meparვნახე.
საკმაოდ კარგი პოდკასტი გამოვიდა. კარგი სტუმარი იყო. ბევრ რამეში ვეთანხმები. ერთი თანამედროვე ქართული ფილმებიდან ჩვენი ფორუმელის კინო რომ ახსენა დადებით კონტექსტიში, ეგ არ მომეწონა.
ჩემი აზრით, ცოტა დრო დაუთმეთ ქართულ კინოს-ანუ სათაური რაც იყო პოდკასტის ის თემა ნაკლებად იყო განხილული, სხვა მხრივ პრეტენზიები არ მაქვს.
კარგი იქნება შემდეგში თუ თანამედროვე ქართველ მწერალსაც მოიწვევ მაგალითად, ზურა ჯიშკარიანს, რომელიც დიდი ალბათობით მოვა შენთან. ასევე, თანამედროვე ქართულ მუსიკაზე თუ ისაუბრებ არ იქნება ურიგო მაგალითად, ჰიპ ჰოპზე, რომელიც სწორედ რომ სოციალური კომენტარია, როგორც შენ გიყვარს თქმა და Gen Z საყვარელი ჟანრია ელექტრონულ მუსიკასთან ერთად. აი, მაგაზე მაგარი გადაცემა გამოგივა თუ გააკეთებ და არის ასეთი ჯგუფი " მე ვუსმენ ქართულ რეპს" იქ თუ ჩააგდებ, შენი არხი უფრო პოპულარული გახდება Gen Z თაობაში. ამავე დროს, მანდ მაგარი საკვლევი მასალაა. რა პროტესტი იყო აგორებული ქართულ რეპში და რა უქნა ქოცებმა, ანუ როგორ მოახერხეს რეპერების მოსყიდვა ))) მართლა გეუბნები, ხუმრობის გარეშე. შეიძლება ეგ ჟანრი არასერიოზული იყოს შენთვის, მაგრამ აი, მართლა სოციალური კომენტარი და პროტესტი იყო 2010 რაც დაიწყო ახალი მოძრაობა და რომ მიხვდენ ქოცებმა რა ხდებოდა, კარგად ნახავ თუ რა უქნეს Gen Z რომ ჰქონოდათ გავლენა.
წარმატებები პროფესორ.
მართლა კარგი პოდკასტები გაქვს
This post has been edited by J.R.R.Tolkien on 16 Oct 2023, 11:49