#60942846 · 8 Jan 2024, 11:54 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
გაზაფხულზე გახსნიან დიდი ალბათობით. აქამდე შპს "საბა კონსტრაქშენი" ასრულებდა სამუშაოების დიდ ნაწილს (39 მილიონი ლარის ოდენობით). 31 ოქტომბერს უნდა დაესრულებინათ სამუშაოები, თუმცა საკმაოდ გაიწელა და აგერ 27 დეკემბერს თბილისის მერიამ შპს "საბა კონსტრაქშენი" 447 798 ლარით დააჯარიმა. გარდა ამისა ხელშეკრულების ხარჯთაღრიცხვაში ცვლილებები შევიდა, შედეგად კონტრაქტორ კომპანიას სამუშაოები 39 მილიონის მაგივრად, დაახლოებით 32-33 მილიონი დაუჯდა. ხარჯთაღრიცხვაში ცვლილებების შეტანით დგინდება, რომ "საბა კონსტრაქშენს" აღარ უნდა მოეწყო საპროექტო ტერიტორიაზე სპორტული ინვენტარი, სათამაშო მოედნის ატრაქციონები, ძაღლების სივრცის ატრაქიონები, სკამები, წყლის სოკოები, სარწყავი სისტემების დიდი ნაწილი, ასევე აღარ ახოციელებენ მცირე შენობა-ნაგებობებისა (ბელვედერები, ფანჩატური) და ხიდების ელექტროფიკაციას. ნელ-ნელა თბილისის მერიას დაწყებული აქვს პროცესი მორჩენილი სამუშაოების გადანაწილების, ჯერარსის მიმდებარედ შპს "მალგიო" ამუშავეს, მთლიან ტერიტორიაზე სარწყავ სისტემებს შპს "გამწვანება და სარწყავი სისტემები" მოაწყობს. გარკვეული სამუშაოები (საზოგადოებრივი საპირფარეშოს, ბილიკების, პარკინგის მოწყობა) უკვე ჩაატარა შპს "ევორდმა". გარდა ამისა შპს "ლიკო 1"-მა ჯერარსის მიმდებარედ მოახდინა 11 სკამის დამონტაჟება. შპს "ერთობლისი საქმიანობის ამხანაგობა მალგიომ" კი ნოყიერი მიწა შემოიტანა ტერიტორიაზე. შპს "მწვანე სახლმა" განახორციელა სპორტული ინვენტარისა და ბავშვების სათამაშო ატრაქციონების დამონტაჟება. მერიამ 2 ახალი ტენდერი გამოაცხადა, რომლებშიც ისინია გათვალისწინებული რაც თემქის ხევს დააკლდა და ვვარაუდობ აქედან ერთ-ერთი ტენდერი აუცილებლად შეეხება თემქის ხევს. ერთი ტენდერი 7 მილიონიანია და 1 საათში წინადადებების მიღება სრულდება, ხოლო მეორე 8 მილიონიანი და ხვალ დასრულდება შეთავაზებების მიღება.
|