დღეს მინდა სპოტლაიტში მოვაქციო Blind Melon 90ების ბენდი რომელიც აბსოლუტურად უსამართლოდაა დავიწყებული
Shannon Hoon ინტერნეტში იმ ცნობილი ადამიანების ტოპებში ხვდება ვიზეც წარმოდგენა არ გვაქ რომ მკვდრები არიან ანდა one hit wonder-ებში სიმღერის No Rain გამო, რომელშიც Bee girl გადაიღეს და ხალხს ყველაზე მეტად ეს დაამახსოვრდა (90იანების ერთერთი სიმბოლო) არადა one hit wonder ნამდვილად არ არის, მღერის გამორჩეული სტილი აქვს და მე მეორე ალბომი პირველზე უფრო მეტადაც კი მომწონს. მეორე უფრო დეპრესიულია, შესაძლოა სიკვდილის მოახლოების შეგრძნების გამო.
ამ სიმღერაში ის მომწონს რომ სიმღერა რაღაც ძაან ჩვეულებრივად მიდის იმ მომენტამდე სანამ გიტარა განწირულად აბღავილდება და მაგ დროს სიმღერას უკვე სხვაგვარი ხასიათი ეძლევა.
ჩემი აზრით ჯგუფმა 90ებში კარგად ვერ დაიმკვიდრა თავი იმიტომ რომ 70 წლების ჟღერადობა ქონდა და მაგ დროისთვის ეგ უკვე მოძველებული იყო, რადიოში როცა ვუსმენდი რატომღაც დარწმუნებული ვიყავი რომ 70 წლების ბენდია, (და მაგის გამო არ მომწონდა) მაგრამ მერე რაღაც უფრო დიდი სიღრმე ვიგრძენი, და დავინტერესდი რა ჯგუფია, ვიცი რომ არტისტების სიკვდილი მიმზიდველია მუსიკაში, როგორადაც არ უნდა ჟღერდეს, მაგრამ ჩემდა გასასამართლებლად ვიტყვი რომ მუსიკამ უფრო ადრე მიმიზიდა ვიდრე მისმა ტრაგიკულმა ისტორიამ...
P.S შენონ ჰუნის მიერ ნაჩუქარ ხელნაკეთებ ჩანგლის საყელურს კრის კორნელი გულზე ატარებდა