რ2-ის პროდიუსერები დემნა ჯაფარიძე და გიორგი ხაბურზანია იმედზე გადადიან
ტაბულას წყაროს ცნობით, რუსთავი 2-ის საერთაშორისო პროექტების პროდიუსერები დემნა ჯაფარიძე და გიორგი ხაბურზანია სამუშაოდ იმედზე გადადიან.
ტაბულა ეცადა რუსთავი 2-ისა და იმედის ხელმძღვანელობასთან ინფორმაციის გადამოწმებას ოფიციალური პასუხის მისაღებად, თუმცა, ისინი ჩვენს ზარებს არ პასუხობენ.
რუსთავი 2-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსმა ნოდარ მელაძემ ტაბულას უთხრა, რომ ამის შესახებ ინფორმაციას ვერ დაუდასტურებდა, რადგან მას მხოლოდ საინფორმაციო სამსახური ეხება.
აღსანიშნავია, რომ პროექტი "X ფაქტორი", რომლის პროდიუსერებიც ჯაფარიძე და ხაბურზანია არიან, ჯერ არ დასრულებულა.
დემნა ჯაფარიძე და გიორგი ხაბურზანია ხელმძღვანელობდნენ "ნიჭიერს", "საქართველოს ვარსკვლავს" და სხვა საერთაშორისო პროექტებს.
ამასთან, რუსთავი 2-დან იმედზე გადავიდნენ ტელეწამყვანი დიმიტრი ობოლაძე და კურიერის ჟურნალისტი ნატალია მახვილაძე.
http://www.tabula.ge/ge/story/121545-r2-is...imedze-gadadian გვარამია და გაბუნიაღა დარჩა მგონი მარტო და ეგაა
'I am very interested and fascinated how everyone loves each other, but no one really likes each other.'
Je t'aime France <3 <3 <3