვი!მესამე ნაწილი
დავაპუროთ თუნდაც ერთი ბავშვი ( ნაწილი 3 )მეოთხე ნაწილი
დავაპუროთ თუნდაც ერთი ბავშვი ( ნაწილი 4 )მეხუთე ნაწილი
დააპურე თუნდაც ერთი ბავშვი ( ნაწილი 5 )მეექვსე ნაწილი
დააპურე თუნდაც ერთი ბავშვი (ნაწილი 6)მეშვიდე ნაწილი
დააპურე თუნდაც ერთი ბავშვი (ნაწილი 7)მერვე ნაწილი
დააპურე თუნდაც ერთი ბავშვი (ნაწილი 8)დეტალური ანგარიში შემოსული თანხების შესახებ 1 დეკემბრიდან 25 მარტამდებოლო გასვლის ანგარიში:
ბოლო გასვლის ფოტოები:
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
ბოლო გასვლა ფეისბუკზე:
https://www.facebook.com/media/set/?set=a.2...12768640&type=1აი იუთუბზე ბოლო (და არამარტო) გასვლის ყველა ვიდეო:
http://www.youtube.com/channel/UC-n9Y09ArPa7E5eiPNb9W5Qდავდებ ერთ-ერთი ვიდეოს აქაც
ეს საკვები თქვენ მიერ ნაყიდია. მათში თქვენი წილიცაა.
და თუ არა.. შეგიძლიათ შემდეგ გასვლაში შეიტანოთ.
ჩვენ კი თქვენი სახელით (ან თქვენთან ერთად) მივუტანთ ამათ:
This post has been edited by ჯიმი ლევი on 27 May 2017, 06:45
მაზოხისტ იუზერს სადისტი მოდერი შეუქმნის ინტიმურ გარემოს რა პრობლემაა? © გუბაზიანი