დავფიქრდეთ უკან, შინისაკენ, მიმავალ გზაზე.
ნეტავ, საერთოდ, ხომ არ სჯობდა სახლში დარჩენა,
ამ სანახების მხოლოდ ფიქრში მონახულება?
მაშინ, ამ წესით, ნეტავ ახლა სად ვიქნებოდით?
საკითხავია, სწორად ვიქცევით, თეატრებს შორის ამ ყველაზე გრძნეულ თეატრში
ჩვენთვის უცნობი მსახიობების თამაშს რომ ვუმზერთ?
ან რა ბავშვური მოუთმენლობა შეგვიპყრობს ხოლმე,
ვიდრე სხეულში სული გვიდგას, მზად რომ ვართ მოვწყდეთ
ნაცნობ ადგილებს, მხოლოდ იმიტომ,
მზეს შევხედოთ მეორე მხრიდან?
მივეშურებით მსოფლიოში ყველაზე ციცქნა მწვანე კოლიბრის სანახავად,
ან დავაცხრებით გარდასულ დროის რომელიმე ქვის ნაგებობას,
რომელიც ყველა მხრიდან იდუმალი და აუხსნელია,
და რომელსაც არ დაკლებია მნახველი და შემფასებელი,
თან ყველა ჯერზე, ყველა ნახვაზე ერთნაირად მშვენიერია;
ან დანაშაულს ხომ არ ჩავდივართ,
როცა ვოცნებობთ ოცნებებზე
და საერთოდ, ოცნება რომ გვაქვს?
ნუთუ დავტოვეთ სადმე სივრცე
ერთი რიგითი, ჯერ ისევ თბილი, კალთებაკეცილი მზის ჩასასვლელად?@
კონტინენტია, ქალაქია, ქვეყანა თუ ნაცნობების წრე
არსად არ არის არჩევანი თავისუფალი.
აქ თუ იქ? არა, არსად. მართლაც, ხომ არ სჯობდა სახლში დარჩენა,
ეს სახლი სადაც არ უნდა იყოს?\"
Elizabeth Bishop
ანუ
ელენე