justfeelკი, DHCP-ზე დატოვე და გინდა ის IP დაუტოვე, რასაც თვითონ აიღებს, გინდა შენი სურვილით აირჩიე მისამართები. ფირმვერი რომელი გაქვს არ ვიცი, ამიტომ მე რაც ვნახე, იმის სურათების მიხედვით აგიხსნი, დანარჩენს შენით მიხვდები.
აირჩიე მისამართების რეზერვაცია DHჩP-ში და შემდეგ შეიყვანე IP და MAC Address-ი იმ დივაისის, რასაც გინდა დაურეზერვო ეგ მისამართი. თუ ჭკვიანად იმუშავებს ეგ შენი როუტერი, არ შეგივლის IP-ს და იქნება წყნარა.
რაც შეეხება გადამისამართებას, აქეადან უნდა გააკეთო
service port-ში ჩაწერე ის პორტი, რომლითაც გინდა რომ დაუკავშირდე გარედან შენს მოწყობილობას, internal port-ში ჩაწერე 3389 RDP-ს შემთხვევეაში, თუ რა თქმა უნდა, შეცვლილი არ გაქვს შენი სრვილით სხვა პორტზე, IP address-ში ჩაწერე იმ დივაისის მისამართი, რომელზე გინდა რომ შეხვიდე, protocol-ში შეგიძლია იგივე დატოვო, status-ში რა თქმა უნდა enable, თუ დროებით გამორთვის სურვილი გექნება, მაშინ disable-ზე გადაიყვან.
მოკლედ სტანდარტულ სიტუაციაში კონფიგი არის ასეთი. თუ წინა პორსტში რაც მოგწერე შეამოწმე და რიგზეა ყველაფერი, ესეც ასე გაქვს გაკეთებული, მაშინ სცადე მარტივად შემომავალი პორტის შეცვლით, რა გამოვა. service port-ში ჩაუწერე მაგალითად 15000 ან რომელიმე თავისუფალი პორტი 6000-7000-ის ზევით, RDP-ზე დაკავშირებისას კი IP მისამართის შემდეგ მიაწერე ორწერტილი და ის პორტი, რასაც გაუწერ, მაგალითად xx.xxx.xx.x:15000 ასეთი ფორმატით.
მანდვე ასევე არის port trigering-ის ფუნქცია, მანდედანაც შეგიძლია იგივე პრინციპით გააკეთო ტესტირება, რეალურად მაგის ფუნქციონალი არ მახსოვს, რაში გამოიყენება, ამიტომ შეგიძლია ჯერ ერთზე გატესტო, თუ ფორვარდინგზე არ გამოვა, გამორთე და იგივე გააკეთე ტრიგერინგზე. სცადე, არ გააფუჭებ არაფერს
თუ რა გამოვა, წაშალე ისევ რული და მორჩება მაგით ყველაფერი.
წარმატებები და რა მოხდება დაწერე, გამოვა თუ არა ორივე შემთხვევაში
This post has been edited by AstroProject on 8 Jul 2018, 13:51