იუტუბზე ვიდეოს რომ ტვირთავ, ხელახლა აკეთებს რენდერს თავისი პლატფორმისთვის საჭირო პარამეტრებით იმისთვის, რომ ვიდეომ იუტუბის სერვერებზე არ დაიკავოს დიდი ადგილი და სტრიმინგიც ადვილად წავიდეს. თან ერთი ვიდეო რენდერდება სხვადასხვა რეზოლუციებში იმისთვის, რომ მაყურებლებიდან ვისაც როგორი ინტერნეტი აქვს, იმის მიხედვით შეუფერხებლად დაუსტრიმოს და არ გაუჭედოს. ეგ კი არა, სხვადასხვა ქვეყნების პროვაიდერებთან ხელშეკრულება აქვთ და ლოკალურ სერვერებზე ყველაზე ხშირად ყურებადი ვიდეოების კეშირებაც ხდება იმისთვის, რომ სწრაფად და იოლად მოხდეს ვიდეოს მაყურებლამდე მიტანა, თან განიტვირთოს იუტუბის სერვერები.
ხოდა ვიდეოს რომ ატვირთავ, ჯერ რენდერდება 144p რეზოლუციაში, მერე 240, 360, 480... ამ ოთხ რეზოლუციაში რენდერი ძალიან სწრაფად ხდება და უმეტესად ვიდეოს ატვირთვის პარალელურად. იმიტომაც უნდება ატვირთვის მერე პროცესინგს ძალიან ცოტა ხანი. მაგ დროს ფლეიერის კბილანას რომ დააწკაპო, მაქსიმუმ 360 ან 480 p რეზოლუცია გიჩვენოს fhd-ს ნაცვლად. 720 და 1080 p რეზოლუციაზე რენდერს უკვე ცოტა დიდ ხანს ანდომებს და თუ ვიდეო ერთსაათიანია ან მეტია ქრონომეტრაჟით, მაშინ შეიძლება 3-4 საათიდან 1-2 დღემდეც გაწელოს. იუტუბის ჰელპში ცალკე პუნქტი აქვთ დათმობილი იმას, თუ რა პარამეტრებით უნდა დავარენდეროთ HD და FHD ვიდეო იმისთვის, რომ იუტუბმა დროულად მოინელოს და ნახვის დროსაც ხმა და გამოსახულების აცდენა და კიდევ ათასი უსიამოვნო სიურპრიზი არ გაიჩითოს იმიტომ, რომ FHD მხოლოდ ვიდეოს რეზოლუციაა ანუ ეკრანზე რა ზომაზე იშლება, აი ეგ. დანარჩენი დამოკიდებულია უკვე რომელი კოდეკით მიდის რენდერი, რა პარამეტრებია მითითებული, რამდენად ემთხვევა ერთმანეთს დედნების და დამონტაჟებული ვიდეოს პარამეტრები, რა ბიტრეიტია და ასე შემდეგ. სამონტაჟო პროგრამების პრესეთებშიც იმიტომაა FHD (1080p) ვიდეოს პრესეთები ბევრი, სხვადასხვა შემთხვევებისთვის და საჭიროებისთვის.