Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > სამართალი > ბინის გირაობა


Posted by: toriador 21 Oct 2020, 11:22
ვიგირავე ბინა დოლარში დასაწერი მაქვს იპოტეკის ხელშეკრულება ნოტარიუსი წერს ექვივალენტი ლარში
იპოთეკის ხელშეკრულებაში დოლარს არ მოიხსენიებენ, იწერება ლარში
როგორ მოვიქცე ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ რომ ისევ დოლარში დამიბრუნონ
და არა ლარში რომელიც 2 წლის შემდეგ შეიძლება 1 პურის ფასი იყოს როგორც კუპონი
ნოტარიუსმა ეგრე არ გამოვაო პატრონის სინდისზეა დამოკიდებულიო (ჩემი 10 წლის ნაგროვები თანხა )
ამ გაუნათლებელი კანონის მიმღების დედა....მ###. ან ერთი მხარე ზარალდება ან მეორე ხელშეკრულების მიხედვით
იქნებ არსებობს რამე ხვრელი კანონთან მიახლოებული თანხის დოლარში დაბრუნების ხელშეკრულების შესახებ თუ ვენდო მთავრობას და ლარს gigi.gif

Posted by: GHOST91 21 Oct 2020, 20:50
საქართველოში გადახდის / ანგარიშსორების ვალუტა არის ლარი. შესაბამისად სხვა ვალუტაში ხელეკრულების დადება არის აკრძალული. ამიტომ არის ყველა სხვა ვალუტა ხელშეკრულებაში იწერება ექვივლენტი ლარში.




Posted by: Moshe 21 Oct 2020, 21:48
QUOTE (toriador @ 21 Oct 2020, 11:22 )
ვიგირავე ბინა დოლარში დასაწერი მაქვს იპოტეკის ხელშეკრულება ნოტარიუსი წერს ექვივალენტი ლარში
იპოთეკის ხელშეკრულებაში დოლარს არ მოიხსენიებენ, იწერება ლარში
როგორ მოვიქცე ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ რომ ისევ დოლარში დამიბრუნონ
და არა ლარში რომელიც 2 წლის შემდეგ შეიძლება 1 პურის ფასი იყოს როგორც კუპონი
ნოტარიუსმა ეგრე არ გამოვაო პატრონის სინდისზეა დამოკიდებულიო (ჩემი 10 წლის ნაგროვები თანხა )
ამ გაუნათლებელი კანონის მიმღების დედა....მ###. ან ერთი მხარე ზარალდება ან მეორე ხელშეკრულების მიხედვით
იქნებ არსებობს რამე ხვრელი კანონთან მიახლოებული თანხის დოლარში დაბრუნების ხელშეკრულების შესახებ თუ ვენდო მთავრობას და ლარს gigi.gif

თუ დოლარის ექუივალენტია ლარში, მნიშვნელობა არ აქვს დოლარს დაგიბრუნებს თუ ლარს.

თუ ხელშეკრულებაში წერია 1000$ ექუივალნეტი ლარში რაც დღეს 3200 ლარია დათქმულ დროს იმდენი ლარის მოცემა მოუწევს რამდენითაც 1000$ იყიდი.
თუ ლარი გაუფასურდა 3200-ზე მეტი უნდა მოგცეს თუ გამყარდა 3200-ზე უფრო ნაკლები. ანუ იმდენი ლარი რამდენითაც ბანკში შენ 1000$ იყიდი იმ დღესვე.

Posted by: toriador 21 Oct 2020, 22:12
Moshe
მეც ეგრე მეგონა და მინდოდა მაგრამ ეგრე არ ყოფილა

ნოტარიუსმა არანაირი დოლარის ხსენება და შესაბამისად არანაირი ექვივალენტი ლარის დაბრუნება არ შეიზლება ჩაიწეროს ხელშეკრულებაშიო
2 წლის შემდეგ დაზარალებული ან ერთი აღმოჩნდებით ან მეორეო კურსის ცვლილების შემთხვევაშიო.
ჩემ შემთხვევაში 29 000 ლარამდე უწევს და ამდენივეს გადაგიხდის 2 წლის შემდეგო რაც ხელშეკრულებაში ეწერებაო
3 წლის წინ თუ შეიძლებოდა დოლარის ჩაწერა ახლა რატომ არ უნდა შეიძლებოდეს ან ექვივალენტი ლარის გადახდით ჩაწერა ხელშეკრულებაში

Posted by: Moshe 21 Oct 2020, 22:32
მაგ შემთხვევაში წააგებ თუ ლარი გაუფასურდა.
ექუივალენტის ჩაწერის აზრს ვერ ვხედავ თუ რისი ექუივალენტია ის არ წერია.
თუ გგონია რომ ლარი გამყარდება მაშინ ღირს.

Posted by: toriador 21 Oct 2020, 22:48
არჩევანი არ მაქვს სხვა, ვაა რა შარში ვარ .
თუ თანხა 200 000$-ზე ზემოთ არის მაშინ შეიძლება დოლარში დაწერაო

Posted by: Moshe 21 Oct 2020, 23:04
სხვა ნოტარიუსი ნახე. ორი ადამიანი შეიძლება კანონს სხადასხვანაირად უყურებდნენ. მეორე აზრი გაიგე.
ისიც გაარკვიე თუ დოლარს ჩაწერ რა შეიძლება მოხდეს. 10 ლარიანი ჯარიმა, ხელშეკრულების ანულირება თუ დახვრეტა?
ლოგიკურად ხელშეკრულებას შენ დებ და რას ჩაწერ შიგნით ეგ შენი ნება უნდა იყოს კანონის ფარგლებში.

* * *
https://matsne.gov.ge/ka/document/view/31702?publication=111
მოძებნე სიტყვა "ლარი"
სულ ექვსჯერაა ლარი ნახსენები და არცერთხელ გირავნობასთან დაკავშირებით.

არ ცოდნის ან მოტყუების სუნი ასდის ამყველაფერს.

Posted by: toriador 22 Oct 2020, 16:25
სხვა ნოტარიუსსაც გავესაუბრები მადლობა

Posted by: illmatic 23 Oct 2020, 11:37
toriador
რა გითხრა იქნებ დაწერო

ჩვენც გამოგვადგება

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)