Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > მშობლების კლუბი > DESPERATES


Posted by: DOLPHIN 15 Apr 2020, 15:42
შორს კორონა!

user posted image

Posted by: Voila 15 Apr 2020, 16:09
რა მაგარი ამინდია დღეს! ნამდვილი გაზაფხულური smile.gif

მართლაც, შორს კორონა!

Posted by: nopiahopi 15 Apr 2020, 16:34
მაღიარეთ bis.gif
პირველი წარმატებული ცდა

user posted image

glamo
დიიიდი მადლობა smile.gif
ცოტა წესები ამერია, თანმიმდევრობა. მაგრამ შემდეგში მაგასაც გამოვასწორებ smile.gif
ფქვილმოყრილ ჟარონაზე გავაკეთე, არ მიიკრო არცერთი smile.gif 24 ცალი გამომივიდა, გემოც მშვენიერი smile.gif
* * *
ზუსტად 20 წუთში გამოვიღე ერთი ცალი და გავსინჯე და კარგი იყო. მაგასაც დავიმახსოვრებ, რომ საკმარისია ეს დრო ჩემს ქურაში smile.gif


Posted by: DOLPHIN 15 Apr 2020, 16:52
nopiahopi
აპლოდისმენტები! bis.gif

Posted by: Voila 15 Apr 2020, 16:58
nopiahopi
მაგარია smile.gif
მეც უნდა ვნახო რეცეპტი მაგის, თორემ ეს ხაჭოს პეჩენიები მობეზრდათ ბავშვებს უკვე.

Posted by: nopiahopi 15 Apr 2020, 17:02
DOLPHIN
QUOTE
აპლოდისმენტები

biggrin.gif


Voila
აი ამის მიხედვითაა:


1 კვერცხი
100გრ.კარაქი
100გრ.შაქარი
300-350 გრ. ფქვილი
1 პაკეტი გამაფხვიერებელი
2 ს.კ არაჟანი
ვანილი და შაქრის პუდრი.

ფქვილი და კარაქი ავზილოთ ფხვიერ მასამდე. შევურიოთ გამაფხვიერებელი. ცალკე შევურიოთ კვერცხი, შაქარი და ვანილი, დავამატოთ არაჟანი და ეს ჩავუშვათ ფქვილის მასაში და ავზილოთ ერთგვაროვან მასამდე. მოვამრგვალოთ ბურთულებად, ამოვავლოთ პუდრში და გამოვაცხოთ 180 გრადუსზე.
* * *
ხალხი პასკებს ცალი ხელით, თვალდახუჭული და თან რივერდანსის ცეკვით აცხობს და მე რა მიხარია facepalm.gif

Posted by: Voila 15 Apr 2020, 17:36
nopiahopi
მადლობა smile.gif ანუ მე ორმაგი დოზა უნდა გავაკეთო, 24 ცალი რას ეყოფათ ამათ biggrin.gif

Posted by: nopiahopi 15 Apr 2020, 17:43
Voila

QUOTE
ანუ მე ორმაგი დოზა უნდა გავაკეთო, 24 ცალი რას ეყოფათ ამათ


ჰოოო ,ბევრნი ხართ ))))

შემდეგში მეც გავზრდი დოზას, თორემ ჩაი სანამ ავადუღე მისაყოლებლად, რომ მივედი თეფთშთან, 6 ცალი დამხვდა )))

Posted by: DOLPHIN 15 Apr 2020, 17:50
ვაიმე, იმდენი პასკა ჩავიფინე, ბავშვი მთხოვს გავიდეთ, მუშაობას რომ მორჩებიო და მეშინია, არ გავსკდე...

Posted by: Voila 15 Apr 2020, 18:07
DOLPHIN
QUOTE
ვაიმე, იმდენი პასკა ჩავიფინე, ბავშვი მთხოვს გავიდეთ, მუშაობას რომ მორჩებიო და მეშინია, არ გავსკდე...

ჩაიფინე თორემ არ გეტყობოდეს რამე შენც mad.gif

Posted by: DOLPHIN 15 Apr 2020, 18:10
Voila
QUOTE
ჩაიფინე თორემ არ გეტყობოდეს რამე შენც 

განა ყოველთვის მოიტანს კოკა წყალს, 40-ს მივუკაკუნე და თან კარანტინში ვარ.

Posted by: Voila 15 Apr 2020, 18:49
DOLPHIN
ხო, ეს კარანტინი ისეთი თემაა smile.gif)) მგრძნობიარე smile.gif)

Posted by: nopiahopi 15 Apr 2020, 18:49
DOLPHIN
ახლა დავაკვირდი თემის სახელს "დარჩით ჩვენთან " biggrin.gif ჰოდა შთაგონების წყარო მაინტერესებს, "მანას" სიმღერა იგულისხმე?
დარჩიით ჩვენთაან,
ნუ მიგვატოვეებთ,
დარჩიით ჩვენთაან
მანა შენიააა


პ.ს. მანა რა იყო აღარ მახსოვს, რაღაც დაჯილდოვება?

Posted by: Voila 15 Apr 2020, 19:18
nopiahopi
QUOTE
მანა რა იყო აღარ მახსოვს, რაღაც დაჯილდოვება?

ჟურნალისტების მგონი ხო?

Posted by: nopiahopi 15 Apr 2020, 19:22
Voila
QUOTE
ჟურნალისტების მგონი ხო?


არ მახსოვს biggrin.gif ალბათ biggrin.gif

თავიდან ქართული შოუბიზნესისკენ წავედი, მაგრამ მერე გავიხსენე, რომ ეგ სფერო მოგვიანებით აყვავდა, მანას მერე ავსებდნენ ლექსენი და ხუჯაძე სპორტის სასახლეს biggrin.gif
* * *
მაესტროს ოქროს ხანა იყო ტოროლები და ქართული კლიპების ბუმი ყველა ჟანრში, ერისიონის შატილის ასულოთი დაწყებული, საუკუნის ნოსტალგიით გაგრძელებული და ჯერონიმოთი დამთავრებული biggrin.gif

* * *
ფულიანი მშობლების შვილებთან დუეტები და რამე ))))

Posted by: Voila 15 Apr 2020, 20:32
nopiahopi
სატელევიზიო ფესტივალი, ესე ერქვა.
ინებეთ სიმღერა smile.gif)) 1994-95-96 წლებში გამართულა, მეტი აღარ.

https://www.youtube.com/watch?v=KgoCGwMBvx8

Posted by: DOLPHIN 15 Apr 2020, 22:46
nopiahopi
კი ბატონი, მანას ვღიღინებდი...
იმდენი ვიწუწუნე, ბრილკას ჩამოტვირთულს ვერ ვკითხულობო, წიგნი მაჩუქეს და მიდევს დამტვერილი, თუ რამეს არ ვაკეთებ, ეგრევე ძილქუშს მივეცემი...

Posted by: nopiahopi 15 Apr 2020, 22:51

DOLPHIN

სწორად ამომიცნია მანა biggrin.gif


ბრილკა ვიზუალნა კი დიდია, მაგრამ უცებ წაიკითხავ, მიდის რიკინ-რიკინით smile.gif

Posted by: DOLPHIN 16 Apr 2020, 00:52
nopiahopi
ამასაც აქებენ:
https://www.sulakauri.ge/product/zhaklini/

Posted by: nopiahopi 16 Apr 2020, 00:58
QUOTE
ამასაც აქებენ:
https://www.sulakauri.ge/product/zhaklini/

ჰმმ... არ ვიცი ეს..

* * *
ამ კორონას გადამკიდე დიდი წიგნებისკენ მიმიწევს გული და "ატლანტმა მხრები გაშალას" ხომ არ შევეჭიდოთქო ვფიქრობ. მეგობარს ქონდა და თუ დაამთავრა, იქნებ გამოვართვა. ისე ძვირი ღირს. ელ. ვერსია კი გამაჩნია, მაგრამ რუსულად და არ მაქვს დიდი რუსული ტექსტის თავი sad.gif ვიღლები უფრო. ალბათ საკმარისად კარგად რომ არ ვიცი. თან წლებია აღარ წამიკითხავს რუსულად წიგნი და გადავეჩვიე კირილიცას.

Posted by: glamo 16 Apr 2020, 01:42
nopiahopi
ძალიან კარგებია jump.gif ვიზუალზე ეტყობა რომ გემრიელიც smile.gif

Posted by: nopiahopi 16 Apr 2020, 02:15
glamo
ვიზუალურად ერთი ზომის ვერ გამომივიდა, მაგრამ გემრიელი იყო smile.gif ამ დღეებში კიდევ ვცდი და დავხვეწ ტექნიკას biggrin.gif თან რა მალე გაკეთდა, ათქვეფიან გამოცხობიანად smile.gif
მოკლედ, დიდი მადლობა :*

Posted by: narkozeli 16 Apr 2020, 08:30
nopiahopi

რეცეპტი გამოუშვი აბა, ოდესმე დრო თუ დამრჩა იქნებ გავაკეთო

Posted by: nopiahopi 16 Apr 2020, 10:54
narkozeli
QUOTE
რეცეპტი გამოუშვი აბა, ოდესმე დრო თუ დამრჩა იქნებ გავაკეთო


ინებეთ გლამოს ორცხობილები smile.gif



1 კვერცხი
100გრ.კარაქი
100გრ.შაქარი
300-350 გრ. ფქვილი
1 პაკეტი გამაფხვიერებელი
2 ს.კ არაჟანი
ვანილი და შაქრის პუდრი.

ფქვილი და კარაქი ავზილოთ ფხვიერ მასამდე. შევურიოთ გამაფხვიერებელი. ცალკე შევურიოთ კვერცხი, შაქარი და ვანილი, დავამატოთ არაჟანი და ეს ჩავუშვათ ფქვილის მასაში და ავზილოთ ერთგვაროვან მასამდე. მოვამრგვალოთ ბურთულებად, ამოვავლოთ პუდრში და გამოვაცხოთ 180 გრადუსზე.

Posted by: anuka2009 16 Apr 2020, 13:27
გამოვაცხვე გლამოს პეჩენიები და დრაკონები რომ შემოესივნენ 1 ცალი ძლივს გადავინახე ყავისთვის, როგორ მიყვარს ეს მარტივი და კარგი რეცეპტები <3

კიდევ თუ გაქვთ გამიზიარეთ რა smile.gif

Posted by: nopiahopi 16 Apr 2020, 13:39
anuka2009
მეც ძლივს შემხვდა smile.gif მარტივი გამოდგა და თან ინგრედიენტებიც ცოტა დაჭირდა smile.gif

მოკლედ რაღა გლამოს ორცხობილა და რაღა სიგუას ტორტი (90იანებში) biggrin.gif

Posted by: anuka2009 16 Apr 2020, 14:07
nopiahopi
QUOTE
სიგუას ტორტი


აუ სიგუას ტორტისნაიტი აქვს ჩემს ძიძას მაფინები biggrin.gif არაფერი არ უნდა, ფქვილი ზეთი, შაქარი, კვერცხიც კი არ უნდა biggrin.gif
მთლად გოგოების ნაირი ვერა, მაგრამ მშვენიერი მცხობელი დავდექი ამ კარანტინში smile.gif

Posted by: nopiahopi 16 Apr 2020, 15:17
anuka2009
QUOTE
მშვენიერი მცხობელი დავდექი ამ კარანტინში 


კარანტინმა რა ჰქმნა biggrin.gif

მშვენიერია მერე, თან ბავშვებსაც ხომ უყვართ დედიკოების გამომცხვარი გემრიოლებები smile.gif

Posted by: narkozeli 16 Apr 2020, 15:30
nopiahopi

მადლობელი chups.gif


გლამოს დის ფანქეიქები გავაკეთე რამდენიმე კვირის წინ, ვგიჟდები მაგ გოგოზე biggrin.gif love.gif

Posted by: luxus35 16 Apr 2020, 16:06
narkozeli
ფანქეიქის რეცეპტს ხომ ვერ დადებდი?


anuka2009
ძიძის მაფინების რეცეპტიც კაი იქნებოდა

იქნება და ჩემგანაც დადგეს რამე..თავს ვიმართლებ ორი პატარა მყავსთქო, მარა ზოგს ოთხი ყავს და ახერხებს, პრობლემა ჩემში უნდა იყოს ალბათ

პ.ს. მადლობა გლამოს, ისეთი კაი რეცეპტია, მეც კი მოვახერხე გაკეთება

Posted by: anuka2009 16 Apr 2020, 16:20
luxus35
2 ჭიქა საქარი , 1/2 ჭიქა წყალი, 1 ჭიქა ზეთი, 1 ც. გამაფხვიერებელი, ვანილი, ფორთოხლის ცედრა, 3 ცალი დაბლენდერებული სტაფილო, 3.5 ჭ ფქვილი. გადააქვს პატარა ფორმებში და აცხოვს 180 გრადუსზე - ეს ყოფილა რეცეპტი, მე არ გამიკეთებია, თავს ვერ დავდებ <3 მე ჩემი პეროგები მაქვს ტრადიციული, ბლინები, კექსი, ჩიტის რძე smile.gif

Posted by: narkozeli 16 Apr 2020, 17:39
luxus35
140 გ. ფქვილი.
200 მლ. რძე.
1 კვერცხი.
1 ჩ.კ. გამაფხვიერებელი.
40 გ. ნაღები.
1 ს.კ შაქარი
1 მწიკვი მარილი.

• აურიეთ ერთმანეთში ფქვილი, შაქარი, გამაფხვიერებელი და მარილი.

• კვერცხი ვთქვიფოთ 3 წუთი, სანამ არ აქაფდება, ჩაუმატეთ რძე და აურიეთ. დავამატოთ ფქვილს და ფრთხილად ავურიოთ.

• კარაქი გავადნოთ და დავასხათ ცომს, ავურიოთ.

• საშალო ზომის პორციები დაასხით ტაფაზე. (თუ მიიკრა, ტაფას ოდნავ წაუსვით კარაქი). თითო ფანქეიქის ცხობას 2-3 წუთი უნდა, ორივე მხრიდან.

შეგიძლიათ მოასხათ თაფლი, მოაყაროთ კენკრა ან მიირთვათ ხილთან ერთად


ამ რეცეპტით ვაკეთებ ხოლმე და ძალიან გემრიელი გამოდის

Posted by: luxus35 16 Apr 2020, 18:43
narkozeli
anuka2009
დიდი მადლობა გოგოებო <3

Posted by: glamo 16 Apr 2020, 20:25
nopiahopi
QUOTE
მოკლედ რაღა გლამოს ორცხობილა და რაღა სიგუას ტორტი (90იანებში)

gigi.gif
narkozeli
QUOTE
გლამოს დის ფანქეიქები გავაკეთე რამდენიმე კვირის წინ, ვგიჟდები მაგ გოგოზე  

მეც love.gif biggrin.gif
ისე მენატრება ისეე :/
გუშინ ჩემი რულეტი დადო ინსტას სთორიზე, ჩემი დის ნახელავიო და დამესიენ გამომწერები 25 დან 105ზე ავედი ერთ დღეში :დ

luxus35
QUOTE
პ.ს. მადლობა გლამოს, ისეთი კაი რეცეპტია, მეც კი მოვახერხე გაკეთება

მიხარია რომ მოგეწონათ smile.gif

Posted by: anuka2009 17 Apr 2020, 00:02
glamo
კიდევ დაგვიდე რა მარტივები და გემრიელები

Posted by: fleurs 17 Apr 2020, 01:53
რა დრო გქონდათ გოგოებო პასკის სურათებს რომ დებდით ამ დროს smile.gif სად დაიკარგა შემართება თქვენი. ისე ამ კორონამ თემა გააცოცხლა გამოვიდა კომიდან smile.gif

Posted by: nopiahopi 17 Apr 2020, 02:18
fleurs
QUOTE
რა დრო გქონდათ გოგოებო პასკის სურათებს რომ დებდით ამ დროს 

უფრო სწორი იქნებოდა ნათქვამი: რა დრო დაგიდგათ, საოცარი პასკების ნაცვლად nopiahopi-ის ნაცოდვილარი ორცხობილოს ფოტო რომაა ამ თემაშიო biggrin.gif

როგორ ხართ ოჯახობა ამ პერიოდში, ერთად ხართ თუ ჩარჩენილები არიან მოზრდილი შვილები სხვა ქვეყნებში? ადრე მგონი ბიჭი იყო სხვაგან, თუ სწორად მახსოვს.


Posted by: fleurs 17 Apr 2020, 03:58
nopiahopi
უფროსი ბიჭი იყო ავსტრალიაში და თებერვლის ბოლოს დაბრუნდა.კიდევ კარგი ახალ სახლში გადასვლა მოვასწარით,რადგან 15 მარტიდან სახლში ზის ყველა და გავგიჟდებოდით ბინაში. მეგონა პატარას გაუჭირდებოდა სახლში, მაგრამ აღარც ითხოვს სადმე გასვლას შეიძლება ბაღის დრო რომ მოვა უარი განაცხადოს წასვლაზე.ამ კორონამ სწავლის პრობლემა შექმნა ერთ შვილს განმეორებით უწევს პირველი კურსის გავლა და გოგოს მე12 კლასში მე11 მე12 კლასის პროგრამის გავლა.ველოდებით როდის მორჩება ეს ყველაფერი . ისე შენ ჩემი ნაცოდვილარი პასკა უნდა ნახო იმედი მაქვს გემოზე მაინც იქნება კარგი smile.gif
მაღაზიაში გაწყდა იტალიური პასკები

Posted by: DOLPHIN 18 Apr 2020, 15:29
ცეცხლი აინთო, ქრისტე აღდგა!
user posted image

Posted by: nopiahopi 18 Apr 2020, 15:36
DOLPHIN
QUOTE
ცეცხლი აინთო, ქრისტე აღდგა

ჭეშმარიტად!

რა უჩვეულო სანახავი იყო ცარიელი ტაძარი, არადა რა ჟივილ-ხივილ-ჭყლეტვა არის ხოლმე smile.gif

Posted by: Blankos_Qvrivi 18 Apr 2020, 18:44
nopiahopi

QUOTE
რა უჩვეულო სანახავი იყო ცარიელი ტაძარი, არადა რა ჟივილ-ხივილ-ჭყლეტვა არის ხოლმე


აქაც მინდა ვიხილო ცარიელი ტაძარი

Posted by: nopiahopi 18 Apr 2020, 19:37
Blankos_Qvrivi
QUOTE
აქაც მინდა ვიხილო ცარიელი ტაძარი

არ გამოვა ეგ ამბავი.. ასე მგონია

Posted by: Blankos_Qvrivi 19 Apr 2020, 00:55
nopiahopi

QUOTE
არ გამოვა ეგ ამბავი.. ასე მგონია



როგორ გამოვა, ვინ შეიგნებს

Posted by: gokieli 19 Apr 2020, 01:27
DOLPHIN
QUOTE
ქრისტე აღდგა!


ჭეშმარიტად!!

მრავალს დაესწარით

Posted by: DOLPHIN 24 Apr 2020, 00:05
ლიკლიკა
user posted image

Posted by: nopiahopi 24 Apr 2020, 00:58
ლიკლიკა

გილოცავ smile.gif
ერთი დღის იუბილარები ვყოფილვართ smile.gif

Posted by: DOLPHIN 24 Apr 2020, 14:45
nopiahopi
ამას მიმალავდი?! გაიზარდე დიდი გოგო! 2kiss.gif
ისე შევაბერდით ერთმანეთს, დაბადების დღე არ მომილოცნია… biggrin.gif
user posted image

Posted by: nopiahopi 24 Apr 2020, 15:19
DOLPHIN
QUOTE
ამას მიმალავდი?! გაიზარდე დიდი გოგო!

დიდი მადლობა smile.gif

QUOTE
ისე შევაბერდით ერთმანეთს, დაბადების დღე არ მომილოცნია

ეგ არაფერი,
სამაგიეროდ ურთიერთობა იყო, გაგება იყო biggrin.gif

Posted by: ლიკლიკა 24 Apr 2020, 19:32
DOLPHIN
ელიშო <3
როგორ ამაჩუყე, ფორუმზე თუ კიდევ ოდესმე ვინმე მომილოცავდა რას ვიფიქრებდი biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif <3
მადლობა დიიიიდიი <3

nopiahopi
დიდი მადლობა <3
შენც გილოცავ, სულ ხალისიანი, ხმაურიანი და არაკარანტინული დაბ დღეები გქონოდეს <3

Posted by: nopiahopi 24 Apr 2020, 20:01
ლიკლიკა
QUOTE
არაკარანტინული დაბ დღეები გქონოდეს <3

შენც ასევე 2kiss.gif

ამან უფრო დიდი დრო წაიღო )) მთელი დღე ჩაწერილი მყავდა მეგობრები ვიდეო ზარებზე, საათების მიხედვით, მართლა )) ცოცხალი რიგით დარეკვასაც ჰქონდა ადგილი ))))
ბევრი მეგობარი არ მყავს, მაგრამ ვინც მყავს, სულ მათთან მინდა ხოლმე ამ დღის გატარება და ასე გავწერეთ დღის გეგმა, რომ როგორმე გაგვეხარა ერთად ყოფნით smile.gif

Posted by: Ezekia 25 Apr 2020, 17:02
nopiahopi
ლიკლიკა

ვაახ, მე დღეს გილოცავთ- დაგვიანებით, მაგრამ საუკეთესო სურვილებით!
love.gif love.gif


Posted by: nopiahopi 25 Apr 2020, 21:51
Ezekia

QUOTE
მე დღეს გილოცავთ- დაგვიანებით, მაგრამ საუკეთესო სურვილებით!
 



მადლი, მადლი biggrin.gif

Posted by: ინფანტა 27 Apr 2020, 16:24
ლიკლიკა
nopiahopi

მეც გილოცავთ დაგვიანებით, მაგრამ საუკეთესო სურვილებით!
love.gif chups.gif


როგო ხართ ხალხნოო


ობი მომედო ობიიიი



Posted by: Blankos_Qvrivi 27 Apr 2020, 21:53
ინფანტა

QUOTE
ობი მომედო ობიიიი


დაობება გადაგვარჩენს ,როგორც გვეუბნებიან biggrin.gif


ხელთათმანი უკვე სიგიჟე მგონია

Posted by: Voila 1 May 2020, 18:10
რაღაცა მიჩუმდა ისევ ეს თემა.
არადა დესპები ეხლა ვართ თუ ვართ biggrin.gif

Posted by: nopiahopi 1 May 2020, 18:17
ინფანტა

bis.gif bis.gif


Voila
QUOTE
რაღაცა მიჩუმდა ისევ ეს თემა.


აღარ უნდათ და ჰა.. biggrin.gif

მე კი ვაცხობ და ვაცხობ გლამოს პეჩენიებს და ვარ ))))

ბავშვის ონლაინ გაკვეთილებზე რომ ვწუწუნებდი, ახლა დაეწყო და პირველი გაკვეთილის მერე უკვე იმით დავინტერესდი, როდის დაითხოვდნენ ))))) იმედია მაისს არ გადააცილებენ biggrin.gif


Blankos_Qvrivi
QUOTE
ხელთათმანი უკვე სიგიჟე მგონია


უი, რატომ? მშვენივრად მიკეთია მაღაზიაში სტუმრობისას smile.gif უხელთათამანოდ ჯერ ვერ გავბედავ რამის ყიდვას.

Posted by: Voila 1 May 2020, 18:25
nopiahopi
QUOTE
უხელთათამანოდ ჯერ ვერ გავბედავ რამის ყიდვას.

მე ის მაინტერესებს, ბავშვებს რომ სექტემბერში სკოლებში მივიყვანთ, მაგათაც ნიღბები დასჭირდებათ? კაი უფროსი გაიკეთებს, და პატარები ბაღში? ნიღბით სიარული ნორმა იქნება რომ გვეუბნებიან.


Posted by: Blankos_Qvrivi 2 May 2020, 22:18
nopiahopi

QUOTE
უი, რატომ? მშვენივრად მიკეთია მაღაზიაში სტუმრობისას  უხელთათამანოდ ჯერ ვერ გავბედავ რამის ყიდვას.


მეც მშვენივრად მიკეთია, მერე მშვენივრად ვეხები ტელეფონს ხელთათმანით და ხელთათმანის გარეშეც და ასე ყველა ნივთს biggrin.gif facepalm.gif

კორონა არ ვიცი მაგრამ ფრჩხილი აშკარად აღარ მაქვს biggrin.gif

Posted by: nopiahopi 2 May 2020, 22:44
Blankos_Qvrivi
ტელეფონს ვტოვებ სახლში biggrin.gif გამაქვს მარტო ბარათი, ან თუ უბარათო ობიექტზე მივდივარ, პარკში ჩაყრილი ხურდები biggrin.gif კიდევ ხელსახოცი, რომლითაც ვაღებ მაღაზიის კარს (ამ დროს ხელთათმანი უკვე მიკეთია ხოლმე) biggrin.gif ვსო, მაგით ამოიწურება ჩემი ჰიგიენა გარეთ . სახლში მოტანილი პურის რეცხვას და მერე გაფენას ვერ ვშვები biggrin.gif

პ.ს. ჯიბეში სულ მიდევს ცხვირში შესასხურებელი რაღაცეები რომაა, მაგაში ჩასხმული სპირტი biggrin.gif თუ რამეა შხაპ-შხუპ და ეგაა biggrin.gif


Posted by: Ezekia 2 May 2020, 22:55


მე პირიქით, ტელეფონით ვიხდი ყველაფერს...


როგორ ხართ, გოგოებო?

❤️

Posted by: Blankos_Qvrivi 2 May 2020, 23:57
nopiahopi

დედა უტირააააააა, შენ ნამდვილად იმსახურებ ფინალში გადასვლას biggrin.gif აბა მე და ჩემნაირი უნდა შეაგდო საველე ჰოსპიტალში და თავი გაანებო biggrin.gif


QUOTE
პ.ს. ჯიბეში სულ მიდევს ცხვირში შესასხურებელი რაღაცეები რომაა, მაგაში ჩასხმული სპირტი  თუ რამეა შხაპ-შხუპ და ეგაა


ნაცნობი ვნახე მაგ შესასხურებლით,აშხლაპუნებდა ყველაფერზე, რაც იმას დავცინე, 5 ლიტრიანი ბოცა აიკიდე მეთქი ,ეგ რას გეყოფა biggrin.gif



Posted by: nopiahopi 3 May 2020, 00:17
Ezekia
QUOTE
როგორ ხართ, გოგოებო?

იმის ფიქრში, სამსახურში რომ გავალ ამ საგანგებოს მერე, ზაფხულში უარს ხომ არ მეტყვიან შვებულებაზე facepalm.gif



Blankos_Qvrivi

სახლში მისხია მთლად 5ლიტრიანში არა, მაგრამ კარგ ნახევარლიტრიანში )) ყვავილებისთვის მქონდა ნაყიდი, სიცხეში ვაშხუპუნებდი წყალს ფოთლებზე. ან ზედ ვიშხუპუნებდი 50გრადუს სიცხეში (მანამდე არ მაწუხებს სიცხე biggrin.gif ) ჰოდა ახლა ყვავილებს ეყოფათ გულაობა, სპირტი მაქვს შით biggrin.gif კარის სახელურებს ვასხურებ, და რამე ისეთ ნივთს რა, აი კურიერმა ტორსტერი რომ მომიტანა, სანამ შემოვაძარცვავდი შეფუთვას, ვაპკურე სპირტი biggrin.gif

Posted by: Blankos_Qvrivi 3 May 2020, 11:40
nopiahopi

კარგია რო ეგრე კარგად იცავ წესებს . მე რო გამიშვა ალბათ იმ ბოქსირებულ განყოფილებაშიც ეგრე შევვარდები biggrin.gif თუმცა ვცდილობ ''გავაპრავო'' ჩემი საქციელი ,მაგალითად ტელეფონი სულ მჭირდება და როგორ ვაკონტროლო ხელთათმანით როდის შევეხე და ხელთათმანის გარეშე და შემდეგ იმ ხელთათმანის გარეშე რო ტელეფონს შევეხე ,რომელსაც მანამდე ხელთათმანით ვეხებოდი , მერე ის ხელი სახეზე არ მომხვდა ან თმას ხო არ შევეხე და აეეეეეე , დესპასიტოოოოოოოოო biggrin.gif



Posted by: LOTUSi 3 May 2020, 14:43
გამარჯობა ხალხო, როგორ ხართ? სოფი როგორ ხარ?
7 მეტრიანი პოსტი დავწერე და ეს დაიპოსტა, მალადეც ფორუმი :დდ

იმის საკითხავად შემოვედი მოკლედ, დეკრეტშია ჩემი გინეკოლოგი, რომელიც ძალიან მომწონს და ეხლა ვისთან მივიდე არ ვიცი. sad.gif

Posted by: nopiahopi 3 May 2020, 14:50
LOTUSi
თუ მუშაობს, ირმა ქართველიშვილთან რომ მიხვიდე დროებით მაინც? აი მგონი სპირალზე გაგიშვი ერთხელ მაგასთან. ოღონდ სხვა კლინიკაშია ახლა.

რამე სასიამოვნო სიახლე ხომ არის? love.gif
* * *
Blankos_Qvrivi
QUOTE
ხელთათმანით როდის შევეხე და ხელთათმანის გარეშე და შემდეგ იმ ხელთათმანის გარეშე რო ტელეფონს შევეხე ,რომელსაც მანამდე ხელთათმანით ვეხებოდი , მერე ის ხელი სახეზე არ მომხვდა ან თმას ხო არ შევეხე და აეეეეეე , დესპასიტოოოოოოოოო 


აი ეგრე ვერ გავთვლი ვერაფერს. მაშინ 5 პირი ხელთათმანი უნდა მეკეთოს და თითი შეხებაზე თითო ხელთათმანი მოვიძრო )))) სად მაქვს ან მაგდენი ხელთათმანი, ან სისუფთავის ეგეთ დონეზე შენარჩუნების ალგორითმის თავი biggrin.gif

Posted by: LOTUSi 3 May 2020, 15:25
nopiahopi
ჰო ირმასთან ჩავიდგი და ამოვიღე, რაღაც ძაან გადარბენაზეა ეგ ქალი სულ და აღარ მივდიოდი მერე. მირჩია თავისი შემცვლელი ჩემმა და მივალ აბა... არაა ჯერჯერობით , 3 თვე გავიდა ეხლა ზუსტად იმის მერე და მინდა ეხლა რამდენიმე თვე დავლიო აბები და ვნახოთ რას იტყვის, მგონი კარგიცაა ცოტა ხანი.

შენკენ რა ხდება? :*

Posted by: nopiahopi 3 May 2020, 16:03
LOTUSi
QUOTE
რაღაც ძაან გადარბენაზეა ეგ ქალი

ჰო, ბევრი პაციენტი ყავს ძაან :/ ახლაც მაგ რეჟიმშია. თან გინეკოლოგიური განყოფილების ხელმძღვანელად გადაიყვანეს.
ჩემკენ ძველებურად. ახლა მინდოდა მისვლა ირმასთან, მაისში გადანეკონტროლებინა ეხოზე ოვულაცია და ამბები. მაგრამ არ ვჩქარობ, ზაფხულისთვის ან კიდევ უფრო მერე გადავდე. ამ ამბების გადამკიდეც ჯობია ცოტა მოგვიანებით იყოს. არა, განა არ ვცდილობ, თუ იქნება, ყველაზე მეტად ეგ გამიხარდება. მაგრამ თუ არა, სიტუაციას გადავაბრალებ და არ მინდა ვინერვიულო biggrin.gif აგერ ჩემი მეგობარი სახლში მშობიარობას განიხილავს ვირუსის გამო (აგვისტოს ბოლოს) და ვერ დავაჯერე, რომ მაგაზე არ ინერვიულოს , რომ მაქამდე არ მივა საქმე biggrin.gif

Posted by: LOTUSi 3 May 2020, 16:27
nopiahopi
ჰო ცოტა საშიში პერიოდია მაგ მხრივ :დ მე სახლთან ახლოს მაქვს კლინიკა და მანდ მირჩევნია ჩავისეირნო. მეც მასე ვარ ზუსტად, არც იქით არც აქეთ. :დ

ახალ სახლში გადმოვედით თუ არა, მეორე დღეს შეწყდა სწავლა და ჯერ ვერ ვიგემე ის მომენტი, ბავშვს რომ სკოლაში გაუშვებ და 5 საათამდე თავისუფალი ხარ. :დ თავიდან გავიგიჟე თავი ცხობით, ახლა ისე ვარ, მეზარება ყველაფერი, მომბეზრდა უკვე ესეც. :დ კორონას დღიურები :დ

Posted by: nopiahopi 3 May 2020, 16:29
LOTUSi
QUOTE
ახალ სახლში გადმოვედით

ეგ რა კარგი ამბები გქონიათ, მომილოცავს !! smile.gif

Posted by: LOTUSi 3 May 2020, 16:55
nopiahopi
მადლობა, :* მაგის გამო მაინც კარგ წლად შევა 2020 ჩემს პირად ისტორიაში :დდ

Posted by: nopiahopi 3 May 2020, 17:22
LOTUSi
QUOTE
მაგის გამო მაინც კარგ წლად შევა 2020 ჩემს პირად ისტორიაში :დდ

აბა რაა! არ არის ახალი ბინა პატარა ამბავი smile.gif

Posted by: anuka2009 4 May 2020, 22:02
LOTUSi
QUOTE
იმის საკითხავად შემოვედი მოკლედ, დეკრეტშია ჩემი გინეკოლოგი, რომელიც ძალიან მომწონს და ეხლა ვისთან მივიდე არ ვიცი.

ია ჯავახიშვილია, ახალგაზრდა, ჭკვიანი, გამოცდილი, ყურადღებიანი და თბილი. ნებისმიერ დროს, წერ/ურეკავ და თავში არ აქვს ავარდნილი.

Posted by: LOTUSi 4 May 2020, 23:23
anuka2009
რომელ კლინიკაშია? ხვალ უკვე მივდივარ შემცვლელთან, მაგრამ მაინც რომ ვიცოდე.

აი ეს გოგოც მასე იყო ვაიბერში ვწერდი და მპასუხობდა სულ, ძაან ყურადღებით.

მთელი დღეა თავბრუ მეხვევა, 37 სიცხეები მაქ 1 კვირაა და ციკლი დაიკარგა 8 დღეა. იმედია რამე კატასტროფა არ მჭირს, ტესტი უარყოფითია.


პეჩენიებს აქებდით აქ და რეცეპტი ხომ არ გაქვთ უცებ? მოვიმარაგე საცხობი ფხვნილები :დ

უი პირველივე გვერდზე ყოფილა :დდ

Posted by: DOLPHIN 5 May 2020, 11:29
LOTUSi

user posted image

Posted by: anuka2009 5 May 2020, 11:51
LOTUSi
ევექსის 2 პოლიკლინიკაშია და კიდევ სადღაც.

Posted by: LOTUSi 5 May 2020, 12:36
DOLPHIN
love.gif love.gif

anuka2009
მეც ევექსში მივდივარ. მადლობა, ვიკითხავ მერე.

Posted by: ინფანტა 5 May 2020, 15:02

დაე გშურდეთ
სოფელში წამოვედი, ჩვენს ბაღში ვზივარ ყავას ვსვამ და ვმუშაობ.
ჩემს ზემოთ გაზაფხულის ჰაერით გაჯერებული სივრცეა, გარშემო–პირველყოფილი სიმწვანე. გვერდით მსუქანი შავი კატა მიზის და ნებივრად ჭამს. ვაშლის ხეები, ატმები, ქლიავები, ალუბალი, ბალი, ალუჩები, მსხლები და რა თქმა უნდა ლეღვი ეზოს კუთხეში... ყველაფერი მოვლილი, სუფთა, გასრიალებული გაწკრიალებული.
ცაში მერცხლები, აუარება მერცხლები. ჩუმად დასრიალებენ, არ მაწუხებენ. ყველანაირი სულიერ–უსულო ისე წყნარად არსებობს ჩემს გარშემო, ადამიანების ჩათვლით, რომ კარგ გუნებაზე დავრჩე . რადგან იციან, რომ ასე ყველასთვის უკეთესია
მალე მოვრჩები და კაი ფუმფულა ალადიკებსაც შემოვდგამ ბუნწიაღში დადგმულ სტოლზედ


როგორ გიკითხოთ? chups.gif


Posted by: anuka2009 5 May 2020, 18:44
ინფანტა
მეც მასე ვიყავი ბოლო 3-4 დღე, კაი ვაშლის ღვეზელი, ყავა ამბავი ეზოში.

დღეს შემცივდა და ჩამოვედი, არ მეკუთვნის მე ეზო და კაი ცხოვრება biggrin.gif

Posted by: Ezekia 5 May 2020, 19:36
ინფანტა
anuka2009


მაგარია. <3


მე სამსახურში ვიყავი jump.gif


მაგრამ ბაღში ჯდომა და ყავის მირთმევაც მინდა...


Posted by: luxus35 5 May 2020, 19:47
თქვენ კაი ხალხი ხართ და პეროგის გამოცდილ და ადვილ რეცეპტსაც გამანდობთ rolleyes.gif

Posted by: DOLPHIN 7 May 2020, 12:10
Neno_
user posted image

Posted by: nopiahopi 7 May 2020, 21:52
Neno_
ვუერთდები DOLPHIN-ს მოლოცვას!

DOLPHIN
შენ მგონი სამშობიაროების ბაზასთან გაქვს წვდომა , რავა ყველას დაბადება გახსოვს biggrin.gif
ისე, ნენო შენ მიერ ქუდზე კაცის გამოძახებაზეც არ გამოჩენილა, ხო? sad.gif


luxus35
აი გამოჩნდებიან კულინარი დესპები და მოისხამენ შენს მადლსაც biggrin.gif
* * *
ეს ფორუმი თქვენთაბაც სხავანაირად გამოიყურება მობილურში თუ რა ხდება? სულ განზუმვის მოთხოვნილება მაქვს biggrin.gif

Posted by: DOLPHIN 8 May 2020, 16:45
nopiahopi
QUOTE
ნენო შენ მიერ ქუდზე კაცის გამოძახებაზეც არ გამოჩენილა, ხო?

ფუბუზე მყავს, გაუხარდა, მაგრამ…

QUOTE
ეს ფორუმი თქვენთაბაც სხავანაირად გამოიყურება მობილურში თუ რა ხდება? სულ განზუმვის მოთხოვნილება მაქვს 

საშინელებაა. vis.gif

Posted by: nopiahopi 8 May 2020, 17:10
DOLPHIN
QUOTE
ფუბუზე მყავს, გაუხარდა, მაგრამ…

გახარებით ბევრს გაუხარდა, მაგრამა.. biggrin.gif

QUOTE
საშინელებაა

რამდენ ხანში მივეჩვევით? სახელი რომ წერია, ძლივს ვარჩევ პოსტის ავტორია თუ დათაგული იუზერი. სიცილაკები სადაა ? ვერ ვპოულობ ..

Posted by: Voila 8 May 2020, 20:20
ინფანტა
QUOTE
დაე გშურდეთ
სოფელში წამოვედი, ჩვენს ბაღში ვზივარ ყავას ვსვამ და ვმუშაობ.
ჩემს ზემოთ გაზაფხულის ჰაერით გაჯერებული სივრცეა, გარშემო–პირველყოფილი სიმწვანე. გვერდით მსუქანი შავი კატა მიზის და ნებივრად ჭამს. ვაშლის ხეები, ატმები, ქლიავები, ალუბალი, ბალი, ალუჩები, მსხლები და რა თქმა უნდა ლეღვი ეზოს კუთხეში... ყველაფერი მოვლილი, სუფთა, გასრიალებული გაწკრიალებული.
ცაში მერცხლები, აუარება მერცხლები. ჩუმად დასრიალებენ, არ მაწუხებენ. ყველანაირი სულიერ–უსულო ისე წყნარად არსებობს ჩემს გარშემო, ადამიანების ჩათვლით, რომ კარგ გუნებაზე დავრჩე . რადგან იციან, რომ ასე ყველასთვის უკეთესია
მალე მოვრჩები და კაი ფუმფულა ალადიკებსაც შემოვდგამ ბუნწიაღში დადგმულ სტოლზედ

მაგარია love.gif
მანდ რჩები, სანამ დისტანციურად მუშაობ?
ჩემებიც იყვნენ სოფელში წინა კვირას. მეც ვფიქრობ ამ ბოლოს ჩემს სოფელში პატარა ნაკვეთის ყიდვას. თბილისის გარშემო ძალიან სვეცკურად ძვირია და ჩემი სოფელი სულ ნახევარი საათის გზაზეა.
უცხო გარემოში ყოფნას, ისევ იქ მირჩევნია, სადაც მეტნაკლებად ვიცნობ ხალხს.

Posted by: anuka2009 8 May 2020, 23:20
Voila
QUOTE
ჩემებიც იყვნენ სოფელში წინა კვირას. მეც ვფიქრობ ამ ბოლოს ჩემს სოფელში პატარა ნაკვეთის ყიდვას. თბილისის გარშემო ძალიან სვეცკურად ძვირია და ჩემი სოფელი სულ ნახევარი საათის გზაზეა.

აი მაგაზე კარგს ვერაფერს იზამ, თან ხანდახან ისეთ ფასში გამოჩნდება სახლი <3

Posted by: Voila 9 May 2020, 22:23
anuka2009
QUOTE
აი მაგაზე კარგს ვერაფერს იზამ, თან ხანდახან ისეთ ფასში გამოჩნდება სახლი <3

კი, მაგრამ ხან ვფიქრობ მარტო ნაკვეთი ხომ არ ჯობია... სახლი ზოგჯერ ისეთია, ვისი აშენებულია, რა მასალით, რას გაიგებ...

Posted by: Blankos_Qvrivi 10 May 2020, 01:15
nopiahopi

QUOTE
აი ეგრე ვერ გავთვლი ვერაფერს. მაშინ 5 პირი ხელთათმანი უნდა მეკეთოს და თითი შეხებაზე თითო ხელთათმანი მოვიძრო )))) სად მაქვს ან მაგდენი ხელთათმანი, ან სისუფთავის ეგეთ დონეზე შენარჩუნების ალგორითმის თავი


ნუ ვინც სახლში არის , ალბათ უფრო მეტად ეფექტურია მათთვის, თორე ტუზიკასავით ვინც ვართ, იმათ რა ხელთათმანი უშველის ,რეალურად ხელთათმანის გარეშე უფრო ყურადღებით ვარ , ვიდრე ხელთათმანით .


თვალის გარშემო ,კანის სიმშრალეს რა ბუნებრივი მეთოდით შეიძლება ვებრძოლო. ახლა ცრემლიც მდის ხან ,დავიჯერო ერთმანეთთან კავშირშია? რაც უმფრო ძვირი ღირს კრემი , მით უმფრო საშინელებას მმართებს facepalm.gif პირდაპირ ზეთის აბაზანები უნდა მივიღო

Posted by: ლიკლიკა 10 May 2020, 15:56
Ezekia
ინფანტა
მადლობა, ხალხო love.gif love.gif love.gif love.gif love.gif

Posted by: DOLPHIN 11 May 2020, 00:13
Voila
user posted image

Posted by: Voila 11 May 2020, 00:18
DOLPHIN
love.gif love.gif love.gif

დიიიდი მადლობა <3

Posted by: nopiahopi 11 May 2020, 13:17
Voila
მომილოცავს მრავალშვილიანი დედიკოსთვის დაბადების დღე smile.gif

Posted by: Voila 11 May 2020, 21:04
nopiahopi
2kiss.gif love.gif

Posted by: nopiahopi 12 May 2020, 18:51
user posted image

biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

Posted by: Ezekia 15 May 2020, 11:49
DOLPHIN


დელფო, "დედე" ნახე სადმე?

შენც გიკითხავს იმ თემაში...


Posted by: DOLPHIN 15 May 2020, 22:27
Ezekia
კი, იმ პერიოდშივე რომ დავიწუწუნე, მეგობარმა მითხრა აჭარაზე იყო ამას წინათო და მაივიდეოზე ვნახე. ტელევიზორის ჩართვა და გადახვევა არ ვიცი. biggrin.gif

Posted by: DOLPHIN 23 May 2020, 22:38
გათბობა ჩართეთ ვინმემ?

Posted by: nopiahopi 23 May 2020, 23:06
DOLPHIN
არაsmile.gif კი ვარ ჟაკეტმოცმული მშვენივრად, არც მიფიქრია ჩართვა smile.gif
* * *
დღე მეორე: გუშინ არც მიფიქრია და დღეს ვაპირებ ჩავრთო :/
* * *
მესამე ეპიზოდი: ჩავრთე biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

Posted by: DOLPHIN 25 May 2020, 00:01
nopiahopi
მეც ჩავრთე დღეს, ჭაჭაც მივცხე და პლედიც. biggrin.gif

Posted by: nopiahopi 25 May 2020, 00:51
QUOTE
მეც ჩავრთე დღეს, ჭაჭაც მივცხე და პლედიც.

ნამეტანი სიცივისთვის მომზადებულხარ )))

Posted by: DOLPHIN 25 May 2020, 11:31
nopiahopi
ხვალიდან თბება. smile.gif

Posted by: nopiahopi 25 May 2020, 23:44
DOLPHIN
QUOTE
ხვალიდან თბება.


იქნებოდეს იქნებადა დათბეს biggrin.gif

რას შვებით დიაცნო, როგორ ხართ?

დაგეწყოთ სამსახურები ზოგზოგიერთებს ადგილზე მისვლით ?



Posted by: Ezekia 26 May 2020, 00:04
nopiahopi
QUOTE
დაგეწყოთ სამსახურები ზოგზოგიერთებს ადგილზე მისვლით ?


კი.)

შენ როგორ ხარ?


როდის თბება??


Posted by: nopiahopi 26 May 2020, 00:50
Ezekia
კარგად ვარ მეც smile.gif

QUOTE
როდის თბება??


DOLPHIN-მ და ამინდის პროგნოზმა ხვალიდანო და ..
დელფოს სიტყვა კანონია biggrin.gif

Posted by: Ezekia 26 May 2020, 01:14
nopiahopi

QUOTE
დელფოს სიტყვა კანონია



დელფო love.gif

Posted by: DOLPHIN 26 May 2020, 19:36
nopiahopi
Ezekia
ჩვენ ნებართვაზე შევიტანეთ განაცხადი, მაგრამ ჯერ არ მოსულან ოფისის შესამოწმებლად, ასე რომ შინიდან განვაგრძობ შრომას.

Posted by: nopiahopi 26 May 2020, 23:14
DOLPHIN
QUOTE
შინიდან განვაგრძობ შრომას.

რა გენაღვლება smile.gif ბევრმა სამსახურმა კი განაგრძო მუშაობა არადისტანციურად, მაგრამ ეს საზოგადოებრივი ტრანსპორტი სანამ არაა, რანაირად მოთხოვენ ხალხს სამსახურში სიარულს. უმრავლესობას ხელფასიდან კაპიკი არ დარჩება, ვინც შორ მანძილზე მუშაობს, ფეხით ვერ მიდის და იძულებულია ტაქსით ისარგებლოს.

Posted by: DOLPHIN 27 May 2020, 00:19
nopiahopi
დამსაქმებლები ვალდებულები არიან ტრანაპორტით უზრუნველყონ თანამშრომლები.

Posted by: nopiahopi 27 May 2020, 00:21
DOLPHIN
QUOTE
დამსაქმებლები ვალდებულები არიან ტრანაპორტით უზრუნველყონ თანამშრომლები.

მშვენიერია ! smile.gif

Posted by: DOLPHIN 27 May 2020, 15:17
nopiahopi
https://www.interpressnews.ge/ka/article/601555-29-maisidan-qvela-saxis-municipaluri-transporti-gaixsneba/?fbclid=IwAR38H7QZg7eGDmcOemXCxj2MC_8otMbd-CA1cHxA438H0Wrb76JqLQqnTp8

Posted by: DOLPHIN 29 May 2020, 01:08
მანანიკო

user posted image

Posted by: nopiahopi 29 May 2020, 21:45
მანანიკო
გილოცავ მანანიკო !! აგერ ფორუმის ცუკერბერგმა, დელფომ გვახარა ეს ამბავი smile.gif

Posted by: Blankos_Qvrivi 30 May 2020, 19:50
DOLPHIN

QUOTE
ჩვენ ნებართვაზე შევიტანეთ განაცხადი, მაგრამ ჯერ არ მოსულან ოფისის შესამოწმებლად, ასე რომ შინიდან განვაგრძობ შრომას.


რას ამოწმებენ ნეტა

მინდა სულ ფეხით გამოვუყარო გარეთ ის დეზობარიერები , ფეხს რო დადგამ და ნაგვის და მტვერის ბუღი ასდის biggrin.gif

კოვიდის შუბა დავხიე mad.gif

Posted by: DOLPHIN 30 May 2020, 22:14
nopiahopi
Blankos_Qvrivi
biggrin.gif

Posted by: nopiahopi 30 May 2020, 22:33
Blankos_Qvrivi
QUOTE
კოვიდის შუბა დავხიე 

ჭირი მაგას!!

ისე, დადებითი (ჩემთვის) რაც მოიტანა ამ უხსენებელმა, შეხვედრისას გადაკოცნა მტლაშა-მტლუშისგან თავშეკავებაა biggrin.gif ისეთი ბედნიერი ვარ, რომ არ მიწევს ეს პროცედურა biggrin.gif

Posted by: Blankos_Qvrivi 31 May 2020, 00:51
nopiahopi

QUOTE
ისე, დადებითი (ჩემთვის) რაც მოიტანა ამ უხსენებელმა, შეხვედრისას გადაკოცნა მტლაშა-მტლუშისგან თავშეკავებაა  ისეთი ბედნიერი ვარ, რომ არ მიწევს ეს პროცედურა



მე არც მდე გამოვირჩეოდი კოცნებით biggrin.gif ნუ ეხლა რო ასი პროცეტით დაეცა კოცნაობა, მაგაში გეთანხმები

დადებითი ვერაფერი მომიტანა, ვერაფერი ვისწავლე მე გონჯმა biggrin.gif facepalm.gif


Posted by: მანანიკო 2 Jun 2020, 18:49

DOLPHIN
nopiahopi

გოგოებო love.gif

მადლობა დიდი!!! <3

Posted by: DOLPHIN 5 Jun 2020, 16:29
ივნისთან ერთად გემეველი სამსოში… vis.gif

Posted by: nopiahopi 5 Jun 2020, 17:58
DOLPHIN
ჩემთან ჯერ დუმან გასვლაზე და არც მე ვიღებ ხმას )))

Posted by: DOLPHIN 5 Jun 2020, 21:48
nopiahopi
up.gif
ჩირგვში იჯექ, ვერვინ მოვა შენზედაო... wink.gif

Posted by: Blankos_Qvrivi 7 Jun 2020, 09:14
nopiahopi

QUOTE
ჩემთან ჯერ დუმან გასვლაზე და არც მე ვიღებ ხმას )))


გმირი შენ ყოფილხარ biggrin.gif მეორე ტალღაც წამოგეწევა სადაც არის biggrin.gif

Posted by: DOLPHIN 9 Jun 2020, 00:35
buuus

user posted image

Posted by: Voila 15 Jun 2020, 13:16
DOLPHIN
ელიშო, შენ გეცოდინება კარგი სტომატოლოგი, არდს ბევრი პროვაიდერი ჰყავს და იმედია რომელიმე იქნება ნორმალური smile.gif ერთი ტყუპისცალის მიყვანა მინდა. ისეთ დღეში აქვს კბილები sad.gif ყველაფრით მამამისს ჰგავს და რაღა მაგაში დამემსგავსა მე.

narkozeli
იქნებ შენც იცოდე პლზ. კი ვიცი რომ წლებია აღარ მოღვაწეობ მაგ სფეროში მაგრამ იქნებ გახსოვდეს ვინმე smile.gif

Posted by: nopiahopi 15 Jun 2020, 21:32
Voila
სითი სმაილში (ნუცუბიძეზე, ემ კვადრატის შენობაში) ბოლო რამდენიმე ვიზიტზე ვიყავი თამარ ბურღაშვილთან (თუ სწორად მახსოვს გვარი) და როგორც მივხვდი, ბავშვთა სტომატოლოგიცაა. შევსწრებივარ ჩემს შემდეგ ბავშვი პაციენტი რომ ელოდა ან ჩემამდე რომ ყოლია.
ჰოდა ალბათ ვისაც პირადად მიუყვანია ვინმესთან ბავშვი, გირჩევენ იმას. მაგრამ თუ ვინიცობაა ვერავინ ნახე, ეს თამარი მე ძალიან მომწონს. ძალიან მშვიდი და დადებითი გოგოა.

Posted by: DOLPHIN 16 Jun 2020, 09:51
Voila
ჩვენ დენტოკლუბში დავდივართ, მთელი ოჯახი და ბავშვთა იქ მანჩო ფიფიაა, სხვებიც ყავთ, მაგრამ ამან მარტო ამას გაუღო პირი სამი წლის ასაკში და შემოვრჩით. biggrin.gif

Posted by: Voila 16 Jun 2020, 16:17
nopiahopi
DOLPHIN
დიდი მადლობა 2kiss.gif

Posted by: nopiahopi 16 Jun 2020, 21:41
DOLPHIN
Voila
პირველ სარძევე კბილებს სტომატოლოგთან უღებთ ბავშვებს? ჩემს მაჯლაჯუნას აგერ მეხუთე კბილი ამოვუღეთ სახლის პირობებში, სრულიად უპრობლემოდ. ჰოდა რამდენიმე დღის წინ თემამ მოიტანა და ერთმა გოგომ თქვა, მე სამივე კბილი სტომატოლოგთან ამოვუღეო და ისე შეიცხადა ჩემი ქვის ხანობა, ცოტა შემრცხვა biggrin.gif იქვე ვაღიარე, რომ აზრადაც არ მომსვლია პირველ კბილებზე ექიმთან მიყვანათქო biggrin.gif უიმე, რას ამბობო!

Posted by: Voila 16 Jun 2020, 22:21
nopiahopi
მე არ ამომიღია სარძევე ექიმთან, მეც ქვის ხანის ვარ, რია ვიცი smile.gif) უფროსს ანუ. პატარებისთვის ჯერ ადრე, თუმცა ერთი კარიესმა მაგრად შეაწუხა.

Posted by: nopiahopi 16 Jun 2020, 22:32
Voila
ანუ მარტო მე არ ჩავრჩენილვარ ძველ დროში.. რა ვიცი, იმ საუბრის მერე აგერ დღეს მოიცვალა მეხუთე კბილი აგარაკზე და ცოტა სინდისმა გამკრა, იქნებადა ექიმთან უნდა მიმეყვანათქო )))) ისე ადვილად ძვრება, თან ექიმებთან პანიკა ამის მოგონილია biggrin.gif გადამერევა რომ მივიყვანო. ისე მინდოდა რომ მე როცა დამჭირდებოდა, გამეყოლა და ენახა რა როგორ ხდება და რომ არაა საშიში, მაგრამ ეს პანდემია წამომეწია და ვერ გავრისკე კლინიკაში წაყოლა, მარტო მივჩანჩალდი .

Posted by: DOLPHIN 17 Jun 2020, 09:45
Voila
nopiahopi
ამან ზოგი თავისით ამოიღო (მოძვრა), ზოგიც ექიმთან, იმიტომ რომ არ ერყეოდა და უკვე ახალი მოდიოდა სხვა მიმართულებით...
პირველად პირიც არ გაუღო ექიმს, ისე წამოვედით და მერე როგორც იყო, ისე ვუყვებოდი წინასწარ და ხმაც არ ამოუღია, დაძინებაც არ დასჭირვებია, ლაგამი ისე გაუჭრეს, ჭრილობა რომ ვნახე, მე ავიპლაკე იქვე... vis.gif
ანუ ამის შემთხვევაში ახსნა-განმარტებამ გაჭრა, მერე თან სიგელებს აძლევდნენ, ერთხელ სიმამაცისთვის უფასოდ გაუწმინდეს კბილები და იმ ფულით თვითგორია ვუყიდე, რომ გამოვედით და დაიკერა ასე ნელნელა. . .

Posted by: nopiahopi 17 Jun 2020, 11:24
DOLPHIN
QUOTE
ზოგიც ექიმთან, იმიტომ რომ არ ერყეოდა

ერთი ეგეთი შემთხვევა ქონდა, კბილმა ამოყო თავი და ძველი კბილი საკმარისად არ ერყეოდა, დავაპირე მიყვანა და სანამ მივიყვანე,ზუსტად 2დღეში ისე მოერყა, ამოიღო. ამოიღო რა, ყველა კბილს დედაჩემი უღებს, სხვას არ ანდობს biggrin.gif მე არ შემიძლია,გული წამივა და არ ვიცითქო ამოღება. ჰოდა მიადგება ხოლმე ბებიამისს smile.gif ოღონდ წინასწარ 2 დღე ტირის. და მერე ნერვები ეშლება, აი ხომ არ მეტკინა რომ ამოვიღე და მანამდე რატომ მიჩუყდება ასე გულიო biggrin.gif

ჰოდა ზოგადად მინდა მიყვანა კონსულტაციაზე, ჩახედოს ექიმმა, თან მანიპულაციის გარეშე თუ ჩაივლის პირველი ვიზიტი,იქნებ ისტერიკები დაძლიოს. მანამდე მე გავიყოლებ,როცა დამჭირდება. ისეთი "ქალმ" ვარ სტომატოლოგთან, ჩემი თავის მიკვირს )) ჰოდა ნახოს ბალღმა, რომ არაფერია საშიში. საიდან აქვს ზოგადად ყველა ექიმის შიში, არ ვიცი. არაფერი ჩარევა არ დაჭირვებია ბავშვობაში,ვთქვათ ცუდი მოგონება რომ ჩარჩენოდა. ყურის პრობლემა ქონდა და სანამ მივიყვანე, გამიგიჟდა ექიმთან. იქ კი მოეწონა, სკამზე ჯდებოდა და პულტით თავისით ადი-ჩადიოდა. მონიტორზეც მისხავებული იყო, ექიმი კამერით რომ ათვალიერებდა. მაგრამ აი ყოველ მომდევნო ვიზიტზე მაინც ტირილს იწყებდა..

Posted by: nopiahopi 8 Jul 2020, 18:23
ხალხი, აქაური სიცილაკები სად ჯანდაბაშია? ვერ ვაგნებ

Posted by: nopiahopi 9 Jul 2020, 23:51
ჰო, და კიდევ, ციბერბლატიანი საბავშვო მაჯის საათები სად იყიდება? 50 ლარის ფარგლებში თუ იქნება რამე.
* * *
DOLPHIN
იქნებ გეგულებოდეს რამე smile.gif

Posted by: DOLPHIN 10 Jul 2020, 15:18
nopiahopi
სათამაშოების და საჩუქრების მაღაზიებში მინახავს, აფთიაქებშიც, საკანცელარიოშიც, ბიბლუსშიც, რა ვიცი, ბაზრობაზე...

Posted by: nopiahopi 10 Jul 2020, 19:38
DOLPHIN
მე ერთი ბაზრობა მომაფიქრდა, მაგრამ 4ლარზე ძვირიანი ერთი 10 ლარიანი საათი იყო )))
საკანცელარიოები და აფთიაქები არ გამხსენებია, ჩამოვივლი აბა :*
* * *
მაინც ვიყიდე ყოველიშემთხვევისთვის, თუ მანამდე ვერ ვნახე კარგი ვარიანტი, სულ არაფერს იქნებ ჯობდეს 10ლარიანი, სანამ ნორმალურს ვუყიდი

Posted by: luxus35 11 Jul 2020, 08:25
nopiahopi
Xs -ში ლეგოს საათებზეა ფასდაკლება, ნახე იქნებ იყოს რამე შენთვის 6+ მიწერე ტყუილად რომ არ მიხვიდე და ჩაგიყრიან სურათებს

Posted by: nopiahopi 11 Jul 2020, 09:01
luxus35
დიდი მადლობა smile.gif შენ და დელფოს რომ არ მოგეწერათ, აზრადაც არ მომოვიდოდა სათამაშოების მაღაზია )))

Posted by: nopiahopi 15 Aug 2020, 19:43
DOLPHIN
თუ გაპატიო! biggrin.gif


.................30 სიმბოლო ...............

Posted by: LOTUSi 17 Aug 2020, 18:44
nopiahopi
როგორ ხარ? :* პმ მოგწერე მაგრამ გაქრა და თუ მიიღებ მომწერე აბა :დ

Posted by: nopiahopi 17 Aug 2020, 19:13
LOTUSi
კი,მოგწერე. აქაც მოგწერ. გინექსში აღარაა, ტატიშვილის რეაბილიტაციის ცენტრშია სანდრო ეულის ქუჩაზე.
2800819 კლინიკის ნომერია და თუ ვერ დაუკავშირდები პირადად, ამ ნომერზე დარეკე და ჩაგწერენ ვიზიტზე smile.gif
* * *
გეგმავ უკვე ამბებს? biggrin.gif .........

Posted by: DOLPHIN 19 Aug 2020, 18:11
nopiahopi
QUOTE
თუ გაპატიო!

სახელდობრ? biggrin.gif

Posted by: nopiahopi 19 Aug 2020, 18:18
DOLPHIN
აქაურობის მიტოვება! biggrin.gif

Posted by: DOLPHIN 23 Aug 2020, 13:56
nopiahopi
ჩემი შენ გითხარიო.
მომეწყინა უმეგობროდ სიარული...

Posted by: ინფანტა 4 Sep 2020, 23:08
როგორ ხართ მეგობრებო love.gif


ელიშო და ნოპიჰოპი 2kiss.gif რომ არ ტოვებთ კერას

Posted by: nopiahopi 4 Sep 2020, 23:53
ინფანტა
აფერუმ თქვენს ქალობას ჩვენ რომ შეგვატოვეთ აქაურობა! biggrin.gif პასკის ცხობა ჩვენ არ ვიცით და ტანსაცმლიდან ჩამჯდარი ლაქის ამოყვანა biggrin.gif
ესაა საქმე?

მოდი DOLPHIN, ამყევი! :სევდიანი-ამაყი სმაილი:

Posted by: DOLPHIN 8 Sep 2020, 23:55
nopiahopi
წელს მეორედ ავიღე შვებულება, დარდი არა მაქვს... biggrin.gif

ინფანტა
გაგვასამე, რა ვქნა?! wink.gif

Posted by: narkozeli 9 Sep 2020, 01:18
ინფანტა


აუუ ისედაც ნოსტალგიურ განწყობაზე ვიყავი და ახლა შენი ნიკის დანახვამ მთლად გადამრია biggrin.gif

შენი ფრაზები და პოსტები ზოგი ახლაც გონებაში მაქვს :დ

Posted by: niniko09 23 Sep 2020, 11:41
როგორ ხართ, გოგოებო <3 ნოსტალგიურ განწყობაზე ვარ, მენატრებით ყველა, აქაურობა მენატრება - აჟრიამულებული <3

Posted by: DOLPHIN 28 Sep 2020, 11:35
QUOTE
აქაურობა მენატრება - აჟრიამულებული <3

user.gif

Posted by: luxus35 30 Sep 2020, 07:41
გამარჯობა! კარგი საბავშვო ფოტოსტუდია მირჩიეთ რაა, გოგოებო

Posted by: DOLPHIN 5 Oct 2020, 10:58
luxus35
https://www.facebook.com/Dumbo-Studio-%E1%83%93%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%91%E1%83%9D-%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%A3%E1%83%93%E1%83%98%E1%83%9D-112558486879753/?__xts__[0]=68.ARAhXrxwPCRg5nQyyFHLkO2OSt2FFi-y9eohjE3E77FEvufrUqoakeiCGy5O_lf9fjytpltOTJgadtBOpkaOPNZErbZlCUM5qfXFp8tnjwStMH423t11bk-EAhHDyGZlMYjozgQC5QGD7c8C1R0-v_ZeT5Kp6GNMSaY_5hhFAT3mDm3XMmOvcqqWKL6o1R9X_ZoIRnz72DoJIGJtSV8SNlNSAG85aDwy1N8q7wBCHh0UddylSM53U9wGqjzYdX7g4H3yAExtA_uXn4lm9-eu71dUuJQd_qKcjXxEYoXAKEn1daIH1orVnm9x9JumDvD9KAUDm7Iz0BUf7_s2LQEdGw3hktHb3Ow7HgThQg&__xts__[1]=68.ARBs-wHYNdJP32xdoaJhjEWjN23W11Cz0xShkzoNYYd5Yl_nLY-eqJ3StKJ9k7OQBBX9cu5ahkJzZOTf-XWNmFqr9mBUjJ32eNd8RFIcB-s8aeTRLhXo1ehs4Bo9BtzcUOueKO-5tJYq5gxk_Zgfe81t-w0aBAJcPq_k83VUbnHeYMQPP5W-7EAFo5tqg4Imak16ReTZ-GYczmHfen6VMdBjZ6GoelsNzGeKHDDYw3AShT54ujCHtuBOrAXQDbJmJHkUshjxYB7xcJePt1t6XblRnwzkwwg-9dHL&__tn__=kC-R&eid=ARCyAOd7mZlZopN_ZYaZAr2J4ilU0r03VM-dvY-dXHteHK95LczU_MUVcGTKntcHqUNGTAyMnZ8L0v0N&hc_ref=ARQrYt3EPdH--fUjRkpmAX1auAnvRpYjgLSm23aB_C8chXZ0327mgVja9K3vQxx0cCo&fref=tag

Posted by: merkantil 5 Oct 2020, 15:57
როგორ ხართ დოდონებო?
............................................

Posted by: DOLPHIN 7 Oct 2020, 10:34
merkantil
QUOTE
როგორ ხართ დოდონებო?

ვახ, ვახ! bis.gif

Posted by: nopiahopi 8 Oct 2020, 13:01
DOLPHIN
merkantil
spy.gif
ორი წევრი მეჩვენება ამ თემაში თუ.. ??!

აბა როგორ ხართ? smile.gif

Posted by: DOLPHIN 8 Oct 2020, 17:22
nopiahopi
QUOTE
აბა როგორ ხართ?

რა ვქნა?!
თავად? smile.gif

Posted by: nopiahopi 8 Oct 2020, 18:03
DOLPHIN
QUOTE

რა ვქნა?!


გურულებმა იციან ეგეთი პასუხი biggrin.gif

QUOTE
თავად?

ვარ რა, სამშაბათს მივდივარ ექიმთან და თუ მშვიდობა დამხვდა, ვგონებ მომდევნო ბალღის მოლოდინში
baby.gif

Posted by: DOLPHIN 9 Oct 2020, 10:13
nopiahopi
ძიედა! bis.gif
გვაცნობე დაუყოვნებლივ. smile.gif

Posted by: nopiahopi 9 Oct 2020, 11:48

DOLPHIN
QUOTE
გვაცნობე დაუყოვნებლივ.

კი, კი, აუცილებლივ biggrin.gif

Posted by: luxus35 11 Oct 2020, 15:55
DOLPHIN
დიდი მადლობა smile.gif

Posted by: DOLPHIN 19 Oct 2020, 20:58
nopiahopi
მევიდა მიორე სამშაფათი, დიაცო!

Posted by: nopiahopi 19 Oct 2020, 21:05
DOLPHIN
უიჰ, დამავიწყდა გოგო, გადავერთვე მომავლებში )) 3 თვის ვარ, მაგრამ ნუ პრობლემებით რაა .. მეგონა 3 თვეზე მომიგვარდებოდა, მაგრამ ისევ ისე ვარ, წოლითზე და წამლებზე.. ვნახოთ )))

Posted by: მანანიკო 21 Oct 2020, 14:33
nopiahopi

სოფოოო!! love.gif

აუცილებლად გადალახვათ მაგ პრობლემებს!

ველოდებით 6 თვის მერე ჯანსაღ ბალღს, ჯანსაღ დედასთან ერთად!!
bis.gif jump.gif

Posted by: nopiahopi 21 Oct 2020, 15:04
მანანიკო
❤️❤️❤️

QUOTE

აუცილებლად გადალახვათ მაგ პრობლემებს!


ვფორთხიალობ კვირიდან კვირამდე, ძლივს გამაქვს თავი.. ხვალ მივდივარ კიდევ ეხოზე და იქნებ რამე უკეთესობისკენ მითხრან smile.gif დროა უკვე დავტკბე ორსულობით biggrin.gif

Posted by: DOLPHIN 23 Oct 2020, 17:57
nopiahopi
QUOTE
დროა უკვე დავტკბე ორსულობით

:bis.gif
აბა რაო?!

Posted by: nopiahopi 23 Oct 2020, 18:02
DOLPHIN
რაო დააა.. ჯერ ვერ დატკბები, ისევ წოლითიოოო

Posted by: DOLPHIN 26 Oct 2020, 15:39
nopiahopi
ჯერ წოლით დატკბი მაშინ. wink.gif

Posted by: nopiahopi 27 Oct 2020, 13:00
DOLPHIN
ცუდად რომ არ ვიყო, ჩემი ნებით ვიწვებოდი უსასრულოდ, არაორსულიც )))
მაგრამ უკვრ 9 კვირაა ზუსტად, რაც ვწევარ და დავიღალე და ვეღარც ვტკბები, სულ დაძაბული ვარ მაინც..

ძნელი ყოფილა სიბერეში ორსულობა biggrin.gif


* * *
არც ახალგაზედობაში გამოვირჩეოდი უპრობლემო ორსულობებით, მაგრამ ახლა ასაკი მაქვს მომიზეზებული.. biggrin.gif

Posted by: DOLPHIN 27 Oct 2020, 18:31
nopiahopi
ყველაფერი კარგად იქნება. 2kiss.gif

Posted by: nopiahopi 27 Oct 2020, 19:33
DOLPHIN
ჰოო, დიდ იმედი მაქვს ეს ბიჭი-ბაია მოერევა და გაუძლებს ბოლომდე ))

Posted by: მანანიკო 28 Oct 2020, 14:50
nopiahopi


აუცილებლად გაუძლებს და მოვა თქვენთან! love.gif

Posted by: nopiahopi 28 Oct 2020, 16:50
მანანიკო

jump.gif

Posted by: luxus35 9 Nov 2020, 13:51
ფსიქოს სად ავიღებ, გოგოებო, მოკლე დროში და ბევრ ექიმთან ბოდიალის გარეშე?
* * *
nopiahopi
ვაა, გილოცავ <3 ბედნიერი ორსულობა და დედობა <3

Posted by: nopiahopi 9 Nov 2020, 14:01
luxus35
QUOTE
ვაა, გილოცავ <3 ბედნიერი ორსულობა და დედობა <3


მადლობა :*


Posted by: Voila 15 Nov 2020, 11:41
nopiahopi
რა მაგარი ამბები გქონია bis.gif
მაგარი გოგო ხარ love.gif
წოლითი რეჟიმი ძნელია, კი... ტყუპებზე 8 თვიდან 4 თვე ვიწექი ლამის. მაგრამ მთავარია, რომ ყველაფერი კარგად იქნება <3

Posted by: nopiahopi 15 Nov 2020, 15:14
Voila
ჰოო, 5-6 კვირიდან ჰემატომები მაქვს ზრდაში პროგრესირებადი და უკვე ზუსტად 12 კვირაა ვწევარ :/

მშვიდობით გავიდე ბოლომდე და სულ არ ავდგები biggrin.gif


Posted by: DOLPHIN 23 Dec 2020, 12:00
nopiahopi
QUOTE
მშვიდობით გავიდე ბოლომდე და სულ არ ავდგები

როგორ ხარ? smile.gif

Posted by: nopiahopi 23 Dec 2020, 12:10
DOLPHIN
შედარებით უკეთესად… მეექვსე თვეში გადავგორდი smile.gif სახლში ვდგები უკვე. ჰემატომა ისევ მაქვს, მაგრამ ბაია დიდია უკვე და ყოჩაღობს smile.gif სამშაბათს მივდივარ მორიგ ეხოზე და ვნახოთ smile.gif

შენ როგორ ხარ? kiss.gif

ნეტავ ეს თემა რამდენ ახალ წელზეა გათვლილი biggrin.gif

Posted by: klubnika 25 Dec 2020, 12:22
ვა აქ რა კარგი თემა ყოფილა
და არც კი შემიმჩნევია

სასოწარკვეთილებო ჰაი )))


Posted by: DOLPHIN 28 Dec 2020, 17:43
nopiahopi
QUOTE
შედარებით უკეთესად

ყოჩაღი გოგო! up.gif
QUOTE
შენ როგორ ხარ?

ამ წლის შესაფერისად. vis.gif
QUOTE
ნეტავ ეს თემა რამდენ ახალ წელზეა გათვლილი

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე... pop.gif

Posted by: nopiahopi 29 Dec 2020, 13:49
DOLPHIN
არ ბზრიალებ წინასაახალწლოდ? ახლა მაინც ისწავლე კლასელის ბებიის მედოკი, გაახარე ბალღი biggrin.gif

Posted by: DOLPHIN 11 Jan 2021, 10:26
nopiahopi
no.gif
ისეთი გადამწვარი ვიყავი, ჭამა-სმის და ძილის მეტი არაფერი მიკეთებია... sad.gif
ღორ-ბარკალ დავემგვანე, ახრა-დახრა მეზარება. biggrin.gif
შენ როგორ ხარ, სქესი იცი? smile.gif

გილოცავთ ყველაფერს დაგვიანებით! love.gif
user posted image

Posted by: nopiahopi 11 Jan 2021, 11:08
DOLPHIN

QUOTE
შენ როგორ ხარ, სქესი იცი?

უკეთესად. ავდექი smile.gif
ბიჭია biggrin.gif

QUOTE
ისეთი გადამწვარი ვიყავი, ჭამა-სმის და ძილის მეტი არაფერი მიკეთებია...


ცოტა მაინც მოახერხე დასვენება?

Posted by: DOLPHIN 12 Jan 2021, 11:02
nopiahopi
QUOTE
ბიჭია

up.gif
სახელი შეარჩიეთ?
QUOTE
ცოტა მაინც მოახერხე დასვენება?

კი, მაგრამ კიდევ მინდა. . .

Posted by: niniko09 13 Jan 2021, 00:27
მენატრება აქაურობა, შემოვიხედავ პერიოდულად და გავდივარ ისევ გულდაწყვეტილი, სადღაა ძველი ჟრიამული. მიყვარხართ <3

Posted by: nopiahopi 17 Jan 2021, 00:07
niniko09
ხალხი იყოს და ჟრიამულიც იქნება biggrin.gif

DOLPHIN
QUOTE
სახელი შეარჩიეთ?

ვარიანტი არის რაღაც, აპრილამდე დროა კიდევ biggrin.gif

Posted by: DOLPHIN 3 Feb 2021, 14:27
გავამხნევოთ ჩვენი kozet love.gif
https://www.facebook.com/ToduaClinic/posts/3520397578083382
user.gif

Posted by: narkozeli 3 Feb 2021, 14:36
DOLPHIN

აუ კოზეტი love.gif როგორ მახსოვს მისი პოსტები, პირველი შვილის ამბები, მერე მეორესი love.gif მესამე არ ვიცოდი

გმირი გოგოა და აუცილებლად კარგად ექნება ყველაფერი! love.gif

Posted by: gokieli 7 Feb 2021, 00:39
გამარჯობა, გოგოებო
* * *
გამარჯობა, გოგოებო
კოზეტს ჯანმრთელობას ვუსურვებ.

ოფთალმოლოგს ხომ ვერ მირჩევთ? ნინო კვარაცხელიას თან დამყავდა ახალ მზერაში და წავიდა ის ექიმი საქართველოდან...

Posted by: Voila 7 Feb 2021, 16:21
gokieli
http://vidal.ge/doctors/mixeil-kurtanidze-oftalmologi

Posted by: gokieli 7 Feb 2021, 23:10
Voila
მადლობაა. _------sleep.gif-----------

Posted by: katika555 8 Feb 2021, 16:12
gokieli
ქეთევან მამამთავრიშვილი ნიუ ჰოსპიტალში გადმოვიდა მზერიდან.

kozet აქაც გისურვებ წარმატებებს!

Posted by: DOLPHIN 12 Mar 2021, 11:18
nopiahopi
აბა როგორ მიდის პალაჟენიის საქმე? 2kiss.gif

Posted by: nopiahopi 12 Mar 2021, 11:34
DOLPHIN
QUOTE
აბა როგორ მიდის პალაჟენიის საქმე?


კარგად, აი 20 აპრილისთვის ველოდები უკვე და ვარ ფორიაქში smile.gif
გამთენიისას მეღვიძება თითქმის ყოველთვის და წინასწარ მეშლება ნერვები, სანამ მაქვს საშუალება, გემრიელად რომ არ მძინავს biggrin.gif biggrin.gif

შენკენ რა ხთეფა? biggrin.gif

Posted by: DOLPHIN 15 Mar 2021, 11:27
nopiahopi
მასე ნუ შობი, შეიბრუნე! biggrin.gif
ჩემკენ - ფორიაქი, ეზ უჟუალ. . .

Posted by: nopiahopi 15 Mar 2021, 19:27
DOLPHIN
QUOTE
მასე ნუ შობი, შეიბრუნე!


რანაირად ვშვრაააა!! აი ძალიან ნერვები მეშლება რაა sad.gif
პირველად ვარ ასე ჩემი ყოფიერების ისტორიაში..


Posted by: DOLPHIN 17 Mar 2021, 11:07
nopiahopi
QUOTE
პირველად ვარ ასე ჩემი ყოფიერების ისტორიაში..

biggrin.gif
სახელი?

Posted by: nopiahopi 21 Mar 2021, 00:06
DOLPHIN
პირველ ვარიანტს ვერ გავცდით ჯერჯერობით biggrin.gif

დაჩი smile.gif

Posted by: DOLPHIN 26 Mar 2021, 10:23
nopiahopi
QUOTE
დაჩი

up.gif bis.gif

Posted by: Redial 26 Mar 2021, 10:40
nopiahopi
QUOTE
დაჩი

ჩვენც მანდ ვართ ჯერ rolleyes.gif

Posted by: nopiahopi 26 Mar 2021, 11:01
DOLPHIN

Redial

იცით რომ ეს სახელი მე, ჩემმა შვილმა და დედაჩემმა ერთმანეთისგან სრულიად დამოუკიდებლად დავასახელეთ პორველივეზე ? biggrin.gif
არც არავის ვიცნობთ, არც არასდროს გვისაუბრია და რომ მითხრეს 11 კვირაზე ბიჭი, ვარიანტი, რომელიც დასახელდა ყველას მიერ, ეგ იყო biggrin.gif ნუ მამას რომ ვკითხე, არ მაქვს ჯერ მოფიქრებულიო და მერე დაჩის ვარიანტი რომ შევთავაზე, ფრიად მოეწონა smile.gif
დედაჩემი მოსასულიერებელი გახდა, ასეთი დამთხვევა რანაირად მოხდაო biggrin.gif

Posted by: Redial 26 Mar 2021, 11:06
nopiahopi
ძაან მაგარია ))))
მე დიდ ხანი მომწონდა ეს სახელი და კიდევ ცოტნე. ცოტნე რაღაც ვერ მივიღეთ ''თბილად''
არ ''გვეჩვენშვილებოდა'' და ამაზე ეგრევე დამთანხმდა მამა :დ
ჯერ კიდევ ვნახოთ ჩვენთვის კიდევ 6 თვეა წინ user.gif

Posted by: nopiahopi 26 Mar 2021, 11:08
Redial
QUOTE
მე დიდ ხანი მომწონდა ეს სახელი

ოჯახში არასდროს არავის გვიხსენებია ეს სახელი და უცებ სამმა წევრმა დავაბრეხვეთ biggrin.gif
ნუ რაღაც კრიტერიუმები მქონდა, რა თქმა უნდა. მინდოდა მოკლე და ისეთი სახელი, რასაც დაარქმევ, იმას რომ ეძახი.

Posted by: Redial 26 Mar 2021, 11:11
nopiahopi
QUOTE
რასაც დაარქმევ, იმას რომ ეძახი.

ძაან რთული ამბავია სახელის შერჩევა smile.gif))
მაგარია, რომ ასეთი ''საყოველთაო'' უსიტყვო შეთანხმებით შეირჩა კარგი სახელი biggrin.gif


მე, კიდევ როგორც იქნა იმას ვარქმევ რაც ჩვენ მოვიფიქირეთ და არავის სახელი არაა. ეგეც ცალკე სიხარულია lol.gif
თან მამის გვარში (რომელიც არც ისე დიდი გვარია) ბევრი ამოჩემებული სახელია, რომელიც სულ ტრიალებს რატომღაც. ეს ჯერ-ჯერობით არავის ქვია და ინდივიდუალურად მისი სახელი იქნება love.gif

Posted by: narkozeli 26 Mar 2021, 11:17
Redial
QUOTE
ე, კიდევ როგორც იქნა იმას ვარქმევ რაც ჩვენ მოვიფიქირეთ და არავის სახელი არაა. ეგეც ცალკე სიხარულია


აუ ზუსტად ეგ მომენტი მქონდა მეც lol.gif ახალი სახელი შემოვიტანეთ ოჯახში :დ
ჩემი კრიტერიუმი იყო მოკლე სახელი მინდოდა აუცილებლად (რადგან გვარი ექნებოდა გრძელი) და არა ძალიან პაპსა და გავრცელებული, არც ძალიან მამა-პაპური, მაგრამ არც რაღაც სუპერ უცხო საქართველოსთვის მაიკლივით რამე :დ
ზუსტად ასეთს მივაგენი love.gif

Posted by: Redial 26 Mar 2021, 11:23
narkozeli
QUOTE
არც ძალიან მამა-პაპური, მაგრამ არც რაღაც სუპერ უცხო საქართველოსთვის მაიკლივით რამე :დ

აუ კი , ეგ ჩემი კრიტერიუმიც არის. როგორ ძალიანაც არ უნდა მომწონდეს რომელიმე უცხოური სახელის ჟღერადობა
ქართულისთვის ყველა არ არის მისაღები )))
ამასწინათ გოგოს სახელად შემომთავაზეს ვივიენი- ფილმში ოქეი, მაგრამ ქართულში ვერა რა .

აუ თუ ვინმეს ქვია აქვე ბოდიში. უბრალოდ ჩემი ყურისთვის არ ჟღერდაsmile.gif

QUOTE
ზუსტად ასეთს მივაგენი

ეგ ვერსიაც მომწონდა ადრე ისე smile.gif
ძალიან კარგი სახელია, თან ქართული თან ნაკლებად გავრცელებული


თან ისიც უნდა გაითვალისწინო, რომ ბავშვი სულ ბავშვი არ იქნება. რომ გაიზრდება ის სახელი ოფიციალური მიმართვის ნაწილი იქნება და ცოტა სოლიდურობაც უნდა ქონდეს facepalm.gif user.gif

Posted by: narkozeli 26 Mar 2021, 11:43
Redial

ენდრიუ თამაზაშვილი biggrin.gif ხო სასაცილოდ ჟღერს რაღაც :დ

QUOTE
ვივიენი- ფილმში ოქეი, მაგრამ ქართულში ვერა რა .


ზუსტად

QUOTE
ეგ ვერსიაც მომწონდა ადრე ისე
ძალიან კარგი სახელია, თან ქართული თან ნაკლებად გავრცელებული


თან ისიც უნდა გაითვალისწინო, რომ ბავშვი სულ ბავშვი არ იქნება. რომ გაიზრდება ის სახელი ოფიციალური მიმართვის ნაწილი იქნება და ცოტა სოლიდურობაც უნდა ქონდეს


გეთანხმები. მოკლედ რთული თემაა მარა სასიამოვნოდ რთული :დ

Posted by: nopiahopi 26 Mar 2021, 14:10
Redial
QUOTE
კიდევ როგორც იქნა იმას ვარქმევ რაც ჩვენ მოვიფიქირეთ და არავის სახელი არაა. ეგეც ცალკე სიხარულია


მეც არ მიყვარს ვინმეს საპატივცემულოდ დარქმევა. ორივეს სახელი გვარს მივუსადაგეთ ჩვენით biggrin.gif და ძალიან პატარა გვარია, ანუ ცოტანი არიან და ამ სახელ-გვარის კომბინაციით არავინაა ამ ეტაპზე smile.gif

QUOTE
მოკლედ რთული თემაა მარა სასიამოვნოდ რთული :დ

narkozeli
ბიჭი რომ მითხრეს ეხოზე, ისე დავიბენი, სახლში რომ მოვდიოდით ვეუბნებოდი ჩემს ქმარს, აი იმდენად ვერ ვხვდები რა სახელი უნდა შევურჩიოთ, ყველა ბიჭის სახელი დამავიწყდა, აი ახლა შენიც არ მახსოვსთქო biggrin.gif სიმართლეს ვამბობდი biggrin.gif
მაგრამ სახლში მივედით და მალევე გამიელვა ამ სახელმა თავში biggrin.gif

* * *
QUOTE
ენდრიუ თამაზაშვილი



QUOTE
ვივიენი- ფილმში ოქეი, მაგრამ ქართულში ვერა რა .


დროის ამბავია, მაგრამ მეც ვერ ვეგუები ჯერ უცხოურ-ქართულ კომბინაციებს biggrin.gif

Posted by: ninunin 26 Mar 2021, 14:22
nopiahopi
QUOTE
ბიჭი რომ მითხრეს ეხოზე, ისე დავიბენი, სახლში რომ მოვდიოდით ვეუბნებოდი ჩემს ქმარს, აი იმდენად ვერ ვხვდები რა სახელი უნდა შევურჩიოთ, ყველა ბიჭის სახელი დამავიწყდა, აი ახლა შენიც არ მახსოვსთქო  სიმართლეს ვამბობდი
მაგრამ სახლში მივედით და მალევე გამიელვა ამ სახელმა თავში

აი ზუსტად ეგრე დამემართა მეც,დაბნეულობისგან კაი ხანი მივედმოვედებოდი სახელზე მითუმეტეს biggrin.gif biggrin.gif

Posted by: nopiahopi 26 Mar 2021, 14:26
ninunin
დღეს რაღაცეები ვუყიდე კოსმეტიკა და უცებ დედაჩემი მეუბნება, ნუ ახლა ბიჭი როა, შეიძლება უფრო ხშირად დაჭირდეს პამპერსისთვის კრემის წასმაო და აუ მეთქი რა გამახსენეთქო ))))) ბიჭს რომ ველოდები კი ვიცი, მაგრამ რაღაც -რაღაც დეტალები (წელს ქვევითა) არ მახსოვს ხოლმე biggrin.gif
ვერ ხარ კარგადო )))))

:გოგოს მიჩვეული ბიჭის მოლოდინში დედა: biggrin.gif

Posted by: ninunin 26 Mar 2021, 14:28
QUOTE
მე, კიდევ როგორც იქნა იმას ვარქმევ რაც ჩვენ მოვიფიქირეთ და არავის სახელი არაა. ეგეც ცალკე სიხარულია


lol.gif მე ეგრე მინდოდა არავის სახელი ჩემით მოფიქრებულ დარქმეული, მარა ბოლომდე არ მაქვს გადაწყვეტილი მამამისთან მოლაპრაკეკები უნდა ვაწარმოოდა მაგის მიხედვით მივიღებ გადაწყვეტილებას
biggrin.gif
* * *
nopiahopi
QUOTE
დღეს რაღაცეები ვუყიდე კოსმეტიკა და უცებ დედაჩემი მეუბნება, ნუ ახლა ბიჭი როა, შეიძლება უფრო ხშირად დაჭირდეს პამპერსისთვის კრემის წასმაო და აუ მეთქი რა გამახსენეთქო ))))) ბიჭს რომ ველოდები კი ვიცი, მაგრამ რაღაც -რაღაც დეტალები (წელს ქვევითა) არ მახსოვს ხოლმე
ვერ ხარ კარგადო )))))

უი ეგ არ ვიცი მე, რატო? biggrin.gif ამიხსენი წელქვემოთა ამბები ჭჭურში ვარ , ძიედა რა მეშველება?!! lol.gif

Posted by: nopiahopi 26 Mar 2021, 16:19
ninunin
QUOTE
უი ეგ არ ვიცი მე, რატო?  ამიხსენი წელქვემოთა ამბები ჭჭურში ვარ , ძიედა რა მეშველება?!!

პრაქტიკულად მეც ჭურში ვარ biggrin.gif ანუ გოგო რომ მყავს გაზრდილი, ბიჭი ვერ წარმომიდგენია, პამპერსს რომ გავხსი და თვალში ზედმეტი რაღაცეები მომხვდება biggrin.gif სულ ეგაა წელქვემოთა ამბები biggrin.gif

Posted by: ninunin 26 Mar 2021, 16:20
QUOTE (nopiahopi @ 26 Mar 2021, 16:19 )
ninunin
QUOTE
უი ეგ არ ვიცი მე, რატო?   ამიხსენი წელქვემოთა ამბები ჭჭურში ვარ , ძიედა რა მეშველება?!!

პრაქტიკულად მეც ჭურში ვარ biggrin.gif ანუ გოგო რომ მყავს გაზრდილი, ბიჭი ვერ წარმომიდგენია, პამპერსს რომ გავხსი და თვალში ზედმეტი რაღაცეები მომხვდება biggrin.gif სულ ეგაა წელქვემოთა ამბები biggrin.gif

lol.gif აა გასაგებია, რა იგულისხმე lol.gif

Posted by: Redial 26 Mar 2021, 16:33
QUOTE
პამპერსს რომ გავხსი და თვალში ზედმეტი რაღაცეები მომხვდება  სულ ეგაა წელქვემოთა ამბები

აუ ნათესავს გოგო შეეძინა და ეგრე პამპერსს რომ უცვლიდა ძაან მეუცხოვა :დ
ვაიმე გოგო შვილი ნეტა როგორია თქო lol.gif

QUOTE
სულ ეგაა წელქვემოთა ამბები

ჰო რეალურად ბევრი არაფერი, გამოწვით ეწვებოდა ხოლმე ჩემსას ასოს ქვეშ და მაგას უნდა ხოლმე ნახვა, წითლად არ იყოს biggrin.gif

გადაწევაზე და ეგეთ რამეებზე კატეგორიული არა.
მეტი სხვა წესები არ ყოფილა

Posted by: nopiahopi 26 Mar 2021, 16:39
ninunin
QUOTE
აა გასაგებია, რა იგულისხმე

biggrin.gif biggrin.gif


Redial
ხო აი ძაან დადარდიანებული ვარ მაგ დეტალებზე, რა როგორ უნდა biggrin.gif

Posted by: DOLPHIN 26 Mar 2021, 17:08
რა ჟივილ-ხივილია. ბიჭის სახელებს შემოგთავაზებთ ბლომად, გოგოებში - მიჭირს. biggrin.gif

Posted by: nopiahopi 26 Mar 2021, 17:38
DOLPHIN
QUOTE
ბიჭის სახელებს შემოგთავაზებთ ბლომად, გოგოებში - მიჭირს.

ჩამოყარე ვარიანტები, ბლომად არიან ბიჭის მომლოდინეები biggrin.gif

Posted by: ninunin 26 Mar 2021, 19:21
QUOTE

ჰო რეალურად ბევრი არაფერი, გამოწვით ეწვებოდა ხოლმე ჩემსას ასოს ქვეშ და მაგას უნდა ხოლმე ნახვა, წითლად არ იყოს

გადაწევაზე და ეგეთ რამეებზე კატეგორიული არა.
მეტი სხვა წესები არ ყოფილა
აი გამოცდილი ბიჭის დედა ხო ეგ დეტალები მაინტერესებს სულ გადაწევაზე ჩუჩის გადაწევას გულისხმობ დაბანისას? და პამპერსის ჩაცმას რამე სპეც პრაქტიკა უნდა ბიჭზე თუ ერთნაირადაა?

Posted by: nopiahopi 26 Mar 2021, 19:37
ninunin
QUOTE
ეგ დეტალები მაინტერესებს სულ გადაწევაზე ჩუჩის გადაწევას გულისხმობ დაბანისას? და პამპერსის ჩაცმას რამე სპეც პრაქტიკა უნდა ბიჭზე თუ ერთნაირადაა?


გეუბნები შარია ბიჭი რა biggrin.gif

Posted by: ninunin 26 Mar 2021, 19:46
QUOTE (nopiahopi @ 26 Mar 2021, 19:37 )
ninunin
QUOTE
ეგ დეტალები მაინტერესებს სულ გადაწევაზე ჩუჩის გადაწევას გულისხმობ დაბანისას? და პამპერსის ჩაცმას რამე სპეც პრაქტიკა უნდა ბიჭზე თუ ერთნაირადაა?


გეუბნები შარია ბიჭი რა biggrin.gif

lol.gif რო მეუბნები რა ვქნა, ახლა რა გავაკეთო lol.gif
მე მიყვარს ჩემი ბიჭი 2kiss.gif უკვე გვიანია gigi.gif

Posted by: nopiahopi 26 Mar 2021, 20:02
ninunin
QUOTE
მე მიყვარს ჩემი ბიჭი

კარგი ერთი biggrin.gif

Posted by: ninunin 26 Mar 2021, 20:20

nopiahopi
QUOTE
კარგი ერთი

biggrin.gif biggrin.gif lol.gif love.gif

Posted by: Redial 26 Mar 2021, 20:42
ninunin
გადაწევაზე კი მაგას ვგულისხმობ, არ ვეკარებით biggrin.gif

და პამპერსის ჩაცმა ერთნაირად, მანდ განსხვავება არაა.
რომ გახდი ამოფსმა უყვართ biggrin.gif

Posted by: ninunin 26 Mar 2021, 21:07
Redial
QUOTE
რომ გახდი ამოფსმა უყვართ

ხო ეგ გამიგია lol.gif ვიცი რომ მომაფსამს, ვინმე თუ გამაბრაზებს გამოვაცვლევინებ biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
QUOTE
გადაწევაზე კი მაგას ვგულისხმობ, არ ვეკარებით

გასაგებია, ექიმიც დამაკვალიანებს იმედია რა როგორ biggrin.gif

Posted by: nopiahopi 26 Mar 2021, 22:13
DOLPHIN
ძველი დესპები როგორ არიან ნეტა, ვინმე ხომ არ გამრავლებულა კიდევ ამ პერიოდში? biggrin.gif


ძველ დესპებზე გამახსენდა აღდგომა რომ მოდის და იყრებოდა აქ სახლში დამცხვარი პასკების ფოტოები smile.gif მე კი ვყრიდი დორბლებს biggrin.gif ეეჰ..


Posted by: Na-Servus 26 Mar 2021, 23:09
nopiahopi
აუ მეც
თნ დარეგისტრირებული არ ვიყავი, მარტო ვკითხულობდი
ისე ვაღიარებ ამ თემამ გადამატანინა ემიგრაციის პირველი წელი <3

Posted by: nopiahopi 26 Mar 2021, 23:29
Na-Servus
მეც თავიდან შორიდან მომიწია თვალყურის დევნა. ბოლო პერიოდში ჩავერთე და გავერთე ძაან biggrin.gif მერე კი შემოეფრცქვნენ თანდათან თემის აქტიური წევრები sad.gif

Posted by: Na-Servus 26 Mar 2021, 23:34
მე კითხვა დავიწყე, ინფინიტი მოთხრობას როცა წერდა))) აუუ რა დრო გავიდაააა

Posted by: DOLPHIN 29 Mar 2021, 10:27
nopiahopi
QUOTE
ჩამოყარე ვარიანტები, ბლომად არიან ბიჭის მომლოდინეები

შენს შემთხვევაში, დაჩი გადაწყვეტილი ანბავია, თან ჩემს სპისოკშიც არის. wink.gif
მოდით დავიწყოთ თორნიკეთი. biggrin.gif
კიტა, ტიტე, ესტატე, ერეკლე, ტატო, ნიკო, თედო, ცოტნე, ოტია... ახლა ეს იმყოფინეთ, მეტი არ მახსენდება.

QUOTE
ძველი დესპები როგორ არიან ნეტა, ვინმე ხომ არ გამრავლებულა კიდევ ამ პერიოდში?

პუჩის და სალომეს ეყოლათ ბიჭუნები. love.gif

QUOTE
პასკების ფოტოები

წელს რომელს ვეცეთ?

Na-Servus
QUOTE
მე კითხვა დავიწყე, ინფინიტი მოთხრობას როცა წერდა))) აუუ რა დრო გავიდაააა

ეჰ...

Posted by: nopiahopi 29 Mar 2021, 18:39
DOLPHIN
QUOTE
წელს რომელს ვეცეთ?

აუ წელს რა პერიოდი მემთხვევა იცი? აი 10 დღის ბალღი რომ გყავს და ყოველდღე ნელ -ნელა რომ უნდა შეაპარო ახალი საკვები შენს რაციონს facepalm.gif ნუ თუ ძუძუზე მეყოლება.. მე კიდევ პასკის და სააღდგომო კვერცხის უკონტრილოდ ჭამა რომ მიყვარს, რა უნდა ვქნა?!
* * *
QUOTE
პუჩის და სალომეს ეყოლათ ბიჭუნები.

ჰოდა ჩვენც აგვაჟრიამულონ აქ jump.gif
მარტო მე რომ ვაფრიალებ ახალ ბავშვს biggrin.gif biggrin.gif

Posted by: DOLPHIN 30 Mar 2021, 10:39
nopiahopi
QUOTE
ყოველდღე ნელ -ნელა რომ უნდა შეაპარო ახალი საკვები შენს რაციონს

შეაპარო არა ისი კიდო!
13 წლის წინ აღარ იყო ეგეთები მოდაში. wink.gif

Posted by: nopiahopi 30 Mar 2021, 10:49
DOLPHIN
QUOTE
შეაპარო არა ისი კიდო!
13 წლის წინ აღარ იყო ეგეთები მოდაში.

ანუ პირდაპირ შემიძლია მივაძღე ? biggrin.gif რატომღაც ეგრე ვფიქრობდი , რომ თითო დღეს თითო რაცხა შემეპარებინა biggrin.gif ნუ კვერცხზე მაინც ეგრე ვიზამ, რომ შევჭამ, ვეცდები იმ პირველ დღეს სხვა ალერგიული ოხრობა არ ჩავცეცხლო.

შენ აჭამე ძუძუ? ძუძუ რა.. შიგთავსი biggrin.gif

Posted by: DOLPHIN 30 Mar 2021, 11:17
nopiahopi
QUOTE
ანუ პირდაპირ შემიძლია მივაძღე ?

სახლში რომ გამოვედი, სუფრა დამხვდა და ეგრევე შევესიე, ისეთი დამშეული ვიყავი სამშობიაროს დიეტით. biggrin.gif
QUOTE
შიგთავსი

შიგთავსი თვალით არ მინახავს, ან ჩემ ცუცუკებში რა იქნებოდა, მაგრამ სიღრმისეულიო, თუ რაღაც და 8 თვე კი ვაჭამე. wink.gif
ჩემი მიდგომა ასეთი იყო, რომ ხელოვნურზეც აწუხებთ გაზები და დროის ამბავია. smile.gif

Posted by: nopiahopi 30 Mar 2021, 11:27
DOLPHIN
QUOTE
ჩემი მიდგომა ასეთი იყო, რომ ხელოვნურზეც აწუხებთ გაზები და დროის ამბავია.

მე ეგ მიდგომა პრაქტიკამ მანახა biggrin.gif 12 დღე ძუძუზე იყო და მერე ხელოვნურზე. და მაინც კი აწუხებდა გაზები 2 თვემდე ..

ვაიმე, უნდა ნახო რა ფასები აქვს ხელოვნურს ახლა! აი 4-5 წლის წინ 20ლარი რომ ღირდა, ისინი უკვე 30+ ღირს..

ასე რომ, ვაწვებით ბუნებრივს biggrin.gif


QUOTE
სახლში რომ გამოვედი, სუფრა დამხვდა და ეგრევე შევესიე, ისეთი დამშეული ვიყავი სამშობიაროს დიეტით.

აუ მე დავიბარე ანდერძად, არ მაქვს ხალხის ატანის თავი, 3 დღე ხომ ვარ სამშობიაროში და მანამდე მოილიეთ სუფრებითქო biggrin.gif
ნუ თან ახლა უფრო ადვილია, ჩემს უხასიეთობას პანდემიას გადავაბრალებ და არავის გაუკვირდება biggrin.gif


Posted by: DOLPHIN 1 Apr 2021, 10:28
nopiahopi
ჩემი პერსონალური სუფრა იყო, უხალხო! biggrin.gif
მე ხომ საკეისრო გავიკეთე და ორ ლუკმას მაჭმევდნენ სამშობიაროში, გული მიმდიოდა შიმშილისგან და არც შემოტანის ნებას აძლევდნენ. . .
ჩემი ანდერძი იყო, ხაჭაპური! bis.gif

Posted by: nopiahopi 1 Apr 2021, 11:04
DOLPHIN
QUOTE
ჩემი პერსონალური სუფრა იყო, უხალხო!

მაშინ ხოოო !! biggrin.gif

Posted by: DOLPHIN 14 Apr 2021, 10:17
nopiahopi
როდის ვიწყებთ ნერვიულობას? wink.gif

Posted by: nopiahopi 14 Apr 2021, 12:24
DOLPHIN
ვშობე დარეჯან biggrin.gif არ განერვიულა და 7-ში მოინდომა ვაჟბატონმა გამოჩეკა smile.gif ჰოდა ვარ ახლა მეძუძური დიასახლისი biggrin.gif

Posted by: DOLPHIN 15 Apr 2021, 14:26
nopiahopi
QUOTE
ვშობე დარეჯან 

ვაიმე, დედიკო, მომიკვდეს თავი! vis.gif
QUOTE
7-ში მოინდომა ვაჟბატონმა გამოჩეკა

ანუ ხარება დაარქვი? biggrin.gif
QUOTE
ჰოდა ვარ ახლა მეძუძური დიასახლისი

გილოცავ, გილოცავ, გილოცავ! 2kiss.gif

Posted by: nopiahopi 15 Apr 2021, 14:33
DOLPHIN
QUOTE

ანუ ხარება დაარქვი?

აუუ ვღადაობდით მაგაზე, ნუ თუ ხარება არა, გოგია მაინც იქნებათქო biggrin.gif biggrin.gif
ისე ბილაინა უხდება ყველაზე მეტად ამ ეტაპზე,თან შავტუხაა, თან ყვითელი smile.gif შინაურობაში წიპწასაც ვეძახი ისეთი მოცუვქნულია smile.gif

Posted by: pearlgirl 20 Apr 2021, 11:10
nopiahopi
ვაიმე გილოცავ ახალი ბავშვი შობე? მახსოვდა რომ გინდოდა და შენ უკვე ორსულობა ჩაგითავებია და გიმშობიარია. ყოჩაღ! ბედნიერ დედობას გისურვებ!

Posted by: nopiahopi 20 Apr 2021, 12:16
pearlgirl
დიდი მადლობაა :*

QUOTE
ახალი ბავშვი შობე?

მაააშ biggrin.gif

QUOTE
მახსოვდა რომ გინდოდა და შენ უკვე ორსულობა ჩაგითავებია და გიმშობიარია.

ჰოო, პირველს ხომ 4 წელი ველოდე და თითქმის 6 წელი მალოდინა ამ წიპწამ biggrin.gif


* * *
შენ როგორ ხარ? წელს სკოლა უწევს ხომ მგონი შენს გოგოს?

Posted by: pearlgirl 20 Apr 2021, 15:16
nopiahopi
მიხარია :*

ხო სკოლა უწევს და 52 საჯაროში მინდა და წყვეტაა მანდ მოხვედრაზე weep.gif

Posted by: nopiahopi 20 Apr 2021, 16:32
pearlgirl
მანდ დამყავს მეც. კი წყვეტაა. მე რომ დავარეგისტრირე, სულ 100 ადგილი იყო და 21 ადგილი იყო დარჩენილი ჩვენი რეგისტრაციის ეტაპზე და როგორ მოვასწარი, არ ვიცი )) ნუ მერე იმდენმა ჩააწყო, კიდე დამატებითი კლასი შექმნეს და დამატებით 40 ბავშვი მიიღეს biggrin.gif გირჩევ ინტერნეტზე ჩართო 24 საათიანი ყველაზე მაღალი სიჩქარე. მე მაგთის ინტერნეტი მაქვს და 3 ლარად მოუმატეს ერთი დღით სიჩქარეს. ვფიქრობ, მაგან მიშველა. კიდე რა, ჰო, ზეპირად დაიმახსოვრე პირადი ნომრები თუ შეძლებ. უფრო სწრაფად აკრეფ, ვიდრე კარნახით. ნუ კიდევ ვისაც შეეძლება, ყველას გაუგზავნე მონაცემები და ყვეკლა უნდა ეტაკოთ )) ერთ ერთი მშობლის მონაცემია მარტო საჭირო და იმის მიხედვით ჩაწერეთ, დედას თუ მამას, რომლის სახელ-გვარიც ცოტა სიმბოლოს შეიცავს. კიდევ ერთი ხრიკი. მოგთხოვს მეილის ჩაწერას. ადრე აუცილრბელე ვეკი არ იყო და ბევრი ავსებდა და დროა კარგავდა. ახლაც თუ ფიფქი არ ეწერება, ე . ი. არაა აუცილებელი და არ შეავსო და დროს მოიგებ.

Posted by: pearlgirl 20 Apr 2021, 16:40
nopiahopi
ვაიმე რა კარი რჩევებია bis.gif 2kiss.gif

ყველაფერს ეგრე ვიზამ,
კი ერთი სწრაფი აიტი მყავს დაჯავშნილი, მაგრამ არეგისტრირებს ბავშვებს და შარშანდლიდან მისი ცოლი მყავს გაფრთხილებული biggrin.gif სხვებსაც ვეტყვი.
ინტერნეტის სისწრაფეზე რა კაი რამე მირჩიე, ეგრე უნდა ვქნა.
და რაც შეეხება ჩაწყობას ვიცი რო იწყობა განათლების სამინისტროში ნაცნობით, რომელიც არ გამაჩნია. და ჩაწყობაზე ზოგადად მეცინება და გული მერევა sad.gif
დავიკოპირე და შევინახე შენი ეს რჩევები

Posted by: nopiahopi 20 Apr 2021, 16:45
pearlgirl
QUOTE
ჩაწყობაზე ზოგადად მეცინება და გული მერევა

ეჰ, საქართველოა sad.gif ნუ კლასში 2-3 ბავშვი უეჭველი არის ხოლმე ჩაწყობით,მარა მთლად მაგდენს არ ველოდი )) დარწმუნებული ვარ ყველა სკოლაში ეგრეა. აი ყველა დაიხმარე რეგისტრაციაზე,ვინც სწრაფად კრეფს. მეც ისეთები მეხმარებოდნენ, მაგრამ პირადობების ზეპირად ცოდნამ და დედურმა ძალამ მიშველა და ყველას დავასწარი biggrin.gif

Posted by: DOLPHIN 21 Apr 2021, 10:03
pearlgirl
nopiahopi
რა დღეში ვართ. vis.gif
პირველი წელი იყო, ბაღში რეგისტრაცია რომ მომიწია (არადა "მოწყობილი" მყავდა ჩემ ჭკუაში) და იმ წელს დანიშნეს.
არ ვიცი, როგორ გამიმართლა, იმის მერე, ბაღზე ბევრს დავეხმარე, სკოლაზე არ მქონია პრაქტიკა და არც არავის მოუმართავს...

Posted by: nopiahopi 21 Apr 2021, 15:17
DOLPHIN
მე ყოველ წელს დაჯავშნილი ვარ ვიღაცის ბაღის და სკოლის რეგისტრაციაზე, მაგრამ წელს გავაუქმე ჯავშნები biggrin.gif ამ ჩვილის ხელში ვერავის ვპირდები დაგეხმარებითქო..

Posted by: merkantil 23 Apr 2021, 13:20
როგორ ხართ დოდონებო, ხომ ყველა ჯანმრთელად ხართ? love.gif

Posted by: nopiahopi 23 Apr 2021, 14:26
merkantil
QUOTE
როგორ ხართ დოდონებო, ხომ ყველა ჯანმრთელად ხართ? 

კარგად, თქვენ როგორ გიკითხოთ? smile.gif

აი narkozeli გვყავს კოვიდიანი

Posted by: merkantil 24 Apr 2021, 15:45
nopiahopi
უიი, მერე როგორ არის? იმედია მსუბუქად აქვს yes.gif

Posted by: nopiahopi 24 Apr 2021, 16:03
merkantil
კი, კი.. მსუბუქად მიდის smile.gif
აქაც შემოიხედავს ალბათ და გამოვკითხოთ ამბები smile.gif

Posted by: narkozeli 24 Apr 2021, 18:39
კი კი მსუბუქად, მე10 დღეა და მგონი გავდივარ ბოლოში, ძაან მსუბუქად გადავიტანე, ყნოსვა და გემო დავკარგე ერთადერთი და ისიც მიბრუნდება ნელნელა❤️

Posted by: merkantil 25 Apr 2021, 11:20
narkozeli
ძალიან კარგი smile.gif მარტო შენ გაქვს ოჯახში?

Posted by: nopiahopi 1 May 2021, 03:33
აბა აღდგომა მოგვადგა კარს და ჩამოარიკრიკეთ სახლური პასკები, ვინ რა იკადრეთ სახლში biggrin.gif !!

მე, როგორც უნიჭო, ვერასდროს ვაკადრებ პასკას, რომ თუნდაც მხოლოდ გავიფიქრო გამოცხობის მცდელობა facepalm.gif

კვირას ერთი ნაჭერი უნდა ვჭამო. თუ მშვიდად ჩაივლის ჩემი ბალღის ამბები და რეაქცია არ ექნება, მივაძღები მერე თამამად. ჯერ ნელ-ნელა ვაპარებ ახალ საჭმელებს biggrin.gif


Posted by: DOLPHIN 2 May 2021, 22:07
ქრისტე აღდგა!

user posted image

Posted by: gokieli 2 May 2021, 23:20
DOLPHIN

ჭეშმარიტად!
მრავალს, მრავალს გოგოებო, ჯანმრთელად და ბედნიერად!

Posted by: pearlgirl 21 May 2021, 16:44
nopiahopi
52 ში დამირეგისტრირა ერთმა smile.gif 16 ადგილი იყო და ერთი ჩვენ გვერგო. ერთი წელი დაჯავშნილი მყავდა ეს ადამიანი, ანუ ყოველ წელს ჩემს ირგვლივ ხან ბაღში ხან სკოლაში წარმატებით ურეგისტრირებდა ხალხს შვილებს.
bis.gif
დღემდე არ მჯერა ისეთი სასწაულია biggrin.gif



Posted by: nopiahopi 21 May 2021, 20:38
pearlgirl
გილოცავთ !!
აუ სულ არ ვიცოდი დღეს თუ იყო და დღეს ვაპირებდი მოკითხვას,მაინტერესებდა ამბები smile.gif
რაღა მაგ სკოლაში მოხვედრა და რაღა კემბრიჯში მოწყობა biggrin.gif ისეთი წეწვაა და ნეტა კი გაამართლოს დარეგისტრირებაზე ჩვენი დაღვრილი ოფლი და დაწყვეტილი ნერვები ))



მოკლედ, სკოლელები გახდნენ ჩვენი გოგოები smile.gif

აუ გუშინ იმდენი ვიცინე: სკოლიდან მომყავდა და ისეთი ემოციებით მიყვებოდა, დიდებს ბოლო ზარი ქონდათ და ახატავდნენ ერთმანეთს საროჩკებზეო და წვეულება გამართესო. კლასიდან გავიპარეთ იმ წვეულებაზე (გაპარვა რა, მასწავლებელიც ახლდათ biggrin.gif ) და ვცეკვავდითო. შენც ცეკვავდითქო? აბა!! ყველა ვცეკვავდითო smile.gif) მუსიკები იყოო და მერე ბოლოჯერ დარეკეს ზარი და ერთ გოგოს მულანი ეხატაო biggrin.gif

ძაან ბედნიერი იყო biggrin.gif biggrin.gif

Posted by: pearlgirl 25 May 2021, 10:35
nopiahopi
QUOTE
რაღა მაგ სკოლაში მოხვედრა და რაღა კემბრიჯში მოწყობა

ზუსტად!

ეხლა რომელ მასწავლებელთან მოხვდება მაგაზე ვდარდობ ცოტას. ყველა კაიაო მეზობელი მყავს ვინც იცნობს დაწყებითების მასწებს მანდ. შენ ხო არ იცი?


QUOTE
აუ გუშინ იმდენი ვიცინე: სკოლიდან მომყავდა და ისეთი ემოციებით მიყვებოდა, დიდებს ბოლო ზარი ქონდათ და ახატავდნენ ერთმანეთს საროჩკებზეო და წვეულება გამართესო. კლასიდან გავიპარეთ იმ წვეულებაზე (გაპარვა რა, მასწავლებელიც ახლდათ  ) და ვცეკვავდითო. შენც ცეკვავდითქო? აბა!! ყველა ვცეკვავდითო ) მუსიკები იყოო და მერე ბოლოჯერ დარეკეს ზარი და ერთ გოგოს მულანი ეხატაო

love.gif

Posted by: nopiahopi 25 May 2021, 10:47
QUOTE
შენ ხო არ იცი?

არაა, არავის ვიცნობ sad.gif

აბა წარმატებულ ახალ ეტაპს გისურვებთ და იმედია წელს მაინც გაუმართლებთ პატარებს და ონლაინ რეჟიმი აღარ მოუწევთ ამ რაოდენობით smile.gif

Posted by: pearlgirl 27 May 2021, 16:30
nopiahopi
QUOTE
იმედია წელს მაინც გაუმართლებთ პატარებს და ონლაინ რეჟიმი აღარ მოუწევთ ამ რაოდენობით

გავაფრენ კიდეც!
მადლობა! love.gif და ასევე წარმატებები

Posted by: merkantil 28 May 2021, 11:25
QUOTE (nopiahopi @ 20 Apr 2021, 16:32 )
pearlgirl
მანდ დამყავს მეც. კი წყვეტაა. მე რომ დავარეგისტრირე, სულ 100 ადგილი იყო და 21 ადგილი იყო დარჩენილი ჩვენი რეგისტრაციის ეტაპზე და როგორ მოვასწარი, არ ვიცი )) ნუ მერე იმდენმა ჩააწყო, კიდე დამატებითი კლასი შექმნეს და დამატებით 40 ბავშვი მიიღეს biggrin.gif გირჩევ ინტერნეტზე ჩართო 24 საათიანი ყველაზე მაღალი სიჩქარე. მე მაგთის ინტერნეტი მაქვს და 3 ლარად მოუმატეს ერთი დღით სიჩქარეს. ვფიქრობ, მაგან მიშველა. კიდე რა, ჰო, ზეპირად დაიმახსოვრე პირადი ნომრები თუ შეძლებ. უფრო სწრაფად აკრეფ, ვიდრე კარნახით. ნუ კიდევ ვისაც შეეძლება, ყველას გაუგზავნე მონაცემები და ყვეკლა უნდა ეტაკოთ )) ერთ ერთი მშობლის მონაცემია მარტო საჭირო და იმის მიხედვით ჩაწერეთ, დედას თუ მამას, რომლის სახელ-გვარიც ცოტა სიმბოლოს შეიცავს. კიდევ ერთი ხრიკი. მოგთხოვს მეილის ჩაწერას. ადრე აუცილრბელე ვეკი არ იყო და ბევრი ავსებდა და დროა კარგავდა. ახლაც თუ ფიფქი არ ეწერება, ე . ი. არაა აუცილებელი და არ შეავსო და დროს მოიგებ.

მამმა მია! help.gif
რა ბედნიერებაა თურმე, არჩევანის საშუალება რომ არ მაქვს და სადაც გაამწესებენ, იქ მივაბუნძულებ gigi.gif gigi.gif

Posted by: nopiahopi 28 May 2021, 12:10
merkantil
QUOTE

რა ბედნიერებაა თურმე, არჩევანის საშუალება რომ არ მაქვს და სადაც გაამწესებენ, იქ მივაბუნძულებ 


აქ საცხოვრებელი ადგილის მიხედვით ხომ არ ხდება გადანაწილება და მე (საბურთალოზე), რომელსაც ფეხით 8წუთის სავალზე მაქვს სკოლა, შეიძლება რეგისტრაცია დამასწროს მაგ. ვარკეთილში მცხოვრებმა, ეგეთებიც ხდება. და მე მომიწევს სხვა უბანში, სადაც ვიპოვი ადგილს, დარეგისტრირება და სიარული. ჩემთვის წარმოუდგენელია, რატომ უნდა ატარო პირველასელი დილის 9ის ნახევარზე (ეგრე იწყებენ) საათნახევრიან გზაზე ყოველდილით! მეცოდებიან ეგ ბავშვები, გზაში ხომ იღლებიან!
ჩემთვის პრიორიტეტი ადვილად და მალე მისადგომი სკოლაა, განსაკუთრებით დაწყებითებში. იქვე თუ არა, იმავე უბანში და რაიონში ხომ უნდა იყოს.
ამ სკოლაში, რომელიც ყაზბეგზეა, დაყავთ იცი საიდან? თბილისის შემოსასვლელში რომაა დიღმის საცდელი მეურენეობა, თბილისი მოლთან, აი იქედან! ნუ ჩემის კლასელი არაა, სხვა კლასზეა ლაპარაკი, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს biggrin.gif

Posted by: merkantil 29 May 2021, 11:25
nopiahopi
კატასტროფაა მართლა! პრირიტეტი უნდა ჰქონდეთ იმ ბავშვებს, რომლებიც იმ უბანში ცხოვრობენ და შემდეგ თუ დარჩება ადგილები, მიიღონ სხვა უბნებიდანაც, ოღონდ ჩაწყობების გარეშე. მოვინდომე ევროპები biggrin.gif

ჩვენი სკოლა არის ზუსტად 300 მეტრში, დაწყებითი და ბაღი.
უფროსი მეექვსე კლასშია და შორს დადის, მეექსვე კლასიდან სხვა სკოლაში გადადიან ბავშვები აქაური სისტემის მიხედვით, კოლეჯი ქვია.
აქაც გვაქვს კოლეჯი, მაგრამ გადავწყვიტეთ პრივატში მიგვეყვანა და ამიტომ დადის შორს, ნუ 20 წუთის გზაა. თუმცა პრივატი რომ არის,იმიტომ მიიღეს, თორემ იგივე ქალაქში, სახელმწიფო კოლეჯში ვერ მივიყვანდი.

Posted by: nopiahopi 29 May 2021, 14:08
merkantil
QUOTE
ჩაწყობების გარეშე

სულ დაკარგე ქართველობა რა!! რა სურვილები გაქვს biggrin.gif biggrin.gif

Posted by: pearlgirl 1 Jun 2021, 12:22
merkantil
QUOTE
მოვინდომე ევროპები

კომუნისტების დროს ეგრე იყო biggrin.gif

Posted by: nopiahopi 2 Jun 2021, 00:49
QUOTE (pearlgirl @ 1 Jun 2021, 12:22 )
merkantil
QUOTE
მოვინდომე ევროპები

კომუნისტების დროს ეგრე იყო biggrin.gif

ჰქონიათ რაღაც საერთო კომუნისტებს და ევროპებს gigi.gif

Posted by: nopiahopi 8 Aug 2021, 02:58
ამ განყოფილებაში შემოსვლისას როგორ მოგწონთ ღიმილიანი კალაძის უზარმაზარი პოსტერი რომ გვეგეგება ? biggrin.gif

Posted by: DOLPHIN 22 Sep 2021, 18:25
nopiahopi
ღიმილიანი დაჩი როგორ არის? 2kiss.gif
და საერთოდაც, როგორ ხართ ყველანი, თუ ხართ საერთოდ? love.gif

Posted by: nopiahopi 22 Sep 2021, 19:16
DOLPHIN
QUOTE
ღიმილიანი დაჩი როგორ არის?

კარგად არის love.gif

QUOTE
როგორ ხართ ყველანი, თუ ხართ საერთოდ?

ყველანიზე ბოდიში, ისევ ჩვენი სათრევია ეს თემა და მე ვარ ძველებურად biggrin.gif

შენა? 2kiss.gif

Posted by: DOLPHIN 22 Sep 2021, 21:04
nopiahopi
მეც ძველებურად, ბებრულად...

Posted by: nopiahopi 22 Sep 2021, 22:46
DOLPHIN
კარგად ვართქო კი ვამბობ, მაგრამ.. არ ყოფილა სიბერის შვილი ადვილი biggrin.gif აი ძაან უპრობლემო ბავშვია, მაგრამ დამხმარე არ მყავს, მეუღლე გვიანობამდე მუშაობს და არ ვწერივარ ადამიანებში. იქით უფროსი, აქეთ უმცროსი და დღის განმავლობაში კბილების გამოხეხვა თუ მოვახერხე, ვთვლი, რომ დღე შედგა biggrin.gif

Posted by: DOLPHIN 23 Sep 2021, 17:21
nopiahopi
up.gif

Posted by: POMPADOUR MADAM DE 5 Oct 2021, 01:15
bis.gif


რა ხდება გძინავთ???

მეგონა ყველა აქ იქნებოდა baby.gif

Posted by: nopiahopi 13 Oct 2021, 23:36
pearlgirl
pearlgirl
სკოლის ამბები მაინტერესებს, მოწონს გოგოცუნას ? smile.gif

Posted by: pearlgirl 19 Oct 2021, 15:04
nopiahopi
აუ კი <3 ძალიან კარგი მასწავლებელი შეხვდა რა <3 ნინო ფანჩულიძე.
უბრალოდ ორი კვირა იარეს, და ეხლა ერთი კვირაა ონლაინზე გადავიდნენ, კლასში ერთ ბავშვს დაუდასტურდა და არავის არ გადადებია, ერთი კვირაში დაბრუნდებიან კლასში.

Posted by: nopiahopi 19 Oct 2021, 22:29
pearlgirl
რა კარგია! დაწყებითის კარგი მასწავლებელი ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვის ცხოვრებაში, ბევრ რამეზე ახდენს გავლენას smile.gif ჩემიც დამყავს. უკვე ზმუიან ამის კლასელების მშობლები, ონლაინზე ხომ არ გადავიდეთო და მეთქი არჩევანის საშუალება ხომ გაქვთ და გადადით ვისაც გინდათთქო )))

Posted by: DOLPHIN 1 Dec 2021, 18:29
POMPADOUR MADAM DE
QUOTE
რა ხდება გძინავთ???

მეგონა ყველა აქ იქნებოდა

biggrin.gif

Posted by: merkantil 20 Mar 2023, 12:35
სად ხართ ძველებო? გაიზარდნენ ბავშვებიsmile.gif შემოით და დაწერეთ, როგორია თინეიჯერების დედების ცხოვრება facepalm.gif

Posted by: nopiahopi 23 Mar 2023, 00:15
merkantil
ან ძველი სადაა, ან ახალი biggrin.gif
თინეიჯერობა ჯერ ადრეა, მაგრამ რუბიკონის კრიზის ზარმა ჩამოჰკრა ჩემს შვილთან დაახლოებით 3 თვეა. ნერვებს ვიმარაგებ..

Posted by: lika_law 23 Mar 2023, 17:35
ვაიჰ, ეს თემა love.gif კიდევ თუ არსებობდა და ჩემი დროის დესპერატივების მერეც გრძელდებოდა, რას ვიფიქრებდი... ფორუმს დავუბრუნდი, კარგ, მშვიდ და უდარდელ დროს მახსენებს დილის ყავით და ფორუმით დაწყება smile.gif
merkantil
თქვენი დროის დესპერატივი არა, მაგრამ თინეიჯერის დედა მე ვარ და რა გითხრათ, რით გააგხაროთ smile.gif

Posted by: merkantil 23 Mar 2023, 21:42
QUOTE (nopiahopi @ 23 Mar 2023, 00:15 )
[ რუბიკონის კრიზის  ზარმა ჩამოჰკრა ჩემს შვილთან დაახლოებით 3 თვეა. ნერვებს ვიმარაგებ..

ეს რაღაა user.gif
....................

* * *
lika_law
ეჰ, მაშინ სულაც არ ვყოფილვარ დესპერატო, ეხლა ვარ fingal.gif

Posted by: Sandra2209 24 Mar 2023, 21:21
აუ რა კარგი თემა ყოფილაა, შევყევი, შევყევი და 2015 წელში ამოვყავი თავი, კარგი სერიალივით წავიდა biggrin.gif

Posted by: nopiahopi 24 Mar 2023, 22:00
merkantil
QUOTE
ეს რაღაა
....................

9-12 წლის ასაკის კრიზისი biggrin.gif
ეს 9 წლის გახდა და ისე შეიცვალა, ვერ ვცნობ. მთავარია ვიცი, დროებითია და ვცდილობ მხარში დავუდგე, არ ავყვე ნერვებს და გაუვლის მალე. ამასობაში თინეიჯერობაც მოვა, უარესი კრიზისი.. მოკლედ, არ გვადუნებენ ბალღები biggrin.gif

Posted by: merkantil 25 Mar 2023, 10:34
nopiahopi
ეს ისეთი უპრობლემო და ლაღი ბავშვი იყო, ვერასოდეს წარმოვიდგენდი, თუ პრობლემები გვექნება როდისმე user.gif

Posted by: nopiahopi 25 Mar 2023, 23:22
merkantil
ბუნებრივია, რომ შეიცვალა. უნდა გადალახოს ეგ ეტაპიც. მთავარია მშობლებმა შევძლოთ ის, რომ ნებისმიერ სიტუაციაში დაინახონ და იცოდნენ უპირობოდ მათ გვერდით რომ ვართ. შეიძლება ძალიან გვატკინონ გული, მაგრამ პირველ რიგში თვითონ სტკივათ მაგ მომენტში. ჯერ მარტო ფიზიკურად იმდენად სწრაფ და თვალშისაცემ მეტამორფოზას განიცდიან, ძალიან უჭირთ ყოველდღე ახალი სახით გაიცნონ საკუთარი თავი. ერთ დილით აღმოაჩენენ, რომ ხელები ქვთ დაგრძელებული, მერე განში არიან გასულები, ხან სახე უჭრელდებათ, ხან მკერდი ეზრდებათ, ხან ფეხები არ ემორჩილებათ. მოკლედ, საკმაოდ მძიმე პერიოდია იმით, რომ ყველაფერის მიმართ მგრძნობელობა უუუზომოდ გაზრდილია. რამხელაა შენი?

Posted by: sesililu 29 Mar 2023, 19:47
ეს თემა და ძველი დრო cry.gif

ჩემი აქ დაბადებული ბავშვი უკვე თინეიჯერია და ნეტა იმ დროს, ძუძუების ტკივილზე და კოლიკაზე რომ ვზმუოდი

Posted by: მანანიკო 29 Mar 2023, 20:36
bis.gif bis.gif bis.gif bis.gif

ჩემი, ჩვენი, ყველას საყვარელი და მივიწყებული თემა!

ძირძველი დესფრითელები nopiahopi და დელფოღა აცოცხლებდნენ აქაურობას!





Posted by: ივლისი 29 Mar 2023, 21:39
მანანიკო
ვახ ქვემოთ წარწერა ვნახე. გილოცავთ! 12 წლის მერე ყოჩაღი წერო მოფრენილა jump.gif წეროებში დაწერეთ თქვენი ამბები რა როგორ . საინტერესო იქნება

Posted by: nopiahopi 29 Mar 2023, 23:21
მანანიკო
მიხარია შენი ამბები :*

QUOTE
ძირძველი დესფრითელები nopiahopi და დელფოღა აცოცხლებდნენ აქაურობას!

გაცოცხლებით ნაკლებად, უფრო აპარატზე გვყავდა შეერთებული კომატოზურ მდგომარეობაში biggrin.gif

Posted by: ბანანი 29 Mar 2023, 23:36
მანანიკო
ვააახ რა მაგარი ამბავიაა. 2015 წლიდან ვკითხულობ ამ თემას და ისე გგულშემატკივრობდით. ერთი თვის წინ გამახსენდით და გეძებდით სახელით რამე სიახლე ხომ არ აქვსთქო და ვერაფერი ვნახე ბოლო პერიოდში დაწერილი. კიდევ იყვნენ აქ გოგონები როსონერა, კატერინა, მათაც ძალიან ვგულშემატკივრობდი. მართლა ძალიან გამიხარდა<3 თუ მოგვიყვებით წეროებში თქვენს ამბავს კარგი იქნება smile.gif

Posted by: მანანიკო 30 Mar 2023, 03:33
ივლისი


ამდენი წლის მერე აღარც ისე ყოჩაღი biggrin.gif


nopiahopi

ჰოო ეგ აღწერა უფრო შეეფერება

givi.gif


ბანანი


ვაი, მადლობა რომ გახსოვდით და მგულშემატკივრობდით love.gif


********************

მადლობა გოგოებო დიდი


2kiss.gif 2kiss.gif


ისტორია ბანალურია ბედნიერი დასასრ.. ნწ, დასაწყისით love.gif


ინვიტრო.

* * *
ბანანი

ამ გოგოების სამწუხაროდ არაფერი ვიცი. იმედია მათთანაც კარგი ამბებია
chups.gif

Posted by: nopiahopi 31 Mar 2023, 22:09
მანანიკო
QUOTE
ისტორია ბანალურია ბედნიერი დასასრ.. ნწ, დასაწყისით

უf, რა გემრიელი დასწყისია 2kiss.gif


Posted by: ბანანი 1 Apr 2023, 01:36
მანანიკო

Posted by: ინფანტა 15 Jun 2023, 15:41
მანანიკო
რაი??? გილოცავ გილოცავ ძალიან გამიხარდა მთელი გულით love.gif love.gif love.gif love.gif

სულ ისე შემოვიხედე და რა ამბავი დამხვდა biggrin.gif

* * *
DOLPHIN
ჩემი კუდრაჭა 2kiss.gif

sesililu
უკვე თინეიჯერია? რამდენი დრო გასულა 2kiss.gif


merkantil
QUOTE
ეს ისეთი უპრობლემო და ლაღი ბავშვი იყო, ვერასოდეს წარმოვიდგენდი, თუ პრობლემები გვექნება როდისმე

ისევ დაწყნარდება

ჩემი გახსოვს? ღვთის პირიდან გადავარდნილი , უზნეო და უნორმო
სამაგიეროდ თინეიჯერობაშია ბარხატი

Posted by: narkozeli 15 Jun 2023, 17:44
ინფანტა
ვაახ შემოვქანი ნიკი რომ დავინახე)))

შენ როგორ ხარ? შენი ბიჭი კი იქნება უკვე სტუდენტი biggrin.gif მეორეზე ხო არ გაიქაჩე? :დ ძაან აკლია შენი ვაიბი აქაურობას user.gif ❤️ მამენტ აღარვინ აღარ პოსტავს მგონი)) ერთი მე აღმოვჩნიდ მარადმწვანე biggrin.gif 4 წლის ბიჭი მყავს და მეორეს ველი ცოტა ხანში)) ისეთ რაზგონზე ვარ და ისე მაქვს ფესვები გართხმული, მესამეც შეიძლება მივცხო გარფილდივით biggrin.gif

აუუ უცებ წარმოვიდგინე ყველა რომ შემოვიდეს, რავარ ნოსტალგიას დააბზრიალებთ user.gif

Posted by: niniko09 19 Jun 2023, 01:17
QUOTE
აუუ უცებ წარმოვიდგინე ყველა რომ შემოვიდეს, რავარ ნოსტალგიას დააბზრიალებთ

ინატრე და აი, მე სრულიად შემთხვევით შემოვბორიალდი smile.gif

როგორ ხართ, რა კარგი დრო იყო, მენატრება ყველაფერი მაშინდელიიიიი
2kiss.gif kar.gif jump.gif jump.gif jump.gif jump.gif jump.gif love.gif

Posted by: merkantil 19 Jun 2023, 09:39
QUOTE (ინფანტა @ 15 Jun 2023, 15:41 )


ჩემი გახსოვს?  ღვთის პირიდან გადავარდნილი , უზნეო და უნორმო
სამაგიეროდ თინეიჯერობაშია ბარხატი

ვაიმეე, ნეტა პატარაობაში ყოფილიყო უზნეო და ეხლა ზნიანი gigi.gif პატარაობის უზნეობები ჯობია თინეიჯერობისას yes.gif facepalm.gif

ისე შენი რაღა თინეიჯერი კაცო, კი უნდა გყავდეს უკვე შვილიშვილი gigi.gif 2kiss.gif

Posted by: ინფანტა 20 Jun 2023, 15:14
narkozeli
უი შენ ყოჩაღ chups.gif 2kiss.gif 4 წლისაა უკვე? რა მალე გადის დრო
QUOTE
აუუ უცებ წარმოვიდგინე ყველა რომ შემოვიდეს, რავარ ნოსტალგიას დააბზრიალებთ

აბაა biggrin.gif

niniko09
შენ როგორ ხარ?? შენებიც დიდები იქნებიან უკვე 2kiss.gif


merkantil
QUOTE
ისე შენი რაღა თინეიჯერი კაცო, კი უნდა გყავდეს უკვე შვილიშვილი

გაჩეე biggrin.gif
18 წლისაა , ემზადება ეხლა, წელს აბარებს და ვართ ერთ ამბავში biggrin.gif

QUOTE
ვაიმეე, ნეტა პატარაობაში ყოფილიყო უზნეო და ეხლა ზნიანი  პატარაობის უზნეობები ჯობია თინეიჯერობისას

აუცილებლად დაუბრუნდება საწყის მდგომარეობას yes.gif გარდატეხის ასაკი ზოგში ასეთ გამოვლინებას ჰპოვებს და ზოგში -ისეთს , მაგრამ ჯამში ადამიანი ის რჩება მაინც, რაც იყო იქამდე 2kiss.gif

Posted by: merkantil 21 Jun 2023, 12:14
QUOTE (ინფანტა @ 20 Jun 2023, 15:14 )

18 წლისაა , ემზადება ეხლა, წელს აბარებს და ვართ ერთ ამბავში biggrin.gif


ვაახ დიდ ამბებში ყოფილხართ აბა! რაზე აბარებს? წარმატებები 2kiss.gif

Posted by: მანანიკო 13 Jul 2023, 23:13
ინფანტა

ინფოოოოო love.gif


მეც ძალიან გამიხარდა შენი გამოჩენა.

მადლობა დიდზე დიდი 2kiss.gif

ქოო დაიგვიანა მთელი10+ წელი და ყავდეს ახლა ბებერი დედ-მამა givi.gif

რამხელა გაზრდილა შენიც უკვე და რა საინტერესო ეტაპებზე ხართ, წარმატებები!. love.gif გაზრდილი მეტად ენაკვიმატი იქნება ალბათ :დედაილა: biggrin.gif


აუ უძვირფასესი თემა ჩაიკარგა და ჩაიძირა user.gif

დელფო და სოფიაღა შემოდიოდნენ და დაიღალნენ ესენიც ამდენი უშედეგო რეანიმირებით gigi.gif

Posted by: nopiahopi 14 Jul 2023, 20:49
მანანიკო
QUOTE

დელფო და სოფიაღა შემოდიოდნენ და დაიღალნენ ესენიც ამდენი უშედეგო რეანიმირებით

ეეჰ

user posted image

Posted by: მანანიკო 15 Jul 2023, 22:30
nopiahopi

lol.gif


მართლაც ყველაფერი გააკეთეთ love.gif

შენ მაინც ნამეტანი ერთგულად შემორჩი biggrin.gif

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)