გაუმარჯოს ფორუმელებს. მინდა გაგიზიაროთ ჩემი გამოცდილება CPA ნეტვორკებთან მუშაობაზე და ასე შემდეგ. ბევრ თქვენგანს აქვს ვებსაიტი და მონეტიზაციას მარტო ადსენსით ახდენს. ადსენსი კარგია მაგრამ ხშირად იგივე საიტზე CPA ოფერები უფრო მომგებიანია. ბოლო 4-6 თვეა ჩემი შემოსავლის 90% CPA ნეტვორკებზე მოდის. ამ თემაში ვისაუბროთ ნეტვორკებზე, ოფერებზე, რომელი საიტისთვის რომელი ოფერი ჯობია და ასე შემდეგ.
მოკლედ მათთვის ვინც არ იცის რა არის CPA network.
CPA network არის Affiliate პროგრამა რომელიც იხდის როგორც გაყიდვებზე ასევე სხვადასხვა უფასო ვირტუალურ პროგუქტის რეალიზაციაზე როგორებიცაა: რეგისტრაცია, Email-ის შეყვანა, პროგრამის ან თამაშის გადმოწერა, გამოკითხვებში მონაწილეობა და ა შ. ანუ თქვენი ვიზიტორები თქვენი საიტიდან უნდა გადავიდეს ლინკით ან ბანერით და შეასრულოს ოფერი. ფასები განისაზღვრება ვიზიტორების ქვეყნის მიხედვით და 0.40$ დან ხშირად 15$ ადის მხოლოდ უფასო რეგისტრაცია. მათთვის ვისაც აქვს ტრაფიკი მაგრამ ადსენსეს კლიკის ფასი დაბალია ეს ვარიანტი ზედგამოჭრილია.
პირველ რიგში პატარა მიმოხილვა თუ როგორ უნდა დავრეგისტრირდეთ ნეტვორკზე.ესაა ნაბიჯ ნაბიჯ სახელმძღვანელო შესახებ თუ როგორ უნდა დარეგისტრირდეს ცპა ნეტვორკში ადვილად. ეს არც ისე რთულია მაგრამ დამწყებები ხშირად უშვებენ შეცდომებს. მე დეტალურად აგიხსნით ყველა იმ ეტაპს რაც უნდა გაიაროთ.
1. ვებსაიტი - პირველ რიგში მნიშვნელოვანია თქვენი ვებსაიტი. ყველა ნეტვორკი ითხოვს პუბლიშერისგან ვებსაიტის მითითებას. ეს ვებსაიტი არის თქვენი სახე. ამის მიხედვით იღებს აფილიატე მენეჯერი პირველ გადაწყვეტილებას იმუშაოს თუ არა პუბლიშერთან. საიტი სასურველია იყოს ლამაზი დიზაინის. იყოს გამართული კონტენტი, საინტერესო ვიზიტორებისთვის. კარგია თუ საიტი რომელიმე პროდუქტის რეკლამირებაზეა ორიენტირებული.
2. ვებსაიტის საკუთრების დადასტურება - ნებისმიერს შეუძლია მიუთითოს რეგისტრაციისას სხვისი ვებსაიტი. ამიტომ ბევრი ნეტვორკი ითხოვს საკუთრების დადასტურებას. ზოგი მათგანი ითხოვს ადმინ პანელის სკრინშოტებს. ყველაზე კარგი ვარიანტია თუ თქვენ გაქვთ თქვენი დომენის სახელის შემცველი იმეილი მითითებული. მაგალითად თქვენ მიუთითეთ ვებსაიტი www.mydomain.com სასურველია მიუთითოთ იმეილი mail@mydomain.com ან info@mydomain.com.
3. რეგისტრაციის ფორმის შევსებისას პირად ინფორმაციასთან ერთად არის კითხვები თქვენი გამოცდილების შესახებ. მაგალითად:
• რამდენი ხანია რაც ინეტნეტ მარკეტინგით ხარ დაკავებული - კარგია თუ თქვენი გამოცდილება 2 წელზე მეტია;
• რამდენია თქვენი ყოველთვიური შემოსავალი ინტერნეტ მარკეტინგიდან - სასურველია ეს იყოს 500$ ან მეტი
• ტრაფიკი თქვენს საიტზე - კარგია თუ თვეში 5000 ვიზიტორზე მეტია
• რა არის თქვენი ტრაფიკის წყარო - კარგია თუ ესენია google, social media, PPC
• საიდან გაიგეთ ნეტვორკის შესახებ - მიუთითეთ www.findyourcpa.com
სასურველი პასუხების მნიშვნელოვანია ადვილად დამტკიცებისათვის.
4. რეგისტრაციის ფორმის შემდეგ რჩება ბოლო ეტაპი. ესაა თქვენს აფილიატე მენეჯერთან დაკავშირება. რეგისტრაციის შემდეგ მოგივათ მაილი სადაც მითითებული იქნება თქვენი აფილიატე მენეჯერის ტელეფონი და მესენჯერის იდ. როგორც წესი მენეჯერები თვითონ უნდა დაგიკავშირდნენ მაგრამ ხშირად მენეჯერები დარეკვამდე გიგზავნიან უარის წერილს ამიტომ კარგია თუ თქვენ დარეკავთ ან მესენჯერით დაუკავშირდებით. მენეჯერი დაგისვავთ კითხვებს და ამ კითხვებზე წარმატებული პასუხების მერე თქვენ დამტკიცებული ხართ!
წყარო: seo.ge
თითქმის ვერაფერი ვნახე CPA-ს შესახებ ფორუმზე და გადავწყვიტე გამეხსნა ეს თემა,მართალია ჩემი დაწერილი არაა, მაგრამ დამწყებებისთვის საინტერესო იქნება მემგონი..
პ.ს თუ ვინმეს გაქვთ გამოცდილება ამ სფეროში იქნებ კარგი რაღაცეები გვირჩიოთ