Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > ბიზნესი და ეკონომიკა > მიკროსაფინანსო ორგანიზაციები

Posted by: heartguli 25 Mar 2007, 16:47
რატომღაც არავინ არ წერს მიკროსაფინანოს ორგანიზაციებზე,,,, დავწეროთ,,
თუ ვინმემ რამე ახალი შეიტყო აქ დაფოსტოს,,,
მივუთითოთ ლინკები მიკროსაფინანსო ორგანიზაციებზე\

დღეს დღეობით მს ორგანიზაციების რაოდენობა უკვე ათს (10) გაუტოლდა. მათი საკრედიტო პორტფელია 62 000 000 $ დოლარი. ყველაზე მსხვილი მიკროსაფინანსო ორგანიზაციაა ფონდი "კონსტანტა", მისი პორტფელია 30 000 000 ლარზე მეტი, შემდეგ პოზიციაზეა "ფინკა ჯორჯია", ფონდი "კრედო", ფონდი "კრისტალი", RDF , მცირე ბიზნესის განვიტარების ფონდი, ნდობის კავშირი, ბიზნესის დახმარების ინიციატივა, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "მხარდაჭერა განვითარებისათვის"

Posted by: jinchvel 26 Mar 2007, 16:21
QUOTE
ფონდი "კონსტანტა", მისი პორტფელია 30 000 000 ლარზე მეტი

ყოჩაღ "კონსტანტა"..

Posted by: dato _ business person 27 Mar 2007, 12:40
კონსტანტა და სხვა მსო - ები მალე განვითარდებიან. ბევრ მათგანს უცხური გრანტების დიდი ნაკადი შეუვიდა შარშან და რომ მოისურვონ მოკლე ხანში ბანკად გადაქცევაც შეუძლიათ

Posted by: ASIA 31 Mar 2007, 15:05

ე.ი ჩემი მეზობლები მსო-ის სესხებით ცხოვრობენ და ვაჭრობენ!!!!!! გამოაქვთ, შეაქვთ, გამოაქვთ, შეაქვთ......................

მე მგონია მიეჩვივნენ კონსტანტას ძახილს!

მე მგონია დაბალი პროცენტი აქვთ და თუ მართლა ასეა კარგია!

Posted by: datosia 2 Apr 2007, 16:48
მს ორაგანიზაციები ეხლა განსაკუთრებით მომრავლდებიან რადგან საკანონმდებლო ბაზა შეიცვალა და გამარტივდა. სამაგიეროდ გაიზარდა საწესდებო კაპიტალი, მინიმალური რაოდენობა და 250 000 ლარი უნდა ჰქონდეთ.

Posted by: ივანიჩ 20 Apr 2007, 20:16
QUOTE (datosia @ 2 Apr 2007, 16:48 )
მს ორაგანიზაციები ეხლა განსაკუთრებით მომრავლდებიან რადგან საკანონმდებლო ბაზა შეიცვალა და გამარტივდა. სამაგიეროდ გაიზარდა საწესდებო კაპიტალი, მინიმალური რაოდენობა და 250 000 ლარი უნდა ჰქონდეთ.

და ხელახალი რეგისტრაცია დაჭირდებათ ეროვნულ ბანკში ლიცენზიის ასაღებად..............
ისე ძაან მაგარი ბიზნესია თუ მოსახლეობის სოციალურ მდგომარეობას გავითვალისწინებთ........

Posted by: Tvalebi 21 Apr 2007, 00:43
კონსტანაზე პრატივნი მიკროსაფინანსო ჯერ არ შემხვედრია
ძაან უზრდელი სტაფი ყავთ puke.gif

Posted by: ASIA 21 Apr 2007, 16:19
Tvalebi

ცუდი "თვალებით" უყურებ!
ის რაც მსმენია და რასაც ვხედავ - კარგი საკადრო პოლიტიკა და ჩაწყობებეზეც არაფერი მსმენია!

სტაფზე ვერაფერს გეტყვით........................

Posted by: shokoladka 29 Jan 2009, 15:58
შეიძლება არის აქ უკვე ასეთი თემა, მაგრამ ვერ ვნახე, ძალიან მჭირდება და გთხოვთ დამეხმაროთ.

Posted by: Mr-President 29 Jan 2009, 16:00
http://www.nbg.gov.ge/uploads/finstability/nonbanks/miso_30_11_2008.xls

Posted by: shokoladka 29 Jan 2009, 16:04
Mr-President
გაიხარე ძაააალიან დიდი მადლობა 2kiss.gif

Posted by: user85 2 Dec 2009, 10:09
http://www.1news.az/economy/banks_n_finance/20091201123234844.html

ამის მაგვარ რაგაცეეებს ვინმე აკეთებს საქართველოში?

Posted by: Busikina 30 Dec 2009, 13:43
www.invest-g.ge

რამდენიმე საათში იძლევიან სესხს, იპოთეკით რა თქმა უნდა.

Posted by: mgeliii 25 Jan 2010, 17:35
მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ალიანს ჯგუფი. ჩემმა მეგობარმა გამოიტანა ამათგან სესხი

Posted by: NEWDRIVER 25 Jan 2010, 17:45
პროცენტები როგორ აქვთ მერე მაგ მიკროსაფინანსოებს???

Posted by: makrinoza 25 Jan 2010, 17:48
უფ, დიდი აქვთ. 36% მემგონი. ესენი ხომ ისეთებს აძლევენ სესხებს ვისაც ბანკები არ აძლევენ. რისკიც მეტი აქვთ და აქედან გამომდინარე პროცენტიც smile.gif

Posted by: brastinto 25 Sep 2010, 21:23
გამარჯობათ ძალიან ვარ დაინტერესებული ამ ბიზნესით, ხომ არ შეგიძლიათ მომცეთ რჩევა ან მიმითითოთ რაიმე წყარო საიდანაც შევძლებ გარკვეული ცნობების შეგროვებას იმასთან დაკავშირებით თუ რა მთავარი პრინციპების გათვალისწინებაა აუცილებელი მიკროსაფინანსო ორგანიზაციის შესაქმნელად? (რა თქა უნდა კანონში რაც წერია იმას არ ვგულისხმობ)

Posted by: sonex2009 25 Sep 2010, 21:28
მე ის ვიცი რო მაგარ ფულს შოულობენ ხალხსაც მაგრა წეწავენ

Posted by: brastinto 26 Sep 2010, 14:15
მე ვვიქრობ მაგ ბიზნესზე, მაგრამ ციფრებამდე რომ დავდივარ "მაგარ ფულს" ნაღდად ვერ ვიღებ, იქნებ თქვენ იცოდეთ ამ სფეროში "მაგარი ფული" საიდან მოდის?

Posted by: Shota525 27 Sep 2010, 21:31
QUOTE (brastinto @ 25 Sep 2010, 21:23 )
გამარჯობათ ძალიან ვარ დაინტერესებული ამ ბიზნესით, ხომ არ შეგიძლიათ მომცეთ რჩევა ან მიმითითოთ რაიმე წყარო საიდანაც შევძლებ გარკვეული ცნობების შეგროვებას იმასთან დაკავშირებით თუ რა მთავარი პრინციპების გათვალისწინებაა აუცილებელი მიკროსაფინანსო ორგანიზაციის შესაქმნელად? (რა თქა უნდა კანონში რაც წერია იმას არ ვგულისხმობ)

მეგობარო ეს საქმიანობა რომ დაიწყო პირველ რიგში 250 000 ნდა გქონდეს რომ აიღო ლიცენზია ეროვნულ ბანკში.

Posted by: sonex2009 27 Sep 2010, 21:34
250 000 თუ გაქ მერე რა პროცედურებია საჭირო მიახლოებით რამდენი გინდა პირველ ეტაპზე რო ამუშავდე

Posted by: Shota525 27 Sep 2010, 21:34
საერთოდ არავის არ ვურჩევ მიკროებში ფულის სესხებას.არაფერს არ პატიობენ.ჩემს მეგობარს დროც არ მიცეს ერთხელ ვერ მოასწრო შეტანა თანხის და ბინა წაართვეს.

Posted by: sonex2009 27 Sep 2010, 21:40
ხო მაგ მხვრივ ჯობია ისევ ხელზე ისესხო ადამიანისგან და ბინა მას ჩაუდო

Posted by: Shota525 27 Sep 2010, 22:48
QUOTE (sonex2009 @ 27 Sep 2010, 21:40 )
ხო მაგ მხვრივ ჯობია ისევ ხელზე ისესხო ადამიანისგან და ბინა მას ჩაუდო

კეძო პირებს ცოტა მეტი პროცენტია გადასახდელი,სამაგიეროდ ადამიანია და გაგიგებს,ბანკებს და მიკროებს კიდევ რას გააგებინებ არგანიზაციებია.ზოგი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია საერთოდ მხოლოდ ბინის ჩამორთმევა უფრო აინტერესებს ვიდრე ფული.ნახევარ ფასებში მიღებულ უზრავ ქონებას რომელი პროცენტი და შემლოსავალი შეედრება.შეხედეთ აუქციონზე რამდენი ბინაა გატანილი.ძირითადად მიკროების ჩამორთმეულია,თუ არ გაეყიდათ და უფრო დიდ მოგებაში რჩებიან.მოკლედ არ ენდოთ.ხიშნიკები არიან

Posted by: Did_Giorgi 28 Sep 2010, 00:45
Shota525
QUOTE
ვერ მოასწრო შეტანა თანხის

არასერიოზული არგომენტია ჩემი აზრით
ვერ მოასწრო რა მატარებელია?

Posted by: Shota525 28 Sep 2010, 10:15
QUOTE (Did_Giorgi @ 28 Sep 2010, 00:45 )
Shota525
QUOTE
ვერ მოასწრო შეტანა თანხის

არასერიოზული არგომენტია ჩემი აზრით
ვერ მოასწრო რა მატარებელია?

რა ახსნა უნდა ამას???? ტავის დროზე ვერ მოასწრო შეტანა,იმ თარიღში როდესაც უწევდა.წასული იყო საქართველოდან ერთი კვირით,რომჩამოვიდა დაახვედრეს "კარგი ამბავი"...

Posted by: ეგრი 28 Sep 2010, 11:08
Shota525
QUOTE
რა ახსნა უნდა ამას???? ტავის დროზე ვერ მოასწრო შეტანა,იმ თარიღში როდესაც უწევდა.წასული იყო საქართველოდან ერთი კვირით,რომჩამოვიდა დაახვედრეს "კარგი ამბავი"...

ერთი კვირის დაგვიანების შემთხვევაში ბინას ვერ ჩმოართმევდნენ.
ეგ დრო მარტო სარჩელის მოსამართლემდე მისვლას დასჭირდებოდა.
თუ სასამართლოს გარეშე ჩამოართვეს?

Posted by: sonex2009 28 Sep 2010, 11:35
ხო მასე აკეთებს მიკრო საფინანსოები მაგატი ინტერესი უფრო ბინაა ვიდრე პროცენტი

Posted by: Shota525 28 Sep 2010, 19:31
QUOTE (ეგრი @ 28 Sep 2010, 11:08 )
Shota525
QUOTE
რა ახსნა უნდა ამას???? ტავის დროზე ვერ მოასწრო შეტანა,იმ თარიღში როდესაც უწევდა.წასული იყო საქართველოდან ერთი კვირით,რომჩამოვიდა დაახვედრეს "კარგი ამბავი"...

ერთი კვირის დაგვიანების შემთხვევაში ბინას ვერ ჩმოართმევდნენ.
ეგ დრო მარტო სარჩელის მოსამართლემდე მისვლას დასჭირდებოდა.
თუ სასამართლოს გარეშე ჩამოართვეს?

არბიტრაჯში შეიტანეს.ეს გაცილებით სწრაფი პროცესია.თან თუ შეიტანეს შემდეგ უკვე ვერ გამოიტან,პროცესი წასულია.არბიტრაჯმა მოთხოვა მთლიანი თანხის დაფარვა და არა მარტო ერთი თვის.რასაც ფიზიკურად ვერ შეძლებდა,მოკლე ვადებში.უნდოდათ ჩაენაცვლებინა სხვა ფულით(კრედიტორი მოენახათ),მაგრამ ესეც არ გამოუვიდათ.და მორჩა.

მოკლედ იცოდნენ რომ მსვლელობას რომ მიცემდნენ ის ვერ მოასწრებდა თანხის მოძებნას ასე მალე და ბინაც ჩამოართვეს.ის რომ კეთილსინდისიერად ყოველთვის შექონდა ფული ეს არ აინტერესებთ.დაირღვა პირობები მორჩა,ბინა მაგათია,რაც იყო მაგათი მიზანი როგორც ჩანს.

Posted by: sonex2009 28 Sep 2010, 19:40
ისე ეს უკვე მართლა არაადამიანურია რა ესე არ შეილება ბინის წართმევა პროცენტიც ხო პატარა არ არი და ის შეირგე რა

Posted by: brastinto 29 Sep 2010, 09:56
ალბათ უმჯობესი იქნება მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს ისე შევხედოთ, როგორც ბიზნესის კეთების სფეროს და არა როგორც ორგანიზაციას, რომელიც სხვისი უბედურების ხარჯზე არსებობს. თუ მე თანახმა ვარ, რომ დღეს მიღებული თანხის სანაცვლოდ ჩემი საკუთარი ბინა დავკარგო პიურობების დარღვევის შემთხვევაში, მაშ რატომ გვიჩნდება შინაგანი პროტესტი როდესაც ასეთი რამ ხდება? მე მგონი ასეთი პროტესტი ვისაც უჩნდება ის პიროვნება შინაგანად გადამგდებია და დღეს ნასესხებ ფულს ხვალ უკვე თავის საკუთრებად სთვლის.
ახლა შევხედოთ მეორე მხრიდან, გაქვს 250.000 ლარი, თავიდან 30-40 ათასი ხომ უნდა დახარჯო გარკვეული ინვენტარის შესაძენად და ოფისის მოსაწესრიგებლად? დარჩა 210.000 რამდენის გაცემა იქნება შესაძლებელი? დავუშვათ 200000 მაქვს გაცემული და თვეში შემომდის ამ თანხის 3% ანუ 6000 ლარი მაქსიმუმ (!!!) ეს თანხა ნაღდად არ ეყოფა მიმდინარე ხარჯების გასტუმრებას: იჯარა, ხელფასები, კომუნალურები, კანცელარია. გამოდის რომ საკანონმდებლო მოთხოვნა 250.000 ლართან დაკავშირებით სიმბოლურია ჩემი აზრით 500.000-ზე ნაკლები თუ გაქვს ამ სფეროს არ უნდა გაეკარო.

Posted by: Shota525 29 Sep 2010, 10:09
QUOTE (brastinto @ 29 Sep 2010, 09:56 )

ჰო და კი არავინ არ ამბობს რომ ეს 250 ათასი უნდა გქონდეს და მეტი არა.250 ათასი შენ უნდა შეიტანო ეროვნულ ბანკის ანგარიშზე როგორც საქესდებო კაპიტალი(დეპოზიტის სახით).და შემდეგ უკვე დამატებითი თანხები დაგჭირდება თვითონ საქმიანობისთვის,რა თქმა უნდა!!!

Posted by: sonex2009 29 Sep 2010, 10:21
ალბათ 1 000 000 $ მაინც გინდა რო მაგ საქმეს ხელი მოკიდო თორე ისე გაიჭედები ანუ კლიენტს უარი არ უნდა უთხრა თანხაზე თუ გარქი გარანტები აქვს რაც დიდ თანხებთან არი დაკავშირებული

Posted by: Shota525 29 Sep 2010, 14:21
QUOTE (sonex2009 @ 29 Sep 2010, 10:21 )
ალბათ 1 000 000 $ მაინც გინდა რო მაგ საქმეს ხელი მოკიდო თორე ისე გაიჭედები ანუ კლიენტს უარი არ უნდა უთხრა თანხაზე თუ გარქი გარანტები აქვს რაც დიდ თანხებთან არი დაკავშირებული

კი 1მლნ ეყოფა. "კლიენტი" არ ვიცი, მიკროები კლიენტებს უფრო საქონელივით უყურებენ.ჯერ წველიან სანამ იწველება შემდეგ თუ ერთხელაც არ მოიწველა თავის დროზე,თავსაც აჭრიან.მაგათი მიზანი უძრავი ქონებაა და არა 3 ლიტრა რძე.რაც უზრდის მოგებას!!!კითილსინდისიერი მიკრო მე მგონი მარტო კინსტანტაა და ფინკა.იმიტომ რომ ჯერ უკვე ბანკებათ გადაიქცენ და დიდი კაპიტალი აქვთ და თან უცხოური მეთვალყურეობა აქვთ და დაფინანსება.ნუ ეს ჩემი ჩემი ვარაუდია.ადგილობრივი მიკროები კიდევ ეს ყოფილი საშუამავლო ფირმებია(წურბელები) ან ურიების დაფუძნებული ისინი კიდევ არ გაგახარებენ თუ ხელში ჩაუვარდი....

Posted by: brastinto 29 Sep 2010, 15:42
ჯერ ერთი ადამიანი თუ გადამხდელი ხარ და საიმედო შემოსავალი გაქვს რატომ უნდა მიხვიდე მიკროში, სადაც საბანკო კულტურის მინიმალური დონეა და გადასახადები ძალიან მაღალი.
მანდ ადამიანი იმ შემთხვევაში მიდის, როდესაც მას აღარავინ ენდობა. აბა რა გასაკვირია როდესაც ასეთ მაღალრისკიან კლიენტს ერთ მშვენიერ დღეს "საქმე ჩაუვარდება" და ვეღარ გადაიხდის?! ის მიკროსაფინანსოც თავისას აწვება და ქონებას "უსუხარებს".

Posted by: Mateo Falcone 29 Sep 2010, 15:45
sonex2009
QUOTE
ალბათ 1 000 000 $ მაინც გინდა რო მაგ საქმეს ხელი მოკიდო

მილიონი უნდა გასცე მაქსიმუმ 1 წელიწადში, (ისე აზრი არა აქვს) მერე რას შვრები? უნდა აიღო სესხი და თავად გასცე შემდეგ 2046851%-ში. პრინციპში დასაწყისისთვის საკმარისია, მაგრამ კოლოსალური მოგება არ მოაქვს, ასე რომ მუდმივ საბრუნებლად გაგიჭირდება.

Posted by: GeoGodF 7 Feb 2011, 16:41
ყველაზე ნაკლები წლიური პროცენტი რომელს აქ? მე მაინტერესებს იპოთეკური სესხი, 10 000 დოლარის ფარგლებში
კრისტალს აქ 1.5 თვეში ანუ 18% წელიწადში
ამაზე უკეთესი პირობა აქ რომელიმეს?

Posted by: ravi_shen 28 Nov 2011, 20:24
თი ბი სი მანკთან არსებული რომელი მიკროსაფინანსო იცით?
და სტაფი რას ნიNშავს?: ს

Posted by: Librarian 28 Nov 2011, 21:09
ravi_shen

კონსტანტა იყიდა თი-ბი-სიმ და დატოვა მიკრო საფინანსო სფეროში

Posted by: ravi_shen 28 Nov 2011, 22:22
Librarian
მადლობა
და სტაფი რას ნიშნავს?

Posted by: Librarian 28 Nov 2011, 23:30

ravi_shen

დაქირავებულ მუშახელს smile.gif..... ამ შემთხვევაში

Posted by: ravi_shen 29 Nov 2011, 00:03
Librarian
აჰამ გასაგებია მადლობა ^^

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)