ჩინეთში ჰაერის ტემპერატურამ 52,2 გრადუს ცელსიუსს მიაღწია, რაც ქვეყნისთვის რეკორდული მაჩვენებელია
https://www.interpressnews.ge/ka/article/76...i-machvenebeliaჩინეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე ქალაქ სანბაოში ჰაერის ტემპერატურამ 52,2 გრადუს ცელსიუსს მიაღწია, რაც ქვეყნისთვის რეკორდული მაჩვენებელია.
მეტეოროლოგების პროგნოზით, ქალაქში მაღალი ტემპერატურა კიდევ 5 დღის განმავლობაში გაგრძელდება და არ არის გამორიცხული, რომ მორიგი რეკორდი დაფიქსირდეს.
Reuters-ის ინფორმაციით, ჩინეთში აქამდე დაფიქსირებული ტემპერატურის რეკორდული მაჩვენებელი 50.3 გრადუს ცელსიუსი იყო. გლობალური დათბობის გამო მსოფლიოში ჰაერის ტემპერატურა იმატებს.
გაეროს პროგნოზით, მომდევნო ათწლეულებში ჰაერის ტემპერატურა მსოფლიოში საშუალოდ 1.5 გრადუს ცელსიუსით გაიზრდება.
ევროპაში ძლიერი სიცხით გამოწვეულ ტყის ხანძრებს ებრძვიან
https://www.interpressnews.ge/ka/article/76...nzrebs-ebrzvianმეხანძრეები ევროპაში ძლიერი სიცხით გამოწვეულ ტყის ხანძრებს ებრძვიან, იწვის ტერიტორიები, შენობები და ხორციელდება ათასობით ადამიანის ევაკუაცია.
ხანძრებს ებრძვიან ესპანეთის კუნძულ ლა პალმაზე, საბერძნეთსა და შვეიცარიაში.
სამხრეთ შვეიცარიაში ტყის ხანძრის გასაკონტროლებლად მიმდინარე სამუშაოებში ასზე მეტი მეხანძრეა ჩართული. ხანძარი გუშინ სოფელ ბიტჩთან ახლოს გაჩნდა და ძლიერი ქარის გამო სწრაფად გავრცელდა. უსაფრთხოების მიზნით, ევაკუირებულია ახლომდებარე სოფლების 200-ზე მეტი მცხოვრები. ხანძარი ამ დროისთვის 100 ჰექტარ ტერიტორიაზე, მანქანებისთვის ძნელად მისადგომ ადგილებში მძვინვარებს.
საბერძნეთმა ტყის ხანძრებთან გამკლავებაში დახმარება ევროკავშირის ქვეყნებს სთხოვა და ბლოკმა ქვეყანაში იტალიიდან და საფრანგეთიდან ოთხი თვითმფრინავის გაგზავნის გადაწყვეტილება მიიღო.
ძლიერი სიცხე ფიქსირდება იტალიაშიც. კუნძულ სარდინიაზე მოსალოდნელია 46 გრადუსი ცელსიუსი ტემპერატურა. სინოპტიკოსების ვარაუდით, უკიდურესი სიცხე იტალიის ზოგიერთ ნაწილში, შესაძლოა, კიდევ 10 დღის განმავლობაში გაგრძელდეს.
ძლიერი სიცხის ტალღაა ესპანეთშიც, სადაც, გუშინ ტემპერატურამ ქვეყნის სამხრეთით 44 გრადუს ცელსიუსს მიაღწია.
კანადაში ტყის ხანძრებს ორი მეხანძრე ემსხვერპლა, დამწვარია 10 მილიონ ჰექტარზე მეტი ტერიტორია
https://www.interpressnews.ge/ka/article/76...-meti-teritoriaკანადაში ტყის ხანძრების შედეგად 10 მილიონ ჰექტარზე მეტი ტერიტორია დაიწვა, რაც ისლანდიის ფართობის ტოლია, - ამის შესახებ ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.
ხანძარს ორი მეხანძრის სიცოცხლე ემსხვერპლა.
სინოპტიკოსები აცხადებენ, რომ მოსალოდნელია მაღალი ტემპერატურის ზაფხულის დარჩენილ პერიოდში შენარჩუნება.
ხანძრების გამო, 120 000-ზე მეტი ადამიანი იძულებული გახდა, საკუთარი საცხოვრებელი დაეტოვებინა, შეფერხდა ნავთობისა და გაზის წარმოება ალბერტაში. კანადის ტყის პროდუქტების ასოციაციის ხელმძღვანელმა, დერეკ ნაიბორმა ადგილობრივ მედიას განუცხადა, რომ ხანძრების გამო ქარხნები დროებით დაიხურა.
ყველაზე რთული მდგომარეობაა კანადის დასავლეთში, ბრიტანეთის კოლუმბიაში, სადაც ასობით ხანძარი მძვინვარებს. სიტუაციას კიდევ უფრო ართულებს გვალვა. პროვინციაში ხანძართან ბრძოლაში კანადელ მეხანძრეებს ავსტრალიელი, ამერიკელი, მექსიკელი და ახალი ზელანდიელი მეხანძრეებიც ეხმარებიან. კანადის სატყეო სამსახურის ჩრდილოეთ სატყეო ცენტრის გენერალური დირექტორის, მაიკლ ნორტონის განცხადებით, მიმდინარე ხანძრის სეზონის დასაძლევად საჭიროა საერთაშორისო მხარდაჭერის უპრეცედენტო დონე.
დიდი უბედურება კი ტრიალებს.
რუსეთი უნდა დაინგრეს.