Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > სამართალი > პრობლემური სესხები


Posted by: (Oo) 5 Jan 2017, 10:29
მოგესალმებით, მაქვს სამომხმარებლო სესხი აღებული (თანამსესხებელი)7200 დოლარში და ასევე ონლაინ სესხები 14 კომპანიაში: მათ შორის pirdapiri.ge- ზე 4400 ლარი და სხვა ონლანი სესხებზე სულ 5800 ლარის. ასევე მაქვს შემოსავალი 1000 ლარი რომელიც ბანკში მერიცხება.. ვაპირებ გადავიხადო მხოლოდ დოლარში რაც მაქვს სესხი ხოლო დანარჩენ ამ ტანხებს ვერ დავფარავ ერთნაირი გადახდით...ამ თანხებზე ავედი ნელ-ნელა, ვფიქრობდი კიდე ერთ სესხს ავიღებდი და ამით გადავფარავდი მაგრა არცერთი ბანკი არ მაძლევს 30000 ლარს რომ გადავფარო ყველაფერი მათ შორის 7000 დოლარი...წლების განმავლობაში არასოდეს არაფერი დარღვევა არ მაქვს...

მე ეს ყველაფერი დავწერე იმიტო რომ მინდა ყველამ დაწეროს ამ თემებზე..კარგი იქნება თუ კვალიფიციური იურისტებიც გამოგვეხმაურებიან...ჩემი აზრით დღეს საქართველოში ძალიან ბევრი ოჯახში ხდება ასე...იმიც მიკვირს როცა ონლაინ სესხები ავიღე იქ არის ველი რომ უნდა დაეთანხმო შენი მომაცემების გადამოწმების საკითხზე და მაინც გაძლევენ თანხას როცა ხედავენ ამდენი ვალდებულებები რომ გაქვს..ეს ძალიან საინტერესო საკითხია...მე ვთხოვ ყველას არ დაიზაროს და დაწეროს ამ პრობლემებზე....და ყველამ ერთად ვიმსჯელოთ...მადლობა ყველას.

Posted by: spiridon_surajia 5 Jan 2017, 14:14
როგორც წესი ხელფასის ნახევარი დაგიკავდება თუ მიდგა საქმე საქმეზე. ნახევარს აიღებ.

Posted by: HurricaneKat. 5 Jan 2017, 14:40
(Oo)
ბანკს ვერ გაექცევი , კონტრაქტში წერია რომ შენი პირადი ნივთები დაგირავებულია და აქვთ უფლება შენს სახელზე არსებული ქონებას რეალიზება გაუკეთონ
ონლაინ სესხები ვერაფერს იზამენ, შეთანხმების მიხედვით სესხი არაუზრუნველყოფილია
smile.gif

Posted by: spiridon_surajia 5 Jan 2017, 15:19
QUOTE
ონლაინ სესხები ვერაფერს იზამენ, შეთანხმების მიხედვით სესხი არაუზრუნველყოფილია

მთლად მაგის იმედზეც არ უნდა იყოს არაუზრუნველყოფილი რადგანაა.

Posted by: (Oo) 5 Jan 2017, 18:46
ეს ჩემი პირველი პოსტია ამ საიტზე და ყველას დიდი მადლობა მინდა გადაუხადო ვინც ამ საკითხს გამოეხმაურება.. აქვე ვიტყვი რომ მარტო ჩემ პრობლემაზე ნუ ვისაუბრებთ მოდით ყველამ დაწეროს ამ საკითხებში თუ მსგავსი პრობლემები აქვთ...ვნახოთ რამდენი ვართ აქ ესეთი პრობლემებით...მერე იქნრბ უფრო ფართომაშტაბებშიც გავიდეთ..თუ ხალხი თანახმა იქნება იდეაც მაქვს რომ ამაზე საიტი შეიქმნას... ჩვენ თავს ჩვენ რომ მივხედოთ ამის შანს ვხედავ..სრულად დაგიწერთ თუ გაინტერესებთ..
* * *
აქ საქმე იმაშია რომ ცდუნება ძალისნ დიდია ხალხს ძალიან უჭირს და ამ დრო შემოთავაზებაა უამრავი ონლაინ სესხების...ერთ დღეს ავიღე ეგ თსნხა როცა ამდენი ვალდებულება მქონდა...როგორ გათვალეს რისკები საინტერესოა...მაქვს სურვლი ყველა გავაერთიანო და ვებრძოლო სმ ბიზნესს..

Posted by: etonk 6 Jan 2017, 14:01
QUOTE ((Oo) @ 5 Jan 2017, 18:46 )
ეს ჩემი პირველი პოსტია ამ საიტზე და ყველას დიდი მადლობა მინდა გადაუხადო ვინც ამ საკითხს გამოეხმაურება.. აქვე ვიტყვი რომ მარტო ჩემ პრობლემაზე ნუ ვისაუბრებთ მოდით ყველამ დაწეროს ამ საკითხებში თუ მსგავსი პრობლემები აქვთ...ვნახოთ რამდენი ვართ აქ ესეთი პრობლემებით...მერე იქნრბ უფრო ფართომაშტაბებშიც გავიდეთ..თუ ხალხი თანახმა იქნება იდეაც მაქვს რომ ამაზე საიტი შეიქმნას... ჩვენ თავს ჩვენ რომ მივხედოთ ამის შანს ვხედავ..სრულად დაგიწერთ თუ გაინტერესებთ..
* * *
აქ საქმე იმაშია რომ ცდუნება ძალისნ დიდია ხალხს ძალიან უჭირს და ამ დრო შემოთავაზებაა უამრავი ონლაინ სესხების...ერთ დღეს ავიღე ეგ თსნხა როცა ამდენი ვალდებულება მქონდა...როგორ გათვალეს რისკები საინტერესოა...მაქვს სურვლი ყველა გავაერთიანო და ვებრძოლო სმ ბიზნესს..

stop ონლაინ მევახშეებს..ამ ჯგუფში დაემატე smile.gif ბევრნი ვართ შენნაირად

Posted by: davidovi492 6 Jan 2017, 14:53
გამარჯობა, პრივატბანკში მქონდა აღებული საკრედიტო ბარათი 400 ლარიანი ლიმიტით. ეს თანხა გამოვიყენე და შემდეგ გამოვიტანე 4000 ლარის ღირებულების ტექნიკა განვადებით. ეს იყო 2013 წელში. ამას დაემატა ვივუსის და კრედიტონის სესხები. 2014 წლის თებერვალში გავაკეთე საქართველოს ბანკის სწრაფი სესხი 150 ლარიანი. და მაგის მერე აღარ გადამიხდია არცერთ ბანკში. ჩემს სახელზე არაფერი არ არის გაფორმებული, ამიტომ უარს ვამბობდი გადახდაზე და ვერაფერს ვერ შვებოდნენ. ეხლა გამეჩითა სამსახურის პონტი და თანხა უნდა ჩამერიცხოს საქართველოს ბანკში. თავს ვიკავებ მუშაობის დაწყებისგან იმიტო რო ერთ თვეში გადის სამი წელი ჩემს მიერ განხორციელებული ნებისმიერი საბანკო ოპერაციის შესრულებისგან. როგორც ვიცი 3 წლის მერე სესხი ითვლება ხანდაზმულად და ვალდებული აღარ ხარ გადაიხადო. თქვენ ვინმეს თუ გქონიათ მსგავსი შემთხვევა(ბანკთან დავას ვგულისხმობ) გთხოვთ გამიზიაროთ გამოცდილება smile.gif)

Posted by: rsmaan 6 Jan 2017, 14:59
davidovi492
3 წელი არაფერს არ ნიშნავს მოგთხოვენ ჩვეულებრივად რაც ჩაგერიცხება იმას მთლიანად ვერ ჩამოგაჭრიან მაგრამ დაგიბრონავენ
დამსაქმებელს მოელაპარაკე ხელზე აიღო თანხა. თუ პატარა კომპანიაა შეიძლება დაგთანხმდეს. თუ დიდია ვერ გააკეთებს საშემოსავლოს დამალვა მოუწევს

Posted by: (Oo) 7 Jan 2017, 00:06
სამი წელი აქვს ხანდაზმულობის პერიოდი და მერე მართლა ვერაფერს მოგთხოვენ მეც ესე ვიცი...მაგრამ მთავარი ისაა რო არ იყოს შენზე ჩატარებული სასამართლო...თუ ჩატარებულია მერე ხანდაზმულობას აზრი არ აქვს ... მე ესე ვიცი იურისტისგან

Posted by: Corpus_Iuris_Civilis 8 Jan 2017, 22:58
სულაც ბოლო გადახდიდადნ 2 წელსა 364-ე დღეს შეიტანს სასამართლოში სარჩელს, პროცენტიან-პირგასამტეხლოიანა და მორჩა ხანდაზმულობა. არამგონია ბანკენბსა/მიკოსაფინანსოებში ისეთი ხალხი იყოს რომ ეს ელემენტარული გაეპაროთ. ერთი ის რჩება რომ შესაგებლის წარდენის ვადა არ გაუშვა შეუსაბამოდ მაღალ პირგასამტეხლოს/პროცენტის შემცირების თაობაზე smile.gif

Posted by: (Oo) 9 Jan 2017, 10:48
QUOTE (Corpus_Iuris_Civilis @ 8 Jan 2017, 22:58 )
სულაც ბოლო გადახდიდადნ 2 წელსა 364-ე დღეს შეიტანს სასამართლოში სარჩელს, პროცენტიან-პირგასამტეხლოიანა და მორჩა ხანდაზმულობა. არამგონია ბანკენბსა/მიკოსაფინანსოებში ისეთი ხალხი იყოს რომ ეს ელემენტარული გაეპაროთ. ერთი ის რჩება რომ შესაგებლის წარდენის ვადა არ გაუშვა შეუსაბამოდ მაღალ პირგასამტეხლოს/პროცენტის შემცირების თაობაზე smile.gif

კი მაგრამ დააკისრებს სასამართლო ამხელა ჯარიმებს ძირთან ერთად? ისე ზუსტად ვიცი რომ ბევრს არ შუტანია სარჩელი დაბალ თანხებზე..

Posted by: progresi 9 Jan 2017, 13:01
davidovi492
ხო და აგ ერთ თვესაც გაუძელი როგორმე. მერე მიდი სასამართლოში და მოიკიხე შენს გვარზე თუა შემოტანილი საქმე. Yუ შემოტანილია უნდა იდაო თანხის შემცირებაზე თუ არა და შეგიძლია იცხოვრო მშვიდად.

Posted by: DERRICKROSE 10 Jan 2017, 22:32
QUOTE ((Oo) @ 7 Jan 2017, 00:06 )
სამი წელი აქვს ხანდაზმულობის პერიოდი და მერე მართლა ვერაფერს მოგთხოვენ მეც ესე ვიცი...მაგრამ მთავარი ისაა რო არ იყოს შენზე ჩატარებული სასამართლო...თუ ჩატარებულია მერე ხანდაზმულობას აზრი არ აქვს ... მე ესე ვიცი იურისტისგან

არცერთი ბანკი ან მიკრო არ გაუშვებს მაგ ხანდაზმულობას დებილები თუ არ არიან იმიტომ, რომ ხანდაზმულობის ვადა აითვლება როცა შეგატყობინა გადახდის შესახებ ბანკმა ან მიკრომ, ამიტომ როცა არ იხდიან ბანკისგან მისდის სმს რომ უნდა გადაიხადოს, ასე რომ ხანდაზმულობას არავინ გაუშვებს.

Posted by: (Oo) 11 Jan 2017, 00:14
სმს არაა საკმრისი რომ ათვლა დაიწყოს ხანდაზმულობის...უწყება უნდა მოგივიდეს და შენ ან შენი ოჯახის წევრმა ჩაიბროს. მესამედ თუ არ ჩაიბარე უშენოდ ჩაიტარდება სასამრთლო..მე ეს ინფორმაცია მაქვს
* * *
სმს არაა საკმრისი რომ ათვლა დაიწყოს ხანდაზმულობის...უწყება უნდა მოგივიდეს და შენ ან შენი ოჯახის წევრმა ჩაიბროს. მესამედ თუ არ ჩაიბარე უშენოდ ჩაიტარდება სასამრთლო..მე ეს ინფორმაცია მაქვს

Posted by: Promus 12 Jan 2017, 14:19
კაროჩე სასამართლო ჩააატარეს ჩემ გარეშე დამიდგინეს 3000$ ვალი რეეები მომაწერეს კაცმა არ იცის მარა ნუ კაი ეხლა სახლს მიყიდიან აუქციონზე უნდათ გატანა სასწრაფო წესით და შემიფასეს 145 000 ლარად ისე რო არავინ არ მოსულა შორიდან. როცა სახლი მინიმუმ სულ მინიმუმ 70 000 $ მაინც ღIრს.

რახდება ამ ქვეყანაში რაიმე კანონი არსებობს თუ მაინცდამაინც ახლობელმა უნდა დარეკოს რო რამე მოგვარდეს სადმე მაინც.

Posted by: donrobita 12 Jan 2017, 14:41
Promus
თავის დროზე რო მოგეგვარებინა არ აღმოჩნდებოდი ამ სიტუაციასი. მაგ 3000 დან დარწმუნებულივარ ნახევარზე მეტი ჯარიმაა დაკისრებული. სასამართლოს წერილიც არ მოგსვლია?

Posted by: Promus 12 Jan 2017, 14:55
თავისდროზე სხვას უნდა ეხადა და ნოტარიუსით იყო გაფორმებული მაგრამ მე რო მეგონა რო ნოტარიუსს იურიდიული ძალა ქონდა არ ააქო და მეშემეტენა მაინც იმიტორო არ გადამიფორმებია. ეს იყო ჩემი შეცდომა.. კი ძირი იყო 1600 1.68 ზე აღებული.

Posted by: spiridon_surajia 12 Jan 2017, 15:33
Promus
შენც შეგიძლია წარადგინო ექსპერტიზის დასკვნა. ან განცხადება დაწერე რომ გადამიფასეთთქო. თუ გადაგიფასეს კაგრად დაათვალიერებინე ექსპერტს შენი ქონება შიგნიდან გარედან.

სახლში რომ არ იყავი და ვერ დაათვალიერა კარგად შიგნიდან შეიძლება მიტო გამოვიდა ასე დაბალი შეფასება. უკანონობა არაფერ შუაში არაა.

Posted by: etonk 12 Jan 2017, 20:02
მოიცათ ვერ გავიგე სახლს როგორ გიყიდიან? იქნებ უფრო კონკრეტულად დაწეროთ? მეც მაქვს ვალი და სახლი და ცოტა ვნერვიულობ biggrin.gif

Posted by: spiridon_surajia 12 Jan 2017, 20:31
etonk
ვალი როცა გაქვს და ვეღარ იხდი გაგიყიდიან ჩვეულებრივ. ასე რომ ნუ მიიყვან მაქამდე საქმეს ჯობია. ან სამან მაქამდე მივა გადააფორმე ვინმეზე. თუ იპოთეკა გაქვს აზრი არ აქვს გადაფორმებას.

Posted by: (Oo) 14 Jan 2017, 11:07
QUOTE (Promus @ 12 Jan 2017, 14:19 )
კაროჩე სასამართლო ჩააატარეს ჩემ გარეშე დამიდგინეს 3000$ ვალი რეეები მომაწერეს კაცმა არ იცის მარა ნუ კაი ეხლა სახლს მიყიდიან აუქციონზე უნდათ გატანა სასწრაფო წესით და შემიფასეს 145 000 ლარად ისე რო არავინ არ მოსულა შორიდან. როცა სახლი მინიმუმ  სულ მინიმუმ 70 000 $ მაინც ღIრს.

რახდება ამ ქვეყანაში რაიმე კანონი არსებობს თუ მაინცდამაინც ახლობელმა უნდა დარეკოს რო რამე მოგვარდეს სადმე მაინც.

სასამართლოს გადაწყვეტილება ატვირთე აბა ვნახოთ ხალხმა... შენ სახელზე თუ ბინა იყო უწყებას რო გოგზავნიდნენ არ მიიღე? უშენოდ მარტო იმ შემთხვევაში ტარდება სასამართლო როცა არ გამოცხადდები...თავის წესები აქვს ყველაფერს...ესე როგორ გიყიდიან? ბანკის სესხია თუ ონლაინ სესხი... შენ გვერდში ვარ მე პირადად თუ გინდა იურისტთან გავიაროთ კონსულტაცია..
* * *
აქ არაა გამორიცხული რო ონლაინ სესხების თანამშრომლებმაც დაწერონ დაგრუზული ტექსტები...ვინ მეთანხმება ამაში? მშრალ ტეწსტს ნუ დაწერთ ჩემი თხოვნაა

Posted by: etonk 14 Jan 2017, 11:38
spiridon_surajia
არ გამიგია არასდროს ონლაინ სესხის გამო ვინმეს ბინა გაეყიდა სასამართლოს... ბინას კი გადავაფორმებ მარა თვის ბოლომდე ვერ ვახერხებ და მანამდე არ ქნაან რამე თქო მეშინია...

Posted by: spiridon_surajia 14 Jan 2017, 11:54
etonk
შეფასების დასკვნა თუ ახალი გაკეთებულია თვისბოლომდე კი არა სავარაუდოდ უფრო მეტიც შეაგვიანდება გაყიდვას. 3000 დოლარის გულისთვის 140 000 სახლს ასე პირდაპირ არც გაყიდიან. სოც მუშაკები ჩაერთვებიან სავარაუდოდ. მაინც უთხარი =აღმასრულებელს თვისბოლომდე არ ქნა არაფერითქო.
გადავიხდი თვისბოლოსთქო. რო იცოოდეს მაინც. თუ ეტყვი რომ იხდი არაფერს არ იზამენ ნუ გეშინია, ოღონდ არ მოატყუო biggrin.gif

QUOTE
არ გამიგია არასდროს ონლაინ სესხის გამო ვინმეს ბინა გაეყიდა სასამართლოს...

გაგებით არ გაგიგია, მაგრამ ყოველშემთხვევაში გამორიცხული არ არის. მითუმეტეს 3000 დოლარი.

Posted by: etonk 14 Jan 2017, 13:33
spiridon_surajia
არა ჩემი პოსტი არ იყო ეგ 3000 დოლარი..მე ნლაინ სესხები მაქ..ყველაზე ბევრი 1000 ლარი

Posted by: Promus 15 Jan 2017, 18:41
(Oo)
spiridon_surajia
გადავიხადე ბიჭებო პროსტა აღმასრულებელმა 5 დღე მომცა ვადა და არა თვისბოლომმე ძირითანი ნაწილი გადავიხადე 2200 ლარი შეტანილიმაქ და კიდევ 500 მაქ შესატანი ხვალ ზეგამდე და აი ვნახოთხვალ რას მომწერს. სესხი იყო სალომბარდო და იყო სვისკაპიტალშI მანქანა ლომბარდშI მქონდა გავყიდე ნოტარიუსით ისე რო სესხის გადაფორმება ვერ მოვასწარი მხოლოდ ნოტარიუსშI ჩვადე ყველა პუნქტი. ვისაც მივყიდე ის მასტი ადგა მანქანა მიანგრია და გაიქცა აქრაა აქ სავარაუდო ადგილსამყოფელი რამოდენიმე თვისწინ იყო თურქეთი. იტოგში სესხი მე შემეტენა და რო მეგონა რო ნოტარიუსის ფურცელი მიშველია დაიკიდეს ეგეც და დალშე ეგერ რაც მოხდა კი იცით. მე არ ვარ იურისტი და არ მქონია შეხება ეგეთ საქმეებთან შესაბამისად არ ვიცოდი რა რეაგირება უნდა გამეკეთებინა რაზე. და მაგაშI მაჯობეს რა. აქ უბრალოდ ერთი მომენტია არაადამიანურად იქცევია რასაც დავაკვიდი იმიტორო ფაქტიურად არანაირი შეტყობინება ნორმალურად არ მომსვლია არაფერზე როგორცკი გააძრებ ბინა და სასამართლი მოიგეს ყველანაირად ცდილობენ ამ ბინის გაყიდვას ესეთი შთაბეჭდილება შემექმნა.

და სასამართლოს დიდი მადლობა და ჩვენ კონსტიტუციას რო ესე მაგრად ყოფილა საბანკო სექტორებისთვის გაკეთებული და ესე სირზე კიდია ჩვეულებრივი მოქალაქე. კურსი მაინც დაეფიქსირებინათ და შესაბამისი ექვივალენტი დაეკისრათ რატო არაა ეგ პუნქტი როცა იმ დროინდელი 3000 დოლარი ეხლა იქნებოდა 5100 ლარი და ეხლა მიწევს რეალურად ახლანდელი კურსით 8250 ლარის გადახდა. თან მაგარი ისაა ამ ყველაფერშI რო დოლარი ვერ შემაქ ლარი უნდა შევიტანო აღსრულებაშI. popcorn.gif

Posted by: spiridon_surajia 15 Jan 2017, 19:57
Promus
500 ლარზე არ გექნება პრობლემა. სახლს ყოველშემთხვევაში 500 ლარის გულისთვის არ გაგიყიდიან. შეეცადე შეიტანო მაგ 5 დღეში, თU არადა თვისბოლომდეც არ არ იქნება კატასტროფა.

Posted by: Razm 16 Jan 2017, 00:04
სესხი მქონდა სსლოუნის და ვერ გადავიხადე თავიდან და მერე პროცენტი მოემატა და მოკლედ გადაეცა პრობლემურ სამსახურს თუ რაღაცას და იქ შევუთანხმდი გოგოს ვინც რეკავდა რო შევიტანდი ნაწილ ნაწილ და დავფარე მოკლედ ის თანხა რაზეც მოვრიგდით და რო შევდივარ სსლოუნში მიწერს რო 130 ლარი არის დარჩენილიო რო ვურეკავ იმ გოგოს სულ მეუბნება რო ბუღალტერს გადავეცი და აგვიანებენ ალბათო რამდენჯერმე დავურეკე და სულ ერთიდაიგივეს მეუბნება და ხო არ მატყუებს თქო ვფიქრობ მითხრეს ასეთი კომპანიები ყველაფერს აკეთებენ რო კლიენტს ფული გადაახდევინონო და რამეს ხო ვერ მირჩევდით ან მეტყოდით?

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)