Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > მშობლების კლუბი > მშობიარობის მოგონებები


Posted by: niniko_022 14 Jun 2012, 09:42
http://forum.ge/?f=97&showtopic=34303866


წინა თემის ლინკი

გოგონებო გავაგრძელოთ ახალ თემაში 2kiss.gif 2kiss.gif

Posted by: _Mariko_ 15 Jun 2012, 00:04
სანამ ჩემს ბარტყს ძინავს მეც დავწერ ჩემ მოგონებებს.
3 ში მქონდა დიუ დეითი. და 4 ში მივედი გასასინჯად სიმტომები არ მქონდა და მეგონა უკან გამომაბრუნებდნენ მაგრამ რომ გამსინჯეს უკვე 2 თითზე ვიყავი გახსნილი და დამტოვეს. გადამიყვანეს წინასამშობიარო ბლოკში მე და ჩემი ქმარუკა მშვიდად ველოდებოდით ტკივილების დაწყებას ჯერ კარგ ხასიათზე ვიყავი იმიტომ რომ ლაითად მტკიოდა ძაან და ვფიქრობდი თუ ესე გაგრძელა გაუტკივარებაზე არც ვიფიქრებთქო. მაგრამ ცოტახანში შემოვიდა ჩემი ექიმი და ბუშტი უნდა გავხეთქოთო რომ დავაჩქაროთო. მოკლედ გამიხეთქეს ბუშტი და 15 წუთში ისეთი აუტანელი ტკივილები დამეწყო ეგრევე გაუტკივარება მოვითხოვე გამიკეთეს გაუტკივარება და შვებით ამოვისუნთქე 4 სააათი გამიყუჩა ტკივილები და წამალმა მოქმედების უნარი რომ დაკარგა ეგრევე ჭინთვები დამეწყო გადამაბრუნეს გვერძე და მეუბნებიან აბა შენ იცი სულ მალე გამოძვრება შენი პაწია და ყველანაირად უნდა დაეხმაროოო მოვიკრიბე ბოლო ძალები და ვიჭინთებოდი რომ ვიგრძენი ტავი გამოდიოდა უკვე ბავშვის მაშინ გადამიყვანეს სამშობიარო ბლოკში ძლივს ავფოფხდი იმ სკამზე მოვეჭიდე სახელურებს და 4 გაჭინთვაში გამოვაძვრიმე ჩემი ბაჭია.
ისეთი შვება ვიგრძენი თითქოს მეორედ დავიბადე ღმერთო ჩემო აუხწერელი შეგრძნებააა შენს შვილს რომ დაგაწვენენ გულზე ისეთი საყვარელი იყო თვალები დაჭყიტა ეგრევე 2 სააათი ვიწექი ბლოკში და ჩემი კნუტიც ჩემთან იყო მერე შემოვიდნენ დამადეს ნაკერები 3 ნაკერი ჩახევები მქონდა. და მერე გადამიყვანეს პალატაში. ჩემი ქმარი სულ ჩემთან იყო დაესწრო მშობიარობას და ისეთი მადლობელივარ მისი ამ საქციელით მეგონა ვერ გაუძლებდა მაგრამ ბოლომდე მყარად იდგა და მამხნევებდა ერთად გავაჩინეთ ფაქთიურად
biggrin.gif http://www.radikal.ru 2 წუთის წინ დაბადებული გუგა 2kiss.gif 2kiss.gif

Posted by: guria:) 15 Jun 2012, 00:11
_Mariko_

გენაცვალე! რა კარგია კარგი მოგონებები და ჯანმთელი დედა-შვილი!! სად იმშობიარე?

Posted by: _Mariko_ 15 Jun 2012, 00:16
guria:)
ბიბიდაში დავარაშვილთან.

Posted by: tako44 15 Jun 2012, 01:28
_Mariko_
ღმერთმა გაბედნიეროთ დედა-შვილი. bis.gif

Posted by: QoniCo 17 Jun 2012, 12:48
დავწერ მეც მოგონებებს, იმედია პატარა მაცლის... smile.gif ერთხელ უკვე დავიწყე და ვერ გავედი ბოლოში, მერე შევინახე და ეხლა გავაგრძელებ biggrin.gif
მოკლედ ბოლო ვიზიტზე რომ ვიყავი მეანთან არსენ ონიკაშვილთან, გამსინჯა და დამიბარა სამში, მანამდე თუ არაფერი იქნებაო, მეც ისეთი დაბნეული ვიყავი ვერ ვკითხე გასასინჯათ თუ უკვე დასაწვენად მიბარებდა სამში, მანამდე ისეთი არაფერი მომხდარა და წავედით 3 ივნისს მე და ჩემი ქმარი, მეთქი რა იცი რა ხდება და ჩანთები წავიღე, დილიდან სულ ტვალეტი მინდოდა და მიკვირდა მეთქი რა მჭირს... smile.gif მივედით ემბრიოში და რომ გამსინჯა ექიმმა უკვე წყლებს ღვრიო და სისხლიანი გამონადენიც დამეწყო, ვერ გაგიშვებ სახლში უნდა დარჩეო, შემომიტანეს პერანგი და ხალათი და დავრჩი. ცოტა შეშინებული ცოტა დაბნეული, თუმცა ის იყო კარგი არაფერი მტკიოდა.. smile.gif იქით ჩემი ქმარი დაიბნა ვერ მიხვდა რა მოხდა smile.gif გადამიყვანეს ბლოკში და დამეწყო წყლების დაღვრაც, დავდიოდი, ვიწექი, ბურთებზე ვარჯიშობდი ტკივილი ოდნავ მქონდა, ორის ნახევარზე გამსინჯეს და 2,5 თითზე ვიყავი გახსნილი, ექიმმა ხუთამდე უკვე ყველაფერი დამთავრდებაო კარგად მიდიხარო... გამიხარდა ტკივილები არ მქონდა, სულ ოდვან და აღარ გავიკეთე გაუტკივარება, მათაც არ შემოუთავაზებიათ, კარგად მიდიხარო, ჩემ ქმარს უნდოდა შემოსვლა, თავიდან უარი უთხრეს ბლოკები არის ორ კაციანი და სხვა გოგოს არ ესიმოვნება შენ იქ ყოფნაო, მაგრამ არავინ მოსულა იმ დღეს და სადღაც 3 საათზე შემოუშვეს, მერე უფრო კარგად ვიყავი, ორივე ერთად, დიდი თანადგომაა smile.gif მერე გამსინჯეს 4 საათზე და 3 თითზე მეტის ხარო გახსნილი, დამწყდა გული, გამოდიოდა ნელა იხსნებოდა ყელი, მერე 6-ის ნახევარზე დამიდგეს დამაჩქარებელი თუმცა ასე არ მითხრეს, ეს წამალი ყელის გახსნას ეხმარებაო, და ამის მერე ნელნელა დაიწყო კოშმარი, საშინელი ტკივილები, უკვე დავწექი, ვერ დავდიოდი, ჩემი ქმარი გვერდით მეჯდა და ჩემი ხელი ეჭირა... ძალაიან დიდი ტკივილები მქონდა, ხმამხაღლა ვყვიროდი უკვე, ჩემი ქმარიც საშინელ დღეში იყო, თურმე ექიმისთვის უთხოვია საკეისრო გაუკეთეთ ასე რომ იტანჯებაო, ექიმს გაკვირვებია კარგად მიდის რა გინდაო, გაუტკივარება აღარ გამიკეტეს უკვე 4 თითზე ვიყავი გახსნილი, ვენურიც არ გამიკეთეს ბავშვი ბრუვდებაო, ტკივილები ისე მღლიდა შუალედებში 2 წამით მეძინებოდა ხოლმე, ყოველი გასინჯვის მერე მეუბნებოდნენ 20 წუთში ყველაფერი დამთავრდებაო, მაგრამ ეს 20 წუთი აღარ ილეოდა... ბოლოს სადღაც 8-ის 20 წუთზე გადამიყვანეს სამშობიარო ბლოკში, არ ვიცი რატომ ჩემს ქმარს უთხარი შენ დარჩი თქო, ავედი სკამზე და დამეწყო ჭინთვები, უკვე შვება იყო, რადგან ტკივილი აღარ მქონდა, თუმცა ჩემი ბიჭი მაინც ვერ გამოდიოდა და ჩაჭრა დამჭირდა, ძალიან დაღლილი ვიყავი, ერთი პერიოდი თითქოს გავითიშე სადრაც ვიყავი და ძალიან შემეშინდა გონება არ დამეკარგა და მთელი ძალა მოვიკრიბე, ბოლოს გამოძვრა ჩემი კაცი, საოცარი გრძნობა იყო გამოსვლა, რაღაც ცოცხალი რომ გამოვიდა ჩემი ორგანიზმიდან პატარა შოკივით იყო, ჭიპლარს ჭრიდნენ ჩემი ქმარი რომ მოვიდა, ლაშამ პატარა წაიტირა, მერე გულზე დამაწვინეს და მაშინვე გაჩუმდა smile.gif სამივე ერთად ვიყავი smile.gif მერე უკვე გადაიყვანეს ლაშა ცალკე, გამიკეთეს გამაყუჩებელი და გამკერეს, თუმცა რამდენი ნაკერი დამადეს არ მითხრეს, რა მნიშვნელობა აქვსო... biggrin.gif, მთავარი იყო არაფერი მეტკინა და ძალიან აღარ ჩავძიებივარ.
მიუხედავად 2 საათიანი კოშმარისა, მითხრეს რომ ადვილი მშობიარობა მქონდა, თუმცა მომავალში აუცილებლად გავიკეთებ გაუტკივარებას ძალიან დამეხმარა მეუღლე და გამიმართლა რომ იმ დღეს ფიზიოლოგიური მშობიარე მარტო მე ვიყავი და თვითონ ექიმების ძალიან კმაყოფილი ვარ, ყველა მართლა თავს მევლებოდა.... smile.gif

Posted by: ell-lle 17 Jun 2012, 14:39
QoniCo
ნინ შენს მოგონებებს რომ ვკითხულობდი რაღაც პონტში ჩემი მშობიარობა გამახსენდა,ისე აღწერ და ისე გიწერია Aრ შეიზლება გულთან არმიიტანოაsmile.gif

მათავარიA ყველაფერი კარგად დამათავრდა და უსიმპაათიურესი ლაშას ბედნიერი დედა ხარ love.gif

კიდევ გილოცავhttp://smayliki.ru/smilie-263063655.html


პ.ს. სად იმშობიარე?

Posted by: QoniCo 17 Jun 2012, 16:33
ell-lle
მადლობა ელენე, კი მთავარი სიხარული ჩემი ლაშაა.... love.gif მართალია ტკივილების დროს უთხარი ჩემს ქმარს მეტს აღარ გავაჩენ თქო, მაგრამ უკვე მეორეზე ვფიქრობ... biggrin.gif

ემბრიოში ვიმშობიარე... smile.gif

Posted by: _Mariko_ 17 Jun 2012, 16:42
QoniCo
რა სასწაულია ისე დღემდე ვერ ვიჯერებ რომ დედიკო გავხდი და ეს პაწია არსება მე გავაჩინე.
გილოცავ სიხარული კიდევ ერთხელ გაუტკივარება რომ გაგეკეთებინა არ გაწვალდებოდი მარტო ჭინთვებს იგრძნობდი.
მეც იგივეს ვეუბნებოდი ჩემ ქმარუკას biggrin.gif და მეორეზე ჩვენც დავიწყეთ უკვე ფიქრი.
მაგრამ 3 წელი მაინც არ ვაპირებ ნუ თუ შემთხვევით დავრჩი მაშინ ups.gif

Posted by: niniko_022 17 Jun 2012, 16:43
QoniCo
2kiss.gif 2kiss.gif 2kiss.gif 2kiss.gif მშვენიერი მოგონებებიაა

Posted by: QoniCo 17 Jun 2012, 17:56
_Mariko_
QUOTE
რა სასწაულია ისე დღემდე ვერ ვიჯერებ რომ დედიკო გავხდი და ეს პაწია არსება მე გავაჩინე.

ზუსტად მასე ვარ.... smile.gif თან ისე გავს მამას, ვამბობ მე რომ მგავდეს უფრო დავიჯერებდი თქო.... smile.gif
QUOTE
მაგრამ 3 წელი მაინც არ ვაპირებ ნუ თუ შემთხვევით დავრჩი მაშინ

ზუსტად ასე მინდა მეც.... smile.gif მეორეც ერთდროულად რომ გავაჩინოთ მაგარი იქნება... 2kiss.gif

niniko_022
მადლობა smile.gif

Posted by: gvants 17 Jun 2012, 18:19
QoniCo
ყოჩაღ შენ!

დამბურძგლა smile.gif

Posted by: Mrs_Zum 17 Jun 2012, 18:40
_Mariko_
QoniCo
ყოჩაღ გოგოებო ძალიან მაგრები ხართ , ორივეს გილოცავთ აქაც. დიდი და სასახელო ბიჭები გაგეზარდოთ.

Posted by: LOTUSi 18 Jun 2012, 21:36
დავწერ ჩემს მოგონებებს
საკეისრო გავიკეთე იმედის კლინიკაში.

8-10-ში უკვე ველოდებოდი ჩემ გოჭს. დავით კობეშავიძემ 13-შიც თუ არაფერი ქნა 14-ში გაგსინჯავო, ალბათ დამაჩქარებელს გამიკეთებდნენ ესე ვფიქრობდი. აქ დავპოსტე მივდივარ თქო და წავედი, 50% მეგონა დამტოვებდნენ და წავედი ბარგით. ჩემი ქმარი ჩემზე მეტად ნერვიულობდა, წინა ღამეს ვალერიანი დავალევინე და დილით საჭმელსაც ვერ ჭამდა ნერვიულობით. მივედით, დალოდება მოგვიწია, ბოლოს დამიძახეს გასასინჯად და მეთქი ეს ის გასინჯვაა biggrin.gif მარა არ მეშინოდა რატომღაც. დამსვეს გინეკოლოგიურ სკამზე და ხელით გამსინჯა. საერთოდ ვერაფერი ვერ ვიგრძენი, დაჟე მუცელზე ხელით დამაწვა და ძაან ღრმად შევიდა მარა რეაქცია 0. მე სანამ უმტკივნეულო გასინჯვით ვარ გახარებული, დავითი მეუბნება გამოსასვლელი გაქ ვიწროო, მუცელი დიდი გიჩანს და აბა ეხოზე ნახე რა ხდებაო. ჩავდექი რიგში, როგორც იქნა შევედი. გაზომა ყველაფერი და 4 კილოაო, მეთქი ო, ოო. გირჩევ საკეისრო გაიკეთოო, ყელი ისეა 2 კვირა არაფერს იზავს რო ელოდოო. პლაცენტაც არ იყო გადამწიფებული და იყო მშვიდად. ვანახეთ პასუხები, თან ჩემები იდგნენ და ელოდბენ პასუხს რას ვიზავდი, როდის გავიკეთებდი და ა.შ. ვანახეთ პასუხები, ჩემს ქმარსაც დაუძახა და აუხსნა სიტუაცია, მშობიარობა მიყვარს, მაგრამ ისეთი არ მიყვარს თუ გამოვედი და გითხარი ბავშვს ფეხი აქ მოტეხილიო და ნუ მოკლედ ამოდი ეხლა შენც და დაადგები თავზე ოპერაციაზეო. მეთქი ძლივს! ისე გამიხარდა რო ჩემ ბარტყს ვნახავდი, ოპერაციაზე საერთოდ არ მინერვიულია, ჩემმა ქმარმა ფერი დაკარგა არ შემიძლია დასწრებაო biggrin.gif მეთქი რისი გეშინია თქო, აქეთ ვამშვიდებდი. გამოვედი გაბრწყინებული სახით საკეისროს მიკეთებენ თქო და მოკლედ ავედით!

უცებ გამამზადეს, ეს ჩემი ბარგი კიდე უკან გაატანეს, დღეს არაფერი დაგჭირდებაო, მარტო ჩუსტები, პერანგი და ხალათი ამოვიღე. გამიკეთეს ოყნა. დილის ნაჭამი ვიყავი. 3-ის ნახევარზე შემიყვანეს საოპერაციოში, ჩართეს რადიო. მოვიდა დავით ებრალიძე ანესთეზიოლოგი და ეხლა ყველაფერს აგიხსნი როდის რას ვაკეთებო. ყოველ შეხებაზე მაფრთხილებდა ეხლა ესაა, ეხლა ესო. მე მაინც ცოტა შეშინებული ვეკითხებოდი სპინალურს ვიკეთებ თქო, სხვა რამე არ გამიკეთოს თქო biggrin.gif გამიკეთა ნემსი, გაშეშებული ვიჯექი. მატლის შეძრომასავით ვიგრძენი 2-ჯერ და დაიწყო ფეხების დამძიმება, ბოლოს ვერაფერს ვეღარ ვგრძნობდი. შემოიყვანეს ჩემი შეფუთნული ქმარიც და დამისვეს თავთან smile.gif ეს კიდე იძახოდა ჭიპლარი არ გადამაჭრევინოთო lol.gif 5 წუთის დაწყებული იყო ოპერაცია და ამოაძვრინეს ჩემი გოჭი, ეგრევე დაიწყო ტირილი, მე და ჩემი ქმარი გაოცებულები ვუყურებდით ერთმანეთს, ერთი ის გავიფიქრე როგორ მგავს თქო. გაიყვანეს უცებ და ისევ შემომიყვანეს მომიყვანეს სახესთან და ვაკოცე გემრიელად ლოყაზე love.gif 2 წამში გატრუნულიყო უკვე. გაიყვანეს ჩემი ქმარიც და დაიწყო გაკერვა. გადამიყვანეს ოპერაციის შემდგომში, სადაც ერთ გოგოსთან ერთად ვიწექი. იმ დღეს აღარ მინახია ბავშვი და ისე მენატრებოდა love.gif ტელეფონიც არ მქონდა. რამდენიმე საათში დარეკა ქმარმა მაგათ ნომერზე და შემომიტანეს ტელეფონი, ველაპარაკე ცოტა ხანი და ვიყავი მეორე დღის მოლოოდინში რო ცუცქნა მენახა.

მეორე დღეს უკვე პალატაში ჩამიყვანეს და გოჭიც შემოვაყვანინე. ნაკერების გამო წესიერად ვერც ვეფერებოდი ჩემ გემოზე, ვიწექი გაშეშებული. 2 დღე ხელოვნურზე იყო. მესამე დღიდან დავიწყეთ ხსენი და მეოთხედან უკვე რძე მომივიდა. ყველაზე მაგარი მომენტი იყო ძუძუ რო ვაჭამე პირველად love.gif საოცარი გრძნობები გამიჩნდა, უფრო სწორედ გამიათმაგდა.

მეხუთე დღეს გამოგვწერეს და ძალიან კარგად მახსენდება ყველაფერი, ჭრილობის ტკივილების მიუხედავად. ამაში პერსონალს ძაან დიდი წვლილი მიუძღვის, უსაყვარლესი ხალხი მუშაობს, თავს ისე ვგრძნობდი როგორც სახლში, ძაან შინაურულად. ძაან მიხარია რო ბატონი დავითი მყავდა აყვანილი და მან გამიკეთა საკეისრო საბოლოოდ. საერთოდ იმედში რო მივედი ძაან მიხარია. ყველაფრით კმაყოფილი ვარ. აბსოლიტურად ყველა იმაზე ფიქრობს რა გასიამოვნოს, რამეთი დაგეხმაროს და ყურადღება მოგაქციოს, თავს რიგით პაციენტად არ გრძნობ. დაბლა ერთი კაცი იყო რომელიც უბრალოდ სიტუაციას, რიგებს და ეგეთ რაღაცეებს ამოწმებდა და ისიც კი რამდენიც დამინახავდა სულ მკითხულობდა როგორ ვიყავი და ა.შ. თავიდან ისეთი კაი ექთანი შემხვდა სანამ პალატაში ჩაგვიყვანდნენ, თან გვყვებოდა. მეთქი როგორ გამიმართლა თქო და დაბლა რო ჩავედი ყველა მასეთი დამხვდა biggrin.gif ჩემი პალატის გოგოც ამბობდა ერთმანეთზე უკეთესები სად შეიყარნენო. ხო კიდე მინდა ავღნიშნო ერთი ბიჭი, გიგა ერქვა და ძალიან ყურადღებიანი იყო. მოკლედ ბევრი რო აღარ გავარძელო, ძალიან დადებითი ემოციებით წამოვედი სამშობიაროდან smile.gif

Posted by: tamusinka 18 Jun 2012, 21:55
QoniCo

ყოჩაღ, კარგად გადაგიტანია ყველაფერი. გილოცავ კიდევ ერთხელ 2kiss.gif



L0TUS
გილოცავ კიდევ ერთხელ ბუთქუჩა გოგოშკას დაბადებას smile.gif სახელი რა დაარქვით? საკეისროზე ისე კარგად და მსუბუქად გიწერია, მეც დავმშვიდდი smile.gif

QUOTE
ხო კიდე მინდა ავღნიშნო ერთი ბიჭი, გიგა ერქვა და ძალიან ყურადღებიანი იყო

გიგა ექიმი, ხო? ახალგაზრდა და სიმპათიურიsmile.gif ჩემმა ახლობელმა იმშობიარა მგონი მაგასთან და დაბლა რომ ჩამოვიდა მოსაყოლად სრულიად მთელ გულშემატკვრებს შეგვიყვარდა ისეთი თბილი, ყურადღებიანი და უშუალო იყო smile.gif

Posted by: ell-lle 18 Jun 2012, 22:30
QoniCo
QUOTE
ell-lle
მართალია ტკივილების დროს უთხარი ჩემს ქმარს მეტს აღარ გავაჩენ თქო, მაგრამ უკვე მეორეზე ვფიქრობ...


+1 smile.gif ანალოგიურად
* * *
_Mariko_
L0TUS
აქაც გილოცავთ გოგოებო 2kiss.gif


Posted by: bukuna 18 Jun 2012, 23:31
მე ასე მგონია აღარ მახსოვსთქო. 10 აპრილს მქონდა ბოლო ვადა, მერე აღდგომა მოდიოდა და ბარემ დავიცადოთ და 16 მოდი თუ არაფერიო, ერთი კვირა 1 თითზე ვიყავი.16-ში მივედი, ხელით გამსინჯეს და დარჩიო,რამეს გადავწყვეტთო,41 კვირის ვიყავი,თუ არ დაგეწყო დამაჩქარებელს გავაკეთებთო. იმ დღესვე პალატაში დამეწყოტ ტკივილები,ალბათ ფსიქოლოგიური მომენტი იყო,მთელი ღამე მტკიოდა მსუბუქად, ყოველ 2 საათში ხელით მსინჯავდნენ ( სულ 7ზე მეტჯერ-კოშმარი) ექიმს ვთხოვდი გამიკეთეთ დამაჩქარებელი,ეს არ გამოვა თავისითთქო და არაო, გახსნა დაწყებულია და თუ არ გტკივა მოვიცადოთო,ასე ჭორაობაში გავათენეთ ის ღამე, მეორე დღეს დამეწყო უფრო მკვეთრი ტკივილები,მაგრამ ყელი ძალიან ნელა იხსნებოდა. შუადღისთვის უკვე ინტერვალები შემიმცირდა და ძალიან ამტკივდა, ყვირილი არ მყვარს, ამიტომ ტუჩებს ვიგლიჯავდი და კედელს ვურტყამდი მუშტებს ( პალატაში გოგომ მთხოვა კივილს რომ დააპირებ გამაფრთხილე,ძალიან არ შემაშინოო, მერე რომ დაინახა ჩუმად ვტიროდი, ჩემი გულისთვის ნუ ხარ მასე,იყვირე გთხოვო biggrin.gif ) დედა მოვითხოვე ძალიან რომ ამტკივდა,შემოიყვანეს და მასაჟებს მიკეთებდა,თან იმედი მომეცა. მალევე წყლები დავღვარე, სასწრაფოდ გამიყვანეს გასასინჯად 2.5 თითზე ვიყავი,ჩემი ექიმი პანაშვიდზე ყოფილა და გაუტკივარებაზე დაურეკეს,მისცა უფლება და გამიკეთეს,ბლოკშიც გადამიყვანეს და ჩემი ქმარი მომიყვანეს smile.gif მალევე გამიყუჩდა და ვახოც მოვიდა ( ვახტანგ ბარკალაია,გაგუას კლინიკა ) საათ ნახევარი მქონდა გაუტკივარება,რომ გამიარა ჩემ ქმარს ვთხოვე ამაყენე, ტუალეტში მინდათქო და შემოვარდა ვახო,რა ტუალეტი დაგეწყოო,არა მინდათქო biggrin.gif მასწავლა როგორ გავჭინთულიყავი და დაიწყოოო, 3 საათი გაგრძელდა ჭინთვები,ზოგს მატოვებინებდნენ ისე დავიღალე,ბოლოს ჩამჭრეს და მაშინ ვიკივლე რაც მთელი მშობიარობა ვითმენდი, მერე მუცელზე დამაწვნენ და გამოსრიალდა ჩემი მატლი, პირველი ჩემ ქმარე ვკითხე ლამაზიათქო და კიო, მერე თურმე ვკოცნიდი თავზე,აღარ მახსოვს smile.gif ჩავიხუტე და წაიყვანეს. გამკერეს და 2 საათში დაბანილი ქოჩორა გოგო მომიყვანეს smile.gif დაიბადა 3.600, 51 სმ . მიყვარს ყველაზე მეტად!
* * *
რა შტერულად ვწერე, მეც ვერ გავიგე

Posted by: _SisterofNight_ 19 Jun 2012, 10:46
QoniCo

გილოცავ კიდევ ერთხელ და ყოჩაღ. მე გაუტკივარებით მყავს ორივე გაჩენილი და არ დავტანჯულვარ ეგრე ნამდვილად, გაუთვალისწინებელი რაღაცეების მეშინოდა მაგალითად დამაჩქარებლების, ყელის არ გახსნის და ასე შემდეგ ამიტომაც თAავიდანვე გადაწყვეტილი მქონდა ორივეზე რომ გავიკეთებდი.

თან ჩემი მეგობარი რომ მშობიარობდა მე-4ში 8 წლის წინ ისეთ დღეში იყო აი მაშინვე ვთქვი ან გაუტკივარებას გავიკეთებ ან საკეისროსთქო, მაშინ მარტო გაგუასთან აკეთებდნენ მგონი ამ გაუტკივარებას.


მეორეზე გირჩევ გაიკეთო რადგან არავინ მოგატყუოს რომ ნაკლები ტკივილი გექნება, მეორეზე უფრო მტკიოდა მგონი ვიდრე პირველზე და გაუტკივარება რომ არ ყოფილიყო არ ვიცი რა მეშველებოდა, პროსტა მეორე უფრო მალე გავაჩინე 2 საათში მისვლიდან.

Posted by: NAD 19 Jun 2012, 12:09
ყველას გილოცავთ bis.gif


L0TUS

საერთო ჯამში რამდენი დაგიჯდა მშობიარობა?

Posted by: LOTUSi 19 Jun 2012, 13:06
NAD
1325 tu ragac. ayvanili eqimi 250. 185 spinaluri. danarcheni operacia. fasshi zogadi anestezia shedioda da me ar mindoda dadzineba.

Posted by: tatuuu 19 Jun 2012, 13:07
_Mariko_
QoniCo
L0TUS
გილოცავთ კიდევ ერთხელ 2kiss.gif
ღმერთმა ბედნიერები გამყოფოთ

Posted by: ketketket 19 Jun 2012, 13:26
bukuna
გილოცავ! ბედნიერი და ჯანმრთელი გაგეზარდოს შენი გოგო ცოტა კი გიწვალია მაგრამ უკვე დავიწყებული გექნებაsmile.gif))

Posted by: bukuna 19 Jun 2012, 16:59
ketketket
გმადლობთ 2kiss.gif მავიწყდება უკვე, სანამ ფაქტის წინაშე არ დავდგები ისევ biggrin.gif

Posted by: LOTUSi 19 Jun 2012, 17:29
ell-lle
tatuuu

მადლობთ 2kiss.gif 2kiss.gif 2kiss.gif
* * *
tamusinka

მადლობა თამ 2kiss.gif


ლიზი დავარქვით smile.gif ხო თან რაც მე იქ გოგოების წივილი მესმოდა ბლოკიდან, თავი სამოთხეში მეგონა იმათთან შედარებით biggrin.gif პირველი ადგომა და გავლა იყო რთული, სულ მაჟრიალებდა. კიდე კათეტერის მერე ტუალეტში სიარული იყო ტანჯვა. მარა ეს მეორე დღეს. მერე სიარულში უფრო გივლის. მეოთხე დღეს ჩიტივით ვიყავი, თავი დავიბანე და ა.შ. ჭკუაზე არ ვიყავი biggrin.gif ბავშვი რო მინდოდა არარ ვეძახდი, მე თვითონ გამომყავდა ხოლმე ეს 4 კილოიანი გოჭI biggrin.gif

ეხლა საერთოდ მაგრად ვარ. რაღაც წამალს ვსვავ დილით ცოტა რო წამომტკივდებასავით და მერე მთელი დღე არ მაწუხებს. ერტადერთი დისკომფორტი ეხლა ისაა რო დაბანისას პარკი უნდა დაიკრა ჭრილობაზე, მე კიდე მეშინია და დავირალე უკვე ნაწილ ნაწილ დაბანით biggrin.gif

QUOTE
გიგა ექიმი, ხო? ახალგაზრდა და სიმპათიური

ხო ძაან კარგი ბიჭია smile.gif

Posted by: sun_waiting 19 Jun 2012, 18:26
L0TUS

როგორ ველოდებოდი შენ მოგონებებს, მიხარია არაფერი ისეთი განსაკუთრებული ცუდი რომ არ გიწერია ოპერაციაზე smile.gif))

გილოცავ პატარა ბაოს დაბადებას, ღმერთმა ჯანმრთელი და ბედნიერი შვილი გაგიზარდოს bis.gif

eეხლა უშუალოდ კითხვები biggrin.gif

ბავშვის ამოყვანის მერე შენი ქმარი რატო გაუშვეს გარეთ? ასეთი წესია თუ რადგანაც თვითონაც ეშინოდა დასწრება იმიტომ აღარ დატოვეს გაკერვაზე? როგორ ფიქრობ?

პირველ დღეს ბავშვი რატო არ განახეს მეტჯერ?

4 დღემდე არ გქონდა ხსენი/რძე თუ უბრალოდ ვერ ინძრეოდი რომ გეჭმია?

გასუფთავება გაკერვის პროცესი რამდენი ხანი გაგრძელდა?

გრძნობა რამდენ ხანში დაგიბრუნდა ფეხებში?

მარტო ფეხებს ვერ გრძნობდი თუ წელსაც, მუცელსაც და ა.შ...

რამეს გრძნობდი საერთოდ? biggrin.gif

კიდე, კიდე რა გკითხო smile.gif)) ნაკერები მართლა ასეთი მწარეა ? :შ

Posted by: LOTUSi 19 Jun 2012, 18:41
sun_waiting

მადლობა 2kiss.gif 2kiss.gif

QUOTE
ბავშვის ამოყვანის მერე შენი ქმარი რატო გაუშვეს გარეთ? ასეთი წესია თუ რადგანაც თვითონაც ეშინოდა დასწრება იმიტომ აღარ დატოვეს გაკერვაზე? როგორ ფიქრობ?


რისთვისაც იყო შემოსული ნახა. მკერავდნენ და მე ვიწექი smile.gif საინტერესო და სასიამოვნო სანახავი აღარაფერი იყო და ალბათ მაგიტო. წინ მქონდა ნაჭერი აფარებული და არაფერი ცანდა მარა მაინც

QUOTE
პირველ დღეს ბავშვი რატო არ განახეს მეტჯერ?

ბავშვების ოთახი მეორე სართულზეა და იქ უვლიდნენ. მე მესამეზე ვიწექი, თან ცალკე ტკივილები მაწუხებდა, ხელში ვერ დავიჭერდი და მეც აღარ დამიწყია ამომიყვანეთ თქო, ზევით-ქვევით არ მინდოდა ეტარებინათ.

QUOTE
4 დღემდე არ გქონდა ხსენი/რძე თუ უბრალოდ ვერ ინძრეოდი რომ გეჭმია?


გოგო მე ველოდებოდი მეთქი თავისით წამომივა biggrin.gif თან მეორე დღეს ისე ვიყავი ვერ ვინძრეოდი და ისეთ პოზიციაშიც ვერ დავჯდებოდი რო მეჭმია ბავშვისთვის.
მესამე დღეს მოვუჭირე და მოდიოდა. მერე უკვე დავაწყებინე, მარა მეგონა ეს არ ეყოფა თქო და დამატება მივაცემინე, პედიატრებმა მერე ნუ აძლევ ხელოვნურსო, აჭამე ხსენი, ეგ ყველაზე კარგიაო და დავიწყეთ ასე მესამე დღიდან. მეოთხე დღეს უკვე რძე იყო.

QUOTE
გასუფთავება გაკერვის პროცესი რამდენი ხანი გაგრძელდა?

20 -25 წუთი ალბათ, არ მახსოვს ზუსტად.

QUOTE
გრძნობა რამდენ ხანში დაგიბრუნდა ფეხებში?


2.5 საათში დაახლოებით დაიწყო შეგრძნებები საშვილოსნოში, ფეხები უფრო გვიან გამომიცოცხლდა biggrin.gif კარგად მიშველა გაუტკივარებამ, მაგის მოქმედება რო გავიდა მერე მორფინიც არ მიყუჩებდა, 2ჯერ გამიკეთეს და 3 საათი მტკიოდა. მერე დაიწყო გამაყუჩებლებმა მოქმედება და მეძინა კარგად.

QUOTE
მარტო ფეხებს ვერ გრძნობდი თუ წელსაც, მუცელსაც და ა.შ...


ფეხებს საერთოდ ვერ გრძნობ, ვერც მუცელს და წელს რათქმაუნდა biggrin.gif კუჭის ზემოთ მქონდა სიმძიმის შეგრძნება თავიდან რო დაიწყეს, გეგონება გულზე გაწვება ვინმეო biggrin.gif

ნაკერები სად მქონდა არც ვიცოდი, მუცელი რო ქვემოთ გექაჩება, თან საშვილოსნოც გადიდებულია და მთლიანად გტკივა რა. გაუსაძლისი არაა, ტირილამდე არ მივსულვარ


Posted by: sun_waiting 19 Jun 2012, 18:56
L0TUS
ვაიმე, უღრმესი მადლობა ყველაფერზე ასეთი ამომწურავი პასუხისთვის 2kiss.gif

QUOTE
რისთვისაც იყო შემოსული ნახა. მკერავდნენ და მე ვიწექი  საინტერესო და სასიამოვნო სანახავი აღარაფერი იყო და ალბათ მაგიტო. წინ მქონდა ნაჭერი აფარებული და არაფერი ცანდა მარა მაინც

მე მერეც ისევე დამჭირდება, გაკერვის პროცესში ანუ. ასე რომ იმედი მაქვს ჩემ ქმარს დატოვებენ ...

QUOTE
ბავშვების ოთახი მეორე სართულზეა და იქ უვლიდნენ. მე მესამეზე ვიწექი, თან ცალკე ტკივილები მაწუხებდა, ხელში ვერ დავიჭერდი და მეც აღარ დამიწყია ამომიყვანეთ თქო, ზევით-ქვევით არ მინდოდა ეტარებინათ.

სავარაუდოდ მეც არ მექნება ხო ანუ იმის ძალა, რომ პირველივე დღეს გვერდით ვიყოლიო ცოტა ხნით მაინც ჩემი პატარა . ცუდია :ს

QUOTE
20 -25 წუთი ალბათ, არ მახსოვს ზუსტად.

და მერე თავისუფალი ხარ smile.gif))
ალბათ მე ეგრევე მოვითხოვ მომიყვანონ ამის მერე პატარა biggrin.gif

QUOTE
2.5 საათში დაახლოებით დაიწყო შეგრძნებები საშვილოსნოში, ფეხები უფრო გვიან გამომიცოცხლდა  კარგად მიშველა გაუტკივარებამ, მაგის მოქმედება რო გავიდა მერე მორფინიც არ მიყუჩებდა, 2ჯერ გამიკეთეს და 3 საათი მტკიოდა. მერე დაიწყო გამაყუჩებლებმა მოქმედება და მეძინა კარგად.

არ მეგონა მორფინს თუ გააკეთებდნენ biggrin.gif თან 2ჯერ დაგჭირდა? biggrin.gif აუ, როგორ გტკიოდა ალბათ :ს ეს პირველ და მეორე დღეს ხო?
ანუ 2ჯერ მორფინს +მერე კიდე სხვა გამაყუჩებელი დაგჭირდა?

QUOTE
ნაკერები სად მქონდა არც ვიცოდი, მუცელი რო ქვემოთ გექაჩება, თან საშვილოსნოც გადიდებულია და მთლიანად გტკივა რა. გაუსაძლისი არაა, ტირილამდე არ მივსულვარ

ღიპი არ შეპატარავდა ცოტათი მაინც? მუცელზე გაიკეთე რამე? ქამარი, ბანდაჟი, ბინტები და ა.შ...


Posted by: LOTUSi 19 Jun 2012, 19:18
sun_waiting

კი ყველას უკეთებენ 1-ხელ, მე არ მიშველა და დამიმატეს მარა იმანაც არ მიშველა. მერე კიდე ვენაში გამაყუჩებლები და არც იმან. ნუ მერე დაიწყო ყველამ მოქმედება

კი ჯდება ნელ-ნელა. არაფერს არ ვიკეთებ არ მინდა ნაკერი ჩამიხურდეს. ჯერ კიდევ ჯდება და ვაცდი smile.gif

Posted by: sun_waiting 19 Jun 2012, 19:24
L0TUS
კაი, დიდი მადლობა ყველაფრისთვის 2kiss.gif

წარმატებები შენ და შენს პატარას.

მე ეს ყველაფერი სულ რაღაც დღენახევარში მელოდება წინ.....

Posted by: LOTUSi 19 Jun 2012, 19:28
sun_waiting

რისი მადლობა, ნუ გეშინია საშიში არაფერია, ბოლო ბოლო იცი მაინც როდის გეტკინება და ფრთხილად იმოძრავებ, ფიზიოლოგიურის გოგოები იცი რა დღეში იყვნენ? არაადამიანური ხმები ისმოდა, იმასთან საკეისრო არაფერია. 2kiss.gif

Posted by: Katerina :-) 6 Jul 2012, 16:26
სულ ვკითხულობდი და ველოდებოდი ახალ მოგონებებს და აგერ მე ვწერ უკვე :-) იმედია მაცლის ლუკა და არ დასჭექს ეხლა.......:-)

მოკლედ, ძალიან მინოდოდა რატომღაც ლუკა ჩემ დაბადების დღეს 27 ივნისს გაჩენილიყო, მაგრამ ერთი დღით დამასწრო და 26-ში მოევლინა ქვეყანას, მაგარი საჩუქარი გამიკეთდა smile.gif)))
ხოოდა, ყველაფერი კი ასე დაიწყო, რომ მშობიარობის წინა საღამოს პაპანაქება სიცხეში თბილი ჟაკეტი გამოვაძრე საიდანღაც და ჩემებმა ... ვაიმეო, ხო არ დაიძრა ბიჭიო... მე რატომღაც მეგონა ჯერ ადრეა და ასე ალბათ ერთ კვირაში მომიწევსთქო, მაგრამ იმავე ღამეს გამაღვიძა რაგაც უცნაურმა შეგრძნებამ, აი მენსტრუაცია რომ უნდა მოვიდეს და მუცელი რაღაცნაირად გჭრის, თან ოდნავი სისველეც მქონდა, მეგონა მზად ვიყავი ამ შეგრძნებისთვის, მაგრამ გული მაინც შემიფანცქალდა, ჩუმად შევიძურწე ტუალეტში, ღამის 4 საათი იყო, ხოდა ოდნავ სისხლიანი ლაქებიც რომ შევნიშნე, დედაჩემი გავაღვიძე, ცოტა ვნერვიულობდი, ჯერ ვიფიქრე ვაცლი ჩემ საწყალ ქმარს დაპანიკებასთქო და ასე 5 საათამდე წამოვწექი, მერე მეანს დავურეკეთ, ხოდა რახან პირველი მშობიარობაა, არც მწვავე ტკივილები გაქვს, ჯერ არაფერი საგანგაშო არააო და 9-ისთვის დამიბარა სამშობიაროში. მერე ნელნელ შევაღვიძე ჩემი ქმარიც, მგონი ნახვარ წუთში მოემზადა, დავავლე ჩემ დიდ ჩანთას ხელი, გავიკეტე საყურეებიც :-) და დავიძარით ნახალოვკის # 1, შარაშიძის სამშობიაროში. საბედნიეროდ, საცობები არ იყო და მალე მივგრიალდით, რატომღაც მეგონა რომ ცრუ განგაშია გამომაბრუნებენ დღესთქო, მაგრამ, თურმე ამ ხუმრობა-ხუმრობაში მეანმა რომ შემამოწმა უკვე ორ თითნახვარზე ვიყავი გახსნილი, ეგრევე გადამაცვეს რაღაც ვარდისფერი პერანგი, აგერ შენი ბლოკი - წამოწექი, დაისვენე, დღეს აუცილებლად იმშობიარებო, ვიყავი ჩემთვის მშვიდად - დედაჩემთან ერთად, ჩემი ქმარი დაბლა ყუმივით იჯდა მანქანაში :-) - ჯერ არავის ეუბნებოდა და.. პერიოდულად შემოდიოდა ჩემი მეანი, ექთნები და გულისცემას უზომავდნენ ბაოს. მე მქონდა ძალიან მსუბუქი ტკივილები დროდადრო , ზოგს მენსტრუაცია გაცილებით ტკივა და ერთი მაგარი რაღაც აღმოვაჩინე,რო ამტკივდებოდა ოდნავ გავივლ-გამოვივლიდი და ფეხებგაშლილი ფეხის წვერებზე ვიკუზებოდი, აი მაგრა მშველოდ და გირჩევთ ამ პოზას ვინც მშობიარობისთვის ემზადებით :-)
მოკლედ, 4 თითნახევარზე თითქმის უმტკივნეულოდ გავიხსენი - ჩემი მეანი ცოტა გაკვირვებულიც იყო როგორ არ გტკივაო, მე ამასობაში ისე „გავბლატავდი“ ვმესიჯობდი, ტელეფონზე ვლაპარაკობდი, მეგონა - მორჩა გადავაგორე ეს ამბები უმტკივნეულოდთქო, ამასობაში, ეზოში უამრავი ახლობელი მოგროვდა და აქეთ-იქით ბოლთას სცემდნენ  9-იდან 4-მდე ვიყავი ასე წყნარად და აი 4-ის მერე ცოტა მომემატა ტკივილები, მაგრამ ასატანად, ყველაფერი კი 6-ის 15 წუთზე დასრულდა, როცა ლუკა გამოძვრა :-) როგორც ექიმები და ექთნები მეუბნებოდნენ კანფეტივით მშობიარობა გაქვსო, მაგრამ მე ყველაზე მეტად ეს ჭინთვების პროცესი არ მეკანფეტა, დავპანიკდი რაღაც, მეგონა ძალა არ მყოფნიდა, ვეღარ ვქაჩავდი, ნახევარზე იყო თურმე ბავშვი გამოსული და ვყვიროდი - საკეისრო გამიკეთეთ-თქო.. მერე ძალიან შემრცხვა ამ ჩემი ისტერიკების, არადა კი არ მტკიოდა, უბრალოდ მეგონა ძალა აღარ მეყოფოდა, ბოლოს მოვიკრიფე ენერგია და ... ბავშვის ტირილიც გაისმა... აი სიტყვა - შვება - მაშინ ვიგრძენი.. უცებ ყველაფერი, დაღლილობა, დაძაბულობა გაქრა და საოცარი სიმსუბუქის შეგრძნება მოვიდა, თან მადლობა ღმერთს, არც ნაკერები არც ჩახევები არ მქონდა, მე რომ არ მეპანიკა ბოლოში, მართლა იდეალურად იქნებოდა ყველაფერი, მაგრამ სადაა ეგრე :-) ერთადერთი რაზეც დამწყდა გული, არ დამაწვინეს პატარა რატომღაც გულზე, ეგრევე შეახვიეს და გააქცუნეს, ერთი შემახედეთქო და მაშინ ჩავხედე პირველად თვალებში, ჩემი ქმარი კი რომელმაც ვეღარ გაძლო ეზოში და დერეფანში დადიოდა წინ და უკან, უცებ შემთხვევით შეეფეთა ლუკას დერეფანში და მაშინვე მიხვდა ვინც იყო gigi.gif

ესეთი იყო ჩემი მშობიარობა და მართლა მადლობელი ვარ ღმერთის რომ ასე მსუბუქად ჩაიარა, ბოლომდე აქტიურად ვმოძრაობდი ფეხით, 2 დღე ზაფრანას ნაყენიც დავლიე და რა ვიცი ეგებ ამის გამოც იყო... :-)
ისე ყველას გირჩევთ, ვისაც არ გაქვთ საკეისროს ჩვენება ნუ გაიკეთებთ, ოთახში ნაკეისრალ გოგოსთან ერთად ვიყავი და გული მეწვოდა მის კვნესაზე ღამღამობით, თუმცა ზოგს ფიზიოლოგიურიც ძალიან უჭირს, მაგრამ მე მაინც ფიზიოლოგიურისკენ ვიხრები :-)

პ.ს. არანაირი გაუტკივარება არ გამიკეთებია.

წარმატებები ყველას, ვინც მშობიარობისთვის ემზადებით, მთავარია პოზიტიურად შეხედოთ ამ ამბავს, არ დაპანიკდეთ და ყველაფერი კარგად იქნება!!!! yes.gif yes.gif

Posted by: B M W lover lady 6 Jul 2012, 18:09
Katerina :-)
გილოცავ გენაცვალე. smile.gif ისე სასიამოვნო წასაკითხი იყოო smile.gif ღმერთმა ჯანმრთელი ბაია გაგიზარდოს.

Posted by: ell-lle 6 Jul 2012, 18:37
Katerina :-)
გილოცავ მშვენიერი მოგონებებიაsmile.gif

QUOTE
ვისაც არ გაქვთ საკეისროს ჩვენება ნუ გაიკეთებთ, ოთახში ნაკეისრალ გოგოსთან ერთად ვიყავი და გული მეწვოდა მის კვნესაზე ღამღამობით

ეს ალბათ ინდივიდუალურია მეც
QUOTE
ნაკეისრალ გოგოსთან ერთად ვიყავი
მაგრამ იმაზე მეტად ვკვნესოდი და მასზე ბევრად გადაგლილი და უენერგიო ვიყავი, მშურდა მისი, ბავშვსაც ჩემზე კარგად იჭერდა და ძუძუსაც უფრო მოხერხებულად აჭმევდა, მე ისე მტკიოდა ნაერები ფეხზე ვერ ვჩერდებოდი დიდხანს+ვერც ვჯდებოდი და ვეგდე გაშოლტილი ლოგინზე .

პ.ს თუმცა არ გეგონოთ საკეირსოსკერნ მოვუწოდებდე no.gif

Posted by: sun_waiting 6 Jul 2012, 19:20
მეზარებოდა მოგონებების წერა, მაგრამ ზედა პოსტის გამო მაინც ვცდი და გავიხსნეებ ჩემი საკეისროს მოგონებებს, იმიტომ რომ არ მინდა ვინმემ იფიქროთ საკეისრო საშინელებააო

ე.ი. ვიწყებ:

21-ში ხუთშაბათს დილით 11ს ნახევრიდან 11მდე ვიყავი დაბარებული გაგუაში. ჩანთა როგორც მახსოვს ბოლო დღემდე არ მქონდა ჩალაგებული, წასვლის დილას ჩავამატე ჩემი ნივთები რაღაც-რაღაცები, ამიტომაც სახლიდან 11ს 15წთ აკლდა დაახლოებით რომ გავედით. ჩემი დედამთილი მეუბნებოდა დაგვაგვიანდებაო, მეთქი ''უჩემოდ მაინც არ დაიწყებენ ოპერაციას, ასე რომ არაუშავსთქო'' lol.gif თავს ვამხიარულებდი და ფეხს ვითრევდი , - მეშინოდა :ს

ბოლო-ბოლო მივედით გაგუაში მე, აჩო, და ჩვენი დედები, შევედი პაატა მახარაშვილის კაბინეტში, პაატამ შედი გამოიცვალეო - მეთქი ვაიმე, ასე უცებ ვიწყებთქო? დამეწყო უკვე პანიკა, მაგრამ დედაჩემთან არ ვიმჩნევდი რომ მეშინოდა. ჩავიცვი ჩემი პერანგი, თავზე გავიკეთე სპეციალური ქუდი რაღაც სამედიცინო. გადავიკიდე მხარზე ციფრული და ველოდები პაატას. მოაგვარეს ფორმალური მხარე- მომაწერინეს ხელი რაღაც საბუთებზე და მერე აღმოვაჩინე, რომ უარი გვითხრა მეანმა აჩოს დასწრებაზე. მეთქი ვაიმე, უნდა დაასწროთთქო და ტვინი ვუბურღე და ბოლო-ბოლო დამთანხმდა.
არეულად ვწერ ვიცი, მაგრამ ამ თემაზე სხვანაირად საუბარი არ შემიძლია.
ასე წამიყვანეს ინტენსიურ პალატაში, დამაწვინეს,გამიკეთეს ხელში კათეტერი- რაღაც სითხეს მისხავდნენ მაჯაში და ველოდები ჩემ რიგს. 12-ზე დასაწყები ოპერაცია 2 სთ-ზე ჯერ კიდევ არ იყო დაწყებული.
ბოლო-ბოლო მოვიდა ჩემი რიგი როგორც იქნა და წავედითო - აი გეფიცებით ეს მომენტი აღარ მახსოვს უკვე როგორ გადავედი სამშობიარო ოთახში ისე განვიცდიდი და ვნერვიულობდი, თან აჩო მინდა შემოვიდეს - გარეთ მელოდებოდა .

მოკლედ, დამაჯინეს პატარა საწოლივით იყო რაღაც ვიწრო - გადაიხარეო - გამიკეთეს სპინალური ისე, რომ ვერც ვიგრძენი ჩხვლეტა, - უნდა აღვნიშნო, რომ თან ჩემთვის ვპანიკობ ვაიმე, ვაიმეთქო biggrin.gif და ნელ-ნელა ვინძრევი ვითომ უკვე მტკივა რამე. ჩქარა დაწექიო ბევრჯერ გამიმეორეს - ჩემი ზოზინის გამო შეიძლებოდა როგორც საჭიროა ისე გადმოწოლა ვერ მომესწრო საწოლზე - არ მეგონა ასე სწრაფად თუ მოქმედებდა სპინალური.
სასწრაფოდ გავსწორდი და შემოვალაგე ფეხები ამ საწოლზე და აი მომენტალურად უკვე ვხვდები, რომ ფეხები კი ავალაგე, მაგრამ უკვე ვეღარ ვანძრევ, ჯერ მარტო თითებს ვამოძრავებდი, მერე ეგეც ვეღარ შევძელი. და ამაფარეს წინ თეთრი ნაჭრი.
ჰო, აჩო შემოიყვანეს ამასობაში ჩემთან და დავიყენე თავთან, ხელი ჩავბღუჯე და მელაპარაკეთქო ვეუბნები.
ანესთეზიოლოგი რაღაცას მეუბნებოდა მახსოვს - და ამ დროს გამახსენდა , რომ საერთოდ ასე ხდება ხოლმე და მეთქი ''ისე, მუსიკას არ ჩამირთავთ?'' - ვეკითხები. ჩამირთეს რაღაც პაპსა და ვუსმენ და თან ვნერვიულობ.
მეკაიფებოდნენ შენ იმერელი კი არა გურული ხარ ისე პანიკიორობო, - არადა აშკარად არაფერს არ ვგრძნობდი და არ მტკიოდა, მაგრამ მაინც ძალიან მეშინოდა.
''ეხლა მუცელზე უნდა დამაწვეთ და მეტკინებათქო?'' ვეკითხებოდი ექიმებს. და იმათ ცალკე ეცინებოდათ წინასწარ რომ ვიცოდი რაც უნდა ექნათ.
მერე უცებ მუცელში ვიგრძენი , რომ ამომიცარიელდა და უცებ გავიგონე ტირილის ხმაც love.gif

სუნთქავდა და აჩხავლდა ჩემი ანგელოზი baby.gif

ეგრევე გააქანეს ჩემ გვერდზე მაგიდაზე და აჩო ამ დროს უღებს სურათებს და ჭიპლარის გადაჭრის ვიდეოც გვაქვს. შესთავაზეს შენ გადაჭერიო

უცებ შეფუთეს ბავშვი - გადაახვიეს და მომიყვანეს ლოყასთან მომახუტეს და კაი ხანი ყავდათ ასე - ლოყაზე ლოყით ვეფერებოდი და მამიკოც გვერდით გვყავდა . უძალიანმაგრესი შეგრძნება იყო, ჩემი სიცოცხლე, ჩემი სისხლი და ხორცი მეხუტებოდა love.gif

თან აჩო იღებდა ამ ყველაფერს - დედაშვილის პირველ კონტაქტს.

მერე ბაო გაიყვანეს და პაატაც გავიდა - გასასუფთავებლად და გასაკერად სხვებთან დამტოვა, დაახლოებით ნახ საათამდე კიდე იქ ვიყავი. ჰო, ერთ მომენტში უკვე ბოლოს წინ აფარებული ნაჭრის ზევით ვხედავ, რომ ფეხია ჰაერში აწეული. ფეხის პროტეზს უფრო გავს ისე უკავიათ და ისე მაღლა - მერე მივხვდი, რომ ჩემი ფეხი იყო lol.gif
ბავშვის გაყვანიდან მთელი ის დრო ვიწექი და აჩო ციფრულში ბავშვის ვიდეოს მაყურებინებდა. რომ ვხედავდი როგორ მეხუტებოდა ჩემი პატარა ლოყაზე მერე ყველანაირი შიში მავიწყდებოდა და ბედნიერი ვიყავი bis.gif

მორჩნენ და ეხლა გადავაგოროთო და გვერდზე მოდგმულ ბორბლებიან საწოლზე გადამაგდეს biggrin.gif აი, სრული ამ სიტყვის მნიშნველობით გადამაგდეს - როდის დავწექი ნაჭერზე არ ვიცი, მაგრამ ბოლოს ნაჭერზე ვიწექი და ოთხივე მხარეს ხელი მოკიდეს და მომიქნიეს და მისროლეს იმ ბორბლებიან საწოლზე.
მაგაზეც ვინერვიულე გადავარდნის მომენტი მეტკინება ეს ახალშეკერილი ნაკერითქო, მაგრამ ვერაფერიც ვერ ვიგრძენი.

გამაგორეს ისევ იმ ინტენსიურ პალატაში და მიკვირს , რომ ისე გავიდა ეს 40-50 წუთი, რომ ტკივილი ვერ შევიგრძენი.

გავედი თუ არა შემომიყვანეს ბავშვიც - 3სთ იყო ზუსტად საათზე ბუძელნიკმა დამირეკა - ივენთი მქონდა დაყენებული საკეისროს შესახებ (ზუსტად გამირტყავს დრო).

3-დან 5 სთ-მდე ჩემთან იყო ჩემი ელენიკო, ძუძუზე მიმიწვინეს და მთელი ეს 2 სთ ვაწოვებდი და ვიყავით დედა-შვილი უშფოთველად. ვაიმე, რა კარგი გრძნობა იყო ეს ყველაფერი. 5ზე გაიყვანეს ბავშვი და მერე უკვე მარტო ვიწექი 9 სთ-მდე.

მომავალი საკეისროს კანდიდატების დასამშვიდებლად აღვნიშნავ, რომ ჯერ კიდევ არაფერი არ მტკიოდა - სამაგიეროდ ჩემ გვერდით კვნესოდნენ და ოხრავდნენ ვინც ნარკოზით გაიკეთა საკეისრო ის გოგოები, იმენა მეცოდებოდნენ რომ ვუყურებდი ისე ცუდად იყვნენ. ჩვენ სპინალურგაკეთებულები კი არაფერს არ ვგრძნობდით და ვჭორაობდით ჩვენთვის.

8გოგო ვიწექით ინტენსიურ პალატაში, მათგან ყველაზე პირველი მე გადამიყვანეს ჩვეულებრივ პალატაში.

იმ საღამოს ჩემთან დავიტოვე ბავშვი - პირველივე ღამეს სხვაგან დასარჩენად ვერ გავიმეტებდი ჩემ სიცოცხლეს. სადღაც 11 საათისთვის უცნაურად აწმუკუინდა ელენე, გამოვიძახე ექთანი და წაიყვანეს ბავშვი . 1-ს ნახევრამდე რომ არ მომიყვანეს ავფორიაქდი, რამოდენიმეჯერ ვითხოვე თან მომიყვანეთთქო და ბოლოს დერეფნიდან მესმის - ჩხეიძეს დავუნიშნოთ ნემსიო და მეთქი ვაიმეეეეეე, ჩემ შვილს რამე ჭირსთქო და ეს ავტეხე განგაში, გამოვიძახე კიდე ექთანი და მეთქი რა ხდება. და ეხლავეო და გავიდა და არ მოდის. ეს იყო 12 საათზე. 1ს ნახევარი რომ გახდა უკვე მოვკვდი ნერვიულობით და წამოვდექი საწოლიდან ორად მოკეცილი და გავედი იქით ბავშვებთან.
დამაბრუნეს უკან და პედიატრი შემოვა დაგელაპარაკებაო. მართლაც მოვიდა და მითხრა: 36,2 ქონდა სიცხე, დაბალი ტემპერატურაა და ამიტომ დავაწვინეთ სითბოშიო და გავუკეთეთ ნემსიო. მეთქი ძალიან საშიშიათქო? ძალიან კი არა საერთოდ არ არის საშიშიო, უკვე აეწია ტემპერატურაო, ნაკეისრალ ბავშვებს ხშირად აქვთ დაბალი ტემპერატურაო. თუ არ გჯერა, რომ კარგადაა მოგიყვანთ თუ გინდა განახებთო. მეთქი კაი.
მომიყვანეს ჩემი ბარტყი და მერე აღარ გავატანე ღამე .

ჩემთან მყავდა სულ yes.gif იმ ღამეს კიდე 2ჯერ წამოვდექი საპირფარეშოში გასასვლად. და ბაოს გასასეირნებლად.

ფიზიკურად ასეთი აქტიურობა ძალიან დამეხმარა, არ მტკიოდა არაფერი.

ბევრი ვილაპარაკე ვიცი, მაგრამ კიდე ბევრი რამე მაქვს მოსაყოლი, მინდა ჩემ ბარტყზე დაუსრულებლად ვილაპარაკო smile.gif

საკეისრო კვეთა სპინალური ანესთეზიით მზესუმზირის ჭამასავით უმტკივნეულოა. მეორე-მესამე დღეს ამტკივდა ყრუ მუცელი - საშვილოსნოს შეკუმშვის გამო და ამაზე კეტონი დამალევინეს და მიშველა. ასე რომ არ შეშინდეთ გოგოებო.

სულ ეს იყო რისი თქმაც მინდოდა : )) ხო ბევრი ვილაპარაკე, მაგრამ მაინც რაღაცნაირი მშრალი გამოვიდა ეს პოსტი.

Posted by: BAXY 6 Jul 2012, 20:20
sun_waiting
კარგი პოსტია.. ბევრი კი არა კიდე მეტი უნდა დაგეწერა.. ძალიან მაინტერესებს ყველა დეტალი .. ვიტირე კიდეც რომ ვკითხულობდი, სექტემბერში ველოდები და მეშინია აი ყველაფრის, მშობიარობის კი არა შემდეგი პერიოდის.. არ ვიცი რა ვქნა როგორ უნდა მოვიქცე, თან დედაჩემიც არაა საქართველოშI.. არადა როგორ მინდა გვერდით მყავდეს facepalm.gif

Posted by: sun_waiting 6 Jul 2012, 21:57
BAXY
QUOTE
კარგი პოსტია.. ბევრი კი არა კიდე მეტი უნდა დაგეწერა.. ძალიან მაინტერესებს ყველა დეტალი .. 

გმადლობ smile.gif დანარჩენი კონკრეტულად მკითხე რასთან დაკავშირებით გაინტერესებს რამე და სიამოვნებით მოგიყვები yes.gif

QUOTE
ვიტირე კიდეც რომ ვკითხულობდი,

რომელ მონაკვეთზე? smile.gif მეც ვტიროდი სიხარულისგან ...

ცუდია დედა რომ არ გყავს აქ, ეს 2 კვირა დედაჩემია ჩემთან და ბავშვის მოვლაში რასაც ქვია მეხმარება, მეორე დედასავითაა ელენესთვის. არავინ გეყოლება შენ გვერდით?

ნუ გეშინიათქო აზრი არ აქვს გითხრა, მაინც ინერვიულებ ვიცი, მეორე ბავშვზე მეც ვინერვიულებ თავიდან, მიუხედავად იმისა, რომ უკვე განვლილი მაქვს ყველაფერი - რაც არ უნდა იყოს, ფსიქოლოგიური მომენტია მაინც.

მაგრამ იმის თქმა კი დაბეჯითებით შემიძლია, რომ არ გეტკინება არაფერი !


Posted by: tatuuu 6 Jul 2012, 21:59
sun_waiting
QUOTE
მაგრამ მაინც რაღაცნაირი მშრალი გამოვიდა ეს პოსტი.

მშრალი კი არა ძალიან მაგარი მოგონებაა, სულ დამბურძგლა love.gif
კიდევ ერთხელ გილოცავ პრინცესას 2kiss.gif

Posted by: BAXY 6 Jul 2012, 22:10
sun_waiting
უი სულ გავითიშე და არ მომილოცავს... გილოცავს! ღმერთმა ჯამრთელი გოგო გაგიზარდოს და ბედნიერი დედა ყოფილიყავი 2kiss.gif

Posted by: sun_waiting 6 Jul 2012, 22:16
tatuuu
მეც კიდევ ერთხელ გმადლობ 2kiss.gif
მიხარია ასეთი ემოციური პოსტი თუ გამოვიდა ...


BAXY
მადლობა. მე კი შენ უმტკივნეულო და წარმატებულ მშობიარობას გისურვებ smile.gif


Posted by: BAXY 6 Jul 2012, 22:24
sun_waiting
დიდი მადლობა, სავარაუდოდ მეც საკეისროს გავიკეთებ,სპინალურით... მეშინია ძალიან ფიზიოლოგიური sad.gif

Posted by: ell-lle 6 Jul 2012, 22:33
sun_waiting
გენაცვალე რაა, პირველად წავიკითხე ასე ემოციურად ,,ნაკეისრალი" პოსტი 2kiss.gif გილოცავ კიდევ ერთხელ. კარგი გოგოები ხართ შენ და ჩემი მოსახელე love.gif

Posted by: Katerina :-) 7 Jul 2012, 00:07
მადლობა მოლოცვისთვის ყველას :-)

sun_waiting

გილოცავ ბაიის შეძენას, ღმერთმა ჯანმრთელი და ბედნიერი გაგიზარდოს :-)

პ.ს. არ გეგონოთ საკეისროს როგორც ასეთს ვგმობ :-) ალბათ ზოგჯერ პირიქით ბევრად უფრო იოლია და ვისაც ჭირდება აუცილებლად უნდა გაიკეთოს, უბრალოდ მე იმ სიტუაციაში გამიჩნდა ეგეთი აზრი :-)



Posted by: mia_2008 7 Jul 2012, 13:46
Katerina :-)
sun_waiting
გოგოებო გილოცავთ! ღმერთმა ჯანმრთელი შვილები გაგიზარდოთ და ბედნიერი დედები ყოფილიყავით!
ახლა ჩემს ბაოსაც ძინავს და მეც დავწერ ერთ-ორ სიტყვას...
მათითაიშვილის წყალობით (3-ჯერ შემიცვალა მშობიარობის თარიღი) მაისის ბოლოდან ყოველდღე ველოდებოდი პატარას,თუმცა ჩემი გამოთვლებით ივნისის ბოლოს უნდა მემშობიარა. რათქმა უნდა მე გამოვდექი მართალი, მთელი ერთი თვე ამაოდ ველოდე მშობაიარობის დაწყებას...ლამის ნევროზი დამეწყო, სამსახურში ჩალაგებული ჩანთით დავდიოდი...
დადგა ივნისის ბოლოც..22-ში ფალავანდიშვილს ვყავდი დაბარებული გასინჯვაზე.წინა კვირას გავუცდინე ვიზიტი, ვიცოდი ჯერ ადრე იყო და რადგან მეანებს უყვართ ხანდახან პროცესების დაჩქარება, აღარ წავედი, ახლაც მეზარებოდა წასვლა, ვიფიქრე ბავშვებს გავასეირნებ სუფთა ჰაერზე და მერე ვნახოთ რა იქნება თქო..მაგრამ მერე გამიტყდა, სამსახურში არ დამწყებოდა მშობიარობა(დეკრეტი ჯერ არ მქონდა აღებული) და დავავლე ხელი ჩალაგებულ ჩანთას და 11 საათზე მოვუსვი სამშობიაროში...საშამ გამსინჯა, 2 თით ნახევარზე ხარ გახსნილი და დარჩიო 5 -6 საათამდე გამშობიარებო..საერთოდ არაფერი მტკიოდა და შემეეჭვა ალბათ დამაჩქარებელს გამიკეთებენ-თქო...ვფიქრობ როგორ მოვიქცე, ამ დროს ჩემი დეკრეტი გამახსენდა, საშას ვეუბნები აქვე კარაპს-მედლაინში გადავალ, ჩემს გინეკოლოგს დეკრეტს დავაწერინებ და ახლავე მოვალ -თქო..დროზე მოდიო, ხელით ყელი დავამუშავე და ტკივილები მალე დაგეწყებაო, თან რაღაც წამალი ჩამიდო პირში, ყელს მოამზადებსო.. კარაპს მედლაინში მაია ჯანელიჯე არ დამიხვდა, დეკრეტი ვერ მომცეს, მაიას თანაშემწემ კინაღამ მცემა, მესამე მშობიარობაა, დროზე გაიქეცი სამშობიაროში, აქ რამე არ იკისროო..
რაღას ვიზამდი, დავბრუნდი საშასთან, მომამზადეს და ამ დროს მართლაც 5 წუთში ერთხელ მივლიდა უკვე ტკივილი, მაგრამ ასატანად მტკიოდა, ამასობაში მოვიდა 2-ის ნახევარი, გამიყვანეს მოსასვენებელ ოთახში, მარტო ვიყავი და ტელეფონზე ვჭორაობდი..ნახევარ საათში ერთხელ ბავშვის გულისცემას ისმენდნენ...ყველანი ძალიან ყურადღებიანები იყვნენ..4 საათზე საშამ კიდევ გამსინჯა, შევეკითხე, წყლები უნდა დამაღვრევინოთ-მეთქი და ვნახოთო მითხრა, მართალი აღმოვჩნდი, დამაღვრევინეს ძალით წყლები,ამის მერე ტკივილი იმატებს, რადგან ყელი სწრაფად იხსნება, მეც 5 საათამდე ვითმენდი (გაუტკივარება არ გამიკეთებია) და მერე უკვე ერთი-ორი ჭინთვაც რომ დაემატა, ვიყვირე მშობიარობა მეწყება ბლოკში შემიყვანეთ-თქო. ბებია-ქალმა გამსინჯა სრული გახსნააო, საშასაც დაუძახეს.. მაგრამ ბლოკში თითქოს გადამიარა და ჭინთვა შემისუსტდა.. ბავშვი დიდი რომ იყო ვიცოდი და ძლიერად ვერ ვიჭინთებოდი, ვერ ვეხმარებოდი ბებიას, დაახრჩობო ბავშვს რას აკეთებო, მეც ბოლოს რაც ძალი და ღონე მქონდა გავიჭინთე, მაგრამ ისევ არაფერი..იყვირა ბებია-ქალმა სასა მომეხმარეო და ისიც მუცელზე დამაწვა და როგორც იქნა გამოძვრა ჩემი იოანე გარეთ...4კგ და400 გრამი დაიბადა 54 სანტიმეტრი...მალევე დამაწვინეს მუცელზე და ასე მყავდა 2 საათი.. ძუძუ ვერ ჩაიდო თავიდან, მაგრამ 1 საათში ეგეც მოახერხა და დაიძინა ჭამა-ჭამით...ჩემი მეუღლეც შემოუშვეს ბლოკში ბაოს სანახავად, მერე დედაჩემიც..2 საათის მერე ჩემი დაძინებული ბიჭი გააღვიძეს და დაბანეს, მერე უკვე პალატაში მომიყვანეს მალევე...
მეგონა მესამე მშობიარობა გამიადვილდებოდა მაგრამ ეს ყველაზე მეტად გამიჭირდა...მერე საშამ მითხრა აი ამიტომ დაგტოვეო, შენით ერთი კვირა ვერ იმშობიარებდიო და 5 კგ-მდე გაიზრდებოდაო მუცელში...ასე რომ მგონი ჩემი ბაო 1 კვირით ადრე გამოაგდეს გარეთ...მაგრამ არა უშავს ახლა ყველაფერი უკანაა... ყველას გისურვებთ მშვიდობიან მშობიარობას და ჯანმრთელ შვილებს!
პ.ს. დღეს გარეთ ვიყავი გასული და 3 ორსული შემხვდა დიდი მუცლებით( მართალიაჩემხელა უზარმაზარი მუცელი არც ერთს არ ქონდა)უკვე მომენატრა ეს პერიოდი, რაღაც სახვანაირად მადლიანი დადიხარ ამ დროს...გაუფრთხილდით და მოეფერეთ ყოველ წუთს და წამს...

Posted by: ell-lle 7 Jul 2012, 15:26
mia_2008
QUOTE
მათითაიშვილის წყალობით (3-ჯერ შემიცვალა მშობიარობის თარიღი)

lol.gif lol.gif მაგის გამო ორ კვირაზე მეტი ჩემოდანზე ვიჯექი და აწიოკებული მყავდა ფორუმუ გინდა თუ ოჯახის წევრები, მოლანდებები მეწყებოდა უკვე რომ წყლებს ვღვრიდი და ა.შ
არადა ბავშვმა დაამთავრა 40კვირა და გამობრძანდა თავის დროზეsmile.gif

QUOTE
.ლამის ნევროზი დამეწყო

gigi.gif მეცნობა

QUOTE
იოანე

love.gif
რა კარგი სახელია
QUOTE
4კგ და400 გრამი დაიბადა 54 სანტიმეტრი

მეგონა გოლიათი მარტ მე მეჯდა მუცელში biggrin.gif
QUOTE
მართალიაჩემხელა უზარმაზარი მუცელი არც ერთს არ ქონდა

კარგი იქნებოდა ერთმანეთს შევხვედროდით ორსულობის პერიოდშI lol.gif

პ.ს გილოცავ ბედნერი დედა ყოფილიყავი

Posted by: Katerina :-) 7 Jul 2012, 17:13
mia_2008

გილოცავ გენაცვალე მესამე ბაოს, რა მაგარია 3 შვილი, უუუჰ :-) ღმერთმა ჯანმრთელი და ბედნიერი გაგიზარდოს!!!!!!!!!!!!!! გეთანხმები ორსულობაზე, მართლა სხვანაირი პერიოდია, მგონი მეც ძალიან მომეანტერება მალე :-)

Posted by: mia_2008 7 Jul 2012, 19:29
ell-lle
Katerina :-)
დიდი მადლობა გოგოებო, გაიხარეთ

QUOTE
მაგის გამო ორ კვირაზე მეტი ჩემოდანზე ვიჯექი და აწიოკებული მყავდა ფორუმუ გინდა თუ ოჯახის წევრები, მოლანდებები მეწყებოდა უკვე რომ წყლებს ვღვრიდი და ა.შ

მართლა საშინელებაა მე 1-თვიანი მოლოდინის რეჟიმი მქონდა...ღამე მეღვიძებოდა 3-4-ზე და მერე ვეღარ ვიძინებდი სულ მაგაზე ვფიქრობდი

Posted by: tamusinka 7 Jul 2012, 19:46
Katerina :-)
sun_waiting
mia_2008

გილოცავთ, გოგოებო smile.gif საკეისრო, ფიზიოლოგიური რა მნიშვნელობა აქვს, მთავარია ყველაფერმა კარგად ჩაიარა wink.gif

mia_2008
QUOTE
.4კგ და400 გრამი დაიბადა 54 სანტიმეტრი


უკვე დავაჟკაცებული გაგიჩენია biggrin.gif ღმერთმა დიდი ბიჭი გაგიზარდოს 2kiss.gif

sun_waiting
QUOTE
ჰო, ერთ მომენტში უკვე ბოლოს წინ აფარებული ნაჭრის ზევით ვხედავ, რომ ფეხია ჰაერში აწეული. ფეხის პროტეზს უფრო გავს ისე უკავიათ და ისე მაღლა - მერე მივხვდი, რომ ჩემი ფეხი იყო 


აი ამაზე ძაან ბევრი ვიცინე biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif


მეზარება ეხლა და დავწერ მერე ჩემ მოგონებებსაც.

პ.ს. ნარკოზით გავიკეთე საკეისრო და არ მიკვნესია, რა ვიცი biggrin.gif ფორუმელებს გვიმართლებს როგორც ჩანს smile.gif)

Posted by: Katerina :-) 8 Jul 2012, 15:55
tamusinka

დიიიდი მადლობა გაიხარე :-) აკოცე შენს პატარას

Posted by: tamusinka 9 Jul 2012, 18:51
დავწერო მეც, სანამ მაქვს მაგის დრო და თავი

ზუსტად 40 კვირაზე მქონდა დანიშნული საკეისრო და მეშინოდა მანამდე არ დამწყებოდა მშობიარობა. მივედი გამზადებული და სანამ წინასაკეისრო ანალიზებს ვაბარებდი და ექიმებთნ კონსულტაციებს გავდიოდი, მანამდე ვიღაც სასწრაფოდ საოპერაციო გოგო მიიყვანეს, რომელსაც რაღაც პრობელმები შეექმნა და მე რიგიდან ამოვვარდი . ამასობაში კი დაბლა გულშემატკივრები იყვნენ შეკრებილი, წინასწარ შამპანურიც დაულევიათ , მე კი ჩემი მუცლიანად ჩავედი და მეთქი აქედან ყველა მივდივართ რესტორანში , უჩემოდ ხომ არ აპირებთ ქეიფს თქო smile.gif მადლობა ღმერთს პრობლემები არ გვქონია მე და ჩემ პატარას და შეგნებულად მივუდექით ამ საკითხს, ფიზიკურად ვეღარ ესწრებოდა ჩემი ოპერაცია, თან ძალიან მშიერი და დაღლილი ვიყავი, ამიტომ დავბრუნდი სახლში თან კმაყოფილი, თან აღშფოთებული. ამასობაში შიშმაც ცოტა გადამიარა და მხოლოდ იმაზე ვფიქრობდი, რომ მეორე დღესაც რამე გაუთვალისწინებელი არ მომხდარიყო.

მივედით მეორედაც დილიდან . ხალხი გაფრთხილებული გვყავს, რომ წინასწარ არ მოვიდნენ . მეორე ვიყავი რიგში, ჩამაცვეს (თუ გამხადეს), გამამზადეს და პალატაში დამაბინავეს. საშინლად მეშინოდა საკეისროსი, საშინლად. უაზრო აზრები მიტრიალებდა, რომ ნარკოზიდან ვერ გამოვიდოდი და ათასი უბედურება (ნარკოზი დამჭირდა, ლიდოკაინზე ალერგია მომცა და სპინალური გამოირიცხა, თუმცა მაგისიც მეშინოდა ) ანსეთეზიოლოგს ტვინი ვუბურღე, ორსულობის ბოლო 2 თვე ტახიკარდია მქონდა. კარდიოგრამა კარგი მქონდა, მაგრამ მე მაინც მეშინოდა ნარკოზის და ტახიკარდიის. შემიყვანეს საოპერაციოში და ისეთმა შიშმა ამიტანა, პირველად მაშინ ვინატრე ჩემი ქმარი გვერდით, ფიზიოლოგიურზე არც კი მიფიქრია შეყვანა. მაგრამ ქორიძე ვიცოდი რომ არავის უშვებდა და ვდგავარ საოპერაციოს კარებში გაჩხერილი, ფეხს ვერ ვადგამ შიგნით. ბოლობოლო შემრცხვა ამდენი ხალხის და შევედი. დავწექი მაგიდაზე სულ ოხვრა-კვნესით და ვაიმეს ძახილით . თან ვქოთქოთებ პირველად ვიკეთებ ოპერაციას და მინდა ვთქვა რომ ძალიან მეშინია და ამ დროს ექიმი მეუბნება მაშინ ჩაიფიქრეო biggrin.gif ნახევარმა შიშმა გადამიარა. ამასობაში ჩამიდგეს კათეტერი, გამიზომეს წნევა, წინ ჩამომაფარეს ნაჭერი, დამიმუშავეს ჭრილობის ადგილი, ექიმები დგანან უკვე გამზადებული და მე მღვიძავს, თვალები მაქვს დაჭყეტილი და შიშით ხმას ვერ ვიღებ smile.gif ანესთეზიოლოგი მეუბნება თქვი ეხლა რამე, ოღონ ჭკვიანურიო, არ მკითხო ნარკოზის გარეშე გაჭრას ხომ არ მიპირებთო. მეთქი ეხლა ზუსტად მაგის კითხვას ვაპირებდი biggrin.gif 100 დან 100 მაგას გვეკითხებაო. ამ სიცილ-კისკისში შემოვიდა ბატონი ამირანიც, მის შემოსვლას ელოდნენ, რომ ბოლო წუთს გაეკეთებინათ ნარკოზი. ბავშვამდე სანამ მივიდოდა წამალი მანამდე რომ ამოეყვანათ. ამირანის დანახვა და ჩემი გათიშვა ერთი იყო. მერე იყოს ნისლი, ვიღაცეების ხმები და ამ ნისლში ამოტივდივდა ჩემი ქმარი love.gif , შემოიჭრა მხიაურლი ხმები და ისე კარგად ვიგრძენი თავი... ვეკითხებოდი ჩემი პატარა როგორ იყო. დამამშვიდეს კარგად არისო და ძაან მაგარი ტიპიაო love.gif მერე დავიწყე ტირილი ჩემ უფროს გოგოს კარგად მიმიხედეთ, არ დაიჩაგროს ბავშვი უჩემოდ თქო biggrin.gif შემომითრიეს ჩემი კნუტი, ჯერ ბოლომდე არ ვიყავი გამოღვიძებული და ფოკუსს ძლივს ვასწორებდი, თუმცა უკვე მოვახერხე იმის დანახვა, რომ თავის დაიკოს გავდა. მეორე შვილი ყოფილა ძალიან მაგარი და თან უცნაური გრძნობა. პირველზე ხარ გადამკვდარი, მთელი შენი ფიქრები მასთანაა და უცებ ჩნდება ერთი პაწაწინა ადამიანი, ისიც შენი სისხლი და ხორცი, შენი სხეულის ნაწილი და ისიც ისე ძალიან გიყვარს, ისე, რომ გეშინია ამდენი სიყვარულით შუაზე არ გასკდე smile.gif

ნარკოზიდან ძალიან ხავერდოვნად გამოვედი, არანაირი ტკივილი არ მიგრძვნია და საერთოდ, რამდენადაც მეშინოდა იმდენად კარგად ჩაიარა ყველაფერმა. ოპერაციის შემდგომი პერიოდიც მშვენიერი მქონდა და კმაყოფილი წამოვედი, რომ საკეისრო გადავწყვიტეთ. ეხლა სახლში ვარ ჩემ გოგოშკებთან ერთად, ხან ერთი ბურღავს ტვინს, ხან მეორე , ხანაც ორივე ერთად და ვართ ასე მხიარულად biggrin.gif

ჯანმრთელობის სახლით რომ ძალიან კმაყოფილი ვარ უკვე დავწერე სამშობიაროებში. ყველას წარმატებს მშობიარობას გისურვებთ, ფიზიოლოგიურს და საკეისროს არ აქვს მნიშვენლობა. ჩემ შემთხვევაში საკეისრო უფრო ადვილი და უპრობლემო აღმოჩნდა. ასე რომ, ვისაც საკეისროს ჩვენება გაქვთ, ნურაფრის გეშინიათ

Posted by: mia_2008 9 Jul 2012, 19:18
გილოცავ, პარატას დაბადებას ჯანმრთელი და ბედნიერო გიმყოფოს უფალმა!
QUOTE
მაგარი და თან უცნაური გრძნობა. პირველზე ხარ გადამკვდარი, მთელი შენი ფიქრები მასთანაა და უცებ ჩნდება ერთი პაწაწინა ადამიანი, ისიც შენი სისხლი და ხორცი, შენი სხეულის ნაწილი და ისიც ისე ძალიან გიყვარს, ისე, რომ გეშინია ამდენი სიყვარულით შუაზე არ გასკდე

ასეთი სავსე ყოფილიყავი სიყვარულით 2kiss.gif

Posted by: Katerina :-) 10 Jul 2012, 11:40
tamusinka

სულ გახარებული და სიყვარულით სავსე იყავი შენს გოგუცუნებთან ერთად :-) !!!!!!!!!

Posted by: _SisterofNight_ 10 Jul 2012, 13:09
tamusinka

ცრემლები მომადგა თვალზე, გილოცავ და მიხარია რომ ნაკერები არ გტკიოდა და უპრობლემოდ გადაიტანე საკეისრო smile.gif შიში ბუნებრივია მეც შემეშინდებოდა, ერთხელ მაქვს ნარკოზით გაკეთებული კისტის ოპერაცია და მეც მაგრად მეშინოდა, თუმცა ნარკოზიდან გამოსვლა საშინლად მახსოვს.

გეთანხმები მეორე შვილი კიდევ უფრო სხვა გრძნობაა, და ძალიან მაგარი გრძნობა smile.gif

Posted by: Brown-eyed Girl 10 Jul 2012, 13:48
tamusinka
ჩემი საკეისრო გამახსენდა smile.gif გილოცავ ღმერთმა ჯანმრთელები გამყოფოთ 2kiss.gif

ჯანმრთელობის სახლის მეც 100 % კმაყოფილი ვიყავი , მეორესაც და მესამესაც აუცილებლად მანდ გავაჩენ

Posted by: tamusinka 11 Jul 2012, 00:09
mia_2008
Katerina :-)
_SisterofNight_
Brown-eyed Girl

მადლობა smile.gif

_SisterofNight_
QUOTE
ერთხელ მაქვს ნარკოზით გაკეთებული კისტის ოპერაცია და მეც მაგრად მეშინოდა, თუმცა ნარკოზიდან გამოსვლა საშინლად მახსოვს.


მეც ადრე 5 წუთიანი ნარკოზი მაქვს გაკეთებული და საშინელება იყო. ეხლა ძალიან კარგად გამოვედი.

Posted by: ketketket 11 Jul 2012, 00:33
tamusinka
ბედნიერებას გისურვებ შენს პატარებთან ერთადsmile.gif მეც მეორე გოგოს ველოდები და ვერ წარმომიდგენია ჯერ პირველ შვილზე მეტად ან საერთოდ ესე თუ მეყვარებაsmile.gif ვერაფრით ვერ წარმომიდგენია მეორე შვილიsmile.gif

Posted by: temosabasdeda 11 Jul 2012, 09:12
tamusinka
ავტირდი რა საყვარლად გიწერია მეორე შვილი უმაგრესია თითქოს გული ორად გაქვს გახლეჩილი მე მესამეს ველოდები ისტერიულად მეშინია მშობიარობის უკვე 38 კვირა
ღმერთმა გაგიზარდოს ჯანმრთელი გოგო 2kiss.gif 2kiss.gif

Posted by: tamusinka 11 Jul 2012, 12:36
მადლობა smile.gif

ketketket
მეც მასე ვიყავი და თურმე რა კარგი რამე ყოფილა smile.gif

temosabasdeda
მესამე კიდევ უფრო მაგარი იქნება love.gif მშვიდობით მშობიარობას და ჯანმრთელ პაწკუს გისურვებ 2kiss.gif

Posted by: SnowFlakes 11 Jul 2012, 15:37
tamusinka
პირველ რიგში გილოცავ! ღმერთმა ჯანმრტელი გაგიზარდოს ორივე!

მეც ჯან. სახლში ვიმშობიარე (საკეისრო ჩვენებით) და ზუსტად წარმოვიდგინე როდის სად შეგიყვანეს და საიდან გამოგიყვანეს smile.gif)))

ძალიან კმაყოფილი ვარ მეც მაქაურობით + მომსახურე პერსონალით (თუმცა ერთი გოგო მთელი საღამო მობილურში აჭყვიტინებდა რაღაც მუსიკას და ნერვებს მიშლიდა) ზოგიერთი მორიგე ექთანი არ მომეწონა მაგრამ, ირა და დღისით ვინც მივლიდა ის გოგო ძაან კარგები იყვნენ.

მე აპიდურალით გავაჩინე და ამირანი მიმღეროდა რაღაცეებს biggrin.gif ფოტოაპარატი შეტანილი მქონდა და ვთხოვე იქვე გადაეღოთ სურათები smile.gif)) იმ სურათებს რომ ვუყურებ ახლაც სასიამოვნოდ მაჟრიალებს,პირველად რომ შემომიყვანეს ბავშვი გავსკდი ტირილით და იმ ღამეს მიუხედავად იმისა რომ ძაან გადაღლილი ვიყავი,ემოციებისგან სავსემ საერთოდ ვერ დავიძინე.

ისე მაგათი ერთჯერადი თეთრეული რომ მახსენდება ცუდად ვხდები. 25 ივლისს ვიმშობიარე თან და ამოვიხუთეეეეე!!!!
ახლა რომ მივალ,იმ დღესვე გამოვაცვლევინებ ,ღამე შანსი არაა იმ თეთრეულში გავჩერდე.

რაც შეეხება სიყვარულს,მართლა არ ვიცი მეორეს მიმართ რას ვიგრძნობ (რათქმა უნდა გავგიჟდები :დ) უბრალოდ ჯერ არ წარმომიდგენია როგორ უნდა გავუყო ამის სიყვარული მეორეს smile.gif)))))

Posted by: tamusinka 12 Jul 2012, 11:12
SnowFlakes

QUOTE
ძალიან კმაყოფილი ვარ მეც მაქაურობით + მომსახურე პერსონალით (თუმცა ერთი გოგო მთელი საღამო მობილურში აჭყვიტინებდა რაღაც მუსიკას და ნერვებს მიშლიდა) ზოგიერთი მორიგე ექთანი არ მომეწონა მაგრამ, ირა და დღისით ვინც მივლიდა ის გოგო ძაან კარგები იყვნენ.


ეგ ექთანი არ შემვედრია ეტყობა, ან გადაუგდეს მობილური biggrin.gif ვაიმე, ირაზე დამავიწყდა დაწერა. მოკლედ, აქედან მივდიოდი დაშინებული, რომ იქ არის ერთი ირა და უნდა მოვერიდო, თორემ ძუძუზე მეტაკება. ოპერაციის ღამეს იყო ვიღაც მორიგე, როგორც მერე აღმოჩნდა ირა smile.gif ნუ, რასაც ქვია გადამყვა, მეფერა და მეფერა. ისეთი მნიშნვენლოვანი იყო ეს ჩემთვის განსაკუთრებით პირველ ღამეს. ფაქტიურად დავმეგობრდით, მთელი თავისი ისტორია მომიყვა, დედმამიშვილების და ოჯახის biggrin.gif ერთ დღესაც მესმის დერეფანში მისი სახელი და შემოდის ეს ჩემი ირა გამოსაწველით smile.gif)) მეთქი ეს მე არ მჭირდება, პრობლემები არ მაქვს და ზედმეტად არ ვაწვალოთ მკერდი თქო. მართალი ხარო, ზედმეტი ჯიჯგნა მაგას არ ჭირდებაო და წავიდა. კიდევ უფრო შემიყვარდა smile.gif მოკლედ, მაგაშიც გამიმართლა.

და ძალიან კარგი იყო იქ ბავშვების ოთახში ექთანი-თეა. უმაგრესი გოგო. ეგეთი მონდომებული, ყურადღებიანი და ბავშვების მოყვარული ექთანი ჯერ არ მინახავს.

Posted by: SnowFlakes 12 Jul 2012, 11:27
tamusinka

ჰო smile.gif
მე მქონდა პრობლემა ტავიდან და მაგან გამიკეთა ორჯერ მასაჟი. მას შემდეგ არ დამჭირვებია არაფერი და საკაიფოდ მომდიოდა რძე. ძაან კარგი ხელი აქვს,სულაც არ ჯიჯგნის ძუძუებს biggrin.gif
ხოდა,ახლა მეორეზეც მანდ მინდა მშობიარობა smile.gif

Posted by: makavel1 12 Jul 2012, 17:59
QUOTE
საკეისრო კვეთა სპინალური ანესთეზიით მზესუმზირის ჭამასავით უმტკივნეულოა.

ეგ შენთვის იყო ეგრე და არა ზოგადად. მე პირადად ისე მტკიოდა ამ სპინალურის გამო ზურგი ძლივს ვიწექი, ნაკერებზე ლაპარაკი აღარ მაქვს და საერთოდ დედაჩემს ვანიავებინებდი ღამეები ისე მეწვოდა. მოწამლული თევძივით ვიყავი 2 თვე დამჭირდა აზრზე რომ მოვსულიყავი

Posted by: blblbl 12 Jul 2012, 18:02
makavel1
QUOTE
მ სპინალურის გამო ზურგი ძლივს ვიწექი

შეიძლება ნარკოზიტ რომ გაგეკეთებინა მაინც გტკენოდა ბევრია მასე,ორსულობა იმხელ დატვირთვაა ტითონ ტოვებს ტკივილს,თან სენ ისედაც ცუდატ იყავი როგორც მახსოვს და შენი შემტხვევა გამნაკლისი უფროა smile.gif

Posted by: makavel1 12 Jul 2012, 18:04
ცუდად იმიტომ ვიყავი რომ გაციებული ვიყავი და ეგ ზურგთან და ნაკერებთან არაფერ შუაშია. თანაც მარტო მე არ ვყოფილვარ ეგეთ დღეში იქ ვინ საკეისროები გაიკეთეს ზოგი ჩიტივით იყო ზოგი ჩემზე უარესად, ამიტომ ესე ვერ იტყვი ადვილია თუ არა.

Posted by: temosabasdeda 17 Jul 2012, 19:42
რამდენმა იმშობიარა ივლისში დაწერეეეთ რა მოგონებები

Posted by: sunnn 18 Jul 2012, 13:45
მეც მოგონებებს ველიიიი ივლისის დედებოოოოოოოო wink.gif

Posted by: Mrs_Zum 21 Jul 2012, 14:18
ესე იგი დავა UP-ებ ამ თემას. იქნებ და მოისურვოს ვინმემ დაწერა rolleyes.gif

Posted by: we are 3 21 Jul 2012, 20:52
ახლა უნდა მქონოდა ორსულობის 37 კვირა. smile.gif მობილურში მქონდა მონიშნული ექიმთან ვიზიტი და გამეგიმა რომ აწრიპინდა მობილური ჩემი ანგელოზი უკვე გულზე მიწევს love.gif
საღამო იყო,მთელი დღე ვამჩნევდი სისველეს,დაურეკე ექიმს რაღაც არ მომწონს სისველეს ვამჩნევ მგონი შეუკავებლობა დამემართათქო (იმ პერიოდში დროის უმეტეს ნაწილს ვატარებდი ტუალეტში smile.gif)) ) დაწექი დღეს თუ რამეს შეამჩნევ წამოდი კლინიკაშიო თუ არადა ხვალ მოდი და გაგსინჯავ ეხოც გავაკეთოთო. ღამე მშვენივრად მეძინა.მეორე დღეს 12 ზე ვიყავი კლინიკაში,ექიმი საკეისროზე აღმოჩნდა და სანამ ველოდებოდი ვიფიქრე ეხოს გავიკეთებთქო ,ექიმსაც შეუთანხმდი მანამდე ესე გავაკეთებთქო.ეხოზე ყველაფერი კარგად იყო,წყლებია დაკლებული მაგრამ ძალიან ცოტა და მედიკამენტებით და წოლითი რეჟიმითაც ხელს შეუწყობთ და აღდგება უპრობლემოდო.ერთი ის მითხრა რომ შენი პატარა 40 კვირამდე ალბათ გაჩნდებაო.წამოვედი ამ პასუხით,ჩემი ექიმი ისევ ოპერაციაზე იყო და გამიშვა მორიგე ექიმთან იმან გაგსინჯოს სანამ მოვალო,დავწექი გასასინჯად,მტკივნეული არ იყო მაგრამ ძალიან უსიამოვნო იყო მთელი ხელით რომ შემიძვრა და მაჭერდა,რამდენიმე წუთი გაგრძელდა გასინჯვა როგორც იქნა გამოიღო ეს ხელი და დავისვენე.ადგომას ვაპირებ და მესმის სიტყვები: მშობიარობა დაწყებულია,ბლოკში შეიყვანეთო.შოკი მქონდა,2 თითზე ხარ გახსნილიო.არაფერი არ მქონდა მომზადებული სამშობიაროსთვის,ჩამაცვეს რაღაც თავისი პერანგი,გარედან ერთჯერადი ხალათივით რაღაც მოვიცვი,ნახევრად შიშველი ვიყავი მოკლედ.ბლოკში სანამ შევიდოდი ჩემი მეუღლე დავინახე,უნდა დასწრებოდა მშობიარობას მაგრამ იმდენი რამე იყო მოსატანი ერთი ჩამეხუტა ნუ გეშინიაო მალე მოვალო და გაიქცა.ოთხის ნახევარი იყო ტკივილი რომ მომემატა,გვერძე ვიწექი,უფრო მსიამოვნებდა,მანამდე ისე არ მტკიოდა,ვყუყუნებდი უბრალოდ.ექიმს ველოდებოდი გაუტკივარება მინდოდა სანამ ძალიან ამტკივდათქო,შეტევები უფრო გახშირდა,ვიცოდი რომ უნდა მესუნთქა ღრმად და ხშირად.ტკივილი მომემატა და მეთქი ვსო გაუტკივარება გამიკეთეთ სასწრაფოდ და ექიმიც შემოვიდა და გამსინჯა პირველად რაც ბლოკში ვიყავი,შემომხედა და რასაც მეტყვი იმას გაგიკეთებ მაგრამ 4,5 ხარ გახსნილი უკვე და 20 წუთში გააჩენ ,შენ გადაწყვიტეო.მე უკვე ძაან მტკივა,მაწვება ბავშვი საშინლად,ძლივს უთხარი მეთქი რომ არ გაჩნდეს ძალიან მტკივათქო და გაჩნდება დამიჯერეო.სუნთქვა მეკვრება შეტევის დროს, ყვირილს აზრი არ ქონდა უფრო მტკიოდა სუნთქვით ვარჯიშებს ვატრიალებდი სულ თავში,თან მეჭინთება.უკვე ვიცი რომ გაუტკივარებას ვეგარ ვიკეთებ და სულ იმაძე ვფიქრობდი რომ უნდა გავიჭინთო ძალიან მაგრად რომ მალე მორჩეს ყველაფერი. ბებია ქალი მეხმარებოდა ,რომ მოგაწვება ჩაისუნთქე და გაიჭინთეო,ესე გავაკეტე რამდენჯერმე,გაიქცა ექიმი შემოიყვანა.გადმომაბრუნეს,ზურგზე დაწექი ეხლა და როგორც გეტყვი ისე გააკეთეო,ექიმს უსმენდი რამე რომ არ გამომპარვოდა ხმას არ ვიგებდი მტელ დზალას ჭინთვებზე ვიყენებდი,სულ ალბათ 6 ჯერ გავიჭინთე ბოლოჯერ რომ შევისუნთქე დავხუჭე თვალები და ვაწვები რაც ძალა მაქვს,მერე ვიგრძენი ისეთი სითბო ფეხებში,ყველანაირმა ტკივილმა გადამიარა და თვალები რომ გავახილე ჩემი პატარა ანგელოზის ხმა გავიგე ჩემს გულზე,ქუდი სახეს უმალავდა და პირველი რაც დავინახე პაწაწინა ხელის თითები.ვერ ავღწერ ისეთი ბედნიერი ვიყავი,ამის განცდა საოცრებაა,იმ წუთიდან ახლიდან დავიბადე,ერთადერთი შეგრდძნება რაც დგემდე მაქვს უზომო ბედნიერების განცდაა თითოეული მისი მოძრაობის,ტუჩების ცმაცუნის და უბრალოდ მისი დანახვისას
love.gif love.gif
სულ ეს ყველაფერი საათ ნახევარი გრძელდებოდა,ჩემმა მეუგლემ ძლივს მოასწრო მოსვლა,ყველაფერი ისე მალე ხდებოდა.სანამ ყველა ნათესავი შეგროვდა მე უკვე ვიმშობიარე biggrin.gif თუ ვინმეს რამე კითხვები გექნებათ სიამოვნებით გიპასუხებთ. ყველაზე ბედნიერი წუთები გელით ღიპუცებო, კარგ მშობოარობას გისურვებთ ყველას და ბედნიერ დედობას

Posted by: ვასასი 21 Jul 2012, 20:56
მშობიარობის წინა საღამოს უამრავი ნესვი+საზამთრო+ატამი ვჭამე (კიდე კაი მოვასწარიbiggrin.gif), მუცელი გასკდომას მქონდა, მეთქი რა გაათენებს ამ ღამეს თქო, როგორც იქნა 2სთვის ჩამეძინა, ძილში ვიგრძენი, რომ ძალიან მეშარდება და სუულ ცოტათი მტკივა მუცელი, მენსტრუაციის მოსვლისას როგორც იცის,მეთქი რამ მაჭამა ამდენი საზამთრო, აი ვსკდები თქო. ავდექი ტუალეტისთვის და თხლააშ! წამოვიდა წყალი (სულ ვნატრობდი, ასე წყლების დაღვრით დამწყებოდა მშობიარობა) სიხარულისგან რა დამემართა, ვერ აგიღწერთ. ქმარი გავაღვიძე-დაიწყო თქო, წამოხტა და დარბის ფეთიანივით, ეძებს ტანსაცმელს, რომელიც ცხვირწინ უკიდია , თან მაწყნარებს- ნუ გეშინია, ყველაფერი კარგად იქნება, ვაიმე! დაიწყოო! გამეცინა, დაწყნარდი 1-2 საათი არაფერი იქნება თქო, ეს წყლებიკი მოდის და მოდის ნელ-ნელა.დავიბანე,ჩავიცვი, ოთახი მივალაგე, ჩანთაში ჩავამატე რაც მაკლდა,თან კომპიუტერს ვრთავ, ქმარი გადამერია-რა დროს კომპიუტერია ჩქარაო, მეთქი რას ამბობ, გოგოებს ჩემი ამბავი უნდა შევატყობინო თქო, გადაატრიალა თვალები,ღმერთო შენ უშველე ამასო- ალბათ გაიფიქრა biggrin.gif მოკლედ წავედით ემბრიოში.
მივედით ალბათ 5:30 ზე ან უფრო ადრე.ჩემი ქმარი არ შემოუშვეს, ამსვეს იმ საზიზღარ "ასაპლაკ სკამზე" და მეანმა შეყო თითები, ნუ არც ისეთი საშინელება იყო, როგორც სხვა დროს, სამ თითზეა გახსნილიო, მერე გამიყვანეს რაღაც ფურცლების შესავსებად, ამწონეს, გამოვიცვალე და წავედით ბლოკში თუ რაც ქვია, იქ ერთი გოგოც ელოდებოდა მშობიარობის დაწყებას.მუცელი სულ ცოტათი მტკივა 3-4 წუთის ინტერვალით, მოვითხოვე გაუტკივარება (თვითონ არ გთავაზობენ, არც ახსენებენ), გავედით საპროცედუროში, ძალიან საყვარელი ანესთეზიოლოგი იყო, თბილი და ზორბა, ტკბილად მიხსნიდა რა უნდა მექნა, მაქსიმალურად უნდა მოვხრილიყავი და საერთოდ არ უნდა გავნძრეულიყავი, სულ რომ ქვეყანა დაქცეულიყო. რაღაც მომასხეს ჯერ ზურგზე, თან მაფრთხილებენ-ეხლა ამას გაგიკეთებთ, ეხლა არ შეხტე, ეხლა სითბოს იგრძნობ, ეხლა სიცივესო.მტკივნეული არ იყო საერთოდ, მარტო ბწკენა ვიგრძენი.მომეხმარნენ და გამიყვანეს ისევ იმ ბლოკში.1 საათში გააჩენო.ფეხებს როგორღაც ვამოძრავებდი, მაგრამ შეგრძნება არ მქონდა. ვიწექი და იმ გოგოს ვეჭორავებოდი.მეანმა შემოიხედა-აბა როგორ ხარო და იქ შეიჭყიტა და უცებ დაიწყო ყვირილი-ჩქარა, გამაყვანინეთ, დაეწყო უკვეო. ფეხებს ვერ ვიმორჩილებდი, მოცვივდნენ ქალები, ისე ადექი, რომ არ წამოჯდეო, მოკლედ იმ ზორბა ანესთეზიოლოგს ჩამოვეკიდე კისერზე, სხვებმიც აქეთ-იქედან მომეშველნენ და როგორღაც გამიყვანეს სამშობიარო ბლოკში,.
ისე ასაპლაკი სკამი, ფეხები ამაწევინეს და მკარნახობდნენ, ეხლა გაიჭინთე, ეხლა გაჩერდიო, იმიტომ რომ მე ჭინთვებს კი არა ვერაფერს ვერ ვგრძნობდი საერთოდ, მესამედაც რომ მითხრეს, ეხლა ძალიან გაიჭინთეო, გამოსრიალდა ჩემი ცქნაფოც, გაწმინდეს და დამაწვინეს გულზე..
ვაიმე ეს იყო საოცარი შეგრძნება, რაღაც ზეციური, ზებუნებრივი, ნეტარება, ნირვანა, ჩემი ნანატრი სისხლი და ხორცი მეწვინა გულზე და დასიებული თვალებით პირდაპირ თვალებში მიყურებდა(ეხლაც მაჟრიალებს რომ ვწერ) ამ გამოხედვისგან გავგიჟდი, დავიშოკე, ამივარდა ტირილი მეტისმეტი ემოციებისგან, ის კი კვლავ თვალს თვალში მიყრიდა დაჟინებით.იმ წამს მე ვიყავი ყველაზე ამაყი, ყველაზე ბედნიერი, ყველაზე ამაღლებული, თითქოს ბედნიერებისგან მთელს დედამიწას ზემოდან დავყურებდი. ვიწექით ასე მთელი მარადისობა , დავკარგე დროის და სივრცის შეგრძნება და მე მინდოდა ეს მარადისობა არასოდეს დამთავრებულიყო, ეს შეგრძნება და წუთები მთელი ცხოვრება დამმახსოვრებოდა.ეს იყო ღვთიური, შეუცნობელი, სულიერი კავშირი, რომელიც მარტო დედასა და შვილს შორის არის.

Posted by: tatuuu 21 Jul 2012, 21:30
we are 3
რა მაგარი მოგონებაა, გული ამიჩუყდა ! smile.gif
გილოცავ, ღმერთმა ბედნიერები და ჯანმრთელები გამყოფოთ

ანუ 36 კვირაზე იმშობიარე თუ 37-ზე?

ვასასი
რა მაგარიააა ! ჟრუანტელმა დამიარა, გილოცავ კიდე ერთხელ, ღმერთმა ჯანმრთელი გოგო გაგიზარდოს 2kiss.gif

Posted by: ell-lle 21 Jul 2012, 22:27
QUOTE
ეს იყო ღვთიური, შეუცნობელი, სულიერი კავშირი, რომელიც მარტო დედასა და შვილს შორის არის.

აი მართლა ჟრუანტელმა დამიარა love.gif love.gif ვასასი
კიდევ და კიდევ გილოცავ,
QUOTE
მე ვიყავი ყველაზე ამაყი
გმიი დედა ხარ შენ
kiss.gif kiss.gif

Posted by: blblbl 21 Jul 2012, 22:31
we are 3
კარგია ასე სწრაფი მშობიარობა ,გილოცავ smile.gif

ვასასი
ხედავ ? biggrin.gif ხო გეუბნებოდი გაიკეთებ გაუტკივარებას და არაფერიც არ იქნებათქო biggrin.gif ხ ჯობდა დანარჩენ ორს ჰა? biggrin.gif გილოცავ კიდევ ერთხელ პატარა ნანატრ ქაბატოს smile.gif

Posted by: we are 3 21 Jul 2012, 22:32
QUOTE (tatuuu @ 21 Jul 2012, 21:30 )
we are 3
რა მაგარი მოგონებაა, გული ამიჩუყდა ! smile.gif
გილოცავ, ღმერთმა ბედნიერები და ჯანმრთელები გამყოფოთ

ანუ 36 კვირაზე იმშობიარე თუ 37-ზე?


მადლობა smile.gif ვიმშობიარე 36 კვირაზე.

Posted by: Mrs_Zum 21 Jul 2012, 22:49
ვასასი
we are 3


love.gif love.gif love.gif love.gif
რა კარგი მოგონებებია, ორივეს ადვილი მშობიარობა გქონიათ , გილოცავთ. ჯანმრთელი ბაიები გაგეზარდოთ

Posted by: temosabasdeda 21 Jul 2012, 22:52
we are 3
ღმერთმა გაგიზარდოს რა კარგია ადრე მშობიარობა როცა დაღლილი არ ხარ ლოდინით bis.gif
ვასასი
როგორ გამეხარდა ასე ადვილი მშობიარობა გქონია და ემბრიოთი კმაყოფილი ხარ ხო? მეც მანდ ვაპირებ იმედია ჩემი გოგოც არ გამაწვალებს
გაგიზარდოს ღმერთმა ჯანმრთელი .ნაკერები არ დაგჭირვებია როგორც მივხვდი ხო?

Posted by: ketketket 21 Jul 2012, 22:55
we are 3 გილოცავsmile.gif ბედნიერი დედიკო გამყოფოს ღმერთმაsmile.gif სულ ველოდები ხოლმე ამ თემაში ახალი მოგონებასsmile.gif
გოგო გაგიჩნდა თუ ბიჭი?

ვასასი
გილოცავვ, ესეიგი რამდენი შვილიც არ უნდა გააჩინოს ქალმა მაინც თითოელის დანახვა ისეთივე შეგრძნებაა როგორც პირველიsmile.gif ბედნიერებას გისურვებsmile.gif

Posted by: tatuuu 21 Jul 2012, 23:33
we are 3
მეც 36 კვირის ვარ და შემეშინდა უკვე biggrin.gif

Posted by: we are 3 21 Jul 2012, 23:48
მადლობა გოგოებო smile.gif
QUOTE
გილოცავ ბედნიერი დედიკო გამყოფოს ღმერთმა სულ ველოდები ხოლმე ამ თემაში ახალი მოგონებას
გოგო გაგიჩნდა თუ ბიჭი?


გოგო მყავს smile.gif ჩემი პატარა პრინცესა smile.gif
* * *
QUOTE
მეც 36 კვირის ვარ და შემეშინდა უკვე


ნუ გეშინია smile.gif ჩემსას მეტი აგარ უნდოდა ღიპუცაში ყოპნა smile.gif

Posted by: sunnn 22 Jul 2012, 10:18
ვაიმე უკვე დედიკოებო როგორ გეხერხებათ გულის აჩუყება რაააა, ძლივს ვიკავებ ცრემლებს და თან ამ ორსულობამ ისე დამღალა რომ მეშინია ეგ გრძნობა რომ არ დამეუფლოს და ცივად შევხვდე ყველაფერს თქო smile.gif

Posted by: algulga 22 Jul 2012, 10:34
we are 3
ვასასი


მაგარია რააააა მშობიარობის ხასიათზე მოვედი

Posted by: teoni 22 Jul 2012, 16:56
15 ივლისს მქონა ე.წ. "ტერმინი"(მშობიარობის თარიღი),გერმანელები ასე ეძახიან.მანამდე 2 ღამე მუცელი საკმაოდ მტკიოდა.დილით სისხლიანი გამონადენი აღმოვაჩინე და გამიხარდა,მეთქი დაიწყო.წავედით სამშობიაროში,გამსინჯეს და არაფერი,წადი სახლშიო,თან არც მტკიოდა.შეიძლება ამაღამაც რამე იყოს,შეიძლება რამენიმე დღეც მოგიწიოს მოცდაო.ღამე ასე 11:30 წუთიდან ძლიერი ტკივილები დამეწყო,3-5 წუთში ერთხელ მივლიდა.ისევ ავდექით და წავედით.გულისცემას მოუსმინეს,გამსინჯეს და ოდნავ იყო ყელი გახსნილი.ხვალ გააჩენო.მე დავრჩი,მეუღლე სახლში წავიდა.ტკივილები მომემატა,ვერ ვწვებოდი,მთელი ღამე დერეფანში გავათენე,დავდიოდი,ცოტა მშველიდა.დილით ჩემდა გასაოცრად ტკივილი გაქრა,მომეშალა ნერვები,როგორია ველოდები რომ მალე რაღაც იყოს და უცებ ასე...2 საათით ჩავიძინე.შუადღისას ისევ მოუსმინეს გულისცემას,გამსინჯეს,გახსნა საერთოდ არ იყო მომატებული .4 საათში ვნახოთ კიდევ და მერე წადი სახლშიო.კააარგით ბატონო.ხელახალი მოსმენისას გულისცემა არ მოეწონათ და კიდევ უნდა ვნახოთ საღამოსო.რომ გადაამოწმეს ყველაფერი კარგად იყო,ტკივილმაც მომიარა თითქოს,გახსნაც 1 თითზე როგორღაც ავიდა.მეუღლე ისევ სახლში გავუშვი.წავიდა და დაიწყოოოო,პალატიდან უკვე ვეღარ გავედი,ტკივილისგან ფეხზე ვერ ვდგებოდი.გამაგორეს სკამით ბლოკში,მთელი ღამე ხმამაღლა ვტიროდი,ველოდებოდით 3 სანტიმეტრზე გახსნას გაუტკივარებისთვის.ბოლოს რაღაც ხსნარი დამიდგეს წვეთოვნით,გამაბრუა ცოტა და 1 საათი ძილბურანში ვიყავი.დილის 8 საათზე გამსინჯეს და ჰოი საოცრებავ,გაუტკივარების გაკეთება შეგვიძლიაო.მოვიდა ანესთესზიოლოგი და მედდასთან ერთად.ამიხსნა რასაც აკეთებდა და მეც მორჩილად შევასრულე დავალება.ვიგრძენი მარჯვენა მხარე რომ გაბუჟდა,აი მარცხენა ისევ ისე მტკივა.ალბათ მარჯვენა მხარეს მეტად არის ნემსი და იმიტოვო,გაწია 2-3 მარცხნივ.თან გული მისკდება არ დამადამბლაონ.უცებ ამბობს გავგიჟდები ეხლაო და მეთქი დამერხა .თურმე იმ დებილს მედდას მარცხენა მხარეს არ შეუერთებია ეს მილი თუ კათეტერი.შეაერთეს ახლიდან,მაგრამ რა ხეირი.არ მოქმედებს.ტკივილები კი იმატებს.ყელიც იხსნება ნელნელა.2-3 საათი ამ ნახევრად გაბუჟებულმა გავატარე.უცებ დავატყე რომ მარჯვენა მხარეც ამტკივდა,დავამატებინე 2-3-ჯერ,მაინც არაფერი.მივხვდი რომ გაუტკივარების იმედი არ უნდა მქონოდა.ყელი გაიხსნა 8 სანტიმეტრზე და გაჩერდა,ბავშვიც არ ჩამოდიოდა ქვემოთ.დამაღვრევინეს ძალით წყლები.აუტანელი ტკივილები მაქვს უკვე,ვცდილობდი სწორად მესუნთა,2-ჯერ პატარას გულისცემა ძალიან მისუსტდა.ისე მტკივა ვეღარ ვახერხებ კონცენტრირებას.უკვე დავიწყე საკეისროზე ფიქრი,მაგრამ მაინც არ მინდა,იქნებ გადავრჩე,მაგრამ ვატყობ ძალა არ მეყოფა.შეიძლება 1 საათშიც გააჩინო და შეიძლება 5 საათიც გაგრძელდესო.მეუბნებიან ანესთეზიოლოგი მოვა ეხლა და ახალ გაუტკივარებას გაგიკეთებსო,ხალხო ვის ატყუებთ ,8 სანტიმეტრზეა გასხნა,რაღა დროს ახალი გაუტკივარებაა.უკვე ვიხვეწები გამიკეთეთ საკეისრო.არაო,შეძლებო,თან სამშობიაროში რეგისტრაცია რომ გაიარე იქ საკეისროზე არაფერი არ გითქვავს და ვერ გაგიკეთებთო.მეთქი გიჟები არიან ესენი,ჩვენ გადავიხდით თუ დაზღვევასთან რამე პრობლემა გაქვთ,არაო მაგის გამო კი არა,ბუნებრივად ჯობიაო.ეს ოხერი მეც ვიცი როგორც ჯობია,აქამდე ოდნავადაც არ გამივლია გულში საკეისრო,ჩემით მინდოდა გამეჩინა,მაგრამ ვატყობ ძალა მერთმევა,გააკეთეთ რა.მახვეწნინეს 2 საათი,ხმამაღლა ვკიოდი ქართულ-გერმანულად,ჩემმა ქმარმა აღარ იცოდა რა ექნა,ეს ყელიც არაფრით არ იხსნება მეტი.ამ ტანჯვა -წამებაში მოვიდა მთავარი ექიმი,გამსინჯა იმანაც,ვერ გეტყვით რამდენი ხანი გაგრძელდებაო.უკვე მეტს ვეღარ ვუძლებდი და ჩემმა ქმარმა დაუწყო ყვირილი,გაუკეთეთ საკეისროვო.კარგიო და ამოვისუნთე.სასწრაფოდ გამამზადეს,შემაქანეს საოპერაციოში და დაწყებიდან 5 წუთში ჩემმა პატარამ ტირილი დაიწყო,მოთქმით ტიროდა.დამიარა ჟრუანტელმა.მამას დაუძახეს და 2 წუთში მომიყვანა მამიკომ ატირებული,ლოყასთან მომადო და გაჩუმდა.ბედნიერი ვიყავი უზომოდ,ოღონდ ცრემლი არ გადმომვარდნია,არადა ყოველთვის მეგონა ჩემს შვილს რომ დავინახავდი გავსკდებოდი ტირილით biggrin.gif.სამაგიეროდ გუშინ სახლში რომ მოგვყავდა მანქანაში მოვაღე პირი,მივხვდი რომ სულ შეიცვალა ყველაფერი,ყველაფერმა ამ პატარა არსების გარშემო დაიწყო ტრიალი და მთელი ცხოვრება ამის გარშემო იქნება აწყობილი.ასე იყო ჩემი მშობიარობის ამბავი.კიდევ კარგი მართლა საკეისრო გავაკეთებინეთ,36 სმ ქონდა ბავშვს თავის გარშემოწერილობა,გამოტევა არ უნდოდა?

რამდენი მიწერია....

Posted by: blblbl 22 Jul 2012, 17:02
teoni
გილოცავ როგორ გაწვალეს რა sad.gif ისე გამიკვირდა საზღვარგარეტ ერთ ტიტზეც აკეთებენ ხოლმე გაუტკივარებას და შენრ ატო არ გაგიკეთეს,თან არასწორად ჩაგიდგეს ისეტი შტაბეჭდილება დამრჩა რომ არ იცოდნენ წესიერად biggrin.gif მთავარია უკან დარჩა ყველაფერი და აპტარა ანგელოზი გყავს ახლა 2kiss.gif

Posted by: teoni 22 Jul 2012, 17:09
blblbl
დიდი მადლობა smile.gif
3-4 სანტიმეტრზე ვაკეთებთ,უმჯობესია 4-ზე გაგიკეთოთო,მაგრამ რომ შემატყეს როგორ მტკიოდა 3-ზეც დამთანხმდნენ.რა გააკეთეს ვერ მივხვდი.ეძახე განვითარებული გერმანია.

Posted by: Janiss 23 Jul 2012, 02:38
QUOTE
მანქანაში მოვაღე პირი,მივხვდი რომ სულ შეიცვალა ყველაფერი,ყველაფერმა ამ პატარა არსების გარშემო დაიწყო ტრიალი და მთელი ცხოვრება ამის გარშემო იქნება აწყობილი

love.gif


teoni
QUOTE
ეძახე განვითარებული გერმანია.

მე შენზე უარესი მელის ვეჭვობ vis.gif

Posted by: tevzebii 23 Jul 2012, 04:52
QUOTE (teoni @ 22 Jul 2012, 17:09 )
blblbl
ეძახე განვითარებული გერმანია.

გილოცავ პატარა ვაჟკაცს.

მე მგონია რო ქართველი ექიმე გაცილებით სწრაფად იღებენ გადაჭყვეტილებას, ამერიკაში ვცხოვრობ, 2 კვირის წინ მარჯვენა მხარე საშინლად მტკიოდა, მშობიარობის დაწყებაც ძალიან ადრე იყო, დილის 9 საათიდან მეორე დღის 12 საათამდე არკვევდნენ ბრმა ნაწლავი იყო თუ თირკმელი, თანაც არ მაჭმევდნენ ბრმა ნაწლავი არ იყოსო, მეორე დღეს 12-ზე ექიმი მოვიდა და მითხრა ნეკნეები გტკივაო facepalm.gif

Posted by: sapple 23 Jul 2012, 10:35
teoni
შენმა მშობიარობამ ნაწილობრივ ჩემი გამახსენა...
გული ამიჩუყდა cry.gif love.gif love.gif

Posted by: Pop-corn 23 Jul 2012, 10:36
teoni
რა გიწვალია, მაგრამ იმედია მალე დაგავიწყდება, გილოცავ!! bis.gif

tevzebii
QUOTE
მე მგონია რო ქართველი ექიმე გაცილებით სწრაფად იღებენ გადაჭყვეტილებას, ამერიკაში ვცხოვრობ, 2 კვირის წინ მარჯვენა მხარე საშინლად მტკიოდა, მშობიარობის დაწყებაც ძალიან ადრე იყო, დილის 9 საათიდან მეორე დღის 12 საათამდე არკვევდნენ ბრმა ნაწლავი იყო თუ თირკმელი, თანაც არ მაჭმევდნენ ბრმა ნაწლავი არ იყოსო, მეორე დღეს 12-ზე ექიმი მოვიდა და მითხრა ნეკნეები გტკივაო facepalm.gif

ვაიმე აქ ისეთებს წერენ ვინც საქართველოში არაა იქაურ ექიმებზე, რომ ლამის მიხარია რომ აქ ვაჩენ და დავაფასე ჩვენი ექიმები smile.gif)

Posted by: noniko77 23 Jul 2012, 10:40
teoni
გერმანიში რომ ხარ ვიცი. სად იმშობიარე? უნი-კლინიკუმში? თუ კერძო სამშობიაროში?

Posted by: teoni 23 Jul 2012, 16:39
Janiss
წინასწარ ნუ იხეთავ გულს ,არაფერი უარესიც არ გელის wink.gif
tevzebii
დიდი მადლობა.
ხანდახან მაგრად წაუშტერებენ.
საკეისროდან მეორე დღესვე ჩვეულებრივად მქონდა მაპატიეთ და კუჭის მოქმედება,მაგრამ მეოთხე დღეს რა ჭირი მეტაკა ვერ გავიგე,ისე ცუდად გავხდი,თავს ვისულიერებდი.რაღაც სანთელი მომცეს და არ მიშველა.ვეუბნები ადამიანებო ვკვდები,სადაცაა გავსკდები,ჭირის ოფლი მასხავს და ესენი კიდევ შენ უკვე გქონდა მეორე დღეს კუჭის მოქმედება და ეხლა მეტს ვერაფერს მოგცემთო.კინაღამ მუხლის ჩოქზე დავუდექი და ძლივს გაიმეტეს წვეთები.



Pop-corn
ცუდი და კარგი ყველგან არის,მაგრამ ამათმა ბუნებრიობამ ტვინი წაიღო.

noniko77

არა,უნი-კლინიკებში სპეციალურად არ წავედი,არ ვარგანან და ამატმა უარესი მიყვეს.

Posted by: tamusinka 24 Jul 2012, 15:54
teoni

კიდე კარგად აგიტანია ყველაფერი. გილოცავ, რომ უფრო მეტი არ გაწვალეს, მშვიდობიანად ჩაიარა ყველაფერმა და ჩაგახუტეს შენი პაწკუ. ღმერთმა დიდი და ბენდიერი გაგიზარდოს smile.gif



we are 3
ვასასი


გილოცავთ smile.gif როგორ მიყვარს კარგი მოგონებები. ღმერთმა სულ ბედნიერები გამყოფოთ თქვენ პატარებთან.

Posted by: angelgirl 24 Jul 2012, 18:19
we are 3

მაგრად დაფაცურებულხართ biggrin.gif გილოცავ,ბედნიერი დედიკო ყოფილიყავიsmile.gif

ვასასი
QUOTE
ოთახი მივალაგე


biggrin.gif მაგარი ხარ რა biggrin.gif

QUOTE
მე ვიყავი ყველაზე ამაყი, ყველაზე ბედნიერი, ყველაზე ამაღლებული, თითქოს ბედნიერებისგან მთელს დედამიწას ზემოდან დავყურებდი. ვიწექით ასე მთელი მარადისობა , დავკარგე დროის და სივრცის შეგრძნება და მე მინდოდა ეს მარადისობა არასოდეს დამთავრებულიყო, ეს შეგრძნება და წუთები მთელი ცხოვრება დამმახსოვრებოდა.ეს იყო ღვთიური, შეუცნობელი, სულიერი კავშირი, რომელიც მარტო დედასა და შვილს შორის არის.


გენაცვალე შენ smile.gif ასე კარგად რომ ჩამოაყალიბე ჩემი,შენი და დედკოების შეგრძნებები.
* * *
teoni

ოხ მაგ გერმანელებს რა ვუთხარი რა მე, არ ჯობია ეხლა მაგათ ემბრიოს ექიმები? ჩემი ლელა ექიმიიი,მაგას ვენაცვალე მე biggrin.gif

უმჯობესია 4-ზე გაგიკეთოთო

საინტერესოა რა .. არადა მე ლელამ ერთ თითზე გამიკეთა გაუტკივარება,მეც შენსავით არ ემხსნებოდა ყელი
აბა შენ იცი თეაა :* მთელი სულით და გულით გისურვვებ ძალიან დიდ ბედნიერებას :**********

Posted by: sapple 24 Jul 2012, 19:36
angelgirl
რა საინტერესოა,მე სანამ 2 თითზე არ გავიხსენი მანამდე გაუტკივარება არ გამიკეთეს,ისიც იმ ღამეს ნაცნობი ექიმი მორიგეობდა და მაგან ჩამიწყოbiggrin.gif
რატომ აქვს ყველა სამშობიაროს საკუთარი სტანდარტები?თუ ერთგან 1თითზეც უკეთებენ,მეორეგან რატომ არა???

Posted by: DiTrIx 25 Jul 2012, 22:20
teoni
ვაიმეეე: ( როგორ გიწვალია;'(((( კიდევ ერთხელ გილოცავ პატარა კახელიის დაბადებას: *:*

Posted by: Tata-tatu 4 Aug 2012, 12:18
მეც დავწერ თუ მაცადა ჩემმა კნუტმა smile.gif მოკლედ 21ში მეგობარმა ფართზე დაგვპატიჟა და რადგან ჩემი გოგო არაფერს ფიქრობდა წავედით...იქედან გვიან მოვედით და რაღაც თითქოს მუცელი მივლიდა, მარა ყურადღება არ მიმიქცევია და ეს ყველაფერი ჩემ მუცელღორობას დავაბრალე biggrin.gif მარა 5ზე გამეღვიძა გამთენიისას და მივხვდი რომ რაღაც ისეთი ხდებოდა რომ მალე ვნახავდი ჩემი გოგოს...8საათამდე ვითბინე ძალიან არ მტკიოდა მერე წყალი გდავივლე ჩემი ქმარი გავაღვიძე ავიღეთ ჩანთები და წავედით სამშობიაროში smile.gif მოკლედ 10ზე გამსინჯეს და 3სმ.ზე ხარ გახსნილიო, ექთანმა ტვინი წაიღო დარჩი მაინც გამოუცდელი ხარ და მალე მოტრიალდებით და რაღატო უნდა იაროთო... მეც დავრჩი ავედით მე და დედა ზემოთ ჩავიცვი გავემზადე და ვზივარ ველოდები ტკივილებს, რომელზეც ლეგენდები დადის მარა არ მტკივა ისე როგორც უნდა მტკიოდეს biggrin.gif 2ზე შემოვიდა ჩემი ექიმი და 4სმ.მდეა გახსნაო და დამაჩქარებელი ჩამიდო. ცოტა გამიხშირდა და მომემატა ტკივილი მარა ისე ძალიან არა ხან ბურთზე ვიჯექი ხან დავდიოდი ნუ მოკლედ ვცდილობდი მივშველებოდი ჩემ ყელს მალე, რომ გახსნილიყო..6ზე შემოვიდა ექიმი და გახსნა ისევ 4სმ.ზე იყო თან ისე მეტკინა ეს გასნიჯვა მშობიარობა არ მტკენია მასე, დავიწყე ტირილი საკეისრო გამიკეთეთქო მარა არავინ მისმენდა. დედაჩემი მაწყნარებდა და ცოტა დავმშვიდი მარტო რა უნდა მექნა ვერ წარმომიდგენია. მოვიდა 9საათი გახსნა ისევ 4სმ. და ტკივილი უკვე მომატებულ- გახშირებული თან ამ ყველაფერს ისიც ემატებოდა რომ წყლები არ მქონდა დაღვრილი ბრტყელი ბუშტი იყო თუ რაღაც და თავისით არ გასკდა წყლები დამაღვრევინეს და მაშინ დაიყო ტკივილის პარადი უკვე საშინლად აუტანლად მტკიდა ძალა საერთოდ აღარ მქონდა მთელი დღე თითქმის არაფერი მქონდა ნაჭამი. შოკოლადი და წყალი ამომიტანეს ძალით მატენიდნენ პირში თორე უკვე სიარულიც მიჭირდა ვიწექი მარცხენა მხარეს და ჩუმად ვტიროდი. 11ზე 8სმ.ზე გავიხსენი და ექიმმა 2ზე იმშობიარებო უკვე ისე ვიყავი ოღონდ მალე მემშობიარა და მეტი არაფერი მინდოდა. 12დან საშინელი ტკივილი დამეწყო დედაჩემიც ჩემთან ერთად ტიროდა ჩემ შემხედვარე მართლა ძალა გამოცლილი ვიყავი და იმაზე ვტიროდი ბავშვი არ მოვგუდო ასე რომ ვართქო. 1ზე ჭინთვბში გადავიდა ტკივილი უკვე აღარ მტკიოდა გადასხმა დამიყენეს გონებაზე რომ მოვსულიყავი. ფეხე ვიდექი და მეძინა ვერ ვაზროვნებდი ჭინთვა რომ მომივლიდა რეაქცია არ მქონდა. მერე ერთი ორჯერ ისე მომიარა მივხვდი რომ მოძვრებოდა ჩემი გოგო დამაწვინეს და 4გაჭინთვაში გაჩნდა ჩემო გოგო smile.gif მაგზე მაგარი გრძნობა არაფერია სულ დამავიწყა ის ტკივილები რაც მქონდა გულზე მაწვა გალურჯებული (ბევრი წყლები ქონდა ნაყლაპი) და კიოდა გამწარებული biggrin.gif მერე ამაცალეს და აწონ-გაზომეს გამიჩენია 3,900 54სმ....თურმე სისხლდენა დამემართა მე არაფერი მითხრეს მარა ჩემ მეანს რომ შევხედე სახეზე მივხვდი რაღაც ხდებოდა ეს მეორე დღეს გავიგე...მერე ჩაჭრილ-ჩახეული მკერეს დავტანჯე იმდენი ნაკერი მედო... მარა ამას რომ ვუყურებ ვხვდები რომ არაფერია ამისი ფასი ჩემ ცხოვრებაში love.gif ყველას უპრობლემო და სწრაფ მშობიარობას გისურვებთ 2kiss.gif უი ხო ჩემმა გოგომ მამიკოს დაუჯერა და ლომი გაჩნდა 2საათი გადააცილა და 23ში გამოძვრა ეტყობა მერეც მაგას დაუჯერებს biggrin.gif

Posted by: ninuwki 4 Aug 2012, 13:05
Tata-tatu
გენაცვალეთ,ღმერთმა ბედნიერები გამყოფოთ 2kiss.gif

Posted by: tatuuu 4 Aug 2012, 13:26
Tata-tatu
გილოცავ კიდე ერთხელ, ღმერთმა ჯანმრთელები და ბედნიერები გამყოფოთ 2kiss.gif

Posted by: teoni 4 Aug 2012, 14:57
Tata-tatu
უფ შენც კარგად გიწვალია.
გილოცავ კიდევ ერთხელ 2kiss.gif
ჩემი გაბრიელის ზომა-წონა დაბადებულა შენი გოგოც.

QUOTE
მაგზე მაგარი გრძნობა არაფერია სულ დამავიწყა ის ტკივილები რაც მქონდა

აი ეს რომ ვერ გამოვცადე ძალიან მწყდება გული და საერთოდაც მგონია თითქოს მე არ გამიჩენია ჩემი შვილი (საკეისროს გამო) rolleyes.gif
მშურს იმათი ვინც გაუძლო და ბუნებრივად იმშობიარა.როგორ მინდოდა ბევრი შვილი,ეხლა 3 ,ჰააჰაა მაქსიმუმი 4 უნდა მყავდეს.

Posted by: Tata-tatu 5 Aug 2012, 17:01
teoni
მეც ვიხვეწებოდი გამიკეთეთ საკეისროთქო მარა ვინ გისმინა biggrin.gif ჩემი ექიმი იმას ჩამჩიჩინებდა შესაშური მენჯები გაქვს საკეისროს ვერ გაგიკეთებო, მარა სულ მეკიდა ჩემი განიერი მენჯები ისე ვიყავი biggrin.gif ისე დედაჩემი რომ არ ყოფილიყო ალბათ გავგიჟდებოდი......ამის შემდეგ კიდე 100000000000ჯერ მეტად დავაფასე რაღაც სულ სხვანაირად შევხედე არვიცი მარტო მე ვარ მასე თუ ყველას ეცვლება დამოკიდებულება დედისადმი smile.gif

Posted by: temosabasdeda 5 Aug 2012, 18:58
მოკლედ მოვედი იქნებ მოვასწრო დაწერა სანამ რომელიმე ჩემი შვილი დამიზახებს biggrin.gif.მოკლედ 29 ღამე ამტკივდა ცოტა წელი და მიცელი წავედით არაფერი არააო და გაომიშვეს უკან. მთელი ღამე საშინლად მტკიოდა დილით სისხლიანი გამონადენი მქონდა დავურეკე ჩემს ქმარს წავედით ახლა სიცოცხლეში ისევ.2 თითზე ხარ მაგრამ არ დაგტოვებთ წადი და თუ მოგემატოს მოდიოო ვაიმეე ნერვები მომეშალა წამოვედი არადა მტკივა ეს ოხერი.გავიარეთ მაცდონალდში მე და ჩემმა ქმარმა სალათი და ნაყინი ვჭამეთ მერე შავი შოკოლადი დავაყოლე მოვედი სახლში უკვე მაგრად მტკივა ვითმინე 5 საათამდე ისევ წავედით გამსინჯეს კიდევ 3 თIთზე ვიყავი. ამიყვანეს ბლოკში თურმე ჩემს ქმარს უთქვამს თუ შეიძლება დავესწროო ხოდა ექიმმა დართო ნება .მე არ მინდოდა მაგრამ გამომიცხადა წიხლით რომ გამაგდო მაინც არგავალ აქედანო.biggrin.gif მოკლედ ბრტყელი ბუშტი მქონდა და გამიხეთქეს ბუშტი აი მაშIნ დაიწყოოოოო ვიხვეწები გაუტკივარებას მაგრამ აღარ გინდა 4 თითზე ხარ უკვეო. ხოდაა 1 საათსი კიდეც გამოძვრა ჩემი ცქნაფო smile.gif)))) ყველაფერი დამავიწყდა იმ წუთში .ჩEმს ქმარს ცრემლებით ჰქონდა სავსე თVალები .ბედნიერებაა ყველა ქალმა უნდა გამოსცადოს ეს მომენტი smile.gif ნაკერებს გადავრჩი რაც მთავარია .

Posted by: kvatunia24 5 Aug 2012, 20:10
temosabasdeda
ღმერთმა გაგიზარდოს შენი პატარა ქალბატონი, დალოცვილი იყოს უფლისგან მუდამ smile.gif რა იოლი მშობიარობა გქონია უცებ უცებ 2kiss.gif

Posted by: Pop-corn 5 Aug 2012, 21:23
temosabasdeda
თითქოს ესე უცებ და ადვილად, არადა იქამდე 2 დღე როგორ წვალობდი რო არ ეღირსა არაფრით smile.gif

Posted by: Janiss 6 Aug 2012, 00:34
თქვენ ნაწერებს რომ ვითხულობ,ასე მგონია ჩემი მომავალი მსობიარობის აბებს ვკითხულობთქო.რა უცნაური შეგრძნებაა.
weep.gif ტკივილების ისე მეშინია,გული მისკდება.


Tata-tatu
temosabasdeda
ორივეს გილოცავთ bis.gif




teoni
QUOTE
როგორ მინდოდა ბევრი შვილი,ეხლა 3 ,ჰააჰაა მაქსიმუმი 4 უნდა მყავდეს.

ვაიმეეეე,ყოჩაღ შენ biggrin.gif ისე გავწამდი.მე ამის მეტს არ ვაპირებ(ღმერთმა ჯანმრთელი გამიჩინოს და არ მიწყონოს ამას რომ ვამბობ).

Posted by: teoni 6 Aug 2012, 01:11
Janiss
QUOTE
ვაიმეეეე,ყოჩაღ შენ biggrin.gif ისე გავწამდი.მე ამის მეტს არ ვაპირებ(ღმერთმა ჯანმრთელი გამიჩინოს და არ მიწყონოს ამას რომ ვამბობ).

მოიცა კაცო,1 შვილი რა არის.მე 3 მეცოტავება ჯერჯერობით biggrin.gif

Posted by: bubu737 9 Aug 2012, 16:31
temosabasdeda
შენი წყალი გადამესხას! ასეთი სწრაფი და იოლი მშობიარობა მეც მინდა, თან ყველაზე მაგარი ნაკერების გარეშე!!! ჯამრთელი ბაია გაგეზარდოს!!! 2kiss.gif

Posted by: ketketket 16 Aug 2012, 18:39
როგორ დაივიწყეს ეს თემა არავინ არ წერს, ვინც იმშობიარეთ გაგვიზიარეთ თქვენი ემოციები love.gif

Posted by: vinnie 22 Aug 2012, 15:39
QUOTE
მეც დავწერ თუ მაცადა ჩემმა კნუტმა smile.gif მოკლედ 21ში მეგობარმა ფართზე დაგვპატიჟა და რადგან ჩემი გოგო არაფერს ფიქრობდა წავედით...იქედან გვიან მოვედით და რაღაც თითქოს მუცელი მივლიდა, მარა ყურადღება არ მიმიქცევია და ეს ყველაფერი ჩემ მუცელღორობას დავაბრალე biggrin.gif მარა 5ზე გამეღვიძა გამთენიისას და მივხვდი რომ რაღაც ისეთი ხდებოდა რომ მალე ვნახავდი ჩემი გოგოს...8საათამდე ვითბინე ძალიან არ მტკიოდა მერე წყალი გდავივლე ჩემი ქმარი გავაღვიძე ავიღეთ ჩანთები და წავედით სამშობიაროში smile.gif მოკლედ 10ზე გამსინჯეს და 3სმ.ზე ხარ გახსნილიო, ექთანმა ტვინი წაიღო დარჩი მაინც გამოუცდელი ხარ და მალე მოტრიალდებით და რაღატო უნდა იაროთო... მეც დავრჩი ავედით მე და დედა ზემოთ ჩავიცვი გავემზადე და ვზივარ ველოდები ტკივილებს, რომელზეც ლეგენდები დადის მარა არ მტკივა ისე როგორც უნდა მტკიოდეს biggrin.gif 2ზე შემოვიდა ჩემი ექიმი და 4სმ.მდეა გახსნაო და დამაჩქარებელი ჩამიდო. ცოტა გამიხშირდა და მომემატა ტკივილი მარა ისე ძალიან არა ხან ბურთზე ვიჯექი ხან დავდიოდი ნუ მოკლედ ვცდილობდი მივშველებოდი ჩემ ყელს მალე, რომ გახსნილიყო..6ზე შემოვიდა ექიმი და გახსნა ისევ 4სმ.ზე იყო თან ისე მეტკინა ეს გასნიჯვა მშობიარობა არ მტკენია მასე, დავიწყე ტირილი საკეისრო გამიკეთეთქო მარა არავინ მისმენდა. დედაჩემი მაწყნარებდა და ცოტა დავმშვიდი მარტო რა უნდა მექნა ვერ წარმომიდგენია. მოვიდა 9საათი გახსნა ისევ 4სმ. და ტკივილი უკვე მომატებულ- გახშირებული თან ამ ყველაფერს ისიც ემატებოდა რომ წყლები არ მქონდა დაღვრილი ბრტყელი ბუშტი იყო თუ რაღაც და თავისით არ გასკდა წყლები დამაღვრევინეს და მაშინ დაიყო ტკივილის პარადი უკვე საშინლად აუტანლად მტკიდა ძალა საერთოდ აღარ მქონდა მთელი დღე თითქმის არაფერი მქონდა ნაჭამი. შოკოლადი და წყალი ამომიტანეს ძალით მატენიდნენ პირში თორე უკვე სიარულიც მიჭირდა ვიწექი მარცხენა მხარეს და ჩუმად ვტიროდი. 11ზე 8სმ.ზე გავიხსენი და ექიმმა 2ზე იმშობიარებო უკვე ისე ვიყავი ოღონდ მალე მემშობიარა და მეტი არაფერი მინდოდა. 12დან საშინელი ტკივილი დამეწყო დედაჩემიც ჩემთან ერთად ტიროდა ჩემ შემხედვარე მართლა ძალა გამოცლილი ვიყავი და იმაზე ვტიროდი ბავშვი არ მოვგუდო ასე რომ ვართქო. 1ზე ჭინთვბში გადავიდა ტკივილი უკვე აღარ მტკიოდა გადასხმა დამიყენეს გონებაზე რომ მოვსულიყავი. ფეხე ვიდექი და მეძინა ვერ ვაზროვნებდი ჭინთვა რომ მომივლიდა რეაქცია არ მქონდა. მერე ერთი ორჯერ ისე მომიარა მივხვდი რომ მოძვრებოდა ჩემი გოგო დამაწვინეს და 4გაჭინთვაში გაჩნდა ჩემო გოგო smile.gif მაგზე მაგარი გრძნობა არაფერია სულ დამავიწყა ის ტკივილები რაც მქონდა გულზე მაწვა გალურჯებული (ბევრი წყლები ქონდა ნაყლაპი) და კიოდა გამწარებული biggrin.gif მერე ამაცალეს და აწონ-გაზომეს გამიჩენია 3,900 54სმ....თურმე სისხლდენა დამემართა მე არაფერი მითხრეს მარა ჩემ მეანს რომ შევხედე სახეზე მივხვდი რაღაც ხდებოდა ეს მეორე დღეს გავიგე...მერე ჩაჭრილ-ჩახეული მკერეს დავტანჯე იმდენი ნაკერი მედო... მარა ამას რომ ვუყურებ ვხვდები რომ არაფერია ამისი ფასი ჩემ ცხოვრებაში love.gif ყველას უპრობლემო და სწრაფ მშობიარობას გისურვებთ 2kiss.gif უი ხო ჩემმა გოგომ მამიკოს დაუჯერა და ლომი გაჩნდა 2საათი გადააცილა და 23ში გამოძვრა ეტყობა მერეც მაგას დაუჯერებს biggrin.gif


მეც ესე ვიყავი სისხლდენა დამეწყო და საშინელი ნაკერები მედო,ხელით შევიდა ექიმი საშვილოსნოში და მასაჟები გამიკეთა,ძალიან მტკივნეული იყო. ბავშვი კაი ხანი დალურჯებული იყო,მაგრამ მე გაუტკივარება გავიკეთე და ეგ ტკივილები არ მქონია ჭინთვები გამიჭირდა საშინლად 4 და 300 დაიბადა და ძლივს გამოძვრა

Posted by: Qali 23 Aug 2012, 12:48
angelgirl
QUOTE
ჩემი ლელა ექიმიიი,მაგას ვენაცვალე მე

ეს ლელა თანდაშვილზეა საუბარი ?

Posted by: tatuuu 27 Aug 2012, 20:22
ჩემ პაწუკას ძინავს და დავწერ ჩემ მოგონებებსაც, მართალია ცუდი მოგონებები მაქვს, მაგრამ რაც იყო, იყო smile.gif მინდოდა ყოველთვის კარგი მოგონება დამეწერა აქ
მოკლედ 22-ში დილით, 6-ს აკლდა წუთები მუცლის ტკივილმა გამაღვიძა, ვიფიქრე კუჭში მინდა ალბათ გასვლა და არ მივაქციე ყურადღება, კი გავიფიქრე ნეტა ეს ის ტკივილი ხო არაა თქო, მოკლედ გადავბრუნდი და ვცადე დაძინება, გავიდა 2 წუთი ისევ მომიარა, შევედი ტუალეტში და სისხლიანი გამონადენი მქონდა. გავაღვიძე ჩემები, გადავივლე ტანზე და წავედი ჯან.სახლში. მორიგე ექიმმა გამსინჯა 7-ის ნახევარზე და 1 თითე ვიყავი გახსნილი. ჩამაცვეს ხალათი, მომამზადეს და ამიყვანეს წინა სამშობიარო ბლოკში. წამოწოლილი ვიყავი... რაც დრო გადიოდა ტკივილი მემატებოდა, თან შუალედი მცირდებოდა, თავიდან 10 წუთში ერთხელ მქონდა და ძალიან მალე 5 წუთში ერთხელ... ტკივილი ხდებოდა უბრალოდ აუტანელი, თან მე ტკივილს ვუძლებ ძალიან მაგრა, მაგრამ ვგრძნობდი რო ეს რაღაც აუტანელი ტკივილი იყო. უკვე წამოწოლილი ვეღარ ვჩერდებოდი ისე მტკიოდა მუცელი, დავიწყე სიარული... შუალედი მცირდებოდა, უკვე 3 წუთში ერთხელ მტკიოდა და ტკივილი მემატებოდა და მემატებოდა ყოველ წუთს... ცრემლები თავისით მდიოდა... ველოდებოდით ამირანს, ყველას ეგონა რომ რადგან ესე მაგრა მტკიოდა მუცელი და შუალედი უკვე 3 წუთი იყო, გახსნილი ვიქნებოდი. 11 საათზე მოვიდა ამირანი და გამსინჯა, არაფერი არ უთქვია რამდენ თითზე იყო გახსნა, ცუდი სახე ქონდა ერთი ეს შევამჩნიე და მკითხა როგორი ტკივილი მქონდა და რამდენ წუთში ერთხელ, რო ვუთხარი, რაღაც არ გეტყობა შენ ეს ტკივილი რო გქონდეს და ესეთი ინტერვალითო და წავიდა. ვერ მივხვდი რას ნიშნავდა, გადავირიე, ვიჯექი და ველოდებოდი კიდე როდის გამსინჯავდა. ნახევარ საათში შემოვიდა და ეგრევე ვკითხე რამდენ თითზე ვარ თქო და ისევ ერთზეო და როგორც ჩანს კაი ხანი ვერ გაიხსნებიო და ესეთი ტკივილი თან 3 წუთიანი შუალედით 1 თითზე არ უნდა გქონდესო. გაუტკივარება მოვთხოვე მერე და 1 თითზე არ ვაკეთებდო, 2 თითზე რო გაიხსნები მერეო. 2 თითზე ალბათ 5 საათში გავიხსნებოდი და მანდ გავჭედე უკვე... ისე ყოველთვის მიკვირდა და ეხლაც მიკვირს როგორ იძინებენ და "ისვენებენ" მოვლითი ტკივილის დროს... ისეთი კოშმარული ტკივილი მქონდა ცრემლები მომდიოდა და აღარაფერზე ვფიქრობდი, არც ბავშვზე... ბოლოს გავჭედე და საკეისრო მოვითხოვე, თურმე ქორიძეც უკვე ჩემზე ფიქრობდა საკეისროს, არ მომწონს ესეთი ტკივილი რომ აქვს ესეთი მოკლე ინტერვალით და არ იხსნებაო.. მოკლედ ასე ვთქვათ დაემთხვა ჩემი და ქორიძის აზრები... დავიწყეთ საკეისროსთვის მზადება, სპინალური მოვითხოვე, ყოველთვის სპინალური მინდოდა თუ საკეისრო გადაწყდებოდა, ამიღეს სინჯები და საბედნიეროდ არ აღმოვჩნდი ალერგიული. შემიყვანეს საოპერაციოში, გამიკეთეს სპინალური, რომელიც რატომღაც საერთოდ არ მტკენია, არადა რაღაც საშინელებას მოველოდი. მოკლედ დაიწყო ოპერაცია. მეგონა ვერაფერს ვიგრძნობდი , არადა ყველანაირ შეხებას ვგრძნობდი მუცელზე, ნუ სასიამოვნო ნამდვილად არ იყო. ოპერაცია დაიწყო თუ არა მესმის ამირანის სიტყვები, კიდევ კარგი ამ გოგომ საკეისრო გადაწყვიტაო, ეგრევე ვკითხე რატო რა ხდება თქო, საშვილოსნო გაქვს იმდენად თხელი რო ფიოზოლოგიურად უბრალოდ ვერ იმშობიარებდი, 100% გაიხვრიტებოდა და გასკდებოდაო, ამის მერე უფრო ბედნიერად ვიწექი და მიხაროდა რო საკეისროს ვიკეთებდი (იმის მიუხედავად რომ ძალიან არ მინდოდა თავიდან). თან მესმოდა შუა ოპერაციის დროს ამირანის უკმაყოფილო ფრაზები, ეხლა აღარ მახსოვს ზუსტად რას იძახდა ისეთი გათიშული ვიყავი ემოციებისგან... მახსოვს რო ვერ ამოყავდათ ბავშვი, ვერ ვკიდებ ხელს თავი აქვს ძალიან ცუდ ადგილას მოხრილიო... ვიფიქრე ვსიო გაიგუდება ბავშვი... 5 წუთიანი ჭიდაობის მერე ( ამ ყველაფერს ვგრძნობდი) ამოიყვანეს, ზევით აიხედეო და დავინახე ჩემი ქოჩორიკო love.gif არ ვიცი როგორ ავღწერო სიტყვებით ეს შეგრძნება.. ეს უბრალოდ უნდა გამოცადოს ქალმა ! შოკში ვიყავი, ვუყურებდი და ვერ ვიჯერებდი რო ეს ჩემი შვილი იყო! ჩემი სისხლი და ხორცი, ჩემი ცხოვრება და ყველაზე თბილი და ტკბილი ადამიანი love.gif ეხლაც ჟრუანტელი მივლის წერის დროს... რამდენიმე წამის მერე გავიგე ჩემი გოჭის ტირილი და მომენტალურად ავტირდი მეც, თან ვერ ვაცნობიერებდი რომ ეს ჩემი პაწუკას ტირილი იყო, რომ დადგა ეს უბედნიერესი წუთი ჩემ ცხოვრებაში !
გადამიყვანეს პალატაში და ცოტა ხანში ჩემი კნუტიც მომიყვანეს და ძუძუ მოვაწოვე... სამწუხაროდ ისე ცუდად ვიყავი იმ დროს, საშინლად მაკანკალებდა და წნევა მქონდა ძალიან მაღალი, ვერ მოვისიყვარულე კარგად smile.gif
ოპერაციის მერე ჩემებს დაუძახა ქორიძემ და გადარჩენა მიულოცა...
ამ ყველაფრის მერე ძალიან ცუდად ვგრძნობდი და ვგრძნობ თავს, ორსულებს რომ ვუყურებ, უსიამოვნო ჟრუანტელი მივლის, არანაირად არ მენატრება ორსულობა, პირიქით, ბედნიერი ვარ რო დამთავრდა ეს ყველაფერი საბეედნიეროდ კარგად...
ესეც ჩემი მოგონება smile.gif
აუ რამდენი მიწერია biggrin.gif მაპატიეთ
წავედი ეხლა ჩემ ქოჩორას მივხედო, იღვიძებს უკვე love.gif

Posted by: ketketket 27 Aug 2012, 20:31
tatuuu
გილოცავ რომ ყველაფერმა მშვიდობით ჩაიარა და უკან მოგრჩა ყველაფერიsmile.gif)) მეც დღემდე მიკვირს ამ ტკივილს როგორ უძლებენ, გაუტკივარებამდე 2 საათი მტკიოდა სანამ 1,5 დან 2,5 გავიხსნებოდი რო გაეკეთებინათ გაუტკივარება, და რამის მოვკვდი, ცრემლები თავისით ჩამომდიოდა მეც ტირილის თავიც არ მქონდა

Posted by: blblbl 27 Aug 2012, 20:38
tatuuu
გილოცავ,ღმერთმა გადაგარჩინათ smile.gif ისე ეგ ექოზე არ ჩანდა ნეტა ?

ketketket
QUOTE
მეც დღემდე მიკვირს ამ ტკივილს როგორ უძლებენ,

ყველას არ აქვს მასEტი ძლიერი ტკივილი,ზოგი უბრალოდ პრინციპზე დგას biggrin.gif უაზრო პრინციპზე ოღონდ :დ ზოგი თვლის რომ ეგ ტკივილი უნდა გამოცადოს შვილის გამო biggrin.gif

Posted by: ketketket 27 Aug 2012, 20:43
blblbl
მეც მაგრად ვუძლებ ტკივილს, რა გაუტკივარება ისეთი შევედი სამშობიაროში, მაგრამ ეს იყო არა ამქვეყნიური ტკივილი lol.gif lol.gif ვითხოვდი მორფი გამიკეთეთ გამთიშეთთქო lol.gif lol.gif lol.gif lol.gif

Posted by: kikoliko87 27 Aug 2012, 20:44
tatuuu
გილოცავ, ღმერთმა ჯანმთელი გაგიზარდოს, უბედნიერესი დედიკო ყოფილიყავი მთელი ცხოვრება... love.gif kiss.gif

sad.gif რაღაც განვიცადე ძალიან ,ნეტა შენს ადგილას ვიყო და უკვე გაჩენილი მყავდეს facepalm.gif givi.gif

Posted by: tamusinka 27 Aug 2012, 20:59
tatuuu

გილოცავ პაწკუს მშვიდობიანად გამობრძანებას smile.gif მიყვარს ეს ქორიძე რა. შეუძლია მაგ კაცს სწორი გადაწყვეტილების დროულად მიღება, ყველა კი არ გაგიკეთებდა საკეისროს.

Posted by: sapple 27 Aug 2012, 21:12
tatuuu
შენმა მოგონებებმა ჩემი გამახსენა,მეც არ ვიხსნებოდი დიდ ხანს და ვიხვეწებოდი გაუტკივარებას და 2 თითზე სანამ არ ავიდა არ გამიკეთეს და საკეისროს ფიქრობდა გაგუა და ეს რომ გავიგე ძააან შევშინდი. გაგუა აქეთ რომ შემოგთავაზებს საკეისროს ესეიგი ცალი ფეხი სამარეში გაქვს biggrin.gif (ვხუმრობ)
მოკლედ მთავარია ყველაფერმა მშვიდობიანად ჩაიარა. ბედნიერ დედობას გისურვებ 2kiss.gif bis.gif
QUOTE
არანაირად არ მენატრება ორსულობა, პირიქით, ბედნიერი ვარ რო დამთავრდა ეს ყველაფერი საბეედნიეროდ კარგად...

მე კიდევ პირიქით,ორსულებს შევნატრი,ძალიან ბედნიერი პერიოდი იყო ჩემთვის. love.gif love.gif

Posted by: sunnn 27 Aug 2012, 21:34
tatuuu
მთავარია ყველაფერმა კარგად ჩაიარა. ღმერთს უყვარხართ შენ და შენი ქოჩორა wink.gif 2kiss.gif

Posted by: _SisterofNight_ 27 Aug 2012, 22:23
tatuuu

გილოცავ, ჯანმრთელობას და სიხარულს გისურვებთ. ერთი რამე მაინტერესებს, საშვილოსნო თხელი გაქვსო რომ გითხრა ქორიძემ, ეს მანამდე იცოდი? ესეთი რამე არასდროს არ გამიგია, ეს ეხოზე ჩანს ნეტა? ან როგორ უნა გაუგონ ქალს წინასწარ, ფიზიოლოგიურა მშობიარობისას ხო შეიძლება დენა დაიწყოს და რა უნდა ქნან? მეორეზე რა გითხრა, იმედია მეორე ორსულობის დაგეგმვა შეგიძლია ხო უპრობლემოდ? ნუ ჯერ კი ადრეა მაგაზე ფიქრი, მაგრამ მაინტერესებს თუ გითხრეს რამე ამაზე.

Posted by: amoeka 27 Aug 2012, 22:36
tatuuu
გილოცავ მშვიდობით მშობიარობას, ჯანმრთელობას გისურვებთ დედას და შვილს smile.gif


ასეთი მოგონებების წაკითხვის შვემდეგ რა ადვილად მიმშობიარია მე...

მერე დავწერ როცა ბევრი დრო მექნება smile.gif

Posted by: makavel1 27 Aug 2012, 23:01
tatuuu
გილოცავ ჩემო კარგო, ძალიან კარგად მესმის რასაც ნიშნავს დაუგეგმავი საკეისრო და ის უსიამოვნო შეგრძნება რაც გაქვს, მთლიანად შევდივარ შენს მდგომარეობაში ესე მეგონა ჩემ მოგონებებს წერდი. ღმერთმა ჯანმრთელი გაგიზარდოს, ცუდი ემოციები ნელნელა გაივლის, 5 თვე გადის ჩემი საკეისროდან და ბოლომდე ეხლაც ვერ გამოვსულვარ იმ შოკიდან. ძალიან მიხარია ესე კარგად რომ გადაწყდა ყველაფერი, შენ უნდა თქვა ღმერთს ვუყვარვარო. 2kiss.gif 2kiss.gif 2kiss.gif

Posted by: QoniCo 27 Aug 2012, 23:08
tatuuu
გილოცავ ღმერთმა ჯამრთელი გაგიზარდოს კაცი... love.gif უფლის ნებით ყველაფერი კარგად დამთავრდა... 2kiss.gif

ketketket
QUOTE
მეც მაგრად ვუძლებ ტკივილს

მე ძალიან ძნელად ვიტან ტკივილს და მე მომიწია გაუტკივარების გარეშე მშობიარობა... biggrin.gif
QUOTE
მეც დღემდე მიკვირს ამ ტკივილს როგორ უძლებენ

ზუსტად იმიტომ გაუტკივარების გარეშე რომ თითქმის არ მტკიოდა, სამ ნახევარ თითზე ისე ავედი, რასაც ვგრძნობდი იმას ტკივილი არ ერქვა smile.gif მერე ეტყობა მობეზრდათ ჩემი ლოდინი და დამაჩქარებელი დამიდგეს, მაშინ კი ამტკივად, მაგრამ უკვე გვიანი არისო და 2 საათი კი ვიყავი ბოლოს კოშმარში...

Posted by: algulga 27 Aug 2012, 23:15
tatuuu


ვაიმეეე დამბურძგლააა


რა რთულია ალბათ ამ ყველაფრის გახსენება :"

Posted by: vinnie 28 Aug 2012, 11:41
მე 2.5 თითიზე ისე გავიხსენი ვერც გავიგე,მერე გაუტკივარებაც გავიკეთე და როგორ ვიმშობიარე ვერ გავიგე smile.gif

Posted by: LOTUSi 28 Aug 2012, 12:51
tatuuu

QUOTE
შოკში ვიყავი, ვუყურებდი და ვერ ვიჯერებდი რო ეს ჩემი შვილი იყო! ჩემი სისხლი და ხორცი, ჩემი ცხოვრება და ყველაზე თბილი და ტკბილი ადამიანი  ეხლაც ჟრუანტელი მივლის წერის დროს... რამდენიმე წამის მერე გავიგე ჩემი გოჭის ტირილი და მომენტალურად ავტირდი მეც, თან ვერ ვაცნობიერებდი რომ ეს ჩემი პაწუკას ტირილი იყო, რომ დადგა ეს უბედნიერესი წუთი ჩემ ცხოვრებაში !


love.gif ჩემი საკეისრო გამახსენდა love.gif

გილოცავ 2kiss.gif 2kiss.gif

Posted by: ninuwki 28 Aug 2012, 16:02
tatuuu
გიწვალია მართლა..მაგრამ ყელაფერი შენი ქოჩორას ჩახუტებით რომ დამთავრდა ეგ არის მთავარი 2kiss.gif love.gif

Posted by: sunny night 28 Aug 2012, 16:38
tatuuu
ძალიან მაინტერესება შენი მოგონებები, გიწვალია ცოტა, მაგრამ სამაგიეროდ გვერდით გყავს ახლა შენი გოჭი smile.gif
მაინცდამაინც მოულოდნელი ხო არ ყოფილა შენი საკეისრო და ასე თუ ისე მზად იქნებოდი.
კარგია რომ კარგი ექიმი გყავდა გვერდით და სწორი გადაწყვეტილება მიიღო.

ხალხო, მე რომ მივედი სამშობიაროში, 5 სანტიმეტრზე ვიყავი გახსნილი, ასე თქვა მორიგე ექიმმა, ხოდა ეს რამდენ თითზე გახსნაა?

Posted by: teoni 28 Aug 2012, 16:41
tatuuu
ვაიმე მართლა მეგონა ჩემს ამბავს ვკითხულობდი.
მთავარია კარგად ხართ დედიკო და შვილიკო.

ისე მართლა რა უსიამოვნოა დაუგეგმავი საკეისრო.

sapple

შენც ძნელად იხსნებოდი?







პ.ს. გადავწყვიტე მეორე ბუნებრივად გავაჩინო თუ საშვილოსნო და ნაკერები მაგის საშუალებას მომცემს.

* * *
sunny night
აფსუს რომ შენთვის ბუნებრივად მშობიარობა არ შეიძლებოდა,რა სწრაფად და ადვილად გააჩენდი.
საერთოდ 1 სანტიმეტრში 1 თითს გულისმობენ როგორ ვიცი.

Posted by: tamar1586 28 Aug 2012, 17:21
sunny night
QUOTE
ხალხო, მე რომ მივედი სამშობიაროში, 5 სანტიმეტრზე ვიყავი გახსნილი, ასე თქვა მორიგე ექიმმა, ხოდა ეს რამდენ თითზე გახსნაა?

10 სანტიმეტრი = 5 თითი ჩვენებურად = სრულ გახსნას.

teoni
QUOTE
საერთოდ 1 სანტიმეტრში 1 თითს გულისმობენ როგორ ვიცი.

no.gif

Posted by: ninuwki 28 Aug 2012, 17:23
QUOTE
საერთოდ 1 სანტიმეტრში 1 თითს გულისმობენ როგორ ვიცი.




მეც ვიცი რომ მიახლოებით 2 სანტიმეტრი 1 თითია.. ჯამში 10 სანტიმეტრი უნდა იყოს.

Posted by: tatuuu 28 Aug 2012, 18:33
ketketket
მადლობა
blblbl
მადლობა, როგორც გავიგე არ ჩანს არსად... არაპროგნოზირებადიაო, ესე თქვა ამირანმა
kikoliko87
მადლობა, ნუ გეშინია , ყველაფერი კარგად იქნება და ადვილად იმშობიარებ :*
tamusinka
მადლობა smile.gif კი ნამდვილად მაგ კაცის დამსახურებაა რო ყველაფერი კარგად დამთავრდა
sapple
მადლობა :* მე ჯერ ჯერობით ვერ გამოვდივარ იმ სტრესიდან და იმიტომ ვარ ორსულებზე ესე... ძალიან მაგარი პერიოდი იყო ჩემ ცხოვრებაში ნამდვილად, მაგრამ უბედნიერესი ვარ რო უკან დარჩა ეს ყველაფერი და არაფერი საშიშროება აღარ მემუქრება smile.gif)))
sunnn
მადლობა 2kiss.gif
_SisterofNight_
არა არ ვიცოდი, და როგორც გავიგე არსად არ ჩანს სამწუხაროდ, არაპროგნოზირებადიაო ესე თქვა ქორიძემ, ანუ რისკია რა ფიზიოლოგიირად მშობიარობა. მეორე ორსულობაზე რო ვკითხე , რაღაც ორაზროვანი პასუხი მივიღე, 2-3 წელი მინიმუმ არ უნდა დაორსულდე არავითარ შემთხვევაშიო და მერე მეთქი, და მერე ხო ნუ კიო.. მაგრამ ისეთი პასუხი იყო რო არც კი და არც არა, წესიერად ვერ გავიგე, ალბათ კონტროლის ქვეშ უნდა ვიყო
amoeka
amoeka
makavel1
QoniCo
algulga
მადლობა გოგოებო ყველას 2kiss.gif
იმედია მალე გამოვალ ამ შოკიდან smile.gif
L0TUS
მადლობა 2kiss.gif
ninuwki
2kiss.gif
sunny night
მაინც მოულოდნელი იყო, იმიტო რო ბოლოს 100% გადაწყდა ფიზიოლოგიური, არც თვალი მიშლიდა ხელს, აღარც მენჯი ( არადა ბავშვი დიდი ყოფილა თურმე)
მთავარია ყველაფერი კარგად დამთავრდა ღმერთის წყალობით 2kiss.gif
teoni
2kiss.gif

Posted by: sapple 28 Aug 2012, 21:26
teoni
QUOTE
შენც ძნელად იხსნებოდი?

სამშობიაროში რომ მივედი,წყლები უკვე დაღვრილი მქონდა და არც ერთ თითზე არ ვიყავი გახსნილი და ესე გაგრძელდა რამდენიმე საათი. როგორც მახსოვს საღამოს 9-ის ნახევარზე გამიკეთეს დამაჩქარებელი და ღამის 3-ის ნახევარი იყო 2 თითზე ძლივს რომ გავიხსენი.

Posted by: ninuwki 28 Aug 2012, 22:02
მეც დავწერ მერე ჩემ მოგონებებს როცა ჩავუჯდები კარგად biggrin.gif ბევრი არაფერია მოსაყოლი მაგრამ მაინც,გასამხნევებლად გამოდგება biggrin.gif

Posted by: ketketket 29 Aug 2012, 00:44
ninuwki
მიდი მიდი მაგრად მაინტერესებსsmile.gif) boli.gif boli.gif

Posted by: E_ko 29 Aug 2012, 12:45
tatuuu
ღმერთმა ჯანმრთელები და ბედნიერები გამყოფოთ დედა-შვილი!
რა კარგია ექიმმა დროულად რომ მიიღო სწორი გადაწყვეტილება.

Posted by: B M W lover lady 29 Aug 2012, 13:07
tatuuu
გენაცვალე. ძაან ემოციური იყო .თითქოს მე განვიცადე ეგ ყველაფერი.ღმერთმა ბედნიერები გამყოფოთ შენ და შენი კნუტი.იმედია მალე აღარც კი გემახსოვრება ის ყველაფერი,რამაც ცუდი მოგონება დაგიტოვა :*

Posted by: ninuwki 29 Aug 2012, 15:02
მოკლედ,მეც გადავწყვიტე დამეწერა ჩემი მოგონებები smile.gif მაგრამ არ მადებინებს lol.gif ძალიან დიდი ტექსტია ალბათ?? eek.gif

Posted by: tatuuu 29 Aug 2012, 15:03
E_ko
B M W lover lady
მადლობა :*

Posted by: ingiloo 29 Aug 2012, 15:48
ძლივს გადავწყვიტე დამეწერა ჩემი მშობიარობის მოგონებებიც, 9 თვის შემდეგ. ყველაფერი ისე მახსოვს თითქოს გუშინ მოხდა, და ასე მგონია მთელი ცხოვრება მემახსოვრება ყოველი განვლილი წუთის ემოცია, რამდენი შვილიც არ უნდა გავაჩინო.
მოკლედ, ღამის 4 საათზე დავღვარე წყლები, გული ლამის ამომივარდა ნერვიულობისგან. არ ვიცოდი რა მელოდა. გავაღვიძე ქმარუკა ფრთხილად, არ მინდოდა დაფეთებულიყო. ისიც წამოხტა, შემიმოწმა სხეულის ყველა კუნჭული biggrin.gif დარწმუნდა რომ ყველაფერი ადგილზე მქონდა, დაურეკა ჩემს ექიმს არსენ ონიკაშვილს და ამის მერე წავედით მშვიდად სამშობიაროში. რაზევ ახლა ყველაზე ძალიან მწყდება გული, ისაა რომ ჩემთან არ ავიყვანე ოთახში. ისე ვნერვიულობდი იქ რომ მივედი ვერც მოვიფიქრე, მერე კი აღარ ამოუშვეს. ასე რომ რამოდენიმე საათი ვიწექი მარტო. პატარაც უფრო ხშირ-ხშირად მირტყავდა და ტრიალებდა. მე ყველა დარტყმაზე ტირილი მივარდებოდა, წარმოდგენილი მქონდა როგორ წვალობდა. ექიმიც ხშირად შემოდიოდა და მსინჯავდა. ყველაფერი კარგად მიდიოდა, სანამ ტკივილი მომემატებოდა. ტელეფონზე ვეკიდე, ეგეც მყოფნიდა ქმრის სუნთქვა რომ მესმოდა, ვმშვიდდებოდი. ტკივილი რომ გამიძლიერდა ექიმს დავუძახე და გაუტკივარების გასაკეთებლად წამიყვანეს. უსაყვარლესი ანესთეზიოლოგი იყო, მერე გავიგე თურმე ზაზა ავალიანი ყოფილა. აბა დასკუპდი მაგიდაზე და გაბრაზებული კატასავით მოიხარეო. biggrin.gif მაჩვენა გაბრაზებული კატის პოზა, და სისტემაც დამიდგეს. წამიყვანეს ოთახში და ველოდებოდი სანამ არ გამიყუჩდებოდა ტკივილი. ბოლოს როდესად სხეული გამიბუჟდა, და ყელიც ბოლომდე გაიხსნა, ჩემი ფეხით წავედი სამშობიარო ბლოკში, ავხოხდი მაგიდაზე და დავიწყე შემოსული მაყურებლების თვლა. მაშინ კი ვიფიქრე ასე არაჩვეულებრივად როგორ მიდის ყველაფერი არ არსებობსთქო და ჭინთვები რომ გაძლიერდა მერე კი ვლოცულობდი ღმერთო გადაგვარჩინე მეთქი. მოკლედ არასწორად ვიჭინთებოდი, დავიღალე, ექიმი დაიღალა ხვეწნით და ბოლოს ადგა მოვიდა და შუბლზე მაკოცა: ,,ხო გინდა შენი გოგო ჯანმრთელი დაიბადოს, ახლა იცი როგორ ტკივა თავი, გამოსვლა უნდა და შენ არ უშვებ გარეთ. შენ კარგი დედა იქნები მე ამაში დარწმუნებული ვარ და ახლა დამეხმარეო.“ ხოდა ამოვუშვი ტირილი, ამიჩუყდა გული. მუცელზეც მაწვებოდნენ და დავინახე როგორც იქნა ჩემი პრინცესა. ხალხს ათვალიერებდა, და ხმას არ იღებდა. ახლა ამაზე ავტირდი რატომაა ჩუმადთქო. ბოლოს ტრაკზე იმდენი ურტყეს ააკივლეს. პატარა მოაწესრიგეს, ჩააცვეს, მე კიდევ მეორე ბავშვი როდის დამეგეგმა იმაზე ვფიქრობდი biggrin.gif ბლოკში ვიწექი ჩემი ქმარი რომ შემოვარდა და ჩამეხუტა. ხალათი ქუდი და ბახილები ეცვა სასაცილო იყო biggrin.gif მე კიდევ ადამიანს აღარ ვგავდი, ისეთი საშინელი შესახედავი ვიყავი. ბოლოს ჩვენი გოგოც მოგვიყვანეს და გულზე დავიწვინე. სულ გაქრა იმ წუთას სულ ყველა ვინც იმ ოთახში იყო, დავრჩით მხოლოდ ჩვენ სამი. ჩვენ ვტიროდით და ქალი გაკვირვებული აცეცებდა თვალებს.
ასეთი ბედნიერი წუთი მთელი ცხოვრების მანძილზე არ მქონია, ახლაც საღამოს სახლში რომ მივალ და გახარებული მოახრიგინებს ჭოჭინას დედა-დედას ძახილით, ვიცი რომ ეს არის ის რომლისთვისაც ღირს ჩემი ცხოვრება.
love.gif

Posted by: ninuwki 29 Aug 2012, 15:51
მოკლედ,მეც გადავწყვიტე დამეწერა ჩემი მოგონებები......
23-ში ღამე გამაღვიძა საკვერცხეებთან ოდნავმა უსიამოვნო შეგრძნებამ.ვიფიქრე ცუდათ ვწევარ მეთქი და გადავბრუნდი მეორე გვერდზე..ცოტა ხნით ჩამეძინა და ისევ მოვლითმა ტკივილმა გამაღვიძა.ისევ შევიცვალე გვერდი მაგრამ არ გამიყუჩდა.ნახევრად მეძინა მაგრამ კი გავიფიქრე, ნეტა ხო არ მეწყება მეთქი,მაგრამ ჩემ ვადას რომ გადავხედე ვიფიქრე წინა სამშობიარო იქნება ალბათ,თორე ესეთი სუსტი ტკივილი არ ექნება მშობიარობას თქო. გავედი საპირფარეშოში და მოვფლასტუნდი ოთახში ისევ biggrin.gif საათს გავხედე და 6-ის ნახევარი იყო და გავემზადე დასაძინებლად ისევ, მაგრამ ვიგრძენი რაღაც გამონადენი.წამოვჯექი და კიდევ ვიგრძენი. მერე ავდექი უკვე გაფართოვებული თვალებით და ადგომა და წყლების დაღვრა ერთი იყო.გავაღვიძე ქმარი ტექსტით : გაიღვიძე რაღაც ჩამომდის მეთქი facepalm.gif სულ მასეთი უცნაური ტექსტებით ვაშინებ ხოლმე givi.gif ჩემ საცოდავმა ქმარმა ყველა უბედურება იფიქრა მშობიარობის დაწყების გარდა და წამოხტა კალიასავით (არადა ღიპი მსგავს მოძრაობებს უზღუდავს ხოლმე lol.gif )
მერე გამოერკვია ისიც და მეც და წყლებს ვღვრი თქო დავუზუსტე (კაი დროს ) სანამ მე ვანაში შევედი,მთელი ოჯახი გააღვიძა.ყველა ცალ-ცალკე მიკაკუნებდა, ხო კარგად ხარო.მე ღიღინით ვიბანდი.ალბათ,უკვე სიმწრის ღიღინით..შემეშინდა ცოტა მაგრამ მალევე მოვთოკე თავი.
არაფერი არ მქონდა გამზადებული ჯერ და ყველაფერი ჩანთაში ჩავყარე რაც გამახსენდა და წავედით გაგუაში.ამასობაში ჩემი ქმარი ფერწასული მიყურებდა და მაჩქარებდა.მე კიდევ საერთოდ არ მტკიოდა, ოდნავ მივლიდა მუცელი.
მივედით გაგუამდე,როგორც იქნა და მიმღებში მითხრეს 3ზე ხარ გახსნილი და არ გტკივაო?? არა მეთქი და გაუკვირდათ,ყოჩაღ შენო ups.gif სანამ იქ ყველაფერი შეავსეს მე უკვე მომემატა ტკივილები მაგრამ მართლა ასატანი იყო.შემეძლო არც შემემჩნია (თითქოს მეკუმშებოდა და მეჭიმებოდა მუცელი)...გადამიყვანეს ბლოკში,არავინ არ შემოუშვეს,რომ მოგემატება ტკივილები მერე შემოვიდეს ვინმეო.მეც ვიდექიი და ველოდებოდი,როდის მომემატებოდა ტკივილი.
ამასობაში მობილურზე ხან ვინ მირეკავდა ხან ვინ, არ დამაცადეს და ცოტა ხანში შუალედები ძალიან დამოკლდა და ტკივილი მომემატა.მოხრილი დავდიოდი ოთახში მოხუცივით. (მაგრამ ისევ ვამბობ ასატანად მტკიოდა) გავყავი ოთახიდან თავი და გაუტკივარება მოვითხოვე.წინასწარვე მქონდა გაკეთება გადაწყვეტილი,ვიცოდი რომ ერთიანად იწყება აუტანელი ტკივილი და მერე აღარ აკეთებენ ხოლმე გაუტკივარებას.გამსინჯა ექიმმა და უკვე 4ზე ხარ გახსნილი მაქსიმუმ 1 საათში გააჩენ და გინდაო?..მეთქიი მინდა მაინც თქო.ნუ,გამაფრთხილეს რომ ჭინთვები შეიძლება ვერ მეგრძნო და ასე და ისეო მაგრამ მაინც მინდა თქო.
შემოვიდა ანესთეზიოლოგი და ოოოო აი,აქ უკვვე ამიკანკალდა მთელი სხეული,ვერ ვიმორჩილებდი უკვე ისე ამტკივდა.სანამ გამამზადეს და ნემსი გამიკეთეს სიმწრით ერთხელ გულიანად ვიტირე კიდეც. ისეთი დოზა გამიკეთეს რომ ტკივილები გაეყუჩებინა და ჭინთვები მაინც მეგრძნო და თუ მაინც ვერ აიტან დაგიმატებო.ჩემი ქმარიც შემოვიდა ამ დროს და დაახლოებით 10 წუთი მაინც მტკიოდა და დამიმატეს.წამებში ისე გამიბუჟდა მუხლებამდე სხეული.ვიჯექით და ვლაპარაკობდით მე და ჩემი ქმარი მშვიდად..მყუდროებას გვერდითა პალატებიდან გამოსული კივილები გვირღვევდა biggrin.gif დაახლოებით 1 საათში შემოვიდა ექიმი და გამსინჯა,სრული გახსნა არისო და ვცადოთ გაჭინთვაო.ჩემი ქმარი გავიდა ამ დროს,არ მინდოდა მშობიარობას დასწრებოდა.გამაჭინთეს რამდეჯერმე მაგრამ ვერ ვგრძნობდი ვერაფერს,ვარაუდით ვაკეთებდი იმას რასაც ექიმი მეუბნებოდა.საბოლოოდ უკვე ნელ-ნელა მიბრუნდებოდა მგრძნობელობა და ცოტა ხნით დამაცადეს,აღარ მაწვალეს.როცა ვუთხარი ვგრძნობ უკვე ჭინთვებს თქო რამდენიმე გაჭინთვაში (მუცელზე მაწვებოდნენ თან,მეხმარებოდა ეგ ძალიან) თავი გამოვიდა და აი, მანდ დავპანიკდი vis.gif კიდევ ერთიცო ექიმმა და ისე უცებ ამოასრიალეს ჩემი ქოჩორა ბიჭი რომ გაოგნებული ვიყურებოდი.10საათი იყო ზუსტად....დამაწვინეს მუცელზე და ისეთი ისტერიული ტირილი ამივარდა,რომ მახსენდება მრცხვენია. იწვა ჩემთან ჩემი გოჭი და სანამ ნაკერი დამადეს ნერვები დამეწიწკნა,ისე ნელა მკერავდა ის გოგო ან მე მეჩვენებოდა ეგ დრო საუკეუნედ.თან ყველაფერს ვგრძნობდი..ისე, ეგ უფრო ცუდად მახსენდება ვიდრე მშობიარობა biggrin.gif 2საათი ვიყავით ბლოკში,მანამდე ჩემი ბიჭი ძუძუს არ მოშორებია.......
მერე გაგვაგორეს პალატისკენ.ჩემები იქ იდგნენ და გამაჩერეს ცოტა ხნით.
ყველაფერი ძალიან კარგად მახსენდება.არანაირი სტრესი და ნერვების აშლა არ მქონია.შემდეგშიც გავიკეთებ გაუტკივარებას...ეგ რომ არა,ნამდვილად აღარ გამახსენდებოდა ყველაფერი ესეთ ცისარტყელის ფერებში.
მაგრამ მაინც ადვილი მშობიარობა მქონდა,ყველაფერი მალე მოხდა..მშობიარობის დაწყებაც (38კვირაზე) და ყელის გახსნაც... მოკლედ მიყვარხართ ყველა დედიკოები და მომავალი დედიკოები 2kiss.gif
ისეთი სასწაულია ეს ყველაფერი,ჩემს თავს თუ მოხდა არც მჯერა.... მიყვარს ჩემი პატარა სასწაული და მაგისთვის კიდევ ათასჯერ გადავიტანდი ყველაფერს ხელმეორედ...
პ.ს. 24-ში ჩემი დაბ.დღე იყო და წინა დღით დაიბადა ჩემი თომა. თან ოქროს დაბ.დღე მქონდა და კი გამიკეთა საჩუქარი.აჯობა ყველას საჩუქარს

Posted by: ketketket 29 Aug 2012, 16:04
ninuwki
გილოცავვვ კიდევ ერთხელ, ბედნიერები ყოფილიყავითsmile.gif))

Posted by: E_ko 29 Aug 2012, 16:39
ingiloo
QUOTE
,,ხო გინდა შენი გოგო ჯანმრთელი დაიბადოს, ახლა იცი როგორ ტკივა თავი, გამოსვლა უნდა და შენ არ უშვებ გარეთ. შენ კარგი დედა იქნები მე ამაში დარწმუნებული ვარ და ახლა დამეხმარეო.“

აუ, ამის წაკითხვისას მე წამომივიდა ცრემლები.
ღმერთმა ბედნიერები გამყოფოთ შენ და შენი შვილიკო.

Posted by: ingiloo 29 Aug 2012, 16:45
E_ko
უძლიერესი ექიმი იყო, წარმოიდგინეთ ახლა მაშინ რომ ყვირილი დაეწყო ჩემთვის. (ბევრი აკეთებს ასე სხვათაშორის) ალბათ დღეს ამ ნიაკო არ იქნებოდა ან მე. მეორესაც მაგ კაცთან გავაჩენ smile.gif

ninuwki
QUOTE
ისეთი სასწაულია ეს ყველაფერი,ჩემს თავს თუ მოხდა არც მჯერა.... მიყვარს ჩემი პატარა სასწაული და მაგისთვის კიდევ ათასჯერ გადავიტანდი ყველაფერს ხელმეორედ...

love.gif ბევრ ეგეთ სასწაულებს გისურვებ .


ისე ძალიან მაგარი მიგნებაა ეს გაუტკივარება. ასე თუ ისე მშობიარობა აღარ ასოცირდება ქალის ტანჯვასთან და სიკვდილთან.

Posted by: E_ko 29 Aug 2012, 16:55
ingiloo
დეიდაჩემი გამოვიდა სამშობიარო ბლოკიდან სახე აწითლებული, ისტერიულად კიოდა და ექიმმა შემოულაწუნა რამდენჯერმე. დეიდაჩემის შემთხვევაში, რომ არ გაერტყა არ ვიცით როგორ დამთავრდებოდა ყველაფერი.

ninuwki
გილოცავ, ღმერთმა ჯანმრთელი გაგიზარდოს.
QUOTE
24-ში ჩემი დაბ.დღე იყო და წინა დღით დაიბადა ჩემი თომა.

წლების წინ მე გავუკეთე ზუსტად ეგეთი საჩუქარი დედაჩემს smile.gif.

Posted by: ninuwki 29 Aug 2012, 21:09
ketketket
ingiloo
E_ko
მადლობა გოგოებო..მართლაც გაუტკივარება საკმაოდ ბევრ სტრესს აცილებს დედას მშობიარობის დროს.

Posted by: ninia84 29 Aug 2012, 21:51
ninuwki
გილოცავ. კიდევ მრავალი სიხარული მოეტანოს შენს ქოჩორას love.gif

Posted by: algulga 29 Aug 2012, 22:17
ninuwki
ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე

გილოცავ კიდევ ერთხელ
2kiss.gif 2kiss.gif 2kiss.gif 2kiss.gif

Posted by: LA FEMME 29 Aug 2012, 22:18
tatuuu
ingiloo
ninuwki

მოკლედ ეხლა წავიკითხე გოგოებო თქვენი მოგონებები და ხან მეღიმებოდა, ხან ცრემლები მომდიოდა
სულ ვამბობდი რომ არ მეშინია მსობიარობის თქო, მაგრამ ეხლა ცოტა შემეშინდა
smile.gif
მაგრამ ღირს როგორც ამბობთ
ღმერთმა გაგგიზარდოთ :*


ერთი უცნაური შეკითხვა მაქვს
სამშობიაროში წასვლამდე ვანაში რომ შედიოდით არ გეშIნოდათ რომ მაგ დროს დაგწყებოდათ ტკივილები
ჩემი დაც შევიდა და დაიწყო ხეხვა და მე კიდევ ვკვდებოდი ნერვიულობით smile.gif
მე მგონია რომ გავარდები ტრუსუკისამარა biggrin.gif ტექსტით: 'მიშველეთ ' biggrin.gif

Posted by: gvants 29 Aug 2012, 22:43
E_ko
QUOTE
წლების წინ მე გავუკეთე ზუსტად ეგეთი საჩუქარი დედაჩემს

+1

მეც. მის დაბადების დღეზე დავიბადე smile.gif

Posted by: vinnie 29 Aug 2012, 22:54
გაუტკივარება ძალიან კაი რამეა,არ მესმის რატომ არ უნდა გაიკეთო,რაღაცნაირად მსიამოვნებს მშობიარობის მოგონებების კითხვა,ჩემი მშობიარობა მახსენდება სულ,გაუტკივარების წყალობით ძალიან სასიამოვნოდ,იმ წუთებს მართლაც ვერანაირი განცდა ვერ შეედრება

Posted by: sunnn 30 Aug 2012, 00:23
ninuwki
ingiloo
გული ამიჩუყეთ გოგოებო. აშკარად ჯერ არ მაქვს გაცნობიერებული შვილი რამხელა ბედნიერებაა, თქვენ სულ სხვანაირად აღწერთ. ჯერ ეგ გრძნობა არ მაქვს და ცრემლებს ვერ ვიკავებ ისე წერთ smile.gif

Posted by: ninuwki 30 Aug 2012, 12:33

ingiloo
ninia84
algulga
LA FEMME
sunnn
მადლობა გოგოებო....

QUOTE
აშკარად ჯერ არ მაქვს გაცნობიერებული შვილი რამხელა ბედნიერებაა

დამიჯერე მალე გააცნობიერებ smile.gif და მერე შენც იგივეს დაწერ 2kiss.gif
* * *
LA FEMME
QUOTE
სამშობიაროში წასვლამდე ვანაში რომ შედიოდით არ გეშIნოდათ რომ მაგ დროს დაგწყებოდათ ტკივილები

არ შემშინებია,იმიტომ რომ არ მტკიოდა მუცელი და ვიცოდი ეგრე ადვილად არ დაიბადებოდა biggrin.gif მთლად მასეც არ არის biggrin.gif

Posted by: B M W lover lady 30 Aug 2012, 13:07
ninuwki
ingiloo
QUOTE
გული ამიჩუყეთ გოგოებო. აშკარად ჯერ არ მაქვს გაცნობიერებული შვილი რამხელა ბედნიერებაა, თქვენ სულ სხვანაირად აღწერთ. ჯერ ეგ გრძნობა არ მაქვს და ცრემლებს ვერ ვიკავებ ისე წერთ

+111111
მინდა მალე განვიცადო იგივე ბედნიერება. გილოცავთ კიდევ ერთხელ :*

Posted by: ingiloo 31 Aug 2012, 11:34
E_ko
QUOTE
დეიდაჩემი გამოვიდა სამშობიარო ბლოკიდან სახე აწითლებული, ისტერიულად კიოდა და ექიმმა შემოულაწუნა რამდენჯერმე. დეიდაჩემის შემთხვევაში, რომ არ გაერტყა არ ვიცით როგორ დამთავრდებოდა ყველაფერი.


ხო ყველას სხვადასხვანაირად უნდა მიდგომა. მაშინ ხარ მაგარი ექიმი, ამ ყველაფერს რომ აცნობიერებ და შესაბამისი რეაქციები გაქვს smile.gif

LA FEMME
QUOTE
ერთი უცნაური შეკითხვა მაქვს
სამშობიაროში წასვლამდე ვანაში რომ შედიოდით არ გეშინოდათ რომ მაგ დროს დაგწყებოდათ ტკივილები

არაა biggrin.gif ასე მალე რომ იწყებოდეს ტკივილები და ასე მალე იბადებოდეს ბავშვი თან პირველი, რაღა გვიჭირდა მაშინ.

sunnn
B M W lover lady
მადლობა და მეც გისურვებთ მალე გამხდარიყავით დედიკოებიი 2kiss.gif

Posted by: sapple 31 Aug 2012, 22:41
ingiloo
ვაიმეეეე თამ მეღიმება და თან ცრემლები მაწვება ისე კარგად გიწერია შენი მოგონება. ღმერთმა ბედნიერი გამყოფოს მთელი ცხოვრება შენს შვილთან და ქმართან ერთად 2kiss.gif

Posted by: ketketket 1 Sep 2012, 01:22
ingiloo ზუსტად აღწერე ის გრძნობები 2kiss.gif

Posted by: bubu737 1 Sep 2012, 01:43
ninuwki
აი შენი მოგონებები რო წავიკითხე, კიდევ ერთხელ დავრწმუნდი იმაში რო არაა აუცილებელი ბევრი საათი იტანჯოს ქალმა და ათასი უბედურება გადახდეს სანამ გააჩენს, ხალხს რო ვეუბნები რო არ მეშინია არ მიჯერებენ, და შენნაირ მშობიარობაზე რო წაიკითხავ ადამიანი, როგორ უნდა შეგეშინდეს საერთოდ? გაიხარე!!! 2kiss.gif

Posted by: ninuwki 2 Sep 2012, 12:02
bubu737
გამხნევდით გოგოებო...მართლა არ არის აუცილებელი იტანჯო და ისე გააჩინო...ყველაფერი გაცილებით მარტივად შეიძლება იყოს და წინასწარ ნუ იდარდებთ 2kiss.gif

Posted by: ingiloo 3 Sep 2012, 11:19
sapple
ketketket
გაიხარეთ 2kiss.gif

bubu737
ბევრს ახასიათებს ისტერიული ტონით შეკითხვები: ვაიმე არ გეშინიააა? biggrin.gif მართლა არაფერია საშინი, დაილოცოს გაუტკივარების მომგონი, მუცელი რომ აგტკივდება ქალს რა თქმა უნდა შეგეშინდება ანერვიულდები, მაგრამ არა ტკივილის შიშის გამო (რომელიც საერთოდ აღარ გაქვს), არამედ დიდი მოლოდინის და სიახლის გამო. რომ ჯანმრთელი დაიბადოს შენი პატარა, თორემ მეტკინებაო მაგაზე ნერვიულობა უკვე სასაცილოა wink.gif

Posted by: khatia88 3 Sep 2012, 11:36
ninuwki
თომა გყავს შენც? smile.gif)
გილოცავ.

Posted by: ell-lle 3 Sep 2012, 22:14
tatuuu
2kiss.gif 2kiss.gif 2kiss.gif ბევრი ბევრი კოცნები სშნ და შენს პატარას, გიწვალია მაგრამ აი ნახავ რა მალე დაგავიწუდება, მე ისეთ დღეში ვიყავი მეორე შვილს აღარ გავაჩენთქო ვფიქრობდი, ჯერ 4 თვე გავიდა და უკვე ჩემ ქმარს ვეკითხები 4 შვილზე გავჩერდეთ თუ 6ამდე ავიდეთ ბარემთქოbiggrin.gif
კიდევ და კიდევ გილოცავ, ბედნიერი იყავი პატარა ლუკაჩოსთან ერთად love.gif

Posted by: xatia333 3 Sep 2012, 22:45
იმხელა ემოცია გამოიწვია ჩემში ამ მოგონებების წაკითხვამ რომ ჩემს მშობიარობაზე არ მქონია მგონი ამდენი ემოცია. . . love.gif love.gif მეცგამიჩნდა სურვილი დავწერო ჩEმი მოგონებები და აუცილებლად დავწერ ჩემი გაბერილი ოდნავ მაინც თუ დაჭკვიანდება და დამაცდის ოდესმე smile.gif

Posted by: tatuuu 4 Sep 2012, 12:00
ell-lle
მადლობა ელე 2kiss.gif 2kiss.gif

Posted by: ninuwki 4 Sep 2012, 18:24
khatia88
კი smile.gif და ეხლა ძუძუზე მკიდია და ისე ვკითხულობ და ვწერ biggrin.gif

Posted by: Teonika 15 Sep 2012, 20:48

ძლივს მოვიცალე ჩემი მოგონების დასაწერად smile.gif მოკლედ ველოდებოდით 25 აგვისტოს, მაგრამ ჩემი ბიჭი არ ჩქარობდა. ექიმმა თუ არაფერი ქნა მანამდე 3ში მოდი და ვნახოთო. 1ში ღამით ამტკივდა წელი მხოლოდ, და მეორე დღისითაც მტკიოდა. შუადღით უკვე საცობიც გამოვარდა და ცოტა წყლები წამოვიდა. მაშინ კი ვიკადრე სამშობიაროში წასვლა. მანამდე თავს ვიკავებდი ბარებ ხვალ მაინც მისასვლელი ვარ-მეთქი. მივედით დაახლოებით საღამოს 10 საათი იყო და 2თითამდე ხარ გახსნილიო და დამტოვეს. საერთოდ არ მტკიოდა და ბედნიერი სახით დავდიოდი პალატებში. ერთ საათსი მოვიდა ჩემი ექიმი, ხელით გამსინჯა და წყლებიც ბოლომდე დამაღვრევინა. აი მაშინ უკვე დაიწყო მოვლითი ტკივილები, ოღონდ მხოლოდ წელის. თავიდან სუნთქვით და სიარულით ვითომ ვიმსუბუქებდი. 12 საათზე კიდე გამსინჯა და 3სთვის გაიხსნები ალბათო მთლიანად. 3ზე მითხრა ჯერ არაა გახსნილი და 5სთვის ვნახოთო. შუალედებში უკვე მართლა აუტანლად მტკიოდა და წამებს ვითვლიდი როდის გავიდოდა დრო. 5 საათიც რო მოვიდა არაფერი არ იყო და დამიდგეს რაღაც გადასხმასავით, ამით უნდა იმშობიაროო. საშინლად მტკიოდა, არაფერი აღარ მინდოდა უკვე, ტირილი დავიწყე რამე მიშველეთ მეთქი. სიტყვებით ვერ ავღწერ ისეთი ტკივილი იყო, მაგრამ მხოლოდ წელი მტკიოდა, მუცელში ზოგჯერ მივლიდა. დილით 7 საათი გახდა რო გამსინჯა კიდე და 9 სანტიმეტრზეა გახსნილი ყელი (სულ 10ზე იხსნებაო), მაგრამ ბავშვი არაა კარგად ჩამოსული და ალბათ 6-7 საათში ჩამოვა და მერე დაგეწყება სამშობიარო ტკივილებიო, ეს რო გტკივა არაა ისეთი ძლიერი როგორიც უნდა გქონდესო. ეს რო გავიგე გადამეკეტა, მეტს მართლა ვეღარ გავუძლებდი და ვიკივლე არ მინდა, საკეისრო გამიკეთეთ მეთქი. არც შემწინააღმდეგებია, (ისე ძნელად აკეთებს ხოლმე ეგ საკეისროს) შენები თუ თანახმა იქნებია გაგიკეთებო. ეგრევე დამავიწყდა ყველანაირი ტკივილი, ჩემ ქმარს დავურეკე გააკეთე რაც საჭიროა, აღარ შემიძლია მეტი-მეთქი, ხოდა მოკლედ ანესთეზიოლოგი მე მიმყავდა საოპერაციოში ისე გავრბოდი biggrin.gif 5 წუთში მომამზადეს, დამაძინეს და ამოიყვანეს ჩემი პატარა. დაუწვინეს ჩემს ქმარს გულზე და ისეთ დღეში იყო თავზე ადიოდაოbiggrin.gif:D 2 საათში მეც კარგად მოვფხიზლდი და მეორე დღიდან ჩემი ბიჭი ჩემთანაა.


Posted by: Janiss 15 Sep 2012, 22:03
QUOTE (tatuuu @ 27 Aug 2012, 20:22 )
ჩემ პაწუკას ძინავს და დავწერ ჩემ მოგონებებსაც, მართალია ცუდი მოგონებები მაქვს, მაგრამ რაც იყო, იყო smile.gif მინდოდა ყოველთვის კარგი მოგონება დამეწერა აქ
მოკლედ 22-ში დილით, 6-ს აკლდა წუთები მუცლის ტკივილმა გამაღვიძა, ვიფიქრე კუჭში მინდა ალბათ გასვლა და არ მივაქციე ყურადღება, კი გავიფიქრე ნეტა ეს ის ტკივილი ხო არაა თქო, მოკლედ  გადავბრუნდი და ვცადე დაძინება, გავიდა 2 წუთი ისევ მომიარა, შევედი ტუალეტში და სისხლიანი გამონადენი მქონდა. გავაღვიძე ჩემები, გადავივლე ტანზე და წავედი ჯან.სახლში. მორიგე ექიმმა გამსინჯა 7-ის ნახევარზე და 1 თითე ვიყავი გახსნილი. ჩამაცვეს ხალათი, მომამზადეს და ამიყვანეს წინა სამშობიარო ბლოკში. წამოწოლილი ვიყავი... რაც დრო გადიოდა ტკივილი მემატებოდა, თან შუალედი მცირდებოდა, თავიდან 10 წუთში ერთხელ მქონდა და ძალიან მალე 5 წუთში ერთხელ... ტკივილი ხდებოდა უბრალოდ აუტანელი, თან მე ტკივილს ვუძლებ ძალიან მაგრა, მაგრამ ვგრძნობდი რო ეს რაღაც აუტანელი ტკივილი იყო. უკვე წამოწოლილი ვეღარ ვჩერდებოდი ისე მტკიოდა მუცელი, დავიწყე სიარული... შუალედი მცირდებოდა, უკვე 3 წუთში ერთხელ მტკიოდა და ტკივილი მემატებოდა და მემატებოდა ყოველ წუთს... ცრემლები თავისით მდიოდა... ველოდებოდით ამირანს, ყველას ეგონა რომ რადგან ესე მაგრა მტკიოდა მუცელი და შუალედი უკვე 3 წუთი იყო, გახსნილი ვიქნებოდი. 11 საათზე მოვიდა ამირანი და გამსინჯა, არაფერი არ უთქვია რამდენ თითზე იყო გახსნა, ცუდი სახე ქონდა ერთი ეს შევამჩნიე და მკითხა როგორი ტკივილი მქონდა და რამდენ წუთში ერთხელ, რო ვუთხარი, რაღაც არ გეტყობა შენ ეს ტკივილი რო გქონდეს და ესეთი ინტერვალითო და წავიდა. ვერ მივხვდი რას ნიშნავდა, გადავირიე, ვიჯექი და ველოდებოდი კიდე როდის გამსინჯავდა. ნახევარ საათში შემოვიდა და ეგრევე ვკითხე რამდენ თითზე ვარ თქო და ისევ ერთზეო და როგორც ჩანს კაი ხანი ვერ გაიხსნებიო და ესეთი ტკივილი თან 3 წუთიანი შუალედით 1 თითზე არ უნდა გქონდესო. გაუტკივარება მოვთხოვე მერე და 1 თითზე არ ვაკეთებდო, 2 თითზე რო გაიხსნები მერეო. 2 თითზე ალბათ 5 საათში გავიხსნებოდი და მანდ გავჭედე უკვე... ისე ყოველთვის მიკვირდა და ეხლაც მიკვირს როგორ იძინებენ და "ისვენებენ" მოვლითი ტკივილის დროს... ისეთი კოშმარული ტკივილი მქონდა ცრემლები მომდიოდა და აღარაფერზე ვფიქრობდი, არც ბავშვზე... ბოლოს გავჭედე და საკეისრო მოვითხოვე, თურმე ქორიძეც უკვე ჩემზე ფიქრობდა საკეისროს, არ მომწონს ესეთი ტკივილი რომ აქვს ესეთი მოკლე ინტერვალით და არ იხსნებაო.. მოკლედ ასე ვთქვათ დაემთხვა ჩემი და ქორიძის აზრები... დავიწყეთ საკეისროსთვის მზადება, სპინალური მოვითხოვე, ყოველთვის სპინალური მინდოდა თუ საკეისრო გადაწყდებოდა, ამიღეს სინჯები და საბედნიეროდ არ აღმოვჩნდი ალერგიული. შემიყვანეს საოპერაციოში, გამიკეთეს სპინალური, რომელიც რატომღაც საერთოდ არ მტკენია, არადა რაღაც საშინელებას მოველოდი. მოკლედ დაიწყო ოპერაცია. მეგონა ვერაფერს ვიგრძნობდი , არადა ყველანაირ შეხებას ვგრძნობდი მუცელზე, ნუ სასიამოვნო ნამდვილად არ იყო. ოპერაცია დაიწყო თუ არა მესმის ამირანის სიტყვები, კიდევ კარგი ამ გოგომ საკეისრო გადაწყვიტაო, ეგრევე ვკითხე რატო რა ხდება თქო, საშვილოსნო გაქვს იმდენად თხელი რო ფიოზოლოგიურად უბრალოდ ვერ იმშობიარებდი, 100% გაიხვრიტებოდა და გასკდებოდაო, ამის მერე უფრო ბედნიერად ვიწექი და მიხაროდა რო საკეისროს ვიკეთებდი (იმის მიუხედავად რომ ძალიან არ მინდოდა თავიდან). თან მესმოდა შუა ოპერაციის დროს ამირანის უკმაყოფილო ფრაზები, ეხლა აღარ მახსოვს ზუსტად რას იძახდა ისეთი გათიშული ვიყავი ემოციებისგან... მახსოვს რო ვერ ამოყავდათ ბავშვი, ვერ ვკიდებ ხელს თავი აქვს ძალიან ცუდ ადგილას მოხრილიო... ვიფიქრე ვსიო გაიგუდება ბავშვი... 5 წუთიანი ჭიდაობის მერე ( ამ ყველაფერს ვგრძნობდი) ამოიყვანეს, ზევით აიხედეო და დავინახე ჩემი ქოჩორიკო love.gif  არ ვიცი როგორ ავღწერო სიტყვებით ეს შეგრძნება.. ეს უბრალოდ უნდა გამოცადოს ქალმა ! შოკში ვიყავი, ვუყურებდი და ვერ ვიჯერებდი რო ეს ჩემი შვილი იყო! ჩემი სისხლი და ხორცი, ჩემი ცხოვრება და ყველაზე თბილი და ტკბილი ადამიანი love.gif  ეხლაც ჟრუანტელი მივლის წერის დროს... რამდენიმე წამის მერე გავიგე ჩემი გოჭის ტირილი და მომენტალურად ავტირდი მეც, თან ვერ ვაცნობიერებდი რომ ეს ჩემი პაწუკას ტირილი იყო, რომ დადგა ეს უბედნიერესი წუთი ჩემ ცხოვრებაში !
გადამიყვანეს პალატაში და ცოტა ხანში ჩემი კნუტიც მომიყვანეს და ძუძუ მოვაწოვე... სამწუხაროდ ისე ცუდად ვიყავი იმ დროს, საშინლად მაკანკალებდა და წნევა მქონდა ძალიან მაღალი, ვერ მოვისიყვარულე კარგად : )
ოპერაციის მერე ჩემებს დაუძახა ქორიძემ და გადარჩენა მიულოცა...
ამ ყველაფრის მერე ძალიან ცუდად ვგრძნობდი და ვგრძნობ თავს, ორსულებს რომ ვუყურებ, უსიამოვნო ჟრუანტელი მივლის, არანაირად არ მენატრება ორსულობა, პირიქით, ბედნიერი ვარ რო დამთავრდა ეს ყველაფერი საბეედნიეროდ კარგად...
ესეც ჩემი მოგონება : )
აუ რამდენი მიწერია : D მაპატიეთ
წავედი ეხლა ჩემ ქოჩორას მივხედო, იღვიძებს უკვე : love:

მე ახლა წავიკითხე შენი მოგონება და ცოტათი ჩემი და შენი სიტუაცია გავს ერთმანეთს.გილოცავ მშვიდობიანად გადარჩენას.გაწვალებულხარ შენც.უბრალოდ მე ოპერაციის ემრე გავიტანჯე მაგრად,ვიდრე თვითონ საკეისროს დროს.და ჯერ კიდევ(ორი კვირა გადის ხვალ) ვერ გამოვსულვარ ცოტა არ იყოს და უსიამოვნო განცდებისგან,ამიტომ როდესმე თუ გადავწყვიტე დავწერ მეც ჩემს მოგონებას. smile.gif
მე ორსულობის დროსაც ვიწვალე,განსაკუტრებით ბოლო 3 თვე,აუტანელი სიცხის გამო,მადლობა ღმერთს სხვა პრობლემა არაფერი მქონდა,მაგრამ იმდენად ვწამობდი აუტანელი ტემპერატურის გამო,ისე მიჭირდა,რომ ტირილამდე მივდიდოდი,მაგრამ მიუხედავად ამისა,ორსულობა მაინც მენატრება,რასაც ვერასოდეს წარმოვიდგენდი.ვწერდი კიდეც მომავლების თემაში რა უნდა მოხდს ეს რომ მომენატროსთქო,მაგრამ მართლა მენატრება ზოგჯერ ჩემი გოგო ჩემში რომ იჯდა,მშვიდად და ბედნიერად.დრო,რომელიც არასოდეს დაბრუნდება - გული მწყდება wink.gif და განსაკუთრებული გრძნობები მავქს ორისლულების დანახვაზე gigi.gif
თუმცა ძალიან მიკვირს smile.gif

Posted by: _lale_ 25 Sep 2012, 02:09
მეც დავწერ ჩემს მოგონებებს, სანამ ამ გოჭს სძინავს
ერთხელ უკვე ვცადე, და გაგზავნისას ტექსტი წამეშალა, ლამის გავრეკე biggrin.gif
***
24 აგვისტოს წავედი ჩემს მეანთან, გამსინჯა და ბავშვის თავი ძალიან ქვემოთ იყო ჩამოსული(დიუ დეითი 6 აგვისტოს მქონდა). დღეს ხვალ გააჩენო, თუ არა და მოდი კვირას და გამშობიარებთო, მეტი მოცდა აღარ შეიძლებაო. გაოცებული წამოვედი სახლში, ყოველ წამს ველოდებოდი რომ წყლებს დავღვრიდი, მაგრამ... სად იყო ასეთი ბედნიერება
არაფერი მომხდარა არც იმ დღეს და არც მეორე დღეს. კვირას დილით, გავქანდით მე და ჩემი და ღუდუშაურში(მანდ მუშაობს). ცოტას ვნერვიულობდი. გინეკოლოგმა გამსინჯა და გახსნა არ იყო, გამიკეთეს დამაჩქარებელი, დამაწვინეს პალატაში. მეგონა რომ მალე დამეწყებოდა ტკივილი.
გავიდა რამოდენიმე საათი, ოდნავ მტკიოდა მუცელი როგორც მენსტრუაციის დროს. გამსინჯეს, ერთ თითზე ვიყავი გახსნილი, დღეს გააჩენო გამომიცხადა (ნეტა მართლაც მასე ყოფილიყო )
დავბრუნდი პალატაში, დღის განმავლობაში რამოდენიმეჯერ გამსინჯეს, და სიტუაცია არ იცვლებოდა. ამასობაში დაღამდა, ისევ გამიკეთეს დამაჩქარებელი.
ღამე ტკივილმა მოიმატა, მაგრამ მაინც ასატანი იყო.
დილით მხოლოდ 1,5-დე მივაღწიე biggrin.gif დამაღვრევინეს წყლები და აი მერე დაიწყო რაც დაიწყოოოო. ძალიან ბუნდოვნად მახსოვს ყველაფერი.
ერთადერთი მახსოვს ის, რომ საღამოსკენ ჩემთან პალატაში ორი ღიპიანი ქალბატონი მოგორდა , რითიც ძალიან გააოცეს მთელი სამშობიარო biggrin.gif Suleluka algulga
უღრმესი მადლობა მინდა გადაგიხადოთ გოგოებო, ამხელა მხარდაჭერისთვის :*
bubu737
beok
ასევე თქვენ გოგოებო :* მართალია ვერ წამოხვედით მაგრამ ტელეფონი ერთი წამითაც არ გაჩერებულა ტქვენი ზარებისგან :*
***
საღამოს 9 საათისკენ გამაგორეს ბლოკში, და დაახლოებით 1 საათში გაჩნდა ჩემი სქელტრაკა love.gif love.gif
3.300 და 52 სანტიმეტრი.
ჩამჭრეს+ჩახევები მქონდა. საშვილოსნოს ყელი არ იყო ელასტიური და თავი ვერ გამოდიოდა sad.gif არადა ჩემი გაბარიტების მქონე ადამიანს ადვილად უნდა გაეჩინა
ცოტა სისხლდენაც მქონდა, საშვილოსნოს კონტურებს ვერ პოულობდნენ. ექოსკოპისტმა რომ მნახა, გაოცდა biggrin.gif საშვილოსნო ისე სწრაფად შეიკუმშა, რომ ვერც იტყვიო რომ ამ გოგომ დღეს გააჩინაო
***
მოკლედ ძალიან გავწვალდი გოგოებო, მაგრამ ნამდვილად მიღირდა :*
ჩემი ბიჭი რომ ჩავიხუტე, ყველაფერი დამავიწყდა love.gif love.gif ეხლაც ძლივს ვიხსენებ facepalm.gif

Posted by: bubu737 25 Sep 2012, 14:00
_lale_
2kiss.gif
QUOTE
ჩემი ბიჭი რომ ჩავიხუტე, ყველაფერი დამავიწყდა    ეხლაც ძლივს ვიხსენებ

ძალიან კარგი რო ვერ იხსენებsmile.gif არც გინდა. რა ბენიერი ხარ წარმომიდგენია!!!

Posted by: algulga 25 Sep 2012, 14:07
_lale_
გოგო დიუ დეითი 6სექტემბერი არ გქონდა?

ისეთები წამოვეეით მე და გაია სამშობიიაროდან გეგგონებბა ჩვენ გაგვეჩინა

Posted by: Pop-corn 25 Sep 2012, 14:58
Janiss
QUOTE
ჯერ კიდევ(ორი კვირა გადის ხვალ) ვერ გამოვსულვარ ცოტა არ იყოს და უსიამოვნო განცდებისგან,ამიტომ როდესმე თუ გადავწყვიტე დავწერ მეც ჩემს მოგონებას.

+1
1 თვე გავიდა თითქმის, დაწერა კი არა გახსენებაც არ მინდა

არც ორსულობა არ მენატრება
ერთი რაც მინდა, ისაა რომ დრო მინდა მალე გავიდეს და მოიზარდოს ეს გოჭი და ჩემზე ნაკლებ დამოკიდებული გახდეს

Posted by: xatia333 25 Sep 2012, 15:44
QUOTE
ერთი რაც მინდა, ისაა რომ დრო მინდა მალე გავიდეს და მოიზარდოს ეს გოჭი და ჩემზე ნაკლებ დამოკიდებული გახდეს

ეგ ყველას უნდა მგონი ვინც ბოლო 5 თვის მანძილზე იმშობიარა smile.gif
QUOTE
1 თვე გავიდა თითქმის, დაწერა კი არა გახსენებაც არ მინდა

მე კი მინდა დაწერაც და ხშირადაც ვიხსენებ არ მიწვალია მშობიარობაზე მაგრამ მაცდის ჩემი გატუტუცებული შვილი? biggrin.gif არადა ნაწილ-ნაწილ წერა მეზარება

Posted by: Springchild 25 Sep 2012, 15:53
Pop-corn
QUOTE
არც ორსულობა არ მენატრება


არც მე... მუცელზე ძილი მენატრებოდა ბოლო 5 თვე.. biggrin.gif

Posted by: kuskusela_777 27 Sep 2012, 15:15
უფ მშობიარობა მქონდა საშინელი,ტან ერთი კვირა ვიწექი შენარჩუნებიტ ტერაპიაზე გაგუაში, 27 კვირის ვიყავი და უცებ დამეცყო მშობიარობა,გაუტკივარებაც არ შეიზლებოდა ჩემზე და საშინელი ტკივილები გადავიტანე,ჭინტვის ძალაც კი არ მქონდა და როგორ გავაჩინე მეც არ ვიცი, ჩემი პატარა 1 კილო დაიბადა და 2 დგეში ზეცაში ანგელოზად გამიფრინდა ;((((((((((((((((((((((((((((((((((((((((((((((((((((((((((((((((((((((((((((((((((((((((((((((((((((((((((((((((((((((((((((((
ეხლა როდის მაჩუქებს ღმერთი კიდევ შვილს იმის მოლოდინში ვარ და ვიცი რომ ამაში ჩემი პატარ ანგელოზი ზეციდან დამეხმარება sad.gif((((((((((((((((((((((((

Posted by: blblbl 27 Sep 2012, 15:22
kuskusela_777
აუცილებლად გაჩუქებს ღმერთი კიდევ პატარას,ყველაფერი აკრგად იქნება,შენი პატარ ანგელოზი გმფარველობს ზეციდან 2kiss.gif

Posted by: ingiloo 27 Sep 2012, 15:24
kuskusela_777
QUOTE
უფ მშობიარობა მქონდა საშინელი,ტან ერთი კვირა ვიწექი შენარჩუნებიტ ტერაპიაზე გაგუაში, 27 კვირის ვიყავი და უცებ დამეცყო მშობიარობა,გაუტკივარებაც არ შეიზლებოდა ჩემზე და საშინელი ტკივილები გადავიტანე,ჭინტვის ძალაც კი არ მქონდა და როგორ გავაჩინე მეც არ ვიცი, ჩემი პატარა 1 კილო დაიბადა და 2 დგეში ზეცაში ანგელოზად გამიფრინდა ;((((((((((((((((((((((((((((((((((((((((((((((((((((((((((((((((((((((((((((((((((((((((((((((((((((((((((((((((((((((((((((((
ეხლა როდის მაჩუქებს ღმერთი კიდევ შვილს იმის მოლოდინში ვარ და ვიცი რომ ამაში ჩემი პატარ ანგელოზი ზეციდან დამეხმარება sad.gif((((((((((((((((((((((((


sad.gif აუცილებლად გეყოლება კიდევ შვილები, არ ღირს ნერვიულობა. ეგ უარესს შვება. ასე რომ დამშვიდდი, მესმის რაც გადაიტანე sad.gif მაგრამ ნელ-ნელა მოემზადები ისევ დედობისთვის. ნუ ნერვიულობ 2kiss.gif

Posted by: September girl 27 Sep 2012, 15:30
მე ისეთი ფსიქოლოგიური სტრესი მივიღე ამ თემაში შემოსვლაც კი არ მინდოდა, და ეხლაც ვერ გადავლახე ეგ სტრესი 5 წელი გავიდა უკვე და მაინც მეტირება, რომ მახსენდება და ვერც ვუსმენ როცა ყვება ვინმე თავსი მშობიარობაზე, არ ვიცი ასე რისი მეშინია მაგრამ მეორე ბავშვს ვერ გავაჩენ არ შემიძლია.მითუმეტეს არ მქონია ცუდი მშობიარობა და ჩემი სიხარულიც ჯანმრთელი დაიბადა მაგრამ ვფიქრობ ფსიქოლოგიური მომენტია რომ იქ სრულიად მარტო ვიყავი და თან არც ჩემი მეუღლის მხარდაჭერის იმედი არ მქონდა. მოკლედ ძალიან ცუდათ ვარ ეხლაც კი....

Posted by: blblbl 27 Sep 2012, 15:32
September girl
5წლის წინ რგორ იყო არ ვიცი და ახლა შეგიძლია ვინც გინდა ის დაიტოვო იქ ყოფნის მანზილზე,მსობიარობის დროსაც და შემდეგი დღეებიც,ასევე ამხლეა სტრესი თუ გაქვს საკეისრო გაიკეთო

Posted by: natia2203 27 Sep 2012, 15:37
September girl
ცუდად არ გამიგო მაგრამ მგონი ფსიქოლოგის დახმარება გჭირდება 5 წლის წინანდელ მშობიარობაზე თუ კიდევ გეტირება, მითუმეტეს ჯანმრთელი ბავშვი თუ გააჩინე.

Posted by: kuskusela_777 29 Sep 2012, 10:07
ისე მინდა შვილი მყავდეს ჯანმრთელი რომ ათასჯერ უარესს ტკივილს გადავიტანდი ამ ყველაფრისტვის, ჩემი პატარა სულ 2 წუთით ვნახე და მასზე მეტად არავინ მიყვარს ამ ქვეყნად.... მე მშობიარობის ტკივილსს სულ არ მახსენდება ამხელა ტკივილის შემდეგ,

Posted by: ninuwki 29 Sep 2012, 12:10
kuskusela_777
ჩემ დას დაემართა იგივე,ვერც ნახა ბავშვი..ასე რომ ვიცი როგორ მდგომარეობაში იქნები..მაგრამ ყველაფერი კარგად იქნება და ეს უბრალო სიტყვები არ არის დამიჯერე... დაწერ შენ ბედნიერ მოგონებებს აქ, როცა მაგის დრო მოვა 2kiss.gif

Posted by: September girl 29 Sep 2012, 12:37
natia2203

მეც ვხვდები მაგას რომ ფსიქოლოგი მჭირდება sad.gif

Posted by: პატარძალი 29 Sep 2012, 13:05
kuskusela_777
წარმომიდგენია როგორც იქნები... იფიქრე იმაზე, რომ ახლა ერთი ანგელოზით მეტი გყავს და გჯეროდეს რომ აუცილებლად გეყოლება მეორე ბაია, ჯანმრთელი და საყვარელი. 2kiss.gif

Posted by: Janiss 29 Sep 2012, 13:15
უნამუსო ვიყო ვიტირე ახლა.


kuskusela_777
(hug)

Posted by: ვასასი 29 Sep 2012, 18:26
QUOTE (ingiloo @ 29 Aug 2012, 15:48 )
ექიმი დაიღალა ხვეწნით და ბოლოს ადგა მოვიდა და შუბლზე მაკოცა: ,,ხო გინდა შენი გოგო ჯანმრთელი დაიბადოს, ახლა იცი როგორ ტკივა თავი, გამოსვლა უნდა და შენ არ უშვებ გარეთ. შენ კარგი დედა იქნები მე ამაში დარწმუნებული ვარ და ახლა დამეხმარეო.“


სულ გაქრა იმ წუთას სულ ყველა ვინც იმ ოთახში იყო, დავრჩით მხოლოდ ჩვენ სამი. ჩვენ ვტიროდით და ქალი გაკვირვებული აცეცებდა თვალებს.
ასეთი ბედნიერი წუთი მთელი ცხოვრების მანძილზე არ მქონია,

დამბურძგლა ამ სიტყვებზე yes.gif 2kiss.gif


* * *
Pop-corn
გამოუშვი მოგონებები! aba.gif
* * *
algulga
გოგონი შენი მოგონებებიც ვერ ვიპოვე რაღაც... მოყევი რაააააააა
* * *
algulga
შენც რა ჩუმად ზიხარ, მოყევი გეხვეწებიიიიი

Posted by: amoeka 29 Sep 2012, 23:10
ძალიან მინდა ჩემი მშობიარობის მოგონებები გაგიზიაროთ... 4თვის წინ ვიმშობიარე ემბრიოში smile.gif

ე.ი 20 მაისს დილით წყლები დავღვარე (ყოველ შემთხვევაში მე ასე მეგონა) წავედით სამშობიაროში, ტკივილები არ მქონია, ექიმმა გამსინჯა 1 ტიტზე ვიყავი გახსნილი, დაახლოებით 2 საათით დამაწვინეს და გამომიშვეს მალევე თან მითხრეს რომ მუცელი საერთოდ არ გაქვს დაწეული შეიძლება ღამე საერთოდ არ აგტკივდეს მუცელიო. ღამე 3 საათზე ტკივილმა გამაღვიძა, ჯერ ნახევარ საათიანი ინტერვალით მტკიოდა შემდეგ 10 წუთის, მაგრამ ძალიან არ მტკიოდა. ხოდა
დაახლოებით 4 საათზე თავი დავიბანე, გავიშრე გავისწორე (გავიპრანჭე biggrin.gif)და 5:30 წუთზე წავედით სამშობიაროში. ექიმი აყვანილი არ მყავდა მორიგე ექიმმა გამსინჯა, სამ თით ნახევარზე ვიყავი გახსნილი და თან ძალიან არ მტკიოდა, ექიმი გაგიჟდა მაგარი გოგო ხარო smile.gif ხოდა შემიყვანეს "მოსამზადებელ" პალატაში (რა ჰქვია არ ვიცი) და მაშინ მომემატა ტკივილები საშინლად მტკიოდა, ამ ტკივილების დროს გული ამერია, ნუ ბოლო წუტამდე ტოქსიკოზი მქონდა sad.gif შემდეგ გამიყვანეს ბლოკში, უკვე ძალიან მტკიოდა ისე რომ ბოლო ხმაზე ვკიოდი და დაახლოებიტ 10 წუთში დაიმაბადა ჩემი ბაჭია. თეთრი, ქერა თმით და წითელი ტუჩებით.
ჩემი აზრით ადვილად ვიმშობიარე, გაუსაძლისი ტკივილი არ მქონიაsmile.gif

Posted by: kuskusela_777 30 Sep 2012, 01:36
smile.gif)))))))))))))))))))
0000000000000000000000000000000000000000000000
* * *
ვიცი ჯანმრტელი ვარ და აუცილებლად გავაჩენ კიდევ ბევრ შვილებს, ისე ყველაფერი ჩემი ექიმის ბრალი იყო,ჩაჩავასი ვიყავი აგრიცხვაზე, ეხომ მრავალცყლიანობა დამიდასტურა,ახმეტელტან ვიგებდი და მიტხრა ექიმს უტხარი ბანდაჯი გჩირდება აუცილებლადო,რომ ვუტხარი ტავი გაიგიჯა,რად გინდა ამ სიცხეში ისეტი არაფერიაო,ამის გამო საშვილოსნო დაიცია და მშობიარობა დამეცყო,რომ მივედი 3 ტიტზე ვიყავი გახსნილი,დავიტ გაგუამ მიტხრა დგეს გააჩენ აზრი არ აქვს აქ შენარჩუნებიტ თერაპიასო და მე არ დავტანხმდი და დავაცყებინე მაინც შენარჩუნებიტი,ყველაგაგიჯებული იყო,8 დღე გაჩერდა ბავშვი კიდევ მუცელში,ყველას უკვირდა ესეტი რაგაც არ გვინახიაო,ანდრიაობა გატენდა და ზუსტად 12 მაისს ანდრიაობაზე ,,,ანდრია " გავაჩინე. ამიტომ მჯერა მე რომ ჩემი პატარა ნამდვილად ანგელოზად მოევლინა.მერე ცოტა ხანი დედატა მონასტერში ვიყავი,დედაოს ველაპარაკებოდი და გულზე მეშვებოდა,ერტ დგეს მონასტერს სურატი გადავუგე და ცაში ანგელოზი გამოისახა,ფოტო რომ ნახოტ აშკარად ჩანს, ეს სასწაულია და ამის შემდეგ მივხვდი რომ ყველაფერი გმერტის ნებაა და ჩემი ანდრია ცაში ანგელოზად გაფრინდა

Posted by: ninuwki 30 Sep 2012, 14:52
amoeka
მშვენიერი მშობიარობა გქონია...თითმის ჩემნაირი biggrin.gif

Posted by: gokieli 30 Sep 2012, 21:43
kuskusela_777

2kiss.gif
QUOTE
ვიცი ჯანმრტელი ვარ და აუცილებლად გავაჩენ კიდევ ბევრ შვილებს


აუცილებლად smile.gif

Posted by: algulga 1 Oct 2012, 19:08
ვასასი
QUOTE
შენც რა ჩუმად ზიხარ, მოყევი გეხვეწებიიიიი



ა ბატონო მოვყვები



–––––––––––––––––––––––––––––––––––––––

დიუ დეითი მქონდა 19 სექტემბერი
გადავწყვიტე მაგ დღეს გამეკეთებინა ზუსტად ეხო, მენახა რას შვებოდა პაწუკა. მანამდე რამდენიმე დღე და ღამე ძალიან მოვუხშირე ტუალეტში სირბილს და წყლებს არ ვღვრიდე ჩუმადთქო შემეშინდა.

მივედი გურგენიძესთან და უი შენ დღეს უნდა გაეჩინაო მეუბნება. წყლები გაწვს ცოტა და ალბათ ცოტ–ცოტა დაღვარე და ვერ გაიგეო. 3–4 დღე თუ არ ქნა რამე მაშინ მიაკითხე და აჩვენე ჩემი ეხოსკოპიის პასუხი და დაგიჩქარებენო.

20 ში სამსახურში წავედი, მაგრამ ძალიან გამიჭირდა და ვერ ვიყავი რაღაც.
ჩემი ქმარი მივლინებაში წავიდა 1 დღით, რაღაცეები ქონდა მოსაგვარებელი და მარტო ვიყავი ჩემი შვილებით.
ღამით ცოტ–ცოტა წყლების დაღვრა დამეწყო.
კიდევ კარგი ცოტა იყო, მეზობლების გაღვიძება არ მინდოდა და არც ჩემებთან დარეკვა.
გათენდა, მოვიდა ძიძა. რა თქმა უნდა სამსახურში არ წავედი smile.gif))
გავამზადე ჩანთა სამშობიაროსთვის. ვიბანავე, და წასვლის მაგივრად წამოვწექი დასაძინებლად.
ელენემ დამირეკა bubu737 –მ როგორ ხარო.
წასვლა მინდა სამშობიაროში და მეზარებათქო( რო მეშინოდა ის ვერ ვუთხარი smile.gif)
წამოგყვებიო შემომთავაზა.
წავედით მე და ბუბუ ახალ სიცოცხლეში.
გამსინჯა მორიგე ექიმმა და 2 თითზე ხარ და დაწექიო. smile.gif)
დავურეკე ქმარს სამშობიაროში ვწევართქო და გადამერია, გამოქანდა ეგრევე.
ძიძას დავურეკე რომ ბავშვები ჩემ მშობლებთან გაეყვანა.
და დედას დავურეკე რომ დღეს მაწვენენ მაგრამ ხვალ დილამდე არ ინერვიულო არაფერი იქნებათქო smile.gif))
მე და ბუბუმ სიცილ კისკისში გავატარეთ შემდეგი4–5 საათი. ამასობაში ჩემი ქმარიც ჩამოვიდა და მოვარდა ჩემი დიდი ჩანთით. (მანამდე ბარგიც არ მქონდა წამოღებული, უბრალოდ გამზადებული ჩანთა მედო სახლში, შემოსასვლელში )
ჩემი ქმარი რომ მოვიდა უკვე მეწყებოდა ძლიერიტკივილები, ელენე დაგვემშვიდობა და სახლში გავუშვით და მაშნ დაიწყო ძლიერი ტკივილები. ბლოკში ამიყვანეს და ავტეხე ყვირილი გაუტკივარება მინდათქო.
გამსინჯეს ორთითნახევარზე იყავი მარტო და მაშინ გავჭედე გაუტკივარება დროზეთქო, ქმარს ვუყვიროდი ახლა თუ არ გამიკეთებენ გაუტკივარებას ჩემ ფეხებს გაგიჩენ გოგსთქო. ახლა ვხვდები რომ მე ნორმალური არ ვარ რა მეგოოება 3 ბიჭის პატრონს. ჩემი ქმარი რომ იყო იქ ალბათ მაგიტომ გავკიოდი თორე წინა ორ მშობიარობაზე ხმა არ ამომიღია. ანუ სანამ საბოოლოოდ გადავწყვიტეთ მე და ჩემმა ქმარმა გამეკეთებინა თუ არა და მერე სანამ ანესთეზიოლოგი ჩამოვიდა უკვე ჭინთვები დამეწყო და 3 გაჭინთვაში გაჩნდა უპრობლემოდ. ეგრევე დამაწვინეს გულზე, მაგრამ ხმას არ იღებდა. უმასაჟებდნენ ზურგს, მაგრამ ხმა არ მესმოდა და ვეხვეწებოდი ექიმს მითხარით რაო არ ტირისთქო, ეს წამები საუკუნედ გაიწელა. ღვთისმშობელს ხლმამაღლა ვევედრებოდი ღმერთო მიცოცხლეთქო და უცებ გავიგე სანატრელი ხმა, ჩემი პატარას ტირილი. ჩემი პატარა ტიროდა. მეტი არაფრი არარ მინდოდა ქვეყანაზე, ჩემი შვილი ცოცხალი იყო, სუნთაქვადა და ტიროდა.

ვსიო მე გავედი პენსიაზე. აწი წეროების გოგოებს ვუთმობ ჩემ ბურთს და მოედანს, ჩემს წეროებს და ჰორმონებს smile.gif
გჩუქნით გოგოებო, ალალი იყოს თქვენზე.

ჭირი იქა ლხინი აქა,
ქატო იქა ფქვილი აქა

Posted by: sun_waiting 1 Oct 2012, 19:18
algulga
გოგოო, რა გინდოდა, რატო მატირეე? sad.gif მართლა sad.gif ბოლოს.


Posted by: algulga 1 Oct 2012, 19:28
sun_waiting

2kiss.gif 2kiss.gif 2kiss.gif

Posted by: ninia84 1 Oct 2012, 19:40
algulga
რათ მატირე, რათა smile.gif გილოცავ, ჯანმრთელი და ბედნიერი შვილები გაგიზარდოს უფალმა. ღვთისმშობლის კალთა გფარავდეთ 2kiss.gif

Posted by: bubu737 1 Oct 2012, 21:15
algulga
QUOTE
მე და ბუბუმ სიცილ კისკისში გავატარეთ შემდეგი4–5 საათი

მინდა დავამატო რო მე ხო პირველს ველოდები და ამის სიცილს და კისკის რო ვუყურებდი მაგარი განწყობა შემექმნა და ამიტომაც უდიდესი მადლობა სალო!!! ოღონდ თურმე აი რო წავედი მერე იყო რაც იყო lol.gif
QUOTE
ჩემი შვილი ცოცხალი იყო, სუნთაქვადა და ტიროდა.

ქალო დაბადებაზე გალოდინა, ხოდა ტირილზეც ბარემ ცოტა გავაწვალოო დედიკოოsmile.gif ვენაცვალე მაგ ცუცქნიკოს მე!!!

Posted by: sunnn 2 Oct 2012, 00:22
algulga
შენს მერე მე რომ არ დავწერო დანაშაული იქნება. ეგება გულახდილმა წერამ მაინც უშველოს ჩემს პერიოდულად დათრგუნულ გუნებაგანწყობას wink.gif

Posted by: *Bébé* 2 Oct 2012, 00:32
algulga
2kiss.gif 2kiss.gif 2kiss.gif

Posted by: ketketket 2 Oct 2012, 02:20
algulga
რა საყვარელი ხარ 2kiss.gif 2kiss.gif ისე სანამ ტირილს გაიგებ საუკუნედ გეჩვენება ყველაფერი..ჯანმრთელობას და ბედნიერებას გისურვებთ!

Posted by: makavel1 2 Oct 2012, 08:26
algulga
გილოცააააააავ!!!! ვაიმეეეეე მაგრად გბალენშიკობდი, გისურვებთ ყველაფერ საუკეთესოს შენ და შენ პაწუკააას bis.gif bis.gif bis.gif kiss.gif kiss.gif

Posted by: guria:) 2 Oct 2012, 10:33
algulga


სალო ჩემო პრინცესაა!!! გული ამიჩუყდა! პ.ს. მეოთხე თუ არა მეხუთე მაინც იქნება გოგო biggrin.gif

Posted by: sunnn 2 Oct 2012, 14:00
ესე იგი ბაიას 19-22ში ველოდებოდი, მარა გამაწბილა. ზალდასტანიშვილმა 25ში დამიბარა: თუ არაფერი იქნება ხელოვნურად ავღძრავთ მშობიარობასო (სასტიკად არ მინდოდა დამაჩქარებელი, ვიცოდი რომ ტკივილები უფრო ხშირი იყო ამ დროს).
24 ში დღის პირველი ნახევარი გავატარე ჩვეულ რიტმში. ყოველ წუთს მირეკავდნენ ნაცნობები: კიდე არაფერიაო? (ამან რათქმა უნდა წყობილებიდან გამომიყვანა ბოლო ერთი კვირა). მერე ავტყდი საქმე არ მაქვს დავიღალე სახლში ჯდომით თქო და ქმარი კარფურში წავათრიე ძალით. ხოდა შუა მაღაზიაში და თან ბავშვთა განყოფილებაში დავღვარე წყლები. უცებ გავჩერდი და ჩემს ქმარს ყოველ შემთხვევისთვის ვეუბნები, უი წყლები დავღვარე თქო biggrin.gif ისიც ვერ მიხვდა რა ხდებოდა, მარა ინსტინქტურად კი გაიქცა მანქანისკენ, ჯერ არ ღელავდა აშკარად, რადგან მანქანას დამისველებო მომაძახა biggrin.gif მერე წამებში გააცნობიერა რაც ხდებოდა და კისრისტეხვით მომიყვანა სახლში. თან ვეუბნებოდი ეს არაფერია ნელა იქრე თქო. ავედი სახლში წყალი გადავივლე, მარა გამშრალებას ვერ ვახერხებდი გამდიოდა წყალი, თან ვბრაზობდი თმების დაყენებას ვერ ვასწრებ თქო. როგორც იქნა ჩავიცვი, მარა კორპუსიდან გამოსული უკვე სველი ვიყავი.
სამშობიროში მიმჯღებში დამხვდა ჩემი ექიმი, გამსინჯა და თითნახევარზე ხარ გახსნილიო. ძალიან იმედგაცრუებული დავრჩი, რადგან დარწმუნებული ვიყავი რომ 3 თითზე მაინც ვიყავი და ზოგადად მთელი ორსულობა მეგონა, რომ 3 თითამდე ვერ გავიგებდი ვერაფერს ისე მივიდოდი სამშობიაროში.
პათ ორსულებში დამაწვინეს, რადგან წყლები მქინდა დაღვრილი. მივხვდი, რომ იმ დღეს არაფერი იქნებოდა და ნერვები მეშლებოდა იქ, რომ მომიწევდა ყურყუტი. საღამოს 8 საათზე როგორც იქნა ჩემები დავითანხმე, რომ სახლში წასულიყვნენ და ეზოში არ გაეთენებინათ ღამე. ბაია აშკრადა არ აპირებდა არაფერს. მეც დაძინება და დასვენება გადავწვიტე. ღამე უაზროდ გავატარე ხან მეძინა ხან არა. ოდნავ ტკივილი მქონდა ძალიაან მსუბუქად. ინტერვალების დათვალსაც ვერ ვახერხებდი იმდენად მსუბუქი იყო. მეორე დღესაც იგივე გაგრძელდა. სრული უაზრობა. 4 საათამდე მნახველებს არ უშვებდნენ და ვიყავი მოლოდინში. ეს მუცელიც არ მტივდებოდა. თან არაფერო ვჭამე, მშობიაობის წინ და თავიც აღარ მქონდა არაფერის.
დილით ნოდარიმ ისევ გამსინჯდა და 2 თითზე ხარ გასნილიო. მერე ექთანს გადაულაპარაკა ნემსი გაუკეთეო, მეთქი დამაჩქარებელს მიკეთებს თქო, მარა ანტიბიოტიკი აღმოჩნდა, რამე ინფექცია რომ არ წასულიყო ზევით (წყლების დიდი რაოდენობით დაღვრა და მერე ასე ლოდინი ინფექციის საშიშროებას ქმნის ყოველთვის). თან ჩაილაპარა ეს 5 საათზე უკვე ბლოკში იქნებაო, ცოტა იმედი მომეცა. მერე ჩემებიც მოვიდნენ და ის დღე სიარულში, ჭორაობაში გავატარე, თან ფორუმის გოგოები მეკონტაქტებოდნენ და მამხნევებდნენ. დაძაბულობისგან აშკარად წამოწოლას ვერ ვახერხებდი და ფაქტიურად მთელი დღე ვიარე, არადა ვიცოდი რომ ძალები დამჭირდებოდა მშობირობისას. მაგრამ ისედაც არ შემიძლია ეს წოლა და მაშინ ხომ საერთოდ.
ექიმმა 5 ზე გამსინჯა კიდევ, მანამდე ერთი ანტიბიოტიკიც დამარჭეს. მხოლოდ და მხოლოდ ორთითნახევარზე ვიყავი გახსნილი 5 საათზე და ძალიან გავნერვიულდი დაღლილი ვიყავი უკვე მიუხედავად იმისა, რომ არაფერი არ მტკიოდა. დამაჩქარებლი მომცა ნოდარმა, რაღაც აბი გასაწუწნი. ამის შემდეგ ტკივილები ნელ-ნელა დაიწყო და 6ზე ბლოკში ჩამიყვანეს. თან ნოდარიმ მითხრა მე სამინისტროში უნდა წავიდე შენ სხვა ექიმს ჩაგაბარებო, ამაზე სულ გავაფრინე. დამაიმედა მოგისწრებო.
ცოტა ხანი დედაჩემი მყავდა ბლოკში, მერე ჩემი ქმარი შეენაცვლა. დაახლოებით 8ის ნახევარზე დაიწყო სასტიკი ტკივილები. აშკარად სიარულის დროს უკეთ ვიყავი. სუნთქვით ვარჯიშებს ვაკეთებდი და მაგრად მშველოდა. ჩემი ქმარი იყო ყველაზე სასაცილო: ისიც ჩემსავით სუნთქავდა შეტევების დროს და დამდევდა კუდში. თან ვერაფრის თქმას ვერ ბედავდა სახეზე რომ მიყურებდა. შემდგომი გასინჯვა 10ის ნახევარზე მიწევდა და მანამდე აშკარად დიდი დრო იყო. იმასაც მივხვდი, რომ პროცესი ნელა მიდიოდა და ნოდარიმაც იცოდა, რომ 12მდე ვერც გავაჩენდი, ამიტომ არავინ ჩქარობდა. დავდიოდი ჩემთვის ბლოკში და დერეფანში. ყვირილით ვერ ვყიროდი (ზოგადად არ შემიძლია ტკივილის დროს გამოხატვა და მით უმეტეს ყვირლი, უფრო კონტროლს ვკარგავ). დავდიოდი, მაგრამ აშკარად დაღლილი ვიყავი და წამოწოლა მინდოდა ვხვდებოდი რომ ესე ვეღარ გავქაჩავდი ფიზიკურად, არადა წამოწოლილიზე ტკივილის მართვა შეუძლებელია, უფრო აუტანელია და ხანგრძლივი.
უკვე გაუტკივარებაზე ვფიქრობდი, თან სალომე მახსენდებოდა ეგება მალე გავაჩინო და არ დამჭირდეს თქო. მარა მივხვდი, რომ ემოციურად ვეღარ ვუძლებდი ამ ყველაფერს. ტკივილს კიდევ ავიტანდი იმ ეტაპზე, მაგრამ გავჭედე. აშკარად არ ვიყავი ფსიქოლოგიურად მზად ასეთი ხანგრძლივი პროსესისთვის (24 საათი პათორსულებში და მერე კიდევ ბლოკში),ამიტომ გაუტკივარება მოვითხოვე. ექიმმა ჯერ არ გტკივა ძალიან და გასინჯვის მერე გაგიკეთებო. ამაზე გავჭედე 10ის ნახევრამდე თუ შევიშალე რაღად მინდა თქო და სიმწრის ცრემლები წამომცვივდა. არ მიჯერებდნენ, რომ ძალიან მტკიოდა, რადგან წივილ-კივილი არ ავტეხე. მერე ძალიან უხეშად მოვითხოვე. შემპირდა ექიმი, რომ 9ზე გამსინჯავდა და მერე გადაწყვეტდა.ეს 9 მდე დროც სასტიკად გაიწელა. გასინჯვისას აღმოჩნდა, რომ მხოლო 3 თითზე ვიყავი გახსნილი (მივხვდი, რომ საღამოს ნოდარიმ მომატყუა და ორთითნახევარზეც არ ვიყავი გახნილი, უბრალოდ გამამხნევა, არ უნდოდა საკეისრო გადამეწყვიტა, არადა უკვე სერიოზულად ვფიქრობდი).
ანესთეზიოლოგი ჩამოიყვანეს, შეეცადა ჩემთვის დადებითი და უარყოფითი მხარეების გაცნობას, მაგრამ მივახალე ყველაფერი ვიცი თქო და ისიც ექთნის მოსაყვანად წავიდა. აი ეს დაძახება და მოყვანები იწელებიდა ძალიან. გაუტკივარება გამიკეთეს. ძალიან კარგი ანესთეზიოლოგი იყო. ყველაფერი პედანტურად გააკეთა ძალიან და ხელს მიწყობდა. ვთხოვე შეტევების დროს არ გაეკეთებინა არაფერი და ვაფრთხილებდი როდის მეწყებოდა შეტევა. წამალი სულ არ გამიკეთა მითხრა დაგიმატებ თუ დაგჭირდებაო. ანესთეზიის მერე ყველა თავზე მედგა და ბავშვის გულისცემასაც აქტიურად უსმენდნენ. უკვე 24 საათზე მეტი გამოდიოდა ბავშვი უწყლოდ და ამაზე ცალკე ვნერვიულობდი.
როგორც კი გამიყუჩდა მშვიდად დაწოლა შევძელი და მივხვდი, რომ არ დავწოლილიყავი წავიქცეოდი უეჭველი (კაცმა არ იცის რამდენი კილომეტრი გამომივიდა იმ დღეებში სიარული ). ჩემმა ქმარმა ცოტა დამშვიდებული რომ დამინახა. მთხოვა ცოტა ხნით გარეთ გავალო, მივხვდი, რომ ძალა აღარ ქონდა მასაც და დედაჩემი შემოვაყვანინე, თან ის უფრო მშვიდად იყო და ჩემზეც დადებითად მოქმედებდა. ისედაც გადაწყვეტილი მქონდა,რომ უშუალოდ ჭინთვების პროცესში არ დავისწრებდი არავის და აღარც მიფიქრია ქმრის შემოყვანა.
სადღაც 11ზე წამალი დავამატებინე, რადგან მომემატა ტკივილები (თუმცა სიმფიზის ძვლის გახნა არ გააყუჩა, მტეხავდა). ამ პერიოდში ნოდარიც დაუბრუნდა პოსტს და მისი მოსვლისთანავე ბავშვის გულისცემა შემცირდა. გაგიჟდა კაცი, არ დაუჯერა დანარჩენებს, რომ მანამდე კარგად იყო ყველაფერი. მეც შევშინდი ამათ სახეებს რო შევხედე. გამსინჯა და ჯერ აშკარად არ იწყებოდა ჭინთვები. მერე გავიდა დაგადრეკა საოპერაციო მოამზადეთო. გარეთ ალიაქოთი იყო ატეხილი და საკეისროსთვის უკვე ყველა მობილიზებული. ცოტა ხანში გულისცემა გამოსწორდა, მარა მუდმივად აკონტროლებდნენ მაინც. ყველა ზედ მედგა და ვისაც საქმე არ ქონდა ყველა მსინჯავდა კიდევ კაი ვერ ვგრძნობდი biggrin.gif
12ზე უკვე ბავშვის თავი ჩანდა და ოდნავ ჭინთვები დამეწყო, თუმცა პირველ მშობიარობაზე ეს ჭინთვები 1 საათი გრძელდება და ასეც მოხდა, მსუბუქი მოვლითი ჭინთვები 1 საათამდე გაგრძელდა. მთავარია ბავშვის გულისცემა კარგი იყო და საკეისროზე აღარ ფიქრობდნენ. დაახლოებით ნახევარი საათი გაგრძელდა აქტიური ჭინთვები. მივხვდი ჩემ კავატას მალე ვნახავდი უკვე. ბებიქალას ვუთანხმდებოდი ყველაფერს დაგიჯერე ნაკერები არ მინდა თქო და მართლაც, ხმა არ ამომიღოა მარტო ვიჭინთებოდი მაშინ როცა მეობნებოდნენ და ისე როგორც მეუბნებოდნენ. ამ პერიოდში გაუტკივარება სავარაუდოდ აღარ მოქმედებდა, რადგან ვგრძნობდი ჭინთვებსაც აქტიურად და ტკივილსაც (თუმცა ტკივილი სასტიკი არაა, უბრალოდ ძვლები იხსნება და ის მტეხავდა). ყოჩაღად ვიჭინთებოდი აშკარად. ამიტომაც მინდოდა გაუტკივარება, რომ გადამწყვეტ მომენტში ძალები მქონოდა. ყველაზე რთული პერიოდი მაშინაა, როცა თავი გამოდის უკვე, ამ დროს დავიღალე კიდეც და თითქოს აღარც მქონდა ჭინთვები, არადა ვიცოდი რომ ყველაზე კრიტიკული პერიდი ეს იყო, თან ბავშვს ჭიპლარი ქონდა შემოხვეული და მოდუნების უფლება არ მქონდა. ძალები მოვიკრიბე, მაქსიმალურად ვცდილობდი არ მეყვირა, კბილები დავიმტვრიე რამის ისე ვუჭერდი ერთმანეთს. ნოდარმა სახეში მლეწა გაიჭინთე თორე ჩაგჭრიო (ეს კაცი იმხელა ძალას მაძლევდა, რომ მეორე ბავშვშს მისი ხათრით გავაჩენ biggrin.gif ). სადღაც 3ის 20 წუთზე გამოძვრა ჩემი კვატა. თავის გამოსვლის შემდეგ 2 გაჭინთვაში გამოძვრა. ეგრევე არ იტირა. წყლები ნაყლაპი ჰქონდა, ჭიპლარი შემოხვეული და არ ვიცი რამდენ ხანს გასტანა სანამ ატირდებოდა, მარა მე საუკუნედ მომეჩვენა. ჩემთვის ვეხვეწებოდი ხან ღმერთს და ჩემ გოგოს იტირე შენ ხო ძლიერი გოგო ხარ თქო. როგორც იქნა გავიგე მისი ხმა და მუცელზე დამაწვინეს თბილი და სველი ვიღაცა. მერე რა თქმა უნდა ის ემოციაც მოვიდა, რასაც ყველა ყვება და არ მეჯერა, რომ მეც მასე ვიქნებოდი. ხმამაღლა ვტოროდი და ვეფერებოდი, თან თავზე ვკოცნიდი. მერე ჩემი ქმარიც ამოუშვეს და სამივე ერთად ვტიროდით 2 საათი. მერე ჩააცვეს გაამშრალეს და პალატაში მომიყვანეს ჩემი კვატა.
არ მჯეროდა. სულ მქონდა განცდა, რომ საავადმყოფოში მოვხვდი სამკურნალოდ მხოლოდ დამხოლოდ. აქამდე აშკარად არ მქონდა გაცნობიერებული ბოლომდე რომ მეც შეიძლებოდა დედა გავმხადრიყავი და მეც გადამხდენოდა ეს ამბები.
მომყოლი ისე დაიბადა ვერ გავიგე, არადა ეგეც ძალიან მეზარებოდა წინასწარ რომ წარმოვიდგენდი ჩემს მშობიარობას.
ტვინი შევუჭამე ექიმს ჩახევები ხომ არ მაქვს თქო. მხოლოდ შიგნიდან დამჭირდა 3 ნაკერი.
ნაკერები თვითონ ნოდარომ დამადო (არ მიდნოდა ვინმე სხვას ექნა ეგ ამბავი). მიყვარს ეს კაცი biggrin.gif
2 დღე ვფიქრობდი მეორეს კარგა ხანს არ გავაჩენ თქო და თუ გავაჩენ საკეისროთი თქო. ეხლა გამიარა ოდნავ სტრესმა და მეც როგორც ყველა ვფიქრობ რომ აუცილებლად მინდა მეორეც და მესამეც.
ასე ჩაიარა ჩემმა დაუსრულებელმა მშობიარობამ. ტკივილები ცუდად არ მახსოვს, ზოგადად ამტანი ვარ. უბრალოდ გაუთავებელმა ლოდინმა და სამშობაროში ყურყუტმა გამტეხა.
ხო, ხალხნო თქვენს მხარდაჭერას ვგრძნობდი ყოველ წუთას. სალომე და ელენე მირეკავდნენ მამხნევებდნენ და ვიცოდი, რომ დანარჩენები აქ ელოდებოდით ახალ ამბებს. მართლა მაგრად მეხმარებოდა ეს ყველაფერი 2kiss.gif


Posted by: bubu737 2 Oct 2012, 14:18
sunnn
გენაცვალეთ თქვენ!!! ყოჩაღი გოგო ხარ ძალიან!
QUOTE
დამაჩქარებლი მომცა ნოდარმა, რაღაც აბი გასაწუწნი.

აი ეგ მომწონს ძალიანsmile.gif კაპელნიცები და ნემსები რო არ არის საჭირო და აბიც შვება თავის საქმეს!

Posted by: ketketket 2 Oct 2012, 16:39
sunnn
ყოჩაღ მაგრი ხარ რაsmile.gif მაგრად გაგიძლიაsmile.gif რაც მთავარია ყველაფერი უკნა დარჩა და ჯანმრთელი შვილი გყავს გვერდით 2kiss.gif 2kiss.gif

Posted by: sunnn 2 Oct 2012, 17:15
bubu737
ისე ეგ აბი უფრო ეფექტურია მე რამდენადაც ვიცი, ვიდრე სხვა რაღაც.

Posted by: teoni 2 Oct 2012, 17:17
sunnn
ყოჩაღ,კიდევ ერთხელ გილოცავ.


Posted by: ვასასი 2 Oct 2012, 18:23
algulga
sunnn
ესე რააა! ყოჩაღ გოგოებო! მაგრები ხართ!გენაცვალეთ ჯიგარში!!! 2kiss.gif 2kiss.gif

Posted by: algulga 2 Oct 2012, 18:23
sunnn
მაგარი გოგო ხარ. ღმერთმა ბედნიერი გიმყოფოს პატარა კვატა ანა. გაკოცეთ ბევრი.

Posted by: sun_waiting 2 Oct 2012, 18:33
sunnn
აი, კიდევ ერთი გმირული მშობიარობა smile.gif))

გილოცავ smile.gif

Posted by: bubu737 14 Oct 2012, 18:35
მოკლედ სანამ ძინავს ჩემ ღლაპს იქნებ მოვასწრო დაწერაsmile.gif 28-ში ველოდებოდი და არ იკადრა გამობრძანება, წავედი 2 ოკტომბერს სამშობიაროში, ეხო გადამიღეს და ბავშვს გადამწიფების ნიშნები აქო და დამტოვეს. უფ როგორ მიხაროდა უნდა გენახათ, ესე უხაროდეს ვინმესო მშობიარობაო ჯერ არ გვინახიაო გადაობდნენ სამშობიაროში. 1 თითზე ვიყავი გახსნილი და მორიგე ექიმმა ხელით გააფართოვა ცოტა ყელი. უსიამოვნო პროცედურა იყო, რბილი გაქო ყელი და არ გინდაო დამაჩქრებელი, თავისითაც შეიძლება გაიხსნასო. მითხრეს დილისთვის მაქსიმუმ იქნება ბაიაო. ლეპტოპი წავიღე, სერიალებს ვუყურებდი, ექთნებთან ვჭორაობდი, მოკლედ ვერთობოდი, არანაირი ტკივილები არ მქონია, 4 საათში ერთხელ ბავშვის გულისცემას ამოწმებდნენ და ჩემი ყელის გახსნას, რატომღაც ძალიან ნელა წავიდა პროცესი, სულ თითებით მიფართოვებდნენ როგორც მივხდი კიდე შიგნით რაღაცა წამალიც ჩამიდეს. მოკლედ მაგრა გაიწელა ეს ოხერი გახსნის პროცესი. 3 თითამდე 24 საათი ვიხსნებოდი, კიდევ კარგი არაფერი არ მტკიოდა. მერე ცოტა ცელის ქაჩვამ დაიწყო და ციკლი რო იწყება ძალიან მსუბუქი ტკივილები. ექიმმა მირჩა ეპიდურალურის გაკეთება რადგანაც ნელა მიდიოდა ძალიან პროცესი და შეიძლება მთელი ღამე გამეთენებინა. გამიკეთეს ეპიდურალური და მაინც რათქმაუნდა ვერ დავიძინე, უფრო განცდების გამო. მალე მინდოდა მენახა ჩემი გოგოშკა! დილისკენ წყლები დამაღვრევინეს და ეპიდურალურიც აღარ დამიმატეს, 30 წუთში სრული გახსნა მქონდა და ტკივილებიც ვიგრძენი. რო გითხრათ არიქა და აუტანელი იყო თქო მოვიტყუები, დამეწყო მსუბუქი ჭინთვები. კარგად ვერ ვგრძნობდი არადა მოვლითი ტკივილი გამიძლიერდა. ძალიან რო არ გავაგრძელო ზუსტად 3 საათი ვიჭინთებოდი! რატომღაც დამეწყო ჭინთვების და მოვლითი ტკივილების შეჩერება, შუალედი იზრდებოდა მოვლით ტკივილებს შორის, არადა ბავშვის თავი უკვე წამოსული იყო, მეუბნებოდნენ კიდევაც ხელით შეგიძლია შეეხოო. დამიყენეს სასწრაფოდ დამაჩქარებელი. სახეებზე ვხდებოდი რო არ იყო კარგად საქმე, თან ბავშვის გულისცემას სულ უსმენდნენ, ძალიან დაღლილი ვიყავი, საერთდ არ მქონდა ჭინთვების შეგრძნება და ექიმი რო მეუბნებოდა მაშინ ძალით ვიჭინთებოდი, თან ძალიან მაგრა მაწვებოდა მუცელზე, ბოლოს 2 მეტრიანი დევივით კაცი, გადამაწვა მთლიანად ისე მუცელზე რო ტკაცა-ტკუცი აუვიდა ნეკნებსsmile.gif და ამოიყვანეს ჩემი ბარტყიც, სასაცილო ის იყო რო თავი როგორც კი გამოყო ეგრევე დასჭექაsmile.gif იმ გრძნობას გულზე რო გაწვენენ შენ შვილს ვერაფერს ვერ შევადარებ. მერე გავიგე რა ცუდი რაღაცაა ესე შუაგზაში რო იჭედება ბავშვი პლაცენტაც რო დაიბადა სისხლდენა დამეწყო, მაგრამ ესეც ეგრევე გამიჩერეს. ამ 3 საათიანი ჭინთვების მიუხედავად არც ჩაჭრა დამჭირვებია და არც ჩახევები მაქ. ერთადერთი გარედან კანი გამისკდა და 1 ნაკერი დამადეს. რო მადებდნენ ვეხვეწებოდი მაცადეთთქო, თავი დამანებეთsmile.gif მოკლედ უმაგრესი ექიმები იყვნენ და მაგრა მართავდნენ მშობიარობას. ბოლო მომენტში მითხრა ბებია ქალმა რო ძალიან ნელა უნდა გავჭინთულიყავი და მეც მოვუსმინე და მაგიტო გადავურჩი ჩახევებს, ეგ რო არ გექნაო უკანატანამდე ჩაიხეოდიო.
უი ძალიან გრძელი ტექსტი გამომსვლია. ბოდიში. მე ვთვლი რო პრინციპში მარტო 3 საათი ვმშობიარობდი, მანამდე რაც იყო ეგ არ ითვლებაsmile.gif გოგოებო არ შეგეშინდეთ, მთავარია ექიმებს უსმენდეთ და ნდობა გქონდეთ მათი. ვოტ ტაკ biggrin.gif

Posted by: sun_waiting 14 Oct 2012, 18:47
bubu737
გიწვალიაოთქო ვერ ვიტყვი ეხლა რაც დაწერე, მაგრამ როგორ გაგგრძელებია შენ smile.gif
მთავარია, ეხლა ერთად ხართ შენ და შენი ბარტყი smile.gif ყველაფერი დანარჩენი მეორე ხარისხოვანია smile.gif

Posted by: ketketket 14 Oct 2012, 19:03
bubu737
2kiss.gif რა მაგარიააა.. გილოცავ კიდევ ერთხელsmile.gif)) ყოჩაღი ხარ ძალიან, შენ ისეთი შემართებით მიდიოდი სამშობიაროში რომ დარწმუნებული ვიყავი კარგი მოგონებით დაბრუნდებოდიsmile.gif

Posted by: bubu737 14 Oct 2012, 19:08
ketketket
ხო იცი ოპტიმისტი ვარ და მთავარია ყველაფერი დამთავრდა კარგად და რისიც მეშინოდა ანუ საკეისრო არ მომიწიაsmile.gif სულ მაგას ვკითხულობდი ბოლოს, მეთქი ხო არ გამიკეთებთ საკეისროსთქოsmile.gif და მაგაზე დამცინოდნენ აქეთ ითხოვენო ქალებიო და ამას უყურეოsmile.gif

Posted by: NAD 16 Oct 2012, 16:16
bubu737

გილოცავ კიდევ ერთხელ 2kiss.gif

ბარემ მეც დავწერ სანამ ცოტა დრო მაქვს biggrin.gif

მოკლედ ბუბუს ამბავი გავიგე დილით ფორუმიდან, სამშობიაროში დატოვესო და ავფორიაქდიbiggrin.gif ჩვენ ხომ ერთ დღეს ველოდებოდით, ხოდა რაღაც მოუსვენრობა შემეპარა მეც. საღამომდე ძლივს მივაღწიე. საღამოს თითქოს ცოტა მუცელი გამიმაგრდა და რაღაც მცირე რაოდენობით მოთეთრო გამონადენი შევნიშნე. ეს სრულიად საკმარისი მიზეზი იყო ჩემთვის რომ ექიმისთვის დამერეკა. დათო ექიმმა წამოდიო, იქნებ გეწყება და რუსთავიდან თბილისამდე მაინც დრო უნდა მგზავრობასო. ღამის 11საათზე ვიყავი იმედში. გამსინჯეს და საერთოდ არ იყო ყელი გახსნილი, მაგრამ რადგან დათოს პაციენტი ვიყავი დამტოვეს და დაგაკვირდებითო. ის ღამე ჭორაობაში გავატარე. ჩემს პალატაში 2 გოგო იწვა კიდევ, ისინიც ყელის გახსნას ელოდებოდნენ. biggrin.gif დილით მოვიდა დათო ექიმი და ექოსკოპია გამიკეთეს. ყელი ისევ უცვლელი იყო, წყლები საერთოდ აღარ მქონდა და ბავშვის გულისცემა იყო ძალიან მომატებული. ესევე თქვა ლოდინს აზრი არ აქვს ჩქარა საკეისროზეო.გამიკეთეს სპინალური გაუტკივარება და დაიწყეს გაკვეთა. სულ გულისფანცქალით ველოდი როდის გავიგებდი ჩემი ოატარას ხმას, მაგრამ ისე ჩუმად ამოსკუპდა არც კი უტირია. ერთი დაახველასავით და ეგ იყო. გულთან რომ მომიყვანეს და მისი სუნთქვის ხმა გავიგე აი მაშინ იფეთქ ემოციებმა. სულ ხმამაღლა ვტიროდი სიხარულით, ბოლოს უკვე მეჩხუბებოდნენ გაჩუმდი,დაგვაცადე გაკერვაო.ეს იყო უბედნიერესი მომენტი, აი აქ რომ წერდნენ გოგოები და ერთი სული მქონდა მეც გამომეცადა. ყველაზე საშინლად 3 რამ დამამახსოვრდა.1. ხელით გასინჯვა 2. საკეისროს წინ საშოს იოდით დამუშავება და 3. ოპერაციის პირველი ღამე საშინელი ტკივილებით+ ნაკერი გამირთულდა, ლიმფა დაგროვდა და 2 ნაკერის შეხსნა გახდა საჭირო. მიუხედავად იმისა რომ ჭრილობა დღესაც არ შემხორცებია და ჯერ ისევ ლიმფა მომდის, მაინც კარგად ვგრძნობ თავს და უბედნიერესი ვარ ჩემი პაწაწუნათი love.gif love.gif


ბოდიში, თუ თავი შეგაწყინეთ biggrin.gif

Posted by: ninia84 16 Oct 2012, 16:47
NAD
საკეისროზე მაინც გაგსინჯეს ხელით?

Posted by: BAXY 16 Oct 2012, 17:19
NAD
მეც ჩაჩავაში გამსინჯერს, უფროსწორად შეეცადა გავესინჯე : )))) ვიღაც დეგენერატი ექთანი იყო მორუსო ქალი და მატაკა ესე მშრალი რეზინიანი ხელი რაღაც ძაან უხეშად და იმხელა ვიკივლეეე biggrin.gif და მეჩხუბებოდა თან..
ერთადერთი ეგ დამამახსოვრდა ცუდად სხვა ყველაფერი 10იანზე იყო smile.gif

Posted by: ketketket 16 Oct 2012, 18:29
NAD
გილოცავ კიდევ ერთხლ! ბედნიერ დედობას გისურვებ.. რა მაგარი წუთებია პირველი შეხვედრა შენ შვილთან cry.gif

Posted by: bubu737 16 Oct 2012, 18:43
NAD
QUOTE
ეს იყო უბედნიერესი მომენტი,

ნამდვილად!!! გული რო იმხელა სიყვარულით გევსება როგორიც არასოდეს არ გიგრძვნია!
QUOTE
1. ხელით გასინჯვა

შენ ბედნიერო რო არ გქონდა გახსნილი ყელი, მე გასინჯვაზე რეაქცია არ მქონია, აი რო თითებით გაფართოება დაიწყეს ყელის...
მიხარია რო ყველაფერი კარგად დამთავრდა და შენ და შენი პატარა კკარგად გრძნობთ თავს! 2kiss.gif

Posted by: ninuwki 16 Oct 2012, 19:11
bubu737
QUOTE
მერე გავიგე რა ცუდი რაღაცაა ესე შუაგზაში რო იჭედება ბავშვი

შეგრძნებაც ცუდია biggrin.gif ჩემი ქოჩორა გაეკვეხა და იყო ეგრე biggrin.gif წამები საუკუნედ მომეჩვენა

შენ კი,გილოცავ ჩემო კარგო :* აკოცე ჩემგან მაგ პატარა პრინცესას baby.gif 2kiss.gif
* * *
NAD
გილოცააააავ :*** love.gif

Posted by: bubu737 16 Oct 2012, 19:15
ninuwki
QUOTE
წამები საუკუნედ მომეჩვენა

უი შენ წამები? ჩემი კაი ხანი იჯდა მასეsad.gif
QUOTE
შენ კი,გილოცავ ჩემო კარგო :* აკოცე ჩემგან მაგ პატარა პრინცესას   

2kiss.gif

Posted by: ninuwki 16 Oct 2012, 19:28
არ გტკიოდა მერე??მე მთელ მშობიარობაზე ეგ მომენტი მახსოვს ცუდათ

Posted by: bubu737 16 Oct 2012, 20:28
ninuwki
yes.gif იმდენი ხანი იყო ესე რო შევეჩვიე იმ ტკივილს lol.gif თან ექიმები ისეთებს მიტარებდნენ მაგ დროს რო სულ არ მახსოვდა ეგ გაჭედვა.

Posted by: annitt 16 Oct 2012, 20:42
QUOTE (bubu737 @ 14 Oct 2012, 18:35 )
მოკლედ სანამ ძინავს ჩემ ღლაპს იქნებ მოვასწრო დაწერაsmile.gif 28-ში ველოდებოდი და არ იკადრა გამობრძანება, წავედი 2 ოკტომბერს სამშობიაროში, ეხო გადამიღეს და ბავშვს გადამწიფების ნიშნები აქო და დამტოვეს. უფ როგორ მიხაროდა უნდა გენახათ, ესე უხაროდეს ვინმესო მშობიარობაო ჯერ არ გვინახიაო გადაობდნენ სამშობიაროში. 1 თითზე ვიყავი გახსნილი და მორიგე ექიმმა ხელით გააფართოვა ცოტა ყელი. უსიამოვნო პროცედურა იყო, რბილი გაქო ყელი და არ გინდაო დამაჩქრებელი, თავისითაც შეიძლება გაიხსნასო. მითხრეს დილისთვის მაქსიმუმ იქნება ბაიაო. ლეპტოპი წავიღე, სერიალებს ვუყურებდი, ექთნებთან ვჭორაობდი, მოკლედ ვერთობოდი, არანაირი ტკივილები არ მქონია, 4 საათში ერთხელ ბავშვის გულისცემას ამოწმებდნენ და ჩემი ყელის გახსნას, რატომღაც ძალიან ნელა წავიდა პროცესი, სულ თითებით მიფართოვებდნენ როგორც მივხდი კიდე შიგნით რაღაცა წამალიც ჩამიდეს. მოკლედ მაგრა გაიწელა ეს ოხერი გახსნის პროცესი. 3 თითამდე 24 საათი ვიხსნებოდი, კიდევ კარგი არაფერი არ მტკიოდა. მერე ცოტა ცელის ქაჩვამ დაიწყო და ციკლი რო იწყება ძალიან მსუბუქი ტკივილები. ექიმმა მირჩა ეპიდურალურის გაკეთება რადგანაც ნელა მიდიოდა ძალიან პროცესი და შეიძლება მთელი ღამე გამეთენებინა. გამიკეთეს ეპიდურალური და მაინც რათქმაუნდა ვერ დავიძინე, უფრო განცდების გამო. მალე მინდოდა მენახა ჩემი გოგოშკა! დილისკენ წყლები დამაღვრევინეს და ეპიდურალურიც აღარ დამიმატეს, 30 წუთში სრული გახსნა მქონდა და ტკივილებიც ვიგრძენი. რო გითხრათ არიქა და აუტანელი იყო თქო მოვიტყუები, დამეწყო მსუბუქი ჭინთვები. კარგად ვერ ვგრძნობდი არადა მოვლითი ტკივილი გამიძლიერდა. ძალიან რო არ გავაგრძელო ზუსტად 3 საათი ვიჭინთებოდი! რატომღაც დამეწყო ჭინთვების და მოვლითი ტკივილების შეჩერება, შუალედი იზრდებოდა მოვლით ტკივილებს შორის, არადა ბავშვის თავი უკვე წამოსული იყო, მეუბნებოდნენ კიდევაც ხელით შეგიძლია შეეხოო. დამიყენეს სასწრაფოდ დამაჩქარებელი. სახეებზე ვხდებოდი რო არ იყო კარგად საქმე, თან ბავშვის გულისცემას სულ უსმენდნენ, ძალიან დაღლილი ვიყავი, საერთდ არ მქონდა ჭინთვების შეგრძნება და ექიმი რო მეუბნებოდა მაშინ ძალით ვიჭინთებოდი, თან ძალიან მაგრა მაწვებოდა მუცელზე, ბოლოს 2 მეტრიანი დევივით კაცი, გადამაწვა მთლიანად ისე მუცელზე რო ტკაცა-ტკუცი აუვიდა ნეკნებსsmile.gif და ამოიყვანეს ჩემი ბარტყიც, სასაცილო ის იყო რო თავი როგორც კი გამოყო ეგრევე დასჭექაsmile.gif იმ გრძნობას გულზე რო გაწვენენ შენ შვილს ვერაფერს ვერ შევადარებ. მერე გავიგე რა ცუდი რაღაცაა ესე შუაგზაში რო იჭედება ბავშვი პლაცენტაც რო დაიბადა სისხლდენა დამეწყო, მაგრამ ესეც ეგრევე გამიჩერეს. ამ 3 საათიანი ჭინთვების მიუხედავად არც ჩაჭრა დამჭირვებია და არც ჩახევები მაქ. ერთადერთი გარედან კანი გამისკდა და 1 ნაკერი დამადეს. რო მადებდნენ ვეხვეწებოდი მაცადეთთქო, თავი დამანებეთsmile.gif მოკლედ უმაგრესი ექიმები იყვნენ და მაგრა მართავდნენ მშობიარობას. ბოლო მომენტში მითხრა ბებია ქალმა რო ძალიან ნელა უნდა გავჭინთულიყავი და მეც მოვუსმინე და მაგიტო გადავურჩი ჩახევებს, ეგ რო არ გექნაო უკანატანამდე ჩაიხეოდიო.
უი ძალიან გრძელი ტექსტი გამომსვლია. ბოდიში. მე ვთვლი რო პრინციპში მარტო 3 საათი ვმშობიარობდი, მანამდე რაც იყო ეგ არ ითვლებაsmile.gif გოგოებო არ შეგეშინდეთ, მთავარია ექიმებს უსმენდეთ და ნდობა გქონდეთ მათი. ვოტ ტაკ biggrin.gif

გილოცავ ბაიას : ))

ხო რა მაინტერესებს
არ გეტკინა იმხელა ნემსი რომ გაგიკეთეს?
biggrin.gif

Posted by: bubu737 17 Oct 2012, 18:11
annitt
მადლობაsmile.gif გაუტკივარების? საერტოდ ვერ გავიგე. ტავიდან ლიდოკაინი ტუ ნოვოკაინი გამიკეტეს და მერე უკვე ეპიდურალური. მაგარი ხელი კონდა ანესტეზიოლოგს ძალიან, არც შეუწუხებივარ მერე ნაჩქმეტ ადგილს და არც წელის ტკივილი მაქ.

Posted by: denuestra 19 Oct 2012, 17:13
ნუ მოკლედ პირველი მშობიარობა ესე იყოbis.gif
მე 16 წლის ვიყავი,ოდნავ რამე წამომტკივდებოდა დ ეგრევე გავრბოდი სამშობიაროში მეგონა რომ დრო გვქონდა მე და ჩემ პაწაწუნას ეთმანეთთან შეხედრის,ესე მივედი 4-5ჯერ საავადმყოფოში 2კვირის განმავლობაში,ერთ დღეს როცა ვიბანავე და დასაწოლად ვემზადებოდი რაღაც ძლიერი ტივილი ვიგრძენი მუცლის ქვედა არეში,ყურადღება არ მივაქციე მეგონა ისევ ცრუ ტკივილები,დავწექი 2 საათით დამეძინა მერე ისევ გამეღვიძა,ისევ წამომტკივდა ოღონდ ამჯერად მსუბუქად,უფრო შიშმა შემიპყრო,არაფერი არ ვთქვი და ეგრე გავათენე.sad.gif
დილით უკვე კარგად ვიყავი,რაღაც კინოს ვუყურებდი რომ ისევ წამომტკივდა ყრუდ,ექიმთან 4საათზე წავედით მე და მიშკა,ექიმმა გამსინჯა და 2თითზე ვიყავი გახსნილი,რათქმაუნდა დამტოვეს ჩემი ქმარი გარეთ ეზოში იყო ძმაკაცებს ელოდებოდა,ექიმმა ხელით რო გამსინჯა ტკივილმა იმატა,ხან რაღაც ბურთზე მახტუნავეს ხან ვარჯიშებს მაკეთებინებდნენ,მერე ყველა წავიდა და მარტო დავრჩი ერთ ადგილზე ვერ ვისვენებდი ჩემი დედამთილის და მულის შემოშვება ვთხოვე ექიმს,ხან წელს მიზილავდნენ ხან რაღაც ამბებ მიყვებოდნენ,მაგრამ მე ტკივილები მიძლიერდებოდა და არაფრის თავი არ მქონდა,ესე გავიდა 5 საათი,ექიმი შემოვიდა ისევ გამსინჯა მარტო 3 თითნახევარზე ვიყავი გახსნილი,ჩემი ქმარიც მოიყვანეს მაგრამ ძალაგამოლეული რო დამინახა შეეშინდა,ექიმმა მერე წაიყვანა რომ არ სეიძლებოდა ამდენი ადამიანის ერთად პალატაში ყოფნა,ჩემს გვერდით გოგო იჭვ რომელიც ასევე 3ნახევარზე იყო გახსნილი და არაფერი სტკიოდა,ჩემ ტანჯვას რომ უყურებდა ცოტა შეშინდა,მერე ექიმებმა სხვა პალატაში გადაიყვანეს.ისე დავიღალე ტკივილებს შორი შუალედში მეძინებოდა,მაგრამ 2წუთში ისევ მეღვიძებოდა შეტევებისგან,ვლოცულობდი მთელი საათების განმავლობაში რაც იქ გავატარე.ღამე სამის ნახევარზე ექიმმა სრული გახსნით ბლოკში გადამიყვანა,2პრაქტიკანტი გოგონა,ჩემი დედამთილი და მული მესწრებოდნენ,ერთ მხარესჩემ დედამთილს ვკიდებდი ხელს მეორე მხარეს პრაქტიკანტ გოგონას,ჭინთვები დამეწყო და ბავშვის თავს უკვე ვგრძნობდი,ჩემი მული ცუდად გახდა და გაიყვანეს,გაღიმებული და ოდნავ შეწუხებული სახით დავუწყე ჩემ ბაცაცო მოფერება---დედი ვიყოჩაღოთ მეთქი,ექიმს ყველაფეს ვუჯერებდი,გავიჭინთე და ექიმმა გაჩერდიო მითხრა თურმე ბარბარეს კისერზე ხელი ედო და თავი და ხელი ერთდროულად გამოდიოდა,თან ჭილარიც ჰქონია შემოხვეული,ექიმმა ცოტახანს მოითმინე იქნებ შევაბრუნოო,არადა გავიგონე ექთანს რომ უთხრა შეიძლება გაიგუდოსო,ჰოდა რაც ძალი და ღონე მქონდა გავიჭინთე და ბავშვმა თავი გარეთ გამოყო,მე რათქმაუნდა ჩავიხიე,თავი და ხელი ერთად რთული იყო,მეორე გაჭინთვაზე ტანიც გამოსრიალდა,სიტყვებით ვერ გადმოგცემს რა გრძნობა დამეუფლა, ჩემი დიდლოყება გოგო რომ დავინახე ცრემლები თაისით წამსკდა,გულზე დამიწვინეს და ჭიპლარიც გადაჭრეს,არ ვიცი როგორი სახე მქონდა როცა ვათვალიერებდი,ისეთი ლამაზი და ნაზი იყო თან ბუთხუზა ლოყები ჰქონდა,ექიმმა ნაკერები როგორ დამადო ვერ გავიგე,სულ სხვა სამყაროში გადავედი,მიშა შემოიყვანეს ბლოკში,მისი სახე ეხლაც თვალწინ მიდგას მე შუბლზე მაკოცა და ბარბარეს უყურებდა თან ჩუმად ლუღლუღებდა--ჩემი შვილი,ვაიმე რა საოცრებაა მე მამა ვარ და შვილი მყავს,ჩემი გოგო,ენით აღუწერელი სცენა იყო,3,400 52 სანტიმეტრი დაიბადა დედას პირველი შვილი,2 საათში როცა პალატაში გადამიყვანე ექიმმა ბავსვს წავიყვან სენ ძაან დაიღალე და დაიძინეო,მე არაფრით არ გავატანე ჩემი გოგო,ამასობაში გათენდა მე ნელ-ნელა ფეხზე წამოვდექი და ჩემ სიხარულთან ერთად დერეფანსი სეირნობაც დავიწყე. აი ესეთი იყო ჩემი პირველი მშობიარობა bis.gif bis.gif

Posted by: ketketket 19 Oct 2012, 18:21
denuestra
გილოცავ... რა მაგარია შვილიsmile.gif მეორეს ეხლა ელოდები?

Posted by: denuestra 19 Oct 2012, 18:33
QUOTE (ketketket @ 19 Oct 2012, 18:21 )
denuestra
გილოცავ... რა მაგარია შვილიsmile.gif მეორეს ეხლა ელოდები?

მადლობა,არა ეხლა მეოთხეს ველოდები lol.gif lol.gif
* * *
მეორე მშობიარობას რაც შეეხება 17 წლისამ გავაჩინე გაბრიელი, ყველა მეუბნებოდა რომ განმეორებითი მშობიარობა ადვილია და მეც თავს მშვიდად ვგრძნობდი სანამ ექიმი არ დავინახე ხელთათმანებს რომ იცმევდა ხელზე,(წინაზეც იგივე ექიმი იყო მორიგე)გამახსენდა მისი მწარე ხელი და ცოტა წუწუნი დავიწყე,ისევ ისე გასინჯვის შემდეგ დამეწყო ტკივილები ამჯერად 4თითზე ვიყავი გახსნილი,დავიწყე წრიალი ყვირილს არც ვაპირებდი,მაგრამ ხმა თავისით ამოდიოდა,საწოლზე სადაც ვიწექი ზეწარი დავშალე მარტივ მამრავლებად სულ დავხიე სიმწრისგან ან საიდან მქონდა ამდენი ენერგია წარმოუდგენელია,(ისევ 3-მე სამშობიაროში ვიყავი)სულ მარტო ვიყავი და განწირული ხმით ვბღაოდი,ექთანმა შემოიხედა და წარბებშეკრული მკაცრი ტონით--- იქნებ გვაცადო ყავის დალევა,ყურები გვეტკინაო,ჰოდა ავფეთქდი მეთქი განახებთ ყავის დალევა როგორ უნდა,დირექტორს ვეტყვი ყველაფერსთქო,რო გაიგეს დირექტორიოი,ყველა შემოცვივდა და აბა რა გინდა აბა ასე და აბა ისეო,ყვირილით გავყარე ყველა გარეთ,ისეთი გამწარებული ვიყავი შემეძლო გამეპუტა ყველა,მოვიდა ბებიაქალი ყოველ 40 წამში ერთხელ ხელით მსინჯავდა ბადე უნდა ჩამოგიშალო ბავშვს დიდი თავი აქვს და ვერ გამოვაო,ხმა ჩამეხლიჩა მაგრამ ჩემი სურვილის მიუხედავად მაინც თავისით ამოდიოდა ეს განწირული ხმა ჩემი პირიდან,ტკივილისგან უკვე გულის წასვლები დამეყწო,ექიმებმა წვეთოვანიც კი არ დამიდგეს,დამეწყო ჭინთვები,მაგრამ ბავშვის თავი ისევ ისე მაღლა იყო,იმ წუთას სიკვდილისთვისაც მზად ვიყავი ოღონდ ჩემი შვილი ჯანმრთელი და უვნებელი დაბადებულიყო,ექიმმა ცალი თვალი მაშებისკენ გააპარა,მე ვუთხარი აბა ერთი გაბედე და ჩემ ბიჭს მაგ საზიზღრობით მიუახლოვდი,ჩემ თავზე პასუხს არ ვაგებმეთქი,რომ დაინახა გაცეცხლებული ვიყავი,ალბათ იფიქრა ეს მართლა რამეს დამიშავებსო და მითხრა მოდი მაშინ ხელით კიდე ვცდი,გეტკინება,მაგრამ უნდა გაუძლოო,მე რათქმაუნდა დავეთანხმე და ღრმად დავიწყე სუნთქვა,იმდენხანს მეჯაჯგურა უკვე ვხვდებოდი რომ ისევ გული მიმდიოდა და გავაჩერე,მერე გავიდა სხვა ექიმების დასაძახებლად,მე მთელი ძალით ვიჭინთებოდი და ისეთი შეგრძნება მქონდა რო მალე გავიხლიჩებოდი,შემოვიდნენ ექიმები და ჩემ ექიმს სახე გაუნათდა,--ვაიმე ნინი ყოჩაღ ბავშვის თავი უკვე თითქმის გარეთაა,რო არ ეთქვა ისედაც ვგრძნობდი,გადამაწვა მუცელზე 3 კაცი და როგორც იქნა დედას გაბრიელმა თავი გამოყო,დავიწყე უწინდელივით სიხარულისგან ტირილი,მაგრამ ექიმმა მიდი კიდე ერთი ჩაიჭინთე და მერე იტირე რამდენიც გინდაო,1 წუთში გულზე მეწვინა ჩემი ბიჭი,ისევ ისეთი გრძნობა დამეუფლა როგორც პირველად,არადა მთელი ორსულობა მეგონა ალბათ მეორე შვილს სხვა გრძნობა ექნებათქო,დიდხანს ვტიროდი და ვკოცნიდი ჩემ სიხარულს,მადლობას ვუხდიდი ღმერთს რომ ამხელა სიხარული მაჩუქა და ორივე ჯანმრთელები რომ გადავურჩით ამ ყველაფერს,გაბრიელი 3,450 დაიბადა 52 სანტიმეტრი ,მიშა მთელი ამ დროის განმავლობაში სულ მირეკავდა,მაგრამ პასუხის გაცემის თავი რომ არ მქონდა ვერ ვპასუხობდი ტელეფონს,გარეთ დერეფანში გველოდებოდა როდის გამოგვიყვანდნენ,რო დამინახა სახე შეეცვალა --ჩემი ნატანჯი სიცოცხლე ხარ შენ,როგორ მინდოდა რამით შემემსუბუქებინა შენი ტკივილებიო,პატარა რომ დაინახა მკითხა გოგოა თუ ბიჭიო (ეხოსკოპიის არასოდეს არ სჯეროდა)რომ ვუთხარი ბიჭითქო გაუხარდა ბარბარეს ძამიკოს ვახარებ რომ მივალ სახლშიო,დიდხანს უნდოდა ჩვენი მოფერება,მაგრამ ჩვენ პალატაში გადაგვიყვანეს.სახლში რომ მივედი ბარბარე გამოიქცა ჩემსკენ და მომეხვია,მერე გაბრიელი საწოლზე დავაწვინე და ფრთხილად მიუახლოვდა, --ბაია ჩენია? კაქი ბაიაა? დედასია?? მამასია? ბაბალესია? არასოდეს დამავიწყდება ეგ მომენტი, ძაან უფრთხილდებოდა ძამიკოს სულ ცდილობდა ჩუმად ეთამაშა რომ გაბრიელი არ გაეღვიძებინა

Posted by: ketketket 19 Oct 2012, 19:13
denuestra
ყოჩაღ შენsmile.gif როდის ელოდები?smile.gif ბარემ მესამეც მიგეყოლებინა(მოგონება)smile.gif

Posted by: denuestra 19 Oct 2012, 19:36
QUOTE (ketketket @ 19 Oct 2012, 19:13 )
denuestra
ყოჩაღ შენsmile.gif როდის ელოდები?smile.gif ბარემ მესამეც მიგეყოლებინა(მოგონება)smile.gif

მესამესაც დავწერ როცა ბავშვები თავისუფლად წერის საშულებას მომცმენ fig.gif lol.gif lol.gif მეოთხეს 1-იდან 7 იანვრამდე ველოდები love.gif love.gif love.gif

Posted by: ketketket 19 Oct 2012, 19:39
denuestra
გილოცავ კიდევ ერთხელ.. 4 შვილის ყოლა ნამდვილად გმირობააsmile.gif) ბედნიერ დედობას გისურვებsmile.gif

Posted by: eleven 19 Oct 2012, 21:21
denuestra
ორივე მოგონებაზე ვიტირე smile.gif

რამდენი წლის ხარ?

Posted by: denuestra 20 Oct 2012, 10:48
QUOTE (ketketket @ 19 Oct 2012, 19:39 )
denuestra
გილოცავ კიდევ ერთხელ.. 4 შვილის ყოლა ნამდვილად გმირობააsmile.gif) ბედნიერ დედობას გისურვებsmile.gif

დიდი მადლობა ჩემო კარგო,გაიხარე 2kiss.gif

Posted by: B M W lover lady 23 Oct 2012, 12:49
NAD
bubu737
algulga
sunnn
გენაცვალეეთ..გილოცავთ,ბედნიერი ბაიები გაგიზარდოთ ღმერთმა.ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე მოგონებები.მომენატრეთ ძალიან. მოგვიანებით მეც დავწერ

Posted by: ninuwki 27 Oct 2012, 12:43
denuestra
QUOTE
ჩემი ნატანჯი სიცოცხლე ხარ შენ,როგორ მინდოდა რამით შემემსუბუქებინა შენი ტკივილებიო

ამან სულ გადამრია user.gif
მასეთ ქმარს 4 კი არა 10 უნდა გაუჩინო biggrin.gif

Posted by: denuestra 27 Oct 2012, 13:02
QUOTE (ninuwki @ 27 Oct 2012, 12:43 )

QUOTE
ჩემი ნატანჯი სიცოცხლე ხარ შენ,როგორ მინდოდა რამით შემემსუბუქებინა შენი ტკივილებიო

ამან სულ გადამრია user.gif
მასეთ ქმარს 4 კი არა 10 უნდა გაუჩინო biggrin.gif

მართალი ხარ ნინ, რამდენსაც უფალი გვაჩუქებს სიხარულით გავზრდით,ერთად ცხოვრება რომ გადავწყვიტეთ ორივეს ძალიან გვინდოდა ჩვენ სიყვარულს ბევრი ნაყოფი მოეცა love.gif love.gif love.gif love.gif ყველას ვუსურვებ ბედნიერ დედიკოობას 2kiss.gif

Posted by: catherina_10 27 Oct 2012, 13:11
denuestra
გმირი დედიკო ყოფილხარ, ღმერთმა გიმრავლოს შვილები,ბედნიერი და უზუნველი ცხოვრება გქონოდეთ 2kiss.gif
გავსკდი ტირილით biggrin.gif

Posted by: denuestra 27 Oct 2012, 13:15
QUOTE (catherina_10 @ 27 Oct 2012, 13:11 )

გმირი დედიკო ყოფილხარ, ღმერთმა გიმრავლოს შვილები,ბედნიერი და უზუნველი ცხოვრება გქონოდეთ 2kiss.gif
გავსკდი ტირილით biggrin.gif

გმირი ჯერ არ ვარ,მაშინ ვიქნები მე რომ მინდა ისეთი კარგები თუ გამეზრდებიან,დიდი მადლობა 2kiss.gif 2kiss.gif

Posted by: guria:) 10 Nov 2012, 17:24
სულ მიკვირდა რატო მაშინვე არ წერენ-მეთქი გოგოები... ახლა გასაგებია biggrin.gif

ორჯერ ტყუილად მივედი სამშობიაროში, ერთხელ ტკივილებით, მეორედ - წყლები დავღვარე მაგრამ ცოტა. მესამედ 3-ში ღამის 3საათზე დავიწყე წყლების ღვრა და დიდი შუალედებით მომივლიდა ხოლმე. დილას იუს ტბაზე უნდა წავსულიყავით და ჩემ ქმარს რო ვაღვიძებდი რა დროს კუს ტბაა არ გათენებულაო, მერე კი წამოხტა biggrin.gif დედაჩემი არ გავაღვიძე. ბედნიერი იცავდა დილის სიჩუმეს რო არ გავეღვიძებინეთ და 10-ზე აღმოაჩIნა რო სახლშI არ ვართ biggrin.gif

რი მივედი ერთ თითზე ვიყავი, არ დაგტოვებდი რო არ დაგეღვარა წყლებიო. ექიმი კარგი შEმხვდა, მედდას ისე ეძინებოდა ორ-სამჯერ მამეორებინებდა რა ინფორმაციაც სჭირდებოდა biggrin.gif შუადღის ორისთვის გავიხსენი ორ თითზე, 4-კენ გაუტკივარება გავიკეთე და 7-ის ნახევარზე ჩემი პაწია მოევლინა ქვეყანას!

მედდები და ექიმები გადი-გამოდიოდნენ და კაციშვილი არ იყო ვისაც ელემენტარულად ხელს მოვკიდებდი, არადა ცხოვრებაში პირველად დამჭირდა... მიმტკიცებდნენ რომ არაფერი მტკიოდა არადა უკვე ვკვდებდი მეგონა... 2-დან გაუტკივარებამდე იყო აუტანელი ტკვილი, აღარც სწორი სუნთქვა მშველოდა და აღAრც მოდუნების ვარჯიშები.. თUმცა Eს ყველაფერი ძალიან დამეხმარა... გაუტკივარება გადაწყვეტილი არ მქონდა, მაგრამ 12საათიდან დავიწყე ყვირილი გამიკეთეტ გაუტკივარება ან საკეისრო-მეთქი (კიდე კარგი გადავრჩი) და მოკლედ უფანტასტიურესი ალეკო შEმხვდა, რომელმაც გადამარჩIნა biggrin.gif ჭინთვებზე ცოტა გამიჭირდა, მაგრამ სამეხმარნენ და საბოლოოდ, დაიბადა ჩემი ბარტყი? ჩEმი ანგელოზი... ამირანი გადი-გამოდიოდა, სიტუაციას აკონტროლებდა smile.gif) პატარა გულზე არ დამაწვინეს ;((((( ამის გამო მინდოდა ხმამაღლა მეტირა! მაგრამ ისეთი სახეებით დადიოდნენ ხმის ამოღება ვერ გავბედე...

მერე იყო საშIელი ჭყლეტვა ამ საშVილოსნოს, სამი დღე კუმშვის და გაზების ტკივილები... კიდევ კარგი ნაკერები არ დამჭIრდა!

საბოლოოდ, იოლ მშობიარობად შEაფასეს, მაგრამ ერთი მე მკითხონ....

ახლა ვტკბები ჩEმი პატარათი და ვებრძვი დეპრესიას

სამშობიაროზე ცალკე დავწერ smile.gif


Posted by: მანიაჩკა 10 Nov 2012, 18:24
guria:)
გილოცავ!!! არ ვიცოდი, თუ გააჩინე bis.gif ღმერთმა ჯანმრთელი და ბედნიერი გაგიზარდოს! love.gif

Posted by: ninuwki 10 Nov 2012, 21:14
guria:)
მომილოცავს smile.gif რატომ არ დაგაწვინეს??

Posted by: ketketket 11 Nov 2012, 00:39
მოკლედ დავწერ ბიბიდაზე, პირველად ვიმშOბირე 5 წლის წინ დავარშილთან კმაყოფილი ვიყავი, მაგრამ ეხლა მეორეზე გადაწყვეტილი მქონდა ახალ სიცოცხლეში გამეჩინა, ახალი კლინიკაა თან ფასიც მისაღები იყო, მოკლედ 39 კვირის და 6 დღის ვიყავი, ღამის 4ზე გამეღვიძა მოვემზადე ვიცოდი რო ვიმშობიარებდი დღეს მენზის ტკივილები მქონდა, დილის 10 -11 კენ უკვე 20 წუთში ერთხელ მივლიდა ჯერ მოსათმენი და წავედი სამშობიაროში,(ახალ სიცოცხლეში) მივედი გამსინჯა მორიგემ და ვერ დაგტოვებო 9 ნოემბრამდე არ გააჩენო (7 იყო) არამეთქი დამტოვეთთქო და ვერაო მაშინ დამატებით 175 ლარი გადაიხადეო თან ტყუილადო მაინც არ იქნება 2 დღეო , ნოშპა დალიეო და გაგივლისო (მაგაზე საერთოდ გავგიჟდი) 30 ლარი გადავიხადე და წამოვედი გაბრაზებული, მივედი სახლში ვითმენდი ნელ ნელა მემატებოდა მერე 7 წუთზე რო დავიდა ტკივილი დაურეკე ჩემ ქმარს და წავედი ბიბიდაში, სადაც ვიმშობიარე იქ მივალთქო დათოს აყვანასაც ვაპირებდი მაგრამ იქ არ დამხვდა ლისაბონშიაო, გამსინჯა მორიგემ 5 საათი იყო საღამოს, 2 თითზე ხარო, ყელი არ არის დარბილებულიო, მთქი შანსი არაა სახშია რ წავალთქო და კაიო დარჩიო, მითხრა დილისთვის გააჩენო, შემიყვანეს პალატაში (წინასამშობიარო) იმ წუთას მარტო მე ვიყავი მშობიარე, მომაზადეს და 1 საათი ვითმინე ტკივილი უკვე 2 წუთში ერთხელ მივლიდა, გავედი და ვთხოვე სასწრაფოდ გაეკეთებინათ გაუტკივარეა, დაიწყეს მომზადება ამასობაში გამსინჯა ექიმაა და უკვე 3,5 ვიყავი საცობიც ჩამომეშალა, გაგიჟდა ა მალე გეხსენა ყელიო, სადღაც რვ7.30 წუთზე გამიკეთეს გაუტკივარება, ძლაიან მაგარი ანესთეზიოლოგი ქეთი იმ ტკივილების დროს როგრო გამიკეთა და გავბუჟდი თავზე მეხვია 5 ქალი, ერთი წუთი არ მტოვებდნენ არაჩვეულებრივი პერსონალი ძალიან კმაყოფილი ვარ სანიტარი რაღაც ისტორიებს მიყვებოდა smile.gif მერე კიდევა გამსინჯა და უკვე 4 თითზე ვიყავი ტესტ დოზა მქონდა გაკეთებული გაუტკივარების და ნელ-ნელა გამდიოდა უკვე მეწყებოდა ტკივილი და რო ვითხოვე დამატება უკვე ჭინთვები მეწყებოდა და არრარ დამიმატეს , შემიყვანეს ბლოკში უკვე ვგრძნობდი ყველაფერს სადღაც 15 წუთი გაგრძელდა ჭინთვები და გაჩნდა პატარა მარიამი, ვერ ვაცნობიერებდი რო ჩემი შვილი იყო ტირილი არ შემიძლია ხალხში და მაგიტომ ვერ ვიტირე თუმცა ძლივს შევიკავე... 2 საათი ვიყავით ორივე ბლოკში გულზე მეწვინა (ახალი წესი ყოფილა) ვათვალიერებდი და უბედნიერესი ვიყავი, 6ზ ე დამეწყო მმაგარი ტკივილები 9 ზე გაჩნდა ჩემი მეორე სიცოცხლე. გაგიჟებული იყო ეს ქალი რა მალე გაიხსენიო.. ერთი ნახეთქი მოქნდა 1 ნაკერი დამადეს შიდა.. ძალიან ძალიან კმაყოფილი ვარ ბიბიდათი კიდევ კაი ღმერთმა მანდ გამიშვა გულმა მიგრძნო, ყველა თავს მევლებოდა მიღიმოდა, ბლოკის მერე ბავშვი წაიყვანეს აცრეს დაბანეს და მე დამასვენეს არ შემოუყვანიათ მხოლოდ წუთებით შემომიყვანეს... დიდი მადლობა ღმერთს რომ ყველაფერმა კარგად ჩაიარა... ყველას ვუსურვებ ამ ბედნიერი წუთების მრავალჯერ განცდას...

Posted by: teo-n@ 11 Nov 2012, 00:46
ketketket
გილოცავ და ბედნიერ დედობას გისურვებ 2kiss.gif

მორიგე ექიმი ვინ იყო ბიბიდაში? გაბუჟება ცუდი შეგრძნებაა ძაან?

Posted by: ketketket 11 Nov 2012, 00:53
teo-n@
ნინო გვარი არ მახსოვს ესე 50 წლამდე იყო. ძალიან მშვიდი ქალი აუღელვებელი შენ როგორც გინდა ისე იქნებაო სულ მაგას მეუბნეოდა ყველაფერზე მეთანხმებოდა... გაუტკივარება და გაბუჟება ეს იყო მეორედ დაბადებ, ფეხებს ყველაფერს ვგრძნობდი სიარულიც შემეძლო, უბრალოდ დამეწყო შიში მინდოდა დაემატებინათ ჭინთვების დროსაც, ტესტ დოზ ა 1 საათში გადის მაქსიმუმ მგარამ აღად დამიმატეს ვერ იგრძნობო და ბევრი ჩახევები გექნებაო

Posted by: teo-n@ 11 Nov 2012, 00:58
ketketket
საკეისროს დროს ეგ არ კეთდება ხომ?
ანუ ფეხებს ვერ გავამოძრავებ ხო? რაღაც არ მიზიდავს ეგ ამბავი, მეშინია rolleyes.gif
ისე რა კარგი რჩევა იყო ნოშპა დალიეო, ეხლაც ვერ ვხვდები რაზე ფიქრობდა ის ექიმი ინც ეგ გირჩია.
მიხარია რომ ყველაფერი ასე იოლად დამთავრდა smile.gif

Posted by: ketketket 11 Nov 2012, 01:03
teo-n@
საკეისროს დროს ან სპინალური ან ნარკოზი, არ იდარდო მაგაზე სპინალურიც მალე გადის..

Posted by: blblbl 11 Nov 2012, 01:05
ketketket
გილოცავ 2kiss.gif

QUOTE
მივედი გამსინჯა მორიგემ და ვერ დაგტოვებო 9 ნოემბრამდე არ გააჩენო (7 იყო) არამეთქი დამტოვეთთქო და ვერაო მაშინ დამატებით 175 ლარი გადაიხადეო თან ტყუილადო მაინც არ იქნება 2 დღეო , ნოშპა დალიეო და გაგივლისო (მაგაზე საერთოდ გავგიჟდი)

გავოგნდი რაა wow.gif

Posted by: ketketket 11 Nov 2012, 01:06
blblbl
თან ერთი ქალი იყო მიმღებში იცინოდა შენ ეხლა ტკივილები არ გაქო, ხო არ ვიტირებდი? 20 ცალი იყიდეო დღეში 4 იო თუ 6 იო ..
არადა ბევრმა იმშობიარა მანდ, ვინც ძალიან კმაყოფილია, ალბათ მორიგეც გამართლებაზეა..

Posted by: blblbl 11 Nov 2012, 01:08
ketketket
QUOTE
იცინოდა შენ ეხლა ტკივილები არ გაქო, ხო არ ვიტირებდი? 20 ცალი იყიდეო დღეში 4 იო თუ 6 იო ..

vis.gif vis.gif vis.gif

Posted by: tatuuu 11 Nov 2012, 11:37
ketketket
გილოცავ ! 2kiss.gif

QUOTE
ვერ დაგტოვებო 9 ნოემბრამდე არ გააჩენო (7 იყო) არამეთქი დამტოვეთთქო და ვერაო მაშინ დამატებით 175 ლარი გადაიხადეო თან ტყუილადო მაინც არ იქნება 2 დღეო , ნოშპა დალიეო და გაგივლისო (მაგაზე საერთოდ გავგიჟდი) 30 ლარი გადავიხადე და წამოვედი გაბრაზებული,


რა უნამუსობაა გავგიჟდი !

Posted by: bibida 11 Nov 2012, 14:00
მეც დავწერ ჩემ მოგონებებსsmile.gif 24-ში გამის 10 საათზე წელმა დამიწყო ტკივილი და გავიფიქრე მემგონი იწყება არ დავიწყება თქო და არც შევმცდარვარsmile.gif მეუღლე და მე წავედით "ახალ სიცოცხლეში" გამსინჯა მორიგე ექიმა და 1 თითზე ხარ გახსნილი სქელი ყელი გაქვს და თუ გინდა დარჩი ორი საათით დაველოდოთ რასიზავს შეიძლება მოგემატოს ტკივილები შეიძლება დილამდე ასე იყო შენ როგორც გინდაო,დარჩენა დამეზარა და წამოვედი სახლშიsmile.gifდილის 6 საათამდე ვითმენდი მოვლით ტკივილებს მეტი ვეღარ გავუძელი და წავედით ისევ,უკვე 2 თითზე ვიყავი გახსნილილი მაგრამ ტკივილით ძალიან მტკიოდა და შემომთავაზეს გაუტკივარება.თავიდან არ მინდოდა მაგრამ ისე ძალიან მტკიოა დავთანხმდი და ამოვისუნთქე.7 საათი იყო გაუტკივარება რო გავიკეთე 9საათამდე მშვენივრად ვიყავიsmile.gif მერე კიდე მომიმატა ტკივილმა და დამიმატეს დოზა,10:45 წუთზე ექიმს დავუძახე საკვერცხეებთან ვგრძნობდი რო მაწვებოდა ბავშვი,არ დამიჯერეს მაგრამ რო გამსინჯეს სრული გახსნაა მალადეცო და ზუსთად 11 საათზე გაჩნდა ჩემი ანასტასია:*:* 2 საათი დამაწვინეს გულზე ემოციებს ვერ აღვწერ იმდენად დიდი სიხარული იყო ჩემთვის,შვილზე დიდი ბედნიერება და სიხარული თუ არის რამე არვიცი.ექიმი აყვანილი არ მყოლია მაგრამ ძალიან კმაყოფილი დავრჩი ყველაფრით,ყველა ყურადღებას გვაქცევდა,ბავშვი წამოიტირებდა თუარა ყველა იქ იყო. არვიცი ყველაფრით კმაყოფილი დავრჩი.

Posted by: ketketket 11 Nov 2012, 15:39
guria:) 2kiss.gif
bibida 2kiss.gif
გილოცავთ ბედნიერ დედობას გისურვებთ ნადვილად არაფერია შვილიზე დიდი ბედნიერება ამქვეყნად

Posted by: buskunia 11 Nov 2012, 15:51
სანამ ძინავს ჩემს გოჭს დავწერ

3ში ველოდებოდი,მაგრამ არაო ქალბატონმა..6ში შუადღიდან მოყოლებული ყრუდ მტკიოდა მუცელი და წელი,მაგრამ არა მოვლითი ტკივილებით,ამიტომ არ მივაქციე ყურადღება,მეთქი ისევ ცრუ განგაშიათქო..საღამოს მე და ჩემი ქმარი წავედით სასეირნოდ,უფრო მომიმატა ტკივილმა,რომ ამოვედით სახლში უკვე დამეწყო მოვლითი ტკივილები,ვიცადე ვიცადე და 10სთვის გადავწყვიტე წავსულიყავი,მაგრამ იმედი არ მქონდა რომ დამტოვებდნენ..რომ გამსინჯეს 2 თითზე ვიყავი და დამაწვინეს ორსულებში სანამ ტკივილები მომემატებოდა..იმ ღამემ მშვიდად ჩაიარა,დილით უკვე 3ზე ვიყავი და გადამიყვანეს ბლოკში..ბევრი ვიფიქრე გაუტკივარებაზე და ბოლოს მაინც გადავწყვიტე გამეკეთებინა,იმიტომ რომ მტკიოდა უკვე ძაან..საათნახევრის მანძილზე გამიყუჩა და ჭინთვები რომ დამეწყო უკვე აღარ ჰქონდა ეფექტი...1 საათი ვიწვალე,ყველანაირად ვცდილობდი ექიმისთვის მესმინა და ისე გამეკეთებინა ყველაფერი,მაგრამ მიჭირდა კონცენტრირება...სუნთქვის მაგივრად ვყვიროდი,ექიმმა მითხრა მერე რომ მიჯერებდე 2-3 გაჭინთვაში გაჩენილი გეყოლებაო,მეც მოვიკრიბე მერე ძალა და მართლაც 2 მცდელობის მერე გამოგორდა ჩემი მარიამი,ეგრევე გაახვიეს ნაჭერში და დამაწვინე გულზე რა გრძნობა იყო ამას ვერ გადმოვცემ,ვუყურებდი და არ მეჯერა რომ ჩემი შვილი,ჩემი სისხლი და ხორცი მეწვინა და მის გულის ფეთქვას ჩემს გულზე ვგრძნობდი მშობიარობის დროს ვფიქრობდი მეთქი ამის შემდეგ რომ გავაჩენ საკეისროს გავიკეთებ,მე ამ ტკივილებს მეორედ ვერ ავიტანთქო,მაგრამ უკვე დამავიწყდა ყველაფერი.იმხელა სიხარული და ბედნიერება მეყოლა,რომ ამის გულისთვის 100ჯერ და 1000ჯერ გავივლიდი იმავეს

რაც შეეხება კლინიკას,მეანებით კმაყოფილი ვარ,მაგრამ პედიატრებზე რა ვთქვა... ძალიან უყურადღებოები იყვნენ,მე თუ არ ვკითხავდი თვითონ არაფერს მიხსნიდნენ და მარიგებდნენ,პირველ ღამეს 2ჯერ ვთხოვე გაყვანა,უძინარი ვიყავი და ორივეჯერ ისე იწუწუნეს,აღარ შეგვიძლიაო,გიჟებს ვგავართო ისაო ესაო...ნუ 10ბალიანი სისტემით 8 ქულაზე შევაფასებდი

Posted by: ninuwki 11 Nov 2012, 16:38
buskunia
ketketket
bibida
გილოცავთ გოგოებოოოოო........ 2kiss.gif

Posted by: E_ko 14 Nov 2012, 22:17
bibida
ketketket
buskunia
guria:)
გილოცავთ გოგოებო, ბედნიერი დედები ყოფილიყავით!

Posted by: Liluu85 15 Nov 2012, 14:03
სულ ვერიდებოდი ამ თემაში შესვლას და მოგონებების წაკითხვასsmile.gif მეგონა რომ შემეშინდება რამე ცუდი მოგონება თუ შემხვდებაsmile.gif მაგრამ კარგი წიგნივით გადავიკითხე ბოლო გვერდები და ბევრი ვიტირე სიხარულისგან ალბათsmile.gif)წარმოვიდგინე რა ბედნიერება მელისsmile.gif))
bibida
ketketket
buskunia
guria

კიდე ერთხელ გილოცავთ გოგოებო!
2kiss.gif

Posted by: brinka9962 19 Nov 2012, 00:07
გამარჯობაათ გოგოებო ძალიან ძალიან ბევრი ვიტირეე ყველას გილოცაავთ :* მე ისეტი შეშინებული ვარ თებერვალში ველოდები ჩემ ბიჭუკას ... არ ვიცი ძალიან პანიკიორიი ვარ და როგორ გავაჩეენ : (

Posted by: bibida 19 Nov 2012, 11:13
QUOTE (brinka9962 @ 19 Nov 2012, 00:07 )
გამარჯობაათ გოგოებო ძალიან ძალიან ბევრი ვიტირეე ყველას გილოცაავთ :* მე ისეტი შეშინებული ვარ თებერვალში ველოდები ჩემ ბიჭუკას ... არ ვიცი ძალიან პანიკიორიი ვარ და როგორ გავაჩეენ : (

ნუ გეშინია ნურაფრის პირიქით შიშზე არც იფიქო,მეც პანიკიორი ვარ და მანამ სამშობიარომდე მივედი ლამის გავგიჯდი მაგრამ ყველაფერმა ისე ჩაიარა პირველი ბავშვი გავაჩინე და 1 ნაკერიც არ დამჭირვებია. გო გავაჩინე გულში გავიფიქრე ამის გამო ვიკლავი თავს თქოbiggrin.gif

Posted by: brinka9962 19 Nov 2012, 16:21
აუუ რა დზაან მაგარიიია გილოცავ დიდი გოგო გაეზარდოოს :** რაც იკნება იკნება ე.ი. დაგიჯერებ სხვგა რა გზა მაქვს :*

Posted by: sali_saki 19 Nov 2012, 22:26
ჩემი მშობიარობა დაგეგმილი იყოsmile.gif 25ში დილით გავიარეთ რეგისტრაცია, თითქოს მაგრად ვიყავი და არ ვნერვიულობდი მაგრამ გარეთ ვინ იყო, ვის რა ვუთხარი თითქმის არ მახსოვსsmile.gif ამიყვანეს ბლოკში მოსამზადებლად საკესროსთვის. ექიმებს უხაროდათ რომ არ ვპანიკობდი და ყოჩაღი გოგო ხარო მამხნევებდნენsmile.gif დამიდგეს წვეთოვანი, ჩამასუნთქეს და მორჩაsmile.gif პირველი რაც გავიგე ჩემი ქმრის და შვილის ტირილი იყოsmile.gif თვალების გახელა და მერე ფოკუსის გასწორება ძალიან გამიჭირდა მაგრამ ძალიან კარგად მახსოვს, ჩემი მეუღლე და მის მკერდზე ჩემი ულამაზესი გაბრიელი. სამივე ერთად ვტიროდითsmile.gif საოცრება იყო. ის ღამე ჩემი შვილისგან თვალი არ მომიშორებია და სულ ვუყურებდი! მთელი დღე და დილა არ დამიძინია სიხარულისგან და ჩემი გაბრიელით ვტკბებოდი! საოცარი შეგრძნებაა და ამას სანამ საკუთარ თავზე არ გამოცდი სიტყვებით ძალიან ძნელია ამ მოგონების გადმოცემა.
P.S რაც შეეხება რეაბილიტაციას მქონდა ძალიან მარტივი და ადვილად გადავიტანე ყველაფერი. გოგოებო ვისაც საკეისრო გაქვთ გადაწყვეტილი არ ინერვიულოთ!!! ყველაფერს დაგავიცყებთ თქვენი ანგელოზიsmile.gif

Posted by: brinka9962 20 Nov 2012, 00:47
QUOTE
sali_saki

გილოცავ ძალიან კაი სახელია გაბრიელი დიდი ბიჭი გაგეზარდოს :* მაიმედეებს თქვენი ესეთი მომგონებები smile.gif მაგარმ ზოგ შედარებით ცუდ პოსტს თუ წავაწყდი მერეე წამომიდგება ხოლმეე ყველაპერი სახვანაირად biggrin.gif

Posted by: sali_saki 20 Nov 2012, 12:36
brinka9962
დიდი მადლობაsmile.gif ყველაფერი ინდივიდუალურია!!! ნუ განეწყობი ცუდად! ყველაფერი კარგად იქნება აი ნახავ!

Posted by: brinka9962 20 Nov 2012, 13:26
იმედია მადლობ დაიმედებისთვის smile.gif პრობლემებით დაიწყოო ჩემი ორსულობაა ეხლა მივანებე თავიი რაც იქნება იქნებაა ( მჯერა რო კარგად იქნება ) მაგანნ უფქროო საერტოოდ დამიმძიმა მდგომარეობა

Posted by: *Bébé* 20 Nov 2012, 17:26
უკვე ოთხი კვირაა გაჩნდა ჩემი კნუტი და აქამდე რაღაც ვერ მოვედი მოგონებების დასაწერად smile.gif

გოგოებო ძალიან დიდი მნივნელობა აქვს განწყობას, შემართებას და დადებით მიდგომას, შიშის და ცუდ რაღაცეებზე ფიქრის გარეშე. პირველი მშობიარობა იყო. ისე ჩაიარა ჩემმა მშობიარობამ, რომ ყველაფერი მახსოვს დეტალებში და არაფერი აქედან ცუდად და შემზარავად არ მახსენდება.
24 ში ველოდებოდი. 22 ში დილის 6 საათისთვის შემაღვიძა მენზის შეგრძნებამ, ვაპირებდი შებრუნებას ძილის მაგრამ ისე სტაბილურად მოდიოდა და მიდიოდა ტკივილი რომ დავფიქრდი smile.gif ცოტა ხანში გავაღვიძე მეუღლე მარა ისე ღიმილით ვეუბნებოდი რომ მგონი იწყება, რომ იმან ვერ აღიქვა და აგრძელებდა ძილს. მეც ავდექი ვიბანავე, ისე არ მტკიოდა რომ მეჩქარა. ადგა ოჯახი ვისაუზმეთ, კაცებს არ ჯეროდათ რო ვაჩენ რახან არ ვქოთქოთებდი და წყლებს არ ვღვრიდი. სიცილ-კისკისში დავრეკე მეანთან და დაინიშნე შუალედიო. 6 წუთი მქონდა შუალედი და დავჯექით მანქანაზე და წავედით. დილის 10:30 იყო, ხათუნამ გამსინჯა ხელით და სამამდე ვიყავი უკვე. ხელით გასინჯვა არ მეტკინა საერთოდ, არც ეგ არის საშიში და მტკივნეული თუ მოდუნდები. გახსნა სამამდეაო და დამეწყო საცობის ჩამოშლა. გამიშვეს ბლოკში, ქმარი მაშინ მიხვდა ამბის სერიოზულობას და მაშინ დაკარგა ფერი biggrin.gif ტკივილებმა მოიმატა და შუალედიც მცირდებოდა, მაგრამ ვიჯექი დიდ ბურთზე და ძალიან მიადვილდებოდა ტკივილის გადაგორება ამ ხტუნვა-გორიალში. თან დედაჩემი იყო ბლოკში, ვლაპარაკობდით და რაღაცეებზე ვხალისობდით. ესეც მეხმარებოდა რომ არ მიმექცია ყურადღება მოვლიებისთვის. ესე მიდიოდა მოკლედ მენზისებრი ტკივილები სანამ 4 ზე არ გავიხსენი და ბუშტი არ გამიხეთქეს. მერე ვიგრძენი მაააააგარი ტკივილი ერთი ორი მოვლა და მეთქი "გამსინჯეთ რამდენ ხანში გაჩნდება თორე მღლის უკვე და ესე კეთილად ვეღარ მოვითმენ ესეთ ტკივილსთქო". ხათუნამ გამსიჯა და სრული გახსნაა მაგრამ ყელია სქელი და თავი ჯერ არ არის დაწეულიო, საათნახევარი არ გამოძვრებაო. ხოდა მეთქი გაუტკივარება სასწრაფოდ!
ლიდოკაინით გააყუჩა ხელხემალთან ადგილი და ის ნემსი თუ კათეტერის ჩადგმა იყო უბრალოდ დაწკაპუნება. 10 წუთში დაბუჟდა წელს ქვევით და ძალიან ოდნავ დარჩა მოვლითი ტკივილის შეგრძნება, ესეც იმიტომ რომ ხათუნამ ნაკლები დოზა გააკეთებინა რომ ჭინთვები მეგრძნო. მერე დაიწყო გამოძრომა ჩემმა კნუტმა. ოდნავ რომ მომივლიდა ვიცოდი, რომ მაშინ უნდა გავჭინთულიყავი და ესე პერსონალის თბილი გამხნევბებით 6 ჭინთვაში გამოძვრა. დამატყეპეს მომენტალურად მუცელზე და არასდროს არ დამავიწყდება ეს თბილი და გემრიელი შეგრძნება!!
შევხედე და შემიყვარდა კიდე 100 ჯერ მეტად ვიდრე აქამდე მიყვარდა. 2 საათი მეწვა გულზე, მოძებნა ძუძუ და შეუდგა წოვას smile.gif ამასობაში მისი მამაც შემოვიდა და ვათვალიერებდით და ვტკბებოდით ამ ახალი, ლამაზი კნუტით.
2 საათის მერე პატარა გაიყვანეს მოსაწესრიგებლად და მეც პალატაში გადამაგორეს. 3.500 და 51 სანტიმეტრი გაჩნდა, არც მეგონა თუ ამხელა იქნებოდა.
ფეხზე გაუტკივარებიდან 4 საათში ავდექი და ძალიან მალე ჩვეულებრვიად დაბრუნდა ძალა და მგრძნობელობა.
ნაკერი ერთი დამადეს შიგნიდან, ნახეთქიაო და ამის დისკომფორტი მქონდა, რომელიც ერთ კვირაში გაქრა.

იმდენად ბუნებრივი პროცესია და იმდენად დიდი ბედნიერებით სრულდება მშობიარობა რომ არ შეგეშინდეთ და არ დაპანიკდეთ გოგოებო! იფიქრეთ რომ ყველაფერი ესე უპრობლემოდ ჩაივლის და რომ დიიიიიდი სიყვარული და სიხარული მოდის თქვენთანაც ვინც ელოდბით! აბა თქვენ იცით! smile.gif

Posted by: sunnn 20 Nov 2012, 18:43
*Bébé*
აი მესმის დადებითი და მშვიდი განწყობაა 2kiss.gif

Posted by: *Bébé* 20 Nov 2012, 18:56
sunnn
წაიკითხე გოგო პოემა? biggrin.gif გული გამისკდა ზომაზე რო დავპოსტე და შევხედე biggrin.gif

Posted by: brinka9962 20 Nov 2012, 21:08
*Bébé*
შენაირი ადამინები მაძლევენ იმდეს 2kiss.gif გილოცაავ ამ უდდიდეს ბედნიერებას :*

Posted by: kikoliko87 20 Nov 2012, 22:49
გავაჩIნე საკეისრო კვეთით, 2 თითზე ვიყავი გახსნილი, არანაირი ტკივილი არ ყოპილა ოპერაციის დროს, გაუტკივარება სპინალური ხო საერთოდ არაფერი ყოფილა ვერც გავიგე ისე გამიკეთეს. 3 წუთში ჩემი გოჭი მოევლინა ქვეყანას.. ემოცია არის უზარმაზარი ენით აუღწერელი, უცრემლოთ ვერ ჩაივლის ეს მომენტი..
საკეისროს მეორე დღე:- არანაირი ტკივილი, ჩემით შევედი აბაზანაში და დავიბანე, ოდნავ დისკომფორტი მქონდა საწოლიდან წამოდგომის დრეს..
მესამე დღე: დისკომფორტის გარეშე, მთEლი დგე დავდიოდი, ჰერაში ბოლთას ვცემდი გამწერეთქო ჩიტივით ვართქო biggrin.gif მეოთხე დღეს გამომწერეს ....
არაფერზე ინერვიულოთ უბრალოთ არ ღირს ისე უმტკივნეულოთ ჩაივლის ყველაფერი... წარმატებები ყველას 2kiss.gif ყველას ესე ბედნიერათ ჩაგემთავრებინოთ ეს პროცესი როგორც მე... 2kiss.gif

Posted by: xatia333 21 Nov 2012, 02:15
უკვე ოთხი თვის ხდება ჩემი მსუქანი და ძლივს მოვაბი თავი დამეწერა ჩემი მოგონებებიც
22 ივლისს მიწევდა მშობიარობა მენზით , ჩემმა გინეკოლოგმა 26მდე უნდა გაჩნდეს აუცილებლადო. 22 კი არა 25 ისე მოვიდა არანაირი წინასამშობიარო შეგრძნება არ მქონია.დავრეკე გინეკოლოგთან და მითხრა მეანს დაურეკე აბა რას გეტყვისო. მცირეწყლიანობა მქონდა და ჭიპლარიც ჰქონდა ბავშვს შემოხვეული შეიძლება საკეისროს გაკეთება დაგჭირდესო. ზაზა ავალიანს დავურეკე და ეხო გადაიღე და დამირეკეო მითხრა. გურგენიძემ მითხრა რომ წყალი თითქმის არ მქონდა და ბავშვი ძალიან ქვემოთ იყო ჩამოსული. სავარაუდოდ წყლები ერთი-ორი კვირით ადრე დავღვარე და ვერ გავიგე smile.gif ავალიანს რომ დავურეკე ექოს პასუხით მეორე დილასვე საკეისროზე დამიბარა. კი მიხაროდა საკეისრო, მაგრამ ახლა ვხვდები რომ ფიზიოლოგიურ მშობიარობას არ ჯობია. 26-ში 12ზე ემბრიოში ვიყავით, მიმღებში საბუთები შეავსეს და გამსინჯეს. დამიწყო იმ ქალმა ვინც გამსინჯა ჩხუბი საკეისროს რატომ იკეთებ გახსნილი ხარ ორ თითზეო. ჩემებს არაფერი არ უთხრეს ისე გამიშვეს წინასამშობიარო პალატის წინ ზაზას დაელოდე და რომ გაგსინჯავს გეტყვის რა ქნაო.ამასობაში ნახევარ საათი კიდევ გავიდა და ნერვებმაც ამიტანა ვიჯექი და ვტიროდი დერეფანში.ყველას ეგონა მტკიოდა და იმიტომ ვტიროდი. ზაზამ რომ გამსინჯა წყლები დამაღვრევინა და დამტოვა წინასამშობიარო პალატაში სკამზე. ტკივილებიც დამეწყო მაგრამ სუსტი.პალატაში სასინელება ხდებოდა. ერთი გოგო იყო განწირული კიოდა ათას სისულელეს გადამიყვანა ჭკუიდან. გასასინჯად შემოვიდნენ თუ არა მოვითხოვე სხვაგან გაყვანა და ჩემიანის შემოსვლა. ზაზამ ქმრის გარდა არავის შემოვუშვებო. მაგის იმედი არ მქონდა მთელი 9 თვე ვკერავდი ჩემს ქმარს და ვერ დავითანხმე. გამიყვანეს პალატაში და გავიხედე და მოდის ჩემი ქმარი ჩემი ბარგით. წარმოუდგენელია მაგრამ ტკივილები გამინახევრდა.გაუსაძლისად ცხელოდა მაგ დღეს ყველაზე მაღალი ტემპერატურ ყოფილა როგორც მერე გავიგე. ჩემი ქმარი შეშინებული და დაბნეული იდგა და მინიავებდა და უყურებდა როგორ ვგმინავდი . თან ვეჩხუბებოდი აი შენი შვილი როგორ მაწვალებს აღარ მინდა უკვე ნერვებს მიშლისმეთქი biggrin.gif ერთი საათი ასე გაუსაძლის ტკვილებში და სიცხეში გავატარე, მერე უფრო მალე გავიდა დრო. ჩემი ქმარი გავიდა მე სამშობიარო ბლოკში გამიყვანეს. სანამ ჭინთველი დამეწყო და ტკივილიები მივლიდა კი მოვასწარი რამოდენიმეჯერ ზაზას გალანძღვა მაგრამ არ იმჩნევდა biggrin.gif ფაქტიურად 3 საათში ვიმშობიარე. ჭინთვები რომ დამეწყო ერთი სული მქონდა მალე მენახა პატარა. სამწუხაროდ ჩემთვის ყველაზე საშიშ ფაქტს ვერ ავცდი და ჩაჭრა დამჭირდა ბავშვს ჭიპლარი ითრევდა და მაგის გამო. ერთი ჩაჭრის დროს ვიკივლე არაადამიანური ხმით ეგ იყო და ეგ და გაჩნდა ჩემი ბურთიც. იმხელა თვალებით იყურებოდა დაბადებისთანავე.წამებში გამკერეს და ჩემი ქმარიც შემოვარდა ფოტოაპარატით biggrin.gif ის წამი იყო ჩემთვის ყველაზე ბედნიერი ცხოვრებაში გარშემო აღარავინ ჩანდა ვიყავით მხოლოდ მე ჩემი იკა და ჩემი ქმარი. საკმაოდ დიდხანს მეწვინა ჩემი მსუქანი მუცელზე ნახევარ საათში გაიყვანეს ჩასაცმელად. იმ წამის შემდეგ ბავშვს არ მოვცილებივ სამშობიაროში ერთი წუთითაც კი. სულ ჩემთან იყო საჭმელად რომ გავედი ერთხელ ეძინა და ისეთი ამბავი ატეხა მთელი ექთნები ამას აწყნარებდნენ მაგრამ სანამ არ მივედი არ გაჩუმდა. მასეა იმ დღის შემდეგ კი ჩერდება სხვებტანაც მაგრამ ჩემთან ყველაზე მშვიდადაა. მართალია ტკივილების დროს ვამბობდი მეორეს არ გავაჩენმეთქი ამგრამ ერთი სული მაქვს ეს გაიზარდოს რომ მეორე გავაჩინო და მერე მეორე პატარათი დავტკბე ისე როგროც ახლა ეს მატკბობს ყოველ დღე თავისი სიყვარულით love.gif love.gif love.gif love.gif love.gif
ესეც ჩემი მაქსიმუმ 15 წუთის დაბადებული მსუქანი
http://www.radikal.ru

Posted by: Laverne_de_Montmorency 21 Nov 2012, 10:28
27ში მქონდა დიუ დეითი და 17ში დილას 9ზე ტუალეტში გავედი და წყლეიც დავღვარეbiggrin.gif გადავივლე წყალი და 11ზე ემბრიოში ვიყავიsmile.gif ჩუმ რაღაც მენსტრუალურ დისკომფორტს 3 წთში ერთხელ ვგრძნობდიsmile.gif ჩემმა ექიმმა, გამსინჯა და 4თითზე ვიყავი გახსნილი.გაოცდნენbiggrin.gif ტკივილი არ მქონდა, წამოვწექი ველოდები, გავიდა საათი და სრული გახსნაა მაინც არ მტკივაsmile.gif მიკეთებენ შესაკუმშებს .მერე ზუსტად 14:00ზე 2პირველ ორ გაჭინთვაში გაჩნდა ჩემი ბიჭი- აკაკი წერეთელის პოზაში და ხელი არ ჩაწია, 4100 და 52 სმ. ამიტომაც მაქვს უამრავი ნაკერი,მაგრამ ეგ არაფერია. იმიტომ რომ ეგ ინტრავენური ნარკოზით გამკერეს და საერთო ჯამში ვერანაირი ტკივილი ვერ ვიგრძენიsmile.gif

Posted by: მანიაჩკა 21 Nov 2012, 10:32
Laverne_de_Montmorency
რა მაგარია, რა ყოჩაღად ყოფილხარ. პირველი მშობიარობა იყო? გილოცავ, გილოცავ, გილოცავ! ნაკერების ამბავი ცოტა საწყენია, მაგრამ მთავარია ყველაფერმა მშვიდობიანად ჩაიარა 2kiss.gif

Posted by: Laverne_de_Montmorency 21 Nov 2012, 10:37

მანიაჩკაკი პირველიაsmile.gif იქ ისეთები ვისმინე და ვიხილე, რომ ღმერთს მადლობას ვუხდი, მხოლოდ ნაკერები რომ არის ჩემი პრობლემაsmile.gif

Posted by: Liluu85 21 Nov 2012, 10:39
Laverne_de_Montmorency
აქაც გილოცავsmile.gif) რა მაგარია! ძალიან მამშვიდებს ეგეთი ფოსტებიsmile.gif)) გილოცავ შენ პატარას და ასე ადვილად რო გააჩინეsmile.gif)) 2kiss.gif
*Bébé*
xatia333
კიდე ერთხელ გილოცავთ გოგოებო
2kiss.gif

Posted by: mainc 21 Nov 2012, 10:57
Laverne_de_Montmorency
რა მაგარია, რომ ასე უმტკივნეულოდ მოხდა, ძალიან იშვიათია ასე მოკლე დროში გაჩენა და ასეთი მინიმალური ტკივილით გახსნა, გილოცავ კიდევ ერთხელ bis.gif

Posted by: CAMPOLINA 21 Nov 2012, 10:58
Laverne_de_Montmorency
გილოცააავ

Posted by: brinka9962 21 Nov 2012, 16:02
ისე მიხაეია თქვენი ამბები ვერ ავგწერ კიდე ბევრი ესეთი მოგონებები მინდა ....შიში მიქრება სადგააც :*

Posted by: IFFY 21 Nov 2012, 18:17
ვაიმე გოგოებო, რა ყოჩაღები ხართ. გილოცავთ კიდევ ერთხელ ყველას. ცოტა ხანში ჩემს მოგონებებსაც შემოვამატებ smile.gif

Posted by: ******* 21 Nov 2012, 19:09
ყოჩაგ გოგოებო, აქ ვმშვიდდები ყველაზე მეტად smile.gif მსჰობელტა სკოლა და ფსიქოლოგზე უკეტესია თქვენი მოგონებების წაკითხვა... ძალიან ვცდილობ დადებითად განვეწყო და არ შემეშინდეს! იმედია გამომივა და ყველაფერი იოლად ჩაივლის და დავეხმარები ჩემ გოჭს გამოძრომაში smile.gif

რა მაინტერესებს იცით? აი რაიმე ნიშანს რო შევატყობ რომ მეწყება მშობიარობა, პირდაპირ გავიქცე გაგუაში მორიგე ექიმთან თუ დავურეკო ჩემ მეანს?? ღამის 3 საათიც რომ იყოს smile.gif

Posted by: LA FEMME 21 Nov 2012, 19:35
Laverne_de_Montmorency

რა მაგარიააა, მეც მინდა მასეთი მშობიარობა
Gილოცავ კიდევ ერთხელ

Posted by: agnes 22 Nov 2012, 11:46
*Bébé*
სად იმშობიარე? რა თბილი მოგონებაა.......

Posted by: *Bébé* 22 Nov 2012, 14:53
agnes
smile.gif გაგუაში გავაჩინე.

Posted by: agnes 22 Nov 2012, 23:56
QUOTE
გაგუაში გავაჩინე


გილოცავ. კარგია, რომ ასეთი მოგონებები გაგვიზიარე

Posted by: *Bébé* 22 Nov 2012, 23:59
agnes
QUOTE
კარგია, რომ ასეთი მოგონებები გაგვიზიარე

მიხარია თუ კარგად იმოქმედა smile.gif
* * *
Liluu85
brinka9962
IFFY
მადლობა მოლოცვისთვის smile.gif

Posted by: Suleluka 24 Nov 2012, 18:04
19ში დამაწვინეს, მთელი დღე დაქალი მყავდა, არ მტკიოდა, ახალი მეთოდებით დამიჩქარეს, მარა რო ვერ ამატკიეს აღარც მჯეროდა... biggrin.gif
ანუ ზუსტად არ იცოდნენ რამდენი დღე ვიწვებოდი, ღამე 12ზე გამიკეთეს დამაჩქარებელი, გახსნა არ იყო მომატებული, ტკივილი ყრუც კი არ მქონდა, მარტო ვიყავი.
ვერ ვიძინებდი, ინტერესი მკლავდა მაინც როდის დაიწყებოდა biggrin.gif
1 საათზე მომიარა ტკივილმა, 3-4-5 წუთიანი ინტერვალებით დაიწყო ეგრევე, ცოტა შემეშინდა, ექთანთან დარეკვა მერიდებოდა, დავაკვირდი და ნახევარი საათი ეგრე გრძელდებოდა ტკივილი, სიცივემ ამიტაცა, დავურეკე ექთანს, ეგ არაფერიაო, ჯერ მშობიარობაში არ ხარო, ვთხოვე იქნებ დედაჩემი ამოეშვათ მარტო რომ არ ვყოფილიყავი, წესით არ შეიძლებოდა მარა კარგიო, დავურეკე დედაჩემს, ამასობაში მანამ დედა მოვიდოდა ექთანმა დამხედა ისევ, არ ინერვიულო, 4 საათზე გაგსინჯავს ექიმიო, იქამდე აზრი არ აქვსო, ეხლა არ გაგსინჯაო, ინტერვალები იკლებსო და შეიძლება რამოდენიმე დღეც იყო ეგრეო (მამშვიდებს თუ რაღც ეგეთი biggrin.gif), მე ამასობაში ტკივილი მემატება, ფუმფულა ხალათი მაცვია და ვყინები, 2 საათზე, ცოტა კიდე გვიან მოვიდა დედაჩემი, ძაან მკიოდა უკვე, ექთანმა როგორც იქნა დაუძახა ექიმს, გახსნა 3 იყო და ყელი სრულად გადასწორებული, კაი ჩაგიყვანთ ბლოკშიო, იყო უკვე 3 საათი, მტკიოდა უმწარესად, დამსვეს ბურთზე და იხთუნავეო, არ მქონდა თავი, გაუტკივარებას ვითხოვდი, სანამ ისენი ბჭობდნენ, შევძახე ჭინთვები დამეწყო თქო, სახეებზე ეტყობოდათ არ ჯეროდათ biggrin.gif ამიყვანეს მაგიდაზე, ექიმიც და ბებია ქალიც გასული იყო და დამეწყო ჭინთვა და სანიტარი იყო მარტო და დედაჩემი თავთან მედგა, ხო და სანიტარმა მოიხედა და აშკარად ბავშვი თავი დაინახა და ისეთი სახით დაუძახა ექიმს, შემოვიდა ექიმი და ეგრევე გამოსრიანდა ბავშვი lol.gif დედაჩემს ჰქონდა სრული შოკი, ეგრე მალე არ ელოდა.
საერთო ჯამში კმაყოფილი ვარ მარა ბოლო 15-20 წუთი უმწარესად მტკიოდა, რატომღაც მეგონა რომ გაიწელებოდა 1-2 საათი თორე უკეთესად გავუძლებდი smile.gif
3500, 51სმ

3:20-ზე გავაჩინე smile.gif არა და მომდევნო პროფილაქტიკური გასინჯვა 4 საათზე მიწევდა facepalm.gif

340 ლარი გადავიხადე დამატებით დაჩქარების პროცედურაში.

Posted by: brinka9962 24 Nov 2012, 18:28
გილოცაააააააააააააააავ მეც მიუნდააა ეგრეეე :DDD

Posted by: makavel1 24 Nov 2012, 19:38
Suleluka
გილოცააააააააააააააააააააააააავ bis.gif bis.gif bis.gif bis.gif bis.gif

Posted by: brinka9962 24 Nov 2012, 19:49
Suleluka
სად გააჩინე ?

Posted by: Suleluka 24 Nov 2012, 20:08
makavel1
მადლობა 2kiss.gif

brinka9962
სამშობიარო სახლი "ახალი სიცოცხლე", ექიმი არ ამიყვანია, ვთვლი რომ ყველა მეანი კარგი ჰყავთ და არა აქვს მნიშვნელობა ვინ შეგხვდება.

Posted by: NIANU_3 24 Nov 2012, 22:49
დავბრუბდით სახლში დავწერ მოგონებებს, 12 ში იყო დაგეგმილი საკეისრო, მივედი ჩვეულებრივ გავიარე წინა საკეისო მომზადება და რომ შემიყვანეს საოპერაციოში და დავინახე ეს მაგიდა იარაღები შუქები და ექიმებიიი ნიღბებიით და დამიბნელდა თვალთ , გავსკდი ტირილით არ ავდიოდი მაგიდაზე მოკლედ რეეებს ვლაპარაკობდი და ვტიროდი არ მახსოვს ანესთეზიოლოგი საერთოდ გამექცა, მერე სხვა კაცმა გამიკეთა ისეთI კარგი კაცი იყო ღმერთმა გაახაროს, ხოდა მერე დარახველიძემ გპირდებიო მუცელზეო ბამბასაც არ დაგადებო სადან არ დაგაძინებო ხოდა მართლაც გამიკეთეს თუ არა ეგრევე გავითიშე, რომ გავიღვიძე ინტენსიურში ვიყავი და ძალიან მტკიოდა მუცელი გამაყუჩებელი მოვითხოვე რაღაც ძლიერი გამიკეთეს და გამიარა , ამოვიდა ჩემი ქმარიც და პატარაც შემომიყვანეს მოაწოვეო, ვაწოვებდი მაგრამ თან მეძინა ტელეფონი გამუდმებით რეკავდა და არც მახსოვს რეებს ვპასუხობდი, მეორე დღეს ამაყენეს მაგრამ ნაბიჯიც ვერ გადავდგი, ფიზიოლოიური გოგოები დარბოდნენ მე დავფოფხავდი მესამე დღიდან მაგრამ ვაი ამ სიარულს, გამაყუჩებლებზე ვიყავი 5 დღე მერე აღარ დამილევია მაგრამ მიჭირს მაონც მტკივა მაინც, მოკლედ საბოლოო აზრით ისევ ფიზიოლოგიური ჯობია რა

Posted by: brinka9962 24 Nov 2012, 23:44
არადა ზოგმა საკეისროთი დავრბივარო ვეღარ გავიგე .. ნუ ინდივიდულურია რა
NIANU_3
გილოცაავ და შენ პატარასაც ვულოცავ ამ ქვეყნად მოვლინებაას
2kiss.gif
Suleluka
ეგეც ძან კაია ყველა კმაყოფილია როგორც ჩანს , მე ჯერჯერობიტ ემბრიოზე ვარ შეჩერებული
rolleyes.gif

Posted by: makavel1 25 Nov 2012, 13:07
brinka9962
მუცელზე როცა ჩემსიგრძე ნაკერი გადევს დამიჯერე ვერ ირბენ. და არავინ არ თქვას რომ არ ტკივათ და ძალიან მაგრად გრძნობენ თავს, მაშინ უცხოპლანეტელი უნდა იყო.

Posted by: blblbl 25 Nov 2012, 13:30
QUOTE
ჩემსიგრძე ნაკერი გადევს

კარგით რა მერამდენედ უნდა დაწეროთ ეს გაზვიადებული ტყუილი?

QUOTE
და არავინ არ თქვას რომ არ ტკივათ და ძალიან მაგრად გრძნობენ თავს, მაშინ უცხოპლანეტელი უნდა იყო.

არ ვიცოდი უცხოპლანეტელები თუ მყავდა ნანახი biggrin.gif

Posted by: ათულია 25 Nov 2012, 13:47
makavel1
QUOTE
მუცელზე როცა ჩემსიგრძე ნაკერი გადევს დამიჯერე ვერ ირბენ.

QUOTE
არავინ არ თქვას რომ არ ტკივათ და ძალიან მაგრად გრძნობენ თავს

QUOTE
მაშინ უცხოპლანეტელი უნდა იყო.


ეს ყველაფერი უცხო პლანეტელმა წავიკითხე smile.gif)


არ გეჩვენება რომ ცოტა აჭარბებ? facepalm.gif

Posted by: anuka2009 25 Nov 2012, 14:27
makavel1
QUOTE
brinka9962
მუცელზე როცა ჩემსიგრძე ნაკერი გადევს დამიჯერე ვერ ირბენ. და არავინ არ თქვას რომ არ ტკივათ და ძალიან მაგრად გრძნობენ თავს, მაშინ უცხოპლანეტელი უნდა იყო.

QUOTE
brinka9962
მუცელზე როცა ჩემსიგრძე ნაკერი გადევს დამიჯერე ვერ ირბენ. და არავინ არ თქვას რომ არ ტკივათ და ძალიან მაგრად გრძნობენ თავს, მაშინ უცხოპლანეტელი უნდა იყო.


მაქსიმუმ 10 სანტიმეტრიანი ნაკერი გადევს, რომელიც 1 წელში ქრება უკვალოდ.
მეორე დღEს წამომაყენეს და დავრბოდი ორივე საკეისროს დროს - დასკვნა აქედან, ყველაფერი ინდივიდუალურია.
ძალიან მაგრად ვგრძნობდი თავს, იმიტომ რომ ტკივილი არ მიგრძვნია საერთოდ, გამაყუჩებელს მიკეთებდნენ
პს. ადამიანი ვარ, არანაირი უცხოპლანეტელი biggrin.gif
ასე რომ რაც არ იცი, ნუ აშინებ ხალხს biggrin.gif 2kiss.gif

Posted by: makavel1 25 Nov 2012, 14:39
QUOTE
სე რომ რაც არ იცი, ნუ აშინებ ხალხს

და რა იცი რო არ ვიცი და რა იცი რო არ ვარ ნაკეისრალი ეგ ერთი, და მერე მეორე არავის არ ვაშინებ, ოპერაციის მერე ხტუნაობას რო ვერ დაიწყებს ადამიანი ეგ ისედაც ყველამ იცის ამიტომ აქ შესაშინებელი არაფერია მემგონი მ wink.gif

Posted by: anuka2009 25 Nov 2012, 14:43
makavel1

ძალიან ცუდი თუ ნაკესირალი ხარ და შენსიგრძე ნაკერი გადევს, ვუჩივლებდი მე ექიმს შენს ადგილზეsmile.gif

Posted by: NIANU_3 25 Nov 2012, 15:46
makavel1
blblbl
ათულია
მე მართლა მთელ სიგრძეზე მადევს ნაკერი არნაირი 10 სანტიმეტრი კაი 20 იკნება, აგერ 25 ია დღეს 12 ში გავიკეთე და ისევ მტკივა , მიჭირს გარეთ სიარული და თავბრუც მეხვევა , ინდივიდუალურია ნამდვილად,, სამშობიაროშI თავს ვატანდი ძალას და მეორე დღეს ამაყენეს და ბავშVიც სულ ჩემთან იყო მაგრამ გამაყუჩებლებით და კიდე რის ვაი ვაგლახით ვახერხებდი რამეს , ლოგინში გვერძე გადაბრუნება ეხლაც მიჭირს

Posted by: ათულია 25 Nov 2012, 15:47
NIANU_3
მუცულზე არ წვები?


Posted by: Pumpula 25 Nov 2012, 15:49
NIANU_3

რამენი დღე იყავი სამშობიაროში ნინი?27-ში იკეთებს ეხლა ახლობელი დარახველიძEსთან და ორკაციანში საკეისრო 1700 ლარი მიჯდებაო

Posted by: makavel1 25 Nov 2012, 15:52
anuka2009
გადასარევი ნაკეისრალი ვარ და 10 სანტიმეტრიანი ნაკერიც კი არ მადევს პირადად მე, მაგრამ NIANU_3
ს მსგავსად უამრავი ადამიანი ვიცი ვისაც 10 ზე მეტი ადევს. და აგერ დაწერა კიდეც ადამიანმა.

Posted by: NIANU_3 25 Nov 2012, 17:55
ათულია
მუცელზე ძუძუს გამო არ მაწვნენ რძე გაბრუნდებაო და მკერდი დაიჟეჟებაო
Pumpula
მე 6 დღეს გამომწერეს, 1700 არა უფრო მეტი წამლებიც შენ უნდა მიიტანო ოპერაციის მერე პლიუს ელასტიური გეტრები, ელასტიური ბინტი, ქამარი წამლები კაი პლიუს 200 ლარია

Posted by: ათულია 25 Nov 2012, 18:05
NIANU_3
სად იმშობიარე რა წამლები მიიტანე?

Posted by: brinka9962 25 Nov 2012, 18:48
შევჯერდეტ რომ ინდივიდულურია ყველაფერი ამიტომაცა რო მეშინია თორემ ზოგმა აისე მარტივად იმშობიარა კაი იქნებპდა ყველას ეგეთი მშობიარობა ქონოდა smile.gif

Posted by: bibida 25 Nov 2012, 18:59
QUOTE (Suleluka @ 24 Nov 2012, 20:08 )

სამშობიარო სახლი "ახალი სიცოცხლე", ექიმი არ ამიყვანია, ვთვლი რომ ყველა მეანი კარგი ჰყავთ და არა აქვს მნიშვნელობა ვინ შეგხვდება.

გილოცაააააააავ.მეც ახალ სიცოცხლეში ვიმშობიარე არ მყავდა აყვანილი ექიმი და ძალიან კმაყოფილი დავრჩი,ყველა ძალიან მეხმარებოდა და რავიცი კარგის მეი არაფერი მეთქმის,მათი წყალობით არცერთი ნაკერი არ დამჭირვებია.

Posted by: Mrs_Zum 25 Nov 2012, 19:17
anuka2009
QUOTE
ვუჩივლებდი მე ექიმს შენს ადგილზეsmile.gif

rolleyes.gif boli.gif
მართლა ესე ფიქრობ?

Posted by: tamusinka 25 Nov 2012, 19:21
Suleluka

რა კარგია ასეთი კარგი მოგონებები smile.gif გილოცავ კიდევ ერთხელ. ყოჩაღი გოგო ხარ 2kiss.gif


NIANU_3
გილოცავ კიდევ ერთხელ 2kiss.gif არა უშავს, ღირს შვილების გულისთვის ყველაფრის ატანა. საინტერესოა რატომ დაგჭირდა უფრო დიდი ნაკერი. მუცელი ხომ არ დაგრჩა დიდი? მე მუცელი რომ მქაჩავდა ქვემოთ მაგისგან მტკიოდა. ხელით რომ დავიჭერდი საერთოდ ვერ ვგრძნობდი სად იყო ნაკერი. მკერდის დაჟეჟვაზე ვინ გითხრა? მშვენივრად ვიწექი მუცელზე, აუცილებელია საშვილოსნოს შეკუმშვისთვის. მე-6 თვეშია ბავშვი და ძუძუზე მყავს. მკერდის ქვეშ ამოიდე ხელები, მოერგე რამენაირად, ძალიან რომ არ აწვებოდე.

Posted by: NIANU_3 25 Nov 2012, 19:24
ათულია
ჩაჩავაში და მივიტანე საკეისროს მერე რასაც უკეთებენ იქ , როცეფინი, ფრაგმინი, ესენი კი იყო 100 ლარის
* * *
tamusinka
მუცელზე ეგრევე ქამარი გამიკეთეს რავიცი არ დაწვეო იქვე მითხრეს. საშვილოსნო რავიცი შეიკუმშა ეტყობა აღარ მომდის ოქსიტოცინიც გამიკეთეს იქ

Posted by: Suleluka 25 Nov 2012, 20:11
brinka9962
ემბრიო მქონდა გადაწყვეტილი 90%, მარა ჩემი ახლობელი ვინც მუშაობდა მანდ სხვაგან გადავიდა და ბევრი მინუსი ჰქონდა ემბრიოს რომელსაც ვერ ამოავსებდნენ, ახალი სიცოცხლე რომ ვნახე სხვების დათვალიერება აღარც მიფიქრია smile.gif

tamusinka
მადლობა 2kiss.gif

Posted by: LOTUSi 25 Nov 2012, 20:22
makavel1

QUOTE
მუცელზე როცა ჩემსიგრძე ნაკერი გადევს დამიჯერე ვერ ირბენ


facepalm.gif

QUOTE
და არავინ არ თქვას რომ არ ტკივათ და ძალიან მაგრად გრძნობენ თავს, მაშინ უცხოპლანეტელი უნდა იყო.


შენ რა იცი ვის როგორ სტკივა?

Posted by: makavel1 25 Nov 2012, 20:25
L0TUS
მარტო მე არ ვარ აქ ნაკეისრალი და დაწერა მემგონი ადამიანმა.

Posted by: LOTUSi 25 Nov 2012, 20:26
makavel1

ეგ იმას არ ნიშნავს რომ ყველას მაგხელა ნაკერი ადევს და ვერავინ ვერ დადის.


ვააჰ

Posted by: annitt 25 Nov 2012, 20:30
მეგობარმა გააჩინა საკეისროთი, პირველად ძალიან მძიმედ ქოინდა, ტკიოდა და ძლივს დადიოდა, და მეორე საკეისრო ძალიან მარტივი იყო. მეორე დღესვე დადიოდა მშვენივრად.
ჩემი აზრით ძალიენ ბევრია ექიმზე დამოკიდებული და სამშობიაროზე

Posted by: makavel1 25 Nov 2012, 20:31
QUOTE
ვერავინ ვერ დადის.

დადის და დახტის შორისაც განსხვავებაა. გასაგებად დავწერე მემგონი და მოვრჩეთ.

Posted by: LOTUSi 25 Nov 2012, 20:33
ო.ღ.ჩ.



---------------------------------------------------------------

Posted by: brinka9962 25 Nov 2012, 20:43
Suleluka

QUOTE
ბევრი მინუსი ჰქონდა

და რა მინუსები არ შეგიძლის მითხრა ?
მე ც ბევრი ახლობელი მყავს ემბრიში და მაგიტომ მინდა smile.gif

Posted by: ell-lle 25 Nov 2012, 21:10
Suleluka
ყველაფერში ყოჩაღი ხარ რაა 2kiss.gif
აქაც გილოცავ 2kiss.gif 2kiss.gif

Posted by: makavel1 25 Nov 2012, 21:18
brinka9962
მე მყავს გაჩენილი პირველი ემბრიოში და მინდა გითხრა მაგათი პედიატრები რომ არა დღეს ჩემი შვილი ცოცხალი არ იქნებოდა. მე ძაან მომწონდა ყოველთვის, სისუფთავის მხრივაც და კვებაც კარგი ჰქონდათ, ახალ სიცოცხლეში დედაჩემის დაქალი გადაიყვანეს და მაგ პონტში მინდა თორემ ისევ ემბრიოში გავაჩენდი მეორესაც.

Posted by: brinka9962 25 Nov 2012, 22:22
makavel1
ე.ი არ ვინერვიულო .. მე ვპიქრობ სადაც ნაცნობი გაყავს იქ ჯობია შედარებით როგორი სამშობიაროც არ უნდა იყოს . მაგის იმედი მაქვს ცოტა არ იყოს
rolleyes.gif

Posted by: makavel1 25 Nov 2012, 23:04
brinka9962
საერთოდ არაფერზე არ ინერვიულო, მართლა გეუბნები ნაცნობი რომც არ გყავდეს ძალიან ყურადღებიანი პერსონალია.

Posted by: brinka9962 25 Nov 2012, 23:27
გაიჟებული უყურებ youtube -ზე მშობიარობის ვიდეოებს იქნებ ცოტა შევეგუოთქო და და ადექვატურად შევხდეთქო smile.gif)
makavel1
ძნელია არ ვინერვიულო მაგრამ მადლობ დამშვიდებისთვის:*

Posted by: dudidudididudi 25 Nov 2012, 23:36
გამარჯობა. მოკლედ რა მინდა გკითხოთ. 38 კვირის ვარ. ისტერიჩკა ნამდვილად არ ვარ მაგრამ ეს ორი დღეა ამეკვიატა რომ მივიდე და საკეისრო მოვითხოვო. მშობიარობა მიწევს დეკემბრის 10 ისთვის. საკეისრო რომ მოვითხოვო როდის გამიკეთებენ დაახლოებით?

Posted by: annitt 25 Nov 2012, 23:48
brinka9962
გაუტკივარება გაიკეთე და მშვიდად გააჩენ თუ ნერვიულობ და ტკივილის გეშინია

Posted by: tamusinka 26 Nov 2012, 00:03
dudidudididudi

მოთხოვნით ყველა არ აკეთებს. დროც მეანის გადასაწყვეტია. გაუტკივარებაზე არ გიფიქრია? წინასწარ უფრო საშიშად გეჩვენება ადამიანს ყველაფერი. რომ გავაჩინე მერე ვფიქრობდი ეს მე ვიმშობიარე თქო ? smile.gif

Posted by: brinka9962 26 Nov 2012, 01:20
annitt
ხო ეგ უეჭველი მაგის იმედი მაქვს მაგარმ ტკივილით ხო მაინც გტკივა რო გადის დრო ?

Posted by: blblbl 26 Nov 2012, 01:22
brinka9962
ჭინთვებს გრძნობ,მაგრამ ეგ ტკივილი არა,მთავარი ტკივილი ყელის გახსნაა და მაგ დროს გაგიყუჩებენ smile.gifშეიძლება გაგიმართლოს და ჭინთვებზეც გაგყვეს /ნუ ნერვიულობ :*

Posted by: brinka9962 26 Nov 2012, 01:24
QUOTE
შეიძლება გაგიმართლოს და ჭინთვებზეც გაგყვეს

და რო ცავაწყო და დოზა მომიატონ არა :DDD

Posted by: blblbl 26 Nov 2012, 01:31
brinka9962
საერთოდ სრული გახსნის მერე არ ამატებენ ხოლმე,მაგრამ დეიდაჩემს ბოლოს რომ დაუმატეს 5ცუტში სრული გახსნა მოხდა და ჭინთვებზეც გაყვა biggrin.gif ანუ ასეც ხდება

Posted by: brinka9962 26 Nov 2012, 01:34
და მერე ვაპშე ვერ გრძნობ ვერაფერს ვერ ჭინტვებს ხო ?
blblbl

Posted by: blblbl 26 Nov 2012, 01:36
brinka9962
ექიმი ეუბნებოდა და ისე იჭინთებოდა.მეორეზე არ დასჭირდა გაუტკივარება,მაგრამ არ სტკიოდა უბრალოდ ჭინთვაა უსიამოვნო თითონ.მაგ დროს მთავარია ექიმს უსმინო და დაუჯერო და უცბათ დამთავრდება ყველაფერი,არ უნდა იყვირო.

Posted by: brinka9962 26 Nov 2012, 01:39
იმენა ჩემ თავს სულ მაგას ჩავჩიჩინებ რო დაუჯერო ექიმებს და ავიპანიკო smile.gif იმედია გამოივა . აქ სადმე ბლოგი ხომ ა\რ არის ვირუსებტან და პრობლკემებთან დაკავშირებით? და კიდევ ემბრიოში რომელ ექიმ მირჩევთ ასაყვანად :*

Posted by: Dea-Dea 26 Nov 2012, 03:40
გოგოებო, ემბრიოში ვინც გააჩინეთ, ექიმი ვინ გყავდათ ? მე ანი ჯინჯიხაძესთან დავდიოდი ჟორდანიაში ფარისებრზე და ისე გამოვიდა, რომ მთელი ფეხმძიმობა ანი მპატრონობდა, ემბრიოში გადავიდა და მეან ექიმზე ვერა და ვერ გადავწყვიტე - ზიზიზე ვფიქრობ, ვინმეს ხომ არ გიმშობიარიათ მასთან ? (თუ არ ვცდები, ზიზი ჰქვია).


Posted by: brinka9962 26 Nov 2012, 11:52
გამიგია კაცი ჯობია ექიმად ასაყვანადო . ესეა მართლა?

Posted by: მანიაჩკა 26 Nov 2012, 12:01
brinka9962
რა მნიშვნელობა აქვს, ექიმი მაინც არაფერს გიკეთებს, უბრალოდ მშობიარობას "ესწრება". გამშობიარებს ბებიაქალი და ამას უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს ჩემი აზრით smile.gif ექიმმა მარტო გამკერა და სანამ მშობიარობა დამეწყებოდა, მსინჯავდა ხოლმე.

იმედია მარტო ჩემ შემთხვევაში არ ყოფილა ასე და საერთოდაც ასეა, არა? smile.gif

Posted by: brinka9962 26 Nov 2012, 12:10
კი ყველაზე მასეა მაგარამ გართულების შემთხვევაში ექმი ერევა მაინც იმედიანანდ ხარ ექიმი რო გყავსს კარგი ასე მგონოია smile.gif

Posted by: Dido 26 Nov 2012, 13:38
QUOTE
კი ყველაზე მასეა მაგარამ გართულების შემთხვევაში ექმი ერევა მაინც იმედიანანდ ხარ ექიმი რო გყავსს

კი, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ღმერთმა არ ქნას და რაღაცა გართულდეს, ექიმმა უნდა გადაწყვიტოს როგორ მოიქცეს, ამიტომ კარგი პროფესიონალი უნდა გყავდეს აყვანილი. ნუ გართულების გარეშე მშობიარობის მიღება არ წარმოადგენს არანაირ პრობლემას, ჩვეულებრივი ფიზიოლოგიური პროცესია wink.gif

Posted by: blblbl 26 Nov 2012, 14:13
მანიაჩკა
ორჯერ დავესწარი მშობიარობას და აქტიურად მონაწილეობდა მეანი მშობიარობის პროცესში.ორივე უადვილესი მშობიარობა იყო ანუ ჩარევა და რამე არ მოითხოვდა აუცილებლობას,უბრალოდ უხსნიდა როდის რა გაეკეთებინა,როდის გაჭინთულიყო როდის შეესუნთქა და ა.შ.ნუ პლიუს ისე ამხნევებდა მარტო მაგის გამოც რომ ყოფილიყო იქ ღირდა ის 280 ლარი biggrin.gifგასინჯვებზე ანხევარ სათში ერთხელ შემოდიოდა პირველზე და მეორეზე მისვლიდან 10 წუთში გააჩინა ძლივს მოასწრო მოსვლა მეანმა biggrin.gif

Posted by: agnes 26 Nov 2012, 14:39
QUOTE
ექიმმა უნდა გადაწყვიტოს როგორ მოიქცეს

+1 ანუ მშობიარობის მართვა არ ნიშნავს მაინც და მაინც რაღაცის კეთებას, ყელის გახსნის შეფასება, გულისცემის კონტროლი და მდგომარეობის შეფასება დროული გადაწყვეტილების მიღების მიზნით-ეს არის ალბათ მეანის ფუნქცია.

Posted by: IFFY 26 Nov 2012, 15:05
Suleluka
როგორ მინდა ესე უცებ გამოძვრეს ესეც smile.gif შენ ლოდინის დრო გაგიგრძელდა უბრალოდ. დამაჩქარებელი რომ არა ალბად არც აპირებდა ჯერ biggrin.gif საყვარელი...

NIANU_3
კარგია ყველაფერმა კარგად, რომ ჩაიარა. ეხლა ისეთ ჭკუაზე ვარ ლამის მეც საკეისრო მოვითხოვო. რომ გძინავს და არ გესმის არაფერი მაინც უკეთესი მგონია. გილოცავ კიდევ ერთხელ პაწუკას smile.gif

Posted by: ninuwki 26 Nov 2012, 15:15
მე პირადად დღემდე არ ვიცი ვინ იყო მეანი და ვინ ბებიაქალი biggrin.gifდედაჩემმა როგორც ამიგწერა ის ქალი ვინც გავიდა და ჩემი ამბავი გაიტანა (უთქვამს მე ვამშობიარეო რა ) ეგ მარტო მუცელზე მაწვებოდა..მეორე იყო ვინც გამოიყვანა ბავშვი და სულ სხვამ გამკერა biggrin.gif
მე ვინც ბავშვი გამოიყვანა ის მეგონა მეანი biggrin.gif მგონი ის დამხმარე იყო... არ ვიცი რააააააა

Posted by: მანიაჩკა 26 Nov 2012, 15:22
Dido
blblbl
agnes
brinka9962
არა, უბრალოდ ის ვიგულისხმე, რომ ბებიაქალი როგორი შეგხვდება, ძაან დიდი მნიშვნელობა აქვს, იმიტომ რომ რასაც ქვია "მამშობიარა" ბებიაქალმა. თორემ ექიმი უფუნქციოდ კიარ იყო, მითითებებს ის იძლეოდა და ყოველ წამში მსინჯავდა, მშობიარობის მერეც, ექიმის ხელშია დედის ჯანმრთელობა თავიდან ბოლომდე. ღმერთმა ნუ ქნას, მეანს რამე გამორჩეს მაგ დროს, ან რამე გართულდეს. ხოდა, ბებიაქალები სად როგორი ყავთ და ვინ დაემთხვევა ჩემ მშობიარობას, მაგის გამოკითხვა რომ დავიწყო, ალბათ გიჟად შემრაცხავენ სამშობიაროებში biggrin.gif

Posted by: IFFY 26 Nov 2012, 15:33
მანიაჩკა
biggrin.gif:D მეგობარი გამახსენდა ეხლა. ექიმი რომ აიყვანა მოითხოვა ვინმეს მშობიარობას დამასწარითო, ჩემი თვალით მინდა ვნახო როგორი ექიმიაო biggrin.gif ბოლოს ის მიიღო, რომ ყველაზე ნაკლები ყურადღება ამას მიაქციეს.

Posted by: მანიაჩკა 26 Nov 2012, 16:10
IFFY
ვაიმე, ორსული რომ მშობიარობას დავსწრებოდი, მერე რა დამაძინებდა მთელი 9 თვე smile.gif

Posted by: Suleluka 26 Nov 2012, 17:36
მანიაჩკა
მე ჩემით ვიმშობიარე, არც ბებიაქალი მაინტერესებდა და არც მეანი smile.gif) 5 წუთი რომ დაეცადათ სანიტარი მიირებდა ბავშვს lol.gif

Posted by: მანიაჩკა 26 Nov 2012, 17:39
Suleluka
ვაააააააააი biggrin.gif ჯერ საერთოდ არ გამოდიოდა ეგ ქალბატონი და მერე 5 წუთსაც ვეღარ ითმენდა, არა? smile.gif

Posted by: Suleluka 26 Nov 2012, 17:41
მანიაჩკა
ხოო, ძაან სწრაფად განვითარდა მოვლენები, ანუ იგივე იყო რაც წინაზე, იმისგან განსხავებიტ რომ ტკივილი მხოლოდ ბოლო ნაწილი მქონდა ანუ როცა ძაან გტკივა biggrin.gif
ხო და დასკვნა, გაუტკივარებას აზრი არა აქვს, ბოლოს მაინც გიხსნიან, არა და ზუსტად ბოლო 10-15 წუთი იყო აუტანელი ტკივილი და მერე კი დაიწყო ჭინთვები და მერე სადღა ცხელა ტკივილისთვის, ჭინთვები რა, 2 თუ 3 smile.gif
დედაჩემი დღემდე შოკშია smile.gif

Posted by: brinka9962 26 Nov 2012, 18:16
QUOTE
ლამის მეც საკეისრო მოვითხოვო

არა საკეისრო არაააა ეს ვიდეო ნახეე http://www.youtube.com/watch?v=U1pHeY7Ku6A&feature=related

Posted by: makavel1 26 Nov 2012, 21:21
brinka9962
მეც იმავეს გირჩევ, თუ ფიზიოლოგიურად აპირებ გაუტკივარება გაიკეთე.

Posted by: brinka9962 26 Nov 2012, 22:40
აუცილებლად გაუტკივარებით biggrin.gif::დ:დ:დ

Posted by: annitt 28 Nov 2012, 00:04
ხოდა თავიდან უფრო მტკივნეულია რა დროსაც გაუტკივარება კეთდება თუ ბოლო წუთებში უფრო როცა აჩერებენ გაუტკივარებას?
მაინტერესებს, რომელი პროცესი უფრო მტკივნეულია ყველანაირი გამაყუჩებლების გარეშე

Posted by: blblbl 28 Nov 2012, 00:11
annitt
ყელის გახსნაა მტკივნეული,ჭინთვები არა ,ან ნაკლებად.

Posted by: brinka9962 4 Dec 2012, 20:42
:*რადენი ხანია მოგონებები არავის დაუწერიაა არდა როგორ ველოდები ხომეე sad.gif \

Posted by: tevzebii 4 Dec 2012, 22:35
დუ დეითი მქონდა 13 ნოემბერს, მაგრამ მაგ დროისთვის გახსნილი საერთოდ არ ვიყავი, 16-ში საცობი ჩამომეშალა, მაგრამ გამაფრთხილა ექიმა და არ მინერვიულია, 17-შI საღამოს მე და ჩემი ქმარი ტელევიზორს ვუყურებდით, ვიგრძენი როგორ წამოვიდა წყლები, ტკივილები არ მქონდა, წყალი გადავივლე, ტრუსიკის ჩაცმას აზრი არ ქონდა სულ ვსელდებოდი და წავედით ჰოსპიტალში, მარტო 1 სანტიმეტრი ვიყავი გახსნილი, ტკივილები ისევ არ მქონდა, წვეთოვანი დამიდგეს და 2-ჯერ მომცეს დამაჩქარებელი ტაბლეტი, დილით დამეწყო მოვლითი ტკივილები, გახსნა 2 სანტიმეტრი იყო, ეპიდურული მოვითხოვე და მაშინვე გამიკეთეს, 2 საათისთვის ისევ დამეწყო ტკივილები, დამატება მოვითხოვე, ექიმა გამსინჯა სანამ გამიკეთებდნენ, სრული გახსნა იყო, ექიმა წავედით და უნდა დამეხმაროო, ასეც იყო, ჩემი ქმარი ფარდასთან იდგა, დედამთილი და მული ფეხებს მიჭერდნენ, ჰოდა 20 წუთში გამოძვრა ჩემი პატარა, ვერ ეტეოდა და ჩაჭრა გახდა საჭირო, როგორც კი გამოძვრა გვერძე გაიყვანეს და ექიმები შემოცვივდნენ, ყველაფერი გაუსინჯეს ნემსიც გაუკეთეს და მერე მომიყვანეს ნიკოლოზი.

Posted by: Suleluka 4 Dec 2012, 22:45
annitt
ჩემს შემთხვევაში აუტანელი ტკივილი იყო ბოლო 15 წუთი დაახლოებით, ჭინთვების დროს მოვლითი ტკივილი საერთოდ იხსნება და მხოლოდ ჭინთვები მოდის.

Posted by: brinka9962 5 Dec 2012, 20:57
tevzebii
გილოცავ დიდი და სასახელო ბიჭი გაგეზარდოს :**
სად იმშობიარეე?

Posted by: mmed 5 Dec 2012, 21:16
QUOTE
ხოდა  თავიდან  უფრო  მტკივნეულია რა  დროსაც  გაუტკივარება კეთდება თუ  ბოლო  წუთებში  უფრო  როცა აჩერებენ  გაუტკივარებას? მაინტერესებს, რომელი პროცესი უფრო მტკივნეულია ყველანაირი გამაყუჩებლების  გარეშე

საერთოდ ტკივილის აღქმა ინდივიდუალურია. რაც შეეხება ეპიდურულ ანესთეზიას , ის განაპირობებს ყელის უმტკივნეულო გახსნას, ეს არის პროცესი, რომელიც რამდენიმე საათი გრძელდება, ჭინთვების დროს გაუტკივარების გათიშვა ხდება(საქართველოში) და რჩება არასასიამოვნო შეგრძნება, რასაც ხშირად ტკივილად აღიქვავენ ხოლმე მშობიარეები.

Posted by: tevzebii 5 Dec 2012, 21:16
QUOTE (brinka9962 @ 5 Dec 2012, 20:57 )
tevzebii
გილოცავ დიდი და სასახელო ბიჭი გაგეზარდოს :**
სად იმშობიარეე?

Dიდი მადლობა
ნიუ-იორკში, მაიმონიდის ჰოსპიტალში

Posted by: mmed 5 Dec 2012, 21:20
QUOTE
brinka9962

მართალი ხარ, რა საჭიროა ფულის გადაყრა, ისედაც უყურადღებოდ არავინ დაგტოვებს, ვის გაქვთ ზედმეტი მაინტერესებს? ან საერთოდ იქნებ ვინმემ ამიხსნას რა მოტივაცია გაქვთ მეანის აყვანის?

Posted by: brinka9962 5 Dec 2012, 23:03
mmed
ყურადღება და კიდე გმერთმა არავის დაჟირვოს მაგარმ გართულების შემთხვევაში მხოლოდ მისი იმედი გაქვს . ეგ ფული გადაყრაა არა როცა ის ექიმი აგყავს ვისაც ენდობი smile.gif

Posted by: mmed 6 Dec 2012, 19:41
QUOTE
brinka9962

მე სადაც შეხება მაქვს ყურადღება არ აკლია არც შემთხვევით მორიგე სმენასთან შემოსულ მშობიარეს და მაგიტო გითხარით. რაც შეეხება გართულებას, ამ დროს მართვის სადავეებს ხელში კლინიკის მთავარი ექიმი იღებს და თქვენს აყვანილ ექიმზე აღარაფერია დამოკიდებული. ეს არის რეალობა. ისედაც ბევრი დანახარჯის გაწევა უწევს მელოგინეს და ჯობია სხვა მიმართულებით გამოიყენოს ის თანხა.

Posted by: brinka9962 6 Dec 2012, 20:42
mmed
შეიძლება მართალი ხარ .
მაგარმ თითქმის ყველა რომ ექიმი აყავს ეგეც ფაქტია

Posted by: narkozeli 6 Dec 2012, 21:49
რა თბილი მოგონებები გაქვთ გოგოებო,გმირები ხართ ნამდვილად love.gif

tevzebii

აშშ-ში პრობლემები არ შეგექმნა გაუტკივარების მოთხოვნასთან დაკავშირებით?

mmed
QUOTE
რა საჭიროა ფულის გადაყრა, ისედაც უყურადღებოდ არავინ დაგტოვებს, ვის გაქვთ ზედმეტი მაინტერესებს? ან საერთოდ იქნებ ვინმემ ამიხსნას რა მოტივაცია გაქვთ მეანის აყვანის?



ურთიერთგამომრიცხავ პოსტებს რომ წერ,თუ ხვდები?

ეს პოსტი დაწერე გუშინ:
QUOTE
საშინელებაა, როცა მეზობლის მონაყოლით ირჩევ ექიმს, იმდენი არაპროფესიონალის გვარი ამოვიკითხე გული შემიწუხდა, ვის იმედზე ხართ??? შიშის ქვეშ ვმორიგეობ ზოგიერთ თქვენს მიერ რამის ღმერთად შერაცხულ ექიმთან ერთად.


და მორიგე ექიმად ის მეანი რომ შეგვხდეს ვის მორიგეობაზეც შენ შიშის ქვეშ ხარ,რა ვქნათ მერე?facepalm.gif

p.s. შენ რად მორიგეობ? ანუ ექიმი ხარ,ჯერჯერობით სტუდენტი თუ უბრალოდ მედდა/სანიტარი და ა.შ.?
ნამდვილად არაექიმური გამოსვლა იყო შენი მხრდიან კოლეგების ლანძღვა და შენი პოსტი ჩემი აზრით მარტო იმას ემსახურებოდა რომ ხაზი გაუსვი "მედიცინასთან" შეხება რომ გაქვს,მეტი სხვა არაფერი ჩანს შენს პოსტში.
ნამდვილად არ იწერება ამ განყოფილებაში არასანდო და ვინმეს დასაცინი ექიმების სახელები.სანდო და კარგი მეანების გარდა მე აქ სხვა გვარი არ წამიკითხავს(მეტნაკლებად ზოგი ოდნავ უკეთესია და ზოგი სულ ოდნავ ნაკლები),შენი არ ვიცი.შეიძლება შენ სხვა მედიცინის წარმომადგენელი ხარ და უწუნებ მათ პროფესიონალიზმს.ისე მართლა დამაინტერესა გაგუას უწუნებ პროფესიონალიზმს,დარახველიძეს,დავარაშვილს,მახარაშვილს თუ ქორიძეს? რომელი ერთი ჩამოვთვალო... rolleyes.gif

Posted by: tamar1586 6 Dec 2012, 22:42
tevzebii
წონა იცოდი წინასწარ ბავშვის?

გილოცავ, ბედნიერი და ჯანმრთელი ბიჭი გაგეზარდოს smile.gif

Posted by: tevzebii 7 Dec 2012, 07:37
narkozeli
არანაირი პრობლემა არ ყოფიალა, ხელი მომაწერინეს საბუთებზე, სულ ეგ იყო


tamar1586
8 თვის 2,800 იყო, მერე მხოლოდ გულის ცემას ამოწებდნენ და მდებარეობას

Posted by: mmed 7 Dec 2012, 20:16
QUOTE
QUOTE

გამომრიცხავი რა დავწერე ვერ გავიგე
QUOTE
შენი პოსტი ჩემი აზრით მარტო იმას ემსახურებოდა რომ ხაზი გაუსვი "მედიცინასთან" შეხება რომ გაქვს

შენთან და ათობით უცნობ ადამიანთან ეგ არაფერში არ მჭირდება, მე ჩემი ადგილი უკვე ნაპოვნი მაქვს, მშვიდად იყავი.
* * *
QUOTE
და მორიგე ექიმად ის მეანი რომ შეგვხდეს ვის მორიგეობაზეც შენ შიშის ქვეშ ხარ,რა ვქნათ მერე?

შენ არაფერი, თუ ყველაფერი კლასიკურად წავიდა, ქალის მშობიარობის მიღებას არაფერი არ უნდა, თუ გართულდა რამე(დაგიფაროთ ყველა) არც მათ იმედზე არ დაგტოვებთ.
* * *
QUOTE
არაექიმური გამოსვლა იყო შენი მხრდიან კოლეგების ლანძღვა

კოლეგები არ გამილანძღია, თუ ასე შეგტკივათ გული ექიმებზე, ყოველდღე ტელევიზიებს რატო იძახებთ მაინტერესებს? ჯერ ექიმის დიდებაში ხართ, თუ ერთი ფეხი დაუცდა(თუნდაც არა საექიომო შეცდომის გამო), მაშინვე ივიწყებთ ყველაფერს დაიწყებთ რეკვებს ტელევიზიების მოსაყვანად( მათაც მეტი რა უნდათ).
* * *
საერთოდ ახალი წევრის მიმართ რატო ხართ უარყოფითად განწყობილი არ მესმის. ყველას თავისი აზრი აქვს და რატო აძლევთ თავს უფლებას ამიკრძალოთ მისი გამოთქმა?
* * *
60-65% აყვანილი ექიმი ყავს და გამიჩნდა კითხვა რა მიზეზით აკეთებდნენ ამას? მინდოდა მომესმინა არგუმენტები და არა ტალახის სროლა თქვენი მხრიდან.

Posted by: narkozeli 7 Dec 2012, 21:05
mmed

არ მინდა გავაოფო,ამიტომ http://forum.ge/?f=97&showtopic=34396325 ამ თემაში გიპასუხებ smile.gif


Posted by: Forever Mine 9 Dec 2012, 19:00
რაკარგია რომ ასეთ დადებით და თბილ ისტორიეებს ვკითხულობ ) პირადად მე დაახლოებით ერთი წლის წინ ტყუპებზე ვიმშობიერე და დღმედე მიჭირს იმ ჯოჯოხეთური ტკივილების გახსენება )
გაგუასთან ვიმშობიარე. თვითონ გაგუა მყავდა აყვანილი და ძალიან კმაყოფილი ვარ მისიsmile.gif მეანებიც ძალიან კარგები არიან. განსაკუთრებულად მახსენდება მეანი ხათუნა ბოკერია smile.gif
ყველა დედიკოს ბედნიერ დედობას გისურვებთ) უფალი გფარვდეთ smile.gif

Posted by: *Bébé* 12 Dec 2012, 20:23
Forever Mine
QUOTE
განსაკუთრებულად მახსენდება მეანი ხათუნა ბოკერია

გამიხარდა smile.gif ჩემი მეანია smile.gif

Posted by: Forever Mine 13 Dec 2012, 23:26
QUOTE
გამიხარდა  ჩემი მეანია

ჩემიც love.gif

Posted by: ra ici rashi gamogadgeba ? 18 Dec 2012, 23:04
ახლახანს ვიმშობიარე გაგუაში და ჩემს გამოცდილებას გაგიზიარებთ.

გაგუა ავიყვანე, საკეისროთი ვაპირებდი გაჩენას, სიმფიზიტის გამო მაგრამ უარი მითხრა, მიუხედავად იმისა ექოსკოპისტმა მირჩია გამეკეთებინა, გაგიჭირდება და მეცოდებიო. გაგუამ დამიბარა 1 კვირაში გასასინჯად. მივედი და სამორიგეოში პაატა ექიმმა გამსინჯა,3 თითზე ვიყავი გახსნილი და დამტოვეს, არადა ტკივილები არ მქონდა, თავი ქვემოთ არის და მალე იმშობიარებო. მოკლედ იმ დღეს 3 ნემსი გამიკეთეს პერიოდულად, ყელის დამარბილებელი. მინდა გითხრათ ექიმები ყველანი ძალიან კარგები იყვნენ, უბრალოდ არ მესიამოვნა რომ ვისაც არ ეზარებოდა ყველა საშვილოსნოს ყელს ზომავდა. კაც ექიმთან არასდროს ვყოფილვარ და იქ სამმა კაცმა მორიგეობით გამსინჯა. მომიხსნეს ყველანაირი კომპლექსები smile.gif)
სამშობიარო ბლოკის გვერდით პალატაში მომათავსეს, სადაც ყველაზე ახლოს ისმოდა მშობიარეთა განწირული მოთქმა გოდება. ჩემდა გასაოცრად არ შემშინებია, არადა ცხოვრებაში ძალიან პანიკიორი და მშიშარა ვარ. ამას იმას ვუკავშირებ, რომ გარეთ იმდენი გულშემატკივარი მელოდა, რომ უხერხულობას ვგრძნობდი მათი ლოდინის გამო, დავიწყე შოკოლადების გამალებული ჭამა. ვიფიქრე ამით პროცესს დავაჩქარებდი, თუმცა მითხრეს, რომ ამაო იყო ჩემი გარჯა და თავი დავანებე. თან გოგონები გავიცანი, დავინახე მსგავს მდგომარეობაში მყოფი ადამიანები და საოცარი სიმშვიდე მომეცა. ვიცინოდით ვერთობოდით და ერთმანეთის პალატებში დავსეირნობდით ჭიქა ჩაიზე...
გვირჩიეს იმ ღამით კარგად გამოგვეძინა და მეორე დღისთვის შეგვენახა ძალები და ასეც მოვიქეცი. დილით 9-ზე შეგვიყვანეს სამანიპულაციოში და წყლები ძალით დაგვაღვრევინეს. გრძელი მავთულივით იყო ნივთი შემარჭვეს და გამიხეთქეს გულიც და სანაყოფე წყლების პარკიც. მტკივნეული არ იყო, მაგრამ უსიამოვნო.
ცოტა ხანში სამშობიარო ბლოკში გადამიყვანეს, ტკივილები საერთოდ არ მქონია და გამიკვირდა იქ რა მინდოდა. 2-3 საათი ჩემს ქმართან ერთად ვიჯექი პალატაში და გულიანად ვიცინოდი. ცოტა ხანში მივხვდი წყლების დაღვრა რას ემსახურებოდა, დამეწყო მუცლის ტკივილები. იცით რას შემიძლია შევადარო? მენსტრუაციული ციკლის დროს ტკივილი თუ გიგრძვნიათ, აი ის ჯერ ორმაგდება, მერე ათმაგდება და ბოლოს ასმაგდება, შეგრძნება მქონდა თითქოს ვიღაცამ დანით გამომფატრა მუცელი და ამ დანას ატრიალებდა შიგნიდან. გაუტკივარება თავიდანვე მოვითხოვე მაგრამ უარი მითხრეს, იქნებ გადაიტანო და არ გინდაო, თან ცუდია, რადგან ჭინთვებს და სამშობიარო ტკივილებს დროში წელავს და დიდი ხანი მოუნდები მშობიარობას, ისე კი მალე მორჩებიო. მომიტანეს ბურთი, ამაზე დაჯექი ტკივილები მოგეშვებაო, ჩემი ქმარი პერიოდულად ხერხემალს მიზილავდა, რაც ძალიან მეხმარებოდა.კიდევ კარგი ტკივილებს შორის ინტერვალი იყო რომ დამესვენა.თუმცა ინტერვალი თანდათანმ შემცირდა და ბოლოს მივხვდი რომ ტკივილის ატანა შეუძლებელი იყო, ამ დროს 4 თითზე ვიყავი გახსნილი და მიუხედავად იმისა, რომ კვლავინდებურად მეუბნებოდნენ უარს გაუტკივარებაზე ჩემი მაინც გავიტანე, საბუთზე ხელი მომაწერინეს, რომ თანახმა ვიყავი. წაკითხვის თავი არ მქონდა თუმცა დამაინტერესა ასეთი რა ეწერა ხელის მოწერას რომ ითხოვდა. შემოვიდა ანესთეზიოლოგი, გია, მოვიხარე და ზურგზე ჩამარჭვეს ნემსი (როგორც მოგვიანებით ჩემმა ქმარმა მითხრა ეს ნემსი ძალიან ჰგავდა კინოფილმიდან კავკასიელი ტყვე ევგენი მარგუნოვზე დარჭობილ ნემსს) ცოტა ხანში თითქოს დენივით გამიარა ხერხემალში და ცოტა ხანში ის ტკივილები დამიამდა, ვერ ვიტყვი, რომ მთლიანად მომეხსნა, მაგრამ მაინც რა შედარება იყო. ნახევარ საათში დამეჭყო ჭინთვები და 4 საათი ახლა ამაზე ვიტანჯე, ბებიაქალმა მითხრა გაუტკივარება ახლა აღარაა და ჭინთვები უნდა იგრძნო რომ ბავშვი გამოდევნოო. დამავიწყდა მეთქვა რომ არ გაუკეთებიათ კლიზმა, რაც პალატაში შესვლის წინ მოვითხოვე. პასუხი ასეთი იყო'''ბავშვი იბადება შარდში და განავალში, თანამედროვე მიდგომებით აღარაა საჭიროო'' და ამიტომ მთელი ნაწლავი ლამის გადმოვულაგე და გონებაში ვიგინებოდი. არადა იყვნენ გოგონები ვისაც გაუკეთეს თურმე.
მიუხედავა იმისა, რომ გაგუა აყვანილი მყავდა მთელი მშობიარობის დროს ერთხელ შემოვიდა 5 წუთით, არადა მისი იმედი მქონდა გვერდით იქნებათქო, ბებიაქალმაც ჭინთვის წესები მასწავლა და გავიდა, შოკში ჩავარდი, კიდევ კაი ქმარი გვერდზე იყო და ის მკარნახობდა როდის გამეჭინტა და როდის არა. ხან წყალს მასხამდა სახეზე და სულს მიბერავდა, პირი გამიშრა და პერიოდულად წყალს მასმევდა. სამშობიარო პალატა სხვანაირი წარმომედგინმა, ჩვეულებრივი რკინის საწოლი იყო, მეგონა ფეხები სპეციალურ სამაგრში უნდა დამედო და პალატის ხალათსა შემომაცმევდნენ. ამანაც გარკვეული სიძნელე წარმოშო, მითხრეს ფეხები შენით უნდა დაიკავო ხელში და ისე იჭინთოო. (არადა როგორი ძალაგამოლეული ვიყავი ხელები მივარდებოდა) ბებიაქალი შემოვიდოდა 2 წუთით დამხედავდა და მიდიოდა, ამიტომ მშობიარობის თანხის 90% ნამდვილად ეკუთვნის ჩემს ქმარს ამ ლოგიკით. ბოლოს გაგუა შემოვიდა,რომ დაინახა ჩემი ტანჯვა მუცელზე დამაწვა, მერე ბებიაქალს ჩემი ჩაჭრა სთხოვა (არ მტკენია ისე ვიყავი ტკივილისგან გაბრუებული)ბავშვის თავი რომ გამოჩნდა გაგუამ ლამის ხელი მომაკიდებინა ბავშვის თავზე რომ მეგრძნო, მაგრამ უარი ვუთხარი , ადრე გამაფრთხილეს არ გადაიხარო თორემ ხერხემალი დაგიზიანდება, სულ მასე აკეთებსო. ბოლოს პაატა ექიმს დაუძახა და იმან ისე მძლავრად დამაწვა მუცელზე ეგრევე გამოვარდა ჩემი ბაია. გულზე დამიწვინეს და როცა მეგონა ამით დამთავრდა ჩემი წვალებათქო პლაცენტას მშობიარობა დამეწყო რომელიც არანაკლებ გამიჭირდა... მერე გაჭრილი ადგილი გამიკერეს, შეშუპებული მქონდა ის ადგილები 10 დღე ძლივს გადაიარა.
მოკლედ ექიმებით კმაყოფილი ვიყავი, დავასკვენი პირადი ექიმის აყვანა არ ღირდა 300 ლარი გადავაგდე, რადგან ისედაც ყველასთან შედიოდა და ჩემთანაც 5 წთ შემოვიდა. გაუტკივარება თავიდანვე უნდა გAამეკეთებინა და არა 4 თითზე. ერთადერთი უკმაყოფილო ვიყავი ზოგიერთი ექთნის, (ყველაზე არ ვამბობ)უკმეხები იყვნენ, პამპერსის გამოცვლას რომ ვთხოვდი ისე შემომხედავდნენ თითქოს ვალი მქონდა, რამდენჯერ უნდა შემოხვიდე, მერე ერთმანეთს გადაულაპარაკეს ამ გოგომ ხო გაგვიწყალა გულიო.მაშინ ვინატრე ადრე მესწავლა პამპერსის გამოცვლა. ჩემი ოთახის გოგოები წუწუნებდნენ, რძე არ გვაქვს, ხელოვნურს რომ ვთხოვთ ისეთი სახით იყურებიან გაბრაზებულები თითქოს სახლიდან მოჰქონდეთ და გვამადლიანო. ხო კიდევ რა არ მომეწონა, იქით დავრბოდი ჩემი შვილის მდგომარეობა რო გამეგო,ჯერ იყო სმენის სქრინინგი არ გაუკეთეს,იქით მივაკითხე და უი გამოგვრჩენიაო, იმ 3 დღის მანძილზე რაც იქ ვიყავი ერთხელ შემიმოწმეს. ექთნების გამო მანდ მეორეჯერ არ მივალ, ბავშვის შეძენით გამოწვეული სიხარული ჩამიშხამეს თავიანთი უხეში და უკმეხი დამოკიდებულებით, თორემ ექიმების მადლიერი ვარ

Posted by: Dea-Dea 18 Dec 2012, 23:18
საოცრებაა, გაგუათი ყველა კმაყოფილია...

Posted by: narkozeli 18 Dec 2012, 23:31
Dea-Dea
QUOTE
საოცრებაა, გაგუათი ყველა კმაყოფილია...


ზედა პოსტი წავიკითხე და მე პირიქით დავასკვენი..

ra ici rashi gamogadgeba ?

რა დეტალურად და კარგად გიწერია))გილოცავ დედობას love.gif

Posted by: makuna1980 19 Dec 2012, 01:07
რა კარგია რომ გაგუ არ მყავს გეგმაშI თორემ გული გამისკდებოდა sad.gif
ra ici rashi gamogadgeba ? გილოცავ, ბედნიერი ჯანმრთელი გაგეზარდოს love.gif

Posted by: Dido 19 Dec 2012, 09:58
ra ici rashi gamogadgeba ?
QUOTE
არ მტკენია ისე ვიყავი ტკივილისგან გაბრუებული)ბავშვის თავი რომ გამოჩნდა გაგუამ ლამის ხელი მომაკიდებინა ბავშვის თავზე რომ მეგრძნო, მაგრამ უარი ვუთხარი , ადრე გამაფრთხილეს არ გადაიხარო თორემ ხერხემალი დაგიზიანდება, სულ მასე აკეთებსო.

ეს არ ა მგონია მთლად სიმართლე იყოს. ხშირად მინახავს რო მშობიარეს ეუბნებიან ხელი მომეცი და ბავშვის თავზე დავადებო, სრულიად მიღებული პრაქტიკაა და არაფერს არ აზიანებს.

Posted by: chaPPek 19 Dec 2012, 10:05
ra ici rashi gamogadgeba ?

ძლივს ერთი ობიექტური მოგონება დაიწერა ამ თემაში smile.gif ჯანმრთელობას გისურვებთ ორივეს!

და გაუტკივარებაზე რომ გახვეწნინებენ და ჭინთვებზე არ გიმატებენ ეგ არც კი ვიცი რა ვთქვა - ეგ არის სადიზმი.

Dido
QUOTE

QUOTE
არ მტკენია ისე ვიყავი ტკივილისგან გაბრუებული)ბავშვის თავი რომ გამოჩნდა გაგუამ ლამის ხელი მომაკიდებინა ბავშვის თავზე რომ მეგრძნო, მაგრამ უარი ვუთხარი , ადრე გამაფრთხილეს არ გადაიხარო თორემ ხერხემალი დაგიზიანდება, სულ მასე აკეთებსო.

ეს არ ა მგონია მთლად სიმართლე იყოს. ხშირად მინახავს რო მშობიარეს ეუბნებიან ხელი მომეცი და ბავშვის თავზე დავადებო, სრულიად მიღებული პრაქტიკაა და არაფერს არ აზიანებს.


ყველამ მაპატიოს ვისთვისაც ეს მომენტი ამაღელვებელია მაგრამ საკუთარი საშოდან გამომავალი ბავშვის ახლადგამოჭინინთულ თავზე რომ ვი|ღაცამ ხელი მიმადებინოს იქვე გადავბრუნდები და მოვკვდები გულის მწვავე უნფარქტით biggrin.gif

Posted by: tamar1586 19 Dec 2012, 10:14
chaPPek
QUOTE
ყველამ მაპატიოს ვისთვისაც ეს მომენტი ამაღელვებელია მაგრამ საკუთარი საშოდან გამომავალი ბავშვის ახლადგამოჭინინთულ თავზე რომ ვი|ღაცამ ხელი მიმადებინოს იქვე გადავბრუნდები და მოვკვდები გულის მწვავე უნფარქტით

მეც ეგრე მომივა მგონია biggrin.gif
დაჟე სარკეში რომ აჩვენებენ იმაზე მიწუხს გული rolleyes.gif

ra ici rashi gamogadgeba ?
გილოცავ! bis.gif

ეს პირადი ექიმი მაინც ვერ გავიგე რა არის, ანუ რა განსხვავებას გაძლევს?

Posted by: Dido 19 Dec 2012, 11:10
chaPPek
კი გეთანხმები, მეც უარს ვიტყოდი ან რა საჭიროა საერთოდ biggrin.gif მაგრამ ხერხემლის დაზიანებას იწვევსო და ეს არ არის სიმართლე.

Posted by: laliko_laliko 19 Dec 2012, 11:59
მეც დავწერ ჩემს მოგონებებს smile.gif

მშობიარობა გაგუაში გადავწყვიტე, ნუკრი მანჯგალაძესთან. 5 -მდე თუ არაფერი იქნა, 5 ში მოდიო. 3 რიცხვი იყო, დილით საცობი ჩამომეშალა, ექიმს რო დავურეკე ტკივილები თუ არ გაქვს იყავი სახლშიო. მეც გადავწყვიტე სახლში კი არა, საძინებელი და ფარდები მეყიდა ახალი სახლისთვის. ასე მოვიდა საღამოს 9 საათი და დამეწყო პირდაპირ 5 წუთიანი შუალედის ტკივილები. სამშობიაროში რომ მივედი, 1.5 თითზე ვიყავი და დამტოვეს. ჩემს მეტი არავინ იყო მშობიარე, არადა ვიცოდი გაგუა სულ სავსეა ხოლმე smile.gif მოკლედ შემიყვანეს სამშობიარო ოთახში და დავიწყე ლოდინი. ჩემი ქმარიც ჩემთან ერთად იყო. ტკივილები ნელ-ნელა გამიძლიერდა, არც ბურთი მშველოდა, არც მასაჟი. ბებია ქალი შემოვიდა და მითხრა: შვილო ნუ იტანჯები გაუკიტკივარება გაიკეთეო, მეთქი მომიტანეეთ. მანამდე ვიღაც უჟმური ექიმი ქალი შემოვიდა გასასინჯად, კინაღამ ფეხი ვკარი sad.gif. მოკლედ გამიკეთეს გაუტკივარება და დავისვენე. შემდეგი 3 საათი მე და ჩემმა მეუღლემ მშვიდად გავატარეთ ლაპარაკში. 5 სთ-იყო ნუკრი რომ მოვიდა და გამსინჯა , უკვე სრული გახსნა იყო და გაუტკივარება აღარ დამიმატეს. აი მერე დაიწყო, რაც დაიწყო. ჭინთვები მქონდა, ტკივილით მაგრამ ბავშვის თავი არ ჩამოდიოდა . ეს მეც არ მომეწონა, ფეხები დაიჭირე შენითო , სად მქონდა ფეხების დაჭერის თავი, ვკვდებოდი ტკივილისგან. ეს არის ცუდი, რომ პირდაპირ საწოლში გამოშბოარებენ. მეც ra ici rashi gamogadgeba ?- ს მსგავსად ჩემი ქმარი მეხმარებოდა. ფეხებს მიჭერდა, წყალს მასხამდა, მასაჟს მიკეთებდა, მოკლედ გამაოცა. რაც მთავარია ისრულებდა ბავშვობის ოცნებას ექიმი გამხდარიყო smile.gif)) ასეთ ტანჯვაში გავატარე შემდეგი 2 საათი, აღარც ბავშვი მინდოდა ( ეხლა მრცხვენია ამას რო ვამბობsmile.gif და არაფერი. ზუსტად 7 იყო ნუკრი რომ შემოვიდა და ეხლა უნდა გააჩინოვო. მუცელზე დამაწვა , ჩამჭრეს და ზუსტად 3 გაჭინთვაში გამოძვრა ჩემი ქალბატონი, ტირილით smile.gif)) მე ექიმი ძალიან მომეხმარა, აღფრთოვანებული ვარ ამ კაცით, სულ მიდი მამიკოო მეუბნებოდა smile.gif ბებია ქალმა მხოლოდ ბავშვი დაიჭირა რო გამოძვრა. მერე გაუტკივარება დამიმატეს ცოტა და გამკერეს. ნუკრი აღფრთოვანებული იყო ჩემი მეუღლით ძაან მეხმარებოდაო, და ჩემით რო ხმა არ ამომიღია საერთოდ, მხოლოდ ჩუმად ვტიროდი. ნაკრები მეც შემიშუპდა , მაგრამ რაღაც საფენებს მაძლევდნენ .
ექთნები მე ძალიან მომეწონა, 1 იყო მარტო უჟმური. როგორც კი ჩაისვრიდა გამყავდა, ღამის 4 საათზეც კი და უპრობლემოდ უცვლიდნენ. მეორე დღეს მეთვითონაც ვუცდვლიდი უკვე. პედიატრიც და მორიგე ექიმიც ყოველ დღე შემოდიოდნენ. მერე სიცხე მომცა 39 , გაგუა ცალკე იყო შემოსული, ნუკრი ცალკე . მოკლედ ყურადრება იყო. 1 კაციან პალატაში ვიყავი და ჩემი ქმარი რჩებოდა კიდეც ღამე.
მოკლედ მიუხედავად იმისა , რომ არც თუ ისე საშინელი მშობიარობა მქონდა, ალბათ კიდევ ძალიან დიდხანს ვერ ვიფიქრებ მეორე შვილზე.

Posted by: IFFY 19 Dec 2012, 13:18
laliko_laliko
გილოცავ პატარას დაბადებას. პირველი ბავშვი იყო? უკვე მეშინია ნელ-ნელა. ვკითხულობ თქვენს მოგონებებს და მიჭირს ფიქრიც კი.
ცოტა დავპანიკდიიი

Posted by: gvants 19 Dec 2012, 13:28
tamar1586
QUOTE
ეს პირადი ექიმი მაინც ვერ გავიგე რა არის, ანუ რა განსხვავებას გაძლევს?

თავად ირჩევ ექიმს, რომელიც გამშბიარებს. ისე რომ მიხვიდე, მორიგე გამშობიარებს და ამ შემთხვევაში, წინასწარ გყავს განსაზღვრული მეანი. დამაებით უხდი მერე თანხას ამ პიროვნებას.
ნდობის ამბავია რა...


Posted by: tamar1586 19 Dec 2012, 13:49
gvants
QUOTE
თავად ირჩევ ექიმს, რომელიც გამშბიარებს. ისე რომ მიხვიდე, მორიგე გამშობიარებს და ამ შემთხვევაში, წინასწარ გყავს განსაზღვრული მეანი. დამაებით უხდი მერე თანხას ამ პიროვნებას.
ნდობის ამბავია რა...

და რომ არ იყოს ის ექიმი იმ დროს როცა მე მივალ, მოვა რადგან აყვანილი მყავს?
საკეისროს დროსაც უნდა ავიყვანო ექიმი თუ საკეისროს ფასში შედის ექიმის არჩევაც?

Posted by: blblbl 19 Dec 2012, 14:07
tamar1586
QUOTE

და რომ არ იყოს ის ექიმი იმ დროს როცა მე მივალ, მოვა რადგან აყვანილი მყავს?

კი,დარეკავენდ ა მოვა რა დროც არ უნდა იყოს.ძირითადად ახლოს ცხოვრობენ როგორც არმოვაჩინე რამდნეიმეზე biggrin.gif

QUOTE
საკეისროს დროსაც უნდა ავიყვანო ექიმი თუ საკეისროს ფასში შედის ექიმის არჩევაც?

არა აქაც უნდა აიყვანო



ასევე შეგიძლია არცერთზე რ აიყვანო და გამშობიარებს მორიგე ექიმი.



ბავშვის თავზე ხელის მოკიდებას რაც შეეხება,რამდენად კარგია ეს სხვა საკითხია მაგრამ მიღებულია ყველგან პრაქტიკაში და არანაირ ხერხემალს არ აზიოანებს ამის გმაო ცუდის თქმა სამშობიაროზე ან ექიმზე არასწორია.ასევე პალატაში მშობიარობა უკვე ბევრ სამშობიაროშია დანერგილი თუმცა თუ მოითხოვ გადაგიყვანენ ბლოკშიც.მე პირადად ბლოკი რომ ვნახე დანახვაზე შიშისგან გული გამისკდა და მშობიარე რომ იქ ?შემაგდოს ვინმემ თავს მოვიკლავ biggrin.gif

Posted by: laliko_laliko 19 Dec 2012, 14:27
IFFY

მადლობა smile.gif კი პირველი იყო.. როდის ელოდები? მე პანიკა მქონდა ორსულობის პირველი 3 თვე, მერე ხან გამივლიდა, ხან ისევ მეწყებოდა. მაგრამ მშობიარობის დროს რაღაც ძალა გემატება, რომ ეს ყველაფერი დაძლიო. მთავარია ექიმს მოუსმინო

Posted by: Dido 19 Dec 2012, 14:29
blblbl
კი პალატაში ჯობია რათქმაუნდა მაგრამ ის ამოსაწევი ფეხის დასადებები არ აქვთ გაგუაში? sad.gif იმის გარეშე ძალიან რთულია sad.gif

Posted by: laliko_laliko 19 Dec 2012, 14:33
QUOTE (Dido @ 19 Dec 2012, 14:29 )

კი პალატაში ჯობია რათქმაუნდა მაგრამ ის ამოსაწევი ფეხის დასადებები არ აქვთ გაგუაში? sad.gif იმის გარეშე ძალიან რთულია sad.gif

Dido
არ აქვთ, არც ხელის მოსაკიდი. ეს ფეხები შენით უნდა დაიჭირო და უმეტეს შემთხვევაში არ გაქვს მაგის თავი, ამიტომ ცოტა ძნელია პირდაპირ საწოლში მშობიარობა

Posted by: ingiloo 19 Dec 2012, 14:36
ra ici rashi gamogadgeba ?
laliko_laliko
გილოცავთ და ბედნიერი დედები ყოფილიყავით 2kiss.gif



და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი ჩემი საქციელის სისწორეში რომ გაგუაში არ ვიმშობიარე smile.gif




Posted by: blblbl 19 Dec 2012, 14:37
Dido
იქ ელაგა მე რომ ვიყავი და საწოლსაც ჰქონდა დასამაგრებელი და რომ ვიკითხე ამას არ ამაგრებთქო არა სჯობს თითონ ეჭიროს ფეხები ასე უფრო დაეხმარება ბავშვსო,მე ისიც შევთავაზე მე დავუჭერ ფეხებსთქო ,მარა არ გინდაო,მასე ჩვენ რისთვის ვართ მაგრამ მისთვის სჯობს ასეო რავიცი აბა ,მე არ გამომიცდია და დეიდაჩემს ორივეჯერზე მოეწონა მასე ,მართლა უფრო ვეხმარებოდიო.თავზე ხელი პირველს არ მოკიდა და მეორეს კი biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif საერთოდ მე ხო ორივეს დავესწარიდ ა პირველზე საერთოდ სხვანაირად იყო და მეორეზე სულ სხვანაირად ,აშკარად განსხვავებულია მეორე პირველისგან biggrin.gif

Posted by: ninuwki 19 Dec 2012, 14:48
გილოცავთ გოგოებოოოო...

მე ძალიან კმაყოფილი ვარ ფეხები მე რომ მეჭირა და იმ საზიზღარ სამშობიარო მაგიდაზე რო არ ამსვეს biggrin.gif თუ ვიღლებოდი და ვერ ვიჭერდი ფეხებს მეხმარბ\ებოდნენ უპრობლემოდ..არც გაუტკივარებაზე უთქვამთ უარი.არც დამატებაზე..არ ვიციი ჩემთან მასე იყო.
ბავშვის გამოცვლაზე მეც მიკერავდა როჟას ერთი გოგო და მე ვუცვლიდი რო გამყავდა მაგის სიფათის დანახვა არ მინდოდა..
ერთი მორიგე გოგო მილენა მახსოვს ძალიან კარგად.ისეთი თბილი გოგო იყო.ნეტა სულ ეგ ყოფილიყო 2kiss.gif

Posted by: Dido 19 Dec 2012, 14:55
blblbl
კი ხელებს მიახმარ იმ შემთხვევაშიც თუ იმ რაღაცაზე გიდევს ფეხები მაგრამ ყველა ვარიანტში დამღლელია ძალაგამოცლილი მშობიარესთვის საკუთარი ფეხების ჭერა სულ და ამიტომ არ მესმის რატო არ უკეთებენ, აშკარად უფრო ეხმარება მშობიარეს მაგისთვისაა გათვლილი და მოგონილი smile.gif გაგუაში ნამეტანი "ინოვაციური" მიდგომა ჰქონიათ ამ საკითხთან biggrin.gif
QUOTE
პირველზე საერთოდ სხვანაირად იყო და მეორეზე სულ სხვანაირად ,აშკარად განსხვავებულია მეორე პირველისგან

იმედი მაქვს უფრო ადვილი იქნება biggrin.gif ნუ გამოცდილება მაინც ბევრს ნიშნავს biggrin.gif
ninuwki
არ არის აუცილებელი სადმე აგსვან, სადაც წევხარ იმ ლოგინსვე უმაგრდება/იწევა ის ფეხები და უბრალოდ ფეხის სიმძიმის შესაკავებლად არის.

Posted by: blblbl 19 Dec 2012, 15:00
Dido
ეგ ფეხების ჭერა 5წუთიც არ დასჭირდა და ალბატ იმიტომ იყო ამისთის ადვილი ,ვისაც დიდხანს უგრძელდება სხვები დაუჭერენ ალბათ biggrin.gif

QUOTE

იმედი მაქვს უფრო ადვილი იქნება

ადვილი კი არა უადვილესი იყო biggrin.gif ჰოპ და გააჩინა ძლივს მოასწრო გაგუამ მოსვლა biggrin.gif მაგრამ მე სხვა რამეს ვამბობ,ბავშVთან მიდგომაც ამაზე უფრო სხვანაირად იყო ვიდრე პირველზე,სასაცილო ის იყო რომ პირველს არ უტირია წამოკინავლა და დაიძინა მასინვე biggrin.gif ეს კიოდა რაც ხმა ჰქონდა დაიმხო სამშობიაროა და ეს ამტკიცებდა გინდა თუ არა რაღაც სჭირს რატო ტირისო lol.gif ყველა ექიმი იდგა და უმტკიცებდა რომ ასე იყო საჭირო და არაფერი აწუხებდა ბავშვს biggrin.gif დღემდე კივის რაც ხმა აქვს კაპარჩხანა გოგოა baby.gif

Posted by: Dido 19 Dec 2012, 15:06
blblbl
QUOTE
ადვილი კი არა უადვილესი იყო

smile.gif)) პირველზე ა რმქონია რთUლი მშობიარობა და იმედი მაქვს მეორე უფრო იოლი მექნება biggrin.gif ნუ პირველს ხელში ვერ ვიჭერდი პამპერსის გამოცვლაზე ლაპრაკი ზედმეტი იყო, მეშინოდა biggrin.gif ახლა უკვე მომზადებული ვარ biggrin.gif

Posted by: gvants 19 Dec 2012, 16:01
QUOTE (tamar1586 @ 19 Dec 2012, 13:49 )
gvants
QUOTE
თავად ირჩევ ექიმს, რომელიც გამშბიარებს. ისე რომ მიხვიდე, მორიგე გამშობიარებს და ამ შემთხვევაში, წინასწარ გყავს განსაზღვრული მეანი. დამაებით უხდი მერე თანხას ამ პიროვნებას.
ნდობის ამბავია რა...

და რომ არ იყოს ის ექიმი იმ დროს როცა მე მივალ, მოვა რადგან აყვანილი მყავს?
საკეისროს დროსაც უნდა ავიყვანო ექიმი თუ საკეისროს ფასში შედის ექიმის არჩევაც?

კი თაკო, ეგრეა. უნდა დაურეკო და ეგრევე მოდიან ხოლმე. თუ რამე მოხდა განსაკუთრებული და ვერ მოვიდა, აღარ იხდი ექიმის აყვანის თანხას.

საკეისროს დროსაც შეგიძლია აყვანა, თანხის დამატებით.
ოღონდ, ეს აყვანა ვალდებულება არაა, სურვილით ხდება ხოლმე.

აშშ-ში არა ხო ასეთი "წესი" ?

Posted by: tamar1586 19 Dec 2012, 16:18
gvants
QUOTE
კი თაკო, ეგრეა. უნდა დაურეკო და ეგრევე მოდიან ხოლმე. თუ რამე მოხდა განსაკუთრებული და ვერ მოვიდა, აღარ იხდი ექიმის აყვანის თანხას.

საკეისროს დროსაც შეგიძლია აყვანა, თანხის დამატებით.
ოღონდ, ეს აყვანა ვალდებულება არაა, სურვილით ხდება ხოლმე.

ანუ, ორივე შემთხვევაში არჩევითია, თუ არ გინდა, არ აიყვან.

QUOTE
აშშ-ში არა ხო ასეთი "წესი" ?

არა, ვინც დამხვდა იმან მიიღო მშობიარობა.
თუმცა ჩემი ექიმი (კონსულტაციის) მოვიდა როცა გაიგო რომ იქ ვიყავი.

Posted by: gvants 19 Dec 2012, 16:22
tamar1586
QUOTE
ანუ, ორივე შემთხვევაში არჩევითია, თუ არ გინდა, არ აიყვან.

კი.

QUOTE
თუმცა ჩემი ექიმი (კონსულტაციის) მოვიდა როცა გაიგო რომ იქ ვიყავი.

up.gif

Posted by: ra ici rashi gamogadgeba ? 20 Dec 2012, 18:03
გოგოებო ყველას მადლობა მოლოცვისთვის 2kiss.gif თქვენც ბედნიერ დედობას გისურვებთ.

ახლა რამდენიმე პრაქტიკული რჩევა ჩემგან საკუთარი შეცდომებიდან გამომდინარე, ჭინთვების დროს თავი უკან არ უნდა გადახაროთ, პირიქით. ჩაისუნქეთ ღრმად და 10 წამის განმავლობაში ეცადეთ მიაწვეთ ბავშვს ამ ჰაერის ნაკადით და გამოდევნოთ, მთავარია პირში არ დაიგროვოთ ჰაერი და ლოყები არ გაბუშტოთ ჩემსავით. facepalm.gif
როცა ჭინთვებს,ანუ ბუნებრივ მიწოლას იგრძნობთ ყოველ ჯერზე ნუ აყვებით რადგან ძალა გამოგეცლებათ, ეცადეთ ხშირ ხშირად ისუნთქოთ რომ როგორმე გადააგოროთ და ძალა შემდეგი ჭინთვისთვის შეინახეთ. ისე ზოგზე ვიცი გაუტკივარება ამ დროსაც გაუგრძელეს რომ არ ტკენოდათ, თვითონ ვერ გრძნობდნენ როდის უნდა გაეჭინთათ და ბებიაქალი კარნახობდათ თურმე. არც გაგვიგიაო. 4 კილომდე კი გაჩნდა ჩემი, ალბათ ამიტომ გამიჭირდა მეც.

პ.ს. ხო, ბავშვის გამოსვლას ვგრძნობდი უკანა ტანიდან, სულ პირიქით მეგონა

Posted by: elsi88 21 Dec 2012, 13:47
და რატომ ჯობია პალატაში? ბარემ სახლში ვიმშობიარებ და გამომიაროს ექიმმა 5 წუთით, ხომ ვუხდი დამატებით თანხას.. მაპატიე ნინ მაგრამ ამაში აღარ გეთანხმები, შეიძლება გაგუა კაი კლინიკაა მაგრამ ზოგადად მიდგომაზე ვგიჟდები რა ყველაფერზე უპრობლემოები ხდებით ორსულებო..საზღვარგარეთ აქეთ უხდიან მშობლებს ფულს რომ ბავშვს აჩენს და აქ უკვე ნელ-ნელა ყველაფერზე უარს ვამბობთ..რა საჭიროა ბლოკი, პალატაშიც ვიმშობიარებთ, რა საჭიროა ექიმის აყვანა, რეები მესმის.. იმის მაგივრად რომ ყველამ ერთად ავიმაღლოთ ხმა და ვთქვათ რომ ყველაფერი საჭიროა..!! ნუ მიიღებს ეს გაგუა დღეში 20 მშობიარეს, ამშობიაროს 5 და ყველას ნორმალური ყურადღება მიაქციოს..მაგრამ ფულს ვინ გადაიხდის მერე biggrin.gif შესაბამისად რჩება ზოგი კმაყოფილი, ზოგი უკმაყოფილო...თორემ პროფესიონალიზმზე ეჭვი არ მეპარება.. სასაცილოა, მადლობას ვიხდით რომ პროფესიონალები მაინც არიან...ვაი უბედურო საქართველოვ!!! მაპატიეთ, ძაან მომეშალა ნერვები!

Posted by: blblbl 21 Dec 2012, 14:36
elsi88
მარტო გაგუაში არ ხდება ლიკ პალატაში მშობიარობა,თითქმის ყველა სამშობიაროში ასეა,თუ არ გინდა ვინმე კი არ გაიძულებს,მოითხოვ და გადაგიყვანენ ბლოკში.საზღვარგარეთაც მასე მშობიარობენ სხვათაშორის biggrin.gifხო კიდევ არც გაგუა და არც არავინ ცნობილი მეანი არ დაგიჯდება მთელი მშობიარობა პალატაში,შენს გარდა კიდევ უამრავი ჰყავთ,უნდა მიიღოს თუ არა ამდენი ეგ ცალკე საკითხია და ექიმი პაციენტს უარს ვერ ეტყვის ჩემი აზრით.მე კონკრეტული ექიმი მინდოდეს და იმან ვერ გამშობიარებ ბევრი მყავსო სულ მკიდია მაგის ბევრი biggrin.gif თანაც რა იცის იმ ექიმმა როდის ვის ეწყება მშობიარობა,შეიძლება ისე მოხდეს სულ ერთი მშობიარე ჰყავდეს და შეიძლება 10 ამას წინასწარ ხომ ვერ გათვლის ვერავინ.ბლოკში 5კაცი როა და ექიმი ყველასთან ცალცალკე დარბის და ყველა ერთად იჭინთება მაგას ნამდვილად სჯობს წინასამშობიარო პალატა ჩემთვის biggrin.gif

Posted by: Dido 21 Dec 2012, 14:42
elsi88
QUOTE
და რატომ ჯობია პალატაში?

სამშობიარო პალატაზეა საუბარი და არა ჩვეულებრივ მელოგინეს პალატაზე. სამშობიარო პალატებია სპეციალური, რომელშიც იმყოფება ორსული მისვლიდან მშობიარობის ჩათვლით და მერე გადაჰყავთ ჩვეულებრივში. მე პირადად იმიტომ მირჩევნია რო ჭინთვადაწყებულს არ მომიწიოს დერეფანში სიარული და მაღალ სკამზე აბობღება. ნუ რათქმაუნდა ის პალატა აღჭურვილი უნდა იყოს შესაბამისი აპარატურით და მოწყობილობებით რაც სჭირდება მშობიარეს.

Posted by: blblbl 21 Dec 2012, 14:45
tevzebii
QUOTE
დედამთილი და მული ფეხებს მიჭერდნენ,



QUOTE
ნიუ-იორკში, მაიმონიდის ჰოსპიტალში

აი იმის დასტური რომ მარტო საქართველოში არ ითხოვენ ფეხების თითონ დაჭერას ან იმას რომ ვინმემ დაგიჭიროს,ვის რამდენად მოსწონს და რამდენად კარგია ეგ სხვა საქმეა ,მაგრამ აქ არ მოუგონიათ biggrin.gif იუთუბზე რაც მინახავს მშობიარობა ყველგან საწოლში ხდება მშობიარობა ასე და რავიცი აბა.გადმოაქვთ ამ ჩვენ ექიმებს უცხოური მიდგომები მოგვწონს თუ არა ეს უკვე სვა თემაა,უბრალოდ სამშობიაროებზე გადაბრალება არაა სწორი.

Posted by: ESCADA 21 Dec 2012, 15:22
დავწერ მეც ჩემს მოგონებებს smile.gif
მოკლედ დანიშნული მქონდა საკეისრო 14 დეკემბერს, საკეისრო გადავწყვიტე (ექიმის რჩევითაც რა თქმა უნდა მხლოდ ჩემი ახირება არ იყო) თუმცა მშობიარობა ძალიან არ მინდოდა რაღაცნაირად გამიხარდა საკეისროზე რომ წავიდა საუბარი, შემოხვევა ჰქონდა არამჭიდრო, პირველი ბავშვი დიდი წონით დაიბადა 41 კვირიას რომ გადაცდა დამაჩქარებელით და ვენები მაწუხებდა ამ ორსულობაზე.
გადავწყვიტე ჯანმრთელობის სახლშიმ გავესაუბრე ქორიძეს, ანალიზები ჩავაბარე და მოვემზედე. თუმცა 11 ში უკვე ცოტა ისე ვიყავი მივხვდი რომ 14 ამდე ვერ გავძლებდი, 13 ში არ მინდოდა რაღაცნაირად საკეისრო smile.gif და ბარემ გადავწყვიტე 12 ში წავსულვიყავი smile.gif
მივედი დილით, მორიგე ექიმმა გამსინჯა და დამტოვეს.
ამიყვანეს ზემოთ დამიდგეს კაპელნიცა, ოყნა არ გავაკეთებინე მე მქონდა გლიცერინის სანთელი წაღებული, ვიყავი ძალიან მშვიდათ, მაკიაჟით და გაპრანჭული biggrin.gif
სადღაც 1 სთვის შემიყვანეს საოპერაციოში, გამიკეთეს სპინალური (მალევე იპოვა ანესთეზიოლოგმა მალებს შორის ადგილი) ეგრევე სითბო ვიგრძენი ქვედა კიდურებზე და გამიბუჟდა, წინ რაღაცა ამომაფარეს და დაიწყო, ქორიძე მიკეთებდა და მეორე კაცი ზურა, ძალიან ისე მიდიოდა ლაითად ხუმრობდენ, ეს იმიტომ მოვიდა დღეს განა მართლა ასტკივდა 12 ში უნდოდაო smile.gif ერთხელ წნევა დამივარდა და რაღაც გამიკეთეს ნემსი, თავზე 2 ექთანი მედგა როგორ ხარო მეკითხებოდნენ, მე კიდე ცხვირმა დამიწყო ქავილი biggrin.gif მოვიდა ის გოგო აბა სად მითხარიო smile.gif ძან სასაცილო იყო..
მალევე რაღაცნაირად შემაქანა თითქოსდა , ამიიყვანეს ბავშვი, ეგრევე წამოიტირა, წაიყვანეს რაღაც პროცედურებზე და ცოტახანში შეხვეული მომიყვანეს დამანახეს და ისევ გაიყვანეს.
მის მერე დაახლოებით კიდევ ალბათ 20-30 წუთი გრძელდებოდა , არაფერს არ ვგრძნობდი საერთოდ, რაღაცეებს მელაპარაკებოდნენ, ექიმები კიდევ რაღაც ძველ რუსულ სიმღერებს ღიღინებდნენ biggrin.gif
მოკლედ რომ მორჩა გადამიყვანეს ჩემს პალატაში, ბავშვი მოვიკითხე , 3600 დაიბადა 52 სმ, თუმცა მაინც ცოტა მოუწიფარი არისო მითხრეს, თუმცა ყველაფერი წესრიგში აქვს და სრულიად ჯანმრთელია, რომ მეცლია ალბატ 4500 იქნებოდა ან კიდე მეტი ) მეზით დიუდეითი 23 დეკემბერი მქონდა, ეხოთი 7 დეკემბერი, ანუ ბავშვი უსწრებდა განვითარებით.
პალატაში ნელნელა დავიწყე სპინალურიდან გამოსვლა, ჩემები შემოუXვეს ბავშვი ნახეს, კოკალოკა შემოიტანეთო უთხრეს, კოფეინს შეიცავს და კარგიაო,მოკლედ ეს 2 ლიტრიანი კოკაკოლა იმ დღეს დავცალე სულ, წყალი მომინდა ცოტა რომ მოვხვი გული ამერია, მერე კოკაკოლა დავისხი და კარგად წავიდა, გაზგასული ოღონდ.
ხელებზე გრელკები დამადეს მციოდა სხვა მეტი ედისკომFორტი, ტელევიზორს ვუყურებდი და არ მეძინებოდა, ალბათ სადღაც 2-3 საათში ფეხებიც ნელნელა ვიიგრძენი... ის დღე ვიწექი კათეთერი მედგა და მიცვლიდნნენ ძალიან ხშირად, ერთჯერადი თეთრეული იიიყო.
სულ შემოდიოდნენ, იმ დღეს ბიჭი იყო ექიმი ირაკლძი, ძალიან ყურადღებიანი.
ის ირა ყველა რომ მაგაზე საუბრობს საერთოდ დამიდაქალდა, იმდენს ლაპარაკობს ტვინს ჭამდა ბოლოს უკვე.,,
ძუძუზე პრობლემა არ შემქმნია თუმცა ვინანე რომ გამომწველი არ წავიღე, მე2 თუ მე3 დღეს რძე ჩამიდგა თუცა მაგრად არა. მერე ეს ისეთი მსუნაგი აღმოჩნდა რომ დამატება დასჭირდა სულ შიოდა, დღემდეც ეგრეა, კი მაქვს რძე მაგრამ 1 კვიბას მაინც ვუმატებ დღეღამეში, ჰიპის პრეს მიირთმევს სიამოვნებით.

* * *
მეორე დილით მომხსნეს კათეთერი, იქამდე ღამითაც წამოვჯექი საწოლზე არაფერი არ მტკიოდა, თვითონ გამიკეთეს გამაყუცებელი მე არ მომითხოვია.
თურმე უნდა დავლოდებოდი რეაბილიტოლოგს ასადგომად, მაგრამ ჩემითვე ავდექი, ჯერ ერთი ნაბიჯი გადავდგი, ნორმალურად ვიყავი, მერე გავიარე უფრო თამამამდ და რომ ვნახე რო შემიძლია შკაFისკენ გავედი, ამასობაში შემოვიდა სანიტარი და აკივლდა რატომ ადექიო. biggrin.gif
მერე შემოცვივდნენ ყველანი და ნახეთ ნახეთ ადგაო თვითონო, რა გაუვირდათ ვერ გავიგე,
მოკლედ გამოვიცვალე, ცავიცვი ჩემი ძვირფასი 180 ლარიანი ვენების კალგოტკი და ოპერაციის შემდგომი biggrin.gif მის მერე სულ ეგ მაცვია, ღამე ვიხდი მარტო, მუცელზეც კარგაიო მითხრეს...
ინტერნეტის პაროლი ვითხოვე და შემომიტანა ქორიძის ბიჭმა, საჭმელიც მომიტანეს მოკლედ მშვენივრად ვიყავი ,დავივარცხნე დავმაკიაჯდი ლაითადbiggrin.gif იცინოდნენ ამას უყურეთო. მე 3 თითებზე ლაკი მომაშორეს ოპერაციის წინ smile.gif მე წაღებული მქონდა ლაქიც და წავისვი, გაგიჟდა ის ირაკლი ექიმი შენ რა ღღეში ხარო აქო, საიდან მოიტანე ლაქიო biggrin.gif რა სუნი დააყენეო, მეთქი მე მომზადებული მოვედი smile.gif
ის დღე ღამე ამტკივდა მხლოდ ისიც ყრუდ აი მოითმენდა კაცი მაგრამ მოვითხოვე ეგრევე გამიკეთეს რაღაცა კოკტეილი და გამიყუჩდა.
ბავშვი გაყავდათ ღამე, მერე დილისკენ შემოყავდათის წინა დღეს ისეთი თOვლი წამოვიდა გამიჩერდა გული : ) , აი ყველაზე ალიან რომ ციოდა იმ დღეს გავეწერეთ, კვირას...ბავშვს ანალიზები გაუკეთეს, სონოგრაფია, აცრებიც გაუკეთდა რა თქმა უნდა, ექო გამიკეთეს, კარგად არის შეკუმშულიო და მე 5 დღეს გამწერეს.
რავიცი ძალიან კმაყოფილი დავრჩი ვერაფერზე ვერ ვიტყვი რომ აი რაღაც დამაკლდა თქო, ყურადღებიანები იყვნენ ძალიან, ეტყობათ რომ კონტროლის ქვეშ არიან და უფრთხილდებიან სამსახურებს. ძედმეტად არაფერი არ იყო სათქმელი..
პალატაში ხალათი, პერანგი, კბილის ჯაგრისი, ჩუსტები არის, მე ჩემი მქონდა ყველაფერი. ერთჯერადი ტრუსებიც მომცეც, მე რომ ვიყიდე ზუსტად ისეთი, თუმცა ვერ ვიხმარე, ზუსტად ჭრილობასთან ეხახუნებოდა და ჩემი ჩვეულებრივი მაღალი ტრუსი გამომადგა უფრო, კიდევ კაი ვიყიდე რამოდენიმე.
პაკეტებიც აქვთ, მე ცემი ოლვეისი მქონდა 7 წვეთიანი, გამონადენი გაცილებით ნაკლებია ვიდრე ფიზიოლოგიურის დროს.
გუშინ ნაკერიც მომხსნეს, 2 დღე ზელიონკა წაისვი ხოლმეო და საფენი გედოსო.
ეხლა ერთედერთი ის მაწუხებს როცა ძუძუს ვაწმევს იკუმშება საშვილოსნო როგორც ჩანს და აი ძალიან მქაჩავს, მაგრამ ეგ ფიზიოლოგიურზეც მქონდა.
საერთო ჯამში კმაყოფილი ვარ რომ საკეისრო გავიკეთე, რავიცი ვინც რა უნდა ის თქვას, ჩემთვის ფიზიოლოიურზე ადვილი აღმოჩნდა.
თუ ვინმეს რამე გაინტერესებთ გიპასუხებთ, ყველას კარგ მშობიარობას და სასიოამოვნო მოგონებებს გისურვებთ :*
მოკლედ გაწერ

Posted by: ninia84 5 Jan 2013, 09:42
ESCADA
გილოცავ, ბედნიერი დედიკო ყოფილიყავი. მეც ჩემით ავდექი მეორე დღეს, სად დავლოდებოდი ექთანსbiggrin.gif

Posted by: ESCADA 5 Jan 2013, 11:01
ninia84
QUOTE
ESCADA
გილოცავ, ბედნიერი დედიკო ყოფილიყავი. მეც ჩემით ავდექი მეორე დღეს, სად დავლოდებოდი ექთანს

დიდი მადლობა შენც ასევე ჩემო კარგო :*

Posted by: Gedsa_Neo 6 Jan 2013, 00:49
QUOTE
მარტო გაგუაში არ ხდება ლიკ პალატაში მშობიარობა,თითქმის ყველა სამშობიაროში ასეა,თუ არ გინდა ვინმე კი არ გაიძულებს,მოითხოვ და გადაგიყვანენ ბლოკში.საზღვარგარეთაც მასე მშობიარობენ სხვათაშორის


სად საზღვარგარეთ მშობიარობენ პალატაში არ ვიცი.

მე საფრანგეთში ვიმშობიარე, კერძო კლინიკაში, სამშობიარო ბლოკი იყო ინდივიდუალური და როგორც დედის ისე ახალშობილის რეანიმაციისათვის სრულად აღჭურვილი, ღმერთმა დაიფაროს და დაგჭირდეს.

ჩემი პირადი გამოცდილებიდან არავის ვურჩევ, სულ ოდნავ გარისკვასაც კი smile.gif

თუმცა იგივე საფრანგეთში არაერთი გადაცემა მინახავს სახლში რომ მშობიარობენ, ამ შემთხვევაში ხელს აწერ აუცილებლად შესაბამის ფორმას და ბებია ქალი (მეანი არ მინახავს არასდროს) გარკვეულ პასუხისმგებლობას იხსნის wink.gif

მე პირადად სახლში რომ მემშობიარა მოვკვდებოდი, არ ვაჭარბებ yes.gif

QUOTE
ხო კიდევ არც გაგუა და არც არავინ ცნობილი მეანი არ დაგიჯდება მთელი მშობიარობა პალატაში,შენს გარდა კიდევ უამრავი ჰყავთ


"დაგიჯდება" გაუგებარია რას ნიშნავს, მეანს კონკრეტული საქმე და კონკრეტული პასუხისმგებლობა აქვს. მის გასაკეთებელს არ გააკეთებს ბებია ქალი და მეანი არ გააკეთებს ბებია ქალის საქმეს.
ეს ყველაფერი გაიდლაინებით არის გაწერილი.
QUOTE
თანაც რა იცის იმ ექიმმა როდის ვის ეწყება მშობიარობა,შეიძლება ისე მოხდეს სულ ერთი მშობიარე ჰყავდეს და შეიძლება 10 ამას წინასწარ ხომ ვერ გათვლის ვერავინ.


როდის მოუწევს გამოძახება მეანს არ იცის, ამიტომ აქ, საფრანგეთში აუცილებლად გათვალისწინებულია კიდევ ერთი მისი შემცვლელი. შეიძლება შენი აყვანილი ექიმი წინა დღეს სატვირთო მანქანამ გასრისოს და არა მაინცდამაინც სხვას ამშობიარებდეს.
10 ერთად "ვერ იმშობიარებს" იმ მარტივი მიზეზის გამო რომ თუ გინდა საერთოდ იმშობიარო biggrin.gif 4 თვისა უნდა დარეგისტრირდე რომელიმე სამშობიაროში სადაც ექიმი, პალატა, ანესთეზეოლოგი, ექთნები, ბებიაქალები და მზარეულებიც გაწერილია.
ანუ წინასწარ იციან იანვრის თვეში რამდენმა უნდა იმშობიაროს (არა მარტო ერთმა მეანმა) და ამის მიხედვით ხდება მთელი სისტემის მართვა.
QUOTE
ბლოკში 5კაცი როა და ექიმი ყველასთან ცალცალკე დარბის და ყველა ერთად იჭინთება მაგას ნამდვილად სჯობს წინასამშობიარო პალატა ჩემთვის 


არც ერთ შემთხვევაში არ გარისკოთ, იყავით ყველაზე კონსერვატორი კონსერვატორთა შორის smile.gif

პ.ს. მე რაც დავწერე ზოგი რამე ხდება საქართველოში და ზოგიც არა ალბათ. მე იმის თქმა მინდოდა პალატაში უნდა იმშობიარო იმის გამო რომ ერთი ექიმი აჯენდას ვერ აწესრიგებს სისულელეა.

Posted by: blblbl 6 Jan 2013, 00:58
Gedsa_Neo
ჩემო აკრგო წინა სამშობიარო პალატა არაა ჩვეულებრივი პალატა,ყველანაირი პირობებით აღჭურვილი პალატააა და არაფრის გარისკვა არ გიწევს .

ნუ შენ რასაც ამბბო აყვანილ ექიმზე და ა.შ. ეგ სადაც ხარ მანდ ხდება ამსე თორემ ჩვენთან სხვანაირადაა ყველაფერი,აქ ზოგი ცხრა თვეზე მიდის ექიმის ასაყვანად 4თვეზე არავის აჰყავს biggrin.gif

QUOTE
"დაგიჯდება" გაუგებარია რას ნიშნავს, მეანს კონკრეტული საქმე და კონკრეტული პასუხისმგებლობა აქვს. მის გასაკეთებელს არ გააკეთებს ბებია ქალი და მეანი არ გააკეთებს ბებია ქალის საქმეს.
ეს ყველაფერი გაიდლაინებით არის გაწერილი.

აქ ზოგიერთს მოთხოვნა აქვს რომ მეანი მთელი მშობიარობა თავისი ყელის გახსნის ტკივილებიანად გვერდით ჰყავდეს biggrin.gifბებიაქლი რასაც აკეთებს მაგასაც აპროტესტებენ მეანმა უნდა გააკეთოსო biggrin.gif

Posted by: Gedsa_Neo 6 Jan 2013, 01:06
blblbl
QUOTE
ჩემო აკრგო წინა სამშობიარო პალატა არაა ჩვეულებრივი პალატა,ყველანაირი პირობებით აღჭურვილი პალატააა და არაფრის გარისკვა არ გიწევს .


ან არ არის ყველაფრით აღჭურვილი, ან "ჩვეულებრივი პალატა" არ არის.

რეანიმაცია, ინტენსიური თერაპია, შოკის მართვა ... არანაირ "პალატაში" არ ხდება.
* * *
blblbl
QUOTE
აქ ზოგიერთს მოთხოვნა აქვს რომ მეანი მთელი მშობიარობა თავისი ყელის გახსნის ტკივილებიანად გვერდით ჰყავდეს ბებიაქლი რასაც აკეთებს მაგასაც აპროტესტებენ მეანმა უნდა გააკეთოსო


არა რათქმაუნდა, ეს მეანის მოვალეობა არ არის, მეანი უშუალოდ იღებს ბავშვს, საჭიროების შემთხვევაში კერვა, და მშობიარობის შემდგომი პერიოდის მართვა სანამ გადაგიყვანენ პალატაში.

დანარჩენს, სანამ ყელი ბოლომდე გაიხსნება ბებია ქალი აკეთებს, რავიცი მე უყურადღებობა, რაიმეს დანაკლისი არ მიგრძვნია სანამ ვიმშობიარებდი.
* * *
QUOTE
ნუ შენ რასაც ამბბო აყვანილ ექიმზე და ა.შ. ეგ სადაც ხარ მანდ ხდება ამსე თორემ ჩვენთან სხვანაირადაა ყველაფერი,აქ ზოგი ცხრა თვეზე მიდის ექიმის ასაყვანად 4თვეზე არავის აჰყავს


ხო ვიცი რომ მაგას მეტყოდი და ამიტომ დავწერე ეს
QUOTE
პ.ს. მე რაც დავწერე ზოგი რამე ხდება საქართველოში და ზოგიც არა ალბათ. მე იმის თქმა მინდოდა პალატაში უნდა იმშობიარო იმის გამო რომ ერთი ექიმი აჯენდას ვერ აწესრიგებს სისულელეა.



Posted by: elsi88 7 Jan 2013, 00:10
მოდით ბევრი მიმოხილვის გარეშე დავჯერდეთ ერთ კარგად ჩამოყალიბებულ ქართულ სიტუაციას, თუ არავინ გყავს ნაცნობი, ე.წ. პატრონი ყველას, ყველა კლინიკაში კიდიხარ ფეხებზე შენი მშობიარობიან-შვილიანად.. თუ კარგ განწყობაზეა და ა.შ ამას არ ვგულისხმობ..არც ზოგიერთ გამონაკლისს..
დავჯერდეთ ასევე იმ მდგომარეობას რომ არაფერი გვივარგა, არც დაზღვევები,არც კლინიკები,არც მიდგომა ორსულთა მიმართ.. და ნუ შევადარებთ ნურასდროს საზღვარგარეთს..ნუ მე არ ვგულისხმობ აქ საუდის არაბეთს ან მალაიზიას..არავინ არაფერს აკეთებს იმისთვის რომ დემოგრაფიულად გავმრავლდეთ ქართველი ერი... 1000 და 2000 ლარი უნდა ჯდებოდეს მშობიარობა? როცა ხალხს ამის ნახევარი აქვს ხელფასი..უკვე ნერვები მეშლება, როგორ ყველაფერზე ახსნას ვპოულობთ, ეს იმიტომ რომ იმიტომ და ასე და ასე... ცოტა პროტესტი მაინც გამოვთქვათ..თორემ მე რა მიჭირს, ღვთის წყალობით წამლის ფული არ დამკლებია და არც ექიმთან ვიზიტი გადამიდია უსახსრობის გამო..თუმცა მომავალი დედა ვხდები და გული მიკვდება როცა წარმოვიდგენ რომ შვილზე ეკონომიის გაწევა გიწევს...
შობას გილოცავთ დედებო და მომავალო დედიკოებო..იხარეთ, იმრავლეთ, იბედნიერეთ თქვენს ოჯახებთან ერთად!

Posted by: ESCADA 7 Jan 2013, 09:06
elsi88
QUOTE
შობას გილოცავთ დედებო და მომავალო დედიკოებო..იხარეთ, იმრავლეთ, იბედნიერეთ თქვენს ოჯახებთან ერთად!

შენც ასევე ჩემო კარგო, და ყველა ამ განყოფილების წევრს ვულოცავ! ღვთის მადლი არ მოგკლებოდეთ!!!!
ეხლა სულ ნუ გადაუსვი ხელი ყველას, კი გეთანხმები თუ ნაცნობი გყავს უკეთესად მოგხედავენ, მე პირველი სადაც გავაჩინე არ ვიყავი კმაყოფილი, იგივე სამშობიაროში დაქალმა იმშობიარა 4 თვის მერე და ჭკუაზე არ არის, 3 იც რომ გავაჩინო იქ მივალო სულო,,, ნაცნობი ყავდა მედდა smile.gif
მე რაც შემიძლია ვთქვა ისაა რომ ჯანმრთელობის სახლში რა სიტუაციაც არის ნამდვილად არ გჭირდება ნათესავი და ახლობელი, იხდი თანხას და მაგ ფასში იგებ იმ მომსახურებას რაც გეკუთვნის, არ გჭირდება თხოვნა და მოთხოვნა რამის.
საკმაოდ პრეტენზიულად და ეჭვის თვალით ვუყურებდი მაგრამ ნამდვილად აი ნიუანსიც არ ყოფილა ისეთი რომ კრიტიკა დაემსახახურათ... ანალიზებსაც რომ აბარებ მაგაშიც იგრძნობა, ერთი ქალი სულ დაგყვება რამე არ შეგეშალოს, და სულ ერთმანეთს ურეკავენ შემოვიდა შენთან წინასაკეისრო ანალიზების ასაღებაD, რიგში არ გაყენებენ, მე ძალიან კმაყოფილი ვარ რავიცი. არ უნდა ღირდეს რა თქმა უნდა 2000 ლარი მაგრამ შენ კიდე ყოველდღე ხომ არ მშობიარობ, რამე სხვაზე შეიძლება ეკონომიის გაკეთება...

Posted by: elsi88 7 Jan 2013, 14:25
ESCADA
ძალიან მიხარია რომ კმაყოფილი ხარ და ყველაფერმა კარგად ჩაიარა..იმიტომ ვლაპარაკობ ამდენს რომ მინდა უმრავლესობა ასე იყოს და არა ზოგიერთი გამონაკლისი ხვდები? მეც ნაცნობობით მივდივარ ეხლა და უამრავი ადამიანია ჩართული ჩემი მშობიარობის პროცესში..შესაბამისად შედარებით დაზღვეულად ვგრძნობ თავს. თანხა არაფერ შუაშია, ის მაინც ვიცი რომ მეანი სამშობიაროში შესვლისთანავე დამხვდება და ფეხების ხელში დაჭერა და პალატაში მშობიარობა არ მომიწევს.. რომ მისთვის უბრალო კლიენტი არ ვარ..თუ იქნება ის ყურადღება და პასუხისმგებლობის შეგრძნება პერსონალის მხრიდან რაც ორსულს ჭირდება, შენი თქმის არ იყოს 3000სსაც გადაიხდი. როგორ გყავს პატარა? 2kiss.gif

Posted by: blblbl 7 Jan 2013, 14:28
elsi88
QUOTE
ფეხების ხელში დაჭერა და პალატაში მშობიარობა არ მომიწევს.

ეს ვერ მოინელე მოკლეთ biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif ძალით კი არავინ გამშობიარებს ასე,თუა რ გიდნა ცვეულებრივ სამშობიარო ბლოკში გადაიყვანენ არჩევანი შენზე biggrin.gif

გილოცავ შობას მრავალს დაესწარი და ცოტა კიდე გააჩერე რა ეგ ბავშვი მუცელში,ცუდათ ვარ ახლა რომ რამე ვერ მოვააალ sad.gif 2kiss.gif თან მახოს პრობლემები აქვს ,მომწერე მერე ფბზე რომ იქნები მოგიყვები sad.gif

Posted by: teo-niko 8 Jan 2013, 14:03
გოგოებო შობას გილოცავთ! პირველი ბავშვი ძლივს გავაჩინე და ისეთი საშინელი მოგონებები მაქვს გახსენებაც არ მინდა,ძალიან გამიჭირდა.არც გაუტკივარება გავიკეთე ბავშვიც დიდი იყო და მოკლედ გავაჩინე მთელი ჩაჭრებით და 2 საათიანი ჭინთვის შედეგად...არადა ისეთ დუხზე მივედი მეთქი რა საკეისრო ( მიკვირდა როცა ჩვენების გარეშე იკეთებენ საკეისროს smile.gif , რა გაუტკივარება , რა ტკივილი ინდა იყოს ისეთი რო მე ვერ გავუძლოთქო , ყველას ეღიმებოდა ჩემს ამ რეჩზე smile.gif მერე მივხვდი რატომცც smile.gif ხოდა ბევრს აღარ გავაგრძელებ, ადრე აქ დავწერე მშობიარობის მოგონებები,ეს იყო ერთი წლის და 7 თვის წინ და ეხლა უკვე მეორედ მომიწევს იგივეს გავლა ამ თვის ბოლოს გოგოშკას ველოდები smile.gif და თავიდან განმიახლდა ყველა ცუდი მოგონება ყველა ტკივილი გამახსენდა და ვხვდები რომ ძალიან მეშინია,აი ეგრეა ჩემი საქმე... მეუვნებიან მეორე არ გაგიჭირდება თან პატარა შუალედია და ადვილად გააჩენო, მაგრამ რო მახსენდება ყველაფერი არ მჯერა იმტკივილს ვეგარ გავუძლებ დღემდე კოშმრად მესიზმრებაsad.gif ოღონდ ამჯერად გაუტკივარებას გავიკეთებ რათქმაუნდა...მაინც ძალიან ვნერვიულობ სულ ცოტაღა დარჩა... დაწერეთ ვინ როგორ იმშობიარეთ მეორეზე ... მადლობა წინასწარ :*

Posted by: blblbl 8 Jan 2013, 14:09
teo-niko
მეორე თან მიყოლებული მართლა ძალიან ადვილია,დეიდაჩემს პირველზე ჰქონდა ძლიერი ტკივილები,ნუ გაუყტკივარება გაიკეთა და მაგით გავიდა იოლას არ სტკიოდა ,მეორე შენზე ოდნავ ნაკლები შაულედით გააჩინა,სამშობიაროში რომ მივედით ტკივილი არ ჰქონდა საერთოდ არადა სრულიგ ახსნა აღმოჩნდა თან ისეტი რომ საბუთებს ბლოკში ავსებდნენ,10 წუთში გააჩინა,გაუტკივარების გაკეთაბც ვერ მოასწრეს,მაშინ უტხრეს პატარა შუალედი რომ გქონდა იმიტომო,ხოდა იმედია შენც ასე გაგიმართლებს 2kiss.gif

Posted by: natia2203 8 Jan 2013, 14:14
teo-niko
მე მქონდა დაახლოებით მასეთი შუალედი და მეორე ისე გავაჩინე ვერც გავიგე. წყალი დავღვარე და ეგრევე სამშობიაროში გავქანდი, რომ მივედი უკვე სრული გახსნა იყო და 10 წუთში გავაჩინე, საბუთების გაფორმება ვერ მოასწრეს smile.gif გაუტკივარებაზე ფიქრიც ვერ მოვასწარი.

Posted by: teo-niko 8 Jan 2013, 14:23
მართლააა smile.gif მიხარია თუ მართლა ეგრეა დავმშვიდდი ცოტა :* მადლობა გოგოებოოო :*

Posted by: ninuwki 11 Jan 2013, 14:31
Gedsa_Neo
ეს პალატაში მშობიარობამ რა აურზაური გამოიწვია მეცინება biggrin.gif სამშობიარო ბლოკია ჩვეულებრივი ხალხნო,ოღონდ ლოგინზე წევხარ..ეს არის და ეს........ მე მაგალითად ეგ მომეწონა ყველაზე მეტად.ძალიანაც კომფორტულად გავაჩინე..და როცა პროლობლემა იყო არც მაკრატლის საძებნელად გასულა ვინმე სხვაგან და არც უჰაერობისას ცხვირში ჟანგბადის მილის ჩასადგავად(არ ვიცი მაგას რა ქვია biggrin.gif )
სხვა თუ არ მომეწონა,მე პირადად,ეგ ნამდვილად მომეწონა გაგუასი.
და ჩემს გვერდით ოთახში აჩენდა გოგონა,რომელიც მასეთივე ლოგინიან პალატაში იყო. ბავშვის გამოსვლამდე მომყოლი გადმოუვარდა და მთელი ბრიგადა იმ გოგოსთან მივარდა..მშვენივრად მოახერხეს და გადაარჩინეს ბავშვი.ასე რომ საპანიკო არაფერია აქ

Posted by: natia2203 11 Jan 2013, 15:04
ninuwki
ხო, რაღაცა სხვანაირად წარმოიდგინეს ეს სამშობიარო პალატები. ჩაჩავაშიც არჩევანი იყო სად იმშობიარებდი. ბლოკს ეძახდნენ ფეხების დასადებიანი საწოლი რომ იყო, და პალატას კიდე მაგ დასადებიანის გარეშე საწოლიანს smile.gif ანუ რელურად საწოლს ირჩევ როგორი გინდა რა smile.gif თორე იქ არავინ გამშობიარებს სადაც დანარცენი დღეები უნდა გაატარო

Posted by: Iris87 11 Jan 2013, 17:54
აუ მოგონებები დაწერეთ ვინმემ რაა smile.gif ძალაინ მიყვარს კითხვა. პირველზე კი დავწერე 3 წლის წინ, რა ვქნა ხოარ დავაკოპირო smile.gif აინტერსებს ვინმეს ? wink.gif
* * *
ეს მოხდა ზუსტად 3 წლის წინ, 22 იანვარს smile.gif

დიდი მადლობა ყველას! მოკლედ დავიწყე ჩემი ისტორია:
21-ში ღამე 12 საათზე დავწექი დასაძინებლად და ვგრძნობ რო მუცელი მეჭიმება პერიოდულად და თან მტკივა. ჯერ ვიფიქრე ტონუსიათქო, იმიტო რომ 1 კვირით ადრეც მქონდა ეგ შეგრძნება. 2ცალი ნოშპა დავლიე და ჩავწექი, მევთქვი გამივლის. მაგრამ თანდათან უფრო მომემატა ტკივილები. დრო დავინიშნე მარა არეულიინტერვალებით მტკიოდა, ხან 15 წუთში, ხან 5 წუთში ერთხელ. ალბათ ეს ის არაათქო ბოლოს ვიფიქრე და გადავბრუნდი დავიძინებთქო მარა ვინ დაგაძინა, მომემატა ტკივილი უფრო. ჩემი ქმარი მეუბნება ექიმს დაურეკეო, მევთქვი გვიანაა და მცხვენიათქო მოვითმენ დილამდეთქო და ცოცხალი თავით არ ვრეკავ. ასე ვითმინე 2 საათამდე და ბოლოს შენ ვერახარო და თითონ დაურეკა. ექიმმა წადი სამშობიაროშიო მორიგე გაგსინჯავს და თუ საჭირო ვიქენი მოვალ მეცო. წავედით, გამსინჯეს და 1 თითზეაო, დილას იმშობიარებო. წამიყვანეს რაგაც ნემსები გამიკეთეს ეხლა დაიძინე და ძალა მოიკრიბე დილისთვისო. მე თავიდანვე არ მინდოდა საკეისრო და არც გაუტკივარება, არადა ექიმი ჩემი ნათესავია და თვითონ მეუბნებოდა მეცოდები და თუ გინდა საკეისროს გაგიკეთებ რო არ იწვალოო მარა უარი ვუთხარი. მოკლედ დამაძინეს. ღრმად არ ჩამძინებია, ტკივილს ყრუდ ვგრძნობდი მაინც. ასე ვიყავი დილის 7-მდე.მერე გამოვფხიზლდი, ტკივილებიც თანდათან მემატებოდა და ინტერვალებიც დალაგდა 10 წუთში ერთხელ. 8-თვის ჩემი ექიმიც მოვიდა, 2 თითზე ვიყავი უკვე. ნუ მერე თანდათან უფრო მემატებოდა ტკივილები, ჯერ ვკვნესოდი, მერე ვგმინავდი, მერე თანდათან ავყვირდი (მარტო ვიყავი და მევთქვი ვინმე ეგება შემოვიდეს მიშველოს რამეთქო). ექთნები შემოვიდნენ და იმის მერე არ დაუტოვებივართ მარტო. ამ დროს უკვე მაგრად მტკიოდა მარა ისე არა რო მეყვირა, ცრემლები მომდიოდა სიმწრისგან. ჩემი ექიმი შიგადაშიგ ამოდიოდა მერე ჩემებთან ჩადიოდა, ამბები ჩაქონდა, ხო, ტელეფონი გამომართვეს არ გჭირდებაო smile.gif არც მჭირდებოდა ნამდვილად სად მქონდა ვინმ,ესთან ლაპარაკის თავი. შემდეგ გასინჯვაზე უკვე 3თითნახევარზე ვიყავი (11 საათზე) და ბუშტი გამიხეთქეს, არ მიგრძვნია საერთოდ, არც ხელით გასინჯვა ყოფილა მტკივნეული. აქამდე სრულიად გასაძლები ტკივილები იყო, ექიმი მეუბნება, აი ამისთვის მეცოდებოდიო, გაგეკეთებინა გაუტკივარება ან საკეისროო, მარა მეუთხარი არა მადლობთ იყოსთქო smile.gif ყველამ ვაააააა შენ რა მაგარი გოგო ხარო. აი ამის მერე უკვე დაიწყო ძაან მაგარი ტკივილები, ვყვიროდი, ღრმად ვსუნთქავდი და მშველოდა. არც ფანჯრიდან გადახტომაზე მიფიქრია და არც ქმარს არ ვაგინებდი smile.gif და არც გაუტკივარება მომითხოვია, რავიცი ჩემთვის ასატანი იყო ეტყობა. ნუ ყველაზე ძნელი ჩემთვის გამოდგა ჭინთვების დაწყება, გეჭინთება მარა არ უნდა გაიჭინთო, ვყვირივარ მიშველეთ მგონი გამოდის ბავშვითქო, თან ისე მინდა გავიჭინთო რო ვკვდები, მაგრამ თურმე არ შეიძლება, ბებიაქალი მყავდა არაჩვეულებრივი, დამიჯდა და ამიხსნა, შენ რო ეხლა გაიჭინთო ბავშვი მალე ჩამოვა და შეილება ჩახიოს შიგნით ყველაფერიო, ჭინთვა შეიკავე და ღრმად ისუნთქე რო ბავშვს ჟანგბადი მიაწოდო და თავისით ჩამოვა ნელნელაო. ვცდილობდი მასე გამეკეთებინა, ძალიან,ძალიან რთული იყო, თავისით მეჭინთებოდა და საშინელ ხმებს გამოვცემდი smile.gif როგორც იქნა დროა გავიყვანოთ ბლოკშიო. ხო, მთელი ამ ხნის განმავლობაში მოკუნტული ვიწექი გვერდზე და ვერ ვინძრეოდი საერთოდ. ამაყენეს ძლივს და ჩემი ფეხით გავედი ბლოკში, თან ვლოცულობ გზაში არ დამეწყოს შეტევა, და კრესლოზე რო ვძვრები მაშინ არ დამეწყო.. smile.gif ძლივს დამაწვინეს. აქედან ყველაზე იოლია, ექიმი გეუბნება როდის უნდა გაიჭინთო, ტკივილი საერთოდ არაა. 5-6 გაჭინთვაში გამოძვრა ჩემი ბიჭი, ზუსტად 13:00 საათზე. 2 პატარა ნაკერი დამჭირდა შორისზე. არც გამიგია ლიდოკაინით გამიყუჩეს. დამანახეს ჩემი გოჭუნა იასამნისფერი იყო, სუფთა და ჩხაოდა რაც ძალა და ღონე ქონდა. გულზე დამიწვინეს, ქოჩორს ვხედავდი მარტო, პაწუკა ხელი ვუპოვე და იმაზე ვეფერებოდი და ვკოცნიდი. მერე წაიყვანეს აწონეს, 3.400კგ 52სმ. მერე გამკერეს, ყინულები დამადეს და 2 საათი ვიწექი ბლოკში. მერე გამაგორეს ჩემ პალატაში. 2 საათში წამომაყენეს, ბავშვი მანახეთთქო, შემიყვანეს ბავშვების ოთახში, ეძინა გემრიელად. ერთი ორი ცრემლი გადმოვაგდე, მეტი არაფრის თავი არ მქონდა, დავწექი და გავითიშე. მე-4 დგეს გამოგვწერეს, ნაკერი 1 კვირა ოდნავ მაწუხებდა, ვერ ვჯდებოდი. უკვე საერთოდ ვერ ვგრძნობ (მე-16 დღეა). მოკლედ შეიძლება ითქვას იდეალურად ჩაიარა ყველაფერმა, იმ დღესვე ვიძახდი, არაფერი არ ყოფილა ეს ნაკერი რო არა კიდე ერთხელ ვიმშობიარებდი დგესვეთქო. ექიმს უთქვია დედაჩემისთვის ასეთი დამჯერი მშობიარე ჩემ პრაქტიკაში თითებზე ჩამოსათვლელი მყოლიაო smile.gif ასე რომ გოგოებო, ნუ გეშინიათ მშობიარობის!!! ეხლა სიზმარივით მახსენდება ყველაფერი, ოღონდ ნეგატიური და ცუდი განცდა საერთოდ არ მაქვს, არც მშობიარობის შემდგომი დეპრესია არ მაქვს. მოკლედ გისურვებთ ყველას ჩემისთანა და კიდევ უფრო უპრობლემო მშობიარობს!! მშურს თქვენი, ძალიან დიდი ბედნიერება გაქვთ წინ love.gif bis.gif

Posted by: ninuwki 11 Jan 2013, 18:48
Iris87
მომილოცავს 3 წლის წინანდელი ამბავი biggrin.gif უკვე მეორეზე ფიქრის დროა biggrin.gif
QUOTE
თან ვლოცულობ გზაში არ დამეწყოს შეტევა, და კრესლოზე რო ვძვრები მაშინ არ დამეწყო..

აააი ბატონო ეს არ მინდოდა და იმიტომაც მომეწონა გაგუას კომფორტული ლოგინი biggrin.gif იქვე რბილად და ტკბილად გავაჩინეე...
natia2203
აჰა ჩაჩავაშიც ყოფილა იგივე და რა ჯვარს აცვეს ეს გაგუა biggrin.gif
სწორედ უნდა ყველაფერს გაგება მეგობრებო smile.gif

Posted by: Iris87 11 Jan 2013, 20:18
ninuwki
მოფიქრებულიცაა და გაკეთებულიც biggrin.gif ივნისში ველოდები მეორე ვაჟკაცს love.gif

Posted by: brinka9962 11 Jan 2013, 22:40
კიდე დაწერეთ რა თუმნდაც ძველებიი wink.gif

Posted by: natata25 13 Jan 2013, 01:50
მოკლედ მეც დავწერ ჩემს მოგონებებს თითქმის 5 თვე გავიდა .
პირველი მშობიარობიდან 7 წელი იყო გასული იმდენამ მძიმე საკეისრო და პოსტ საკეისრო მდგომარეობა მქონდა რომ მეორე ბავშვზე ფიქრიც კი მაშინებდა ფაქტიურად შეგუებული ვიყავი იმ აზრს რომ მხოლოდ ერთი შვილით უნდა დავკმაყოფილებულიყავი, თან აღარც ვოსრულდებოდი ექიმების განმარტებისთ დაორსულების შანსიც კი არ მქონდა. ახალი წლის ღამეს დამესიზმრა პატარა ცისფერთვალება ბიჭი რომელიც ჩემსკენ მორბოდა ხელებ გამოწვდილი და დედა-დედას მეძახდა. რათქმაუნდა ამ სიზმარს არანაირი ყურადღება არ მივაქციე უბრალოდ 2დღის მერე რომ გავიკეთე ტესტი და ორი ხაზი გამოჩნდა მაშინ გამახსენდა იმდენად არ ვუშვებდი ორსულობას რომ ტესტი 5 ჯერ გავიკეთეsmile.gif მოკლედ ბევრი რომ არ ვწერო 9 თვე ძალიან მალე გავიდა ახლოვდებოდა ჩემი საკეისროს თარიღი და ჩემი პანიკაც მატულობდა .22 აგვისტოს დამინიშნა ქორიძემ საკეისრო ძალიან ვეხვეწე რომ ფიზიოლოგიურად ვემშობიარებინე მაგრამ სასტიკ უარზე იყო .
გათენდა 22 რატომღაც ასტრონომიული სიმშვიდით მოვემზადე და წავედით მე და ჩემი ქმარი ჯან.სახლში . ყველაზე ძალიან ჩემი გოგოს დატოვება მიჭირდა რატომღაც მეგონა რომ ჩემს გარეშე დაიჩაგრებოდა მივედით ყველნაირად ვცდილობდი რომ მშვიდად და კარგი განწყობით ვყოფილიყავი ამას ქონია ყველაზე დიდი მნიშვნელობა რაც უფრო კარგი განწყობით შეხვალთ საოპეროაციოში მით უფრო კარგად გამოხვალთ ნარკოზიდან ჩემთვის სპინალური ნარკოზი არ შეიძლებოდა და საერთოს ვიკეთებდი. მოკლედ ავედი შეავსეს საბუთები გამოვიცვალე და დაიწყო ლოდინი ჩემამდე ერთ გოგს უნდა გაეკეთებინა საკეისრო და შემდეგ მე ამ დროს ჩვენი ფორუმელი tatuu იქ იყო ფიზიოლოგიურად უნდა გაეჩინა მაგრამ ბოლოს საკეისრო გადაწყდა თან სასწრაფო ასე რომ რიგით მესამე ავღმოვჩნდი 2 საათზე ჩამოვიდა ექთანი ჩემი რიგი იყო ჩემი ფეხით ავედი საოპერაციოში დავწექი ძალიან ძალიან მეშინოდა მაგრამ მაქსიმალურად ვინარჩუნებდი სიმშვიდეს ერთი სული მქონდა რომ ჩემი პატარა კაცი მენხა ანესთეზიოლოგს ნესტანს ვეხვეწებოდი დროზე დანმაძინე და დამპირდი რომ აუცილებლად გავიღვიძებთქო ნესტანი მეფერებოდა თმებზე და დამპირდა რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა. ამის მერე უკვე გავითიშე .ბუნდოვნად მახსოვს პალატაში რომ გადამიყვანეს თვალებს ვერ ვახელდი ექთანმა პატარა მომიყვანა და ძუძუ მოაწოვებინა მინდოდა მეკივლა ბედნიერებისგან მაგრამ ვერც ხმას ვიღებდი და ვერც თვალებს ვახელდი ისეთი გათიშული ვიყავი უბრალოდ ვგრძნობდი ჩემს პატარას ჩემს სისხლს და ხორცს რომელიც მთელი მონდომებით წოვდა ძუძუს . ვტიროდი ბედნიერებისგან და თურმე მე არც მახსოვს მერე ექიმებმა მითხრეს გაუჩერებლად იძახდი მადლობ უფალო რამოდენიმე საათში უკვე კარგად ვიყავი მომიყვანეს ჩემი პატარა ადამიანი ერთი ბეწო, ხელში დამაჭერინეს შემომხედა დიდი ადამიანივით და ზუსტად ისეთივე დიდი და ცისფერი თვალები ქონდა როგორც დამესიზმრა . (გასაკვირია მაგრამ არც მე და არც ჩემ ქმარს ცისფერი თვალები არ გვაქვს ) . მეორე დღეს უკვე ავდექი არ მჯეროდა რომ ყველაფერმა ესე უპროლემოდ ჩაიარა რამდენადაც პირველი საკეისრო მძიმე მქონდა ეს მეორე ძალიან მარტივად გადავიტანე მეხუთე დღეს გამოგვწერეს. ხანდახან რომ ვუყურებ არ მჯერა რომ ეს პატარა არსება მე გავაჩინე. აქ დავასრულებ ჩემ მოგონებებს ძალიან გრძელი ისტორია გამომივიდა ყველას უპრობლემო ოსრულობას და მშობიარობას გისურვებთ.

Posted by: Pumpula 13 Jan 2013, 10:21
natata25

რა გინდოდა რატომ ამატირე, ვაიმეეეეეეე რა ტკბილია

Posted by: chiamaiaano 13 Jan 2013, 13:21
გამარჯობა smile.gif)
მოკლედ აქ იმიტომ დავრეგისტრირდი რომ ემბრიოზე გიამბოთ smile.gif)
სულ ვკითხულობდი აქ პოსტებს, შემოვიარე ყველაფერი და ემბრიოზე მაგარიკ პირობები არავის არ ჰქონდა შესაბამის ფასში. აბაზანა ძალიან კარგი, საწოლი, კვება უგემრიელესი,მოკლედ ყველაფერი ძალიან მომეწონა .
ავიყვანე ყველაზე განთქმული ექიმი,რომელიც შემდეგ აღომაჩინე რომ ამ კლინიკის წილშია-პაატა ჟორჟოლიანი.
იქვე ჰყავდა ბევრი ორსული და რიგში ვიდექი კონსულტაციაზე,კონსულტაცია-ნუ იკითხავტ,იდიოტური,2 სიტყვა მოთხრა ამა და ამდროს მოდიო და 40 ლარი გადაგვახდევინა. თვითონ პაატას აყვანა 400 ლარი ღირდა და ემბრიოში ყვეოლა თვალებში შესციცინბდა,ბატონო პაატა ,ბატონო პაატა..
მეც ესე მეძახდნენ პატიკოს პაციენტი და თავს მევლებოდნენ.
მოკლედ, ეს ყველა ზემოდხსენებული სანამ მშობიარობის ტკივილები დამეწყებოდა.
მოვიდა 29ივნისი(2012) და ამტკივდა მუცელი, 5 წუთში 1ხელრო აგტკივდება მერე მოდიო პაატამ,ამტკივდა..
გამაქცუნეს ჩქარა,ჩქარა დაიქ დაიწყო ჩემი ტანჯვა..
მოკლედ შემიყვანეს,გამსინჯა ხელით მორიგე გინეკოლოგმა სოფომ.უკვე 2.5ზეაო,წამიყვანეს რაღაც ოთახში,მანამდე ტელეფონიო დამატოვინეს.
წამიყვანეს და იქ ერთი გოგოკიდე იყო,იმის ტკივილებს რო უყურებდი მე უფრო მტკიოდა. 10 წუთში ერთხელ ეს სოფოშემოდიოდა და გულისცემას სინჯავდა.მანამდე ვიყავით სულმარტო. მარტო იმის მეშინოდააგოგოს არაფერი დაემართოსთქო, დავიწყე წივილ-კივილი ან ტელეფონი მომეცით ან დედაჩემი შემოიყვანეთთქო. როგორც იქნა შემოიყვანეს დედაჩემი.
ამასობაშ გავიდა 4 საათი და ჩვენი პაატაარ მოდის..ვურეკავ და ხან რას მატყუებს,ხან რას.. აი10 წუთში ამოვალ,5წუთში დაა.შ.
დედაჩემი გაბრაზდა მერე და დროზე ეხლა გაგუაში გადავდვართო (სანამ პაატა არ მოვა ვერაფერს ვიზამთო და გაუტკივარებაც სახვეწარი გამიხდა)
მერე შემოვიდა ერთ-ერთი ექიმი,სახელი დამავიწყდა,არსენი მგონი ,იმან გამსინჯა და დაეწყება ეხლა მალეო.მესმოდაროგორ თათბირობდნენ თეთრხალათიანები რაუნდა ექნათ პაატა რომ აგვიანებდა. საქმეის იყო რომ წყლები ვერ დავღვარე და აუცილებელი იყოჩარევა.
ნუ როგორც იქნა მოაღწია პაატამ ზუსტად 8 საათის შემდეგ და უიუი აბა ჩქარაო და დამაღვრევინა წლები ( რაღაც დიდი ხელსაწყოა და ყელში შეუშვებენ და ვერაფერი ვრგავიგე საერთოდ)
გადამიყვანეს სხვა პალარტაში და ,ალევ ჭინთვები დაგეწყებაო,ამ დროს დედაჩემი გავათვაისუფლე და ბექა(მეუღლე) შემოვიყვანე ,მერე ისემოხდა რომმე უკვე ძალიან მაწვებოა ქვემოთ საამ პატარა პალატაშიმარტო მე და ბექა ვიყავით,არც ექიმი შემოდიოდა,არ ექთანი,საერთოდ არავინ.მერე ბექამ გაჭედა და პაატა მოიკითხა ხმამაღალი ტონით,პასუხი-პაატა ქვემოთ პაციენტებს იღებსო. ვაიმეე თუ ტვინში სისხლი არჩამექცეოდა არ მეგონა.
როგორც იქნა გადამიტვანეს ბლოკში,რა თქმაუნდა ბექაცგამომყვა და ,აი მაქსიმალურად მივყვევი პაატას ნათქვამს,მაგრამ ეტყობა ვერ შევძელი და 14 ნაკერი დამჭირდა, აქედან 8შიგნით.
ბავშვი რო დაიბადა აღარაფერი მახსოვდა,ავატარივით ლურჯი იყო და მერე გავარდისფრდა.ყველაზე ლამაზი ლურჯთვალება წერტილი იყო.
ბექაგავიდა..
მერე ნარკოზი გამიკეთეს..2 საათიანი და ვინ დამადო ნაკერები არვიცი..
იმ ნაკერების მკურნალობამ მშობიარობის მერე 2თვეს გასტანა +გამწოვი ძაფები არ იყო და 3 სახის ინფექცია მქონდა.
გავიღვიძე და ბავშვის დანახვა მინდოდა და თავს ვერ ვწევდი..მტკიოდა ქვემოთ საშინლად, გვერდითგავიხედე ერთი ექთანი იყო და მზესუმზირასჭამდა ბლოკში:| მე ვუტხარი მტიკათქო და კათეტერი მე ჩაგიდგი დაარგტკივა ეგ შენ გგონია მასეო.სანამ ცხარე ცრემლითარდავიწყე ტირილი9 მანამდე არდამიჯერეს.
გადამიყვანეს პალატაში (2 კაციანი) და ძლივს მოვახერხე დაწოლა. ძალიან მტკიოდა და ამომიღეს კათეტერი.
ცოტა ხანში ჩაქრაშუქი,ვაიმეე კინაღამ გული გამისკდა,გვერძე გოგო იწვა დადღეს უკვე მე3მედ ჩაქრაო. ამ დროს მოვიდა 3 ექთანი ,აი იცითრაეჭირათხელში? ბატარიას რო ეძახიან ,და ესე მომანათეს და ცდილობენ კათეტერის კვლავჩადგმას. 9ჯერ სცადეს მარავერგააკეთეს სწორად და იყავიო.:|
იქ გატარებული დღეები ჩემთვის იყო კატასტროფას,ყურადღება მინიმალური, ეს 25 წლის ექიმები საერთოდმაღიზანებდნენ. ბავშვს თურმე რძე არ ყოფნიდა და შარდის მაგივრად ცოტა სისხლებს აკეტებდა და არცერთ პედიატრს თავში არ მოუვიდა რო ხელოვნური მიეცა.
არსენმა დამიძახა და შეცდომითგაკეთებული ნაკერი ამომიღო და მოკლედ გავმწარდიი.
მეზიზღება სრულიად ემბრიო ,რა ჯანდაბად მინდოდა კარგი საწოლი და მაგარი აბაზანა არ ვიცი,ეხლამეორეს ველოდები ,მივაყოლედა მაგათი დანახვაც აღარ მნდა.უი ,იმის თქმა დამავიწყდა, ბავშვი სულ რო ტიროდა ,ნუ რა თქმაუნდა მეც სულვტიროდი და პედიატრს გაყავდა.
ერთხელაცგაიყვანა ღამე და ღამის 4 საათამდე აღარ შემოიყვანა, გავაკითხე დამაშინ აღმოვაჩინე რომ ბავშვების ოთახი , სადაც აი თავში რო წვეთოვანი აქვთ ხოლმე,ისეთი ბავშვიც იწვა, იყო ბლოკის გვერდით და ისმოდა გაქანებული წივილ-კივილი.
მივედიდა სძინავს ჩემსპაწაწუნა~ს და გვერძე ბოთლი არ უდევს? ვაიმეეეეე !!! მეთქი ეხლა ამათ სახეს ავახევ !
როგორც იქნა გამოგვწერეს და მოვედით სახლში,ეხლა იმაზე ვნერვიულობ აი რომელ სამშობიაროს უნდავენდომეორეზე

Posted by: brinka9962 13 Jan 2013, 14:06
chiamaiaano
აუუ ცოტაა მძიმეე ემთხვევაა . მაგარმ მათავარია კარგად დამთავრდაა :***
ბავშვი დიდი იყო ამდენი ნაკერი რომ დაგჭირდა ?

Posted by: chiamaiaano 13 Jan 2013, 14:10
კი,კარგად დამთავრდა,უბრალოდშიმსილისგან გაყვითლდა და სახლში რომმოვიყვანეთ ეგრევე პედიატრი გამოვიძახეთ და კარგად ვაჭამეთ. არადა ნერვიული ბავშვი მეგონა, ეხლა 7თვის ხდება და 2 თვეა უკვე მთელი ღამე სძინავს, 11დან 11მდე. სულ იცინის,იშვიათადღა ტირის..
არა 3 და 100 იყო,არ ვიცი რატო დამჭირდა /:|

Posted by: anano_991 13 Jan 2013, 21:50
ყველას გილოცავთ გოგოებო ბედნიერი დედები ყოფილიყავით, რა კაი თემაა დამშვიდდი ცოტა მშობიარობაზე თქვენი ნაწერებით და ფიზიოლოგიურად მომინდა მშობიარობააbiggrin.gif

ჩაჭრა ძაან მტკივნეულია?ან ნაკერის დადებაა? თუ ნაკერების დადებაზე ნემსით გიყუჩებენ?

Posted by: chiamaiaano 13 Jan 2013, 22:03
QUOTE (anano_991 @ 13 Jan 2013, 21:50 )
ჩაჭრა ძაან მტკივნეულია?ან ნაკერის დადებაა? თუ ნაკერების დადებაზე ნემსით გიყუჩებენ?

მე დამაძინეს 2 საათით დავერაფერი ვრ გავიგე

Posted by: noniko77 13 Jan 2013, 22:13
chiamaiaano
მაგათ უნდა უჩივლო და ყველა მშობიარეს უნდა უთხრა ვისზეც მიგიწვდება ხმა რომ მანდ არავინ მივიდეს, იქნებ მერე დახვეწონ მომსახურეობა იდიოტები ,სამშობიაროა თუ სასაკლაო/

Posted by: chiamaiaano 13 Jan 2013, 22:52
QUOTE (noniko77 @ 13 Jan 2013, 22:13 )
chiamaiaano
მაგათ უნდა უჩივლო და ყველა მშობიარეს უნდა უთხრა ვისზეც მიგიწვდება ხმა რომ მანდ არავინ მივიდეს, იქნებ მერე დახვეწონ მომსახურეობა იდიოტები ,სამშობიაროა თუ სასაკლაო/

გეფიცები იმიტომ დავრეგისტრირდი აქ რომ ემბრიოზე მეთქვა,მიკვირს რომ აქებენ ხოლმე, მასე რო აქებდნენ გარშემო იმიტომ მივედი sad.gif(

Posted by: kvatunia24 13 Jan 2013, 23:13
chiamaiaano
ბავშვი აშიმშილეს ასე რომ გაყვითლდა? wow.gif აი მე შენს ადგილას ვუჩივლებდი მაგის გამო და სერიოზულად მივახურავდი ყველაფერს, გამორიცხულია ამის მერე სულ რომ ვკვდებოდე ემბრიოს გავეკარო.

Posted by: noniko77 13 Jan 2013, 23:22
chiamaiaano
რავიცი ასე თუ იქცევიან ვიღას მოსწონს? თუ მარტო ნათესავებს აქცევენ ყურადრებას და ისინი არიან კმაყოფილები

Posted by: xatia333 14 Jan 2013, 11:07
chiamaiaano
ძალიან მესმის შენი მეც თითქმის მასეთივე უკმაყოფილო წამოვედი ემბრიოდან sad.gif
* * *
noniko77
მე ნაცნობობიტ მივედი და ზაზა ავალიანი მყავდა აყვანილი ამგრამ ზედაცა რავის შემოუხედავს ზედმეტად. ჩემზეც მასე ამბობდნენ ზაზას გოგო ზაზას გოგოო და ყველა ზაზას ელოდებოდა რმე გაეკეთებინ. კი მეჯდა ზაზა სამშობიარო პალატაში ტკივილიბის დროს მაგრამ 2 საათი ვიყავი სამშობიარო სკამზე ყველაფერი მტკიოდა რომ ჩამოვედი, ნაკერები მეც გამირთულდა დამეხსნა და დავდივარ ასე დაფლეთილი ახლაც, ხელხალა გაკერვა არ შეიძლებაო

Posted by: tamusinka 14 Jan 2013, 12:27
natata25

ბავშვს ძინავს და იდიოტივით ვტირივარ. წავიდე, ჩავეხუტო love.gif


ღმერთმა გიბედნიეროს შენი ცისფერთავლება ბიჭი და შენი გოგონა, რომლის დატოვებაც ასე გიჭირდა 2kiss.gif

Posted by: anano_991 14 Jan 2013, 12:29
გილოცავთ ყველას ძველით ახალ წელს
chiamaiaano
პაატას აყვანის ფული გადაუხადე ის 400 ლარიი?

Posted by: Iris87 14 Jan 2013, 13:13
anano_991
ჩაჭრა საერთოდ ვერ გავიგე, ლიდოკაინით გამიყუჩეს და ისე მქონდა გაყუჩებული, ბავშვის გამოსვლა ვერ ვიგრძენი აი საერთოდ, ხმა რომ გავიგონე მევთქვი უკვე დაიბადა??? ვერც მომყოლის გამოსვლა ვიგრძენი, აი გაკერვა კი იყო ცოტა მტკივნეული, დაჟე დამიმატეს ლიდოკაინი, მაგრამ მაინც ვგრძნობდი, თუმცა სულ 2 პატარა ნაკერი დამჭირდა. 40 დღეში კონსულტაციის ექიმთან ჩავედი გასასინჯად და რომ არ გეთქვა ვერც მივხვდებოდი ნაკერო რომ გედოო. მე ფიზიოლოგიური მშობიარობის მომხრე ვარ ყველანაირად, რა თქმა უნდა თუ საკეისროს ჩვენება არაა, ეხლა მეორეზეც იმედი მაქვს არაფერი მოხდება ისეთი, რო საკეისრო დამჭირდეს. ხალხს რო ვეუბნები გიჟივით მიყურებენ, მაგრამ რა ვქნა, ძალიან მომეწონა მშობიარობის პროცესი (აი ჭინთვები რო იწყება იქიდან ოღონდ biggrin.gif) და მერე ისეთი მაგარია ყველაფერი, ის ტკივილები ეგრევე გავიწყდება.

Posted by: anano_991 14 Jan 2013, 13:22

Iris87
ისე წერთ აქ გოგოები რო მეც ფიზიოლოგიური მომინდა განვიცადო მეც ეგ ბედნიერებაა მინდაა 2kiss.gif

Posted by: Gedsa_Neo 14 Jan 2013, 13:38
QUOTE
ეს პალატაში მშობიარობამ რა აურზაური გამოიწვია მეცინება biggrin.gif სამშობიარო ბლოკია ჩვეულებრივი ხალხნო,ოღონდ ლოგინზე წევხარ..


სამშობიარო ბლოკში ძირს ყრია ხალხი ნეტა rolleyes.gif rolleyes.gif წესით ყველგან მულტიფუნქციური საწოლი უნდა იდგას.

QUOTE
უჰაერობისას ცხვირში ჟანგბადის მილის ჩასადგავად(არ ვიცი მაგას რა ქვია biggrin.gif )


ჰო აი ეს კარგი რამე ახსენე biggrin.gif ახალშობილის სუნთქვის აპარატი საქართველოს დედაქალაქში იყო სულ რამდენიმე ცალი biggrin.gif და ელოდებოდნენ როდის გათავისუფლდებოდა რომ შეეერთებინათ ვისაც სჭირდებოდა smile.gif სულ რაღაც 2 - 3 წლის უკან. ეხლა თუ ყველა პალატაში ახალშობილის სუნთქვის აპარატი დგას გულწრფელად მიხარია, თუმცა დაჯერება მიჭირს smile.gif
ეხლა სამეგრელოში რომ დასჭირდებოდა ახალშობილს სუნთქვის აპარატი რა იქნებოდა რავიცი, ღმერთი მიდიოდა ალბათ საშველად, სერიოზულად ვამბობ.


ვინ სად იმშობიარებს მისი საქმე და უფლებაა რაც მთავარია.

მე მხოლოდ ერთის თქმა მინდოდა, დისკუსიაში არ მინდოდა შესვლა (ნიკებს არ ვნიშნავ ) მაგრამ მაინც არ გამომივიდა.

საზღვარგარეთ არ მშობიარობენ პალატებში, მე გავაჩინე საფრანგეთში, კერძო კლინიკაში და აქ, არა მარტო ჩემს კლინიკაში, ყველგან არის ინდივიდუალური სამშობიარო ბლოკები, დეფიბრილატორიდან და ხელოვნური სუნთქვის აპარატიდან დაწყებული დივანით დამთავრებული smile.gif

შეცდომაში არ შეხვიდეთ, ვინც აჩენს ბლოკის მიღმა, ტყეში, ღრეში, შესაბამის დოკუმენტაციაზეც აწერს ხელს wink.gif

კიდევ ერთხელ ვაფიქსირებ:






ვინ სად იმშობიარებს მისი საქმე და უფლებაა რაც მთავარია.



wink.gif

გთხოვთ ჩემი ნიკი აღარ მონიშნოთ 2kiss.gif ყველას ადვილი მშობიარობა !

Posted by: natata25 14 Jan 2013, 15:10
tamusinka
დიდი მადლობა 2kiss.gif

Posted by: sopi_sopi 14 Jan 2013, 15:36
QUOTE
ისე წერთ აქ გოგოები რო მეც ფიზიოლოგიური მომინდა განვიცადო მეც ეგ ბედნიერებაა მინდაა 2kiss.gif



იცი როგორი შეგრძნებაა ?? თითქოს ახლიდან დაიბადე და ყველაფერი ახლიდან დაიწყო....ყველაზე მაგარი შეგრძნებაა ... არაფერი არ მახსოვდა რო დავინახე ერთი სული მქონდა ჩავხუტებოდი....

Posted by: chiamaiaano 14 Jan 2013, 16:55
QUOTE (noniko77 @ 13 Jan 2013, 23:22 )
chiamaiaano
რავიცი ასე თუ იქცევიან ვიღას მოსწონს? თუ მარტო ნათესავებს აქცევენ ყურადრებას და ისინი არიან კმაყოფილები

აი არ ვიცი რა, არადა მაგათ ფბ ს გვერძე რო შეხვიდე მადლობების მეტს არაფერს ეუბნებიან
* * *
QUOTE (anano_991 @ 14 Jan 2013, 12:29 )
გილოცავთ ყველას ძველით ახალ წელს
chiamaiaano
პაატას აყვანის ფული გადაუხადე ის 400 ლარიი?

მეც გილოხცავ. კი პაატა ჟორჟოლიანის აყვანა ჯდებოდა 400 ლარი. თან 200 წინასწარ გამოგვართვა თითქოს სადმე მივრბოდით
* * *
QUOTE (xatia333 @ 14 Jan 2013, 11:07 )
ხელხალა გაკერვა არ შეიძლებაო

ვაიმეე აბა რა უნდა ქნა, ურთიერთობის დროს არ გაწუხებს მერე?

Posted by: sopi_sopi 14 Jan 2013, 17:33
QUOTE
ჩაჭრა ძაან მტკივნეულია?ან ნაკერის დადებაა? თუ ნაკერების დადებაზე ნემსით გიყუჩებენ?




იცი რა არის ?? იმდენად წამიერია ეს ყველაფერი რო მე მაგალითად ვერ ვიგრძენი არა და არეფერი არ მქონდა გაკეთებული უბრალო გამაყუჩებლების გარდა .. უბრალოდ იმხელა მაკრატელი იყო რო შევხედე იმის უფრო შემეშინდა biggrin.gif ..... ვერ იგრძნობ ნაკერების დადებას გიყუჩებენ გამაყუჩებლით თან რაგაცას გისმევენ როგორც მახსოვს ... არაა საშიში საერთოდ smile.gifsmile.gifsmile.gifsmile.gif

Posted by: xatia333 14 Jan 2013, 23:09
chiamaiaano
ჩემდა გასაკვირად არ მაქვს პრობლემა ურთიერთობისას მაგას ვტიროდი ორმოცი დღე რა მეშველებამეთქი biggrin.gif მაგრამ მაინც ცუდია ძალიან უცნაური შეგრძნებაა

Posted by: chiamaiaano 14 Jan 2013, 23:18
QUOTE (xatia333 @ 14 Jan 2013, 23:09 )
chiamaiaano
ჩემდა გასაკვირად არ მაქვს პრობლემა ურთიერთობისას მაგას ვტიროდი ორმოცი დღე რა მეშველებამეთქი biggrin.gif მაგრამ მაინც ცუდია ძალიან უცნაური შეგრძნებაა

უი smile.gif)) აბა მეორეს რო გააჩენ მერე გაგისწორებენ ყველაფერს :*

Posted by: xatia333 15 Jan 2013, 00:33
chiamaiaano
რომ მორჩები ბავშვები გაჩენას პლასტიკურს გაიკეთებო ვასაძემ მითხრა. უფ რავიცი რა ჯერ მარტო ეგეც საკმარისია ემბრიოს უკმაყოფილო რომ ვიყო

Posted by: chiamaiaano 15 Jan 2013, 00:41
QUOTE (xatia333 @ 15 Jan 2013, 00:33 )
chiamaiaano
რომ მორჩები ბავშვები გაჩენას პლასტიკურს გაიკეთებო ვასაძემ მითხრა. უფ რავიცი რა ჯერ მარტო ეგეც საკმარისია ემბრიოს უკმაყოფილო რომ ვიყო

sad.gif(((( აი თავი არ მონდა თორე ვაპირებდი რო მშობიარობის მერე სამკურნალო ფული ჟორჟოლიანისთვის წამერთმია. დეგენერატები ეგენი.
დდას გეფიცები თავი არ მქონდა,თორე აუიბლად გავკეთებდი.
კიდევ კარგი არ გამეხსნა ნაკერი თორე მოვკვდებოდი რა..
ნუ გ ჩემი გინეკოლოგის დიდ დამსახურებაა რო გადავრჩი,ყოველ დღე მიმუშავებდა ნაკერებს 60დღის განმავლობაში,მაგრამ მინიმუმ 1000ლარი კიდე დამიჯდა ეგ ყველაერი

Posted by: garfield1 17 Jan 2013, 02:49
თავიდან ბოლომდე წავიკითხე ყველა პოსტი და მიუხედავად იმისა რომ ჯერ ძალიან ადრეა, უკვე 99%ით დარწმუნებული ვარ რომ სპინალურ საკეისროს გავიკეთებ, სასტიკი შიში მაქვს ფიზიოლოგიურის, თან ჯან.სახლში ვაპირებ და აქ რასაც წერენ გოგოები, ყველა კმაყოფილია .
ცოტა შიში მაქვს ნაკერის გამო ბავშვის მოვლას როგორ შევძლებ, დამხმარე არ მეყოლება არავინ ქმრის გარდა მაგრამ იმედია მოვახერხებ რამეს

Posted by: brinka9962 17 Jan 2013, 11:56
garfield1
მეც შენთან ვარ მგონიიი smile.gif))

Posted by: garfield1 17 Jan 2013, 12:23
brinka9962
რატო დედაჩემს არ ესმის ეხლა ეს ყველაფერი. ქალი რომ ხარ უნდა მოითმინო, ეგაა ჩვენი ვალი და ასე შემდეგ biggrin.gif ნუ იმას გაუტკივარებისაც კი ეშინია და გონია რომ ვერ გაივლი ფეხზე ვეღარასდროს, მოკლედ რა ძველი თაობის ხალხის აზროვნებაა ნაცნობი.
მე ისე გადავწყვეტ მაგ ყველაფერს ალბათ ბოლო წუთამდე არავის არ ეცოდინება ჩემი და ჩემი ქმრის გარდა

Posted by: blblbl 17 Jan 2013, 12:53
garfield1
გაუტკივარებით მსობიაროაბაც გამოსავალია,მაგრამ თუ თვლი რომ ვერ აიტან და ვერ გაუძლებ მხოლოდ შენი გადასაწყვეტია რას გაიეკთებ.ახლა აქ კი დაგიწყებენ ერთ ამბავს ვაიმე ტყუილად რატო უდნა აგჩეხონ და ჩემხელა ნაკერი დაგადონო biggrin.gif


არ ვიცი როც აორსულად ვიქნები მასინ რა ჭკუაზე დავდგები მარა ,სულ ვამბობდი რომ საკეისროს გავიკეთებდი,რაც მშობიარობას დავესწარი იმ წამიდან ვთქვი რომ ნებისმიერი ტკივილს ავიტანდი ოღონდ ეს გრზნობა გამომეცადა love.gif

Posted by: garfield1 17 Jan 2013, 13:02
blblbl
ხო ყველას თავისი აზრი აქვს რავიცი, მე მართლა მეშინია.
ჩემი დის მაგალითზე პირველ ბავშვზე ზუსტად 19 საათი ქონდა ტკივილები და ნაკერები და ათასი უბედურება, ორი თვე ვერ ჯდებოდა, იმ ნაკერს მგონი მუცელზე ქონოდა ნაკერი ჯობდა .
მეორეზე პირიქით, ძლივს მიასწრო სამშობიაროში და არც ისეთი ტკივილები არ ქონია, ერთი ნაკერიც არ დაჭირვებია . როგორც თქვა, ის მომენტია ყველაზე კარგი როცა გრძნობ როგორ თავისუფლდები , იცლები და ამ დროს ბავშვის ხმა გესმისო . წინასწარ რომ ვიცოდე მეც ესეთი მარტივი მშობიარობა მექნება ალბათ არც ვიფიქრებდი , ჯერ 50/50 ზე ვარ .

Posted by: catherina_10 17 Jan 2013, 13:59
blblbl
მეც მაგაზე მესჰლებანერვები,ცჰკუის დარიგებას რომმიცკებენ საკეისროზე

Posted by: blblbl 17 Jan 2013, 14:01
catherina_10
დარიგებაც მესმის და დარიგებაც,საშინელებათა ფილმის სცენარს რომ ხატავენ მინდა გავბრდღვნა biggrin.gif მ ვაჩენ კაცო მე შემაწუხებს ეგ ყველაფერი შენ ხო არა შემეშვი რა biggrin.gif არააა ხო უნდა გაგაიხეთქონ გული ისედაც შეშინებულს biggrin.gif

Posted by: catherina_10 17 Jan 2013, 14:06
blblbl
აღარ ვეკამათები ხოლმე,ყველას თავის აზრი აქვს,

Posted by: anano_991 17 Jan 2013, 14:36
მეც თავიდან ისე მეშინოდა საკეისრო მინდოდა სულ ფიზიოლოგიურზე არც ვფიქრობდიი, და ეხლა აქ რაც წავი8კითხე ფიზიოლოგიური მინდა და თან არ მინდა მუცლის გაჭრააbiggrin.gif ნუ მოკლედ რასაც ექიმი გადაწყვეტს ისე გავაჩენ ესე მირჩევნია ამ ეტაპზე და მერე შეიძლება საკეისროს ვითხოვდეეbiggrin.gif

Posted by: blblbl 17 Jan 2013, 14:39
anano_991
შენ ხო ხელოვნური გაიკეთე და მაგ დროს როგორც მახსოვს არ რისკავენ ფიზიოლოგიურს,რაღაც რისკებია და არ ღირს გარისკვა

Posted by: anano_991 17 Jan 2013, 14:53

blblbl
QUOTE
შენ ხო ხელოვნური გაიკეთე და მაგ დროს როგორც მახსოვს არ რისკავენ ფიზიოლოგიურს,რაღაც რისკებია და არ ღირს გარისკვა

ეს სულ მაინტერესებს ისეე ფიზიოლოგიურად ამშობიარებენ თუ პირდაპირ საკეისროზე უშვებენ, ექიმს ვეღარ ვკითხე ერთი მაგიტო ვამბობ რასაც გადაწყვეტენ ისე გავაჩენ არც ერთია უმტკივნეულო და ფაფის ჭამა biggrin.gif

Posted by: ninuwki 17 Jan 2013, 14:54
QUOTE
სამშობიარო ბლოკში ძირს ყრია ხალხი ნეტა

ძნელია გარკვევით რომ წაიკითხოთ? ბლოკია ისიც.საწოლებშია განსხვავება.ტყეში და მშობიარობს შემდგომ ოთახში არავინ არავის ამშობიარებს.ეგეთი სიბნელეც არ არის საქართველოში smile.gif

QUOTE
ეხლა თუ ყველა პალატაში ახალშობილის სუნთქვის აპარატი დგას გულწრფელად მიხარია, თუმცა დაჯერება მიჭირს

მე დამჭირდა ეგ.ბავშვი არ მიხსენებია

facepalm.gif
* * *
QUOTE
საზღვარგარეთ არ მშობიარობენ პალატებში, მე გავაჩინე საფრანგეთში, კერძო კლინიკაში და აქ, არა მარტო ჩემს კლინიკაში, ყველგან არის ინდივიდუალური სამშობიარო ბლოკები

არც აქ არ ამშობიარებენ პალატაში smile.gif ინდივიდუალურ სამშობიარო ბლოკში აჩენ .......

Posted by: mainc 1 Feb 2013, 17:22
აღარავინ წერს აქ, არადა კარგია გამოცდილების კითხვა

Posted by: mcho 1 Feb 2013, 23:51
mainc
მე დავწერ ეხლააა smile.gif
მოოოკლედ 8 თებერვალს მქონდა ბოლო ვადა ,მაგრამ მანამდე იმდენჯერ მითხრეს ნაადრევის ნიშნები გაქვსო მგონი 1 იანვრიდან ველოდი smile.gif და 20შ რომ გადააცილა უკვე მეგონა აღარ გაჩნდებოდა , 26 ამტკივდა მერე ცოტა მაგრამ ვიფიქრე ჯერ არაფერია თქო ..მერე ღამე ინტერვალებით გამიძლიერდა ტკვილი და დილით წავედი ექიმთან 2 ზე ვიყავი და გამომიშვა ყელი არ არის მორბილებულიო და ჯერ არ იქნება ტყუილად უნდა დაგტოვოთო მთელი დღე ხან მტკიოდა ხან მივლიდა და ღამეც ამტკივდა ძაან წავედი ისევ , და იგივე მდგომარეობააო მოკლედ დილით უკვე ძაან შეწუხებული წავედი თან საცობიც ჩამომეშალა დილისკენ , ხოდა მანქანაში წყლებიც დავღვრე გზაში , მივედი და იგივე მდგოამრეობა იყო კვლავ გარდა იმისა რომ ყელი იყო დამოკლებული უფრო და ბავშვი ქვევიტ ჩამოსული მაგრამ , ექიმმა ეგრევე მითხრა ისეთი მდგოამრეობაა ბევრი წყლები გაქვს დაღვრილი და გაუტკივარება და სისტემა უეჭველი დაგჭირდება რომ დააჩქაროს ბავშვის ქვევით ჩამოსვლა და ყელის გახსნა თორე გაგაწამებსოო,
გადამიყვანეს წინასამშობიარო პალატაში ცოტა ხანში გაუტკივარება გამიკეთეს ( რასაც არ ვაპირებდი იმხელა ნემსის გამო და ვერც გავიგე თურმე რა ადვილი ყოფილა biggrin.gif ) გაუტკივარების შემდეგ გამიყუჩდა სადღაც 40 წუტი მაგრამ მერე ნელენლა დამეწყო ტივილები სისტემაც რომ დამიდგეს უფრო მომეატა და ცოტა ხანსში კედელზეც მარტყმევინა თავი აი ძაან მტკიოდა რომ არ გამეკეტებინა გაუტკივარება ალბათ სულ გავაფრენდიი , საბედნიეროდ მალე იმოქმედა დამაჩქარებელმა და სრულად გაიხსნა მერე დამეწყო ჭინთვები და ცოტა ხანი მითხრეს შEიკავეო ეგ იყო კიდე ერთი წამება მაგრამ , ჩემი ექიმის დამსახურებით გავუძელი მგონი ჩემთან ერთად იმშობიარა ჩემ საწოლზე იჯდა ფაქტიურად სულ .. 1ის ნახევარზე შევედი და 7ის ნახევარზე უკვე ბლოკში გადამიყვანეს გაუტკივარება აღად დამიმატეს ბოლოს გასული იყო გამაყუჩებელი და ვგრძნობდი კარგად , ნახევარ საათში გავაჩინე ვცდილობდი ყველაფერი გამეკეთებინა რასაც მეუბნებოდნენ , მგონი გამომივიდა კიდეც ერთხელ ავურიე მაგრამ ეგრევე ავიყვანე თავი ხელში და გაჩნდა უცებ დავისვენეე, მერე გულზე დამაწვინეს და არც ვიცი როგორ ავღწერო ისეთი საოცრებაა ის კრუტუნი ეხლაც მესმის გულში რომ ვგრძნობდი და პატარასაც სადღაც გულიდან ამოდიოდა ძაან დიდი თვალები აქვს და გაოცებული ვუყურებდი smile.gif ვიყავით ესე 2 საათი და გადაგვიყვანეს მერე პალატაში.. 3, 300 დაიბადა 50 სმ ერტი ნახეთქი მქონდა ისიც იმიტომ რომ ხელი ედო სახეზე დაბადებისას , საბოლოოდ შემიძლია ვთქვა რომ მალე გამოვძვერი და უკვე არაფერი მახსოვს..
რაც შეეხება სამშობიაროს მე ძალიან კმაყოფილი ვარ ემბრიოსი ყველანაირად არანაირი ყურადღება არ მომკლებია , ექიმები ექთნები ყველა ძალიან კარგი იყო , ლუქსში ვიწექი ფიზიოლოგიურად ვიმშობიარე და საერტო ჯამში დამიჯდა 1200 მოკლედ ძაან ბევრი ვწერე და იმედია გარკვევით smile.gif

Posted by: ninia84 2 Feb 2013, 00:00
mcho
აქაც გილოცავsmile.gif ვინ იყო შენი ექიმი?

Posted by: mcho 2 Feb 2013, 00:01
მადლობაა კიდევ ერთხელ smile.gif ქეთი ბოხოჩაძე

Posted by: E_ko 2 Feb 2013, 00:03
mcho
გილოცავ, ღმერთმა ჯანმრთელი და ბედნიერი გაგიზარდოს.
QUOTE
ის კრუტუნი ეხლაც მესმის გულში რომ ვგრძნობდი და პატარასაც სადღაც გულიდან ამოდიოდა

დავდნი love.gif

Posted by: ninia84 2 Feb 2013, 00:05
mcho
მე ფალავანდიშვილი მიკეთებს. მეხუთე დღეს გაგწერთო და იმ კვირის ბოლოს მეც დავწერ ჩემს პატარა მოგონებასsmile.gif

Posted by: mcho 2 Feb 2013, 00:08
E_ko
მადლობააა : ) :* :*
ninia84
ბედნიერი დღეები გელის წიინ smile.gif იმედია შენც კმაყოფილი დარჩები დაწერე მერე აუცილებლად

Posted by: brinka9962 2 Feb 2013, 10:30
mcho

gilocavcvv yochagee xaaart :**
luxsi mogewona da eqimi ayvanili gyavdaaa ?

Posted by: kvatunia24 2 Feb 2013, 10:43
mcho
აქაც გილოცააააავ 2kiss.gif 2kiss.gif 2kiss.gif

Posted by: Liluu85 2 Feb 2013, 11:23
mcho
აქაც გილოცავ 2kiss.gif ბედნიერ დედობას გისურვებ :*

Posted by: mcho 2 Feb 2013, 11:24
brinka9962
მადლობააა :* smile.gif
კი მომეწონა ნამდვილად ღირს ლუქსის აღება დიდი სხვაობა არ არის თან ორ ადგილიანთან თუ არ ვცდები 100 ლარიც არ არისს , ექიმი აყვანილი მყავდა
kvatunia24
ნუუც ეხლა შენი ჯერიაა :* :*

Liluu85
გაიხარეეე დიდი მადლობაა :*

Posted by: brinka9962 2 Feb 2013, 11:33
mcho
მარტო ყოფნა არ გაწუხებს ლუქსში

Posted by: mcho 2 Feb 2013, 11:41
brinka9962
ესე ვერ გეტყვი ალბათ გააჩნიაა, ზოგს არ უყავრს მარტო ყოფნა , პირადად მე პირველ რიგში იმიტომ ავიგე ლუქსი რომ მარტო მინდოდა ისედაც ისეთი გადაგლილი ვიყავი ვიცოდი რომ მარტო მერჩივნა და თან იქაც რომ ვუყურებდი თითო პალატაში მთელი ღამე ერთი ბავშვი მაინც ტიროდა და ძნელია ეგრე ძაან როცა დასვენება გინდა , ლუქსის პლიუსი კიდევ ის არის რომ მნახველები შემოდიან მხოლოდ ერთს უშვებენ უბრალოდ , და რავიცი თავისუფლად ვიყავი რაა რაც მთავარია.

Posted by: brinka9962 2 Feb 2013, 11:52
mcho
სხვაგან არ შწმოდიან მნახველებიიი ????
ე.ი ეგ ჯობიააა

Posted by: Tamarella 2 Feb 2013, 13:52
ეხლა ჩემს მოგონებებს დავწერ....
24ში საღამოს კარგი დრო გავატარე. ქმართან ერთად კინოშიც ვიყავი და ნასიამოვნები დავბრუნდი სახლში. ღამით გამაღვიძა სისველემ, გავედი ტუალეტშI და მივხვდი რო წყლებს ვღვრიდი. დრო აღარ დამიკარგავს, მივიღე შხაპი, მოვიწესრიგე თავი და დავბრუნდი ოთახში. ქმარი არ გამიღვიძებია და არაფერი მითქვამს სანამ წელის ყრუ ტკივილი არ ვირძენი. 5ის ნახევარზე გამეღვიძა და 6ზე უკვე ჩაჩავას მიმღებში ვიყავი რადგან მტკიოდა და ჩემმა ქმარმა დილამდე გაჩერება აღარ მოინდომა. იქედან ბლოკში ამიშვეს და ქმარიც გამომყვა რომელიც ბოლომდე გმირულად იდგა ჩემს გვერდით და შეიძლება ითქვას რომ ერთად ვიმშობიარეთ. ტკივილები თავიდან იშვიათი და ხანმოკლე იყო, მერე ცხადია მოიმატა. ექიმმა თქვა სქელი ყელი გაქვსო და ნამდვილად დიდი დრო დამჭირდა რო ბოლომდე გახსნილიყო, სადღAც 10საათი მტკიოდა, ეპიდურალური შემომთავაზეს რომელიც თAვიდან ვიუარე მაგრამ მერე იქეთ ვიხვეწებოდი და გავიკეთე მაგრამ ვთვლი რომ ის 250 ლარი ტყუილად გადავყარე-არ გამიყუჩდა არაფერი. ჩემი ქმარიც მოწმეა. ამატეს და ამატეს წამალი მაგრამ ბოლო ხმაზე ვაი დედას ვყვიროდი ტკივილისგან, ფეხიც კი არ დამბუჟებია სულ ოდნავ მაინც, არ ვიცი ეს რატო მოხდა....
ბოლოს უკვე 4 საათი იყო რო ტკივილი ძალიან აუტანელი გახდა. ბებიაქალი შემოვიდა, ექიმიც აყვანილი მყავდა, დარახველიძე, ის პერიოდულად შემოდიოდა რო ენახა რამდენზე ვიყავი გახსნილი. ინდივიდუალურ ბლოკში ვიწექი. სამშობიარო "კრესლოში" არ გადამიყვანეს ეგრევე. ფეხები დაიჭირე და გაიჭინთეო. აი ეს ფეხების დაჭერა იყო ყველაზე რთული იმიტომ რომ ყოველ ჭინთვაზე ძალას ვკარგავდი, თან რო მეუბნებოდნენ მეტად მეტადო ლამის თვალები გადმომცვივდა ბუდიდან biggrin.gif და ბოლოს თვალებს ვხუჭავდი ჭინთვისას. მითხრეს თავი რო კარგად გამოჩნდება მერე გადაგიყვანთ იმ სკამზეო და ასეც ქნეს. აი იქ დაიწყო ყველაზე კოშმარი. ძალიან დიდი ძალა იყო საჭირო გასაჭინთAდ და ვგრძნობდი რო ძალიან ვსუსტდებოდი ყოველ ჯერზე. ბოლო ჭინთვებზე კრუნჩხვასავით ამივარდა, ხელ-ფეხს ვერ ვიმორჩილებდი და ამ დროს მეძახდნენ კიდე გაიჭინთეო, მერე დარახველიძემ კიდე კაი "შემომილაწუნა". ფიზიკურად არა, სიტყვიერად. სხვათA შორის მისმა ხმამ ძალიან გამომიყვანა. ძალიან მტკიცე ტონით მეუბნებოდა რო თუ არ გავიჭინთებოდი ბავშვს ვავნებდი და ასეთებს და არ ვიცი საიდან მოვიკრიფე ძალა და კნუტიც გამოვიდა. წარმოუდგენელი შვება ვიგრძენი, თAნ ბავშვს ვუყურებდი... მინდოდა მეტირა. არ მახსოვს მგონი ვტიროდი კდიეც, ნუ ცრემლი ისედაც მომდიოდა. ჩემი ქმარი რომელიც ლამის ჩემსავით დაიტანჯა კიდევ კარგი ჩემთან იყო. ასჯერ მეტად დავიტანჯებოდი უმისოდ. რაც ყველაზე მაგარია მთელი ტკივილი გაქრა. საოცარი სიმსუბუქე ვიგრძენი, ბავშვის გარდა ვეღარაფერს ვხედავდი. პირდაპირ მომიყვანეს და მკერდზე დამაწვინეს. გული თუ არ გამიჩერდებოდა არ მეგონა. აი მაშინ კი ამეტირა. გრძნობები მახრჩობდა...ერთ წუთში კნუტმა პირით ძუძუს ძებნა დაიწყო. ძალიან ძნელია სიტყვებით ყველაფრის გადმოცემა....
საბოლოო ჯამში მიუხედავად რო ასე დავიტანჯე ტკივილით მშობიარობა შეფასდა როგორც ადვილი (?)...უბრალოდ ყელი რო ამდენი ხანი იხსნებოდა მაგან დამტანჯა თორე ბოლოს 20 წუთში მორჩა ყველაფერი. ჩახევები და ნაკერები არ მქონია. ფეხზეც ორ საათში ავდექი ისიც იმიტომ რომ მანამდე არაფრით არ მოცეს უფლება ავმდგარიყავი, არადა ბანაობა მინდოდა საშინლად. ორ საათში მე და ჩემი კნუტი ბლოკიდან პალატაში გადაგვიყვანეს. მე ლუქსი მქონდა აღებული და დედა დავიტოვე მთელი სამი დღე. მნახველებსაც შეუზღუდავად ვიღებდი. ექთნებიც ძალიან ყურადღებიანები იყვნენ. ერთადერთი რაც არ მომეწონა კვება იყო. მართალია ხუთჯერადი იყო მაგრამ იმდენად ცოტა იყო ყოველი პორცია რო კიდე კაი საჭმელი მოქონდათ ჩემთვის თორე მშიერი მოვკვდებოდი. განსაკუთრებით ნამშობიარებს გამიჭირდა, ბლოკიდან რო გამოვედი სასტიკად მშიოდა და იმ საღამოს ერთი ჭიქა მაწონი და ორი პეჩენია მერგო და სულ ეს იყო...
საბოლოო ჯამში ჩაჩავასი მაინც ძალიან კმაყოფილი ვარ და არ ვნანობ მანდ მისვლას თუმცა ვაღიარებ მარტოს ბავშვის მოვლა გამიჭირდებოდა დედა რო არ დამეტოვა, ფიზიკური მდგომარეობის გამო არა, ჩვეულებრივად კარგად ვიყავი, უბრალოდ გამოუცდელი რო ვიყავი მაგიტომ.

Posted by: brinka9962 2 Feb 2013, 14:22
Tamarella
რა მაგარიაა ჩემო კარგო საოცარიი შეგრძნებააოო ხო :** ბედნიერება და ჯამრთელობა შენს პაწაწუნას :*
რატო არ გაგიყუჩა ნეტა რამდენ თითზე გაგიკეთეს ?

Posted by: mcho 2 Feb 2013, 15:14
brinka9962
სხვაგან მხოლოდ შენ გადიხარ კარი არის შუშის ბავშვს აჩვენებ იქიდან და კარის იქით მხოლოდ შენ შეგიძლია გასვლა ბავშვის გარეშე

Posted by: ninia84 2 Feb 2013, 15:16
mcho
brinka9962
ჩემი აზრით, ძალიან კარგია ეგ. სულ არ მინდა, ბავშვს რომ ვაჭმევ, ვიღაცის ქმარ-მაზლი დამადგეს თავზე

Posted by: mcho 2 Feb 2013, 15:20
ninia84
აბა რა საშინელება იქნება , თან მითუემტეს 4 ადგილიანში წარმომიდგენია ყოველთვის ვიღაც იქნება მოსული რომელიმე მელოგინესთან და გამოვიქცეოდი კიდეც იქიდან biggrin.gif

Posted by: mainc 2 Feb 2013, 15:21
mcho
Tamarella
რა კარგია,რომ დაწერეთ, გილოცავთ ორივეს მშვიდობიანად მომშობიარებას bis.gif

Tamarella
ისე, უცნაურია,რომ არ გაგიყუჩდა და ძალიან კარგია,რომ ნაკერი არ დაგჭირდა : )
ჩაჩავაში ბავშვს რამდენად ექცევა ყურადღება, არ გაჰყავდათ?
მთავარია,რომ მაინც კმაყოფილი ხარ : )

Posted by: Tamarella 2 Feb 2013, 15:35
brinka9962
მადლობა დიდი :*
ორ თითზე ვიყავი რო გამიკეთეს. ისე ზოგადად მე გამაყუჩებლებზე რეაქცია რთულად მაქვს. კბილი რო ამოვიღე ორი რეგიონალური და ღრძილში სამი ნემსი დამჭირდა რო გაყუჩებულიყო. უფრო ჩემი "ბრალი" იყო რო არ გამიყუჩდა კი არა არც კი დამიბუჟდა ფეხი...
* * *
mainc
არა არ გაყავდათ. ნუ თუ თხოვ ალბათ გაიყვანენ, მე არ მითხოვია უბალოდ. კიდე ცუდად თუ იქენი გაიყვანენ იმიტო რო იქეთ პალატაში გოგომ 5 კილოიანი გააჩინა რთულად, ბავშვს ხელის ამოვარდნა ქონდა და დედას სიცხეები და ის ბავშვი სუ ექთნებს ყავდათ, ასე რომ ალბათ ვინც ცუდადაა იმას დაეხმარებიან...

Posted by: Dido 2 Feb 2013, 16:29
Tamarella
რა კარგი გოგო ხარ რო დაწერე მოგონებები 2kiss.gif მეც ჩაჩავას ვაპირებ smile.gif ცოტა როა კვება კარგია, არ გავსუქდები biggrin.gif
ბავშვი რო არ გაჰყავთ ამ ფაქტს შეგუებული ვარ უკვე smile.gif დედას ვერ დავიტოვებ და ისე ერთადგილიანში ხო უშვებენ დღის განმავლობაში დედას/ქმარს და ა.შ?

Posted by: Tamarella 2 Feb 2013, 21:03
Dido
კი უშვებენ ვისაც გინდა და როცა და რამდენი ხნითაც მოგინდება! ვაიმე რა გასუქება ისე იქნები მშობიარობის მერე რო დამიჯერე საჭმელს მოატანიებ შენებს biggrin.gif კიდე განყოფილება არ უნდა დატოვო ექიმების ან ექთნების გაუფრთხილებლად. მე დაბლა ბუფეტში ჩავგულავდი საჭმელად და იქვე აფთიაქში ქამარი ვიყიდე მუცლის ასაკრავად და რო ამოვბრუნდი დამდევდნენ რატო ჩახვედიო, ეს რო უფროსს გაეგო მოგვხსნიდნენო და ეგეთები...

Posted by: brinka9962 2 Feb 2013, 21:24
ესეგი ლუქს ავირჩევ მარტო არ გამოვყუვდეთქო ვიძახდი მარა თუ არ უშვებენ ჯობია ლუქსი ავიგოო თაან ამ ემბრიოს საოცრი ფასებიც აქვსს

Posted by: mcho 2 Feb 2013, 21:33
brinka9962
არ გამოყრუვდები მე კარგად დავისვენე smile.gif კი საკმაოდ მისაღები ფასები აქვს
Tamarella
მეც გილოცაააავ smile.gif :*
მეც არ გამიყუჩა გაუტკივარებამ მერე როგორც ამიხსნეს გამიყუჩა უბრალოდ იმდენად უხეში იყო ყელი და მტკივნეულად იხსნებოდა რომ მეტი ვერ გააყუჩა და ამიტომ ვგრძნობდი ყველაფერს

ბავშვი არც ჩემთან გაყავდათ ისე , ნუ არასდროს მიცდია მეთქვა გაიყვანეთ თქო მინდოდა ჩემთან ყოფილიყო მაგრამ რასაც ვუყურებდი ბავშვის ექთნები უსლ დარბოდნენ აქეთ იქით პალატებში მისახმარებლად

Posted by: ninia84 2 Feb 2013, 21:44
brinka9962
პირველზე მეც ლუქსი მქონდა და კარგი იყო. დაიტოვებ, ვისაც გინდა. ეხლა კიდევ გაუძვირებიათ ცოტა

Posted by: tekco777 2 Feb 2013, 22:02
TAMARELLA DARAXVELIDZETI ROGORI KMAYOPILI XART? MEC MAGIS AYVANAS VAPIREB DA MAINTEERESEBS smile.gifE

Posted by: brinka9962 2 Feb 2013, 22:33
mcho
მე ავალიანიიიი ამყავსს დაა საკეისროზე ვიცი რო კაია და ფიზიოლოგიურზეც თU იცი ?

Posted by: teo25 2 Feb 2013, 23:33
brinka9962
თუ ზაზა ავალიანს გულისხმობ ,ძალიან კარგია.

Posted by: ra ici rashi gamogadgeba ? 2 Feb 2013, 23:44
მნახველები როგორც ვიცი მარტო ლუქსში ჰყავთ, ჩემთან ვინც მოვიდა კართან დააყენეს და იქით ვინახულე

Posted by: brinka9962 3 Feb 2013, 10:44
teo25
კი ზაზა ავალიანი ფიზიოლოგიურზე ხო ?

Posted by: mcho 3 Feb 2013, 12:06
brinka9962
ესე არ ვიცი არ მქონია შეხება საერთოდ მაგრამ ყველა აქებს მანდ ზაზასაც და არსენსაც

Posted by: xatia333 3 Feb 2013, 17:04
brinka9962
უხეშია სასტიკად მოძებნე ჩემი მოგონება და წაიკიტხე რა დღეში ჩამაგდო მაგან biggrin.gif და უყურადღებოა ძალიან

Posted by: catherina_10 3 Feb 2013, 20:15
mcho
კიდევ ერთხელ გილოცავ, რა კარგია ასე ადვილად რომ ჩაიარა ყვფელაფერმა 2kiss.gif

Posted by: brinka9962 3 Feb 2013, 23:05
mcho
რა მაინეტერსებს იცი პალატაში რეებია ანუ რა უნდა წავიგოო ?

Posted by: mcho 3 Feb 2013, 23:56
catherina_10
მადლობააა :*
brinka9962
პალატასი იყო საპონი და თეთრეული მხოლოდ ნუ პაკეტებს გაძლევენ მაგრამ იმხელაა არ მგონია გამოიყენო biggrin.gif დანარჩენი მგონი ისეტი არაფერი დამხვედრია აი კონკრეტულად მკითხე რამე თუ გაინტერესებს იყო თუ არა და გეტყვი თორე ვერ ვიხსენებ და რამე არ გამომრჩეს

Posted by: teo25 4 Feb 2013, 00:16
brinka9962
მე საკეისრო გამიკეთა ავალიანმა, მაგრამ ჩემს პალატაში 2 გოგო ამშობიარა და აქებდნენ ძალიან.

Posted by: xatia333 4 Feb 2013, 11:43
teo25
აი რავიცი მე ვიტომ ნაცნობობიტ მიმიყვანეს მაგასთან და მშობიარობის დროს კი მეჯდა იქ მაგრამ უხეშია საშინლად და რომ ვყვიროდი მეჩხუბებოდა მცემა ლამის. მერე კიდევ ვიმშობიარე და მორჩა თვალით აღარ მინახავს ისე გამომწერეს ერთხელაც არ გავუსინჯივარ.ეგ კი არა იმის გამო რომ აყვანილი მყავდა სხვა გინეკოლოგებმაც არ გამსინჯეს ამას თავისი ექიმი მიხედავსო და დავრჩი ასე. ნაკერები გამეხსნა ფიზიოლოგიური მშობიარობის მერე დადებული და გავწვალდი ძალიან

Posted by: brinka9962 4 Feb 2013, 11:55
mcho
საპონი თხევადია იმედია ხო ?
xatia333
მეც მითხრეს უხეშიაოო მაგარმ რო ვნახე რაგაც ჯიგრულად მელაპარაკა ... იმედიაა არ გაგიჯდებაა თორეე მე პანიკის დროსს რო მიყვიროოოსს შეიძლება წყობიდან გამოვიდეე მაგარამ ისეე ცოტა სიმკაცრეც საჭიროა არა ? შეიძლ;ება ვცდები
|

Posted by: Liluu85 4 Feb 2013, 12:23
გოგოებო თამრიკო მაჩიტაძე და ნოდარ ზალდასტანიშვილი მირჩია ჩემმა გინეკოლოგმა ახალ სიცოცხლეში და ხომ არ გქონდა პირადი შეხება რომელიმესთან?

Posted by: chiamaiaano 4 Feb 2013, 12:32
QUOTE (xatia333 @ 4 Feb 2013, 11:43 )
teo25
აი რავიცი მე ვიტომ ნაცნობობიტ მიმიყვანეს მაგასთან და მშობიარობის დროს კი მეჯდა იქ მაგრამ უხეშია საშინლად და რომ ვყვიროდი მეჩხუბებოდა მცემა ლამის. მერე კიდევ ვიმშობიარე და მორჩა თვალით აღარ მინახავს ისე გამომწერეს ერთხელაც არ გავუსინჯივარ.ეგ კი არა იმის გამო რომ აყვანილი მყავდა სხვა გინეკოლოგებმაც არ გამსინჯეს ამას თავისი ექიმი მიხედავსო და დავრჩი ასე. ნაკერები გამეხსნა ფიზიოლოგიური მშობიარობის მერე დადებული და გავწვალდი ძალიან

ემბრიო ემბრიო,ჩემი ყველაზე საშინელი მოგონება თავის ავალიან კუჭავა ჟორჟოლიანებით!

Posted by: brinka9962 4 Feb 2013, 13:24
chiamaiaano
რატოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოო? sad.gif

Posted by: chiamaiaano 4 Feb 2013, 13:55
QUOTE (brinka9962 @ 4 Feb 2013, 13:24 )
chiamaiaano
რატოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოო? sad.gif

ჩემი მოგონება წაიკითხე:*
მეორეს იმედის კლინიკაშDი ვაპირებ
მაგათი დანახვაც აღარ მინდა

Posted by: xatia333 4 Feb 2013, 16:20

brinka9962
აი მეც ამსე მელაპარაკა ჯიგრულად კიარა მეფერა სულ რომ მივედი და მერე სულ ვლანძღავდი გულში ისე გამამწარა. წაიკითხე ჩემი მოგონება არ ინანებ biggrin.gif

Posted by: journalist 5 Feb 2013, 14:27
brinka9962

Mე ვიმშობიარე ზაზასთან ფიზიოლოგიურად, მე-4 სამშობიაროში, ორი წლის წინ და საერთო ჯამში მოეწონა ზაზა. Uხეში ნამდვილად იყო მშობიარობის დროს (გვედით ბლოკში ერთ გოგო ძალიან პანიკებში იყო და იმას ეჩხუბებოდა მაგრად). Mშობიარობის მერე ყოველ დღე მნახულობდა. Aრანაირი გართულება არ მქონია..

Posted by: brinka9962 5 Feb 2013, 15:04
journalist
ე.ი არ ვიყო პანიკაში მათავარიაა :***
მოგონებებს ველოდეებით რამდენმა იმშიბიარა უკვეე

Posted by: journalist 5 Feb 2013, 15:15
brinka9962

:* მე ვიცი, რომ ძალიან კარგი ექიმია ზაზა, ჩემს შემთხვევაშიც კარგად ჩაიარა ყველაფერმა...
პანიკებში არ იყო და უფრო ადვილად ჩაივლის მართლა... წარმატებებიი


ჩემი მშობიარობიდან დიდი ხანია გასული მაგრამ რაღაცნაირად კარგად მახსენდება... თითქოს სამშობიაროში ყოფნის პერიოდიც კი მენატრება ხოლმე

Posted by: xatia333 5 Feb 2013, 15:43
journalist
და მე რატო არ მნახა რა საინტერესოა ერტყობა მე4სჰი სხვანაირად იყო და აქ თAვში აუვარდა. მეორე დღEს დერეფანში შემხვდა და მკითხა შორიდან როგორ ხარო რომ მივესალმე და ეგაა არ შემოსულა არცერთხელ პალატაში

Posted by: brinka9962 5 Feb 2013, 16:17
journalist
როგორ მინდა მეც კარგად რო მახსენდებოდეესს :*

Posted by: sunny night 5 Feb 2013, 16:40
xatia333
ხატია ვერ გავიგე ემბრიოში ვინ გამშობიარა, ავალიანმა?
შენ ალბათ საშა ფალავანდიშვილი არ გინახავს, ისე ცუდად ვიყავი, ვკვდებოდი და ერთხელ პალატაში თავის შემოყოფით მომიკითხა მარტო.

Posted by: xatia333 5 Feb 2013, 16:54
sunny night
კი ავალიანმა . ცუდს რატომ უნდა შევადარო 300 ლარი გადავუხადე და არ უნდა მოვეკითხე? კარგია მასე რომ მოგიკითხა მერე ფალავანდიშვილმა?

Posted by: anano_991 5 Feb 2013, 17:02
რა უბედურებაა ისე ამხელა თანხას იხდი დამატებით და არც გკითხულობს მასე ისედაც ხო შემოიხედებოდაა პალატაში.ვალდებულია თავთან გეჯდეს ამხელა თანხას რო აძლევ საქართველოში თუ მოხდება ასე რა

Posted by: chiamaiaano 5 Feb 2013, 17:23
QUOTE (sunny night @ 5 Feb 2013, 16:40 )
xatia333
ხატია ვერ გავიგე ემბრიოში ვინ გამშობიარა, ავალიანმა?
შენ ალბათ საშა ფალავანდიშვილი არ გინახავს, ისე ცუდად ვიყავი, ვკვდებოდი და ერთხელ პალატაში თავის შემოყოფით მომიკითხა მარტო.

მე ემბრიოში ჟორჟოლიანმა მამშობიარა 400ლარი მივეცი და ერთხელაც არ მოთრეულა,ავალიანს გადააბარაჩემი თავი და არც ის იწუხებდა თავს!! სა საერთოდ!! ემბრიო სიტყვა რო მესმის უკვე გულისრევის შეგრძნება მიჩნდება! ფუ! ხამები !!

Posted by: ninia84 5 Feb 2013, 17:31
brinka9962
Ar inerviulo. me albat paraskevs gamomweren da davwer chems shtabechdilebebs. jerjerobit xutianzea yvelaperi:)

Posted by: sunny night 5 Feb 2013, 17:34
xatia333
ხოდა მეც რომ 300 ლარი ჩავახუტე ფალავანდიშვილს და შორით მოკიტხვებით რომ შემოიფარგლა, მაგაზე მეშლება ნერვები biggrin.gif

Posted by: ninia84 5 Feb 2013, 17:35
brinka9962
Ar inerviulo. me albat paraskevs gamomweren da davwer chems shtabechdilebebs. jerjerobit xutianzea yvelaperi:)

Posted by: brinka9962 5 Feb 2013, 18:03
ninia84
საკეისრო გაიკეთე ხო ესე გვიან რო გწერენ ? გელოდებიით: *

Posted by: ninia84 5 Feb 2013, 18:27
ki, sakeisro. palavandishvilma gamiketa

Posted by: NLNL 5 Feb 2013, 19:27
მეოთხეში მყავდა აყვანილი დათო მიქაბერიძე. ძალიან მადლობელი დავრჩი. ფსიქოლოგიურად ძალიან დამეხმარა, ძალიან პანიკებშიც ვიყავი, კიდეც ვყვიროდი, მაგრამ ხუმრობდა და მამშვიდებდა. ის კი არა, ბებიაქალებიც სხვებს რომ ეჩხუბებოდნენ, ჩემთან ზედმეტი არ დაცდენიათ და ვფიქრობ ექიმის დამსახურებით. პალატაშიც ყოველდღე მნახულობდა.
ეს 8 წლის წინ იყო.

Posted by: journalist 5 Feb 2013, 20:35
xatia333

არ ვიცი. ახლობელი მყავდა მეოთხეში, შეიძლება იმიტომ მსინჯავდა. მაგრამ მგონი წესი იყო მასეთი. ჩამოვლა ქონდათ ყოველ დილას პედიატრი და გინეკოლოგი სინჯავდა ყველას... მშობიარობის დროს უხეში კი ნამდვილად იყო. იბღვირებოდა... და გასინჯვის დროს მტკივნეული ხელი ქონდა

Posted by: catherina_10 5 Feb 2013, 21:15
NLNL
დათო მიქაბერიძემ ამშობიარა ჩემი დაც და ჩემი ბიძაშვილებიც, მართლა ყურადღებიანი კაცია,

Posted by: xatia333 5 Feb 2013, 22:06
journalist
მეც ახლობლობით მიმვანეს ამგრამ ჩამოვლაზე ეგ არ მინახავს მე პედიატრი და სხვა გინეკოლოგი დადიოდნენ და მე არ მსინჯავდა ის გინეკოლოგი. მეოთხეში მაშინ ისე იყო ამგას ეხებოდა ჩამოვლა და იმიტო

Posted by: makavel1 5 Feb 2013, 22:11
brinka9962
ვიღაცა ყოველთვის არის უკმაყოფილო, ვიღაცა ყოველთვის კმაყოფილი. მე ძაან კმაყოფილი ვარ მაგათი ექიმების, ბავშვი გადამირჩინეს მართლა და ზედ გადამყვა მთელი სამშობიარო, ასე რომ ეგრე ლაპარაკითვერ გაიგებ.

Posted by: brinka9962 5 Feb 2013, 23:03
makavel1
მესმისს ვიცი მაგას მივხდიი თავიდაან გადავირიეე რო ვარჩევდიი smile.gif

Posted by: IFFY 7 Feb 2013, 21:09
ჩემს კნოპკას ძინავს და ვისარგებლებ...

ეხოზე 24 იანვარი დამიწერეს. ჰერაში გადავწყვიტე მშობიარობა და სოსო ღოღობერიძე ავიყვანე. სოსომ 21-ში მოდი, რომ უკეთ განვსაზღვროთ მშობიარობის დროო... რა თქმა უნდა, მე ზარმაცი, მივედი 23-ში. აღმოჩნდა რომ ორ თითზე იყო გახსნა. რადგან ტკივილები არ მქონდა გამომიშვეს სახლში და დილის 10 საათზე დამიბარეს. იმ საღამოს საცობი ჩამოიშალა. არანაირი ტკივილი, არანაირი შეგრძნებები. ვიჯექით მე და ჩემი ქმარო ტელევიზორის წინ და ვუყურებდით კალათბურთს smile.gif
დილით უკვე ავნერვიულდი. კიდევ კარგი ჩანთა ჩალაგებული მქონდა თავისი საბუთებითურთ. ისე ვემზადებოდი, თითქოს ეს ჩემი ბოლო დღე იყო biggrin.gif ჩემს ქმარს დავაფიცე, თუ არჩევანის წინაშე დადგებოდა ბავშვს აირჩევდა biggrin.gif ნუ...
სამშობიაროში ფეხისთრევით შევედი. დიდ მუცელს ვაბრალებდი და მივფოფხავდი თითქმის... მოსაცდელში ვიჯექი მთელი ნახევარი საათი მიზეზით, რომ სოსოს არ ეცალა... ბოლოს თვითონ გამომხედა 10 საათზე რომ გოგო დავიბარე სად არისო.
უკვე ორ თითნახევარზე იყო გახსნა და ისევ არანაირი განსაკუთრებული შეგრძნებები. შემიყვანეს ბლოკში, წყლები ძალით დამაღვრევინეს და გამომიყვანეს მოსაცდელ ოთახში სადაც ვიმშობიარე კიდეც. ოთახში დამხვდა ანესთეზიოლოგი, ბებიაქალი, დამხმარე, ორი თუ სამი ექთანი, მოხალისეები. ნახევარ საათში დამეწყო ტკივილები. შემოვიდა სოსო და უკვე სამ თითზე იყო გახსნა. ექვსამდე იმშობიარებსო თქვა და გავიდა. ჯერ თორმეტი საათი იყო და გული გამისკდა... მოვითხოვე გაუტკივარება. ისე მტკიოდა ანესთეზიოლოგს ვეხვეწებოდი სინჯი არ მინდა პირდაპირ გამიკეთეთ მეთქი. ხელი ნაჩქარევად მოვაწერე რაღაც ფურცლებს, არც შემიხედავს რას ვაწერდი. გაუტკივარების დროს ორჯერ ისე დამარტყა დენისმაგვარმა მარჯვენა ფეხზე, რომ მთელი სხეულით ავხტი. ერთადერთი ამან გამოიწვია დისკომფორტი. დანარჩენი დრო ვისხედით მე და დედაჩემი, ექთნებს ველაპარაკებოდით და დროდადრო წამალს ვამატებინებდი. ხუთის ნახევარზე გაუტკივარება სრულად განელდა... სოსომ ერთ საათში გააჩენს და აღარ დაუმატოთო. აი აქ დაიწყო...
ტკივილებისგან თუ ყელის გახსნის გამო დამეწყო ღებინებები, ვიღვრებოდი ოფლად, ბაღის ბავშვივით ვიხვეწებოდი გაუტკივარების დამატებას, რათქმაუნდა უშედეგოდ. ბურთზე, რომელიც იქამდე სასაცილოდ მეჩვენებოდა, საოცარი ენერგიით ვხტუნაობდი. ჭინთვები დაიწყო თუ არა დამსვეს სპეციალუ სკამზე და მითითებებს მაძლევდნენ, როგორ გამეკონტროლებინა საკუთარი თავი. საკეისროს ვითხოვდი. მახსოვს სამჯერ გადამიტრიალდა თვალები. ჩემს წინ მოსაცდელ ოთახში პატარა გოგო ელოდებოდა მშობიარობის დაწყებას. ორივე კარები ღია იყო და კარგად ესმოდა ჩემი წამოძახილები. ეხლა მიკვირს სად მქონდა მაგის განსჯის თავი. იმ გოგოს კარები გამოუკეტეთ, ჩემი ხმა ესმის და ცოდოა მეთქი ვყვიროდი. მოგვიანებით მითხრა, რომ შენი ხმა, რომ მესმოდა იმ წუთას გადავწყვიტე გაუტკივარების გაკეთებაო facepalm.gif
შემოვიდა სოსო, გადამიყვანეს საწოლზე. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ არ შევცდი როცა მისი აყვანა გადავწყვიტე. საუბრის მანერა, ტონი, მოქმედებები... ისე დამამშვიდებლად და დამაიმედებლად მოქმედებდა ჩემზე... მითხრა, რომ სულ რაღაც 10 წუთში გამოძვრებოდა. საათს არ ვაცილებდი თვალს. გამოჩნდა პატარა, თმიანი თავი და გაისმა ტირილის ხმა biggrin.gif ბებიაქალი მამხნევებდა შეხედე რა ძლიერი ბავშვი გყავს მარტო თავი უჩანს და უკვე ტირისო. იმ მომენტში გავიაზრე ჩემი იქ ყოფნის რეალური მიზეზი. მერე აღარ გამიგია არც ჩაჭრა, არც მომყოლი, არც გაკერვა. ვერც ის გავიგე, როგორ შემოვიდა იმ წუთას პედიატრი და დაათვალიერა პატარა. ყურებამდე გადაღიმებული შევყურებდი ხან ანდრიას, ხან დედაჩემს. ვაკვირდებოდი ნაკვთებს, პაწუკა პირს, რომელშიც თითქმის მთლიადან ჩაედო დანაოჭებული ხელი. იწვა ჩემს მუცელზე, ვგრძნობდი მის სუნთქვას, გულის ცემის რიტმს, დროდადრო წაფართხალებას...
ახალგამომცხვარი მამიკო ვეღარ ითმენდა მოსაცდელში. დილიდან ითხოვდა შემოშვებას, რომ მშობიარობას დასწრებოდა. არასოდეს დამავიწყდება როგორი თვალებით იყურებოდა. დაბნეული იყო, გაორებული. ვერ გაეგო მე მომფერებოდა თუ პატარას.
მიუხედავად იმ ერთ საათიანი კოშმარისა და ნაკერებისა, ჩემი მშობიარობა შეფასდა იდეალურად... მეც მჯერა ექიმების და როცა მეკითხებიან ვპასუხობ, რომ გადასარევი მშობიარობა მქონდა...

P.S. შარშან 24 იანვარს დაიღუპა პაპა. წელს 24 იანვარს საჩუქარი გაგვიკეთა და გამოგვიგზავნა პატარა ანდრია.

Posted by: Pumpula 7 Feb 2013, 21:21
IFFY

გენაცვალე, უფალმა დაგილოცოს ეგ პატარა ანგელოზი love.gif

Posted by: brinka9962 7 Feb 2013, 21:27
IFFY
ეჰ რა ბედნიერებაა ჩემო კარგოო მართლა კაი მდობიარობაა გქონია ბოლო1 საათი თუ იწვალეე :*
გავიდეს მალეე ესს 2 კვირაააც რააა

Posted by: stasia 7 Feb 2013, 21:28
IFFY

გული ამიჩუყდა ისე დაწერე შენს პაწუა კაცუნაზე smile.gif მაგარი გრძნობა იქნება დარწმუნებული ვარ baby.gif

Posted by: makavel1 7 Feb 2013, 21:34
IFFY
ვრემლები წამომივიდა, რა ტანჯვას გავდივართ ეს ქალები ამას ხომ ვერავინ ვერ გაიგებს ვერასდროს........

Posted by: Liluu85 8 Feb 2013, 10:21
IFFY
კიდე ერთხელ გილოცავ ლიკ 2kiss.gif
დარწმუნებული ვარ რომ ამაზე ბედნიერი წუთები არ არსებობს, როგორი რთულიც არ უნდა იყოს მშობიარობაsmile.gif
ღმერთმა ჯამრთელი და ბედნიერი ბიჭი გაგეზარდოს! გკოცნით ორივეს 2kiss.gif

Posted by: noniko77 8 Feb 2013, 11:58
IFFY
უფალი გფარავდეთ 2kiss.gif

Posted by: drozera 8 Feb 2013, 12:17
IFFY
ავჩუყდი smile.gif კიდევ ერთხელ გილოცავ!!!

Posted by: IFFY 8 Feb 2013, 16:15
დიდი მადლობა გოგოებო. უპრობლემო მშობიარობას გისურვებთ ყველას :*

Posted by: ninia84 8 Feb 2013, 17:01
IFFY
გილოცავ, დიდი ბიჭი გაიზარდოსsmile.gif

ბარემ მეც დავწერ ჩემს მოგონებებსsmile.gif საკეისროზე კი ბევრი რაფერია ხოლმე სალაპარაკო, მაგრამ ერთი-ორ სიტყვას ჩავაკვეხებ biggrin.gif
4 თებერვალს, 9 საათზე გამოვცხადდი ემბრიოში, გაძეძგილი ჩემოდნით ანალიზები მანამდე მქონდა ჩაბარებული და მაგაზე დრო აღარ დაგვიკარგავს, ოყნაც სახლში გავიკეთე, წასვლამდე და იქ აღარ გამიკეთეს. დამიდგეს სისტემა და ნახევარ საათში გადამიყვანეს საოპერაციოში. ანესთეზიოლოგს ზაზა ერქვა, რომელზეც მარტო კარგის თქმა შემიძლია. იმსისქე კათეტერი ისე ჩამიდგა ვენაში, ვერაფერი გავიგე და ანესთეზიის დროსაც უპრობლემოდ შევიდა ხერხემალში (თუ სადაც შედიანsmile.gif ), პირველივე ცდაზე. შეიძლება გულისრევა იგრძნოო, გამაფრთხილა. ცოტახანში მართლა ვიგრძენი და წამალი გამიკეთეს, მაგრამ ცოტა მაინც მაღებინა. ოპერაცია დაიწყეს პირველი საკეისროს დროს დარჩენილი ნაწიბურის მოშორებით, ნელ-ნელა მიაღწიეს ბავშვამდე და ცოტა ხანში ამოაბრძანეს ჩემი კიკინებიანი ქალი (სქესი მანამდე არ ვიცოდი), რომელმაც იმ წამსვე ისეთი პირველით შემოსძახა, მგონი მთელმა დიღომმა გაიგოsmile.gif დაიბადა 3.500 კგ. და 50სმ. დაწითლებული შემწვარი გოჭივით და წიწილასავით გაწუწული შავი თმით love.gif დავურეკე ჩემს ქმარს და შევატყობინე ქალიშვილის შეძენაsmile.gif 2 დღე არ მქონდა ხსენიც კი, სულ 2-3 წვეთი, რომელიც, რა თქმა უნდა, არ ჰყოფნიდა ამ გოჭს და იკლებდა იქაურობას, ამიტომ მივეცით დამატება და დამშვიდდა თვითონაც და სამშობიაროც biggrin.gif პარალელურად ვაწოვებდი და მესამე დღიდან დაიწყო რძემ მოსვლა და დღეს უკვე ვეღარ ერევა, იმდენიაsmile.gif ტკივილები საერთოდ არ მქონია, მეორე დღიდან ავდექი და ერთადერთ დისკომფორტს ნაკერის ადგილას დაჭიმვის შეგრძნება მიქმნიდა/მიქმნის. დღეს გამოგვწერეს და ეხლა მთავარი საზუნავი მაქვს - პირველმა რაც შეიძლება ნაკლებად იეჭვიანოს. ბავშვის მიმართ აგრესიას არ გამოხატავს, მაგრამ ძალიან გაღიზიანებულია, სულ ტირის, ვერც ჩვენ ვიგებთ, რა უნდა და ვერც თვითონ. იმედია, მალე შეეჩვევა დაიკოსsmile.gif

Posted by: brinka9962 8 Feb 2013, 18:41
ninia84
ისე მარტივად მოყევიი საკისრო მოგინდება კაცსს :DDD
რა მაგარია პაატარა ქალბატონი love.gif love.gif love.gif love.gif

Posted by: ninia84 8 Feb 2013, 18:56
brinka9962
შენ ხუმრობ და მე ისე ვიხალისე ორივე საკეისროზე, ეხლაც რომ შემაბრუნო, შევალ კუნტრუშით biggrin.gif

Posted by: stasia 8 Feb 2013, 19:10
ninia84

მაგ დროს არ ნერვიულობ რო წევხარ და ფარდის იქით ექიმებიაა?????? თუ დამამშვიდებელს გიკეთებენ?

Posted by: ninia84 8 Feb 2013, 19:44
stasia
რავიცი, მე მაგაზე არ მიფიქრია. არ ფიქრობ იმაზე, რომ იქ ექიმია და მუცელს გიჭრის. იმწუთას ფიქრობ, რომ წამებში თუ წუთებში შენს შვილს დაინახავ, პატარა ანგელოზს, რომლისთვისაც არსებობ ამქვეყნად

Posted by: brinka9962 8 Feb 2013, 19:45
ninia84
ყუჩააგ მაინც ეშინით ხომე ვიციი smile.gif

Posted by: ninia84 8 Feb 2013, 19:48
brinka9962
რავიცი, მე არ მქონია შიშის გრძნობა. ერთადერთი რაზე შემეპარა იცი შიში? ისიც რამოდენიმე წამით - ანესთეზიოლოგმა მითხრა, შეხებას იგრძნობ, მაგრამ ტკივილს, რათქმაუნდა, ვერაო. იმაში ეჭვი არ შემპარვია, რომ როცა გამჭრიდნენ, მეტკინებოდა, იმაზე დავიძაბე ცოტა, სკალპელის შეხება რომ ვიგრძნო, ფსიქოლოგიურად არ შემეშინდეს-თქო, მაგრამ არ მიგრძვნია საერთოდ არაფერი

Posted by: brinka9962 8 Feb 2013, 19:54
ninia84
არა იციი რო არ გეტკინებაა მაგრამ ფსიქოლოგიურაად მაინც იცი რო გცჰრიაან რაა დაა ამიტომ ვიდზახიი

Posted by: stasia 8 Feb 2013, 19:56
brinka9962
მეც მაგას ვამბობ, რო იცი იქ ქვევით რას აკეთებენ ძნელი უნდა იყოს არ იყო დაძაბული

Posted by: ninuwki 8 Feb 2013, 20:33
IFFY
ninia84
გილოცავთ გგოებოოოოოოოოოოოოოოოოოო

Posted by: ninia84 8 Feb 2013, 22:48
ninuwki
მადლობა 2kiss.gif

==================

Posted by: mcho 9 Feb 2013, 00:00
ninia84

გილოცაააავ <3 <3 <3 :*
მეც ისეთი კმაყოფილი ვარ ემბრიოსი ხანდახან მენატრება კიდეც იქ ყოფნა biggrin.gif

Posted by: ninia84 9 Feb 2013, 09:07
mcho
მადლობაsmile.gif ერთი 5 წელში მესამე წრეზე წავალ ალბათ biggrin.gif

Posted by: kvatunia24 9 Feb 2013, 20:10
მოვედი ჩემი მოგონებებით, კი არ მაქვს თავი რომ აქ ვიჯდე და ვწერო მაგრამ მაინც დავწერ ვიცი ბევრს აინტერესებს და სანამ დრო მაქვს ვისარგებლებ...
5 დილით დამეწყო მოვლითი ტკივილები, დიდი ინტერვალებით, თან ცოტა წყლებიც დავღვარე, დავურეკე მამუკას და მოდი გაგსინჯავო, არა და 6 ში ვიყავი დაბარებული, მივედი ღუდუშაურში, მამუკა მშობიარესთან იყო და დამელოდეო მითხრა, 30 წუთში ერთხელ მივლიდა ასატანად, მაგრამ მაინც შემაწუხებელი იყო, ჩამოვიდა როგორც იქნა გამსინჯა, ყელი არ არის გახსნილი ცოტა წყლები კი დაგიღვრია მაგრამ ეგ არაფერია ჯერ არ დაწყებულა სამშობიარო მოქმედება ემზადება საშვილოსნოო, გადამაღებინა ეხოსკოპია და გამომიშვა სახლში, თუ დღეს და ხვალ დაგეწყო ხო მოხვალ პირდაპირ და თუ არა და 8 ში მოხვალ და კიდე გაგსინჯავო, წამოვედი იმედგაცრუებული, ის ღამე როგორც იქნა გადავიტანე, მაგრამ გამთენიას ისევ დამეწყო მოვლითი ტკივილები მაგრამ უკვე 15 წუთში ერთხელ მივლიდა და საკმაოდ ძლიერადაც, საღამომდე ვითმინე იმიტომ რომ მამუკამ სანამ რაგულარული არ გახდება და 5 წუთზე არ დავა ინტერვალები არ წახვიდეო, აქ გოგოები გავაგიჟე გმირულად ვუძლებდი საღამოს 9 ის ნახევრამდე და 7 8 წუთამდე რომ დავიდა ინტერვალები უკვე დავრეკე ვსიო მივდივარ ვეღარ ვუძლებთქო და კარგიო მიდი მეც მოვალო, სანამ ჩავიცვი მოვწესრიგდით და გავედით უკვე 5 წუთში ერთხელ მივლიდა, მივედით როგორც იქნა, გამსინჯეს მიმღებში და 1.5 თითზე ხარო, ყელი დარბილებულია და დავურეკავთ ეხლა მამუკას ვნახოთ რას გეტყვისო, ამასობაში უკვე ისე ძალიან მივლიდა რომ რომ ეთქვათ სახლში წადიო დავანგრევდი იქაურობას biggrin.gif საბედნიეროდ გადარჩნენ, ამიყვანეს ბლოკში დავწექი და ამასობაში მამუკაც მოვიდა, მეორედ 2 ის ნახევარზე გამსინჯეს და ამასობაში ვცდილობდი ინტერვალებს შორის დამეძინა რომ ძალა მქონოდა. უნდა ვთქვა რომ მისვლის წუთებიდან ყველა დაწყებული მიმღების ექიმიდან დამთავრებული უბრალო სანიტრით ყველა იყო ძალიან ყურადღებიანი, თავაზიანი, სულ გიღიმიან და გეფერებიან, არ იგრძნობა რომ სამშობიაროა smile.gif მამუკაც არანორმალურად თბილი და ყურადღებიანია ყოველ 10 წუთში ერთხელ შემოდიოდა და მკითხულობდა, თან მეხუმრებოდა და მამხნევებდა... გამსინჯერ როგორც იქნა მეორედ და 2.5 თითზე ხარო, ყელი საკმაოდ რბილია და მალე იხსნები გამთენიას გააჩენო, წყლები ვერ დავღვარე და მამუკამ დამაღვრევინა იმ რაღახ საშინელებით, კი არ მტკენია მაგრამ ძალიან ცუდი შეგრძნებააა ნამდვილად. აი აქედან დაიწყო კოშმარი, რომლის არც გახსენება მინდა არასოდეს და ამოვშალე მეხსიერებიდან, აქ დავწერ ბოლოჯერ გავიხსენებ და ეგ იქნება, წყლების დაღვრის მერე უფრო მომემატა ტკივილები, უკვე 3 წუთში ერთხელ მივლიდა და იმდენად აუტანელი ტკივილები მქონდა რომ ვეხვეწებოდი გამიკეთეთ გაუტკივარება ვერ გავუძლებთქო, 3 თითამდე არ ვაკეთებთო მიპასუხეს, არ უნდოდა დედაჩემს რომ გამეკეთებინა და მეხვეწებოდა მოითმინე მალე გაგეხსნება ყელი და მერე ასე აღარ გეტკინებაო, მაგრამ რომ ცოდნოდა რა მელოდა ამას არ მეტყოდა ალბათ. დილის 7 საათამდე კიდევ 3 ჯერ გამსინჯა მამუკამ და არანაირი ცვლილება, 3 სანტიმეტრზე მეტი არ იხსნებოდა ყელი ბოლოჯერ ვთხოვე გამიკეთე გაუტკივარებაო და არაო ისედაც უჭირს ყელს გახსნა და გაუტკივაება უფრო შემინელებს პროცესსო, უკვე ჭკუიდან გადავყავდი ტკივილს იმ წუთას მერჩივნა გაეკეთებინათ ყველაფერი საკეისრო ათუ გაუტკივარება ერთად ოღონდ ეს კოშმარი მალე დამთავრებულიყო, მაგრამ ვინ მომისმინა? დილის 8 საათზე ე უკვე შეშფოთდნენ, და მამუკამ ტყუილად ვაწვალებთ დაუდგით დამაჩქარებელი სასწრაფოდო უკანასკნელად ვთხოვე რომ გაეკეთებინათ გაუტკივარება იმიტომ რომ ვიცოდი დამაჩქარებლის მერე რა მელოდა, როგორც იქნა დამთანხმდა ვნახოთო როგორ გაგეხსნება ყელი და რამდენის საშუალებასაც მოგვცემს მდგომარეობა იმ დოზას გაგიკეთებთო, ნუ კაი ვიფიქრე რომ მეშველა, მაგრამ.......... ზუსტად საათში სრული გახსნა იყო ამ დროს უკვე მთელს ბლოკს ესმოდა ჩემი ტირილი და კივილი და აი მანდ დამეხმარა ძალიან მამუკა რისთვისაც უუუზომო მადლობა მას, ჩაჭრა და ჩახევა რომ არ დამჭირდა მისი ძალიან ძალიან დიდი დამსახურებააა, 11 ის ნახევარზე უკვე ჭინთვები დამეწყო და დამიჯდა თავთან, თვალებში მიყურე და რასაც გეტყვი ის გააკეთეო არ იყვირო, არ იტირო და როცა გეტყვი რომ არ უნდა გაიჭინთო შეიკავე თორემ ჩაიხევიო, უკვე ნაკლებად მტკიოდა მარტო ჭინთვებს ვგრძნობდი და მამუკას ვუყურებდი, სულ 3 4 გაჭინთვაში გამოძვრა ჩემი ვაჟკაცი, თავი სანამ გამოვიდოდა მანამდე იყო კიდევ ერთი აუტანელი ტკივილი მაგრამ როგორც კი გამოსრიალა მთლიანად და ატირდა მომენტალურად მომეხსნა ყველა ტკივილი, წამის მეასედში დამავიწყდა ყველფერი, მარტო ჩემს პატარას ვხედავდი, მომყოლიც უცებ მოყვა და ჭიპლარი გადაუჭრეს თუ არა დამატყეპეს გულზე, აი ვერ გადმოგცემთ რა გრძნობაა, ეს უნდა გამოსცადო სხვანაირად ვერ მიხვდები, გული თუ არ გამიჩერდებოდა არ მეგონა smile.gif ნახეთქებს და ნაკერებს მაინც ვერ გადავრჩი, გამოძვრომისას ცუდად მობრუნდა და ამიტომ, ლიდოკაინი გამიკეთეს და ისე გამკერეს და გამომფხიკეს, ვერაფერი ვერ გავიგეთქო მოგატყუებთ, საკმაოდ უსიამოვნო შეგრძნებაა, მაგრამ ტკივილს ვერ გრძნობ. სულ მეკიდა იმ წამს ნაკერები და ის რას მიკეთებდა მამუკა biggrin.gif ჩემი გოჭი მეწვა გულზე და ამის მეტი არ მაინტერესებდა არაფერი, წაიყვანეს მერე დაბანეს აწონეს გაზომეს და რომ მეგონა რომ მორჩა ყველაფერი და გადავრჩით, მერე დაიწყო რაც დაიწყო და დღემდე გრძელდება ბავშვს ფილტვის ღეროს ატრეზია აქვს ანუ ფილტვში შემავალი არტერია არ აქვს ბავშვს და რომ სუნთქავს და ცოცხლობს ეს უკვე სასწაულია, იმიტომ რომ ასეთი დეფექტით ერთი საათიც ვერ ცოცხლობენ...
რაც შეეხევა პირობებს, არაჩვეულებრივი პირობებია, სისუფთავე, წესრიგი, სიმშვიდე და რაც მთავარია კვება კარგი, მსუბუქი და ნოყიერი საკვები მოქონდათ, ერთადერთი რაც არ მომეწონა ის იყო რომ ბავშვები არ გაყავდათ პალატიდან და ფანჯარა არ გაგვაღებინეს ეს 3 დღე, უჰაერობისგან კინაღამ გავიგუდეთ მე და ცემი მეზობელი გოგონ, ახალი წესიაო ბავშვი დედასთან უნდა იყოს სულო და ისე ცხელოდა პალატაში სუნთქვა არ შეიძლებოდა, დანარჩენი პრეტენზია არ მაქვს არანაირი,,
უფ რამდენი მიწერია, იმედია წაიკითხავს ვინმე, წავედი ეხლა მე დავიწვენო თორემ მაყვინთავებს ისე ვარ ყველას მადლობა კიდევ ერთხელ მოლოცვისთვის და მხარდაჭერისთვის 2kiss.gif 2kiss.gif

Posted by: ninia84 9 Feb 2013, 20:36
kvatunia24
ვაიმე, მემგონი მეც ვიმშობიარე შენთან ერთად. გილოცავ ვაჟკაცის შეძენას. არ ინერვიულო, ესეთი მებრძოლი დედიკო ჰყავს და თვითონაც ასეთი იქნება. მალე ერთად იქნებით შენ და შენი ვაჟკაცი 2kiss.gif

Posted by: catherina_10 9 Feb 2013, 20:45
kvatunia24
ყოჩაღ, ბევრი ვერ გაუძლებს მართლაიმას რას შენ გადაიტანე, ღმერთმაჯანმრთელად გიმყოფოს შენი პატარა 2kiss.gif 2kiss.gif

Posted by: Pumpula 9 Feb 2013, 21:02
kvatunia24

გაიხარე ე.ი. მამუკას 100%იანი დადებითი შეფასება ხო?მარა მნახველების ამბავი როგორ იყო, ყველას უშვებდნენ იმ 4-8საათამდე პერიოდში?

Posted by: kvatunia24 9 Feb 2013, 21:07
catherina_10
მამუკამ თქვა ასეთი არაფერი მინახავსო სრული ორი დღე მეხსნებოდა ყელი 6 ში დილით რომ დამეწყო 7 სი დილამდე იხსნებოდა ყელი და მიუხედავად იმისა რომ პატოლოგიურ მშობიარობად შეფასდა ჩემი, მაინც ძალიან ყოჩაღი ხარო smile.gif თავიდან ხომ არ მინდოდა რომ დედა იქ ყოფილიყო, მაგრამ მერე ისე ვიყავი იქ რომ არ ყოფილიყო ალბათ გავაფრენდი, ძალიან დიდი ძალაა მშობიარბის დროს შენიანი რომ გიდგას გვერდით, ბევრით ვერაფრით დაგეხმაროს შეიძლება მაგრამ უბრალოიდ იმედია ძალიან დიდი smile.gif
ninia84
მადლობა საყვარელო გაიხარე, ყველაფერი კარგად იქნება უფლის წყალობით 2kiss.gif 2kiss.gif
* * *
Pumpula
მამუკას ჩემგან ძალიან ძალიან დიდი პლიუსი, ეგ რომ არ ყოფილიყო არ ვიცი ალბათ ასე ადვილად ვერ გამოვძვრებოდი, რაც შეეხება მნახველებს 4 იდან 8 მდე უშვებენ 2 2 ს თავისუფლად, უბრალოდ ეხლა კარანტინია რაღაც ვირუსია ძალიან ცუდი მოდებული და გუშინ საღამოდან არავის აღარ უშვებდნენ მარტო ჩემები ამოუშვეს ისიც იმიტომ რომ გაწერისას მოხმარება მინდოდა.

Posted by: anano_991 9 Feb 2013, 21:30
kvatunia24
მე კვირას გელოდებოდიი რაკაია რო გამოგწერეეს კიდევ გილოცავ დიდი ბიჭი გაგეზარდოოოს 2kiss.gif ბავშვი როგორ არის?

Posted by: makavel1 9 Feb 2013, 21:35
kvatunia24
2kiss.gif 2kiss.gif 2kiss.gif გილოცავ კიდევ ერთხელ, ჯანმრთელობას, ბედნიერებას და ყველაფერ საუკეთესოს ვუსურვებ შენ პატარას, როგორც ჩემ შვილს დავლოცავ მთელი გულით ისე შენსას, ჩემზე კარგად არავინ იცის რა დღეშია დედა მაგ დროს როცა ბავშვის ჯანმრთელობას ეხება საქმე, ჩემი იქაური ექიმები რომ არა დღეს არ მეყოლებოდა და ვერასდროს ვერ გამოვხატავ იმდენ მადლიერებას მაგათ მიმართ რა მადლიერიც ვარ.

Posted by: Pumpula 9 Feb 2013, 21:38
kvatunia24

ვიცი ეხლა ამის თავი არა გაქვს და შეიძლება უტაქტოდაც მომდის სამშობიაროზე რომ ამდენს გეკითხები, უბრალოდ ხომ იცი მეც მამუკაზე ვფიქრობ და მაგიტომ, ამიტომ მაპატიე რა 2kiss.gif მაგ 2-2ს შეეეძლოთ რამდენი ხანიც უნდოდათ დარჩენილიყვნენ?და პირბადით ან რამე შემოსვლას არ თხოვდნენ, რადგან მაინც პატარა ბავშვები გყავდათ ახანამშობიარევ ქალებს?რომ გეთხოვა ბავშვი გაიყვანეო მაინც არ გაიყვანდნენ?და გაგიჭირდა მეორესთან ერთად პალატაში ყოფნა?

Posted by: makavel1 9 Feb 2013, 22:27
Pumpula
მე დავწერე ხო რო ვიყავი მანდ და რომ შემიყვანეს დასათვალიერებლად თუ გული არ წამივიდოდა არ მეგონა, მე არ ვიცი იქ ბავშვები როგორ სუნთქავენ საერტოდ ისე ცხელა, ჩემთან სამსობიაროში შემოდიოდნენ და გვეუბნეოდნენ რომ ბავშვები გაგვეყვანა და ოთახი გაგვენიავებინა ხოლმე, ბავშვს ჟანგბადი ჭირდება მაგითი იკვებება, საკეისროთი დაბადებულ ბავშვს კიდევ განსაკუთრებით ჭირდება, იმიტომ რომ დაგეგმილი საკეისროს დროს როცა ბავშვი არ აპირებს გამოსვლას და შენ ხელოვნურად ერევი და ამოგყავს ვერ ხდება ფილტვის გაშლა ბოლომდე, იმიტომ ამბობმენ კაია ბავშვი როცა ტირის მაგ დროს ფილტვები იხსნებაო, არც მაგის გამო არ მომეწონა იქაურობა და საწოლებზე უკვე დავწერე ნაკეისრალისთვის კოშმარია. მოკლედ. მამუკა ძალიან ბევრისგან ვიცი რომ ძალიან მაგარია, იქ ვინც არიან ყველა კარგები არიან, მთავარია გიღირდეს, მე ამ ორი ფაქტორის გამო არ მიღირს ნამდვილად.

Posted by: kvatunia24 9 Feb 2013, 22:36
anano_991
მადლობა საყვარელო, გაიხარე, რა ვიცი აბა? იბრძვის რაც მთავარია და სტაბილურ მდგომარეობას ინარჩუნებს smile.gif
makavel1
დიდი დიდი მადლობა შენც ყველაფერს საუკეთესოს გისურვებ პირველ რიგში მშვიდობიანად მშობიარობას და პატარას კარგად ყოფნას. მე როგორ ვარ კიდე არ ვიცი, ჯერ ისევ გაოგნებული ვარ იქ სანამ ვიყავი და ვერავის ვხედავდი ასე ხშირად კიდე მშვიდად ვიყავი და დღეს რომ გამოვედი და ამდენი ხალხი მეკითხევა ბავშვი როგორ არის და რა ხდება ახალიო, უკვე ისტერიკა მემართება, არავის დანახვა არ მინდა ჩემების გარდა sad.gif

Posted by: Pumpula 9 Feb 2013, 22:38
makavel1

აუფ sad.gif მოკლედ რააა, ამ მამუკას გამოა რომ მაგ სამშობიაროს ვებღაუჭები და საბოლოოდ რას ვიზამ აღარ ვიცი biggrin.gif

Posted by: kvatunia24 9 Feb 2013, 22:41
Pumpula
კი იმ ორს რამდენ ხანსაც უნდათ იმდენ ხანს შეუძლიათ ყოფნა, მერე თუ სხვას სურვილი აქვს შეუძლია ის ორი ჩავიდეს და სხვები ამოვიდნენ, არანაირი პირბადე, არანაირი შეზღუდვები, უბრალოდ ბავშვი არ გაყავთ სულ რომ თავი მოიკლა, ერთადერთი ნაკეისრალებს ეხმარებიან და იმათი ბავშვები გაყავთ სანამ ფეხზე დგომას შეძლებენ და მერეც ეხმარებიან smile.gif მე არ გამჭირვებია, რუსის გოგო იყო ჩემთან ერთად, მამუკას პაციენტი ისიც, და საკმაოდ ნორმალურად ვიყავით, თავისთვის იყო მე ჩემთვის რუსული ასე თუ ისე ვიცი და როცა რამეს ვერ იგებდა ექთნების ნათქვამს მე ვეხმარებოდი smile.gif ბავშვიც ისეთი მშვიდი ყავდა სულ ეძინა და არ შევუწუხებივარ დიდად, ალბათ გამართლებაზეც არის ვინ შეგხვდება მეზობლად smile.gif

Posted by: stasia 9 Feb 2013, 22:42
kvatunia24


დაწყნარდი, ყველა ნერვიულობს და აინტერესებს შენი კაცუნას ამბავი ყურადღებას ნუ მიაქცევ, მალე გამოწერენ შენ კაცუნიას და ნახავ მერე რო აგიწიოკებთ ოჯახს მაიმუნობით და მოუსვენრობით.

Posted by: Pumpula 9 Feb 2013, 22:43
kvatunia24

მოკლედ, მე გადავიხადე იმედის კლინიკისკენ ვატყობ რა, არადა როგორ მინდოდა მამუკა sad.gif

Posted by: kvatunia24 9 Feb 2013, 22:44
makavel1
ხო აი შემდეგში რისთვისაც არ მივალ მანდ ეგ ორი ფაქტორია და არც სხვას ვურჩევ, უბრალოდ მამუკა მართლა მიღირდა და მაგის გამო არ მინანია არანაირად, გავუძელი ის სამი დღე, აი ბავშვები მართლა როგორ სუნთქავენ არ ვიცი იმიტომ რომ მართლა კოშმარული უჰაერობაა და გავბრაზდი ძალიან, არ შეიძლება ასე, ჟანგბადი ხომ უნდა ბავშვს კაცო, შეფუთულები ყავდათ ისედაც ადიელებსი არ ახსნევინებდნენ დედებს და მერე არც გაყავდათ არც ფანჯრებს გვაღებინებდნენ და გადავირიეთ კინაღამ გულები გვიწუხდებოდა სიცხისგან ლამის, კიდევ კარგი ზაფხული არ არის smile.gif ერთადერთი ეგ ნაკლი აქვს მეტი არაფერი ახალ სიცოცხლეს და მე მგონი სხვა დანარჩენის გამო ღირს თვალის დახუჭვა, ეს ჩემი სუბიექტური აზრია smile.gif

Posted by: makavel1 9 Feb 2013, 22:44
kvatunia24
ძალია კარგად მესმის შენი იმიტომ რომ მეც იგივე მდგომარეობაში ვიყავი და ყველა ტვინ მიბურღავდა, თან მე ნაკეისრალი ვიყავი, ამხელა სტრესი გადავიტანე გოგო სამშობიაროდ მივედი და უცებ საოპერაციოში აღმოვჩნდი, მერე ეს ტკივილები, ცალკე საშვილოსნოზე მქონდა პრობლემა 11 დღე ვიწექი, გადასხმებს მიკეთებდნენ, 1000 ნემსებს, ისეთი ტკივილები მქონდა მორფით მიყუჩებდნენ, დაქლიავებული ვიყავი, ცალკე ეს ბავშვი ცალკე ძუძუ!!! ქვასავით მქონდა ხელს რომ ვირტყამდი გეგონება კარებზე აკაკუნებდნენ ისეთი ხმა ქონდა, სიცხეები 39 და მოკლედ რააა, მარტლა ზუსტად ვიცი რასაც გრძნობ და როგორც ხარ, ბოლოს ტელეფონი გამოვრთე და დავისვენე, სულ მეკიდა ვინ რას იფიქრებდა ოღონდ მე არ შევეწუხებინე არავის. მერე დედაჩემს აფეთქებდნენ რეკვით.

Posted by: kvatunia24 9 Feb 2013, 22:55
Pumpula
ხო აი უნდა გიღირდეს ძალიან მამუკა რომ ის სამი დღე გაუძლო, არც ისეთი აუტანელი გასაძლებია მაგრამ მაინც smile.gif სამაგიეროდ ყურადღება და პირობებია უმაღლესი. stasia
ვცდილობ და იმედია რომ მალე გადამივლის, ჯერ ძალიან მიჭირს, მარტოც ვერ ვრჩები იმიტომ რომ მერე მეფიქრება და მეტირება უაზროდ და არც მინდა რომ ცოცხალი ბავშვი ვიტირო და ამით უარესად დავამძიმო მდგომარეობა sad.gif

Posted by: an apple 9 Feb 2013, 22:58
kvatunia24
გილოცავ პატარას და ძალიან ძლიერი გოგო ხარ,ყოჩაღ შენ.
ბავშვი რომ არ გაყავდათ, ეს მართლა მინუსი იყო, დამავიწყდა აღმენიშნა, ჩემი დღე და ღამე ღნაოდა და საშინლად დამისივდა ფეხები,ვერ დავდიოდი დაღლილობისგან.

Posted by: Dido 9 Feb 2013, 22:58
kvatunia24
ეხლა ვნახე შენს თემაში პოსტები sad.gif ნუ გეშინია კარგად იქნება შენი ბიჭი და სრულიად ჯანმრთელი გეყოლება 2kiss.gif ფილტვის პრობლემა ჰქონდა ჩემი ნათესავის ბიჭს და ახლა უკვე 8 წლის უჯანმრთელესი ბავშვია yes.gif

Posted by: Pumpula 9 Feb 2013, 22:59
kvatunia24

ნუ აი მე მნახველების მხრივ მაწყობს იმედის კლინიკა რომ ვიცი რომ პალატაში შემოსვლა აკრძალულია - ეგ დიდი პლიუსია მაგ სამშობიაროსი..ნეტა კობეშავიძე თუა კარგი მეანი sad.gif
არაფერი არ ჭირს შენ შვილს სატირელი - ისეთი ბიჭი დადგება როოოოო 2kiss.gif

Posted by: blblbl 9 Feb 2013, 23:20
Pumpula
QUOTE
კობეშავიძე თუა კარგი მეანი

კი და გირჩევ ნამდვილად,არც გაუტტკივარებაზე არ გახვეწნინებს ძისე იმედის კლინიკაში ცუდი ისაა რომ მამა ვერ ნახავს ბავშვს გამოწერამდე,ანუ მხოლოდ ფანჯრიდან უდნა უყუროს და ცოდოა,მარა აიტანს როგორმე biggrin.gif

kvatunia24
კარგად იქნება აუცილებლად ბავშვი,მითუმეტეს რომ შენ ასე ძალიან გწამს,მთავარი რწმენაა ხო იცი,ილოცე ,დედის ლოცვას ყველაზე დიდი ძალა აქვს.დედის ლოცვები იკითხე :*

Posted by: kvatunia24 9 Feb 2013, 23:22
makavel1
ხო აი ძალიან კოშმარია, მესმის რომ ყველა ძალიან ნერვიულობს და ყველას გული შესტკივა, მაგრამ ხომ უნდა მიხვდნენ რომ დღეში ცხრაჯერ დარეკვა და კითხვა როგორ არის ბავშვი არ შეიძლება მით უმეტეს დედისთვის? ჩემებიც მეცოდებიან 3 დღეა არ ძინებიათ პირველი შვილიშვილია და წარმოიდგინე უბრალოდ რა ხდება ეხლა ჩემთან, ცდილობენ რომ მშვიდად იყვნენ, ისევ ჩემს გამო რომ მე არ შევწუხდე ზედმეტად და არ ვიფიქრო ცუდზე და ტელეფონი არ ჩერდება წამითაც კი, შევიშალეთ უკვე აღარ გვინდა დანახვა არც ტელეფონის არც კომპიუტერის...

Posted by: Pumpula 9 Feb 2013, 23:23
blblbl

უფ, 3 დღე მოითმინოს ეხლა როგორმე, მერეც ეყოფა ღნავილით ღამეებს რომ გაათენებინებს biggrin.gif დასწრება ქმრის შესაძლებელია თუ იცი?მარა ჩემი თავს იქაჩლებს, არ მინდაო და ვაძალებ tongue.gif იქნება იმით დავიყოლიო რომ მერე 3 დღე ვერ გვნახავ და მშობიარობას დაესცარი თუ გინდა შენ შვილს თვალი შეავლოთქო biggrin.gif

Posted by: an apple 9 Feb 2013, 23:25
kvatunia24
აუცილებლად გამოჯანმრთელდება და კარგად იქნება შენი პატარა ! ასე მტკიცედ გააგრძელე, დარწმუნებული ვარ რომ კარგად იქნება,სხვაგვარად არ შეიძლება იყოს. მე მთელი გულით მჯერა! ვერ მოვითმინე რომ არ დამეწერა.

Posted by: kvatunia24 9 Feb 2013, 23:28
blblbl
ვლოცულობ ნინი სხვა რა დამრჩენია რო?

Posted by: blblbl 9 Feb 2013, 23:36
kvatunia24
2kiss.gif .

Posted by: CAMPOLINA 9 Feb 2013, 23:37
kvatunia24
ყველაფერი კარგად იქნება 2kiss.gif

Posted by: kvatunia24 10 Feb 2013, 11:00
Pumpula
იმედში როგორც ვიცი არ ასწრებენ არავის, და ახალ სიცოცხლეში ვისაც გინდა იმას დაისწრებ, ან დედას ან ქმარს ან მეგობარს smile.gif
CAMPOLINA
2kiss.gif

Posted by: brinka9962 10 Feb 2013, 12:56
kvatunia24
ღმერთი დაიფარავს შენს პაწუკაასს ...
პათოლიგოიური მშობიარობა რატო?

Posted by: SnowFlakes 10 Feb 2013, 13:27
ჯანმრთელობის სახლში ვინ იმშობიარეთ ამ ბოლო დროს? smile.gif

Posted by: anano_991 10 Feb 2013, 13:33
Pumpula
იმედის კლინიკაში ასწრებენ მშობიარობასროგორც ვიცი 2kiss.gif

Posted by: garfield1 10 Feb 2013, 15:18
kvatunia24
აი ნახავ ყველაფერი რა კარგად იქნება.
ჩემს თანამშრომელს ეყოლა ბავშვი, საკმაოდ დიდი გართულებებით, 8 თვიანი დაიბადა და გულზეც და ფილტვზეც ქონდა პრობლემა, რეანიმაციაში ყავდათ საკმაოდ დიდხანს და არანაირ იმედს არ აძლევდნენ, მაგრამ წლის და 4 თვისაა უკვე, მართალია ხშირი კონტროლი და მეთვალყურეობა სჭირდება მაგრამ რაც მთავარია ბავშვი იზრდება, ვითარდება და გადასარევი პატარაა. ასე რომ შენ არ ინერვიულო, შენთვითონ ისეთი ძლიერი ჩანხარ, შენი ბაიაც შენნაირი იქნება.
ნათესავებს და გულშემატკივრებს კი ვინმემ უნდა უთხრას რომ სიახლეს გააგებინებენ და არ არის საჭირო მუდმივად შეწუხება .

Posted by: ლუნა 10 Feb 2013, 15:30
an apple
QUOTE
ბავშვი რომ არ გაყავდათ, ეს მართლა მინუსი იყო, დამავიწყდა აღმენიშნა, ჩემი დღე და ღამე ღნაოდა და საშინლად დამისივდა ფეხები,ვერ დავდიოდი დაღლილობისგან.

ასე იყო შარაშიძეშიც, მოკლედ მგონი ერთადერთი სამშობიარო სადაც ბავშვი გაყავთ ჯანმრთელობის სახლია მაგრამ იმდენად ძვირია იქ მშობიარობა (მითუმეტეს საკეისრო) რომ ჯობია სამი დღე გაიჭირვოს ადამიანმა გაგუაში, იმედში ან ახალ სიცოცხლეში იმშობიაროს და დაზოგილი თანხით ბევრ რამეს უყიდის ბავშვს, მაგ. საწოლს და ეტლს, ბავშვის დაბადებას ისედაც მილიონი საჭირო ნივთი და ხარჯი მოჰყვება ხოლმე..

Posted by: natinati77 10 Feb 2013, 16:15
ბავშვი იმედის კლინიკაშიც გაყავთ,მე ერთხელ ვთხოვე დატოვეთ ერთი გამეთკქო და ცოდოხარო და ღამის 1 საათზე გაიყვანეს

Posted by: vinnie 10 Feb 2013, 16:36
გაგუაშიც გაყავთ wink.gif როცა მინდოდა მიმყავდა და ვუტოვებდი

Posted by: ლუნა 10 Feb 2013, 17:44
უმრავლესობა ამბობს არ გაყავთო და ვერ გავიგე ლამაზი თვალების მიხედვით არჩევენ რომელი მშობიარეს ბავშვი გაიყვანონ და რომლის არა? biggrin.gif
პერსონალის გუნება-განწყობასაც გააჩნია ალბათ..

Posted by: makuna1980 10 Feb 2013, 21:35
მოვაღწიე კომპამდე და მეც დავწერ ბარემ სანამ მაცდის ჩემი ანგელოზი... 1–ში ვიყავი დაბარებული ღოღობერიძესთან მაგრამ დილის ექვსის ნახევარზე წყლები დავღვარე სახლშ, ისე რომ არანაირი ტკივილი საერთოდ არ მქონია და ეგრევე გავქანდით სამშობიაროში... 6 საათზე უკვე იქ ვიყავით..რადგან პირველი იყო და ყელიც არ იყო გახსნილი დამტოვეს და სოსოს დაველოდოთო..მორიგემ რომ გამსინჯა კინაღამ გული წამივიდა ისე მეტკინა, არადა რატომღაც მეგონა გასინჯვა არც ისე მტკივნეული იქნებოდა... სოსო 10 საათზე მოვიდა, გამსინჯა და ყელი ისევ არ ფიქრობდა გახსნას...პირველ საათზე რომ ძლივს ერთი თითი მოემატა მაშინ კი დამიდგეს უკვე დამაჩქარებელი და ტკივილებიც რომ მომემატა გაუტკივარებაც გავაკეთებინე... მაგრამ როგორც კი სამ თითზე გაიხსნა ყელი უკვე ვეღარ მიყუჩებდა მაინცდამაინც... როგორც იქნა საღამოს 8 საათზე სრული გახსნა იყო და ტკივილებიც ისეთ გახდა მეგონა მოვკვდებოდი..გაუტკივარება აღარ დამიმატეს – აღარც გაგიყუჩებს და სრულ გახსნაზე აღარ ვაკეთებთო... სოსო მამშვიდებდა ახლა ჭინთვები დაგეწყება და ტკივილი აღარ გექნებაო...ამ ჯოჯოხეთში სრულ გახსნაზე 2 საათი ვკიოდი, ძალ–ღონის ნატამალიც აღარ მქონდა შერჩენილი, მეგონა გული ვეღარ გამიძლებს და მოვკვდები–თქო... სამწუხაროდ ჩემი 15 საათანი ტანჯვა მაინც საკეისროთ დამთავრდა – წყლები ნაადრევად იყო დაღვრილი და ბავშვი მცირე მენჯში ვერ ჩამოვიდაო, ჭინთვები არ დამეწყო...სოსომ მეტს ვეღარ გადავდებ, ბავშვს გულისცემა გაუფუჭდება და საშიშაო (ბოლო ორი საათ სულ პატარას გულისცემას აკვირდებოდნენ)... საბოლოოდ საღამოს 11 საათზე საკეისროთი დაიბადა ჩემი მარიამი...
რაც შეეხება თვითნ ჰერას – ძალიან მომეწონა ღოღობერიძე და ვთლი რომ სწორი არჩევანი გავაკეთე მასთან რომ ვიმშობიარე... აი პერსონალი კი... ბავშვის დატოვება სულ პრობლემა იყო, იმის მიუხედავად რომ ნაკეისრალი ვიყავი და ცუდად ვიყავი მაინც პალატაში მოარბენინებდნენ ბავშვს.. თან სულ გადასხმა მედგა და ვენაში კათეტერით ძალიან მიჭირდა ბავშვის მიხედვა... ცალი ხელით პატარას ძუძუს ვაჭმევდი მეორეზე გადასხმა მედგა... სანამ არ ავფეთქდი გამაგებინეთ თქვენ მოვალეობაში რა შედის ან ღოღბერიძესთნ გავარკვევთქო მანამდე არ იკადრეს მიეხედათ პატარასთვის... ერთ ღამეს გული გამიხდა ცუდად, დავრეკე და ექთანს ვუთხარი – წამალი შემომიტანა, მაგიდაზე დადო და ისე გავიდა არც უკითხავს რა მჭირდა, ვკვდებოდი იქნებ...ცალკკე კათეტერი ამომივარდა და სანამ ვენა არ გამიმაგრდა და ხელი არ გამიშეშდა ყურადღბა არ მიაქციეს... მხოლოდ ერთი ცვლა იყო ექთნების, სულ ახალგაზრდა გოგოები, ძალიან ყურადღებიანები და კარგები იყვნენ... არ ვიცი, მეორეზე რომ ვმშობიარობდე მიუხედავად იმისა რომ ექიმი მომეწონა ალბათ ჰერაში მაინც აღარ მივიდოდი – მშობიარობის შემდეგ ელემენტარული ყურადღება ნამდვილად გჭირდება პერსონალისაგან, რაც ჰერაში ნამდვილად არაა სათანადო დონეზე...

Posted by: kvatunia24 10 Feb 2013, 21:46
makuna1980
ამ შენი ისტორიის მერე კიდევ ერთხელ უღრმესი მადლობა მამუკა ნემსაძეს და ახალ სიცოცხლეს, საკმარისი იყო ზარი დაგერეკა რომ ექთანი ეგრევე პალატასი ჩნდებოდა, ნაკეისრალების ბავშვები გაყავდათ უპრობლემოდ, ფიზიოლოგიურების არა მაგრამ ყოველ საათში ერთხელ შემოდიოდნენ და გვკითხულობდნენ როგორ ვიყავით, დღეში 4 ჯერ საჭმელი მოქონდათ, სამჯერ ალაგებდნენ ოთახს და ვანა ტუალეტს, ექიმი ყოველდღე შემოდიოდა და გვკითხულობდა ასე რომ უზომოდ კმაყოფილი ვარ ახალი სიცოცხლის და მისი პერსონალის, კიდევ კარგი რომ ჩემს დაქალს არ დავუჯერე და ჰერაში არ წავედი, მეხვწებოდა ჩემთან წამოდიო, იქ მუშაობს თვითონ.

Posted by: anano_991 10 Feb 2013, 21:50
makuna1980
გილოცავ კიდევ ერთხელ დიდი და ჯანმრთელი გოგო გაგეზარდოოს2kiss.gif მარა რა იყო გამძლეობაზე გციდნენ რა უბედურებაა ასეთი უყურადღებობააა

Posted by: mainc 10 Feb 2013, 22:56
QUOTE
ბავშვის დატოვება სულ პრობლემა იყო, იმის მიუხედავად რომ ნაკეისრალი ვიყავი და ცუდად ვიყავი მაინც პალატაში მოარბენინებდნენ ბავშვს.. თან სულ გადასხმა მედგა და ვენაში კათეტერით ძალიან მიჭირდა ბავშვის მიხედვა... ცალი ხელით პატარას ძუძუს ვაჭმევდი მეორეზე გადასხმა მედგა... სანამ არ ავფეთქდი გამაგებინეთ თქვენ მოვალეობაში რა შედის ან ღოღბერიძესთნ გავარკვევთქო მანამდე არ იკადრეს მიეხედათ პატარასთვის... ერთ ღამეს გული გამიხდა ცუდად, დავრეკე და ექთანს ვუთხარი – წამალი შემომიტანა, მაგიდაზე დადო და ისე გავიდა არც უკითხავს რა მჭირდა, ვკვდებოდი იქნებ...ცალკკე კათეტერი ამომივარდა და სანამ ვენა არ გამიმაგრდა და ხელი არ გამიშეშდა ყურადღბა არ მიაქციეს


drug.gif რა საშინელება ყოფილა ეს ჰერა


makuna1980 შენ კი გილოცავ კიდევ ერთხელ :*

Posted by: Sargerass 12 Feb 2013, 02:52
გილოცავთ ყველას პაწაწუნებს <3 მე იმედის კლინიკაში ვაპირებ მშობიარობას.. კმაყოფილი ხართ იმედის კლინიკით? საკეისროს ვიკეთებ თვალებზე პრობლემის გამო

Posted by: dadu411 12 Feb 2013, 12:19
მეც დავწერ ჩემს მოგონებებს ...ესეიგი დავიწყებ იქიდან რო 3ჯერ გამომაბრუნეს სახლში მოვლითი ტკივილები მქონდა მაგრამ ყელი დახურული იყო მე4ედ რო მივედი უკვე 15 წუთში ერთხელ მტკიოდა და რო გამსინჯეს 1თითის წვერზეა გახსნილიო და დილამდე არ იმშობიარებსო მე აღარ მინდოდა სახლში გაბრუნება და კიდევ კარგი არ გავბრუნდი რამდენიმე საათში ისეთი ტკივილები დამეწყოოო .. მოკლედ დამტოვეს 28 იანვარს საღამოს 6ის ნახევარზე თავიდან რო შევედი 1კაციანი პალატა ავირჩიე და პალატაში რო შEმიყვანეს და მარტო გავიჩითე საშინლად მარტოსულად ვიგრძენი თავი და დავიწყე ტირილი ცოტა ხანში მეუგლე სჰემოუშვეს ცოტა დავმშვიდდი ...მერე უკვე 10 წუთში ერტხელ მიმეორებდა ტკივილებს მერე 7,5,3 და ბოლოს 1 წუთში ერთხელ და უკვე ძლიერად მტკიოდა კალიდორში დავდიოდი ბგავილით ჩემი ქმარი ყოველ ნახევარ საათში მირეკავდა და მამხნევებდა ნუ გეშინია აქ ვართო ვეთყვი თუ გინდა ექიმებს და მშობიარობაზე შემოვალო მარა არ მინდოდა იმ მდგომარეობაში ვენახე ....ერთი სიტყვიტ გამოვიდა ექიმი გამსინჯა და მეუბნება ისევ 1 თითზე ხარო არადა უკვე სულ მტკიოდა აგარ იყო მოვლითი ტკივილები ხოდა 2 საათი კიდე ვიტმინე ეს საშინელება 2 საათში გამსინჯა კიდე 1 თითზე და მეორე თითის წვერზე ხარო მეთქი ჩქარა გამიკეთეთ გაუტკივარებათქო ძAლიან არ მინდოდა მარა არ მეხსნებოდა ყელი და ტკივილებმა გამაგიჯა. მაგრამ ეხლა რო ვპიქრობ ან იმდენი ხანი რას ვიტანჯავდი თავს როგორც კი ნემსი გამიკეთეს ტკივილებიტ დაგლილს იმ წუტას მეტქი დამაწვინეთთქო 12 იყო დამაწვინეს და ტკბილად დავიძინე დილის 5 საათზე ჭინთვებმა გამაგვიძა უკვე გამიყვანეს ბლოკში და 6 რო 25 აკლდა უკვე გულზე მეწვინა ჩEმი პაწიიია 3500დაიბადა 52 სმ ჩამჭრეს სამწუხაროდ 3 ნაკერი მაქვს მარა უკვე გამიარა დგეს გახდა ჩემი ბიჭი 2 კვირიის love.gif kiss.gif რაც შეეხება სამშობიაროს ჰერაში ვიმშობიარე და ნორმალური პირობები აქვტ ბავსშვები გაყავთ ღAმე მაგაზე არ იყო პრობლემა დავურეკავდი დილით და ამომიყვანდნენ კვებაც ნორმალური 4ჯერადი ... ექთნებიც ყურადღებიანი რავიცი საერთო ჯამში კმაყოფილი ვარ მაგ სამშობიაროთი smile.gif

Posted by: anano_991 12 Feb 2013, 12:36
dadu411
გილოცაააავ დიდი ბიჭი გაგეზარდოოს 2kiss.gif როგორც ვხვდები ეგრევე უნდა გაიკეთო გაუმტკივარებაა რა არ უნდა მოითმინოო

Posted by: brinka9962 12 Feb 2013, 12:36
ყოჩაღი გოგო ხარ .. ღმერთმა ჯამღთელი გაგიზარდოს love.gif love.gif

Posted by: dadu411 12 Feb 2013, 13:06
anano_991
კი ნამდვილად მე ყველას ვურჩევ რო გაიკეთოს რატომ უნდა დაიტანჯო თავი როცა არის საშუალება მე რო არ გამეკეთEბინა ხო მოვკვდებოდი 12 საატი ასე რო მტკენოდა მუცელი მერე რა ჭინთვების თAვი მექნებოდა

Posted by: blblbl 12 Feb 2013, 15:15
anano_991
თუ გაგიკეთეს კი,ზოგი ექიმი გატყუებს არ კეთდება 2ამდე მერე 3ამდე გივანი და ა.შ, არადა რეალურად პირველივე თითიდან შეძლება გაკეთება და 3თითის მერე აჩქარებს მშობიარობას და არა ანელებს,სხვადასხვა ინფრომაცია აქვს სხვადასხვა ექიმს თუ რატო ამბობენ სხვადასხვას კაცმა არ იცის biggrin.gif და გინდაც ანელებდეს,არ მტკიოდეს და შეანელოს ბატონო არ მაქვს პრობლემა არსად მეჩქარება biggrin.gif

Posted by: dadu411 12 Feb 2013, 15:25
ხო ისე რატო იტყუებიიაან ? მეც ასე ვიცოდი ყველასგან რო 4 თითზე სანამ არ იხსნები არ აკეთებენო და 4 თითამდე თუ მივედი ვიგას რა ჯანდაბათ უნდა მაგათი ნემსი lol.gif კიდე კაი მეც არ მომატყუეს ერთი ვთქVი და კიბატონოოვოო idea.gif

Posted by: blblbl 12 Feb 2013, 15:27
dadu411
მე როგოც მივხვდი მკაცრად უნდა დაუდგე ცოტა.არა 4 ამდე არა 4ზე ხსნიან პირიქით 3ამდე უნდ ამოითმინოო ზოგი იძახის biggrin.gif მანამდე რომგ აკეთდეს დრო გაიწელებაო,გაიწელოს ბატონო არ მეჩქარება არსად 3საათით გვიან გავაჩინო მირჩევნია ვიდრე ნახევარი საათი მტკიოდეს smile.gif ისე კი დეიდაჩემსაც და ბიცოლაჩემსაც გაკეთებიდან ერთ საათში ჰქონდათ სრული გახსნა და ეს თუ შენელებაა არ ვიცი biggrin.gif

Posted by: dadu411 12 Feb 2013, 15:28
კი მეც ასე ვიცი რო აჩქარებს ყელის გახსნაას

Posted by: makavel1 12 Feb 2013, 15:33
blblbl
საზღვარგარეთ ყველგან აკეთებენ 1 თითზე, მამიდაჩემმა გაიკეთა თუ არა 3 საათში გააჩინა პირველი ბავშვი, არადა იქამდე 2 დღე ტკიოდა, და რომელი ექიმიც ამბობს რომ არ აჩქარებს გაუტკივარება უბრალოდ აზრზე არაა.

Posted by: dadu411 12 Feb 2013, 15:34
blblbl
ვაიმე იმ წუტას სულ არ მაინტერესებდა ოგონთ გაეყუჩებინათ და თუ გინდა 2 დღეში გამეჩინაა 12 ზე გამიკეთეს და 6რო 25 აკლდა გავაჩინე მანამდე ისე გემრიელაად მეძინაააა baby.gif biggrin.gif არ მესმის რო ითმენენ და ამდენი ხანი რო სტკივათ მუცელი მერე ჭინთვებზე ძალა ხო გინდა ადამიანს და კიდე აქვთ ნეტა ჭინთვების თავიი? მე 2 საათი ძლივს გავუძEლი ძლიერ ტკივილებს არაფრის თავი აღარ მქონდა facepalm.gif

Posted by: anano_991 12 Feb 2013, 15:42
აუ მეც გუშინ მაგას ვჩხუბობდი სახლში 2თით ნახევრამდე თუ არ გაიხსენი არ გიკეთებენ გაუმტკივარენას და 3თითის მერე გიხსნიან და ის ნახევარ თითსაც მოვითმენთქოო რაღა აზრი აქ?biggrin.gif მეც ვიცი რომ ცოტას აჩქარებს ეგ გაუმტკივარებაა
dadu411
მთელი 2დღე იხსნებოდი 2თითამდე და გაუმთკივარების მერე რა მალე გააჩინე და ადვილად ნუ ტკივილების გარეშეbiggrin.gif

Posted by: blblbl 12 Feb 2013, 15:43
makavel1
აი ზემოთ კვატუნიას პოსტშიც წერია რომ არაფრით გაუკეთეს მოქმედება შენელდებაო და თან მაინცდამაინც 3ზე უნდა გაკეთდესო.
dadu411
ეგ არც მე მესმის და მომკალი : აქ მაგის გამო ლამის გამბრდღვნეს რამდენჯერმე ერთი და ორი საატი თუ გტკივა დიდი ამბავი აიტანოოო,რატო თორემ კი :დ

Posted by: dadu411 12 Feb 2013, 15:52
anano_991
აბა რაა ჭინთვებზე მერე საერთოდ აღარ მტკიოდა ტკივილები არ მქონდა მარტო ჭინთვებს ვგრძნობდი
* * *
blblbl
ეჰ მეც ეგრე ვიძახდი მარა სანამ არ გამოცდი ვერ ხვდები თურმე. ძაან მეშინოდა იმის რო ტკივილებს დამიტოვებს წელისასთქო და მირჩევნია ერთი ორი საათი მტკიოდესთქო და მართლაც 2 საათი ვითმინე ძლიერი ტკივილები მარა 12 საათი ნაღდათ ვერ მოვითმენდი no.gif cry.gif წელის ტკივილებს რაც შეეხება 1 კვირა მაინც ისე თAვისუფლად ვერ ვიხრებოდი და დიდი ხანი რო ვიდექი ფეხზე მტკიოდა ცოტა მარაა ეხლა საერთოდ აღარ ყველაფერს გაფრთხილება უნდა

Posted by: Dido 12 Feb 2013, 16:06
dadu411
QUOTE
ვაიმე იმ წუტას სულ არ მაინტერესებდა ოგონთ გაეყუჩებინათ და თუ გინდა 2 დღეში გამეჩინაა

biggrin.gif ზუსტად, იმ საშინელი ტკივილისას ყველაფერზე ხარ წამსვლელი biggrin.gif ასე რომ, 3 თითამდე რა მომაცდევინებს, თავიდანვე გავაკეთებინებ. აბა თუ დავიტანჯე მერე რაღად მინდა გაუტკივარება. ყველაზე მეტი ტკივილი ყელის გახსნის დროს არის. ჭინთვების დროს ტკივილი საერთოდ აღარ მიგრძვნია yes.gif

Posted by: dadu411 12 Feb 2013, 17:04
Dido
კი ნამდვილად ზოგი ისე მიდის 3 თითამდე არ აკვს ტკივილები მარა ზოგიც 1თითზე გახსნისას უკვე დზლიერი ტკივილები აქვს მაგალითად როგორც მე ამიტომ წამოგტკივდებათუ არა ეგრევე უნდა გაიკეთო biggrin.gif მე ისე მომეწონა ეგ გაუტკივარება მეორე ბავშვს არ გავაჩენ უმაგისოოოდ ...

Posted by: kvatunia24 12 Feb 2013, 20:41
ვაიმე აბა მე რა ვთქვა ხომ მიწერია და ნახეთ, თითქმის 24 საათი მტკიოდა და ის ძლიერი ტკივილები გონებას რომ გაკარგვინებს 15 საათი გამიგრძელდა, არც მე მინდოდა გაუტკივარება, ვამბობდი მირჩევნია მოვითმინოთქო მაგრამ, მერე უკვე ვეხვეწებოდი გამიკეთეთთქო და არაფრით არ გამიკეთა მამუკამ, შემინელებს ყელის გახსნას და მშობიარობასო, არა და დამაჩქარებელი მქონდა უკვე გაკეთებული და წამში ერთხელ მივლიდა. ყველა ექიმს თავისი ოფოფები აქვს რას ვიზავთ? biggrin.gif

Posted by: Pumpula 12 Feb 2013, 20:42
kvatunia24

ვსიო, შანსი აღარაა მამუკასთან მივიდე, მე მაგან გაუტკივარება რომ არ გამიკეთოს თავზე დავამტვრებ რაც ხელში მომხვდება vik.gif

Posted by: kvatunia24 12 Feb 2013, 20:54
[Db]Pumpula[/b]
დამიჯერე მაგის თავიც არ გექნება biggrin.gif იმდენად საყვარელია და ისე გეფერება იმ ტკივილების დროს, ისე გამხნევებს რომ სანახევროდ გიმსუბუქებს smile.gif ბოლოს რომ შევეხვეწე გამიკეთე რა მოხდება ხომ ხედავ ვერარ ვუძლებთქო და აქამდე რახან გაუძელი ერთ ნახევარ საათსაც გაუძლებ და მერე გპირდები აღარ გეტკინებაო, უკვე სრული გახსნა იყო და ჭინთვები მქონდა დაწყებული, ხოდა ზუსტად ისე მოხდა როგორც მითხრა, ჭინთვები რომ დამეწყო მერე ტკივილებს ვეღარ ვგრძნობდი უკვე, როგორი შეგრძნებაა იცი? ბოდიში და კუჭში გასვლა რომ გინდა smile.gif ძალიან გამძლე უნდა იყო რომ რაც მე გადავიტანე იმას გაუძლო გაუტკივარების გარეშე, ზოგი ელემენტარულ ტკივილს ვერ უძლებს, ეს მე ვაღ ძალიან მომთმენი და ტკივილამტანი.

Posted by: FoXy 12 Feb 2013, 20:58
kvatunia24
QUOTE
დამიჯერე მაგის თავიც არ გექნება  იმდენად საყვარელია და ისე გეფერება იმ ტკივილების დროს, ისე გამხნევებს რომ სანახევროდ გიმსუბუქებს  ბოლოს რომ შევეხვეწე გამიკეთე რა მოხდება ხომ ხედავ ვერარ ვუძლებთქო და აქამდე რახან გაუძელი ერთ ნახევარ საათსაც გაუძლებ და მერე გპირდები აღარ გეტკინებაო, უკვე სრული გახსნა იყო და ჭინთვები მქონდა დაწყებული, ხოდა ზუსტად ისე მოხდა როგორც მითხრა, ჭინთვები რომ დამეწყო მერე ტკივილებს ვეღარ ვგრძნობდი უკვე, როგორი შეგრძნებაა იცი? ბოდიში და კუჭში გასვლა რომ გინდა  ძალიან გამძლე უნდა იყო რომ რაც მე გადავიტანე იმას გაუძლო გაუტკივარების გარეშე, ზოგი ელემენტარულ ტკივილს ვერ უძლებს, ეს მე ვაღ ძალიან მომთმენი და ტკივილამტანი.


როგორ ხარ? ბაია როგორ არის? 2kiss.gif 2kiss.gif იცი რა მაინტერესებს, მეც ძალიან ამტანი ვარ გეტყობა შენც და მაინც ყვიროდი, რომ გტკიოდა?biggrin.gif

Posted by: Pumpula 12 Feb 2013, 20:58
kvatunia24

მე კი ძალიან ემოციური ვარ და ნამდვილად არ ვიცი რა ჭკუაზე დამაყენებს ეგ ტკივილები, ამიტომ არ მინდა გარისკვა და მოსინჯვა..მესმის რომ კარგი ექიმია, მაგრამ ის რომ გაუტკივარებას არ აკეთებს თხოვნით, ის რომ პალატაში უჰაერობაა და კიდევ მნახველები თავისუფლად შემოდიან, საბოლოო მაწყვეტინებს რომ წავიდე იმედის კლინიკაში

Posted by: kvatunia24 12 Feb 2013, 21:14
FoXy
მე კარგად ვარ გუშინ მასაჟისტი მყავდა სადინარები გამიხსნა გაქვავებული მქონდა მკერდი, სხვათაშორის აქედან ვიცი ეგ ქალი მარიზი, კმაყოფილი ვარ ძალიან თუ დაგჭირდეთ ვინმეს იცოდეთ, ცოტა ბევრს კი ქაქანებს მაგრამ ღირს smile.gif ბავშვი ოდნავ უკეთ, დღეს მითხრეს რძე თუ გაქვს მოიტანე გამოწველილი და ვაჭმევთთო, ორი დღეა ჰუმანას აძლევენ 20 მილილიტრს, სუნთქვაც ნორმალური აქვს უკვე და ღვთის წყალობით იმედი მაქვს რომ ასე გააგრძელებს,ძლიერი ბიჭია smile.gif
რაც შეეხება ტკივილის ატანას, ძალიან მომთმენი ვარ, სანამ გული არ წამივა მანამდე შემიძლია ვითმინო, ხელმოტეხილმა ქარელის საავადმყოფომდე ჩემი სოფლიდან 12 კილომეტრია ისე ვიარე მანქანით ჯანჯღარით და ისე მტკიოდა რომ ყმუილი მინდოდა მაგრამ ვითნმენდი და სუსი არ გაუგია არავის ჩემი biggrin.gif იმ დღესაც ხომ არანორმალურად მტკიოდა, ყვირილით ვერ ვიყვირე, ვტიროდი და ბოლოსკენ უკვე რომ აღარ შემეძლო ერთი ორჯერ წამომეყვირა, თან ვიცოდი რომ არ შეიძლება ყვირილი და ვცდილობდი ღრმად მესუნთქა ტკივილების დროს რომ გადამეტანა.
* * *
Pumpula
შენ როგორც უფრო კომფორტულად და მშვიდად იგრძნობ თავს ისე უნდა მოიქცე ნამდვილად smile.gif

Posted by: makavel1 12 Feb 2013, 23:15
kvatunia24
აუ გოგო ეს რა მაგარი ამბავია!!! აუცილებლად აჭამონ შენი რძე ეგ არის ეხლა მაგისთვის პირველი წამალი და მკურნალი, იქნებ ისე გააკეთოთ რომ სულ იწველო და აძლიო ყოველი კვება,

Posted by: brinka9962 12 Feb 2013, 23:52
kvatunia24
რა მაგარიაა ყოჩაღი ბიჭიიააა როგორ გამიხარდაა :* მალეე სულ სულ გამოჯამრთელდებაა :*

Posted by: kvatunia24 13 Feb 2013, 10:05
makavel1
ხოოო, ამ დილითაც მივიტანე, 7 ზე ავდექი მაგის გულისთვის რომ გამომეწველა იმდენი რომ სამი კვება ეყოს სანამ მივალ, 3 ის ნახევარზე კიდე უნდა მივიტანო და საღამოს კვებაც ჩემი ექნება smile.gif ვეცდები რომ რამდენჯერაც შევძლებ იმდენჯერ მივუტანო და იმდენი რომ ეყოს, ჰუმანაც დავტოვე თუ რამეა და ვერ მივუსწარით, თუ ზუსტად ჭამის დროს არ მიიტანე რძე აღარ გელოდებიან, ვერ დავურღვევთ რეჟიმსო smile.gif
b]brinka9962[/b]
შენს პირს შაქარი smile.gif 2kiss.gif

Posted by: Dido 13 Feb 2013, 10:49
Pumpula
აი გამოფხეკვის დროს რო იყო ტკივილი იმაზე მეტი არ გექნება, აი შედარებაც არაა, მშობიარობის ტკივილი ასატანია yes.gif მე მშობიარობაზე არ მიკივლია და მანდ ბოლო ხმაზე ვყვიროდი cry.gif

Posted by: Pumpula 13 Feb 2013, 11:05
Dido

გამოფხეკვის ტკივილი არ მიგრძვნია, ვაკუუმით გამიკეთეს და თან ნარკოზით, გათიშული ვიყავი, არაფერი მახსოვს..მეორედ რომ სცადეს უნარკოზოდ, სარკის ჩადგმამდეც კი არ მივაყვანინე საქმე, ვტიროდი და ვკიოდი, შესასვლელი გადავუკეტე ემოციებისგან და ვეღარ გამხსნა იმ კაცმა, ამიტომ მეორედაც ნარკოზი გამიკეთეს და ისე გამოიღეს რაც დარჩა..ჰოდა რომ ვიცი რომ შეიძლება თავზე დავამტვრიო ყველაფერი ტკივილებისგან, მინდა გაუტკივარება

Posted by: Dido 13 Feb 2013, 11:11
Pumpula
QUOTE
არკის ჩადგმამდეც კი არ მივაყვანინე საქმე, ვტიროდი და ვკიოდი, შესასვლელი გადავუკეტე ემოციებისგან და ვეღარ გამხსნა იმ კაცმა, ამიტომ მეორედაც ნარკოზი გამიკეთეს და ისე გამოიღეს რაც დარჩა

ხო, თუმცა იქ ემოციური ფაქტორიც მოქმედებს, მშობიარობის დროს კარგს ელოდები და უფრო დადებით განწყობაზე ხარ.
მოკლედ, მეც აუცილებალდ ვაპირებ გაუტკივარებას. გადაწყვეტილი მაქვს smile.gif

Posted by: Pumpula 13 Feb 2013, 11:18
Dido

ეგეც მართალია, მაშინ ისეთი სტრესი მქონდა რომ სარკის ჩადგმას ეხლა და ეხლა ძვლივს შევეგუე, თავიდან თითითაც კი არ ვასინჯვინებდი თავს ისე ცუდად ვხდებოდი..ნუ მეც გაუტკივარება მაქ გადაწყვეტილი ყველა ვარიანტში, რადგან არ ვიცი როგორი ტკივილები მექნება, მაგას რომ ცდა დავუწყო მერე მეტყვიან უკვე ვეღარ გაგიკეთებთო, ამიტომ თავიდანვე მოვაწერ მაგაზე ხელს და ეგაა

Posted by: an apple 13 Feb 2013, 12:21
Pumpula
ეგ მამუკამ არ გაუკეთა გაუტკივარება,მიზეზთა გამო, თორემ მე ვთქვი თუ არა, კი გენაცვალე, რა პრობლემააო.
გავიხსენი თუ არა 3 თითზე, შემოგორდა დიდი აღჭურვილობითურთ.

Posted by: makavel1 13 Feb 2013, 12:22
Pumpula
ხო მართლა ძაან დიდი მნიშვნელობა აქვს ემოციებს, თავიდან რომ შემიყვანეს ხელით გასასინჯათ ჩემს გვერძე გოგო კიოდა გეხვეწებით აღარ შემიძლიაო გული შემიწუხდა მეთქი რას უშვებიან ამისთანას და შემოვიდა ჩემი ექიმი და მეუბნება ნუ გეშინია იმას არ უსმინო სარკეს არ ადგმევინებსო მერე ხელით რომ გამსინჯა საერთოდ ვერაფერი ვერ გავიგე და სულ მიკვირდა რატომ წივიან და კივიან, სამშობიაროში რომ მიმიყვანეს და მსინჯავდნენ მიუხედავად იმისა რომ 2 თითნახევარზე ვიყავი გახსნილი ექთნები გაგიჟებულები იყვნენ ნეტა ყველა შენნაირი მშობიარე იყოსო მარა არ დამცალდა მერე კი შემაგდეს საოპერაციოში. ჩემი დაქალი რომ მშობიარობდა ჩემს წინ გოგო გაიყვანესო აი წიოდა და კიოდაო და მეორე დღეს ამბობდა მეშინოდა და იმიტომ ვკიოდიო.

Posted by: natia2203 13 Feb 2013, 12:27
ერთი გოგო მშობიარობდა ჩემთან ერთად, ვერ აგიღწერთ როგორ კიოდა. უმარტივესი მშობიარობა ქონდა, ნახეთქიც კი არ ქონია, ჩიტივით იყო მეორე დღეს. მაგრამ ერთადერთი პრობლემა ქონდა მაინც, ყვირილისგან ყელი ისე ტკიოდა რომ ხმა ქონდა დაკარგული და ნერწყვს ვერ ყლაპავდა. და სულ იმას იძახდა, ნეტა არ მეწივლა, არ მტკიოდა მაგრამ მეშინოდა და მაგიტომ ვყვიროდიო smile.gif

Posted by: mainc 13 Feb 2013, 12:34
მოკლედ, ამათი გადამკიდე, კვლევა ჩავატარე ნეტში
ან არ იციან და ან, უბრალოდ ახირება აქვთ ასეთი, რომ 4 -5 სმ-მდე არ აკეთებენ გაუტკივარებას.
გაგუას კლინიკის ოფიციალურ გვერდზე შევედი და იქაც ასე უწერიათ , რატომ ტანავენ ადამიანებს, არ მესმის.
თქვენც თუ დაგუგლავთ , სხვა და სხვა კვლევებს ამოგიყრით, პდფ-ებიც მოყვება გარჩევებით,
იქ საუბარია, რომ ადრე სანამ 4 სმ-ს არ მიაღწევდა გახსნა, არ კეთდებოდა გაუტკივარება - მიზეზი იყო შემდეგი, არ შეენელებინა პროცესი და ყელის გახსნა და ამით საფრთხე არ შექმნოდა ნაყოფს გაწელილი მშობიარობის გამო, გული ცემა უსუსტდებოდა ბავშვს,ვერ რისკავდნენ და საკეისრო კეთდებოდა. მაგრამ ხაზგასმით არის ნათქვამი,რომ ეს არის ძველი მოსაზრება, უბრალოდ, ჩვენთან როდის "შემოვა" განვითარება, არავინ იცის (!)

დაყვეს ქალები 2 ჯგუფად, ერთს მალევე უკეთებდნენ გაუტკივარებას, მეორე ჯგუფს 4-5 სმ-ზე.
არანაირი სხვაობა არ ყოფილა ამ ორი ჯგუფის შედეგებს შორის, არც მშობიარობის დაყოვნება, არც ამის გამო საკეისროს პროცენტული მატება.
თუ უფრო ვრცლად დაგაინტერესებთ,თქვენით წაიკითხავთ
მაგრამ მე კი გამხადეს მკვლევარი facepalm.gif
მოდი და ნუ ინატრებ საზღვარგარეთ მშობიარობას

Posted by: tevzebii 13 Feb 2013, 12:41
QUOTE (mainc @ 13 Feb 2013, 12:34 )
----------------------------------------------/-----------------
მოდი და ნუ ინატრებ საზღვარგარეთ მშობიარობას

Mე გამიკეთეს 1 თითზე, 3 საათში ჭინთვები დამეწყო, დამიმატეთქო, ექიმა დამატებამდე გამსინჯა და სრული გახსნა იყო... Aნუ არ შეუნელებია, პირიქით, წყლები საღამოს დავღვარე და მეორე დილამდე არც იხსნებოდა და არც ტკივილი მქონდა

Posted by: mainc 13 Feb 2013, 12:47
tevzebii
ჰო, ეგ აქაურ ექიმებს გააგებინა , ნეტა .. smile.gif


მენათან რომ მივალ, პირველ რიგში ამაზე უნდა დაველაპარაკო.

Posted by: kvatunia24 13 Feb 2013, 12:49
მე თავიდანვე რომ მომეთხოვა და იქვე მომეწერა ხელი გაუტკივარებაზე გამიკეთებდნენ ალბათ მაგრამ ისე ვიყავი გაოგნებული ტკივილებისგან და თან დაბნეული ვიყავი რომ არც გამხსენებია, ბლოკში რომ ავედი მაშინ ვუთხარი და მერე უკვე ჯერ 3 თითა მდეო, მერე რომ აღარ გაიხსნა და გაიწელა პროცესი რომ გაგიკეთო კიდევ უფრო შემინელებსო პროცესსო და მერე უკვე დამაჩქარებელი რომ დამიდგეს 8 ზე 2.5 საათში სრული გახსნა იყო და აზრი აღარ აქვს აწი გაკეთებასო, ასე მატყუა იქამდე სანამ არ ვიმშობიარე biggrin.gif ეს მამუკას არ უყვარს გაუტკივარება ალბათ თორემ ზალდასტანისვილია კიდე იქ და იმისი მშობიარეები ვინც იყვნენ ყველამ ისე იმშობიარა სუსი არ გამიგია არავისი smile.gif

Posted by: Suleluka 13 Feb 2013, 13:10
გაუტკივარება არ გამიკეთებია არც მეორე მშობიარობაზე, პირველზე გონში არ ვიყავი რა ხდებოდა და რომ მოვითოვე ძალიან გიანი იყო, მეორეზე ხო ჩემით არ დამეწყო მშOბიარობა და თვითპნ გამოიწვიეს მსობიარობა და სულ 2 საათი მტკიოდა და ბოლოს ძაან რომ მტკიოდა 3ზე ვიყავი და ჩამიუვანეს ბლოკში იქ ვითხოვდი გაუტკივარებას, თან ბურთზე ვხტუნაობდი, მარა 15-20 წუთში ჭინთვები დამეწყო და 1-2 გაჭინთვაში კი გამOძვრა ბავშვი smile.gif

მარა ცუდათ რაც ჩამრჩა ის იყო, რომ ძაან რომ მტკიოდა ვითხოვდი გაუტკივარება გამიკეთეთ თქო და რეჩებს კითხულობდნენ დამატებით 150 ლარი ღირსო, მეთქი გამიკეთეთ ჩემი ქმარი აფინანსებს თქო smile.gif)) მოკლედ სანამ იმათმა რამე მოიფიქრეს კი გავაჩინე, რატომღაც მეგონა რომ მინიმუმ 1 საათი ან 2 უნდა მტკიებოდა სანამ 3 დან სრულ გახსნამდე მივიდოდი user.gif ეტყობა ეგ სახტუნაო ბურთი მართლა შველის smile.gif

Posted by: makavel1 13 Feb 2013, 13:17
QUOTE
ეს მამუკას არ უყვარს გაუტკივარება

არ უყვარს რას ქვია აბა თვითონ მშობიარობდეს ვნახავ ერთი როგორ არ ეყვარება, ვერ ვიტან ეგეთ მიდგომებს ვდრუგ და დაიღალე ამდენი ტკივილთ და ჭინთვის თავი არ გაქვს აგებს მერე თვითონ პასუხს? ეგრე შეიძლება ბავშვი გაგუდო საერთოდ

Posted by: Dido 13 Feb 2013, 14:37
არ უყვარს რა, ალბათ ცუდი გამოცდილება აქვს და როცა ხედავს რო ისედაც ნელა იხსნება ყელი და დამაჩქარებელის დადგმა ხდება საჭირო ამ შემთხვევაში ალბათ არ არის სასურველი გაუტკივარების გაკეთება, იმხელა გამოცდილების პროფესიონალმა ექიმმა უკეთ იცის როდის რა შეიძლება და რა არა. თორე მეანისთვის რა მნიშვნელობა აქვს გაუტკივარებას გაიკეთებ შენ თუ არა, მშობიარეს ტანჯვის სურვილი ხო არ კლავს biggrin.gif

Posted by: makavel1 13 Feb 2013, 14:46
Dido
გაუტკივარება არ ანელებს მშობიარობის პროცესს, საზღვარგარეთ ყველგან აკეტებენ ერთ თითზე, და როცა დამაჩქარებელს დგამ მაშინ უფრო ძლიერი ტკივილები აქვს მშობიარეს ყველა ნორმალურმა ადამიანმა იცის ეს და მაშინ უფრო უნდა გაუკეთო, არც ერთ ქვეყანაში არ ახვეწნინებენ მშობიარეს გაუტკივარებას
QUOTE
ალბათ ცუდი გამოცდილება აქვს

ცუდი გამოცდილება აქვს კი არა აზრზე არ არის ისევე როგორც სხვა ბევრი ექიმი საქართველოში.
QUOTE
ოკლედ, ამათი გადამკიდე, კვლევა ჩავატარე ნეტში
ან არ იციან და ან, უბრალოდ ახირება აქვთ ასეთი, რომ 4 -5 სმ-მდე არ აკეთებენ გაუტკივარებას.
გაგუას კლინიკის ოფიციალურ გვერდზე შევედი და იქაც ასე უწერიათ , რატომ ტანავენ ადამიანებს, არ მესმის.
თქვენც თუ დაგუგლავთ , სხვა და სხვა კვლევებს ამოგიყრით, პდფ-ებიც მოყვება გარჩევებით,
იქ საუბარია, რომ ადრე სანამ 4 სმ-ს არ მიაღწევდა გახსნა, არ კეთდებოდა გაუტკივარება - მიზეზი იყო შემდეგი, არ შეენელებინა პროცესი და ყელის გახსნა და ამით საფრთხე არ შექმნოდა ნაყოფს გაწელილი მშობიარობის გამო, გული ცემა უსუსტდებოდა ბავშვს,ვერ რისკავდნენ და საკეისრო კეთდებოდა. მაგრამ ხაზგასმით არის ნათქვამი,რომ ეს არის ძველი მოსაზრება, უბრალოდ, ჩვენთან როდის "შემოვა" განვითარება, არავინ იცის (!)

დაყვეს ქალები 2 ჯგუფად, ერთს მალევე უკეთებდნენ გაუტკივარებას, მეორე ჯგუფს 4-5 სმ-ზე.
არანაირი სხვაობა არ ყოფილა ამ ორი ჯგუფის შედეგებს შორის, არც მშობიარობის დაყოვნება, არც ამის გამო საკეისროს პროცენტული მატება.
თუ უფრო ვრცლად დაგაინტერესებთ,თქვენით წაიკითხავთ
მაგრამ მე კი გამხადეს მკვლევარი 
მოდი და ნუ ინატრებ საზღვარგარეთ მშობიარობას

+100000000000000000000000000

Posted by: brinka9962 13 Feb 2013, 15:10
მე მაგის იმედზე ვარ პატარა ტკივილსაც ვერ ვიტან არ მაქვს უნარი რო გამიკეტოს ავალიანმა გავგიჯდები smile.gif

Posted by: journalist 13 Feb 2013, 15:14
brinka9962

სამშობიაროში რომ მივედი, ავალიანმა მაშინვე შემომთავაზა გაუტკივარება და უარი ვუთხარი, 2 თითზე ვიყავი. მერეც რამდენჯერმე შემომტავაზა, ასე, რომ არამგონია უარი გითხრას

Posted by: makavel1 13 Feb 2013, 15:51
brinka9962
ემბრიოში სულ რომ არ ქონეს ყელი გახსნილი აქეთ შეგეხვეწებიან გაიკეთეო

Posted by: QoniCo 13 Feb 2013, 16:14
სამთით ნახევარზე ისე ავედი საერთოდ არ მტკიოდა არაფერი smile.gif იმდენად არ მტკიოდა რომ გაუტკივარება რატომ უნდა გამეკეთებინა ვერ ვხვდებოდი, დარწმუნებული ვარ ბოლომდე ასე გავიდოდი, უბრალოდ პირველი ბავშვი იყო და პროცესი რა თქმა უნდა ნელა მიდიოდა, დღემდე არ ვიცი რას მერჩოდნენ... biggrin.gif სამთითნახევარზე დამადგეს დამაჩარებელი და მერე 2 საათი კი მაყვირეს და არც გაუტკივარება არ გამიკეთეს.... არადა 10-ზე რომ მივედი მაშინ დამეწყო წყლების დაღვრა და გახსნილიც არ ვიყავი, საღამოს 6-ის ნახევარზე 3 თითნახევარზე ვიყავი, მაგრამ მაინც მობეზრდათ ეტყობა ლოდინი, ალბათ იფიქრეს მაინც არ ტკივაო და დამადგეს დამაჩქარებელი. მეორე ბავშვზე სანამ არ მატკივდება არსად ფეხის გამდგმელი არ ვარ, თან მეშინია ასე რომ წავიდეს საერთოდ სახლში არ გავაჩინო... biggrin.gif

Posted by: narkozeli 13 Feb 2013, 16:58
QUOTE
არ მტკიოდა მაგრამ მეშინოდა და მაგიტომ ვყვიროდიო smile.gif


ვაიმე ეს რატომ გიკვირთ? გაოცებული ვარ..
სტომატოლოგთან რომ მოდის პაციენტი,თითი არ მაქვს დაკარებული და ყვირის,წივის და პანიკობს.განა იმიტომ რომ ტკივა? უბრალოდ ეშინია და ასეთ დროს მე მათი ძალიან კარგად მესმის.
ყველა თქვენნაირი გამძლე და ჯანიანი ვერ იქნება.
არ არის სირცხვილი ის რომ ადამიანს ეშინია და ამ ემოციას გამოხატავს. ექიმი იმიტომ ვარ რომ მოვითმინო და ავიტანო მისი ემოციები და თან დავამშვიდო..
რატომ უნდა მოითმინო ტკივილი,გაინადგურო ნერვები თუ არსებობს მისი გაყუჩების ალტერნატივა?
სხვა რა არის ცივილიზაცია,თუ არა ჩვენი,ადამიანების კომფორტის გაუმჯობესება?
ყოჩაღ,კარგები და მაგრები ხართ რომ ასე იტანთ და ითმენთ,მაგრამ არაფერი ცუდი არ არის იმაში თუ ადამიანი ვერ იტანს ამ ტკივილს და თუ ადამიანი ემოციურია.მე მიყვარს ემოციური ხალხი..
ის ვინც ბევრ ითმენს,მერე ისეთ დროს ამოასხამს ხოლმე თავის ემოციებს,კაცმა არ იცის როდის და რა ფორმით და რამდენად ადეკვატურად.(ყველას არ ვგულისხმობ რათქმაუნდა)
მე მიყვარას ემოციური ხალხი და მათ ემოციებსაც პატივს ვცემ..ზოგჯერ საჭიროა,იყვირო,იტირო ან გეშინოდეს ..ეს ყველაფერი ბუნებრივია და ამაში სასირცხვილო არ არის არაფერი. yes.gif

Posted by: pravinia 13 Feb 2013, 17:09
QUOTE
ზოგჯერ საჭიროა,იყვირო,იტირო ან გეშინოდეს ..ეს ყველაფერი ბუნებრივია და ამაში სასირცხვილო არ არის არაფერი.



სრულიად ვეთანხმები ამ მოსაზრებას

Posted by: Pumpula 13 Feb 2013, 17:29
QUOTE (narkozeli @ 13 Feb 2013, 16:58 )
QUOTE
არ მტკიოდა მაგრამ მეშინოდა და მაგიტომ ვყვიროდიო smile.gif


ვაიმე ეს რატომ გიკვირთ? გაოცებული ვარ..
სტომატოლოგთან რომ მოდის პაციენტი,თითი არ მაქვს დაკარებული და ყვირის,წივის და პანიკობს.განა იმიტომ რომ ტკივა? უბრალოდ ეშინია და ასეთ დროს მე მათი ძალიან კარგად მესმის.
ყველა თქვენნაირი გამძლე და ჯანიანი ვერ იქნება.
არ არის სირცხვილი ის რომ ადამიანს ეშინია და ამ ემოციას გამოხატავს. ექიმი იმიტომ ვარ რომ მოვითმინო და ავიტანო მისი ემოციები და თან დავამშვიდო..
რატომ უნდა მოითმინო ტკივილი,გაინადგურო ნერვები თუ არსებობს მისი გაყუჩების ალტერნატივა?
სხვა რა არის ცივილიზაცია,თუ არა ჩვენი,ადამიანების კომფორტის გაუმჯობესება?
ყოჩაღ,კარგები და მაგრები ხართ რომ ასე იტანთ და ითმენთ,მაგრამ არაფერი ცუდი არ არის იმაში თუ ადამიანი ვერ იტანს ამ ტკივილს და თუ ადამიანი ემოციურია.მე მიყვარს ემოციური ხალხი..
ის ვინც ბევრ ითმენს,მერე ისეთ დროს ამოასხამს ხოლმე თავის ემოციებს,კაცმა არ იცის როდის და რა ფორმით და რამდენად ადეკვატურად.(ყველას არ ვგულისხმობ რათქმაუნდა)
მე მიყვარას ემოციური ხალხი და მათ ემოციებსაც პატივს ვცემ..ზოგჯერ საჭიროა,იყვირო,იტირო ან გეშინოდეს ..ეს ყველაფერი ბუნებრივია და ამაში სასირცხვილო არ არის არაფერი. yes.gif

yes.gif yes.gif yes.gif yes.gif yes.gif yes.gif yes.gif yes.gif
----------------------------------------------

Posted by: IFFY 13 Feb 2013, 17:47
Suleluka
QUOTE
ეტყობა ეგ სახტუნაო ბურთი მართლა შველის

შველის ახტომის მომენტში და ეგ წამის მეასედი შვებას გაძლევს.ნახევარი საათი კენგურუსავით ვხტუნაობდი biggrin.gif ეხლა სასაცილოდ მეჩვენება მაგრამ მაშინ...

გაუტკივარებას რაც შეეხება თუ ანესთეზიოლოგი კარგი ყავთ მოთმენა არ ღირს. იმდენად სუსტად მტკივა ეხლა ხეხემალთან, რომ ამის გამო უარის თქმა არ ღირდა. თანაც იშვიათად.

ჰერაზე აქ სხვადასხვა აზრი ითქვა. 24-ში ვიმშობიარე და 27-ში გამომწერეს. ამ სამ დღეში სამი სმენა გამოვიცვალე. სამივეგან იყვნენ კარგი და ცუდი თანამშრომლები. თუმცა საბოლოო ჯამში მაინც კმაყოფილი ვარ. იქ იყვნენ გოგოები, რომლებიც იგივე პირობებზე წუწუნებდნენ, რაზეც ეხლა მე ვამბობ, რომ კმაყოფილი დავრჩი მეთქი. ბავშვის გაყვანას ისევ ჩემთან ყოფილიყო მერჩია, მითუმეტეს, რომ ულაპარაკოდ იტოვებდნენ ჭამის დროსაც და ძილის დროსაც. უამრავი ბავშვი ყავდათ ერთ ოთახში და ყველა ღნაოდა. ეს ჩემი სულელი თვალებდაჭყეტილი იწვა რამდენი შევაკითხე და შემეცოდა რაღაცნაირად. მოვკიდე ხელი და წამოვიყვანე.

Posted by: Pumpula 13 Feb 2013, 17:59
QUOTE (IFFY @ 13 Feb 2013, 17:47 )
.ნახევარი საათი კენგურუსავით ვხტუნაობდი biggrin.gif

ვაიმე წარმოვიდგინე და lol.gif lol.gif lol.gif lol.gif

Posted by: teoni 13 Feb 2013, 19:00
mainc
QUOTE
დაყვეს ქალები 2 ჯგუფად, ერთს მალევე უკეთებდნენ გაუტკივარებას, მეორე ჯგუფს 4-5 სმ-ზე.
არანაირი სხვაობა არ ყოფილა ამ ორი ჯგუფის შედეგებს შორის, არც მშობიარობის დაყოვნება, არც ამის გამო საკეისროს პროცენტული მატება.
თუ უფრო ვრცლად დაგაინტერესებთ,თქვენით წაიკითხავთ
მაგრამ მე კი გამხადეს მკვლევარი facepalm.gif
მოდი და ნუ ინატრებ საზღვარგარეთ მშობიარობას

გერმანიაც საზღვარგარეთია,მაგრამ 4 თითზე უნდოდათ ჩემთვის გაუტკივარების გაკეთება,მანადმე არა. საშინელი ტკივილის გამო 3 თითზე გამიკეთეს,ვეღარ ვუძლებდი უკვე.

Posted by: mainc 13 Feb 2013, 19:03
teoni
ალბათ ყველგან არიან ახირებული ექიმები, ბუნებრივია : )

Posted by: teoni 13 Feb 2013, 19:09
mainc
ჩემს მეგობარსაც 3 თუ 4 თითზე გაუკეთეს,მანამდე არა.
საკეისროზე ახვეწნინებენ აქ ექიმები,კინაღამ მუხლის ჩოქზე დავუდექი ისე გამამწარეს.

Posted by: elsi88 13 Feb 2013, 19:24
19 და 20 იანვარს რამდენიმე საათიანი ინტერვალით შევნიშნე ყრუ მოვლითი ტკივილი მუცლის ქვედა არეში, რომელიც ციკლის დროს ტკივილს გავდა.მშობიარობის ვადა მენზის მიხედვით 25 იანვარი მეწერა, თუმცა გულის სიღრმეში რატომღაც ვფიქრობდი რომ 21ში დაიბადებოდა...
21ში დილით მეუღლე ჩვეულებისამებრ წავიდა სამსახურში, მე ჯერ კიდევ საწოლში ვიწექი და გაღვიძებისთანავე მქონდა შენიშნული რომ ეს ყრუ მოვლითი ტკივილები უფრო გახშირდა.. თუმცა მეუღლისთვის არაფერი მითქვამს რომ არ ანერვიულებულიყო.. თითქმის უმნიშვნელო ტკივილები მქონდა და ვიფიქრე ტყუილად არ ავაფორიაქებ მეთქი.. მაგრამ ექიმის დანაბარებიც მახსოვდა რომ 15-10 წუთიანი ინტერვალის შემთხვევაში, ან საცობის ჩამოშლის შემთხვევაში, ასევე წყლების დაღვრის შემთხვევაში, თუნდაც უმნიშვნელო რაოდენობით აუცილებლად ვრეკავდი ექიმთან და თან მივდიოდი სამშობიაროში.. ვიწექი მშვიდად და ვუყურებდი საათს ჩემს მოპირდაპირედ.. ინტერვალი 10 წუთიანი იყო.. ერთხელ განმეორდა, მეორედ, მესამედ..ამას გარდა მოშარდვისას ლორწოვანი მოვარდისფრო გამონადენიც შევნიშნე.გადავწყვიტე ექიმთან დარეკვა.. ბატონმა დავითმა მაშინვე დამიბარა..დავურეკე მეუღლეს..თან ავდექი, წყალი გადავივლე, მოვწესრიგდი, წასაღები ჩანთები გადავამოწმე, ჩემი მეუღლე უკვე სახლში იყო და ამ ყველაფერში მეხმარებოდა.. ჩემი სიმშვიდის მე თვითონ მიკვირდა, რატომღაც მეგონა რომ ცრუ განგაში იყო და უკან გამომაბრუნებდნენ...თუმცა ექიმის ნახვის შემდეგ მივხვდი უკან არავინ გამომიშვებდა და ემოციებმაც ნელ-ნელა იწყო მატება.. პირველი ცრემლი მაშინ მომადგა თვალზე, როცა ლიფტთან მივედით მე, ექთანი და ჩემი მეუღლე... იქ ჯაბა დაბლა რჩებოდა, მე კი უტელეფონოდ ავდიოდი მაღლა, საოპერაციო ბლოკში საკეისრო კვეთისთვის.. ლიფტში ძალ-ღონე მოვიკრიბე, საკუთარ თავს სიმშვიდისკენ შემოვუძახე..
მაღლა სიმშვიდე დამხვდა.. შემდეგ მივყევი ექიმების, ექთნების და ბებიაქალის ინსტრუქციებს..სპინალური გაუტკივარება გამიკეთეს... ანესთეზიოლოგი ყველაფერს მიხსნიდა, არ შეგეშინდეს, აი ესეთი და ესეთი შეგრძნება გექნება, არ გეტკინებაო...ყველაფერი ზუსტად გამართლდა, "არ მომატყუეს" და მეც უფრო მეტი შემართებით მოვემზადე... გადაწყვეტილი მქონდა რითაც შევძლებ დავეხმარებითქო... ზედმეტ კითხვას არ ვსვამდი რომ თავისი საქმე ეკეთებინათ... ცოტა ხანში ბატონი დავითი შემოვიდა... ვგრძნობდი ნელ-ნელა როგორ მიბუჟდებოდა სხეული და მალე საერთოდ ვეღარ ვგრძნობდი მკერდს ქვემოთ საკუთარ სხეულს... ფარდა ცამოაფარეს და მივხვდი რომ კვეთა დაიწყო... ბატონი დავითი მთელი პროცედურის განმავლობაში მესაუბრებოდა, ბლოკში დაბალ ხმაზე იყო ცართული ქართული ხალხური სიმღერები და ეს რაღაც ენით აღუწერელ სიამოვნებას მანიჭებდა, ველოდი როდის დავინახავდი ჩემს ვაჟკაცს smile.gif

კვეთა ახალი დაწყებული იყო და არ ველოდი ასე მალე... თან დაბნეული, ემოციებში და უცბად მესმის საკმაოდ ხმამაღალი ბავშვის ტირილი და ვხედავ ბატონი დავითი ფარდის ზემოთ წევს ბავშვს... არასოდეს დამავიწყდება ონისეს თვალები... ამბობენ ვერაფერს ხედავსო ახალშობილი, მაშინ ვიტყვი რომ უბრალოდ ჩემს მხარეს იყურებოდა...სრულ შოკში ვიყავი, ხმას ვერ ვიღებდი, გვერდით მაგიდა იდგა..დააწვინეს... ყურადღება ვერც მივაქციე ექთანს რას უკეტებდა ბავშვს, მგონი გაახვია, მე ონიკოს თვალებს ვუყურებდი, რომლებიც ისევ მე შემომცქეროდნენ...გაიყვანეს... მომილოცა პერსონალმა, ერთადერთი მახსოვს რომ იდიოტივით ვიღიმებოდი და ცრემლები მდიოდა... 2 წუთში ბავშვი შეფუთული მომიყვანეს... რა გამეკეთებინა არ ვიცოდი, ისევ ვტიროდი... მარცხენა ლოყაზე შევეხე ფრთხილად და ვაკოცე... წაიყვანეს... იმ საღამოს მხოლოდ 2 ჯერ ვნახე კიდევ 5-5 წუთით...

ის ღამე საოპერაციოს გვერდით, ბლოკში გავატარე, მთელი ღამე გაუტკივარებას ვითხოვდი და ველოდებოდი როდის გათენდებოდა დილა რომ გადავეყვანე პალატაში. ჩემთან ერთად 2 გინეკოლოგიური და ერთიც ნაკეისრალი პაციენტი იწვა. არ გამიმართლა... მთელი ღამე ოხრავდნენ აქეთ-იქიდან... რომ ვკითხე რატომ არ აყუჩებინებთ ტკივილსთქო პასუხს ვერ მცემდნენ... რატომ ითმენდნენ არ ვიცი მაგრამ ვერ გაქაჩეს, დილის 6ისთვის სათითაოდ გააყუჩა ექიმმა სამივე... ყველას ეგონა რომ მე რთული პაციენტი ვიქნებოდი, მაგრამ დილით ეტლი რომ შემოაგორეს, ის სამი თუ ხელში აყვანილი გადაყავდათ ეტლში, მე ფეხზე დავხვდი..კი... ვეწვალე, მაგრამ აუტანელი ტკივილი არ იყო...

პალატა კეთილმოწყობილი დამხვდა.. თბილოდა, ცხელი წყალი, დუშკაბინა, საწოლტან ზარი მქონდა, ზარის დარეკვა და ექთნის შემოსვლა ერთი იყო...ბავშვი გაყავდათ, უცვლიდნენ პამპერსს, აჭმევდნენ...ეს სანამ რძე მომივიდოდა და ფეხზე შევძლებდი კარგად დადგომას, მერე მე თვითონ ვუცვლიდი და ვაჭმევდი...smile.gif ექიმები ყოველ დღე შემოვლაზე, იწყებოდა მთავარი ექიმით და მოყვებოდა მერე, პედიატრი, ექთანი, და ა.შ. წნევას და სიცხეს დილა-საღამო სინჯავდნენ... კვება სამჯერადი..მოკლედ პირობების მიმართ არაფერი მეთქმის..სისუფტავე იყო ნამდვილად...

მეხუთე დღეს გამოგვწერეს..ის 5 დღე მახსენდება ისე, თითქოს კერძო სანატორიუმში გამეტარებინოს... ძალიან კარგია რომ მნახველები არ დაიშვებიან იმ სართულზე სადაც პალატებია... ბავშვთან ურთიერთობა გამიადვილდა... ვუყურებდი და ვსწავლობდი... ნამდვილად არავინ მჭირდებოდა იმ მომენტში... ერთადერთი მეუღლე მენატრებოდა უზომოდ... ყოველ საღამოს დიდი ფანჯრიდან ვუყურებდით მე და ონისე,.. დაბლა არ ჩავსულვარ, ვირუსებს მოვერიდე...ყველაფრისთვის მადლობელი ვარ იმედის კლინიკის...ყველას ბედნიერ დედობას გისურვებთ :*:*:

Posted by: kvatunia24 13 Feb 2013, 19:29
makavel1
არ აკეთებენ ყველგან, ამერიკაში იმშობიარა ზუსტად ჩემზე ერთი დღით ადრე ჩემმა ნათესავმა და სანამ 5 სანტიმეტრზე სანამ არ გაიხსნა არ გაუკეთეს, იმასაც ზუსტად ჩემნაირად გაეწელა ყელის გახსნა 24 საათი მშობიარობდა საწყალი გოგო და 3 თითზე რომ გაიხსნა მერე გაუკეთეს 18 საათის მერე გაუტკივარება..

Posted by: Pumpula 13 Feb 2013, 19:45
elsi88

ამატირე, წარმოვიდგენა მეც რომ პირველად ჩემ გოგოს დავინახავ და ბღავილი დავიწყე cry.gif მეც იმედში მინდა დათო კობეშავიძესთან და ე.ი. ყველაფრით კმაყოფილი ხარ ხო

Posted by: blblbl 13 Feb 2013, 19:46
elsi88
მიყვარხართ ძალიან ძალიან ,ცრემლები მომადგა,რა ძვირფასი ხარ ჩემთვის კი იცი და ახლა ონისეც ასეთივე ძვირფასია როგორც შენ 2kiss.gif

Posted by: elsi88 13 Feb 2013, 19:52
Pumpula
კი, ნამდვილად კმაყოფილი ვარ..განსაკუთრებით დავით კობეშავიძის, ყურადღება არ მოუკლია. მახსოვს გაკერვას რომ მორჩა თავზე მაკოცა და ისე გავიდა...ძალიან თბილი ადამიანია...თავისი საქმის პროფესიონალიზმზე აღარაფერს ვიტყვი, ძალიან მაგარი ნაკერი მაქვს... თითქმის არ მეტყობა უკვე.. წარმატებები :* მეც მალე წამეკითხოს შენი ტკბილი მოგონება
blblbl
ჩვეეეეენც... :*:* აუ ნინ ონიკო 1 ღამეში გამისუქდა lol.gif ნუ 10ნ დღეში 450 გრამი მატება ხო ჰქონდა და წუხელ იმდენი ჭამა გეფიცები დღეს მსუქანა გამიხდა lol.gif

Posted by: blblbl 13 Feb 2013, 19:54
elsi88
QUOTE
წუხელ იმდენი ჭამა გეფიცები დღეს მსუქანა გამიხდა

შენ კიდე დამატება უნდა მივცე არ ყოფნისო ,მერე გენახა გასუქება lol.gif lol.gif lol.gif lol.gif

Posted by: Pumpula 13 Feb 2013, 19:56
elsi88

გიგა ექიმი შემოდიოდა ხოლმე? biggrin.gif მელოგინეთა განყოფილების გამგეა რა, ეგ იყო ჩემი გინეკოლოგი პირველ ორსულობაზე და მანდ სხვა ექიმთან რომ დამინახავს, გაუტყდება ალბათ biggrin.gif

Posted by: elsi88 13 Feb 2013, 20:06
Pumpula
კი შემოდიოდა, ნაკერიც გამისინჯა და უშუალოდ ჩემს მდგომარეობას ამოწმებდა.. მე ცისტიტის პრობლემა მქონდა და წამლები დამინიშნა, უროლოგი მეგონა თავიდან biggrin.gif გაუტყდებაზე არ იარო რა, მე დავითს გირჩევ, სხვები ცუდები არიანთქო არ ვამბობ მაგრამ...მე მეორეზეც დათოსთან ვიმშობიარებ აუცილებლად როდესმე biggrin.gif ჯერ ორსულობის გაგონება აღარ მინდა lol.gif

Posted by: Pumpula 13 Feb 2013, 20:09
elsi88

ხოო ე.ი. მომიწევს მაგასთან შეფეთება და მიცნობს უეჭველი - ტეხავს, მაგრამ რა ვქნა ეხლა ვა, მაინც უფრო გამოცდილი დათო მირჩევნია, დავიკიდებ სირცხვილს biggrin.gif

Posted by: elsi88 13 Feb 2013, 20:09
blblbl
გოგო გამოუცდელობა ათას სისულელეს გათქმევინებს...მთავარია რომ არ ჩაგადენინოს lol.gif

Posted by: brinka9962 13 Feb 2013, 23:16
elsi88
რა ბედნიერეეებაა წამოვიდგინეეე დიდი ბიჭი გაგეზარდოოს :*


Posted by: elsi88 14 Feb 2013, 15:29
brinka9962
დიდი მადლობა, შენც მალე ელოდებოდი როგორც მახსოვს, ხომ არ გეყოლა? თუ ვცდები? :*

Posted by: brinka9962 14 Feb 2013, 16:10
elsi88
ველოდებიი უკვეე ეხლაა : *
და რა მაინეტერესებს გაძლევენ საკეისროს შემთხვევა რო მოდიხარ რეკომენდაციებს smile.gif
მაგალითად ფიზიკური ვარჯიში როდის შეიძლება და ესეთი რაღაცეები smile.gif

Posted by: elsi88 14 Feb 2013, 23:21
brinka9962
იმედში? იცი ზოგადად ყველას აფრთხილებენ მეთქი ვერ გეტყვი, იმიტომ რომ მაინც ინდივიდუალურია, ზოგს მალე უხორცდება ნაკერი, ზოგს ცოტა მოგვიანებით, ზოგადად ვიცი რომ 6თვეში ხდებაო სრული აღდგენა, შენ შეგიძლია როგორც კი იგრძნობ რომ უკვე შეგიძლია მსუბუქი ვარჯიშის დაწყება ნელ-ნელა დაიწყო..1-2 თვის მერე მაგალითად...ამას გარდა ექოსკოპიურად შეამოწმებ ნაკერს, 4-6 კვირის მერე და იქ გეტყვიან საერთო მდგომარეობას smile.gif

Posted by: Liluu85 15 Feb 2013, 13:03
elsi88
კიდე ერთხელ გილოცავ ლიკ 2kiss.gif
უზომოდ თბილი მოგონებები გაქვს, ცრემლები მომადგა 2kiss.gif

Posted by: makavel1 15 Feb 2013, 14:13
elsi88
გილოცავ, ღმერთმა ჯანმრთელი გაგიზარდოს ::*

Posted by: elsi88 15 Feb 2013, 18:18
Liluu85
2kiss.gif ძალიან დიდი მადლობა 2kiss.gif ველოდები შენს მოგონებებს love.gif

makavel1
დიდი მადლობა smile.gif ბედნიერ დედობას გისურვებ :*

Posted by: Sofia_sofka 15 Feb 2013, 19:35
elsi88

რა მაგარი მოგონებები გაქვს smile.gif ძალიან ემოციურად გაქვს გადმოცემული smile.gif

აქვე ჩაგეკიტხები, საკეისროს მერე წონა რამდენი დატოვე სამშობიაროში? და კვების მხრივ ნაკეისრალებს რამე შეზღუდვა აქვთ? smile.gif

Posted by: mainc 15 Feb 2013, 21:45
მშობიარობის წინ რომ ოყნა კეთდება, დიდი ოყნები რომ არის ( http://sexmd.files.wordpress.com/2012/03/grelka_klizma.jpg?w=780 ) ის კეთდება,თუ შედარებით პატარები? ( http://i1135.photobucket.com/albums/m626/mariia7777/pink-klizma.jpg ანუ ასეთი)

უნდა ვიყიდო და რომელია საჭირო, მაინტერესებს

Posted by: annitt 15 Feb 2013, 22:23
QUOTE (mainc @ 15 Feb 2013, 21:45 )
მშობიარობის წინ რომ ოყნა კეთდება, დიდი ოყნები რომ არის ( http://sexmd.files.wordpress.com/2012/03/grelka_klizma.jpg?w=780 ) ის კეთდება,თუ შედარებით პატარები? ( http://i1135.photobucket.com/albums/m626/mariia7777/pink-klizma.jpg ანუ ასეთი)

უნდა ვიყიდო და რომელია საჭირო, მაინტერესებს

ეს ყოველთვის აუცილებელია? user.gif

Posted by: mainc 15 Feb 2013, 22:27
annitt
მშობიარობისას, ჭინთვების დროს რომ ნაწლავები მაქსიმალურად თავისუფალი იყოს და რაიმე მარცხი არ მოგივიდეს, კი, აუცილებელია
სამშობიაროებში აკეთებენ, მაგრამ თუ შინ გაიკეთებ და ისე მიხვალ, შენთვის მეტი კომფორტი იქნება, ექთნის გასაკეთებელი რომ არ გახდება : )

Posted by: blblbl 15 Feb 2013, 23:20
annitt
არა,სამშობიაროებშიც აღარ ითხოვენ უმეტესგან,თუმცა სჯობს რომ გაიკეთო,რამე მარცხია რ მოგივიდეს,თუმცა ექიმები თვლიან რომ ამაში უხერხული არაფერია rolleyes.gif

Posted by: anano_991 15 Feb 2013, 23:30
QUOTE
ეს ყოველთვის აუცილებელია? 

თუ ფიზიოლოგიურს იკეთებ ძაან აუცილებელია ესე მალე არ ველოდით ჩვენ გარკვეული მიზეზების გამო დატკივილები რო დამეწყოო უკან ტანში მაწვებოდა და კუჭში გავდიოდიი (თურმე ეს ჭინთვები ყოფილა)

elsi88
კიდევ ერთხელ გილოცავ ბედიერი დედა ყოფილიყავი 2kiss.gif ვეთანხმები ძალიან კარგი პერსონალია იმედში სანოიტარიდან დაწყებული ექიმებით დამთავრებული

ძაან კმაყოფილი ვარ ზვიად ხოშტარიათი ძალიან კარგი ადამიანია, მე რაც დამჭირდა ეს კაცი აკეთებდა იმედში მარტო და გადამყვა ზედ

Posted by: kozet 15 Feb 2013, 23:47
mainc
QUOTE
დიდი ოყნები რომ არის

ეგ კეთდება rolleyes.gif

Posted by: kvatunia24 16 Feb 2013, 10:47
მე არ გამიკეთებია ოყნა სად იყო მაგის დრო ისე უცებ გავვარდით და იქაც არ მოუთხოვიათ, ჭინთვები რომ დამწყო სულ მეკიდა ნაწლავები თავისუფალი მქონდა თუ არა, არანაირი უხერხულობა არ შემქმნია მეკიდა მარცხიც და ყველაფერიც ისე ვიყავი გამწარებული და ერთი სული მქონდა როდის დამთავრდებოდა ეს კოშმარი biggrin.gif

Posted by: chiamaiaano 16 Feb 2013, 10:55
არც მე გამიკთებია ოყნაbiggrin.gif ემბრიოში რო მივედით და ოყნაო მეთქი შანსი არაა :დ;;დდ;დ
სხვთაშორის მარცხი არ მომსვლია:დ

Posted by: mainc 16 Feb 2013, 15:09
kozet
მადლობა

პატარა მერჩივნა, ყოფილიყო biggrin.gif user.gif

Posted by: Janiss 16 Feb 2013, 15:16
annitt
QUOTE
ეს  ყოველთვის  აუცილებელია? 

მანდ არ ვიცი როგორაა,მგონი აუცილებელია. მაგრამ აქ რომ ვიკითხე გაუკვირდა ექიმს.მსგავს რამეს არც სამშობიაროში ვაკეთებთო,მით უმეტეს მშობიარემ სახლსი ეგ როგრ უნდა გაიკეთოსო.თუ რამე მოხდება,ეგ ბუნებრივია და სირცვხილად არ ითვლება აქო. wink.gif არადა ზუსტად ვიცი საქართველოში მშობიარეს რომ მარცხი მოუვიდეს,რამხელა სირცხვილად ითვლება.ტყუილად დამრჩა ნაყიდი ჩამოსაკიდი ოყნა.თუმცა ისედაც მე დაუგეგმავი საკეისრო დამჭირდა მაინც აზრი არ ექნებოდა რომც გამომეყენებინა. smile.gif

Posted by: brinka9962 16 Feb 2013, 17:32
მე სა ხში გავდწყვიტე გაკეთებაა smile.gif))მაინცც იქ არ მაიძულოონ biggrin.gif

Posted by: annitt 16 Feb 2013, 23:01
კი კარგია სახლში გაკეთება, მაგრამ მგონია რომ ტკივილი რომ დაგეწყება მაგეებისთვის ვერ მოიცლი biggrin.gif
თან მოუხერხებელი იქნება მგონი მშობიარესთვის

Posted by: mainc 17 Feb 2013, 00:20
Janiss
გეთანხმები,რომ აქ უფრო სხვაგვარად აღიქმება
მაგრამ სირხცვილს რომ თავი დავანებოთ, მე ვიგრძნობ დისკომფორტს, არაჰიგიენურიც არის და თან მშობიარობა ბავშვი და ამ დროს,ჭინთვისას მთელი ამბები
საკუთარი სიმშვიდისთვის გავიკეთებ smile.gif

Posted by: Mrs_Zum 17 Feb 2013, 00:24
არაპერი მოუხერხებელი, მე სახლშI გავიკეთე ჩემით და ისე წავედი, რა ვიცი მე იქ როგორ ასტერილებენ ბუნიკებს. საერთოდ არც უნდა ასტერილებდნენ, ერთჯერადი უნდა იყოს ...
არც უხერხულია მარცხი, დიდი ამბავი ეხლა ფეკალები, თვითონ არ გადიან კუჭში? biggrin.gif

Posted by: mainc 17 Feb 2013, 00:30
როგორც ზემოთ დავწერე, სირცხვილი მეორე ადგილზეა.
მე არ მესიამოვნება თვითონ სამშობიარო სკამზე რომ მოვისაქმო ups.gif
და არ მესმის, რატოა ასე რთული შინ ამის გაკეთება, არავის სიამოვნებს, მაგრამ აშკარად შინ ჯობს, ვიდრე იქ.
თუ ვერ მოვასწრებ, ჩემს ნაყიდს წავიღებ და ის მაინც მეცოდინება, რომ საკუთარით მიკეთებენ და სტერილიზებაში ეჭვი მაინც აღარ შემეპარება : )

Posted by: annitt 17 Feb 2013, 03:03
ქმარიც რომ ესწრება მშობიარობას ალბათ მაგ დროს იქნება ყველაზე უხერხული მაინც თორე ისე რამოხდა biggrin.gif

Posted by: ლივერმენ 17 Feb 2013, 03:05
QUOTE
ქმარიც  რომ  ესწრება  მშობიარობას  ალბათ  მაგ  დროს  იქნება  ყველაზე  უხერხული  მაინც თორე  ისე  რამოხდა

რატო ? rolleyes.gif იქნება

Posted by: kvatunia24 17 Feb 2013, 10:28
დამიჯერეთ როცა ჭინთვები დაგეწყებათ და ბავშვი გამოსვლას დაიწყებს საერთოდ არ გექნებათ იმაზე ფიქრის არც დრო და არც თავი მარცხი მოგივათ თუ არა biggrin.gif საერთოდ ეგ არ ითვლება სირცხვილად და არსად არ აკეთებენ საზღვარგარეთ მე როგორც ვიცი smile.gif მე არ გამიკეთებია არც სახლში და არც იქ, მოვითავე წასვლის წინ და ეგ იყო, მაგრამ მაინც გამეპარა სუულ ცოტა, აი მეკიდა ყველანაირად, სანიტარმა გაწმინდა და როგორც კი ფეხზე დგომა შევზელი წყალი გადავივლე იმ დღესვე და არანაირი დისკომფორტი არ მქონია tongue.gif

Posted by: Pumpula 17 Feb 2013, 10:31
kvatunia24

შენ გეკიდა იმიტო რომ გაუტკივარება არ გქონდა გაკეთებული და ტკივილებისგან იყავი დაღლილი..აბა მე რომ მინდა გაუტკივარების გაკეთება და სიცილ-კისკისის ხასიათზე ვიქნები, კი გამიტყდება რომ გამეპაროს, ბრრრრრრრრრრ biggrin.gif

Posted by: ebi_chan 17 Feb 2013, 12:47
mainc
QUOTE
მოკლედ, ამათი გადამკიდე, კვლევა ჩავატარე ნეტში

უკუჩვენებებზე ხომ არ წაიგიკითხავს რამე? დედამთილით დაწყებული და ჩემი დით დამთავრებული ყველა აღშფოთებული მეკითხება გაუტკივარებას ხომ არ აპირებო? არ გაბედოო მაფრთხილებენ :/
ჰოდა არ ვაპირებ მაგრამ როგორც ვხედავ ისეთებმაც გაიკეთეს ვინც არ აპირებდა, მაინც მაინტერესებს რატო არ უნდა გავიკეთო? :/ ჩემმა დამ ბავშვზე ცუდად მოქმედებსო და ა.შ

Posted by: mainc 17 Feb 2013, 13:22
ebi_chan
არ მინდა ჩემი აზრი მოგახვიო თავს, მაგრამ რასაც გეუბნებიან გაუთვიცნობიერებელ ლაპარაკს ჰგავს.
არგუმენტები არ აქვთ, გარდა იმისა, რომ "საშიშია"
შენი გადასაწყვეტია, გაიკეთებ თუ არა, უთხარი რომ არ აპირებ, მაგრამ მშობიარობა,როგორც გინდა, ისე დაიგეგმე. ისინიც მშვიდად იქნებიან და შენც : )
აქ არის თემა, ბევრი ინფოა, გადაიკითხე, http://forum.ge/?f=97&showtopic=34451316
ბავშვზე ნამდვილად არ მოქმედებს ცუდად

Posted by: makavel1 17 Feb 2013, 13:33
ebi_chan
დასავლეთში (ევროპას ვგულისხმობ) ზოგადად არის ესეთი მოსაზრება რომ გაუტკივარებით დაბადებული ბავშვები ადვილად ხდებიან დამოკიდებული ნარკოტიკებზე და ა.შ. ჩვეულებრივად დაბადებულეისგან განსხვავებით, თუმცა დამტკიცებით არაფერია დამტკიცებული. პირადად შენს ჯანმრთელობას რაც შეეხება მემგონი ერთადერთი ის აქვს უარყოფითი რომ წელის ტკივილებს ტოვებს, ისიც იდივიდუალურ შემთხვევებში, ზოგს აქვს ზოგს არა. პირადად ჩემი მოსაზრება თუ გაინტერესებს მემგონი 21 საუკუნეში თუა იმის საშუალება რომ ყოველგვარი ტანკვა-წამების გარეშე გააჩინო შვილი და გქონდეს ეს ბედნიერი დღე ლამაზ მოგონებად და არა კოშმარად რატომ არ უნდა გაიკეთო?

Posted by: garfield1 17 Feb 2013, 13:45
ebi_chan
დედაჩემიც ზუსტად მასე შეშფოთებული სახით მეკითხება ხოლმე, მაგრამ საერთოდ წარმოდგენა არ აქვს რა არის გაუტკივარება, ისიც არ იცის როგორ და სად კეთდება და რატომღაც გონია რომ გაუტკივარებას თუ გაიკეთებს ადამიანი ფეხზე ვეღარ გაივლის მერე მთელი ცხოვრება და თვლის რომ მშობიარობა იმას ნიშნავს რომ ყველანაირ ტკივილს უნდა გაუძლო, ქალის ვალი ეგაა facepalm.gif
სამაგიეროდ ძალიან მოწონს ადგილობრივი ანესთეზიით რომ აკეთებენ ოპერაციებს და ეგეც გაუტკივარება რომაა და თან სპინალური ეგ ვერ გავაგებინე biggrin.gif
ამიტომ გაუაზრებლად ჭკუის დარიგება არ გაიკეთო საშიშიაო არ ღირს ჩემი აზრით, რატომ უნდა იტანჯო , როცა არსებობს საშუალება რომელიც შეგიმსუბუქებს იმ ტკივილს

Posted by: blblbl 17 Feb 2013, 14:32
ebi_chan
QUOTE
ჰოდა არ ვაპირებ

ღმერთმა ქნას არ გქოდნეს ტკივილები,მაგრამ როცა არსებობს გაუტკივარება რატომ უდნა იტანჯო თავი უბრალდო არ მესმის smile.gifბავშვს მართლა არაფერს არ ავნებს.

garfield1
QUOTE
სამაგიეროდ ძალიან მოწონს ადგილობრივი ანესთეზიით რომ აკეთებენ ოპერაციებს და ეგეც გაუტკივარება რომაა და თან სპინალური ეგ ვერ გავაგებინე

lol.gif lol.gif lol.gif მე იცი რას დავაკვირდი?კონკრეტულად მშობიარობაზე აქვთ გართულება biggrin.gif არაა უდნა იტანჯო მერე რააა,აბა ბავშვი ხო გინდა?ხოდა დაიტანჯე biggrin.gif

Posted by: garfield1 17 Feb 2013, 14:36
blblbl
აი ზუსტად, ოპერაციის დროს სხვა გზა არ გაქო და სად იყო ჩვენ დროს გაუტკივარებაო, როგორ გაგაჩინეთ ოთხიო, ქალის ვალი ეგაა და ასე შემდეგ,
საუბრები ჭეშმარიტ ღმერთზე facepalm.gif მეცინება ხოლმე ზოგჯერ ისეთ აბსურდამდე მიდის ეს კამათი და აღარც ვკამათობ უკვე .
მე ზუსტად ვიცი რას და როგორ გავიკეთებ და ვერც ვერავინ ჩაერევა , უბრალოდ ბევრი ექცევა მსგავსი გავლენის ქვეშ და რისთვის , რატომ თორე კიბატონო

Posted by: ninuwki 17 Feb 2013, 14:44
ebi_chan
QUOTE
ჩემმა დამ ბავშვზე ცუდად მოქმედებსო და ა.შ

ვინც მასე გეტყვის,დამიჯერე არავის ექნება წაკითხული არანაირი სტატია მაგ თემაზე smile.gif
არ გეწყინოს,ეგ უცოდინრობის ბრალია
მე გავიკეთე,არც წელი მტკივა,არც "უფეხოდ" არ დავრჩი,არც ნანემსარი მიგრძვნია,არც ბავშვი მყავს ავადმყოფი.
შენი გადასაწყვეტია,მაგრამ დამიჯერე მშობიარობაზე ტკბილი მოგონება არ მაქვს biggrin.gif იმიტომ რომ ტანჯვის და წივილ-კივილის გარეშე გავაჩინე..

Posted by: Janiss 17 Feb 2013, 15:00
mainc
QUOTE
მე ვიგრძნობ დისკომფორტს,

QUOTE
საკუთარი სიმშვიდისთვის გავიკეთებ

მეც მხოლოდ ამიტომ ვიყიდე მაინც.მაგრამ დილით ვერ მოვასწარი ისე გავვარდი სამშობიაროში წყლები რომ დავღვრე.
QUOTE
ქმარიც  რომ  ესწრება  მშობიარობას  ალბათ  მაგ  დროს  იქნება  ყველაზე  უხერხული  მაინც თორე  ისე  რამოხდა

რატომ?
ვინ დაასწრო თორემ ისე მინდოდა sad.gif


mainc
QUOTE
მე არ მესიამოვნება თვითონ სამშობიარო სკამზე რომ მოვისაქმო 

სავარაუდოდ არავის სიამოვნებს. biggrin.gif

Posted by: ninuwki 17 Feb 2013, 15:06
კარგით ხალხნო,რა პრობლემა გახდა ოყნის გაკეთება?? biggrin.gif
გაიკეთე და იყავი მშვიდად biggrin.gif
ნუ,იმასაც ვეთანხმები თუ რამეა და არაუშავს,იქ არავის გაუკვირდება smile.gif

Posted by: tekco777 17 Feb 2013, 16:37

Posted by: catherina_10 17 Feb 2013, 20:03
elsi88
გილოცავ ღმერთმა დიდი ბიჭი გაგიზარდოს,ჯანმრთელი და ბედნიერი 2kiss.gif 2kiss.gif
იცი რა მაინტერესებს, დაგეგმილი არ გქონდა ხო დგე როდის გაგიკეთებდნენ საკეისროს? და ინსტრუმენტების ხმაური გესმოდა?

Posted by: elsi88 17 Feb 2013, 21:25
Sofia_sofka
დიდი მადლობა 2kiss.gif სამწუხაროდ ზუსტად ვერ გეტყვი sad.gif არ ამიწონია, თუმცა საკმაოდ ბევრი, იმიტომ რომ ფაქტიურად ჩემი წონის დავბრუნდი სამშობიაროდან, მგონი ცოტა ნაკლებიც ვიდრე დაორსულებამდე ვიყავი.. მატება მქონდა მე საერთოდ ნაკლები, სულ 11 კილო მოვიმატე 9 თვეში.
კვების მხრივ იმ დღეს არაფერს ჭამ როცა კვეთას იკეთებ, მეორე დღეს სუხარი და ჩაიზე ხარ და მესამე დღიდან იკვებები ჩვეულებრივ..ხო, კიდევ საკეისროს წინა დღეებში მე მირჩიეს მსუბუქ დიეტაზე ყოფნა, მაგალითად 6ის მერე აღარ ჭამა
* * *
anano_991
უღრმესი მადლობა. ღმერთი მაღალია, აუცილებლად მოფრინდება, ან "მოაფრენენ" ექიმები შენს წეროს და მეც წამეკითხოს შენი მოგონებები 2kiss.gif

Posted by: Tinker Bell 17 Feb 2013, 23:43
elsi88

ისე გიწერია ცრემლების გარეშე ვერ წაიკითხავს მგონი ვერც ერთი ორსული. სულით და გულით გილოცავ შენ ბიჭუნას. 2kiss.gif


მეც იმედში ვიკეთებ საკეისროს, რამე ქამარი გაგაკეთებინეს ორსულობის მერე? ან ბანდაჟი ან რამე?

Posted by: annitt 18 Feb 2013, 02:14
QUOTE (Janiss @ 17 Feb 2013, 15:00 )
mainc
QUOTE
მე ვიგრძნობ დისკომფორტს,

QUOTE
საკუთარი სიმშვიდისთვის გავიკეთებ

მეც მხოლოდ ამიტომ ვიყიდე მაინც.მაგრამ დილით ვერ მოვასწარი ისე გავვარდი სამშობიაროში წყლები რომ დავღვრე.
QUOTE
ქმარიც  რომ  ესწრება  მშობიარობას  ალბათ  მაგ  დროს  იქნება  ყველაზე  უხერხული  მაინც თორე  ისე  რამოხდა

რატომ?
ვინ დაასწრო თორემ ისე მინდოდა sad.gif


mainc
QUOTE
მე არ მესიამოვნება თვითონ სამშობიარო სკამზე რომ მოვისაქმო 

სავარაუდოდ არავის სიამოვნებს. biggrin.gif

რატომ და ჩემთვის უხერხული იქნებოდა ყველა შემთხვევაში განსაკუთრებით თუ ქმარიც იქნებოდა.
ამიტომ ჯობია სახლში ჩაიტარო ეგ პროცედურა

Posted by: natia2203 18 Feb 2013, 09:17
ჩაჩავაში მშOბიარობის წინ ოყნას უკვე წლებია აღAრ აკეთებენ. არ არის აუცილებელიო. ასე რომ ვისაც მაინც გინდათ ოყნის გაკეთება და ჩაჩავაში აპირებთ ყველა ვარიანტში სახლში უნდა გაიკეთოთ smile.gif

Posted by: elsi88 18 Feb 2013, 12:28
catherina_10
დიდი მადლობა 2kiss.gif
მენზის მიხედვით 25 იანვარს მიწევდა მშობიარობა და იქამდე თუ არ ინებებდა ბიჭი გამოძვრომას 25ში იყო დანიშნული საკეისრო. 21ში დამეწყო მოვლითი ტკივილები და რადგან ჩემთვის არ შეიძლებოდა ფიზიოლოგიურად მშობიარობა არ დაელოდნენ ყელის გახსნას, ნახევარ თითზე ვიყავი გახსნილი კვეთა რომ დაიწყო.
რაც შეეხება ინსტრუმენტებს მე არაფერი გამიგია, მუსიკა იყო ჩართული, ემოციებში ვიყავი და არც იმდენი ინსტრუმენტი არ გამოუყენებიათ რომ ხმაური ყოფილიყო smile.gif ნუ გეშინია ყველაფერი კარგად იქნება smile.gif) როდის ელოდები?

Posted by: Dido 18 Feb 2013, 12:45
natia2203
QUOTE
ჩაჩავაში მშOბიარობის წინ ოყნას უკვე წლებია აღAრ აკეთებენ. არ არის აუცილებელიო

7 წლის წინ გამიკეთეს მახსოვს და როგორც ჩანს შეუცვლიათ ახლა მიდგომა.


არ არის ეს ოყნა ისეთი პრობლემა გოგოებო, თუ საჭირო იქნება გაიკეთებთ თუ არადა არა. უმნიშვნელო წვრილმანია და არ ღირს ამაზე ფიქრი და ნერვიულობა smile.gif

Posted by: elsi88 18 Feb 2013, 12:48
Tinker Bell
მთავარია რომ ეს ყველაფერი მართლა ასე ემოციურად მოხდა და ასე მემახსოვრება მთელი ცხოვრება smile.gif დიდი მადლობა, მეც მომელოცოს სულ მალე თქვენი პაწაწუნები 2kiss.gif
იქვე იყიდება იმედში ქამარი, სასადილოში იკითხე და მოგცემენ..20 ლარი ღირს თუ არ ვცდები..მე ძალიან დამეხმარა,მისი წყალობით ვმოძრაობდი. smile.gifთუმცა ფხრიწები გაუფუჭდა ჩემსას მალევე sad.gif

Posted by: catherina_10 18 Feb 2013, 13:46
elsi88
8 მარტს მიწევს მენზის მიხედვით და მანამდე თუ ასე ვიყავი გაბერილი ვეღარ დავდივარ უკვე მიჭირს ძალიან

Posted by: niniko_022 20 Feb 2013, 02:20
ჩემივე გახსნილ თემაში დავწერ ჩემს მოგონებებს 9 თვემდე ვიმუშავე გმირულად და შვებულებაში გავედი ოქტომბრის ათამდე ველოდებოDი 27 სექტემბერი იყო ბოლო კონსულტაციაზე რომ მივედი გაგუაში მკაცრად მქონდა საკეისრო გადაწყვეტილი სიმფიზიტი მქონდა 9 მილიმეტრი ფეხები ისე მტკიოდა ძლივს დავდიოდი თან აგარ მინდოდა ისევ ის საშინელი ტკივილი კიდევ ამეტანა საშინლად მტკიოდა მუცელი მილა რომ გავაჩინე როგორც იქნა დავითანხმე თინა საკეისროზე გამსინჯა და მიტხრა ეს დიდი ხანი არ მოიცდისო ან 27 ში უნდა გამეკეთებინა ან 3 ოქტომბერს გადავწყვიტე 27 სახლსჰი აფორიქებული მოვედი ვნერვიულობდი ძალიან მეშინოდა თირკმელზე პრობლემები მქონდა და ვნერვიულობდი ძალაინ ის ღამე საერტოდ არ მეძინა დილით გავეშურე სამშობიაროში მომამზადეს საპოპერაციომდე რომ მივედი გვერდით პალატებში გამექცა თვალი მშვიდი და აუGელვებელი სახეებით რომ იწვნენ გოგოები ახალი ნაკეისრალები საოპერაციო მაგიდაზე ტავზე ექიმები ადგნენ და სისხლი რომ დავინახე ოოო ამაზე ისტერიკული ტირილი ამიტყდა ძლივს დამაწყნარეს რამის უკან გამოვიქეცი მერე კაკო შემოვიდა თავისი ნევსით დამაიოდეს და ბეჭებმა რაგაც ჭრაჭუნის ხმა გამოსცა მერე ფეხები გამიხურდა და საერტოდ ვეგარაფერი ვიგრძენი წინ კედელივით რაგაც აღმიმართეს რაღაცას ვგღძნობდი ძალაინ ნაზად თინას ვკითხე გაჭერით უკვე მეთქი და არაო და ამ დღოს დამანახეს ჩემი პაწია კაცი თეთრი რომელიც საშინლად გავდა მამას მაშინ სულ სხვანაირად ავტირდი აწონეს 2.900 დაიბადა იკა მერე გავიგე რომ დაბალი ტემბერატურა ჰქონდა სულ სიტბოში ყავDატ მეორე დGეს ანტისხეულები არასდროს ამწევია გაყვითლდა.მადლობა ღმერტს ყველაფერი მოგვარდა 3 თვეში. გაკერვის დასრულების შემდეგ პალატაში გამიყვანეს ფეხებში გრძნობა 10 საათში დამიბრუნდაშედარებას გავაკეთებ ჩემ შემთხვევაში საკეისრო ჯობდა პირველი ფიზიოლოგიურად გავაჩინე და ძალაინ გავწამდი.დღეს კი სამსახურში გფამოივედი დამიმტავრდა დეკრეტი მენატრებიან ჩემი ბაჭიები დილით რომ მივალ ორივეს ჩავკოცნიიი.გმერტმა ყველა ქალს განაცდევინოს შვილის დაბადების შედეგად მიღებული სიხარულის ცრემლები

Posted by: agnes 21 Feb 2013, 00:11
niniko_022
კმაყოფილი ხარ გაგუასი?

Posted by: emily2 21 Feb 2013, 22:01
გოგოებო გამარჯობათ.ვის აქვს მეორედ ნამშობიარები? ერთი შვილი მყავს ნუცა 1წლის და ორი თვის.ახლა ისევ ორსული ვარ 4თვის.ანუ ასე გამოდის მალევე მივაყოლე... მაინტერესებს ვისაც მეორედ გაქვთ ნამშობიარები გამიზიარეთ ინპორმაცია.იმედს ვიტოვებ რომ მეორე მშობიარობა უFრო გამიადვილდება.ამის იმედით ვსულდგმულობ rolleyes.gif პირველზე ჩვეულებრივად ვიმშობიარე გაუტკივარების გარეშე.ამჯამად ბათუმში მცხოვრობ და ეპიდორულმა გაუტკივარებამ ჯერ აქამდე ვერ ჩამოაღწია...

Posted by: blblbl 21 Feb 2013, 22:05
emily2
გამოცდილება არ მაქვს,მაგრამ დეიდაჩემმა გააჩინა შენნაირი სუალედით და ძლივს მივასწარით,სრული გახსნით მივიდა და 10 წუთში გააჩინა,ორჯერ წამოსტკივდა მარტო ისიც წყლები რომ დააღვრევინეს მერე.ექიმებმა უთხრეს რომ მიაყოლე იმიტომო,ასე რომ იმედია შენც ასე ადვილი გექნება.საინტერესოა რომ არაა მანდ გაუტკივარება გამიკვირდა ძალიან.

Posted by: emily2 21 Feb 2013, 22:09
რა ბედნიერებაა მასეთი მშობიარობა.. იმედი მომეცი დიდი მადლობა kiss.gif kiss.gif

Posted by: natia2203 22 Feb 2013, 09:16
emily2
ზუსტად შენნაირი შუალედი მაქვს და მეორეზე სამშობიაროში სრული გახსნით მივედი. უფრო სწორედ ძლივს მივასწარი და საერთოდ არ მახსოვს მტკიოდა თუ არა. მგონი არც კი მტკიოდა ისე ვიმშობიარე smile.gif

Posted by: emily2 22 Feb 2013, 12:36
QUOTE
ზუსტად შენნაირი შუალედი მაქვს და მეორეზე სამშობიაროში სრული გახსნით მივედი. უფრო სწორედ ძლივს მივასწარი და საერთოდ არ მახსოვს მტკიოდა თუ არა. მგონი არც კი მტკიოდა ისე ვიმშობიარე
ღმერთო რა კარგიააა..არ მჯერა თუ ეგერე შეიძლება ვიმშობიარო.ჩახევები მქონდა მე პირველზე და ნეტა მეორეზეც უეჭველი მექნება? ისეთი საშინელებაა... ერთი თვე დამტანჯა
sad.gif sad.gif

Posted by: IFFY 22 Feb 2013, 15:21
elsi88
როგორ გამოვტოვე შენი მოგონებები... დიდი ხანია არ შემოვსულვარ. მიხარია ასე კარგად რომ ჩაიარა ყველაფერმა. ვირუსებმა ჩაიაროს და რომ გამოთბება გავაცნოთ პატარები ერთმანეთს :*

Posted by: niniko_022 22 Feb 2013, 15:41
agnes
კიიი ორივე მაანდ გავაჩინე

Posted by: ninuwki 22 Feb 2013, 18:20
niniko_022
გილოცავ ვაჟკაცს smile.gif
პირველი რატომ გაგიჭირდა????

Posted by: ketketket 23 Feb 2013, 02:16
რომელ სამშობიაროზეც გავიგე რომ არ აეთებდნენ ოყნას ამოვშალე სიიდან, სახლშიც მოვწესრიგდი და გავიკეთე და იქაც გამიკეთეს, უფრო მშვიდად და მოწესრიგებულად ვიყავი, რაც შეეხება გაუტკივარებას ორივე ბავშვზე გავიკეტე, მაგარი რამეა, ეხლა რომ გამიკეთეს გაუტკივარება ოდნავ შემყვა ჭინთვებზე (გაკეთებიდან 40 წუთში ვიმშობიარე)ბოლომდე გასული არ მქონდა წამლის მოქმედება და უფრო კარგად ვიმშობიარე კი მტკიოდა ბავშვი რო მაწვებოდა თავით, მაგრამ მოსათმენად და ექიმს უფრო ვუსმენდი როდის გავჭინთულიყავი და როგორ, არცერთი ნაკერი არ მქონია, პირველზე ვერ ვუსმენდი ვერავის, ფეხებს პირიქით ვკუმშავდი და მაგიტომ 3 თუ 4 შიდა ნაკერი დამადეს.. გაუტკივარება მაგარია! ჩემთვის სულ ერთი იყო პირველზე ისე მტკიოდა რო ეთქვათ ვერ გაივლიო მაინც გავიკეთებდი ისე მტკიოდა, მეორეზე ისე არა, მაგრამ შიში მქონდა იმ ტკივილის და ვიცოდი რომ ბუშტის გახეთქვის შემდეგ არაამქვეყნიური ტკივილი დამეწყებოდა ამიტომ გავიკეთე მანამდე, რავიცი მე რომ დამეწყო 2,5 თითზე(1 ველ ბავშვზე) ეგეთი ტკივილი თუ გაქვს არაფერზე ფიქრობ ალაბთ ყველა გაიკეთებდა გაუტკივარებას, ვინმე ფიქრობს მაგ დროს რისკებზე ან ვინმეს რჩევაზე მაგ ტკივილის დროს/? rolleyes.gif

Posted by: niniko_022 23 Feb 2013, 03:16
ninuwki
გაიხარე არ ისე მაგრად იჯდა მუცელსჰი დამაჩქარებლები გამიკეთეს და აუტანელი ტკივილი მქონდა გაუტკივარება კი გავიკეთე მაგრამ მაინც საშინლად მტკიოდა

Posted by: emily2 23 Feb 2013, 10:55
მაგ დროს არ ვიცი ინმე თუ იტყვის არ მინდა გაუტკივარება ისე გავაჩენო,მაგრამ მე ბათუმში ვიმშობიარე და აქ გაუტკივარებ არ იყო და ვინუჯდენი ვიყავიsad.gif

Posted by: You_are_mine 23 Feb 2013, 22:36
თქვენ როგორ ფიქრობთ, ქმარი უნდა დაესწროს მშობიარობას?

Posted by: chiamaiaano 23 Feb 2013, 22:37
QUOTE (You_are_mine @ 23 Feb 2013, 22:36 )
თქვენ როგორ ფიქრობთ, ქმარი უნდა დაესწროს მშობიარობას?

აუცილებლად.. ჩემთვის ყველაზე დიდი გამხნევება იყო და მეორეზეც აუცილებლად დამეხმრება..

Posted by: elsi88 24 Feb 2013, 02:07
IFFY
მშვენიერი იდეაა..ამას წინ მინდოდა მოწერა და გადამავიწყდა მერე, როგორ არის შენი პატარა? გაზებს როგორ ერევით? რამდენი ქონდა მატება სიგრძეში და წონაში 1 თვეზე?

Posted by: emily2 24 Feb 2013, 12:17
ქმარი თუ დაესწრება \ჩემთვის მაგალითად კარგი იქნება.მაგრამ ძალიან ემოციურია მითუმეტეს მასეთ საკითხებში და მეცოდება...

Posted by: Anastasya 24 Feb 2013, 14:06
გოგოებო, დამეხმარეთ: მშობიარობის მოგონებები გავაშანშალე და ვერ ვპოსტავ sad.gif(((( რა უნდა ვქნა?
* * *
აი, ეს მესიჯი ამომდის:

You have posted a message with more emoticons that this board allows. Please reduce the number of emoticons you've added to the message

ვამცირებ ტექსტს, მაგრამ მაინც ვერ ვპოსტავ sad.gif

Posted by: ninuwki 24 Feb 2013, 14:22
Anastasya
მეც მასე მიკეთებდა და სმაილიკები უნდა მოაკლო smile.gif წაშალე,ალბათ ბევრია....

Posted by: blblbl 24 Feb 2013, 14:22
Anastasya
სმაილებია ბევრი ტექსტი არაფერ შუაშია,სმაილები მოაკელი და დაპოსტავ

Posted by: Anastasya 25 Feb 2013, 13:48
ninuwki
blblbl

მადლობა, გოგოებო, ეტყობა დამრჩა სმაილიკებიც, გრძელი ტექსტია, ეხლა ვცდი smile.gif
* * *
საკეისრო 18 იანვარს იყო დანიშნული.
საოცარია, მაგრამ წინა დღეს და ოპერაციის დღეს ძალიან მშვიდად ვიყავი.10:00სთ-ზე უკვე ჯანმრთელობის სახლში ვიყავით.

ამიყვანეს მაშინვე მაღლა, შემიყვანეს პალატაში, შემოვიდნენ მორიგე ექიმი და ექთანი და დაიწყეს რაღაც კითხვარის შევსება.გამიზომეს წნევა, მგონი სიცხეც . წინა დღის საღამოს 19:00 სთ-ს შემდეგ არაფერი მქონდა ნაჭამი, დილით მქონდა კუჭის მოქმედება, ამიტომ კლიზმა აღარ გამიკეთეს. მოკლედ საოპერაცოდ მომზადების პროცედურამ ძალიან ოპერატიულად ჩაიარა, ჩამაცვეს ერთჯერადი პერანგი ოპერაციისთვის, მაგრამ 2-3 საათი მომიხდა ლოდინი, იმიტომ რომ ამასობაში მოიყვანეს სასწრაფოდ საოპერაციო, ტკივილები დაწყებული ქონდა და გაუკეთეს საკეისრო საჩქაროდ. ეს იყო ჯანმრთელობის სახლში ჩემი მისვლის დღიდან გამოწერის დღის ჩათვლით ყველაზე არასასიამოვნო მომენტი - ლოდინი. დანარჩენი ყველაფერი 5-იანზე გაკეთდა!

ნუ მოკლედ 3 საათის შემდეგ შემიძღვა ექთანი საოპერაციოში, შესვლისას ვიგრძენი, რომ ვნერვიულობდი smile.gif დამაწვინეს მაგიდაზე, და დაიწყოოოო:


- ცალ ხელზე დამიყენეს სისტემა, მეორეზე დამიმაგრეს წნევის საზომი და პარალელურ რეჟიმში ექთანმა ჩამიყენა შარდის კათეტერი - ეს სამივე მანიპულაცია ერთდროულად რომ არ ჩაეტარებინათ, უფრო კარგად იგრძნობდა თავს თქვენი მონა-მორჩილი. მაგრამ ეტყობა მთელი ფიშკა იმაშია,რომ სამივე ერთად რომ კეთდება, ვერ ასწრებ აზრზე მოსვლას და ნერვიულობას, ის, კათეტერის ჩაყენება სულაც არ არის მტკივნეული, არ შეგეშინდეთ, უბრალოდ არასასიამოვნოა და ეს არასასიამოვნო შეგრძნება გრძელდება წამები. მერე შემოვიდა მურღულია, რომელმაც ღიღინ-ღიღინით მომასხა სპირტები და იოდი მუცლის ქვემოთ და ბოქვენზე, ისე რომ ამეწვა ყველაფერი და დავიწყე კვნესა, ნახე, როგორ აგამღერეთო, მეკაიფებოდა მერე მურღულია. ხო, პარალელურად მეორე ექთანი პარკებს მაკრავდა ორივე ფეხზე, შემიფუთა პარკებით, ეტყობა რომ არ დასვრილიყო საოპერაციო "ჩულკები".

ხო, დამავიწყდა მეთქვა: გადასხმა რომ დამიყენეს, ეტყობა თავიდანვე დამამშვიდებელს ურევენ, იმიტომ რომ ეგრევე მსუბუქად წავითიშე, თუმცა მესმოდა ყველაფერი, ვხედავდი ყველაფერს, მაგრამ მეკიდა ყველაფერი. ამასობაში შემოვიდა ამირანიც, და გააგრძელა ჩემი მუცლის იოდით დამუშავება, პარალელურად რაღაცაზე ღადაობდნენ ეგ და მურღულია და აი ამ დროს Anastasya გაითიშა.


მერე მახსოვს ბუნდოვნად (გაორებულად ვხედავდი ყველაფერს და მესმოდა ხმები ძალიან ყრუდ), რომ:

- ჩემს პალატაში იჯდა 4 ექთანი (რეალურად 2 იჯდა)
- გაუთავებლად ვსვამდი 1 კითხვას : ბავშვი როგორ არის? პასუხი: - კარგად! (ასევე მეორდებოდა პერიოდულად, ჩემი ხმაც და პასუხებიც მესმოდა შორიდან.
- ჩემს პალატაში ვიღაცეები იხედებოდნენ (როგორც მერე გავარკვიე ექიმების და ექთნების გარდა - ჩემი ოჯახის წევრები, დედაჩემი, ჩემი ქმარი და ასე შემდეგ და მე ყველას ვუქნევდი ხელს.
- და ყველაზე მთავარი: შემოვიდა ამასობაში მედდა (რომელსაც ასევე ბუნდოვნად ვხედავდი), ხელში ეჭირა ჩემი "წერტილი" (იმიტომ, რომ 2900 გრამი დაიბადა ჩემი კაცუნა და მოაწოვინა ძუძუ smile.gif აი, ამ ყველაზე გულის ამაჩუყებელ და თბილ მომენტში, მე გათიშული ვეგდე და ვერ შევიგრძენი პირველი სიხარული, რასაც ბავშვის დანახვა და მისი გულზე დაწვენა ქვია, და ამას ამ გათიშულ მდგომარეობაშიც ვხვდებოდი, იმიტომ რომ, როცა მედდამ დააპირა ჩემი კაცუნას წაყვანა, ვთხოვე, იყავით, კკიდევ მოწოვოს-თქო.

აქ დასრულდა ნარკოზთან დაკავშირებული პერიპეტიები, ოპერაციიდან 3 საათში, ჩემი ქმარი მოვიდა ისევ, ამჯერად, მხედველობა და სმენა სრულად აღდგენილი მქონდა, ვიღებდი მოლოცვებს, ვპასუხობდი სატელეფონო ზარებს.

პატარა შემოიყვანეთ-თქო, მოვითხოვე და ხო გვყავდა შემოყვანილიო, მეთქი, ვერ დავინახე ბავშვი, ბუნდოვნად ვხედავდი-თქო და მომიყვანეეეს. ჩემი პატარა წერტილი, ჩემი პატარა კაცუნა, ჩემი სუნთქვა.

იმ ღამეს არ დამეძინა საერთოდ. იმიტომ რომ: მედგა კათეტერი და დისკომფორტს ვგრძნობდი, ყოველ გადაბრუნებაზე, ამასთანავე არ მეცვა ტრუსიკი, საფენები მქონდა შემოხვეული - ესეც დამატებითი დისკომფორტი, ამიტომ ვერ დავიძინე. საერთოდ არ მტკენია ნაკერები! ვისაც გეშინიათ ან ორჭოფობთ - მინდა დაგამშვიდოთ, ტკივილი არ მიგვრვნია და გამაყუჩებელი არ დამილევია. მორიგე ექიმმა გამაფრთხილა, გეგმიურად გამაყუჩებელს არ გიკეთებთ, თუ ტკივილი შეგაწუხებს, გვითხარიო, მაგრამ არც საშვილოსნოს შეკუმშვა მტკენია, საერთოდ! პირველი საკეისროს დროს მახსოვს ოპერაციის შემდეგ მაწვებოდნენ მუცელზე, რაც საშინლად მტკიოდა, ასევე საშვილოსნოს შეკუმშვა მტკიოდა და 3-4-ჯერ გამაყუჩებელი გავაკეთებინე. ამ ჯერზე კი საერთოდ არ მტკენია.

ეხლა ჩამოგიწერთ წამლებს, რასაც იქ მაძლევდნენ:

- საშვილოსნოს შესაკუმში, საწუწნი ტაბლეტი (4 დღე)
- ანტიბიოტიკი ნემსი, დილა-საღამოს (3 თუ 4 დღე, მე სიცხე საერთოდ არ მქონია)
- ოპერაციიდან მესამე დღეს გამიკეთეს რაღაც ნემსი - გეგმიური, რომელიც ნაწლავების პერისტალტიკას უწყობს ხელს.
ასევე დილა-საღამოს ექთანი მიზომავდა წნევას და სიცხეს.


მოკლედ, როგორც უკვე გითხარით, ოპერაციის პირველ ღამეს არ დამეძინა, დისკომფორტის გამო, ალბათ 2 საათამდე მეძინა სულ ჯამში.

დილით კი ვცხონდი:

- შემოვიდა ექთანი, გამიკეთა ანტიბიოტიკი, გამიზომა სიცხე და წნევა და გამათავისუფლა კათეტერისგან!
- მას შემოყვა ექიმი - რეაბილიტოლოგი (ერთობ სასიამოვნო და კეთილი პუტკუნა ექიმი), რომელმაც წამომაყენა, გამატარა, შემიყვანა სააბაზანოში, სადაც ჩავიბანე, მოვიწესრიგე თავი.
- მერე შემომიყვანეს ჩემი კაცუნა და დამიტოვეს smile.gif რომ იცოდეთ, წინ რა ბედნიერი წუთები გელით!

რაც შეეხება ნაკერებს, ახალი მეთოდი აქვთ, სტეპლერების მაგვარი რაღაცეებია, გარედან დაკრული მკონდა პლასტირი, გამოწერის დღეს ამაძრეს და "ზილიონკით" დაამუშავეს, საერთოდ სად მქონდა ნაკერები, არ ვიცოდი, არ შევუწუხებივარ, აქტიური სიარული რომ დავიწყე, ანუ მე- 5 დღიდან, როცა გამომწერეს, ოდნავ მქაჩავდა, და მე-9 დღეს ნაკერები მომხსნეს (ცოტა მეტკინა, სათითაოდ დამაძრეს, მაგრამ ასატანია, არაფერი ისეთი) და მას შემდეგ ამ დაქაჩვასაც ვერ ვგრძნობ, მე-11 დღიდან ბანაობა შეიძლება, იქამდე ვწუწაობდი, რომ ნაკერები არ დასველებულიყო.

ერთადერთი დისკომფორტი მქონდა მეორე დღეს გაზების გამო, მესამე დილით მიკროოყნა გავიკეთე და მას შემდეგ არც გაზებს შევუწუხებივარ.

მეოთხე დღეს, საღამოს გამიკეთეს ექოსკოპია, შეამოწმეს, როგორ იკუმშებოდა საშვილოსნო, მეხუთე დღეს დილით რეაბილიტოლოგმა (რომელზეც ზემოთაც ვწერდი, მასწავლა მუცლის ვარჯიშები, რომელსაც ვაკეთებ დილა-საღამოს, ეხლა პატარა მუცელი მაქვს, მაგრამ პირველი საკეისროს შემდეგ 2 ტვეში უკვე აღარ მქონდა მუცელი.

ასე რომ, გოგოებო, ნუ გეშინიათ საკეისროსი, ერთადერთი რაც უნდა გადალახოთ, ერთდღიანი დისკომფორტია (ოპერაციის პირველი დღე )



Posted by: catherina_10 25 Feb 2013, 20:15
Anastasya
ღმერთმა გაგიზარდოს დიდი და ჯანმრთელი.
სპინალურით გაიკეთე თუ ჩვეულებრივი ნარკოზით

Posted by: Tinker Bell 25 Feb 2013, 23:18
Anastasya

გილოცაავ, ღმერთმა ჯანმრთელი გაგიზარდოს შენი წერტილი. love.gif

ისე დამამშვიდებლად გიწერია საკისროზე, აქამდეც კი არ მეშინოდა და ეხლა უფრო წყნარად ვარ. ხო მარლა ნარკოზით რატომ გაიკეთე?

Posted by: mainc 25 Feb 2013, 23:32
Anastasya
QUOTE
მე-11 დღიდან ბანაობა შეიძლება,

გილოცავ პატარას : ))

აქ გოგოები წერდნენ,რომ მეორე დღესვე იბანავეს და კლასტირი, რაც ნაკერს ფარავს, იცავს ჭრილობას და საშიში არაა.
შენ ასე გითხრეს, არ შეიძლებაო?

Posted by: Anastasya 26 Feb 2013, 18:11
catherina_10
Tinker Bell
mainc

2kiss.gif დიდი მადლობა

QUOTE
ღმერთმა გაგიზარდოს დიდი და ჯანმრთელი. სპინალურით გაიკეთე თუ ჩვეულებრივი ნარკოზით


QUOTE
ხო მარლა ნარკოზით რატომ გაიკეთე?


ნარკოზით გავიკეთე, იმიტომ, რომ შემეშინდა სპინალურის, მერჩივნა დამეძინა ოპერაციის დროს, ძაან ემოციური ვარ, თან რომ გავიგე, რომ ფეხებს ვერ ვიგრძნობდი, შემეშინდა ამ შეგრძნების smile.gif

Tinker Bell

QUOTE
ისე დამამშვიდებლად გიწერია საკისროზე, აქამდეც კი არ მეშინოდა და ეხლა უფრო წყნარად ვარ.


yes.gif მართლა არაფერია სანერვიულო, საკეისროს აპირებ? ვისთან?

QUOTE
აქ გოგოები წერდნენ,რომ მეორე დღესვე იბანავეს და კლასტირი, რაც ნაკერს ფარავს, იცავს ჭრილობას და საშიში არაა.შენ ასე გითხრეს, არ შეიძლებაო?


არა, არ შეიძლებაო, მე მითხრეს, მე-9 დღეს ნაკერები რომ მომხსნეს, მითხრეს, ზეგ შეგიძლია დაიბანოო

Posted by: glamo 26 Feb 2013, 18:25
Anastasya
გილოცავ smile.gif ასე მგონია ჩემი მოგონებები წავიკითხე, მეც ჯან სახლში გავაჩინე საკეისროთი და დეტალებიც კი დაემთხვა შენს ამბავს smile.gif

Posted by: naneee 26 Feb 2013, 18:33
Anastasya
იმდენი ვიტირე, იმდენი ვიტირე, გავსკდი ტირილით cry.gif

ამ მოგონებების წაკითხვის შემდეგ გამიჩნდა კითხვა ჩემს თავთან: ხომ არ ჯობია სპინალური ანესთეზია გავიკეთო და დავინახო ჩემი პატარას დაბადება? ზოგადად ნარკოზიდან ძალიან ძნელად გამოვდივარ. მაქვს პრაქტიკა და ვერ ვიტან ამ შეგრძნებას - ყველაფერი რო ტრიალებს. ბრრრრ. რას იტყვით გამოცდილო ნაკეისრალებო? smile.gif

QUOTE
არა, არ შეიძლებაო, მე მითხრეს, მე-9 დღეს ნაკერები რომ მომხსნეს, მითხრეს, ზეგ შეგიძლია დაიბანოო

ვაიმე 11 დღე დაუბანლად რა გაძლებს. ალბათ რაღაც ხუმრობაა ხო? cry.gif

Posted by: Anastasya 26 Feb 2013, 19:10
GLAMOROUS

QUOTE
გილოცავ  ასე მგონია ჩემი მოგონებები წავიკითხე, მეც ჯან სახლში გავაჩინე საკეისროთი და დეტალებიც კი დაემთხვა შენს ამბავს


love.gif მე 8 წლის წინ პირველი ბავშვი მანდ გავაჩინე, ასევე საკეისროთი და ფაქტიურად იგივე ისტორია განმეორდა, პატარა განსხვავებებს თუ არ ჩავთვლით (ნაკერები, მედიკამენტები და დღეების რაოდენობა, რაც იქ გავატარე, მაშინ 10 დღე ტოვებდნენ ნაკეისრალებს, პერსონალიც იგივე დამხვდა smile.gif

naneee


QUOTE
იმდენი ვიტირე, იმდენი ვიტირე, გავსკდი ტირილით    ამ მოგონებების წაკითხვის შემდეგ გამიჩნდა კითხვა ჩემს თავთან: ხომ არ ჯობია სპინალური ანესთეზია გავიკეთო და დავინახო ჩემი პატარას დაბადება? ზოგადად ნარკოზიდან ძალიან ძნელად გამოვდივარ. მაქვს პრაქტიკა და ვერ ვიტან ამ შეგრძნებას - ყველაფერი რო ტრიალებს. ბრრრრ. რას იტყვით გამოცდილო ნაკეისრალებო?



2kiss.gif

თუ არ ხარ ჩემსავით ემოციური და მშიშარა, მაშინ ალბათ ჯობს სპინალური, პატარა წერტილს რომ ამოაბრძანებენ მუცლიდან და გულზე დაგიწვენენ love.gif ამაზე საყვარელი მომენტი ცხოვრებაში რა უნდა იყოს! ნარკოზით ვინც იკეთებს, იმისთვის ეს მომენტი მაშინ დგება, როცა ექთანი პატარას შემოუყვანს smile.gif

QUOTE
ვაიმე 11 დღე დაუბანლად რა გაძლებს. ალბათ რაღაც ხუმრობაა ხო?


არაა smile.gif ვწუწაობდი ეს 11 დღე biggrin.gif . სამშობიაროში სიმართლე გითხრა, არ მაწუხებდა ეს ამბავი, ისეთი ბედნიერი და აჟიტირებული ვიყავი მოვლენებით, რომ ამისთვის არ მეცალა, თან ყოველ დილით ვიტარებდი წუწაობის პროცედურებს და მაკიაჟიც არ მავიწყდებოდა, მაგრამ აი სახლში უკვე ძაან გამიჭირდა, დღეებს ვითვლიდი, სამშობიაროში რომ ვიკითხე, ბანაობა როდის შეიძლება-თქო, ნაკერების მოხსნამდე არაო sad.gif
* * *
ხო, კიდევ აი, რა: ვისაც საკეისრომდე კლიზმის გაკეთების საკითხი აინტერესებს: თუ იმავე დილით გექნებათ კუჭის მოქმედება, არ გაგიკეთებენ და კიდევ: შეგიძლიათ მიკროოყნა გაიკეთოთ დილით სახლში: პაწაწკუნა ოყნებია, რაღაც ასხია (გვირილას ნაყენი თუ რაღაც), იყიდება აფთიაქებში. მე საკეისროდან მესამე დღეს გადავრჩი დიდ ოყნას, მიკრო ოყნა მომცეს და ეგ გავიკეთე, მშვენივრად იმოქმედა, ძაან პატარაა, 7-10სმ, რამდენიმე მილიგრამი ეს სითხე ასხია. ორსულიც თავისუფლად გაიკეთებს, ისეთი პატარაა smile.gif

Posted by: ninia84 26 Feb 2013, 19:45
Anastasya
შენ ნაკერები გქონდა? მე პლასტიკური ნაკერი გამიკეთეს და ალბათ ამიტომ მომცეს უფლება, მეორე დღეს დამებანა

Posted by: chiamaiaano 26 Feb 2013, 20:38
აუ ჯან სახლში რა ძვირი ყოფილა ფიზიოლოგიურიsad.gif(

Posted by: tatuuu 26 Feb 2013, 21:14
Anastasya
გილოცავ! ღმერთმა ჯანმრთელი გაგიზარდოს smile.gif
ჩემი მშობოაირობა გამახსენდა, მეც ჯან.სახლში გავიკეთე საკეისრო, ეხლა ისე კარგად მახსენდება ყველაფერი, მაშინ ძალიან ცუდად ვგრძნობდი თავს
ჩემ დროს რეაბილიტოლოგი არ ყავდათ, დამლაგებელმა და ექთანმა ამაყენა smile.gif))))) ზაფხული იყო და ალბათ შვებულებაში იყვნენ ექიმები biggrin.gif არც არავის უსწავლებია არანაირი ვარჯიში... ნაკერიც მგონი სხვანაირი მქონდა, სტეპლერებივით არამგონია ყოფილიყო, იმიტომ რომ ნაკერის ამოსაღებად რომ მივედი ესე სათითაოდ არ ამოუღიათ, ერთი ბოლოდან გამოქაჩა და გამოვიდა მთლიანი ძაფი ( ალბათ)
არც საწუწნი ტაბლეტები მოუციათ ჩემთვის

მე საკმაოდ მტკიოდა ნაკერები და მუცელზე ხელის დაჭერა რომ მახსენდება ეხლაც მაკანკალებს, იმედია მეორეს უკეთესად ავიტან smile.gif

naneee
იმის მიუხედავად რომ ვგრძნობდი მუცელშI ყველაფერს ( ვგრძნობდი უბრალოდ და არაფერი მტკიოდა რა თქმა უნდა) დაა არ იყო ჩემთვის დიდად სასიამოვნო პროცესი, მაინც სპინალური მირჩევნია... ყველაზე მაგარი შეგრძნებაა რომ ხედავ შენ პატარას smile.gif

Posted by: დოლორეს 26 Feb 2013, 22:58
ninia84
QUOTE
მე პლასტიკური ნაკერი გამიკეთეს

,,სკრეპებით'' დადებულ ნაკერს ასე მოიხსენიებენ?
მაგ მეროე დღესვე ბანაობამ იყო რომ გამიგრძელა ვადა სამშობიაროში,ნაკერი გამიღიზიანდა.მერეც თვეზე მეტი ხანი ლიმფა(მგონი ასე ქვია) გამოდიოდა.

Posted by: brinka9962 27 Feb 2013, 01:08
დავწერ ჩემ მოგონებებსაც :*
დილით რო ავედქი მუცელი ისე მტკიოდა თითქოს მისაღებ გამოცდებზე მივდიოდი არ ვიმცნევდი მაგარმ ძალიან ვნერვიულობდი ცოტა ადრე გვემზადე და სახში ლოდინმა მომიწიაა საუკუნედ გაიწელაა ეს დრო .... მივედით სამსობიაროში დაიწყეს ჩემი მოზადება საოცარი შიშის გრძლობა მქონდა მაგარმ მაინც არ ისეთი არ ვიცოდი წინ რა მელოდაა ძალიან გაღიზიანებული ვიყავი დედჩემი გავაგდე უხეშად ველაპარაკეე ექთნებმა დედაა დაინდეოო biggrin.gif მერე გამიკეთეს ყონა სახში არ გავიკეთე რაგდან ჩემმა მეგობარმა მითხრა მაინც გამიკეთეს მეო, რომ ველოდეე იმაზე მარტივი პროცედურაა იყოო აი ამის მერე კიი მთელი სხეული ამტკივდა მივხდი როო უკვეე მალე დაიწყებოდაა შემიყვანეს წინა საოპერაციო ბლოკში დამიდგეს წვეთოვანი და დახლოებით 15 წუთი საოპერაციოში შემიყვანეს კარები შეაგეს თუ არა გაქცევა მომინდა ოგონდ გადამეტების გარეშე შემზარა იმ ოთახმაა ( ახლობლებიი იყვნენ იქ და ისინი მაწვებოდნენ ) დამსვევს საოპერაციო მაგიდაზე და ანესტეზიოლოგმა ზაზამ დამიწყო ახნააა მინდოდაა მალე დაეწყოდა დაეთავრებინააა ნევსის გაკეტებაა ცოტა ვიგრძენი მაგარმ ზან მარტივი პროცედურააა ,უცებ დამაწვინეს საწოლზეეც მალევე ვიგძენი დაბუჯებაა სეშემდეგ კიი უკვე მგძნობელობა აღარ მქონდაა ეს იყოო ოპერაციოოს დროს ყველაზე ცუდი შეგძნება რომ ხვდებიი როო წელს ქვევით ძალა არ გაქვს ექიმის შემოსვლამდე ყველაფერი მომაზადეესს მე ვიტხოვდი ის კაცი არ შემოიყვანოთ გთხოვთ ეგ ეგერე ოპერაციას დაიწყებსთქოო მართლაც ეგრე იყო შემოვიდა ავალიანიი და დაიწყო მაშინვეე მე მასობაში ძილი მომეგვარა აქამდე თუ ენას არ ვაჩერებდიი ეხლა ვგძნობდიი რომ თავი არ მქონდა ლაპარაკის და თვალების დახუჭვა მინდოდაა ,ასისტენტები მატყუებდნენ ჯერ არ დაწყებულა ოპერაციაო მე უთხარი ზუსტად ვიცი რო გადახსნილი ვათქო აბა რაგა გინდაოო ,, ყველა შეხებას ვგძნობდი მაგარმ რო მივხდიი როო 1 % -თაც არ ვგძნობდი ტკივილს დავშვიდიი ერთი აზრი მიტრიალებდა მალე დასრულებულიყო ყველაფერი ,,, დახლოებით ოპრაციიდან 10 წუტში დამანხეს ჩემი ბიჭი თან ავალიანი კომენტარები მესმობსს რამხელხააარ ბიჭო კიდე კაი საკიეროო გავაკეთეთო დაიბადა 4 და 400 მაგარამ რაგაც სხვანაირი ბუთქუნაა smile.gif მკითხეს დაგიწვინოთო არვიცითქო მოიყვანეს ახლოს და უთხარი გაიყვანეთ ჯერ გაწმინდეთქო გაიყვანეს მართლაა მტელი სემდეგი საოპერაციო დრო ვკითხოლობდი ბავშვი ხომ ჯამრთელადფაათქო ,,,, შემდეგ უკვე დახლოებით 20 დმთვარა ოპერაცია უკვე საერთოდ აღარ ვღელავდი , დამთვრადა ჩამომხსნენ ნაჭერი და ვხედავ ჩემ ფეხეებს რეებს უსჰვებიან აწევენ გადადგილებენ ეს იყოო კიდე ერთი საშინელი შეგძნება ამის მერე უკვე გადამიყვანეს ბლოკსჰი 1 სათი გავჩერდიი და მომიყვანეს ჩემი გოჭი აი მაშინ მივხდი რა ბედნიერი ვიყავიი და ვერ ვიჯერებდი რომ ჩემი შვილი იყო ვერ ვიწეოდიი ნაკეისრალი მაგარმ სულ მინდოდა მეყურებინაა საოცარი შეგრზლნებაა .. საბოლოოდ ჩე დასკვნაა რომ შიშის გარდა არაფერიაა მეტი ასატანი უბრალოოდ ეგ უნდა დაძლიო .... ამის შემდგომი დღები უკვე ცაკლე თემაა biggrin.gifD წავედი იმედია შედარებით დალაგებულად წერია :დდ

Posted by: emily2 27 Feb 2013, 10:19
აქ მგონი მარტო ნაკეისრალები ხართ ჩემს გარდა smile.gif

Posted by: ninia84 27 Feb 2013, 12:22
დოლორეს
ნაკერები რომ არ გაქვს ამოსაღები, მაგას ვგულისხმობ. რავიცი, მე ორივე საკეისროზე კარგად ავიტანე მეორე დღეს ბანაობა. შეიძლება კანზეც არის დამოკიდებული

brinka9962
გილოცავ, ბედნიერი დედიკო ყოფილიყავი

Posted by: naneee 27 Feb 2013, 12:29
brinka9962
love.gif love.gif love.gif შეგეშინდა პატარა? 2kiss.gif არაუშავს. ეხლა შენ და შენი ბაიკო კარგად ხართ. baby.gif

Posted by: babilina1983 27 Feb 2013, 13:34
Anastasya
ვინ გაგიკეთა ჯანსახლში საკეისრო და რა დაჯდა?

Posted by: garfield1 27 Feb 2013, 13:54
babilina1983
მანდ ყველას ამირან ქორიძეამშობიარებს, ფიზიოლოგიურადაც და საკეისროთიც და თავისი წინასაკეისრო ანალიზების ჩათვლით თუ არ ვცდები 2000 ლარამდე ჯდება. მე ასე მახსოვს და უფრო ზუსტად დაწერენ გოგოები

Posted by: catherina_10 28 Feb 2013, 20:15
brinka9962
რა კარგია რომ დაწერე,მეც ჩემ თავს ეხლავე ვამზადებ რომ მერე არ ავყვე პანიკებს, ჩემი თავის იმედი არ მაქვს მაგრამ უნდა ავიტანო და გადავლახო ეგ შიში,

Posted by: Liluu85 1 Mar 2013, 11:53
brinka9962
კიდე ერთხელ გილოცავ:* ჯამრთელი ბიჭი გაგეზარდოს:*

Posted by: ninuwki 1 Mar 2013, 12:52
brinka9962
გილოცავ smile.gif ღმერთმა ბედნეირები გამყოფოთ smile.gif

Posted by: brinka9962 1 Mar 2013, 15:06
catherina_10
იცი როგორი პანიკიორი ვარ რომ არ მტკივა ტამე მაინცც ვყვირივარ მე რო ეგგ გადავიტანე ესეგი სჰენც კარაგდ გადაიტაან ჩემზე უარესი არ იქნებიი ალაბატ ყველაზე უარესი ჩემი დონის მშიშარა smile.gif ასე რომ არ შეგეშინდესსს ცოტა შეგეშინდება და ბუნებრივიცაა ადამინი ხარ მაგარამ თავსისით ვითარდება ყველაფერი ისე რომ ვერ აცნობიერებ ბოლომდეე ბოლო მდღემდეე მაგაზე ნერვიულოობააა არ ღირსს smile.gif) ნუ არც მეერე რათქმაუნდა :**

Posted by: ira-irinola 1 Mar 2013, 15:44
2 კვირის წინ დავესწარი ჩემი ახლობლის მშობიაობას, ღმერთო, რა სასწაული შეგრძნება იყო, ბავშვი რომ გამოვიდა ისტერიკაში ჩავვარდი smile.gif

Posted by: Anastasya 2 Mar 2013, 17:54
ninia84

QUOTE
შენ ნაკერები გქონდა? მე პლასტიკური ნაკერი გამიკეთეს და ალბათ ამიტომ მომცეს უფლება, მეორე დღეს დამებანა


პლასტიკური ნაკერია ჩემიც, მაგრამ 11 დღე დაბანა არ შეიძლებოდა , შენ სად გაიკეთე საკეისრო?

tatuuu

QUOTE
გილოცავ!  ღმერთმა ჯანმრთელი გაგიზარდოს ჩემი მშობოაირობა გამახსენდა, მეც ჯან.სახლში გავიკეთე საკეისრო, ეხლა ისე კარგად მახსენდება ყველაფერი, მაშინ ძალიან ცუდად ვგრძნობდი თავსჩემ დროს რეაბილიტოლოგი არ ყავდათ, დამლაგებელმა და ექთანმა ამაყენა ))))) ზაფხული იყო და ალბათ შვებულებაში იყვნენ ექიმები  არც არავის უსწავლებია არანაირი ვარჯიში... ნაკერიც მგონი სხვანაირი მქონდა, სტეპლერებივით არამგონია ყოფილიყო, იმიტომ რომ ნაკერის ამოსაღებად რომ მივედი ესე სათითაოდ არ ამოუღიათ, ერთი ბოლოდან გამოქაჩა და გამოვიდა მთლიანი ძაფი ( ალბათ)არც საწუწნი ტაბლეტები მოუციათ ჩემთვისმე საკმაოდ მტკიოდა ნაკერები და მუცელზე ხელის დაჭერა რომ მახსენდება ეხლაც მაკანკალებს, იმედია მეორეს უკეთესად ავიტან


დიდი მადლობა smile.gif

ასეთი ძაფით პირველად რომ გავიკეთე საკეისრო, მაშინ გამკერეს. ერთი წვრილი ხაზი იყო, რომელიც წლები რომ გავიდა, დამოკლდა 5-6 სმ-მდე, საერთოდ არ ჩანდა, ეხლაც უწვრილესი ხაზია, იმედია ესეც დამოკლდება smile.gif

ეტყობა ტაბლეტები ნემსების ნაცვლად ახალი გაიდლაინის თანახმად შემოიტანეს smile.gif

babilina1983

საკეისროს მხოლო ქორიძე აკეთებს ჯანსახლში, საკეისრო ღირს 1665 ლარი + აუცილებელი წინასასაკეისრო კვლევები, 270 - 280 ლარი ღირს, ზუსტად არ მახსოვს...

Posted by: E_ko 2 Mar 2013, 18:15
QUOTE
babilina1983

საკეისროს მხოლო ქორიძე აკეთებს ჯანსახლში, საკეისრო ღირს 1665 ლარი + აუცილებელი წინასასაკეისრო კვლევები, 270 - 280 ლარი ღირს, ზუსტად არ მახსოვს...

არა, საკეისროს ამირანის გარდა აკეთებს ზურა, გვარი არ მახსოვს, ოპერაციის დროს რომ მღერის ის. და ამის გარდა მე როცა გავიკეთე იწვა ერთი გოგო რომელსაც გაუკეთა ყოფილი პირველი ექსპერიმენტალური სამშობიაროს მეანმა საკეისრო (ამ სამშობიაროს დირექტორი იყო ადრე ქორიძე), სექტემბერში გავიკეთე საკეისრო და მაშინ იქ რემონტი იყო.

Posted by: ninia84 3 Mar 2013, 11:26
Anastasya
ემბრიოში გავიკეთე ორივე

Posted by: anano_991 3 Mar 2013, 20:06
გოგოებო რა მაინტერსებს იცით მშობიარობის მერე რამდენი ხანი ეგრძალება ქალს ქმართან ურთიერთობაა? ნუ გამონადენი რა თქმა უნდა შეწყვეტილია. ექიმთან არ მიწევს მისვლა ჯერ და ამაზე ხო ვერ დაურეკაავ ჰისტეროსკოპია რო გავიკეთე 3კვირა ამიკრძალეეს და ასე ვფიქრობ ამ შEმთხვევაშიც და ნაადრევი ხო არ არისთქოო?

Posted by: blblbl 3 Mar 2013, 20:19
anano_991
მშობირობიდან 40 დღე არ შეიძლება წესით,მაგრამ უმეტესობას გამონადენის შეწყვეტის მერე აქვს და არ გამიგია ვინმეს რამე დაშავებოდა.ექო გადაიღე გამონადენის შეყვეტის მერე?

Posted by: anano_991 3 Mar 2013, 20:24
blblbl
არა მე ხო ნარკოზით გავიკეთე და სავარაუდოდ გამომასუფთავებდნენ კარგად 2კვირა და 3დღე გამიგრძელდაა გამონადენი ნაკეისრალებსაც დაახლოებით ესე აქვთ ხოლმე. ექიმთან ბავშვის პასუხებით უნდა მივიდეთ და ალბათ ეხოსაც მაშინ გააკეთებენ. ბავშვის პასუხები გადაგვიდეს და საავადმყოფოდან გამოწერისას კიდე არც დავინტერესებულვარ აკრძალვაზე ისე ვიყავი

Posted by: Pumpula 3 Mar 2013, 20:28
anano_991

იქნებ მოგეცადა მაინც ეხოს გადაღებამდე?კაი ხანი არ აპირებ მისვლას კიდევ?

Posted by: anano_991 3 Mar 2013, 20:31
Pumpula
მოვიცდი სადაც აქამდე მიცდიააbiggrin.gif კვირის ბოლომდე არ მგონია მივიდეე პასუხები იმედია იქნებაა, შენ რამდენი ხანი აგიკრძალეს?

Posted by: blblbl 3 Mar 2013, 20:40
anano_991
გამოფხეკის მერე 10 დღე იკრზალება სექსი.მოკლეთ სჯობს მიხვიდე ექიმთან ექოზე და მერე smile.gif

Posted by: anano_991 3 Mar 2013, 20:45
blblbl
Pumpula

მადლობა პასუხისთვის 2kiss.gif

Posted by: Pumpula 3 Mar 2013, 21:09
anano_991

მეეე?უიმე სიმართლე გითხრა არც მიკითხავს, მაშინც მეც ისეთ სტრესში ვიყავი, ვის ახსოვდა ეგ საქმე..ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ ერთი თვის თავზე ჩემივე ინიციატივით გავრისკე ანუ ექიმისთვის არ მიკითხავს ისე..და დაემთხვა რომ პირველი ციკლი აბორტის მერე მომივიდა იმ დღეს (ტალახივით შავი) და მეგონა სექსის ბრალი იყო და დავაშავე რამე, ცოტა უნდა მომეცადათქო, ისეთმა გაგიჟებულმა დავურეკე ექიმს, გული მისკდებოდა..ნუ აღმოჩნდა რომ არაფერი და ჩვეულებრივად მერე რა

Posted by: anano_991 3 Mar 2013, 23:02
Pumpula
მეც მაშინ ისე ვიყავი მეგონა საერთოდ აღარც გამიჩნდებოდა სურვილი და არც დავინტერესებულვაარ, თან ერთმა გაააფრთხილა ჩემი ქმარი ხო იცით არ შეიძლებაო და რამის შეუტრიალდი და გავლანძღეეე რადროს მაგაზე ფიქრიათქო და ეხლა დავინტერესდიი

Posted by: Pumpula 4 Mar 2013, 09:44
anano_991

ხო ნუ ეხლა ბუნებრივია, თავიდან ეგეთი ამბის შემდეგ მართლა ვინ ფიქრობს მაგაზე, მაგრამ ისეც ხომ არაა რომ მთელი ცხოვრება ქმარს აღარ უნდა გაეკარო..ნუ მე ერთი თვე მაგაზე არც მიფიქრია, ისე ცუდად ვიყავი, ეგ მახსოვდა?ნუ მერე თავისთავად დალაგდა ყველაფერი

Posted by: Tinker Bell 4 Mar 2013, 12:55
naneee

მეც მაგიტო გადავიფიქრე ნარკოზი. ძალიან მინდა მაგ მომენტის ნახვა რომ ამოიყვანენ love.gif

Posted by: naneee 4 Mar 2013, 17:25
Tinker Bell
QUOTE
მეც მაგიტო გადავიფიქრე ნარკოზი. ძალიან მინდა მაგ მომენტის ნახვა რომ ამოიყვანენ

yes.gif მეც ძალიან მინდა მაგ მომენტის ნახვა და მეგონა რო საბოლოოდ გადავწყვიტე, მაგრამ ჩემი ნათესავი მეანი მაშინებს: 10 წლის მერე დაგეწყება წელის ტკივილებიო. ვის დავუჯერო? ძალიან დავიბენი. მე და ტკივილი (თუნდაც სულ მცირე) ვერ ვმეგობრობთ baby.gif baby.gif

Posted by: blblbl 4 Mar 2013, 17:27
naneee
კაი რააა,10 წლის მერე ისედაც დაგეწყება წელის ტკივილი,ბავშვების თრევით biggrin.gif

Posted by: naneee 4 Mar 2013, 17:32
blblbl
QUOTE
კაი რააა,10 წლის მერე ისედაც დაგეწყება წელის ტკივილი,ბავშვების თრევით

lol.gif lol.gif lol.gif ცუდად ვარ
მართალი ხარ.

Posted by: emily2 4 Mar 2013, 17:52
QUOTE
0 წლის მერე დაგეწყება წელის ტკივილებიო

მე ფიზიოლოგიურად ვიმშობიარე ყველანაირი გაუტკივარების გარეშე და წელს ძლივს დავათრევ drug.gif drug.gif

Posted by: anano_991 4 Mar 2013, 19:27
Pumpula
ჩემთან სტრესის ან ჩხუბის,ნერვიულობის მერე იღვიძებს ხოლმე მაგის მადაააbiggrin.gif მე ძაან მიშველა კიდე სახლიდან გასვლაამ თორე რო ჩამჯდარიყავი ერთიიი აი მერე გენახა დეპრესია ბოლოს ასათიანზე ამოვყოფდი თავს არადა არ ვარ ესეთი ტიპი მარტივად უყურებ ხოლმე პრობლემებს და ამა ფაქტზე მაგარი გავჭედე და გავჭედავდი კიდეეე. ეხლაც როგორც კი თავისუფალი დრო მომეცემა საფიქრალად ცუდად ვხდები

Posted by: Pumpula 4 Mar 2013, 19:31
anano_991

ვაიმე არააა, მე პირიქით biggrin.gif

Posted by: Tinker Bell 4 Mar 2013, 19:38
naneee

ხო ყველანაირ წელის ტკივილს მაგას აბრალებენ. ერთმა ნარკოზით გაიკეთა და წელის ტკივილები აქვს ხოლმე, მაგას რომ გაუტკივარება გაეკეთებინა ეხლა ეგრევე მაგას დააბრალებდა, თვითონაც ეგ თქვა.

Posted by: emily2 4 Mar 2013, 20:12
ჩემმა მეგობარმა სამი ბავსვი გააჩინა ზედიზედ.იმშობიარა მაგრამ ეპიდურული გაუტკივარებით,არაფერს არ უჩივის rolleyes.gif

Posted by: kvatunia24 4 Mar 2013, 21:21
კარგით ხალხო რა, ორგანიზმზეა დამოკიდებული, მიუხედავად იმისა რომ უმძიმესი მშობიარობა მქონდა და მეგონა ერთი კვირა ვერ ავდგებოდი, 2 3 საათში დავდიოდი პალატაში ჩვეულებრივად და საღამოს წყალიც გადავივლე, ერთი დისკომფორტი რაც მქონდა კანერები რომ მედო და ვერ ვჯდებოდი წესიერად თორემ სხვას არაფერს არ შევუწუხებივარ, არ გამიკეთებია გაუტკივარება, ჩემით გავაჩინე, მაშინ როცა ხერხემლის გამრუდება მაქვს საკმაოდ მაღალი ხარისხის და + ამას დისკოზი მაქვს, საჯდომი ნერვის ანთება მაქვს პერიოდილად და სულ მტკივა ყრუდ წელი როგორც კი ოდნავ დავიღლები ან შემცივა, ჩემთან ერთად გოგო იწვა რუსის, იმანაც ბუნებრივად იმშობიარა, თავისი ფეხით გამოვიდა ბლოკიდან და თავისი ფეხით შემოვიდა პალატაში, ეგრევე ვანაში შევარდა და იბანავა biggrin.gif თან ნაკერები ქონდა იმასაც ნახეთქების გამო.

Posted by: makavel1 4 Mar 2013, 21:23
მე სპინალურის მერე 3 თვე მარჯვენა ფეხი მიკავდებოდა, იმის მერე არაფერს არ შევუწუხებივარ მიუხედავად იმისა რომ ხერხხემალი მაქვს კითხვის ნიშანივით biggrin.gif

Posted by: emily2 4 Mar 2013, 21:27
QUOTE
ერთი დისკომფორტი რაც მქონდა კანერები რომ მედო და ვერ ვჯდებოდი

მეც მაგ დღეში ვიყავი და ნეტა მეორე მშობიარობაზეც მექნება მახეთქები? საშინელებააა sad.gif

Posted by: kvatunia24 5 Mar 2013, 19:49
emily2
მე კიდე კარგად გადავრჩი ჩახევა რომ არ მქონდა, არანორმალურ ტკივილებს გავუძელი და ერთი რაც მახსოვდა ის იყო რომ მომივლიდა თუ არა ვცდილობდი ღრმად მესუნთქა და არ გავჭინთულიყავი, ნახეთქებიც იმიტომ მქონდა რომ ბავშვი გამოსვლისას მოტრიალდა ცუდად, უფრო სწორად შემოტრიალებული გამოვიდა მხრით და თავში რომ მოკიდეს ხელიო დედაჩემმა და რომ მოატრიალესო, ასე მეგონა კისერს მოტეხავდნენო biggrin.gif მამუკა გაოცებული იყო კლიტორზე მქონდა ნახეტქი ასეთი არაფერი მინახავსო, და შორისზეცც tongue.gif

Posted by: emily2 5 Mar 2013, 21:06
QUOTE
მამუკა გაოცებული იყო კლიტორზე მქონდა ნახეტქი ასეთი არაფერი მინახავსო, და შორისზეცც

აუ ბევრი ვიცინეე
lol.gif lol.gif lol.gif მე აზრზე არ ვარ სად მქონდა ნაკერები. ყველანაირი გაუტკივარების გარეშე ვიმშობიარე და ნაკერებზე ბოლოს მითხრეს ნარკოზს გაგიკეთებთ ჯობია თორემ ადგილობრივით მაინც გაიგებ,ბოლომდე არ აყუჩებსო..კი ვიფიქრე ამდენი გადავიტანე და რა უნდა გავიგო ისეთი რომ ვერ გადავითანოთქო,მაგრამ აგარაფრის თავი აღარ მქონდა...ხოდა დამაძინეს და მერე ორი საათი ვიწვალე ნარკოზიდან გამოსვლა help.gif მეანმა აბა ერთად მხედავ თუ ორადო და ოთხადტქო ვუთხარი.ხოდა დაიძინე შენ გირჩენიაო...

Posted by: kvatunia24 5 Mar 2013, 21:43
biggrin.gif biggrin.gif აი ერთი წამით არ მიგრძვნია გაკერვა, გამოფხეკვა გასუფთავება, იმდენად დავიტანჯე მშობიარობის ტკივილებით და მერე ჭინთვებზეც რომ აღარ გამწირეს გაუყუჩებლად გასაკერად და ისე გამიკეთეს ადგილობრივი რომ ვააბშე არ მიგრძვნია, მარტო იმას ვგრძნობდი როგორ მიჩხიკინებდა მამუკა რაღაცეებს და მერე ძაფის გატარება გამოტარებას biggrin.gif ტკივილი საერთოდ არ მიგრძვნია არანაირი, თან მაგ დროს ჩემი ბარტყი მეწვა გულზე და ნაკლებად მაინტერესებდა ქვევით ვინ რას მიკეთებდა..

Posted by: tekco777 5 Mar 2013, 21:56
გამოფხეკვა რატო დაჩირდა? მომყოლის ნაცილი იკო დარჩენილი??

Posted by: emily2 5 Mar 2013, 23:43
აი გამოფხეკა თუ ხდებოდა მე ეგ არვიცი..ალბათ მაგ დროს ნარკოზით ვიყავი გაბრუებული.ისე ნეტა რატო გამიკეთეს ნარკოზი?ალბათ ფლის გამოsmile.gifმაგრამ მაგას ვჩიოდი? ისე გამისწორდა გამოსვლის მომენტი biggrin.gif მე ის მახსენდება ცუდად გამოწერისას სასვილოსნოს რომ ამოწმებენ თუ რავიცი ჯანდაბას აკეთებენ რომ დამაწვა მუცელზე ძლივს ამოვისუნთქე.

Posted by: kvatunia24 5 Mar 2013, 23:45
tekco777
არა მომყოლიც უცებ გამოვიდა, უბრალოდ მაინც გამოასუფთავა საგულდაგულოდ რამე არ დარჩესო, ბევრი არაფერი ყოფილა, უცებ მორჩა და ეგრევე ნაკერების დადებაზე გადავიდა.

* * *
emily2
მაინც აკეთებენ რომ მომყოლის ნაწილები არ დარჩეს, საშინელი შეგრძნება, სარკით შედის და ისე ამოწმებს და ახალნამშობიარებზე რომ გტკივა ყველაფერი და კიდე იოდს რომ წაგისმევენ და მერე რაღაცას რომ შეგთხრიან ნამდვილად არ არის სასიამოვნო biggrin.gif ვაიმე ეგ მუცელზე დაწოლა მართლა ცუდად მხდიდა, ყოველდღე მინიმუმ 2 ჯერ მამოწმებდა მამუკა როგორ იკუმშება საშვილოსნო ვნახოთო და მაჟრიალებდა რომ ვივოდი რომ უნდა დამწოლოდა მუცელზე biggrin.gif

Posted by: emily2 5 Mar 2013, 23:51
საშინელებააა.... მე იმედს ვიტოვებ რომ მეორე მშობიარობა უფრო გამიადვილდება user.gif user.gif

Posted by: kvatunia24 5 Mar 2013, 23:54
emily2
ყველას უადვილდება და რაღა შენ გაგიჭირდება? smile.gif მთავარია განწყობა შეიქმნა წინასწარ კარგი და მშვიდი, არ დაპანიკდე და არ დაიგრუზო თავი ცუდზე ფიქრით smile.gif ყველაფერი კარგად იქნება 2kiss.gif

Posted by: an apple 5 Mar 2013, 23:54
მე არ გამომფხიკეს, მუცელზეც მხოლოდ ერთხელ დამაწვნენ. ნუ გამოწერისას მეორედ.

Posted by: kvatunia24 5 Mar 2013, 23:57
an apple
არ იყო ალბათ საჭირო, მაგას რა ჯობია? აბა მე რომ მამუკას ყველა დანახვაზე გული მისკდებოდა კარგია? biggrin.gif არა და როგორ მიყვარს და როგორ მიხარია ხოლმე დანახვა, ორი კვირის მერე ნაკერების შემოწმებაზე რომ ვიყავი ისე გამეხარდა რომ დავინახე, არა და მეგონა პირიქით მშობიარობას გამახსენებდა მისი დანახვა და ნერვებს მომიშლიდა smile.gif ისეთი კეთილი ღიმილი და სათნო სახე აქვს ამ კაცს რომ შეუძლებელია უარყოფითად განეწყო, სიმშვიდეს და სითბოს ასხივებს smile.gif

Posted by: emily2 6 Mar 2013, 00:01
QUOTE
ყველას უადვილდება და რაღა შენ გაგიჭირდება?  მთავარია განწყობა შეიქმნა წინასწარ კარგი და მშვიდი, არ დაპანიკდე და არ დაიგრუზო თავი ცუდზე ფიქრით  ყველაფერი კარგად იქნება 

გაიხარე 2kiss.gif
სულ მშობიარობაზე ვფიქრობ.რომ ვიცი რაცაა და მახსენდება ის ყველაფერი დეტალურად. ხოო სლ მაგით ვიმშვიდებდი თავს რომ ცოტაც უნდა გავუძლო და ხვალ ყველაფერი კარგად იქნება.პანიკიორი არ ვარ ,პირიქით უფრო მდუმარებაში ვვარდები მაგ დროს,შეიძლება კანკალი დამეწყოს ხოლმე შიშზე და ფეხები ვეგარ დავიმორჩილო vis.gif

Posted by: kvatunia24 6 Mar 2013, 00:07
emily2
კარგზე იფიქრე, საერთოდ რაც ნაკლებს იფიქრებ მშობიარობაზე და მისგან გამოწვეულ უსიამოვნებებზე მით უკეთესი შენთვისაც და პაწუკასთვისაც smile.gif ასე თქმა ადვილია არ ინერვიულოთქო რომ გითხრა, მეც მენერვიულებოდა და რომ მეუბნებოდნენ ეცადეო, ვბრაზდებოდი smile.gif უბრალოდ გაერთე სხვა რამეზე გადაიტანე ყურადღება პატარაზე იფიქრე როგორი იქნება ვის დაემსგავსება და ა.შ. მე ეგ ძალიან მშველოდა, განსაკუთრებით ბოლოსკენ უკვე smile.gif ისეთი შემართებით და მშვიდი განწყობით მივედი სამშობიაროში რომ მე თვითონ მშურდა საკუთარი სიმშვიდის biggrin.gif

Posted by: an apple 6 Mar 2013, 00:14
kvatunia24
ალბათsmile.gif შენ ძალიან გაწვალებულხარ, ნამშობაირები რომ არ ვყოფილიყავი და ეგ წამეკითხა, საკეისროს გავიკეთებდი. ღმერთმა ტკბილად მოსაგონებელი გაგიხადოს ეგ ტანჯვა, პატარა კაცს რომ ჩაეხუტები smile.gif
მე მქონდა ძალიან ადვილი მშობიარობა, მაქსიმუმ 5 ჯერ გავიჭინთე. ტკივილი ჭინთვების დროს-0. ნუ მოვლითი ტკივილები კი მახსოვს ცუდად, მაგრამ გაუსძლისი არც ის ყოფილა. ვმშობიარობდი დაახლოებით 6-7 საათი.

Posted by: emily2 6 Mar 2013, 00:24
QUOTE
მე მქონდა ძალიან ადვილი მშობიარობა, მაქსიმუმ 5 ჯერ გავიჭინთე. ტკივილი ჭინთვების დროს-0. ნუ მოვლითი ტკივილები კი მახსოვს ცუდად, მაგრამ გაუსძლისი არც ის ყოფილა. ვმშობიარობდი დაახლოებით 6-7 საათი.

რა ბედნიერებაა.. მე ჭინთვების დროს ისე მტკიოდა წელი მეგონა გამოხეთქავდა ბავშვი წელიდან..ღმერტის ნებით ჯამრთელი იყო და არ ვჩივი.. ყველას ბედნიერ დედობას და ტკბილ ოჯახს გისურვებთ.წავედი ახლა დავიძინო თორემ დილით ჩემი ველური ბავშვი რომ დამახტება თავზე იძულებული ვარ გავიღვიძო. sleep.gif sleep.gif

Posted by: kvatunia24 6 Mar 2013, 11:54
an apple
ჰა ჰაა biggrin.gif ხო გავწვალდი მართლა, მაგრამ ეს ტკივილები ასე ძალიან დიდხანს რომ არ გაგრძელებულიყო დამიჯერე არც ისე აუტანელი იყო რომ ვერ მომეთმინა, სანამ მესამედ გამსინჯავდა მამუკა და დამაჩქარებლის დადგმას გადაწყვეტდა მანამდე კიდე ასატანი იყო სადღაც ღამის 3 4 საათამდე, იმდენად რომ ტკივილებს შორის ჩაძინებასაც ვახერხებდი 5 5 წუთით, აი მეოთხედ რომ გამსინჯა და ისევ 2.5 თითზე იყო გახსნა და უკვე დილის 7 საათი იყო მერე უკვე აღარ მინდა გახსენება არაფრის დამიდგეს დამაჩქარებელი, და უკვე გაუჩერებლად მტკიოდა facepalm.gif ერთადერთი რის გამოც გავუბრაზდი მამუკას ეგ იყო რომ დიდხანს ელოდა ყელის გახსნას, დროზე რომ დაედგა დამაჩქარებელი და დილის 7 საათამდე არ ეცადა იქნება გადავრჩენილიყავი იმ ჯოჯოხეთს და არც ნახეთქები მქონოდა და არც ნაკერები დამჭირვებოდა. როგორც კი ჭინთვები დამეწყო უფრო ასატანი გახდა ტკივილი, ვუყურებდი მამუკას და რასაც მეუბნებოდა იმას ვაკეთებდი, მეუბნებოდა გაიჭინთეო ვიჭინთებოდი, მეტყოდა გაჩერდიო და ვჩერდებოდი, სულ 4 გაჭინთვაზე გავაჩინე ჩემი კნუტი და როგორც კი გულზე დამაწვინეს მერე აღარც ტკივილი მახსოვდა აღარც ის წვალება რაც გამოვიარე, ყველაფერმა უცებ გამიარა smile.gif

Posted by: ira-irinola 6 Mar 2013, 13:47
kvatunia24
ყელს დამაჩქარებელი როგორც ვიცი არ ხსნის. თუ კარგი ექიმია ეგ არ შეეშლებოდა,.დამაჩქარებელი საშვილოსნოს კუმშვას იწყებს და შენ ტკვილი გაგიგრძელდებოდა და ყელი კიდევ არ იქნებოდა კარგი გახსნილი. ეს ჩემი აზრია უბრალოდ smile.gif

Posted by: FoXy 6 Mar 2013, 22:14
თუ დამაცადა ბაჭიამ დავწერ ბოლომდე

ე.ი. 40 კვირაზე, რომ ვიყავი მამუკასთან არანაირი სიმპტომები არ მქონდა და დავთქვით 23 თებერვალი, დილით 10-ზე უნდა დავწოლილიყავი აღძვრაზე, 22-ში საღამოს მოვამზადე ყველაფერი და დავიძინე. ღამის 2-ზე გამაღვიძა უსიამოვნო შეგრძნებამ თითქოს კუჭი გეშლებაbiggrin.gif 2 საათი ვიარე ასე და ბოლოს გავაღვიძე ქმარი მუცელი მტკივა თქო, ისიც ისე იყო შეგუებული, რომ არ მეწყებოდა მშობიარობა, ნოშპა დალიე და დაიძინეოbiggrin.gif მეც გავანებე თავი. დილის 6-ზე უკვე ყოველ 10 წუთში მტკიოდა, ისევ გავაღვიძე და უკვე კატეგორიულად მოვთხოვე ადგომა. აუჩქარებლად ჩავლაგდით, დაქალი გავაღვიძე (რომელიც დაესწრო მშობიარობას და ისიც დღემდე ტირის, რომ იხსენებს) და წავედით ახალ სიცოცხლეში, თან წინა 3 დღე 38 სიცხეები მქონდა. მანქანაში უკვე ყოველ 5-7 წუთში მტკიოდა, რომ გამსინჯა მორიგე ექიმმა თითქმის 4 თითზე ვიყავი. ბლოკში, რომ ავედი ჯერ ისევ ვიცინოდი, მეგონა სულ ეს იყო ის ტკივილი, ყავა და შოკოლადიც მივირთვი მამუკას ნებართვით lol.gif ასე გახდა 10 საათი, წყლები დამაღვრევინეს და აი მაშინ დაიწყო, ეხლაც ღამე, რომ მეღვიძება და მახსენდება ის კოშმარი ვკვდები ტირილით იქ ერთი ცრემლიც არ ჩამომვარდნიაsmile.gif ელოდებოოდნენ ყოველ 2 წუთში, რომ მქონოდა ტკივილები, დამიდგეს წვეთოვანი(დამაჩქარებელი) ასე ვიყავი კიდევ 2 საათი და როგორც იქნა დამეწყო ჭინთვები, ბავშვი იყო დიდი და ძალიან გაგვიჭირდა 2 საათი ვიჭინთებოდი, პატარას გაეჭედა თავი, მეც ცუდად ვხდებოდი და ვითიშებოდი, ვიღაც ქალი მედგა თავთან და წყლებს მასხავდა. მამუკაც უკვე ძალიან ნერვიულობდა ბავშვი არ გაგვეგუდოსო და გადასძახა ტუმბო გამიმზადეთო, აი ტუმბოს გაგონებაზე გადავირიე ხვეწნა დავუწყე კიდევ ვაცადოთ იქნებ ვშობო თქოbiggrin.gif 2 საათიანი ჭინთვების შემდეგ, როგორც იქნა მეღირსა ჩემი ბაჭიას გამოძრომაsmile.gif 3 გარე ნაკერი დამჭირდა. რომ ამოიყვანეს სულ ლურჯი იყო ბავშვი, აქ უკვე ცრემლებს ვერ ვიკავებდი და პირველი რაც ვიკითხე ჯანმრთელია თქო და დამცინეს რატომ არ უნდა იყოსოsmile.gif დამარყეპეს გულზე, ეგრევე გაუარა სილურჯემ პირში თითი ედო და გამწარებული წოვდა იმდენი წოვა, რომ დღეს მოძვრა მოშუშებული იარა)) გამაყუჩებელი კი გამიკეთეს მერე, მაგრამ ყველაფერს ვგრძნობდი. რომ ამბობენ, ფიზიოლოგიურის მერე ადვილია, ჩემს შემთხვევაში ნამდვილად არ იყო მასე, დღემდე ძლივს ვჯდები და ყველა ძვალი მტკივა ჭინთვებისგან, თან საშინელი დეპრესია დამიტოვა მშობიარობამ, რამდენი მახსენდება სულ ტირილს ვიწყებ და მერე ძლივს მაწყნარებენsmile.gif მაინც შევეცადე ისე მწვავედ არ დამეწერა, როგორც შემს მოგონებებშიაbiggrin.gif მაგრამ ეს ყველაფერი უკან რჩება კუსკუსას, რომ ჩაიხუტებთ, ისეთი თვალებით მიყურებდა, რომ საერთოდ დამავიწყდა ჩვენს მეტი თუ კიდე არსებობდა ვინმე ამ ქვეყნად love.gif

კარგი გოგოა, ჯერ ისევ სძინავს, თან მამზადებს მომავალი უძილო ღამისთვის ))

Posted by: Pumpula 6 Mar 2013, 22:27
FoXy

ვაიმეეეეეეე, საყვარელი გოგუცუნა love.gif ღმერთმა ჯამრთელი გაგიზარდოს, მამუკასი რაო კმაყოფილი ხარ? biggrin.gif

Posted by: kvatunia24 6 Mar 2013, 22:30
ira-irinola
ზუსტად რომ დამაჩქარებელი აჩქარებს საშვილოსნოს კუმშვას და ეს იწვევს ყელის სწრაფ გახსნას ჩემო კარგო, დამჩქარებელი რომ არ გაეკეთებინა ყელი ზუსტად 24 საათი მეხსნებოდა და არ გაიხსნა, 6 დილის 6 საათზე რომ დამეწყო ტკივილები 7 ში 12 ზე ვიმშობიარე ისიც იმის მერე რაც დილის 8 საათზე დამაჩქარებელი დამიდგა მამუკამ, საკმაოდ ძლიერი მეანია და ეგ ნამდვილად არ შეეშლებოდა smile.gif
* * *
FoXy
კიდევ გილოცავ, ღმერთმა დღეგრზელი და ჯანმრთელი გიმყოფოს შენი გოგოცუნა smile.gif შენც როგორ გიწვალია, მოკლედ მამუკას პაციენტებს არ გვიმართლებს ამ მშობიარობებში, სულ ესეთი პრობლემური მშობიარეები ყავდა ამ ერთი თვის განმავლობაში როგორც მე ვიცი biggrin.gif მთავარია ყველაფერმა კარგად და მშვიდობით ჩაიარა, ტკივილები გაგივლის ნელ ნელა, მე 3 კვირა მიჭირდა ჯდომაც, ადგომაც და დაწოლაც, ისე აუტანლად არ მტკიოდა მაგრამ მაინც დისკომფორტი მქონდა, ეხლა უკვე თავისუფლად ვჯდები და ვდგები აღარანაირი დისკომფორტი აღარ მაქვს, ხვალ ერთი თვის ხდება ჩემი ბარტყი smile.gif რაც შეეხება დეპრესიას და ტირილებს, შეეცადე არ გაიხსენო, არც მშობიარობა, არც ჭინთვები, მე ასე ვქენი, ის ღამე საერთოდ ამოვშალე მეხსიერებიდან გარდა იმ მომენტისა ჩემი ბიჭი რომ გამოსრიალდა smile.gif დატკბი პატარასთან ყოფნით და ნაკლები იფიქრე რაც იყო იმაზე, შენი ემოციები პატარაზეც გადადის და შეეცადე მშვიდად იყო და ნაკლები ინერვიულო, მით უმეტეს რომ ყველაფერი კარგად არის და ბედნიერი დედა ხარ 2kiss.gif 2kiss.gif

Posted by: FoXy 6 Mar 2013, 22:47
Pumpula
მადლობ 2kiss.gif აი როგორ გითხრა კმაყოფილი ვარ იმით, რომ ბავშვი არ გამომიტუმბაbiggrin.gif პრინციპში თვითონ მითხრა ხომ იცოდი, რომ გაუტკივარებას არ გაგაკეთებინებდიო და რას მთხოვდიოbiggrin.gif ჩემს მშობიარობას 3 ექიმი და ერთი 4 ექთანი ესწრებოდა და ვეღარ გავიგე ვისი კმაყოფილი უნდა ვყოფილიყავიbiggrin.gif

kvatunia24
მადლობ საყვარელოო, რამხელა ყოფილა უკვე შენი კუსკუსა, ვაიმე რა საყვარელია სურათი, რომ ვნახე გავგიჟდი როგორ იყურება love.gif , ვგიჟდები რა ძლიერი ხარ, ღმერთა მოგცეს ძალა და მოთმინება, ეს ერთი თვეც და წამოიყვან სახლში, მალე გავიგო შენი წუწუნი ძილი მენატრებაოოო 2kiss.gif 2kiss.gif 2kiss.gif love.gif

Posted by: blblbl 6 Mar 2013, 22:55
რასაც ვუყურებ აქ და რაც სხვებისგან მომისმენია კიდევ,მამუკას პაციენტები სულ იტანჯებიან საშინელი ტკივილები არა გაუტკივარება,აუცილებლად დამაჩქარებელი და ა.შ. ნუ რავიცი შეიძლება ძალიან აკრგი ექიმია,მაგრამ პირადად მე ძალიან ბევრი ნიუანსია რაც არ მომწონს და არასდროს გავეკარები მას biggrin.gif

FoXy
გილოცავ ,ბედნიერი დედიკო იყავი 2kiss.gif


QUOTE
მითხრა ხომ იცოდი, რომ გაუტკივარებას არ გაგაკეთებინებდიო

რა ვქნა ვერ ვიტანვერც ვერავის და მითუმეტეს ექიმს რომელიც ამას იტყვის ვინც არ იუნდა იყოს,რა არის სასიამოვნო იმაში რომ ადამიანი აწამო როცა შეიძლება არ დაიტანჯოს არ მესმის.


პ.ს.კამათს ნუ დამიწყებთ არ ვაპირებ biggrin.gif

Posted by: FoXy 6 Mar 2013, 23:01
blblbl
QUOTE
რა ვქნა ვერ ვიტანვერც ვერავის და მითუმეტეს ექიმს რომელიც ამას იტყვის ვინც არ იუნდა იყოს,რა არის სასიამოვნო იმაში რომ ადამიანი აწამო როცა შეიძლება არ დაიტანჯოს არ მესმის.

მეც ძალიან გამწარებული ვიყავი, რომ გაეკეთებინებინა გაუტკივარება შეიძლება ეს საშინელი დეპრესია საერთოდ არ მქონოდა, სიმწრისაგან თვალებში დღესაც კაპილარები დამსკდარი მაქვს. მე სანამ ვიწექი 2 საათი მოიყვანეს ვიღაც გოგო "გ" , რომ თქვა ეგრევე გაუკეთეს გაუტკივარება, გვერდით ბლოკში იყო და მესმოდა ჯერ კიოდა მერე ჩიტივით ჭიკჭიკებდაbiggrin.gif გავსკდი გულზე lol.gif

Posted by: blblbl 6 Mar 2013, 23:02
FoXy
ნუ ეგ კაცი არ აკეთებს,არ უნდა და შანსი არააა გააკეთოს და ეს ძალიან დიდი მინუსია.ისე შენ ხო იცოდი რომ არ აკეთებდა სხვასთან წასულიყავი შენ კიდე biggrin.gif



ნუ კიდევ ბევრი რამაა რაც არ მომწონს და არ ვთვლი მე პირადად მაგარ ექიმად,მარა ეგ უკვე სხვა თემაა biggrin.gif

Posted by: FoXy 6 Mar 2013, 23:34
blblbl
QUOTE
ნუ ეგ კაცი არ აკეთებს,არ უნდა და შანსი არააა გააკეთოს და ეს ძალიან დიდი მინუსია.ისე შენ ხო იცოდი რომ არ აკეთებდა სხვასთან წასულიყავი შენ კიდე 



არ მეგონა თუ მოვითხოვდი, ვფიქრობდი ისეთი რა უნდა იყოს, რომ ვერ გავუძლო თქოbiggrin.gif ისე ჩემთვის დამაჩქარებელი, რომ გაეკეტებინათ ცოტა ადრე ავცდებოდი ნაკერებს,ორსულად, რომ დავრჩი მაშინვე მითხრეს, ისეთი ვიწრო მენჯები გაქვს დიდ ბავშვს ვერ გააჩენო და მე კიდე 41 კვირამდე ვიარე და 3200მდე გავზარდე გოჭიbiggrin.gif

Posted by: kvatunia24 7 Mar 2013, 00:06
არ ვამბობ რომ მამუკა ძააალიან მაგარია და შეუცვლელია, ეგ მეც არ მომეწონა რომ აგუტკივარებას არ აკეთებს, უბრალოდ არ თვლის საჭიროდ, მაგრამ არც ისეა საქმე რომ სულ დამაჩქარებლით ამშობიარებდეს ხალხს, იმშობიარეს იქ გოგოებმა ჩემს მერე და ყველას უცებ გააჩინა დამაჩქარებლის და ნაკერების გარეშე biggrin.gif უბრალოდ მე ძალიან დადებითად გავნეწყვე აყვანის დღიდანვე მის მიმართ, ყურადღებიანია თბილი, მშვიდი ადამიანია და ეს ძალიან ბევრს ნიშნავს, შეუცდომელი არავინ არის, რაღაცეები ყველას ეშლება და ის რომ ვიწრო მენჯი ქონდა აგერ FoXy ის და ამხელა ბავშვის გაჩენა გაუჭირდებოდა უნდა მიმხვდარიყო და არ ეწვალებინა ამდენი smile.gif
QUOTE
არ მეგონა თუ მოვითხოვდი, ვფიქრობდი ისეთი რა უნდა იყოს, რომ ვერ გავუძლო თქო

ზუუუსტად მაგ განწყობით მივედი და არც მოვითხოვდი ამდენ ხანს რომ არ გაგრძელებულიყო სამშობიარო ტკივილები, ერთი მინუსი მამუკას ჩემგანაც, იმაში რომ ნახა თუ არა ყელი არ იხსნებოდა და ამდენი ხანი გაიწელა, არ უნდა დალოდებოდა იმას როდის გავრეკავდი ტკივილებისგან და ცოტა ადრე უნდა დაედგა ეგ ოხერი დამაჩქარებელი, არც მე დავიტანჯებოდი, თვითონაც მალე მორჩებოდა და მეორე მშობიარეს მიღებამდე დასვენებასაც მოასწრებდა, მაგრამ რას ვიზამთ, მთავარია ის რომ მშობიარობას შემდეგში არანაირი გართულება არ მოყოლია, გარდა რამოდენიმე ნახეთქ-ნაკერისა smile.gif საბოლოო ჯამში მე კმაყოფილი ვარ სამშობიაროთიც და მამუკათიც biggrin.gif

Posted by: Ssalome 7 Mar 2013, 10:56
აქ არც ერთი არ ვართ კომპეტენტურები, იმისათვის, რომ ექიმების კვალიფიკაცია შევაფასოთ. დარწმუნებული ვარ, ექიმმა შეაფასა მდგომარეობა და იმის მიხედვით წაიყვანა მშობიარობა. smile.gif

Posted by: CAMPOLINA 7 Mar 2013, 12:17
FoXy
გილოცავ პაწკოს დაბადებას კიდევ ერთხელ.smile.gif

უფ მე როგორ მეზარება ჩემი მოგონებების დაწერა biggrin.gif დავწერ ერთხელაც იქნება.

Posted by: Tinker Bell 7 Mar 2013, 12:54
FoXy

გილოცაავ. ბედნიერი ყოფილიყავი შენ გოგუცუნასთან ერთად. 2kiss.gif

Posted by: kvatunia24 7 Mar 2013, 13:18
Ssalome
ზუსტადაც, უბრალოდ ეს ჩვენი სუბიექტური აზრია და გვაქვს უფლება გამოვხატოთ და ვთქვათ ის რაც არ მოგვეწონა smile.gif მიუხედავად იმისა რომ ძალიან გავწამდი, და იმ წუთას საშინლად გაბრზებული ვიყავი მამუკაზე მაინც ვთვლი რომ ძალიან კარგად წაიყვანა მშობიარობა და ძალიან დამეხმარა ყველაფერში, ეხლა ამ გადასახედიდან მადლობელიც კი ვარ რომ არც გაუტკივარება გავიკეთე და არც საკეისრო, ძლიერი ბიჭია ჩემი პატარა მიუხედავად იმისა რომ ამხელა პრობლემით დაიბადა მთელი ძალით ეჭიდება სიცოცხლეს და იბრძვის გადარჩენისთვის, არც მინდა იმის გაფიქრება ანესთეზით ან ნარკოზით რომ დაბადებულიყო რა შედეგი შეიძლებოდა მოყოლოდა facepalm.gif

Posted by: Liluu85 7 Mar 2013, 13:22
FoXy
გილოცავ! 2kiss.gif 2kiss.gif 2kiss.gif bis.gif
ძალიან თბილი მოგონებებიაsmile.gif) ეხლა შენ ანგელოზს რომ ეხუტები დარწმუნებული ვარ რომ ფიქრობ რომ ის ტანჯვა ღირდა ამ ყველაფერს:*
ჯამრთელი და ბედნიერი გოგო გაგეზარდოს ღმერთმა 2kiss.gif

Posted by: brinka9962 7 Mar 2013, 13:26
მე საკეიროს მეორე დგიდან დავრბოდი და იმ დგეს მეძინებოდა თორე ავდგებოდი .. გერეგრობით 1 წუთით არ მინანია საკეიროო .. იმედია ბობლომდე ესე იქნება smile.gif
[b]FoXy[/b
შეჩვიე მოვლას ? მე ჯერ ვერ შევეჩვიე ღამე მიჩირს გავიძება ძაან smile.gif
ეს 2 კვირის ბავშვი ისე ღუღუნებს და ისეთი ინეტრესით იყურება გვაოცებს smile.gif)

Posted by: Ssalome 7 Mar 2013, 13:35
kvatunia24
მჯერა, კარგად იქნება შენი ვაჟკაცი! smile.gif

Posted by: kvatunia24 7 Mar 2013, 13:44
Ssalome
აუცილებლად კარგად იქნება, დღეს ერთი თვის გახდა smile.gif

Posted by: blblbl 7 Mar 2013, 17:08
Ssalome
ეგ ექიმი არავის არ უკეთებს გაუტკივარებას და ამას თითონაც ამბობს,ასე რომ არანაირი კომპეტენტურება არ სჭირდება ამის შეფასებას,მდგომარეობის შეფასებით არ წყვიტავს,უბრალოდ არ უნდა და არ აკეთებს.

Posted by: ebi_chan 7 Mar 2013, 17:40
FoXy
Gილოცავ 2kiss.gif ორი სიტყვით დაწერე რა ახალი სიცოცხლე როგორ მოგეწონა? კმაყოფილი ხარ?

Posted by: mainc 7 Mar 2013, 21:10
FoXy
გილოცავ bis.gif
როგორი ტკივილი გაგივლია, მარა ყველაფერ უკანაა, ეცადე არ გაიხსენო და დატკბი ბედნიერი დღებით 2kiss.gif

გაუტკივარებას რომ ითხოვდი,გვიანი იყო უკვე და მაგ დროს აღარ აკეთებენ ხოლმე, თუ რატომ გითხრეს უარი?

Posted by: an apple 7 Mar 2013, 21:55
brinka9962
QUOTE
ღუღუნებს

აღუს იძახის? smile.gif

Posted by: kvatunia24 7 Mar 2013, 22:06
mainc
არა უბრალოდ მამუკა არ აკეთებს აუტკივარებას არც ადრე და არც გვიან, 2.5 თითზე ვიყავი მთელი 12 საათი გახსნილი და ვეხვეწებოდი გამიკეთეთქო, როცა თავიდან არ მინდოდა და არ გამიკეთა, მშობიარობას შემინელებს და ყელის გახსნასო, ისედაც ნელა გეხსნებაო და მახვეწნინა ბოლომდე biggrin.gif საბოლოოდ კმაყოფილი დავრჩი რომ არ გამიკეთა smile.gif

Posted by: drozera 7 Mar 2013, 22:07
FoXy
გილოცავ, ჯანმრთელი გიმყოფოს ღმერთმა, კარგად გიწვალია smile.gif


გოგოებო, ვინმეს ბავშვის დიდი წონის გამო გაუტკივარებაზე უარი გითხრეს?

Posted by: IFFY 8 Mar 2013, 00:35
elsi88
QUOTE
გაზებს როგორ ერევით? რამდენი ქონდა მატება სიგრძეში და წონაში 1 თვეზე?

ლიკ როგორ ხარ? აქ ვეღარ შემოვდივარ და ვეღარ გკითხულობთ გოგოებს. ფბ-ზე თუ ხარ მოგძებნი. პაწუკა როგორაა?
ჩვენ გაზებმა გადაგვიყოლა თავიდან. გადავიარეთ როგორც იქნა. 5.300-ია უკვე. სიგრძეში არ ვიცი. მეშინია პედიატრთან წაყვანის. ისეთი საშინელი ვირუსებია. ხან ღორის გრიპი, ხან წითელა. ვართ სახლში გამოკეტილები და აივანზე ვნიავდებით ხოლმე მარტო

Posted by: tevzebii 8 Mar 2013, 02:20
QUOTE (drozera @ 7 Mar 2013, 22:07 )

გოგოებო, ვინმეს ბავშვის დიდი წონის გამო გაუტკივარებაზე უარი გითხრეს?

არა, 54 სმ და 3,400 დაიბადა, როგორც კი მეტკინა მაშინვე გამიკეთეს, რა პრობლემაა ვერ ვხვდები, რატო უნდა ეწამო, კბილი დიდ ასაკში ნემსის გარეშე ვინმეს ამოუღია?! იგივეა რაა.... user.gif

Posted by: mainc 8 Mar 2013, 07:03
kvatunia24
QUOTE
მამუკა არ აკეთებს აუტკივარებას არც ადრე და არც გვიან,

ამას წინასწარ ეუბნება პაციენტს? და ეს შემდეგ პაციენტის არჩევვანია,ამის ცოდნის მიუხედავად,მასთან იმშობიაროს?
სასწაული,რატომ უნდა გინდოდეს,არ ვიცი.

Posted by: kvatunia24 8 Mar 2013, 07:15
mainc
მე არ მითქვამს რომ გაუტკივარებაზე არაფერი, იმიტომ რომ არ ვაპირებდი გაკეთებას, არ მეგონა ასე თუ გამეწელებოდა ყელის გახსნის პროცესი და ვიფიქრე როგორი ტკივილებიც არ უნდა მქონდეს ავიტანთქო, მაგრამ 24 საათი რომ მშობიარობ და გაუტკივარებაზეც უარს გეუბნება ექიმი ეს უკვე კოშმარია... არც მეგონა თუ ასე მახვეწნინებდა biggrin.gif

Posted by: brinka9962 8 Mar 2013, 11:24
an apple
მე მეჩვენება რომ კი smile.gif და ისე კი ღუღუნებს მგონი მაგას ღუღუნი ქვიაა smile.gif)

Posted by: an apple 8 Mar 2013, 11:28
brinka9962
არა საყვარელო, ჯერ ძალიან ადრეა smile.gif ღუღუნი ნიშნავს აღუს რომ იძახის და კიდევ სხვა თანხმოვნებს smile.gif
მაგის დროც მალე მოვა 2kiss.gif

Posted by: garfield1 8 Mar 2013, 12:41
brinka9962
რამხელაა? ჩემი დიშვილი ერთი თვის არ იყო აღუს რომ ამბობდა

Posted by: brinka9962 8 Mar 2013, 14:22
ხო პედიატრმა 1 თვის დაიწყებსო ვციცი აღუ რო არ იძახის მაგარამ აი რაგაც მაგის მსაგავსაათ აკეტებს რაგაცეებს და მაგასაც ღUღუნს ვეზახიი აბა რა დავქვა smile.gif)

Posted by: ქინქლა 8 Mar 2013, 14:46
drozera
QUOTE
გოგოებო, ვინმეს ბავშვის დიდი წონის გამო გაუტკივარებაზე უარი გითხრეს?

ჩემთვის მსგავსი რამე არავის უთქვამს.

მოგონების წერის ხასიათზე დავდექი ამ 8 მარტის დღეს smile.gif

მოგეხსენებათ ჩემმა ბიჭმა იჩქარა, თავის DUE-date ხო არაფრად ჩააგდო და 4 მარტს დაგეგმილი საკეისროც ჩამიშალა. 25ში დილით ლოგინში სითბო ვიგრძენი, წამოვდექი და წამოვიდა წყლები თქრიალით. სახლში მარტო ვიყავი უფროს ბავშვთან ერთად და გული გამისკდა. ქმარი გიჟივით გამოქანდა სამსახურიდან, დავარაშვილმა მიდი სამშობიაროში და ჩემს მოსვლამდე მოგამზადებენო.. თავი მაღალი წნევებით შევახსენე
გავიარე ყველანაირი რუტინული პროცედურა და 10-ის წუთებზე შემიყვანეს საოპერაციოში. ანასთეზიოლოგმა დიაგნოზი დამისვა- პრეკლამპსია!!! ორივე ორსულობის დროს ამ სიტყვის გაგონებაზეც მაძაგძაგებდა. შედეგიც მალე ვნახეთ, წნევა რომ გაზომეს 180 მქონდა 100-ზე. მერე ალბათ კიდევ ამივიდა მაღლა და ვიგრძენი როგორ ნელ-ნელა ბნელდებოდა გარშემო, ყელში რაღაც გამეჩხირა და მახრჩობდა; სახე, ტვინი, თავი დამიბუჟდა და ერთი ამოვიკნავლე ძალიან ცუდად ვართქო; დავარაშვილი არ მჭრიდა, ყველა დაძაბული წნევის საზომის მონიტორს უყურებდა. ძალიან შემეშინდა!! ვგრძნობდი რომ ცალი ფეხი უკვე სამარეში მქონდა
მაგრამ ძალიან იყოჩაღეს, მართლა ძალიან. ეს ყველაფერი 5-10 წუთი გაგრძელდა, თუმცა თავიდან ჯერ უცბად დამივარდა წნევა, 100ზე ქვემოთ ჩამოვიდა და მერე დამირეგულირდა უკვე 140/70ზე და დაიწყეს ოპერაციაც. ჯერ მუცლიდან ამოყვანილიც არ ყავდათ სანდრო რომ ტირილი დაიწყო, არ მინახავს ისე გაიყვანეს. ძალიან დაძაბული და შეშინებული ვიყავი; ოდნავ კისერთან ძარღვები დამეჭიმებოდა, ეგრევე წნევას ვკითხულობდი. მოკლედ გადავრჩი ...
სანდრო რომ გაიყვანეს მალევე შემოქანდა პედიატრიულიდან ვიღაც და დედას დიაბეტი აქვსო? გული გადამიქანდა, ბავშვს ჰიპოგლიკემია აქვსო. გადავირიე; დავარშვილმა ამიხსნა რასაც ნიშნავდა და გლუკოზის ანალიზები მოიკითხა; ბოლო თვეში ანალიზები შაქარს არ აჩვენებდა. არც გენეტიკაში გვყავს ვინმე დიაბეტიანი არც მე არც ჩემს ქმარს.
სანდროს ამის ფონზე სუნთქვის უკმარისობა ჰქონდა და ინკუბატორში მოათავსეს; გადაყვანა არ დასჭირვებია. ჩემმა ანალიზმა აჩვენა რომ დიაბეტი არ მქონდა; მერე დაასკვნეს რომ ბავშვის ჭარბი წონა შეიძლებოდა ყოფილიყო ჰიპოგლიკემიის მიზეზი. იმ დღეს გვიანობამდე ბავშვი არ მომიყვანეს, ძალიან ვნერვიულობდი. გლუკოზა გადაუსხეს და აეწია. შემდეგ დღეებში ნელ-ნელა დაურეგულირდა გლუკოზის დონე და ეხლა კარგადაა. ჟანგბადი მარტო ერთ დღეს დასჭირდა.
სამშობიაროში სიტუაცია ისეთივე იყო როგორც მახსოვდა; უბრალოდ ახალი ნარემონტალი იყო და უფრო მეტი სისუფთავე; პერსონალი თითქმის ყველა უცვლელი. უფროსი მედდა დარეჯანი ძალიან მომეწონა; ძალიან სათნო ქალბატონია; წინაზე სხვა იყო უფროსი მედდა; ფაქტიურად მან გადამარჩინა საკეისროს დროს სიკვდილს, ის და ანესთეზეოლოგი მირეგულირებდნენ წნევას (ანესთეზეოლოგის სახელი არ მახსოვს, შუახნის კაცი იყო). ექთნები საშუალოდ ყურადღებიანები იყვნენ; პედიატრიულში ხელმძღვანელი შეუცვლიათ, ამჯერად ქალია განყოფილების უფროსი. პედიატრებიც ზოგი ძველი იყო ზოგი ახალი. ექთნებიც კარგები არიან პედიატრიაში; ერთის გამოკლებით-სასტიკად ვერ ვიტან უზრდელ, უტაქტო და თავხედ გოგოებს და ერთს ეს მოჭარბებულად ახასიათებს; არც მე დავრჩენილვარ ვალში მაგრამ მაინც; პირველ მშობიარობაზეც ასეთი თავხედი იყო; უბრალოდ ეხლა უფრო გააღრმავა თავისი თავხედობის ნიჭი და უფრო გამაღიზინაბელი იყო. ნუ 1 დღე ამისთანას აიტან. მთავარია რომ მართლა საუკეთესო სპეციალისტია.
ბედნიერი ვარ რომ ეს მძიმე მაგრამ ბედნიერი პერიოდი გადავიარეთ მშვიდობით; გლუკოზა 1 კვირაში კიდევ უნდა გადავამოწმოთ, იმედია ყველაფერი რიგზე იქნება.


Posted by: Pumpula 8 Mar 2013, 14:50
ქინქლა

გილოცავ პატარას და უფლის იმედით ყველაფერი კარგად გექნებათ შენც და შენს ბიჭსაც 2kiss.gif

Posted by: Dido 8 Mar 2013, 14:51
ქინქლა
QUOTE
სანდრო

love.gif ჩემი ბიჭის სახელი smile.gif ვაიმე როგორ გადარჩენილხარ და გინერვიულია sad.gif( ყოჩაღ ექიმებს და გილოცავ რომ დედაც და შვილიც ჯანმრთელად ხართ 2kiss.gif

Posted by: noniko77 8 Mar 2013, 14:55
ქინქლა
გილოცაავ , ყველაფერი კარგად რომ დამთავრდა 2kiss.gif

Posted by: ქინქლა 8 Mar 2013, 15:17
Pumpula
Dido
noniko77
დიიდი მადლობა გოგოებო. მართლა ძალიან შევშინდი მაგრამ ღვთის წყალობით და ექიმების დახმარებით გადავრჩით. დავარაშვილმა ოპერაციის დროსვე მკითხა მესამე ბავშვის გაჩენასაც გეგმავო? და დამცინით მეთქი? მე ამ დღის მერე კიდევ გავბედავ შვილის გაჩენას თქო? კარგია რომ ხვდები რამდენად სარისკოა შენთვის ორსულობაც და საკეისროცო. ღვთის წყალობით მყავს გოგოც და ბიჭიც და მესამედ გარისკვას ვეღარ გავბედავ; ჩემს შვილებს ნამდვილად სჭირდებათ დედა

Posted by: stasia 8 Mar 2013, 15:24
ქინქლა

გილოცავვვვვვვვვვვვ bis.gif უფლის წყალობით კარგად გექნებათ ყველაფერი 2kiss.gif 2kiss.gif

Posted by: დოლორეს 8 Mar 2013, 16:00
ქინქლა
გილოცავ ვაჟს და მშვიდობიანად დასრულებულ მშობიარობას. : )
დიდი პლიუსი მაგ სამშობიაროს.

Posted by: drozera 8 Mar 2013, 16:13
ქინქლა
გილოცავ კიდევ ერთხელ, ყველაფერი კარგად იქნება, ჯანმრთელი შვილები გიმყოფოს ღმერთმა :*
დავარაშვილი მეც ძალიან მესიმპათიურება, ხომ იცი, მაგრამ რატომღაც გაგუა გადავწყვიტე, სადაზღვევოს პონტში უფრო და ისეც მომეწონა smile.gif ვნახოთ, რა იქნება...


Posted by: ninuwki 8 Mar 2013, 16:29
ქინქლა
გილოცავ..ღმერთმა გაგიზარდოს ორივე შვილი smile.gif

Posted by: ქინქლა 8 Mar 2013, 16:41
stasia
დოლორეს
drozera
დიდი მადლობა გოგოებო, ყველას, ვინც ორსულად ხართ, მშვიდობიან, ჯანმრთელ და დროულ მშობიარობას გისურვებთ. რაც მთავარია ღმერთმა ჯანმრთელი ბავშვები მოგცეთ ყველას.

Posted by: CAMPOLINA 8 Mar 2013, 19:11
ქინქლა
გილოცავ მშვიდობიანად დასრულებულ ორსულობას და ბედნიერი დედა ყოფილიყავი :*

Posted by: ქინქლა 8 Mar 2013, 20:07
CAMPOLINA
მადლობა, გაიხარე :*

Posted by: ვასასი 8 Mar 2013, 21:16
ქინქლა
ვაიმე , აი ხომ არ გიცნობ/მიცნობ, მაგრამ ვიცოდი შენი წნევების ამბავი და ძალიან ავნერვიულდი, რომ გავიგე დროზე ადრე დაეწყო მშობიარობაო. მერე ძალიან ვდარდობდი ვერაფერი რომ ვერ გავიგე. ეხლა რომ შენი პოსტი ვნახე, გული შემიქანდა სიხარულისგან კარგად რომ ხართ. რა არის ეს ფორუმი კაცოო! გედარდინება ხალხის ამბები smile.gif))) ღმერთმა სულ გახარებული და ბედნიერი გამყოფოს შენს ლამაზ ოჯახთან ერთად.ასეა საჭირო smile.gif))))) 2kiss.gif

Posted by: naneee 8 Mar 2013, 21:18
ქინქლა
ქინქლა, გილოცავ 2kiss.gif მიხარია რომ კარგად ხართ შენც და პატარაც

Posted by: kvatunia24 8 Mar 2013, 21:28
ვაიმე როგორ გიწვალია, წარმომიდგენია როგორ შეშინდებოდი sad.gif მთავარია უფლის წყალობით ყველაფერი კარგად დამთავრდა და ორივე კარგად ხართ, კიდევ ერთხელ გილოცავ, ღმერთმა ჯანმრთელი და ბედნიერი გიმყოფოს შენი ვაჟკაცი 2kiss.gif

Posted by: makavel1 8 Mar 2013, 21:36
ქინქლა
გილოცავ, ჯანმრთელი გაგიზაროდის ღმერთმა, შენს განცდებს რომ ვკითხულობდი ჩემი ნაწერი მეგონა, ყველაფერი კარგად იქნება უფლის წყალობით 2kiss.gif

Posted by: tamar1586 8 Mar 2013, 22:04
ქინქლა
გილოცავ სანდროს bis.gif
ჯანმრთელობას გისურვებ დედასაც და შვილსაც wink.gif

Posted by: Liluu85 9 Mar 2013, 11:17
ქინქლა
გილოცავ 2kiss.gif მთავარია რომ ყველაფერი კარგად დასრულდა შენთვის და პატარა კაცისთვის 2kiss.gif
ღმერთმა ჯამრთელი და ბედნიერი ბიჭი გაგიზარდოსsmile.gif

Posted by: jaa 9 Mar 2013, 12:08
ქინქლა

გილოცავვ :* ჯანმრთელი და ბედნიერი ბაია გაგიზარდოს ღმერთმა

Posted by: ქინქლა 9 Mar 2013, 12:40
ვასასი
გაიხარე ჩემო კარგო, უღრმესი მადლობა 2kiss.gif
naneee
kvatunia24
makavel1
tamar1586
Liluu85
jaa
დიიიდი მადლობა ყველას, გაიხარეთ 2kiss.gif 2kiss.gif

Posted by: Solveig 9 Mar 2013, 16:10
ქინქლა

ვუერთდები მოლოცვებს smile.gif ყველაფერი კარგად იქნება...

Posted by: ქინქლა 9 Mar 2013, 17:51
Solveig
მადლობა გაიხარე :*

Posted by: chupa82 23 Mar 2013, 20:36
სანამ სძინავს ჩემს პატარას დავწერ, მოკლედ 12-ში ბევრი ვიარე. ლილოს ბაზრობა მოვიარე ლოგინის გამოსაკრავები მინდოდა, იქ რომ ვერაფერი ავარჩიე მერე ბავშვთა სამყაროში წამოვედი, ვიყიდე რაც მინდოდა, ძალიან კი დავიღალე. საღამოს ტკივილები არ დამწყებია, მაგრამ ბავშვი გააქტიურდა და დაბლა დამიწყო ქაჩვა, ექიმს რომ დავურეკე ღამის 1სთ იყო წავიდე თუ დილამდე მოვიცადო თქო და განმესამებითია და წადიო, (თუმცა იგივე ექიმი მეუბნებოდა 10 წელი შუალედით როგორც პირველს ისე გააჩენო) წავედი. ექიმი არ მყავდა აყვანილი მორიგე ექიმი მაია სუხიაშვილი დამხვდა, გამსინჯა და 3 სმ ხარ გახსნილიო, დამტოვეს. ის ბანალური პროცედურები გავიარე და შემიყვანეს ბლოკში, გამონადენმა მომიმატა გასინჯვის მერე და ტკივილმაც, მთელი ღამე კინოს ვუყურებდით მე და მორიგე ბრიგადა. გაუტკივარებაზე უარი მითხრა მაიამაც, გართულებები შეიძლება მოყვეს და თავი შევიკავოთო,თუმცა აღარ ჩავეძიე რა გართულებები. დილით რომ გამსინჯა ისევ ისე ვიყავი, მერე წყლები დამაღვრევინა და ბურთზე დამსვა , ნელ-ნელა მოიმატა ტკივილებმაც, თან მიხაროდა ეს ტკივილები ვიცოდი მალე ჩავეხუტებოდი ჩემს პატარას, ამასობაში ექიმების მორიგეობა შეიცვალა, შემოვიდა ახალგაზრდა ბიჭი რომელიც როგორც მერე გავიგე გოგა ნიქაბაძე იყო. გოგას რომ ვკითხე გაუტკივარებას გამიკეტებ თუ რამეა მეთქი და კიო, მაგრამ არ დაგჭირდებაო. დამამშვიდა მისმა სიტყვებმა. 12 საათი იყო, რომ უკვე ძლიერი ტკივილები დამეწყო, ერთ-ერთ ექიმს ვკითხე 1 -ზე გავაჩენ მეთქი?- და არა რას ამბობ მაგ დროისთვის სრული გახსნა გქონდეს კარგი იქნებაო, რომ წარმოვიდგინე კიდევ 2 საათი მინიმუმ ასე უნდა მტკენოდა შემეშნდა მეთქი ვეღარ გავუძლებ,მაგრამ სხვა რა გზა მქონდა გავაგრძელე ისევ ღრმა სუნთქვა.
იმ დღეს იმედში, იმდენი მშობიარე შემოიყვანეს ექიმები ბლოკიდან ბლოკში დარბოდნენ, ჩემი ტკივილების ფონზე გვერძე ოთახებიდან რიგ-რიგობით პატარების ტირილი გამოდიოდა და მე ცრემლები მომდიოდა ამ ტირილის გაგონებაზე, ჩემს პატარასთან შესახვედრად სულ ცოტა დრო რომ რჩებოდა. ჭინთვები რომ დამეწყო იმ წუთში მარტო ვიყავი, მოვიკრიბე ძალა და ექიმო მეთქი დავიძახე შემოვარდა გოგა და ,,ყოჩაღ მამიო" -მითხრა( ასეთი მიმართვა აქვს:0 არადა ჩემი ტოლი იქნება). ხოდა ცოტა ხანში კი გავიგე მეც ის ნანატრი ტირილი, გულზე დამაწვინეს ჩემი კაცი და დავუწყე თვალიერება . უბედნიერესი წამებია გოგოებო, ვინც პირველ ბავშვს ელოდებით არ იცით წინ რა სიხარული გელით. ამასობაში ის ექიმი შემოვიდა რომელმაც მითხრა 1 მდე ვერ გააჩენო და რომ დამინახა ბავშვი გულზე მეწვინა გაუკვირდა, 13,03,13 დაბადების დრო 13 საათი გამოგვივიდა
smile.gif
მიუხედავად იმისა რომ ექიმი არ მყავდა აყვანილი, ყურადღება არ მომკლებია, 2 ბრიგადა მეხვია თავს, წარა-მარა მეკითხებოდნენ შენ ვისი ხარო, რომ ვეუბნებოდი არავისი მეთქი და აი ჭკვიანიო biggrin.gif გოგა ექიმის ძალიან კმაყოფილი ვარ, მერე პალატაშიც რამდენჯერმე ჩამოგვაკითხა და მდგომარეობა იკითხა.
3,600 დაიბადა ჩემი კაცი არადა 4 კილოს ვარაუდობდნენ, ასე რომ არ ინერვიულოთ ხოლმე წონაზე

Posted by: anano_991 23 Mar 2013, 20:42
chupa82
ღმერთმა დიდი გაგიზარდოოს შენი ვაჟკაციი 2kiss.gif

Posted by: drozera 23 Mar 2013, 21:16
chupa82
კიდევ ერთხელ გილოცავ! ბედნიერი დედა ყოფილიყავი შენს შვილებთან ერთად smile.gif

Posted by: makavel1 23 Mar 2013, 22:55
chupa82
გილოცააავ, ნაკერები დაგჭირდა?

Posted by: mainc 24 Mar 2013, 07:44
chupa82
გილოცავ ამ სიხარულს bis.gif

ექიმებზე კი ძალიან ვბრაზდები,როდესაც სხვა და სხვა მიზეზებით გაუტკივარებაზე უყარს ამბობენ,რა უფლება აქვთ!?

Posted by: arazam 24 Mar 2013, 10:55
mainc
QUOTE
რა უფლება აქვთ!?

ძალიან დიდი smile.gif
არსებობენ ადამიანები ვისთვისაც გატკივარება საფრთეს წარმოადგენს
მოხდება რაღაც და მერე ექიმებს ადანაშაულებენ

Posted by: noniko77 24 Mar 2013, 11:55
chupa82
QUOTE
უბედნიერესი წამებია გოგოებო, ვინც პირველ ბავშვს ელოდებით არ იცით წინ რა სიხარული გელით

love.gif

... გილოცაავ კიდევ ერთხელ. 2kiss.gif

Posted by: garfield1 24 Mar 2013, 12:51
arazam
რა შუაშია ექიმი, როცა გაუტკივარებას იკეთებს პაციენტი, საჭირო დოკუმენტაციას აწერს ხელს და ამით ექიმიც და სხვა პირებიც პასუხისმგებლობას იხსნიან. უბრალოდ რატომღაც ბევრ ექიმს აქვს ეგ თვისება , თვლიან რომ არაა საჭირო და ძველი თაობის ხალხივით, "სად იყო ჩვენ დროს გაუტკივარება ისე ვაჩენდით ბავშვებს" -აზროვნება აქვთ.
მე რომ ფიზიოლოგიურად ვაპირებდე გაჩენას და ვინმემ გაუტკივარებაზე უარი მითხრას, ალბათ დავამხობ თავზე ყველაფერს

Posted by: arazam 24 Mar 2013, 13:17
garfield1
QUOTE
ალბათ დავამხობ თავზე ყველაფერს

ვერ დაამხობ რატომ იცი? ექიმის გადასაწყვეტია , აი ჩემს მეგობარს არ გაუკეთეს იმიტომ რომ ხერხემალი არ მოეწონა ექიმს ამისი და უთხრა ვერ გარისკავდა
QUOTE
"სად იყო ჩვენ დროს გაუტკივარება ისე ვაჩენდით ბავშვებს" -აზროვნება აქვთ.

კაი კაცო smile.gif))
რა ვიცი ისე "ოღონდ ფული აიღონ ექიმებმა " აზროვნება გვაქვს და ამაშიც იღებენ ფულს smile.gif)

Posted by: garfield1 24 Mar 2013, 13:19
arazam
QUOTE
ხერხემალი არ მოეწონა ექიმს ამისი

მაგაზე რათქმაუნდა ორი აზრიც არაა, თან მგონი მაგას წინასწარ ისედაც ამოწმებენ, პრობლემა არ უნდა ქონდეს არანაირაი,
მე ზოგადად ვამბობ, ბევრი ექიმია რომელსაც უბრალოდ არ უყვარს გაუტკივარება და სხვა არანაირი მიზეზი არ არსებობს რის გამოც უარს ამბობენ.

მასე დედაჩემს ვერ ვაჯერებთ რომ გაუტკივარების მერე ადამიანი არ ინვალიდდება და სრულიად ჯანმრთელია ისევ, შესაბამისად არც ვეკამათებით

Posted by: blblbl 24 Mar 2013, 13:23
arazam
სხვა შემთხვევა არ ვიცი მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში ექიმი აყვანილი არ ყავდა,მორიგე ერთმა ექიმმა უთხრა უარი გაუტკივარებაზე,სმენის შეცვლის შემდეგ კი მეორემ რა პრობლემააო ,სად ხედავ ახლა აქ რამე პრობლემას რომ არ შეიძლებოდა მიშტვის გაუტკივარება biggrin.gif ექიმების ნებაზე იყო ერთს არ უნდოდა მეორეს უნდოდა :დ თორემ როცა არ შეიძლება და საფრთხეა ორი აზრი არ არსებობს რომ არ უნდა გაკეთდეს,თუმცა პაციენტი თუ თავის თავზე იღებს პასუხისმგებლობას სხვა საქმეა.


ნემსაძე კიდევ არვის უკეთებს პრინციპულად გაუტკივარებას,არ უნდა მორჩა არანაირი სხვა მიზეზი არ აქვს biggrin.gif


Posted by: dadu411 24 Mar 2013, 14:28
რას ლაპარაკობ ისეთი ტკივილები მქონდა და იმდენი ხანი უარი რო ეთქვაათ გაუტკივარებაზე ხო მოვკვდებოდი და მერე ეგოთ პასუხი biggrin.gif

Posted by: mainc 24 Mar 2013, 14:52
arazam
QUOTE
ძალიან დიდი

პაციენტის უფლებაა ტკივილი გაიყუჩოს
მეტი არ მინდა, მე მითხრან მასე smile.gif
არაცივილურები. სხვა ოპერაციას აკეთებენ ისე, როგორც პირველყოფილები?
აბა მშობიარობა რატომ აღიქმება ნაკლებად?
მეტი სიფრთხილეა საჭირო და ამის ეშინიათ და ირიდებენ თავიდან და ამის უფლება ნამდვილად არ აქვთ.
ურჩევნიათ, დაიტანჯოს დედა და ისე გააჩინოს, ვიდრე მეტი გარჯა დასჭირდეთ თავად. სხვა მხრივ გაუტკივარება არ ქმნის პრობლემას, ზოგჯერ შეიძლება ჭინთვა შეანელოს, ვერ იგრძნოს ქალმა და ამიტომ ექიმს მეტი ძალისხმევა სჭირდება, რომ ქალს დაეხმაროს და "ამშობიაროს".
ამისთვის თუ მზად არაა, სულ ნუ იმუშავებს, ან თქვას წინასწარ, რომ გაუტკივარება მასთან არ კეთდება და არარ მივლენ, სხვა ექიმს აირჩევენ.
შუა მშობიარობისას რომ უარს მეუბნებიან, სხვისი არ ვიცი და მე შეიძლება, რამე დავუშავო! yes.gif

Posted by: Tinker Bell 24 Mar 2013, 16:39
ცამეტ მარტს დილით ავდექი, წყნარად, მშვიდად ჩავიცვი, გავემზადე და წავედით. რომ მეკითხებოდნენ ხომ არ ნერვიულობო, მიკვირდა კიდეც რატომ უნდა მენერვიულა, ბოლო წუთამდე საერთოდ, წამით არ მინევიულია, როგორი დაუჯერებელიც არ უნდა იყოს. ხელით გამსინჯეს მაინც, მეგონა ავცდებოდი, მაგრამ არა. მტკივნეული კი იყო, მაგრამ ძალიან აუტანელიც არა. მერე დათო დამელაპარაკა ანესთეზიოლოგი, ვუთხარი გამრუდება მაქვსთქო და არ არის პრობლემაო. მოკლედ ოპერაციის დროს არაფერი არ გამიგია საერთოდ, ერთადერთი გული ყელში მებჯინებოდა,გეგონება უნდა ამოვარდესო, დათოს ვეკითხებოდი ასე რატომ მაქვს მეთქი და მალე გაგივლისო, ჩემი ექიმი მეუბნებოდა სანამ დათო არ მეტყვის ოპერაციას არ ვიწყებთო, მაშინვე მივხდი რომ მატყუებდა, 2 წამში მუცელს რომ დააწვნენ მივხდი რომ ჩემი გოჭუნა გამოყავდათ და გული ამიფართხალდა, მაშინვე გავიგე ჭყვიტინის მსგავსი ხმა, რომელსაც ცოტა ხანში ტირილიც მოყვა, ფეხებით აწია ექიმმა და აი შენი შვილიო. ვიგრძენი სითბო როგორ ჩამეღვარა გულში და მერე თბილ ცრემლებად როგორ გადმოვიდა თვალებიდან. ვუყურებდი და ვგრძნობდი როგორ მიყვარდა, არ ვიცი საიდან მოვიდა ამდენი და და ამხელა სიყვარული ესე უცებ.... მერე გულზე დამაწვინეს, ჩემს ნიკაპთან ქონდა სახე და ვერ ვხედავდი, მინდოდა ჩავხუტებოდი, მაგრამ ხელები დაბმული მქონდა. თვალებში ვკოცნიდი და ვტკბებოდი...

ოპერაციამ კარგად ჩაიარა, ჩემი მიომა ძალიან ცუდ ადგილას იყო თურმე და ლამის საშვილოსნოს გარეშე დავრჩი, მაგრამ ჩემმა ექიმმა იყოჩაღა და კარგად ჩაიარა ყველაფერმა. პირველი ღამე ძალიან რთული იყო ტკივილების გამო, მაგრამ ჩემი ბიჭი რომ მახსენდებოდა ყველა ტკივილი ყუჩდებოდა...


პერსონალი ყურადღებიანი იყო, ყველა დედი-თი მოგვმართავდა, ჩვენხელა გოგობიც კი, როგორც მერე მივხდი ეს დედიკოები რომ გავხდით მაგიტო. მე მქონდა უბრალოდ ემოციური ფონი ძალიან ცუდ დღეში, ბავშვი მინდოდა სულ მე მყოლოდა და თავი არ მქონდა თან, ერთ დღეს მუცელი ასტკივდა და გავათენეთ,ვუყურებდი ჩემ შვილს როგორ ტიროდა და მეც მტკიოდა საშინლად, მივხდი რომ ჩემ უშფოთველ ცხოვრებას ბოლო მოეღო, ის რომ ტიროდა მეც ვტიროდი მთელი ღამე, თვალები დავისიე, გავაგიჟე იმედის თანამშრომლები, მეორე დღეს ყველა სათითად მამშვიდებდა, რომ ყველა ბავშვს აქვს მსგავსი პრობლემები და ასე შემდეგ.

მოკლედ გოგოებო ის ტკივილი არაფერია იმ ბედნიერებასთან შედარებით რაც წინ გელოდებათ, როცა გულში ჩაიკრავთ თქვენ პაწუკას, თქვენი სხეულის ნაწილს....



Posted by: naneee 24 Mar 2013, 16:45
Tinker Bell
Cremlebi wamomivida. Kidev ertxel gilocav sheni patara saswaulis dabadebas 2kiss.gif

Posted by: Pumpula 24 Mar 2013, 16:47
Tinker Bell

გილოცააავ 2kiss.gif რამდენ ხანში გაგიარა საკეისროს ტკივილებმა ანუ ნორმალურად ჯდომა,დგომა და ა.შ რამდენ დღეში შეძელი?ბავშვს ჭიპლარი სანამ არ მოძვრა იქამდე მართლა არ გამოგწერეს?ბავშვთანდ აკავშირებით გასწავლიან ყველაფერს?პამპერსი თავისი აქვთ?ვაიმე მოკლედ ყველაფერი მაინტერესებს biggrin.gif

Posted by: Tinker Bell 24 Mar 2013, 16:55
Pumpula

მადლობა 2kiss.gif პირველი ათი დღეა ძნელი ადგომა ლოგინიდან გასაკუთრებით, მაგრამ ინდივიდუალურია შეიძლება სხვას ნაკლები დრო დაჭირდეს. ჭიპლარი არ ქონდა მომძვრალი რომ გამოგვწერეს, სახლში მოძვრა, ასე რომ ეგ არაფერ შუაშია გამოწერასთან. სწავლებას რაც შეეხება რავიცი თუ თხოვ ალბათ გასწავლიან, ჩემთვის არ უსწავლებიათ. პამპერსი თავისი აქვთ. კიდე რა გაინტერესებს?

Posted by: Pumpula 24 Mar 2013, 16:58
Tinker Bell

აჰა არადა სანამ არ მოძვრება არ წერენო იმედზე ესე ვიცოდი, მაშინ მერამდენე დღეს გამოგწერეს?ნუ თუ საკეისრო დამჭირდა მაგიტომ მაინტერესებდა ნაკერების ამბავი ე.ი. 10 დღე შეიძლება ეგრე გამიჭირდეს sad.gif ბავშვს სულ შენთან ტოვებენ თუ გაყავთ თუ სთხოვე?დაძახება ღამით ხომ არაა პრობლემა, ხომ არ წუწუნებენ..სამშობიაროში წაღებული ნივთებიდან არის რამე რაც დაგაკლდა ან პირიქით ზედმეტი იყო და იქ დაგხვდა?ძუძუზე მასაჟი და დახმარება კვებაში?

Posted by: Tinker Bell 24 Mar 2013, 17:00
naneee

დიდი მადლობა ჩემო კარგო 2kiss.gif

Posted by: anano_991 24 Mar 2013, 17:19
Tinker Bell
გილოცავ ღმართმა ბედნიერი დედა გამყოფოოოს 2kiss.gif 2kiss.gif


Pumpula
მე იმას ვიტყვი რომ იმედში როგორც კი ზარს დარეკავ 2წამში ჩნდებიან პალატასთან და მსგავსი წუწუნი არაფერი გამიგია მე იქ რაც ვიყავიიიი. ძირითადად ახალგაზრდა გოგოებო არიან და ძაან თბილები არიაან


Posted by: Tinker Bell 24 Mar 2013, 17:24
Pumpula

მეც ეგრე ვიცოდი მაგრამ არ ყოფილა მართალი ეგ, სანამ არ მოძვრება არ წერენო. მე 5 დღეს გამომწერეს კვირა იყო. ბავშვის გაყვანაზე არ წუწუნებენ როცა გინდა დაუძახებ არაა პრობლემა. ძუძუს რაც შეეხება, თავინდა თვითონ მომეხმარნენ რომ ჩაედო, თორემ არც მე და არც ჩემი ბიჭი აზრზე არ ვიყავით როგორ ეწოვა biggrin.gif მასაჟს რაც შეეხება ექთნები ეხმარებოდა ვისაც გაუჭირდა მე არ დამჭირვებია. ხელოვნურს დედის ხელმოწერის გარეშე არ აძლევენ. მე არ მიმიცია, მე 3 დღეს გაგვიჭირდა ცოტა სანამ ხსენი გადავიდა რძეში არ ყოფნიდა ჩემ გოჭუნას, მერე იმდენი რძე მომივიდა ეხლა სად წავიღო აღარ ვიცი. smile.gif

Posted by: Pumpula 24 Mar 2013, 17:39
Tinker Bell

აჰა ძალიან კარგი ე.ი. საბოლოო ჯამში კმაყოფილი ხარ ყველაფრით 2kiss.gif მერე კიდე თუ გამახსენდა კითხვები მოგიპიემებ biggrin.gif

anano_991

კარგია რომ ეგრე ყურადღებიანები არიან

Posted by: stasia 24 Mar 2013, 21:27
Tinker Bell

გაბრაზებს შენი თუნთულიკააა? biggrin.gif


რამდენი დაგიჯდა იმედში მიგვიწერე ეგეც smile.gif

Posted by: Tinker Bell 24 Mar 2013, 23:18
stasia

არაა ძალიან ჭკვიანი ბიჭია, მარტო დაბანისას ვიგებთ ამის ტირილს, ეშინის წყლის. biggrin.gif

ექიმის აყვანით და ანალიზებით 1400 მდე დამიჯდა.

Posted by: stasia 24 Mar 2013, 23:22
Tinker Bell


ვააა ყოჩაღ მაგასსსს ჭკვიანი კაცუნია ყოფილაააა bis.gif bis.gif


კობეშავიძე გყავდა აყვანილი?

Posted by: violet 25 Mar 2013, 00:11
chupa82
QUOTE
გოგა ნიქაბაძე


მეც გოგამ მამშობიარაsmile.gif უმაგრესი ადამიანია... მარტო მე ვიყავი ბლოკში მშობიარე და გოგა წუთით არ მომშორებია.უზომოდ კმაყოფილი ვარ როგორც გოგასი ისე სამშობიაროსი და ყველას ვურჩევ

პს:ექიმი არ მყოლია აყვანილი მაგრამ დიდი ყურადღებით მეპყრობოდა ყველა

Posted by: Tinker Bell 25 Mar 2013, 12:25
stasia

არა მჭედლიძე, კობეშავიძის მოადგილე როა.

Posted by: makavel1 25 Mar 2013, 14:10
QUOTE
აი ჩემს მეგობარს არ გაუკეთეს იმიტომ რომ ხერხემალი არ მოეწონა ექიმს

მაგარი ექიმი ყოლია, ხერხემალი შეიძლება არ მოგეწონოს როცა სპინალურზეა საუბარი და არა ეპიდურაზე. ეპოიდურალური არაფერ შუაში არაა ხერხემალთან.

Posted by: CAMPOLINA 30 Mar 2013, 14:12
მოკლედ 1ში დილით(ექვსის წუთებინ იყო) წყლების დაღვრამ გამაღვიძა. უკვე აღარ ველოდებოდი რომ დამეწყებოდა თავისით(გულში იმასაც ვფიქრობდი მგონი რა ტყულად ვსვი გინიპრალი თქო smile.gif. მამუკა ნემსაძემ 21-ში გაგიკეთებ საკეისროს თუ მანამდე არაფერიო. ხოოდა დამფრთხალმა გავიღვიძე. მე ყველავარიანტში საკეისრო უნდა გამეკეთებინა ბავშვის ჯდომის გამო. თან ჯერ 36 კვირის და ერთი დღის ვიყავი და ხო წარმოგიდგენიათ როგორ დავპანიკდი. ჩანთაში კი მქონდა ჩალაგებული რაღაცეები ზოგი პარკებში მელაგა ხოდა დავივარ გამდის წყალი და თან ჩემ ნახევრადგამოფხიზლებულ კი არა და შოკისგან სრულად გამოფხიზლებულ ქმარს ვკარნახობ ეს ჩადე ის ჩადე. რა წყლის გადავლება რის წყლისგადავლება sad.gif ჩავიცვი ხელპირიდავიბანე ცოტამოვწესრიგდი ტაქსი გამოვიძახეთ და წავედით. ნერვიულობისგან მაკანკალებდა. (მარტოები ვცხოვრობთ და ჯერ არ დაურეკო არავის თქო, ვიცოდი დრო გაიწელებოდა და მამუკა რომ აგვიყვანს საოპერაციოდ მერე შეეხმიანე თქო). მივედით ღუდუშაურში (ოოო როგორ არ მინდოდა მანდ მშობიარობა). მამუკა იქ იყო ისედაც (მგონი მანდ ათენ აღამებს). ხელით გამსინჯა(არ იყო კარგი შეგრძნება-თან მშობიარობის ყრუ ტკივილები მქონდა მგონი უკვე ცოტა დაწყებული) კიდე ვღვრიდი წყლებს. მერე ეხო გადამიღეს. ავედით მე და ქმარი ზევით. რაღაც ანალიზები გამიკეთეს. კლექსანი მქონდა გაკეთებული 24 საათი არ იყო გასული და თავი შეიკავეს წელს ქვემოთ გათიშვისგან. ანესთეზიოლოგი რომ გამესაუბრა მითხრა მამუკას დაველაპარაკები და გადავწყვეტთო. სანამ დაიწყებდნენ ცუდად მახსოვს საოპერაციოში ციოდა. ან მე მციოდა ვერ გავიგე. კათეტერს მიდგავდა ვიღაც ქალი და რაღაც იწვალა მე მუცელი მივლიდა ცოტცოტა და ლამის ფეხი გავუქანე ისე მატკინა. მერე სხვამ ჩამიდგა ვერაფერი ვიგრძენი. ამასობაში მამუკაც გამოჩნდა და სრული ანესთეზია უნდა გაგიკეთოთო და კარგი მეთქი. გამიხარდა კიდეც, რადგან იმ მომენტში გავათვიცნობიერე, რომ მე ემოციურად ვერ გავუძლებდი აზრზზე ვყოფილიყავი და ვიღაცას გავეჭერი. ძალიან აჭრილი ვიყავი. 8-ის ნახევარი იყო სულ ბოლოს რომ შევხედე საათს. მერე ანესთეზიოლოგმა ჩალიჩი დაიწყო და გავითიშე ეტყობა. დამესიზმრა თუ მომელანდა მე და ჩემი ქმარი ჯვარს ვიწერდით(არადა ჯვარდაწერილები ვართ biggrin.gif) მერე მახსოვს რომ მაფხიზლებდნენ. გამუდმებით ვკითხულობდი ბავშვი ხომ კარგადაა? თქო და ვიღაცამ გააჩუმეთო smile.gif მერე გამახრიგინეს იმ ოთახში სადაც ჩემ ქმარს გულზე ჩვენი თაგუნია ყავდა დატყეპებული და დედამიწის ზურგზე უბედნიერესი კაცი იყო smile.gif მიყვარხა თქო ქმარს ვუთხარი და ბავშვი კიდევ ერთხელ მოვიკითხე ხო კარგად არის თქო? (ალბათ მინიმუმ 20ჯერ მაინც ვიკითხე biggrin.gif მერე ჩამახუტეს მარა ნორმალურად ვერ ვგრძნობდი ვერ აღვიქვამდი ამ ყველაფერს. იმას რომ დედა გავხდი smile.gif ეხლა ვგრძნობ ნელნელა smile.gif (ესე ერთი თვის შემდეგ ) გული მეწურება ამ პატარა კნუტზე რო ვფიქრობ და რაღაც მიჭერს ყელში. პაწუკა დაიბადა ჯანმრთელი 3კგ და 50 სმ ლუკა კაცი smile.gif

ცუდად არ მახსენდება ღუდუშაურში გატარებული 5 დღე. პალატაში მარტო ვიყავი(4 დღე), სამი ღამე დედა დარჩა ჩემთან. და ამ ფაქტმა ძალიან განაპირობა რომ ცუდი მოგონებები არ მაქვს. თითქოს ექთნებიც ნორმალურები იყვნენ და თბილები. (ისე ხანდახან ვფიქრობ რომ მამუკას პაციენტობა ხომ არ მოქმედებდა?(ჭრიდა?).) მამუკა ყოველდღე მნახულობდა. ჩემი დეპრესიის შემოტევებზე მეხუმრებოდა და დამამშვიდა რამოდენიმეჯერ.
პ.ს: ეს რა უბედურებაა საპირფარეშოები გარეთ რომ აქვთ. მაგან დამტანჯა ერთადერთი. იქ მომსახურე პერსონალს რომ შევეკითხე რატომ არ არემონტებენ მეთქი უფრო უკეთესი რომ იყოს თქო (ჩემი პალატა მშვენიერი იყო) რადგან თვითონ მითხრა იქით არის რამოდენიმე კაციანი პალატები თბილი წყალი არ მოდისო. ასე მიპასუხა რემონტი რო დაიწყონ უნდა გააჩერონ მთლიანად ბლოკი და არ გამოდისო. ხოდა მე ამ მიზეზის დასახელება სისულელე მგონია. ნება არ არის პაციენტები მაინც ყუავთ და ფეხზე კიდიათ ალბათ.

პ.ს: გრამატიკული შეცდომები მაპატიეთ. შინაარსს გაიგებთ . ტექსტის ჩასწორების თავი არ მაქვს smile.gif

Posted by: naneee 30 Mar 2013, 16:30
CAMPOLINA


QUOTE
მერე გამახრიგინეს იმ ოთახში სადაც ჩემ ქმარს გულზე ჩვენი თაგუნია ყავდა დატყეპებული და დედამიწის ზურგზე უბედნიერესი კაცი იყო  მიყვარხა თქო ქმარს ვუთხარი

სულ ასეთი ბენდიერები იყავით სამივე 2kiss.gif 2kiss.gif ალბათ რა მაგარი მომენტია smile.gif

Posted by: noniko77 30 Mar 2013, 16:48
CAMPOLINA
love.gif 2kiss.gif

Posted by: anano_991 30 Mar 2013, 18:13
CAMPOLINA
გილოცავ კიდევ ერთხეეელ 2kiss.gif 2kiss.gif 2kiss.gif

Posted by: ninuwki 2 Apr 2013, 16:28
CAMPOLINA
QUOTE
3კგ და 50 სმ ლუკა კაცი

ყოჩაღ smile.gif მე 37კვირაზე 2800კგ,49სმ გავაჩინე..მაჯობე biggrin.gif
ღმერთმა ბედნიერები გამყოფოთ 2kiss.gif

Posted by: natalialuka 3 Apr 2013, 09:44
Tinker Bell

მაიამ გამშობიარა? როგორი კმაყოფილი ხარ? მეც მაიას პაციენტი ვარ და მაინტერესებს როგორია ბლოკში smile.gif

Posted by: მარიამი 3 Apr 2013, 13:30
QUOTE (arazam @ 24 Mar 2013, 13:17 )
ჩემს მეგობარს არ გაუკეთეს იმიტომ რომ ხერხემალი არ მოეწონა ექიმს ამისი და უთხრა ვერ გარისკავდა

ამას უნდა ჩავეძიო. ხერხემალი არ მოეწონა რას ნიშნავს? მეც მაქვს ხერხემლის პრობლემები: ოსტეოქონდროზი, დისკოზი, მალებს შორის მანძილი მაქვს შევიწროვებული (ჯდომით სამსახურს აბრალებენ). და შეიძლება სპინალურის გაკეთება პრობლემა იყოს? ნარკოზით მომიწევს საკეისრო?
* * *
ქინქლა
chupa82
Tinker Bell
CAMPOLINA
გილოცავთ! ბედნიერი დედიკოები ყოფილიყავით love.gif

Posted by: chaPPek 3 Apr 2013, 13:50
მარიამი

წინასწარ ქორიძე გეტყვის გაგიკეთდება თუ არა სპინალური., შეიძლება ანესთეზიოლოგმაც გნახოს.

Posted by: Tinker Bell 3 Apr 2013, 15:13
natalialuka

მე საკეისრო გავიკეთე, ამიტომ მშობიარობის დროს როგორია არ ვიცი. ძალიან კარგად გამიკეთა, რთული ოპერაცია იყო ჩემი.

Posted by: CAMPOLINA 3 Apr 2013, 17:28
naneee
noniko77
anano_991
ninuwki
მარიამი
მადლობა გოგოებო :* მალე თქვენი ბედნიერი მოგონებები წამეკითხოს.. smile.gif

Posted by: arazam 4 Apr 2013, 12:51
მარიამი
QUOTE
ამას უნდა ჩავეძიო. ხერხემალი არ მოეწონა რას ნიშნავს? მეც მაქვს ხერხემლის პრობლემები: ოსტეოქონდროზი, დისკოზი, მალებს შორის მანძილი მაქვს შევიწროვებული (ჯდომით სამსახურს აბრალებენ). და შეიძლება სპინალურის გაკეთება პრობლემა იყოს? ნარკოზით მომიწევს საკეისრო?

სამედიცინო ენაზე არ ვიცი რა დროს არ აკეთებენ და რა დროს დასაშვებია ,მაგრამ ფაქტია ამოწმებენ და ზოგს უკეთებენ ზოგს არა

Posted by: მანიაჩკა 4 Apr 2013, 16:37
აუ, რამდენი ვწერე გუშინ აქ და როგორ არ დაპოსტაააააააა?! mad.gif

Posted by: Nanuuu 4 Apr 2013, 17:43
მანიაჩკა
გაამეორე რააა biggrin.gif

Posted by: მანიაჩკა 4 Apr 2013, 20:17
smile.gif იმდენის წერა მეზარება. მოკლედ დავწერ.


Posted by: marimari11 4 Apr 2013, 20:39
ვაიმე შვილი მეც მომინდა ამ ბოლო დროს რაღაცა ძალიან love.gif love.gif love.gif ეტყობა დედობრივი გრძნობები მომაწვა biggrin.gif

Posted by: მანიაჩკა 4 Apr 2013, 20:57
აუ, ამ განყოფილებაში 1 პოსტში სიმბოლოების რაოდენობა შეზღუდულია? დავწერე მეორედაც ჩემი მოგონებები და არაფრით არ მაპოსტინებს. mad.gif

Posted by: CAMPOLINA 4 Apr 2013, 21:00
მანიაჩკა
კი შეზღუდულია ზევით გიწერს . მეც არ მაპოსტინებდა და წავშალე მერ ერამოდენიმე სიმბოლო smile.gif თუ სიცილაკი აღარ მახსოვს

Posted by: marimari11 5 Apr 2013, 11:31
ამ ბოლო დროს სულ გავრეკე tongue.gif თქვენს ისტორიებს რომ ვკითხულობ მეტირება ოღონდ არ ვიცი რატომ.არადა ახლა უნივერსიტეტის კომპიუიტერებში ვზივარ და დებილი არ მინდა გამოვჩნდე biggrin.gif ვსო აქ აღარ წავიკითხავ თორე სირცხვილია biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

Posted by: naneee 5 Apr 2013, 11:33
marimari11
biggrin.gif შენი მოგონებაც დაწერე და ეხლა ჩვენ ვიტირებთ biggrin.gif

Posted by: marimari11 5 Apr 2013, 11:45
QUOTE (naneee @ 5 Apr 2013, 11:33 )
marimari11
biggrin.gif შენი მოგონებაც დაწერე და ეხლა ჩვენ ვიტირებთ biggrin.gif

არ მყავს შვილი gigi.gif არც გათხოვილი არ ვარ 18 წლის ვარ user.gif

Posted by: naneee 5 Apr 2013, 11:57
marimari11
QUOTE
არ მყავს შვილი gigi.gif არც გათხოვილი არ ვარ 18 წლის ვარ

lol.gif მაგარია...ე.ი. ყველაფერი წინ გაქვს chups.gif

Posted by: marimari11 5 Apr 2013, 12:05
naneee
აბააა biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif ჯერ არაფერს ვაპირებ მაგრამ ვგეგავ უკვე რაღაცეებს biggrin.gif მაგრამ ამ ბოლო დროს პატარა ძალიან მომინდა love.gif love.gif

Posted by: CAMPOLINA 5 Apr 2013, 20:03
marimari11
მოიცა რა 18 წლის ასაკში რა დროს პატარაა დამიჯერე wink.gif აგერ 29 წლისას ვერ გამიცნობიერებია დედა რომ ვარ და პანიკები მიპყრობს. დატკბი ახალგაზრდობითა და თავისუფლებით smile.gif ბავშვი გართობა და უწიპუწი არაა. დიდი პასუხისმგებლობაა ხოდა თავისი დრო აქვს. ჩემი რჩევა ესაა და კაი იქნება თუ გაითვალისწინებ smile.gif:*

Posted by: naneee 5 Apr 2013, 21:13
CAMPOLINA
QUOTE
მოიცა რა 18 წლის ასაკში რა დროს პატარაა დამიჯერე  აგერ 29 წლისას ვერ გამიცნობიერებია დედა რომ ვარ და პანიკები მიპყრობს. დატკბი ახალგაზრდობითა და თავისუფლებით  ბავშვი გართობა და უწიპუწი არაა. დიდი პასუხისმგებლობაა ხოდა თავისი დრო აქვს. ჩემი რჩევა ესაა და კაი იქნება თუ გაითვალისწინებ

მინდოდა დღეს ამის დაწერა მაგრამ თავი შევიკავე smile.gif +30. ვეთანხმები ხელებაწეული...

Posted by: SPC 5 Apr 2013, 21:21
CAMPOLINA
QUOTE
მოიცა რა 18 წლის ასაკში რა დროს პატარაა დამიჯერე  აგერ 29 წლისას ვერ გამიცნობიერებია დედა რომ ვარ და პანიკები მიპყრობს. დატკბი ახალგაზრდობითა და თავისუფლებით  ბავშვი გართობა და უწიპუწი არაა. დიდი პასუხისმგებლობაა ხოდა თავისი დრო აქვს. ჩემი რჩევა ესაა და კაი იქნება თუ გაითვალისწინებ

+1000 smile.gif

იმდენი ვიბოდიალე, ვიმუგზაურე აქამდე, ხან ჰოსტელებში ვათენებდი , ხან სად , ხან როგორ ... smile.gif ეს ყველაფერი უნდა გაიარო... ასე მგონია ზოგადად. თუმცა, ინდივიდუალურ ვარიანტში შეიძლება ყველაფერი სხვანაირად იყოს ვიღაცისთვის
ისე მე ეხლაც თავში მიტრიალებს რამე ფურგონი ვიყიდოთ და უკვე ბავშვთან ერთად გავაგრძელო მოგზაურობა biggrin.gif

Posted by: anano_991 5 Apr 2013, 21:34
QUOTE
ინდივიდუალურ ვარიანტში შეიძლება ყველაფერი სხვანაირად იყოს ვიღაცისთვის

ამაში გეთანმებიით დროსი ტარება კაია და თუ არ შეგიყვარდა და გაქ შესაძლებლობა კაი გაერთო და ა.შ ოჯახს მერეც მოესწრები მაგრამ მე 20 წლის გავთხოვი და ერთი წამით არ მინანიაა და ბავშვის კუთხითაც 7 დისშვილიდან 5ჩემი გაზრდილია 13 წლიდან ვარ ჩართული ამ საქმეში და ვიცი რა არის ბავშვი და გათხოვება არ მინდოდააა მაგის გამო მაგრამ გავთხოვდი კიდეც და ბავშვიც ისე მინდა მაკანკალეებსbiggrin.gif

Posted by: SPC 5 Apr 2013, 21:45
anano_991
QUOTE
ამაში გეთანმებიით დროსი ტარება კაია და თუ არ შეგიყვარდა და გაქ შესაძლებლობა კაი გაერთო და ა.შ ოჯახს მერეც მოესწრები მაგრამ მე 20 წლის გავთხოვი და ერთი წამით არ მინანიაა და ბავშვის კუთხითაც 7 დისშვილიდან 5ჩემი გაზრდილია 13 წლიდან ვარ ჩართული ამ საქმეში და ვიცი რა არის ბავშვი და გათხოვება არ მინდოდააა მაგის გამო მაგრამ გავთხოვდი კიდეც და ბავშვიც ისე მინდა მაკანკალეებს

კი, აბა ზოგი 35 წლისაც შეიძლება არ იყოს იმ აზრამდე მისული, რომ უნდა ოჯახი. მე რაღაცნაირად ვერ წარმომედგინა ადრე ოჯახი და რაღაც, თუმცა გვიყვარდა ერთმანეთი და მერე თავისით მომწიფდა ეს ყველაფერი.
მე ადრე რომ შემექმნა ოჯახი, ვფიქრობ არ გაამართლებდა, სულ რაღაცის ძებნაში ვიქნებოდი, ბანალურია მაგრამ თითქოს ეს ყველაფერი, რომ გავიარე მერე დავმშვიდდი, ანუ რაღაცნაირად მოვიდა ჩემთვის ოჯახის შექმნის დრო biggrin.gif იმ მომენტისთვის ზუსტად ვაცნობიერებდი , რომ უკვე მინდოდა ამ ადამიანთან ოჯახიც და ბავშვიც.

Posted by: marimari11 5 Apr 2013, 22:08
QUOTE (CAMPOLINA @ 5 Apr 2013, 20:03 )
marimari11
მოიცა რა 18 წლის ასაკში რა დროს პატარაა დამიჯერე wink.gif აგერ 29 წლისას ვერ გამიცნობიერებია დედა რომ ვარ და პანიკები მიპყრობს. დატკბი ახალგაზრდობითა და თავისუფლებით smile.gif ბავშვი გართობა და უწიპუწი არაა. დიდი პასუხისმგებლობაა ხოდა თავისი დრო აქვს. ჩემი რჩევა ესაა და კაი იქნება თუ გაითვალისწინებ smile.gif:*

არა რა დროს ბავშვი და ქმარია biggrin.gif მომავალი ათი წელი ჯერ არ ვაპირებ არაფერს gigi.gif მთელი გეგმები მაქვს ცხოვრებაში user.gif

Posted by: makavel1 5 Apr 2013, 23:36
QUOTE
იმდენი ვიბოდიალე, ვიმუგზაურე აქამდე, ხან ჰოსტელებში ვათენებდი , ხან სად , ხან როგორ ...  ეს ყველაფერი უნდა გაიარო... ასე მგონია ზოგადად. თუმცა, ინდივიდუალურ ვარიანტში შეიძლება ყველაფერი სხვანაირად იყოს ვიღაცისთვის
ისე მე ეხლაც თავში მიტრიალებს რამე ფურგონი ვიყიდოთ და უკვე ბავშვთან ერთად გავაგრძელო მოგზაურობა 

+100000000000000000000000
ზუსტად მასე, 18 წლამდე და 18 წლისამ გავიცანი ჩემი ქმარი , იმის მერე 3 წელი ერთად ვბოდიალობდით და აგერ 3 წლის მერე კი ვზივარ მე სახლში და ის სამსახურში 24 საათი. იმ დროს ვერავინ დამიბრუნებს, ძაან მაგარი დრო გავიარე.......

Posted by: iverson 7 Apr 2013, 13:18
მოკლედ ხანდახან მჭირს ხოლმე შაბათს ღამე რამე ისეთს ვაკეთებ ხოლმე აი დილამდე რომ არ ვამთავრებ biggrin.gif და გუშინ შემოვედი ჯერ ამ განყოფილებაში მერე ამ თემაში და დილის 6მდე ვკითხულობდი.

არადა არ მყავს მე ბავშვი და ჯერ არც ვაპირებ :3

უბრალოდ რისი თქმა მინდოდა ეხა რაზე შემოვედი რომ აი ჩემი აზრით სხვა, უფროსი თაობის ქალები იმიტომ გირჩევენ რო არ გაიკეთო გაუტკივარებით რომ თვითონ დაიტანჯენენ თავის დროზე მშობიერობისას და გაუცნობიერებლად აქვთ პროტესტის გრძნობა. რომ მე თუ მტკიოდა ახლა ამ გოგოს რატო უნდა გაუყუჩონ და ეძებენ გამართლებას ამიტომ თვითონაც იჯერებენ რომ მშობიარობას ანელებს და ის დაგემართება ეს დაგემართება. აწყობთ რომ ასე ჯეროდეთ და რაც არ უნდა დაუსაბუთო მეცნიერულად რომ ცდებიან - მაინც თავისას მიაწვებიან.

ესე ყველაფერი ხდება რათმაუნდა ქვეცნობიერ დონეზე (უმეტეს შემთხვევაში biggrin.gif) თორე რა თქმაუნდა შენს ახლობლებს შენთვის ყველაფერი კარგი უნდათ. მარტო მშობიარობას არ ეხება ეს ასევე არის სახლის საქმეებზე "მე შენ ასაკში ამას ვაკეთებდი ამას ვიტანდი" - ესეთი მომენტები. ანუ უნდა რომ შენც დაიტანჯო და დაიღალო შეიძლება გითხრას ვაი საწყალი გოგო რამდენს აკეთებს მაგრამ შინაგანად შვებას გრძნობს.

და კიდე ის ექიმი მამუკა ახლა არ ვიცი სინამდვილეში როგორია მაგრამ აქაური ამბების მიხედვით რაღაც სადისტი წარმოვიდგინე. თან მშვიდი როა და სულ რო გიღიმის და თან რო გაწამებს biggrin.gif biggrin.gif:D მეორე მსოფლიო ომის დროს ვიღაც ექიმი რო იყო სახელი დამავიწყდა ბავშვებზე რომ ატარებდა საშინელ ექსპერიმენტებს. ისიც ყველა ბავშვთან ძაან თბილი და ყურადღებიანი იყო sad.gif



უკაცრავად თუ რაღაც ისე დავწერე ვსე წავედი ამ განყოფილებიდან ბევრი წლით
user.gif




Posted by: gachumdii 10 Apr 2013, 13:16
გამოცდილო დედიკოებო მითხარით ცყლების დაღვრა როგორია ანუ ჩვეულებრივი პაკეტი დამიცავს თუ სიტყვაზე სამშობიაროში მისვლამდე გამივა? ან რა რაოდენობით მოდის? მენსტრუაციაზე უფრო ხშირი და მეტი იქნება დარწმუნებული ვარ მარა რამდენად? და ტკივილიც ხო არ ახლავს?

აი მაგალითAდ ბანაობის დროს რო რამე მივხვდები ხო? ზაფხულზე მიწევს მშობიარობა და მეშინიასავით ბანაობის დროს რო დაემთხვეს

Posted by: teoni 10 Apr 2013, 14:08
gachumdii
ჩვეულებრივი პაკეტი ვერ დაგიცავს,ბევრია.მიხვდები აუცილებლად,ისეთი შეგრძნებაა თითქოს ჩაიფსი biggrin.gif.
მე ხელით დამაღვრევინეს და მეტკინა ძალიან.ისე თუ თავისით გასკდა არ არის მტკივნეული.

Posted by: blblbl 10 Apr 2013, 14:28
teoni
ხელით რომ შევიდნენ ეგ გეტკინა ,თორემ წყლების ძალით დაღვრა არაა მტკივნეული smile.gifყელიც გაგიწელეს სავარაუდოდ შენდ ა ეგ გეტკინა

Posted by: მარიამი 10 Apr 2013, 14:36
gachumdii
სამშობიაროში ისეთი მივედი პირველზე, ყველაფერი სველი მქონდა. პაკეტი გინდა გქონია, გინდა არა. მთელი გზა წყლებს ვღვრიდი. კიდევ კარგი, მანქანის სავარძელზე ცელოფანი დავაფინე.
ბანაობისას თუ მოგიწია პირველად, მერეც გაგრძელდება, ნუ გეშინია. გაიგებ აუცილებლად.

Posted by: teoni 10 Apr 2013, 15:37
blblbl
კი ასეა,უბრლოდ აღარ განვავრცე.

Posted by: emily2 10 Apr 2013, 15:47
QUOTE
გამოცდილო დედიკოებო მითხარით ცყლების დაღვრა როგორია ანუ ჩვეულებრივი პაკეტი დამიცავს თუ სიტყვაზე სამშობიაროში მისვლამდე გამივა? ან რა რაოდენობით მოდის? მენსტრუაციაზე უფრო ხშირი და მეტი იქნება დარწმუნებული ვარ მარა რამდენად? და ტკივილიც ხო არ ახლავს?

აი მაგალითAდ ბანაობის დროს რო რამე მივხვდები ხო? ზაფხულზე მიწევს მშობიარობა და მეშინიასავით ბანაობის დროს რო დაემთხვეს

მე პაკეტმა მშვენივრად დამიცვა.ძალიან ცოტ-ცოტა მოდიოდა.ასე რომ ესეც ინდივიდუალურია და ნუ გეშინია არ გამოგეპარება.

Posted by: gachumdii 10 Apr 2013, 16:00
teoni
მარიამი
emily2

მადლობა გოგოები ცოტა აზრზე ვიქნებაი ეხა

ანუ შესაძლებელია რო ჯერ ცოტა წამოვიდეს,შეწყდეს და მერე გაგრძელდეს ისევ?

Posted by: kvatunia24 10 Apr 2013, 16:24
gachumdii
კიიი, მე თავიდან ცოტა წამომივიდა და მერე რომ მივედი, არ იყო გამსკდარი ძალით გამიხეთქეს ბუშტი smile.gif

Posted by: blblbl 10 Apr 2013, 16:26
teoni
ხო მარა ტყუილად გაუსკდებოდათ გული,ზოგს სულა რ სტკივა არც ხელით გასინჯვა და არც ეგ ეტკინება,,აქედან კი ჩაიციკლებოდნენ რომ წყლების დაღვრა მტკივნეულია smile.gif

Posted by: mainc 10 Apr 2013, 16:40
როცა გავიგე, ორსულად ვიყავი, ამ ანყოფილებას შემოვეჩვიე.
მერე ვკითხულობდი მშობირობის მოგონებებს და ცრემლებად ვღვარღვარებდი, მეგონა, ვერასდროს გადავიტანდი მშობიარობის ემოციებს, ტკივილს და საერთოდ ამ ამბავს მთლიანად.
ამიტომ პირველი 2 თვე ვამბობდი, რომ აუცილებლად საკეისროს გავიკეთებდი smile.gif user.gif
თუმცა, დანარჩენი 7 თვე მშობიარობისთვის ვემზადებოდი, საკეისროს არ განვიხილავი და იმ უამრავი ლიტერატურის კითხვისა და ჩაილდბირზ ქლასებზე ონლაინ "სიარულისას" საკეისროს "ქვეთავს" ვახტებოდი, არც ვუსმენდი, არც მის შესახებ ვკითხულობდი - შესაბამისად ამისთვის ფსიქოლოგიურად არ მოვმზადებულვარ.

ბოლო თვეში, 38-ე კვირაზე, როდესაც ჩემს მეანთან მქონდა კონსულტაცია (ამირან ქორიძე), მითხრა,რომ მუცელი უფრო დიდია და ნაყოფიც დიდი იქნება, ვიდრე ამას ექოსკოპია ამბობსო.
ამიტომ დასაშვებ ვარიანტად მაინც განიხილა საკეისრო, მაგრამ ეს რამდენად იქნებოდა საჭირო, ამას უშუალოდ მშობიარობის დადგომისას გადაწყვეტნენ. პროცენტულად ამის შანსი ძალიან მცირე იყო, საბოლოოდ მაინც მშობიარედ განვიხილებოდი.

მოაწია მეორმოცე კვირამ და მე არანაირ წინა სამშობიარო სიმპტომს არ ვგრძნობდი, დავიწყე დამაჩქარებელი ბუნებრივი თუ "ხალხური" საშუალებების გამოყენება (ცხელი შოკოლადები და სხვა მსგავსი ამბები)

სავარაუდო თარიღად თავიდანვე 4 აპრილი მოიაზრებოდა.
3ში ღამით დამეწყო პრემენსტრუაციული მოვლითი ტკივილები, ძალიან დიდი ინტერვალებით, ამიტომ მეგონა, 4-საც გადასცილდებოდა ეს ამბავი და 5-საც ..

3ში ღამით ბანაობისას საცობი ჩამოიშალა (ძალიან უცნაური რამ კი იყო ეს საცობი smile.gif ), ვიდექი წყლის ქვეშ და გახარებული ვიცინოდი - იწყება, იწყება bis.gif -ვფიქრობდი.

4-ში ღამით ტკივილები გამიმძაფრდა, დავიწყე ინტერვალების დანიშვნა, ასევე ტკივილის ხანგრძლივობის დანიშვნა.
უკვე 6 საათისთვის ათ წუთში ერთხელ იყო, 40-დან 60 წამამდე -ანუ ზუსტად ისე იყო, როგორც უნდა ყოფილიყო წინასამშობიარო ტკივილები - ეს არ იყო ბრექსტონ ჰიკები და ცრუ განგაშები ..

უცნაური იყო ის, რომ ყოველი მოვლითი ტკივილი მიხაროდა და ეს სიხარული უფრო მინელებდა ტკივილს.

8-ზე ავდექი მშვიდად, ჩანთა თითქმის ჩალაგებული კიდევ ერთხელ "გამოვკარი", გადავხედე სიას, მოვიმზადე საუზმე, და რადგან მშობიარობა შეიძლება საღამომდე არც ყოფილიყო და მანამდე წაკითხიული მქონდა, მსუბუქად მაინც უნდა ჭამოთ, ძალებია საჭირო ჭინთვებისას და რამე სნექსებიც კი წაიღეთ სამშობიაროში იქაც სასუსნავადო, ჰერკულესის ფაფა ვჭამე მსუბუქად და ჩაი დავაყოლე.
ოჯახის დანარჩენ წევრებს საუზმისას ვუთხარი (ქმარმა იცოდა, რა თქმა უნდა). თან მტკიოდა, თან დავდიოდი, ვემზადებოდი და საოცრად მშვიდი და გახარებული ვიყავი - ოჯახი გიჟად აღმიქვამდა : D ამ ტკივილის ფონზე ასე როგორ ხარო war.gif

მშობიარობა თავიდანვე ჯანმრთელობის სახლში მქონდა გადაწყვეტილი.
მივედი დილის 11-ის წუთებზე. ვუთხარი, რომ მშობიარობა მეწყებოდა, მაშინვე გამსინჯეს, 2 სმ-ზე იყო უკვე გახსნა. დადასტურდა, რომ უნდა დავეტოვებინე, მე მინდოდა ბარემ გაიტკივარება გაეკეთებეინათ..
გამომკითხეს სიმპტომების შესახებ, ისე დაწვრილებით ვყვებოდი საცობის, ინტერვალების და სხვა ამბებს ამდენ ინფორმაციადაგროვილი, რამდენმა ექიმმაც გამსინჯა, ყველა სათითაოდ მეკითხებოდა - პროფესიით ექიმი ვიყავი თუ არა.
თან უკვირდათ, რატომ ხარ ასეთ კარგ ხასიათზე, ასე გინდა მშობიარობაო? ასეთი მშობიარე ბოლოს როდის ვნახეთ, ყველა წუხს და წუწუნებს, რა მხიარულად ხარო..

ამასობაში დადგა საკითხი ისევ კოდური სახელით - "დიდი მუცელი გაქვს" facepalm.gif
წავიდა ბოლო ექოების განხილვა, მერე სანტიმეტრით მუცლის გარშემოწერილობის გაზომვა, მენჯის გაზომვა, გამოთვლა და ამბები. ამიყვანეს მესამე სართულზე, გამსინჯეს ხელმეორედ..
გამოთვლის მიხედვით ბავშვი უნდა ყოფილიყო მინიმუმ 3,900 , მაქსიმუმ 4,200. ამ ზომებისთვის ჩემი მენჯი არ იყო საკმარისი, გარისკვად არ ღირდა, ამიტომ გავხდი "სასწრაფოდ საკეისრო"..

რადგან ნასაუზმები ვიყავი, კუჭი ამომარეცხინეს, ლიტრამდე სოდიანი წყლით user posted image
ვერც გავიაზრე, რა ხდებოდა, ისე სასწრაფოდ გამხადეს, ჩამაცვეს ერთჯერადი პერანგი, დამაწვინეს პალატაში, ექთნები დარბოდნენ, ერთი კათეტერს მიდგამდა ცალ ხელში და ფიზიოლოგიური ხსნარს მიკეთებდა, მეორე ხელზე ალერგოლოგი სინჯებს მიღებდა, წინ მედდა მედგა და ფურცლებს ავსებდა საჭირო ინფორმაციით - რა ოპერაციები გადაგიტანია, ინფექციური დაავადებები, ალერგიული რაზე ვარ და მსგავსი რუტინული კითხვები..

თან ტკივილები მივლიდა და თან უგუნებობა მიმძაფრდებოდა, ვიაზრებდი რა ხდებოდა ჩემს თავს - ვერ ვიმშობიარებდი :/
ამ ყველა ფაქტორთან ერთად ისიც "ცუდი" დამთხვევა აღმოჩნდა, რომ ქორიძე ამ დროს მივლინებაში იყო ერთი კვირით და საკეისროს ის ვერ გააკეთებდა.. ესეც განვიცადე, რა თქმა უნდა, მერჩივნა, ის ყოფილოიყო ოპერაციაზე.
თან შიში და ემოციური ფონი მძაფრდებოდა - შემიყვანეს საოპერაციო ბლოკში.
სპინალური გაუტივარება მეგონა, უფრო მტკივნეული იქნებოდა. აი,დადგა ის დრო, როცა უნდა იჯდე და არ უნდა გაინძრე, რაზეც მანამდე ასე ბევრს ვფიქრობდი, ნეტა, როგორი იქნებამეთქი (ეპიდურალურს რომ ვაპირებდი).
ნემსის შეჭობა ოდნავ ვიგრძენი, მერე- სითბო კუნთებში, ფეხების მოწყვეტა, მაგიდაზე წოლა, ფარდის ჩამოფარება, ბუნდოვნად შენს წინ მდგარი 2 ქირურგის მოძრაობები და მუდმივი ჟანჯღარის და ქანაობის შეგრძნება.
მაკანკალებდა ოპერაციისას, თავს ვერ ვიმორჩილებდი, როგორც მითხრეს, წნევა წესრიგში იყო, უბრალოდ ემოციური ფონი და ნერვები იწვევდა ამას.
გვერდით საათი ეკიდა, გამუდმებით ვუყურებდი, როდის ამოიყვანდნენ ბავშვს.
ოპერაცია 10 წუთის დაწყებული იყო, რომ უცებ ტირილი გავიგე - არ მოველოდი ასე მალე და გამიკვირდა, მერე ქირურგმა თქვა, ნახეთ, როგორი გოგოა, რამხელა თმა აქვსო და ზემოთ ავიხედე, იქ ვეძებდი, მაგრამ გვერდიდან დამანახეს 2 წამით და ეგრევე წაიყვანეს დასამუშავებლად.
ვიგრძენი ,რომ ცრემლები თავისით მომდიოდა და ემოციური აფეთქება მქონდა.
მერე იყო ნახევარსაათიანი გაკერვა.
ბავშვი რომ აწინეს აღმოჩნდა 3.600, ანუ ცდომილება დიდი იყო, მაგრამ ამაზე აღარ ვფიქრობ, სწორად მოიქცნენ რომ რისკის ქვეშ არ დააყენეს ბავშვის და ჩემი ჯანმრთელობა : )

პალატაში რომ გადამიყვანეს, ძალიან მციოდა და მაკანკალებდა, 4 საათის განმავლობაში.
გამიკეთეს გამაყუჩებელი, პერიოდულად საშვილოსნოს ამასაჟებდნენ.
კანკალმა რომ გამიარა, მომიყვანეს პირველად ჩემი გოგო და პირველად მოწოვა რძე - მაშინ უფრო გავაცნობიერე ეს დედობრივი გრძნობები, ვიდრე საკეისროს მომენტში.. ვაკვრიდებოდი და ძლივს, ძლივს ვიჯერებდი- რა ხდებოდა ჩემს თავს smile.gif

ფეხებზე მგრძნობელობა საღამოს დაბრუნდა, ოდნავ მოხრა და მოძრაობა უკვე ღამით გახდა შესაძლებელი.
პირველი 24 საათი ძალიან მძიმე იყო - შარდის კათეტერი, საფენების ცვლა ექთნებისგან და უმწეოდ წოლა ძალიან აუტანელი რამაა.
ოდნავ წამოწევაც კი დიდი ძალისხმევად მიჯდებოდა, არათუ პოზის შეცვლა წოლისას.
როგორც იქნა გათენდა და მოვიდა რეაბილიტოლოგი.
რადგან საკეისროს არ ვაპირებდი, არც მომზადებული ვყოფილვარ- მაღალწელიანი ტრუსები არ მქონდა მიტანილი, არც ელასტიური ბინტები. დამახვიეს თავიანთი ბინტები და პირველად წამოვდექი ფეხზე.
არ ვიცი სხვები როგორ არიან და რატომ ვიღებდი სულ შექებებს ექიმების, ექთნებისა,თუ მედდების მხირდან, მაგრამ სამშობიაროში ყველა "ყოჩაღ გოგოს" დამძახოდა - უბრალოდ , იმდენად დიდი იყო სურვილი მალე ავმდგარიყავი და ჩვეულ რიტს დავბრუნებოდი, ტკივილის მიუხედავად მუცელზეც ვწვებოდი ხშირად, ბევრს დავდიოდი და არც ვწუწუნებდი.

ნაკერების ტკივილი რომ მაწუხებდა, გამაყუჩებელს მიკეთებდნენ მაშინვე. მერე გავიგე, რომ ერთჯერადად მიღება დღეში არ გადადის რძეში, მაგრამ რამდენჯერმე გაკეთება არ არის სასრუველიო, ამიტომ მოთმენა მიწევდა, რომ ბავშვზე არ ემოქმედა და მხოლოდ ძილის წინ ვაკეთებინებდი.
ბავშვი ღამით გაჰყავდათ 11ზე და დილის 6ზე შემოჰყავდათ. დღისითად გაიყვანდნენ, უბრალოდ მე ჩემთან მინდოდა და სულ პალატაში მყავდა, მხოლოდ გამოსაცვლელად და საჭმელად (დამატება სჭირდებოდა) ან მიმყავდა, ან თავად გაჰყავდათ.
ყოველდღე უკეთესად ვგრძნობდი თავს ტკივილების და მოძრაობის მხრივ. რძე ნელ-ნელა მოვიდა. ერთი სული მქონდა შინ როდის დავბრუნდებოდი.

საბოლოო ჯამში კმაყოფილი ვარ ყველაფრით, მიხარია, რომ რა მოლოდინიც მქონდა ჯანსახლის მიმართ, არ გამცრუებია.
ექიმები, მედდები, ექთნები კარგად ასრულებდნენ თავიანთ საქმეს, მუდამ ვგრძნობდი ყურადღებას, დღისით, თუ ღამით (თან პულტია პალატაში და როცა გინდა დააჭერ- იქ ჩნდებიან), არასდროს არავისგან მიგრძვნია ან ცუდი განწყობა, ან ცუდი მომსახურება, ან უკმაყოფილო სახე, ან რაიმე მსგავსი.
ბავშვს კარგად უვლიდნენ ძალიან.
საკვები (ოთხჯერადი) გემრიელი იყო.
მეხუთე დღეს გამომწერეს.

დღემდე ვერ ვურიგდები ფაქტს, რომ საკეისრო დამჭირდა და ვერ ვიმშობიარე.
ფსიქოლოგიურადაც მოუმზადებელი ვიყავი საკეისროსთვის და თან ძალიან მინდოდა და ველოდებოდი მთლიანად ამ პროცესს. მხოლოდ ის მანუგეშებს, რომ მშობიარობა თავისით დაიწყო, ბავშვი მზად იყო და მომწიფებული გამოსასვლელად და ის, რომ ცოტა ტკივილები მაინც ვიგრძენი.. smile.gif

ახლა ცოტა Baby blues ვგრძნობ და იმედია, ეს მალე გაივლის.
დღეს ნაკერები მომხსნეს და თავს უკეთ ვგრძნობს.

ყველას მშვიდობიან მშობიარობას გისურვებთ smile.gif

თუ რამე დაგაინტერესებთ უფრო დეტალურად ჯანსახლზე, მკითხეთ და გიპასუხებთ.

Posted by: naneee 10 Apr 2013, 16:49
mainc
კარგი გოგო ხარ. კარგი. ყოჩაღი 2kiss.gif კდიევ ერთხელ გილოცავ პატარა ქრისტინეს დაბადებას 2kiss.gif

სიამოვნებით გადავიკითხე შენი მოგონებები ,მაგრამ ამან შემძრა:
QUOTE
საფენების ცვლა ექთნებისგან

wow.gif wow.gif wow.gif ჩემით ვერ გამოვიცვლი? cry.gif არ მინდა ვინმე მეხებოდეს...

Posted by: gachumdii 10 Apr 2013, 16:49
QUOTE
კიიი, მე თავიდან ცოტა წამომივიდა და მერე რომ მივედი, არ იყო გამსკდარი ძალით გამიხეთქეს ბუშტი


აჰა კარგი გასაგებია

Posted by: makavel1 10 Apr 2013, 16:51
QUOTE
ბავშვი რომ აწინეს აღმოჩნდა 3.600, ანუ ცდომილება დიდი იყო

ჩემთვის რომ ეგრე გაეკეთებინათ და ტყუილად გავეჭერი ვინმეს ვუჩივლებდი, რას ქვია ცდომილება დიდი იყო იდიოტები არიან?

Posted by: garfield1 10 Apr 2013, 16:52
mainc
კიდევ ერთხელ გილოცავ, დიდი და სასახელო გაგეზარდოს შენი ლამაზი გოგო love.gif
რომ ვკითხულობდი ცრემლები წამომივიდა გეფიცები და წარმოვიდგინე რომ იგივე უნდა გამოვცადო მეც smile.gif
ქორიძე რომ არ იყო ვინ გაგიკეთა ოპერაცია ? ან ვთქვათ თუ წინასწარაა დაგეგმილი და თარიღი იცი ზუსტად მაინც არის მასეთი შანსი რომ სხვა ქირურგმა მიგიღოს ?
ხოდა კიდევ რა მაინტერესებს, ეს ყველაფერი რა დაგიჯდა და სახლში დამოუკიდებლად თუ ახერხებ ბავშვის მოვლას ?

Posted by: მარიამი 10 Apr 2013, 16:53
mainc
გილოცავ! მართლა ყოჩაღი გოგო ყოფილხარ smile.gif

მეც ქორიძესთან ვაპირებ საკეისროს გაკეთებას და დიდი ინტერესით წავიკითხე.

რამ დამაინტერესა: მაღალწელიანი საცვლები, ეს რამე სპეციალურია და სპეციალურ ადგილას იყიდება, თუ უბრალოდ უნდა შევარჩიო შედარებით მაღალწელიანი? ნაკერზე რომ ზემოდან გადავიდეს ალბათ ისეთი არა? ელასტიური ბინტები აუცილებელია?

პალატები ყველა 1 ადგილიანია და დედას და ქმარს უშვებენ, როგორც ვიცი, არა?

Posted by: ninia84 10 Apr 2013, 16:54
naneee
პირველ ღამეს ვერა. საკეისროს იკეთებ?

mainc
გილოცავ 2kiss.gif

Posted by: gachumdii 10 Apr 2013, 16:56
mainc

რა კარგია გილოცავ :*

ნეტა მეც როდის დავწერ აქ ჩემს მოგონებას

Posted by: naneee 10 Apr 2013, 16:57
ninia84
QUOTE
პირველ ღამეს ვერა.

vis.gif vis.gif vis.gif vis.gif ოღჩ... adding mortification to injury vis.gif
საკეისრო მჭირდება თორე მარტო ამ საფენების გამო არ გავიკეთებდი gigi.gif ვაიმე საფენები უნდა მიცვალონ ვიღაც უცხო ადამიანებმა? facepalm.gif აქამდე რო მცდოდნოდა, ფსოქოლოგიურად მოვემზადებოდი...

Posted by: nobe 10 Apr 2013, 16:58
mainc
ღმერთმა ძალიან ბედნიერი დედა გამყოფოს.ისე კარგად გიწერია,მთელ ამ ტექსტს გაბადრული ვკითხულობდი. smile.gif

Posted by: makavel1 10 Apr 2013, 16:58
naneee
ექთანი გამოგიცვლის, თავიდან მეც ისე უხერხულად ვიყავი biggrin.gif მარა ვერ გრძნობ სენ წელსქვევით ვერაფერს და შესაბამისად ვერ გამოიცვლი შენთვითონ

Posted by: ninia84 10 Apr 2013, 17:00
naneee
შენს ცქნაფა ანგელოზზე იფიქრე მაგ დროს და უფრო ადვილად გადაიტანsmile.gif

Posted by: naneee 10 Apr 2013, 17:01
makavel1
ninia84
ხო. აშარად რაღაცაზე უნდა გადავიტანო ყურადღება givi.gif



Posted by: makavel1 10 Apr 2013, 17:03
naneee
მოიცა რაა მაგ დროს ისეთი ბედნიერი იქნები შენი შვილით მთელი მსოფლიო ფეხებზე გეკიდება biggrin.gif

Posted by: SPC 10 Apr 2013, 17:09
mainc
მართლა კარგია, რომ არ გარისკეს და რადგან ფიქრობდნენ, რომ ბავშვი დიდია საკეისრო გააკეთეს. კარგია რომ ყველაფერი ასე კარგად დასრულდა smile.gif
და ეს ბოლო ექოები ანუ აუცილებელია? მე ვფიქრობდი მხოლოდ ბოლო დოპლერს მივიტან მეთქი. ექოში რა წონაც ეწერა ის მახსოვს ზეპირად და სხვა არც წერია ისეთი არაფერი

Posted by: stasia 10 Apr 2013, 17:34
mainc

გილოცავ კიდევ ერთხელ 2kiss.gif



რამე დამამშვიდებელი გაგიკეთეს? თუ ჩვეულებრივად უყურებდი ყველაფერს საღ გონებაზე rolleyes.gif

Posted by: nan32 10 Apr 2013, 18:00
QUOTE (makavel1 @ 10 Apr 2013, 16:51 )
QUOTE
ბავშვი რომ აწინეს აღმოჩნდა 3.600, ანუ ცდომილება დიდი იყო

ჩემთვის რომ ეგრე გაეკეთებინათ და ტყუილად გავეჭერი ვინმეს ვუჩივლებდი, რას ქვია ცდომილება დიდი იყო იდიოტები არიან?

igive vifiqre mec.. Zogadad sakeisros winaagmdegi var tu seriozuli chveneba ar aris amistvis, es gogo ki tyuilad gauchriat 3.600 bavshvs tvitonac mshvenivrad gaachenda..
Mitumetes roca pirveli orsulobaa da meore bavshvic aris aris gegmashi meorezec sakeisros gaketeba mouwevs sul tyuilad..
Khatia88-s shemtxveva iyo mgoni kidev aseti, xut kolomdeao bavshvi utxres da 3.800 daibada toma..
Ar aris sakeisro aseti xelwamosakravi saqme gogoebo, tu seriozuli chveneba ar aris amistvis ubralod tavis dazgvevis miznit an umnishvnelo mizezit gaketeba ar girs.. Me piradad 4 kiloiani bavshvis gachena (tundac nakerebit) mirchevnia magas..

Posted by: blblbl 10 Apr 2013, 18:05
გასაგებია რომ შეცდნენ მაგრამ მუცელში ხომ არ სხედან?მუცლის მიხედვით ჩანდა დიდი წონა,ამას ვერავინგ აიგებს წინასწარ,რომ არ გაეჭრათ და მართლა დიდი წონა აღმოჩენილიყო იცით მაინც რა მოხდებოდა?ძალიან დიდი საშინელება რომელსაც არ არ დავწერ უბრალოდ.ვერ ვხვდები რაში ადანაშუალებთ ექიმებს,დიახაც რომ არ უნდა გარისკოს ,ერთი პროცენტი რისკიც თუა რომ ბავშვს საფრთხე ემუქრება უნდა დაიკიდო შენი აკვიატება რომ არიქა ფიზიოლოგირად უნდა გავაჩინო და საკეისრო ცუდია.

Posted by: garfield1 10 Apr 2013, 18:09
blblbl
აი ზუსტად მასე იყო, ამ ცოტა ხნის წინ დავწერე მომავლებში, ჩემ მეზობელ გოგოს რაც დამართეს ორთაჭალაში, ფეხები გააფიჩინა ექიმმა შენით გააჩენ ბავშვი დიდი არააო და საბოლოოდ დიდი აღმოჩნდა, ბოლოს უკვე ან დედა გადარჩება ან შვილიო ეგრე დადგა საკითხი და საკეისრო გაუკეთეს სასწრაფოდ.
ეს გოგო იმდენად ცუდად იყო, 21 მარტს გააჩინა ბავშვი და 5 აპრილს ძლივს ადგა ფეხზე წესიერად . აბა ესაა ნორმალური ?

Posted by: blblbl 10 Apr 2013, 18:12
garfield1
ეგ კიდე კარგად გადარჩენილა და როცა ბავშვი მენჯში ვერ ეტევა წონის გამო ,შეიძლება ბევრად დიდი საშინელება მოხდეს...რატომ უნდა გარისკო საკუთAრი შვილის სიცოცხლე არ მესმის და რა ვქნა.მერე ხომ წავიდოდა იმ ექიმის ლანძღვა რატომ გარიკა და არ გაუკეთა საკეისროო,როცა როგორ აწყობს ამ ხალხს ისე ადანაშაულებს ექიმს რა biggrin.gif

Posted by: garfield1 10 Apr 2013, 18:14
blblbl
მე პირადად სულ მცირე რისკზეც არ წავალ მხოლოდ იმიტომ რომ არიქა საკეისრო არ მინდა და ვეწინააღმდეგები, მითუმეტეს როცა ბავშვის სიცოცხლეს ეხება საქმე .
ბიცოლაჩემს ნაკერები ქონდა პირველი ბავშვის მერე, მაგას ათი საკეისრო მირჩევნია, 2 თვე ვერ ჯდებოდა ისე იყო.

Posted by: mainc 10 Apr 2013, 18:21
naneee
მადლობა 2kiss.gif

QUOTE
ჩემით ვერ გამოვიცვლი?  არ მინდა ვინმე მეხებოდეს

პირველ დღეს ვერ გამოიცვლი, ფიზიკურად ვერ შეძლებ no.gif

იცი როგორაა, წევხარ, გიფენია მწოლიარეს ზეწარი, არ გაცვია საცვალი, გიკეთია შარდის კათეტერი და საფენს არ გახმარენ- სტერილური ნაჭრები აქვთ, ის გაქვს საფენივით გაკეთებული. მოდიან ექთანი და სანიტარი და გიცვლიან. შენ ამ დროს ტაკო თუ აწიე, რომ ის ზეწარი გამოგიცვალონ - მაგარი გოგო ხარ, თუმცა, სანამ ფეხებ მყარად არ იგრძნობ ( და ეს ღამით იქნება), ეგეც ჭირს.

makavel1
მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მინდოდა მშობიარობა, ესეც არ მაძლევს იმის ბიძგს, ვიფიქრო , რომ შეცდომა იყო მათი მხრიდან ჩემი გაჭრა.
ვფიქრობ, სწორი გადაწყვეტილება მიიღეს. ბავშვი რომ მართლა დიდი ყოფილიყო, მენჯი ვერ გამოატარებდა და თავის გაჭედვას და ტრავმას, ასე ჯობდა.
მართლა დიდი იყო მუცელი მოცულობით. მენჯისა და მუცლის ზომების მიხედვით საკეისრო მართლა საჭირო და აუცილებელი იყო : )

garfield1
კიდევ მადლობა 2kiss.gif

თუ დაგეგმილია, რა თქმა უნდა, ის მიიღებს ოპერაციას. უბრალოდ, ჩემი დაუგეგმავი იყო..
ოპერაცია ზურა მურღულიამ გამიკეთა და სიმპათიით ვარ განწყობილი მის მიმართ. სახასიათო კაცია, სულ ღიღინებდა და მამხნევებდა ოპერაიციაზე. მერეც ყოველდღე მოდიოდა და მკითხულობდა : )
1665 ლ. დამიჯდა მე.
ბავშვის მოვლას ვახერხებ კი, მეორე დღეს სამშობიაროში მიჭირდა ამოყვან, ჩაწვენა და როცა ძუძუზე მოჰყავდათ, მედდა მეხმარებოდა ამ ამბებში. მესამე დღიდან ვიყვანდი მე ჩემით და შინ თავისთავად , არ მიჭირს. ნაკერები ცოტას კი იწიწკნება, როცა მიჭირავს, მარა ეს ბუნებრივია.
ისე, მგონი, ეს ინდივიდუალურია, ზოგს უფრო მეტად სტკივა მერე ნაოპერაციები, ნელა გადის რეაბილიტაციას და მოვლაც უჭირს და წოლაც, ჯდომაც და ა.შ.


მარიამი
მაღალწელიანი საცვლები თავად შეგიძლია აარჩიო, სადაც საცვლებია, უბრალოდ, სათავე დაახლოებით ჭიპთან რომ ამოდიოდეს, ისეთი უნდა იყიდო. ჭრილობისგან ზემოტ რომ იყოს და არ ეხახუნებოდეს ზედა კიდე.
მე ერთჯერადები მოვატანინე მერე და ძალიან კმაყოფილი ვარ.
ფარმაგიდში არის ბეიბი კამპოლ-ის (თუ სწორად მახსოვს სახელი) და მას აქვს, 5 ცალია ერთ შეფუთვაში.
ელასტიური ბინტებია საჭირო, ან სპეციალური ჩულქები, ვენების დაცვისთვის, თრომბი რომ არ განვითარდეს ოპერაციის შემდეგ. ისე არ აგაყენებენ მეორე დღეს.
მე მერე ჩულქები ვიყიდე (თუ დაგაინტერესეთ, სადაცაა იაფად, მოგწერთ), უფრო მარტივია მოსახმარად, ამოიცვამ და ვსე, ამას გირჩევთ.
იქ კი ბინტი დამახვიეს თავიანთი აყენებისას და ძაან საწვალებელია იმის შემოხვევები..

კი,პალატები ერთადგილიანია ყველა. მნახველს აძლევენ ბარათს, საშვივით არის, საშვს აწერია - 2 მნახველი. ვინც გინდა, ის იქნება ის ორი ადამიანი , გინდა ქმარი და დედა და გინდა მეგობრები : ))
ისე, ოპერაციის შემდეგ ცოტა ხნიტ პაციენტის და ბავშვის სანახავად 3 ადამიანი აჰყავთ - ქმარი, დედა და დედამთილი. ნუ,შეიძლება ალბათ ჩანაცვლება, მარა სტანდარტულად ასეა.

ninia84
gachumdii
გმადლობთ kiss.gif

nobe
მადლობა love.gif

SPC
არ ვიცი , აუცილებელია თუ არა, უბრალოდ მე მათი პაციენტი რომ ვიყავი და ისტორიაც იქ იყო, ამოიტანეს და ეცნობოდნენ ანალიზებს და ყველაფერს : )

stasia
მადლობა 2kiss.gif
სპინალური მქონდა გაკეთებული და საღ გონზე ხარ, უბრალოდ წელს ქვემოთ ვერ გრძნობ ვერაფერს.

Posted by: მარიამი 10 Apr 2013, 18:24
QUOTE
მე მერე ჩულქები ვიყიდე (თუ დაგაინტერესეთ, სადაცაა იაფად, მოგწერთ), უფრო მარტივია მოსახმარად, ამოიცვამ და ვსე, ამას გირჩევთ.

კი მაინტერესებს, სად ვიყიდო?

Posted by: garfield1 10 Apr 2013, 18:25
mainc
მოკლედ შენ არ იცი ეხლა რა სიკეთე გააკეთე სრულიად ჯან.სახლის პაციენტებისთვის 2kiss.gif 2kiss.gif 2kiss.gif

Posted by: nan32 10 Apr 2013, 18:26
erti posti manaxet sadac tyuilubralod gaketebuli sakeisros motinaagmdeges rame daeweros da bl ar gamoxmaurebodes, avtomaturad ifludeba mgoni.. biggrin.gif facepalm.gif

Posted by: garfield1 10 Apr 2013, 18:28
nan32
მე ვაპირებ ჩემი საკუთარი სურვილით საკეისროს გაკეთებას და ძალიან ვბრაზდები როცა ჭკუას მარიგებენ, მე რა განწყობა მაქვს და რა ფსიქიკა ჩემს გარდა ხო არ იცის არავინ, მითუმეტეს როგორც ბოლო ეხოებიდან ჩანს ბავშვი დიდია და უსწრებს განვითარებით. ხოდა ჩემთვის პირადად "ჩვენების გარეშე" ცნება გაუგებარია საერთოდ, იმიტომ რომ შიშიც ჩვენებაა მე თუ მკითხავ.

Posted by: blblbl 10 Apr 2013, 18:34
nan32
უბრალოდ ვერ ვიტან როცა ფიზიოლოგიურად ნამშობიაერებს მაგარ გოგოებად მოგაქვთ თAვი და ვინც სურვილით აჩენს ისინი ცუდები გგამოგყავთ.ამ კონკრეტულ შემთხვავში კი რასაც წერ არიყვაი სწორი,ბავშვი მართლა დიდი რომ ყოფილიყო დსაშინელება მოხდებოდა და ექწიმის დადანაშაულება შეცდომაა შენი მხრიოდან.ხო კიდევ როცა რასაც მინდა იმას გამოვეხამურები,შენ შეგიძლია ავტომატურად გადაახტე ჩემს პოსტებს,ხო აშკარად გეტყობა რომ გაგიზიანებს biggrin.gif ანალოგიურად შეგიძლია მანახოშენი პოისტი სადაც ვინმე ამბოს რომ საკუთარი სურვილით იკეთებს საკეისროს და ჭკუას არ არიგებ არ გაიკეთო ცუდიაო?

ხო ამ კონკრეტულ შემთხვევაში ტყუილუბრალოდ არ ითვლება,იმიტომ რომ იყო რისკი და როცა მინიმალური რისკია არ უნდა გარისკოს ექიმმა ასე ღტულია ამის გაგება?როგორმე ჯან სახლის ექიმებს ის არ შეეშლებოდათ ტყუილად აკეთებდნენ თუ არა .

პ.ს. ფიზიოლოგიურად ვაპირებ ,ჩვენების გარეშე საკეისროს არ ვაპირებ და ამის გამო არ ვიცავ,უბრალოდ ყველას აქვს უფლება თავად გადაწყვიტოს რა უნდა და როგორ.

Posted by: Unitended 10 Apr 2013, 18:47
ე ბიჭო მე რო ფიზიოლოგიურზე დღესაც მაბოდებს ისე მინდა გამოვცადო და არა გათხლაშულმა გონ დაკარგულმა ამომიყვანონ ბავშვი მარტო იმიტო რომ არ შემოტრიალდა და იჯდა რომელ კატეგორიაში გავდივარ ნეტა

რა ვერ მორიგდით კაცო ვისაც რა უსწორდება ის რო გააკეთოს და ჭკუაზე და მაზოლებზე არ აბიჯოთ ვერაა

Posted by: ინფინიტი 10 Apr 2013, 18:56
nan32
ვერ იგებ , რას ამბობენ? თუ არ გინდა, გაიგო ?
მუცელში ზუსტად ვერავინ აგიწონსი და გაგიზომავს ბავშვს, ეგაა ვარაუდი და საფუძვლიანი ეჭვი, რომელიც შეიძლება გამტყუნდეს და როგორი თანამედროვე აპარატურაც გინდა იხმარო და ძლიერი იყოს ექიმი, ცდომილების შანსი არის. ხოდა სჯობს რომ გაჭრა ის ადამიანი და გაკერო და მისი ახირებები, თუ როგორ სურს , შობოს ბალღი, დაიკიდო, ვიდრე გარისკო, გააჩენინო, ჩახიო, ჩაფხრიწო ან კიდევ უარესი, ბავშვი გაწირო იმისთვის, რომ ქალი არ დაიღუპოს.

ანუ სასწორზე აქეთ დევს შენი სურვილი, იმშობიარო ფიზიოლოგიურად და იქით-დიდი რისკი და არჩევანი კეთდება შესაბამისად.

დავიდა? biggrin.gif

Posted by: naneee 10 Apr 2013, 18:58
mainc
გოგო, ხედავ შენი ბალღის გაჩენას რა ამბები მოჰყვა? biggrin.gif



არ იჩხუბოთ, გოგოებო. ნაკეისრალებიც კარგები ხართ, ფიზიოლოგიურებიც 2kiss.gif 2kiss.gif



კაი ხო, ჩემით გავალ biggrin.gif

Posted by: garfield1 10 Apr 2013, 19:04
naneee
მე რომ გამზომეს თავიდან ჯანსახლში , იდეალური მენჯი გაქვსო, კლასიკაო , ესაო ისაო, მაგრამ მეთქი მადლობთ, ეგ მონაცემები მანდ ანკეტაში ჩაწერეთ მეტი აღარ გამახსენოთთქო.
შეიძლება ჩემი მონაცემების პატრონმა 5 კილოიანიც კარგად გავაჩინო , მაგრამ ვიცი რომ არ შემიძლია და რა ვქნა კაცო, თავი მოვიკლა მაგის გამო ?
თუ ვიტანჯო ვეწამო და ბოლოს მაინც საკეისრო გახდეს აუცილებელი .
ყველას უდიდეს პატივს ვცემ ვინც ფიზიოლოგიურად მშობიარობს, მაგრამ არ ვარ მე ბატონო იმნაირი და ნუ დამარიგებს ნურავინ ჭკუას biggrin.gif

Posted by: SPC 10 Apr 2013, 19:07
მენჯის გაზომვა როდის ხდება? დავინტერესდი, როგორც ვხედავ მნიშვნელოვანი ასპექტი ყოფილა biggrin.gif უშუალოდ მშობიარობის წინ თუ აქამდეც უნდა გაესინჯათ ჩემთვის? 38 კვირაში ვარ

Posted by: naneee 10 Apr 2013, 19:09
garfield1
შედი ქალო ბუტკაში biggrin.gif
მემგონო საერთოდ არაა ეს საკითხი საკამათო smile.gifვისაც უნდა აჩენს ბუნებრივად, ვისაც არ შეუძლია( სერიოზული მიზეზის,თუნდაც შიშის გამო) - იკეთებს საკეისროს. smile.gif ვოთზ ზი პრობლემ, ვერ ვხვდები smile.gif


Posted by: garfield1 10 Apr 2013, 19:10
SPC
მე პირველად რომ მივედი კონსულტაციაზე, 7-8 კვირის ვიყავი, მაშინ გამიზომეს .

Posted by: SPC 10 Apr 2013, 19:11
garfield1
უი აბა მე რატომ არ მითხრეს ნეტავ? თეძოები კი მაქვს და ნეტავ ხომ არ იფიქრეს ავტომატურ რეჟიმში მენჯიც ნორმალური ექნება ამასო biggrin.gif.... ერთი უნდა დავაზუსტო ეს მენჯის ამბებიც...biggrin.gif

Posted by: nan32 10 Apr 2013, 19:20
infiniti
uzrdeli xar..
Msgavsi tonalobit user-tan saubari mxolod amaze metyvelebs..

Posted by: garfield1 10 Apr 2013, 19:20
SPC
არამგონია მარტო თეძოზე შემოხედვით იფიქრონ მენჯიც კარგი ექნება, უნდა გაიზომოს ეგ ყველა ვარიანტში რავიცი .

naneee
QUOTE
ვოთზ ზი პრობლემ, ვერ ვხვდები

რავიცი , ვერც მე გავიგე, რა პრობლემაა. თან ისაა ცუდი რომ მაინც საბოლოო ჯამში ექიმი გამოდის დამნაშავე, რომ გაერისკა და გინდა თუ არა ფიზიოლოგიურად უნდა გააჩინოო და რამე ცუდი მომხდარიყო ვის დაბრალდებოდა ? რათქმაუნდა ექიმს.
ამ შემთხვევაში არ გარისკა და საკეისრო გააკეთა უნდა უჩივლოო და რა ქნას ექიმმა ამ შემთხვევაში, ჭრელი პეპელას პონტია რა .

Posted by: kid a 10 Apr 2013, 19:20
nan32 makavel1
აი, ასეთი რამეების გამო რომ ჩივიან, იმიტომაც არის აგორებული ასეთი საშინელი უარყოფითი კამპანია ექიმების წინააღმდეგ. არ არსებობს საშუალება, რომელიც ბავშვის წონას ასპროცენტიანი სიზუსტით მოგცემს და ვიდრე ამის გამო ექიმებს იდიოტებს უწოდებთ და ჩივილს დააპირებთ, ჯერ მეტი ინფორმაცია მოიძიეთ. საჩივლელი მაშინ იქნებოდია ეს ექიმი, თუნდაც უმცირესი ეჭვის დროს რომ ემშობიარებინა. ის მაინც თუ იცით, რამხელა საფრთხე შეიძლება დაემუქროს ამ დროს მშობიარეს?

უსწორესი გადაწყვეტილება მიუღიათ ექიმებს, აბა ისაა კარგი, ზოგიერთი მეანი ავადმყოფურად რომაა ფიზიოლოგიურზე ჩაციკლული და მერე ;ეტალური შედეგებით მთავრდება ხოლმე დიდ ნაყოფებზე მშობიარობა? mainc ტყუილად არ დაგწყდეს გული, საკეისროსაც აქვს უამრავი დადებითი მხარე და თან შენ ტყუილად ნამდვილად არავის გაუჭრიხარ. ბედნიერი შვილი გაგეზარდოს :*

Posted by: sopo1977 10 Apr 2013, 19:28
mainc
ამეტირა შენს მოგონებებზე, რა მაგარი გრძნობაა ალბათ, როგორ მინდა გამოვცადო. ნეტავ მალე გავიდეს დრო weep.gif

გილოცავ კიდევ ერთხელ და მიხარია რომ ყველაფერი კარგად დამთავრდა.

თანახმა ვარ მიმჭრან-მომჭრან, თუ საჭიროა საერთოდ გადამჭრან biggrin.gif ოღონდ ჩემი პაწუკა ჩამახუტონ რაც შეიძლება მალე, ვაიმე როგორ ველოდები ....

Posted by: მარიამი 10 Apr 2013, 19:34
ორჯერ ვიმშობიარე ფიზიოლოგიურად და არცერთხელ მენჯი არ გაუზომიათ ჩემთვის. პირველად კი პატარა იყო ნაყოფი, 2900 დაიბადა, მაგრამ მეორედ იმხელა მუცელი მქონდა, ძლივს დავატარებდი biggrin.gif 4 კილო დაიბადა ბავშვი. გაგუამ ისიც კი მითხრა, რამხელა გაგიზრდია ეს ბავშვიო, მაგრამ მენჯზე ხმა არ ამოუღია. უნდა გაეზომათ ნეტა და არ ქნეს, თუ თვალითაც ხვდებიან რაღაც-რაღაცეებს??

Posted by: garfield1 10 Apr 2013, 19:38
მარიამი
მართლა არ ვიცი, თავს ვერ დავდებ, ფაქტია რომ მე საგულდაგულოდ გამზომეს, ხან მარცხნივ გადამაბრუნეს, ხან მარჯვნივ და მოკლედ რა , მატრიალეს წინ და უკან და ჩაიწერეს მონაცემები.

Posted by: anano_991 10 Apr 2013, 19:42

mainc
გილოცავ ღმერთმა ბედნიერი დედა გამყოფოოს

QUOTE
მე ხელით დამაღვრევინეს და მეტკინა ძალიან

საერთოდ ვერაფერი გავიგე წყლის ბუშტის დარღვევისას ერთი ის რომ რაგაც გასკდა და სითბო ვიგრძენი ერთი თან კარგაად, და არც ხელით გასინჯვა მტკენიააა

რაც საკეისროს შეეხება ჩემი და მეხუთეს რო აჩენდა დიდი ქონდა ბავშვს თავი და ყველამ უთხრა გააჩენო დაჯე იმედის კლინიკაშიც მეხუთეა და ადვილად გააჩენო ერთი შარეიქაძემ უთხრა დიდი თავი აქ და ვერ გააჩენოო. ბოლოს ჩემს და გასინჯა ერთერთმა ექიმა ისევ იმედის კლინიკაში და საკეისრო დაგეგმეს ჩემს დას ეს მშობარობა გაურთულდა ისე საშვილოსნო აღარ შეიკუმშა და დენა აუტყდა კობეშავიძე ჩაერია მერე და საშვილოსნო ამოკვეთეს იმდენი სისხლი დაკარგა გადაუხსეს და 2 კვირა სამშობიაროში იწვა და კიდევკაი საკეისრო იყო თორე არც მინდა იმის წარმოდგენა ფიზიოლოგიურად რო ემშობიარა რა მოხდებოდაა. ასე რომ მეც ვთვლი რომ თუ 1 % იყო იმის რომმბავშვი დიდი იყო საკეისრო რომ გაკეტDა მთავარი ისაა დედაც და ბავშვიც კარგად არიაან საკესისროს გაკეთებით კიდე არავის არაფერი დამართნია

Posted by: ინფინიტი 10 Apr 2013, 20:04
nan32
QUOTE
uzrdeli xar..
Msgavsi tonalobit user-tan saubari mxolod amaze metyvelebs..

ტვინზე მარწუხებმოჭერილს ეგრე უნდა ელაპარაკო
იქნებ შეუვიდეს ყურებში/


Posted by: mainc 10 Apr 2013, 20:06
მარიამი
დიღომში, დაახლოებით რკინიგზის საავადმყოფოს ჩასახვევთან, მარცხენა მხარეს არის სამი აფთიაქი ჩამწკრივებული, ერთ-ერთი არის "ჯორჯიან მედიქალ სერვისის" (ლუბლიანას 34), იქ არის ყველაზე იაფად.
სანამ წახვალ გაიზომე ბარძაყის შუა ნაწილი და კოჭი. ამ სანტიმეტრების მიხედვითაა მერე ზომები.

garfield1
ჰო, კიდე ის უნდა დავწერო, რომ ძალიან კარგი პედიატრი ჰყავთ.
გამოწერისას გავიარე მასთან კონსულტაცია, რითიც ძალიან კმაყოფილი ვარ
რა კითხვაც მქონდა, ძლაიან სრულყოფილად მიპასუხა, ბევრი რჩევა მომცა.
გამოწერისას გაძლევენ "საჩუქრებს" - ტოპიკრემის ტანის დასაბან გელს და კრემს და ჯონსონის შამპუნს

kid a
anano_991
sopo1977
მადლობები,გოგოებო 2kiss.gif




Posted by: nan32 10 Apr 2013, 20:21
infinity
imas garda rom utaqto xar sheurawyofasac mayeneb, Natia_m77 agr_bak mixedet am adamians..

Posted by: მარიამი 10 Apr 2013, 20:23
mainc
დიდი მადლობა smile.gif
.................
ანუ მაგას თუ ვიყიდი, ის ელასტიური ბინტები აღარ დამჭირდება ხო?

Posted by: natia_m77 10 Apr 2013, 20:53
nan32

მაგ ადამიანს არა და შენ კი მოგხედავ ახლა

1. ლანძღვა თავად დაიწყე
2. ლათინური შრიფტით პოსტვა ფორუმზე აკრძალულია
ასე რომ აღიჭურვე ქართული შრიფტით და მოთმინებით და ისე განაგრძე პოსტვა

პ.ს. მიიღე ეს პოსტი სიტყვიერ გაფრთხილებად, შემდეგ ჯერზე გავცემ ვორნს
პ.პ.ს. პასუხი არ გამცე ლათინური შრიფტით

ინფინიტი
ნუ პოსტავ კორექტულობის ზღვარზე
სიტყვიერი გაფრთხილება

Posted by: makavel1 10 Apr 2013, 21:50
QUOTE
მუცლის მიხედვით ჩანდა დიდი წონა

აი ამას რომ 21 საუკუნეში იფიქრებ ადამიანი და მაგით გადაწყვეტ რომ ბავშვი დიდია იქ დამთავრდა შენი საქმე.

Posted by: anakh 10 Apr 2013, 22:23
mainc
ძალიან ყოჩაღი გოგო ხარ 2kiss.gif შენმა მოგონებებმა დიდი მოტივაცია მომცა და პოზიტურად განმაწყო მშობიარობის მიმართ smile.gif)

Posted by: mainc 10 Apr 2013, 23:18
მარიამი
არამ ბინტები აღარ დაგჭირდება, კომფორტულობას რომ შევეშვათ, უფრო კარგად იცავს ეს,ვიდრე ბინტები.
anakh
მადლობა 2kiss.gif
მაგარია, თუ მშობიარობას აპირებ, ისიამოვნე მაგ ამბებით yes.gif

Posted by: tekco777 11 Apr 2013, 00:29
mainc
წინასწარ ვისაც აქვს დაგეგმილი ეუბნებიან ხო რა როგორ იკნება Dა რა იკიდონ??საშვილოსნოს დანუშAცება როგორ ხდება?? biggrin.gif

Posted by: jaa 11 Apr 2013, 12:56
დედა რა ამბები ყოფილა აქ smile.gif)

mainc
კიდევ ერთხელ გილოცავ, ჯანმრთელი და ბედნიერი გაგზრდოდეს :*

ისე მეც ჩემი კეთილი ნებით ვაპირებ საკეისროს გაკეთებას, სულ ესე ვაპირებდი რაც თავი მახსოვს, მიუხედავად ჩვენებისა. როგორაა
ის გამოთქმა? ზოგს მღვდელი მოსწონს, ზოგს მღვდლის შვილიო

Posted by: garfield1 11 Apr 2013, 12:58
jaa
QUOTE
ისე მეც ჩემი კეთილი ნებით ვაპირებ საკეისროს გაკეთებას, სულ ესე ვაპირებდი რაც თავი მახსოვს, მიუხედავად ჩვენებისა. როგორაა
ის გამოთქმა? ზოგს მღვდელი მოსწონს, ზოგს მღვდლის შვილიო

შვილიო თუ ცოლიო , მე ცოლი ვიცოდი spy.gif

აი მეც მაგ აზრზე ვარ ზუსტად, რაც გააზრებულად ვცხოვრობ და ვიცი რომ ადრე თუ გვიან გავაჩენ შვილს, მას მერე გადაწყვეტილი მაქვს რომ ფიზიოლოგიურად შანსიც კი არ მაქვს .
აქედან ვერ ამოშლიო როგორც იტყვიან, აი ეგ მჭირს და მე ეხლა ფსიქოლოგებთან სიარულს ვერ დავიწყებ მაგის გამო

Posted by: teoni 11 Apr 2013, 14:45
mainc
გილოცავ,დიდი გოგო გაგეზარდოს.
მეც არადაგეგმილი საკეისრო დამჭირდა და ძლივს გადავხარშე.მთელი 9 თვე ფიზიოლოგიურ მშობიარობისთვის ვემზადებოდი.





ისე გერმანიაში მენჯის ზომას არ ზომავენ,რომ ვკითხე აზრი არ აქვს,ზუსტად მაინც ვერ გავიგებთო.

Posted by: mainc 11 Apr 2013, 15:55
tekco777
როცა გეგმიურია, კონსულტაციაზე წესით გეტყვიან და კითხვებიც ხო გექნება და გიპასუხებენ yes.gif
დამუშავება არ ვიცი, თუ დამასაჟებას გულისხმობ, საშვილოსნო ხო გადიდებულია საკისროს მერე, ანუ მუცელი ეგრევე ხო არ ცხრება და მის შეკუმშვას ასტიმულირებენ, ზემოდან, მუცელზე ხელის დაჭერით და წრიული მოძრაობით, ამ დროს სისხლიც გამოდის, გამონადენი უფრო აქტიურად.

jaa
მადლობა:*
garfield1
ნუ წუხხართ, საკეისროს მოთხოვნა ჩვეულებრივი უფლებაა და როგორც დავწერე, პირველი 2 თვე მეც ასე ვფიქრობდი და ვაპირედი, ვინც რა უნდა თქვას, მე მინდამეთქი.
და ჰო, შიში და დედის სურვილიც საკეისროს ჩვენებაა და ჩვეულებრივად ინიშნება ამ დროს, თუ რა თქმა უნდა, ვინმე ახირებულ მეანს არ მიადექით :დ : )))

teoni
გმადლობ :-*
ისე, უცნაურია, რომ არ ზომავენ, წესით მნიშვნელობა აქვს მენჯის ზომას..

Posted by: pravinia 11 Apr 2013, 16:13
mainc

ე.ი. ვერ მივყევი ამ პოსტებს და შენ ხომ ჯანსახლში გააჩინე არა?
თუ კი მაშინ რაღაც ვერ გავიგე: 1) ამირანმა არ გაგიკეთა საკეისრო? და 2) 1665 საკესირო დაჯდა? წინასაკეისრო ანალიზები? ანუ მთლიანად რამდენი დაჯდა შეგიძლია მითხრა?

Posted by: mainc 11 Apr 2013, 16:54
pravinia
როგორც დავწერე, ამირანი მივლინებაში იყო, 9ში ჩამოდიოდა.
რადგან დაუგეგმავი საკეისრო იყო, შესაბამისად, მასთან არ შემითანხმებია წინასწარ ოპერაციის თარიღი, თორემ ალბათ წასვლამდე დანიშნავდა.
ოპერაცია გამიკეთა ზურა მურღულიამ. smile.gif

Posted by: pravinia 11 Apr 2013, 16:58
mainc


უფ, მე წინასწარ უნდა დავგეგმო, ამირანი თუ არ იქნება მერე ვერ გამაკავებს ვერავინ givi.gif
მაგის გამო მივდივარ ჯანსახლში სხვა არავინ და არაფერი მაინტერესებს; ჯერ 34 კვირაში ვარ და მივალ ასე 35 კვირის თავზე, არ გამექცეს სადმე მივლინებაში, გადავირევი კიდეც smile.gif

Posted by: მარიამი 11 Apr 2013, 17:04
pravinia
მე მითხრეს მანდ, 36 კვირაზე მოდი ამირანთან გაცვლა-გამოცვლის (თუ რა ჰქვია) ბარათით და დაელაპარაკეო. გაგსინჯავს, გაგესაუბრება და თარიღს დაგინიშნავსო.

Posted by: tekco777 11 Apr 2013, 17:16
mainc
ოპერაცის შემდგომ ტკივილი თუ გქონდათ?და გამაყუჩებელი გიყუჩებდათ?

Posted by: drozera 11 Apr 2013, 20:32
თუ მოვასწარი, მეც დავწერ, სანამ სძინავს ვაჟბატონს biggrin.gif

23 მარტს მქონდა მშობიარობის სავარაუდო თარიღი, თუმცა ბავშვის დიდი წონის გამო, მანამდეც ვარაუდობდნენ დაწყებას და ასე ველოდებოდი თითქმის ერთი თვე, მაგრამ 21-ში მითხრა გაგუამ, რომ თუ 29-ში დილამდე არ ამტკივდებოდა, უნდა მივსულიყავი და დამაჩქარებელს გამიკეთებდნენ, რეზუსუარყოფითიანი ვარ და ბავშვის დიდხანს დატოვება აღარ შეიძლებოდა. 28-ში დილით წავედი თბილისი მოლში, თუ რამე მქონდა საყიდელი, ყველაფერი ვიყიდე კარფურში, მარაგი ოჯახისთვის smile.gif იმდენი ვიარე, იმდენი, რომ უკვე ვხვდებოდი, წელი მტკიოდა ოდნავ, მოკლედ ღამე დავიწყე მომზადება, ჩანთას გადავხედე, თმა მქონდა გასასწორებელი და ვიფიქრე, დილით ავდგები და წასვლამდე გავისწორებ მეთქი smile.gif დავწექი და 3 საათზე გამაღვიძა ოდნავ ტკივილმა, მენსტრუაციის დროს როგორი ტკივილიც მქონდა, ზუსტად ისეთი, ავდექი ჩუმად, საცობი ჩამოშლილი მქონდა და ოდნავ ვღვრიდი წყლებს, გავემზადე, ჯერ თმის გასწორება დავიწყე და მერე გავაღვიძე ქმარი, ტკივილები მქონდა 5 წუთში ერთხელ, მაგრამ დაახლოებით 15 წამიანი... გზაში ვნატრობდი, ნეტავ 2 თითზე მაინც ვიყო გახსნილი მეთქი, იმდენად ოდნავ მტკიოდა, იმასაც ვფიქრობდი, უკან არ გამომაბრუნონ მეთქი, მაგრამ წყალს რომ ვღვრიდი, ეგ მაიმედებდა biggrin.gif

მივედი 5-ის ნახევარზე, მიმღებში შემიყვანეს, საკმაოდ მშვიდად ვიყავი, მაგრამ ხელით გასინჯვის მეშინოდა, გამოვიდა მორიგე ექიმი, და მეტაკა ეგრევე, მე, როგორც ცნობილმა პანიკიორმა, შევყარე ქვეყანა და ვერ გაიგო იმ ქალმა, რამდენ თითზე ვიყავი გახსნილი, გაბრაზდა, მე ამას ვერ ველოლიავები, გადაიყვანეთ ბლოკში, დაელოდოს გაგუასო...
გადამიყვანეს ბლოკში, ტკივილები მემატებოდა, მაგრამ არც ისე, რომ მეყვირა და იქ გოგოები ისე ღრიალებდნენ, ვიფიქრე, ალბათ მე ჯერ 1 თითზე თუ ვიქნები მეთქი, მერე კუჭში გასვლა მომინდა, არადა სახლში მქონდა მოქმედება და აღარ გამიკეთეს იქ ოყნა, გავედი დერეფანში და ოყნა გამიკეთეთ, კუჭში გასვლა მინდა მეთქი და მოიცა ჯერ გაგსინჯოთო და სხვა გოგომ გამსინჯა, საკმაოდ უმტკივნეულოდ და 4 თითზე ხარ გახსნილი, ეხლა რაღა დროს ოყნააო, გაუტკივარება თუ გინდა მალევე უნდა გაიკეთო, თორემ დაგეწყება მალე ჭინთვები და აღარ გაგიკეთებენო.
აღარ ვიცოდი, რა მექნა, იმ ტკივილებს თავისუფლად ვუძლებდი, მაგრამ მერე ვიფიქრე, ჩაჭრა რომ დამჭირდეს, ნაკერების დადებისას მაინც მომეხმარება მეთქი და გავიკეთე. ძალიან მეშინოდა, მაგრამ არაფერი გამიგია, დაიწყო გაყუჩება, მაგრამ მარჯვენა მხარეს ვგრძნობდი ისევ ტკივილებს და დავამატებინე 3-ჯერ, მაგრამ უშედეგოდ smile.gif მარჯვენა მხარე არ გამიყუჩდა...
ამ გაუტკივარებამ გაწელა ჭინთვების დაწყება, შემოდიოდნენ 5 წუთში ერთხელ და მსინჯავდნენ ვისაც არ ზარებოდა, კიდვ კარგი, ვეღარ ვგრძნობდი tongue.gif და გულისცემას უსმენდნენ. გაგუა არ ჩანდა, რომ ვკითხულობდი, მოდის, მოდისო, მპასუხობდნენ, 5-ის ნახევარზე დაურეკეს და 8 საათზე მოვიდა, მერე დაიწყო ჭინთვები, და აი ეს იყო მართლა ტკივილი, ხმას ვერ ვიღებდი, მარტო ვღმუოდი biggrin.gif მაგრამ ჯერ არ გაიჭინთო, წამლის მოქმედებამ უნდა გაიაროს ბოლომდე, რომ მოგვეხმაროო, ამიტომ ვითმენდი ამ ტკივილებს, თან დამაჩქარებელი გამიკეთეს 2 ჯერ. მოკლედ როცა დამრთეს ნება ჭინთვების, 5-6ჯერ გავიჭინთე, სულ "ყოჩაღი გოგო ხარ"- მეძახეს, მერე შემოვიდა გაგუა, მუცელზე დამაწვა და გამოაძვრინეს ჩემი ბიჭი, ყველამ ერთდროულად - "რამსიგრძე კაციაო", გაამშრალეს ოდნავ და დამაწვინეს გულზე სველი, თბილი არსება, მარტო "ვაიმე, ვაიმეს" ვიძახდი, მომყოლის გამოსვლის მერე მართლა ამოვისუნთქე, თითქოს არაფერი არ მტკიოდა, იმ წუთას გაიარა ყველა ტკივილმა. ვერ ვხედავდი კარგად, მარტო შავი ღინღლა თმები უჩანდა, არც უტირია ბევრი, მაგრამ როგორც მუცელში იყო ძალიან მოუსვენარი, იქაც დაიწყო ფართხალი. დაიბადა ზუსტად 10 საათზე...
აღმოჩნდა, რომ ჩავიხიე ოდნავ, მაგრამ ეს შენი ბრალი არ არისო, თეთრად შლა გექნებოდა ორსულობისასო და კი მქონდა, ხოდა ძალიან დარბილებულია ქსოვილები და მაგიტომ ჩაიხიეო, დაიწყეს ნაკერის დადება და გამაყუჩებელი დამიმატეთ მეთქი, დამიმატეს, მაგრამ მაინც ვიგრძენი, ეს უფრო საშინელება იყო, ვიდრე მშობიარობა, კიდევ კარგი, მხოლოდ ერთი ნაკერი დამჭირდა და მალე მორჩნენ. თან გულზე რომ მეწვა ჩემი ბიჭი, ვცდილობდი, არ გავტოკებულიყავი და არ მეყვირა ძალიან. 2 საათი ვიწექით მე და ჩემი კაცუნა ბლოკში, ძუძუ ჩამადებინეს და ეძგერა დამშეული, დღემდე ასე ღორმუცელასავით ჭამს... შემდეგ გაიყვანეს, აწონეს. 3.900 კგ და 53 სმ აღმოჩნდა.
გადამიყვანეს პალატაში საწოლით, გამატარეს კარებთან, სადაც ჩემები იყვნენ, აჩვენეს ბავშვი, მე საკმაოდ დაღლილი ვიყავი და აღარ მქონდა არაფრის თავი...

ავიღე 2 კაციანი პალატა, შემიყვანეს საწოლით და გადამაწვინეს ფრთხილად, 2 საათის შემდეგ მომეხმარნენ ადგომაში, მოწესრიგებაში (დაბანა, გამოცვლა) შენით არ ადგეო, გამაფრთხილეს. შემდეგ უკვე მალევე ავდექი, გავიარე დერეფანშიც, ვაჩვენე ბავშვი მამიკოს.

გაგუას კლინიკის მომსახურებით საკმაოდ კმაყოფილი ვარ, ყურადღებიანი, თბილი და ხალისიანი პერსონალი იყო. რაც შეეხება თვითღნ გაგუას - დიდად არაფერი გაუკეთებია განსაკუთრებული, მე უფრო სხვა წარმოდგენა მქონდა აყვანილ ექიმზე. როგორც დავწერე, მივედი სამშობიაროში 5-ის ნახევარზე დილით და თვითონ 8 საათამდე არ მოსულა, მშობიარობის დროსაც, ბოლო 2 წუთს დაესწრო, არც ნაკერების დადებისას ყოფილა იქ და შემდგომ პერიოდშიც განსაკუთრებულს ვერაფერს ვგრძნობდი, როგორც ყველა პალატაში, ისევე ჩემთან მოდიოდა შემოვლის დროს, :როგორ ხართ?" "კარგად" და მორჩა.

ამიტომ ექიმის აყვანა, ისევე როგორც გაუტკივარების გაკეთბა,გამოუცდელობის გამო გადავწყვიტე. გაუტკივარებამ ერთადერთი 3 საათით გაწელა დრო.

თუ რამე კონკრეტულად დაგაინტერესებთ, მკითხეთ და როცა მეცლება გიპასუხებთ smile.gif

ყველას გისურვებთ ჩემზე ადვილს თუ არა, ჩემნაირ ორსულობა-მშობიარობას....

ბავშვიც ჯერჯერობით ანგელოზივით არის, მაგის ტირილი არავის გაუგია, ცოტას თუ წაიჭუჭყუნებს, ეგეც კი არ მსიამოვნებს უკვე. იმედია, ასეთი დარჩება ბოლომდე biggrin.gif

Posted by: anano_991 11 Apr 2013, 20:38
drozera
რა კარგი მოგონებებიაააააააააააააა bis.gif bis.gif გილოცავ ღმერთმა დიდი გაგიზარდოოოოს 2kiss.gif 2kiss.gif 2kiss.gif

QUOTE
მერე კუჭში გასვლა მომინდა, არადა სახლში მქონდა მოქმედება

ეს ისე უკვე ჭინთვების საწყისი პერიოდი არააა, ტუალეტიდავ ვერ მაყენებდნენ მეეე

Posted by: blblbl 11 Apr 2013, 20:41
drozera
კიდევ გილოცავ,ისე გაგიმართლა გაგუა რომ მერე მოვიდა,4თითზე გაუტკივარებას არ გაგიკეთებდა იქ რომ ყოფილიყო biggrin.gif საინტერესოა გაკერვა რატო არ გაგიყუჩდა sad.gif

Posted by: sopo1977 11 Apr 2013, 20:47
drozera
გილოცავ, ძალიან კარგი მოგონებებია მართლაც.

Posted by: makavel1 11 Apr 2013, 20:47
drozera
ძალიან კარგი მშობიარობა გქონია, გილოცავ, ისე გემრიელად გიწერია ყველაფერი შემშურდა biggrin.gif

Posted by: drozera 11 Apr 2013, 20:54
anano_991
QUOTE
ეს ისე უკვე ჭინთვების საწყისი პერიოდი არააა, ტუალეტიდავ ვერ მაყენებდნენ მეეე

ხო, მეც სულ ტუალეტში ვიყავი biggrin.gif
blblbl
ნეტავ მალე მოსულიყო და არ გაეკეთებინა, ეგ მერჩივნა, ჭინთვების მოთმენა მაინც აღარ დამჭირდებოდა, ეგ იყო ძალიან რთული, რომ გაწვება, გაჭინთვა გინდა და არ გაიჭინთო, ჯერ ვერ მოგვეხმარები, გაგიაროს წამლის მოქმედებამო და თან დამაჩქარებელს რომ მიკეთებდნენ მაგის გამო...

sopo1977
makavel1
მადლობა გოგოებო, ერთადერთი სწორი ნაწლავი გამირთულდა, არ ვიცი, მაგის თავიდან აცილება თუ შეიძლება, მაგრამ გაარკვიეთ და ყველანაირად ეცადეთ ეგ პრობლემა არ გქონდეთ.

Posted by: blblbl 11 Apr 2013, 21:00
drozera
ხო ეგეცაა შეიძლება უფრო მალე გემშობიარა მაგ შემთხვევაში,ისე ძაან მიკვირს დეიდაჩემს ჰქონდა გაუტკივარება მაგრამ არ დაელოდნენ გასვლას,ექიმი კარნახობდა როდის გაჭინთულიყო და ისე იჭინთებოდა ვერაფერს გრძნობდა.ნუ მაინც ადვილი მშობიარობა გქონდა არაფერი გეთქმის biggrin.gif

Posted by: anano_991 11 Apr 2013, 21:12
ჩემს დასაც გაგუაში გაუმტკივარება რო გაუკეთეს ნახევარ საატში გააჩინა და არ მახსოვს მსგავსი რამე ეთქვაას რომ არ აჭინთებდნენ იცვლებ არ ყველაფერი და ყველას თავისი მიდგომა აქ

Posted by: naneee 11 Apr 2013, 21:14
drozera
კიდევ ერთხელ გილოცავ.მოკლედ, ისეთი მშობიარობა გქონდა რო უნდა აჩინო და აჩინო ბალღები biggrin.gif
ყოჩაღ! 2kiss.gif

Posted by: garfield1 11 Apr 2013, 21:15
naneee
და თან როგორი ბალღები, ჯიშიანი smile.gif რა მონაცემები აქვს და თან როგორი ჭკვიანი ყოფილა.

მეც მინდა ჩემი ბაიააა

Posted by: naneee 11 Apr 2013, 21:17
garfield1
აბაა. ნამდვილი ვაჟკაცი. 53 სანტიმეტრიო chups.gif მეც 53 სანტიმეტრი გავჩნდი user.gif

QUOTE
მეც მინდა ჩემი ბაიააა

მეეეც cry.gif ოღონდ, რაც უფრო ახლლოვდება თარიღი, მით უფრო მეშინია. smile.gif

Posted by: anano_991 11 Apr 2013, 21:19
naneee
QUOTE
კიდევ ერთხელ გილოცავ.მოკლედ, ისეთი მშობიარობა გქონდა რო უნდა აჩინო და აჩინო ბალღები 
ყოჩაღ! 

თან ისე კარგად წერს ფიზიოლოგიურ მშობიარობას მოგანდომეებს, მე პირადად აქ გადამაფიქრებინეს საკეისროო და თუ ჩვენება არ მექნება შემდეგზე გავაჩეენ ისე

Posted by: tekco777 11 Apr 2013, 22:01
mainc
მუცელის შეცევა როგორ ხდება?? Uნდა გაიკრა ? თუ საკეისროზე არ შეილება??
რა დებილი კითხვები მაკვს biggrin.gif

Posted by: dadu411 11 Apr 2013, 22:37
tekco777
ბანდაჟი უნდა ატარო ...საკეისროზეც შეიძლება მარა რამდენი ხნის მერე ეგ არ ვიცი ჩEმ დაქალს აქვს საკეისრო გაკეთებული ბავშვი 6 თვისაა და უკვე კაი ხანია უკეთია ბანდაჟი

Posted by: sopho_94 12 Apr 2013, 00:00
drozera
ესეთი მტკივნეულია გასინჯვა? და გაუტკივარება რომ გაგიკეთეს მერე უკვე ვეღარ გრძნობდი?

Posted by: tekco777 12 Apr 2013, 00:31
drozera
რა კარგი მოგონებები გაკვს smile.gif შემშურდა biggrin.gif მალე მიცევს მე და შიშები დამეწყო , ბავშვი დიდი კოფილა საკმაოდ და Aრ გაგიჩირდა ??

Posted by: noniko77 12 Apr 2013, 12:20
drozera
2kiss.gif

Posted by: mainc 12 Apr 2013, 12:44
tekco777
QUOTE
ოპერაცის შემდგომ ტკივილი თუ გქონდათ?და გამაყუჩებელი გიყუჩებდათ?

ტკვილი მქონდა,კი და გამაყუჩებელი აყუჩებდა.
მუცელი ნელა შედის,ვიდრე ფიზიოლოგიურის დროს. ბანდაჟი და ქამარი ნებადართულია

drozera
კიდევ გილოცავ:*
აწი კი გეცოდინება, რომ გაგუას აყვანა სისულელეა და გაუტკივარება კი მაინც კარგია, რომ გაიკეთე,
უბრალოდ ცუდია, რომ ჭინთვებზე გაცდევინეს, სხვებს ასე არ ემართებათ ხოლმე

Posted by: მარიამი 12 Apr 2013, 13:44
QUOTE
ჯერ არ გაიჭინთო, წამლის მოქმედებამ უნდა გაიაროს ბოლომდე, რომ მოგვეხმაროო,

ეს ახალი წესი აქვთ? გამიკვირდა ძალიან. მეც გაუტკივარების მოქმედების ქვეშ ვიყავი პირველზე, ჭინთვები რომ დამეწყო, მაგრამ არავის უთქვას, არ გაიჭინთოო. გაგუა მედგა თავზე და მეუბნებოდა, როდის გავჭინთულიყავი, როდის ამომესუნთქა. არ გამიგია არაფერი (ტკივილს ვგულისხმობ), ისე გამოძვრა ბავშვი.

Posted by: agnes 13 Apr 2013, 17:05
QUOTE
რ გაიჭინთოო. გაგუა მედგა თავზე და მეუბნებოდა, როდის გავჭინთულიყავი, როდის ამომესუნთქა. არ გამიგია არაფერი (ტკივილს ვგულისხმობ), ისე გამოძვრა ბავშვი.


რა კარგია. ზოგჯერ თუ თავი არ არის ქვემოთ დიდ ხანს არ აჭინთებენ, ალბათ მაგიტომ აცდევინებდნენ
drozera
რა კარგია რომ კარგად იმშობიარე და კმაყოფილი ხარ

Posted by: ciko 16 Apr 2013, 19:56
drozera
გილოცავ ძალიან ადვილად გიმშობიარია))))) ღმერთმა ჯამრთელი და ჭკვიანი ბაია გაგიზარდოს)) მეც გაგუას კლინიკაში ვიმშობიარე 10ში მერე დავწერ მოგონებებს..

Posted by: makavel1 16 Apr 2013, 20:43
mainc
წინა საკეისრო რა ანალიზები გაიკეთე და დაახლოებით რა დაგიჯდა თუ გახსოვს?

Posted by: pandora23 17 Apr 2013, 19:51
ე.ი. 29-ში დამიბარა ჩემმა ექიმმა საშამ გაგსინჯავო, ვერ მოვითმინე და 28ში მივედი და გამომაბუნძულა უკან ხვალ მოდიო, მეორე დღეს მივედი და თითით გამსინჯა ( ხო აქვე უნდა ვთქვა რომ სულ ლაპარაკი იყო ხელით გასინჯვაზე და გული მისკდებოდა აქ რასაც ვკითხულობდი, მაგრამ მარტო 2 თითით გამსინჯა) მითხრა ყელი დარბილებული გაქვსო და დღეს ან ხვალ იმშობიარებო, მაგრამ უკვე ისე ვიიყავი მეთქი 1 კვირა მაინც არ გამოვათქო, სახლში რომ მოვედი დავიძინე ესე 12 საათი იქნებოდა დღის და 1ზე ტკივილმა გამომაღვიძა, მარა ესეთი ტკივილი სულ მქონდა და მაინც დავიწყე დროს დანიშვნა, პირდაპირ 5 წუთიანი ინტერვალით დამეწყო, ბოლო 3 დღე ესე მქონდა ხოლმე მოვლითი მარა გადამივლიდა. 1 საათის მერე დავურეკე საშას და რომ ვუთხარი ესე მტკივათქო 40 წუთი კიდე მოიცადე და თუ ისევ არ გაგიჩერდა მოდიო. მეთქი რა 40 წუთი ეგრევე ჩავიცვი, ავიღე ჩემი ჩანთა, ბავშვის რაღაცეები რაც მქონდა გამზადებული და სადღაც ნახევარ საათში ემბრიოში ვიყავი.... რომ მივედი ისევ უნდა გავესინჯე და გახდა რომ დავიწყე წამომივიდა და რა წამოვიდა, წყლებს ვღვრიდი ძაან ბევრს, აღარ ჩერდებოდა. აი ამის მერე დამეწყო "ის" ტკივილები, აზრი აღარ აქვს გასინჯვას დარჩიო და ეგრევე პალატაში გადავედი, მშობიარობამდე სადაც არია ხოლმე, იქ დამხვდა ერთი პატარა გოგო რომელიც 24 საათი იტანჯებოდა თურმე ამ ტკივილებისგან და გაუტკივარებას რომ ითხოვდა მშობლები იყვნენ უარზე, კინაგამ დავიწვი მისი საცოდაობით. ჯერ ვუყურებდი და ისე ძაან არ მტკიოდა, უფრო ამ გოგოს ვგულშემატკივრობდი, მარა ესე 40 წუთში ისეთი ტკივილი დამეწყო კედელს მუშტებს ვურტყამდი და მეანმა ხელებს დაილურჯებო და ეგრე ნუ შვებიო, ყოველი მოვლისას მამაო ჩვენოს ვამბობდი გულში, ხელში ჯვარი მეჭირა და ღმერთო გამაძლებინეთქო ვეხვეწებოდი... და მოვითხოვე გაუტკივარება, ისედაც ვაპირებდი, ნახევარ საათსი ეგეც გამიკეთეს და ყველაფერი გაქრა წამებში, ისეთი მაგარი რაღაცაა ეს გაუტკივარება რომ აუცილებლად მეორეზეც გავიკეთებ და ყველას ვურჩევ, სადღაც 3 საათი მქონდა გაყუჩებული, მერე ისევ რომ ვიგრძენი ტკივილი საშამ ჯერ გაგსინჯავო და მერე ვნახოთ დაგიმატებო, გამსინჯა და უკვე 4 თითზე ხარ გახსნილი, ცოტა დაგრჩაო და აღარ გინდაო, ვეხვეწე სუუულ ცოტა დამიმატონთქო და ცოტა დავამატებინე მარა აღარ მიშველა მაგ დოზამ, უკვე ჭინთვები მეწყებოდა, აი ეგ იყო გასაგიჟებელი, არ გაიჭინთოო და ამ დროს ძააან რომ გაწვება.... ხო მართლა, ერთდროულად სამს გვეწყებოდა მშობიარობა, იმ პატარა გოგოს 17 თუ 18 ის იყო და კიდე ერთს, ჯერ ეს გაიყვანეს, 15 წუთის მერე მეორე გოგო და კიდე 15 წუთის მერე მე... ისე მშურდა ბავშვის ხმა რომ გავიგე, მეთქი მე როდის ვიმშობიარებთქო და ბლოკში რომ დამაწვინეს სადღაც 20 წუთში გაჩნდა ჩემი გოგოც <3 სამივემ 15 წუთიანი შუალედებით გავჩინეთ, სამივე ერთ პალატაში მოგვათავსეს და ამაშიც გამიმართლა ორივე გოგო ძაან კარგები შემხვდნენ, ( ეხლაც მაქვს კონტაქტი ).
ეხლა სამშობიარო პირობები.. ძაან კმაყოფილი ვარ ყველაფრით, ყურადღებით, თბილი მოპყრობით, კვებით, აი ვაფშე ყველანაირად კარგი ხალხია, თუ შარზე არ ხარ ამ სამშობიაროზე ცუდს არ იტყვი რაა, მართლა მომეწონა. პედიატრები ყოველ დღე სხვადასხვა იყვნენ და ყველა ძალიან კარგები, მარტო პირველ ღამეს მოვითხოვე ბავშვი გაეყვანათ, რადგან ვერ ვაჭამე, დანარჩენი სულ ჩემთან იყო, ანუ რომ მომეთხოვა სხვა დროსაც გაიყვანდნენ. თან მითხრეს დედასთან კონტაქტი აუცილებელია შეიძლება მაგიტომ ჭირვეულობსო და ჩემთან რომ გადმოვიყვანე მართლა დაწყნარდა love.gif
ეს იყო და ეს, სხვა თუ რამე დაგაინტერესებთ მომწერეთ და გიპასუხებთ smile.gif
* * *
anano_991
QUOTE
ჩემს დასაც გაგუაში გაუმტკივარება რო გაუკეთეს ნახევარ საატში გააჩინა და არ მახსოვს მსგავსი რამე ეთქვაას რომ არ აჭინთებდნენ იცვლებ არ ყველაფერი და ყველას თავისი მიდგომა აქ

მე რომ მეუბნებოდნენ რა გაიჭინთოო მეორე გოგოს ეუბნებოდნენ შენ უნდა გაიჭინთოო, აუნ ჩემი ბავშვის თავი არ იყო ჩამოსული ჯერ და მაგიტომ, იმისი იყო, თუ პირიქითაა biggrin.gif მოკლედ ეგ რომ არის ვიცი smile.gif

Posted by: drozera 17 Apr 2013, 21:25
naneee
QUOTE
კიდევ ერთხელ გილოცავ.მოკლედ, ისეთი მშობიარობა გქონდა რო უნდა აჩინო და აჩინო ბალღები

ყველა მაგას მეუბნება facepalm.gif

anano_991
garfield1
2kiss.gif 2kiss.gif

sopho_94
QUOTE
ესეთი მტკივნეულია გასინჯვა? და გაუტკივარება რომ გაგიკეთეს მერე უკვე ვეღარ გრძნობდი?

ნუ მე ძალიან პანიკიორი ვარ და მეტკინა, გაუტკივარების მერე - აღარც მიგრძვნია არაფერი.

tekco777
QUOTE
რა კარგი მოგონებები გაკვს smile.gif შემშურდა biggrin.gif მალე მიცევს მე და შიშები დამეწყო , ბავშვი დიდი კოფილა საკმაოდ და Aრ გაგიჩირდა ??

მადლობა. რა გასაკვირიც არ უნდა იყოს, არ გამჭირვებია, ახლა რომ ვაფასებ - მით უმეტეს smile.gif

noniko77
mainc
agnes
ciko
მადლობა გოგოებო.


QUOTE
ზოგჯერ თუ თავი არ არის ქვემოთ დიდ ხანს არ აჭინთებენ, ალბათ მაგიტომ აცდევინებდნენ

ხო, თავი არ იყო ქვემოთ და მაგიტომ მომაცდევინეს, გაუტკივარებაც მაგიტომ გამიკეთეს, რომ 4 თითზე კი ვიყავი გახსნილი, მაგრამ თავი ჯერ არ იყო ჩამოსული და დიდხანს გაგრძელდებოდა ეგ პროცესი, ნელ-ნელა ვიხსენებ რაღაცეებს smile.gif

პ.ს. გაუტკივარების ნამდვილად არავის შეგეშინდეთ, ძალიან ადვილი პროცესია, უბრალოდ მე დამეწყო შინაგანი კანკალი, შემეშინდა, რამე ალერგია ხომ არ მაქვს მეთქი, და ანესთეზიოლოგმა 10-ში 1-ს აქვს ასეთი რეაქცია წამალზეო, მერე გაკერვის დროს რომ დამიმატეს, მაშინაც დამეწყო და მაშინ უფრო საშინელება იყო, ვეღარ ვიმორჩილბდი ფეხებს biggrin.gif

pandora23
გილოცავ, შენც მარტივი მშობიარობა გქონია smile.gif

Posted by: sopho_94 17 Apr 2013, 21:37
drozera
არაუშავს როგორმე ავიტან,იმედია სარკის ჩადგმაზე ცუდი არ იქნება...ისე კი ბავშვი ყველაზე მთავარია და მის გამო გაუძლებს ყველაფერს ადამიანი...გილოცავ ბაიას ჯანმრთელი გაგეზარდოს 2kiss.gif

Posted by: makavel1 17 Apr 2013, 21:51
pandora23
გილოცააავ!!! შენი მოგონებებისაც მშურს biggrin.gif kiss.gif kiss.gif kiss.gif

Posted by: garfield1 17 Apr 2013, 22:02
pandora23
QUOTE
იქ დამხვდა ერთი პატარა გოგო რომელიც 24 საათი იტანჯებოდა თურმე ამ ტკივილებისგან და გაუტკივარებას რომ ითხოვდა მშობლები იყვნენ უარზე

facepalm.gif facepalm.gif facepalm.gif
არასრულწლოვანი იყო ? სხვა შემთხვევაში აქვთ მშობლებს უარის თქმის უფლება ?

Posted by: anakh 17 Apr 2013, 22:13
pandora23
რა კარგი მოგონებები გაქვს, მეც მომინდა ეგეთი მშობიარობა smile.gif) გილოცავ

Posted by: naneee 17 Apr 2013, 23:09
pandora23
კიდევ ერთხელ გილოცავ 2kiss.gif მამაცი გოგო ხარ.


Posted by: gachumdii 18 Apr 2013, 11:51
pandora23

გილოცავ. ღმერთმა ბედნიერები გამყოფოთ ორივენი

Posted by: ninia84 18 Apr 2013, 12:11
pandora23
გილოცავ, რა ადვილი მშობიარობა გქონიაsmile.gif საშასი კმაყოფილი ხარ?

Posted by: pandora23 18 Apr 2013, 19:14
მადლობა ყველას kiss.gif kiss.gif kiss.gif
drozera
შენც გილოცავ, ჯანმრთელი ბიჭი გაგეზარდოს :*
garfield1
ანუ 17 თუ 18 იყო რომ ვკითხე და ტელეფონი ჩუმათ ქონდა შემოტანილი და ეხვეწებოდა დედ-მამას გამიკეთონ გაუტკივარებაო და ისინი თავს იგიჟებდნენ ინვალიდი დარჩებიო, მერე ჩემზე ეუბნებოდა ერთმა გოგომ გაიკეთაო და კარგად არისო, ძაან შემეცოდა თან დიდ ხანს იწვალა, მერე კიდევ რაღაცაზე ბუინობდნენ მისი მშობლები, ექიმებს ეჩხუბებოდნენ და მოკლედ რაა, მაგრად შე,ეცოდა ეს გოგო, თა რაღაცნაირი საწყალივით ეხვეწებოდა sad.gif

* * *
ninia84
QUOTE
საშასი კმაყოფილი ხარ?

საშა თავზე გვედგა და მეანებს კარნახობდა რა უნდა ექნათ, მშობიარობის მერეც რამოდენიმეჯერ მოგვიკითხა და ვსიო, საბოლოო ჯამში სხვა არც გვჭირდებოდა მეტი არაფერი, მაგრამ როგორც ექიმი ძალიან კარგია, მერე ისე მამშვიდებდა smile.gif ყოჩაღი ხარო და რა ვიცი ...

Posted by: tekco777 18 Apr 2013, 19:24
pandora23
Qmari sad yavda mag dros , ra ubedureba ,acvales tyuilad :@ chemebma ro tkvan arao xo movkaki biggrin.gif

Posted by: pandora23 18 Apr 2013, 19:38
tekco777
ის ქმარიც ამათ უჯერებდა, მერე მეც მკითხეს შენები ხო თანახმა არიანო და მეთქი კიიიიიიიიიი ოღონდ მალე გამიკეთეთქო, არც მაგის გაკეთება მიგრძვნია და არც ამოღება ვაფშე საერთოდ ვერ გავიგე, არა და მეგონა მტკივნეული იქნებოდა, ნუ ანესთეზიოლოგი იყო კარგი და ძალიან საყვარელი. ჩემგან ერთი დიდი + ემბრიოს, კმაყოფილი ვარ ყველათი და ყველაფრით.

Posted by: anano_991 18 Apr 2013, 21:02
pandora23
გილოცაააააააააააააავ ღმერთმადიდი გოგო გაგიზარდოოოოს 2kiss.gif 2kiss.gif

QUOTE
არასრულწლოვანი იყო ? სხვა შემთხვევაში აქვთ მშობლებს უარის თქმის უფლება ?

სრულწლოვნობაზე არაა მაინც კითხულობეენ ოჯახის წევრებს ეკითხებიაან, მასე აწვალეს ერთი გოგო ცემი და რო მშობიარობდა გაგუაშიიი იურისტმა ბიძამ დარეკა არ გაუკეთოთო და არ გაუკეტეს გარეთ ისმოდა იმ გოგოს წივილ-კივილი ვერ გიტანთოო დედაჩემი ეუბნებდა გაუკეთეთ 3შვილიშვილი(მაშინ ჯერ მეოტხეს ველოდებოდითbiggrin.gif:D:D) მასე არის გაჩენილიო და არაფრით არ გაუკეთეეს

Posted by: garfield1 18 Apr 2013, 22:26
anano_991
ვაიმე როგორ მიშლის ნერვებს ეგეთი ხალხი, მაგრამ ნუ სხვას რა უნდა მოვთხოვო, დედაჩემია ეგეთი, ვერ შევაგნებინეთ რომ არაფერს არ აზიანებს ეს გაუტკივარება.
ნეტა არ მინდა ვინმემ ხმა ამოიღოს მე რომ დამჭირდება რამე, ვერ გამასწრებს იქიდან ვერავინ biggrin.gif

Posted by: Where Is Everybody 19 Apr 2013, 11:38
მეც დავწერ თუ მოვასწარი smile.gif
5 ში ვიყავი დაბარებული მაგრამ რომ მივედი გამომაბრუნეს უკან ხვალ მოდი გაგსინჯავო, არადა ბარგით ვიყავი უკვე მისული biggrin.gif
მივედი მეორე დღეს და ხელით გამსინჯეს, (საკმაოდ უსიამოვნო იყო) თითნახევარზე ვიყავი, სხვა არანაირი სიმპტომი არ მქონდა..
ისევ გამომიშვეს სახლში იმ იმედით რომ საღამოს აგტკივდებაო, მეც წამოვედი და ველოდებოდი საღამოს..
საცობიც ჩამომეშალა და ნელნელა მტკივდებოდა... ჩემს სიხარულს საზღვარი არ ქონდა ერთი სული მქონდა როდის ვნახავდი მას biggrin.gif
ნელნელა მემატებოდა ტკივილი მაგრამ გასაძლებად, მეგონა ასე იქნებოდა ბოლომდე... ჰოდა მოვიდა საღამოს 11 საათი და გავეშურეთ შარაშიძეში smile.gif
ისევ ხელით გამსინჯეს და ისევ თითნახევარზე ვიყავი, შემეშინდა ისევ უკან არ გამაბრუნონთქო.. მაგრამ აღარ გამომიშვეს, ექიმმა თქვა ღამე გააჩენ ესე 5-6 ისკენო და გადამიყვანეს ბლოკში... დედაჩემი იყო ჩემთან ერთად და ჩემი ქმარი ცვლიდა ხოლმე... მალევე მომემატა ტკივილები და სულ მალე მივხვდი რა იყო ''ის'' ტკივილი... გაუტკივარებას არ ვაპირებდი, საათნახევარი ვითმინე ტკივილები და რო წარმოვიდგინე შეიძლებოდა 6 მდე არ გამეჩინა და ასე მტკიებოდა მოვკვდებოდი და მოვითხოვე გაეკეთებინათ, დედაჩემი გავარდა, უკვე ვეღარ იტანდა ჩემს ტკივილებს და მოიყვანა ექიმი, ჯერ გაგსინჯავო და თუ დაგვიანებული არაა გაგიკეთებთო... გამსინჯა, წყალი დამაღვრევინა.. ამ დროს უკვე გაუსაძლისად მტკიოდა, მოვიდა ანესთეზიოლოგი და დაიცყეს მომზადება.. საკმაოდ უხეში ქალი იყო მაგრამ არაფრის თავი არ მქონდა ლიჯბი გაეკეთებინათ დროზე...
გამიკეთეს და თითქოს სამოთხეში მოვხვდი.. კიდევ კარგი გავიკეთე და მადლობა ღმერთს რომ ასეთი რამე არსებობს...
დამაწვინეს და სითბო ვიგრძენი მთელ სხეულში თუმცა კანკალმა ამიტანა ისეთმა რომ ვერ ვჩერდებოდი, ესე იცისო მითხრეს... დედაჩემიც დაწყნარდა რომ აღარ მტკიოდა და ჩემი ქმარიც...
სულ მალე ვიგრძენი რომ ჭინთვები მეწყებოდა მაგრამ ვითმენდი... მერე მოვიდა ბებია ქალი და გამსინჯა, უკვე სრული გახსნა მქონდა, და დამაწყებინა გაჭინთვა, ძალიან კარგი ქალი იყო და ძალიან დამეხმარა, მეც ვუჯერებდი ყველაფერს. ბავშვის გულის ცემასაც ყოველ 5 წუთში ამოწმებდნენ...
დედაჩემი არ აპირებდა დასწრებას და ისეაში მინდოდა ქმარი დამსწრებოდა მაგრამ გადავიფიქრე და დედას ვთხოვე დარჩენილიყო, ძალიან დიდი რამ ყოფილა როცა გვერდში დედა გყავს smile.gif დედაჩემიც აზარტში შევიდა დაბოლომდე გმიულად გაუძლო biggrin.gif
მერე სამშობიარო მაგიდაზე ამიყვანეს და რამდენიმე გაჭინთვაში უკვე ვიგრძენი რომ მალე გავიგებდი სანატრელ ხმას smile.gif და ასეც მოხდა მივხვდი რომ გამოვიდა და დედამ დაიწყო ტირილი მეც ავყევი და დაგვემატა მესამეც.. ის საოცნებო და სანატრელი ხმა smile.gif უცებ გაწმინდეს და დამაწვინეს მკერდზე... ნუ აი ეს იყო ყველაფერი.. ეს იყო ყველა ტკივილის დამავიწყებელი მომენტი, ახლიდან იბადები და უკვე გრძნობ რომ დედა ხარ ამ პატარა უსუსური არსების smile.gif
მერე ამოვიდა ჩემი ქმარი და 2 საათი ერთად ვიყავით.. მე ვერ ვხედავდი ბავშვის სახეს და მამიკო უღებდა სურათებს რომ ენახებინა...
ჩემი ბიჭი დაიბადა 3.400 და 50 სმ, ნაკერები არ დამჭირვებია...

Posted by: noniko77 19 Apr 2013, 12:10
Where Is Everybody
pandora23
2kiss.gif 2kiss.gif

Posted by: naneee 19 Apr 2013, 12:21
Where Is Everybody
ჰუჰუჰუუუ. პატარა ვასკაცი 2kiss.gif გილოცავ კიდევ ერთხელ!

პ.ს. ჩემი ჯერ ეხლაა 3.400 biggrin.gif

Posted by: makavel1 19 Apr 2013, 14:18
Where Is Everybody
2kiss.gif 2kiss.gif 2kiss.gif გილოცააავ, ამეტირააააა weep.gif weep.gif weep.gif

Posted by: Nanuuu 19 Apr 2013, 14:29
Where Is Everybody
QUOTE
ის საოცნებო და სანატრელი ხმა

QUOTE
დედამ დაიწყო ტირილი მეც ავყევი

ეხლა მეც აგყევით weep.gif weep.gif biggrin.gif love.gif love.gif love.gif love.gif
გილოცავ, ღმერთმა დიდი და ჯანმრთელი ბიჭი გაგიზარდოთ smile.gif

Posted by: pandora23 19 Apr 2013, 17:59
Where Is Everybody
გილოცავ ჯანმრთელი და ბედნიერი გაგეზარდოს 2kiss.gif

Posted by: Where Is Everybody 19 Apr 2013, 20:39
დიდი მადლობა გოგოებო 2kiss.gif

pandora23

გილოცავ, ღმერთმა გაგიზარდოს 2kiss.gif

Posted by: tekco777 19 Apr 2013, 22:16
Where Is Everybody
გილოცავsmile.gif ჯამრთელი ბიჭი გაგიზარდოს ღმერთმა smile.gifსად იმშობიარე?ხელით გასინჯვა ძალიან მტკივნეულია??

Posted by: anano_991 19 Apr 2013, 22:59
Where Is Everybody
გილოცააააააააააააავ მოანდომებთ ადამიანს მშობიარობაას ისე კარგად წეერთ 2kiss.gif 2kiss.gif 2kiss.gif

Posted by: Where Is Everybody 20 Apr 2013, 10:22
tekco777

მადლობა 2kiss.gif შარაშიძეში ვიმშობიარე ნახალოვკაში რომ არის smile.gif
ნუუუ ძააალიან მტკივნეული არაა მაგრამ მტკივნეული არის უსიამოვმოა საკმაოდ biggrin.gif

anano_991

მადლობა დიდი 2kiss.gif ისეთი სიხარული მოყვება მშობიარობას რომ ძნელია არ მოგინდეს 2kiss.gif

Posted by: anakh 20 Apr 2013, 14:34
Where Is Everybody
გილოცავ გილოცაავ, მეც გული ამიჩუყდააა weep.gif

Posted by: tekco777 20 Apr 2013, 15:20
Where Is Everybody
ექიმა წინასწარ გავსინჯა 36 -37 კვირაზე თუ რო დაგეცყო მაშინ ?? როგორ მშურს მეც მინდა გაჩენილი მყავდეს სახში ვიკო

Posted by: mari-cristine 20 Apr 2013, 15:37
garfield1


მე გავიკეთე საკუთარი სურვილით საკეისრო.არავის არ მოვუსმინე ,მე ასე მინდოდა და მორჩა. 32 წლის ვიყავი ,ვიცი მაინც რისკია როცა რაღაც ასაკის იქეთ აჩენ. კი ექიმი მიმიტკიცებდა ასე და ისეო,არ მოვისმინე. ძალიან კმაყოფილი ვარ. რეაბილიტაციის პერიოდმა მშვენივრად ჩიაარა. ტკივილი არ მიგრძვნია. ბავშვი არის მშვიდი,თავიდან ესეთი იყო.ამისი ტოლები ანგრევენ ყველაფერს.ეს არა- არ ვიცი ეხლა ამის სვანობას დავაბრალო,მართლა გენეტიკას ,თუ იმას რომ ყოველგვარი სტრესის გარეშე გავაჩინე,ფაქტია რომ მეც კმაყოფილი ვარ და ისიც მშვიდი ტიპია. biggrin.gif

ასე რომ ვიღაც დეიდებს არ მოუსმინო,არც დედამთილებს,მათ შვილები 30 და მეტი წლის უკან გააჩინეს. არ გარისკო,თუ ფიქრობ რომ ნერვები ვერ გაუძლებს,ყველა ხო ერთნაირი არაა.

Posted by: nobe 20 Apr 2013, 15:42
Where Is Everybody
გილოცავ და ღმერთმა ბედნიერი გიმყოფოს.ვაღვარღვარებ ამ სამსახურში სიხარულის ცრემლებს smile.gif

Posted by: garfield1 20 Apr 2013, 16:20
mari-cristine
ვაიმე შენ გაიხარე როგორ დამამშვიდე smile.gif ერთადერთი რისიც მეშინია არის ის რომ თავიდანვე მარტო უნდა ვიყო ბავშვთან და ნაკეისრალი როგორ შევძლებ მარტო მიხედვას, მაქსუმ პირველი ერთი კვირა მყავდეს ვინმე დამხმარედ, სხვამხრივ ბოლომდე მაქვს გადაწყვეტილი რომ საკეისრო გავიკეთო და რამ უნდა გადამაფიქრებინოს არ ვიცი

Posted by: Where Is Everybody 20 Apr 2013, 17:23
anakh
nobe

მადლობა დიდი 2kiss.gif 2kiss.gif

tekco777

მშობიარობის წინ გამსინჯა მანამდე არა...

Posted by: tekco777 20 Apr 2013, 19:33
Where Is Everybody
მე მანაამდეც მსინჯავს და .. არ მინნდას ვერ ვეუბნები biggrin.gif

Posted by: dadu411 20 Apr 2013, 20:57
QUOTE (Where Is Everybody @ 19 Apr 2013, 11:38 )

გამიკეთეს და თითქოს სამოთხეში მოვხვდი.. კიდევ კარგი გავიკეთე და მადლობა ღმერთს რომ ასეთი რამე არსებობს...

პირველ რიგში გილოცაავ ბედნიერი დედა იყავი ...მეც ზუსტათ იგივე განცდა მქონდა დავისვენეე და იმის სურვილი მქონდა ანესთეზიოლოგი ჩამეკოცნაა biggrin.gif თითქოს შემიყვარდა იმ მომენტში ის ქალი lol.gif ის კი მახსოვს რა მადლობები ვუხადე lol.gif lol.gif

Posted by: kid a 20 Apr 2013, 22:04
garfield1
მაგისიც ნუ გეშინია, მეც ჩემი სურვილით გავიკეთე საკეისრო, ეს იყო ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი საუკეთესო გადაწყვეტილება smile.gif ზუსტად შენსავით, პირველი კვირა მყავდა დამხმარე, მერე აღარ და უმცირესი დისკომფორტიც კი არ მაწუხებდა, ადვილად გავუმკლავდი ყველაფერს smile.gif ოპერაციიდან ზუსტად ერთ კვირაში დავდიოდი სრულიად გამართული, ხოლო ორ კვირაში ბავშვი დედაჩემს დავუტოვე ცოტა ხნით და საყიდლებზე მოვიარე პეკინი და თბილისი მოლი ფეხით. მთავარია ბევრი იმოძრავო თავიდანვე და პრობლემა არ გექნება, პოსტოპერაციული ქამარიც ძალიან დაგეხმარება სიარულში პირველ დღეებში. მე საკეისროს პროპაგანდას არ ვეწევი, ყველამ თავად გადაწყვიტოს, მაგრამ პირადად საოცრად კმაყოფილი ვარ, რომ ასე მოვიქეცი. სულ ღიმილით ვიხსენებ ყველაფერს. ბავშვიც ისეთი მშვიდი მყავს, ერთი ღამეც არ გამითენებია აგერ უკვე 5 თვეა. წარმატებებს გისურვებ

Posted by: anano_991 20 Apr 2013, 22:25
kid a
რამდენად სწორია არ ვიცი მარა ამბობენ საკისროთი გაჩენილი ბავშვები უფრო მშვიდები არიანოო

Posted by: makavel1 20 Apr 2013, 22:52
QUOTE
რამდენად სწორია არ ვიცი მარა ამბობენ საკისროთი გაჩენილი ბავშვები უფრო მშვიდები არიანოო

lol.gif lol.gif lol.gif lol.gif lol.gif გეხვეწები 1 დღე ჩემთან იცხოვრე ან ვინც მაგას ამბობს იმან იცხოვროს და მერე ვნახოთ იქნებ საკეისროთი მოუნდეს გაჩენა biggrin.gif , ეჰ მაგაზე რომ იყოს ფიზიოლოგიურად უფრო მVიდი იქნება თუ საკეისროთი ავშენდებოდიY biggrin.gif

Posted by: garfield1 21 Apr 2013, 02:17
kid a
ხოდა გადავწყვიტე უკვე, ნუ ბევრი მარიგებს ჭკუას, მაგრამ დღეს ვლაპარაკობდით სახლში და დედაჩემმა მითხრა, აი ვინმემ რომ მკითხოსო შენთან დაკავშირებითო, რა აზრის ხარ საკეისროს რომ აპირებსო, ვეტყვიო რომ მაგაზე კარგ გადაწყვეტილებას ვერ მიიღებდა ვერასდროსო.
შენ რომ გიცნობ რაც ხარ, იქიდან გამომდინარე ვამბობო, ხოდა მეც მაგიტომ მაქვს გადაწყვეტილი თორე თეორიულად ვიცი რომ ფიზიოლოგიურ მშობიარობას ალტერნატივა არ აქვს.
უბრალოდ მართლა ძალიან მაღიზიანებს ზოგიერთი მეანის დამრიგებლური ტონი რა ჯობია და როგორ და ფეხებს რომ აფიჩინებენ არ გავაკეთებ საკეისროსო, თითქოს მაგათ იქით გზა არ იყოს რა vik.gif vik.gif

Posted by: sun_waiting 21 Apr 2013, 13:00
garfield1
მეც საკეისრო გავიკეთე ზუსტად 10 თვის წინ, 21ში smile.gif არანაირი ტკივილი, არანაირი დისკომფორტი, 9 ზე გადამიყვანეს პალატაში და ბავშვი იმავე ღამეს ჩემთან მყავდა, ერთხელ ვუყურე პამპერსს როგორ უცვლიდნენ და მერე უკვე მიჭირდა გადახრა გამოსაცვლელად, მაგრამ მაინც მე ვუცვლიდი, მე ვუკეთებდი ყველაფერს.

ასე რომ შეუძლებელი ნამდვილად არაა საკეისროს გამო რამე .

პ.ს. ბავშვიც მშვიდია wink.gif

Posted by: anano_991 21 Apr 2013, 13:17
makavel1
მაგით ვერ გამაკვირვებ 7 დიშვილის ერთად ყოფნის მერეე biggrin.gif:D არა ანუ ფიზიოლოგიურის დროს უფრო რო იბრძვიან მერეც არიან ხოლმე კარგ ჯანზე და საკეისროს მერე მშვიდად ზიან მუცელში და ისევე მშAვიდად ამოყაავთ ვერ გეტყვი ნამდვილად შეიძლება დამთხვევაც არიის მაგრამ ჩემი 5დიშვილიდან მეხუთე საკეისროთი გაჩენილი უფრო მშვიდი იყოოო ეგ ვიციიი, ნუ გენეტიკაცაა მანდ რა თქმა უნდა

Posted by: ИДИOТ 21 Apr 2013, 13:25
kid a
QUOTE
ორ კვირაში ბავშვი დედაჩემს დავუტოვე ცოტა ხნით და საყიდლებზე მოვიარე პეკინი და თბილისი მოლი ფეხით

შესწორებას შევიტან: ქმარს დაუტოვე და არა დედას smile.gif)))))

Posted by: nanuka15n 21 Apr 2013, 13:26
garfield1
საკეისროს ჩვენების გარეშე იკეთებ ? smile.gif

Posted by: gachumdii 21 Apr 2013, 13:29
Where Is Everybody


გილოცავ :*

QUOTE
მოანდომებთ ადამიანს მშობიარობაას ისე კარგად წეერთ


ნამდვილად. რო წავიკითხავ ხოლმე აქ მოგონებებს მზად ვარ წამოვხტე და გავვარდე სამშობიაროდ

Posted by: garfield1 21 Apr 2013, 13:29
nanuka15n
კი ჩვენების გარეშე, თუმცა ჩემი ბიჭი უსწრებს მაინც განვითარებით და დიდია წონით და შეიძლება ისედაც დამჭირდეს რავიცი, მაგრამ მე უკვე გადაწყვეტილი მაქვს

Posted by: nanuka15n 21 Apr 2013, 17:02
garfield1
მეც მასე მინდა სამომავლოდ smile.gif

Posted by: tekco777 21 Apr 2013, 20:44
drozera
მეც გაგუაში გადავწყვიტე მანდ მივალ ალბათ,რა დაგახვედრეს იკ რები აქვთ?შენ რა წაიღე ?

Posted by: drozera 23 Apr 2013, 19:04
tekco777
ყველაფერი მქონდა წაღებული, იმხელა ჩანთით ვიყავი tongue.gif მაგრამ არ დამჭირდა...
ბავშვის ტანსაცმელი წაიღე, შენი ნივთები... ბავშვის პამპერსი იქ აქვთ, შენ არც გამოგაცვლევინებენ, ბავშვის მოვლისთვის არაფერი გინდა, შენთვის საფენები არის, ბამბის ზედაპირიანი და მე კარგად ვიხმარე, კოტექსი მქონდა წაღებული ერთი შკვრა, მაგრამ იმდენი დამჭირდა, მალევე გადავედი იმათზე, როცა დაგაკლდება, ეტყვი და შემოგიტანენ, ხელსახოცები, ტუალეტის ქაღალდი და ასეთებიც კარგი ხარისხის არის და არ გინდა.
შენთვის წაიღე ერთი ფინჯანი ან ჭიქა, არის წყლის პორტერი დერეფანში, მაგრამ ოთახში მერჩივნა მქონოდა, თეთრეული არ გინდა, პირსახოცი წაიღე 2-3 ცალი, პატარები ოღონდ, მე პატარები უფრო კარგად ვიხმარე...

რა ვიცი, ახლა ესენი გამახსენდა, თუ რამე კონკტეტულად გაინტერესებს, მკითხე smile.gif

Posted by: makavel1 23 Apr 2013, 20:28
pandora23
რა გქონდა წაღებული ემბრიოში? პირადი ნივთები ანუ, მაინტერესებს იგივე სიტუაციაა თუ შეიცვალა რამე, და კიდევ ბავშვის ტანსაცმელი შენ წაიღე? თუ იქაც ახალი წესია და პილიონკებში ყავთ????

Posted by: tekco777 24 Apr 2013, 00:19
drozera
მშობიარობის დროს სტერილუურ პიჟამოს გაცმევენ თავისას ??

Posted by: drozera 25 Apr 2013, 20:11
tekco777
არა, ჩემი პერანგი ჩამაცვეს, მეორეც დაგჭირდება, მერე უკვე პალატაში ჩასაცმელად.

Posted by: ninia84 25 Apr 2013, 21:58
makavel1
პილიონკებში არ ყავთ, ტანსაცმელი ჩააცვეს თავიდანვე. პირადი ნივთები ჩემი მქონდა წაღებული. პერანგზე არ მიკითხავს, აქვთ თუ არა, მე ჩემი მქონდა წაღებული და პირდაპირ ჩავიცვი. საფენი, საპონი და ბავშვის პამპერსები აქვთ რათქმაუნდა. ქანბებეს პამპერსს აცმევენ პატარებს. ისე, ზოგადად, მომსახურების ხარისხი გაუმჯობესებულია, ვიდრე 2 წლის წინ იყო. 4 თებერვალს დაიბადა ჩემი ქალბატონი და ამ სამ თვეში ალბათ მნიშვნელოვანი არაფერი შეიცვლებოდა

Posted by: makavel1 25 Apr 2013, 22:19
ninia84
Mადლობა დიდიიი 2kiss.gif 2kiss.gif 2kiss.gif

Posted by: ტიფანი 26 Apr 2013, 13:09
დილა გათენდა
ქმარი სამსახურში წავიდა
ავიღე გამზადებული ზურგჩანთა სამშობიაროსთვის საჭIრო ნივეთებით სავსე
დავურეკე დედას და მამას, ვთხოვე სამშობიაროში წაყვანა

მივედით , ეხო გადამიღეს და დამტოვეს
მე-4 სართულზე ერთმა ექიმმა, შმაგი ერქვა მგონი, რაღაც კათეტერი ბუშტით ჩამიდგა და მითხრა: - 24 საათი დაველოდოთ, თუ ჩამოვარდა მშობიარობა დაჩქარდებაო
იმ ღამეს პალატაში კიდევ 1 ჩემნაირი გოგო იწვა
დამაჩქარებელი ჰქონდა გაკეთებული
კვნესოდა
იმის ყურებაში უფრო დავიძაბე, მაგრამ მაინც მხნედ ვიყავი
ღამე 12 საათზე გაიყვანეს
3-ის ნახევარზე მისი ნივთების წასაღებად მოვიდნენ, თურმე უკვე იმშობიარა
პალატაში ბულკი დარჩა
ღამე საშინლად მშიოდა
ვითმინე ... მაგრამ ბოლოს ავიღე და ვჭამე smile.gif

დილით ექიმი მოვიდა, გამსინჯა, ბუშტი ჩამოვარდა, მაგრამ სამშობიარო ტკივილები მაინც არ დამეწყო
წყლები 12 საათზე დამაღვრევინა
16:00სთ-ზე ბლოკში წამიყვანეს
ისევ კარგ ხასიათზე ვიყავი
ვფიქრობდი ჩავალ და მალე ვიმშობიარებთქო
ჩამიყვანეს... გამხადეს ყველაფერი... ჩამაცვეს ლურჯი პერანგი ... დამიდგეს ოქსიტოცინი
ტკვილები ნელ-ნელა მომემატა
გაუტკივარებაზე უარი ვთქვი
ავდექი და დავდიოდი, თან ეს წვეთოვანის აპარატი დამქონდა და ვყვიროდი
ტუალეტში შევედი
ვიჯექი უნიტაზზე
თან წყალს ვისხამდი სახეზე, თან წვეთოვანი მედგა, თან ვყვიროდი
ვერაფრით გამომიყვანეს ტუალეტიდან smile.gif ახლა მეღიმება
ასე გაგრძელდა რამდენიმე საათი
გადამიყვანეს სხვა ბლოკში
იქ დიდი ბურთი იდო
დავჯექი და ვხტუნაობდი
ამან თითქოს ტკივილი შემიმსუბუქა, მაგრამ დროებით
ჭინთვები დამეწყო
ექიმმა გამსინჯა საკმარისი არ არისო, დამიდგეს მეორე დოზა ოქსიტოცინი
ჭინთვებმა მომიმატა, თითქოს ... თითქოს არც კი
მომამზადეს მშობიარობისთვის
მასწავლიდნენ როგორ მოვქცეულიყავი, 10-მდე ადამიანი მეხვია, მათ შორის 2 ექიმი და 2 ბებია ქალი
ხან ერთი მაწვებოდა მუცელზე , ხან მეორე
5-ის ნახევრიდან ღამის 2 საათამდე ბავშვის თავი ჩანსო იძახდნენ
მაგრამ ჩემი ჭინთვები ბაიასათვის საკმარისი არ აღმოჩნდა
ამ მდგომარეობაში ვიყავი და უცებ ბლოკშI დედაჩემი გაჩნდა
არ დამავიწყდება ეს სასიამოვო განცდა, ასე მეგონა დედა მიხსნიდა ამ განსაცდელისგან...
ძალიან გამიხარდა მისი დანახვა, ვიწექი და თან მას ვეხუტებოდი
მერე წავიდა ვეღარ გაუძლო
მერე თქვეს სახე მაღლა აქვსო sad.gif
1მა ექიმმა ვაკუმია საჭიროვო
ამაზე გული გამისკდა კინაღამ
ვერაფრით ვერ წარმომედგინა თუ ეს იქნებოდა საჭირო sad.gif
მოიცათ ქმარს დავურეკავ ვკითხავთო და გაიცინეს smile.gif რა დროს ქმარია ბავშვის სიცოცხლეზეა საკითხიო
მთელი მშობიარობა მედგა ოქსიტოცინი, ქამარი რითაც ბავშვის გულის ცემა კონტროლდებოდა და ჟანგბადი პერიოდულად
მოკლედ ვაკუმი ისე გამიკეთეს ვერაფერი გავიგე...
მხოლოდ ის გავიგე კიდევ გაიჭIნთეო, რომ მითხრეს და ჩემი სხეულიდან პატარას სხეული როგორ გამოვიდა
ეს იყო საოცარი შეგრძნება - ბავშვის თბილმა ტანმა გამოიარა ჩემს სხეულში
თითქოს მაგ დროს ყველა ტკივილმა გაიარა
მერე იტირა და მეც დავიწყე ტირილი სიხარულისგან
დედამთილი შემოვარდა გახარებული, ბავშვის ხმა რომ გაიგო
მერე წავიდა და ისევ დედა მოვიდა
მკერავდნენ და დედაც იქ იყო... ბოლო ძაფი ამოუყარეს და ამოვისუნთქე
მერე ქმარი ამოვიდა ბლოკში
მომიტანა ტკბილი ხაჭოების სხვადასხვა სახეობა smile.gif ავარჩიეს სანტისიმოს ხაჭო და ბლოკშივე ვჭამე, მგელივით მშიოდა
კიდევ ვიტირე სიხარულისგან და ემოციებისგან
მერე კი პალატაში გადამიყვანეს
ის ღამე ჩემმა პატარამ ინკუპადორში გაატარა
მეორე დღეს კი მომიყვანეს ჩემი ანგელოზი და მაშინვე ჩამეხუტა ... ისე მომეკრო, არ მშორდებოდა ... ძუძუც მაშინვე ჩაიდო smile.gif

ახლა ორივე სახლში ვართ ...
საოცარი შეგრძნებაა დედობა ...

Posted by: garfield1 26 Apr 2013, 13:18
ტიფანი
გილოცავ 2kiss.gif
ღმერთმა ბედნიერად გამყოფოთ დედა-შვილი. რა დაარქვი პატარას ?
ამეტირა ლამის შენს მოგონებებზე love.gif

Posted by: stasia 26 Apr 2013, 13:24
ტიფანი

გილოცავვვვვვვვვვვვვ.... 2kiss.gif 2kiss.gif

Posted by: anakh 26 Apr 2013, 13:24
ტიფანი
love.gif love.gif რამდენი გიწვალიააა, საკალელი ბაია 2kiss.gif გილოცავ რომ საბოლოოდ ყველაფერმა კარგად ჩაიარა !

Posted by: ტიფანი 26 Apr 2013, 13:33
garfield1
QUOTE
ამეტირა ლამის შენს მოგონებებზე 

მადლობა smile.gif
ვაიმე ჯერ ისევ შოკში ვარ გახსენებაც არ მინდა smile.gif
stasia
QUOTE
გილოცავვვვვვვვვვვვვ....   

მადლობა

ახლა მიწევს აგგერ გვერდით და სძინავს
როცა ვესაუბრები თვალებს ახელს და მიყურებს და მისმენს დიდი ინტერესით smile.gif

anakh
QUOTE
  რამდენი გიწვალიააა, საკალელი ბაია  გილოცავ რომ საბოლოოდ ყველაფერმა კარგად ჩაიარა !

მართლა ვიწვალე...მადლობა... 1 თვეში თავზე კიდევ გადავუღებთ ეხოს, იმედია აკრგად ექნება ყველაფერი

Posted by: Dido 26 Apr 2013, 13:41
ტიფანი
გილოცავ კიდევ ერთხელ bis.gif რთული მშობიარობა გქონია მაგრამ მთავარია რომ ყველაფერი კარგად დამთავრდა 2kiss.gif
QUOTE
თვეში თავზე კიდევ გადავუღებთ ეხოს, იმედია აკრგად ექნება ყველაფერი

არ ინერვიულო, ეგ ვაკუუმი გათვლილია იმაზე რომ ბავშვს არაფერი დაუზიანდეს.

Posted by: teoni 26 Apr 2013, 13:43
ტიფანი
გილოცავ ,ღმერთმა ბედნიერი გაგიზარდოს.
რამდენი გიწვალია შენც.
ჩემი ვაჟბატონიც სახით მაღლა იყო,ალბათ ამასაც ვაკუუმით მოუწევდა საკეისრო რომ არ მომეთხოვა

Posted by: stasia 26 Apr 2013, 13:44
ტიფანი


ვაიმეე რა მაგარიაააააააა, დადეეე მერე სურათები რააააააააააა...

ღამე არ გაღვიძებსსს??????


ესე მგონია რომ მე ბავშვს სათანადოდ ვერ მოვუვლი, მეშინია ძალიან sad.gif((((((

Posted by: jaa 26 Apr 2013, 13:57
ტიფანი

გილოცავვ :** ჯანმრთელი და ბედნიერი გაგზრდოდესს :*

ეხლა სამშობიაროზე უნდა მოგაყარო კითხვები biggrin.gif
ვინ გამშობიარა? როგორი კმაყოფილი ხარ? ფანჯრებს არ გაგებინებდნენ და ცხელოდა? ლოგინები არაკომფორტულია? ფასები როგორია?
კიდევ რამე თუ გამახსენდა გკითხავ

Posted by: sopo1977 26 Apr 2013, 14:07
ტიფანი
გილოცავ 2kiss.gif ჩემს დასაც სახე მაღლა ჰქონდა და ისე გაუჭირდა დედაჩემს თურმე. კარგია რომ ყველაფერი კარგად დამთავრდა.

Posted by: ტიფანი 26 Apr 2013, 14:24
Dido
QUOTE
არ ინერვიულო, ეგ ვაკუუმი გათვლილია იმაზე რომ ბავშვს არაფერი დაუზიანდეს.

ზუსტად ეგ მითხრეს იქაც ექიმებმა

teoni
QUOTE
ჩემი ვაჟბატონიც სახით მაღლა იყო,ალბათ ამასაც ვაკუუმით მოუწევდა საკეისრო რომ არ მომეთხოვა

ჩემთან უკვე გვიანი იყო საკეისროს მოთხოვნა
stasia
QUOTE
ღამე არ გაღვიძებსსს??????

ესე მგონია რომ მე ბავშვს სათანადოდ ვერ მოვუვლი, მეშინია ძალიან ((((((

მაღვიძებს აბა რა smile.gif გამოშტერებული ვარ მთელი დღე
სადაც 1-2-ზე ჭამს, იძIნებს, ასე 4-5-ის პერიოდში ისევ იღვიძებს ჭამს, თუ გმაოსაცვლელია ვუცვლი და მერე დილით სადღაც 8-ზე იღვიძებს
რავიცი მგონი ძაან ცუდი რეჟიმი არ აქვს
ძუძუზე ეძინება სულ smile.gif
ახლა სამსახურში რომ გავალ მეცოდება დღე ძუძუს ვერ შეჭამს sad.gif

jaa
QUOTE
ვინ გამშობიარა? როგორი კმაყოფილი ხარ? ფანჯრებს არ გაგებინებდნენ და ცხელოდა? ლოგინები არაკომფორტულია? ფასები როგორია?
კიდევ რამე თუ გამახსენდა გკითხავ

ციური გიორგობიანი და ეხმარებოდა თამრიკო მაჩიტიძე
კი ცხელოდა მაგრამ გაღების უფლება გვქონდა
2 ადამიანი 1 პალატაში , ყველგან ასეა
ლოგინი კომფორტულია
მაღალია მაგრამ, რავი საკმაოდ ნორმალური
ცოტა ლეიბებია სტრანნი, ცხელი
ფასი 600 ლარი ფიზიოლოგიური. მე 800 დამჭირდა რადგან დამაჩქარებლები გამიკეთეს.
ზოგადად კარგი პირობებია, ექიმები კარგბი, მომსახურება ძალიან კარგი
1 სმენა აკრგი იყო ბავშვთა მოვლის პერსონალში, მეორე დღეს ვიღაც 2 ქალი იყო არ მომეწონენ/. ბავშვი ტიროდა , მე ვერ დავდიოდი და დამეხმარეთმეთქი
" ჩვენ რა ვქნათო" ცივად მიპასუხა. მანამდე სხვა სმენის გოგოები თავისიტ შემოდიოდნენ და მეხმარებოდნენ
კვება კარგი, ნუ ნორმალური,
სისუფთავე სუპერი. დღეში 10-ჯერ მაინც წმენდნენ
რავიცი სხვა რა ვთქვა
კიდე ისაა კარგი, რომ მნახველებს უშვებენ , ძალიან მნიშნველოვანია
და ბლოკშიც დედაჩემი ამოუშვეს, მერე ქმარი მშობირობის შემდეგ. ეს ყველაფერი ძალიან მნიშვნელვანია

Posted by: teoni 26 Apr 2013, 16:27
ტიფანი
QUOTE
ჩემთან უკვე გვიანი იყო საკეისროს მოთხოვნა

ჩემთან თითქმის 19 საათიანი აუტანელი ტკივილის შემდეგაც რომ არ გაიხსნა ყელი,გაუტკივარებამ არ იმოქმედა და ბავშვიც მაღლა იყო სახით ავდექი და საკეისრო მოვითხოვე.ვაკუუმს არ ვჩიოდი მაშების მეშინოდა.

Posted by: ტიფანი 26 Apr 2013, 16:30
teoni
QUOTE
ჩემთან თითქმის 19 საათიანი აუტანელი ტკივილის შემდეგაც რომ არ გაიხსნა ყელი,გაუტკივარებამ არ იმოქმედა და ბავშვიც მაღლა იყო სახით ავდექი და საკეისრო მოვითხოვე.ვაკუუმს არ ვჩიოდი მაშების მეშინოდა.

3 თითზე ისე გამეხსნა არ მტკიოდა, მერე დაიწყო რაც დაიწყო.

Posted by: makau 26 Apr 2013, 16:40
ტიფანი
პირველ რიგში გილოცავ დედობას,ამ საოცარ გრძნობას love.gif
გავგიჯდი,რამდენ ხანს გიწვალია,საშინელებაა ამდენ ხანს ასეთი ტკივილების ატანა..სულ უფრო მენანება საკეისროს გაკეთება sad.gif იმდენად იოლი,და სწრაფი მშობიარობა მქონდა ორივე ბავშვზე რომ ვადარებ ეხლა

Posted by: ტიფანი 26 Apr 2013, 16:49
makau
მადლობა
საკეისრო სჯობია აშკარად. აწი მე რომ არ ვიმშობიარებ ვიცი. ამას მეორედ ვერ გავრისკავ

Posted by: seikogeiko 26 Apr 2013, 16:53
ტიფანი
გილოცავ, ჯანმრთელი და ბედნიერი გაგეზარდოს. ვაკუუმზე ნუ ნერვიულობ. მეც ასე ვარ დაბადებული და თან 37 წლის წინ, უნიჭიერესი ბავშვი ვიყავი, თანატოლებზე ბევრად უკეთ განვითარებულიsmile.gif))) ბულკის ამბავზე გული ამიჩუყდაsmile.gif

Posted by: nobe 26 Apr 2013, 16:54
ტიფანი
გილოცავ და ღმერთმა ძალიან ძალიან ბედნიერი გამყოფოს. 2kiss.gif

Posted by: ტიფანი 26 Apr 2013, 16:56
seikogeiko
QUOTE
გილოცავ, ჯანმრთელი და ბედნიერი გაგეზარდოს. ვაკუუმზე ნუ ნერვიულობ. მეც ასე ვარ დაბადებული და თან 37 წლის წინ, უნიჭიერესი ბავშვი ვიყავი, თანატოლებზე ბევრად უკეთ განვითარებული))) ბულკის ამბავზე გული ამიჩუყდა

მადლობა. აი რამდენი ადამიანი იბადება ასე, და ჯანმრთელიაა ჩვეულებრივ.
ხო ბულკი დამრჩა მოგონებად smile.gif)
nobe
QUOTE
გილოცავ და ღმერთმა ძალიან ძალიან ბედნიერი გამყოფოს. 

უღრმესი მადლობა

Posted by: makavel1 26 Apr 2013, 18:01
ტიფანი
გილოცავ და ჯანმრთელობას გისურვებთ ორივეს. ისე რატომ არ გაიკეთე გაუტკივარება?

Posted by: BAXY 26 Apr 2013, 18:47
ტიფანი
გილოცავ! ბედნიერი დედა ყოფილიყავი
bis.gif

Posted by: FoXy 26 Apr 2013, 18:56
ტიფანი
გილოცავ, ჯანმრთელი და სასახელო ბაია გაგეზარდოს 2kiss.gif ჩემი მშობიარობა გამახსენდა, შენც როგორ გიწვალიაsad.gif მეც მაგ ბურთიან ბლოკში ვიმშობიარეbiggrin.gif

მეც მაგ ჭკუაზე ვარ, აწი ფიზიოლოგიურად გაჩენაზე აღარც ვიფიქრებbiggrin.gif

Posted by: SUBADARI 26 Apr 2013, 21:45
ტიფანი
გილოცავ ხიფათებიანი ორსულობის მშვიდობით დასრულებას smile.gif ცუდია რომ ასე გაწვალდი მარა ამბობენ მალე დაგავიწყდებაო. ბედნიერი გაგეზარდოს :*

Posted by: kosta-rika 27 Apr 2013, 10:15
გოგოებო მშობიარობის და საკეისროს დროს რა შემთხვევაში ახვევენ ფეხზე ბინტებს ?
მერვე თვეში ვარ და ცოტა ვენები გამომეკვეთა ფეხზე
რა ვუშველო? მირჩიეთ რა cry.gif

Posted by: Miss tulip 27 Apr 2013, 16:17
kosta-rika
ვენებისთვის განკუთვნილი წინდები უნდა იყიდო და ჩაიცვა თუ გამოგეკვეთა. ისედაც აცვიათ პროფილაკტიკისთვის ორსულობისას ვისაც მიდრეკილება აქვთ ვენებისკენ. აფთიქებში იყიდება და სხვადასხვა ზომებია. მე როგორც ჩემმა ექიმმა მითხრა ერთადერთი სადაც ზომას გარგებენ 300 არაგველებთან რომ ორსულების აფთიაქია მგონი "Med House"-იაო. საკეისროს დროს ყველას უკეთებენ, როგორც ვიცი და მშOბიარობის დროს შენს მოთხოვნაზეა, ჯობია გაიკეთო. მე ნაყიდი მაქვს და შემოვახვევინებ.
* * *
ტიფანი
გილოცავ, ღმერთმა ჯანმრთელი გაგიზარდოს. სახით რომ იყო ეხოში არ ჩანდა? თუ ეგ ბოლო მომენტშიც შეიძლება მოხდეს? გაუტკივარება რატო არ გაგიკეთეს?

Posted by: noniko77 27 Apr 2013, 19:30
ტიფანი
გილოცავ 2kiss.gif

Posted by: kosta-rika 27 Apr 2013, 22:36
Miss tulip
QUOTE
ვენებისთვის განკუთვნილი წინდები უნდა იყიდო და ჩაიცვა თუ გამოგეკვეთა. ისედაც აცვიათ პროფილაკტიკისთვის ორსულობისას ვისაც მიდრეკილება აქვთ ვენებისკენ.  აფთიქებში იყიდება და სხვადასხვა ზომებია. მე როგორც ჩემმა ექიმმა მითხრა ერთადერთი სადაც ზომას გარგებენ 300 არაგველებთან რომ ორსულების აფთიაქია მგონი "Med House"-იაო. საკეისროს დროს ყველას უკეთებენ, როგორც ვიცი და მშOბიარობის დროს შენს მოთხოვნაზეა, ჯობია გაიკეთო. მე ნაყიდი მაქვს და შემოვახვევინებ.

გაიხარე ხვალვე ვიყიდი
მარა 300 არაგველებთAნ სადაა ორსულების აფთიაქი არ ვიცი ალბათ რო ვიკითხო მიმასწავლიან
და რა მაინტერესებს სულ უნდა მეცვას? რადგან პრობლემა მაქვს

Posted by: anano_991 27 Apr 2013, 23:26
ტიფანი
გილოცაააავ 2kiss.gif 2kiss.gif 2kiss.gif ისე კარგად დაქვს არწერილი ახალი სიცოცხლის დაბადება რომ .......... love.gif love.gif

Posted by: Miss tulip 28 Apr 2013, 00:41
kosta-rika
ძირითადად კი, ჩემმა ექიმმა მითხრა მშობიარობის მერეც ჩაიცვიო, სადღაც ერთი თვე ან ცოტა მეტი. მანდ სხვადასხვა სახეობაა და მე ორსულებისთვის განკუთვნილი ეს დამიწერა მონაცემებში: მაღალყელიანი წინდა I კლასი 18-21 მმ. ვ.წ. მე არ მიყიდია და ამიტომ ვერ აგიხსნი როგორია. რადგან არ მაწუხებს უფრო ვენების ბინტის ყიდვით შემოვიფარგლე, რომელიც უფრო იაფი ღირს და მხოლოდ სამშობიაროში გამოვიყენებ.
აგერ მათი მისამართიც მქონია: ქეთევან წამებულის გამზ. #53ა; ტელ: 277 38 39

Posted by: ტიფანი 28 Apr 2013, 20:13
makavel1
QUOTE
გილოცავ და ჯანმრთელობას გისურვებთ ორივეს. ისე რატომ არ გაიკეთე გაუტკივარება?

არ ვიცი. ვერ ვარ კარგად
ქმარმა მითხრა და დავუჯერე

BAXY
მადლობა
FoXy
შანსი არაა მაგ ტკივილს კიდე გავუძლო
SUBADARI
QUOTE
გილოცავ ხიფათებიანი ორსულობის მშვიდობით დასრულებას  ცუდია რომ ასე გაწვალდი მარა ამბობენ მალე დაგავიწყდებაო. ბედნიერი გაგეზარდოს :*

ხო მართლა ძალიან ხიფათიანობა იყო
მადლობა
noniko77
გაიხარე
anano_991
QUOTE
გილოცაააავ      ისე კარგად დაქვს არწერილი ახალი სიცოცხლის დაბადება რომ .......... 

smile.gif მადლობა
Miss tulip
QUOTE
გილოცავ, ღმერთმა ჯანმრთელი გაგიზარდოს. სახით რომ იყო ეხოში არ ჩანდა? თუ ეგ ბოლო მომენტშიც შეიძლება მოხდეს? გაუტკივარება რატო არ გაგიკეთეს?

როცა გადამიღეს არ ჩანდა
მე არ მინდოდა გაუტკივარება
ალბათ ბოლო მომენტშიც, არ ვიცი sad.gif

Posted by: Where Is Everybody 28 Apr 2013, 20:25
ტიფანი

გილოცავ, ჯანმრთელი და ბედნიერი გაგეზარდოს 2kiss.gif

Posted by: ტიფანი 28 Apr 2013, 20:40
Where Is Everybody
მადლობა smile.gif

Posted by: makavel1 28 Apr 2013, 23:07
ტიფანი
მეთქი გეშინოდა გაუტკივარების და იმიტომ თქვი უარი, არაუშავს სამაგიეროდ ყველაზე დიდი სიხარული გყავს სახლში love.gif love.gif love.gif

Posted by: narkozeli 10 May 2013, 21:51
გოგოებო რატომ არ წერთ თქვენს მოგონებებს love.gif რამდენს დაეხმარება ვინც ეხლა აჩენს და ვისთვისაც ყველა დეტალი მნიშვნელოვანია...





Posted by: an apple 10 May 2013, 22:25
დავწერ ჩემს მოგონებებს ამ დღეებში smile.gif იქნებ დაგაინტერესოთ და დაგეხმაროთ რამეში 2kiss.gif

Posted by: krikri 11 May 2013, 04:05
საკეისროს მერე მუცელზე კანი რამდენი ხანი გიბჟუოდათ გოგოებო?ორი თვე გავიდა და ჯერ კიდე არ გამიარა cry.gif

Posted by: tekco777 11 May 2013, 19:23
krikri
როგორც ვიცი ზოგს 6 თვემდე მიყვება ხოლმე, მარა ექიმს უთხარი მაინც ,ეხო გადაიღე

Posted by: nobe 11 May 2013, 20:35
krikri
ჩემს მეგობარს საკეისროს მერე თითქმის წლამდე მგრძნობელობა დაკარგული ქონდა ქვედა მუცელზე,ასე რომ ნუ ნერვიულობ მაგრამ მაინც კითხე ექიმს რომ მშვიდად იყო smile.gif

Posted by: krikri 12 May 2013, 03:23
tekco777
nobe
აუ რა საძაგლობაა cry.gif



მე ცოტა სპორტული ვარ იმედია მალე გამივლის თორემ ხელს რო ვადებს საშინელი შეგრძნებაა და ვერც პრესებს ვაკეთებ biggrin.gif

Posted by: makavel1 12 May 2013, 09:52
krikri
მეც წელიწადი მქონდა დაკარგული მგრძნობელობა

Posted by: SPC 12 May 2013, 19:36
დავწერ მეც smile.gif

25-ში იყო სავარაუდო თარიღი. არავითარი ნიშნები არ მქონდა მოსალოდნელი მშობიარობის, მშვენივრად დავდიოდი ბუნებაშიც, კოჯორში წავედი და ქოროღლზე ავედი თითქმის ბოლომდე. უკვე მეგონა საკმაოდ გადააცილებდა ვადას, მაგრამ 26-ში საცობმა დაიწყო ჩამოშლა. ვერ ვიტყვი, რომ უცბად მივხვდი რა იყო. ლორწოვანი მასა იყო და ნელ-ნელა გამოდიოდა. ერთბაშად რომ გამოსულიყო უფრო მივხვდებოდი. მერე სისხლიც შეერია და საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ საცობი იყო. ტკივილებიც დამეწყო ოღონდ არარეგულარული და სუსტი. ხო, მაგ დღეს ერთი მარცხიც დამემართა biggrin.gif მომავლებში მოვყევი უკვე ....ჩემი ქმარი წასული იყო მეგობართან და ღამეც იქ დარჩა. ხოდა სმს მივწერე რომ ხომ იცი დღე-დღეზე უნდა გავაჩინო, რა უსინდისო ხარ რომ წახვედი, აი საცობი გამოდის და მოკლედ დეტალურად ყველაფერი. ჩემს ანდროიდს და მის ფუნქციებს ვერ ავუღე ბოლომდე ალღო, ხოდა ბევრი რომ აღარ გავაგრძელო ეს სმს გამიგზავნია ჩემი ქმრის გარდა კიდევ 15 კაცთან, მათ შორის ჩემს უფროსთან და ეს ყველაფერი დილის 6 საათზე....ისე შემრცხვა ისე,,,უცბად გავთიშე მობილური ჩავძვერი საბნის ქვეშ და რეაბილიტაციას იქ გავდიოდი.....ცოტა ხანში მეორე საბოდიშო სმს-იც გავაგზვნე ზემოთნახსენებ საზოგადეობასთან მაგრამ მოკლედ რა...ბევრი ვინერვიულე ....
ნუ ის დილა გათენდა და არაფერი შიგადაშIგ ეს ტკივილები მქონდა, მეორე დღეს საღამოს უკვე გაძლიერდა და ღამე საკმაოდ მტკიოდა. საიტი გავჩითე სადაც ამ ტკივილებს ითვლი, რეგულარული არ იყო მაგრამ შუალედი საკმაოდ მცირდებოდა, ამიტომ წავედით ჩაჩავაში ეგრევე. 2 თითზე ხარო და დარჩიო. ამიყვანეს ბლოკში. ანუ ერთი ოთახია და დგას საწოლი გვერდით კი სამშობიარო მაგიდა თუ საწოლი თუ რა ჰქვია biggrin.gif....ნუ ჯერ ამ საწოლზე ხარ და მერე იქ გადაყავხართ...დილის 4 საათი იყო სადღაც და ტკივილები მქონდა ასატანი, თუმცა ძლიერი. ზუსტად მენსტრუაციის დროს რომ ტკივილებია ისეთი იყო ოღონდ რა თქმა უნდა ბეეევრად უფრო მტკივნეული. სხვათაშორის ბურთზე რომ ვჯდებოდი თითქმის საერთოდ აღარ მტკიოდა, მაგრამ თან მეძინებოდა საშინლად და დაწოლაც მინდოდა. დავწვებოდი და ეს შეტევითი ტკივილი ეგრევე წამომაგდებდა. სადღაც 10 საათისთვის მოვიდა ზურა დარახველიძეც, გამსინჯდა და ისევ ისე ვიყავი, საკმაოდ მეტკინა ხელით გასინჯვა. მერე ბუშტიც გახეთქა და მითხრა, რომ თუ გაუტკივარების გაკეთებას ვაპირებდი, ბარემ სჯობდა გამეკეთებინა. მეც დავთანხმდი და აი აქ არვიცი შევცდი თუ არა. ამ მომენტისთვის ტკივილი შემცირებული მქონდა, მაგრამ ვიფიქრე, რომ რადგან ბუშტი გახეთქა მთავარი ტკივილები წინ იყო და ამიტომ აღარ დაველოდე იმ აუტანელ ტკივილებს და გავიკეთე გაუტკივარება. მართლაც, ცოტა ხანში აბსოლუტურად ყველანაირი ტკივილი მომეხსნა, და 2 საათი გემრიელად დავიძინე თან ჩემს ქმარს ვეუბნებოდი, რა ბედნიერებაა, როდესაც არაფერი გტკივა-მეთქი. ეს 2 საათი, რომ გავიდა სადღაც ბოქვენთან ვიგრძენი ტკივილი, რომელიც განსხვავდებოდა მანამდე რა ტკივილიც მქონდა იმისგან. მოვითხოვე გაუტკივარების დამატება, დამიმატეს მაგრამ ამ ტკივილს ვერაფერს ვატყობდი დაკლების, პირიქით....იმატებდა, იმატებდა და ბოლოს ეს გახდა ენითაღუწერელი ტკივილი, მე წარმოდგენაც არ მქონდა, თუ შეიძლება ასე გტკიოდეს. ოდნავადაც არ მეშინოდა მშობიარობის ისე წავედი, ტკივილსაც მანამდე ყოველთვის გმირულად ვუძლებდი smile.gif არც ნემსის გაკეთებაზე მქონია არასოდეს პრობლემა და არც ჭრილობის გაკერვაზე. მაგრამ...ეს რაღაც სხვა იყო....ბოლოში თან თითქმის შეუჩერებლად მტკიოდა და ვყვიროდი არაადამიანურად, დავკარგე ყოველგვარი სირცხვილის, მორიდების გრძნობა, გავხდი არაადეკვატური. დარახველიძეს ვეხვეწებოდი საკეისროზე გადავიდეთ-მეთქი და არაო უკვე ბავშვი დაბლა არისო და გარისკავო? მეთქი არა, ეგრე არ მინდა.
მერე გადავედი რაღაც სკამივით რაღაც იყო და ჭინთვები იქ გაგრძელდა მაგრამ საქმე იმაში იყო, რომ ამ ჭინთვებს კარგად ვერ ვგრძნობდი, რასაც ვგრძნობდი ეს იყო საშინელი ტკივილი უკან და ბოქვენთან და მაგ დროს მეუბნებოდნენ გაიჭინთეო და ეს იგივეა, ღია ჭრილობაში თითი რომ ატაკო ადამიანს, მომდიოდა რაღაც სითხე და სისხლის წვეთები. სირცხვილის გრძნობა დავკარგე-თქო, იმიტომ რომ ასეთ მდგომარეობაში ნახევრადშიშვლი წაოვხტებოდი ხოლმე იმ სკამიდან და დავდიოდი ოთახში. მერე ვეუბნებოდი რომ გავითიშო ეგეთი რამე თუ არის შესაძლებელი-მეთქი და არ გამოვა ეგ ამბავიო, საჭიროა შენი აქ ყოფნა biggrin.gif აი ასეთი არაადამიანური ტკივილები გაგრძელდა 3 საათი დაახლოებით თუ მეტი არა, გახსნა სრული იყო, ბავშვის თავი ჩანდა მომენტებში მაგრამ ნუ არ ჩამოდიოდა რა და მე ვერ ვიჭინეთებოდი. ნუ არვიცი სად და რა მომენტშI მაგრამ საბოლოოდ გადამიყვანეს იმ სამშობიარო მაგიდაზე, დაუძახეს დარახველიძესაც და გამოვიდა ბავშვის თავი, შემდეგ კი უკვე ტანი უფრო ადვილად. დაიბადა დანიელი. ეგრევე იტირა და დამაწვინეს ზედ smile.gif ცალი თვალით ამომხედა.....ნუ შვილი რა ყოფილა და მისდამი სიყვარული ეს ცალკე თემაა. იმიტომ რომ ამაზე ტკიბილი არაფერია ...პალატაში კი მეორე დღეს თავის პატარა ხელებით ჩამებღაუჭა, გულთან მიიკრა და ღიმილივით მიმიკა გამოეხატა სახეზე.... ვიცი, გაუზარებელი და მექნიკური მოქმედება იყო მაგრამ ის წამები მე არ დამავიწყდება.
დაიბადა 3.300, 50 სმ. ნაკერები არ დამადო მიუხედავად იმისა, რომ რაღაც ნახეთქი მქონდა. არვიცი, ალბათ არ იყო საჭირო, მაგრამ იმ ადგილას დღესაც დისკომფორტის შეგრძნება მაქვს გასივება არის და რაღაც ზედმეტი მაქვს თითქოს ხორცივით, ერთი თვის მერე დამიბარა ჩაჩავას გინეკოლოგმა გეგმიურ გასინჯვაზე და ნახავს რა და როგორ.
მეორე ბავშვს დიდი ალბათობით საკეისროთი გავაჩენ. მიუხედავად იმისა, რომ ყოველთვის უფრო მხიბლავდა და მიზიდავდა ბუნებრივი გზით მშობიარობა, უკვე ნამდვილად სხვანაირად ვფიქრობ. თან ეს ნახეთქიც საკმაოდ მტკიოდა და ზოგადად ვერ ვიტყვი, რომ მეორე დღეს ჩიტივით ვიყავი... რომ ამბობენ საკეისროს მინუსი ისაა, რომ მერე დიდხანს გრძელდება უფრო რეაბილიტაციის პროცესიო არვიცი, ბუნებირვად გავაჩინე მაგრამ ადგომაც მიჭირდა, დაჯდომაც, სიარულიც და ა.შ. დღეს 2 კვირა გავიდა და მხოლოდ რამოდენიმე დღეა ეს დისკომფორტი აღარ მაქვს. მოკლედ, ძალიან ინდივიდუალური ყოფილა.
მეორე დღეს დარახველიძე რომ შემოვიდა პალატაში ბოდიში მოვუხადე, მეთქი გუშინ მე არ ვიყავი მე biggrin.gif ... არა, მართლა შემრცხვა რა...გასაგებია, რომ მეანია და ბევრისმნახველი იქნება biggrin.gif მაგრამ მე ნამეტანი გავუბერე მგონი...
ჩაჩავასი ძალიან კმაყოფილი ვარ, 2 კაციანი პალატა იყო. ერთადერთი ის არ მომეწონა, რომ ამ მეორე გოგოსთან მნახველები ქმარი და დედა მოდიოდნენ და ერთხელ 3-4 საათი დარჩნენ. არადა წესით არ შეიძლება მნახველები მაგრამ ზოგჯერ თვალევს ხუჭავენ. ჩემი ქმარიც შემოვიდა ერთხელ მაგრამ მე თვითონ ვიგრძენი უხერხულობა ამ მეორე გოგოსთან და თავად ვუთხარი ჩემს ქმარს, არ შეიძლება და გარეთ გავიდეთ-მეთქი. ამან კი მეორე დღეს მთელი 4 საათით გააძრო ქმარი. არადა იქ მინდა ბავშვს ვაჭამო ან რაღაც ხო?
სხვაა არაფერი, პერსონალი ძალიან სასიამოვნო. ზარი გაქვს და რომელ საათზეც არ უნდა დარეკო ეგრევე მოდიან, დაზეთვის გარეშე, სულ ღიმილით. საკვებიც ძალიან კარგი იყო და მოკლედ მომეწონა ჩაჩავა. პალატა ღირდა 910 ლარი, 250 ლარი გაუტკივარება და 250 კიდევ ექიმის აყვანა...
ნუ რეზუმეს სახით ვიტყვი, რომ ამ ტკივილადაც და ათასჯერ უფრო ძლიერ ტკივილადაც ღირს ეს ყველაფერი, ანუ ბაიას ყოლის ბედნიერება. მიუხედავად ამხელა ტკივილისა, ოდნავ ცუდადაც არ მახსენდება ის პერიოდი...პირიქით, ამასწინათ გინეკოლოგთან მივედი და ისე ამიჩუყდა გული... smile.gif

Posted by: stasia 12 May 2013, 20:37
SPC
QUOTE
ეს სმს გამიგზავნია ჩემი ქმრის გარდა კიდევ 15 კაცთან, მათ შორის ჩემს უფროსთან და ეს ყველაფერი დილის 6 საათზე....




ეს მაგარიიი იყოოოოო lol.gif


ბედნიერებას გისურვებთ და ჯანმრთელობას 2kiss.gif

Posted by: SUBADARI 12 May 2013, 20:51

SPC
გილოცავ :*
მაგრად გიწვალია. მაგრამ როგორც ჩანს არ არსებობს დედობის ბედნეირება წვალების გარეშე biggrin.gif smile.gif

Posted by: sopho_94 12 May 2013, 22:24
SPC
გიწვალია მაგრად sad.gif მაგრამ არაუშავს მთავარია კარგად ხართ და ცქნაფო გყავს გვერდით :* ხელით გასინჯვა ხო გეტკინა და ეხლა ამის მერე როგორ ფიქრობ კიდე შეგეშინდება? ცოტა დებილური კითხვა დაგისვი მარა მე ჯერ არ გაუსინჯივარ და აი ძაან მეშინია sad.gif

Posted by: naneee 12 May 2013, 22:40
SPC
biggrin.gif სულ ველოდი რო სადღაც ტარიელი და ნესტანიც გაიჩითებოდნენ
გილოცავ კიდევ ერთხელ 2kiss.gif

Posted by: Solveig 12 May 2013, 22:48
SPC
გილოცავ და ბედნიერებას გისურვებ პატარასთან ერთად smile.gif
QUOTE
ჩემს ანდროიდს და მის ფუნქციებს ვერ ავუღე ბოლომდე ალღო, ხოდა ბევრი რომ აღარ გავაგრძელო ეს სმს გამიგზავნია ჩემი ქმრის გარდა კიდევ 15 კაცთან, მათ შორის ჩემს უფროსთან და ეს ყველაფერი დილის 6 საათზე....ისე შემრცხვა ისე,,,უცბად გავთიშე მობილური ჩავძვერი საბნის ქვეშ და რეაბილიტაციას იქ გავდიოდი....

ხმამაღლა გამეცინა smile.gif))

არა უშავს. საპატიო მიზეზი გქონდა-მშობიარობადაწყებულ ადამიანს რა უნდა მოსთხოვო. გაგიგებდნენ smile.gif

Heimdall

ავოე....ბანი მოგენატრა?

Posted by: Heimdall 12 May 2013, 23:05
Solveig


რაიმე არასწორი დავწერე? boli.gif

Posted by: natia_m77 12 May 2013, 23:42
Heimdall

წინა პოსტი წავშალე, ჩავთვალე, რომ სხვაგან მოხვდი

ახლა გაქრი აქედან, თორემ ყველა შემდეგ სიტყვას ბანით დაგიმშვენებ

არც შემომეპასუხო

Posted by: Heimdall 13 May 2013, 00:10
natia_m77


რა მელაპარიკები. წინა პოსტში საუბარი იყო იმაზე, რომ უმჯობესია ჩასახვის ანუ ტ ყ ნ აუ რი ს მოგონებები დაწერონ-თქო, პრობლემაა რამე?


არ დამშვენებლის კიდევ იცი რაც boli.gif


გამომივიდა აქ სოფლის ქურდი vik.gif



lol.gif

yes.gif
Warning:
აბა კიდევ მეშაირე

chups.gif

Posted by: SPC 13 May 2013, 17:36
stasia
SUBADARI
sopho_94
naneee
Solveig
დიდი მადლობა 2kiss.gif

QUOTE
ხელით გასინჯვა ხო გეტკინა და ეხლა ამის მერე როგორ ფიქრობ კიდე შეგეშინდება? ცოტა დებილური კითხვა დაგისვი მარა მე ჯერ არ გაუსინჯივარ და აი ძაან მეშინია

ხელით გასინჯვა კი მტკივნეული იყო მაგრამ აბსოლუტურად ასატანი smile.gif რაც შეეხება მშობიარობას უკვე შიში გამიჩნდა სერიოზული, ამიტომ ვფიქრობ მეორეზე საკეისროს

Posted by: sopho_94 13 May 2013, 18:14
SPC
პრინციპში პირველად იქნება საშინელება და მერე მივეჩვევი ალბათ,მარა მეშინია ისე არ დავიძაბო რო ვერ გამსინჯოს sad.gif

Posted by: SPC 13 May 2013, 19:13
sopho_94
მე არ ვიყავი საერთოდ დაძაბული მაგრამ მაინც მეტკინა, მაგრამ მართლა არაა ისეთი ძალიან ძლიერი ტკივილი. ნუ გეშინია smile.gif ასატანია რა, უბრალოდ მე მეგონა რატომღაც რომ არ მეტკინებოდა საერთოდ და ამის ფონზე იყო მოულოდნელობა.

Posted by: sopho_94 13 May 2013, 19:15
SPC
მე კიდე პირიქით ვარ განწყობილი,მშობიარობის არ მეშინია ეგრე როგორც გასინჯვის sad.gif ერთხელ სარკით გამსინჯეს და ისე დავიძაბე კუნთები დამეჭიმა,არ მინდა კიდე ეგრე რო მომივიდეს მეტკინება sad.gif მაგრამ ალბათ ხელით გასინჯვა უფრო ადვილია

Posted by: ciko 14 May 2013, 23:47
მეც დავწერ ჩემს მოგონებებს 10 აპრილს ველოდებოდი ამიტომ 9ში წავედით მე და ჩემი მეუღლე გაგუას კლინიკაში არ მინდოდა ჩახარშულიყო ბავშვი.გამსინჯეს და მითხრეს ყელი დარბილებულია და ჯობია დარჩეო მეც დავრჩი რათქმაუნდა 3საათი იყო ცოტა სისხლი წამოვიდა უმნიშვნელო, ხელით გასინჯვის მერე იცისო საგამოსკენ გაყავისფრდა და მერე საერთოდ შეწყდა.ღამით ისევ დაიწყო და დილის 6ზე მივხვდი რომ ექიმისთვის უნდა მეთქვა და გამსინჯეს 11 საათზე და 3თითზე ხარ გახსნილიო და ბლოკში გადამიყვანეს .გადაწყვეტილი მქონდა მეუღლე დამსწრებოდა მალეც მოვიდა პირველ საათამდე ყრუ ტკივილები მქონდა თანდათან ძლიერდებოდა,მაგრამ მოსათბენი იყო.პირველ საათზე ექიმმა ბუშტი გამიხეთქა და გაუტკივარება შემომთავაზა,მაგრამ არ მინდოდა მეგონა მოვითბენდი ტკივილებს ადვილად,პირველის მერე დაიწყო საშინელი ტკივილები ლამის გავგიჟდი მანამდე ვფიქრობდი არ ვიყვირებ მეთქი,მაგრამ გადავრიე მეუღლეც და ექიმ-ექთნებიც,ისტერიკა დამემართა ვყვიროდი ბოლო ხმაზე გულიც ამერია,ერთი პერიოდი ადგომა დას გაქცევა ვცადე გადდაირია ყველა სად მიდიხარ ბავშვი ლამისაა გარეთაა და რას შვებიო.გაუტკივარებას ვითხოვდი,მაგრამ გვიანიაო.გონებაც დავკარგე ვერ ვხვდებოდი სად ვიყავი და რა ხდებოდა.ნუ მოკლედ საბოლოო ჯამში 4საათზე ვიმშობიარე და დაიბადა ჩემი ცხოვრება ნიკუშა.მადლობა ღმერთს ყველაფერი კარგად დამთავრდა და არ გავგიჟდი მართლა მეგონა ვერ გადავიტანდი....მეუღლე რომ არ მდგომოდა გვერდში შევიშლებოდი ალბათ ჭკუიდან.

Posted by: FoXy 15 May 2013, 00:33
ciko
ღმერთმა ბედნიერი და ჯანმრთელი გაგიზარდოსsmile.gif

QUOTE
,ერთი პერიოდი ადგომა დას გაქცევა ვცადე გადდაირია ყველა სად მიდიხარ ბავშვი ლამისაა გარეთაა და რას შვებიო

ეს მომეწონაbiggrin.gif:D

Posted by: tekco777 15 May 2013, 00:40
sopho_94
Piziologiurad achen?? Sadd?? Mec egre var dzan meshinia tan ro unda mivide male ekimtan tirili mindeba(

Posted by: krikri 15 May 2013, 02:49
SPC
ბუნებრივით ორი -სამი დღე ვერ დაიდიოდი და საკეისროს მერე ორი კვირა ვერ ვიმართებოდი მეტი თუ არა და ჭრილობა მთელი თვე მტკიოდა :შ

უკვე გადაგიტანია და მეორედ მგონი ეგეთი მტკივნეული აღარ იქნება ეგრე გამიგია



ciko
QUOTE
პირველ საათზე ექიმმა ბუშტი გამიხეთქა

ეს რა არის?

Posted by: Tata-tatu 15 May 2013, 09:27
ეხლა მივხვდი რა სერიოზული ტრავმა მაქ მიღებული მშობიარობისას......ეხლა ხო Gახსენება არ მინდა 10თვე გავიდა და მაშინ რა დღეში ვიქნებოდი წარმომიდგენია....ამ თემაში ყველა ახალ პოსტზე აქ ვიჯექი, და რაც გავაჩინე ერთხელ შემოვედი ჩემი ტანჯვა დავწერე და აღარც შემომიხედავს...არავის ვაშინებ არც ვგრუზავ უბრალოდ მგონია ბევრია ჩემნაირად

Posted by: sopho_94 15 May 2013, 10:33
tekco777
ხო ფიზიოლოგიურად,ჯან.სახლში მალე მიწევს მეც და ეგ მიხეთქავს გულს sad.gif

Posted by: ლუნა 15 May 2013, 12:00
krikri

ანუ წყლები დამაღვრევინაო.. smile.gif

Posted by: SPC 15 May 2013, 13:12
krikri
QUOTE
ბუნებრივით ორი -სამი დღე ვერ დაიდიოდი და საკეისროს მერე ორი კვირა ვერ ვიმართებოდი მეტი თუ არა და ჭრილობა მთელი თვე მტკიოდა

უბრალოდ მანდ კიდევ ის მომენტია, რომ იმ ტკივილს რომ აგტკივდება გაიყუჩებ და ამას ვერაფერს უშვები

Posted by: ciko 16 May 2013, 00:14

FoXy


მადლობა გაიხარე)

Posted by: ლილეკა 16 May 2013, 19:01
ბიბიდა
ღამის სამი საათი, შევდივარ წყლებ დაღვრილი... მხვდებაა ჯერ მორიგე ექიმი ქალი, ინგა smile.gif საკმაოდ სასიამოვნო, მსინჯავს და მაწვენს სამეთვალყურეოდ, ისტორიაც არ გამიხსნეს, კაი ხანი არაფერი იქნებაო smile.gif

ასე დრამატულად აღარ გავაგრძელებ და მოკლედ, მოვიდა დავარაშვილი და რო მოახსენეს თქვენი პაციენტიაო და არაა გახსნილიო, აღარც გამსინჯა, შიგადაშიგ შემოიჭყიტებოდა ხოლმე. დამეწყო ტკივილები ასატანად და მერე აუტანლად, მაგრამ მოსვენების პერიოდში რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს ჩამთვლემდა ხოლმე, თავდაცვის ინსტიქტია ეტყობა, ვისვენებდი ამ პერიოდებში და ძალას ვიკრეფდი. ამასობაში გავაკეთებინე გლიცერინის სანთელი, კუჭში მინდოდა გასვლა , მერე დამეწყო ღებინება აუტანელი. მითხრეს ამ დროს ყელი იხსნებაო. სადღაც 7 საათისთვის გამიყვანა დათომ გასასინჯად, უკვე ოთხ თითზე ვყოფილვარ გახსნილი, მე მგონი ბუშტიც გახეთქა , საშინელი ტკივილი ვიგრძენი და არ ვიცი ბუშტის იყო და უბრალოდ გასინჯვის. იმხელა ვიკივლე ბებიაქალმა ეს დააყრუებს აქაურობას ბლოკშიო, მოკლედ გადამიყვანეს ბლოკში და იმის მერე აღარც გავუსინჯივარ არავის ჩემდა საბედნიეროდ. დათოსთან წინასწარ შეთანხმებული ვიყავი გაუტკივარებაზე, მაგრამ ოთხ თითზე გახსნილი რო დავხვდი ერთ საათში მაქსიმუმ იმშობიარებო და აზრი არ აქვს ამ ერთი საათის გულისთვისო, მოკლედ მეც გადავიფიქრე, და შევუდექი ტკივილთან ბრძოლას biggrin.gif მაგრამ სამწუხაროდ დათოს ვარაუდი არასწორი აღმოჩნდა, 9 საათამდე 3 წუთში ერთხელ მქონდა ტკივილები მაგრამ ჭინთვები არ დამეწყო, მერე ძლივს დაიწყო და რო მეგონა აი ეხლა ვიმშობიარებ თქო გაჩერდა რაღაცნაირად, გაგიჟდა დავარაშვილი, რას მიშვები მიგუდავ ბავშვსო, არადა არ მეჭინთებოდა და რა მექნა, ან ვერ ვიჭინთებოდი sad.gif მოკლედ ჩამჭრეს და 11 საათზე დაიბადა ჩემი ახალი სიცოცხლე love.gif

რო ამბობენ ხოლმე რო დაინახავ ყველაფერი გავიწყდებაო, მე ეგრე არ მქონდა აშკარად, კი მომეშვა ტკივილები, მაგრამ ისე სუსტად ვიყავი მკითხეს შეძლებ დაჭერასო, დამაწვინეს გულზე და დაიწყეს კერვა, სამი ნაკერი დამადეს, რომელიც ეხლაც მაწუხებს.

ბაია 2,850 გრამი. 46 სმ. ჯანმრთელი და ლამაზი ბიჭი.

ხო რაც შეეხება ეხლა ბიბიდას, კმაყოფილი ვარ თითქმის ყველაფრით. ერთადერთი რაც გულში დამრჩა ისაა, რომ ბებიაქალმა ჩამაწვეთა თუ რამე პატივისცემა გინდოდეთ 4 საათამდე აქ ვარო, ისე კი იქამდე მელაპარაკებოდა რო ბებიაქალის აყვანაც შეიძლება, და რომ ბებიაქალი ამშობიარებს რეალურად და არა მეანი smile.gif კიდევ 8 თვიანი გავაჩინე და სულ მოუმზადებელი ვიყავი და არაფერზე პრობლემა არ შემქმნია. პამპერსიც და ჩემი პაკეტიც იმათი იყო. დანარჩენი პირობებიც ნორმალურია, ორიანში ვიწექი, ლუქსში მინდოდა და დაკავებული იყო. ბავშვი როცა ვეძახდი გაყავდათ, მაგრამ ცოტა ხნით, ჭამას ითხოვდა სულ. პედიატრებიც და მორიგე ექიმებიც ძაან ყურადღებიანები იყვნენ, ექთნებიც. კვებაც ნორმალური. მესამე დღეს გამომწერეს, გამოწერისას გამსინჯა გინეკოლოგმა, ყელი გამისინჯა და ნაკერები. რეკომენდაციები მომცეს ჩემზე და ბავშვზე და ორ კვირაში დამიბარეს პედიატრთან. ბავშვის მდგომარეობის შესაფასებლად.

მოკლედ 5-იანს დავუწერდი მინუსებით smile.gif

Posted by: sopo1977 16 May 2013, 20:37
ამ ბოლო დროს ისეთებს წერთ, რამის გადავიფიქრო მშობიარობაsmile.gif უწინ ცრემლი მადგებოდა ბედნიერების და სიხარულისგან, ეხლა დავიძაბე.

Posted by: sopho_94 16 May 2013, 20:38
ლილეკა
გილოცავ,ღმერთმა გაგიზარდოს ჯანმრთელი და დიდი ბიჭი bis.gif ბუშტი რითი გაგიხეტქა? გასინჯვა გეტკინა?

Posted by: garfield1 16 May 2013, 20:48
ლილეკა
გილოცააავ, ღმერთმა ბედნიერი გაგიზარდოს შენი პატარა კაცი 2kiss.gif 2kiss.gif

Posted by: anano_991 16 May 2013, 21:11
QUOTE
ბუშტი რითი გაგიხეტქა? გასინჯვა გეტკინა?

წყლის ბუშტს გრძელი რკინის ჩხირივითაა და იმით არღვევენ აი არაფერია დამიჯერე ეგ ბუშტის გახეთქვააა ისეთი შეგრძნებაა ბუშტები როა გასაბერი იმას ნემსი რო შეარჭოოო და მერე ჩათბებიიი ის წყალი რო გესხმებაა

Posted by: ლილეკა 17 May 2013, 11:26
sopho_94
garfield1
მადლობა 2kiss.gif

QUOTE
წყლის ბუშტს გრძელი რკინის ჩხირივითაა და იმით არღვევენ აი არაფერია დამიჯერე ეგ ბუშტის გახეთქვააა ისეთი შეგრძნებაა ბუშტები როა გასაბერი იმას ნემსი რო შეარჭოოო და მერე ჩათბებიიი ის წყალი რო გესხმებაა


ეგ შეგრძნება მქონდა ზუსტად, ოღონდ მე მგონი არავითარი ჩხირი არ გამოუყენებია smile.gif გასინჯვა ჩემთვის ძალიან მტკივნეული იყო, ნუ ოღონდ ტკივილის დროს, თორემ წამოსვლისას რო გამსინჯეს საპროფილაკტიკოდ რეაქცია არ მქონია

Posted by: Miss tulip 17 May 2013, 16:04
anano_991
მეც რაღაც რკინის ჩხირით დამაღვრევინეს, მაგრამ საერთოდ არაფერი მიგრძვნია. არც ხელით გასინჯვაზე მქონია არანაირი ტკივილის შეგრძნება. ყველაფერი ინდივიდუალურია, ამიტომ სხვის მაგალითზე არ დაიძაბო.

Posted by: მარიამი 17 May 2013, 16:51
QUOTE
ერთადერთი რაც გულში დამრჩა ისაა, რომ ბებიაქალმა ჩამაწვეთა თუ რამე პატივისცემა გინდოდეთ 4 საათამდე აქ ვარო, ისე კი იქამდე მელაპარაკებოდა რო ბებიაქალის აყვანაც შეიძლება, და რომ ბებიაქალი ამშობიარებს რეალურად და არა მეანი

ასეთი რამე კაი ხანია აღარ გამიგია. ამ ბებიაქალს რომ გაუგონ, ალბათ პრობლემები შეექმნება სამსახურში.

Posted by: ლილეკა 17 May 2013, 20:04
მარიამი

მთავარი ბებიაქალი იყო თან smile.gif ხო ნუ არაა სასიამოვნო ფაქტი ნამდვილად. ისე მართლა შეიძლება თურმე ბებიაქალის აყვანა, 120 ლარი ღირსო ოფიციალურადო, იქ მითხრეს. მაგრამ ვერ ხვდება ეტყობა ეს ხალხი რატომ იყვანენ მეანს, და მიუხედავად იმისა რომ ჩემს მიერ აყვანილ მეანს ანუ დათო დავარაშვილს ხელთათმანიც არ ჩაუცვამს მშობიარობის დროს და მარტო ზევიდან მსინჯავდა, ბავშვს არც შეხებია, ჩემთვის მთავარი იყო მისი გადაწყვეტილება, და ის ნდობა რაც მე მის მიმართ მქონდა. ესაა პრინციპი მეანის აყვანის და არა რაიმე პირადი ინტერესები, მარიაჟობა ან უნდობლობა მორიგე მეანების მიმართ smile.gif

Posted by: gachumdii 17 May 2013, 22:51
QUOTE
უწინ ცრემლი მადგებოდა ბედნიერების და სიხარულისგან, ეხლა დავიძაბე.


მეც.

ლილეკა

გილოცავ, ბედნიერ დედობას გისურვებ :*

Posted by: ciko 18 May 2013, 16:24
ლილეკა
მაგრად გიწვალია შენც.გილოცავ პატარას დაბადებას 2kiss.gif
sopo1977
ნუ იძაბები ინდივიდუალურია შეიძლება ისე გააჩინო ვერც გაიგო.ისეთი სიყვარული და სითბო მოაქვს პატარას რომ გავიწყებს ყველანაირ ტკივილს)))

Posted by: denuestra 24 May 2013, 23:04
დაპირებულ მესამე მშობიარობაზეც მოგიყვებით.
მოკლედ 1 სექტემბერს ყრუდ წამომტკივდა მუცელი და წავედი გაგუაში,ექიმმა გამსინჯა და 1 თითზე ხარ გახსნილი სახლში წადი და დაწექი 37 კვირის ხარ როგორმე
მივიდეთ 38მდეო,მეც წამოვედი.ბავშვები სოფელში 4დღის წასულები იყვნენ,დაქალი იყო ჩემთან მთელი დღე ვლაპარაკობდით, საღამოს მომიმატა ტონუსმა და ამტკივდა,ჩემი დაქალი პანიკაში ჩავარდა,ძლივს ვამშვიდებდი,ჩემი ქმარისამსახურიდან გვიან მოვიდა,ისიც აღელდა რატომ არ დამირეკეო,წყალი გადავივლე და სულ ძალის ძალით წავედი, ექიმმა გამსინჯა 2 თითზე ხარო,იმ წუთს მუცელი საერთოდ არ მტკიოდა, ჩემი ნივთები ამოიტანა მიშკამ და გარეთ ვიქნებიო, მეთქი წადი ტყუილად არაფერს ვაპირებ დღეს დაისვენე და ხვალ დაგირეკავთქო,ძლივს დავითანხმე,მეც დავწექი დავიძინებ რომ ძალა არ დავკარგოთქო,მაგრამ ვინ დაგაძინა,ყოველ 40 წუთში მირეკავდა - ხო არ გტკივა,წამოვიდე?მოკლედ როგორც იქნა გათენდა დილით 8ზე ლევანი ექიმი მოვიდა სმენაში გამოდი გაგსინჯოო,ხელებზე შევხედე და ცოტა შემეშინდა,-ჰა ეხლა არ თქვა რომ გეშინია,ისტორია წავიკითხე და მესამე ბავშვს რომ აჩენ ვიციო,სულაც არ მტკენია გასინჯვა როგორც მეგონა,ადრე მეგონა დიდი ხელი ვისაც ქონდა ალბათ მტკივნეულად სინჯავენთქო,მაგრამ ეგრეც არაა,გააჩნია ექიმსაც,თუ მკაცრია მტრისას facepalm.gif მითხრა შუადღის მერე იქნება შენი ბაიაო,დავურეკე მიშკას,ნუ წამოხვალ ჯერ არ მტკივა მუცელმეთქი.
1 საათზე ყრუდ დამეწყო ტკივილი,დერეფანში დავსეირნობდი biggrin.gif მერე წყლები დამაღვრევინეს,3ის ნახევარზე მომიმატა ტკივილმა,თუმცა გასაძლებად, დავწექი და დავიწყე წრიალი,შემოვიდა სხვა მამაკაცი ექიმი სახელს არ დავასახელებ,გასინჯვა დამიწყო,ისე გამამწარა ტკივილმა ლამის შემშალა,საშინელი ხელი ქონდა,ბადე უნდა ჩამოვშალოო და მაცადე ნუ იძაბებიო,ცოტაც და ალბათ ვიკივლებდი.დამანება თავი როგორც იქნა,გავალ და მალე მოვალო,რო წავიდა ხათუნა ექიმი დარჩა ჩემთან,გაუტკივარებაზე უარი ვთქვი ცოტახანში ჭინთვები დამეწყო და მთელი ძალით ვეხმარებოდი ჩემ გოგოს,წვის შეგრძნებაზე ღრმად ჩავისუნთქე და ჩემი გოჭუნიას თავიც გამოძვრა,ტანი ცოტა რთულად,გულზე რომ დამიწვინეს ლამის დავდნი ტიროდა და მალევე გაჩუმდა. შეგრძნება აბსოლიტურად იგივე იყო რაც პირველზე და მეორეზე,ჩემი ქერა გოგო განაბული იწვა ჩემ მკერდზე,ისეთი უსუსური იყო,უცებ გავათბე,ძუძუც ჩაიდო და წოვდა,მარიამი 3 კილო და 50 სმ დაიბადა.ექიმი გავიდა და მამიკოს ახარა ბაიას ამბავი,ტელეფონზე ზარები არ წყდებოდა.2 საათში გაგვიყვანეს მამიკომ გვნახა და სიხარულის ცრემლები შევამჩნიეთ თვალებზე love.gif love.gif სახლში რომ მოვეედით ბარბარე და გაბრიელი გახარებულები შემოგვხვდნენ სადარბაზოსთან დაიკოს ათვალიერებდნენ love.gif baby.gif სექტემბერში მარიამი 2 წლის გახდება.
ესეც მარიამი
http://images.geotorrents.com/
http://images.geotorrents.com/



მეოთხეს მერე დავწერ ეხლა გავალ ჩაი უნდა დავლიო kiss.gif kiss.gif

Posted by: nobe 24 May 2013, 23:28
denuestra
გმირი დედა ხარ რა.ბედნიერები გიმყოფოს ღმერთმა ოთხივე. smile.gif

Posted by: sopo1977 25 May 2013, 13:33
denuestra
რა საყვარელია, ღმერთმა გაგიზარდოს შენი შვილები. რა კარგი მოგონება დაწერე, თვალზე ცრემლი მომადგა 2kiss.gif

Posted by: anano_991 25 May 2013, 19:34
denuestra
რა კარგი გყაავს ძაან საყვარელია ღმერთმა ბედნიერები გიმყოფოს სამივე love.gif

Posted by: mar adentro 25 May 2013, 23:20
denuestra

ოთხივეს ფოტო დადე რა...

ულამაზესია შენი მარიამი love.gif

Posted by: denuestra 26 May 2013, 09:40
მადლობა გოგოებო, დავდებ აუცილებლად

Posted by: lineika 26 May 2013, 20:11
https://docs.google.com/forms/d/1_vOQSR1UviFvXeu2qMSb6Y2cz5BYOBU7JFYDCV2Y4TE/viewform

გოგოებო შემივსეთ ანკეტა ძალიან გთხოვთ. სულ ორ წუთს წაგართმევთ. უნივერსიტეტისთვის მჭირდება

წინასწარ დიდი მადლობა ყველას

Posted by: Pumpula 26 May 2013, 21:05
მოველ biggrin.gif გავიკეთე საკეისრო ჩაჩავაში ზურა დარახველიძესთან..საკეისროს ჩვენება არ იყო 100%იანი ანუ შესაძლებელი იყო ფიზიოლოგიური მშობიარობაც, მაგრამ ვინაიდან იყო დაბალი მიმაგრება და საშვილოსნოს ყელიდან პლაცენტა მხოლოდ 8 მმ-ით იყო დაცილება, ზურამ მირჩია რისკია სისხლდენის დაწყების და ჯობს საკეისრო გავაკეთოთო. მე, მიუხედავად სასტიკი სურვილისა მემშობიარა ბუნებრივად, დავთანხმდი, ვინაიდან არ მიღირდა რისკად არც ჩემი შვილის და არც ჩემი სიცოცხლე. 19-ში საღამოს ანუ საკეისროს წინა დღეს დამაწვინეს ჩაჩავაში (წესია ესეთი, წინა ღამით უნდა დაწვე და სისხლი, შარდი და ა.შ ანალიზები აიღონ - ნუ ეს ყველაფერი სულ 5 წუთის საქმეა და ოპერაციის დღესაც შეიძლება გაკეთდეს, მაგრამ წინა დღეს რომ დაწვები დამატებით 110 ლარს იხდი და რატომაც არა biggrin.gif ). ნუ ის ღამე გავათენე თეთრად, იმიტომ არა რომ ვნერვიულობდი, პირიქით ძალიან წყნარად ვიყავი, ფეხი შევდგი თუ არა პალატაში სულ გამაირა შიშებმა. ჩემი უძილობის მიზეზი გახლდათ თანაპალატები სადღაც 200 კილოიანი ორსული, რომელიც ღამე ისეთ საოპერო ხმაზე ხვრინავდა მიმიქარავს პავაროწი tongue.gif თანაც დამაწვინეს არა ორკაციან, არამედ მრავალკაციან პალატაში, სადაც ჩემ გარდა და იმ მხრინავი არსების გარდა, იყო კიდევ 2 ორსული. ნუ ღამე იყო ფანტასტიური, ექთანს ვეხვეწე სხვა პალატა არა გაქ გადამიყვანე, ადამიანი არა ხარ, არ მაძინებს ამის ხვრინვათქო და მეცოდები, მაგრამ ვერ გადაგიყვანო..ნუ როგორღაც გათენდა ის ღამე და დილით დავუწყე ლოდინი როდის შემიყვანდნენ საოპერაციოში. დრო გადიოდა და გადიოდა, ჯერ 12-მდე შეგიყვანთქო, მერე კიდევ ერთი საათიო, მერე ისო, ესო, ნუ გამლია და დამტანხა ლოდინმა, არ მეშინოდა, უბრალოდ დროზე მინდოდა მომეშორებინა ეს საკეისრო. როგორც იქნა ორის წუთებზე გამიყვანეს და აი მანდ უკვე შემეპარა შიში. ჩადგეს კათეტერი, მერე ანესთეზიოლოგმა გამიკეთა გაუტკივარება (სხვათაშორის ძალიან კარგი, თბილი ადამიანი იყო, მამშვიდებდა და მიხსნიდა ყველაფერს) და ამ პროცესში სულ ვკითხულობდი ხომა რ მეტკინება, პასუხი იყო რომ არა. დაიწყო ფეხებზე დაბუჟება, მაგრამ მაინც შეგრძნება მქონდა და გული კანკალებდა, მეგონა რომ ტკივილს ვიგრძნობდი. შემოიყვანეს ჩემი ქმარი, ჩამოაფარეს ის თეთრი ნაჭერი და ვიგრეძენი სკალპელი როგორ დამისვა ზურამ, გავხედე ანესთეზიოლოგს და აკანკალებული ხმით ვუთხარი, გამჭრა არა უკვეთქო და კიო, აზრი არ ქონდა რომ დაემალა ვიცოდი როდის რას აკეთებდა. ჩემი ქმარი მაწყნარებდა, მამშვიდებდა და ეხლა ვხვდები რომ საუკეთესო გადაწყვეტილება იყო მისი დასწრება შემდგომში განვითარებული მოვლენების გამო. უცებ ვიგრძენი როგორ შეძვრა ზურა ნეკნებში და თითქოს რაღაც სიმძიმისგან დავიცალე, აი მანდ მივხვდი რომ პატარას ხმას მალე გავიგებდი. 2-ს უკლდა 25 წუთი, ანესთეზიოლოგმა მითხრა დაიხსომე ეს დროო და გაისმა სანატრელი ხმა - დასჭექა ერთხელ, დასჭექა მეორედ და გული სხვანაირად აძგერდა. ჩამომვარდა ერთადერთი ცრემლი თველიდან, მაშინ როცა ჩემი ქმარი უკვე ტიროდა, მე ემოციებისგან ვერ ვტიროდი, მხოლოდ ვიღიმოდი და თავს ვაქნევდი პატარა რომ დამენახა. ჩემი ქმარი განუწყვეტლივ იმეორებდა: ჩვენი პატარა, ჩვენი გოგო, დაიბადა, ნახე როგორი ლამაზი და კარგია, ნახე ჩემი პატარაო..ტიროდა, მამიკო კი ეფერებოდა, მერე გაახვიეს, მოიყვანეს, ლოყა მოადებინეს ჩემ ლოყაზე და წამში გაიტრუნა, თვალები დახუჭა და ვიგრძენი მისი ლოყების სითბო, ამ სითბომ დამიარა მთელ ტანში.
უკვე მეგონა 5 წუთში გამკერავს ზურა და დამთავრდება ყველაფერითქო, მაგრამ არა და არ დამთავრდა, დრო გადიოდა და ბოლო არ უჩანდა ამ ყველაფერს, დამეწყო ხელების კანკალი, მეგონა ნერვიულობის ბრალი იყო, მაგრამ როცა უკვე თავის კონტროლი დავკარგე და მთელი ტანით ვცახცახებდი, წნევა, პულსი აღარ იზომებოდა, რადგან კანკალისგან ვერ ვჩერდებოდი..ექთანი ძალით მიკავებდა ხელებს, მერე უკვე ყბებიც ამიკანკალდა, ვერ ვლაპრაკობდი, ხმას ვერ ვიღებდი, ვერ ვხვდებოდი რა ხდებოდა ჩემ თავს, ჩემი ქმარი მაწყნარებდა, მაგრამ ვგრძნობდი ხელები როგორ დაეცვარა და გაუოფლიანდა, ის ჩემზე მეტად აფორიაქდა, მაგრამ არ იმჩნევდა. თურმე სისხლდენა დაწყნებულა და მაგიტომ იყო რომ უკონტროლოდ ვკანკალებდი, ჩემი ქმარი ითხოვდა დამამშვიდებელი გაუკეთეთ, ხომ ხედავ ცუდად არისო..არ მახსოვდა არც ბავშვი, არაფერი, ვგრძნობდი რომ ცუდად ვიყავი და მეშინოდა. გავიდა ეს ტანჯვის წუთები როგორც იქნა, მინდოდა მეკითხა მალე დამთავრდებათქო, მაგრამ კანკალისგან ყბებს ვერ ვაღებდი და ვერ ვლაპარაკობდი, გაქვავებული მქონდა ყბის ძვლები, ტანი კი ცახცახებდა. ჩამოიღეს ის თეთრი ფარდა და ზურამ ღრმად ამოისუნთქა - იცოდე ეს არ იყო მარტივი საკეისრო, რთული შემთხვევა იყო, პლაცენტა საშვილოსნოს ძალიან თხელ ადგილას იყო მიმაგრებული და სისხლდენა დაიწყოო, ზუსტად 2 წუთით მეტი რომ გაგრძელებულიყო ეს სისხლდენა და ვერ შემეჩერებინა, საშვილოსნოს ამოღებას ვაპირებდიო. ამის მოსმენა ჩემთვის იმ წამს როცა ჯერ კიდევ საოპერაციო ამგიდაზე ვიწექი, იყო ძალიან მძიმე, ვთვლი რომ მაშინვე ეს არ უნდა ეთქვა. გამიყვანეს ინტენსიური თერაპიის პალატაში, ეს კანკალი კი არ ჩერდებოდა, ამ დროს კი ბავშვი მომაჩეჩეს. ვკანკალებდი, ხელებს ვერ ვაკონტროლებდი და პატარა დამაკავებინეს, გავბრაზდი, რადგან ხედავდნენ ბავშვის დაჭერის ფიზიკური საშუალება არ მქონდა, ვაიდა ბავშვი გამვარდნოდა. ნუ როგორღაც, გაიარა ამ კანკალმაც გარკვეული დროის მერე, თუმცა ვიყავი ძალიან სუსტად, არაფრის ძალა არ მქონდა, ბავშვი ზარმაცობდა და ძუძუს კარგად არ წოვდა, ამის გამო რძე ჩამიმაგრდა, მეორე დღეს ცადეს ჩემი აყენება, მაგრამ ფეხი გადავდგი თუ არა, ლამის წავიქეცი, ნაკერები ისე მტკიოდა დახმარების გარეშე წამოწევაც არ შემეძლო, ტუალეტში გასვლაზე ლაპარაკიც ზედმეტია, ადგილზევე მეხმარებოდნენ ექთნები რომ ეს ამბავი მომეგვარებინა ადგომის გარეშე. საბოლოო ჯამში რთულად გადავიტანე ეს საკეისრო, მე-7 დღეა და დღეს გავიარე პირველად გამართულმა წელში, თუმცა ოდნავი დისკომფორტი ადგომა-დაჯდომის დროს მაინც მაქვს. ჩაჩავაში არ ვარ კმაყოფილი იქიდან გამომდიანრე რომ გადახდილი ფასი და მომსახურება არ შეესაბამებოდა ერთმანეთს, 30 ექთნიდან 5 თუ იყო ნორმალური, დანარჩენები დამადლებული სახით აკეთებდნენ ყველაფერს ან არ აკეთებდნენ. უზომოდ კმაყოფილი ვარ ზურათი, რომელიც ყოველ დილით შემოდიოდა და მკითხულობდა. დანარჩენი მკითხეთ რაც გაინტერესებთ, თორემ დამატყდა თითები ამდენი წერით biggrin.gif

Posted by: anano_991 26 May 2013, 21:21
Pumpula
კიდევ ერთხელს გილოცავ მტავარია ყველაფერი ცუდი უკან დარჩე და შენ და ლიზიკო კარგად ხართ
2kiss.gif 2kiss.gif
ისე მართლა არ უნდა ეთქვა დარახველიძეს მაგ დროს რომ დენა გქონდა რადგან დენის საშიშროება კიდე იყო და შენ ეს კარგად იცი და ძალიან დაძაბული იქნებოდი
ქალბატონის სურათს როდის დაგვიდებ?

Posted by: kvatunia24 26 May 2013, 21:22
Pumpula
მადლობა უფალს რომ ყველაფერმა კარგად ჩაიარა და შენც და პატარაც კარგად ხართ 2kiss.gif
* * *
ცრურწმენების ეშინია და არ გვანახებს მზეთუნახავს biggrin.gif

Posted by: makavel1 26 May 2013, 21:41
QUOTE
, ნაკერები ისე მტკიოდა დახმარების გარეშე წამოწევაც არ შემეძლო

ქალო პულტიანი საწოლები არ აქვთ მაანდ????

Posted by: sopo1977 26 May 2013, 21:46
Pumpula
ვაიმე ამეტირაsmile.gif რა კარგია, რომ ყველაფერი კარგად დამთავრდა. ღმერთმა ბედნიერი გიმყოფოს შენი პატარა..

Posted by: noniko77 26 May 2013, 21:57
Pumpula
2kiss.gif

Posted by: SPC 26 May 2013, 22:16
Pumpula
კიდევ ერთხელ გილოცავ smile.gif
ხოდა ექთნები ნეტავ რატომ ასე? მე პირიქით მომეჩვენა, არასოდეს არ ეზარებოდათ თითქოს შემოსვლა, რამდენჯერაც დამჭირდა რომ ბავშვისთვის გამოეცვალთ იღიმებოდნენ სულ. მაგრამ პრინციპში შენ მეტხანს იყავი და მეტი რამ გჭირდებოდა და ალბათ უფრო იჩინა თავი

Posted by: nobe 26 May 2013, 23:02
Pumpula
თვალზე მომადგა კურცხალიი. smile.gif ღმერთმა ბედნიერები გამყოფოთ მთელი ოჯახი. 2kiss.gif

Posted by: garfield1 26 May 2013, 23:06
Pumpula
ფუმფულჩიკ , კიდევ ერთხელ გილოცავ 2kiss.gif
იმედია უახლოეს მომავალში თუ არა, როდემსე მაინც გვაჩვენებ შენი გოგოს სურათს smile.gif
მიუხედავად იმისა რომ ჩაჩავას კლინიკით უკმაყოფილო ხარ ზოგადად, მაინც კარგია რომ არ გარისკე და ზურას დაუჯერე smile.gif

Posted by: Nanuuu 26 May 2013, 23:44
Pumpula
გილოცავ ფუმფულ. ღმერთმა ბედნიერები გამყოფოთ სამივენი 2kiss.gif
nobe-სი არ იყოს და მეც მომადგა კურცხალი smile.gif

Posted by: Sargerass 27 May 2013, 00:29
Pumpula
მეც ამეტირა და საკუთარივით განვიცადე... ყველაფერი ცუდი სამშობიაროში დარჩა და აწი ყველაფერი კარგად გექნებათ. 2kiss.gif 2kiss.gif 2kiss.gif ბედნიერები გამყოფოთ ღმერთმა 2kiss.gif 2kiss.gif

Posted by: gachumdii 27 May 2013, 12:12
Pumpula

გილოცავ. მთავრია ყველაფერი წარსულში დარჩა და ეხა კარგად გრძნობთ თავს ორივე 2kiss.gif

Posted by: Where Is Everybody 27 May 2013, 13:52
Pumpula
გილოცავ პატარა გოგოს 2kiss.gif 2kiss.gif

Posted by: denuestra 27 May 2013, 14:25
Pumpula
2kiss.gif 2kiss.gif გილოცავ

Posted by: ciko 27 May 2013, 23:05
ამატირა შენმა მონაყოლმა... მიხარია რომ ყველაფერი კარგად დამრთავდა.გილოცავ პატარას დაბადებას ღმერთმა ჯამრთელი და ბედნიერები გამყოფოთ 2kiss.gif

Posted by: FoXy 27 May 2013, 23:21
Pumpula
გილოცავ კიდევ ერთხელ, ყველაფერი ცუდი უკან არის, წინ უამრავი სიხარული გაქვთsmile.gif 2kiss.gif

Posted by: jaa 27 May 2013, 23:58
Pumpula
კიდევ ერთხელ გილოცავვ :** მთავარია, რომ ყველაფერი კარგად დამთავრდაა და კარგად ხართ ორივე

Posted by: სერაფიტი 28 May 2013, 12:39
Pumpula
მოკლედ, დაიბადა მთელი ფორუმის ნანატრი და ნალოლიავები გოგონა bis.gif
კიდევ ერთხელ გილოცავ, ფუმფულჩიკ..
მალე შენც გამართულად და გასწორებულად გაივლი და ყოველ საღამოს სუფთა ჰაერზე გაასეირნებ ბაწაწოს.

როგორც ამბობდა გურამიშვილი - "დედამ რა შვას ძე, პირველთა ჭირთ აღარ მოიხსენებსაო " smile.gif

Posted by: gzaabneuli 28 May 2013, 12:41
Pumpula
გილოცავ, ბედნიერი გოგო გაგეზარდოს smile.gif

Posted by: Pumpula 28 May 2013, 17:12
didi madloba kvelas 2kiss.gif xval da zeg ra iqneba ar vici,magram am chemma gartulebulma sakeisrom zogadad mshobiarobis shishi gamichina,gind bunebrivi ikos da gind sakeisro..rom makankalebda ukontrolod da cudad vikavi,camshi gavipiqre iqneb pirvelad da bolos vxedav chem gogos,albat ar amboben da ragac cudi xdebatqo..es shegrdzneba ise mcared chamrcha rom michirs davickeba..erti vici,meuglis dascreba iko sauketeso gadackvetileba,cudad kopnis cutebshi gverdit medga da misi xma odnav mimsubuqebda mdgomareobas

Posted by: emily2 28 May 2013, 19:19
QUOTE

Pumpula
გილოცავ.ყველაპერს საუკეტესოს გისურვებტ ორივესsmile.gif


Posted by: kvatunia24 28 May 2013, 19:39
Pumpula
აღარ იფიქრო მაგაზე და ნახავ როგორ მალე დაგავიწყდება, თან მეორეზე გააკონტროლებ რომ გეცოდინება და თავიდანვე ყურადღებით იქნები, ასე რომ ცუდზე ნუ უფუქრებ, დატკბი პატარას მოვლით და გაზრდით და ნახე რა მალე დაგავიწყდეს ყველაფერი 2kiss.gif

Posted by: tekco777 28 May 2013, 19:56
Pumpula
მუცელიი გაიკარი??თუ არ შეილება? მუცელი რჩება ძაან ?

Posted by: pravinia 29 May 2013, 09:27
Pumpula


გოგო კანკალი ფიზიოლოგიურმა მშობიარობამაც იცის და საკეისრომაც, კი იცი ორივე მაქვს გამოცდილი, ფიზიოლოგიურის მერე ლამის იყო ვხტუნავდი მაგიდაზე,
საკეისროს მერე რომ დამეწყო კანკალი, რაღაც მომცეს წამალი, საერთოდ გავითიშე, ალაგ-ალაგ მახსოვს მერე ყველაფერი smile.gif
ისე რომ მაგ კანკალის გამო არ დაფრთხე აგ გართულებების შედეგი არ იყო, ჩვეულებრივი მოვლენაა smile.gif

პ.ს. ისე როცა პრობლემური მშობიარობაა მაშინ ვხვდებით ხოლმე რაში ვიხდით დიდ თანხებს სუპერ-მეანებში და რა კარგია რომ არ დავზოგეთ საკუთარ და ბავშვის ჯანმრთელობის ფასად smile.gif

Posted by: emily2 29 May 2013, 11:21
QUOTE
გოგო კანკალი ფიზიოლოგიურმა მშობიარობამაც იცის და საკეისრომაც

გეთანხმები.მეც ფიზიოლოგიურად ვიმშობიარე და ისე ვკანკალებდი,ბავშვი გულზე მაწვა და მეშინოდა არ გადამვარდნოდა...

Posted by: niniko09 29 May 2013, 12:04
Pumpula
ფუმფულ, შენ ამ კანკალმა არ შეგაშინოს! სისხლის დაკარგვამ იცის და ზოგადად, მშობიარობის დროს თითქმის ბუნებრივი პროცესია, განსაკუთრებით საკეისროს მერე. ნინის დროს მეც დამეწყო ღამით სისხლისდენა, ოპერაციიდან რამდენიმე საათის შემდეგ და ყველა ის შეგრძნება გამოვცადე, რაც შენ აღწერე sad.gif მაგრამ ამას ნატალის მობრძანებისთვის ხელი არ შეუშლია 2kiss.gif მშობიარობის ტკივილები ავიწყდებათ დროთა განმავლობაში, კანკალი რას მიქვია biggrin.gif

Posted by: makavel1 29 May 2013, 13:00
pravinia
აუუ მეეც ისე მაკანკალებდა საკეისროს მერე ვხტუნაობდი ლამის ლოგინზე biggrin.gif biggrin.gif მეც რაღაც წამალი მომცეს მერე. ეგ მემგონი სპინალურის მოქმედება გადის ნელნელა და მაგის გამოა (?)

Posted by: Pumpula 29 May 2013, 13:09
tekco777

არ გამიკვრია, სად მქონდა მაგის თავი..მაგრამ 9 დღეა საკეისროდან და ოდნავ შებერილივით დამრჩა მხოლოდ მუცელი, ნელ-ნელა პატარავდება დღითი-დღე..

niniko09
pravinia
kvatunia24
იმედია დამავიწყდება.. smile.gif

emily2
მადლობა 2kiss.gif

Posted by: pravinia 29 May 2013, 13:15
makavel1


QUOTE
ეგ მემგონი სპინალურის მოქმედება გადის ნელნელა და მაგის გამოა

არა ეგ სისხლის დაკარგვის მომენტი უფრო მგონია, მე ფიზიოლოგიურის მერე გაცილებით მაგრად მაკანკალებდა,
დედაჩემი პანიკაში ჩავარდა რომ მნახა, ვერც ვლაპარაკობდი და სპინალურის მერე სხეული ნაკლებად მიკანკალებდა, მაგრამ კბილები ლამის ჩამელეწა givi.gif

Pumpula

დაგავიწყდება, თან უეჭველი, მე ვახუნაზე ისეთი საშინელი ტკივილები მქონდა, ბლოკშივე ვუთXარი ამირანს, მეორე ბავშვი ვინმემ რომ მიხსენოს მოვკლავთქო და დამცინა, მალე გნახავ აქვე ამ მაგიდაზეო biggrin.gif
ხოდა კი იცი რამდენიც მყავს ახლა ბალღები biggrin.gif

Posted by: makavel1 29 May 2013, 13:17
pravinia
აუუ მე ამ კანკალს დამატებული ისე მციოდა 2 საბანი მოვატანინე და მაინც ვიყინებოდი. კბილები მეც ჩამელეწა biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif ცემი ქმარი გაგიჟდა რა ჭირს უშველეთო

Posted by: pravinia 29 May 2013, 13:42
makavel1


QUOTE
2 საბანი მოვატანინე და მაინც ვიყინებოდი

აუ საბნების და ადიალების რაოდენობა არ ვიცი, იმდენი მეფარა, ნელ-ნელა რომ გადამაცალეს,
საოცარი სიმსუბუქის შეგრძნება დამეუფლა biggrin.gif

Posted by: BAXY 29 May 2013, 19:32
Pumpula
ძალიან მოქმედებს ჩემზე ხოლმე ამ ისტორიების წაკიტხვა მაგრამ შენმა განსაკუთრებით იმოქმედა, მეც ჩაჩავაში გავიკეთე საკეისრო ზურასთან, ჩემი ქმარიც დაესწრო და ძალიან კმაყოფილი ვარ.. თავს მშHვიდად ვგრზნობდი იქ რომ იყო, ჩემთვის ძალიან დიდი შვება იყო.. მე ვერაფერი ვერ ვიგრძენი, უფრალოს თავისით მომდიოდა ცრემლები smile.gif და რომ ამოიყვანეს ჩემი გოგო არ მომიყვანეს ეგრევე წაიყვანეს და შორიდან დამანახეს და მაგაზეც ავნერვიულდი , გასათბობად წაიყვანეს smile.gif
ექთნებს რაც შეეხება, ერთი გოგო იყო შავთმიანი ანა ერქვა მგონი მაგან რაც მიქნა რავიციი smile.gif) მკერდზე ვითომ მასაჟს მიკეთებდა და სისხლი მადინა , კანი ამაძრო, ეგ გოგო იყო სტერვა smile.gif სხვებს არაუშავდათ
და კიდე 1700ლარი ხომ გადავიხადეთ და კიდე პლიუს წამლები და 10 ტეტრიანი ბახილებიც რომ სჰენტვიტონ უნდა იკიდო პროსტა ტეხავს, და მაგაზე ცჰემმა ქმარმა დარახველიძეს უთხრა და რა ვქნა ჩემი სიტყვა არაფერი არ არისო და მე მაგ 300 ლარიდან 150ს ვიღებო და მერე 150ზე მეტ პასიანი ვისკი უყიდა ჩემმა ქმარმა , მარტო მაგ კაცის ვიყავი მანდ კმაყოფილი! ძალიან დადებითი ადამიანია smile.gif მოკლედ ამ შენს ისტორიას მივაბი ჩემი ისტორიის ნაწილი biggrin.gif

Posted by: sopho_94 29 May 2013, 19:46
pravinia
ამირანი როგორ სინჯავს,როგორი ხელი აქვს? სამშობიაროდ რო მიმიყვანენ ეგ გამსინჯავს ხო?

Posted by: BAXY 29 May 2013, 19:49
Pumpula
უი ხო გილოცავ smile.gif ღმერთმა დიდი და ჯამრთელი გოგო გაგიზარდოს :*

Posted by: catherina_10 1 Jun 2013, 22:41
Pumpula
ცირა გილოცავ ცჰემოკარგოგმერტმე დიდი კაბატო გაგიზხარაადოს, ძალაინ საყვარელია

Posted by: grafinia85 2 Jun 2013, 16:45
მოდი მეც დავწერ smile.gif
28 თებერვალს მქონდა დაგეგმილი საკეისრო, ზუსტად ამ დღეს ხდებოდნენ ჩემი ტყუპები 38 კვირის. დილით წავედით გაგუას კლინიკაში მე, ჩემი ქმარი და დედამთილი, ოდნავ ვნერვიულობდი, სიხარული ჭარბობდა ნერვიულობას.
გავიარე სტანდარტული პროცედურები, წვეთოვანის ჩადგმაზე იწვალა ექთანმა, როგორც მითხრა, სხვასთან ასეთი რამ არ მოსვლია, ალბათ ყველას ასე ეუბნება მეთქი გავიფიქრე მაშინ smile.gif გამიკეთეს ადგილობრივი გაუტკივარება, ფეხებში სითბო ვიგრძენი და ზეწარი ამაფარეს წინ, დავით გაგუა როდის შემოვიდა ვერ დავინახე. არც მომსალმებია და არაფერი უთქვამს, ალბათ სპეციალურად, რომ არ გამეგო როდის დაიწყო ოპერაცია. ვიღაც ქალი ეხმარებოდა , ამ ქალმა მკითხა, პირველი ბავშვი თავით დაბლაა თუ არაო, მე ვუთხარი არ ვიცი მეთქი. მერე არ ვიცი ეხო გადამიღეს თუ რა ქნეს, ამ ქალმა ჩაილაპარაკა, ორივე თავით დაბლაა ეს ვაფშე მაგარიაო. ეს სიტყვები რომ გავიგე, გამიხარდა, ანუ ოპერაცია სავარაუდოთ კარგად ჩაივლიდა. მაგრამ თან გული დამწყდა, ასეთი მდებარეობა თუ ქონდათ, იქნებ საკეისროს გარეშეც გამეჩინა თქო. ამ სიტყვების მერე მალევე გავიგე პატარას ტირილი და დამანახეს სისხლით და თეთრი საცხით მოსვრილი, აბღავლებული ჩემი პატარა ქალბატონი. გული სიხარულით ამევსო, ბავშვი მალევე გაიყვანეს და ალბათ დაახლოებით 5 წუთში ისევ დამანახეს ზუსტად იგივენაირად დასვრილი და იგივენაირად აბღავლებული ჩემი ბიჭი და ისიც გაიყვანეს, ამ დროს უკვე ღაპაღუპით მდიოდა ცრემლი. ცოტა ხანში პედიატრმა მაცნობა რომ დაიბადნენ ჯანმრთელები: გოგო 2 .8 კგ, 49 სმ და ბიჭი 3 კგ 50 სმ. ჩემზე ბედნიერი ალბათ არავინ იყო იმ წუთებში.
მერე მადლობა გადაუხადეს ბატონ დავითს, რომელიც მე შემოსულიც არ მეგონა biggrin.gif, მან ხელზე ხელი მომიჭირა და გამიღიმა, მეც გადავუხადე მადლობა და გავიდა. ამის შემდეგ ჭრილობის გაკერვა სხვებმა გააგრძელეს და ეს პროცესი უფრო დიდხანს გაგარძელდა, ვიდრე ოპერაცია.
შემდეგ გადამიყვანეს ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში. ცოტა ხანში მომიყვანეს ჩემი გოგო, შევხედე თუ არა ჩემი ცხვირი ვიცანი და მიუხედავად ამისა ძალიან ლამაზი მომეჩვენა ჩემი ბარტყი, რომელმაც გამალებით დაიწყო ძუძუს წოვა. ბიჭის შემოყვანას აგვიანებდნენ და ვნერვიულობდი, ვინც თავს შემოყობდა ყველას ვეკითხებოდი, ხო კარგად იყო ჩემი ბიჭი. მპასუხობდნენ ადაპტაცია გაუჭირდა და ცოტა ხნით ინკუბატორშიაო. მალე ბიჭიც მომიყვანეს, ბიჭი მამამისის ასლი გამოდგა, ძუძუს ისე აქტიურად არ წოვდა როგორც გოგო, მალე კანკალი ამივარდა და გაიყვანეს. მერე იყო დარეკვები, მოლოცვები, ტკივილი ( 5-ჯერ მოვითხოვე გამაყუჩებელი), უძილობა, ჩაი და სუხარი, შიმშილი 2 დღის განმავლობაში, და სხვა დისკომფორტები და იყო კიდევ ორი პატარა არსება. ბიჭი გაუთავებლად ტიროდა, გოგო მშვიდი თვალებით მიყურებდა.
ყველას ბედნიერ დედობას გისურვებთ.

Posted by: Pumpula 2 Jun 2013, 20:42
grafinia85
gilocav,sul ese bednierebis cremlebi gdiodes love.gif

Posted by: grafinia85 2 Jun 2013, 21:39
Pumpula
დიდი მადლობა, შენც გილოცავ :*

Posted by: sopo1977 2 Jun 2013, 21:50
grafinia85
გილოცავ! ღმერთმა გაგიზარდოს შენი პატარები. ანუ ლოყაც არ მოადებინეს?

Posted by: agnes 2 Jun 2013, 23:43
grafinia85

გილოცავ, ღმერთმა გაგიზარდოს ტყუპები

Posted by: grafinia85 3 Jun 2013, 11:46
agnes
მადლობა :*
sopo1977
მადლობა, არა მარტო დამანახეს smile.gif

Posted by: mar adentro 3 Jun 2013, 22:34
grafinia85

გილოცავ ორმაგ ბედნიერებას bis.gif

ძმები მყავს ტყუპები და ვიცი რა მაგარია სახლში ორი ერთნაირი და თან განსხვავებული love.gif რა დაარქვი პაწუკებს?

Posted by: dadu411 3 Jun 2013, 22:41
grafinia85 რა მაგარიიაა გილოცააავ :* ტყუპებზე ყოველთვის ვოცნებობდიი თაან გოგო და ბიჭიიი ძაან მაგარიაა ღმერთმა გაგიზარდოოს
love.gif love.gif

Posted by: anano_991 3 Jun 2013, 22:47
grafinia85
გილოცავ ღმერთმა ჯამრთელები გაგიზარდოოს 2kiss.gif
რა მაგარია ტყუპებიიიიიი 2kiss.gif

Posted by: Dido 4 Jun 2013, 12:24
სანამ ქაბატოს ძინავს იქნებ მოვასწრო დაწერა.
18 მაისს მქონდა დიუ დეითი, ხოდა 12 ში ღამით გამაღვიძა მოვლითმა ტკივილმა. ინტერვალები დავინიშნე და არ იყო რეგულარული, ხან 15 წთში იყო, ხან 1 სთში. მერე ხო საერთოდ გამიარა და დილით ჩვეულებრივ ავდექი. გულში ვფიქრობდი 12ში თუ გაჩნდა კარგი იქნება, დასვენების დღეათქო. ოდნავ მოვლითი ტკივილები მქონდა მაგრამ ძალიან არარეგულარულად. საღამოსკენ მოყავისფრო გამონადენი შევამჩნიე და დავურეკე ჩემს ექიმს. მითხრა რადგან მეორე მშობიარობაა შეიძლება მალე წავიდეს პროცესი და მიდი გაესინჯე მორიგეს და დამირეკეო. ჩემი დაქალი და ნათლული უნდ ამოსულიყვნენ ჩემთან და დავურეკე მეთქი თუ არ დამიტოვეს დავბრუნდები და მოდითქო. ზუსტად ვიცოდი რომ ასეთI მსუბუქი ტკივილით ყელი არ იქნებოდა გახსნილი და გამომიშვებდნენ. მივედი ჩაჩავაში, გამსინჯა მორიგე ექიმმა, ცოტა ასაკიანი ქალი იყო, ძალიან თბილად მომექცნენ ყველანი. ნუ ხელით გასინჯვა უსიამოვნოა მაგრამ მტკივნეული არაა. მოკლედ, ერთ თითზე ხარო გახსნილი, ყელი დარბილებულიაო, შეიძლება ამაღამ დაგეწყოს შეიძლება დილამდე არაფერი იყოსო, შენ გადაწყვიტე დარჩები თუ არაო. მეთქი არა, წავალ და თუ მომიმატა ტკივილმა დავბრუნდები. ხო ახლოს ცხოვრობო და მანქანა ხო გყავთო, მეთქი კი, ხოდა გამომიშვეს smile.gif დავბრუნდი სახლშI, მოვიდა ჩემი დაქალი, ვიჭორავეთ. ცოტა მომიმატა ტკივილებმა, სადღაც 10სთ იყო რო წავიდნენ და რო მივუხურე კარი და შევედი აბაზანაში აი იქ დამეწყოო, ვაი მეეე smile.gif ყოველ 3 წთში საშIნელი ტკივილი, ყავისფერმა გამონადენმაც იმატა. მეთქი წავედით დროზე. ჩემმა ქმარმა დაურეკა დედამთIლს რო მოსულიყო და დაეტოვებინა ჩემი შვილი. სადღაც 15 წთში მოვიდა, მანამდე ჩემი ქმარი მოკვდა ნეერვიულობით, ასჯერ დაურეკა მგონი. მე ძლივს ჩავიცვი და როგორც იქნა გავეტიე სახლიდან. გზაში ქმარს ვაფრთხილებდი ახლა მომივლის ტკივილი და უნდა ვიყვირო და არ შეგეშინდესთქო.ხოდა ასე კივილ-წივილით მივედით ჩაჩავაში. მანამდე დედაჩემიც ავიყვანეთ გზად, შევედი, გამსინჯეს და სამ თIთზეა გახსნა, ყელი გადასწორებულიაო და მალე გააჩენო. რაღაცებ ფორმებს მავსებინებდნენ, მეკითხებოდნენ ჩემი ჯანმრთელობის ისტორიას, როგორც იქნა მორჩნენ. გამოვიცვალე ტანსაცმელი, დედაჩემმა ხალათი ჩაიცვა და ავედით ზევით. შემიყვანეს სამშOბიარო ოთახში, ერთი დიდი ოთახი იყო, ცალკე საწოლი იდგა, ცალკე სამშOბიარო კრესლოსავით საწოლი. ძალიან ძალიან ძლიერი ტკივილები მქონდა, ვყვიროდი ბოლო ხმაზე და დედაჩემს ვთხოვდი მიშველეთქო smile.gif საწყალი. ჩემი ექიმიც მალევე მოვიდა რო გამსინჯა 4 თIთზე ხარო, სრული გახსნაა და გაუტკივარება გვიანი არისო, ცოტა მოითმინე და ჭIნთვები დაგეწყებაო. სადღაც 1 სთ მტკიოდა ასე აუტანლად და ვღმუოდი, ხან ვწვებოდი, ხან ბურთზე ვხტუნაობდი, დგომა ჯობიაო და ვიდექი და ვითმენდი იმ საშინელ ტივილს რომელიც კიდევ კაი მოვლითი იყო თორემ ნამდვილად ვერ გავუძლებდი. ცოტახანში ვიგრძენი რომ რაღაცა მაწვებოდა, თIთქოს კუჭში გასვლა გინდაო. მივხვდი ჭინთვები მეწყებოდა და გამიხარდა იმიტომ რომ იმ ჯოჯოხეთUრმა მოვლითმა ტკივილმა იკლო და მერე სულ გამიარა. ახლა გადავედით ჭინთვებზე, რაღაც სკმაზე დამსვეს და იქ ვიჭIნთებოდი, მეთქი ვაიმე კუჭში არე გავიდეთქო (ოყნა არ მქონდა გაკეთებული), ნუ ნერვიულობო ეგ არაფერიაო. ჭინთვების დროს ძლიერ ზეწოლას ვგრძნობდი და მტკიოდა და მინდოდა რო შემეკავებინა ეს ჭIნთვები, არადა ჩემი ექიმი მეუბნებოდა გაიჭIნთეო, როგორც იქნა გადამიყვანეს იმ სკამზე, ხელების მოსაკიდი ჰქონდა და იმას ჩავეჭიდე, ის ფეხების დასადები ძალიან უგემურად მეჩვენა, კინაღამ გამიშეშდა ფეხიდა ძLივს მოვირგე. ერთი ორჯერ გავიჭინთე. ხან დედაჩემი მაწყნაებდა ხან ჩემი ექიმი თორემ კინაღამ ისტერიკასში ჩავვარდი, არ მინდოდა რო გავჭIნთUლიყავი იმიტო რო მტკიოდა. საშIნელი წვა ვიგრძენი (ამ დროს თავი გამოდის როგორც ვიცი) ხოდა ვიყვირე მეწვისთქო, ერთიც გაიჭინთეო და გამოსულიაო და მართლაც ერთIც გავიჭIნთე და გამოსრიალდაა smile.gif 2ის 20წთ იყო, 11სთზე მივედი ჩაჩავაში. უმალ მომეხსნა ყველანაირი ტკივილი და ცოტახანში პატარას ხმაც გაისმა, დედაჩემი ტიროდა და შეხედე როგორი გოგო არისო მეუბნებოდა. მეც ვტიროდი ბედნიერებისგან და დამაწვინეს გულზე ჩემი თბილი გოგო, სულ სუფთა იყო, არც სისხლი არც რამე. გაჩუმდა და წყნარად იწვა მოპრუჭკნული ტუჩებით, მერე ძუძუს დაუწყო ძებნა და რო ჩავუდე ისე ძლიერად მოქაჩაა smile.gif ახლაც მტკივა ძუძუსთვაბიე ისე ქაჩავს biggrin.gif 2 სთ მეწვინა გულზე, პედიატრიც იქ იყო და აკვირდებოდა მის მდგომარეობას. მე ვუთხარი რო 12 კვირაზე კისრის ნაოჭი ჰქონდა შესქელებული და არაფერი არ სჭირს ამ ბავშVს სრულიად ჯანმრთელიაო, აი აქ ამოვისუნთქე შვებით და დავწყნარდი ორსულობის 12 კვირის მერე პირველად smile.gif მერე გადაივანეს იქით მაგიდაზე, აწონეს, (3კგ და 100გრ, არადა სერგომ 32 კვირაზე შემაშIნა დიდი ნაყოფი არისო) ჩააცვეს და მალევე შემოაგორეს ეტლი სადაც გადავჯექი და წამიყვანეს პალატაში. Bავშვიც ხელშI მეჭირა smile.gif ნაკერები არ დამიჭირდა, მხოლოდ ძალიან პატარა ნახეთქი მქონდა შიგნით რომელიც თავისთავად გაიწოვა და არაფერში შეუძლია ხელი. სადღაც 2 სთში წამოვდექი ჩემით ფეხზე და უპრობლემოდ დავდიოდი, დაჭიმულობას ვგრძნობდი და ეგ იყო, ასევე მომდევნო დღეებში ოდნავ მოვლითი ტკივილები მქონდა საშვილოსნო რო იკუმშებოდა.
წინა მშOბიარობა უფრო დიდხანს გაგრძელდა, თუმცა მაშIნ ვენური გაუტკივარება გავაკეთებინე და ასეთI ძLიერი ტკივილები არ მქონია, ჭინთვებიც უფრო უმტკივნეულო იყო ვიდრე ახლა. თუმცა მაშინ გარედან ნაკერი მქონდა და წესიერად ვერ ვჯდებოდი biggrin.gif
რო მეკითხებიან ადვილად იმშOბიარე თU არაო, ვეუბნები რომ ჩემთვის ძალიან რთUლი იყო და ისე კი ადვილად ითვლებათქო. ექთანმაც რო გაიგო 3 სთში გავაჩინე უF ხმა არ ამოიღოო.
ყველანაირი ტკივილი ღირს ამ ბედნიერებად რასაც ეს პატარა არსება განიჭებს bis.gif

Posted by: naneee 4 Jun 2013, 12:29
Dido
QUOTE
ხოდა ასე კივილ-წივილით მივედით ჩაჩავაში.

biggrin.gif რა საყვარელი ხარ. რა ბედნიერბაა მეორე შვილი. გილოცავ კიდევ ერთხელ 2kiss.gif

Posted by: Sargerass 4 Jun 2013, 12:34
Dido
გავსკდი ტირილით sad.gif ეგეთი ტკივილებისთვის ყველა ქალი მეცოდება რაა ;( მარა ზატო ჯილდოა რა ტკბილიი bis.gif bis.gif bis.gif გილოცაავ..ღმერთმა ბედნიერი, ჯანმრთელი და იღბლიანი გაგიზარდოს 2kiss.gif 2kiss.gif 2kiss.gif bis.gif

Posted by: Dido 4 Jun 2013, 12:40
naneee
QUOTE
რა ბედნიერბაა მეორე შვილი. გილოცავ კიდევ ერთხელ 2kiss.gif

დიდი მადლობა 2kiss.gif სასიძო როგორ მყავს? love.gif
Sargerass
დიდი მადლობა 2kiss.gif

Posted by: naneee 4 Jun 2013, 13:17
Dido
gigi.gif კარგადაა. ფოტოების თემაში დავდე სურათი user.gif

სარძლო ჩამიკოცნე 2kiss.gif

Posted by: anano_991 4 Jun 2013, 13:36
Dido
გილოცააავ კიდევ ერთხელ რა კარგად გიწერიაა მოგონებები 2kiss.gif 2kiss.gif

Posted by: makavel1 4 Jun 2013, 13:39
Dido
გილოცაააავ , ამეტირა შენ მოგონებებზე, დიდი გოგო გაგეზარდოს love.gif love.gif love.gif

Posted by: natalialuka 4 Jun 2013, 14:03
Dido

გენაცვალე, სხვა რა გზა გვაქვს, ასე წვალებით გვიწევს ჩვენი ნალოლიავები შვილების გაჩენა smile.gif

მალე დაგავიწყდება, სამაგიეროდ რა საყვარელი გოგო გყავს ეხლა და რა ტკბილი :*

Posted by: Dido 4 Jun 2013, 15:00
anano_991
დიდი მადლობა, შენს მოგონებებსაც ძალიან მალე წავიკითხავთ love.gif 2kiss.gif
makavel1
natalialuka
დიდი მადლობა გოგოებო 2kiss.gif

Posted by: gachumdii 4 Jun 2013, 17:14
როგორც იქნა მოვიცალე ჩემი მოგონების დასაწერად

31 მაისს რამოდენიმე დღის გახსნილი ვიყავი ერთ თიტზე.დილით ჩემ ქმარს ვეუბნები წვერი გაიპარზე რო რამე ბავშვს ასე ხო არ შეხვდებითქო და დღეს არ იქნება არაფერიო biggrin.gif რამოდენიმე საათში აღმოვაჩინე ყავისფერი გამონადენი.ექიმმა მოდიო გამსინჯა და უკვე ორ თითზე ვიყავი თან რაღაც ბუშტია რბილიო თუ რაღაც და დამტოვა. არ მტკიოდა არაფერი ამიშვეს პალატაში, იქ გოგოებს ველაპარაკებოდი ვეკითხებოდი ამბებს. მერე ნელ-ნელა მომემატა მოვლითი ტკივილი, ვფიქრობდი ეს არ მაწუხებს ზაან და ალბათ ის იქნება ძაააან მტკივნეულითქო. მერე 6 საათზე ისევ გამსინჯა ექიმმა 6 სანტიმეტრზე ხარო და დამაღვრევინა წყლები. აი მერე დაიწყო ნელ-ნელა რაც დაიწყო. ისე მტკიოდა გახსნებაც არ მინდა. ჩემი დაქალი მადგა თავზე მამშვიდებდა,მალე იქნებაო მიძახოდა. მერე 8 საათზე ექიმმა ისევ გამსინჯა და აი გასინჯვის დროს მოვლითმა ტკივილმა ლამის გამიყვანა კედლებზე. მეთქი ფეხი არ მოვუქნიო ექიმსთქო biggrin.gif ვაიმე ვერ გადმოვცემ რა გრძნობაა ეს ტკივილი.ფანჯრიდან მინდოდა გადახტომა, ჩემ დაქალს ვეუბნებოდი ასე რო გაგრძელდეს დილამდე (ეს დილა საიდან მოვიტანე არვიცი) რამეს მოვძებნი და ტავს მოვიკლავთქო. მერე მეტ შვილს აღარ გავაჩენთქო, მერე რატო გავთხოვდითქო და ასეთები უამრავი. როგორციქნა დამეწყო ჭინთვები, აქაც გამიჭირდა sad.gif ქოჩორი ჩანსო დაქალმა და მეთქი მატყუებთქო, ისე ვიყავი არეული აი ვერ გადმოვცემ. მერე გამოვიდა ტავიდა ვყვირი ეს რა არისთქო, ექიმმა წამომაწევინა თავიდ ა დამანახა და მერე ვიყვირე რატო დამანახეთქო. რამოდენიმე გაჭინთვაში დაიბადა. აყვირდა დამაწვინეს მუცელზე წამიერად და რას გავხარ შვილოთქო ერთი ეს მოვახერხე მეთქვა D: არ გაეხსნა გარგად ფილტვები, რაღაცეებს უკეთებდნენ თან არ მეუბნებოდნენ. ვერ იტირა კარგად ლუღლუღი მესმოდა მარტო. იმ ღამით ბლოკში ყავდათ დილით მომიყვანეს მე. მერე ნელ-ნელა მივხვდი რო შვილი მყავდა უკვე და დედა ვიყავი.
მშობიარობაზე რა "პრელესწებსაც" ამბობდნენ მე არაფერი მიგვრძნია მასეთი sad.gif ნაკერები სჰიგნიდან დამადო ექიმმა მაშინაც არ ვაცადე ისტერიკები დამემართა ნემსს რო ვხედავდი. ერთი სიტყვით მეორე შვილს საკეისროი გავაცენ როცა იქნება.
მკერდზე მაქ პრობლემები ვიწურავ ყოველდღე, თAნ თავები მტკივა რო ვაჭმევ მატირებს ისე. როდის დამთავრდება ეს კოშმარი არვიცი sad.gif
სამაგიეროდ ჩემი 49 სანტიმეტრიანი ბიჭუნა მყავდა და რო ვუყურებ ერთიანი სითბო მეღვრება სულსა და გულში. ადრე მეგონა ბედნიერად და ხალისით ვცხოვრობდი და ეხა ვხვდები რო ამასთან შედარებით არაფერი იყო. ორჯერ და სამჯერ უფრო ბედნიერი ვარ ჩემს სისხლს და ხორცს რო ვხედავ. ისეთი თვალებით იცის ყურება, ერთხელ გამომხედა და გამიღიმა love.gif არც ღამე გაღვიძება მაწუხებს და არაფერი. მისი სუნი ისე მიყვარს ერთუ წუთით ვერ ვცილდები. ჭირვეული არარის და იმედია ასე გავაგღძელებთ

მემგონი არაფერი გამმრჩენია smile.gif

Posted by: stasia 4 Jun 2013, 17:22
Dido
gachumdii


გილოცავთ ორივეს კიდევ ერთხელ, ბედნიერები და ჯანმრთელები გაგეზარდოთ

Posted by: makavel1 4 Jun 2013, 17:23
gachumdii
გილოცააავ, გაუტკივარება რატომ არ გაიკეთე?

Posted by: gachumdii 4 Jun 2013, 17:24
stasia

მადლობა დიდი

makavel1

მადლობა. აქ გაუტკივარების ამბავი ჯერ დაუხვეწავია

Posted by: blblbl 4 Jun 2013, 17:30
gachumdii

გილოცავ ბედნიერი დედიკო იყავი smile.gif


QUOTE
აქ გაუტკივარების ამბავი ჯერ დაუხვეწავია

სად ხარ?

Posted by: gachumdii 4 Jun 2013, 17:33
blblbl

მადლობა :*

ქუთაისში.


Posted by: blblbl 4 Jun 2013, 17:35
gachumdii
ვა არადა აქებენ მანდ სამშობიაროებს,არ მგონია თუ არ ჰქონდატ გაუტკივარება.არაუშავს ყველაფერი უკან დარჩა და პატარა გყავს smile.gif

პ.ს.ისე რომ ვიცოდე იქ მიწევს მსობიარობა სადაც გაუტკივარება არაა შანსი არაა ფიიოლოგიურად გავაჩინო,ყოჩაღ შენ biggrin.gif

Posted by: ქინქლა 4 Jun 2013, 17:36
Dido
ბედნიერი დედა იყავი, შენთან ერთად გავიარე მთელი მშობიარობა; სასიამოვნოდ დამთბა 2kiss.gif ბედნიერები გაგიზარდოს ღმერთმა პატარები

Posted by: gachumdii 4 Jun 2013, 17:42
blblbl

რავიცი ჯერ აქ მე გაუტკივარება გაკეთებული ნაშობიარები მე არ მინახავს. მეორეს სანამ გადავწყვიტავ მანამდე დახვეწავენ მაგ ამბავსაც ალბათ, თუ არადა საკეისრო.

QUOTE
ისე რომ ვიცოდე იქ მიწევს მსობიარობა სადაც გაუტკივარება არაა შანსი არაა ფიიოლოგიურად გავაჩინო,ყოჩაღ შენ


სხვა გზა არ მქონდა აბა smile.gif

Posted by: blblbl 4 Jun 2013, 17:45
gachumdii
საკეისროს მოვითხოვდითქო ეგ ვიგულისხმე მე და შენ ყოჩაღ რომ არ იფიქრე და გააჩინე შენით,მაგაზე მაგარი არაფერია smile.gif

Posted by: gachumdii 4 Jun 2013, 17:46
blblbl


ა ხო არასწორად წავიკითხე smile.gif

Posted by: Sargerass 4 Jun 2013, 18:20
gachumdii
ვაიმეე როგორ დატანჯულხარრ... ბევრისგან მსმენია, წყლები დამაღვრევინეს და მას მერე უკვე არანორმალური ტკივილები აქვთ.. ასე ძალით როცა იწვევენ მშობიარობას იქნებ მაგისი ბრალია ეგეთი ტკივილები? გამწარდებოდი აბა რა იქნება. მთავარია პაწუკა ანგელოზი გყავს ეხლა.. :*:*:* აბა სულ ჯანმრთელობას და ბედნიერებას გისურვებთ და ყველაფერს კარგს 2kiss.gif 2kiss.gif 2kiss.gif

Posted by: Dido 4 Jun 2013, 19:05
gachumdii
გილოცავ რო ყველაფერი კარგად დამთავრდა.
ხოო ნამდვილად ფანჯრიდან გადაგახტუნებს ისეთი ტკივილია. გაუტკივარება მოითხოვეთ გოგოებო აუცილებლად მითუმეტეს იმათ ვინც პირველად მშობიარობთ. იმ ტკივილის გაძლება და ატანა ძალიან ძნელია. არ გაშინებთ 2kiss.gif

stasia
მადლობა 2kiss.gif
* * *
ქინქლა
დიდი მადლობა 2kiss.gif შენც ბედნიერები გიმყოფოს ღმერთმა შენი პატარები 2kiss.gif

Posted by: ciko 4 Jun 2013, 20:25
Dido
gachumdii
გილოცავთ ორივეს ბედმიერ დედობას გისურვებთ 2kiss.gif

Posted by: Pumpula 4 Jun 2013, 20:32
gachumdii
Dido
gilocavt gogoebo 2kiss.gif bunebrivis gogoebi idzaxian sakeisroo,me ki ise mcared maxsendeba is kankali da mere nakerebis tkivili rom ase mgonia bunebrivi uketesiatqo biggrin.gif

Posted by: blblbl 4 Jun 2013, 21:57
Sargerass
ძალიტ არ იწვევენ,მსობიარობა დაწყებულია,ბუშტი უნდა გაიხეთქოს რომ პროცესი დაისწყოს,როცა უკვე ტკივილებში სუალედი მცირეა და ბუშტი თAვისით არ სკდება უნდა დაღვარო წყალი.ტკივილებს შორის სუალედების მიხედვით ხეთქავენ ბუშტს,თAვისით რომ გასკდეს მაშინაც იგივე ტკივილი იქნება smile.gif

Posted by: tekco777 4 Jun 2013, 22:44
Gilocaav :**
Vaimeee ra vkna agar vici bunebrivad gavachino tu sakeisro gaviketo (((

Posted by: jaa 5 Jun 2013, 00:15
blblbl
და ბოლოს რომ გახეთქონ? ანუ თუ თავისით არ გასკდა, ბარებ ბოლომდე რო გაიხსნას და მერე გახეთქონ არ შეიძლება?

Posted by: tekco777 5 Jun 2013, 00:46
Pumpula
ნაკერი ძან გტკიოდა? რამდენ ხანში გაგიარა ტკივილებმა??

Posted by: blblbl 5 Jun 2013, 00:57
jaa
ბავშვის გულისცემას უკვირდებიან და იმის მხიედვით იქცევიან ასე რომ ბოლოს გავხეთქოთ რომ არ ასტკივდესო არა მასე smile.gifხო კიდევ დეიდაჩემსაც ძალით გაუხეთქეს ბუშტი,მაგრამ სულაც არ დასწყებია აუტანელი ტკივილი smile.gif

Posted by: agr_bak 5 Jun 2013, 03:41
Sargerass
QUOTE
წყლები დამაღვრევინეს და მას მერე უკვე არანორმალური ტკივილები აქვთ.. ასე ძალით როცა იწვევენ მშობიარობას იქნებ მაგისი ბრალია ეგეთი ტკივილები?

ტკივილი წყლების დაღვრასთან კავშირში არ არის

ძლიერი ტკივილი შეიძლება გამოიწვიოს დამაჩქარებლის გაკეთებამ

Posted by: Pumpula 5 Jun 2013, 07:17
tekco777
ai pirveli 3-4 dge martla dzalian mtkioda,mere ukve diskomporti da dachimuloba mqonda,bolomde celshi gamartuli ver davdiodi,sadgac me-9,me-10 dgidan gaviare da vigrdzeni tavi adamianad

Posted by: tekco777 5 Jun 2013, 08:05
Pumpula
meshinia bunebrivad upro mware ar ikostko da magito vpikrob sakeisroze exla sanam dros ro gadavwyvito

Posted by: Pumpula 5 Jun 2013, 08:51
tekco777

ჩვენება არა გაქ ე.ი. საკეისროსი ხო?ნუ არ ვიცი რა გირჩიო, მე შენ ადგიალს ბუნებრივად გავაჩენდი გაუტკივარებით

Posted by: tekco777 5 Jun 2013, 09:56
Pumpula
Pumpula
Ara xo chveneba ar mak da , errti mag gautkivarebis imedi mak , mshishara var dzan da ....

Posted by: makavel1 5 Jun 2013, 11:26
tekco777
მეც იგივეს გირჩევ, გაიკეთე გაუტკივარება და გააჩინე ფიზიოლოგიურად.

Posted by: SPC 5 Jun 2013, 11:32
ჩაჩავაში ვინც იმშობიარეთ, 1 თვეში გინეკოლოგმა დაგიბარათ გასინჯვაზე? ანუ ასეთი წესი აქვთ თუ მარტო მე მითრხა და ინდივიდუალურია?

Posted by: kvatunia24 5 Jun 2013, 11:33
tekco777
გაიკეთე გაუტკივარება, დამიჯერე იმაზე დიდი ბედნიერება არ არსებობს პატარას რომ გულზე დაგაწვენენ, ეს უნდა გამოსცადოს ყველა ქალმა აუცილებლად smile.gif მეორე ბედნიერება კი ის იქნება თუ ექიმს მოუსმენ, პანიკას არ აყვები და ყველაფერს ისე გააკეთებ როგორც გეტყვის ჩახევა ჩაჭრა და ეგენი არ გექნება, არც ნაკერები და შესაბამისად ძალიან მალე დადგები ფეხზე, საკეისროს მერე კი რაც არ უნდა კარგად გადაიტანო მაინც ნაკერები გაქვს დისკომფორს გამიცდი და ბოლომდე ვერ შეიგრძნობ იმ ბედნიერ წუთებს წინ რომ გელის smile.gif მთავარია შიში როგორმე დაამარცხო, იფიქრე იმაზე რომ გაუტკივარებით ვერაფერს გაიგებ და თან მალე პატარას უნდა ჩაეხუტო 2kiss.gif

Posted by: ათულია 5 Jun 2013, 11:38
kvatunia24
QUOTE
საკეისროს მერე კი რაც არ უნდა კარგად გადაიტანო მაინც ნაკერები გაქვს დისკომფორს გამიცდი და ბოლომდე ვერ შეიგრძნობ იმ ბედნიერ წუთებს წინ რომ გელის

საკუთარი გამოცდილებიდან წერ?

QUOTE
არ არსებობს პატარას რომ გულზე დაგაწვენენ,

ამას საკეისროს დროსაც განიცდი smile.gif)

მოკლედ არავის ეგონოს რომ საკეისროს პროპაგანდას ვეწეოდე, ვისაც რა და როგორ უნდა ღმერთმა ისე მოუმართოს ხელი მაგრამ სხვების გამოცდილებით და ერთეულების შეხედულებებით ასეთ დასკვნებს ნუ გამოიტანთ.
ყველაფერი როგორც ყოველთვის ინდივიდუალურია.

Posted by: kvatunia24 5 Jun 2013, 11:46
ათულია
უამრავი გოგოს გამოცდილებით და კიდევ იმ გოგოებით ვინც ჩემს გვერდით იწვნენ, ისეთი არაადამიანური ხმები მესმოდა გვერდით პალატიდან სადაც ნაკეისრალები იწვნენ რომ მე ათიათასჯერ მირჩევნია ის სამშობიარო ტკივილები გავიარო და მერე ვიყო მშვიდად smile.gif
QUOTE
ამას საკეისროს დროსაც განიცდი

როგორც ვიცი საკეისროს დროს გულზე არ გაწვენენ smile.gif
არც მე ვახვევ ვინმეს თავს ჩემს აზრს, უბრალოდ, გამოცდილებას ვუზიარებ ჩემსას, ვურჩევ რომ შიშის გამო არ ღირს დანის ქვეშ დაწოლა, მაშინ როცა არსებობს გაუტკივარება და შანსი იმის რომ ბუნებრივად შენით გააჩინო, მაქსიმალური დისკომფორტის გარეშე smile.gif

Posted by: garfield1 5 Jun 2013, 11:56
kvatunia24
ექიმს გააჩნია ნუც, ქორიძე არც ფიზიოლოგიურის მერე არ უტოვებს ბავშვს დედას, მაქსიმუმ ლოყა მიადებინონ და ეგაა სულ , გაყავთ ეგრევე შესამოწმებლად და მერე მოყავთ უკანო, ასე მითხრა ჩემმა დაქალმა. მე რჩევას ვერავის მივცემ , ერთი ის ვიცი ზუსტად რომ ფიზიოლოგიურად ვერ გავაჩენ გამორიცხულია.

Posted by: ათულია 5 Jun 2013, 12:09
kvatunia24
მე ცოტახანი დამაწვინეს გულზე

პირადად მე საღამოს 4-ზე გამიკეთეს და დილით 7 ზე ფეხზე ვიყავი, ფიზიოლოგიურად ნამშობიარებლები კი ისე გაეწერნენ და წავიდნენ სიარულიც კი ძალიან უჭირდათ.
+ სახლშიც დამხმარე და მომხმარე არავინ იყო და მარტო ვზრდიდი, სიმძიმესაც ვწევდი და საქმეს ვაკეთებდი ოჯახში


QUOTE
ვურჩევ რომ შიშის გამო არ ღირს დანის ქვეშ დაწოლ

სხვათაშორის შიშიც უკვე ჩევნებაა


QUOTE
არც მე ვახვევ ვინმეს თავს ჩემს აზრს, უბრალოდ, გამოცდილებას ვუზიარებ ჩემსას

ფიზიოლოგიურად ხარ ნამშობიარები და საკეისროზე სხვების ნასაუბრალით დასკვნების გაკეთება მემგონი არაა სწორი.

განწყობაზე და ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზეც ბევრია დამოკიდებული

და ბოლოს მე მოვრჩი ამაზე საუბარს
(იმიტომ არა რომ არ მსიამოვნებს უბრალოდ ბევრი საქმე მაქვს smile.gif )

QUOTE
ყველაფერი როგორც ყოველთვის ინდივიდუალურია.


Posted by: kvatunia24 5 Jun 2013, 12:17
garfield1
რა უბედურებაა? biggrin.gif ნუ ყველას თავისი ხასიათი აქვს, მე მაგალითად ძალიან მომწონს გულზე რომ აწვენენ და კაი ხანი ტოვებენ დედასთან smile.gif
ვაიმე ხალხო მე ხომ არ მოვუწოდებ ვინმეს გინდა თუ არა ფიზიოლოგიურად იმშობიარეთთქო? ჩინურად ვსაუბრობ? უბრალოდ ვურჩიე ადამიანს რომ თუ ისეთი პანიკური შიში არ აქვს და თან აქვს იმის იმედი რომ გაუტკივარებით თუნდაც ფსიქოლოგიურად გაუძლებს მშობიარობას, ბევრად უკეთესია დედისთვისაც და ბავშვისთვისაც. კი ბატონო ინდივიდიუალურია ყველა, აქაც უთქვამს რამოდენიმეს საკეისროდან ორ სამ საათში ჩიტებივით ვიყავითო, მაგრამ ეგ ხომ არ ნიშნავს იმას რომ ყველა ასე იქნება? ისიც გამიგია ფიზიოლოგიურის გოგოები ვერ დადიოდნენ კაი ხანსო, კი ბატონო ასეც ხდება, მაგრამ ალბათ უფრო გართილებული მშობიარობის შემთხვევებში როცა ორგანიზმი დაცლილი და გადაღლილია. იმას კი ვერავინ დამაჯერებს ვერავინ, რომ თუნდაც ფიზიოლოგიურად ნამშობიარევ დაღლილ და ნატანჯ ორგანიზმს ნაკერები და იმის ტკივილები ჯობდეს რაიმეთი, ფიზიოლოგიურის მერე ბევრი ბევრი ორი სამი დღე გქონდეს დისკომფორტი თუ ნაკერები და ნახეთქები არ გაქვს და საკეისრო მაინც ოპერაციაა, ნაკერს მიხედვა უნდა, გტკივა, სიმძიმე გაწვება, ბავშვი ვერ აგყავს წესიერად და წელში ვერ იმართები, როგორ დავიჯერო რომ ასეთი კარგია საკეისრო?

Posted by: ათულია 5 Jun 2013, 12:23
kvatunia24
QUOTE
ბევრად უკეთესია დედისთვისაც და ბავშვისთვისაც


რა შუაშია დედისთვის და ბავშვისთვის?

QUOTE
როგორ დავიჯერო რომ ასეთი კარგია საკეისრო?

QUOTE
ჩინურად ვსაუბრობ?


facepalm.gif

Posted by: tamar1586 5 Jun 2013, 12:29
ესეიგი აქ ამ კითხვის დასმა უნდა აიკრძალოს - "ვერ გადამიწყვეტია საკეისრო თუ ფიზიოლოგიური? " givi.gif

თუ ყველაფერი ინდივიდუალურია, მაშ რა აზრი აქვს ამ კითხვის დასმას? ან პასუხის გაცემას? biggrin.gif
ამის ნაცვლად მივუთითოთ მშობიარობის მოგონებების თემისკენ, ან გავხსნათ თემა სადაც პოსტ-მშობიარობის რეაბილიტაციის პერიოდს აღვწერთ და ეგ იქნება smile.gif იქნება მხოლოდ პირადი გამოცდილება და მავანი თავად გადაწყვეტს რა გზით გააჩინოს შთამომავალი smile.gif


უი, მშობიარობის მოგონებებში ვყოფილვართ biggrin.gif

Posted by: Mafanya 5 Jun 2013, 12:30
გოგოებო რა მაგის პასუხია და ვინმე არის აქ ვინც საკეისროს მერე ფიზიოლოგიურად იმშობიარა?
მე პირველი საკეისრო მაქვს გაკეთებული ( ბავშვი იჯდა) და მეორეზე დავიწყე აქტიურად ფიქრი tongue.gif თუ როგორც მე ვგეგმავ ისე გამოვა ყველაფერი 3 წელზეცოტა მეტი იქნება გასული საკეისროდან და ფიზიოლოგიურად მინდა ძალიან user.gif

Posted by: kvatunia24 5 Jun 2013, 12:35
თავში შემოსარტყმელი რა დავწერე?
user.gif
კაი გავედი მე მაგნიტური დღეებია აშკარად biggrin.gif ბოდიში თუ ვინმე შევაწუხე ჩემი აზრებით.

Posted by: gachumdii 5 Jun 2013, 12:44
Sargerass

Dido

მადლობა გოგოებო კიდევ ერთხელ.

Dido

და შენც გილოცავ ასევე პაწუკას დაბადებას :*


ათულია

გეთანხმები აბსოლიტურად.

პირადად მე მაქვს დღემდე ტკივილი და დღემდე ვერ დავდივარ წესიერად, რა მნიშვნელობა აქვს სად გექნება ნაკერი?

ვერ გამარჩევდით ნაკეისრალისგან ისეთ დღეში ვიყავი. არ მქონია გართულება არანაირი, უბრალო ჩახევა იყო

Posted by: kvatunia24 5 Jun 2013, 12:57
QUOTE
უბრალო ჩახევა იყო

უბრალო ჩახევა ძალიან მარტივია? biggrin.gif სასწაული პირდაპირ, აუცილებლად სისხლდენა უნდა გქონდეს რომ გართულებულად ჩაითვალოს? პირადად მე ყელის გახსნის პროცესი გამეწელა თორემ უშუალოდ ჭინთვები მქონდა არაჩვეულებრივი სულ 3 4 გაჭიბთვაში გავაჩინე მაგრამ 3 ნახეთქი მაინც მქონდა, ნაკერებიც მედო მაგრამ საღამოს უკვე დავდიოდი ჩვეულებრივად და არაფერიც არ მაწუხებდა მიუხედავად ნაკერების მცირე დისკომფორტისა.

Posted by: anano_991 5 Jun 2013, 13:05
QUOTE
უი, მშობიარობის მოგონებებში ვყოფილვართ biggrin.gif

lol.gif lol.gif lol.gif

Posted by: _იუზერნეიმი_ 5 Jun 2013, 13:13
kvatunia24
QUOTE
თავში შემოსარტყმელი რა დავწერე?


აშკარად არაფერი.
ნეიტრალურ პირობებში,როცა უბრალოდ არჩევანზეა საქმე , საკეისროზე რატომ უნდა იფიქრო?
თუ შიში და სხვა ფსიქოლოგიური თუ ფიზიკური პრობლემებია, მაშინ სხვა რა გზაა, უნდა გაიკეთო საკეისრო.
გართულებები კი ორივე შემთხვევას შეიძლება მოყვეს. მგონი ძაან მარტივია.

Posted by: garfield1 5 Jun 2013, 13:16
kvatunia24
მართლა ძაან ინდივიდუალურია.
მე მეგობარი მყავს, ორი ბავშვი ყავს საკეისროთი გაჩენილი, თვითონ პატარაა ტანით და ბავშვები 5 კილოზე ნაკლები არცერთი არ ყოფილა. ხოდა ნაკერი ისე ურთულდებოდა, მეანის მიზეზით არა, უბრალოდ ორგანიზმი ვერ ეგუებოდა და ლამის მთელი თვე ქონდა ხოლმე პრობლემა , მაგის გამო მეტი ბავშვის ხსენება არ უნდა, ისეთიც ვიცი ვინც მეორე დღესვე ჩიტივით იყო და წელშიც გადასარევად იმართებოდა.
ასევე ფიზიოლოგიურზეც, ბიცოლაჩემმა პირველი ბავშვი რომ გააჩინა, ზუსტად 3 თვე წესიერად ვერც ჯდებოდა და ვერაფერს ვერ აკეთებდა ისეთ დღეში იყო. ჩემმა დამ კიდე ძლივს მიასწრო სამშობიაროში და ყოველგვარი ნაკერის და ნახეთქის გარეშე გააჩინა ბავშვი . ხოდა ასე დასკვნის გამოტანა რთულია ძალიან, თან განწყობას გააჩნია. შეგუებული რომ ხარ წინასწარ რომ გინდა საკეისრო, გეგმავ და იცი , მგონი არც გექნება პრობლემა , ასევეა ფიზიოლოგიურზეც ალბათ .

Posted by: gachumdii 5 Jun 2013, 13:21
QUOTE
უბრალო ჩახევა ძალიან მარტივია?  სასწაული პირდაპირ, აუცილებლად სისხლდენა უნდა გქონდეს რომ გართულებულად ჩაითვალოს?


შენ წერდი ზემოთ რო თუ რამე გართულებები არ ექნებაო, ამიტომ ავღნიშნე მე ეს როგორც უბრალო ჩახევა არავითარი სხვა გართულება არ მქონიათქო. მე ჩემი გამოცდილებით ვლაპარაკობ სხვას არც ვუყურებ
* * *
QUOTE
ისიც გამიგია ფიზიოლოგიურის გოგოები ვერ დადიოდნენ კაი ხანსო, კი ბატონო ასეც ხდება, მაგრამ ალბათ უფრო გართილებული მშობიარობის შემთხვევებში როცა ორგანიზმი დაცლილი და გადაღლილია.


აჰა ამაზე ვამბობ

Posted by: pravinia 5 Jun 2013, 13:29
ფიზიოლოგიური მაქვს ანგარიშზე ორი, ერთი გართულებული, ერთი არა,
ერთიც საკეისრო, რეაბილიტაციის თვალსაზრისით საკეისრო იყო გაცილებით რთული;
ანუ ერთი ორგანიზმის (ანუ ჩემი ორგანიზმის) მაგალითზე მშობიარობის ორი სახეობა რომ შევადაროთ,
გავითვალისწინოთ ის რომ არ ვარ მშიშარა, წიკიანი, ორგანიზმი კარგად ექვემდებარება რეაბილიტაციის პროცესს,
შემიძლია ვთქვა, რომ საკეისროს დროს- მერე გტკივა, ფიზიოლოგიურის დროს- მშობიარობამდე, ასევე საკეისროს შემდეგ ტკივილი გრძელდება 3-4 დღე, ფიზიოლოგიურის დროს 1 დღე განსაკუთრებული მძიმე შემთხვევების გამოკლებით;
ხოლო რეაბილიტაციის ხანგრძლივობა გაცილებით მეტია საკეისროს შემდგომ;
ასევე საკეისროს შემთხვევაში ჭრილობა და ნაკერი, გაცილებით სერიოზულია და ძალიან დიდი სხვაობაა ქვედა ნაწილში დადებულ ნაკერებსა და გაჭრილ მუცელსა და საშვილოსნოს შორის;


საკეისროს მერე 4 ცდის შემდეგ მოვახერხე და ავდექი ექიმების დახმარებით, მინდოდა ქმარს ფეხზე დავხვედროდი,
3-ჯერ მოსასულიერებელი გავხდი, წნევა მივარდებოდა და გული მიმდიოდა, მეოთხე ჯერზე მოვახერხე და ავდექი,
ორი ქალი მიჭერდა და ძლივს გავიარე;
ფიზიოლოგიურის მერე ორივე ჯერზე თავად წამოვდექი, მოვწესრიგდი და ბავშვების ოთახში გავბოდიალდი,
არანაირი გულის წასვლები, თან იმავე დღეს, სადღაც 4-5 საათში მშობიარობიდან და მეორე დღეს საერთოდ ჩიტივით ვიყავი;

მოკლედ ჩემი აზრით თუ საკეისროს სამედიცინო ჩვენება არ გაქვს ქალს, სჯობს ორსულობისას მშობიარობის შიშის დასაძLევად
ფსიქლოგს მიმართო, მერე გაუტკივარება გაიკეთო და სულ ღიღინ-ღიღინით იმშობიარო bis.gif bis.gif bis.gif

Posted by: blblbl 5 Jun 2013, 13:31
ვაიმე ვისაც გინდატ რომ გააჩინოთ ფიზიოლოგიურად და ვისაც საკეისრო უნდა არ უჩიცინოთ რატ გინდა ფიზიოლოგიურად გააჩინე საკეისრო ხიხია და რამე არააა? biggrin.gif უდმივად ეს ამბავი როგორ უნდა იყოს,საერთოდ ვის რა გკითხავთ ვინ როგორ გააჩენს,უნდა საკეისრო და აჩენს,სულ რომ არ ეტკინოს და ვერაფერი გაიგოს ფიზიოლოგიურისას საკეისრო უდნა მისი საქმეა მხოლოდ ,რა საჭიროა ამ საშინელებათა სცენარის მოყოლა ყოველჯერზე თუ რა ცუდია საკეისრო,ცოტა დაფიქრდით იმაზე რომ ამით უფრო თრგუნავთ ადამიანს.გააჩინე გეტკინა აიტანე?შენ არჩევანი იყო ვიღაცას არ უდნა მიეცით უფლება თითონ გადაწყვიტოს smile.gif

Posted by: nanuka15n 5 Jun 2013, 13:33
blblbl
გეთანხმები აბსოულუტურად smile.gif

Posted by: kvatunia24 5 Jun 2013, 13:33
-username-
რა ვიცი მე კაცო, ხალხია გაღიზიანებული და გააგრესიულებული თუ მე ვერ გამოვხატავ აზრს ვერ გავიგე biggrin.gif როცა სხვა გზა არ გაქვს და აუცილებლად უნდა გაკეთდეს საკეისრო, ან ფსიქოლოგიურად იცი რომ ვერ გადაიტან მშობიარობას და უკეთეს ვარიანტში მწვავე ნევროზი უარეს შემთხვევაში ფსიხოზი გაქვს გარანტირებული კი ბატონო, არავინ გიშლის დაგეგმე, გაგჭრიან გაგკერავენ და ვერაფერს გაიგებ, სესაბამისად შეგუებული ხარ იმ ჭრილობასაც, იმ ნაკერებსაც და იმ შემდგომ რიაბილიტაციის პროცესსაც, მაგრამ მარტო იმიტომ რომ ოდნავ გეშინია, მშობიარობის თან, როცა გაქვს საშუალება გაუტკივარება გაიკეთო და ისე გამოაძრო ბალღი ვერაფერი გაიგო რატომ უნდა გააჭრევინო თავი? არ მესმის და რა ვქნა, მაგრამ კიდევ ვიმეორებ და 1000 ჯერ გავიმეორებ, ყველამ თვითონ უნდა გააკეთოს არჩევანი, რამდენიც არ უნდა ვიტლიკინო მე აქ ჩემს ნათქვამზე არავინ არ იზამს რამეს biggrin.gif
garfield1
ხო რა მაგას ვამბობ მეც ზოგს საკეისრო გადააქვს რთულად ზოგს პირიქით და რა მოხდა მერე.
gachumdii
უბრალო ჩახევა არ არსებობს, ჩახევა ჩახევაა და ნაკერი გჭირდება ხო? გტკივა გაწუხებს, ღმერთმა დაგიფაროს და შეიძლება გაგირთულდეს ნაკერი ხო? + ამას საშინელი დისკომფორტი გაქვს smile.gif

Posted by: tamar1586 5 Jun 2013, 13:37
blblbl
შენი ეს საკეისროს აგიტაციის პოსტები მომაკვდინებელია ხოლმე, გეფიცები smile.gif
არავინ არავის უწყვეტს, გაიგეთ ეს კაცო, იკითხა წინა გვერდზე ადამიანმა, ვერ გადამიწყვეტიაო და დაწერა ყველამ თავისი აზრი ვახ ეს ერთი,
მეორეც, მე მინდა საკეისროს შევაქებ, მინდა ფიზიოლოგიურს რამენაირად სხვისი ნებართვის გარეშე rolleyes.gif
არავინ არ ყვება საშინელ სცენარს, ნინიკო და ნუ ხარ ასე მიკერძობული კაი? wink.gif

Posted by: Mafanya 5 Jun 2013, 13:38
საკეისროს მერე ფიზიოლოგიურად აჩენინებენ საქართველოში?

Posted by: natalialuka 5 Jun 2013, 13:38
pravinia

არ ვიცი როგორ არ დაგეთანხმო smile.gif აფსპლიტურად კარგად დაასაბუთე ყველაფერი smile.gif

საშინელი ტკივილები მქონდა მშობიარობისას, მაგრამ ბავშვი დამაწვინეს თუ არა თიტქოს აღარაფერი აღარ მტკიოდა smile.gif

რამდენიმე საათში ფეხზე დავდექი და ჩემით ვუვლიდი ბავშვსაც და საკუთარ ტავსაც, წამით არავის გაუყვანია ცემი შვილი რაც სამშობიაროშI ვიყავით, ასეთი წესი იყო, ამერიკული მეთოდი იმმ სამშობიაროში smile.gif

ჩემს გვერდით ნაკეისრალი გოგო იწვა, იმის საცოდაობით და გმინვით ვკვდებოდი, სულ გამაყუჩებლებს ითხოვდა ისეთი ტკივილები ქონდა, იძულებული ვიყავი მას რომ ეძინა მისი ბავშვისთვისაც მიმეხედა, ადამიანობის თვალსაზრისით თორე არავინ მაბვალდებულებდა..

ამ დროს მეც მქონდა ნახეთქი და მეც ვიყავი გაკერილი, მაგრამ ცემი ტკივილები მასტან შედარებით არაფერი იყო smile.gif

ასე როომ ცემი შვილის მოვლა გაჩენისთანავე დავიწყე smile.gif

ეხლა თუ გეშინია და თუ ჩვენებაა და გგონია ვერ გადაიტან მშობიარობას არავინ გაძალებთ საკეისრო არ გაიკეთოვო, მაგრამ თვითონ სიტყვა ბუნებრივი, მეტყველებს იმაზე თუ რა ჯობია smile.gif

Posted by: kvatunia24 5 Jun 2013, 13:39
blblbl
სად დაინახე რომ საშინელებათა სცენარს ვდგამთ? ან ის სად დაინახე რომ ვუჩიჩინებთ ვინმეს რამეს? საკუთარ გამოცდილებას ვუზიარებთ ერთმანეთს და რჩევებს ვაძლევთ, მე მგონი ეს თემა ამისთვის არსებობს არ მეთანხმები? და რეალური ფაქტის დადება არ ნიშნავს იმას რომ საშინელებათა სცენარს ვუდგამთ ვინმეს, თუ არ უნდა მშობიარობა მისი გადასაწყვეტია და ჩვენ რაც არ უნდა ვიქაქანოთ მაინც ვერ შევაცვლევინებთ აზრს ხომ ასეა? biggrin.gif

Posted by: garfield1 5 Jun 2013, 13:42
Mafanya
ჩემს დაქალს უთხრა დარახველიძემ, სამი წელი თუ მოიცდი , მეორეს შენით გააჩენო, კარგი ნაკერი ქონდა ძალიან და ალბათ ექიმმა უნდა გითხრას ეგ.

Posted by: ათულია 5 Jun 2013, 13:42
kvatunia24

QUOTE
რა ვიცი მე კაცო, ხალხია გაღიზიანებული და გააგრესიულებული თუ მე ვერ გამოვხატავ აზრს ვერ გავიგე


სად ხედავ აგრესიას და გაღიზიანებას? არც შეურაწყოფილად დამიწერია საკუთარი აზრი (თუ სხვა ვინმეს გულისხმობდი უკაცრავად რა)

კიდევ ერთხელ გადაავლე თვალი ჩემს პოსტებს, გარკვევით დაგიწერე რომ საკუთარი გამოცდილება რაშიც არ გაქვს, სხივის მონაყოლებით დასკვნებს ნუ გააკეთებთქო


Posted by: _იუზერნეიმი_ 5 Jun 2013, 13:43
blblbl
კი არ გვკითხავს, რჩევა იწერება :/

QUOTE
შენ არჩევანი იყო ვიღაცას არ უდნა მიეცით უფლება თითონ გადაწყვიტოს

ხო,აი აქ სხედან გოგოები და უჩიჩინებენ ვიღაცას, გინდა თუ არა ბუნებრივად გააჩინეო. მეტი საქმე კი არ აქვთ, ან სახლი მისახედი ან ბავშვი მოსავლელი no.gif უბრალოდ, კამათიც არ ღირს იმაზე, რომ თუ ადამიანს ვერ გადაუწყვეტია რა ფორმით გააჩინოს,და ამას კითხულობს - უნდა ურჩიო ბუნებრივი , ეს ოხერი. რატომ უნდა გაიკეთოს ოპერაცია,თუ არანაირი საშიშროება არაა.
რა ვერ გაიგეთ,ვგიჟდები რა.

ათულია
არანაირი
QUOTE
საკუთარი გამოცდილება

არ სჭირდება იმას, რომ ბუნებრივად მშობიარობა სჯობს საკეისროს გაკეთებას.
კიდევ ვიმეროებ - ნეიტრალურ პირობებში.

Posted by: ათულია 5 Jun 2013, 13:51
-username-
[QUOTE] რომ ბუნებრივად მშობიარობა სჯობს საკეისროს გაკეთებას.
ამაში აბსოლიტურად გეთანხმები მაგრამ სხვისი მონაყოლებით საკეისროს ძაგება არა ნეიტრალურ პირობებში (თუნდაც შიში იყოს ან თუნდა გადაღლა) არ მესმის

Posted by: noniko77 5 Jun 2013, 13:52
აი ჩვენც მოვედით.

31- ში დილის სამის ნახევარი იყო გადაბვრუნდი საწოლში და უცებ რაღაც გასკდაო ასეთი შეგრძნება მქონდა წამომტკივდა მუცელი მსუბუქად 2 წუთით,ნუ გავაგრძელებ ძილსთქო და ცოტა ხანში სისველე ვიგრძენი ავდექი წავედი ტუალეტში და ცოტა ვარდისფერი გამონადენი მქონდა , გადავივლე წყალი და წამოვედი ჩემს ქმარს ვუთხარი ადექი წავედითქო და ჩანთA კი მქონდა ჩალაგებული ლოცვა წავიკითხე ჩავიცვი\ტ და წავედით 4 ნახევარზე, რომ მივედი გამსინჯეს და 6 სანტიმეტრზე ვიყავი გახსნილი 10 წუთშI ერხელ წამომივლიდა მაგრამ მსუბუქად მტკიოდა, ექიმს რომ ვკითხე გაუტკივარებაზე არ გინდაო ჯერო დაველოდოთO ცოტა ხანიო მერე შემიმცირდა ინტერვალები და ტკივილი მემატებოდა მეთქო ეხლა თU არანორმალურად მეტკინათქო და მერე დავიღალე და ვერ მივეხმარე ჭინთვების დროსთქო, გავიდა ორი საათI და კიდე გამსინჯეს კიდე 6 სანტიმეტრიო და ვსოთქო ვიტქვი უკვე ისე მტკიოდა გული მიღონდებოდა და ამიტომ გამიკეთეთქო ,ნუ ამოვიდნენ რასაც ქვია გასტერილიზებული ორი ანესტეზიოლოგი იმდენი რამე ეცვათ და ეკეთად , გამიკეთეს არაფერი არ მიგვრძვნია და ტკივილი გამიც\ერდა მალევე დამელოდნენ მერე გამსინჯეს ცივს მასხავდნენ რაღაც დეზადორანტივით იყო და გამიბრუჯდა თუ არა და რომ დარწმუნდნენ კარგად იყო ყველაფერი წნევაც არ დამივარდა წავიდნენ აქვე ჩავრთავ რომ სამშობიარო ოთახში იყო ჩვეულებრივი საწოლი ნუ ფეხები რომ უკეთდება ეგეთი და გვერძე მედგა ორ საწოლიანი საწოლი სადაც შეგეძლო წამოწოლილიყავი თუ გინდოდა მაგრამ იქ ჩემი ქმარი იყო წამოგორებული biggrin.gif ხო ბებია ქალი იყო ერთი და მერეო პრაკტიკანტი რომლებიც სულ ჩემს გვერდით იყვნენ , ძალიან საყვარელი გოგოები იყვნენ , გარემო ძალიან სასიამოვნო იყო ოთახში ჩართული იყო კლასიკა biggrin.gif შეგეძლო გეცეკვა biggrin.gif ვალსი
, ხოდა გავაგრძელო ეხლა გავიდა კიდე ერთი საათი გაუტკივარებიდან და უკვე სრულად ვიყავი გახსნილი და ჭინთვები უნდა დაგეწყოსო მაგრამ არადა არ დამეწყო მერე როგორც იქნა მსუბიქად ვიგრძენი რაღაც და მაშIნ გაიჭინთე შენცო მითხრეს ისე არაო, გაუტკივარება რომ მქონდა ვერ ვგრძნობდი კარგად ჭინთვებს ,მაგრამ როცა კი მსუბუქ შემოტევას ვიგრძნობდი ვეხმარებოდი მეც ,ნუ არაფრით არ გამოდიოდა პატარა,და ექიმს დაურეკეს ამოვიდა ექიმი და მუცელზე მაწვებოდა მაინც არაფერი იყო და ვაკუომი შემოიტანეს ,ხოდა ექიმმა არ მინდა რომ ვიხმაროვო ესაო და დამეხმარეო ეგ რომ დავიანხე მეთქი რა დებილი ვართქო გაიჭინთე რა იყოთქო ჩემს თავს ვეუბნებოდი აქეთ ჩემი ქმარი მედგა გვერძე და ის ცალკე მეხმარებოდა ყველას გირჩევთ თუ არის იმის შესაძლებლობა ქმრები დასიწრეთ აუცილებლად ძალიან დიდი სტიმულია, ბოლოს დაურეკეს მეორე მთAვარ ექიმს და ის უკვე კაცი იყო და ძლიედა მაწვებოდა მუცელზე და მეც მოვიკრიბე ძაალა და გავიჭინთე უკვე აღარ ველოდებოდი ჭითვებს მეთქი ბავშვი არ გავგუდოთქო და გამოძვრა კიდეც ჩმი მსუქანა 3.890 გრ. 53 სმ. ისეთი საყვარელი იყო გულზე რომ დამასვეს თბილი ვაიმე საოცრება იყო აქეთ მე ვიყავი გულზე ჩემი თათუ და გვედით მამიკო ,ბედნიერი წუთებია ნამდვილად. მერე დაჯდა ეს მთAვარი ექქიმი კაცი და დაიწყო ჩემი გაკერვა ცახეული ვიყავი კარგად გემოზე, ერთი საათი მკერავდა , ტკივილი არ მიგვრძვნია გაკერვის ისევ გაუტკივარების ნემსი მოქმედებდა ,ხო გაუკივარება სულ ამატებდა დოზებს არ შეჩერებულა რაც ძაან გამიკვირდა, ხოდა როგორც იქნა მორჩა გაკერვას გადამიყვანეს საწოლზე და წავედით პალატაში ,პალატაში მე და ჩემი ქმარი ვიყავით და იქ რჩებოდა ჩემი ქმარიც რაც ასევე ძაან კარგი იყო,მარტო რომ არ მიწევდა იქ ყოფნა,იმ საღამოსვე ავდექი მაგრამ ნაკერები ძაან მტკიოდა და მტკივა დღესაც ,ხო ნუ სამშობიაროში თAნ გადაგვყვნენ რასაც ქვია, გამოწერის დღეს ბავშვიც გასინჯეს და ყველაფერი კარგად ჰქონდა და მეც გ ამსნჯა
ექიმმა და რომ ვკითხეთ ნაკერების რაოდენობა პასუხი იყო შმედეგ ნაირი ძალიან ბევრიო, და ვიცი რომ ვერ მიტანოbiggrin.gif აა ხო და კიდე მითხრა გინდა სარკეს მოგცემ და ნახეო გარედან როგორ ხარო და კითქო ხოდა ვნახე და გარედან იმდენი ნაკერი მედო გული შემიწუხდა შიგნით რამდენია კიდე ვინ იცის. მაგრამ ჩემს მსუქანას რომ ვუყურებ აღარც ნაკერი მახხსოვს და აღარც ბუასილი. ისეთი ბედნიერი ვარ.












love.gif წინ მართლა ძალიან ბედნიერი წუთები გელით გოგოებო, ძალიან ძალიან. 2kiss.gif უფალი გფარავდეთ ყველას.



შეიძლება წინადადებები გაუმართავად მიწერია მაგრამ დაიკიდეთ biggrin.gif

ხო ჩემი გადმოსახედიდან მინდანა გითხრათ რომ ჩემს მშობიარობას მაიცნ მარტივად აღვიქვავ,ფაქტიურად ტკივილი არ მიგვრძვნია ეს ნაკერებიც კიდე გაივლის ჰა 2 კვრაში....

აბა ყველას წარმატებები

Posted by: stasia 5 Jun 2013, 13:56
სიტყვა საკეისრო არ უნდა ახსენოს კაცმა რაააააა tom.gif tom.gif tom.gif


პატივი გვეცით იმათ ვინც საკეისროს ვიკეთებთ რა და გაჭრა გამოჭრაზე თუ ასე გსიამოვნებთ ლაპარაკი გახსენით სხვა თემა და იქ ილაპარაკეთ


''გაჭრა, გამოჭრა, სკალპელი, ბავშვის სიყვარული'' კარგით რააააა




Posted by: Dido 5 Jun 2013, 13:56
ორივე რთულია, საკეისროც და ფიზიოლოგიურიც yes.gif არ ეგონოს ვინმეს რომ საკესიროს თუ გაიკეთებს უფრო იოლად გადაიტანს და არ გაუჭირდება. საკეისრო პანაცეა არაა სამწუხაროდ biggrin.gif

Posted by: kvatunia24 5 Jun 2013, 14:01
ათულია
აგრესიაში შენ არ გგულისხმობდი ზოგადად დავწერე, მაგრამ არც ისეთი მიწრია რამე რომ თავში ხელის შემოკვრად და გაგიჟებად ღირდეს და თქვა "დედა ეს რა დაწერაო" biggrin.gif ადამიანმა იკითხა ჩვენ ვურჩიეთ, ამისთვის არის ეს თემა რომ ერთმანეთს აზრი და გამოცდილება გავუზიაროთ, მე ჩემი გამოცდილება გავუზიარე, და ვთქვი რომ ნაკეისრალი გოგოების შემყურე კიდევ ათი ათასჯერ ავიტან იმ სამშობიარო ტკივილებს და თუ მართლა ბავშვსვ არ ემუქრება საფრთხე მარტო შიშის გამო არ გავიკეთებ საკეისროს, სულ ეს იყო, რა იყო ახლა ამაში საგანგაშო?

Posted by: stasia 5 Jun 2013, 14:02
noniko77

გილოცავ კიდევ ერთხელ ბედნიერები და ჯანმრთელები იყავით მუდამ 2kiss.gif 2kiss.gif 2kiss.gif

Posted by: anano_991 5 Jun 2013, 14:05
noniko77
გილოცავ კიდევ ერთხეელ 2kiss.gif

მეც მინდა მშOბიარობა ნაკერები და ტკივილებიი biggrin.gif

Posted by: kvatunia24 5 Jun 2013, 14:05
stasia
კიდევ ვიმეორებ ეს თემა არის გამოცდილების გაზიარების თემა, მოგონებების და ვისაც გული აქვს სუსტი და ნერვები ნუ წაიკითავხ საერთოდ, ისიამოვნეთ დედიკოების კლუბით და მომავლების თემით biggrin.gif 2kiss.gif

Posted by: ათულია 5 Jun 2013, 14:11
kvatunia24
QUOTE
აგრესიაში შენ არ გგულისხმობდი ზოგადად დავწერე,


ხო რა ვიცი ჩემს მეტს შენი პოსტზე პასუხი არავის მოუწერია, თუ გამომრჩა რამე?
QUOTE
გაგიჟებად ღირდეს და თქვა "დედა ეს რა დაწერაო"


კოპრექტულად რომ მივმართოდ ერმანეთს ვერა? ეხლა ამით რისი თქმა გინდა შენ დაწერილზე გავგიჟდი?


მე ჩემი აზრი დაგიწერე როდესაც დედა მშვიდია შეუძლია და აძლევს ჯანმრთელობა საშვალებას იმშობიაროს ფიზიოლოგიურად ან მას როგორც უნდა

ძალიან ჯანმრთელი ორსულობა მქონდა მაგრამ ჩემი სურვილით გავიკეთე საკეისრო, არ ვნანობ ძალიან კმაყოფილი ვარ და ძალიან ბედნიერი რომ ასე მოვიქეცი


მემგონი ეს ფორუმია და ყველას გვაქვს საკუთარი აზრის გამოთქმის უფლება

QUOTE
იდევ ვიმეორებ ეს თემა არის გამოცდილების გაზიარების თემა, მოგონებების და ვისაც გული აქვს სუსტი და ნერვები ნუ წაიკითავხ საერთოდ, ისიამოვნეთ დედიკოების კლუბით და მომავლების თემით 


ნუცი როგორმე თავად გადავწყვეტთ სად მივიღებთ სიამოვნებას

Posted by: stasia 5 Jun 2013, 14:12
kvatunia24

იმეორე რამდენიც გინდა, ელემენტარული პატივისცემაა ვინც საკეისროს ვიკეთებთ უარესად რომ არ დაზაფრო, მეც ვიცი ფიზიოლოგიურის ''ვაი დედა'' შემთხვევები მაგრამ ვარ გაჩუმებული და არ მოვთქვავ ბუნებრივის ხალხთან ესე მოხდა და ესე დაემართათქო.

მოგენებების თემა როა, მოგონებები უნდა წერო და არა გვერძე პალატა და დედამთილის დის შვილის მეზობლის ისტორიები.


Posted by: kvatunia24 5 Jun 2013, 14:14
ვსიო მე გავედი, აშკარად არ ვსაუბრობ ქართულად და კამათს არ ვაპირებ უაზროდ smile.gif

Posted by: Mur_Mur 5 Jun 2013, 14:15
რა უცნაურია smile.gif "ის უფრო მეტკინა"-"ეს უფრო მეტკინა" კი არა, არსებობს მედიცინაში ცუდი, უარესი და კარგი, უკეთესი smile.gif ყველა ექიმი გეტყვით, რომ თუ ჩვენება არ გაქვთ, ცხადია ჯობია, ფიზიოლოგიურად იმშობიაროთ, უამრავი ლიტერატურაა ინტერნეტში და შეგიძლიათ გადაიკითხოთ , რატომ ჯობია ოპერაციას ბუნებრივად გაჩენა smile.gif


დავორსულდი თუ არა საკეისრო გადავწყვიტე, არც მიფიქრია ფიზიოლოგიურზე, მაგრამ მერე წავიკითხე ბევრი რამ, მივხვდი, რომ ფიზიოლოგიურად მშობიარობა ბავშვისთვისაც კარგია და დედისთვისაც, გამიქრა შიში და თუ ჩვენება არ მექნება, ფიზიოლოგიურად გავაჩენ. თუ ვერ დაძლიეთ შიში, მიუხედავად ფიზიოლოგიურის ბევრი "სიკეთისა" - გაიკეთეთ საკეისრო. რად უნდა ამას ერთმანეთის გაკიცხვა და პანიკა smile.gif

Posted by: Pumpula 5 Jun 2013, 14:23
vax aq ra ambavi atexila kacou biggrin.gif Daichiret gvirila da imkhtxavet sakeisro tu piziologiuri biggrin.gif Praviniam rac dacera megona chem istorias kveboda,xalxo shardze ver gavedi,loginshi e.c. sudnoze momashardines,ra adgoma,ris adgoma,gamakuchebels miketebdnen rom tualetamde mainc gavsulikavi..amis mere me sakeisros aravis vurchev da verc veravin amikrdzalavs smile.gif

Posted by: kvatunia24 5 Jun 2013, 14:24
Mur_Mur
რატომ გონიათ რომ აქედან ვინმეს რჩევით დავჯდები ეხლა და გადავწყვეტ რა გავაკეთო biggrin.gif ან ვინმე დაჯდება და ჩემი რჩევით გადაწყვეტს იმშობიაროს თუ საკეისრო გაიკეთოს, რატომ გამოიწვევს ხოლმე ეს თემა ამხელა ორომტრიალს არ ვიცი, ადამიანმა იკითხა ვერ გადამიწყვეტიაო, და რა გავაკეთოო, ჩვენ ჩვენი გამოცდილება გავუზიარეთ და მაგალითები მოვუყვანეთ, რა პრობლემაა ვერ გავიგე, რა მოხდა ასეთი? კორექტულობისკენ მოგვიწოდებთ ხალხო და თქვენ თვითონ რომ არაკორექტულად საუბრობთ ვერ ხვდებით? ბუზისგან სპილოს ქმნით და კიდე მე ვიყო კორექტული? facepalm.gif
ვისაც როგორც გინდათ და გაწყობთ ისე მოიქეცით, არავინ გაძალებთ რამეს, ღმერთო კი მომკალი biggrin.gif

Posted by: blblbl 5 Jun 2013, 14:25
Pumpula
შენ ისიც უნდა დაამტო რომ რთული საკეისრო გქონდა,სხვა ჩარევაც დაგჭირდა სისხლდენა აგიტყდა და ბევრი სისხლი დაკარგე,იგივე რამ რომ მომხდარიყო ფიზიოლოგიურის დროს ანალოგიურად იქნებოდა მშობიარე,თორემ ამ ყველაფრის გარეშე შეიძლება სულაც არ ყოფილიყავი ასე. ხოდა სამართლიანია როცა წერ ისიც დაამატო რა გარტულება გქონდა biggrin.gif




* * *
noniko77
აუ რა მაგარია ასეთი მშობიარობა ფაქტიურად არც გტკენია smile.gif იმიტომ რომ მანდ არ ჟმოტავენ გაუტკივარებას ჩვენებისგან განსხვავებით biggrin.gif გილოცავ ღმერთმა ბედნიერი დედა გამყოფოს 2kiss.gif

Posted by: Dido 5 Jun 2013, 14:27
noniko77
გილოცავ კიდევ ერთხელ bis.gif აი უკვე მერამდენე წერ რო გაუტკივარებამ ჭინთვებზე იმოქმედა და შეანელა პროცესი. როგორც ჩანს ტყუილად არ გაურბიან ექიმები გაუტკივარებას.

Posted by: ათულია 5 Jun 2013, 14:30
kvatunia24
QUOTE
კორექტულობისკენ მოგვიწოდებთ ხალხო და თქვენ თვითონ რომ არაკორექტულად საუბრობთ ვერ ხვდებით?


ვერ ვხდებით და მიგვახვედრე რაა
თუ ვინმე არაკორექტულად გწერს შეგიძლია მიმართო მოდერს

QUOTE
ჩვენ ჩვენი გამოცდილება


ვისაც რა გინდა ის გაუზიარე მაგრამ საკუთარზე რაც არ გამოგიცდია ნუ დაწერ, როგორმე დავწერთ საკეისრო გადატანილები რა როგორ იყო



Posted by: kvatunia24 5 Jun 2013, 14:30
blblbl
ამას ისიც უნდა დაამატო რომ როცა ქალი შემზადებულია თავიდანვე საკეისროსთვის და თანახმაა საკუთარი სიმსვიდისთვის აიტანოს ის ტკივილები რაც შემდგომ რიაბილიტაციას ახლავს მაშინ ბევრად ადვილად ეგუება ამ ყველაფერს და ურჩევნია გადაიტანოს აუტანალი დისკომფორტი და ტკივილები.
ასევე როცა ქალი ფსიქოლოგიურად განწყობილია მშობიარობისთვის, მზად არის აიტანოს მშობიარობის ტკივილები და უცებ გამოუვალი მდგომარეობის გამო უწევს საკეისრო, გაცილებით რთულად ხდება რეაბილიტაციაც და გაცილებით დიდია დისკომფორტიც და ტკივილებიც smile.gif აგერ გარფილდი ამბობს რომ იცის თავისი ნერვების ამბავი, იცის რომ ვერ გადაიტანს მშობიარობის ტკივილებს და ურჩევნია აიტანოს საკეისროს შემდგომი პერიოდი ვიდრე გაგიჟდეს, რამეთუ ბავშვსვ გიჟი დედა ვერაფრად წაადგება biggrin.gif რა არის ამაში დასაძრახი და საპანიკო?

Posted by: blblbl 5 Jun 2013, 14:30
Dido
ჩვენთან ჭინთვებზე გაუტკივარებას არავინ არ გიტოვებს და შესაბამისად პრიოცესს ვერ შეანელებს,ამიტომ ეგ მიზეზი არაა რომ გაურბოდნენ biggrin.gif თუმცა სჯობს სეანელოს და ასე იმშობიარო როგორც ნონიკომ ვიდრე იტანჯო,თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ,ჩვენთან სრული გახსნის მერე სულ რომ გასკდე არავინ დაგიმატებს წამალს ჭინთვების დროს გაუტკივარება აღარ გაქვს.ისე კი მე სულ როი ექიმი ვიცი ვისაც არ უდნა გაკეთება,დანარცენი პირიქით ამბობს რომ კარგია .

Posted by: Mafanya 5 Jun 2013, 14:30
პირადი გამოცდილებით - საკეისროს მერე ვიყავი ჩიტივით - მეორე დილა დამოუკიდებლად ავდექი და იმის მერე დავრბოდი დერეფნებში biggrin.gif გამაყუჩებელი პირველ დღეს დამჭირდა- სპინალურმა რომ გამიარა პირველად მაშინ გავაკეთებინე და მეორედ დაძინების წინ - ისიც პროფილაქტიკისთვის, ღამე არ ამტკივდეს თქო. გამოწერის დღეს მეცვა 12 სმ ქუსლიანი ფეხსაცმელი (დედაჩემმა დაბლები ვერ ვიპოვეო და ეს მომიტანა, თორემ პრინციპის გამო არ ჩამიცვამს). საბოლოო ჯამში საკეისრო იყო ჩემთვის უკომფორტულესი ოპერაცია. მაგრამ ყველაფრის მიუხედავად ვთვლი რომ ქალის ორგანიზმისთვის ფიზილოგიურად მშობიარობა უკეთესია. წარმოდგენაც კი მზარავს რომ ჩემს შრამს მეორედ გაჭრიან და კიდევ უფრო გადიდდება sad.gif

Posted by: naneee 5 Jun 2013, 14:32
kvatunia24
QUOTE
არც მე ვახვევ ვინმეს თავს ჩემს აზრს, უბრალოდ, გამოცდილებას ვუზიარებ ჩემსას, ვურჩევ რომ შიშის გამო არ ღირს დანის ქვეშ დაწოლა, მაშინ როცა არსებობს გაუტკივარება და შანსი იმის რომ ბუნებრივად შენით გააჩინო, მაქსიმალური დისკომფორტის გარეშე

ასი პროცენტით გეთანხმები კვატუნია smile.gif მეც საკეისრო გავიკეთე და მიუხედავად იმისა, რომ ძალიან იოლად გადავიტანე პოსტოპერაციული პერიოდი და მესამე დღეს უკვე გამართული დავდიოდი, ყველა ქალს ვურჩევ, ჩვენების გარეშე ნუ გაიკეთებენ საკეისროს smile.gif ბუნებრივი გზით გააჩინეთ გოგოებო. იმიტომაც ქვია ამ პროცესს "ბუნებრივი".

პ.ს. მე მესამე დღეს გავიარე გამართულად და გვერდით პალატაში "იწვა" გოგო რომელმაც ფიზიოლოგიურად იმშობიარა და 1 საათში ჩაცმულ-დახურულ-დამაკიაჟებული დახვდა თავის ქმარს givi.gif
გავსკდი შურით user.gif
სნამ ცოლ-ქმარი თავის ბაიას ეფერებოდა, ამასობაში გვერდით პალატაში მე მუცელზე მედო უაზრამაზარი ყინული, 10 საბანი და 500 გრელკა. ნუ ტკივილი აუტანელი.. რად გინდათ ეს ყველაფერი? yes.gif

Posted by: kvatunia24 5 Jun 2013, 14:33
ათულია
ბოდიშს ვიხდი მაგრამ როცა რაღაცის დაწერას მიკრძალავ ეს რამდენად კორექტულია? user.gif რაც დავინახე ჩემი საკუთარი თვალებით იმის გადმოცემის უფლება არ მაქვს? ამას მეუბნები ხო? გამოცდილება რა შუაშია აქ ვერ გავიგე, აუცილებლად გამოცდილი უნდა გქონდეს რომ შენი აზრი გამოთქვა?

Posted by: Dido 5 Jun 2013, 14:34
blblbl
ხოო არ ვიცი უკვე მერამდენემ დაწერა რო გაუტკივარების გამო ჭინთვებს ვერ ვგრძნობდი და ვერ ვეხმარებოდიო ბავშვს გამოსვლაში. მოკლედ არ ვიცი რა, ასე პირდაპირ თქმა ძნელია რა ჯობია და რა არა biggrin.gif

Posted by: blblbl 5 Jun 2013, 14:34
kvatunia24
QUOTE

ამას ისიც უნდა დაამატო რომ როცა ქალი შემზადებულია თავიდანვე საკეისროსთვის და თანახმაა საკუთარი სიმსვიდისთვის აიტანოს ის ტკივილები რაც შემდგომ რიაბილიტაციას ახლავს მაშინ ბევრად ადვილად ეგუება ამ ყველაფერს და ურჩევნია გადაიტანოს აუტანალი დისკომფორტი და ტკივილები.

QUOTE
ურჩევნია გადაიტანოს აუტანალი დისკომფორტი და ტკივილები.


აჰა კიდე იმას ამბობ რაზეც ამდენ ხანს გეკამათებიან,ჩვენ კი ვერ ვიგებთ რას წერ,შენ არ გინდა გაიგო რას გეუბნებიან biggrin.gif იმეორებ და იმეორებ ერთი და იგივეს და ყვები საშინელებს საკეისროზე biggrin.gif

QUOTE
რა არის ამაში დასაძრახი და საპანიკო?

და სად ნახე რომ მე დავძრეხე ვინმე ვინც საკეისროს იკეთებს ან ვიპანიკე biggrin.gif



ბუნებრივ არაფერი სჯობს,ამაზე არავინ არავის ედავება,ამაზე მაგარი გრზნობა ამრთლა არ მგონია რამე იყოს ,ჩემი არ იყო და დაბაბდების მომენტსი ლამის გავგიჟდი იმხელა სასწაულია მშობიარობა და საკუთარზე რა მომივა,ვთვლი რომ ეს ყველამ უნდა გამოცადოს და შიშის გამო უარი არ თქვას ამ წამებზე,მაგრამ მას თუ ასე უდნა და ურჩევნია საკეისრო,კი ურჩიე რომ ფიზიოლოგიური სჯობს რადგნა ბუნებრივია,მაგრამ არა ის რომ საშინელებაა საკეისრო,დაგჩეხენ დაგჭრიან საშინელი ტკივილები გექნება ფეხზე ვერ დგები და ა.შ, როცა არაა ასე.რჩევა ერთია და შეშინება მეორე .

Posted by: kvatunia24 5 Jun 2013, 14:37
naneee
გაჩერდი შენ ეხლა ფიზიოლოგიურის პროპაგანდას ეწწვი შენდა უნებურად და ჩაიქოთები biggrin.gif

Posted by: ათულია 5 Jun 2013, 14:42
kvatunia24
QUOTE
ბოდიშს ვიხდი მაგრამ როცა რაღაცის დაწერას მიკრძალავ ეს რამდენად კორექტულია?

რა უფლება მაქვს ვინმეს რამე ავუკრძალო?

საკუთარი თვალებით დანახული და შეგრძნებული სხვადასხვა რამეა, იქნება და შენს გვერდით რომ "გმინავდნენ" გართულებული საკეისრო კვეთის შედეგები იყვნენ?

ზოგადი კორექტულობა გმართებს მე გაგიჟდი აგრესიული ხარ და ა შ არ მოგმართავ შეგიძლია ნახო პოსტები (არაა აუცილებელი კონკეტულად ათულია მიუწერო, გასაგებია ისედაც)
არ დაგზარდები შენ თუ შეგეზარება რომ როგორ დაიწყეთ საუბარი დაგიკოპირო

Posted by: kvatunia24 5 Jun 2013, 14:42
biggrin.gif
QUOTE
რა არის ამაში დასაძრახი და საპანიკო?

ეს ნაწილი კონკრეტულად შენ არ გეხებოდა საყვარელო ნინიკო, ზოგადად ავღნიშნე, ბოდიში თუ განცალკევება დამეზარა ტექსტიდან biggrin.gif
ოკ, მაშინ შემდეგი თემის სათაურში ჩაურთოთ წინა გვერდზე რომ აქ საკეისროზე საუბარი არ შეიძლება და არც გაჭრა უნდა ვახსენოთ არც სისხლი და არც მსგავსი რამეები და ყველა იქნება კმაყოფილი facepalm.gif რაზე ვდაობთ მაინც ვერ ვხვდები biggrin.gif

Posted by: Mur_Mur 5 Jun 2013, 14:44
kvatunia24
მართლა ღმერთო კი მომკალი, გადახედე ჩემ პოსტს, სად ნახავ რამე არაკორექტულ ნათქვამს, დამიკოპირე ერთი biggrin.gif

Posted by: Princess 5 Jun 2013, 14:45
ეს არ არის საკეისროს თემა, მშობიარობის მოგონებებიააა..

ხოდა ვისაც არ გეზარებათ ამ თემაზე ისევ და ისევ კამათი, გადაინაცვლეთ შესაბამის ტემაში tongue.gif

Posted by: kvatunia24 5 Jun 2013, 14:45
ათულია
საკეისრო რომც არ იყოს გართულებული ჩემთვის უკვე ოპერაცია, აქედან გამომდინარე მარტივიც ვერ იქნება ვერანაირად. ვისაც ემარტივება და გამოცდილებაც აქვს, კარგად გადაიტანა და მშვენივრად გრძნობს თავს ღმერთმა კარგად ამყოფოს კაცო ვახ biggrin.gif
* * *
Mur_Mur
უიმე დედა, შენ რაღაც მერჩი კაცო biggrin.gif კარგად წაიკითხე პირიქით იყო აშკარად გაუგებრობას აქვს ადგილი biggrin.gif
* * *
მე წავედი აქედან, ყველას ბედნიერ მშობიარობა/საკეისროს გისურებთ biggrin.gif

Posted by: tekco777 5 Jun 2013, 14:53
noniko77
Gilocav kidev ertxel:* bednieri deda kopilikavi :*
Gogoebo mshobiarobamde vinc gagsinjes xelit sisxliani gamonadeni didi xani gkondat??

Posted by: SPC 5 Jun 2013, 14:56
Dido
ჩაჩავაში დაგიბარა გინეკოლოგმა ერთი თვის მერე გასასინჯად?

Posted by: Mur_Mur 5 Jun 2013, 15:09
kvatunia24
biggrin.gif


ნამეტანი კაკაფონიაა

Posted by: tekco777 5 Jun 2013, 15:11
SPC
ყველა ექიმი იბარებს 1თვეში შესამოწმებლად , რომ ნახონ როგორ შეიკუმშა საშვილოსნო და ა.შ.

Posted by: ათულია 5 Jun 2013, 15:22

ხო ჯაან
QUOTE
კაკაფონიაა


Posted by: Celest 5 Jun 2013, 15:24
QUOTE
საოცარი გრძნობა იყო გამოსვლა, რაღაც ცოცხალი რომ გამოვიდა ჩემი ორგანიზმიდან პატარა შოკივით იყო,


მარტო ამად ღირს ეგ ყველაფერი

Posted by: Nanuuu 5 Jun 2013, 15:35
noniko77
კიდე ერთხელ გილოცაააავ :*
შენ სად გააჩინე?

Posted by: anano_991 5 Jun 2013, 15:39
Nanuuu
QUOTE
noniko77
კიდე ერთხელ გილოცაააავ :*
შენ სად გააჩინე?

გერმანიშიააა ნონიკო :მატრაკვეცასპასუხი: biggrin.gif
კონკრეტულარ რომელ სამოშბიაროში ეგ აღარ ვიცი მაინც ვერ დავიმახსოვრებდიbiggrin.gif

Posted by: Nanuuu 5 Jun 2013, 15:44
anano_991
QUOTE
გერმანიშიააა ნონიკო

ააააააა, მეც არ გამიკვირდაა? biggrin.gif რაღაც ისწე კარგად ეწერა ექიმზეც, ქმარი დარჩაო ისაო ესაო მომეწონა biggrin.gif

Posted by: agr_bak 5 Jun 2013, 15:59
QUOTE
ეს არ არის საკეისროს თემა, მშობიარობის მოგონებებიააა..

ხოდა ვისაც არ გეზარებათ ამ თემაზე ისევ და ისევ კამათი, გადაინაცვლეთ შესაბამის ტემაში

yes.gif

Posted by: Pumpula 5 Jun 2013, 16:16
SPC
mec egre damibares 1tveshi... gartuleba iko sisxldena,magram adgoma rom michirda nakeris da drenajis gamo eg sisxldenis gareshec meqneboda

Posted by: anakh 5 Jun 2013, 16:29
Dido
თიკოო, რა მაგარია რომ ასე მალე იმშობიარეე და ლამაზი ანა გააჩინე 2kiss.gif
* * *
noniko77
დღეს შენ გამახსენდი ხომ არ იმშობიარა მეთქი და აგერ შენი მოგონებებიც წავიკითხე, გილოცავ 2kiss.gif 2kiss.gif ჯანმრთელი და ბედნიერი ბაია გაგეზარდოს

Posted by: hypothesis 5 Jun 2013, 16:39
QUOTE (kvatunia24 @ 5 Jun 2013, 14:45 )

საკეისრო რომც არ იყოს გართულებული ჩემთვის უკვე ოპერაცია, აქედან გამომდინარე მარტივიც ვერ იქნება ვერანაირად.

გესმის შენ განსხვავება ფიზიოლოგიურსა და პათოლოგიურს შორის , მეამაყები 2kiss.gif ვერ მოვითმინე არ დამეწერა rolleyes.gif კ სტაწე ეს ჩემი პირველი პოსტია ამ ფორუმზე biggrin.gif ყველაზე ცუდი მომენტი მანდ მაინც ანესთეზიაა და შემდგომში არასრულფასოვანი ნაწიბურის განვითარების რისკი , აჰა შენ წყარო.

მშობიარობის მედიკამენტოზური გაუტკივარების ძირითადი მიზანია ტკივილის ფიზიკური აღქმის გაქრობა. ლაპარაკია ინტერვენციულ მეთოდზე. მშობიარობის გაუტკივარების მიზნით გამოყენებული ყველა სედაციური, საძილე თუ ანალგეტიკური საშუალება გადის პლაცენტაში და ამა თუ იმ ხარისხით მოქმედებს პლაცენტაზე , ამიტომ გაუტკივარებისათვის გამოსაყენებელი პრეპარატები დიდი სიფრთხილით უნდა შეირჩეს ეს ეხება მათ დოზირებას , სხვა პრეპარატებთან კომბინირებას და შეყვანის დროსაც. გაუტკივარების მიზნით მედიკამენტების შეყვანა ნაჩვენებია მშობიარობის I პერიოდის აქტიურ ფაზაში, მშობიარობამდე სულ ცოტა , ერთი საათით ადრე. ამ უსაფრტხოების ღონისძიებების გატარება სავალდებულოა , რომ სამშობიარო მოქმედებაზე მედიკამენტთა დამთრგუნველი გავლენის შემცირებასთან ერთად , გაჩნდეს გარკვეული გარანტიებიც დედისა და მუცლადმყოფი ნაყოფის უსაფრთხოებისა და მშობიარის აზროვნებითი სრულფასოვნების შესანარჩუნებლად , რათა იგი აქტიურად იყოს ჩართული მშობიარობის პროცესში და ამასთან . ლაქტაციისა და მშობიარობისშემდგომი პერიოდის მიმდინარეობაზეც შემცირდეს მავნე ზეგავლენა.

მშობიარობის II პერიოდის გახანგრძლივებისა და ინსტრუმენტული მშობიარობის შემთხვევათა სიხშირის გამო ეპიდურალური გაუტკივარების დროს ნაყოფისა და ახალშობილის დისტრესის განვითარების რისკი იზრდება, ამიტომ მშობიარობის პროცესში ნაყოფის მუდმივი ელექტრონული მონიტორინგის წარმოებაა ნაჩვენები. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისგან მოწოდებული ფიზიოლოგიური მშობიარობის დეფინიციიდან გამომდინარე , მშობიარობა რომელიც წარიმართება ეპიდურალური გაუტკივარებით , მშობიარობის II პერიოდის გახანგრძლივებით ან ინსტრუმენტული მშობიარობით რთულდება , პათოლოგიურ მშობიარობათა რიცხვს მიეკუთვნება

გადაწყვეტილება მშობიარობის გაუტკივარების მეთოდის შესახებ კი თავად ქალმა უნდა მიიღოს , სრულყოფილი ,კომპეტენტური და სამართლიანი ინფორმაციის გაცნობის საფუძველზე .
Epidural versus non-epidural or no analgesia in labour (Review)
Copyright © 2008 The Cochrane Collaboration. Published by JohnWiley & Sons, Ltd
Intrapartum care care of healthy women and their babies dur ing childbirth- RCOGD.2007


Posted by: kvatunia24 5 Jun 2013, 17:13
hypothesis
2kiss.gif 2kiss.gif 2kiss.gif მე კიდევ შენ მეამაყები love.gif

Posted by: ebi_chan 5 Jun 2013, 18:34
noniko77
გილოცაავ 2kiss.gif რა გოლიათი ბიჭი გაგიჩენია ყოჩაღ შენ smile.gif

Posted by: gachumdii 5 Jun 2013, 18:51
noniko77

გილოცავ,. ბედნიერები იყავით ორივე და ჯანმრთელები

პ.ს შემშურდა გერმანია sad.gif

Posted by: tekco777 5 Jun 2013, 19:13
gachumdii
gachumdii
შენ სად იმშობიარე??

Posted by: Dido 5 Jun 2013, 19:27
SPC
არა, არ უთქვამს არაფერი. თუ რამე დაგჭირდეს ეს არისო ჩემი ნომერი და დამირეკეო. მე ჩემი გინეკოლოგი მყავს და იმასთან მივალ თუ რამეა. ჯერჯერობით იქ მიმსვლელი არ ვარ, მეყოფა რაც ორსულობაში ვიარე biggrin.gif იმედია არ დამჭირდება biggrin.gif
anakh
QUOTE
თიკოო, რა მაგარია რომ ასე მალე იმშობიარეე და ლამაზი ანა გააჩინე

smile.gif 2kiss.gif ვაიმე რამდენს ვნერვიულობდით ორსულები გახსოვს? ყველა წვრილმანზე biggrin.gif და მერე ერთმანეთს ვაწყნარებდით biggrin.gif ჰიჰიჰი biggrin.gif

Posted by: SPC 5 Jun 2013, 19:44
tekco777
Pumpula
Dido
რავი მივალ მეც მაშინ ბარე მაგრამ 1 თვე უკვე გავიდა და ერთი თვე და 1 კვრია გამოდის ეგრე მისვლა იმედია მოსულა რავი biggrin.gif

Posted by: Dido 5 Jun 2013, 19:47
SPC
კი მიდი, სასურველია რო გაესინჯოს ნამშობიარევი ქალი 1 თვის მერე, პლუს მინუს 1 კვირა არაფერია. მორუსო ტიპის ქალი იყო ხო გინეოკოლოგი? ისე კი მომეწონა, რაღაცნაირი მშვიდი იყო და კარგი რჩევებიც მომცა.

Posted by: SPC 5 Jun 2013, 20:10
Dido
კი ეგ იყო smile.gif მეც მომეწონა...თან მე მეგონა რაღაც არნახული მჭირდა, არვიცოდი ეს ნახეთქბეი რომ ასეთი იყო და დამამშვიდა biggrin.gif

Posted by: Pumpula 5 Jun 2013, 20:34
SPC
Dido
zustad mag moruso tipis qalma gamomishva mec da amomadzro dzafebi,ise viklaknebodi,mcare iko uf..1 tveshi pirdapir mag qaltan unda mivide neta konsultaciaze tu daraxvelidzem unda mnaxos?zura ise dzalian kargi adamiania,exla da exla ufro vapaseb da kmakopili var mag adamianis

Posted by: SPC 5 Jun 2013, 20:40
საკეისროს ვს ბუნებრივი ორი სიტყვით დავფიქსირდები რა biggrin.gif

ვფიქრობ, ბუნებრივი სჯობს თუნდაც იმიტმ რომ ბუნებრივია და თან თითქოს ქალმა უნდა გამოსცადოს ეს...
მიუხედავად ამისა, მეორეზე მაინც საკეისროს გაკეთება მინდა იმიტომ რომ ძალიან, ძალიან მტკივნეული იყო ეს ბუნებრივი, იმის გათვალისწინებით თან რომ გაუტკივარებაც გავიკეთე. ზუსტად ჭინთვები იყო არანორმალუარ მტკივნეული და არვიცი რატომ. შესბამისად, მეორეზე უკვე ამ გაუტკივარების იმედი აღარ მაქვს და საკეისროს ამიტომ ვფიქრობ. გავლით ბუნებრივის მერე ზუსტად 3 საათში გავიარე, მანამდეც გავივლიდი მაგრამ 2 საათი ბლოკში ვიწექი. მაგრამ სამაგიეროდ მომდევნო დღეებში მქონდა საკმაოდ ტკივილი.

Posted by: noniko77 5 Jun 2013, 20:50
ხოდა კიდე სამშობიაროშI საჭმელები იყო ცოტა არ იყოს გამიკვირდა და ორჯერ ვიკითხე ეს მე მეჭმევათქო და ორივეჯერ პასუხი იყო რომ კი შენ უნდა ჭამოოო... ჩამოვთვლი ეხლა, კალბასები ყველი პური , კარაქი მაწონი მარწყვის და შოკოლადის იოგურტი ,ვაშლი, მსხალი , პორთოხალი კივი ჩაი ყავა, შოკოლადიანი ვაფლები ეს დიალ საღამოს საკვებად და შუადღეს მომიტანეს ერთ დღეს ხახვიანი და ნივრიანი თევზიი , და კარტოპილი, მერე დრეს მომიტანეს სტაფილო სალათა და ძროხის ხორცი , და მესამე დღეს მომიტანეს მაკარონი ბულგარულით პამიდვრით ნივრით სოკოთი და თევზეული იყო რამოდენიმე ჩაჭრილი, ესენი . რავიცი ყველა ამას ჭამდა და მეც შევჭამე ხოდა კი არის ეს ბავშვი არრაფერი ალერგია არ მიუცია. ხოდა კიდე ცემს ექიმსაც ვკითხე გუშინ ბავშვის ექიმს უპრო სტორად და რასაც აქამდე ჭამდიო ისევ იგივე ჭამეო არაფერი არ შეზგუდოვო. ხოდა გუშინ მარწყვი ვჭმაე და კი ვართ მშვენივრად .მემეგონი თAვიდან როგორც მიაჩვევ ისე იქნება მერე.

Posted by: kudracha 5 Jun 2013, 21:37
noniko77
QUOTE
.მემეგონი თAვიდან როგორც მიაჩვევ ისე იქნება მერე.

მასეა. მე მეორე ბავშვზე არანაირი დიეტა არ დამიცვია, რაც იყო სახლში ყველასთვის იმას ვჭამდი და ვსვამდი და არც ალერგია ქონია და არც მუცელი უტკენია

Posted by: ciko 6 Jun 2013, 00:42
noniko77
გილოცავ ყოჩაღ შენ დიდი ბაია გაგიჩენია თან ადვილად )მაგარია ბედნიერებას გისურვებ პაცუკასთან ერთად smile.gif
აქ გაგუაშიც შემწვარ მოხრაკულები იყო,მაგრამ ჩემსას დააყარა კიდეც წვრილად სახეზე და გაზებმაც შეაწუხა

Posted by: tekco777 6 Jun 2013, 01:15
ciko
გაგუაში ვისთAნ იმშობიარე?? კმაყოფილი ხარ?? ბუნებრივად გაჩინე?

Posted by: vinnie 6 Jun 2013, 10:03
QUOTE
გაგუაში ვისთAნ იმშობიარე?? კმაყოფილი ხარ?? ბუნებრივად გაჩინე?

მე გავჩინე 2 ბავშვი გაგუაში ექიმი მყავდა პაატა მახარაშვილი,ძალიან კმაყოფილი ვარ განსაკუთრებით ექიმით,ერთადერთი რაც არ მომწონდა საწოლები იყო და ეგეც გამოუცვლიათ smile.gif

Posted by: anano_991 6 Jun 2013, 10:15
noniko77
QUOTE
კალბასები

რა საოცარი მენიუ გქონიაა აუ აქ რო ეგენი ჭამოო ლინჩის წესით გაგასამართლებენ ბავშვი არ გიყვარსო biggrin.gif

QUOTE
მემეგონი თAვიდან როგორც მიაჩვევ ისე იქნება მერე.

ბავშვმაც უნდა მოგცეს საშუალება დიათეზიანი არ უნდა იყოს თორე ჩემი და ნახარშებსა და რძის ნაწარმსაც ვერ ჭამდა ისეთი დიათეზიანი იყო ჩემი დიშვილი

ისე როგორ ხარ შენ რამე ხო არ გაწუხებს?გაგწერეს უკვე ხო?

Posted by: pravinia 6 Jun 2013, 11:27
QUOTE
ბავშვმაც უნდა მოგცეს საშუალება დიათეზიანი არ უნდა იყოს თორე ჩემი და ნახარშებსა და რძის ნაწარმსაც ვერ ჭამდა ისეთი დიათეზიანი იყო ჩემი დიშვილი


+1000

ძეხვეული გერმანიაში არ ვიცი და აქ იმდენად გაურკვეველი წარმოშობის ხორცისგან კეთდება,
კვირაში ერთი სიუჟეტი მაინც ეძღვნება ჟურნალისტურ გამოძიებას "ნეტა რას ვჭამთ"- ისე რომ აქ მასე თამამად ნამდვილად ვერ
მივირთმევდი მე პირადად ძეხვეულს smile.gif

Posted by: sopo1977 6 Jun 2013, 11:43
pravinia
აუ. მე ეხლაც მეშინია. ხანდახან კი ვჭამ მაინც, ძეხვსაც და სოსისსაც, მაგრამ ლაქტაციის დროს ნამდვილად ვერ შევჭამ.

ისე, რა უნდა ჭამო ლაქტაციის დროს, გოგოებო მითხარით რა... იმდენი აკრძალვაა, ვერ ვფიქრობ რა უნდა ვჭამო საერთოდ.

Posted by: gachumdii 6 Jun 2013, 12:58
tekco777

მე ქუთაისში

Posted by: garfield1 6 Jun 2013, 13:38
pravinia
აქ ძეხვეული კი არა, ისე რას ვჭამთ ნეტა, რესტორნებში რომ ძირითადად ინდური კამეჩის ხორცი რომ აქვთ , მაგაში მეთვითონ დავრწმუნდი. ერთერთი კაფე-ბარის შესყიდვის სასაქონლო ზედნადები ვნახე და პირდაპირ ეწერა, თვალები შუბლზე ამივიდა. არ უნდა ვწერდე აქ მაგრამ , ხო უნდა იცოდეთ რას ვჭამთ. ერთადერთი ხბოს ხორცს ეტყობა რომ ნამდვილად ხბოა, თუარადა შიანურისგან უნდა იყიდო , რომ არ მოგატყუოს.
კიდე უკეთესს გეტყვით, ჩემი მეგობარი ერთერთ ცნობილ მარკეტში ხორს ყიდულობდა და ისე სხვათაშორის უთხრა, ცხენის არ მომცე, ბავშვისთვის მინდაო და პასუხი : მაშინ ამ მაცივრიდან აარჩიეთო. ხინკალი ვერ მიჭამია ვერსად, დედაჩემს ვაკეთებინებ ხოლმე სახლში.

Posted by: tikusha 6 Jun 2013, 13:42
ვაიმეეეე

გუშინ ფარში ვიყიდეეეე, მთელი დღე მაცივარში მედო და საღამოს რომ გავხსენი აი საშინელი სუნი ქონდა, გაფუჭებული კ ი არ იყო, აი არ ვიცი რაღაც საოცრად სპეციფიური სუნი ქონდა, ვერ გავიგე რისი ბრალი შეიძლება იყოს sad.gif მეთქი მოხარშვისას გაივლისთქო და გუფთა გავაკეთე biggrin.gif გამოვუტანე ბავშვს და ფუუოოო რა სუანიაქვსოოო biggrin.gif:D:D:D ავდექი და გადავყარე sad.gif

Posted by: agr_bak 6 Jun 2013, 15:51
გოგოებო , ძალიან აოფებთ თემას.
---------------------------------------------------------------

Posted by: garfield1 6 Jun 2013, 15:55
agr_bak
ხო ვიცი, აქ არ უნდა დამეწერა, დესპებში დავაკოპირებ და აქ წავშლი, სხვა შესაბამისი თემა არც არის მგონი ხო?

Posted by: grafinia85 7 Jun 2013, 14:34
mar adentro
dadu411
anano_991
მადლობა, გოგოებო :*
ანა და ირაკლი დავარქვი smile.gif

Posted by: mainc 7 Jun 2013, 15:05
Mafanya
QUOTE
გოგოებო რა მაგის პასუხია და ვინმე არის აქ ვინც საკეისროს მერე ფიზიოლოგიურად იმშობიარა?
მე პირველი საკეისრო მაქვს გაკეთებული ( ბავშვი იჯდა) და მეორეზე დავიწყე აქტიურად ფიქრი  თუ როგორც მე ვგეგმავ ისე გამოვა ყველაფერი 3 წელზეცოტა მეტი იქნება გასული საკეისროდან და ფიზიოლოგიურად მინდა ძალიან 


მე როგორც ვიცი, ამშობიარებენ, თუმცა - გააჩნია რატომ დაგჭირდა საკეისრო და რამ გართულბა ხომ არ იყო ორსულობის/ოპერაიცის/რეაბილიტაციის დროს, რა დროა საკეისროდან გასული, ასევე -გააჩნია ექიმს.
ამიტომ როცა გადაწყვეტ, აუცილებლად მოიძიე კარგი მეანი, რომელიც თანახმა იქნბა გამშობიაროს.
საზღვარგარეთ უპროლემოდ გამშობიარებენ, უბრალოდ, საქართველოში მაინც ერიდებიან და თან მOძველებული ხედვა აქვთ და არც რისკი უნდათ.ურჩევნიათ -გაჭრან-გაკერონ smile.gif
მოკლედ, თუ მოინდომებ, იპოვი მეანს და იმშობიარებ

Posted by: Springchild 10 Jun 2013, 15:50
mainc
QUOTE
რა დროა საკეისროდან გასული


მე ძალიან დავიბენი ამაზე, იმიტომ რომ ცოტა დროა გასული, გაიხსნება ნაკერიო, დიდი დროა გასული და ნაწიბურის კედელი თხელდება და ისევ არ შეიძლება.. მეც მინდა ფიზიოლოგიურად ვიმშობიარო მეორეზე და ვიკვლევდი ამ თემას..

Posted by: mainc 11 Jun 2013, 14:12
Springchild
რომელია აბა სათანადო დრო,გ გაარკვიე, დაგეგმე ორსულობა მაშ და მანამდე მოიძიე მეანი,რომელიც გამშობიარებს,
იმედია, ამ ქვეყანაში ერთი მაინც იქნება ასეთი smile.gif sad.gif

Posted by: tikusha 22 Jun 2013, 12:55
გოგოებო, რა უნდა გკითხოთ, მეორე ბავშვზე მშობიარობის მერე მაქვს დისკომფორტი, აი სქესობრივი აქტის დროს თითქოს ჩახევის შეგრძნება მაქვს, ნაკერი დამჭირდა და რაღაც ნიტოა ალბათ ხოო?? sad.gif გქონიათ მსგავსი შემთხვევა?? მის მერე საშვილოსნოს ყელი ამქვს მონაყინი და ათასი პროცედურები და რომ რამე გარეგანი დათვალიერებით გინეკოლოგი ხომ მეტყოდა?? ფაქტია რომ ძალიან დიდი დისკომფორტია

Posted by: natalialuka 22 Jun 2013, 16:05
tikusha

დისკომფორტი კი არ მქონდა მშობიარობის მერე აი საერთოდ არ შემეძლო ისეთი გაუსაძლისი ტკივილები მქონდა, მშობიარობის მერე თითქმის 3 თვის მერე გვქონდა სექსი, მაგრამ ისეთი საშინელი ტკივილები მქონდა არაფრის თავი არ მქონდა biggrin.gif ხოდა კი ვანებებდით თავს biggrin.gif მაგრამ მერე ნელ ნელა გამიარა, მე ნახეთქები მქონდა და 2 ნაკერი დამჭირდაა

Posted by: kvatunia24 22 Jun 2013, 16:23
tikusha
ნახეთქები მქონდა და უსიამოვნო შეგრძნება, წვა და ტკივილი ეხლაც კი მაქვს 5 თვის მერეც biggrin.gif ასე რომ არ ინერვიულო მაგაზე smile.gif

Posted by: tikusha 22 Jun 2013, 16:43
ჰო მაგრამ წლის და 10 თვის მყავს ბავშვი smile.gif და ის ჩახევის შეგრძნება ამდენ ხანს რა უბედურებაა
ვფიქრობ, რომ იმაზე მეტადაა ამოკერილი, ვიდრე უნდა ყოფილიყო

Posted by: emily2 22 Jun 2013, 21:27
QUOTE

tikusha

წესით ამდენ ხანს არ უნდა გქონდეს.შეიძლება უბრალოდ ფსიქოლოგიური მომენტია.მე იცით რა მაინტერესებს?პირველზე მეც ჩახევები მქონდა და ნაკერები დამჭირდა.წლის და 7თვის მყავს ბავშვი.ახლა მეორეს ველოდები უკვე ბოლო თვეში ვარ,დიდი ალბათობაა რომ ამაზეც ჩახავები მექნება ხო?sad.gif

Posted by: kudracha 23 Jun 2013, 12:32
emily2
QUOTE
ახლა მეორეს ველოდები უკვე ბოლო თვეში ვარ,დიდი ალბათობაა რომ ამაზეც ჩახავები მექნება ხო?

სავარაუდოდ იგივე ადგილას

Posted by: kvatunia24 23 Jun 2013, 12:46
tikusha
მაშინ უბრალოდ ფსიქოლოგიური მომენტია, გეშინია smile.gif მაინც მისულიყავი ექიმთან და გაესინჯე, ნახავს რა მდგომარეობაა.

Posted by: gachumdii 23 Jun 2013, 12:46
tikusha

შენი ფოსტის მერე ცოტა შევშინდი ( მეც მქონდა ნაკერები) შევუჩნდი ჩემ ქმარს ვსინჯოთთქო და კიდე კაი არაფერი მიგვრძნია,არც ტკივილი და არც დისკომფორტი. სამი კვირაა გასული მშობიარობიდან

Posted by: emily2 23 Jun 2013, 13:03

kudracha მადლობა გამახარეbiggrin.gif

gachumdii ყოჩაღ შენ ,მეც კაიხანს ტკივილი და უსიამოვნო შეგრძნება მქონდა...

Posted by: SPC 23 Jun 2013, 13:19
2 თვის წინ ვიმშობიარე, ტკივილი ისეთი მქონდა როგორიც მშობიარობის შემდეგ დღეებში. ოღონდ ნახევარი დღე გაგრძელდა. ნაკერები არ მქონია, მაგრამ ნახეთქი მქონდა, რომლის გაკერვაც საჭიროდ არ მიიჩნია. შემეშინდა ეს ნახეთქები ხომ არ დასკდა თქო. მთლიანობაში ძალიან დისკომფორტული იყო,

Posted by: tikusha 23 Jun 2013, 19:46
არანაირი ფსიქოლოგიური მომენტი არაა, არანაირი

ეგ კ იარა ცოტათი პატარა ხორცის ნაჭერს ვხედავ გადმოკიდებულს, სულ ცოტათია, აშკარად მორჩენილია ამოკერვის დროს smile.gif და ვფიქრობ, ზედმეტადაა ნაკერი დადებული

Posted by: tamuussi 24 Jun 2013, 18:12
მე სამი კვირის წინ გავაჩინე საკეისროთი. პირველი 2 დღე ჭრილობის ისეთი ტკივილები მქონდა გახსენებაც არ მინდა, მეგონა ვერ გავუძლებდი.. :X მერე შედარებით იკლო ნელ-ნელა და ეხლა ჩვეულებრივ მდგომარეობაში საერთოდ აღარ მაწუხებს.. მშობიარობას მაინც მერჩივნა საკეისრო.. :\

Posted by: SPC 24 Jun 2013, 19:05
tikusha
QUOTE
ეგ კ იარა ცოტათი პატარა ხორცის ნაჭერს ვხედავ გადმოკიდებულს,

უი ეგეთი რაღაც მეც შევნიშნე, მერე დავასკვენი რომ ნახეთქის პირი იყო biggrin.gif შეხორცდა მერე და აღარაა მაგრამ ინეტში ბევრი ვსეღცე მაშინ ხოდა ბევრს აქვს მსგავსი რაღაც

Posted by: tikusha 29 Jun 2013, 22:53
ჯერ არ მიკერავდა ექიმი არ არის სისხლმდენი ჭრილობაო, მაგრამ მერე ნახევარ საათში მოიფიქრა რომ უნდა ამოეკერა, სილამაზისთვის ჯობიაო biggrin.gif:D:D:D და ვფიქრობ ზედმეტადაც ამოკერა smile.gif ეგ პატარა ხორცის ნაჭერი კი აშკარად გადმოკიდებულია, მორჩა ალბათ ეკრვის დროს smile.gif

Posted by: makavel1 30 Jun 2013, 16:48
ეს არ ვიცი სად დავწერო და მოდი აქ ავწერ. მოკლედ მოგეხსენებათ შარდში კათეტერის მერე უჭირთ შარდზე გასვლა, მე ისე მტკიოდა და მეწვოდა კედლებზე გავდიოდი. რომ ავდექი და გავედი საპირფარეშოში ვერ მოვშარდე ისე მეტკინა უცებ, ვიჯექი და ვფიქრობდი რა გამეკეთებინა ოდესმე ხომ უნდა მომეშარდა არადა აუტანლა მტკიოდა. მერე გამახსენდა ადრე მქონდა ცისტიტი და ცხელ დუშში ვერ ვგრძნობდი ხოლმე წვას და ტკივილს, ჰოდა ვეცი ეგრევე დუშს და მივიშვირე, პირველ დღეს მასე ვშარდავდი ყოველ შესვლაზე და ისე მშველოდა და ისე უმტკივნეულოდ იყო ყველაფერი დავისვენე. ხოდა იქნებ ვინმეს ეს რჩევა გამოგადგეთ

Posted by: tekco777 30 Jun 2013, 17:05
makavel1
Mere tavisit gagiara?? Wvam??? Araperi waisvi?
Me mwvane malamo visvi da magan mishvela tore mec kedlebse gavdiodi shardva axlidan viswavle paqtiurad smile.gif))

Posted by: marikuna11 30 Jun 2013, 17:09
makavel1
მეგონა მეც ვწერდი ამ პოსტს. biggrin.gif

Posted by: noniko77 30 Jun 2013, 17:14
marikuna11
tekco777
makavel1
ჩემთვის კი არ ჩაუდგამთ კათეტერი ,კიდე კაი,კიდე ეგ მინდოდა ჩემი ნაკერები მყოფნიდა,ისე მთელი დღე არ გავსულვარ შარდზე და მაძალაბდნენე რამდენჯერ შემოვიდა ექიმი და ბოლოს ჩაი მომტანეს და რომ დავლიე ნახევარ საათში გავედი შარდზე ,ამაგრად ამეწვა მარა მემგონი ნაკერები მეწვოდა უფრო .

Posted by: gachumdii 30 Jun 2013, 17:19
QUOTE
მემგონი ნაკერები მეწვოდა უფრო .


ასეა. მე ვიცოდი წვის შესახებ ხოდა მეორე დღეს რო წავედი ტუალეტისკენ, დავბრუნდი უკან ისე მეშინოდა. მერე გავრისკე ისევ აბა როდემდე შევიკევებდი. ამეწვა მარა ისე ზაან არა როგორც ველოდი

Posted by: noniko77 30 Jun 2013, 17:23
gachumdii
ნაკერები შენც დაგადეს? მე 10 ძაფი მომძვრა უკვე ეგრე ვითვლი აბა ისე არ მითხრა ექიმმა.biggrin.gif

Posted by: gachumdii 30 Jun 2013, 17:26
noniko77

შიგნით მედო ექიმმა ორი ნაკერი არისო მარა მე მეტი მგონია იმდენი ხანი კერავდა biggrin.gif ან მე მომეჩვენა დიდ დროდ რავი biggrin.gif გაიწოვა ოგონდ არ ჩამომვარდნია

Posted by: marikuna11 30 Jun 2013, 17:43
noniko77
10 ძაფი ანუ 10 ნაკერი გქონა?რამდენ ხანში მოგძვრა ძაფი?მე 2 მქონა და არი კიდევ ზედ ძაპები.

Posted by: kvatunia24 30 Jun 2013, 18:16
noniko77
ეგ მგონი გარეთა ნაკერების კვანძები იყო, მე 2 ცალი მომძვრა და შიგნით კიდე მედო ერთი და ის არ ჩამოვარდნილა, როგორც ჩანს გაიწოვა biggrin.gif

Posted by: sopho_94 30 Jun 2013, 20:22
noniko77
არც მე არ მითხრეს არ ვიცი რამდენი ნაკერი მაქვს,მარა ძაფები არ შემინიშნავს,გაიწოვებოდა ალბათ...ხელს რო მოვისვავ ნაკერზე სამ ადგილას ხორკლიანია და ვერ მივხვდი რა არის sad.gif ისე ხანდახან ახლა მეწვის რო ვშარდავ

Posted by: kvatunia24 30 Jun 2013, 20:39
sopho_94
თითქმის 40 დღემდე მეწვოდა რომ ვშარდავდი, აუტანლად მტკიოდა და მეზარებოდა ტუალეტში შესვლა, ასე მძაფრად პირველი 2 კვირა მქონდა, მერე ნელ ნელა იკლო წვამ. უამრავი სიბინძურე გამოდის ამ დროს ორგანიზმიდან და არც არის გასაკვირი რომ გეწვოდეს smile.gif

Posted by: makavel1 30 Jun 2013, 20:39
noniko77
ფიზიოლოგიურებს უდგამენ კათეტერს არც ვიცი

Posted by: sopho_94 30 Jun 2013, 21:29
kvatunia24
თავიდან ძაან რო მეწვოდა ნელ-ნელა ვშარდავდი,ეხლა ხანდახან იცის ხოლმე და ვიფიქრე ცისტიტი ხოარ მაქთქო

Posted by: ADA 30 Jun 2013, 21:39
ბრავო თქვენ სუყველას! უსაქმურობამ და სიცხემ ამ თემაში შემომაგდო ჰო და იმედია ამაღამ მშვიდად დამეძინება , ჰო და კიდევ დედაჩემს ისე ჩავეხუტები და ვეტყვი მადლობას და ბოდიშს sad.gif რა თქმა უნდა კიდევ ერთხელ დავრწმუნდი იმაში რომ საკეისრო ან სულ არ მინდა შვილი, ძმისშვილებს გავზრდი no.gif ჰუუჰ, მბურძგლავს

Posted by: sopho_94 30 Jun 2013, 21:43
ADA
ორსულად რო ვიყავი და ტოქსიკოზი მტანჯავდა,მაშინ ვუთხარი დედას დიდი მადლობა yes.gif

Posted by: ADA 30 Jun 2013, 21:52
sopho_94
QUOTE
ორსულად რო ვიყავი და ტოქსიკოზი მტანჯავდა,მაშინ ვუთხარი დედას დიდი მადლობა

biggrin.gif ჰეჰ, საკმაოდ მგრძნობიარე ვარ, პრედმენსტრუალური სინდრომები მაქვს სასწაული ეჭვი მაქვს თუ ოდესმე დედობას დავაპირებ მეც მელის ეგ ტოქსიკოზი, არ ვიცი რამდენად გენეტიკურია მაგრამ დედაჩემი ჩემზე რომ ყოფილა ფეხმძიმედ საავადმყოფოში იწვა თურმე sad.gif

Posted by: noniko77 30 Jun 2013, 21:54
sopho_94
არა მე აღარ მეწვის ,თავიდა რომ ვიბანავე ხელი მომხვდა ნაკერებზე და მაგაზე საზიზღარი არაფეირ იყო ,ეხლაც რომ მახსენდებ მბურძგლავს.
marikuna11
არ ვიცი რამდენი მქონდა.
kvatunia24
QUOTE
ეგ მგონი გარეთა ნაკერების კვანძები იყო

არ ვიცი ნამდვილად.მარა როცა მძვრება ძფი მანამდე ცოტა ხნით ადრე მეღUტუნება ხოლმე შიგნით და რავიცი აბა .

Posted by: sopho_94 30 Jun 2013, 22:57
ADA
ამბობენ ემსგავსებიან დედებსო sad.gif
noniko77
ისე ნაკერი როგორ გაქ,ხელს რო კიდებ გლუვია?

Posted by: Mrs_Zum 1 Jul 2013, 01:38
makavel1
მე ვიყავი ესე, კათეტერი მშობიარობისას ჩავადგმევინე, ისე მაცვებოდა ეს ბავშვი სუდნოზე ვერაფრით მოვახერხე ჩემით biggrin.gif
საერთოდ არ მტკენია ჩადგმის პროცესი, აი მერე მეწვოდა, ბოთლში ვიღებდი თბილ წყალს და ვისხავდი, ნუ მერე 2-3 დღეში სულ გამიარა.
არ დგავენ სწორად როგორც ჩანს , იმის ბრალია. პირდაპირ შემთხარეს დამუშავების გარეშე. უნდა დამუშავდეს კარგად ბეტადინით, კათეტერს წაუსვან სპეციალური გელი და ისე ჩადგან, მაგრამ სადაა ეს ბედნიერება :X

Posted by: ADA 1 Jul 2013, 10:27
sopho_94
QUOTE
ამბობენ ემსგავსებიან დედებსო

ვოტ ნევეზუხა ბლინ sad.gif

Posted by: მარიამი 1 Jul 2013, 10:36
Mrs_Zum
მეც ჩამიდგეს კათეტერი, მაგრამ არც ჩადგმა გამიგია, არ ამოღება და არც არანაირი დისკომფორტი არ დაუტოვებია. ეტყობა გააჩნია, ვინ გიკეთებს.

Posted by: noniko77 1 Jul 2013, 11:05
sopho_94
არა ჩვეულებრივად მაქვს,მიუხედავად იმისა რომ კაი დიდი მონაკვეთია გაკერილი.

Posted by: kvatunia24 1 Jul 2013, 13:42
noniko77
ისინი შიდა ნაკერები იწოვება მე როგორც ვიცი, და გარე ნაკერების, უბრალოდ კვანძები ძვრება ღუტუნიც და ქავილიც იცის, იმიტომ რომ ხორცდება ჭრილობა biggrin.gif

Posted by: jaa 1 Jul 2013, 14:40
ADA
ეგრე დედაჩემი მთელი 7 თვე საავადმყოფოში იწვა ჩემს შენარჩუნებაზე და 7 თვიანი დავიბადე მაინც biggrin.gif მე ჩვეულებრივი ორსულობა მაქვს, არც ტოქსიკოზი მაწუხებს და არც ვწევარ, ასე რომ ეგ ინდივიდუალურია და მაგის ნუ შეგეშინდება wink.gif დაჟე პირველი ორსულობისას შეიძლება გქონდეს ტოქსიკოზი და მეორეს დროს არა, ან პირიქით

Posted by: makavel1 1 Jul 2013, 16:58
QUOTE
არ დგავენ სწორად როგორც ჩანს , იმის ბრალია. პირდაპირ შემთხარეს დამუშავების გარეშე. უნდა დამუშავდეს კარგად ბეტადინით, კათეტერს წაუსვან სპეციალური გელი და ისე ჩადგან, მაგრამ სადაა ეს ბედნიერება :X

უიმეეე საააად ვცხოვტობთ სააად ეს პირდაპირ შეთხრა რა უბედურებაა.

Posted by: marikuna11 2 Jul 2013, 16:44
სიდა ნაკერი შეიძლება გაიხსნას?ანუ რამდენ ხანშიხორცება ნეტა გაკერილი.მე 2 ნაკერი მქონდა არ დაჯდე 2-3 დღეო მე მ აინც ვჯდებოი და ახლა წვის შეგრძნება მაქვს.

Posted by: Iris87 3 Jul 2013, 16:17
დავწერ ჩემს მეორე მშობიარობის მოგონებას smile.gif
26 ივნისს სრულდებოდა ზუსტად 40 კვირა. 24-ში დილას დაბარებული ვიყავი ჩემს მეანთან. გამსინჯა, ყელი დარბილებულია, მაგრამ ჯერ გასწორებული არააო, დღეს არამგონია რამე იყოსო, რამდენიმე დღე ვაცადოთ კიდევო და გამომიშვა. იმ დღეს არაფერი აღარ მიგრძვნია, ჩვეულებრივად ვიყავი. საღამოს გვიან, 11 საათზე სასეირნოდ ჩავედით მე და ჩემი ქმარი, 1 საათი ვისეირნეთ, ამოვედი და დავწექი. 2 საათში გამაღვიძა საკმაოდ ძლიერმა მუცლის ტკივილმა ქაჩვის შეგრძნებით. გავედი ტუალეტში და ოდნავ სისხლიანი გამონადენი მქონდა უკვე. გავაღვიძე ქმარი, დაიწყო მეთქი და წავედით სამშობიაროში. 3 საათზე მივედით, მორიგემ გამსინჯა და უკვე 3 თითზე იყო გახსნა smile.gif დილამდე იმშობიარებო მითხრა. ძალიან გამიხარდა, პირველზე ღამის 12-ზე შევედი 1 თითზე გახსნილი და დღის პირველ საათზე გავაჩინე. 13 საათი გაგრძელდა. მოკლედ ავედით ბლოკში, ძალიან მსუბუქად მტკიოდა. იქ დამხვდა ბებია-ქალი და ექთანი, ბებია ქალი ძალიან ახალგაზრდა მომეჩვენა და ცოტა შემეშინდა, ამასობაში ჩემი ექიმიც მოვიდა, ჩემი ახლო ნათესავია და ისე გაუხარდა ეს ქალი რო დაინახა, გაგიმართლაო მითხრა და დავწყნარდი. ამიყვანეს სავარძელზე და წყლები დამაღვრევინეს. საერთოდ არ გამიგია. 1 საათი სრულიად გასაძლები იყო, დავდიოდი, ბურთზე ვხტუნავდი, ტუალეტში გავდიოდი შიგადაშიგ. მერე მომიმატა ტკივილებმა და დავწექი. თან უკვე წელზე და სწორ ნაწლავზე დაწოლას ვგრძნობდი, თავით ჩამოდიოდა ბავშვი, მაგრამ ქოჩორი არა და არ ჩანდა biggrin.gif ტკივილების დროს ვფიქრობდი, რამ დამავიწყა ეს საშინელება და მეორედ აქ რამ მომიყვანათქო smile.gif მაგრამ პირველთან რა შედარებაა, ტკივილი იგივეა, მაგრამ შუალედების დროს მოვდიოდი აზრზე. პირველზე გადაბმულად მტკიოდა ბოლოს უკვე. ბებია ქალი სულ საწოლზე მეჯდა და მელაპარაკებოდა, მე ჩახევის მეშინოდა ძალიან და ვეუბნებოდი ყველაფერს დაგიჯერებ, ოღონდ არ ჩავიხეთქო და ნუ გეშინიაო. პირველზე მქონდა შიდა ჩახევა პატარა და 2 გარე ნაკერი, მალე მომიშუშდა 2 კვირაში მარა მაინც მწარედ მახსოვდა.დილის 6 საათი რომ ხდებოდა უკვე ჩამოვიდა ბოლომდე ბავშვი, ჭინთვებიც დამეწყო და ამიყვანეს სავარძელზე, ექიმი და ბებია ქალი მეუბნებოდნენ როდის გავჭინთულიყავი და როდის არა, ეხლა არ დაიყვიროო და მეც ძალიან ვცდილობდი და ვუჯერებდი ყველაფერს. მერე დედაჩემისთვის უთქვამს ჩემ ექიმს, ძალიან იყოჩაღა, თვალებში გვიყურებდა და რასაც ვეუბნებოდით ყველაფერს ისე აკეთებდაო. მოკლედ 7ის 10 წუთზე გამოძვრა ჩემი ბიჭი, თავის გამოსვლა იყო საშინელი წვის შეგრძნება და მერე უცებ გამოსრიალდა და მორჩა, ყველანაირი ტკივილი 1 წამში გაქრა. დამასვეს ჩემი დემეტრე გულზე, დავინახე რომ სუფთა და თეთრი იყო, და ნაკეცებიან კისერს ვხედავდი მარტო love.gif მაშინვე დაიწყო ტირილი, პედიატრმა კარგი ბავშვიაო. 3.600 დაიბადა. დამათვალიერეს, არც ერთი ნახეთქი არ მქონია. ჩემმა ექიმმა ბებია ქალს უთხრა, მასტერ კლასი ჩაატარეო ისე იმუშავეო biggrin.gif 2 საათი ბლოკში ვიყავით მე და ჩემი გოჭი. მერე გადამიყვანეს პალატაში, 1 საათის მერე ავდექი თავისუფლად, ცოტა ხანში ჩიტივით ვიყავი. ერთი სიტყვით მშვენივრად ჩაიარა ყველაფერმა.
ყველას წარმატებებს გისურვებთ! love.gif

Posted by: garfield1 3 Jul 2013, 16:40
Iris87
გილოცავ, ჯანმრთელი და ბედნიერი გაგეზარდოს 2kiss.gif love.gif love.gif
გაუტკივარება არ გაიკეთე ?

Posted by: makau 3 Jul 2013, 16:42
Iris87
გილოცაავ! bis.gif ღმერთმა ბედნიერები გამყოფოთ!
QUOTE
ტკივილების დროს ვფიქრობდი, რამ დამავიწყა ეს საშინელება და მეორედ აქ რამ მომიყვანათქო
ეს მომეწონა biggrin.gif ეგრეა,დრო გადის და ყველაფერი გვავიწყდება smile.gif
მაგაში მართალი ხარ,რაცუფრო კარგად დაუჯერებ ექიმს,მით ნაკლები გექნება ჩახევები smile.gif მეც რომ ვუჯერებდი,დიდი წონის მიუხედავად არცერთზე არ დამჭირვებია ნაკერები.

Posted by: sopo1977 3 Jul 2013, 17:09
Iris87
გილოცავ! ღმერთმა ბედნიერი გაგიზარდოს. ისე ადვილად აღწერე, კარგია რომ არ გაწვალდი ძალიან.

Posted by: Iris87 3 Jul 2013, 17:57
დიდი მადლობა გოგოებო.
გაუტკივარება არ გამიკეთებია, არც პირველზე არც ამაზე. ახლა აზრიც არ ქონდა, მისვლიდან 3 საათში ვიმშობიარე და ტკივილებიც არ იყო ჩემთვის ისეთი აუტანელი, საერთოდ ვარ ბავშვობიდან ტკივილგამძლე smile.gif

Posted by: emily2 3 Jul 2013, 21:40
Iris87
გილოცავ,ძალიან სასიამოვნო წასაკითხი იყო, მითუმეტეს მეც მეორე მშობიარობა მიწევს.გაუტკივარების გარაშე.
პირველ და მეორე მშობიარობას შორის რა დრო გავიდა? მეც იმედს ვიტოვებ რომ მეორე მშობიარობა უფრო გამიადვილდებაsad.gif

Posted by: natalialuka 3 Jul 2013, 22:12
Iris87

ვაიმე გილოცავ რა მაგარი ხარ, ღმერთმა ჯანმრთელი გაგიზარდოს შენი დიდი ბიჭი

მეც მასე ვიქნები, არ ვაპირებ საკეისროს და ტკივილები ყველაფერი გამახსენე ეხლა რა მაქვს მეც თავიდან გადასატანი smile.gif

Posted by: sopo1977 3 Jul 2013, 22:18
natalialuka
თქვენ იცით მაინც რა გაქვთ გადასატანი, როცა არ იცი, უფრო ძნელია წინასწარ ფიქრი.

Posted by: noniko77 3 Jul 2013, 22:35
Iris87
გილოცაააავ 2kiss.gif

Posted by: makau 4 Jul 2013, 10:59
Iris87
ჩემნარირი ყოფილხარ smile.gif მეც უაზროდ შიმიძლია ტკივილის ატანა,ისე რომ ხმა არ ამოვიღო.ამიტომ არც მე გამიკეტებია არცერთ ბავშვზე გაუტკივარება.იმედია მესამესაც ადვილად გავაჩენ.

Posted by: natalialuka 4 Jul 2013, 11:07
makau

ხო გაუტკივარებას მეც არ ვაპირებ, პირველზე 4 საათში გავაჩინე და მეორესაც იმედია ადვილად გაავჩენ, ისე მე ბურთმა მიშველა ყელის გახსნაზე ძალიან დამეხმარა

sopo1977


რომ არ იცი უფრო კარგია, ვერ წარმოგიდგენია მმსგავსი ტკივილი რომ არსებობს biggrin.gif

Posted by: makau 4 Jul 2013, 11:16
natalialuka
როგორ დაამშვიდეე?? biggrin.gif biggrin.gifsopo1977 წინაწარ არ ინერვიულო,ხომ იცი განწობას დიდი მნიშვნელობა აქვს,აი მე სულ არ ვნერვიულობდი და ერთიც და მეორეც მისვლიდან 1,5 სათში ში გავაჩინე.ასე რომ იმ იმედით იყავი რომ ყველაფერი კარგად იქნება
2kiss.gif

Posted by: sopo1977 4 Jul 2013, 11:20
makau
ვაიმე, ნეტა მალე მოვიდეს მშობიარობის დრო და გადავიტან როგორმე biggrin.gif ოღონდ ჩემი ბასასო დაიბადოს მალეეეე biggrin.gif

Posted by: Iris87 4 Jul 2013, 11:39
ყველას დიდი მადლობა მოლოცვისთვის 2kiss.gif
emily2
3.5 წელია გასული პირველი მშობიარობიდან. მეორე ბეეევრად ადვილია, დამიჯერეთ smile.gif

Posted by: emily2 4 Jul 2013, 11:49
ჩემი შუალედი იქნება წელიწადი და 7-8 თვე.. პირველი მარტივად არ გამიჩენია 13საათი მოვუნდი.ეს იმედია უფრო მალე გამოძვრება... ვაიმე ეგრე მალე როგორ აჩენთ?რა კაია..

Posted by: garfield1 4 Jul 2013, 12:14
emily2
ჩემ დას ქონდა შუალედი წელიწადი და 5 თვე, პირველზე ისიც 14-15 საათი მოუნდა და მეორეზე ძლივს მიასწრო სამშობიაროში, მისვლიდან ნახევარ საათში გაჩენილი ყავდა უკვე.

Posted by: natia2203 4 Jul 2013, 12:40
emily2
13 საათი პირველისთვის დიდი დრო არაა.
მე პირველზე მგონი 10 საათი მოვუნდი, მეორეზე ვერ მივასწარი, უბრო სწორედ შევედი თუ არა სამშობიაროში გახდა ვერ მოვასწარი, ტანსაცმლიანმა ვიმშობიარე smile.gif

Posted by: natalialuka 4 Jul 2013, 13:00
sopo1977
makau

სოფო ისეთი მაგარი გვყავს ყველაფერს მშვენივარ გადაიტანს smile.gif

5 წელი და 2 თვე გამოუვა ცემს ბიჭებს შუალედი და იმედია ადვილად ვიმშობიარებ smile.gif

Posted by: tikusha 4 Jul 2013, 13:32
2.5 ნახევარი მქონდა პირველსა და მეორეს მშობიარობებს შორის

პირველზე ძალიან გამიჭირდა და 14 სთ-ზე მეტი მოვუნდი, მეორე კი მალევე გამოძვრა

მეორე აშკარად იოლია smile.gifsmile.gif

Posted by: QoniCo 4 Jul 2013, 15:04
პირველი ტკივილებიდან 2 საათში გავაჩინე, ე.ი. მეორეს გაჩენა სახლში მომიწევს biggrin.gif

პ.ს. ფეხძიმედ არ ვარ... biggrin.gif

Posted by: sopho_94 4 Jul 2013, 17:28
მე რო ვიმშობიარე ბლოკში შემოიყვანეს გოგო წყლებდაღვრილი,მესამეზე იყო და დააწვინეს თუარა ეგრევე გააჩინა,ტანსაცმლიან ფეხსაცმლიანმა biggrin.gif

* * *
Iris87
გილოცავ,ღმერთმა ბედნიერები გამყოფოთ :*
მე 8ზე მივედი და 1ის ნახევარზე გავაჩინე baby.gif

Posted by: makau 4 Jul 2013, 17:40
sopho_94
ვაიმე მეცვ მაგის მეშინია,მესამე გზაში არ გავაჩინო biggrin.gif მეორეზე რო მივედი 1 საათში გავაჩინე და იმედია ეხლაც მივუსწრებ smile.gif

Posted by: emily2 4 Jul 2013, 18:53
ვაიმე ეხლა ისე შემაშინეთ რომ იმედია ქობულეთიდან ბათუმამდე ჩავასწრებbiggrin.gif მაგრამ მასე მალე თუ გავაჩენ ჯანდაბას მანქანას გავაჩერებთ და ჩემს ქმარს მოუწევს მამშობიაროსbiggrin.gif

Posted by: sopho_94 4 Jul 2013, 19:01
makau
მთავარია სამშობიაროში შედგა ფეხი biggrin.gif კაია რა გინდა არ იწვალებ

Posted by: emily2 4 Jul 2013, 19:04
ვაიმე ნეტა მათლა ადვილად ვიმშობიარებდე... ყველას წარმატებები გოგოებო... მე ისე დავმძიმდი უკვე მგონი მალე გამოძვრება ჩემი ბიჭიsmile.gif

Posted by: denuestra 5 Jul 2013, 01:24
დაპირებულ მეოთხესაც მოგიყვებით.
მოკლედ მშობიარობის თარიღად ექიმმა 5-7 იანვარი მითხრა,მეც არ ველოდი ჯერ არაფერს.უფროსებს 24 დეკემბერს ბაღში ზეიმი ქონდათ დათქმული,ჰოდა 23ში საღამოს წავიყვანე ბავშვები სალონში გაბრიელს თმები შევკრიჭეთ და ბარბარეს ზოლებივით ჩაუბწნეს თმები,ისე რომ დილით მარტო,ლაქი და ბრჭყვიალეების მიყრა დასჭირდებაო სტილისტმა,მოკლედ ამოვედით სახლში,მარიამი მამიკოსთან ერთად თამაშობდა,მიშამ უნდა გავიქცე სამსახურში რო მოვრჩებით დავკეტავ და იქამდე კიდე რამე თუ გაგახსენდება მომწერე და ამოვიტანო (ხშირად ღამე ვითხოვდი რამე ტკბილს,ან უცებ გამახსენდებოდა რაღაც უცნაური და მივწერდიხოლმე მაგალითად: პაშტეტი,ჟელიბონი,მწვანე ბულგარული) ტელეფონს სულ ვამოწმებ ამჯერად რას მოიფიქრებს კუჭიო
შევედი აბაზანაში ვიბანავე,შავიცვი პიჟამო და კომპთან წამოვწექი,გოგოებს მივწერ რომ როგორც იქნა დავაძინე ბავშვები და ვისვენებთქო, მაუსს მოვკიდე თუ არა ხელი ისეთი ბუხ დაიძახა მუცელმა შემეშინდა და თხლაშ და წამოვიდა თბილი წყალი,ისე ძალიან შემეშინდა ამიტყდა კანკალი,აქამდე არცერთხელ არ დამიღვრია სახლში წყლები,ავფრინდი,პირველი რაც მომაფიქრდა ჩემ დაქალს დავუკაკუნე კარის პირდაპირ ცხოვრობს,თან გამდის ეს წყლები თქრიალით გამოვიდა და ჩემზე უარესად მას აუტყდა კანკალი ძლივს დარეკა მიშასთან სანამ მე ჩანთაში დარჩენილი რაღაცეები ჩავალაგე,მოვიდა მიშაც და ჩემი დაქალის ქმარიც,რა მექნა არ ვიცოდი ესე თქრიალით გამდიოდა წყლები მანქანაში არ შევრცხვემეთქი და მარიამის 4 ზომა პამპერსი ამოვიცვი ეხლაც მეცინება რო მახსენდება.ჩავკოცნე მძინარე ბავშვები,წმინდა ეკატერინეს ხატი ავიღე და წავედი გაგუაში,ბავშვებთან ჩემი დაქალი ანუკი დარჩა.
მუცელი საერთოდ არ მტკიოდა,ავედით კლინიკაში სანამ მორიგე ექიმი გამოვიდოდა დავურეკე დედამთილს დილით 7 საათზე წამოდი ბავშვების ტანსაცმელები მზად არის გაამზადე ანაც მოგეხმარება და 10ზე ზეიმი აქვთმეთქი(როგორ მინდოდა ზეიმზე წასვლა) მოვიდა მორიგე ექიმი მაია ფალავანდიშვილი,უსაყვარლესი ადამიანი ძალიან თბილი,გამსინჯა და 2 ნახევარიო,მოკლედ გავაცილე მიშა მეთქი წადი არ მტკივა და ჯერ არაფერს აპირებს დავიძინებმეთქი.მართლაც დავწექი და დავიძინე,დილით 6ზე გამეღვიძა ვიღაც მშობიარობდა და ისე კიოდა გული ამიჩქარდა,ცუდი შეგრძნებაა,ავდექი მაია ექიმს ვუთხარი გამსინჯეთმეთქი,მკითხა გტკივაო?არა არ მტკივამეთქი,მაშინ დაწექი და ეხლავე მოვალ და გაგსინჯავო,მოვიდა და 3 თითზე ხარ გახსნილიო,მოკლედ 1საათში წამომტკივდა ოდნავ,8საათზე ისევ გამსინჯა და უკვე 4 თითზე ვიყავი,იქამდე ექიმებთან ვჭორაობდი ტკივილები ასატანი იყო,გაუტკივარება არც შემოუთავაზებიათ რადგან თავიდანვე იცოდნენ ჩემი პოზიცია,რომ წინააღმდეგი ვიყავი.გახდა 9 საათი და უკვე დამეწყო ჭინთვები,გაამზადეს ბავშვისთვის გამათბობელი და პილიონკები,იმ წამებში სიხარულის გრძნობა ისე მძაფრად დამეუფლა ტკივილს აჭარბებდა,ექიმი მკარნახობდა როდის ამომესუნთქა და როდის რა გამეკეთებინა,მერე უკვე წვის შეგრძნება მქონდა,გამოყო თავი,მერე თანიც რამდენიმე წამში გამოსრიალდა და 10ის ნახევარზე გავხდი მეოთხე შვილის დედიკო,გული გამითბო ჩემმა ანტონმა,ქვედა ტუჩი ამობურცული ქონდა გაბუტულმა ბავშვებმა რომ იციანხოლმე აი ისე და დაბალ ხმაზე ტიროდა დავაფარე და ჩავიხუტე ჩემი პატარა,როგორი ბედნიერი წუთები იყო,უფალს მადლობას ვწირავდი რომ იმ ბედნიერ წუთებს განვიცდიდით მე და ჩემი გოჭუნია 10 საათზე დავურეკე მიშას და ზეიმზე ვარ ბავშვებს ვიდეოს გადავუღებ და მოგიტანო,მე კიდე ვაჟკაცის დაბადება მივულოცე ხმა ჩაუვარდა რატომ არ მითხარი როდის მოასწარიო (8 საათზე დამირეკა და არ მითქვამს რომ მტკიოდა მუცელი,მინდოდა მას მაინც ენახა ზეიმზე ბავშვების გამოსვლა)მადლობა მომიხადე რომ დერეფანში ნერვიულობა აგარიდე და ბავშვების ზეიმის ყურება ვარჩიე სენთვისმეთქი,მაგრამ მაინც იწუწუნა -ნერვიულობით მეც საქმეს ვაკეთებო
მოკლედ 2013 წელს ყველანი სახლში შევხვდით ჩვენს პატარა ანტონიოსთან ერთად ეხლა 6 თვისაა ჩემი კაცუნა,ისე უყვარს დედიკოოოოო,უნდა რომ სულ ვეფერო და ვეთამაშო,ძუძუზეა სულ ჩამოკიდებული,ეხლა ხელების ჩაცურება ისწავლა ისე გამაიმუნდა,უფროსებიც სულ ეფერებიან,მოკლედ ეს ჩვენი ანტონი გავათამამეთ და 1 წუთი არ ჩერდება დაწოლილი მარტო,სულ უნდა ვიღაც ეფეროს,აჭამოს,ეთამაშოს,სეირნობაზე გიჟდება კალიასკაში მიეძინებახოლმე.ჰოდა ვცხოვრობთ ესე პატარა დიდი ოჯახი love.gif love.gif

Posted by: nobe 5 Jul 2013, 09:31
denuestra
ღმერთმა ბენდიერები გამყოფოთ ყველანი.კარგები ხართ ძალიან smile.gif

Posted by: sopo1977 5 Jul 2013, 10:33
denuestra
მაგარი მოგონებები გაქვს. ღმერთმა გაგაიზარდოს შენი პატარები smile.gif

Posted by: emily2 5 Jul 2013, 11:23
denuestra ღმერთმა ბედნიერი დედა გამყოფოს.რა კარგია 4შვილი.. რა ტკბილი ოჯახი გექნება წარმომიდგენია.დადებითი ემოციებით დამმუხტა შენი მოგონებების წაკითხვამ 2kiss.gif

Posted by: gachumdii 5 Jul 2013, 11:29
denuestra

რა კარგი იყო შენი მოგონება. გილოცავთ ღმერთმა გაბედნიეროთ

Posted by: natalialuka 5 Jul 2013, 12:12
denuestra

რა მაგარია ღმერთმა ბედნიერი დედა გამყოფოს შენს შვილებტან ერთად, მართლა გმირი ხარ 4 შვილის დედობა გმირობააა

Posted by: denuestra 5 Jul 2013, 12:29
ყველას დიდი მადლობა,კი მართლაც ბედნიერებაა ბევრი შვილები,მაგრამ როგორც დედაჩემი ამბობს ხოლმე რკინის ნერვები უნდა,სანამ გაიზრდებიან და დაბრძენდებიან,ყოველი შემთხვევისთვის კარგად ვუგებთ მე და ჩემი გოჭუნიები ერთმანეთს,მეც ამათთან ერთად ვიზრდები biggrin.gif ყველას ბედნიერ და ღიმილით სავსე დედობას გისურვებთ(ყველაზე მეტად ახარებთ პატარებს როცა დედიკოები ხშირად იღიმიან)სულ ვკითხულობ ხოლმე მოგონებებს და ისე გრძნობამრჩება რომ როცა ვკითხულობ დეჟავუს განვიცდი,საოცარი აღწერა გაქვთ love.gif love.gif

Posted by: noniko77 5 Jul 2013, 15:38
denuestra
ვაიმეე ,ასე მეგონა ფილმს ვუყურებდი ისეთი სასიამოვნო წასაკითხი იყო. ბედნიერი ოჯახი გქონოდეს 2kiss.gif

Posted by: babilina1983 17 Jul 2013, 04:18
ჩემი მეორე მშობიარობა კურიოზი უფროა ვიდრე მშობიარობა
მოკლე დუ დეითი მქონდა 12 ივლისს ამერიკელი ექიმების პროგნოზით და 11 ივლისი თბილისელი ექიმების პროგნოზით wink.gif მაგრამ დარწმუნებული ვიყავი რომ უფრო ადრე გავაჩენდი.
მოვლითი ტკივილები 36 კვირის მერე დამეწყო, ნუ სუსტი და ყრუ , ასე მქონდა პირველ ბავშვზეც.
5 ივლისს მივედი მეტროპოლიტენ ჰოსპიტალში, სადაც აღრიცხვაზე ვიყავი, გააკეთეს ბავშვის მონიტორინგი, გამსინჯეს, ჯერ მხოლოდ 2 სანტიმეტრზე ხარ გახსნილი, შეიძლება ერთი კვირა არაფერი იყოს და 9 ივლისს მაინც გამოიარე ეხო გადავიღოთო. მანამდე შენი ფეხი არ ვნახოთ თუ ინტერვალები 3-5 წუთზე არ დავაო.
ხოდა მაგ 3-5 წუთიანი ინტერვალების ლოდინმა კინაღამ დამღუპაsmile.gif)))))
გათენდა 8 ივლისი ჩემი უფროსი შვილის სანდროს დაბადების დღე - 5 წლის გახდა, ნუ მე ტკივილები ისევ მქონდა მაგრამ 10 წუთზე ქვევით არ ჩამოდიოდა შუალედი. ხოდა ბავშვს გულს ხომ არ დავწყვეტდი, ათასი სიურპრიზი მოვუწყვე, ბუშტები ვბერე, ვიტინგიცე , მაქსიმალურად ვცდილობდი გამემხიარულებინა, თან ფურცელი და პასტა მედო გვერდით და ტკივილების მოვლის დროს ვინიშნავდი რომ ამ ტაშ-ფანდურში დროის შემცირება არ გამომრჩენოდა, სტუმარიც მივიღე, ტორტითაც გავუმასპინძლდი. მოკლედ ძალიან აქტიური დღე მქონდა.
ეს ინტერვალები ისევ არ მცირდება და უცებ 6 საათზე რომ დამკრაააა - ტკივილისგან ტირილი დავიწყე, მეთქი მოვქუსლეთ სასწრაფოოოდ.
დავავლე ჩემს იუბილარ შვილს ხელი( აქ დამტოვებელი არავინ მყავს), ჩანთა მზად მქონდა მეც მოწესრიგებული ვიყავი, ჩემმა ქმარმა ტაქსი გამოიძახა - გაგავაფრთხილეს რომ როცა მშობიარობა დაწყებულია სასწრაფო რომ გამოიძახოთ, თქვენთვის სასურველ ჰოსპიტალში არ მიგიყვანთ უახლოესში მიგაქანებთო და აი მაინდ შევცდით
ტაქსის მძღოლი აღმოჩნდა მექსიკელი -

ნუ ჩემმა ქმარმა აუხსნა რომ მივდივართ მანჰეტენზე, მეტროპოლიტენ ჰოსპიტალში, ეს თAვს გვიქნევს, თურმე ინგლისური არ იცის ამ ჩემი ცოდვით სავსემ. წავიდა მანჰეტენისკენ, არადა ნიუ იორკია 6 საათზე ისეთი საცობებია, რომ გადაჭედილია ქუჩები გავეჩხირეთ რომელიღაც გვირაბში, ნუ ტკივილები ისე იმატებს რომ თავს ვურტყავ უკვე მანქანას, გამოვედით ამ საცობიდან როგორც იქნა და წავიდა ეს სადღაც, ჩემი ქმარი ეკითხება დარწმუნებული ხარ რომ სწორად მიდიხაროო? ეს დებილი ისევ თავს გვიქნევს. უცებ შუა მანჰეტენზე რომელიღაც გვირაბში ჩაუხვია და ჩემმა ქმარმა შემოიკრა თავში ხელები, ამ მძღოლმა ოკეანის ქვეშ გაგვაძვრინა და ქვინზში ამოყო თავი, ნუ დაახლოებით იგივეა ჩაჩავაში რომ მიდიოდეთ და გორში აღმოჩნდეთ. თან მოსახვევი არაა არსად
არადა ჭინთვები დამეწყო ბავშვი გავაგიჟე, ვკივივარ ბოლო ხმაზე, ვმშობიარობ უკვე. ნუ გავაჩერებინეთ ამ დებილს მანქანა, ჩემ ქმარს ვატყობ მოკვლა უნდა ამის, დარეკა სასწრაფოში ორ წუთში მოვიდნენ და ახლობელ ჰოსპიტალში გამაქცუნეს, ჩემი შვილის შეშინებული სახე არ დამავიწყდება არსდროს, მამამისზე მიკრული გაფართოებული თავლებით რომ მიყურებდა.
მიმაქანეს უახლოეს ჰოსპიტალში წყლებს ვღვრი უკვე.
ჯერ სარეგისტრაციოში შემიყვანეს, კაცებით იყო იქაურობა სავსე

მოკლედ ამ გაუგებარ სიტუაციაში მოხვედრამ ისე შემაშიან რომ სრული სიტერიკა დამეწყო.
კივილს და ამათ ლანძღვას ხომ არ ვიშურებდი, ამარბენინეს სამშობიაროში და რაღაც სკამზე დამსვეს, ნახევარ წუთში ექიმი რომ შემოვიდა ძირს ვიწექი


ნუ თან აქ რაღაც წესები აქვთ ათას რამეს გეკითხებიან, ჩემი ქმარი ეხვეწება გაუტკივარება გაუკეთეთო და არა სრული გახსნააა, მოდის ბავშვიო, ნუ რატომღაც დარწმუნებული ვიყავი რომ მატყუებდნენ , ვიჭინთები და ესენი ათას შეკითხვას მისვამენ ამაზე თაანხმა ხაარ? იმაზე თანხმა ხაარ? არადა ვიჭინთები უკვე ინგლისური კი არა ქართული აღარ მესმის. მგონია რომ მოვკვდები ნიუ იორკის ამ გადაკარგულ რაიონში და ამ სიგიჟის ზრვარზე მყოფს რომ მკითხეს სისხლი რომ დაგჭირდეს თანახმა თუ ხარ დონორის გადაგისხათო, მე ეს გავიგე ასე- რომ მოკვდები თანახმა თუ ხარ დონორი გახდეოოოოsmile.gif)))))))))) ისე გავბოროტდი ისე რომ ვერ წარმოიდგენთ, არააააა, არააააა!
ვყვირივარ მთელი ძალით, თან ლოგინს ისე ვურტყავ ხელებს სახელურები მოერყაsmile.gif
- აბა გიყუროთ სისხლისგან როგორ დაიცლებიიი? - მეკითხებიან
ვძლივს გავიგე რა უნდოდათ და დავთანხმდი, მერე ავყვირდი ისევ რას მაწამებთ ყველაფერზე თანახმა ვარ მეთქიsmile.gif
ამ დროს ჩემს ქმარს უძახიან გარეთ რომ გელოდებათ ბავშვი ტირის და არ შეიძლება იქ მარტო დატოვებაო. საწყალს აღარ იცოდა რა ექნა, 5 წუთით გავიქცევიო. და გავარდა
ექიმი მეუბნება აბა ეხლა მაგრად გაიჭინთე თავი ჩანსო და ნუ კივიხარო, მაგრამ ცოცხალი თავით არ ვუჯერედბი, პირველად ძალიან დიდხანს და რტუულად ვიმშობიარე და მეგონა მატყუებდნენ რომ გავჩუმებულიყავი და ისე ავკივლდი, ცაში ავწიე ის ჰოსპიტალი.
მერე წვა ვიგრძენი და მივხვდი რომ მართლა გამოდიოდა და სამჯერ გავიჭინთე ისე, რომ სახეშI მირტყავდნენ ჰაერი ჩაისუნთქე დაიხრჩობიო და გამოვარდა ჩემი გოგო, სამშობიაროშI მისვლიდან ზუსტად ნახევარ საათში.
ამ დროს ჩემი ქმარი შემოვარდა და ბავშვი უკვე ხელში მიჭირავს, სახე ქონდა შეშლილიsmile.gif))))) არ იცოდა რა ექნა
დაიბადა სალომეა 3250 და 47 სმ. ძალიან მოცუცქნული გოგოsmile.gif ხუთ წუთშI მოყვა პლაცენტაც( პირველზე მშობიარობაზე მეტად პლაცენტის დაბადება გამირთულდა - მიხორცებული მქონდა)
მოკლედ ისე გამოვიდა რომ გაჩნდა ჩემი უფროსი ბიჭის დაბდღეზე - 8 ივლისს, მე თვითონაც არ ვიცი როგორ დაემთხვაsmile.gif
ერთი ამ კივილის გამო ნაკერები დამჭირდა ბლომად . ერთი კვირა გავიდა და კი ვარ ჩიტივით და გამარჯობა პამელაsmile.gif)))არც მუცელი მაქვს არც არაფერი, რძე ბლომად. მოკლედ მე თვითონაც შოკშI ვარ, კინაღამ ქუჩაში გავაჩინე ბავშVი, მაგრამ ახლა უკვე მეცინებაsmile.gif)))

Posted by: kvatunia24 17 Jul 2013, 09:55
babilina1983
მაპატიე მაგრამ კინარამ გული შემიწუხდა სიცილისგან biggrin.gif არა და რა არის სასაცილო, კინაღამ ქუჩაში გააჩინე, კარგია რომ ყველაფერი კარგად დასრულდა, ბედნიერ დედობას გისურვებ გაგეზარდოს სასახელო და ბედნიერი გოგო smile.gif

Posted by: anano_991 17 Jul 2013, 10:28
babilina1983
გილოცავ bis.gif ასეთი ისტორია არავის არ აქ givi.gif
რა მაგარია ერთ დღეს რო აქვთ დაბადებისდღე

Posted by: sopo1977 17 Jul 2013, 10:33
babilina1983
გილოცავ! ეს რა დაგმართიაsmile.gif ღმერთმა სულ ბედნიერები გამყოფოთ.

Posted by: makau 17 Jul 2013, 10:49
babilina1983
გილოცაავ!! მაგრად ვიხალისე smile.gif ესე მეგონა რამე კომედიურ ფილმს ყვებოდი biggrin.gifD იმ მომენტში წარმომიდგენია როგორ ნერვიულობდი,მაგრამ რაც მთავარია მიასწარით სამშობიაროში მისვლა smile.gif

Posted by: noniko77 17 Jul 2013, 10:56
babilina1983
გილოცავ,ყველაფერი მშვიდობიანად დამთAვრებულა,უფალი გფარავდეთ. 2kiss.gif

Posted by: სერაფიტი 17 Jul 2013, 11:23
babilina1983
QUOTE
დაახლოებით იგივეა ჩაჩავაში რომ მიდიოდეთ და გორში აღმოჩნდეთ.

QUOTE
აბა გიყუროთ სისხლისგან როგორ დაიცლებიიი? - მეკითხებიან

QUOTE
გაჩნდა ჩემი უფროსი ბიჭის დაბდღეზე - 8 ივლისს


ძალიან კარგი ისტორიაა. ბევრი ვიცინე მართლაsmile.gif ეს დაწერილია სასაცილო, თორე, ცხადია, ლაივში ჯოჯოხეთი იქნებოდა.
მაგრამ პატარას დაბადება დაგავიწყებდა იმავე წუთას ყველაფერს!

იხარეთ bis.gif

Posted by: gachumdii 17 Jul 2013, 12:58
babilina1983

ვაიმე რა სახალისო მოგონება გაქვს. გილოცავ 2kiss.gif

Posted by: sopho_94 17 Jul 2013, 16:48
babilina1983
ვაიმე გილოცავ bis.gif ეხლა მეცინდება და რა დღეშI იქნებოდი წარმომიდგენია biggrin.gif 2kiss.gif

Posted by: jaa 17 Jul 2013, 17:19
babilina1983

გილოცავვ, სასახელო გოგო გაგზრდოდესს bis.gif

Posted by: love you 18 Jul 2013, 17:52
ვაომე გოგოებო რა მაგრები და კარგები ხართ, გადავიკითხე ორივე თემა და ყველას ისტორიაზე ვიტირე იმდენად ემოციური იყო, ღმერთმა ჯანმრთელები გაგიზარდით თქვენი გოჭები, ბედნიერები და სასახელოები,იამაყეთ და იბედნიერეთ მათით
პ.ს მეც მომინდა ეგ ყველაფერი გამმეცადა love.gif lam.gif love.gif

Posted by: Sargerass 18 Jul 2013, 18:13
აი მეც მოვედიიიიი bis.gif

10 რიცხვი გათენდა..წინა დღეს 9-ში სტუმრიანობა მქონდა, როგორც ყოველთვის ფეხზე ვიყავი აქტიურად, სტუმრებსაც მოვემსახურე და ყველაფერი..საღამოს ისეთი რახუნი ამიტეხა მუცელში, რომ ფეხზე ვეღარ ვიდექი..წავედი და წამოვწექი მივატოვე სტუმრები, თორე მკეცავდა ადგილზე. შემდეგ დღეს კი ანუ 10 რიცხვში მეუღლემ 8-ზე გაიღვიძა დილით, მეთქი გიო ცოტა ხანი ვიწვები მალე ავდგები და მოგხედავ გაჭმევ მეთქი..არაა პრობლემა არ იჩქარო დაისვენეო...ტუალეტში გავედი მოვედი დავწექი ისევ..ამ დროს ვგრძნობ დავღვარე წყლებიიი...ვააჰ ვფიქრობ ნუთუ ჩავიფსი? მარა ეხლა არ ვიყავი კაცო ტუალეტში თქო? biggrin.gif გავედი ისევ ტუალეტში და ვხედავ ოოოდნავ მოვარდისფრო წყლებია..ისევ მომდის და მომდის.. არც ტკივილები მაქ არანაირი და არც სხვა დისკომფორტი... მოვარდა ქმარუკაც რა ხდებაო, მეთქი წყლებს ვღვრი თქო.. კაი შენ არ ინერვიულოო ეხლავე წავიდეთ სამშობიაროშიო..ძალიან დავიბენი..კიდევ კარგი ბარგი ჩალაგებული მქონდა... დავურეკე ექიმს ასე ასეა თქო, წყლებს ვღვრი და თან მოვარდისფროა მეთქი, და აიღე ოკულისტის დასკვნა და მოდიო... ერთადერთი რაც მოვახერხე ამოვიფინე პირსახოცი biggrin.gif გადავიცვი სარაფანა, გიო სულ მეფერებოდა და მაწყნარებდა ისეთი დაშოკილი სახე მქონდა.. საკეისრომდე 5 დღით ადრე დამეწყო მარა მაინც მოუმზადებელი ვიყავი ფსიქოლოგიურად ეტყობა..არადა ვგრძნობდი, რომ დამასწრებდა იმიტომაც ჩავალაგე ბარგი ადრე. კიდევ კარგი მეუღლე სახლში იყო თორე მომიწევდა მობრუნება, მერე შეიძლება ტკივილებიც დამწყებოდა მოკლედ 45 წუთში უკვე საპროცედუროში ვიყავი... ექიმს მისვლა მივასწარი.. მორიგე ექიმმა მიმიღო და გამაფორმა..ხელითაც გამსინჯეს..სხვათაშორის ძალიან არ მტკენია, ალბათ მრავალ თითზე ვიყავი უკვე გახსნილი biggrin.gif გამოიცვალეო, ჩაიცვი ხალათი , პერანგი ჩუსტები და ავიდეთ საოპერაციოშიო.. ოპერაციის წინ ჯერ ანესთეზიოლოგი გამეცნო..მკითხა როგორ ანესთეზიას ვიკეთებდი..სპინალურს მეთქი. მერე გამიკეთეს ოყნა და შევედი ცოტა ხანში საოპერაციოში.. ციოდა.. ანესთეზიოლოგმა ადიო ჩამოჯექიო იმ საწოლივით რაღაცაზე... მოიხარეო კარგადო, თავი ქვემოთ დახარეო.. ჯერ ადგილი მონიშნა და მერე ნემსი გამიკეთა..საერთოდ არ მტკენია.. კოღოს ნაკბენი უფრო ტკივნეულია მგონი biggrin.gif დაიწყო ფეხებმა გაბუჟება მალე..რამოდენიმე წამში უკვე ვეღარ ვამოძრავებდი ფეხებს.. წინ ფარდა ჩამომაფარეს.. მალე შემოვიდა ჩემი ექიმიც, მაია მჭედლიძე ( მან გამჭრა), ასე მეგონა 15 წუთში მორჩა ყველაფერი მარა კაი 45 წუთი ვყოფილვარ.. თან მელაპარაკებოდნენ მეკითხებოდნენ გვარს, ბავშვს რას ვარქმევ, როგორ ვარ.. ვუთხარი მცივა მაკანკალებს თქო და მაშინ დამიმატეს მორფი მგონი.. გამიარა მღელვარებამაც და კანკალმაც.. უცბად ვიგრძენი როგორ დამეჯაჯგურნენ, 1-2-3 დააააააააა წამებში გავიგე სანატრელი ჭყავილის ხმაააააააააააააა და ამოაპრუწუნეს ჩემი ბიჭიიიიიიიიი, დამასვეს გულზე.. ამივარდა ტირილი თან ვკოცნიდი სახეზე ბევრს, ძალიან მალე გაიყვანეს და იმ დღეს მეტი ვეღარც ვნახე რადგან რეანიმაციაში გადამიყვანეს.მარტო ღამე გვაჩვენეს დაჟინებული მოთხოვნით ძალიან ცოტა ხანი <3 . 6 გოგო ვიწექით იქ.. მეორე დღეს კი უკვე პალატებში გაგვანაწილეს.. არნახული ტკივილები მერე დაიწყო... უამრავ ნემსს გვიკეთებდნენ, ადგომა დაჯდომა წარმოუდგენელი ჯოჯოხეთი იყო ყველა ნაკეისრალისთვის მარა მაინც სულ დავდიოდით და ფეხზე ვიდექით..საბავშვო ოთახი დერეფნის ბოლოს იყო ასე რომ მაინც გვიწევდა ბაიებთან სიარული.. კუს სიჩქარით..3ჯერადი კვება იყო.. 5 დღე დაგვიტოვეს..პერსონალი ძალიან კარგი, თბილი და ყურადღებიანი.. სულ შემოდიოდნენ გვეკითხებოდნენ რამე ხო არ გვინდა, პულტიც გვქონდა გამოსაძახებელი და რავიცი..სამშობიაროთი ძალიან კმაყოფილი ვარ. ( იმედის კლინიკაში ვიმშობიარე ) . ოპერაციით კიდევ უფრო.. ვერაფერი ვერ გავიგე საერთოდ.. ნაკერიც კოსმეტიკური მაქ, შავი ძაფი რო დაგადონ ისეა ჯერ..თხელი თხელი..მეორე დღეს კი გავიარე ეგრევე სხვა რა გზა იყო მარა შემდეგ დღეებში უფრო ცუდად და ცუდად ვიყავი... წნევაც დაბალი მქონდა ხოლმე ძალიან და სიცხეც.. რო მივეგდებოდი ფერიც არ მედო.. მარა მე5ე დღეს მაინც გამომწერეს..ცოტა მაწვალა ბაიამ არაფრით იდებდა ძუძუს პირში.. 3 დღე საერთოდ..ხელოვნურზე მყავდა..მოვაშიე კიდევაც ძალიან მარა მაინც არ ქაჩავდა არაფერი რო არ მომდიოდა... მერე 3 დღის მერე ხსენი წამომივიდა და დაიწყო წოვა.. მარა დღემდე მარტო მარცხენა ძუძუს წოვს (( მარჯვენა არ ევასება და რა ვქნა არ ვიცი biggrin.gif ვართ ეხლა სახლში, მეუღლე ძალიან მეხმარება შვებულება აიღო..პაწუკა გვაგიჟებს სიყვარულებისგან. bis.gif 3.500 50სმ დაიბადა ჩემი გოჭუნია და მართლა სანამ არ გამოცდი ამაზე ბედნიერი წამები არ არსებობს. 2kiss.gif



Posted by: anano_991 18 Jul 2013, 18:19
Sargerass
გილოცავ კიდევ ერთხელ 2kiss.gif 2kiss.gif
რა დაარქვით თქვენს ვაჟკაცს?

Posted by: Sargerass 18 Jul 2013, 18:22
anano_991

დიდი დიდი მადლობააააააა.. 2kiss.gif 2kiss.gif . გიორგი დავარქვით.. მამიკოს სახელი...ასე რომ ორი გიორგი მყავს ეხლა სახლში..დიდი და ჯუნიორი gigi.gif

Posted by: sopo1977 18 Jul 2013, 18:28
Sargerass
რა სასიამოვნო მოგონებები დაწერეsmile.gif ტკივილის მიუხედავად, მაინც ძალიან სასიამოვნო წასაკითხი. ღმერთმა ბედნიერი გიმყოფოს შენი ბიჭი 2kiss.gif

Posted by: garfield1 18 Jul 2013, 19:07
Sargerass
გილოცაააავ bis.gif bis.gif bis.gif

Posted by: Sweet Paloma 18 Jul 2013, 19:11
Sargerass
მიხარია რომ კარგად ხარ :*

Posted by: norse 18 Jul 2013, 19:47
babilina1983
მართლა მეგონა კომედიური ფილმის სცენარს ვკითხულობდი biggrin.gif biggrin.gif გილოცავ,ღმერთმა ჯანმრთელები და ბედნიერები გამყოფოთ 2kiss.gif 2kiss.gif

Posted by: nobe 18 Jul 2013, 19:57
Sargerass
გილოცავ ჩემო კარგო და ღმერთმა ძალიან ძალიან ბედნიერები გამყოფოთ. 2kiss.gif

Posted by: Dido 18 Jul 2013, 20:06
babilina1983
გილოცავ, ღმერთმა ბედნიერი გიმყოფოს შენი შვილები, რა მაგარია ორივე ერთ დღეს როა, იაფად გამოხვალთ მშOბლები biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif მეც ზუსტად მასე უეცრად დამეწყო ინტერვალებმა შემცირება, მანამდე თუ 30 წთში ერთხელ იყო უცბად გადავიდა 2-3 წთში ერთხელზე და კიდევ კაი ჩაჩავაში ვიყავი წასასვლელი და არა მანჰეტენის ჰოსპიტალში biggrin.gif biggrin.gif მეორე მშობიარობა რადგან იყო იმიტომო და რავიცი biggrin.gif

Posted by: jaa 18 Jul 2013, 20:55
Sargerass
რა მაგარი მოგონებაა, დამბურძგლა smile.gif გილოცავ კიდევ ერთხელ :*

Posted by: sopo1977 18 Jul 2013, 21:18
Sargerass
რაღაც გაურკვევლად დამიწერია, ტკივილში საკეისრო ტკივილი ვიგულისხმე და ვეღარ ჩავასწორეsmile.gif კიდევ ერთხელ გილოცავ.

Posted by: Nanuuu 18 Jul 2013, 22:28
Sargerass
გილოცაააავ, ბედნიიერები იყავით სუუუუუუუუულ 2kiss.gif

Posted by: makau 19 Jul 2013, 10:35
Sargerass
გილოცაავ! ბედნიერები გამყოფოთ ღმერთმა! 2kiss.gif

Posted by: Sargerass 19 Jul 2013, 11:26
garfield1
Sweet Paloma
nobe
jaa
sopo1977
Nanuuu
makau

დიდი დიდი მადლობა გოგოებოოოოოო 2kiss.gif bis.gif bis.gif მართლა ძალიან ბედნიერი ვარ. 2kiss.gif სამშობიაროშიც ტკივილების მიუხედავად მაინც რომ ავიყვანდი ხოლმე ხელში იქვე მავიწყდებოდა ყველაფერი 2kiss.gif არაფერი შეედრება ამას, არაფერი 2kiss.gif 2kiss.gif

Posted by: Dido 19 Jul 2013, 12:14
Sargerass
გილოცაავ, ღმერთმა ბედნიერი გაგიზარდოს შენი ბაია.

Posted by: marikuna11 19 Jul 2013, 12:32
როგორც იქნა გადავწყვიტე მეც დავწერო მოგონებები smile.gif
ბოლო ვადა 17 ივნისს მქონდა.9-ში დილთ ტუალეტში შევამჩნიე რომ საცობი ჩამომივარდა.რაღაც სასიამოვნო გამაჟრჟოლა მივხვი რომ მალე დაიწყებოდა ყველაფერი თან შემეშინა თან გამიხარდა.გამოვვარდი აქ დავწერე მომავლებში ესე და ესეა მეთქი და გოგოებმაც დამოდასტურეს მალე იმშობიარებო.სახლში საღამომდე არაფერი არ ვთქვი.მერე წელი ძაან ამტკივდა და დვრეკე ჩემ ექიმთან.მოდი და მორიგე გაგსინჯავსო.მივედით მორიგე კაცი აღმოჩნდა დავიწყე პრანჭვა არ მინდა შენი გასინჯვა თქო.საბოლოოდ მაინც გამსინჯა 2 თითზე ვიყავი დამტოვეს ხვალამდე იმშობიარებო,გამიკეთეს ნემსი და დამაწვინეს პალატაში დაისვენე დლამდე დაიძინეო მარა პალატაში ქალი იყო ისე ხვრინავდა მთელი ღამე გამათენებნა facepalm.gif
მთელი ღამე მტკიოდა მუცელი ოღონდ დიდი შუალედებით და ასატანად,მე ეს მგონია მშობიარობის ტკივილი და ჭკუაზე არ ვარ როგორ კარგად ვიტან მეთქი(იქით გოგო მშობიარობდა გადაიკივლა ყველაფერი.მე ვცინოდი რა აკივლებს ესე მეთქი.თურმე ჯერ სად ხარ)დილით 9 ზე წყლები დამაღვრევინეს და აი მაშინ დაიწყო ყველაფერი 6 საათი ისე მტკიოდა მუცელი პირი არ გამიჩერებია მარტო ვბღაოდი,და ვიხვეწნებოდი საკეისრო გამიკეთეთ მეთქი.ყველა გამლელ-გამომლელ ექიმს ვეუბნებოდი გამსინჯეთ იქნებ გაიხსნა ყელი მეთქი(მათ შორის იმ მორიკე კაც ექიმსაც biggrin.gif )3ის ნახევარზე დამეწყო ჭინთვები და 4-ის 15 წუთზე დაიბადა ჩემი სიხარული ბიჭი,მაშინევ გულზე დამაწვინეს ისეთი თბილი იყო ისეთიი,სულ მამას გავდა იმ წუთას.2 საათი ესე ვიყავით ბლოკში,იმ ღამესაც არ გავატანე ექთანს ჩემთან მყავდა ვერ შეველიე smile.gif დღემდე ვერ ვიჯერებ რომ ჩემი შვილია,ამ ქვეყნად ყველაზე თბილი და ტკბილიააა love.gif love.gif ახლა უკვე თვენახევრისაა და კიდევ უფრო მაგიჟებს და მაგიჟებს.

Posted by: noniko77 19 Jul 2013, 12:54
marikuna11
2kiss.gif

Posted by: nobe 19 Jul 2013, 12:57
marikuna11
გილოცავ და ბედნიერი გამყოფოს უფამა.გაუტკივარება არ გაიკეთე?

Posted by: anano_991 19 Jul 2013, 13:22
marikuna11
გილოცავ ღმერთმა დიდი გაგიზარდოს bis.gif bis.gif

ბავშVის დაბადება ხო ერთნაირად დიდი ბედნიერება არის მაგრამ აი ფიზიოლოგიურ მშობიარობას რო ვკითხულობ რაღაც უფრო განსაკუთრებული გრძნობა მეუფლება და უფრო დიდი ემოციები მოდის სულ ტანში მივლის ხოლმე biggrin.gif

პ.ს იმედია არ დაიწყება საკეისრო ჯობია ფიზიოლოგიური ჯობია და ა.შ

Posted by: marikuna11 19 Jul 2013, 13:45
noniko77
2kiss.gif
nobe
მადლობა.არა არ გამიკეთებია.თავიან ვიძახდი არ მინდა მეთქი და რომ მოვითხოვე უკვე სრული გახსნა მქონდა და არ გამიკეთეს.
anano_991
დიდი მადლობა.

Posted by: ninaela 19 Jul 2013, 21:07
Sargerass
გილოცააავ უფალი იყოს თქვენი მფარველიიიი:*უბედნიერესი დედიკო ყოფილიყავიი,მეც მანდ ვიკეთებ მაიასთაან გამიხარდა რომ კმაყოფილი ხარ,დაზღვევაა მანდ როგორაა?ვიციი რო სახელმწიფო დაზღვევაა მოქმედეებს

Posted by: stasia 20 Jul 2013, 15:55
მოვიცალე მეც


11 ში დილით ვიყავი დაბარებული ჯან. სახლში, მთელი ღამე გავათენე შიშებისგან მუცელს ვეფერებოდი, თან ველაპარაკებოდი უნდა დამაძინონ და ისე ამოგაძვრენენ მარა არ შეგეშინდეს მალე გავიღვიძებ და მოგეფერები, რომ ამოგიყვანენ ხმამაღლა იტირეთქო, ისიც იქიდან თითქოს თანხმობის ნიშნად მთელი ძალით მიბრაგუნებდა
დილასაც იგივე სულ, სულ მეცელზე მეწყო ხელები და ვეფერებოდი სანამ სამშობიარომდე მივედით, რომ შევედით დამიძახეს მალევე მოსამზადებლად თან ნიკაპი მიცახცახებდა ტირილი მინდოდა, ერთი გავხედე ჩემს ქმარს დერეფნიდან როგორ მიყურებდა გული ჩამეწვა, თან ბედნიერი სახე ქონდა თან შეშინებული

შემიყვანეს ჩემს პალატაში ხან ვინ შემოდიოდა ხან ვინ, მეკითხებოდნენ რაღაცეებს ისე ვნერვიულობდი ვერ ვიაზრებდი რას მეუბნებოდნენ და ერთი სამჯერ ვამეორებინებდი biggrin.gif ერთი ყავდათ შეყვანილი იმის მერე მე ვიყავი რიგში და ველოდებოდი პალატაში, თან ჩემებს ველაპარაკებოდი ფანჯრიდან, ჩემ ქმარს რამდენი დავინახავდი იმდენი ვჩუყდებოდი, ექიმი მეჯდა იქ და ის მაწყნარებდა მერე ბავშვთა ოთახში გამიყვანა პატარები მანახა ისეთი საყვარლები იყვნენ, ისინი რომ ვნახე ცოტა გადამიარა შიშებმა... ერთიც შემოვიდა და ხალათი ჩაიცვი მესამე სართულზე ავიდეთ დაგათვალიერებინებო, ეგრევე მოვწვი დადგა ჩემი ჯერიცთქო... შემიყვანა საოპერაციოში და რომ დავინახე საოპერაციო მაგიდა იმდენი ექიმები აი მანდ რა ვიგრძენი ვერ აღვწერ, მეუბნებოდნენ დაწექიო, არ ვწვებოდი. მერე ძლივს დავჯექი მარა ცოცხალი თავით არ ვწვებოდი biggrin.gif მერე ბავშზე დამიმწყეს ლაპარაკი მალე ნახავო ესაო ისაო და დავწექი როგორც იქნა, დამესივნენ ერთი აქედან ერთი იქიდან. კათეტერიც სანამ დამაძინებდნენ მაშინ ჩამიდგეს, ცოტა მეტკინა მარა ასატანად. ქორიძის ბიჭი მაზილიონკებდა თუ რას მისვამდა არ ვიცი, თან ვეუბნები თქვენ ხო არ მიკეთებთ საკეისროს ამირანი მინდა მეთქო biggrin.gif მერე ანესთეზიოლოგიც შემოვიდა შევუჭამე ამ ქალს ტვინი მალე გამაღვიძეთქო, მეშაყირებოდნენ თან ჯერ დაგაძინოთ და გაგაღვიძებთ აბა რას ვიზავთო, ჩამომიფარეს წინ ფარდაც და დავხუჭე თვალები არ ვახელდი ისინი რომ არ დამენახა ვცდილობდი დავწყნარებულიყავი, მერე ამირანის ხმაც გავიგე და ანასთეზიოლოგს კიდევ გავუმეორე დამპირდი რომ მალე გამაღვიძებთქო biggrin.gif ამირანი დამანახეთმეთქი თან საათი ვიკითხე, შევხედე და ვუთხარი ეხლა დამაძინეთთქო, ყელში რაღაცის მოწოლა გავიგე მარტო და ვსიო წავედი ძილში.
დაიბადა ჩემი კაცი 3.300, 50 სმ
გამეღვიძა უკვე პალატაში, ტირილის ხმა მესმოდა ბავშვის ჯერ შორიდან მერე თანდათან მოვდიოდი გონზე, ექთნები მედგნენ თავთან და ჩემი ქმარი, ვკითხულობდი ვისი ბავშვი ტირისთქო, თურმე ჩემი კაცი გაჰკიოდა ბოლო ხმაზე, დედიკომ რო უთხრა ხმამაღლა იტირეო დამიჯერა და ამის ხმამ გამაღვიძა მართლაც. ვკითხულობდი წონას, როგორაა, როგორია, ხო კარგადაა ჩახვეული მქონდა ერთი ასჯერ მაინც მიკითხავს, თან ვუყურებდი თვალის ფოკუსს ვერ ვასწორებდი, ვკანკალებდი და ვფიქრობდი რადგან აქაა და ვხედავ ე.ი კარგადაათქო. მარა მაინც ვკითხულობდი წამდაუწუმ. ჩემი ქმარი გადავრიე ისე ცახცახებდი ცრემლები ვერ შევიკავეო, მეუბნებოდნენ დაიძინე მალე გამოფხიზლდებიო მარა არ მინდოდა ძილი ჩემს ქმარს ვეხვეწებოდი არ დამტოვოთქო , ექთანმა ჩუმად უთხრა მერე გადი თორემ აქ რომ გხედავს არ იძინებსო. ავუშარდი მერე სად უშვებ ჩემს ქმარს იყოს ჩემთანთქო საოპერაციოში ისედაც მარტო ვიყავითქო. მარა ჩუმად მაინც გაიყვანეს ვერ გავიგე ისე, დამამშვიდებელი გამიკეთეს მერე ალბათ და წავედი ძილისკენ მარა მაინც ვერ დავიძინე ბოლომდე, ვუყურებდი ცალი თვალით ჩემ შვილს, (ორივეთი ვერ ვიყურებოდი ფოკუსი მქონდა არეული biggrin.gif) იწვა შეხვეული ტოლმასავით ეძინა, ვაიმე ისეთი ტკბილი იყო, რაღაცა გრძნობა დაიბადა უსაზღვრო სიყვარულის, ესეთი გრძნობა აქამდე რომ არ გქონია, ვუყურებდი და ვფიქრობდი რას ვნერვიულობდი ამის გამო კიდევ საკეისროს კი არა მსოფლიოს გადავდგავდი, ვტიროდი თან ვიმეორებდი ჩემი შვილი, ჩემი შვილი, მადლობას ვუხდიდი, რომ ესეთი ტკბილი ყოფილა და ამ ტირილში ჩამეძინა კიდეც , შუადღისკენ კარგად მოვფხიზლდი და ჩემი ქმარი მოვითხოვე ისევ ,შემოვიდა ბავშვთან ერთად და ვუყურებდი ორივეს თან ვტკბებოდი, ძალიან მაგარი გრძნობა იყო. მიყვარს ჩემი კაცუნიები

რაც შეეხება საკეისროს ტკივილებს, არ მქონია არანაირი ტკივილი არც პირველ დღეს, და არც დანარჩენ დღეებში, გამაყუჩებელი მარტო იმ ღამეს გამიკეთეს მე არც მომითხოვია, მაგრამ ვინიცობაა აგტკივდეს ღამეო მაინც გავაკეთოთო, მეორე დღეს შემოვიდა რეაბიტოლოგი და ამაყენა გავიარე ჩვეულებრივ, აი ციკლი რომ გაქვს და მუცელი გივლის დაახლოებით ეგ შეგრძნება მქონდა მარა მაგანაც გაიარა 1 საათში. რაც მეტკინა იმ 5 დღის განმავლობაში იყო კათეტერის ჩადგმა, ნემსის გაკეთება კუჭნაწლავის მოსაწესრიგებელია თუ რაღაცაო, მწარე წამალი იყო და მკერდი, რა ტკივილი ცოდნია მტერსს ,არც კათეტერის ამოღება მტკენია, შარდზეც ჩვეულებრივ გავედი დისკომფორტის და ტკივილის გარეშე.
მოკლედ კმაყოფილი ვარ საკეისროს, ვინც იკეთებთ არაფერია ისეთი, არ მოუსმინოთ არამკითხე მოამბეებს საკეისროზე რომ იმოძღვრებიან ხოლმე

Posted by: nobe 20 Jul 2013, 16:04
stasia
ასე დიდი ხანია არ მიტირია მოგონებებზე,ღვარღვარით მომდის ცრემლები. smile.gif ბედნიერები მინდა იყოთ სულ მთელი ოჯახი. 2kiss.gif

Posted by: sopo1977 20 Jul 2013, 16:22
stasia
რა მაგარი მოგონება დაგიწერია. ღმერთმა გახარებული გამყოფოს სულ, შენს ბაჭიასთან ერთად 2kiss.gif 2kiss.gif

Posted by: garfield1 20 Jul 2013, 16:44
stasia
აუ გავსკდი ტირილით გეფიცები, კიდე კაი სახლში მარტო ვარ weep.gif weep.gif weep.gif 2kiss.gif 2kiss.gif

Posted by: stasia 20 Jul 2013, 17:11
nobe
sopo1977
garfield1


თქვენც იგივე ამბები გელოდებათ მალე , ტკბილი ტკბილი ბაიები baby.gif baby.gif baby.gif

Posted by: Nanuuu 20 Jul 2013, 18:16
stasia
ვუერთდები მოტირალ გოგოებს baby.gif
გილოცავ კიდე ერთხელ, ღმერთმა სუუულ ბედნიერები გამოყოფოთ 2kiss.gif

როდის დავწერ აქ მოგონებებს, როდის მოვა იანვარი sad.gif ...

Posted by: Sargerass 20 Jul 2013, 18:34
Dido
2kiss.gif დიდი დიდი მადლობაააა :*:*

ninaela
Gაიხარე ჩემო კარგო.მაია მართლა ძალიან მაგარი ყოფილა..არაფერზე ინერვიულო. Kი შედის დაზღვევის პროგრამა მაგათთან, მარა მე მერძოდ ვარ დაზღვეული და ჯიპიაიმ დამაფინანსა 700 რაღაცა.

stasia
ძალიან ბევრი ვიტირე მეც bis.gif 2kiss.gif უმაგრრესი იყო .გილოცაააავ

Posted by: anano_991 20 Jul 2013, 19:00
stasia
რატო მატირებ რა გინდა?
ღმერთმა დიდი ბიჭი გაგიზარდოოს love.gif
სურათი გვანახე რა მერე
* * *
უი მარტო მე არ მიტირია bis.gif რამდენი აგიტირებია biggrin.gif lol.gif lol.gif lol.gif lol.gif lol.gif

Posted by: babilina1983 20 Jul 2013, 19:34
ძალიან დიდი მადლობა მოლოცვებისთვის, მართლა ძალიან სასაცილო ამბავიბა
სადმე ბანალურ სიტუაიაში კურიოზების გახსენებაზე თავის მტვრევა აღარ დამჭირდება.

გილოცავთ ყველას მშვიდობიან მშობიარობას bis.gif

Posted by: Sargerass 20 Jul 2013, 19:55
babilina1983
Gილოცავ გულით და სულით bis.gif 2kiss.gif მარა შენს მოგონებას ვერ ვკითხულობ, ისე მტკივვა ნაკერები givi.gif ცოტა მომიშუშდეს და givi.gif 2kiss.gif

Posted by: kvatunia24 20 Jul 2013, 20:04
stasia
გვასკდი ბღავილით კიდევ კარგი მარტო ვარ ოთახში biggrin.gif გილოცავ სულ ასეთი ბედნიერი და გახარებული იყავი love.gif

Posted by: makavel1 21 Jul 2013, 11:44
მოკლედ სანამ ორივეს ძინავს მოვასწრო. 23 ში დამეწყო წელის ტკივილები, არ მივაქციე ყუადღება, წავედი თბილისი მოლში ვიყიდე ბავშვისთვის პამპერსები, სოსკა, ჰიგიენის საშუალებები, მოვედი სახლში დავალაგე საჭმელი გავაკეთე გავწყდი მოკლედ. მერე დაქალს დავურეკე გადმო დარჩი მეთქი, ჩემი ქმარი გვიან მოდიოდა და მეზარებოდა მარტო ყოფნა. დავაძინეთ დადუ და აივანზე ვისხედით ვჭორაობდით, მოვიდა ჩემი ქმარიც მერე 3ნი ვჭორაობდით უკვე, ამასობაში გახდა 2 საათი ღამის და წავედით დასაძინებლად. დავწექი თუ არა ცოტახანში გეგონება ურო ჩამარტყეს წელში, ვიცოდი უკვე რომ დამეწყებოდა დადუზეც ეგრე დამეწყო. გადავურეკე ექიმს და ვუთხარი, თუ გაგიხშირდა წამოდი თუ არადა ხვალ დილით გელოდებიო. მოკლედ როგორღაც ჩამეძინა და დილას 7ზე უკვე სისველემ გამაღვიძა. გავაღვიძე ყველა ავიღე ჩანთა, წასვლამდე ერთი კარგად ვიბღავლე და წავედით. ხმას არ ვიღებდი მთელი გზა, რომ მივედი ფეხები უკან მრჩებოდა, თან დადუ მეცოდებოდა უჩემოდ და რამდენი გამახსენდებოდა იმდენი ვტიროდი. ყველა მე მაწყნარებდა, მეფერებოდნენ ნუ გეშინიაო არადა სულ არ მეშინოდა. როგორც იქნა დამადგა საშველი და შემიყვანეს საოპერაციოში, შემოვიდა ანესთეზიოლოგიც და დაიწყეს ანეგდოტების მოყოლა, არ გამიგია არცერთი. გამიკეთა ლიდოკაინი თან მეუბნებოდა ეხლა ამას ვაკეთებ ეხლა ამას, ამ ლიდოკაინის დროს უკან ამეწვა და თან მომეღიტინა რო დავიწყე სიილი ძლივს გავჩერდი. მერე ორივე ფეხიც გათბა დამაწვინეს და ჩამომიფარეს ფარდა და დაიწყეს. ცოტახანში წნევა დამივარდა, დააწყებინა ხტუნაობა და გულისრევა, ისე ვინერვილე ბავშვი ჯე არ იყო ამოყვნილი და რამე არ მოუვიდეს მეთქი, დამიდგეს გადასხმები, დამარჭეს ნემსები, ცოტახანში ნჯღრევა და ტირილის ხმა გავიგე. ამოიყვანეს სულ სველი ზღარბივით იყო და დამატყპეს გულზე, გავსკდი ღრიალით, მერე ამაცალეს და წაიყვანეს, დაიბადა 2 800 47სმ. ისეთი ბედნიერი ვიყავი გეგონება პირველი შვილი იყო, ნუ რაღაც სასწაული ბედნიერებააა. გამიყვანეს მერე პალატაში სადაც ჩემი ქმარი მელოდებოდა. ძალიან ცუდად ვიყავი, ცოტახანში შემოიტანეს წვეთოვანი და დამიდგეს. ჩემ შვილს საერთოდ არ შევუწუხებივარ, მე ვაღვიძებდი ჭამისთვის ყოველ 3 საათში. ღამე გაყავდათ იმიტომ რომ დისკომფორტი მქონდა მეგონა რომ ეღვიძა და ვერ ვიძინებდი. დილით შემოვიდნენ კათეტერი მომხსნეს და მეთვითონ გავაკითხე ბავშვს. ნაკერების მხრივ წინასგან განსხვავებით ფანტასტიურად ვიყავი. მესამე დღეს მკერდმა შემომიტია, სიცხეც ამეწია და მანდ გავჭედე, შემოვიდა ექთანი ვტიროდი ნახა მკერდი, დანაწყნარა ეხლა შენ დეპრესია გაქვსო და ამის გაგონებაზე დავურეკე ჩემ ქმარს აღარ მინდა სამშობიაროში მოდი წამიყვანე მეთქი, ჩემი ქმარი კვდებოდა სიცილით თან ცდილობდა არ შეემჩნია და მაწყნარებდა როგორც შეეძლო, გავბრაზდი საშინლად მოკლედ შემომიტიეს, მერე დადუს ხმა გავიგე და საერთოდ გადავირიე. რამდენიმე საათში მოვიდა ჩემი ქმარიც და დავწყნარდი შედარებით. ერთი სული მქონდა როდის გამომწრედნენ, რომ მოვედი სახლში დადუ გაგიჟდა, მომეწება და იყო ესე ჩახუტებული, ვიყავი ბედნიერი ჩემი შვილებით, ველას ასეთ ბედნიერებას გისურვებთ.

Posted by: nobe 21 Jul 2013, 11:51
makavel1
ღმერთმა ძალიან ძალიან ბედნიერი გამყოფოს ჩემო კარგო 2kiss.gif

Posted by: stasia 21 Jul 2013, 12:18
Nanuuu
anano_991
kvatunia24

მადლობა გოგოებო 2kiss.gif 2kiss.gif 2kiss.gif


Sargerass

გაიხარე, შენც გილოცა პატარა კაცუნიას დაბადებას 2kiss.gif

Posted by: kvatunia24 21 Jul 2013, 13:09
makavel1
ღმერთმა სულ ბედნიერი და გახარებული გამყოფოს შენი შვილებით 2kiss.gif 2kiss.gif

Posted by: sopo1977 21 Jul 2013, 13:17
makavel1
კიდევ ერთხელ გილოცავ. გახარებული იყავი სულ 2kiss.gif

Posted by: Dido 21 Jul 2013, 13:22
stasia
გილოცავ ღმერთმა ბედნიერი გაგიზარდოს 2kiss.gif

ჩემი აზრით, საოპერაციოში სანამ შეიყვანენ მანამდე უნდა აძინებდნენ ან აბრუებდნენ მაინც პაციენტს (მგონი ზოგიერთ ქვეყანაში არის ასე, ან აპირებენ რომ გააკეთონ). იქ შესვლა, ინსტრუმენტების დანახვა და ა.შ. ძალიან მოქმედებს პაციენტზე და ფსიქოლოგიურ ტრავმას აყენებს. არ ვიცი შეიძლება ეს სამედიცინო თვალსაზრისით არ არის მიზანშეწონილი, მაგრამ ფსიქოლოგიურად მართლა ძAლიან რთულია იმ ინსტრუმენტების დანახვა და რო იცი შენთვისაა განკუთვნილი smile.gif

Posted by: kvatunia24 21 Jul 2013, 13:29
Dido
მე სანამ შემიყვანეს საოპერაციოში მანამდე გამთიშეს, სანამ ოპერაციას დაიწყებდნენ ფეხი ჩამისვა ქირურგმა ამოვარდნილიც იყო მორფი გამიკეთეს რომ არ მეგრძნო ჩასმისას ტკივილი biggrin.gif ისე კარგად ვიყავი, მშვიდად გემრიელად, არც არაფერი მტკიოდა და სულ სიცილ სიცილით შევედი, იქაც ანეგდოტებს ვყვებოდი სანამ დამაძინებდნენ biggrin.gif რესპუბლიკურში ხდებოდა ეს და სხვაგან რა ხდება არ ვიცი, არ დამჭირვებია smile.gif

Posted by: stasia 21 Jul 2013, 15:23
Dido

გაიხარე მადლობა 2kiss.gif


ეჰ მეც ვითხოვდი მაგას, მაგრამ არაო ბავშვზეც გადავაო დაეძინება და გინდაო? სხვა რა გზა მქონდა, ამირანი რომ შემოვიდა და თქვა მზად მზად ვარო მაშინ გამთიშეს.

თორე უი იმ მაგიდის დანახვა იყო შოკი და ზევით ის პროჟექტორი რო კიდიააა, გამასკული ექიმები , ეხლაც მაძაგძაგებს biggrin.gif

Posted by: Dido 21 Jul 2013, 15:51
stasia
QUOTE
ავშვზეც გადავაო დაეძინება და გინდაო?

აა ხოო მართალია. რაც მალე ამოიყვანენ მით უკეთესი. ნუ საკეისრო გამონაკლისი ყოფილა. იმედია სხვა გეგმიური ოპერაციების დროს მაინც წინასწარ უკეთებენ biggrin.gif
QUOTE
თორე უი იმ მაგიდის დანახვა იყო შოკი და ზევით ის პროჟექტორი რო კიდიააა, გამასკული ექიმები , ეხლაც მაძაგძაგებს
ხოო ძალიან მძიმე ასატანი იქნებოდა, მაგრამ რას ვიზამთ სამაგიეროდ უდიდეს საჩუქარს ვიღებთ love.gif

Posted by: stasia 21 Jul 2013, 15:55
Dido

QUOTE
სამაგიეროდ უდიდეს საჩუქარს ვიღებთ



მაგაში გეთანხმები, სულ გავიწყებს მერე ყველაფერს baby.gif

Posted by: makavel1 22 Jul 2013, 01:33
მადლობა დიდი გოგოებო, ღმერთმა ყველას გამოაცდევინოს ეს ბედნიერება

Posted by: sopho_94 22 Jul 2013, 13:14
makavel1
კიდევ ერთხელ გილოცავ ჩემო კარგო 2kiss.gif

Posted by: <<მარი>> 22 Jul 2013, 16:51
მოგესალმებით გოგოებო.smile.gif ძაან ამაღელვებელი თემაა. წავიკითხე რამდენიმე ისტორია, სულ მაჟრჟოლებდა ემოციისგან. გამახსენდა ჩემი მშობიარობა და საკეისრო smile.gif სამი შვილი მყავს, 4 წლის მათე და 11 თვის ტყუპები, ლუკა და ილია. მათე საბერძნეთში დაიბადა, ილია და ლუკა საქართველოში. ტყუპები ილია|| ნათლულები არიან. smile.gif უბედნიერესი ვარ, ღმერთს მადლობას ვწირავ ყოველთვის, რომ დედობის გირსი გამხადა და განმაცდევინა ის ენით აუწერელი გრდზნობა, რასაც დედა-შვილური სიყვარული ქვია. მიუხედავად იმისა, რომ არც ფიზიოლოგიური და არც საკეისრო იოლად არ გადამიტანია(იყო რაგაც გართულებები) მაინც უტკბილესად მახსენდება სამშობიაროში გატარებული ყოველი დღე smile.gif რადგან ის ადგილი არის ჩემს მეხსიიერებაში წარუშლელი შთაბეჩდილების მოწმე. მომენტი როდესაც ჩემი შვილები დაიბადნენ, არ ვიცი ბედნიერებაზე მეტია, სიტყვა რას დაიტევს იმ ემოციას, იმ გრძნობას, ახსნას საოცრება! რომელიც მე, ჩვეულებრივ ადამიანს დამემართა smile.gif მადლობა უფალს ყველაფერი ამისთვის, ტკივილისთვის, ლოდინითვის, სიკვდილთან მიახლოებისთვის და უდიდესი საჩუქრისთვის-შვილებისთვის...:* <3

Posted by: babilina1983 25 Jul 2013, 03:07
makavel1
გილოცავ, ღმერთმა ბედნიერი გამყოფოს

Posted by: noniko77 25 Jul 2013, 10:57
stasia
makavel1
2kiss.gif 2kiss.gif

Posted by: Sweet Paloma 26 Jul 2013, 11:37
makavel1
stasia
ეხლა ვნახე თქვენი წერილები. საოცარი წამებია რომელიც ადამიანს, სანამ ცოცხალია მუდამ ემახსოვრება. smile.gif smile.gif

garfield1
გარფილდო, ახლა შენი დროაsmile.gif

Posted by: garfield1 26 Jul 2013, 11:39
Sweet Paloma
დღეს სახლში მიშვებენ და როგორც კი შევძლებ დავწერ ეგრევე 2kiss.gif

Posted by: garfield1 27 Jul 2013, 19:20
მოვედი გოგონებო ჩემი მოგონებებით love.gif

მოკლედ როგორც უმრავლესობამ იცის 22 ივლისს გვქონდა დანიშნული საკეისრო კვეთა. ამირანმა გამაფრთხილა წინა საღამოს 6 საათი მერე არაფერი აღარ შეჭამოო , არადა 21ში ჩემი დის დაბადების დღე იყო, ხოდა მივედი ადრე და 3 საათზე გავაშლევინე სუფრა biggrin.gif
წამოვედით მერე სახლში და როგორც ყოველთვის 2 საათამდე ვერ დავიძინე, თან ჩანთა შევამოწმე მეათასედ , საბუთები გავამზადე და ასე შემდეგ.
დილით ადრე ავდექი, გავემზადე და წავედი სამშობიაროში , იმდენად მშვიდად და წყნარად ვიყავი ჩემი თავის მიკვირდა მეთვითონ .
მივედით, ამიყვანეს პალატაში, ჩამაცვეს ღამის პერანგი და ხალათი და დამიდგეს გადასხმა,თან რაღაც საბუთებს ავსებდნენ, კითხვები მომაყარეს .
ანესთეზიოლოგის ასისტენტი იყო ძალიან კარგი გოგო, ამიხსნა ბევრი რაღაც , თან მითხრა შეგიძლია საოპერაციოში ტელეფონი წამოიღოო, სურათის გადაღება მასწავლე და ახალდაბადებულს გადავუღებო.
მაგ დღეს გეგმიური სხვა არავინ იყო, ამიტომ პირველის 20 წუთი იყო დაახლოებით რომ მითხრეს აბა წამოხტი ეხლა და წავედით საოპერაციოშიო . იქ რომ შევედი არანაირი რეაქცია არ მქონია არც იარაღებზე და საერთოდ არაფერზე. მოკლედ დედაჩემი როგორც იტყოდა მართლა სქელკანიანი ვარ მგონი biggrin.gif
ანესთეზიოლოგმა გამაფრთხილა ნემსს რომ გავაკეთებ ცოტა სიმხურვალეს იგრძნობ და მერე ვეღარაფერსო და ზუსტად მასე მოხდა და ცოტა ხანში საერთოდ დავკარგე შეგრძნება წელს ქვემოთ, ამის მერე ჩამიდგეს შარდის კათეტერი და შესაბამისად არაფერი არ მიგრძვნია საერთოდ .
ამირანიც მალევე შემოვიდა კიდევ ერთ ექიმთან ერთად, არ ვიცი ვინ იყო , საყოველთაო დაზღვევაზე ლაპარაკობდნენ, ხო ისიც აღნიშნეს აშკარად ძალიან მშვიდი ნერვების პატრონი ხარ და შენითაც გააჩენდი ბავშვსო .მერე ანესთეზიოლოგმა მკითხა რამე იგრძენიო ? უკვე დაიწყეს ოპერაციაო, თან ხუმრობდნენ და რაღაცეებს ყვებოდნენ ზუსტად 12:30 იყო საათს რომ შევხედე . მე ხან საათს ვუყურებდი, მაინტერესებდა როდის გავიგებდი ჩემი პატარას ხმას და ხან ჩემს წინ ჩამოფარებულ ფარდას, რომლიდანაც ბუნდოვნად მაინც ჩანდა რას აკეთებდნენ ექიმები და ზუსტად 12:40წთ-ზე გავიგე ბავშვის ტირილის ხმა, ისეთ ხმაზე გაჰკიოდა, ანგრევდა ყველაფერს . დამანახეს და გაიყვანეს ეგრევე, ის გოგოც გაყვა ტელეფონით უკან და ორ წუთში მოვიდა და მაჩვენა ფოტოები, მერე უკვე შეხვეული მოიყვანეს რამდენიმე წუთში, ლოყაზე მომახუტეს და წაიყვანეს. აი ვერ აღვწერ ამდროს რა მჭირდა, გავკსდი ტირილით, ეხლაც რომ მახსენდება კიდე ვტირივარ, ყველაზე მაგარი მომენტია ალბათ რაც შეიძლება ადამიანმა განიცადოს ცხოვრების მანძილზე love.gif
მერე ამ გოგომ ტელეფონი მომცა , დაურეკე შენებსო.
ხოდა ვურეკავ ჩემ ქმარს და რა იყო უკვე შეყავხარ საოპერაციოდო ? მეკიდე სიტყვებს ვერც ვუყრიდი თავს წესიერად , ერთი ის მოვახერხე, მივულოცე მამიკო გახდი უკვე , მე კარგად ვარ , ეხლა მკერავენთქო . ცოტა ხანში დასრულდა ყველაფერი და გადამიყვანეს პალატაში , საშინლად მეძინებოდა, მაგრამ ჩემი ქმრის ნახვა მინდოდა, ამოვიდა მალევე , პატარაც შემოგვიყვანეს და აჩვენეს მამიკოს , მე მერე ვიკითხე ზომა-წონა, 3.270 და 51 სმ დაიბადა ჩემი პატარა ალექსანდრე , არადა მანამდე ყველა ეხოზე მეუბნებოდნენ ბავშვი დიდია ძალიანო და მეც გოლიათს ველოდი, კი აღმოჩნდა პატარა და მოცუცქნული .
ცოტა ხანში მნახველებიც გაუშვეს და დაიწყეს საშვილოსნოს მასაჟი, დამადეს ყინულები, თუ შეგცივდა გვითხარი დაგაფარებთ რამესო, მაგრამ პირიქით, შემცივდა კი არა მცხელოდა და მეძინებოდა საშინლად, დაახლოებით 1საათი მეძინა , მერე ნელნელა დაიწყო წელს ქვემოთ მგრძნობელობის აღდგენა, უკვე ვგრძნობდი ამ მასაჟს და დაწოლას , რაც იყო კოშმარულად მტკივნეული მაგრამ კიდევ კარგი მალევე მორჩა ყველაფერი . ძალიან მშიოდა და ექთანს ვუთხარი რამე მაჭამეთ გული წამივათქო და საღამოს ვახშამიც და გვიან ვახშამიც შემხვდა bis.gif ძაან მაწუხებდა ეგ ამბავი, რომ მომშივდება რა მეშველებათქო , მაგრამ სპინალურის მერე პრობლემა არააო შეგიძლია ჭამოო და ის გრეჩიხა და კარაქიანი პური , მწვადად და ხინკლად მეჩვენებოდა biggrin.gif
საღამოსკენ უკვე სრულად აღმიდგა მგრძნობელობა , ვიხვეწებოდი დღესვე ამაყენეთთქო, მაგრამ არაო, უარი მითხრეს, ღამე ერთი გამაყუჩებელი გავაკეთებინე, თორე ვერ ვიძინებდი, უცხო გარემოში და თან ნაკერიც მაწუხებდა . მეორე დილით შემოვიდა რეაბილიტოლოგი, ძალიან ადვილად წამოვდექი და გავიარე, არანაირი პრობლემა არ შემქმნია, არც წელში გამართვა გამჭირვებია, მოკლედ ადვილად გადავიტანე ეს ოპერაცია და თამამად ვიტყვი რომ ერთერთი საუკეთესო გადაწყვეტილება იყო ჩემს ცხოვრებაში საკეისრო რომ ვარჩიე ფიზიოლოგიურს.
სამშობირაოს რაც შეეხება, ძალიან კმაყოფილი ვარ , ექიმებიც, ექთნებიც ძალიან ყურადღებიანები და კარგები არიან, ერთადერთი დისკომფორტი იყო ის რომ სასადილოს მოპირდაპირე მხარეს იყო ჩემი პალატა და ცოტა სუნი მაწუხებდა და ნუ არც საჭმელებზე გადავრეულვარ, მაგრამ რომ მომშივდა ისე კარგად ვჭამდი, მე თვითონ მიკვირდა yes.gif ბავშვი ღამე გაყავდათ და დღეც თუ ეტყოდი და არ შეგეძლო მიხედვა გაიყვანდნენ, რამდენჯერმე შევედი როცა უცვლიდნენ და ყველა გამოცვლაზე ბანენ, ტოპიკრემის კოსმეტიკას იყენებდნენ ბავშვებისთვის . პულტი მქონდა ოთახში და შემეძლო გამომეძახა ექთანი როცა რამე დამჭირდებოდა მაგრამ მარტო პირველ დღეს გამოვიყენე , იმიტომ რომ ვერ ვდგებოდი, მერე უკვე მეთვითონ გავდიოდი რომ მემოძრავა, თუმცა იმდენად ხშირად შემოდიოდნენ სულ არ იყო ის პულტი საჭირო .
სხვა კიდე რა დავამატო არ ვიცი, თუ რამე დაგაინტერესებთ მკითხეთ და გიპასუხებთ.
გუშინ გამოგვწერეს სახლში, როგორც ადრე ვთქვი დამხმარე არ მყავს, მარტოები ვართ მე და ჩემი ქმარი და ჯერჯერობით ვუმკლავდებით მშვენივრად, მე არაფერი არ მაწუხებს და ამიტომ ყველანაირ საქმეს ვაკეთებ თავისუფლად , პატარაც ძალიან მშვიდი და წყნარია , ძინავს მთელი დღე .
მოკლედ ასე გოგოებო , სულ ეს იყო ჩემი ამბავი, ყველას გისურვებთ ურპობლემო მშობიარობას და ჯანმრთელ პატარებს love.gif

Posted by: marikuna11 27 Jul 2013, 19:35
garfield1
კიდევ ერთხელ გილოცავ,იხარე და იბედნიერეთ პატარათი.

Posted by: noniko77 27 Jul 2013, 20:32
garfield1
2kiss.gif


Posted by: garfield1 27 Jul 2013, 20:33
ვაიმე ეხლა წავიკითხე, რამდენი მიწერია facepalm.gif facepalm.gif

Posted by: Iris87 27 Jul 2013, 20:44
garfield1
გილოცავ, გაგიზარდოს ღმერთმა დიდი ბიჭი შენი ალექსანდრე smile.gif

Posted by: stasia 27 Jul 2013, 20:50
garfield1

გილოცავ კიდევ ერთხელ, გაგეზარდოს ჯანმრთელი კაცი 2kiss.gif 2kiss.gif

Posted by: sopo1977 27 Jul 2013, 21:00
garfield1
ძალიან სასიამოვნოდ აღწერე, ამეტირა შენს განცდებზე. ბედნიერი დედა იყავი სულ!:)

Posted by: Sweet Paloma 27 Jul 2013, 21:39
garfield1
2kiss.gif 2kiss.gif 2kiss.gif აუ როგორ მიხარია

Posted by: anano_991 27 Jul 2013, 21:44
garfield1
ღმერთმა დიდი გაგიზარდოს ისეთი ლამაზი ბიჭი გყავს სულ მინდა უყურო 2kiss.gif

Posted by: sopho_94 28 Jul 2013, 23:46
garfield1
კიდევ ერთხელ გილოცავ,სულ ასეთი ბედნიერი იყავი bis.gif მე მყავდა 2 ძაან საყვარელი ექთანი,ნატა და სოფო 2kiss.gif

Posted by: makau 29 Jul 2013, 01:13
garfield1
Kიდევ ერთხელ გილოცავ!:)მართლა შეუდარებელი წუთებია პირველი შეხვედრა ბაიასთან love.gif
როცა პირველად ადექი ქამარი გაგიკეთეს თუ მერე გაიკეთე?მინდა მზად ვიყო,მაინც ჩემთვის მესამეა და თან საკეისროზე მეშინია არ დამრჩეს მუცელი rolleyes.gif

Posted by: garfield1 29 Jul 2013, 01:21
makau
არა ქამარი არც პირველ დღეს და არც მერე არ გამიკეთებია, ვარჯიშები მასწავლეს პრესის კუნთის აღსადგენი და მაგას ვაკეთებ,ქამარი იმ შემთხვევაში შეგიძლია გამოიყენო თუ დიდი მუცელი ნაკერს აწვებაო, მეკიდე მუცელი თითქმის არ მაქვს. თან რეაბილიტოლოგმა ამიხსნა , ბანდაჟი და ქამარი სწრაფ შეკუმშვას უწყობს ხელსო, შეიძლება სისსხლი დაგროვდეს და გაპრობლემდესო.

Posted by: ebi_chan 29 Jul 2013, 01:26
QUOTE
ის გრეჩიხა და კარაქიანი პური , მწვადად და ხინკლად მეჩვენებოდა biggrin.gif

ვაიმე მეც ისე მეგემრიელებოდა ვფიქრობდი აქამდე რატო არ მიყვარდათქო და აწი სულ შევჭავ ხოლმეთქო ვფიქრობდი gigi.gif

გილოცავ კიდევ ერთხელ 2kiss.gif

Posted by: Sargerass 29 Jul 2013, 05:09
garfield1
მაგარია რააა..მეც გავსკდი ტირილით, როცა ჩემი ბაია ამოიყვანეს...ვინმე არის ნეტა ისეთი ვისაც გული არ უჩუყდება ამ დროს? Uმააგრესი მომენტია..ვაი ყინულები რატომ დაგადეს? ჩემთვის არ დაუდიათ, არც მასაჟი. ჭამაც მეორე დღიდან იყო....იმიტომაც მაქ დიდი მუცელი კიდევ..მოკლედ კარგი მოგონება იყო ძალიან და კიდევ ერთხელ გილოცააავ 2kiss.gif 2kiss.gif

Posted by: natalialuka 29 Jul 2013, 08:09
babilina1983

დედააააააააა გადავირიე, დავიძაბე, შევწუხდი, შე საწყალო რეები გადაგიტანია smile.gif

მაგრამ მთავარია ყველაფერი კარგად დამთავრდა, გილოცავ შენც ულამაზეს პატარა ქალბატონს :*

Posted by: garfield1 29 Jul 2013, 10:01
Sargerass
რავიცი ბელა, ქორიძეს ეგეთი წესი აქ ალბათ.
ისე მუცელი თითქმის არ მაქ,ამხელა კაი ნაჭამზეც მქონდა სანამ დავორსულდებოდი.

Posted by: Nanuuu 29 Jul 2013, 11:23
garfield1
კიდე ერთხელ გილოცავ პატარა კაცს. ღმერთმა სულ ჯანმრთელი და ბედნიერი გიმყოფოს 2kiss.gif
ისე წონაში ესე რატო ცდებოდნენ კი მაგრამ? სულ მახსოვს ამბობდი დიდია დიდიაო და ვერ ზომავენ ანუ? ნუ ზუსტი რო ვერ იქნება ეგ გასაგებია
მაგრამ 3.270-ის რა ჭირდა საგოლიათო biggrin.gif

Posted by: garfield1 29 Jul 2013, 11:31
Nanuuu
გოგო არვიცი,თან მე ხო სულ სხვადასხვასთან დავდიოდი და ყველა ერთი და იგივეს მეუბნებოდა, გამოდის რომ ყველა შეცდა, ან ბოლო ორ კვირაში 100 გრამი მოიმატა მარტო, რავიცი ეხლა რაღა მნიშვნელობა აქვს, ისე მოვასუქებ ცოტა ხანში , დედას ბუშტი გახდება biggrin.gif

Posted by: nobe 29 Jul 2013, 12:32
მოვედი ჩემი მოგონებებით.
მოკლედ 20 ივლისს მუცლის დაჭიმულობის გამო პანიკიორებმა გამაქანეს გაგუაში.გამსინჯა მორიგე ექიმმა და დაგამომიშვა უკან.3-4 დღე არაფერი არ იქნებაო.25-მდე რომ არ დაბადებულიყო დაბარებული ვიყავი რომ უნდა დავცოლილიყავი და დამაჩქარებლებით გამეჩინა.22-ში საღამოს მოულოდნელად დამადგნენ მეგობრები და წამიყვანეს სასეირნოდ.დავლიე ცხელი შოკოლადი იქნებ და რამე მოიფიქროს ამ ბავშვმა-თქო,ვისეირნე და მოვედი სახლში.დავწექი და დამეწყო გულის არეში ტკივილი,ვერ მოვისვენე რასაც ქვია,ვიწრიალე ვიწრიალე და როგორც იქნა ძილი მომერია,გადავბრუნდი გვერდზე და ოპააა,სითბო წამოვიდა ფეხებში.მოკლედ მივხვდი რომ წყლებს ვღვრიდი.წამოვხტი სასწრაფოდ.ჩემი ქმარი თავზე გადამხტა სიხარულისგან,მღელვარებისგან და ყველაფრისგან ერთად.გააღვიძა დედიკო და დაიწყეს ამათმა აქეთ-იქით სიარული biggrin.gif მე მშვიდად შევედი საბანაოდ,აუჩქარებლად გავაკეთე ყველაფერი.გამორეცხვაც კი სახლში გავიკეთე და ასე მშვიდად წავედი სამშობიაროში.მივედით 3-ის ნახევარზე,გამსინჯა მორიგემ და თთნახევარზე ხარ გახსნილი და ჯერ არაფერი არ იქნებაო.შემიყვანეს სამშობიარო ბლოკში და დამტოვეს მარტო.ვერ მოვისვენე იქაც.ტკივილი მქონდა ძალიან ძალიან ყრუ მოვლითი და ისიც 7 წუთში ერთხელ ისე რომ ვიძინებდი კიდევაც ბოლოს ამ შუალედებში.მოკლედ გათენდა და კიდევ არაფერი არ იყო,ისევ ისე ვიყავი გახნილი.ამასობაში 7-ის ნახევარიც გახდა და მოკლედ გადაწყდა რომ დამაჩქარებელი დაეყენებინათ.დედას ვთხოვე შემოსვლა მაგრამ მეუღლე შემოვიდა გულადი კაცივით და დამადგა თავზე.დადგმიდან 5 წუთში დამეწყო ტკივილები.თავიდან ყველაფერი ნორმალურად იყო ასატანი მაგრამ 1 საათში არც კი ისე ამტკივდა უკვე რომ ვკრუსუნებდი.ქმარმა მიყურა მიყურა და 2 საათის ტანჯვის მერე მთხოვა გასვლა და დედას შემოვუშვებო.მოკლედ მოვიდა დედიკოც და აი ძალიან მალევე ისეთი აუტანელი ტკივილები დამეწყო რომ თავს ვერ ვაკონტროლებდი.ამასობაში გაგუაც მოვიდა,გამსინჯა და ისევ არაფერი სიკეთე არ არისო.2 საათიც მოვიცადოთ და თუ კიდევ არაფერი მერე საკეისროზე შევალთო.მეთქი ბატონო დავით 2 საათი ამ ტკივილებს ვერ გავუძლებ და დამაჩქარებელი დამიდგით-თქო მაგრამ კაი გემრიელი უარი მსტკიცეს რადგან ჯერ 2 თითზეც არ ხარ გახსნილიო.ნუ ბედთან შეგუება მიწევდა აშკარად მაგრამ ვაი იმ შეგუებას.არანორმალური ტკივილების ფონზე ვითიშებოდი და თითქოს ძილბურანში ვიყავი როცა მოვლით გადამივლიდა ისე ვიყავი.მოკლედ ერთი გახედვა დედას გავხედე და ფერი აღარ ედო,აშკარად გული გაუხდა ცუდად biggrin.gif თუმცა ბოლომდე გმირულად იდგა სადარაჯოზე. smile.gif ბოლოს ვეღარ მოვითმინე და ცოტა ხმა ამოვიღე და ისე გადამქონდა მოვლითი ტკივილები.თან გაუტკივარებას ვიხვეწებოდი მთელი გულით და ხმამაღლა.მომხედეთ ხალხნოოო ცუდად ვარ დაუძახეთ დათოს-თქო.ნუ ის 2 საათი ბუდნოვნად მახსოვს ეხლა როგორ გავიდა და უკვე პიკი მქონდა ყველაფერში და ჩემი ქმარი შესულა დათოსთან,უშველეთ რამე იქნებ ნახოთო და მოვიდა დათოც მალე,გამსინჯა და ისევ ისე ხარ გახსნილი და აბა დროზე საკეისროზეო.თავიდანვე ვიყავით შეთანხმებულები მე და მეუღლე რომ თუ საკეისრო დამჭირდებოდა შემოვიდოდა,აინტერესებდა თან ძალიან. მოკლედ გამიყვანეს,მოვიდა ანესთეზიოლოგი.ამ დრო დამაქარებელიც მომიხსნეს და იმ ტკივილს რაც მქონდა დამაჩქარებლის მერე კიდევ ძალიან დიდხანს გავუძლებდი,რადგან შესვენებები მქონდა.სანამ გაუტკივარება გამიკეთებდნენ 3-ჯერ კიდევ წამომიარა და თან ვაფრთხილებდი,ხმას თუ ავუწიე მაპატიე-თქო biggrin.gif გამაფრთხილა ანესთეზიოლოგმა რომ სითბოს იგრძნობ ფეხებში და მერე საერთოდ ვეღარაფერსო.ასეც მოხდა.მეუღლეც შემოვიდა ამ დროს და დავითიც მოყვა.ამაფარეს წინ ფარდა და დაიწყეს.ერთი სული მქონდა როდის გავიგებდი ამის ტირილს.არანაირი ნერვიულობა არ მქონია.მეუღლე თავთან მედგა და ისიც განაბული ელოდებოდა.უცებ ვიგრძენი სიცარიელე და ამის გემრიელი ტირილი,12-ის 5 წუთი იყო.დამანახეს და იმ წამსვე წამსკდა ცრემლები,ვტიროდი გაუჩერებლად,თან უაზროდ ვიღიმებოდი.ერთი სული მქონდა ახლოს როდის მომიყვანდნენ.გაწმინდეს ჩააცვეს და თავი მოადებინეს.ეს იყო უტკბილესი,უთბილესი და ყველაზე ამაღელვებელი გრძნობა რაც კი არსებობს მთელს დედამიწაზე.მერე გაიყვანეს და მამიკოს ჩაახუტეს.დავითი მოვიდა და ხელით ხელზე მომიჭირა გამხნევების და მოლოცვის ნიშნად.იმავე საღამოს გადამიყვანეს პალატაში და ცოტა ხნით ეს ბურუნდუკიც შემომიყვანეს.დაიბანა ჩემი ალექსანდრე 3,700 და 51 სანტიმეტრი,ძალიან გრძელი წაბლისფერი თმით. love.gif თავიდან წონა რომ მითხრეს გაკვირვებისგან თვალები გამიფართოვდა.რადგან ეხოზე პატარას მეუბნებოდნენ უფრო.ვუყურებდი და არ მჯეროდა თუ ეს არსება ჩემი შვილი იყო. smile.gif საბოლოო ჯამში ყველაფერმა კარგად ჩაიარა, უბრალოდ სამშობიაროთი კმაყოფილი ნამდვილად არ ვარ რასაც აქ არ დავწერ,სხვა თემაში განვავრცობ smile.gif ეხლა წევს ეს ნამდვილი ბურუნდუკი და ჭამას ითხოვს სულ სულ biggrin.gif
ბევრი ვწერე და მე „პარდონ“ smile.gif

Posted by: anano_991 29 Jul 2013, 12:40

nobe
გილოცავ ღმერთმა ბედნიერები გამყოფოთ love.gif კაი დიდი გოჭი გყოლია შენ

Posted by: makau 29 Jul 2013, 12:47
nobe
ვიმეე კარგად კი გიწვალია.. sad.gif თუ მაინც საკეისრო დაგჭირდებოდა რა ტყუილად იწვალე ამდენი,მაგრამ რას იზამ,წინასწარ ვერ განსაზღვრავ ვერაფერს ..მთავარია რომ კარგად ხართ შენ და შენი პატარა 2kiss.gif გილოცავ კიდევ ერთხელ! ჯანმრტელი და ბედნიერი გაგეძარდოს პატარა ვაჟკაცი! love.gif

Posted by: noniko77 29 Jul 2013, 13:09
nobe
2kiss.gif

Posted by: sopo1977 29 Jul 2013, 13:30
nobe
ამატირა შენმა მოგონებებმა. ბედნიერები იყავით სულ დედა–შვილი2kiss.gif

Posted by: nobe 29 Jul 2013, 14:00
მადლობა ყველას გოგოებო. 2kiss.gif

Posted by: sopho_94 29 Jul 2013, 14:13
nobe
აქაც გილოცავ ჩემო კარგო,დიდი წვალება ალბათ აღარც გახსოვს შენს პაწოს როცა იხუტებ 2kiss.gif 2kiss.gif

Posted by: Nanuuu 29 Jul 2013, 14:55
nobe
რამდენი ვიტირე sad.gif
ღმერთმა სულ კააააარგად, ბედნიერად და ჯანმრთელად გამყოფოთ ორივე :*

Posted by: Sweet Paloma 29 Jul 2013, 15:19
nobe
smile.gif smile.gif smile.gif კარგია რომ ყველაფერი კარგად დამთავრდა. უფრო სწორად დაიწყო smile.gif

Posted by: chudnica 29 Jul 2013, 16:35
nobe
ვაა დავიძაბე რო ვკითხულობდი, მალადეც შენ ისე რაა smile.gif კარგად მოგითმენია.. ისე ძაან მაინტერესებს გაგუას სამშობიაროთი რატო ხარ უკმაყოფილო,, პირველი არ ხარ და ალბად არც უკანაკსნელი ვინც ამას ამბობს biggrin.gif მერე გვაჩვენე შენი ვაჟკაცი 2kiss.gif

Posted by: sopo1977 29 Jul 2013, 16:53
nobe
გვითხარი რა რატო ხარ უკმაყოფილო? გაგუაა ჩემი სადაზღვევოს პროვაიდერი და მანდ ვაპირებ. თუ გინდა სხვა თემაში, მაგ. სამშობიაროებში დაწერეsmile.gif

Posted by: makavel1 29 Jul 2013, 22:01
garfield1
nobe
აქაც გილოცავთ გოგოებო, ღმერთმა ბედნიერი დედები გამყოფოთ თქვენს შვილიკოებთან ერთად.

Posted by: garfield1 29 Jul 2013, 22:17
nobe
გილოცავ ან, დიდი და სასახელო გაგეზარდოს შენი ქოჩორა ბიჭი love.gif love.gif

Posted by: Sargerass 30 Jul 2013, 13:31
nobe
მეც ვიტირეეეჰჰჰ ..ჩემი გამახსენდა,, ხომ გითXარი მართლა საოცარი წამები და წუთებია არასოდეს დაგავიწყდება ადამიანს..გენაცვალე როგორ გიწვალია, ვკითხულობდი და მეც ამტკივდა მუცელი..რამდენს იტანს ქალი რა 2kiss.gif 2kiss.gif ყოჩაღ შენ 2kiss.gif კიდევ ერთხელ გილოცავ 2kiss.gif bis.gif bis.gif

Posted by: norse 1 Aug 2013, 00:08
nobe
ველოდებოდი შენს მოგონებებსsmile.gif) გილოცავ,კიდევ ერთხელ.იბედნიერეთ 2kiss.gif 2kiss.gif აუ მეც გაგუაში ვაპირებ და ნეტა რითი ხარ უკმაყოფილოო დაწერდეეეsmile.gif

Posted by: emily2 3 Aug 2013, 13:01
გილოცავთ გოგოებო..თუ დამაცადეს ჩემმა პატარებმა მეც დავწერ.
19 ივლისს რამე გამეღვიძა რაღაც სიამოვნო შეგრძნებით.შევედი ტუალეტში.მუცელი ოდნავ მივლიდა,მაგრამ ისე სუსტად რომ ყურადღება არ მივაქციე და ისევ დასაძინებლად დავწექი,თუმცა ვეღარ დავიძინე.. მუცლის თკივილი ისევ გამეორდა და მივხვდი დრო იყო ქმარი გამეღვიძებინა.. თუმცა ეს არც ისე მარტივი იყოbiggrin.gif ისედაც გათიშული ძილი იცი და მითუმეტეს იმ საღამოს ნასვამი იყო.ვაღვიძებ და გონებაში ვერ ჩავაგდე,აწევს თავს რაღაცას ბოდავს,გააგრძელებს ისევ ძილს... თან ნერვები მეშლება ,თან მეცინება ... ვიფიქრე ეხლა ავდგები მანქანის გასაღებს ავიღებ და წავალ მეთვითონთქო მაგრამ როგორც იქნე მოვიდა აზრზე, მე აბაზანაში შევედი წყალი გადსავივლე ..დედამთილი გავაღვიძეთ მძინარე ბავშვი ჩავაბარე.. ვაკოცე ჩემს პატარა ნუცას,მამა გაბრიელის ზეთი წავისვი,ლოცვების წიგნი წავიღე და ჩავედით დაბლა.. (ხო კიდე წიგნის წაღება მინდოდა მაგრამ ვიფიქრე გიჟი არავის ვეგონო მშობიარე ქალი წიგნით ხელში რომ მივალთქო და დავტოვე) ამ დროს დაახლოებით ღამის 3ის ნახევარია.საშინლად წვიმდა გარეთ.. პირველი რომ გავაჩინე მაშინაც ჟექა-ქუხილი იყო. მივედი სამშობიაროში გამსინჯეს.ამწონეს(16 კილო მქონია მომატებული facepalm.gif ) 4ის წუთები იყო რომ მივედი სამშობიაროში გამსინჯეს,შემავსებინეს საბუთები.ისე ვღელავდი მეუღლის ტელეფონის ნომერი ვერ გავიხსენე smile.gif მოკლედ ამიყვანეს პალატაში,ჩემი აყვანილი ექიმიც მოვიდა,გამსინჯა ხელით და წყლები დამაღვრევინა.ამის შემდეგ ტკივილი ძალიან მომემატა.უკან რომ ჩაგაწვება ბავშვი მითხარიო ნუკრიმ და გავიდა..ისეთი შეგრძნებაა თითქოს კუჭში გასვლა გინდაო.. ცოტახანს ასე მარტო ვიყავი 7საათიც დაიწყო და მართლაც მუცელი მომივლის და მგონია გამივაbiggrin.gif:D:D ტვალეტში გავალთქო ბებიაქალს ვუთხარი და არ შეიძლებაო.გამიყვანეს ბლოკში 7საათი ხდება.. დამსვევ ის სკამზე ... აი ამ დროს მართლა კუჩის მოქმედებას ვერ ვაკონტროლებ..კოშმარია
facepalm.gif თან ბოდიშებს ვიხდი... ცოტახანში სხვა ბებიაქალმა გამსინჯა ხელით და ბოლომდე არააო თქვა,არადა ისე მტკივა უკვე ვეღარ ვუძლებ,ამ დროს შემოდის ჩემი ექიმი და ნემსს მიკეთებს ბოქვენის ძვალთან,ჩემი აზრით დამაჩქარებელი გამიკეთა რადგან მითხრა ეხლა უფრო ჩაგაწვება დაბლაო.ტან ბებიაქალს უთხრა ''ამას პირველ ბავშვზეც ცოტა მიხმარება დასჭირდაო''(არადა პირველზე არ მახსოვს რამე ნემსი გაეკეთებინოს,) მოკლედ არ ვიცი სინამდვილეში რა მოხდა ,ან რა ნემსი იყო ან რატო გამიკეთა მაგრამ ამის მერე მართლა ისე ჩამაწვა ტკივილი უკვე ვეღარ ვუძლებდი,არც ყვირილის თავი მქონდა და არც ბურთზე ხტომის... მეგონა უკვე ჭკუიდან ვიშლებოდი... ჭინთვები დამეწყო მალე და კრესლოზე ამიყვანეს... გაჭინთვის თავი აღარ მქონდა მაგრამ ბოლო ძალები მოვიკრიბე ,დავუჯერე ჩემს ექიმს და როცა მეუბნებოდა მაშინ ვიჭინთებოდი,მალე საშინელი წვა ვიგრძენი და მივხვდი მალე გამოძვრებოდა ბავშვი,ამან ცოტა სტიმული მომცა და ორჯერ-სამჯერ გავიჭინთე ძლიერად და სითბო,შვება, და ბავშვის ტირილი ერთად ისეთი ბედნიერი შეგრძნება იყო ამეტირა... რა ბედნიერებაათქო არმომხდა საცოდავად მაგრამ ბავშვის დაბადება უფრო გამიხარდა თუ ეს კოშმარი რომ დამთავრდა ვერ გეტყვით facepalm.gif არ ვიცი პირველი მშობიარობის დროსაც ასე მტკიოდა თუ დამავიწყდა..მოკლედ 8აკლდა 15 წუთი რომ გავაჩინე... ბიჭი 51 სმ. 3.700(წონა 3ჯერ გავამეორებინე ვერ ვიჯერებდი) არანაირი ნაკერები(პირველ ბავშვძე მქონდა) 2საათში პალატაში გადამიყვანეს .. ცოტახანში ავდექი და მეთვითონ შემოვიყვანე ჩემი ბიჭი.ისეთი ჭკვიანია და საყვარელიიი... უბედნიერესი ვარ. მაგრამ დამეწყო ეგრევე მშობიარობის შემდგომი დეპრესია და რაზე ვტიროდი მეც არ ვიცი..მარტოობას ვერ ვუძლებდი(თან ლუქსი მქონდა აღებული და ხმის გამცემიც არ მყავდა) მოკლედ იმდენი ვიჩალიჩე 2დღეში გამოვაწერინე თავი... ჩემ ბაის თითქმის სულ ძინავს . ნაკერების არქონა რა ბედნიერება ყოფილა,პირველზე დავიტანჯე... წავედი გაიღვიძა ჩემმა ბიჭმა..რა დავწერე არ ვიცი 2ჯერ შემაწყვეტინეს... ყველას ბედნიერ დედობას გისურვებთ:* ღირს ამდენი წვალება ასეთი სიტკბოსთვის love.gif love.gif love.gif

Posted by: gachumdii 3 Aug 2013, 13:22
emily2

გილოცავ 2kiss.gif

QUOTE
ა ბედნიერებაათქო არმომხდა საცოდავად მაგრამ ბავშვის დაბადება უფრო გამიხარდა თუ ეს კოშმარი რომ დამთავრდა ვერ გეტყვით


როგორ მესმის შენი smile.gif

Posted by: makau 3 Aug 2013, 13:47
emily2
გილოცავ! მართლა კოშმარია იმ მომენტში,იცი რომ უძლური ხარ, მარტო ხარ და სხვა გზა არ გაქვს, შენი გასაკეთებელია smile.gif სამაგიეროდ ბავშვის ტირილს გაიგებ და გავიწყდბა ყველაფერი,მართლა მაგარი შვებაა love.gif ღმერთმა ბედნიერები გაყოფოთ!

Posted by: marikuna11 3 Aug 2013, 14:25
emily2
2kiss.gif 2kiss.gif რა კარგად დაწერე ღმერთმა დიდები გაგიზარდოს.

Posted by: emily2 3 Aug 2013, 14:31
მადლობა გოგოებო:* თქვენც ბედნიერ დედობას გისურვებთ..

Posted by: anano_991 6 Aug 2013, 10:15
emily2
გილოცაავ 2kiss.gif

Posted by: norse 10 Aug 2013, 22:32
მოკლედ მოვედი ჩემი მოგონებებით.შეიძლება ძაან დავწვრილმანდე,მაგრამ მე ძაან მაინტერესებდა ხოლმე დეტალები და იმედია თქვენც wink.gif ე.ი. ველოდებოდი 19-ს მერე,თუნმცა ბოლო ეხოზე რომ მივედი ჯდომით იყო ეს მაიმუინი და 16-ში დავნიშნეტ საკეისრო,თუ მანამდე არ შემობრუნდებოდა,რა თქმა უნდა.(ფიზიოლოგიური მინდოდა მთელი 9 თვე,თან გაუტკივარების გარეშე,მაგარი გოგო) lol.gif მოკლედ ვიყავით 16 რიცხვის მოლოდინში.ჩემი ქმარი 2-ში გადიოდა შვებულებაში და 3-ში ვაპირებდით საყიდლებზე წასვლას,ბავშვის ტანსაცმლისდ გარდა არაფერი მქონდა ნაყიდი.გათენდა 2 რიცხვი და დილიდან ძაან ხშირ-ხშირად გავდიოდი შარდში,ლამის ყოველ 15 წუთში.დავაკვირდი შარდს და მომწვანო მომეჩვენა.დავპოსტე მომავალ მშობელთა კლუბში და გოგოებმა დაურეკე ექიმსო,დავურეკე არ მიპასუხა და მეც არ მივაქციე ყურადღება.ჩემმა ქმარს ვანახე შარდი და რა მწვანე,გეჩვენებაო.მეც დავმშვიდდი.ღამე,11-თვის შევედი ფორუმზე და ერთი ამბავი დამხვდა,გოგოები წერდნენ სასწრაფოდ წადი ექქიმთან,არ ვარგა მწცვანე შარდი,წყლებია უეჭველიო,ავფორიაქდი,დავურეკე ექიმს და იმან მიკივლა ტელეფონში,რას ქვია მწვანე შარდი,სასწრაფოდ წადი,გაგსინჯავს მორიგე ექიმი და თუ რამე მეც მოვალო.არიქა,დავფცურდით,ანერვიულდა ჩემი ქმარიც,ჩავალაგე რაც მქონდა ხელთ ხალათი-ჰიგიენური საშუალებები და წავედით გაგუაში,თან დარწმუნებული ვარ გამომიშვებენsmile.gifმივედი,გამსინჯა მორიგე ექიმმა(სხვათაშორის მშობიარობაზე მეტად გასინჯვის მეშინოდა,მაგრამ არც გამიგია არაფერი).ისე გავიდა ექიმი ოთახიდან,ვერ გამცა პასუხი რა ხდებოდა ჩემს თავს,ერთი ეგ თქვა ყელი დახურულიაო,დავურეკავ შენს ექიმსო.ამწონეს(25 კგ მომიმატია) facepalm.gif მოვიდა ჩემი ექიმიც და დავიწყოთ ოპერაციაო.მეთქი რა ოპერაციათქო,გაკვირვებულმა ვკითხე,გამოშტერდა ქალიი biggrin.gif გამიკეთეს ოყნა.შემოვიდა ანესთეზლიოლოგი,რომელი ნარკოზი გინდაო,მეთქი სპინალური არ მინდათქო(რატომღაც პანიკური შიში მქონდა)მაგრამ ექიმმა არავითარ შემთხვევაშიო,მითუმეტეს ახალი ნაჭამი ხარ და შეიძლება გული აგერიოსა და დაიხრჩოო.დავთანხმდი.წამიყვანეს,დამაწვინეს საწოლზე(აქაური მოგონებების წყალობით თეორიულად ყველაფერი ვიცოდი რა რის შემდეგ უნდა გაეკეთებინატ,უკვირდათ რა მშვიდად ხარო,არადა მშვიდად კიარა ასეთი მოულოდნელობისგან შოკში ვიყავი)გამიკეთეს ნემსი,გამიბუჟდა ნელ-ნელა ფეხები,ცოტა ხანში დავკარგე მგრძნობელობა.აქ ნერვები მომიშალეს-უცებ ყვირის ექთანი ვაიმე ეს რა ჭირს,რა ეშველებაო,გული გამისკდა,მეთქი რა ხდება მითხარით,უყურებენ რაღაცას ხმას არ იღებდნენ სანამ არ დავუკივლე,არაფერი უბრალოდ კუჭში გახვედიო და შენ კიარა ჩვენ რა გვეშველებაო facepalm.gif მეთქი ვერ ხართ,როგორ შეიძლება პაციენტის ასეთი შეშინება.ავიყვანე თავი ხელში facepalm.gif შემოვიდა ჩემი ექიმი,ამაფარეს ფარდა.მეუბნენა ყველაფერს გეტყვი თანმიმდევრულად რასაც ვიზამო,ერთი 3 წუთი მეუბნება ვამუშავებ ჯერო,არადა გადასხმის ,,ბოთლიდან,, ვხედავდი სისხლს და მივხვდი დაწყებული იყო ოპერაციაsmile.gif(ხო,2-ში ილიაობა იყო და ექიმი მკითხება ილიას არქმევოო,არადა დემეტრე გვქონდა გადაწყვეტილი,მეთქი მამასაც ვკითხოთsmile.gif)მაგრამ გადაცდა 12-ს და ზუსტა 00:20 წუთზე,ოპერაციის დაწყებიდან 5 წუთში გავიგე ჩემი დემეტრუნას ჭყავილი,დამანახა უცებ ექიმმა და გააქცუნეს.მეთქი ეს ვინ არი,ჩემი შვილია?მოცუცქნული და უსუსური იყო.გაიყვანეს,მამას აჩვენეს,გულზე უნდა დაესვა,მაგრამ დღენაკლულად ითვლებაო და ჯობია სითბოში მოვათავსოთო.გამკერეს,ჩემმა ქმარმა შემოიხედა,უბრწყინავდა თვალები,მანიშნა მაგარი ბიჭიაო და გული სითბოთი ამევსოო.გადამაწვინეს სხვა ლოგინზე და გამიყვანეს სტაციონარში.3.400კგ და 50 სმ დაბადებულა ჩემი დღენაკლულული დემეტრე.აზრზე მოსვლა ვერ მოვასწარი ისე უცბად მოხდა ყველაფერი.გამთენიისას ტკივილი ვიგრძენი,დავუძახე,გამიკეთეს მორფი და ვითომ გადამიარა.დილით გადამიყვენეს პალატაში,მალე შემოგიყვანთ ბავშვსო.შიგადაშიგ მეძინებოდა.მავშვი არ შემოყავდათ,გამეღვიძა12საათი იყო,ბავშვი კიდე არ შემომიყვანეს.უცებ შემოვარდა პედიატრი,ხელში ადიელაში გახვეული ბავშვი ეჭირა,აი თქვენი პატარაო,იყო თეთრი ფითქინა,მაგრამ უსუსური,არც დამაკავა ტანსაცმელი მომეცი,ვაბანავებ,ჩავაცმევ და მოგიყვანთო.მე ტანსაცმელს ვარჩევ,თან ბავშვს ვუყურებ.გაიყვანეს.რომ გითხრათ საოცარი გრძნობა დამეუფლა და გადავირიე მეთქი მოგატყუებთ,მეგონა სხვის ბავშვს ვუყურებდი,ჩემად ვერ აღვიქვამდი.გავიდა რამდენიმე საათი და კიდე არ მოყავდათ.ავდექი,არა ავფოფხდი და გავედი ჩვილთა ოთახში,იწვა სითბოში ჩემი წრუწუნა.წამოვიყვანე რა თქმა უნდა,შიოდა,ძუძუ ჩავუდევი და დაიწყო ჭამა.მე კიდე ვერ მოვედი აზრზე,ავტომატურად ვმოქმედებდი,არანაირი დედობრივი ინსტიქტები და ამაზე ძაან ვნერვიულობდი,მინდოდა განმეცადა ის შეგრძნებები,რასაც თქვენ წერთ ხოლმე აქ.საშინლად დავითრგუნეე.მეგონა გული არ მქონდა,ამომიღეს sad.gif ასე გაგრძელდა მთელი დღე და ღამეც.ნერვიულობისგან ვერ ვიძინებდი.სამაგიეროდ,მე2 დილით,ექთანი რომ შემოვიდა და ნემსი გაუკეთა ბავშვს და მისი ტირილი გავიგე,ცრემლები თავისით წანსკდა,ბღავილი მიმდოდა.აი აქ მივხვდი, რომ კიარ მიყვარდა,მასზე ძვირფასი არავინ მყავდა.ჩავიხუტე და ერთად ვტიროდით ცოტა ხანს,ის ტკივილისგან მე კი სიხარულისგან.ყველას გისურვებთ განიცადიოთ ეს საოცარი წუთები.რაც შემეხება მე,არ ვიზარმაცე,იმ დილიდანვე ფეხზე ვიდექი და დავრბოდი ჩვეულებრივად.თქვენც იმავეს გირჩევთ,ვინც საკეისროს აპპირებთ.3-სში ვიმშობბიარე და 5-ში სახლში ვიყავით.ყველას გისურვებთ ჩემნაირ მარტივ მშობიარობას.რაც მთავარია,ჩემი ქმარი ამბობდა გუშინ,ნერვიულობაც არ დაგვაცადა ისე მოულოდნელად მოგვევლინა ჩემი მაკაკა.წავედი ახლა ვაჭამო ჩემს მაკაკას. რამდენი დამიწერიაა

Posted by: sopho_94 10 Aug 2013, 22:37
norse
კიდევ ერთხელ გილოცააავ bis.gif ღმერთმა ბედნიერები გამყოფოთ 2kiss.gif

Posted by: blblbl 10 Aug 2013, 22:39
norse
გილოცავ კიდევ ერთხე,რაც მე შენზე ვინერვიულე biggrin.gif 2kiss.gif

Posted by: norse 10 Aug 2013, 22:42
sopho_94
blblbl
მადლობაა გოგონებოო. blblbl შენ რომ არა ალბათ არც არაფერ მოვიმოქმედებდი და რა მოხდებოდა ღმერთმა იცისს facepalm.gif facepalm.gif მადლობა კიდევ ერთხელ 2kiss.gif 2kiss.gif

Posted by: blblbl 10 Aug 2013, 22:50
norse
არაფერს,თავიდან არ მინდოდა შემეშინებინე,მაგრამ ემრე რომ აღარ მიდიოდი იძულებული გავხდი პირდაპირ დამეწერა,რაც შეიძლება ლაითად,იმედია არ შეგაშინე ძალიან 2kiss.gif

Posted by: marikuna11 10 Aug 2013, 23:00
norse
დამაჟრიალა.ბედნიერებას გისურვებთ. 2kiss.gif

Posted by: sopo1977 10 Aug 2013, 23:29
norse
საყვარელი პაწუკა გყავს. ასეთი ბედნიერები იყავით მუდამ.

Posted by: makavel1 10 Aug 2013, 23:38
norse
რას გადარჩი შენც არ იცი, ღმერთმა ჯანმრთელები გამოყოფოთ, ბედნიერი დედა-შვილობა გქონოდეთ.

Posted by: jaa 11 Aug 2013, 00:30
norse
QUOTE
მისი ტირილი გავიგე,ცრემლები თავისით წანსკდა,ბღავილი მიმდოდა.აი აქ მივხვდი, რომ კიარ მიყვარდა,მასზე ძვირფასი არავინ მყავდა.ჩავიხუტე და ერთად ვტიროდით ცოტა ხანს,ის ტკივილისგან მე კი სიხარულისგან



weep.gif weep.gif weep.gif

Posted by: <<მარი>> 11 Aug 2013, 01:12
norse
რა მაგარია. ცრემლები მომერია
QUOTE
მივხვდი, რომ კიარ მიყვარდა,მასზე ძვირფასი არავინ მყავდა.ჩავიხუტე და ერთად ვტიროდით ცოტა ხანს,ის ტკივილისგან მე კი სიხარულისგან.

ბედნიერ დედობას გისურვებ. 3 აგვისტოს დაიბადა ჩემი უფროსი ბიჭიც. წელს 4 წლის გახდა love.gif

Posted by: Nanuuu 11 Aug 2013, 12:36
norse
QUOTE
ი აქ მივხვდი, რომ კიარ მიყვარდა,მასზე ძვირფასი არავინ მყავდა.ჩავიხუტე და ერთად ვტიროდით

weep.gif ბედნიერებას გისურვებთ ორივეს love.gif

Posted by: norse 11 Aug 2013, 13:06
მადლობა ყველას,გოგონებოოო 2kiss.gif 2kiss.gif 2kiss.gif 2kiss.gif

Posted by: nobe 11 Aug 2013, 13:10
norse
ბედნიერი დედიკო ყოფილიყავიიიი smile.gif

Posted by: norse 11 Aug 2013, 13:16
nobe
2kiss.gif 2kiss.gif 2kiss.gif

Posted by: Sweet Paloma 11 Aug 2013, 15:13
norse
კიდევ ერთხელ გილოცავ smile.gif რამდენი კვირის გამოძვრა ანუ?

Posted by: norse 11 Aug 2013, 15:38
Sweet Paloma
36 კვირის და 4 დღის rolleyes.gif rolleyes.gif

Posted by: დოლორეს 11 Aug 2013, 17:04
QUOTE (norse @ 10 Aug 2013, 22:32 )
მოკლედ მოვედი ჩემი მოგონებებით.შეიძლება ძაან დავწვრილმანდე,მაგრამ მე ძაან მაინტერესებდა ხოლმე დეტალები და იმედია თქვენც wink.gif ე.ი. ველოდებოდი 19-ს მერე,თუნმცა ბოლო ეხოზე რომ მივედი ჯდომით იყო ეს მაიმუინი და 16-ში დავნიშნეტ საკეისრო,თუ მანამდე არ შემობრუნდებოდა,რა თქმა უნდა.(ფიზიოლოგიური მინდოდა მთელი 9 თვე,თან გაუტკივარების გარეშე,მაგარი გოგო) lol.gif მოკლედ ვიყავით 16 რიცხვის მოლოდინში.ჩემი ქმარი 2-ში გადიოდა შვებულებაში და 3-ში ვაპირებდით საყიდლებზე წასვლას,ბავშვის ტანსაცმლისდ გარდა არაფერი მქონდა ნაყიდი.გათენდა 2 რიცხვი და დილიდან ძაან ხშირ-ხშირად გავდიოდი შარდში,ლამის ყოველ 15 წუთში.დავაკვირდი შარდს და მომწვანო მომეჩვენა.დავპოსტე მომავალ მშობელთა კლუბში და გოგოებმა დაურეკე ექიმსო,დავურეკე არ მიპასუხა და მეც არ მივაქციე ყურადღება.ჩემმა ქმარს ვანახე შარდი და რა მწვანე,გეჩვენებაო.მეც დავმშვიდდი.ღამე,11-თვის შევედი ფორუმზე და ერთი ამბავი დამხვდა,გოგოები წერდნენ სასწრაფოდ წადი ექქიმთან,არ ვარგა მწცვანე შარდი,წყლებია უეჭველიო,ავფორიაქდი,დავურეკე ექიმს და იმან მიკივლა ტელეფონში,რას ქვია მწვანე შარდი,სასწრაფოდ წადი,გაგსინჯავს მორიგე ექიმი და თუ რამე მეც მოვალო.არიქა,დავფცურდით,ანერვიულდა ჩემი ქმარიც,ჩავალაგე რაც მქონდა ხელთ ხალათი-ჰიგიენური საშუალებები და წავედით გაგუაში,თან დარწმუნებული ვარ გამომიშვებენsmile.gifმივედი,გამსინჯა მორიგე ექიმმა(სხვათაშორის მშობიარობაზე მეტად გასინჯვის მეშინოდა,მაგრამ არც გამიგია არაფერი).ისე გავიდა ექიმი ოთახიდან,ვერ გამცა პასუხი რა ხდებოდა ჩემს თავს,ერთი ეგ თქვა ყელი დახურულიაო,დავურეკავ შენს ექიმსო.ამწონეს(25 კგ მომიმატია) facepalm.gif მოვიდა ჩემი ექიმიც და დავიწყოთ ოპერაციაო.მეთქი რა ოპერაციათქო,გაკვირვებულმა ვკითხე,გამოშტერდა ქალიი biggrin.gif გამიკეთეს ოყნა.შემოვიდა ანესთეზლიოლოგი,რომელი ნარკოზი გინდაო,მეთქი სპინალური არ მინდათქო(რატომღაც პანიკური შიში მქონდა)მაგრამ ექიმმა არავითარ შემთხვევაშიო,მითუმეტეს ახალი ნაჭამი ხარ და შეიძლება გული აგერიოსა და დაიხრჩოო.დავთანხმდი.წამიყვანეს,დამაწვინეს საწოლზე(აქაური მოგონებების წყალობით თეორიულად ყველაფერი ვიცოდი რა რის შემდეგ უნდა გაეკეთებინატ,უკვირდათ რა მშვიდად ხარო,არადა მშვიდად კიარა ასეთი მოულოდნელობისგან შოკში ვიყავი)გამიკეთეს ნემსი,გამიბუჟდა ნელ-ნელა ფეხები,ცოტა ხანში დავკარგე მგრძნობელობა.აქ ნერვები მომიშალეს-უცებ ყვირის ექთანი ვაიმე ეს რა ჭირს,რა ეშველებაო,გული გამისკდა,მეთქი რა ხდება მითხარით,უყურებენ რაღაცას ხმას არ იღებდნენ სანამ არ დავუკივლე,არაფერი უბრალოდ კუჭში გახვედიო და შენ კიარა ჩვენ რა გვეშველებაო facepalm.gif მეთქი ვერ ხართ,როგორ შეიძლება პაციენტის ასეთი შეშინება.ავიყვანე თავი ხელში facepalm.gif შემოვიდა ჩემი ექიმი,ამაფარეს ფარდა.მეუბნენა ყველაფერს გეტყვი თანმიმდევრულად რასაც ვიზამო,ერთი 3 წუთი მეუბნება ვამუშავებ ჯერო,არადა გადასხმის ,,ბოთლიდან,, ვხედავდი სისხლს და მივხვდი დაწყებული იყო ოპერაციაsmile.gif(ხო,2-ში ილიაობა იყო და ექიმი მკითხება ილიას არქმევოო,არადა დემეტრე გვქონდა გადაწყვეტილი,მეთქი მამასაც ვკითხოთsmile.gif)მაგრამ გადაცდა 12-ს და ზუსტა 00:20 წუთზე,ოპერაციის დაწყებიდან 5 წუთში გავიგე ჩემი დემეტრუნას ჭყავილი,დამანახა უცებ ექიმმა და გააქცუნეს.მეთქი ეს ვინ არი,ჩემი შვილია?მოცუცქნული და უსუსური იყო.გაიყვანეს,მამას აჩვენეს,გულზე უნდა დაესვა,მაგრამ დღენაკლულად ითვლებაო და ჯობია სითბოში მოვათავსოთო.გამკერეს,ჩემმა ქმარმა შემოიხედა,უბრწყინავდა თვალები,მანიშნა მაგარი ბიჭიაო და გული სითბოთი ამევსოო.გადამაწვინეს სხვა ლოგინზე და გამიყვანეს სტაციონარში.3.400კგ და 50 სმ დაბადებულა ჩემი დღენაკლულული დემეტრე.აზრზე მოსვლა ვერ მოვასწარი ისე უცბად მოხდა ყველაფერი.გამთენიისას ტკივილი ვიგრძენი,დავუძახე,გამიკეთეს მორფი და ვითომ გადამიარა.დილით გადამიყვენეს პალატაში,მალე შემოგიყვანთ ბავშვსო.შიგადაშიგ მეძინებოდა.მავშვი არ შემოყავდათ,გამეღვიძა12საათი იყო,ბავშვი კიდე არ შემომიყვანეს.უცებ შემოვარდა პედიატრი,ხელში ადიელაში გახვეული ბავშვი ეჭირა,აი თქვენი პატარაო,იყო თეთრი ფითქინა,მაგრამ უსუსური,არც დამაკავა ტანსაცმელი მომეცი,ვაბანავებ,ჩავაცმევ და მოგიყვანთო.მე ტანსაცმელს ვარჩევ,თან ბავშვს ვუყურებ.გაიყვანეს.რომ გითხრათ საოცარი გრძნობა დამეუფლა და გადავირიე მეთქი მოგატყუებთ,მეგონა სხვის ბავშვს ვუყურებდი,ჩემად ვერ აღვიქვამდი.გავიდა რამდენიმე საათი და კიდე არ მოყავდათ.ავდექი,არა ავფოფხდი და გავედი ჩვილთა ოთახში,იწვა სითბოში ჩემი წრუწუნა.წამოვიყვანე რა თქმა უნდა,შიოდა,ძუძუ ჩავუდევი და დაიწყო ჭამა.მე კიდე ვერ მოვედი აზრზე,ავტომატურად ვმოქმედებდი,არანაირი დედობრივი ინსტიქტები და ამაზე ძაან ვნერვიულობდი,მინდოდა განმეცადა ის შეგრძნებები,რასაც თქვენ წერთ ხოლმე აქ.საშინლად დავითრგუნეე.მეგონა გული არ მქონდა,ამომიღეს sad.gif ასე გაგრძელდა მთელი დღე და ღამეც.ნერვიულობისგან ვერ ვიძინებდი.სამაგიეროდ,მე2 დილით,ექთანი რომ შემოვიდა და ნემსი გაუკეთა ბავშვს და მისი ტირილი გავიგე,ცრემლები თავისით წანსკდა,ბღავილი მიმდოდა.აი აქ მივხვდი, რომ კიარ მიყვარდა,მასზე ძვირფასი არავინ მყავდა.ჩავიხუტე და ერთად ვტიროდით ცოტა ხანს,ის ტკივილისგან მე კი სიხარულისგან.ყველას გისურვებთ განიცადიოთ ეს საოცარი წუთები.რაც შემეხება მე,არ ვიზარმაცე,იმ დილიდანვე ფეხზე ვიდექი და დავრბოდი ჩვეულებრივად.თქვენც იმავეს გირჩევთ,ვინც საკეისროს აპპირებთ.3-სში ვიმშობბიარე და 5-ში სახლში ვიყავით.ყველას გისურვებთ ჩემნაირ მარტივ მშობიარობას.რაც მთავარია,ჩემი ქმარი ამბობდა გუშინ,ნერვიულობაც არ დაგვაცადა ისე მოულოდნელად მოგვევლინა ჩემი მაკაკა.წავედი ახლა ვაჭამო ჩემს მაკაკას. რამდენი დამიწერიაა

:გილოცავ მშვიდობიანად მშობიარობას. :* აუ,რომ ვკითხულობდი გულისცემა მომემატა : D
ბოლო ნაწილში რაც გიწერრია,თიტქოს პირველ დღეს ვერ გრძნობ,რომ შენი შვილია,მგონი ეს საკეისროთი მშობიარობას ახასიათებს.მეც მასე ვიყავი,მეორე დღეს ავივსე ასე მეგონა,მანამდე ცარიელივით ვიყავი.ჩემიც დაუგეგმავი საკეისრო იყო,ვერც კი აგვიაზრე უცებ რომ გამომიცხადეს.ყველაფერი უცებ,უცებ მოხდა.ამასაც ვაბრალებდი.რძე მაშივე მოგივიდა?
და კიდე რა მაინტერესებს,დამამშვიდებელი გაგიკეთეს ოპერაციის პროცესში?

Posted by: norse 11 Aug 2013, 20:11
დოლორეს
გაიხარეე 2kiss.gif 2kiss.gif პირველ დღეს ხსენი მქონდა და მე2 ,უფრო მე3 დღეს რძეში გადავიდაა. კი სისტემაში შეიყვანეს დამამშვიდებელი,ძაან აჩქარებული მქონდა პულსი დაა

Posted by: ლუნა 15 Aug 2013, 13:52
მეც დავწერ ჩემს მოგონებებს.. smile.gif

ორ დღეში ვხდებოდი 40 კვირის როცა ნანუკა გავაჩინე თუმცა უფრო ადრე მეგონა დამეწყებოდა მეორე ბავშვია თან მიყოლებით და 38 კვირიდან ყოველდღე ველოდი თუმცა ნურას უკაცრავად სრულ 9 თვემდე გადაწყვიტა მოცდა.. biggrin.gif smile.gif

მოკლედ 9 ში დილით 11 საათზე გავიღვიძე 12.30-ზე ვიგრძენი წამიერი მუცლის შემაგრებები, უკვე დავეჭვდი და დანარჩენ სიმპტომებს დაველოდე.. 12 აზე უკვე მოვლითი ტკივილი დამეწყო მაშინვე დავფაცურდით და გავქანდით სამშობიაროში ნახალოვკაში..
უკვე მანქანაშივე დავიწყე კვნესა თავის შეკავება მიჭირდა, ტკივილებს შორის შუალედში შევედი სამშობიაროში ფეხზე ძლივს ვიდექი ცოტაც და საკაცე დამჭირდებოდა..
გამსინჯეს და რომ ნახეს რომ უკვე ოთხ თითზე ვიყავი გახსნილი მაშინვე ბლოკში შემიყვანეს და დაიწყო.. biggrin.gif
ჩემთვის ოყნა არ გაუკეთებიათ მეთქი ბებიაქალს ვუთხარი, მიპასუხა მაგის დრო არ იყოო.. შეიძლება რამე ვიკისრო მეთქი, არაუშავს შვილოო მითხრა და კიდევ კარგი იაღლიში არ მომსვლია..
ტკივილები ძლიერდებოდა, წყლები დამაღვრევინეს რომელიც სხვათაშორის ჭუჭყიანი აღმოჩნდა მაგრამ პირველ ბავშვზეც ასე მქონდა და არ შევშინებულვარ..
როცა ყელი სრულად გაიხსნა და ბავშვის თავმა გამოსვლა დაიწყო ეგ იყო ჩემი კივილის პიკი.. biggrin.gif ის გამიკვირდა რომ პირველ ბავშვზე თავის გამოსვლის მომენტში მეუბნებოდნენ არ იყვირო და გაიჭინთე ისე თითქოს კუჭში გადიხარო, აქ კი არ გაიჭინთო პირი გააღე და ღრმად ისუნთქეო.. ორივე შემთხვევაში დავუჯერე და შეიძლება გარკვეულწილად მაგის დამსახურებაა რომ არ ჩავხეულვარ..


ორის ნახევარზე დაიბადა ჩემი გოგო დაახლოებით 5-6 გაჭინთვის შემდეგ.. რომ დაიბადა მაშინვე ის ვიკითხე ხომ არ ჩავიხიე მეთქი, ბებიაქალმა უყურე შენ ბავშვს კი არ კითხულობს თავის თავზე ზრუნავსო.. biggrin.gif
ბავშვმა დაბადებისთანავე იტირა, რომ გაწმინდეს და გულზე დამიწვინეს ისეთი პატარა და უმწეო იყო.. love.gif პირს აცმაცუნებდა, ძუძუ მივეცი და მაშინვე წაავლო პირი..
3.200 და 50 სმ დაიბადა უფროს გოგოზე 400 გრამით მძიმე და ორი სანტიმეტრით მაღალი..

ახლა უკვე ორი შვილის ამაყი დედიკო გახლავართ, შესანიშნავი გრძნობაა და ეჭვი მაქვს დროთა განმავლობაში უფრო გამძაფრდება.. smile.gif

Posted by: samole 15 Aug 2013, 13:59
ლუნა
გილოცავ პატარას შეძენას, რა კარგია ადვილი მშOბიარობა რომ გქონდა, რომ ვკითხულობ ხოლმე თქვენ მოგონებებს რღაცნაირად იმედი მეძლევა რომ მეც შევძლებ. smile.gif

Posted by: katusha001 15 Aug 2013, 15:14
ლუნა
love.gif love.gif love.gif

Posted by: Nanuuu 15 Aug 2013, 15:38
ლუნა
გილოცავ კიდევ ერთხელ, ბედნიერებას გისურვებთ 2kiss.gif

Posted by: sopo1977 15 Aug 2013, 18:22
ლუნა
ასეთი ბედნიერი იყავი სულ 2kiss.gif 2kiss.gif

Posted by: Sweet Paloma 15 Aug 2013, 18:38
ლუნა
love.gif love.gif love.gif

Posted by: Dido 15 Aug 2013, 19:56
norse
გილოცავ, ბედნიერ დედობას გისურვებ bis.gif

ლუნა
ყოჩაღ, დაახლოებით ჩემნაირი მშობიარობა გქონია biggrin.gif გილოცავ კიდევ ერთხელ 2kiss.gif

Posted by: E_ko 15 Aug 2013, 19:56
norse
ლუნა
გილოცავთ, ბედნიერები და ჯანმრთელები გაგიზარდოთ ღმერთმა ტქვენი პატარები.

Posted by: ლუნა 15 Aug 2013, 20:51
samole
აუცილებლად შეძლებ, 50/50 ზე ანუ გამართლებაზეა რამდენად ადვილად გააჩენ მაგრამ საკეისროს ყველა ვარიანტში აჯობებს..
katusha001
Nanuuu
sopo1977
Sweet Paloma
Dido
E_ko
დიდი მადლობა გოგოებო.. smile.gif)

Posted by: ათულია 15 Aug 2013, 21:54
ლუნა

მოკლედ ლამაზად და ამაღელვებლად მოყევი smile.gif

QUOTE
ახლა უკვე ორი შვილის ამაყი დედიკო გახლავართ, შესანიშნავი გრძნობაა და ეჭვი მაქვს დროთა განმავლობაში უფრო გამძაფრდება..


ღმერთმა მთელ ცხოვრება გაამაყოს, გილოცავ კიდევ ერთხელ 2kiss.gif

Posted by: anano_991 15 Aug 2013, 21:56
ლუნა
გილოცავ! ღმერთმა დიდი გაგიზარდოს2kiss.gif რა კაი მშობიარობები გაქვთ chups.gif
დროის ხანგრძლივობას ვგულისხმობ თორე წასაკითხად უადვილესიაbiggrin.gif

Posted by: makavel1 15 Aug 2013, 22:50
ლუნა
ძალიან კარგი მშობიარობა გქონია, გილოცავ მშვიდობით მორჩენას, ნეტა ყველას ესე კარგად გადაატანინა

Posted by: ლუნა 16 Aug 2013, 21:32
ათულია
anano_991
makavel1

დიდი მადლობა გოგოებო.. 2kiss.gif 2kiss.gif
QUOTE
დროის ხანგრძლივობას ვგულისხმობ თორე წასაკითხად უადვილესია

ნუ იტყვი.. biggrin.gif
ჩემი დაკვირვებით ყველაზე მნიშვნელოვანია რომ ყელის გახსნა დროში არ გაიწელოს.. პირველ ბავშვზე 5 საათი დასჭირდა ამას, მეორეზე საათნახევარი..
სხვების მაგალითზე ვიცოდი რომ ზოგს 10-15 საათიც კი უგრძელდებათ ძლიერი ტკივილები და მსგავსის შემთხვევაში გაუტკივარების გაკეთებისთვისაც მზად ვიყავი მაგრამ საბედნიეროდ არცერთზე არ დამჭირდა..

Posted by: garfield1 17 Aug 2013, 09:32
ლუნა
გილოცავ კიდევ ერთხეკ, ჩემი და გამახსენდა , მასაც ადვილი მშობიარობა ქონდა, მეორე განსაკუთრებით.
რამდენია სხვაობა შენ გოგოებს შორის ? love.gif

Posted by: _Kato_ 17 Aug 2013, 11:57
ლუნა
გილოცავ <3 მე ჯერ მხოლოდ წარმოვიდგენ რა მაგარი გრძნობა უნდა იყოს <3

Posted by: ლუნა 17 Aug 2013, 14:09
garfield1
_Kato_

მადლობა.. 2kiss.gif

1.8 წელია სხვაობა, ერთ წელიწადში უკვე ერთად ითამაშებენ.. love.gif

სხვათაშორის ძალიან გამიმართლა რომ ანა მარია საერთოდ არ ეჭვიანობს დაიკოზე, ბაიას ეძახის მიდის და ფეხზე კოცნის ხოლმე.. კონკურენტად არ აღიქვამს.. smile.gif ახლოს არ ვუშვებ მარტო იმიტომ რომ შეიძლება არა აგრესიით არამედ თამაშის მიზნით დაუშავოს რამე..
* * *
რაც პატარა გამოვიყვანეთ მას მერე ერთი თოჯინა ამოიჩემა აწვენს ეტლში, რამეს აფარებს და არწევს.. biggrin.gif დედას ბაძავს პატარა ქალი.. love.gif

Posted by: blblbl 17 Aug 2013, 14:31
ლუნა
იცი დავაკვირდი,გარშემო მასეტ პატარა ასაკში უფრო ნაკლებად ეჭვიანობენ ხოლმე,ცოტა მოზრდილებში ბევრად ხსირია და თან რთული.

Posted by: garfield1 17 Aug 2013, 14:35
ლუნა
ჩემ დიშვილებს შორია 1.5 წელია სხვაობა. უფროსი უკვე 2 წლისაა, არანაირი ეჭვიანობა, პირიქით რომ ატირდება პატარა ეს ეგრევე ყვირილს იწყებს :ნინი ტირის უშელეეთ biggrin.gif
ახლოს მიშვება არც ამისი შეიძლება, რასაც თვითონ ჭამს ყველაფერს პატარას სთავაზობს და პირში ტენის, თან ეფერება :წამე პატარა დოჭი, წამე (გ-ს ვერ ამბობს)

Posted by: jaa 17 Aug 2013, 16:31
ჩემს ბიძაშვილებს შორისაც 1.8 წელია სხვაობა და უფროსი ხანდახან ისე ეჭვიანობს, ხან რას შემოარტყამს ხოლმე, ხან რას biggrin.gif თუ კარგ ხასიათზეა მოეფერება კიდეც. არადა მთელი ყურადღება უფროსისკენაა მიმართული, მაინც არ მოსწოს.

ჩემსა და ჩემს ძმას შორის 7 წელი არის სხვაობა და ისე ვეჭვიანობდიი, საწყალი, ხან რას ვუშვებოდი ხან რას

Posted by: any-91 28 Aug 2013, 00:33
წავიკითხე თითქმის ყველას მშობიარობა Dა საბოლოოდ მაინც Vერ გავიგე გაუტკივრება რამდენად შვებას აძლევს მშობიარობისას,ცოტა მშVიდად ვარ იმიტომ რომ Mგონია გაუტკივარებით მშობიარობა ბევრად Mსუბუქი იქნება და ნეტავ ვცდები? gigi.gif rolleyes.gif

Posted by: blblbl 28 Aug 2013, 00:45
any-91
არ ცდები ნამდვილდ,თუცმა ორგანიზმზეც ბევრია დამოკიდებული.

Posted by: any-91 28 Aug 2013, 01:36
blblbl
ზოგს საერთოდ არ უყუჩებს გაუკივარება და ალბათ ეგეც იშვიათIა,მოკლედ გაუტკივარების იმედზე Vარsmile.gif))

Posted by: blblbl 28 Aug 2013, 01:47
any-91
კბილი თუ დაგიპლომბავს დაგაგყუჩებია გაგიყუჩებს მაგასაც biggrin.gif

Posted by: kakuna_kakuna1 28 Aug 2013, 02:52
blblbl
მართლა ეგრეა? მე დამიპლომბავს მაგრამ მინიმუმ 3ჯერ რო დამიმატებდნენ ნემსს მერე Mიყუჩდებოდა facepalm.gif facepalm.gif

Posted by: blblbl 28 Aug 2013, 12:57
kakuna_kakuna1
ჩემს დაქალს მასე უთხრეს და კი გაუყუჩა და რავიცი აბა,შეიძლება ურბალოდ დაამშვიდეს მაგით.

Posted by: noniko77 28 Aug 2013, 13:34
any-91
რას ამბობ,ეგ დღე ტკივლის გარეშე არის ჩემს გონებაში მხოლოდ უდიდესი სიხარული სიამოვნება და რავიცი დაუვიწყარი წუთები დამჩა მოგონებად,რომ მითხრან დროში უკან დაგაბრუნოთო არც შემეშIნდება იმიტომ რომ ტკივლი ტანჯვა და სტრსი არ მიმიღია,ასე რომ გაუტკივარებას ვურჩევ ყველას. 2kiss.gif

Posted by: any-91 28 Aug 2013, 13:56
noniko77
რა Kაია დავმშვიდდი უფრო biggrin.gif არადა ბევრისგან Mსმენია გაუტკივარების მიუხედვად Mაინც საშინელი სტრესი გადაუტანიათ და დიდი შეღAვათI გაუტკივარებით არ ქონიათ aba.gif ალბათ მაინც Iნდივიდუალუია მაგრამ ძირითადად ამსუბუქებს მშOიარობის ტკივილებს,მაგის იმედად ვარsmile.gif)) და ჭინთვებისას არ შეილება გამაყუჩEბლის დამატება? tongue.gif
* * *
blblbl
Kი გაყუჩებებზე პრობლემა არ მაქვს biggrin.gif biggrin.gif

Posted by: noniko77 28 Aug 2013, 14:04
any-91
QUOTE
და ჭინთვებისას არ შეილება გამაყუჩEბლის დამატება?

საქართველოშI როგორც ვიცი არ ამატებენ,და მე კი მთელი მშობიარობის ბოლომდე მქონდა გაუკვიარება.

Posted by: any-91 28 Aug 2013, 14:07
noniko77
არ გაგიჭირდა ფაჭინთვა მაინც? თU პრობლემას არ ქმნის ჭინთვებისას რატო არ უნდა დაამატონ? მე Mინდა წინასწარ მოველაპარაკო Mეანს რო ბოლომდე გამიყუჩონ ბევრად ადვილი Iქნება მგონი... yes.gif

Posted by: sopho_94 28 Aug 2013, 14:13
მე გაუტკივარების გარეშე ვიმშობიარე,მარა ჩემს ცხოვრებაში ყველაზე საუკეთესო მოგონებად ჩამრჩა გონებაში.როგორ ვთქვა რო არ მტკენიათქო,მტკიოდა თან ძალიან,მაგრამ თვითონ მშობიარობისთვის ვიყავი ფსიქოლოგიურად მზად,ყველაფერი ზედმიწევნით ვიცოდი რა როგორ შეიძლებოდა გაეკეთებინათ და ეგ მამშვიდებდა...მეორედ გავიკეთებ გაუტკივარებას,მაგრამ ეხლა ნამდვილად არ დავსტრესილვარ,ჩვეულებრივად გადავიტანეsmile.gif

Posted by: arazam 28 Aug 2013, 14:38
sopho_94
QUOTE
მეორედ გავიკეთებ გაუტკივარებას

მეორედ რაღად გინდა ?

Posted by: noniko77 28 Aug 2013, 14:39
any-91
QUOTE
თU პრობლემას არ ქმნის ჭინთვებისას რატო არ უნდა დაამატონ?

ქმნის,ისე მკვეთრად ვეღარ გრძნობ და იწელება დროში.მე ეგრე მქონდა.

Posted by: any-91 28 Aug 2013, 14:41
sopho_94
Fსიქოლოგიურად მომზადებაც ბვრს Nიშნავს,მეც ნელ-ნელა ვმშVიდდები,პანიკა უარესია მივხვდი biggrin.gif ალბათ შენ Kარგი მშობიარობა გქონდა tongue.gif
* * *
noniko77
Aნუ ჯობს ჭინთვებზე Aრ დავამატებინო გამაყუჩებელი? ხო Mაგ დროს გამიგია ჩაჭრაა აუცილებელი და Eგ უარესია მგონი

Posted by: noniko77 28 Aug 2013, 14:51
any-91
არა გრძნობ განა ვერა უბრალოდ მკვეთრი არაა ეს შეგრძნება და შენ უნდა დაეხარო მაგრად.და ჭინთვებზე არც დაგიამტებს არავინ მანდ გამაყიჩებელს,მაგაზე არ იდარდო. შიში საერთოდ არ მქონია მე აქაც მწერრდნენ გოგოები რა წყნარად ხარო.საშიში არაფერიოა მართლაც.

sopho_94
QUOTE
მეორედ გავიკეთებ გაუტკივარებას,

ხო, ანუ ჯობია რომ გაიკეთო მაგას ვამბობ სხვას არაფერს 2kiss.gif

Posted by: any-91 28 Aug 2013, 14:55
noniko77
ძალიან კარგი,მეც დავმშვიდდი უფრო love.gif yes.gif

Posted by: <<მარი>> 28 Aug 2013, 17:09
15 საათი გაიწელა ჩრმი პირველი მშობიარობა. ბოლოს ისე დავიღალე ჭინთვები საერთოდ გამიქრა, ვიდრე არ გდამაწვნენ მუცელზე,
ბავშვი არ გამოვიდა ისე. გაკვეხებული იყო მენჯსა და ნეკნებზე ქონდა ფეხები მიბჯენილი. მეგონა ამაგლიჯა მარცხენა მხარე.
როგორ იქნა გამოათრიესsmile.gif აწონეს, გაზომეს და გაგიჟდა ჩემი ექიმი 4კგ და 54სმ. იყო. როგორ გაგისუქებიაო. არ ელოდა ამხელა წონას,
რადგან ეხქოს მონაცემებით ბევრად ნაკლები იყო. დამაწვინეს გულზე ჩემი სიცოცხლე. ისეთი პუტკუნა და საყვარელი იყოsmile.gif ცერა თითი
ეგრევე პირში იტაცა და დამშვიდდა. გადააწვინეს იქვე, შორიახლოს, მე კი გამასუფთავეს და დაიწყო ამოკერვა. ერთი საათი მადებდა ექიმი ნაკერეს.
ვაიმე, ისეთი მწარე იყო მგონი მშობიარობა მიმიქარავ. გამაყუჩებელი გამიკეთა მაგრამ მე საშინლად ვგრძნობდი ყოველი ნემსის შეხებას.
ეტყობა სისხლიც ჟონავდა ადგილ-ადგილ, რადგან დიდხანს, დაკვირვებით მათვალიერებდა რამდენიმე ექიმი. ეტყობა დენის საშიშროებაც იყო.
მოკლედ, მიუხედავად ამ ყველაფრისა იმაზე ბედნიერი წუთები არ განმიცდია,მანამდე ვიდრე მეორედ არ გავხდი დედა. smile.gif
მეორედ დაუგეგმავი საკეისრო გამიკეთდა. ტყუპებზე ვიყავი ორსულად და სავარაუდოდ ვიცოდი რომ დაასწრებდნენ, მსგრამ ექოს ჩვენებით 7 თვისაც
არ ვიყავი. მე კიდე ციკლის მოსვლის ბოლო დღე არ მახსოვდა. დაახლოებით კი აღვიდგინე, მაგრამ ეჭვი მქონდა ერთი თვე ორსულს მქონდა ციკლი.
ამიტომ ჩემი ვარაუდით 8თვემდე მაინც ვიყავი. მოკლედ ველოდი ოქტომბრის დასაწყისში, ტკივილები დამეწყო აგვისტოს 29-ში.
ნუ ტკივილი ტკივილს გააჩნია. მარხენა გვერდი, თირკმელის მხარეს ლამის მომაგლიჯესო ისე მტკიოდა. დავურეკე ექიმს, სამშობიარო ტკივილს არ გავსო, ალბათ თირკმელიაო და ანტისპაზმური მირჩია. ნუ მითხრა მაშინვე, თუ მოხვალ უკეთესიაო. მე თავი შევიკავე, თან მეგონა მართლა თირკმელი იყო.
ტკივილი ცოტა მიყუდა. ორ საათში ისევ დამეწყო. თან ყავისფრად ჩამომშალა და უკვე მივხვდი აუცილებლად უნდა წავსულიყავი. მივედი, გამსინჯეს. ერთ თითზე ძლივ იყო გახსნა. ამიყვანეს კრიტიკულში(ორთაჭალის სამშობიაროში), |შენარჩუნებაზე დამიდგეს გადასხმები. ტკივილმა გამიარა, თუმცა ამონაშალი არ იკლებს, პირიქით. უკვე 30 აგვისტოა. მოსაღამოვდა ისევ ტკივილები. გამსინჯეს ორ თითზე ძლივს არის გახსნა. ექიმმა რამდენიმე დღეც რომ გაგაძლებიოთო, ნაყოფები უსუსურები იქნებიანო. რა გაძლება ისეთი ტკივილები დამეწყო ნახევარ საათში ვეღარ ვითმენ. ქარა გამსინჯეთ მეთქი. გახსნა არ არის. რაღაც აშკარად ვერაა. ორ თითზე ამხელა ტკივილი..თან მორიგე ექიმმა გასინჯვისას რაღაც არ მომწონსო. მოკლედ ემმა გინეკოლოგმა ეხლავე საოპერაციოში. ფეხით არ ჩაიყვანოთ, სასწრაფოდ მოვდივარ მოამზადეთო. ვაი, დამარტყა თავში. რაღაც ხდება, არ ვიცი კარგი, ცუდი..უნდა ვინერვიულო თუ არა..მიხაროდეს,მეშინოდეს...ამასობაში შიშველი ვარ. დამსვევს ზურგით , მოიხარეო და რა მეთქი? გაუტკივარებას გიკეთებთო. არაააა! კატეგორიული უარი. მხოლოდ ნარკოზი. რა ნარკოზი შვილო, ღუპავ ბავშვებს? ისედაც დღენაკლულები არიან? მარტო შენ თავზე ფიქრობო? და აი აქ გავერდი. ისე გამიკეთა ნემსი ხერხემალზე ოდნავი ტკივილი რაა, ისიც არ მიგრძვნია. გათბა ფეხები, მოვდუნდი, მოვისვენე. სრული სიმშვიდე სუფევს ჩემთანsmile.gif ვფიქრობ, ეს იყო?
მოვიდა ექიმი, ერთი-კარგია, მეორე-კარგია..ძლივს მოვკარი თვალი მეორეს..პირი მოეღო და ტიროდა. გავიფიქრე, ვაიმე რამხელა პირი აქვს..სად მიგყავთ? არ მომიყვანთ? აწონიანო, გასინჯავენო, მერეო... ორივე კარგები და ჯანმრთელები არიანო. ცრემლებით ამევსო თვალები. ჩახუტება მინდოდა, მინდოდა შემეგრძნო მათი არსებობა დადავრწმუნებულიყავი რომ მართლა კარგად არიანsmile.gif მაგრამ ვის ეცალა ჩემი სენტიმენტებისთვის...smile.gif პლაცენტის აცლა და სისხდენა.ეს იყ პირველი სურათი რაც გაკვეთისთანავე თქვა ექიმმა.ძლივს აკინძეს ჩემი საშვილოსნო. ნაკერის დადება და იქვე იხსნებოდა. არ იკუმშებოდა თურმე. მთელი ღამე რეანიმაციაში, გავატარე, ხელზე წნევის აპარატი მეკეთა და ავტომატურად იბერებოდა ყოველ 5-10წთ-ში. მუცელზე ყინულის ლოდი მედო. ორი საათი. ჩემები კი ექიმს გაუფრთხილებია, არ წახვიდეთ ჯერ კიდე არ ვიცით შეიკუმშება თუ არა საშვილოსნო. შეიძლება ამოღება მოგვიწიოსო. გადავრჩი. ყველაფერი კარგად დამთავრდა. ცემი ბარტყები ერთი 3,100კგ მეორე 2,600დაიბადა. არანაირი ინკუბატორი, ჩამოყალიბებული კაცები იყვნენsmile.gif
ჭამდნენ მშვენივრად, ორი შღე ბოთლით ხელოვნურს, მერე ძუძუს. ზეგ კიდე 1 წლისები ხდებიანsmile.gif

Posted by: sopo1977 28 Aug 2013, 17:21
<<მარი>>
გული შემეკუმშა. რამდენის გადატანა გვიწევს. ღმერთმა სულ ჯანმრტელები და ბედნიერები გიმყოფოს 2kiss.gif

Posted by: natalialuka 28 Aug 2013, 17:50
<<მარი>>

ვაიმე გული წამივიდა სანამ ჩავიკითხავდი, რამდენი წვალება გვიწევს დედებს აი რამდენი, რომ გგონია ყველაფერი ადვილია და როგორ ბეწვზე კიდია ჩვენი სიცოცხლე

Posted by: <<მარი>> 28 Aug 2013, 18:00
sopo1977
გაიხარე, დიდი მადლობა love.gif

Posted by: sopho_94 28 Aug 2013, 18:58
arazam
მეორე მშობიარობას ვგულისხმობ smile.gif
any-91
ხო რა თქმა უნდა,მზად უნდა იყოო 2kiss.gif
noniko77
ხო ჯობია აბა რაა,არ იყო ანესთეზიოლოგი თორე ეხლაც გავიკეთებდი მაინც,ერთ ეგ მინუსი ჯან.სახლს sad.gif
* * *
<<მარი>>
მეც გამიკეთეს გამაყუჩებელი2 ჯერ,მარა მაინც ვგრძნობდი ნემსის გაყრას sad.gif ღმერთმა ჯანმრთელები გაგიზარდოს სამივე და ბედნიერი დედა გაყოფოს 2kiss.gif 2kiss.gif 2kiss.gif love.gif შვილისთვის ქალი რამდენ რამეს უძლებსsmile.gif

Posted by: noniko77 28 Aug 2013, 19:13
sopho_94
QUOTE
მარა მაინც ვგრძნობდი ნემსის გაყრას

ვაიმეე ,იმდენი ნაკერი მედო ეგ რომ მეგრძნო ალბათ ეხლა ფსიქიატრიულიდან დავპოსტავდი biggrin.gif

Posted by: sopho_94 28 Aug 2013, 19:59
noniko77
ადრე დავწერე გაკერვისას მურღულიამ მითხრა რა მშვიდი ხარო და შენ იკითხე კიდეც რატო გითხრა ეგ არ გაგიყუჩესო? smile.gif უსიამოვნო იყო,მტკიოდა მარა გაუძელი,ძაან ამტანი ვყოფილვარ თურმეsmile.gif

Posted by: <<მარი>> 28 Aug 2013, 22:00
natalialuka
ხო, ზოგჯერ მართლაცsmile.gif
sopho_94
გაიხარე, დიდი მადლობა. აი მაგიტოა ქალი ძლიერი. 2kiss.gif

Posted by: noniko77 28 Aug 2013, 23:12
sopho_94
QUOTE
შენ იკითხე კიდეც რატო გითხრა ეგ არ გაგიყუჩესო

ხო, გამახსენდა.ყოჩაღ შენ. 2kiss.gif

Posted by: marguerite 28 Aug 2013, 23:38
<<მარი>>
ჯანმრთელად გიმყოფოს უფალმა სამივე!

–––––––––––––––––––––

Posted by: <<მარი>> 29 Aug 2013, 00:25
marguerite
დიდი მადლობა love.gif

Posted by: sopho_94 29 Aug 2013, 12:31
<<მარი>>
აუ ისე მაინტერესებს,ტყუპებს ერთდროულად უნდებათ ჭამა?

Posted by: <<მარი>> 29 Aug 2013, 15:33
sopho_94
კი, ერთდროულად ვაჭმევ. ბოთლიდან უკვე თავის ხელით ჭამენ. როცა თეფშიდან ვაჭმევ, ჩავსვამ
ტყუპების კალიასკაში. დავიდებ ორივე თეფშს მუხლებზე და რიგრიგობეთ ვაჭმევ. ერთი კოვზი ერთს, მეორე მეორეს.
მშვენივრად ჭამენ. 5-10წ მაქს. ერთმანეთის ჯინაზე ათავებენ საჭმელსsmile.gif

Posted by: Dido 29 Aug 2013, 22:22
<<მარი>>
QUOTE
მშვენივრად ჭამენ. 5-10წ მაქს. ერთმანეთის ჯინაზე ათავებენ საჭმელსsmile.gif

საყვარლები, ერთი კვერცხუჯრედის ტყუპები არიან? სურათი დადე რა love.gif

Posted by: Pumpula 30 Aug 2013, 01:44
<<მარი>>
genacvale 2kiss.gif rogor mindoda mec bunebrivad gsnmecada igive, verasdros movineleb rom sakeisro gavikete

Posted by: marikuna11 30 Aug 2013, 09:36
<<მარი>>
ღმერთმა ჯანმრთელები გაგიზარდოს.

Posted by: gachumdii 30 Aug 2013, 11:58
<<მარი>>

ვაიმე ცრემლი მომადგა რა თვალზე. ღმერთმა გაბებნიეროს შენს ბარტყებთან ერთად

ტყუპები მომინდა მემგონი gigi.gif

Posted by: <<მარი>> 30 Aug 2013, 14:11
Dido
QUOTE
საყვარლები, ერთი კვერცხუჯრედის ტყუპები არიან? სურათი დადე რა

არა. საერთოდ არ გვანან ერთმანეთსsmile.gif
Pumpula
QUOTE
genacvale  rogor mindoda mec bunebrivad gsnmecada igive, verasdros movineleb rom sakeisro gavikete

მაგის გამო არ ღირს ნერვიულობა. ზოგ ბუნებრივს საკეისრო მილიონჯერ ჯობია. 2kiss.gif
marikuna11
დიდი მადლობაsmile.gif
gachumdii
QUOTE
ვაიმე ცრემლი მომადგა რა თვალზე. ღმერთმა გაბებნიეროს შენს ბარტყებთან ერთად

გაიხარე, შენც ასევე. ყოველივე კარგს გისურვებsmile.gif

Posted by: Anuti18 31 Aug 2013, 15:07
გოგოებო ვინმეს თუ გიმშობიარიათ მე 4 სამშობიაროში და მეანი თუ გყოლიათ დავით მიქააბერიძე ერთი ორი სიტყვით მითხარით რამე პირობებზე და სიტუაციაზე....

Posted by: ლუნა 31 Aug 2013, 16:14
გოგოებო აი ახალი თემა http://forum.ge/?f=97&showtopic=34567594

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)