Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > ავტომობილები > ავტობაზარი


Posted by: no_one 10 Nov 2008, 11:02
მოგესალმებით,

დავიწყებ იმით რომ ბოლო 2-3 კვირა მანქანების ბაზრობაზე მიწევს სიარული და იქ ნანახით ყოველ ჯერზე ვრჩები გაკვირვებული. ადრე თუ ნახევრამდე იყო ხოლმე სავსე ეხლა ყველა კუთხე და კუნჭული გატენილია. იმ დღეს ხიდზეც კი იდგა გასაყიდი ტრანსპორტი smile.gif

ფასები საკმაოდ მაღალია. მაგალითად, 3 წლის წინ 94იანი 320 ღირდა 5000 და 97იანი 7000, დღეს არაფერია სეცვლილი მიუხედავად იმისა რომ ორივე აიტემი 3 წლიტ დაძველდა.

ამასთან ერთად ძმაკაცი ყიდის 98იანი ე320-ს 9000 ატასად მაგრამ ვერ ყიდის

ეხლა ლარსაც დაენძრა და 1.6ზე ავარდა ხო და მაინტერესებს რა გველოდება უახლოეს პერსპექტივაში


Posted by: Laca 10 Nov 2008, 11:18
..............................................

+1 პოსტი biggrin.gif

Posted by: Ratie 10 Nov 2008, 11:34
დასახურია ეგ ბაზარი. ყელში ამოვიდა შაბათ-კვირას მანდ სულ საცობებია.

Posted by: GeoRacer 10 Nov 2008, 11:39
Ratie
QUOTE
ასახურია ეგ ბაზარი. ყელში ამოვიდა შაბათ-კვირას მანდ სულ საცობებია

+1

QUOTE
ეხლა ლარსაც დაენძრა და 1.6ზე ავარდა ხო და მაინტერესებს რა გველოდება უახლოეს პერსპექტივაში

კაი არაფერი გველოდბე როგორც ვატყობ

Posted by: no_one 10 Nov 2008, 11:57
GeoRacer
მანქანა შეღებე? მწუანედ biggrin.gif


დასახურია კი არა ფასები სად წავა და რა პრინციპებიტ არ კლებულობს ფასები წლოვანების მომატებასტან ერთად??

Posted by: Ratie 10 Nov 2008, 12:03
ჩამოყვანის ხარჯებმა მოიმატა და იმიტომ განსაკუთრებით ევროპიდან

Posted by: no_one 10 Nov 2008, 12:25
Ratie
როგორ კაცო, საწვავი იაფდება და ხარჯები რა პონტში იმატებს??

Posted by: GeoRacer 10 Nov 2008, 12:44
no_one
QUOTE
GeoRacer მანქანა შეღებე? მწუანედ

რავიცი რავიცი smile.gif
QUOTE
დასახურია კი არა ფასები სად წავა და რა პრინციპებიტ არ კლებულობს ფასები წლოვანების მომატებასტან ერთად??

spy.gif spy.gif spy.gif

Posted by: twini 10 Nov 2008, 12:52
QUOTE
ჩამოყვანის ხარჯებმა მოიმატა და იმიტომ განსაკუთრებით ევროპიდან

დარწმუნებული ხარ?

მე კიდე ის გავიგე რო ევროს გაუფასურების შემდეგ გერმანიიდანაც გააიაფდა და გაადვილდა მანქანების შემოყვანა და როგორც ადრე ისევ გერმანიას მიაწყდა ხალხი...

Posted by: Merengues 10 Nov 2008, 12:56
no_one
QUOTE
დასახურია კი არა ფასები სად წავა და რა პრინციპებიტ არ კლებულობს ფასები წლოვანების მომატებასტან ერთად??


ხო ეს არც მე მესმის ნაცნობმა ოპელ ვეკტრა თან ხაზსვუსვავ რომ 3 წლის წინ იყიდა სამად და ეხა ოთხნახევრად ყიდის თავისუფლად biggrin.gif და საერთოდ დავაკვირდი რომ ძველ ანუ ესე 13 წლის მანკნანებზე ფასები საერთოდ არ ეცემა ანუ რამდენადაც იყიდე რამოდენიმე წლის წინ შეგილია ისევ იმ ფასად (თუ არა მეტად) გაყიდო, და ახალ მანკანებზე უფრო ეცემა ფასები

რაც შეეხება ფასების ზრდას , დამერწმუნედ რომ აუცილებლად აიწევს , მითუმეტეს რომ როგორც ჩემთვის კულვარებიდან (biggrin.gif ) გახდა ცნობილი ბენზინის ფასი კიდევ საგრძნობლად დაეცემა , რის პროპორციულადაც მანკანის ფასები აიწევს.

პ.ს. ასე რომ თუ ვინმეს ყიდვა გინდათ მოასწარით wink.gif


Posted by: GIORGI M 10 Nov 2008, 13:00
ბანკებმა ჩააგდეს, განვადებები რო გააჩერეს საგრძნობლად შემცირდა კლიენტურა. მაგის ბრალია გატენილი ბაზარი.
ფასების კლებას რაც შეეხება, ლოგიკურად ჭარბი მიწოდების პირობებში ფასები უნდა შემცირებულიყო მარა... გეორგიაა რა, აქ ყველაფერი ხდება, ჩვენს ქალაქში ყველაფერი მოსულა.... biggrin.gif biggrin.gif

Posted by: PAINKILLER 10 Nov 2008, 13:54
QUOTE
პ.ს. ასე რომ თუ ვინმეს ყიდვა გინდათ მოასწარით

აბა სუბარუები იაფად, მალე იყიდეთ, ზამთარი მოდის და ფასები აიწევს biggrin.gif

Posted by: kakhakakhiani 10 Nov 2008, 13:55
QUOTE (GIORGI M @ 10 Nov 2008, 13:00 )
ბანკებმა ჩააგდეს, განვადებები რო გააჩერეს საგრძნობლად შემცირდა კლიენტურა. მაგის ბრალია გატენილი ბაზარი.
ფასების კლებას რაც შეეხება, ლოგიკურად ჭარბი მიწოდების პირობებში ფასები უნდა შემცირებულიყო მარა... გეორგიაა რა, აქ ყველაფერი ხდება, ჩვენს ქალაქში ყველაფერი მოსულა.... biggrin.gif biggrin.gif

+1
yes.gif





yes.gif yes.gif

Posted by: [LoD]-Bagra 10 Nov 2008, 14:02
Merengues
QUOTE
ხო ეს არც მე მესმის ნაცნობმა ოპელ ვეკტრა თან ხაზსვუსვავ რომ 3 წლის წინ იყიდა სამად და ეხა ოთხნახევრად ყიდის თავისუფლად biggrin.gif და საერთოდ დავაკვირდი რომ ძველ ანუ ესე 13 წლის მანკნანებზე ფასები საერთოდ არ ეცემა ანუ რამდენადაც იყიდე რამოდენიმე წლის წინ შეგილია ისევ იმ ფასად (თუ არა მეტად) გაყიდო, და ახალ მანკანებზე უფრო ეცემა ფასები


3 წლის წინ 500 ევროდ ვიყიდე 93-იანი ვექტრა გერმანიაში. ჩამოყვანა 800 ევრო + გაბაჟება დაახ. 800 დოლარი = დაახ. 2500 დოლარს. 3 წელი დარიხინებს ეს მანქანა საქართველოში და ბაზარზე 3500 დოლარად მეხვეწებოდნენ... gigi.gif

გაიგე ახლა შენ კუდა ბაზარ კაწიტსია...

პ.ს. არ ვყიდი, მაგარი მატორი აქვს 1,6-იანი... ქალაქში 6 ლიტრაზე მეტს ცოცხალი თავით არ წვავს. ქუთაისიდან თბილისში 11,5-12,0 ლიტრით ჩამოვდივარ.

Posted by: Merengues 10 Nov 2008, 15:36
PAINKILLER
QUOTE
აბა სუბარუები იაფად, მალე იყიდეთ, ზამთარი მოდის და ფასები აიწევს

lol.gif
გთხოვთ კომერციული მიზნებისთვის ნუ გამოვიყენებთ ამ განცხადებას givi.gif

[LoD]-Bagra

QUOTE
3 წლის წინ 500 ევროდ ვიყიდე 93-იანი ვექტრა გერმანიაში. ჩამოყვანა 800 ევრო + გაბაჟება დაახ. 800 დოლარი = დაახ. 2500 დოლარს. 3 წელი დარიხინებს ეს მანქანა საქართველოში და ბაზარზე 3500 დოლარად მეხვეწებოდნენ...

ანალოგიური მდგომარეობაა, შემთხვევით შენიც პიტა ძრავით ხო არაა biggrin.gif



Posted by: shotagulo 10 Nov 2008, 18:10
ერთი თვეა ჩემ ა4 ს ვყიდი 5.5K და ვერ გავყიდე ვექტრები და გოლფები უპრო დზვირია ამის დედავატირე, ბაზრობაზეც მომწყინდა სიარული. ხუივოზნაეტ რა ხდება ბლიად cry.gif

Posted by: ბახარხალა 10 Nov 2008, 18:13
no_one
მოკლედ ჯიგარო, მანამ მანქანის ფასები ასეთი უდედისმტყვენელად მაღალი იქნება არაფერი გაიყიდება...


აბა ეს უიქენდი მეც ბაზრობაზე ვიყავი და 2700-ად ყიდდა თიპი 1 მოჯმა დაიჰაცუს... კაი რა ნამუსი აღარაა?


პ.ს. ამ დოლართან გაკავშირებით აბიდუბიები რო ხდება, მყიდველიც თავს იკავებს wink.gif

Posted by: ბროკერა 10 Nov 2008, 19:04
ფასები დავარდება, ელეგანსები მალე 4000-ად გაიჩIთება აგერ ნახეთ თუ არა.

Posted by: ივანიჩ 10 Nov 2008, 19:09
shotagulo
რომელწლიანია შენი ა4?


Posted by: Mematiane 10 Nov 2008, 19:13
რომელმა ჭკუათმყოფელმა მოიფიქრა მანქანის ყიდვა-გაყიდვის გაფორმების რუსთავში გადატანა? ეგებ პირდაპირ აზერბაიჯანში გადავიტანოთ? ასეთ რამეებს ვინც წყვეტს, ის მხოლოდ იმაზე ფიქრობს, თუ როგორ აწამოს ხალხი, თუმცა მიზეზად ათას სისულელეს იტყვიან. გავა დრო და ასეთ რაღაცეების რეალობას ვერც კი დავიჯერებთ. მერე ვიტყვით: "ნუთუ იყო დრო, როცა ხალხს ასე აბუჩად იგდნბდნენო?"

Posted by: Gio707 10 Nov 2008, 20:05
ფასები მოიმატებს მარტო ელემენტარულ მაგალითს მოგიყვან 2 კვირის წინ მობილურის ფასები რაც იყო დღეს საგრძნობლად გაძვირებულია

კიდობანში ახალი K810 370 ლარი ღირდა ახლა დღეს 440 ლარი ადევს


რაც აგდავხედე ყველაფერი გაძვირებულია

Posted by: ბროკერა 10 Nov 2008, 20:09
QUOTE
რომელმა ჭკუათმყოფელმა მოიფიქრა მანქანის ყიდვა-გაყიდვის გაფორმების რუსთავში გადატანა? ეგებ პირდაპირ აზერბაიჯანში გადავიტანოთ? ასეთ რამეებს ვინც წყვეტს, ის მხოლოდ იმაზე ფიქრობს, თუ როგორ აწამოს ხალხი, თუმცა მიზეზად ათას სისულელეს იტყვიან. გავა დრო და ასეთ რაღაცეების რეალობას ვერც კი დავიჯერებთ. მერე ვიტყვით: "ნუთუ იყო დრო, როცა ხალხს ასე აბუჩად იგდნბდნენო?"


დიდი მადლობა ბატონო ვანო!

რუსთავის მაცხოვრებლები

Posted by: Zazmen 10 Nov 2008, 20:09
მანქანები რატომ არ იყიდება ეგ რთული საკიტხია და მას ააქვს პირდაპირი კავშირი ბანკებთან,და ა.შ
მაგრამ ფასების ზრდა მე მგონია მოხვდა იმის გამო რომ ბენზინი გაიაფდა,რაც უფრო იაფია ბენზინი მით უფორ სასურველია გყავდეს ავტო, ძვირია ბენზინი ფასი დაბალია...

Posted by: crusader 10 Nov 2008, 21:06
მანქანები რატო არ იყიდება რა კითხვა უნდა მაგას.

მანქანების ყიდვა გაყიდვა არის უწყვეტი ციკლი. არის მოწოდება და გასაღება. ბანკები სესხებს არ იძლევიან რაც ნიშნავს, რომ ხალხი მანქანებს ვეღარ ყიდულობს.
ბაზარზე ისედაც დაგროვილი იყო გარკვეული წილი გასაყიდი მანქანებისა, რომელსაც დაემატა შიდა ბაზარზე წარმოქმნილი გასაყიდი მანქანების წილი. სანამ სესხების საკითხები არ დარეგულირდება, მანამდე ეგრე იქნება. მე ის მიკვირს აქამდე მანქანებზე ფასები რატო არ დაეცა.

Posted by: twini 11 Nov 2008, 13:20
QUOTE
რომელმა ჭკუათმყოფელმა მოიფიქრა მანქანის ყიდვა-გაყიდვის გაფორმების რუსთავში გადატანა?

რატო მე მაგალითად მივესალმები მაგ იდეას...
ჯერ ეს ერთი რო მარტო თბილისი არ უნდა ცოცხალი ქალაქი და ცოტა სხვა ქლაქებიც უნდა გამოცოცხლდნენ...
და მეორე კიდე შეიძლება შორს არის, მაგრამ სიტუაცია ბევრად ჯობია იმას რაც დიღომში იყო...
მართალია მე როცა ვიყავი მომუშავე პერსონალი ჯერ კიდევ ვერ იყო ბოლომდე მოწოდების სიმაღლეზე და კლავიატურაზე ასოებს ეძებდნენ, მარა არაუშავს, ალბათ ეგეც გამოსწორდება...

Posted by: no_one 11 Nov 2008, 13:23
ანუ, რა დასკვნამდე მივედით?? ბანკები სეხსების გაცემას დაიწყებენ, ამასობაში ბენზინის ფასიც დაიწევს და დაიწყება მანქანების ყიდვა მარალ ფასებში?! არაუშავს პერსპექტივაა

Posted by: Key_Board 11 Nov 2008, 13:33
QUOTE
ავტობაზარი, რას ფიქრობთ, რა ხდება და რა მოხდება??

* ბაზრობა გადასატანია რუსთავში
* ფასები იმოტომაა მაღალი რომ პრინციპი აქვთ ეგეთი... გონიათ რომ 15 წლიან მანქანაში 3 ზე მეტს გადაუხდიან და 4500 ყიდიან... 2 თვე დავდიოდი და არცერთი რა გაყიდულა ეგეთი. (ვისაც გაყიდვა უნდა და ჭირდება ეგრევე დაბალ ფასად ყიდის... და იყიდება)
* რატო არ იყიდება - იმიტომ რომ გატენილია ქალაქი მანქანებით... და ჩამოიყვანეს კიდე ბლომად მანქანა... გასაყიდად.
* ამ დორს ვის რათ უნდა მანქანა... ომის მერე დაიბნა მთელი ქალაქი... და ესე დადიან ეხლაც...
* ბანკსი სესხი გასაგებია, მაგრამ ყველა სესხით ხო არ ყოდულობს.
* თან ბოლო დროს ტენდენცია წამოვიდა უფრო ახალ მანქანებზე და ბაზარი გატენილი არის < 95 გოდებით... "ახლების" 15 არის...
* და ჩემი აზრით - დააგდებენ ფასებს... ადრე თუ გვიან...

Posted by: [LoD]-Bagra 11 Nov 2008, 16:15
რას ერჩით რუსთავს? მანქანა გავაფორმე ზუსტად 20 წუთში.... პოზიტიურად გაკვირვებული დავრჩი როცა ნომრები მომცეს და თავისუფალი ხარო. მექთი რაიმე ხომ არ გავიწყდებათ? და არაო...

პ.ს. მადლობა ვანო.

Posted by: Key_Board 11 Nov 2008, 16:22
[LoD]-Bagra
QUOTE
რას ერჩით რუსთავს? მანქანა გავაფორმე ზუსტად 20 წუთში

კი ეგრეა! თან კვირადღეს... ასწორებს

Posted by: GrigolS 11 Nov 2008, 18:09
no_one
და რამე მანქანის ფასი გაიგე? biggrin.gif
გოლფ 3 - 2,9K-5,5K
ვექტრა - 2,5K-4.5K
ასტრა - 2.5K-5K...

იმენა დავიბენი. მანქანა რა Fასში უნდა გავყიდო ვეღარ გავიგე.

მერე კიდევ რაღაც სტატისტიკა მოათრია ახლობელმა და ერთ შაბათ-კვირასო მხოლოდ მანქანების 1,5-2% იყიდება მთელი ბაზრობიდანო...
მიდი და გაიგე რა და როგორ biggrin.gif

Posted by: Mematiane 11 Nov 2008, 21:50
როცა მანქანის გაფორმების საკითხი დიღომშივე წყდებოდა, ბევრად მეტი მანქანა იყიდებოდა. ახლა იმატა მინდობილობებმა, იმიტომ, რომ ეს საკითხი ისევ აქვეა. მერე, რა წესია სხვა ქალაქში სიარული? თბილისელებმა თბილისში უნდა გააფორმონ, რუსთაველებმა რუსთავში, ქუთაისელებმა ქუთაისში და ა.შ. ამას უბრალო ლოგიკა მოითხოვს.

Posted by: twini 11 Nov 2008, 23:07
სხვა ქალაქში თორე ეხლა ეგეც 100 კილომეტრით არის დაშორებული...
რუსთაველიდან რუსთავში უფრო მალე ჩახვალ ვიდრე დიღომში... biggrin.gif

Posted by: Mesaplave 11 Nov 2008, 23:32
მგონი ქავთარაძეზეც შეგიძლიათ მანქანებსი გადაფორმება, ასე რომ ვინც ხშირად აკეთებთ მაგ ამბავს გამოარკვიეთ

არ გაიცემა კრედიტები , ვისაც ფული ქონდა აქვს არის დაბნეული ზოგი ვიღაცას ეხმარება, ზოგს სამსახურის დაკარგვის ეშინია, ზოგმა უკვე დაკარგა და მანქანა რისთვის უნდათ აბა?

არადა ომი რომ არ ყოფილიყო და ჭკუა დაეტანებინათ, მინიმუმ 2 -2 მანქანები გვეყოლებოდა, ეგ ტენდენცია შემოდიოდა და შევნიშნე,ეხლა კიდე რო ნახეს ხალხმა არასტაბილურ ქვეყანაში ცხოვრობენ მანქანის ყიდვას ურჩევნიათ ფული ევრო დოლარი ეჭიროთ ხელში, რას გააგებიცაა, ესლი ჩტო შენი მანქანა დარჩება გვერდზე smile.gif

Posted by: PAINKILLER 12 Nov 2008, 09:59
QUOTE
მგონი ქავთარაძეზეც შეგიძლიათ მანქანებსი გადაფორმება, ასე რომ ვინც ხშირად აკეთებთ მაგ ამბავს გამოარკვიეთ

Mesaplave
არა, ჯერ არ არის მანდ ეგეთები smile.gif

ხოდა მანქანების ბაზრობას დიდი ხანია უპირებენ რუსთავში გადატანას, საპატრულოსთან, მანდ საკმაოდ დიდი ადგილიც მოასწორეს, მაგრამ ომის ამბებმა შეაჩერა ალბათ დაფინანსება, თორემ ახლა უკვე რუსთავში უნდა ყოფილიყო ბაზრობა და გაფორმებაც და ტესტდრაივიც იქვე შეიძლებოდა smile.gif ტრეკიც მანდ არის და საპატრულოც smile.gif

QUOTE
არადა ომი რომ არ ყოფილიყო და ჭკუა დაეტანებინათ, მინიმუმ 2 -2 მანქანები გვეყოლებოდა, ეგ ტენდენცია შემოდიოდა და შევნიშნე,ეხლა კიდე რო ნახეს ხალხმა არასტაბილურ ქვეყანაში ცხოვრობენ მანქანის ყიდვას ურჩევნიათ ფული ევრო დოლარი ეჭიროთ ხელში, რას გააგებიცაა, ესლი ჩტო შენი მანქანა დარჩება გვერდზე 

მართალია და მაგიტომაც დაერხა ლარის კურსს, ყველამ დოლარი და ევრო იყიდა და შეინახა მუთაქებში (ბანკებში მაინც შეეტანათ)...

Posted by: [LoD]-Bagra 12 Nov 2008, 12:33
Mematiane
QUOTE
თბილისელებმა თბილისში უნდა გააფორმონ, რუსთაველებმა რუსთავში, ქუთაისელებმა ქუთაისში და ა.შ. ამას უბრალო ლოგიკა მოითხოვს.

მე მკითხეს სად მინდოდა მანქანის გაფორმება, თბილისში თუ ქუთაისშიო... სადაც მაწყობდა ის ვუთხარი.

შემეძლო ქუთაისშიც გამეფორმებინა. ვერ გავიგე შენ რა პრობლემა გაქვს.
დიღომშიც მყავს ადრე მანქანა გაფორმებული... იმინა დედისტY..ა იყო... რიგები ბანკთან, აურზაური, დომხალი. დაახ. ერთი 4 საათი მოვუნდი გაფორმებას. მაშინ როცა რუსთავში ყველაფერი 20 წუთში გაკეთდა... კულტურულად და ევროპულად.

Posted by: 777 12 Nov 2008, 14:42
დავრწმუნდი რომ მანს სიარულს აზრი არ აქვს. მე ჩემი მანქანა გავყიდე საიტით და ვიყიდე საიტით ორივე ოპერაცია წარმატებით
და ყოველგვარი ზედმეტი ნერვიულობის გარეშე ჩავატარე. გაყიდვისას დაჯე თითონ მოდიოდნენ ჩემთან და ნახულობდნენ ავტოს smile.gif

ბაზრობაზე ვიყავი 1-ხელ გასაყიდად და დავრწმუნდი რომ მანდ სიარულს აზრი არ აქვს.

რაც შეეხება მანქანის გადაფორმებას, ძაან გაადვილებულია და
მაგრა მოწყობილი ყველაპერი დონეზეა, არის ერთI მინუსი - შორია.

მაგრამ თუ გაქვს ფული თბილისშიც შეიძლება ოყონდ 56 ლარის ნაცვლად ჯდება 250 ლარი smile.gif

Posted by: GrigolS 12 Nov 2008, 17:32
[LoD]-Bagra
QUOTE
ყველაფერი 20 წუთში გაკეთდა

ეგეც ის დროა როცა ერთი ბლოკიდან მეორეშI მიდიხარ და გზად სიგარეტს ეწევი.
ძალიან კარგად მუშაობენ და ძალიან სწრაფადაც. მე მომეწონა მაგათI მომსახურეობა. თან კიდევ რუსთავი არც ისე შორსაა. სწორი გზაზე მიდიხარ და ისევ უკან მოდიხარ. მანქანასაც კარგად ტესტავ. თბილისში კიდევ გაიხსენეთ რა არეულ დარეული სიტუაცია იყო...

Posted by: ZAZAi 12 Nov 2008, 23:13
როგორ ფიქრობთ, მეორადი მანანები გაიაფდება?

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)