#7698037 · 12 Dec 2007, 16:02 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
,,გაყინული კონფლიქტების “გალღობა” მოითხოვეს
სუამის ქვეყნებმა ე.წ. გაყინული კონფლიქტების შესახებ გაეროში გენერალური ასამბლეის რეზოლუციის პროექტი შეიტანეს.
სუამი მოუწოდებს, დადასტურებულ იქნას იმ სახელმწიფოების ტერიტორიული მთლიანობა, სადაც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ შენარჩუნებულია სეპარატისტულად განწყობილი ჯგუფები. ესენია: მთიანი ყარაბაღი აზერბაიჯანში, აფხაზეთი და ცხინვალი საქართველოში და დნესტრისპირეთი მოლდავეთში.
რეზოლუციის პროექტში აღნიშნულია, რომ გაჭიანურებული კონფლიქტები საფრთხეს უქმნის მშვიდობასა და რეგიონში სტაბილურობას. სწორედ ამიტომ, სუამი მოუწოდებს სახელმწიფოებს და საერთაშორისო ორგანიზაციებს, ხელი შეუწყონ კონფლიქტების დარეგულირების პროცესს.
პროექტში დევნილთა უფლებებზეც არის საუბარი და აღნიშნულია, რომ აუცილებელია კონფლიქტის ზონებში დაცული იქნას მათი დაბრუნებისა და ცხოვრების გარანტიები და უფლებები."
მგონი, კარგი ინფორმაციაა.(,,კვ. პ.")
--------------------
ზერელედ ვმკურნალობთ ქვეყნის ჭრილობებს და არცკი გვრცხვენია თვალთმაქცობისა.(ო. ჭილაძე.)
,,ღმერთთან ომი არავის მოუგია."(მამა გიორგი)
|